Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ქეთევან რუხაძე

დაახასიათეთ შუამდინარეთის ისტორიული პერიოდები,


და რომელ პერიოდს თვლით განსაკუთრებულ
მნიშვნელოვან პერიოდად ჩამოაყალიბეთ

შუამდინარეთის ისტორია შეიძლება დავყოთ ორ


პერიოდად: არქაული და ისტორიული ხანა. ეპოქას,
როდესაც ჩნდება წერილობითი წყაროები ეწოდება
ისტორიული ხანა, ხოლო მასზე უადრეს პერიოდს -
არქაული, რომელსაც ადგენენ არქეოლოგიური მასალის
საფუძველზე.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მესოპოტამიაში ანუ
შუამდინარეთში მრავალი კულტურული
სახელმწიფოებრივი გაერთიანება იქნა არმოჩენილი,
თუმცა ჩემი აზრით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე
დიდი კვალი მაინც სამმა სახელმწიფომ შუმერმა
ბაბილონმა და ასურეთმა დატოვა. მოდი დეტალურად
გავნიხილოთ თითოეული

შუმერი:
მდინარე ევფრატისა და ტირგოსს შორის, დღევანდელი ერაყის
ტერიტორიაზე, ქალაქური ტიპის დასახლებები და
სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ნეოლითში ჩნდება. სამხრეთ
შუამდინარეთში ძვ.წ 4-3 ათასწლეულში კი ყვავი ცივილიზაცია,
რომელსაც შუმერულს ვუწოდებთ. ეს უცნობი წარმოშობის ხალხი
ენაცვლება აქ უფრო ადრეულ ბინადრებს და აღწევს დიდ სიმაღლეებს
სულიერი და მატერიალური კულტურის სფეროში. ვფიქრობ, მათ
კულტურული მიღწევებში, პირველ რიგში,უნდა ვიგულისხმოთ
ლურსმული დამწერლობა. შუმერების სახელს აგრეთვე უკავშირდება
პირველი დოკუმენტები, სხვადასხვა სახის კონტრაქტები, მათ შორის
მიწის ყიდვა-გაყიდვის. შუმერული კანონმდებლობა ფრაგმენტულად
არის შემორჩენილი. ამ ხაზის გაგრძელებასა და დაგვირგვინებას
ბაბილონის ბრწყინვალე მმართველი ხამურაბი შეძლებს.

შუმერები დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ .


ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო ურუქი და ურუქის მეფე გილგამეში
რომელზედაც შემდგომ ლეგენდების მთელი ციკლი შეიქმნა.

ბაბილონი:
ძვ.წ ii ათასწლეულის პირველ ნახევარში შუამდინარეთში ორი
სახელმწიფო იყწებს აღმასვლას, ესენია: ბაბილონი და ასურეთი. მათი
ბრძოლა შუამდინარეთში პირველობისთვის ათას წელზე მეტ ხანს
გაგრძელდა. ქალაქი ბაბილონი ვაჭრობისთვის ძალზე მოსახერხებელ
და ვაჭრობისთვის სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, იქ სადაც
ევფრატი და ტიგროსი ყველაზე მეტად უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.
ბაბილონის აღზევება მეფე ხამურაბის სახელს უკავშირდება,რომელიც
ძვ.წ 18 საუკუნეში მეფობდა. ხამურაბიმ მოქნილი დიპლომატიითა და
სამხედრო წარმატებებით მოახერხე,რომ პატარა ქალაქ-სახელმწიფო
მთელი მესოპოტამიის ბატონად ექცია. განათლებას უდიდესი
ყურადღება ექცეოდა ბაბილონში, სწორედ მათ შეგვიძლია მივაწეროთ
0–ის
აღმნიშვნელი ნიშანი. ჩვენამდე მოღწეულია მრავალრიცხოვანი
მათემატიკური მაგალითებისა და ამოცანების სასწავლო-სავარჯიშო
კრებულები. პრაქტიკულმა საჭიროებებმა (მაგ. მიწის აზომვა)
განავითარა გეომეტრიაც. შეეძლოთ სამკუთხედი, ოთკუთხედის
ფართობის გამოთვლა, მოცულობის გამოთვლა და სხვ. ბერძნებზე
ადრე იცოდნენ და იყენებდნენ პითაგორას თეორემას.
ასტრონომიაში შექმნეს ზუსტი კალენდარი, ასტრონომიის
სახელმძღვანელო. ბაბილონელმა
მათემატიკოსებმა იცოდნენ კვადრატული და კუბური ფესვის ამოღება,
შემოიღეს გამოთვლის 60-იანი სისტემა. ზომა-წონის ბაბილონური
სისტემა მსოფლიოში დიდხანს დარჩა მათი განადგურების მერეც.
აღმოჩენილია სამედიცინო ტექსტები – საექიმო რეცეპტების კრებული .

