Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 49

საქმე №2/37408 - 18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

19 მარტი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია


მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით გ----------------–---–-


წარმომადგენელი ა-------------–---–-
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით გ---–----–---
წარმომადგენელი ი----------
მესამე პირი მ------------–---–ი (არასრულწლოვანი)
წარმომადგენელი ნ-----------–---–ი (სოციალური მუშაკი)
მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანო)
წარმომადგენელი ნ-------------–---–-
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრა, მშობლის უფლება-მოვალეობათა შეზღუდვა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრა

1
აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

1.1.სასარჩელო მოთხოვნა

20---–-–-----------ს დაბადებული მ------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად,


მამის, გ----------------–---–-ს, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
მისამართზე: ა---------–-----------–--–-------------------------------–-------------------.
მოპასუხე გ---–----–----ათვის არასრულწლოვანი შვილის მ------------–---–ის
(დაბადებული 20-----–-–-----------ს) მიმართ მშობლის უფლება-
მოვალეობათა შეზღუდვა, რჩენის მოვალეობის შეზღუდვის გარეშე;
მოსარჩელე გ----------------–---–სა და მოპასუხე გ---–----–---ს თანაცხოვრებისას
შეეძინათ ერთი შვილი, 200--–-–----------ს დაბადებული მ------------–---–ი. მხარეთა
შორის ქორწინება შეწყდა 201--–-–-------------ოდან. 201--–-–---------------ს თბილისის
საქალაქო სასამართლოს განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება,
რომლითაც არასრულწლოვანი მ------------–---–ს განესაზღვრა თითოეულ
მშობელთან ყოფნის წესი და პერიოდი. 2018 წლის ზაფხულიდან გ----------------–--
-–- ბინადრობის უფლებით გაემგზავრა ა---------–-----------–-–-------ში მეუღლესთან
და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მოსარჩელე დასაქმებულია, აქვს
შემოსავალი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამ ეტაპზე
არასრულწლოვანი ცხოვრობს გ----------------–---–-ს დასთან ნ--------------–---–თან
მისამართზე: თბილისი, ო------------------–---. არასრულწლოვანი ოქროყანიდან
დადიოდა 1---- საჯარო სკოლაში დ------------ს ტერიტორიაზე, რაც დისკომფორტს
უქმნიდა გადაადგილებისას, თუმცა გ---–----–--- სკოლის შეცვლაზეც უარს
აცხადებდა. ამ ეტაპზე მ--- დადის ამჟამინდელ საცხოვრებელთან ახლოს
მდებარე 4------------- სკოლაში, რისთვისაც საჭირო გახდა სასამართლოს მიერ
მიღებული დროებითი განკარგულება. თავად არასრულწლოვანის სურვილია
ცხოვრობდეს მამასთან ერთად ა---------–-----------–-–-------ში, სადაც საშუალება
ექნება მიიღოს სათანადო განათლება. არასრულწლოვანი უარს აცხადებს
დედასთან ურთიერთობაზე, რის მიზეზადაც ასახელებს გ---–----–---- ცხოვრების
ამორალურ წესს. საცხოვრებელი ადგილის ა---------–-----------–-–-------ში
განსაზღვრის შემთხვევაში, მოსარჩელეს აქვს მოლოდინი, რომ მოპასუხე ხელს
შეუშლის მ------------–---–ის გამგზავრებას და არ მისცემს მას შესაბამისი
დოკუმენტების გაცემაზე თანხმობას. კერძოდ, ა---------–-----------–-–-------ში
გასამგზავრებლად და იქ სრულყოფილი ცხოვრებისათვის, საჭირო იქნება
ვიზის მიღებასა და პასპორტის გაცემაზე თანხმობის გაცემის ნაწილში
მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ასევე
საგანმანათლებლო თუ სამედიცინო დაწესებულებებთან მშობლის
წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა. ამდენად, მიზანშეწონილია გ---–----
–---ს შეეზღუდოს მშობლის უფლება-მოვალეობანი, რჩენის მოვალეობის
შეზღუდვის გარეშე.

2
(სარჩელი, 27.03.2019 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი,
სასამართლო სხდომის ოქმები).

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

20---–-–-----------ს დაბადებული მ------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად


დედის, გ---–----–----, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თბილისი, დ----
-----------------–---------------------------------------;
გ----------------–---–სა და გ---–----–---ს შორის შეწყდა ქორწინება თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით. მხარეები
ფაქტობრივად ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ 2015 წლიდან. ამავე
გადაწყვეტილებით გ----------------–---–ს უარი ეთქვა არასრულწლოვანი მ---ს
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და მის საცხოვრებელ ადგილად
განისაზღვრა დედის გ---–----–---- საცხოვრებელი ადგილი, ხოლო გ----------------–---
–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის
რჩენა-აღზრდის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ გ----------------–---–მა მიმართა
სასამართლოს არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის
შესახებ მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას
რამოდენიმე საათი განესაზღვრა მ------------–---–თან ურთიერთობისათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ საფრთხეების
გათვალისწინებით, რომელიც მამის საცხოვრებელ გარემოში ელოდა
არასრულწლოვანს. მათ შორის არასრულწლოვანზე განხორციელებული
ძალადობის გამო. გ----------------–---–- არასრულწლოვანს განაწყობს დედის
წინააღმდეგ, მასზე მუდმივად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა
უარყოფითად განეწყოს დედის მიმართ. გ---–----–--- იძულებული გახდა
დათანხმებოდა მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებს, იმ იმედით,
რომ არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებდა და
შეძლებდა სათანადოდ ეზრუნა მ---ს განათლებასა და ფსიქიკაზე. თუმცა, გ-------
---------–---–-ს ოჯახში გაგრძელდა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური
ზემოქმედება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მ------------–---–ის განათლების
დონეზე. გ---–----–--- ჩართულია არასრულწლოვანის აღზრდის პროცესში
იმდენად, რამდენადაც ეძლევა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამის
შესაძლებლობა. დედა მუდმივად აკითხავს არასრულწლოვანს სკოლაში,
ყიდულობს მ---სთვის საჭირო ნივთებს, თუმცა ბავშვი არ მიყვება დედას მის
საცხოვრებელ ადგილას და განმარტავს, რომ თუკი დედასთან კარგი
ურთიერთობა ექნება, მამა არ წაიყვანს მას ამერიკაში. არასრულწლოვანის
ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია
არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი
საცხოვრებელი ადგილი. ამ ეტაპზე გ---–----–--- დასაქმებული არ არის,
გარკვეულ შემოსავალს იღებს მამის სახელზე რეგისტრირებული სამეწარმეო
საქმიანობის მართვით. წარსულში დასაქმებული იყო ს----------–-----------–------------
-----ს კადრების განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე. გ---–----–----
სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ---–----------

3
----------------------------------------------.
(შეგებებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

2. მოპასუხე მხარეთა პოზიციები

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე

მოპასუხე გ---–----–--- არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს. გ----------------–---–- მ-


--ს დედასთან ცხოვრების პერიოდში არ ზრუნავდა შვილზე, ამდენად, გ---–----–--
- იძულებული იყო მიემართა სასამართლოსთვის. სწორედ აღნიშნული დავის
ფარგლებში საქმის განხილვისას დაემუქრა გ----------------–---–- მოპასუხეს, რომ
ბავშვს საერთოდ წაართმევდა და ალიმენტსაც არ გადაიხდიდა. გ----------------–---–
სა და მისი ოჯახის წევრებს მ--- ჰყავთ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რათა არ
ჰქონდეს დედასთან კონტაქტი, არ გადავიდეს მასთან საცხოვრებლად.
მოპასუხე ცდილობდა მ------------–---–ის სწავლის დონის გაუმჯობესებას და
აღნიშნულის მიზნით ამზადებდა მას კერძო მასწავლებლებთან. რაც შეეხება
არასრულწლოვანისა და დედის ურთიერთდამოკიდებულებას, მ---ს ხშირად
მამის ოჯახისაგან ფარულად აქვს დედასთან ურთიერთობა. არასრულწლოვანს
ჰგონია, რომ თუ მამა შეიტყობს მისი და დედის ურთიერთობის შესახებ, ან თუ
გამოხატავს მასთან ურთიერთობის სურვილს, შეიძლება გ----------------–---–მა
აღარ წაიყვანოს ამერიკაში. ასევე მოსარჩელე შთააგონებდა მ---ს დედის
ამორალური ქცევების შესახებ, რათა მაქსიმალურად უარყოფითად წარმოეჩინა
გ---–----–---. აღნიშნულზე მეტყველებს 2017 წლის 27 სექტემბრის
ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნა, სადაც მ--- გარკვევით აღნიშნავს, რომ
დედის მიმართ იგონებდა უარყოფით ფაქტებს მამის ზეგავლენით. გ----------------
–---–-ს ოჯახი არასათანადოდ ზრუნავს მ---ს განათლებასა და მის
ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის უფლებების
სრულყოფილად განხორციელებას.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

მოპასუხე გ----------------–---–- არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. მ-


-----------–---–ს ჩამოყალიბებული აქვს დამოუკიდებელი აზრი დედის მიმართ და
იგი არ წარმოადგენს მამის ზეგავლენის შედეგს. მ---ს არ სურს დედასთან
ურთიერთობაც კი და მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი. აღნიშნული
განპირობებულია უშუალოდ ბავშვის სურვილით და გ----------------–---–-ს
მხრიდან ზეგავლენას ადგილი არ აქვს. მამა წინააღმდეგი არ არის, მ---ს
სურვილის შემთხვევაში, არასრულწლოვანმა იცხოვროს დედასთან, თუმცა
თავად მ---ს არ სურს იმ არაჯანსაღ გარემოში ცხოვრება, რომელსაც მას დედა
სთავაზობს. არასრულწლოვანი იმ ასაკშია, როცა მას დამოუკიდებლად

4
შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან მიმართებით.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სოციალური


მუშაკის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და ფსიქოლოგიური
გამოკვლევის შედეგებს.
საქმის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული ორი მხარე. ფაქტია, რომ ამ
ეტაპზე არასრულწლოვანი იმყოფება მამიდასთან, რომელიც არ არის ბავშვის
კანონიერი წარმომადგენელი. მ--- აფიქსირებს აშკარად გამოხატულ სურვილს,
ცხოვრებდეს მამასთან ა---------–-----------–-–-------ში, თუმცა აღნიშნული
სურვილის მისაღწევად არასრულწლოვანი უკან არ იხევს დედის შესახებ
ტყუილის თქმაზეც კი. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოსაზრებით,
არასრულწლოვანი თავისუფალი არ არის მოსაზრების დაფიქსირებისას
საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით. ფსიქოლოგმა განმარტა, რომ დედის
მიმართ არსებობს გარკვეული გაუცხოება, თუმცა არასრულწლოვანი ფარული
შეხვედრების მეშვეობით ინარჩუნებს და გამოხატავს დედასთან
ურთიერთობის სურვილს. მოცემულ ვითარებაში, არასრულწლოვანი არ
ცხოვრობს კანონიერ წარმომადგენელთან. მხარეთა მხრიდან გარკვეული
განმარტებები გაკეთდა არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა
და სკოლაში მის დასწრებასთან დაკავშირებითაც, რაც ცხადყოფს, რომ მ---ს
ინტერესები სათანადოდ დაცული არ არის იმ გარემოში, რომელშიც იგი
ამჟამად ცხოვრობს. ამავე დროს გასათვალისწინებელია მ---ს ასაკის
თავისებურებანი. გაურკვეველია ის გარემოებაც, როგორ შეეგუება მ--- უცხო
გარემოში მამის ოჯახთან ერთად ცხოვრებას, როცა გარკვული პერიოდით
არასრულწლოვანსა და მამას შორის შეწყვეტილია თანაცხოვრება.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებით, დედასა და შვილს
შორის არსებობს ურთიერთობის აღდგენის შანსი და მიზანშეწონილია,
რამდენიმე თვით მაინც (მაგალითად სამი თვე), შესაძლებლობა მიეცეს დედა-
შვილს იცხოვრონ ერთად. შემდგომში კი დედამ არასრულწლოვანის
სურვილის გათვალისწინებით იმოქმედოს ბავშვის ინტერესებიდან
გამომდინარე. აღნიშნული წარმოადგენს არასრულწლოვანისათვის
საშუალებას, არ მოწყდეს ჩვეულ გარემოს, არ აღმოჩნდეს უცხო გარემოში და
შეინარჩუნოს ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობა. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანი მ------------–---–ის
საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, გ---–----–---- საცხოვრებელი
ადგილი.

არასრულწლოვანი მ------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის


საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას მხარი დაუჭირა მეურვეობისა
და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა, ასევე სოციალურმა
მუშაკმა - არასრულწლოვანის წარმომადგენელმა ნ-----------–---–მა და

5
განმარტა, რომ მ--- დედასთან თანაცხოვრების დროს უფრო თავისუფალი
იქნება საცხოვრებელ ადგილთან არჩევანის გაკეთებისა და მოსაზრების
დაფიქსირების დროს. მ---ს უნდა მიეცეს საშუალება, აღადგინოს დედასთან
ჯანსაღი ურთიერთობა, რისი რესურსიც დღესდღეობით არსებობს. თუკი
დედასთან თანაცხოვრების შემდეგ, მ---ს სურვილი იქნება კვლავ მამასთან
ერთად ა---------–-----------–-–-------ში ცხოვრება, გ---–----–---მ არ უნდა შეზღუდოს
არასრულწლოვანი აღნიშნულში. მ---ს მიაჩნია, რომ თუკი დედასთან ექნება
ურთიერთობა, ამერიკაში მამასთან არ „გაუშვებენ“. ვინ არის აღნიშნული
ქმედების სუბიექტი, მ---ს არ დაუკონკრეტებია.

არასრუწლოვანმა მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოთქვა


მოსაზრება დავასთან მიმართებით, თავისი საცხოვრებელი ადგილის
შესახებ. იგი ესაუბრა მოსამართლეს, მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს (2019 წლის 19
თებერვლის სხდომის ოქმი, 2020 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი).
არასრულწლოვანმა განმარტა შემდეგი: მისი სურვილია ცხოვრობდეს მამასთან
და მის ოჯახთან ერთად ა---------–-----------–-–-------ში. იგი 2018 წლის
ზაფხულიდან ცხოვრობს მამიდასთან, მანამდე კი მამასთან, მამის
მეუღლესთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა გლდანის ტერიტორიაზე;
დედა ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, აიძულებდა, რომ მამაზე და მის
ახლანდელ მეუღლეზე ცუდად ესაუბრა, სკოლას ხშირად უმიზეზოდ
აცდენინებდა, უმეტესად მარტო იყო და არავისთან მეგობრობდა, რაშიც დედას
ადანაშაულებს. დედა ხშირად იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მუდმივად
ეტანებოდა სასმელს, რაც უარყოფითად მოქმედებდა მ---ზე; გარკვეული ასაკის
მიღწევის შემდეგ, მ---მ სთხოვა მამას შემაკავებელი ორდერის „გაკეთება“
დედის მიმართ; სასამართლო პროცესების დროს სამჯერ „გაუკეთეს“ დედას
შემაკავებელი; ის პირობები, რაც მორიგების აქტით გაითვალისწინეს
მხარეებმა, არ იყო მ---ს სურვილით განპირობებული. იგი წინააღმდეგი იყო
დედასთან წასულიყო დასვენების დღეებში, სთხოვდა მამას არ გაეშვა
დედასთან; დედა იქცეოდა ამორალურად, ერთ-ერთ ზაფხულს დედამ უცხო
მამაკაცთან ერთად წაიყვანა დასასვენებლად; მ--- გამორიცხავს დედასთან
ცხოვრების შესაძლებლობას; მამასთან საუბრის შემდეგ, დედას მისცა კიდევ
ერთხელ „შანსი“, თუმცა არაფერი შეცვლილა; დედას არ პატიობს „შეცდომას“,
რაც იმაში გამოიხატა, რომ ამორალურად იქცეოდა, არ აძლევდა მას კარგ
მაგალითს, არ ზრუნავდა მასზე; მამას ამერიკაში აქვს სათანადო პირობები,
რომ მ--- უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი და მატერიალური
პირობებით; გ----------------–---–- დასაქმებული სატრანსპორტო კომპანიაში და
ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ; მას
არ გაუჭირდება იმ გარემოში ადაპტირება, სადაც ცხოვრობს და სწავლობს მისი
და-ძმა, არ შეექმნება ენობრივი ბარიერი, რადგან მონდომებულია, აითვისოს
ინგლისური ენა; რაც შეეხება ფსიქოლოგთან ვიზიტებს, ფსიქოლოგმა,
რომელთანაც დედამ წაიყვანა, დასკვნაში დაწერა მხოლოდ დედის სასარგებლო
ფაქტები. დედის შესახებ დადებითს ვერაფერს იხსენებს და არ სურს მისი

