Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ ეტიენ ლუი ბულეს არქიტექტურული სტილის

არსს, საჭიროა გავიაზროთ სივრცის სხვადასხვა მოდალობები.

მიუხედავად იმისა, რომ სივრცული ინტუიციის გარეშე შეუძლებელია საგნების


განცდა და მათთვის ადგილის მინიჭება, ის თუ რას წარმოადგენს სივრცე
ვარირებს დროში და სივრცეში (No pun intended)

ბულეს არქიტექტურული სტილი წარმოადგენს ვიზუალური სივრცის ისეთ აპოთეოზს,


რომელიც ასევე მოიცავს აკუსტიკური სივრცის ელემენტებს.

ვიზუალური სივრცე - ვიზლური სივრცე წარმოადგენს ისეთ სივრცეს, რომელიც 1.


Გაერთიანებულია (მას არ გააჩნია ინტერვალები) და Განგრძობითია (ანუ არ
ფერხდება არცერთ ინსტანციაზე) 2. Ჰომოგენურია (ერთნაირია ნებისმიერ
მდგომარეობაში) 3. Არ ექვემდებარება ცვლილებას ობიექტის ზემოქმედების
მიუხედავად და 4. Აღიქმება კონკრეტული პერსპექტივიდან.

ვიზუალური სივრცე, შედეგად წარმოადგენს ისეთ სუფთა განფენილობას, რომელიც


ჯერ გვეძლევა ევკლიდიანური სიბრტყის სახით, სადაც შესაძლებელია
გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და შემდეგ როგორც სამგანზომილებიანი
სივრცე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცნობიერების მიღმა არსებულ
“კონტეინერს,” სადაც საგნების განლაგებაა შესაძლებელი. Დასავლური
კულტურის ემბრიონულ ფაზაში, განსაკუთრებით, ეპოსებში ხშირად ვხვდები ისეთ
წინადედებებს, როგორიცაა “ღმერთმა შექმნა სამყარო და მასში ადამიანები.”
სივრცის ასეთ გაგებას ყველაზე ნათლად რენესანსის “პერსპექტიულ”
ხელოვნებაში ვხედავთ, სადაც ობიექტები კი არ გამოჭრიან სივრცეს თავიანთ
ფორმის შესაბამისად, არამედ “მდებარეობენ” მასსში. Შედეგად, ასეთი სივრცე
დამოუკიდებელია ნებისმიერი ობიექტებისგან. Მესამე განზომილება კი,
რომელიც რენესანსსში შემოდის, ზუსტად ამგვარი სივრცის გარღვევაა, ანუ
სივრცის როგორც სამგანზომილებიანი კონტეინერის. (აღნიშნული სივრცის
აღმოჩენა ექსპლიციტურად ხდება პეტრარხის მიერ, როდესაც ის ვანტუს მთაზე
ილაშქრებს. Პეტრარხი აღნიშნავს, რომ ეს ახალი სივრცე მან თვალის საკუთარ
თავში შებრუნებით შეძლო, რაც გვაჩვენებს, რომ სამგანზომილებიანი
1
გიგანტური კონტეინერი ერთგვაერი ვიზუალური ინტუიციაა )

აკუსტიკური სივრცე - აკუსტიკური სივრცე, განსხვავებით ვიზუალურისგან


განსხვავებით, 360 გრადუსიანია და დახურული. Ეს არის სივრცე, რომელიც
ბიზანტიურ ხელოვნებაში გვხვდება, სადაც წმინდანები არათუ ორგანზომილებიან
ოქროს უკანაფონზე არიან გამოსახულები, არამედ იქიდან ამოიზრდებიან და
მასსში ჩაიზრდებიან, რადგან მსგავსი კატეგორიულად რაციონალური დისტინქცია
ობიექტსა და სივრცეს შორის ჯერ არ არსებობს2. Პრე-ათენურ ხელოვნებას თუ
დავაკვირდებით, ნათლად ვნახავთ, რომ ნახატები ძირითადად “ქარგვითი”
სტილისაა, სადაც პერსონაჟები უკანაფონის, ანუ ბუნების ნაწილები არიან ,
განსხვავებით რენესანსის პერსონაჟებისგან, რომლებიც მკაცრად და
აგრესიულად არიან გამოცალკევებული უკანაფონისგან.

