i II კლასის ფიზიკური აღზრდა მასწავლებლის წიგნი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 171

1

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი


პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,
თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად, განათლების
სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო
ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს
ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო
ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე
საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების


საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი


პასუხისმგებლობის გააზრება;

ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა;

გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად


გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება;

ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ


არსებულის ხარჯზე;

ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი


ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;

ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;

თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.


საგნობრივი პროგრამა

ფიზიკური აღზრდა
I-II კლასი

სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის


მასწავლებლისათვის
ფიზიკური აღზრდა I-II კლასი
სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა
და სპორტის მასწავლებლისათვის

2018 წელი
სარჩევი
ზოგადი ნაწილი:
კონცეფცია .................................................................................................................................................... 8
ფიზიკური აღზრდის როლი სკოლაში .................................................................................................... 9
2017 - 23 წწ. ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო
სტანდარტი, ძირითადი მიმართულებები და შედეგები ..................................................................... 10
თავი I - განვითარების ასაკობრივი თავისებურებები................................................................................ 11
1. განვითარების სფეროები ....................................................................................................................... 11
2. ფიზიკური თვისებებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების
ასაკობრივი თავისებურებები ................................................................................................................... 14
3. აერობული, ანაერობული და მოქნილობის ვარჯიშების
მნიშვნელობა დაწყებით საფეხურზე....................................................................................................... 17
თავი II - ფიზიკური აღზრდის სტანდარტი................................................................................................. 20
1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ........................................................................... 20
2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები ............................................................... 20
2.1. რეკომენდებული აქტივობები და ვარჯიშები I-II კლასში ....................................................... 22
2.2. რა დრო ესაჭიროება ახალი მოძრაობითი უნარის ათვისებას? ................................................ 23
2.3. გენდერული საკითხები .................................................................................................................. 26
2.4. სსსმ მოსწავლეების ჩართულობა ფიზიკურ აქტივობაში ......................................................... 28
3. მიმართულება -აქტიური მონაწილეობა ............................................................................................. 31
თავი III - შეფასება ........................................................................................................................................... 31
1. შეფასების ზოგადი სტანდარტი ........................................................................................................... 31
2. როგორ წარვმართოთ განმავითარებელი შეფასება ........................................................................... 33
2.1. განმავითარებელი შეფასების პრინციპები ფიზიკურ აღზრდაში ........................................... 34
2.2. მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება - მოტორული უნარების შეფასების რუბრიკა . 35
2.3. მოსწავლის თვითშეფასება ............................................................................................................. 35
2.4. ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასება სტანდარტული ტესტით
(განმავითარებელი შეფასების შუალედური ფორმა) ....................................................................... 36
2.5. მოსწავლის ფიზიკური აქტივობის შეფასების სტანდარტული ტესტი /// შეფასების
რუბრიკა მასწავლებლისთვის (ფაკულტატური) .............................................................................. 43
2.6. დამატებითი ელ-რესურსები ......................................................................................................... 45
თავი IV - დატვირთვის შეფასება.................................................................................................................. 46
1. საუბრის ტესტი.................................................................................................................................... 46
თავი V - გაკვეთილის ორგანიზება .............................................................................................................. 47
1. სივრცის მოწყობა გაკვეთილისთვის ................................................................................................... 47
2. ახსნისა და მოსწავლეთა ორგანიზების მეთოდები ........................................................................... 48
თავი VI - გაკვეთილის სტრუქტურა ............................................................................................................ 49
1. მოსამზადებელი ნაწილი ....................................................................................................................... 49
2. ძირითადი ნაწილი.................................................................................................................................. 51
3. დასკვნითი ნაწილი ................................................................................................................................. 51
მოთელვითი ვარჯიშების ნიმუშები ........................................................................................................ 52
I-კლასის საგნის სწავლების პრინციპები
საგნის სწავლების პრინციპები ................................................................................................................. 55
თავი I - განვითარების ასაკობრივი თავისებურებები სასწავლო წლის დასაწყისში ............................ 56
თავი II - სტანდარტის მიმართულებები ..................................................................................................... 57
1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება .......................................................................... 57
1.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები ................................................................ 57
1.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 57
1.3. შედეგი და შეფასება ......................................................................................................................... 58
2. მიმართულება - მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები ............................................................. 59
2.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები ................................................................ 59
2.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 60
2.3. შედეგი და შეფასება ......................................................................................................................... 61

5
3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა ........................................................................................... 61
3.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები................................................................ 61
3.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 61
3.3. შედეგი და შეფასება ........................................................................................................................ 62
თავი III - წლიური გეგმა ............................................................................................................................... 63
1. წლიური გეგმის შედგენის პრინციპი .................................................................................................. 63
2. ინტეგრირებული გაკვეთილი .............................................................................................................. 63
3. წლიური გეგმის ნიმუში ........................................................................................................................ 64
თავი IV - გაკვეთილების აქტივობების აღწერილობა და თანმიმდევრობა ........................................... 67
1. სკოლამდელ ასაკში განვითარებული უნარების განმტკიცება....................................................... 67
1.1. ვარჯიშები სიარულზე, ტანადობაზე და წონასწორობის ხელშეწყობაზე ............................. 67
2. გაკვეთილები ფიზიკური თვისებების შეფასების ტესტების შესაბამისი ვარჯიშები ................ 69
3. გაკვეთილები წონასწორობაზე, რბენაზე და შვედურ კედელზე ცოცვაზე ................................. 69
4. გაკვეთილები ხტომებზე ....................................................................................................................... 72
5. გაკვეთილები მანიპულაციური უნარების განვითარებაზე და სივრცის აღქმაზე...................... 74
6. გაკვეთილები წინხტომზე, განხტომზე, ხტუნვით სიარულზე ...................................................... 75
7. გაკვეთილები ცალი ხელით საგნის ტყორცნის უნარების განვითარებზე ................................... 78
თავი V - მოძრავი თამაშები I - კლასისათვის............................................................................................. 81
მოძრავი თამაშების მნიშვნელობა ........................................................................................................... 82
1. თამაში „ხილის მოგროვება“ ................................................................................................................. 83
2. თამაში „ჩემი სახლი“ .............................................................................................................................. 85
3. თამაში „წერო გუბეში“ ........................................................................................................................... 86
4. თამაში „აჩუ-აჩუ ცხენო, მოდი გაგაჭენო“ .......................................................................................... 87
5. თამაში „ხელი ხელთან“ ......................................................................................................................... 88
6. თამაში „ვაშლების ჩამოყრა“.................................................................................................................. 89
7. თამაში „ციყვების ოჯახი“...................................................................................................................... 90
8. თამაში „დათუჩას დაბადების დღე“ .................................................................................................... 92
9. თამაში „სკუპ-სკუპი“ .............................................................................................................................. 93
10. თამაში „ბურთების დაჭერობანა“ ....................................................................................................... 95
II-კლასის საგნის სწავლების პრინციპები
თავი I - განვითარების ასაკობრივი თავისებურებები სასწავლო წლის დასაწყისში ........................... 98
თავი II - სტანდარტის მიმართულებები ..................................................................................................... 99
1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ......................................................................... 99
1.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები................................................................ 99
1.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 99
1.3. შედეგი და შეფასება ........................................................................................................................ 99
2. მიმართულება - მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები ............................................................ 101
2.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები ........................................................... 105
2.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 102
2.3. შედეგი და შეფასება ........................................................................................................................ 103
3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა .......................................................................................... 104
3.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები................................................................ 104
3.2. სწავლების პრინციპები ................................................................................................................... 104
3.3. შედეგი და შეფასება ........................................................................................................................ 105
თავი III - წლიური გეგმა ............................................................................................................................... 106
1. მეორე კლასის გაკვეთილის გეგმის ნიმუში....................................................................................... 106
თავი IV - გაკვეთილების აქტივობების აღწერილობა და თანმიმდევრობა ........................................... 110
1. გაკვეთილები სკოლამდელ ასაკში და პირველ კლასში
ათვისებული უნარების განმტკიცებაზე ................................................................................................. 110
2. ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასების ტესტის შესაბამისი ვარჯიშები ................... 114
3. გაკვეთილები წონასწორობის, სივრცის აღქმის და სისწრაფის განვითარებზე .......................... 114
4. ვარჯიშები და თამაშები ბურთით ....................................................................................................... 116
5. გაკვეთილები სხეულის მართვის უნარის განვითარებასა და დაზიანებათა პრევენციაზე ...... 119
5.1. დარტყმის ძალის შემცირება.......................................................................................................... 119

6
6. აერობული და ანაერობული ვარჯიშები ............................................................................................ 120
7. სპრინტი და ხტომები ............................................................................................................................. 121
8. გაკვეთილები ოთხი ძირითადი მოტორული უნარის განვითარებაზე ........................................ 123
8.1. წინხტომი ფეხშლით ........................................................................................................................ 123
8.2. ფეხის დარტყმა ბურთზე ................................................................................................................ 123
8.3. ორი ხელით ხელკეტის მხარ მოქნევით ბურთზე დარტყმა ..................................................... 124
8.4. თავის არიდება ................................................................................................................................. 125
თავი V - მოძრავი თამაშები II - კლასისათვის............................................................................................. 127
1. თამაში „მხიარული მატარებელი“ ........................................................................................................ 128
2. თამაში „ცხოველების დაჭერობანა“ ..................................................................................................... 130
3. თამაში „ლეკვი და კნუტები“ ................................................................................................................. 131
4. თამაში „მარჯვენა-მარცხენა“................................................................................................................. 132
5. თამაში „ბურთიყლაპია ბომბორა“ ........................................................................................................ 134
6. თამაში „ბურთაობა“ ................................................................................................................................ 135
7. თამაში „აფრინდა, აფრინდა...“ ............................................................................................................. 136
8. თამაში „მსუნაგი დათუჩა„..................................................................................................................... 137
9. თამაში „ფრენია ბურთი“ ........................................................................................................................ 138
10. თამაში „ბავშვები და კაჭკაჭი“ ............................................................................................................. 140
თავი VI - უსაფრთხოება და დაზიანების პრევენცია ................................................................................. 142
1. უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები ............................................................................................. 143
2. უსაფრთხოების წესები ზოგიერთი დაავადების დროს ................................................................... 146
3. პირველადი დახმარება დაზიანების დროს ...................................................................................... 148
დანართი N1 გაკვეთილის გეგმის ნიმუში I-კლასისთვის .................................................................. 153
დანართი N2 გაკვეთილის გეგმის ნიმუში II -კლასისთვის ................................................................ 156
დანართი N3, N4, N5, N6 I და II კლასის შეფასების ცხრილები .......................................................... 159
დანართი N7 აღჭურვილობა I-II კლასისათვის ..................................................................................... 163
ტერმინთა განმარტება ................................................................................................................................ 165
ბიბლიოგრაფია ............................................................................................................................................ 167

7
ზოგადი ნაწილი
კონცეფცია

წინამდებარე სახელმძღვანელო განკუნთვნილია ზოგად საგანმანათლებლო


დაწესებულებების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის.

სახელმძღვანელო ეყრდნობა 2017-2023 წწ. ეროვნული სასაწავლო გეგმის ფიზიკური


აღზრდის და სპორტის სტანდარტს (I-IV კლასები). სახელმძღვანელოში
წარმოდგეილია ინფორმაცია I და II კლასებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის
ძირითადი მიმართულებების და სწავლების პრინციპების შესახებ, განვითარების
ასაკობრივ თავისებურებებთან შესაბამისობაში.

სახელმძღვანელო შედგება 2 ნაწილისგან: 1. ზოგადი ნაწილი; 2. საგანის სწავლების


პრინციპები.

1. ზოგადი ნაწილი მოიცავს ინფორმაციას ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკური


აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სტანდარტის, ძირითადი მიმართულებების,
შედეგზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებისა და I-II კლასში ბავშვის
განვითარების ასაკობრივი თავისებურებების შესახებ. განხილულია ბავშვის
ფიზიკური თვისებების, ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის, დატვირთვის
შეფასების ხერხები, რომელთა გამოყენებაც, თანამედროვე მეცნიერულ
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებულია საგანმანათლებლო სისტემაში.
ზოგადი ნაწილი მოიცავს ინფორმაციას სასწავლო გარემოს მოწყობის, გაკვეთილზე
მოსწავლეთა ორგანიზების და ასაკთან მიმართებაში ახსნის რეკომენდებული
მეთოდების შესახებ.

2. საგანის სწავლების პრინციპები მოიცავს შესაბამისი ვარჯიშებისა და თამაშების


აღწერილობას სახელმწიფო სტანდარტის ძირითადი მიმართულებების
გათვალისწინებით. ინფორმაციას უსაფრთხოების დაცვისა და პირველადი
დახმარების ზოგადი პრინციპების შესახებ, I-II კლასისთვის რეკომენდებული
აღჭურვილობის ჩამონათვალს. სახელმძღვანელოში დანართების სახით
წარმოდგენილია ფიზიკური თვისებების შეფასების ფორმა ასაკობრივი ნორმებით,
ფიზიკური აქტივობის შეფასების კითხვარი, აქტივობების განაწილების წლიური
გეგმა I-II კლასისთვის.

8
ფიზიკური აღზრდის როლი სკოლაში
ფიზიკური აღზრდა და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო
დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე
კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს
უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და გაკაჟებას, სხეულის პროპორციებისა და
სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების
მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ფიზიკურ აქტივობაში და სპორტში აქტიური
მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და მოტივაციას.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს მრავალი საშიში, ქრონიკული


დაავადების განვითარების რისკებს (დიაბეტი, ჭარბი წონა, კიბო, მაღალი
არტერიული წნევა და სხვ.) არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ მოზრდილობის ასაკშიც
და საუკეთესო საშუალებაა მავნე ჩვევების პრევენციისთვის.

ფიზიკური აღზრდის საგნობრივი პროგრამა ხელს უწყობს ისეთი სასიცოცხლოდ


მნიშვნელოვანი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებსაც ადამიანი
მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებს.

ფიზიკური აღზრდის და სპორტის საგანი მოსწავლეს აძლევს ისეთ ცოდნას, რომლის


მიღებაც მას შეუძლია მხოლოდ აღნიშნული საგნობრივი პროგრამის საშუალებით და
რომელსაც არ მოიცავს სხვა სასწავლო დისციპლინები.

შედეგზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების გამოყენება ფიზიკურ აღზრდაში


მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჯანმრთელი და ჰარმონიულად განვითარებული
მომავალი თაობის აღზრდისთვის.

9
2017 – 23 წწ. ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო
სტანდარტი, ძირითადი მიმართულებები და შედეგები

I-IV კლასი
ფიზიკური აღზრდის სტანდარტი (I-IV კლასები)
შედეგების
სტანდარტის შედეგები
ინდექსები
1. მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ფ.ა.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და


უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში


ფ.ა.დაწყ.(I).2. მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი
უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

3. მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება


ფ.ა.დაწყ.(I).3. ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის
აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში

მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი


ფ.ა.დაწყ.(I).4. უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში
მონაწილეობის საფუძველზე.

ფ.ა.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკური აქტივობის დაკავშირება


სხეულის მდგომარეობასთან.

სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად აუცილებელია საგაკვეთილო


პროცესი დაიგეგმოს მოსწავლეთა განვითარების ასაკობრივი თავისებურებების
შესაბამისად.

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან


ინტეგრირებულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს რომ ფიზიკური, მოტორული,
შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, სწავლისადმი მიდგომისა და მეტყველების
უნარების განვითარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, ისევე,
როგორც სხვა დისციპლინებში ფიზიკური აღზრდის პროცესშიც აუცილებელია
ბავშვის განვითარების სხვადასხვა სფეროს თავისებურებების გათვალისწინება.
დაგეგმილი ფიზიკური აქტივობები უნდა იყოს მოქნილი და მორგებული სამიზნე
ჯგუფების ასაკობრივ საჭიროებებსა და ინტერესებზე.

10
თავი I - განვითარების ასაკობრივი თავისებურებები
1. განვითარების სფეროები
თანამედროვე მიდგომით, განვითარება პირობითად დაყოფილია 5 სფეროდ:
1. ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება; 2. კოგნიტური/შემეცნებითი განვითარება; 3.
სოციალურ-ემოციური განვითარება; 4. სწავლისადმი მიდგომა; 5. მეტყველების განვითარება.
ყოველი „სფერო” მოიცავს „ქვესფეროებს”, რომლებიც თავის მხრივ, აერთიანებს სხავადასხვა
„მიმართულებებს”. ცხრილში N1 წარმოდგენილია განვითარების ხუთივე სფეროს
ქვესფეროები და მათი მიმართულებები.
ცხრილი N1

ქვესფერო მიმართულება
ფიზიკური აქტივობა სხეულის ნაწილების, ორგანოების,
ფიზიკური განვითარება
ზრდა/ჩამოყალიბება.
მსხვილი მოტორიკა; ნატიფი მოტორიკა;
მოტორული განვითარება
სენსომოტორული განვითარება.
პირადი ჰიგიენა/თავის მოვლის უნარ-ჩვევები,
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
უსაფრთხოება.
შემოქმედების აღქმა და გაგება, შემოქმედებითი
ესთეტიკა და კულტურა
თვითგამოხატვა; ოჯახი, საზოგადობა და კულტურა;
ბუნება და ტექნოლოგია
ბუნება და ტექნოლოგია.
რაოდენობრივი წარმოდგენები;
რიცხვები და ანგარიში; გაზომვა; კანონზომიერების
მოვლენებს შორის მიმართებების
დადგენა; დრო, სივრცე, მიზეზშედეგობრიობა.
წვდომა
თვითიდენტობა (მე -კონცეფცია) და თვითშეფასება;
ემოციური განვითარება
თვითმართვა და თვითგამოხატვა.
ურთიერთობა უფროსებთან და თანატოლებთან;
სოციალური განვითარება
სოციალური ქცევა.
ცნობისმოყვარეობა და ინტერესი; ინიციატივა და
მოტივაცია
დამოუკიდებლობა.
ყურადღების კონცენტრაცია, შემოქმედებითობა/ და
სასწავლო უნარები გამომგონებლობა; პრობლემის გადაჭრა, აზრის
გამოხატვა, კრიტიკული აზროვნება.
მეტყველება მოსმენა და ზეპირი მეტყველება.
წიგნიერება კითხვა, წერა.

I. ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება; II. კოგნიტური/შემეცნებითი განვითარება;


III. სოციალურ-ემოციური განვითარება; IV. სწავლისადმი მიდგომა; V. მეტყველების
განვითარება.

თითოეული მიმართულება განსაზღვრავს განვითარების რა ,,შედეგს“ უნდა მიაღწიოს


ბავშვმა გარკვეულ ასაკში. იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა უნდა გაკეთდეს,
კონკრეტულ ასაკში ცალკეული სფეროს განვითარების სასურველი შედეგის
მისაღწევად, აუცილებელია გავითვალისწინოთ მახასიათებლები (ინდიკატორები),
რომლებიც ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად იცვლება.

11
აზროვნების განვითარების მახასიათებლები განსაზღვრავენ თუ როგორია მოცემულ
ასაკში ბავშვის აღქმა, გაგება, იცის თუ არა რიცხვები, ანგარიში, გაზომვა.
ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლე სკოლაში უკვე გარკვეული
გამოცდილებით მოდის, მას კარგად აქვს განვითარბული სენსორული უნარები
ხედავს, ესმის, შეიგრძნობს, თუმცა მოკლებულია ანალიზის უნარს. ჯერ კიდევ არ
იცის ყველა რიცხვი, საზომი ერთეულები და არ შეუძლია ანგარიში, მანძლის
გაზომვა, რიგის დაცვა.
აღნიშნული შემეცნებითი უნარების განვითარება პირველი კლასიდანვე იწყება და
შესაბამის საგანში ცოდნის მიღებასთან ერთად პროგრესირებს.
სოციალური და ემოციური სფეროს განვითარების მახასიათებლები წარმოაჩენს თუ
როგორ ვითარდება ბავშვის დამოკიდებულება საკუთარ თავთან, თანატოლებთან და
უფროსებთან მიმართებაში.
I და II კლასებში ბავშვი უფრო მეტად ,,ეგოცენტრულია’’, ამდენად აქტივობების
შესრულება ურჩევნია დამოუკიდებლად, არ მოსწონს სათამაშო საგნების
(აღჭურვილობის) გაყოფა სხვასთან, არ შეუძლია დიდ ჯგუფებში თამაში, რამეთუ
ჯერ კიდევ სრულყიფილად არ ფლობს ყველა მოძრაობას და უჭირს წესების დაცვა.
პირველი კლასის ბოლოს წყვილებში თამაში უფრო უადვილდება, მეორეში - უკვე
მცირე ჯგუფებში თამაშობს.
მესამე კლასამდე კარგად არ ესმის რას ნიშნავს მოგება-წაგება, მისთვის წაგება
ემოციურად ძალიან დიდი დატვირთვაა. შესაბამისად, ამ ასაკში არ არის
რეკომენდებული ისეთი დავალებების მიცემა, როგორიც თამაშის დროს მკაცრი
წესების დაცვას მოითხოვს და მოგებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული უნარების
განვითარება პროგრესირებს ასაკის მატებასთან ერთად.
სასწავლო უნარების მიმართულებათა განვითარების მახასიათებლები განსაზღვარავს
თუ როგორია მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და სწავლისადმი ინტერესი,
დავალებაზე ყურადღების კონცენტრაცია და მისი ხანგრძლივობა, დამოუკიდებელი
აზრის გამოხატვისა და პრობლემის გადაჭრის უნარი, ასაკის მიხედვით.
დაწყებით საფეხურზე ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა და ყველაფერი აინტერესებს,
რაც მისთვის ნაცნობია და ინტერესების სფეროს შეესაბამება მოსწონს და იმეორებს.
განსაკუთრებით მოსწონს ისეთი აქტივობების შესრულება და გამეორება, რომელთა
შედეგსაც მალე ხედავს. თუმცა, ჯერ მისი ინტერესები ზედაპირულია, ბავშვს უჭირს
მოვლენების სიღრმისეული ჭვრეტა და თუ რაიმე არ მოეწონება მის მიმართ ინტერესი
ადვილად ეკარგება.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული უნარების მახასიათებლები და
ისეთი აქტივობებით დაგეგმოს გაკვეთილი, როგორიც ბავშვს მოსწონს და ადვილად
ასრულებს. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად სასწავლო უნარების განვითარება
წლიდან წლამდე პროგრესს განიცდის და დავალებების მოცულობა და სირთულეც
იზრდება.
მეტყველების განვითარების ისეთი მახასიათებლები როგორიც არის მოსმენა და
ზეპირი მეტყველება პირველ კლასშივე განვითარებულია, თუმცა ჯერ კიდევ
დახვეწას საჭიროებს.

12
I და II კლასებში მოსწავლეს არა აქვს საკმარისი სიტყვების მარაგი, ზოგიერთ
შემთხვევაში იცის სიტყვა, მაგრამ არ იცის მისი მნიშვნელობა.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული თვისების ასაკობრივი
თავისებურებანი, იმ ასაკში, როცა ბავშვმა კითხვა არ იცის არ მისცეს ფურცელზე
დაწერილი დავალება. ახსნის დროს მკაფიოდ გამოთქვას სიტყვები, ასწავლოს ბავშვს
ტერმინები, საგნების და აღჭურვილობის დასახელება, პირადი, ან თვალნათლივი
მაგალითით აჩვენოს მოძრაობა, ან დავალება.
ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც იწყება ჯერ კიდევ
ჩანასახის სტადიაში და გრძელდება სრულწლოვანების დასრულების პერიოდამდე.
მოიცავს: სხეულის მასის, სიგრძის, თავის და გულმკერდის გარშემოწერილობების
მატებას, მთლიანად სხეულისა და მისი ცალკეული ნაწილების ზრდას და
პროპორციულ განვითარებას, ასევე ბავშვის ორგანიზმის ბიოლოგიურ მომწიფებას;
მოტორული განვითარება განაპირობებს სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით
ამა თუ იმ მოძრაობათა შესრულების უნარის ჩამოყალიბებას. მოტორული
განვითარება მოიცავს: მსხვილ, ანუ უხეშ მოტორიკას; წვრილ, ანუ ნატიფ მოტორიკას;
სენსო-მოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს;
მსხვილი მოტორიკა (უხეში მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები
და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას,
ჯდომას, სიარულს, სირბილს, სხეულის კონტროლს და სხვადასხვა მოძრაობას;
წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი,
თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის
სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის
მიმართულებას). აღნიშნული უნარი ხელს უწყობს ბავშვს ამოძრაოს მაჯა მტევანი და
თითები, თვალი გააყოლოს საგნებს;
სენსო-მოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) უნარები - გრძნობათა
ორგანოების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით
გარკვეული მოძრაობების შესრულება, კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა.
სენსორულ ‐ მოტორული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია თვალისა და
ხელის კოორდინაცია.
დაწყებით კლასებში ფიზიკური და მოტორული განვითარება, სხვა სფეროების
მსგავსად, გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ამ პერიოდში ინტენსიურად
მიმდინარებს სხეულისა და მისი ნაწილების ზრდის პროცესი, ძვლოვანი ქსოვილი და
კუნთები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და სუსტია. წვრილი მოტორიკა უფრო
კარგად არის განვითარებული ვიდრე მსხვილი, თუმცა ორივე განვითარების
სტადიაშია.
დაწყებითი საფეხური უაღრესად მნიშვნელოვანია მოტორული უნარების
განვითარების ხელშეწყობისთვის. მსხვილი მოტორიკა ხელს უწყობს სხეულის და
კიდურების სრულფასოვან მოძრაობას. წვრილი მოტორიკის განვითარება, თავის
მხრივ, ხელს უწყობს მართლწერის, ასევე აზროვნების და ანალიზის უნარის
განვითარებას, თითების დაბოლოებებზე განლაგებული ნერვული რეცეპტორების
გაღიზიანებისა და გააქტიურების გზით.

13
ფიზიკური და მოტორული განვითარება მჭიდრო კავშირშია ფიზიკური თვისებების
განვითარებასთან.

2. ფიზიკური თვისებებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების


თავისებურებები
ფიზიკური თვისებების განვითარება სხვადასხვა ასაკში განსხვავებული
ინტენსივობით მიმდინარეობს. თითოეული თვისების ასაკობრივი მახასიათებლების
ცოდნა აუცილებელია მასწავლებლისთვის, რათა მან თანმიმდევრულად შესთავაზოს
მოსწავლეებს ისეთი ვარჯიშები და ფიზიკური აქტივობები, რომლებიც ხელს
შეუწყობს, კონკრეტულ ასაკში, შესაბამისი თვისებების განვითარებას, დაიცავს ბავშვს
ზედმეტი დატვირთვისა და დაზიანებებისგან.

მოქნილობა - სახსარში მოძრაობის თავისუფლების ხარისხი და ამპლიტუდა.


მოქნილობის განვითარების საუკეთესო პერიოდი სასკოლო ასაკში 6-11 წელია, რაც
იმას ნიშნავს, რომ I-II კლასში აუცილებელია მოქნილობის განმავითარებელი
ვარჯიშების გამოყენება. მოქნილობა ხელს უწყობს სახსრების თავისუფალ მოძრაობას,
ხერხემლის მოქნილობისა და ტანადობის ჩამოყალიბებას.

დაწყებით საფეხურზე მოქნილობის განვითარების ხელშეწყობა


პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული სახსრების თავისუფალ
მოძრაობასთან და სხეული მოქნილობასთან არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ
მოზრდილობის ასაკშიც.
ვარჯიშები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ მოქნილობის განვითარების
ხელშეწყობისთვის I-II კლასში: ზოგადგანმავითარებელი დინამიკური ვარჯიშები,
სხვადასხვა მიმართულებით კისრის, წელის, კიდურების - მხრის, იდაყვის და
მტევნის, მენჯის, მუხლისა და ტერფის ბრუნვითი მოძრაობები სახსრებში.
სტატიკური ვარჯიშები გაწელვებზე.

სისწრაფე – სხვადასხვა მოძრაობის დროის მცირე მონაკვეთში (სწარაფად)


შესრულების უნარი. I კლასში განვითარების ძალიან დაბალი მაჩვენებლებით
ხასიათდება, ამდენად, აღნიშნულ პერიოდში მოსწავლეს არ მისცეთ ისეთი
დავალებები, რომლებიც მოძრაობის სწრაფად შერულებასთან არის დაკავშირებული.
I კლასში არ არის რეკომენდებული დაჭერობანას თამაში!

II კლასში სისწრაფის განვითარების ინტენსივობა მცირედ მატულობს. ბავშვი იწყებს


მისი შესაძლებლობის ფარგლებში მოძრაობის სისწრაფის გაზრდას, თუმცა სისწრაფის
ხარისხზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება, არ უნდა დაიგეგმოს ისეთი თამაშები ან
აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები ერთმანეთს მოძრაობის სწრაფად შესრულებაში
შეეჯიბრებიან.

სიმარჯვე – წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევის გარეშე მოძრაობის


მიმართულების სწრაფი ცვლის უნარი, ერთი სახის მოძრაობის სწაფად შეცვლა სხვა

14
მოძრაობით. I - II კლასში ბავშვს არ შეუძლია ფიზიკური აქტივობებისა და
ვარჯიშების მარჯვედ შესრულება, ვინაიდან სიმარჯვის განვითარება დაბალი
ინტენსივობით ხასიათდება.

არ არის რეკომენდებული ისეთი დავალებების შეთავაზება, რომლებიც მოითხოვს


მოძრაობაში სიმარჯვის მაღალი ხარისხით გამოვლენას. მასწავლებელმა უნდა
გაითვალისწინოს, რომ სიმარჯვის განვითარებას ხელს უწყობს მოქნილობა და
სისწრაფე. მართალია, ამ ასაკში ბავშვები საკმაოდ მოქნილები არიან, მაგრამ სისწრაფე
განსაკუთრებით I კლასში ძალიან დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა. აღნიშნული
თვისებების გათვალისწინებით ბავშვს ისეთი ვარჯიშები უნდა შევთავაზოთ,
რომლებიც I და II კლასებში სიმარჯვის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს
ქმნის: წონასწორობის დაცვა, წინაღობების გადალახვა, მოძრაობის პირობების
ცვლილება სისწრაფის გარეშე, მოქნილობის განმავითერბელი ვარჯიშები. ამ
პერიოდში არ შეიძლება აქცენტის გაკეთება სიმარჯვის ხარისხზე და მოძრაობათა
კომბინაციაზე.

ძალა – გარე და საკუთარი სხეულის (წონის) წინააღმდეგობის დაძლევის უნარი.


ძალის განვითარება პირდაპირპროპოციულად არის დამოკიდებული კუნთის მასის
და ძალის განვითარებაზე.

I-II კლასში კუნთის ძალა სუსტია. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული ისეთი


ვარჯიშების გამოყენება, რომლებიც გარეშე წინააღმდეგობის დაძლევას მოითხოვს.
ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტრავმა. რეკომენდებულია,
მინიმალური დატვირთვებით, ისეთი ვარჯიშების შეთავაზება, რომლებიც
მიმართულია სხეულისა და კიდურების სხვადასხვა ჯგუფის კუნთის განვითარებისა
და საკუთარი სხეულის წონის დაძლევისკენ. მაგ. ბაგირზე ცოცვა, ღერძზე კიდი,
ხტომები, პირქვე წოლის მდგომარეობიდან ხელებზე აძალვა, მუცლის და ზურგის
პრესი. ბავშვმა ვარჯიშები უნდა შეასრულოს შესაძლებლობის ფარგლებში.

გამძლეობა - სხეულის სხვადასხვა ინტესივობისა და ხანგრძლივობის აქტივობით


გამოწვეული დაღლილობისადმი ტოლერანტობა, რომელიც I - II კლასში ძალიან
დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა. გამძლეობის განვითარებას ხელს უწყობს გრძელ
დისტანციაზე, საშუალო ინტენსივობით, ხანგრძლივი სიარული, სირბილი, ხტომა და
სხვა ფიზიკური აქტივობები. თუმცა, იმის გამო, რომ ბავშვს ამ ასაკში არ შეუძლია
გრძელ დისტანციაზე რბენა, არ არის რეკომენდებული ასეთი აქტივობის შეთავაზება.
მიზანშეწონილა ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც საფუძველს უყრის
გამძლეობის განვითარებას: ადგილზე სირბილი, ხტომები, სირბილი მისი ასაკისთვის
დასაშვებ დისტანციაზე, მისთვის მისაღები სიჩქარით.

კოორდინაციის უნარი - იმის გათვალისწინებით, რომ სმენითი, მხედველობითი და


შეხებითი რეაქციები, რიტმის გრძნობა და სივრცეში ორიენტაციის უნარები, I – II
კლასში, განვითარების დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა, კოორდინაციის უნარის

15
განვითარებაც შეფერხებულია. ამდენად, ამ ასაკში არ არის რეკომენდებული
კოორდინაციის განმავითრებელი ვარჯიშების შეთავაზება. მიუხედავად ამისა,
მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ისეთი მარტივი აქტივობები, რომლებიც საფუძველს
უყრის კოორდინაციის თანდათან განვითარებას - ვარჯიშები წონასწორობაზე,
ბურთის ტყორცნა და დაჭერა და სხვ. აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მოძრაობისა და
კოორდინაციის სიზუსტეზე, ასევე ერთდროულად 3-4 და მეტი მოძრაობის
კომბინაციაზე. მთელი წლის განმავლობაში, ბავშვი მცირედ აუმჯობესებს შედეგებს.

ცხრილზე N2 - წარმოდგენილია I - II კლასის მოსწავლეთა ფიზიკური თვისებების და


უნარების განვითარების ასაკობრივი საზღვრები.
ცხრილი N2

ძირითადი ფიზიკური თვისებებისა და უნარების განვითარების ასაკობრივი


თავისებურებანი

N თვისებები და უნარები ასაკი


6 7 8
1 მოქნილობა

2 სისწრაფე

3 სიმარჯვე

4 გამძლეობა

5 ძალა

6 სმენითი და მხედველობითი რეაქცია

7 რითმის გრძნობა

8 წონასწორობა

9 კოორდინაცია

10 ორიენტაცია სივრცეში

6 7 8

1 განვითარების დაბალი ინტენსივობა

2 განვითარების საშუალო ინტენსივობა

3 განვითარების მაღალი ინტენსივობა

16
3. აერობული, ანაერობული და მოქნილობის ვარჯიშების
მნიშვნელობა დაწყებით საფეხურზე
ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება ვარჯიშია. იმის მიხედვით,
თუ რა გავლენას ახდენს ვარჯიში ბავშვის ორგანიზმის სხვადსხვა სისტემაზე და მათ
ფუნქციონირებაზე დაწყებით საფეხურზე რეკომენდებულია აერობული, ანაერობული
და მოქნილობის ისეთი ვარჯიშების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება ბავშვის
ასაკობრივ განვითარებას და სტანდარტით განსაზღვრულ მიზნებს.
აერობული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებელი)
ვარჯიშები – მსხვილი კუნთების რიტმული მოძრაობა, გარკვეული დროის
განმავლობაში, ბავშვებში ხელს უწყობს მსხვილი მოტორიკის განვითარებას; იწვევს
გულის აჩქარებას, ოფლიანობას და სუნთქვის გახშირებას, რაც ფიზიკური
დატვირთვის დროს ორგანიზმის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას უზრუნველყოფს.
შესაბამისად, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის
განვითრებაზე. ტვინის ინტენსიური მომარაგება ჟანგბადით ხელს უწყობს გონებრივ
განვითარებას. ამდენად, ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის აერობული
ვარჯიშები საუკეთესო საშუალებაა. I-II კლასში მოსწავლეებს უნდა შესთავაზოთ
ისეთი აერობული ვარჯიშები როგორებიცაა: მოძრავი თამაშები, რბენა (ასაკის
შესაბამის დისტანციაზე), ცეკვა, ცურვა, ველოსიპედის ტარება.
აერობული ვარჯიშები სტანდარტის სამივე მიმართულების შედეგების მიღწევას
უწყობს ხელს:
 ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის
გაუმჯობესება, ორგანიზმის ჟანგბადით უკეთ მომარაგება;
 მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევბი - მსხვილი მოტორიკის განვითარება;
 აქტიური მონაწილეობა - აქტივობები და ვარჯიშები, როლებიც ხელს უწყობს
მოსწავლის მონაწილეობას რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში. I-II კლასებში
ფიზიკური აქტივობები უპირატესად აერობული ვარჯიშებით იგეგმება.

ანაერობული ვარჯიშები, რომლებიც ძირითადად კუნთის ძალისა და მასის


გასაზრდელად გამოიყენება (სიმძიმის აწევა, რბენა გრძელ დისტანციაზე) არ არის
რეკომენდებული დაწყებით საფეხუზე. I-II კლასში მიზანშეწონილია ისეთი მარტივი
ანაერობული ვარჯიშების გამოყენება როგორიც არის მუცლის პრესი, (პირქვე წოლის
მდგომარეობიდან ხელებზე აძალვა), ძელზე კიდი ( 1-2 წმ. დაკიდება, ან მწოლიარე
მდგომარეობაში ზედატანის ძელზე ხელებით აზიდვა), ხტუნვა, რაც ხელს უწყობს
კუნთოვანი ქსოვილისა და ასაკის შესაბამისი ძალის განვითარებას, ვარჯიშები
ბავშვმა უნდა შეასრულოს შესაძლებლობის ფარგლებში.
ძალოსნური ტიპის ანაერობული ვარჯიშები დამატებითი წონებით (ჰანტელები,
სხვადასხვა მასალის ტენილი ბურთები) ამ ასაკობრივ ჯგუფში მიუღებელია, ვინაიდან
ბავშვის ხერხემალი, სახსრების იოგოვანი აპარატი სუსტი და ბოლომდე
ჩამოყალიბებულია, ზედმეტი წონის ტარება და კუნთის ძლიერი დატვირთვა მცირე
ასაკში იწვევს ძვლის ზრდის ზონების დაზიანებას, სიმაღლეში ზრდის შეფერხებას,
კიდურების და ხერხემლის დეფორმაციებს და ვლინდება ძვალ-სახსროვანი სისტემის

17
ტრავმებით და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით როგორც ბავშვობის, ისე
მოზრდილობის ასაკში.

ანაერობული ვარჯიშები უპირეტასად 2 მიმართულების შედეგებზე აისახება:

 ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - ფიზიკური თვისებების განვითარება,


დაზიანებებისა და ტრავმების განვითარებისგან დაცვა;

 მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევბი - მსხვილი მოტორიკისა განვითარება და


შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

მოქნილობის გასავითარებელი ვარჯიშები, სახსრისა და კუნთის გაწელვას უწყობს


ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები საკამაოდ მოქნილები არიან, მოქნილობის
განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, დაწყებით საფეხურზე აუცილებელია
გაწელვითი და ზოგადგანმავითარებელი დინამიური ვარჯიშების ხშირი გამოყენება.
მოქნილობის გასავითარებელი დინამიური ვარჯიშების ჩატარება სჯობს მას შემდეგ,
რაც კუნთები და სახსრები გახურებულია მოთელვითი ვარჯიშებით, ან ძირითადი
ფიზიკური აქტივობის შემდეგ, განტვირთვის პროცესში. ვარჯიშის ინტენსივობა
თანდათან უნდა იზრდებოდეს, ვინაიდან ამ ასაკში სახსრის იოგები ჯერ კიდევ
ძალიან სუსტია და სახსრის ზედმეტმა გაწელვამ შესაძლოა ტრავმა გამოიწვიოს.

მოქნილობის ვარჯიშები სამივე მიმართულების შედეგების მიღწევას უწყობს ხელს:

 ჯანმრთელობა და უსაფრთხოება - ფიზიკური თვისებების განვითარება,


დაზიანებებისა და ტრავმების განვითარებისგან დაცვა;

 მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევბი - მსხვილი და წვრილი მოტორიკის


განვითარება;

 აქტიური მონაწილეობა - გოგონებისა და ვაჟების აქტიური და თანაბარი


მონაწილეობა რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში.

მოთელვითი ვარჯიშები. ნებისმიერი ვარჯიშის ან სპორტული თამაშის დაწყებამდე


საჭიროა მოთელვა. იგი ამზადებს სხეულს დატვირთვისთვის როგორც
ფიზიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად და ამცირებს დაზიანებების რისკს.
მოთელვა ხელს უწყობს: სისხლის ნაკადის ზრდას კუნთებისა და სახსრებისკენ.
გულისცემის სიხშირის თანდათან გაზრდას. კუნთების უკეთ მომარაგებას
ჟანგბადით. კუნთების გამძლეობის მატებას დატვირთვის მიმართ. მოთელვისთვის
ძირითადად გამოიყენება ნელი სვლით სირბილი, სხეულის, ზედა და ქვედა
კიდურების ბრუნვითი მოძრაობა, გაჭიმვები და სხვ.

ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა უნდა იცოდეს დაწყებით საფეხურზე, სხვადასხვა


ასაკისთვის რეკომებდებული ვარჯიშების ჩამონათვალი.

18
სუნთქვის რეგულირება ვარჯიშის დროს სუნთქვის რეგულირება ვარჯიშის დროს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების
მომარაგებას ჟანგბადით და უზრუნველყოფს კუნთების აქტიურ მუშაობას.
მიუხედავდ იმისა, რომ I-II კლასში მოსწავლე დიდი დატვირთვით არ ვარჯიშობს,
სწორ სუნთქვას ამ ასაკში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ბავშვის
სასუნთქი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, სუნთვქვა ზედაპირულია და
ჟანგბადის ათვისება უფროსკლასელებთან შედარებით ნაკლებია და თუ ბავშვი
სწორად არ სუნთქვს მსუბუქი დატვირთვის ვარჯიშის დროსაც კი, ჟანგბადის
ნაკლებობა ვითარდება და ადვილად იღლება. ამდენად, პედაგოგმა აუცილებლად
უნდა ასწავლოს მოსწავლეს სწორი სუნთქვის პრინციპები და ხელი შეუწყოს
აღნიშნული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. ყველაზე კარგად სუნთქვის რეგულირების
პრინციპების შესწავლა შეიძლება სამწყრობო ვარჯიშების, სიარულის ან სირბილის
(ნელი და სწრაფი) დროს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ:

• ჩასუნთქვა ცხვირით (ხელს უწყობს ჰაერის გათბობას და ჰაერში არსებული


ბაქტერიების განადგურებას), ამოსუნთქვა ცხვირით ან პირით.

• ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ერთ რიტმში, მაგ. სიარულის დროს ჩასუნთქვა 1-დან 4


ნაბიჯზე და ამოსუნთქვა 1-დან 4 ნაბიჯზე. იგივე პრინციპი გამოიყენება
სხვადასხვა ვარჯიშების შესრულების დროსაც.

• საწყის ეტაპზე სანამ ბავშვებს სწორი სუნთქვის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ,


პროცესი შეიძლება მასწავლებელმა თავად არეგულიროს ხმამაღალი დათვლით,
მაგ. ბავშვები დარბიან მოედნის გარშემო, მასწავლებელი კი ითვლის:

- ჩასუნთქვა - ერთი, ორი, სამი, ოთხი...

- ამოსუნთქვა - ერთი, ორი, სამი, ოთხი... და ა.შ.

ამ ასაკში დაუშვებელია ისეთი ვარჯიშების შეთავაზება, რომლებიც სუნთქვის შეკავებას


მოითხოვს!

19
თავი II - ფიზიკური აღზრდის სტანდარტი
1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
აღნიშნული მიმართულების მიზანია I-II კლასის მოსწავლეებს მიაწოდოს
ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უსაფრთხოების ელემენტარული
პრინციპების შესახებ, რაც მოსწავლეთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის
მნიშვნელოვანი საფუძველია. სწავლების უზრუნველსაყოფად აუციებელია
სტანდარტით გათვალისწინებულ საკითხებზე მოსწავლეთა თეორიული
ინფორმაციით უზრუნველყოფა, სწავლების პროცესში თვალსაჩინოებების გამოყენება
და შესაბამისი თემატიკის მოძრავი სიუჟეტური თამაშების დაგეგმვა. მოსწავლეთა
ცოდნის შეფასების რეკომენდებული მეთოდების გამოყენება (იხ. I და II კლასების საგნის
სწავლების პრინციპები).

2. მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები


აღნიშნული მიმართულების მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვს ძირითადი მოძრაობების
ათვისებაში და ასაკის შესაბამისი მოტურული უნარ-ჩვევების განვითარებაში, რათა
მოსწავლემ შეძლოს საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და გამოყენება,
როგორც ფიზიკური აქტივობის დროს, ისე ნებისმიერ პრაქტიკულ საქმიანობაში.

მოძრაობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ეფუძნება ბავშვის ასაკობრივი


განვითარების თავისებურებებს და მოძრაბის კანონზომიერებათა ზოგად პრინციპებს.

 ათვისებული მოძრაობების ტექნიკის სრულყოფა;


 ახალი მოძრაობების სწავლება;
 მოძრაობის შემადგენელი ელემენტების ტექნიკის სიზუტის დახვეწა, ასაკთან
შესაბამისობაში;
 მოძრაობების პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფა, ვარჯიშის, თამაშისა და
სპორტული აქტივობის დროს.
რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა მოძრაობისა და მოტორული უნარ-ჩვევების
განვითარების კანონზომიერებების შესახებ?
 მოძრაობითი უნარების სხვადასხვა ჯგუფი;
 მოძრაობის მახასიათებლები;
 განვითარების ასაკობრივი პერიოდები.
ძირითადი მოძრაობითი უნარები პირობითად იყოფა რამდენიმე ჯგუფად:
 საყრდენ-მამოძრავებელი უნარები;
 არა საყრდენ-მამოძრავებელი უნარები;
 მანიპულაციური უნარები.

20
მოძრაობის მახასიათებლები - იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით, როგორი
სისწრაფით და სხვ. ხორციელდება მოძრაობა მახიათებლები სხვადსხვა ასაკში
განსხვავებულია. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია I-II
კლასში, რამეთუ ამ პერიოდში ბავშვს ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობაც არ ესმის
და მოძრაობებს გარკვეული თანმიმდევრობით პირველად, სწორედ I-II კლასში
ეუფლება (იხ. სქემა N1).

მოძრაობის კანონზომიერებების ცოდნა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს


გაკვეთილები იმგვარად დაგეგმოს, რომ ფოკუსირება გააკეთოს კონკრეტული
მოძრაობების შესწავლაზე, განვითარების ასაკობრივ თავისებურებებთან
შესაბამისობაში.
სქემა N1- მოძრაობის მახასიათებლები

21
2.1. რეკომენდებული აქტივობები და ვარჯიშები I-II კლასში
I-II კლასში რეკომენდებულია ზოგადგანმავითარებელი და სხვადასხვა სპორტული
სახეობების მარტივი ელემენტების და ვარჯიშების გამოყენება (მძლეოსნობა,
ტანვარჯიში, ცეკვა), შესაბამისი ვარჯიშების ინტეგრირება მოძრავ სიუჟეტურ
თამაშებში.
ზოგადგანამავითრებელი ვარჯიშები დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია ბავშვის
მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. სწორად შერჩეული ვარჯიშები მყარ
საფუძველს ქმნიან ყველა მოძრაობისა და ფიზიკური თვისებების განვითარებისთვის.
ხელს უწყობენ თავისუფალი, შეთანხმებული მოძრაობებისა და რიტმის გრძნობის
ჩამოყილაბებას, ცალკეულ კუნთთა ჯგუფების მოდუნებისა და დაჭიმვის უნარიანობის
გაზრდას, ტანდეგობის ფორმირებას და სხვ. ისეთი ვარჯიშები, როგორიც არის
სიარული, სირბილი, ხტომები, ზნექები, ვარჯიშები უსაგნოდ და საგნებით
მასწავლებელმა ყველა გაკვეთილზე უნდა გამოიყენოს, შეარჩიოს ისინი ასაკისა და
სირთულის გათვალისწინებით, მარტივიდან რთულისკენ.

