Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 888

1 მკითხველთა ლიგა

პატრიკ როტფუსი

ბრძენკაცის შიში I

მთარგმნელი: დ. ბალიაშვილი & ა. მოსახლიშვილი

2 მკითხველთა ლიგა
პროლოგი
სამმაგი სიჩუმე

თენდებოდა. ფუნდუკი „შარაქვა“ სიჩუმეს მოეცვა, სამმაგ სი-


ჩუმეს.
ყველაზე აშკარა და ყოვლისმომცველი, ექოს გამომცემი სი-
ჩუმე, ყველაფერ იმისგან მოდიოდა, რაც იქაურობას აკლდა.
შტორმი რომ ყოფილიყო, წვიმის წვეთები ფუნდუკის უკან სელას
ვაზებს დაეხლებოდა და აწკაპუნდებოდა. ქუხილი აბუტბუტდე-
ბოდა, დაიგრგვინებდა და სიჩუმეს, შემოდგომის ჩამოცვენილი
ფოთლებივით, გზაზე გამოედევნებოდა. საკუთარ ოთახებში მო-
ფუსფუსე მოგზაურები რომ ყოფილიყვნენ, სიჩუმეს გაცვეთილი,
ნახევრად მივიწყებული სიზმრებივით გაფანტავდნენ და ბუზღუ-
ნით განდევნიდნენ. მუსიკა რომ ყოფილიყო... მაგრამ არა, მუსი-
კა ნამდვილად არ ყოფილა. არც მუსიკა, არც შტორმი, არც მოგ-
ზაურები. მხოლოდ სიჩუმე.
მუქთმიანმა კაცმა „შარაქვის“ კარი ზურგს უკან მსუბუქად მი-
ხურა. სამზარეულო და მთავარი ოთახი სრულ სიბნელეში გა-
დაჭრა და სარდაფის კიბეს ჩაუყვა. დიდი გამოცდილების წყა-
ლობით ერიდებოდა იმ მოლაყლაყებულ საფეხურებზე დაბიჯე-
ბას, რომლებიც მისი სხეულის სიმძიმისგან ალბათ აუცილებ-
ლად ამოიკვნესებდნენ. კაცის თითოეული ნაბიჯი მხოლოდ ოდ-
ნავ გასაგონ ფაჩუნს გამოსცემდა, რითაც უფრო დიდ და ექოს
მშობელ სიჩუმეს თავის მცირე, ფარულ სიჩუმეს უმატებდა.
მესამე სიჩუმე არც ისე იოლად შესამჩნევი იყო. თუ საკმარი-
სად დიდხანს მიაყურადებდი, შეამჩნევდი, რომ მეფუნდუკის
ოთახის ფანჯრის მინის სიცივესა და გლუვ, შელესილ კედლებ-
შიც სიჩუმე სუფევდა. სიჩუმე ჩამდგარიყო ხმელი და ვიწრო სა-
წოლის ბოლოში მდგარ შავ სკივრშიც; იმ კაცის ხელებშიც, სა-

3 მკითხველთა ლიგა
წოლზე უმოძრაოდ რომ იწვა და აისის მომასწავებელი სინათ-
ლის პირველ გაკრთომას უმზერდა.
კაცს ცეცხლის ალივით კაშკაშა წითელი თმა და უძირო მუქი
თვალები ჰქონდა და იმ ადამიანის შესაფერისი მოთმინებით იწ-
ვა, დაძინების იმედი დიდი ხნის წინ რომ გადაწურვოდა.
„შარაქვა“ მისი იყო. მისი იყო მესამე სიჩუმეც. ყველაზე დიდი
სიჩუმე სწორედ მისგან მოდიოდა და სხვა სიჩუმეებს ეუფლებო-
და. ღრმა იყო და უსაზღვრო, როგორც შემოდგომის მიწურული.
რიყის ქვასავით მძიმე და ბასრი. ეს იყო მოწყვეტილი ყვავილის
უტყვი მორჩილება, სიჩუმე კაცისა, რომელიც სიკვდილს
მოელის.

4 მკითხველთა ლიგა
თავი პირველი
ვაშლი და ანწლი

წითელი ხის გრძელ ბარს იდაყვებით დაყრდნობილი ბასტი


მოწყენილი ჩანდა. ცარიელ ოთახს თვალი მოავლო, ამოიოხრა
და იქაურობას იქამდე ქექავდა, ვიდრე სუფთა ტილო არ იპოვა,
შემდეგ კი მორჩილად დაიწყო ბარის ზედაპირის გაპრიალება.
ცოტა ხანში წინ გადაიხარა და რაღაც ოდნავ შესამჩნევ ლა-
ქას მიაჩერდა. ფრჩხილით გაფხიკა და საკუთარი თითის ცხიმი-
ან ნაკვალევს მოღუშული დააშტერდა. კიდევ უფრო გადაიხარა,
ბარზე ძლიერი ამოსუნთქვით დააორთქლა და ტილო ცოცხლად
გაუსვა. შეჩერდა, ხეს კიდევ ერთხელ შეაორთქლა და თითით
ზედ უხამსი სიტყვა დაწერა.
ბასტმა ტილო გვერდით მოისროლა, ცარიელ მაგიდებსა და
სკამებს შორის გზა გაიკვლია და ფუნდუკის ფართო ფანჯრებთან
მივიდა. კარგა ხანს იდგა და ქალაქის ცენტრში გაჭრილ ტალა-
ხიან გზას გასცქეროდა.
კვლავ ამოიხვნეშა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მო-
ცეკვავის შესაფერისი მოხდენილობითა და კატისებრი გულგრი-
ლობით დააბიჯებდა, მაგრამ როდესაც თითები შავ თმაში შეიცუ-
რა, მოუსვენრობა დაეტყო. მისი ლურჯი თვალები ოთახს შეუჩე-
რებლად ზვერავდნენ, თითქოს აქედან გასასვლელს ეძებენო;
თითქოს რაღაც ისეთის პოვნას ცდილობდა, რაც მანამდე არ
ენახა.
თუმცა, ახალი არაფერი იყო. ცარიელი მაგიდები და სკამები.
ცარიელი ტაბურეტები ბართან. ბარის უკან, კუთხეში, ბუნდოვ-
ნად მოჩანდა ორი კასრი – ერთი ვისკის, მეორე – ლუდისა. კას-
რებს შორის ნაირნაირი ფერისა და ფორმის ბოთლები ჩაემ-
წკრივებინათ. ბოთლების ზემოთ ხმალი ეკიდა.

5 მკითხველთა ლიგა
ბასტის მზერამ ისევ ბოთლებზე გადაინაცვლა. კარგა ხანს აშ-
ტერდებოდა, შემდეგ ბარის უკან შევიდა და იქიდან თიხის მძიმე
კათხა გამოიტანა.
ღრმად ჩაისუნთქა და თითი ქვედა რიგის პირველი ბოთლის-
კენ გაიშვირა, შემდეგ ღიღინით ბოთლების გადათვლას შეუდგა.
დაჰკა, ჩაჭერ
ნეკერჩხალი.
ანწლი. ზღმარტლი.
ნაკვერჩხალი.
როგორც კი მუცლიან მწვანე ბოთლს გაუსწორდა, გათვლა
დაასრულა. საცობი ამოაძრო, საცდელად მოსვა, სახე აემრიზა
და შეიშმუშნა. ბოთლი სწრაფად დააბრუნა თავის ადგილზე და
მის ნაცვლად წითელ ჭურჭელს დასწვდა. იქიდანაც დააჭაშნიკა,
სველი ტუჩები ჩაფიქრებულმა ააცმაცუნა, შემდეგ კმაყოფილე-
ბის ნიშნად თავი დააქნია და კათხა კარგა ბარაქიანად შეივსო.
თითი მომდევნო ბოთლს დაუმიზნა და გათვლა განაგრძო:
შალი. ქალი.
მთვარის თვალი.
სახლში სანთლის
შუქი მკრთალი.1
ამჯერად ბასტი მკრთალი ყვითელი სითხით სავსე გამჭვირვა-
ლე ბოთლთან შეჩერდა. კორპს დაეჯაჯგურა, თუმცა გასინჯვით
თავი აღარ შეუწუხებია და სასმელი პირდაპირ კათხაში ჩააპირ-
ქვავა. ბოთლი განზე გადგა, კათხა ასწია და ვიდრე მოსვამდა,
ხელში არტისტულად შეათამაშა. სახე ნათელი ღიმილით გაცის-
კროვნებოდა, მწკრივიდან აღებულ ახალ ბოთლს თითებს უთა-
თუნებდა. მინაზე მსუბუქად აკაკუნებული ფრჩხილების რიტმს
წინანდელი ბალადის გაგრძელება შეუხამა:
კასრი. ქერი.
1
თარგმნა სალომე ბენიძემ.
6 მკითხველთა ლიგა
ქვა და მტვერი.
ქარი, წყალი...
იატაკის რომელიღაც ცალფიცარმა გაიჭრიალა. ბასტმა მო-
ახლოებულ მეფუნდუკეს გახედა და ფართოდ გაუღიმა:
– დილა მშვიდობისა, რეში.
კიბის ბოლოში წითელთმიანი კაცი იდგა. სუფთა წინსაფარზე,
რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა, გრძელთითება მტევნებს იმ-
შრალებდა:
– ჩვენს სტუმარს ხომ არ გაუღვიძია?
ბასტმა თავი გააქნია:
– ჩქამიც არ გაუღია.
– მძიმე დღეები გამოიარა, – თქვა ქოუთმა, – და ახლა ხან-
გრძლივი ძილით ინაზღაურებს, – შეჩერდა, თავი ასწია და
ჰაერი დაყნოსა, – სვამდი?
საყვედურზე მეტად ამ კითხვას ცნობისმოყვარეობა უფრო
დაჰკრავდა.
– არა, – უპასუხა ბასტმა.
მეფუნდუკემ წარბი ასწია.
– მხოლოდ ვაჭაშნიკებდი, – ბასტმა ბოლო სიტყვა ხაზგასმით
წარმოთქვა, – დაჭაშნიკება სხვაა, დალევა კიდევ სხვა – ეგ და-
ჭაშნიკების მერე მოდის.
– აჰა, ანუ ამის მერე დალევასაც აპირებდი?
– უმწეო ღმერთებო... დიახ, – გამოტყდა ბასტი, – თანაც ბევ-
რის. ამ გადაკარგულში სხვა რა ჯანდაბა უნდა აკეთოს კაცმა?
ბასტმა ბარის დახლქვეშ ჩამალული კათხა გამოაძვრინა და
შიგნით ჩაიხედა.
– ვიფიქრე, სადმე ანწლს გადავაწყდები-მეთქი, ხელში კი
ნესვის რაღაც ნაყენი შემრჩა, – კათხა კვლავ შეათვალიერა, –
თანაც, მომწარო სანელებლით შეზავებული.

7 მკითხველთა ლიგა
ცოტა კიდევ მოწრუპა და თვალები საგონებელში ჩავარდნი-
ლი ადამიანივით მოწკურა:
– ნუთუ დარიჩინია?! – იკითხა და ბოთლების წყებას გახედა,
– საერთოდ, ანწლის რამე თუ შემოგვრჩა?
– სადღაც კი უნდა იყოს დარჩენილი ერთი-ორი ბოთლი, –
თვალმოუცილებლად უპასუხა მეფუნდუკემ, – ერთი წუთით გა-
ჩუმდი, ბასტ და მომისმინე. წუხელ რაც ჩაიდინე, იმაზე უნდა გე-
ლაპარაკო.
ბასტი გახევდა:
– რა ჩავიდინე, რეში?
– მელიდან მოსული ის არსება შეაჩერე, – მიუგო ქოუთმა.
– აა, – ბასტი მოეშვა. ხელი უგულისყუროდ გაიქნია, აქაოდა,
დიდი ამბავიო, – მხოლოდ შევანელე, რეში. ეგ იყო და ეგ.
ქოუთმა თავი გააქნია:
– მაშინვე მიხვდი, რომ ერთ უბრალო შლეგთან არ გვქონდა
საქმე. ჩვენი გაფრთხილებაც სცადე. რომ არა შენი სიმარჯვე და
სისწრაფე...
ბასტი მოიღუშა:
– საკმარისად სწრაფი ვერ გამოვდექი, რეში, შეპი შეიწირა, –
თავი ჩაქინდრა, ბართან დაგებულ და კარგად გაწმენდილ-
გახეხილ ფიცრებს ჩააშტერდა, – მომწონდა შეპი.
– ყველა იფიქრებს, მჭედლის შეგირდმა გვიხსნაო, – განაგ-
რძო ქოუთმა, – და ალბათ, ასეც აჯობებს, რომ ეგონოთ, მაგრამ
მე სიმართლე ვიცი. შენ რომ არა, „შარაქვიდან“ ცოცხალი ვეღა-
რავინ გავიდოდით, ყველას გაგვჟუჟავდა.
– კარგი, რა, რეში, მთლად ასეც არაა, – არ თმობდა ბასტი, –
თავადაც იოლად წააგდებინებდი თავს. უბრალოდ, მე დაგასწა-
რი.
მეფუნდუკე სიტყვაზე აღარ გამოჰკიდებია და განაგრძო:

8 მკითხველთა ლიგა
– წუხანდელმა ღამემ საფიქრალი გამიჩინა. აქაურობა ოდნავ
უსაფრთხო ადგილად მაინც უნდა ვაქციოთ. „თეთრი მხედრების
ნადირობა“ თუ გსმენია?
ბასტმა ჩაიღიმა:
– სანამ თქვენ დაამღერებდით, ჩვენი სიმღერა იყო, რეში, –
ჩაისუნთქა და გულში ჩამწვდომი, ტკბილი ტენორით წამოიწყო:
მიაქროლებდნენ თოვლისფერ ცხენებს,
იხდენდნენ ხმალ-მშვილდს რქისაგან ნათალს,
წითელ და მწვანე გვირგვინად დაწნულს,
იდგამდნენ თავზე რტოების ფაფარს.
მეფუნდუკემ თავი დაუქნია:
– სწორედ ამ სტროფზე ვფიქრობდი. შეგიძლია მაგ საქმეს
მიხედო, ვიდრე მე აქაურობას მივალაგებ?
ბასტმა ხალისით დაუქნია თავი და ელვასავით გავარდა, მაგ-
რამ სამზარეულოს კართან უეცრად შედგა:
– უჩემოდ ხომ არ დაიწყებთ? – ჰკითხა შეშფოთებულმა.
– მაშინ დავიწყებთ, როგორც კი ჩვენი სტუმარი დანაყრდება
და მზად იქნება, – მოუჭრა ქოუთმა, თუმცა თავისი მოსწავლის
შეწუხებული სახის შემხედვარეს გული მოუბრუნდა და რბილად
დაამატა:
– ალბათ, ერთი-ორი საათი მაინც არა.
ბასტმა ჯერ ღია კარში გაიხედა, შემდეგ ისევ ოთახს მოავლო
თვალი.
მეფუნდუკეს სახეზე ღიმილმა გადაურბინა:
– დაწყებამდე შემოგძახებ, – შემდეგ ხელი ისე აუქნია, თით-
ქოს აქშევსო, – ახლა კი წადი.

9 მკითხველთა ლიგა
***

კაცი, რომელიც საკუთარ თავს ქოუთს უწოდებდა, „შარაქ-


ვის“ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაეფლო. ჯარასავით
ტრიალებდა, ისე სწრაფად მოძრაობდა, როგორც კარგად გაკვა-
ლულ გზაზე დაგორებული ოთხთვალა.
ჯერ პურზე იზრუნა. ფქვილი, შაქარი და მარილი ერთმანეთს
თვალზომით შეუზავა, არც აუწყავს. საკუჭნაოდან თიხის ქოთან-
ში შენახული საფუარი გამოიტანა, ფქვილში შეურია და ცომის
მოზელვას შეუდგა. შემდეგ ცომი გუნდა-გუნდად დაანაწევრა და
გასაფუებლად დააწყო. სამზარეულოს ღუმელს საჩხრეკით შეუჩ-
ხიკინა, ნაკვერჩხალი მოაგროვა და ცეცხლი ააგიზგიზა.
სამზარეულოდან საერთო ოთახისკენ გასწია. ჩრდილოეთის
კედელში ჩაშენებული, შავი ქვისაგან ნაგები ბუხრიდან ნაცარი
გამოხვეტა და ერთ ადგილას მოაქუჩა. შემდეგ წყალსაქაჩთან
მივიდა, ხელები დაიბანა და სარდაფიდან ცხვრის ხორცის ნაჭე-
რი ამოიტანა. შეშა დაანაფოტა, ბუხარს შეუკეთა და კვლავ პურს
მიუბრუნდა – გაფუებული გუნდები გახურებულ ღუმელთან
დაალაგა.
თავისდა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ უკვე ყველა საქმე
მოეთავებინა. მორჩა, ყველაფერი გაამზადა, დააწკრიალა და
მიალაგა. წითელთმიანი კაცი ბარის უკან იდგა, მისი შორეთში
ჩაკარგული მზერა კი თანდათან ფუნდუკს, აწმყოსა და რეალო-
ბას უბრუნდებოდა.
თვალი კედელზე, ჩამწკრივებული ბოთლების ზემოთ ჩამოკი-
დებულ ხმალზე შეაჩერა. იარაღს ლამაზი არ ეთქმოდა, არც ორ-
ნამენტები გააჩნდა და განსაკუთრებულ ყურადღებასაც არ იქ-
ცევდა. ეგ კი არა, ცოტა არ იყოს, მუქარასაც კი შეიცავდა – სწო-
რედ ისე, როგორც სალი კლდე აფრთხილებს მგზავრს, აქ
დაიღუპებიო. უმწიკვლო, ნაცრისფერი ხმალი შეხებისას თით-
10 მკითხველთა ლიგა
ქოს ისუსხებოდა, შუშის ნამსხვრევივით პირბასრი იყო, ხისგან
გამოთლილ საკიდ დაფაზე კი ერთადერთი სიტყვა ამოეტვიფ-
რათ: „უგუნურება“.
მეფუნდუკის ყურს გარეთ, კართან დაგებულ ფიცრებზე მძიმე
ნაბიჯების ხმა მისწვდა. ურდულმა ხმამაღლა გაიჭრიალა. ახალ-
მოსულმა ერთი „ეჰეეიო“ დაიძახა და კარზე მძიმედ დააბრახუ-
ნა.
– ახლავე! – გასძახა ქოუთმა, მთავარ კართან სწრაფი ნაბი-
ჯით მივიდა და თითბრის პრიალა საკეტში მძიმე გასაღები გადა-
ატრიალა.
კართან გრემი იდგა და დასაკაკუნებლად გამზადებული
მსხვილი ხელი ჰაერში აღემართა. მეფუნდუკის დანახვისას შეჭ-
მუხნილ სახეზე ღიმილი გადაეფინა.
– ბასტი შენთვის ისევ ახალი აღმოჩენებითაა დაკავებული,
არა? – იკითხა ახალმოსულმა.
ქოუთმა თანხმობის ნიშნად გაიღიმა.
– კარგი ყმაწვილია, – გააგრძელა გრემმა, – მაგრამ ცოტა
თავქარიანი. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, დღეს აქაურობა
დაკეტილი დამხვედროდა, – ჩაახველა და ცოტა ხნით საკუთარ
ტერფებს დააშტერდა, – არ გამიკვირდება, თუ გავითვალისწი-
ნებთ...
ქოუთმა გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
– ღიაა, როგორც ყოველთვის. რით შემიძლია გემსახურო?
გრემმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და მეფუნდუკეს ქუ-
ჩისკენ მიანიშნა, სადაც იქვე მდგომ ურემზე სამი კასრი ელაგა.
ახალ, ღია ფერის, გაპრიალებული ხის ჭურჭელს კაშკაშა მეტა-
ლის სარტყლები ჰქონდა შემოვლებული.
– წუხელ მივხვდი, რომ მაინც ვერ დავიძინებდი და მესამეც
დავასრულე. თანაც, ყური მოვკარი, რომ დღეს ბენტონები აპი-
რებენ გვიანი ვაშლის პირველი მოსავლით ჩამოსვლას.
11 მკითხველთა ლიგა
– მადლობელი ვარ.
– კოხტა და დურგლის მკლავივით მტკიცე კასრებია, ზამ-
თარს გაუძლებენ, – გრემი ურემს მიუახლოვდა და ერთ-ერთ
კასრზე ამაყად მიაკაკუნა, – ზამთრის ვაშლზე უკეთ შიმშილობას
ვერაფერი უმკლავდება, – თვალებაციმციმებულმა აიხედა და
კასრზე კიდევ ერთხელ დააკაკუნა, – უმკლავდება. მიხვდი?
ქოუთმა ხმადაბლა ამოიოხრა და ხელით სახე მოიწმინდა.
გრემმა ჩაიქირქილა და ხელი ერთ-ერთი კასრის მეტალის
პრიალა სარტყელს გააყოლა.
– აქამდე კასრი თითბრით არასდროს გამიკეთებია, მაგრამ
ესენი ისეთი ლამაზი გამოვიდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. გამა-
გებინე, თუ საკმარისად გამძლე არ აღმოჩნდება და მივხედავ.
– მიხარია, რომ ბევრი წვალება არ დაგჭირდა, – უთხრა მე-
ფუნდუკემ, – სარდაფი თანდათან სულ უფრო ნესტიანდება. მე-
შინია, რომ რკინას რამდენიმე წელიწადში მთლიანად ჟანგი შე-
ჭამს.
გრემი თავის დაქნევით დაეთანხმა.
– გონივრულია, – უპასუხა ქოუთს, – ბევრი ვერ ახერხებს,
შორსმჭვრეტელობა გამოიჩინოს, – გრემმა ხელები ერთმანეთს
შემოჰკრა, – აბა, მომეხმარები? არ მინდა, კასრი შემთხვევით
დამივარდეს და იატაკი გაგიფუჭო.
საქმეს შეუდგნენ. თითბრით შეკრული ორი კასრი სარდაფში
მოათავსეს, მესამე კი ბარს უკან გადაიტანეს, სამზარეულო გა-
დაჭრეს და საკუჭნაოში მიუჩინეს ადგილი.
ამის შემდეგ ორივე საერთო ოთახში დაბრუნდა და ბართან
თავ-თავის მხარეს დადგა. ვიდრე გრემი ცარიელ მთავარ ოთახს
ათვალიერებდა, მცირე ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ბართან, ადრინ-
დელისგან განსხვავებით, ორი ტაბურეტით ნაკლები იდგა, ერთი
მაგიდის ადგილიც სიცარიელეს შეევსო. ყოველმხრივ მოწესრი-

12 მკითხველთა ლიგა
გებულ საერთო ოთახში ეს ნიშნები ჩამტვრეული კბილებივით
საეჭვოდ გამოიყურებოდა.
გრემმა ბარის წინ, იატაკის კარგად მოხეხილ მონაკვეთს
თვალი აარიდა. ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან რკინის ორი გაც-
ვეთილი შიმი ამოაძვრინა. ხელები ოდნავადაც არ უკანკალებ-
და.
– ერთ პატარა კათხა ლუდს ხომ არ დამისხამდი, ქოუთ? –
ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით, – ვიცი, ადრეა, მაგრამ წინ გრძელი
დღე მელოდება. მურიონებს ხორბლის აღებაში ვეხმარები.
მეფუნდუკემ ლუდი ჩამოასხა და უხმოდ მიაწოდა. გრემმა ნა-
ხევარი კათხა ერთი მოყუდებით დალია. თვალის კუთხეები ჩას-
წითლებოდა.
– წუხელ ცუდი ამბავი მოხდა, – თქვა ისე, რომ ქოუთისთვის
თვალი არ გაუსწორებია, შემდეგ კათხა ხელახლა მოიყუდა.
ქოუთმა თავი დაუქნია. „წუხელ ცუდი ამბავი მოხდა“. შეიძ-
ლება, გრემს მხოლოდ ესღა ჰქონდა სათქმელი იმ კაცის სიკ-
ვდილზე, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდა. ამ ხალხმა
სიკვდილის შესახებ ყველაფერი იცოდა. ზოგჯერ საკუთარ საქო-
ნელსაც კლავდნენ. თავადაც იხოცებოდნენ ცხელებით, სიმაღ-
ლიდან ჩამოვარდნით, ძვლების მოტეხილობით. სიკვდილი მათ-
თვის უსიამოვნო მეზობელივით იყო. მის შესახებ ლაპარაკსაც
ერიდებოდნენ იმის შიშით, რომ გაიგონებდა და სტუმრობას გა-
დაწყვეტდა.
თუმცა ისტორიებს ეს არ ეხებოდა. მოწამლული მეფეების,
დუელებისა და ძველი ომების მოყოლა სრულიად მისაღები იყო.
ეს ამბები სიკვდილს უცხო ტანსაცმლით მოსავდა და შენი კარი-
დან სადღაც შორს აგზავნიდა. საკვამურში გაჩენილი ცეცხლი ან
კრუპი ხალხს თავზარს სცემდა, მაგრამ გიბეას სასამართლო ან
ენფასტის ალყა სულ სხვა საქმე იყო. ეს გადმოცემები ლოცვების
მაგივრობას სწევდნენ, ერთგვარი შელოცვებივით იყვნენ, რომ-
13 მკითხველთა ლიგა
ლებიც შეგეძლო გვიან ღამით, სიბნელეში მარტო მოსიარულეს
ბუტბუტით გაგემეორებინა. ისტორიები იმ ნახევარპენიანი ავგა-
როზების მაგივრობას ასრულებდა, წვრილმანებით მოვაჭრის-
გან ყოველი შემთხვევისთვის რომ ყიდულობ.
– ის მეკალმე რამდენი ხნით რჩება? – იკითხა გრემმა ცოტა
ხნის შემდეგ. მისი ხმა კათხაში ექოდ აირეკლა, – მგონი რაღა-
ცის დაწერა დამჭირდება, ყოველი შემთხვევისთვის, – წარბები
შეჭმუხნა, – მამაჩემი ყოველთვის სახვალიო ქაღალდებს ეძახ-
და. არც კი მახსოვს, სინამდვილეში რა ჰქვია.
– თუ მხოლოდ შენს ქონებას ეხება, საკუთრების განკარგვის
ქაღალდები ჰქვია, – სასხვათაშორისოდ უპასუხა მეფუნდუკემ, –
თუ სხვა რაღაცებს – ნების გამოხატვის მანდატი.
გრემმა მეფუნდუკეს წარბის აწევით შეხედა.
– ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვკარი ყური, – დაამატა მე-
ფუნდუკემ, თან ბარს დასცქეროდა და თეთრი, სუფთა ტილოთი
წმენდდა, – მეკალმემ რაღაც ამის მსგავსი ახსენა.
– მანდატი... – ჩაიბუტბუტა გრემმა ტუჩებთან მიტანილ კათ-
ხაში, – მგონი უბრალოდ სახვალიო ქაღალდების დაწერას
ვთხოვ და თვითონ რაც უნდა, ის დაარქვას. ახლანდელი
დროების გათვალისწინებით, ალბათ, სხვებსაც ენდომებათ იგი-
ვე.
ერთი წამით მეფუნდუკე თითქოს გაღიზიანებისგან მოიღუშა,
მაგრამ არა, სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა. ბარს
უკან იდგა ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის – მშვიდი და თან-
ხმობის გამომხატველი გამოხედვით. გრემს თავი ოდნავ დაუქ-
ნია.
– ახსენა, რომ მუშაობის დაწყებას შუადღისთვის აპირებს, –
თქვა ქოუთმა, – გუშინდელი ამბების გამო ცოტა აფორიაქებუ-
ლი ჩანდა. თუ ვინმე შუადღემდე მოვა, იმედი გაუცრუვდება.
გრემმა მხრები აიჩეჩა.
14 მკითხველთა ლიგა
– არა უშავს, ლანჩამდე მთელ ქალაქში ათ ადამიანზე მეტი
მაინც არ იქნება, – ლუდი კიდევ ერთხელ მოყლურწა და ფან-
ჯრისკენ გაიხედა, – დღეს ხომ მინდორში მუშაობის დღეა.
მეფუნდუკეს თითქოს ოდნავ მოეშვა.
– ხვალაც აქ იქნება. არაა აუცილებელი, ყველანი დღეს მის-
ცვივდნენ. აბატსფორდში ცხენი მოპარეს და ახლის შოვნას ცდი-
ლობს.
გრემი თანაგრძნობის ნიშნად დაიღრიჯა.
– ნამდვილად არ მშურს მისი. გაგანია მოსავლის აღებისას
ცხენს ვერც ფულით იშოვის და ვერ სიყვარულით. კარტერმაც
ვერ შეძლო ნელის შემცვლელის პოვნა ოლდსტოუნის ხიდზე იმ
ობობისმაგვარი არსების თავდასხმის შემდეგ, – გრემმა თავი
გაიქნია და განაგრძო, – რაღაც რიგზე ვერ არის, როდესაც ასე-
თი რამ ხდება შენი სახლიდან ორ მილში. მაშინ, როცა...
გრემი შეჩერდა.
– ღმერთებო, ბებერი მამაჩემივით ვლაპარაკობ, – ნიკაპზე
ხელი მოიკიდა, ხმას ხრინწი შეურია და განაგრძო, – „ჩემს
ახალგაზრდობაში ნორმალური ამინდი იდგა, მეწისქვილე სას-
წორზე არ გატყუებდა და ხალხმა თავისი საქმე იცოდა“.
მეფუნდუკემ ნაღვლიანად გაიღიმა:
– მამაჩემი ამბობდა, ადრე უკეთესი ლუდი იცოდნენ და გზე-
ბიც ნაკლებად იყო დაღარულიო.
გრემმაც გაიღიმა, თუმცა ღიმილი მალევე მოშორდა. თავი
დახარა, თითქოს თავს უსიამოვნოდ გრძნობს იმის გამო, რის
თქმასაც აპირებსო.
– ქოუთ, ვიცი, აქაური არ ხარ. რთულია. ზოგიერთები ამბო-
ბენ, უცხოელს დროის ცნობაც კი არ შეუძლიაო.
ღრმად ჩაისუნთქა და ისევ მეფუნდუკისთვის თვალის გაუს-
წორებლად განაგრძო:

15 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ ვხვდები, რომ ისეთი რაღაცები იცი, რაც სხვებს
არც კი სმენიათ. თითქოს ყველაფერს უფრო ფართოდ ხედავ, –
თავი ასწია და თავისი სერიოზული და დაღლილი, უძილობისგან
ჩაშავებული თვალები გამოაჩინა, – ამ ბოლო დროს მართლაც
ისეთი პირქუში ამბები ხდება, როგორც გვეჩვენება? გზები ისეთი
საშიში გახდა, ხალხს ძარცვავენ და...
გრემი დიდი ძალისხმევით ახერხებდა, ისევ ცარიელ იატაკს
არ მისჩერებოდა.
– ეს ახალი გადასახადებიც ყველაფერს ართულებს. გრეიდე-
ნის ბიჭებმა ლამის საკუთარი მამული დაკარგონ. ეს ობობასა-
ვით არსებაც, – ერთი ყლუპი მოსვა, – ყველაფერი მართლა ისე
ცუდადაა, როგორც ჩანს? თუ უბრალოდ მამაჩემივით ასაკში შე-
ვედი და ყველაფერი უფრო მწარედ მეჩვენება, ვიდრე ახალგაზ-
რდობისას?
ქოუთი ბარის წმენდას საკმაოდ დიდხანს განაგრძობდა,
თითქოს პასუხის გაცემას ყოყმანობსო.
– მე მგონია, რომ რაღაცები ყოველთვის ცუდადაა, – თქვა
ბოლოს, – და შეიძლება ამას მხოლოდ ჩვენ, ასაკოვნები ვამ-
ჩნევთ.
გრემი ჯერ თავის დაქნევით დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ შუბ-
ლი შეკრა.
– მაგრამ შენ ხომ ასაკოვანი არ ხარ, ქოუთ, ხომ ასეა? სულ
მავიწყდება, – წითელთმიანი მეფუნდუკე შეათვალიერა, – იმის
თქმა მინდა, რომ მოხუცივით დაიარები, მოხუცივით ლაპარა-
კობ, მაგრამ სინამდვილეში მოხუცი სულაც არ ხარ, ხომ ასეა?
ნაძლევს დავდებ, ჩემზე ორჯერ უმცროსი მაინც იქნები, – მეფუნ-
დუკეს თვალებმოჭუტული მიაშტერდა, – მართლაც, რამდენი
წლის ხარ?
მეფუნდუკემ ზანტად გაიღიმა.

16 მკითხველთა ლიგა
– საკმარისად დიდი იმისთვის, რომ თავი ასაკოვნად ვიგ-
რძნო.
გრემმა ჩაიფრუტუნა.
– თუმცა ზედმეტად ახალგაზრდა იმისთვის, რომ მოხუცის შე-
საფერისად ილაპარაკო. ქალებს უნდა დასდევდე და ფათერა-
კებს ეძებდე, სამყაროს შეცვლაზე წუწუნი კი ხანში შესულებს
დაგვითმე.
მოხუცი დურგალი ადგა და კარისკენ გაემართა.
– შენს მეკალმესთან დასალაპარაკებლად ლანჩისას დავ-
ბრუნდები. ოღონდ მარტო არ ვიქნები, რაღაც საკითხების ოფი-
ციალურად მოგვარება ბევრს უნდა.
მეფუნდუკემ ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ნელა ამოუშვა.
– გრემ...
კარის სახელურზე ხელჩაჭიდებული კაცი მოტრიალდა.
– მხოლოდ შენ არ გეჩვენება, – უთხრა ქოუთმა, – ცუდი ამ-
ბები ტრიალებს და ვგრძნობ, უარესი გველოდება. მძიმე ზამ-
თრისთვის საფუძვლიანად მომზადება და საკუთარი თავის დაც-
ვაზე ზრუნვა ზედმეტი არასდროს არაა, – მხრები აიჩეჩა და გა-
ნაგრძო, – ყოველ შემთხვევაში, გული ამას მიგრძნობს.
გრემმა ტუჩები მტკიცედ მოკუმა და თავის დაქნევით დაეთან-
ხმა.
– მიხარია, რომ მხოლოდ მე არ მეჩვენება ასე.
შემდეგ ძალისძალად გაიღიმა და სახელოების აკეცვით კა-
რისკენ შეტრიალდა.
– მაგრამ მაინც, – დაამატა გასვლისას, – თივა იქამდე უნდა
მოიმარაგო, ვიდრე ჯერ კიდევ მზე ანათებს.

17 მკითხველთა ლიგა
***

მცირე ხანში ფუნდუკთან ბენტონების გვიანი ვაშლით დატ-


ვირთული ურემი გაჩერდა. მეფუნდუკემ მთელი ურმის ნახევარი
იყიდა და შემდეგი ერთი საათი ნავაჭრის დახარისხებასა და შე-
ნახვას მოანდომა.
ყველაზე მწვანე და მაგარი ვაშლები სარდაფის კასრების-
თვის გადაარჩია. მზრუნველი ხელებით ფრთხილად ჩაალაგა,
ცარიელი სივრცეები ნახერხით ამოავსო და კასრები დახუფა.
თითქმის სრულად დამწიფებული ხილი საკუჭნაოში გადაინახა,
ხოლო ის ვაშლები, რომლებსაც თუნდაც ერთი ნაკაწრი ან ყა-
ვისფერი ლაქა ჰქონდა, ოთხად დასაჭრელად და სიდრის მოსა-
ხარშ კალის დიდ ვარცლში ჩასაყრელად იყო განწირული.
დახარისხებისა და შენახვის დასრულების შემდეგ წითელ-
თმიან კაცს კმაყოფილება დაეტყო, თუმცა თუ უფრო კარგად და-
აკვირდებოდით, შენიშნავდით, რომ ვიდრე ხელებით საქ-
მიანობდა, მისი თვალები იქაურობას სრულიად მოწყვეტილიყ-
ვნენ. მშვიდი და სასიამოვნო გამოხედვის მიუხედავად, სახეზე
სიხარულის ნატამალიც არ ეტყობოდა. მუშაობისას არც ღიღი-
ნებდა და არც უსტვენდა. არც მღეროდა.
როდესაც უკანასკნელი ვაშლები დააბინავა, კალის ვარცლი
სამზარეულოს გავლით უკანა კარიდან გარეთ გაიტანა. შემოდ-
გომის გრილი დილა იდგა. ფუნდუკის უკან გაშენებულ პატარა,
მყუდრო ბაღს ბუნებრივ ღობედ ხეები შემორტყმოდა. ქოუთმა
ოთხად დაჭრილი ვაშლებით სავსე ვარცლი ხის საწნეხში
ჩააპირქვავა და ხუფს იქამდე დააწვა, ვიდრე მტკიცედ არ გაჭე-
და.
ქოუთმა სახელოები იდაყვებს ზემოთ აიკეცა, საწნეხის სახე-
ლურებს გრძელი, მოხდენილი ხელებით ჩაეჭიდა და მოქაჩა. ხუ-
ფი ხრახნს ქვემოთ დაუყვა, ქვეშ მოქცეულ ვაშლებს მჭიდროდ
18 მკითხველთა ლიგა
დააწვა და დაჭყლიტა. ქოუთი სახელურებს მძლავრად ატ-
რიალებდა, ხელებს ერთმანეთს უნაცვლებდა და ატრიალებდა,
უნაცვლებდა და ატრიალებდა...
ვინმეს რომ დაენახა, შეამჩნევდა, რომ მისი ხელები მეფუნ-
დუკის ცომიან ხელებს არ ჰგავდა. სახელურების მოქაჩვისას წი-
ნამხარზე კუნთები თოკის კვანძებივით ებერებოდა, კანზე კი
სხვადასხვა მხრიდან ძველი ნაიარევები გადაურბენდა ხოლმე.
მათი უმეტესობა ყინულის ბზარივით წვრილი და თეთრი იყო.
სხვებს კი უფრო წითელი და მრისხანე შესახედაობა ჰქონდათ
და კაცის მოხდენილ სხეულზე ყურადღებას იპყრობდნენ.
მეფუნდუკე სახელურებს ეჭიდებოდა და ატრიალებდა, ეჭიდე-
ბოდა და ატრიალებდა... სიჩუმეს მხოლოდ ხის ოდნავი ჭრაჭუნი
და ქვემოთ, სათლში ჩამდინარე სიდრის ყრუ ჩხრიალი არღვევ-
და. ამ ხმაურს თავისი რიტმი ჰქონდა, მაგრამ მუსიკალურობა
აკლდა, მეფუნდუკის თვალები კი კვლავ იქაურობას მოწყვეტი-
ლი და უსიხარულო ჩანდა, თანაც ისე გაღიავებულიყვნენ, რომ
თავისუფლად შეიძლებოდა, მათთვის ნაცრისფერი გეწოდებინა.

19 მკითხველთა ლიგა
თავი მეორე
ბაძგი

მემატიანემ კიბის ძირს მიაღწია და „შარაქვის“ საერთო


ოთახში მხარზე ტყავის ტომსიკაგადაკიდებულმა შეაბიჯა. კარ-
თან შეჩერდა და ბართან დახრილი წითელთმიანი მეფუნდუკე
შენიშნა.
სტუმარმა ჩაახველა და ოთახში შეაბიჯა.
– ბოდიში, რომ ამდენ ხანს მეძინა, – უთხრა მეფუნდუკეს, –
არც ისე... – უცებ შეჩერდა, რადგან დაინახა, რაც ბარზე იდო, –
ღვეზელს ამზადებ?
ქოუთმა თითებით ცომის გუნდის კიდეების დანაკეცება შეწ-
ყვიტა და თავი ასწია.
– ღვეზელებს, – უპასუხა და მრავლობით რიცხვს ხაზი გაუს-
ვა, – დიახ, რა იყო?
მემატიანემ პირი გააღო და ისევ დახურა. მზერა ჯერ ბარს
უკან ჩამოკიდულ რუხ და მდუმარე ხმალს შეავლო, შემდეგ ისევ
წითელთმიან კაცზე გადაიტანა, რომელიც ტაფის კიდეებზე ცომს
გულმოდგინედ აკრავდა.
– რის ღვეზელს?
– ვაშლის, – ქოუთი წელში გაიმართა და ღვეზელის შებრა-
წულ ზედაპირზე ფრთხილად სამი ნასერი გააკეთა, – კარგი ღვე-
ზელის გაკეთება იცი, რა რთულია?
– არ მგონია ვიცოდე, – აღიარა მემატიანემ და გარშემო ნერ-
ვიულად მიმოიხედა, – შენი თანაშემწე სად არის?
– ასეთი რამეების მიხვედრა მხოლოდ ღმერთს თუ შეუძლია,
– მიუგო მეფუნდუკემ, – მართლაც რთულია, ღვეზელებს ვგუ-
ლისხმობ. ერთი შეხედვით ვერც კი წარმოიდგენ, მაგრამ საკმა-
ოდ ხანგრძლივი პროცესია. პურის ცხობა ადვილია, წვნიანის

20 მკითხველთა ლიგა
მომზადებაც, პუდინგისაც. აი, ღვეზელი სულ სხვა საქმეა. ვერც
კი მიხვდები, ვიდრე თავად არ ცდი.
მემატიანემ თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი, თით-
ქოს ზუსტად ვერ ხვდებოდა, მისგან რას მოითხოვდნენ. მხრიდან
ტომსიკა ჩამოიგდო და უახლოეს მაგიდაზე დადო.
ქოუთმა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა.
– როდესაც სიდრისთვის ვაშლს ჭყლეტ, ხომ იცი, რაღაც რომ
რჩება?
– რბილობის ნარჩენი?
– რბილობი, – შვებით ამოისუნთქა ქოუთმა, – ჰო, ეგრე
ჰქვია. წვენის გამოდენის შემდეგ რბილობს რაში იყენებენ?
– ყურძნის ნარჩენით სუსტი ღვინის დაყენება შეიძლება, –
უპასუხა მემატიანემ, – ან ზეთის, თუ დიდი რაოდენობით გაქვს.
ვაშლის რბილობი კი თითქმის გამოუსადეგარია. შეგიძლია მი-
წის განოყივრებისთვის ან მულჩად იხმარო, მაგრამ დიდად არც
ამ დანიშნულებით ვარგა. გლეხები უმეტესად საქონლის საჭმე-
ლად იყენებენ ხოლმე.
ჩაფიქრებულმა ქოუთმა თავი დაუქნია.
– ეგრეც ვიფიქრე, რომ ასე უბრალოდ არ გადაყრიდნენ. აქ
ყველაფერს რაღაც გამოყენებას უძებნიან. რბილობი, – ისე
თქვა, თითქოს ამ სიტყვას გემოს უსინჯავსო, – უკვე ორი წელია
მაინტერესებდა, რაში იყენებდნენ.
მემატიანეს გაკვირვება დაეტყო.
– ნებისმიერ აქაურს შეეძლო ეთქვა.
მემატიანემ შუბლი შეიკრა.
– როდესაც რაღაც ყველამ იცის, თავს კითხვის დასმის უფ-
ლებას ვერ მივცემ.
კარის მიჯახუნების ხმა გაისმა, რასაც ხმამაღალი სტვენა
მოჰყვა. სამზარეულოდან ბასტი გამოჩნდა, რომელსაც თეთრ
ზეწარში გახვეული ბაძგის კონა ჩაებღუჯა.
21 მკითხველთა ლიგა
ქოუთმა თავი მოწონების ნიშნად დაიქნია და ხელები მოის-
რისა.
– მშვენიერია. ახლა როგორ... – უცებ თვალები დაუვიწროვ-
და, – ეგ ჩემი საუკეთესო ზეწარია?
ბასტმა კონას დახედა.
– იცი რა, რეში, – თქვა აუჩქარებლად, – გააჩნია, როგორ
შევხედავთ. ცუდი ზეწრები საერთოდ თუ გაქვს?
მეფუნდუკემ თვალები წამიერად ბრაზიანად დააკვესა, შემ-
დეგ ამოიხვნეშა.
– კარგი, არა უშავს, – ხელი გაიშვირა და კონიდან ერთი
გრძელი ტოტი ამოაძვრინა, – ეს რისთვის გვინდა?
ბასტმა მხრები აიჩეჩა.
– რეში, ბევრი მეც არაფერი გამეგება, თუმცა ვიცი, რომ სით-
რებს კანში მოცეკვავეებზე ნადირობისას თავზე ბაძგის გვირგვი-
ნები ედგათ...
– ბაძგის გვირგვინებით ვერ ვივლით, – ხელის აქნევით შეაწ-
ყვეტინა ქოუთმა, – ხალხი რას იტყვის.
– არ მაინტერესებს, ადგილობრივი გლეხები რას იფიქრებენ,
– ჩაიბუტბუტა ბასტმა და რამდენიმე გრძელი, მოქნილი ტოტის
ერთმანეთზე გადაწვნას შეუდგა, – როდესაც სხეულში მოცეკვა-
ვე შეგიძვრება, მის მარიონეტად იქცევი. შეუძლია, საკუთარ ენა-
ზე კბენაც გაიძულოს, – ნახევარწრედ შეკრული ტოტები თავზე
მიიზომა და დაიღრიჯა, – ოოჰ, ეკლიანია.
– მე რა ისტორიებიც გამიგონია, – უპასუხა ქოუთმა, – მო-
ცეკვავეებს ბაძგი სხეულში ატყვევებს კიდეც.
– უბრალოდ, რკინა რომ ვატაროთ თან? – იკითხა მემა-
ტიანემ. ბარს უკან მდგომი ორი კაცი ისე მიაჩერდა, თითქოს მი-
სი აქ ყოფნა დავიწყებიათო, – იმის თქმა მინდა, რომ თუ ის ფე-
რიულაა...

22 მკითხველთა ლიგა
– სიტყვა „ფერიულას“ ნუ ახსენებ, – აგდებულად შეაწყვეტი-
ნა ბასტმა, – ბავშვივით გამოგდის. ფერიული არსება, ან ფე-
რიული, თუ ასე გირჩევნია.
მემატიანე ცოტა ხანს შეყოყმანდა და გააგრძელა.
– თუ ეს რაღაც იმ ადამიანში შეძვრება, რომელიც რკინას
ატარებს, ხომ ისეთ ტკივილს მიაყენებს, რომ უკან გამოხტომას
აიძულებს?
– შეიძლება, გაიძულონ... საკუთარი ენა... მო-იკვ-ნი-ტო, –
დამარცვლა ბასტმა ისე, თითქოს განსაკუთრებით გონებაჩლუნგ
ბავშვს ელაპარაკებაო, – როდესაც შემოგისახლდებიან, შენსა-
ვე თვალს საკუთარი ხელით ისევე მარტივად ამოგათხრევინე-
ბენ, თითქოს გვირილას წყვეტდე. და რატომ გგონია, რომ რკი-
ნის სამაჯურის ან ბეჭდის მოძრობას ვერ შეძლებენ? – თავი გა-
იქნია და წრიულ კონაში კიდევ ერთი ღია მწვანე ტოტი ჩააწნა, –
თანაც, წყეულიმც ვიყო, თუ რკინას გავეკარო.
– თუ სხეულიდან ამოხტომა შეუძლიათ, – დაინტერესდა მე-
მატიანე, – წუხელ იმ კაცის სხეული რატომ არ მიატოვა და რა-
ტომ არ გადმოხტა ერთ-ერთ ჩვენგანში?
კარგა ხანი გავიდა, ვიდრე ბასტი მიხვდებოდა, რომ ორივე
მას მისჩერებოდა.
– მე მეკითხები? – გაიცინა დაეჭვებულად, – წარმოდგენა არ
მაქვს. ანპაუენ. უკანასკნელი მოცეკვავეები ასწლეულების წინ
მოინადირეს, ჩემამდე დიდი ხნით ადრე. მე მხოლოდ ისტო-
რიები მაქვს მოსმენილი.
– მაშინ საიდან ვიცით, რომ მართლა არ გადმოხტა? – აუჩქა-
რებელი ხმით იკითხა მემატიანემ, თითქოს ამ კითხვის დასმა ჯე-
რაც ვერ გადაუწყვეტიაო, – საიდან ვიცით, რომ ჯერ კიდევ აქ
არაა? – საკუთარ სკამზე გახევებული იჯდა, – საიდან ვიცით,
რომ ახლაც ერთ-ერთ ჩვენგანში არ იმყოფება?

23 მკითხველთა ლიგა
– როგორც ჩანს, ჯარისკაცთან ერთად ისიც მოკვდა, –
ჩაერია ქოუთი, – სხეული რომ დაეტოვებინა, დავინახავდით, –
ბასტს გადახედა, – სხეულის გარეთ მუქი ჩრდილის ან კვამლის
ფორმა უნდა ჰქონდეთ, არა?
ბასტმა თავი დაუქნია.
– თანაც, რომ გადმომხტარიყო, ახალ სხეულში ჩაბუდებუ-
ლიც ადამიანების ხოცვას დაიწყებდა. ჩვეულებრივ, ასე იქცევი-
ან ხოლმე. ახალ-ახალ სხეულებში გადადიან, ვიდრე ყველას არ
დახოცავენ.
მეფუნდუკემ მემატიანეს გამამხნევებლად გაუღიმა:
– ხედავ? ალბათ სულაც მოცეკვავე კი არა, რაღაც მსგავსი
არსება იყო.
მემატიანის თვალებში ისევ ეჭვი გამოსჭვიოდა.
– მაგრამ ზუსტად ხომ არ ვიცით? შეიძლება ამ ქალაქში ნე-
ბისმიერ ადამიანში იყოს ჩასახლებული...
– შეიძლება, ჩემშიც კი, – უდარდელად შენიშნა ბასტმა, – შე-
იძლება, უბრალოდ ვიცდი, ყურადღებას როდის მოადუნებ და
შემდეგ პირდაპირ გულთან გიკბენ და მთელ სისხლს ამოგწოვ,
ქლიავივით გამოგწუწნი.
მემატიანემ ტუჩები მტკიცედ მოკუმა.
– სულაც არაა სასაცილო.
ბასტმა თავი ასწია და მემატიანეს თავხედურად გაეკრიჭა,
თუმცა მის გამოხედვაში რაღაც რიგზე ვერ იყო. ბასტის ღიმილი
უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და პირიც უჩვეულოდ ფარ-
თოდ დაეფჩინა, მისი მზერა კი მეკალმეზე კი არა, მისგან ოდნავ
გვერდით იყო მიმართული.
ბასტი ცოტა ხანს ასე იდგა. მის თითებს მწვანე ტოტების ქსო-
ვა შეეწყვიტა. საკუთარ ხელებს ცნობისმოყვარე თვალებით და-
ხედა, შემდეგ კი ბაძგის ნახევრად შეკრული რგოლი ბარზე და-

24 მკითხველთა ლიგა
აგდო. ღიმილი თანდათან უმეტყველო გამოხედვაში გადაეზარ-
და და საერთო ოთახს უშინაარსო მზერა მოავლო.
– ტე ვეიან? – წარმოთქვა უცნაური ხმითა და უსიცოცხლო,
დაბნეული თვალებით, – ტე-ტანტენ ვენტელანეტ?
შემდეგ გასაოცარი სისწრაფით დაიძრა და მემატიანის მი-
მართულებით გავარდა. მეკალმე სკამიდან წამოხტა და ადგილს
გიჟივით მოწყდა. გზად ორი მაგიდა და ექვსი სკამი გადააყირა-
ვა, ბოლოს კი ფეხები აებლანდა და თავადაც იატაკზე გაიშ-
ხლართა, თუმცა, ხელებისა და ფეხების ქნევით მაინც თავგამო-
დებით ცდილობდა კარამდე მიღწევას.
ამ ისტერიკული ხოხვისას მემატიანემ თავის უკან მოტ-
რიალება მოასწრო და ფერდაკარგულმა შიშჩამდგარი თვალე-
ბით დაინახა, რომ ბასტს სამ ნაბიჯზე მეტი არ გადაედგა. მუქ-
თმიანი ახალგაზრდა კაცი ჯერაც ბარის გვერდით იდგა და სიცი-
ლისგან ჩაბჟირებული თითქმის ორად მოკაკვულიყო. ერთი ხე-
ლი სახეზე აეფარებინა, მეორე კი მემატიანისკენ გაეშვირა. ისე
ძლიერად იცინოდა, რომ სულს ძლივს იბრუნებდა. ცოტა ხნის
შემდეგ წელში გასწორება მხოლოდ ბარზე დაყრდნობით
მოახერხა.
მემატიანეს მკვდრისფერი დასდებოდა.
– შე ტრაკო! – დაიყვირა და ფეხზე ძლივს ადგა, – შე... შე
ტრაკო!
ბასტმა, რომელიც სიცილისგან ძლივს სუნთქავდა, ხელები
ასწია და სუსტად გაიქნია, თითქოს პატარა ბავშვია, რომელიც
დათვს ასახიერებს და კლანჭებით მეტოქეს კაწრავსო.
– ბასტ, – ჩაიბუზღუნა მეფუნდუკემ, – გეყოფა, მართლა, –
მართალია, ქოუთის ხმაში სიმკაცრე შეიმჩნეოდა, მაგრამ თვა-
ლები მხიარულებისგან უკაშკაშებდა, ტუჩები ოდნავ უტოკავდა
და ყველანაირად ცდილობდა, ღიმილისგან არ დაჰგრეხოდა.

25 მკითხველთა ლიგა
მემატიანემ შეურაცხყოფილი სიამაყით დაიწყო მაგიდებისა
და სკამების დალაგება, თუმცა ყველაფერს საჭიროზე ძლიერად
ახეთქებდა. როდესაც ბოლოს თავის მაგიდას დაუბრუნდა, სკამ-
ზე მძიმედ დაებერტყა. ამ დროისთვის ბასტი უკვე ბარს უკან დაბ-
რუნებულიყო, მძიმედ სუნთქავდა და ცდილობდა, მთელი ყუ-
რადღება ისევ ხელში მოქცეულ ბაძგის ტოტებზე გადაეტანა.
ბასტს მიჩერებული მემატიანე წვივს იზელდა. ბასტმა ისეთი
ხმა ამოუშვა, თითქოს დახველებას აპირებდა და გადაიფიქრაო.
ქოუთმა ოდნავ ჩაიცინა, კონიდან ბაძგის გრძელი ტოტი გა-
მოაძვრინა და იმ წნულს შეურია, რომელსაც თვითონ ამზადებ-
და. მემატიანეს თვალებში შეხედა.
– ჰო, სანამ დამვიწყებია – დღეს ხალხი გესტუმრება. უნდათ
ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და შენი, როგორც მეკალმის,
სამსახურით ისარგებლონ.
მემატიანეს გაკვირვება დაეტყო.
– ახლა?
ქოუთმა თავი დაუქნია და გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა.
– კი. ხმა უკვე გავარდა და ვერაფერს ვიზამთ. როცა მოვლენ,
უნდა მივხედოთ. საბედნიეროდ, ყველა, ვისაც მკლავი ერჩის,
შუადღემდე მინდვრებში მუშაობით იქნება დაკავებული, ასე
რომ, ამაზე შეგვიძლია არ ვიდარდოთ, ვიდრე...
მეფუნდუკეს თითები მოუხერხებლად აეხლართა, ბაძგის
ტოტმა გაიტკაცუნა და ეკალი ცერა თითში ღრმად შეერჭო. წი-
თელთმიანი არც შემკრთალა და არც გინება აღმოხდენია, მხო-
ლოდ წარბები შეიკრა და თითებზე გაბრაზებულმა დაიხედა. კენ-
კრასავით წითელი სისხლის წვეთი თანდათან იზრდებოდა.
შუბლშეჭმუხნილმა მეფუნდუკემ თითი პირთან მიიტანა. სახი-
დან მთელი ღიმილი წაშლოდა, თვალებში კი სიბნელე და სიმ-
კაცრე ჩასდგომოდა. ნახევრად დასრულებული წნული გვერდით

26 მკითხველთა ლიგა
მიაგდო. თითქოს ჩვეულებრივი და, იმავდროულად, შიშის მომ-
გვრელი მოქმედება იყო.
ისევ მემატიანისკენ გაიხედა და აბსოლუტურად წყნარი ხმით
მიმართა:
– იმის თქმა მინდა, რომ ვიდრე შეგვაწყვეტინებენ, დრო კარ-
გად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ იქამდე, ალბათ, საუზმე გენდო-
მება.
– თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, – უპასუხა მემატიანემ.
– რა შეწუხებაა, – მიუგო ქოუთმა და სამზარეულოსკენ გატ-
რიალდა.
ბასტმა მეფუნდუკეს შეწუხებული მზერა გააყოლა.
– გირჩევნია სიდრი ღუმელიდან გადმოდგა და გააგრილო, –
ხმამაღლა გასძახა ქოუთს, – წინა პარტია ჯემს უფრო ჰგავდა,
ვიდრე სითხეს. გარეთ რაღაც ბალახებიც ვიპოვე, წვიმის წყლის
კასრზე აწყვია. გადახედე, იქნებ რომელიმე ვახშმისთვის გამოგ-
ვადგეს.
საერთო ოთახში, ბარის სხვადასხვა მხარეს მარტო დარჩენი-
ლი ბასტი და მემატიანე ერთმანეთს დიდხანს უსიტყვოდ მისჩე-
რებოდნენ. სრულ სიჩუმეში მხოლოდ უკანა კარის მიჯახუნების
შორეული ხმა გაისმა.
ბასტმა გვირგვინში ბოლო შტრიხები შეიტანა და ყველა
მხრიდან შეათვალიერა. სახესთან მიიტანა, თითქოს დაყნოსვა
უნდაო, მაგრამ ამის ნაცვლად ძალიან ღრმად ჩაისუნთქა, თვა-
ლები დახუჭა და ისე ნელა ამოისუნთქა, რომ ბაძგის ყლორტები
თითქმის არ შერხეულა.
შემდეგ თვალები გაახილა და მემატიანეს თავაზიანი, შემრი-
გებლური ღიმილით მიუახლოვდა.
– გამომართვი, – ბასტმა ბაძგის ტოტებისგან შეკრული რგო-
ლი გაუწოდა.

27 მკითხველთა ლიგა
მემატიანე გვირგვინის გამოსართმევად ოდნავაც არ გან-
ძრეულა. ბასტს ღიმილი არ შეცვლია.
– ვერ შეამჩნევდი, იატაკზე ფორთხვისას ამისთვის არ გეცა-
ლა, – უთხრა მშვიდი და დაბალი ხმით, – მაგრამ შენი მოცოც-
ხვისას მართლა გაიცინა. სამჯერ მაინც გულიანი სიცილი ამოუშ-
ვა. ისეთი მშვენიერი სიცილი აქვს – მწიფე ხილივითაა, მუსიკა-
სავით. ალბათ თვეები იქნება, არ გამიგონია.
ბასტს ბაძგის გვირგვინი ისევ ხელში ეჭირა და მორცხვად
იღიმოდა.
– ეს შენთვისაა. მთელი ჩემი ოსტატობა ჩავაქსოვე. იმაზე
დიდხანს იქნება მწვანე და ცოცხალი, ვიდრე გგონია. ბაძგი სწო-
რად დავკრიფე და ფორმა საკუთარი ხელებით მივეცი. მხოლოდ
ერთი განზრახვით დავტეხე, შევაგროვე და მოვიტანე, – ხელი
კიდევ უფრო წინ გაიწვდინა, თითქოს აღელვებული ბიჭია
თაიგულით ხელშიო, – აიღე, უფასოდ გაძლევ, როგორც საჩუ-
ქარს. ვალდებულების, თხოვების გარეშე.
მემატიანემ ხელი გაუბედავად გაიწოდა და გვირგვინი გამო-
ართვა. შეათვალიერა, ხელში შეატრიალა. შავი კენკრა მუქ
მწვანე ფოთლებში ძვირფასი თვლებივით მოჩანდა, მთლიანად
გვირგვინი კი ისე მოხერხებულად იყო დაწნული, რომ ეკლები
მხოლოდ გარეთ იყო გამოშვერილი. თავზე ფრთხილად დაიდგა
– ზედ წარბებთან ჩამოიწია, მოხერხებულად მოერგო.
ბასტი გაიკრიჭა.
– დიდება ქაოსის ბატონს! – დაიყვირა ხელებგაშლილმა და
გულიანად გაიცინა.
მემატიანემ გვირგვინი მოიხსნა და სახეზე ღიმილი გაუკრთა.
– აბა, – თქვა ხმადაბლა და ხელები კალთაზე დაიწყო, – ეს
ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა?
ბასტმა გაკვირვებული სახე მიიღო და თავი გააქნია.
– რა ბრძანეთ?
28 მკითხველთა ლიგა
მემატიანეს უხერხულობა დაეტყო.
– რაც მითხარი... წუხელ...
ბასტი გაოცებული ჩანდა.
– აჰ, არა, – თქვა სერიოზულად და თავი უარის ნიშნად გააქ-
ნია, – არა, საერთოდ არა. მე მეკუთვნი, მთლიანად, ძვლის ტვი-
ნამდე. ჩემი სურვილის ინსტრუმენტი ხარ, – ბასტმა მზერა სამ-
ზარეულოსკენ გააპარა, – ჩემი სურვილი კი, კარგად იცი, რაც
არის: გაახსენდეს, რომ უფრო მეტია, ვიდრე ღვეზელის მცხობე-
ლი, რომ მისი ადგილი არ არის ფუნდუკში, – ბოლო სიტყვა
თითქმის ფურთხებით წარმოთქვა.
მემატიანე სკამზე მოუსვენრად აწრიალდა და ბასტს მზერა
მოაცილა.
– ჯერაც არ ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო.
– ყველაფერს გააკეთებ, რაც შეგიძლია, – უპასუხა ბასტმა
ხმადაბლა, – მას საკუთარი თავიდან გამოიყვან, გააღვიძებ, –
ამჯერად ბოლო სიტყვაში მძვინვარება გაურია. ხელი მემა-
ტიანეს მხარზე დაადო, თვალები ოდნავ დაუვიწროვდა, – შენ
მას გაახსენებ. შეძლებ.
მემატიანე ერთი წამით შეყოყმანდა, შემდეგ კალთაში ჩადე-
ბულ ბაძგის გვირგვინს დახედა და თავი ოდნავ დააქნია, – რაც
შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ.
– ჩვენ მხოლოდ ეს შეგვიძლია, – უთხრა ბასტმა და ზურგზე
ხელი მეგობრულად მოუთათუნა, – ჰო მართლა, მხარი როგორ
გაქვს?
მეკალმემ ხელი აამოძრავა, რაც ცოტა არაბუნებრივად გა-
მოუვიდა, რადგან მთელი დანარჩენი სხეულით გახევებული იჯ-
და.
– დაბუჟებულია, მაგრამ არ მტკივა.
– მოსალოდნელი იყო. შენ ადგილას არ ვინერვიულებდი, –
ბასტმა გამამხნევებლად გაუღიმა, – თქვენთვის, ადამიანების-
29 მკითხველთა ლიგა
თვის, სიცოცხლე ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ წვრილმა-
ნებზე იდარდოთ.

30 მკითხველთა ლიგა
***

ამასობაში საუზმეც გაეწყოთ – კარტოფილი, დაბრაწული პუ-


რი, პომიდორი და კვერცხი. მემატიანემ მოკრძალებული ულუ-
ფა გადაიღო, ბასტმა კი სამი ადამიანის სამყოფი შეჭამა. ქოუთი
თავისთვის დაფუსფუსებდა: შეშა შემოიტანა, ღვეზელების გამო-
საცხობად ცეცხლს შეუკეთა და ქურიდან გასაგრილებლად გად-
მოდგმული სიდრი შეანჯღრია.
როდესაც ორი დოქი ბარისკენ მიჰქონდა, შემოსასვლელთან
დაგებულ ფიცარნაგზე ჩექმების ისეთი ხმამაღალი ბაკუნი გაის-
მა, თითქოს კარზე აკაკუნებენო. ერთი წამის შემდეგ ფუნდუკში
მჭედლის შეგირდი შემოვარდა. ჯერ თექვსმეტიც არ შესრულე-
ბოდა, მაგრამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მამაკაცი
იყო, განიერი მხრებითა და სქელი მკლავებით.
– გამარჯობა, აარონ, – წყნარად მიესალმა მეფუნდუკე, – შე-
გიძლია, კარი მიკეტო? გარედან მტვერი შემოდის.
ვიდრე მჭედლის შეგირდი კარის დასახურად იყო მიტრიალე-
ბული, მეფუნდუკემ და ბასტმა სწრაფი და უსიტყვო შეწყობილი
მოძრაობით ბაძგის ტოტების დიდი ნაწილი ბარის ქვეშ შეჩურ-
თეს. როდესაც მჭედლის შეგირდი კვლავ მათკენ შემობრუნდა,
ბასტი რაღაც პატარა, ნახევრად დასრულებული გვირგვინით
თამაშობდა, თითქოს მოწყენილობისგან თავის დასაღწევად
თავშესაქცევი გასართობი იშოვაო.
აარონი ბარისკენ ისე გაემართა, რომ არანაირი ცვლილება
არ შეუმჩნევია.
– ბატონო ქოუთ, – თქვა აღელვებულმა, – შეგიძლიათ, ცოტა
საგზალი გამიმზადოთ? – ჯვალოს პატარა ტომარა ააფრიალა, –
კარტერმა მითხრა, მიხვდება, რასაც გულისხმობო.
მეფუნდუკემ თავი დაუქნია.

31 მკითხველთა ლიგა
– ცოტაოდენი პური და ყველი მაქვს, ასევე სოსისი და ვაშლი,
– მეფუნდუკემ ბასტს ანიშნა, მანაც ტომარას ხელი დაავლო და
სამზარეულოსკენ მოკურცხლა, – კარტერი სადმე მიემგზავრე-
ბა?
– ისიც და მეც, – უპასუხა ბიჭმა, – დღეს ტრეიაში ორისონები
ცხვრის ხორცს ყიდიან. მე და კარტერი გამყოლებად დაგვიქი-
რავეს. ხომ იცით, ბოლო დროს გზები როგორ გაფუჭდა.
– ტრეიაში? – ჩაფიქრდა მეფუნდუკე, – ანუ ხვალამდე ვერ
დაბრუნდებით.
მჭედლის შეგირდმა ვერცხლის თხელი ნაჭერი ბარის
პრიალა ზედაპირზე ფრთხილად დადო.
– კარტერს ნელის შემცვლელის პოვნის იმედიც აქვს. მაგრამ
თუ ცხენით ვერ დაბრუნდება, ამბობს, რომ ალბათ, მეფის მონე-
ტას ავიღებო.
ქოუთს გაკვირვებისგან წარბები შუბლზე აუვიდა.
– ჯარში ჩაწერას აპირებს?
ბიჭი უცნაურად გაიღრიჯა:
– ასე ამბობს, ოთხთვალაში შესაბმელი ცხენის შოვნის გარ-
და სხვა საზრუნავი არ მაქვსო. მისი აზრით, ჯარში კარგად მოუვ-
ლიან, აჭმევენ და აქეთ-იქით ამოგზაურებენ.
ლაპარაკისას ახალგაზრდას თვალები აღტაცებით უკიაფებ-
და. სახეზე პატარა ბიჭის აღფრთოვანებასა და ზრდასრული მა-
მაკაცის შიშს შორის გაჩხერილი გამომეტყველება აღბეჭდოდა:
– თანაც, კეთილშობილი ვერცხლით კი აღარ იხდიან. ამ
დღეებში თუ ჩაეწერები, სამეფო ოქროსაც გამორჩები. ნაღდ სა-
მეფო ოქროს.
მეფუნდუკე მოიქუფრა:
– სამეფო ოქროს საშოვნელად მხოლოდ კარტერი მიემგზავ-
რება, არა? – ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.

32 მკითხველთა ლიგა
– სამეფო ოქრო დიდი სიმდიდრეა, – ეშმაკური ღიმილით
ჩაილაპარაკა მჭედლის შეგირდმა, – მამაჩემის სიკვდილისა და
რანიშიდან დედას წამოსვლის შემდეგ ნამდვილად არ მილხინს.
– დედაშენი რას ფიქრობს შენს ჩანაფიქრზე, მეფის ოქროს
რომ დახარბდი?
ბიჭს სახე აელეწა.
– მის მხარეს ნუ დაიჭერთ, – დაიწუწუნა, – მეგონა, გამიგებ-
დით. თქვენ ხომ კაცი ხართ და იცით, რა უნდა გააკეთოს ვაჟიშ-
ვილმა დედის კეთილდღეობისთვის.
– მე ის ვიცი, რომ დედაშენს ურჩევნია, სახლში უსაფრთხოდ
ჰყავდე, ვიდრე ოქროში ბანაობდე, ბიჭო.
– მომბეზრდა ყველასგან ამ „ბიჭოს“ მოსმენა, – უკმეხად უპა-
სუხა სახეალეწილმა შეგირდმა, – ჯარში რამე ხეირს მაინც გა-
მოვრჩები. აჯანყებულებს თუ დავიმორჩილებთ და მწუხარე მე-
ფისადმი ერთგულების ფიცს დავადებინებთ, ყველაფერი და-
ლაგდება. ბეგარის აგროვებასაც ბოლო მოეღება, ბენტლის ოჯა-
ხი მიწას შეინარჩუნებს და გზებიც ისევ უხიფათო შეიქნება.
სიტყვა დაასრულა და მოიღუშა. წამიერად ახალგაზრდული
იერი საერთოდ წაეშალა:
– მაშინ კი დედაჩემიც დამშვიდდება. აღარ ინერვიულებს, თუ
სახლში არ ვიქენი, – წარმოთქვა კუშტად, – ღამეში სამჯერ
აღარ გაიღვიძებს და დარაბებსა თუ კარის ურდულს არ შეამოწ-
მებს, კარგად თუა ჩარაზულიო.
აარონმა მეფუნდუკეს თვალი გაუსწორა და წელში გაიმართა.
მხრები რომ გაშალა, კარგად გამოჩნდა, რომ მეფუნდუკეს სი-
მაღლეში თითქმის მთელი თავით აღემატებოდა:
– ხანდახან კაცი მეფისა და სამშობლოს სამსახურში უნდა
ჩადგეს.
– მერე, როუზი? – წყნარად ჰკითხა მეფუნდუკემ.

33 მკითხველთა ლიგა
შეგირდი გაწითლდა და დაბნეული იატაკს ჩააშტერდა. მხრე-
ბი ისევ ჩამოუცვივდა, თითქოს ქარისგან დაცლილი აფრასავით
ჩაიფუშაო.
– ღმერთო, მთელმა ქვეყანამ იცის?
მეფუნდუკემ ნაზად გაუღიმა და თავი დაუქნია.
– ასეთ პატარა ქალაქში საიდუმლოებებს დიდი დღე არ უწე-
რია.
– კარგი, – გადაჭრით წარმოთქვა აარონმა, – ჯარში მის გა-
მოც მივდივარ. ორივეს გამო. გასამრჯელოდან გადანახული ფუ-
ლით ჩვენთვის სახლს ვიყიდი, ან საკუთარ საბაყლოს გავხსნი
ისე, რომ ვიღაც სისხლისმსმელ მევახშესთან შიმის გამო ხვეწნა
არ მომიწევს.
ქოუთმა რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მაგრამ სიტყვა
არ დასცდენია. კარგა ხანს ჩაფიქრებული გასცქეროდა შორეთს
და ღრმად სუნთქავდა. ბოლოს საუბარი დაიწყო. სიტყვებს თით-
ქოს დიდი გულისყურით არჩევდა:
– აარონ, იცი, ქვო ვინაა?
მჭედლის შეგირდმა თვალები გადაატრიალა:
– შტერი კი არ ვარ. წუხელ ვყვებოდით მის ამბებს, აღარ გახ-
სოვთ? – მზერა მეფუნდუკის მხარზემოთ, სამზარეულოსაკენ
გააპარა, – მისმინეთ, წასასვლელი ვარ. კარტერი დაკოდილი
ხარივით გადაირევა, რომ არ...
ქოუთმა ხელისგულით მიანიშნა, დამშვიდდიო.
– შენთან ერთი წინადადება მაქვს, აარონ. ყურადღებით და-
მიგდე ყური და მერე საგზალსაც უსასყიდლოდ გაგატან, – ვერ-
ცხლის მონეტა უკან გაუსრიალა, – ამ ფულით ტრეიაში როუზის
შესაფერის საჩუქარსაც შეიძენ.
აარონმა ფრთხილად დაუქნია თავი:
– კეთილი და პატიოსანი.

34 მკითხველთა ლიგა
– აქამდე მოსმენილი ამბებით ქვოზე რა აზრის ხარ? როგორ
ფიქრობ, როგორი უნდა იყოს?
აარონმა ჩაიცინა:
– გარდა იმისა, რომ მკვდარია?
ქოუთს ოდნავი ღიმილი შეეტყო:
– ჰო, გარდა იმისა, რომ მკვდარია.
– ის ყველანაირ იდუმალ მაგიას ფლობდა, – წარმოთქვა
აარონმა, – ისეთი ექვსი სიტყვა იცოდა, ცხენს თუ უჩურჩულებ-
და, ასობით მილზე არბენინებდა; შეეძლო, რკინა ოქროდ ექცია,
ელვა ქილაში გამოემწყვდია და სამომავლოდ შეენახა; ისეთი
სიმღერა იცოდა, ნებისმიერ კლიტეს რომ გატეხდა; მუხის მტკი-
ცე კარს ცალი ხელით ლეწავდა...
აარონი სულის მოსათქმელად შეჩერდა:
– სინამდვილეში, სხვადასხვა ისტორიებსა და განსხვავებულ
ამბებს ჰყვებიან. ხან საოცნებო უფლისწულივით კაი ტიპია, ერ-
თხელ ვიღაც გოგოები კაციჭამია გოლიათებისგანაც დაიხსნა-
ო...
ქოუთს სახეზე კიდევ ერთი ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაუკ-
რთა.
– ჰო, ეგ ვიცი.
– ზოგი მონაყოლის მიხედვით კი ნამდვილი ნაბიჭვარია, –
განაგრძო აარონმა, – უნივერსიტეტიდან გასაიდუმლოებული
მაგია მოიპარაო. სხვათა შორის, ამის გამო გამოაგდეს კიდეც,
იცოდი? მეფისმკვლელ ქვოსაც იმის გამო როდი ეძახდნენ, რომ
ბარბითზე ოსტატურად უკრავდა.
ღიმილი უკვალოდ გაქრა. მეფუნდუკემ მხოლოდ თავი დააქ-
ნია.
– ნამდვილად ეგრეა. მაგრამ როგორ გამოიყურება-მეთქი?
აარონმა წარბი ოდნავ აზიდა:

35 მკითხველთა ლიგა
– წითელი თმა აქვს, თუ ამას მეკითხები. ყველა ამბავში ასეა
აღწერილი. ხმალმომარჯვებულ ეშმაკს ჰგავდა, საშინლად
ჭკვიანი იყო, ალესილი ენით კი ნებისმიერი საუბრის სათავისოდ
შეტრიალება შეეძლოო.
მეფუნდუკემ თანხმობის ნიშნად კვლავ თავი დახარა:
– მართალია. შენ რომ ქვო ყოფილიყავი და შენივე ნათქვა-
მის თანახმად, საშინლად ჭკვიანიც, და უცებ შენი თავი ათას სა-
მეფო ოქროდ და საჰერცოგოდ შეეფასებინათ, რას იზამდი?
მჭედლის შეგირდმა თავი უიმედოდ გადაიქნია და მხრები
აიჩეჩა.
– ჰმ, აი, მე რომ ქვო ვყოფილიყავი, – განაგრძო მეფუნდუ-
კემ, – ჩემს სიკვდილს გავითამაშებდი, სახელს შევიცვლიდი და
სადმე გადაკარგულში, რომელიმე პატარა ქალაქში დავსახ-
ლდებოდი. მერე ფუნდუკს გავხსნიდი და ყველანაირად ვეცდე-
ბოდი, ავორთქლებულიყავი, – ყმაწვილკაცს შეხედა, – სწორედ
ასე მოვიქცეოდი.
აარონმა მზერა ჯერ მეფუნდუკის წითელ თმას მიანათა, შემ-
დეგ ბარის თავზე დაკიდებულ ხმალს, ბოლოს კი კვლავ მეფუნ-
დუკის თვალებს მიაპყრო.
ქოუთმა თავი ოდნავ დაუკრა, შემდეგ მემატიანეზე მიუთითა.
– ეს ვაჟბატონი ერთი უბრალო მჯღაბნელი არ გეგონოს. ჟამ-
თააღმწერლობა ითავა და აქ იმიტომაა, რომ ჩემი ცხოვრების
ჭეშმარიტი ამბავი დაწეროს. დასაწყისი კი გამოტოვე, მაგრამ
თუ ინებებ, დარჩი და დანარჩენ თავგადასავალს მოუსმინე, –
გულითადად გაიღიმა, – ისეთ ამბებს გიამბობ, რომლის მსგავსი
არც უწინ მოუსმენია ვინმეს და ვერც მომავალში მოისმენენ. ფე-
ლურიანსა და ადემის საბრძოლო გაკვეთილებზე მოგიყვები,
პრინცესა არიელის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგითხრობ.
მეფუნდუკე დახლზე გადაიხარა და ბიჭს მხარზე შეეხო:

36 მკითხველთა ლიგა
– გულწრფელად გეტყვი, აარონ, მომწონხარ. ჩემი აზრით,
უჩვეულოდ გამჭრიახი გონება გაქვს და ვერ ავიტან, რომ შენი
ცხოვრება სანაგვეზე მოისროლო, – ღრმად ჩაისუნთქა და მჭედ-
ლის შეგირდს მიაცქერდა. თვალები განსაცვიფრებლად გამწვა-
ნებოდა, – ვიცი, საიდანაც დაიწყო ეს ომი. სიმართლე ვიცი. რომ
მოუსმენ, მერე ნამდვილად გაგიქრება წადილი, გავარდე, ბრძო-
ლაში გადაეშვა და მოკვდე.
მეფუნდუკემ მემატიანის გვერდით მიდგმული ცარიელი სკა-
მისკენ მიიპატიჟა და ზღაპრიდან გადმომხტარი უფლისწულივით
მიმზიდველად და გულიანად გაუღიმა.
– აბა, რას იტყვი?
აარონი მეფუნდუკეს კარგა ხანს სერიოზული სახით აკვირდე-
ბოდა. თვალი ხან ხმლისკენ გაურბოდა, ხან – აქაურობის პატ-
რონისკენ.
– შენ ნამდვილად... – ხმა ჩაუწყდა, მაგრამ გამომეტყველე-
ბაზე ემჩნეოდა, რისი კითხვაც სურდა.
– ჰო, ნამდვილად მე ვარ, – დამარწმუნებლად დაუყვავა ქო-
უთმა.
– მაშინ შეგიძლია, ფერუთქმელი მოსასხამი მაჩვენო? –
სთხოვა გაკრეჭილმა შეგირდმა.
მეფუნდუკეს მომხიბლავი ღიმილი პირზე შეეყინა, სახე გაუმ-
კაცრდა, მზერა მინის ნამსხვრევივით გაუბასრდა.
– ქვო ტაბორლინ დიდებულში გერევა, – ოთახის მეორე ბო-
ლოდან სასხვათაშორისოდ გამოსძახა მემატიანემ, – ფერუთ-
ქმელი მოსასხამი ტაბორლინს ჰქონდა.
დაბნეულ-დაეჭვებულმა აარონმა მწიგნობარს გახედა.
– აბა, ქვოს რაღა ჰქონდა?
– თუ სწორად მახსოვს, – ჩაფიქრდა მემატიანე, – ჩრდილის
მოსასხამი.
ბიჭი ისევ დახლისკენ მიტრიალდა.
37 მკითხველთა ლიგა
– კარგი, ჩრდილის მოსასხამს მაჩვენებ? – ჰკითხა მეფუნდუ-
კეს, – ან ცოტა მაგიას მაინც. ყოველთვის მინდოდა, რამე ჯა-
დოსნობას გადავყროდი. ოდნავი ცეცხლი ან მცირე გაელვებაც
საკმარისი იქნებოდა. თქვენი გადაღლა ნამდვილად არ მინდა.
ვიდრე მეფუნდუკე პასუხის გაცემას მოასწრებდა, აარონს
უეცარი სიცილი აუვარდა.
– გეხუმრებით, მისტერ ქოუთ, – წინანდელზე მეტად გაიკრი-
ჭა, – ღმერთო ძლიერო, თქვენნაირ მატყუარას ჩემს სიცოცხლე-
ში არ გადავყრივარ. ასეთი აუღელვებელი სახით ბიძაჩემი ალ-
ვანიც კი ვერ იცრუებდა.
მეფუნდუკემ მზერა იატაკს მიაპყრო და რაღაც გაუგებრად
ჩაიბურტყუნა.
აარონმა ხელი დახლს გადაავლო და ფართო მტევანი ქოუთს
მხარზე მოუთათუნა.
– ვიცი, რომ ჩემს დახმარებას ცდილობთ, მისტერ ქოუთ, –
თბილად მიმართა, – კარგი კაცი ხართ და თქვენს ნათქვამზეც
დავფიქრდები. ჯარშიც არ გავრბივარ თავქუდმოგლეჯილი. უბ-
რალოდ, უნდა გავერკვე, რა ვარიანტები მაქვს.
მჭედლის შეგირდმა მწუხარედ გააქნია თავი.
– გეფიცებით, ასეა. ამ დილით თითქოს ყველამ ჩემ წინააღ-
მდეგ შეკრა პირი. ჯერ იყო და დედაჩემმა მითხრა, ჭლექით ვი-
ტანჯებიო. მერე როუზმა გამიმხილა, ორსულად ვარო, – თმაზე
ხელი გადაისვა და ჩაიფხუკუნა, – მაგრამ, უნდა ვაღიარო,
თქვენმა ოხუნჯობამ ყველაფერი გადაწონა.
– ხომ იცი... – ქოუთს პირზე მორიდებული ღიმილი აუთამაშ-
და, – დედაშენს თვალს ვერ გავუსწორებდი, გადაფიქრებინება
რომ არ მეცადა.
– დამიყოლიებდით კიდეც, რამე ცოტა უფრო დამაჯერებელი
რომ მოგეფიქრებინათ, – განაგრძო შეგირდმა, – მაგრამ ბავ-
შვმაც კი იცის, რომ ქვოს ვერცხლისგან ნაჭედი ხმალი ჰქონდა,
38 მკითხველთა ლიგა
– თვალი კედელზე დაკიდებულ ხმალს შეავლო, – და თან, იმას
„უგუნურება“ კი არა, კაისერა, ანუ პოეტმკვლელი ერქვა.
ამის გაგონებაზე მეფუნდუკე ოდნავ უკან გადაქანდა:
– პოეტმკვლელი?
აარონმა ბეჯითად დაუქნია თავი:
– დიახ, სერ. ეს თქვენი მწიგნობარიც მართალია: მისი მო-
სასხამი მართლაც აბლაბუდისა და ჩრდილისაგან იყო ნაქსოვი.
თანაც, ყველა თითზე ბეჭედს ატარებდა. როგორაა იმ ლექსში?
ქვა, რკინა, ქარვა, ხე, თლილი ძვალი –
ბეჭდებით ხელი მოერთო ცალი.
მჭედლის შეგირდმა კოპები შეჰყარა.
– დანარჩენი აღარ მახსოვს. მერე ცეცხლზე მოდიოდა რა-
ღაც...
მეფუნდუკეს სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება აეფარე-
ბინა. სადღაც ქვემოთ იხედებოდა. ბარზე შემოწყობილ საკუთარ
მტევნებს მდუმარედ დაჰყურებდა. ცოტა ხანში ხმა ამოიღო:
მეორე ხელს კი, აქ ნუ შეჩერდით,
მალულად მოსავს ხუთი ბეჭედი.
პირველი – სისხლის, დაღვრილი სისხლის,
ერთი – ჰაერის, ჩურჩულის სიმსხო,
ერთი – ყინულის, დამსკდარი რისხვით,
ერთი – კოცონის თვალის გახელა,
ბოლოს კი არც რა ჰქვია სახელად.2
– ჰო, ეგრეა, – ღიმილით შესძახა აარონმა, – იმ ბეჭდებს
დახლს უკან ხომ არ მალავთ? – ფეხის წვერებზე წამოიწია, თით-
ქოს მეფუნდუკის სამალავის პოვნა უნდაო.
ქოუთმა გაუბედავი, მორცხვი ღიმილი შეაგება.
– არა, ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვი.

2
თარგმნა სალომე ბენიძემ.
39 მკითხველთა ლიგა
ორივე შეკრთა, როდესაც მოულოდნელად ბასტმა ტილოს
ტომარა დახლზე დაახეთქა.
– აქ შენთვის და კარტერისთვის ორი დღის სამყოფი საგზა-
ლია. თავისუფლად გეყოფათ, – მოუჭრა უკმეხად.
აარონმა ხურჯინი მხარზე მოიგდო და გასასვლელისკენ
გაემართა, მაგრამ ვიდრე გავიდოდა, დახლსუკან მდგომ მეფუნ-
დუკესა და ბასტს ყოყმანით გადმოხედა.
– დახმარების თხოვნას ვერ ვიტან. ბებერი კობი დამპირდა,
დედაშენზე მე ვიზრუნებო, მაგრამ...
ბასტი დახლს მოშორდა და აარონს კარისკენ გაუძღვა.
– არაფერი დაემართება. თუ გინდა, ხანდახან როუზსაც მოვი-
ნახულებ ხოლმე, – შეგირდს ავხორცულად გაუღიმა, – მხო-
ლოდ იმისთვის, რათა დავრწმუნდე, რომ თავს ეულად არ
გრძნობს ან რამე.
– ძალიან დამავალებ, – აარონს ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს
მძიმე ტვირთისგან განთავისუფლდაო, – წამოსვლისას თავს ცუ-
დად გრძნობდა. ნუგეშისცემა არ აწყენდა.
ამ სიტყვებზე ბასტმა ნახევრად გამოღებულ კარს ხელი უშვა
და ბრგე ჭაბუკს უნდო მზერა შეავლო. შემდეგ თავი გადაიქნია
და კარი ბოლომდე გამოაღო.
– კარგი, გავარდი. დიდ ქალაქში კარგად გაერთე. და წყალი
არ დალიო.
ბასტმა კარი მიხურა და ფიცარს შუბლით ისე მიეყრდნო,
თითქოს დიდი ჯაფისგან სიქა გასძვრაო.
– ნუგეშისცემა არ აწყენდა? – საკუთარ ყურებს არ უჯერებდა,
– თუ ოდესმე ამ ბიჭის გამჭრიახობაზე რამე მითქვამს, ყველაფე-
რი უკან მიმაქვს, – შემობრუნდა, მზერა დახლს გაუსწორა, საჩ-
ვენებელი თითი კი კარისაკენ გაიშვირა, – აი, ნახეთ, – თითქოს
ოთახს მიმართავს ასე მტკიცედო, – სწორედ ასე ემართებათ
იმათ, ვინც ყოველდღე რკინას ეჭიდავება.
40 მკითხველთა ლიგა
მეფუნდუკე დახლს დაეყრდნო და უხალისოდ ჩაიხითხითა.
– ესეც ჩემი საარაკო ალესილი ენა.
ბასტი დამცინავად აფხუკუნდა:
– ეს ბიჭი ჭკუანაკლულია, რეში.
– გგონია, ის დამამშვიდებს, რომ ჭკუანაკლულის გადმობი-
რება ვერ შევძელი, ბასტ?
მემატიანემ ხმადაბლა ჩაიწმინდა ყელი.
– ეს მხოლოდ იმ წარმოდგენის დამაჯერებლობაზე მეტყვე-
ლებს, რომელიც აქ გაქვთ გამართული, – წარმოთქვა მან, – მე-
ფუნდუკის როლს იმდენად კარგად ასრულებთ, რომ აქაურებს
სხვა ამპლუაში ვეღარც წარმოუდგენიხართ, – ხელი ცარიელ
ოთახს მოავლო, – მართალი გითხრათ, ძალზედ გამიკვირდა,
როცა შევიტყვე, რომ იმ ბიჭის ჯარიდან დახსნის სანაცვლოდ
მზად იყავით, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეგეგდოთ.
– სასწორზე შესაგდები არაფერი მაბადია, – შეეპასუხა მე-
ფუნდუკე, – ესეც თუ სიცოცხლეა... – წელი აითრია, დახლს გა-
მოსცდა და მემატიანის მაგიდისკენ გაემართა, – ამ სულელურ
ომში დაღუპულ თითოეულ ადამიანზე პასუხისმგებელი მე ვარ.
იმის იმედი მქონდა, იქნებ, ერთი სულიერი მაინც გადავარჩინო-
მეთქი. ცხადად გამოჩნდა, რომ ამის უნარიც არ შემწევს.
მემატიანის მოპირდაპირე სკამში ჩაეფლო.
– გუშინ სად გავჩერდით? თუ შესაძლებელია, რომ გუშინდე-
ლი ამბების გამეორება თავიდან ავიცილო, უნდა ავიცილო კი-
დეც.
– ქარს მოუხმე და ამბროზის ერთი მცირე ჭკუის სასწავლებე-
ლი გაკვეთილი ჩაუტარე, – გამოსძახა კართან მდგომმა ბასტმა,
– და შენს შეყვარებულზე გაბოდებდა.
ქოუთმა ამოხედა.
– მე არავიზე მაბოდებს, ბასტ.

41 მკითხველთა ლიგა
მემატიანემ ტყავის ბრტყელი ჩანთა ამოაძვრინა და ქაღალ-
დების დასტა დააძრო. ფურცლების სამი მეოთხედი პატარა, მაგ-
რამ მკაფიო ასოებით იყო აჭრელებული.
– თუ გნებავთ, წაგიკითხავთ, ბოლოს რა ჩავიწერეთ.
ქოუთმა უარის ნიშნად ხელი აღმართა.
– შენი შიფრი საკმარისად კარგად მახსოვს, მე თვითონაც წა-
ვიკითხავ, – ჩაილაპარაკა წყენით, – ერთი, აქეთ მომაწოდე. იქ-
ნებ, ამან მაინც ამიშალოს საღერღელი, – ბასტს გადახედა, –
თუ მოსმენას აპირებ, მოდი და დაჯექი. შენი წოწიალი ხელს შე-
მიშლის.
სანამ ქოუთი ღრმად სუნთქავდა და გუშინდელი ამბის ბოლო
გვერდს კითხულობდა, ბასტი სკამს მივარდა. მეფუნდუკეს ერ-
თხანს ხმა არ ამოუღია. მის ტუჩებს უჩვეულო ხმა მოსწყდა, შეიძ-
ლება, ოხვრისა, შემდეგ კი უფერული ღიმილის აჩრდილმა გა-
დაურბინა.
ფიქრებში ჩაფლულმა თავი დააქნია. ფურცლისთვის თვალი
არ მოუშორებია.
– ჩემი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უნივერსიტეტში მოხ-
ვედრას შევალიე, – თქვა მან, – იქ მოხვედრა იქამდე მინდოდა,
ვიდრე ჩემს დასს ამოწყვეტდნენ; ვიდრე შევიტყობდი, რომ ჩან-
დრიანები მხოლოდ კოცონის პირას მოსაყოლი ამბის გმირები
არ იყვნენ; ვიდრე ამირის ძიებას შევუდგებოდი.
მეფუნდუკე სკამის საზურგეზე გადაწვა, მოქანცული გამომეტ-
ყველება ჩაფიქრებულმა იერმა შეუცვალა.
– მეგონა, იქ თუ მოვხვდებოდი, ყველაფერი იოლად მოგვარ-
დებოდა – მაგიის ცოდნას დავეუფლებოდი და ყველა კითხვაზე
პასუხსაც ვიპოვიდი. მეგონა, ჩემი ამბავიც ზღაპარივით მარტი-
ვად აეწყობოდა.
ქვომ დაბნეულად გაიღიმა. ამ ღიმილმა სახე საოცრად
გაუახალგაზრდავა.
42 მკითხველთა ლიგა
– ასეც მოხდებოდა, მტრების მოკიდებისა და შარში გახვევის
ნიჭი რომ არ მქონოდა. მუსიკის დაკვრის, ლექციებზე დასწრები-
სა და პასუხების პოვნის მეტი არაფერი მინდოდა. ყველაფერი,
რაც მაინტერესებდა, უნივერსიტეტში იყო. ერთი საზრუნავიღა
მქონდა, იქ უნდა დავრჩენილიყავი, – თითქოს საკუთარ თავს
კვერი დაუკრაო, – ჰო, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ.
შეცბუნებული მემატიანე ცალი ხელით მეფუნდუკის მიერ ზე-
რელედ გამოწვდილი ფურცლის გასწორებას შეუდგა. შემდეგ
სამელნეს მოხსნა თავი და კალამი ჩააწო. ცნობისმოყვარეობით
აღვსილი ბასტი წინ გადაიხარა და აღფრთოვანებული ბავშვი-
ვით დაიჭყანა.
ქვომ ოთახს ნათელი მზერა მოავლო. ყველაფერი მოათვა-
ლიერა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე მოულოდნელი ღიმი-
ლი გამოესახა და წამიერად მეფუნდუკე სადღაც გაქრა. ბალახი-
ვით მწვანე, მახვილი თვალები გაცისკროვნებოდა.
– მზად ხართ?

43 მკითხველთა ლიგა
თავი მესამე
იღბალი

უნივერსიტეტში ყოველი სემესტრი ერთნაირად იწყებოდა:


საგამოცდო ბარათების გათამაშებითა და გარდაუვალი ბორო-
ტების, ანუ მისაღები გამოცდების მთელი თერთმეტეულით.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე აზ-
რიანად დაიწყო. როდესაც უნივერსიტეტი ჯერ კიდევ პატარა
იყო, ალბათ, ნამდვილი გასაუბრებები ტარდებოდა. განხილვისა
და დიალოგის გზით სტუდენტს საშუალება ეძლეოდა მაგის-
ტრებთან იმაზე ელაპარაკა, რაც მანამდე ესწავლა.
მაგრამ ახლა უნივერსიტეტი ათასობით სტუდენტს ითვლიდა,
განხილვის დრო არ იყო და ამის ნაცვლად სტუდენტს რამდენიმე
წუთში კითხვების სეტყვა უნდა მოეგერიებინა. გამოცდები იმდე-
ნად ხანმოკლე იყო, რომ ერთ არასწორ პასუხს ან ყოყმანს შეიძ-
ლებოდა გადასახადზე უდიდესი გავლენა მოეხდინა.
გამოცდებამდე სტუდენტები თავგამოდებით მეცადინეობ-
დნენ. გასაუბრების შემდეგ კი სასმელში გადაეშვებოდნენ ხოლ-
მე – ან წარმატებით ჩაბარებას აღნიშნავდნენ, ან დარდს იქარ-
ვებდნენ. ამის გამო, გამოცდების თერთმეტდღიან პერიოდში
სტუდენტების უმეტესობა მშფოთვარედ, უკეთეს შემთხვევაში –
დაქანცულად გამოიყურებოდა. ყველაზე უარეს შემთხვევებში კი
ჩაცვენილი თვალებითა და ფერდაკარგული სახით მაჩანჩალე-
ბივით დაეხეტებოდნენ, რისი მიზეზიც ცოტა ძილი, ბევრი სასმე-
ლი ან ორივე ერთად იყო.
პირადად ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, მთელ ამ პროცესს
ყველა როგორი სერიოზულობით ეკიდებოდა. სტუდენტთა უმე-
ტესობა დიდგვაროვნების ან მდიდარი ვაჭრების ოჯახებიდან
გახლდნენ. მათთვის მაღალი გადასახადი მხოლოდ იმიტომ იყო

44 მკითხველთა ლიგა
თავის ტკივილი, რომ ცხენებსა და ბოზებზე დასახარჯად ნაკლე-
ბი ჯიბის ფული რჩებოდათ.
ჩემთვის კი ფსონი გაცილებით მაღალი იყო. მაგისტრების მი-
ერ დაწესებული გადასახადი მთელი სემესტრის განმავლობაში
აღარ შეიცვლებოდა. ასე რომ, თუ ძალიან ბევრს დამაკისრებ-
დნენ, უნივერსიტეტში გადასახადის გასტუმრებამდე აღარ და-
მიშვებდნენ.

45 მკითხველთა ლიგა
***

გამოცდების პირველ დღეს ჰაერში ყოველთვის საზეიმო


სურნელი ტრიალებდა. გათამაშება დღის პირველ ნახევარშივე
მთავრდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უიღბლო სტუდენტები,
რომლებსაც ყველაზე ადრეული ბარათები ამოუვიდოდათ, იძუ-
ლებული ხდებოდნენ გამოცდაზე რამდენიმე საათში შესულიყ-
ვნენ.
ჩემი მისვლისას ეზოში უკვე გრძელი, გველივით დაკლაკნი-
ლი რიგი დამდგარიყო, ხოლო ის სტუდენტები, რომლებსაც ბა-
რათები უკვე ამოეღოთ, შორიახლოს ირეოდნენ, წუწუნებდნენ
და საკუთარი ბარათის ყიდვას, გაყიდვას ან გაცვლას ცდილობ-
დნენ.
ვილემს და სიმონს ვერსად ვხედავდი, ასე რომ, უახლოეს
რიგს შევერიე და ვცადე, არ მეფიქრა იმაზე, თუ რა ცოტა ფული
მქონდა საფულეში: ერთი ტალანტი და სამი ჯოთი. ჩემი ცხოვრე-
ბის რომელიმე ადრეულ ეტაპზე ეს თანხა მთელი მსოფლიოს სა-
ყიდლად საკმარის თანხად მომეჩვენებოდა, მაგრამ ახლა გადა-
სახადისთვის საჭირო რაოდენობასთან ახლოსაც ვერ მივიდო-
და.
ახლომახლო მიმობნეულ ურმებზე სოსისსა და წაბლს, ცხელ
სიდრსა და ლუდს ყიდდნენ. მახლობელი ურმიდან ცხელი პური-
სა და ცხიმის სურნელი მეცა. ურემი ღორის ხორცის ღვეზელე-
ბით დაეტვირთათ და მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი, ვი-
საც ასეთ ნუგბარზე დასახარჯი ფული ებადა.
გათამაშება ყოველთვის უნივერსიტეტის ყველაზე დიდ ეზოში
ტარდებოდა. ამ ადგილს უმეტესობა გასაშოლტ მოედანს ეძახ-
და, შედარებით ძველი მოგონებების მქონენი კითხვების დარბა-
ზად მოიხსენიებდნენ, მე კი მისი კიდევ უფრო ადრინდელი სახე-
ლი ვიცოდი – „ქარის სახლი“.
46 მკითხველთა ლიგა
თავჩაღუნული ვუყურებდი ქვაფენილზე ფარფატით ჩამოცვე-
ნილ ფოთლებს და როდესაც თავი ავწიე, ფელა დავინახე. ჩემზე
ოცდაათი თუ ორმოცი სტუდენტით წინ იდგა და მომშტერებოდა.
თბილად გამიღიმა და ხელი დამიქნია. მეც დავუქნიე, მან კი
რიგში თავისი ადგილი მიატოვა და უკან, ჩემკენ გამოემართა.
ფელა ლამაზი იყო. ასეთი ქალების ნახვას მხოლოდ ნახატებ-
ზე თუ მოელი. ისეთი ხელოვნური სილამაზე კი არ ჰქონდა, დიდ-
გვაროვან ქალებთან რომ შეხვდებით, არამედ ბუნებრივი და გუ-
ლუბრყვილო სილამაზე – დიდი თვალებითა და მუდამ მოღიმა-
რი ბაგეებით. უნივერსიტეტში, სადაც კაცების რიცხვი ქალები-
სას ათჯერ აჭარბებდა, ფელა ცხვრის ფარაში გარეული ცხენი-
ვით გამოირჩეოდა.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენთან ერთად რომ დავიცა-
დო? – მკითხა და გვერდით ამომიდგა, – ვერ ვიტან, ლოდინისას
ხმის გამცემი რომ არ მყავს, – ჩემ უკან მდგომ ორ ბიჭს მომაჯა-
დოებელი ღიმილით გადახედა და აუხსნა, – რიგში არ გეჭრე-
ბით, უბრალოდ უკან დავიწიე.
უკან მდგომებს არ გაუპროტესტებიათ, თუმცა გაკვირვებულ
მზერას ხან ფელას მიაპყრობდნენ, ხან მე. ვხედავდი, რომ ვე-
რაფრით ამოეხსნათ, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე ლა-
მაზმა გოგონამ ჩემთან დასადგომად რიგში ადგილი რატომ
დათმო.
მათი გაოცება სამართლიანი იყო. თავადაც მიკვირდა.
გვერდით მივიწიე და ფელას ადგილი გავუთავისუფლე. ცოტა
ხანს მხარდამხარ ვიდექით და ხმას არ ვიღებდით.
– ამ სემესტრში რას სწავლობ? – დავარღვიე სიჩუმე.
ფელამ მხრებიდან თმა უკან გადაიყარა.
– ალბათ არქივში მუშაობას გავაგრძელებ. ცოტა ქიმიასაც
დავამატებ. ბრანდერმაც მიმიწვია მრავალსახეობათა მათემა-
ტიკის კურსზე.
47 მკითხველთა ლიგა
ოდნავ გამაჟრჟოლა.
– ძაან ბევრი რიცხვია, მაგაში თავს არ გავყოფ.
ფელამ მხრები აიჩეჩა, უკან გადაყრილმა კულულებმაც დრო
იხელთეს და ისევ სახეზე ჩამოეფარნენ.
– არც ისე რთულია, როდესაც მიეჩვევი. ყველაზე მეტად თა-
მაშს ჰგავს, – თავი ჩემკენ გამოიქნია, – შენ რას აპირებ?
– მედიკაში პრაქტიკას, – დავიწყე ჩამოთვლა, – სახელოს-
ნოში სწავლასა და მუშაობას. სიმპათიასაც ავიღებ, თუ დალმა
ნება დამრთო. ალბათ დროა, სიარიულიც გავიუმჯობესო.
– სიარიულად ლაპარაკობ? – მკითხა გაკვირვებული ხმით.
– ორი სიტყვის გადაბმა შემიძლია, – ვუპასუხე მე, – მაგრამ,
ვილის თქმით, გრამატიკაში სამარცხვინოდ სუსტი ვარ.
ფელამ თავი დააქნია, შემდეგ ალმაცერად შემომხედა და
ტუჩზე იკბინა.
– ელოდინმაც მთხოვა, მის საგანს დავესწრო, – თქვა შიშშე-
პარული ხმით.
– ელოდინი რამეს ასწავლის? – გავიკვირვე, – მეგონა, სწავ-
ლების უფლებას არ აძლევდნენ.
– ამ სემესტრში იწყებს, – მიპასუხა და გაკვირვებული მზერა
მომაპყრო, – მეგონა, შენც იქნებოდა. რე’ლარობა ხომ მისი შუ-
ამდგომლობით მოიპოვე?
– კი.
– აჰ, – ფელას უხერხულობა დაეტყო და სწრაფადვე დაამატა,
– ალბათ ჯერ არ უთხოვია ან შენს ინდივიდუალურად სწავლე-
ბას გეგმავს.
მის ვარაუდს ხელის უდარდელი აქნევით ვუპასუხე, თუმცა
ელოდინის კლასის გარეთ დარჩენის აზრმა მტკივნეულად გამ-
კრა.
– ელოდინისას რას გაიგებ, – ვთქვი მე, – ან შეშლილია ან
საუკეთესო მსახიობი, ვისაც კი შევხვედრივარ.
48 მკითხველთა ლიგა
ფელამ რაღაცის თქმა დააპირა, შემდეგ აღელვებული მზე-
რით მიმოიხედა და უფრო ახლოს მოიწია. ჩვენი მხრები ერთმა-
ნეთს შეეხო, მისმა თმამ კი ყურზე მომიღიტინა, როდესაც ხმა-
დაბლა მკითხა:
– საულაყოს სახურავიდან მართლა გადმოგაგდო?
დარცხვენილმა ჩავიცინე.
– ჩახლართული ამბავია, – ვუპასუხე და სასაუბრო თემა
სწრაფად შევცვალე, – მისი საგანს რა ჰქვია?
შუბლი მოისრისა და გაიცინა.
– წარმოდგენა არ მაქვს. ასე თქვა, საგნის სახელად საგნის
სახელი შევარჩიეო. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? საგნების ჩამო-
ნათვალს რომ ვნახავ, ეგრე ეწერება – „საგნის სახელი“?
ვაღიარე, რომ ეს მეც არ ვიცოდი და სულ მალე ელოდინის
შესახებ ისტორიების მოყოლაზე გადავედით. ფელამ თქვა, ერ-
თი მწიგნობარი არქივში დედიშობილას გადააწყდაო. მე მსმე-
ნოდა, რომ ერთხელ მთელი თერთმეტეულის განმავლობაში
უნივერსიტეტში თვალახვეული დაეხეტებოდა. ფელას სადღაც
ყური მოეკრა, რომ ელოდინს ახალი ენა გამოეგონა. მე გაგონი-
ლი მქონდა, რომ ერთხელ ადგილობრივ ტავერნაში ნამდვილი
მუშტი-კრივი გაემართა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაჟინე-
ბით იმეორებდა სიტყვა „გამოყენებას“ „სარგებლობის“ ნაც-
ვლად.
– ეგ ამბავი მეც მსმენია, – გაიცინა ფელამ, – სინამდვილეში
ჩხუბი „ვირის აღვირში“ მოხდა, ელოდინის მიერ ნაცემი კაცი კი
ვიღაც ბარონეტი იყო, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა
„უფრო მეტიც“, „უფრო მეტიც“.
ვერც კი გავაცნობიერე, ისე უცებ აღმოვჩნდით რიგის სათავე-
ში.
– ქვო, არლინდენის ძე, – წარმოვთქვი ჩემი სახელი. მოწყე-
ნილსახიანმა ქალმა ჩემი ვინაობა მოინიშნა, მე კი შავი ხავერ-
49 მკითხველთა ლიგა
დის ტომრიდან სპილოს ძვლის გლუვი ფირფიტა ამოვაძვრინე.
ზედ ეწერა: „მორევნის შუადღე“. ეს გამოცდების მერვე დღე იყო.
მოსამზადებლად დრო თავზე საყრელად მექნებოდა.
თავისი ბარათი ფელამაც ამოიღო და მაგიდას მოვცილდით.
– რომელი დრო შეგხვდა?
თავისი ფირფიტა მაჩვენა. ლამპრობა, მეოთხე ზარი.
ნამდვილი გამართლება იყო, გამოცდებისთვის განკუთვნი-
ლი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ვადა შეხვდა.
– ვაა, გილოცავ.
ფელამ მხრები აიჩეჩა და ბარათი ჯიბეში ჩაისრიალა.
– ჩემთვის სულერთია. გამოცდის წინ მეცადინეობაში დიდ
აზრს ვერ ვხედავ. რაც უფრო მეტს ვმეცადინეობ, საქმე უარესად
მიდის, უფრო მეტად ვღელავ ხოლმე.
– მაშინ სარფიანად უნდა გაყიდო, – ვუთხარი და სავაჭროდ
მოფუსფუსე სტუდენტებისკენ ვანიშნე, – მაგ ბარათისთვის ვინმე
მთელ ტალანტს გადაიხდის, შეიძლება მეტსაც.
– ვაჭრობისკენაც არ მიმიწევს გული, – მიპასუხა ფელამ, –
მგონია, რომ რომელი ბარათიც ამომივა, ისაა იღბლიანი და ვი-
ტოვებ.
რიგიდან გამოსულებს ერთად დარჩენის საბაბი აღარ გვქონ-
და, მაგრამ მის გვერდით ყოფნა მომწონდა და დიდად მასაც არ
ეტყობოდა გაქცევის სურვილი. ასე რომ, ეზოში მოფუთფუთე
სტუდენტებს შორის უმიზნოდ დავყიალობდით.
– მგელივით მშია, – თქვა ფელამ უცებ, – გინდა სადმე გავი-
დეთ და ნაადრევი ლანჩი მივირთვათ?
ჩემი საფულის სიმსუბუქე მტკივნეულად გამახსენდა. ამაზე
ოდნავ უფრო გაღარიბებულს შიგნით ალბათ ქვების ჩალაგება
მომიწევდა, ქარს რომ არ წაეღო. დაკვრის სანაცვლოდ ანკერი
უფასოდ მაჭმევდა, ამიტომ სხვა ადგილას ჭამაზე ფულის დახარ-

50 მკითხველთა ლიგა
ჯვა, მით უმეტეს, მოახლოებული გამოცდების პერიოდში, სრუ-
ლი სისულელე იქნებოდა.
– დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი, – ვუპასუხე გულახდი-
ლად, შემდეგ კი ტყუილზე გადავედი, – მაგრამ ცოტა ხანს აქ უნ-
და ვიხეტიალო და ვნახო, ვინმეს ბარათის გადაცვლა ხომ არ უნ-
და. კაი ხანია, ვაჭრობას შეჩვეული ვარ.
ფელამ ჯიბე მოიქექა.
– მოსამზადებლად მეტი დრო თუ გჭირდება, შეგიძლია ჩემი
აიღო.
მის თითებში მაცდურად მოქცეულ ბარათს შევხედე. მოსამზა-
დებლად დამატებითი ორი დღე ნამდვილი ღვთის საჩუქარი იქ-
ნებოდა, ანდა შემეძლო მისი გაყიდვით ერთი ტალანტი მეშოვა,
შეიძლება ორიც კი.
– შენთვის იღბლის წართმევა არ მინდა, – ვუპასუხე ღიმი-
ლით, – შენც არ გირჩევ ჩემსას. თანაც, ჩემ მიმართ უკვე დიდი
გულუხვობა გამოიჩინე, – მხრებზე მოგდებული მოსასხამი დე-
მონსტრაციულად შევისწორე.
ფელამ გაიღიმა, ხელი გამოიშვირა და მოსასხამი თითებით
მოსინჯა.
– მიხარია, რომ მოგწონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ შენთან
ჯერ კიდევ ვალში ვარ, – ტუჩები ნერვულად მოიკვნიტა, – დამ-
პირდი, რომ თუ აზრს შეიცვლი, შემატყობინებ.
– გპირდები.
ისევ გაიღიმა, შემდეგ ხელი ოდნავ დამიქნია და ეზოს მოპირ-
დაპირე მხარეს გაემართა. ბრბოში გზას ისე მსუბუქად მიიკ-
ვლევდა, რომ მისი ყურებისას გუბის თავზე მონარნარე სიო გა-
მახსენდა. ხოლო თუ სიო გუბეში ტალღებს აყენებს, ფელას მოძ-
რაობა გარშემო მყოფ ბიჭებს აიძულებდა, შემოტრიალებულიყ-
ვნენ და თვალი გაეყოლებინათ.

