Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

გრიგოლ ​ ხანძთელი

759-861

პოეტი​, ​მწიგნობარი​, ​მოაზროვნე​, ​საეკლესიო ​მოღვაწე​, ​ტაოდკლარჯეთის ​სალიტერატურო ​სკოლის


ფუძემდებელი​. ​მისი ​თაოსნობით ​აშენდა 4 ​მონასტერი ​კლარჯეთში (​ხანძთა​, ​შატბერდი​, ​გუნათლე​,
მერე​) ​და​ ​ერთიც​ ​დასავლეთ​ ​საქართველოში​ - ​უბე​.

იყო​ ​ხილვითა​ ​დიდ​, ​ხორცითა​ ​თხელ​,

ჰასაკითა​ ​სრულ​, ​ყოლად​ ​კეთილ​ ​სრულიად​,


გუამითა​ ​მრთელ​ ​და​ ​სულითა​ ​უბიწო​.

გიორგი​ ​მერჩულე

გრიგოლი​, ​წარჩინებული ​და ​მართლმორწმუნე ​დედ​-​მამის ​შვილი​, ​ნერსე ​ერისთავის ​ოჯახში


იზრდებოდა​, ​რადგანაც ​ერისთავის ​ცოლის ​ძმისწული ​იყო ​და ​მამიდამ ​იშვილა​. ​ყმაწვილს
სწავლისადმი ​განსაკუთრებული ​გულმოდგინება ​გამოუჩენია​. ​საღმრთო ​და ​ფილოსოფიური
წიგნებიდან ​კეთილი ​შეუთვისებია​, ​ხოლო „​ჯერკუალი​“ ​განუგდია​. ​ასაკის ​მატებასთან ​ერთად
სათნოებაც​ ​შეემატა​, ​დიდი​ ​მჭევრმეტყველი​ ​დადგა​.

ნერსე ​ერთ​-​ერთი ​დიდი ​პოლიტიკური ​ფიგურა ​იყო​, ​ქართლის ​გაძლიერებისათვის ​მებრძოლი​.


გრიგოლიც ​კარგად ​ხედავდა ​არაბების ​მიერ ​დაპყრობილი ​ქვეყნის ​მდგომარეობას​, ​იცოდა​, ​რომ
სახელმწიფო ​და ​სარწმუნოება ​ერთმანეთზე ​იყო ​გადაჯაჭვული ​და ​ერთის ​გაძლიერება ​მეორეს
უშველიდა​. ​ამ ​და ​სხვა ​მიზეზთა ​გამო 22 ​წლისამ ​მიატოვა ​ოჯახი ​და ​სამ ​თანამოაზრესთან ​ერთად
სამხრეთ ​საქართველოში​, ​ოპიზის ​მონასტერში ​წავიდა​. ​იქ ​ორი ​წელი ​დაჰყვეს​, ​მაგრამ ​მამა
გრიგოლს ​განმარტოება ​ეწადა​. ​ამ ​მიზნით ​ინახულა ​ხანძთა​, ​ძალიან ​მოეწონა ​და ​თავის ​ძმობის
წევრებთან​ ​ერთად​ ​იქ​ ​გადავიდა​.

მშენებლობა ​ძნელი ​აღმოჩნდა​. ​ხანძთა ​კლდიანი ​ადგილი ​იყო​, ​მათ ​კი ​ცული ​და ​წერაქვიც ​არ
ჰქონდათ​, ​შიშველი ​ხელებით ​მუშაობდნენ​. ​პირველად ​ააშენეს ​ხის ​ეკლესია​, ​პატარა ​სენაკები ​და
სასადილო​.

