ელენე ჯანელიძე დავითი და ნანა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

მოგესალმებით, მე გახლავართ ამ საქმის პროკურორი ელენე ჯანელიძე ეს

კონკრეტული საქმე მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ქალის მიერ ნათქვამი უარი
შეიძლება ფატალური შედეგის მომტანი იყოს დღევანდელ რეალობაში. სამწუხაროდ,
ეს არც პირველი და არც ბოლო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.
თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ეს არის ფემიციდის ერთ-ერთი ნათელი
მაგალითი. წარმოგიდგენთ პროცესის მხარეებს; ბრალდებული - ბ.ნ დავითი,
დაზარალებული- ქ.ნ. ნანა. ასევე ბრალდების მხარის მოწმეები; მაიორი ნიკა და ქ.ნ
თამარი. ახლა გაგაცნობთ საქმის დეტალებს. ბ.ნ დავითი და ქ.ნ ნანა ამ უკანასკნელის
გარდაცვალებამდე 2 თვე იყვნენ თანაცხოვრებაში. ქ.ნ ნანა კაფე „ფიროსმანში’
მუშაობდა მიმტანად, ხოლო ბ.ნ დავითი იყო ქალაქ თელავის პოლიციის
სამართველოს თანამშრომელი. წყვილი ღამის ცვლაში მუშაობდა, ამიტომ დღის
მანძილზე თავისუფალ დროს ხშირად ერთად ატარებდნენ. ბ.ნ დავითს ნანას
გაცნობამდე ჰყავდა მეუღლე, რომელთანაც გამქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი,
რომლებიც დედაქსთან ცხოვრობენ. ქ.ნ ნანაც იყო დაოჯახებული და ჰყავდა
ვაჟიშვილი. სამწუხაროდ ქალბატონი ნანა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის
დროსაც იყო გენდერული ნიშნით ჩაგვრის მსხვერპლი, მაგრამ მოახერხა
მოძალადისთვის თავის დაღწევა და გაშორდა მას. ასევე ხშირად აწყდებოდა
უსამართლობას სამსახურსა თუ საზოგადებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან,
დამერწმუნებით „ძლიერი სქესის“ წარმომადგენლებისგან ყოველდღიური ჩაგვრის
შედეგად მას ჩამოუყალიბდა ძლიერი შიში სატვირთოს მძღოლების მიმართ, სწორედ
ამიტომ ბ.ნ. დავითი მას ძიუდოს საბრძოლო ხელოვნმებასა და ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენებას ასწავლიდა, რათა ქ.ნ. ნანას თავი უფრო დაცულად ეგრძნო.
წყვილის ურთიერთობაში პრობლემებმა იჩინა თავი, როცა დავითმა ლაგოდეხში
საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა და სურდა ნანაც თან წაეყვანა. ქ. ნ. ნანა
ორჭოფობდა, მოსწონდა დავითი, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე მინდობოდა
თუ არა მას. ეშინოდა საკუთარი თავის იგივე სიტუაციაში ჩაგდების. ახლა
გადავიდეთ უშუალოდ დანაშაულის დღეზე; 2019 წლის პირველი დეკემბრის დილას
დავითმა დაამთავრა თავისი ბოლო ცვლა აღნიშნულ თანამდებობაზე, პოლიციელის
აღჭურვილობა სეიფში დატოვა და თან წაიღო მის სახელზე რეგისტრირებული
იარაღი- მე17 მოდელის „გლოკი“ 9მმ, სერიის ნომერი- GLO 321, რომელიც ბ.ნ.
დავითს გამუდმებით თან დაჰქონდა, შემდეგში სწორედ ამ იარაღიდან ხდება ის
სასიკვდილო გასროლა, რომელმაც ქ.ნ, ნანა იმსხვერპლა. დავუბრუნდეთ 1
დეკემბრის დილას. პოლიციის სამართველოს დატოვების შემდეგ დავითი კაფე
„ფიროსმანში“ წავიდა ნანას შესახვედრად, რადგან იცოდა ამ უკანასკნელის ცვლა 6
საათზე მთავრდებოდა. ბ.ნ. დავითი შევიდა კაფე „ფიროსმანში“ და კაბინაში
მოთავსდა და ნანას დაუწყო ლოდინი, რათა დალაპარაკებოდა მას და გაეგო
საბოლოო პასუხი მის შეთავაზებაზე . მან დაინახა ნანა, რომელიც სხვა
ოფიციანტებთან ერთად მოპირდაპირე კაბინაში იჯდა. დავითი მას სალაპარაკოდ
ელოდებოდა, თუმცა ნანა მას აიგნორებდა, რაც დათომ უარის ნიშნად აღიქვა. 6:30 -
ზე ქ.ნ. ნანა წამოდგა და შემოსასვლელი კარებისკენ წავიდა, დავითმაც არ დააყოვნა
და გაჰყვა მას. ნანამ შემოსასვლელშ მდებარე ავტომატიდან სიგარეტი აიღო. დავითიც
შემოსასვლელში იდგა და ზურგით კარებთან, რითიც ნანას შემოსასვლელს
უღობავდა. დავითმა ნანას რაღაც ჰკითხა, რაზეც ნანამ თავის გაქნევით უპასუხა,
სწორედ ერთი თავის გაქნევა გახდა საკმარისი დამნაშავის პროვოცირებისათვის და
გაისმა ორი გასროლა. ნანამ შეჰკივლა და უგონოდ დაეცა. დავითი მის უსიცოცხლო
სხეულთან იყო დაჩოქილი და ზემოთხსენებული „გლოკიც“ გვერდით ედო. მაიორმა
ნიკამ მას გააცნო თავისი უფლებები და ჩასვა პოლიციის მანქანაში. იმის შემდეგ, რაც
ექსპერტმა განაცხადა ქ.ნ. ნანას გარდაცვალების შესახებ, მაიორმა ეს ინფორმაცია
დავითს გააცნო. ბ.ნ. დავითს არ გაჰკვირვებია, რადგან უკვე მოგეხსენებათ, რომ
შესანიშნავი მსროლელი იყო და ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ პარტნიორის მიმართ
გასროლილი ტყვია სასიკვდილო იყო.
გამოძიების მსვლელობის დროს ჩატარებულ იქნა დენთის კვალის კვლევა, რომელმაც
დავითის მარჯვენა ხელზე დენთის კვალი დაადასტურა, ხოლო ნანას ხელზე დენთის
კვალი არ ფიქსირდება, მაგრამ ნანას მარჯვენა ხელზე არსებულ ჭრილობაზე
აღმოჩენილი იქნა დენთის აფეთქების შედეგად მიყენებული დამწვრობა. ნანას
ჟაკეტზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი იდენტურია ნანას სისხლის ჯგუფისა -
პირველი უარყოფითი. ზემოთხსენებული ფაქტების საფუძველზე ვითხოვ დავითს
ბრალი წაუყენდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით.

You might also like