51 მკითხველთა ლიგა
ჯერ კიდევ მას გავყურებდი, როდესაც გვერდით ვილემი ამო-
მიდგა.
– მორჩი ფლირტაობას?
– არ ვეფლირტავებოდი.
– ჰოდა, სულ ტყუილად. აბა რა აზრი აქვს ჩემს განზე დგომას
და მორჩილად ლოდინს, თუ ასეთ შესაძლებლობას ხელიდან
გაუშვებ?
– ყველაფერი ეგრე არაა, – შევეწინააღმდეგე, – უბრალოდ,
მეგობრულად მექცევა.
– კი, როგორ არა, – მიპასუხა, უხეშმა კელდურმა აქცენტმა
კი მისი სარკაზმი კიდევ უფრო მკვეთრი გახადა, – რა ამოგივი-
და?
ბარათი ვაჩვენე.
– ჩემზე ერთი დღით გვიან ხარ, – ბარათი გამომიწოდა, –
ერთ ჯოთად გაგიცვლი.
შევყოყმანდი.
– მიდი, ჰა, – არ მომეშვა ვილი, – ჩვენსავით არქივში მაინც
ვერ იმეცადინებ.
თვალი გავუსწორე.
– ამდენი თანაგრძნობაც არ შეიძლება.
– ჩემს თანაგრძნობას იმათთვის ვინახავ, ვინც საკმარისად
ჭკვიანია იმისთვის, რომ მაგისტრი არქივარიუსი გაცოფებამდე
არ მიიყვანოს. შენნაირებისთვის მხოლოდ ერთი ჯოთი მაქვს სა-
ვაჭროდ. გინდა თუ არა?
– თუ ჩემს სურვილზეა, – ვუპასუხე და ხალხს გადავხედე.
ისეთ სტუდენტებს ვეძებდი, რომლებიც თვალების გავეშებული
ცეცებით ცდილობდნენ სასურველი ბარათის შოვნას, – ორი ჯო-
თი მინდა.
ვილემს მუქი თვალები დაუვიწროვდა.
– ჯოთი და სამი დრაბი.
52 მკითხველთა ლიგა
მეც ფრთხილი მზერა დავუბრუნე.
– იყოს ჯოთი და სამი, – ვუპასუხე ბოლოს, – ოღონდ შემდეგ-
ში „კუთხეებს“ რომ ვითამაშებთ, სიმონს მეწყვილედ შენ აირჩევ.
ერთი გადაიხარხარა და დამთანხმდა. ბარათები გავცვალეთ
და ფული საფულეში ჩავჩურთე: „ტალანტი და ოთხი“. მდგომა-
რეობა ოდნავ გავიუმჯობესე. მცირე ყოყმანის შემდეგ ბარათი
ჯიბეში შევინახე.
– ვაჭრობას არ გააგრძელებ? – მკითხა ვილმა.
თავი გავაქნიე.
– ალბათ, ამას დავიტოვებ.
ვილმა შუბლი შეიკრა.
– რატომ? მთელი ხუთი დღე უსაქმურობისა და ნერვიულო-
ბის გარდა რა უნდა აკეთო?
– იგივე, რასაც სხვები აკეთებენ – მისაღებისთვის მოვემზა-
დები.
– როგორ? – არ მომეშვა ვილი, – არქივიდან ჯერ კიდევ მოკ-
ვეთილი ხარ, არა?
– მომზადება სხვანაირადაც შეიძლება, – ვუპასუხე იდუმალი
ხმით.
ვილემმა ჩაიფრუტუნა.
– საერთოდ არ აჩენ ეჭვებს. მერე კიდევ გიკვირს, ხალხი ჩემ-
ზე რატომ ლაპარაკობსო.
– სულ არ მაინტერესებს, რატომ ლაპარაკობენ, – მივუგე
ვილს, – მთავარია, რას ლაპარაკობენ.

53 მკითხველთა ლიგა
თავი მეოთხე
კუპრი და თუნუქი

ქალაქი, რომელიც უნივერსიტეტის ირგვლივ საუკუნეების


განმავლობაში ფართოვდებოდა, დიდი სულაც არ იყო. მართა-
ლი რომ გითხრათ, დაბას ოდნავ თუ აღემატებოდა.
მიუხედავად ამისა, ქვის დიდი გზის იმ მხარეს, რომელიც
ჩვენკენ მოემართებოდა, ვაჭრობა დუღდა და გადმოდუღდა. რა
აღარ მოჰქონდათ ვაჭრებს თავიანთი ოთხთვალებით: კუპრი და
თიხა, გიბის ქვა, კალქვა თუ ზღვის მარილი. ფუფუნების მოყვა-
რულთათვის ლენატურ ყავასა და ვინტასურ ღვინოსავით ძვირ-
ფას პროდუქტსაც ეზიდებოდნენ. არუედან მაღალხარისხიანი
მუქი მელანიც არაერთხელ ჩამოუტანიათ და მინის წამოებაში
გამოსადეგი წვრილი თეთრი ქვიშაც, გულდაგულ ნაწრთობი
კელდური ზამბარებიცა და ჭანჭიკებიც.
ვაჭრობის დასრულების შემდეგ ურმებს ისეთი საქონლით
ტვირთავდნენ, რომლის შოვნაც მხოლოდ უნივერსიტეტში შეიძ-
ლებოდა. მედიკა წამლებს ამზადებდა – ნამდვილ წამლებს, სა-
ღებავგარეულ ნაგუბარ წყალს ან იაფფასიან წვეთებს კი არა.
ალქიმიის ფაკულტეტი მათთვის დამახასიათებელ იმდენ საოც-
რებას ყიდდა, ხეირიანად არც კი ვიცოდი, რა რა იყო. ვაჭრებს
მათგან ნავთსაწვავი, გოგირდულა და ორნახადი კირიც მიჰქონ-
დათ.
შეიძლება, ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, უნივერსიტეტის დი-
დებული საქონლიდან ყველაზე მეტად სახელოსნოში დამზადე-
ბული ოსტატური ნაკეთობები გამოირჩეოდა: მზერაგაუვალი შუ-
შის ლინზები, ვოლფრამისა და გლანცური ფოლადის ზოდები,
ფარატინა ქაღალდის სისქის ოქროს ფურცლები.

54 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. სწორედ ჩვენ-
თან მზადდებოდა სიმპათიის ლამპები და ტელესკოპები, ცეც-
ხლისმსანსლავები და მექონომები, მარილსაქაჩები, სამშროვა-
ნი კომპასები, თექამის ჯალამბრისა და დელევარის ლილვის ნა-
ირგვარი სახეობა.
ამგვარ ნივთებს ჩემნაირი ხელოსნები ამზადებდნენ და როცა
ვაჭრები ჩვენს ნახელავს ყიდულობდნენ, საკომისიო გვერგებო-
და – თანხის სამოცი პროცენტი. სწორედ ამის წყალობით იყო,
რომ ცოტაოდენი ფული ჯერ კიდევ გამაჩნდა. ვინაიდან გამოც-
დებისწინა პერიოდში ლექციები არ გვქონდა, შემეძლო, მთელი
დღეები სახელოსნოსთვის მიმეძღვნა.

55 მკითხველთა ლიგა
***

საწყობისკენ გავემართე. ხელოსნები მასალასა და იარაღს იქ


აბარებდნენ ხოლმე. ფანჯარასთან მდგომი მაღალი, ფერმკრთა-
ლი სტუდენტის დანახვამ გამაკვირვა. მოწყენილი იერი ჰქონდა.
– ჯაქსიმ, – შევეხმიანე, – აქ რას აკეთებ? საწყობში მორი-
გეობაზე გადმოერთე?
დაღვრემილმა ჯაქსიმმა თავი დამიქნია.
– კილვინი ჯერ კიდევ... გულმოსულია ჩემზე, – მიპასუხა, –
ხო გესმის, იმ ხანძრისა და მთელი ამბების შემდეგ.
– ძალიან ვწუხვარ, – თანავუგრძნე. ჯაქსიმსაც რე’ლარის წო-
დება ჰქონდა, ჩემსავით. შეეძლო, იმდენი დამოუკიდებელი
პროექტი წამოეწყო, რამდენსაც მოისურვებდა. ამ უბადრუკ სა-
მუშაოზე გამწესება მხოლოდ მოსაწყენი კი არა, დამამცირებე-
ლიც იყო. თავი საჯაროდ მოეჭრებოდა. გარდა ამისა, საწყობში
დროის ფლანგვით სწავლაშიც ჩამორჩებოდა და ნაკლებ ფულ-
საც გამოიმუშავებდა. მსგავსი უჩვეულო სასჯელი ჯერ არ მსმე-
ნოდა.
– აბა, რა გვაკლია? – ვკითხე.
სახელოსნოში საჭირო პროექტის წამოწყებასაც ცოდნა უნ-
დოდა. არავის აინტერესებდა, ხელოსნობის ისტორიაში ყველა-
ზე კაშკაშა ლამპას ამზადებდი თუ საუკეთესო სითბურ ძაბრებს –
თუ შენს ნახელავს არავინ იყიდდა, ისე მთელ წვალებას აზრი
ეკარგებოდა, გროშსაც ვერ იშოვიდი.
ხელოსანთა უმეტესობას მსგავსი საკითხი არ ანაღვლებდა.
იმის საშუალება ჰქონდათ, რომ მოლოდინით აღჭურვილიყვნენ.
მე კი ისეთი რამის დამზადება მჭირდებოდა, რაც მალე გაიყიდე-
ბოდა.
ჯაქსიმი ჩვენ შორის მოქცეულ დახლს ჩამოეყრდნო.

56 მკითხველთა ლიგა
– ქარავანმა ყველა საგემბანო ლამპა შეისყიდა, – მიპასუხა,
– ვესტონის უშნო ნახელავიღა დაგვრჩა.
თავი დავუკარი. სიმპათიის ლამპები გემებისთვის მისწრება
იყო: არც ადვილად იმტვრეოდა, დიდხანს ძლებდა და ზეთის სა-
ნათებზე იაფი ჯდებოდა, თანაც იმაზე ნერვიულობაც არავის
უწევდა, გემს ცეცხლი არ გაუჩინოსო.
გონებაში რაღაც გადავთვალე. შემეძლო, ერთდროულად
ორი ლამპა გამეკეთებინა, ძალისხმევის გაორმაგებით დრო და-
მეზოგა და იმის იმედი მქონოდა, რომ ვიდრე გადასახადის გა-
დახდის დრო მოაწევდა, ჩემი ნახელავი გაიყიდებოდა.
ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ საგემბანო ლამპების დამზადება
ერთობ საწვალებელი სამუშაო გახლდათ. ორმოცი საათის გან-
მავლობაში თავაუღებლად უნდა მეჯახირა და მინას ერთი ნაწი-
ბურიც რომ არასწორად დამჩნეოდა, მთელი შრომა წყალში ჩა-
მეყრებოდა – ლამპა არ გაანათებდა. დახარჯულ დროს საწყო-
ბის ვალიც დაემატებოდა, რადგან აქაური მასალა უნდა გამომე-
ყენებინა.
სხვა გზა მაინც არ მქონდა.
– კარგი, მაშინ ლამპების კეთებას შევუდგები, – ვთქვი.
ჯაქსიმმა თავი დამიქნია და დავთარი გადაშალა. ზეპირად ჩა-
ვაწერინე, რაც მჭირდებოდა:
– ოც საშუალო გამომსხივებელს ავიღებ, ორ წყება ნაწნეხს,
ალმასის ნემსას და ტენტენურ შუშას. ორი საშუალო ზომის სად-
ნობი სათლიც მიამატე. კიდევ ოთხი უნცია თუნუქი, ექვსი უნცია
მტკიცე ფოლადი, ორი უნცია ნიკელი...
ჯაქსიმი ჩემს ნაკარნახევს დავთარში თავის კანტურით იწერ-
და.

57 მკითხველთა ლიგა
***

რვა საათის შემდეგ „ანკერის“ წინკარში შევაბიჯე და იქაურო-


ბა გახურებული ბრინჯაოს, კუპრისა და ქვანახშირის სურნელით
ავაყროლე. თითქმის შუაღამე ჩამომდგარიყო. ოთახში რამდე-
ნიმე თავგადაკლული მსმელის გარდა აღარავინ ბრძანდებოდა.
– საშინლად გამოიყურები, – ბარისკენ მიმავალს ანკერის
სიტყვები დამეწია.
– თავსაც საშინლად ვგრძნობ, – მივუგე და დავამატე, – არა
მგონია, ქვაბში რამე გადაგრჩენოდათ.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
– წუხელ მშიერი ხალხი გვსტუმრობდა. ერთი-ორი ცივი კარ-
ტოფილი კი მაქვს, ვაპირებდი, ხვალ წვნიანში ჩამეჭრა. მგონი,
გამომცხვარი გოგრის ნახევარიც უნდა იყოს.
– ეგეც წავა, – ვუპასუხე, – თუმცა არც მცირეოდენ დამარი-
ლებულ კარაქზე ვიტყოდი უარს.
თავი დამიქნია და დახლს მოშორდა.
– შეთბობაზე ნუ შეწუხდები, – დავადევნე, – ყველაფერს ჩემს
ოთახში ავიტან.
დიდი თასით სამი მოზრდილი კარტოფილი და ზარის ფორ-
მის ოქროსფერი გოგრის ნახევარი გამომიტანა. გოგრის
შუაგულში, კურკებისგან ამოსუფთავებულ ადგილას უხვად წა-
ეთხიპნა კარაქი.
– ერთ ბოთლ ბრედონულ ლუდსაც გეახლებით, – დავამატე
და თასს დავწვდი, – თავდაცობილი მომაწოდე. არ მინდა, კიბე-
ზე ასვლისას დამეღვაროს.
ჩემს ციცქნა ოთახამდე ასასვლელად კიბის სამი ფრთა უნდა
ამევლო. კარი რომ მივხურე, გოგრა თასში პირქვე ჩავდე, თავზე
ბოთლი დავადე და მთელი ვახშამი ჯვალოში გავახვიე. ასეთ
ბოხჩას ცალ იღლიაში ამოდებულსაც იოლად ვატარებდი.
58 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ფანჯარა შევაღე და ფუნდუკის სახურავზე გადავძვე-
რი. საცხობამდე გადასასვლელად ერთ მოკლე ჩიხს უნდა გა-
დავვლებოდი, რაც სულაც არ გამჭირვებია.
ცაზე მთვარის ნატეხი გადმოკიდებულიყო. მისი მკრთალი სი-
ნათლის წყალობით გარემოს ასე თუ ისე ვარჩევდი და თავს არც
ისე უმწეოდ ვგრძნობდი. დიდად არც ვღელავდი – შუაღამე ახ-
ლოვდებოდა, ქუჩებში ჩამიჩუმი არ ისმოდა, თანაც, რომ იცო-
დეთ, რა იშვიათად იხედება ხალხი მაღლა, გაკვირვებული დარ-
ჩებოდით.
აგურის ფართო საკვამურზე აური იჯდა და მელოდა. ის კაბა
ეცვა, მე რომ ვაჩუქე. თან ვარსკვლავებს აჰყურებდა, თან შიშ-
ველ ფეხებს აქანავებდა. ლამაზ თმაში მთვარის სხივი ჩაღვრო-
და და მის თავზე შარავანდედი მოექსოვა, რომელიც ნიავის ყო-
ველ წამოქროლვაზე ირწეოდა.
თუნუქის სახურავის მოსწორებულ ზედაპირზე ფრთხილად
დავაბიჯე. ყრუ ბრაგუნი გაისმა, თითქოს სადღაც შორს ძველ
დაფდაფს შემოჰკრესო. აურიმ ფეხების ქნევა შეწყვიტა და დამ-
ფრთხალი კურდღელივით გაირინდა. შემდეგ დამინახა და გამი-
ცინა. ხელი დავუქნიე.
აური საკვამურიდან წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. თმა უკან
უფრიალებდა.
– გამარჯობა, ქვო, – თქვა და ნახევარი ნაბიჯით დაიხია, –
ცუდი სუნი აგდის.
რაც შემეძლო, გულიანად გავუღიმე.
– გაგიმარჯოს, აური, – საპასუხოდ მივესალმე, – შენ კი მშვე-
ნიერი ახალგაზრდა ქალის სურნელს აფრქვევ.
– ჰო, ვაფრქვევ, – დამეთანხმა მხიარულად.
ჯერ ოდნავ გვერდზე გაიწია, შემდეგ წინ გადმოიხარა, შიშვე-
ლი ტერფების ბალიშებზე მსუბუქად ირწეოდა.
– რა მომიტანე? – მკითხა.
59 მკითხველთა ლიგა
– შენ რა მომიტანე? – კითხვა შევუბრუნე.
გაიკრიჭა.
– რა და ვაშლი, რომელსაც თავი მსხალი ჰგონია, – თქვა და
ვაშლი მაღლა ასწია, – ქიშმიშიანი ფუნთუშა, რომელიც ირწმუ-
ნება, კატა ვარო და სალათა, რომელიც ფიქრობს, რომ სალათა-
ა.
– ჭკვიანი სალათა ყოფილა.
– მეეჭვება, – ჩაიფრუტუნა, – რატომ უნდა იფიქროს რომე-
ლიმე ჭკუათამყოფელმა საკუთარ თავზე, რომ სალათაა?
– და თუ მართლა სალათაა? – ვკითხე.
– მით უმეტეს, – მომიგო, – სალათობა არც ისე კარგია. რა
საშინელებაა, როცა თავი სალათად მიგაჩნია, – თავი ნაღ-
ვლიანად გადაიქნია. ამ მოძრაობას თმა ისე აჰყვა, თითქოს
აური წყალქვეშ ცურავსო.
ჩემს ბოხჩას პირი მოვხსენი.
– ცოტა კარტოფილი, ნახევარი გოგრა და ერთი ბოთლი ლუ-
დი მოგიტანე, რომელსაც ჰგონია, პურის ნაჭერი ვარო.
– გოგრა რას ფიქრობს? რაო, რა ვარო? – იკითხა და ცნო-
ბისმოყვარედ დააცქერდა. მკლავები ზურგსუკან გადაიჯვარედი-
ნა.
– იცის, რომ გოგრაა, – ვუპასუხე, – მაგრამ თვალთმაქცობს
და თავს ჩამავალ მზედ გვაჩვენებს.
– კარტოფილები? – იკითხა კვლავ.
– სძინავთ, – მივუგე, – და ვშიშობ, სცივათ კიდეც.
ნაზი მზერით ამომხედა.
– ნურაფრის გეშინია, – ხელი გამოიწოდა და თითებით ლო-
ყაზე მომეფერა. ბუმბულის შეხებაზე უფრო მსუბუქად მო-
მიალერსა, – აქ ვარ. საფრთხე არ გემუქრება.

60 მკითხველთა ლიგა
***

ცივი ღამე იდგა. იმის ნაცვლად, რომ უწინდელივით სახურავ-


ზე წაგვეხემსა, აური სადრენაჟო ცხაურების გავლით უნივერსი-
ტეტის ქვეშ დაქსაქსული გვირაბებისკენ გამიძღვა.
ლუდის ბოთლი აურის მოჰქონდა. თავზემოთ მონეტის ზომის
რაღაც ეჭირა, რომელიც მკრთალ, მომწვანო სინათლეს აფ-
რქვევდა. მე თასი და ჩემი ხელით შექმნილი ის სიმპათიის ლამ-
პა მეპყრა, რომელსაც კილვინმა ქურდების ლამპა უწოდა. მის-
გან მომავალი მოწითალო სხივი აურის ნათელ, მოლურჯო-
მომწვანო სინათლეს ერწყმოდა.
აურიმ იმ გვირაბისკენ გადაუხვია, რომლის კედლებსაც ყვე-
ლანაირი ზომისა და მოყვანილობის მილი მიუყვებოდა. ზოგი
დიდრონი რკინის მილიდან ორთქლი იფრქვეოდა. მომადუნებე-
ლი სითბო მილის დამცავი ქსოვილიდანაც აღწევდა. აურიმ კარ-
ტოფილები ფრთხილად დაალაგა მილის იმ სახსარზე, რომე-
ლიც ქსოვილისგან თითქმის მთლიანად გაშიშვლებულიყო.
იქაურობა ციცქნა ღუმელივით მოაწყო.
სუფრად ჩემი მოტანილი ჯვალო დავაფინეთ, იატაკზე ჩამოვ-
სხედით და ვახშამს შევექეცით. ფუნთუშას ხმობა შეჰპარვოდა,
მაგრამ თხილი და დარიჩინი უხვად ჰქონდა. სალათის ფურცლე-
ბი ახალდაკრეფილს ჰგავდა. გამიკვირდა, სად იშოვა-მეთქი.
აურიმ ჩემთვის ფაიფურის ჭიქა დადგა, თავისთვის კი მათხოვ-
რების ჯამის მსგავსი მომცრო ვერცხლის თასი დაიტოვა. ლუდი
ისე მედიდურად ჩამოასხა, კაცი იფიქრებდა, სამეფო სუფრას
უზის და ჩაის გეახლებათო.
ვახშმისას ხმა არ ამოგვიღია. ეს იმ წესთაგანი იყო, რომე-
ლიც ცდისა და შეცდომის გზით შევისისხლხორცე. არანაირი ფა-
ციფუცი ანდა მკვეთრი მოძრაობა. პირადი კითხვების დასმა
არათუ პირდაპირ, გაკვრითაც არ დაიშვებოდა. ვერც სალათზე
61 მკითხველთა ლიგა
ვკითხავდი და ვერც მწვანე მონეტაზე. ასე რომ მოვქცეულიყავი,
გამექცეოდა და თავს გვირაბებს შეაფარებდა. რამდენიმე დღე
აღარც გამოჩნდებოდა.
მართალი გითხრათ, მისი ნამდვილი სახელიც კი არ ვიცოდი.
აურის ვეძახდი, მაგრამ გულის სიღრმეში ის ჩემთვის მთვარის
პატარა ფერიული იყო.
როგორც ყოველთვის, აური ამჯერადაც ზრდილობიანად მი-
ირთმევდა. წელში გამართული იჯდა და მომცრო ლუკმებს კბეჩ-
და. გოგრის საჭმელად საიდანღაც კოვზიც გააჩინა, რომელსაც
ერთმანეთს ვაწვდიდით და რიგრიგობით ვიყენებდით.
– ბარბითი არ მოგიტანია, – შენიშნა ვახშმის მიწურულს.
– ამაღამ უნდა წავიმეცადინო, – ავუხსენი, – მაგრამ მალე
მოვიტან.
– როდის მალე?
– ექვს ღამეში, – ვუპასუხე. იმ დროისთვის გამოცდები დამ-
თავრებული მექნებოდა და სწავლაზე ზედმეტი დროის დახარჯვა
უაზრობად მეჩვენებოდა.
ციცქნა სახე მოექუფრა:
– ექვსი ღამე რა მალეა?! – მისაყვედურა, – მალე არის ხვალ.
– ქვისთვის ექვსი ღამე მალეა, – ვთქვი მე.
– მაშინ ექვსი ღამის მერე ქვისთვის დაუკარი, – არ დამითმო,
– ხვალ კი – ჩემთვის.
– მგონი, ექვსი დღის განმავლობაში ქვად ყოფნა არ გაგი-
ჭირდება, – ვუპასუხე, – სალათად ყოფნას კი ჯობია.
დამეჭყანა.
– ჰო, აბა, რა.
ბოლო ვაშლსაც რომ მოვუღეთ ბოლო, აური ქვემოშეთში გა-
მიძღვა. ჩუმად მივაბიჯებდით „კანტურის გზაზე“, „სკუპებს“ ხტუნ-
ვით ჩავუარეთ, შემდეგ „ბერვებში“ შევხეტიალდით და გვირაბ-
თა ლაბირინთი ნელმა, თანაბარმა ნიავმა აავსო. რომ დამჭირ-
62 მკითხველთა ლიგა
ვებოდა, გზას ალბათ მარტოც გამოვიგნებდი, მაგრამ მერჩივნა,
მეგზურად აური მყოლოდა. ქვემოშეთს ისე იცნობდა, როგორც
მეთუნუქემ იცის, ხურჯინში ჩაყრილი რომელი ხარახურა სად უნ-
და მოძებნოს.
ვილემი მართალს ამბობდა – არქივში არ შემესვლებოდა,
თუმცა იმის უნარი კი დაბადებიდან დამყვა, ისეთ ადგილას აღ-
მოვჩენილიყავი, სადაც ჩემი ყოფნა არ შეიძლებოდა. ხანდახან
ამის გამო მინანია კიდეც.
არქივი შენობის უფანჯრო, ქვისგან ნაგებ ნაწილში იყო გან-
თავსებული. წიგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ შესულ სტუ-
დენტებს სასუნთქად ჟანგბადი დასჭირდებოდათ. ჰაერი მეტის-
მეტად რომ დატენიანებულიყო, წიგნები დალპებოდა და დაობ-
დებოდა, ზედმეტი სიმშრალე კი მყიფე ეტრატებს ნაწილებად
დაშლიდა.
დიდი დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, არქივი ჰაერით
საიდან მარაგდებოდა. შიგნით შეღწევა ჩემთვის არც მას მერე
გამარტივებულა, რაც საჭირო გვირაბს მივაგენი. სულისშემხუთ-
ველ ვიწრო გვირაბში კარგა ხანს უნდა მეცოცა, ბინძურ ქვებზე
მუცლით გართხმულს თხუთმეტი წუთის განმავლობაში ჭიაყე-
ლასავით მეხოხა. ქვემოშეთში საძრომიალოდ გამოსაცვლელი
ტანსაცმელი მქონდა, თითქმის ათი საკვლევი მოგზაურობის
შემდეგ მისგან აღარაფერი დარჩა, მუხლებსა და იდაყვებზე ნაქ-
სოვი თითქმის მთლიანად მოირღვა და განადგურდა.
მაგრამ არქივში შესაღწევად მხოლოდ ამ წვრილმანი საფა-
სურის გაღება მომიხდა.
რომ დავეჭირე, ჯოჯოხეთის გზას გამიყენებდნენ. სულ მცირე,
გარიცხვისთვის ვიყავი განწირული. თუმცა გარიცხვისგან დი-
დად არც ის განსხვავდებოდა, თუ გამოცდებს ჩავაფლავებდი და
ოცტალანტიან გადასახადს გამოვკრავდი ხელს. ან ვაის უნდა
შევყროდი, ან ვუის.
63 მკითხველთა ლიგა
თუმცა გონებაში ერთხელაც არ გამივლია, რომ ჩამავლებ-
დნენ. საცავის სიბნელეს მხოლოდ სტუდენტებისა და მწიგნობ-
რების სანათები ფანტავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არქივში მა-
რადიული წყვდიადი იწვა. მე კი ბნელ ღამეში თავს გადასარე-
ვად ვგრძნობდი.

64 მკითხველთა ლიგა
თავი მეხუთე
„ეოლიანი“

დღეები მძიმედ მიიზლაზნებოდა. სახელოსნოში თითების და-


ბუჟებამდე ვმუშაობდი, შემდეგ კი არქივში თვალების აჭრელე-
ბამდე ვკითხულობდი.
გამოცდების მეხუთე დღეს, როგორც იქნა, ჩემი საგემბანო
ლამპებიც დავასრულე და საწყობში წავიღე იმ იმედით, რომ მა-
ლე გაიყიდებოდა. ახალი წყვილი ლამპის დაწყებაზეც ვიფიქრე,
მაგრამ მივხვდი, რომ გადასახადის დაფარვის ბოლო ვადამდე
მათ დასრულებას მაინც ვერ მოვასწრებდი. ასე რომ, ფულის
სხვა გზებით შოვნაზე გადავერთე. ანკერთან ერთი ღამით მეტი
დავუკარი და მადლიერი მსმენელისგან უფასო სასმელი და ცო-
ტაოდენი ხურდა დავიმსახურე. სახელოსნოშიც დამატებით წავი-
მუშავე და წვრილმანი, მაგრამ სასარგებლო ნივთები დავამზადე
– თითბრის კბილანები და ორმაგად გამძლე მინები ფანჯრების-
თვის. ასეთი ნივთები, მცირე მოგების სანაცვლოდ, შეგეძლო სა-
ხელოსნოსთვისვე მიგეყიდა.
რადგან მთელი ეს შემოსავალი მაინც არ მეყოფოდა, ყვითე-
ლი გამომსხივარის ორი პარტია დავამზადე. სიმპათიის ლამპებ-
ში გამოყენების შემთხვევაში მათი სინათლე მზის სხივების
მსგავსად გაიფანტებოდა. არც ისე იაფი ღირდა, რადგან მათ შე-
საზავებლად სახიფათო მასალა იყო საჭირო.
მძიმე მეტალები და აორთქლებადი მჟავები სხვებთან შედა-
რებით ნაკლებად სახიფათო მასალა იყო. აი, უცნაური ალქი-
მიური შენაერთები კი ნამდვილად საშიში გახლდათ. მათში შე-
დიოდა გადამტანი ნივთიერებებიც, რომლებიც კანში ყოველ-
გვარი კვალის დატოვების გარეშე შეგიძვრებოდა და ძვლები-
დან მთელ კალციუმს წყნარად ამოგჭამდა. დანარჩენი კი უბრა-

65 მკითხველთა ლიგა
ლოდ სხეულში მიიმალებოდა და თვეობით არაფერს გავნებდა,
ვიდრე უცებ ღრძილებიდან სისხლდენა და თმის ცვენა არ და-
გეწყებოდა. ალქიმიის შენობაში ისეთ რაღაცებს ამზადებდნენ,
მათთან შედარებით დარიშხანი ჩაიში ჩაყრილ შაქრად მოგეჩვე-
ნებოდა.
უსაფრთხოების ზომებს გულმოდგინედ ვიცავდი, მაგრამ გა-
მომსხივარების მეორე პარტიაზე მუშაობისას ტენტენური შუშა
გამებზარა და გადამტანი ნივთიერების პატარა შხეფები ორ-
თქლის გამწოვი დაზგის მინას შეესხა. კანზე საერთოდ არ შემხე-
ბია, მაგრამ ერთი წვეთი ტყავის ხელთათმანის გრძელი ყელის
მაღლა, პერანგზე დამეცა.
იქვე ფარგალს დავწვდი და მისი დახმარებით პერანგის და-
ზიანებული ნაწილი სხეულიდან მოვიცილე, შემდეგ საკმაოდ
მოუხერხებლად ქსოვილი ისე ამოვჭერი, რომ ნივთიერება კან-
ზე ვერანაირად ვერ შემეხებოდა. ერთიანად ოფლში გავიწურე
და ისეთი თავზარი დამეცა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, ფულის
შოვნის უკეთესი გზებიც არსებობს-მეთქი.
ერთი ჯოთის საფასურად მედიკაში სხვა სტუდენტის ნაცვლად
ვიმორიგევე, ერთ ვაჭარს კი სამი ურემი კირის დაცლაში დავეხ-
მარე. თითო სამუშაოში ნახევარი პენი მერგო. იმავე ღამეს, თავ-
გადაკლულ მოთამაშეებს გადავეყარე, რომლებმაც „ჩაისუნ-
თქეს“ თამაშში ჩამითრიეს და ორ საათში იმდენი მოვახერხე,
რომ თვრამეტი პენი და რამდენიმე რკინა წავაგე. ძალიან კი გა-
მიჭირდა, მაგრამ საკუთარ თავს მაგიდიდან ადგომა და წასვლა
ვაიძულე, ვიდრე ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდებოდა.
ამდენი ფაფხურის შემდეგ საფულეში იმაზე ნაკლები ფული
მქონდა, ვიდრე თავიდან.
საბედნიეროდ, კიდევ ერთი ოინი მქონდა შემონახული.

66 მკითხველთა ლიგა
***

ქვის ფართო გზას დავადექი და იმრესკენ გავეშურე.


თან სიმონი და ვილემი მახლდნენ. ვილმა თავისი საგამოც-
დო ბარათი ერთ სასოწარკვეთილ მწიგნობარს სარფიანად მიჰ-
ყიდა, ასე რომ, ორივე მათგანს გამოცდები უკვე მოთავებული
ჰქონდა და კნუტებივით უდარდელად იყვნენ. ვილს გადასახა-
დად ექვსი ტალანტი და რვა ჯოთი დაუწესეს, სიმი კი ჯერაც თა-
ვისი შთამბეჭდავად დაბალი გადასახადით, ხუთი ტალანტითა
და ორი ჯოთით ხარობდა.
საფულეში ერთი ტალანტი და სამი ჯოთი მედო. იმედის მომ-
ცემი თანხა სულაც არ იყო.
ჩვენს კვარტეტს მანე ავსებდა. გაბურძგნილი შევერცხლილი
თმა და მისთვის დამახასიათებელი დაჭმუჭნილი ტანსაცმელი
ისეთ შესახედაობას აძლევდა, თითქოს ახლახან გაიღვიძა და
ჯერაც ვერ მიმხვდარა, სად იმყოფებაო. ნაწილობრივ იმიტომ
წამოვიყვანეთ, რომ „კუთხეების“ სათამაშოდ მეოთხე ადამიანი
გვჭირდებოდა, მაგრამ იმიტომაც, რომ ჩვენს მოვალეობად მიგ-
ვაჩნდა, საბრალო მეგობარი შიგადაშიგ უნივერსიტეტიდან გა-
მოგვეთრია.
მდინარე ომეთზე გადებული ქვის ხიდი გადავიარეთ და იმრე-
ში შევედით. შემოდგომა სულს ღაფავდა და სიცივისგან თავის
დასაცავად მოსასხამი მჭიდროდ შემოვიხვიე. ბარბითი ზურგზე
მოხერხებულად მქონდა გადაკიდებული.
იმრეს ცენტრში ქვაფენილით მოკირწყლული მოედანი გა-
დავჭერით და ნიმფებზე მონადირე სატირებისქანდაკებებიან
შადრევანს ჩავუარეთ. ვიდრე „ეოლიანის“ წინ გაწელილ რიგს
მივაღწევდით, ნიავმა წყლის შხეფები მოგვასხურა.

67 მკითხველთა ლიგა
ჩემდა გასაკვირად, „ეოლიანის“ კართან დეოჰი არ დაგ-
ვხვდა. მისი ადგილი ვიღაც დაბალ, სქელკისერა მკაცრ კაცს
დაეკავებინა. ხელის აწევით შეგვაჩერა.
– ერთი ჯოთი დაგიჯდებათ, ახალგაზრდა ბატონო.
– უკაცრავად, – ჩემი ბარბითის ჩასადების ღვედი გვერდით
გადავიწიე და მოსასხამზე მიმაგრებული ვერცხლის ფლეიტები
დავანახე, შემდეგ ვილზე, სიმსა და მანეზე ვანიშნე.
– ესენი ჩემთან არიან.
ფლეიტებს თვალებმოჭუტული დააკვირდა.
– საშინლად ახალგაზრდად გამოიყურები, – თქვა და თვა-
ლები ისევ სახეზე მომაპყრო.
– ვარ კიდევაც საშინლად ახალგაზრდა, – ვუპასუხე ლაღად,
– სწორედ ესაა ჩემი მომხიბლაობის საიდუმლო.
– საშინლად ახალგაზრდა იმისთვის, რომ ეგ ფლეიტები
გქონდეს, – დააზუსტა და სიტყვებს თავაზიანი ბრალდების კი-
ლო შეურია.
შევყოყმანდი. ვინაიდან ჩემს ასაკთან შედარებით რამდენიმე
წლით დიდს ვგავდი, ერთი შეხედვით ვერავინ იტყოდა, რომ
თხუთმეტის ვიყავი. რამდენადაც ვიცოდი, „ეოლიანში“ ყველაზე
ახალგაზრდა მუსიკოსი ვიყავი და ეს, როგორც წესი, ჩემს სასარ-
გებლოდ მუშაობდა, მაგრამ ახლა...
ვიდრე რამეს მოვიფიქრებდი, ჩვენს უკან რიგიდან ხმა გაის-
მა.
– ყალბი არ არის, კეტ, – მაღალმა ქალმა, რომელსაც ხელში
ვიოლინოს ჩასადები ეჭირა, კარისკაცს ჩემზე ანიშნა, –
ფლეიტები მაშინ მოიპოვა, როდესაც შენ წასული იყავი. ნამდვი-
ლია.
– გმადლობ, მარი, – ვუთხარი ქალს, ვიდრე კარისკაცი შე-
სასვლელ გზას გვითმობდა.

68 მკითხველთა ლიგა
უკანა კედელთან თავისუფალი მრგვალი მაგიდა ვიპოვეთ,
საიდანაც სცენა კარგად მოჩანდა. ხალხი მოვათვალიერე და
დენნას სახეს რომ ვერსად წავაწყდი, ვეცადე, სახეზე იმედგაც-
რუება ძალიან აშკარად არ გამომხატვოდა.
– კართან რა ხდებოდა? – იკითხა მანემ და მიმოიხედა, ჯერ
სცენა შეათვალიერა, შემდეგ მაღალი, გუმბათოვანი ჭერი, –
ხალხი აქ შემოსასვლელად ფულს იხდიდა?
გაკვირვებულმა შევხედე.
– ოცდაათი წელია სტუდენტი ხარ და „ეოლიანში“ არასოდეს
ყოფილხარ?
– იცი, რა? – მანემ გაუგებარი ჟესტი გააკეთა, – ძალიან და-
კავებული ვარ. მდინარის ამ მხარეს არც ისე ხშირად გადმოვდი-
ვარ.
სიმმა გაიცინა და დაჯდა.
– მანე, მოდი, ისეთი სიტყვებით აგიხსნი, რომ გაიგო. მუსი-
კას საკუთარი უნივერსიტეტი რომ ჰქონდეს, სწორედ ეს ადგილი
იქნებოდა, ქვო კი სრულყოფილი არკანისტი.
– ცუდი შედარებაა, – არ დაეთანხმა ვილი, – ეს მუსიკის სა-
სახლეა, ქვო – ერთ-ერთი დიდგვაროვანი, ჩვენ კი მისი ნაცნო-
ბობით მოსარგებლე პარაზიტები. ამდენი ხნის განმავლობაში
სწორედ ამ სარგებლის ხათრით ვიტანთ მის გვერდით ყოფნის
მძიმე ხვედს.
– მთელი ჯოთი მხოლოდ შემოსვლისთვის? – იკითხა მანემ.
თავი დავუქნიე.
მანემ პროტესტის ნიშნად ჩაიფრუტუნა, ისევ მიმოიხედა და
ზედა სართულზე მოფუსფუსე, ლამაზ ტანსაცმელში გამოწყო-
ბილ დიდგვაროვნებს შეავლო თვალი.
– ძალიან კარგი, – ჩაილაპარაკა, – მგონი, დღეს რაღაც მის-
წავლია.

69 მკითხველთა ლიგა
***

„ეოლიანი“ თანდათან ივსებოდა. დროის მოსაკლავად „კუთ-


ხეების“ თამაში დავიწყეთ. „კუთხეები“ ერთი შინაურული თამა-
შია. თითო ხელზე დრაბს უნდა ჩამოხვიდე, ყალთაბანდობაში
თუ გამოგიჭირეს – ორმაგი გიწევს. ჩემნაირი ჯიბეგაფხეკილის-
თვის ასეთი უბადრუკი ფსონიც მეტისმეტი იყო. საბედნიეროდ,
მანე მანქანის სიზუსტით თამაშობდა: არც თანხა აუწევია უაზ-
როდ, არც სულელური სვლა გაუკეთებია და არც გულისთქმას
აჰყოლია.
სასმელი ჯერ სიმონმა იკისრა, მერე – მანემ. იმ დროისთვის,
როცა „ეოლიანის“ განათება მიანავლეს, მანე და მე ათი ხელით
ვიგებდით. მეტწილად, სიმონის ფსონის ნებისმიერ მდგომა-
რეობაში გაზრდის მიდრეკილების წყალობით. მოგებული სპი-
ლენძის ჯოთი გამომწვევი კმაყოფილებით გავიქანე ჯიბეში, სა-
დაც უკვე მთელი ერთი ტალანტი და ოთხი ჯოთი მიჩხრიალებდა.
სცენაზე ხანშიშესული კაცი გამოვიდა. სტანჩიონმა იგი მოკ-
ლედ წარუდგინა ხალხს და სულ მალე გარშემო მანდოლინაზე
შესრულებული „ტაეტნის მიმწუხრის“ გულშიჩამწვდომი ჰანგები
დატრიალდა. თითებს სიმებზე მსუბუქად, სწრაფად და ძალ-
დაუტანებლად ასრიალებდა, ხოლო მისი ხმა...
წლები უამრავ რამეს იპარავს: ხელები და ზურგი გვიხევდება,
თვალები გვიბეცდება, კანი გვიუხეშდება და ჩვენი სილამაზეც
სადღაც ქრება. თუმცა ხმა ერთადერთი გამონაკლისია. კარგად
თუ მოუვლი, წლების მატებასთან და მუდმივ ვარჯიშთან ერთად
უფრო და უფრო დატკბება. მისი ხმის ჟღერადობასაც თაფლის
ტკბილი ღვინის არომატი დაჰკრავდა. სიმღერის ბოლოს დამსა-
ხურებული აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. შუქი აანთეს და
ოთახი კვლავ მოსაუბრეთა ხმებით აივსო.

70 მკითხველთა ლიგა
– გამომსვლელებს შორის მცირედი შესვენებებია, – ავუხსე-
ნი მანეს, – ხალხმა ბაასით რომ იჯეროს გული, გაიარ-
გამოიაროს ანდა სასმელი იშოვოს. მუსიკოსის გამოსვლისას
რომ ქაქანი ატეხო, თეჰლუ და მისი ანგელოზებიც კი ვერ გიხ-
სნიან.
მანე განაწყენდა:
– ნუ გეშინია, ჩემი უსაქციელობით თავს არ მოგჭრი. ბარბა-
როსი კი არ ვარ.
– უბრალოდ გაფრთხილებ, – ვუთხარი, – შენ მასწავლე, სა-
ხელოსნოში რას უნდა ვერიდო, მე კი იმას გასწავლი, აქ რაცაა
საფრთხილო.
– იმას სხვანაირი ბარბითი ჰქონდა, – შენიშნა ვილემმა, – და
ხმასაც სხვანაირს გამოსცემდა. შენსაზე პატარა იყო.
პირს მომდგარი სიცილი გაჭირვებით შევიკავე. არ მინდოდა,
ვილემს სიტყვებზე გამოვკიდებოდი.
– ამგვარ ბარბითს მანდოლინა ჰქვია, – შევუსწორე.
– დღეს ხომ დაუკრავ? – მკითხა სიმონმა. სკამზე მოუსვენარი
ლეკვივით წრიალებდა, – ის სიმღერა დაუკარი, ამბროზიზე რომ
დაწერე, – ჯერ მელოდია დაუსტვინა, შემდეგ სიმღერაც წამოიწ-
ყო:
არკანუმში ჯორი როგორ მჯობნის?
ბოზმა როზამ ჩამოუშვა ცხვირი.
ამ ბოზისგან განსხვავებით ჯორი,
მხოლოდ სანახევროდაა ვირი.
კათხაში თავჩარგულმა მანემ ჩაიფხუკუნა. ვილემიც უჩ-
ვეულოდ გაიკრიჭა.
– არა, – განვაცხადე გადაჭრით, – ამბროზისთან მეყო. რამ-
დენადაც მესმის, გავსწორდით და ბარიბარში ვართ.
– ჰო, აბა, რა, – უგულოდ დამიდასტურა ვილმა.

71 მკითხველთა ლიგა
– სერიოზულად გეუბნებით, – შევეპასუხე, – მასთან მეტო-
ქეობით კარგს ვერაფერს გამოვრჩები. მთელი ეს კინკლაობა
მხოლოდ მაგისტრების განაწყენებით თუ დასრულდება.
– განაწყენება კიდევ მსუბუქადაა ნათქვამი, – მშრალად შე-
ნიშნა მანემ, – პირადად მე მთლად ასეც არ ვიტყოდი.
– მასთან ვალში ხარ, – სიმს თვალებში სიბრაზე გაუკრთა, –
თანაც, მხოლოდ ერთი სიმღერის გამო არკანუმის წევრობას
ვერ ჩამოგართმევენ.
– წევრობას არ ჩამოართმევენ, – სიტყვა ჩაურთო მანემ, –
მაგრამ გადასახადს კი გაუზრდიან.
– რა?! – შეიცხადა სიმონმა, – ასე ვერ მოიქცევიან. გადასა-
ხადი გამოცდის მიხედვით განისაზღვრება.
მანემ თითქმის დაცარიელებული კათხა მოიყუდა. მისი ფრუ-
ტუნი ექოდ გაისმა:
– გამოცდა ამ თამაშის მხოლოდ ერთი ნაწილია. თუ შეგატ-
ყვეს, რომ გადამხდელი ხარ, მეტს გამოგწველიან. ჩხუბისთავო-
ბაზეც იგივე ითქმის, – სერიოზული სახით შემათვალიერა, – შენ
კი ორივენაირად მოგიდგებიან. ბოლო სემესტრში რქებზე რამ-
დენჯერ გახვედი?
– ორჯერ, – ვაღიარე, – მაგრამ მეორედ ჩემი ბრალი სულაც
არ იყო.
– ჰო, ჰო, არ იყო, – მანემ პირდაპირი მზერა მომაპყრო, – და
არაფრის გამო მოგისაჯეს გაშოლტვა, არა? შენი ბრალი რომ არ
იყო, იმიტომ დაგასისხლიანეს, ხომ?
სკამზე უხერხულად შევიშმუშნე. თითქოს ზურგზე შერჩენილი
ნახევრად პირმოკრული იარების ფეთქვა ვიგრძენი.
– ბრალი დიდწილად არ მიმიძღოდა, – ჩავასწორე.
ჩემს სიტყვებზე მანემ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– ბრალი არაფერ შუაშია. ხე ჭექა-ქუხილს არ იწვევს, მაგრამ
ნებისმიერი ცალტვინა გეტყვის, მეხი სადაც ეცემა.
72 მკითხველთა ლიგა
სახედასერიოზულებულმა ვილემმა კვერი დაუკრა:
– ჩვენში ასე ამბობენ: „ჩაქუჩი პირველად ყველაზე მაღალ
ლურსმანს ხვდებაო“, – მოიღუშა, – სიარიულად აშკარად უკეთ
ჟღერს.
სიმი საგონებელში ჩავარდნილიყო.
– ჰო, მაგრამ გადასახადის განსაზღვრისას ლომის წილი მა-
ინც გამოცდებზე მოდის, ეგრე არაა?
მისი ხმითა და გამომეტყველებით მივხვდი, იმის ოდნავ შე-
საძლებლობასაც კი არ უშვებდა, რომ გადასახადის გამოსათ-
ვლელ ფორმულაში შეიძლება პირადი წყენა ან პოლიტიკური
ინტრიგები ყოფილიყო ჩართული.
– უმეტესად, ასეა, – დაუდასტურა მანემ, – მაგრამ მაგისტრე-
ბი თავად ირჩევენ კითხვებს და სათქმელიც ყველას აქვს, – შე-
მომხედა და თითებზე დაიწყო ჩამოთვლა, – ჰემეს ფეხებზე ჰკი-
დიხარ – თავის წონაზე ორჯერ მეტ ბოღმას იტევს. ლორენმა თა-
ვიდანვე აგითვალწუნა და იმდენს ახერხებ, რომ დღემდე ამ აზ-
რზეა. ყველგან დავიდარაბა შემოგაქვს. წინა სემესტრის მიწუ-
რულს ბოლო თერთმეტეულის თითქმის ყველა ლექცია გააცდი-
ნე. არც წინასწარ გაგიფრთხილებია ვინმე და არც მერე მოგიკ-
ლავს თავი ახსნა-განმარტებით, – მრავალმნიშვნელოვნად შე-
მომხედა.
თავი ჩავკიდე. მაშინღა გავიაზრე, რომ სახელოსნოში მანეს
მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილების გაცდენაც
მომიხდა.
ცოტა ხანში მანემ მხრები აიჩეჩა და განაგრძო:
– ამ ყველაფერთან ერთად, ამჯერად რე’ლარის შესაფერი-
სად გამოგცდიან. წოდების ამაღლებასთან ერთად გადასახადიც
იზრდება. სწორედ ამიტომ შემოვრჩი ამდენი ხნით ე’ლირობას,
– მოღუშული მომაჩერდა, – გითხრა, რას ვვარაუდობ? ათ ტა-

73 მკითხველთა ლიგა
ლანტზე ნაკლები გადასახადით თუ გამოძვერი, ჩათვალე, რომ
ქუდბედი დაგყოლია.
– ათი ტალანტი, – კბილებს შორის გამოსცრა სიმმა და თავი
თანაგრძნობით გადაიქნია, – კიდევ კარგი, გამდიდრდი.
– მთლად ამდენიც არ მიშოვია, – მივუგე.
– როგორ თუ არა? – გაუკვირდა სიმს, – შენი საკრავის დამ-
სხვრევის გამო მაგისტრებმა ამბროზის თითქმის ოცი ტალანტის
გადახდა დააკისრეს. რა უყავი ამდენ ფულს?
ქვემოთ დავიხედე და ფეხით ბარბითის ჩასადებს ნაზად ვუ-
ბიძგე.
– მთელი ქონება ახალ ბარბითს დაახარჯე? – შეჰყვირა შეძ-
რწუნებულმა სიმონმა, – მთელი ოცი ტალანტი? იცი, მაგ ფულით
რამდენ რამეს იყიდდი?
– მაგალითად, რას – ერთ ბარბითს? – ჩაეკითხა ვილემი.
– ვერც ვიფიქრებდი, რომ მთელ თანხას ინსტრუმენტში გა-
დაყრიდი, – არ ცხრებოდა სიმონი.
– ზოგი ბარბითი ამაზე ბევრად ძვირიც კია, – ჩაერთო მანე, –
ეს საკრავები ცხენებივითაა.
აქ ჩვენი საუბარი მცირე ხნით ჩიხში მოექცა. ვილმა და სიმმა
მანესკენ იბრუნეს პირი და გაკვირვებით მიაცქერდნენ.
გამეღიმა.
– სხვათა შორის, კარგი შედარებაა.
მანემ ბრძნული გამომეტყველება მიიღო და თავის ქნევით
დამეთანხმა:
– ცხენის ფასიც გვარიანად მერყეობს. შეიძლება ბებერ, და-
ვარდნილ, საფორნე ჯაგლაგში ტალანტიც დაგენანოს და შეიძ-
ლება, ორმოცად კარგი, ფიცხი ვოლდერტიც იყიდო.
– რაღაც, მეეჭვება, – ჩაიბურტყუნა ვილმა, – ნაღდ ვოლ-
დერტს მაგ ფასად ვერ იშოვი.
მანეს გაეცინა.
74 მკითხველთა ლიგა
– მეც მანდა ვარ. როგორც კარგ ცხენში შეიძლება გადაიხა-
დო ნებისმიერი თანხა, ისევე შეიძლება კარგ არფაზე ან ვიოლი-
ნოზე დახარჯო.
სიმონი ამის გაგონებაზე გაშეშდა.
– ერთხელ მამაჩემმა მაღალფეხება კეპკენურში ორას ორ-
მოცდაათი მძიმე პენი გადაიხადა, – წარმოთქვა ჩუმად.
გვერდზე გადავიხარე და ერთი მუსიკოსისკენ ვანიშნე.
– აი, იმ ქერა კაცის მანდოლინა მაგ ცხენზე ორჯერ ძვირი
ღირს.
– კი, მაგრამ... – დაიბნა სიმონი, – ცხენი გენებით ფასობს.
შეგიძლია, გაამრავლო და გაყიდო.
– გენები ამ მანდოლინასაც აქვს, – შევეპასუხე, – ეს, მაგა-
ლითად, თავად ანტრესორის ნახელავია. თითქმის ას ორმოც-
დაათი წლისაა.
ვუყურებდი, როგორ უჭირდა სიმს ამ სიახლის გადახარშვა
და როგორ ათვალიერებდა დარბაზში მყოფთა ინსტრუმენტებს.
– და მაინც, – გამოერკვა ბოლოს, – ოცი ტალანტი, – თავი
გააქნია, – გამოცდების შედეგებს მაინც დალოდებოდი და რაც
დაგრჩებოდა, ბარბითში ის დაგეხარჯა.
– „ანკერში“ დასაკრავად მჭირდება, – ავუხსენი, – როგორც
იქაურ მუსიკოსს, თავშესაფრითა და საკვებით მისწორდებიან.
რომ არ დავუკრა, იქ აღარ დამედგომება.
მართალს ვამბობდი, მაგრამ არც მთლად. ჩემი იმჟამინდელი
მდგომარეობა რომ ამეხსნა, ანკერი შეღავათს გამიწევდა, მაგ-
რამ მაშინ თითქმის მთელი ორი თერთმეტეული უმუსიკოდ ყოფ-
ნა მომიწევდა. ჩემთვის ეს უკბილოდ ან უხელფეხოდ დარჩენის
ტოლფასი იყო. ორი თერთმეტეული პირამოკერილს რომ მევ-
ლო, იგივენაირად დავიტანჯებოდი. უბარბითობას ფიქრშიც ვერ
გავივლებდი.

75 მკითხველთა ლიგა
– თანაც, ყველაფერი საკრავზე არ დამიხარჯავს, – დავამატე,
– სხვა რამეც მჭირდებოდა.
კერძოდ, მეხავთის სესხი გავისტუმრე. ეს ექვსი ტალანტი კი
დამიჯდა, მაგრამ დევის ვალისგან რომ გავთავისუფლდი, თით-
ქოს მკერდიდან ლოდი მომეხსნაო.
თუმცა იგივე ლოდი უკანვე მოგორავდა. მანეს ვარაუდი სანა-
ხევროდ მაინც რომ გამართლებულიყო, იმაზე უარეს დღეში აღ-
მოვჩნდებოდი, ვიდრე წარმომედგინა.
საბედნიეროდ, დარბაზის განათება მიიბჟუტა და ოთახში
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა, რამაც საკუთარ თავთან კამათისგან მიხ-
სნა. დავინახე, როგორ აუძღვა სტანჩიონი მარის სცენაზე. ვიდ-
რე მუსიკოსი ვიოლინოს ააწყობდა, სტანჩიონი სცენის ახლო-
მახლო მსხდომ ხალხს ესაუბრებოდა. მალე ოთახში ჩამიჩუმიც
არ ისმოდა.
მარი მომწონდა. სიმაღლით მამაკაცთა უმრავლესობას აღე-
მატებოდა, კატასავით მედიდური იყო და, სულ მცირე, ოთხ ენა-
ზე საუბრობდა. იმრელი მუსიკოსების დიდი ნაწილი ყველა-
ნაირად ცდილობდა, მოდას არ ჩამორჩენოდა, მუდამ დიდგვა-
როვანთა წრისკენ მიილტვოდა, მარი კი უბრალო ტანსაცმლით
იმოსებოდა – ყოველდღიური სამუშაოსთვის განკუთვნილი შარ-
ვალი და ისეთი ჩექმა ეცვა, ოცი მილის გასავლელადაც რომ გა-
მოდგებოდა.
იმას როდი ვგულისხმობ, რომ საშინაო ძონძებით დადიოდა.
უბრალოდ, მოდა და ზიზილ-პიპილები არ უყვარდა. ეს ტანსაც-
მელი აშკარად მის ტანზე იყო შეკერილი, კოხტად ადგა და
მთელ მის მშვენიერებას წარმოაჩენდა. იმ საღამოსთვის თავისი
მფარველის, ლედი ჯეილის ფერებში – შინდისფერ და მოყავის-
ფრო ტანსაცმელში გამოწყობილიყო.
თვალებით ოთხივე სცენას მივეჯაჭვეთ.

76 მკითხველთა ლიგა
– ვაღიარებ, – ჩუმად წარმოთქვა ვილემმა, – მარიზე არაერ-
თხელ მიოცნებია.
მანემ ხმადაბლა ჩაიფხუკუნა.
– ქალი კი არა, მთელი ერთნახევარი ქალია, – წაიჩურჩულა,
– რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხუთმაგად უფრო ქალია იმათთან
შედარებით, ვისთანაც ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება რამე გა-
მოუვიდეს.
სხვა დროს მსგავსი განცხადება ჩვენს გულისწყრომას დაიმ-
სახურებდა და დაჟინებით მოვყვებოდით ბაქიაობას, მაგრამ მა-
ნეს ხმაში გესლიანი დაცინვის ნიშანწყალიც არ იგრძნობოდა.
ამიტომ, უბრალოდ, გავატარეთ. თანაც, შეიძლება, მართალსაც
ამბობდა.
– საჩემო სულაც არაა, – გაეპასუხა სიმონი, – სულ მგონია,
რომ ვიღაცას საჭიდაოდ იწვევს ან ახლა გაიქცევა და ველურ
ცხენს გახედნის-მეთქი.
– ეგრეა, – კვლავ ჩაიფხუკუნა მანემ, – სხვა, უკეთეს დროში
რომ გვეცხოვრა, ასეთი ქალის ირგვლივ ტაძარს ავაგებდით.
მარიმ ვიოლინოს აწყობა დაასრულა და სმენად ვიქეცით.
ტკბილმა მუსიკამ გაზაფხულის ნაზი და საამო ნიავივით დაუბე-
რა.
მართალია, ბიჭებისთვის თქმა ვერ მოვასწარი, მაგრამ სიმო-
ნი ნაწილობრივ მართალს ამბობდა. ერთხელ, „ტალი და ნარ-
შავში“ ყოფნისას შევესწარი, როგორ ხია მარიმ ერთ კაცს ყელ-
ში იმის გამო, რომ ყბედი ძუკნა მევიოლინე უწოდა. ძირს რომ
დააგდო, წიხლიც მიაყოლა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. თანაც,
ისეც არ დაურტყამს, რომ საბოლოოდ დაემცირებინა.
მარი საკუთარ მუსიკაში იყო ჩაფლული. ცოტა ხანში მშვიდი
და მგრძნობიარე მელოდია თანდათან ააჩქარა და სწრაფ ტემ-
პში გადაიყვანა. ასეთ მელოდიაზე ცეკვას მხოლოდ იმ შემთხვე-

77 მკითხველთა ლიგა
ვაში არ შეუშინდებოდი, თუ განსაკუთრებით მოქნილი ფეხები
გქონდა, ან უკიდურესაც გალეშილი იყავი.
ბოლოს ისე ააჩქარა, რომ ცეკვაზე ოცნებაზე ნებისმიერი
აიღებდა ხელს. ამას უბრალოდ სწრაფი ტემპი აღარ ეთქმოდა,
თავდაუზოგავ რბოლას უფრო წააგავდა. წარმოუდგენელი სის-
წრაფის მიუხედავად, მის თითებქვეშ აცეკვებული სიმები გამა-
ოგნებლად სუფთა ხმებს გამოსცემდა.
უფრო ააჩქარა. მუსიკა მწევარდადევნებული ირემივით მიქ-
როდა. ავღელდი. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა თითი ასრიალე-
ბოდა ან აცდენოდა და ამით უნაკლო ჟღერადობა გაეფუჭებინა,
მაგრამ რაღაც სასწაულით მაინც უხინჯოდ უკრავდა. თითოეული
ბგერა სრულყოფილად, მკაფიოდ, მძლავრად და ტკბილად გა-
ისმოდა. დაუდეგარი თითები სიმებს თაღად შემოვლებოდნენ.
თავბრუდამხვევი სისწრაფის მიუხედავად, ხემი ჰაერში ლივლი-
ვებდა და ლაღად მოძრაობდა.
კიდევ ააჩქარა. სახე დაეძაბა. ხემი გადღაბნილი ნახატივით
მოჩანდა. ტემპი ისევ გაზარდა. თითქოს საკუთარ თავს იწვევდა,
აქეზებდა. ისე იდგა, გეგონებოდა, მაღალი ფეხებით სცენაში
ჩაიზარდაო. ვიოლინო ყელთან მჭიდროდ მიებჯინა. საკრავი ად-
რიან დილას წამოფრენილი ჩიტების მსგავსად გალობდა. სის-
წრაფემ კიდევ იმატა.
უეცრად მარი შედგა. გაირინდა. ერთი შეცდომაც არ დაუშ-
ვია. დოღგამოვლილი ცხენივით ოფლში ვცურავდი. გული ამო-
ვარდნაზე მქონდა.
მხოლოდ მე როდი ვიყავი ასე. ვილსა და სიმსაც შუბლი დაც-
ვაროდათ.
მანე ისე ჩაფრენოდა მაგიდის კიდეს, თითების სახსრები გა-
თეთრებოდა.
– ყოვლადძლიერო თეჰლუ, – ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა,
– აქ ყოველღამე ასე უკრავენ?
78 მკითხველთა ლიგა
გამეღიმა.
– ჯერ სად ხარ, – დავამშვიდე, – შენ ჩემი დაკრული არ მო-
გისმენია.

79 მკითხველთა ლიგა
***

ვილემმა სასმელი მოგვიტანა. სულ მალე უნივერსიტეტის ამ-


ბებზე ჩვენი საუბარი დუნე ჭორაობაში გადაიზარდა. მანეს უნი-
ვერსიტეტში მაგისტრების ნახევარზე მეტი დრო გაეტარებინა,
ასე რომ, უფრო მეტი ყურმოკრული ამბავი იცოდა, ვიდრე ჩვენ
სამმა ერთად.
ჭაღარა წვერიანი კაცი „ენ ფეანტ მორის“ გულშიჩამწვდომ
ვერსიას მღეროდა. შემდეგ ორმა კოხტა ქალმა, რომელთაგან
ერთი ორმოცს გადაცილებული იქნებოდა, მეორე კი საკმარი-
სად ახალგაზრდა იმისთვის, რომ მისი შვილი ყოფილიყო, დუეტ-
ში „ლანიელ კვლავ-ახალგაზრდას“ ჩემთვის უცნობი ვერსია იმ-
ღერეს.
მარი სცენაზე ხელახლა გამოიძახეს, მანაც მარტივი ჯიგა ისე-
თი შემართებით შეასრულა, რომ ხალხმა მაგიდებს შორის ცეკვა
დაიწყო. ბოლოსკენ მანე გამხიარულებულ მოცეკვავეებს
შეუერთდა და, ჩვენდა გასაკვირად, ერთი-ორი უბადლო ნახტო-
მიც შეასრულა. ყიჟინით გავამხნევეთ. როცა ჩვენს მაგიდას და-
უბრუნდა, სახე აწითლებოდა და ძლივს სუნთქავდა.
ვილმა სასმელი მოუტანა, სიმონი კი აღტკინებული მზერით
მომიტრიალდა.
– არა-მეთქი, – არ ვაცადე თქმა, – არ დავუკრავ. უკვე გითხა-
რი.
სიმი ისეთმა ღრმა იმედგაცრუებამ მოიცვა, რომ სიცილი ვერ
შევიკავე.
– მოდი, ასე გავაკეთოთ – აქაურობას შემოვივლი და თუ
ტრეპი ვიპოვე, იმას შევუჩიჩხინებ, რომ დაუკრას.
გადაჭედილი ოთახი ნელი ნაბიჯით შემოვიარე, ცალი თვა-
ლით ტრეპს ვეძებდი, მაგრამ უფრო მეტად დენნაზე ვნადირობ-
დი. მთავარი კარიდან შემოსული არ დამინახავს, მაგრამ ამდენი
80 მკითხველთა ლიგა
მუსიკის, ბანქოს ალიაქოთისა და მთვრალების ფუსფუსის გამო
შეიძლებოდა მისი მოსვლა გამომპარვოდა.
გადაჭედილი მთავარი დარბაზის სრულმა შემოვლამ, ყველა
კუთხის შეთვალიერებამ და გზად რამდენიმე მუსიკოსთან გადა-
სალაპარაკებლად გაჩერებამ მთლიანობაში თხუთმეტი წუთი
წაიღო.
მეორე სართულისკენ გზა გავიკვლიე და განათება ისევ ჩაქ-
რა. ილიელი ფლეიტისტის მოსასმენად მოაჯირთან გავჩერდი,
რომელმაც ჩქარი, მაგრამ სევდიანი მელოდია ააჟღერა.
როდესაც სინათლე ისევ აინთო, „ეოლიანის“ მეორე სართუ-
ლი, ანუ ფართო, ნახევარმთვარისებური აივანიც მოვიარე. დენ-
ნას ძებნას რიტუალის დანიშნულებაღა ჰქონდა. ისეთივე ფუჭი
საქმიანობა იყო, როგორც კარგი ამინდისთვის ლოცვა.
მაგრამ დღევანდელი საღამო წესიდან გამონაკლისი აღმოჩ-
ნდა. მეორე სართულზე ყიალისას მაღალ, მუქთმიან ჯენტლმენ-
თან ერთად მიმავალი დავინახე. გეზი შევიცვალე და მაგიდებს
შორის ისე გავძვერი, რომ მათთვის გზა თითქოსდა შემთხვევით
გადამეჭრა.
ნახევარ წუთში დენნამაც შემამჩნია. გახარებულმა გამიღიმა,
კაცისგან ხელი გაითავისუფლა და თავისკენ მომიხმო.
დენნას თანმხლები წარმოსადეგი და ქორივით ქედმაღალი
კაცი ჩანდა და გამომწვარი აგურის ფორმის ყბა ჰქონდა. დამაბ-
რმავებლად თეთრი აბრეშუმის პერანგი და ვერცხლისფერი ძა-
ფით ნაკერი სისხლისფერი ნატის მდიდრული პიჯაკი ეცვა. ქამ-
რის ბალთასა და სახელოებზეც ვერცხლი უელავდა. თხემით
ტერფამდე მოდეგანელ ჯენტლმენს ჰგავდა. მისი ტანსაცმლის
ფასი, ბეჭდები რომ არ ჩავთვალოთ, ჩემს მთელი წლის გადასა-
ხადს ეყოფოდა.
დენნა ამ ჯენტლმენის მომხიბლავი და მიმზიდველი თან-
მხლების როლს თამაშობდა. ადრე ჩემსავით ჩვეულებრივი სა-
81 მკითხველთა ლიგა
მოსით მინახავს, გამძლეობასა და მგზავრობაზე გათვლილი
ჩვეულებრივი ტანსაცმლით, მაგრამ იმ საღამოს მწვანე აბრეშუ-
მის გრძელი კაბა ეცვა. მუქი თმის ხელოვნურად დაყენებული
კულულები სახესა და მხრებზე ჩამოშლოდა. ყელზე ცრემლის
ფორმის გლუვი, ზურმუხტის კულონი ეკიდა. სამკაული მისი კა-
ბის ფერს იმდენად იდეალურად ეხამებოდა, რომ უბრალო დამ-
თხვევა ვერ იქნებოდა.
მათთან შედარებით თავს ცოტა ღარიბულად ვგრძნობდი.
ცოტა კი არა, კარგა გვარიანად. მთელ ჩემს გარდერობს ოთხი
პერანგი, ორი შარვალი და რამდენიმე წვრილმანი წარმოად-
გენდა. ყველაფერი მეორეული და მეტ-ნაკლებად გაცვეთილი
იყო. დღეს ჩემს საუკეთესო სამოსში ვიყავი გამოწყობილი, მაგ-
რამ იმედია, ხვდებით, რომ „ჩემი საუკეთესო სამოსი“ რაიმე დი-
დებულს სულაც არ ნიშნავდა.
ერთადერთი გამონაკლისი ფელას ნაჩუქარი მოსასხამი იყო
– თბილი და კოხტა, მწვანე და შავი ქსოვილისგან სპეციალუ-
რად ჩემთვის შეკერილი, შიდა მხრიდან უამრავი ჯიბით. ჩინე-
ბულს ვერ დაარქმევდი, მაგრამ ჩემს ნივთებს შორის საუკეთესო
იყო.
როდესაც მივუახლოვდი, დენნამ ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა და
ოდნავ შესამჩნევი ქედმაღლობით ხელი საკოცნელად გამომი-
წოდა. დაყენებული გამოხედვა და თავაზიანი ღიმილი ჰქონდა.
რიგითი გამვლელისთვის სწორედ ის დარბაისელი ქალბატონი
იქნებოდა, რომელიც საწყალი ახალგაზრდა მუსიკოსის მიმართ
წყალობას იჩენდა.
მაგრამ მას სხვანაირი თვალები ჰქონდა. მუქი და ღრმა, ყავი-
სა და შოკოლადისფერი. მისი თვალები მხიარულად ცეკვავდნენ
და სიცილს ასხივებდნენ. იქვე მდგომმა ჯენტლმენმა დენნას ხე-
ლის ჩემკენ გამოწვდისას შუბლი ძლივს შესამჩნევად შეკრა. არ

82 მკითხველთა ლიგა
ვიცოდი, დენნა რა თამაშს თამაშობდა, თუმცა ჩემი როლი სრუ-
ლად მქონდა გააზრებული.
ასე რომ, თავი დავუკარი და ხელზე ნაზად ვემთხვიე. დახვე-
წილ მანერებს ბავშვობიდან მასწავლიდნენ, ამიტომ ვიცოდი, რა
უნდა გამეკეთებინა. წელში მოხრა ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ
ნამდვილ თავის დაკვრას სულ სხვა ცოდნა სჭირდება.
ჩემი თავის დაკვრა თავაზიანი და, ამავდროულად, მლიქვნე-
ლური იყო, თანაც, მისი მტევნის ზურგზე ტუჩების შეხებისას მო-
სასხამის ერთი კალთა ხელის ნატიფი აკვრით გვერდზე გადა-
ვიგდე. ეს საკმაოდ რთული მოძრაობა იყო და, თავის დროზე,
აბანოს სარკესთან რამდენიმესაათიანი ვარჯიში დამჭირდა
იმისთვის, რომ საკმარისად ბუნებრივად გამომსვლოდა.
დენნამ ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით ნარნარა რევერან-
სით მიპასუხა, ერთი ნაბიჯით დაიხია და ჯენტლმენის გვერდით
დადგა.
– ქვო, ეს ლორდი კელინ ვანტენიერია. კელინ, ეს ქვოა.
კელინმა შემათვალიერა და ჩემზე სრული წარმოდგენა იმაზე
სწრაფად შეიქმნა, ვიდრე თქვენ ერთ უცაბედ ჩასუნთქვას მოას-
წრებთ. გულგრილი გამოხედვა მიიღო და თავი დამიქნია. ზემო-
დან ყურება ჩემთვის უცხო ხილი არ იყო, მაგრამ თავადვე გამიკ-
ვირდა, მისმა ამგვარმა საქციელმა რამდენად მტკივნეულად
გამკენწლა.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, ჩემო ბატონო, – თავი ზრდი-
ლობიანად დავუკარი და ფეხი ისე მოვინაცვლე, რომ მოსასხამი
მხრიდან გადამვარდნოდა და ნიჭის ფლეიტები გამოჩენილიყო.
ის იყო, თვალი უინტერესოდ უნდა აერიდებინა, რომ მისი
მზერა კაშკაშა ვერცხლმა მიიპყრო. როგორც სამკაული, დიდ
ვერაფერს წარმოადგენდა, მაგრამ აქ მაინც ბევრს ნიშნავდა. ვი-
ლემი მართალი იყო – „ეოლიანში“ ნამდვილი დიდგვაროვანი
ვიყავი.
83 მკითხველთა ლიგა
და ეს კელინმაც იცოდა. წამიერი გააზრების შემდეგ ამჯერად
თავი დამიკრა. წინანდელზე ოდნავ უკეთესად – საკმარისად
დაბლა დაიხარა იმისთვის, რომ ეს მოძრაობა თავაზიანი გამო-
ჩენილიყო.
– თქვენი და თქვენი ოჯახის სამსახურში მიგულეთ, – მითხრა
სრულყოფილი ატურულით, ბოხი, თბილი ბანით, რომელსაც
მოდეგანური აქცენტი მუსიკალურობას მატებდა.
დენნამ თავი კელინისკენ გადახარა.
– კელინი არფაზე დაკვრის სწავლაში მეხმარება.
– აქ ფლეიტების მოსაპოვებლად ვარ, – თქვა კელინმა თავ-
დაჯერებით სავსე ხმით.
კელინის ხმის გაგონებაზე, ახლომახლო მაგიდებიდან ქალე-
ბი ტრიალდებოდნენ და მშიერი, მინაბული თვალებით უმზერ-
დნენ. ჩემზე მის ხმას საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. მისი სიმ-
დიდრე და კარგი შესახედაობა უკვე ცუდად განმაწყობდა, მაგ-
რამ როცა ამას თბილ პურზე გადასმული თაფლივით ტკბილი
ხმაც ემატებოდა, პატიება უკვე შეუძლებელი იყო. მისი ხმა ისეთ
შეგრძნებას მიტოვებდა, თითქო კატას კუდში წაავლეს და ააჩ-
ხავლესო.
მის მტევნებს შევხედე.
– ანუ მეარფე ხართ?
– არფისტი, – შემისწორა უკმეხად, – პენდენჰეილზე ვუკრავ,
ინსტრუმენტების მეფეზე.
ნახევრად ჩავისუნთქე და პირი მოვკუმე. დიდი მოდეგანური
არფა ინსტრუმენტების მეფე ხუთასი წლის წინ იყო, ახლა კი ან-
ტიკვარულ ნივთსღა წარმოადგენდა. არ შევპასუხებივარ. კა-
მათს დენნას ხათრით ავარიდე თავი.
– იღბალს ამაღამ ცდით? – ვკითხე.
კელინს თვალები ოდნავ დაუვიწროვდა.

84 მკითხველთა ლიგა
– როდესაც მე ვუკრავ, იღბალი არაფერ შუაშია. თუმცა, არა,
დღეს ჩემი ქალბატონი დინაელის კომპანიით მინდა ვისიამოვ-
ნო, – დენნას ხელი ტუჩებთან მიიზიდა და ზერელედ ჩაპროშნა.
ირგვლივ მოფუსფუსე ხალხს მზერა ისე მოატარა, თითქოს მათი
ბატონ-პატრონი ყოფილიყო, – ვფიქრობ, აქ ღირსეული მსმენე-
ლი მეყოლება.
დენნას გადავხედე, მაგრამ მზერა ამარიდა. თავი გვერდზე
გადაეხარა და თმაში ჩამალულ საყურეს – კისერზე ჩამოკიდე-
ბულ კულონთან შეხამებულ ზურმუხტის ციცქნა ცრემლს ეთამა-
შებოდა.
კელინმა მზერა კვლავ ჩემზე და ჩემს საცოდავ ტანსაცმელზე
გადმოიტანა. მოდის კვალობაზე თმაც მეტისმეტად მოკლედ
მქონდა შეჭრილი, თუმცა საკმარისად გრძელი კი იყო, გაბურ-
ძგნილ ველურს რომ ვმგვანებოდი.
– ხოლო, თქვენ... მესტვირე ხართ?
ყველაზე იაფფასიანი საკრავი შემომტენა.
– სტვირისტი, – შევუსწორე დაუდევრად, – არა, ბატონო,
ბარბითი მირჩევნია.
წარბები აზიდა.
– სამეფო ბარბითზე უკრავთ?
მთელი ძალისხმევის მიუხედავად, თავი შემეკავებინა, მაინც
გამეღიმა.
– უბრალო ტრუბადურულ ბარბითზე.
– აა! – ისე ჩაიცინა, თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა, –
ხალხური მუსიკა!
ეს სიტყვებიც გავატარე, თუმცა წინანდელზე მეტ ჯაფად და-
მიჯდა.
– ადგილი უკვე შეარჩიეთ? – ვკითხე სახეგაბრწყინებულმა, –
მეგობრებთან ერთად ქვემოთ ვზივარ. სცენა ხელისგულივით
მოჩანს. ჩვენს მაგიდასთან სიხარულით მიგიღებდით.
85 მკითხველთა ლიგა
– ქალბატონმა და მე უკვე დავიკავეთ მესამე სართულის
ერთ-ერთი მაგიდა, – კელინმა დენნასკენ გადაიქნია თავი, –
მაღლა თავს უკეთ ვგრძნობ.
მისთვის შეუმჩნევლად დენნამ თვალები გაბეზრებულად აატ-
რიალა.
შეუვალი სახე შევინარჩუნე და ქედის მოდრეკის ნაცვლად
თავი უბრალოდ დავუკარი.
– კეთილი, მაშინ, აღარ შეგაყოვნებთ.
დენნას მივუბრუნდი.
– ქალბატონო, ნებას დამრთავთ, როგორმე გეწვიოთ?
ნაღები საზოგადოების ჩვეული ქედმაღლობით ამოიოხრა,
მაგრამ ამ კომიკური ფორმალობისგან მოცინარი თვალები
უციმციმებდა.
– იმედი მაქვს, გამიგებთ, ქვო. უახლოეს დღეებში თავისუფა-
ლი დრო საერთოდ არ მაქვს, თუმცა თუ ჩემს ნახვას მოიწადი-
ნებთ, ამ თერთმეტეულის მიწურულს შეგიძლიათ მეწვიოთ. „რუხ
კაცში“ დავბინავდი.
– ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით, – კელინთან უგულო
თავის ქნევის შემდეგ დენნას წრფელი თავდაკვრით გამოვემ-
შვიდობე. ამჯერად თვალების ტრიალით მე დამაჯილდოვა.
კელინმა დენნას ხელკავი გამოსდო და ზურგი შემაქცია.
ხალხს შეერივნენ. გადაჭედილ დარბაზში ისე მოხდენილად მი-
სეირნობდნენ, მათ დანახვაზე კაცს ეგონებოდა, ან აქაურობის
მფლობელები არიან, ან „ეოლიანის“ ყიდვასა და საზაფხულო
აგარაკად გადაკეთებას გეგმავენო. ასე მედიდურად მხოლოდ
ძირძველი ცისფერსისხლიანები დაიარებიან, რომლებსაც
მთელ სხეულში აქვთ გამჯდარი, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი
მათ საამებლად შეიქმნა. დენნა თვალთმაქცობდა, ლორდ კე-
ლინ ყბაგურას კი ეს აზრი სუნთქვასავით ბუნებრივად მიაჩნდა.

86 მკითხველთა ლიგა
ვუყურებდი, როგორ ადიოდნენ მესამე სართულისკენ მიმა-
ვალ კიბეზე. კიბის შუაში დენნა შეჩერდა და შუბლი მოისრისა,
ქვემოთ გადაშლილ დარბაზს აფორიაქებულმა გადმოხედა, კე-
ლინს ორიოდე სიტყვით მიმართა და ხელი კიბის თავისკენ გაიშ-
ვირა. კელინმა დასტურად თავი დაუქნია, ზემოთ გაემართა და
თვალს მიეფარა.
დაეჭვებულმა იატაკი მოვათვალიერე და მოაჯირთან, სადაც
დენნა იდგა, ვერცხლის კიაფი შევნიშნე. მივედი და ისე დავდექი,
რომ ჩემკენ მომავალი ორი კელდელი ვაჭარი იძულებული გახ-
და, გზა გაემრუდებინა.
თავი ისე მეჭირა, თითქოს ხალხის თვალიერებით ვიყავი
გართული. უცებ უკნიდან დენნა მომიახლოვდა და მხარში
მწვდა:
– ქვო, – აღელვებული იყო, – ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ
საყურე დავკარგე და მოძებნაში ხომ ვერ დამეხმარებოდი? არა-
და, რამდენიმე წამის წინ ნამდვილად ყურზე მეკეთა.
დავთანხმდი. სულ მალე იატაკის თვალიერებაში გართულე-
ბი ერთმანეთს ისე მივუახლოვდით, რომ რამდენიმე წამით პი-
რისპირ განვმარტოვდით. კიდევ კარგი, დენნას მოდეგანურ
ყაიდაზე შეკერილი ფართო გრძელი კაბა ეცვა, თორემ თანა-
მედროვე მოდის თანახმად გვერდზე ჩაჭრილი კაბით იატაკზე
ფორთხვა რომ დაეწყო, დიდ მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა.
– სხეულო ღვთისა, – წავჩურჩულე, – ეგ ტიპი სად ამოქექე?
დენამ ჩუმად ჩაიხითხითა.
– კარგი, რა. შენ არ შემომთავაზე, არფაზე დაკვრა ისწავ-
ლეო? კელინი კარგი მასწავლებელია.
– მოდეგანური სატერფულებიანი არფა შენზე ხუთჯერ მძიმე
მაინც იქნება, – ავუხსენი, – ერთ ადგილას სადგამი საკრავია.
საარფე დარბაზში უნდა იდგას. სადმე რომ წახვალ, ხელს კი ვერ
გააყოლებ.
87 მკითხველთა ლიგა
საყურის მოჩვენებით ძიებას თავი მიანება და გამომცდელად
ამომხედა.
– მერე, ვინ გითხრა, რომ საარფე დარბაზი არ მექნება?
კვლავ იატაკს ჩავაშტერდი და რამდენადაც ამის შესაძლებ-
ლობას შექმნილი მდგომარეობა მაძლევდა, მხრები ავიჩეჩე.
– ალბათ, სასიამოვნო სასწავლია. მოგწონს?
– ქნარი მირჩევნია, – მიპასუხა, – მიუხედავად იმისა, რომ
„მოცეკვავე ციყვსაც“ ძლივს ვუკრავ, ამას უკვე ვხვდები.
– კარგად გამოსდის? – მზაკვრულად ჩავიღიმე, – თითებით
მუშაობას ვგულისხმობ.
დენნა ოდნავ წამოწითლდა და ერთხანს ისიც მეგონა, ახლა
გამასილაქებს-მეთქი. თუმცა, დროულად მოუხმო ზრდილობას
და მხოლოდ თვალები მოწკურა.
– რა უზნეო ხარ, – მისაყვედურა, – კელინი ისე მექცევა, რო-
გორც რიგიან, უმწიკვლო ჯენტლმენს შეშვენის.
– თეჰლუ, გვიხსენი და დაგვიფარე უმწიკვლო ჯენტლმენე-
ბისგან, – შევძახე.
თავი გაიქნია.
– პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ, – განაგრძო, –
მოგზაურობაში ერთი მწიკვი გამოცდილებაც კი არ აქვს. მოდე-
გიდან ცხვირიც არ გამოუყვია. შინაური კნუტივითაა.
– ანუ, ახლა დინაელი გქვია? – ვკითხე.
– ჰო, ჯერჯერობით, ასეა. ოღონდ დინაელი მისთვის ვარ, –
ცერად გადმომხედა და უცნაურად გაეღიმა, – შენ რომ დენნათი
მომმართავ, ეგ უფრო მომწონს.
– სასიამოვნოა, – იატაკიდან ხელი ავიღე და ზურმუხტის
გლუვი, ცრემლისმაგვარი საყურე გამოვაჩინე. დენნამ ისე შეიც-
ხადა, თითქოს მართლაც იპოვა, რასაც ეძებდაო, საყურეს ხელი
დასტაცა და სინათლეზე შეათვალიერა
– უჰ, სად ყოფილა!
88 მკითხველთა ლიგა
წამოვდექი და ადგომაში მივეხმარე. თმა მხარზე გადაიყარა
და ჩემკენ გადმოიხარა.
– ასეთი რამეები ცუდად მეხერხება, – მითხრა, – ხომ ვერ
დამეხმარებოდი?
მივუახლოვდი და გვერდიდან დავუდექი. დენნამ საყურე გა-
მომიწოდა. მინდვრის ყვავილების სურნელს აფრქვევდა, რო-
მელშიც შემოდგომის ფოთლების, თმის, გზისპირა მტვრისა და
ზაფხულის თავსხმისწინა არომატი ამღვრეულიყო.
– ბოლოს და ბოლოს, ვინაა? – ხმადაბლა განვაგრძე, –
მეორე ვაჟია?
უარის ნიშნად თავი ძლივს შესამჩნევად გაიქნია. კულული
ჩამოეშალა და ხელზე გადმომეფინა.
– თავადაა ლორდი.
– სკეთე ტე რეტაა ვან, – შევიკურთხე, – ვაჟები და ასულები
გადამალეთ!
დენნას ჩუმად გაეცინა. სიცილის ჩახშობა სცადა და მთელი
სხეული აუკანკალდა.
– წყნარად იდექი, – ნაზად შევეხე ყურზე.
დენამ ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და გაირინდა. საყურე
ბიბილოს ნახვრეტში დავუმაგრე და უკან დავიხიე. ყურზე თითე-
ბი მოისვა, შეამოწმა, როგორ იყო დამაგრებული, შემდეგ თავა-
დაც უკან დაიხია და რევერანსით დამასაჩუქრა.
– დახმარებისთვის მადლობას გიხდით.
საპასუხოდ მეც თავი დავუკარი. წინა თავის დაკვრასთან შე-
დარებით, ამას სინატიფე აკლდა, სამაგიეროდ, გულწრფელო-
ბით იყო განმსჭვალული.
– მუდამ თქვენ განკარგულებაში მიგულეთ, ქალბატონო.
ვიდრე წასასვლელად მიტრიალდებოდა, დენნამ თბილად გა-
მიღიმა. თვალები კვლავ უცინოდა.

89 მკითხველთა ლიგა
***

ფორმალობისთვის მეორე სართული მაინც ბოლომდე მო-


ვიარე, მაგრამ ტრეპი არსად ჩანდა. დენნასა და მის ვაჟბატონ-
თან მეორედ შეხვედრის უხერხულობის თავიდან ასაცილებლად
მესამე სართულზე საერთოდ არ ავსულვარ.
სიმს ზუსტად ისეთი ცოცხალი გამომეტყველება ჰქონდა, მე-
ხუთე ჭიქაზე რომ იღებდა ხოლმე. მანე სკამში ღრმად ჩაფლუ-
ლიყო, კათხა კი ღიპზე მოხერხებულად შემოედგა. ვილი კი ისე
გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის – მის თვალებში ვერა-
ფერს ამოიკითხავდით.
– ტრეპი ვერსად ვიპოვე, – ვთქვი და ჩემი ადგილი დავიკავე,
– ბოდიში.
– ძალიან ცუდია, – თქვა სიმმა, – შენი მფარველის ძებნის
მხრივ წარმატებას ჯერ ვერ მიაღწიე?
თავი მწარედ გადავაქნიე.
– ამბროზიმ აქედან ასი მილის მანძილზე ყველა დიდგვარო-
ვანი დააშინა ან მოისყიდა. ჩემთან საქმეს არავინ დაიჭერს.
– თვითონ ტრეპი რატომ არ გმფარველობს? – მკითხა ვი-
ლემმა, – ხომ მოსწონხარ.
თავი ისევ გავაქნიე.
– ტრეპი უკვე სამ სხვა მუსიკოსს ეხმარება. უფრო სწორად,
ოთხს, მაგრამ აქედან ორი ცოლ-ქმარია.
– ოთხს? – აღმოხდა სიმს, – საოცრებაა, რომ საჭმლის ფული
ჯერ კიდევ რჩება.
ვილმა თავი ინტერესით გადახარა, სიმი მიუტრიალდა და ახ-
სნა დაიწყო.
– ტრეპი გრაფი კია, მაგრამ მთლად უსაზღვრო ქონებითაც
არ გამოირჩევა. საკუთარი შემოსავლით ოთხი მუსიკოსის დახ-
მარება, ცოტა არ იყოს... ზედმეტი ხელგაშლილობაა.
90 მკითხველთა ლიგა
ვილმა წარბები შეიჭმუხნა.
– სასმელსა და სიმებს, წესით, ბევრი ფული არ უნდა მიჰქონ-
დეს.
– მფარველს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს, –
სიმმა თითებზე ჩამოთვლა დაიწყო, – ჯერ მფარველობის საბუ-
თი, შემდეგ მუსიკოსებისთვის ოთახის ქირაობა, წლიური ხელ-
ფასი და თავის საგვარეულო ფერებში შეკერილი ერთი ხელი
ტანსაცმელი...
– როგორც წესი, ორი ხელი ტანსაცმელი, – ჩავერიე საუბარ-
ში, – თანაც ყოველწლიურად, – დასში გატარებული ბავშვობი-
სას არასდროს ვაფასებდი ლორდ გრეიფალოუს მიერ ნაჩუქარ
სამოსს, მაგრამ ამ დღეებში გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი,
რამდენად გაამდიდრებდა ჩემს გარდერობს ორი ხელი ახალი
ტანსაცმელი.
მიმტანი ბიჭის მოსვლისას სიმონი ისე გაიკრიჭა, რომ ცხადი
გახდა, ვინც იყო პასუხისმგებელი თითოეული ჩვენგანის წინ
დადგმულ მაყვლის ბრენდით სავსე ჭიქებზე. სიმმა თავისი ჭიქა
უსიტყვო სადღეგრძელოს ნიშნად ასწია და მოზრდილი ყლუპი
მოსვა. საპასუხოდ ჭიქა მეც ავწიე და ვილემმაც მომბაძა, თუმცა
მორიგი სასმისის დანახვაზე სახეზე ტკივილი გამოეხატა. მანე
არ განძრეულა და მაშინვე ვიეჭვე, რომ ჩათვლიმა.
– რაღაც მაინც არ მესმის, – თქვა ვილემმა და ჭიქა მაგიდაზე
დადგა, – გამოდის, რომ მფარველს შემსუბუქებული ჯიბეების
მეტი არაფერი რჩება.
– რეპუტაცია, – დავიწყე ახსნა, – სწორედ ამიტომ აცვიათ მუ-
სიკოსებს მათი საგვარეულო ტანსაცმელი. თანაც, საკუთარ გან-
კარგულებაში ჰყავს შემსრულებლები, რომლებსაც ნებისმიერ
დროს გამოიძახებს: წვეულებებზე, ცეკვებზე, წარმოდგენებზე.
ზოგჯერ მუსიკოსები მფარველის თხოვნით თავად წერენ სიმღე-
რებს ან წარმოდგენებს დგამენ.
91 მკითხველთა ლიგა
ვილი მაინც დაეჭვებული იყურებოდა.
– მაინც მგონია, რომ მფარველი წაგებაში რჩება.
– იმიტომ, რომ შენ მხოლოდ ნახევარ სურათს ხედავ, – ჩა-
ერთო მანე და სკამზე გაიმართა, – ქალაქელი ბიჭი ხარ. არ იცი,
რას ნიშნავს ერთი კაცის სამფლობელოში გაშენებულ პატარა
დაბაში გაზრდა. აი, ეს ლორდ პორსინგტონის მიწებია, – თქვა
მანემ და დაღვრილი ლუდით მაგიდის შუაში წრე შემოხაზა, –
სადაც ერთი ჩვეულებრივი პატარა მოქალაქე ხარ, – მანემ სი-
მონის ჭიქა აიღო და წრის შუაში ჩადგა, – ერთ დღესაც, დაბაში
ლორდ პონსინგტონის ფერებში გამოწყობილი ყმაწვილი შე-
მოეხეტება, – მანემ ბრენდით სავსე თავისი ჭიქა ასწია, ხტუნვა-
ხტუნვით წაიღო და ისიც წრის შიგნით, სიმის ჭიქის გვერდით
დადგა, – და ადგილობრივ ფუნდუკში ყველასთვის უკრავს, – მა-
ნემ ცოტა ბრენდი სიმის ჭიქაში გადაასხა.
სიმს ზედმეტი პატიჟი არ დასჭირვებია, გაიკრიჭა და დალია.
მანემ თავისი ჭიქა მაგიდის ირგვლივ ჭენებით ჩამოატარა და
ისევ წრეში დადგა.
– მომდევნო თვეს იმავე ფერებში გამოწყობილი კიდევ რამ-
დენიმე ადამიანი მოდის და მარიონეტების წარმოდგენას მარ-
თავენ, – ცოტა ბრენდი კიდევ გადაასხა და სიმს არც ამჯერად
დაუხანებია, – შემდეგ თვეს სპექტაკლია, – ისევ იგივე განმეორ-
და.
ბოლოს მანემ თავისი ხის კათხა აიღო და წრისკენ წაიღო.
– ამასობაში იგივე ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი გადა-
სახადების ამკრეფიც ჩნდება, – ცარიელი კათხა მაგიდაზე
ძლიერად დაახეთქა.
სიმი ერთ წამს დაბნეული იჯდა, შემდეგ თავისი სასმისი აიღო
და მანეს ცარიელ კათხაში ცოტა ლუდი გადაუსხა.
მანემ თვალი გაუსწორა და კათხა მკაცრი სახით ისევ დააბ-
რახუნა.
92 მკითხველთა ლიგა
სიმმა დანარჩენი ლუდიც სიცილით გადაუსხა.
– ლორდ პონსინგტონს თავისი გადასახადები უფრო მეტად
მოსწონს, – განაგრძო მანემ, – ხალხს გართობა უყვარს, გადა-
სახადების ამკრეფს კი ის უნდა, რომ არ მოწამლონ და ძველი
წისქვილის უკან სახელდახელოდ გათხრილ საფლავში არ და-
მარხონ, – მანემ ლუდი მოსვა, – მოკლედ, ყველა კმაყოფილია.
ვილი მთელ გაცვლა-გამოცვლას სერიოზული, მუქი თვალე-
ბით აკვირდებოდა.
– ახლა უფრო გასაგებია.
– ყოველთვის ასეთი ანგარება არ ტრიალებს, – ჩავერიე მე,
– ტრეპს გულწრფელად უნდა, რომ მუსიკოსებს ოსტატობის გა-
უმჯობესებაში დაეხმაროს. ზოგიერთი დიდგვაროვანი კი თავის
შემსრულებლებს თავლაში გამომწყვდეული ცხენებივით ექცე-
ვა, – ამოვიხვნეშე, – თუმცა ჩემთვის ეგეც კი უკეთესი იქნებოდა
იმასთან შედარებით, რაც ახლა მაქვს, ანუ არაფერი.
– იაფად ნუ გაიყიდები, – მხიარულად შემომიძახა სიმმა, –
დაიცადე და კარგი მფარველი იშოვე. იმსახურებ. აქ მყოფი მუ-
სიკოსებიდან არავის ჩამოუვარდები.
ხმა არ ამომიღია. სიამაყემ სიმართლის თქმის უფლება არ
მომცა. ჩემი სიღარიბე ისეთი იყო, მათ რომ გაგება გაუჭირდე-
ბოდათ. სიმი ატურელი დიდგვაროვანი იყო, ვილი კი რალიენე-
ლი შალით მოვაჭრეების ოჯახიდან გახლდათ. მათთვის სიღარი-
ბე მხოლოდ იმ მდგომარეობას ნიშნავდა, როდესაც დასალევად
ისე ხშირადაც ვერ დადიხარ, როგორც გინდა.
გადასახადის მოახლოებასთან ერთად ერთი გახვრეტილი
პენის დახარჯვასაც კი ვერ ვბედავდი. ვერც სანთლებს ვყიდუ-
ლობდი და ვერც მელანსა და ქაღალდს. ძვირფასეულობაც არ
გამაჩნდა, რომ დამეგირავებინა, არც საკუთარი საცხოვრებელი
და არც მშობლები, რომლებსაც მივწერდი და ფულს გამოვაგ-
ზავნინებდი. არცერთი ნორმალური მევახშე ერთ შიმსაც კი არ
93 მკითხველთა ლიგა
მასესხებდა. რა გასაკვირია – მე ხომ მარტოხელა, ობოლი ედე-
მა რუ ვიყავი, რომლის მთელი ქონებაც ერთ ჯვალოს ტომარაში
ჩაეტეოდა, თანაც, ამისთვის მომცრო ტომარაც საკმარისი იქნე-
ბოდა.
ვიდრე საუბარმა ჩემთვის უსიამოვნო მიმართულება მიიღო,
წამოვდექი.
– დროა, დავუკრა.
ბარბითის ჩასადები ავიღე და ბარის კუთხეში მჯდომი სტან-
ჩიონისკენ გავემართე.
– დღეს რა გაქვს ჩვენთვის? – მკითხა და ხელი წვერზე ჩამო-
ისვა.
– სიურპრიზი.
სკამიდან ადგომის მომენტში გაშეშდა.
– როგორი სიურპრიზია, ამბოხს რომ გამოიწვევს ან ხალხს
აქაურობის გადაწვისკენ უბიძგებს?
თავი ღიმილით გავაქნიე.
– კარგია, – გაიღიმა და სცენისკენ გაემართა, – ასეთ შემ-
თხვევაში, სიურპრიზები მიყვარს.