მძლეოსნობის მარტივი ვარჯიშები ძირითადად ხელს უწყობს საყრდენ-


მამოძრავებელი უნარების განვითერბას: სიარული, სირბილი, ხტუნვა და ა.შ.

ტანვარჯიშის მარტივი ელემნეტები ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი და


მანიპულაციური უნარების განვითარებას, სივრცეში ორიენტაციას, წყვილებში და
მცირე ჯგუფებში მუშაობას.

ცეკვა - რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლებით ან ხმოვანი სიგნალის


გამოყენებით ხელს უწყობს ძირითადი საყრდენ-მამოძრავებელი უნარების, რიტმის
გრძნობის, კრეატიულობის, მოძრაობის გამომსახველობითი უნარების განვითრებას,
წყვილებში და მცირე ჯგუფებში მუშაობას, პერსონალური და საზოგადო სივრცის
აღქმის განვითარებას.

მოძრავი სიუჟეტური თამაშები - შესაძლებლობას აძლევს ბავშვს ხალისით და თამაშის


ფორმით შეასრულოს მძლეოსნური, ტანვარჯიშული თუ ცეკვის მარტივი
ელემენტები, დახვეწოს მისი ასაკისთვის შესაფერისი მოძრაობითი, პიროვნული და
სოციალური უნარები.

სიჟეტურ თამაშებში, რეკომენდებულია ბავშვს შესთავაზოთ სხვადასხვა ცხოველის


მოძრაობის იმიტერება მაგ. დათვივით სიარული, კურდღელივით ხტომა, ჩიტივით
ფრენა. I-II კლასელებს განსაკუთრებით მოსწონთ ამგვარი თამაშები, მეტი ხალისით

22
ასრულებენ დავალებას და უკეთეს წარმატებას აღწევენ. (იხ.
https://www.youtube.com/watch?v=26guG6wr5so).

გახსოვდეთ, მოძრაობითი უნარების სწავლების პარალელურად აუცილებელია


ბავშვებს ასწავლოთ შესაბამისი ტერმინები. ტერმინები უნდა იყოს მარტივი და
მათთვის ადავილად გასაგები.

2.2. რა დრო ესაჭიროება ახალი მოძრაობითი უნარის ათვისებას?

ახალი მოძრაობითი უნარის დაუფლების ხანგრძლივობა დამოკიდებულია


რამდენიმე ფაქტორზე:
 მოძრაობის კომპლექსურობა (შემადგენელი ელემენტები - სირთულე).
 მოსწავლის ასაკი.
 გამოყენებული სწავლების მეთოდები.

23
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების ინდივიდუალური
რიტმი აქვს. ზოგი ადვილად და უფრო მოკლე დროში ეუფლება ახალ მოძრაობას,
ზოგი უფრო ნელა. ეს არ უნდა გახდეს ბავშვის უარყოფითი შეფასების, ან
საყვედურის საფუძველი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი ახალი მოძრაობის
ტექნიკას და მის სხვადასხვა ელემენტს განსხვავებული წარმატებით ითვისებს.
ზოგიერთი მოძრაობის სრულყოფისა და სიზუსტის დახვეწისთვის შესაძლოა ერთი
წელი დასჭირდეს. ზოგიერთი უნარი ასაკობრივ სტანდარტს რამდენიმე წელში
აღწევს (იხ. ცხრილი N 3.).

ზუსტად ისევე, როგორც მაგ. მართლწერისა და კითხვის სწავლის პროცესში ბავშვს


ჯერ ასოებს ვასწავლით, შემდეგ ორ ასოიანი სიტყვის წერას, სასვენ ნიშნებს და ა.შ.
პროცესი, წერა-კითხვის სრულფასოვნად დაუფლებადე რამდენიმე წელი
გრძელდება და სრულიად სამართლიანად, ეს ნორმად ითვლება.

თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ახალი


მოძრაობითი უნარის ათვისებისთვის მოსწავლეს საშუალოდ 240-დან 600 წუთამდე
ესაჭიროება, რაც უნდა გადანაწილდეს წლის განმავლობაში დაგეგმილ
გაკვეთილებზე.

ეს აიხსნება იმით, რომ დაწყებით საფეხურზე ბავშვი ზრდისა და განვითარების


შედარებით ნელი ტემპით გამოირჩევა. ის ძირითადი მოძრაობითი უნარებიც კი,
რომლებსაც ბავშვი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაეუფლა, არ არის სრულად
ჩამოყალიბებული, მათ სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება სკოლაში, ახალი
მოძრაობების სწავლის პარალელურად.

 წლის განმავლობაში რეკომენდებულია 4 ახალი, ძირითადი მოძრაობითი უნარის


ელემენტების სწავლება, შესაბამისი ვარჯიშებით და სხვადასხვა აქტივობებით, წინა
პერიოდში ნასწავლი უნარ-ჩვევების დახვეწაზე მუშაობის პარალელურად. ერთ
გაკვეთილზე მიზანშეწონილია აქცენტი გაკეთდეს 1 ან 2 უნარის სწავლებაზე.

ცხრილზე N3 წარმოდგენილია 12 მნიშვნელოვანი, ძირითადი მოძრაობითი უნარის


განვითარების დინამიკა და შედეგის მიღწევის (მოძრაობითი უნარის სრულყოფილი
დაუფლების) ასაკობრივი საზღვრები.

24
აღნიშნული სქემა, დაგეხმარებათ უზრუნველყოთ შესაბამისი უნარ-ჩვევების
განვითარების თანმიმდევრობა I-II კლასის გაკვეთილებზე.

ცხრილი N 3

ძირითადი მოტორული (საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური) უნარების


განვითარების თავისებურებები კლასების მიხედვით

სკოლამ
დელი I საფეხური II საფეხური III საფეხური
N უნარები ასაკი

ბაღი 1 კლ. 2 კლ. 3 კლ. 4 კლ. 5 კლ. 6 კლ.


ბალანსი -
1 (შვეული წონასწორობა ცალ
ფეხე ყოვნით)
2 სპრინტი

3 ზეხტომი

4 დაჭერა

5 წინხტომი
6 განხტომი
7 ხტუნვით სიარული

8 ბურთის ტყორცნა

9 წინხტომი ფეხშლით

10 ფეხის დარტყმა

11 ორი ხელით დარტყმა

12 თავის არიდება

მოძრაობითი უნარ-ჩვევა აღწევს განვითარების ასაკობრივ სტანდარტს


მოძრაობის ძირითადი ელემენტების შესწავლის პერიოდი, მოძრაობა არ არის
სრულყოფილი

მოძრაობის ელემენტების დაუფლების და უნარ-ჩვევების დახვეწის პერიოდი

მოძრაობის უნარ-ჩვევები სრულყოფილია, პრაქტიკული გამოყენების პერიოდი


ფიზიკურ აქტივობებში, მოძრავ თამაშებსა და სპორტში.

25
2.3. გენდერული საკითხები
დაწყებით საფეხურზე გოგონებსა და ვაჟებს განვითარების თანაბარი პოტენციალი და
საერთო ინტერესები აქვთ, ერთნაირი დატვირთვით მონაწილეობენ ფიზიკურ
აქტივობებში 10 წლამდე. ერთად ვარჯიშობენ და თამაშობენ. სწორედ ეს პერიოდი
უნდა იქნეს გამოყენებული რეგულარული ფიზიკური აქტივობის ჩვევის
ჩამოყალიბებისთვის, ორივე სქესის წარმომადგენლებთან. ვინაიდან, საბაზო და
საშუალო საფეხურზე შესაძლოა დაგვიანებული იყოს, განსაკუთრებით
გოგონებისთვის.
მიუხედვად ამისა, დაწყებით საფეხურზე უკვე ვლინდება გარკვეული გენდერული
სხვაობა, რაც გოგონებისა და ვაჟების ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან
გამომდინარეობს.
• შედარებით სუსტი/არამყარი იოგოვანი აპარატის გამო ამ ასაკში გოგონები,
მართალია მცირედ, მაგრამ უფრო მოქნილები არიან, ვიდრე ვაჟები. შესაბამისად,
გოგონები მეტი ხალისით და წარმატებით ასრულებენ გაწელვით ვარჯიშებს.

• წვრილი მოტორიკა გოგონებს უკეთ აქვთ განვითარებული ვიდრე ვაჟებს, მეტი


ხალისით და უკეთესი შედეგით ასრულებენ ისეთი ფიზიკურ აქტივობებს,
რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნისა და თითების აქტიურ მოძრაობას.

• სტატიკურ და დინამიკურ ვარჯიშებს გოგონები უფრო კარგად ასრულებენ


სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ვიდრე ვაჟები.

• დახტომისას გოგონები განსხვავებულად მოძრაობენ - ეშვებიან შედარებით


გაშლილი და შიგნით მიმართული (ერთმანეთთან ახლოს) მუხლებით. ასაკის
მატებასთან ერთად ასეთი მოძრაობა ზრდის ტრავმების განვითარების რისკს
გოგონებში.

როგორ მოვიქცეთ
აღნიშნული თავისებურებები არ ნიშნავს იმას, რომ გოგონებს ან ვაჟებს მხოლოდ
ისეთი ვარჯიშები უნდა შევთავაზოთ, რომლებიც უკეთ გამოსდით.

• მასწავლებელმა აუცილებელად უნდა ჩართოს ორივე სქესის წარმომადგენლები


ისეთ ფიზიკური აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს მოქნილობის
თვისებისა და წვრილი მოტორიკის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ასაკის მატებასთან ერთად, ვაჟებს სახსრების თავისუფალი მოძრაობის და
ამპლიტუდის უფრო დაბალი ხარისხი ექნებათ ვიდრე გოგონებს.

• გოგონებს დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ვასწავლოთ დახტომის უსაფრთხო


პოზიციაზე განხორციელება - როგორც ერთ, ისე ორივე ფეხზე.

• გოგონებს და ვაჟებს თანაბრად შესთვაზეთ ვარჯიშები წვრილი მოტორიკის


განვითარებისთვის - მტევნის, მაჯის ბრუნვითი მოძრაობები, ხელის თითების
ვარჯიში.

26
• ვარჯიშები, რომლებიც მოითხოვს ზედა კიდურების, მხრების და მენჯის
მოძრაობას. ასევე, სხვადასხვა საგანზე მოჭიდება, რაც აძლიერებს ზედა
კიდურის კუნთებს და ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას.

მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ გოგონებთან და ვაჟებთან მუშაობის დროს


წარმოქმნილი განსხვავეებული პრობლემები არ უკავშირდება მხოლოდ სქესთა შორის
განსხვავების არსებობას. პრობლემა უკავშირდება იმას, თუ კონკრეტულად რა სახის
ფიზიკური აქტივობა არის შეთავაზებული და როგორ არის ის მიწოდებული.

დაუშვებელია

 დისციპლინის განსხვავებული მეთოდების გამოყენება ბიჭებისთვის და


გოგონებისთვის.

 სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისთვის, გოგონების უფრო ნაკლებად


სტიმულირება, ვიდრე ვაჟების ან პირიქით;

 რომელიმე სქესის პრივილეგირება;

 მასწავლებელი უნდა აღიქვამდეს მოსწავლეებს როგორც ინდივიდებს და არ


განასხვავებდეს მათ გენდერული ნიშნით, მაგ. მხოლოდ ბიჭებს არ უნდა
ნიშნავდეს ჯგუფის ლიდერებად, გოგონებს კი დამხმარეებად ან პირიქით.

2.4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების


ჩართულობა ფიზიკურ აქტივობაში

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლება და


ფიზიკური განვითარება, სწავლების განსხვავებული მიდგომების, სტრატეგიებისა და
მეთოდების გამოყენებას საჭიროებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად ასეთი მოსწავლეები უნდა ჩაერთონ


ინკლუზიური განათლების პროცესში, რაც გულისხმობს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობას
ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (სსმ) , რომელსაც


თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში: ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური, გ) სენსორული, დ) მეტყველების ე) ქცევითი და ემოციური


დარღვევა; ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; ზ) სოციალური

27
ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

აღნიშნული დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო


გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია.

• ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში.

შესაბამისად, სკოლამ უნდა უზრუნველყოს სსსმ მოსწავლის ფიზიკური აქტივობის


გაკვეთილებში ჩართვის ხელშეწყობა და ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად
მოახდინოს სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან
ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება მასწავლებლების, კვალიფიციური


სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების მონაწილეობით, წინასწარი დაკვირვებისა და
შეფასების საფუძველზე, გეგმა ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო
საჭიროებას, მათი დაკმაყოფილების გზებსა და დამატებით აქტივობებს. შესაბაისად,
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიგეგმოს კონკრეტული ფიზიკური აქტივობები,
რომლთა შესრულებაც დასაშვებია მოსწავლისთვის.

გთავაზობთ ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს


მასწავლებელმა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს

• კანონში, ზოგადი განათლების შესახებ, სამუშაო ტერმინად გამოყენებულია


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი, ასევე ლეგიტიმურია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
• დაუშვებელია, მოსწავლის ისეთი ტერმინებით მოხსენიება, როგორებიცაა:
ინკლუზიური ბავშვი, შეზღუდული ბავშვი, საკორექციო მოსწავლე ან სხვა
დამაკნინებელი ეპითეტები.
• მასწავლებლის ამოცანაა, არა სსსმ მოსწავლის ყურადღების ცენტრში მოქცევა,
არამედ გაკვეთილის ისე დაგეგმვა, რომ ყველა ბავშვს, მათ შორის სსსმ მოსწავლეს
შეეძლოს მისთვის საჭირო ცოდნის მიიღება.
• თუ მოსწავლის შესაძლებლობები არ იძლევა საშუალებას ფიზიკურ ვარჯიშებში
მიიღოს მონაწილეობა, ის მაინც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სხვადსხვა
აქტივობებში, თუნდაც პასიური გზით, მაგ.: იყოს მსაჯი, ან მისი ასისტენტი,
დამკვირვებელი ან პასიური მოთამაშე.
• მასწავლებელმა არ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სხვადასხვა
აქტივობების გამოყენების კუთხით, ინდივიდუალური გეგმის გარეშე.
• სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებში
პოზიტიური ემოციების, ხალისიანი განწყობის განვითარება.

28
• მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით,
მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ფიზიკური განათლების პროცესში მათი
სრული ჩართულობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სსსმ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებებიდან
გამომდინარე, არ არის შესაძლებელი სხვადასხვა აქტივობების დეტალურად გაწერა.
მიუხედავად ამისა გთავზობთ ერთ სანიმუშო მაგალითს თამაშის სახით - როგორ
მოვარგოთ აქტივობა სსსმ ეტლით მოსარგებლე მოსწავლეს, რომელსაც
ინდივიდუალური გეგმის თანახმად შეუძლია ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობა:

თამაში - „ჭაობის გადალახვა“.


მოედანზე ერთმანეთისგან სამი-ოთხი ნაბიჯის დაშორებით გავლებულია
ერთმანეთის პარალელური მიხვეულ-მოხვეულ ორ ხაზი; მათ შორის
ერთმანეთისაგან 30 სმ-ის დაშორებით იხატება 25-30 სმ დიამეტრის წრეები -
„ბორცვები“. დანარჩენი ადგილი ამ ორ ხაზს შორის „ჭაობია” და გავლებული ორი
ხაზი „ჭაობის” ნაპირს აღნიშნავს. მასწავლებლის ძახილზე: “გადადით”! – ბავშვები
რიგრიგობით ხტებიან ბორცვიდან ბორცვზე. ვინც ჭაობში ჩავარდება ანუ წრის -
„ბორცვის“ საზღვრებს გასცდება, გადის თამაშიდან - მიდის „ნაპირზე ფეხების
გასამშრალებლად”. გამარჯვებულია ის მოთამაშე, ვინც უვნებლად მივა „ნაპირის”
ბოლომდე (იხ.ნახ.1).

დავუშვათ ერთ-ერთი მოსწავლე სახელად ლუკა, ეტლით მოსარგებლეა და უნდა


ჩაერთოს თამაშში. როგორ მოვიქცეთ? განვიხილოთ ორივე მაგალითი, როდესაც
ლუკას ეტლის მართვა შეუძლია ან არ შეუძლია.

I. თუ ლუკას აქვს შესაძლებლობა თავად მართოს ეტლი ვთხოვოთ გაიაროს


პარალელურად გავლებულ ორ ხაზს შორის არსებული სივრცე ისე, რომ არ
გადაკვეთოს მათი საზღვრები. ამ შემთხვევაში, ლუკასთვის სავალ ნაწილად
ჩაითვლება პარალელურად გავლებულ ხაზებს შორის არსებული მთლიანი სივრცე

29
ხოლო საზღვრებს გარეთ - ჭაობი. თუ ლუკა თამაშის დროს აღნიშნულ ხაზებს
გასცდება ჩაითვლება, რომ ჭაობში ჩავარდა და გავა თამაშიდან. თუ უვნებლად
მივა „ნაპირის” ბოლომდე, ანუ არ გადაკვეთავს პარალელურად გავლებულ
ხაზებს, ჩაითვლება გამარჯვებულად.

ლუკა თანაკლასლებთან ერთად თამაშობს, უბრალოდ, მისთვის სავალ ნაწილად


ჩაითვლება არა ბორცვები, არამედ პარალელურად გავლებულ ხაზებს შორის
არსებული სივრცე მთლიანად, ხოლო მის გარეთ - ჭაობი (იხ.ნახ.2).

II. თუ ლუკას ეტლის მართვა არ შეუძლია, შეგვიძლია შევთავაზოთ მსაჯობა.


მსაჯობის შემთხვევაში იგი უნდა დააკვირდეს მოთამაშეებს და ვინც ბორცვის
საზღვრებს გასცდება გამოუშვას ნაპირზე „ფეხების გასამშრალებლად”.

30
3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა
აღნიშნული მიმართულების მიზანია მოსწავლემ შეძლოს აქტიური მონაწილეობის
მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ
ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-
ჩვევების გამოვლენა. გაიაზროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა
ჯანმრთელობისთვის და დაუკავშიროს სხეულის მდგომარეობას, რაც თავის მხრივ
აუცილებელი წინაპირობებაა აქტიური მონაწილეობისთვის. აქტიური მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა ასაკის
შესაბამის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში. სასწავლო წლის განმავლობაში I და II
კლასის მოსწავლეებისთვის რეკომენდებული ვარჯიშებისა და აქტივობების
დაგეგმვა, შესაბამისი დროის გათვალისწინებით. მოსწავლეთა აქტივობის შეფასება
რეკომენდებული შეფასების მეთოდების გამოყენებით. (იხ. I და II კლასების საგნის
სწავლების პრინციპები - II თავი - 3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა).

თავი III - შეფასება

1. შეფასების ზოგადი სტანდარტი


მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც
გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე
მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს
ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.

ეროვნული სასწვლო გეგმის მიხედვით მოსწავლის შეფასებისთვის გამოიყენება


განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

I-II კლასებში მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას ვიყენებთ. წლის ბოლოს საგნის


მასწავლებელმა უნდა დაწეროს წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს
მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება დახმარება
საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

31
ცხრილი N4

შეფასება განმავითარებელი განმსაზღვრელი

მოსწავლის აკადემიური
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მიზნები მიღწევის დონის დადგენა
მოსწავლის წინსვლისა და განვითარების
საგნობრივი სასწავლო გეგმის
ხელშეწყობა.
შედეგებთან მიმართებაში.

ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა


ურთიერთდაკავშირების პროცესის შეფასება;
ცოდნათა
წინარე ცოდნის/წარმოდგენების დადგენა;
ურთიერთდაკავშირების უნარის
მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი
შეფასება;
მხარეების დადგენის უნარის შეფასება;
ცოდნის სამივე კატეგორიის
მოსწავლის მიერ საკუთარი წინსვლის
ამოცანები გამოყენების უნარის შეფასება;
ხელშესაწყობად გააზრებული ნაბიჯების
გადადგმის უნარის შეფასება;
ცოდნის ერთობლიობათა
ცოდნის სამივე კატეგორიის ათვისების
ფუნქციურად გამოყენების
პროცესის შეფასება;
უნარის შეფასება.
ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად
გამოყენების უნარის შეფასება.

მიღწევის დონე საგნობრივი


წარმატების განხორციელებული წინსვლა წინარე
კრიტერიუმი
სასწავლო გეგმის
შედეგებთან/ წინარე დონესთან შედარებით.
მოთხოვნებთან შედარებით

მასწავლებელი: ზეპირსიტყვიერი ან მასწავლებელი: ქულა (შეიძლება


შემფასებელი წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი ახლდეს კომენტარი ძლიერი და
და შეფასების მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ.. სუსტი მხარეების აღწერით,
ფორმები მოსწავლეები: თვითშეფასებით; ხარვეზების გამოსასწორებელი
ურთიერთშეფასებით. მითითებებით).

განმავითარებელი შეფასების სქემები/რუბრიკები


მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასების სქემას/რუბრიკას ადგენს მასწავლებელი
და აფასებს მოსწავლეს შესაბამისი კრიტერიუმების თანახმად. შეფასების
რუბრიკები შეიძლება იყოს განსხვავაბული, იმის მიხედვით თუ რა
კრიტერიუმების შეფასება სურს მასწავლებელს, ფიზიკური აღზრდის საგნის
მიმართულებებისა და გაკვეთილის თემატიკის შესაბამისად.

თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას აკათებს მოსწავლე, თუმცა შეფასების


სქემას/რუბრიკას, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მასწავლებელი ადგენს.
რუბრიკის შევსება მოსწავლის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. თუ მოსწავლემ
ჯერ წერა-კითხვა არ იცის, რუბრიკის შევსებაში მას მასწავლებელი, ან მშობელი
უნდა დაეხმაროს. თვითშეფასება გაცილებით ეფექტური იქნება თუ შეიმუშავებთ

32
სახალისო რუბრიკას. თვითშეფასების რუბრიკა მოსწავლეებისთვის ადვილად
გასაგები რომ იყოს, კრიტერიუმების შედგენის დროს, გაითვალისწინეთ შემდეგი
საკითხები:
• გამოიყენეთ მოსწავლისთვის გასაგები სიტყვები და ფრაზები;
• ჩამოაყალიბეთ რუბრიკის კრიტერიუმები პირველ პირში;
• გაუზიარეთ რუბრიკა მოსწავლეებს და მიიღეთ მათგან უკუკავშირი;
• საჭიროებისამებრ შეიტანეთ ცვლილებები რუბრიკაში.

შუალედურ შეფასებას ატარებს მასწავლებელი. შეფასებისთვის იყენებს ვალიდურ


სტანდარტულ ტესტებს და ნორმებს.

ზეპირი უკუკავშირი მოსწავლესთან


შეფასების შემდეგ მნიშვნელოვანია მოსწავლესთან ზეპირი კომენტარებით
უკუკავშირის დამყარება, რათა მან გააცნობიეროს დაშვებული შეცდომები,
მოისმინოს რეკომენდაციები და შეიტანოს ცვლილებები სასწავლო პროცესში.
უკაკავშირი უნდა განხორციელდეს კეთილგანწყობილ გარემოში, მასწავლებელმა
უნდა გამოიყენოს პოზიტიური და გარემოების შესაბამისი კომენტარები, აქცენტი
გააკეთოს მოსწავლის დავალებაზე და არა მოსწავლის ინდივიდუალურ თვისებებზე,
მაგ. არ შეიძლება ასეთი კომენტარი ,,შენ კარგი ბიჭი ხარ, კარგად შეასრულე ბურთის
ტყორცნის ვარჯიში’’, დასაშვებია ასეთი კომენტარები:

ა) ყოჩაღ, შენ დღეს კარგად შეასრულე ბურთის ტყორცნის ვარჯიში.

ბ) გმადლობ, რომ ჩაერთე ვარჯიშში, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შევაფასოთ


რამდენად სწორად შეასრულე ყველა მოძრაობა? და სხვ.

2. როგორ წარვმართოთ განმავითარებელი შეფასება


ფიზკური აღზრდის საგნის სპეციფიურობიდან გამომდინარე, განმავითარებელი
შეფასება უნდა წარვმართოთ სახელმწიფო სტანდარტის სამივე მიმართულებით: 1.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, 2. მოძრობა და მოტორული უნარ-ჩვევები, 3.
აქტიური მონაწილეობა და შევაფასოთ მოსწავლის მიღწევები შემდეგ საკითხებში:

• ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე, ცოდნისა და გამოცდილების მიღება,


გააზრება.

• პროგრამით გათვალისწინებული, ასაკის შესაბამისი მოტორული უნარ-ჩვევების


და ფზიკური თვისებების განვითარება/პროგრესი და პრაქტიკული გამოყენება.

33
• საკუთარი თავის შეცნობა, კომუნიკაციის უნარების განვითარება (ურთიერთობა
უფროსებთან, თანატოლებთან, მუშაობა წყვილებში, მცირე ჯგუფებში, გუნდში).

• მოსწავლის აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში (გაკვეთილზე დასწრება,


სპორტული ფორმის ტარება, პროგრამით გათვალისწინებულ სასკოლო,
შიდასასკოლო და/ან კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობა), მოსწავლის
ჩართულობა რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში (ჯანმო-ს რეკომენდაციების
გათვალისწინებით - 60 წთ. დღეში).

განმავითარებელი შეფასების კომპონენტები - შეფასება ჩაატარეთ სემესტრის


განმავლობაში, სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ)
მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება.

განმავითარებელი შეფასების საშუალებები - შედეგების დასაფიქსირებლად


გამოიყენეთ სიტყვიერი (ზეპირი და წერილობითი) კომენტარი, თვით და
ურთიერთშეფასების სქემა/რუბრიკა, კითხვარი.

ფიზიკურ აღზრდაში, I-II კლასიდან, გამოიყენება ასევე შუალედური შეფასება,


განმავითრებელი შეფასების ისეთი საშუალება და ფორმა, რომელიც სტანდარტებზე
დაფუძნებული შემაჯამებელი ტესტირების სახით ტარდება და მოსწავლის
პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები
აისახება ქულებით და შესაბამის სფეროში მოზარდის წარმატებას აღნიშნავს (მაგ.
მოქნილობის თვისების განვითრება და ა.შ.). ქულებით ფასდება მხოლოდ შედეგი და
არა მოსწავლე.

2.1. განმავითარებელი შეფასების პრინციპები ფიზიკურ აღზრდაში

სახელმძღვანელო გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების 3 ვარიანტს, შესაბამისი


სტანდარტიზებული ტესტებისა და შეფასების რუბრიკების ნიმუშებით.

• მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება (მოსწავლის შეფასების რუბრიკის


ნიმუში - ცხრილი N 5.

• მოსწავლის თვითშეფასება - (მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკის ნიმუში -


ცხრილი N6).

• ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასება (განმავითარებელი შეფასების


შუალედური ფორმა - 1. სტანდარტებზე დაფუძნებული ტესტი, 2. მოსწავლის
აქტივობის შეფასების სტანდარტული ტესტი, ცხრილი N7).

34
2.2 . მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება - მოტორული უნარების
შეფასების რუბრიკა

წარმოგიდგენთ მოტორული უნარების შეფასების რუბრიკის ნიმუშს, რომელიც


წარმოაჩენს თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს შეაფასოს მოსწავლის ძირითადი
მოძრაობითი უნარების (,,ხტუნვით სიარული“ და ,,ორი ხელით ბურთის დაჭერა’’)
ვარჯიშის ელემენტების დასწავლის შედეგები. კრიტერიუმებად შერჩეულია
თითოეული ვარჯიშის 3 ელემენტი, რომელიც პირველ კლასში უნდა აითვისოს
ბავშვმა.

მოტორული უნარების განვითარების შეფასება ცხრილი N5

მოძრაობით კრიტერიუმი - (მოძრაობის 3 ვერ


N ი უნარი ელემენტი)
წარმატებული კარგი საშუალო
ასრულებს

რიტმული ნაბიჯი-ნახტომი;
დაშვება ტერფის წინა ვერ
ხტუნვით ასრულებს ასრულებს ასრულებს
ბალიშზე; ასრულებს
1 სიარული 3 2 1
ახტომისთვის საყრდენი ვერცერთ
ელემენტს ელემენტს ელემენტს
ფეხი იხრება მუხლის ელემენტს
სახსარში.

დაჭერის დროს მზერა


ობიექტზეა მიპყრობილი;
ორი მუხლები მოხრილია, თავი ვერ
ასრულებს ასრულებს ასრულებს
ხელით ასრულებს
2 და ტორსი წაწეულია წინ; 3 2 1
ბურთის ვერცერთ
ხელები ბურთის ელემენტს ელემენტს ელემენტს
დაჭერა ელემენტს
შემხვედრი
მიმართულებით მოძრაობს;

მასწავლებელს შეუძლია შეადგინოს ანალოგიური რუბრიკები ნებისმიერი ვარჯიშის


ან აქტივობის შეფასებისთვის, შესაბამისი კრიტერიუმების შერჩევით.

2.3. მოსწავლის თვითშეფასება


მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკისთვის შეიძლება სხვადასხვა კრიტერიუმები
გამოიყენოთ, იმის მიხედვით თუ რა იქნება შერჩეული შეფასების ობიექტად.:
კონკრეტული გაკვეთილის თემა/ ვარჯიში/ თამაში თუ მოსწავლის
დამოკიდებულების შეფასება ზოგადად ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის მიმართ.
გთვაზობთ მოსწავლის თვითშეფასების სახალისო რუბრიკის ნიმუშს

35
ცხრილი N6
მოძრავი თამაში ,,აჩუ-აჩუ ცხენო’’
კრიტერიუმი კი არა
მე ვითამაშე ,,აჩუ-აჩუ ცხენო’’

მე შევძელი ბურთით ხტუნაობა

მომეწონა ჩემს მეგობართან ერთად თამაში

თამაშის დროს დავიღალე

წარმოდგენილი ნიმუშის გამოყენებით მასწავლებელს შუძლია შეიმუშავოს


თვითშეფასების რუბრიკების სხავდასხვა ვერსიები.

2.4. ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასება სტანდარტული


ტესტით (განმავითარებელი შეფასების შუალედური ფორმა)

შეფასების მოდელი, შემუშავებული და მოდიფიცრებულია აშშ სპორტისა და


ფიზიკური განათლების ნაციონალური ასოციაციის - ,,NASPE’’-ს რეკომენდაციების
გათვალისწინებით. ეფუძნება ფიზიკური თვისებების განვითარების სტანდარტებს და
შეფასების პროგრამას (Fitnesgram/Activgram Program). აღნიშნული სისტემა
წარმატებით გამოიყენება სკოლებში. შეფასების მიზანია ბავშვის ფიზიკური
თვისებების განვითარების პროგრესის გამოვლენა და მონაცემების შესაბამისობის
დადგენა ასაკობრივ ნორმებთან (ტესტი იხ. ქვემოთ).

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა შეფასების დროს:

• შეფასება ტარდება წელიწადში 2-ჯერ, სასწავლო წლის დასაწყისში და წლის


ბოლოს;

• არ არის რეკომენდებული შეფასების ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე,


ვინაიდან ფიზიკური თვისებების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და
მონაცემთა გაუმჯობესება მოკლე დროში არ მიიღწევა;

• მიღებული მონაცემები არ გამოიყენება:


- მოსწავლისთვის ნიშნის დასაწერად და/ან გაკვეთილიდან
გასათავისუფლებლად;
- პედაგოგის მუშაობის ხარისხის შესაფასებლად, რამეთუ შესაძლებელია
არსებობდეს მისგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს
ბავშვის განვითარებისა და ფიზიკური აქტივობის დაბალ დონეს (გარემო,
ოჯახი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.).

36
ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასების ტესტის განმარტება
მოიცავს ასაკის შესაბამის რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომლებიც მიეკუთვნება
აერობულ, ანაერობულ და მოქნილობის ვარჯიშებს და განკუთვნილია შესაბამისი
უნარების განვითარების შეფასებისთვის.

აერობული შესაძლებლობების ტესტი გვაძლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ


რამდენად შეუძლია ბავშვს შეასრულოს ვარჯიშები, რომლებიც იწვევენ სისხლის
მიმოქცევის გაუმჯობესებას და ორგანიზმის ჟაგბადით მომარაგებას.

ანაერობული შესაძლებლობების ტესტი გვაძლევს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ


რამდენად შეუძლია ბავშვს შეასრულოს ასაკის შესაბამისი კუნთის ძალის
განმავითარებელი ვარჯიშები.

მოქნილობის ტესტი გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ როგორია მოქნილობის


განვითარების ხარისხი კონკრეტულ ასაკში.

თითოეული მოსწავლის ტესტირების შედეგები უნდა შევიდეს სააღრიცხვო


ფორმაში წლის დასაწყისში და წლის ბოლოს. შედარდეს ასაკის შესაბამის
სტანდარტულ ნორმებს, რომლებიც მოცემულია კლასის შეფასების ფორმაში.

ტესტის შეფასების ფორმა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტესტირების


მონაცემთა დასაფიქსირებლად წარმოდგენილია სახელმძღვანელოში დანართის
სახით როგორც I , ისე II კლასისთვის (N3,4,5 და 6).

აერობული შესაძლებლობების შეფასება


 მაქოსებრი რბენა
*I-II კლასში აერობული შესაძლებლობების შეფასებისთვის გამოიყენება მხოლოდ
მაქოსებრი რბენა, სხვა ტესტები გამოიყენება მაღალ კლასებში. აღნიშნული ტესტით შეიძლება შეფასდეს ასევე კოორდინაციის
უნარის განვითარება და პროგრესი.

I. ანაერობული შესაძლებლობების შეფასება (ძალა და გამძლეობა)

 მუცლის პრესი

 ზურგის პრესი

 ხელებზე აძალვა

37
 ღერძზე კიდი და აძალვა

II. მოქნილობის უნარის განვითარების შეფასება

 ხერხემლის მოქნილობა

 მხრის სახსრის გაწელვა

ტესტის აღწერილობა

I. აერობული შესაძლებლობები

მაქოსებრი რბენა - ფასდება აერობული


შესაძლებლობები.
ინსტრუქცია
• მოედანზე ნებისმიერი ნიშნულით მონიშნულია დისტანციის საწყისი და ბოლო
წერტილები (მანძილი 15-20 მ). ხმოვანი სიგნალების თანხლებით მოსწავლემ
უნდა გაირბინოს პირველიდან მეორე ნიშნულს შორის მანძილი, ტესტი
შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად რამდენიმე მოსწავლისთვის. ამ
შემთხვევაში მათ შორის მანძილი უნდა იყოს 1-1,5 მ.

• 10 წლამდე ასაკის მოსწავლე დარბის ზომიერი ტემპით, იმდენ რაუნდს


რამდენსაც შეძლებს.

შეფასება
• 10 წლამდე ფასდება მხოლოდ მონაწილეობა სირბილში. რაუნდების რაოდენობა
და დრო არ ფასდება.

II. ანაერობული შესაძლებლობები

მუცლის პრესი – მუცლის კუნთების ძალის


შეფასება.

ინსტრუქცია
• ბავშვი წევს ლეიბზე პირაღმა, მოხრილი მუხლებით ისე, რომ მუხლის სახსარში
კუთხე იყოს დაახლოებით 900, ფეხები ერთამეთისგან ოდნავ დაშორებული,

38
ხელები გამართული ტანის პარალელურად, ხელის გულები ქვემოთ. თავი
უნდა იდოს ლეიბზე. ტერფები რაც უფრო ახლოა საჯდომთან მით უფრო
რთულია მოძრაობის შესრულება;
• მოსწავლე იწყებს წამოჯდომას ისე, რომ თითებს თანდათანობით ასრიალებს
ლეიბზე. წამოჯდება იმდენჯერ, რამდენჯერაც შეუძლია. მოძრაობის დროს
ქუსლი ყოველთვის უნდა ეხებოდეს ლეიბს და თავი ყველა წამოჯდომის მერე
უნდა დადოს ლეიბზე. წამოჯდომებს შორის არ არის პაუზა.

შეფასება
• მასწავლებელი ითვლის წამოჯდომის რაოდენობას. ტესტის დროს არ ფასდება
სიჩქარე. თითო წამოჯდომი ფასდება ერთი ქულით.

ზურგის პრესი - ზურგის კუნთების ძალის


შეფასება.

ინსტრუქცია
• მოსწავლე წვება პირქვე ლეიბზე, ფეხის წვერები გაჭიმულია, ხელები სხეულის
პარალელურად, ხელის მტევნები თეძოებთან, ხელისგულებით ზემოთ;
• მოსწავლის თვალების გასწვრივ ლეიბზე უნდა მოთავსდეს ნებისმიერი
ხელმისაწვდომი ნიშნული (მაგ. წითელი ქაღალდის ფურცელი) მზერის
ფიქსაციისათვის;
• მოსწავლემ მოძრაობა უნდა შეასრულოს ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად მაღლა
აწიოს თავი, კისერი და მხრები, შეინარჩუნოს ეს პოზიცია გაზომვამდე. იზომება
მანძილი იატაკიდან ნიკაპამდე.
აღჭურვილობა
• ტანვარჯიშის ლეიბი და საზომი, მაგ. - 40 სმ-იანი სახაზავი. სახაზავზე მარკერით
უნდა იყოს აღნიშნული 15 სმ, 23 სმ და 30,5 სმ.
შეფასება
• შეფასების საზომია მანძილი სანტიმეტრებში, იატაკიდან ნიკაპამდე. ქულების
რაოდენობა განისაზღვრება სანტიმეტრების რაოდენობით. მაგ. - თუ მოსწავლემ
აწია თავი 12 სანტიმეტრზე იგი ფასდება 12 ქულით. მაქსიმალური ქულა
შეადგენს 30, 5 სმ-ს. იმ შემთხვევაში თუ მანძილი მეტია 30,5 სმ-ზე, შედეგი მაინც
30,5 ქულით ფასდება;

იატაკიდან ხელებზე აძალვა - მკერდის დიდი


კუნთის და ზედა კიდურების ძალის შეფასება.
ინსტრუქცია
• საწყისი პოზიცია - მოსწავლე გამართული ხელებით
ეყრდნობა მტევნებს და ფეხის წვერებს სწორ
საყრდენ ზედაპირზე. ხელები მხრების ზომაზე ან

39
ოდნავ უფრო განზე. ფეხები გამართული იატაკის პარალელურად, ოდნავ
ერთმანეთისგან დაშორებული. თავი, ზურგი და ფეხები უნდა იყოს სწორ ხაზზე.
საწყისი პოზიციიდან ბავშვი იწყებს მოძრაობას იატაკის მიმართულებით, ისე,
რომ ხელები მოხაროს იდაყვის სახსარში 900-მდე, მხარი უნდა იყოს საყრდენი
ზედაპირის პარალელურად. ამის შემდეგ ბავშვი აკეთებს აძალვას იმდენჯერ,
რამდენჯერაც შეუძლია. დასაშვებია მხოლოდ 2 შეცდომა, თუ შეცდომების
რაოდენობა 2 -ზე მეტია, ბავშვი არ უნდა დავძაბოთ და შევწყვიტოთ ტესტი;
ტესტი უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე გრძნობს ტკივილს ან
დისკომფორტს.

შეფასება
• შეფასების საზომია აძალვების რაოდენობა. ქულების რაოდენობა უტოლდება
აძალვების რიცხვს;
• ტესტის დაწყებამდე აუცილებელია მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეს
შესრულების ტექნიკა.

ღერძზე კიდი და მიზიდვა - ტესტი წარმოადგენს


იატაკიდან აძალვის ალტერნატიულ ტესტს და აფასებს
სხეულის ზედატანის ძალას და ამტანობას. ტესტი I-II
კლასში გულისხმობს უფროსის დახმარებით მხოლოდ
ღერძზე კიდს და სულ-ცოტა 1-2 წამი ამ
მდგომარეობაში გაჩერებას

ინსტრუქცია
• მოსწავლე ეჭიდება ღერძს თავსზემოთ აწეული ხელებით და ფეხები იატაკზე
უდევს. მასწავლებლის დახმარებით სწევს ტანს ზემოთ, ისე, რომ ხელები
იდაყვში მოიხაროს და ნიკაპი აცდეს ძელს. წამზომით უნდა დაინიშნოს რამდენ
ხანს ძლებს მოსწავლე მოცემულ პოზიციაში. მოსწავლეს უნდა მისცეთ
მხოლოდ 1 ცდის შესაძლებლობა.

შეფასება
• შეფასება ხდება იმ დროის მიხედვით, რამდენი წამიც ძლებს მოსწავლე
მოცემულ პოზიციაში.

რჩევები მასწავლებელს თუ შეფასების შედეგად ბავშვს დაბალი ქულები აქვს,


ყურადღება უნდა გამახვილდეს ასაკის შესაბამის ანაერობულ ვარჯიშებზე,
რომლებიც მოითხოვს მუცლისა და ზურგის კუნთების მუშაობას.

40
III. მოქნილობა

ხერხემლის მოქნილობის ტესტი - აფასებს


ხერხემლის მოქნილობას.

ინსტრუქცია
• მოსწავლე იხდის ფეხსაცმელს, ჯდება
იატაკზე და ტერფებით ეყრდნობა ყუთს.
ხელები წინ, მიმართული სახაზავისკენ, ერთი ხელით ეხება სახაზავს, მეორე
ხელს კი ზემოდან ადებს პირველს;

• საწყისი პოზიციიდან მოსწავლე იწყებს მოძრაობას, ცდილობს სხეულის ზედა


ნაწილით წაიწიოს რაც შეიძლება წინ, ისე, რომ არ მოიხაროს ზურგის არეში.
კეთდება 4 მოძრაობა (მხოლოდ წინ, უკან დაბრუნების გარეშე);

• IV მცდელობისას უნდა შეჩერდეს 1 წმ-ით და გაიზომოს რამდენ სანტიმეტრზე


შეეხო სახაზავს;

• შემდეგ მოსწავლე ცვლის ხელების პოზიციას და იმეორებს იგივე მოძრაობას.

აღჭურვილობა
• მყარი ყუთი (ან სკამი) დაახლოებით 30,5 სმ სიმაღლის;

• სახაზავი მიმაგრებულია ყუთზე, ისე რომ 23 სმ-ით გამოშვერილია მოსწავლის


მიმართულებით;

• სახაზავის აღნიშვნა ,,0’’ უნდა იყოს მოსწავლის მხარეს.

შეფასება
• შეფასების ინდიკატორია მანძილი სანტიმეტრებში. ქულების რაოდენობა
განისაზღვრება სანტიმეტრების იმ რაოდენობით, სადამდეც წვდება სახაზავს
თითის წვერით. ჩვეულებრივ, ქულების მაქსიმუმი არ აღემატება 30,5 სმ. –ს.

მხრის სახსრის გაწელვა - ტესტის მიზანია მხრის სახსრის მოქნილობის შეფასება.

ტესტის ინსტრუქცია
• მარჯვენა მხრის სარტყლის მოქნილობის შესაფასებლად მარჯვენა ხელი
ზემოდან უნდა გადაიწიოს ზურგს უკან და მარცხენა ხელი ქვემოდან;

41
• მარცხენა მხრის სარტყლის შესაფასებლად პირიქით, მარცხენა ხელი ზემოდან
და მარჯვენა ქვემოდან.

შეფასება

• თუ მოსწავლე ორივე ხელის თითებს მიადებს ერთმანეთს, ტესტი ითვლება


შესრულებულად. თუ ვერ აწვდენს, ტესტი არ ითვლება.

რჩევები მასწავლებელს

თუ მოქნილობის ტესტების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მაჩვენებლები


დაბალია ასაკობრივ ნორმებზე, ბავშვი უნდა ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც
ხელს უწყობს მოქნილობის განვითარებას (სხვადასხვა გაწელვითი ვარჯიშები).
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ
სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც შეფასდა მოცემული ტესტით. მაგ. მხრის სარტყელი,
არამედ მთელ სხეულზე. ბავშვი უნდა ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს
უწყობს თავისუფალ მოძრაობას სხეულის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილის ყველა
სახსარში.

რეკომენდაცია - ფიზიკური თვისებების ტესტში წარმოდგენილი 8 ვარჯიში


გამოიყენება არა მხოლოდ ტესტური შეფასებისთვის, არამედ შესაბამისი ფიზიკური
თვისებების განვითარების ხელშეწყობისთვისაც, მთელი წლის განმავლობაში,
როგორც I ისე II კლასში.

სანამ დაგეგმავთ ვარჯიშებს გაეცანით ასაკობრივი ნორმების ცხრილს (დანართი N3)


და თითოეული ვარჯიშისთვის ნორმების ,,ზედა ‘’ და ,,ქვედა’’ ზღვარს.

მაგ. ტესტის ,, იატაკიდან ხელებზე აძალვა’’ - ნორმის ქვედა ზღვარია -3, ზედა - 8.

ე.ი. თუ ორი მოსწავლიდან ერთი მხოლოდ 3- ჯერ ასრულებს ვარჯიშს, მეორე კი 8-


ჯერ, ორივე მონაცემი ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია (ეს ეხება არა მხოლოდ
ტესტური შეფასების დროს შესრულებული ვარჯიშების რაოდენობას, არამედ მთელი
წლის განმავლობაში გაკვეთილზე დაგეგმილ აქტივობებს).

• დაუშვებელია, დაბალი ქულების მქონე მოსწავლე შევაფასოთ როგორც


წარუმატებელი, მეორე კი მასზე წარმატებული.
• დაუშვებელია, ამ ასაკში ჩავატაროთ ნორმატიული ჩათვლები შეჯიბრის
ფორმით და/ან ვაიძულოთ ბავშვები შეასრულონ ვარჯიშები ნორმის ზედა
ზღვრის გათვალისწინებით, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს მათ
ჯანმრთელობას და დაუკარგავს ინტერესს ფიზიკური აქტივობის მიმართ.

აღნიშნული ვარჯიშების ხშირი გამეორება წლის განმავლობაში (შეარჩიეთ შესაბამისი


ვარჯიშები თემატიკის გათვალისწინებით), ხელს უწყობს მოქნილობის, ასაკის
შესაბამისი ძალის, აერობული და ანაერობული შესაძლებლობების თანდათან, ასკის
შესაბამისად განვითარებას.

