Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 14

სილაბუსი

აკადემიური წელი 2023/2024 სემესტრი VIII

კოდი FLS407143 დასახელება არაბული ენა VIII

7 (196 საათი)
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი საკონტაქტო - 128 საათი
• ინტერაქტიული ლექციები -
120 საათი
• შუალედური შეფასება - 4
საათი
• დასკვნითი შეფასება - 4 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა - 68
საათი

ენა ქართული/არაბული აუდიტორია

ლექტორი იზოლდა გრძელიძე ელექტრონული i.grdzelidze@freeuni.edu.ge


თინათინ ქაროსანიძე ფოსტა t.karosanidze@freeuni.edu.ge
გიორგი ნარიმანიშვილი g.narimanishvili@freeuni.edu.ge
თინა მხეიძე t.mkheidze@freeuni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
კურსი ორიენტირებულია ძირითადი ტექსტოლოგიური და საკომუნიკაციო მიმართულებების განვითარებაზე.
• კითხვა
ამ ეტაპზე სტუდენტი კითხულობს და თარგმნის საკმაოდ რთულ, თემატურად მდიდარ გაუხმოვნებელ მასალას
მაგ. ისლამური ფუნდამენტალიზმი, თანამედროვე პოლიტიკური მოვლენები არაბულ სამყაროში, ტერორიზმი,
სპარსეთის ყურის კრიზისი, „არაბული გაზაფხული“ და ა.შ. ეცნობა შუა საუკუნეების არაბულენოვანი
წყაროების ნიმუშებს და თარგმნის მდიდარი ლექსიკის გამოყენებით.
• წერა
სტუდენტი განვლილი მასალის საფუძველზე წერს თავისუფალ თემებს სხვადასხვა თემაზე, იყენებს რთულ
სინტაქსურ და მორფოლოგიური კონსტრუქციებს, შესაბამის იდიომატურ ფრაზებს, რითაც მდიდარია არაბული
ენა, აწარმოებს კორესპონდენციას, წერს მოსმენილი მასალის შინაარსს.
• ლაპარაკი
ლექსიკის გამდიდრების საფუძველზე სტუდენტი უფრო თამამად ერთვება მისთვის საინტერესო საუბრებში,
მართავს დისკუსიას და გაბედულად გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს, თავისუფლად საუბრობს ლექცია-
სემინარზე წამოჭრილ თემებზე.
• მოსმენა
ისმენს არაბული ტელევიზიების ახალ ამბებს და უყურებს ფილმებს, უსმენს არაბულ სიმღერებს და ესმის
შინაარსი.

პრერეკვიზიტი
არაბული ენა VII

სწავლის მიზნები
ამ ეტაპზე სტუდენტის სასტარტო დონე არის B2.2. ჩვენი მიზანია არაბული ენის უფრო ღრმა სწავლება:
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზეპირი და წერილობითი თარგმანის დახვეწა, სასაუბრო მეტყველების,
აუდიომასალის მოსმენისა და გაგების ჩვევის გამომუშავება, გრამატიკის ცოდნის განმტკიცება სავარჯიშოების
სისტემატური შესრულებით. სხვადასხვა შინაარსის ტექსტების კითხვა (საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ცხოვრების, კულტურის, ისტორიისა და მხატვრული ლიტერატურის სფეროდან) სტუდენტს გაუადვილებს
თემატურად განსხვავებული ტექსტების გაგებას. ენის შესწავლასთან ერთად სტუდენტი ეცნობა არაბთა
ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ლიტერატურას, ყოფას.

სწავლის შედეგები
სემესტრის დასასრულს სტუდენტის ცოდნის დონე უნდა შეესაბამებოდეს C1-ს.
ბოლო სემესტრის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული:
• სწორად კითხულობს და ესმის ნებისმიერი სირთულის ტექსტები, მაგ.: ისლამური ფუნდამენტალიზმი,
არჩევნები არაბულ ქვეყნებში, ტერორიზმი, ჯაჰილიის პერიოდის ლიტერატურა და ა.შ.
• წინასწარი მომზადების გარეშე მონაწილეობს საუბარში ისლამური ფუნდამენტალიზმისა და
დემოკრატიის ძირითად პრინციპებზე, არაბული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე,
როგორიცაა იმრულ კაისი, ტაჰა ჰუსეინი, ნაგიბ მაჰფუზი, იუსუფ იდრისი და ა.შ.
• აანალიზებს და სწორად აფასებს თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობას, ცნობილ პოლიტიკურ
მოღვაწეებს, როგორიცაა ანვარ სადათი, აიათოლა ხომეინი, ჯორჯ ბუში (უმცროსი), მუამარ კადაფი და
ა. შ.
• ციტირებს თანამედროვე არაბული პოეზიისა და SMS-ური ლიტერატურის ნიმუშებს: ნადა იმამ აბდუ-
ლ-ვაჰიდის, ნიზარ კაბანისა და სხვა.
• უსმენს/უყურებს სატელევიზიო პროგრამებს და ხვდება ძირითად შინაარსს, იღებს უახლეს
ინფორმაციას არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
• სწორად აფასებს არაბული სამყაროს კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას.

