Kosmosi: Da Mzis Sistema

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

aRmoaCine da Seiswavle

kosmosi da mzis sistema


Sinaarsi

ra aris samyaro?........................................2
mzis sistema.................................................4
planetebi......................................................6
mze.........................................................................10
mTvare.................................................................12
varskvlavebi da kometebi.............14
Savi xvrelebi............................................16
meteorebi da asteroidebi.............18
galaqtikebi da nisleulebi.....20
kosmosuri sadguri.................................22
Satli..................................................................24
mcire istoria.............................................26
kiTxvebi da pasuxebi..........................28
ra iqneba Semdeg?...................................30
mTvaris dapyroba.....................................32
ra aris samyaro?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არაა!


ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანს
ეგონა, რომ სამყარო მხოლოდ დედამიწა
და მის გარშემო არსებული სივრცე –
ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები და
პლანეტები იყო, რომლებიც დედამიწიდან
შეუიარაღებელი თვალით მოჩანდა.

მაგრამ დაახლოებით 400 წლის წინ,


როცა გალილეო გალილეიმ მთვარეს
პირველად ტელესკოპით გახედა,
ყველასთვის ცხადი გახდა, რომ
სამყარო გაცილებით დიდი ყოფილა.

ტელესკოპის გამოგონების შემდეგ


ადამიანმა ახალი პლანეტების,
ვარსკვლავებისა და, რაც მთავარია,
ახალი გალაქტიკების დანახვა შეძლო.
აღმოჩნდა, რომ სამყარო უსაზღვრო
და უსასრულოა.

2
სამყაროს დასაწყისად მიიჩნევენ მომენტს, როცა
შეკუმშული მატერია აფეთქდა – ანუ
დიდ აფეთქებას.
თავდაპირველად სამყარო ძალიან პატარა და ცხელი იყო,
შემდეგ კი გაფართოვდა და გაცივდა. ენერგია მატერიად
ჩამოყალიბდა და გაჩნდა მსუბუქი გაზები –
წყალბადი და ჰელიუმი.
დაახლოებით 1 მილიონი წლის განმავლობაში,
მიზიდულობის ძალის გავლენით, გალაქტიკები
წარმოიქმნა. დიდი გალაქტიკები კიდევ 8 მილიარდი
წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ შორის ისინიც,
რომლებიც დღესაც არსებობს.

შეიძლება ითქვას, რომ


ჩვენი სამყარო თითქმის
14 მილიარდი წლისაა!

3
mzis sistema
დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე
უკიდეგანო შავი და უჰაერო, თუმცა სხვადასხვა
ციური სხეულით სავსე სივრცე იწყება. არავინ
იცის, სად მთავრდება ის. სავარაუდოა, რომ
უსასრულოა. სწორედ ესაა კოსმოსი.

ჩვენი მზის სისტემა მზისა და


სხვა ციური სხეულებისგან –
პლანეტებისგან, ასტეროიდებისგან,
კომეტებისგან და მტვრისგან შედგება.
მსოფლიოში ვერცერთი უძლიერესი
ტელესკოპი ვერ დაინახავს, თუ სად
მთავრდება კოსმოსური სივრცე.

icodi?
კოსმოსში მუსიკას ვერ
მოისმენ. უჰაერობის
გამო კოსმოსში ხმა არ
ვრცელდება.

4
მზის სისტემა ელიფსურია
– ანუ კვერცხივით
წაგრძელებული
ვენერა ოვალის ფორმისა. მზე
მერკური
ცენტრშია, პლანეტები
დედამიწა
კი მის გარშემო
მოძრაობენ.
მზე
ასტრონომების
აზრით, მზის სისტემის
მარსი ასაკი 4 მილიარდ
წელიწადზე მეტია.
ურანი
იუპიტერი

სატურნი
ნეპტუნი

მერკური ვენერა

მარსი

პლანეტები მზის დედამიწა მთვარე იუპიტერი


გარშემო ყოველთვის
ერთი მიმართულებით
ბრუნავენ – ამას ორბიტა
ეწოდება. დედამიწას მზის
სატურნი
გარშემო თავისი ორბიტის
სრულად გასავლელად ერთი
წელი სჭირდება.
ნეპტუნი
ურანი

icodi?
ერთ დროს ადამიანს ეგონა, რომ მზე
მოძრაობდა დედამიწის გარშემო და არა
პირიქით. 1543 წელს ნიკოლაი კოპერნიკმა
პირველად დაადგინა, რომ მზის სისტემის
ცენტრში მზე იყო და არა დედამიწა.
5
planetebi

პლანეტა ციური სხეულია,


რომელიც დედამიწის მსგავსად
მზის გარშემო ბრუნავს. არსებობს
ქვის სფეროსებრი და უმეტესად გაზისგან
შემდგარი პლანეტები. ზოგი პლანეტა ძალიან ცხელია,
ზოგიც ყინულითაა დაფარული. ყოველ მათგანს ერთი
რამ აქვს საერთო – ბრუნავს.

შეგიძლია მზის სისტემის ყველა


პლანეტა ჩამოთვალო?
მერკური
ვენერა და
შო
დედამიწა რე
ბამ
ზი
მარსი იუპიტერი სგ
ან

სატურნი

ურანი

ნეპტუნი
icodi?
ძველად მზის სისტემის პლანეტად
მიიჩნეოდა პლუტონიც, მაგრამ მცირე
ზომის გამო მეცნიერებმა ის ძირითადი
პლანეტების სიიდან ამოიღეს და ჯუჯა
პლანეტებს მიაკუთვნეს.