42
2.5. მოსწავლის ფიზიკური აქტივობის შეფასების სტანდარტული ტესტი
/// შეფასების რუბრიკა მასწავლებლისთვის (ფაკულტატური)
გთვაზობთ აშშ სპორტისა და ფიზიკური განათლების ნაციონალური ასოციაციის -
,,NASPE’’-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით. შემუშავებულ და მოდიფიცრებულ
სტანდარტულ ტესტს (იხ. ნიმუში ცხრილი N7), რომელიც ივსება მასწავლებლის მიერ
ან მშობლის დახმარებით.
კითხვარი მოიცავს 3 შეკითხვას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აერობული,
ანაერობული და მოქნილობის ვარჯიშების შესრულება და კომპიუტერთან და
ტელევიზორთან გატარებული დრო. თითოეულ კითხვებზე საჭიროა პასუხის
დაფიქსირება კვირის ყოველი დღის გასწვრივ - ,,კი’’ (შესაბამისი ხანგრძლივობის
მითითებით) ან ,,არა’’, რაც შესაძლებლობას მოგცემთ შეაფასოთ რა დროს უთმობს
ბავშვი ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობას და რა დროს ატარებს პასიურ
მდგომარეობაში.
აქტივობის ტესტის რუბრიკის ნიმუში - ცხრილი N7
კითხვები კვირის დღეები დრო

ორშაბ სამშაბ ოთხშ ხუთშ პარასკ შაბათი კვირა წთ. ჯამ.

1. აერობული აქტივობა –
აღნიშნეთ კვირის
დღეები, როცა ბავშვმა
კი- კი- კი - 15
ისეირნა ფეხით ან 20 წთ.
არა
15 წთ
არა
წთ.
არა კი- 30 80 წთ
ველოსიპედით, ირბინა წთ.

ან ითამაშა მოძრავი
თამაშები
2. ანაერობული აქტივობა
- აღნიშნეთ კვირის
დღეები, როცა ბავშვმა კი-10
არა არა არა არა არა არა 10 წთ
შეასრულა ვარჯიშები: წთ.
მუცლის პრესი, ზურგის
პრესი, ღერძზე კიდი
3. მოქნილობა - აღნიშნეთ
კვირის დღეები, როცა კი-15 კი- 10 კი-
არა არა არა არა 30 წთ.
ბავშვმა შეასრულა წთ. წთ. 5. წთ.
გაწელვითი ვარჯიშები
4. პასიურ
მდგომარეობაში
კი- 30 კი -60 კი -60 კი-60 კი-
გატარებული დრო წთ. წთ. წთ. წთ.
არა
40 წთ.
კი 250 წთ.
(კომპიუტერი,
ტელევიზორიი)
I. სულ ფიზიკურ
აქტივობაზე დახარჯული 120 წთ.
დრო

II. სულ პასიურ


მდგომარეობაში 250 წთ.
გატარებული დრო

43
ნიმუშის მონაცემებით ადვილად დაინახავთ, რომ მაგ. მოსწავლე ლუკა კვირის
განმავლობაში, თითქმის, ორჯერ ნაკლებ დროს (120 წთ.) უთმობს ფიზკურ აქტივობას,
ვიდრე კომპიუტერთან და ტელევიზორთან დრის გატარებას (250 წთ.). მისი
ფიზიკური თვისებების შეფასების სტანდარტული ტესტის მონაცემებიც დაბალია
ასაკობრივ ნორმებზე.

N8 შეფასების სტანდარტულ ცხრილში მოძენბით ლუკას მონაცემების შესაბამისი


შეფასებები - გრაფა 1.2 ,, ფიზიკური განვითარების ტესტის შედეგები არ ემთხვევა
ასაკობრივ ნორმებს’’ და გრაფა 3. ,,პასიურ მდგომარეობაში გატარებულ დრო
აღემატება ფიზიკური აქტივობის დროს’’. მათი გადაკვეთის ადგილზე კი (გრაფა 3.2)
წაიკითხავთ ლუკას შეფასების კომენტარს და შესაბამის რჩევას.

ცხრილში N8 მოცემულია რჩევები ყველა შედეგის მიხედვით.


ცხრილი N 8

მოსწავლე ,,ლუკა’’

N 1. ფიზიკური N2. ფიზიკური აქტივობის დრო N 3. პასიურ მდგომარეობაში


განვითრების ტესტის აღემატება პასიურ მდგომარეობაში გატარებულ დრო აღემატება
შედეგები გატარებულ დროს ფიზიკური აქტივობის დროს

3.1. ბავშვს კარგი შედეგი აქვს,


2.1. ბავშვს კარგი შედეგი აქვს, თუმცა არა არის ჩართული
ჩართულია რეგულ. ფიზ. რეგულ. ფიზ. აქტივობაში.
1.1. შედეგები აქტივობაში. რჩევა მასწავლებელს -
ემთხვევა ასაკობრივ რჩევა მასწავლებელს - აუცილებლად წაახალისეთ,
ნორმები აუცილებელად წაახალისეთ, აუხსენით, რომ კარგი შედეგი
უთხარით, რომ კარგი აქვს, თუმცა, თუ არ ჩაერთვება
შედეგები აქვს. რეგულ. ფიზ. აქტივობაში, ვერ
შეინარჩუნებს შედეგებს.

3.2 შედეგი ნორმაზე ნაკლებია


2.2. შედეგი ნორმაზე ნაკლებია, და არ არის ჩართული რეგულ.
მაგრამ ჩართულია რეგულ. ფიზიკურ აქტივობაში.
1.2. შედეგები
ფიზ. აქტივობაში. რჩევა მასწავლებელს - ურჩიეთ
ასაკობრივ ნორმებზე
რჩევა მასწავლებელს-აუხსენით, გაზარდოს რეგულ. ფიზ.
დაბალია
რომ თუ გააგრძელებს ვარჯიშს, აქტივობის დრო, ვინაიდან სხვა
უკეთესი შედეგები ექნება. გზით შედეგებს ვერ
გააუმჯობესებს.

გახსოვდეთ! ტესტირება არ უნდა გამოიყენოთ ბავშვისთვის ნიშნის დასაწერად.

44
2.6. დამატებითი ელ-რესურსები:
გთავაზობთ ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასების ტესტის ვარჯიშების
შესრულების პრაქტიკული მაგალითების ვიდეო-რგოლების ელ-მისამართებს (NASPE-ს
კურიკულუმის მიხედვით):
1. მაქოსებრი რბენა (Shuttle run, Pacer Fitness Test, CDE PFT PACER):
https://www.youtube.com/watch?v=6etwjsnMORQ https://www.youtube.com/watch?v=l6YfrmEgFcI
https://www.youtube.com/watch?v=_XJAtUKjxk4 https://www.youtube.com/watch?v=9KPskEdeqx8
https://www.youtube.com/watch?v=7mwG1LCHpZ0

2. მუცლის პრესი (Curl-up) ელ-მისამართი: https://www.youtube.com/watch?v=uLA_9kx1AkY

3. ზურგის პრესი (Trunk Lift) ელ-მისამართი:


https://www.youtube.com/watch?v=PvYI3iPUHpY

4. ხელებზე აძალვა (Push-up) ელ-მისამართი:


https://www.youtube.com/watch?v=5_D3bacZ7u0&index=5&list=PLC79E97B55E313A20

5. ღერძზე კიდი და აძალვა (flex arm) ელ-მისამართი:


https://www.youtube.com/watch?v=GNrWge1YjhU

6. ხერხემლის მოქნილობა (Backsaver Sit & Reach) ელ-მისამართი:


https://www.youtube.com/watch?v=d_NL2Pke4NM

7. მხრის სახსრის გაწელვა (Shoulder Stretch) ელ-მისამართი:


https://www.youtube.com/watch?v=Vue_8KqEmkQ&list=PLC79E97B55E313A20

45
თავი IV - დატვირთვის შეფასება
დატვირთვის ინტენსივობის შეფასება და შეფასების შესაბამისი ხერხების გამოყენების
ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია ფიზიკური აღზრდის მასწავლებლისთვის.

ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა განისაზღვრება ვარჯიშის დროს ორგანიზმის


მიერ დახარჯული ენერგიით (მოხმარებული კალორიების/ჟანგბადის რაოდენობით).
იმის მიხედვით თუ რამდენად ინტენსიურია ფიზიკური დატვირთვა განასხვავებენ
დატვირთვის ინტენსივობის რამდენიმე ფორმას:
– მსუბუქი დატვირთვა;
– საშუალო დატვირთვა;
– ძლიერი (ინტენსიური) დატვირთვა.

დატვირთვის ინტენსივობას აფასებენ რამდენიმე მარტივი ტესტით, რომლებიც


წარმატებით გამოიყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც პედაგოგის,
ისე ბავშვის მიერ (თვითშეფასების დროს). I-II კლასში დატვირთვის შეფასებისთვის
გამოიყენეთ ,,საუბრის ტესტი”.

1. საუბრის ტესტი
ტესტი შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ მოსწავლის დატვირთვის ინტენსივობა მის
საუბარზე დაკვირვებით

1. მსუბუქი დატვირთვა - მოსწავლეს შეუძლია ჩვეულებრივად ისაუბროს ან


იმეღეროს ვარჯიშის შესრულების პროცესში (მაგ. სიარული, ბურთის გაგორება,
დაჭერა, გადაცემა და სხვ.);

2. საშუალო დატვირთვა – მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს მცირე დაბრკოლებებით


ვარჯიშის შესრულების პროცესში (მაგ. სწრაფი სიარული, ველოსიპედის ტარება,
ცეკვა);

3. ძლიერი დატვირთვა – ადამიანი ქოშინებს და უჭირს საუბარი ვარჯიშის


შესრულების პროცესში (მაგ. სირბილი, კალათბურთი, ფეხბურთი, ცურვა,
ხელბურთი).

გაითვალისწინეთ, დაწყებით საფეხურზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და საშუალო


დატვირთვის ვარჯიშების შეთავაზება! თუ დატვირთვის ინტენსივობის მარტივი
ტესტის მაჩვენებელი აღემატება დასაშვებ ასაკობრივ ნორმას ვარჯიში უნდა შეწყდეს.

46
თავი V - გაკვეთილის ორგანიზება
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი წარმოადგენს ბავშვთა ფიზიკური აღზრდის
ძირითად ფორმას და საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და გამაჯანსაღებელი
მიზნების განხორციელებას ემსახურება. მიზნების მიღწევა კი მხოლოდ სწორად
ორგანიზებული გაკვეთილით არის შესაძლებელი. ამდენად, ყველა მნიშვნელოვანი
პრინციპი, რომელიც გაკვეთილის სწორად ორგანიზებას უწყობს ხელს აუცილებლად
უნდა იყოს დაცული.

1. სივრცის მოწყობა გაკვეთილისთვის


ფიზიკური აღზრდის და სპორტის გაკვეთილი ტარდება სკოლის სპორტულ
დარბაზში ან ღია მოედანზე, კარგი ამინდის დროს.

თუ სკოლას სპორტული დარბაზი არ გააჩნია, დაწყებით საფეხურზე, გაკვეთილის


ჩატარება შეიძლება საკლასო ოთახში. გაკვეთილის დაწყებამდე აუცილებელია
საკლასო ოთახში თავისუფალი სივრცის მოზადება, რომელიც შესაბამისობაში იქნება
დაგეგმილი ფიზიკური აქტივობისა თუ მოძრავი თამაშის მიზნებთან.

სქემის სახით გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს კლასში თავისუფალი სივრცის


შესაქმნელად:

ფიზიკური აქტივობის დაწყებამდე, დაალაგეთ მერხები, და სხვადასხვა ნივთები 1-


ელ, მე-2, მე-3 ან მე-4 სქემაზე ნაჩვენები თანმიმდევრობით, რომ მოსწავლეებს
ჰქონდეთ თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც ერთმანეთთან,
ისე სხვადასხვა ობიექტებთან მიმართებაში.

47
2. ახსნისა და მოსწავლეთა ორგანიზების მეთოდები

ახსნის თვალსაჩინოების მეთოდი – დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით I-II


კლასში, უპირატესობა ენიჭება თვალსაჩინოების მეთოდის გამოყენებას, სხვადასხვა
მოძრაობის დემონსტრირებას, რამეთუ ბავშვი მაგალითით უკეთ სწავლობს, ვიდრე
შეგონებით. ეს განპირობებულია იმით, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია საკმარისი
სიტყვების მარაგი, ჯერ არ იცის სხეულის ყველა ნაწილისა თუ სხვადასხვა საგნების
დასახელება, ამდენად ამ ასაკში, მხოლოდ სიტყვიერი ახსნა, ხშირ შემთხვევაში
შესაძლოა გაუგებარი იყოს.

სიტყვიერი ახსნის მეთოდი – დემონსტრირებასთან ერთად მასწავლებელი უხსნის


მოსწავლეებს მოქმედების არსს, მნიშვნელობას, ძირითად პრინციპებს, ასევე ასწავლის
აუცილებელ ტერმინებს, სხეულის ნაწილების, აღჭურვილობისა და საგნების
დასახელებას.

ახსნისთვის ვიზუალური მასალის გამოყენება - ნახატების, პლაკატების,


ვიდეორგოლის გამოყება თვალსჩინოების სახით, ახსნის პროცესს ხალისს მატებს და
უფრო გასაგებს ხდის.

ახსნის მულტისენსორული მეთოდი - ფიზიკური აღზრდის დროს ძირითადად


გამოიყენება ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური (შეხებითი) მეთოდები. აღნიშნული
მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვებთან, როცა ერთი სახის სენსორული უნარი, მაგ. მხედველობა, უფრო
სუსტად არის განვითარებული ვიდრე მეორე და ა.შ.

მოსწავლეთა ორგანიზების ფრონტალური მეთოდი - მთელი კლასის მიერ


ერთდროულად ერთი დავალების შესრულება (წყობა - მწკრივში, წრეზე, კოლონებში-
2 მწკივად, 3-4 მწკრივად). ამ მეთოდს უპირატესობა ენიჭება დაწყებით საფეხურზე,
პირველი კლასიდან.

წრიული მეთოდი - სხვადასხვა დავალების (ვარჯიშის) თანმიმდევრული შესრულება


დარბაზის გასწვრივ წრეზე განლაგებულ ,,სადგურებზე’’ - დავალებების რაოდენობა
შეიძლება მერყეობდეს 4-10-მდე. მოძრაობათა მოქმედებების გამეორება ეხმარება
მოსწავლეს ნასწავლი საკითხებისა თუ სხვადასხვა მოძრაობების უკეთ ათვისებასა და
განმტკიცებაში.

თამაშით სწავლების მეთოდი - დაწყებით საფეხურზე, ზრდის მოსწავლის


მოტივაციას. აუმჯობესებს მოძრაობითი უნარჩვევების ათვისებას, ხელს უწყობს
ფანტაზიის, დროისა და სივრცის შეგრძნების განვითარებას.

48
ვარჯიშის, თამაშის დაწყებისა და შეწყვეტის ნიშნის დადგენა - ვარჯიშის/თამაშის
დაწყებისა და შეჩერების ნიშნად პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს მუსიკალური
საკრავი, ტაში, ძახილი, ხელის მოძრაობა, სასტვენი და სხვ. პედაგოგი მოსწავლეებს
წინასწარ უცხადებს, რომ ვარჯიში/თამაში უნდა დაიწყოს, მაგ. ერთი დასტვენის
შემდეგ, ორი დასტვენა კი ნიშნავს ვარჯიშის/თამაშის შეწყვეტას.

თამაშის შეწყვეტა უნდა მოხდეს შესაბამისი დროის ამოწურვის შემდეგ, რომ ბავშვები
არ გადაიტვირთონ. ზოგჯერ თამაშის შეწყვეტა უხეში შეცდომით ან ცუდი
საქციელით არის განპირობებული.

თავი VI - გაკვეთილის სტრუქტურა


გაკვეთილი იყოფა სამ ძირითად ნაწილად: ცხრილი N 9

N გაკვეთილის სტრუქტურული ელემენტები ხანგრძლიობა

1. მოსამზადებელი ნაწილი 10 წთ.

2. ძირითადი ნაწილი 30 წთ.

3. დასკვნითი ნაწილი 5 წთ

Z ჯამი 45 წთ.

1. მოსამზადებელი ნაწილი:
მიზანი
მოსამზადებელი ნაწილის საწყის ეტაპზე ხდება ორგანიზმის მომზადება, ძირითადი
ნაწილისთვის, შედარებით რთული ამოცანების გადასაწყვეტად. ვარჯიშების
კომპლექსი ისე უნდა შეირჩეს, რომ მოხდეს მთელი ორგანიზმის გააქტიურება,
სისხლის მიმოქცევისა და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესება.
შესაბამისად, ამ დროს რეკომენდებულია სამწყობრო, მოთელვითი და სუნთქვის
მარეგულირებელი ვარჯიშების შესრულება.

შემდეგ ფაზაში იწყება იმ სისტემების და ორგანოების გააქტიურებაზე მუშაობა,


რომლებიც დატვირთვას მიიღებენ გაკვეთილის ძირითად ნაწილში. ამდენად,
ვარჯიშები უნდა შეირჩეს ძირითად ნაწილში დაგეგმილი აქტივობის შესაბამისად.

49
სამწყობრო ვარჯიშები
სრულდება გაკვეთილის მოსამზადებელ ნაწილში, მასწავლებლის ძახილზე და
მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაკვეთილის ორგანიზებისა და დისციპლინის
პრობლემის მოგვარებისთვის. ვარჯიშები მოიცავს მოსწავლეთა მოწყობას ერთ რიგად,
2 რიგად, 3 რიგად, სწორებას, გათვლას. ასევე, 2 საპირისპირო მწკრივად და წყვილებად
განლაგებას, გაჯრას, ფიგურულ სიარულს და სხვ. ხელს უწყობს სწორი ტანდეგობის
ჩამოყალიბებას, შესაბამისად, მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს სამწყობრო
ვარჯიშის დროს ყველა მოსწავლის გამართულ დგომს.

გაითვალისწინეთ, რომ I-II კლასში სამწყრობო ვარჯიშების ჩატარება გარკვეულ


სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამ პერიოდში ბავშვს არა აქვს კარგად
გათავისებული საზოგადოებრივი წესები და ნორმები, უჭირს რიგის დაცვა და ერთ
ადგილზე გაჩარება. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა მისცეს
მოსწავლეებს შესაძლებლობა გაკვეთილის მოსამზადებელ ეტაპზე თავისუფლად
იმოძრაონ და მათთვის სასურველი აქტივობები შეასრულონ, შემდგომ კი პირდაპირ
სახალისო მოძრავ თამაშებზე გადავიდნენ. რეკომენდებულია, რომ ამ ასაკში
სამწყობრო ვარჯიშები ხშირად ჩატარდეს თამაშის ფორმით.

მოთელვითი ვარჯიშები
I-II კლასში მოთელვისთვის უპირატესობა ენიჭება გაწელვით და საყრდენ-
მამოძრავებელ ვარჯიშებს მაგ., სხვადასხვა ტიპის სიარულს, სირბილს და ზედა და
ქვედა კიდურების მოძრაბებს და სხვ. კარგი იქნება, თუ ვარჯიშს მოერგება რაიმე
მარტივი სიუჟეტი, რათა იგი ბავშვებისთვის უფრო სახალისო შესასრულებელი
გახდეს.

გთავაზობთ გაწლვითი ვარჯიშების კომპლექტს, რომელებიც რეკომენდებულია


დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ I და II კლასში,
ვარჯიშის სირთულის შესაბამისად, თითოეული მოძრაობა უნდა განმეორდეს არა
უმეტეს 4-5-ჯერ. გაწელვა არ უნდა იყოს ძლიერი, მოძრაობა უნდა იყოს ნელი, რომ
თავიდან ავირიდოთ სახსრების სუსტი იოგების დაზიანება, გაწელვის წინ
აუცილებელია სხეულის გახურება.

იხილეთ დასკვნითი ნაწილის (შემდეგ წარმოდგენილი N10, N11 და N12 ცხრილები.

50
2. ძირითადი ნაწილი:
ძირითადი ნაწილის მიზანია შედარებით რთული ამოცანების გადაწყვეტა და
მოძრავი თამაშების ორგანიზება. აღნიშნული ნაწილის პირველ ფაზაში უნდა მოხდეს
ახალი მოძრაობითი უნარების ათვისება, შემდეგ ფაზაში კი გამეორება.

ძირითადი ნაწილის ხანგრძლივობა 30 წთ.

3. დასკვნითი ნაწილი:
დასკვნითი ნაწილის მიზანია - ორგანიზმის ფუნქციური აქტვობის თანდათანობით
შემცირება და გაკვეთილის ორაგინეზებული დასრულება

• გამაგრილებელი ვარჯიშები

• გაკვეთილის გარჩევა

• საშინაო დავალება

• ხანგრძლივობა – 5 წთ.

მასწავლებელმა გაკვეთილის სხვადასხვა ნაწილის დრო რაციონალურად უნდა


განააწილოს, იმის მიხედვით, თუ რა ამოცანები აქვს გადასაჭრელი მოცემულ
გაკვეთილზე. გამომდინარე იქიდან, რომ I კლასში ერთი აკადემუირი საათი 35 წთ-ს
შეადგენს, დრო შესაბამისად გაანაწილეთ.

51
მოთელვითი ვარჯიშების ნიმუშები

მოთელვითი ვარჯიშები აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა ფიზიკური აღზრდის


და სპორტის გაკვეთილის მოსამზადებელ ნაწილში, რომ ავიცილოთ დაზიანებები,
განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, სადაც
ჯერ კიდევ სუსტია მათი ორგანიზმი, ძვლოვანი, კუნთ-სახსროვანი და იოგოვანი
სისტემები. ქვემოთ ცხრილებში წარმოდგენილია ბავშვებისთვის თამაშის ფორმით
(შეიძლება მუსიკის თანხლებით) შესასრულებელი სახალისო სიუჟეტური და
ცხოველების მისაბაძი მოძრაობები, სადაც გათვალისწინებულია სხეულის ყველა
ნაწილის მოთელვითი ვარჯიშები.

ცხრილი N10

N აღწერილობა ვიზუალური მასალა

1 კისრის ვარჯიში

ქანქარა -თავის გადახრა ნელი მოძრაობით მარჯვენა


1.1 მხრისკენ, გაჩერება და იმავე მოძრაობის გამეორება
მარცხენა მხარეს -გაიმეორეთ 4 - ჯერ.

,,კი’’ - თავის ნელი მოძრაობა წინ მკერდისკენ და უკან


1.2 ზურგისკენ, გაიმეორეთ 4 - ჯერ.

,,არ ვიცი’’ - თავის ნელი მოძრაობა მარჯვენა და


1.3 მარცხენა მხარეს, მხრების აზიდვა-დაწევა გაიმეორეთ
4 - ჯერ.

გაბრაზებული ხარი - ნელი მოძრაობით თავის მოხრა


გულმკერდისკენ, გაჩერება და შემდეგ თავის
1.4
მობრუნება ნელი მოძრაობით მარჯვენა მხრისკენ და
მარცხენა მხრისკენ. გაიმეორეთ 4 - ჯერ.

52
ცხრილი N11

N აღწერილობა ვიზუალური მასალა

2 ხელების, ფეხების და სხეულის ვარჯიში

ჟირაფივით მაღალი - დადექი თითის წვერებზე აწიე


2.1 ხელები ზემოთ თითებიც აწიე ზემოთ ცისკენ და
გაჩერდი. გაიმეორეთ 4 -5 ჯერ.

წრუწუნასავით პატარა - ჩაიკუზე მუხლებს შემოეხვიე,


2.2 თავი დახარე მკერდისკენ და გაჩერდი. გაიმეორეთ 3 -4
ჯერ.

განიერი როგორც კედელი - ნელ-ნელა ადექი, ფეხები


2.3 და ხელები განზე გადგი, დაიჭიმე და გაჩერდი 3-4
თვლაზე.

საფრთხობელა - წარმოიდგინე რომ ხარ საფრთხობელა


განმკლავი ხელისგულები მიბრუნებული უკან.
2.4
იდაყვში მოხარე დაუშვი ქვემოთ და მტევნები აქანავე
აქეთ-იქით.

ხელის მტევნების დაბერტყვა, წყლის წვეთების


მიშხეფება - ხელები ნაზად დაარხიე თითქოს წყლის
წვეთებს იშორებ ხელებიდან. გააკეთე მოძრაობა
2.5
თითქოს წყალს თითებით აშხეფებ. ასევე დაბერტყე
სხეულის სხვა ნაწილებიც ხელები ფეხები თითქოს
წყალს იშორებ.

მკლავების მოძრაობა - გააკეთე მკლავების ნელი


2.6
მოძრაობა წინ,უკან, გვერდით ზემოთ.

ველოსიპედი - ცალ ფეხზე დგომში მეორე ფიხით


2.7 ველოსიპედის საფეხურის ტრიალის მოძრაობის
იმიტაციის შესრულება.

53
ცხრილი N12

N აღწერილობა ვიზუალური მასალა

3 საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ვარჯიშები

ბაჭია - ხელები ყურებთან, თითები კურდღლის


ყურებივით აცქვეტილი ,,სკუპით-სკუპით’’
3.1
გადაადგილდება, ორო ფეხით ახტომი, ორი ფეხით
დახტომი;

კარუსელი – სიარული წრეზე ხელების ბრუნვითი


3.2
მოძრაობით.

ბურატინო - ბურატინო ხის თოჯინაა და ბევრი


სახსარი არ აქვს. ბავშვი უნდა ეცადოს გადაადგილდეს
3.3
მუხლისა და იდაყვის სახსრის მოუხრელად (ფეხი
უნდა აწიოს 900-მდე.)

ალაჯუნა - ალაჯუნა არის ადამიანი, რომელიც დიდი


ნაბიჯებით დადის. ბავშვები წრეზე
გადაადგილდებიან დიდი ნაბიჯებით მოხრილი
3.4
მუხლით, იმგვარად, რომ მენჯ-ბარძაყის სახსარის
კუთხე ფეხის აწევის დროს არ უნდა აღემატებოდეს
900.

ადგილზე სირბილი - სირბილი სხვადსხვა


3.5
ტრაექტორიით ხაზზე, წრეზე.

დათუჩას სიარული - დათვის ბელმა ფეხი აიდგა და


3.6
სიარულს სწავლობს, დადის ,,ბაჯბაჯით’’.

წერო - ბავშვს ხელები იდაყვებში მოხრილი განზე აქვს


3.7 გაშლილი, მუხლს წევს შეძლებისდაგვარად მაღლა და
ასე მიაბიჯებს;

54
I- კლასის
საგნის სწავლების
პრინციპები

საგნის სწავლება ისე უნდა დაიგეგმოს, რომ აქცენტი გაკეთდეს მოსწავლის ასაკის
შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე, სახელმწიფო სტანდარტით
გათვალისწინებული მიმართულებების თანახმად. სწავლება უნდა წარიმართოს
შესაბამისი თეორიული ინფორმაციის, ვარჯიშებისა და მრავალფეროვანი
აქტივობების გამოყენებით, განვითარების ასაკობრივ თავისებურებეთან
შესაბამისობაში.

55
თავი I - განვითარების ასაკობრივი თავისებურებები
სასწავლო წლის დასაწყისში
I კლასელი მოსწავლის კოგნიტური, სოციალურ-ემოციური თუ მოტორული
უნარების განვითარება მნიშვნელოვანი თავისებურებებით გამოირჩევა პირველ
კლასში ბავშვს არა აქვს ჩამოყალიბებული გარკვეულ დავალებაზე დიდხანს
კონცენტრირების უნარი; აქტიური ყურადღების დრო 6 წლის ასაკისთვის 15-20 წთ-ის
ფარგლებში მერყეობს. შეუძლია გაიგოს და შეასრულოს მხოლოდ მარტივი და მოკლე
ინსტრუქცია, რომელიც შედგება მხოლოდ 2-3 თანმიმდევრული საფეხურისგან;

ამ პერიოდში ბავშვს არა აქვს კარგად გათავისებული საზოგადოებრივი წესები და


ნორმები, უჭირს წესების დაცვა და ვერ იცავს რიგს. თუმცა, ამავე პერიოდში
უვითარდება სხვებთან ურთიერთობის ჩვევები და თანდათან ეუფლება წყვილებში
და მცირე ჯგუფებში თამაშის პრინციპებს.

პირველკლასელი იმპულსური და ეგოცენტრულია, უხშირესად კონცენტრირებას


აკეთებს საკუთარ თავზე (,,მე თვითონ”) და აქტივობების შესრულება ურჩევნია
დამოუკიდებლად. შესაბამისად, როცა ბავშვებს აღჭურვილობას შესთავაზებთ,
უმჯობესია ყველას თავისი ჰქონდეს, მაგ. ბურთები. კარგად არ ესმის რას ნიშნავს
მოგება/წაგება, ეს მისთვის ემოციურად დიდი დატვირთვაა და არ არის
რეკომენდებული ისეთი თამაშების გამოყენება, რომლებიც ასეთ შედეგებზეა
ორიენტირებული;

ამ ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს კარგად ჩამოყალიბებული დროისა და სივრცის
შეგრძნება, უჭირს სივრცეში ორიენტირება. ამიტომ, ურჩევნია ისეთი თამაშები,
რომლებშიც სივრცე შეზღუდული არ არის და თავისუფლად მოძრაობს.

შეუძლია კომუნიკაცია სიტყვიერი და არასატყვიერი - კომუნიკაციის ხერხების


გამოყენებით. ესაუბრება სხვას და ყურადღებას აქცევს სხვის საჭიროებას. შეუძლია
თვალით კონტაქტის დამყარება და ჟესტიკულაციის გამოყენება.

56
თავი II - სტანდარტის მიმართულებები

1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება


1.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები
ფ.ა.დაწყ. (I).1 - შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და
უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

ინდიკატორი
• ცნობს სხეულის ნაწილებს, ესმის მასწავლებლის დავალება სხეულის რომელ
ნაწილებს ეხება და შესაბამისად რეაგირებს (მაგალითად – დავალებაზე ასწიე
ხელი – წევს ხელს და ა.შ.);
• თუ ტკივილი აწუხებს, შეუძლია დაასახელოს სხეულის რომელი ნაწილი სტკივა;
• იცის მინიმალური უსაფრთხოების პროცედურები, რაც აუცილებელია
იმისთვის, რომ თავი იგრძნოს დაცულად და თავდაჯერებულად. იცის, როგორ
გამოიყენოს საგნები უსაფრთხოდ;
• იცის ჰიგიენის ელემენტარული წესები.

1.2. სწავლების პრინციპები


კლასში განსახილველი თემები:

პირადი ჰიგიენა - სისუფთავე ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას,


მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ საპნის გამოყნება აუცილებელია როგორც ხელ-პირის
დაბანის, ისე შხაპის მიღების დროს. საპონი ებრძვის დაავდებების გამომწვევ
ბაქტერიებს და ვირუსებს. ვარჯიშის შემდგომ აუცილებელია ტანსაცმლის გამოცვლა,
ხელების დაბანა საპნით, შესაძლებლობის შემთხვევაში შხაპის მიღება და სუფთა
ტანსაცმლის ჩაცმა.

სპორტული ტანსაცმელი - მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს ტანსაცმლის


შერჩევას - სპორტული შარვალი და მაისური, სპორტული ფეხსაცმელი მაგარი
მოჭიდებით. სპორტული ტანსცმლის მნიშვნელობა - სპორტული ტანსაცმელი ხელს
უწყობს თავისუფალ მოძრაობას, სპორტული ფეხსაცმელი არ სრიალებს მოძრაობის
დროს, იცავს სხეულს დაცემისა და დაზიანებისგან.

უსაფრთხოების წესები - მოსწავლემ უნდა იცოდეს უსაფრთხოების მინიმალური


წესები:

• ვარჯიშის დროს აუცილებელია თმის შეკვრა, სათვალის (თუ ის სპეციალური


სამაგრით არ არის აღჭურვილი), სამაჯურების, ბეჭდების, საყურეებისა და სხვ.
მყარი ნივთების მოხსნა;

57
• საშიში და საზიანოა თავში, მუცელში დარტყმა, დიდი სიმაღლიდან ჩამოხტომა
და სხვ.;

• მოსწავლემ უნდა ისწავლოს საშიშროების შემთხვეაში როგორ მოიქცეს, ვის


მიმართოს დახმარებისთვის;

• ასწავლეთ სხეულის ნაწილების დასახელება, რომ მოსწავლემ კარგად გაიგოს,


მაგ. ვარჯიშის ახსნის დროს სხეულის რომელ ნაწილზეა საუბარი და ასევე თუ
რაიმე აწუხებს გაგაგებინოთ სხეულის რომელი ნაწილის სტკივა.

აღნიშნული თემების გამოყენებით დაგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა: საუბარი,


მსჯელობა, ახსნის პროცესში გამოიყენეთ სხვადსხვა თვალსაჩინოება მაგ. პოსტერი,
ნახატი სიუჟეტური თამაშები (იხ. თამაში ,,მხიარული მატარებელი’’).

1.3. შედეგი და შეფასება

შედეგი
ა) მოსწავლეს გაკვეთილზე სისტემატურად აცვია სპორტული ფორმა.

ბ) იცის უსაფრთხოების მინიმალური წესები. ვარჯიშის დროს არ ხმარობს


ინდივიდუალურ ნივთებს. იცის რომელი ქმედებაა საზიანო. საშიშროების
შემთხვევაში იცის ვის მიმართოს. თუ ტკივილი აწუხებს შეუძლია დაასახელოს
სხეულის რომელი ნაწილი სტკივა.

გ) იცის, რომ საკვების მიღება უშუალოდ ვარჯიშის დაწყების წინ, ან ვარჯიშის


პროცესში საფრთხის შემცველია. იცის, რომ წყალი და საკვები აუცილებელია მისი
სხეულის მუშაობისა და სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისთვის.

შეფასება
ცოდნის შეფასება
ცოდნის შეფასება შეიძლება გაკვეთილის მსვლელობის დროს, ან დაგეგმილი
თამაშის შემდეგ მოსწავლეებისთვის, შემაჯამებელი დავალების ზოგადი რუბრიკით.
შესაბამის თემასთან დაკავშირებული კრიტერიუმების გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების


ელემენტარულ წესებთან დაკავშირებით:

 კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა;

 საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა.

58
2. მიმართულება - მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

2.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები


ფ.ა.დაწყ.(I).2. შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში
მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

ინდიკატორები
ა) საყრდენ-მამოძრავებელი მოტორული უნარები
• შეუძლია მოძრაობა სხვადასხვა მიმრთულებით და სხეულის სხვადასხვა
ნაწილის გამოყენებით. შეუძლია გაიაროს როგორც სწორ, ისე ზიგზაგისებურ
ბილიკებზე. სირბილი და სიარული წინსვლით შეუძლია სწრაფად, უკუსვლით -
ნელა;
• შეუძლია მოძრაობა და გაჩერება უსაფრთხოდ, უჩნდება სივრცის შეგრძნება,
ცდილობს სხვას მიუახლოვდეს ისე, რომ არ შეეჯახოს;
• გადახტომის დროს მიწაზე დახტომისას არ ვარდება, შეუძლია დახტომა
როგორც ცალ, ისე ორივე ფეხზე;
• ხტუნაობისას ანაცვლებს ფეხს (ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან-მეორეზე);
• მუსიკალურ და ხმოვან ნიშნებზე შესატყვისად რეაგირებს, თამაშის დროს
ჩერდება ან აგრძელებს მოძრაობას;
• შეუძლია ჩამოხტეს დაბალი სიმაღლიდან;
• შეუძლია წაიღოს წყალი ჭიქით, ისე, რომ არ დაღვაროს;
• მოსწონს აქტიური თამაშები, რომელთაც აქვთ მარტივი წესები.

ბ) მანიპულაციური უნარები
• შეუძლია სხვადსხვა ფორმის და ზომის საგნის გადაცემა, მიღება ან დაჭერა.
გაჩერება სხვადასხვა დონეზე (დახრილს, გამართულს), სხეულის სხვადასხვა
ნაწილის გამოყენებით (ხელით, ან ფეხით). მაგ.: დიდი ზომის ბურთს ურტყამს
ფეხს და აძლევს სასურველ მიმართულებას; იჭერს დიდი ზომის ბურთს ორივე
ხელით, რომელიც ესროლეს 2-3 მეტრის მანძილიდან;

• უძრავ ბურთს ან ნელა მოძრავ ბურთს უხვედრებს, ან არტყამს ფეხს.

გ) არა საყრდენ-მამოძრავებელი უნარები


შეუძლია დაიცვას წონასწორობა ერთ ან რამდენიმე საყრდენ წერილზე ყოვნით
სხვადასხვა მდგომარეობაში:
 ქვედა დონე (ხელებზე და ფეხებზე დაყრდნობით) – ოთხზე დგომი;
 საშუალო დონე - დგას განმკლავით, წინ და გვერდზე ზნექით (გადახრისას);
 ზედა დონე – ზემკლავით შეუძლია წონაწორობის დაცვა და სხვ.;
 ინარჩუნებს წონასწორობას ტრიალის დროს;
 შეუძლია ცალ ფეხზე დგომა საშუალოდ 10 წამი და მეტი.

59
2.2. სწავლების პრინციპები
პირველ კლასში აუცილებელია სკოლამდელ ასაკში ათვისებული მოძრაობების
დახვეწაზე მუშაობა და ახალი მოძრაობითი უნარების სწავლება. სასწავლო წლის
დასაწყისში გაკვეთილები დაგეგმეთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც ბავშვისთვის
კარგად ნაცნობ მოძრაობებს შეიცავს (სიარული, რბენა, ხტუნვა, ბურთით თამაში
მარტივი მოძრაობებით). აქცენტი გააკეთეთ ფიზიკური თვისებების, განსაკუთრებით
მოქნილობის განვითარებაზე, რამეთუ 6-დან 11 წლამდე ასაკი ამ თვისების
განვითარების საუკეთესო პერიოდია.

ვარჯიშები მოქნილობის განვითარებისთვის - ზოგადგანმავითარებელი დინამიკური


ვარჯიშები, კისრის, წელის, კიდურების - მხრის, იდაყვის და მტევნის, მენჯის,
მუხლისა და ტერფის, მთელი სხეულის ბრუნვითი მოძრაობები სხვადასხვა
მიმართულებით. სტატიკური ვარჯიშები გაწელვებზე. ტანადობის განმავითარებელი
ვარჯიშები.

ვაჯიშები კუნთის ძალის განვითარებისთვის - ბაგირზე ცოცვა, ღერძზე კიდი,


ხტომები, პირქვე წოლის მდგომარეობიდან ხელებზე აძალვა, მუცლის და ზურგის
პრესი, მინიმალური დატვირთვებით.

გამძლეობა - ადგილზე სირბილი, ხტომები, სირბილი ასაკისთვის დასაშვებ


დისტანციაზე, ბავშვისთვის მისაღები სიჩქარით.

კოორდინაციის უნარი - მარტივი ვარჯიშები, რომლებიც საფუძველს უყრის


აღნიშნული უნარის თანდათან განვითარებას - ვარჯიშები წონასწორობაზე, ბურთის
ტყორცნა, დაჭერა და სხვ.

8 ძირთადი მოტორული უნარი, რომლთა განვითარებაზეც უნდა იმუშაოთ


პირველ კალსში:

ა) 4 ძირითადი მოტორული უნარი - 1. შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით, 2.


სპრინტი, 3. ზეხტომი, 4. ორი ხელით დაჭერა - ათვისება დაწყებულია სკოლამდელ
ასაკში;

ბ) 4 ძირითადი მოტორული უნარი -1. წინხტომი, 2. განხტომი, 3. ხტუნვით სიარული,


4. ბურთის ტყორცნა - ათვისება იწყება პირველ კლასში

ძირითადი მოტორული უნარების სწავლება დაიწყეთ I სემესტრში, ფიზიკური


თვისებების შეფასების ტესტის შემდეგ. ვინაიდან, თქვენ უკვე შეგეძლებათ შეაფასოთ
მოსწავლეთა მზაობა შესაბამისი ვარჯიშების შესრულებისთვის და მიიღოთ
გადაწყვეტილება, როდის დაიწყოთ სწავლება ახალი უნარების ასათვისებლად.

სწავლება დაგეგემეთ მოტორული უნარების სწავლების ეტაპების გათვალისწინებით


1. პირველი დაწყებითი ეტაპი, 2. გაღრმავებული სწავლების ეტაპი, განმტკიცებისა
და შემდგომი სრულყოფის ეტაპი.

60
2.3. შედეგები და შეფასება
შედეგი - მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის
აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

შეფასება - შეიძლება განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა რუბრიკის


გამოყენებით, ფიზიკური განვითარების შეფასების სტანდარტული ტესტით.

3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა


3.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები
ფ.ა.დაწყ.(I).3, ფ.ა.დაწყ.(I).4., ფ.ა.დაწყ.(I).5. შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს
მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის
აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისთვის, ფიზიკური
აქტივობის დაკავშირება სხეულის მდგომარეობასთან.

ინდიკატორი
• ხალისით ერთვება ფიზიკური აქტივობის გაკვეთილებში. ასრულებს
ვარჯიშებს და ერთვება თამაშებში. შეუძლია გააერთიანოს (გადააბას
ერთმანეთს) 2-3 მარტივი მოძრაობა (მაგ. სირბილი და ბურთზე ფეხის
დარტყმა);
• დაკავებულია აერობული და ანაერობული აქტივობებით სამი - ოთხი დღე
კვირაში;
• ფიზიკური აქტივობის დროს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დისტანციის
დაცვა; წყვილებში და მცირე ჯგუფებში მუშაობა/თამაში შეუძლია დროის
მცირე მონაკვეთში;
• შეუძლია განსაზღვროს, რომ ფიზიკური აქტივობის დროს ჩქარდება სუნთქვა
და გულისცემის სიხშირე.

3.2. სწავლების პრინციპები


 რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში მოსწავლეთა საყოველთაო და აქტიური
მონაწილეობის უზრუნველყოფა;
 მოსწავლის ინფორმირება რეგულარული ფიზიკური აქტივობის გავლენის შესახებ
ჯანმრთელობაზე და სხეულის განვითარებაზე.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში
მონაწილეობას მხოლოდ სკოლაში ორგანიზებული გაკვეთილები ვერ
უზრუნველყოფს. როგორც ეს გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში,
აუცილებელია კლასგარეშე აქტივობების კონკურსების, ვიქტორინების და
ექსკურსიების ორგანიზება.

61
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ჯანმრთელობის
შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელია, რომ ბავშვი ყოველდღიურად 60
წუთი იყოს დაკავებული ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობით, აღნიშნული დრო
მოიცავს როგორც ფიზიკური აქტივობის გაკვეთილებზე მოსწავლის აქტიურ
მონაწილეობას, ისე კლასგარეშე აქტივობებს, რომლებშიც ბავშვი მონაწილეობს
როგორც სკოლაში ისე, სახლში და ა.შ.

აღნიშნული დრო დღის განმავლობაში შეიძლება დაიყოს რამდენიმე, 15 ან 20 წუთიან


პერიოდებად; ვარჯიშის უმეტესი წილი I-II კლასში უნდა მოდიოდეს უპირატესად
დაბალი და ნაკლებად, საშუალო ინტენსივობის აქტივობაზე. უმოძრაო პერიოდი
მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და დღის განმავლობაში, მიყოლებით არ უნდა
აღემატებოდეს 2 სთ-ს (ძილის პერიოდის გამოკლებით).

3.3. შედეგი და შეფასება

შედეგი
 ბავშვი სისტემატიურდ ესწრება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს და აქტიურად
არის ჩართული გაკვეთილზე დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში;
 დღის განმავლობაში, ფიზიკურ აქტივობას უთმობს სულ მცირე 60 წუთს. მაგ.
ფეხით სიარული, კიბეეზე ფეხით ასვლა, სირბილი, სხვადასხვა მოძრავი თამაში;
 აერობულ ვარჯიშებს ასრულებს როგორც გაკვეთილზე, ისე სკოლის გარეთ,
რომლებსაც უთმობს 3-5 დღეს კვირაში, დღეში 30 წთ.
 მოქნილობის გასავითარებელ ვარჯიშებს ასრულებს როგორც გაკვეთილზე, ისე
სკოლის გარეთ, რომლებსაც ჯამში უთმობს კვირაში 3-4 დღეს, დღეში 15-20 წთ.
თითო აქტივობა 5-10 წთ, ასრულებს 3-4-ჯერ.
 ანაერობული ვარჯიშებით, გაკვეთილზე და სკოლის გარეთ, დაკავებულია 3 დღე
კვირაში, დღეში 5-10 წთ.
 მოსწავლემ იცის, რომ ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა მისი
ჯანმრთელობისთვის.

შეფასება
 შეფასება შეიძლება გაკვეთილზე მოსწავლეზე უშუალო დაკვირვებით.

 აქტივობის შეფასების ტესტის მარტივი კითხვარის გამოყენებით (იხ. თავი


შეფასება).

62
თავი III - წლიური გეგმა
1. წლიური გეგემის შედგენის პრინციპი:
• სატნდარტის სამივე მიმართულების სწავლების პრინციპების გათვალისწინება.
• ფიზიკური თვისებებისა და მოტორული უნარების ათვისებისთვის საჭირო
დროის ხანგრძილივობით გათვალისწინება.
• ახალი უნარის ათვისებისთვის, განკუთვნილი ვარჯიშები და აქტივობები, საწყის
ეტაპზე, სირთულის გათვალისწინებით უნდა განაწილდეს 4-5-6 გაკვეთილზე,
მოძრაობათა ცალკეული ელემენტების დასწავლის მიზნით.
• დანარჩენები გადანაწილდეს მთელი წლის განმავლობაში.
• გაკვეთილები უნდა დაიგეგმოს თანმიმდევრობით: ნასწავლი მასალის გამეორება,
ახალი მასალის ათვისება მარტივიდან რთულისკენ.
• მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილების გამოყენება.

2. ინტეგრირებული გაკვეთილი
• ინეტგრირებული გაკვეთილის მიზანია ერთ გაკვეთილში სტნდარტის სამი ან
ორი მიმართულების სასწავლო მასალის ინტეგრირება.
• სახვადასხვა საკითხების ინტეგრირების საუკეთესო საშუალებას იძლევა
სიუჟეტური მოძრავი თამაშების გამოყენება.

ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი


გთავაზობთ სიუჟეტური მოძრავი თამაშის მაგალითს ,,ხილის მოგროვება’’ (იხ. თავი
V - თამაში N1), რომელიც ხელს უწყობს სტანდარტის სამივე მიმართულებით
გათვალისწინებული ცოდნის ათვისებას და შესაბამისი მიზნების მიღწევას:

მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

• ჰიგიენის ელემენტარული წესები - ეზოში თამაშის შემდეგ ხელების დაბანა.

• ჯანსაღი კვება - ხილის მნიშვნელობის შესახებ მარტივი მესიჯი – „ხილი


სასარგებლოა’’, სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატამი,და სხვ.) დასახელების სწავლა.

• უსაფრხოების წესები - გადაადგილება დასახული მიზნისკენ სივრცეში და


მიმართულებების ცვლა უსაფრთხოდ.

• ტერმინების შესწავლა (დიდი, პატარა, წითელი, ყვითელი, და ა.შ.).

63
მიმართულება - მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
თამაში ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციურ უნარების
განვითრებას: სიარული, რბენა, ორი ხელით ბურთის აღება, დაჭერა, გადაგდება,
ერთი ხელით და ორი ხელით ქვემოდან კალათში ბურთის ჩაგდება;
მიმართულება - აქტიური მონაწილეობა
თამაშის სიუჟეტი და სახალისო ფორმა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას,
გაკვეთილის პროცესში და ფიზიკურ აქტივობაში აქტიურად მონაწილეობს ყველა
მოსწავლე.
ინეტგრირებული გაკვეთილის გეგმის ნიმუში
იხილეთ პირველი კალასის ,,წლიური გეგმის ნიმუში’’, რომელიც დაგეხმარებათ
დაგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილები სტანდარტის სამივე მიმართულების
გათვალისწინებით.