სწავლების და სწავლის მეთოდები


ვინაიდან თეორიული გრამატიკის სწავლების კურსი პრაქტიკულად ამოწურულია, ტექსტების კითხვის დროს
ყურადღება გადატანილია მათ სინტაქსურ გარჩევაზე. აუდიო-მასალის დახმარებით სტუდენტი შინ ავსებს
ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს, რომელთა სისწორე მოწმდება აუდიტორიაში.

ყურადღება ეთმობა ასევე ანდაზებისა და არაკების, პოეზიის ნიმუშების ზეპირად დასწავლას, რაც ხელს უწყობს
სტუდენტის სამეტყველო ლექსიკის გამდიდრებას. სერიოზული ადგილი ეთმობა სახელმძღვანელოში
მოცემული სპეციალური ტექსტების არაბულ ენაზე თარგმნას, რომლის ავკარგიანობასაც პედაგოგი ამოწმებს.

საგაზეთო ტექსტებზე მუშაობის დროს თარგმნისას აქცენტი კეთდება პრესის ენაში ხშირად ხმარებულ
ფრაზეოლოგიურ ერთეულებზე, ოფიციალურ პირთა ტიტულებზე, სახელმწიფო დაწესებულებებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების სახელწოდებებზე. შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით
სტუდენტმა შინ უნდა შეძლოს მოკლე საგაზეთო ინფორმაციის შედგენა.
კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:
• ვერბალური მეთოდი
• დისკუსია
• ანალიზის მეთოდი
• დემონსტრირების მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• წიგნზე მუშაობის მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის
სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა


და დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება
თითოეულ მათგანში.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):


• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა
დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად უგროვდება 41
და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის შესაბამისად).
• თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და
ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

მნიშვნელოვანი შეხსენება: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის


სტუდენტის ეთიკის კოდექსის პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის
ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს
წერილობით გაფრთხილებას. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება დადგეს სტუდენტის
სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

შუალედური შეფასების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის - 16 ქულა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის - 8 ქულა

შეფასებების კომპონენტები:
საშინაო დავალებები 20 ქულა
პირველი შუალედური გამოცდა (წერითი, ზეპირი) 20 ქულა
მეორე შუალედური გამოცდა (წერითი, ზეპირი) 20 ქულა
საბოლოო გამოცდა (წერითი 20 ქულა+ზეპირი 20 ქულა) 40 ქულა (20+20)
შუალედური შეფასება
საშინაო დავალება - მაქსიმალური 20 ქულა
საშინაო დავალებების შეფასების კრიტერიუმები:
20-18 სტუდენტი უმეტესად სრულყოფილად ასრულებს საშინაო დავალებებს;
17-11 სტუდენტს უმეტესად კარგად ასრულებს საშინაო დავალებებს, მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები;
10-5 სტუდენტი ხშირად ასრულებს საშინაო დავალებებს, მაგრამ უშვებს სერიოზულ შეცდომებს;
4-0 სტუდენტი ასრულებს საშინაო დავალებებს ძირითადად უხარისხოდ და უხეში შეცდომებით / სტუდენტს
არ წარმოუდგენია საშინაო დავალება

პირველი შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 20 ქულა


მეორე შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 20 ქულა
შუალედური გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:
20 - სტუდენტი სიღრმისეულად ფლობს მასალას, სიღრმისეულად იცის განვლილი თეორიული მასალა.
19-14 სტუდენტი კარგად ფლობს მასალას, მაგრამ უშვებს მეორეხარისხოვან გრამატიკულ და ლექსიკურ
ხარვეზებს.
13-8 სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს მასალას, მაგრამ უშვებს რამდენიმე გრამატიკულ და ლექსიკურ
შეცდომას.
7-3 სტუდენტი ზედაპირულად გაეცნო მასალას, უშვებს უხეშ გრამატიკულ და ლექსიკურ ბევრ შეცდომას.
2-0 სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს გამოცდის მოთხოვნებს, მაგრამ აქვს გარკვეული მცდელობა/სტუდენტი არ
გამოცხადდა გამოცდაზე.