6
რომელიმე თვისება ან ხასიათის შტრიხი ჰქონდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1. გ---–----–--- და გ----------------–---–-2015 წლიდან ერთ ოჯახად აღარ
ცხოვრობენ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.2. გ---–----–--- მამასთან, ბ------------–---სთან, ერთად, ცხოვრობს
მისამართზე: თბილისი, დ-------------------------------------------------------------.
მოპასუხის საცხოვრებელ ბინაში ბავშვისათვის გამოყოფილია
საძინებელი ოთახი, სამეცადინო კუთხე, ბინაში სანიტარულ-
ჰიგიენური მდგომარეობა კარგია.
გ---–----–--- ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის, გარკვეულ პერიოდში
დასაქმებული იყო ს----------–-----------–-----------------ს კადრების
განყოფილებაში. მისი ფინანსური წყაროა მშობლის სამეწარმეო
საქმიანობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 14
თებერვლის დასკვნა N---- (ტომი 1, ს.ფ. 151-153).
3.1.3. მოსარჩელე გ----------------–---–- ცხოვრობს მეუღლესთან - ნ-----–------–---
სთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ა---------–-----------–-–-------ში
მისამართზე: ნ--------------------–-------------------. საცხოვრებელი ბინა აქვს
სარგებლობის უფლებით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და არ
წარმოადგენს მის საკუთრებას გ----------------–---–-ს სახელზე გაცემულია ა--
-------–-----------–--–--------ს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, რომლის ვადა
იწურება 2028 წლის 20 ივნისს. მოსარჩელე დასაქმებულია
სატრანსპორტო კომპანიაში და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას
გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.
გ----------------–---–-ს 2018 წლის გადასახადების შეჯამებით, შემოსავალი
შეადგენს 17 408.33 აშშ დოლარს, საიდანაც მისაღები შემოსავალი
შეადგენს - 12 276.47 აშშ დოლარს, ხოლო სრული დამატებითი
შემოსავალი - 594.75 აშშ დოლარს. გ----------------–---–- საქართველოში
მცხოვრებ არასრულწლოვაანისათვის აგზავნის ფულად თანხებს ა---------
–-----------–--–--------დან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

7
_ბინის იჯარის ხელშეკრულება, მომზადებულია „A-----------------“ (ტომი 1, ს.ფ.
32-47);
_ა---------–-----------–--–--------ს მუდმივი ბინადრობის ნებართვა U----------------- (ტომი
1, ს.ფ. 48-51);
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის
სერვის-ცენტრის 2019 წლის 14 იანვრის დასკვნა N--- (ტომი 1, ს.ფ. 63-67);
_TLC მართვის მოწმობა N------- (ტომი 1, ს.ფ. 251-258, ტომი 2, ს.ფ. 71-79);
_მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.4. მ------------–---–ის აღზრდა-განვითარებაზე, მამის საქართველოდან
გამგზავრების შემდეგ, მეთვალყურეობას ახორციელებს გ----------------–---–-
ს და - ნ--------------–---–ი. მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისის
მინდობილობით N--------- ნ--------------–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება
აწარმოოს არასრულწლოვანი მ------------–---–ის საქმეები, დაიცვას მისი
უფლებები, იყოს პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე და
ჯანმრთელობაზე, სწავლა-აღზრდაზე, განათლებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_2018 წლის 11 ივნისის მინდობილობა N--------- (ტომი 1, ს.ფ. 30-31);
_მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.5. არასრულწლოვანი მ------------–---–ი 2019 წლის აპრილის თვემდე
დადიოდა ქალაქ თბილისის 1---- საჯარო სკოლაში, დღეის
მდგომარეობით არასრულწლოვანი დადის N4------------- სკოლაში,
რომელიც მდებარეობს მ---ს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლთან
ახლოს, სოლოლაკის რაიონში. მ------------–---–ი პერიოდულად არ
ესწრებოდა სასწავლო პროცესს.
გ---–----–--- პერიოდულად ახორციელებს ვიზიტს იმ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანი სწავლობს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 14
თებერვლის დასკვნა N---- (ტომი 1, ს.ფ. 151-153);
_მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ---–----–--- და გ----------------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006


წლიდან, მათ შორის ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით.
გ---–----–---სა და გ----------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 200--–-–----------
ს, შეეძინათ შვილი მ------------–---–ი;

8
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
N2/20747-15 (ტომი 1, ს.ფ. 113-123);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 16
იანვარს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0----------, სააქტო
ჩანაწერი N0------ (ტომი 1, ს.ფ. 19).
3.2.2. 2018 წლის იანვრის თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობდა მამასთან და
მის ოჯახთან ერთად თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონის
ტერიტორიაზე. 2018 წლის ივნისის თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობს
მამის ოჯახთან - ბებიასთან, ბაბუასთან, მამიდასთან (ნ--------------–---–ი) და
მამიდაშვილებთან ერთად მისამართზე, თბილისი, ო------------------–---, დ-----
---------–---–------. აღნიშნული საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან
კერძო ტიპის სახლს, რომლის ჰიგიენური მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელში მ---ს აქვს საკუთარი ოთახი,
კარადა და პირადი ნივთები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის-
ცენტრის 2019 წლის 14 იანვრის დასკვნა N--- (ტომი 1, ს.ფ. 61-66);
_მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.3. მხარეთა შორის სხვადასხვა პერიოდში მიმდინარეობდა
სამოქალაქო დავები, რომელთა ფარგლებში განხორციელდა
სოციალური მუშაკების მიერ დასკვნების შედგენა და მ------------–---–ის
ფსიქოლოგიური გამოკვლევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016
წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით N2/20747-15, მოპასუხე გ-----------------–-
--–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------ს
დაბადებული მ------------–---–ის სასარგებლოდ 150 (ას ორმოცდაათი)
დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით, სარჩელის აღძვრის
მომენტიდან - 2015 წლის 13 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
ამავე გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება გ----------------–---–სა (პ/ნ 0-----
-----, დაბ. 1--------- წ.) და გ---–----–---ს (პ/ნ 0----------, დაბ. 0---------წ) შორის
რეგისტრირებული 2006 წლის 18 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №-------
და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----------------–-
--–-ს (პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე გ---–----–---- (პ/ნ 0----------) მიმართ 200--
–-–----------ს დაბადებული მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2017 წლის 16 ნოემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
განჩინებით N2/14250-17, სამოქალაქო საქმეზე №2/14250-17 მოსარჩელე გ--
--------------–---–-ს სარჩელი მოპასუხე გ---–----–---- მიმართ არასრულწლოვანი
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით
დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 1. თბილისის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2/14250-17 საქმის
მხარეები, მოსარჩელე გ----------------–---–- და მოპასუხე გ---–----–---
9
თანხმდებიან, რომ არასრულწლოვან შვილთან მ------------–---–თან
ურთიერთობა განესაზღვროთ შემდეგი სახით: არასრულწლოვანი მ-------
-----–---–ი (დაბადებული 200--–-–----------ი) იქნება მამასთან, გ----------------–---–
თან (პირადი N0----------) ორშაბათს სასწავლო პროცესის დასრულებიდან
(სასწავლო პროცესის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან)
პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებამდე (სასწავლო
პროცესის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათამდე).
არასრულწლოვანი მ------------–---–ი (დაბადებული 200--–-–----------ი) იქნება
დედასთან, გ---–----–---სთან (პირადი N----------) პარასკევს
არასრულწლოვანის სასწავლო პროცესის დასრულებიდან (სასწავლო
პროცესის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან) ორშაბათს
სასწავლო პროცესის დასრულებამდე (სასწავლო პროცესის
არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათამდე); 2. მხარეები
თანხმდებიან, რომ აღნიშნული მორიგების აქტის მოქმედების
პერიოდში გ----------------–---–ს (პირადი N0----------) არ ეკისრება სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მ------------–--
-–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის ვალდებულება. 3. მხარეები
თანხმდებიან, რომ მორიგების აქტით განსაზღვრული ურთიერთობის
გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ ალიმენტის
გადახდასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ. გ---–----–---
(პირადი N----------) იღებს ვალდებულებას შეეწყვიტოს გ----------------–---–-ს
წინააღმდეგ დაწყებული სააღსრულებო წარმოება ალიმენტის
დავასთან დაკავშირებით; 3. მხარეები ვალდებულებას იღებენ
იმოქმედონ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესის
გათვალისწინებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017
წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
N2/14250-17 (ტომი 1, ს.ფ. 20-23);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
N2/20747-15 (ტომი 1, ს.ფ. 113-123);
_ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2016 წლის 25
აპრილის დასკვნა N---- (ტომი 1, ს.ფ. 124, ტომი 2, ს.ფ. 38);
_ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 25
ნოემბრის დასკვნა N---- (ტომი 2, ს.ფ. 37);
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 15
სექტემბრის დასკვნა N----- (ტომი 2, ს.ფ. 39-41);
მხარეებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოს
2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებასთან N2/14250-17 მიმართებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული განჩინებით მ------------–---–ის
საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, გ----------------–---–-ს საცხოვრებელი
ადგილი. ხოლო, მოპასუხის განმარტებით, მოცემული განჩინება
წარმოადგენდა მხოლოდ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის
10
განსაზღვრას და მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილად განსაზღვრული იყო
დედის საცხოვრებელი ადგილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის
20 იანვრის გადაწყვეტილებით.
3.2.4. გ----------------–---–სა და გ---–----–---ს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
2015 წლის 23 ოქტომბერს გ----------------–---–-ს მიმართ გამოიცა
შემაკავებელი ორდერი N------. თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით N-------, დამტკიცდა 2015 წლის 23 ოქტომბერს
საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოდან
შემოსული შემაკავებელი ორდერი მოქალაქე გ----------------–---–-ს მიმართ,
მსხვერპლი - გ---–----–---. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი
პირობებით: მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ
ადგილთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2016 წლის 12 აპრილს გ---–----–---მ მიმართა ვაკე-საბურთალოს პოლიციის
სამმართველოს IV განყოფილების უფროსს გამოძიების დაწყების
თაობაზე.
2016 წლის 20 მაისს გ----------------–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი
ორდერი N------. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით N3/3747-16,
საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-
საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-
გამომძიებლის მ-----–------------–---–-ს მიერ შედგენილი N------ შემაკავებელი
ორდერი გ----------------–---–-ს მიმართ. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა 1
თვის ვადით შემდეგი პირობებით: აეკრძალა გ----------------–---–ს გ---–----–---
სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც გ---–----–---
იმყოფება, აეკრძალა გ----------------–---–ს გ---–----–---სთან ყოველგვარი
კომუნიკაცია (მათ შორის სატელეფონო, ინტერნეტით და ა.შ.);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_გ---–----–---- 27.05.2016 წლის განცხადება, 10.05.2016 წლის განცხადება,
12.04.2016 წლის განცხადება ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს IV
განყოფილების უფროსის მიმართ (ტომი 2, ს.ფ. 12-16);
_2015 წლის 23 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერი N------ (ტომი 2, ს.ფ. 17);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება N------- შემაკავებელი ორდერის
დამტკიცების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 18-19);
_2016 წლის 20 მაისის შემაკავებელი ორდერი N------ (ტომი 2, ს.ფ. 20);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის
2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება N3/3747-16 შემაკავებელი ორდერის
დამტკიცების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 21-23).
3.2.5. მშობლებს შორის მიმდინარე სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში,
განხორციელდა მ------------–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევა „გ--------------
--------–---------------–-----–------ში“ და შედგა 2017 წლის 29 სექტემბრის