3. გაკვეთილების წლიური გეგმის ნიმუში


I კლასის წლიური გეგმა
ზოგადი შენიშვნა: ყველა გაკვეთილის გეგმაში იგულისხმება მოსამზადებელ ნაწილში
ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშების ჩატარება, მიზნის შესაბამისი მოთელვითი, მძლეოსნობის,
ტანვარჯიშის ელემენტების გათვალისწინებით.
გაკვეთილის მიზანი/ვარჯიშები/ მოძრავი თამაშები გაკვეთილი N
მიზანი - წინა სასკოლო პერიოდში ათვისებული
მოტორული უნარების გამეორება, ტექნიკის დაუფლება.
(საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება,
მოქნილობა, წონასწორობა). ჯანსაღი კვების, პირადი
ჰიგიენის ელემენტარული წესების გაცნობა.
გაკვეთილი N 1-6
ვარჯიშები: - სხვადასხვა ფორმის სიარული, სიარული,
ვარჯიშები სწორი ტანდეგობისთვის, ვარჯიში სახტუანო
ბურთზე, ვარჯიშები წონასწორობის განვითარებისთვის.
მოძრავი თამაშები -,,ხილის მოგროვება’’, შესაბამისი
ვარიანტებით.

მიზანი - შეფასება - ფიზიკური თვისებების განვითარების გაკვეთილი N 7-8 (შეგიძლიათ


შეარჩიოთ, სხვა თქვენთვის
ტესტი (მონაცემების სააღრიცხვო ფორმაში დაფიქსირება)
მოსახერხებელი პერიოდი)
მიზანი - საყრდენ- მამოძრავებელი უნარების,
მოქნილობის, წონასწორობის განვითარების ხელშეწყობა.
სხეულის ნაწილების დასახელებების სწავლება, წყლის გაკვეთილი N 9-14
სარგებლობა ორგანიზმისთვის. - საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: მოტორული უნარის - შვეული წონასწორობა გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე, შემდეგ
ცალ ფეხზე ყოვნით - მოძრაობის ელემენტების დასწავლა. გაიმეორეთ ვარჯიშები სასწავლო
სიმეტრიული წონასწორობის განვითარების ხელშეწყობა წლის განმავლობაში
მოძრავი თამაში -,,წერო გუბეში“ და მისი სხვადასხვა
ვარიანტები.

64
მიზანი - საყრდენ-მამოძრავებელი უნარების, კუნთის
ძალის, წვრილი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა.
უსაფრთხოების ელემენტარული წესების გაცნობა.
გაკვეთილი N 15 - 20
ვარჯიშები: წვრილი მოტორიკის განვითარების
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ხელშეწყობისთვის. რბენის ტექნიკის ათვისებისთვის - გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე, შემდეგ
რბენა სხვადასხვა ტრაექტორიით, სპრინტი - რბენა მოკლე გააგრძელეთ მთელი წლის
მანძილზე, ოპტიმალური დროის და მანძილის განმავლობაში, საშუალოდ 2+2
კონტროლით. ვარჯიშები შვედურ კედელზე ცოცვაში. გაკვეთილი, სულ ცოტა 10
გაკვეთილი წლის განმავლობაში.
მოძრავი თამაშები ცხოველების მოძრაობათა გაბაძვით და
ციკლური ვარჯიშებით-სხვადასხვა სადგურზე
მოძრაობების ცვლით.
მიზანი - საყრდენ- მამოძრავებელი უნარების განვითარება,
გაკვეთილი N 21-25
პერსონალური და საერთო სივრცის აღქმა.
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: ხტომებზე - ორი ფეხით ახტომი და ორი გაანაწილეთ 5 გაკვეთილზე, შემდეგ
ფეხით დახტომი, უძრავ სახტუნელაზე ან ჯოხზე გააგრძელეთ მთელი წლის
გადახტომი. სტაბილურ ბარიერზე გადახტომი. განმავლობაში, საშუალოდ 2+3
მოძრავი თამაში - ,,ჩემი სახლი’’ და მისი სხვადასხვა გაკვეთილი, სულ ცოტა 10
გაკვეთილი წლის განმავლობაში.
ვარიანტები.
მიზანი - საყრდენ - მამოძრავებელი უნარების მოქნილობის
განვითარება, დახტომის სწორი ტექნიკის სწავლება.
ძირითადი მოტორული უნარის ზეხტომის ტექნიკის გაკვეთილი N 26-30
ელემენტების სწავლება. ჯანსაღი ცხოვრების წესის საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ელემენტების გაცნობა - სპორტული ფორმა გაანაწილეთ 5 გაკვეთილზე, შემდეგ
გააგრძელეთ მთელი წლის
ვარჯიშები: სახტუნაო ბურთზე ხტუნვა, მოძრაობების
განმავლობაში, საშუალოდ 2+3
შესრულება მუსიკის თანხლებით. გაკვეთილი, სულ ცოტა 10
მოძრავი თამაშები ,,ზეხტომის’’ და ,,დახტომის’’ სწორი გაკვეთილი წლის განმავლობაში.
ტექნიკის ხელშეწყობისთვის - ,,ვაშლების ჩამოყრა’’ და
,,აჩუ-აჩუ ცხენო’’.
მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის წვრილი
მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა მოძრაობა -
გაკვეთილი N 31 -34
ბურთის დაჭერა
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები გაანაწილეთ 4 გაკვეთილზე, შემდეგ
საგნებით და უსაგნოთ. მანიპულაციური მოტორული გააგრძელეთ მთელი წლის
უნარის - ორი ხელით ბურთის დაჭერა - ძირითადი განმავლობაში, საშუალოდ 2+2
ელემენტების სწავლება. გაკვეთილი, სულ ცოტა 8 გაკვეთილი
წლის განმავლობაში.
მოძრავი თამაშები - ,,ციყვების ოჯახი’’, ,,სკუპ-სკუპი’’,
,,ბურთების დაჭერობანა’’.
მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების და რიტმის
გრძნობის განვითარება. მოძრაობითი უნარის - წინხტომი, გაკვეთილი N 35 -40
განხტომი ძირითადი ელემენტების შესწავლა. ცეკვა. საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: რიტმული მოძრაობები მუსიკაზე. გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე, შემდეგ
- წინხტომი /განხტომი ძირითადი ელემენტების შესწავლა. გააგრძელეთ მთელი წლის
განმავლობაში, საშუალოდ 2+2
მუსიკის თანხლებით წინხტომის და განხტომის გაკვეთილი, სულ ცოტა 10
რიტმული მოძრაობათა ვარჯიშების ჩატარება. გაკვეთილი წლის განმავლობაში.
მოძრავი თამაშები - ,,ხელი ხელთან’’, ,,სკუპ-სკუპი“.

65
მიზანი: სხეული მართვის უნარის გამომუშავების
ხელშეწყობა, მოქნილობა, წონასწორობა
ვარჯიშები: სტატიკურ და დინამიკურ ბალანსზე - გაკვეთილი N 41-42
სხეულის ერთ და რამდენიმე ნაწილზე ბალანსირება, ვარჯიშები გაანაწილეთ 2
გაკვეთილზე, შემდეგ გააგრძელეთ
ადგილზე ბრუნვა, ტრიალი და სხვ.
მთელი წლის განმავლობაში,
ვარჯიშები და მოძრავი თამაშები ცხოველების
მოძრაობების გაბაძვით.
მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების და რიტმის
გრძნობის განვითარება. მოძრაობითი უნარის - ხტუნვით გაკვეთილი N 43-47
სიარული - ძირითადი ელემენტების შესწავლა. ცეკვა.
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: რიტმული მუსიკის თანხლებით. გაანაწილეთ 4 გაკვეთილზე, შემდეგ
მოძრავი თამაშების სხავადასხვა ვარიანტები, ,,ხელი გააგრძელეთ მთელი წლის
ხელთან’’, ,,სკუპ-სკუპი’’, ,,დათუჩას დაბადების დღე’’. განმავლობაში,
მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის წვრილი
მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა მოძრაობა - ცალი
ხელით თავს ზემოთ ბურთის ტყორცნა, პირადი ჰიგიენის გაკვეთილი N 48-50
საკითხები ცალი ხელით თავს ზემოთ ბურთის
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები ტყორცნის ვაჯიშებს დაუთმეთ 3
საგნებით და უსაგნოთ. მანიპულაციური მოტორული გაკვეთილი, შემდეგ გადაანაწილეთ
უნარის - ცალი ხელით თავს ზემოთ ბურთის ტყორცნა - წლის ბოლომდე
ძირითადი ელემენტების სწავლება.
მოძრავი თამაში ,,ვირუსებთან ბრძოლა’’.
მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის წვრილი
მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა მოძრაობა -
ქვემოდან ერთი ხელით ბურთის ტყორცნა, ჯანსაღი კვება.
გაკვეთილი N 51-53
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების, საგნებით და ქვემოდან ერთი ხელით
უსაგნოთ. მანიპულაციური მოტორული უნარის - ბურთის ტყორცნის ვაჯიშებს
დაუთმეთ 3 გაკვეთილი, შემდეგ
ქვემოდან ერთი ხელით ბურთის ტყორცნა ძირითადი
გადაანაწილეთ წლის ბოლომდე
ელემენტების სწავლება.
მოძრავი თამაში ,, ვიტამინობანა’’.
კომბინირებული თამაშები სასწავლო წლის განმავლობაში კომბინირებული გაკვეთილები/
ექსკურსიები/რეკრეაციული
ნასწავლი მოძრაობითი უნარების გამოყენებით. აქტივობები

შეფასება - ფიზიკური თვისებების განვითარების ტესტი


(მონაცემების სააღრიცხვო ფორმაში დაფიქსირება, წლის 2 გაკვეთილი სასწავლო წლის ბოლოს
დასწყისში მირებულ მონეცემებთან შედარება).
* შეფასება - მოსწავლეზე უშუალო დაკვირვება მთელი
სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლის შეფასებისა და
თვითშეფასების რუბრიკების შევსება, ფიზიკური
აქტივობის ტესტის კითხვარის შევსება წელიწადში
ორჯერ, მშობლის დახმარებით.
* ვარჯიშები მოქნილობაზე მთელი წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი ვარჯიშები აუმჯობესებს და დადებითად
აისახება ასაკის შესაბამისი ფიზიკური თვისბების
განვითარებაზე.
გაკვეთილის მიზნებს შეუსაბამეთ და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენეთ ვარჯიშები და
აქტივობები იმ თანმიმდევრობით, როგორც წარმოდგენილია წინამდებარე IV თავში.
გაკვეთილის გეგმის ნიმუში იხილეთ წიგნის ბოლოს წარმოდგენილ დანართში N1.

66
თავი IV - გაკვეთილების აქტივობების აღწერილობა და
თანმიმდევრობა
1. სკოლამდელ ასაკში განვითარებული უნარების განმტკიცება
სემესტრის დასაწყისში დაახლოებით 4 გაკვეთილი დაუთმეთ წინა სასკოლო
პერიოდში ათვისებული საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განმტკიცებას,
ტანადობისა და ბალინსერების უნარების განმავითარებელ ვარჯიშებს.

1.1. ვარჯიშები სიარულზე, ტანადობაზე და წონასწორობის ხელშეწყობაზე

სიარული - სწორი, გამართული სიარული მნიშვნელოვან როლს ასრულებს


ტანადობის ჩამოყალიბებაში, არა მხოლოდ ბავშვობის არამედ ზრდასრულ და
ხანდაზმულობის ასაკშიც. მართალია, სკოლაში მოსვლამდე ბავშვმა იცის სიარული,
თუმცა მისი სრულყოფის პროცესი პირველი
კლასიდანვე უნდა დაიწყოს. ისწავლოს სიარული
ტერფის სხვადასხვა მდგომარეობაში დადგმით, ტერფის
ქუსლზე, ცერებზე, მიდგმითი ნაბიჯებით, სხვადასხვა
ტემპში, რიტმში, წრეზე, ზიგზაგზე, ფიგურების
მოხაზვა. სირაულისას ფეხის მაღლა აწევით, მუხლის
მოხრით.

გაითვალისწინეთ! არ შეიძლება ამ ასაკში სიარულის დროს ფეხის აქნევა, ისე რომ


კუთხე აღემატებოდეს 900 - ს. ეს იწვევს შუა დუნდულა კუნთის ძლიერ დაჭიმვას,
ხერხემლის წელის მალებზე ზეწოლას და ნეიროდისტროფიული პროცესების
განვითარებას.

ვარჯიშები სწორი ტანადობისთვის


ვარჯიშები ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის განვითარებისთვის, გამართული ტორსი
დგომის და ჯდომის დროს, ზურგზე და მუცელზე წოლის დროს, ვარჯიშები
ტანვარჯიშული ჯოხით, სახტუნაო ბურთზე, ზურგის პრესი, მუცლის პრესი.

გამართული დგომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო


საშუალებაა ვარჯიშის დროს საყრდენად კედლის და იატაკის
გამოყენება.

კედელთან დგომი - მოსწავლე კედელს უნდა შეეხოს 3 წერტილით:


თავი, დუნდულა კუნთი და ქუსლი. გაჩერდეს აღნიშნულ პოზიციაში
5-10 თვლაზე, მოდუნდეს და გაიმეოროს ვარჯიში 4-5-ჯერ (ნახ. 1).

ზურგზე წოლი - მოსწავლე წევს იატაკზე სწორ პოზიციაში - ხელებით


სხეულის გასწვრივ, ეხება იატაკს 3 წერტილით: თავი, დუნდულა

67
კუნთი და ქუსლი. შემდეგ ჭიმავს სხეულს 5-10 თვლამდე იმგვარად, რომ ზურგით
მაქსიმალურად მიაწვეს იატაკს, შემდეგ მოდუნდეს და გაიმეოროს ვარჯიში 4-5-ჯერ.
აღნიშნული ვარჯიშის წარმატებით შესრულების შემდგომ შეიძლება მისი
გართულება ერთი მოძრაობის დამატებით: ხელისგულებით იატაკზე დაყრდნობა და
თავის წამოწევა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება (ნახ. 2 და 3).

ვარჯიშები ტანვარჯიშული ჯოხით.

ნახ.4

ვარჯიში სახტუანო ბურთზე - 1. ჯდომი ბურთზე, ფეხები მხრების


სიგანეზე, ტერფები ეყრდნობა იატაკს, ხელები განზე, თვლაზე
1,2,3 ორივე ხელის ზემკლავი, თვლაზე 1,2,3 ორივე ხელის
მიმკლავი, მოძრაობა მეორდება 10 ჯერ.

აღნიშნული ვარჯიშები ტანადობასთან ერთად წონასწორობის


განვითარბასაც უწყობს ხელს.

წონასწორობა - უაღრსად მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებაც ჯერ კიდევ


ადრეულ ასაკში იწყება, სხეულის მართვისა და წონასწორობის შენარჩუნებისთვის.
სკოლამდელ ასაკში ბავშვს შეუძლია წონასწორობის განვითარება რამდენიმე საყრდენ
წერტილზე ხოხვის დროს და ორ ფეხზე დგომში.

პირველ კლასში, წონასწორობის განვითრებისთვის, მოსწავლეს უნდა შესთავაზოთ


ვარჯიშები სხვადასხვა ფორმის სიარულით იატაკზე, ცარცით დახატულ ხაზზე ან
ბილიკზე, ზედა და ქვედა კიდურებისა და ტანის მოძრობათა კომბინაციებით.

ვარჯიშები სიარულის დროს სხვადასხვა საგნების გამოყენებით - ტანვარჯიშული


ჯოხით, ჰულა-ჰუპით.

ძალიან მნიშვნლოვანია და სახალისოა ბავშვისთვის


ვარჯიში დიდი ზომის ბურთზე პირდაღმა წოლით
პოზიციაში. აღნიშნული ვარჯიში ხელს უწყოფს
ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის განვითარებას და
მოქნილობას. წარმოდგენილი ვარიჯიშები საფუძველს

68
უყრის ბალანსირების უფრო რთული ფორმის ჩამოყალიბებას - შვეული
წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით, რომელიც პირველი კლასის მოსწავლისთვის
სკოლამდელი ასაკიდან ნაცნობი მოძრაობითი უნარია, თუმცა სუსტად
განვითარებული.

მოძრავი თამაშები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ I-IV გაკვეთილებზე: ,,ხილის


მოგროვება’’, შესაბამისი ვარიანტებით.

2. გაკვეთილები ფიზიკური თვისებების შეფასების ტესტების


შესაბამისი ვარჯიშები
შეფასებას დაუთმეთ 2 გაკვეთილი. გაკვეთილები დაგეგმეთ ჩვეულ რეჟიმში -
მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი ნაწილების გათვალისწინებით. ტესტის
შესაბამისი ვარჯიშები შესთავაზეთ მოსწავლეებს გაკვეთილის ძირითად ნაწილში.
ტესტური ვარჯიშების შესრულებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოსწავლემ,
გარდა სსსმ მოსწავლეებისა, თუ ინდივიდუალური გეგმის თანახმად არ არის
ნებადართული მისთვის ყველა ან რომელიმე ვარჯიშის შესრულება (შეფასება იხ.
წიგნის ზოგადი ნაწილში, თავი-III).

გაკვეთილის ბოლოს შესთავაზეთ მოსწავლეებს სახალისო აქტივობები ან მოძრავი


თამაშები

3. გაკვეთილები წონასწორობაზე, რბენაზე და შვედურ კედელზე


ცოცვაზე
შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით
აღნიშნული მოძრაობითი უნარის სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია სასწავლო
წლის პირველ ნახევარში, ვინაიდან ის ხელს უწყობს სხვა მოძრაობითი უნარების
ათვისებას და უკვე ნაცნობი მოძრაობითი უნარების სრულყოფას.

შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით.

მოძრაობის ელემენტები

1. ერთი ფეხი (საყრდენი) გამართულია, ეყრდნობა იატაკს ტერფით

69
2. მეორე ფეხი მოხრილია მუხლში, არ ეხება საყრდენ ფეხს
3. თავი და კისერი უძრავ მდგომარეობაშია, მზერა მიმართულია წინ
4. ტანი გამართული და უძრავია
5. ხელები განმკლავში - უძრავ მდგოარეობაში

იმის გამო, რომ ამ ასაკში ბავშვის თავი ჯერ კიდევ დიდია პროპორციაში და
შედარებით მძიმე, ბავშვს უჭირს სტატიკური ბალანსის ყველა კომპონენტის
სრულყოფილად განხორცილება. მოძრაობის ტექნიკის სრულყოფას ბავშვი მხოლოდ
რამდენიმე წელიწადში აღწევს. პირველ კლასელს შეუძლია აითვისოს მოძრაობის მე-
2, მე-3 და მე-4 ელემენტები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იხვეწება
სხავადასხვა ვარჯიშებსა და თამაშებში.

7 წლამდე ასაკში, ცალ ფეხზე წონაწორობის შენარჩუნებისთვის, მნიშვნელოვანია


მზერის ფიქსაცია ერთ წერტილზე. ამაში ბავშვს კარგ დახმარებას გაუწევთ თუ
კედელზე, თვალის სიმაღლეზე დაუკიდებთ ნახატს ან სათამაშოს. სწავლების
პროცესში შესთავაზეთ ბავშვს საყრდენად გამოიყენოს კედელი, რადენიმე ვარჯიშის
შემდგომ ბავშვი მოახერხებს დამოიკუდებლად ცალ ფეხზე დგომას. როცა ბავშვი
შეძლებს ერთ ფეხზე წონასწორობის დაცვას, შესთავაზეთ იგივე გააკეთოს მეორე
ფეხითაც. ეს ხელს უწყობს სიმეტრიული წონასწორობის განვითარებას.

რამდენიმე გაკვეთილში გაართულეთ დავალება, მაგ., მოძრაობა შეასრულოს


დახუჭული თვალებით, ხელები დოინჯში და ა.შ. შესაბამისად, მოსწავლე თანდათან
გაზრდის ერთ ფეხზე დაყოვნების ხანგრძლივობას. თუ 5 წლის ასაკში დაყოვნების
ხანგრძლივობა სულ რამდენიმე წამია, 6-7 წლისთვის 10 წამამდე იზრდება.

აღნიშნული უნარის განვითარება ამცირებს სხავადასხვა მოძრაობისა და ვარჯიშის


დროს დაცემის და დაზიანების რისკს.

შესაბამისი მოძრავი თამაში, რომლებშიც გამოიყენებთ მოძრაობას ,,შვეული


წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით’’ - ,,წერო გუბეში“ და სხვადასხვა ვარიანტები.

რბენა - საყრდენ-მამოძრავებელი უნარია, რომელიც ბავშვისთვის სკოლამდელი


პერიოდიდან კარგად ნაცნობი მოძრაობაა, თუმცა სკოლამდელ ასაკში ბავშვები
დარბიან მოკლე მანძილზე, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და არასწორი
ტექნიკით. მიუხედავად ამისა წინარე გამოცდილება ხელს უწყობს პირველკლასელს
კარგად აითვისოს რბენა სხვადასხვა ტრაექტორიით, რბენა ფეხის ცერებზე, გრძელი
ნაბიჯით და მუხლის მაღლა აწევით, რაც მნიშვნელოვანია ზურგის, მუცლისა და
ფეხის კუნთების განვითარებისთვის.

სპრინტი - სკოლამდელ ასაკში ბავშვები დარბიან მოკლე მანძილზე, თავისი


შესაძლებლობის ფარგლებში და არასწორი ტექნიკით. ამდენად, პირველ კლასში
უნდა დაიწყოთ მუშაობა სპრინტის მოძრაობის ელემენტების დახვეწაზე.

70
გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვს უჭირს სირბილის დროს ტერფის წინა
ნაწილზე დაშვება. მოძრაობის ყველა ელემენტის სრულყოფილი შესრულება
მხოლოდ მე-3 კლასის ბოლოს შეუძლია.

სპრინტი
მოკლე დისტანციაზე (20-30 მ.) ოპტიმალური რბენის დრო, ოღონდ არა საშეჯიბრო
გარემოში უნდა მერყეობდეს 0.30 წთ-დან - 2 წთ-მდე, ოპტიმალური მანძილი - 20-
30 მ-მდე.

გაითვალისწინეთ! აქცენტი კეთდება მოძრაობის ცალკეული ელემენტების


ათვისებაზე და არა რბენის ტექნიკის ზედმიწევნით სწორად შესრულებაზე, მანძილზე
და სისწრაფეზე.

შვედურ კედელზე (ტანვარჯიშულ კიბეზე) ცოცვა - როცა ბავშვი გააუმჯობესებს


ბალანსირებისა და სპრინტის ტექნიკას, შესთვაზეთ ისეთი ვარჯიშები როგორიც არის
შვედურ კედელზე ცოცვა.

სიარული, რბენა და წონასწორობის ძირითადი უნარ-ჩვევების განვითარება ეხმარება


ბავშვს წარმატებით შეასრულოს მისთვის საყვარელი და ამავე დროს ძალიან
მნიშვნელოვანი მოძრაობა - შვედურ კიბეზე ასვლა (,,ცოცვა’’). აღნიშნული მორაობა
ხელს უწყობს სხეულის ზედა ნაწილის აქტიურ მოძრაობას, ხელისა და ზურგის
კუნთების განვითარებას.
ასწავლეთ ბავშვს კიბეზე ცოცვის სწორი ტექნიკა: კიბეზე უნდა ავიდეს ზედა
კიდურების და ფეხების მონაცველობითი მოძრაობით. ისე, რომ თავს ზემოთ ორივე
ხელით არ მოეჭიდის ერთ საფეხურს და ორივე ფეხი ერთ საფეხურზე არ დადგას.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა მოძრაობა მუდამ ერთი და იგივე ფეხით არ
დაიწყოს.
დაიცავით უსაფრთხოების ზომები: გამოიყენეთ სპორტული ლეიბი. კიბეზე ცოცვაში
ავარჯიშეთ მხოლოდ თითო ბავშვი. ვარჯიშის პროცესში უზრუნველყავით დაზღვევა.

დასაშვები სიმაღლე იატაკიდან იმ საფეხურამდე, რომელზეც შეიძლება ავიდეს ბავშვი


არ უნდა აღემატებოდეს თავად ბავშვის სიმაღლეს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი არ დაეკიდოს ხელებით საფეხურს 1-2 წამზე


დიდხანს. არ დაიწყოს ქანაობა, მას ძალიან სუსტი აქვს ზედა კიდურის სახსრის
იოგები და კუნთის ძალა. შესაბამისად, მის პატრა ხელებს არ ძალუძთ მთელი
სხეულის წონის დიდხანს დაჭერა.

71
4. გაკვეთილები ხტომებზე

ხტომების დაგეგმვა შეგიძლიათ სასწავლო წლის განმავლობაში ნებისმიერ


გაკვეთილზე, სხვადსხვა ვარჯიშებთან კომბინაციაში.

ხტომა ბავშვისთვის კარგად ნაცნობი მოძრაობაა, რომელიც სკოლამდელ ასაკში


ისწავლა, თუმცა ყველა ტიპის ხტომის ტექნიკას არ ფლობს და სწორად შესრულება
უჭირს. მისი სრულყოფა და ახალი ფორმების ათვისება აუცილებლად უნდა
გაგრძელდეს პირველი კლასიდანვე.

შესთავაზეთ ბავშვს შემდეგი ვარჯიშები: ორი ფეხით ახტომი და ორი ფეხით


დახტომი, უძრავ სახტუნელაზე ან ჯოხზე გადახტომი. სტაბილურ ბარიერზე
გადახტომი, რომლის ოპტიმალური სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ-ს.

გაითვალისწინეთ! 30 სმ-იან ბარიერზე გადახტომის დროს ბავშვი უნდა დახტეს


ორივე ფეხზე სწორად, ტერფის წინა ბალიშით, შემობრუნების გარეშე. ცალ ფეხზე
დახტომი და ცალ მხარეს 180-3600-ით შემობრუნება ზრდის კუნთის ტონუსს, რაც
ხშირი გამეორების შემთხვევაში მენჯის დეფორმაციის მიზეზი ხდება და
სქოლიოზის განვითარების წინაპირობაა.

6-7 წლის ბავშვს შეუძლია ადგილიდან ორი ფეხით ახტომი და სიგრძეზე გადახტომა.
პირველ კლასში ხელი შეუწყვეთ აღნიშნული მოძრაობის განხორციელების სწორი
ტექნიკის ელემენტების სწავლებას, აქცენტი გააკეთეთ სხეულის მოძრაობაზე და არა
ნახტომის სიგრძეზე. მნიშვნელოვანია კიდურების ერთდროული და სიმეტრიული
მოძრაობის ათვისება. იმისთვის, რომ შეაფასოთ რამდენად სწორად მოძრაობს ბავშვი,
დააკვირდით მას წინიდან. გვერდიდან დაკვირვების დროს, მხოლოდ ერთი ფეხის
და ხელის მოძრაობას შეაფასებთ.

გამოიყენეთ ისეთი ვარჯიშები და თამაშები, რომლებშიც ბავშვს მოუწევს გადაახტეს


კვადრატებს, რგოლებს, ნახატებს და სხვ. მაგ., ბავშვი დგას კვადრატში N 5, აქედან
უნდა გადახტეს N1 კვადრატში და გადმოხტეს უკან, შემდეგ გადახტეს N3-ში და
გადმოხტეს უკან.

1 2 3
4 5 6
7 8 9

ტექნიკის ამ ელემენტების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სახტუნაო ბურთზე ხტუნვა,


უძრავ თოკზე გადახტომა და ა.შ.

72
გაითვალისწინეთ! სწავლების პირველ ეტაპზე არ არის
რეკომენდებული ბატუტის გამოყენება. ეს ხელს უშლის ბავშვს ახტომისა
და დახტომის დროს დახვეწოს ფეხის მოძრაობა და დაეშვას ტერფის
წინა ბალიშებით.

ზეხტომი - პირველ კლასში გრძელდება სკოლამდელ ასაკში დაწყებული მესამე


ძირითადი მოძრაობითი უნარის ზეხტომის ტექნიკაზე მუშაობა თავიდან ბავშვს უნდა
ვასწავლოთ ის ელემენტები, რომლის ათვისებაც მისთვის უფრო ადვილია: ახტომსა
და დახტომს შორის მანძილი ერთ ნაბიჯზე მეტი არ უნდა იყოს. დახტომის დროს
აუცილებელია ტერფის წინა ნაწილზე დაშვება და მუხლების მოხრა, რათა მოხდეს
ამორტიზება. რაც შეეხება მოძრაობის სხვა ელემენტებს, ტორსისა და ხელების სწორ
მოძრაობას, ბავშვი თანადათან ხვეწავს მათ და მხოლოდ მე-3 კლასის ბოლოსთვის
სრულყოფს.

ზეხტომი

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დახტომის სწორი ტექნიკის სწავლებას


(ვერტიკალური დახტომი) ადრეული ასაკიდანვე დიდი მნიშვნელობა აქვს,
განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომლებშიც მაღალია მუხლის სახსრის ტრავმების
რისკი, დახტომისას მუხლების შიგით როტაციის გამო.
ამისთვის, აუცილებელია როგორც დამოუკიდებლად ვერტიკალური
დახტომის ტექნიკის კარგი დემონისტრირება და ახსნა, ასევე
სახტუნაო ბურთით ხტომების შეთავაზება გოგონებისა და
ვაჟებისთვის, რათა ბავშვი მიეჩვიოს დახტომის დროს ფეხების განზე
გაშლას და დაშვებას ტერფის წინა ბალიშზე. გაკვეთილები გაანაწილეთ
მთელი წლის განმავლობაში.

მოძრავი თამაშები ,,ზეხტომის’’ და ,,დახტომის’’ სწორი ტექნიკის ხელშეწყობისთვის -


,,ვაშლების ჩამოყრა’’ და ,,აჩუ-აჩუ ცხენო’’.
(იხილეთ შესაბამისი ინტერნეტ რესურსი: სიმაღლეზე ხტომა (ზეხტომი) // Vertical
Jump:https://www.youtube.com/watch?v=Y-cs8F6hryw&index=8&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq)

73
5. გაკვეთილები მანიპულაციური უნარების განვითარებაზე და
სივრცის აღქმაზე

ორი ხელით ბურთის დაჭერა - ბავშვი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იწყებს
სხვადასხვა ფორმის და ზომის საგნების ტყორცნას და ორი ხელით დაჭერას. თუმცა
დაჭერის და ტყორცნის სწორ ტექნიკას ჯერ არ ფლობს.

ორი ხელით ბურთის დაჭერა

როცა ბავშვი პირველად სწავლობს დაჭერას, ჯერ დიდი ზომის, რბილი და მჩატე
ბურთის დაჭერა უადვილდება. ასეთ შემთხვევაში, უნდა აჩვენოთ როგორ დაიჭიროს
გაშლილი ხელები ბურთის ზომის შესაბამისად.

არ ისროლოთ ბურთი ბავშვისკენ სწრაფი მოძრაობით, ახლო მანძილიდან! ის ვერ


ასწრებს თვალი ადევნოს ბურთის მოძრაობას და მოემზადოს მის დასაჭერად. ვინაიდან
ჯერ არ არის კარგად განვითარებული თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი.

ბურთის ტექნიკის დაუფლებაზე მუშაობა გააგრძელეთ მცირე ზომის ბურთით!

მოძრაობის ტექნიკის ელემენტები:


1. დაჭერის დროს მზერა ობიექტზეა მიპყრობილია;
2. მუხლები მოხრილია, თავი და ტორსი წაწეულია წინ;
3. ხელები ბურთის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს;
4. მტევნები ერთად - ოდნავ მოხრილი პეშვისებურად;
5. დაჭერის მომენტში ხელი იხრება იდაყვში, რომ მოხდეს ობიექტის ძალის
ამორტიზება.
საბავშვო ბაღში სწავლების დასრულებისას ბავშვებს კარგად შეუძლიათ შეასრულონ
ორი ხელით ბურთის დაჭერის 1-ელი და მე-3 ელემენტები. აღნიშნული მოძრაობის
სხვა ელემტებს ბავშვი ხვეწავს პირველი კლასის მთელი წლის მანძილზე ვარჯიშებით
და სხვადასხვა თამაშებით. განვითარების სტანდარტი მიიღწევა მხოლოდ მე-3 წლის
ბოლოს.

აღნიშნული მოძრაობა მნიშვნელოვანია ასევე წვრილი მოტირიკის განვითარებისთვის.


შესაბამისად, მოძრაობითი უნარის სწავლების პარალელურად, მთელი წლის
განმავლობაში დაგეგმეთ ვარჯიშები ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები, საგნის

74
აღება, საგანზე მოჭიდება, მცირე ზომის ბურთების ან ნივთების მოგროვება და
კალათებში ჩაყრა და ა.შ.

გამოიყენეთ მოძრავი თამაშების სხვადსხვა ვარიანტები: ,,ციყვების ოჯახი’’, ,,სკუპ-


სკუპი’’, ,,ბურთების დაჭერობანა’’. (იხილეთ შესაბამისი ვიდეო რესურსი ინტერნეტ მისამართზე:
https://www.youtube.com/watch?v=EPi7KFwwiJI&index=0&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq)

პერსონალური და საერთო სივრცის აღქმა - ამ ასაკში ბავშვს უჭირს


სივრცეში ორინტაცია და შესაბამისად ვერ აღიქვამს თამაშისთვის
გამოყოფილ საზღვრებს. აღნიშული უნარი შედარებით მაღალ
კლასებში ვითარდება, თუმცა მარტივი თამაშები, რომლებიც
დაეხმარება მოსწავლეს სივრცის აღქმის თანდათან განვითარებაში
პირველ კლასშიც შეიძლება დაიგეგმოს.

გამოიყენეთ მოძრავი თამაში ,,ჩემი სახლი’’ და მისი სხვადასხვა


ვარიანტები, პერსონალური და საერთო სივრცის აღქმის ხელშეწყობის მიზნით.

6. გაკვეთილები წინხტომზე, განხტომზე, ხტუნვით სიარულზე


პირველ კლასში რეკომენდებულია კიდევ 3 ძირითადი მოძრაობითი უნარის,
სხვადსხვა ტიპის ხტომის ელემენტების დაუფლებაზე მუშაობა, შემდეგი
თანმიმდევრობით: 1. წინხტომი (ცალი ფეხით არეკნი და დახტომი); 2. განხტომი
(ფეხგაშლით ხტუნვით გვერდული მოძრაობა); 3. ხტუნვით სიარული.

წინხტომი - რიტმული მოძრაობაა, რომელიც სრულდება ერთი ფეხით ახტომით და


იგივე ფეხზე დახტომით. გამოიყენება ძირითადად ცეკვებში, სხვადასხვა მოძრავ
თამაშებში.

წინხტომის სწავლება დაიწყეთ ჯერ ერთ ფეხზე ხტომის მოძრაობის დაუფლებით. თუ


ბავშვს უჭირს დამხმარე საყრდენად გამოიყენეთ სკამი, კედელი ან მეწყვილე.

წინხტომი

I კლასის ბოლოს ბავშვებს შეუძლიათ შეასრულონ წინხტომის მხოლოდ რამდენიმე


ელემენტი. აღნიშნული მოძრაობის სრულყოფილად შესრულება შეუძლიათ მე-4
კლასის ბოლოს. ზეხტომთან შედარებით წინხტომი უფრო მაღალგანვითარებული

75
უნარია, რადგან დინამიური ბალანსის განვითარებას და ძალას მოითხოვს. ძალიან
დამღლელია, ამიტომ ის დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. პირველ კლასში არ შეიძლება
აქცენტის გაკეთება მოძრაობის სიჩქარეზე, მანძილსა და სიმაღლეზე. (იხილეთ
შესაბამისი ინტერნეტ რესურსი: წინხტომი ცალ ფეხზე // Hop:
https://www.youtube.com/watch?v=Qsd9WKtyNk4&index=3&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq).

განხტომი - ასევე რიტმული მოძრაობაა. I კლასში ბავშვებს შეუძლიათ შეასრულონ


განხტომის მხოლოდ რამდენიმე ელემენტი, რითაც უნდა დაიწყოს სწავლება: ფეხის
დადგმა ტერფის წინა ბალიშზე, თავი უძრავ მდგომარეობაშია, მზერა მიმართულია
წინ ან მოძრაობის მხარეს.

განხტომი
განხტომში, ყოველთვის რომელიმე ერთი ფეხია წამყვანი. დატვირთვა მოდის
ტერფის წინა ბალიშებზე; განხტომის დროს აქცენტი კეთდება რიტმულობაზე და არა
სისწრაფეზე. მოძრაობის სხვა ელემენტების სრულყოფას მოსწავლეები მე-4 კლასში
ავლენენ.

სწავლების პროცესში გამოიყენეთ ხმოვანი სიგნალი, მუსიკა. ცეკვის მარტივი


ელემენტები. (იხილეთ შესაბამისი ინტერნეტ რესურსი: განხტომი // Side Gallop:
https://www.youtube.com/watch?v=D812EVCdy0w&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq&index=5).

სხეულის მართვა - ახალი მოტორული უნარების ათვისება გაცილებით უკეთ


მიმდინარეობს თუ ბავშვს აღნიშნული ვარჯიშების დაწყებამდე შევთავაზებთ
ვარჯიშებს სხეულის მართვაში და წონასწორობის შენარჩუნებაში

ვარჯიშები სხეულის სტატიკური და დინამიკური ბალანსის ხელშეწყობისთვის -


სხეულის ერთ და რამდენიმე ნაწილზე ბალანსირება ერთ ფეხზე რამდენიმე წამით,
სადგილზე ბრუნვა, ტრიალი.

76
სხეულის ბრუნვა და ტრიალი

მოძრაობა აღჭურვილობის გამოყენებითა და მუსიკის თანხლებით. გამართული


სხეულით მარჯვნივ/მარცხნივ გადაგორება. მუხლებზე დგომიდან წინ ორივე ხელზე
დაცემა, გადახტომა უძრავ ან ნელა მოძრავ სახტუნელაზე ან ჯოხზე, ბურთით ხტომა.

ხტუნვით სიარული - ჩვეულებრივ, სანამ ბავშვები ხტუნვით სიარულს შეძლებენ


მანამდე სწავლობენ განხტომს. მაშინ, როდესაც განხტომში ერთი ფეხია წამყვანი,
ხტუნვითი სიარულის დროს, ყოველი ახტომის შემდეგ წამყვანი ფეხი
თანმიმდევრულად იცვლება. ბავშვი სწავლობს შემდეგ ელემენტებს: რიტმული
ნაბიჯი-ნახტომი; დაშვება ტერფის წინა ბალიშზე. ახტომისთვის საყრდენი ფეხი
იხრება მუხლის სახსარში. თავი და ტორსი უძრავ მდგომარეობაშია, მზერა
მიმართულია წინ. მკლავები მოდუნებულია და ირხევა თანამოსახელე ფეხის
საწინააღმდეგო მიმართულებით. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში ბავშვი საყრდენი
ფეხის მოძრაობას და ტერფზე სწორად დაშვებას კარგად ვერ ახერხებს.

ხტუნვით სიარულისას აქცენტი კეთდება ნაბიჯის და ნახტომის რიტმულ


მონაცვლეობაზე და არა მოძრაობის სისწრაფეზე.

ხტუნვით სიარული

ხტუნვით სიარული უფრო რთული უნარ-ჩვევაა ასათვისებლად ვიდრე განხტომი.


ამიტომ ბავშვებმა ჯერ უნდა ისწავლონ წინხტომი და განხტომი, შემდეგ ხტუნვით
სიარული. მოძრაობა იხვეწება თანდათან და სტანდარტს აღწევს მე-4 კლასის ბოლოს.
(იხილეთ შესაბამისი ინტერნეტ რესურსი: ხტუნვით სიარული //
Skip:https://www.youtube.com/watch?v=AjGHUMnb3Zc&index=6&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq)

გამოიყენეთ მოძრავი თამაშები, რომელებიც მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების,


სხვადასხვა ხტუნვით და რიტმულ მოძრაობებს მუსიკის თანხლებით - ,,ბაჭიები
ბოსტანში “, ,,აჩუ-აჩუ-ცხენო“, ,,ხელი ხელთან’’, ,,სკუპ-სკუპი’’, ,,დათუჩას დაბადების
დღე’’. (იხილეთ ინტერნეტ რესურსი: სახალისო ვარჯიში ძირითადი მოძრაობითი უნარების
გამოყენებით ბავშვებისთვის // fundamental movement skills for
children:https://www.youtube.com/watch?v=kbpwFOHNNng).

77
7. გაკვეთილები ცალი ხელით საგნის ტყოცნის უნარების
განვითარებაზე

ცალი ხელით თავს (მხარს) ზემოდან ბურთის ტყორცნა


ცალი ხელით თავს ზემოდან ბურთის ტყორცნა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა,
განიხილება, როგორც ახალი, მეოთხე მოძრაობითი უნარი, რომელის დაუფლებზე
მუშაობა უნდა დაიწყოს პირველ კლასში.

ცალი ხელით თავსზემოდან ბურთის ტყორცნა

მოძრაობის ტექნიკის ელემენტები:

1. ტყორცნის დროს მზერა მიმართულია სამიზნისკენ;

2. სამიზნესთან მიმართებაში დგას გვერდულად;

3. ხელი, რომლითაც ხორციელდება ტყორცნა, მოძრაობს რკალზე ქვემოთ და უკან;

4. თავისუფალი ხელი და თანამოსახელე ფეხი მიმართულია მიზნისკენ;

5. მენჯ-ბარძაყი და მხრები ტრიალდება მიზნისკენ;

6. ხელი, რომლითაც ხორციელდება ტყორცნა, მოძრაობს პიდაპირ, ქვევით და


ჯვარედინად სხეულთან მიმართებაში.

გაითვალისწინეთ, რომ თავდაპირველად ბავშვს შეუძლია აითვისოს 1-ლი, მე-2, მე-6


ელემენტები, ხოლო დანარჩენი ელემენტების სრულყოფილად შესრულება შეუძლია
მე-4 კლასის ბოლოს. (იხ. ინტ. რეს.: ცალი ხელით თავს ზემოდან ბურთის ტყორცნა // Overarm
Throw:https://www.youtube.com/watch?v=1mdyMVezRGc&list=PLrOa7LNP0maWa6EPlnkvHlk3VsBqhuMZq&index=10).

ქვემოდან ერთი ხელით ბურთის ტყორცნა


მოძრაობის ტექნიკის ელემენტები:
1. ბურთს ვისვრით გარკვეული მიმართულებით (უნდა არსებობდეს მიზანი);
ბურთის ზომა - დაახლოებით ჩოგბურთის ბურთის ზომის;

78
2. ბურთი უნდა ეჭიროს თითებით. უნდა მოეჭიდოს ზემოდან ცერით და ქვემოდან
სულ ცოტა სამი თითით მაინც. სხეული გადაზნიქოს ოდნავ უკან;

3. თუ ბურთი უჭირავს მარჯვენა ხელში, მარცხენა ფეხი დადგას ერთი ნაბიჯით


წინ. ქვემოდან და უკნიდან გამოაქანოს ხელი წინ მიზნისკენ;

4. სხეული უმნიშვნელოდ გადახაროს წინ, ეცადოს ბურთს მისცეს მიმართულება


მიზნისკენ და გაუშვას ხელი.

გაითვალისწინეთ! მკაცრად რეკომენდებულია, რომ აღნიშნული მოძრაობების


სწავლება უნდა განხორციელდეს მცირე ზომის, მსუბუქი ბურთის გამოყენებით.
ბურთის ფერი მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს გარემოსგან, რომ ბავშვმა კარგად
დაინახოს.

ცალი ხელით ქვემოდან ბურთის ტყორცნა


დიდი ბურთის გამოყენება დაწყებითი ეტაპის შემდგომ არ არის რეკომენდებული.
ვინაიდან ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვმა ადვილად დაიჭიროს. ამ
დროს მას უწევს მკლავების და მკერდის ჩართვა (შეშველება) მოძრაობაში, იზრდება
დატვირთვა და არ ხდება დაჭერის სწორი ტექნიკის განვითარება.

არ არის რეკომენდებული თავიდან ტყორცნის და დაჭერის ერთდროულად სწავლება,


მით უმეტეს მოსწავლეების წყვილებში ვარჯიშით. ერთ-ერთ მოსწავლეს ხშირად
უწევს მეწყვილის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და არასწორი ტყორცნის ტექნიკის
ყურება, ამახსოვრდება და შემდეგ თვითონ უძნელდება დაეუფლოს სწორ ტექნიკას.
(იხ. ინტ. რეს.: ქვემოდან ცალი ხელით ბურთის ტყორცნა // Under Arm
Throw:https://www.youtube.com/watch?v=i-2zXnyGFj0; https://www.youtube.com/watch?v=LeADAGoB4FU)

გამოიყენეთ მხიარული თამაშები ,,ვირუსებთან ბრძოლა’’ და ,,ვიტამინობანა’’.

თამაში ვირუსებთან ბრძოლა - დარბაზში დევს ერთი დიდი კალათი, რომელშიც


ყრია პატარა ბურთები - ,,საპნის ბუშტები’’. ბავშვი იღებს კალათიდან ,,საპნის ბუშტს’’
და თავს (მხარს) ზემოდან ესვრის მის წინ 2 მეტრში განლაგებულ კეგლებს
,,ვირუსებს“, მან იცის, რომ საპნის ბუშტები ვირუსებს ანადგურებენ.

79
თამაში ,,ვიტამინობანა“ - თამაშის სიუჟეტის მიხედვით პატარა ,,ციყვებს“ მშობლები
აუხსნიან, რომ ჯანმრთელები, ღონიერები და სწრაფები, რომ იყვნენ და ავად არ
გახდნენ უნდა ყოველდღე მიირთვან ვიტამინები. პატარა ,,ციყვები“ გადაწყვეტენ
ერთდროულად ბევრი ვიტამინი მოაგროვონ და შეინახონ ხის ,,ფუღუროში“.
დარბაზში მოედნის ერთ ნაწილში მიმობნეულია ფერადი ბურთები, მათ შორის
მხოლოდ წითელი და მწვანე ფერის ბურთები არის ვიტამინები. ბავშვები ეწყობიან
ორ რიგად, ერთი რიგიდან გამორბის თითო ბავშვი და უნდა ამოარჩიოს მხოლოდ
წითელი ბურთები - ,,წითელი ვაშლის ვიტამინები’’, მეორე ჯგუფის ბავშვებმა კი
მწავნე ფერის ბურთები - ,,მწვანე ვაშლის ვიტამინები’’. შემდეგ მირბიან მოედნის
ბოლოსკენ, სადაც დგებიან შემოსაზღვრულ წრეში და ქვემოდან ერთი ხელით ბურთს
ტყორცნიან 2-3 მეტრით დაცილებით დალაგებულ კალათებში, თამაშის სიუჟეტით
ხის ,,ფუღუროებში“. ასე აგროვებენ სასარგებლო ვიტამინების მარაგს.