დასკვნითი შეფასება
საბოლოო გამოცდა - მაქსიმალური 40 ქულა (20 ქულა+20 ქულა)
საბოლოო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:
საბოლოო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: ზეპირი და წერითი. თითოეული ფასდება 20 ქულით,
შემდეგნაირად:
20 - სტუდენტი სიღრმისეულად ფლობს მასალას, სიღრმისეულად იცის განვლილი თეორიული მასალა;
19 - 14 სტუდენტი კარგად ფლობს მასალას, მაგრამ არის გარკვეული გრამატიკული და ლექსიკური ხარვეზები;
13 – 8 სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს მასალას, მაგრამ უშვებს რამდენიმე გრამატიკულ და ლექსიკურ
შეცდომას;
7 - 3 სტუდენტი ცუდად იცნობს მასალას, უშვებს უხეშ გრამატიკულ და ლექსიკურ შეცდომებს.
2-1 სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს გამოცდის მოთხოვნებს, მაგრამ აქვს გარკვეული მცდელობა
0 - სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს შუალედური გამოცდის მოთხოვნებს /სტუდენტს არ დაუწერია შუალედური
გამოცდა

შეფასების სკალა
შეფასება აღწერა პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
ინტერვალი ბალიან კალაში
(grade points, quality points)
A ფრიადი 91 – 100 3.26 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.6 – 3.25
C საშუალო 71 – 80 1.76 – 2.5
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.1 – 1.75

E საკმარისი 51 – 60 0.0 – 1.00

FX ვერ ჩააბარა 41 – 50 0
(ხელახლა ჩაბარების უფლება)
ჩაიჭრა
F 0 – 40 0
(საგანი ახლიდან შესასწავლი)

აუცილებელი მასალები

ძირითადი მასალები:
• Alaa Elgibali, Media Arabic, A Course book for reading Arabic News, 2007.
• J. Dickins, Janet C. E. Waston – Standard Arabic, An advanced course, Cambridge, 1999
• Kristen Brustad, Mahmoud Al-Batal, Abbas Al-Tonsi, A Textbook for Arabic, Part three, Georgetown University
2007. Al-Kitaab Arabic Language Program, https://alkitaabtextbook.com/part2/3e/ (შესაბამისი აუდიო მასალის
საიტი)
დამატებითი მასალები:
Ronak Husni, Daniel. L.Newman, Modern Arabic Short Storeis, A Bilingual Reader, Saqi Books, 2008.
ღასან ქანაფანი, კაცები მზეში (დარეჯან გარდავაძის თარგმანი), წიგნები ბათუმში, 2016.
იბრაჰიმ ალ-ქუნი, ოქროს ქვიშა, გამომცემლობა „ინტელექტი“, თარგმნა დარეჯან გარდავაძემ, 2016.

კალენდარული გეგმა
კურსი კვირაში მოიცავს 8 სთ ინტერაქტიულ ლექციას

კვირა მეცადინ. თემა დავალება


ინტერაქტიული გაკვ. № 14 ტექსტი (а) –
ლექცია ისლამური ფუნდამენტალიზმი. „ფუნდამენტალისტები თავს
4 სთ. გრამატიკა: (გამეორება) დაესხნენ კოპტების ოფისს
ა) დროის გამომხატველი ეგვიპტეში“ (გვ. 362-363) -
ადვერბიალური ვავი: ვა ჰუვა (ალ- გარჩევა-თარგმანი
1 იავმა) მუთასავვიф – „დღეს ის ტექსტი (б) „ხალხი (ითხოვს):
სუფია“ (გვ. 381). ან ცვლილება ან ჩაუშესკუ“
ბ) ნომინალი წინადადება პირის
განმაცალკევებელი ნაცვალსახელით:
ჰაზა ჰუვა ალ-ვალა დუ - „ის ის
(ნაცნობი) ბიჭია“ (გვ. 383)
ინტერაქტიული ტექსტის (1), (2)-ის სინტაქსური ტექსტი – (с) – „მთავრობის
ლექცია გარჩევა-თარგმანი „ისლამური დაჯგუფების“
4 სთ. Media Arabic: გამომწვევი ქმედების წინ“ (გვ.
‫اخبار اللقاءات والمؤتمرات‬ 365–366)
ტექსტი (d) – „გაზეთი ალ–
ვატანი აქვეყნებს ზემო
ეგვიპტეში მომხდარის
დეტალებს“ (გვ. 366–368) –
გარჩევა–თარგმანი.
ტექსტი (c) – ნაწყვეტი ნაგიბ
მაჰფუზის თხზ–დან „ჩვენი
უბნის ბიჭები“ (გვ. 372–373)
მოკლე ინფორმაცია
მწერალზე, რომელსაც
ნობელის პრემია მიენიჭა
აღნიშნული ტრილოგიის
გამო.
ტექსტი – „ისლამის
ისტორიიდან“ (გვ. 243)
გარჩევა, თარგმანი
ახალი ფრაზები ზეპირად (გვ.
55–59)