11
ფსიქოლოგის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ბავშვთან
ჩატარებულ იქნა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც
ეხებოდა ბავშვის აღქმას, მხარეების მიერ მისი ფიზიკური,
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, საგანმანათლებლო თუ
სოციალურ-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებასთან
დაკავშირებით, რაც როგორც წესი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს
ბავშვის მიერ რომელიმე მშობლისათვის უპირატესობის მინიჭებასა და
საცხოვრებელი გარემოს არჩევანს. კითხვაზე, თუ რამდენი სახლი აქვს,
მ--- პასუხობს, რომ სამი და ასახელებს დედის, მამის და მამის
მშობლების საცხოვრებელ გარემოს. აღსანიშნავია, რომ მ--- გამოხატავს
დადებით დამოკიდებულებას სამივე საცხოვრებელი გარემოს მიმართ,
ამასთან ხაზს უსვამს, როგორც სახლების ფიზიკურ მახასიათებლებს,
ასევე იმ აქტივობებს, რომლითაც დაკავებულია ოჯახის წევრებთან
სხვადასხვა გარემოში. ფსიქოლოგთან მ---მ განაცხადა, რომ ხშირად
ცდილობს თავი აარიდოს სკოლაში წასვლას. კითხვაზე, თუ ვინ
ზრუნავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჭიროების
შემთხვევაში, პასუხობს, რომ ორივე მშობელი. მ---სა და დედის
ინტერაქციაზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ დედას გააჩნია
აღზრდის ლიბერალური/დემოკრატიული სტილი, რაც გულისხმობს
დადებითი ემოციების, სითბოს გამოვლენას ბავშვის მიმართ და
ამავდროულად შედარებით ნაკლებ თანმიმდევრულობასა და
სიმკაცრეს წესების შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც მ---
აღნიშნავს, არცერთი მშობელი არ იყენებს ფიზიკური დასჯის მეთოდს.
იხსენებს მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც დედის მხრიდან ადგილი
ჰქონდა ასეთ ფაქტს - „ერთხელ მამასთან არ მტოვებდა, მე მინდოდა
ღამით დავრჩენილიყავი, ტელეფონი გავთიშე და წავედი მამასთან და
მეორე დილას წავედი სახლში - მაშინ დამარტყა და თმა მომქაჩა.
ერთხელ იყო. “მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით ამბობს,
რომ ამ საკითხზე აღარ ფიქრობს და რომ მისი ცხოვრება დიდად არ
შეცვლილა. რაც შეეხება იმას, თუ ვისთან სურს ბავშვს ცხოვრება, მ---
აცხადებს, რომ მართალია ორივე მშობელთან აპირებს ურთიერთობას,
თუმცა ძირითად საცხოვრებელ გარემოდ მამის სახლს ირჩევს. უჭირს
იმის დაკონკრეტება, თუ რამდენი ან კვირის რომელი დღეების
გატარებას ისურვებდა მასთან. მ--- ხაზს უსვამს, რომ არ სურს სკოლის
შეცვლა და დარწმუნებულია, რომ ოჯახის წევრები მოახერხებენ
აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას მამასთან გადასვლის შემთხვევაში.
ფსიქოლოგის შეფასების ფარგლებში განხორციელდა 2017 წლის 28
აპრილით დათარიღებულ ფსიქოლოგის დასკვნაში (ფსიქოლოგი ნ------–--
-------------) მითითებული ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება.
კერძოდ, მ--- იხსენებს საუბარს, რომელიც მამასთან და მის ადვოკატთან
ჰქონდა, გ---–----–----თვის შემაკავებელი ორდერის გამოწერამდე ცოტა
ხნით ადრე. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამასთან
ცხოვრება და რომ „მე და მამამ შემაკავებელი ორდერი გავაკეთებინეთ“.
12
მ---მ შემაკავებელი ორდერი განმარტა, როგორც დედისათვის
გარკვეული უფლებების შეზღუდვა. მ--- იხსენებს, რომ „მამამ ამიხსნა
რა არის შემაკავებელი ორდერი და კარგითქო, არ მახსოვს დანარჩენი
რა მელაპარაკა“, „ადვოკატებმა მითხრეს რომ ჩვენ დაგეხმარებითო,
რომ მიიღო ის რაც გინდაო - მამასთან ცხოვრებაო“. კითხვაზე, მას რა
უნდა გაეკეთებინა კონკრეტულად, ამბობს „უნდა მელაპარაკა რომ
მამასთან ძალიან კარგად ვეწყობი, ძალიან კარგად მამეცადინებს“.
ამასთან, ბავშვი აღნიშნავს, რომ მამას მისთვის არ მიუცია
კონკრეტული მითითებები იმასთან დაკავშირებით, რა უნდა ეთქვა
დედის შესახებ და ამას თვითონ მიხვდა. წინა ფსიქოლოგის დასკვნაში
ფიგურირებდა დედის მიერ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მ---
ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დედის მიერ ალკოჰოლის, კერძოდ
ლუდის მიღების შემთხვევებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რაც იგი
ოქროყანიდან დაბრუნდა, დედას სასმელი არ მიუღია. ფსიქოლოგის
კითხვაზე თუ დაახლოებით რა ოდენობის სასმელს იღებდა დედა,
ბავშვმა მიუთითა 0,5 ლ მოცულობის ბოთლის 2/3-ზე. განაცხადა, რომ
დედა მთვრალი მხოლოდ ერთხელ ნახა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ
ყოფნის სხვა შემთხვევებს ვერ იხსენებს. ზემოაღნიშნულ დასკვნაში
საუბარია დედის მეგობარ მამაკაცებზეც. მ--- იხსენებს უცხო
მამაკაცების მათთან ერთად სახლში ღამე დარჩენის შემთხვევებსაც.
თუმცა მოცემული ინტერვიუს პროცესში, მ---მ განაცხადა, რომ მათთან
ოჯახში არასდროს დარჩენილა დედის მეგობარი მამაკაცი. მ--- ამბობს,
რომ დასკვნაში ნახსენები ლ-----, მისი ნათლიის მეგობარია, რომელმაც
ისინი მანქანით წაიყვანა სამეგრელოდან ქობულეთში და თავად
გამოემგზავრა უკან და მათთან ერთად ღამე არ გაუთევია.
ინტერვიუს პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე,
იკვეთება მამის ბავშვზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენის
ნიშნები, რასაც მოჰყვა ბავშვის გამოიყენება მეორე მხარის
წინააღმდეგ. მ--- გვევლინება მამის მოკავშირე ბავშვად, რაც ნიშნავს
იმას, რომ იგი ხშირად შეზღუდულ კონტაქტს ამჯობინებს მეორე
მშობელთან, თუმცა სრულად არ უარყოფს მას. ხშირად ეს ბავშვები
განიცდიან ამბივალენტურ განცდებს მშობლის მიმართ, მათ შორის
ბრაზს, სევდას, სიყვარულს და შეიძლება კონტაქტზეც კი უარი თქვან.
მ------------–---–ი გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას ორივე
მშობლის მიმართ. ინტერვიუს პროცესში იკვეთება, რომ ბავშვის
ასაკობრივ თუ ინდივიდუალურ საჭიროებაზე ორივე მხარე მეტ-
ნაკლები ადეკვატურობით ზრუნავს და ბავშვის მხრიდან არ ვლინდება
აშკარა, მნიშვნელოვანი უპირატესობა რომელიმე საცხოვრებელ
გარემოსთან მიმართებაში. ამის ფონზე მის მიერ გაკეთებული
განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ „მთელი ცხოვრება მამასთან
უნდა იყოს“, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ბავშვის რეალურ
სურვილებს და წარმოადგენდეს მამასთან მოკავშირეობის შედეგს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
13
_გ---–----–---- 28.09.2017 წლის განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 24-26);
_„გ----------------------–---------------–-----–------ის“ 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნა
(ტომი 2, ს.ფ. 27-36).
3.2.6. სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლის 2017 წლის 29 მაისს
გაცემული დოკუმენტის თანახმად, მ------------–---–ის 2016-17 სასწავლო
წლის შეფასება და გაცდენა შეადგენს: ქართულ ენაში I სემესტრში - 35,
II სემესტრში - 32, შემაჯამებელი ნიშანი - 6,4,5,3; მათემატიკაში I
სემესტრში - 23, II სემესტრში - 27, შემაჯამებელი ნიშანი - 2,5,4,2,4;
ინგლისურ ენაში I სემესტრში - 14, II სემესტრში - 17, შემაჯამებელი
ნიშანი - 4,5,5; რუსულ ენაში I სემესტრში - 19, II სემესტრში - 17,
შემაჯამებელი ნიშანი - 3,4,2; ისტორიაში I სემესტრში - 20, II სემესტრში
- 17, შემაჯამებელი ნიშანი - 7,6,6; ბუნებისმეტყველებაში I სემესტრში -
19, II სემესტრში - 17, შემაჯამებელი ნიშანი - 2,3,3,3; ინფორმატიკაში I
სემესტრში - 14, II სემესტრში - 13, შემაჯამებელი ნიშანი - 5,5,5;
ხელოვნებაში I სემესტრში - 9, II სემესტრში - 10, შემაჯამებელი ნიშანი -
8,5,5; სიმღერაში I სემესტრში - 14, II სემესტრში - 14, შემაჯამებელი
ნიშანი - 4,6; სპორტში I სემესტრში - 6, II სემესტრში - 4.
სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლის 2019 წლის 25 მარტს გაცემული
დოკუმენტის თანახმად, მ------------–---–ის 2017-2018 სასწავლო წლის
შეფასება და გაცდენა შეადგენს: ქართულ ენაში - 37, წლიური შეფასება
- 7; მათემატიკაში - 40, წლიური შეფასება - 5; ინგლისურ ენაში - 25,
წლიური შეფასება - 5; რუსულ ენაში - 9, წლიური შეფასება - 5;
ისტორიაში - 34, წლიური შეფასება - 7; ბუნებისმეტყველებაში - 20,
წლიური შეფასება - 6; ინფორმაციულ და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში - 16, წლიური შეფასება - 7; სპორტში - 11; სახვით და
გამოყენებით ხელოვნებაში - 17, წლიური შეფასება - 7; მუსიკაში - 15,
წლიური შეფასება - 7.
სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლაში, მ------------–---–ის 2018-2019
სასწავლო წლის შეფასება და გაცდენა შეადგენს: ქართულ ენასა და
ლიტერატურაში I სემესტრში - 47, II სემესტრში - 21, შემაჯამებელი
ნიშანი - 7; მათემატიკაში I სემესტრში - 29, II სემესტრში - 8,
შემაჯამებელი ნიშანი - 4; ინგლისურ ენაში I სემესტრში - 28, II
სემესტრში - 15, შემაჯამებელი ნიშანი - 3; რუსულ ენაში I სემესტრში -
11, II სემესტრში - 3, შემაჯამებელი ნიშანი - 2; ისტორიაში I სემესტრში -
18, II სემესტრში - 9; ბუნებისმეტყველებაში I სემესტრში - 23, II
სემესტრში - 10, შემაჯამებელი ნიშანი - 6; სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში I სემესტრში - 19, II სემესტრში - 6, შემაჯამებელი ნიშანი -
6; მუსიკაში I სემესტრში - 16, II სემესტრში - 5, შემაჯამებელი ნიშანი - 6;
სპორტში I სემესტრში - 5, II სემესტრში - 6; გეოგრაფიაში I სემესტრში -
14, II სემესტრში - 6, შემაჯამებელი ნიშანი - 7.
სსიპ ტ-–------------------–---------–--------–-------- საჯარო სკოლაში, მ------------–---–ის
2019 წლის I სემესტრის მიმდინარე ნიშნები და გაცდენები შეადგენს:
ქართულ ენაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 6,6; მათემატიკაში - 1,
14
შემაჯამებელი ნიშანი - 4,4; ისტორიაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 5,5;
ფიზიკაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 5,5; ქიმიაში - 1, შემაჯამებელი
ნიშანი - 5; ბიოლოგიაში - 0, შემაჯამებელი ნიშანი - 4,5; ინგლისურში - 2,
შემაჯამებელი ნიშანი - 5,5,5; გეოგრაფიაში - 3, შემაჯამებელი ნიშანი -
5,5; მუსიკაში - 3, შემაჯამებელი ნიშანი - 6,7; ხელოვნებაში - 2,
შემაჯამებელი ნიშანი - 8; სამოქალაქო თავდაცვაში - 0, შემაჯამებელი
ნიშანი - 6; სპორტში - 2;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლის მიერ 2017 წლის 29 მაისს გაცემული
ინფორმაცია მ------------–---–ის გაცდენების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 42);
_სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლის მიერ 2019 წლის 25 მარტს
გაცემული მ------------–---–ის შეფასების ფურცელი (ტომი 2, ს.ფ. 43);
_სსიპ ქალაქ თბილისის N------------- სკოლის მიერ 2019 წლის 06 მარტს
გაცემული მ------------–---–ის შეფასების ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 217-218, 249-250);
_სსიპ ტ-–------------------–---------–--------–-------- საჯარო სკოლის მიერ გაცემული
ცნობა მ------------–---–ის ნიშნებისა და გაცდენების შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 27).
3.2.7. შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ 2017 წლის 13
სექტემბრის ცნობის თანახმად, მონაცემთა ბაზის მიხედვით,
ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების
მოხმარების ფაქტის ან მათდამი დამოკიდებულების გამო, გ---–----–--- არ
იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. ამავე დაწესებულების 2017
წლის 26 სექტემბრის ცნობით, გ---–----–--- არ იმყოფება აღრიცხვაზე შპს
„ფ----------------------–-------------------------------–----–------ში“ ალკოჰოლური
დამოკიდებულების სინდრომით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ 2017 წლის 13
სექტემბერს გაცემული ცნობა № N------------- (ტომი 1, ს.ფ. 125, ტომი 2, ს.ფ. 45);
_ შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ მიერ 2017 წლის 26
სექტემბერს გაცემული ცნობა № N------------- (ტომი 1, ს.ფ. 126, ტომი 2, ს.ფ. 44).
3.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის
განჩინებით დაკმაყოფილდა გ----------------–---–-ს (პირადი N0----------)
შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე:
შეეზღუდა მოპასუხე გ---–----–---ს (პირადი N----------0) მშობლის
წარმომადგენლობითი უფლება 200--–-–----------ს დაბადებული მ------------–---
–ის (პირადი N-----------) მიმართ არასრულწლოვანის (მ------------–---–ის) სსიპ
ქალაქ თბილისის N1---- საჯარო სკოლიდან სსიპ ქალაქ თბილისის N4------
------- სკოლაში სასწავლებლად გადასვლისათვის თანხმობის გაცემის
ნაწილში სამოქალაქო საქმეზე N2/37408-18 გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019
წლის 12 აპრილის განჩინება (ტომი 2, ს.ფ. 121-130).
3.2.9. სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქმეში ჩაბმულ

15
იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამის
ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და
ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. მ-----------
-–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი
მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის
ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის
ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით: ემოციური მდგომარეობის საკვლევი
ლუშერის ტესტით გამოვლინდა: „აქტიური ბრძოლა თვითრეალიზების
გზაზე შეზღუდვების და აკრძალვების წინააღმდეგ. მოითხოვს, რომ
თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცეს. შეზღუდვების
გადალახვის მოთხოვნილება, მათ შორის დისტანციის, რომელიც
გარშემომყოფებთან აშორებს. წინააღმდეგობები იწვევს აღშფოთებას.
მოითხოვს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების
მიღებაში. ვლინდება მოუთმენლობა, მოუსვენრობა, უნდობლობა,
წყენა, ბლოკირებულია თბილი ურთიერთობების და სიყვარულის
მოთხოვნილება. გრძნობს, რომ თვითონ არ შეუძლია სიტუაციის
შეცვლა, მაგრამ თავისი ბედის სხვისთვის მინდობაც არ უნდა. თვლის,
რომ ცხოვრებას გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია. მოუთმენელი და
გაღიზიანებულია მანამ არ მიიღებს ყველაფერს, რაც ჰგონია, რომ ჯერ
კიდევ არ ჰყოფნის. მდგომარეობის მერყეობა, სიტუაციის
შესაცვლელად დაძაბული მცდელობები იწვევს მოუსვენრობას და
შრომისუნარიანობის და ყურადღების შესაძლო დაქვეითებას.
ახასიათებს აქტიურობა, დომინირებისაკენ მისწრაფება, უშუალო და
თავისუფალი ქცევა, მაღალი თვითშეფასება, სიძლიერე,
ენერგიულობა, რისკისკენ მიდრეკილება, პრობლემების გამკლავების
უნარი. აქვს მოთხოვნილება ჰქონდეს საკმარისი ცხოვრებისეული
კეთილდღეობა. გამოხატულია წარმატების მიღწევის მაღალი
მოტივაცია, მისწრაფება თვითრეალიზებისკენ. აქვს მრავალმხრივი
გატაცება და ინტერესი, მომავალს უყურებს ოპტიმისტურად. მეორე
მხრივ, თვითრეალიზების ტენდენციასთან ერთად შეიძლება იყოს
არამყარი ემოციონალური მდგომარეობა, არათანმიმდევრულობა და
ცვალებადი განწყობები. მიისწრაფვის იმისკენ, რომ სხვებს
გაუუმჯობესოს წარმოდგენა მასზე, რათა პატივისცემით მოქცნენ და
დაუთმონ სურვილებსა და მოთხოვნილებებში. ორიენტირებულია
პოზიციის გამყარებაზე. გაურბის გარემოებებს და ურთიერთობებს,
რომლებიც პასუხისმგებლობის აუცილებლობას მოითხოვენ.
სენსიტიურია კრიტიკული შენიშვნების მიმართ. სხვების
დამოკიდებულება ეჩვენება გაზვიადებულად მტრულად და
წინააღმდეგობისთვის იყენებს ირაციონალურ ხერხებს. ახასიათებს
მდიდარი ფანტაზიის უნარი;
16
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მ---ს დედასთან არ ვლინდება
უარყოფილი მშობლისათვის დამახასიათებელი შვილის გაუცხოების
ხელშემწყობი ფაქტორები. მ---ს დღევანდელ პოზიციას გავლენებით
ხსნის, დედა ამბობს, რომ „მ--- ყველაფერს აკეთებს, რომ წავიდეს“...
„ყველაფერზე მიდის, რომ ამერიკაში წავიდეს“... იგი მიიჩნევს, რომ მ---
უყურადღებოდ არის მის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში;
მ--- მკაფიოდ, კატეგორიულად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას,
გამოხატავდა პროცესების დროულად დასრულებისაკენ სწრაფვას,
რათა საბოლოო მიზანი მყისიერად ყოფილიყო მიღწეული. მ---ს
ცნობიერება, სურვილი, ემოციური მდგომარეობა მოცულია
საზღვარგარეთ, მამასთან წასვლის საკითხით. ამ მიზნისთვის იგი
რადიკალურ ზომებსაც მიმართავს - „არ მომცა ნება დედამ, ამიტომ
გადავედი მამიდასთან“. დედასთან მისი საუბარიც ძირითადად
გამგზავრებასთან არის დაკავშირებული - „ვეკითხებოდი რატომ არ
მიშვებ, მთხოვე და გაგიშვებო. რომ მეთხოვა, მეტყოდა ჯერ ჩემთან
გადმოდიო. უნდა რომ ერთად რომ ვიქნებით, იტყვიან კარგად ვარ და
დედასთან მინდა“. მ--- სკოლის შეცვლის სურვილის გამოც
წინააღმდეგობაში იყო დედასთან და კმაყოფილებას გამოხატავს
საკითხის მისი სურვილისამებრ მოგვარებით- „დედაჩემს ჩამოერთვა
უფლება, თვითონ ამბობს მე მოგეცი თანხმობაო, მაგრამ არ მჯერა“;
მ--- ამბობს, რომ დედასთან დაკავშირებით მხოლოდ უარყოფითი
შთაბეჭდილებები ახსოვს („არც ერთი მოგონება არ მაქვს, რომ ძალია
ბედნიერი ვყოფილიყავი“, „კარგი არაფერი მახსენდება. სულ
ცდილობდა მამაზე ცუდი ეთქვა“), რაც ითხვლება რომ ან გავლენის
ნიშანია, ან მიზანმიმართული ქმედება. ამბობს, რომ დედა ხშირად
საუბრობს უარყოფითად იმ ადამიანების შესახებ, ვინც უყვარს. მ---ს
უარყოფითი განწყობები ასევე ეხება დედის მეგობრებსა და
ალკოჰოლის მოხმარებას- „კაცები ყავდა, მამას ღალატობდა“.
სხვადასხვა დროს მ---მ რამდენჯერმე გამოხატა ეჭვი დედის
სიყვარულისადმი - მაინტერესებს რატომ არ ვუყვარვარ“. ისევე
როგორც მ---ს დამოკიდებულებაა დედის მიმართ რადიკალური, ასევე
სრულად უარყოფითად წარმოაჩენს დედის დამოკიდებულებას მისდამი
- „ექიმთან არასდროს წავუყვანივარ, მამას ურეკავდა“, „სკოლაში
თითქმის არასდროს ყოფილა“. მ--- დედის მიმართ იმდენად
კატეგორიულია, რომ მასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს ამბობს
- „ამერიკაში თუ წავედი, საერთოდ აღარ მექნება შეხება და კონტაქტი,
რომ ჩამოვიდე მაინც. ძალიან მინდა რომ ეგრე მოხდეს“, „არ ვაპირებ
რომ ვაპატიო. ჩემს ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა“;
მ--- საუბრობს ორ სხვადასხვა ფსიქოლოგთან ვიზიტების შესახებ,
რომელთა შეფასებაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან - „პირველმა
ფსიქოლოგმა დასკვნა გამოიტანა, რომ მამასთან მინდოდა და
დედასთან არ ვაპირებდი. მეორე ფსიქოლოგთან დედაჩემმა მიმიყვანა,
რაც უნდოდათ იმას ჩაწერდენენ“... „ერთხელ ფსიქოლოგთან წამიყვანა
17
(დედამ) და მალაპარაკა, რომ სასამართლო არ მინდოდა... რომ კაცებზე
მოვიგონე... თავის მხარეს მაჭერინებდა, ვიცოდი რომ კართან იდგა,
დაშინებული ვყავდი (დედას). მაგ პერიოდში მამაჩემთან არ მქონდა
ურთიერთობა... რაც ფსიქოლოგთან გაქვს ნალაპარაკები, ჩემს მხარეს
გადმოიტანეო. ხალხის დასაცინი არ გავხდეო, თქვი რომ მამაშენი
გეზიზღებაო... სრულად არ შევასრულე, ვანიშნებდი ფსიქოლოგს, რომ
მამასთან მინდოდა. რაც მამაჩემზე კარგი ვილაპარაკე, ამოჭრა და ჩადო
დედაჩემზე (ფსიქოლოგმა)... დარწმუნებული ვიყავი მისმენდა
(დედა)...“. „დაზუსტებით არ ვიცი რა დაწერა (ფსიქოლოგმა), ფაქტია
რომ იმის მხარე (დედის) დაწერა.“ მ---მ იცოდა, რომ ფსიქოლოგის მიერ
კონკრეტული ფაქტების შესახებ დაისმებოდა დამაზუსტებელი
კითხვები და იცოდა შედეგად როგორ მოხდებოდა ამა თუ იმ ფაქტის
შეფასება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მ---მ იცოდა წინა დასკვნის
შინაარსიც და იცოდა მოსალოდნელი დამაზუსტებელი შეკითხვებიც,
რომლებზეც კატეგორიული და განსხვავებული პასუხები დააფიქსირა.
მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდება წინა
ფსიქოლოგისათვის (თ-----------–---–ი) მიწოდებული ინფორმაციისაგან;
მ---ს აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თავის
საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით და დააფიქსიროს იგი
სასამართლოში. თუმცა მისი სრულად ნეგატიური და რადიკალური
პოზიცია, ითვლება რომ, ან გავლენის შედეგია, ან მიზანმიმართული
ქმედება. მ---ს აქვს სურვილი და მიზანი, რომელიც ძლიერი მოტივაციაა
მისთვის. მ---სთან გაუცხოებული ბავშვისათვის დამახასიათებელი
ნიშნები ვლინდება. მ---ს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც
მშობლის მიმართ გაუცხოების უკიდურესი წერტილი, რაც
განპირობებულია მრავალი ფაქტორით ერთდროულად. აღნიშნულს
ხელი შეუწყო როგორც ერთი, ისე მეორე მშობლის ქცევებმა და ეს
გაუცხოება წარმოადგენს მრავალწლიან პროცესს. მ--- არ იმყოფება იმ
ასაკში, როდესაც მშობლის მიმართ მიჯაჭვულობას აქვს
განსაკუთრებული მნიშვნელობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019
წლის 24 ივნისის განჩინება, საქმე N2/37408-18 (ტომი 2, ს.ფ. 167-176);
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლე-–
------–-----–---–ის 2019 წლის 11 ნოემბრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის
შედეგები N----------- (ტომი 2, ს.ფ. 214-218);
_სპეციალისტი ლე-–------–-----–---–ის ჩვენება (2020 წლის 06 მარტის ჩვენება).
3.2.10. მ------------–---–ს 2008 წლიდან 2018 წლამდე სამედიცინო შემოწმება
უტარდებოდა კლინიკა „კ-----–---ში“. აღნიშნული პერიოდის მანძილზე
პაციენტთან არ დიაგნოსტირებულა რომელიმე ქრონიკული
პათოლოგია, მათ შორის ეპილეფსია. შპს „ნ--------------–-ს“
ელექტროენცეფალოგრაფიის თანახმად, მ------------–---–ს აღენიშნება
თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის ზომიერი დეზორგანიზაცია,
18
ალფა რიტმის ფონზე ეპილეპტიფორმული აქტივობის არსებობის
სახით, რომელიც წარმოდგენილია მახვილი ტალღების კერებით კეფა-
საფეთქლის წილებში (აქცენტუაციით მარჯვნივ) და მკვეთრი
ფოტოსენზიტობით. მკურნალობის მიზნით მ------------–---–ს მიღებული
აქვს დანიშნულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს კონცერნი „კ-----–---ს“ მიერ 2020 წლის 15 თებერვალს გაცემული სამედიცინო
დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 28);
_შპს „ნ--------------–-ს“ მიერ 2020 წლის 09 იანვარს გაცემული
ელექტროენცეფალოგრაფია N-----------/1 და დანიშნულება (ტომი 3, ს.ფ. 29-30);
3.2.11. მ------------–---–ს არ სურს დედასთან ცხოვრება, მისი სურვილია
ცხოვრობდეს მამასთან და მამის ოჯახთან ერთად ა---------–-----------–-–-------
ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- არასრულწლოვანის განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის
სერვის-ცენტრის 2020 წლის 20 იანვრის დასკვნა N--- (ტომი 2, ს.ფ. 261-262).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება


მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ
თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი
მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული
მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ
განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ
მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს
ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა
მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის
მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად,
გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული
სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის
მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო
აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა
ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ
განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები,
რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს
გადაწყვეტილებაში.

19
სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. არასრულწლოვანი მ------------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის,


მისი მშობლების მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით,
არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის
საცხოვრებელი ადგილი და მამის მიერ ბავშვის უფლებათა
განხორციელების მიზნით, დედას შეეზღუდოს მშობლის
წარმომადგენლობითი უფლება მისი მამასთან საზღვარგარეთ
გამგზავრებისათვის აუცილებელი თანხმობის გაცემის ნაწილში.
არასრულწლოვანის განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების
სრულყოფილად განხორციელების მიზნით იმ მშობლის მიერ, ვისთანაც
არასრულწლოვანი იცხოვრებს, მიზანშეწონილია, დედას შეეზღუდოს
მშობლის უფლება, წარმოადგინოს არასრულწლოვანი შვილი
საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან
ურთიერთობაში.

4.2. ზემო აღნიშნული 4.1. პუნქტიდან გამომდინარე, მიმდინარე


პერიოდისათვის, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს არ
შეესაბამება მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრა.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1204-ე, 1197-


1198-ე, 1205-ე, 1200-ე მუხლი.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-
8 მუხლი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების
კონვენციის (21.04.1994წ.) მე-12, მე-13, მე-3, მე-18, მე-14 მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება

20
6.1.
მოსარჩელე გ----------------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 200--–-–---
-------ს დაბადებული მ------------–---–ის, საცხოვრებელ ადგილად თავისი, მამის,
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ა---------–-----------–--–-------------------------------–-
------------------. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების
უზრუნველყოფის მიზნით, იმავე გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ
დასვა ასევე, მოპასუხე გ---–----–----ათვის არასრულწლოვანი შვილის მ------------–-
--–ის (დაბადებული 20-----–-–-----------ს) მიმართ მშობლის უფლება-
მოვალეობათა შეზღუდვის შესახებ საკითხი, რჩენის მოვალეობის შეზღუდვის
გარეშე.

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ


მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება
წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი. მშობლის
წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საკითხს კი აწესრიგებს
კოდექსის 1205-ე მუხლი.

დადგენილია, რომ გ---–----–--- და გ----------------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ


2006 წლიდან, მათ შორის ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ხოლო ფაქტობრივად
2015 წლიდან მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ. გ---–----–---სა და გ-----------
-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 200--–-–----------ს, შეეძინათ შვილი მ-----------
-–---–ი (3.2.1., 3.1.1).

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან


სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა
დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა
ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში
დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი
შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ
შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო
დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში
განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,


არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების
მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის
საცხოვრებელი ადგილი.

მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი მ------------–---–ის საცხოვრებელი


ადგილის განსაზღვრა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ა---------–------
-----–--–-------------------------------–-------------------. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ--------

21
--------–---–- ცხოვრობს მეუღლესთან - ნ-----–------–---სთან და არასრულწლოვან
შვილებთან ერთად, ა---------–-----------–-–-------ში მისამართზე: ნ--------------------–------
-------------, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. გ----------------–---–-ს სახელზე
გაცემულია ა---------–-----------–--–--------ს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, რომლის
ვადა იწურება 2028 წლის 20 ივნისს. მოსარჩელე დასაქმებულია სატრანსპორტო
კომპანიაში და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას გარკვეული ანაზღაურების
სანაცვლოდ. გ----------------–---–-ს 2018 წლის გადასახადების შეჯამებით,
მგზავრობის სრული შემოსავალი შეადგენს 17 408.33 აშშ დოლარს, საიდანაც
სუფთა შემოსავალი შეადგენს - 12 276.47 აშშ დოლარს, ხოლო სრული
დამატებითი შემოსავალი - 594.75 აშშ დოლარს. (3.1.3.). მამის საქართველოში
არყოფნის პერიოდში, მ------------–---–ის ჯანმრთელობაზე, სწავლასა და აღზრდა-
განვითარებაზე მეთვალყურეობას ახორციელებს გ----------------–---–-ს და - ნ----------
----–---–ი. მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისის მინდობილობით N--------- ნ-------------
-–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება აწარმოოს არასრულწლოვანი მ------------–---–ის
საქმეები, დაიცვას მისი უფლებები, იყოს პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე და
ჯანმრთელობაზე, სწავლა-აღზრდაზე, განათლებაზე (3.1.4.).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-


დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად
აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს
სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები.
ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით
არასრულწლოვნებიც.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე
სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების
უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი
შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის
შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის
შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ
მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც
ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი
ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით
დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს
უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
მ------------–---–ი სასამართლოს განჩინებით ჩაბმულია საქმეში და მას
სასამართლომ მოუსმინა სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა მზრუნველობის
ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგ ლე-–------–-----–---–ის
მონაწილეობით (თანდასწრებით). მ---მ გამოთქვა სურვილი, მის საცხოვრებელი
ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი ა---------–-----------–-–-------
ში. არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ მზად არის ისწავლოს ა---------–----------
-–-–-------ში, მისთვის უცხო ქვეყანასა და გარემოში, სადაც მისი და-ძმა
ცხოვრობს და სწავლობს. არასრულწლოვანმა გამოთქვა სურვილი, იცხოვროს
მამასთან, სადაც იგი თავს ბევრად მშვიდად იგრძნობს. ბავშვი განმარტავს, რომ

22
2018 წლის ზაფხულიდან ცხოვრობს მამიდასთან (ნ--------------–---–ი), მანამდე კი
მამასთან, მამის მეუღლესთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა გლდანის
ტერიტორიაზე. მ--- განმარტავს, რომ დედა ფსიქოლოგიურად ძალადობდა
მასზე, აიძულებდა, რომ მამაზე და მის ახლანდელ მეუღლეზე ცუდად ესაუბრა,
სკოლას ხშირად უმიზეზოდ აცდენინებდა, უმეტესად მარტო იყო და არავისთან
მეგობრობდა, რაშიც დედას ადანაშაულებს. დედა ხშირად იყო ალკოჰოლის
ზემოქმედების ქვეშ, მუდმივად ეტანებოდა სასმელს, რაც უარყოფითად
მოქმედებდა მ---ზე. გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, მ---მ სთხოვა მამას
შემაკავებელი ორდერის „გაკეთება“ დედის მიმართ, ბავშვი მიუთითებს
მასზედაც, რომ წინა სასამართლო პროცესების დროს სამჯერ „გაუკეთეს“ დედას
შემაკავებელი ორდერი. არასრულწლოვანის განმარტებით, ის პირობები, რაც
მორიგების აქტით გაითვალისწინეს მხარეებმა, არ იყო მ---ს სურვილით
განპირობებული. იგი წინააღმდეგი იყო დედასთან წასულიყო დასვენების
დღეებში, სთხოვდა მამას არ გაეშვა დედასთან. მ--- მიუთითებს დედის
ამორალურ ქცევებზე და იხსენებს ერთ-ერთ ზაფხულს, როცა დედამ უცხო
მამაკაცთან ერთად წაიყვანა დასასვენებლად. მ--- გამორიცხავს დედასთან
ცხოვრების შესაძლებლობას და ამბობს, რომ ადრე მამასთან საუბრის შემდეგ,
დედას მისცა კიდევ ერთხელ „შანსი“, თუმცა არაფერი შეცვლილა. დედას არ
პატიობს „შეცდომას“, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამორალურად იქცეოდა, არ
აძლევდა მას კარგ მაგალითს, არ ზრუნავდა მასზე. მამას ამერიკაში აქვს
სათანადო პირობები, რომ მ--- უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი და
მატერიალური პირობებით. მ---ს ინფორმაციით, გ----------------–---–-
დასაქმებულია სატრანსპორტო კომპანიაში და ახორციელებს მგზავრთა
გადაყვანას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. მ--- ფიქრობს, რომ არ
გაუჭირდება იმ გარემოში ადაპტირება, სადაც ცხოვრობს და სწავლობს მისი და-
ძმა, არ შეექმნება ენობრივი ბარიერი, რადგან მონდომებულია, რომ აითვისოს
ინგლისური ენა და ამაში და-ძმაც ეხმარება. რაც შეეხება ფსიქოლოგთან
ვიზიტებს, მ--- იხსენებს, რომ ფსიქოლოგმა, რომელთანაც დედამ წაიყვანა,
დასკვნაში დაწერა მხოლოდ დედის სასარგებლო ფაქტები. დედის შესახებ
დადებითს ვერაფერს იხსენებს და არ სურს მისი რომელიმე თვისება ან
ხასიათის შტრიხი ჰქონდეს.

არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს


სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა
უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს.
ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის
თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას,
მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო
თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური
უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ
საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის
ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

23
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში
მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია,
მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს
არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ უნდა
გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად
მამის საცხოვრებელი ადგილი უცხო ქვეყანაში და მიანიჭოს თუ არა მამას
უფლება, წაიყვანოს ბავშვები საქართველოს საზღვრებს გარეთ ა---------–-----------
–-–-------ში დედის თანხმობის გარეშე. ამ საკითხის გადაწყვეტის დროს
სასამართლომ უნდა შეაფასოს, პირველ რიგში, თუ რამდენად შეესაბამება იგი
(მოთხოვნა) ბავშვის ინტერესებს. ამ უკანასკნელის შეფასებისას კი უნდა იქნეს
გამოკვლეული, ერთის მხრივ, თუ რა გარემოებები უდევს საფუძვლად მსგავსი
შინაარსის მოთხოვნის დაყენებას და, მეორეს მხრივ, გამართლებულია თუ არა
ბავშვის გადაადგილება მისი პიროვნებისა და მისთვის უახლოესი გარემოს
შეფასებიდან გამომდინარე, ხომ არ გამოიწვევს იგი ბავშვის ფსიქოლოგიურ
ტრამვას, ან შესაძლებელია ასეთს არ იწვევდეს, მაგრამ რამდენად დადებით
მნიშვნელობას მოახდენს იგი ბავშვის განვითარებაზე. ასევე, სასამართლომ
უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა,
მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა და არასრულწლოვანის ემოციური
კავშირი თითოეულ მშობელთან.

დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობდა


მამასთან და მის ოჯახთან ერთად თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონის
ტერიტორიაზე. 2018 წლის ივნისის თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობს მამის
ოჯახთან - ბებიასთან, ბაბუასთან, მამიდასთან (ნ--------------–---–ი) და
მამიდაშვილებთან ერთად მისამართზე, თბილისი, ო------------------–---, დ--------------
–---–------. აღნიშნული საცხოვრებელი წარმოადგენს ორსართულიან კერძო
ტიპის სახლს, რომლის ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საცხოვრებელში მ---ს აქვს საკუთარი ოთახი, კარადა და პირადი ნივთები. მამის
გამგზავრების შემდეგ, მ------------–---–ის ჯანმრთელობაზე, სწავლასა და
აღზრდა-განვითარებაზე მეთვალყურეობას ახორციელებს გ----------------–---–-ს და
- ნ--------------–---–ი. მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისის მინდობილობით N---------
ნ--------------–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება აწარმოოს არასრულწლოვანი მ-------
-----–---–ის საქმეები, დაიცვას მისი უფლებები, იყოს პასუხისმგებელი მის
სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, სწავლა-აღზრდაზე, განათლებაზე (3.1.4.,
3.2.2.). მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მამის ა---------–-----------–-–
-------ში გამგზავრების შემდეგ (2018 წლის ივნისის თვიდან) მ--- უწყვეტად
ცხოვრობს მამის ოჯახში (მოსარჩელის მშობლები, და და დისშვილები).
ამდენად, არასრულწლოვანი არ იმყოფება კანონიერ წარმომადგენელთან (ერთ-
ერთ მშობელთან). რაც მიუთითებს არასრულწლოვანი მ------------–---–ის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის აუცილებლობაზე ერთ-ერთი მშობლის
საცხოვრებელი ადგილით.