94 მკითხველთა ლიგა
თავი მეექვსე
სიყვარული

სტანჩიონი სცენაზე ამიძღვა და სკამი მომიმზადა, შემდეგ


სცენის წინა ნაწილში, მსმენელთან გასასაუბრებლად გადაინაც-
ვლა. მოსასხამი სკამის საზურგეზე გადავკიდე და სინათლეც
ნელ-ნელა მიინავლა.
ბარბითის შელახული ჩასადები იატაკზე დავდე. ჩემს ტანსაც-
მელზე უფრო გაცვეთილიც კი იყო. ერთ დროს საკმაოდ ლამაზ
ჩასადებს მრავალმა წელმა და მილმა თავისი კვალი დაამჩნია.
ტყავის სამაგრები დაბზარულიყო და გახევებულიყო, ხოლო
კორპუსი ადგილ-ადგილ პერგამენტივით გაცრეცილიყო. თავ-
დაპირველი საკეტებიდან მხოლოდ ერთიღა შერჩენოდა, დამუ-
შავებული ვერცხლის თხელი დეტალი. დანარჩენები, რითიც შე-
მეძლო, ჩავანაცვლე, ასე რომ, ახლა ჩასადები ერთმანეთის-
თვის შეუფერებელი, კაშკაშა თითბრისა და მუქი რკინის შესაკ-
რავებით იყო მორთული.
ჩასადების შიგნით საქმე სულ სხვაგვარად იყო. სწორედ იქ
იდო ის, რის გამოც ხვალინდელი გადასახადი ასე შემაძრწუნებ-
ლად მეჩვენებოდა. მის მოსაპოვებლად თითქოს საკმაოდ კარ-
გად ვივაჭრე, მაგრამ მაინც იმდენი დამიჯდა, რამდენიც ცხოვრე-
ბაში სხვა არაფერში გადამიხდია; იმდენი, რომ მისთვის ნორმა-
ლური ჩასადების ყიდვას ვეღარ გავწვდი და ძველისთვის საკე-
რებლების დადება მომიხდა.
ხეს მუქი ყავისფერი, ახალდაბარული მიწის ელფერი დაჰ-
კრავდა, მუცელი ქალის თეძოსავით სრულყოფილად მორკა-
ლოდა, მკაფიოდ ჟღერადი სიმები და ყრუ ექო – ეს ჩემი ბარბი-
თი იყო, ჩემი ხელშესახები სული.

95 მკითხველთა ლიგა
მსმენია, რას წერენ პოეტები ქალებზე – როგორ რითმავენ,
აზვიადებენ და ცრუობენ; მინახავს, როგორ გასცქერიან ნაპირ-
ზე მდგომი უტყვი მეზღვაურები ზღვის დუნედ აქოჩრილ ტალ-
ღებს; მინახავს ქვისგულა მოხუცი ჯარისკაცები, საკუთარი მეფის
დროშის აფრიალებისას თვალები რომ აცრემლებიათ.
მაგრამ ყურადღებით მომისმინეთ: მათ სიყვარულისა არაფე-
რი გაეგებათ.
სიყვარულს პოეტთა სიტყვებში ან მეზღვაურების სინანულით
აღსავსე თვალებში ვერ იპოვით. თუ სიყვარულის შეცნობა გინ-
დათ, მუსიკოსის ხელებს უნდა შეხედოთ. მუსიკოსმა იცის.
მსმენელს გავხედე. თანდათან ჩუმდებოდნენ. სიმონმა გასამ-
ხნევებლად ხელი დამიქნია, მე საპასუხოდ გავუღიმე. მეორე
სართულის მოაჯირთან გრაფ ტრეპის თეთრი თმაც დავინახე.
ვიღაც მდიდრულად გამოწყობილ წყვილს გაფაციცებით ელაპა-
რაკებოდა და ჩემზე ანიშნებდა. ჩემი კეთილდღეობისთვის ისევ
იბრძოდა, თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ უიმედო ბრძოლაში
ვიყავით ჩართული.
ბარბითი ჩასადებიდან ამოვაძვრინე და აწყობას შევუდექი.
„ეოლიანის“ ყველაზე მშვენიერ ბარბითს ნამდვილად ვერ უწო-
დებდით, ამ სიტყვასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ყელი ოდნავ
გაღუნვოდა, მაგრამ ბოლომდე არ მოხრილიყო. ერთი კოჭი
მოშვებულიყო და ჟღერადობის თავისით შეცვლა ახასიათებდა.
რბილ სიმს ჩამოვკარი და ყური საკრავს მივუახლოვე. როდე-
საც თავი ავწიე, მთვარესავით განათებული დენნას სახე შემომე-
ფეთა. გახარებული მიღიმოდა და თითებს მაგიდის ქვეშ ნერ-
ვიულად ისე ისრესდა, რომ მის ჯენტლმენს არ დაენახა.
მოშვებულ კოჭს ოდნავ შევეხე და ხელები ბარბითის თბილ
დეკაზე გავასრიალე. ალაგ-ალაგ დაჩხაპნილი და გაქუცული
იყო. წარსულში ალბათ უგულოდ ეპყრობოდნენ, თუმცა შინაგა-
ნად მის სილამაზეს ამით არაფერი დაჰკლებია.
96 მკითხველთა ლიგა
დიახ, ნაკლი ბევრი ჰქონდა, მაგრამ როდესაც საქმე გულს
ეხება, პატარა ხარვეზებს განა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ის
გვიყვარს, რაც გვიყვარს. მიზეზს აქ არაფერი ესაქმება. ხშირად
სწორედ არაგონივრული სიყვარულია ჭეშმარიტი. ყველას შეუძ-
ლია, უყვარდეს „იმიტომ“ – ეს ჯიბეში პენის ჩადებასავით ადვი-
ლია, მაგრამ სულ სხვა საქმეა, გიყვარდეს „მიუხედავად“. იცოდე
ნაკლოვანებები და მაინც გიყვარდეს. სწორედ ესაა იშვიათი,
წრფელი და სრულყოფილი სიყვარული.
სტანჩიონმა სწრაფი მოძრაობით ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
მოკლე აპლოდისმენტს სმენად გარდაქმნილი სიჩუმე მოჰყვა.
ორი ნოტი ავიღე და ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა მსმე-
ნელი. სიმებს შევეხე, მსუბუქად ჩამოვკარი და დაკვრა დავიწყე.
რამდენიმე ნოტში მელოდია ყველამ იცნო.
„ეჟვნიან ცხვარს“ ვუკრავდი – მელოდიას, რომელსაც მწყემ-
სები უკვე ათი ათასი წელია უსტვენენ. უმარტივესზე მარტივი მე-
ლოდიაა, უბრალო ქვაბზეც კი ნებისმიერი რომ დაუკრავს. უფ-
რო სწორად, ქვაბიც კი ზედმეტია, ხელისგულებიც საკმარისია.
არა, ერთი ხელი. საერთოდაც, ორი თითიც ეყოფა.
მარტივად რომ ვთქვათ, გლეხების მუსიკა იყო.
„ეჟვნიანი ცხვრის“ მელოდიაზე ასი სიმღერაა მაინცაა დაწე-
რილი – სიმღერები სიყვარულსა და ომზე, იუმორზე, ტრაგე-
დიასა და ვნებაზე, თუმცა მათი დამღერებით თავი არ შემიწუხე-
ბია. არანაირი სიტყვები, მხოლოდ მუსიკა, მხოლოდ მელოდია.
ავიხედე და თვალი ლორდ ყბაგურას მოვკარი, რომელიც
დენნასკენ გადახრილიყო და დაწუნების ნიშნად ხელს იქნევდა.
გავიღიმე და ბარბითის სიმებით მელოდიის ქარგვა განვაგრძე.
ცოტა ხანში მანამდე მოღიმარი სახე გამეძაბა, შუბლი ოფ-
ლით დამეცვარა. ბარბითისკენ დავიხარე და მთელი კონცენ-
ტრაცია ხელებზე გადავიტანე. თუ თავიდან თითები სიმებზე მხო-

97 მკითხველთა ლიგა
ლოდ დარბოდნენ, უეცრად ცეკვა დაიწყეს, ბოლოს კი ფრენაზე
გადავიდნენ.
სეტყვასავით მძლავრად ვუკრავდი, თითქოს ჩაქუჩს თით-
ბრის ფირფიტაზე ვარახუნებდი. ვუკრავდი რბილადაც – შემოდ-
გომის ხორბალზე მოციალე მზესავით, ეულად ჩამოვარდნილი
ფოთოლივით ნაზად. სულ მალე დაძაბულობისგან სუნთქვა შე-
მეკრა. ტუჩები ისე მტკიცედ მქონდა მოკუმული, სახეზე ერთ
წვრილ, ფერმკრთალ ხაზადღა მოჩანდა.
შუა რეფრენს რომ მივაღწიე, თვალებიდან თმის გადასაყრე-
ლად თავი გადავიქნიე. ოფლის წვეთები სცენის იატაკს მიეშხე-
ფა. მძიმედ ვსუნთქავდი, ფილტვები ოფლმოდენილი ცხენივით
დაძაბული საბერველებივით მიმუშავებდა.
მკაფიო ნოტებისგან აწყობილი მელოდია თანდათან იწურე-
ბოდა. ერთგან თითქმის წავბორძიკდი, რიტმი გამექცა... რო-
გორღაც გამოვძვერი, გავაგრძელე, ბოლო ნაწილის დასრულე-
ბა მოვახერხე და იმის მიუხედავად, რომ თითები დაღლილობის-
გან მტკიოდა, ტკბილი და მსუბუქი ნოტები ავიღე.
როდესაც აშკარა გახდა, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი, სცე-
ნიდან ბოლო აკორდიც გაისმა და ქანცგაწყვეტილი საზურგეს
მივეყრდენი.
დარბაზში გამაყრუებელი ტაში გაისმა.
მაგრამ არა მთელ დარბაზში. ოთახის სხვადასხვა კუთხიდან
თავაშვებული სიცილი გაისმა, გადაბჟირებულები მაგიდაზე ხე-
ლებს ატყაპუნებდნენ, იატაკზე ფეხებს აბაკუნებდნენ და ხმამა-
ღალ შეძახილებს არ იშურებდნენ.
აპლოდისმენტი თითქმის მყისვე ჩაკვდა. მსმენელმა ტაში
შეწყვიტა და მოხარხარეებს გადახედეს. ზოგი გაბრაზებული
ჩანდა, ზოგი – დაბნეული. ზოგმა ჩემს ნაცვლადაც იგრძნო თავი
შეურაცხყოფილად და თანდათან დარბაზში უკმაყოფილო ბუტ-
ბუტმა იმატა.
98 მკითხველთა ლიგა
ვიდრე სერიოზული კამათი ფესვს გაიდგამდა, ერთი მაღალი
ნოტი ავიღე, ხელი ჰაერში ავწიე და დარბაზის ყურადღება და-
ვიბრუნე. ჯერ არ დამემთავრებინა. ჯერ შუა გზაზეც კი არ ვიყავი.
ადგილზე მოხერხებულად მოვთავსდი და მხრებში გავიშალე.
ერთ სიმს ჩამოვკარი, მოშვებულ კოჭს შევეხე და მუსიკაში ყო-
ველგვარი ძალისხმევის გარეშე გადავეშვი.
ეს ილიენის ერთ-ერთი ქმნილება იყო – „ტინტატატორნინი“.
მეეჭვება, ოდესმე გაგონილი გქონდეთ. ილიენის სხვა ნამუშევ-
რებთან შედარებით ცოტა უცნაური ნაწარმოებია. პირველ რიგ-
ში, ტექსტი არ გააჩნია. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ სა-
სიამოვნო მელოდია აქვს, არც აკვიატება სჩვევია და სხვა, მე-
ტად ცნობილი სიმღერებივით გულის ამაჩუყებელიც არ გახ-
ლავთ.
რაც ყველაზე მთავარია, მისი შესრულება საშინლად რთუ-
ლია. მამაჩემი მას მოიხსენიებდა, როგორც „ყველაზე მშვე-
ნიერი მელოდია, რაც კი ოდესმე თხუთმეტი თითისთვის შეუქ-
მნიათ“. როდესაც საკუთარი თავით ზედმეტად ვტრაბახობდი და
მამა ხვდებოდა, რომ ცოტა დაშოშმინება არ მაწყენდა, მაშინვე
„ტინტატატორნინს“ მაკვრევინებდა ხოლმე. შემიძლია დაგარ-
წმუნოთ, რომ მის შესრულებაში შესაშური მონდომებით ვვარჯი-
შობდი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი.
მოკლედ, „ტინტატატორნინის“ დაკვრა დავიწყე. სკამის სა-
ზურგეს მივეყრდენი, ფეხები გადავაჯვარედინე და მოვდუნდი.
სიმებზე თითებს ზანტად ვასრიალებდი. პირველი სტროფის შემ-
დეგ ჩავისუნთქე და ოდნავ ამოვიოხრე, თითქოს მზიან ამინდში
სახლში გამოკეტილი ბავშვი ვყოფილიყავი. მოწყენილი მზერა
ოთახს უმიზნოდ მოვავლე.
დაკვრის შეუწყვეტლად ადგილზე ბორგვა დავიწყე, ვცდი-
ლობდი, მოხერხებული პოზა მეპოვა, მაგრამ ვითომ ვერაფრით
ვახერხებდი. კოპები შევყარე, ავდექი და სკამს ისე შევხედე,
99 მკითხველთა ლიგა
თითქოს დამნაშავე სწორედ ის იყო. შემდეგ ადგილს დავუბრუნ-
დი და შეწუხებული სახით განვაგრძე ცქმუტვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ გარშემო „ტინტატატორ-
ნინის“ ათი ათასი ნოტი ცეკვავდა და კამარას კრავდა. რომელი-
ღაც ორ აკორდს შორის კეფის ზლაზვნით მოფხანაც კი მოვასწა-
რი.
ამ პატარა სპექტაკლში იმდენად გადავეშვი, რომ ერთ მომენ-
ტში მთქნარებაც კი მომაწვა. მთელი გამომსახველობით დავამ-
თქნარე და პირი იმხელაზე გავაღე, რომ წინა რიგში მსხდომები
ჩემი კბილების დათვლასაც შეძლებდნენ. თავი გავაქნიე, თით-
ქოს მთქნარების მოშორება მინდოდა და აწყლიანებული თვა-
ლები სახელოთი მოვიმშრალე.
„ტინტატატორნინი“ კი კვლავ უწყვეტად განაგრძობდა
ჰაერის შევსებას. გამაოგნებელი ჰარმონია და კონტრაპუნქტი
ერთმანეთში იხლართებოდა და შემდეგ ისევ ცალკევდებოდა.
ყველაფერი უზადო, ტკბილმჟღერი და სუნთქვასავით ჰაეროვანი
იყო. როდესაც დასასრული მოახლოვდა, მელოდიის ათამდე
ჩახლართული ძაფი ერთად შევკრიბე, თუმცა, დასასრული არ
გამოვკვეთე – დაკვრა უბრალოდ შევწყვიტე და თვალები მოვის-
რისე. არანაირი კრეშენდო, არანაირი თავის დაკვრა. არაფერი.
თითები დავატკაცუნე და ბარბითის ჩასადებში დასაბინავებლად
დავიხარე.
ამჯერად ჯერ სიცილი ატყდა. წინა ჯერზე ჩაბჟირებულები ისევ
ხელების მაგიდებზე ბრახუნითა და ფეხების ბაკუნით ხარხარებ-
დნენ, ამჯერად ორჯერ უფრო ხმამაღლა. ეს ჩემი ხალხი იყო, მუ-
სიკოსები. მოწყენილი გამოხედვა მოვიშორე და მათ ღიმილით
გავხედე.
აპლოდისმენტი რამდენიმე წამის შემდეგ გაისმა, თუმცა გა-
ფანტულად და დაბნეულად. ტაშის ხმა სინათლის ანთებამდე

100 მკითხველთა ლიგა


მიილია და მთელ დარბაზში ასობით ადამიანის ჩურჩულსა და
განსჯაში გადაიზარდა.
სცენიდან ჩამოსვლისას ჩემკენ პირველი მარი გამოემართა.
სიცილს ჯერაც ვერ იკავებდა. ხელი ჩამომართვა და ზურგზე მო-
მიტყაპუნა. მას ბევრი სხვაც მოჰყვა – მხოლოდ მუსიკოსები.
ვიდრე სხვები ჩამითრევდნენ, მარიმ ხელკავი გამომდო და ჩემი
მაგიდისკენ წამიძღვა.
– ღმერთმანი, ყმაწვილო, – მომმართა მანემ, – აქაურობის
პატარა ხელმწიფე ხარ.
– ეს იმ ყურადღების ნახევარიც არ არის, რასაც ჩვეულებრივ
იღებს ხოლმე, – თქვა ვილემმა, – როგორც წესი, ტაშს მაშინაც
კი უკრავენ, როცა საკუთარ მაგიდასთან ჯდება, ყმაწვილქალები
კი თვალს ხარბად აყოლებენ და გზად ყვავილებს უფენენ.
სიმმა ოთახს ცნობისმოყვარე მზერა მოავლო.
– დღევანდელი რეაქცია რაღაც... – საჭირო სიტყვას ეძებდა,
– შერეული იყო. რატომ?
– იმიტომ, რომ თქვენი ექვსსიმიანი მეგობარი ისეთი ბასრი
აღმოჩნდა, ვშიშობ, საკუთარი თავიც არ დაიზიანოს, – გაისმა
ჩვენს თავზე წამომდგარი სტანჩიონის ხმა.
– თქვენც შენიშნეთ? – მშრალად იკითხა მანემ.
– ჩშშშ, – თქვა მარიმ, – ბრწყინვალე იყო.
სტანჩიონმა ამოიხვნეშა და თავი გააქნია.
– აი, მე კი, – ხაზგასმით თქვა ვილემმა, – ძალიან მინდა ვი-
ცოდე, რაზე ლაპარაკობთ.
– ქვომ მსოფლიოში ყველაზე მარტივი მელოდია დაუკრა და
ისეთი სახე მისცა, თითქოს სელიდან ოქრო გამოადნოო, – და-
იწყო ახსნა მარიმ, – შემდეგ კი ნამდვილ მუსიკაზე გადავიდა და
ისეთი ნაწარმოები შეასრულა, მხოლოდ რამდენიმე მუსიკოსს
რომ დაუძლევია. ეს უკანასკნელი კი ისე მარტივად შეასრულა,

101 მკითხველთა ლიგა


იფიქრებდით, თუნუქის სასტვენით იმავეს დაკვრას ნებისმიერი
ბავშვი შეძლებსო.
– არ უარვყოფ, რომ მახვილგონივრულად შეასრულა, –
აღიარა სტანჩიონმა, – თუმცა პრობლემა ისაა, თუ როგორი სახე
მისცა თავის გამოსვლას. ყველა, ვინც პირველ მელოდიაზე აპ-
ლოდისმენტად დაიღვარა, თავს ახლა იდიოტად გრძნობს. ჰგო-
ნიათ, რომ გაასულელეს.
– სწორადაც ჰგონიათ, – შენიშნა მარიმ, – შემსრულებელი
მსმენელით მანიპულირებს, სწორედ ესაა ამ ხუმრობის აზრიც.
– ხალხს არ უყვარს, როდესაც ასულელებენ, – უპასუხა სტან-
ჩიონმა, – უფრო სწორად, სძულს. არავის სიამოვნებს, როდესაც
მის თავმოყვარეობას ეხებიან.
– რეალურად, – ჩაერია გაკრეჭილი სიმონი, – ქვო თავისი
გამოსვლისას მხოლოდ ბარბითს შეეხო.
ყველამ მას გადახედა. სიმონს ნელ-ნელა ღიმილი გაედღაბ-
ნა.
– ხვდებით? დაკვრისას ხომ მხოლოდ ბარბითს ეხებოდა,
მეტს არავის, – სიმი მაგიდას ჩააშტერდა, ღიმილი საბოლოოდ
წაეშალა და უეცრად წამოწითლდა, – უკაცრავად.
მარიმ გულღიად გაიცინა.
პირველმა მანემ დაილაპარაკა.
– ესე იგი, საქმე ისაა, რომ მსმენელში ორი სხვადასხვა ჯგუ-
ფი არსებობს, – მანე ნელა საუბრობდა, – ისინი, ვინც საკმარი-
სად კარგად იცის მუსიკა, რათა ხუმრობის აზრს ჩაწვდნენ და
ისინი, რომლებსაც ამ ხუმრობის ახსნა სჭირდებათ.
მარიმ მანეს მოწონების ნიშნად ცერი აუწია, შემდეგ კი სტან-
ჩიონს მიმართა.
– ზუსტად ეგრეა. თუ აქ მოდიხარ და მუსიკა იმდენად არ გეს-
მის, რომ ხუმრობას მიხვდე, ღირსი ხარ, ცხვირზე წკიპურტი წა-
მოგარტყან.
102 მკითხველთა ლიგა
– კი, უბრალოდ, ამ ხალხის უმეტესობა დიდებულთა წრიდა-
ნაა, – უპასუხა სტანჩიონმა, – ჩვენს ჭკუისკოლოფას კი მფარვე-
ლი ჯერაც არ ჰყავს.
– რა? – გაიკვირვა მარიმ, – ტრეპმა ჯერ კიდევ თვეების წინ
გაავრცელა ხმა. რატომ არავინ ჩაავლო?
– ამბროზ ჯაკისი, – ავხსენი მოკლედ.
მარის სახეზე დაეტყო, რომ ეს სახელი არაფერს ეუბნებოდა.
– მუსიკოსია?
– ბარონის შვილი, – ჩაერია ვილემი.
ქალმა შუბლი შეიკრა და საგონებელში ჩავარდა.
– კი, მაგრამ როგორ შეუძლია შენთვის მფარველის გამოჩე-
ნას ხელი შეუშალოს?
– თავზე საყრელი თავისუფალი დრო და ღმერთზე ორჯერ მე-
ტი ფული აქვს, – ვუპასუხე მშრალად.
– მამამისი ვინტასის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიდე-
ბულია, – დაამატა მანემ, შემდეგ სიმონს მიუბრუნდა, – ტახტის
მემკვიდრეთა რიგში მეთექვსმეტეა, ხო?
– მეცამეტე, – მოიღუშა სიმონი, – ორი თვის წინ სართენების
მთელი ოჯახი ზღვაში დაიკარგა. ამბროზი ენას არ აჩერებს იმა-
ზე ლაყბობით, რომ მამამისს მეფობამდე თორმეტი ნაბიჯიღა
აშორებს.
მანე მარის მიუტრიალდა.
– მთავარი ისაა, რომ ამ ვაჟბატონს დიდი ძალაუფლება გააჩ-
ნია და ყოველ ნაბიჯზე მისი გამოყენებისაც არ ეშინია.
– სიმართლე რომ ვთქვათ, – თქვა სტანჩიონმა, – არც ის
დაგვავიწყდეს, რომ ყმაწვილი ქვოც არ გახლავთ მთელ დომი-
ნიონში ყველაზე უწყინარი მოქალაქე, – ჩაახველა, – რაც დღე-
ვანდელმა წარმოდგენამაც დაადასტურა.

103 მკითხველთა ლიგა


– ვერ ვიტან, როცა ყმაწვილ ქვოს მეძახიან, – გადავუჩურჩუ-
ლე სიმს, მანაც თანაგრძნობის გამომხატველი მზერით შემომხე-
და.
– მე მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაატარა,
– თქვა მარიმ და სტანჩიონს მიუბრუნდა, – შენც კარგად იცი,
ყველაზე გენიალური რამ იყო, რაც კი უკანასკნელ პერიოდში აქ
ვინმეს გაუკეთებია.
მარის მხარზე ხელი დავადე.
– არა, სტანჩიონი მართალია, – ვაღიარე, – სულელური საქ-
ციელი იყო, – შემდეგ ეჭვნარევად ავიჩეჩე მხრები, – ან სულე-
ლური საქციელი იქნებოდა, მფარველის შოვნის ოდნავი იმედი
მაინც რომ მქონოდა შერჩენილი, – სტანჩიონს თვალებში შევ-
ხედე, – მაგრამ იმედი აღარ მაქვს. ორივემ კარგად ვიცით, რომ
ამბროზიმ ეს წყარო სამუდამოდ გადამიკეტა.
– წყაროები სამუდამოდ არასდროს იკეტება, – მიპასუხა
სტანჩიონმა.
მხრები ისევ ავიჩეჩე.
– მაშინ ასე ვთქვათ: მირჩევნია, ისეთი მუსიკა დავუკრა, რო-
მელიც ჩემს მეგობრებს გაამხიარულებს, ვიდრე იმ ხალხს ვა-
სიამოვნო, რომლებსაც რაღაც ჭორების გამო არ მოვწონვარ.
სტანჩიონმა ჩაისუნთქა და სწრაფადვე ამოიხვნეშა.
– სამართლიანი გადაწყვეტილებაა, – თქვა ოდნავი ღიმი-
ლით.
უეცრად ჩამოვარდნილ ხანმოკლე სიჩუმეში მანემ ჩაახველა
და მრავალმნიშვნელოვნად მოგვავლო თვალი.
მის მინიშნებას მივხვდი და ჩვენი მაგიდის გარშემო შეკრები-
ლების ერთმანეთისთვის გაცნობას შევუდექი.
– სტანჩიონ, ჩემს უნივერსიტეტელ მეგობრებს, ვილსა და
სიმს უკვე იცნობ. ეს კი მანეა, სტუდენტი და ხანდახან ჩემი მას-

104 მკითხველთა ლიგა


წავლებელიც. მეგობრებო, ეს სტანჩიონია – „ეოლიანის“ სცენის
მასპინძელი, მფლობელი და გამგებელი.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – თქვა სტანჩიონმა და თა-
ვის თავაზიანი დაკვრის შემდეგ დარბაზს აღელვებული მზერა
მოავლო.
– მასპინძლობა ახსენეთ და დროა, საქმეს მივხედო, – წასას-
ვლელად მოემზადა და ზურგზე ხელი დამარტყა, – ვნახავ, იქნებ
შენი პრობლემაც მოვაგვარო.
ღიმილიანი მადლობა გადავუხადე, შემდეგ კი ხელის მოხდე-
ნილი მოძრაობით მარი წარვადგინე.
– მეგობრებო, ეს მარია. როგორც თავად მოისმინეთ,
„ეოლიანის“ საუკეთესო მევიოლინე; როგორც თავადაც ხე-
დავთ, ათასი მილის მანძილზე ყველაზე ლამაზი ქალი და რო-
გორც თქვენი გონებით დარწმუნდით...
ზურგზე ღიმილით წამიტყაპუნა ხელი.
– სიმაღლის ნახევარი ჭკუაც რომ მქონდეს, შენს დასაცავად
თავს არ გამოვიდებდი. საწყალი ტრეპი მართლა ამდენი ხანია
შენთვის წვალობს?
თავი დავუქნიე.
– ვუთხარი, რომ აზრი არ აქვს.
– აზრი არ აქვს, თუ ხალხის გაწკიპურტებას განაგრძობ, –
მომიგო მარიმ, – გეფიცები, ცხოვრებაში არ შევხვედრივარ
კაცს, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობაში გაწაფულობა
შენსავით აკლია. ბუნებრივი მომხიბლაობა რომ არ გაგაჩნდეს,
აქამდე ვიღაც აუცილებლად აგხანჯლავდა.
– ეს მხოლოდ შენი ვარაუდია, – ჩავიბუტბუტე უკმაყოფი-
ლოდ.
მარი მაგიდასთან მსხდომ ჩემს მეგობრებს მიუბრუნდა.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

105 მკითხველთა ლიგა


ვილმა თავი დაუკრა, სიმმა გაუღიმა, მანე კი ჰაეროვანი მოძ-
რაობით წამოდგა და ქალს ხელი გაუწოდა. მარიმ ხელი ჩამო-
ართვა, მანემ მისი მტევანი ხელში მოიქცია.
– მარი, – თქვა მანემ, – უდიდეს ინტერესს აღმიძრავთ. ოდ-
ნავი შანსი მაინც არსებობს, რომ ამ საღამოს სასმელზე დაგპა-
ტიჟოთ და თქვენთან საუბრის სიამოვნება მივიღო?
იმდენად დავიბენი, რომ მიშტერების გარდა სხვა ვერაფერს
ვახერხებდი. მანე და მარი შარვლის სხვადასხვა სიგრძის ტოტე-
ბივით შეუფერებლად გამოიყურებოდნენ. მარი მანეზე ექვსი ინ-
ჩით(ინჩი – იგივეა, რაც დუიმი. უდრის 2,54 სმ-ს.) მაღალი იქნე-
ბოდა, ისედაც გრძელ ფეხებს კი მაღალყელიანი ჩექმები კიდევ
უფრო უგრძელებდა.
მის წინ შეჭაღარავებული და ათიოდე წლით უფროსი მანე,
როგორც ყოველთვის, თმაგაწეწილი იდგა.
მარიმ თვალები დაახამხამა და თავი ოდნავ გადახარა, თით-
ქოს ფიქრობსო.
– ახლა მეგობრებთან ერთად ვარ, – უპასუხა მანეს, – მათ-
თან დამშვიდობებისას კი შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს.
– დროს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, – ვითომ არხეინად
მიუგო მანემ, – თანახმა ვარ, თუ საჭირო გახდება, ძილსაც მო-
ვიკლებ. ვეღარც ვიხსენებ, ბოლოს როდის ვესაუბრე ქალს, რო-
მელიც საკუთარ დამოკიდებულებას მტკიცედ და ყოყმანის გა-
რეშე გადმოსცემს. თქვენნაირები დღესდღეობით ნამდვილი იშ-
ვიათობაა.
მარიმ კიდევ ერთხელ გადახედა.
მანემ მარის თვალი გაუსწორა და ისეთი თავდაჯერებითა და
ისე მომხიბლავად გაუღიმა, ნებისმიერ მსახიობს შეშურდებოდა.
– არ მინდა, მეგობრებს მოგწყვიტოთ, – გააგრძელა მანემ, –
მაგრამ უკანასკნელი ათი წლის გნმავლობაში პირველი მე-
ვიოლინე ხართ, რომელმაც ჩემი საცეკვაოდ წამოგდება
106 მკითხველთა ლიგა
მოახერხა. სასმელზე დაპატიჟება მხოლოდ უმცირესია, რაც
მადლობის ნიშნად შემიძლია შემოგთავაზოთ.
მარიმ საპასუხოდ მხიარულად და თან ეშმაკურად გაუღიმა.
– მეორე სართულზე ვსხედვართ, – თქვა და კიბისკენ მიანიშ-
ნა, – მაგრამ, ალბათ, ორ საათში გავთავისუფლდები...
– საოცრად გულკეთილი ბრძანდებით, – უპასუხა მანემ, –
მაშ, ამოგაკითხოთ?
– დიახ, მობრძანდით, – ნება დართო მარიმ, შემდეგ კი ჩა-
ფიქრებული სახე მიიღო და ჩვენს მაგიდას მოსცილდა.
მანე სკამზე დაეშვა და ლუდი მოწრუპა.
სიმონი დანარჩენებივით გაოგნებული ჩანდა.
– ეს რა ჯანდაბა იყო?! – იკითხა ბოლოს.
მანემ ჩაიცინა და საზურგეს მიეყრდნო, კათხა მკერდში ჩაიკ-
რა.
– ეს კიდევ ერთი რამაა, რაც მე ვიცი, თქვენნაირ ლეკვებს კი
ჯერ არც გაუგიათ. ჩაინიშნეთ. ისწავლეთ.

107 მკითხველთა ლიგა


***

როდესაც დიდებულებს მუსიკოსის მიმართ დადებითი დამო-


კიდებულების გამოხატვა უნდათ, ფულს ჩუქნიან. „ეოლიანში“
დაკვრის დაწყების შემდეგ ასეთი საჩუქარი არა ერთხელ მივი-
ღე. გარკვეულ ხანს, ეს ფული გადასახადის გადასახდელად და,
მართალია, ხელმომჭირნედ, მაგრამ მაინც, თავის სარჩენადაც
მყოფნიდა. თუმცა ამბროზი ჩემ წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძო-
ლაში შესვენებას არ აპირებდა და ბოლო რამდენიმე თვის გან-
მავლობაში მსგავსი ძღვენი აღარ მიმიღია.
მუსიკოსები ქონებადაკარგულ დიდგვაროვნებზე ღარიბები
არიან, მაგრამ წარმოდგენები მათაც მოსწონთ. ამიტომ, როდე-
საც შენი დაკრული აღაფრთოვანებთ, სასმელზე გპატიჟებენ.
სწორედ ეს იყო დღეს „ეოლიანში“ ჩემი ყოფნის ნამდვილი მიზე-
ზი.
მანე ბარისკენ გაემართა სველი ტილოს მოსატანად, რათა
მაგიდა გადაგვეწმინდა და ისევ „კუთხეები“ გვეთამაშა. მანეს
დაბრუნებამდე ახალგაზრდა კელდელი ფლეიტისტი მოგვიახ-
ლოვდა და გვკითხა, თუ შეიძლებოდა ყველა ჩვენგანი სასმელზე
დაეპატიჟებინა.
ვუთხარით, რომ შეიძლებოდა. იქვე ჩავლილ მიმტან გოგო-
ნას დაუძახა და ყველამ ჩვენთვის სასურველი სასმელი შევუკვე-
თეთ, ხოლო მანესთვის ლუდი დავაბარეთ.
ვსვამდით, ვთამაშობდით და მუსიკას ვუსმენდით. მე და მანეს
ზედიზედ რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და სამი ხელი მიყო-
ლებით წავაგეთ. ამან განწყობა ცოტათი გამიფუჭა, მაგრამ არა
იმდენად, რამდენადაც მღრღნელმა ეჭვმა, რომ სტანჩიონი მარ-
თალს ამბობდა.
მდიდარი მფარველი მრავალ პრობლემას მომიხსნიდა, თუმ-
ცა ღარიბი მფარველიც მომცემდა ამოსუნთქვის საშუალებას.
108 მკითხველთა ლიგა
სხვა თუ არაფერი, მეყოლებოდა ადამიანი, ვისგანაც ყველაზე
გაჭირვებულ დროს ფულის სესხებას შევძლებდი და სახიფათო
ხალხთან საქმის დაჭერა არ მომიხდებოდა.
ამ ყველაფერზე ფიქრში გართულმა არასწორად ვითამაშე და
კიდევ ერთი ხელი წავაგეთ, ზედიზედ მეოთხედ, რასაც ჯარიმე-
ბიც დაემატა.
მანე თვალს არ მაცილებდა და თან ბანქოს მაგიდიდან კრეფ-
და.
– მოდი, ცოტა წაგამეცადინებ, – გაბრაზებულმა ჰაერში სამი
თითი ასწია, – დავუშვათ, ხელში სამი ყვავი გიჭირავს, ხოლო
ქვემოთ ხუთი ყვავი გაიშალა, – მეორე ხელი მაგიდაზე დადო და
თითები გაფარჩხა, – სულ რამდენი ყვავია? – სკამზე გადაწვა და
გულხელი დაიკრიფა, – იფიქრე, დროს გაძლევ.
– ქვო გონს ჯერ კიდევ ვერ მოსულა იმის გამო, რომ მარის
შენთან ერთად დალევა უნდა, – მშრალად მიმართა ვილემმა, –
ჩვენც ეგრე ვართ.
– არა, მე არა, – უარყო სიმონმა, – ვიცოდი, რომ რაღაც ნიჭი
გქონდა.
საუბარი „ეოლიანის“ ერთ-ერთი მუდმივი მიმტანის, ლილის
მოსვლამ შეგვაწყვეტინა.
– აქ რა ხდება? – გადმოგვძახა მხიარულად, – მომხიბლავი
ბიჭების წვეულება გაქვთ?
– ლილი, – ჰკითხა სიმონმა, – დასალევად რომ დამეპატიჟე-
ბინე, იფიქრებდი ამ წინადადებაზე?
– ვიფიქრებდი, – ლაღად უპასუხა გოგომ, – თუმცა დიდხანს
არა, – სიმს ხელი მხარზე დაადო, – ბატონებო, იღბლიანი დღე
გაქვთ. ლამაზი მუსიკის ერთი მოყვარული თითო ჭიქა სასმელს
გთავაზობთ.
– მე შალდური მინდა, – შეუკვეთა ვილემმა.
– თაფლუჭი, – თქვა სიმონმა და გაიკრიჭა.
109 მკითხველთა ლიგა
– მე „საუნთონს“ ავიღებ, – ვუთხარი ლილის.
მანემ წარბები აქაჩა.
– „საუნთონს“? – მომაშტერდა, – მეც იგივეს ავიღებ, – მიმ-
ტანს შეხედა და ჩემზე ანიშნა, – მის ანგარიშზე, რა თქმა უნდა.
– მართლა? – თქვა ლილიმ და მხრები აიჩეჩა, – ახლავე დავ-
ბრუნდები.
– ახლა, როცა ყველაზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინე, შე-
გიძლია, თავს ცოტა გამხიარულების უფლებაც მისცე, – მომიბ-
რუნდა სიმონი, – ვირზე რამეს ხომ არ...
– უკანასკნელად გეუბნები, არა, – სწრაფად მოვუჭერი, – ამ-
ბროზის შევეშვი. მასთან ახალი დაპირისპირების წამოწყების
მცირე შანსიც კი აღარაა.
– მხარი მოსტეხე, – ჩაერია ვილი, – ამიტომ, არ მგონია,
იოლად დაშოშმინდეს.
– მან კი ბარბითი გამიტეხა, – არ დავეთანხმე ვილს, – ასე,
რომ ბარიბარში ვართ. თანახმა ვარ, წარსული დავივიწყო.
– დაივიწყო, აბა რა, – არ ცხრებოდა სიმი, – საკვამურში მძა-
ღე კარაქი ჩაუგდე და უნაგირზე შესაკრავები მოუშვი...
– თუ ღმერთი გწამს, მოკეტე, – გავაწყვეტინე და გარშემო მი-
მოვიხედე, – ეგ თითქმის ერთი თვის წინ იყო და შენი და ვილე-
მის გარდა არავინ იცის. ახლა უკვე მანესაც გააგებინე და ყვე-
ლას, ვისაც ჩვენს მაგიდამდე ყური მოუწვდება.
სიმი სირცხვილისგან აჭარხლდა და საუბარიც შეწყდა, ვიდრე
ლილი სასმისებით არ დაბრუნდა. ვილის შალდური ტრადიცი-
ულ ქვის ჭურჭელში იყო ჩამოსხმული, სიმის თაფლუჭი კი შუშის
ჭიქაში ოქროსფრად ციმციმებდა. მე და მანეს ხის კათხები გვერ-
გო.
მანემ გაიღიმა.
– აღარც კი მახსოვს, „საუნთონი“ ბოლოს როდის ავიღე.
მგონი, ჩემთვის არც არასდროს შემიკვეთავს.
110 მკითხველთა ლიგა
– მე რაც მინახავს, ქვოს გარდა ერთადერთი ხარ, ვინც მაგ
რაღაცას სვამს, – უთხრა სიმმა მანეს, – ქვო ყოველ საღამოს
სამ-ოთხ კათხას მაინც ჩაისხამს ხოლმე.
მანემ წარბის აწევით შემომხედა და მკითხა:
– არაფერი იციან?
თავი გავაქნიე და მოვსვი. ვერ გადამეწყვიტა, გამეცინა თუ
შემრცხვენოდა.
მანემ თავისი კათხა სიმისკენ გაასრიალა. სიმმა აიღო და ერ-
თი ყლუპი მოსვა. მოიღუშა და ხელახლა მოყლურწა.
– წყალია?
მანემ თავი დაუქნია.
– მეძავების ძველი ოინია. როდესაც საროსკიპოს საერთო
ოთახში ელაპარაკები, ცდილობ, აჩვენო, რომ სხვებს არ ჰგავ-
ხარ და დახვეწილი მამაკაცი ბრძანდები, ამიტომ დასალევს
სთავაზობ.
მაგიდის მეორე მხარეს გადასწვდა და სიმისგან კათხა დაიბ-
რუნა.
– მაგრამ მათ სამუშაო აქვთ და შენი დასალევი საერთოდ არ
აინტერესებთ, ფული ურჩევნიათ. ასე რომ, „საუნთონს“, „პევე-
რეტს“ ან რამე სხვას უკვეთავენ. შენ ფულს იხდი, ბარმენი კი
კათხაში წყალს უსხამს, საღამოს დასასრულს კი ქალი და დაწე-
სებულება ფულს იყოფენ. თუ კარგი მსმენელია, შეუძლია ბარ-
თანაც იმდენი ფული გააკეთოს, რამდენიც ლოგინში.
ამ დროს მეც ჩავერიე.
– სინამდვილეში, ფულს სამად ვყოფთ: ერთი მესამედი დაწე-
სებულებას რჩება, მეორე მესამედი – ბარმენს და მესამე კი მე.
– გამოდის, რომ გაცურებენ. ბარმენმა თავისი წილი დაწესე-
ბულებისგან უნდა აიღოს.
– არასდროს დამინახავს, რომ ანკერთან „საუნთონი“ შეგეკ-
ვეთოს, – მითხრა სიმმა.
111 მკითხველთა ლიგა
– იქ ამისთვის ალბათ „გრეისდეილის თაფლუჭია“, – ივა-
რაუდა ვილმა, – სულ მაგას უკვეთავ ხოლმე.
– მაგრამ „გრეისდეილი“ მეც შემიკვეთავს, – გააპროტესტა
სიმმა, – ტკბილი კიტრისა და ფსლის გემო აქვს, თანაც... – სიმს
ენა დაება.
– თანაც გაცილებიც ძვირი ღირდა, ვიდრე ელოდი? – ღიმი-
ლით ჩაეკითხა მანე, – ხომ უფრო გონივრულია, ამ ფასად ნორ-
მალური ლუდი დალიო?
– ანკერთან უკვე იციან, „გრეისდეილის“ შეკვეთისას რასაც
ვგულისხმობ, – დავიწყე განმარტება, – რაღაც არარსებული
სასმელი რომ შევუკვეთო, ჩვენს თამაშს ადვილად გაშიფრავენ.
– შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? – ჰკითხა ვილიმ მანეს.
მანემ ჩაიხითხითა.
– ჩემნაირი ბებერი ძაღლისთვის ახალი ოინები აღარ არსე-
ბობს.
სინათლე ისევ მიილია და ჩვენც სცენისკენ მივბრუნდით.

112 მკითხველთა ლიგა


***

ამის შემდეგ საღამო ნელ-ნელა დასასრულისკენ წაიზლაზნა.


მანემ უკეთეს გარემოცვაში გადაინაცვლა, ვილი, სიმი და მე კი
ყველანაირად ვცდილობდით, მაგიდაზე ჭიქა არ გაგვეჩერებინა,
კმაყოფილი მუსიკოსებისგან კი სასმელის გამოგზავნა არ
სრულდებოდა. მართლა უამრავი სასმელი გამოგვიგზავნეს,
იმაზე გაცილებით მეტი, რამდენის იმედიც მქონდა.
თითქმის ყოველ ჯერზე „საუნთონს“ ვუკვეთავდი, რადგან იმ
დღეს „ეოლიანში“ ჩემი მისვლის მთავარი მიზეზი გადასახადის
ფულის შეგროვება იყო. ახლა, როცა ამ ეშმაკობაში გაერკვნენ,
რამდენჯერმე ვილმა და სიმმაც იგივე შეუკვეთეს. ორმაგად კმა-
ყოფილი ვიყავი, რადგან ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, სახლში
მათი ურიკით წაყვანა მომიხდებოდა.
საბოლოოდ, სამივე ჩვენგანმა მიიღო საკმარისი რაოდენო-
ბით მუსიკა, ჭორები და, სიმის შემთხვევაში, მიმტანი გოგონების
უშედეგოდ დევნა.
გასვლამდე ბარმენს განმარტოებით გავესაუბრე და ნახევარ-
სა და მესამედს შორის სხვაობის საკითხი წამოვწიე. ჩვენი მო-
ლაპარაკების დასასრულს მთელი ტალანტი და ექვსი ჯოთი ნაღ-
დი ფული მივიღე. ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ სხვა მუსიკო-
სების მიერ ნაყიდი სასმელით იყო გამომუშავებული.
მონეტები საფულეში ჩავიჩხრიალე. „ზუსტად სამი ტალანტი“,
გადავთვალე გონებაში.
ბარმენთან ბაასის შედეგად ორი მუქყავისფერი ბოთლიც
მერგო.
– ეგ რა არის? – მკითხა სიმმა, როდესაც ბარბითის ჩასადებ-
ში ბოთლების ჩატენვას ვცდილობდი.
– ბრედონული ლუდი, – ბარბითის გასახვევი ნაჭრები ისე ჩა-
ვაფინე, რომ ბოთლები საკრავს არ გახახუნებოდა.
113 მკითხველთა ლიგა
– ბრედონულს, – აგდებული ხმით თქვა ვილმა, – ბრელოს
გემო უფრო აქვს, ვიდრე ლუდის.
სიმი თავის დაქნევით დაეთანხმა და დაიჭყანა.
– არ მიყვარს სასმლის ღეჭვა.
– ეგეთი ცუდიც არაა, – ვცადე შეწინააღმდეგება, – მცირე სა-
მეფოებში ქალები ფეხმძიმობისას სვამენ ხოლმე. არვილმა ახ-
სენა ერთ-ერთი ლექციისას, ყვავილის მტვრის, თევზის ქონისა
და ალუბლის კურკებისგან ხარშავენო. ყველანაირ საკვებ ნივ-
თიერებას შეიცავსო.
– ქვო, არ გამტყუნებთ, – ვილმა შეწუხებული სახე მიიღო და
მხარზე ხელი დამადო, – სიმი და მე არ გკიცხავთ იმის გამო,
რომ ილიელი ფეხმძიმე ქალი ხარ.
სიმონმა ჩაიფრუტუნა, შემდეგ თავისივე ჩაფრუტუნებაზე
გაეცინა.
უნივერსიტეტისკენ ნელი ნაბიჯით გავეშურეთ. მაღალი, თა-
ღოვანი ქვის ხიდი გადავიარეთ და რადგან გარშემო არავინ ჩან-
და, სიმს „ამ ბოზის ბალადა“ ვუმღერე.
ვილი და სიმი ბუნაგში თავიანთი ოთახებისკენ წაფრატუნ-
დნენ, მაგრამ მე დასაძინებლად მზად არ ვიყავი და უნივერსიტე-
ტის ცარიელ ქუჩებში ხეტიალი განვაგრძე. გრილ ჰაერს ხარბად
ვისუნთქავდი.
აფთიაქების, მინამბერთა საამქროებისა და საამკინძაოების
ჩაბნელებულ ფანჯრებს ჩავუარე. ახალგაკრეჭილი გაზონი გა-
დავჭერი და შემოდგომის ფოთლებისა და მწვანე ბალახის სუფ-
თა, მტვრიანი სურნელი შევიყნოსე. თითქმის ყველა ფუნდუკი და
დუქანი ჩაბნელებულიყო, თუმცა საროსკიპოებიდან სინათლე
ბჟუტავდა.
მაგისტრების დარბაზის რუხი ქვები მთვარის შუქზე ვერ-
ცხლისფრად ციმციმებდა. შიგნით ერთადერთი მქრქალი ლამპა
ბჟუტავდა და ჭუჭყიან ფანჯარაზე გამოსახულ თექამს ანათებდა,
114 მკითხველთა ლიგა
რომელიც კანონიკურ პოზაში გამოესახათ: გამოქვაბულის შე-
სასვლელთან ფეხშიშველი მდგომი და ახალგაზრდა სტუდენტე-
ბის ჯგუფთან მოსაუბრე.
ამბუხს ჩავუარე, მისი უთვალავი უკვამლო, მუქი საკვამურები
მთვარიან ცაში აზიდულიყო. იქაურობა ღამითაც კი ამონიუმისა
და დანახშირებული ყვავილების, მჟავისა და სპირტის სუნად
ყარდა – შენობის კედლები საუკუნეების განმავლობაში ათასი
შერეული სურნელით გაჟღენთილიყო.
ბოლოს არქივი გამოჩნდა. ხუთსართულიანი, უფანჯრო შენო-
ბა უზარმაზარ შარაქვას მაგონებდა. მისი მასიური კარიბჭე მიხუ-
რული იყო, მაგრამ კარის ღრიჭოებიდან გამომავალ სიმპათიის
ლამპების წითელ სინათლეს ვხედავდი. გამოცდების პერიოდში
მაგისტრი ლორენი არქივს ღამითაც ღიას ტოვებდა, რათა არკა-
ნუმის წევრებს მაშინ ემეცადინათ, როცა მოესურვებოდათ. რა
თქმა უნდა, ყველას, ერთის გარდა.
ანკერის დუქნისკენ დავბრუნდი. იქაურობა ჩაბნელებული და
გაყუჩებული დამხვდა. უკანა კარის გასაღები მქონდა, მაგრამ
სიბნელეში ბოდიალს ვარჩიე გზა ახლომდებარე ჩიხით მომეჭ-
რა. მარჯვენა ფეხი კასრზე, მარცხენა ფანჯრის კიდეზე, მარცხენა
ხელი რკინის მილზე და მესამე სართულზე მდებარე ჩემი ოთა-
ხის ფანჯრამდე ავბობღდი, საკეტი მავთულით გავაღე და შიგნით
გადავძვერი.
უკუნეთი სიბნელე იდგა, მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ
ქვედა სართულის ბუხრიდან ცეცხლის ამოტანაზე არც მიფიქ-
რია. ასე რომ, საწოლის გვერდით დადებული ლამპის ფითილს
შევეხე და თითები გავიზეთიანე, შემდეგ ბუტბუტით გადაბმა და-
ვიწყე და ვიგრძენი, როგორ დამიარა მკლავში სიცივემ, როდე-
საც სხეულიდან სითბოს გამოდევნა დავიწყე. თავიდან არაფერი
მომხდარა, შემდეგ შევიჭმუხნე და ვცადე, მცირე ალკოჰოლური
გაბრუება სრული კონცენტრაციით გადამელახა. სიცივემ
115 მკითხველთა ლიგა
მკლავში უფრო ღრმად გაატანა და კანკალი დამაწყებინა, მაგ-
რამ საბოლოოდ, სიბნელე ნაპერწკალმა გაფანტა.
მციოდა და ფანჯარა სასწრაფოდ დავხურე. დახრილჭერიანი
პატარა ოთახი და საწოლი მოვათვალიერე. ჩემდა გასაკვირად,
გავიაზრე, რომ მთელ ქვეყანაზე არ არსებობდა სხვა ადგილი,
სადაც აქაურობაზე მეტად ვისურვებდი ყოფნას. ამ ოთახს უკვე
თითქმის მშობლიურ სახლად აღვიქვამდი.
ეს თქვენთვის შეიძლება უცნაური სულაც არ იყოს, მაგრამ
ჩემთვის ნამდვილად გახლდათ. ედემა რუებს შორის გაზრდილს
საკუთარი სახლი უცხოდ მეჩვენებოდა. მაშინ სახლი ფორნების
ჯგუფი და კოცონის ირგვლივ აგუგუნებული სიმღერები იყო. და-
სის ამოხოცვა მშობლებისა და ბავშვობის მეგობრების დაკარ-
გვაზე მეტს ნიშნავდა. თითქოს მთელი ჩემი სამყარო ამოიბუგა
და გაცამტვერდა.
ახლა, როცა უნივერსიტეტში თითქმის მთელი წელი გავატა-
რე, უკვე შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემი სამყოფელი აქ იყო. ად-
გილის შეყვარება ჩემთვის უცხო გრძნობას წარმოადგენდა.
გარკვეულწილად, დამამშვიდებლადაც მოქმედებდა, მაგრამ ჩე-
მი შინაგანი რუ მაინც არ ისვენებდა და მცენარესავით ერთ ად-
გილას ფესვების გადგმის გაფიქრებისთანავე ამბოხს იწყებდა.
თვლემისას იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ, მამაჩემი ჩემზე რას
იფიქრებდა-მეთქი.

116 მკითხველთა ლიგა


თავი მეშვიდე
გამოცდები

მეორე დილით სახეზე ცოტა წყალი შევისხი და ქვემოთ ფე-


ხათრევით ჩავედი. ანკერის ფუნდუკის საერთო ოთახი თანდა-
თან ხალხით ივსებოდა: ზოგი ადრეული ლანჩისთვის შემოხეტე-
ბულიყო, რამდენიმე განსაკუთრებით მწუხარე სტუდენტს კი იმ-
დღევანდელი დალევის გეგმის შესრულება ნაადრევად დაეწყო.
ძილის ნაკლებობის გამო ჯერ კიდევ ფერდაკარგული ჩემს
ჩვეულ, კუთხის მაგიდას მივუჯექი და მომავალ გამოცდაზე და-
ვიწყე ნერვიულობა.
კილვინი და ელქსა დალი არ მაღელვებდა, მათი კითხვების-
თვის მზად ვიყავი. დიდწილად, იგივე ეხებოდა არვილსაც. აი,
დანარჩენი მაგისტრები კი ჩემთვის მეტ-ნაკლებად ამოუცნობები
იყვნენ.
ყოველი სემესტრის დასაწყისში თითოეული მაგისტრი არქი-
ვის სამკითხველო დარბაზში წიგნების სიას გამოაკრავდა ხოლ-
მე. სიაში შეხვდებოდით ე’ლირებისთვის განკუთვნილ ძირითად
სამეცადინო ტექსტებსაც და გაცილებით რთულ ნაშრომებსაც
რე’ლარებისა და ელ’თებისთვის. ეს წიგნები იმ მასალას შეიცავ-
და, რომელსაც მაგისტრები ფასეულად მიიჩნევდნენ. ჭკვიანი
სტუდენტები გამოცდებამდე სწორედ ამ წიგნებით მეცადინეობ-
დნენ.
თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მე სამკითხველოში თავი-
სუფლად ხეტიალი არ შემეძლო. ბოლო ათწლეულის განმავლო-
ბაში ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც არქივიდან გან-
კვეთეს და ამის შესახებ ყველამ იცოდა. სამკითხველო მთელ
შენობაში ერთადერთი კარგად განათებული დარბაზი იყო, გა-

117 მკითხველთა ლიგა


მოცდების პერიოდში კი ყოველთვის წიგნებში ჩაფლული ხალ-
ხით იყო სავსე.
ასე რომ, მაგისტრების წიგნების ძებნა საცავში ჩამარხულ ას-
ლებში მიხდებოდა. არც კი დაიჯერებთ, ერთი და იმავე წიგნის
რამდენ ვერსიას შეიძლებოდა იქ შეხვედროდით. თუ გამიმარ-
თლებდა, ჩემ მიერ ნაპოვნი ტომი იმ წიგნის იდენტური იქნებო-
და, რომელიც მაგისტრმა სამკითხველოში მოხმარებისთვის გა-
დადო, მაგრამ უფრო ხშირად მოძველებულ, ცენზურაგამოვ-
ლილ ან ცუდად ნათარგმნ ვერსიებს ვაწყდებოდი.
წინა რამდენიმე ღამის განმავლობაში რამდენიც შემეძლო,
წავიკითხე, მაგრამ წიგნებზე ნადირობა ძვირფას დროს მაკარ-
გვინებდა და გამოცდას მაინც ძალიან მოუმზადებელი ვხვდებო-
დი.
სწორედ ამ შემაწუხებელ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როდე-
საც ჩემი ყურადღება ანკერის ხმამ მიიპყრო.
– ქვო აი, ის არის, იქ რომ ზის, – თქვა ფუნდუკის მეპატრო-
ნემ.
თავი ავწიე და ბართან მჯდომი ქალი დავინახე. სტუდენტივით
არ ეცვა. გრძელ, წელში გამოყვანილ, შინდისფერ მდიდრულ კა-
ბაში გამოწყობილს ამავე ფერის ხელთათმანები ხელებს იდაყ-
ვამდე უფარავდა.
მაღალი სკამიდან ფრთხილი მოძრაობით, კაბაში ფეხების
ახლართვის გარეშე ჩამოვიდა და ჩემს მაგიდას მოუახლოვდა.
გრძელი თმა ხელოვნურად დაეხვია, ტუჩებზე კი წითელი საცხი
სქლად წაესვა. ვერაფრით მივხვდი, ანკერის დუქნის მსგავს ად-
გილას რამ მოიყვანა.
– თქვენ ხართ, ვინც იმ საქონელ ამბროზ ჯაკისს მკლავი მოს-
ტეხა? – მკითხა ატურულად, მუსიკალური მოდეგანური აქცენ-
ტით. მართალია, ეს აქცენტი მისი ნათქვამის გაგებას ცოტა არ-
თულებდა, მაგრამ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მიმზიდველად
118 მკითხველთა ლიგა
არ მეჩვენებოდა. მოდეგანური აქცენტი მეტად აღმგზნებად მოქ-
მედებდა.
– მე ვარ, – ვუპასუხე, – განზრახ არ ჩამიდენია, მაგრამ ნამ-
დვილად მე ვარ.
– მაშინ ნება უნდა დამრთოთ, რომ სასმელზე დაგპატიჟოთ, –
თქვა ისეთი ქალის ხმით, რომელიც სურვილს ყოველთვის ის-
რულებს.
გავუღიმე. ვინატრე, რომ მხოლოდ ათი წუთის გაღვიძებული
და ჯერ კიდევ გონებადაბინდული არ ვყოფილიყავი.
– პირველი არ იქნებით, ვინც მაგ გმირობისთვის სასმელს
მიყიდის, – ვუთხარი გულახდილად, – თუ დაჟინებით მთხოვთ,
მაშინ „გრეისდეილის თაფლუჭს“ მივირთმევ.
მიტრიალდა და ბარისკენ გაემართა. თუ სტუდენტი იყო, ნამ-
დვილად ახალი უნდა ყოფილიყო. აქ რამდენიმე დღეც რომ
გაეტარებინა, მის შესახებ აუცილებლად გავიგებდი სიმისგან,
რომელიც ქალაქში ყველა ლამაზ გოგოს ადევნებდა თვალყურს
და შესაშური შემართებით ეარშიყებოდა.
მოდეგანელი ქალი ცოტა ხანში დაბრუნდა, ჩემ წინ დაჯდა და
მაგიდაზე ხის კათხა გამომიცურა. მივხვდი, ანკერს სასმისი სულ
ახლახანს გაერეცხა, რადგან ქალის შინდისფერი ხელთათმანის
სათითეები სწორედ იმ ადგილას დასველებულიყო, რომლითაც
კათხა ეჭირა.
მუქი წითელი ღვინით სავსე ჭიქა ასწია.
– ამბროზ ჯაკისს გაუმარჯოს, – თქვა მოულოდნელი სისასტი-
კით, – დაე, ჭაში ჩავარდეს და მოკვდეს.
კათხა ავიღე და მოვსვი, თან იმაზე ჩავფიქრდი, ნეტა უნივერ-
სიტეტიდან ორმოცდაათი მილის მანძილზე ერთი ქალი მაინც
თუ დარჩა, ვისაც ამბროზი ცუდად არ მოექცა-მეთქი. ხელები
შარვალზე შევიწმინდე.

119 მკითხველთა ლიგა


ქალმა მოზრდილი ყლუპი მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
გუგები გაფართოებოდა. ეტყობოდა, რომ ადრიდანვე მოესწრო
საკმაოდ ბევრის დალევა.
მოულოდნელად ჯავზისა და ქლიავის სუნი მეცა. კათხა დავ-
ყნოსე, შემდეგ მაგიდას დავაკვირდი, ვინმემ სასმელი ხომ არ
დააქცია-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე.
ქალი მოულოდნელად ატირდა. მორცხვად კი არ ქვითინებ-
და, ცხარე ცრემლს აღვარღვარებდა. გეგონებოდა, ონკანი მო-
უშვესო.
ხელებზე დაიხედა და თავი გააქნია. ერთი ხელთათმანი გაიძ-
რო, შემომხედა და ქვითინში ათამდე მოდეგანური სიტყვა ამო-
იზლუქუნა.
– უკაცრავად, – ამოვილუღლუღე უმწეოდ, – მოდეგანურად
არ...
თუმცა იმწამსვე წამოხტა და თვალების წმენდით კარისკენ
გავარდა.
ბარის უკნიდან ანკერი მომჩერებოდა ისევე, როგორც ოთახ-
ში მყოფი ყველა დანარჩენი.
– ჩემი ბრალი არ იყო, – ვთქვი და ხელი კარისკენ გავიშვი-
რე, – თავისით გადაირია.
სხვა დროს, ალბათ, დავედევნებოდი და ვითარებაში გარკვე-
ვას შევეცდებოდი, მაგრამ ის უკვე გარეთ იყო, მე კი გამოცდამ-
დე ერთ საათზე ნაკლები დრო მრჩებოდა. თანაც, ამბროზის მი-
ერ გულნატკენი ყველა ქალის დამშვიდება რომ დამეწყო, ჭამი-
სა და ძილის დროც აღარ დამრჩებოდა.
ამ უცნაურმა შეხვედრამ თითქოს საბოლოოდ გამომაფხიზ-
ლა და უძილობისგან გამოწვეულ თავბრუსხვევასა და გონების
დაბინდვას აღარ ვგრძნობდი. გადავწყვიტე, ამით მესარგებლა
და გამოცდები მომეშორებინა. როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლ-
მე, ადრე დაწყებულს ადრევე დაამთავრებ.
120 მკითხველთა ლიგა
***

დარბაზებისკენ მიმავალი გზად სავაჭრო ურემთან შებრაწუ-


ლი ხორციანი ღვეზელის საყიდლად შევჩერდი. ვიცოდი, რომ ამ
სემესტრის გადასახადისთვის თითოეული პენი უნდა დამეზოგა,
მაგრამ ერთი ნორმალური კერძის ფასი ბევრ არაფერს შემიც-
ვლიდა. ცხელი და ფუმფულა ღვეზელი ქათმის ხორცით, სტაფი-
ლოთი და სალბის ფოთლებით იყო გამოტენილი. გზადაგზა
ვჭამდი და თან ვხარობდი იმ მცირე თავისუფლების შეგრძნე-
ბით, რაც საკუთარი გემოვნებით საჭმლის ყიდვამ მომანიჭა –
აქამდე ხომ მხოლოდ იმით ვიკვებებოდი, რაც ანკერს მოეპოვე-
ბოდა.
როდესაც ღვეზელის ბოლო ლუკმაც შევსანსლე, დათაფლუ-
ლი ნუშის სუნი მეცა. მოზრდილი ჩამჩა ვიყიდე და სიმინდის გა-
მომშრალი ჩენჩოსგან ოსტატურად მოწნულ ქისაში ჩავაყრევი-
ნე. ოთხი დრაბი დამიჯდა, მაგრამ უკვე წლები იყო, დათაფლუ-
ლი ნუში ხემსადაც არ გამესინჯა; თანაც, გამოცდის წინ სისხლში
მცირეოდენი შაქარი ნამდვილად არ მაწყენდა.
გამოცდის მომლოდინეთა რიგი შიდა ეზოში გაჭიმულიყო.
თვალუწვდენლად გრძელი არ ეთქმოდა, მაგრამ მის დანახვაზე
მაინც ავფორიაქდი. ნაცნობ სახეს წავაწყდი, სახელოსნოდან
მახსოვდა. თავი დავადე და ერთ ახალგაზრდა, მწვანეთვალება
ქალს ამოვუდექი, რომელიც ჩემსავით რიგში ჩადგომას ელოდა.
– გაუმარჯოს, – წამოვიწყე საუბარი, – ამლია ხარ, ხომ?
ნერვიულად გამიღიმა და თავი დამიქნია.
– მე ქვო მქვია, – კისერი მოვიღერე.
– ვიცი, რაც გქვია, – მომიგო, – სახელოსნოში მყავხარ ნანა-
ხი.
– სახელოსნო კი არა, ნამდვილი საცხენოსნოა, – ვუთხარი
და ქისა გავუწოდე, – დათაფლულ ნუშს ინებებ?
121 მკითხველთა ლიგა
თავი უარის ნიშნად გააქნია.
– ძაან გემრიელია, – წავაქეზე და ფუჩეჩის ქისა მაცდურად
შევაჯანჯღარე.
ხელი ყოყმანით ასწია და ერთი ცალი აიღო.
– შუადღეს გამოსაცდელთა რიგია? – ვკითხე და ჩამწკრივე-
ბულ სტუდენტებზე ვანიშნე.
თავი დამიქნია.
– ვიდრე ჩვენი რიგში ჩადგომის დრო მოვა, აქ ყურყუტი კი-
დევ რამდენიმე წუთს მოგვიწევს.
– სასაცილოა პირდაპირ. რას დაგვაყუდეს, – ავყევი, – შემო-
ღობილ საძოვარზე შერეკილი ცხვრებივით გვეპყრობიან. მთე-
ლი ეს ლოდინი ყველა ჩვენგანისთვის დროის ფუჭი კარგვა და
შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა.
ამლიას სახეზე აღელვებამ გადაურბინა.
– რა მოხდა? – ვკითხე.
– რა და, ცოტა არ იყოს, ხმამაღლა მოგდის, – ამიხსნა და ირ-
გვლივ მიმოიხედა.
– ყველას სათქმელისა და საფიქრალის დაუფარავად გამოთ-
ქმისა არ მეშინია, – მივუგე, – მთელი ეს საგამოცდო პროცესი
ერთი დიდი, არნახული იდიოტიზმია. მაგისტრმა კილვინმა კარ-
გად იცის, რისი შემძლეც ვარ. ელქსა დალმაც. ბრანდერი საერ-
თოდ აზრზე არაა, ვინ ვარ. ჩემი გადასახადის განსაზღვრისას
რატომ უნდა ჰქონდეს მის სიტყვას იმდენივე წონა, რამდენიც
სხვა მაგისტრებისას?
ამლიამ მხრები აიჩეჩა და მზერა ამარიდა.
ნუში ჩავკბიჩე და იმწამსვე ქვაფენილზე გადმოვაფურთხე.
– ფუ! – მთელი ქისა ამლიას გავუწოდე, – ნახე აბა, ქლიავის
გემო აქვს, არა?
გაკვირვებულმა ამრეზით შემომხედა. ჩემ ზურგსუკან რაღა-
ცას გაჰყურებდა.
122 მკითხველთა ლიგა
მივბრუნდი და დავინახე, როგორ გადმოჭრა ამბროზიმ შიდა
ეზო და ჩვენკენ გამოემართა. როგორც ყოველთვის, ახლაც პე-
წიანად გამოიყურებოდა: ქათქათა თეთრი ტილოთი, ხავერდითა
და ფარჩა-აბრეშუმით შეკერილ სამოსში გამოწყობილიყო. მისი
გრძელი, თეთრი ბუმბულით დამშვენებული ქუდის დანახვისას
უმიზეზო მრისხანებამ მომიცვა. მარტო იყო, კუდქიცინა ლაქუცე-
ბის ამალიდან არავინ ახლდა, რაც მეუცხოვა.
– შესანიშნავია, – წამოვიძახე, როცა დავრწმუნდი, ისეთ მან-
ძილზე მოგვიახლოვდა, რომ ჩემს სიტყვებს გაიგონებდა, – ამ-
ბროზ, შენმა გამოჩენამ ცხენის ჩონჩორიკისაგან გამომცხვარი
გამოცდები ცხენის ჩონჩორიკისავე კრემით მორთო.
ჩემდა გასაკვირად, ჩემმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა.
– მეც მიხარია შენი დანახვა, ქვო.
– დღეს შენს ერთ ძველ გულისსწორს გადავეყარე, – ვამცნე,
– დღემდე ტანჯავს ის ტრავმა, რაც, ჩემი ვარაუდით, შენი შიშ-
ვლად დანახვის შედეგად მიიღო.
ამ სიტყვებზე ოდნავ მოიღუშა, მე კი ამლიასკენ გადავიხარე
და არტისტულად წავჩურჩულე:
– სანდო წყაროდან ვიცი, რომ ამბროზის მხოლოდ ციცქნა,
ცერისოდენა კუტუ კი არ აბია, მარტო მაშინ უდგება, თუ ახლო-
მახლო ძაღლის ლეში, გიბეას ჰერცოგის პორტრეტი და შარ-
ვალჩახდილი გალერის მედაფდაფე ეგულება.
ამლიას სახე წაეშალა. გაშრა.
ამბროზიმ შეხედა.
– აჯობებს, წახვიდე, – მიმართა სათუთად, – არაა საჭირო,
ამგვარ ლაყბობას ყური უგდო.
ამლია თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
– ჰოო, ვაღიარებ, ამაში ვერავინ შეგედრება, – ჩავილაპარა-
კე, თან გაქცეულ გოგოს გავყურებდი, – ქალს შენსავით ვერა-

123 მკითხველთა ლიგა


ვინ დააფრთხობს, – წარმოსახვითი ქუდი მოვიშვლიპე, – ამ თე-
მაზე ლექციებს უნდა ატარებდე და მთელ კურსს მოძღვრავდე.
ამბროზი გაუნძრევლად იდგა, თავს კმაყოფილი მიქნევდა და
რაღაც უცნაური იერით მიმზერდა.
– ამ ქუდში ნორჩი ბიჭუნების მოყვარულივით გამოიყურები,
– განვაგრძე, – გააჯვი, თორემ ერთი სული მაქვს, თავიდან რო-
დის წაგაძრობ, – შევხედე, – სიტყვამ მოიტანა და მხარი როგორ
გაქვს?
– გაცილებით უკეთ, განსაკუთრებით კი ახლა, – მიპასუხა
სათნო ღიმილით. იდგა, იღიმებოდა და ქუდს ხელს სულელუ-
რად უთათუნებდა.
კიდევ ერთი ნუში გავიქანე პირისკენ, დავიჯღანე და ისიც
გადმოვაფურთხე.
– რა მოგივიდა? – მკითხა ამბროზიმ, – ქლიავი არ გიყვარს?
პასუხს არც დალოდებია. მიტრიალდა და წავიდა. სახიდან
ღიმილი არ მოშორებია.
ალბათ, მიხვდებით, რა მიტრიალებდა თავში, თუ გეტყვით,
რომ უბრალოდ გახევებული ვიდექი და მიმავალ ამბროზის გავ-
ცქეროდი. მოწნული ქისა ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე.
თაფლისა და დარიჩინის სუნს ფუჩეჩის მტვრიანი სურნელი გა-
რეოდა. ქლიავის ან ჯავზის სურნელის ჭაჭანებაც არ იყო. საიდან
უნდა სცოდნოდა ამბროზის?..
უეცრად ტვინში თითქოს რაღაცამ დამკრა. იმავე წამს შუად-
ღის ზარმაც ჩამოკრა. ყველამ, ვისაც ჩემნაირი ფირფიტა ერგო,
შიდა ეზოში გაწოლილ გრძელ რიგს მიაშურა. გამოცდის დრო
მოახლოებულიყო.
შიდა ეზოდან თავპირისმტვრევით გავვარდი.

124 მკითხველთა ლიგა


***

კარზე ყურისწამღები ბრახუნი ავტეხე. ბუნაგის მესამე სარ-


თულზე შეუჩერებლად ავირბინე, გული ამოვარდნაზე მქონდა.
– სიმონ! – დავუძახე, – კარი გააღე. სალაპარაკო მაქვს!
შეშფოთებულმა სტუდენტებმა დერეფნის ორივე მხარეს გან-
თავსებული ოთახებიდან გამოყვეს თავები. სიმონის ქვიშისფე-
რი, აწეწილი თავი ვიცანი.
– ქვო?! – გამომძახა, – რას აბრახუნებ? ეგ ჩემი კარი არაა.
მისკენ გავემართე, ოთახში შევაგდე და კარი მივხურე.
– სიმონ, ამბროზიმ მომწამლა. მგონი, გონებაში რაღაც რიგ-
ზე ვერ მაქვს, მაგრამ ზუსტად რა, არ ვიცი.
სიმონი გაიკრიჭა.
– მაგას ჯერ კიდევ როდის მივხვ... – სიტყვა გაუწყდა, უნდო
იერი დაედო, – რას აკეთებ? იატაკზე არ დამიფურთხო!
– პირში უცნაური გემო მაქვს, – ავუხსენი.
– ფეხებზე მკიდია, – გაოცებულმა ბრაზით შემომიტია, – რა
გეტაკა? სად დაიბადე, თავლაში?
გავუშალე და ხელისგული სახეში ვაფეთე. გადაქანდა და კე-
დელს მიენარცხა.
– ჰო, მართლა თავლაში დავიბადე, – მკაცრად მოვუჭერი, –
რამე არ მოგწონს?
სიმი წამოდგა. ცალი ხელით კედელს ეყრდნობოდა, მეორე-
თი აწითლებულ ლოყას იზელდა. განცვიფრებული მიყურებდა.
– ღვთის გულისთვის, რა ჯანდაბა დაგემართა?
– არაფერი ჯანდაბა არ დამმართნია, – ვუპასუხე, – მაგრამ
ცოტა ენა აკონტროლე. ძაანაც კი მომწონხარ, მაგრამ იმის გა-
მო, რომ მდიდარი მშობლები არ მყავს, ჩემზე აღმატებული
იოტისოდენადაც არ ხარ, – მოვიქუფრე და ისევ გადმოვანერ-

125 მკითხველთა ლიგა


წყვე, – ღმერთო, რა საზიზღრობაა. ჯავზს ვერ ვიტან. ბავშვობი-
დან მეზიზღებოდა.
სიმს სახეზე შეეტყო, რომ გონება გაუნათდა.
– უცნაური გემო მაქვსო, რომ იძახდი, – დაინტერესდა, –
ქლიავისა და სანელებლების გემოა?
თავი დავუქნიე.
– გულს მირევს.
– უფლის რუხო ფერფლო, – სახედასერიოზულებულ სიმს
ხმა ჩაუწყდა, – კაი, მართალი ხარ, მოგწამლეს და ვიცი, რითიც,
– თუმცა თქმა აღარ დასცალდა. გავტრიალდი და კარს დავეჯაჯ-
გურე, – სად გარბიხარ?
– ამბროზი უნდა მოვკლა, – მივუგე, – ჩემი მოწამვლისთვის
ვაზღვევინო.
– შხამი არაა. ეგ... – უეცრად დადუმდა, შემდეგ კი მშვიდი,
აუღელვებელი ხმით მომმართა, – ეგ დანა საიდან გააძრე?
– შარვლის შიგნიდან ფეხზე ღვედით მაქვს მიმაგრებული, –
ვუთხარი, – ყოველი შემთხვევისთვის.
სიმმა ღრმად ჩაისუნთქა.
– ვიდრე ამბროზის მოსაკლავად გავარდები, ასახსნელად
ერთ წუთს ვერ დამითმობ?
მხრები ავიჩეჩე.
– კაი, მიდი.
– ხომ არ ჩამოჯდებოდი? – სკამზე მიმითითა. ამოვიოხრე და
მის სურვილს დავყევი.
– კარგი, ოღონდ სწრაფად ამოშაქრე. მალე გამოცდა მეწყე-
ბა.
სიმმა აუჩქარებლად დამიქნია თავი და საწოლის კიდეზე ისე
ჩამოჯდა, პირდაპირ მე მიყურებდა.

126 მკითხველთა ლიგა


– ხომ იცი, კაცი რომ გაილეშება და რაღაც სისულელეს
დაიჟინებს? მერე რაც უნდა ბევრი უმტკიცო, ცუდი აზრიაო, რომ
ვეღარ გადაათქმევინებ?
გამეცინა.
– იმდღევანდელივით, შენ რომ აიჩემე, არფისტ გოგოს უნდა
დაველაპარაკოო, „ეოლიანის“ გარეთ რომ დახვდი და მერე
ცხენზე მიურწყიე?
თავი დამიქნია.
– ჰო, ზუსტად იმდევანდელივით. მსგავს ნაერთებს ალქიმი-
კოსებიც ამზადებენ, ოღონდ ისინი გაცილებით ძლიერ შედეგს
იძლევა.
თავით ვანიშნე, ეგრე არაა-მეთქი.
– სიმთვრალეს არ ვგრძნობ. გონებას არაფერი მიბინდავს.
სრულიად საღ ჭკუაზე ვარ.
სიმონმა კვლავ თავი დამიქნია.
– მთლად სიმთვრალესაც არ ჰგავს, – მითხრა, – თრობა მო-
წამვლის მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია, ოღონდ არც
მოგადუნებს და არც მოგთენთავს. სამაგიეროდ, რამე სიგიჟეს
იოლად ჩაგადენინებს.
ერთ ხანს მის სიტყვებს ჩავუფიქრდი.
– რაღაც, არა მგონია, რამე მსგავსი მჭირდეს, – დავასკვენი,
– სულაც არ მინდა, რაღაც სისულელე მოვიმოქმედო.
– ამის შესამოწმებლად ერთი გზა არსებობს, – მომიგო სიმ-
მა, – კარგად დაფიქრდი და მითხარი, რამე ისეთზე ხომ არ ფიქ-
რობ, რაც რეალურად მართლაც დიდი სისულელეა?
გახსენება ვცადე, თან დანის პირს ჩექმის ყელზე ზანტად ვა-
კაკუნებდი.
– მართლაც დიდი სისულელე... – ჩავილუღლუღე.
კიდევ დავფიქრდი. სიმი მოლოდინით აღსავსე მზერით მიყუ-
რებდა.
127 მკითხველთა ლიგა
– ...სახურავიდან გადახტომა რომ გადამეწყვიტა? – კითხვა-
სავით ამოვღერღე ბოლოს.
სიმს ხმა არ ამოუღია. თვალმოუცილებლად მიცქერდა.
– ერთი პრობლემაა, – წარმოვთქვი, – როგორც ჩანს, ჩემი
ქცევის ავკარგიანობას ვერ ვსაზღვრავ.
სიმონმა ისე გაიღიმა, თითქოს დიდი დარდი მოიშორა და თა-
ვი გამამხნევებლად დამიქნია.
– ზუსტად ასეა. მთელი ის შეზღუდვები, რომლებიც საკუთარი
ქცევისთვის გქონდა დაწესებული, ისე გაქრა, თითქოს არც
არასდროს გქონიაო, სხვა ყველაფერი კი უცვლელი დარჩა: სიმ-
შვიდეც შეინარჩუნე, მეტყველების უნარიც და საღი აზროვნებაც.
– ისე მიხსნი, თითქოს ბავშვი ვიყო, – შევნიშნე და დანა მის-
კენ მივატრიალე, – ჰოდა, არ გინდა.
თვალები დაახამხამა.
– კეთილი და პატიოსანი. აბა, რამე გამოსავალს ხედავ?
– რა თქმა უნდა. რამე ისეთი მჭირდება... ქცევის გზამკვლე-
ვის მსგავსი. ვინაიდან შენ კეთილგონიერება არ დაგიკარგავს,
ჩემი კომპასი უნდა გახდე.
– მეც იმავეს ვფიქრობდი, – გამიმხილა, – ანუ, მენდობი?
თავი დავუქნიე.
– მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ქალებს არ ეხება. ქალებ-
თან ძაან შტერდები ხოლმე, – მაგიდიდან ჭიქა ავიღე, მოვ-
ყლურწე, წყალი პირში გამოვივლე და იატაკზე გადმოვაფურ-
თხე.
სიმმა დაბნეულად გაიცინა.
– ეგრე იყოს. პირველ რიგში, ამბროზის მოკვლაზე ფიქრს
უნდა შეეშვა.
შევყოყმანდი.
– დარწმუნებული ხარ?

128 მკითხველთა ლიგა


– ჰო. მართალი გითხრა, ნებისმიერი რამ, რის ჩადენასაც
მაგ დანით აპირებ, უკვე სრული სისულელეა. დანა ჩამაბარე.
მხრები ავიჩეჩე და ტყავისვადიანი დანა გავუწოდე.
ჩემმა ამგვარმა მორჩილებამ სიმი ცოტა გააოცა, თუმცა დანა
მაინც ჩამომართვა.
– მოწყალეო თეჰლუ, – ღრმად ამოიოხრა და დანა საწოლზე
დააგდო, – მადლობას გიძღვნი.
– ეს ყველაზე მძიმე შემთხვევაა? – ვკითხე და პირი კიდევ
ერთხელ გამოვირეცხე, – მოდი, შეფასების რამე საზომი მოვი-
გონოთ. მაგალითად, ათქულიანი სისტემა.
– იატაკზე ფურთხება ერთი ქულაა, – წარმოთქვა სიმმა.
– უჰ, – შევწუხდი, – ბოდიშს გიხდი, – ჭიქა მაგიდაზე დავაბ-
რუნე.
– არა უშავს, – მობოდიშება მშვიდად მიიღო.
– მოიცა, ერთი ქულა ძალიან უწესობას ნიშნავს თუ ყველაზე
მცირე უწესობას? – დავაზუსტე.
– ყველაზე მცირეს, – განმიმარტა, – ათი ქულა ამბროზის
მკვლელობაა, – შეყოყმანდა, – ათი თუ არა, რვა მაინც, – სკამ-
ზე აწრიალდა, – შვიდიც შეიძლება.
– მართლა? – გამიკვირდა, – ამდენი? კარგი, იყოს, – წინ გა-
დავიხარე, – გამოცდებთან დაკავშირებითაც მირჩიე რამე. მა-
ლე რიგში უნდა დავბრუნდე.
სიმონმა არტისტულად გადაიქნია თავი.
– გამორიცხულია. ეს ძალიან ცუდი აზრია, რვაქულიანი.
– მართლა?
– მართლა, – დამიდასტურა, – სოციალური თვალსაზრისით,
ძალზე სათუთი მდგომარეობა იქმნება. ნებისმიერ წამს შეიძლე-
ბა რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს.
– ჰო, მაგრამ...

129 მკითხველთა ლიგა


სიმმა ამოიოხრა და თვალებზე ჩამოშლილი ქვიშისფერი თმა
გადაიყარა.
– ბოლოს და ბოლოს, შენი გზამკვლევი ვარ თუ არა? მალე
მომბეზრდები, თუ, სანამ ჭკუაში დაგიჯდება, ყველაფერს სამჯერ
გამამეორებინებ.
დავფიქრდი.
– მართალი ხარ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხათაბალა-
ში თავადვე ვყოფ თავს, – მიმოვიხედე, – ასე რამდენ ხანს ვიქ-
ნები?
– დიდი-დიდი, რვა საათი, – კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,
პირი გააღო, თუმცა გადაიფიქრა.
– რა თქვი? – შევშფოთდი.
სიმმა ამოიოხრა.
– შეიძლება, გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს. ცხიმში
ხსნადი ნაერთია, ამიტომ შენს ორგანიზმში ცოტა ხანს კიდევ
დარჩება. დროდადრო შეიძლება დაძაბულობის, მოჭარბებული
მგრძნობელობის ან ფიზიკური გადაღლის მცირე შეტევებიც იგ-
რძნო... – შემრიგებლური სახით შემომხედა, – მოწამვლის ექოს
მსგავსი შეტევები, რა.
– ამაზე ნერვიულობას მერეც მოვასწრებ, – ვუთხარი და ხე-
ლი გავიშვირე, – ერთი, შენი საგამოცდო ბარათი მომაწოდე.
შენ ახლაც შეძლებ გამოცდაზე გასვლას, მე კი მოგვიანებით,
შენ ნაცვლად მივალ.
ხელები უმწეოდ გაასავსავა.
– გამოცდაზე უკვე ვიყავი, – მომახსენა.
– თეჰლუს ძუძუ-მკერდმა დამლახვროს, – შევიგინე, – კარ-
გი. მაშინ, ფელასთან გამეგზავნე.
სიმი ხელების უფრო ძლიერად ქნევას მოჰყვა.
– არა. არა, არა და არა. ათი ქულა!
გამეცინა.
130 მკითხველთა ლიგა
– ეს ათქულიანი ნაღდად არაა. ფელას გვიან ლამპრობას
უწევს ჩაბარება.
– გგონია, მოგყიდის?
– თვითონ შემომთავაზა.
სიმი წამოვარდა.
– კარგი, წავალ და მოვძებნი.
– აქ დაგელოდები, – ვუთხარი მე.
აღტაცებულმა სიმმა თავი დამიქნია და ოთახში ნერვიულად
მიმოიხედა.
– ალბათ, აჯობებს, ვიდრე დავბრუნდები, არაფერს გაეკარო
და არაფერი გააფუჭო, – მომაძახა კარიდან, – ჩემ დაბრუნებამ-
დე ფეხი არ მოიცვალო.

131 მკითხველთა ლიგა


***

სიმი სულ რაღაც ხუთი წუთის წასული იყო, როდესაც, საბედ-


ნიეროდ, კარზე დააკაკუნეს.
– მე ვარ, – დერეფნიდან სიმის ხმა შემომესმა, – მანდ ყვე-
ლაფერი რიგზეა?
– იცი, რა მეუცნაურება? – გავძახე ოთახიდან, – სანამ წასუ-
ლი იყავი, ვეცადე, რამე მხიარულზე მეფიქრა, მაგრამ არ გამო-
მივიდა, – ოთახს თვალი მოვავლე, – რაც, ჩემი აზრით, იმის მა-
ნიშნებელია, რომ იუმორი სოციალური ნორმების რღვევასთან
მჭიდროდაა გადახლართული. ახლა ვერაფერს დავაშავებ, რად-
გან იმის გარჩევის უნარიც დავკარგე, რა არის სოციალურად მი-
საღები და რა – არა. ჩემთვის ყველაფერს ერთნაირი შინაარსი
აქვს.
– შეიძლება, შენს ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვი-
ლად არის, – მიპასუხა და მაშინვე კითხვა შემომაგება, – რამეს
ხომ არ აკეთებდი?
– არა, – დავამშვიდე, – გადავწყვიტე, კარგად მოვქცეულიყა-
ვი. ფელა იპოვე?
– ჰო. აქაა. ოღონდ ვიდრე შემოვალთ, დამპირდი, რომ ჩემ-
თან შეთანხმების გარეშე არაფერს მოიმოქმედებ. მოსულა?
ჩავიცინე.
– მოსულა. იცოდე, მის წინაშე რამე სისულელე არ ჩამადენი-
ნო.
– სიტყვას გაძლევ, – შემომძახა სიმმა, – ხომ არ დაჯდებო-
დი? ისე, უსაფრთხოებისთვის.
– უკვე ვზივარ, – მივუგე.
სიმმა კარი გააღო. მის მხარსუკან ფელა ცნობისმოყვარედ
იჭყიტებოდა.

132 მკითხველთა ლიგა


– გამარჯობა, ფელა, – მივესალმე, – ბარათების გაცვლა
მჭირდება.
– პირველ რიგში, – ჩაერთო სიმი, – პერანგი ჩაიცვი, ეგ ორ-
ქულიანია.
– ა, ბოდიში, – ვუთხარი, – მცხელოდა.
– შეგეძლო, ფანჯარა გაგეღო.
– ვიფიქრე, რაც უფრო მეტად შევიზღუდავ გარესამყაროსთან
კავშირს, მით ნაკლებ შარს გადავეყრები-მეთქი, – მივუგე.
სიმმა წარბი ასწია.
– ეგ კი ნამდვილად კარგი აზრი მოგსვლია. ოღონდ, საბო-
ლოოდ, მაინც არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინა.
– ეუჰ, – დერეფნიდან ფელას ხმა შემომესმა, – სერიოზულად
ამბობს?
– ჰო, სერიოზულად, – დაუდასტურა სიმმა.
– მართლა?
– მგონი, შენთვის შემოსვლა არც ისე უსაფრთხოა.
პერანგი შემოვიცვი.
– ჩაცმული ვარ, – დავიძახე, – თავი მშვიდად რომ იგრძნოთ,
ხელებსაც კი დავაჯდები, – ვთქვი და მტევნები ბარძაყებქვეშ შე-
ვიჩურთე, რათა სიტყვა არ გამეტეხა.
სიმმა ფელა შემოუშვა და კარი ჩარაზა.
– რა მშვენიერი ხარ, ფელა, – მივაგებე, – მთელ ჩემს ქონე-
ბას დავთმობდი, ოღონდ ორი წუთით მაინც მენახე შიშველი.
რაც კი მაბადია, ყველაფერს მოგცემდი. ბარბითის გარდა.
სიმი და ფელა ერთიმეორეზე მეტად გაწითლდნენ. მგონი, სი-
მი უფრო აღაჟღაჟდა.
– ეს არ უნდა მეთქვა, ხომ? – ვიკითხე.
– არ იყო საჭირო, – მიპასუხა სიმმა, – სადღაც, ხუთ ქულას
აარტყი.

133 მკითხველთა ლიგა


– ჰო, მაგრამ ისეთი რა ვთქვი? – გამიკვირდა, – ნახატებზე
შიშველი ქალი არც ისეთი იშვიათობაა. ხალხი ასეთ ნახატებს
ყიდულობს კიდეც, ხომ ასეა? ანუ, ქალები მათთვის შიშვლდები-
ან.
სიმმა თავი დამიკრა.
– მართალია, მაგრამ მაინც აჯობებს, წყნარად იჯდე და არც
ენა დაძრა, არც – ხელები, კარგი?
თავის ქნევით დავეთანხმე.
– ვერ ვიჯერებ, – ფელას აჭარხლებული ღაწვები ჩაუცხრა, –
ახლაც მგონია, რომ თქვენ ორმა პირი შეკარით და რაღაცას
მასხრობთ.
– ნეტავ, მართლა ეგრე იყოს, – უპასუხა სიმონმა, – ასეთი
მდგომარეობა მეტად სახიფათოა.
– როგორ ახსოვს შიშველქალება ნახატები, თუ ისიც კი
დაავიწყდა, რომ ხალხში უპერანგოდ გამოჩენა არ შეიძლება? –
ჰკითხა სიმს, თან თვალს არ მაცილებდა.
– უბრალოდ, მაშინ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, – ვუ-
პასუხე, – პერანგი გაშოლტვის წინაც გავიხადე და ისიც საჯარო
ადგილი იყო. უცნაურია, რომ ამის გამო შეიძლება ხათაბალაში
გაეხვე.
– ამბროზი დანით რომ დაგეჭრა, ამ ამბავს რა მოჰყვებოდა,
იცი? – მომიბრუნდა სიმონი.
წამიერად დავფიქრდი. თითქოს მთხოვეს გამეხსენებინა, რა
მივირთვი ერთი თვის წინ საუზმედ.
– ალბათ, სასამართლოს გამართავდნენ, – ვუპასუხე ზლაზ-
ვნით, – და დასალევზე დამპატიჟებდნენ.
ფელამ სახე ხელებში ჩარგო და მომდგარი სიცილი ჩაიხშო.
– კარგი, მაშინ ამაზე მიპასუხე, – განაგრძო სიმონმა, – რა
უარესია – ღვეზელის მოპარვა თუ ამბროზის მოკვლა?
გონება დავძაბე.
134 მკითხველთა ლიგა
– ხორცის ღვეზელია თუ ხილის?
– უუჰ... – ფელას სული შეეგუბა, – ეს... – თავი გადააქნია, –
დამბურძგლა, რა.
სიმონმა თავი დაუქნია.
– ეს საწამლავი ალქიმიის საზარელი პირმშოა; ერთ-ერთი
დამამშვიდებლის, ქლიავის ნიავის სახესხვაობაა. ამ წამლის ზე-
მოქმედებისთვის მისი დალევა აუცილებელი როდია – ორგა-
ნიზმი კანიდანაც იოლად შეიწოვს.
ფელამ მზერა სიმზე გადაიტანა.
– მის შესახებ ამდენი საიდან იცი?
სიმმა ოდნავ გაიღიმა.
– მანდრაგი ამ წამალზე ლაპარაკით ალქიმიის ყველა ლექ-
ციაზე ტვინს ბურღავს, ერთი და იგივე ამბავი თორმეტჯერ მაინც
მომისმენია. მისი საყვარელი მაგალითია იმის ასახსნელად, თუ
რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ალქიმიამ ცუდ ხელში მოხვედრის
შემთხვევაში. სადღაც ორმოცდაათი წლის წინ ერთ ალქიმიკოსს
ატურის მთავრობის რამდენიმე წევრი სწორედ მისი წყალობით
გაუსტუმრებია იმქვეყნად. ბოლოს იმით გამოიჭირეს, რომ რო-
მელიღაც გრაფინია შუა ქორწილში შლეგიანივით შევარდა, ათ-
ზე მეტი ადამიანი მოკლა და...
სიმი შეჩერდა. თავი გადააქნია.
– მოკლედ, როგორც იყო. ცუდი ამბავი დატრიალებულა, იმ-
დენად ცუდი, რომ ალქიმიკოსის მიჯნურმა მისი თავი საკუთარი
ხელით გადაულოცა მცველებსო.
– იმედი მაქვს, ის მიიღო, რაც დაიმსახურა.
– თავზე საყრელადაც მორჩა, – ულმობლად ჩაიცინა სიმმა,
– საქმე ისაა, რომ ეს წამალი ყველაზე თავისებურად მოქმე-
დებს. მხოლოდ ცუდისა და კარგის გარჩევის უნარს კი არ აქ-
ვეითებს, მგრძნობელობასაც აძლიერებს. მანამდე მიჩქმალული
და შემდეგ გამომზეურებული სურვილებისა და შერჩევითი მეხ-
135 მკითხველთა ლიგა
სიერების ერთობლიობა ზნეობრივი ამნეზიის მსგავს დაავადე-
ბას წარმოშობს.
– თავს ცუდად სულაც არ ვგრძნობ, – ჩავერთე, – პირიქით,
შესანიშნავად ვარ. მხოლოდ ერთი სადარდებელი მაქვს – გა-
მოცდები.
სიმმა ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
– გამოცდები ახსოვს, ხედავ? მისთვის გამოცდებია მნიშვნე-
ლოვანი, ხოლო სხვა დანარჩენი, უბრალოდ... გაქრა.
– როგორ შეიძლება განიკურნოს? – ჰკითხა აფორიაქებულ-
მა ფელამ, – მედიკაში ხომ არ წავიყვანოთ?
აღელვება სიმონსაც შეეტყო.
– არა მგონია, იქ მიყვანა ღირდეს. ალბათ, ოყნას კი გაუკე-
თებენ, მაგრამ ეს ჩასაყლაპი და შემდეგ ორგანიზმიდან იოლად
გამოსაყვანი წამალი არაა. ალქიმია ასე არ მოქმედებს. ქვო
უმართავი ნაწილაკებითაა გაჭყეპილი, მათ კი ისე იოლად ვერ
გამოდევნი, როგორც ვერცხლისწყალს ან ოფალუმს.
– სიმართლე გითხრათ, ოყნის გარჭობა მაინცდამაინც არ მე-
ხალისება, – დავამატე, – თუ, რასაკვირველია, ჩემს ხმას რამე
წონა გააჩნია.
– შეიძლება, ადგნენ და მისი ახლანდელი მდგომარეობა წი-
ნასაგამოცდო წნეხს მიაწერონ, – განაგრძო ფელასთვის ახსნა
სიმმა, – მსგავსი რამ სტუდენტებს ხშირად ემართებათ ხოლმე.
ამასაც თავშესაფარში უკრავენ თავს და იქამდე დატოვებენ,
ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ...
წამოვხტი და მუშტები შევკარი.
– მირჩევნია, ჯოჯოხეთში ასო-ასო ამქნან! საულაყოში თავს
არავის გამოვაკეტინებ! – შევყვირე მრისხანედ, – იქ ერთი
საათით კი არა, ერთი წუთითაც არ გავჩერდები!

136 მკითხველთა ლიგა


სიმი გაფითრდა და უკან დაიხია. ხელები თავის დასაცავად
მოიმარჯვა, თუმცა ხმა კვლავ ძველებურად დამაჯერებელი და
მშვიდი ჰქონდა.
– ქვო, სამგზის გიბრძანებ, გაჩერდი.
გავჩერდი. ფელა შიშისგან გაფართოებული თვალებით მიყუ-
რებდა.
სიმონმა კვლავ აუღელვებლად განაგრძო:
– ქვო, სამგზის გეუბნები, დაჯექი.
დავჯექი.
ფელამ სიმს გაკვირვებით შეხედა, თან მის ზურგს ამოეფარა.
– მადლობას მოგახსენებთ, – არტისტულად მითხრა სიმონმა
და ხელები ჩამოუშვა, – გეთანხმები, მედიკა შენთვის საუკეთე-
სო ადგილი ნამდვილად არაა. მთელი ეს დავიდარაბა აქვე უნდა
მოვაგვაროთ.
– ჰო, ეს უკვე სხვა საუბარია და მომწონს, – მივუგე.
– მედიკაში ყველაფერი რიგიანადაც რომ წავიდეს, – დაამა-
ტა სიმონმა, – ვგონებ, ჩვეულებრივთან შედარებით გულახდი-
ლი და სიტყვაწყლიანი გახდები, – ძლივსშესამჩნევად, ცალ-
ყბად გაიღიმა, – საიდუმლოებანი კაცობრიობის ქვაკუთხედია,
შენ კი, რამდენადაც ვიცი, სხვებზე მეტ საიდუმლოს მალავ.
– ჩემი აზრით, ერთი საიდუმლოც კი არ გამაჩნია, – შევეპა-
სუხე.
ორივეს ერთდროულად წასკდა სიცილი.
– ვშიშობ, შენი პასუხით სიმის სიტყვებს მეტი დამაჯერებლო-
ბა შესძინე, – გამიცინა ფელამ, – ვიცი, რომ ერთი-ორ რაღაცას
ნამდვილად მალავ.
– მეც, – კვერი დაუკრა სიმმა.
– ჩემი გზამკვლევი შენ ხარ, – მხრები ავიჩეჩე, მერე ფელას
გავუღიმე და საფულე ამოვიღე.
სიმი კვლავ თავის ქნევას მოჰყვა.
137 მკითხველთა ლიგა
– არა-მეთქი, არა და არა! უკვე გითხარი! შიშველი ფელას
დანახვაზე უარესი ფიქრი ამწამს მთელ სამყაროშიც კი არ
ტრიალებს!
ამის გაგონებაზე ფელამ თვალები მოჭუტა.
– რა გჭირს? – ვკითხე სიმს, – ნერვიულობ, რომ ქვეშ გავი-
ფენ და ავაოხრებ? – გამეცინა.
სიმმა შემომხედა.
– რა, არა?
– რა თქმა უნდა, არა, – ვიუარე.
ჯერ ფელას გადახედა, შემდეგ კვლავ მე.
– მაინც, რატომ? – მკითხა ცნობისმოყვარედ.
დავფიქრდი.
– იმიტომ, რომ... – ენა დამება. თავი გავაქნიე, – იმიტომ...
უბრალოდ, არ შემიძლია. ეს ისევე ვიცი, როგორც, მაგალითად,
ის, რომ ქვას ვერ მოვინელებ და კედელში ვერ გავძვრები.
ერთი წამით წარმოვიდგინე, როგორ ვჭამდი ქვას და რეტი
დამესხა. ცალი ხელი თვალებზე ავიფარე და ვეცადე, ამ უეცარი
თავბრუსხვევისთვის ყურადღება არ მიმექცია.
– გთხოვთ, დამეთანხმეთ, რომ მართალი ვარ, – ხელი
მოულოდნელმა შიშმა დამრია, – ქვას ვერ შევჭამ, ხომ ასეა?
– მართალი ხარ, – სწრაფად დამამშვიდა ფელამ, – ვერ შე-
ჭამ.
როგორც კი ჩემი გონების კუნჭულებში ქექვასა და პასუხების
ძიებას შევეშვი, უჩვეულო თავბრუც სადღაც გამიქრა.
სიმი ყურადღებით მაკვირდებოდა.
– ნეტავ, ვიცოდე, შენი საქციელი რას ნიშნავს, – წარმოთქვა.
– მგონი, ვხვდები, – წაილუღლუღა ფელამ.
საფულიდან სპილოს ძვლისგან ნათალი საგამოცდო ბარათი
ამოვიღე.

138 მკითხველთა ლიგა


– უბრალოდ, ამის გაცვლა მინდოდა, – ვუთხარი ფელას, –
თუ, რა თქმა უნდა, გაშიშვლება არ გსურს, – საფულე ხელით ავ-
წონე და ფელას თვალი გავუსწორე, – სიმი მეუბნება, ეს ცუდი
საქციელიაო, მაგრამ მას ხომ ქალებთან ურთიერთობის არაფე-
რი გაეგება. შეიძლება, გონება ისე აღარ მიჭრის, როგორც ვი-
სურვებდი, მაგრამ სიმის უნიათობა ნათლად მახსოვს.

139 მკითხველთა ლიგა


***

ვიდრე გადაკარგული აკრძალვები დამიბრუნდებოდა, ოთხმა


საათმა განვლო, თუმცა კიდევ ორი საათი გავიდა, რათა ჩემს
გონებაში საბოლოოდ და მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ. სი-
მონი მთელი დღის განმავლობაში გვერდიდან არ მომცილებია,
გამუდმებით უკან დამყვებოდა და მღვდელივით მმოძღვრავდა:
„არა, ბრენდის საყიდლად შენი გაშვება არაფრით შეიძლება“ ან
„დენნას მოსაძებნად იმრეში არ წახვიდე“. არა, სამგზის არა.
მზის ჩასვლისას სრულიად შეუგნებლის მდგომარეობიდან
ისევ საკუთარ თავს, ნახევრადშეუგნებელ მეს დავემსგავსე. ვიდ-
რე „ანკერში“ ჩემი ოთახისკენ მაცილებდა, სიმონმა ათასი კით-
ხვა დამისვა. ბოლოს დედის რძე დამაფიცა, გარეთ ფეხი გათე-
ნებამდე არ გაადგაო. დავიფიცე.
ბოლომდე მაინც ვერ გამოვკეთდი. ჩემი შეგრძნებები კვლავ
უმისამართოდ დათარეშობდნენ და მცირე საბაბითაც კი წამოიშ-
ლებოდნენ ხოლმე. ამაზე უარესი ის გახლდათ, რომ ადრინდე-
ლი მეხსიერება უბრალოდ კი არ დამიბრუნდა, არამედ თან ხელ-
შესახები და აულაგმავი ენთუზიაზმიც იახლა.
სიმონთან თავს ასე ცუდად არ ვგრძნობდი. მისი სიახლოვე
სასიამოვნოდ მამშვიდებდა. „ანკერის“ სხვენში ამოშენებულ
ოთახში გამოკეტილი მხოლოდ საკუთარი მახსოვრობის მოწყა-
ლების იმედზეღა ვიყავი. მოგონებები ისეთი სიშლეგით დამატ-
ყდა, თითქოს გონებამ გადაწყვიტა, ჩემი ცხოვრების ყველაზე
ბასრი და მტკივნეული ეპიზოდები ამოექექა და ხელახლა გადა-
ეთვალიერებინა.
შეიძლება, იფიქროთ, ბანაკში დაბრუნებასა და გადაბუგული
ფორნების დანახვაზე უარესი, დასის წევრების ამოხოცვაზე
მტკივნეული რაღა უნდა გაახსენდესო; ბინდში გახვეულ მშობ-
ლების სხეულების არაბუნებრივ მოყვანილობაზე, დახრუკული
140 მკითხველთა ლიგა
ბრეზენტის, დამწვარი თმისა და სისხლის სიმყრალეზე, მკვლე-
ლი ჩანდრიანების ხსოვნაზე დამთრგუნავი რაღა უნდა იყოსო;
ან იმ არსებაზე შემაძრწუნებელი, ლაპარაკისას გამუდმებით
რომ იკრიჭებოდა – ფერფლი.
მტანჯველი მოგონებები გამუდმებით მიტევდნენ, მაგრამ
წლების განმავლობაში ისინი მეხსიერებიდან იმდენჯერ ამომი-
ლაგებია და გავმკლავებივარ, რომ თითქმის ბოლომდე დაბ-
ლაგვებულიყვნენ.
ჰალიაქსის ხმის ჟღერადობა და ტემბრი ისევე ნათლად მახ-
სოვდა, როგორც მამაჩემის ხმისა. ფერფლის სახეს ყოველგვა-
რი ძალდატანების გარეშე დავხატავდი: ზედმიწევნით სწორი
კბილები, ღიმილისას რომ აჩენდა, თეთრი ხვეული თმა, მელნის
წვეთივით შავი თვალები და ზამთრის სუსხივით მოსისინე ხმა:
„ვიღაცის მშობლები ძალიან, ძალიან არასწორ სიმღერებს მღე-
როდნენ“.
შეიძლება, გეფიქრათ, ასეთ მოგონებებზე უარესი რაღა უნდა
ჰქონდესო და სწორედ აქ შეცდებოდით.
არა. ყველაზე მტკივნეული ჩემი ბავშვობის მოგონებები იყო.
ფორნის თვლები ზანტად ბრუნავს და უსწორმასწორო გზაზე
მივჯაყჯაყებთ. მამაჩემს აღვირი მოუშვია, ღონიერი მკლავები
ჩემს მხრებზე შემოუწყვია და მასწავლის, სცენაზე ისე როგორ
უნდა დავდგე, რომ სხეულით სიამაყე, სევდა თუ სიმორცხვე
გადმოვცე; თავისი ბარბითის სიმებზე შემოწყობილ თითებზე მე-
ხება და მასწორებინებს.
დედა თმას მვარცხნის. ვგრძნობ, როგორ მეხება. თავს მის
მოღერებულ ყელში ვრგავ; ღამეა. კოცონის პირას, ყოველგვა-
რი საფრთხისგან დაცული, დედის კალთაში ვიკუნტები და მშვიდ
ძილში ვეფლობი.
ყველაზე რთულად გადასატანი მოგონებები სწორედ ესენი
გახლდათ. ძვირფასი და ცხადი – მინის ნამსხვრევივით ბასრი.
141 მკითხველთა ლიგა
საწოლში ვბორგავდი, ოთხად მოკეცილი ვკანკალებდი, ვერ
ვიძინებდი და ვერც სხვა რამეზე გადამქონდა ყურადღება. თავს
ვერაფრით ვაიძულე, აღარაფერი გამეხსენებინა. მოგონებები
მოქროდნენ და მოქროდნენ.
ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა. კაკუნი იმდენად ყრუდ გაისმა,
ვიდრე არ შეწყდა, ვერც კი აღვიქვი. შემდეგ ისიც გავიგონე,
ზურგს უკან ფანჯრის რაზამ როგორ გაიჩხაკუნა.
– ქვო, – ჩუმად დამიძახა აურიმ.
კბილი კბილს დავაჭირე, ქვითინს რომ არ ამოეხეთქა. რამ-
დენადაც შემეძლო, ჩუმად ვიწექი. იმედი მქონდა, იფიქრებს,
სძინავს და წავა-მეთქი.
– ქვო, – კვლავ მომიხმო აურიმ, – რაღაც მოგიტანე...
სიტყვა გაუწყდა. ერთხანს ოთახში მდუმარებამ დაისადგურა,
თუმცა სიჩუმე ისევ მისმა ხმამ გაფანტა:
– ვაი.
ზურგს უკან ისევ რაღაცამ გაიფაჩუნა. მთვარის სინათლემ კე-
დელზე აურის ციცქნა ჩრდილი მოხატა და ჩემი ღამეული სტუმა-
რი ფანჯარაში გადმოძვრა. ვიგრძენი, მისი დაჯდომისას საწოლი
როგორ შეირხა.
პატარა, გრილი ხელისგულით სახეზე მომეფერა.
– ყველაფერი კარგადაა, – ჩამჩურჩულა, – მოდი ჩემთან.
ჩუმი ტირილი ამივარდა. დაძაბულობისგან გახევებული
სხეული ნაზი მოფერებით მომიდუნა და თავი მუხლებზე დამადე-
ბინა.
რაღაცას ჩურჩულებდა, შუბლზე ჩამოყრილ თმაზე მეფერე-
ბოდა და გახურებულ სახეს ხელისგულით მიგრილებდა.
– ვიცი, – ნაღვლიანად წარმოთქვა, – ხანდახან როგორი
ძნელია, არა?