ინტერაქტიული ტექსტი (c), (d), (c) სინტაქსური ტექსტი (2 (ა)) – „თუ არ იქნება
ლექცია გარჩევა–თრგმანი. ისლამი, არც მუსლიმები
4სთ. ახალი ფრაზეოლოგიის ამოწერა. იქნებიან“ (გვ. 368–370)
ტექსტის (2 (ა)) სინტაქსური ტექსტი (გვ. 371) ნაწყვეტი
ანალიზი–თრგმანი. აჰმედ ქემალ აბუ მაჯიდის
ტერმინოლოგიისა და წიგნიდან „რელიგიური
ფრაზეოლოგიის გამოკითხვა. ექსტრემიზმი თუ
Al-Kitaab, გაკვეთილი 6. საზოგადოებრივი კრიზისი“ –
გარჩევა–თარგმანი.
ტექსტი (i) (გვ. 392–393)
ნაწყვეტი წიგნიდან –
2 „ისლამური
საზოგადოებისაკენ“ –
გარჩევა–თრგმანი.
ტექსტი (გვ. 371) ნაწყვეტი
აჰმედ ქემალ აბუ მაჯიდის
წიგნიდან „რელიგიური
ექსტრემიზმი თუ
საზოგადოებრივი კრიზისი“ –
გარჩევა–თარგმანი.
ტექსტი (i) (გვ. 392–393)
ნაწყვეტი წიგნიდან –
„ისლამური
საზოგადოებისაკენ“ –
გარჩევა–თრგმანი.

ინტერაქტიული ტექსტი თხრობით (გვ. 243)


ლექცია შინ გარჩეული ტექსტის თარგმანი, ტექსტი – „საზოგადოებრივი
4 სთ. გრამატიკული ანალიზი (გვ. 243) ორგანიზაციები არაბულ
სავ. 7 სამყაროში“ (ნაწ. პირველი)
გრამატიკა – ასიმილაცია ზმნის VIII (გვ. 245) – გარჩევა, თარგმანი
თემაში ტექსტი – „საზოგადოებრივი
სავ. 11 (252) ორგანიზაციები არაბულ
Media Arabic: სამყაროში“ (ნაწ. მეორე), (გვ.
‫اخبار اللقاءات والمؤتمرات‬ 246) – გარჩევა, თარგმანი.
ტექსტის თარგმანი, გრამატიკული თარგმნეთ წინადადებები
ანალიზი (გვ. 245) არაბულად (გვ. 63)
სავ. 8 (გვ. 244)

ინტერაქტიული ტექსტების (გვ. 371) (გვ. 392–393) ტექსტი (გვ. 401) „იემენის
ლექცია სინტაქსური გარჩევა–თარგმანი. საარჩევნო კამპანია
4სთ. იდიომების გამოყოფა. ოფიციალურად დაიწყო“ –
ტექსტის თარგმანი, გრამატიკული გარჩევა–თრგმანი;
ანალიზი (გვ. 246)
სავ. 10 (გვ. 249) სავ. 9 (გვ. 247)
გრამატიკა – დროის გამოხატვა სავ. 12 (გვ. 252)
„იზინ“ სუფიქსით.

ინტერაქტიული გაკვეთილი № 15 (გვ. 401) ტექსტი c (გვ. 405–406)


ლექცია დემოკრატია „იემენის არჩევნების
4 სთ. ტექსტის (გვ. 401–405) სინტაქსური საბოლოო შედეგები“.
3 ანალიზი–თარგმანი. ტექსტი (ა) (გვ. 407) –
საარჩევნო ტერმინოლოგიის, „ზოგიერთი ისლამური
ფრაზეოლოგიისა და იდიომების დაჯგუფება არღვევს
გამოყოფა თარგმანის დროს. კონსტიტუციის
ტექსტის შევსება – DVD, თარგმანი, ხელშეუხებლობას“.
გარჩევა (გვ. 260–261) ტექსტი (b) (გვ. 408) –
Al-Kitaab, გაკვეთილი 6 „გადარჩენის ფრონტი
მოელოდა 44 ადგილის
Media Arabic: ‫اخبار المظاهرات‬ მოპოვებას ალჟირის
პარლამენტში“ .
გარჩევა–თარგმანი

სავ. 13 (გვ. 257)