24
აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არსებული სხვა სამოქალაქო დავის
ფარგლებში განხორციელდა მ------------–---–ის ფსიქოლოგიური გამოკვლევა „გ----
------------------–---------------–-----–------ში“ და შედგა 2017 წლის 29 სექტემბრის
ფსიქოლოგის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ბავშვთან ჩატარებულ
იქნა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა ბავშვის
აღქმას, მხარეების მიერ მისი ფიზიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული,
საგანმანათლებლო თუ სოციალურ-ემოციური საჭიროებების
დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რაც როგორც წესი, მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს ბავშვის მიერ რომელიმე მშობლისათვის უპირატესობის
მინიჭებასა და საცხოვრებელი გარემოს არჩევანს. კითხვაზე, თუ რამდენი
სახლი აქვს, მ--- პასუხობს, რომ სამი და ასახელებს დედის, მამის და მამის
მშობლების საცხოვრებელ გარემოს. აღსანიშნავია, რომ მ--- გამოხატავს
დადებით დამოკიდებულებას სამივე საცხოვრებელი გარემოს მიმართ, ამასთან
ხაზს უსვამს, როგორც სახლების ფიზიკურ მახასიათებლებს, ასევე იმ
აქტივობებს, რომლითაც დაკავებულია ოჯახის წევრებთან სხვადასხვა
გარემოში. ფსიქოლოგთან მ---მ განაცხადა, რომ ხშირად ცდილობს თავი
აარიდოს სკოლაში წასვლას. კითხვაზე, თუ ვინ ზრუნავს მის ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე საჭიროების შემთხვევაში, პასუხობს, რომ ორივე მშობელი. მ---
სა და დედის ინტერაქციაზე დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ დედას გააჩნია
აღზრდის ლიბერალური/დემოკრატიული სტილი, რაც გულისხმობს დადებითი
ემოციების, სითბოს გამოვლენას ბავშვის მიმართ და ამავდროულად
შედარებით ნაკლებ თანმიმდევრულობასა და სიმკაცრეს წესების
შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც მ--- აღნიშნავს, არცერთი მშობელი
არ იყენებს ფიზიკური დასჯის მეთოდს. იხსენებს მხოლოდ ერთ შემთხვევას,
როდესაც დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ასეთ ფაქტს - „ერთხელ მამასთან არ
მტოვებდა, მე მინდოდა ღამით დავრჩენილიყავი, ტელეფონი გავთიშე და
წავედი მამასთან და მეორე დილას წავედი სახლში - მაშინ დამარტყა და თმა
მომქაჩა. ერთხელ იყო. “მშობლების განქორწინებასთან დაკავშირებით ამბობს,
რომ ამ საკითხზე აღარ ფიქრობს და რომ მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა.
რაც შეეხება იმას, თუ ვისთან სურს ბავშვს ცხოვრება, მ--- აცხადებს, რომ
მართალია ორივე მშობელთან აპირებს ურთიერთობას, თუმცა ძირითად
საცხოვრებელ გარემოდ მამის სახლს ირჩევს. უჭირს იმის დაკონკრეტება, თუ
რამდენი ან კვირის რომელი დღეების გატარებას ისურვებდა მასთან. მ--- ხაზს
უსვამს, რომ არ სურს სკოლის შეცვლა და დარწმუნებულია, რომ ოჯახის
წევრები მოახერხებენ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას მამასთან გადასვლის
შემთხვევაში. ფსიქოლოგის შეფასების ფარგლებში განხორციელდა 2017 წლის
28 აპრილით დათარიღებულ ფსიქოლოგის დასკვნაში (ფსიქოლოგი ნ------–--------
-------) მითითებული ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება. კერძოდ, მ---
იხსენებს საუბარს, რომელიც მამასთან და მის ადვოკატთან ჰქონდა, გ---–----–----
თვის შემაკავებელი ორდერის გამოწერამდე ცოტა ხნით ადრე. მან განაცხადა,
რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მამასთან ცხოვრება და რომ „მე და მამამ
შემაკავებელი ორდერი გავაკეთებინეთ“. მ---მ შემაკავებელი ორდერი განმარტა,
როგორც დედისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვა. მ--- იხსენებს, რომ
25
„მამამ ამიხსნა რა არის შემაკავებელი ორდერი და კარგითქო, არ მახსოვს
დანარჩენი რა მელაპარაკა“, „ადვოკატებმა მითხრეს რომ ჩვენ დაგეხმარებითო,
რომ მიიღო ის რაც გინდაო - მამასთან ცხოვრებაო“. კითხვაზე, მას რა უნდა
გაეკეთებინა კონკრეტულად, ამბობს „უნდა მელაპარაკა რომ მამასთან ძალიან
კარგად ვეწყობი, ძალიან კარგად მამეცადინებს“. ამასთან, ბავშვი აღნიშნავს,
რომ მამას მისთვის არ მიუცია კონკრეტული მითითებები იმასთან
დაკავშირებით, რა უნდა ეთქვა დედის შესახებ და ამას თვითონ მიხვდა. წინა
ფსიქოლოგის დასკვნაში ფიგურირებდა დედის მიერ ალკოჰოლის ჭარბი
მოხმარება. მ--- ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა დედის მიერ ალკოჰოლის,
კერძოდ ლუდის მიღების შემთხვევებს, თუმცა აღნიშნავს, რომ რაც იგი
ოქროყანიდან დაბრუნდა, დედას სასმელი არ მიუღია. ფსიქოლოგის კითხვაზე
თუ დაახლოებით რა ოდენობის სასმელს იღებდა დედა, ბავშვმა მიუთითა 0,5
ლ მოცულობის ბოთლის 2/3-ზე. განაცხადა, რომ დედა მთვრალი მხოლოდ
ერთხელ ნახა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის სხვა შემთხვევებს ვერ
იხსენებს. ზემოაღნიშნულ დასკვნაში საუბარია დედის მეგობარ მამაკაცებზეც.
მ--- იხსენებს უცხო მამაკაცების მათთან ერთად სახლში ღამე დარჩენის
შემთხვევებსაც. თუმცა მოცემული ინტერვიუს პროცესში, მ---მ განაცხადა, რომ
მათთან ოჯახში არასდროს დარჩენილა დედის მეგობარი მამაკაცი. მ--- ამბობს,
რომ დასკვნაში ნახსენები ლ-----, მისი ნათლიის მეგობარია, რომელმაც ისინი
მანქანით წაიყვანა სამეგრელოდან ქობულეთში და თავად გამოემგზავრა უკან
და მათთან ერთად ღამე არ გაუთევია. ინტერვიუს პროცესში მოპოვებული
ინფორმაციის საფუძველზე, იკვეთება მამის ბავშვზე პირდაპირი და
არაპირდაპირი ზეგავლენის ნიშნები, რასაც მოჰყვა ბავშვის გამოიყენება მეორე
მხარის წინააღმდეგ. მ--- გვევლინება მამის მოკავშირე ბავშვად, რაც ნიშნავს
იმას, რომ იგი ხშირად შეზღუდულ კონტაქტს ამჯობინებს მეორე მშობელთან,
თუმცა სრულად არ უარყოფს მას. ხშირად ეს ბავშვები განიცდიან
ამბივალენტურ განცდებს მშობლის მიმართ, მათ შორის ბრაზს, სევდას,
სიყვარულს და შეიძლება კონტაქტზეც კი უარი თქვან. მ------------–---–ი
გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას ორივე მშობლის მიმართ. ინტერვიუს
პროცესში იკვეთება, რომ ბავშვის ასაკობრივ თუ ინდივიდუალურ
საჭიროებაზე ორივე მხარე მეტ-ნაკლები ადეკვატურობით ზრუნავს და ბავშვის
მხრიდან არ ვლინდება აშკარა, მნიშვნელოვანი უპირატესობა რომელიმე
საცხოვრებელ გარემოსთან მიმართებაში. ამის ფონზე მის მიერ გაკეთებული
განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ „მთელი ცხოვრება მამასთან უნდა
იყოს“, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ბავშვის რეალურ სურვილებს და
წარმოადგენდეს მამასთან მოკავშირეობის შედეგს (3.2.5.).

სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქმეში ჩაბმულ იქნა


ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
(მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამის ფსიქოლოგის
ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის
წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. მ------------–---–ის ფსიქო-
ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი მშობლებთან

26
ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით თბილისის სოციალური
მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა
ფსიქოლოგიური გამოკვლევა. თბილისის სოციალური მომსახურების
საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით: ემოციური
მდგომარეობის საკვლევი ლუშერის ტესტით გამოვლინდა: „აქტიური ბრძოლა
თვითრეალიზების გზაზე შეზღუდვების და აკრძალვების წინააღმდეგ.
მოითხოვს, რომ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცეს. შეზღუდვების
გადალახვის მოთხოვნილება, მათ შორის დისტანციის, რომელიც
გარშემომყოფებთან აშორებს. წინააღმდეგობები იწვევს აღშფოთებას.
მოითხოვს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღებაში.
ვლინდება მოუთმენლობა, მოუსვენრობა, უნდობლობა, წყენა, ბლოკირებულია
თბილი ურთიერთობების და სიყვარულის მოთხოვნილება. გრძნობს, რომ
თვითონ არ შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მაგრამ თავისი ბედის სხვისთვის
მინდობაც არ უნდა. თვლის, რომ ცხოვრებას გაცილებით მეტის მოცემა
შეუძლია. მოუთმენელი და გაღიზიანებულია მანამ არ მიიღებს ყველაფერს,
რაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ არ ჰყოფნის. მდგომარეობის მერყეობა, სიტუაციის
შესაცვლელად დაძაბული მცდელობები იწვევს მოუსვენრობას და
შრომისუნარიანობის და ყურადღების შესაძლო დაქვეითებას. ახასიათებს
აქტიურობა, დომინირებისაკენ მისწრაფება, უშუალო და თავისუფალი ქცევა,
მაღალი თვითშეფასება, სიძლიერე, ენერგიულობა, რისკისკენ მიდრეკილება,
პრობლემების გამკლავების უნარი. აქვს მოთხოვნილება ჰქონდეს საკმარისი
ცხოვრებისეული კეთილდღეობა. გამოხატულია წარმატების მიღწევის მაღალი
მოტივაცია, მისწრაფება თვითრეალიზებისკენ. აქვს მრავალმხრივი გატაცება
და ინტერესი, მომავალს უყურებს ოპტიმისტურად. მეორე მხრივ,
თვითრეალიზების ტენდენციასთან ერთად შეიძლება იყოს არამყარი
ემოციონალური მდგომარეობა, არათანმიმდევრულობა და ცვალებადი
განწყობები. მიისწრაფვის იმისკენ, რომ სხვებს გაუუმჯობესოს წარმოდგენა
მასზე, რათა პატივისცემით მოქცნენ და დაუთმონ სურვილებსა და
მოთხოვნილებებში. ორიენტირებულია პოზიციის გამყარებაზე. გაურბის
გარემოებებს და ურთიერთობებს, რომლებიც პასუხისმგებლობის
აუცილებლობას მოითხოვენ. სენსიტიურია კრიტიკული შენიშვნების მიმართ.
სხვების დამოკიდებულება ეჩვენება გაზვიადებულად მტრულად და
წინააღმდეგობისთვის იყენებს ირაციონალურ ხერხებს. ახასიათებს მდიდარი
ფანტაზიის უნარი. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მ---ს დედასთან არ
ვლინდება უარყოფილი მშობლისათვის დამახასიათებელი შვილის
გაუცხოების ხელშემწყობი ფაქტორები. მ---ს დღევანდელ პოზიციას
გავლენებით ხსნის, დედა ამბობს, რომ „მ--- ყველაფერს აკეთებს, რომ
წავიდეს“... „ყველაფერზე მიდის, რომ ამერიკაში წავიდეს“... იგი მიიჩნევს, რომ
მ--- უყურადღებოდ არის მის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში. მ---
მკაფიოდ, კატეგორიულად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას, გამოხატავდა
პროცესების დროულად დასრულებისაკენ სწრაფვას, რათა საბოლოო მიზანი
მყისიერად ყოფილიყო მიღწეული. მ---ს ცნობიერება, სურვილი, ემოციური
მდგომარეობა მოცულია საზღვარგარეთ, მამასთან წასვლის საკითხით. ამ
27
მიზნისთვის იგი რადიკალურ ზომებსაც მიმართავს - „არ მომცა ნება დედამ,
ამიტომ გადავედი მამიდასთან“. დედასთან მისი საუბარიც ძირითადად
გამგზავრებასთან არის დაკავშირებული - „ვეკითხებოდი რატომ არ მიშვებ,
მთხოვე და გაგიშვებო. რომ მეთხოვა, მეტყოდა ჯერ ჩემთან გადმოდიო. უნდა
რომ ერთად რომ ვიქნებით, იტყვიან კარგად ვარ და დედასთან მინდა“. მ---
სკოლის შეცვლის სურვილის გამოც წინააღმდეგობაში იყო დედასთან და
კმაყოფილებას გამოხატავს საკითხის მისი სურვილისამებრ მოგვარებით-
„დედაჩემს ჩამოერთვა უფლება, თვითონ ამბობს მე მოგეცი თანხმობაო, მაგრამ
არ მჯერა“. მ--- ამბობს, რომ დედასთან დაკავშირებით მხოლოდ უარყოფითი
შთაბეჭდილებები ახსოვს („არც ერთი მოგონება არ მაქვს, რომ ძალია ბედნიერი
ვყოფილიყავი“, „კარგი არაფერი მახსენდება. სულ ცდილობდა მამაზე ცუდი
ეთქვა“), რაც ითხვლება რომ ან გავლენის ნიშანია, ან მიზანმიმართული
ქმედება. ამბობს, რომ დედა ხშირად საუბრობს უარყოფითად იმ ადამიანების
შესახებ, ვინც უყვარს. მ---ს უარყოფითი განწყობები ასევე ეხება დედის
მეგობრებსა და ალკოჰოლის მოხმარებას- „კაცები ყავდა, მამას ღალატობდა“.
სხვადასხვა დროს მ---მ რამდენჯერმე გამოხატა ეჭვი დედის სიყვარულისადმი -
მაინტერესებს რატომ არ ვუყვარვარ“. ისევე როგორც მ---ს დამოკიდებულებაა
დედის მიმართ რადიკალური, ასევე სრულად უარყოფითად წარმოაჩენს დედის
დამოკიდებულებას მისდამი - „ექიმთან არასდროს წავუყვანივარ, მამას
ურეკავდა“, „სკოლაში თითქმის არასდროს ყოფილა“. მ--- დედის მიმართ
იმდენად კატეგორიულია, რომ მასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს
ამბობს - „ამერიკაში თუ წავედი, საერთოდ აღარ მექნება შეხება და კონტაქტი,
რომ ჩამოვიდე მაინც. ძალიან მინდა რომ ეგრე მოხდეს“, „არ ვაპირებ რომ
ვაპატიო. ჩემს ადგილზე ყველა ეგრე მოიქცეოდა“. მ--- საუბრობს ორ სხვადასხვა
ფსიქოლოგთან ვიზიტების შესახებ, რომელთა შეფასებაც განსხვავებულია
ერთმანეთისაგან - „პირველმა ფსიქოლოგმა დასკვნა გამოიტანა, რომ მამასთან
მინდოდა და დედასთან არ ვაპირებდი. მეორე ფსიქოლოგთან დედაჩემმა
მიმიყვანა, რაც უნდოდათ იმას ჩაწერდენენ“... „ერთხელ ფსიქოლოგთან
წამიყვანა (დედამ) და მალაპარაკა, რომ სასამართლო არ მინდოდა... რომ
კაცებზე მოვიგონე... თავის მხარეს მაჭერინებდა, ვიცოდი რომ კართან იდგა,
დაშინებული ვყავდი (დედას). მაგ პერიოდში მამაჩემთან არ მქონდა
ურთიერთობა... რაც ფსიქოლოგთან გაქვს ნალაპარაკები, ჩემს მხარეს
გადმოიტანეო. ხალხის დასაცინი არ გავხდეო, თქვი რომ მამაშენი
გეზიზღებაო... სრულად არ შევასრულე, ვანიშნებდი ფსიქოლოგს, რომ
მამასთან მინდოდა. რაც მამაჩემზე კარგი ვილაპარაკე, ამოჭრა და ჩადო
დედაჩემზე (ფსიქოლოგმა)... დარწმუნებული ვიყავი მისმენდა (დედა)...“.
„დაზუსტებით არ ვიცი რა დაწერა (ფსიქოლოგმა), ფაქტია რომ იმის მხარე
(დედის) დაწერა.“ მ---მ იცოდა, რომ ფსიქოლოგის მიერ კონკრეტული ფაქტების
შესახებ დაისმებოდა დამაზუსტებელი კითხვები და იცოდა შედეგად როგორ
მოხდებოდა ამა თუ იმ ფაქტის შეფასება. რჩება შთაბეჭდილება, რომ მ---მ
იცოდა წინა დასკვნის შინაარსიც და იცოდა მოსალოდნელი დამაზუსტებელი
შეკითხვებიც, რომლებზეც კატეგორიული და განსხვავებული პასუხები
დააფიქსირა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდება
28
წინა ფსიქოლოგისათვის (თ-----------–---–ი) მიწოდებული ინფორმაციისაგან.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მ---ს აქვს უნარი, დამოუკიდებლად მიიღოს
გადაწყვეტილება თავის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით და
დააფიქსიროს იგი სასამართლოში. თუმცა მისი სრულად ნეგატიური და
რადიკალური პოზიცია, ითვლება რომ, ან გავლენის შედეგია, ან
მიზანმიმართული ქმედება. მ---ს აქვს სურვილი და მიზანი, რომელიც ძლიერი
მოტივაციაა მისთვის. მ---სთან გაუცხოებული ბავშვისათვის დამახასიათებელი
ნიშნები ვლინდება. მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც
მშობლის მიმართ გაუცხოების უკიდურესი წერტილი, რაც განპირობებულია
მრავალი ფაქტორით ერთდროულად. აღნიშნულს ხელი შეუწყო როგორც
ერთი, ისე მეორე მშობლის ქცევებმა და ეს გაუცხოება წარმოადგენს
მრავალწლიან პროცესს. მ--- არ იმყოფება იმ ასაკში, როდესაც მშობლის მიმართ
მიჯაჭვულობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა (3.2.9.).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის


ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის
კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა
ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური
კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და
ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და,
თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის
ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და
მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის
ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული
სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს.
საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. http://www.supremecourt.ge/files/upload-
file/pdf/saertashoriso-kvlevebi8.pdf). აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და
განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში.
ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა
ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია
მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი
არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის
საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან
ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც
მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს
ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ
ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ
ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს.
საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).
არასრულწლოვანი მ------------–---–ის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა
შემოწმდეს. კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, ბავშვი დაშორდეს
ერთ-ერთ მშობელს და ასეთი დაშორება გამოწვეული უნდა იყოს

29
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და
ემსახურებოდეს მისი აღზრდა-განვითარებისათვის უკეთეს გარემო-პირობებში
ცხოვრების უზრუნველყოფას.