142 მკითხველთა ლიგა


თითებით თმაზე ნაზად მომიალერსა და უფრო ძლიერად ავ-
ქვითინდი. აღარც კი მახსოვდა, ასეთი სიყვარულით ბოლოს
როდის მომეფერა ვინმე.
– ვიცი, – გაიმეორა, – საგულეში ქვა გიდევს და დროდადრო
ისე მძიმედ გაწვება, ვერაფერს უხერხებ. მის სიმძიმესთან გამ-
კლავებას მარტო ნუ ეცდები. შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე. მე გა-
გიგებ.
კუნთები დამეძაგრა და უეცრად პირში კვლავ ქლიავის გემო
დამიტრიალდა.
– მენატრება, – აღმომხდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავაც-
ნობიერე, რას ვამბობდი. ვიდრე კიდევ რამეს წამოვაყრანტა-
ლებდი, ენას კბილი დავაჭირე და თავი იმ ფეთიანი ცხენივით გა-
ვაქნიე, ლაგამს რომ ებრძვის.
– ბოლომდე გამენდე, – დამიყვავა აურიმ.
ავცახცახდი. ქლიავის გემო დამიბრუნდა და სიტყვები ნიაღ-
ვარივით ამოვაფრქვიე:
– მეუბნებოდა, ლაპარაკამდე სიმღერა დაიწყეო; მეუბნებო-
და, სულ მთლად თოთო რომ იყავი, ხელებში გარწევდი და
ვღიღნებდიო. კი არ მღეროდა, დაღმავალ ტერციას ღიღინებდა.
ერთხელ ბანაკში მასეირნებდა და გაიგონა, როგორ ვიმეორებ-
დი მის ჰანგებს. თურმე ორი ოქტავით მაღლა, წვრილი ხმით
ვწიოდი. ასე მითხრა, პირველად სწორედ მაშინ იმღერეო... ერ-
თმანეთს წლების განმავლობაში ვუმღერდით, – ავცახცახდი და
კრიჭა შემეკრა.
– თქვი, – ნაზად წამჩურჩულა აურიმ, – უნდა თქვა.
– ვეღარასოდეს ვნახავ, – ყელში გაჩხერილი ბურთი გადავ-
ყლაპე და გულამოსკვნით ავღმუვლდი.
– იტირე, – მომეფერა აური, – აქ ვარ. არაფერი გემუქრება.

143 მკითხველთა ლიგა


თავი მერვე
კითხვები

მომდევნო რამდენიმე დღე არც სასიამოვნო იყო და არც ნა-


ყოფიერი.
ფელას ბარათით გამოცდა თერთმეტეულის მიწურულს მი-
წევდა, ამიტომ, ვცადე, დამატებითი დრო სასარგებლოდ გამო-
მეყენებინა. სახელოსნოში მუშაობას შევუდექი, მაგრამ სითბუ-
რი ძაბრის აწყობაში ჩაფლული მოულოდნელად ცხარე ცრემ-
ლით ავტირდი და სასწრაფოდ ჩემს ოთახში დავბრუნდი. იმის
გარდა, რომ სათანადო ალარის შენარჩუნება მიჭირდა, არც ის
მინდოდა, სხვებს ეფიქრათ, გამოცდების მოლოდინმა გატეხაო.
მოგვიანებით, იმავე ღამეს, როდესაც ვიწრო გვირაბით არქი-
ვისკენ მივძვრებოდი, პირში ისევ ქლიავის გემო დამიტრიალდა
და ჩემი გონება ბნელი და ჩაკეტილი სივრცის შიშმა მოიცვა. სა-
ბედნიეროდ, ჯერ სულ რაღაც ათიოდე ფუტი(ფუტი – სიგრძის სა-
ზომი ერთეული. უდრის 30,48 სმ-ს.) მქონდა გავლილი, მაგრამ
უკან ისე გაშმაგებული გამოვფორთხდი, კინაღამ ტვინის შერყე-
ვა მივიღე, ხელისგულები კი ქვაზე ხახუნისგან ერთიანად დამე-
კაწრა.
ავადმყოფობა მოვიმიზეზე და მომდევნო ორი დღე ჩემს პატა-
რა ოთახში გავატარე. ბარბითზე ვუკრავდი, მცირე ინტერვალე-
ბით მეძინა და ამბროზიზე შურის საძიებლად შავბნელ გეგმას
ვაწყობდი.

144 მკითხველთა ლიგა


***

ქვემოთ ჩამოსულს ანკერი ფუნდუკის დალაგებით გართული


დამხვდა.
– უკეთესად ხარ? – მკითხა.
– ცოტათი, – ვუპასუხე. წინა დღეს ქლიავის მოწამვლის ექოს
მსგავსი მხოლოდ ორი შემოტევა მქონდა და ორივე ძალიან ხან-
მოკლე. რაც მთავარია, მთელი ღამე მეძინა. ჩანდა, რომ ყველა-
ზე მძიმე პერიოდი გადავლახე.
– გშია?
თავი გავაქნიე.
– დღეს გამოცდა მაქვს.
ანკერმა შუბლი შეიკრა.
– მაშინ, რამე უნდა მიირთვა. ვაშლი მაინც, – ბარის უკან გა-
დაინაცვლა და საიდანღაც თიხის კათხა და მძიმე დოქი ამოაძ-
ვრინა, – ცოტა რძეც დალიე. სანამ აჭრილა, რამეში ხომ უნდა
გამოვიყენო. წყეულმა უყინულომ რამდენიმე დღის წინ სული
განუტევა. არადა, მთელი სამი ტალანტი დამიჯდა. ვიცოდი, ამ-
დენი ფული არ უნდა გამეფლანგა, როცა ყინული ასე იაფია.
ბარს უკან გადავიხარე და კათხებსა და ბოთლებს შორის ჩა-
ხერგილი ხის გრძელი ყუთი შევათვალიერე.
– შემიძლია, შევამოწმო, – შევთავაზე დახმარება.
ანკერმა წარბი ასწია.
– ვითომ რამეს მოუხერხებ?
– შევხედავ მაინც, – ვუპასუხე იმედიანად, – შეიძლება, რამე
მარტივი ხარვეზი იყოს და შეკეთება შევძლო.
ანკერმა მხრები აიჩეჩა.
– უკვე გაფუჭებულს მეტად მაინც ვეღარ გააფუჭებ, – ხელები
წინსაფარზე შეიწმინდა და ბარს უკან შემიპატიჟა, – მანამდე
კვერცხს მოგიმზადებ, ისიც გასასაღებელი მაქვს, – გრძელი ყუ-
145 მკითხველთა ლიგა
თი გახსნა, რამდენიმე კვერცხი ამოიღო და სამზარეულოში შე-
ვიდა.
ბარის კუთხეს შემოვუარე, უყინულოსთან ჩავიმუხლე და შე-
ვათვალიერე. პატარა, სამგზავრო სკივრის ზომის ქვით მოპირ-
კეთებული ყუთი იყო. უნივერსიტეტის გარდა ნებისმიერ ადგი-
ლას ხელოსნობის ნიმუში და ფუფუნების საგანი იქნებოდა, მაგ-
რამ აქ, სადაც ასეთი ნივთების შოვნა ადვილად შეიძლებოდა,
ერთ რიგით, უსარგებლო და უხეიროდ მომუშავე მექანიზმს წარ-
მოადგენდა.
უყინულო საკმაოდ მარტივი დანადგარი იყო. მოძრავი ნაწი-
ლები საერთოდ არ ჰქონდა. სკივრის გვერდებზე შემოკრულ თუ-
ნუქის ორ ფირფიტაზე ამოტვიფრული სიგალდრია სითბოს მეტა-
ლის ფირფიტის ერთი ბოლოდან მეორესკენ ატარებდა. სხვა
არაფერი იყო, თუ არა ნელი, არც თუ ხეირიანი სითბური სიფო-
ნი.
დავიხარე და ხელები თუნუქის ფირფიტებს დავადე. მარჯვენა
ფირფიტა თბილი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყუთი ამ მხარეს
შიგნიდან ცივი იქნებოდა. აი, მარცხენა ფირფიტას კი ოთახის
ტემპერატურა ჰქონდა. სიგალდრიის შესათვალიერებლად თავი
ლამის იატაკამდე დავხარე და თუნუქზე ნაკაწრი შევამჩნიე, რო-
მელიც ორ რუნას კვეთდა.
ეს ყველაფერს ხსნიდა. სიგალდრია ერთგვარად წინადადე-
ბას წარმოადგენს. რამდენიმე სიტყვას თუ ამოაკლებ, აზრს კარ-
გავს. უფრო სწორად, ხშირად კარგავს აზრს, მაგრამ დაზიანე-
ბულმა სიგალდრიამ შეიძლება ძალზე არასასიამოვნო შედეგიც
კი მოიტანოს. თუნუქის ფირფიტას შუბლშეკრული მივაშტერდი.
დაუდევარი ნახელავი ჩანდა. დაზიანების თავიდან ასაცილებ-
ლად, რუნები აუცილებლად ფირფიტის შიდა მხრიდან უნდა გა-
მოესახათ.

146 მკითხველთა ლიგა


იქაურობა გადავჩხრიკე და უჯრაში მიგდებული ყინულის სამ-
ტვრევი ვიპოვე. რამდენიმე დარტყმით ორი დაზიანებული რუნა
ბოლომდე ამოვშალე, შემდეგ კი ბასრი დანით ხელახლა ამოვ-
ტვიფრე.
ანკერი სამზარეულოდან თეფშზე დალაგებული შემწვარი
კვერცხითა და პომიდვრით დაბრუნდა.
– წესით უნდა იმუშაოს, – ვუთხარი და საჭმელს არც ისე მოკ-
რძალებით მივასკდი. მაშინღა გავაცნობიერე, როგორ მშიოდა.
ანკერმა ყუთს დახედა და სახურავი ახადა.
– ასე ადვილად?
– სხვა ყველაფერიც ასეა, – ვთქვი ნახევრად პირგამოტე-
ნილმა, – თუ იცი, რასაც აკეთებ, ადვილია. უნდა იმუშაოს. ერთი
დღე აცადე და ნახე, გაგრილდება თუ არა, – რძესა და თეფშზე
დალაგებულ კვერცხს მუსრი სწრაფად გავავლე, თან ვცდილობ-
დი, ზედმეტად უკულტუროდაც არ გამომსვლოდა, – ბარის ანგა-
რიშები დღეს უნდა გავასწოროთ, ამ სემესტრში მძიმე გადასახა-
დი მელის.
ანკერმა თავი დამიქნია, დახლს ქვემოთ შენახულ დავთარს
ჩახედა და იმ „გრეისდეილის თაფლუჭების“ დათვლა დაიწყო,
რომლებიც ვითომდა გასული ორი თვის განმავლობაში დამე-
ლია. დაიანგარიშა, საფულე ამოიღო და სპილენძის ათი ჯოთი
გადმომითვალა. მთელი ტალანტი იყო – ორჯერ მეტი, ვიდრე
ველოდი. გაკვირვებულმა შევხედე.
– კილვინის რომელიმე ბიჭი აქ მოსვლასა და ამ რაღაცის შე-
კეთებაში ნახევარ ტალანტს მაინც გამომართმევდა, – ამიხსნა
და უყინულოს ფეხი წაჰკრა.
– დარწმუნებული არ ვარ...
ხელის აქნევით გამაჩუმა.
– თუ არ იმუშავებს, შემდეგი თვის ანაზღაურებიდან დაგიქვი-
თავ, ან საბაბად გამოვიყენებ, რომ დაბორბვლის ღამეს დაკვრა
147 მკითხველთა ლიგა
გაიძულო, – გაიკრიჭა მეფუნდუკე, – ფულის დაბანდებად ჩავ-
თვლი.
ჯოთები საფულეში ჩავიყარე – მთელი ოთხი ტალანტი მქონ-
და.

148 მკითხველთა ლიგა


***

სახელოსნოსკენ გავეშურე იმის გასაგებად, გაიყიდა თუ არა


ჩემი ლამპები. სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი მაგისტრის
მუქ მანტიაში გამოწყობილ ნაცნობ ადამიანს, რომელიც ეზოს
კვეთდა.
– მაგისტრო ელოდინ! – შევძახე, როდესაც მაგისტრების
დარბაზის გვერდითა კარს უახლოვდებოდა. ეს იმ იშვიათ შენო-
ბათაგანი იყო, რომელშიც არც ისე დიდი დრო მქონდა გატარე-
ბული, რადგან იქ ბევრი არაფერი იყო მაგისტრებისა და გილე-
რების ბინებისა და სტუმრად ჩამოსული არკანისტებისთვის გა-
მოყოფილი ოთახების გარდა.
სახელის გაგონებისანავე მოტრიალდა. მისკენ აჩქარებული
ნაბიჯით მიმავალი რომ დამინახა, თვალები გადაატრიალა და
კარისკენ მიბრუნდა.
– მაგისტრო ელოდინ, – გავიმეორე აქოშინებულმა, – შეიძ-
ლება რაღაც გკითხოთ?
– სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამის ალბათობა საკმაოდ
მაღალია, – მიპასუხა და თან თითბრის პრიალა გასაღებით კა-
რი გააღო.
– მაშ, ნებას მაძლევთ, ერთი კითხვა დაგისვათ?
– მეეჭვება, რომელიმე ამქვეყნიურ ძალას შენთვის ხელის
შეშლა შეეძლოს, – მაგისტრმა კარი შეაღო.
არავის შევუპატიჟებივარ, მაგრამ შიგნით მაინც ელოდინის
ფეხდაფეხ შევსხლტი. მისი გამოჭერა რთული იყო და მეშინოდა,
რომ თუ ამ შანსს არ გამოვიყენებდი, შეიძლებოდა, მთელი თერ-
თმეტეული თვალი ვეღარ მომეკრა.
ელოდინს ქვის ვიწრო დერეფანში შევყევი.
– ყური მოვკარი, რომ სახელდების სასწავლებლად სტუდენ-
ტებს აგროვებთ, – ფრთხილად შევაპარე სათქმელი.
149 მკითხველთა ლიგა
– ეს კითხვა არაა, – მითხრა ელოდინმა და გრძელ, ვიწრო
კიბეს აუყვა.
მისთვის გალაწუნების სურვილს მოვერიე და ღრმად ჩავი-
სუნთქე.
– მართალია, რომ ასეთი საგნის სწავლებას გეგმავთ?
– დიახ.
– ჩემს აყვანას აპირებდით?
ელოდინი შეჩერდა, მოტრიალდა და მომაჩერდა. მაგისტრის
მუქი მანტია მის გაწეწილ თმასა და ახალგაზრდულ, თითქმის
ყმაწვილურ სახეს დიდად არ ეხამებოდა.
მთელი წუთი ასე შემომცქეროდა. კარგად ამათვალიერ-
ჩამათვალიერა, თითქოს ის ცხენი ვიყავი, რომელზეც ფსონის
დადებას აპირებდა, ან საქონლის ხორცი, რომლის წონით ყიდ-
ვას გეგმავდა.
მაგრამ ეს შეთვალიერება არაფერი იყო იმ მზერასთან შედა-
რებით, რომლითაც პირდაპირ თვალებში ჩამაცქერდა. თავიდან
უბრალოდ მოუსვენრობის შეგრძნება დამეუფლა, შემდეგ კი
თითქოს კიბეზე სინათლე ჩაქრა და ჩამობნელდა, მეგონა,
წყალში ვიძირებოდი და ჰაერის ჩასუნთქვას ვეღარ ვახერხებდი.
– ჯანდაბა, ცალტვინავ, – სადღაც შორიდან ნაცნობი ხმა მო-
მესმა, – თუ ისევ კატატონიაში აპირებ ჩავარდნას, კეთილი ინე-
ბე და ეს თავშესაფარში გააკეთე, ჩვენ კი დუჟში ამოვლებული
შენი გვამის იქამდე მითრევის ხათაბალისგან გვიხსენი. და გზი-
დანაც ჩამომეცალე.
ელოდინმა მზერა მომაშორა და უცბად ყველაფერი ისევ გა-
ნათდა და გაკაშკაშდა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჰაერი მთე-
ლი ძალით, ხარბად არ ჩამესუნთქა.
კიბეზე მაგისტრი ჰემმე გამოჩნდა. კიბეს ფეხსაცმლის ბაკუ-
ნით ჩამოუყვა და ელოდინს მხარი უხეშად გაჰკრა. ჩემი დანახ-
ვისას ჩაიქსუტუნა.
150 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, მეოთხედტვინაც აქაა. შემიძლია ერთი კარ-
გი წიგნი გირჩიო. სათაური ჩაინიშნე – „დერეფნები, მათი ფორ-
მა და დანიშნულება: შესავალი სახელმძღვანელო გონებრივად
ჩამორჩენილთათვის“.
ზიზღით შემომხედა და როდესაც გზა დაუყოვნებლივ არ და-
ვუთმე, უსიამოვნოდ გამიღიმა.
– აჰ, შენ ხომ არქივიდან ჯერ კიდევ განკვეთილი ხარ? გინდა,
საჭირო ინფორმაცია შენნაირებისთვის უფრო შესაფერისი
ფორმით მოგაწოდო? მაგალითად, შემიძლია სპექტაკლი ან მა-
რიონეტების წარმოდგენა დაგიდგა.
გვერდით გავიწიე და ჰემმემ რაღაცის ბუტბუტით გრიგალი-
ვით ჩამიქროლა. ელოდინმა მზერა ფართო ზურგში ხანჯალივით
ჩაასო. ჩემზე ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გადმოიტანა, რაც
ჰემმემ კუთხეში შეუხვია და თვალს მიეფარა.
ელოდინმა ამოიხვნეშა.
– ალბათ, აჯობებს, თუ სხვა საგნების შესწავლას მიხედავ,
რე’ლარ ქვო. დალს მოსწონხარ, ისევე, როგორც კილვინს. მათ-
თან კარგი შედეგები გაქვს.
– კი, მაგრამ, სერ, – შევეწინააღმდეგე და ვცადე, ხმაზე შეშ-
ფოთება არ შემტყობოდა, – რე’ლარად დაწინაურებისას ხომ
თქვენ იყავით ჩემი მხარდამჭერი.
მიტრიალდა და კიბეზე ასვლა განაგრძო.
– ესე იგი, ჩემი ჭკვიანური რჩევა უნდა გაითვალისწინო, არა?
– მაგრამ თუ სხვა სტუდენტებს უნდა ასწავლოთ, მე რატომ
არა?
– რადგან მეტისმეტად მონდომებული ხარ იმისთვის, რომ სა-
ჭირო მოთმინება გამოიჩინო, – მიპასუხა აგდებულად, – ზედმე-
ტად ამაყი ხარ იმისთვის, რომ საკმარისი მოისმინო და, რაც ყვე-
ლაზე უარესია, საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად დარწმუ-
ნებული ხარ.
151 მკითხველთა ლიგა
– ზოგიერთ მაგისტრს ჭკვიანი სტუდენტები ურჩევნია, – ჩავი-
ბუტბუტე და ელოდინს ფართო დერეფანში შევყევი.
– მართალია, – მიპასუხა ელოდინმა, – დალს, კილვინს და
არვილს ჭკვიანი სტუდენტები მოსწონთ. წადი და რომელიმე
მათგანთან ისწავლე. ასე ორივე ჩვენგანის ცხოვრება გამარტივ-
დება.
– მაგრამ...
ელოდინი უეცრად შუა დერეფანში შედგა.
– კარგი... დაამტკიცე, რომ სწავლას იმსახურებ, ჩემი ვა-
რაუდები გააცამტვერე, – ხელები მანტიაზე დაიტყაპუნა, თით-
ქოს ჯიბეში რაღაცას ეძებსო, – ჩემთვის მოულოდნელად, აღმო-
ვაჩინე, რომ ამ კარს ვერ გავაღებ, – კარზე თითით მიაკაკუნა, –
ასეთ სიტუაციაში, როგორ მოიქცეოდი, რე’ლარ ქვო?
გაღიზიანების მიუხედავად, მაინც გამეღიმა. ჩემი ნიჭისთვის
უფრო შესაფერის გამოწვევას ვერც კი შეარჩევდა. მოსასხამის
ჯიბიდან ფოლადის გრძელი ზამბარა ამოვაძვრინე, კართან ჩა-
ვიმუხლე და გასაღების ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე. მოზრდილი სა-
კეტი გამძლე მეტალისგან დაემზადებინათ. დიდი და მძიმე საკე-
ტები შთამბეჭდავად კი გამოიყურება, მაგრამ მათი მოტყუება
უფრო ადვილია. მთავარია, ჟანგი არ ჰქონდეს მოკიდებული.
ეს საკეტი შესანიშნავად შენახულიყო და სასურველი ჩხაკუ-
ნის გასაგონად მხოლოდ სამი მსუბუქი ჩასუნთქვა დამჭირდა.
ავდექი, მუხლები დავიბერტყე და კარი ხელის თავაზიანი მოძ-
რაობით შევაღე.
ელოდინის გამომეტყველებით მივხვდი, რომ შთაბეჭდილება
აშკარად მოვახდინე. კარის გაღებისას წარბები მაღლა აზიდა.
– ჭკვიანურია, – მითხრა და შევიდა.
მეც მივყევი. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ, რო-
გორი იქნებოდა ელოდინის საცხოვრებელი, მაგრამ რომც მე-
ფიქრა, ასეთს ნამდვილად არ წარმოვიდგენდი.
152 მკითხველთა ლიგა
უზარმაზარი, მდიდრული და მაღალჭერიანი ოთახები სქელი
ხალიჩებით იყო მორთული. კედლები ძველი ხით შეეფიცრათ,
მაღალი ფანჯრებიდან კი ადრეული დილის სინათლე იფ-
რქვეოდა. ყველგან ზეთით შესრულებული ნახატები და უძველე-
სი მასიური ავეჯი იდგა. აქაურობა უცნაურად ჩვეულებრივი მო-
ჩანდა.
ელოდინმა გემოვნებიანად მოწყობილი მისაღები სწრაფი ნა-
ბიჯით გაიარა და საძინებელ ოთახში შევიდა, რომლისთვისაც
თავისუფლად შეიძლებოდა, საძინებელი დარბაზიც გეწოდები-
ნა. უზარმაზარი, ოთხბოძიანი საწოლი მოზრდილ ნავს წააგავ-
და. ელოდინმა გარდერობი გამოაღო და რამდენიმე გრძელი,
მუქი მანტია გამოალაგა – ისეთები, როგორიც ახლა ეცვა.
– აჰა, – ხელში იმდენი მანტია მომაჩეჩა, რამდენის დაჭერაც
შევძელი. ზოგიერთი ჩვეულებრივი ბამბის ქსოვილისგან იყო
შეკერილი, სხვები კი უფრო ნაზი ნაჭრისგან ან მდიდრული, რბი-
ლი ხავერდისგან. კიდევ ექვსი მანტია თავად ამოიღლიავა და
უკან, მისაღებში გაიტანა.
ასობით წიგნით გამოტენილ თაროსა და უზარმაზარ, პრიალა
სამუშაო მაგიდას ჩავუარეთ. ერთი კედელი იმხელა ბუხარს ეკა-
ვა, შიგნით ღორსაც თავისუფლად შეწვავდი, თუმცა ახლა ცეც-
ხლი მხოლოდ ოდნავ ბჟუტავდა და შემოდგომის სუსხს მცირე-
დით ტეხავდა.
ელოდინმა მაგიდიდან ბროლის გრაფინი აიღო და ბუხრის
წინ დადგა, მანამდე კი თავად რომელი მანტიებიც ეჭირა, მე და-
მიყარა. ხელებში ჩაბღუჯული ტანსაცმლის გროვა ლამის თვა-
ლებამდე მწვდებოდა და მხედველობას მიზღუდავდა. ელოდინმა
გრაფინს თავსახური მოხსნა, სითხე ოდნავ მოყლუპა, მოწონე-
ბის ნიშნად წარბები აზიდა და ჭურჭელი მაღლა ასწია, რომ სი-
ნათლეზე უკეთ შეეხედა.
გადავწყვიტე, კიდევ მეცადა.
153 მკითხველთა ლიგა
– მაგისტრო ელოდინ, რატომ არ გინდათ, სახელდება მას-
წავლოთ?
– არასწორი კითხვაა, – მიპასუხა და გრაფინი მხრჩოლავ
ნაკვერჩხალზე მოაპირქვავა. ცეცხლის ალის მშიერი ენები
უმალ ამოიმართნენ, ელოდინმა კი ჩემგან ტანსაცმლის თავისი
წილი დაიბრუნა და ხავერდის მანტია ნელი მოძრაობით ცეც-
ხლში ჩააგდო. ქსოვილს ცეცხლი სწრაფად მოედო და როცა სა-
ბოლოოდ ჩანაცრდა, დანარჩენი მანტიებიც ერთიმეორის მიყო-
ლებით კოცონში შეუძახა. ბუხარში მხრჩოლავი ტანსაცმლის
დიდი გროვა დადგა, რომელიც საკვამურში სქელი კვამლის
დიდრონ ბოლქვებს აგზავნიდა.
– ხელახლა სცადე.
ყველაზე აშკარა კითხვა დავსვი, რაც იმ წამს შეიძლებოდა
მომფიქრებოდა.
– საკუთარ ტანსაცმელს რატომ წვავთ?
– არა, სწორ კითხვასთან ახლოსაც კი არ ხარ, – მიპასუხა მა-
გისტრმა, მერე ჩემს მკლავებზე დახვავებულ მანტიებზე გადმო-
ვიდა და ისინიც ბუხარში შეყარა. შემდეგ საკვამურში დატანილი
სახელური გადაატრიალა და მილი ლითონის წკარუნის ხმით
დაიკეტა. კვამლის ღრუბელი ბუხრიდან ოთახში გამოიჭრა.
ელოდინმა ოდნავ ჩაახველა, შემდეგ უკან დაიხია და კმაყოფი-
ლი სახით მიმოიხედა.
უცბად თავში დამკრა, რაც ხდებოდა.
– ო, ღმერთო, – აღმომხდა, – ეს ვისი ოთახებია?
ელოდინმა მოწონების ნიშნად თავი დამიქნია.
– ძალიან კარგია. ასევე მივიღებდი კითხვებს: „რატომ არ
გაქვთ ამ ოთახის გასაღები?“ ან „აქ რატომ ვართ?“ – სერიოზუ-
ლი თვალებით შემომხედა, – კარი ტყუილად არასდროს არაა
დაკეტილი. ვისაც გასაღები არ აქვს, წესით კარს მიღმა უნდა
დარჩეს.
154 მკითხველთა ლიგა
ბუხარში მხრჩოლავი ტანსაცმლის გორას წიხლი მიჰკრა,
თითქოს უნდა დარწმუნებულიყო, ხომ არ გადმოიყრებაო.
– იცი, რომ ჭკვიანი ხარ. სწორედ ესაა შენი სისუსტე. გგონია,
რომ ყოველთვის ხვდები, თავს რაში ჰყოფ, მაგრამ ასე არაა.
ისევ შემომიტრიალდა და კვლავაც დასერიოზულებული მუქი
თვალებით შემომხედა.
– გგონია, თითქოს შეგიძლია მენდო და ჩემთან სწავლა და-
იწყო, – გააგრძელა ელოდინმა, – ფიქრობ, რომ ჩემ გვერდით
უსაფრთხოდ იქნები, მაგრამ ამის ვარაუდი ყველაზე უარესი სიბ-
რიყვეა.
– ვისი ოთახებია? – ხელახლა ამოვილუღლუღე.
მოულოდნელად ყურებამდე გაიკრიჭა და ყველა კბილი გა-
მოაჩინა.
– მაგისტრ ჰემმესი.
– რატომ წვავთ ჰემმეს ტანსაცმელს? – ვკითხე და შევეცადე
ყურადღება არ მიმექცია იმისთვის, რომ ოთახი სწრაფად ივსე-
ბოდა მწარე კვამლით.
ელოდინმა ისე შემომხედა, თითქოს უკანასკნელი სულელი
ვიყავი.
– იმიტომ, რომ მძულს, – ბროლის გრაფინს დასწვდა და ბუ-
ხარში შეაგდო. აგურის კედელს მინარცხებული ჭურჭელი ნამ-
სხვრევებად იქცა, დაღვრილმა სითხემ კი ცეცხლი კიდევ უფრო
ააგიზგიზა, – ეგ კაცი ნამდვილი ყვერია. მისნაირად არავინ მე-
ლაპარაკება.
ოთახში კვამლის მორევი ძლიერდებოდა. მაღალი ჭერი რომ
არა, ალბათ უკვე სულიც შეგვეხუთებოდა, თუმცა სუნთქვა ისე-
დაც ძალზე გაჭირდა და კარისკენ დავიძარით. ელოდინმა კარი
გააღო და კვამლი დერეფანში გაიჭრა.

155 მკითხველთა ლიგა


ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით, კვამლის ზვირთები კი
დერეფანში იღვრებოდა. გადავწყვიტე, პრობლემის გადაჭრის
სხვა გზა მეცადა.
– მაგისტრო ელოდინ, მესმის, რატომაც ყოყმანობთ, – და-
ვიწყე ახსნა, – ზოგჯერ ჩემი საქციელის საბოლოო შედეგზე არ
ვფიქრობ ხოლმე.
– აშკარად.
– და იმასაც ვაღიარებ, რომ იყო შემთხვევები, როცა ჩემი
ქმედებები... – შევჩერდი და ვცადე, წინდაუხედავზე მსუბუქი
სიტყვა მომეძებნა.
– სიშტერის ზღვარს სცდებოდა? – დახმარება სცადა ელო-
დინმა.
აქ კი ჩემი მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო და თავდა-
ჭერილობის ხანმოკლე მცდელობა სრულიად გამიქრო.
– მადლობა ღმერთს, რომ ერთადერთი ვარ, ვისაც ცხოვრე-
ბაში ცუდი გადაწყვეტილება მიუღია! – თავი ძლივს შევიკავე,
რომ ყვირილზე არ გადავსულიყავი. თვალი თვალში გავუყარე,
– იცით, თქვენზეც მსმენია რაღაც ამბები. ამბობენ, რომ სტუდენ-
ტობისას თქვენც კარგა გვარიანად ურევდით.
ელოდინს მხიარული გამოხედვა გაუფერმკრთალდა. მაგის-
ტრმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც გადაეყლაპა და ყელში
გაეჩხირაო, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი.
– თუ ფიქრობთ, რომ წინდაუხედავი ვარ, რამე მოიმოქმე-
დეთ. სწორი გზა მიჩვენეთ! ჩემს უმართავ ახალგაზრდულ გონე-
ბას ფორმა მიეცით... – შესუნთქვას კვამლიც შევაყოლე და ხვე-
ლა ამიტყდა, რის გამოც ტირადის შემოკლება მომიხდა, – ჯან-
დაბა, რამე გააკეთეთ, მასწავლეთ!
არ ვყვიროდი, მაგრამ სუნთქვას მაინც ძლივს ვიბრუნებდი.
გაცხარებამ ისევე სწრაფად გადამიარა, როგორც დამეწყო და
უცებ შემეშინდა, ზედმეტად შორს ხომ არ შევტოპე-მეთქი.
156 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ელოდინმა უბრალოდ შემომხედა.
– რამ გაფიქრებინა, რომ ახლაც არ გასწავლი? – მკითხა
გაკვირვებული ხმით, – თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სწავლაზე
თავად ამბობ უარს, – მიტრიალდა და დერეფანს გაუყვა, – შენს
ადგილას აქედან მოვუსვამდი, – მომაძახა მხარუკუღმა, – ბევრს
დააინტერესებს, ვინაა ამ ამბავზე პასუხისმგებელი, არადა, ყვე-
ლამ იცის, რომ შენ და ჰემმე ერთმანეთს დიდად ვერ ეწყობით.
მომეჩვენა, რომ პანიკისგან ნაწილებად ვიშლებოდი.
– რა?..
– გამოცდებამდე ვიბანავებდი კიდეც, – გააგრძელა ელო-
დინმა, – კარგს არაფერს მოგიტანს, მაგისტრებთან კვამლის სუ-
ნით აყროლებული თუ გამოცხადდები. მე აქ ვცხოვრობ, – ელო-
დინმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და დერეფნის ყველაზე ბოლო
კარი გააღო, – და შენ რით იმართლებ თავს?

157 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრე
თავაზიანობა

თმა ჯერაც არ გამშრობოდა, როდესაც მოკლე დერეფანი გა-


ვიარე და სცენის კიბეზე ავედი. როგორც ყოველთვის, ოთახში
ახლაც ბნელოდა და სინათლე მხოლოდ უზარმაზარ, ნახევარ-
მთვარისებრ მაგიდას ეცემოდა. ნათელისა და ბნელის გასაყარ-
ზე დავდექი და მორჩილად დავიცადე.
რექტორმა ხელით მომიხმო, მეც მაგიდის ცენტრს მივუახ-
ლოვდი და საგამოცდო ბარათი გავუწოდე, შემდეგ უკან დავიხიე
და მაგიდის რქებს შორის, შედარებით უკეთ განათებულ ადგი-
ლას დავდექი.
ცხრა მაგისტრი ზემოდან დამცქეროდა. მინდოდა, რამე დრა-
მატული შედარება მომეფიქრებინა: ღობეზე შემომსხდარი ყორ-
ნებივით ჩამწკრივებულიყვნენ ან რამე ამდაგვარი, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ ყველას ოფიციალური მანტია ეცვა, ერ-
თმანეთისგან მაინც ისე განსხვავდებოდნენ, რომ ვერაფერ კრე-
ბითს ვერ შეადარებდი.
ამას გარდა, სახეებზე დაღლილობაც ეტყობოდათ. მხოლოდ
მაშინ დავფიქრდი, რომ გამოცდები მხოლოდ სტუდენტებს კი არ
ეზიზღებოდათ, არც მაგისტრებისთვის იყო მთლად იოლი გასე-
ირნება.
– ქვო, არლიდენის ძე, – ოფიციალური ხმით დაიწყო რექ-
ტორმა, – რე’ლარი, – ხელი მაგიდის უკიდურესი მარჯვენა
რქისკენ გაიშვირა, – მაგისტრო მედიკოსო?
არვილმა გადმომხედა. მრგვალი სათვალის მიღმა მოხუცის
თბილი მზერა მოჩანდა.
– რა სამედიცინო თვისებები გააჩნია მჰენკას? – მკითხა მა-
გისტრმა.

158 მკითხველთა ლიგა


– ძლიერი ანესთეტიკია, – დავიწყე ჩამოთვლა, – ასევე უება-
რი საშუალებაა კატატონიის საწინააღმდეგოდ, შესაძლოა, სა-
ფაღარათო მოქმედებაც გააჩნდეს, – შევყოყმანდი, – უამრავი
რთული მეორეული ეფექტიც აქვს. ყველა ჩამოვთვალო?
არვილმა თავი გაიქნია.
– მედიკაში მოდის პაციენტი, რომელიც სახსრების ტკივილსა
და სუნთქვის გაძნელებას იმიზეზებს. პირი მშრალი აქვს და ამ-
ტკიცებს, რომ ტკბილი გემოს შეგრძნება დაჰყვება. სიცივეს უჩი-
ვის, არადა გაოფლიანებულია და ხურს. რა დიაგნოზს დასვამ-
დი?
ღრმად ჩავისუნთქე და ისევ შევყოყმანდი.
– დიაგნოზს მე არ ვსვამ, მაგისტრო არვილ. ამისთვის რომე-
ლიმე ელ’თს მოვუხმობდი.
გამიღიმა და თვალის კუთხეები დაუნაოჭდა.
– მართალია, მაგრამ განხილვისთვის მაინც მითხარი, შენი
აზრით, რისი ბრალი უნდა იყოს?
– პაციენტი სტუდენტია?
არვილმა წარბები აზიდა.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– თუ სახელოსნოში მუშაობს, შეიძლება, მდნობელის გრიპი
იყოს, – ვუპასუხე მე. არვილმა წარბის აწევით შემომხედა და იქ-
ვე დავამატე, – სახელოსნოში ათასგვარი მძიმე მეტალით შეიძ-
ლება მოიწამლო. სტუდენტების კარგად განსწავლულობის გამო
აქ ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ცხელ ბრინჯაოზე მუშობისას სიკ-
ვდილისთვის საკმარისი ორთქლის დოზა, თუ სიფრთხილეს არ
გამოიჩენს, ნებისმიერმა შეიძლება შეისუნთქოს.
კილვინი თავის დაქნევით დამეთანხმა და გულზე მომეშვა.
გამიხარდა, რომ იმის აღიარება არ მომიხდა, ერთი თვის წინ
მსგავსი, თუმცა შედარებით მსუბუქი რამ თავადაც შემემთხვა-
მეთქი.
159 მკითხველთა ლიგა
შეფიქრიანებულმა არვილმა ჩაახველა და მაგიდის მეორე
მხარეს ანიშნა, დავასრულეო.
– მაგისტრო მათემატიკოსო?
ბრანდერი მაგიდის მარცხენა ბოლოში იჯდა.
– დავუშვათ, ფულის გადამცვლელი ოთხ პროცენტს იტო-
ვებს. ერთი ტალანტის დაშლით რამდენ პენის მიიღებთ? – მკით-
ხა ბრანდერმა ისე, რომ წინ გაშლილი ფურცლებიდან ცხვირი
არ აუწევია.
– რომელი სახის პენი, მაგისტრო?
კოპებშეკრულმა თავი ასწია.
– თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ დომინიონში ვიმყოფებით.
გონებაში ციფრებით ჟონგლიორობა დავიწყე და ყველა ის
სქემა გავიხსენე, რომელიც ბრანდერის მიერ არქივში, სამეცა-
დინოდ გადადებულ სახელმძღვანელოებში მენახა. წიგნებში ის
ნამდვილი პროცენტები კი არ იყო მოყვანილი, რომლითაც მე-
ვახშეები მუშაობდნენ, არამედ მთავრობებისა და ფინანსისტე-
ბის მიერ დაწესებული ოფიციალური გაცვლითი კურსები, რომ-
ლებიც ერთმანეთის მოტყუებისას საერთო მეთოდებით მოქმე-
დებისთვის შეიმუშავეს.
– რკინის პენებში სამას ორმოც... – ვუპასუხე და სწრაფად
დავამატე, – ცდათერთმეტს. და ნახევარს.
პასუხი დასრულებული არ მქონდა, რომ ბრანდერმა თავი
ისევ ფურცლებში ჩარგო.
– კომპასი ოქროზე ორას ოცს აჩვენებს, პლატინაზე – ას ოცს,
კობალტზე – ოცდათორმეტს. სად იმყოფები?
ამ კითხვამ დამაფრთხო. სამშროვანი კომპასით ორიენტაცი-
ას დეტალური რუკები და გულისგამაწვრილებელი გამოთვლები
სჭირდებოდა. ჩვეულებრივ, მხოლოდ გემების კაპიტნები და
კარტოგრაფები იყენებდნენ და გამოთვლისას ისინიც კი დეტა-

160 მკითხველთა ლიგა


ლური ჩანაწერებით ხელმძღვანელობდნენ. სამშროვანი კომპა-
სისთვის თვალი ცხოვრებაში სულ ორჯერ მომეკრა.
ეს კითხვა ან ბრანდერის მიერ სამეცადინოდ გამოყოფილ
წიგნებში იყო ან ჩემს წამოსაგებად სპეციალურად მოიფიქრა.
ბრანდერისა და ჰემმეს მეგობრობის გათვალისწინებით, მეორე
ვარიანტს უფრო ვემხრობოდი.
თვალები დავხუჭე, გონებაში სამყაროს რუკა წარმოვიდგინე
და ვცადე, მიახლოებით მაინც გამომეცნო.
– ტარბინში? – ვუპასუხე, – შეიძლება, სადღაც ილშიც, –
თვალები გავახილე, – გულახდილად რომ გითხრათ, წარმოდ-
გენა არ მაქვს.
ბრანდერმა ფურცლებში რაღაც მოინიშნა და თავის აუწევ-
ლად გამოაცხადა:
– მაგისტრო მესახელე.
ელოდინმა ცალყბად, ეშმაკურად გამიღიმა და მოულოდნე-
ლად შიშმა შემიპყრო, ამ დილით ჰემმეს ოთახში დატრიალე-
ბულ ამბავში ჩემი მონაწილეობა არ გაამხილოს-მეთქი.
ამის ნაცვლად ხელი ასწია და სამი თითი დამანახა.
– ხელში სამი ყვავი გიჭირავს, – მომმართა ელოდინმა, – მა-
გიდაზე კი ხუთი ყვავი გათამაშდა, – ორივე ხელის თითები ერ-
თმანეთს მიადო და სერიოზული სახით მომაჩერდა, – სულ რამ-
დენი ყვავია?
– რვა, – ვუპასუხე.
დანარჩენი მაგისტრები მოუსვენრად აწრიალდნენ. არვილმა
ამოიხვნეშა. კილვინი წელში მოიხარა, ჰემმემ და ბრანდერმა
ერთმანეთისკენ გააპარეს თვალი, ყველას ერთად კი ხან-
გრძლივი ტანჯვისგან გაბეზრებული იერი დაედო.
ელოდინმა დანარჩენებს შეუბღვირა.
– რა მოხდა? – იკითხა მტკიცე ხმით, – გინდათ, სიმღერისას
აგყვეთ და მთელი სერიოზულობითაც ავცეკვდე? გინდათ, ისეთი
161 მკითხველთა ლიგა
კითხვები დავუსვა, რომელზე პასუხიც მხოლოდ მესახელემ
იცის?
სხვა მაგისტრები გაყუჩდნენ, სახეზე უხერხულობა დაეტყოთ
და ელოდინს თვალი მოარიდეს. ერთადერთი გამონაკლისი
ჰემმე იყო, რომელიც კოლეგას დაჟინებით უყურებდა.
– კარგი, – გააგრძელა ელოდინმა და ისევ მე მომიბრუნდა.
თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა, ხმაში კი უცნაური ჟღერა-
დობა შერეოდა. ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, მაგრამ პირი
გააღო თუ არა, მისმა ხმამ თითქოს მთელი დარბაზი მოიცვა და
სხვა ხმიანობისთვის ადგილი აღარ დატოვა.
– სად მიდის მთვარე, – მკაცრად მკითხა ელოდინმა, – რო-
დესაც ჩვენს ცაზე აღარ ჩანს?
როდესაც კითხვა დაასრულა, ოთახში არაბუნებრივი სიჩუმე
ჩამოწვა. გეგონებოდა, მისმა ხმამ ელვასავით ჩაიქროლა და ამ
სამყაროში ნახვრეტი დატოვაო.
დავიცადე, კიდევ რამე ხომ არ უნდა მკითხოს-მეთქი.
– წარმოდგენა არ მაქვს, – ვაღიარე. ელოდინის ხმის შემდეგ
ჩემი სიტყვები ჩუმად და უმნიშვნელოდ ჟღერდა.
ელოდინმა მხრები აიჩეჩა და მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ
კოლეგას ანიშნა.
– მაგისტრო სიმპათეტიკოსო.
ელქსა დალი ერთადერთი იყო, რომელიც ოფიციალურ მან-
ტიაში თავს ყოველთვის მოხერხებულად გრძნობდა. როგორც
ყოველთვის, მისმა შავმა წვერმა და მჭლე სახემ უხეირო ატურუ-
ლი პიესების ბოროტი ჯადოქარი გამახსენა. კეთილგანწყობით
გამიღიმა.
– წრფივი გალვანური მიზიდვის გადაბმაზე რას იტყვი? – უცე-
რემონიოდ, პირდაპირ კითხვაზე გადავიდა.
კითხვა ადვილად მოვიგერიე.
თავის ქნევით დამეთანხმა და შემდეგ კითხვაზე გადავიდა.
162 მკითხველთა ლიგა
– როგორია რკინის შლის დაუძლეველი მანძილი?
– ხუთნახევარი მილი,3 – ვუპასუხე სახელმძღვანელოში ამო-
კითხული პასუხის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი
„დაუძლეველი“ ცოტა ორაზროვნად მიმაჩნდა. მართალია, მიიჩ-
ნევა, რომ მნიშვნელოვანი მოცულობის ენერგიის ექვს მილზე
შორს გადაადგილება სტატისტიკურად შეუძლებელია, სიმპათი-
ის გამოყენებით გაცილებით შორი მანძილების მოჩხრეკა მაინც
დასაშვებია.
– როდესაც ერთი უნცია4 წყალი დუღილს დაიწყებს, რამდენი
სითბო გჭირდება მის სრულად ასაორთქლებლად?
შევეცადე სახელოსნოში გამოყენებული აორთქლების ცხრი-
ლებიდან საჭირო ინფორმაცია გამეხსენებინა.
– ას ოთხმოცი თაუმი, – ისე ვუპასუხე, რომ ხმაზე დაეჭვება
არ დამტყობოდა.
– ჩემთვის საკმარისია, – თქვა დალმა, – მაგისტრო ალქიმი-
კოსო?
მანდრაგმა აჭრელებული ხელი უარის ნიშნად აიქნია.
– მე გამომტოვეთ.
– ყვავებზე ჰკითხეთ რამე, კარგად ერკვევა, – შესთავაზა
ელოდინმა.
მანდრაგმა შეუბღვირა და სიტყვა ლორენს გადასცა.
– მაგისტრო არქივარიუსო.
ლორენმა უშფოთველი თვალებით გადმომხედა.
– არქივის წესები თუ იცით?
წამოვწითლდი და იატაკს მივაშტერდი.
– იარე ჩუმად, – დავიწყე პასუხის გაცემა, – პატივი ეცი წიგ-
ნებს, დაემორჩილე მწიგნობრებს. არავითარი წყალი. არავითა-
რი საჭმელი, – ნერწყვი გადავყლაპე, – არავითარი ცეცხლი.

3
მილი – მანძილის საზომი ერთეული. იდრის 1609 მეტრს.
4
უნცია – წონის საზომი ერთეული. უდრის 28 გრამზე ოდნავ მეტს.
163 მკითხველთა ლიგა
ლორენმა თავი დამიქნია. მის ხმაში ან ქცევაში არაფერი
მიანიშნებდა იმაზე, რომ პასუხი არ მოეწონა, მაგრამ ეს მდგომა-
რეობას უფრო ართულებდა. თვალები მაგიდას გააყოლა.
– მაგისტრო გამომგონებელო.
გულში შევიკურთხე. ბოლო თერთმეტეულის განმავლობაში
მაგისტრ ლორენის მიერ რე’ლარებისთვის სამეცადინოდ გამო-
ყოფილი ექვსივე წიგნი წავიკითხე. მხოლოდ ფელტემი რეისის
„რკინა და ცეცხლი: ატური და იმპერიას“ ათი საათი მოვანდომე.
არქივში შესვლის უფლების დაბრუნებაზე მეტად თითქმის არა-
ფერი მინდოდა და სასოწარკვეთილი ვიმედოვნებდი, რომ ნე-
ბისმიერ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემით ლორენის გულს მო-
ვიგებდი.
თუმცა, არაფერი გამოვიდა. კილვინისკენ მივტრიალდი.
– სპილენძის გალვანური ტევადობა, – წვერში ჩაიდუდღუნა
გიგანტური დათვის შესახედაობის მაგისტრმა.
სხაპასხუპით ჩავარაკრაკე. ეს ყველაფერი საგემბანო ლამპე-
ბის კეთებისას ვისწავლე.
– გალიუმის გამტარობის კოეფიციენტი.
ამის ცოდნა ლამპებისთვის გამომსხივარების შეზავებისას
მჭირდებოდა. ნუთუ კილვინი ადვილი კითხვებით მეხმარებოდა?
ვუპასუხე.
– კარგია, – გამოაცხადა კილვინმა, – მაგისტრო რიტორიკო-
სო.
ღრმად ჩავისუნთქე და ჰემმესკენ მივბრუნდი. გამოცდების
სამზადისში მისი სამი წიგნიც კი წავიკითხე იმის მიუხედავად,
რომ რიტორიკაც და უაზრო ფილოსოფიაც საშინლად მძულდა.
თუმცა, მაინც უნდა მომენდომებინა, ორწუთიანი უსიამოვნო
ურთიერთობისთვის გამეძლო და მოკრძალებული სტუდენტის
როლი მეთამაშა. მე ხომ რუ ვარ, თამაში კარგად შემიძლია.

164 მკითხველთა ლიგა


ჰემმემ შემომიბღვირა და მისი მრგვალი სახე გაბრაზებულ
მთვარეს დაემსგავსა.
– ჩემს ოთახებს ცეცხლი შენ წაუკიდე, შე პატარა ნაბიჭვარო
გარეწარო?
მოულოდნელმა და მეტად პირდაპირმა კითხვამ კალაპოტი-
დან ამომაგდო. ყველანაირი ურთულესი, ეშმაკური, ჩამჭრელი
კითხვისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამ მოულოდნელმა ბრალდე-
ბამ ფეხქვეშ მიწა გამომაცალა. თანაც სიტყვა „გარეწარს“ განსა-
კუთრებით ვერ ვიტან. გულ-მუცელში ემოციის მორევი დამიტ-
რიალდა და მოულოდნელად პირში ქლიავის გემომ ამომასხა.
ჩემი გონების ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობდა, თავაზიანი პასუხი
მოეფიქრებინა, მაგრამ პასუხი ისე თავისთავად აღმომხდა,
ვერც კი შევნიშნე.
– თქვენი ოთახებისთვის ცეცხლი მე არ წამიკიდებია, – ვუპა-
სუხე გულახდილად, – მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიზამდი ამას
და ვისურვებდი, რომ იმ დროს მშვიდად გძინებოდათ.
ჰემმეს დაბღვერილი გამოხედვა გაოგნებით შეეცვალა.
– რე’ლარ ქვო, – ჩაერია რექტორი, – ან თავაზიანად იმეტ-
ყველებთ, ან მე თვითონ დაგდებთ ბრალს „არკანუმის წევ-
რთათვის შეუფერებელ ქცევაში“!
ქლიავის გემო ისევე სწრაფად გამიქრა, როგორც გაჩნდა და
მხოლოდ ოდნავი თავბრუსხვევა დამიტოვა; შიშისა და სირცხვი-
ლისგან ოფლმა დამასხა.
– მომიტევეთ, რექტორო, – ვუპასუხე სწრაფად და საკუთარ
ფეხებს ჩავაშტერდი, – სიბრაზის გამო თავი ვერ მოვთოკე. სიტ-
ყვა „გარეწარი“ ჩემი ხალხისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყო-
ფელია და ათასობით რუს უმოწყალოდ ჟლეტას გვახსენებს.
რექტორის თვალებში ცნობისმოყვარეობამ გაიელვა.
– უნდა ვაღიარო, ამ სიტყვის წარმომავლობა არ ვიცი, – ჩა-
ფიქრდა რექტორი, – ალბათ, ამას ჩავთვლი ჩემს კითხვად.
165 მკითხველთა ლიგა
– მოიცადეთ, – ჩაერია ჰემმე, – ჯერ არ დამიმთავრებია.
– უკვე დაამთავრეთ, – არ დაუთმო რექტორმა, – ამ ყმაწვი-
ლივით საშინლად იქცევით, ჯეისომ, ოღონდ თქვენ ნაკლებად
გეპატიებათ. ახლახან აჩვენეთ, რომ პროფესიონალივით მოქ-
ცევა არ შეგიძლიათ, ასე რომ, გაჩუმდით და მადლობა მითხა-
რით, რომ ბრალს ოფიციალურად არ გიყენებთ.
ჰემმე სიბრაზისგან გაფითრდა, მაგრამ ენას კბილი მაინც
დააჭირა.
რექტორი ისევ მომიბრუნდა.
– მაგისტრი ლინგვისტი, – ოფიციალურად გამოაცხადა საკუ-
თარი თავი, – რე’ლარ ქვო, როგორია სიტყვა „გარეწრის“ წარ-
მომავლობა?
– ეს სიტყვა იმპერატორ ალსიონის მიერ გამოცხადებული
წმენდის პერიოდიდან მოდის, – დავიწყე ახსნა, – იმპერატორმა
ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შეეძლოთ გზებზე მოგ-
ზაური გარეული წარმართები სასამართლოს გარეშე დაეჯარი-
მებინათ, დაეტყვევებინათ და გადაესახლებინათ. ტერმინი მე-
ტაპლაზმური ენკლიტიზაციით შემოკლდა და გარეწრად იქცა.
– მართლა ასე მოხდა?
თავი დავუქნიე და დავამატე:
– თუმცა, ზოგიერთები სიტყვის წარმომავლობას იმასთანაც
აკავშირებენ, რომ გზებზე მოსიარულე დასები გარე წარმოდგე-
ნებს მართავდნენ.
რექტორმა თავი ოფიციალურად დამიკრა.
– გმადლობ, რე’ლარ ქვო. ვიდრე მოვითათბირებთ, დაბ-
რძანდით.

166 მკითხველთა ლიგა


თავი მეათე
განძი

გადასახადად ცხრა ტალანტი და ხუთი ჯოთი დამიწესეს. მა-


ნეს ნაწინასწარმეტყველებ ათ ტალანტს ჯობდა, მაგრამ მაინც
იმაზე მეტი იყო, ვიდრე მებადა. ხაზინადართან მეორე დღის შუ-
ადღემდე უნდა გავსწორებულიყავი, თორემ მთელი სემესტრის
გამოტოვება მომიხდებოდა.
გაკვეთილების დროებით გადადება ტრაგედია არ იქნებოდა,
მაგრამ უნივერსიტეტის რესურსებთან, მათ შორის, სახელოს-
ნოს მასალასთან, მხოლოდ სტუდენტებს უშვებდნენ. ეს ნიშნავ-
და, რომ თუ გადასახადს ვერ გადავიხდიდი, კილვინთან მუ-
შაობა ამეკრძალებოდა. არადა, ეს ერთადერთი ადგილი იყო,
სადაც, სათანადო გარჯის შემთხვევაში, გადასახადისთვის საჭი-
რო თანხის გამომუშავების იმედი უნდა მქონოდა.
საწყობთან გავჩერდი. ღია ფანჯრიდან ჯაქსიმმა გამიღიმა.
– დროულად მოხვედი, დილით შენი ლამპები გავყიდეთ, –
მომახარა მიახლოებისთანავე, – ჩვეულებრივ ფასთან შედარე-
ბით ცოტა მეტი გამოვწურეთ, რადგან მარაგში აღარ გვრჩებო-
და.
დავთარს კარგა ხანს ფურცლავდა, ვიდრე საჭირო გვერდს
მიაგნებდა. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.
– შენი სამოცი პროცენტი ოთხ ტალანტსა და რვა ჯოთს უდ-
რის. გამოყენებულ მასალასა და დეტალებსაც თუ გამოვაკ-
ლებთ... – თითი გვერდის ბოლოსკენ ჩააცურა, – ორი ტალანტი,
სამი ჯოთი და რვა დრაბი გრჩება.
ჯაქსიმმა დავთარში რაღაც მონიშნა და ქვითარი გამომიწე-
რა. ფურცელი ფრთხილად დავკეცე და საფულეში ჩავიდე. და-
მაკმაყოფილებელი ფულადი წონა არ ჰქონდა, მაგრამ ჩემმა

167 მკითხველთა ლიგა


მთლიანმა ქონებამ ექვს ტალანტს გადააჭარბა. ამდენი ფული
მქონდა და მაინც არ მყოფნიდა.
ჰემმესთან მოთმინებას რომ არ ეღალატა, გადასახადი შეიძ-
ლება უფრო დაბალიც ყოფილიყო. უკეთესად მეცადინეობას ან
მეტი ფულის გამომუშავებასაც შევძლებდი, იძულებული რომ არ
ვყოფილიყავი, მთელი ორი დღე საკუთარ ოთახში გამოვკეტი-
ლიყავი და პირში ქლიავისგემოიანს ხან მექვითინა, ხანაც ცო-
ფები მეყარა.
უცებ თავში ერთი აზრი მომივიდა.
– რაიმე ახალი უნდა დავიწყო, – მივმართე ჯაქსიმს, – პატა-
რა რეტორტა დამჭირდება, სამი უნცია კალა, ორი უნცია ბრინ-
ჯაო, ოთხი უნცია ვერცხლი, ერთი კოჭი წვრილი ოქროს ძაფი,
სპილენძი...
– ერთი წამით მოიცადე, – შემაწყვეტინა ჯაქსიმმა და დავ-
თარში თითი ჩემი გვარის გასწვრივ გააყოლა, – ოქროს ან ვერ-
ცხლის გამოყენებაზე ნებართვა არ გაქვს მონიჭებული, – დავ-
თრიდან თავი ასწია და შემომხედა, – რამე შეცდომაა?
შევყოყმანდი, არ მინდოდა, მეცრუა.
– არ ვიცოდი, რომ ცალკე ნებართვა იყო საჭირო.
ჯაქსიმმა ეშმაკურად გამიღიმა.
– პირველი არ ხარ, ვინც მსგავსი ოინით ფონს გასვლას ცდი-
ლობს. მაღალი გადასახადი დაგაკისრეს?
თავი დავუქნიე.
თანაგრძნობის ნიშნად დაიღრიჯა.
– ვწუხვარ. კილვინმა იცის, რომ თუ ფრთხილად არ იქნება,
აქაური მარაგი შეიძლება მევახშეების ხრიკებს ემსხვერპლოს,
– დავთარი დახურა, – მოგიწევს, ყველა დანარჩენივით ლომ-
ბარდს მიაკითხო.
ხელები ავწიე და დავანახე იმის ნიშნად, რომ არანაირი
ძვირფასეულობა არ მებადა.
168 მკითხველთა ლიგა
ჯაქსიმი შეკრთა.
– რთული მდგომარეობაა. ვერცხლის მოედანზე ერთ წესიერ
მევახშეს ვიცნობ, კლიენტებს თვეში მხოლოდ ათ პროცენტს ახ-
დევინებს. მაინც ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კბილებს სათითა-
ოდ გაძრობენ, მაგრამ სხვებს კი სჯობს.
თავი დავუქნიე და ამოვიხვნეშე. ვერცხლის მოედანი ის ად-
გილი იყო, სადაც მევახშეებს საკუთარი ფარდულები ჰქონდათ
მოწყობილი. მაგრამ მათთვის ხელსაყრელი კლიენტი არ ვიყა-
ვი.
– არა უშავს, ამაზე უარეს მდგომარეობაშიც ვყოფილვარ, –
ვთქვი მე.

169 მკითხველთა ლიგა


***

იმრესკენ მიმავალ გზას ჩაფიქრებული დავადექი, ცალ მხარ-


ზე ბარბითის ნაცნობ სიმძიმეს ვგრძნობდი.
რთული დრო მედგა, მაგრამ არა – გამოუვალი. გილდიის
არცერთი მევახშე უპოვარ, ობოლ ედემა რუს ფულს არ მისცემ-
და, მაგრამ შემეძლო, დევისგან მესესხა. იმედს ვიტოვებდი,
რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა. მხოლოდ მის მიერ დაწესებულ
გამანადგურებელ პროცენტს კი არ ვუფრთხოდი, იმაზეც ვში-
შობდი, რის შესრულებას მაიძულებდა, ვალი დროულად რომ
არ დამეფარა. მეეჭვებოდა, რაიმე უმნიშვნელო, ადვილი ან კა-
ნონიერი მოეთხოვა.
ამ ფიქრებში გართულმა ქვის ხიდი გადავიარე. ჯერ აფთიაქ-
თან შევჩერდი, შემდეგ კი „რუხი კაცისკენ“ გავეშურე.
კარის გაღებისთანავე მივხვდი, რომ თავი პანსიონში ამოვყა-
ვი. დიდი საერთო ოთახის ნაცვლად, სადაც ხალხი შეიკრიბებო-
და და დალევდა, მომცრო, მდიდრულად მორთულ მისაღებში
აღმოვჩნდი. კოხტად გამოწკეპილი კარისკაცი ავის მომასწავ-
ლებლად, თითქმის აშკარა ზიზღით მიმზერდა.
– რით დაგეხმაროთ, ახალგაზრდა ბატონო? – მომაგება, რო-
გორც კი ზღურბლს გადავაბიჯე.
– ახალგაზრდა ქალბატონს ვეძებ, – ვუთხარი, – დინაელი
ჰქვია.
თავი დამიქნია.
– ვნახავ, სასტუმროშია თუ არა.
– ნუ შეწუხდებით, – გავაწყვეტინე და კიბისკენ გავიწიე, –
შეხვედრა დათქმული გვაქვს და მელოდება.
კიბისკენ მიმავალი გზა ჩამიხერგა.

170 მკითხველთა ლიგა


– ვშიშობ, ვერ აგიშვებთ, – განმიცხადა, – თუმცა, სიხარუ-
ლით დაგეხმარებით და შევამოწმებ, ქალბატონი აქ ბრძანდება
თუ წავიდა.
ხელი გამომიწოდა. მივაშტერდი.
– სავიზიტო ბარათს ხომ არ მიბოძებდით, – მომთხოვა, – რა-
თა ახალგაზრდა ქალბატონს წარვუდგინო?
– თუ არ იცით, სასტუმროშია თუ სხვაგან, ბარათს როგორ წა-
რუდგენთ? – ვკითხე.
კარისკაცმა მომხიბლავად, ზრდილობიანად და სასტიკად
უსიამოვნოდ გამიღიმა. ასეთი ღიმილის დავიწყება ნამდვილად
არ ღირს, ამიტომ მაშინვე მეხსიერებაში ჩავიბეჭდე. მსგავსი ღი-
მილი თითქოს ხელოვნების ნიმუშია. იმ ხალხის მსგავსად, ვინც
სცენაზე აღიზარდა, ასეთი ღიმილის ფასი კარგად მესმოდა: გარ-
კვეული წრის ადამიანები მას ბასრ იარაღად იყენებენ და შესაძ-
ლოა, ერთ დღეს მეც გამომდგომოდა.
– აჰ, – შესძახა კარისკაცმა, – ქალბატონი სასტუმროშია, –
ეს სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა, – თუმცა ეს უცილობლად
როდი ნიშნავს, რომ თქვენს სამასპინძლოდ სცალია.
– გადაეცით, რომ ქვომ მოაკითხა, – მისმა მედიდურობამ უფ-
რო გამამხიარულა, ვიდრე გამაღიზიანა, – აქ დაგელოდებით.
დიდხანს ცდა არ მომიხდა. მალე კიბეზე ჩამომავალი კარის-
კაცი გამოჩნდა. სახეზე ისეთი განაწყენებული გამომეტყველება
აღბეჭდოდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, იქიდან კინწისკვრით
მოვეშორებინე.
– აქეთ მობრძანდით, – მომაძახა.
გამიძღვა. კიბეს ავუყევით. კარი შეაღო. მის ზურგს უკან გავ-
სხლტი და ოთახში ისე ქედმაღლურად შევასწარი, ნამდვილად
ბოღმით გასკდებოდა.
ჩემ წინ გვიანი შუადღის მზით განათებული ფართოფანჯრე-
ბიანი მისაღები ოთახი გადაიშალა. აქა-იქ მიდგმული სავარ-
171 მკითხველთა ლიგა
ძლებისა და დივნების სიმრავლის მიუხედავად, მაინც სიხალვა-
თე იგრძნობოდა. შორეულ კედელთან ციმბალი მიედგათ, ერთი
კუთხე კი მთლიანად უზარმაზარ მოდეგანურ არფას დაესაკუთ-
რებინა.
მწვანე ხავერდის კაბაში გამოწყობილი დენნა ოთახის ცენ-
ტრში იდგა. თმა ისე შეეკრა, რომ მომხიბლავ კისერს, ცრემლის
ფორმის ზურმუხტის საყურესა და გულსაკიდს კარგად აჩენდა.
ახალგაზრდა ყმაწვილს ესაუბრებოდა, რომელიც... მის დასა-
ხასიათებლად საუკეთესო სიტყვა, ალბათ, პირმშვენიერია. სუფ-
თად გაპარსულ, საამო სახეს ფართო, მუქი თვალები უმშვენებ-
და.
ჭაბუკი იმ დიდებულს წააგავდა, რომელსაც იმდენ ხანს ეც-
ხოვრა გაჭირვებაში, რომ მის ამგვარ ყოფას დროებით ჩავარ-
დნასაც ვეღარ ვუწოდებდით. მშვენიერი, თუმცა მოუვლელი ტან-
საცმელი ეცვა; მუქი თმა ისე შეეკრიჭა, აშკარად კულულებად
უნდა ჩამოყროდა, მაგრამ ბოლო ხანებში ყურადღებას აღარ აქ-
ცევდა; თვალები ჩაცვენოდა, თითქოს კარგა ხანია, არ გამოუძი-
ნიაო.
დენნამ ხელი გამომიწოდა.
– ქვო, – მომმართა, – ეს ჯოფრია.
– მიხარია, რომ გაგიცანით, ქვო, – წამოიწყო ჯოფრიმ, – დი-
ნაელს არაერთხელ უხსენებიხართ. თქვენ ის უნდა იყოთ... რა
ჰქვია? ჯადოქარი? – უმანკოდ და გულღიად მიღიმოდა.
– არკანისტი, – რამდენადაც შესაძლებელი იყო, ზრდილო-
ბიანად შევუსწორე, – ზოგ წიგნში ჯადოქართა შესახებ ათას-
გვარ მონაჩმახს ამოიკითხავთ. ხალხს ჰგონია, რომ აუცილებ-
ლად პირქუშ მოსასხამებში უნდა ვიყოთ გახვეულები და ფრინ-
ველთა შიგნეულში ვიქექებოდეთ. თქვენ რას საქმიანობთ?
– ჯოფრი პოეტია, – ჩაერია დენნა, – მიუხედავად იმისა, რომ
თავად მეწინააღმდეგება, ნამდვილად კარგად გამოსდის.
172 მკითხველთა ლიგა
– არც ისე კარგად, – ჯოფრის სახიდან ღიმილი გაუქრა, – უნ-
და წავიდე. ისეთ ხალხთან მაქვს შეხვედრა დათქმული, ვერ ვა-
ლოდინებ, – წასვლამდე დენნას ლოყაზე ეამბორა და ხელის
თბილი ჩამორთმევით დამემშვიდობა.
დენნა იქამდე გასცქეროდა, ვიდრე კარი ბოლომდე არ მიიხუ-
რა.
– საყვარელი ბიჭია.
– ისე ამბობ, თითქოს გული გეთანაღრებოდეს, – ვუთხარი.
– ნაკლებად საყვარელი რომ იყოს, საკუთარ გონებაში ორ
აზრს მაინც მოუყრიდა თავს. მერე იქნებ ეს ორი აზრი ერთმა-
ნეთს გახახუნებოდა და ნაპერწკალიც გაეყარა. სულ ცოტათი მა-
ინც რომ აალებულიყო, საკმარისი იქნებოდა, კაცი იფიქრებდა,
თავში რაღაც უყრიაო, – ამოიოხრა.
– მართლა ასეთი გონებაჩლუნგია?
დენნამ თავი გააქნია.
– არა, მეტისმეტად მიმნდობია. უფხო ბიჭია. უკვე ერთი თვეა,
რაც ჩამოვიდა და შეცდომების მეტი არაფერი მოუმკია.
მოსასხამს დავწვდი და ჯიბიდან ნაჭერში გახვეული ორი პა-
კეტი ამოვიღე – ლურჯი და თეთრი.
– შენთვის საჩუქარი მაქვს.
პაკეტების გამოსართმევად ხელი გამომიწოდა. დაბნეულად
მიყურებდა.
რაც რამდენიმე საათით ადრე ბრწყინვალე იდეად მესახებო-
და, ახლა სულელურ წამოწყებად მომეჩვენა.
– ფილტვებისთვისაა, – ვუთხარი დარცხვენილმა, – ვიცი,
რომ ხანდახან გაწუხებს.
თავი ცალ მხარეს გადახარა.
– საიდან იცი, ოღონდაც მითხარი.
– ტრებონში ყოფნისას ახსენე, – ვუთხარი, – ჰოდა მცირე
კვლევა ჩავატარე, – ერთ-ერთ პაკეტზე მივუთითე, – ეს ჩაიში
173 მკითხველთა ლიგა
შეგიძლია ჩაამატო: ნაბუმბლარა, ბებრისკონკა, ლოატმი... –
მერე მეორეზე მივანიშნე, – ეს ფოთლები წყალში ჩაყარე, აადუ-
ღე და ორთქლი შეისუნთქე.
დენა ხან ლურჯ პაკეტს შეხედავდა, ხან – თეთრს.
– ფურცლის ნაგლეჯზე მომზადების წესები ჩამოვწერე და
შიგნით ჩავაყოლე, – დავამატე, – ლურჯში ის ფოთლებია, რომ-
ლებიც უნდა წამოადუღო და ორთქლი შეისუნთქო, – გავუ-
მეორე, – ანუ ლურჯისთვის იყენებ წყალს.
ამომხედა.
– და ჩაისთვის რა, არ იყენებ?
ენა დამება, წამოვწითლდი და ბლუყუნი დავიწყე. დენნამ
გაიცინა და თავი გააქნია.
– გაგეხუმრე, – მითხრა ნაზად, – გმადლობ. დიდი ხანია, ასე
თბილად არავინ მომპყრობია.
დენნა თეთრეულის სკივრთან მივიდა და ორივე პაკეტი ორ-
ნამენტებით დამშვენებულ ყუთში ციმციმ ჩააწყო.
– ვატყობ, საქმე კარგად მიგდის და ბედს არ უჩივი, – მდიდ-
რულად გაწყობილ ოთახზე მივუთითე.
დენნამ ოთახს გულგრილი მზერა მოავლო და მხრები აიჩეჩა.
– საქმე კელინს მისდის კარგად, – წარმოთქვა, – მე მხო-
ლოდ მის მიერ მოფენილ სხივთა ანარეკლი მერგება.
თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ მისი მესმოდა.
– ვიფიქრე, მფარველი იპოვა-მეთქი.
– ჯერ ოფიციალურად არაფერი გადაგვიწყვეტია. როგორც
მოდეგში ამბობენ, მე და კელინი ერთ გზას მივუყვებით, ის კი მი-
მართულებას მიჩვენებს და არფაზე დაკვრას მასწავლის, – თავი
იმ კუთხისკენ მიატრიალა, საიდანაც უზარმაზარი საკრავი იმზი-
რებოდა.
– მომასმენინებ, რაც ისწავლე? – ვთხოვე.
შეცბუნებულმა თავი გააქნია და თმა მხრებზე ჩამოეყარა.
174 მკითხველთა ლიგა
– ჯერ კარგად არ გამომდის.
– წაკბენისა და დაცინვის ბუნებრივ მოთხოვნილებას რო-
გორმე ჩავიხშობ, – დიდსულოვნად დავპირდი.
დენნას გაეცინა.
– კარგი, ცოტას დავუკრავ.
არფას მიუახლოვდა და მაღალ სკამზე მოკალათდა. თითე-
ბით სიმებს შეეხო, ერთხანს იყუჩა და დაკვრა დაიწყო.
„ეჟვნიანი ცხვრის“ მისეულ ვერსიას ასრულებდა. გამეღიმა.
აუჩქარებლად და დიდებულად უკრავდა. ბევრს ჰგონია, რომ
მუსიკოსის ოსტატობა თითების სისწრაფით განისაზღვრება. მა-
თიც მესმის. ის, რაც „ეოლიანში“ მარიმ დაატრიალა, ნამდვი-
ლად იმსახურებდა აღტაცებას, მაგრამ სისწრაფე მუსიკის მხო-
ლოდ მცირედი ნაწილია. ნამდვილი საიდუმლო სწორედ ტემპის
შეგრძნებაშია.
დაკვრა ანეკდოტის მოყოლას წააგავს. სიტყვების დამახსოვ-
რება და ხუმრობის გამეორება ყველას შეუძლია, თუმცა იმის-
თვის, რომ ამ ხუმრობაზე ვინმეს გაეცინოს, უბრალო მოყოლაზე
მეტია საჭირო. სწრაფად ჩამღერებით ხუმრობა უფრო სახალი-
სო ნამდვილად არ გახდება. როგორც ბევრ სხვა რამეში, აჩქა-
რებას აქაც გაჭიანურება სჯობს.
ჭეშმარიტ მუსიკოსთა რაოდენობა სწორედ ამიტომაა ასეთი
მცირე. უამრავ ადამიანს შეუძლია, იმღეროს ან ვიოლინოზე სა-
ჭირო მელოდია ააჟღეროს, ინსტრუმენტსაც ძალუძს უზადოდ და
დაუსრულებლად გამოსცემდეს ერთსა და იმავე აკორდებს, მაგ-
რამ ნოტების ცოდნა საკმარისი არაა – უნდა გრძნობდე, როგორ
დაუკრა. თითების სისწრაფე დროსა და გამოცდილებასთან ერ-
თად მოდის, მაგრამ სწორი ტემპის შერჩევის ნიჭი თანდაყოლი-
ლია – ის ან გაქვს, ან არა.
დენნას ეს ნიჭი ჰქონდა. მელოდია ნელა ვითარდებოდა, მაგ-
რამ ეს დენნა როდი მიჩანჩალებდა. მისი თითებიდან გადმოღ-
175 მკითხველთა ლიგა
ვრილი თითოეული ნოტი ფაქიზ კოცნას წააგავდა. მართალია,
მაშინ კოცნისა არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ვუყურებდი, რო-
გორ შემოეხვია არფისთვის ხელები, ემოციებისგან თვალები
მიელულა, ტუჩები მტკიცედ მოეკუმა და ვიცოდი, როცა ამის
დრო მოვიდოდა, ვისურვებდი, ჩემთვისაც ასე ნაზად და აუჩქა-
რებლად ეკოცნათ.
დენნა კი მშვენიერი იყო. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ
განსაკუთრებით ის ქალები მიზიდავს, რომელთაც მუსიკა სის-
ხლში აქვთ გამჯდარი. იმ დღეს პირველად ვნახე, როგორ უკ-
რავდა. მანამდე ყურადღებას მხოლოდ მისი ნაირგვარი ვარ-
ცხნილობა და კაბის ღრმა დეკოლტე მიფანტავდა, მაგრამ რო-
დესაც ის უკრავდა, სხვა ყველაფერი ფერმკრთალდებოდა და
ფონად იფანტებოდა.
ვიცი, ბევრს მივედ-მოვედები. საკმარისია გითხრათ, რომ
შთამბეჭდავად უკრავდა, თუმცა ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ
სწავლობდა. რამდენიმე არასწორი ნოტიც აიღო, მაგრამ ამის
გამო არ შემკრთალა და არც შეჩერებულა. როგორც ამბობენ,
თუ კარგი იუველირი ხარ, დაუმუშავებელ ძვირფას ქვას ამოიც-
ნობო. მე კი ვიყავი. დენნა ამოვიცანი. აი, ასე...
– „მოცეკვავე ციყვის“ შემდეგ კარგა წინ წასულხარ, – ვუთხა-
რი მას შემდეგ, რაც ბოლო აკორდიც მიყუჩდა.
შექებაზე მხოლოდ მხრების აჩეჩვით მიპასუხა და თვალებში
არ შემოუხედავს.
– ვარჯიშის მეტი არაფერი დამრჩენია, – თქვა დენნამ, – კე-
ლინი ამბობს, რომ დაკვრა მეხერხება.
– რამდენი ხანია, რაც დაიწყე? – ვკითხე.
– მგონი, სამი თერთმეტეულია, – ჩაფიქრდა, შემდეგ თავი
დააქნია, – ჰო, სამ თერთმეტეულზე ოდნავ ნაკლები იქნება.

176 მკითხველთა ლიგა


– ღმერთო დიდებულო, – გაკვირვებისგან თავი გავაქნიე, –
არასდროს არავისთან წამოგცდეს, ასე მალე რომ აითვისე. სხვა
მუსიკოსები შეგიძულებენ.
– თითები ჯერ კიდევ ვერ შევაჩვიე, – საკუთარ მტევნებს და-
ხედა, – იმდენ ხანს მაინც ვერ ვვარჯიშობ, რამდენიც მინდა და
საჭიროა.
მისი ხელი ავიღე და თითების ბალიშები გავუთვალიერე. ჩამ-
ცხრალი ბუშტუკები ემჩნეოდა.
– შენ...
თავი ავწიე და უცებ გავაცნობიერე, რამდენად ახლოს იდგა.
მისი ცივი ხელი ჩემსაში იყო მოქცეული, უზარმაზარი შავი თვა-
ლებით შემომცქეროდა, ცალი წარბი კი ოდნავ აეზიდა. არა
გაოცების ან სიხარულის ნიშნად, არამედ უბრალო ცნობისმოყ-
ვარეობით. მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა.
– რა მე? – მკითხა.
წარმოდგენა არ მქონდა, რის თქმას ვაპირებდი. გადავწყვიტე
პირდაპირ მეთქვა, აზრზე არ ვარ, რა უნდა მეთქვა-მეთქი, მაგ-
რამ მერე მივხვდი, სისულელე იქნებოდა, ამიტომ ხმა არ ამომი-
ღია.
დენნამ ქვემოთ დაიხედა, ახლა უკვე თვითონ მომკიდა ხელი
და ხელისგულები დამითვალიერა.
– რბილი ხელები გაქვს, – თქვა და თითებზე ნაზად შემეხო, –
მეგონა, უხეშად დაკოჟრილი გექნებოდა, მაგრამ არა, გლუვი
თითები გაქვს.
ვიდრე თვალებში არ მიყურებდა, ცოტა გონს მოვეგე.
– უბრალოდ, დრო სჭირდება, – დავამშვიდე.
დენნამ ისევ შემომხედა და მორცხვად გამიღიმა. გონება
სუფთა ფურცელივით დამიცარიელდა. ცოტა ხანში ხელი გამიშ-
ვა, ჩამიარა და ოთახის შუაგულისკენ გადაინაცვლა.
– რამეს დალევ? – მკითხა და სკამზე მოხდენილად ჩამოჯდა.
177 მკითხველთა ლიგა
– დიდად მადლობელი ვიქნები, – ვუპასუხე რეფლექსურად.
უცებ შევნიშნე, რომ ხელი ისევ სულელივით ჰაერში მქონდა გა-
შეშებული და დავუშვი.
ახლოს მდგომ სკამზე მანიშნა და მეც დავჯექი.
– ახლა უყურე, – მაგიდიდან პატარა ვერცხლის ზარი აიღო
და მსუბუქად ააწკრიალა. შემდეგ ერთი ხელი ასწია და თითები
გაშალა. ჯერ ცერი მოხარა, შემდეგ საჩვენებელი და უკუათვლას
შეუდგა.
ვიდრე ნეკს მოხრიდა, კაკუნი გაისმა.
– შემოდით, – გასძახა დენნამ და კარში გამოწკეპილი კა-
რისკაცი გამოჩნდა.
– ცოტაოდენი თხევადი შოკოლადი მსურს, – მიმართა დენ-
ნამ, – ქვოს კი... – კითხვის გამომხატველი მზერით გადმომხე-
და.
– თხევადი შოკოლადი გადასარევად ჟღერს, – მივუგე.
კარისკაცმა თავი დაგვიკრა და გაუჩინარდა.
– ზოგჯერ ამას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ, რომ აქეთ-იქით
ვარბენინო, – მორიდებულად აღიარა დენნამ და ზარს დახედა,
– ვერაფრით ვხვდები, როგორ იგებს. ერთხანს ისიც მეგონა,
რომ მუდმივად დერეფანში იდგა და ჩემს კარზე ყური ჰქონდა
მოდებული.
– შეიძლება, ზარი ვნახო? – ვკითხე დენნას.
მომაწოდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ზარი ჩანდა, მაგ-
რამ როდესაც გადმოვატრიალე, შიდა მხარეს ამოკაწრული მცი-
რე ზომის სიგალდრია დავინახე.
– ჩუმად არ გაყურადებს, – დავიწყე ახსნა და ზარი დავუბრუ-
ნე, – ქვემოთ სხვა ზარიცაა, რომელიც შენსასთან ერთად
წკრიალებს.
– როგორ? – მკითხა და შემდეგ თავადვე უპასუხა, – ჯადოქ-
რობა?
178 მკითხველთა ლიგა
– შეგიძლია ასეც უწოდო.
– იქ ასეთ რაღაცებს აკეთებ? – დენნამ თავი მდინარისა და
მის იქით გაშენებული უნივერსიტეტის მიმართულებით გაიქნია,
– ცოტა არ იყოს... იაფფასიანი საქმე ჩანს.
– სიგალდრიის ყველაზე ფუქსავატური გამოყენებაა, რაც კი
მინახავს, – ვუპასუხე.
დენნას სიცილი წასკდა.
– ცოტა განაწყენებული ხმა გაქვს, – მითხრა და განაგრძო, –
ესე იგი, სიგალდრია ჰქვია?
– ასეთი საგნების დამზადებას სახელოსნო საქმე ჰქვია, – ვუ-
პასუხე, – სიგალდრია კი იმ რუნების დაწერას ან ამოტვიფრას
ეწოდება, რომლებიც მათ ამოქმედებას იწვევს.
ამის გაგონებაზე დენნას თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა.
– ესე იგი, ეს ისეთი მაგიაა, რომელიც რაღაცების წერას მო-
ითხოვს? – მკითხა და ჩემკენ გადმოიხარა, – როგორ მუშაობს?
ენა დამება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ისე მარტივი
კითხვა იყო, არამედ იმიტომაც, რომ არკანუმის წესების უცხო-
თათვის გაზიარებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტს ძალიან
მკაცრი კანონები ჰქონდა დადგენილი.
– საკმაოდ რთული საკითხია.
საბედნიეროდ, ამ დროს კარზე ისევ დააკაკუნეს და ორ-
თქლადენილი ფინჯნებით შოკოლადი შემოგვიტანეს. სურნელზე
უმალ ნერწყვი მომადგა. კარისკაცმა ლანგარი მაგიდაზე დადგა
და ხმის ამოუღებლად გავიდა.
ცოტა მოვსვი, ცხელი სითხის საოცარმა სიტკბომ ღიმილი
მომგვარა.
– წლები იქნება, შოკოლადი არ დამილევია.
დენნამ თავისი ფინჯანი ასწია და ოთახს თვალი მოავლო.
– უცნაურია, რომ ზოგი მთელი ცხოვრება ასეთ ფუფუნებაშია.
– რა, არ მოგწონს? – ვკითხე გაკვირვებულმა.
179 მკითხველთა ლიგა
– შოკოლადი და არფა მომწონს, – მიპასუხა დენნამ, – მაგ-
რამ ზარისა და სტუმრების მისაღებად გამოყოფილი ცალკე
ოთახის გარეშეც თავისუფლად გავძლებდი, – სახე თანდათან
მოექუფრა, – თანაც, ვერ ვიტან, როცა ვიღაც დაცვასავითაა მო-
მაგრებული, თითქოს განძი ვარ და ვინმე მიტაცებას მიპირებს.
– ანუ განძივით არ უნდა მოგეპყრან?
თვალები მოჭუტა და ფინჯნის ზემოდან გადმომხედა, თითქოს
ამოწმებდა, რამდენად სერიოზულად ვეუბნებოდი.
– კარსმიღმა გამოკეტვა დიდად არ მხიბლავს, – დააზუსტა
სიმკაცრეგარეული ხმით, – ჩემთვის ოთახის აღების წინააღმდე-
გი არ ვარ, მაგრამ თუ ამ ოთახიდან თავისუფლად გასვლა არ
შემიძლია, ბოლომდე ჩემადაც ვერ აღვიქვამ.
წარბი ავწიე, მაგრამ ვიდრე რამეს ვიტყოდი, ხელის აქნევით
გადამაფიქრებინა.
– მართლა ეგრე კი არაა, – ამოიხვნეშა, – მაგრამ ეჭვიც არ
მეპარება, რომ კელინს ოთახიდან ჩემს ყოველ გასვლა-
შემოსვლაზე უკაკლავენ. ზუსტად ვიცი, რომ კარისკაცი ჩემი
სტუმრების შესახებაც უყვება. ეს ამბავი ცოტათი მაშფოთებს და
სულ ესაა, – ცალყბად გაიღიმა, – ჩემი მხრიდან უმადურობად
ჩანს, არა?
– სულაც არა, – ვუპასუხე მე, – როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი
დასი სად აღარ დაეხეტებოდა, თუმცა წელიწადში ერთხელ, რამ-
დენიმე თერთმეტეული, ჩვენი მფარველის სამფლობელოში უნ-
და გაგვეტარებინა და წარმოდგენები მისთვის და მისი სტუმრე-
ბისთვის გაგვემართა, – ამის გახსენებაზე თავი უსიამოდ გავაქ-
ნიე, – ბარონი გრეიფალოუ გულუხვი მასპინძელი იყო. მის მა-
გიდასთან ვსადილობდით, უხვად გვასაჩუქრებდა... – ენა დამე-
ბა. მისი ნაჩუქარი, ტყვიის პატარა ჯარისკაცები გამახსენდა. მო-
გონებების მოსაშორებლად თავი ისევ გავაქნიე, – მაგრამ მამა-
ჩემი ასეთ თერთმეტეულებს ვერ იტანდა. მოუსვენრობისგან
180 მკითხველთა ლიგა
კედლებზე გადიოდა. ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ სხვისი სურვი-
ლი უნდა შეესრულებინა.
– აი! – წამოიძახა დენნამ, – ზუსტად ეგრეა! როდესაც კელი-
ნი მატყობინებს, რომ ამა და ამ დროს მესტუმრება, ისეთი შეგ-
რძნება მეუფლება, თითქოს ცალი ფეხით იატაკში ჩამაჭედესო.
თუ სახლიდან გავალ, დაუმორჩილებელი და უხეში გამოვჩნდე-
ბი, მაგრამ დარჩენის შემთხვევაში თავს კართან მომლოდინე
ძაღლივით ვგრძნობ.
ცოტა ხანს ორივე გავჩუმდით. დენნა ბეჭედს აწვალებდა, ბეჭ-
დის ღია ცისფერ თვალს კი მზის სინათლე აელვარებდა.
– მაგრამ მაინც, – სიჩუმე დავარღვიე და გარშემო მიმოვიხე-
დე, – მშვენიერი ოთახებია.
– მხოლოდ მაშინ, როცა შენ ხარ აქ, – მიპასუხა დენნამ.

181 მკითხველთა ლიგა


***

რამდენიმე საათის შემდეგ საყასბოს უკანა კიბეს მივუყვებო-


დი. შუკიდან ამომავალი ამძაღებული ქონის სუნი ყველა კუთხე-
კუნჭულში აღწევდა, მაგრამ მე მაინც ვიღიმებოდი. მთელი შუ-
ადღის დენნასთან განმარტოებით გატარება ჩემთვის იშვიათი
სიამოვნება იყო და სწორედ ამის გამო დემონთან გარიგების
დასადებად შეუფერებელი სიმსუბუქით მივიჩქაროდი.
კიბის ბოლოში ხის მასიურ კარზე დავაკაკუნე და დავიცადე.
გილდიელი მევახშეები გაღუნულ პენისაც კი არ მასესხებდნენ,
მაგრამ არსებობდნენ ისეთებიც, ვინც ფულს ნებისმიერ ვითარე-
ბაში ასესხებდნენ. პოეტები და სხვა რომანტიკული ადამიანები
მათ სპილენძის ქორებს ან ბასრკბილებს ეძახდნენ, მაგრამ ყვე-
ლაზე გავრცელებული სახელი მაინც მეხავთე იყო. მეხავთეები
სახიფათო ხალხია და ვისაც ჭკუა უჭრის, ცდილობს, მათგან თა-
ვი შორს დაიჭიროს.
კარის ღრიჭო ოდნავ გაფართოვდა, შემდეგ ბოლომდე
გაიღო და ჭინკასავით ცბიერსახიანი და დავარდნილი მარწყვის-
ფერი თმის მქონე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა.
– ქვო! – აღმოხდა დევის, – უკვე ვნერვიულობდი, რომ ამ სე-
მესტრში ვეღარ გნახავდი.
შევედი. დევიმ კარი მიაჯახუნა. დიდ, უფანჯრო ოთახში ცინას
ხილისა და თაფლის სურნელი ტრიალებდა, რაც შუკის სუნის
შემდეგ სასიამოვნო ცვლილება გახლდათ.
ოთახის ერთი მხარე უზარმაზარ ჩარდახიან საწოლს ეკავა.
მეორე მხარეს ბუხარი, ხის დიდი საწერი მაგიდა და წიგნებით
სანახევროდ სავსე კარადა იდგა. ვიდრე დევი კარს ჩარაზავდა,
თვალი წიგნებს გადავავლე.
– ეს მაკლაფის ახალი წიგნია? – ვკითხე დევის.

182 მკითხველთა ლიგა


– კი, ახალია, – მიპასუხა და გვერდით ამომიდგა, – ერთმა
ახალგაზრდა ალქიმიკოსმა ვალი ვერ დაფარა და გასასწორებ-
ლად თავისი ბიბლიოთეკიდან რაღაცების არჩევის უფლება მომ-
ცა, – დევიმ წიგნი ფრთხილად გადმოიღო და ყდაზე დახატულ
ოქროსფერ ფოთოლში ჩაწერილი „ხედვა და გადახედვა“ გა-
მოაჩინა. შემომხედა და ბოროტად გაიღიმა, – წაკითხული
გაქვს?
– არა, – ვუპასუხე. გამოცდების სამზადისისას მინდოდა, ამ
წიგნიდანაც მემეცადინა, მაგრამ არქივის საცავში ვერაფრით
მივაგენი, – მხოლოდ გამიგონია.
დევი ერთ წამს ჩაფიქრდა და წიგნი გამომიწოდა.
– როდესაც დაამთავრებ, მოდი და განვიხილოთ. ბოლო ხა-
ნებში საინტერესო საუბრების ნაკლებობას განვიცდი. თუ კარგი
განხილვა გამოგვივა, იქნებ, სხვა წიგნიც გათხოვო.
როდესაც წიგნი ჩემს ხელში აღმოჩნდა, დევიმ თითით ყდაზე
მიაკაკუნა.
– ეს წიგნი შენზე ძვირი ღირს, – მითხრა ისე, რომ ხმაში ხუმ-
რობის ნატამალიც არ დასტყობია, – თუ დაზიანებულს დამიბრუ-
ნებ, სათანადო გამოთვლები ჩატარდება.
– ძალიან ფრთხილად ვიქნები, – ვუპასუხე.
დევიმ თავი დამიქნია, შემდეგ გვერდით ჩამიარა და საწერ
მაგიდასთან მივიდა.
– კარგი, აბა, საქმეზე გადავიდეთ, – მაგიდასთან დაჯდა, –
ცოტა არ იყოს, გვიან მოხვედი, არა? გადასახადი ხვალ შუად-
ღემდე უნდა დაფარო.
– მე ხომ მეტად სახიფათო და ამაღელვებელი ცხოვრება
მაქვს, – ვუთხარი და მის პირდაპირ ჩამოვჯექი, – მართალია,
შენთან სტუმრობა ფრიად სასიამოვნოა, მაინც იმედი მქონდა,
რომ აქ მოსვლა ამ სემესტრში არ დამჭირდებოდა.

183 მკითხველთა ლიგა


– როგორ მოგწონს რე’ლარის გადასახადი? – მკითხა ეშმა-
კურად, – რამდენით დაგტვირთეს?
– ეგ საკმაოდ პირადული კითხვაა, – ვუპასუხე მე.
დევიმ გულწრფელი მზერით შემომხედა.
– სულ ცოტა ხანში საკმაოდ პირადული შეთანხმება უნდა
დავდოთ, – შენიშნა ქალმა, – ამიტომ სულაც არ ვფიქრობ, რომ
თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევ.
– ცხრანახევარი, – დავნებდი.
დევიმ დამცინავად ჩაიფრუტუნა.
– მეგონა ჭკვიანი იყავი. რე’ლარობისას შვიდზე მეტი არას-
დროს გადამიხდია.
– შენ არქივთან წვდომა გქონდა, – უკან არ დავიხიე.
– გონების უსაზღვრო მარაგთან მქონდა წვდომა, – ჩაილაპა-
რაკა სასხვათაშორისოდ, – თანაც, ღილივით საყვარელი ვარ, –
ისე გაიკრიჭა, რომ ორივე ლოყაზე ნაჩვრეტი გაუჩნდა.
– და ახალმოჭრილი პენივით მბრწყინავი, – ვაღიარე მე, –
შენი მომხიბლაობის წინაშე ნებისმიერი მამაკაცი უძლური იქნე-
ბა.
– სხვათა შორის, ზოგი ქალიც, – თქვა და ღიმილი თანდათან
შეეცვალა – სათნოდან ჯერ ეშმაკურში გადაეზარდა და, საბო-
ლოოდ, ღვარძლიანობის საზღვარსაც გასცდა.
ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა, რა მეპასუხა, ამიტომ
საუბარი უსაფრთხო მიმართულებით წავიყვანე.
– ვშიშობ, ოთხი ტალანტის სესხება მომიწევს, – მივმართე
დევის.
– აჰ, – თქვა ქალმა, საქმიანი იერი მიიღო და ხელები მაგი-
დაზე დააწყო, – ვწუხვარ, მაგრამ ბოლო დროს ჩემს საქმიანო-
ბაში გარკვეული ცვლილებები შევიტანე. ამჟამად სესხს, ყველა-
ზე ცოტა, ექვსი ტალანტის ოდენობით გავცემ.
აღშფოთების დამალვა არც მიცდია.
184 მკითხველთა ლიგა
– ექვსი ტალანტი? დევი, ეგ დამატებითი ვალი კისერზე წის-
ქვილის ქვასავით დამაწვება.
ისე ამოიხვნეშა, თითქოს ბოდიშს იხდისო.
– პრობლემა ისაა, რომ ფულის გასესხებისას გარკვეულ რის-
კზე მივდივარ. ვრისკავ ჩემი ქონების დაკარგვას, თუ მოვალე
მოკვდება ან გაქცევას გადაწყვეტს; ვრისკავ, რომ შეიძლება, ჩე-
მი დაბეზღებაც გადაწყვიტოს; ვრისკავ, რომ შეიძლებარკინის
კანონთან ან, უფრო უარესი, მევახშეთა გილდიის წინაშე წარ-
დგომა მომიწიოს.
– დევი, ხომ იცი, რომ მსგავსი რამ არასდროს მიცდია.
– ფაქტი ფაქტად რჩება, – გააგრძელა დევიმ, – ჩემი რისკი
იგივეა, პატარა სესხს გავცემ თუ დიდს. ჰოდა, პატარა სესხის გა-
მო რატომ უნდა გავრისკო?
– პატარა? – გავიკვირვე მე, – ოთხ ტალანტად მთელი წელი
ვიცხოვრებდი.
თითით მაგიდაზე დააკაკუნა და ტუჩები მოკუმა.
– გარანტიად რას დამიტოვებ?
– როგორც ყოველთვის, – ვუთხარი და შევეცადე, ყველაზე
მომხიბლავი ღიმილით შემეხედა, – ჩემს უსაზღვრო ხიბლს.
დევიმ მოურიდებლად ჩაიფრუტუნა.
– ურღვევი შელოცვითა და სამი წვეთი სისხლით შეგიძლია
ექვსი ტალანტი ისესხო, ორ თვეში სტანდარტული, ორმოცდა-
ათპროცენტიანი ნამატით.
– დევი, – მივმართე შემპარავი ხმით, – ზედმეტ ფულს რა ვუ-
ყო?
– წვეულება მოაწყვე, – შემომთავაზა, – ერთი დღე „ბალთა-
ში“ გაატარე, „ფარო“ ითამაშე მაღალ ფსონებზე.
– „ფარო“ ზარალია მათთვის, ვინც ალბათობაში მოიკოჭ-
ლებს, – ვუთხარი.

185 მკითხველთა ლიგა


– შენც ადექი, ბანკი მოხსენი და მათი ზარალით ისარგებლე,
– გამოსავალი მოძებნა დევიმ, – რამე კოხტა ტანსაცმელი იყი-
დე და შემდეგი სტუმრობისას ჩაიცვი, – სახიფათოდ შემათვა-
ლიერა, – მერე კი შეიძლება დავფიქრდე და სესხის პირობებს
გადავხედო.
– ექვსი ტალანტი რომ ოცდახუთ პროცენტად მასესხო, არ
გაწყობს? – ხავსს ჩავებღაუჭე.
დევიმ თავი არც ისე ავისმომასწავებლად გააქნია.
– ქვო, ვაფასებ მონდომებას, რომელსაც მოლაპარაკების
წარმართვისას ამჟღავნებ, მაგრამ იცოდე, ჩემს გადასარწმუნებ-
ლად არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნია. აქ იმიტომ აღმოჩნდი,
რომ ჩემი მოწყალების იმედადღა ხარ, შესაბამისად, წესებსაც მე
გიკარნახებ, – ხელები უმწეოდ აღმართა, – რას ვიზამთ, ამით
მიდგას სული. ის ფაქტი, რომ ლამაზი სახე გაქვს, აზრს ვერ შე-
მაცვლევინებს.
შემდეგ სერიოზულად ამომხედა.
– ხოლო ოდესმე მევახშეთა გილდიიდან ვინმეს დაინტერესე-
ბა რომ შეძლო, არ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი მშვენიერების ან
თმის მომხიბლავი ფერის გამო მესტუმრო ხოლმე.
– მართლა კარგი ფერია, – შევცინე, – წითელთმიანები ერ-
თმანეთს კარგად შევეწყობოდით.
– კარგად შევეწყობით, – სიტყვა ჩამომართვა, – თუ ორმოც-
დაათ პროცენტად ორთვიან სესხზე დათანხმდები.
– კარგი, – სკამის საზურგეზე მივეძნეყვე, – შენ გაიმარჯვე.
დევიმ მომაჯადოებელი ღიმილით გადმომხედა. ლოყებზე
კვლავ ფოსოები გაუჩნდა.
– იმ შემთხვევაში გავიმარჯვებდი, ორივეს სათამაშოდ რომ
გვქონდეს საქმე.
მაგიდის უჯრა გამოაღო და შუშის მომცრო ბოთლი და გრძე-
ლი ქინძისთავი ამოიღო.
186 მკითხველთა ლიგა
მათ ასაღებად ხელი გავიწოდე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ
ნივთები ჩემკენ მოეცურებინა, ჩაფიქრებული მზერა მომაპყრო.
– დავფიქრდი და მგონი, კიდევ ერთი არჩევანი გაქვს.
– სიამოვნებით მოგისმენ, თუ რამე განსხვავებულს შემომთა-
ვაზებ, – ვაღიარე.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, – აუჩქარებლად წამოიწყო დე-
ვიმ, – მიმანიშნე, არქივში შესასვლელს მივაგენიო.
შევყოყმანდი.
– ნამდვილად მივაგენი.
– ამის შესახებ ინფორმაცია ჩემთვისაც საინტერესო იქნებო-
და, – თითქოს, სასხვათაშორისოდ შენიშნა. ცდილობდა, ინტე-
რესი დაემალა, მაგრამ მის თვალებში მბორგავ შიმშილს წავაწ-
ყდი.
საკუთარ ხელებს დავხედე, თქმით არაფერი მითქვამს.
– ათ ტალანტს დაუყოვნებლივ მოგცემდი, – მომახალა უკმე-
ხად, – სესხად კი არა, ისე, ინფორმაციის საფასურად. თუ არქივ-
ში გამომიჭერენ, შენს სახელს არ ვახსენებ.
გონებაში გადავთვალე, რამდენ რამეს მოვიგვარებდი ათი
ტალანტით: ერთ ხელ ახალ ტანსაცმელს ვიყიდდი, ბარბითის
კარგად შეკრულ ჩასადებს შევიძენდი, ფურცლებს მოვიმარა-
გებდი, ზამთრისთვის წყვილ ხელთათმანს...
ამოვიოხრე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
– ოცი ტალანტი, – განაგრძო დევიმ, – და სამომავლო სეს-
ხებზე ისეთი პროცენტი, როგორსაც გილდიაში დაგიწესებდნენ.
ოცი ტალანტი ნახევარი წლის გადასახადზე საზრუნავისგან
მიხსნიდა. საცხენოსნოში საგემბანო ლამპების დასამზადებლად
მონური მუშაობის ნაცვლად საკუთარ პროექტს მოვკიდებდი
ხელს, სამოსს თერძთან შევიკერავდი, ქორფა ხილს დავაგემოვ-
ნებდი, ტანსაცმელს სამრეცხაოში გავარეცხინებდი.
მძიმედ ამოვიოხრე.
187 მკითხველთა ლიგა
– მე...
– ორმოცი ტალანტი, – დამშეული ხმით მომმართა დევიმ, –
გილდიის შესაფერისი პროცენტი. და თუ მოისურვებ, საწოლშიც
შემოგიპატიჟებ.
ორმოც ტალანტად დენნას პატარა არფას ვუყიდდი. ამ თან-
ხად შემეძლო...
დევის შევხედე. მაგიდის მეორე ბოლოდან დაჟინებით მიყუ-
რებდა. ტუჩები დაცვაროდა, მკრთალი, ლურჯი თვალები უციმ-
ციმებდა. მხრები ანგარიშმიუცემლად ისე უმოძრავებდა, რო-
გორც ნახტომისთვის შემართულ კატას.
ქვემოშეთში უდარდელად, ბედნიერად მცხოვრები აური გა-
მახსენდა. რას იზამდა, თუკი მის მყუდრო, ციცქნა სამეფოში უც-
ხოები შეიჭრებოდნენ?
– ბოდიში, – ვთქვი მტკიცედ, – არ შემიძლია. იქ შეღწევა საკ-
მაოდ... რთულია. მეგობარი მეხმარება და არა მგონია, შენი გა-
მოჩენა ესიამოვნოს, – გადავწყვიტე, მისი შემოთავაზების ბო-
ლო ნაწილი უპასუხოდ დამეტოვებინა. წარმოდგენაც არ მქონ-
და, ასეთ დროს როგორი რეაქცია უნდა მქონოდა.
დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
– წყეულიმც იყავ, – გამოსცრა ბოლოს დევიმ, – შენი სიტყვე-
ბი სიმართლეს ჰგავს.
– მართალს ვამბობ და იმიტომ, – მივუგე, – ვიცი, უსიამოვნო
მოსასმენია.
– ჯანდაბა, – მოიღუშა. ბოთლი და ქინძისთავი მაგიდაზე გა-
მოასრიალა. მტევნის ზურგზე ვიჩხვლიტე. ვუყურებდი, სისხლის
ბურთულამ კანიდან როგორ გამოაღწია, ხელზე გადაგორდა და
ბოთლში ჩაეშვა. სამი წვეთი გამოვიდინე, შემდეგ ქინძისთავსაც
ბოთლში ჩავუძახე.
დევიმ საცობს წებოსმაგვარი საცხი წაუსვა და გაბრაზებულმა
დაგმანა. უჯრაში ხელი ჩაჰყო და ალმასის ჩხირი ამოაძვრინა.
188 მკითხველთა ლიგა
– მენდობი? – ღერო მოიმარჯვა და ბოთლზე ციფრები ამო-
კაწრა, – თუ თავსახურიც დავბეჭდო?
– გენდობი, – ვუპასუხე, – მაგრამ მირჩევნია, ბოთლი წინან-
დელივით დალუქო.
სალუქი ცვილის ბურთულა დაადნო და შუშის საცობს თავზე
გადაუსვა. რბილ მასას ჩემი ვერცხლის ფლეიტები მივაბჯინე და
იოლად ამოსაცნობი ანაბეჭდი დავტოვე.
დევიმ სხვა უჯრა გამოხსნა, ექვსი ტალანტი ამოიღო და მაგი-
დაზე ჩხრიალით დაყარა. რომ არა თვალებში ჩაბუდებული სი-
სასტიკე და ბრაზი, მისი მიმოხვრა ფხუკიანისას ემსგავსებოდა.
– რადაც უნდა დამიჯდეს, იქ მაინც შევაღწევ, – ხმაში სუსხი
გარეოდა, – შენს მეგობარს დაელაპარაკე. თუ დახმარების
ხელს გამომიწვდი, გარჯა ფუჭად არ დაგეკარგება.