80
თავი V

მოძრავი თამაშები
I - კლასისათვის

81
მოძრავი თამაშების მნიშვნელობა

მოძრავი თამაშები ხელს უწყობს ბავშვისათვის მნიშვნელოვანი ფიზიკური


თვისებების განვითარებას, ძირითადი მოძრაობებისა და მოტორული უნარების:
სიარულის, სირბილის, ხტუნვის, ცოცვის, ბურთის გადაწოდების, დარტყმის,
ტყორცნის, დაჭერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

თითოეული თამაში, სხვადასხვა ვარიანტებით, გათვლილია სხვადასხვა


მოძრაობითი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე. თამაშში ბავშვის აქტიური
მონაწილეობა არ უნდა აღემატებოდეს გადაბმულად 4-5 წუთს, ბავშვის
ფიზიკური და ემოციური გადატვირთვის რისკის შემცირების მიზნით. თამაშების
სიუჟეტებისა და ვარიანტების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს
მეცადინეობებზე მოძრაობათა გამეორებას, მოსწავლეებისთვის მრავალმხრივი
მოძრაობითი აქტივობების შეთავაზებასა და ინტერსესის გაზრდას.

მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს თამაშის ისეთი ვარიანტები, რომლებიც ხელს


შეუწყობს კონკრეტულ გაკვეთილზე დასახული მიზნებისა და ამოცანების
გადაჭრას, გამოიყენოს თამაშები მისთვის მისაღები განსხვავებული ვარიანტების
შესარჩევად.

სასწავლო წლის დასაწყისში, პირველი გაკვეთილები უმჯობესია დაიწყოთ


ბურთთან ურთიერთობით - მჩატე, რბილი ბურთი. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი
კარგად აღიქვამს სფეროს და მიჩვეულია მასთან ურთიერთობას ჯერ კიდევ
სკოლამდელი ასაკიდან. პირველ გაკვეთილზე შეიძლება მოსწავლეებს სხვადასხვა
ზომის, ფორმის და ფერის მჩატე ბურთები გამოუტანოთ და შესთავაზოთ მარტივი,
მხიარულ სიუჟეტური თამაშები.

82
მოძრავი თამაშები დაგეგმეთ გაკვეთილის ძირითად ნაწილში, ახალი მასალის
ათვისების შემდეგ. თუ გაკვეთილს მხოლოდ მოძრავ თამაშს დაუთმობთ, თამაშის წინ
ჩაატარეთ მოსათელი ვარჯიშები!

1. თამაში ,,ხილის მოგროვება“


თამაშის მიზანია ხელი შეუწყოს:
• ძირითადი საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციურ უნარების განვითრებას
(სიარული, სირბილი, ორი ხელით ბურთის აღება, დაჭერა, გადაგდება,
კალათში ჩაგდება);
• ტერმინების შესწავლას (დიდი, პატარა, წითელი, ყვითელი და ა.შ.);
• ჯანსაღი კვების ელემენტების გაგებას - ხილის მნიშვნელობის შესახებ
მარტივი მესიჯის მიწოდებით – „ხილი სასარგებლოა’’. ასევე, ხელს უწყობს
სხვადასხვა ხილის (ვაშლი, ატამი, კომში და სხვა) დასახელების შესწავლას.
სიუჟეტი: დედიკო ზღარბმა გემრიელი ხილის ნამცხვრის გამოცხობა გადაწყვიტა
და პატარა ზღარბუნებს სთხოვა - სანამ მე ცომს მოვზელ, თქვენ ხილი
მომიგროვეთო. ხილის მაგივრობას წევს ფერადი ბურთები, სხვადასხვა
მოძრაობებითა და ინვენტარის გამოყენებით შესაძლოა ამ სიუჟეტის სხვადასხვა
ვარიანტის გათამაშება (იხ. ნახატი 1).
აღჭურვილობა:
• სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის მჩატე ბურთები;
• რამდენიმე კალათი (პლასტმასის ან ხის).

ნახატი 1

თამაშის წარმართვა:

83
• კლასი იყოფა 2 ჯგუფად ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოხვდეს გოგონების და
ბიჭების თანაბარი რაოდენობა;

• ერთი ჯგუფი იწყებს თამაშს, მეორე უყურებს, შემდეგ პირველი ჯგუფი ისვენებს
და მეორე თამაშობს;

• მასწავლებელი იღებს ბურთებით სავსე კალათებს და ბურთებს მოედანზე


მიმოაბნევს. შემდეგ დგება მოედნის ცენტრში და 2 ცარიელ კალათს გვერდით
იდგამს;

• მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, წავიდნენ ხილის მოსაგროვებლად, მოიტანონ


და კალათში ჩააგდონ;

• მასწავლებლის ნიშანზე პირველი ჯგუფის ბავშვები იწყებენ ბურთების


მოგროვებას და სხვადასხვა კალათში ჩაყრას;

• როცა ბავშვი მოიტანს ერთ ბურთს და კალათში ჩააგდებს, ბრუნდება უკან სხვა
ბურთის მოსატანად.

თამაში გრძელდება:
• იქამდე, სანამ ყველა ბურთი არ შეგროვდება;

• მასწავლებლის ნიშანზე სათამაშოდ გამოდის მეორე ჯგუფი.

რჩევები მასწავლებელს
ბავშვები სრულიად თავისუფლად თამაშობენ, განსაკუთრებული წესების გარეშე
დასდევენ ბურთებს, თავად იღებენ გადაწყვეტილებას ჯერ რომელი ბურთი
აიღონ და რომელ კალათში ჩააგადონ. ასეთი გაკვეთილი, შესაძლებლობას
მოგცემთ მეგობრულ გარემოში გაიცნოთ მოსწავლეები. დააკვირდეთ,
გამოარჩიოთ მათ შორის რომელია აქტიური, პასიური, მორცხვი, ინიციატივის
მქონე და ა.შ., რაც გაგიადვილებთ მათთან კონტაქტის დამყარებას და
გაკვეთილის დაგეგმვას, როგორც ასაკობრივი ისე ინდივიდუალური
თავისებურებების გათვალისწინებით.

თამაშის სხვადასხვა ვარიანტები:


1. ბავშვები იღებენ თითო ,,ვაშლს’’ (ბურთებს) და ორივე ხელით იჭერენ წინ
მკერდის ან მუცლის დონეზე, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, ანუ ,,ცუნცულით”
მიაქვთ კალათში ჩასაგდებად (ნახატი-1-1);

2. ბავშვები იღებენ ორ-ორ ,,ვაშლს’’, თითოს თითო ხელში და მოკლე-მოკლე


ნაბიჯებით ანუ ,,ცუნცულით” მიაქვთ კალათში ჩასაგდებად (ნახატი-1-2);

3. ორი ცალი ,,ვაშლი” უნდა დაიჭირონ იღლიებქვეშ მკლავებით, და ისე


მიიტანონ და ჩაყარონ კალათში (ნახატი-1-5);

84
4. მოგროვებული (არა აქვს მნიშვნელობა რა მოძრაობებით) ”ვაშლები” უნდა
ჩააგდონ კალათში 2 მეტრით დაცილებული, მონიშნული (ვთქვათ ჰულა-ჰუპი
ან შემოხაზული წრე) ადგილიდან (ნახატი-1-6).

2. თამაში ,,ჩემი სახლი’’

თამაშის მიზანია ხელი შუწყოს: პერსონალური (ნახ. 2) და საერთო (ნახ. 3) სივრცის

აღქმას, წონაწოსრობის, მოქნილობის და საყდრენ-მამოძრავებელი უნარების


განვითარებას.

პესონალური სივრცე საერთო სივრცე

ნახატი 2 ნახატი 3

აღჭურვილობა: დაახლოებით ერთი მეტრი დიამეტრის რგოლები, ჰულა-ჰუპები ან


ცარცით შემოხაზული წრეები.

თამაშის I ვარიანტი: მასწავლებელი აწყობს იატაკზე ჰულა-ჰუპებს ერთმანეთისგან


ერთი ნაბიჯის დაშორებით, რომლებშიც დგებიან მოსწავლეები. ჰულა-ჰუპი
თითოეული მათგანის სახლია. ბავშვები დგებიან ჰულა-ჰუპში ცალ-ცალკე. იწყებენ
რიტმულ მოძრაობებს, ბრუნვას, ტრიალს. ხელების ქნევასდა სხვ. ცდილობენ
თითოეული მოძრაობა ისე შეასულონ, რომ თავიანთი სახლის სივრცეს არ გასცდნენ.

თამაშის II ვარიანტი: მოედანზე ქაოტურად დაწყობილია სხვადასხვა ფერის რგოლი.


იმდენი რამდენი ბავშვიც მონაწილეობსთამაშში. მოედნის ცენტრში დგანან ბავშვები.
მასწავლებლის სასტვენის ან სხვა ხმოვან ნიშანზე ბავშვები მოძრაობასიწყებენ
თავისუფალ რგოლებისკენ. მასწავლებელი ამ დროს ხმამაღლა ითვლის 1-2-3-4-5 და

85
ხუთ რიცხვზე იძლევა სასტვენის ან სხვა ხმოვან ნიშანს, რომელზეც ყველა ჩერდება.
ვინც მოასწრო რგოლში შესვლა აგრძელებს თამაშს, ვინც ვერ მოასწრო გამოეთიშება
თამაშს და ჩაერთვება შემდეგ ციკლში.

მასწავლებლის მომდევნო ხმოვან ნიშანზე თამაში გრძელდება, ბავშვები,რომლებიც


რგოლში დგანან ხელში იღებენ რგოლებს და მოძრაობენ მოედანზე ისე, რომ
ერთმანეთს არ შეეხონ. მასწავლებელი ამ დროს ხმამაღლა ითვლის ათამდე და იძლევა
ხმოვან ნიშანს, რომელზეც ყველა ჩერდება და თამაში მთავრდება (ნახ. 3).

3. თამაში ,,წერო გუბეში“


თამაშის მიზანია: საყრდენ- მამოძრავებელი უნარების (სიარული, რბენა), სტატიური
ბალანსის (შვეული წონასწორობის), სივრცეში ორიენტაციის განვითარების
ხელშეწყობა.

თამაშის სიუჟეტი: ტბა სადაც წეროები ბუდობდნენ ზაფხულის გვალვის გამო დაშრა.
დარჩა პატარ-პატარა გუბეები - იმდენად პატარა, რომ წეროებს ერთ გუბეში მხოლოდ
ერთი ფეხი ეტევათ. დღისით, მზეზე მშრალი მიწა ძალიან ცხელდება და წეროებს
ფეხები ეწვით. ამიტომაც ისინი სწრაფად გადაადგილდებიან და მხოლოდ გუბეებში
ცალ ფეხზე ჩამდგარი ისვენებენ.

აღჭურვილობა: დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის დიამეტრის რგოლები, ჰულა-


ჰუპები ან ცარცით შემოხაზული წრეები, რომლებიც მოედანზე დალაგებულია
ზიგზაგისებურად, ერთმანეთისგან 2,5-3 მეტრის მოშორებით და სიმბოლურად
პატარა ,,გუბეების“ მოვალეობას ასრულებენ.

თამაშის აღწერა (ნახატი 4): მასწავლებელი ყოფს კლასს ორ ჯგუფად. ჯგუფებში


გოგონების და ბიჭების თანაბარი რაოდენობით. თითოეულ ჯგუფი დგება მოედნის
ერთ ბოლოში ხაზთან. მასწავლებლის ნიშანზე თითო ბავშვი ორივე ჯგუფიდან
იწყებს მოძრაობას უახლოესი გუბისკენ ცალ ფეხზე ხტუნვით მაგ.: მარჯვენაზე დგება
რგოლის შიგნით და ხელებს შლის განზე, დანარჩენი ბავშვები ხმამაღლა ითვლიან
ხუთამდე, ამ რიცხვზე მოსწავლეები გადაადგილდებიან შემდეგ გუბეში და იგივე
მოქმედებას იმეორებენ, ამჯერად მარცხენა ფეხზე.

თამაში გრძელდება: იქამდე, სანამ ყველა ბავშვი არ შეასრულებს დავალებას.

86
ნახატი 4
თამაშის სხვადასხვა ვარიანტები: ცალ ფეხზე დგომის დროს ხელები ტანის გასწვრივ,
დოინჯშემოყრილი, ზემოთ, წინ, ხელების ქნევა, ტრიალი, ტაშისცემა, არასაყრდენი
ფეხის წინგაშლა, უკან გაწევა, გვერდზე გაწევა და ა.შ.

4. თამაში ,,აჩუ - აჩუ ცხენო, მოდი გაგაჭენო“


თამაშის მიზანია: ხელი შეუწყოთ საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარებას,
სივრცეში ორიენტაციას, ხერხემლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოქნილობას,
დახტომის სწორი ტექნიკის ჩამოყალიბებას (შვეული დახტომი).

აღჭურვილობა: სახტუნაო ბურთი (ზომა S და L) 6 ცალი, 6 ცალი ცილინდრი ან


კონუსი.

სიუჟეტი: ბავშვები სტუმრად არიან იპოდრომზე სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ


,,დოღში“. მასწავლებელი ურიგებს ,,სახტუნაო ბურთებს“, რომლებიც ,,ცხენების“
როლს ასრულებენ. ბავშვები იყოფიან წყვილებად ან მცირე ჯგუფებად, იმის
გათვალისწინებით თუ რამდენი სახტუნაო ბურთია სავარჯიშოდ. ,,ცხენებზე
ამხედრებული’’ მოსწავლეები დგებიან სტარტთან, დარბაზის გამყოფ ხაზთან.
მასწავლებლის ნიშანზე იწყებენ ,,ცხენების ჭენებას’’, ბურთით ხტუნვა-ხტუნვით
მოძრაობას და მიემართებიან მოედნის მეორე ბოლოსკენ, გზად ხტუნვით
შემოუვლიან კონუსებს (ცილინდრებს). თუ დარბაზი დიდია, შეიძლება თამაშის
მოედნის სიგანეზე გაიმართოს, ან მოედანზე მონიშნულ ადგილამდე. (მანძილი არ
უნდა აღემატებოდეს 15-20 მეტრს) ვინც მიაღწევს ფინიშის ხაზს, ბრუნდება უკან
სტარტის ხაზთან და ,,ცხენს’’ უთმობს შემდეგ მოთამაშეს (ნახატი 5).

87
ნახატი 5

თამაშის სხვადასხვა ვარიანტები: ,,შუალედურ ფინიშთან“ მოსწავლემ შეიძლება


დამატებით შეასრულოს რაიმე მარტივი დავალება, მაგალითად: გადმოვიდეს
,,ცხენიდან“, დატოვოს ის და ისე მობრუნდეს სტარტის ხაზთან, შემდეგი მოთამაშე
გარბის ,,ცხენთან“, მოაჯდება ,,ჭენებით“ ბრუნდება უკან, სტარტის ხაზთან და
,,ცხენს’’ უთმობს შემდეგ მოთამაშეს (ნახ. 6) და ა.შ.

ნახატი 6

გაითვალისწინეთ! სისწრაფეზე არ კეთდება აქცენტი


5. თამაში - ,,ხელი ხელთან”
თამაშის მიზანია: სახალისო გასართობი ფორმით სხეულის კიდურების
დასახელებისა და მარტივი მოძრაობების შესწავლა, მასწავლებლის ხმოვან ნიშანზე
რეაგირება და შესაბამისი მითითების შესრულება.

თამაშის I ვარიანტის აღწერა:


• მოსაწავლეები დგებიან წრეზე, მასწავლებელი დგება ცენტრში;
• მასწავლებლის ძახილზე - ,,ხელი-ხელთან“, მოსწავლეებმა ორივე ხელი
ერთმანეთს უნდა შეახონ;
• ფეხი ფეხთან, ფეხები უნდა მიადგან ერთმანეთს;
• მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხთან, ხელი უნდა დაიდონ შესაბამის ფეხზე;
• ხელი თავთან, ხელი უნდა დაიდონ თავზე და ა.შ.

თამაშის II ვარიანტის აღწერა (იხ. ნახ. 7):


• მოსაწავლეები დგებიან წყვილ-წყვილად, ერთმანეთისკენ პირისპირ;
• მასწავლებელი, როდესაც დაიძახებს - ,,ხელი ხელთან’’, მოსწავლეებმა ორივე
ხელი მეორე მწკრივში პირისპირ მდგომის ხელებს უნდა შეახონ;
• მარჯვენა ფეხი ფეხთან, ფეხები უნდა მიადგან ერთმანეთს;

88
• აწიეთ მარჯვენა ფეხი და მიადეთ მარცხენა ხელი, ხელი უნდა დაადონ
პირისპირ მდგომის აწეულ მარცხენა ფეხს, მან კი პირიქით;
• ხელი მხართან, ხელი უნდა დაადონ პირისპირ მდგომს მხარზე და ა.შ.

ნახატი 7

თემატური ინფორმაცია მასწავლებლისთვის


ვარჯიშის დასრულების შემდგომ მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს დაასახელონ
სხეულის სხვადასხვა ნაწილები (თავი, კისერი, ხელები, ფეხები, მტევანი, ტერფი,
ზურგი, მუცელი, მკერდი და ა.შ.), გაიხსენონ და შეძლებისდაგავარად
დემონსტრირება გაუკეთონ იმ მოძრაობებს, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა
ნაწილით ასრულებდნენ.

6. თამაში ,,ვაშლების ჩამოყრა


თამაშის მიზანია: სახალისო გასართობი ფორმით მარტივი მოძრაობების შესწავლა,
როგორიცაა ადგილიდან ორივე ფეხის ერთდოულად არეკნით შვეულად ახტომა
(ზეხტომი) და დახტომა.
თამაში ხელს უწყობს მოქნილობისა და საყრდენ - მამოძრავებელი უნარების
განვითარებას: მოკლე დისტანციაზე რბენი, ზეხტომი.

თამაშის სიუჟეტი: ბავშვები ბაღში ვაშლის დასაკრეფად მივიდნენ. სამუშაოსთან


ერთად ვარჯიშიც გადაწყვიტეს, ვინ უფრო მეტ ვაშლს მოწყვიტავს ხიდან.

თამაშის აღწერა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუფის წევრები დგებიან


ერთმანეთის საპირისპიროდ დარბაზის კედლებთან. დარბაზის შუა ნაწილში გაბმულ
თოკზე კიდია ფერადი ბუშტები. მასწავლებლის ნიშანზე ორივე ჯგუფიდან გამორბის
თითო მოსწავლე მოემართება თოკისკენ, ადგილიდან შვეულად ხტება და ,,ვაშლს“
(ბუშტს) გაჰკრავს ხელებს, თუ ის თოკს მოწყდება იღებს ორივე ხელით და სირბილით
ბრუნდება საწყის ხაზთან სადაც კალათში გროვდება მოკრეფილი ,,ვაშლები“.
ჯგუფიდან გამოდის მეორე მოსწავლე და აგრძელებს თამაშს. თამაში გრძელდება
სანამ ყველა ბავშვი არ მიიღებს მონწილეობას (ნახ. 8).

89
ნახატი 8
საჭირო აღჭურვილობა:
• სხვადასხვა ფერის მცირე ზომის გასაბერი ბუშტები;
• თოკი გასაჭიმად, რომელზეც ბუშტები დაიკიდება;
• ორი სადგამი, ან ჯოხი საყრდენი ძირით თოკის გასაჭიმად;
• წვრილი ბაწარი, ბუშტების თოკზე დასამაგრებლად;
• 2 პლასტმასის კალათი, ან იგივე მასალისგან დამზადებული ,,ვედრო’’,
ბურთების შესაბამის ფერებში შეღებილი ავტომანქანის ორი საბურავი, ხის
ან მუყაოს ყუთი, ან დაწნული კალათები.

7. თამაში „ციყვების ოჯახი“


თამაშის მიზანია: წელის, მხრის სახსრის მოქნილობის, მანიპულაციური უნარის,
წვრილი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა. მიმართულების (მარჯვნივ,
მარცხნივ, წინ, უკან) დასახელებებისა და შესაბამისი მოძრაობების შესწავლა,
მასწავლებლის მარტივ ხმოვან ნიშანზე რეაგირება და შესაბამისი მითითების
შესრულება.
თამაშის სიუჟეტი: ციყვების ოჯახმა, რომელშიც ბევრი შვილი - პატარა ციყვია,
გადაწყვიტეს საცხოვრებელი შეიცვალონ და უფრო დიდ ხეზე გადავივიდნენ.
ძველ სახლში მოგროვებული ზამთრის სანოვაგე (თხილი, კაკალი, ნუში, წაბლი)
უნდა გადაიტანონ ახალ საცხოვრებელში. ამაში დახმარებას მშობელი ციყვები
თავის შვილებს სთხოვენ.
საჭირო აღჭურვილობა:
• სხვადასხვა ფერის, პატარა (ჩოგბურთის, ან ხელბურთის) ზომის პლასტმასის
ან რეზინის ბურთები;
• 4 პლასტმასის კალათი, ან იგივე მასალისგან დამზადებული ,,ვედრო’’,
ბურთების შესაბამის ფერებში შეღებილი ავტომანქანის ორი საბურავი, ხის
ან მუყაოს ყუთი, ან დაწნული კალათები.
თამაშის აღწერა (იხ. ნახატი 9):

90
• თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უყვება სიუჟეტს და ყოფს ორ
ჯგუფად, ისე რომ თითოეულ ჯგუფში მოახვედროს გოგონების და ბიჭების
თანაბარი რაოდენობა;
• ერთი ჯგუფი ჩამწკრივდება მოედნის სიგანეზე ერთმანეთისაგან გაშლილი
მკლავის დაცილებაზე. მეორე მის გასწვრივ მოპირდაპირე მხარეს 2-3 მეტრის
დაცილებით;
• ბურთებით სავსე ერთი კალათი, იდება ერთი მწკრივის, მეორე კი მეორე
მწკრივის თავში. თითო ცარიელი კალათი მწკრივების მეორე ბოლოში.

ნახატი 9

• მასწავლებელი დგება მოედნის ცენტრში და სთხოვს ბავშვებს, რომ


დაეხმარონ ციყვებს სანოვაგის გადატანაში;
• მასწავლებლის ნიშანზე ორივე მწკრივის თავში მდგარი ბავშვები იღებენ
თითო ბურთს კალათიდან და გვერდზე მდგომს აწვდიან, ის შემდეგს და
ა.შ. მწკრივის ბოლოში მდგომი ბურთს აგდებს ცარიელ კალათში.
თამაში გრძელდება: იქამდე სანამ მწკრივის თავში მდგარი კალათებიდან მწკრივის
ბოლოში მდგარ კალათებში ყველა ბურთი არ გადაინაცვლებს.

თამაშის სხვადასხვა ვარიანტები:

1. ბავშვები მწკრივში დგანან პირით ერთ მხარეს, ერთმანეთისაგან ერთი


მკლავის დაცილებით, ფეხები მხრების სიგანეზე, ბურთებს ერთმანეთს
ორივე ხელით აწვდიან ისე, რომ ფეხები არ გადაადგილონ, მოძრაობს
მხოლოდ ზედა ტანი, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს;

2. ბავშვები ორივე მწკრივში დგანან პირველ-მეორეზე გათვლით, რიგით


“პირველები” პირით ერთ მხარეს, რიგით “მეორეები” მეორე მხარეს,
ერთმანეთისაგან ერთი მკლავის დაცილებით, ფეხები მხრების სიგანეზე,
ბურთებს ერთმანეთს ორივე ხელით აწვდიან ისე, რომ ფეხები არ
გადაადგილონ, მოძრაობს მხოლოდ ზედა ტანი, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე
მხარეს (ნახ.10).

91
ნახატი 10

3. ბავშვები ორივე მწკრივში პირველ-მეორეზე გათვლით დგანან


ერთმანეთისკენ ზურგშექცევით და ერთმანეთს ზურგით ეხებიან. ასევე დგას
შემდეგი წყვილი და ა.შ. მწკრივის ბოლომდე. რიგით პირველი კალათიდან
იღებს ბურთს და ორივე ხელით ჯერ მარცხენა მხარეს ზედა ტანის
შეტრიალებით (ფეხების მდგომარეობის შეუცვლელად) აწვდის ბურთს
ზურგს უკან მდგომს, შემდეგ ბურთს მარჯვენა მხარეს შეტრიალებით.
თავის მხრივ მის ზურგს უკან მდგომი ბურთის მიღების შემდეეგ მისკენ
პირით მდგომს პირდაპირ ხელებში აწვდის ბურთს. ის პირველის მსგავსად
მის უკან მდგომს გვერდზე შეტრიალებით და ასე მწკრივის ბოლომდე.
მწკრივის ბოლოს მდგომი ბურთს კალათში აგდებს.

8. თამაში „დათუჩას დაბადების დღე“

თამაშის მიზანია: რიტმის გრძნობის, წონასწორობის, საყრდენ-მამოძრავებელი


უნარების განვითარების ხელშეწყობა .
დათუჩას დაბადების დღეზე კლასის მეგობრები ესტუმრნენ - ბაჭიები, ციყვები,
ზღარბები, თუთიყუში, მელაკუდა და წრუწუნა.
როცა სტუმრებმა ისადილეს, გართობა დაიწყეს. ზოგმა ლექსი თქვა, ზოგმა
გამოცანა, ზოგმა სიმღერა შემოსძახა, შემდეგ მუსიკა ჩართეს და ყველამ ცეკვა
დაიწყო.

თამაშის წარმართვა
• მასწავლებელი კლასს ყოფს მცირე ჯგუფებად (ჯგუფში 4-5 მოსწავლე);
• თვითეული ჯგუფი განასახიერებს რომელიმე ცხოველს, მაგ.: ბაჭიები,
დათუნიები, ციყვები და სხვა;

92
• მუსიკის თანხლებით თიოთეულ ჯგუფში მოსწავლეები დამოუკიდებლად
ასრულებენ ამა თუ იმ ცხოველისთვის დამახასიათებელ მოძრაობას
რიტმში;
• ცეკვის ერთი ციკლი გრძელდება 2-3 წთ.
შემდეგ ბავშვები ცვლიან როლებს, იცვლება მუსიკა და რიტმული მოძრაობა
იწყება თავიდან.

თამაშის სხვა ვარიანტები:


1. მუსიკის დაწყებისთანავე მოსწავლეებმა უნდა დაიწყონ რიტმული
მოძრაობები, მუსიკის შეწყვეტის დროს გაჩერდნენ და შეინარჩუნონ
რამდენიმე წამი ის პოზა, რომელიც მუსიკის შეწყვეტის მომენტში ჰქონდათ.
შემდეგ მუსიკა ირთვება და ციკლი გრძელდება თავიდან. თითოეული
ციკლის ხანგრძლივობაა 2-3 წთ. სულ 3-4 ციკლი;

2. მოსწავლეები ქმნიან ორ წრეს დიდს და პატარას. ერთი მოსწავლე, რომელიც


დათვის ბელს განასახიერებს დგას პატარა წრის შიგნით, შუაში. მუსიკის
დაწყებისთანავე ბავშვები იწყებენ ცეკვა-ცეკვით მოძრაობას წრეზე, ისე რომ
დიდი და პატარა წრის ბავშვები მოძრაობდნენ საპირისპირო
მიმართულებით. დათვის ბელი ცეკვავს წრის შუაში თუ ცეკვის დროს
რომელიმე მოსწავლე დაეჯახება სხვას, გამოდის წრიდან და დგება ,,დათვის
ბელის’’ ადგილას, ,,დათვის ბელი’’ კი ინაცვლებს წრეში და თამაში იწყება
თავიდან. მასწავლებელს შეუძლია ცვალოს მუსიკა. თამაში გრძელდება 4-5
წთ;

3. კლასი იყოფა 2 თანაბარ ჯგუფად. თვითეული მათგანი აკეთებს წრეს,


ბავშვები დგებიან ერთმანეთის გვერდით, ხელებჩაკიდებულები, პირით წრის
შუა წერტილისკენ. წრეები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით.
თვითეული წრის შუაში დგას ,,დათვის ბელი’’, მასწავლებელი და ბავშვები
მღერიან:
დღეს დათუჩას დღეობაა
გამოვაცხვეთ ხაჭაპური
აი ასეთი მაღალი,
აი ასეთი დაბალი . . .

4. მოსწავლეები დგებიან წრეზე, წყვილებად (გოგო-ბიჭი), ერთმანეთის


პირისპირ. მასწავლებელი ითვლის 1,2,3,4.
1 თვლაზე ბავშვები თავისი ორივე ხელით შემოჰკრავენ ტაშს
2 თვლაზე ტაშს უკრავენ ერთმანეთს ორივე ხელის შეხებით
3 თვლაზე ტაშს უკრავენ ერთმანეთის თითო ხელით ჯვარედინად

93
4 თვლაზე ცვლიან ხელებს და ტაშს უკრავენ ისევ ერთმანეთის თითო
ხელით.
ციკლი გაიმეორეთ 4-5-ჯერ.

9. თამაში „სკუპ-სკუპი“
თამაშის მიზანია: წონასწორობის, საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური
უნარების განვითარების ხელშეწყობა.

შინაარსი: დედა კენგურუს დაბადების დღეა და სტუმრებიც წუთი-წუთზე


მოვლენ. ამ დროს კი პატარა კენგურუებს სათამაშოები მთელს დარბაზში
მოუფანტავთ. დედა სთხოვს - ბავშვებო, ჯერ სათამაშოები აალაგეთ, მერე კი
სუფრის გაშლაში დამეხმარეთო.

საჭირო ინვენტარი:
• ფერადი, პატარა ზომის პლასტმასის ბურთები ან კუბები (მაგ. მწვანე,
წითელი, ყვითელი, ლურჯი) ან ნებისმიერი სათამაშო არა აქვს
მნიშვნელობა ფერებს;
• 1 ცალი პლასტმასის დიდი კალათი;
• 20 ცალი პატარა პლასტიკის კალათი (ან ,,ვედროები’’).

თამაშის აღწერა (იხ. ნახ. 11):

• მოედნის ცენტრში იდება დიდი კალათი;

• ბავშვები მასწავლებლის ნიშანზე (შეძახილით ან სასტვენით) იწყებენ


დარბაზში გაფანტული ,,სათამაშოების”, ამ შემთხვევაში პლასტმასის მჩატე
ფერადი ბურთების, მოგროვებას. მოძრაობენ ნახტომებით “სკუპებით”,
ხელებით წინ მუცლის დონეზე უჭირავთ პატარა კალათები, კენგურუს
ჩანთასავით, სადაც ბურთებს აგროვებენ და მოედნის ცენტრში მდგარ
კალათში ყრიან (ნახატი 11).

94
ნახატი 11

თამაშის სხვა ვარიანტების აღწერილობა (იხ. ნახ. 12):


1. იგივე, რაც I დავალებაში, იმ განსხვავებით, რომ მოედნის ერთ ბოლოში
დევს სამი ფერის კალათი (წითელი, მწვანე და ლურჯი). ბავშვები ბურთებს
აგროვებენ ფერების მიხედვით, რომლებიც მოედნის მეორე ნახევარში არის
გაფანტული, სირბილით მიაქვთ და შესაბამისი ფერის კალათებში ყრიან (იხ.
ნახატი 12);

2. იგივე, რაც I დავალებაში, იმ განსხვავებით, რომ მოედნის ცენტრში დევს


ერთი დიდი კალათი, სხვადასხვა (წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი)
ფერის ბურთებით სავსე. მოედნის ოთხივე კუთხეში დევს ოთხი ფერის
კალათი (წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი). ბავშვები დიდი კალათიდან
იღებენ ბურთებს ფერების მიხედვით და შესაბამისი ფერის კალათებში
ყრიან.

ნახატი 12

თამაშის სხვადასხვა ვარიანტებისათვის საჭირო აღჭურვილობა:

• ფერადი, პატარა ზომის პლასტმასის სხვადასხვა ფერის ბურთი (მაგ. მწვანე,


წითელი, ყვითელი, ლურჯი), არა აქვს მნიშვნელობა ფერებს;

• 4 პლასტმასის სხვადასხვა ფერის დიდი კალათი;

• 20 ცალი პატარა პლასტიკის კალათი (ან ,,ვედროები’’).

10. თამაში „ბურთების დაჭერობანა“

თამაშის მიზანია: წვრილი და მსხვილი მოტორიკის, მხრების, წელის, მუცლის


კუნთებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების გახურება და მოქნილობის გაუმჯობესება
(იხ. ნახატი.13).

95
თამაშის აღწერა:

მოვაწყოთ ბავშვები წრეზე, სათანადო დისტანციაზე და მივცეთ ორი, სამი ან


ოთხი ბურთი დიაგონალებზე მდგომებს. დავუსახოთ ამოცანა, რომ ეს ბურთები
თამაშობენ დაჭერობანას. ბავშვმა უნდა გამოართვას ბურთი მარჯვენა მეზობელს
და გადააწოდოს მარცხენას. შეიქმნება ილუზია, რომ ეს ბურთები წრეზე
ერთმანეთს დასდევენ. რაღაც დროის შემდეგ შევცვალოთ მიმართულება (იხ. ნახ.
13);

ნახატი 13

თამაშის სხვა ვარიანტები (იხ. ნახ. 14):


1. ბავშვები მოვაწყოთ ასევე წრეზე, ოღონდ ერთმანეთის ზურგსუკან. ბურთი
ამ განლაგებით გადააწოდონ ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, ხან წინ, ხან
უკან (ნახ. 14);

96
ნახატი 14

2. ამავე განლაგებით და ამავე მოძრაობებით ოღონდ იატაკზე ჯდომით;

3. იმავე ვარჯიშის შესრულება შეიძლება წყვილებში, პირით ერთმანეთთან


ზიან ბურთს აწვდიან ერთმანეთს ხელებში მოძრაობას აკეთებენ (5-5 ჯერ).

97
II- კლასის
საგნის სწავლების
პრინციპები

98
თავი I - განვითარების თავისებურებები სასწავლო წლის
დასაწყისში
მეორე კლასელი უკეთესი კოგნიტური განვითარებით ხასიათდება და შესაბამისად,
უკეთესად შეუძლია გაგება და ლოგიკური აზროვნება, პირველ კლასელთან
შედარებით. თუმცა, ჯერ კიდევ აქვს პრობლემები აბსტრაქტულ წარმოსახვასთან
დაკავშირებით. უჭირს წარმოიდგინოს მოძრაობა ან თამაში მხოლოდ სიტყვიერი
ახსნით და მოსმენით. მას სიახლის აღქმა შეუძლია თვალნათლივი მაგალითით ან
მხოლოდ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.

მეორე კლასელი უკვე იწყებს დაინტერესებას იმით, თუ როგორ მუშაობს სხვადასხვა


საგანი, მათ შორის მისი სხეული. ყურადღების კონცენტრირების დრო გაზრდილია,
პირველ კლასელთან შედარებით, თუმცა, მაინც ხანმოკლეა და 20-25 წთ-ის
ფარგლებში მერყეობს.

მეორე კლასი არის პერიოდი, როდესაც მოსწავლე იწყებს პარტნიორთან შეთანხმებულ


მოქმედებას, მაგრამ მისგან კრიტიკის/შენიშვნის მიღება არ სიამოვნებს. მისი
ურთიერთობა პარტნიორთან დამოკიდებულია ემოციაზე. ეს ურთიერთობები
ეხმარება ბავშვს, რომ შეამჩნიოს და აღიქვას მათ შორის არსებული განსხვავებები.
ცალკეულ შემთხვევებში საკუთარ ემოციებზე კონტროლი, თუმცა ამას ხშირად ვერ
ახერხებს. შეუძლია ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა.

ფიზიკური და მოტორული განვითარების მხრივ მნიშვნელოვანია, რომ იზრდება


ბავშვის წონა, სიმაღლე, იცვლება სხეულის პროპორციები. ბავშვი ხასიათდება
მოქნილობის მაღალი ხარისხით. სტატიკური და დინამიკური ბალანსირების
უნარები, ასევე რიტმული მოძრაობის უნარი გაუმჯობესებულია. სხვა ფიზიკური
თვისებები კი განვითარებულია ასაკის შესაბამისი ინტენსივობით (იხ. ცხრილიN2
სახელმძღვანელოს ზოგად ნაწალში). მოტორული უნარები, რომლებიც მან პირველ
კლასში აითვისა, შეუძლია გამოიყენოს სხადასხვა აქტივობებში და მოძრავ თამაშებში,
თუმცა, ისინი ჯერ კიდევ სრულყოფას საჭიროებენ. მოსწავლე გამოხატავს ინტერესს
იმ ფიზიკური აქტივობების მიმართ, რომლებიც კარგად იცის.

99
თავი II - სტანდარტის მიმართულებები
1. მიმართულება - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

1.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები


ფ.ა.დაწყ. (I).1 - შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და
უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

ინდიკატორი
• იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, სისტემატურად იხეხავს კბილებს და
იბანს ხელებს ყველა აუცილებელი გარემოების დროს;
• ამ ასაკში ბავშვს უკვე ესმის, რომ სანამ ვარჯიშს დაიწყებს აუცილებელია
მოთელვითი ვაჯიშების გაკეთება. ასევე ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი
კვება, სითხეებისა და წყლის დალევა ჯანმრთელობისთვის;
• შეუძლია საგნების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება;
• საჭიროების შემთხვევაში ტელეფონით უკავშირდება მშობლებს და ახლობლებს,
საპატრულო პოლიციას, სახანძროს და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

1.2. სწავლების პრიციპები


მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით ილუსტრირებული ვიზუალური მასალის
(ნახატი, პლაკატი, პოსტერი), საუბრის, მსჯელობის, დისკუსიის ფორმის გამოყენება.
აღნიშნული თემების ინტეგრირება მოძრავი თამაშების სახალისო სიუეჟეტებში.
განსახილველი თემები:
 ჯანსაღი ცხოვერბის წესის მნიშვნელობა და ჰიგიენის წესები;
 სპორტული ტანსცმლის მნიშვნელობა;
 გაკვეთილზე სპორტული ფორმის სისტემატური გამოყენების მოთხოვნა;
 ინფორმაციის მიწოდება უსაფრთხოების წესების შესახებ.

1.3. შედეგი და შეფასება


შედეგი
• მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია შეარჩიოს სპორტული ფორმა,
სისტემატურად აცვია როგორც გაკვეთილზე, ისე რეკრეაციული აქტივობების
დროს. იცის რომ ფეხსაცმელი მაგარი მოჭიდებით არ სრიალებს და იცავს მას
დაცემისაგან;

• იცავს უსაფრთხოების ინდივიდუალურ წესებს. დამოუკიდებლად იხსნის


ნივთებს, რომლებიც რისკის შემცველია ვარჯიშის დროს;

100
• უსაფრთხოდ შეუძლია აღჭურვილობის გამოყენება;

• იცის, რომ წყალი და სასარგებლო სითხეები აუცილებელია ფიზიკური


აქტივობის დროს, როცა ორგანიზმი ოფლს გამოყოფს და კარგავს სითხეს,
წყალი იცავს მას გამოშრობისგან. იცის, რომ დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა
წყალი უნდა დალიოს.

შეფასება
ცოდნის შეფასება შემაჯამებელი დავალების სხავადასხვა ხერხის გამოყენებით
 გამოკითხვა, მოსწავლეების მიერ კითხვებზე ადეკვატური პასუხების შეფასება;

 სახალისო თემატური ვიქტორინა ფიზიკური აქტივობით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების


ელემენტარულ წესებთან დაკავშირებით:

 კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა;

 საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა.

გაკვეთილის მაგალითი

მოსწავლეებს აჩვენეთ ნახატი, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ნივთები, მათ


შორის ჰიგიენის საშუალებები. ნახატის დათვალიერების შემდეგ მიეცით ბავშვებს
სხვადასხვა დავალება:

1. სთხოვეთ ნახტზე წარმოდგენილი საგნებიდან გამოარჩიონ ჰიგიენის საშუალებები


და დაასახელონ (საპონი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი და სხვ.);

2. დაასახელონ რისთვის იყენებენ მათ მიერ შერჩეულ ჰიგიენის საშუალებებს. მაგ.,


საპონს, რამდენჯერ იბანენ ხელს და რა შეთხვევაში, რისთვის იყენებენ კბილის
ჯაგრისს, რამდენჯერ იხეხავენ კბილებს და ა.შ.

3. სთხოვეთ მოსწავლეებს შეასრულონ ცალკეული მოძრაობების იმიტირება,


მაგალითად - ხელების, პირის დაბანის კბილების გამოხეხვის, დიდი პირსახოცით
ტანის შემშრალების.

აქტივობები შეიძლება შესრულდეს რიტმულად მუსიკის ან ხმოვანი სიგნალის


თანხლებით. დავალებები სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ რამდენიმე
გაკვეთილზე.

101
2. მიმართულება - მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

2.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები


ფ.ა.დაწყ.(I).2.- შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში
მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

ინდიკატორები
საყრდენ-მამოძრავებელი უნარები
• დარბის, რბენის დროს ერთმანეთს უნაცვლებს სხვადასხვა მოძრაობას: გაქცევა
და გადახტომა, შეუძლია მიმართულების ცვლა, სხვადასხვა მიმართულებით
გადაადგილება მასწავლებლის ნიშანზე;
• ხტუნვით სიარული, ერთ ადგილზე ხტომა, წინხტომი, რბენა, სიარული, ცოცვა,
სტატიკური წონასწორობის დაცვა, განხტომი;
• ასრულებს ზეხტომს, ხტის ცალ ფეხზე და ხტომისას ცვლის ფეხებს. შეუძლია
რიტმული წახტომები 2-2- ჯერ, 2-3- ჯერ, 3-3- ჯერ;
• სახტუნელათი ხტომისას შეუძლია ზედიზედ უშეცდომოდ შეასრულოს 10
წახტომი;
• შეუძლია უფრო ხანგრძლივი პერიოდით დაიტვირთოს და უფრო დიდ
მანძილზე ირბინოს;
• შეუძლია ჯგუფური მოძრაობის აღქმა, მაგ.: ერთად ცეკვა, მცირე ჯგუფებში
თამაში;
• შეუძლია საყრდენ-მამოძრავებელი მოძრაობების შესრულება რიტმში, მუსიკის
თანხლებით შეუძლია ცეკვა როგორც წყვილებში, ისე მცირე ჯგუფებში.

მანიპულაციური უნარები
• ორი ხელით ბურთის ტყორცნა;
• ერთი ხელით ქვემოდან ტყორცნა;
• ერთი ხელით ზემოდან ტყორცნა;
• ორი ხელით დაჭერა;
• ფეხს ურტყამს გაჩერებულ ან გაგორებულ ბურთს;
• ცვლის ფეხს, აწოდებს ბურთს სხვა მოთამაშეს ან ტყორცნის სამიზნისაკენ მოკლე
ან საშუალო მანძილიდან;
• ფეხით ატარებს ბურთს მოკლე დისტანციაზე (რამდენიმე ნაბიჯი);
• შეუძლია ბურთის ერთი ხელით ტარება (კენწვლა) მოკლე მანძილზე (რამდენიმე
ნაბიჯი);
• უკვე შეუძლია სირბილის დროს ფეხი დაარტყას მოძრავ ბურთს;
• შეუძლია ნელა მოძრავი ბურთის გაჩერება ფეხით;
• შეუძლია, მეწყვილეს ბურთი მიაწოდოს ფეხით და ხელით დაიჭიროს;
• თამაშის დროს იყენებს, როგორც ხელს ისე ფეხს.

102
არა საყრდენ-მამოძრავებელი უნარები
• შეუძლია უძრავ მდგომარეობაში ბალანსირება ჭოკით ან მის გარეშე. მაგ.
ბალანსირება ხაზზე, სკამზე, სხვადასხვა საგნის ხელის გულზე ისე გაჩერება, რომ
არ დაუვარდეს. დაწოლილ მდგომარეობაში ფეხების აღმართვა და გაჩერება;
• დგომა ცალ ფეხზე, მეორე ფეხი უკან და განმკლავი. შეუძლია ცალი ფეხით
ხტომა;
• ოთხზე სიარული, დაწოლილ მდგომარეობაში, გამართული სხეულით
სხვადასხვა მახარეს გადატრიალება.

2.2. სწავლების პრინციპები


მეორე კლასში აუცილებელია როგორც სკოლამდელ ასაკში განვითარებული, ისე
პირველ კლასში ნასწავლი მოძრაობების დახვეწაზე მუშაობა და აქცენტის გაკეთება
უკვე ნასწავლი მოძრაობების პრაქტიკულ ნაწილზე. მეორე კლასში იწყება ახალი
ასაკის შესაბამისი ძირთადი მოძრაობითი უნარების სწავლება. მოძრაობითი
უნარების სწავლებისა და ფიზიკური თვისებების განვითარების ხელშეწყობისთვის
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშებს, გამოიყენება
მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, ცეკვის მარტივი ელემენტები, მოძრავი თამაშებსა და
ვარჯიშებში.

მოქნილობა - ზოგადგანმავითარებელი დინამიური ვარჯიშები, სხვადასხვა


მიმართულებით კისრის, წელის, მხრის, იდაყვის და მტევნის, მენჯის, მუხლისა და
ტერფის ბრუნვითი მოძრაობები სახსრებში. სტატიკური ვარჯიშები გაწელვებზე.

სისწრაფე - II კლასში სისწრაფის განვითარების ინტენსივობა მცირედ მატულობს,


თუმცა სისწრაფის ხარისხზე აქცენტის გაკეთება ჯერ კიდევ არ შეძლება.

სიმარჯვე - II კლასში ბავშვს არ შეუძლია ვარჯიშების მარჯვედ შესრულება,


შესაბამისად უნდა დაიგეგმოს მხოლოდ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სიმარჯვის
განვითარებისთვის საფუძველს ქმნის, მაგ. წონასწორობის დაცვა, წინაღობების
გადალახვა, მოძრაობის პირობების ცვლილება სისწრაფის გარეშე. არ შეიძლება
აქცენტის გაკეთება სიმარჯვის ხარისხზე და მოძრაობათა კომბინაციაზე.

ძალა - II კლასში კუნთის ძალა სუსტია. რეკომენდებულია, ვარჯიშები, რომლებიც


მიმართულია სხვადასხვა ჯგუფის კუნთის განვითარებისა და საკუთარი სხეულის
წონის დაძლევისკენ.

გამძლეობა ძალიან დაბალი ინტენსივობით გამოირჩევა. მიზანშეწონილა ისეთი


ფიზიკური აქტივობები, რომლებიც საფუძველს უყრის გამძლეობის განვითარებას:

103
ადგილზე სირბილი, ხტომები, სირბილი მისი ასაკისთვის დასაშვებ დისტანციაზე,
მისთვის მისაღები სიჩქარით.

კოორდინაციის უნარი განვითარების დაბალი ინტენსივობის არის და


რეკომენდებულია მხოლოდ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც საფუძველს უყრის
აღნიშნული უნარის თანდათან განვითარებას - ვარჯიშები წონასწორობაზე, ბურთის
ტყორცნა და დაჭერა და სხვ. არ კეთდება აქცენტი მოძრაობისა და კოორდინაციის
სიზუსტეზე.

12 ძირთადი მოტორული უნარი, რომლთა განვითარებაზეც უნდა იმუშაოთ II


კალსში:

ა) 4 ძირითადი უნარი: 1. ბალანსი 2. სპრინტი 3. ზეხტომი 4.დაჭერა- მოძრაობითი


უნარების განვითარება დაიწყო სკოლამდელ ასაკში, გრძელდე I-II კლასში.

ბ). 4 ძირითადი უნარი: 1. წინხტომი, 2. განხტომი, 3. ხტუნვით სიარული, 4.ბურთის


ტყორცნა - უნარების განვითარება დაიწყო პირველ კლასში, გრძელდება მეორეში.