სავ. 14 (გვ. 258)
ტექსტი თხრობით (გვ. 260–
261)
შეადგინეთ საგაზეთო
ინფორმაცია მოცემული
ფრაზების გამოყენებით (გვ.
64)
ინტერაქტიული ტექსტების (გვ. 405–406), (გვ. 407), (გვ. ტექსტი (c) (გვ. 409–412) –
ლექცია 408) სინტაქსური გარჩევა–თარგმანი. „ურთიერთბრალდებები
4სთ. ყურადღების გამახვილება ახალ ალჟირის პარტიის ლიდერთა
ტერმინოლოგიაზე, ფრაზეოლოგიასა შორის არჩევნების შემდეგ“.
და იდიომებზე. გარჩევა–თარგმანი.
ტექსტი – „ბერბერები, მათი
წარმომავლობა“ (გვ. 263–264), ტექსტის მეორე ნაწილის
(პირველი ნაწ.), თარგმანი, გარჩევა. გარჩევა, თარგმანი (263–264)
სავ. 19 (გვ. 265)

4
ინტერაქტიული ტექსტების (გვ. 409–412) სინტაქსური ტექსტი – „რევოლუციის
ლექცია ანალიზი–თარგმანი. სიტყვა“ (გვ. 430–433) –
4სთ. გარჩევა–თარგმანი.
ალ-ქითააბ, გაკვეთილი 9 ახალი სიტყვები ზეპირად
„სალიტერატურო არაბულისა და (268–271)
დიალექტის საკითხი“ (გვ. 267) სავ. 2 (272), სავ. 4 (274)
ახალ ლექსიკურ მასალაზე მუშაობა თარგმნეთ არაბულად 5
(გვ. 268–271) წინადადება (გვ. 64–65)
სავ. 1 (272)
Media -‫ اخبار االنتخابات‬-
ინტერაქტიული ტექსტის (გვ. 430–433) სინტაქსური ვთარგმნოთ არაბულად:
ლექცია გარჩევა–თარგმანი. ტექსტი (a) (გვ. 429) ტექსტი
4სთ. ტერმინოლოგიის ამოკრება. (გვ. 436) – „(ანვარ) სადათის
ახალი გამოთქმები კონტექსტში (გვ. მოულოდნელი სიკვდილი...“
279) – გარჩევა–თარგმანი.
სავ. 3 (273)
სავ. 6 (277)

ინტერაქტიული თარგმნილი ტექსტის (გვ. 429) ტექსტი (c) (გვ. 438–439) –


5 ლექცია შემოწმება. „ეგვიპტის მსხვერპლი“;
4სთ. გაკვეთილი № 16(გვ. 434) სიკვდილი ტექსტი (d) (გვ. 440) – „(რენე)
და რიგი ფაქტორებისა... მუყავადის სიკვდილი
ტექსტის (გვ. 436) სინტაქსური ჩვეულებრივი ტრაგედიაა“;
გარჩევა–თარგმანი. პოლიტიკური
Al-Kitaab, გაკვეთილი 7. ტერმინოლოგიის ამოწერა.
ტექსტი – კულტურა (გვ. 280) ტექსტი (გვ. 280) თხრობით
თარგმანი, გრამატიკული ანალიზი
გრამატიკა – კატეგორიული უარყოფა
Media -‫اخبار االنتخابات‬
ინტერაქტიული ტექსტების (a,c,d) სინტაქსური ტექსტი (a) (გვ. 441) „ირანი
ლექცია გარჩევა–თარგმანი. ემშვიდობება ხომეინს“
4სთ. ტექსტების გარშემო კითხვა–პასუხი ტექსტი (b) (გვ. 443–444) –
Al-Kitaab, გაკვეთილი 7 ტექსტის „ირანი ხომეინის შემდეგ“
გრამატიკული ანალიზი, თარგმანი გარჩევა–თარგმანი _ ახალი
(გვ. 282) ფრაზეოლოგიის ამოწერა.
სავ. 11 (გვ. 284) ტექსტის მეორე ნაწილის
გარჩევა (გვ. 283)
სავ. 12 (გვ. 286)

ინტერაქტიული ტექსტების (a, b, c) სინტაქსური ტექსტები (a,b,c) (გვ. 446–448)


ლექცია გარჩევა–თრგმანი. – „ალაჰის მოციქულის
6
4სთ. მსჯელობა ტექსტების გარშემო. სიკვდილი“.
გრამატიკა:
კად ნაწილაკის ხმარება (გვ. 448–449). ტექსტი - „სალიტერატურო
ტექსტის გამოკითხვა (გვ. 280) და არაბულისა და დიალექტის
საუბარი ტექსტის გარშემო. საკითხი“
სავ. 9 (გვ. 281) (პირველი ნაწ.) (გვ. 282) -
სავ. 10 (გვ. 281) გარჩევა.