189 მკითხველთა ლიგა


თავი მეთერთმეტე
თავშესაფარი

მიუხედავად იმისა, რომ მხრებს ახალი სესხი მიმძიმებდა,


უნივერსიტეტში მაინც ფრთაშესხმული დავრბუნდი. რაღაც-
რაღაცები ვიყიდე, ბარბითს ხელი დავავლე და თავი სახურავის-
კენ დავადე.
მთავარ შენობაში გზის გაგნება ერთი დიდი თავისტკივილი
იყო: გაუგებარი დანიშნულების დერეფნებისა და არსაით მიმა-
ვალი კიბის ლაბირინთში კაცი იოლად დაიკარგებოდა. სამა-
გიეროდ, არეულ-დარეულ სახურავზე გასეირნება დიდ ძალის-
ხმევას სულაც არ მოითხოვდა. მომცრო შიდა ეზოსკენ გავემარ-
თე. როგორც ჩანდა, ეს ეზო მშენებლობისას როგორღაც დანარ-
ჩენ ნაგებობებს მოსწყდა და მათ შორის ისე გამომწყვდეულიყო,
როგორც ბუზი – ქარვაში.
აურისთვის არ მითქვამს, რომ სტუმრობას ვაპირებდი. პირ-
ველად სწორედ ამ ეზოში შევხვდი. ხანდახან, მოწმენდილ ღამე-
ებს იქ ატარებდა და ვარსკვლავებს უმზერდა ხოლმე. პირველ
რიგში, ეზოსკენ გამომავალი ოთახების ფანჯრები დავზვერე და
დავრწმუნდი, რომ ყველა კლასი ჩაბნელებული და ცარიელი
იყო. შემდეგ ბარბითი ამოვიღე და აწყობას შევუდექი.
თითქმის მთელი საათი ვუკრავდი. ბოლოს ეკალბარდით და-
ფარულ ეზოში ფაჩუნი გაისმა. აური ტოტებგაფარჩხულ ვაშლის
ხეს ამოუყვა და სახურავზე გადმოხტა.
ჩემკენ გამოიქცა. თუნუქის სახურავზე შიშველ ტერფებს მო-
ატყაპუნებდა, ქარი თმას უწეწავდა.
– გავიგონე, რომ უკრავდი! – როგორც კი მომიახლოვდა, მა-
შინვე მომახალა, – „სკუპებიდან“ მოყოლებული გისმენ!

190 მკითხველთა ლიგა


– ბუნდოვნად მახსოვს, – წარმოვთქვი შეპარვით, – მგონი,
ვიღაცის საამებლად უნდა დამეკრა.
– ჩემ საამებლად! – ორივე ხელი მკერდზე დაიკრიფა და გა-
მიცინა. ფეხებს ინაცვლებდა, ცმუკავდა, თითქოს აღტაცებისგან
ცეკვავდა, – ჩემთვის დაუკარი! ორი ქვის წილი მოთმინებით გე-
ლოდი, – მითხრა, – ზუსტად დროულად მოხვედი, თორემ მესა-
მე ქვის მოთმინება ნამდვილად აღარ შემრჩა.
– ჰო, – წარმოვთქვი ყოყმანით, – დაკვრა იმაზეა დამოკიდე-
ბული, რა მომიტანე.
ისევ გაიცინა. ფეხის წვერებზე აიწია, ხელები კვლავ გულზე
ჰქონდა დაკრეფილი.
– შენ თვითონ რა მომიტანე?
ჩავიმუხლე და ჩემი ბოხჩა გავხსენი.
– სამი რამ, – ვუთხარი.
– ტრადიციას არ ღალატობ, – სახეზე ღიმილი დასთამაშებ-
და, – ამ ღამეს ნამდვილი ჯენტლმენი ბრძანდები.
– ყოველთვის ასეთი ვარ, – მძიმე, დაბურული ბოთლი გავუ-
წოდე.
ორივე ხელით ჩამომართვა.
– ვინ დაწურა?
– ფუტკრებმა, – მოვახსენე, – და ბრედონელმა ლუდის მხარ-
შველებმა.
აურიმ გაიღიმა.
– ესეც სამი ფუტკარი, – წარმოთქვა და ბოთლი ფეხებთან
მოითავსა.
ბოხჩიდან ახალგამომცხვარი ქერის პურის ნაჭერი ამოვაძ-
ვრინე. დასწვდა და თითი გადაუსვა, შემდეგ მოწონების ნიშნად
თავი დააქნია.
მესამე საჩუქრად შებოლილი ორაგული მივართვი. მთელი
ოთხი დრაბი ღირდა, მაგრამ ვშიშობდი, ჩემს არყოფნაში რამ-
191 მკითხველთა ლიგა
დენიც უნდა მოეპარა, აური საკმარისი ოდენობით ხორცს მაინც
ვერ მიიღებდა. ორაგული მისთვის ნამდვილად სასარგებლო
პროდუქტი იქნებოდა.
აურიმ ორაგულს ცნობისმოყვარედ დახედა. თავი გვერდზე
გადახარა და ერთადერთ თვალში ჩააშტერდა.
– გამარჯობა, თევზო, – მიესალმა, შემდეგ მე შემომხედა, –
რამე საიდუმლოს ხომ არ მალავს?
თავი დავუქნიე.
– გულის ნაცვლად არფა აქვს.
ისევ თევზს დახედა.
– ახლა კი აღარ მიკვირს, რატომ აქვს ასეთი გაკვირვებული
იერი.
აურიმ თევზი გამომართვა და სახურავზე ციმციმ დადო.
– ადექი. შენი ძღვენის საპირწონედ მეც სამი საჩუქარი მო-
გიმზადე.
ოდნავ წამოვიწიე. აურიმ ტანსაცმელში გახვეული რაღაც გა-
მოაჩინა. ლავანდის სურნელიანი სქელი სანთელი აღმოჩნდა.
– ამის შიგნით რა არის? – ვკითხე.
– ტკბილი სიზმრები, – მიპასუხა, – შენთვის მოვაგროვე.
სანთელი ხელით მოვსინჯე, შევათვალიერე. საეჭვო ფორმა
ჰქონდა.
– შენ თვითონ ჩამოასხი?
აღტაცებულმა გამიცინა.
– ჰო, ჩემი ხელით. მე ხომ საოცრად ჭკვიანი ვარ.
სანთელი მოსასხამის ერთ-ერთ ჯიბეში ფრთხილად ჩავიცუ-
რე.
– გმადლობ, აური.
აურის სახე დაუსერიოზულდა.
– ახლა კი თვალები დახუჭე და დაიხარე, რათა მეორე საჩუ-
ქარი მოგართვა.
192 მკითხველთა ლიგა
დავიბენი. დავმორჩილდი და ქედი მოვიდრიკე. კინაღამ
ვკითხე, ქუდი ხომ არ მოგიქსოვია-მეთქი.
სახეზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი. აურიმ შუბლზე სათუ-
თად მაკოცა.
გაკვირვებულმა ცალი თვალი გავახილე. უკვე რამდენიმე ნა-
ბიჯით დამშორებოდა და ხელები ზურგს უკან შემოეწყო. ვერა-
ფერი ვუთხარი.
აური მომიახლოვდა.
– შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ, – მითხრა დინჯად, –
იცოდე, შენზე მუდამ ვიზრუნებ, – ლოყაზე გაუბედავად შემეხო,
– არა, ამაღამ მსგავსი არაფერი მოხდება. ეს შენი მესამე საჩუ-
ქარია. თუ საქმე ცუდად წაგივა, შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე და
ქვემოშეთში იცხოვრო. კარგი ადგილია, თან არავინ არაფერს
დაგიშავებს.
– მადლობელი ვარ, აური, – როგორც იქნა, ენა ამოვიდგი, –
ჩემთვის შენც განსაკუთრებული ხარ.
– ჰო, განსაკუთრებული, – სასხვათაშორისოდ აღნიშნა, – და
მთვარესავით მშვენიერი ვარ.
ვიდრე აური საკვამურიდან გამოჩრილ ლითონის მილს ბოთ-
ლის გასახსნელად ეჯაჯგურებოდა, აღელვება დავიცხრე და დავ-
მშვიდდი. მალე უკანვე დაბრუნდა, ბოთლი ორივე ხელით ჩაებ-
ღუჯა.
– აური, – წამოვიწყე, – ფეხებზე არ გცივა?
ძირს დაიხედა. ფეხები შეითვალიერა.
– კუპრი მეტად გულთბილი რამაა, – ფეხის თითები აათამა-
შა, – მზის სითბოს ახლაც ინახავს.
– ფეხსაცმელი არ გინდა?
– შიგ რა უნდა ჩავაწყო? – მკითხა.
– ფეხები, – მივუგე, – მალე ზამთარი მოვა.
მხრები აიჩეჩა.
193 მკითხველთა ლიგა
– შეგცივდება.
– ზამთრობით ზემოთ არ ამოვდივარ ხოლმე, – გამიმხილა, –
არც ისე სასიამოვნოა.
ვიდრე რამეს ვეტყოდი, დიდი აგურის საკვამურის უკნიდან
ელოდინმა ისე გამოაბიჯა, თითქოს ყოველ ნაშუადღევს აქ დასე-
ირნობსო.
ერთხანს სამივე განცვიფრებისგან გავშტერდით. ელოდინი
და მე ერთმანეთის დანახვამ მეტად გაგვაკვირვა. თვალის კუთ-
ხით შევნიშნე, რომ აური ადგილზე გახევდა. იმ ირემს დაემსგავ-
სა, უეცარი ნახტომით რომ ცდილობს სამშვიდობოს გააღწიოს
და თვალს მიეფაროს.
– მაგისტრო ელოდინ, – რაც შეიძლებოდა, თავაზიანად და
მეგობრულად წარმოვთქვი. სასოწარკვეთილს იმის იმედიღა
შემრჩენოდა, რომ მაგისტრი ისეთ არაფერს ჩაიდენდა, რაც
დამფრთხალ აურის გააქცევდა. ერთხელ შეშინებულმა თავი
ქვემოშეთს შეაფარა და მთელი თერთმეტეული ველოდი, ვიდრე
კვლავ სახურავზე ვიხილავდი, – სასიამოვნოა, რომ შეგხვდით.
– გაუმარჯოს, – ელოდინიც ისე აუღელვებლად მომესალმა,
თითქოს უჩვეულოს ვერაფერს ხედავდა იმაში, რომ შუაღამისას
სახურავზე ორ ადამიანს გადააწყდა. თუმცა, რას გაუგებდი – შე-
იძლება, ჩვენი იქ ყოფნა მართლაც არ ეუცნაურა.
– მაგისტრო ელოდინ, – აურიმ შიშველი ტერფი მეორე ფე-
ხის უკან მიმალა, დაკონკილი კაბის კუთხეები განზე გასწია და
რევერანსით მიესალმა.
ელოდინი მაღალი საკვამურის ჩრდილში იყო გახვეული და
მთვარის პატარა სხივიც არ ეცემოდა, მაგრამ დავინახე, რომ
აურის რევერანსის საპასუხოდ წელში უცნაურად მოიხარა. მის
სახეს ვერ ვარჩევდი, მაგრამ წარმოვიდგინე, რა გამომეტყვე-
ლებას მიიღებდა ფეხშიშველი, დაგლეჯილკაბიანი კაფანდარა

194 მკითხველთა ლიგა


გოგოს თვალიერებისას, რომელსაც თმა თავზე შარავანდედად
ადგა.
– ამ შესანიშნავ ღამეს აქ რამ მოგიყვანათ? – გვკითხა ელო-
დინმა.
დავიძაბე. აურისთან ასეთი კითხვების დასმა საფრთხილო
იყო.
ბედად, აური ელოდინის ინტერესს არ გაუღიზიანებია.
– ქვომ საუცხოო საჩუქრები მომიტანა, – უთხრა გოგონამ, –
ფუტკრის ლუდი, ქერის პური და შებოლილი თევზი მომართვა,
რომელსაც გულის ნაცვლად საგულეში არფა აქვს.
– აჰა, – ელოდინმა საკვამურის ჩრდილიდან გამოაბიჯა. მან-
ტიაში იქამდე იქექებოდა, ვიდრე ჯიბეში რაღაცას არ მიაგნო და
აურის გაუწოდა, – ვშიშობ, ცინას ნაყოფის გარდა არაფერი მო-
მიტანია.
აურიმ მოცეკვავის სადარი ციცქნა ნაბიჯებით დაიხია და არც
საჩუქარი გამოურთმევია.
– ქვოს რა მოუტანეთ?
ელოდინი საქმის ასე შემობრუნებას არ ელოდა და დაიბნა.
ერთხანს ხელგაწვდილი და განცვიფრებული იდგა.
– სამწუხაროდ, არაფერი, – ამოთქვა ბოლოს, – მაგრამ,
მგონი, არც ქვოს უზრუნია ჩემს საჩუქარზე.
აურიმ თვალები მოწკურა და ელოდინის სიტყვებს უნდო
ფრუტუნით უპასუხა:
– ქვო მუსიკას გვაჩუქებს, – მიუგო მტკიცედ, – მუსიკა კი ყვე-
ლასთვისაა.
ელოდინი კიდევ ერთხელ შეყოყმანდა. ვაღიარებ, გამიხარდა
იმის დანახვა, როგორ ჩააგდო სხვამ უხერხულ მდგომარეობა-
ში. ჩემკენ მობრუნდა და სანახევროდ დამიკრა თავი.
– ბოდიში მომითხოვია, – მომმართა.
ხელი დიდსულოვნად ავიქნიე.
195 მკითხველთა ლიგა
– საბოდიშო არაფერია.
ელოდინი კვლავ აურისკენ მიტრიალდა და ხილი ხელ-
მეორედ გაუწოდა.
აური ორი ნაბიჯით მიუახლოვდა. ვერ გადაეწყვიტა, როგორ
მოქცეულიყო. საბოლოოდ, კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა, ხელი
საჩუქრისკენ გაიშვირა, მომცრო ნაყოფს დასწვდა და გახევდა.
შემდეგ ნაჩქარევად დაიხია და ხელები მკერდთან მიიტანა.
– დიდ მადლობას მოგახსენებთ, – კიდევ ერთხელ გააკეთა
რევერანსი, – თუ ინებებთ, შეგიძლიათ, შემოგვიერთდეთ. კარ-
გად თუ მოიქცევით, დარჩენისა და ქვოს მუსიკით ტკბობის ნება-
საც დაგრთავთ, – თავი ოდნავ გადახარა და კითხვით აღსავსე
მზერა მიაპყრო.
ელოდინი წამიერად ჩაფიქრდა, შემდეგ კი შემოთავაზებაზე
თავის ქნევით დათანხმდა.
უეცრად აურიმ სახურავის საპირისპირო კიდისკენ მოკურ-
ცხლა, ვაშლის ხის მოშიშვლებულ ტოტებს ჩაეჭიდა და შიდა
ეზოში გაუჩინარდა.
ელოდინი იდგა და გასცქეროდა, გოგონა როგორ გარბოდა.
როცა მოტრიალდა, მთვარის მკრთალი სინათლის წყალობით
მის სახეზე საგონებელში ჩავარდნილი ადამიანის გამომეტყვე-
ლება ამოვიცანი. მოულოდნელი აღელვებისგან მუცელი ამიწ-
რიალდა.
– მაგისტრო ელოდინ.
შემომხედა.
– ჰო.
გამოცდილებით ვიცოდი, რის მოსატანადაც უნდა წასულიყო,
ქვემოშეთიდან დასაბრუნებლად აურის სამ-ოთხ წუთზე მეტი არ
დასჭირდებოდა. სწრაფად უნდა მელაპარაკა.
– ვიცი, უცნაურად მოგეჩვენებათ, – დავიწყე ახსნა, – მაგრამ
ფრთხილად უნდა იყოთ. ძალიან ადვილად ღიზიანდება. შეხება
196 მკითხველთა ლიგა
არ სცადოთ, არც მკვეთრი მოძრაობები გააკეთოთ, თორემ შე-
შინდება.
ელოდინის სახეს ისევ ჩრდილი ეფინებოდა.
– შეშინდება?
– მცირე ხმაურზე, ხმამაღალ სიცილზეც კი. გარდა ამისა, პი-
რადულს ოდნავადაც რომ ჰგავდეს, ისეთი არაფერი ჰკითხოთ.
თუ ასე იზამთ, უბრალოდ გაიქცევა.
ღრმად ჩავისუნთქე. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. საკ-
მაოდ მახვილი ენა მაქვს და საკმარისი დროის პირობებში ნე-
ბისმიერი ადამიანის ნებისმიერ საკითხში დარწმუნება შემიძ-
ლია. მაგრამ ელოდინი იმდენად არაპროგნოზირებადი იყო,
რომ მისით მანიპულირება ასეთი ადვილი არ იქნებოდა.
– არავის უნდა უთხრათ, აქ რომ ნახეთ, – იმაზე მბრძანებლუ-
რი ტონით წარმოვთქვი, ვიდრე ვაპირებდი და იმწამსვე ვინანე.
მაგისტრისთვის ბრძანების მიცემის უფლება ნამდვილად არ
მქონდა, თუნდაც ის ნახევრად შეშლილი ყოფილიყო, – იმის
თქმა მინდა, რომ, – დავამატე სასწრაფოდ, – თქვენგან დიდ პი-
რად პატივისცემად მივიღებდი, თუ მის შესახებ არსად ახსენებ-
დით.
ელოდინმა ხანგრძლივი და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
– რატომ, რე’ლარ ქვო?
მის ხმას ისეთი გულგრილი და დამცინავი ელფერი დაჰკრავ-
და, რომ ცივმა ოფლმა დამასხა.
– თავშესაფარში გამოკეტავენ, – ვუპასუხე მაგისტრს, –
თქვენ სხვებზე უკეთ... – ყელი გამიშრა და პირში ენა ვეღარ მო-
ვიბრუნე.
ელოდინი ზემოდან დამცქეროდა, მისი სახე თითქმის
მთლიანად ჩრდილში იყო გახვეული, მაგრამ მაინც ვიგრძენი,
როგორ მოიღუშა.

197 მკითხველთა ლიგა


– მე სხვებზე უკეთ რა, რე’ლარ ქვო? გგონია, თავშესაფრის
მიმართ ჩემი დამოკიდებულება გესმის?
ვიგრძენი, რომ მთელი ჩემი დახვეწილი, ნახევრად დაგეგმი-
ლი დარწმუნების ტაქტიკა ნაფოტებად იქცა და ირგვლივ მი-
მოიფანტა. თავი უცებ კვლავ ტარბინის ქუჩებში წარმოვიდგინე,
როდესაც კუჭი შიმშილისგან მიხმებოდა, სასოწარკვეთილი
უიმედობა ძვალ-რბილში გამჯდომოდა და მეზღვაურებსა და ვაჭ-
რებს პენიანების, ნახევარპენიანებისა და შიმების მუდარით სა-
ხელოებზე ვეჭიდებოდი – ვთხოვდი ნებისმიერ რამეს, რითაც
საკვებს მოვიპოვებდი.
– გთხოვთ, – განვაგრძე მუდარა, – გთხოვთ, მაგისტრო
ელოდინ, დევნას თუ დაუწყებენ, დაიმალება და ვეღარ ვიპოვი.
მთლად საღ ჭკუაზე არაა, მაგრამ აქ ბედნიერია, მე კი მისი მი-
ხედვა შემიძლია. სრულად ვერა, მაგრამ ცოტათი მაინც ვზრუ-
ნავ. თუ დაიჭერენ, უარესი იქნება. თავშესაფარში მოკვდება.
გთხოვთ, მაგისტრო ელოდინ, რასაც მეტყვით, შეგისრულებთ,
ოღონდ მის შესახებ არავის უთხრათ.
– ჩუუ, მოდის, – გამაჩუმა ელოდინმა და ხელი მხარზე დამა-
დო. სწორედ ამ დროს მთვარის შუქი მოეფინა. მკაცრი ან მრის-
ხანე გამოხედვა სულაც არ ჰქონდა, სახეზე მხოლოდ შეცბუნება
და წუხილი ემჩნეოდა.
– წმინდაო ღმერთებო, როგორ ცახცახებ. ღრმად ჩაისუნთქე
და სასცენო სახე მიიღე. ასეთი რომ დაგინახოს, შეეშინდება.
ღრმად ჩავისუნთქე და მთელი ძალით შევეცადე, მოვდუნებუ-
ლიყავი. ელოდინის შეწუხებული გამოხედვა იმწამსვე გაიფანტა,
როგორც კი მხრიდან ხელი გამიშვა და უკან დაიხია.
ზუსტად იმ დროს მივტრიალდი, როდესაც სახურავზე ჩვენკენ
გამოქცეული აური გამოჩნდა. ორივე ხელით რაღაც მოჰქონდა.
ჩვენგან ოდნავ მოშორებით შედგა და ვიდრე მოგვიახლოვდე-
ბოდა, კარგად შეგვათვალიერა. შემდეგ დარჩენილი მანძილი
198 მკითხველთა ლიგა
მოცეკვავესავით ფრთხილი ნაბიჯებით გამოიარა და იმ ადგი-
ლას გაჩერდა, სადაც მანამდე იდგა. ფეხმორთხმით მსუბუქად
დაჯდა, მე და ელოდინმაც მივბაძეთ, თუმცა მასავით მოხდენი-
ლად არ გამოგვივიდა.
აურიმ თან მოტანილი ფუთა გახსნა, შიგთავსი ფრთხილად
ამოალაგა და ჩვენ შორის დააწყო, გვერდით კი ხის დიდი თეფში
მიუდგა. ცინას ნაყოფს დასწვდა და დაყნოსა. ხილს თვალებით
ჭამდა.
– ეს რა არის? – ჰკითხა ელოდინს.
– მზის ნათელი, – ისე თავისუფლად მიუგო მაგისტრმა, თით-
ქოს ამ კითხვას ელოდაო, – ადრიანი დილის მზის ნათელი.
ერთმანეთს იცნობდნენ. რა თქმა უნდა, იცნობდნენ. ელოდი-
ნის გამოჩენისას აურიმ სწორედ ამიტომაც არ მოკურცხლა. და-
ძაბულ მხრებზე შვება ვიგრძენი.
აურიმ ნაყოფი კიდევ ერთხელ დაყნოსა. ჩაფიქრებული გამო-
მეტყველება მიიღო.
– კარგი რამაა, – განაცხადა, – თუმცა, ქვოს საჩუქრები მა-
ინც უკეთესია.
– ეს იმით აიხსნება, – მიუგო ელოდინმა, – რომ, ჩემი აზრით,
ქვო ჩემზე უკეთესი ადამიანია.
– მაგას თქმაც კი არ სჭირდება, – ცივად მიახალა აურიმ და
ვახშმის გაწყობას შეუდგა. პური და თევზი სამად გაყო, საიდან-
ღაც ზეთისხილის მარინადით სავსე თიხის დიდმუცელა ქოთანი
გააჩინა, რამაც ძალიან გამახარა – ესე იგი, როდესაც მახლობ-
ლად არ ვიყავი, საკუთარ თავს თავადვე უვლიდა.
აურიმ ლუდი ჩემთვის კარგად ნაცნობ ფაიფურის ფინჯნებში
ჩამოასხა. ელოდინს მურაბის ქილის მსგავსი მინის მომცრო ქო-
თანი ერგო. აურიმ ქილა პირველ ჯერზე კი შეუვსო, მაგრამ
მეორედ აღარ დაუსხამს. ეს ან იმის ბრალი იყო, რომ ელოდინი

199 მკითხველთა ლიგა


მისგან მოშორებით იჯდა, ან ამგვარი საქციელით უკმაყოფილე-
ბა გამოხატა.
ხმის ამოუღებლად ვჭამდით. აური წელში გამართული იჯდა
და პატარ-პატარა ლუკმებით მოხდენილად მიირთმევდა. ელო-
დინი ფრთხილ მზერას დროდადრო ჩემკენ აპარებდა, თითქოს
არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მისი გამოხედვით დავასკვე-
ნი, რომ უწინ აურისთან ერთად არასოდეს უსადილია.
როცა ვახშამი მოვათავეთ, აურიმ პატარა ელვარე დანით ცი-
ნას ნაყოფი სამ ნაწილად გაჭრა. როგორც კი კანი აათალა, მა-
შინვე ვიგრძენი, როგორ აივსო ჰაერი ხილის მოტკბო, მძაფრი
სურნელით. ნერწყვი მომადგა. ცინას ხილს შორიდან ეზიდე-
ბოდნენ და ჩემნაირთათვის მეტისმეტად ძვირი გახლდათ.
ჩემი წილი გამომიწოდა და მეც ნაზად ჩამოვართვი.
– დიდი მადლობა, აური.
– დიდი არაფრის, ქვო.
ელოდინი ხან მე შემომხედავდა, ხან მას.
– აური?
ველოდი, კითხვას როდის დაასრულებდა, მაგრამ აღარაფე-
რი დაუმატებია. აური ჩემზე მალე გაერკვა ვითარებაში.
– ასე მქვია, – ამაყად გაიცინა.
– ახლა ასე გეძახიან? – ელოდინს ცნობისმოყვარეობამ
სძლია.
აურიმ თავი დაუქნია.
– ქვომ დამარქვა, – ჩემზე ანიშნა, – ხომ გასაოცარია?
ელოდინმა დასტურის ნიშნად ქუთუთოები დახარა.
– მშვენიერი სახელია, – აღნიშნა თავაზიანად, – თან, ძალი-
ან გიხდება.
– ჰო, მიხდება, – კვერი დაუკრა აურიმ, – თითქოს გულში
თაიგული მქონდეს გაფურჩქნილიო.
ელოდინს სერიოზული მზერა მიაპყრო.
200 მკითხველთა ლიგა
– თუ ოდესმე თქვენი სახელი გემძიმებათ, ახალი სახელის
დასანათლად ქვოს მიაკითხეთ.
ელოდინმა ისევ დახარა ქუთუთოები და ცინა ჩაკბიჩა. ვიდრე
ღეჭავდა, მე მიყურებდა. მშვიდ, ფიქრით აღსავსე, გონიერ თვა-
ლებს მთვარე უნათებდა.

201 მკითხველთა ლიგა


***

ვახშმის შემდეგ ორიოდე სიმღერა ვიმღერე და ერთმანეთს


დავემშვიდობეთ. მე ელოდინთან ერთად გავუდექი გზას. მთავა-
რი შენობის სახურავიდან ჩამოსასვლელად ექვს საძრომზე მეტი
ვიცოდი, თუმცა წინ მაინც მაგისტრი გავუშვი.
გზად სახურავიდან ამოჩრილ ქვის მრგვალ კოშკურას ჩა-
ვუარეთ და შედარებით მოსწორებულ, ფურცლოვანი ტყვიით გა-
დახურულ ადგილზე გადავედით.
– რამდენი ხანია, რაც მის მოსანახულებლად დადიხარ? –
მკითხა ელოდინმა.
ჩავფიქრდი.
– ნახევარი წელი? გააჩნია, ათვლას საიდან დავიწყებთ. შთა-
ბეჭდილების მოსახდენად რამდენიმე თერთმეტეული ვუკრავდი.
შემდეგ უკვე მისი ნდობაც დავიმსახურე და გამომელაპარაკა.
– ჩემზე იღბლიანი ყოფილხარ, – მითხრა მან, – მე უკვე წლე-
ბია, ვწვალობ. ათ ნაბიჯზე ახლოს დღეს პირველად მომიახლოვ-
და. ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი თითო-ოროლა სიტყვას თუ
გავცვლიდით.
ფართო, დაბალ საკვამურს გადავაცოცდით და კვლავ თუნუ-
ქით მოპირკეთებულ, კუპრმოსხმულ დამრეც სახურავზე აღმოვ-
ჩნდით. შეშფოთება თანდათან უფრო მომერია. რატომ ცდი-
ლობდა მაგისტრი აურისთან დაახლოებას?
გამახსენდა, ელოდინთან ერთად თავშესაფარში რომ წავე-
დი, რათა მისი გილერი, ალდერ ვინი მოგვენახულებინა. იქ
ყოფნისას აურიზე ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, მის ციცქნა სხე-
ულს საწოლზე მსხვილი ღვედებით როგორ მიაბამდნენ, რათა
საკუთარი თავისთვის ან მომვლელისთვის არ ევნო.
შევჩერდი. ელოდინმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შედგა და
მომიტრიალდა.
202 მკითხველთა ლიგა
– ის ჩემი მეგობარია, – ვთქვი მშვიდად.
თავი დამიქნია.
– ეს ერთი შეხედვითაც ცხადია.
– იმდენი მეგობარი ნამდვილად არ მყავს, რომელიმეს და-
კარგვა იოლად რომ გადავიტანო, – განვაგრძე, – მასთან დაშო-
რებას ვერ გავუძლებ. დამპირდით, რომ მისი არსებობის შესა-
ხებ არავის გაანდობთ და არც თავშესაფარში უკრავთ თავს.
იქაურობა მისთვის შეუფერებელია, – გამომშრალ ყელში მოწო-
ლილი ბურთი გადავყლაპე, – უნდა დამპირდეთ.
ელოდნიმა თავი გვერდზე გადახარა.
– შენს სიტყვებში „თორემ“ შემომესმა, – ხმაში მხიარულება
გაერია, – მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არაფერი გითქვამს.
უნდა დამპირდეთ, თორემ...
სახე გამომწვევმა, ცალყბა ღიმილმა მოუქცია.
შფოთვასა და შიშთან ნარევი ბრაზი შემომაწვა, რასაც სულ
მალე ქლიავისა და ნუშის მწველი გემო მოჰყვა. იმწამსვე შარ-
ვალში ჩამალული, ბარძაყზე მიბმული დანა გამახსენდა. ვიგ-
რძენი, ჯიბისკენ როგორ გავაპარე ხელი.
მოულოდნელად შევნიშნე, რომ მაგისტრს სახურავის კიდი-
დან სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა. ფეხის კუნთები დამეძაბა
და გასაქცევად, დასაჯახებლად და ორივეს ქვაფენილზე გადასა-
ჩეხად მოვემზადე.
უეცრად მივხვდი, რომ მთლიანად ცივ ოფლში ვცურავდი.
თვალები დავხუჭე, ღრმად, ნელ-ნელა ჩავისუნთქე და ქლიავის
გემოც სადღაც გაქრა.
თვალები გავახილე.
– უნდა დამპირდეთ... – განვაგრძე, – თორემ, ალბათ, ენით
აუწერელ და ჯერ არნახულ სისულელეს ჩავიდენ, – ნერწყვი გა-
დავყლაპე, – და ამით ორივე ჩვენგანი დაზარალდება.
ელოდინმა შემომხედა.
203 მკითხველთა ლიგა
– ასეთი შესანიშნავი და წრფელი მუქარა იშვიათად მომისმე-
ნია, – მითხრა, – ჩვეულებრივ, ადამიანები მსგავს სათქმელს
ღვარძლნარევი ხრიალით გადმოსცემენ ხოლმე.
– ხრიალით, – „ხ“ ხაზგასმით წარმოვთქვი, – თუ ღრიალით?
– ორივე შეიძლება, – მიპასუხა, – როგორც წესი, ხან მუხლე-
ბის დამსხვრევით იმუქრებიან, ხან – ყელის გამოღადვრით, –
მხრები აიჩეჩა, – გამოღადვრაზე კი ყელგამოჭრილი ღორის
ხრიალი მახსენდება.
– აჰა, – მივხვდი, – გასაგებია.
ერთმანეთს მივაცქერდით.
– მის წასაყვანად არავის დავგეშავ, – ამოთქვა ბოლოს, –
თავშესაფარი მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა განკუთვნილი.
მათ უმრავლესობას იქიდან ცხვირის გამოყოფის უფლება საერ-
თოდ არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ჩემი ნება რომ იყოს და უკეთესი
გამოსავალიც არსებობდეს, იქ გამოსამწყვდევად ცოფიან ძაღ-
ლსაც ვერ გავიმეტებდი.
მიბრუნდა და გზას გაუდგა. როცა მიხვდა, რომ არ მივყვებო-
დი, კვლავ შემოტრიალდა.
– ეს საკმარისი არაა, – ვუთხარი, – უნდა დამპირდეთ.
– დედის რძეს ვფიცავ, – დამყვა ელოდინი, – ჩემს სახელსა
და ძალას ვფიცავ. დაე, მარად მოარული მთვარე იყოს თავდები.
სიარული განვაგრძეთ.
– თბილი სამოსი სჭირდება, – ჩამოთვლას შევუდექი, – წინ-
დები, ფეხსაცმელი და საბანი. თან, ყველაფერი ახალთახალი.
აური სხვის გამონაცვალს ხელს არ დააკარებს. ეს საკუთარ თავ-
ზე უკვე გამოვცადე.
– ჩემგან მიწოდებულზე უარს იტყვის, – მიპასუხა მაგისტრმა,
– ადრე რაღაც-რაღაცები დავუტოვე, მაგრამ ახლოსაც არ
გაეკარა, – მომიბრუნდა და სახეში ჩამაცქერდა, – შენ რომ მოგ-
ცე, ხომ გადასცემ?
204 მკითხველთა ლიგა
თავი დავუქნიე.
– ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, აურის კიდევ დასჭირდება ოცი
ტალანტი, კვერცხის ზომის ლალის თვალი და საგრავიურე ხელ-
საწყოების ნაკრებიც.
ელოდინმა გულიანად ჩაიცინა.
– ბარბითის სიმებიც ხომ არ სჭირდება?
თავი ისევ დავუქნიე.
– თუ იშოვით, ორი შეკვრაც წავა.
– აური რატომ ამოირჩიე? – მკითხა ელოდინმა.
– იმიტომ, რომ სხვა არავინ ჰყავს, – ავუხსენი, – ზუსტად ჩემ-
ნაირია, მეც არავინ გამაჩნია. ერთმანეთს თუ არ მივხედეთ, სხვა
ვინ იზრუნებს ჩვენზე?
თავი გადახარა.
– მაგაზე არ გეკითხები. სახელი როგორ შეურჩიე-მეთქი?
– აა, – შევცბი, – ის ძალიან თბილი და ნათელია. მიზეზი არ
აქვს, მაგრამ მაინც ასეთია. აური მზიანს ნიშნავს.
– რომელ ენაზე? – დაინტერესდა.
შევყოყმანდი.
– მგონი, სიარიულზე.
ელოდინმა თავი გააქნია.
– საირიულად მზიანი ლევერიეტაა.
იმის გახსენება ვცადე, ეს სიტყვა საიდან ვიცი, არქივში ხომ
არ წავაწყდი-მეთქი...
სანამ გავიხსენებდი, ელოდინმა თითქოს შემთხვევით მით-
ხრა:
– ერთი ისეთი კლასის ლექტორობას ვაპირებ, რომელიც სა-
ხელდების ფაქიზი და ოსტატური ხელოვნებით იქნება დაინტე-
რესებული, – გადმომხედა, – ჩემი აზრით, შენც თუ შემოგვიერ-
თდები, დროის ფლანგვად არ მიიჩნევ.

205 მკითხველთა ლიგა


– შეიძლება, დავინტერესდე კიდეც, – წარმოვთქვი წინდახე-
დულად.
თავი დამიქნია.
– თუ ლექციაზე დასწრებას გადაწყვეტ, მოსამზადებლად თე-
ქამის „საწყისი პრინციპები“ გადაიკითხე. მოკლე წიგნია, მაგ-
რამ სქელი.
– თუ მათხოვებთ, სიამოვნებით წავიკითხავ, – მივუგე, – თუ
არადა, მის გარეშე მომიწევს ფონს გასვლა.
ვერ მიმიხვდა.
– არქივიდან ვარ განკვეთილი.
– კიდევ? – მკითხა გაკვირვებულმა.
– დიახ.
ბრაზი მოერია.
– რამდენი ხანია? ნახევარი წელი გავიდა?
– სამ დღეში წელიწადის სამი მეოთხედი შესრულდება, – ვუ-
პასუხე, – მაგისტრმა ლორენმა ნათლად ამიხსნა, რა პირობი-
თაც მომცემს არქივში დაბრუნების ნებას.
– ეს, – ხმაში მფარველის გულისწყრომა გამოერია, –
გაუგონარი მონაჩმახია. დღეიდან ჩემი რე’ლარი ხარ.
ელოდინმა მიმართულება შეიცვალა და სახურავის იმ ნაწი-
ლისკენ გაემართა, მე რომ თავს ვარიდებდი – თიხის კრამიტის
ჩატყდომისა მეშინოდა. იქიდან ვიწრო შუკას გადავევლეთ და
სიარული ფუნდუკის დამრეც სხვენზე განვაგრძეთ. ამ გზამ ნათა-
ლი ქვით მოპირკეთებულ ფართო სახურავზე გაგვიყვანა.
საბოლოოდ, სანთლის თბილი შუქით განათებულ დიდრონ
ფანჯარას მივადექით. ელოდინმა შუშაზე ისე მკვეთრად დააკა-
კუნა, თითქოს კარზე აბრახუნებსო. მიმოვიხედე და მივხვდი, მა-
გისტრთა დარბაზის თავზე ვიდექით.
ცოტა ხანში სანთლის შუქი მაგისტრ ლორენის გამხდარმა
სხეულმა დაგვიჩრდილა, რაზა გადასწია და ფანჯარა მოაღიავა.
206 მკითხველთა ლიგა
– ელოდინ, რით დაგეხმარო? – იკითხა ლორენმა. სახეზე
გაკვირვების ნიშანწყალიც არ ეტყობოდა.
ელოდინმა ცერა თითი ზურგსუკან გამოიშვირა და ჩემზე
ანიშნა.
– ამ ყმაწვილმა მომახსენა, რომ არქივიდან ჯერ კიდევ გან-
კვეთილია. მართლა ასეა?
ლორენმა მშვიდი მზერა ჯერ მე მომაპყრო, შემდეგ კვლავ
ელოდინს შეხედა.
– დიახ, ასეა.
– მაშინ იქნებ დროა, არქივში დაბრუნების უფლება მისცეთ,
– განუცხადა ლორენს, – რაღაც უნდა წაიკითხოს. თქვენი ხომ
უკვე გაიტანეთ და გავიგეთ კიდეც.
– აფრენს, – მოკლედ მოუჭრა ლორენმა, – სასჯელის სახით
ვაპირებდი, არქივიდან ერთი წლითა და ერთი დღით განმეკვე-
თა.
ელოდინმა ამოიხვნეშა.
– დიახ, დიახ, რაოდენ ტრადიციულია. მეორე შანსს ვერ მის-
ცემთ? თავდებად დავუდგებოდი.
ლორენი ერთხანს თვალით მზომავდა. ვცადე, პასუხისმგებ-
ლობით განმსჭვალული ადამიანის გამომეტყველება მქონოდა,
რაც, იმის გათვალისწინებით, რომ შუაღამისას სახურავზე ვიდე-
ქი, არც ისე კარგად გამომდიოდა.
– კეთილი, – გადაწყვიტა ლორენმა, – ოღონდ მხოლოდ სამ-
კითხველოში დავუშვებ.
– სამკითხველო იმ ძუძუმწოვარა და უგუნური ღლაპებისთვი-
საა, საკუთარი საჭმლის დაღეჭვაც რომ არ შეუძლიათ, – მკვა-
ხედ თქვა ელოდინმა, – ეს ჩემი ბიჭი კი უკვე რე’ლარია. ოცი კა-
ცის სამყოფი გონიერება მოსდევს! საცავში შეღწევა, იქაურობის
შესწავლა და უამრავი უსარგებლო რამის გაგება სწადია.

207 მკითხველთა ლიგა


– ეს ბიჭი კი არა, არქივის ბედი მაღელვებს, – წარბშეუხრე-
ლი სიმშვიდით შეეპასუხა ლორენი.
ელოდინი მხარში ჩამაფრინდა და წინ მიბიძგა.
– მაშინ ასე მოვიქცეთ: თუკი ანცობაში კიდევ ერთხელ გა-
მოიჭერ, ცერა თითები წააჭერი. კარგ მაგალითად სხვებსაც გა-
მოადგებათ. რას იტყვი?
ლორენმა აუჩქარებლად შეგვათვალიერა, შემდეგ კი თავი
დაგვიქნია.
– კარგი, – და ფანჯარა მოგვიხურა.
– ესეც ასე, – ხალისიანად წარმოთქვა ელოდინმა.
– ეს რა ჯანდაბა იყო? – თითები მოვისრისე, – მე... რა ჯანდა-
ბაა?
ელოდინმა განცვიფრებით შემომხედა.
– რა მოხდა? არქივში შესვლა გაინაღდე. პრობლემაც გადაჭ-
რილია.
– ჩემთვის თითების დაჭრის უფლების მინიჭება ცუდი აზრი
იყო! – წამოვიძახე.
წარბი ასწია.
– შენ რა, არქივის განაწესის დარღვევას კიდევ აპირებ? –
მრავალმნიშვნელოვნად მკითხა.
– რა... არა, მაგრამ...
– მაშ, სანერვიულოც არაფერი გქონია, – დამამშვიდა. ზურგი
მაქცია და დამრეც სახურავზე აცოცებას შეუდგა, – მგონი. შენს
ადგილას რომ ვიყო, ყოველ ნაბიჯზე ვიფრთხილებდი. გადაჭ-
რით ვერასოდეს იტყვი, ლორენი როდის ხუმრობს.

208 მკითხველთა ლიგა


***

მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე, ხაზინადარისკენ გავეშურე


და რიმთან, მოღუშულსახიან კაცთან, რომელსაც უნივერსიტე-
ტის ფონდი ებარა, ანგარიში გავასწორე. ჩემი ოფლით მოპოვე-
ბული ცხრა ტალანტი და ხუთი ჯოთი ჩავუთვალე და უნივერსი-
ტეტში სწავლის უფლება კიდევ ერთი სემესტრით შევინარჩუნე.
შემდეგ სადავთროში შევირბინე, სადაც მედიკაში პრაქტიკა-
ზე, ფიზიოგნომიასა და ფიზიკაზე ჩავეწერე, რომელსაც საცხე-
ნოსნოში, კამარის მხარდამხარ, რკინისა და სპილენძის მეტა-
ლურგიაზე მუშაობა მოჰყვებოდა. ცხრილში უკანასკნელ საგნად
ელქსა დალის „სიმპათიაში გაწაფულობა“ იყო მითითებული.
მაშინღა მივხვდი, რომ ელოდინის საგნის დასახელება არ ვი-
ცოდი. დავთარი იქამდე ვფურცლე, ვიდრე მაგისტრის სახელს
არ მივაგენი. მის გასწვრივ მუქი მელნით სულ ცოტა ხნით ადრე
მიწერილი სახელწოდებისკენ გავასრიალე თითი და ამოვიკით-
ხე: „როგორ განვიკურნოთ სიჩლუნგისგან – შესავალი კურსი“.
ამოვიოხრე და მის ქვემოთ დატოვებულ ერთადერთ ცარიელ
ადგილას ჩემი სახელი ჩავამატე.

209 მკითხველთა ლიგა


თავი მეთორმეტე
მთვლემარე გონება

მომდევნო დღეს თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე ელოდი-


ნის ლექცია წარმოვიდგინე. მუცელი აღელვებისაგან ამიწრიალ-
და. რამდენიმეთვიანი მცდელობა, როგორმე სახელდების ოს-
ტატს ჩემთვისაც ესწავლებინა, დამიფასდა და სახელების შეც-
ნობის შესაძლებლობა მომეცა. ნამდვილი მაგია სწორედ ეს
იყო, ტაბორლინ დიდებულის მაგია.
მაგრამ გართობამდე საქმე უნდა მომეგვარებინა. ელოდინის
ლექცია შუადღემდე არ დაიწყებოდა და ვინაიდან გულს დევის
სესხი მიმძიმებდა, საცხენოსნოში უნდა წამემუშავა და ფული მე-
შოვა.

***

კილვინის საამქროში შევაბიჯე თუ არა, ორმოცდაათი ბეჯითი


ხელის ნაცნობი ფუსფუსი მუსიკასავით ჩამესმა. მიუხედავად
იმისა, რომ იქაურობა სახიფათო ადგილად მიიჩნეოდა, სახე-
ლოსნო მაინც უცნაურ სიმშვიდეს მგვრიდა. არკანუმის საფეხუ-
რებზე ჩემი უეცარი დაწინაურების გამო ბევრი სტუდენტი განაწ-
ყენდა, თუმცა ხელოსნების ნაწილისგან აშკარად მეტ პატივის-
ცემას ვგრძნობდი.
გამოსაწვავ ღუმლებთან მანე ტრიალებდა. ხელოსნების მიერ
დაკავებულ დაზგებს შორის გზა გავიკვლიე და მისკენ გავემარ-
თე. მანემ ყოველთვის იცოდა, რომელი სამუშაოსთვის იხდიდ-
ნენ მეტს.
– ქვო!

210 მკითხველთა ლიგა


უზარმაზარი დარბაზი გაირინდა და ყველა ერთი წერტილის-
კენ შებრუნდა. კილვინი საკუთარი ოთახის კართან იდგა და მე-
ძახდა. მისკენ მივტრიალდი. ხელის ერთი აქნევით თავისკენ მი-
მიხმო და ოთახში შებრუნდა.
სტუდენტები საქმეს დაუბრუნდნენ და სახელოსნო ისევ ზუ-
ზუნმა აავსო. ვიდრე ოთახის მეორე ბოლომდე მივაღწევდი, სა-
მუშაო მაგიდებს შორის მიმავალი, მათ მზერას ვგრძნობდი.
მაგისტრის ოთახს რომ მივუახლოვდი, თვალი ფართო ფან-
ჯარასთან მდგომ კილვინს მოვკარი. კედელზე ჩამოკიდებულ
დაფაზე რაღაცას წერდა. ჩემზე ნახევარი ფუტით მაღალი გახ-
ლდათ, მკერდი კასრივით გამოზნექოდა. აბურძგნილი ჯაგარა
წვერი და კუშტი თვალები კიდევ უფრო ახოვანს აჩენდა.
კარზე ზრდილობიანად დავაკაკუნე. კილვინი შემოტრიალდა
და ცარცი დადო.
– რე’ლარ ქვო. შემოდი. კარი მიხურე.
აფორიაქებულმა შევაბიჯე და კარი დავხურე. სახელოსნოს
ზუზუნი ისე უეცრად მიწყდა, ვიფიქრე, კილვინს კარზე ხმის ჩამ-
ხშობი რამე ეშმაკური სიგალდრია უყენია-მეთქი. ოთახში თით-
ქმის შემაშფოთებელი სიჩუმე ჩამოწვა.
კილვინმა სამუშაო მაგიდის კუთხიდან ქაღალდის ნაგლეჯი
აიღო.
– სამწუხარო ამბავი შევიტყვე, – მითხრა, – რამდენიმე დღის
წინ საწყობში ერთი გოგონა მოსულა. თურმე ახალგაზრდა ხე-
ლოსანს ეძებდა, რომელსაც ადრე თილისმა მიუყიდია, – თვალი
თვალში გამიყარა, – ამის შესახებ რამე ხომ არ იცი?
თავი გავაქნიე.
– რა უნდოდა?
– არ ვიცით, – მიპასუხა კილვინმა, – იმ დღეს საწყობში ე’-
ლირ ბეიზილი მორიგეობდა. მისი თქმით, გოგონა სულ მთლად
ნორჩი და უსაზღვროდ გამწარებული ყოფილა და ეძებდა... –
211 მკითხველთა ლიგა
მზერა ფურცელს შეავლო, – ...ახალგაზრდა ჯადოქარს. მისი სა-
ხელი არ უხსენებია, მაგრამ აღწერა, როგორც ახალგაზრდა, წი-
თელთმიანი და მომხიბლავი ყმაწვილი.
კილვინმა ნაგლეჯი მაგიდაზე დადო.
– ბეიზილმა ისიც მითხრა, გოგონა საუბრისას კიდევ უფრო
ანერვიულდაო. შეშინებული ჩანდაო და როცა ბეიზილს მისი ვი-
ნაობის გაგება უცდია, ტირილით გავარდნილა, – უზარმაზარი
ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. შეუვალი სახე ჰქონდა, – ჰო-
და, პირდაპირ გეკითხები, ახალგაზრდა ქალბატონებთან თი-
ლისმებით შენ ვაჭრობ?
ამ კითხვამ დამაბნია.
– თილისმებით? – გავუმეორე, – რა თილისმებით?
– ეგ შენ უნდა მომახსენო, – მომიგო მოღუშულმა კილვინმა,
– სასიყვარულო ან იღბლის მომტანი, ფეხმძიმობისგან დამცავი
ან ამის სრულიად საწინააღმდეგო მოქმედების მქონე თილისმე-
ბით; დემონების დასაფრთხობი ავგაროზებით და რაღაც ამდაგ-
ვარებით.
– მსგავსი რამის დამზადება შესაძლებელია? – დავინტერეს-
დი.
– არა, – მომიჭრა კილვინმა, – სწორედ ამიტომ, არც ვყი-
დით, – მზერით მბურღავდა, – კიდევ ერთხელ გეკითხები, გაუთ-
ლელ სოფლელებზე შენ ასაღებ იმ თილისმებს?
მსგავსი ბრალდებისთვის იმდენად მოუმზადებელი ვიყავი,
თავის დასაცავად ერთი გონივრული სიტყვაც კი ვერ გავიხსენე.
იმდენად აბსურდული ბრალდება იყო, რომ უეცრად ხარხარი
ამივარდა.
კილვინს თვალები დაუვიწროვდა.
– სასაცილო სრულებითაც არაა, რე’ლარ ქვო. უნივერსიტე-
ტი მსგავს საქციელს მხოლოდ მკაცრად როდი კრძალავს. სტუ-
დენტი, რომელიც ყალბ თილისმებს გაყიდის... – კილვინს სიტ-
212 მკითხველთა ლიგა
ყვა გაუწყდა და თავის ქნევას მოჰყვა, – ეს უმსგავსობა მის ზნე-
დაცემულობაზე მიუთითებს.
– მაგისტრო კილვინ, შემომხედეთ, – პერანგზე ვანიშნე, –
ბრიყვ სოფლელებს ფულს რომ ვცინცლავდე, სხვისი გამონაც-
ვალით ვივლიდი?
კილვინმა ისე შემათვალიერა, თითქოს ჩემს ღარიბულ სა-
მოსს პირველად ხედავდა.
– მართალი ხარ, – მიპასუხა, – თუმცა, ისიც საფიქრებელია,
რომ ხელმოკლე სტუდენტები მრუდე გზას უფრო იოლად დაად-
გებიან.
– ფულის შოვნის მსგავს მეთოდზე მეც მიფიქრია, – ვაღიარე,
– ერთი პენის ღირებულების რკინითა და სიგალდრიით, რომ-
ლის დასასრულებლადაც ალბათ ათი წუთი დამჭირდებოდა,
ისეთ გულსაკიდს დავამზადებდი, შეხებისთანავე ყინვა რომ და-
სუსხავდა. მსგავსი ნივთის გაყიდვა ნამდვილად არ გაჭირდებო-
და, – მხრები ავიჩეჩე, – მაგრამ კარგად ვიცი, ასე რომ მოვ-
ქცეულიყავი, „ყალბი ნაკეთობებით ვაჭრობის“ მუხლით გამასა-
მართლებდნენ, ამგვარ რისკზე კი ნამდვილად არ წავიდოდი.
კილვინმა შუბლი შეიკრა.
– არკანუმის წევრი თაღლითობას იმიტომ ერიდება, რომ ეს
არასწორია, რე’ლარ ქვო, და არა იმიტომ, რომ რისკზე წასვლას
გაურბის.
ნაღვლიანად გავუღიმე.
– მაგისტრო კილვინ, ჩემი პატიოსნების რომ გჯეროდეთ, ახ-
ლა ამაზე არ ვისაუბრებდით.
სახე მოურბილდა. ოდნავ გაეღიმა.
– ვაღიარებ, რომ ასეთ საქციელს შენგან არ მოველოდი, მაგ-
რამ წარსულში მწარე გაკვეთილი არაერთხელ მიმიღია, ამიტომ
ამ შემთხვევას ბოლომდე თუ არ გამოვიძიებ, უგულისყურობაში
ჩამეთვლება.
213 მკითხველთა ლიგა
– ის გოგონა თილისმის გამო საჩივლელად მოვიდა? – ვკით-
ხე.
კილვინმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– არა. როგორც გითხარი, მიზეზი არ გაუმხელია. საგონე-
ბელში ვარ ჩავარდნილი. რატომ დაგეძებს ვიღაც პატარა, გა-
ნაწყნებული, თილისმაჩამოკონწიალებული გოგონა, რომელ-
საც შენი გარეგნობის აღწერა შეუძლია, თუმცა სახელი კი არ
იცის, – კითხვის დასმის ნაცვლად წარბი ამიწია.
ამოვიოხრე.
– გულახდილად მოგახსენოთ, მაგისტრო კილვინ? – ამ კით-
ხვამ მეორე წარბიც ააქაჩვინა.
– ყოველთვის, რე’ლარ ქვო.
– ჩემი აზრით, ვიღაცას ჩემთვის შარის მოდება სურს, –
ვთქვი. ალქიმიური შხამით მოწამვლასთან შედარებით უბრალო
ჭორების დაყრა ამბროზის მხრიდან ნამდვილი დიდსულოვნება
გახლდათ.
კილვინმა თავი დამიქნია. გაურკვევლობაში მყოფი,
წვერის ჩამოსწორებას შეუდგა.
– ჰო, გასაგებია.
მერე მხრები აიჩეჩა და ცარცის ნატეხს დასწვდა.
– კარგი. ამ დროისთვის ეს საკითხი გადაწყვეტილად მივიჩ-
ნიოთ, – დაფისკენ მიბრუნდა და მხარუკუღმა გამომხედა, – იმე-
დი მაქვს, ფეხმძიმე ქალების ურდო არ მომადგება, ცხვირწინ
რკინის გულსაკიდებს არ ამიჩხრიალებენ და შენს წყევლას არ
მოჰყვებიან.
– ყველანაირ ზომას მივიღებ, რომ ეს თავიდან ავირიდოთ,
მაგისტრო კილვინ.

214 მკითხველთა ლიგა


***

რამდენიმე საათი საცხენოსნოს ისეთ ყოველდღიურ საქ-


მიანობას შევალიე, რომელსაც საათობრივად ანაზღაურებდნენ,
შემდეგ კი ელოდინის გაკვეთილზე დასასწრებად მთავარი შე-
ნობის სალექციო დარბაზისკენ დავიძარი. ლექცია შუადღის-
თვის იყო დანიშნული, მაგრამ ნახევარი საათით ადრე მივედი.
ჩემ გარდა არავინ ჩანდა.
დანარჩენი სტუდენტები ზანტად შემოლაგდნენ. სულ შვიდნი
მოვგროვდით. ჯერ მეგობრულად განწყობილი ფენტონი გამოჩ-
ნდა – სწორედ ის, ერთხელ უმაღლეს სიმპათიაზე ჩემი მეტო-
ქეობა რომ ერგო. მას ფელა და ბრიანი შემოჰყვნენ. ბრიანი ლა-
მაზი გოგონა იყო, ქვიშისფერი თმა ბიჭურად შეეკრიჭა და ოცი
წელი ჯერაც არ შესრულებოდა.
წავიქაქანეთ და ერთმანეთს გავეცანით. იმ მორცხვ მოდეგა-
ნელს, მედიკაში რომ გადავეყარე, ჯარეტი რქმევია. ლურჯ ნა-
თელთვალება, თაფლისფერთმიან ახალგაზრდა ქალში ინისა
ამოვიცანი, თუმცა იმის გახსენებამ, საიდან ვიცნობდი, კაი ხანი
წაიღო – სიმონის უთვალავ დროებით შეყვარებულთაგან ერთ-
ერთ აღმოჩნდა. ბოლოს ურეში მოვიდა, ოცდაათსა და სრულ
ელ’თობას მიტანებული კაცი. კანის შეფერილობასა და საუბარ-
ზე ემჩნეოდა, ლენატიდან უნდა ყოფილიყო.
შუადღის ზარმა ჩამოკრა, ელოდინი კი არსად ჩანდა.
ხუთი წუთი გავიდა. ათიც. ნახევარი საათის ჩამორეკვას აღა-
რაფერი აკლდა, როდესაც ელოდინი ქარივით შემოვარდა. ხე-
ლებში ფურცლების დასტა ეჭირა. მაგიდასთან მივიდა, ქაღალ-
დები ზედ დაანარცხა და ბოლთის ცემას მოჰყვა.
– ვიდრე დავიწყებთ, მსურს, რამდენიმე საკითხს მოვფინო
ნათელი, – არც მოგვსალმებია და არც დაგვიანებისთვის მობო-
დიშებით შეუწუხებია თავი, – პირველი: იმას გააკეთებთ, რასაც
215 მკითხველთა ლიგა
გეტყვით. ჩემი დავალების შესასრულებლად ძალ-ღონე არ უნდა
დაიშუროთ მაშინაც კი, როცა ეს დავალება უაზრობად მოგეჩვე-
ნებათ. კითხვების დასმის უფლება გაქვთ, მაგრამ მხოლოდ
ლექციის ბოლოს. მე ვამბობ, თქვენ აკეთებთ, – მიმოიხედა, –
გასაგებია?
თავი დავუქნიეთ და დასტურად ავბუტბუტდით.
– მეორე: ზოგ საკითხში სიტყვაზე უნდა მენდოთ და რასაც
ვიტყვი, დაიჯეროთ. ჩემი ნათქვამის ნაწილი შეიძლება სულაც
არ იყოს სიმართლე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ირ-
წმუნოთ იქამდე, ვიდრე საწინააღმდეგოს არ გიბრძანებთ, – სა-
თითაოდ შეგვათვალიერა, – გასაგებია?
დავინტერესდი, ნეტა, ყველა გაკვეთილს ასე დაიწყებს-
მეთქი? ელოდინმა შენიშნა, რომ არც ისე დიდი მოწადინებით
ვეთანხმებოდი და მწყრალად მომაშტერდა.
– ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, – მომმართა.
– მცდელობას არ დავაკლებ, რათა თქვენს დავალებებს თავი
გავართვა, – მივუგე.
– ასეთი სიტყვა-პასუხის წყალობით მალე აქაურობის ადვო-
კატობასაც გამოჰკრავ ხელს, – მითხრა დამცინავად, – რა საჭი-
როა მცდელობაზე საუბარი, როცა შეგიძლია, პირდაპირ საქმეზე
გადახვიდე?
თავი დავუქნიე. ამ ჟესტმა დააკმაყოფილა და მთელ კლასს
ზურგი აქცია.
– ორი რამ უნდა გახსოვდეთ. პირველი – ჩვენი სახელები
გვქმნიან, საპასუხოდ კი ჩვენივე სახელებს ვძერწავთ, – შედგა
და გადმოგვხედა, – და მეორე – უმარტივესი სახელიც კი იმდე-
ნად რთული და ჩახლართულია, თქვენი გონება მის გვირისტს
ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. თუმცა, რომც ჩაწვდეთ, სახე-
ლის გააზრებისა და წარმოთქმისთვის არც ესაა საკმარისი.

216 მკითხველთა ლიგა


ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ელოდინი გვაკვირდებოდა
და იცდიდა.
მაგისტრის გამოწვევას პირველი ფენტონი გამოეპასუხა.
– თუ ასეა, მაშ, რა გამოდის, სახელდება არავის შეუძლია?
– კარგი კითხვაა, – შეაქო ელოდინმა, – „არა, სახელდება
შეუძლებელია“ ის პასუხია, რომელიც კაცს ენაზე მაშინვე მოად-
გება. უიოლესი სახელებიც კი ჩვენი შემეცნების მიღმაა, – ხელი
აღმართა, – გახსოვდეთ, „ხის“, „ცეცხლის“ ან „ქვის“ მსგავს იმ
მდაბალ სახელებს კი არ ვგულისხმობ, ყოველდღიურად რომ
ვიყენებთ, არამედ სულ სხვაზე გესაუბრებით.
ხელი ჯიბისკენ წაიღო და მდინარის ფსკერიდან ამოღებული
გლუვი და მუქი კენჭი ამოაძვრინა.
– შეხედეთ და ზედმიწევნით ზუსტად აღწერეთ მისი არსი. მო-
მახსენეთ სილისა და სითხის ზუსტი წილი და წნევა, რომელთა
შერევითაც ეს ნატეხი წარმოიშვა; მითხარით, როგორ აირეკ-
ლავს სხივს; გამოთვალეთ, რა ძალით მიიზიდება სამყაროში, ან
როგორ მიაგორებს ატმოსფეროში დაძრული ქარი; შეისწავ-
ლეთ, როგორ მისდევენ კენჭის შემცველობაში შემორჩენილი
ლითონის ნამცეცები ლოდენური ქვის ძახილს. ზემოთჩამოთ-
ვლილი ყველა თვისება, ათასობით სხვა მახასიათებელთან ერ-
თად, ქვის სახელს აყალიბებს, – კენჭი ასწია და ხელის გაწვდე-
ნაზე მოგვიახლოვა, – ამ ერთადერთი მომცრო კენჭის სახელს.
ელოდინმა ხელი დაუშვა და შეგვათვალიერა.
– ხედავთ, ეს უმარტივესი სახელიც კი რაოდენ რთულია?
თვეების განმავლობაში ბეჯითად რომ გეცადათ, იქნებ, საკმარი-
სად კარგად შეგესწავლათ და მისი სახელის გარე შრეს მაინც
წაპოტინებოდით. იქნებ... ჩვენ ადამიანის ცნობიერების მიღმა
არსებულს შევიცნობთ. სახელმდებლებს სწორედ ამ დაბრკო-
ლების გადალახვა გვიწევს. ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

217 მკითხველთა ლიგა


პასუხს არ დალოდებია, თან მოტანილი ფურცლების დასტას
დასწვდა და დაგვირიგა.
– თხუთმეტ წუთში ამ კენჭს გადავაგდებ. აქ ვიდგები, – ფე-
ხით გვანიშნა, – სახით ამ მხარეს, – სავარაუდო მიმართულება
მიგვითითა, – მოულოდნელად ვისვრი. დაახლოებით, სამი მუშ-
ტის ძალით. გამომითვალეთ, რა ტრაექტორიას შემოხაზავს, სად
დავარდება და ხელი ისე დაიჭირეთ, რომ, როდესაც დრო მოვა,
ქვა თავისით ჩაგიფრინდეთ მუჭში.
ელოდინმა კენჭი მერხზე დადო.
– საქმეს შეუდექით.
დავალებას დიდი მოწადინებით შევერკინე. ფურცელი სამ-
კუთხედებითა და რკალებით ავაჭრელე, ვანგარიშობდი, გამომ-
ყავდა ფორმულები, რომელთა კარგად დამახსოვრებაც ვერ მო-
ვახერხე. მცირე ხანში ამ სავარჯიშოს ამოხსნის ყოველგვარი
იმედი გადამეწურა. ძალიან ბევრი უცნობი ცვლადი გამოთვლას
უკიდურესად ართულებდა.
ხუთწუთიანი ტანჯვა-წამების შემდეგ ელოდინმა წაგვაქეზა,
ჯგუფებად იმუშავეთო. ურეშის მათემატიკური ნიჭი პირველად
სწორედ მაშინ აღმოვაჩინე. გამოთვლებში იმდენად შორს წასუ-
ლიყო, უმეტესად საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რომელ ხერხს იყე-
ნებდა. ფელაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, ოღონდ გამოთვლების
გარდა, ფურცელი პარაბოლური მრუდების ზედმიწევნით ზუსტი
მიმდევრობებითაც აევსო.
შვიდივე ვკამათობდით, ერთმანეთს ვეწინააღმდეგებოდით,
ვცდილობდით, ვფლავდებოდით და კვლავ ვცდილობდით. მეთ-
ხუთმეტე წუთის მიწურულს იმედის ნატამალიც აღარ შეგვრჩა.
მე განსაკუთრებით. ვერ ვიტან ისეთ ამოცანებს, რომლებსაც
ვერ ვხსნი.
ელოდინმა ჯგუფად შეკრულ კლასს გადმოგვხედა.
– აბა, რას იტყვით?
218 მკითხველთა ლიგა
ზოგმა ჩვენგანმა ნახევარამოხსნები ან საუკეთესო ვარაუდე-
ბი გააცნო, მაგრამ მაგისტრმა ხელის ერთი მოსმით დაგვადუმა.
– დაბეჯითებით თუ შეგიძლიათ რამის თქმა?
წამიერი სიჩუმის შემდეგ ფელამ გაბედა:
– არ ვიცით, კენჭი როგორ დაეცემა.
ელოდინმა მოწონების ნიშნად ტაში შემოჰკრა.
– შესანიშნავია! სწორი პასუხი სწორედ ესაა. ახლა მიყურეთ.
კართან მივიდა და თავი გარეთ გარგო.
– ჰენრი! – დაიყვირა, – ჰო, შენ. ერთი წამით მოდი.
კარს გამოეცალა და გზა ჯამისონის ერთ-ერთ შიკრიკს დაუთ-
მო, რომელიც რვა წლისაც არ იქნებოდა.
ელოდინი ექვსი ნაბიჯით დაშორდა და ბიჭისკენ მიტრიალდა.
მხრები შეარხია და შეშლილივით გაიკრიჭა.
– დაიჭი! – დასჭყივლა და ქვა ბიჭისკენ გაისროლა.
გაკვირვებისგან თვალდაჭყეტილმა ბიჭუნამ კენჭი ჰაერშივე
დაიჭირა.
ელოდინმა მხურვალე ტაშით დააჯილდოვა და სიამაყისგან
გაბერილ ბიჭს ქვის დაჭერა მიულოცა. შემდეგ ნადავლი გამო-
ართვა და კარისკენ მიაბრძანა.
მაგისტრი მოგვიბრუნდა.
– აბა, – წამოიწყო, – როგორ მოახერხა? ერთ წამში რა-
ნაირად გამოთვალა ის, რასაც არკანუმის შვიდი გამჭრიახი წევ-
რი საათის მეოთხედის განმავლობაში ეცოდვილებოდა? იქნებ,
გეომეტრიაში ფელაზე მეტი გაეგება? ან იქნებ, ურეშზე უკეთ ან-
გარიშობს? ისევ შემოვიპატიჟოთ და რე’ლარობა მივანიჭოთ?
გაგვეცინა. მოვეშვით.
– ამით მხოლოდ იმის ჩვენება მსურდა, რომ გონება, რომ-
ლითაც ყოველდღიურობაში ვარსებობთ, ცნობიერი გონებაა.
თუმცა, მის გარდა სხვაც გაგვაჩნია – მთვლემარე გონება, რო-
მელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ რვა წლის ღლაპის
219 მკითხველთა ლიგა
მთვლემარე გონებას შეუძლია ერთ წამში გამოთვალოს ის, რა-
საც არკანუმის შვიდი წევრის ცნობიერმა გონებამ თხუთმეტი წუ-
თი ამაოდ შეალია.
მკლავები ფართოდ გაშალა.
– თქვენს მთვლემარე გონებას საკმარისი ძალა და სითამამე
შესწევს, რათა ნივთთა და არსებათა სახელი დაიტიოს. ეს იქი-
დან ვიცი, რომ ხანდახან მსგავსი ცოდნა ზედაპირზეც ამოტივ-
ტივდება ხოლმე. ინისას რკინის მოხმობა შეუძლია. მისმა ცნო-
ბიერმა ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მთვლემარე გონება
გაცილებით ბრძენი აქვს. ფელა საკუთარი ტვინის მიუდგომელ
ჯურღმულებში ქვის სახელს დაატარებს.
ელოდინმა თითი ჩემკენ გამოიშვირა.
– ქვომ ქარი მოიხმო. თუკი დიდი ხნის წინ გარდაცვლილთა
ხელნაწერებს ვენდობით, იგი ტრადიციულ გზას მიუყვება. დიდი
ხნის წინ სწორედ ქარის სახელი აიძულებდა მესახელეებს,
კვალში ჩადგომოდნენ და მოეხელთებინათ, რადგან სხვა ყვე-
ლაფერი უკვე შესწავლილი ჰქონდათ.
მცირე ხნით გაჩუმდა. მხრები ჩამოცვენოდა და სერიოზული
სახით გვიყურებდა.
– თითოეული თქვენგანი კარგად დაფიქრდით და გადაწყვი-
ტეთ, რომელი სახელის პოვნას ისურვებდით. შესაძლოა, მარტი-
ვი სახელიც აირჩიოთ, მაგალითად ლითონი ან ცეცხლი, ქარი ან
წყალი, ხე ან ქვა, ოღონდ ისეთი უნდა იყოს, რისკენაც გული
მართლა მიგიწევთ.
ელოდინი კედელში ჩაშენებულ ფართო დაფას მიუახლოვდა
და სათაურების ჩამოწერა დაიწყო. ჩემდა გასაკვირად, ძალზე
ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა.
– ეს მნიშვნელოვანი წიგნების ნუსხაა, – აგვიხსნა, – ერთ-
ერთი უნდა წაიკითხოთ.

220 მკითხველთა ლიგა


ცოტა ხანში ბრიანმა ხელი ასწია, თუმცა მალევე მიხვდა, რომ
ფუჭად ცდებოდა, რადგან ელოდინი ჩვენკენ ზურგით იდგა.
– მაგისტრო ელოდინ, – შეყოყმანდა, – მაინც რომელი წავი-
კითხოთ?
მხარუკუღმა გამოხედა. წერა არ შეუწყვეტია.
– ჩემთვის სულერთია, – მიუგდო, – რომელიმე აირჩიეთ. და-
ნარჩენებს ზედაპირულად გაეცანით. ილუსტრაციებს გადახე-
დეთ. სხვა თუ არაფერი, ფურცლები მაინც დაყნოსეთ, – სახე
კვლავ დაფისკენ მიაბრუნა.
ერთმანეთს გადავხედეთ. ოთახში მხოლოდ ელოდინის ცარ-
ცის კაკუნი ისმოდა.
– ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი რომელია? – ვიკითხე.
ელოდინმა ამრეზით მიპასუხა.
– არ ვიცი. ერთიც არ წამიკითხავს.
დაფაზე ენ თემერანტ Vოისტრა დაწერა და წრე შემოავლო.
– ისიც კი არ ვიცი, ეს წიგნი არქივში აქვთ თუ არა, – მის გას-
წვრივ კითხვის ნიშანი დასვა და განაგრძო, – კეთილ რჩევას კი
მოგცემთ: სამკითხველოში ძებნას ნუ დაუწყებთ. ერთსაც ვერ
იპოვით. ამაში თავადვე დავრწმუნდი. საცავში უნდა ამოქექოთ,
უნდა დაიმსახუროთ.
უკანასკნელი სათაურიც დაწერა და უკან დაიხია, თან თავის
ქნევას მოჰყვა. ჯამში, ოცი წიგნი მაინც ჩამოწერა. სამის გას-
წვრივ ვარსკვლავები მიახატა, ორს ხაზი გაუსვა, სიის უკანას-
კნელ წიგნს კი მოწყენილი სახე არგუნა.
ოთახიდან სიტყვის უთქმელად გაუჩინარდა და სახელთა ბუ-
ნებასა და ჩვენი გონების შესაძლებლობებზე ჩაფიქრებულნი
მიგვატოვა.

221 მკითხველთა ლიგა


თავი მეცამეტე
ნადირობა

ელოდინის ლექციებზე თავის გამოჩენის სურვილით აღტკი-


ნებულმა ვილემის ადგილსამყოფელი დავადგინე, თავზე დავა-
დექი და მომავალში სასმლით გამასპინძლების პირობით დავი-
თანხმე, არქივში გზამკვლევად გამყოლოდა.
უნივერსიტეტის მოკირწყლულ ქუჩებს ერთად დავადექით.
როგორც კი შიდა ეზოს გადაღმა არქივის შენობის უზარმაზარი
და უფანჯრო სილუეტი დავლანდეთ, ქარმაც დაუბერა. ქვის დიდ-
რონი კარის თავზე Vორფელან ღჰინატა მორიე ამოეკვეთათ.
კართან მიახლოებისას აღმოვაჩინე, რომ ხელები სულ
მთლად გამოფლიანებოდა.
– უფალო და ქალწულო, ერთ წუთს მოიცა, – შევჩერდი.
ჩემმა საქციელმა ვილი გააკვირვა. წარბები აეგრიხა.
– გამოუცდელი ბოზივით ვნერვიულობ, – ავუხსენი, – ცოტა
მადროვე.
– შენ თვითონ არ თქვი, ლორენმა ორი დღის წინ გამიუქმა
აკრძალვაო? – მკითხა ვილემმა, – მეგონა, როგორც კი ნებარ-
თვას მიიღებდი, ეგრევე არქივში შევარდებოდი.
– სიის განახლებას უნდა დავლოდებოდი, – სველი ხელისგუ-
ლები პერანგზე შევიწმინდე, – დღეს უეჭველად რაღაც მოხდება,
– დავამატე გაღიზიანებულმა, – ან დავთარში არ ვიქნები ჩამა-
ტებული, ან მაგიდასთან ამბროზი დამხვდება, ქლიავის გემო
კვლავ შემომიტევს, წიხლქვეშ გავიგდებ და ღრიალით ყელში
ვწვდები.
– მაგ სანახაობას სიხარულით დავესწრებოდი, – მიპასუხა
ვილმა, – მაგრამ დღეს ამბროზი არ მორიგეობს.

222 მკითხველთა ლიგა


– ეგეც შვებაა, – ვაღიარე. ოდნავ მომეშვა. კარის ზემოთ
ამოტვიფრული სიტყვებისკენ ვანიშნე, – ამათი მნიშვნელობა
იცი?
ვილმა წარწერას თვალი შეავლო.
– ადამიანს ცოდნისკენ სწარაფვა აკეთილშობილებს, – მო-
მახსენა, – ან რაღაც ამდაგვარი.
– კარგია, მომწონს, – ღრმად ჩავისუნთქე, – აბა, ჰე, წავე-
დით.
ქვის მძიმე კარი შევაღე და მომცრო შესასვლელში შევაბი-
ჯეთ. ვილმა შიდა კარს უბიძგა და მისაღებში გადავინაცვლეთ,
რომლის შუაგულშიც ხის უზარმაზარი მაგიდა იდგა, ზედ კი ტყავ-
გადაკრული ფართო დავთრები გაეშალათ. დარბაზის კედლებში
ჩატანებული რამდენიმე კარი სტუმარს სხვადასხვა მიმართულე-
ბით მიუძღოდა.
მაგიდასთან ფელა იჯდა. დატალღული თმა ნაწნავად შეეკრა.
სიმპათიის ლამპებიდან დაფენილი წითელი სინათლის გამო უც-
ნაურად გამოიყურებოდა, თუმცა ნაკლებ ლამაზიაო, ვერავინ
იტყოდა. გამიღიმა.
– გამარჯობა, ფელა, – ვცადე, შინაგანი ღელვა ხმით არ გა-
მეცა, – ყური მოვკარი, რომ ლორენის მშვენიერ წიგნებთან დაბ-
რუნების უფლება მომანიჭეს. შეგიძლია, გადაამოწმო?
თავი დამიქნია და დავთარს სწრაფად ჩაუყვა. სახე გაებადრა
და თითით მანიშნა, მაგრამ უეცრად მოიღრუბლა.
მუცელში თითქოს რაღაც ჩამწყდა.
– რა წერია? – ვკითხე, – რამე ისე ვერაა?
– არა, – მიპასუხა, – ყველაფერი რიგზეა.
– ისეთი სახე მიიღე, თითქოს საქმე არც ისე კარგადაა, –
ჩაიბუზღუნა ვილმა, – რა წერია?
ფელა ორჭოფობდა. ბოლოს წიგნი ისე შემოატრიალა, რომ
ჩვენც წაგვეკითხა.
223 მკითხველთა ლიგა
ქვო, არლიდენის ვაჟი. წითელთმიანი. ჩასხმული აღნაგობის.
ახალგაზრდა, – ამ აღწერის გასწვრივ, დავთრის კიდეზე, სხვა
ხელით მიეჯღაბნათ: „ნაბიჭვარი რუ“.
გავიკრიჭე.
– რას ერჩი, ზედმიწევნით სწორი დახასიათებაა. ანუ შესვლა
შემიძლია?
თავი დამიქნია.
– ლამპები ხომ არ გჭირდებათ? – გვკითხა და უჯრა გა-
მოაღო.
– მე ავიღებ, – ვილს მეორე დავთარში საკუთარი ვინაობის
ჩაწერა უკვე მოესწრო.
– მე ჩემი მაქვს, – მოსასხამის ჯიბიდან პატარა სანათი ამო-
ვიღე.
ფელამ შემსვლელთა დავთარში ჩვენი სახელები ჩაამატა.
ხელმოწერისას მტევანი ამიცახცახდა, კალმის წვერმა შემზარა-
ვად გაიწრიპინა და ფურცელი მელნის წინწკლებით მოითხვარა.
ფელამ ფურცელს საშრობი დააფინა, დავთარი დახურა და
შემომცინა.
– დაბრუნებას გილოცავ.

224 მკითხველთა ლიგა


***

საცავში შესვლისას ვილემი წინ გამიძღვა, მე კი შევეცადე,


სახიდან გაკვირვებული გამომეტყველება არ მომეცილებინა,
თითქოს იქაურობას პირველად ვხედავდი.
არ გამჭირვებია. არქივში აქამდეც მიწანწალია, მაგრამ იძუ-
ლებული ვიყავი, ქურდივით ჩუმ-ჩუმად მევლო. იმის შიშით, რომ
შემთხვევით ვინმე შემეფეთებოდა, ლამპის სინათლეს თითქმის
ბოლომდე ვახშობდი და მთავარ დერეფნებს თავს ვარიდებდი.
ქვის კედლების გაყოლებაზე, ყოველ გოჯზე, თაროები ჩა-
მოეკიდათ. ზოგი დერეფანი ფართო და მაღალჭერიანი იყო, ზო-
გი კი იმდენად ვიწრო, რომ ორი ადამიანი გვერდულად თუ
გაეტეოდა, ისიც გაჭირვებით. დამძიმებული ჰაერი ტყავის,
მტვრის, დაცრეცილი პერგამენტისა და წებოს სუნს გაეჟღინთა.
ირგვლივ ხელნაწერებში დამარხულ საიდუმლოთა სურნელი
ტრიალებდა.
ვილემი მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელებში მიიკვლევდა
გზას, შემდეგ მოკლე კიბეს ავუყევით და წინ გრძელი, ფართო
დერეფანი გადაგვეშალა, რომლის მთელ სიგრძეზეც ერთნაირი,
წითელი ტყავისყდიანი წიგნები ჩაემწკრივებინათ. როგორც იქ-
ნა, კარამდეც მივაღწიეთ. ღრიჭოებიდან მკრთალი მოწითალო
სინათლე იღვრებოდა.
– ეს ოთახები განცალკევებით მეცადინეობისთვისაა, – ჩამ-
ჩურჩულა ვილემმა, – სამკითხველო სოროებს ვეძახით. მე და
სიმი, ძირითადად, აქ მოვდივართ ხოლმე. აქაურობის შესახებ
არც ისე ბევრმა სტუდენტმა იცის.
ვიდრე კარს შეაღებდა, ვილმა რამდენჯერმე მოკლედ დააკა-
კუნა. წინ უფანჯრებო ოთახი გადაგვეშალა, რომელიც იმდენად
პატარა იყო, რომ ადგილი სკამისა და მაგიდისთვისაც კი ძლივს
მოიძებნებოდა.
225 მკითხველთა ლიგა
მაგიდასთან სიმი დაგვხვდა. ლამპის წითელი სინათლე სახეს
არაბუნებრივად უღაჟღაჟებდა. ჩემს დანახვაზე თვალები
გაუფართოვდა.
– ქვო?! აქ რას აკეთებ? – დაზაფრული ვილემს მიუტრიალდა,
– აქ რა უნდა?
– ლორენმა ნება დართო, – დაამშვიდა ვილემმა, – ჩვენს ჭა-
ბუკს რაღაც-რაღაცების წაკითხვა დაავალეს. წიგნებზე პირველ
ნადირობას გეგმავს.
– ვაჰ, გილოცავ! – სიმმა ლამპით მომანათა, – რით დაგეხმა-
რო? აქ ჯდომისგან ლამისაა ჩამომეძინოს, – ხელი წიგნების ჩა-
მონათვალის ჩამოსართმევად გამომიწოდა.
თითით საფეთქელზე მივიკაკუნე.
– ოცი სათაურიც თუ ვერ დავიმახსოვრე, არკანუმში რაღა მე-
საქმება? – ღიმილით ვუთხარი, თუმცა ეს მხოლოდ სანახევროდ
გახლდათ სიმართლე. სრული ჭეშმარიტება ის იყო, რომ ფას-
დაუდებელი ქაღალდის ექვსიოდე ფურცელი შემომრჩენოდა.
თავს ერთი ფურცლის უყაირათოდ გაფლანგვის ფუფუნებას ვე-
ღარ მივცემდი.
სიმმა ჯიბიდან დაჭმუჭნილი ნაგლეჯი და ფანქრის წვერი და-
აძრო.
– სია მჭირდება, – მკაცრად მომმართა, – უზარმაზარი ბალა-
დების გასართობად დაზეპირება ყველას კი არ შეუძლია.
მხრები ავიჩეჩე და სათაურების ჩამოწერას შევუდექი.
– საქმე ალბათ უფრო სწრაფად წაიწევს, თუ ამ ჩამონათვალს
სამად გავინაწილებთ, – წარმოვთქვი.
ვილემმა შემათვალიერა.
– გგონია, მარტო თუ წახვალ, გაივლი, გამოივლი და წიგნებ-
საც ხელად იპოვი? – შეშლილივით გაკრეჭილ სიმს გახედა.
ჰო, აბა რა! მათი აზრით, საცავის არაფერი გამეგებოდა.
ვილსა და სიმს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თითქმის მთე-
226 მკითხველთა ლიგა
ლი ერთი თვის განმავლობაში ღამღამობით არქივში ვიპარებო-
დი ხოლმე.
განა იმიტომ, რომ არ ვენდობოდი? უბრალოდ, სიმს საკუთა-
რი თავის დაღუპვადაც რომ დაჯდომოდა, ტყუილს მაინც ვერ იტ-
ყოდა, ვილი კი მწიგნობრად მუშაობდა. არ მინდოდა, ჩემი
საიდუმლოს შენახვასა და მაგისტრ ლორენის წინაშე აღებულ
ვალდებულებას შორის აღმოჩენილი უსიამოვნო არჩევანის პი-
რისპირ დამეყენებინა.
ამიტომაც გადავწყვიტე, შტერის როლი ბოლომდე მეტვირთა.
– თავს როგორმე გავართმევ, – ვთქვი უზრუნველად, – ასე-
თი რთულიც არ უნდა იყოს.
– არქივში იმდენი წიგნია, – მაჯახა ვილმა, – მხოლოდ სა-
თაურების წაკითხვას რომ მიჰყვე, მთელი თერთმეტეული დაგ-
ჭირდება, – გაჩუმდა და ჯიქურ შემომხედა, – მთელი თერთმე-
ტეული, ჭამისა და ძილის გარეშე.
– მართლა? – დაინტერესდა სიმი, – ამდენი ხანი?
ვილმა თავი დაუქნია.
– ამაში ერთი წლის წინ დავრწმუნდი. წიგნებში ქექვას იმდენ
ხანს ვანდომებდი ხოლმე, მათი მომლოდინე ე’ლირების წუწუ-
ნისგან თავს ვიძვრენდი, – მზერა ისევ მე მომაპყრო, – ზოგ
ხელნაწერს სათაური საერთოდ არ აქვს. წიგნების გარდა გრაგ-
ნილებიცაა. თიხის ფირფიტებიც. თან სხვადასხვა ენაზე.
– თიხის ფირფიტა რაღაა? – ვკითხე.
– თიხისგან გამოძერწილი დაფაა, – ამიხსნა ვილმა, – კა-
ლუპტენას ხანძარს მხოლოდ რამდენიმე გადაურჩა. ზოგის გა-
დაწერა მოასწრეს, მაგრამ ყველასი ვერა.
– საქმეს ავცდით, – შეაწყვეტინა სიმმა, – მთავარი საკითხი
ისაა, ლაშქრობა როგორ დავგეგმოთ.
– აღნუსხვის მიხედვით მივყვეთ, – შესთავაზა ვილმა.

227 მკითხველთა ლიგა


– წლების განმავლობაში რამდენიმე მეთოდი შეიცვალა. ზოგ
მაგისტრს რომელიც ერჩივნა და ზოგს – რომელი, – მოიღუშა, –
ზოგმა საერთოდ წიგნების აღნუსხვის საკუთარი მეთოდიც გა-
მოიგონა.
გამეცინა.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს ამისთვის ძელზე გასმას იმსახუ-
რებენ.
– იმსახურებენ კიდეც, – ჩაიბურდღუნა ვილმა.
– მსგავს წვრილმანზე ასეთ გოდებას არ მოვყვებოდი, –
მკაცრად გახედა სიმმა, – მაგისტრს იმის გამო ვერ დაადანა-
შაულებ, რომ აღნუსხვის საუკეთესო მეთოდის მიგნებას ცდი-
ლობს.
– დავადანაშაულებ, – შეეპასუხა ვილემი, – არქივი
მთლიანად მოუწესრიგებელი რომ იყოს, უსიამოვნო იქნებოდა,
თუმცა ასატანი. მაგრამ უკანასკნელი ორმოცდაათი წლის გან-
მავლობაში უამრავი სხვადასხვა მეთოდი გამოსცადეს, რის გა-
მოც წიგნები შეცდომით აღრიცხეს, სათაურები კი არასწორად
თარგმნეს, – თმაზე ხელი გადაისვა. მოულოდნელად დასევდი-
ანდა, – გარდა ამისა, გამუდმებით ახალ წიგნებს ამატებენ და
მათაც აღნუსხვა სჭირდება. სამკითხველოში ყოველთვის
მოიძებნება ზარმაცი ე’ლირი, რომელიც მისთვის წიგნის ამო-
ქექვას გვთხოვს, რაც მდინარის ფსკერზე ორმოს თხრას
წააგავს.
– შენი ნათქვამიდან დავასკვენი, – შევაპარე ნელა, – რომ
მწიგნობრობაში გატარებული დრო სასიამოვნოდაც მიგაჩნია
და სასარგებლოდაც.
სიმმა პირზე ხელები აიფარა და ჩაიფხუკუნა.
– და აი, თქვენც გამოჩნდით, მეგობრებო, – ვილმა მუქარით
შემომხედა და თითქმის ჩურჩულით განაგრძო, – სტუდენტები,
ვისაც საცავში ჩხრეკის თავისუფლება მიანიჭეს. შემოდიხართ,
228 მკითხველთა ლიგა
წიგნს ნახევრამდე წაიკითხავთ და მერე ისე მალავთ, რომ, თუ
მოგვიანებით დაგჭირდებათ, მხოლოდ თქვენ მიაგნოთ და სხვა
არავინ შეგეცილოთ, – ვილმა ხელი ისე მომუშტა, თითქოს ვი-
ღაცას პერანგის გულისპირში, ან სულაც, ყელში ჩაეჭიდაო, –
მერე თავადვე გავიწყდებათ, სად შეტენეთ და წიგნიც იკარგება
– თითქოს დაწვეს და ფერფლიც გაფანტესო.
ვილმა თითი ჩემკენ გამოიშვირა.
– თუ ოდესმე მსგავს რამეს ჩაიდენ და გამოგიჭერ, – კბილებ-
ში გამოსცრა, – ვერც ერთი ღმერთი ვერ დაგიხსნის.
იმ სამი წიგნის გამო, რომლებიც გამოცდების წინ ვილის მი-
ერ ნახსენები მიზეზით გადავმალე, თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
– გპირდები, – დავამშვიდე, – ასე არასოდეს მოვიქცევი.
ამიერიდან.
სიმი მაგიდას მოშორდა. ხელისგულები მოიქავა.
– კარგი. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ დიდი გაუგებრობა კია,
მაგრამ თუ მხოლოდ ტოლემის ნუსხაში ჩამოთვლილ წიგნებს
მოვძებნით, წესით, სასურველის მიგნებას მაინც შევძლებთ. ახ-
ლა სწორედ ტოლემის სისტემას ვიყენებთ. მე და ვილი გიჩვე-
ნებთ, დავთრებს სადაც ვინახავთ.
– კიდევ რაღაც უნდა გითხრა, – დაამატა ვილმა, – ტოლემის
ნუსხა მთლად ყოვლისმომცველი როდია. ზოგიერთ წიგნს შეიძ-
ლება უფრო ღრმა ძიებაც დასჭირდეს, – კარის გასაღებად მიტ-
რიალდა.

229 მკითხველთა ლიგა


***

აღმოჩნდა, რომ ჩემი სიიდან ტოლემის დავთრებში მხოლოდ


ოთხი წიგნი შეეტანათ. დანარჩენების მოსაძებნად საცავის მო-
წესრიგებული ნაწილიდან ცხვირის გამოყოფა მოგვიწევდა. ვი-
ლი ისე იყო შემართული, ამ სიას პირად გამოწვევად აღიქვამდა.
მისგან არქივის შესახებ უამრავი რამ შევიტყვე; მკვდარ დავ-
თრებშიც წამიყვანა, კიბისქვეშეთშიც და ქვედა ფრთაშიც.
ამდენი ძებნის მიუხედავად, ოთხი საათის შემდეგ, მხოლოდ
შვიდი წიგნის ადგილსამყოფელი შევიტყვეთ. ვილი იმედგაც-
რუებული ჩანდა, მე კი გულითად მადლობას ვწირავდი და ვარ-
წმუნებდი, დამოუკიდებლად ძიების გასაგრძელებლად უკვე ყვე-
ლაფერი ვისწავლე-მეთქი.
მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც კი დროს ვი-
ხელთებდი, არქივში გავრბოდი და ელოდინის წიგნების მოსა-
პოვებლად ვლაშქრობდი. იმაზე მეტად არაფერი მეწადა, გაკვე-
თილს კარგად მომზადებული შევხვედროდი და თავი გამომეჩი-
ნა. გადაწყვეტილი მქონდა, რაც ჩამოგვითვალა, ყველაფერს
წავიკითხავ-მეთქი.
პირველი წიგნი მოგზაურობაზე მოგვითხრობდა და გამიტაცა
კიდეც. მეორე უვარგისი ლექსების კრებულს წააგავდა, მაგრამ
პატარა აღმოჩნდა და თავს კრიჭაშეკრულმა ვაიძულე, ბოლომ-
დე წამეკითხა. კითხვისას დროდადრო ცალ თვალს ვხუჭავდი,
რათა ტვინი ბოლომდე არ გამომლაყებოდა. მესამე რიტორიკუ-
ლი ფილოსოფიის საკმაოდ მძიმე ენით დაწერილი სახელმძღვა-
ნელო გახლდათ.
შემდეგი წიგნი ჩრდილოეთ ატურის მინდვრის ყვავილების
საგულდაგულო აღწერილობას შეიცავდა. მას მოსდევდა დამაბ-
ნეველი სურათებით აჭრელებული ფარიკაობის თვითმასწავლე-

230 მკითხველთა ლიგა


ბელი. იქვე აღმოვაჩინე პოეზიის მეორე წიგნიც, ოღონდ აგური-
ვით სქელი და პირველზე მეტად გულისამრევი.
საათობით ვკითხულობდი და ყველას ბოლო მოვუღე. ის კი
არა, შენიშვნებისა და საყურადღებო ადგილების ჩამოწერას ჩე-
მი ძვირფასი ქაღალდის მარაგის ორი ფურცელიც შევწირე.
მომდევნო ხელნაწერის კარგად აღსაწერად უპრიანი იქნება,
თუ მას „შეშლილის დღიურს“ ვუწოდებ. შეიძლება, სათაურმა მი-
გიზიდოთ კიდეც, მაგრამ ეს წიგნი კი არა, პირველ და უკანას-
კნელ გვერდებს შორის ჩასაფრებული თავის ტკივილი გახ-
ლდათ. ვიღაც ტიპი ამდგარიყო და სიტყვები უწვრილესი
ასოებით გამოეყვანა, მათ შორის დაშორებებზე კი თავიც არ
შეეწუხებინა. არც პარაგრაფები აღენიშნა, არც სასვენ ნიშნებზე
დაეკარგა დრო. გრამატიკასა და მართლწერაზე ხომ საუბარიც
ზედმეტია.
სწორედ მაშინ დავიწყე მიფუჩეჩება. მეორე დღიდან კი, რო-
დესაც მოდეგანურად დაწერილ ორ წიგნს შევეჭიდე, რომლებიც
მარცვლეულის თესლბრუნვის შესახებ დაწერილი ესსეების სე-
რია და ვინტასური მოზაიკის მონოგრაფია აღმოჩნდა, შენიშ-
ვნებზეც ხელი ავიღე.
ეს სია ისეთმა ნაშრომებმა დააგვირგვინა, თვალის ერთი
შევლებითაც საგონებელში რომ ჩავვარდი. ვერაფრით ვხვდე-
ბოდი, რაში დასჭირდა ელოდინს მცირე სამთავროში შემავალი
საბარონოების ორასი წლის წინანდელი საგადასახადო აღრიც-
ხვის ჟურნალის, ყავლაგასული სამედიცინო ტექსტისა და ცუდად
ნათარგმნი მორალიტეს5 წაკითხვა დაევალებინა.
ელოდინის წიგნებისადმი ინტერესი ჩამიცხრა, მაგრამ მათ
ხელში ჩასაგდებად საცავის დალაშქვრა კვლავ მახალისებდა.
დაუსრულებელი კითხვებით რამდენიმე მწიგნობარს თავიც მო-

5
მორალიტე – შუა საუკუნეებში გავრცელებული ზნეობრივ-
დამრიგებლობითი ალეგორიული ხასიათის პიესა.
231 მკითხველთა ლიგა
ვაბეზრე: ვინ იყო თაროების მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი?
სად ინახებოდა ვინტასური სიტყვა-თქმანი? ვის ებარა გრაგნილ-
თა მეოთხე სარდაფის გასაღები? შეკეთებამდე სად მიჰქონდათ
დაგლეჯილი ხელნაწერები?
შედეგად, ცხრამეტი წიგნი ამოვთხარე, ანუ ყველა, En
Temerant Voistra-ს გარდა. ეს უკანასკნელიც იმან როდი იხსნა,
რომ ცდა დავაკელი. ჩემი გათვლებით, მთელი ლაშქრობა ქექ-
ვისა და კითხვის ორმოცდაათ გაფლანგულ საათად დამიჯდა.
ელოდინის შემდეგ ლექციაზე ათი წუთით ადრე მივფრინდი.
მღვდელივით მეამაყებოდა. საგულდაგულოდ ჩაწერილი შენიშ-
ვნებით სავსე ორი ფურცელიც მივიტანე, რათა მაგისტრი ჩემი
მიზანდასახულობითა და გამჭრიახობით მომეხიბლა.
შუადღის ზარამდე შვიდივე სტუდენტი კლასთან ვიყავით.
ოთახის კარი ჩარაზული დაგვხვდა, ამიტომ დერეფანში ვიდე-
ქით და ელოდინს ველოდებოდით.
არქივში ჩვენ-ჩვენი ძიების ამბებზე ვლაყბობდით და ერთმა-
ნეთს ვარაუდებს ვუზიარებდით, თუ რატომ მიიჩნია ელოდინმა
ეს წიგნები აგრერიგ მნიშვნელოვნად. ფელამ, რომელიც წლე-
ბის განმავლობაში მწიგნობრობდა, მხოლოდ ჩვიდმეტი წიგნის
პოვნა შეძლო. En TemerantVoistra-ს არათუ ვერავინ წააწყდა,
მისი ხსენებაც კი არსად იყო.
ელოდინი არც ზარის დარეკვისას გამოჩენილა. კიდევ თხუთ-
მეტწუთიანმა უშედეგო ლოდინმა დამღალა და კარს დავეჯაჯგუ-
რე. თავიდან სახელური არც გატოკებულა, მაგრამ როცა გაწბი-
ლებულმა ღონივრად დავქაჩე, დამყვა დ კარიც შეიღო.
– მეგონა, ჩარაზული იყო, – მოიღრუბლა ინისა.
– უბრალოდ მოუხურავთ, – კარს მივაწექი.
უზარმაზარ ცარიელ დარბაზში შევედით, კიბეს ჩავუყევით და
წინა მერხებისკენ გავემართეთ. ჩვენ წინაშე აღმართულ ფართო

232 მკითხველთა ლიგა


დაფაზე ელოდინის ხელით გამოყვანილი ერთადერთი სიტყვა
დაგვხვდა: იმსჯელეთ.
ადგილებზე მოვეწყვეთ. ელოდინის მობრძანებას ვუცდიდით,
ის კი არსად ჩანდა. ჯერ დაფა შევათვალიერეთ, შემდეგ – ერ-
თმანეთი. დავიბენით. არ ვიცოდით, ჩვენგან რას ითხოვდა.
სხვების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ელოდინის ოინმა
მხოლოდ მე არ გამაწბილა. ორმოცდაათი საათი მისი წყეული,
უსარგებლო ხელნაწერებისთვის სიბნელეში ყვინთვას შევალიე,
ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე, თავად კი რას აკეთებ-
და? რატომ არ იხდიდა თავისას?
მთელი ორი საათი ველოდეთ. ფეხი არავის მოუცვლია. ზან-
ტად ვჭორაობდით და იმედი გვქონდა, ელოდინიც გვეახლებო-
და.
არ გვეახლა.

233 მკითხველთა ლიგა


თავი მეთოთხმეტე
დაფარული ქალაქი

მართალია, ელოდინის წიგნების მოსანადირებლად გამარ-


თულ ლაშქრობაზე დროის ფლანგვით უაღრესად განაწყენებუ-
ლი ვიყავი, მაგრამ კარგი ის იყო, რომ არქივის ძირისძირობამ-
დე შესწავლა მაინც მოვახერხე. გავიგე ყველაზე მნიშვნელოვა-
ნიც – რომ არქივი უბრალოდ წიგნებით სავსე საწყობს კი არ
წარმოადგენდა, არამედ დამოუკიდებელი ქალაქივით იყო თავი-
სი შარაგზებითა და მოსახვევებით, შუკებითა და მოკლეზე გადა-
საჭრელი ბილიკებით.
ნებისმიერი ქალაქის მსგავსად, არქივის რამდენიმე ნაწილ-
შიც სიცოცხლე დუღდა. სამწერლოში ჩარიგებულ სამუშაო მაგი-
დებს მწიგნობრები უსხდნენ და ან თარგმნას ახლიდნენ თავს, ან
მუქი მელნით გაცრეცილი ხელნაწერების ახალ პირთა შექმნაზე
ზრუნავდნენ. სააღრიცხვო დარბაზშიც უწყვეტი ზუზუნი იდგა –
მწიგნობრები წიგნებს არჩევდნენ და თაროებზე ახარისხებდნენ.
მადლობა ღმერთს, რომ საკოდავი ის არ აღმოჩნდა, რაც მე-
გონა. ეს იყო ადგილი, სადაც ახალაღნუსხულ ნაშრომებს თა-
როებზე დამატებამდე დეკონტამინაციას(დეკონტამინაცია –
სხვადასხვა საგნის გაუსნებოვნება ანტისეპტიკური და ასეპტიკუ-
რი საშუალებების გამოყენებით.) უტარებდნენ და კოდს ანიჭებ-
დნენ. როგორც წესი, წიგნებს ნაირგვარი მავნებელი ეტანება,
რომელთაგან ზოგიერთს პერგამენტი და ტყავი უყვარს, ზოგს კი
ქაღალდი ან წებო ურჩევნია. წიგნის ჭიები მათგან ყველაზე უწ-
ყინარი არსებები არიან. ვილემის მიერ მოთხრობილი რამდენი-
მე ამბის შემდეგ ხელების დაბანის მეტზე ვეღარაფერზე ვფიქ-
რობდი.