გრიგოლი ​დარწმუნდა​, ​რომ ​დაწინაურებულ ​საერო ​პირთა ​დაუხმარებლად ​დიდ ​მშენებლობას ​ვერ
წამოიწყებდა​. ​ამ ​მიზნით ​გაიცნო ​აზნაური ​გაბრიელ ​დაფანჩული ​და ​მისგან ​ნივთიერი ​დახმარება
მიიღო​. ​შემდეგ ​მეფე ​აშოტმა ​იხმო ​თავისთან​. ​სასახლეში ​მისულს ​კურაპალატი ​ფეხზე ​წამოუდგა​,
ერთმანეთი ​დიდი ​სიმდაბლით ​მოიკითხეს​. ​გრიგოლმა ​დალოცა ​ბაგრატიონთა ​გვარი​ ​და
უკუნისამდე ​მეფობა ​უსურვა​. ​აშოტმა ​და ​მისმა ​შვილებმა - ​ადარნასემ​, ​ბაგრატმა ​და ​გუარამმა​,
უხვად​ ​გაიღეს​ ​ყოველივე​, ​რაც​ ​მონასტრისათვის​ ​იყო​ ​საჭირო​, ​ადგილებიც​ ​და​ ​სამშენებლო​ ​მასალაც​.

სწორედ ​გრიგოლ ​ხანძთელი ​და ​აშოტ ​დიდი ​კურაპალატი ​გახდნენ ​ფიზიკურად ​დამარცხებული ​და
სულიერად ​დათრგუნული ​მხარის ​აღორძინების ​მოთავენი ​და ​შეძლეს ​უდაბნო ​ქალაქად ​ექციათ​.
აშოტ ​კუროპალატის ​მიერ ​დაწყებულ ​გაერთიანებას ​ეკლესია ​მტკიცედ ​ედგა ​მხარში ​და ​მაგალითსაც
აძლევდა - ​პოლიტიკურად ​დაქუცმაცებულ ​საქართველოს ​ერთი ​კათალიკოსი ​ჰყავდა​. ​გრიგოლმა
სწორად ​განჭვრიტა ​ქვეყნის ​მომავალი ​საჭიროება​, ​წესის ​მცირე ​დარღვევას ​ყურადღება ​არ ​მიაქცია​,
და​ ​ქართული​ ​ეკლესიის​ ​კათალიკოსად​ ​გამოჩენილი​ ​ერისკაცის​ ​შვილი​ ​არსენი​ ​დაამტკიცა​.

წმინდა ​მამას ​აშოტ ​ბაგრატიონი ​ბიბლიური ​დავით ​წინასწარმეტყველის ​შთამომავალად ​მიაჩნდა​,


ამიტომ ​თავს ​უფლება ​მისცა​, ​კურაპალატის ​პირად ​ცხოვრებაშიც ​ჩარეულიყო​. ​ხორციელი ​სიბილწე
ააშორა​, ​წაართვა ​სიძვის ​დიაცი ​და ​დედა ​ფებრონიას ​ჩააბარა​. „​გარდარეული ​სიყვარულის​“
მიუხედავად​ ​მტერთან​ ​შეუპოვარი​ ​მეფე​ ​იძულებული​ ​გახდა​ ​ბერის​ ​ნებას​ ​დამორჩილებოდა​.

გრიგოლის ​სახელი ​გასცდა ​კლარჯეთს​. ​ასევე ​დიდი ​სიხარულით​, ​ფეხზე ​წამოდგომით ​შეხვდა ​მას
დასავლეთ​ ​საქართველოს​, ​აფხაზთა​ ​მეფე​ ​დემეტრე​.

ხანძთის ​ძმობა ​თანდათან ​იზრდებოდა​, ​ბევრს ​უნდოდა ​წმინდა ​მამასთან ​მოხვედრა​, ​მაგრამ
გრიგოლი ​უღირსს ​არავის ​იღებდა​. ​ის ​უცხოეთშიც ​ეძებდა ​კავშირებს​, ​ცდილობდა ​იქიდან ​ახალი ​და
ღირსეული​ ​შეეთვისებინა​.