საგაზეთო ინტერვიუს გარჩევა, შეადგინეთ საგაზეთო


თარგმანი (პირველი ნაწ.), (გვ. 84) ინფორმაცია, გამოიყენეთ
მოცემული ფრაზები (გვ. 70)
ინტერაქტიული არაბი ისტორიკოსების – აბუ ჰიშამის, ტექსტი (გვ. 462–465) „სრული
ლექცია ატ–ტაბარის წყაროებიდან დეტალები 15 საათის შესახებ,
4სთ. ნაწყვეტების (a, b, c) (გვ. 446–448) როდესაც არაфათის
სინტაქსური ანალიზი–თარგმანი. თვითმფრინავი გაუჩინარდა“
– გარჩევა–თარგმანი
ინტერაქტიული ტექსტის (გვ. 462–465) გარჩევა– მე–16 გაკვეთილი ტექსტების
ლექცია თარგმანი. მიხედვით ამოიწეროს სიტყვა
4სთ. ალ–ხილაფას მნიშვნელობები
Media – ‫أخبار الصراعات واالرهاب‬ ისლამის პერიოდიდან
7 დღემდე.
ტექსტის შევსება აუდიოკასეტით ითარგმნოს არაბულად:
„არაბული ნაციონალიზმი“ (გვ. 297- ტექსტი (a) (გვ. 461) –
298), გარჩევა, თარგმანი. „მუჰამედის სიკვდილი“.
სავ. 21 (გვ. 296) ტექსტი თხრობით (გვ. 297-
298), სავ. 20 (გვ. 296)
ტექსტი - საგაზეთო სტატიის
თარგმანი, გარჩევა (გვ. 301). სავ. 23 (გვ. 299-300)
საუბარი მოცემულ თემაზე (გვ. 303)
Al-Kitaab, გაკვეთილი 7
ინტერაქტიული უცხო ტექსტის წერილობითი გაკვეთილი № 17 (გვ. 466)
8 ლექცია თარგმანი-ეგვიპ. მწერლის-ნადა იმამ არაბული ლიტერატურა
4სთ. აბდუ-ლ-ვაჰიდის SMS-ური ლიტ. ტექსტი (a) (გვ. 468) „ტაჰა
ნიმუშები. გვ.47,50-54,57,60,63,80. ჰუსეინი“ – გარჩევა–მოსმენა.
ტექსტი (b)(გვ. 469–471) –
„წყვდიადის დამმარცხებლის
ხსოვნისადმი“ გარჩევა–
თარგმანი
ინტერაქტიული გავლილი მასალის გამეორება თარგმანი არაბულად (გვ. 72)
ლექცია Media – ‫أخبار الصراعات واالرهاب‬
2სთ.
პირველი შუალედური გამოცდა 2 სთ.
ინტერაქტიული ლექციის დროს
ინტერაქტიული ტექსტების (a) „ტაჰა ჰუსეინი“ (გვ. ნაწყვეტი ტაჰა ჰუსეინის
ლექცია 468); წიგნიდან „ჯაჰილიის
4სთ. (b) (გვ. 469–471) სინტაქსური ლიტერატურის შესახებ“ –
ანალიზი–თარგმანი. ტექსტი (c - გვ. 471–473).
მოკლე ინფორმაცია ტაჰა
Media – ‫أخبار الصراعات واالرهاب‬ ჰუსეინის ცხოვრებისა და
მოღვაწეობის შესახებ
ინტერაქტიული ტექსტის (c-გვ. 471–473) ტექსტი (C – გვ. 474–475)
ლექცია გრამატიკული ანალიზი–თარგმანი. ნაწყვეტი ეგვიპტელი
4 სთ. მოკლე ინფორმაცია ჯაჰილიის ნობელიანტი მწერლის ნაგიბ
პერიოდის პოეზიაზე. მაჰფუზის თხზულებიდან –
9 Al-Kitaab, გაკვეთილი 7 „ჩვენი უბნის ბიჭები“ (a – გვ.
გაკვეთ.10 -„ქორწინება ახალ 478–479).
თაობაში“ (გვ. 304)
გაკვეთ.10-„ქორწინება ახალ ახალი სიტყვები ზეპირად
თაობაში“(გვ.304).ახალ ლექსიკურ სავ. 2 (გვ. 310-311)
მასალაზე მუშაობა (გვ. 305-308) სავ. 3 (გვ. 312)
სავ. 1 (გვ. 309), სავ.4(გვ.313). ტექსტი - „ქორწინება ახალ
ახალი გამოთქმები კონტექსტში (გვ. თაობაში“, გარჩევა, თარგმანი
314) (გვ. 317-318)
კულტურა - ქორწინება და ოჯახი
(თემასთან დაკავშირებული
ლექსიკური მასალის გარჩევა)
ინტერაქტიული ტექსტების (c – გვ. 474–475); (a – გვ. ნაწყვეტი ცნობილი მწერლის
ლექცია 478–479) – გრამატიკული ანალიზი– – იუსუფ იდრისის
4სთ. თარგმანი. ნოველების კრებულიდან
მოკლე ინფორმაცია ნაგიბ მაჰფუზის „სხვა სამყარო“ – ტექსტი (b) –