გ). 4 ძირითადი მოტორული უნარი: 1. წინხტომი ფეხშლით, 2. ფეხის დარტყმა, 3. ორი


ხელით დარტყმა, 3. თავის არიდება - უნარების განვითარება და სწავლება იწყება II
კლასში.

გაკვეთილების დაგეგმვა დაიწყეთ იმ 8 ძირითადი მოტორული უნარის შეასაბამისი


ვარჯიშებით, რომლებიც სკოლამდელ ასაკში და I კლასში განვითარდა.

სწავლება დაგეგემეთ მოტორული უნარების სწავლების ეტაპების გათვალისწინებით


1. პირველი დაწყებითი ეტაპი, 2. გაღრმავებული სწავლების ეტაპი, განმტკიცებისა
და შემდგომი სრულყოფის ეტაპი.

აღნიშნული ძირითადი მოტორული უნარების გარდა, II კლასში მიმდინარეობს სხვა


უნარების განვითარებაც. შესაბამისად, მათი სწავლება უნდა გადანაწილდეს მთელი
წლის განმავლობაში დაგეგმილ გაკვეთილებზე, ქვემოთ წარმოდგენილი ვარჯიშებისა
და მოძრავი თამაშების კომბინაციით.

2.3. შედეგი და შეფასება


შედეგი - მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის
აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

შეფასება - შეიძლება განმავითარებელი შფასების სხვადასხვა რუბრიკის გამოყენებით,


ფიზიკური განვითარების შეფასების სტანდარტული ტესტით.

104
3. მიმართულება - აქტიური მონაწილეობა 2-კლასი

3.1. წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები


ფ.ა.დაწყ.(I).3, ფ.ა.დაწყ.(I).4., ფ.ა.დაწყ.(I).5. შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს
მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის
აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში, მოსწავლემ უნდა შეძლოს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში
მონაწილეობისთვის, ფიზიკური აქტივობის დაკავშირება სხეულის
მდგომარეობასთან.
ინდიკატორი
• სამი-ოთხი დღე კვირაში, დროის მზარდი პერიოდით, დაკავებულია აერობული
და ანაერობული აქტივობებით. ბავშვის ამტანობა და კუნთის გაძლიერება ხდება
შემდეგი ვარჯიშების შესრულებით: მუცლის პრესი, ხელებზე აძალვა, მხრების
გაწელვა;
• აქტიურად მონაწილეობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებში, ცეკვებში;
• აქტიურად იწყებს პარტნიორთან ურთიერთობას. პარტნიორები იწყებენ თავის
პატარა ჯგუფზე ერთობლივად ზრუნვას. ფიზიკური აქტივობის პროცესში
იწყებენ სხვებისთვის ანგარიშის გაწევას;
• თამაშისას ბავშვი იცავს მარტივ წესებს (საჭიროებისამებრ მოაქვს ან გამოყენების
შემდეგ ინახავს ინვენტარს, მზად არის ჩაერთოს თამაშში;
• ამჟღავნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროების
მქონე თანატოლებისადმი;
• ასრულებს მასწავლებლისგან მიღებულ შესაბამის დავალებებს, მითითებებსა და
ინსტრუქციებს.

3.2. სწავლების პრინციპები


 წახალისება, შექება, მოსწავლეებისთვის მათი ასაკის შესაფერისი საინტერესო
ფიზიკური აქტივობების შეთავაზება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,
რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა ფიზიკური აქტივობის
გაკვეთილებზე;
 სახალისო კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა;
 როგორც გაკვეთილზე, ისე კლასგარეშე აქტივობების დროს
მოსწავლეებისთვის აერობული, ანაერობული და მოქნილობის ასაკის
შესაბამისი ვარჯიშების და თამაშების შეთავაზება;
 მოსწავლეთა ინფორმირება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის
მნიშვნელობის შესახებ (მაგარი ძვლები, ძლიერი კუნთები, ლამაზი სხეული);
 მშობლების ინფორმირება მოსწავლის ჯანმრთელობაზე რეგულარული
ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენის შესახებ.

105
3.3. შედეგი და შეფასება

შედეგი
 ბავშვი სისტემატიურად ესწრება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს და
აქტიურად არის ჩართული გაკვეთილზე დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში;

 დღის განმავლობაში, ფიზიკურ აქტივობას უთმობს სულ მცირე 60 წუთს. მაგ.


ფეხით სიარული, კიბეზე ფეხით ასვლა, სირბილი, სხვადასხვა მოძრავი თამაში;

 აერობულ ვარჯიშებს ასრულებს როგორც გაკვეთილზე, ისე სკოლის გარეთ,


რომლებსაც უთმობს 3-5 დღეს კვირაში, დღეში 30 წთ. მაგ., მოძრავი თამაშები,
ხტომები სახტუნელათი, რბენა, გორგოლაჭებით სრიალი, ველოსიპედის
ტარება, თავსუფალი ცურვა;

 მოქნილობის გასავითარებელ ვარჯიშებს ასრულებს როგორც გაკვეთილზე, ისე


სკოლის გარეთ, რომლებსაც ჯამში უთმობს კვირაში 3-4 დღეს, დღეში 15-20 წთ.
თითო აქტივობა 5-10 წთ, ასრულებს 3-4-ჯერ. მაგ., სხვადასხვა გაწელვითი
ვარჯიშები;

 ანაერობული ვარჯიშებით, გაკვეთილზე და სკოლის გარეთ, დაკავებულია 3


დღე კვირაში, დღეში 5-10 წთ. მაგ., პრესი, ხელებზე აძალვა, ძელზე აზიდვა,
მაჯისა და მკლავის წრიული მოძრაობა;

 მოსწავლემ იცის, რომ ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა მისი


ჯანმრთელობისთვის. შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს ფიზიკური
აქტივობის მნიშვნელობა და სხეულის მდგომარეობა. მაგ., თუ ბავშვი
დაკავებულია ფიზიკური აქტივობით ის კარგად იზრდება, ვარჯიში ხელს
უწყობს მაგარი კუნთების და ძვლების ჩამოყალიბებას. ვინც ყოველდღე
ვარჯიშობს მას ლამაზი სხეული აქვს.

შეფასება
 შეფასება შეიძლება გაკვეთილზე მოსწავლეზე უშუალო დაკვირვებით

 ჩაატარეთ შეფასება ფიზიკური აქტივობის სტანდარტული ტესტის მარტივი


კითხვარის გამოყენებით (იხ. თავი-V, ქვეთავი 2.5. შეფასების რუბრიკა/კთხვარი
ცხრილი N7 )

შეფასების მონაცების შესაბამისად გაამახვილეთ ყუარდღება ნაკლებად აქტიურ


მოსწავლეებზე, მიეცით რჩევა მოსწავლეს და მშობელს როგორ გაიუმჯობესოს
აქტივობის მონაცემები.

106
თავი III - წლიური გეგმა
1. მეორე კლასის გაკვეთილების წლიური გეგმის ნიმუში
წლიური გეგემის შედგენის პრინციპი და ინტეგრირებული გაკვეთილი (იხ. ნიმუში I -კლასის საგნის
სწავლების პრინციპებში - თავი III).

II კლასის წლიური გეგმა

ზოგადი შენიშვნა: ყველა გაკვეთილის გეგმაში იგულისხმება მოსამზადებელ ნაწილში


ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშების ჩატარება, მიზნის შესაბამისი მოთელვითი, მძლეოსნობის,
ტანვარჯიშის ელემენტების გათვალისწინებით.

გაკვეთილის მიზანი/ ვარჯიშები/ მოძრავი თამაშები გაკვეთილი N

მიზანი - პირველ კლასში და წინა სასკოლო პერიოდში


ათვისებული მოტორული უნარების გამეორება, ტექნიკის
დაუფლება. (საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება,
მოქნილობა, წონასწორობა). უსაფრთხოების ინდივიდუალური
წესების გაცნობა.
ვარჯიშები: სხვადასხვა ფორმის სიარულის დროს მუსიკის
გამოყენება, რიტმული მოძრაობა. ვარჯიშები სწორი
ტანდეგობისთვის - გამართული ტორსი დგომის და ჯდომის
დროს, ზურგზე და მუცელზე წოლის დროს, ზურგის პრესი, გაკვეთილი N 1-8
მუცლის პრესი. ვარჯიშები ტანვარჯიშული ჯოხით, ცოცვა
ტანვარჯიშულ სკამზე და სხვ. ნახევარხიდის შესრულების
სხვადასხვა ვარჯიში ზურგზე წოლის პოზიციიდან, შვეული
წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით, ერთ ფეხზე, ორ ფეხზე ხტუნა
და სხვ.
თამაშები: კლასობანა, სახტუნელაზე ხტუნვა, სახალისო
ვარჯიშები ,,მე ვარ ვარსკვლავი’’ ,,არწივი’’, ,,კატა’’, ,,განიერი
როგორც კედელი’’, ,,ჟირაფივით მაღალი’’ და სხვ.
გაკვეთილი N 9-10
მიზანი - შეფასება - ფიზიკური თვისებების განვითარების ტესტი (შეგიძლიათ შეარჩიოთ, სხვა
(მონაცემების სააღრიცხვო ფორმაში დაფიქსირება) თქვენთვის მოსახერხებელი
პერიოდი)
მიზანი - წონასწორობის, სივრცეში ორიენტაციის, სისწარფის
განვითარება არასაშეჯიბრო გარემოში.
ვარჯიშები: ზოგადგანმავითარებელი, მძლეოსნობის,
ტანვარჯიშის მარტივი ელემენტები. ვარჯიშები: მოტორული გაკვეთილი N 9-14 - საწყის
უნარის -შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით- მოძრაობის ეტაპზე სასწავლო მასალა
ელემენტების გამეორება, დასწავლა. ვარჯიშები პერსონალური გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე,
და საერთო სივრცის აღქმისთვის- ჰულა-ჰუპის, იატაკზე შემდეგ გაიმეორეთ ვარჯიშები
დახაზული რგოლების, კვადრატების და სხვ. გამოყენებით სასწავლო წლის განმავლობაში
მოძრაობა.
მოძრავი თამაში ,,ცხოველების დაჭერობანა’’
სახალისო ვარჯიშები: ,,წერო’’, ,,კატა იზმორება’’ ,,სელაპი‘’.

107
მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის წვრილი
მოტორიკის, თვალის და ხელის კოორდინაციის განვითარების
ხელშეწყობა მოძრაობა - ბურთის დაჭერა, ცალი ხელით თავს გაკვეთილი N 15 - 20
ზემოდან ბურთის ტყორცნა საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები საგნებით და გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე,,
შემდეგ გააგრძელეთ მთელი წლის
უსაგნოთ. მანიპულაციური მოტორული უნარის - ორი ხელით
განმავლობაში, საშუალოდ 2+2
ბურთის დაჭერა და ცალი ხელით თავს ზემოდან ბურთის
გაკვეთილი, სულ ცოტა 10
ტყორცნა - ძირითადი ელემენტების სწავლება, ტექნიკის გაკვეთილი წლის განმავლობაში.
დახვეწა.
მოძრავი თამაშები - შეარჩიეთ სხავდასხვა თამაში ბურთით
მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის, ზედა
კიდურების კუნთის ძალის, თვალის და ხელის კოორდინაციის
გაკვეთილი N 21-25
განვითარების ხელშეწყობა.
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები საგნებით და გაანაწილეთ 5 გაკვეთილზე,
უსაგნოთ. მანიპულაციური მოტორული უნარის - ბურთის შემდეგ გააგრძელეთ მთელი წლის
კენწვლა ერთი ხელით ძირითადი ელემენტების სწავლება, განმავლობაში, საშუალოდ 2+3
იატაკიდან და კედლიდან არეკნით ბურთის დაჭერა, ერთი გაკვეთილი, სულ ცოტა 10
ხელით ბურთის ტარება. გაკვეთილი წლის განმავლობაში.
მოძრავი თამაშები - ,,ბურთაობა’’, ,,ფრენია ბურთი“.
მიზანი: სხეულის მართვის უნარის განვითარება და
დაზიანებათა პრევენცია
გაკვეთილი N 26-30
ვარჯიშები: ზედა კიდურების, ხელის მტევნის თითების საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები, საგნებით უსაგნოდ. ვარჯიშები წინიდან ნასროლი გაანაწილეთ 5 გაკვეთილზე,
ბურთის დარტყმის ძალის შემცირების სწორი ტექნიკის შემდეგ გააგრძელეთ მთელი წლის
ათვისებისთვის. განმავლობაში, საშუალოდ 2+3
მოძრავი თამაშები, რომელიც მოითხოვს წინიდან ნასროლი გაკვეთილი, სულ ცოტა 10
გაკვეთილი წლის განმავლობაში.
ბურთის დაჭერის ტექნიკის გამოყენებას მაგ. ,,ფრენია ბურთი’’ -
სხავდასხვა ვარიანტები.
გაკვეთილი N 31 -34
მიზანი: მოქნილობის, კუნთის ძალის განვითარება ანარეობული
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: მუცლის და ზურგის პრესის ვარჯიში, ღერძზე კიდი, გაანაწილეთ 4 გაკვეთილზე,
შვედური კედელზე ცოცვა შემდეგ წლის განმავლობაში,
მოძრავი თამაში ,,ლეკვი და კნუტები“. საშუალოდ 2+2 გაკვეთილი, სულ
ცოტა 8 გაკვეთილი წელიწადში.
მიზანი - საყრდენ- მამოძრავებელი უნარების განვითარება, გაკვეთილი N 35 -38
სპრინტი (სისწარფის განვითარება არასაშეჯიბრო გარემოში).
საწყის ეტაპზე სასწავლო მასალა
ვარჯიშები: რბენა 30 მეტრ მანძილზე ნახევარი წუთიდან 3 გაანაწილეთ 6 გაკვეთილზე,
წუთამდე. ვარჯიში მაქოსებრი რბენა. შემდეგ წლის განმავლობაში,
მოძრავი თამაში - ,,ბურთიყლაპია ბომბორა’’ და მისი სხვადასხვა საშუალოდ 2+2 გაკვეთილი, სულ
ვარიანტები ცოტა 10 გაკვეთილი წელიწადში.

მიზანი - საყრდენ - მამოძრავებელი უნარების მოქნილობის


განვითარება, ძირითადი მოტორული უნარის გამორბენით
გადახტომი, წინხტომი, განხტომის, ხტუნვით სიარული გაკვეთილი N 39-42
ტექნიკის ელემნტების დახვეწა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ვარჯიშები გაანაწილეთ 3
ელემნეტბის გაცნობა - სპორტული ფორმა გაკვეთილზე, შემდეგ გააგრძელეთ
ვარჯიშები: ხტომებზე, სახტუნაო ბურთზე ხტუნვა, მთელი წლის განმავლობაში,
მოძრაობების შესრულება მუსიკის თანხლებით
მოძრავი თამაშები -შესაბამისი მორაობებით ციკლური
სახალისო ვარჯიშები, წყვილებში ცეკვა მუსიკის თანხლებით,

108
სხვადსხვა მუსიკაზე რიტმული მოძრაობების შესრულება

მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების და რიტმის გრძნობის გაკვეთილი N 43-47


განვითარება. მოძრაობითი უნარის - წინხტომი ფეხშლით საწყის ეტაპზე სასწავლო
ძირითადი ელემენტების შესწავლა. ცეკვა. მასალა გაანაწილეთ 4
ვარჯიშები: წინხტომი ფეხშლით ძირითადი ელემენტების გაკვეთილზე, შემდეგ
დახვეწა. დაბრკოლებების გადალახვა, ცეკვა გააგრძელეთ მთელი წლის
ცეკვა მუსიკის თანხლებით, სხვადასხვა ხმოვან სიგნალზე განმავლობაში,
რიტმული მოძრაობები.
მიზანი: მანიპულაციური და საყრდენ მამოძრავებელი უნარების
გაკვეთილი N 48-50
განვითარება, კუნთის ძალის, ფეხის და თვალის კოორდინაციის
განვითარება, მოტორული უნარის - ფეხის დარტყმა ბურთზე ცალი ხელით თავს ზემოთ
განვითარების ხელშეწყობა. ბურთის ტყორცნის ვაჯიშებს
დაუთმეთ 3 გაკვეთილი,
ვარჯიშები: სხეულის ერთ და რამდენიმე ნაწილზე ბალანსირება,
შემდეგ გადაანაწილეთ წლის
ადგილზე ბრუნვა, ტრიალი და სხვ. ვარჯიშები ბურთზე ფეხის
ბოლომდე
დარტყმის საწყისი ელემენტების შესწავლისთვის.
თვისუფალი თამაში ბურთით.

მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების და რიტმის გრძნობის


განვითარება. მოძრაობითი უნარის - ხტუნვით სიარული - გაკვეთილი N 51-53
ძირითადი ელემენტების შესწავლა. ცეკვა. ქვემოდან ერთი ხელით
ვარჯიშები: რიტმული ვარჯიშები მუსიკის თანხლებით. ბურთის ტყორცნის ვაჯიშებს
დაუთმეთ 3 გაკვეთილი,
მოძრავი თამაშები: ,,ხელი ხელთან’’, ,,სკუპ-სკუპი’’, ,,დათუჩას
შემდეგ გადაანაწილეთ წლის
დაბადების დღე’’ (I კლასიდან)
ბოლომდე

მიზანი - მანიპულაციური უნარების, მოქნილობის წვრილი


მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა მოძრაობა, მოქნილობის
კუნთის ძალის, თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარის გაკვეთილი N 54-57
ხელშეწყობა. ორი ხელით ხელკეტის მხარ მოქნევით ბურთზე ქვემოდან ერთი ხელით
დარტყმა - ელემტების დასწავლა ბურთის ტყორცნის ვაჯიშებს
ვარჯიშები: ხელის მტევნის და თითების ვარჯიშები საგნებით და დაუთმეთ 3 გაკვეთილი,
უსაგნოთ. ვარჯიშები მანიპულაციური მოტორული უნარის - შემდეგ გადაანაწილეთ წლის
ორი ხელით ხელკეტის მხარ მოქნევით ბურთზე დარტყმა-
ძირითადი ელემენტების სწავლებაზე. თამაშები ბურთით
მიზანი - მოძრაობის კოორდიინაციის და მოძრაობის
მიმართულების სწარაფად ცვლის უნარების, სიმარჯვის
გაკვეთილი N 58-60
თვისების საფუძვლების განვითარების ხელშეწყობა .
ქვემოდან ერთი ხელით
ვარჯიშები: სხეულის მოხრა, ტრიალი, ბრუნები. ვარჯიშები
ბურთის ტყორცნის ვაჯიშებს
მოძრაობის მიმართულების ცვლაზე, ერთი ფეხის მუხლში
დაუთმეთ 3 გაკვეთილი,
მოხრით და მეორე, გვედით გაწეული ფეხის ტერფის ბიძგით
შემდეგ გადაანაწილეთ წლის
საყრდენ ზედაპირზე
მოძრავი თამაში ,, მსუნაგი დათუჩა’’
კომბინირებული
კომბინირებული თამაშები სასწავლო წლის განმავლობაში გაკვეთილები/
ნასწავლი მოძრაობითი უნარების გამოყენებით. ექსკურსიები/რეკრეაციული
აქტივობები

109
შეფასება - ფიზიკური თვისებების განვითარების ტესტი
2 გაკვეთილი სასწავლო წლის
(მონაცემების სააღრიცხვო ფორმაში დაფიქსირება, წლის
ბოლოს
დასწყისში მიღებულ მონეცემებთან შედარება).

* შეფასება - მოსწავლეზე უშუალო დაკვირვება მთელი სასწავლო


წლის განმავლობაში, მოსწავლის შეფასებისა და თვითშეფასების
რუბრიკების შევსება, ფიზიკური აქტივობის ტესტის კითხვარის
შევსება წელიწადში ორჯერ, მშობლის დახმარებით.
* ვარჯიშები მოქნილობაზე მთელი წლის განმავლობაში.
წარმოდგენილი ვარჯიშები აუმჯობესებს დადადებითად
აისახება ასაკის შესაბამისი ფიზიკური თვისბების
განვითარებაზე.

გაკვეთილის მიზნებს შეუსაბამეთ და მთელი წლის განმავლობაში გამოიყენეთ


ვარჯიშები და აქტივობები იმ თანმიმდევრობით, როგორც წარმოდგენილია
წინამდებარე ნაწილში თავი IV.

II კლასის გაკვეთილის გეგმის ნიმუში იხილეთ წიგნის ბოლოს წარმოდგენილ დანართში N2.

110
თავი IV - გაკვეთილების აქტივობების აღწერილობა და
თანმიმდევრობა

1. გაკვეთილები სკოლამდელ ასაკში და პირველ კლასში


ათვისებული უნარების განმტკიცებაზე

შესაბამისი ვარჯიშები და თამაშები დაგეგმეთ პირველი სემესტრის დასაწყისში.

ვარჯიშები: სიარული, რბენა, ხტომები, რიტმული მოძრაობები მუსიკის თანხლებით,


ტანვარჯიშის და მძლეოსნობის მარტივი ვარჯიშები. განსაკუთრებული ყურადღება
დაუთმეთ ტანადობის, მოქნილობის და წონასწორობის განმავითარებელ ვარჯიშებს,
რომლებიც ამავე დროს ამზადებენ ორგანიზმს ახალი მოტორული უნარების
წარმატებით ათავისებისთვის.

ტანადობა - მეორე კლასელები უკვე იწყებენ იმის გაგებას თუ რა მნიშვნელობა აქვს


მოძრაობის სწორად შესრულებას და ცდილობენ უკეთ დაეუფლონ მოძრაობის
ტექნიკას. ამდენად, სანამ ტანადობის ხელშემწყობ ვარჯიშებს დაგეგმავთ მიაწოდეთ
ბავშვებს ინფორმაცია მისი მნიშვნელობის შესახებ.

ვარჯიშები: თავიდან შესთავაზეთ ვარჯიშები, რომლებსაც პირველ კლასში


იყენებდით (იხ. I კლ. სახელმძღვანელო), შემდეგ მათი გართულებული ვარიანტები.

1. გამართული სიარული, ფიგურული სიარული მუსიკის თანხლებით, სიარული


ცერებზე, ტერფის გარეთა და შიდა კიდეზე.

2. ვარჯიშები ხერხემლის კუნთოვანი კორსეტის განვითარებისთვის, გამართული


ტორსი დგომის და ჯდომის დროს, ზურგზე და მუცელზე წოლის დროს, ზურგის
პრესი, მუცლის პრესი.

3. ვარჯიშები ტანვარჯიშული ჯოხით, ცოცვა ტანვარჯიშულ სკამზე, მუცელზე


დაწოლილ მდგომარეობაში.

111
4. ვარჯიში ტანდეგობისთვის - გამართული სხეულით კედელთან დგომი, რომელიც
პირველ კლასში უკვე გამოიყენეთ. ამჯერად გაართულეთ და ჩაატარეთ
შემდეგნაირად: 1. მოსწავლე კედელს უნდა შეეხოს 3 წერტილით: თავი, დუნდულა
კუნთი და ქუსლი. გაჩერდეს აღნიშნულ პოზიციაში 5-10 თვლაზე, 2. დაცილდეს
კედელს 2 ნაბიჯით და შეინარჩუნოს იგივე პოზიცია 5-10 თვლაზე. 3. მოდუნდეს და
გაიმეოროს ვარჯიში 4--ჯერ. (ნახ. 1)

5. ვარჯიშები: ხელის, ტერფისა და ტანის მომხრელი და


გამშლელი კუნთების განვითარებისთვის. ვარჯიშებს
შეგიძლიათ დაარქვათ სხვადასხვა სახელები მაგ. ,,მე ვარ
ვარსკვლავი’’, აჩვენოთ ბავშვებს მოძრაობა, N 1,2,3 ნახატზე
გამოსახული პოზიციებით.

6. ვარჯიში: ,,მე ვარ ვარსკვლავი’’ - 1. საწყისი მდგომარეობა


დგომი, ფეხები მხრების სიგანაზე, ხელები განმკლავში, 2.
მარცხენა ხელით ზემკლავი, მარჯვენა ხელით მიმკლავი, ტანი იხრება მარჯვენა
მხარეს. შემდეგ ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და იგივე მოძრაობა მეორდება
საპირისპირო მიმართულებით. 3. ხელები განმკლავში, ბრუნი მარჯვნივ და მარცხნივ.

6. ვარჯიშები სახტუნაო (სხეულის სავარჯიშო ბურთი) ბურთზე - 1. ჯდომი ბურთზე


გამართული ტორსით, მზერა წინ, ფეხები ერთად, ხელები მუხლებზე, ტერფები
ეყრდნობა იატაკს. თვლაზე 1,2 მუხლში მოხრილი ფეხების განზიდვა მხრების
სიგანეზე და თვლაზე 3 საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. თვლაზე 1 განმკლავი,
თვლაზე 2 ზემკლავი, თვლაზე 3 მიმკლავი. ვარჯიში მეორდება, სულ მცირე, 5-ჯერ.

112
ვარჯიში შეიძლება შესრულდეს სკამზეც, ჯდომში ფეხების განზიდვა მენჯ-ბარძაყის
სახსარში, ხელს უწყობს ასევე დახტომის დროს ფეხების სწორი მოძრაობის ჩვევის
ჩამოყალიბებას.

მოქნილობა - სხვადასხვა ვარჯიშები, მოქნილობაზე მთელი წლის განმავლობაში


აქტიურად უნდა გამოიყენოთ. მეორე კლასში შესთავაზეთ მოსწავლეებს პირველ
კლასთან შედარებით რთული მოძრაობები.

ხიდი შესანიშნავი მატონიზირებელი ვარჯიშია ზურგის კუნთების


ელასტიურობისათვის, ხელს უწყობს მათ გაწელვასა და გაძლიერებას, ტანდეგობის
დარღვევების გამოსწორებას, მოქნილობის განვითარებას და ხერხემლის მალების
გარშემო განლაგებულ ქსოვილებში სისხლის
მიმოქცევის გაუმჯობესებას. თავდაპირველად,
რეკომენდებულია ბავშვს ვასწავლოთ ნახევარხიდის
შესრულება. რისთვისაც მიზანშეწონილია
სახტუნაო ბურთის გამოყენება. ასეთი მიდგომა
ზოგავს კუნთებს დიდი დატვირთვისგან და
სახსრებს ზედმეტი დაჭიმვისგან.

ნახევარხიდი ბურთზე

ნახევარხიდი ზურგზე წოლის პოზიციიდან - საწყისი მდგომარეობა ზურგზე წოლი,


ხელები სხეულის გასწვრივ, ხელისგულებით ეხება იატაკს. თვლაზე 1-ფეხები
იხრება მუხლებში, თვლაზე 2-მენჯი იწევა ზემოთ, ზურგი გამართულ
მდგომარეობაში. ყრდნობა ხორციელდება ტერფებზე, ხელის გულებზე და ბეჭებზე.
ამ მდგომარეობაში ბავშვი უნდა გაჩერდეს, მხოლოდ 1-2 წმ.

ნახევარხიდი ბეჭბზე ნახევარხიდი მხრებზე

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვმა შეიძლება ტორსი აწიოს უფრო მაღლა და


ყრდნობა შეასრულის მხრებზე, ბეჭების ნაცვლად.

113
ხელფეხდაკრეფით ზურგზე წინ და უკან გადაგორება - საწყისი მდგომარეობა
საყრდენ ზედაპირზე მუხლებში მოხრილ ფეხებზე, ხელები შემოხვეული
მუხლსქვემოთ წვივებზე, ნიკაპი მიბჯენილია მუხლებზე (დაჯგუფება), თვლაზე 1, 2,
3, 4 მოძრაობა უკან ზუგზე გადაგორებით, შემდეგ წინ. ვარჯიში ხელს უწყობს
ზურგის კუნთების ელასტიურობას, გაწელვასა და გაძლიერებას, მოქნილობის
განვითარებას.

აღნიშნული ვარჯიში აგრეთვე მნიშვნელოვანია ისეთი მოძრაობის შესწავლისთვის,


როგორიც არის წინ და უკან კოტრიალი. რომელიც შემდეგ კლასებში დაიგეგმება.

წონასწორობის განვითარებისთვის II კლასში, შეგიძლიათ ყველა ვარჯიშის


გამოყენება, რომლებიც წარმოდგენილია I კლასის სახელმძღვანელოში, ასევე უნდა
გამოიყენოთ შედარებით გართულებული ვარჯიშები:

1. თითის წვერებზე სიარული სწორ ხაზზე და ტანვარჯიშულ სკამზე, ხელებით


სხვადასხვა პოზიციაში: განმკლავი, ზემკლავი, ხელები იდაყვებში მოხრილი მკერდის
წინ.

2. შვეული წონასწორობა ცალ ფეხზე ყოვნით, ერთ ფეხზე ხტუნვა, ასკინკილა,


კლასობანას თამაში,

114
გაკვეთილსებზე გამოიყენეთ სახალისო ვარჯიშები და თამაშები ცხოველების ისეთი
მოძრაობების გაბაძვით, რომლებიც ხელს უწყობენ ხერხემლის კორსეტის და
მოქნილობის განვითარებას. მაგ. ,,ფისოსავით სიარული’’, ,,არწივი’’ (იხ.სიჟეტურ
თამაშებში, რეკომენდებული სხვადასხვა ცხოველის მოძრაობის იმიტერება) ,,კარუსელი’’,

,,განიერი როგორც კედელი’’, ,,საფრთხობელა’’ ( იხ. თავი გაკვეთილის ორგანიზება -


მოთელვა სხვ.).

2. ფიზიკური თვისებების განვითარების შეფასების ტესტის


შესაბამისი ვარჯიშები

ფიზიკური თვისებების განვითარების ტესტის (იხ. წიგნის ზოგადი ნაწილი, თავი-III)


გაკვეთილები დაგეგმეთ ჩვეულ რეჟიმში. ტესტის შესაბამისი ვარჯიშები შესთავაზეთ
მოსწავლეებს გაკვეთილის ძირითად ნაწილში.

გაკვეთილის ბოლოს შესთავაზეთ მოსწავლეებს სახალისო აქტივობები ან მოძრავი


თამაშები ტესტების შესაბამისი ვარჯიშების ელემენტებით.

3. გაკვეთილები წონასწორობის, სივრცის აღქმის და სისწრაფის


განვითარებაზე

მოტორული უნარის, შვეული წონასწორობა ერთ ფეხზე ყოვნით, ხუთიდან 3


ელემენტი ბავშვმა პირველ კლასში ისწავლა (იხ. I-კლ. სახელმძღვანელო). შემდგომი
განვითარების მიზნით,II კლასში შესთავაზეთ ვარჯიშების გართულებული
ვარიანტები:

1. საწყისი მდგომარეობა ერთ ფეხეზე დგომი, დახუჭული თვალებით ხელები უკან


წელზე.

2. საწყისი მდგომარეობა ერთ ფეხზე დგომი და მარჯვენა ხელი მარცხენა მხარზე,


მარცხენა მარჯვენაზე. იგივე მოძრაობა გააკეთოს დახუჭული თვალებით.

3. საწყისი მდგომარეობა ერთ ფეხეზე დგომი, დახუჭული თვალებით განმკლავი,


წინმკლავი. არასაყრდენი ფეხის წინგაშლა, უკან გაწევა, გვერდზე გაწევა და ა.შ.

პერსონალური და საერთო სივრცის აღქმის უნარი II-კლასში გაუმჯებესებულია და


საჭიროებს ხელშეწყობას მთელი წლის განმავლობაში. თუმცა საწყის ეტაპზე,

115
წონასწორობის ვარჯიშების შემდეგ, აუცილებელია სულ მცირე სამ გაკვეთილზე
შესაბამისი ვარჯიშების შეთავაზება.

ვარჯიშებისთვის შექმენით შემოსაზღვრული სივრცე სხვადასხვა საშუალებებით:


1. ჰულა-ჰუპი, იატაკზე დახაზული რგოლები ან კვადრატები.

2. შექმენით სხვადასხვა ფორმის სასიარულო ბილიკი (ერთმანეთის პარალელურად


გავლებული ხაზები ან იატაკზე დაწყობილი თოკები სწორხაზოვნად, წრეზე,
ზიგზაგზე,

3. დაალაგეთ მონაცვლეობით კვადრატები, ჰულა-ჰუპები და ბილიკები.

ვარჯიშები: მიეცით დავალება მოსწავლეებს გადაადგილდნენ შემოსაზღვრულ


სივრცეებში სხვადასხვა ფორმის სიარულით, ხტუნვით (ერთი ფეხით ახტომი-
მეორეთი დახტომი, ორი ფეხით ახტომი-ორი ფეხით დახტომი და სხვ.), რბენით.

სისწრაფე - გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკში სისწრაფე ჯერ კიდევ დაბალი


მაჩვენებლებით გამოირჩევა, თუმცა რეკომენდებულია სთხოვოთ მოსწავლეებს
დავალება შეასრულონ ისეთი სისწრაფით, როგორც მათ შეუძლიათ, ერთმანეთთან
შეჯიბრის გარეშე.

გამოიყენეთ სახალისო ვარჯიშები და თამაშები წონასწორობის და სივრცის


აღქმისათვის, ცხოველების მოძრაობების გაბაძვითა და მუსიკის თანხლებით:

ვარჯიშები: - წერო - ცალ ფეხზე დგომის დროს ხელები სხვადასხვა მდგომარეობაშ;,


კატა იზმორება - მუხლებზე და გამართულ ხელებზე დგომით ზურგის გაზნექვა;
სელაპი - გამართული დგომი, ხელები დოინჯში; არწივი - ხელების ქნევა ზემოთ, წინ,
ტრიალი, ტაშისცემა და სხვ.

თამაშები: კლასობანა ,,ცხოველების დაჭერობანა’’, მრავალფეროვანი ვარიანტები


შესაძლებლობას იძლევა სემესტრის დასაწყისში დაგეგმილ გაკვეთილებზე

116
გაიმეოროთ საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განმავითარებელი მოძრაობები,
აქტივობები პერსონალური და საერთო სივრცის აღქმისთვის.

4. ვარჯიშები და თამაშები ბურთით


მეორე კლასში ბავშვი უკვე ფლობს ისეთ მანიპულაციურ
უნარ-ჩვევბს როგორიც არის ორი ხელით და ერთი ხელით
თავს ზემოთ ტყორცნა, ერთი ხელით ქვემოდან ტყორცნა, ორი
ხელით დაჭერა. თუმცა აღნიშნული უნარები ჯერ კიდევ არ
არის სრულყოფილი. ამდენად, აუცილებელია მათი ტექნიკის
დახვეწაზე მუშაობა და აქცენტის გაკეთება მოძრაობის ისეთ
ელემნტებზე, რომლებიც ბავშვმა I კლასში ვერ აითვისა.

ბურთის დაჭერა ორი ხელით - ვარჯიშის და თამაშის დროს ყურადღება გაამახვილეთ


მოძრაობის ტექნიკის შემდეგ ელემენტებზე: ფეხის მოხრა მუხლებში, თავისა და
ტორსის წინ წაწევა ხელები და თითები ერთად, ოდნავ მოხრილი პეშვისებურად (იხ.
I კლ.).

ცალი ხელით თავს ზემოდან ბურთის ტყორცნა - მეორე კლასში ყურადღება


გაამახვილეთ ისეთი ელემენტების დახვეწაზე, როგორიც არის მკლავის მოძრაობა,
რომლითაც ხორციელდება ტყორცნა, მოძრაობა რკალზე ქვემოთ და უკან;
თავისუფალი ხელის და თანამოსახელე ფეხის მიმართულებაზე მიზნისკენ; მენჯ-
ბარძაყისა და მხრების შებრუნება მიზნისკენ (იხ. I კლ.);

117
ბურთის კენწვლა ერთი ხელით - დაჭერისა და ტყორცნის ელემენტების შესწავლა,
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის, ეხმარება ბავშვს
ხელით კენწვლის განხორციელებაში.

თავიდან ასწავლეთ ბავშვს:

• იატაკიდან არეკნით ბურთის დაჭერა ორი ხელით (ნახ. 1);

• შემდეგ ერთი ხელით ბურთის ტარება სიარულის დროს (ნახ. 2).

• კედლიდან არეკნით ბურთის დაჭერა.

ვარჯიშის დროს აქცენტი გააკეთეთ ხელის მოძრაობის სწორ ტექნიკაზე და არა


სისწრაფეზე. მიმართეთ ვარჯიშის მრავალფეროვან ფორმებს, რომ ბავშვისთვის არ
იყოს მოსაბეზრებელი. მაგ., ბურთის ტარება დახაზულ მოედანზე, ხაზის გასწვრივ,
მუსიკის ან ხმოვანი სიგნალის თანხლებით.

გაითვალისწინეთ ბურთის ტარება ხელით სიარულის ან სირბილის დროს ბავშვისთვის


რთული მოძრაობაა, ის მთელი წლის განმავლობაში ხვეწავს ტექნიკას.

მნიშვლოვანია იცოდეთ, რომ მანიპულაციური უნარების განმავითარებელი


ვარჯიშების შერჩევის დროს აუცილებელია სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა
ზომის საგნების გამოყენება, რაც ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას;
ცხრილის სახით გთავაზობთ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა შემთხვევაშია
რეკომენდებული სხვადასხვა ზომის ბურთების გამოყენება:

118
რეკომენდაციები ბურთით ვარჯიშებისთვის

ტყორცნა

მჩატე, დიდი ან საშუალო ზომის ბურთი


მჩატე, პატარა ბურთი ან საგანი
ან საგანი

წინ ერთი ხელით ქვემოდან ტყორცნა


წინ ორი ხელით ქვემოდან ტყორცნა
წინ ერთი ხელით თავს ზემოდან
წინ ორი ხელით თავს ზემოდან
ტყორცნა
ტყორცნა
წინ ერთი ხელით ზემოდან ქვემოთ
წინ ორი ხელით გვერდიდან ტყორცნა
ტყორცნა

დაჭერა

მჩატე, დიდი ან საშუალო ზომის ბურთი პატარა ბურთი ან საგანი

ბურთის დაჭერა მკლავებით და ბურთის დაჭერა საგნების გამოყენებით,


მკერდით რომლებიც ზრდის დაჭერის არეალს:
ბადმინტონის ჩოგანი
წინიდან ნასროლი ბურთის დაჭერა ორი მაგიდის ჩოგბურთის ჩოგანი და სხვ.
ხელით
ბურთის დაჭერა ორი ხელით სხვადსხვა
იატაკიდან ასხლეტილი ბურთის დონეზე:
დაჭერა ორი ხელით წელის დონეზე
ორი ხელით წელს ქვემოთ
კედლიდან ასხლეტილი ბურთის
ორი ხელით მკერდის დონეზე
დაჭერა
ორი ხელით თავს ზემოთ

მანიპულაციური უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყენეთ მოძრავი


თამაშები ,,ბურთაობა’’, ,,ფრენია ბურთი’’.

119
5. გაკვეთილები სხეულის მართვის უნარის განვითარებასა და
დაზიანებათა პრევენციაზე
1. დარტყმის ძალის შემცირება -
მნიშვნელოვანი უნარია, რომლის
განვითარებაზეც II კლასში იწყება მუშაობა. ხელს უწყობს მანიპულაციური
უნარების სწორი ტექნიკის დაუფლებას და დაზიანებათა პრევენციას.
გაკვეთილები უნდა დაიგეგმოს წლის პირველ ნახევარში, წონასწორობის
ვარჯიშებისა და ბურთით მანიპულაციური მოძრაობების გაკვეთილების შემდეგ.
სწავლება მიმდინარეობს საკმაოდ მარტივად, მას შემდეგ რაც ბავშვი დაჭერის
მოძრაობის ელემენტებს აითვისებს.

დემონსტრირება, ახსნა, ვარჯიში - ბავშვს ასწავლეთ, როგორ უნდა მოახერხოს მისკენ


ნასროლი სხვადასხვა ობიექტის დარტყმის ძალის შემცირება საგნის დაჭერის
პროცესში. აუხსენით, რომ დარტყმის ძალა მცირდება იმ შემთხვევაში, თუ ის
ნაწილდება უფრო დიდ ფართობზე, ახსნის შემდეგ აუცილებლად გააკეთეთ
მოძრაობათა დემონსტრაცია:
• დაჭერის მომენტში ხელის მტევნები და თითები უნდა იყოს გაშლილი.
• ბურთის დაჭერა უმჯობესია ორივე ხელით და არა ერთი ხელით, ვინაიდან
დარტყმის ძალა ნაწილდება ორივე ხელზე, ნაცვლად ერთისა.
• დარტყმის ძალას ამცირებს ბურთის დაჭერა იდაყვებში მოხრილი ხელებით და
არა გამართული ხელებით.
• ნასროლი ბურთის გაჩერებისა და მისი ხელებზე დარტყმის ძალის
შემცირებისთვის, აუცილებელია ბურთზე გარკვეული ძალით ზემოქმედება, რაც
მეტია ბურთისკენ მიმართული ძალა, მით ნაკლებია ბურთიდან მიღებული
დარტყმის ძალა.
ვარჯიშის წარმართვა
• ახსნის დასრულების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს მორიგეობით შეასრულონ
სავარჯიშო (1-2 მცდელობა თითოეული მოსწავლისთვის);
• მოსწავლემ ბურთის დაჭერა უნდა განახორციელოს ისე, რომ გამოიყენოს
ნასროლი ბურთის დარტყმის ძალის შემცირების სწორი ტექნიკა.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს ვარჯიშის შესრულების პროცესში და
ცდილობს გააკეთოს პოზიტიური კომენტარები არაუმეტეს ორ მოძრაობაზე.
მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ბავშვი დარტყმის ძალის
შემცირების სწორ ტექნიკას დაეუფლება ერთ ან ორ გაკვეთილში. ამას ის მთელი წლის
განმავლობაში სწავლობს და ხვეწავს. გაიმეორეთ ვარჯიშები ხშირად სხვადასხვა
გაკვეთილებზე შესაბამის ვარჯიშებთან და თამაშებთან კომბინაციაში.

შეარჩიეთ მოძრავი თამაშები, რომლებიც მოითხოვს წინიდან ნასროლი ბურთის


დაჭერის ტექნიკის გამოყენებას მაგ. ,,ფრენია ბურთი’’ - სხავდასხვა ვარიანტები.

120
6. აერობული და ანაერობული ვარჯიშები
მეორე კლასში უნდა გაიზარდოს აერობულ და ანერობულ აქტივობებში მონაწილების
ხანგრძლივობა და ვარჯიშის სირთულე.

ანაერობული ვარჯიშებიდან რეკომენდებულია მუცლის პრესის, ზურგის პრესის,


ღერძზე კიდის ვარჯიშების შესრულება. აღნიშნულ ვარჯიშებს ბავშვი პირველ
კლასშიც ასრულებს, თუმცა მათი ტექნიკის დახვეწაზე მუშაობა და ხანგრძლივობის
გაზრდა მეორე კლასშიც მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნული ვარჯიშები ხელს
უწყობს მუცლის და ზურგის კუნთების განვითარებას, საფუძველს უყრის კუნთის
ძალის განვითარებას, რომელთა ინტენსივობაც მეორე კლასში ძალიან დაბალია.
ვარჯიშები უნდა შესრულდეს სიფრთხილით და ზედმეტი ზალისხმევის გარეშე.

მუცლის პრესის ვარჯიში – პირაღმა წოლის პოზიციიდან წამოჯდომა. ვარჯიშის


დაწყებამდე უნდა გააფრთხილოთ მოსწავლე, რომ არ არის საჭირო გადაჭარბებული
ძალისხმევა, ვარჯიში უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად. ვარჯიში სრულდება
ლეიბზე. ვარჯიშის შესრულების დროს ყურადღება გაამახვილეთ, რომ თავი ყველა
წამოჯდომის მერე დადოს ლეიბზე. წამოჯდომებს შორის არ არის პაუზა.

ზურგის პრესის ვარჯიში - სრულდება ლეიბზე პირქვე წოლის პოზიციიდან, ფეხის


წვერები გაჭიმულია, ხელები სხეულის პარალელურად, ხელის მტევნები თეძოებთან,
ხელისგულებით ზემოთ. გაზნექი ხორციელდება იატაკიდან. მოსწავლემ უნდა
შეასრულოს მოძრაობა ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად მაღლა უნდა აწიოს თავი,
კისერი, მხრები და შეინარჩუნოს ეს პოზიცია იმდენ ხანს რამდენიც შეუძლია,
ზედმეტი დაძაბვის გარეშე ზურგის კუნთების გამოყენებით. ვარჯიშის დაწყებამდე
უნდა გააფრთხილოთ მოსწავლე, რომ არ არის საჭირო გადაჭარბებული ძალისხმევა,
ვარჯიში უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად.

ღერძზე კიდი - მოსწავლეს უნდა ასწავლოთ ღერძზე კიდის სწორი მოძრაობის


შესრულება. როგორც გახსოვთ I კლასში საკმარისია ბავშვი მოეჭიდოს ღერძს თავს
ზემოთ აწეული ხელებით და გაიჭიმოს ისე, რომ ფეხები იატაკზე ედოს. მეორე
კლასში მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე უნდა დაეკიდოს ძელს და გაჩერდეს ამ
მდგომარეობაში 1-2 წმ – ის განმავლობაში.

აღჭურვილობა - შვედური კედელი ან ძელი, სპორტული ლეიბი (უასაფრთხოების


დაცვის მიზნით).

მოძრავი თამაში ,,ლეკვი და კნუტები“.

121
7. სპრინტი და ხტომები
II კლასში უნდა გაგრძელდეს იმ ძირითადი საყრდენ-მამოძრავებელი უნარების
ტექნიკის დახვეწაზე მუშაობა, რომლებიც დაიწყო წინა წლებში. ქვემოთ
წარმოდგენილი უანრისთვის განკუნთვნილი ვარჯიშები და თამაშები გაანაწილეთ 3-
3 გაკვეთილზე,

სპრინტი
შეუძლია გაზარდოს რბენის მანძილი და ხანგრძლივობა, თავისუფლად დარბის 30
მეტრ მანძილზე ნახევარი წუთიდან 3 წუთამდე. ეს პერიოდი საუკეთესოა დაიწყოთ
სისწარფის განვითარებაზე მუშაობა არასაშეჯიბრო გარემოში, რასაც მიაღწევთ
სხვადასხვა გაკვეთილებზე ისეთი ვარჯიშების და თამაშების შეთავაზებით, სადაც 30
მეტრამდე სირბილია საჭირო. უნდა ეცადოთ, რომ ბავშვმა ძალდატენების გარეშე
შეძლოს ამ მანძილის 3 წუთში დაფარვა.

თუ რომელიმე ბავშვის დროის მაჩვენებელი სხვებზე უკეთესია, არ შეადაროთ სხვა


ბავშვების მონაცემებს და არ მისცეთ დავალება შეეჯიბრონ სირბილში ერთმანეთს,
დროის გაუმჯობესების მიზნით.

II კლასში რბენის ტექნიკის დახვეწისას ყურადღება მიაქციეთ ფეხების მოძრაობას -


დაშვების მომენტში ფეხი უნდა დაეშვას საყრდენ ზედაპირზე ტერფის წინა ბალიშით.
ასევე ხელების მონაცვლეობით მოძრაობას - ხელის გაქნევი წინ და უკან, იდაყვის
სახსარში მოხრილი 90 გრადუსიანი კუთხით. რეკომენდებულია, ტექნიკის დახვეწაზე
მუშაობისთვის გამოიყენოთ ადგილზე სირბილი.