234 მკითხველთა ლიგა


აღმნუსხავების ბუნაგი, საამკინძაო, საგრაგნილე, საპალიმ-
ფსესტე – ჩუმი, ბეჯითი მწიგნობრებით სავსე ყველა განყოფი-
ლება მოფუთფუთე სკას ჰგავდა.
მათგან განსხვავებით, არქივის ზოგ ნაწილში საქმიანობის
ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით. მაგალითად, შესყიდვების კა-
ბინეტი მომცრო და მუდმივად ჩაბნელებულ ოთახში იყო გან-
თავსებული. ფანჯრიდან ჩანდა, რომ ამ კაბინეტის ერთი კედელი
მთლიანად უზარმაზარ რუკას ეკავა, რომელზეც ქალაქები და
გზები ისე დეტალურად იყო გამოსახული, რომ, მთლიანობაში,
ერთ დიდ, იკლიკანტურ ნაქსოვს წააგავდა. რუკა ალქიმიური
გამჭვირვალე ლაქის თხელი ფენით დაეფარათ, სხვადასხვა ად-
გილას კი ცვილის წითელი ფანქრით სასურველ სახელმძღვანე-
ლოთა სავარაუდო სამყოფელი და წიგნებით მოვაჭრეთა ად-
გილმდებარეობები მოენიშნათ.
სამკითხველო ერთ დიდ სკვერს წააგავდა. აქ ნებისმიერ სტუ-
დენტს შეეძლო, მოსულიყო და თაროებზე ჩამწკრივებული წიგ-
ნები წაეკითხა, ან თხოვნით მიემართა რომელიმე მწიგნობრის-
თვის და ისიც უხალისოდ წაიზლაზნებოდა საცავში, რათა მოთ-
ხოვნილი თუ არა, მსგავსი წიგნი მაინც მოეძებნა.
არქივის ყველაზე დიდი ნაწილი საცავს ეკავა. წიგნები სწო-
რედ იქ ცხოვრობდნენ და ნებისმიერი ქალაქის მსგავსად, საცავ-
საც ჰქონდა კარგი და ცუდი უბნები.
კარგ უბნებში ყველაფერი საგულდაგულოდ იყო დალაგებუ-
ლი და აღრიცხული. ასეთი განყოფილებების დავთრის ჩანაწე-
რები წიგნის ადგილსამყოფელს ისე მარტივად მიგასწავლიდა,
თითქოს პირდაპირ თითით მიგანიშნესო.
ცუდ უბნებში არქივის მივიწყებული, უყურადღებოდ მიგდებუ-
ლი ან უბრალოდ ისეთი სექციები იყო განთავსებული, რომელ-
თა მოწესრიგებასაც მეტისმეტი სირთულის გამო ჯერჯერობით
ხელს ვერავინ ჰკიდებდა. აქ წიგნები ან აღნუსხვის ძველი მეთო-
235 მკითხველთა ლიგა
დების მიხედვით იყო დაწყობილი, ან საერთოდაც გორებად ეყა-
რა.
კედლებად აღმართული თაროები ზოგან ჩამტვრეულკბილე-
ბიან პირისახეს მოგაგონებდათ. ეს ის ადგილები იყო, სადაც
ოდესღაც რომელიღაც მწიგნობრებმა აღნუსხვის ძველი დავ-
თრები გააჩანაგეს და წიგნების იმ დროისთვის მოდური სისტე-
მით გადალაგება განიზრახეს. ოცდაათიოდე წლის წინ მთელი
ორი სართული კარგი უბნიდან ცუდ უბნად იქცა მხოლოდ იმის
გამო, რომ მწიგნობრების მოწინააღმდეგეთა ბანაკმა ლარკინის
წიგნების დავთარი ფერფლად აქცია.
და, რა თქმა უნდა, საცავშივე იყო ოთხფილიანი კარი – ქა-
ლაქის მთავარი საიდუმლოება.
კარგ უბნებში ხეტიალს არაფერი სჯობდა. სასიამოვნო იყო,
წიგნის მოსაძებნად რომ მიდიოდი და ზუსტად იქ გხვდებოდა, სა-
დაც წესით უნდა ყოფილიყო კიდეც. ყველაფერს ადვილად,
მშვიდად და სწრაფად აგვარებდი.
თუმცა, ცუდი უბნები საოცრად მომაჯადოებელი იყო. აქ უამ-
რავ მტვრიან და თითქმის უხმარ წიგნებს წააწყდებოდი. მათში
შეიძლებოდა ისეთი სიტყვები ამოგეკითხა, რომლებსაც თვალი
რამდენიმე ასეული წელი არ მიჰკარებოდა. ნაყარ-ნუყარს შო-
რის ნამდვილი განძი მიმალულიყო.
ინფორმაციას ჩანდრიანებზე სწორედ ასეთ ადგილებში ვე-
ძებდი.
ვეძებდი საათებისა და დღეების განმავლობაში. უნივერსი-
ტეტში ჩემი მოსვლის უმთავრესი მიზეზი სწორედ მათ შესახებ
სიმართლის გარკვევა გახლდათ. ახლა, როცა არქივში იოლად
შეღწევა შემეძლო, დაკარგულ დროს ვინაზღაურებდი.
მაგრამ მრავალსაათიანი ძებნის მიუხედავად, თითქმის ვე-
რაფერი ვიპოვე. საბავშვო მოთხრობების რამდენიმე წიგნში
ჩანდრიანები კი ჩნდებოდნენ, მაგრამ იქ მათი ისეთი უწყინარი
236 მკითხველთა ლიგა
ოინბაზობები იყო მოთხრობილი, როგორიც ღვეზელების მო-
პარვა ან რძის ამჟავებაა. ზოგან მათ ატურულ მორალიტეებში
აღწერილი დემონების მსგავს ენაწყლიანობასაც მიაწერდნენ.
ამ ზღაპრებს შორის რამდენიმე ფაქტსაც წავაწყდი, თუმცა
ისეთი არაფერი შემხვედრია, რაც ჯერ არ ვიცოდი: ჩანდრიანები
დაწყევლილები იყვნენ, მათ სიახლოვეზე კი რამდენიმე ნიშანი
მიუთითებდა: ლურჯი ალი, ლპობა და ჟანგი, სუსხი ჰაერში.
ძებნას ისიც მირთულებდა, რომ დახმარებას ვერავის ვთხოვ-
დი. ხმა რომ გავარდნილიყო, ქვო საბავშვო ისტორიების კით-
ხვით ირთობს თავსო, ჩემს რეპუტაციაზე არც ისე კარგად იმოქ-
მედებდა.
რაც მთავარია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანდრიანები
ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა თავიანთი არსებობის შესახებ
ნებისმიერი ინფორმაცია ამოეძირკვათ. ჩემი დასიც ხომ მხო-
ლოდ იმიტომ ამოწყვიტეს, რომ მამაჩემი მათზე სიმღერას წერ-
და, ტრებონში კი ქორწილის სტუმრები იმის გამო დახოცეს, რომ
რამდენიმე მათგანმა უძველეს ჭურჭელზე გამოსახული მათი სა-
ხეები იხილა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, ჩანდრიანებზე სახალხოდ
ლაპარაკი ბრძნული გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნებო-
და.
სწორედ ამიტომ ვაგრძელებდი ჩემს კვლევას მარტოდმარ-
ტო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩანდრიანების შესახებ რაიმე სა-
სარგებლო წიგნის, ან შინაარსიანი მონოგრაფიის პოვნის იმედი
საბოლოოდ დავკარგე, მაგრამ კითხვას მაინც ვაგრძელებდი იმ
იმედით, რომ სადღაც ჩაკარგული სიმართლის უმცირეს ნამცეცს
მაინც წავაწყდებოდი; თუნდაც ერთ ფაქტს, მინიშნებას, ნებისმი-
ერ რამეს.
თუმცა, საბავშვო ზღაპრები დეტალების სიმდიდრით არ გა-
მოირჩევა და ის რამდენიმე ფაქტიც, რომლებიც მათში აღმოვა-
237 მკითხველთა ლიგა
ჩინე, აშკარად გამოგონილი იყო. სად ცხოვრობდნენ ჩან-
დრიანები? ღრუბლებში, სიზმრებში, ტკბილეულის სასახლეში.
რა იყო მათი ნიშნები? ჭექა-ქუხილი, მთვარის დაბნელება. ერთ
ამბავში ცისარტყელაც კი იყო მოხსენიებული. ნეტა, ვისი დაწე-
რილი იყო? რატომ უნდა შეაშინო ბავშვი ცისარტყელით?
სახელებს უფრო ადვილად ვაწყდებოდი, თუმცა უმეტესად
ისინიც სხვა წყაროებიდან მოეპარათ. თითქმის ყველა მათგანი
„გზის წიგნში“ ან რაღაც პიესებში, ძირითადად, „დეონიკაში“
ნახსენები დემონების სახელებს ემთხვეოდა. ერთ უკიდურესად
ალეგორიულ ამბავში ჩანდრიანებს სახელები ატურის იმპერი-
ისდროინდელი შვიდი ცნობილი იმპერატორის მიხედვით ერ-
ქვათ. სხვა თუ არაფერი, ამის წაკითხვისას სიმწრის სიცილი წამ-
სკდა.
ბოლოს და ბოლოს, მკვდარ დავთრებში ღრმად ჩამარხულ
ერთ თხელ ხელნაწერს წავაწყდი, რომელსაც „საიდუმლოთა
წიგნი“ ერქვა. უცნაური რამ აღმოჩნდა: ბესტიარიუმივით იყო აწ-
ყობილი, თუმცა საბავშვო ენით დაწერილი. წიგნი ნაირნაირი
ზღაპრული არსებების – კაციჭამიების, ტრაუებისა და ნეკერჩხუ-
ლების ილუსტრაციებით იყო სავსე. თითოეულ ჩანაწერს ნახატი
და მოკლე, აზრს მოკლებული ლექსი ახლდა.
რასაკვირველია, „ჩანდრიანები“ ერთადერთი დაუსურათებე-
ლი ჩანაწერი იყო. ნახატის ადგილას ორნამენტებით მოხატული
ცარიელი ფურცელი დაეტოვებინათ. ლექსიც უაღრესად არაფ-
რისმთქმელი იყო:
ზღვას და ხმელეთს მოივლიან, წესადა აქვთ ჩანდრიანებს,
თუმც კვალს არსად დატოვებენ, გულს ნუ დაიდარდიანებთ.
მათთვის ყოველ საიდუმლოს მდუმარება იცავს მკაცრი,
არვის ახსოვს მათგან კბენა, და არც მცირე განაკაწრი.
არც ჩხუბი და არც ყაყანი, რომ ჩვენც მუშტი აგვერჩია,
ვაკვირდებით კარგა ხანი – არც არაფერს არ გვერჩიან.
238 მკითხველთა ლიგა
როგორც მეხი მოწმენდილზე, ღრუბელმა რომ გადმოფინა,
გაჩნდებიან, გაქრებიან, ისე, თითქოს არც ყოფილან.6
მართალია ასეთი რაღაცის წაკითხვა გამაღიზიანებელი იყო,
ერთი რამ მაინც აშკარა გახდა – დანარჩენი სამყაროსთვის ჩან-
დრიანების ამბები უბრალოდ ბავშვური ზღაპრები იყო, ისეთივე,
როგორც მაჩანჩალებისა და რქაეულების ისტორიებია.
რა თქმა უნდა, მე ამაზე მეტი ვიცოდი. ისინი საკუთარი თვა-
ლით დავინახე. შავთვალება ფერფლს დაველაპარაკე. ჩრდი-
ლის მანტიაში გახვეული ჰალიაქსი ვიხილე.
ასე რომ, ჩემი უნაყოფო ძიება გავაგრძელე. მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რას ფიქრობდა დანარჩენი სამყარო. მე სიმართლე ვი-
ცოდი, ფარ-ხმლის ადვილად დაყრა კი არასოდეს მჩვეოდა.

6
თარგმნა სალომე ბენიძემ.
239 მკითხველთა ლიგა
***

ახალი სემესტრის რიტმში ჩავები. უწინდელივით გაკვეთი-


ლებს ვესწრებოდი და ანკერთან ვუკრავდი. თუმცა, ყველაზე
დიდ დროს მაინც არქივში ვატარებდი. იქ აღმოჩენას იმდენი ხა-
ნი ვნატრობდი, ახლა მის კარში თავისუფლად შესვლა რომ შე-
მეძლო, დაუჯერებლად მეჩვენებოდა.
არქივში ყოფნის სიამოვნებას ისიც კი ვერ მიფუჭებდა, რომ
ჩანდრიანებზე რაიმე აზრიანის პოვნის მცდელობაში მარცხს
მარცხზე განვიცდიდი. ძებნისას გონება სხვა საინტერესო წიგნე-
ბით სულ უფრო მეტად მეფანტებოდა: მცენარეთა გამოსახულე-
ბებით მორთული ხელნაწერი სამედიცინო ბალახების შესახებ,
ოთხპიესიანი წიგნი, რომლის შესახებაც მანამდე არ მსმენოდა,
ჰევრედ ფრთხილის უკიდურესად წარმტაცი ბიოგრაფია.
მთელ ნაშუადღევებს სამკითხველო სოროებში ვატარებდი,
არც საჭმელად გამოვდიოდი და აღარც მეგობრებს ვაქცევდი ყუ-
რადღებას. ბევრჯერ მომხდარა, რომ ვიდრე მწიგნობრები არქი-
ვის კარს მეორე დილამდე ჩარაზავდნენ, არქივიდან გამოსული
უკანასკნელი სტუდენტი სწორედ მე ვიყავი. ნებადართული რომ
ყოფილიყო, დასაძინებლადაც იქ დავრჩებოდი.
ზოგჯერ, როდესაც ზედმეტად გადატვირთული გრაფიკის გა-
მო საკითხავად დიდი დრო არ მქონდა, საცავში გაკვეთილებს
შორის, მხოლოდ რამდენიმე წუთით შევისეირნებდი ხოლმე.
მონიჭებული თავისუფლებით ისეთი თავბრუდახვეული ვიყა-
ვი, რომ მრავალი დღის განმავლობაში მდინარის გადაღმა, იმ-
რესკენ ნაბიჯიც არ გადამიდგამს.
როდესაც „რუხ კაცში“ დავბრუნდი, თან ძველი პერგამენტის
ნაგლეჯისგან დამზადებული სავიზიტო ბარათი წავიღე. ვიფიქ-
რე, დენნას მოეწონება-მეთქი, მაგრამ „რუხი კაცის“ აბეზარმა
კარისკაცმა მომახსენა, რომ ბარათს ვერ გადასცემდა. აღარ,
240 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდა ქალბატონი აქ აღარ ცხოვრობს. ვერა, შეტყობინე-
ბას ვერ გადასცემს. არა, არ იცის, სად წავიდა.

241 მკითხველთა ლიგა


თავი მეთხუთმეტე
საინტერესო ფაქტი

ელოდინმა სალექციო დარბაზში თითქმის ერთი საათის დაგ-


ვიანებით შემოალაჯა. ტანსაცმელზე ბალახის მწვანე ლაქები ეტ-
ყობოდა, თმაში კი რამდენიმე გამხმარი ფოთოლი აბურდვოდა.
იღიმოდა.
დღეს მხოლოდ ექვსნი ვუცდიდით. ჯარეტი ბოლო ორ ლექ-
ციაზე აღარ გამოჩენილა. გაუჩინარებამდე გაკეთებული გეს-
ლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, ეჭვი მქონდა, რომ საერ-
თოდ აღარ დაბრუნდებოდა.
– აბა! – დაიყვირა ელოდინმა შესავლის გარეშე, – რამე მით-
ხარით!
ეს ჩვენი დროის ფუჭად გასაფლანგად ელოდინის მიერ შემუ-
შავებული ახალი მეთოდი იყო. ყოველი ლექციის დასაწყისში
გვთხოვდა, რამე ისეთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგვეთ-
ხრო, რაც მანამდე არ სმენოდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ თავად
ელოდინი წყვეტდა, რა იყო საინტერესო და რა არა. თუ შენ მიერ
მოყვანილი პირველი ფაქტი არ მოეწონებოდა ან უკვე იცოდა,
სხვას მოგთხოვდა, შემდეგ კიდევ სხვას და ასე გრძელდებოდა,
ვიდრე მის მოსაწონ რამეს არ გაიხსენებდი.
ხელი ბრიანისკენ გაიშვირა.
– დაიწყე!
– ობობებს წყალქვეშ სუნთქვა შეუძლიათ, – მარდად წა-
მოიძახა გოგონამ. ელოდინმა თავი დააქნია.
– კარგია, – ჩაილაპარაკა და ფენტონს გახედა.
– ვინტასის სამხრეთით ერთი მდინარეა, რომელიც უკუმი-
მართულებით მიედინება, – თქვა ფენტონმა, – მლაშეწყლიანი

242 მკითხველთა ლიგა


მდინარეა და სენთის ზღვიდან ხმელეთის სიღრმისკენ მიემარ-
თება.
ელოდინმა თავი გააქნია.
– ეგ უკვე ვიცი.
ფენტონმა ფურცლის ნაგლეჯს დახედა.
– იმპერატორმა ვენტორანმა ერთხელ კანონი დააწესა...
– უინტერესოა, – შეაწყვეტინა ელოდინმა.
– თუ ორ ლიტრზე მეტ ზღვის წყალს დალევ, ამოარწყევ? –
იკითხა ფენტონმა.
ელოდინმა ტუჩები შეფიქრიანებულად დაგრიხა, თითქოს
ცდილობს, ჭამისას კბილებში გაჩხერილი ხრტილი გამოიღოსო,
შემდეგ კი კმაყოფილების ნიშნად თავი დააქნია.
– კარგია, – თქვა და ხელი ურეშისკენ გაიშვირა.
– უსასრულობა შეგიძლია უსასრულოჯერ გაყო და მიღებული
ნაწილები მაინც უსასრულოდ დიდი იქნება, – თქვა ურეშმა თა-
ვისი უცნაური, ლენატური აქცენტით, – მაგრამ თუ სასრულ
რიცხვს უსასრულოჯერ გაყოფ, მიღებული ნაწილები სასრულად
მცირე იქნება. რადგან ისინი სასრულად მცირეა, მაგრამ მათი
რაოდენობა უსასრულოა, თუ ისევ ერთად შეკრებ, მათი ჯამი
უსასრულო იქნება. გამოდის, რომ ფაქტობრივად ნებისმიერი
რიცხვი უსასრულოა.
– ვაა, – აღმოხდა ელოდინს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
ლენატელ კაცს თითის ქნევით მიმართა, – ურეშ, შენი შემდეგი
დავალებაა, სექსით დაკავდე. თუ არ იცი, როგორ მოიქცე, ლექ-
ციის შემდეგ მნახე, – მაგისტრი ინისასკენ მიტრიალდა.
– ილიელებს დამწერლობა არასდროს ჰქონიათ, – თქვა გო-
გომ.
– არ არის სიმართლე, – იუარა ელოდინმა, – კვანძების სის-
ტემას იყენებდნენ, – ხელებით რთული მოძრაობა გააკეთა,
თითქოს რაღაცას გრეხსო, – რასაც იმაზე ადრე აკეთებდნენ,
243 მკითხველთა ლიგა
ვიდრე ჩვენ ცხვრის ტყავზე პიქტოგრამების ხატვას დავიწყებ-
დით.
– მე არ მითქვამს, რომ სიტყვების გადაცემის საშუალება არ
ჰქონდათ, – ჩაიბუტბუტა ინისამ, – დამწერლობა-მეთქი.
ელოდინმა მოახერხა და ამ ფაქტისადმი მთელი თავისი უინ-
ტერესო დამოკიდებულება უბრალო მხრების აჩეჩვით გამოხა-
ტა.
ინისამ შეუბღვირა.
– კარგი. სცერიაში ბინადრობს ძაღლის ჯიში, რომელიც ნა-
შიერებს რუდიმენტული პენისიდან ბადებს.
– ვაა, – აღმოხდა ელოდინს, – ჰოო, კარგია, – ფელას ანიშ-
ნა.
– ოთხმოცი წლის წინ მედიკაში აღმოაჩინეს თვალებიდან კა-
ტარაქტის მოცილების მეთოდი, – თქვა ფელამ.
– ეგ უკვე ვიცი, – უპასუხა ელოდინმა და ხელი აიქნია.
– დამამთავრებინეთ, – არ დაიხია ფელამ, – ამ მიგნების წყა-
ლობით მხედველობის აღდგენა შესაძლებელი გახდა დაბადები-
დან უსინათლო ადამიანებისთვისაც.
ელოდინმა დაინტერესების ნიშნად ნიკაპი ოდნავ გამოსწია.
ფელამ გააგრძელა.
– როდესაც მხედველობა დაუბრუნდათ, პირველ რიგში,
სხვადასხვა საგნები აჩვენეს. მაგიდაზე დააწყვეს ბურთი, კუბი
და პირამიდა, – ფელამ ხელებით ჰაერში ფიგურები მოხაზა, –
შემდეგ მკურნალებმა ჰკითხეს, რომელი საგანი იყო მრგვალი.
ფელამ მეტი ეფექტისთვის ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და
ყველას თვალი მოგვავლო.
– შეხედვით ვერავინ უპასუხა, მათ შეხება სჭირდებოდათ.
მხოლოდ შეხების შემდეგ მიხვდნენ, რომ ბურთი იყო მრგვალი.
ელოდინმა თავი უკან გადასწია და გაიცინა.
– მართლა? – შეეკითხა ფელას. გოგომ თავი დაუქნია.
244 მკითხველთა ლიგა
– ფელამ გაიმარჯვა! – დაიყვირა ელოდინმა და ხელები ზე-
მოთ აღმართა, შემდეგ ერთი ხელი ჯიბისკენ გაიქანა, რაღაც ყა-
ვისფერი და წაგრძელებული ფორმის საგანი ამოიღო და ფელას
ხელებში ჩაუტენა.
ფელამ საგანს ინტერესით შეხედა. ასკლეპიის პარკი იყო.
– ჯერ ქვოს არ უთქვამს, – წარმოთქვა ბრიანმა.
– აზრი არ აქვს, – მყისვე მოგვახალა ელოდინმა, – ქვო საინ-
ტერესო ფაქტებში მოიკოჭლებს.
უმაყოფილების გამოსახატად, რაც შემეძლო, ხმამაღლა და-
ვიზმუვლე.
– კარგი, – უკან დაიხია ელოდინმა, – თქვი, რა მოამზადე.
– ადემის ჯარისკაცები იდუმალ ხელოვნება ლეთანის ფლო-
ბენ, – დავიწყე მე, – სწორედ ესაა მათი საბრძოლო ძალის
საიდუმლო.
ელოდინმა თავი გვერდით გადახარა.
– მართლა? რას გულისხმობს ეს ხელოვნება?
– მე რა ვიცი, – ვუპასუხე ქარაფშუტულად, მინდოდა გამებ-
რაზებინა, – ხომ გითხარით, რომ საიდუმლოა.
ელოდინი ცოტა ხანს ჩაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია.
– არა. საინტერესო კია, მაგრამ ფაქტი არაა. იგივენაირად
შეგიძლია თქვა, რომ კელდელი მევახშეები საიდუმლო ხელოვ-
ნება ფინანსებს ფლობენ და სწორედ მისი წყალობით არიან ასე-
თი შესაშური ბანკირები. შინაარსი აკლია, – მომლოდინედ შე-
მომაცქერდა.
ვცადე, კიდევ რამე მომეფიქრებინა, მაგრამ ვერ ვახერხდებ-
დი. თავი ზღაპრებითა და ჩანდრიანების შესახებ მოძიებული
ფუჭი ინფორმაციით მქონდა გამოტენილი.
– ხედავ? – ელოდინი ბრიანს მიუტრიალდა, – ხომ გითხარი,
მოიკოჭლებს-მეთქი

245 მკითხველთა ლიგა


– უბრალოდ არ ვიცი, ასეთ რაღაცაზე დროს რატომ ვფლან-
გავთ, – მივახალე მაგისტრს.
– უკეთეს საქმეს სცდები?
– დიახ! – ავფეთქდი მე, – ათასი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი
საქმე მაქვს! მაგალითად, ქარის სახელის სწავლა.
ელოდინმა თითი ასწია და სცადა, ჭკვიანური პოზა მიეღო,
თუმცა თმაში გარჭობილი ფოთლების გამო, ეს არც ისე კარგად
გამოუვიდა.
– მცირე ფაქტებს დიდ ცოდნამდე მივყავართ, – წაიმღერა, –
ისევე, როგორც პატარა სახელებს მივყავართ დიდ სახელებამ-
დე.
ხელი ხელს შემოჰკრა და თითების სრესა დაიწყო.
– აბა, ფელა! გახსენი შენი ჯილდო და ქვოს ის გაკვეთილი ჩა-
ვუტაროთ, ასე ძალიან რომ ესწრაფვის.
ფელამ ასკლეპიის პარკს გარსი შემოაცალა. ბამბის ქულასა-
ვით ფუმფულა თესლი მუჭში ჩაეპნა.
მაგისტრმა მესახელემ ანიშნა, ჰაერში აყარეო. ფელამ თხოვ-
ნა შეასრულა და ფუმფულა შიგთავსი ჯერ სალექციო დარბაზის
ჭერისკენ აფარფატდა, შემდეგ ნარნარით უკან, იატაკისკენ და-
ეშვა.
– ჯანდაბა, – წამოიძახა ელოდინმა. იატაკზე მიმოფანტული
თესლის მარცვლები მოაგროვა და ხელები ღონივრად იმდენ
ხანს იქნია, ვიდრე მთელი ოთახი ჰაერში მოფარფატე ასკლეპი-
ის თივთიკივით ნაზი თესლით არ გაივსო.
ამის შემდეგ მაგისტრი ოთახში აქეთ-იქით სირბილსა და მათ
დევნას მოჰყვა. ცდილობდა, ჰაერში, რაც შეიძლება, მეტი თეს-
ლი დაეჭირა. სკამებზე ძვრებოდა, ლექტორის ფიცარნაგი შემო-
ირბინა და ოთახის წინა ნაწილში მაგიდაზეც კი შეხტა.
მთელი ეს ხანი თესლის ხელში მოგდებას ცდილობდა. თავი-
დან ცალი ხელით სცადა. წარუმატებლობის შემდეგ ტაშის კვრა-
246 მკითხველთა ლიგა
ზე გადავიდა, თითქოს ჩრჩილს დასდევსო. როცა ასეც არაფერი
გამოუვიდა, მათ ორ მუჭს შორის გამოჭერა მოინდომა, როგორც
ბავშვი ცდილობს ხოლმე ციცინათელას ხელებს შორის მომ-
წყვდევას.
თუმცა, ერთი თესლიც კი ვერ დაიჭირა. რაც დრო გადიოდა,
მით უფრო შმაგდებოდა, უფრო სწრაფად დარბოდა და ხელებს
გავეშებული იქნევდა. ასე გაგრძელდა მთელი ერთი წუთი. ორი,
ხუთი, ათი წუთი.
შეიძლებოდა, ლექციის ბოლომდე ასე გაგრძელებულიყო,
მაგრამ საბოლოოდ სკამს წამოედო, წაფორხილდა, ქვის იატაკ-
ზე დაენარცხა, შარვალი გაეხა და მუხლიდან სისხლი წამოუვი-
და.
იატაკზე დაჯდა, ფეხზე ხელები წაივლო და მრისხანე გინების
ისეთი კორიანტელი დააყენა, როგორიც ცხოვრებაში არ მსმე-
ნოდა. ყვიროდა, ღრიალებდა და იფურთხებოდა. სულ მცირე,
რვა სხვადასხვა ენაზე ილანძღებოდა და მაშინაც კი, როცა მისი
ნათქვამის შინაარსი არ მესმოდა, მათი ჟღერადობა გულ-
მუცელს მიტრიალებდა და თმას ყალყზე მიყენებდა. ისეთ რაღა-
ცებს გაჰყვიროდა, რომ ოფლმა დამასხა და ლამის ღებინება და-
მაწყებინა. ამბობდა სიტყვებს, რომელთა წარმოთქმა საერთოდ
შესაძლებელი თუ იყო, არც კი ვიცოდი.
ალბათ, ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ მორიგი ბრა-
ზიანი შესუნთქვისას ასკლეპიას ერთ-ერთი მოფარფატე თესლი
პირში შეუფრინდა, ხველა აუტყდა და სული შეეხუთა.
საბოლოოდ, როგორც იქნა, თესლი გადმოაფურთხა და
ამოისუნთქა. წამოდგა და სალექციო დარბაზიდან კოჭლობით,
სიტყვის უთქმელად გავიდა.
ეს დღე სულაც არ იყო მაგისტრ ელოდინის ლექციებს შორის
გამორჩეულად უცნაური.

247 მკითხველთა ლიგა


***

ელოდინის ლექციის შემდეგ ანკერთან მოკრძალებული


ლანჩი მივირთვი, შემდეგ მედიკაში სამორიგეოდ გადავინაც-
ვლე და ჩემზე გამოცდილ ელ’თებს ვაკვირდებოდი, ვიდრე ისინი
პაციენტებს იღებდნენ, დიაგნოზს უსვამდნენ და მკურნალობ-
დნენ. დენნას პოვნის იმედით, მედიკადან მდინარის გაღმა გა-
დავინაცვლე. უკვე ზედიზედ მესამე დღე იყო, რაც იმრეში გადავ-
დიოდი, მაგრამ ნათელი, მზიანი დღე იდგა და არქივში გატარე-
ბული მრავალი საათის შემდეგ, ცოტა მუხლის გაშლა არ მაწყენ-
და.
თავიდან „ეოლიანთან“ შევჩერდი, თუმცა ვიცოდი, რომ დენ-
ნა ასე ადრიანად არ მოვიდოდა. სტანჩიონსა და დეოჰს გავესა-
უბრე. შემდეგ კიდევ რამდენიმე ისეთ ფუნდუკში გადავინაცვლე,
სადაც დენნა შიგადაშიგ შეივლიდა ხოლმე: „კათხები“, „კასრი
და ფუთა“ და „ძაღლი და სახლი“. ვერსად ვიპოვე.
ფოთლებშემოძარცვული ხეებით სავსე რამდენიმე სკვერიც
შემოვიარე. სადაც კი მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია
დავლანდე, თავი ყველგან შევრგე. ბარბითებს ვათვალიერებდი
და თან იქ მყოფებს ვეკითხებოდი, ლამაზი, შავთმიანი გოგონა
ხომ არ შეემჩნიათ, რომელიც არფას კითხულობდა. არავის ენა-
ხა.
ამასობაში შემომაღამდა. ისევ „ეოლიანში“ შევედი და ხალხს
შევერიე. დენნა კვლავ არსად ჩანდა, სამაგიეროდ, გრაფ ტრეპს
გადავეყარე. წამოსვლამდე ცოტა დავლიეთ და რამდენიმე სიმ-
ღერასაც მოვუსმინეთ.
მოსასხამი მხრებზე კარგად მოვირგე და უნივერსიტეტისკენ
დავიძარი. იმრეს ქუჩებში, რამდენიმე საათისწინანდელთან შე-
დარებით, ხალხი მომრავლებულიყო და, სუსხის მიუხედავად,
ქალაქში მაინც საზეიმო განწყობა სუფევდა. ფუნდუკებისა და
248 მკითხველთა ლიგა
თეატრების შესასვლელებიდან ათობით სხვადასხვა მელოდია
იღვრებოდა. რესტორნებსა და საგამოფენო დარბაზებში ჯგუფ-
ჯგუფად შედი-გამოდიოდნენ.
უეცრად ზუზუნში ხმამაღალი სიცილი გაისმა. ამ სიცილს ყვე-
ლასგან გამოვარჩევდი. დენნა იყო. მის ხმას საკუთარი ხელის
თითებივით ვცნობდი.
მივტრიალდი და სახეზე ღიმილი გადამეფინა. ყოველთვის
ასე ხდებოდა – ზუსტად მაშინ ვპოულობდი, როცა იმედი საბო-
ლოოდ გადამეწურებოდა ხოლმე.
ქაოტურ ბრბოში გაფანტული სახეები სწრაფად მოვათვა-
ლიერე და დენნა ადვილად ვიპოვე. პატარა კაფეს შესასვლელ-
თან იდგა და მუქი ლურჯი ხავერდის გრძელი კაბა ეცვა.
მისკენ ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ მალევე შევჩერდი. დავინა-
ხე, რომ ეტლის გამოღებულ კარს იქით მდგომ ტიპს ელაპარაკე-
ბოდა. დენნას თანმხლებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ მისი თავის
ზედა ნაწილი მოჩანდა. ქუდი ეხურა, რომელშიც გრძელი, თეთ-
რი ბუმბული იყო გარჭობილი.
მომდევნო წამს დავინახე, როგორ დახურა ეტლის კარი ამ-
ბროზიმ. დენნას ფართო, მომხიბლავი ღიმილით გაუღიმა და
რაღაც უთხრა, რაზეც გოგონამ გულიანად გაიცინა. ამბროზის
ქურთუკის ოქროსფერ ქსოვილზე ლამპიონის სინათლე ლიც-
ლიცებდა, მისი ხელთათმანები კი ისეთივე მუქი იისფერი იყო,
როგორიც ჩექმები. ეს თვალისმომჭრელი ფერი მას საერთოდ
არ უხდებოდა.
ვიდრე წყვილს გახევებული ვუთვალთვალებდი, კინაღამ ორ-
ცხენიანი ეტლი დამეჯახა. ასე რომ მომხდარიყო, მეეტლეს ვე-
რავინ გაამტყუნებდა – შუა გზაზე ვიდექი. იმანაც ერთი შეიკურ-
თხა და მათრახიც გადამაწნა. ოდნავ კეფაზე მომხვდა, თუმცა
არც კი მიგრძნია.

249 მკითხველთა ლიგა


წელში გავსწორდი და თავი ზუსტად მაშინ ავწიე, როდესაც
ამბროზი დენნას ხელზე კოცნიდა. შემდეგ მკლავი დახვეწილი
მოძრაობით გაუწოდა და კაფეში ერთად შევიდნენ.

250 მკითხველთა ლიგა


თავი მეთექვსმეტე
უთქმელი შიში

იმრეში ამბროზისა და დენნას ერთად დანახვის შემდეგ გან-


წყობა გამიფუჭდა. უნივერსიტეტისკენ მიმავალს გზად მათზე
ფიქრი არ მშორდებოდა. ნუთუ ამბროზი ამასაც განზრახ აკეთებ-
და? ერთმანეთს როგორ შეხვდნენ?
რაზე ფიქრობდა დენნა?
თითქმის უძილო ღამის შემდეგ ვცადე, მათზე აღარ მეფიქრა
და ისევ არქივის სიღრმეებში ჩავყვინთე. წიგნები ქალის მაგივ-
რობას ნაკლებად ასრულებენ, თუმცა მათი პოვნა უფრო ადვი-
ლია. გულის გადაყოლებას არქივის ბნელ კუთხეებში ჩან-
დრიანებზე ნადირობით ვცდილობდი. თვალების წვამდე და გო-
ნების დაბინდვამდე ვკითხულობდი.
თითქმის მთელი თერთმეტეული ისე გავიდა, რომ ლექციებზე
სიარულისა და არქივში ძრომიალის გარდა არაფერი მიკეთე-
ბია. ჩემი ტანჯვის სანაცვლოდ მხოლოდ მტვრით სავსე ფილტვე-
ბი, სიმპათიის ლამპის სინათლეზე საათობით კითხვისგან ატკი-
ვებული თავი და გილეის დავთრების გაცრეცილი გვერდების
დაბალ მაგიდაზე გაუთავებელი ფურცვლისგან დაჭიმული ზურგი
მივიღე.
ერთგან ჩანდრიანები გაკვრით ეხსენებინათ. ეს იყო მერვედი
ფორმატის ხელნაწერი სათაურით „ხალხური რწმენების ქუაინ-
ტე ჩომპენდიუმ“. ჩემი ვარაუდით, ორასი წლის წინანდელი მა-
ინც იქნებოდა.
წიგნი დამწყები ისტორიკოსის მიერ ვინტასში შეგროვებული
გადმოცემებისა და ცრურწმენების კრებულს წარმოადგენდა.
„ჩვეულებრივი დრაკუსი და მისი საქორწინო ზნე-
ჩვეულებანისგან“ განსხვავებით, ეს წიგნი ამ რწმენების არც

251 მკითხველთა ლიგა


დამტკიცებას ცდილობდა და არც უარყოფას. ავტორმა ეს ამბები
უბრალოდ ერთად შეკრიბა, მოაწესრიგა და ადგილ-ადგილ მოკ-
ლე კომენტარებიც დაურთო იმის შესახებ, თუ რით განხვავდე-
ბოდა სხვადასხვა რეგიონთა თქმულებები.
ეს შთამბეჭდავი ტომი აშკარად მრავალწლიანი კვლევის შე-
დეგი გახლდათ. ოთხი თავი დემონებს ეძღვნებოდა, სამი – ფე-
რიულ არსებებს, აქედან ერთი მთლიანად ფელურიანის ამბებს
მოგვითხრობდა. ავტორს რამდენიმე გვერდი მაჩანჩალების-
თვის, ტრაუებისა და გლეჯიებისთვისაც დაეთმო. ასევე ჩაეწერა
სიმღერები რუხ ქალბატონებსა და თეთრ მხედრებზე. ვრცელ
სექციაში მოთხრობილი იყო მიწისქვეშა დრაუგების შესახებ,
მთელი ექვსი თავი კი ხალხური მაგიისთვის მიეძღვნა: მეჭეჭე-
ბის მკურნალობის რვა მეთოდი, მკვდრებთან საუბრის თორმეტი
ხერხი, ოცდაორი სასიყვარულო ელექსირი...
ჩანდრიანების შესახებ ჩანაწერს სულ ნახევარი გვერდი ეკა-
ვა:
ჩანდრიანების თაობაზედ ბევრი არაფერია სათქმელი. მათ
შესახებ ყველამ იცის, მათზე სიმღერებს ყოველი ბალღი ღიღი-
ნებს. თუმცა, გლეხობა მათი ამბების მოყოლას უჟმურივით გა-
ურბის.
ერთი მცირეოდენი კათხა ლუდის სანაცვლოდ ნებისმიერი
ფერმერი მთელი ორი საათი გებაასებათ ნეკერჩხულებზედ, მაგ-
რამ ჩანდრიანების ხსენებისთანავე პირს შინაბერას უკანალი-
ვით მჭიდროდ მოკუმავს, რკინას შეეხება და სკამს უკან გააჩო-
ჩებს.
ფერიულებზე საუბარი ბევრს ავის მომასწავებელ ნიშნად მი-
აჩნია, თუმცა ხალხი მათზე ალაგ-ალაგ მაინც ლაპარაკობს. ჩან-
დრიანების შემთხვევაში რა არის ასეთი განსხვავებული, არ მო-
მეხსენება. ერთმა შეზარხოშებულმა დაბაღმა(დაბაღი – ტყავის
გამოყვანის ოსტატი.) ჰილსბროს ქალაქში ძლივს გასაგონად
252 მკითხველთა ლიგა
წამჩურჩულა: „თუ მათზე ილაპარაკებ, მოგაკითხავენ“. როგორც
ჩანს, უბრალო ხალხშიდ მათ მიმართ უთქმელი შიშია გამჯდარი.
ჰოდა, მიწევს დავწერო ის, რაც მისხალ-მისხალ მომიკრეფია
და რაც ისედაც ყველამ იცის, არაფერი განსაკუთრებული. ჩან-
დრიანებად სხვადასხვა რაოდენობის მეომრებისგან შემდგარ
ჯგუფს უხმობენ (სახელიდან უფრო სავარაუდოა, რომ შვიდნი იყ-
ვნენ). უეცრად ჩნდებიან და გაურკვეველი მიზეზით სხვადასხვა
ავკაცობას სჩადიან.
მათ გამოჩენას ზოგიერთი ნიშანი მოასწავებს, მაგრამ ამ ნიშ-
ნებზედ ყველა ვერ თანხმდება. უპირატესად, ლურჯ ალს ასახე-
ლებენ, მაგრამ ასევე მსმენია ღვინის დაძმარება, დაბრმავება,
მოსავლის კვდომა, უდროო ქარიშხლები, მუცლის მოშლა და
ცაზე მზის დაბნელება.
დასასრულ, მათი კვლევა-ძიება ერთობ იმედის გამაცრუებე-
ლი და უსარგებლო საქმე აღმოჩნდა.
წიგნი დავხურე. „იმედის გამაცრუებელი და უსარგებლო“ –
როგორი ნაცნობი სიტყვები იყო.
ყველაზე ცუდი ის კი არ იყო, რომ რაც წავიკითხე, ყველაფე-
რი უკვე ისედაც ვიცოდი, არამედ ის, რომ ასზე მეტი საათის გან-
მავლობაში ჩატარებული ძიების შედეგად ეს გახლდათ საუკე-
თესო, რისი მოპოვებაც შევძელი.

253 მკითხველთა ლიგა


თავი მეჩვიდმეტე
ანტრაქტი – როლები

ქვომ ხელის აწევით ანიშნა და მემატიანემაც კალამი ფურ-


ცელს მოაცილა.
– ცოტა ხნით შევჩერდეთ, – მიმართა ქვომ და თავი ფანჯრის-
კენ გააქნია, – გზაზე მომავალ კობს ვხედავ.
ქვო ადგა და წინსაფარი ჩამოიბერტყა.
– მგონი აჯობებს, თუ თქვენ ორნი დროს იხელთებთ და გა-
ნეწყობით, – ქვომ მზერა მემატიანეს მიაპყრო, – ისე გამოიყუ-
რები, თითქოს ახლახან რაღაც მიჰქარე.
ქვომ ნელი ნაბიჯით დახლს უკან გადაინაცვლა.
– თუმცა სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არაფერი მიგიქა-
რავს. უბრალოდ მოწყენილი მემატიანე ხარ, რომელიც სამუშა-
ოს ელოდება. სწორედ ამიტომაც გაქვს შენი ავლა-დიდება ამო-
ლაგებული. ნატრობ, რომ ამ მიყრუებულ ქალაქში უცხენოდ არ
იყო ჩარჩენილი. მაგრამ აქ ხარ გამოკეტილი და ცდილობ, დრო
უქმად არ დაკარგო, ამ მდგომარეობიდანაც ნახო სარგებელი.
ბასტი გაიკრიჭა.
– ჰეჰეე! მეც მომეცი, რა, რამე როლი!
– შენი ძლიერი მხარეები წარმოაჩინე, ბასტ, – უპასუხა ქვომ,
– ჩვენს ერთადერთ კლიენტთან ერთად სვამ, რადგან ისეთი
უგერგილო და უქნარა ხარ, შენთვის მინდვრად დახმარების
თხოვნას აზრადაც არავინ გაივლებს.
ბასტმა კიდევ უფრო მეტი კბილი გამოაჩინა.
– მეც მოწყენილი ვარ?
– ბასტ, რა თქმა უნდა. აბა, აქ სხვა რა უნდა აკეთო? – ტილო
დაკეცა და დახლზე დადო, – მე კი, ჩემი მხრივ, იმდენად დაკავე-
ბული ვარ, რომ მოსაწყენად არ მცალია. აქეთ-იქით დავფუსფუ-

254 მკითხველთა ლიგა


სებ და იმ ასობით წვრილმან საკითხს ვაგვარებ, რომელიცფუნ-
დუკის შეუფერხებელი მუშაობისთვისაა საჭირო.
ქვომ ორივე თანამოსაუბრეს შეხედა.
– მემატიანევ, სკამის საზურგეს მიეყრდენი. ბასტ, თუ ღრეჭას
არ მოეშვები, ჩვენს მეგობარს სამი მღვდლისა და მეწისქვილის
ქალიშვილის ამბავი მაინც მოუყევი.
ბასტის ღიმილი ყურებამდე გაიხა.
– ეგ ძაან მაგარი ისტორიაა.
– აბა, ყველამ იცის თავისი როლი? – ქვომ დახლიდან ტილო
აიღო და სამზარეულოში გასვლამდე გამოაცხადა.
– სცენის მარცხენა ნაწილი. შემოდის ბებერი კობი.
კარს მიღმა, ფიცარნაგზე, ფეხსაცმლის ბრაგუნის ხმა გაისმა,
ერთი წამის შემდეგ კი „შარაქვაში“ შეშფოთებულსახიანმა ბე-
ბერმა კობმა შემოალაჯა. ჯერ იმ მაგიდას შეავლო თვალი, რო-
მელთანაც გაკრეჭილი ბასტი ხელების ქნევით რაღაც ამბავს
ჰყვებოდა, შემდეგ კი ბარისკენ დაიძრა.
– ჰეი! ქოუთ, აქ ხარ?
მცირე ხანში სამზარეულოდან გამომავალი მეფუნდუკე გა-
მოჩნდა, რომელიც სველ ხელებს წინსაფარზე იწმენდდა.
– კობს გაუმარჯოს. რით შემიძლია გემსახურო?
– გრემმა ჩემთან ოუენსების ბიჭი გამოგზავნა, – ქოთქოთით
დაიწყო კობმა, – შენ მაინც თუ იცი, აქ რატომ ვარ ნაცვლად იმი-
სა, რომ შვრიას ვეზიდებოდე?
ქოუთმა თავი გააქნია.
– მეგონა, დღეს მურიონებს ეხმარებოდა ხორბლის აღებაში.
– წყეული ჩერჩეტი, – ჩაიბუტბუტა კობმა, – ამაღამ წვიმას ვე-
ლოდებით, მე კი აქ დავყუდებულვარ, როცა მინდორში შვრიის
გამომშრალი ძნები მელოდება.

255 მკითხველთა ლიგა


– რახან მაინც აქ ხარ, – მეფუნდუკემ სტუმრის გახალისება
სცადა, – შემიძლია ცოტაოდენი სიდრი შემოგთავაზო. სულ ცინ-
ცხალია, დღეს დილით გამოვწურე.
მოხუცის დაღლილ სახეზე გაღიზიანებული გამოხედვა ოდნავ
შერბილდა.
– რახან მაინც ველოდები, ერთი კათხა სიდრი ახლა მისწრე-
ბა იქნება.
ქოუთი უკანა ოთახში გავიდა და თიხის დოქით დაბრუნდა.
შემოსასვლელთან ამჯერად უკვე რამდენიმე ადამიანის ფეხსაც-
მლის ბაკუნი გაისმა. კარში ჯერ გრემმა შემოაბიჯა, მის უკან კი
ჯეიკი, კარტერი და მჭედლის შეგირდი შემოლაგდნენ.
კობი მიტრიალდა და ახალშემოსულებს მიაშტერდა.
– ასეთი მნიშვნელოვანი რა ჯანდაბა ხდება, ამ დილაადრიან
ქალაქში რომ შემომათრიეთ? – მკაცრად იკითხა მოხუცმა, –
დღე იწურება, მე კიდე...
უეცრად მემატიანისა და ბასტის მაგიდიდან ისეთი ხარხარი
გაისმა, რომ ყველა მათკენ მიტრიალდა. ლოყებაწითლებულ მე-
მატიანეს ცალი ხელი პირზე აეფარებინა და ცდილობდა, სიცი-
ლი შეეკავებინა. ბასტიც იცინოდა და ხელს მაგიდაზე ატყაპუნებ-
და.
გრემი დანარჩენებს ბარისკენ გაუძღვა.
– როგორც გავიგე, კარტერი და ბიჭი ორისონებს ბაზარზე
ცხვრის წაყვანაში ეხმარებიან, – წარმოთქვა გრემმა, – ბედნის-
კენ გაგიწევიათ, ხომ?
კარტერი და მჭედლის შეგირდი თავის დაქნევით დაეთან-
ხმნენ.
– გასაგებია, – მოხუცმა საკუთარ ხელებს დახედა, – ესე იგი,
დაკრძალვას ვერ დაესწრებით.

256 მკითხველთა ლიგა


კარტერმა დამწუხრებით დაუქნია თავი, აარონს კი სახეზე
მკვდრისფერი დაედო. დანარჩენებს გადახედა, თუმცა ყველა
მშვიდი სახით იდგა და მოხუც ფერმერს შესცქეროდა.
– კარგია, – თქვა კობმა ბოლოს და გრემს შეხედა, – კარგია,
რომ შეგვკრიბე, – ამ დროს ყმაწვილის სახეს მოჰკრა თვალი და
ჩაიფრუტუნა, – ბიჭო, ისე გამოიყურები, თითქოს ახლახან საკუ-
თარი კატა მოკალი. ცხვარი ბაზრამდეა მისარეკი და მორჩა.
შეპმა ეს კარგად იცოდა და თქვენზე აუგს არ იფიქრებდა.
მჭედლის შეგირდს ზურგზე დაუტყაპუნა.
– მასთან წესისამებრ გამოთხოვებისთვის ერთი კარგად დავ-
ლიოთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. რაც ამაღამ ეკლესიაში მოხ-
დება, უბრალოდ მღვდლის ბჟუტურია და მეტი არაფერი. გამომ-
შვიდობება ჩვენ უკეთ ვიცით, – კობი მეფუნდუკეს მიუბრუნდა, –
ქოუთ, მისი საყვარელი სასმელი ჩამოგვისხი.
კობს სიტყვა დასრულებულიც არ ჰქონდა, მეფუნდუკე უკვე
საქმეს რომ შედგომოდა – ხის კათხები გადმოელაგებინა და
დახლსუკან მდგარი მომცრო კასრიდან მუქი ყავისფერი ლუდით
ავსებდა.
ბებერმა კობმა კათხა ასწია და დანარჩენებმაც მიბაძეს.
– შეპის ხსოვნა იყოს.
პირველი გრემმა დაიწყო.
– ერთხელ, ბავშვობაში, ჩვენ ორნი სანადიროდ ვიყავით. ნა-
დირობისას ფეხი მოვიტეხე. ვუთხარი, გაიქეცი და საშველად
ვინმეს უხმე-მეთქი, მაგრამ ცოცხალი თავით არ დამტოვა,
არაფრისგან პატარა მარხილი შეაკოწიწა და ქალაქამდე მთელი
გზა მარტომ მათრია.
ყველამ შესვა.
– ჩემი ქალი მან გამაცნო, – გააგრძელა ჯეიკმა, – არც კი
მახსოვს, ამისთვის ნორმალური მადლობა გადავუხადე თუ არა.
ყველამ შესვა.
257 მკითხველთა ლიგა
– როდესაც კრუპი მჭირდა, მოსანახულებლად ყოველდღე
მოდიოდა, – თქვა კარტერმა, – ასე ბევრი არ იქცეოდა. თავისი
ცოლის გაკეთებული წვნიანიც მოჰქონდა.
ყველამ შესვა.
– აქ პირველად რომ ჩამოვედი, ძალიან კარგად მექცეოდა, –
გაიხსენა მჭედლის შეგირდმა, – ხუმრობებს მიყვებოდა ხოლმე.
ერთხელ ურიკის თვლები მომიტანა შესაკეთებლად და მე უარე-
სად გავაფუჭე, მას კი ბატონი კალებისთვის არც კი უთქვამს, –
ნერწყვი გადაყლაპა და დანარჩენებს თვალი მოავლო, – მარ-
თლა ძალიან მომწონდა.
ყველამ შესვა.
– ყველა ჩვენგანზე მამაცი იყო, – თქვა კობმა, – წუხელ პირ-
ველმა გაურჭო დანა იმ არსებას. ნორმალური ადამიანი რომ
ყოფილიყო, შეპის დარტყმული იქვე მიასიკვდილებდა.
კობს ხმაში კანკალი შეეპარა და უცებ ისეთი მოტეხილი და
დაღლილი გამოჩნდა, რომ წამიერად თავისი ასაკის შესაფერი-
სი გარეგნობაც კი მიიღო.
– თუმცა, ასე არ მომხდარა. მამაცი ხალხისთვის არც ისე
კარგი დროება დგას, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებდა სულის სიმ-
ტკიცეს. ნეტავი მე ვყოფილიყავი მისნაირი გულადი და იმ ურ-
ჩხულს მე მოვეკალი, ის კი ახლა შინ მჯდარიყო და ახალგაზრდა
ცოლთან ალერსში გაელია ცხოვრება.
დანარჩენები ბუტბუტით გამოეხმაურნენ და კათხები ბოლომ-
დე ჩაცალეს. ვიდრე სასმისს დახლზე დადგამდა, გრემმა ერთი-
ორჯერ ჩაახველა.
– არ ვიცოდი, რა მეთქვა, – ჩაილაპარაკა მჭედლის შეგირ-
დმა. გრემმა ზურგზე ხელი დაჰკრა და გაუღიმა.
– რაც თქვი, კარგად თქვი.
მეფუნდუკემ ჩაახველა და მზერა ყველამ მას მიაპყრო.

258 მკითხველთა ლიგა


– იმედია, არამკითხედ არ ჩამთვლით, – დაიწყო ქოუთმა, –
ჩემთვის ისეთივე ახლობელი არ იყო, როგორც თქვენთვის, ამი-
ტომ პირველ სადღეგრძელოში არ ჩავერიე, მაგრამ, მგონი, საკ-
მარისად ვიცნობდი იმისთვის, რომ მეორე გავბედო.
წინსაფრის ზონრებს ისე აწვალებდა, თითქოს დარცხვენილს
ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ხმა ამოიღოს თუ გაჩუმება არჩიოსო.
– ვიცი, რომ ჯერ თითქმის დილაა, მაგრამ მინდა, შეპის სა-
ხელზე თითო სირჩა ვისკიზე დაგპატიჟოთ.
თანხმობის მანიშნებელი ზუზუნი გაისმა. მეფუნდუკემ დახ-
ლის ქვემოდან ჭიქები ამოალაგა და შევსება დაიწყო, თუმცა არა
ვისკის ბოთლიდან. წითელთმიანმა სასმელი ბარის უკან, ერთ-
ერთ კუთხეში მიდგმული მოზრდილი კასრიდან ჩამოასხა. კას-
რის ვისკის ერთი გადაკვრა ერთი პენი ღირდა, ამიტომ ჭიქები
ყველამ ციმციმ ასწია.
– აბა, რა სადღეგრძელოა? – იკითხა გრემმა.
– ამ წამპალი წელიწადის დასრულებას გაუმარჯოს? – შესთა-
ვაზა ჯეიკმა.
– ეგ რანაირი სადღეგრძელოა, – შეუბღვირა ბებერმა კობმა.
– მეფის სადღეგრძელო? – იკითხა აარონმა.
– არა, – წარმოთქვა მეფუნდუკემ უჩვეულოდ მტკიცე ხმით და
ჭიქა ასწია, – იმ ძველ მეგობრებს გაუმარჯოს, რომლებიც იმაზე
უკეთეს ხვედრს იმსახურებდნენ, ვიდრე ერგოთ.
ბარის მეორე მხარეს ჩამომსხდარი კაცები უტყვად დაეთან-
ხმნენ და სასმისები გამოცალეს.
– დიადო ღმერთებო, შესანიშნავი გირჩაა, – ოდნავ აცრემ-
ლებული თვალებით შეაქო კობმა, – ნამდვილი ჯენტლმენი ხარ,
ქოუთ. მიხარია, რომ გიცნობ.
მჭედლის შეგირდმა თავისი სირჩა დახლზე დადო, თუმცა
სასმისი იმწამსვე გადაყირავდა და გაგორდა. ბიჭმა ჭიქას კი-
დემდე მიგორება არ აცადა, დროულად წაავლო ხელი, გადმო-
259 მკითხველთა ლიგა
ატრიალა და მის მომრგვალებულ ძირს დაეჭვებული მზერით
მიაჩერდა.
დაბნეული ბიჭის დანახვაზე ჯეიკმა ფერმერისთვის შესაფერი-
სად გადაიხარხარა, კარტერმა კი ჭკუა იხმარა, ჭიქა ამოაყირავა
და ბარზე ისე დადო.
– რანიშში როგორაა არ ვიცი, მაგრამ აქ სწორედ ამ მიზეზით
ვეძახით გირჩას, – უთხრა კარტერმა მჭედლის შეგირდს.
დაბნეულმა ბიჭმა დანარჩენებს მიბაძა და ჭიქა დახლზე დაამ-
ხო. მეფუნდუკემ ბიჭს გასამხნევებლად გაუღიმა, შემდეგ კი ჭი-
ქები წამოკრიფა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
– მაშ, კარგი, – ცოცხლად წამოიძახა ბებერმა კობმა და ხე-
ლები მოისრისა, – როდესაც თქვენ ორნი ბედნიდან დაბრუნდე-
ბით, ერთ საღამოს მთლიანად ამ საქმეს დავუთმობთ, მაგრამ
ამინდი მე არ დამელოდება და ეჭვი არ მეპარება, ორისონებსაც
ერთი სული აქვთ, გზას როდის გაუდგებიან.
„შარაქვიდან“ სტუმრების გახვეტისთანავე სამზარეულოდან
ქვო გამოჩნდა და ბასტისა და მემატიანის მაგიდას დაუბრუნდა.
– შეპი მომწონდა, – წყნარად თქვა ბასტმა, – შეიძლება კობი
ცოტა ჭირვეული და ენამყრალი ბებერია, მაგრამ თითქმის ყო-
ველთვის იცის, რასაც ამბობს.
– კობმა იმის ნახევარიც არ იცის, რაც ჰგონია, რომ იცის, –
არ დაეთანხმა ქვო, – წუხელ ყველანი შენ გადაგვარჩინე. შენ
რომ არა, ის არსება ფუნდუკში მყოფებს ისე დაგვსხიპავდა, რო-
გორც ფერმერი – ხორბლის ღეროებს.
– მთლად ეგრეც არაა, რეში, – წყენაშერეული ხმით შეეპასუ-
ხა ბასტი, – შენც შეაჩერებდი. ეს შეგიძლია.
მეფუნდუკემ მხოლოდ მხრების აჩეჩვით უპასუხა, თითქოს კა-
მათის გაგრძელება აღარ უნდოდა. ბასტს პირი სიბრაზისგან
მტკიცედ მოეკუმა და თვალები დავიწროებოდა.

260 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ მაინც, – დაძაბულობის განსამუხტად საუბარში მე-
მატიანე ჩაერია, – კობი მართალი იყო. შეპი მამაცურად მოიქცა,
უნდა აღიარო.
– არა, – არ დაეთანხმა ქვო, – კობი იმაში იყო მართალი,
რომ მამაცი ხალხისთვის არც ისე კარგი დროება დგას, – მემა-
ტიანეს ანიშნა, კალამი აიღეო, – მაგრამ მეც ვისურვებდი, უფრო
მამაცი ვყოფილიყავი, ის კი ახლა შინ მჯდარიყო და ახალგაზ-
რდა ცოლთან ალერსში გაელია ცხოვრება.

261 მკითხველთა ლიგა


თავი მეთვრამეტე
ღვინო და სისხლი

საბოლოოდ, არქივთან მხურვალე ჩახუტებისგან ვილმა და


სიმმა დამიხსნეს. ჩემი დიდი წინააღმდეგობისა და გინების
მიუხედავად, საკუთარ განაჩენს არ გადაუხვიეს და იმრესკენ მი-
მავალ ქარიან გზას ერთად დავადექით.
„ეოლიანს“ ვეწვიეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანებული
ბუხრის სიახლოვეს ისეთი მაგიდა ავიღეთ, რომ სცენაც კარგად
დაგვენახა და ზურგებიც გაგვეთბო. ერთი-ორი ჭიქის შემდეგ
ვიგრძენი, რომ წიგნებისკენ ლტოლვა ყრუ ტკივილამდე მინავ-
ლდა. დრო საუბარსა და ბანქოს თამაშში გაგვყავდა და თანდა-
თან განწყობაც გამომიკეთდა იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი,
ამბროზის მკლავზე ჩამოკიდებული დენნა ახლა სადღაც სხვაგან
ერთობოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ, გამთბარი და ძილმორეული,
სკამზე მისვენებული ვიჯექი და ვილისა და სიმის ჩხუბს ვუსმენდი
იმის თაობაზე, მოდეგის მეფეთმეფე რეალური მმართველი იყო
თუ ტახტი ფორმალურად ეკავა. უკვე თითქმის მეძინა, როდესაც
ჩვენს მაგიდაზე ბოთლის დახეთქებისა და ღვინის ჭიქების წკრი-
ალმა გამომაფხიზლა.
მაგიდასთან დენნა იდგა.
– ისე მოიქეცით, – გვითხრა ხმადაბლა, – ვითომ მელოდე-
ბოდით და ნაწყენები ხართ, რომ დავიგვიანე.
თვლემისგან გაბრუებულმა სკამზე გამართულად დაჯდომა
და გამოფხიზლება ვცადე. გამოწვევას პირველი სიმი აჰყვა.
– უკვე ერთი საათია გელოდებით, – უსაყვედურა დენნას და
სიბრაზისგან დაბღვერილი სახე მიიღო. მაგიდაზე ორი თითი და-

262 მკითხველთა ლიგა


არტყა, – არ გეგონოს, რომ ჩემთვის სასმლის ყიდვით გამოძ-
ვრები. ბოდიშს მოვითხოვ.
– მთლად ჩემი ბრალი არაა, – თქვა თავით ფეხამდე დარ-
ცხვენილმა დენნამ. მიტრიალდა და ბარისკენ მიგვანიშნა.
მეც გავიხედე. მეშინოდა, რომ იქ ამბროზი იდგებოდა თავისი
წყეული ქუდით და თავდაჯერებული გამომხედავდა, მაგრამ
ბართან მხოლოდ სიმელოტეშეპარული კელდელი კაცი იდგა.
თავი უცნურად დაგვიკრა – ვერ გაიგებდი, გვესალმებოდა თუ
ბოდიშს გვიხდიდა.
სიმმა მასაც შეუბღვირა, შემდეგ დენნას მიუბრუნდა და ჩემ
პირდაპირ ცარიელი სკამისკენ უხალისოდ მიანიშნა.
– კარგი. ახლა „კუთხეებს“ ვთამაშობთ თუ რას ვაპირებთ?
დენნა სკამზე დაეხეთქა, ზურგით დარბაზისკენ, შემდეგ გად-
მოიხარა და სიმონს შუბლზე აკოცა.
– ბრწყინვალე იყავი, – თქვა გოგომ.
– მეც ვიბღვირებოდი, – იწყინა ვილემმა.
დენნამ ბოთლი გაუცურა.
– ჰოდა, მაგისთვის, შეგიძლია ღვინო ჩამოასხა, – დენნამ
ყველა ჩვენგანის წინ ჭიქები დაალაგა, – საჩუქარია ჩემი ჯიუტი
თაყვანისმცემლისგან, – გაღიზიანების ნიშნად ამოიხვნეშა, –
გამუდმებით უნდათ, რაღაცით დაგასაჩუქრონ, – ცნობისმოყვა-
რე მზერით შემომხედა, – რაღაც საეჭვოდ ჩუმად ხარ.
სახე ხელებით დავიზილე.
– დღეს შენს ნახვას არ ველოდი. ლამის შუა ძილში დამადე-
ქი.
ვილემმა ღია ვარდისფერი ღვინო ჩამოასხა და ჭიქები ჩამოგ-
ვირიგა, ამასობაში კი დენნა ბოთლის თავსახურზე ამოტვიფ-
რულ წარწერას აკვირდებოდა.
– ცერბეორი, – ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა, – არც კი
ვიცი, ნორმალური ვინტაჟური ღვინოა თუ არა.
263 მკითხველთა ლიგა
– არც ისე ვინტაჟურია, – სასხვათაშორისოდ უპასუხა სიმმა,
– ცერბეორი ატურული ღვინოა, არადა, მეცნიერულად თუ ვიმ-
სჯელებთ, მხოლოდ ვინტასური ღვინო შეიძლება იყოს ვინტაჟუ-
რი, – ღვინო მოწრუპა.
– მართლა? – გავიკვირვე და საკუთარ ჭიქას დავხედე.
სიმმა თავი დამიქნია
– ამ სიტყვას ძალიან ხშირად იყენებენ არასწორად.
დენნამაც მოსვა და მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
– თუმცა, მაინც კარგი ღვინოა. ის ისევ ბართან დგას?
– კი, – ვუპასუხე გახედვის გარეშე.
– ძალიან კარგი, – დენნამ გაიღიმა, – ეს ნიშნავს, რომ ცოტა
ხანს კიდევ მოგიწევთ ჩემი ატანა.
– „კუთხეები“ გითამაშია? – ჰკითხა დაიმედებულმა სიმმა.
– სამწუხაროდ, არა, – უპასუხა დენნამ, – მაგრამ სწრაფად
ვითვისებ.
სიმმა ვილისა და ჩემი დახმარებით წესები აუხსნა. დენნამ
რამდენიმე აზრიანი კითხვა დასვა და დაგვარწმუნა, რომ თამა-
შის ძირითად არსს ჩასწვდა. გამიხარდა. ვინაიდან მაგიდაზე ჩემ
პირდაპირ იჯდა, ესე იგი, ჩემი მეწყვილე იქნებოდა.
– ჩვეულებრივ, რამდენზე თამაშობთ ხოლმე? – იკითხა დენ-
ნამ.
– გააჩნია, – უპასუხა ვილმა, – ფსონს ხან თითო ხელზე ჩა-
მოვდივართ, ხან მთლიან პარტიაზე.
– მაშინ პარტიაზე ვითამაშოთ, – გადაწყვიტა დენნამ, – რამ-
დენი გაწყობთ?
– შეგვიძლია ერთი საცდელი პარტია ისე ვითამაშოთ, – შეს-
თავაზა სიმმა და შუბლიდან თმა გადაიყარა, – რადგან დამწყები
ხარ და რამე.
დენნას თვალები დაუვიწროვდა.

264 მკითხველთა ლიგა


– განსაკუთრებული მოპყრობა არ მჭირდება, – ჯიბეში ხელი
ჩაიყო და მაგიდაზე მონეტა დადო, – ერთი ჯოთი თქვენთვის მე-
ტისმეტი ხომ არაა, ბიჭებო?
ჩემთვის მეტისმეტი იყო. განსაკუთრებით ისეთ მეწყვილეს-
თან თამაშისას, რომელსაც წესები სულ ახლახან ესწავლა.
– ამ ორთან ფრთხილად იყავი, – ვცადე დენნას გაფრთხილე-
ბა, – ყველას ტყავის გაძრობამდე ეთამაშებიან.
– სინამდვილეში, – არ დამეთანხმა ვილემი, – სხვების ტყავი
არაფერში მჭირდება, ამიტომ ფულზე ვთამაშობ, – საფულე კარ-
გად მოქექა, საჭირო მონეტა იპოვა და მაგიდაზე დაახეთქა, –
საცდელი თამაშის მომხრე ვარ, მაგრამ თუ ამ იდეას შეურაც-
ხყოფად იღებს, არ დავინდობ და ყველაფერს წავართმევ, რასაც
კი მაგიდაზე დადებს.
დენნა გაიკრიჭა.
– ძალიან მგავხარ, ვილ.
პირველმა ხელმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. დენნამ ერთი
არასწორი სვლა კი გააკეთა, მაგრამ მოგებას ისედაც ვერ შევ-
ძლებდით – დარიგებისას არ გაგვიმართლა. მეორე ხელში დენ-
ნამ უკვე ფსონის დადებისას დაუშვა შეცდომა. როდესაც სიმმა
შეუსწორა, აღელდა და კიდევ უფრო მეტს ჩამოვიდა. შემდეგ
შემთხვევით ბანქოს ქაღალდი დროზე ადრე გამოაჩინა. ეს დიდი
შეცდომა არ იყო, მაგრამ ვალეტი გული გამოუჩნდა და ყველა
მიხვდა, რასაც გეგმავდა. ეს თავადაც გაიაზრა და გავიგონე,
როგორ ჩაიბუტბუტა ქალბატონისთვის ძალიან შეუფერებელი
სიტყვები.
ვილი და სიმი დანაპირებს არ ღალატობდნენ და სიტუაციით
დაუნდობლად სარგებლობდნენ. მე ჩემი სუსტი ბანქოთი ბევრი
არაფერი შემეძლო, უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი, დენნა კი-
დევ ორჯერ როგორ გააცურეს და მშიერი მგლებივით კუთხეში
მიიმწყვდიეს.
265 მკითხველთა ლიგა
თუმცა, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. დენნამ ჯერ უჭრელი
ბანქოთი შეუტია, შემდეგ კი მეფე გულს ჩამოვიდა, რაც უაზრო-
ბად მომეჩვენა – მანამდე ხომ ვალეტის გათამაშება სცადა. მაგ-
რამ შემდეგ ტუზიც გამოაჩინა.
უცებ მივხვდი, რომ მისი უხეირო სვლები, სინამდვილეში, ვი-
ლისა და სიმის დასაბნევად გამიზნული წინასწარ გათვლილი
ნაბიჯები იყო. ეს იქამდე არ შევიმჩნიე, ვიდრე ცოტა ხანში თა-
ვადვე არ მიხვდნენ, რაზეც სიცილი ამიტყდა.
– რა გაცინებს, – მითხრა დენნამ, – შენც გაგაცურე. ვალეტი
რომ გამოვაჩინე, ისეთი სახე გქონდა, თითქოს სადაცაა გული
აერევაო, – პირზე ხელი აიფარა და თვალებგაფართოებულმა
უმწეო გამოხედვა მიიღო, – ო, ღმერთო, „კუთხეები“ არასდროს
მითამაშია, მასწავლით? მართალია, რომ ზოგჯერ ფულზეც თა-
მაშობენ?
დენნამ მაგიდაზე კიდევ ერთი ბანქოს ქაღალდი დააგდო და
დარიგება წაიღო.
– წესით, უნდა გიხაროდეთ, რომ მხოლოდ ერთ პარტიაში გა-
გასილაქეთ იმის ნაცვლად, რომ მთელი საღამოს განმავლობა-
ში გამეტყავებინეთ, რასაც ნამდვილად იმსახურებდით.
დარჩენილი ხელი დაუნდობლად მიიყვანა ბოლომდე და იმ-
დენად წინ გავიჭერით, რომ პარტიის დასრულებამდე უკვე ყვე-
ლაფერი გარკვეული იყო. ამის შემდეგ დენნას არც ერთი ჩამოს-
ვლა აღარ გაუცუდებია და ისეთი ეშმაკური ტაქტიკით თამაშობ-
და, რომ მანე მასთან შედარებით უნიათო ჯაგლაგად ჩანდა.
– კარგი ჭკუის სასწავლებელი იყო, – თქვა ვილმა და დენნას-
კენ ჯოთი გააცურა, – ცოტა ხანს ალბათ ჭრილობების ალოკვა
მომიწევს.
დენნამ სადღეგრძელოსთვის ჭიქა ასწია.
– განათლებულთა მიამიტობას გაუმარჯოს, – ჭიქა სამივეს
მოგვიჭახუნა და გადაჰკრა.
266 მკითხველთა ლიგა
– დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ, – თქვა დენნამ, – თით-
ქმის ორი თერთმეტეულია, გეძებთ.
– ვითომ რატომ? – ჰკითხა სიმმა.
დენნამ ვილს და სიმს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– თქვენ ორიც უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ, არა? აი, იმ
განსაკუთრებული უნივერსიტეტის, სადაც მაგიას ასწავლიან.
– კი, სტუდენტები ვართ, – მიუგო სიმმა, – ტვინი არკანული
საიდუმლოებებით გვაქვს გამოტენილი.
– ისეთ ბნელ ძალებს ვეჩხირკედელავებით, რომლებთან მი-
კარებაც არც ისე უსაფრთხოა, – უდარდელად დაამატა ვილმა.
– სხვათა შორის, არკანუმი ჰქვია, – ჩავერიე მეც.
უეცრად დასერიოზულებულმა დენნამ თავი დაგვიქნია და წინ
გადმოიხარა.
– თქვენ სამმა, ალბათ, ყველა საიდუმლო იცით, – თვალი
მოგვავლო, – მითხარით, როგორ მუშაობს?
– რა? – ვკითხე.
– მაგია, – დამიზუსტა დენნამ, – ნამდვილი მაგია.
ვილმა, სიმმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ.
– რთული ასახსნელია, – წარმოვთქვი მე.
დენნამ მხრები აიჩეჩა და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო.
– დრო თავზე საყრელად მაქვს და ძალიან მჭირდება იმის გა-
გება, როგორ მუშაობს. რამე წაიჯადოქრეთ.
სამივე უხერხულად ავწრიალდით. დენნამ გაიცინა.
– წესით, ამის გაკეთება არ შეგვიძლია, – კვლავ ვცადე შეწი-
ნააღმდეგება.
– რატომ? – უკან არ იხევდა დენნა, – რამე კოსმოსურ ძა-
ლებს გააღიზიანებთ?
– კონეტაბლებს გავაღიზიანებთ, – ვუპასუხე, – ასეთი რაღა-
ცების მიმართ აქ არც ისე კეთილგანწყობილნი არიან.

267 მკითხველთა ლიგა


– დიდად არც მაგისტრებს სიამოვნებთ, – დაამატა ვილმა, –
უნივერსიტეტის რეპუტაციას ძალიან უფრთხილდებიან.
– ოოჰ, კარგით რა, – არ ისვენებდა დენნა, – გავიგე, რომ
ჩვენმა ქვომ რაღაც დემონური ქარი გამოიხმო, – თითით კარის-
კენ მიანიშნა, – აქვე, ეზოში.
ნუთუ ამბროზიმ უთხრა?
– უბრალო ქარი იყო, – ვთქვი მე, – დემონები არაფერ
შუაშია.
– ამისთვის გაროზგეს კიდეც, – შენიშნა ვილმა.
დენნამ ისე შეხედა, თითქოს ვერ გაუგია, იხუმრა თუ არაო,
შემდეგ მხრები აიჩეჩა.
– რა თქმა უნდა, არ მინდა, ვინმეს შარში გავაყოფინო თავი,
– თქვა დაუფარავი თვალთმაქცობით, – მაგრამ საშინელი ცნო-
ბისმოყვარეობა მაწუხებს და თან რაღაც საიდუმლოებებიც
მაქვს, რომლებიც შემიძლია, საპასუხოდ გაგიზიაროთ.
სიმი წამოენთო.
– რა საიდუმლოებები?
– ქალთა მოდგმის უამრავი და უდიდესი საიდუმლოებანი, –
თქვა ღიმილით, – რამდენიმე ისეთი ოინი ვიცი, რაც მშვენიერ
სქესთან წარმატებას მოგიტანთ.
სიმი ვილისკენ გადაიხარა და ხმამაღლა, ჩვენ გასაგონად
წაუჩურჩულა:
– რა თქვა, წარმატებაო?
ვილმა თითი ჯერ საკუთარ მკერდზე მიიდო, შემდეგ ვილს
მიაჭირა.
– მე წარმატება, შენ – წარბმატება.
დენნამ ცალი წარბი ასწია, თავი გვერდით გადახარა და მომ-
ლოდინედ შემოგვაცქერდა.
უხერხულად ჩავახველე.

268 მკითხველთა ლიგა


– არკანუმის საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარებას
გვიშლიან. მთლად უნივერსიტეტის კანონებს არ ეწინააღმდეგე-
ბა, მაგრამ...
– როგორ არა, – შემაწყვეტინა სიმონმა და ბოდიშის ნიშნად
შემომხედა, – რამდენიმე კანონს ეწინააღმდეგება.
დენნამ ხმამაღლა ამოიოხრა და მაღალ ჭერს მიაცქერდა.
– ასეც ვფიქრობდი. მხოლოდ ბევრი ლაპარაკი იცით.
აღიარეთ, რომ ნაღების კარაქად ქცევაც კი არ შეგიძლიათ.
– დანამდვილებით ვიცი, რომ სიმს შეუძლია ნაღების კარა-
ქად ქცევა, – ვუპასუხე მე, – უბრალოდ, ამის გაკეთება სიზარმა-
ცის გამო არ უყვარს.
– ჩემთვის მაგიის სწავლებას არ გთხოვთ, – არ თმობდა დენ-
ნა, – უბრალოდ იმის გაგება მინდა, როგორ მუშაობს.
სიმმა ვილს შეხედა.
– „უნებართვო გათქმაში“ არ ჯდება ხო?
– „უკანონო გამჟღავნებაში“, – მოიღუშა ვილი.
დენნა შეთქმულივით გადმოიხარა და იდაყვებით მაგიდას
დაეყრდნო.
– მისმინეთ, – დაიწყო გოგომ, – დამატებით ყველაზე განსა-
კუთრებული, აქამდე არნახული სასმელის საღამოს მოგიწყობთ.
აქაურმა ბარმენმა ცოტა ხნის წინ სარდაფში ერთი მტვრიანი
ბოთლი აღმოაჩინა. უბრალოდ კელდელ მეფეთა ჩინებული
შალდური კი არაა, მეროვანია.
ვილემს გამოხედვა არ შეცვლია, თუმცა მუქი თვალები
აუციმციმდა.
თითქმის ცარიელ დარბაზს თვალი მოვავლე.
– დღეს ორდონია და არც ისე ბევრი ხალხია. თუ ჩუმად ვი-
ლაპარაკებთ, წესით, პრობლემები არ შეგვექმნება, – დანარჩენ
ორს გადავხედე.
სიმი თავისი ბავშვური ღიმილით გაკრეჭილიყო.
269 მკითხველთა ლიგა
– ჭკვიანურია. საიდუმლო საიდუმლოს სანაცვლოდ.
– თუ ნამდვილად მეროვანია, – დაამატა ვილემმა, – თანახმა
ვარ, მაგისტრების გრძნობების მცირედი შეურაცხყოფის რისკზე
წავიდე.
– მაშ, კარგი, – თქვა დენნამ ფართო ღიმილით, – თქვენ და-
იწყეთ.
სიმი წინ გადმოიხარა.
– ალბათ ყველაზე მარტივად ასახსნელი სიმპათიაა, – თქვა
და გაჩუმდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, საუბარი როგორ გაეგ-
რძელებინა. მე წავეხმარე.
– ხომ იცი, როგორ შეგიძლია ბაგირისა და ჯალამბრის გამო-
ყენებით ისეთი სიმძიმის აწევა, რომელსაც ხელით ვერ დაძლევ?
დენნამ თავი დამიქნია.
– სიმპათია იგივეს გაკეთების საშუალებას გვაძლევს, – გა-
ვაგრძელე ახსნა, – ოღონდ თოკების მომქანცველი ქაჩვის გა-
რეშე.
ვილემმა რკინის ორი დრაბი მაგიდაზე დაყარა და გადაბმა
ჩაიბუტბუტა. მარჯვენა მონეტა თითით გასწია. მაშინვე მეორე
მონეტაც გასრიალდა და ზუსტად იგივე მოძრაობა გაიმეორა.
ამის დანახვაზე დენნას თვალები გაუფართოვდა. მართალია,
გაკვირვებისგან პირი არ დაუღია, მაგრამ ცხვირით ერთი ხან-
გრძლივი ამოსუნთქვა კი ამოუშვა. მაშინღა დავფიქრდი, რომ
ასეთი რამ, ალბათ, მანამდე არასდროს ენახა. სწავლაში ჩაფ-
ლულს ადვილად შეიძლება დაგავიწყდეს, რომ სულ რაღაც რამ-
დენიმე მილში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალო
სიმპათიასთანაც კი არასდროს ჰქონიათ შეხება.
დენნას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაოგნებისგან წამში
გამოერკვა. ოდნავადაც არ უყოყმანია, ისე გაიწოდა ხელი და
ერთ-ერთ დრაბს შეეხო.

270 მკითხველთა ლიგა


– აი, თურმე როგორ მუშაობს ჩემი ოთახის ზარი, – ჩაიბუტ-
ბუტა თავისთვის.
თავი დავუქნიე.
ვილმა დრაბი მაგიდაზე გამოაცურა. დენნამ ხელში აიღო,
მეორე დრაბი კი თავისით აიწია და ჰაერში რხევა დაიწყო.
– მძიმეა, – თქვა დენნამ და შემდეგ საკუთარ თავთან მსჯე-
ლობა გააბა, – ჰო, იმიტომ, რომ ამძრავი ბორბალივითაა, ორი-
ვეს ერთდროულად ვეზიდები.
– სითბო, სინათლე და მოძრაობა მხოლოდ ენერგიებია და
სხვა არაფერი, – გავაგრძელე ახსნა, – ენერგიის შექმნა ან გაქ-
რობა არ შეგვიძლია, მაგრამ სიმპათიის მეშვეობით მის გადაად-
გილებას ან ერთი ფორმიდან მეორე ფორმად გარდაქმნას ვა-
ხერხებთ.
დენნამ დრაბი მაგიდაზე დააბრუნა. მეორე მონეტაც მის მოძ-
რაობას დაჰყვა.
– და რაში იყენებთ?
ვილმა უცნაურად ჩაიბუზღუნა.
– წყლის ბორბალს რაში ვიყენებთ? – ჰკითხა გოგოს, – ან
წისქვილს?
ხელი მოსასხამის ჯიბისკენ წავიღე.
– სიმპათიის ლამპა ოდესმე გინახავს? – ვკითხე დენნას.
თავი დამიქნია.
ჩემი ხელის ლამპა მაგიდაზე მისკენ გავასრიალე.
– ესეც იგივე პრინციპით მუშაობს: ცოტაოდენ სითბოს იღებს
და სინათლედ გარდასახავს. ერთი ტიპის ენერგიას ლამპა სხვა
ენერგიად გარდაქმნის.
– ფულის გადამცვლელივით, – დაამატა ვილმა.
დენნამ ლამპა ხელში შეათამაშა.
– სითბოს საიდან იღებს?

271 მკითხველთა ლიგა


– სითბოს თავად მეტალი ინარჩუნებს, – ავუხსენი, – თუ ჩარ-
თულს დატოვებ, მალე იგრძნობ, ლითონი როგორ გაგრილდე-
ბა. ზედმეტად გადაცივების შემთხვევაში აღარ იმუშავებს, – ჩემს
ლამპაზე მივუთითე, – ეგ ჩემი გაკეთებულია, ასე რომ, საკმაოდ
კარგად მუშაობს. მის ასამოქმედებლად ხელის სითბოც კი საკ-
მარისი უნდა იყოს.
დენნამ ჩამრთველი გაატკაცუნა და მაგიდას წითელი, მქრქა-
ლი სინათლის ვიწრო თაღი მოეფინა.
– მესმის, სითბო და სინათლე როგორცაა ერთმანეთთან და-
კავშირებული, – თქვა ჩაფიქრებულმა, – მზე ნათელიცაა და
თბილიც, სანთელზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, – წარბები შეჭ-
მუხნა, – მაგრამ მოძრაობა? ცეცხლს ხომ არაფრის გადაადგი-
ლება შეუძლია.
– ხახუნი გაიხსენე, – ჩაერია სიმი, – როდესაც ერთ საგანს
მეორეზე უხახუნებ, ხურდება, – სიმმა ხელი შარვალზე გულ-
მოდგინედ გაისვა, – აი, ასე.
სიმი საკუთარი ბარძაყის ზელას დიდი მონდომებით აგრძე-
ლებდა და ვერ ხვდებოდა, რომ ვინაიდან მაგიდის ქვეშ ირჯებო-
და, მისი მოძრაობა ცოტა უხამს მნიშვნელობას იძენდა.
– ესეც ენერგიაა. თუ ასე გააგრძელებ, იგრძნობ, როგორ გა-
ხურდება.
დენნამ როგორღაც სერიოზული სახის შენარჩუნება შეძლო,
მაგრამ ვილემს სიცილი აუტყდა და პირზე ცალი ხელი ისე
მიიფარა, თითქოს სიმთან ერთად ჯდომის ერიდებაო.
სიმონი უცებ გაშრა და სირცხვილისგან გაწითლდა.
მისი ხსნა გადავწყვიტე.
– კარგი მაგალითია. ურმის თვლის მორგვს თუ შეეხები, სით-
ბოს იგრძნობ. ეს სითბო ბორბლის მოძრაობით წარმოიქმნება.
სიმპათისტს შეუძლია ენერგიას მიმართულება შეუცვალოს,

272 მკითხველთა ლიგა


სითბოდან მოძრაობისკენ, – ლამპაზე მივანიშნე, – ან სითბო-
დან სინათლისკენ.
– მშვენიერია, – თქვა დენნამ, – გამოდის, რომ თქვენ ენერ-
გიის გადამცვლელები ხართ, მაგრამ ამას როგორ ახერხებთ?
– არსებობს ფიქრის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც
ალარს ვუწოდებთ, – დაიწყო ვილემმა, – ამ დროს რაღაცის ისე
ძლიერად გჯერა, რომ რეალობად აქცევ, – ერთი დრაბი ასწია
და მეორეც მიჰყვა, – მე მჯერა, რომ ეს ორი დრაბი ერთმანეთ-
თანაა დაკავშირებული და ეს მართლაც ასეა, – მეორე დრაბი
უეცრად მაგიდას დაეხეთქა, – მაგრამ თუ დაჯერებას შევწყვეტ,
ასე აღარ იქნება.
დენნამ დრაბი აიღო.
– ანუ, რწმენასავითაა? – იკითხა დაეჭვებულმა.
– უფრო ნების ძალასავით.
დენნამ თავი გადახარა.
– მაშინ, ნების ძალას რატომ არ უწოდებთ?
– ალარი უკეთ ჟღერს – უპასუხა ვილემმა.
მეც დავეთანხმე.
– რაღაცებს შთამბეჭდავ სახელებს თუ არ დავარქმევთ, სე-
რიოზულად არავინ მიგვიღებს.
თანხმობის ნიშნად დენნამაც თავი დააქნია და ლამაზი ბა-
გეების კუთხეებში ღიმილი შეეპარა.
– ესე იგი, სულ ეს არის? ენერგია და ნების ძალა?
– და სიმპათეტიკური კავშირი, – დავამატე მე, – ვილის მიერ
ნახსენები წყლის ბორბალი კარგი მაგალითია. ბმა ამ ბორბალ-
თან მიმავალ მილს ჰგავს, ცუდი ბმა – დახვრეტილ მილს.
– კარგი ბმა როგორ იქმნება? – იკითხა დენნამ.
– რაც უფრო მსგავსია ორი ობიექტი, მით უკეთესი ბმა გამო-
დის. აი, მაგალითად, – ჭიქაში ცოტაოდენი ღვინო ჩამოვისხი და

273 მკითხველთა ლიგა


თითი ჩავყავი, – აი, ეს ღვინისთვის იდეალური გადაბმაა – თა-
ვად ღვინის წვეთი.
წამოვდექი და უახლოეს ბუხართან მივედი. გადაბმა ჩავიბუტ-
ბუტე და წვეთი თითიდან ბუხარში ჩადგმულ, ცეცხლმოკიდებულ
ჯირკებში ჩაფლულ ლითონის გავარვარებულ სადგამზე დავაწ-
ვეთე.
საკუთარ ადგილს დავუბრუნდი თუ არა, ჩემს ჭიქაში ღვინოს
ჯერ ორთქლი აუვიდა, შემდეგ დუღილი დაიწყო.
– სწორედ ამიტომ, – მკაცრი ხმით ჩაერთო ვილემი, – შენი
სისხლი სხვა სიმპათისტს არასდროს უნდა ჩაუვარდეს ხელში.
დენნამ ჯერ ვილემს შეხედა, შემდეგ ისევ ჭიქას და თანდათან
ფერი დაკარგა.
– შავმა ხელებმა დამლახვროს, ვილ, – შეშფოთებული სა-
ხით წამოიძახა სიმონმა, – რეებს ბოდავ, – შემდეგ დენნას შეხე-
და, – ასეთ რამეს არც ერთი სიმპათისტი არ ჩაიდენს, – სცადა
გოგონას დარწმუნება, – ამას არამართლზომიერება ჰქვია და
ჩვენ არ ვაკეთებთ, არასდროს.
დენნამ ნაძალადევად, მაგრამ მაინც მოახერხა გაღიმება.
– თუ ასე არავინ იქცევა, სახელი რატომღა აქვს შერჩეული.
– ადრე იქცეოდნენ ასე, – მივეშველე სიმონს, – თუმცა ახლა
აღარ, უკვე ასი წელი მაინც იქნება.
გადაბმა გავწყვიტე და ღვინომ დუღილი შეწყვიტა. დენნა იქვე
ახლოს დადგმულ ბოთლს მისწვდა.
– სითხე ბოთლშიც რატომ არ ადუღდა, – იკითხა გაკვირვე-
ბულმა, – ხომ იგივე ღვინოა?
საფეთქელზე თითი მივიკაკუნე.
– ალარი. ჩემი გონება ფოკუსირებასა და მიმართულებას უზ-
რუნველყოფს.
– ეს თუ კარგი ბმაა, ცუდი როგორიღაა? – მკითხა დენნამ.

274 მკითხველთა ლიგა


– გაჩვენებ, – საფულე ამოვიღე, რადგან ვიფიქრე, ვილემის
კომენტარის შემდეგ მონეტები დენნას ნაკლებად შეაშინებს-
მეთქი, – სიმ, ერთი მძიმე პენი ხომ არ გექნება?
სიმონმა მომაწოდა და მონეტები მაგიდაზე, დენნას წინ, ორ
რიგად დავაწყვე.
რკინის ორ დრაბზე მივუთითე და გადაბმა ჩავიბუტბუტე.
– ასწიე, – ვთქვი მე.
დენნამ ერთი დრაბი ასწია და მეორეც მიჰყვა.
ამჯერად მეორე წყვილზე მივანიშნე – დრაბსა და ჩემს ერთა-
დერთ ვერცხლის ტალანტზე.
– ახლა ეს სცადე.
დენნამ მეორე დრაბი ასწია და ტალანტიც ჰაერში აფარფატ-
და. დენნა ჰაერში ორივე ხელს სასწორის პინებივით ამოძრა-
ვებდა.
– მეორე უფრო მძიმეა.
თავი დავუქნიე.
– სხვადასხვა მეტალებია, ერთმანეთს ნაკლებად ჰგვანან და
მეტი ენერგიის დახარჯვა გიწევს, – ამჯერად დრაბსა და ვერ-
ცხლის პენიზე მივუთითე და მესამე გადაბმა ჩავიბუტბუტე.
დენნამ პირველი ორი დრაბი მარცხენა ხელში მოიქცია და
მარჯვენით მესამე მონეტა ასწია. ვერცხლის პენი ჰაერში აჰყვა.
თავი დააქნია.
– ეს კი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან თან სხვა ფორმისა და
მასალისაა.
– ზუსტად, – მოვუწონე მიხვედრილობა და ბოლო წყვილზე,
დრაბსა და ცარცის ნატეხზე მივანიშნე.
დენნამ დრაბის ქვეშ თითები ძლივს შეაცურა.
– ერთად აღებულ ყველა დანარჩენზე მძიმეა, ალბათ სამ
ფუნტს(ფუნტი – წონის საზომი ერთეული. უდრის 453 გრამზე
ოდნავ მეტს.) მაინც აიწონის!
275 მკითხველთა ლიგა
– რკინისა და ცარცის გადაბმა უხეიროა, – ახსნა ვილემმა, –
ცუდი გადაცემა აქვთ.
– მაგრამ თქვენ თქვით, რომ ენერგიის შექმნა ან განადგურე-
ბა შეუძლებელია, – თქვა დენნამ, – თუ ამდენ ძალას მხოლოდ
პატარა ცარცის ასაწევად ვხარჯავ, სად მიდის დანარჩენი ენერ-
გია?
– ჭკვიანური შენიშვნაა, – ჩაიცინა ვილემმა, – ძალიან
ჭკვიანური. მაგ კითხვის დასასმელად მე მთელი ერთი წელი
დამჭირდა, – გოგონას აღტაცებულმა შეხედა, – ზოგი ენერგია
ჰაერში იკარგება, – ხელი აიქნია, – ზოგი თავად საგნებში გადა-
დის, ზოგი კი იმ სიმპათისტის სხეულში, რომელიც გადაბმას
აკონტროლებს, – ისევ მოიღუშა, – რაც შეიძლება საფრთხი-
ლოც კი იყოს.
– სახიფათო, – თავაზიანად შეუსწორა სიმონმა.
დენნამ შემომხედა.
– ესე იგი, ახლა შენ გჯერა, რომ თითოეული ეს დრაბი თავის
მეწყვილესთანაა დაკავშირებული?
თავი დავუქნიე.
ხელები აქეთ-იქით გააქნია. მის მოძრაობას აყოლილი მონე-
ტები და ცარცი ჰაერში შეირხა.
– მერე ცოტა... რთული არაა?
– რთულია, – უპასუხა ვილემმა, – მაგრამ ჩვენს ქვოს ყურად-
ღების ცენტრში ყოფნა უყვარს.
– ჩუმად ამიტომაც ვიყავი, – დაამატა სიმონმა, – არ ვიცოდი,
ოთხი გადაბმის შენარჩუნებას თუ შეძლებდი. შთამბეჭდავია.
– თუ დამჭირდა, ხუთიც შემიძლია, – ვუპასუხე, – თუმცა, მე-
ტი უკვე აღარ.
სიმმა დენნას გაუღიმა.
– კიდევ ერთი რამ. ამას შეხედე! – ჰაერში მოფარფატე ცარ-
ცის ნატეხზე ანიშნა.
276 მკითხველთა ლიგა
არაფერი მომხდარა.
– კარგი, რა, – დაიჩივლა საცოდავად, – ვცდილობ, რაღაც
ვაჩვენო.
– ჰოდა, აჩვენე, – ვთქვი თვითკმაყოფილი სახით და საზურ-
გეზე გადავწექი.
სიმმა ღრმად ჩაისუნთქა და ცარცის ნატეხს მიაშტერდა. ნატე-
ხი აციმციმდა. ვილი დენნასკენ გადაიხარა და ახსნა დაიწყო:
– ერთ სიმპათისტს მეორე სიმპათისტის ალართან დაპირის-
პირება შეუძლია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მტკიცე რწმენა
იმისა, რომ დრაბი სულაც არ არის ვერცხლის პენი.
ვილმა თითით ანიშნა და პენი მაგიდაზე წკარუნით დავარდა.
– ჯარიმა, – გავაპროტესტე სიცილით, – ორი ერთზე უსამარ-
თლობაა.
– ამ შემთხვევაში, სულაც არა, – თქვა სიმმა და ცარცი ისევ
შეცახცახდა.
– კარგი, – ვთქვი მე და ღრმად ჩავისუნთქე, – აბა, შენ იცი.
ცარცი მაგიდაზე დავარდა, მალე დრაბიც მიჰყვა, მაგრამ
ვერცხლის ტალანტი ისევ თავის ადგილას რჩებოდა.
სიმი სკამზე გადაწვა.
– ზოგჯერ მაშინებ, – თქვა და თვალები გადაატრიალა.
– კარგი, გაიმარჯვე, – ვილემმა თავი დააქნია და ისიც მოეშ-
ვა.
დენნამ შემომხედა.
– ანუ შენ უფრო ძლიერი ალარი გაქვს, ვიდრე ამ ორს ერ-
თად?
– არა მგონია, – ვაღიარე დიდსულოვნად, – ერთად მოქმე-
დებაში რომ ევარჯიშათ, ალბათ დამამარცხებდნენ.
დენნამ მაგიდაზე მიმოფანტულ მონეტებს თვალი მოავლო.

277 მკითხველთა ლიგა


– აჰა, ანუ სულ ესაა, – იკითხა ისეთი ხმით, თითქოს ოდნავ
იმედგაცრუებას ვერ მალავსო, – უბრალოდ, ენერგიის გადაც-
ვლა?
– სხვა ხელოვნებებიც არსებობს, – ვუპასუხე მე, – მაგალი-
თად, სიმი ალქიმიაშიც იწაფება.
– აი, მე კი, – ჩაგვერთო ვილემი, – ჩემს მომხიბლაობაზე
ვზრუნავ.
დენნამ ისევ სერიოზულად შეგვათვალიერა.
– ისეთი მაგია თუ არსებობს, უბრალოდ... – თითების ნერ-
ვიულად სრესას მოჰყვა, – უბრალოდ, რაღაცების დაწერით რომ
მოქმედებდეს?
– ეგ სიგალდრიაა, – ვთქვი მე, – შენი ოთახის ზარივით. ფაქ-
ტობრივად, მუდმივი სიმპათიაა.
– მაგრამ ისიც ფულის გადაცვლას ჰგავს, ჰო? – ჩამეკითხა
დენნა, – მხოლოდ ენერგიაა?
თავი დავუქნიე.
დენნა ისე გამოიყურებოდა, თითქოს რაღაცის კითხვას ვერ
ბედავსო.
– რას იზამდით, ვინმეს რომ ეთქვა, ამაზე ძლიერ მაგიას
ვფლობთო? მაგიას, რომლის საშუალებითაც რაღაცას წერ, და-
წერილი კი სინამდვილედ იქცევა.
თავი დაეხარა და მაგიდის ზედაპირზე თითებს ათამაშებდა.
– შემდეგ, თუ ამ ნაწერს ვინმე შეხედავს, წაკითხვა რომც ვერ
შეძლოს, მისთვისაც მაინც რეალობად გარდაიქმნება. ხოლო
ვინც წაიკითხავს, ნაწერის მოთხოვნისამებრ იფიქრებს და იმოქ-
მედებს...
თავი ასწია და შემოგვხედა. მის გამოხედვაში უცნაურად შე-
რეულიყო ცნობისმოყვარეობა, იმედი და დაეჭვება.
სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ. ვილემმა მხრები აიჩეჩა.

278 მკითხველთა ლიგა


– გაცილებით იოლი ჩანს, ვიდრე წყეული ალქიმია, – თქვა
სიმონმა, – მთელი დღე ნაწილაკების დევნას, მაგას ვამჯობინებ-
დი.
– ზღაპრულ მაგიას ჰგავს, – ვთქვი მე, – წიგნებში ამოკით-
ხულს, რაც სინამდვილეში არ არსებობს. უნივერსიტეტში მსგავ-
სი რამ ნამდვილად არ გამიგია.
დენნამ თავი ისევ მაგიდისკენ დახარა, სადაც მისი თითები
კვლავ უცნაურ ფორმებს ხაზავდნენ. პირი მტკიცედ მოეკუმა და
თვალებით თითქოს სადღაც შორს იყურებოდა.
ვერ ვხვდებოდი, იმედგაცრუებული იყო თუ უბრალოდ ჩაფიქ-
რებული.
– რატომ გვკითხე?
დენნამ შემომხედა და ცალყბად გამიღიმა. მხრები აიჩეჩა.
– უბრალოდ, სადღაც მოვკარი ყური, – თქვა პასუხისგან თა-
ვის ასარიდებლად, – ვიფიქრე, რომ ასეთი კარგი რამე სიმარ-
თლე ვერ იქნებოდა.
შემდეგ თავი შეაბრუნა და ბარისკენ გაიხედა.
– მგონი, ჩემს უდრეკ თაყვანისმცემელს მოთმინებაში ვაჯო-
ბე.
ვილმა გაშლილი ხელი ასწია.
– ჩვენ ხომ მოვრიგდით – სასმელი და ქალთა საიდუმლო.
– გასვლამდე ბარმენს დაველაპარაკები, – თქვა დენნამ
მხიარულად, – რაც შეეხება საიდუმლოს, თქვენ უკან ორი ქალ-
ბატონი ზის. მთელი საღამოა გათვალიერებენ. მწვანეკაბიანს
სიმი მოსწონს, მოკლედ შეჭრილ ქერათმიანს კი ის კელდელი
მამაკაცი უფრო აინტერესებს, საკუთარ მომხიბლაობაზე რომ
ზრუნავს.
– ეგენი უკვე შევნიშნეთ, – უკანმიუხედავად თქვა ვილემმა, –
სამწუხაროდ, ახალგაზრდა მოდეგანელი ჯენტლმენის გარემოც-
ვაში არიან.
279 მკითხველთა ლიგა
– ეგ ჯენტლმენი მათთან არანაირ რომანტიკულ ურთიერთო-
ბაში არაა, – თქვა დენნამ, – ვიდრე ქალბატონები თქვენ გათვა-
ლიერებდნენ, კაცმა აშკარად გამოავლინა, რომ უპირატესობას
წითელთმიანებს ანიჭებს, – დენნამ ხელი მაჯაზე მომიჭირა, –
მისთვის სამწუხაროდ, ეს ადგილი უკვე დაკავებულია.
თავს ძლივს ვიკავებდი, იმ მაგიდისკენ რომ არ გამეხედა.
– სერიოზულად ამბობ? – დაჯერება მიჭირდა.
– არ იდარდოთ, – უთხრა ვილსა და სიმს, – მოდეგანელის
ყურადღების გასაფანტად დეოჰს გავგზავნი და თქვენ ორს გზა
გაგითავისუფლდებათ.
– დეოჰმა რა უნდა მოუხერხოს? – გაიცინა სიმონმა, – ჟონ-
გლიორობით გაართობს?
დენნამ სიმს ღიმილით შეხედა.
– რა? – აღმოხდა სიმონს, – როგ... დეოჰი? ვერ დავიჯერებ,
რომ... არაა...
დენნა სიმონს მიაშტერდა.
– ის და სტანჩიონი „ეოლიანს“ ერთად ფლობენ, – თქვა დენ-
ნამ, – არ იცოდით?
– აქაურობის პატრონები არიან, – უპასუხა სიმმა, – ეს არ
ნიშნავს, რომ... როგორ ვთქვა, ერთად არიან.
დენნამ გაიცინა.
– რა თქმა უნდა, არიან.
– მაგრამ დეოჰი გამუდმებით ქალებს დასდევს, – არ
დაეთანხმა სიმონი, – არა... ვერ იქნება...
დენნამ სიმონს ისე გადახედა, თითქოს ჭკუანაკლული ყოფი-
ლიყო, შემდეგ ვილემსა და მე შემოგვხედა.
– თქვენ მაინც ხომ იცოდით, რომ ასეა?
ვილემმა მხრები აიჩეჩა.
– წარმოდგენა არ მქონდა, თუმცა გასაკვირი არაა, რომ ბა-
შაა, საკმაოდ მიმზიდველია, – ვილი შეყოყმანდა და შუბლი შე-
280 მკითხველთა ლიგა
იკრა, – ბაშა. აქ რა სიტყვას იყენებთ?.. ანუ კაცი, რომელიც ქა-
ლებთანაც დადის და კაცებთანაც.
– იღბლიანი? – ივარაუდა დენნამ, – დაქანცული? ამბიდექ-
სტრი?
– ამბისექსტრი, – შევუსწორე.
– არ ივარგებს, – თავი გააქნია დენნამ, – რაღაცებს შთამ-
ბეჭდავ სახელებს თუ არ დავარქმევთ, სერიოზულად არავინ
მიგვიღებს.
სიმი დენნას თვალების ხამხამით მიაშტერდა. სიტუაციას აშ-
კარად ვერ აუღო ალღო.
– იცი, – გააგრძელა დენნამ ისე, თითქოს ბავშვს უხსნისო, –
ეს მხოლოდ ენერგიაა, რომელიც შეგვიძლია სხვადასხვა მხა-
რეს მივმართოთ, – უცებ გაბრწყინებულმა გაიღიმა, თითქოს სი-
მონისთვის ახსნის იდეალურ გზას მიაგნოო, – აი, ზუსტად ისე-
ვეა, შენ როგორც აკეთებ ხოლმე, – ბარძაყებზე ხელების ხახუნს
მოჰყვა და სიმის ცოტა ხნის წინანდელი მოძრაობა გაიმეორა, –
ყველაფერი ენერგიაზეა დამოკიდებული.
ვილემმა სახე ხელებში დამალა და ჩუმი სიცილისგან მხრები
აუკანკალდა. სიმონი ჯერ კიდევ დაეჭვებული და დაბნეული სა-
ხით იჯდა, მაგრამ თანდათან მრისხანებისა და სირცხვილის სი-
წითლე შეეპარა.
წამოვდექი და დენნას იდაყვზე ხელი მოვკიდე.
– შეეშვი საწყალ ბიჭს, – ვუთხარი და ნაზი მოძრაობით კა-
რისკენ ვუბიძგე, – ატურიდანაა. იქ ბავშვებს ზედმეტად ბოჭავენ.