.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. (გვ. 480).
10
მომზადდეს მოკლე
Media – ‫أخبار الصراعات واالرهاب‬ ინფორმაცია იუსუფ იდრისის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ
ინტერაქტიული ტექსტის (b – გვ. 48) გარჩევა– ნაგიბ მაჰფუზის სიტყვა
ლექცია თარგმანი. ნობელის პრემიის მიღებასთან
4 სთ. ინფორმაციის მოსმენა იუსუფ დაკავშირებით: ტექსტი (გვ.
იდრისზე. 495–498).
გრამატიკა: წინადადებების წერილობითი
ამმა... фა... კონსტრუქციის თარგმანი არაბულად (გვ. 74)
გამოყენების ნიმუშების გარჩევა (გვ. სავ. 13 (გვ. 325) სავ. 14 (გვ.
482–489) 326)
Al-Kitaab, გაკვეთილი 8
გრამატიკა - „ქადა“ და მის მსგავსი
ზმნები (გვ. 321) სავ. 11 (გვ. 323)
ინტერაქტიული ტექსტის -ნაგიბ მაჰფუზის სიტყვა გაკვეთილი № 18
ლექცია ნობელის პრემიის მიღებასთან ეკონომიკა
4სთ. დაკავშირებით-(გვ. 495–498-) ტექსტი (a – გვ. 501–502)
გრამატიკული გარჩევა–თარგმანი. „ფინანსური წრეები
აფრთხილებენ...“
(a – გვ. 504) – „ადგილობრივი
ბაზრის განვითარების
აუცილებლობა“
გარჩევა,თარგმანი.
ეკონომიკური
11
ტერმინოლოგიის ამოწერა.
ინტერაქტიული ტექსტების (a – გვ. 501–502), (a – გვ. ტექსტი (c – გვ. 506–507).
ლექცია 504) – გარჩევა–თარგმანი. ნაწყვეტი ყურანიდან „ძროხის
4სთ. ეკონომიკური ტერმინოლოგიის სურა“ (275–6) – გვ. 508
გამოკითხვა.
Media Arabic – ‫أخبار القضاء والمخابرات‬
სავ. 17 (329)
საგაზეთო ტექსტის თარგმანი, სავ. 18 (329)
გარჩევა (გვ. 328)
სავ. 16 (გვ. 327)
ინტერაქტიული ტექსტების (c– გვ. 506–507; „ძროხის ტექსტი – „ინვესტიციის
ლექცია სურა“ გვ. 508) გრამატიკული ატმოსფერო სირიის არაბულ
4სთ. გარჩევა–თარგმანი. რესპუბლიკაში“ – (გვ. 525–
Al-Kitaab, გაკვეთილი 9. 528) – გარჩევა–თარგმანი
ინტერაქტიული ტექსტის (გვ. 525–528) მეორე შუალედური
ლექცია გრამატ. გარჩევა–თარგმანი გამოცდისთვის მზადება
4 სთ. გრამატიკა:
12 ალ–მაфყულ ალ–მუტლაკის ტექსტი თხრობით (გვ. 330)
გამოყენების ნიმუშების გარჩევა (გვ.
515) ტექსტის მეორე ნაწილის
ტექსტი - „მისი ბიძაშვილი“, გარჩევა, გარჩევა, თარგმანი (გვ. 331)
თარგმანი (პირველი ნაწ.) (გვ. 330)
სავ. 19 (332-333)
ტექსტი - „მისი ბიძაშვილი“ -
თხრობით
ინტერაქტიული უცხო ტექსტების თარგმანი-სირიელი გაკვეთილი № 19
ლექცია მწერალი ქალი- დალალ ჰათიმი- მედიცინა
2სთ. „ყელსაბამი და ძეწკვი“,გვ.13-18. ტექსტი (ა – გვ. 531–532)
გარჩევა–თარგმანი.
Al-Kitaab, გაკვეთილი 9. მოკლე ინფორმაცია არაბული
მედიცინის ისტორიიდან.
ინტერაქტიული შუალედური გამოცდის შედეგების ტექსტი (c – გვ. 535) –
ლექცია გარჩევა-ანალიზი ცალკეული „მსოფლიოში პირველი წიგნი
2 სთ. ნაშრომის მიხედვით. ინფრმაციის აფთიაქის შესახებ“
მოსმენა არაბული მედიცინის ტექსტი (b –გვ. 536–537) –
ისტორიიდან . ნაწყვეტი აჰმედ ტაჰას
ტექსტის გარჩევა–თარგმანი წიგნიდან „ისლამური
13
ინტერაქტიული Media Arabic – ‫أخبار القضاء زالمخابرات‬ მედიცინა“;
ლექცია ტექსტი (c – გვ. 537–538)
2სთ. „ევროპელები უფრო მეტ
წამლებს ღებულობენ ვიდრე
ხილს“...
სამედ. ტერმინების ამოწერა.

