Professional Documents
Culture Documents
ისტორია. შუამდინარეთი
ისტორია. შუამდინარეთი
შუმერი:
მდინარე ევფრატისა და ტირგოსს შორის, დღევანდელი ერაყის
ტერიტორიაზე, ქალაქური ტიპის დასახლებები და
სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ნეოლითში ჩნდება. სამხრეთ
შუამდინარეთში ძვ.წ 4-3 ათასწლეულში კი ყვავი ცივილიზაცია,
რომელსაც შუმერულს ვუწოდებთ. ეს უცნობი წარმოშობის ხალხი
ენაცვლება აქ უფრო ადრეულ ბინადრებს და აღწევს დიდ სიმაღლეებს
სულიერი და მატერიალური კულტურის სფეროში. ვფიქრობ, მათ
კულტურული მიღწევებში, პირველ რიგში,უნდა ვიგულისხმოთ
ლურსმული დამწერლობა. შუმერების სახელს აგრეთვე უკავშირდება
პირველი დოკუმენტები, სხვადასხვა სახის კონტრაქტები, მათ შორის
მიწის ყიდვა-გაყიდვის. შუმერული კანონმდებლობა ფრაგმენტულად
არის შემორჩენილი. ამ ხაზის გაგრძელებასა და დაგვირგვინებას
ბაბილონის ბრწყინვალე მმართველი ხამურაბი შეძლებს.
ბაბილონი:
ძვ.წ ii ათასწლეულის პირველ ნახევარში შუამდინარეთში ორი
სახელმწიფო იყწებს აღმასვლას, ესენია: ბაბილონი და ასურეთი. მათი
ბრძოლა შუამდინარეთში პირველობისთვის ათას წელზე მეტ ხანს
გაგრძელდა. ქალაქი ბაბილონი ვაჭრობისთვის ძალზე მოსახერხებელ
და ვაჭრობისთვის სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, იქ სადაც
ევფრატი და ტიგროსი ყველაზე მეტად უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.
ბაბილონის აღზევება მეფე ხამურაბის სახელს უკავშირდება,რომელიც
ძვ.წ 18 საუკუნეში მეფობდა. ხამურაბიმ მოქნილი დიპლომატიითა და
სამხედრო წარმატებებით მოახერხე,რომ პატარა ქალაქ-სახელმწიფო
მთელი მესოპოტამიის ბატონად ექცია. განათლებას უდიდესი
ყურადღება ექცეოდა ბაბილონში, სწორედ მათ შეგვიძლია მივაწეროთ
0–ის
აღმნიშვნელი ნიშანი. ჩვენამდე მოღწეულია მრავალრიცხოვანი
მათემატიკური მაგალითებისა და ამოცანების სასწავლო-სავარჯიშო
კრებულები. პრაქტიკულმა საჭიროებებმა (მაგ. მიწის აზომვა)
განავითარა გეომეტრიაც. შეეძლოთ სამკუთხედი, ოთკუთხედის
ფართობის გამოთვლა, მოცულობის გამოთვლა და სხვ. ბერძნებზე
ადრე იცოდნენ და იყენებდნენ პითაგორას თეორემას.
ასტრონომიაში შექმნეს ზუსტი კალენდარი, ასტრონომიის
სახელმძღვანელო. ბაბილონელმა
მათემატიკოსებმა იცოდნენ კვადრატული და კუბური ფესვის ამოღება,
შემოიღეს გამოთვლის 60-იანი სისტემა. ზომა-წონის ბაბილონური
სისტემა მსოფლიოში დიდხანს დარჩა მათი განადგურების მერეც.
აღმოჩენილია სამედიცინო ტექსტები – საექიმო რეცეპტების კრებული .
ასურეთი:
გამოყენებული მასალა
● ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მსოფლიო
ისტორია
● ნინიას ჩაგდებული ფაილი <3