Შედეგად, აკუსტიკური სივრცე არის ისეთი სივრცე, სადაც ობიექტი თავისი


არსებობით გამოჭრის სივრცეს თავის თავზე, ან მასსში ნაწილობრივ
განზავდება. Თუ ვიზუალური სივრცე ორმაგი სამკუთხედის პრინციპზეა აწყობილი

1
Დღიურის წაკითხვა საინტერესო იქნება, როგორც ინსპირაციის წყარო
2
Ადამიანის სივრცეში ჩაღვრა და უკანაფონში აღრევის მაგალითები კარგად იქნას გამოყენებული
კედლების ფერსა და პერსონაჟის ჩაცმულობა/მაკიაჟთან დაკავშირებით
(ორი თვალიდან გამოსული ფუძე კუთხე, რომელიც კულმინირებს პერსპექტივის
წერტილში და პირიქით - ორი ფუძიდან გამოსული სამკუთხედი, რომელის მესამე
კუთხე ადამიანის ცნობიერებაში კულმინირებს) მაშინ, აკუსტიკური სივრცე
სფერულია. Სფერულობა ამ შემთხვევაში აღნიშნავს სივრცულ ჩაკეტილობას, რაც
უპირისპირდება სივრცულ ღიაობას (Closed, in between space vs
open-region space). Თუ ვიზუალური სივრცე უსასრულოდ მიემართება ერთ
წერტილში და ერთგვაერი გასასვლელია ახალ განზომილებაში, სფერული სივრცე
ყოველთვის საკუთარ თავში გაბრუნებს, რადგან ის ჩაკეტილ სამყაროს
წარმოადგენს, ისევე როგორც ბიზანტიურ ქრისტიანულ ხელოვნებაში კაცობრიობა
დაცულია ერთ დიდ თბილ ქოხში.

Შედეგად, ვიზალური სივრცე იქმენა მხედველობის ორგანოს გამოცაკლევებით


სხვა ორგანოებისგან და მისი აბსტრაჰირებით, სადაც თვალის ფიქსაციის
უნარით, ერთი ობიექტი ამოიჭრება კონტექსტუალური უკანაფონიდან და ხდება
პერსპექტიული კონცენტრაციის საგანი. Აღნიშნულ აქტში იქმენა ფიგურისა და
ფონის ახალი კონფიგურაცია, სადაც ფიგურა ამოწეულია და ფონი ხდება
“უკანა”ფონი. Ამის ფონზე (no pun intended again) აკუსტიკური სივრცე
კინესთეზურია, ანუ ორგანოთა ურთიერთ-თამაშის საფუძველზე წარმოიშვება.
Შედეგად, აკუსტიკური აუდიტორულ-ტაქტიკულირა, ის გვესმის (ყური თვალისგან
განსხვავებით 360 გრადუსიანია და მაშასადამე მონადირესავით არ
აკონცენტრირებს ობიექტს) და შეხებადია, რადგან შეხებითი სივრცე
არაგანგრძობითია (discontinuous, აღიქვამს ზედაპირის სიეხეშეს, სიმძიმეს,
ტევადობას, ბორცვებსა და ჩაღრმავებს და ობიექტის “სულს”). Შედეგად,
ვიზუალურ სივრცეში “ინტერვალი” აღიქმება, როგორც “ჩაწყვეტა” ანუ
სიცარიელე. Ორ ტოტს შორის სივრცე, თვალისთვის ჩაწყვეტაა, რადგან ის
ობიექტის აბსტრაჰირებას ახდენს უკანაფონიდან. Თუმცა, აკუსტიკური
სივრცისთვის, რომელიც ბრმა და შეხებითია, ტოტებს შორის სივრცე, ისევე
როგორც ფურცლებს შორის სივრცე დინამური და მთელია, რადგან თვალდახუჭული
გადასვლა ობიექტიდან ობიექტზე სივრცეს პროცესსში ავსებს3. Შედეგად,
აკუსტიკურ სივრცეში ბარიერი და გამყოფი ხაზი ფიგურასა და უკანაფონს (ინგ.
3
Ცნობილი გამოთქმა არსებობს “ბრმა ადამიანისვის ყველაფერი უეცარია” ანუ აკუსტიკურ/ორალურ
სივრცეში შენ თვალს არ აყოლებ ობიექტს, როგორც ერთგვარ გადაპრიალებულ ობიექტს. Შემდეგი წიგნი
შეიძლება გამოგვადგეს
Figure/Ground relationship) შორის ყოველთვის დინამიურია და არა
ფიქსირებული. Მაშასადამე, უნდა გავიაზროთ, რომ ვიზალური სივრცე
პრივილეგიას ანიჭებს დანახულს და მყარს და მაშასადამე უგულებელყოფს
“ნეგატიურ სივრცეს,” ხოლო ტაქტილური კი - ნეგატიურ სივრცეს, საკმაოდ
მძაფრად აღიქვამს. Ნეგატიური სივრცე კი გრაფიკულ დიზაინში და ხატვაში
ხშირად გამოიყენება.

