Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ილია ჭავჭავაძე მოცემულ წერილში საუბრობს ჭეშმარიტი განათლების არსზე.

იგი
აღნიშნავს, რომ განათლება სხვა არაფერია თუ არა განვითარებული გონებისა და ზნე-
ხასიათის შერწყმა. ამ ორის გარეშე ადამიანი მაღალ ღირებულებებს ვერ ეზიარება. ავტორი
აქვე შენიშნავს, რომ ცალკეულის არსებობის შემთხვევაში სჯობს კაცს გაწვრთნილი ზნე-
ხასიათი ჰქონდეს, ვიდრე ცოდნა, რადგან გაადამიანება სწორედ აქედან იწყება.

დღევანდელ რეალობაში, იშვიათად ინტერესდებიან ადამიანის პიროვნულობით, მისი


ღირებულებებით. მხოლოდ წიგნიერება და ცოდნის მიღება ადამიანებს ქედმაღლებად და
ამპარტავნებად აქცევს. სწორედ ეს პრობლემაა დღეს აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, სადაც
ემპათიის, სიყვარულისა და თანადგომის გრძნობის არმქონე ხალხი მშვიდომიან
მოქალაქეებს თელავენ, უმოწყალოდ სცემენ და სასიკვდილოდ იმეტებენ. ავლენენ
ცხოველურ სისასტიკეს, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი და ამაო
ღირებულებებს ემონებიან.

როგორც აღვნიშნეთ, ილია ჭავჭავაძე განათლების საწყისად გაწვრთნილი ზნე-ხასიათს


მიიჩნევს. მხოლოდ ცოდნით აღჭურვილი კაცი ზედმეტად საშიშიც კია, რადგან მას შეუძლია
უდიდესი ზიანი მიაყენოს კაცობრიობას. ამის უამრავი მაგალითი ახსოვს ისტორიას: იოსებ
სტალინი, ადოლფ ჰიტლერი და სხვ. „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგის კი არ ჰქონდა
ოფიციალური განათლება მიღებული, თუმცა იგი თავისი ჰუმანურობითა და სიყვარულის
გრძნობით მაღალზნეობრივ ადამიანად გვევლინება.
მეორე მხრივ, ცოდნის გარეშე შეუძლებელია განვითარება პროფესიულად. არსებობს ისეთი
სფეროები, სადაც ადამიანს არ სჭირდება თავისი პიროვნულობის გამოჩენა, შესაბამისად არ
აქვს მნიშვნელობა მის ღირებულებებს. კომპიუტერული მეცნიერებების უმეტესობა
ფაქტობრივ ცოდნაზეა დაფუზნებული და მინიმალური ურთიერთობით შესაძლებელია
მიზნის მიღწევა.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ჩემი დამოკიდებულება ემთხვევა ილია ჭავჭავაძის


მოსაზრებას და ვთვლი, რომ ჭეშმარიტი განათლება გონებისა და ზნე-ხასიათის გაწვრთნით
არის შესაძლებელი. მხოლოდ ცოდნა კი არაფერია თუ ადამიანს სიკეთის კეთების უნარი არ
გააჩნია. სიყვარული, ემპათია, მეგობრობა, თანადგომა ის ცნებებია, რომელიც ცხოველს არ
გააჩნია და სწორედ აქედან იწყება გაადამიანების პროცესი.

You might also like