სამონასტრო ​წესების​ ​დასადგენად ​საბაწმინდის ​ლავრიდან ​ჩამოატანინა ​წესდება ​და ​ამის


მიხედვით ​შეადგინა​ ​ბრძნული ​და ​ცოდნით ​გასხივოსნებული ​კანონი​. ​გრიგოლმა​ ​საბასთან ​ერთად
მეორე ​იერუსალიმის ​ანუ ​კონსტანტინოპოლის ​წმინდა ​ადგილები ​ინახულა​. ​რადგან ​მრავალი ​ენა
იცოდა​, ​არ​ ​გასჭრვებია​ ​იქ​ ​დაცულ​ ​წიგნებს​ ​გასცნობოდა​.

ტაოში ​დაბრუნებულმა ​აშოტ ​კურაპალატის ​მოკვლის ​ამბავი ​გაიგო ​და ​ძლიერ ​დამწუხრდა​,
კურაპალატის​ ​შვილებთან​ ​მივიდა​ ​და​ ​ნუგეში​ ​სცა​.

გრიგოლმა ​ყველა ​დღესასწაულის ​წესისამებრ ​გაძღოლა ​იცოდა​. ​რაც ​კი ​ოდესმე ​ესწავლა​,
ყველაფერი ​კარგად ​ახსოვდა​, ​ამასთანავე ​სასიამოვნო ​ხმა ​ჰქონდა ​და ​როდესაც ​ფსალმუნებს
წარმოთქვამდა​, ​ადამიანურ ​ბუნებას ​აღემატებოდა​. ​ხანძთაში ​ინახებოდა ​სულიწმინდის ​კარნახით
და ​გრიგოლის ​ხელით ​დაწერილი „​საწელიწადო ​იადგარი​, ​რომლისა ​სიტყვანი ​ფრიად ​კეთილ
არიან​“.

გრიგოლის ​მოწაფეებიც ​ღირსეული ​მამები ​დადგნენ​. ​არსენი 27 ​წელი ​იყო ​კათალიკოსად​. ​ეფრემმა
იერუსალიმის ​პატრიარქის ​ნებართვით ​ქართლში ​მირონის ​კურთხევის ​უფლება ​მოიპოვა​. ​გრიგოლ
ხანძთელის ​დაარსებულ ​მონასტერში ​შემუშავდა ​საქართველოს ​გაერთიანების ​იდეა​, ​რომელიც
დავით ​აღმაშენებელმა ​სრულყო​: „​ქართლად ​ფრიადი ​ქვეყანაი ​აღირაცხების​, ​რომელსაცა ​შინა
ქართულითა​ ​ენითა​ ​ჟამი​ ​შეიწირვის​ ​და​ ​ლოცვაი​ ​ყოველი​ ​აღესრულების​.“

გრიგოლის ​თაოსნობით ​ოთხი ​მონასტერი ​აშენდა ​კლარჯეთში​: ​ხანძთა​, ​შატბერდი​, ​მერე​, ​გუნათლე
და ​ერთიც ​დასავლეთ ​საქართველოში - ​უბე​. ​მისმა ​ნამოწაფრებმა ​ააგეს ​და ​განაახლეს
დაქვრივებული ​ეკლესიები​: ​იშხანი​, ​ნეძვი​, ​კვირიკეთი​, ​მიძნაძორი​, ​წყაროსთავი​, ​ჯმერკი ​და ​სხვა​. ​ამ
მონასტრებში ​შეიქმნა ​მძლავრი ​საეკლესიო​, ​ლიტერატურული ​და​ ​კულტურული ​კერა​, ​გაიშალა
რელიგიური​, ​ფილოსოფიური​ ​და​ ​სახელმწიფოებრივი​ ​საქმიანობა​.

მამებმა ​გრიგოლი ​მთელი ​კლარჯეთის ​არქიმანდრიტად ​დაადგინეს ​და ​გარდაცვალებამდე ​ის


განაგებდა​ ​მამათა​ ​ცხოვრებას​.

გრიგოლი ​გარდაიცვალა 102 ​წლის​, ​დაკრძალეს ​ხანძთაში​. ​წმინდა ​მამის ​ცხოვრება ​და ​ღვაწლი​
აღწერა​ ​გიორგი​ ​მერჩულემ​, ​მისი​ ​გარდაცვალებიდან​ 90 ​წლის​ ​შემდეგ​.

You might also like