მეორე შუალედური გამოცდა - 2 სთ.


ინტერაქტიული ლექციის დროს

ინტერაქტიული ტექსტების (c – გვ. 535; b – გვ. 536–537; ტექსტი – იბნ ალ–ბაიტარის


ლექცია c – გვ. 537–538) გარჩევა–თარგმანი. წიგნიდან „სამკურნალო და
4სთ. ყურადღების გამახვილება საკვებად ვარგისი ბალახების
სამედიცინო ტერმინოლოგიაზე. ნაკრები“ – (გვ. 554–557) –
14
გარჩევა–თარგმანი.
სამედიცინო ტერმინოლოგიის
ამოწერა.
ინტერაქტიული ტექსტის ( გვ. 554–557) გარჩევა– გაკვეთილი № 20
ლექცია თარგმანი. ისლამური მემკვიდრეობა
4 სთ. ყველა წაკითხული ტექსტიდან ტექსტი (b – გვ. 564–566) –
ამოწერილი ტერმინოლოგიის „არაბული ცივილიზაციის
გამოკითხვა გენიალურობა“ – გარჩევა–
თარგმანი.
მოკლე ინფორმაცია არაბული
Media Arabic – ‫أخبار ألمال‬ კულტურის შესახებ.
ინტერვიუს წერილობითი
Al-Kitaab, გაკვეთილი 9. თარგმანი (პირველი ნაწ.) (გვ.
84)
ინტერაქტიული გაკვეთილი № 20 ტექსტი (a – გვ. 568) – „ალ–
ლექცია ისლამური მემკვიდრეობა ტექსტის (b ქიმია“;
4სთ. – გვ. 564–566) გრამატ. ანალიზი– ტექსტი (b – გვ. 568–570)
თარგმანი. „ზოდიაქოს ნიშნები“;
ტექსტი (№ 3 – ნაწყვეტი იბა
სალათის წიგნიდან
„ასტრონომიული მედიცინა“ –
გვ. 570–571).
ყველა ტექსტის გარჩევა
მოსმენა – არაბული კულტურა. თარგმანი.
15
Al-Kitaab, გაკვეთილი 10. ასტრონომიული
ტერმინოლოგიის ამოწერა
ინტერაქტიული ტექსტების (a – გვ. 568; b – გვ. 568–570; ტექსტი (b – გვ. 587–589) –
ლექცია № 3 – გვ. 570–571) სინტაქსური „არაბები აფრიკის
4სთ. ანალიზი–თარგმანი. დასავლეთში“ – გარჩევა–
ამოწერილი ასტრონომიული თარგმანი.
ტერმინოლოგიის შემოწმება– ზოდიაქოს ნიშნების ზეპირად
განხილვა. სწავლა.–ინტერვიუს
Media Arabic – ‫أخبار ألمال‬ წერილობითი თარგმანი
(მეორე ნაწ.), (გვ. 84)
ინტერაქტიული ტექსტის (b – გვ. 587–589) – საბოლოო გამოცდისთვის
ლექცია სინტაქსური ანალიზი–თარგმანი. მზადება
2სთ. ზოდიაქოს ნიშნების გამოკითხვა
Al-Kitaab, გაკვეთილი 10.
ინტერაქტიული წერითი-განვლილ მასალაზე
ლექცია შედგენილი საკითხების მიხედვით.
16
2 სთ.
ზეპირი-განვლილი ტექსტების
გამოკითხვა.
საბოლოო გამოცდა - 4 სთ
ინტერაქტიული ლექციის დროს
დამატებითი მოთხოვნები
• სტუდენტს ევალება სისტემური დასწრება ლექციებზე.
• 15 წუთის დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვება აუდიტორიაში.
• სავალდებულოა მობილურების გამორთვა.
• სტუდენტს მოეთხოვება ყურადღების კონცენტრაცია, აქტიური მონაწილეობა ტექსტის გარშემო
გამართულ სჯა–ბაასში. ასევე დამატებითი ლიტერატურის გაცნობა არაბული სამყაროს ისტორიის,
კულტურის, რელიგიისა და ლიტერატურის გასაცნობად.

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და
აუდიტორიის თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like