Შედეგად, აკუსტიკური სივრცე ურთიერთობითია


(participatory) ხოლო ვიზალური კი პროექციური
(ანუ მე არ ვთანამონაწილეობ იმაში თუ რას ვხედავ.)

Მაგალითები აკუსტიკურ და ვიზუალურ სივრცეების:

აკუსტიკური ვიზუალური

Ფერადი, ბეჭდიანი მანუსკრიპტები Ჰარდქავერ წიგნები, სადაც


ილუსტრაციები არც ყდაზეა და არც
შიგნით

Ბიზანტიური ხელოვნება Რენესანსის გეომეტრიულად ზუსტი


ხელოვნება

Ორალური სამყარო (ანუ სადაც წრითი Გოთიკური არქიტეკტურა, რომელიც


მედიუმი არ არსებობს) სივრცეში გარღვევისკენაა მიმართული

კომიქსები Მათემატიკური გეომეტრია, როგორც


სამგანზომილებიანი ისევე ორ
განზომილებიანი XY საკოორდინატო
სიბრტყე

Ძველი (grainy) ტელევიზორი ცემენტით დაგებული ჰომოგენური


გზები

Სამ-განზომილებიანი ინტერაქციული კინოთეატრი


საბავშვო წიგნები

Ესკიმოსების და პალეოლითური Ფონეტიკური (მარცხნიდან მარჯვნივ


ქანდაკებები დამწერლობა)

Ელექტრონული სივრცე, კომპიუტერში Ნიუტონიანური მექანიკა

Გროტტო არქიტეკტურა Არმია (ჯარი) განმეორებადი


ერთეულები, ერთ მიზანზე მიმართული
Წერითი და თქმული სიტყვა

ვიზუალურ სივრცეს წერითი სიტყვა აგენერირებს, ხოლო აკუსტიკურს თქმული.


Დაწერილი სიტყვა აბსტრაჰირებულია კონტექსტიდან, ტონალობიდან, სახის
გამომეტყველებიდან, ემოციისგან და მყისიერებისგან. Აკუსტიკური სივრცე
არის ყოვლისმომცველი (all pervasive) ის იქ არის სადაც შენ ხარ და
პირიქით. Თქმული სიტყვა შენ მოენტალურად გეუფლება, ისე რომ მისი
მნიშვნელობა მყისიერად და ერთიანად გეძლევა, თავისი ემოციური დატვირთვით
და ტონალობით. Ამის საპირისპიროდ, დაწერილ სიტყვას ლინეარულარ მარცხნიდან
მარჯვნივ აღვიქვამთ, სადაც ის გამოხატულია ისეთი სიმბოლოებით, რომლებიც
აბსოლუტურად განცალკევებულია რეალური სამყაროსგან. Ამასთან, დაწერილი
სიტყვა გვეძლება ორგანზომილებიანი სუფთა სიბრტყის ფონზე და არა ჩვენი
ყოველდღიური აკუსტიკური სივრციდან, სადაც ჩემი მდებარობა არა
მათემატიკურად მაქვს გაგებული არამედ ემოციურად და ტაქტიკულარ.

