11 -ლიპიდები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ლიპიდები

ლიპიდები არიან ორგანული ნაერთები, რომლებიც არ იხსნებიან წყალში, მაგრამ


იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში. მათი ყველაზე გავრცელებული ჯგუფი ცხიმებია.
ცხიმი არის სამ ატომიანი სპირტის - გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების ნაწარმი.

არჩევენ:

1. ცხოველურ ცხიმებს (ქონებს) - შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს;


2. მცენარეულ ცხიმებს (ზეთებს) - შეიცავენ უჯერ ცხიმოვან მჟავებს.

ლიპიდებს მიეკუთვნება ასევე:

1. ფოსფოლიპიდები - ისინი ცხიმების ნაწარმია, თუმცა მათ მოლეკულაში ერთ-


ერთი ცხიმოვანი მჟავა შეცვლილია ფოსფორმჟავას ნაშთით, შესაბამისად ეს
უბანი (ფოსფოლიპიდის თავი) ჰიდროფილურია.
2. სტეროიდები - ქოლესტერინი და მისგან წარმოქმნილი მამაკაცისა და ქალის
სასქესო ჰორმონები - ანდროგენი და ესტროგენი;
3. ზოგიერთი ვიტამინი - A, D, F.
4. ცვილები.

ლიპიდების ფუნქციებია:

1. სამშენებლო (ცვილი)
2. დამცველობითი (ამორტიზატორია, თბოიზოლატორია)
3. რეგულაციური
4. სამარაგო
5. წყლის წყარო (1კგ ცხიმი = 1,1ლ წყალი)
6. ენერგეტიკული - 1გ ცხიმის სრული დაშლით მიიღება 39 კჯ ენერგია

You might also like