281 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრამეტე
ჯენტლმენები და ქურდბაცაცები

უკვე გვიანი იყო, როდესაც მე და დენნა „ეოლიანიდან“ გამო-


ვედით. ქუჩები გაუკაცურებულიყო. საიდანღაც მომავალ
ვიოლინოს ხმასა და ქვაფენილზე ცხენის ფლოქვების ყრუ თქა-
რათქურს მოვკარი ყური.
– სად დაიკარგე? – მკითხა.
– რავი, არსად, – უეცრად თავში ერთმა აზრმა დამკრა, –
უნივერსიტეტში ჩემს მოსაძებნად ხომ არ შემოგივლია? ქვანახ-
შირის სუნით აყროლებულ დიდ, ოთხკუთხა შენობაში ხომ არ
გიკითხივარ?
დენნამ თავი გააქნია.
– აზრადაც არ მომსვლია. იქაურობა ჩემთვის ნამდვილი ლა-
ბირინთია. თუ ანკერთან ვერ გნახე, ვხვდები, რომ, ესე იგი, ბედ-
მა არ გამიღიმა, – ცნობისმოყვარედ შემომხედა, – რატომ მკით-
ხე?
– ვიღაც დამეძებდა, – ხელი უაზროდ გავშალე, – ამბობდა,
თითქოს რაღაც თილისმა მივყიდე. ვიფიქრე, შენ ხომ არ იყავი-
მეთქი.
– ცოტა ხნის წინ შენს სანახავად კი შემოვიარე, – მითხრა, –
მაგრამ სვებედნიერი თილისმა არსად მიხსენებია.
დავდუმდით. სიჩუმემ ალყა შემოგვარტყა. ძალაუნებურად,
ისევ გამახსენდა, როგორ მიდიოდნენ ის და ამბროზი ერთმანე-
თის მხარდამხარ. სულაც არ მინდოდა, ამაზე მეფიქრა, მაგრამ
თავში მეტი არაფერი მომდიოდა.
– „რუხ კაცში“ მოგაკითხე, – ხმა მხოლოდ იმიტომ ამოვიღე,
ჩამოწოლილი სიჩუმე რომ გამეფანტა, – მაგრამ არ დამხვდი.
თავი დამიქნია.

282 მკითხველთა ლიგა


– კელინთან წავიჩხუბესავით.
– იმედია, სერიოზული არაფერია, – ხელი მისი ყელისკენ გა-
ვიშვირე, – შევამჩნიე, რომ ყელსაბამი კვლავ თავის ადგილზეა.
დაბნეულმა დენნამ ზურმუტის ცრემლი თითით მოისინჯა.
– არა, უბედურება ნამდვილად არ დამტეხია. კელინი თავისე-
ბური ტიპია, ტრადიციების მტკიცედ მიმდევარი. ერთხელ თუ რა-
მე გაჩუქა, დაბრუნებას აღარ მოითხოვს. მითხრა, ეს ფერი ძა-
ლიან გიხდება და საყურეც დაიტოვეო, – ამოიოხრა, – ასეთი გუ-
ლუხვი რომ არ იყოს, თავს უკეთ ვიგრძნობდი. თუმცა, მაინც სა-
სიამოვნოა, ასეთი შესანიშნავი სამკაული რომ შემრჩა. თითქოს
უფრო უსაფრთხოდ ვარ. თუ უახლოეს მომავალში ჩემი მფარვე-
ლისგან ახალს ვერაფერს შევიტყობ, ეს სამშვენისები ცხოვრე-
ბას გამიადვილებს.
– კიდევ გაქვს იმედი, რომ შეგეხმიანება? – ვკითხე, – იმ ყვე-
ლაფრის შემდეგ, რაც ტრებონში დატრიალდა? თვეზე მეტია,
მისგან არაფერი ისმის.
დენნამ მხრები აიჩეჩა.
– ასე მოქცევა სჩვევია. ხომ გითხარი, იდუმალების საბურ-
ველში გახვევა უყვარს-მეთქი. მისი მხრიდან სულაც არ მეუც-
ნაურება, ამდენი ხნით უკვალოდ რომ გადაიკარგა.
– ერთი მეგობარი მყავს, ვინც მფარველის მოძებნაში მეხმა-
რება, – ვუთხარი, – თუ გინდა, შენთვისაც ვთხოვ.
გაურკვევლად შემომხედა.
– გგონია, რომ უკეთესის ღირსი ვარ და ეს ძალიან მახარებს,
მაგრამ სინამდვილეში მეტს არ ვიმსახურებ. ხმა კარგი მაქვს,
მაგრამ სულ ესაა. ვის მოუნდება მფარველობა შესთავაზოს ნა-
ხევრად უსწავლელ მუსიკოსს, რომელსაც საკუთარი საკრავიც
კი არ გააჩნია?
– ნებისმიერს, ვისაც ბედმა შენი მოსმენა არგუნა, – მივუგე,
– ნებისმიერს, ვინც გიხილა.
283 მკითხველთა ლიგა
დენნამ თავი დახარა. თმა სახეზე პირბადესავით ჩამოეშალა.
– ძალიან საყვარელი ხარ, – წარმოთქვა ჩუმად. ხელებს ად-
გილს ვერ უძებნიდა, უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.
– კელინთან ურთიერთობა რამ აამჟავა? – საუბარი სასწრა-
ფოდ უსაფრთხო თემაზე გადავიტანე.
– მისი თქმით, სტუმრად მოსულ ჯენტლმენებთან გართობას
გადავყევი, – მშრალად მიპასუხა.
– უნდა აგეხსნა, რომ ჯენტლმენობისა არაფერი მცხია, – მი-
ვუგე, – ცოტათი დამშვიდდებოდა.
რჩევა კი მივეცი, თუმცა ვხვდებოდი, რომ უთანხმოების მიზე-
ზი მე სულაც არ გავმხდარვარ. მე მხოლოდ ერთხელ მოვახერხე
სტუმრობა. ნუთუ მასთან ამბროზიც დაიარებოდა? მარტივად
წარმოვიდგინე, როგორ იჯდა მდიდრულ მისაღებში, ის დაწყევ-
ლილი, დღემუდამ კინკრიხოზე მოგდებული ქუდი სავარძლის
კუთხეში დაებრძანებინა, თავად კი შოკოლადს წრუპავდა და
ენამახვილობდა.
დენნას ტუჩები მოეღრიცა.
– ძირითადად, ჯოფრის გულისხმობდა, – ამიხსნა, – მისი აზ-
რით, იმ პატარა კოლოფში გამოკეტილი წყნარად და ეულად უნ-
და ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი, ჩემს მონახულებას როდის
ინებებდა.
– ჯოფრი როგორ ბრძანდება? – ზრდილობის გულისთვის
მოვიკითხე, – მოახერხა ორი აზრის გადაბმა?
მეგონა, დენნა გაიცინებდა, მაგრამ ამოიოხრა.
– მოახერხა, მაგრამ ყველა გამოუსადეგარი აღმოჩნდა, –
თავი გააქნია, – იმრეში იმ განზრახვით ჩამოვიდა, ჩემი შემოქ-
მედებით სახელს გავითქვამო, თუმცა ბანქოს თამაშმა აიყოლია
და შიშველი დატოვა.
– მსგავსი ისტორიები მეც მსმენია, – ვუთხარი, – უნივერსი-
ტეტში ეგეთებს რა გამოლევს.
284 მკითხველთა ლიგა
– პირველი თამაში მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა, – მიპა-
სუხა, – რა თქმა უნდა, უმალ დაასკვნა, რომ ფულს ისევ ბანქო-
თი დაიბრუნებდა. ჯერ ლომბარდს გაუშინაურდა, მერე მევახშე-
ებსაც მიაკითხა. ისესხა და ისევ წააგო, – ხელი ისე ჩაიქნია,
თითქოს ბედს შერიგებიაო, – თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ
მხოლოდ ნაწილი წააგო. დანარჩენს ვიღაც ძუკნამ გამოუყვანა
წირვა. საბრალო ჯოფრის მოქვითინე ქვრივის ცრემლებით მო-
ულბო გული.
დაბნეულმა შევხედე.
– მოქვითინე რა?
ცერად გამომხედა და მხრები აიჩეჩა.
– მარტივი ფოკუსია, – დაიწყო ახსნა, – ლომბარდის კედელ-
თან სასოწარკვეთილი ახალგაზრდა ქალი დგას და ცრემლებს
აღვარღვარებს. როგორც კი რომელიმე მდიდარი ჯენტლმენი
ჩაუვლის და ტირილის მიზეზს ჰკითხავს, მოუყვება, რომ ქალაქ-
ში საქორწინო ბეჭდის გასაყიდად ჩამოვიდა. ფული სჭირდება,
რათა ბეგარა გადაიხადოს, ან მევახშეს დაუბრუნოს, – ხელი მო-
უთმენლად აიქნია, – წვრილმანები უმნიშვნელოა. მნიშვნელო-
ვანი მხოლოდ ისაა, რომ, ქალაქში ჩამოსვლისთანავე, ვიღაცას
ბეჭდის გაყიდვაში დახმარება სთხოვა. აბა, რა – თავად ხომ ვაჭ-
რობისა არაფერი გაეგება, – დენნამ ლომბარდის სარკმლის წინ
ბოლთის ცემას თავი მიანება და სახეზე უიმედობით შეშლილი
ადამიანის გამომეტყველება აიფარა, – მეგონა, მისი ნდობა შე-
იძლებოდა! – წამოიძახა, – მაგრამ გაყიდვის ნაცვლად ბეჭედი
ლომბარდში ჩააბარა და ფულიანად გაიქცა! ბეჭედი ახლა აქაა!
– ღონემიხდილმა ხელი ლომბარდისკენ გაიშვირა, – თუმცა, –
დენნამ თითი აღმართა, – საბედნიეროდ, იმ ტიპმა ბეჭედი ნამ-
დვილ ფასთან შედარებით, გროშებად გაასხვისა. არადა, სამ-
კაული საგვარეულო ძვირფასეულობას წარმოადგენს და მთე-

285 მკითხველთა ლიგა


ლი ორმოცი ტალანტი ღირს, ლომბარდი კი სულ რაღაც ოთხ ტა-
ლანტად ყიდის.
დენნა მომიახლოვდა და ხელი მკერდზე მომადო. ფართო,
ვედრებით აღსავსე თვალებით ამომხედა.
– ბეჭედს თუ შეიძენთ, სულ მცირე, ოცად მაინც გავყიდით.
თქვენს ოთხ ტალანტს მაშინვე დაგიბრუნებთ, – ნაბიჯი უკან გა-
დადგა და ისევ მხრები აიჩეჩა, – ან რამე ამგვარი.
მოვიღუშე.
– მერე, ფოკუსი სადღაა? როგორც კი ლომბარდის შემფასე-
ბელს დაველაპარაკები, ხომ ეგრევე გავარკვევ, რომ რაღაც
რიგზე ვერაა.
დენნამ თვალები აატრიალა.
– შემფასებლამდე ვინ მიგიშვებს. ჩვენ თავად შევთანხმდე-
ბით, რომ მეორე დღეს, შუადღისას, კვლავ შევხვდებით ერთა-
ნეთს, თუმცა ვიდრე მე უშედეგოდ გელოდები, შენ ის ბეჭედი უკ-
ვე ნაყიდი გაქვს და უკანმოუხედავად გარბიხარ.
გონება გამინათდა.
– და ლომბარდის მფლობელთან მოგებას იყოფ, არა?
მხარზე ნაზად მომითათუნა.
– ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მოტვინავდი.
ერთ წვრილმანს თუ არ ჩავთვლიდით, საიმედო გეგმა ჩანდა.
– თანამზრახველად ისეთი ლომბარდის პოვნა მოგიწევს,
რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს გატეხილი, თუმცა აღარც სინ-
დისი შერჩენია.
– მართალი ხარ, – დამეთანხმა, – როგორც წესი, ასეთი
ლომბარდები მონიშნულია ხოლმე, – დენნამ უახლოესი ლომ-
ბარდის კარის ჩარჩოზე მიმითითა, რომელზეც ნიშნების მთელი
წყება ამოვიკითხე, თუმცა ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ნაკაწ-
რებისგან ვერც გაარჩევდი.

286 მკითხველთა ლიგა


– ჰოო, – წამიერად შევყოყმანდი, ვიდრე სათქმელს თავს
მოვუყრიდი, – ტარბინში ასეთი ნიშნები პირდაპირ მიანიშნებდა,
რომ ნაქურდალის... – შესაფერისი ევფემიზმის ძიებაში წავბორ-
ძიკდი, – საეჭვო გზით შეძენილი ქონების დასაბინავებლად
უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა.
ამ აღიარებამ დენნა შეიძლება გააოცა კიდეც, თუმცა არაფე-
რი უგრძნობინებია. მხოლოდ თავი გააქნია და ნიშნებს მიუახ-
ლოვდა. თითი გააყოლა.
– აქ წერია „სანდო მფლობელი. მარტივი ფოკუსების თანა-
მონაწილე მოგების თანაბრად გაყოფის პირობით“, – ჩარჩოს
დანარჩენ ნაწილსა და აბრას თვალი მოავლო, – ბიძისგან დანა-
ტოვარი საეჭვო ქონების ხსენებაც არაა.
– მათი ცნობა არ ვიცი, – ვაღიარე. ქვეშ-ქვეშ გავხედე.
ვფრთხილობდი, ჩემს ხმაში გამკიცხავი ნოტები არ ამოეკითხა,
– შენ კი წაკითხვა იმიტომ შეგიძლია, რომ...
– სკოლაში ვისწავლე, – მიპასუხა დამცინავად, – აბა, რო-
გორ გგონია, საიდან ვიცი?
ქუჩას დაუყვა. მეც გავყევი.
– ჩვეულებრივ, თავს ქვრივად არ ვასაღებ ხოლმე, – გვიანღა
ამოიღო ხმა, – ქვრივობისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ.
ხან დედაჩემის ბეჭედს მივტირი, ხანაც – ბებიისას, – მხრები
აიჩეჩა, – რაც იმწამს მოგივა თავში, შეგიძლია ყველაფერი
დაახეთქო.
– და თუ პატიოსან ჯენტლმენს გადაეყარე? – ვკითხე, – თუ
დათქმულ დროს მართლაც მოვიდა შენთან შესახვედრად და
დახმარების შემოსათავაზებლად?
– ასეთი ვინმე დიდი იშვიათობაა, – ტუჩები მორკალა, – მე
მხოლოდ ერთხელ შემხვდა. გაოცებისგან გავშრი. თავის დაზ-
ღვევის მიზნით, ლომბარდის მფლობელთან რაღაც-რაღაცებს
ახლა უკვე წინასწარ ვათანხმებ ხოლმე. ამ ფოკუსის ჩატარება
287 მკითხველთა ლიგა
ვიღაც ძუნწი ნაბიჭვრისთვის, ვისაც ახალგაზრდა გოგონას
მიამიტობით ხელი მოთბობა გადაუწყვეტია, ძალიან მახალი-
სებს. უანგაროდ დამხმარისგან ფულს არ ავიღებ, – სახე გაუმ-
კაცრდა, – იმ ბოზანდარასგან განსხვავებით, ჯოფრი რომ გაფ-
ცქვნა.
– შუადღისას დანიშნულ შეხვედრაზე მივიდა?
– რა თქმა უნდა, მივიდა, – მომიგო, – და ფულიც გადასცა.
„დაბრუნებაზე ნუ წუხხართ, ქალბატონო. წადით და თქვენი ფერ-
მა დაიხსენით“, – დენნამ თმაზე ხელი გადაისვა და ცას ახედა, –
ფერმაო! რა უაზრობაა! საიდან უნდა ჰქონოდა ფერმერის ცოლს
ბრილიანტის ყელსაბამი? – თვალი შემავლო, – კარგი ბიჭები
ქალების გვერდით დოყლაპიებად რატომ იქცევიან ხოლმე?
– ჯოფრი ხომ დიდგვაროვანია, – ვკითხე, – ნუთუ არ შეუძ-
ლია, შინაურებს საკუთარ გასაჭირზე შეატყობინოს?
– ოჯახთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, – მომიგო, –
მით უმეტეს, ახლა. ბოლოს მიღებულ კონვერტში ფული არ აღ-
მოჩნდა. მხოლოდ წერილი იყო, რომლითაც ატყობინებდნენ,
რომ დედა ავად გაუხდა.
მისი ხმა მეუცხოვა.
– ავად? რამდენად ავად? – ვკითხე.
– ძალიან, – დენნას არ შემოუხედავს, – ძალიან ავად. ჯოფ-
რიმ ცხენი უკვე გაყიდა, მაგრამ გემით მგზავრობისთვის საკმა-
რისი ფული ჯერ მაინც ვერ შეაგროვა, – კვლავ ამოიოხრა, – ეს
ყველაფერი თეჰლინების შემზარავი დრამასავითაა. „მრუდე
გზა“ ან რამე ასეთი უნდა ერქვას.
– თუ მართლა ასეა საქმე, ისღა დარჩენია, მეოთხე მოქმედე-
ბის მიწურულს მონასტერში გაიხიზნოს, – შევნიშნე, – ილოცოს,
მწარე გაკვეთილიდან დასკვნები გამოიტანოს და დარჩენილი
დღეები უშფოთველობასა და უბიწოებაში გაატაროს.

288 მკითხველთა ლიგა


– რჩევისათვის მაინც რომ მოემართა, ახლა ყველაფერი
სხვაგვარად იქნებოდა, – დენნა იმედგაცრუებული ჩანდა, – მაგ-
რამ არაფერი გაუმხელია. მოგვიანებითღა მეწვია და მიამბო,
რაც ჩაიდინა. გილდიელმა მევახშემ სესხზე უარი უთხრა. რა უნ-
და ქნას?
მუცელი ამიწრიალდა.
– მეხავთეს უნდა მიადგეს.
– როცა თავის საქციელზე მიყვებოდა, ბედნიერებისგან
ბრწყინავდა! – დენნამ ტკივილით სავსე თვალებით შემომხედა,
– ისე უხაროდა, თითქოს ამ ორომტრიალიდან თავდასაღწევ
გზას მიაგნოო, – გააჟრჟოლა, – წამო, იქ შევიდეთ, – მომცრო
ბაღისკენ მიმითითა, – ეს ღამე მოსალოდნელზე ქარიანი აღ-
მოჩნდა.
ბარბითის ჩასადები მოვიხსენი და მოსასხამი მივაწოდე.
– აიღე, მე არაფერი მიჭირს.
დენნამ წამიერად თავი ისე დაიჭირა, თითქოს უარის თქმას
აპირებსო, თუმცა გამომართვა და ქსოვილში გაეხვა.
– ამის მერე კიდევ იტყვი, ჯენტლმენი არ ვარო, – წამკბინა.
– არ ვარ და... – შევეპასუხე, – უბრალოდ, ვიცი, რომ შენთან
შეხების შემდეგ უკეთესი სურნელით გაიჟღინთება.
– ჰო, – თითქოს ჩანაფიქრს მიმიხვდაო, – მერე ადგები, მაგ
სურნელს მენელსაცხებლეს მიჰყიდი და ბედსაც ეწევი.
– ზუსტად მაგას ვაპირებდი, – აღარ შევეწინააღმდეგე, – ისე-
თი ოსტატური და ცბიერი გეგმა შევიმუშავე, რომ მგონი, თავად-
ვე დარწმუნდი – ჯენტლმენზე მეტად ქურდბაცაცა მეთქმის.
ქარისგან მოფარებულ სკამზე ჩამოვსხედით.
– ბალთა დაგიკარგავს, – შენიშნა დენნამ.
ბარბითის ჩასადებს დავხედე. ვიწრო ბოლოს პირი მოეღო.
ლითონის აბზინდა აღარსად ჩანდა.

289 მკითხველთა ლიგა


ამოვიოხრე და ანგარიშმიუცემლად ხელი მოსასხამის შიდა
ჯიბისკენ წავიღე.
დენნამ ჩუმად წამოიყვირა. ხმამაღლა კი არა, უბრალოდ,
გაოცებისგან შეკრული სუნთქვა ვერ შეიკავა. უეცრად შემომხე-
და. მთვარის შუქით განათებული თვალები გაფართოებოდა და
ჩამუქებოდა.
ხელი დამდუღრულივით უკან წამოვიღე. მოსაბოდიშებელ
სიტყვებს ვეძებდი, მაგრამ ენა დამება.
დენნამ ძლივს გასაგონად გაიცინა.
– მაგრად კი შევცბი, – ჩაილაპარაკა თავისთვის.
– ბოდიშს გიხდი, – მივაყარე სწრაფ-სწრაფად, – გულში ისე-
თი არაფერი გამივლია. ჯიბეში რაღაც მავთული უნდა მეგდოს
და ვიფიქრე, ჩასადების დროებით ჩასაკეტად გამომადგება-
მეთქი.
– ჰო, – მიპასუხა, – გასაგებია, – ხელები მოსასხამში ჩამა-
ლა, მცირე ხანში კვლავ გამოაჩინა და მავთული გამომიწოდა.
– ძალიან ვწუხვარ, – კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე.
– მოულოდნელობისგან გავოგნდი, – წარმოთქვა, – არ მე-
გონა, იმათ რიგს თუ მიეკუთვნებოდი, ქალბატონებს გაუფრთხი-
ლებლად რომ ეცემიან.
მზერა ბარბითზე გადავიტანე. სირცხვილისაგან აღარ ვიცო-
დი, რა მექნა. ხელებს საქმე გამოვუნახე, მავთული ნაბალთარ
ნახვრეტში გავაძვრინე და ჩასადებს პირი მოვუკარი.
– კარგი ბარბითია, – ხანგრძლივი სიჩუმე დენნამ დაარღვია,
– ჩასადები კი როგორ დაფხავებულა.
– ყველაფერი ბარბითს მივახარჯე, – უეცრად ერთმა აზრმა
დამკრა. დენნას ავხედე, – ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ! ჯოფრის
ვთხოვ, თავის მეხავთემდე მიმიშვას და ორი ჩასადების ყიდვა-
საც იოლად გავწვდები!
დენნამ ხუმრობით მიბიძგა. მის გვერდით ჩამოვჯექი.
290 მკითხველთა ლიგა
ერთხანს ირგვლივ სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. დენნა სა-
კუთარ ხელებს დაცქეროდა და თითებს ისე უცნაურად აწ-
რიალებდა, როგორც ცოტა ხნით ადრე ჩემთან საუბრისას.
ახლაღა მივხვდი, რასაც აკეთებდა.
– ბეჭედი, – წამოვიძახე, – ბეჭედს რა დაემართა?
დენნამ უცნაურად შემომხედა.
– მას შემდეგ რაც გაგიცანი, ბეჭედი მუდამ გეკეთა, – ავუხსე-
ნი, – ვერცხლისფერი, ბაცი ლურჯი ქვით.
შუბლი მოჭმუხნა.
– მე კი მახსოვს, როგორიც იყო, მაგრამ შენ საიდან დაგამახ-
სოვრდა?
– არასოდეს მოგიშორებია, – ვცდილობდი, აუღელვებლად
მელაპარაკა და არ შემემჩნია, რომ მის შესახებ თითოეულ
წვრილმანსაც კი ხარბად ვისრუტავდი; თითქოს არ ვიცოდი, გაბ-
რაზებისას ან დაბნეულობისას ბეჭდის თითზე წვალება როგორ
ექცა ხასიათის შტრიხად, – სად გაქრა?
დენნამ ხელზე დაიხედა.
– ერთ ახალგაზრდა ჯენტლმენს აქვს, – მიპასუხა.
– აჰაა, – თითქოს დავმშვიდდი, თუმცა თავი ვერ შევიკავე და
მაშინვე დავამატე, – ვის?
– ვეჭვობ... – შეჩერდა. ამომხედა, – წესით, უნდა იცნობდე.
ისიც უნივერსიტეტში სწავლობს. ამბროზ ჯაკისს.
უეცრად ვიგრძენი, რომ მუცელი ყინულითა და მჟავათი ამევ-
სო.
დენნამ მზერა ამარიდა.
– რაღაცნაირ უხეშ მიმზიდველობას აფრქვევს, – ამიხსნა, –
უფრო უხეში ეთქმის, ვიდრე მიმზიდველი. თუმცა... – სიტყვა
მხრების აჩეჩვით გაწყვიტა.
– გასაგებია, – წარმოვთქვი, – როგორც ჩანს, საქმე მარ-
თლაც სერიოზულადაა.
291 მკითხველთა ლიგა
დენნამ კითხვით აღსავსე მზერით შემომხედა. რამდენიმე
წამში მის სახეზე დაძრულმა ტალღამ მიმახვედრა, რომ ჩემი
სიტყვების აზრს ჩასწვდა. სიცილი აუტყდა. თავი გააქნია და ხე-
ლები ცივი უარის ნიშნად აღმართა.
– არა, არა. ღმერთო, არა. მსგავსი არაფერი მომხდარა. რამ-
დენჯერმე მესტუმრა. სპექტაკლს დავესწარით. საცეკვაოდ დამ-
პატიჟა. სხვათა შორის, ძალიან მოქნილია.
ღრმად ჩაისუნთქა და ამოიოხრა.
– პირველ ღამეს ძალზე თავაზიანად იქცეოდა, მოსწრებულა-
დაც ხუმრობდა. მეორე საღამოს ოდნავ გაფერმკრთალდა, –
თვალები დაუვიწროვდა, – მესამე შეხვედრაზე უკვე თავი მომა-
ბეზრა და, იქიდან მოყოლებული, მისკენ აღარც გამიხედავს.
„ტახის ტახტში“ სტუმრობაზეც კი ხელი ავიღე, რადგან სამ-
კაულებითა და ლექსებით შეიარაღებულმა იქაც მომაგნო.
ყოვლისმომცველმა შვებამ მთლიანად წამლეკა. ბოლო ხა-
ნებში თითქოს პირველად ჩავისუნთქე გემრიელად. ვგრძნობდი,
როგორ ლამობდა ჩემში დამწყვდეული სიცილი გარეთ გამოღ-
წევას, მაგრამ ამის ნებას არ ვაძლევდი; მეშინოდა, რომ ისე გა-
დავიხარხარებდი, ყველას არანორმალური ვეგონებოდი.
დენნამ ცერად გადმომხედა.
– რომ იცოდე, ერთი შეხედვით, როგორ წააგავს ერთმანეთს
მედიდურობა და თავდაჯერებულობა, სახტად დარჩებოდი. ამ-
ბროზი ერთდროულად ხელგაშლილიც მომეჩვენა და მდიდა-
რიც, ეს კი ისეთი ნარევია, რომელთანაც ადამიანი ვერაფერს
გააწყობ, – უსამკაულოდ დარჩენილი ხელი გამოშალა, – ბეჭე-
დი თითზე აღარ მიჩერდებოდა და დამპირდა, შევაკეთებო.
– როგორც ვხვდები, როგორც კი ურთიერთობა გაგიფუჭდათ,
მისი ხელგაშლილობაც უკვალოდ გაქრა.
წითლად მოელვარე ტუჩები ირიბმა ღიმილმა მოუქცია.
– ზუსტად გამოიცანი.
292 მკითხველთა ლიგა
– იქნებ, რამე მოვახერხო, – ვთქვი, – თუკი ბეჭედი შენთვის
ასე მნიშვნელოვანია.
– მნიშვნელოვანია, – კვერი დამიკრა დენნამ. წრფელი თვა-
ლებით შემომხედა, – მაგრამ მაინც რის გაკეთებას აპირებ? რო-
გორც ჯენტლმენი ჯენტლმენს შეახსენებ, რომ ქალბატონს კე-
თილშობილური პატივისცემით უნდა მოეპყრას? – თვალები გა-
დაატრიალა, – თუ ასეა, წარმატებას გისურვებ.
სათნოდ გავუღიმე. ცოტა ხნით ადრე ერთი ჭეშმარიტება უკვე
გავუმხილე: ჯენტლმენობისა არაფერი მეცხო. ქურდბაცაცა ვიყა-
ვი.

293 მკითხველთა ლიგა


თავი მეოცე
ცვალებადი ქარი

მომდევნო საღამომ „ოქროს პონიში“ მომისწრო. მდინარის


საუნივერსიტეტო სანაპიროზე ეს, შესაძლოა, საუკეთესო ფუნ-
დუკი, ხარისხიანი სამზარეულოთი, კარგად მოწყობილი საჯინი-
ბოთი და თავაზიანი პერსონალით იწონებდა თავს. ერთგვარად
მაღალი საზოგადოების დაწესებულება იყო, სადაც სტუმრობა-
საც მხოლოდ ყველაზე შეძლებული სტუდენტები თუ ახერხებ-
დნენ.
რა თქმა უნდა, შიგნით არ შევსულვარ. სახურავის ღრმა
ჩრდილში ვიყავი შეყუჟული და ვცდილობდი, დიდხანს არ მე-
ფიქრა იმაზე, რომ რასაც ვაპირებდი, „შეუფერებელი ქცევის“
ჩარჩოებსაც კი ცდებოდა. ამბროზის ოთახში შეპარული ვინმეს
რომ გამოვეჭირე, უეჭველად გამრიცხავდნენ.
შემოდგომის ნათელი საღამო იდგა და ძლიერი ქარი ქროდა.
ნახევრად გამიმართლა: ფოთლების შრიალი ჩემს მცირე ხმა-
ურს გადაფარავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, მეშინოდა, რომ მო-
სასხამის აფრიალებული კალთები ყურადღებას მიიქცევდა.
მარტივი გეგმა გვქონდა: ამბროზის კარქვეშ დალუქული ბა-
რათი შევაცურე. ეს იყო ხელმოუწერელი, საარშიყო წერილი,
რომლითაც იმრეში შეხვედრას სთხოვდნენ. ვილმა დაწერა,
რადგან ჩემი და სიმის გადაწყვეტილებით, მას ყველაზე ქალური
კალიგრაფია ჰქონდა.
საიმედო გეგმა არ იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ამ-
ბროზი ანკესზე წამოეგებოდა. უკეთესი იქნებოდა, ვინმეს პირა-
დად გაეტყუებინა, მაგრამ მინდოდა, რაც შეიძლება, ცოტა ხალ-
ხი ჩამერთო. შემეძლო, დენნასთვისაც მეთხოვა დახმარება,

294 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი – ბეჭდის დაბრუნება სიურპრიზი უნ-
და ყოფილიყო.
ვილი და სიმი ჩემი გუშაგები იყვნენ: ვილი საერთო დარბაზ-
ში, სიმი კი უკანა კართან, შუკაში. სწორედ მათ უნდა შეეტყობი-
ნებინათ, როცა ამბროზი შენობას დატოვებდა და, რაც მთავა-
რია, გავეფრთხილებინე, თუ იმაზე ადრე დაბრუნდებოდა, ვიდ-
რე მისი ოთახის ჩხრეკას დავამთავრებდი.
მარჯვენა ჯიბეში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი – მუხის წვრილი
ტოტი ორჯერ შეტოკდა. ცოტა ხნის შემდეგ ნიშანი განმეორდა.
ვილემი მატყობინებდა, რომ ამბროზიმ ფუნდუკი დატოვა.
მარცხენა ჯიბეში არყის რტო მედო. ზუსტად ისეთივე ფუნდუ-
კის უკანა კართან დადარაჯებულ სიმსაც ეჭირა. ეს იყო მარტივი
და ეფექტური სასიგნალო სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მის გა-
მოსაყენებლად საკმარისი სიმპათია იცოდი.
დამრეც სახურავზე დავეშვი. თიხის კრამიტებზე ფრთხილად
ვაბიჯებდი. ტარბინში გატარებული ბავშვობის გამოცდილები-
დან ვიცოდი, რომ ზოგჯერ ეს ფირფიტები ტყდებიან, ცურდებიან
და შეიძლება, წონასწორობაც დაგაკარგინონ.
სახურავის კიდემდე მივაღწიე. მიწამდე თხუთმეტიოდე ფუტი
იქნებოდა. ეს არც ისეთი სიმაღლეა, თავბრუ რომ დაგეხვეს,
თუმცა სრულიად საკმარისია ფეხის ან კისრის მოსატეხად.
მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ შვერილი კედელს ვიწრო
ზოლად გასდევდა. სულ ათი ფანჯარა იყო და აქედან შუა ოთხი
ამბროზის ეკუთვნოდა.
თითები გასახურებლად კარგად დავისრისე და ვიწრო შვე-
რილზე შევდექი.
ასეთ საქმეში წარმატების მთელი საიდუმლო კონცენტრა-
ციაშია: არ ჩაიხედო ქვემოთ, არ გაიხედო მხარუკუღმა, ყურად-
ღება არ მიაქციო სამყაროს შენ გარშემო და გწამდეს, რომ ისიც
ასევე მოგექცევა. სწორედ ამიტომ მეცვა მოსასხამი. თუ ვინმე
295 მკითხველთა ლიგა
დამინახავდა, მისთვის მხოლოდ ღამეში გაელვებული მუქი ლა-
ქა ვიქნებოდი, რომლის ამოცნობაც, იმედია, შეუძლებელი გახ-
დებოდა.
პირველი ფანჯარა ჩაბნელებული დამხვდა, მეორეზე ფარდე-
ბი იყო ჩამოფარებული, აი, მესამიდან კი მბჟუტავი სინათლე გა-
მოდიოდა. შევყოყმანდი. როდესაც ჩემსავით ღია ფერის კანი
გაქვს, ღამით ფანჯარაში არასდროს უნდა შეიჭყიტო, თორემ
სიბნელეში ბადრი მთვარესავით გაანათებ. ოთახში შეხედვა
ვერ გავრისკე. ამის ნაცვლად მოსასხამის ჯიბეები მოვიქექე და
ის თუნუქის პატარა ფირფიტა ვიპოვე, რომელიც საცხენოსნოში
გავაპრიალე და ხელნაკეთ სარკედ ვაქციე. შემდეგ ოთახში შე-
საჭვრეტად ფანჯრის კუთხესთან ფრთხილად მივიტანე.
შიგნით რამდენიმე მქრქალი ლამპა და ისეთი დიდი ჩარდა-
ხიანი საწოლი მოჩანდა, მთელ ჩემს ოთახს რომ ამოავსებდა.
საწოლი დაკავებული იყო, თანაც, ზედმეტად დაკავებული – იმა-
ზე მეტი შიშველი კიდური მოჩანდა, ვიდრე ორ ადამიანს შეიძ-
ლებოდა ჰქონოდა. სამწუხაროდ, ჩემი პატარა სარკით მთლიანი
სცენის დანახვა არ შემეძლო, თორემ, ალბათ, საინტერესო რა-
ღაცებსაც ვისწავლიდი.
ცოტა ხანს უკან დაბრუნებასა და ამბროზის ოთახამდე მეორე
მხრიდან მისვლაზე დავფიქრდი, მაგრამ მოულოდნელად ქარმა
ძლიერად დაუბერა, ქვაფენილიდან ფოთლები აათამაშა და ვიწ-
რო ფეხსადგამიდან ჩემი ჩამოგდება სცადა. გულმა ბაგაბუგი
დამიწყო და გადავწყვიტე, ფანჯრის წინ გავლა გამერისკა. ვივა-
რაუდე, რომ შიგნით მყოფი ადამიანები ისეთი საინტერესო საქ-
მით იყვნენ დაკავებულები, რომ ვარსკვლავების შეთვალიერება
ნამდვილად არ მოუნდებოდათ.
მოსასხამის კაპიუშონი ჩამოვიფხატე და შეერთებული კი-
დეები კბილით დავიჭირე. ამგვარად სახე მთლიანად დავიფარე
და ხელები გავითავისუფლე. ასე ბრმად, პატარა ნაბიჯებით ჩა-
296 მკითხველთა ლიგა
ვუარე ფანჯარას და თან სულგანაბული ვაყურადებდი, რათა გა-
მეგონა, ვინმემ ხომ არ შემამჩნია და განგაშის ატეხას ხომ არ
აპირებდა. რამდენიმე აღტაცებული შეძახილი კი გაისმა, მაგრამ
მე არაფერ შუაში ვიყავი.
ამბროზის პირველი ფანჯარა ოსტატურად გაკეთებულ ვიტ-
რაჟს წარმოადგენდა. ლამაზი იყო, მაგრამ ისე ჩაესვათ, რომ არ
იღებოდა. მეორე ფანჯარა ჩემი განზრახვისთვის ზედგამოჭრი-
ლი იყო: ფართო, ორფრთიანი. ერთ-ერთი ჯიბიდან სპილენძის
წვრილი მავთული ამოვიღე და იმ მარტივი საგდულის აწევა ვცა-
დე, რომელიც ფანჯარას შიგნიდან კეტავდა.
როდესაც პირველი ცდით ვერ გავაღე, მივხვდი, რომ ამბრო-
ზის ფანჯარა ურდულითაც დაეკეტა. უკუნეთ სიბნელეში ცალი
ხელით მის გახსნას რამდენიმეწუთიანი ჩხირკედელაობა დას-
ჭირდა. საბედნიეროდ, ქარი ჩადგა. ცოტა ხნით მაინც.
ურდულსაც მოვერიე, მაგრამ ფანჯარა მაინც არ იძვროდა.
ამბროზის ეჭვიანობის გამო ერთი კარგად შევუკურთხე და მესა-
მე საკეტის ძებნას შევუდექი. თითქმის ათწუთიანი უშედეგო
მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ფანჯარა უბრალოდ გაჭედი-
ლი იყო.
რამდენჯერმე დავეჯაჯგურე, რაც არც ისე ადვილი იყო, რო-
გორც ერთი შეხედვით ჩანს. ხომ ხვდებით – ფანჯარას სახელუ-
რები გარედან კი არ აქვს. ბოლოს, მეტისმეტი შემართებისგან,
ზედმეტად ძლიერად მოვქაჩე, ფანჯარა ფართოდ გამოიღო და
ჩემი სხეულის სიმძიმემ უკან გადამძალა. ვფართხალებდი და
წონასწორობის შენარჩუნებას ყველა რეფლექსით ვცდილობდი.
ვიცოდი, რომ ქვემოთ თხუთმეტფუტიანი სიცარიელის გარდა
არაფერი მელოდა.
გქონიათ შეგრძნება, როცა სკამს იმდენად აყირავებთ, რომ
უეცრად უკან ვარდებით? ახლაც რაღაც მსგავსს ვგრძნობდი,
რასაც თვითგვემა და სიკვდილის შიშიც შერეოდა. ხელებს უმწე-
297 მკითხველთა ლიგა
ოდ ვიქნევდი, თანაც ვიცოდი, ეს ვერ მიშველიდა. მთლიანად პა-
ნიკამ მომიცვა.
ქარმა გადამარჩინა.
ვიდრე სახურავის კიდეზე ვქანაობდი, ზურგიდან დამიბერა
და ზუსტად იმდენად მიბიძგა, რომ წონასწორობის აღსადგენად
საკმარისი აღმოჩნდა. ჰაერში მოფართხალე ცალი ხელი გამო-
ღებულ ფანჯარას ჩავავლე და შიგნით ისეთი სასოწარკვეთილი
გადავბობღდი, საერთოდ არ მიფიქრია, ვხმაურობდი თუ არა.
ოთახში მოხვედრისთანავე იატაკზე აქოშინებული დავემხე.
ის იყო, გულისცემა მწყობრში ჩამიდგა, რომ ქარმა, ზუსტად ჩემ
თავზემოთ, ფანჯარა მოაჯახუნა და ისევ თავზარი დამცა.
ჩემი სიმპათიის ლამპა ამოვიღე, ჩამრთველი მქრქალ ნათე-
ბაზე დავაყენე და სინათლის ვიწრო ზოლი ოთახს მოვატარე.
კილვინი მართალი იყო, როდესაც მას ქურდების ლამპა უწოდა.
ასეთი მალული ძრომიალისთვის იდეალური იყო.
იმრემდე წასვლასა და დაბრუნებას რამდენიმე მილის გავლა
სჭირდებოდა და იმისიც მჯეროდა, რომ ცნობისმოყვარეობის გა-
მო ამბროზი ფარულ თაყვანისმცემელს ნახევარ საათს მაინც
დაელოდებოდა. ჩვეულებრივ, ბეჭდის მსგავსი პატარა საგნის
ძებნას მთელი დღე უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ ვფიქრობდი,
რომ ამბროზის მისი საგულდაგულოდ გადამალვა აზრადაც არ
მოუვიდოდა. ბეჭედს ნაქურდლად კი არ მიიჩნევდა, არამედ უფ-
რო სამშვენისი ან ნაალაფარი ეგონებოდა.
ამბროზის ოთახის თანმიმდევრულ ჩხრეკას შევუდექი. ბეჭე-
დი არც კომოდში იყო და არც საწოლის გვერდით მდგარ პატარა
მაგიდაზე; ვერც სამუშაო მაგიდის უჯრებში ან გარდერობში,
ძვირფასეულობის თაროზე მივაგენი. წარმოიდგინეთ, ძვირფა-
სეულობა საკეტიან ყუთშიც კი არ ჰქონდა შენახული – საკინ-
ძეები, ბეჭდები და ძეწკვები უბრალოდ თაროზე მიმოეფანტა.

298 მკითხველთა ლიგა


ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც დამხვდა, თუმცა ეს არ
ნიშნავს, რომ იმ ნაბიჭვრის მთლიანად გაძარცვაზე არ მიფიქ-
რია. მისი ძვირფასეულობის მცირე ნაწილიც კი საკმარისი იქნე-
ბოდა, რათა მთელი წლის გადასახადი გამესტუმრებინა. მაგრამ
ეს ჩემს გეგმაში არ შედიოდა – მხოლოდ შეპარვა, ბეჭდის პოვნა
და გამოსვლა. თუ ჩემი იქ ყოფნის მტკიცებულებას არ დავტო-
ვებდი, ვვარაუდობდი, რომ ამბროზი იფიქრებდა, უბრალოდ
სადღაც დავკარგეო. შეიძლება, ბეჭდის დაკარგვა ვერც კი შეემ-
ჩნია. მოკლედ, იდეალური დანაშაული გამომივიდოდა: არც ეჭ-
ვი, არც დევნა, არც უარყოფითი შედეგები.
გარდა ამისა, იმრეს მსგავს პატარა ქალაქში მოპარული
ძვირფასეულობის გასაღება აშკარად რთული იქნებოდა. ამ-
ბროზის ჩემი მოგნება არ გაუჭირდებოდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, წმინდანი ნამდვილად არ გახ-
ლავართ და ამბროზის ოთახშიც უამრავი შესაძლებლობა გადა-
მეშალა. ასე რომ, თავს ცოტაოდენის უფლება მაინც მივეცი.
ვიდრე მისი შარვლის ჯიბეებს ვჩხრეკდი, ნაკერები ისე შევასუს-
ტე, რომ შემდეგი დაჯდომისას ან ცხენზე ამხედრებისას, დიდი
შანსი იყო, უკანალზე მთლიანად გარღვეოდა. საკვამურის საკე-
ტის სახელური ისე მოვუშვი, რომ იოლად ჩამოვარდნილიყო და
ვიდრე ამბროზი მის უკან მიმაგრებაზე იწვალებდა, ოთახი კვამ-
ლით აევსებოდა.
ვფიქრობდი, მისი წყეული, ასე გამაღიზიანებელი ბუმბუ-
ლიანი ქუდისთვის რაღა მომეხერხებინა, როდესაც ჯიბეში მუხის
ტოტის ისეთი ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, რომ ადგილზე შევხტი.
ტოტი კიდევ ერთხელ შეთამაშდა და ორად გაიპო. ჩუმად შევი-
გინე. ამბროზის წასვლიდან ოცი წუთიც კი არ იქნებოდა გასუ-
ლი. ასე მალე რამ მოაბრუნა?
ჩემი სიმპათიის ლამპა გამოვრთე, მოსასხამში შევიჩურთე
და მეორე ოთახში ფანჯრიდან გასაქცევად გავვარდი. ნერვების
299 მკითხველთა ლიგა
მომშლელი იყო იმის გააზრება, რომ აქ შემოსაპარად ამდენი
წვალება მხოლოდ იმისთვის გადავიტანე, რომ მალე ისეთივე
ხელცარიელი გავბრუნებულიყავი, როგორიც მოვედი. თუმცა,
თუ ამბროზი მის ოთახში შემოჭრის ამბავს ვერ გაიგებდა, შემეძ-
ლო, აქაურობას სხვა დროსაც ვწვეოდი.
მაგრამ ფანჯარა არ იღებოდა. უფრო ძლიერად მივაწექი. ვი-
ფიქრე, ქარმა რომ მოაჯახუნა, ძლიერად ჩაიჭედა-მეთქი.
შემდეგ რაფის შიდა მხარეს გავლებული თითბრის წვრილი
ზოლი შევნიშნე. მქრქალ შუქზე სიგალდრიას ვერ ვკითხულობ-
დი, მაგრამ დამცავების გარჩევა ერთი შეხედვითაც შემეძლო.
ახლა უკვე გასაგები იყო, რატომ დაბრუნდა ამბროზი ასე მალე.
გაიგო, რომ მის ოთახში ვიღაც შეიპარა. მეტიც, საუკეთესო დამ-
ცავები პატრონს არა მხოლოდ შეპარვის შესახებ ატყობინებდა,
არამედ კარის ან ფანჯრის ჩაკეტვა და ქურდის ოთახში გამომ-
წყვდევაც შეეძლო.
კარისკენ გავექანე და თან ჯიბეში რამე ისეთ გრძელ და
წვრილ საგანს ვეძებდი, რითიც საკეტის გაჭედვას შევძლებდი.
შესაფერისი რომ ვერაფერი ვიპოვე, საწერ მაგიდაზე კალამს
დავტაცე ხელი, გასაღების ჭუჭრუტანაში შევჩურთე და ისე
ძლიერად გადავღუნე, რომ ლითონის წვერი შიგნით ჩატყდა.
რამდენიმე წამში გარედან მეტალის ჩხაკუნი მომესმა – ამბრო-
ზი კარის გაღებას ცდილობდა და როდესაც გასაღები საკეტში
ვერ გაუყარა, ბრახუნი და გინება ატეხა.
ამ დროისთვის უკვე ფანჯარასთან ვიყავი, ჩემს ლამპას თით-
ბრის ზოლს ვაყოლებდი და ჩურჩულით რუნების წაკითხვას
ვცდილობდი. წესით, საკმაოდ მარტივი უნდა ყოფილიყო – თუ
რამდენიმე დამაკავშირებელ რუნას გადავფხაჭნიდი, მათ გაუვ-
ნებელყოფას შევძლებდი, ფანჯარას გავაღებდი და გავიქცეოდი.
მისაღებში გავბრუნდი და მაგიდიდან კონვერტის გასახსნე-
ლი დანა ავიღე. სიჩქარეში თავდახურული სამელნე გადავაყი-
300 მკითხველთა ლიგა
რავე. ის იყო, რუნების წაშლას უნდა შევდგომოდი, რომ მივ-
ხვდი, ეს სულელური საქციელი იქნებოდა. ამბროზის ოთახში
შეღწევა ნებისმიერ მარჯვე ქურდბაცაცას შეეძლო, მაგრამ სი-
გალდრიის მცოდნე და დამცავი რუნების ამომცნობი არც ისე
ბევრი იყო. ფაქტობრივად, იგივე იქნებოდა, ფანჯრის ჩარჩოზე
ჩემი ხელმოწერა დამეტოვებინა.
აზრების მოსაკრეფად ცოტა ხანს გავჩერდი, კონვერტის დანა
საწერ მაგიდაზე დავაბრუნე და სამელნე გავასწორე. ფანჯარას-
თან დავბრუნდი და თითბრის გრძელი ფირფიტა უფრო ყურად-
ღებით შევათვალიარე. რაიმეს განადგურება ადვილია, გააზრე-
ბაა რთული.
ორმაგად რთულია იმ შემთხვევაში, როცა კარს მიღმა გინება
და კარის გაღების მცდელობისას გამოცემული ლითონის
ზრიალი ისმის.
უეცრად დერეფანში სიჩუმე ჩამოწვა, რამაც კიდევ უფრო ამა-
ნერვიულა. როგორც იქნა, დამცავი რუნების გაშიფვრა შევძელი
და სწორედ ამ დროს გარედან რამდენიმე ადამიანის ნაბიჯების
ხმა შემომესმა. გონება სამ ნაწილად გავყავი, ალარს მოვუხმე
და ფანჯრის გაღებას შევეცადე. ხელებსა და ფეხებში თანდათან
სიცივემ დამიარა, ვინაიდან ჩემი სხეულის სითბო მთლიანად
დამცავების გასაუვნებელყოფად მივმართე. კარზე რაღაც მძი-
მეს ბრაგუნი გავიგონე, მაგრამ ვცადე, ყურადღება არ მიმექცია.
ფანჯარა ფართოდ გაიღო. რაფაზე გადავძვერი და ისევ ვიწ-
რო შვერილზე დავდექი. სწორედ ამ დროს კარზე კვლავ
ძლიერი ბრაგუნი გავიგე, რასაც ამჯერად ტკაცანისა და ხის
მტვრევის ხმაც მოჰყვა. ჯერ კიდევ შემეძლო, იქაურობას უსაფ-
რთხოდ გავცლოდი, მაგრამ როდესაც მარჯვენა ფეხი გადავდგი,
ვიგრძენი, რომ ჩემი სიმძიმისგან თიხის კრამიტი ნამტვრევებად
იქცა. ფეხი გამიცურდა და თავის შესამაგრებლად ორივე ხელით
რაფას ჩავებღაუჭე.
301 მკითხველთა ლიგა
ამ დროს ქარმაც დაუბერა და ღია ფანჯარა ჩემკენ გამოაქანა.
თავდასაცავად ხელი ავწიე, ფანჯარა თავის ნაცვლად იდაყვზე
მომხვდა და მინის ერთი პატარა კვადრატული სექცია ჩატყდა.
დარტყმისგან გვერდზე გადავიხარე და მთელი სხეულით მარ-
ჯვენა ფეხს დავეყრდენი, რომელიც სიმძიმისგან კიდევ უფრო
ქვემოთ ჩაცურდა.
ვინაიდან სხვა გზა აღარ ჩანდა, გადავწყვიტე, რომ საუკეთე-
სო გამოსავალი ქვემოთ ჩახტომა იქნებოდა და ჩავსრიალდი.
ხელები ინსტინქტურად ავაფართხალე, გზად კიდევ რამდენი-
მე კრამიტი ამოვყარე და სახურავის კიდეს ჩავებღაუჭე.
ძლიერად ვერ მოვეჭიდე, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ
ბზრიალი შემეწყვიტა და ზურგით ან თავით არ გადავშვებულიყა-
ვი. მიწაზე კატასავით პირქვე დავხტი.
თუმცა, ჩემგან განსხვავებით, კატის ყველა კიდური ერთი ზო-
მისაა, მე კი მუხლებსა და ხელისგულებზე დავეცი. ხელებზე
თითქმის ვერაფერი ვიგრძენი, მაგრამ ქვაფენილზე მუხლებით
დაცემისას ისეთმა ტკივილმა დამიარა, როგორიც ჩემი ხანმოკ-
ლე ცხოვრების განმავლობაში არასდროს განმეცადა. თვალთ
დამიბნელდა და ისე ამოვიწკმუტუნე, თითქოს ქუჩის ძაღლს წიხ-
ლი ამოარტყესო.
ერთ წამში წითელი კრამიტის ნამტვრევების სეტყვა წამომე-
წია. უმეტესობა ჩემ გარშემო, ქვაფენილზე დაიფშვნა, მაგრამ
ერთი კეფაზე მომხვდა, მეორემ კი იდაყვზე მიწია და მთელი ხე-
ლი გამითიშა.
ფიქრში დრო აღარ დამიკარგავს. მოტეხილ მკლავს როგორ-
მე მოვირჩენდი, უნივერსიტეტიდან გარიცხვას კი არასდროს
არაფერი ეშველებოდა. კაპიუშონი წამოვიფარე და თავს ძალა
დავატანე, ავმდგარიყავი. ფეხები როგორღაც „ოქროს პონის“
ლავგარდანის ქვეშ მივათრიე, სადაც ზედა სართულის ფანჯრე-
ბიდან ვეღარ დამინახავდნენ.
302 მკითხველთა ლიგა
მერე გავრბოდი, გავრბოდი, გავრბოდი...

***

„ანკერის“ სახურავზე ძლივძლივობით, კოჭლობით ავძვერი


და ჩემს ოთახში ფანჯრიდან შევძვერი. დიდხანს მივფოფხავდი,
მაგრამ სხვა არჩევანი არც მქონია. ბარის გავლით, ყველას
თვალწინ ვერ გავივლიდი. ისეთი არეული და გალახული ვიყავი
და ისე ვკოჭლობდი, ზუსტად იმ კაცს ვგავდი, ცოტა ხნის წინ სა-
ხურავიდან რომ ჩამოვარდა.
როგორც კი გული საგულეში ჩამიდგა, გონების დამბინდავი
იდიოტიზმის ჩადენისთვის საკუთარი თავის ლანძღვას მოვყევი.
ჭრილობებისთვის მერეღა მოვიცალე. სასიხარულო ამბავი ის
გახლდათ, რომ ორივე ფეხი მთელი გადამირჩა, სამაგიეროდ,
მუხლისთავებს ქვემოთ დიდებული, ბარაქიანი ჩალურჯებები
გამფურჩქნოდა. იმ ნამსხვრევის სამახსოვროდ, კეფაზე რომ და-
მეცა, კოპი დამაჯდა. საბედნიეროდ, ნაკაწრები არ მიჩანდა.
იდაყვი ყრუდ მიფეთქავდა, თუმცაღა ხელი უმოძრაოდ აღარ მე-
კიდა.
კარზე დააკაკუნეს. წამიერად ადგილს მივეყინე, შემდეგ ჯიბი-
დან არყის ხის რტო ამოვაძვრინე, გადაბმა ნაჩქარევად წავი-
ბუტბუტე და აქეთ-იქით ქნევას შევუდექი.
დერეფნიდან შეშფოთებული შეძახილი მომესმა, რასაც ვი-
ლემის ჩუმი სიცილი მოჰყვა.
– ეს ახლა სასაცილოა?! – უსაყვედურა სიმმა და მერე მე
მომმართა, – შემოგვიშვი.
შემოვუშვი.
სიმონი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ვილემი კი მაგიდასთან
მიდგმულ სკამს დასწვდა. კარი მივხურე და საწოლის მეორე
303 მკითხველთა ლიგა
მხარეს დავჯექი. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ვისხედით, პა-
წაწინა ოთახში ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ იყო.
ერთხანს ერთმანეთს ვათვალიერებდით, შემდეგ კი სიმონმა
წამოიწყო:
– როგორც ვატყობ, ამბროზიმ ოთახში შეპარული ქურდბაცა-
ცა ისე მაგრად დააშინა, ოღონდ არ დამიჭირონო და ტიპი ფან-
ჯრიდან გადაფრინდა.
უხალისოდ გავიცინე.
– მთლად ეგრეც არაა. თითქმის დავუძვერი, როცა ფანჯარა
მომენარცხა, – ხელები უხერხულად ავიქნიე, – და სახურავიდან
გადმომაგდო.
ვილემმა შვებით ამოისუნთქა.
– მე კი მეგონა, უხეირო გადაბმა ხომ არ დავადე-მეთქი.
თავი გავაქნიე.
– შენი გაფრთხილება მივიღე, ოღონდ საჭიროზე ნაკლები
ყურადღება გამოვიჩინე.
– ასე მალე რატომ დაბრუნდა? – სიმონმა ვილემს შეხედა, –
მისი მოსვლისას რამისთვის ხომ არ მოგიკრავს ყური?
– ალბათ, ჩემი კალიგრაფია მაინცდამაინც არ ექალურა, –
სცადა გამოცნობა ვილემმა.
– ფანჯრებზე დამცავები ეყენა, – ვუთხარი, – სავარაუდოდ,
ის დამცავები ბეჭედთან ან რამე ისეთთანაა დაკავშირებული,
რასაც მუდამ თან ატარებს. მათი წყალობით შეიტყობდა, რომ
ფანჯარა გავაღე.
– რასაც ეძებდი, იპოვე? – მკითხა ვილემმა. თავი გავაქნიე.
სიმონმა ჩემი მხრის უკეთ შესათვალიერებლად კისერი წაიგ-
რძელა.
– კარგად ხარ?
თვალი მის მზერას გავაყოლე, მაგრამ არაფერი შემინიშნავს.
პერანგი მოვქაჩე და მაშინღა მივხვდი, რომ ქსოვილი მხარზე
304 მკითხველთა ლიგა
მიმკრობოდა. სხვა დაზიანებების გამო ეს მხედველობიდან გა-
მომრჩენოდა.
პერანგი თავზემოთ ფრთხილად გადავიძრე. სახელო ნაფ-
ხრეწებად ქცეულიყო და სისხლით დაწინწკლულიყო. მწარედ
შევიგინე. მხოლოდ ოთხი პერანგი მებადა, რომელთაგან ერთი
უკვე აღარაფრად ვარგოდა.
ვცადე, ჭრილობა დამეთვალიერებინა, თუმცა მალევე მივ-
ხვდი, რომ რამდენადაც უნდა მოინდომო, საკუთარ იდაყვს სა-
გულდაგულოდ ვერასდროს დაინახავ. ბოლოს ისევ სიმონს მი-
ვანდე.
– დიდი არაფერია, – თითებით ორ დუიმზე ოდნავ დიდი და-
შორება მაჩვენა, – მხოლოდ ერთი ჭრილობაა და სისხლიც
თითქმის აღარ მოგდის. დანარჩენი უბრალო ნაკაწრებია. რო-
გორც ჩანს, რაღაცას ძლიერად გაედე.
– სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტის ნატეხი დამეცა, –
ავუხსენი.
– ბედი გქონია, – ჩაიბურტყუნა ვილემმა, – სახურავი თავზე
ჩამოგექცა და მხოლოდ ორიოდე ნაკაწრით გამოძვერი.
– მუხლებზე ვაშლის ზომის ჩალურჯებები მადევს, – შევეპა-
სუხე, – ხვალ თუ სიარულს შევძლებ, მაშინ მართლა ვიტყვი, ბე-
დი მქონია-მეთქი.
გულის სიღრმეში კარგად ვხვდებოდი, რომ მართალს ამბობ-
და. იმ კრამიტის ნამტვრევს, იდაყვზე რომ დამეცა, თავისუფლად
შეეძლო, მკლავი მოეტეხა, კიდეები კი ისეთი ბასრი ჰქონდა,
ოდნავ სხვა მხრიდან რომ მომხვედროდა, ხორცს ძვლამდე გა-
დამიხსნიდა. ვერ ვიტან თიხის კრამიტებს.
– შეიძლება, უარესიც დაგმართნოდა, – სწრაფად მომახალა
სიმონმა და წამოდგა, – წამო მედიკაში, გადაგახვიოთ.
– კრაემ, არა, – შესძახა ვილემმა, – მედიკას არ უნდა გავაკა-
როთ. რომ ნახონ, რა დღეშიცაა, კითხვებს დააყრიან.
305 მკითხველთა ლიგა
სიმონი კვლავ დაჯდა.
– მართალი ხარ, – წაიბუზღუნა საკუთარი დაუკვირვებლო-
ბით შეწუხებულმა, – ეს ხომ მეც ვიცოდი, – გადმომხედა, – კი-
დევ კარგი, დაზიანებები ისეთ ადგილებში არ გაქვს, ვინმეს
თვალში რომ მოხვდეს.
ვილემს შევავლე თვალი.
– სისხლის დანახვის გეშინია, არა?
შეურაცხყოფილი იერი მიიღო.
– ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყოდი...
მზერით ჩემს იდაყვს მიელურსმა და კელდური მუქი კანი
ნელ-ნელა გაუფითრდა.
– ჰო.
– გულწრფელობას რა სჯობს, – დაფლეთილი პერანგი სახვე-
ვებად დავხიე, – გილოცავ, სიმ, საველე მედიკოსად დაწინაურ-
დი, – უჯრიდან მოკაუჭებული ნემსი, ძაფი, იოდი და ბატის ქო-
ნით სავსე მომცრო ქოთანი ამოვიღე.
სიმმა ჯერ ნემსს შეხედა, შემდეგ – მე. თვალები გაფარ-
თოებოდა.
გულშიჩამწვდომად გავუღიმე.
– რთული არაა. თან ცოტას წავილაქლაქებთ.

306 მკითხველთა ლიგა


***

იატაკზე დავჯექი და მკლავი თავქვეშ ამოვიდე. სიმონმა ჭრი-


ლობა გამიწმინდა, გამიკერა და სახვევიც დამადო. ჩემდა გასაკ-
ვირად, აზიზი და წუწუნა სულაც არ აღმოჩნდა. ხელებს იმდენად
ოსტატურად და თავდაჯერებულად ამოძრავებდა, ისე ყურადღე-
ბით მეპყრობოდა, მედიკას იმ სტუდენტთა უმრავლესობას, გა-
მუდმებით ჭრილობებთან რომ უხდებათ მუშაობა, არც კი
დაესიზმრებოდათ.
– ესე იგი, ჩვენ სამნი მთელი ღამე აქ ვიყავით და „ჩაისუნ-
თქეს“ ვთამაშობდით, ხომ? – იკითხა ვილმა, თან ყველანაირად
სცადა, ჩემკენ არ გამოეხედა.
– კი ბატონო, – დათანხმდა სიმი, – ოღონდ ისიც ვთქვათ,
რომ მე მოვიგე, კარგი?
– არა, – დავიწუნე ეს იდეა, – „პონის“ სიახლოვეს ვილს ვინ-
მე აუცილებლად შენიშნავდა. ამ ტყუილის თქმა და ჩემი გამოჭე-
რა ერთი იქნება.
– ჰო, – შეწუხდა სიმი, – მაშ, რა ვთქვათ?
– სიმართლე, – ვილისკენ მივტრიალდი, – იმ აყალმაყალი-
სას „ოქროს პონიში“ იყავით და ეგრევე ჩემკენ გამოეშურეთ,
რომ იქაური ამბები მოგეყოლათ, – თავით მომცრო ტაბლაზე
ვანიშნე, რომელზეც უწესრიგოდ ეყარა სხვადასხვა მექანიზმი,
ზამბარები და ჭანჭიკები, – მე შემთხვევით ნაპოვნი ქანქარიანი
საათი გაჩვენეთ, თქვენ კი მირჩიეთ, როგორ შემეკეთებინა.
სიმს უკმაყოფილება დაეტყო.
– არც ისე სახალისო ამბავია.
– მარტივი ტყუილი ყოველთვის უკეთესია, – წამოვდექი, –
მადლობას გიხდით. ორივე თქვენგანთან ვალში ვარ. თქვენ
რომ არა, ასე იოლად ვერ გამოვძვრებოდი.

307 მკითხველთა ლიგა


სიმონიც წამოდგა და კარგი გააღო. ვილი წასვლას არ ჩქა-
რობდა.
– ერთ საღამოს რაღაც უცნაურ ჭორებს მოვკარი ყური, –
მითხრა.
– რამე მნიშვნელოვანზე საუბრობდნენ? – ვკითხე.
თავი დამიქნია.
– ძალიან. მახსოვს, როგორ ლაპარაკობდნენ, რომ მაღალი
საზოგადოების რომელიღაც გავლენიან წევრთან მეტოქეობისას
ფარ-ხმალი დაყარე. გამიკვირდა, იმ მთვლემარე ძაღლს თავი-
სუფლად ნავარდის საშუალება როგორ მისცა-მეთქი.
– გეყო, ვილ, – ჩაერია სიმონი, – ამბროზი მთვლემარე სუ-
ლაც არაა. კბილებალესილი ქოფაკია, რომელიც მოგუდვას იმ-
სახურებს.
– უფრო მძვინვარე დათვს წააგავს, – განაგრძო ვილემმა, –
რომლისთვისაც ცეცხლმოკიდებული ტოტით შეჩხიკინება გადა-
გიწყვეტია.
– ასე რა ნამუსით ლაპარაკობ? – გაფიცხდა სიმი, – სამწიგ-
ნობროში ორწლიანი მუშაობის განმავლობაში ბინძური შიმის
გარდა შენთვის სხვაგვარად მოუმართავს? იმაზე რაღას იტყვი,
ერთხელ ჩემი მარილები რომ აურ-დაურია და კინაღამ დამაბ-
რმავა? ქვოს კი მის მიერ მირთმეული ქლიავისგან ბოლომდე
განსაკურნებლად კიდევ იმდენი ხანი დასჭირდება...
ვილმა ხელი აღმართა და სიმონს ანიშნა, მიგიხვდიო.
– ვიცი, რომ მართლას ამბობ და სწორედ ამ ცოდნის გამო
ვეხვევი შარში. მხოლოდ ერთი რამის დაზუსტება მსურს, – შე-
მომხედა, – იმას მაინც თუ ხვდები, იმ გოგოს, დენნას გულის-
თვის ყოველგვარ ზღვარს რომ გადადიხარ?

308 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეერთე
წვრილმანი სამუშაო

იმ ღამეს მუხლების ტკივილმა მშვიდად ძილის საშუალება არ


მომცა. ასე რომ, როგორც კი ფანჯრიდან აისის პირველი ნიშნე-
ბი გამოჩნდა, ჩაძინების მცდელობას თავი ვანებე, ჩავიცვი და
ქალაქის გარეუბნებისკენ მიმავალ მტკივნეულ გზას დავადექი,
რათა ცოტაოდენი ტირიფის ქერქი მეშოვა და გამეღეჭა. გზადაგ-
ზა სხეულზე რამდენიმე ახალი, შთამბეჭდავი ნაკაწრიც აღმოვა-
ჩინე, რომლებიც წინა ღამეს არ შემენიშნა.
სიარული მტანჯველად მტკივნეული იყო, მაგრამ მიხაროდა,
რომ ჯერ ნორმალურად არ გათენებულიყო და ქუჩებში ხალხი
არ მოძრაობდა. უეჭველი იყო, „ოქროს პონიში“ გუშინ მომხდარ
ამბავს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა, ამიტომ ვინმეს კოჭ-
ლობით მოსიარულე რომ დავენახე, დასკვნებს ადვილად გა-
მოიტანდნენ.
საბედნიეროდ, გასეირნებამ ფეხებში დაჭიმულობა მომიხსნა,
ტირიფის ქერქმა კი ტკივილი შემიმსუბუქა. როდესაც მზე საბო-
ლოოდ ამოვიდა, თავს საკმარისად კარგად ვგრძნობდი, რომ
ხალხში გამოვჩენილიყავი. საცხენოსნოსკენ გავეშურე იმ იმე-
დით, რომ რამდენიმე საათით წვრილმან სამუშაოებს შევასრუ-
ლებდი, ვიდრე „სიმპათიაში გაწაფულობა“ დამეწყებოდა. შემ-
დეგი სემესტრის გადასახადისა და დევის ვალის გასასტუმრებე-
ლი ფულის შოვნაზე უნდა მეზრუნა, რომ აღარაფერი ვთქვათ
სახვევებისა და ახალი პერანგის ხარჯებზე.

309 მკითხველთა ლიგა


***

ჯაქსიმი საწყობში არ დამხვდა, მაგრამ მის ნაცვლად მომუშა-


ვე სტუდენტი ვიცანი. უნივერსიტეტში სწავლა ერთად დავიწყეთ
და ბუნაგში ცოტა ხანს ერთადაც ვცხოვრობდით. მომწონდა, იმ
თავადური წარმომავლობის სტუდენტებს არ ჰგავდა, უნივერსი-
ტეტში გაბღენძილები რომ დაიარებიან და ოჯახის ფულითა და
სახელით სარგებლობენ. მისი მშობლები შალით მოვაჭრეები
იყვნენ, მაგრამ გადასახადის დასაფარად თავად მუშაობდა.
– ბეიზილ, – მივმართე, – მეგონა, წინა სემესტრში ე’ლირობა
მოგანიჭეს. საწყობში რას აკეთებ?
ოდნავ აწითლდა, თითქოს შერცხვაო.
– კილვინმა გამომიჭირა, მჟავაში წყალს რომ ვურევდი.
თავი გავაქნიე და მოვიღუშე.
– ე’ლირ ბეიზილ, ეგ ქმედება სწორ პროცედურებში არ ჯდე-
ბა, – ვთქვი, თან ხმა დავიბოხე, – ხელოსანმა ყველაფერში უკი-
დურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
ბეიზილს გაეღიმა.
– კარგად ბაძავ, – დავთარი გადაშალა, – რით შემიძლია და-
გეხმარო?
– ახლა წვრილმანების გარდა სხვა ვერაფერს შევეჭიდები, –
ვუპასუხე, – დავუშვათ...
– მოიცა, – შემაწყვეტინა ბეიზილმა და დავთარს კოპებშეკ-
რული ჩააშტერდა.
– რა იყო?
დავთარი შემომიტრიალა და თითით მიმანიშნა.
– შენი სახელის გასწვრივ მინაწერია.
დავთარს დავხედე. კილვინს თავისი უცნაური ბავშვური ხე-
ლით მიეწერა: „რე’ლარ ქვოს არანაირი მასალა ან იარაღი არ
გაატანოთ. ჩემთან მოვიდეს. კლვნ“.
310 მკითხველთა ლიგა
ბეიზილმა თანაგრძნობით შემომხედა.
– მჟავა წყალში, – წყნარად გამეხუმრა, – შენც დაგავიწყდა?
– ნეტავი მართლა ეგრე იყოს, – ვუპასუხე, – მეცოდინებოდა
მაინც, რაშია საქმე.
ბეიზილმა გარშემო ნერვულად მიმოიხედა, შემდეგ წინ გად-
მოიხარა და ხმადაბლა მითხრა.
– მისმინე! ის გოგო ისევ დავინახე.
სულელივით მივაშტერდი.
– რაა?
– ის გოგო, ადრე რომ გეძებდა, – ამიხსნა ბეიზილმა, –
ახალგაზრდა გოგო თმაწითელ ჯადოქარს რომ ეძებდა, რომელ-
მაც თილისმა მიჰყიდა.
თვალები დავხუჭე და სახე მოვისრისე.
– დაბრუნდა? ახლა ყველაზე ნაკლებად ეგ მჭირდებოდა.
ბეიზილმა თავი გააქნია.
– შიგნით არ შემოსულა. ყოველ შემთხვევაში, მე არ დამინა-
ხავს, მაგრამ გარეთ რამდენჯერმე მოვკარი თვალი. ეზოში იც-
დიდა, – თავი საცხენოსნოს სამხრეთ გასასვლელისკენ გაიქნია.
– ვინმეს უთხარი?
ბეიზილმა შეურაცხყოფილი გამოხედვა მიიღო.
– ამას როგორ გაგიკეთებდი. მაგრამ შეიძლება, თვითონ
დაელაპარაკა ვინმეს. როგორმე უნდა მოიშორო. კილვინი ცო-
ფებს გაყრის, თუ იფიქრა, რომ თილისმებს ჰყიდი.
– არაფერს ვყიდი, – თავი ვიმართლე, – წარმოდგენა არ
მაქვს, ვინაა. როგორ გამოიყურება?
– ახალგაზრდაა, – თქვა ბეიზილმა მხრების აჩეჩვით, – კელ-
დელი არ უნდა იყოს. მგონი, ღია ფერის თმა ჰქონდა. ლურჯი
მოსასხამი აცვია და თავზე კაპიუშონი აქვს წამოცმული. ვცადე,
მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი, მაგრამ გაიქცა.
შუბლი დავიზილე.
311 მკითხველთა ლიგა
– მშვენიერია.
ბეიზილმა მხრები კვლავ თანაგრძნობის ნიშნად აიჩეჩა.
– ვიფიქრე, რომ უნდა გამეფრთხილებინე. აქ მართლა რომ
შემოვიდეს და გიკითხოს, მომიწევს, კილვინს ვუთხრა, – სახე
ბოდიშის ნიშნად დაეღრიჯა, – ვწუხვარ, მაგრამ ისედაც შარში
ვარ.
– მესმის, – ვუპასუხე მე, – გმადლობ, რომ გამაფრთხილე.

312 მკითხველთა ლიგა


***

სახელოსნოში შესვლისთანავე თვალში უჩვეულო სინათლე


მომხვდა. იმწამსვე თავი ავწიე და შევამოწმე, კილვინმა ნივნი-
ვებს შორის ჩამწკრივებულ მინის ბურთებს ახალი ლამპები ხომ
არ დაამატა-მეთქი. იმედი მქონდა, რომ განათების ცვლილება
ახალი ლამპით იქნებოდა გამოწვეული. კილვინი ყოველთვის
საშინელ ხასიათზე დგებოდა, როცა მისი ერთ-ერთი ლამპა ჩაქ-
რებოდა ხოლმე.
თვალი მოვავლე და ვერც ერთი ჩამქრალი ლამპა ვერ დავი-
ნახე. გვიანღა მივხვდი, რომ განათება აღმოსავლეთის კედელში
ამოჭრილი ფანჯრებიდან შემომავალი მზის სხივების გამო მეუც-
ნაურა. ჩვეულებრივ, სამუშაოდ ასე ადრე არასდროს მოვდიოდი
ხოლმე.
დილის სახელოსნოში შემაშფოთებელი სიჩუმე ჩამოწოლი-
ლიყო. უზარმაზარი ოთახი ცარიელი და უსიცოცხლო ჩანდა,
პროექტზე მხოლოდ თითო-ოროლა სტუდენტი მუშაობდა. ეს სი-
ცარიელე, უცნაური განათება და კილვინისგან მოულოდნელი
მოხმობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისი კაბინეტისკენ დაძ-
რული შფოთვას მოვეცავი.
ადრიანი დილის მიუხედავად, კილვინის ოთახის კუთხეში
მოწყობილი პატარა სამჭედლო უკვე კარგად გახურებულიყო.
კარის გაღებისთანავე სიმხურვალე დამეტაკა, რაც მოახლოებუ-
ლი ზამთრის მიერ მოტანილი სუსხის შემდეგ ნამდვილად სა-
სიამოვნო იყო. კილვინი ჩემკენ ზურგით იდგა და საბერველებს
უდრეკი რიტმით ამუშავებდა.
მისი ყურადღების მოსაპყრობად კარის ჩარჩოზე ხმამაღლა
დავაკაკუნე.
– მაგისტრო კილვინ. მინდოდა, საწყობიდან რაღაც მასალა
გამომეტანა. რამე პრობლემაა?
313 მკითხველთა ლიგა
კილვინმა გამომხედა.
– რე’ლარ ქვო, ცოტა ხანში მოგხედავ. შემოდი.
შევედი და მძიმე კარი ზურგს უკან მოვიხურე. თუ შარში ვიყა-
ვი, მერჩივნა, ამის შესახებ არავის გაეგონა. კილვინმა საბერვე-
ლებზე მუშაობა კარგა ხანს გააგრძელა. როდესაც ხელში გრძე-
ლი მილი დავუნახე, მაშინღა მივხვდი, რომ ცეცხლით სამჭედ-
ლოს კი არა, მინის მომცრო სალღობს ახურებდა. დამდნარი მი-
ნა მილის ბოლოთი ოსტატური მოძრაობით აიღო, შემდეგ მილ-
ში ჩაბერა, მეორე ბოლოდან კი გამჭვირვალე ბურთულა გა-
მოიზარდა.
ერთი წუთის შემდეგ მინამ ფორთოხლისფერი შეფერილობა
დაკარგა.
– საბერველი შემომაშველე, – კილვინს ჩემთვის არც კი შე-
მოუხედავს. მილის ბოლო ისევ პირში იტაკა.
დავფაცურდი. საბერველი თანაბრად ავამუშავე. მინა კვლავ
ფორთოხლისფრად აელვარდა. კილვინმა ხელის ერთი აწევით
მანიშნა, საკმარისიაო, მილი სალღობიდან ამოიღო, კიდევ ერ-
თხელ ღონივრად ჩაჰბერა და იქამდე ატრიალებდა, ვიდრე მი-
ნის ბურთულა ნესვის ზომისა არ შეიქნა.
ეს ნესვიც სალღობში ჩააწო, მე კი საბერველს მისი მითითე-
ბის გარეშე მივუბრუნდი. მესამე ჯერზე უკვე ოფლში ვიწურებო-
დი. ვნატრობდი, ნეტავი კარი მაინც არ მიმეხურა-მეთქი. საბერ-
ველს ვერ ვშორდებოდი, ამიტომ კარის გაღებასაც ვერ ვახერ-
ხებდი.
კილვინი ამ პაპანაქებას თითქოს ვერც ამჩნევდა. ბურთულა
უკვე ჩემი თავის ზომისა გამხდარიყო და გოგრას დამსგავსებო-
და. თუმცა, სადნობიდან მეხუთედ რომ ამოსწია და მილში ჩაბე-
რა, მინა გაიხვრიტა, ბუშტივით ჩაიფუშა და იატაკზე დაეღვენთა.

314 მკითხველთა ლიგა


– კისტ, კრაილ, კოტ! – განრისხებულმა კილვინმა უწმაწუ-
რად შეიგინა და ლითონის მილს ცივად უშვა ხელი. ქვის იატაკზე
მეტალის ჟღრიალი გაისმა, – კრემეტ ბრევეტან აერინ!
ყელში ერთბაშად მოწოლილ სიცილს როგორღაც გავუმ-
კლავდი. სიარიულს არ ვსხლავდი, მაგრამ კილვინის ნათქვამი
კი გავიგე: ჩაგაჯვი წვერში, უფალო.
დათვივით ფეხებგაჩაჩხული მაგისტრი კარგა ხანს გაუნძრევ-
ლად იდგა და იატაკზე გაწლაწულ აწ უკვე უვარგის მინას დას-
ცქეროდა. შემდეგ ცხვირიდან იმედგაცრუების გამომხატველი
ხანგრძლივი ქსუტუნი ამოუშვა, სათვალე მოიხსნა და მომიტრი-
ალდა.
– სამი წყვილი სინქრონული ზარი, თითბრის ჩამოსხმა, – მო-
მაყარა ყოველგვარი შესავლის გარეშე, – ერთი რკინის ონკანი.
ოთხი სითბური ძაბრი, ისიც რკინისა. ექვსი სიფონი, თუნუქით
ნაჭედი. ორმაგი გამძლე მინის ოცდაერთი ფირფიტა და სხვა
წვრილმანი.
იმ ნაკეთობათა სია ჩამოთვალა, რომელთა შექმნასაც ამ სე-
მესტრში მოვკიდე ხელი. მარტივი ნივთები იყო, მათი დამზადე-
ბითა და გაყიდვით მოკლე ხანში ცოტა ფულის შოვნა შეიძლე-
ბოდა.
კილვინმა მუქი თვალებით შემომიბღვირა.
– ასეთი საქმიანობა გაკმაყოფილებთ, რე’ლარ ქვო?
– საკმაოდ იოლად შესასრულებელი პროექტებია, მაგისტრო
კილვინ, – ვუპასუხე.
– შენ უკვე რე’ლარი ხარ, – დამაყვედრა, – ნუთუ ასე ძალ-
დაუტანებლად და ზოზინით გსურს იმუშაო მხოლოდ იმისთვის,
რომ მუქთახორა მდიდრებს ცხოვრება გაუმარტივო? – მკითხა,
– საცხენოსნოში მუშაობა მხოლოდ ამისთვის გსურს? იოლ საქ-
მეს არ უნდა გასცდე?

315 მკითხველთა ლიგა


ვგრძნობდი, კისერთან ოფლის წვეთმა როგორ გამოჟონა და
ხერხემალს დაუყვა.
– ჩემი სახიფათო იდეები სიფრთხილეს საჭიროებს, – მივუ-
გე, – მახსოვს, მაინცდამაინც არც თქვენ მოგეწონათ ჩემი ხე-
ლის ლამპაში აღმოჩენილი ცვლილება.
– ლაჩრული თავის მართლებაა, – მომიჭრა კილვინმა, – ერ-
თხელ ქუჩაში რომ წაიჩხუბო, მაგის შიშით სახლიდან ვეღარ უნ-
და გამოხვიდე? – შემომხედა, – კიდევ გეკითხები: ეს ზარები და
რკინის უაზრო ჭედვა სიამოვნებას განიჭებს, რე’ლარ ქვო?
– მომდევნო სემესტრის გადასახადზე დარდი მანიჭებს
სიამოვნებას, მაგისტრო კილვინ, – ოფლი სახეზე წურწურით ჩა-
მომდიოდა. ვცადე, სახელოთი მომეწმინდა, მაგრამ პერანგიც
გასაწური გამხდარიყო. კილვინის კაბინეტის კარს კიდევ ერ-
თხელ შევავლე თვალი.
– თავად სამუშაოზე რას იტყვი? – არ მომეშვა კილვინი.
ოფლს მის მუქ შუბლზეც გამოეჟონა, მაგრამ შეწუხებისა არაფე-
რი ეტყობოდა.
– გულწრფელი პასუხი გნებავთ, მაგისტრო კილვინ? – მსუბუ-
ქი თავბრუსხვევა ვიგრძენი.
ნაწყენი თვალებით შემომხედა.
– გულწრფელობას ყოველთვის ვაფასებ, რა’ლარ ქვო.
– სიმართლე ისაა, რომ შარშან რვა საგემბანო ლამპა დავამ-
ზადე, მაგისტრო კილვინ. კიდევ ერთის დამზადება რომ დამჭირ-
ვებოდა, სრული მოწყენილობისგან ალბათ ჩავისვრიდი კიდეც.
კილვინმა რაღაც ჩაიფრუტუნა. სიცილს წააგავდა. შემდეგ გუ-
ლიანად გამიღიმა.
– შესანიშნავია. რე’ლარი სწორედ ასე უნდა გრძნობდეს
თავს, – კოტიტა თითი ჩემკენ გამოიშვირა, – გონიერი სტუდენ-
ტი ხარ. ხელებიც გემორჩილება. შენგან დიდებულ ქმნილებებს
მოველი და არა შავი სამუშაოს შესრულებას. რამე ჭკვიანური
316 მკითხველთა ლიგა
შექმენი და ის უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე ერთი უბ-
რალო ლამპა, ვიდრე რაღაც წვრილმანი ხარახურა. მსგავსი უმ-
ნიშვნელო საქმეები ე’ლირებს დაუტოვე, – ხელი უგულისყუ-
როდ გაიქნია იმ ფანჯრისკენ, სახელოსნოს რომ გადაჰყურებდა.
– ვეცდები, მაგისტრო კილვინ, – ვუპასუხე. ჩემივე ხმა მეუც-
ხოვა. თითქოს მოგუდულად ვკნაოდი, – წინააღმდეგი ხომ არ
ხართ, კარი რომ შევაღო და სუფთა ჰაერი შემოვუშვა?
კილვინმა დასტურის ნიშნად ჩაიბურდღუნა და კარისკენ გა-
ვემართე. უეცრად ფეხებში ძალა წამერთვა და თვალწინ ყველა-
ფერი დამიტრიალდა. წავბარბაცდი და იატაკს კინაღამ თავით
დავერჭე, თუმცა მოვასწარი და სამუშაო მაგიდის კიდეს ჩავეჭი-
დე. მუხლებზე დავეცი.
როგორც კი გადაყვლეფილი მუხლისთავებით იატაკზე დავე-
ბერტყე, აუტანელმა ტკივილმა დამიარა. არც მიყვირია და არც
დამიჩივლია. მტანჯველი ტკივილი თითქოს საიდანღაც, თვა-
ლუწვდენელი შორეთიდან მოდიოდა.

317 მკითხველთა ლიგა


***

დაბნეულს გამომეღვიძა. პირი ისეთი მშრალი მქონდა, თით-


ქოს ნახერხით გამოეტენათ. თვალებშეშუპებულსა და გონება-
დაბინდულს კარგა ხანი დამჭირდა, ვიდრე ჰაერში დატრიალე-
ბულ ანტისეპტიკის სუნს ვიცნობდი. ამას ისიც დაემატა, რომ სა-
წოლში შიშველი ვიწექი და, როგორც იქნა, მივხვდი – მედიკაში
ვიმყოფებოდი.
თავი მივატრიალე და მოკლედ შეჭრილი ქერა თმა და მკურ-
ნალის მუქი ფორმა დავინახე. ოდნავ მოვეშვი და თავი ბალიშში
ჩავრგე.
– გამარჯობა, მოლა, – ამოვიხავლე.
მოტრიალდა და სერიოზული სახით შემომხედა.
– ქვო, – მომმართა ოფიციალურად, – თავს როგორ
გრძნობთ?
ჯერ კიდევ გონებადაბინდულს პასუხის მოსაფიქრებლად
დრო დამჭირდა.
– გაბრუებულად... მოწყურებულად.
მოლამ ჭიქა მომიტანა და დალევაში დამეხმარა. ტკბილი და
ნალექიანი სითხე იყო. ბოლომდე დასალევად კარგა ხანი დამ-
ჭირდა, მაგრამ როგორც კი დავამთავრე, თავი სანახევროდ
ადამიანად ვიგრძენი.
– რა მოხდა?
– სახელოსნოში გონება დაკარგე, – მიპასუხა მოლამ, –
კილვინმა თვითონ მოგიყვანა. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.
აქედან ძლივს მოვიშორე.
მთელ სხეულში სირცხვილმა დამიარა იმის წარმოდგენაზე,
რომ უნივერსიტეტის ქუჩებში გოლიათი მაგისტრი ხელში აყვა-
ნილს დამატარებდა. მის ხელებში ალბათ ნაჭრის თოჯინას ვგავ-
დი.
318 მკითხველთა ლიგა
– გონება დავკარგე?
– როგორც კილვინმა ამიხსნა, ზედმეტად გადახურებულ
ოთახში იყავი, – მითხრა მკურნალმა, – ისე გაოფლიანდი, რომ
ტანსაცმელი ერთიანად გასაწური გქონდა, წვეთები წურწურით
ჩამოგდიოდა, – თავი იქით გაიქნია, სადაც ჩემი ტანსაცმელი
დაეხვავებინა.
– სითბური დაკვრა? – ვკითხე მე.
მოლამ ხელის აწევით გამაჩუმა.
– ჩემი პირველი დიაგნოზიც ეგ იყო, – დაიწყო ახსნა, – თუმ-
ცა შემდგომი შემოწმებით დავასკვენი, რომ წუხელ ფანჯრიდან
გადმოხტომის მწვავე ფორმით ხარ ავად, – ნიშნის მოგებით შე-
მომხედა.
უცებ საკუთარი სხეული ვიგრძენი. ჩემმა სიშიშვლემ კი არ
შემაწუხა, არამედ იმ აშკარა ჭრილობებმა, „ოქროს პონის“ სა-
ხურავიდან გადმოხტომისას რომ მივიღე. სასწრაფოდ კარისკენ
გავიხედე და დაკეტილი რომ დამხვდა, ცოტათი მომეშვა. მოლა
მიყურებდა და სახეზე არაფერი ეწერა.
– ვინმე სხვამაც ნახა? – ვკითხე.
მოლამ თავი გააქნია.
– დღეს დატვირთული დღე გვაქვს.
ცოტათი მოვეშვი.
– ეგეც საქმეა.
სახე მოეღუშა.
– დღეს დილით არვილმა ბრძანება გასცა, რომ ყველა საეჭ-
ვო დაზიანების შესახებ პირადად შევატყობინოთ. საიდუმლო
არაა, რატომაც. ამბროზიმ პირადად დააწესა მოზრდილი ჯილ-
დო ნებისმიერისთვის, ვინც მის ოთახში შეპარულ ქურდს დააჭე-
რინებს, რამდენიმე ძვირფასი ნივთი და დედამისის მიერ სიკ-
ვდილის წინ ნაჩუქარი ბეჭედი რომ მოჰპარა.
– ნაბიჭვარი, – აღმომხდა, – არაფერი მომიპარავს.
319 მკითხველთა ლიგა
მოლამ წარბი აზიდა.
– ასე მარტივად გამოტყდი? არც უარყოფ და არც არაფერი?
დაბერილი ნესტოებით ამოვისუნთქე და ვცადე, სიბრაზე მო-
მეთოკა.
– შენი გონებრივი შესაძლებლობების დაკნინებას არ ვაპი-
რებ. აშკარაა, რომ უბრალოდ კიბიდან არ დავგორებულვარ, –
ღრმად ჩავისუნთე, – მოლა, მისმინე. თუ ვინმეს ეტყვი, გამრიც-
ხავენ. არაფერი მომიპარავს. შემეძლო, მაგრამ ასე არ მოვქცე-
ულვარ.
– მაშინ, რატომ... – შეყოყმანდა, აშკარად უხერხულობას
გრძნობდა, – იქ რას აკეთებდი?
ამოვიხვნეშე.
– რომ გითხრა, მეგობარს სამსახურს ვუწევდი-მეთქი, დამი-
ჯერებ?
მოლამ გამჭოლი მზერა მესროლა და მწვანე თვალებით მო-
მაცქერდა.
– ამ ბოლო დროს რაღაც სულ სხვებს უწევ სამსახურს.
– მე... რა? – გონება ჯერ კიდევ ზანტად მიმუშავებდა და კარ-
გად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
– აქ ბოლოს რომ იყავი, ცეცხლიდან ფელას გამოყვანისას
მიღებული დამწვრობისა და კვამლის ყლაპვისგან გიმკურნალე.
– აჰ, – გამახსენდა, – ეგ არაფერი იყო. ნებისმიერი ეგრე მო-
იქცეოდა.
მოლამ თვალი მომავლო.
– მაგის მართლა გჯერა, არა? – თავი ოდნავ გააქნია, პატარა
დაფა აიღო და ზედ მიკრულ ფურცელზე რაღაც ჩანაწერები
გააკეთა. აშკარად მკურნალობის ანგარიშს ავსებდა, – ჩემი აზ-
რით კი ნამდვილად დიდი სამსახურის გაწევა იყო. ახალი სტუ-
დენტები რომ ვიყავით, მე და ფელა ერთად ვცხოვრობდით. შე-

320 მკითხველთა ლიგა


იძლება, ასე არ ფიქრობ, მაგრამ ყველა შენნაირად ნამდვილად
არ მოიქცეოდა.
კარზე კაკუნი გაისმა, რასაც დერეფნიდან სიმის ხმა მოჰყვა.
– შეიძლება, შემოვიდეთ? – იკითხა, კარი პასუხის მიღებამდე
შემოაღო და დარცხვენილ ვილემს შემოუძღვა.
– გავიგეთ, რომ... – დაიწყო სიმონმა, შემდეგ შეჩერდა და
მოლას მიუბრუნდა, – ხომ კარგად იქნება?
– კარგად იქნება, – დაამშვიდა მოლამ, – თუ ტემპერატურა
ნორმას დაუბრუნდება, – სინდიყის წკირი აიღო და პირში ჩამჩა-
რა, – ვიცი, გაგიჭირდება, მაგრამ ეცადე, ერთი წუთით მაინც მო-
კეტო.
– თუ ასეა, – დაიწყო სიმონმა და გაიკრიჭა, – გავიგეთ, რომ
კილვინმა სადღაც განმარტოებით წაგიყვანა და ისეთი რაღაც
გაჩვენა, რომ პატარა, აზიზი გოგოსავით გული წაგივიდა.
შევუბღვირე, მაგრამ პირი არ გამიღია.
მოლა ვილსა და სიმს მიუტრილდა.
– ფეხები კარგა ხანს ეტკიება, მაგრამ სერიოზული დაზიანება
არ აქვს. იდაყვიც მოურჩება, თუმცა ნაკერი არაფრად ვარგა. ჰო,
მართლა, ბიჭებო, ამბროზის ოთახში რა ჯანდაბა გესაქმებო-
დათ?
ვილემმა მოლას მუქი თვალები შეანათა და თავისი საფირმო
სიმტკიცით შეხედა.
სიმმა მთლად ვერ იყოჩაღა.
– ქვოს თავისი სატრფოსთვის ბეჭდის მოპოვება უნდოდა, –
ჩააჭიკჭიკა მხიარულად.
მოლა მრისხანე სახით მომიტრიალდა.
– იმის სითავხედე გეყო, რომ თვალებში მიყურებდი და მატ-
ყუებდი? – გაბრაზებული თვალები კატასავით დაწვრილებოდა,
– მადლობა ღმერთს, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობების
დაკნინება არ მოინდომე, ან რამე მსგავსი.
321 მკითხველთა ლიგა
ღრმად ჩავისუნთქე და ხელი სინდიყის წკირის გამოსაღებად
წავიღე.
– ჯანდაბა, სიმ, – წამოვიძახე გაჯავრებულმა, – ოდესმე
ტყუილის თქმას გასწავლი!
შეშფოთებული და სირცხვილისგან აწითლებული სიმი ხან მე
მომაცქერდებოდა, ხან მოლას.
– ქვოს მდინარის გაღმა ერთი გოგო მოსწონს, – დაიწყო თა-
ვის დაცვა, – ამბროზიმ იმ გოგოს ბეჭედი წაართვა და არ უბრუ-
ნებდა. ჩვენ უბრალოდ...
მოლამ მკაცრი მოძრაობით შეაწყვეტინა.
– ეს რატომ არ მითხარი? – მკითხა გაღიზიანებულმა, – ყვე-
ლამ იცის, ამბროზი ქალებს როგორც ექცევა.
– სწორედ მაგიტომაც არ გითხარი, – ვუპასუხე, – მეტად მო-
სახერხებელი ტყუილი გამოჩნდებოდა. მეორე მიზეზი კი ისაა,
რომ ეს შენი საქმე სულაც არაა.
გამოხედვა კიდევ უფრო გაუმკაცრდა.
– თავი ისე მოგაქვს, თითქოს...
– გეყოფათ, უბრალოდ გაჩერდით! – დაიძახა ვილემმა და კა-
მათი შეგვაწყვეტინა.
მოლას მიუბრუნდა.
– როდესაც გონდაკარგული ქვო მოიყვანეს, პირველ რიგში
რა გააკეთე?
– თავის ტრავმის გამოსარიცხად გუგები შევუმოწმე, –
დაუფიქრებლად ჩაარაკრაკა მოლამ, – რატომ მეკითხები?
ვილემმა ჩემკენ მიანიშნა.
– აბა, ახლა ჩახედე თვალებში.
მოლამ შემომხედა.
– ჩამუქებია, – ჩაილაპარაკა გაკვირვებული ხმით, – მუქი
მწვანეა, ფიჭვის წიწვივით.
ვილმა გააგრძელა.
322 მკითხველთა ლიგა
– ჰოდა, როცა თვალები ეგრე უმუქდება, არასდროს ეკამა-
თო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
– აი, დაახლოებით იგივეა, ჩხრიალა გველი ხმას რომ გამოს-
ცემს, – დაამატა სიმმა.
– უფრო იმას ჰგავს, ძაღლი რომ აიჯაგრება ხოლმე, – შეუს-
წორა ვილმა, – და გაფრთხილებს, კბენისთვის მზად ვარო.
– ან ყველანი თავიდან მომწყდით და ჯანდაბამდე გზა გქონი-
ათ, – ჩავერიე მე, – ან სარკე მომეცით, რომ ვნახო, რაზე ლაპა-
რაკობთ. ჩემთვის სულერთია.
ვილმა ყურადღება არ მომაქცია.
– ჩვენს პატარა ქვოს ფეთქებადი ხასიათი აქვს, მაგრამ საკ-
მარისია, დასამშვიდებლად ერთი წუთი მისცე, რომ სიმართლეს
მაშინვე იაზრებს, – ვილემმა გამჭოლად შემომხედა, – ის კი არ
სწყინს, რომ მისი ნათქვამი არ დაიჯერე და სიმი გააცურე, არა-
მედ ის, რომ გამოააშკარავე, თუ როგორი ვირული საქციელის
ჩადენა შეუძლია მხოლოდ იმისთვის, რომ ქალზე შთაბეჭდილე-
ბა მოახდინოს, – ისევ გადმომხედა, – ვირული ხო სწორი სიტ-
ყვაა?
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე.
– კი, საკმაოდ, – ვაღიარე.
– იმიტომ შევარჩიე, რომ „ვირი“ ურევია, – აღნიშნა ვილმა.
– ვიცოდი, რომ თქვენ ორიც იქნებოდით გარეული, – თქვა
მოლამ და ხმაში მობოდიშების მანიშნებელი ინტონაცია შეეპა-
რა, – სიმართლე გითხრათ, თქვენ სამს ქურდული შესახედაობა
ნამდვილად გაქვთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, –
საწოლს შემოუარა და ჩემს იდაყვზე ნაკერს კრიტიკულად შეხე-
და, – რომელმა გაკერეთ?
– მე, – დაიღრიჯა სიმი, – ვიცი, რომ არც ისე კარგად გამომი-
ვიდა.

323 მკითხველთა ლიგა


– „არც ისე კარგად“ რომ გამოგსვლოდა, კიდევ რა უჭირს, –
თქვა მოლამ და ჭრილობის თვალიერება განაგრძო, – ისე გა-
მოიყურება, თითქოს გინდოდა, ზედ შენი სახელი ამოგექარგა
და ასოები აგერია.
– მე კი ვფიქრობ, რომ თავი საკმაოდ კარგად გაართვა, –
ჩაერია ვილი და მოლას თვალი თვალში გაუყარა, – იმის გათვა-
ლისწინებით, რომ გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია და თა-
ნაც არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ მეგობარს ეხ-
მარებოდა.
მოლა გაწითლდა.
– არ მინდოდა, ცუდად გამომსვლოდა, – თქვა სწრაფად, – აქ
მუშაობისას ადვილია დაგავიწყდეს, რომ ყველა ვერ... – სიმს
მიუბრუნდა, – მაპატიე.
სიმმა ხელი ქვიშისფერ თმაში წაივლო.
– ვფიქრობ, ეს შეცდომა შეგიძლია ახლო მომავალში გამო-
ასწორო, – თქვა და მიამიტურად გაუღიმა, – ხვალ ნაშუადღევზე
რას იტყვი? დამრთავ ნებას, ლანჩზე დაგპატიჟო? – გოგოს
დაიმედებული თვალებით მიაჩერდა.
მოლამ თვალები აატრიალა და ისე ამოიხვნეშა, ვერ გაიგებ-
დი, გაუხარდა თუ გაღიზიანდა.
– კარგი.
– მორჩა, ჩემი საქმე შევასრულე, – თქვა ვილმა, – წავედი.
ვერ ვიტან აქაურობას.
– გმადლობ, ვილ, – დავემშვიდობე.
ხელი მხარუკუღმა დაუდევრად დამიქნია და კარი გაიხურა.

324 მკითხველთა ლიგა


***

მოლა დათანხმდა, რომ ჩემი საეჭვო დაზიანებები ანგარიშში


არ ეხსენებინა და მხოლოდ პირვანდელი დიაგნოზი, სითბური
დარტყმა დააფიქსირა. სიმის მიერ დადებული ნაკერებიც ამხსნა
და ჭრილობა ხელახლა გამიწმინდა, გამიკერა და შემიხვია. არც
ისე სასიამოვნო პროცესი იყო, მაგრამ ვიცოდი, მისი მზრუნვე-
ლობით უფრო ადვილად შემიხორცდებოდა.
გამოწერისას მირჩია, მეტი წყალი დამელია, კარგად გამომე-
ძინა და მომავალში, სახურავიდან გადმოვარდნის შემდეგ,
ცხელ ოთახში მძიმე ფიზიკური აქტივობისგან თავი შემეკავები-
ნა.

325 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეორე
ფანტვა

ელქსა დალი „სიმპათიაში გაწაფულობას“ აქამდე მხოლოდ


თეორიულად გვასწავლიდა. რა რაოდენობით სინათლის წარ-
მოქმნა შეიძლება ათი თაუმი უწყვეტი სითბოსგან რკინის გამო-
ყენებით? ბაზალტის შემთხვევაში? ადამიანის სხეულის გამოყე-
ნებით? ვიმახსოვრებდით ცხრილებს და ვსწავლობდით, როგორ
გამოგვეთვალა მზარდი კვადრატები, იმპულსის მომენტი და ნა-
ერთთა დაშლის მექანიზმები.
მარტივად რომ ვთქვა, ტვინის გამოსალაყებელი საქმე იყო.
არასწორად არ გამიგოთ. ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის ცოდ-
ნა აუცილებლად დამჭირდებოდა. დენნას მხოლოდ მარტივი გა-
დაბმები ვაჩვენეთ, მაგრამ უფრო რთული საქმიანობისთვის მო-
ხერხებულ სიმპათისტს ჩახლართული გამოთვლების ჩატარება
უწევდა.
ენერგიაზე თუ ვიმსჯელებთ, სანთლის ანთებასა და მის გამ-
დნარ ცვილად ქცევას შორის დიდი განსხვავება არაა. სხვაობა
მხოლოდ ფოკუსირებასა და კონტროლშია. როდესაც სანთელი
შენს წინ დგას, ეს ყველაფერი ადვილია. უბრალოდ პატრუქს მი-
აშტერდები და, როგორც კი პირველ ნაპერწკალს დაინახავ,
სითბოს შეფრქვევას შეწყვეტ. მაგრამ თუ სანთელი ოთხასი მეტ-
რით შორს ან თუნდაც სხვა ოთახშია, ფოკუსისა და კონტროლის
შენარჩუნება გეომეტრიული პროგრესიით რთულდება.
დაუდევარ სიმპათისტს სანთლის ხელში ჩადნობაზე ბევრად
უარესი ხვედრი ელის. დენნას მიერ „ეოლიანში“ დასმული კით-
ხვა: „სად მიდის დანარჩენი ენერგია?“ ძალზე მნიშვნელოვანი
გახლდათ.