გ----------------–---–სა და გ---–----–---ს შორის კონფლიქტია, პირადი ურთიერთობა


გართულებულია. 2015 წლის 23 ოქტომბერს გ----------------–---–-ს მიმართ გამოიცა
შემაკავებელი ორდერი N------. თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით N-------, დამტკიცდა 2015 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოდან შემოსული შემაკავებელი ორდერი
მოქალაქე გ----------------–---–-ს მიმართ, მსხვერპლი - გ---–----–---. შემაკავებელი
ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადისათვის მსხვერპლთან,
მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი
იმყოფება. 2016 წლის 12 აპრილს გ---–----–---მ მიმართა ვაკე-საბურთალოს
პოლიციის სამმართველოს IV განყოფილების უფროსს გამოძიების დაწყების
თაობაზე. 2016 წლის 20 მაისს გ----------------–---–-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი
ორდერი N------. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით N3/3747-16, საქართველოს
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4
განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მ-----–------------–---–-ს მიერ
შედგენილი N------ შემაკავებელი ორდერი გ----------------–---–-ს მიმართ.
შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა 1 თვის ვადით შემდეგი პირობებით:
აეკრძალა გ----------------–---–ს გ---–----–---სთან, მის სამსახურთან და იმ
ადგილებთან მიახლოება, სადაც გ---–----–--- იმყოფება, აეკრძალა გ----------------–---
–ს გ---–----–---სთან ყოველგვარი კომუნიკაცია (მათ შორის სატელეფონო,
ინტერნეტით და ა.შ.) (3.2.4).
დადგენილია, რომ მხარეთა შორის სხვადასხვა პერიოდში მიმდინარეობდა
სამოქალაქო დავები, რომელთა ფარგლებში განხორციელდა სოციალური
მუშაკების მიერ დასკვნების შედგენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016
წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით N2/20747-15, მოპასუხე გ-----------------–---–ს
დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 200--–-–----------ს დაბადებული მ-----------
-–---–ის სასარგებლოდ 150 (ას ორმოცდაათი) დოლარის ექვივალენტი ლარში
ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 13 ოქტომბრიდან მის
სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება გ----------------
–---–სა (პ/ნ 0----------, დაბ. 1--------- წ.) და გ---–----–---ს (პ/ნ 0----------, დაბ. 0---------წ)
შორის რეგისტრირებული 2006 წლის 18 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №-------
და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ----------------–---–-ს
(პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე გ---–----–---- (პ/ნ 0----------) მიმართ 200--–-–---------
-ს დაბადებული მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის
შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
2017 წლის 16 ნოემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით
N2/14250-17, სამოქალაქო საქმეზე №2/14250-17 მოსარჩელე გ----------------–---–-ს

30
სარჩელი მოპასუხე გ---–----–---- მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით დამტკიცდა
მორიგება შემდეგი პირობებით: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2/14250-17 საქმის მხარეები, მოსარჩელე გ--------
--------–---–- და მოპასუხე გ---–----–--- თანხმდებიან, რომ არასრულწლოვან
შვილთან მ------------–---–თან ურთიერთობა განესაზღვროთ შემდეგი სახით:
არასრულწლოვანი მ------------–---–ი (დაბადებული 200--–-–----------ი) იქნება
მამასთან, გ----------------–---–თან (პირადი N0----------) ორშაბათს სასწავლო
პროცესის დასრულებიდან (სასწავლო პროცესის არარსებობის შემთხვევაში
დღის 12:00 საათიდან) პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებამდე
(სასწავლო პროცესის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00 საათამდე).
არასრულწლოვანი მ------------–---–ი (დაბადებული 200--–-–----------ი) იქნება
დედასთან, გ---–----–---სთან (პირადი N----------) პარასკევს არასრულწლოვანის
სასწავლო პროცესის დასრულებიდან (სასწავლო პროცესის არარსებობის
შემთხვევაში დღის 12:00 საათიდან) ორშაბათს სასწავლო პროცესის
დასრულებამდე (სასწავლო პროცესის არარსებობის შემთხვევაში დღის 12:00
საათამდე); 2. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მორიგების აქტის
მოქმედების პერიოდში გ----------------–---–ს (პირადი N0----------) არ ეკისრება
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მ-----
-------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის ვალდებულება. 3. მხარეები
თანხმდებიან, რომ მორიგების აქტით განსაზღვრული ურთიერთობის
გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ ალიმენტის გადახდასთან
დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ. გ---–----–--- (პირადი N----------) იღებს
ვალდებულებას შეეწყვიტოს გ----------------–---–-ს წინააღმდეგ დაწყებული
სააღსრულებო წარმოება ალიმენტის დავასთან დაკავშირებით; 3. მხარეები
ვალდებულებას იღებენ იმოქმედონ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო
ინტერესის გათვალისწინებით (3.2.3).
მხარეებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოს
2017 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებასთან N2/14250-17 მიმართებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული განჩინებით მ------------–---–ის
საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, გ----------------–---–-ს საცხოვრებელი
ადგილი. ხოლო, მოპასუხის განმარტებით, მოცემული განჩინება
წარმოადგენდა მხოლოდ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის
განსაზღვრას და მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილად განსაზღვრული იყო
დედის საცხოვრებელი ადგილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის
20 იანვრის გადაწყვეტილებით.

სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის


16 ნოემბრის საოქმო განჩინებით N2/14250-17, რომლითაც მხარეთა შორის
დამტკიცდა მორიგების პირობები, მ------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი
განსაზღვრული არ ყოფილა, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სარჩელით
დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრა და მორიგების მეორე პუნქტითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ

31
მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში გ----------------–---–ს არ ეკისრებოდა
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მ-----
-------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის ვალდებულება. მხარეთა
შორის უშუალოდ საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით მორიგების პირობა
სასამართლოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. სასამართლო ასევე,
ვერ გაიზიარებს მოპასუხე გ---–----–---- მითითებას იმ გარემოებაზედ, რომ მ-------
-----–---–ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული იყო დედის საცხოვრებელი
ადგილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის
გადაწყვეტილებით N2/20747-15. აღნიშნული გადაწყვეტილებით
არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხი
დასმული ჰქონდა შეგებებული სარჩელით გ----------------–---–ს და აღნიშნული
მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გ---–----–---ს კი მ------------–---–ის
საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრის საკითხი
არ დაუსვამს და შესაბამისად არც სასამართლოს გადაუწყვეტია აღნიშნული.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პერიოდში, სასამართლომ
დადგენილად მიიჩნია მარტოოდენ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იმ
დროისათვის მ------------–---–ი ცხოვრობდა დედასთან - გ---–----–---სთან (ტომი, 1,
ს.ფ. 116, გადაწყვეტილების მე-4 გვ, 3.2.3 ფაქტობრივი გარემოება), რაც არ
წარმოადგენს სასამართლოს მიერ არასრულწლოვანის საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრას.

ბავშვის ინტერესთა კონცეფცია კომპლექსურია და მისი შემადგენელი


ნაწილები უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით.
ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი
მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიტუაციის სპეციფიკიდან
გამომდინარე, ბავშვის კონკრეტული სტატუსის, სიტუაციის და საჭიროების
მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის
ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოების
ფონზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21
ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 32).

მოპასუხე მხარე დავის განხილვის მიმდინარეობისას უწყვეტად მიუთითებდა


მამის, გ----------------–---–-სა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან არასრულწლოვან
მ------------–---–ზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რაც
მიმართულია დედის მიმართ გაუცხოებისაკენ. ფსიქოლოგთან ვიზიტისას
მოპასუხემ მიუთითა, რომ „მ--- ყველაფერს აკეთებს, რომ წავიდეს“...
„ყველაფერზე მიდის, რომ ამერიკაში წავიდეს“. მოპასუხე მიუთითებდა
მასზედაც, რომ წინა ფსიქოლოგიური გამოკვლევაში მ---ს მიერ გაჟღერებული
პოზიცია (რომელიც შედგენილია „გ----------------------–---------------–-----–------ის“
ფსიქოლოგ თამთა საამაშვილის მიერ) გასაზიარებელია მოცემულ საქმესთან
მიმართებითაც და რომ სწორედ აღნიშნულ დროს დააფიქსირა მ---მ იმ
გავლენების არსებობის შესახებ, რომელიც რეალურად არსებობს. მოპასუხეს
ასევე მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული კვლევის პროცესში მ---მ დააფიქსირა

32
გავლენებისაგან „თავისუფალი აზრი“. მხარე მიუთითებს მასზედაც, რომ
მოპასუხის ეს მოსაზრება გამყარებულია ლე-–------–-----–---–ის დასკვნითაც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმ გარემოებაზედ, რომ მ--
-ს მიერ გაჟღერებული პოზიცია (რომელიც დააფიქსირა თამთა საამაშვილის
მიერ განხორციელებული კვლევის პროცესში) წარმოადგენს
არასრულწლოვანის იმ პოზიციას, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების
გამოტანის პროცესში უნდა დაეყრდნოს, ვინაიდან, დავის ფარგლებში
სასამართლომ ჩაატარა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ასახავს
მოცემული პერიოდის ვითარებას, არასრულწლოვანის ამჟამინდელ, ბევრად
„ახალ“ განწყობებს თითოეული მშობლისა თუ გარემოების მიმართ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მითითებას მასზედ, რომ მოპასუხის
მოსაზრებას ადასტურებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
ფსიქოლოგის დასკვნაც. აღნიშნული დასკვნაში ფსიქოლოგი მიუთითებს იმ
გარემოებაზე, რომ გაუჩნდა „შთაბეჭდილება, რომ მ---მ იცოდა წინა დასკვნის
შინაარსიც და იცოდა მოსალოდნელი დამაზუსტებელი შეკითხვებიც,
რომლებზეც კატეგორიული და განსხვავებული პასუხები დააფიქსირა.“
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ „მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მკვეთრად
განსხვავდება წინა ფსიქოლოგისათვის (თ-----------–---–ი) მიწოდებული
ინფორმაციისაგან“, თუმცა თავად დასკვნის ფარგლებში არ შეუფასებია
რომელიმე სხვა ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული დასკვნის (მასში
მითითებული ინფორმაციის) სანდოობა.

მოცემული დავის ფარგლებში განხორციელებული ფსიქოლოგიური


გამოკვლევის პროცესში გამოიკვეთა მ---ს „აქტიური ბრძოლა თვითრეალიზების
გზაზე შეზღუდვების და აკრძალვების წინააღმდეგ. მოითხოვს, რომ
თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცეს. მას აქვს შეზღუდვების
გადალახვის მოთხოვნილება, მათ შორის დისტანციის, რომელიც
გარშემომყოფებთან აშორებს. წინააღმდეგობები იწვევს აღშფოთებას.
მოითხოვს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას გადაწყვეტილების მიღებაში.
ვლინდება მოუთმენლობა, მოუსვენრობა, უნდობლობა, წყენა, ბლოკირებულია
თბილი ურთიერთობების და სიყვარულის მოთხოვნილება. გრძნობს, რომ
თვითონ არ შეუძლია სიტუაციის შეცვლა, მაგრამ თავისი ბედის სხვისთვის
მინდობაც არ უნდა. თვლის, რომ ცხოვრებას გაცილებით მეტის მოცემა
შეუძლია. მოუთმენელი და გაღიზიანებულია მანამ არ მიიღებს ყველაფერს,
რაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ არ ჰყოფნის. მდგომარეობის მერყეობა, სიტუაციის
შესაცვლელად დაძაბული მცდელობები იწვევს მოუსვენრობას და
შრომისუნარიანობის და ყურადღების შესაძლო დაქვეითებას. ახასიათებს
აქტიურობა, დომინირებისაკენ მისწრაფება, უშუალო და თავისუფალი ქცევა,
მაღალი თვითშეფასება, სიძლიერე, ენერგიულობა, რისკისკენ მიდრეკილება,
პრობლემების გამკლავების უნარი. აქვს მოთხოვნილება ჰქონდეს საკმარისი
ცხოვრებისეული კეთილდღეობა. გამოხატულია წარმატების მიღწევის მაღალი
მოტივაცია, მისწრაფება თვითრეალიზებისკენ. აქვს მრავალმხრივი გატაცება
და ინტერესი, მომავალს უყურებს ოპტიმისტურად. მეორე მხრივ,

33
თვითრეალიზების ტენდენციასთან ერთად შეიძლება იყოს არამყარი
ემოციონალური მდგომარეობა, არათანმიმდევრულობა და ცვალებადი
განწყობები. მიისწრაფვის იმისკენ, რომ სხვებს გაუუმჯობესოს წარმოდგენა
მასზე, რათა პატივისცემით მოქცნენ და დაუთმონ სურვილებსა და
მოთხოვნილებებში. ორიენტირებულია პოზიციის გამყარებაზე. გაურბის
გარემოებებს და ურთიერთობებს, რომლებიც პასუხისმგებლობის
აუცილებლობას მოითხოვენ. სენსიტიურია კრიტიკული შენიშვნების მიმართ.
სხვების დამოკიდებულება ეჩვენება გაზვიადებულად მტრულად და
წინააღმდეგობისთვის იყენებს ირაციონალურ ხერხებს. ახასიათებს მდიდარი
ფანტაზიის უნარი. მ--- მკაფიოდ, კატეგორიულად გამოხატავდა საკუთარ
პოზიციას, გამოხატავდა პროცესების დროულად დასრულებისაკენ სწრაფვას,
რათა საბოლოო მიზანი მყისიერად ყოფილიყო მიღწეული. მ---ს ცნობიერება,
სურვილი, ემოციური მდგომარეობა მოცულია საზღვარგარეთ, მამასთან
წასვლის საკითხით. ამ მიზნისთვის იგი რადიკალურ ზომებსაც მიმართავს.
ფსიქოლოგი მიუთითებს ასევე მასზედ, მ---ს დედასთან დაკავშირებით
მხოლოდ უარყოფითი შთაბეჭდილებები ახსოვს („არც ერთი მოგონება არ მაქვს,
რომ ძალია ბედნიერი ვყოფილიყავი“, „კარგი არაფერი მახსენდება. სულ
ცდილობდა მამაზე ცუდი ეთქვა“), რასაც ან გავლენის ნიშანად, ან
მიზანმიმართული ქმედებად მიიჩნევს. აქვე, დასკვნის სახით ფსიქოლოგი
აღნიშნავს, რომ მ---ს აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება
თავის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით და დააფიქსიროს იგი
სასამართლოში. მ---ს აქვს სურვილი და მიზანი, რომელიც ძლიერი მოტივაციაა
მისთვის. მ---ს გაუცხოებას ერთ-ერთი მშობლის მიმართ ხელი შეუწყო როგორც
ერთი, ისე მეორე მშობლის ქცევებმა და ეს გაუცხოება წარმოადგენს
მრავალწლიან პროცესს. მ--- არ იმყოფება იმ ასაკში, როდესაც მშობლის მიმართ
მიჯაჭვულობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმ გარემოებაზე, რომ


მოსარჩელე და მისი ოჯახი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს მ---ზე. მოპასუხე
მიუთითებს, რომ ბავშვი არ მიყვება მას საცხოვრებელ ადგილას, რადგან
ჰგონია, რომ თუკი დედასთან კარგი ურთიერთობა ექნება, მამა არ წაიყვანს მას
ამერიკაში. გ---–----–---მ მოცემული გარემოების დამადასტურებელი
მტკიცებულების წარმოდგენა ვერ უზრუნველყო. აღნიშნულის
დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება 2017 წლის სექტემბრის
თვეში განხორციელებული ფსიქოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან აღნიშნულ
დასკვნის შედგენის პერიოდშიც არასრულწლოვანი მიუთითებდა მასზედ, რომ
მის საცხოვრებელ ადგილად სურდა მამის საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრა. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს მასზედაც, რომ
მოცემული დავის ფარგლებში განხორციელებული კვლევაში ფსიქოლოგი
მიუთითებს: „მ--- ამბობს, რომ დედასთან დაკავშირებით მხოლოდ უარყოფითი
შთაბეჭდილებები ახსოვს („არც ერთი მოგონება არ მაქვს, რომ ძალია ბედნიერი
ვყოფილიყავი“, „კარგი არაფერი მახსენდება. სულ ცდილობდა მამაზე ცუდი
ეთქვა“), რაც ითვლება რომ ან გავლენის ნიშანია, ან მიზანმიმართული ქმედება.

34
თუმცა იმავე დასკვნაში ფსიქოლოგმა მიუთითა, რომ „მ---ს აქვს უნარი
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თავის საცხოვრებელ ადგილთან
მიმართებით და დააფიქსიროს იგი სასამართლოში“. შესაბამისად, მოპასუხემ
ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთის
რეალიზება და მ------------–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის
(გავლენის) არსებობის დადასტურება.

საქმის მასალებით არ დასტურდება ისეთი გარემოება, რომელიც მამის


მხრიდან მშობლის უფლების არა ჯეროვან შესრულებას, შვილის მიმართ
უყურადღებობას დაადასტურებდა. იგი საქართველოში ყოფნის დროსაც და ა----
-----–-----------–-–-------ში ცხოვრების პერიოდშიც, ზრუნავს არასრულწლოვანზე
ფინანსურად, აქტიურ ინტერესს გამოხატავს მის მიმართ, ინარჩუნებს კავშირს
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით მ---სთან. არასრულწლოვანს
თითქმის ყოველდღიური კავშირი აქვს მამასთან, დედმამიშვილებთან,
დადებითად მოიხსენიებს მამის მეუღლეს - ნ-----–------–--ესა და მის შვილს (ა----).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 2018 წლის იანვრის
თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობდა მამასთან და მის ოჯახთან ერთად
თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე. 2018 წლის ივნისის
თვიდან მ------------–---–ი ცხოვრობს მამის ოჯახთან - ბებიასთან, ბაბუასთან,
მამიდასთან (ნ--------------–---–ი) და მამიდაშვილებთან ერთად მისამართზე,
თბილისი, ო------------------–---, დ--------------–---–------. საცხოვრებელი წარმოადგენს
ორსართულიან კერძო ტიპის სახლს, რომლის ჰიგიენური მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელში მ---ს აქვს საკუთარი ოთახი, კარადა და
პირადი ნივთები (3.2.2.).