Გამჭოლი შუქი და დამნათენელი შუქი (Light on vs Light through)

მეორე ძირითადი ასპექტი რაც აგენერირებს სივრცის ამ ორ განსხვავებულ


მოდალობას არის შუქის მდგომარეობა. Როდესაც შუქი გამჭოლია, ანუ ობიექტი
თავისი თავის შესახებ გვამცნობს იმის საფუძველზე, რომ თვით-გამოსხვებით
სარგებლობს, მაშინ სივრცე არა გეომეტრიულია. Ასეთი სივრცე დაკავშირებულია
ემოციასთან, სულიერ აღმაფრენასთან, მისტიციზმთან და მიღმიერთან. Ნათელი
მაგალითები: გოთიკურ კათედრალში არსებული ფერადი მინები (stained glass,)
რაც ტელევიზორის და ელექტრონული ტაბლეტების ერთგვარი წინაპარია.
Ფერადი მინაში ასახული ილუსტრაცია შუქის
წყაროს არ იღებს გარეშე წყაროდან, იმ
გაგებით, რა გაგებითაც წიგნის კითხვის დროს
შუქს დავანათებთ მასზე. Არამედ ის
თვით-გამოსხივების ილუზიას ქმნის, თითქოს
“ენერგიულ აურას” მიღმიური სამყაროს გამჭოლი
ძალით იღებს. Თუმცა, როდესაც ხდება
გუტენბერგიანული რევოლუცია, შემოდის ახალი,
დამნათებელი შუქი, რომელიც წიგნის კითხვის
დროს გვჭირდება. Დამნათებელი შუქი ქმნის
სივრცეს როგორც ერთგვარ კონტეინერს.
(წარმოვიდგინოთ ბნელი ოთახი და განათების
ორი მოდალობა. 1. Სადაც ჩემს წინ არსებულ
ობიექტებს დავინახავ უკნიდან ანუ ზურგიდან
მომავალი შუქით და 2. Სადაც ობიექტებს
დავინახავ მათი ფლურესცენტულობის
საშუალებით) პირველი შუქის შემთხვევაში
იქმენა განცდა, რომ სივრცე არის ერთგვარი
გარეთ არსებული, ობიექტური კონტეინერი,
რომელსაც ობიექტები ავსებენ. Ხოლო, მეორე
შემთხვევაში სივრცე და ობიექტი
ერთმანეთისგან არ არიან განცალკევებულები,
რადგან ობიექტი თვითონ ქმნის სივრცეს
სათავისოდ.

Მაგალითები გამჭოლი შუქის არის ტელევიზორი, პოინტილისტური ხელოვნება, ბან


გოგის ხელოვნება, კომიქსები და ფერადი ისლამური არქიტექტურა.
Ზემოთ მოყვანილია აღნიშნული ორი პარადიგმის ზოგადი და მოკლე აღწერა, საჭიროების
შემთხვევაში შეგვიძლია ორიგინალურ წყაროებს მივმართოთ.

ეტიენ ლუი ბულეს არქიტექტურა

ჯერ ჯერობით, ეკონომიურობის მიზნით გამოვყოთ რამდენიმე მახასიათებელი.


A.Გიგანტურობა, B.განმეორებადობა (ზედმეტი ორნამენტაციის, შეფერხებების
(discontinuity) და უსწორმასწორობისგან თავის შეკავება), C. სისუფთავე
და E.სფერულობა.