ასურეთი:

ძველ აღმოსავლეთში შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში პირველი


მილიტარისტული სახელმწიფო, ასურეთის იმპერიის სახით, სწორედ
ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემს შედგენილ და ნახსნებ სიაში შეუცვლელი
ადგილი უნდა ეკავოს ასურეთს, რადგან როგორც უკვე ვთქვი მან
წაუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში. ჩრდილოეთ
შუამდინარეთი, სადაც აღმოცენდა ასურეთის სამეფო ბუნებრივი
პირობებით განსხვავებულია სამხრეთ შუამდინარეთისგან, ტიგროსი და
ვეფრატი ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით მოედინება, ტერიტორია
უფრო მეტად მთა-გორიანია, აქედან გამომდინარე მიწათმოქმედებისთვის
ვარგისი მხოლოდ სანაპირო ზოლი რჩებოდა. ამიტომ უფრო მეტად
განვითარებული იყო მესაქონლეობა, ნადირობა, აშენებდნენ ვენახს, რაც
ბაბილონში ნაკლებად იყო გავრცელებული. სარწყავად იყენებდნენ
მდინარეების გარდა, საგანგებოდ მოწყობილ საცავებს, სადაც
გროვდებოდა დიდი წვიმის შემთხვევაში წყალი, და შემდეგ სარწყავად
გამოიყენებოდა, ეს ტერიტორია სამხრეთისგან განსხვავებით ასევე
მდიდარი იყო ხე-ტყით, ლითონებით და საშენი ქვით.

ასურელმა მეფეებმა დაიპყრეს ეგვიპტეც, ურარტუც და ბაბილონის, მათი ეს


დაუოკებელი სამხედრო ექსპანსია დამთავრდა მაშინ, როცა ბაბილონმა და
მიდიამ სკვითების დახმარებით ბოლო მოუღეს ასურეთის ორივე
დედაქალას აშურსა და ნინევიას. ასურულ იმპერიას ეკუთვნის
გამოგონებები, როგორებიცაა საალყო მანქანები, სამხედრო გზები,
ორთვალა საბრძოლო ეტლი. ეკონომიკური თვლასაზრისით ასურეთის
იმპერია უპირატესად სამხედრო ნადავლისა და დაპყრობილ ხალხებზე
დაკისრებული ხარკით ცხოვრობდა. ეს დიდძალი შემოსავალი კი ისევ
გაუთავებელ ომებზე იხარჯებოდა, აგრეთვე ასურელი მეფეების
წამოწყებულ ნაგებობებზე თავიანთი სახელის უკვდავსაყოფად,
მაგალითად: საგრონ მეორის ქალაქის დურ შარუქინის მშენებლობაზე.
საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ მსგავსი “პარაზიტული” ეკონომიკა ასურეთის
იმპერიის დასუსტებისა და დაცემის მიზეზი გახდა.

გამოყენებული მასალა
● ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მსოფლიო
ისტორია
● ნინიას ჩაგდებული ფაილი <3

You might also like