გაითვალისწინეთ აღნიშნულ მოძრაობას ბავშვი სრულყოფილად მხოლოდ მესამე


კლასის ბოლოს ასრულებს.

ხტომები
გამორბენით გადახტომი ბავშვს შეუძლია 30-40 სმ. სიმაღლის ბარიერზე. აღნიშნული
ვარჯიში გამოიყენეთ სხვადასხვა მოძრავ თამაშებში, წინააღმდეგობების
გადალახვაზე.

წინხტომი - აღნიშნული მოძრაობის საწყისი ელემენტები ბავშვმა პირველ კლასში


ისწავლა, თუმცა მის დახვეწაზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რამეთუ
ის ხელს უწყობს დინამკიური ბალანსის განვითარებას, გამოიყენება ცეკვებში,
მძლეოსნურ ვარჯიშებში. ყურადღება მიაქციეთ, რომ აღნიშნული მოძრაობა ბავშვმა
ზედიზედ ხშირად არ შეასრულოს, ვინაიდან დიდ ძალას მოითხოვს და ძალიან
დამღლელია.

122
განხტომის - მოძრაობების დახვეწისთვის გამოიყენეთ ცეკვის ელემნტები, მუსიკის
თანხლებით, რამდენიმე მოძრაობის შემდეგ ცვალეთ მიმართულება. ბავშვები
შეგიძლიათ აცეკვოთ როგორც დამოუკიდებლად, ისე წრეზე ხელჩაკიდებული.

ხტუნვით სიარული - მეორე კლასში შესთავაზეთ ბავშვს ხტუნვით სიარულის მეტი


მრავალფროვნება. ასწავლეთ ხტუნვით სიარული ხაზზე, ისე რომ უყუროს გზას.
ასწავლეთ ხტუნვით სიარულის დროს მიმართულების ცვლა.

მოძრავი თამაშები - სპრინტის, გამორბენით გადახტომის, წინხტომისა და ხტუნვით


სიარულის ელემენტების გამოყენებით წარმოდგენილია სხვადასხვა ვარიანტები მეორე
კლასის თამაშებში.

აღნიშნული მოძრაობების სახალისო გარემოში შესწავლისთვის, რეკომენდებულია


ციკლური ვარჯიშების გამოყენება, რომლებიც დაგეგმილია გაშლილ სივრცეში, წრეზე
განლაგებულ 3 ან 4 სადგურზე თითოეულ სადგურზე მისვლის შემდეგ ბავშვები
ცვლიან მოძრაობას რბენა, ხტუნვა, წინხტომი და ა.შ.

აღნიშნული ვარჯიშები უნდა მიმდინარეობდეს მთელი წლის განმავლობაში და


მიმართული იყოს აერობული ვარჯიშების შესრულების ხანგრძლივობის თანდათან
გაზრდაზე. ამისთვის უნდა გაზარდოთ:
• სადგურებს შორის მანძილი,
• სადგურების რაოდენობა,
• ცვალოთ მოძრაობები.

ვარჯიშების ჩატარება შეიძლება დამოუკიდებლად, ასევე შეიძლება მათი


ინტეგრირება მოძრავ თამაშებში.

 თამაშის ერთ ვარიანტში სადგურებს აწერია მხოლოდ მოძრაობის დასახელება


მაგ. რბენა, ხტუნვა, ხტუვით სიარული და ა.შ

 თამაშის მეორე ვარიანტში სადგურებზე არის სხვადასხვა ცხოველის სურათი


მაგ. დათვი, კატა, კურდღელი და ა.შ.

 თამაშის მესამე ვარიანტში არის ცხოველი, რობოტი, მანქანა და სხვ.

(იხილეთ შესაბამისი აქტივობების შემცველი ვიდეო რესურსი ინტერნეთ მისამართზე:


https://www.youtube.com/watch?v=DVqfx1WihwU)

123
8. გაკვეთილები ოთხი ძირითდი მოტურული უნარის
განვითარებაზე
8.1. წინხტომი ფეხშლით - სრულდება ცალი ფეხით არეკნითა და მეორეზე
დახტომით აღნიშნული მოძრაობის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მას
ბავშვი იყენებს ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებში: დაბრკოლებების
გადალახვა, მოძრავი თამაშები, ცეკვა და სხვ. სწორი ტექნიკის დაუფლება ამცირებს
დაზიანებების რისკებს.

ნახატი 1

მოძრაობის ელემენტები
1. მზერა მიმართულია წინ.
2. გამორბენი და საყრდენი ფეხით არეკნი.
3. ახტომისას ფეხები ჰაერშია გაშლილი.
4. მკლავები მიმართულია თანამოსახელე ფეხების საწინააღმდეგოდ ტორსი ოდნავ
წინ იხრება.
6. დაშვება - ტერფის წინა ბალიშზე და მუხლის მოხრა, რომ მოხდეს დაშვების
ამორტიზება.
მე-2 კლასის ბოლოს ბავშვებს შეუძლიათ შეასრულონ მოძრაობის 1-ლი, მე-2, და მე-5
ელემენტები, ხოლო დანარჩენი ელემენტების სრულყოფა გრძელდება მე-5 კლასის
ბოლომდე, სრულად ტექნიკის ათვისება კი - 11 წლის ასაკისთვის. ვინაიდან, ეს უფრო
რთული უნარია ვიდრე სხვა საყრდენ-მამოძრავებელი უნარები, რადგან მისი
სრულყოფილად შესრულება ძალის განვითარებაზეა დამოკიდებული.

8.2. ფეხის დარტყმა ბურთზე - ფეხის დარტყმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და


საბაზო მანიპულაციური უნარია, რომელსაც ბავშვები ხშირად იყენებენ. აღნიშნული
უნარის ტექნიკისა და მისი ელემნტების სწავლება მეორე კლასში რეკომენდებულია
იმდენად, რამდენადაც ის მარტივად ასათვისებელია, ხელს უწყობს არა მხოლოდ -
ფეხის, არამედ ყველა კუნთის ძალის განვითარებას, რომელიც მოძრაობაშია
ჩართული. ხელს უწყობს ფეხისა და თვალის კოორდინერებული მოქმედების

124
განვითარებას, რასაც თავის მხრივ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანებათა
პრევენციისთვის.

ნახატი 2

მოძრაობის ელემენტები
1. დარტყმისას მზერა მიმართულია ბურთისკენ;
2. დამრტყმელი ფეხის საპირისპირო ხელი მოძრაობს წინ და გვერდზე.
3. მეორე ფეხი თავსდება ბურთის გვერდით;
4. ფეხი, რომლითაც ხორციელდება დარტყმა მუხლის სახსარში 900- ით იხრება;
5. ბურთთან კონტაქტი ხორციელდება ტერფის წვერით ან ზურგით
6. დარტყმის დროს ფეხი იშლება და იწევა ზევით სამიზნე მიმართულებისკენ.

მე-2 კლასის ბოლოს ბავშვებს შეუძლიათ წარმატებით შეასრულონ მოძრაობის 1-ლი


და მე-3 ელემენტები, ხოლო დანარჩენი ელემენტების დახვეწაზე მუშაობა
მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე წელი.

8.3. ორი ხელით ხელკეტის მხარ მოქნევით ბურთზე დარტყმა აღნიშნული


მანიპულაციური უნარ-ჩვევის დაუფლება ანვითარებს ხელის და თვალის
კოორდინაციას, წვრილ მოტორიკას, ზედა კიდურების კუნთის ძალას, საფუძველს
უყრის სწორი მოძრაობების ჩამოყალიბებას ისეთი თამაშებისა და სპორტის
სახეობებისათვის, რომლებშიც გამოიყენება ორივე ხელის ერთდროული მოქნევა ან
დარტყმა, მაგალითად: ჩოგბურთი, ჰოკეი, ბეისბოლი, სადაც ტყორცნა, ან ნატყორცნი
ბურთის მოგერიება ხორციელდება ჩოგნით, ჰოკი-ჯოხით, ხელკეტით (ნახატი 3),
მსგავსი მოძრაობა სრულდება მძლეოსნობაში (უროს ტყორცნა), გოლფში,
ფრენბურთში და სხვ.

მოძრაობის ელემენტები
1. სამიზნე მიმართულებასთან გვერდულად დგომა;
2. დარტყმისას მზერა მიმართულია ბურთისკენ;
3. ხელკეტზე ხელები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩაჭიდება, წინ მდებარე ფეხის
შესატყვისი ხელი ჩაჭიდებული უნდა იყოს ქვემოთ;

125
4. წინა ფეხით ერთი ნაბიჯი სამიზნე მიმართულებისკენ;
5. მენჯ-ბარძაყი და მხრები ტრიალდება სამიზნე მიმართულებით;
6. ბურთთან კონტაქტი ხორციელდება წინ მდებარე ტერფზე დაყრდნობით და
მკლავების გაშლით;
7. ხელკეტის მოქნევა სხეულის გარშემო.

ნახატი 3

მე-2 კლასის ბოლოს ბავშვებს შეუძლიათ შეასრულონ მოძრაობის 1-ლი, მე-2 და მე-3
ელემენტები, ხოლო დანარჩენი ელემენტების სრულყოფა გრძელდება მე-5 კლასის
ბოლოს. აქ წარმოდგენილი ძირითადი მოძრაობითი უნარებიდან ორი ხელით
ხელკეტის მხარ მოქნევით ბურთზე დარტყმა ყველაზე რთულია. საწყის ეტაპზე
ყურადღება უნდა გამახვილდეს მოძრაობის მიმართულების დაუფლებაზე და არა
ტექნიკის სიზუსტეზე და სიჩქარეზე. ამ უნარის სწორად და წარმატებით
ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ ხელკეტი არ იყოს მეტისმეტად გრძელი ან
მძიმე. დარტყმის ობიექტი უნდა იყოს მჩატე და რბილი მაგ. ბუშტი, პენოპლასტის,
პლასტმასის ბურთი. აღჭურვილობის სწორად შერჩევა აუცილებელია დაზიანებათა
პრევენციისთვის.

8.4. თავის არიდება (აცილება) აღნიშნული მოძრაობა ავითარებს წონასწორობის,


მოძრაობის კოორდიინაციის და მოძრაობის მიმართულების სწარაფად ცვლის
უნარებს. საფუძველს უყრის სიმარჯვის განვითარებას.

ნახატი 4

126
მოძრაობის ელემენტები
1. მოძრაობის მიმართულების შეცვლა ერთი ფეხის მუხლში მოხრით და მეორე,
გვედით გაწეული ფეხის ტერფის ბიძგით საყრდენ ზედაპირზე(აწევით);

2. მიმართულების შეცვლა ხდება ერთი ფეხის დახმარებით;

3. სხეული იხრება მოძრაობის მიმართულების შეცვლის მხარეს;

4. მზერა მიმართულია წინ;

5. მოძრაობები მეორდება ორივე მხარეს ერთნაირად და თანაბრად.

მე-2 კლასის ბოლოს ბავშვებს შეუძლიათ შეასრულონ მოძრაობის მე-3 და მე-4


ელემენტები, ხოლო დანარჩენი ელემენტების სრულყოფილად შესრულება შეუძლიათ
მე-5 კლასის ბოლოს.

127
თავი V

მოძრავი თამაშები
I I - კლასისათვის

128
1. თამაში ,,მხიარული მატარებელი’’

თამაშის მიზანი: წონასწორობისა და სიმარჯვის განვითარება, კოორდინაციის უნარის


განვითარების ხელშეწყობა, საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება,
ჰიგიენის, უსაფრთხოების და ჯანსაღი კვების საკითხები.

თამაშის სიუჟეტი: ტყის სკოლაში არდადეგები დაიწყო და პატარა ცხოველები


მატარებლით დასასვენებლად მიდიან მასწავლებელთან ერთად. მოსწავლეებს
მშობლები აცილებენ და დარიგებებს აძლევენ.

დედა ციყვი პატარა ციყვს აფრთხილებს: „დილით აუცილებლად ისაუზმე, ჭამის წინ
კბილების გახეხვა და ხელების დაბანა არ დაგავიწყდეს’’;

დედა დათვი თავის ბელს სთხოვს: „ყოველდღე შეჭამე თაფლი და დალიე ერთი ჭიქა
რძე’’;

მამა კუ: „მზიან ამინდში თავზე აუცილებლად ქუდი დაიხურეთ’’;

კურდღელი: „თუ რაიმე გეტკინება აუცილებლად მასწავლებელს უთხარი’’;

დედა ღორი გოჭუნიას სთხოვს: „გუბეეებს და ტალახს მოერიდე, ეზოში თამაშის


შემდეგ აუცილებლად შხაპი მიიღე’’ და ა.შ. (მასწავლებელს შეუძლია მოიფიქრის
სხვადასხვა ვარიანტები).
სიუჟეტის მოყოლის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

რა უთხრა დედა ციყვმა პატარას? კიდევ როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა?
რატომ ურჩია დედამ დათუჩას ყოველდღე რძის დალევა?

რატომ უნდა დავიხუროთ მზეზე ქუდი? და ა.შ.

შემდეგ მასწავლებელი სთავაზობს ბავშვებს გააკეთონ მხიარული მატარებელი და


ისინიც დასასვენებლად წავიდნენ

• ბავშვები დგებიან 2 წრეზე, 2/3 - დიდი წრეა, 1/3 – პატარა.

• გარეთა წრეზე მდგომი ბავშვები ერთმანეთის ზურგს უკან მხრებზე (ან წელზე)
ადებენ ხელებს წინ მდგომს, შიდა წრეც იგივეს აკეთებს.

• ბავშვები მასწავლებლის ,,ხმოვან ნიშანზე” იწყებენ “ფეხშეწყობილად”


მოძრაობას ჯერ სიარულით 14 დათვლაზე, შემდეგ ნელი სირბილით 14
დათვლაზე, შემდეგ ,,სკუპებით”(ფეხები ერთად) - 7 დათვლაზე.

• მასწავლებლის ,,ხმოვან ნიშანზე” ბავშვები იგივე მოქმედებას აკეთებენ პირიქით


(ამ მოძრაობების ,,სინქრონში” გაკეთებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ რამე
მარტივი ლექსი, მუსიკა).

129
თემატური ინფორმაცია მასწავლებლისთვის

აღნიშნული გაკვეთილი მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ჯანსაღი კვების, პირადი


ჰიგიენის, უსაფრთხოების წესების შესახებ ნასწავლი ინფორმაციის გასამეორებლად.
ჰკითხოს მოსწავლეებს გაიხსენონ რა რჩევებს აძლევენ მშობლები პატარა ცხოველებს
და სთხოვოს გაიხსენონ რა მნიშვნელობა აქვს ხელების დაბანას, ჰაერზე სეირნობას,
ვარჯიშს და ა.შ. ყოველდღიურად რძისა და რძის პროდუქტის გამოყენებას – ვინც
ყოველდღე რძეს, ხაჭოს ან მაწონს მიირთმეევს მას ძლიერი ძვლები, მაგარი და
ლამაზი კბილები აქვს და სწრაფად იზრდება. თამაშის ერთ-ერთ ვერსიაში შეიძლება
რამდენიმე ბავშვს მშობლების როლი მიაკუთვნოთ, რომლებიც მატარებელში მსხდომ
ბავშვებს რჩევებს აძლევენ.

კარგი იქნება თუ აქვე მასწავლებელი დასვამს კითხვას – ვის ახსოვს კიდევ რა


ეხმარება ბავშვებს იმაში, რომ მაგარი კუნთები და ძვლები ჰქონდეთ? ბავშვები პასუხი
უნდა იყოს – ვარჯიში.

თუ გსურს იყო ჯანსაღი,

გმართებს გულმოდგინება,

სწორი კვება, ვარჯიში

კარგად გამოძინება!

130
2. თამაში „ცხოველების დაჭერობანა“

თამაშის მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება, წონასწორობისა და


სისწრაფის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადო და პერსონალური სივრცის აღქმა.
შინაარსი: ,,ცხოველების დაჭერობანა”. თამაში წააგავს ,,დაჭერობანას”, იმ
განსხვავებით, რომ სათამაშო მოედანზე არის ერთი, ან რამდენიმე “ჯადოსნური წრე”,
სადაც შესული მოთამაშე დაცულია, ანუ მოწინააღმდეგე ვერ ეხება.

ნახატი 1

გაკვეთილი თუ მიმდინარეობს ეზოში, ან ღია-მოედანზე სხვადასხვა დიამეტრის წრე


უნდა მოინიშნოს მიწაზე. თუ კი თამაში დარბაზში ტარდება ეს წრე შეიძლება იყოს
შემოხაზული, როგორც იატაკზე, ისე კედელზე, ან იატაკზე დალაგებული ჰულა-
ჰუპები, ფერადი თოკით გაკეთებული წრეები.
თამაშის აღწერა: მასწავლებელი ბავშვებს ყოფს ორ ჯგუფად ბაყაყებად და წეროებად.
სასტვენის ნიშანზე, ბაყაყები გარბიან, წეროები კი მისდევენ ,,ჩასანისკარტებლად”, ანუ
ხელის დასაკარებლად. ხელის დაკარების შემთხვევაში ბაყაყები უნდა გაშეშდნენ ცალ
ფეხზე, ან ჩაკუზულ მდგომარეობაში, იქამდე სანამ მასწავლებელი არ გასცემს ხმოვან
ნიშანს.
I. თამაშის, ანუ ძირითადი ვარიანტის აღწერა (იხ. ნახატი 1):
• მასწავლებელი ბავშვებიდან ირჩევს 3-4-5-6-ს (ბავშვების რაოდენობიდან
გამომდინარე), რომლებიც “წეროებს” განასახიერენ, დანარჩენები არიან “ბაყაყები”.
• ბაყაყები დგებიან მოედნის ცენტრში, წეროები 6-8 მეტრის დაცილებით სადაც
მოისურვებენ.
• მასწავლებლის ნიშანზე ბაყაყები გარბიან, წეროები მისდევენ ბაყაყებს
,,ჩასანისკარტებლად”, ანუ ხელის დასაკარებლად, დაკარების შემთხვევაში ბავშვი
უნდა გაშეშდეს.
• თამაში მიმდინარეობს მთელ მოედანზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ
მასწავლებელი თამაშს აწყებინებს თავიდან.

131
თამაშის სხვადასხვა ვარიანტების აღწერილობა:
1. მასწავლებელი თამაშის დაწყებამდე ასახელებს ცხოველს, რომელსაც ბავშვები
განასახიერენ, მაგალითად გამქცევები ,,თაგვები“ და მადევრები ,,კატები“.
დაწყებიდან რამდენიმე წამში, როდესაც უმეტესობა ,,ჯადოსნური-წრეში”
შეაღწევს და მადევრის აღარ ეშინია, მასწავლებელი ხმოვანი ნიშნით შეაჩერებს
თამაშს და ხმამაღლა დაასახელებს ცხოველს, რომლებადაც უნდა იქცნენ
,,თაგვები”, ვთქვათ ,,ძაღლებად“ იქეცითო, ამჯერად ,,ძაღლები“ მოსდევენ
,,კატებს“ დასაჭერად.
2. მასწავლებელი თამაშის დაწყებამდე ასახელებს ცხოველებს რომელსაც ბავშვები
განასახიერენ, მაგალითად: ცხვრები და მგლები, ბუზები და ჩიტები, ქათმები და
მელიები. ბავშვები მთელი თამაშის დროს ცვლიან როლებს, თან იძულებულები
არიან დაიმახსოვრონ ცხოველების დასახელებები.
3. ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად, ,,მელიებად” და ,,კურდღლებად”. მოედნის
ცენტრში, სადაც მასწავლებელი დგას არის შემოხაზული 2 მ. დიამეტრის
,,ჯადოსნური-წრე”.
,,ჯადოსნური-წრეებს” შორის, მთელს მოედანზე ერთმანეთისგან 2-2 მეტრის
რადიუსში დგას ე.წ. ,,ხეები”, ანუ ცილინდრები, რომლებსაც არც ერთი ბავშვი არ
უნდა შეეხოს, ან წააქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბავშვი ,,ჩაჭრილად”
ითვლება და დროებით ეთიშება თამაშს (2-3 წუთით).
თამაშის დაწყების წინ ,,მელიები” ცენტრში დგებიან, ,,კურდღლები” მოედნის
გარშემო კიდეზე. მასწავლებლის ნიშანზე იწყებენ მოძრაობას. თამაში გრძელდება
3-4 წუთი, შემდეგ სასტვენის ნიშანზე ყველანი ჩერდებიან მასწავლებელი ითვლის
,,დაჭერილ” და ,,გადარჩენილ” კურდღლებს. შემდეგ ბავშვები ცვლიან როლებს.

3. თამაში „ლეკვი და კნუტები“

თამაშის მიზანი: – საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება. მოქნილობის,


სიმარჯვის, კოორდინაციისა და ბალანსის უნარების ხელშეწყობა, სივრცეში
ორიენტირება და მიზანმიმართული გადაადგილება.

თამაშის სიუჟეტი - პატარა ფისოებმა ეზოში ჩრდილიანი ადგილი იპოვნეს მსხლის


ხის ქვეშ და თამაში დაიწყეს. უცებ ეზოში ყეფა-ყეფით ლეკვი შემოვარდა, ფისოები
რომ დაინახა მასაც მოუნდა თამაში და მათკენ გაიქცა. შეშინებული ფისოები კი ხეზე
შეხტნენ და მწიფე მსხლებთან ერთად ტოტზე ჩამოეკიდნენ. დაღონებული ლეკვი ხის
ქვეშ დაჯდა, კუდის ქიცინი დაიწყო და ფისოებს სთხოვა ხიდან ჩამომხტარიყვნენ,
რომ ერთად ეთამაშათ. ფისოები კი ჩამოხტნენ ხიდან მაგრამ გაიქცნენ და თავი ბებოს
კალთას შეაფარეს, რომელიც სახლის აივანზე სავარძელში იჯდა და ქსოვდა.

132
თამაშის წარმართვა - მასწავლებელი ბავშვებს ყოფს წყვილებად ,,ფისოებად” და
,,ლეკვებად’’ და ირჩევს 2,3,4 ან 6 ,,დამხმარეს“ (ასისტენტებს, ლეიბების რაოდენობის
მიხედვით), რომლებიც აფიქსირებენ ლეიბებს (აზღვევენ გადაადგილებისაგან)
იატაკზე. ლეიბები განთავსებულია შვედურ კიბესთან (კედელთან), ან ღერძის ქვეშ.
,,ფისოები“ დგებიან მოედნის შუაგულ წრეში მასწავლებელთან ერთად. ,,ლეკვები“
დგებიან მოედნის პირის ხაზთან. თამაშის დაწყების ხმოვან ნიშანზე:

• ,,ფისოები“ გარბიან შვედურ კიბესთან ან ღერძთან.

• ,,ლეკვი’’ უახლოვდება მათ და როცა ლეიბზე გადმოდის ფისოები ღერძზე უნდა


დაეკიდონ ორი ხელით მხოლოდ 1-2 წამის განმავლობაში

• სანამ ,,ფისო’’ ღერძზე კიდია ,,ლეკვი’’ ლეიბზე წვება და ეუბნება სწრაფად


ჩამოხტი ერთად ვითამაშოთო.

• „ფისო“ ხტება ქვემოთ და გარბის, „ლეკვი“ დგება და მისდევს. ფისომ უნდა


მოასწროს ლეკვს და მოედნის შუაგულ წრეში მასწავლებელთან თავი შეაფაროს.

• შემდეგ ბავშვები როლებს ცვლიან და თამაში გრძელდება მანამ სანამ ყველა


წყვილი არ შეასრულებს ღერძზე კიდს.

თემატური ინფორმაცია მასწავლებლისთვის მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რომ


ღერძზე კიდის ვარჯიში განკუთვნილია სხეულის ხელებისა და ზურგის კუნთების
განვითარებისთვის.

4. თამაში „მარჯვენა - მარცხენა“

მიზანი: გარდა ფიზიკური აქტივობისა, ამ თამაშით ბავშვები ისწავლიან


მარჯვენა-მარცხენას გარჩევას, ივარჯიშებენ სივრცეში ორიენტირებასა და ხმოვან
ნიშანზე რეაგირებაში.

თამაშის აღწერა (იხ. ნახ. 2):


• ჯგუფი გათვლით გაიყოფა ორად, ვთქვათ პირველ შემთხვევაში - ბაჭიებად
და დათუნიებად;
• დგანან მწკრივად, ერთმანეთის ზურგსუკან, პირით მასწავლებლისკენ,
რომელიც მწკრივის თავში დგას;
• მასწავლებლი დაიძახებს - ,,მარჯვნივ თაფლი, მარცხნივ სტაფილო!’’
• “დათვები” მარჯვნივ გარბიან ძუნძულით, “ბაჭიები” – მარცხნივ სკუპით.

133
ამ პრინციპზე შესაძლოა აიგოს არაერთი თამაში, რათა ბავშვებისათვის უფრო
სახალისო იყოს.

ნახატი 2

თამაშში ბავშვების სხვადასხვა მოქმედებების აღწერილობა:


1. ბაყაყები მარჯვნივ და წეროები მარცხნივ - ბაყაყები ხტუნვით გადაადგილდებიან,
წეროები - ხელები სახის წინ აქვთ წეროს ნისკარტივით გაშვერილი და მუხლის
ზევით აწვით მიაბიჯებენ;

2. არწივები მარჯვნივ და ფუტკრები მარცხნივ - არწივები განზე გაშლილი


მკლავების ქნევით გადაადგილდებიან. ფუტკრები - მოკლე ნაბიჯებით, იდაყვები
ფერდებზე აქვს მიკრული და ხელის მტევნებს სწრაფად იქნევს, ფრთებივით;

3. კვიცები მარჯვნივ, კვატები მარცხნივ - კვიცები გარბიან და იმეორებენ ცხენის


უკანა ფეხების მოძრაობას და ხელებით იმიტირებენ ცხენის წინა ფეხებს. კვატები
- მოძრაობენ ,,გოგმანით” (ფეხებს მუხლში მოუხრელად დგამენ ცოტა განივად) და
გაშლილ ხელებს ზემოთ-ქვემოთ იქნევენ;

4. კატები და წიწილები - კატები მოძრაობენ ერთ ხაზზე სიარულით ფეხის წვერებზე,


ხელებს გაშლილი თითებით ამოძრავებენ, ამსგავსებენ კატის წინა თათების
მოძრაობას. წიწილები გარბიან ფეხის წვერებზე დოინჯშემოყრილი, იდაყვებს წინ
და უკან ამოძრავებენ;

5. სელაპები და თაგვები - სელაპები მოძრაობენ ხელებით დოინჯში, განზე ფეხის


გადმით და მეორეს მიდგმით სრიალით, ცდილობენ ფეხი იატაკიდან არ აიღონ და
ასრიალონ; თაგვები ფეხის წვერებზე მოკლე-მოკლე ნაბიჯებით გარბიან, იდაყვში
მოხრილი ხელები მკერდზე აქვთ მიკრული, თითებგაშლილი მტევნებით წინ.

6. კურდღლები და ციყვები - კურდღლები მოძრაობენ ხტუნვა-ხტუნვით


შეტყუპებული ფეხებით, ხელები ყურებთან; ციყვები კურდღლების მსგავსად
მოძრაობენ, იმ განსხვავებით, რომ ხელები მკერდის წინ აქვთ იდაყვებში
მოხრილი.

134
5. თამაში „ბურთიყლაპია ბომბორა“

მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების, მანიპულაციური უნარების განვითარება


სხვადასხვა საგნებით მოძრაობა//მანიპულირება, თამაშის ფორმით ჯანსაღი კვების
ძირითად პრინციპებზე ინფორმაციის მიწოდება, ფერების გარჩევა.
შინაარსი: ბომბორა პატარა დევია. იგი ძალიან ღორმუცელაა და გამუდმებით
გაიძახის – ,,მშიაა! მშიაა!’’ მისი დედიკო დიდ გასაჭირშია. მთელი დღე ტყეში
დარბის და ბომბორასთვის სასუსნავს აგროვებს. ბომბორას ძალიან უყვარს ხილი
და ბოსტნეული: ვაშლი, ატამი, სტაფილო, გოგრა, საზამთრო. ბობომბორამ
კარგად იცის, რომ თუ ხილს და ბოსტნეულს ყოველდღე შეჭამს ის ღონიერი
გაიზრდება. (ე.წ. ,,ხილის და ბოსტნეულის” როლს, მოედანზე მიმოფანტული
სხვადასხვა ფერისა და ზომის ბურთები განასახიერენ).
საჭირო აღჭურვილობა:
• 30-40 ცალი ხსვადასხვა ზომის (მაგიდის ჩოგბურთის, ჩოგბურთის,
ხელბურთის, ფრენბურთის ან შესაბამისი ზომის) ბურთი და 20-30 ცალი
კეგლი ან კუბიკი;
• 4 ცალი პლასტმასის დიდი კალათი;
თამაშის აღწერა (იხ. ნახ. 3): - ბავშვებმა ბურთები და კეგლები უნდა მოაგროვონ
და სათამაშო მოედნის (დარბაზი/ეზო) ცენტრში მდგარ კალათაში ჩაყარონ,
რომელიც ბომბორას განასახიერებს. ამავე დროს მასწავლებელი კარნახობს
ბავშვებს, თუ რა მოძრაობით რა ფერის, ან რა ზომის ბურთები უნდა წაიღონ
ბომბორასთან. მაგ. ჯერ საზამთროები, ანუ დიდი ზომის ბურთები, შემდეგ
სტაფილოები, ანუ კეგლები ბაჭიებმა, ან პინგვინებმა და ასე შემდეგ.

ნახატი 3

თამაშის სხვადასხვა ვარიანტების აღწერილობა:

135
1. ბავშვები უნდა მოეწყონ ერთმანეთის ზურგსუკან, ფეხები გადგან განზე და
გააკეთონ გვირაბი, რომელშიც ბოლო ბავშვი ბურთს გააგორებს, ხოლო
თავში მდგომი ბურთს კალათაში ჩააგდებს;

2. შესაძლოა, რომ ბავშვებმა ბურთები ერთმანეთს გადააწოდონ მოძრაობებით,


რომელიც წელის მოთელვით ვარჯიშებშია აღწერილი. მაგალითად:
ერთმანეთთან ზურგშექცევითა და პირისპირ მდგომებმა მწკრივში
გადააწოდონ ბურთი ერთმანეთს.

6. თამაში „ბურთაობა“

თამაშის მიზანია: სასწავლო წლის განმავლობაში ერთი ხელით თავსზემოდან


ბურთის ტყორცნის მოძრაობითი უნარის დახვეწისათვის თამაშის ფორმით
სწავლების პროცესის წარმართვა. საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური
უნარების განვითარება.

ცალი ხელით თავს ზემოდან ბურთის ტყორცნის ვარჯიშისა და თამაშის მაგალითი (იხ.
ნახ. 4):

საჭირო აღჭურვილობა:
• 50-60 ცალი ბურთი (ჩოგბურთის ბურთი, ან შესაბამისი ზომის და წონის);
• 4 ცალი პლასტმასის დიდი კალათი;
• ფრენბურთის ბადე ან თოკი (სიმაღლე არაუმეტეს 100 სმ.)
თამაშის აღწერა: მასწავლებელი ბავშვებს ყოფს ორ გუნდად (გოგონები და ბიჭები
თანაბდარი რაოდენობა). პირველი გუნდი მოედნის შუა ხაზიდან, 4-5 მეტრის
დაშორებით განლაგდება, სადაც 2-კალათაში ყრია ჩოგბურთის ბურთის ზომისა და
წონის სხვადასხვა ფერის ბურთები.

ნახატი 4

მეორე ჯგუფის წევრები განლაგდებიან მოედნის მეორე ბოლოში, პირის ხაზს იქით.

136
მოედანზე შუაში გაბმულია ფრენბურთის ან ჩოგბურთის ბადე. მასწავლებლი იძლევა
ხმოვან ნიშანს და იწყებს ათვლას 1-2-3-4-5-6-7-8-9-10, 10 რიცხვზე იძლევა თამაშის
შეჩერების ნიშანს. პირველი ჯგუფის მოთამაშეები თვლის დასრულებამდე იღებენ
ბურთებს კალათებიდან და მონიშნული ხაზიდან ცალი ხელით თავს ზემოდან
ტყორცნიან მოედნის მეორე ბოლოსაკენ, ისე რომ ბადეს გადააცილონ.
თამაშის დასრულების შემდეგ მეორე გუნდი იწყებს ბურთების შეგროვებას და იგივეს
იმეორებს.

თამაშის სხვა ვარიანტების მოკლე აღწერილობა:


1. იგივე რაც I-დავალებაში, იმ განსხვავებით, რომ, ამჯერად, ბავშვები ტყორცნას
ასრულებენ მოძრაობაში, ტყორცნის დროს რამდენიმე ნაბიჯის გადაგმით.

2. მოქმედება: იგივე რაც პირველ ორ ვარიანტში, იმ განსხვავებით, რომ ბურთს


კალათიდან მსროლელს აწვდის თანაგუნდელი 2-3 მეტრის დაშორებიდან, ანუ
მტყორცნელმა ჯერ უნდა დაიჭიროს მოწოდებული ბურთი ორი ხელით და
შემდეგ უკვე ტყორცნოს მოედნისაკენ.

7. თამაში „აფრინდა, აფრინდა ....“

მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი უნარების განვითარება, თამაშის ფორმით ხმოვან


მითითებებზე ადეკვატური რეაგირება, ყურადღების კონცენტრირების უნარის
განვითარება.
შინაარსი: თამაში შედგენილია ამავე სახელწოდების ძველი ხალხური თამაშობის
მიხედვით. ბავშვები მოედანზე ჩაცუცქულები არიან მასწავლებლის გარშემო
წრეზე (იხ. ნახატი 5).

ნახატი 5

137
• მასწავლებელი ხმამაღლა იტყვის - ,,აფრინდა... აფრინდა... ჩიტი
აფრინდააა!’’
• ასეთ შემთხვევაში ჩაცუცქული ბავშვები უნდა ახტნენ.
• ხოლო თუ იტყვის - ,,აფრინდა... აფრინდა... ციყვი აფრინდააა!’’ - ბავშვები
ჩაცუცქულები რჩებიან.
• თუმცა, რამდენიმე ბავშვი აუცილებლად წამოხტება, რაც იწვევს საერთო
მხიარულებას.

თამაშში ბავშვების სხვადასხვა მოქმედებების აღწერილობა:


1. ბავშვები „კვიცებივით” მოძრაობენ წრეზე “ჩორთით” (ორი ფეხით ახტომი და
ორი ფეხით დახტომი);
2. მასწავლებელი იტყვის – ,,სირბილი!’’ შესაბამისად ბავშვები წრეზე დარბიან. როცა
მასწავლებელი იტყვის - ,,ტრიალი!’’ ჩერდებიან და აკეთებენ ადგილზე ტრიალს;
3. ბავშვები „წიწილებივით” მოძრაობენ წრეზე ფეხის წვერებზე, დოინჯშემოყრილნი
იდაყვებს წინ და უკან ამოძრავებენ. მასწავლებლის შეძახილზე - ,,ფრი-ფრი!’’ ბავშვები
ჩერდებიან და აკეთებენ ზეხტომს, შემდეგ კი ცუნცულს აგრძელებენ.
თამაშის ვარიანტები იცვლება მასწავლებლის შეხედულებისამებრ, იმის მიხედვით,
თუ რომელი მოძრაობის დახვეწას მიიჩნევს საჭიროდ.

8. თამაში „მსუნაგი დათუჩა“


მიზანი: საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარების განვითარება,
სივრცეში გადაადგილება, ყურადღების კონცენტრირების უნარის განვითარების
ხელშეწყობა.
შინაარსი: ფუტკრები ყვავილებიდან ,,ნექტარს” აგროვებენ და სკაში თაფლს
ამზადებენ. დათუნია ცდილობს თაფლი სკიდან მოიპოვოს.

მასწავლებელი უკითხავს ბავშვებს ლექსს:


მიძუნძულებს დათუჩა, საით გარბის ბაჯბაჯა, თურმე მსუნაგ დათუჩას
ტყემ დაიწყო ზანზარი, ვის შეუშინებია? თაფლი მოეგუნება,
პაწაწინა მხეცუნებს ფუტკრის მთელი ლაშქარი ჰოდა, ძვირი დაუჯდა
დასცემიათ თავზარი. რატომ დადევნებია? პირის ჩატკბარუნება.

საჭირო აღჭურვილობა:
• ფერადი, პატარა ზომის პლასტმასის ბურთები;
• 3 დიდი კალათი;
• სამი ფერის 5-5 ცალი პატარა პლასტიკის კალათი (ან ,,ვედროები’’).

138
თამაშის აღწერა (იხ. ნახ. 6): მასწავლებელი ბავშვებს ყოფს სამ თანაბარ ნაწილად:
ფუტკრები, დათვები და ყვავილები.

ნახატი 6

მოედნის კიდეებზე, ერთმანეთის საპირისპიროდ დგას ორი კალათი, ერთი არის


„სკა”, მეორე დათუნიების „ბუნაგი”. მოედნის ცენტრში დგანან „ყვავილები”
ხელში ბურთებით. „ფუტკრები” მიდიან მათთან იღებენ თითო ბურთს და
მიაქვთ „სკაში” (კალათაში). როგორც კი „სკაში” ბურთები მოგროვდება
„დათვებს” უფლება ეძლევათ დაიწყონ „თაფლის” მოპოვება. დათუნიები რიგ-
რიგობით მიდიან სკასთან იღებენ „თაფლს“ და მიაქვთ ბუნაგში.

9. თამაში „ფრენია ბურთი“

თამაშის მიზანი: ვარჯიშებისა და თამაშების ნაირსახეობების გამოყენებით ხელი


შეუწყოთ სასწავლო წლის განმავლობაში ორი ხელით ბურთის გადაწოდებისა და
დაჭერის (ორი ხელით ქვემოდან, გვერდიდან, მკერდის დონიდან და თავსზემოდან)
მოძრაობითი უნარის დახვეწას.

საჭირო არჭურვილობა: სხვადასხვა ზომის მჩატე ბურთები და ორი კალათი.

თამაშის აღწერა (იხ. ნახ. 7): 3-4 მეტრის დაშორებით გავლებულ პარალელურ
ხაზებთან პირით ერთმანეთისკენ დგებიან ბავშვები. ბურთით სავსე კალათი დგას
მწკრივის ერთ ბოლოში, ცარიელი მეორე ბოლოში. მწკრივის თავში მდგომი ბავშვი
იღებს იღებს კალათიდან ბურთს და ორი ხელით უგდებს (მასწავლებლის მიერ
განსაზღვრული მოძრაობით: ქვემოდან, გვერდიდან, მკერდის დონიდან, ან თავს
ზემოდან) მოპირდაპირე მხარეს მდგომ მოსწავლეს, რომელიც ორი ხელით იჭერს
ბურთს (შესაბამისად განსაზღვრული მოძრაობით) და უგდებს შემდეგ მოპირადირე
მხარეს მდგომ მოსწავლეს და ა.შ. ბურთი მიაღწევს მწკრივის ბოლოს მდგომთან,
რომელიც ბურთებს აწყობს ცარიელ კალათში.

შემდეგ ჯერზე ხმოვან ნიშანზე მეორე მხრიდან იწყება ბურთების გადაწოდება.

139
მასწავლებელის შეხედულებისამებრ იცვლება მანძილი მოსწავლეებს შორის, ბურთის
დაჭერისა და გადაცემის მოძრაობა, ადგილზე დგომით, ორ ნაბიჯში, ტრიალით,
იატაკიდან არეკნით, გაგორებით და ა.შ.

ნახატი 7

1. თამაშის ვარიანტში (ნახ. 8): მოედანზე შუაში გაბმულია თოკი 1 მეტრის


სიმაღლეზე. ბავშვები ბურთებით ხელში დგანან მოედნის პირით ხაზთან.
მასწავლებლის ნიშანზე გამორბიან და თოკისკენ ბურთს მაღლა აგდებენ ისე,
რომ ის თოკს ზემოდან გადაევლოს. თოკის მეორე მხარეს ორივე ხელით უნდა
დაიჭირონ და მოძრაობა გააგრძელონ მოედნის მეორე ბოლოსკენ, სადაც სხვა
ბავშვები ელოდებიან, რომლებიც იგივეს იმეორებენ.

ნახატი 8

2. თამაშის მეორე ვარიანტში: იგივე არჭურვილობით და იგივე ქმედებით, ოღონდ


ამ შემთხვევაში ბურთიან მოთამაშესთან ერთდროულად მოძრაობს მეორე
ბოლოდან უბურთო მოთამაშე, რომელიც იჭერს თოკზე გადმოგდებულ ბურთს
და მირბის მოედნის მეორე ბოლოსკენ და ა.შ.

140
10. თამაში „ბავშვები და კაჭკაჭი“

თამაშის მიზანი: ვარჯიშებისა და თამაშების ნაირსახეობების გამოყენებით ხელი


შეუწყოთ საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური უნარების განვითარებას. ორი
ხელით ბურთის აგდებისა და დაჭერის მოძრაობითი უნარის დახვეწას.

თამაშის შინაარსი: მასწავლებელი კითხულობს ლექსს:

კაჭკაჭი ბუდეს იშენებს, ზოგს სავარცხელი მოსტაცა, კაჭკაჭმა ბავშვებს მიუგო:


მიაქვს ნივთები ბრჭყვიალა, ზოგს თმის სამაგრი პეპელა, ნუ მსაყვედურობთ ამასო,
თანაც, რასაც კი იპოვნის, ბავშვებო დროზე დამალეთ მსურს ჩემს პატარა კაჭკაჭებს
მხოლოდ თავისი კი არა. ნივთი ჭრელი და ჭყეტელა. ბუდე რომ გავულამაზო.

კაჭკაჭს უყვარს ლამაზი ნივთების გატაცება საკუთარი ბუდის მოსართავად. ახლაც


იგი ცდილობს მოიტაცოს რაიმე ბრჭყვიალა ნივთი, ან პატარა ბურთი. მასწავლებლის
მიერ შერჩეული ერთ-ერთი ბავშვი „კაჭკაჭია’’. დანარჩენი ბავშვები წრეზე ან მწკრივში
მხარდამხარ დგებიან და ზურგსუკან ცდილობენ ერთმანეთს ისე გადააწოდონ ეს
ნივთი, რომ „კაჭკაჭმა’’ ვერ მიაგნოს. თუ „კაჭკაჭი’’ დაინახავს ნივთს, და ხელს
დაადებს, ვისაც ის აქვს, ნივთი მას დარჩება და თამაშს ახალი „კაჭკაჭი’’ განაგრძობს,
ანუ ის, ვისაც ნივთი უპოვნეს.

საჭირო აღჭურვილობა:

• 2-3 ცალი (ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე) ფერადი, პატარა ზომის


პლასტმასის სხვადსხვა ფერის ბურთი (მაგ. მწვანე, წითელი, ყვითელი).

I. თამაშის ძირითადი ვარიანტის აღწერა (იხ. ნახ. 9):

• მასწავლებელი ბავშვებს რამდენიმე ჯგუფად დაჰყოფს და წრედ მოაწყობს, ან


რამდენიმე მწკრივად.

• თითოეული წრის შუაში დგება „კაჭკაჭი’’ და სანამ მასწავლებელი ნიშანს არ


მისცემს თვალები დახუჭული აქვს.

• მასწავლებელი შემოუვლის წრეს გარშემო და ერთ-ერთ ბავშვს ხელში ჩაუდებს


დასამალ საგანს (ჩოგბურთის ზომის ბურთი) ისე, რომ „კაჭკაჭი’’ ვერ მიხვდეს, ვის
ხელში აღმოჩნდა ბურთი.

• მასწავლებლის ნიშანზე კაჭკაჭი ახელს თვალებს და იწყებს ბურთის ძებნას,


დარბის წრის ირგვლივ და ცდილობს ბავშვების სახეზე ამოიცნოს, ვის აქვს საგანი.

141
• ბავშვები კი ამ დროს ზურგს უკან გატანილი ხელებით ერთმანეთს გადასცემენ ამ
ნივთს.

• დანარჩენები კი კაჭკაჭის დასაბნევად თავს აჩვენებენ, ვითომ მათ აქვთ ნივთი და


ეს-ესაა გადასცეს მეზობელს.

• ხანდახან „კაჭკაჭი’’ წრის გარეთ გამოდის. მაშინ ბავშვები ხელებს წინ გაიტანენ და
ასე უმალავენ ნივთს.

• თამაში გრძელდება 2-3 წუთი, ან იქამდე სანამ კაჭკაჭი არ იპოვის ნივთს. შემდეგ
წრეში დგემა ის, ვისაც კაჭკაჭმა უპოვა დამალული ბურთი.

ნახატი 9

თამაშის სხვადასხვა ვარიანტების (დავალებების) აღწერილობა:


1. იგივე, რაც I-მოქმედებაში, იმ განსხვავებით, რომ ბავშვები სიარულით მოძრაობენ
„გვერდულად’’ ჯერ მარცხნივ 4-5 ნაბიჯით, შემდეგ მარჯვნივ 4-5 ნაბიჯით.

2. იგივე, რაც II-მოქმედებაში, იმ განსხვავებით, რომ ბავშვები ხტუნვა-ხტუნვით


მოძრაობენ „გვერდულად’’ ჯერ მარცხნივ 4-5 ნახტომით, შემდეგ მარჯვნივ 4-5
ნახტომით.

142
თავი VI

უსაფრთხოება და დაზიანების
პრევენცია

ფიზიკური ვარჯიშისა და თამაშის დროს მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების


წესების დაცვა დაზიანების რისკის შესამცირებლად. ბავშვებსა და მოზარდებში
ფიზიკური აქტივობისას განვითარებული დაზიანებების რისკი საკმაოდ მაღალია,
თუმცა შემთხვევათა 50%-ში შეიძლება მისი თავიდან აცილება თუ სათანადოდ იქნება
დაცული უსაფრთხოების წესები (ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯის
მონაცემები).

მასწავლებელი უნდა ფლობდეს და იცავდეს უსაფრთხოების შემდეგ აუცილებელ


პრინციპებს:

143
1. უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები
• უნდა იყოს დაცული სავარჯიშო დარბაზის და/ან მოედნის უსაფრთხოება:
სავარჯიშო არეალში არ უნდა იყოს ბარიერი, მახვილი კუთხეებით საგნები, ან
კონსტრუქციები, დენის სადენი, შუშის ფანჯრები ახლო მანძილზე;
• სავარჯიშო არეალში უნდა იყოს საკმარისი სივრცე ვარჯიშებისა და თამაშების
ორგანიზებისთვის;
• იატაკი არ უნდა სრიალებდეს და უნდა იყოს სუფთა;
• ყველა გაკვეთილის დაწყების წინ უნდა შემოწმდეს აღჭურვილობის
უსაფრთხოება;
• მოსწავლეს უნდა ეცვას სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
• შესაბამისი ვარჯიშების დროს აუცილებელია სპორტული ლეიბის გამოყენება;
• ერთ სავარჯიშო ლეიბზე ერთდროულად შეიძლება ივარჯიშოს მხოლოდ ორმა
ბავშვმა;
• ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია მოსათელი
ვარჯიშების შეთავაზება, ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ კი
განტვირთვის ვარჯიშების შეთავაზება, ვარჯიშის დროს სწორი სუნთქვა;
• მასწავლებელს უნდა შეეძლოს დატვირთვის ინტენსივობის შეფასება მარტივი
ტესტების გამოყენებით (საუბრის ტესტი, გულისცემის სიხშირის ტესტი),
იცოდეს რა მაჩენებელზე უნდა შეწყვიტოს ვარჯიში;
• მასწავლებელი უნდა ფლობდეს შესაბამისი ვარჯიშის დროს სწორი დაზღვევის
ტექნიკას, დაზიანების პრევენციის მიზნით, იცოდეს სხვადასხვა ტრავმის
პირველადი დახმარების ხერხი და გამოყენების ტექნიკა;
• მასწავლებელი უნდა ფლობდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივ
თავისებურებებს, რათა მხოლოდ ისეთი აქტივობები შესთავაზოს მას,
რომლებიც არ გამოიწვევს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ტრავმას.

მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება


კლასთან ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა
მიიღოს, ან ჰქონდეს ინფორმაცია ყველა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ. ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მაგ., გულის, სასუნთქი სისტემის,
ძვლებისა და სახსრების პათოლოგიის შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური
მიდგომა, შესაბამისი დატვირთვისა და ისეთი ფიზიკური აქტივობის შეთავაზება,
რომელიც ითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებსა და ბავშვის მდგომარეობას.

მწვავე დაავადების შემთხვევაში (როგორიცაა გაციება, ხველა, გრიპი, თავის ტკივილი


და სხვ.) არ არის რეკომენდებული ბავშვის ჩართვა ფიზიკურ აქტივობაში.

144
უსაფრთხო გარემო
ინდივიდუალური გარემო მოსწავლისთვის
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვს ესაჭიროება
ინდივიდიუალური სივრცე მოძრაობისთვის, რათა თავიდან იყოს აცილებული
ბავშვების ერთმანეთთან, ინვენტართან ან ნებისმიერ სხვა საგანთან შეჯახება და
მოსალოდნელი ტრავმა.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შენობაში


• სავარჯიშო დარბაზის/ოთახის იატაკის ზედაპირი უნდა იყოს სწორი,
სასურველია იყოს ხის, არ უნდა სრიალებდეს, საჭიროების შემთხვევაში
აუცილებელია რბილი საფარის გამოყენება;
• სპორტული თამაში არ უნდა მიმდინარეობდეს ფანჯრების, მინის კარების
სიახლოვეს;
• დენის წყარო უნდა იყოს დაცული, სპორტული აღჭურვილობა უნდა განლაგდეს
მისგან მოშორებით;
• სათამაშო გარემო თავისუფალი უნდა იყოს ბარიერისაგან (სკამები,
მახვილკუთხიანი საგნები, თამაშისთვის არასაჭირო სპორტული ინვენტარი,
სხვადასხვა ელექტრო სადენი, წყლის, გაზის მილები და ა.შ);
• ისეთი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროებს ფიქსაციას (მაგ. შვედური კედელი)
უნდა შემოწმდეს ვარჯიშის დაწყებამდე;
• ინვენტარი და აღჭურვილობა უნდა იყოს ასაკის შესაბამისი. მაგ: მცირე ასაკის
ბავშვებისთვის გამოიყენება შედარებით რბილი და მჩატე ბურთები.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ღია ცის ქვეშ


ღია ცის ქვეშ ვარჯიშისთვის შესაბამისი გარემოს შერჩევის დროს მიზანშეწონილია
წელიწადის დროის გათვალისწინება:

• გვიან გაზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში


დაუშვებელია მზის გულზე ვარჯიში. განსაკუთრებით დღის 11-დან 17
საათამდე, როდესაც ყველაზე მაღალია მზის ულტრაიისფერი და სითბური
გამოსხივება. მზეზე ვარჯიშის დროს მაღალია სითბური/მზის დაკვრის და
დეჰიდრატაციის (გამოშრობის) განვითარების რისკი;
• მზისგან დასაცავად ბავშვს უნდა ეხუროს ფარფლიანი ქუდი, რომელიც
დაუჩრდილავს სახეს, კისერს და ყურებს. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ
ტანსაცმელი იყოს ღია ფერის, თხელი ნატურალური ქსოვილის,
გრძელმკლავიანი დამწვრობისგან თავის დასაცავად. კანის ღია უბნები
მიზანშეწონილია დაფარული იყოს მზისგან დამცავი კრემით (მინიმალური 15 -
მზისგან დამცავი ფაქტორით- SPF 15);
• ზამთარში გარეთ ვარჯიშის დროს აუცილებელია თბილი სპორტული
ქურთუკის და ქუდის გამოყენება;

145
• სათამაშო მოედანი უნდა იყოს სწორი, თავისუფალი, დაცული სატრანსპორტო
საშუალებებისგან;
• სათამაშო მოედანზე არ უნდა გადიოდეს წყლის და გაზის მილები, ელექტრო
სადენები, არ უნდა ეწყოს სამშენებლო მასალა (გაჯი, ქვიშა, მინა, ქვები, აგური,
ბლოკი, ბასრპირიანი და წვეტიანი საგნები);
• ღია ცის ქვეშ მოედანი უნდა შეირჩეს ისე, რომ მოშორებული იყოს ხევს, რათა
თავიდან იქნას აცილებული ბავშვის სიმაღლიდან ვარდნის რისკი.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ვარჯიშის დროს სწორად შერჩეული ტანსაცმელი ამცირებს ბავშვის გაციების,
გადახურების და სხვა დაზიანებების რისკს:
• ბავშვს უნდა ეცვას თავისუფალი სპორტული ტანსაცმელი (სპორტული
შარვალი/შორტი და მაისური) რომელიც არ ზღუდავს მოძრაობას;
• ტანსაცმელი უნდა შეირჩეს გარემოსა და წელიწადის დროის შესაბამასად;
• არ არის მიზანშეწონილი ზედმეტად თბილად ჩაცმა, ვინაიდან ასეთ
შემთხვევაში გაძნელებულია ფიზიკური აქტივობის დროს წარმოქმნილი
სითბოს გაცემა და ადვილად შეიძლება განვითარდეს გადახურება;
• სპორტული ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი, ადვილად დრეკადი
ლანჩით და კარგი მოჭიდებით;
• არ არის მიზანშეწონილი სპორტული ფეხსაცმლის შიშველ ფეხზე ჩაცმა,
რეკომენდებულია წინდის გამოყენება;
• ცეკვის ან ტანვარჯიშის დროს სასურველია თხელი სპორტული ჩუსტის ან
მხოლოდ წინდის გამოყენება.

ინდივიდუალური უსაფრთხოების წესები


• ვარჯიშის დროს მოსწავლემ უნდა მოიხსნას ყველანაირი სამკაული (სამაჯური,
საათი, ყელსაბამი, საყურე და სხვ.);
• აუცილებელია თმის შეკვრა;
• თუ ბავშვი ხმარობს სათვალეს, უნდა მოიხსან, ან დაიფიქსიროს თავზე
სპეციალური რეზინის სამაგრით;
• ზოგიერთი ვარჯიში და სპორტული აქტივობა მოითხოვს ინდივიდუალური
დამცავი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა ჩაფხუტი (ველოსიპედით
სეირნობა), სამუხლეები (ცეკვა, ტანვარჯიში და სხვ.), სამკლავური და სხვ.
• დაუშვებელია ვარჯიშის დროს საღეჭი რეზინის ღეჭვა, კანფეტის ან სხვა
საკვების ჭამა, რაც ზრდის სასულეში მათი გადაცდენის (ასფიქსიის) რისკს.

146
2. უსაფრთხოების წესები ზოგიერთი დაავადების დროს

დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება)
ვარჯიშის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ოფლი, რაც ხელს უწყობს
ორგანიზმის გამოშრობას - დეჰიდრატაციას. ჭარბი სითხის დაკარგვა იწვევს ზოგად
სისუსტეს, კუნთის ძალის შემცირებას და კოორდინაციის უნარის დაქვეითებას.
დეჰიდრატაციის რისკის შესამცირებლად აუცილებელია სითხის დანაკარგის შევსება
ნახშირწყლების შემცველი სითხის (წვენი), მინერალური ან სასმელი წყლის
გამოყენებით. არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელის დალევა,
ვინაიდან კოფეინი აძლიერებს შარდვას, სითხის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას და
შესაბამისად, აძლიერებს გაუწყლოებას. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად
მიზანშეწონილია სითხის დალევა ვარჯიშამდე, უშუალოდ ვარჯიშის პროცესში და
ვარჯიშის შემდეგ.

• 10 წლამდე რეკომენდებულია ვარჯიშამდე 45 წთ-ით ადრე 150-200 მლ. სითხე,


ხოლო ფიზიკური ვარჯიშის პროცესში 20 წთ-ში ერთხელ 75-100 მლ.

ჭარბ წონიანი ბავშვი და ფიზიკური აქტივობა


ჩვეულებრივ, ჭარბი წონის მქონე მცირე ასაკის ბავშვი დიდი მონდომებით ცდილობს
ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში, თუმცა, ასეთ ბავშვებს სხვებთან შედრებით, ნაკლები
მიღწევები აქვთ, ადვილად იღლებიან, აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, მოძრაობის
შეზღუდვა, ჭარბი ოფლიანობა.

ხშირი და განმეორებითი იმედგაცრუება ხელს უწყობს ბავშვის დაბალი


თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ასეთი მოსწავლე წარუმატებლობის შიშის გამო
ცდილობს თავი აარიდოს ფიზიკურ აქტივობას.

ჭარბ წონას განსაკუთრებით განიცდიან გოგონები, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ


დასცინიან თანატოლები.

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთ ბავშვს განსაკუთრებით ფაქიზი


მიდგომა ესჭიროება. ისეთი აქტივობა შეურჩიოს, რომელიც მისთვის უფრო
მოსახერხებელია და წარმატებას ადვილად მიაღწევს - სწრაფი სიარული, ნელი
ტემპით სირბილი, მსაჯობა და ა.შ., წაახალისოს და ხშირად შეაქოს.

ჭარბი წონის ბავშვს საგანგებოდ უნდა შეურჩიოთ დასვენების რეჟიმი, რათა ბავშვმა
აღიდგინოს ძალები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ვარჯიშის სწორ
ტექნიკას, ტრავმის რისკის შესამცირებლად. ბავშვს უნდა მისცეს საშუალება თავად
აირჩიოს სპორტული ტანსაცმელი, რომ არ შერცხვეს და კომფორტულად იგრძნოს
თავი.

147
ასთმა და ფიზიკური აქტივობა

კლასში შესაძლოა იყოს ისეთი მოსწავლე, რომელსაც ბრონქული ასთმა აქვს.


პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ ასთმის გამწვავებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს
(ფიზიკური დატვირთვა, სხვადასხვა ალერგენი, ამინდის ცვლილება, ვირუსული
ინფექცია, ემოცია და სხვ.), შეტევის სახით ვლინდება და მისთვის დამახასიათებელია
შემდეგი ნიშნები - მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა და
სუნთქვის გაძნელება (უპირატესად ამოსუნთქვის). თუმცა, მნიშვნელოვანია იმის
ცოდნაც, რომ ბრონქული ასთმა არ წარმოადგენს ზომიერი ფიზიკური აქტივობის
წინააღმდეგჩვენებას. თუ ბრონქული ასთმა კარგად არის მართული, ფიზიკური
აქტივობა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ამცირებს როგორც ასთმის შეტევის
სიხშირეს, ისე სიმძიმეს.

რამდენიმე რეკომენდაცია ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ:


• ბავშვს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ინჰალატორი და
ვარჯიშამდე 5-10 წუთით ადრე უნდა გამოიყენოს;
• თანდათან უნდა გახურდეს, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში;
• დატვირთვა უნდა იყოს შედარებით ნაკლები ინტენსივობის;
• სიცივეში ვარჯიშის დროს, უნდა გაიკეთოს ნიღაბი ან შარფი ცხვირზე, რათა არ
ჩაისუნთქოს ცივი ჰაერი;
• მსუბუქი ვარჯიშის დროს უნდა ისუნთქოს მხოლოდ ცხვირით, ჰაერის
გათბობის მიზნით;
• ბავშვმა არ უნდა ივარჯიშოს თუ გაციებულია, ან ვირისული ინფექცია აქვს;
• მძიმე ასთმის მქონე ბავშვები უნდა მოარიდოთ ყვავილობის პერიოდში გარეთ
ვარჯიშს, მით უმეტეს თუ დადასტურებულია ალერგია მცენარის მტვერზე;
• ასთმური შეტევის დროს ბავშვმა უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, შეისუნთქოს
ინჰალატორი, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, სანამ არ გაუმჯობესდება მისი
მდგომარეობა.

ფიზიკური აქტივობა და შაქრიანი დიაბეტი


შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვი შესაძლებელია ჩაერთოს ფიზიკურ
ვარჯიშში, თუმცა მნიშვნელოვანია გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა.

ფიზიკური დატვირთვის დროს არსებობს ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის


მკვეთრი დაქვეითება) განვითარების რისკი. ჰიპოგლიკემიას ახასიათებს კანკალი,
ცივი ოფლი, გულისცემის აჩქარება, დაბუჟების შეგრძნება, სიფერმკრთალე, გონების
დაკარგვა, კრუნჩხვა. შაქრიანი დაიბეტის მქონე ბავშვს თან უნდა ჰქონდეს მარტივი
(შაქარის ნატეხი, კამფეტი, ტკბილი წვენი და სხვ.) და რთული (პური ან ტკბილი

148
ნამცხვარი) ნახშირწყლების შემცველი ტკბილი საკვები. ჰიპოგლიკემიის ნიშნების
აღმოცენებისთანავე მოსწავლე მშვიდად უნდა დაჯდეს, შეჭამოს ჯერ მარტივი,
შემდეგ რთული ნახშირწყლის შემცველი საკვები.

ჰეპატიტი, შიდსი
მასწავლებელს და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ
როგორ აიცილონ თავიდან ისეთი ინფექციური დაავადების გადადების რისკი,
როგორიცაა შიდსი, B და C ჰეპატიტი. მოცემული დაავდებების გადაცემა ერთი
ადამიანიდან მეორეზე ხდება სისხლით, სქესობრივი კონტაქტით და B ჰეპატიტის
შემთხვევაში ნერწყვით. დაავადება არ გადაეცემა ოფლით, ცრემლით, ხელის
ჩამორთმევითა და საყოფაცხოვრებო კონტაქტით. მოცემული დაავადებების თავიდან
ასაცილებლად საჭიროა შემდეგი ზომების დაცვა:

• ჭრილობის ან სისხლდენის შემთხვევაში დაუშვებელია ჭრილობის დამუშავება


შიშველი ხელით.

• სისხლით დაბინძურებული ტანსაცმელი, აღჭურვილობა უნდა შეიცვალოს ან,


გაoრეცხოს თბილი საპნიანი წყლით და დამუშავდეს სადეზინფექციო სითხით.
თუ ეს ვერ ხერხდება არ უნდა გამოიყენოთ.

• სათამაშო მოედანზე დაუშვებელია გადაფურთხება. რამეთუ ეს ხელს უწყობს


მიკრობების გავრცელებას. ბავშვებმა უნდა ისარგებლონ ინდივიდუალური
ჰიგიენური საშუალებებით - საპონი, პირსახოცი, ჯაგრისი. ყველა ბავშვს უნდა
ჰქონდეს სასმელი წყლის ინდივიდუალური ჭურჭელი.

3. პირველადი დახმარება დაზიანების დროს


მასწავლებელმა უნდა იცოდეს პირველადი დახმარება სუნთქვის და
გულსისხლძარღვთა ფუნქციის აღსადგენად, აგრეთვე პირველადი დახმარების გაწევა
ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული ტრავმის დროს მოტეხილობის, ჭრილობის,
სიხლდენის, სითბური დაკვრის დროს და სხვ.

სისხლდენის შეჩერება
სისხლდენა სისხლძარღვების დაზიანების დროს ვითარდება. პირველადი დახმარება
დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვის სახეობაზე და სისხლდენის
ხასიათზე – კაპილარულია, ვენური, თუ არტერიული.
კაპილარული სისხლდენა – ვითარდება მცირე ჭრილობის შემთხვევაში, მცირე
რაოდენობის სისხლი დუნედ მოედინება ჭრილობიდან. კაპილარული სისხლდენა
თავად შეჩერდება, თუმცა მიზანშეწონილია ჭრილობის გასუფთავება ანტისეპტიკური
ხსნარით ან წყლით ჩამობანვა და სუფთა ბინტით ზეწოლა და გადახვევა.

149
ვენური სისხლდენა – ვენური სისხლი მუქი შინდის
ფერისაა, შედარებით დიდი ნაკადით მოედინება
ვიდრე კაპილარული. სისხლდენის შესაჩერებლად
აუცილებელია სუფთა ნაჭრით ან ბინტით ზეწოლა
ჭრილობაზე, გადახვევა და დაზიანებული კიდურის
ზემოთ აწევა. აუცილებელია ბავშვის საავადმყოფოში
გადაყვანა ექიმის კონსულტაციისთვის.
არტერიული სისხლდენა – არტერიული სისხლი ალისფერია და ბიძგისებური
ნაკადით, შადრევანივით მოედინება ჭრილობიდან. არტერიული სისლხლდენის
დროს აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ლახტის დადება, რომ თავიდან
ავიცილოთ სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგი. ლახტი ედება ჭრილობის
ზემოთ ისე, რომ ზეწოლამ გადაკეტოს არტერია. ზედა კიდურის ჭრილობის
შემთხვევაში ლახტი ედება მხარზე, ქვედა კიდურზე კი ბარძაყზე. ლახტი სწორად
არის დადებული, თუ მის ქვემოთ არ შეიგრძნობა პულსი. ლახტის გაჩერება არ
შეიძლება 1-2 სთ-ზე მეტი (ზამთარში 0,5-1 სთ) ხნით. მეტი დროით გამოყენების
შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს განგრენა. შესაძლებელია ლახტის
პერიოდული მოშვება 30-60 წთ-ში ერთხელ. ლახტის დადების შემდეგ მას უნდა
მიემაგროს მინაწერი ლახტის დადების დროის ზუსტი მინიშნებით. დაზარალებული
სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სტაციონარში.

• არ არის მიზანშეწონილი შიშველი ხელით ჭრილობასთან შეხება და სულის


შებერვა ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით;

• ანტისეპტიკური ხსნარი არ გამოიყენება უშუალოდ ჭრილობაზე;

ცხვირიდან სისხლდენა – დაზარალებულს თავი უნდა დაუხაროთ წინ და ქვემოთ,


რათა არ მოხდეს სისხლის ყელში და საყლაპავში გადასვლა. ცხვირის ნესტოებზე
უნდა განხორციელდეს ზეწოლა და ცხვირის დახშობა 2 თითით 10-15 წთ-ის
განმავლობაში, დაზარალებულმა უნდა ისუნთქოს პირით. ცხვირის ძგიდეზე უნდა
დაადოთ ცივი საფენი ან ყინულის პაკეტი.

სითბური დაკვრა
სითბური დაკვრა ვითარდება ჰაერის მაღლი ტემპერატურის და ტენიანობის
პირობებში. დამახასიათებელია ცხელი მშრალი კანი, ოფლის გარეშე; მაღალი
ცხელება, თავის ძლიერი ტკივილი, აგზნება, კრუნჩხვის განვითარება, ცნობიერების
დაბინდვა.

სითბური დაკვრის პრევენცია


ინტესნიური ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა მაღალი ტემპერატურის და
ტენიანობის პირობებში, სითხის შესაბამისი რაოდენობით მიღება. ვარჯიშის დროს
უნდა გაკეთდეს შესვენებები სითხის დასალევად.

150
პირველადი დახმარება:
• დაზარალებულის შედარებით გრილ ადგილას გადაყვანა, სხეულის გაგრილება
ცივი საფენებით, ან წყლით. რეკომენდებულია ყინულის პაკეტები მაგისტრალურ
სისხლძარღვებზე და სითხის დიდი რაოდენობით მიწოდება.
• აუცილებელია სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ბავშვის
ტრანსპორტირება საავადმყოფოში.

მზის დაკვრა
ვითარდება მზეზე დიდი ხნით ყოფნის პირობებში, განსაკუთრებით თუ ბავშვს არ
ახურავს ქუდი და არ იღებს სითხეს. დამახასიათებელია: ცხელი მშრალი კანი, ოფლის
გარეშე; მაღალი ცხელება; თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, შესაძლებელია
კრუნჩხვის განვითარება.

პირველადი დახმარება:
• დაზარალებულის შედარებით გრილ ადგილას გადაყვანა; გაგრილება ცივი
წყლით, ყინულის პაკეტები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე;
• ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება დაზარალებულის სასწრაფოდ გადაყვანა
სტაციონარში.

ნაღრძობი, მოტეხილობა, ამოვარდნილობა


ნაღრძობი – ქსოვილის დახურული დაზიანებაა მისი სტრუქტურის ძლიერი
დაზიანების გარეშე. ჩვეულებრივ ვლინდება დაცემის ან ბლაგვი საგნის მოხვედრის
შემდეგ, დაზიანებულია კანი, კანქვეშა ქსოვილი და კუნთი. ვლინდება ტკივილი და
შეშუპება. კანის მთლიანობის დარაღვევისას საჭიროა მისი წყლით ჩამობანა და
სტერილური ნახვევის დადება. ტკივილის შესამცირებლად დაზიანებულ ადგილას
უნდა დაედოს ყინულის პაკეტი ან ცივ წყალში დასველებული საფენი. ამავე დროს,
მიზანშეწონილია დამწოლი ნახვევი და დაზიანებული კიდურის მოძრაობის
შეზღუდვა. აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

მოტეხილობა – ძვლების დაზიანებაა, რომელსაც მოსდევს მისი მთლიანობის


დარღვევა. ამ დროს ძვლის დაზიანებასთან ერთად ზიანდება მიმდებარე ქსოვილები:
კუნთები, სისხლძარღვები, ნერვები და სხვ. თუ ძვლის დაზიანებას კანის დაზიანება
და მისი მთლიანობის დარღვევა სდევს, მოტეხილობა ღიაა, ხოლო თუ კანის
მთლიანობა არ არის დარღვეული - დახურული. მოტეხილობის შემთხვევაში
პაციენტის სტაციონარში მიყვანამდე არ არის საჭირო კიდურის ფორმის აღდგენა

151
(გასწორება), მთავარია დაზარალებულის სწრაფად მიყვანა სამედიცინო
დაწესებულებაში. მანამდე აუცილებელია დაზარალებული კიდურის იმობილიზაცია
(უძრავად დაფიქსირება რაიმე მყარ საგანზე მაგ: მუყაო, ჯოხი, მეორე კიდური და
სხვ). ღია მოტეხილობის დროს აუცილებელია სტერილური ნახვევის დადება
სისხლდენის შეცერების მიზნით.

ამოვარდნილობა – ძვლის თავის ამოვარდნა სასახსრე ჩანთიდან, რასაც მოყვება


სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და ტკივილი. სამედიცინო
დაწესებულებაში მისვლამდე არ არის მიზანშეწონილი ამოვარდნილობის ჩასწორება.
აუცილებელია დაზიანებული სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, დაზიანებულ
მიდამოზე ყინულის ბუშტის დადება და საავადმყოფოში გადაყვანა.

რბილი ქსოვილის დაზიანება


მყესისა და კუნთის დაჭიმულობის ან დაჟეჟილობის დროს აუცილებელია
დაზიანებული უბნის უძრავ მდგომარეობაში გაჩერება. თუ კიდურია დაზიანებული
კიდური ზემოთ უნდა ასწიოთ. დაზანებულ ადგილზე რეკომენდებულია მჭიდრო
ნახვევის დადება და ცივი საფენი, ან ყინულის ბუშტის გამოყენება, შეშუპებისა და
სისხლჩაქცევების განვითარების რისკის შესამცირებლად.

გულის წასვლა
გულის წასვლა თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდების შემცირებით განპირობებული
გონების დაკარგვაა. გულის წასვლას უხშირესად იწვევს უჰაერობა, დაბალი წნევა,
სისხლძარღვთა გაფართოება სიცხის დროს, ხალხმრავალი ადგილები, სტრესი, დიდი
დროის განმავლობაში ფეხზე დგომა, შიმშილი და სხვა.
გულის წასვლამდე ვლინდება თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება, მხედველობის
დაბინდვა, მკვეთრი სიფერმკრთალე, კიდურების გაციება და ცივი ოფლი, რასაც
მოყვება გულის წასვლა.

პირველადი დახმარება
• დაზარალებული უნდა დააწვინონ და აუწიონ ქვედა კიდურები სხეულზე
ზემოთ ან თუ ბავშვი ზის, მან თავი უნდა მოხაროს და მოათავსოს მუხლებს
შორის.
• აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება (ფანჯრის გაღება)
• ყურის ბიბილოების დასრესა
• გაუმჯობესების შემდეგ თანდათანობით და არა ერთბაშად წამოდგომა

152
უცხო სხეული თვალში

პირველადი დახმარება

• თუ ბავშვს თვალში ჩაუვარდა უცხო სხეული, თვალი წყლით მობანეთ, თუ


კვლავ გრძელდება დისკომფორტი თვალში, აუცილებლია ექიმთან მიმართვა,
რომ გამოირიცხოს რქოვანას დაზიანება.

• თუ თვალში მოხვდა ქიმიური ნივთიერება, აუცილებელია თვალის მობანვა


გამდინარე წყლით მინიმუმ 15 წუთი და ექიმთან ვიზიტი დაუყოვნებლივ,
თვალის დამწვრობის გამოსარიცხად.

153
დანართი N1
გაკვეთილის გეგმის ნიმუში I კლასისითვის
გაკვეთილის
საფეხური/ კლასი დაწყებითი / I კლასი ხანგრძლივობა -
35 წთ

საყრდენ- მამოძრავებელი უნარების (სიარული,


რბენა), სტატიური ბალანსის (შვეული
მიზანი
წონასწორობის), სივრცეში ორიენტაციის
განვითარების ხელშეწყობა.

მოძრაობის ელემენტების დახვეეწა - სიარულისა


და სირბილის დროს, წინ, უკან მარჯვნივ და
მისაღწევი შედეგი
მარცხნივ, გაჩერება მონიშნულ ადგილზე.
მიმართულების ცვლა და ორიენტაცია სივრცეში;
შვეული წონასწორობის უნარის დახვეწა.

სკოლამდელ ასაკში ბავშვი დაუფლებულია


მოძრაობის შემდეგ ელემენტებს - სიარულით და
სირბილით მოძრაობის დროს მზერა და სხეული
წინარე ცოდნა
მიმართულია სამიზნისკენ; შეუძლია
თვალთახედვის არეში მონიშნული ადგილისკენ
მოძრაობა, მიმართულების ცვლა და ადგილზე
გაჩერება.

აქტივობა 1. მოსამზადებელი ნაწილი

1) სამწყობრო ვარჯიში, მასწავლებლის ძახილზე


ერთ რიგად, ან ნახევარწრედ მოწყობა, მისალმება,
გაკვეთილის ამოცანების გაცნობა - 3 წთ.
2) ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები - ადგილზე
სიარული, ნელი ტემპით სირბილი, სწორი
გაკვეთილის სუნთქვა -3 წთ.
ნაწილების 3) მოსათელი ვარჯიშები - 4 წთ:
თანმიმდევრობა ვარჯიში ,,კარუსელი’’ – სიარული წრეზე ხელების 10 წთ.
და დროში ბრუნვითი მოძრაობით.
განაწილება ვარჯიში ,,ბაჭია’’- ხელები ყურებთან, თითები
კურდღლის ყურებივით აცქვეტილი ,,სკუპით-
სკუპით’’ გადაადგილდება, ორი ფეხით ახტომი,
ორი ფეხით დახტომი;
ვარჯიში ,,ბურატინო’’ - სიარული მუხლისა და
იდაყვის სახსრის მოუხრელად (ფეხი უნდა აწიოს
900-მდე.)
ბრუნები მარჯვნივ, მარცხენივ.

154
აქტივობა 2. ძირითადი ნაწილი

1. ბალანსის განმავითარებელი ვარჯიშები - 7-8 წთ.

ა) სიარული იატაკზე, ცარცით დახატულ ხაზზე ან


ბილიკზე, ან წრეებზე, ზედა და ქვედა კიდურებისა
და ტანის მოძრობათა კომბინაციებით.

ბ) კომბინირებული ვარჯიშები სიარულის დროს


სხვადასხვა საგნების გამოყენებით - გასაბერი
ბურთები, ტანვარჯიშული ჯოხი, ჰულა-ჰუპი.

2. მოძრავი თამაში ,,წერო გუბეში’’ – 12-13 წთ

თამაშის სიუჟეტი: ტბა სადაც წეროები ბუდობდნენ


ზაფხულის გვალვის გამო დაშრა. დარჩა პატარ-
პატარა გუბეები - იმდენად პატარა, რომ წეროებს
ერთ გუბეში მხოლოდ ერთი ფეხი ეტევათ.
დღისით, მზეზე მშრალი მიწა ძალიან ცხელდება
გაკვეთილის
და წეროებს ფეხები ეწვით. ამიტომაც ისინი
ნაწილების
სწრაფად გადაადგილდებიან და მხოლოდ
თანმიმდევრობა
გუბეებში ცალ ფეხზე ჩამდგარი ისვენებენ. მეორე
და დროში
ჯგუფის წევრები განლაგდებიან მოედნის მეორე 20 წთ.
განაწილებ
ბოლოში, პირის ხაზს იქით.

თამაშის აღწერა: მასწავლებელი ყოფს კლასს ორ


ჯგუფად. ჯგუფებში გოგონების და ბიჭების
თანაბარი რაოდენობით. თითოეულ ჯგუფი დგება
მოედნის ერთ ბოლოში ხაზთან. მასწავლებლის
ნიშანზე თითო ბავშვი ორივე ჯგუფიდან იწყებს
მოძრაობას უახლოესი გუბისკენ, და ცალ ფეხზე,
მაგ.: მარჯვენაზე დგება

რგოლის შიგნით და ხელებს შლის განზე.


დანარჩენი ბავშვები ხმამაღლა ითვლიან ხუთამდე,
ამ რიცხვზე მოსწავლეები გადაადგილდებიან
შემდეგ გუბეში და იგივე მოქმედებას იმეორებენ
ამჯერად მარცხენა ფეხზე.

თამაში გრძელდება: იქამდე, სანამ ყველა ბავშვი


არ შეასრულებს დავალებას.

155
აქტივობა 3 - დასკვნითი ნაწილი

1. დამამშვიდებელი ვარჯიში - სიარული 5 წთ.


მოედნის გარშემო, ხელის მტევნების და
ფეხების დაბერტყვა, სუნთქვის ვარჯიში.
2. თამაშის გარჩევა, საშინაო დავალების მიცემა.

გაკვეთილის ხანგრძლიობა ჯამში


დრო 35 წთ.

აღჭურვილობა: დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის


დიამეტრის რგოლები, ჰულა-ჰუპები ან ცარცით
ინვენტარი შემოხაზული წრეები, რომლებიც მოედანზე
დალაგებულია ზიგზაგისებურად, ერთმანეთისგან
2,5-3 მეტრის მოშორებით და სიმბოლურად პატარა
,,გუბეების“ მოვალეობას ასრულებენ.

განმავითარებელი (მოსწავლის შეფასების და


შეფასება თვითშეფასების რუბრიკა)/მოსწავლეებთან
უკუკავშირი

156
დანართი N2
გაკვეთილის გეგმის ნიმუში II კლასისითვის
გაკვეთილის
საფეხური / კლასი დაწყებითი / II კლასი ხანგრძლივობა - 45
წთ

ერთი ხელით თავსზემოდან ბურთის ტყორცნის


მოძრაობითი უნარის დახვეწისათვის თამაშის
მიზანი
ფორმით სწავლების პროცესის წარმართვა.
საყრდენ-მამოძრავებელი და მანიპულაციური
უნარების განვითარება.

მოძრაობის ელემენტების დახვეეწა - მკლავის


მოძრაობა, რომლითაც ხორციელდება ტყორცნა,
მისაღწევი
მოძრაობა რკალზე ქვემოთ და უკან;
შედეგი თავისუფალი ხელის და თანამოსახელე ფეხის
მიმართულებაზე მიზნისკენ; მენჯ-ბარძაყისა და
მხრების შებრუნება მიზნისკენ

არნიშნულ მოძრაობაზე მუშაობა დაწყებულია


პირველ კლასში, ბავშვი დაუფლებულია
მოძრაობის შემდეგ ელემენტებს - ტყორცნის დროს
წინარე ცოდნა
მზერა მიმართულია სამიზნისკენ; ხელი,
რომლითაც ხორციელდება ტყორცნა, მოძრაობს
პიდაპირ, ქვევით და ჯვარედინად, სხეულთან
მიმართებაში.

აქტივობა 1. მოსამზადებელი ნაწილი

1) სამწყობრო ვარჯიში, მასწავლებლის ნიშანზე


ერთ რიგად, მისალმება, გაკვეთილის ამოცანების
გაცნობა - 3 წთ.

2) ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები - ადგილზე


გაკვეთილის
სიარული, ნელი ტემპით სირბილი, სწორი
ნაწილების
სუნთქვა -3 წთ.
თანმიმდევრობა 10 წთ.
და დროში 3) მოსათელი ვარჯიშები - 4 წთ:
განაწილება • მკლავების მოძრაობა - გააკეთე მკლავების ნელი
მოძრაობა წინ,უკან, გვერდით ზემოთ.
• ვარჯიში ,,კარუსელი’’ – სიარული წრეზე
ხელების ბრუნვითი მოძრაობით.
• ალაჯუნა - ალაჯუნა არის ადამიანი, რომელიც
დიდი ნაბიჯებით დადის. ბავშვები წრეზე
გადაადგილდებიან დიდი ნაბიჯებით მოხრილი

157
მუხლით, იმგვარად, რომ მენჯ-ბარძაყის
სახსარის კუთხე ფეხის აწევის დროს არ უნდა
აღემატებოდეს 900.
• ბრუნები მარჯვნივ, მარცხენივ.

აქტივობა 2. მოსამზადებელი ნაწილი - თამაშის


დამახასიათებელი მოძრაობების ვარჯიშები
(ინდივიდუალური):

• მაქოსებრი სირბილი, ბურთების აღებითა და 10 წთ.


კალათებში ჩაწყობით.
• კედელზე ცარცით მოხაზულ (დ.100 სმ. ან
დაკიდებულ ჰულა-ჰუპი) წრეში ბურთის
ტყორცნა 4-5 მეტრის მოშორებით მონიშნული
მანძილიდან.

აქტივობა 3. ძირითადი ნაწილი - 25 წთ

მოძრავი თამაში ,,ბურთაობა’’

თამაშის აღწერა: მასწავლებელი ბავშვებს ყოფს ორ


გაკვეთილის გუნდად (გოგონები და ბიჭები თანაბდარი
ნაწილების რაოდენობა). პირველი გუნდი მოედნის შუა
თანმიმდევრობა ხაზიდან, 4-5 მეტრის დაშორებით განლაგდება,
და დროში სადაც 2-კალათაში ყრია ჩოგბურთის ბურთის
განაწილება ზომისა და წონის სხვადასხვა ფერის ბურთები.

მეორე ჯგუფის წევრები განლაგდებიან მოედნის


მეორე ბოლოში, პირის ხაზს იქით.
20 წთ.
მოედანზე შუაში გაბმულია ფრენბურთის ან
ჩოგბურთის ბადე (სიმაღლე 100 სმ.)

მასწავლებლი იძლევა ხმოვან ნიშანს და იწყებს


ათვლას 1-2-3-4-5-6-7-8-9-10, 10 რიცხვზე იძლევა
თამაშის შეჩერების ნიშანს. პირველი ჯგუფის
მოთამაშეები თვლის დასრულებამდე იღებენ
ბურთებს კალათებიდან და მონიშნული ხაზიდან
ცალი ხელით თავს ზემოდან ტყორცნიან მოედნის
მეორე ბოლოსაკენ, ისე რომ ბადეს გადააცილონ.

თამაშის დასრულების შემდეგ მეორე გუნდი


იწყებს ბურთების შეგროვებას და იგივეს იმეორებს.

158
აქტივობა 3 - დასკვნითი ნაწილი 5 წთ.

1.დამამშვიდებელი ვარჯიში -
სიარული მოედნის გარშემო, ხელის მტევნების 5 წთ.
დაბერტყვა, სუნთქვის ვარჯიში

2.თამაშის გარჩევა, საშინაო დავალების მიცემა.

გაკვეთილის ხანგრძლიობა ჯამში


დრო 45 წთ.

საჭირო აღჭურვილობა:

ინვენტარი • 50-60 ცალი ბურთი;


• 4 ცალი პლასტმასის დიდი კალათი;
• ფრენბურთის ბადე ან თოკი.
შეფასება განმავითარებელი/მოსწავლეებთან უკუკავშირი

159
160
161
162
163
დანართი N7
აღჭურვილობა I-II კლასისათვის
სავარჯიშო და სათამაშო მრავალფუნქციური - მობილური აღჭურვილობის
შემადგენელი ელემენტები
დასახელება რაოდე
N აღჭურვილობის ფოტო
მასალა და ზომა ნობა

1
მაგიდის ჩოგბურთის ბურთები 300

ჩოგბურთის (ან დახლოებით


2 ამავე ზომის, სხვადასხვა
ფერისა და მასალისგან
100
დამზადებული და ბურთები)

3
პლასტმასის (კეგლის) ბურთები 100

4
ხელბურთის ბურთები (N1) 30

5
ფრენბურთის ბურთები 30

6 სავარჯიშო ბურთი (Fitness-Ball) 30

7
ფერადი ბუშტები 1000

8
სახტუნაო ბურთი (Hop-Ball) 30

9
პლასტმასის კუბები 60

164
10
პლასტმასის კეგლი 60

პლასტმასის კონუსები და
11 ჯოხები (შემოსარბენი და
გადასახტომი ბარიერების
50
ასაწყობად)

ჰულა-ჰუპები სხვადასხვა ზომის


12
(პატარა 45-55 სმ., საშუალო 60- 60
70 სმ, დიდი 75-90 სმ.)

13
თოკი (დ. 1-1,5 სმ.) 200 მ.

14 ბადე (ფრენბურთის, ან
ბადმინტონის)
2

15
სპორტული ლეიბები 30

17 პლასტმასის კალათა 12

165
ტერმინთა განმარტება
N ტერმინი განმარტება
1 არეკნი-------------- ზედაპირზე დაცემულის უკუგდება, ასხლეტა.
2 ბრუნი-------------- სხეულის შემობრუნება სხეულის ღერძის გარშემო.
3 ბუქნი--------------- ფეხშლით დგომი, ტერფები
4 განმკლავი---------- მკლავები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მდებარეობს
ერთ სწორ ხაზზე, თითები გამართული, ნებები
მიმართულია ქვემოთ
განხტომი------------ ფეხგაშლით ხტუნვით გვერდული მოძრაობა.
5 გორება--------------- მოძრაობა გადაგორებით, ისე რომ იატაკს ეხება სხეულის
სხვადასხვა ნაწილი, მონაცვლეობით
6 გსმმ------------------ გულისცემის სიხშირის მაქსიმალური მაჩვენებელი.
7 დოინჯი------------- იდაყვში მოხრილი ხელები ნებით ეყრდნობა წელს.
8 დგომბჯენი--------- მუხლებზე დგომი

9 დაჯგუფება--------- ფეხები მოხრილია მუხლებში, ხელები ზემოდან


შემოხვეული - ხელფეხდაკრეფა
10 ზემკლავი----------- მკლავები აღმართულია ვერტიკალურად ზევით, ნებები
შიგნით ერთმანეთის პირისპირ.
11 ზეხტომი----------- ადგილზე სიმაღლეზე ვერტიკალურად ახტომა ტყუპი
ფეხით.
12 კიდი---------------- იარაღზე კიდი სხეულის რომელიმე ნაწილით იმგვარად,
რომ მხარითი ღერძი იარაღის ღერძის ქვემოთ არის.
13 მიდგმით ნაბიჯი-- ცალი ფეხი გადაიდგმება წინ ცერზე, მეორე მიედგმება
ცერით ქუსლთან, წინა ფეხი გადაიდგმება წინ მთელ
ტერფზე
14 მიმკლავი----------- მკლავები ვერტიკალურ მდგომარეობაში დაშვებულია
ქვემოთ, ტანის გასწვრივ, ნებები მიტრიალებულია
შიგნით, ერთმანეთის პირისპირ
15 კოტრიალი--------- სხეულის წრიული მოძრაობა ყირამალა გადატრიალებით,
მოვარჯიშე საყრდენ ზედაპირს ეხება მხრებით, კისრით
ბეჭებით
16 პირაღმა წოლი------ მოვარჯიშე საყრდენ ზედაპირზე წევს ზურგით, წელში
გამართული, ხელები სხეულის გასწვრივ, დაშვებულია
ქვევით
17 პირქვე წოლი------- მოვარჯიშე საყრდენ ზედაპირზე წევს მუცლით,
პირისახით იატაკისკენ
18 სპრინტი------------- სწრაფი სირბილი მოკლე დისტანციაზე.

166
19 სსსმ------------------ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
20 უკუზნექი----------- ზეტანი იხრება უკან წელში გაზნექით
21 წინხტომი------------ ცალი ფეხით არეკნითა და დახტომით.

22 წინზნექი----------- ზედატანი გადახრილია წინ, მენჯბარძაყის სახსარში


მოკეცვით
23 ჭრა ბურთი--------- მოძრავი თამაში, სადაც მთავარი მიზანია ბურთის
ტყორცნით მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის ჩაჭრა და
თამაშიდან გამოთიშვა. ელ-რსურსი: Dodgeball //
https://en.wikipedia.org/wiki/Dodgeball ;
https://www.youtube.com/watch?v=D6o6jSo2nNw)
24 ჯვარედინი დგომი- გადაჯვარედინებულ ფეხებზე დგომი, ცალი ფეხი წინ,
მეორე უკან
25 ჯდომი------------- მოვარჯიშე ებჯინება საყრდენ ზედაპირს ბარძაყების
უკანა ნაწილით
26 ჯანმო------------ ჯანმრთელობი მსოფლიო ორგანიზაცია.

167
ბიბლიოგრაფია
1. ეროვნული სასაწავლო გეგმა 2018-2024

2. თ.მანჯავიძე, ლ.კიკალიშვილი, მ.ხერხეულიძე, ნ. ყავლაშვილი, ე.კანდელაკი- მოძრავი


თამაშები I-VI კლასი (დამხმარე სახელძღვანელო პედაგოგებისთვის) -2012 წ;

3. პაჭკორია თ. მურვანიძე ე. ჭელიძე მ. _ ინკლუზიური განათლება ,,სპორტი


სმეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის’’ _ გზამკვლევი
მასწავლებლებისათვის, თბილისი, 2013 წ.

4. მ. ხერხეულიძე, ე. კანდელაკი - ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების სტანდარტები -


2010 წ.;

5. თ. მანჯავიძე, მ. ხერხეულიძე, ნ. ყავლაშვილი, ე. კანდელაკი. - ბავშვის ფიზიკური


განვითარება – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია 2008 წ.;

6. თ. გაგოშიძე, თ.ჭინჭარაული, ქ. ფილაური, მ.ბაგრატიონი.- ინკლიუზიური


განათლების პრინციპები - 2008

7. გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში VII-IX- 2007

8. The Ontario Curriculum - Grades 1-8, Health and Physical Education Interim Edition 2010, Le
curriculumde l’Ontario, 1re à la 8e année – Éducation physique et santé, 2010. Version provisoire. This
publication is available on the Ministry of Education’s website, at www.edu.gov.on.ca.

9. WITTENBERG-BIRNAMWOOD SCHOOL DISTRICT - PHYSICAL EDUCATION CURRICULUM


Updated 2004-2005 by Tina M Bacon;

10. Health and Physical Education - Victorian Curriculum and Assessment Authority, State Government of
Victoria, 2007 Last Updated September 11, 2009;

11. Personal Development, Health and Physical Education Years 7–10 - Syllabus Published by Board of Studies
NSW GPO Box 5300 Sydney NSW 2001 Australia 2006;

12. North Dakota Standards and Benchmarks Content Standards Physical Education 2000 North Dakota
Department of Public Instruction, Dr. Wayne G. Sanstead, State Superintendent www.dpi.state.nd.us

13. PHYSICAL EDUCATION CONTENT STANDARDS AND BENCHMARKS Michigan Department of


Education 2007;

14. PHASE MODULE PHYSICAL ACTIVITY AND FITNESS EDUCATION ACHPER Victorian Branch,
2000;.

15. MMSD Physical Education Grade Level Standards - The Madison Metropolitan School District – 2008;

16. Children’s Activity Pyramid Barbara Willenberg Associate State Food and Nutrition Specialist Published by
MU Extension, University of Missouri-Columbia-1999;

168
17. Guidelines for Appropriate Physical Activity for Elementary School Children 2003 Update A Position
Statement Council for Physical Education for Children (COPEC) of the National Association for Sport and
Physical Education an association of the American Alliance for Health Physical Education and Recreation;

18. John C. K. Wang, Athanasios G. Papaioannou, Philippe P.G. Sarazin, Timo Jaakkola, Melinda A. Solmon A
Brief Description of Physi cal Education and School Children’s Sport Involvement in Singapore, Greece,
France, Finland, and the United States IJSEP, 2006, 4, 220-226 c 2006 West Virginia University;

19. Physical activity and health in children and adolescents A guide for all adults involved in educating young
people - MINISTERIO DE EDUCACIÓN Y CIENCIA Secretaría General de Educación Centro de
Investigación y Documentación Educativa (CIDE), MINISTERIO DE SANIDAD Y CONSUMO Dirección
General de Salud Pública Subdirección General de Promoción de la Salud y Epidemiología – 2008;

20. Discussion paper for the development of recommendations for children’s and youths’ participation in
health promoting physical activity - Prepared for the Australian Department of Health and Ageing -
Commonwealth of Australia 2005;

21. Promoting Physical Activity BRIGHT FUTURES GUIDELINES FOR HEALTH SUPERVISION OF
INFANTS , CHILDREN AND ADOLESCENTS – 2010;

22. Physical Activity for Children: Current Patterns and Guidelines President’s Council on Physical Fitness &
Sports , USA 2004;

23. National Physical Activity Guidelines. Anti Essays. Retrieved June 15, 2011, from the World Wide Web:
http://www.antiessays.com/free-essays/59407.html;

24. Brightfuture guidelines - MIDDLE CHILDHOOD – 5-10 years – 2010;

25. WHA57.17 Global strategy on diet, physical activity and health - FIFTY-SEVENTH WORLD HEALTH
ASSEMBLY ;

26. Cincinnati Children's Hospital - Growth and Development Wellness, School-Age (6 to 12 Years) Last
Updated: 09/2009, http://www.cincinnatichildrens.org/health/info/growth/well/6-12-years.htm;

27. FITNESS GRAM ® / ACTIVITY GRAM ® 8.0 Activity and fitness assessment, reporting, and personal
physical activity tracking tool. http://.www.Fitnessgram. net./; 2009-10 California Physical Fitness Test
Fitnessgram Healthy Fitness Zones.;

28. Fundamental movement skills: Book 2 - The tools for learning, teaching and assessment. © Department of
Education WA 2013;
29. Physical Education Framework for California Public Schools -Kindergarten Through Grade Twelve;
30. Daily Physical Activity in Schools - Ontario-2005;
31. Health and Physical Education – Ontario 2015;

169
ამ სახელმძღვანელოს გაყიდვის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში,

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 200 220.

170
დაფინანსებულია ,,მოსწავლეების სახელმძღვანელოებით

უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში.

171

You might also like