განმეორებადობა და სისუფთავე, რომელიც ამ სტილში აღინიშნება ერთგვარი


აპოთეოზია ვიზუალური სივრცის. Გიგანტურობა კი მის კრიზისულობას
მიუთითებს, რადგან ამ პერიოდში უკვე ვიზუალური სივრცე კვდება და გადადის
აკუსტიკურში, სადაც პერსპექტივის კანოები დარღვეულია და მხატვრები
ობიექტებს უკვე არა სამ განზომილებაში არამედ კონცეპტუალურ ჰიპერსფეროში
განათავსებენ. Სფერულობა კი პირწმინდად აკუსტიკური, პრე-რაციონალური და
ემოციური ხასიათის შემოჭრაა. Აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბულეს
არქიტექტურა მხოლოდ ფანტაზიაში დარჩა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან
ის ზემოთ აღნიშნული ორი პარადიგმით არა დაპირისპირებას არამედ ჰორმინას
წარმოადგენს, რაც დასავლური კულტურის ორობითობის პირობაში
განუხორციელებელი იქნებოდა. Შედეგად, მისი ფილმში ადაპტაცია ერთგვარი
ჰიპერ-ისტორიული აქტი იქნება, სადაც შეუძლებელი ჰარმონია შესაძლებელი
ხდება.
ნიუტონისთვის მიძღვნილი კენოთაფა გვაჩვენებს ვიზუალური სივრცის სიკვდილის
საწყისს. Ბულე ნიუტონის საპატივსაცემოდ (ფიზიკოსი, რომელიც ვიზუალური
სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა)სფეროს ქმნის, რათა აჩვენოს
თავისუფალ ვარდნაში მყოფი “სხეულები,” რომელიც მისი აზრით საუკეთესოდ
სფეროთი გამოისახება. Სფერო არ დაგვავიწყდეს, რომ მითოლოგიის
ანთროპოლოგიაში ყოველთვის სიმბოლიზირებს ერთგვარ პრიმორდიალურ/ორიგინალურ
მთლიანობას, სადაც ინი და იანი არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი, როგორც
დაპირისპირებული ცვლადები, არამედ ჰარმონიულ ურთიერთერთობაში იმყოფებიან.
Ნიუტონიანური სხეულები კი სინამდვილეში, არათუ სფერულობის გამოვლინება,
არამედ სფერულობის ყველაზე დიდ დამცირებას წარმოადგენენ. Თუ ჩვენ
გადავხედავთ ფიზიკის წიგნებს, გაგვახსენდება, რომ ნიუტონის მოძრაობაში
მყოფი სფეროები ვექტორული ერთეულებია, ანუ გააჩნიათ კონკრეტული
მიმართულება, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები მჭრელი სამკუთედით
აღინიშნება (გავიხსენოთ, რომ სამკუთხედი ვიზალური/რაციონალური სივრცის
სიმბოლოა).

Შედეგად, ნიუტონის სხეულები ყველაფერია გარდა


იმ წყნარი, მშვიდი და ადგილზე დამჯდარი
სფეროსი, რასაც ბულე გვაჩვენებს. Ნიუტონიანური
სხეულები მუდმივად მოძრაობაში მყოფი,
მოუსვენარი და მჭრელი ერთეულებია, რომლებსაც
მარად ცდილობენ ის დახურული სივრცე გაარღვიონ,
რაშიც დასავლური ვიზუალური სირვრცე შემდეგ
ჩაიკეტება. Მისი ბიბლიოთეკის გრანდიოზული
შენობის ჭერში ჩვენ ვხედავთ ნაპრალს, საიდანაც
შუქი აღწევს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნაპრალი
ნელ ნელა იხურება და, როგორც ამას ქვემოთ
ვნახავთ ევოლუციონირებს ბნელი ეპოქის
დაბრუნებაში, სადაც სფერული სივრჩე მთლიანად
გადაყლაპავს ვიზუალურს.

Მის ერთე-ერთ მოდელში ნიუტონის


აკლდამა შიგნიდან ანათებს, რაც
ადასტურებს თვით-გამოსხივების
პრინციპის შემობრუნებას, რომელსაც
ვნახავთ თანამედროვე
მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
Წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ნიუ-იორკში

აღნიშნული თვიშებები ვიზუალური სივრცის შემდეგ ერთგვარ დანაწევრებას


განიცდის. Დღეს-დღეისობით აკუსტიკური სივრცისა და გამჭოლი შუქის
დაბრუნება, ვიზუალურ/რაციონალური სივრცის სიკვდილის შემდეგ
მართლმადიდებლურ ესთეტიკაში მოხდა. Ეტიენ ბულეს სფერულობა ამის ნათელი
პროგნოზია, რომელიც აღწერს იმ ნელ პროცესს სადაც ვიზუალურმა სისუფთავემ და
უსასრულო განფენილობამ ნელა ნელა ადგილი დაუთმო ტაქტილურ და სფერულ
სივრცეს. Წმინდა ნიკოლოზის კათედრალი განსხვავებით სხვა ეკლესიებისგან ა.
Მინიატურულად პატარაა და ბ. Იყენებს თანამედროვე გამჭოლი შუქის (LED
განათება) ტექნოლოგიას, რათა დააბრუნოს ძველი სფერული პარადიგმა.
1. მისი დანახვა შესაძლებელი თვით-წარმოებული შუქით
2. ინტერიერი აბრუნებს ბიზანტიურ სფერულ სივრცეს, სადაც ჭერზე ქრისტე
კეტავს სამყაროს და მის უსასრულობას დაღს ასვამს
3. ფრესკოებზე ნიუ-იორკის ცათამბჯენები ღვთისმშობლის წრიულობაში და
სფერულობაშია მოთავსებული.