6
saintereso faqtebi
მზესთან ყველაზე ახლოს მერკური მდებარეობს,
ნეპტუნი კი ყველაზე შორეული პლანეტაა; იუპიტერი
ყველაზე დიდია, ვენერა – ყველაზე ცხელი, ნეპტუნი –
ყველაზე ცივი; ურანი პირველი პლანეტა იყო, რომელიც
ტელესკოპის გამოგონების შემდეგ აღმოაჩინეს.

სატურნი – ყველაზე ნელი


პლანეტა – მზის გარშემო ორბიტის
შემოვლას თითქმის 30 წელს
ანდომებს!

მერკურს, ვენერას, დედამიწასა


და მარსს „შიდა, ქვის პლანეტებს“
უწოდებენ. ისინი უმეტესად კლდოვანი
ქანებისგან შედგებიან და არ გააჩნიათ
„რგოლები“. იუპიტერი, სატურნი, ურანი
და ნეპტუნი „გარე, გაზის გიგანტებია“.
გაზებისგან შემდგარ ამ დიდ პლანეტებს
გარს ერტყმის რგოლები, თუმცა
მკაფიოდ მხოლოდ სატურნის რგოლები
ჩანს. პლანეტების ამ ორ ჯგუფს
ასტეროიდების
სარტყელი ყოფს.

icodi?
თუ რომელიმე პლანეტაზე გასეირნებას მოისურვებ,
არასდროს აირჩიო ნეპტუნი! ამ პლანეტაზე სასტიკი,
2000 კმ/სთ სიჩქარის ქარი ქრის – დედამიწის ყველაზე
ძლიერ ქარიშხალზე 5-ჯერ ძლიერი.
7
planetebi

პლანეტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მათი ფერი და ზომა


მათსავე შემადგენლობაზე, ატმოსფეროსა და მზისგან დაშორებაზეა
დამოკიდებული.

დედამიწა რომ გოლფის


ბურთისხელა ყოფილიყო,
იუპიტერი შესაბამისად
ბოულინგის ბურთისხელა
იქნებოდა, ხოლო მზე
– გიგანტური საჰაერო
ბუშტისოდენა.

icodi?
თუ 50 კილოგრამს იწონი, მარსზე შენი წონა
მხოლოდ 19 კგ იქნებოდა. მარსის მიზიდულობა
დედამიწისაზე ნაკლებია და სწორედ მიზიდუ­ლობაა
ძალა, რომელიც სხეულს პლანეტისკენ ეწევა. მარ­
სზე შენი სხეული ნაკლები ძალით „გაიწევდა“ მიწის­
კენ და ამიტომაც გაცილებით მსუბუქი იქნებოდი.
8
მარსი, რომელსაც წითელ
პლანეტასაც უწოდებენ, მართლაც
ცეცხლის ბურთს წააგავს. ამ ფერს
მარსის ზედაპირს რკინის მაღალი
შემადგენლობა აძლევს.

კოსმოსიდან დედამიწა ლურჯი


ჩანს, რადგან მისი ზედაპირი
უმეტესად წყლითაა დაფარული.
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის
70%-ზე მეტს იკავებს.

ვენერა ისეთი კაშკაშაა, თეთრად


მოჩანს და ამის გამო ხშირად
ვარსკვლავში ერევათ. ვენერა ცაზე
ალიონზე აღმოსავლეთით ჩნდება,
ისევე, როგორც მზე.

სატურნს მონაცრისფრო-
მოლურჯო რგოლები ერტყმის
გარს. მათი სისქე დაახლოებით
10 მეტრია – კოსმოსისთვის
ძალიან თხელი.

იუპიტერის ატმოსფეროში
უამრავი ღრუბელი და ქარიშხალი
ტრიალებს, რომელიც გამუდმებით
იცვლის ფერს და ამის გამო
პლანეტის ეკვატორის გარშემო
ფერადი ტალღოვანი მასა მოძრაობს.
ნამდვილი კოსმოსური ქამელეონია! 9
მზე მზის სისტემის ცენტრი და
დედამიწის უახლოესი ვარსკვლავია.

mze სწორედ მზის სინათლისა და სითბოს


წყალობით არსებობს სიცოცხლე
ჩვენს პლანეტაზე.

მზე გავარვარებული გაზებისგან შემდგარი


უცხელესი ბურთია. ის დედამიწიდან
მოყვითალო მოჩანს, კოსმოსში კი
თვალისმომჭრელად თეთრია.

მ ზე
იმდ
მას ე
ში 1 ნად დ
300 იდი
ა, რ
მოთ 000 დე ო
ავს დამ მ
დებ იწა
1 ა.
300
000

saintereso faqti
წარმოიდგინე, რა საოცრად
icodi?
მხურვალეა მზე: დედამიწისგან
მზის სხივი 300 000 კმ/წმ სიჩქარით
ის 150 მილიონი კილომეტრითაა
მოძრაობს და დედამიწამდე მანძილის
დაშორებული, თუმცა, თუ
გავლას 8 წუთს ანდომებს. ამდენად,
თაკარა მზეზე დიდხანს
როცა მზის ამოსვლას ვხედავთ, ეს
გაჩერდები, კანი დაგეწვება!
მოვლენა 8 წუთით ადრეა მომხდარი.
10

You might also like