მოპასუხე მიუთითებს მ------------–---–ის საგანმანათლებლო დაწესებულებაში


მოსწრებასა და იმ რისკებზე, რაც ექმნება მის განათლებას ამჟამინდელ
საცხოვრებელ გარემოში. ასევე მიაჩნია, რომ თუნდაც მ---ს მიეცეს მამასთან
წასვლის საშუალება, უცხო ენის არცოდნა ხელს შეუშლის არასრულწლოვანს ა-
--------–-----------–-–-------ში სწავლაში, ცხოვრებასა და ადაპტირებაში. მოპასუხის
მითითებით, მასთან ცხოვრების პერიოდში არასრულწლოვანი უკეთესად
იქნება უზრუნველყოფილი განათლების უფლებით, რადგან გ---–----–---
მეთვალყურეობდა და დღემდე ახორციელებს მ---ს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში მოსწრებაზე ზედამხედველობას. ხოლო მოწინააღმდეგე
მხარე არავითარ ყურადღებას არ იჩენს მ---ს სწავლა-განათლების მიმართ.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ------------–---–ი 2019 წლის აპრილის
თვემდე დადიოდა ქალაქ თბილისის 1---- საჯარო სკოლაში, დღეის
მდგომარეობით არასრულწლოვანი დადის N4------------- სკოლაში, რომელიც
მდებარეობს მ---ს ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სოლოლაკის
რაიონში. მ------------–---–ი პერიოდულად არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. გ---–
----–--- პერიოდულად ახორციელებს ვიზიტს იმ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანი სწავლობს (3.1.5.). სსიპ ქალაქ
თბილისის N------------- სკოლის 2017 წლის 29 მაისს გაცემული დოკუმენტის

35
თანახმად, მ------------–---–ის 2016-17 სასწავლო წლის შეფასება და გაცდენა
შეადგენს: ქართულ ენაში I სემესტრში - 35, II სემესტრში - 32, შემაჯამებელი
ნიშანი - 6,4,5,3; მათემატიკაში I სემესტრში - 23, II სემესტრში - 27,
შემაჯამებელი ნიშანი - 2,5,4,2,4; ინგლისურ ენაში I სემესტრში - 14, II
სემესტრში - 17, შემაჯამებელი ნიშანი - 4,5,5; რუსულ ენაში I სემესტრში - 19, II
სემესტრში - 17, შემაჯამებელი ნიშანი - 3,4,2; ისტორიაში I სემესტრში - 20, II
სემესტრში - 17, შემაჯამებელი ნიშანი - 7,6,6; ბუნებისმეტყველებაში I
სემესტრში - 19, II სემესტრში - 17, შემაჯამებელი ნიშანი - 2,3,3,3;
ინფორმატიკაში I სემესტრში - 14, II სემესტრში - 13, შემაჯამებელი ნიშანი -
5,5,5; ხელოვნებაში I სემესტრში - 9, II სემესტრში - 10, შემაჯამებელი ნიშანი -
8,5,5; სიმღერაში I სემესტრში - 14, II სემესტრში - 14, შემაჯამებელი ნიშანი - 4,6;
სპორტში I სემესტრში - 6, II სემესტრში - 4. სსიპ ქალაქ თბილისის N-------------
სკოლის 2019 წლის 25 მარტს გაცემული დოკუმენტის თანახმად, მ------------–---–
ის 2017-2018 სასწავლო წლის შეფასება და გაცდენა შეადგენს: ქართულ ენაში -
37, წლიური შეფასება - 7; მათემატიკაში - 40, წლიური შეფასება - 5; ინგლისურ
ენაში - 25, წლიური შეფასება - 5; რუსულ ენაში - 9, წლიური შეფასება - 5;
ისტორიაში - 34, წლიური შეფასება - 7; ბუნებისმეტყველებაში - 20, წლიური
შეფასება - 6; ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 16, წლიური
შეფასება - 7; სპორტში - 11; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 17,
წლიური შეფასება - 7; მუსიკაში - 15, წლიური შეფასება - 7. სსიპ ქალაქ
თბილისის N------------- სკოლაში, მ------------–---–ის 2018-2019 სასწავლო წლის
შეფასება და გაცდენა შეადგენს: ქართულ ენასა და ლიტერატურაში I
სემესტრში - 47, II სემესტრში - 21, შემაჯამებელი ნიშანი - 7; მათემატიკაში I
სემესტრში - 29, II სემესტრში - 8, შემაჯამებელი ნიშანი - 4; ინგლისურ ენაში I
სემესტრში - 28, II სემესტრში - 15, შემაჯამებელი ნიშანი - 3; რუსულ ენაში I
სემესტრში - 11, II სემესტრში - 3, შემაჯამებელი ნიშანი - 2; ისტორიაში I
სემესტრში - 18, II სემესტრში - 9; ბუნებისმეტყველებაში I სემესტრში - 23, II
სემესტრში - 10, შემაჯამებელი ნიშანი - 6; სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში I სემესტრში - 19, II სემესტრში - 6, შემაჯამებელი ნიშანი - 6;
მუსიკაში I სემესტრში - 16, II სემესტრში - 5, შემაჯამებელი ნიშანი - 6; სპორტში
I სემესტრში - 5, II სემესტრში - 6; გეოგრაფიაში I სემესტრში - 14, II სემესტრში -
6, შემაჯამებელი ნიშანი - 7. სსიპ ტ-–------------------–---------–--------–-------- საჯარო
სკოლაში, მ------------–---–ის 2019 წლის I სემესტრის მიმდინარე ნიშნები და
გაცდენები შეადგენს: ქართულ ენაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 6,6;
მათემატიკაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 4,4; ისტორიაში - 1, შემაჯამებელი
ნიშანი - 5,5; ფიზიკაში - 1, შემაჯამებელი ნიშანი - 5,5; ქიმიაში - 1,
შემაჯამებელი ნიშანი - 5; ბიოლოგიაში - 0, შემაჯამებელი ნიშანი - 4,5;
ინგლისურში - 2, შემაჯამებელი ნიშანი - 5,5,5; გეოგრაფიაში - 3, შემაჯამებელი
ნიშანი - 5,5; მუსიკაში - 3, შემაჯამებელი ნიშანი - 6,7; ხელოვნებაში - 2,
შემაჯამებელი ნიშანი - 8; სამოქალაქო თავდაცვაში - 0, შემაჯამებელი ნიშანი -
6; სპორტში - 2 (3.2.6). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12
აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა გ----------------–---–-ს (პირადი N0----------)
შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე: შეეზღუდა
36
მოპასუხე გ---–----–---ს (პირადი N----------0) მშობლის წარმომადგენლობითი
უფლება 200--–-–----------ს დაბადებული მ------------–---–ის (პირადი N-----------)
მიმართ არასრულწლოვანის (მ------------–---–ის) სსიპ ქალაქ თბილისის N1----
საჯარო სკოლიდან სსიპ ქალაქ თბილისის N4------------- სკოლაში სასწავლებლად
გადასვლისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში სამოქალაქო საქმეზე N2/37408-
18 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (3.2.8.). მოპასუხე სკოლის
შეცვლაზე წინააღმდეგობისას მიუთითებდა, რომ არასრულწლოვანს სკოლაში
აქვს ჩამორჩენა, რაც არ არის დამოკიდებული სკოლის სიშორეზე მისი
საცხოვრებელი სახლიდან, არასრულწლოვანს აქვს თავისებური ხასიათი და
მას ყოველთვის ეზარებოდა მეცადინეობა, მ------------–---–მა განათლების მიღება
სწორედ თბილისის 1---- საჯარო სკოლაში დაიწყო და დედისთვის ცნობილია
მისი სასკოლო მიღწევები. თუმცა,
დროებითი განკარგულებაზე მსჯელობისას, სასამართლო უპირატესად
დაეყრდნო სწორედ იმ გარემოებას, რომ სკოლის მონაცემებით,
არასრულწლოვანი ხშირად აცდენდა სკოლას, რაც მის აკადემიურ მოსწრებაზე
უარყოფითად აისახებოდა. არასრულწლოვანისათვის სრულფასოვანი
საბაზისო განათლების მიღება კი უმნიშვნელოვანესია მისი სრულფასოვან
პიროვნებად ჩამოყალიბებისა და განათლების მომდევნო საფეხურზე
გადასვლის ხელშეწყობისათვის. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა ისწავლოს მისთვის მისაღებ გარემოში, ზედმეტი
დისკომფორტის შექმნის გარეშე. სკოლის ტერიტორიული სიშორე, მაშინ როცა
მის საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე სკოლებიც არსებობს, არ უნდა
გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი განათლების მიღების შეფერხებისა.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ ტ-–------------------–---------–---
-----–-------- საჯარო სკოლაში გადასვლის შემდეგ მ------------–---–ის გაცდენები
მნიშვნელოვნად შემცირებულია (2019 წლის I სემესტრის მონაცემები).
ამასთან, სხდომაზე გასაუბრებისას, არასრულწლოვანმა განმარტა, რომ არ
გაუჭირდება იმ გარემოში ადაპტირება, სადაც ცხოვრობს და სწავლობს მისი და-
ძმა, არ შეექმნება ენობრივი ბარიერი, რადგან მონდომებულია, რომ აითვისოს
ინგლისური ენა და ამაში და-ძმაც ეხმარება. მ--- მიუთითებს მასზედაც, რომ
უნდა ისწავლოს იმ სკოლაში, სადაც მისი და-ძმა დადის.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლმა განმარტა, რომ მ---


---------–---–ის საცხოვრებელ ადგილად უნდა დედის საცხოვრებელი ადგილი.
ნათია ბერინაშვილმა მიუთითა, რომ მ--- აფიქსირებს აშკარად გამოხატულ
სურვილს, ცხოვრებდეს მამასთან ა---------–-----------–-–-------ში, თუმცა აღნიშნული
სურვილის მისაღწევად არასრულწლოვანი უკან არ იხევს დედის შესახებ
ტყუილის თქმაზეც კი. მისი მოსაზრებით, არასრულწლოვანი თავისუფალი არ
არის მოსაზრების დაფიქსირებისას საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით.
ფსიქოლოგმა განმარტა, რომ დედის მიმართ არსებობს გარკვეული გაუცხოება,
თუმცა არასრულწლოვანი ფარული შეხვედრების მეშვეობით ინარჩუნებს და
გამოხატავს დედასთან ურთიერთობის სურვილს. გაურკვეველია ის
გარემოებაც, როგორ შეეგუება მ--- უცხო გარემოში მამის ოჯახთან ერთად

37
ცხოვრებას, როცა გარკვული პერიოდით არასრულწლოვანსა და მამას შორის
შეწყვეტილია თანაცხოვრება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
განმარტებით, დედასა და შვილს შორის არსებობს ურთიერთობის აღდგენის
შანსი და მიზანშეწონილია, რამდენიმე თვით მაინც (მაგალითად სამი თვე),
შესაძლებლობა მიეცეს დედა-შვილს იცხოვრონ ერთად. შემდგომში კი დედამ
არასრულწლოვანის სურვილის გათვალისწინებით იმოქმედოს ბავშვის
ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული წარმოადგენს
არასრულწლოვანისათვის საშუალებას, არ მოწყდეს ჩვეულ გარემოს, არ
აღმოჩნდეს უცხო გარემოში და შეინარჩუნოს ორივე მშობელთან ჯანსაღი
ურთიერთობა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
წარმომადგენლის განმარტებას იმავე მოტივაციით, რაც მან უკვე მიუთითა
მოპასუხის განმარტებებთან მიმართებით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ
მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტმა, გართულებულმა
დამოკიდებულებამ ასახვა არ უნდა ჰპოვოს არასრულწლოვანის
ურთიერთობაზე, ან მის ემოციურ მდგომარეობაზე რომელიმე მშობელთან
მიმართებაში და თითოეული მშობელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მეორე
მშობელთან ბავშვის ურთიერთობას. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის
თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი
შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან
ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება
არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მ------------–---–ის
საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ უზღუდავს
არასრულწლოვანს უფლებას ურთიერთობა ჰქონდეს მეორე მშობელთან. რა
გარემოებაზე მითითებით უნდა დაშორდეს არასრულწლოვანი მამას,
რომელთან ცხოვრების მკვეთრ სურვილსაც იგი აფიქსირებდა და ახლაც
აფიქსირებს და მის საცხოვრებელ გარემოდ განისაზღვროს დედის
საცხოვრებელი. მოცემულის დამადასტურებელი მტკიცების წარმოდგენა ვერც
მოპასუხემ და ვერც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს
წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს
ფსიქოლოგის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზეც, რომ „მ--- არ იმყოფება იმ
ასაკში, როდესაც მშობლის მიმართ მიჯაჭვულობას აქვს განსაკუთრებული
მნიშვნელობა“ (მ--- არის 13 წლის).

მოპასუხე აქტიურად მიუთითებს მასზედ, რომ მ---ს ჯანმრთელობას არ ექცევა


სათანადო ყურადღება ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში. დადგენილია,
რომ მ------------–---–ს 2008 წლიდან 2018 წლამდე სამედიცინო შემოწმება
უტარდებოდა კლინიკა „კ-----–---ში“. აღნიშნული პერიოდის მანძილზე
პაციენტთან არ დიაგნოსტირებულა რომელიმე ქრონიკული პათოლოგია, მათ
შორის ეპილეფსია. შპს „ნ--------------–-ს“ ელექტროენცეფალოგრაფიის თანახმად,
მ------------–---–ს აღენიშნება თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის ზომიერი
დეზორგანიზაცია, ალფა რიტმის ფონზე ეპილეპტიფორმული აქტივობის
არსებობის სახით, რომელიც წარმოდგენილია მახვილი ტალღების კერებით

38
კეფა-საფეთქლის წილებში (აქცენტუაციით მარჯვნივ) და მკვეთრი
ფოტოსენზიტობით. მკურნალობის მიზნით მ------------–---–ს მიღებული აქვს
დანიშნულება (3.2.10.).

ამდენად, საფუძველი იმისა, რომ სასამართლომ უარი უთხრას მამას ბავშვის


საცხოვრებელ ადგილად გ----------------–---–-ს საცხოვრებელი ადგილის
განსაზღვრაზე ა---------–-----------–--–-------------------------------–-------------------, არ
არსებობს.
უდავოა, რომ მოსარჩელე გ----------------–---–- ცხოვრობს მეუღლესთან - ნ-----–------–
---სთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ა---------–-----------–-–-------ში
მისამართზე: ნ--------------------–-------------------, იჯარის ხელშეკრულების
საფუძველზე. გ----------------–---–-ს სახელზე გაცემულია ა---------–-----------–--–--------ს
მუდმივი ბინადრობის მოწმობა, რომლის ვადა იწურება 2028 წლის 20 ივნისს.
მოსარჩელე დასაქმებულია სატრანსპორტო კომპანიაში და ახორციელებს
მგზავრთა გადაყვანას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. გ----------------–---–-
ს 2018 წლის გადასახადების შეჯამებით, მგზავრობის სრული შემოსავალი
შეადგენს 17 408.33 აშშ დოლარს, საიდანაც სუფთა შემოსავალი შეადგენს -
12 276.47 აშშ დოლარს, ხოლო სრული დამატებითი შემოსავალი - 594.75 აშშ
დოლარს (3.1.3).

სასამართლო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანისათვის, მიუხედავად


ასაკისა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სხვადასხვა სახელმწიფოთა
ფარგლებში წარმოშობს ადაპტაციის აუცილებლობას სოციუმთან, სხვა
ქვეყანაში დადგენილ წესებთან და ა.შ. მოცემული ინდივიდუალურად აისახება
თითოეულ ადამიანზე და არ ნიშნავს უცილობლად უარყოფით გავლენასა და
ფსიქოლოგიურ ტრამვას. მაშინ როდესაც ისმის ბავშვის მშობლებთან
მოშორების საკითხი, იგი დადებითად შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ ძლიერი
გავლენა აქვს ბავშვზე მშობლისაგან მოცილებას, მსგავსი გადაწყვეტილება
მიღებულ უნდა იქნას, როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც ბავშვს
მშობლებთან დარჩენით ემუქრება საფრთხე, განიცდის მუდმივ ზიანს.
მშობლებისაგან მოცილება არ უნდა განხორციელდეს ვიდრე არსებობს
ნაკლებად ჩარევადი გზა ბავშვის დასაცავად (ადამიანის უფლებათა შესახებ
ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს.
საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი N2361/13 ველი 61).