1. ლედ განათებები გამოყენებულია, როგორც შიგნით ისევე გარეთ, რაც ხელს


უშლის განმეორებადობას, smooth პრიალა განგრძობითობას და ჰომოგენურობას
2. შიდა ქოხური სფერო, თავს უმრგვალებს ვიზუალური სივრცის გამჭოლობას და
ღიაობას. Მართლმადიდებლური ანუ აღმოსავლური პრე-რაციონალური სულისკვეთება
შიგნით კეტავს ადამიანს. Ეს პირველი დებულებისგან გასხვავებით ბულესთან
უკვე იკვეთება, რადგან მისი შენობების შიგნით ჩვენ ერთგვარ წრიულობაში
ვართ ჩაკეტილი ანუ დახურულ სამყაროს ვიღებთ.
3. Ფრესკოები ერთგვარ ფილოსოფიურ დეკლარაციას აკეთებენ - “რამდენადაც
ეკლესია “ფიზიკურად” პატარა და თავმდაბალია გიგანტურ ცათამბრჯენებთან
შედარებით, იმდენად დიდია ის მათზე “სულიერად”. Ანუ თუ რაოდენობრივად
პატარაა მაშინ ხარისხობრივად უფრო დიდია. Ესეც ერთგვარი მდელობაა
აკუსტიკურმა სივრცემ თავი მოუმრგვალოს და დაამწყვდიოს უსასრულობისკენ
მიდრეკილი გოთიკური კათედრალების სულისკვეთება.
Პერსონაჟების ესთეტიკა და დიალოგი

რა იქნება სასურველი, რომ იკვეთებოდეს დიალოგში

1. რადგან ბულეს შემოქმედების ფილოსოფიური ღირებულება


დაპირისპირებული პარადიგმების ერთგვარ ჰარმონიაში
მდგომარეობს, საინტერესო იქნება საუბარში იკვეთებოდეს მწიფე
შეზავება კონსერვატორული, დისციპლინარული და მკაცრი პათოსის -
მომვალაში მჭვრეტელ, კრეატიულ და შინაგანი სულიერებით
დატვირთულ პათოსთან. Ხშირად შორსმჭვრეტელობა და კრეატიულობა
უწესრიგობასთან არის ასოცირებული, ხოლო წესრიგი და სისუფთავე
გონებრივ ჩაკეტილობასთან.

2. სასურველი იქნება, რომ თუ ერთი პერსონაჯი განასახიერებს


ერთგვარ სისადავეს, რომელიც დამახასიათებელი ვიზუალური
სივრცის სპეტაკობისთვის, სხვა პერსონაჟი უფრო თბილი და
შინაგან სამყაროზე ორიენტირებული იყოს, რომელთა დიალოგიც არა
დაპირისპირებას, არამედ იდეალურ ჰარმონიას გამოიწვევდა

3. სასურველი იქნება, რომ სიარულის მანერა, სახის ექსპრესია და


საუბრის სტილი ირეკლავდის აღნიშნული ორი პარადიგმის
პრინციპებს. Სადაც ვიზუალური სივრცის განკაცებების პერსონაჟი
იქნება ლაკონური, რაციონალურად ცივი და ვიქტორიუანულად
დახვეწილი, ხოლო აკუსტიკური სივრცის ადამიანი ემოციოური
ტონალობით, ქარიზმით და ადრე-ქრისტიანული სათნოებით
დატვირთული.

4. მესამე პერსონაჟი შეიძლება გამოდგეს, როგორც ამ ორი ბუნების


ისეთი მატარებელი, სადაც არცერ-ერთია დაკარგული, მაგრამ
ამავდროულად ერთმანეთსაც არ ანადგურებენ.

You might also like