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანისათვის


საცხოვრებელი, სოციალური თუ სასწავლო პირობების შეცვლა ნებისმიერ
შემთხვევაში, თუნდაც ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად
მიემგზავრებოდეს საზღვარგარეთ, გამოიწვევდა უცხო ქვეყანაში არსებული
გარემო-პირობებისათვის ადაპტირების აუცილებლობას და მშობლის მხრიდან
მაქსიმალური ხელშეწყობის საჭიროებას. სასამართლო აღიარებს
კანონმდებლობით დადგენილ ბავშვის უფლებას მიიღოს განათლება, და

39
მშობლის მოვალეობაა, იზრუნოს ბავშვის განათლებაზე. შესაბამისად,
მშობელი, რომელთანაც იცხოვრებს არასრულწლოვანი, მოვალეა, იზრუნოს
ბავშვის განათლებაზე იმ საცხოვრებელ გარემოში, რომელშიც იგი იქნება.
საქართველოდან გამგზავრების შემთხვევაში არასრულწლოვანი აღმოჩნდება
მისთვის უჩვეულო გარემოში. თავად მ--- გამოთქვამს თანხმობას და სურს
მამასთან გამგზავრება. სასამართლო არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ
არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე გავლენას მოახდენს
მოსალოდნელი ცვლილება, თუმცა აღნიშნული აპრიორი არ ნიშნავს, ამ
ზემოქმედების უტყუარად უარყოფითად ასახვას არასრულწლოვანის
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამასთან ფსიქოლოგმა მიუთითა, რომ მ---ს
ახასიათებს აქტიურობა, დომინირებისაკენ მისწრაფება, უშუალო და
თავისუფალი ქცევა, მაღალი თვითშეფასება, სიძლიერე, ენერგიულობა,
რისკისკენ მიდრეკილება, პრობლემების გამკლავების უნარი. აქვს
მოთხოვნილება ჰქონდეს საკმარისი ცხოვრებისეული კეთილდღეობა.
გამოხატულია წარმატების მიღწევის მაღალი მოტივაცია. აღნიშნული
თვისებები კი ხელს შეუწყობს მ---ს უცხო ქვეყანასა და გარემოში
ადაპტირებაში.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება


ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის
მიხედვით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ
თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და
სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ
წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის
თანახმად, დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების
გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას
იწვევს; მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ
ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე
პირთა ურთიერთობის უფლება.

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე


სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის
აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი
პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის
შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა
ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი
ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

ამდენად, მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან


ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ
შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის
უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის

40
განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც
მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად, მის
განვითარებაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ
ბავშვის ინტერესებისათვის მიზანშეწონილია არასრულწლოვანის გამგზავრება
იქ, სადაც მამა ცხოვრობს, რაც წარმოადგენს მ---ს უმთავრეს მიზანს. მ---ს
მიაჩნია, რომ არ გაუჭირდება უცხო გარემოში ადაპტირება, რაშიც ხელს
შეუწყობს მისი და-ძმა. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას,
იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ
უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება
ბავშვის ინტერესებს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,


მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნებიდან
და ფსიქოლოგიური გამოკვლევიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის
სურვილის გათვალისწინებით, უპირატესია არასრულწლოვანის ინტერესი
ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ერთ-ერთ მშობელთან. მ------------–---–ს არ სურს
დედასთან ცხოვრება, მისი სურვილია ცხოვრობდეს მამასთან და მამის
ოჯახთან ერთად ა---------–-----------–-–-------ში, სადაც თავს კარგად და მშვიდად
იგრძნობს. გ----------------–---–-ს საცხოვრებელი პირობები ა---------–-----------–-–-------
ში შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს, შექმნილია მ---ს აღზრდა-
განვითარებისათვის შესაფერისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები (3.2.11.).
დედასთან ცხოვრების სურვილს არასრულწლოვანი არ აფიქსირებს საქმის
განხილვის არცერთ ეტაპზე (მათ შორის არც წინა სამოქალაქო დავის
განხილვისას, რომლის დროსაც განხორციელდა თ-----------–---–ის მიერ
ფსიქოლოგიური გამოკვლევა). მართალია სასამართლოს გადაწყვეტილებას
უპირატესად არ განსაზღვრავს არასრულწლოვანის სურვილი, თუმცა იგი
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, რაც
გულისხმობს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილად მამის
საცხოვრებელის - ა---------–-----------–-–-------ში - განსაზღვრას. მით უმეტეს, გ---------
-------–---–- მზადყოფნას გამოთქვამს, მ---ს სურვილის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი საქართველოში დაბრუნება. ამავე
ინტერესიდან გამომდინარე და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მამის
საზღვარგარეთ საცხოვრებელ ადგილას წასვლა დაკავშირებულია
სახელწმიფოს საზღვრის გადაკვეთასთან, მიზანშეწონილია, გ---–----–----ათვის
მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ამ სფეროში.

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და


მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2.
სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და
მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან
დამოუკიდებლად.

41
ამდენად, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს
მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის
მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, რჩენის მოვალეობის
შეზღუდვის გარეშე. მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება მოსარჩელემ
ჩამოაყალიბა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არასრულწლოვანს ა---------–------
-----–-–-------ში გამგზავრებისა და ცხოვრებისას საჭირო იქნება, როგორც
საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტებისათვის თანხმობის გაცემის
ნაწილში, ისე არასრულწლოვანის განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა
კანონით დაცულ უფლებათა განსახორციელებლად.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მშობლები


არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და
განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და
ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის,
სასამართლოში.

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში


შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 1.
16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი
გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის
ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18
წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-
ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე
ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან
არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის
საფუძველზე მიეცემა პასპორტი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის
გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით
დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი
წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი
გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე
კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების
გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16
წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4.
არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი
გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის
შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

გ---–----–--- და გ----------------–---–- არიან არასრულწლოვანი მ------------–---–ის


კანონიერი წარმომადგენლები.

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, 1. შვილების აღზრდის ყველა

42
საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა
შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო
მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის
წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს,
რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს
წარმოადგენს.

მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გ---–----–----ათვის მშობლის ყველა უფლება-


მოვალეობის შეზღუდვის საჭიროებას. ამდენად, სასამართლო
არასრულწლოვანის განათლებისა და ჯანმრთელობის უფლების
სრულყოფილად, უსაფრთხოდ განხორციელების გათვალისწინებით, საქმეზე
დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი
მტკიცებულებების, ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეუზღუდოს გ---–----–---ს
მშობლის წარმომადგენლობითი უფლება როგორც პასპორტისა და ა---------–-------
----–-–-------ში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა ან/ და სხვა დოკუმენტების
გაცემისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში, ასევე, არასრულწლოვანი მ-----------
-–---–ის კანონიერი ინტერესების ა---------–-----------–--–--------ს საგანმანათლებლო
დაწესებულებებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობაში.
შესაბამისად, გ----------------–---–ს (პირადი №0----------) უნდა მიენიჭოს უფლება, გ--
-–----–---- (პირადი №0----------) თანხმობის გარეშე, მიიღოს არასრულწლოვანი მ---
---------–---–ის (დაბადებული 200--–-–----------ს) პასპორტი და ა---------–-----------–-–-----
--ში გასამგზავრებლად საჭირო ვიზა ან/ და სხვა დოკუმენტები და ასევე,
წარმოადგინოს არასრულწლოვანი მ------------–---–ის (დაბადებული 200--–-–---------
-ს) კანონიერი ინტერესები ა---------–-----------–--–--------ს საგანმანათლებლო
დაწესებულებებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობაში.
ყველა სხვა ნაწილში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად,
არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლებას, სასამართლოში ან სხვა
დაწესებულებასთან წარმომადგენლობის უფლებას, შვილის ქონების მართვასა
და გამოყენებას ან/და სხვა, გ---–----–---ს უნდა შეუნარჩუნდეს მ------------–---–ის
მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობანი.

6.2. მოსარჩელე გ---–----–---მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ------------–---–ის


საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავისი საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით თბილისი, დ---------------------–---------------------------------------.

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ


მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, როგორც ზევით
აღინიშნა, შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი.

დადგენილია, რომ გ---–----–--- და გ----------------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ


2006 წლიდან, მათ შორის ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო
43
სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ხოლო ფაქტობრივად
2015 წლიდან მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ. გ---–----–---სა და გ-----------
-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 200--–-–----------ს, შეეძინათ შვილი მ-----------
-–---–ი (3.1.1., 3.2.1.).

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან


სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა
დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა
ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში
დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი
შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ
შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო
დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში
განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,


არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების
მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის
საცხოვრებელი ადგილი.

მოსარჩელემ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის


საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზედ, რომ მ------------–---–ი იმყოფება მეორე
მშობლის ზეგავლენის ქვეშ, რაც განაპირობებს მ---ს უარყოფით
დამოკიდებულებას დედის მიმართ და ნეგატიურად მოქმედებდა
არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოსარჩელე
მიუთითებდა მასზეც, რომ მ--- განგებ იგონებდა მასზე „ამორალურ ქცევებს“ და
არასრულწლოვანის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში სათანადოდ არ იყო
უზრუნველყოფილი მისი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება.

დადგენილია, რომ გ---–----–--- მამასთან - ბ------------–---სთან ერთად ცხოვრობს


მისამართზე: თბილისი, დ-------------------------------------------------------------. აღნიშნული
უძრავო ქონეება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის
სახელზე. მოპასუხის ოჯახში ბავშვის განვითარებისათვის კარგი პირობებია.
ბავშვს შექმნილი აქვს მყუდრო და მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემო.
საცხოვრებელი პირობები კარგი. ბავშვს აქვს თავისი საძინებელი ოთახი.
სამეცადინო კუთხე, სან-ჰიგიენური მდგომარეობა კარგი. გ---–----–--- ამ ეტაპზე
დასაქმებული არ არის, გარკვეულ პერიოდში დასაქმებული იყო ს----------–---------
--–-----------------ს კადრების განყოფილებაში. მისი ძირთადი შემოსავალია მამის
სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (3.1.2.). შპს
„ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ 2017 წლის 13 სექტემბრის
ცნობის თანახმად, მონაცემთა ბაზის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების
და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების ფაქტის ან მათდამი

44
დამოკიდებულების გამო, გ---–----–--- არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე.
ამავე დაწესებულების 2017 წლის 26 სექტემბრის ცნობით, გ---–----–--- არ
იმყოფება აღრიცხვაზე შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–------ში“
ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომით (3.2.7.). სასამართლოს არ
დაუსვამს გ---–----–---- საცხოვრებელი გარემოს არასრულწლოვანის
ინტერესებთან შეუსაბამობის საკითხი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის
საცხოვრებელი გარემო სრულად აკმაყოფილებს ბავშვის აღზრდისათვის
გათვალისწინებულ საჭიროებებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს
მასზედაც, რომ მოსარჩელის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ფაქტი, ან მათდამი
დამოკიდებულების სინდრომი, არ დაუდგენია და შესაბამისად, არც აღნიშნულ
გარემოებას განიხილავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის საფუძვლად.

სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს


შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა
(სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის
გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის
ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი
დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური
მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია
(მაგალითად, კონვენციის მე-3, მე-14 მუხლი).

ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, თავისთავად,


გულისხმობს ამ მშობელთან ერთად ბავშვების ცხოვრების შესაძლებლობას.
თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის
არასრულწლოვანთან ურთიერთობის შეზღუდვას. მამა ვალდებულია ხელი
შეუწყოს არასრულწლოვანს, შეინარჩუნოს დედასთან სრულყოფილი, ჯანსაღი
ურთიერთობა, უზრუნველყოს არასრულწლოვანის პერიოდულად
საქართველოში გამომგზავრება, რათა არ მოხდეს დედა-შვილის გაუცხოება.

არასრულწლოვანთან დაკავშირებული სასამართლო დავის გადაწყვეტისას


არასრულწლოვანთა ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპი აღიარებულია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (2016 წლის 02
თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „ნ.წ. და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ, განაცხადი N71776/12 იხ. http://www.supremecourt.ge/files/upload-
file/pdf/saqartvelos-winaagmdeg-n.w..pdf, 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი და სხვ.) და იზიარებს მას
საქართველოს ეროვნული სასამართლოც.
ევროპული სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას
გასათვალისწინებელ ელემენტებს შორის გამოყოფს ბავშვის შეხედულებებს
და განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა

45
მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი
მოსაზრება საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ
გამოთქმული მოსაზრებისათვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ
ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს, ან არ ანიჭებს მის მოსაზრებას
სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით,
არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინოს
თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე (2016 წლის 02 თებერვლის
გადაწყვეტილება საქმეზე „ ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
განაცხადი N71776/12, ველი 43, 53).

სასამართლომ დააკმაყოფილა გ----------------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა


არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და
სარჩელის დაკმაყოფილების მოტივაცია, მისი დაკმაყოფილების საფუძველი
გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. სასამართლო აღარ
განმეორდება მოტივაციის ამ ნაწილში (6.2. ნაწილი) კვლავ ასახვის კუთხით.
და დამატებით აღნიშნავს მხოლოდ, რომ დავის გადაწყვეტისას არსებითია, თუ
რა უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება ბავშვების ფსიქო-ემოციური
მდგომარეობისა და, შესაბამისად, მათი აღზრდა-განვითარებისათვის,
მამისათვის ბავშვების საქართველოს ფარგლებს გარეთ წაყვანის უფლების
მინიჭებაზე (საზღვარგარეთ ცხოვრების განმაპირობებელი გარემოებების
მხედველობაში მიღებით) უარი, თუ ბავშვის მოლოდინი, შფოთვა იცხოვრებს
თუ არა იგი მამასთან ერთად სასურველ გარემოში, ხომ არ მოშორდება იგი მას
კვლავ. საკითხის გადაწყვეტის კრიტერიუმად სასამართლო უპირობოდ არ
იღებს მხოლოდ ბავშვების სურვილსა და აზრს, ეს უკანასკნელი სხვა,
სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებთან, ერთად ფასდება და შეფასდა
გადაწყვეტილების 6.1. ნაწილში სასამართლოს მიერ.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ---–----–---- შეგებებული


სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. გ----------------–---–ს (პირადი №0----------) სარჩელთან მიმართებით


სახელმწიფო ბაჟის სახით ლ--------------–--ს (პირადი N0----------) მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი ბანკი”, საგადახდო დავალება №0,
მიმღების ანგარიში №300773150) გადახდილია 2018 წლის 30 ნოემბერს
სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე”


ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო
ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები
46
არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები
და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო
მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ,
მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“


ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ
დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი
მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა
ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით
დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი


მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-
სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად
აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და
განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის
მიკუთვნების თაობაზე;

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არასრულწლოვანის საცხოვრებელი


ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ---–----–---ს
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის
სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

7.2.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის, იმ
მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა
გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე
განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების
გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში
აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის
პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა
დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის
პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქმის მასალები დასტურდება გ---–----–---- შეგებებულ სარჩელთან მიმართებით


თ-------–---–-ს (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი
ბანკი”, საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2019 წლის

47
18 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე”


ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო
ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები
არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ----------------–---–- უნდა


გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდის
მოვალეობისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის მე-3-4, მე-8, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე,
369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გ----------------–---–-ს (პირადი №0----------)


სარჩელი გ---–----–---- (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვანის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის ყველა უფლების
შეზღუდვის შესახებ მოთხოვნით:

1.1. განისაზღვროს არასრულწლოვანი მ------------–---–ის (დაბადებული 200--–-–


----------ს, პირადი N-----------) საცხოვრებელ ადგილად მამის გ----------------–---–-ს
(პირადი №0----------) საცხოვრებელი ადგილი - ა---------–-----------–--–----------------------
---------–------------------- -მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების
შეცვლამდე.

1.2. მიენიჭოს გ----------------–---–ს (პირადი №0----------) უფლება გ---–----–----


(პირადი №0----------) თანხმობის გარეშე:

მიიღოს არასრულწლოვანი მ------------–---–ის (დაბადებული 200--–-–----------ს,


პირადი N-----------) პასპორტი და ა---------–-----------–-–-------ში გასამგზავრებლად
საჭირო ვიზა ან/და სხვა დოკუმენტები;

წარმოადგინოს არასრულწლოვანი მ------------–---–ის (დაბადებული 200--–-–---------


-ს, პირადი N-----------) ინტერესები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და

48
სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობაში არასრულწლოვანის
ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრების პერიოდში.

2. არ დაკმაყოფილდეს გ---–----–---- (პირადი №0----------) შეგებებული სარჩელი გ-


---------------–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვანის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით.

3. დაუბრუნდეს გ----------------–---–ს (პირადი №0----------) ლ--------------–--ს (პირადი


N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი ბანკი”, საგადახდო
დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 30 ნოემბერს
სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

4. დაუბრუნდეს გ---–----–---ს (პირადი №0----------) თ-------–---–-ს (პირადი N0---------


-) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თიბისი ბანკი”, საგადახდო დავალება №0,
მიმღების ანგარიში №300773150) 2019 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის
სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

5. დაეკისროს გ---–----–---ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის


სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო


სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის, სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვს ჩაბარებიდან 14
(თოთხმეტი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის თბილისის საქალაქო
სასამართლოში წარმოდგენის წესით, რის შემდეგაც იგი გადაეგზავნება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

მოსამართლე ე. ზარნაძე

49

You might also like