326 მკითხველთა ლიგა


როგორც ვილმა ახსნა, ნაწილი ჰაერში გადადის, ნაწილი
ბმულ საგანში, ნაწილი კი სიმპათისტის სხეულში. ამ პროცესს
ტექნიკურ ენაზე „თაუმური გადავსება“ ერქვა, თუმცა, თვით ელ-
ქსა დალიც კი ფანტვას უწოდებდა.
თითქმის ყოველ წელიწადს ძლიერი ალარის მქონე რომე-
ლიმე დაუფიქრებელი სიმპათისტი ცუდი ბმით იმდენ ტემპერა-
ტურას მოიკრეფდა, რომ საკუთარი სხეულის სითბოს ნორმაზე
მაღლა სწევდა და გადახურების სიგიჟეში ვარდებოდა. დალმა
ერთი ისეთი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც სტუდენტმა
მოახერხა და სხეული შიგნიდან გამოიწვა.
ეს ამბავი მეორე დღეს მანესაც მოვუყევი და ველოდი, რომ
ჩემსავით სასაცილოდ არ ეყოფოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩ-
ნდა, როდესაც ეს მოხდა, მაშინ მანე უკვე სტუდენტი იყო.
– ღორის ხორცის სუნი იდგა, – თქვა მოღუშულმა მანემ, –
საზიზღრობა იყო. რა თქმა უნდა, შემეცოდა, მაგრამ მხოლოდ
იმდენად, რამდენადაც შეიძლება იდიოტი შეგეცოდოს. აქა-იქ
ცოტაოდენი ფანტვა შეიძლება ვერც შეამჩნიო, მაგრამ იმ უბე-
დურს ორი წამის განმავლობაში ორასი ათასი თაუმი მაინც
დაეფანტა, – მანემ თავი ისე გააქნია, რომ წინ დადებული თუნუ-
ქისთვის, რომელზეც რაღაცის ამოკვეთას შესდგომოდა, თვალი
არ მოუშორებია, – მთავარი შენობის ერთი ფრთა მთლიანად
ყარდა. იმ ოთახებს ერთი წელი ვერავინ ეკარებოდა.
მანეს თვალს ვერ ვაშორებდი.
– თუმცა, თერმული ფანტვა საკმაოდ ხშირია, – გააგრძელა
მანემ, – აი, კინეტიკური ფანტვა კი... – წარბები აზიდა, – ოცი
წლის წინ ერთი შტერი ელ’თი დათვრა და სანაძლეოს გამო მა-
გისტრების დარბაზის სახურავზე ურმის შემოდგმა მოიწადინა.
საკუთარი მკლავი მხარში მოიგლიჯა.
მანე ისევ თავისი სამუშაოსკენ გადაიხარა და რუნის ფრთხი-
ლად ამოკვეთა განაგრძო.
327 მკითხველთა ლიგა
– ასეთი რამის ჩადენას განსაკუთრებული სიშტერე სჭირდე-
ბა.
მეორე დღეს დალის თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული
ყურადღებით ვუსმენდი.
ტვინს დაუნდობლად გვიბურღავდა: ენთოპიის გამოთვლები,
შლის მანძილის მაჩვენებელი გრაფიკები და ენტროპიული მრუ-
დების აღმწერი ტოლობები, რომლებიც ნებისმიერ მარჯვე სიმ-
პათისტს თითქმის ინსტინქტის დონეზე უნდა სცოდნოდა.
თუმცა, დალი სულელი არ იყო. ვიდრე მოწყენილობა და სი-
ზარმაცე დაგვრევდა ხელს, ამ ყველაფერს შეჯიბრის სახე მისცა.
სითბოს გამოტანას უცნაური წყაროებიდან გვავალებდა – გა-
ვარვარებული რკინიდან, ყინულის კუბებიდან, საკუთარი სის-
ხლიდან. შორეულ ოთახში სანთლის ანთება ყველაზე ადვილი
დავალება იყო, ათზე მეტი ზუსტად ერთნაირი სანთლიდან ერთ-
ერთის ანთება – არც ისე. აი, მანამდე უნახავი სანთლის ანთება
ისე, რომ მისი ადგილმდებარეობაც არ იცოდი... ეს უკვე უკუნეთ
სიბნელეში ჟონგლიორობას ჰგავდა.
ატარებდა სიზუსტის შეჯიბრებებს, მოხერხების შეჯიბრებებს,
კონცენტრირებისა და კონტროლის შეჯიბრებებს. ორი თერთმე-
ტეულის შემდეგ ოცდასამი რე’ლარისგან შემდგარ კლასში
საუკეთესო შედეგი მქონდა. მეორე ადგილით ფენტონი მომდევ-
და.
ბედის ირონიით, ამბროზის ოთახში შეპარვის მომდევნო
დღეს სწორედ „სიმპათიაში გაწაფულობის“ დუელი გვიწევდა.
დუელი, წინა შეჯიბრებების მსგავსად, სინატიფესა და კონ-
ტროლს მოითხოვდა, თუმცა სირთულე იმ მხრივ ემატებოდა,
რომ მეორე სტუდენტი შენს ალარს აქტიურად უპირისპირდებო-
და.
ამრიგად, სითბური დარტყმის მიზეზით მედიკაში განავარდე-
ბის მიუხედავად, შორეულ ოთახში ყინულის კუბში ნახვრეტი გა-
328 მკითხველთა ლიგა
ვადნე; თითქმის უძილოდ გატარებულმა ორმა ღამემაც ვერ შე-
მიშალა ხელი ვერცხლისწყლის სვეტში ტემპერატურა ათი გრა-
დუსით ამეწია; მფეთქავი ნაკაწრებისა და გადახვეული მკლავის
მწვავე ტკივილის თანხლებით ყვავის მეფე ორად ისე გადავხიე,
რომ დასტის სხვა ქაღალდები დაუზიანებელი დავტოვე.
და ამ ყველაფრისთვის ორ წუთზე ნაკლები დრო დამჭირდა,
იმის მიუხედავად, რომ ფენტონი მთელი თავისი ალარით მიპი-
რისპირდებოდა. არკანისტ ქვოს ტყუილად არ მეძახიან. ჩემი
ალარი რამსტონული ფოლადის მახვილივით ბასრი იყო.

329 მკითხველთა ლიგა


***

– საკმაოდ შთამბეჭდავია, – მითხრა დალმა ლექციის შემ-


დეგ, – მრავალი წელია, ასეთი დაუმარცხებელი სტუდენტი არ
მყოლია. შენ წინააღმდეგ ფსონს ვინმე დადებს?
თავი გავაქნიე.
– კარგა ხანია, ეგეთი არავინ გამოჩენილა.
– დიდების საფასური, – დალმა გაიღიმა და მალევე დასე-
რიოზულდა, – მინდოდა გამეფრთხილებინე, ვიდრე ამის შესა-
ხებ კლასში გამოვაცხადებდი – შემდეგ თერთმეტეულში ალბათ
სტუდენტთა წყვილებს დაგიპირისპირებ.
– ერთდროულად ფენტონთან და ბრეისთან მომიწევს შებმა?
– ვკითხე.
დალმა თავი გააქნია.
– ორი ყველაზე დაბალრეიტინგიანი დუელიანტით დავიწ-
ყებთ. კარგი შესავალი გამოვა ჯგუფური მუშაობისთვის, რო-
მელზეც სემესტრის მიწურულს ვიმუშავებთ, – გაიღიმა, – თან ეს
დაგეხმარება, რომ მეტისმეტი თვითკმაყოფილებაც არ შემოგაწ-
ვეს, – დალმა უცებ შეშფოთებულმა შემომხედა და სახიდან ღი-
მილი გაუქრა, – ხომ კარგად ხარ?
– ცოტა მამცივნებს, – ვთქვი არც ისე დამაჯერებლად, თან
კანკალს ვერ ვიკავებდი, – შეიძლება, ღუმელთან მივიდეთ?
ღუმელთან რამდენადაც შემეძლო, ახლოს მივედი და მო-
ციალე ნაკვერჩხლის ზემოთ ხელები გავშალე. რამდენიმე წამში
სიცივემ გადამიარა და შევნიშნე, რომ დალი ცნობისმოყვარედ
მომჩერებოდა.
– დღეს დილით სითბური დარტყმის გამო მედიკაში ამოვყავი
თავი, – ვაღიარე, – ჩემი სხეული ცოტათი დაბნეულია. ახლა
უკეთ ვარ.
კოპები შეკრა.
330 მკითხველთა ლიგა
– თუ თავს კარგად ვერ გრძნობ, ლექციაზე არ უნდა მოხვიდე,
– მითხრა მაგისტრმა, – დუელში მონაწილეობაზე ხომ ლაპარა-
კიც ზედმეტია. ასეთი ტიპის სიმპათია სხეულისა და გონების-
თვის მძიმე წნეხია. ამას თუ ავადმყოფობაც დაერთო, სერიოზუ-
ლად რისკავ.
– ლექციაზე მოსვლისას თავს კარგად ვგრძნობდი, – ვიცრუე,
– უბრალოდ, ჩემი ორგანიზმი მახსენებს, რომ ერთი კარგი გა-
მოძინება მჭირდება.
– ჰოდა, მიეცი, რასაც ითხოვს, – მითხრა მკაცრად და ხელე-
ბი თავადაც ცეცხლს მიუფიცხა, – თუ საკუთარ თავს ზედმეტად
გამოწურავ, მოგვიანებით მწარედ ინანებ. ბოლო პერიოდში ცო-
ტა გადაღლილი ჩანხარ. თუმცა, გადაღლილი სწორი სიტყვა არ-
ცაა.
– გამოფიტული? – შევაშველე.
– ჰო, გამოფიტული, – გამომცდელად მათვალიერებდა და
წვერზე ხელს ისვამდა, – სიტყვებთან ურთიერთობა კარგად გე-
ხერხება. როგორც ვხვდები, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა,
რის გამოც ელოდინის კლასში მოხვდი.
არაფერი ვუპასუხე. ალბათ სიჩუმეც კი მეტისმეტად
ხმაურიანი გამომივიდა, რადგან დალმა ისევ ცნობისმოყვარედ
შემომხედა.
– ელოდინთან როგორ მიდის საქმეები? – მკითხა სასხვათა-
შორისოდ.
– საკმაოდ კარგად, – ვრცელ პასუხს თავი ავარიდე. თვალს
არ მაცილებდა, – არც ისე კარგად, როგორც ვიმედოვნებდი, –
ვაღიარე ბოლოს, – მაგისტრ ელოდინთან სწავლა ის არ აღმოჩ-
ნდა, რასაც ველოდი.
დალი თავის დაქნევით დამეთანხმა.
– ზოგჯერ მასთან ურთიერთობა მართლაც რთულია.
უეცრად თავში ერთი კითხვა დამებადა.
331 მკითხველთა ლიგა
– თქვენ თუ იცით რამე სახელები, მაგისტრო დალ?
თავი უხალისოდ დამიქნია.
– რომლები? – არ მოვეშვი.
ოდნავ დაიძაბა, შემდეგ ისევ მოეშვა და ცეცხლს ზემოთ ხე-
ლები დაატრიალა.
– არც ისე თავაზიანი კითხვაა, – მითხრა წყნარად, – არა,
მთლად უზრდელურიც არაა, უბრალოდ ისეთია, რომელიც არ
უნდა დასვა. დაახლოებით იგივეა, კაცს რომ ჰკითხო, ცოლთან
რამდენად ხშირად წევს.
– მაპატიეთ.
– არა უშავს, – დამამშვიდა, – საიდან უნდა გცოდნოდა. ეს
წესი ძველი, იმ დროინდელი გადმონაშთია, როცა სხვა არკანის-
ტების გვეშინოდა. თუ გეცოდინებოდა, შენმა მტერმა რომელი
სახელები იცოდა, მისი სიძლიერისა და სისუსტის გამოცნობას
ადვილად შეძლებდი.
ცოტა ხნით ორივე გავყუჩდით და კვლავ ნაკვერჩხალს მივე-
ფიცხეთ.
– ცეცხლი, – თქვა კარგა ხნის შემდეგ, – ცეცხლის სახელი
ვიცი, და კიდევ ერთი რამის.
– მხოლოდ ორი? – დაუფიქრებლად წამოვროშე.
– შენ რამდენი იცი? – მშვიდად დამცინა, – დიახ, მხოლოდ
ორი. თუმცა ჩვენს დროში ესეც ძალიან ბევრია. ელოდინის
თქმით, ადრე სულ სხვაგვარად იყო.
– ელოდინმა რამდენი იცის?
– რომც ვიცოდე, ამის გამხელა ჩემი მხრიდან საშინლად ცუ-
დი საქციელი იქნებოდა, – მიპასუხა ტუქსვაშერეული ხმით, –
თუმცა, შემიძლია გითხრა, რომ რამდენიმე.
– შეგიძლიათ ცეცხლის სახელის გამოყენებით რამე მაჩვე-
ნოთ? – ვკითხე და იქვე დავამატე, – თუ, რა თქმა უნდა, ეს
შეუფერებელი საქციელი არ არის.
332 მკითხველთა ლიგა
დალი წამიერად შეყოყმანდა და გაიღიმა. ჩვენ შორის მოქცე-
ულ ღუმელს მიაშტერდა, თვალები დახუჭა და ხელი ოთახის
მეორე მხარეს, ჩამქრალი ღუმლისკენ გაიქნია.
– ცეცხლი, – წარმოთქვა ბრძანებასავით და შორეულ ღუ-
მელზე ალის სვეტი ავარდა.
– ცეცხლი? – ჩავილაპარაკე ჩაფიქრებულმა, – ცეცხლია
ცეცხლის სახელი?
ელქსა დალმა გაიღიმა და თავი გააქნია.
– სინამდვილეში ეგ არ მითქვამს. შენი გონების ნაწილმა სი-
ცარიელე უბრალოდ ნაცნობი სიტყვით შეავსო.
– ანუ, ჩემმა მთვლემარე გონებამ გადათარგმნა?
– მთვლემარე გონებამ? – გაკვირვებულმა შემომხედა.
– ელოდინი სწორედ ასე ეძახის ჩვენი გონების იმ ნაწილს,
რომელმაც სახელები იცის, – ავუხსენი მე.
დალმა მხრები აიჩეჩა და ხელი ისევ მოკლე შავ წვერზე მოის-
ვა.
– შეგიძლია, რაც გინდა, ის უწოდო. ჩემი ნათქვამიდან რა-
ღაც მაინც რომ გაიგონე, ალბათ, უკვე კარგის ნიშანია.
– ზოგჯერ არც კი ვიცი, სახელდებაზე საერთოდ რატომ ვცდე-
ბი, – დავიწყე ბუზღუნი, – მაგ ღუმელს ხომ სიმპათიითაც ავან-
თებდი.
– მაგრამ აუცილებლად დაგჭირდებოდა კავშირი, – შენიშნა
დალმა, – გადაბმა, ენერგიის წყარო...
– მაინც უაზრობად მეჩვენება. თქვენს ლექციებზე ყოველდღე
რაღაცას ვსწავლობ, რაღაც სასარგებლოს. სახელდებაზე გატა-
რებული მთელი ამ დროის შემდეგ კი ვერაფერს გაჩვენებთ.
იცით, ელოდინმა გუშინ რაზე ჩაგვიტარა ლექცია?
დალმა თავი გააქნია.
– განსხვავებაზე სიტიტვლესა და სიშიშვლეს შორის, – ვთქვი
სერიოზულად. დალმა გადაიხარხარა, – მართლა გეუბნებით.
333 მკითხველთა ლიგა
სახელდების კლასში მოსახვედრად რა აღარ გავაკეთე, ახლა კი
მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დროს ფუჭად ვკარგავ და შემიძ-
ლია, მის ლექციებზე ყურყუტის ნაცვლად, რამე უფრო პრაქტი-
კული ვაკეთო.
– სახელდებაზე უფრო პრაქტიკული რაღაცები ნამდვილად
არსებობს, – აღიარა დალმა, – მაგრამ, შეხედე, – ყურადღება
ისევ ჩვენ შორის მოქცეულ ღუმელზე გადაიტანა და თვალი სივ-
რცეს გაუშტერა. დაიჩურჩულა, შემდეგ ხელი დასწია და ნაკვერ-
ჩხლიდან სულ რამდენიმე ინჩის სიმაღლეზე გააჩერა.
შემდეგ ისე, რომ წარბიც არ შეტოკებია, ხელი კიდევ უფრო
დაბლა დასწია და გაშლილი თითები გავარვარებულ ნაკვერ-
ჩხალში ისე ჩარგო, თითქოს უბრალო კენჭები ყოფილიყო.
შევნიშნე, რომ სუნთქვა შემკვროდა და ნელა ამოვისუნთქე.
არ მინდოდა, კონცენტრირებაში ხელი შემეშალა.
– როგორ?
– სახელები, – მტკიცედ წარმოთქვა დალმა და ხელი ნაკვერ-
ჩხლიდან ამოიღო. ზედ თეთრი ფერფლი აჰკვროდა, მაგრამ
დამწვრობის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა, – სახელები საგნის
ჭეშმარიტად შეცნობის საშუალებას გაძლევს და როცა რაღაცას
ბოლომდე იაზრებ, მასზე ძალაუფლებასაც მოიპოვებ.
– მაგრამ თავად ცეცხლი ხომ საგანიც კი არაა, – შევეწინააღ-
მდეგე, – უბრალოდ ეგზოთერმული რეაქციაა... – ენა დამება და
გავჩერდი.
დალმა ღრმად ჩაისუნთქა და ერთი წამით მეგონა, ახსნას
აპირებდა, თუმცა ამის ნაცვლად გაიცინა და მხრები უიმედოდ
აიჩეჩა.
– ამ ყველაფრის ასახსნელად საკმარისი ჭკუა არ გამაჩნია.
ელოდინს ჰკითხე. ის ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი იცის. მე
უბრალოდ აქ ვმუშაობ.

334 მკითხველთა ლიგა


***

დალის ლექციის შემდეგ მდინარის მეორე მხარეს, იმრესკენ


გავემართე. დენნა იმ სასტუმროში არ აღმოჩნდა, სადაც ბოლოს
დაბინავდა, ამიტომ „ეოლიანისკენ“ გავეშურე, თუმცა ისიც ვი-
ცოდი, რომ იქ სტუმრობისთვის მეტისმეტად ადრე იყო და შეიძ-
ლებოდა, არ დამხვედროდა.
ფუნდუკში ათიოდე სტუმარი ირეოდა. ბარის შორეულ კიდეს-
თან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი. გრაფი ტრეპი სტანჩიონს
ემუსაიფებოდა. ხელი დამიქნია და მეც მათკენ ავიღე გეზი.
– ქვო, ჩემო ბიჭუნა! – შესძახა აღტაცებულმა ტრეპმა, –
საუკუნეა, არ შევხვედრივართ.
– მდინარის იქითა სანაპიროზე ატეხილ დავიდარაბას თავი
ვერ დავაღწიე, – ბარბითის ჩასადები იატაკზე დავდე.
სტანჩიონმა თვალი შემავლო.
– გეტყობა კიდეც, – მომახალა დაუფარავად, – ფერი აღარ
გადევს. მეტი წითელი ხორცი ან ხეირიანი გამოძინება ნამდვი-
ლად არ გაწყენდა, – ბარის მაღალი სკამი გამომიცურა, – მოსა-
ფერიანებლად ერთ კათხა მეთეგლინზე დაგპატიჟებ.
– მადლობელი ვარ, – სკამზე მოვკალათდი. ფეხების მოსვე-
ნება ერთი სიამოვნება გახლდათ.
– თუ მართლა ხორცისა და ძილის ნაკლებობას უჩივი, – წა-
მოიწყო ტრეპმა, – ჩემს სამფლობელოში უნდა მეწვიო. ნარჩევი
სანოვაგითა და ისეთი მოსაწყენი მოლაქლაქეებით გაგიმასპინ-
ძლდები, წამში ჩათვლემ და არც მათი წაყრუებით დაკარგავ რა-
მეს, – მავედრებელი მზერა მომაპყრო, – წამო. თუ საჭირო გახ-
დება, შეგეხვეწები კიდეც. ხალხმრავლობა არ იქნება, დიდი-
დიდი, ათი კაცი იყოს. უკვე თვეებია, სული მელევა, ისე მინდა,
იქაურების წინაშე წარგადგინო.

335 მკითხველთა ლიგა


მეთეგლინით სავსე კათხას დავწვდი და ტრეპს შევხედე. ხა-
ვერდის მუქლურჯ კურტაკსა და არანაკლებ დიდებულ ნატის
ჩექმებში გამოწყობილიყო. ოფიციალურ სადილზე ამ შელახუ-
ლი და ჭუჭყიანი ძონძებით ვერ გავყვებოდი – არადა, მეტი არც
მქონდა.
ტრეპს ზედმეტი ზიზილ-პიპილები არ ემოსა, თუმცა მის თან-
დაყოლილ დიდებულებას ეს სულაც არ აკნინებდა. ალბათ, ფიქ-
რშიც არ გაუვლია, რომ გამოსასვლელი ტანსაცმელი არ გამაჩ-
ნდა. არც ვამტყუნებდი. დარწმუნებული იყო, რომ უნივერსიტე-
ტის სტუდენტთა უმრავლესობა შეძლებული ოჯახიდან უნდა ყო-
ფილიყო. სხვაგვარად გადასახადს აბა როგორ გადაიხდიდნენ?
არადა, გემრიელ სადილსა და ადგილობრივ დიდებულებთან
დაახლოებაზე მეტად არაფერი მინდოდა. დავლევდით, ცოტას
წავიოხუნჯებით, ამბროზის მიერ შელახულ სახელს აღვიდგენდი
და შეიძლება მომავალ მფარველსაც გადავყროდი.
სამწუხაროდ, მიპატიჟებას ვერ დავთანხმდებოდი, მათ წრეში
მისაღებად საჭირო საწევროს ვერ გავწვდებოდი. თანაც შესაფე-
რისი მოხდენილი სამოსი, სულ მცირე, ტალანტნახევარი მაინც
ეღირებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იაფფასიანი ფარ-
თლეულის ფარდულში ვიყიდდი. კაცს ტანსაცმელი არ აკეთილ-
შობილებს, მაგრამ თუ წარმოდგენაში მონაწილეობა გინდა, შე-
საბამისი კოსტიუმის მორგებაც უნდა შეგეძლოს.
ტრეპის უკან მჯდომმა სტანჩიონმა თავი მკვეთრად დამიქნია.
– სიამოვნებით გეახლებით, – დავთანხმდი ტრეპს, – გპირ-
დებით. როგორც კი უნივერსიტეტის ამბები ცოტათი მაინც ჩაწ-
ყნარდება, მაშინვე თქვენთან გამოვეშურები.
– შესანიშნავია, – შესძახა გახარებულმა ტრეპმა, – პირობა
პირობაა, თავს ვეღარ დაიძვრენ. მფარველს გიშოვი, ჩემო ბიჭო.
ზუსტად ისეთს, როგორიც შეგშვენის. ვფიცავ.
სტანჩიონმა მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
336 მკითხველთა ლიგა
ორივეს გავუღიმე და მეთეგლინი მოვსვი. თვალი მეორე სარ-
თულზე ამავალი კიბისკენ გამექცა.
სტანჩიონმა ჩემი მზერა დაიჭირა.
– აქ არ არის, – თითქოს მომიბოდიშა, – ეს დღეები არც გა-
მოჩენილა.
„ეოლიანის“ კარში რამდენიმე სტუმარი შემოლაგდა და
ილიურად რაღაც შესძახეს. სტანჩიონმა ხელი დაუქნია და წა-
მოდგა.
– მოვალეობა მიხმობს, – დაგვემშვიდობა და მათ შესაგებებ-
ლად გაემართა.
– სიტყვამ მოიტანა და მფარველზე რაღაც მინდა გკითხოთ, –
მივმართე ტრეპს, – თქვენი აზრი მაინტერესებს, – ხმა დავიდაბ-
ლე, – ოღონდ, რასაც გეტყვით, ჩვენ შორის უნდა დარჩეს.
ტრეპს თვალები ცნობისმოყვარედ აუციმციმდა და ჩემკენ
გადმოიხარა.
ვიდრე სათქმელს დავალაგებდი, მეთეგლინი კიდევ ერთხელ
მოვსვი. სასმელი მოსალოდნელზე სწრაფად მეკიდებოდა, თუმ-
ცა ეს მიხაროდა კიდეც – ჭრილობებს მიყუჩებდა.
– რამდენადაც ვხვდები, ასი მილის მიდამოში ყველა პოტენ-
ციურ მფარველს იცნობთ.
ტრეპმა მხრები აიჩეჩა, ყალბი თავმდაბლობა არ დაუწყია.
– საკმაოდ ბევრს. ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გამოუთ-
ქვამს ამის სურვილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრა-
ლოდ ფულიან ხალხს ვიცნობ, ვისაც საამისო შეძლება აქვს.
– ერთ გოგონაა, ჩემი მეგობარი, – გავუმხილე, – დამწყები
მუსიკოსია. ნიჭი დაჰყვა, მაგრამ წვრთნა აკლია. ვიღაც ტიპი
დაჰპირდა, დაგეხმარები და მფარველადაც დაგიდგებიო... –
გავჩუმდი. არ ვიცოდი, დანარჩენი როგორ მეთქვა.
ტრეპმა თავი დამიქნია.

337 მკითხველთა ლიგა


– და გაინტერესებს, სიტყვის შესრულების თავი აქვს თუ არა?
– დაასრულა თავად, – გონივრული კითხვაა. ზოგიერთს მიაჩ-
ნია, რომ მფარველს მუსიკით ტკბობის გარდა, დამატებით სხვა
უფლებებიც აქვს, – სტანჩიონზე მიმანიშნა, – სასეირო ისტორი-
ის მოსმენა თუ გინდა, მოაყოლე დღესასწაულზე ჩამოსულმა
ჰერცოგინია სამისტამ რა ამბებიც დაატრიალა, – ჩაიცინა, მაგ-
რამ კვნესასავით გაისმა. თვალები მოიფშვნიტა, – უმწეო ღმერ-
თებო, თქვენ შემეწიეთ. უჰ, რა შემაძრწუნებელი ქალი იყო.
– მეც სწორედ ამაზე ვღელავ, – ვუთხარი, – არ ვიცი, ის კაცი
რამდენად სანდოა.
– თუ გინდა, გავიკითხავ, – შემომთავაზა ტრეპმა, – რა ჰქვი-
ა?
– საქმეც ეგაა, – ვთქვი, – არ ვიცი, რა ჰქვია. მგონი, ჩემმა
მეგობარმაც არ იცის.
ტრეპი მოიქუფრა.
– მფარველის სახელი როგორ არ ეცოდინება?
– იმ ტიპმა თავი კი წარუდგინა, – ავუხსენი, – მაგრამ არ
იცის, ნამდვილი ვინაობა გაანდო თუ არა. ერთი შეხედვითაც
ცხადია, რომ საკუთარ სახელს მეტისმეტად უფრთხილდება. გო-
გონას მკაცრად მოსთხოვა, ჩემზე არავის უამბოო, – ჩავუკაკლე,
– ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არასოდეს შეხვედრიან. ერ-
თად არც საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენილად. თანაც,
უკვე თვეებია, ის კაცი სადღაც გაუჩინარდა, – ტრეპს შევხედე, –
რას იტყვით, როგორი ამბავია?
– უკეთესს რომ ვერ ინატრებ, ისეთი, – მომიგო ტრეპმა. ხმა-
ში უიმედობა შეჰპარვოდა, – შენი მონაყოლით სრული საფუძვე-
ლი მაქვს ვიფიქრო, რომ ეგ ვაჟბატონი კანონიერი მფარველი
სულაც არაა. თითქოს, შენი მეგობრის გამოყენება განუზრახავს.
დაღვრემილი დავეთანხმე.
– მეც ასე მგონია.
338 მკითხველთა ლიგა
– თუმცა, – სიტყვა ჩამომართვა ტრეპმა, – ზოგი მფარველი
ჩრდილში დარჩენას ამჯობინებს. თუ ვინმე განსაკუთრებით ნი-
ჭიერს წააწყდებიან, ურჩევნიათ, საიდუმლოდ აღზარდონ, მერე
კი... – ხელი თეატრალურად აიქნია და ჰაერში რკალი მოხაზა, –
მაგიური შელოცვა და საიდანღაც ბრწყინვალე მუსიკოსი იბადე-
ბა.
ტრეპმა თბილად გამიღიმა.
– სწორედ შენი გამოჩენისას ვიეჭვე, ვინმემ საიდუმლოდ ხომ
არ გაწვრთნა-მეთქი, – გამომიტყდა, – უეცრად არსაიდან გა-
მოგვეცხადე და პირველივე ცდაზე ფლეიტები მოიპოვე. ვიფიქ-
რე, ვიღაც იქამდე მალავდა, ვიდრე დიდებული გამოსვლისთვის
საკმარისად არ დაღვინდა-მეთქი.
– მაგაზე არც კი მიფიქრია, – მხრები ავიჩეჩე.
– ხანდახან ასეთებიც ხდება, – განაგრძო ტრეპმა, – მაგრამ
შეხვედრისთვის დათქმული უცნაური ადგილები და მის სახელში
დაეჭვება? – შუბლშეკრულმა თავი გააქნია, – სხვა თუ არაფერი,
უკადრისი საქციელია. ეგ ტიპი ან იმით ერთობა, რომ თავს გვაჩ-
ვენებს, თითქოს კანონს ემალება, ან გაქნილი არამზადაა.
ტრეპი მცირე ხნით ჩაფიქრდა. დახლზე თითების კაკუნს მოჰ-
ყვა.
– შენს მეგობარს გადაეცი, ფრთხილად იყოს, ჭკუას მოუხმოს
და გაუგებრობაში არ გაეხვეს. საშინელებაა, როცა მფარველი
გოგონას ასულელებს. მსგავსი საქციელი ღალატის ტოლფასია,
მაგრამ მაინც მსმენია მამაკაცებზე, რომლებიც ქალის ნდობის
მოსაპოვებლად თავს მფარველებად ასაღებენ, – კოპები შეჰყა-
რა, – ეს კი ყველაფერზე უარესია.

339 მკითხველთა ლიგა


***

უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზის ნახევარი უკან მქონდა


მოტოვებული. ის იყო, შორეთში ქვის ხიდის მონახაზი გამოიკვე-
თა, ვიგრძენი, მხარში უსიამოვნოდ როგორ გამჭვალა და წამო-
მახურა. თავიდან ვიფიქრე, ორჯერ გადაკერებული იდაყვი ხომ
არ მტკივა-მეთქი – მთელი დღე მეწვოდა და მექავებოდა.
თუმცა, ჩაცხრობის ნაცვლად, სიმხურვალე მთელ მკლავს
მოედო და მკერდის მარცხენა მხარესაც გადმოცოცდა. ცხელე-
ბაშეყრილივით გავიოფლე.
მოსასხამი მოვიძრე და სხეული გრილ ჰაერს მივუშვირე. პე-
რანგის საკინძეც შევიხსენი. შემოდგომის სიო ხელს მიწყობდა
და მოსასხამითაც დავინიავე, მაგრამ ცხელებამ უფრო დამიარა
და ტკივილმაც იმატა. თითქოს მკერდზე მდუღარე წყალი შემას-
ხესო.
ჩემდა ბედად, გზის ეს მონაკვეთი მდინარე ომეთის შენაკადს
მიუყვებოდა. რადგან უკეთესი არაფერი მომაფიქრდა, ფეხზე გა-
ვიხადე, ბარბითი მოვიხსენი და წყალში ვისკუპე.
თავსდამტყდარი სუსხისგან სუნთქვა შემეკრა და ფურთხება
დავიწყე, მაგრამ ავარვარებული კანი ოდნავ კი დამიამდა. ცოტა
ხანს წყალში დავრჩი. ხელიხელჩაკიდებული ახალგაზრდა წყვი-
ლის ჩავლისას, მრავალმნიშვნელოვნად რომ ამარიდეს თვალი,
ვცდილობდი, თავი ჭკუათმყოფელი ადამიანივით დამეჭირა.
უჩვეულო სიმხურვალე მთელ სხეულზე მომედო, შიგნით კი
ხანძარი ბობოქრობდა და გარეთ გამოღწევას ლამობდა. უეც-
რად მარცხენა მხართან დანთებული ცეცხლი დაიძრა, ფეხების-
კენ დაეშვა, შემდეგ კი კვლავ მარცხენა მხარს დაუბრუნდა და
როგორც კი ვიგრძენი, რომ თავისკენ მიიწევდა, ჩავყვინთე.
რამდენიმე წუთში ტკივილი მომეშვა. ნაპირზე ამოვძვერი და
ერთიანად აცახცახებული ძლივს გავეხვიე მოსასხამში. გამი-
340 მკითხველთა ლიგა
ხარდა, რომ გზაზე არავინ ჩანდა. რადგან სხვა აღარაფერი დამ-
რჩენოდა, ბარბითის ჩასადები მხარზე მოვიგდე და
დამფრთხალ-გაწუწული უნივერსიტეტამდე დარჩენილ გრძელ
გზას გავუყევი.

341 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამესამე
ნაწილაკები

– მოლას კი მოვუყევი, – ბანქო ავჩეხე, – მაგრამ ასე მითხრა,


მოგეჩვენაო და კარი მომიხურა.
– ჰო, ვხვდები, რასაც გრძნობ, – მწარედ ჩაილაპარაკა სიმ-
მა.
მის ხმაში გამკრთალმა ტკივილმა გამაკვირვა. სიმს გავხედე,
თუმცა ვიდრე რამის კითხვას მოვასწრებდი, ვილემმა მოასწრო,
ჩემი ყურადღება მიიპყრო და თავი გამაფრთხილებლად გააქ-
ნია. სიმის ამბავი რომ ვიცოდი, ალბათ, გული მორიგი წამიერი
და მტანჯველი ურთიერთობის წამიერმა და მტანჯველმა დასა-
რულმა დაუსერა.
არაფერი მითქვამს. „ჩაისუნთქეს“ მორიგი ხელი დავარიგე.
ვისხედით სამნი და დრო გაგვყავდა. ველოდებოდით, როდის
აივსებოდა დარბაზი, რათა მორევნის ღამეს „ანკერში“ შეკრები-
ლი სტუმრებისთვის დაკვრა დამეწყო.
– შენ როგორ ფიქრობ, რა დაგემართა? – მკითხა ვილემმა.
შევყოყმანდი. თითქოს შემეშინდა, რომ თუ ჩემს ეჭვებს ხმა-
მაღლა გავამხელდი, ამიცხადდებოდა.
– ალბათ, საცხენოსნოში რამე სახიფათოს გავედე.
ვილმა თვალი შემავლო.
– მაინც, რას?
– რავი, რამე შენაერთს, – მივუგე, – რომელიც კანში ატანს
და შეუძლია, თვრამეტნაირი ნელი სიკვდილით მოგიღოს ბო-
ლო.
ის დღე გავიხსენე, საცხენოსნოში მუშაობისას ტენტენური შუ-
შა რომ გამებზარა და გადამტანი ნივთიერების ერთი წვეთი პე-

342 მკითხველთა ლიგა


რანგზე დამეცა. ციცქნა წვეთი იყო, ლურსმნის თავის ზომის.
დარწმუნებული ვიყავი, რომ კანს არ შეხებია.
– იმედი კი მაქვს, რომ ასე არაა, მაგრამ იმ უჩვეულო სიმ-
ხურვალეს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.
– შეიძლება, ქლიავის ნიავის ნაგვიანევი ეფექტია, – შენიშნა
მოღრუბლულმა სიმმა, – თუ სწორად მივხვდი, მის შემადგენ-
ლობაში ტყვიაც შედის. ამბროზის ალქიმიაში ბევრი არაფერი
გაეგება, ამიტომ თუ საწამლავი თავად დაამზადა, ალბათ, რომე-
ლიღაც მალული ნაწილაკი დაუსხლტა და იმის ზეგავლენას გა-
ნიცდი. დღეს რამე უჩვეულო ხომ არ გიჭამია ან დაგილევია?
ჩავფიქრდი.
– „ეოლიანში“ ცოტა მეთეგლინს გეახელით, – გავუმხილე.
– ეგ სასმელი ნებისმიერს წაუკიდებს ცეცხლს, – კუშტად შე-
ნიშნა ვილმა.
– მე ძალიან მომწონს, – შეეპასუხა სიმი, – ბევრი რამის სამ-
კურნალოდაც გამოდგება. უამრავი ნაყენისგან მზადდება. ალ-
ქიმიური არაფერი ურევია – ჯავზით, ქონდრით, მიხაკითა და
სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ. შესაძლოა, რომელიმემ
შენს ორგანიზმში მიმალული მოხეტიალე ნაწილაკი გამოაღვი-
ძა.
– მშვენიერია, – ჩავიბურტყუნე, – რით ვუშველო?
სიმმა ხელები უმწეოდ გაშალა.
– ეგრეც ვიცოდი, – წამოვიძახე, – თუმცა, ლითონისგან მო-
წამვლას ისევ ეს მირჩევნია.
სიმონმა უჭრელი ბანქოს ოსტატურად გათამაშებით ოთხი ჩა-
მოსვლა ზედიზედ წაიღო და დარიგების მიწურულს ისე იღიმებო-
და, ვითომ არაფერი მომხდარიყო. არ მახსოვს, სიმი ოდესმე
ხანგრძლივ საგონებელში ჩავარდნილიყო.
ვილმა ბანქოს ქაღალდებს კიდეები გაუსწორა და ფაქიზად
დადო. სკამი უკან გავწიე.
343 მკითხველთა ლიგა
– ის სიმღერა დაუკარი, რა, გალეშილ ძროხასა და სადღვე-
ბელაზე, – შემიკვეთა სიმმა.
უხალისოდ გავუღიმე.
– მოგვიანებით შეიძლება დავუკრა კიდეც, – ბარბითის გვა-
რიანად შელახულ ჩასადებს დავწვდი და მეჩხერი, მაგრამ ნაც-
ნობი ტაშის თანხლებით ბუხრისკენ გავემართე. ჩასადების გა-
სახსნელად კარგა ხანს ვიჯახირე. ბალთის ნაცვლად შესაკვრე-
ლად ჯერ კიდევ სპილენძის მავთულს ვხლართავდი.
ორი საათის განმავლობაში ვუკრავდი. „უძირო ქვაბი“,
„იასამნის რტო“ და „დეიდა ნოს აბანო“ დავამღერე. ფუნდუკის
სტუმრები იცინოდნენ, მაგიდაზე ხელებს ატყაპუნებდნენ და შე-
ძახილით მამხნევებდნენ. ბარბითმა ტკივილი დამიამა, ვიგრძე-
ნი, სადარდებელი როგორ გაიფანტა. ცუდად ყოფნისას მუსიკა
ყოველთვის შვებად მევლინებოდა, სიმღერისას თითქოს ჭრი-
ლობებიც ნაკლებად მაწუხებდა.
უეცრად ზურგს უკან მოტკაცუნე ბუხრიდან თითქოს სუსხიანი
ქარი შემოიჭრაო და ბეჭებში დამეტაკა. გამაკანკალა, მაგრამ
არ შევეპუე და „ვაშლის მწურავის“ უკანასკნელი სტროფი ბო-
ლომდე მივიყვანე. ეს სიმღერა სიმის საამებლად ტკბილ ლუკ-
მად მქონდა მოტოვებული. სიმებს ერთხელაც ჩამოვკარი და და-
ვასრულე. ხალხმა ტაშით დამაჯილდოვა, მერე მათი ზუზუნის
ხმამაც იმატა და ოთახი გაავსო.
უკან გავიხედე და ბუხარი შევათვალიერე. ცეცხლი მხიარუ-
ლად გიზგიზებდა. ორპირის ნასახიც არ იგრძნობოდა. ბუხარს
მოვშორდი. იმედი მქონდა, ცოტაოდენი გასეირნება სუსხისგან
დამიხსნიდა, მაგრამ როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,
მივხვდი, რომ სულ ტყუილად ვირჯებოდი. სიცივე ძვალ-რბილში
გამჯდომოდა. ბუხრისკენ მივბრუნდი და ხელები გასათბობად
მივუშვირე.
ვილი და სიმი მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდნენ.
344 მკითხველთა ლიგა
– რა მოხდა? – მკითხა სიმმა, – საშინლად გამოიყურები.
– რაღაც მეტაკა, – კანკალის ჩასახშობად კბილი კბილს და-
ვაჭირე, – ანკერს უთხარი, შეუძლოდ შეიქნა და ამაღამ აღარ
დაუკრავს-თქო. მერე ამ ბუხრიდან სანთელი აანთე და ოთახში
ამომიტანე, – თვალი მათ გახევებულ, დასერიოზულებულ სახე-
ებს შევავლე, – ვილ, აქედან გასვლაში დამეხმარები? არ მინდა,
მითქმა-მოთქმა და დავიდარაბა გამოვიწვიო.
ვილმა თავი დამიკრა და მხარი გამომიწოდა. დავეყრდენი და
ვიდრე კიბეს მივუყვებოდით, მთელი ნებისყოფა ცახცახის შესა-
კავებლად მივმართე. ზედმეტი ყურადღება არავის მოუქცევია.
ალბათ, გატიალებულ მთვრალს ვგავდი. ნელ-ნელა ხელები და-
მიმძიმდა და გამიხევდა, ტუჩები კი ყინულივით გამიქვავდა.
კიბის პირველ ბაქანთან ვიგრძენი, რომ კანკალს ვეღარა-
ფერს ვუხერხებდი. სიარული ჯერ კიდევ შემეძლო, თუმცა ფეხის
გაქვავებული კუნთები ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმისას
უფრო და უფრო მიმძიმდებოდა.
ვილი შეჩერდა.
– მედიკაში უნდა წაგიყვანო.
ხმა ძველებურად უჟღერდა, მაგრამ კელდური კილო განსა-
კუთრებით შერეოდა. სიტყვებს ყლაპავდა, რაც იმაზე მიანიშნებ-
და, რომ ღელავდა.
თავი მტკიცედ გავაქნიე და წინ გადავიხარე. ვიცოდი, იატაკზე
დასავარდნად არ გამიმეტებდა, ისევ მხარს შემომაშველებდა და
კიბეზე ასვლაში დამეხმარებოდა. მართლაც, ვილმა მკლავი
მომხვია და ოთახამდე დარჩენილ გზაზე თრევა-თრევით გამატა-
რა.
როგორც კი თავი ნაცნობ კედლებში დავიგულე, მაშინვე სა-
წოლზე დავებერტყე. ვილმა ბეჭებზე საბანი შემომახვია.

345 მკითხველთა ლიგა


დერეფანში ფეხის ხმა გაისმა. აფორიაქებული სიმი კართან
აიტუზა. სანთლის ანთებული ნამწვი ეჭირა. სიარულისას ხელის-
გულს აფარებდა.
– მოვიტანე. ამით რის გაკეთებას აპირებ?
– იქ დადე, – საწოლთან მიდგმულ მაგიდაზე ვანიშნე, – ხომ
ნამდვილად ბუხრის ცეცხლიდან გადაუკიდე?
სიმს თვალებში შიში ჩაუდგა.
– ტუჩები, – შესძახა, – უცნაურად შეგეფერა.
მაგიდას ხორკლიანი ნაფოტი ავაგლიჯე და ხელის ზურგი გა-
დავისერე. ნაფოტი ჭრილობიდან წამსკდარ სისხლში ამოვავ-
ლე.
– კარი მიხურეთ, – წარმოვთქვი.
– იმედია, იმის გაკეთებას არ აპირებ, რაზეც ახლა ვფიქრობ,
– მკვახედ მომახალა სიმმა.
ხის წაგრძელებული ანახეთქი ძაფის გარშემო დაგროვებულ
დამდნარ ცვილში ჩავარჭე. ალი ჯერ შეპარპალდა, მერე კი ცეც-
ხლი ნაფოტსაც მოედო. ერთმანეთის მიყოლებით ორი გადაბმა
ჩავიჩურჩულე. ნელა ვბუტბუტებდი, რათა დაბუჟებულ ტუჩებს
სიტყვები არ გადაესხვაფერებინა.
– მაინც, რას აპირებ? – ჩამაჯინდა სიმი, – საკუთარი თავის
შეხრუკვა გადაწყვიტე?
რომ აღარ ვუპასუხე, ისე გამოიწია, თითქოს სანთლის გადა-
ყირავებას აპირებსო.
ვილმა მკლავში სტაცა ხელი.
– მტევნები ერთიანად დამზრალი აქვს, – ჩაილაპარაკა ხმა-
დაბლა, – იყინება. მართლა იყინება.
სიმმა შეშლილი მზერით ჯერ მე შემათვალიერა, შემდეგ ვი-
ლი. უკან დაიხია.
– უბრალოდ... ფრთხილად იყავი.

346 მკითხველთა ლიგა


ყურადღება აღარ მიმიქცევია. თვალები დავხუჭე და სან-
თლის ალი დარბაზის ბუხარს გადავაბი, ნაფოტზე არსებული
სისხლი კი ძარღვებში მოძრავს დავუკავშირე. ყველაფერს
ფრთხილად და ზუსტად ისე ვაკეთებდი, როგორც „ეოლიანში“
ღვინის წვეთზე მოდებული გადაბმისას, ოღონდ იმ განსხვავე-
ბით, რომ სულაც არ მინდოდა, სისხლი ამდუღებოდა.
თავდაპირველად სითბომ მხოლოდ ოდნავ შემომიღიტინა და
სულ ეგ იყო. გონება მეტად დავძაბე და ვიგრძენი, სითბური
ტალღით წალეკილი სხეული როგორ მომიდუნდა. თვალები არ
გამიხელია. მთელი ყურადღება გადაბმებისკენ გადავისროლე,
ვიდრე კანკალმა არ გამიარა და, როგორც იქნა, თავისუფლად
სუნთქვაც შევძელი.
თვალი რომ გავახილე, ლოდინით შეპყრობილი მეგობრების
სახეები დავინახე. გავუღიმე.
– კარგად ვარ.
სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ ოფლმა დამასხა.
უეცრად გულისამრევად დამცხა. გავარვარებულ ღუმელთან შე-
ხებისას ხელს რომ მეყსეულად გასწევენ, ორივე გადაბმა ზუს-
ტად ასე გავწყვიტე.
ღრმად ჩავისუნთქე, წამოვდექი და ფანჯარასთან მივბარბაც-
დი. გამოვაღე და რაფაზე გადავეყუდე. შუბლი ხრწნაშეპარული
ფოთლებისა და მოსალოდნელი წვიმის სურნელით გაჟღენთილ
შემოდგომის სუსხიან ჰაერს შევუშვირე.
კარგა ხანს ხმა არავის ამოგვიღია.
– გადამბმელის ციებას წააგავდა, – ამოთქვა ბოლოს სიმონ-
მა, – თან, კაი სუსხიან ციებას.
– მეც ასე მგონია, რომ ციება იყო, – დავუდასტურე.
– იქნებ, სხეულში ტემპერამენტის შემნარჩუნებელი ნაწილი
მოგეშალა? – ივარაუდა ვილემმა.
– ტემპერატურის, – დაბნეულად შეუსწორა სიმმა.
347 მკითხველთა ლიგა
– მკერდის წვაც მაგის ბრალი ხომ არ იქნებოდა? – ვიკითხე.
სიმმა თავი ასწია.
– წვა?
ჯერ კიდევ ოფლში ვცურავდი, ამიტომ გამიხარდა, გაშიშვლე-
ბის შესაძლებლობა რომ მომეცა. პერანგის ღილები უბოდიშოდ
შევიხსენი და თავზე გადავიძვრე. მხრისა და მკერდის მოზრდილ
ნაწილი წითლად მიღუოდა და ჩემს ფერმკრთალ კანზე განსა-
კუთრებული სიმკვეთრით მოჩანდა.
– მოლამ მითხრა, გამონაყარია და ბებრუხანასავით ნუ ნერ-
ვიულობო. ოღონდ მდინარეში გადახტომამდე არაფერი მჭირ-
და.
ბუგრის შესათვალიერებლად სიმონი ჩემკენ გადმოიხარა.
– მე მაინც ჩემს აზრზე ვარ, უმართავი ნაწილაკების დამსახუ-
რება იქნება, – დაიჟინა, – კაცს რა საშინელებას აღარ დამარ-
თებენ. წინა სემესტრში ერთი ე’ლირი გვყავდა. ნივთიერებათა
დაშლას მაინცდამაინც ფრთხილად არ ეკიდებოდა. საბოლოოდ,
იმით დაამთავრა, რომ თითქმის ორი თერთმეტეული ვეღარც
იძინებდა და ვეღარც წესიერად ხედავდა.
ვილემი სკამზე მოიკუნტა.
– რა უნდა იყოს ისეთი, რაც კაცს ჯერ აციებს, შემდეგ აცხე-
ლებს, მერე კი ისევ აციებს?
სიმმა ცალყბად ჩაიღიმა.
– გამოცანასავით ჩაარაკრაკე.
– მძულს გამოცანები, – პერანგის ასაღებად გადავიხარე.
უეცრად შევყვირე და ხელი მარცხენა მხრის ორთავა კუნთზე ვი-
ტაცე. თითებს შორის სისხლმა გამოჟონა.
სიმი ფეხზე წამოიჭრა და თვალები ფეთიანივით დააცეცა. არ
იცოდა, რა ექნა.
თითქოს ვიღაცამ უხილავი დანა დამისვაო.

348 მკითხველთა ლიგა


– ღმერთო! ჯანდაბა! წყეულიმც!.. – გამოვცარი შეკრული
კრიჭიდან. ჭრილობას ხელი მოვაშორე და დავიხედე – მხარზე
საიდანღაც მომცრო, მრგვალი წყლული გამჩენოდა.
სიმონი დაიზაფრა. თვალები შუბლზე აუვიდა და ხელები პირ-
ზე აიფარა. რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ მისთვის არ მეცალა.
ისედაც ვიცოდი, რასაც იტყოდა: არამართლზომიერება. ჰო, აბა
რა. არამართლზომიერების გარდა სხვა რა იქნებოდა. ვიღაც აშ-
კარად მიტევდა.
„ქვის გულში“ ჩავყვინთე და თავდასაცავად ალარი მოვიმარ-
ჯვე.
არც უცნობი თავდამსხმელი ფლანგავდა დროს. მხართან ახ-
ლოს, მკერდში, მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი. კანი არ გამ-
ჭრია, თუმცა დავინახე, როგორ ამომისივდა მუქი ლურჯი ლაქა.
ალარით კიდევ უფრო საიმედოდ შემოვიზღუდე და შემდეგი
დარტყმა ჩქმეტადღა ვიგრძენი. გონება სასწრაფოდ სამ ნაწი-
ლად დავყავი, რომელთაგან ორს ვუბრძანე, დამცავი ალარის
შენარჩუნებაზე ეზრუნათ.
ამის მერეღა ამოვისუნთქე.
– კარგად ვარ.
სიმონს პირს მომდგარი სიცილი ქვითინად წასკდა. ტუჩებზე
კვლავ ხელებს იფარებდა.
– რა ნამუსით ამბობ, კარგად ვარო? – შემომტირა დამ-
ფრთხალმა.
ხელებზე დავიხედე. თითებს შორის სისხლი ისევ მოწვეთავ-
და, მტევნის ზურგს მიუყვებოდა და მხრისკენ იკვალავდა გზას.
– ეგრეა და... მართლა, სიმ, – დავამშვიდე.
– ჰო, მაგრამ, არამართლზომიერება... ასე მარტივად და ხე-
ლის ერთი მოსმით ვერავინ ჩაიდენდა, – წარმოთქვა.
საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და ჭრილობაზე მივუთითე.

349 მკითხველთა ლიგა


– მგონი, საპირისპიროს თვალსაჩინო მტკიცებულება ცხვირ-
წინ გვაქვს.
ვილემიც ჩამოჯდა.
– სიმონს ვეთანხმები. მსგავსი რამ სხვას რომ მოეყოლა,
ვერც კი დავიჯერებდი, – გაბრაზებულმა ხელი მოიქნია, – არკა-
ნისტები ასეთ დანაშაულში აღარ ეხვევიან... ნორმალური ხარ?
– შემომხედა, – რა გაცინებს?
– მომეშვა, – ვუპასუხე გულწრფელად, – მეშინოდა, კად-
მიუმით ხომ არ მოვიწამლე, ან რამე უჩვეულო სნეულება ხომ არ
ავიკიდე-მეთქი. თურმე, უბრალოდ ჩემს მოკვლას ცდილობენ.
– ჰო, მაგრამ, როგორ? – წამოიძახა სიმონმა, – მორალურ
მხარეს არ ვგულისხმობ. იმ ვიღაცას შენი სისხლი ან თმის ღერი
ხელში როგორ ჩაუვარდა?
ვილემმა სიმონს გადახედა.
– ნაკერები რომ დაადე, სახვევებს რა უქენი?
– დავწვი, – აღშფოთდა სიმი, – სულელი კი არ ვარ.
ვილმა ხელით ანიშნა, დაწყნარდიო.
– მხოლოდ სავარაუდო ახსნას ვეძებ. ალბათ, მედიკადანაც
არაფერი გაჟონავდა. მსგავს საკითხებს დიდი სიფრთხილით
ეკიდებიან.
სიმონი წამოდგა.
– ვინმეს უნდა ვუთხრათ, – ვილემი შეათვალიერა, – ამ
შუაღამეს ჯემისონი ისევ თავის კაბინეტში იქნება?
– სიმ, – ჩავერიე, – იქნებ, ცოტა ხანს კიდევ მოგვეცადა?
– ჰა? – გაუკვირდა სიმონს, – რატომ?
– ერთადერთი ნივთმტკიცება მაქვს – ჭრილობები, – ავუხსე-
ნი, – რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წყლულები მედიკაში ვინმემ უნ-
და დამითვალიეროს. და როგორც კი კანზე დამხედავენ... – ცა-
ლი ხელით კვლავ სისხლიან მხარს ჩავფრენოდი, ამიტომ შეხ-
ვეული იდაყვი გავიქნიე, – მაშინვე იეჭვებენ, რომ მსგავსი ჩა-
350 მკითხველთა ლიგა
ლურჯებები ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონ-
დეს, თუ ორიოდე დღით ადრე სახურავიდან ისკუპა.
სიმი სკამზე დაემხო.
– მხოლოდ სამი დღე გავიდა, არა?
თავი დავუქნიე.
– გამრიცხავენ. მოლასაც შარში გავხვევ, რადგან ხელი და-
მაფარა და ჩემს ჭრილობებზე არავის უამბო. მაგისტრი არვილი
მსგავს ურჩობას არავის აპატიებს. ალბათ, თქვენც გაებმებით,
რაც ნამდვილად არ მინდა.
დავდუმდით. მხოლოდ სავსე ბარიდან ამომავალი ყრუ ზუზუ-
ნი ისმოდა. საწოლის კიდეს დავუბრუნდი.
– იმის განხილვას მაინც თუ აქვს აზრი, ვინ გემტერება? –
იკითხა სიმმა.
– ამბროზი, – მივუგე, – ყოველთვის ამბროზია დამნაშავე.
ალბათ, კრამიტის ნამტვრევზე შერჩენილი ჩემი სისხლი აღ-
მოაჩინა. ამას კარგა ხნის წინაც უნდა მივმხვდარიყავი.
– საიდან მიხვდებოდა, რომ მაინცდამაინც შენი სისხლია? –
დაინტერესდა სიმონი.
– იცის, რომ მძულს, – წავისისინე, – და რა თქმა უნდა, იმა-
საც მიხვდებოდა, რომ მის ოთახში მე შევიპარე.
ვილმა თავი ზანტად გააქნია.
– არა. მისეულ საქციელს არ ჰგავს.
– არ ჰგავს? – შეიცხადა სიმონმა, – ვიღაც ქალს დაავალა,
ქვოსთვის ქლიავის ნიავი შეეპარებინა, ეგ კი არცერთ შხამს არ
ჩამოუვარდება. ის ტიპებიც იმან დაიქირავა, წინა სემესტრში
ბნელ შუკაში რომ მიუქსია.
– ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, – შეეპასუხა ვილემი, – უშუალოდ
ამბროზი ქვოსთან საქმეს არასდროს იჭერს. ხან ვის მიუგზავნის
ხოლმე და ხან – ვის. ვიღაც ქალი მოისყიდა, რომ მოეწამლა, მა-
ნამდე კი იმ ნაძირლებს გადაუხადა. არ გამიკვირდება, მათთა-
351 მკითხველთა ლიგა
ნაც რომ მიეგზავნა ვინმე, რათა საკუთარი კვალი ბოლომდე
წაეშალა.
– ერთ ადგილს ვტკეპნით, – ჩავერთე, – ჩვენ ხომ ვიცით, ყვე-
ლა ბოროტების უკან ვინც იმალება.
ვილემი შემომწყრა.
– ტვინი გაანძრიე. იმას კი არ ვამბობ, ამბროზი კაი ტიპია-
მეთქი – უპირობოდ ნაბიჭვარია, ოღონდ ჭკვიანი ნაბიჭვარი.
საკმარისად გაქნილია იმისთვის, რომ საკუთარი ბინძური საქ-
მეებიდან თავი შორს დაიჭიროს.
სიმი შეფიქრიანდა.
– ვილი მართალია. „ვირის აღვირში“ მუსიკოსად რომ მოეწ-
ყვე, თავად ამბროზი არც კი გამოჩენილა, იქაურობა ისე იყიდა
და გამოგაგდო კიდეც. ეს საკითხი ბარონ პეტრის სიძის ხელით
მოაკვარახჭინა, ფუნდუკის პატრონს პირისპირ როდი შეხვდა.
– პირისპირ საბრძოლველად არც აქ მოვარდნილა, – მივუ-
გე, – სიმპათიის მთელი არსიც ამაშია – შეგიძლია, საქმე შემოვ-
ლითი გზებით მოაგვარო.
ვილმა ისევ თავი გააქნია.
– სადმე ჩიხში თუ აგკუწავენ, ხალხი, ცხადია, შეშფოთდება,
თუმცა ასეთი დანაშაული ახლა ყოველ ნაბიჯზე ხდება. სულ
სხვაა, არამართლზომიერი შემოჭრის შედეგად შუა ქუჩაში, უამ-
რავი ადამიანის თვალწინ რომ გაგორდები და სისხლად დაიღ-
ვრები. ამის დანახვაზე ყველას თავზარი დაეცემა. მაგისტრები
ლექციების ჩატარებაზე ხელს აიღებენ. ადრე თუ გვიან, ეს საში-
ნელი ამბავი მდიდარ ვაჭრებამდე და დიდებულებამდეც მიაღ-
წევს – თავიანთ შვილებს უნივერსიტეტიდან წაიყვანენ და შინ
დააბრუნებენ. აქაურობა იმრედან გამოგზავნილი კონეტაბლე-
ბით გაივსება.

352 მკითხველთა ლიგა


სიმონმა შუბლი მოისრისა და საგონებელში ჩავარდნილმა
ჭერს ახედა. თითქოს საკუთარ აზრს დაეთანხმაო, თავი ჯერ ოდ-
ნავ დააქნია, შემდეგ კი უფრო მკვეთრად.
– ჰო, ასე იქნება, – მოგვიბრუნდა, – თუ ამბროზიმ სისხლის
კვალს მართლაც მიაგნო, ალბათ, პირველ რიგში, ჯემისონს მი-
ურბენინებდა და ქურდბაცაცას გამოაშკარავებას მოსთხოვდა.
რაში უნდა დასჭირდეს ზედმეტი ყურადღების მიპყრობა და მე-
დიკაში ხალხის შეყრა რაღაც საეჭვო ჭრილობების შესამოწმებ-
ლად?
– ამბროზის შურისძიება იტაცებს, – მოვუჭერი მოკლედ, –
შეეძლო, ჯემისონისთვის არაფერი გაემხილა და სისხლიც გან-
ზრახ შეენახა.
ვილემმა თავი გააქნია.
სიმმა ამოიოხრა.
– ვილი მართალია. არც ისე ბევრი სიმპათისტი არსებობს და
ყველამ იცის, რომ ამბროზის შენი ჯავრი სჭირს. მეტისმეტად
ფრთხილია, ასე წინდაუხედავად არ მოიქცეოდა, თორემ იმწამ-
სვე თავს გამოიაშკარავებდა.
– თანაც, – სიტყვა ჩამოართვა ვილემმა, – რამდენი ხანია,
რაც ეს გჭირს? რამდენიმე დღეა. ნუთუ გულუბრყვილოდ გჯერა,
რომ ამბროზი ამდენ ხანს წყნარად გაჩერდებოდა და ერთხელაც
არ წამოგაძახებდა? ოდნავ მაინც არ მიგანიშნებდა?
– მართალს ამბობთ, – უხალისოდ დავეთანხმე, – ასეთი რამ
არ სჩვევია.
ვიცოდი, რომ მთელი ამ ამბის თავი და თავი ამბროზი უნდა
ყოფილიყო, გულის სიღრმეში ვგრძნობდი. რატომღაც მინდოდა
კიდეც, რომ ჩემი უბედურების მიზეზი მართლაც ის აღმოჩენი-
ლიყო. მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდებოდა.

353 მკითხველთა ლიგა


თუმცა, ხანდახან სურვილებს სინამდვილესთან ბევრი არა-
ფერი აქვთ საერთო. ღრმად ჩავისუნთქე და თავს ვაიძულე, კე-
თილგონიერებისთვის მომეხმო.
– მისი მხრიდან ასე დაუფარავად მოქმედება მართლაც უგუ-
ნურება იქნებოდა, – ვაღიარე ბოლოს, – ის ტიპი არაა, ბინძურ
საქმეში ხელს რომ გაისვრის, – ამოვიოხრე, – შესანიშნავია. გა-
დასარევი. თითქოს სიცოცხლის გასამწარებლად ერთი ადა-
მიანი არ მეყოფოდა.
– ვინ უნდა იყოს? – ჩაფიქრდა სიმონი, – თმის ღერით ასეთი
ამბის დატრიალება ვიღაც ვიგინდარას ნახელავს არ ჰგავს, ხომ
ასეა?
– შეიძლება, დალია, – ჩავილაპარაკე, – ან კილვინი.
– დასაწყისისთვის მოდი, შევთანხმდეთ, რომ შენი მოკვლა
არცერთ მაგისტრს არ სურს, – მშრალად შენიშნა ვილემმა.
– მაშინ ვინმე ისეთი იქნება, ვისაც მის სისხლზე მიუწვდება
ხელი, – ამოხვნეშა სიმმა.
მუცელში რაღაც ჩამწყდა, თუმცა ვცადე, ამაზე ბევრი აღარ
მეფიქრა.
– სისხლი ერთს კი მივაბარე... – გამოვუტყდი მეგობრებს, –
მაგრამ არა მგონია, იმ გოგოს რამე ცუდი ეკისრა.
ვილმა და სიმმა ისე შემომხედეს, მაშინვე ვინანე, რომ ენას
კბილი არ დავაჭირე.
– ვიღაცას შენი სისხლი რატომ მიეცი? – დაინტერესდა სიმი.
შევყოყმანდი. ბოლოს დავასკვენი, რომ სიმართლეს ვეღარ
დავუმალავდი.
– სემესტრის დასაწყისში დევისგან ფული ვისესხე.
ჩემდა გასაკვირად, ამ პასუხმა ორივეზე უჩვეულოდ იმოქმე-
და. უფრო სწორად, საერთოდ არ უმოქმედია.
– დევი ვინაა? – მკითხა სიმმა.

354 მკითხველთა ლიგა


თანდათან მოვეშვი. მის შესახებ არც კი გაეგოთ, რაც საქმეს
მიადვილებდა.
– მეხავთეა, მდინარის გაღმა ცხოვრობს, – განვუმარტე.
– კარგი, – უბრალოდ ჩაილაპარაკა სიმონმა, – მეხავთე რას
ნიშნავს?
– გახსოვს, „მოჩვენება და ბატი-გოგოს“ სანახავად რომ წავე-
დით? – ვკითხე სიმს, – კეტლერი მეხავთის როლს ასრულებდა.
– აა, სპილენძის ქორი, – სიმონს სახე გაებადრა, თუმცა მა-
შინვე გაიაზრა, ეს რასაც ნიშნავდა და ისევ მოიქუფრა, – არ ვი-
ცოდი, ეგეთი ხალხი ახლომახლო საერთოდ თუ არსებობდა.
– ეგეთი ხალხი ყველგანაა, – მივუგე მე, – სამყარო მათ გა-
რეშე ვერ იარსებებდა.
– მოიცა, – ვილემმა ხელის აწევით შეგვაჩერა, – ანუ, შენ ამ-
ბობ, რომ შენს... – ვეღარ გააგრძელა, ცდილობდა, ატურულში
შესაფერისი სიტყვა მოეძებნა, – შენს გამსესხებელს, გატესორს,
დევი ჰქვია? – მეხავთის სახელის წარმოთქმისას კელდურად
ისე მოუქცია, რომ „დევის“ ნაცვლად „დევიდი“ გაისმა.
თავი დავუქნიე. აი, თავიდანვე ასეთ ეფექტს ველოდი.
– ო, ღმერთო, – აღმოხდა სიმონს, – შენ რა, დემონ დევის
გულისხმობ?
ამოვიხვნეშე.
– ესე იგი, მის შესახებ გსმენიათ.
– გვსმენია?! – კივილამდე მისული ხმით გაიმეორა სიმმა, –
ჩემი პირველი სემესტრისას გარიცხეს! ნამდვილად დაუვიწყარი
შთაბეჭდილება მოახდინა.
ვილემმა უბრალოდ თვალები დახუჭა და თავი ისე გააქნია,
თითქოს ჩემნაირი სულელი ადამიანის თვალებში შეხედვასაც
კი ვერ აიტანსო.
სიმმა ხელები ჰაერში გაშალა.

355 მკითხველთა ლიგა


– ის ხომ არამართლზომიერებისთვის გარიცხეს! რაზე ფიქ-
რობდი?!
– არა, – შეუსწორა ვილემმა, – „არკანუმის წევრისთვის
შეუფერებელი ქმედებისთვის“ გარიცხეს. არამართლზომიერე-
ბისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოაჩნდათ.
– მართლა მგონია, რომ დევი არაფერ შუაშია, – ვცადე ბიჭე-
ბის დაწყნარება, – სინამდვილეში, საკმაოდ კარგი ადამიანია,
მეგობრული. თანაც, მხოლოდ ექვსი ტალანტი მმართებს და ვა-
დისთვისაც არ გადამიცილებია. მცირედი მიზეზიც არ აქვს, რომ
ასეთი რაღაც გამიკეთოს.
ვილემმა ხანგრძლივი და უდრეკი მზერა მომაპყრო.
– უბრალოდ, ყველა შესაძლებლობა რომ განვიხილოთ, –
თქვა ნელა, – შეგიძლია, ერთი თხოვნა შემისრულო?
თავი დავუქნიე.
– მასთან ბოლოდროინდელი საუბრები გაიხსენე, – მთხოვა
ვილემმა, – უბრალოდ დაფიქრდი და ნაბიჯ-ნაბიჯ გადაავლე
თვალი, რამე ისეთი ხომ არ თქვი ან გააკეთე, რითიც შეგეძლო,
შეურაცხყოფა მიგეყენებინა ან გაგენაწყენებინა.
ჩვენი ბოლო შელაპარაკება დაწვრილებით გავიხსენე.
– რაღაც ინფორმაცია აინტერესებდა, რომელიც არ გავუმხი-
ლე.
– რამდენად აინტერესებდა? – მკითხა ვილემმა ხმადაბალი
და მოთმინებით აღსავსე ხმით, თითქოს ჩლუნგს ელაპარაკება-
ო.
– საკმაოდ.
– სიტყვა „საკმაოდ“ კარგად ვერ აღწერს თუ რამდენად მძაფ-
რად უნდოდა.
ამოვიხვნეშე.
– კარგი, უკიდურესად დაინტერესებული იყო. იმდენად აინ-
ტერესებდა, რომ... – შევჩერდი.
356 მკითხველთა ლიგა
ვილემმა ცალწარბაწეულმა შემომხედა.
– აბა? რა გაგახსენდა?
შევყოყმანდი.
– სანაცვლოდ მასთან დაწოლაც კი შემომთავაზასავით, –
დავასრულე წინადადება.
ვილემმა თავი ისე მშვიდად დააქნია, თითქოს რაღაც მსგავ-
სის მოსმენას ელოდაო.
– და ამ ახალგაზრდა ქალის მოწყალე შემოთავაზებას რო-
გორ შეხვდი?
ლოყები ამიხურდა.
– უბრალოდ... უბრალოდ ყურადღება არ მივაქციე.
ვილემმა თვალები დახუჭა და დაქანცული და სასოწარკვეთი-
ლი გამომეტყველება მიიღო.
– მდგომარეობა გაცილებით უარესადაა, ვიდრე ამბროზის
შემთხვევაში იქნებოდა, – თქვა სიმმა და თავი ხელებში ჩარგო,
– დევის შეუძლია, არც მაგისტრების რეაქციაზე იდარდოს და
არც არაფერზე. ამბობენ, რომ რვანაწილიანი გადაბმის გაკეთე-
ბა შეეძლო, რვა!
– ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, – დავიწყე თავის
მართლება, – გირაოდ ვერაფერს ვთავაზობდი. ვაღიარებ, რომ
სულელურად მოვიქეცი. ყველაფერი რომ დამთავრდება, შეგ-
ვიძლია ჩემი სიშტერის განსახილველად სიმპოზიუმი მოვაწყოთ,
მაგრამ ახლა საქმეს დავუბრუნდეთ, კარგი? – მეგობრებს მუდა-
რით შევხედე.
ვილემმა თვალები მოისრისა და თავი ნაღვლიანად დამიქნი-
ა.
სიმონმა სცადა, შეძრწუნებული გამოხედვა მოეშორებინა,
თუმცა არ გამოუვიდა. ნერწყვი გადაყლაპა.
– კარგი აზრია. რას ვაპირებთ?

357 მკითხველთა ლიგა


– ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ამ თავდასხმების უკან
ვინ დგას, – ვთქვი და ფრთხილად შევამოწმე, სისხლი ისევ
მდიოდა თუ არა. სისხლდენა შეწყვეტილიყო და ხელი ჭრილო-
ბიდან ჩამოვიღე, – უსაფრთხოების ზომები უნდა მივიღო. თქვენ
კი წადით, ცოტა გამოიძინეთ.
სიმმა შუბლი მოიფხანა და ჩუმად ჩაიხითხითა.
– ღმერთის სისხლს ვფიცავ, ზოგჯერ ძაან მაღიზიანებ, რა. კი-
დევ რომ დაგესხან თავს?
– აქ ყოფნისას, უკვე ორჯერ შემომიტიეს, – ისე ვთქვი, თით-
ქოს აქ არაფერიაო, – ოდნავი ბწკენასავითაა, – სიმის სახის და-
ნახვაზე გამეღიმა, – კარგად ვარ, სიმ. დალის კლასში საუკეთე-
სო დუელიანტი შემთხვევით კი არ გავხდი. მართლა უსაფ-
რთხოდ ვიქნები.
– სანამ გღვიძავს, კი, – ჩამერთო ვილემი და თავისი დაბღვე-
რილი მუქი თვალებით შემომაცქერდა. ღიმილი სახეზე შემეყი-
ნა.
– სანამ მღვიძავს... – ჩავილაპარაკე, – ჰო, რა თქმა უნდა.
ვილემი წამოდგა და ტანსაცმელი შეისწორა.
– მოკლედ, თავი მოიწესრიგე და უსაფრთხოებას მიხედე, –
ბასრი მზერა მომაპყრო და ისევ მომიბრუნდა, – დალის კლასის
საუკეთესო დუელიანტი მე და ახალგაზრდა ბატონ სიმონს ამა-
ღამ ჩვენს ოთახში სტუმრობის პატივს ხომ არ დაგვდებდა?
ვიგრძენი, რომ სირცხვილისგან ერთიანად ავილანძე.
– ჰო, რატომაც არა. დიდად მადლობელი დაგრჩებოდით, თუ
მიმასპინძლებდით.
ვილმა თავი ლამის იატაკამდე დამიკრა, შემდეგ კარი გააღო
და დერეფანში გავიდა.
სიმი უკვე ყურებამდე გაკრეჭილიყო.
– ესე იგი, პირველი ღამე გვაქვს. იცოდე, პერანგის ჩაცმა არ
დაგავიწყდეს. მთელი ღამე თვალს არ მოგაცილებ და ჭირვეული
358 მკითხველთა ლიგა
ბავშვივით მოგივლი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტიტ-
ველი დაძინებას არ გადაწყვეტ.

***

ვილისა და სიმის წასვლის შემდეგ ფანჯრიდან სახურავზე გა-


დავძვერი. პერანგი ოთახში დავტოვე, რადგან არ მინდოდა, სის-
ხლით დამესვარა. სიბნელესა და გვიან ღამეს მივენდე იმ იმე-
დით, რომ სისხლში ამოთხვრილსა და ნახევრად შიშველს უნი-
ვერსიტეტის სახურავებზე მორბენალს არავინ შემამჩნევდა.
სიმპათიისგან თავდაცვა შედარებით ადვილია, თუ იცი, რას
აკეთებ. ვიღაც ჩემს დაწვას, დანით დასერვას, სხეულიდან სით-
ბოს გამოცლასა და ჰიპოთერმიაში ჩაგდებას კი ცდილობდა,
მაგრამ ეს ყველაფერი ძალის პირდაპირი გამოყენებით ხდებო-
და და დაპირისპირებაც ადვილად შეიძლებოდა. ახლა, როცა ვი-
ცოდი, რასთან მქონდა საქმე, გაცილებით უსაფრთხოდ ვიყავი
და ჩემი თავდაცვის ზღუდეს ვინარჩუნებდი.
უფრო იმაზე უნდა მედარდა, რომ თავდამსხმელს შეიძლებო-
და, ახლანდელ მეთოდებზე გული აეყარა და რაღაც ახალზე
ეფიქრა. მაგალითად, ჩემი ადგილსამყოფელი შეეტყო და თავს
ისეთი ძველმოდური მეთოდით დამსხმოდა, რომელსაც გონების
ძალით ვერ მოვიგერიებდი.
არამართლზომიერება საშინელი დანაშაულია, მაგრამ ბნელ
შუკაში ჩასაფრებული შეიარაღებული ყაჩაღი ათჯერ უფრო
სწრაფად მოგიღებს ბოლოს. ხოლო თუ კვალს სისხლით აიღებ,
ვიღაცის დაუცველ მდგომარეობაში გამოჭერა გაცილებით ად-
ვილია.

359 მკითხველთა ლიგა


სახურავებისკენ ამიტომაც გავეშურე. ვგეგმავდი, რომ ჩემი
სისხლით რამდენიმე ხმელი ფოთოლი დამესვარა და „ქარის
სახლში“ ამეფრიალებინა. ეს ოინი აქამდეც გამომეყენებინა.
მაგრამ ერთ ვიწრო შუკაზე გადახტომისას ღრუბლებში ელ-
ვის გაკრთომა შევნიშნე, ცოტა ხანში კი წვიმის სუნიც ვიგრძენი.
შტორმი ახლოვდებოდა. წვიმა ფოთლებს არა მხოლოდ დაალ-
ბობდა და მიწაზე დატკეპნიდა, ჩემს სისხლსაც მთლიანად ჩამო-
რეცხავდა.
სახურავზე ვიდექი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცე-
მისგან ცხრა პირი ტყავი გამაძრეს. ტარბინში გატარებული წლე-
ბის ამაფორიაქებელი მოგონებები შემომაწვა. შორეულ ელვას
შევცქეროდი და ვცდილობდი, ამ შეგრძნებას გავმკლავებოდი.
თავს ვირწმუნებდი, რომ მაშინდელივით უმწეო და მშიერი ბავ-
შვი აღარ ვიყავი.
სადღაც შორიდან დოლის ცემასავით ხმა შემომესმა – თუნუ-
ქის სახურავზე ვიღაც მოტყაპუნებდა. ჯერ დავიძაბე, მაგრამ
აურის ხმის გაგონებისთანავე მოვეშვი.
– ქვო.
მარჯვნივ გავიხედე და ათიოდე ფუტის მოშორებით მისი მომ-
ცრო ფიგურა დავინახე. მთვარეს ღრუბლები ფარავდა, მაგრამ
მის ხმაში ღიმილს მაინც ვამჩნევდი.
– დაგინახე, კენწეროებზე რომ მირბოდი.
მისკენ შევბრუნდი. მიხაროდა, რომ უფრო მეტი სინათლე არ
გვეცემოდა. არც კი მინდოდა აურის რეაქციის წარმოდგენა, ნა-
ხევრად შიშველი და სისხლში მოსვრილი რომ დავენახე.
– გამარჯობა, აური, – ვთქვი მე, – შტორმი ახლოვდება, ამა-
ღამ კენწეროებზე არ უნდა ამოსულიყავი.
თავი გააქნია
– შენ ხომ ამოხვედი, – ჩაილაპარაკა. ამოვიოხრე.
– მე კი, მაგრამ...
360 მკითხველთა ლიგა
ცაზე ელვის ობობა გაიკლაკნა და წამიერად მთელი არემარე
გაანათა. შემდეგ ნათება ისევ გაქრა და თვალებდაბრმავებული
დამტოვა.
– აური! – დავიძახე შეშინებულმა. მეგონა, რომ ჩემი დანახ-
ვით დამფრთხალი გაიქცა.
კიდევ ერთხელ ინათა და ამჯერად უფრო ახლოს მდგომი და-
ვინახე.
თითი ჩემკენ გამოიშვირა და გახარებულმა გაიღიმა.
– ამირივით გამოიყურები. ქვო ერთ-ერთი ცირიდია.
ტანზე დავიხედე და შემდეგი გაელვებისას მივხვდი, რასაც
გულისხმობდა – ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერების მცდე-
ლობისას ხელებზე შემშრალი სისხლი მაჯებამდე ჩამომსვლო-
და. ეს სხეულის იმ ძველ მოხატულობას ჰგავდა, რომლებსაც
ამირები საკუთარი უმაღლესი რანგის აღსანიშნავად იკეთებ-
დნენ.
აურის ამ შედარებამ ისე გამაკვირვა, რომ ჩემი მეგობრის შე-
სახებ ნასწავლი პირველი გაკვეთილი გადამავიწყდა, სიფრთხი-
ლე დავივიწყე და ვკითხე:
– აური, ცირიდების შესახებ საიდან იცი?
პასუხი არავის გაუცია. მომდევნო გაელვებისას ცარიელი სა-
ხურავისა და მკაცრი ცის გარდა აღარაფერი დამინახავს.

361 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეოთხე
„წკრიალები“

სახურავზე ვიდექი და თავზე ელვა დამნათოდა. გული დამიმ-


ძიმდა. მინდოდა, აურის დავწეოდი და პატიება მეთხოვა, მაგრამ
ვიცოდი, არაფერი გამომივიდოდა. წამოყრანტალებულმა არას-
წორმა კითხვამ დააფრთხო და შეშინებული კურდღელივით სო-
როსკენ გაიქცა. ქვემოშეთში ათასი ჯურღმული ეგულებოდა, სა-
დაც ისე დაიმალებოდა, ვერას დიდებით ვიპოვიდი.
გარდა ამისა, სხვა, სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვან საკით-
ხზეც უნდა მეზრუნა: ვიდრე სახურავზე გულხელდაკრეფილი
ვორჭოფობდი, შეიძლებოდა, ვინმე კვალში ჩამდგომოდა. დასა-
კარგი დრო აღარ მქონდა.
სახურავებზე ბობღვას თითქმის მთელი საათი მოვანდომე.
ქარიშხლის თანმდევი ჭექა-ქუხილის მჭახე სინათლე გზის გაგ-
ნებაში დახმარების ნაცვლად, ხელს მიშლიდა. ყოველი გაელვე-
ბის შემდეგ დაბრმავებული ველოდი, თვალის ჩინი როდის და-
მიბრუნდებოდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, მთავარ შე-
ნობამდეც მივაღწიე. აურის სწორედ სახურავის ამ ნაწილში
ვხვდებოდი ხოლმე.
ვაშლის ხეს გაჭირვებით ჩავუყევი და დახურულ ეზოში აღ-
მოვჩნდი. ქვემოშეთის შესასვლელთან აკრულ ცხაურთან მივე-
დი და ის იყო, აურის მოსახმობად პირი გავაღე, რომ ბუჩქებში
აჩრდილმა გაიელვა.
სიბნელეს ჩავაშტერდი. ბუნდოვანი მოხაზულობის გარდა ვე-
რაფერს ვარჩევდი.
– აური. – დავუყვავე.

362 მკითხველთა ლიგა


– არ მოგიყვები, – წაიჩურჩულა. ხმაში ცრემლი გარეოდა.
ბოლო ხანებში უამრავი სისაძაგლე ჩავიდინე, მაგრამ მისი წყე-
ნინება უდავოდ ყველაზე უარესი იყო.
– აური, მაპატიე, – ვცადე მისთვის გული მომელბო, – აღარ
გკითხავ, გპირდები.
ჩრდილში ხმადაბალი ზლუქუნი გაისმა, თუმცა სრულიად საკ-
მარისი იყო, რომ გული გამყინვოდა და ათას ნაწილად დამ-
მსხვრეოდა.
– ამ შუაღამისას კენწეროებზე რას აკეთებდი? – ვკითხე მე.
ვიცოდი, რომ უსაფრთხო კითხვა იყო, ადრეც ბევრჯერ დამის-
ვამს.
– ელვას ვუყურებდი, – მიპასუხა სრუტუნით, – ერთი ისეთი
დავინახე, ხეს რომ ჰგავდა.
– ელვის შიგნით რა იყო? – ვკითხე.
– გალვანური იონიზაცია, – მიპასუხა და მცირე პაუზის შემ-
დეგ დააყოლა, – და მდინარის ყინული... და კატის კუდივით ირ-
ხეოდა.
– ნეტავი მეც დამენახა.
– შენ რას აკეთებდი კენწეროებზე? – ერთ წამს შეყოვნდა და
შემდეგ სლოკინა სიცილით დაამატა, – გაგიჟებული და თითქმის
ტიტველა?
გაყინული გული გამილღვა.
– ჩემი სისხლის შესანახად შესაფერის ადგილს ვეძებდი.
– ადამიანების უმეტესობა სისხლს სხეულში ინახავს, – მიპა-
სუხა, – ასე უფრო ადვილია.
– ნაწილს მეც ეგრე ვინახავ, – ავუხსენი, – მაგრამ ვშიშობ,
ვიღაც დამეძებს.
– აჰ, – წარმოთქვა ისე, თითქოს მეუბნებოდა, ყველაფერი
გასაგებიაო. მუქი აჩრდილი თანდათან უფრო გამოიკვეთა და
ფეხზე წამოდგა, – „წკრიალებში“ უნდა წამომყვე.
363 მკითხველთა ლიგა
– მგონი, „წკრიალებში“ ჯერ არ ვყოფილვარ, – მივუგე მე, –
ადრე მაჩვენე?
ისეთი მოძრაობა გააკეთა, თავისუფლად შეიძლებოდა, თა-
ვის გაქნევად მიმეღო.
– ეს პირადულია.
ჯერ ლითონის ღრჭიალი მომესმა, შემდეგ ფაჩუნი, ბოლოს კი
გადახდილი ცხაურიდან ამომავალი ლურჯ-მწვანე სინათლე და-
ვინახე. ქვემოთ დავეშვი და უკვე გვირაბში მიმავალ აურის წა-
მოვეწიე.
მის ხელში მოქცეული სინათლე სახეზე ლაქებს უნათებდა.
ცხვირ-პირი ცრემლების მოწმენდისას მოეთხვარა. ასეთი
მოუწესრიგებელი აური პირველად ვნახე. თვალები ჩვეულებ-
რივზე მეტად ჩამუქებოდა, ცხვირი კი აწითლებოდა.
დაისრუტუნა და მოთხუპნილ სახეზე ხელი მოისვა.
– იცი, – მომმართა სერიოზულად, – საშინლად ჭუჭყიანი
ხარ.
სისხლით მოსვრილ მკლავებსა და მკერდზე დავიხედე.
– ჰო, ვარ, – დავეთანხმე.
შემდეგ ოდნავ, მაგრამ გაბედულად გამიღიმა.
– ამჯერად ძალიან შორს არ გავიქეცი, – მითხრა ამაყად თა-
ვაწეულმა.
– მიხარია, – ვუპასუხე, – მაპატიე.
– არა, – თავი ნელა და მტკიცედ გააქნია, – შენ ჩემი ცირიდი
ხარ, ამიტომ ვერ გისაყვედურებ, – ხელი გამოიწოდა და გულ-
მკერდის შუაში თითით შემეხო, – ივარე ენიმ იუგე.

364 მკითხველთა ლიგა


***

აური ქვემოშეთის გვირაბების ლაბირინთში მიმიძღოდა.


ღრმად ჩავედით და „სკუპებსა“ და „ჭრიჭინებს“ გავცდით. კიდევ
რამდენიმე დახლართული დერეფანი გავიარეთ და ქვის იმ ხვე-
ულ კიბეს ჩავუყევით, მანამდე რომ არ მენახა.
დაშვებისას ნესტიანი ქვის სუნი ვიგრძენი და უწყვეტად მდი-
ნარე წყლის ჩუხჩუხიც მომესმა. შიგადაშიგ უფრო მჭახე, ქვაზე
მინის მიხლის ან უფრო წკრიალა – მინის მინაზე მიჭახუნების
ხმაც გაისმოდა.
დაახლოებით ორმოცდაათი საფეხურის შემდეგ ფართო კიბე
ვრცელ და მღვრიე შავ ტბორში უჩინარდებოდა. გავიფიქრე, ნე-
ტავი რა სიღრმეზე ჩადის-მეთქი.
შმორის ან სიბინძურის სუნი არ იგრძნობოდა. წყალი გამდი-
ნარე იყო, ჭიდან ამომავალი ჭავლი გარშემო იქამდე იშლებო-
და, სადამდეც ჩვენი ლამპების სინათლე წვდებოდა. ისევ მინის
წკრიალი მომესმა და წყლის ზედაპირზე მობზრიალე და ერთმა-
ნეთზე მოჭახუნე ორი ბოთლი დავლანდე, რომლებიც დროდად-
რო ერთმანეთს შორდებოდნენ და სხვადასხვა მხარეს მიცურავ-
დნენ. ბოლოს ერთ-ერთი ჩაიძირა და ზედაპირზე აღარ გამოჩე-
ნილა.
კედელზე მიმაგრებული ლამპიონის თითბრის კაუჭზე ჯვა-
ლოს ტომარა ეკიდა. აური ტომარას მისწვდა და თავდაცმული
მძიმე ბოთლი ამოიღო, რომელშიც ერთ დროს, ალბათ, ბრედო-
ნული ლუდი ესხა.
ბოთლი გამომიწოდა.
– ზოგი ერთ საათში უჩინარდება, ზოგი – ერთ წუთში. ხანდა-
ხან დღეების განმავლობაშიც ძლებენ. ნაწილი უკან საერთოდ
აღარ ბრუნდება, – ტომრიდან კიდევ ერთი ბოთლი ამოიღო, –
ყველაზე კარგი იქნება, თუ ერთდროულად ოთხს გაუშვებ. ასეთ
365 მკითხველთა ლიგა
შემთხვევაში აქეთ-იქით, სტატისტიკურად, ორი მაინც იმოძრა-
ვებს.
თავი დავუქნიე, ჯვალოს ტომარას პატარა კიდე მოვახიე და
სისხლიანი ხელი ზედ შევიწმინდე. ბოთლს საცობი მოვხსენი და
ნაგლეჯი შიგნით ჩავტენე.
– თმაც, – მირჩია აურიმ.
რამდენიმე ღერი თმა მოვიწიწკნე და ისინიც ბოთლის ყელში
ჩავასრიალე, შემდეგ მჭიდროდ დავხუფე და ბოთლი წყალში სა-
ტივტივოდ გავუშვი. სანახევროდ ჩაძირული უმისამართოდ ტრი-
ალს მოჰყვა.
აურიმ მეორე ბოთლი გამომიწოდა და იგივე პროცესი გავი-
მეორეთ. როდესაც მეოთხე ბოთლიც პატარა მორევში შევუშ-
ვით, კმაყოფილმა აურიმ თავი დააქნია და მტვრიანი ხელები
ერთმანეთზე შემოკვრით დაიფერთხა.
– ესეც ასე, – თქვა უსაზღვრო კმაყოფილებით სავსე ხმით, –
კარგია. უსაფრთხოდ ვართ.

***

რამდენიმე საათის შემდეგ დაბანილი, სახვევებდადებული


და შედარებით ნაკლებად შიშველი ბუნაგში, ვილემის ოთახის-
კენ მივეშურებოდი. იმ ღამეს და კიდევ მრავალი მომდევნო ღა-
მის განმავლობაში ვილი და სიმი მძინარეს რიგრიგობით მდა-
რაჯობდნენ და საკუთარი ალარით მიცავდნენ. საუკეთესო მე-
გობრები იყვნენ, ისეთები, როგორთა ყოლაზეც ყველა ოცნე-
ბობს, მაგრამ არავინ იმსახურებს, მე – სხვებზე უფრო ნაკლე-
ბად.

366 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეხუთე
უფლებამოსილების გადაჭარბება

ვილისა და სიმის მტკიცების მიუხედავად, მაინც ვერ ვიჯერებ-


დი, რომ ჩემ წინააღმდეგ მომართულ არამართლზომიერებაში
დევის ხელი ერია. მართალია, მტკივნეულად ვაცნობიერებდი,
რომ ქალებისა არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ის ხომ ყოველ-
თვის მეგობრულად მექცეოდა? ზოგჯერ ძალიან თბილადაც კი.
ვიცოდი, არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ სხვებ-
ზე უკეთ მომეხსენებოდა, როგორ შეიძლებოდა რამდენიმე ჭო-
რი ზედმეტად გაბერილ ზღაპრად გადაქცეულიყო.
უფრო მეტად იმის მჯეროდა, რომ უცნობი მტერი, უბრალოდ,
რომელიღაც გაბოროტებული სტუდენტი იყო, რომელიც არკა-
ნუმში ჩემს წარმატებას ვერ ინელებდა. სტუდენტთა უმეტესობას
რე’ლარობის მისაღწევად წლობით სწავლა უხდებოდა, მე კი
ამისთვის სამი სემესტრიც კი არ დამჭირვებია. თავდამსხმელი
შეიძლებოდა ისეთი ვინმეც ყოფილიყო, ვინც უბრალოდ ედემა
რუებს ვერ იტანდა. პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, როცა ჩე-
მი წარმომავლობის გამო მომხვდებოდა.
გარკვეულწილად, დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, ვინ იდგა
ამ თავდასხმების უკან. მთავარი იყო, მისი შეჩერების გზა მეპოვ-
ნა. იმის იმედად ვერ ვიქნებოდი, რომ ვილი და სიმი მთელი
ცხოვრება მიდარაჯებდნენ.
პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადამეჭრა. გრამი
მჭირდებოდა.
გრამი სწორედ მსგავსი სირთულეების გადასალახად ზედგა-
მოჭრილი ხელოსნობის ნიმუშია. ის ერთგვარ სიმპათეტიკურ
ჯავშანს წარმოადგენს, რომელიც შენი სხეულის საწინააღმდეგო
გადაბმის ყველანაირ მცდელობას აღკვეთს. არ ვიცოდი, ზუსტად

367 მკითხველთა ლიგა


როგორ მოქმედებდა, მაგრამ ასეთი მოწყობილობის არსებობა-
ში დარწმუნებული ვიყავი. იმასაც ვხვდებოდი, გრამის შექმნის
საიდუმლო სადაც უნდა მეძებნა.

368 მკითხველთა ლიგა


***

კილვინის კაბინეტს მივუახლოვდი. მაგისტრმა მალევე შე-


მამჩნია. შემომხედა. როდესაც მისი მინის სალღობი ცივი და
ჩამქრალი დავინახე, გულიდან ლოდი გადამგორდა.
– თავს ხომ კარგად გრძნობ, რე’ლარ ქვო? – მკითხა სამუ-
შაო მაგიდიდან წამოდგომის გარეშე. ერთ ხელში მინის მოზ-
რდილი ნახევარსფერო ეჭირა, მეორეში კი ალმასის საჭრელი.
– დიახ, მაგისტრო კილვინ, – ვიცრუე.
– მომდევნო პროექტზე ხომ არ გიფიქრია? – მკითხა მაგის-
ტრმა, – ან რამე ჭკვიანური ხომ არ დაგსიზმრებია?
– გრამის სქემას ვეძებ, მაგისტრო კილვინ, მაგრამ ყველაზე
ძველ და მივიწყებულ ცნობარებშიც ვერ მივაგენი.
კილვინმა ცნობისმოყვარედ შემომხედა.
– და რაში გჭირდება გრამი, რე’ლარ ქვო? ასეთი ინტერესი
სხვა არკანისტებისადმი უნდობლობის გამოხატულებაა.
დარწმუნებული არ ვიყავი, ხუმრობდა თუ არა. გადავწყვიტე,
უკან არ დამეხია.
– „სიმპათიაში გაწაფულობის“ ლექციებზე სხლეტვის რაობა-
საც გვასწავლიან. ვიფიქრე, რომ თუ გრამით გარე ბმების უკუგ-
დება შეიძლება...
კილვინმა ხმადაბლა ჩაიქირქილა.
– დალმა შიში ჩაგინერგა. კარგია. მართალი ხარ, გრამი
სხლეტვისგანაც დაგიცავს... – მუქი კელდური თვალებით სე-
რიოზული მზერა მომაპყრო, – ნაწილობრივ. თუმცა, ჭკვიანი
სტუდენტი უბრალოდ კარგად იმეცადინებდა და სხლეტვას გო-
ნივრულად მოქცევითა და სიფრთხილით აიცილებდა.
– მეც იგივეს ვაპირებ, მაგისტრო კილვინ, – ვცადე დარწმუ-
ნება, – მაგრამ მაინც – გრამის ტარება სასარგებლოდ მიმაჩნია.

369 მკითხველთა ლიგა


– არის შენს ნათქვამში სიმართლის მარცვალი, – დამეთან-
ხმა და გაბურძგნილი თავის კანტურს მოჰყვა, – თუმცა, აქაურო-
ბის შეკეთებისა და საშემოდგომო შეკვეთებზე მუშაობის გამო
მუშახელის ნაკლებობას განვიცდით, – ხელი სახელოსნოზე გა-
მავალი ფანჯრისკენ გაიშვირა, – ამიტომ მსგავსი საქმიანობის-
თვის ვერავის მოვაცდენ. ხელოსნების სიმწირეს თავი რომ და-
ვანებოთ, გრამის დამზადების ღირებულებაც გასათვალისწინე-
ბელია. მის მოსავარაყებლად ნატიფი ხელის გარდა ოქროცაა
საჭირო.
– მის დამზადებას თავს მარტოც გავართმევ, მაგისტრო კილ-
ვინ.
კილვინმა თავი დამიქნია.
– ცნობარებში სქემას ვერ აღმოაჩენდი, რაც მარტივად ასახ-
სნელია: ჯერ მასთან შესაჭიდებლად საკმარისი ცოდნა არ და-
გიგროვებია. სიგალდრიითა და საკუთარი სისხლით წათამაშება
სახიფათო საქმეა.
პირი დავაღე, რათა მის გადასარწმუნებლად რამე მეთქვა,
მაგრამ დამასწრო:
– რაც მთავარია, ამგვარი მოწყობილობისთვის საჭირო სი-
გალდრიას მხოლოდ ელ’თობას მიღწეულ სტუდენტებს ვან-
დობთ. სისხლისა და ძვლის რუნებთან ურთიერთობისას იმის
ცდუნებაც დიდია, რომ ცოდნა ავი საქმისთვის გამოიყენო.
მისმა სიტყვებმა დამარწმუნა, რომ კამათით ვერაფერს გავ-
ხდებოდი. თავი ისე უდარდელად დავიჭირე, თითქოს საერთოდ
არ მანაღვლებდა, გრამის დამზადების უფლება რომ ვერ მივი-
ღე.
– არა უშავს, მაგისტრო კილვინ. ჩემს დროს სხვა პროექტებს
მოვახმარ.
კილვინმა გულღიად გამიღიმა.

370 მკითხველთა ლიგა


– დარწმუნებული ვარ, შედეგიანად გაირჯები, რე’ლარ ქვო.
შენს ახალ ნახელავს დიდი ცნობისწადილით ველი.
თავში ერთმა აზრმა დამკრა.
– მაგისტრო კილვინ, ნებას მომცემთ, სახელოსნოს განცალ-
კევებული საკნით ვისარგებლო? მირჩევნია, უცხო თვალისგან
მოშორებულმა ვიმუშაო.
ამის გაგონებაზე კილვინმა წარბები აქაჩა.
– შენი ახალი ნამუშევრის ხილვის სურვილი ერთიორად მო-
მეძალა, – შუშის ნახევარსფეროს ხელი უშვა, წამოდგა და უჯრა
გამოხსნა, – პირველი სართულის რომელიმე საკანი გაწყობს?
რამის აფეთქებას ხომ არ აპირებ? თუ ასეა, მესამე სართულზე
გაგამწესებ. მაღლა უფრო ცივა, სამაგიეროდ, ჭერი აფეთქებას
უკეთ უძლებს.
თვალს ვერ ვაშორებდი. ვცდილობდი, გამომეცნო, მასხრად
მიგდებდა თუ სერიოზულად ამბობდა.
– პირველი სართულიც გამოდგება, მაგისტრო კილვინ.
ოღონდ დამატებით მომცრო სადნობი და სულის მოსათქმელად
გამოსადეგი პატარა კუთხეც მჭირდება.
კილვინმა რაღაც ჩაიბურდღუნა და გასაღები ამოარჩია.
– მოსასვენებლად რამხელა სივრცე გინდა? ოცდამეშვიდე
საკანი ხუთას კვადრატულ ფუტიანია.
– საკმარისზე დიდიცაა, – მივუგე, – გარდა საკნისა, საწყობი-
დან ძვირფასი ლითონის გამოყენების ნებართვაც უნდა მიბო-
ძოთ.
ამ თხოვნამ სიცილი მოჰგვარა. გასაღები გამომიწოდა და
თავი დამიქნია.
– ნებართვას მე მივხედავ, რე’ლარ ქვო. შენს ნაოსტატარს
მოუთმენლად ველი.

371 მკითხველთა ლიგა


***

სქემის მოპოვების აკრძალვის გამო საფიქრალი მომემატა.


საბედნიეროდ, სასურველ ცოდნამდე მიმავალი მრუდე გზები
ყოველთვის არსებობს და ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან,
ვინც იმაზე მეტი იციან, ვიდრე უნდა იცოდნენ.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ, მაგალითად, მანემ, ზუსტად
იცოდა, როგორ მზადდებოდა გრამი. ყველასთვის ნათელი იყო,
რომ ის მხოლოდ რანგით ბრძანდებოდა ე’ლირი. თუმცაღა კილ-
ვინის სურვილის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებდა და გრამზე
სიტყვასაც ვერ გამოვძალავდი. უნივერსიტეტი მანეს, აგერ უკვე
ოცდაათი წელია, სახლის მაგივრობას უწევდა. ის, ალბათ, ერ-
თადერთი იყო, ვისაც იქიდან გარიცხვის ჩემზე მეტად ეშინოდა.
ეს ყველაფერი კი ნიშნავდა, რომ დიდი გასაქანი არ მქონდა.
არქივში ხანგრძლივი ნადირობის გარდა, ინფორმაციის მოპო-
ვების სხვა გზა არ მრჩებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში
გონება უშედეგოდ ვჩხრიკე, იქნებ რამე უკეთესი მოვიფიქრო-
მეთქი, ბოლოს კი „ძნა და ქერში“ გავემართე.
„ძნა“ მდინარის აქეთა ნაპირის ყველაზე სახელწამხდარ ფუნ-
დუკად მიიჩნეოდა. მის ფონზე „ანკერზე“ აუგი ნამდვილად არ
უნდა დაგცდენოდა. ერთი ეგ იყო, ეს უკანასკნელი შთამბეჭდავი
არ გახლდათ. სუფთა და კოპწია კი იყო, მაგრამ არა ყვავილებში
ჩაფლული. ზედმეტი სამშვენისების არქონის გამო იაფადაც გა-
მოხვიდოდით. ხალხი „ანკერს“ წასახემსებლად, დასალევად და
მუსიკის მოსასმენად სტუმრობდა; იშვიათად მეგობრულ შეხლა-
შემოხლასაც მართავდნენ.
„ძნა“ „ანკერს“ ბევრად ჩამოუვარდებოდა. იქაურობა ჭუჭყსა
და ტალახს მიჰქონდა. მუსიკისთვის არავის სცხელოდა. ფუნდუ-
კის მუშტრის უმთავრეს გასართობს მუშტი-კრივი და დაკა-დაკა
წარმოადგენდა.
372 მკითხველთა ლიგა
მართალია, „ძნა“ ტარბინის დაწესებულებების ნახევარს მა-
ინც სჯობდა, მაგრამ უნივერსიტეტის სიახლოვეს მასზე ზინტლი-
ან ბუნაგს ვერსად წააწყდებოდი. ისიც აღსანიშნავია, რომ სიბინ-
ძურის მიუხედავად, იატაკი ხისა დაეგოთ, ფანჯრებში კი მთელი
შუშები ჩაესვათ, ხოლო ღორივით თუ გამოტყვრებოდი, ფუნდუ-
კის სიახლოვეს მიეგდებოდი და გაღვიძებულს ქისა აღარ დაგ-
ხვდებოდა, მაინც მადლობელი უნდა ყოფილიყავი, რომ მუცელი
არ გამოგფატრეს და ჩექმებიც არ მიისაკუთრეს.
ჯერ კიდევ არ მოსაღამოვებულიყო, ამიტომ საერთო ოთახში
ერთი მუჭა ხალხი თუ იქნებოდა თავმოყრილი. ერთ კუთხეში
სლიტს მოვკარი თვალი და გამიხარდა. არ ვიცნობდი, მაგრამ
ვიცოდი, ვინც იყო – რაღაც-რაღაცებისთვის მომეკრა ყური.
სლიტი იმ იშვიათი და შეუცვლელი ადამიანების რიცხვს
მიეკუთვნებოდა, საქმეების გაჩარხვა რომ ეხერხებათ. როგორც
მსმენოდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში ხან სტუდენტი იყო,
ხან უნივერსიტეტიდან რიცხავდნენ.
ჩემი მისვლისას ერთ ნერვიულ კაცს ესაუბრებოდა. იმდენს კი
მივხვდი, რომ არ უნდა ჩავრეულიყავი. ორი კათხა თითქმის
არამათრობელა ლუდი ავიღე. თავი ისე დავიჭირე, თითქოს და-
სალევად შემოვიარე, არადა მას ველოდი.
სლიტი წარმოსადეგი, მუქთმიანი და შავთვალება კაცი გახ-
ლდათ. კელდელთათვის დამახასიათებელ წვერს არ ატარებდა,
მაგრამ გუმანი მკარნახობდა, სანახევროდ მაინც იქაური უნდა
ყოფილიყო. ძალაუფლების მოყვარული ადამიანის მიხვრა-
მოხვრა ჰქონდა. ისე მოძრაობდა, თითქოს მთელი ფუნდუკის
ბატონ-პატრონი გახლდათ.
არც გამკვირვებია. თავისუფლად შეიძლებოდა, მართლაც ამ
ფუნდუკის მფლობელი ყოფილიყო. სლიტისნაირი ხალხი უფუ-
ლობას არასდროს უჩივის.

373 მკითხველთა ლიგა


სლიტი და მისი ფხუკიანი თანამეინახე თითქოს რაღაცაზე შე-
თანხმდნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. სლიტმა მეგობ-
რულად გაუღიმა და როცა მოსაუბრემ ჩაუარა, ბეჭებზე ხელიც
მოუთათუნა.
ერთხანს შევიცადე, შემდეგ მისი მაგიდისკენ გავემართე. მი-
ახლოებისას შევამჩნიე, რომ სლიტის მაგიდა დანარჩენებისგან
ოდნავ განცალკევებით დაედგათ, რათა არამკითხეებს მისთვის
არ მიეყურადებინათ.
სლიტმა თვალი მომკრა.
– ჩემთან სალაპარაკოდ დროს გამონახავთ? – მივმართე.
ცარიელი სკამისკენ მიმითითა.
– ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, – ალმაცერად ამომხედა.
– რა?
– გონიერი ხალხის სტუმრობით განებივრებული არ გახლა-
ვართ. მხოლოდ იმდენად სასოწარკვეთილი ადამიანები თუ მეწ-
ვევიან, ჩემს იქით რომ გზა არ აქვთ, – მზერა კათხებს შეავლო,
– ორივე შენთვისაა?
– თუ გნებავთ, ორივე თავად მიირთვით, – მარჯვენაზე მივა-
ნიშნე, – თუმცა აქედან უკვე მოვსვი.
კათხებს მიშტერებულ თვალებში წამიერად სიფრთხილე გა-
უკრთა, შემდეგ კი ფართო ღიმილით დამასაჩუქრა და ქათქათა
კბილები გამოაჩინა. მარცხენა სასმისი აიღო.
– რაც შენზე მსმენია, იმის მიხედვით კაცის მოწამვლაზე წამ-
სვლელი არ უნდა იყო.
– როგორც ვატყობ, ჩემზე ბევრი რამ იცით, – მივუგე.
მხრები ისე ძალდაუტანებლად აიჩეჩა, ეგრევე მივხვდი, ხან-
გრძლივი ვარჯიშის წყალობით დაამხეცა-მეთქი.
– ყველაზე ბევრი ვიცი, – მიპასუხა, – თუმცა შენზე კიდევ უფ-
რო მეტი.
– რით დავიმსახურე?
374 მკითხველთა ლიგა
სლიტი წინ გადმოიხარა, მაგიდას დაეყრდნო და შეთქმული-
ვით ჩამჩურჩულა:
– ხო აზრზე ხარ, ამ უნივერსიტეტში რა მოსაწყენი ხალხია
შეკრებილი. სტუდენტების ნახევარი მდიდარი ტურისტია, რომ-
ლებსაც ლექციები სულ ფეხებზე ჰკიდიათ, – თვალები გადაატ-
რიალა და ხელი ისე მოიქნია, თითქოს ზურგს უკან რაღაც მოის-
როლაო, – მეორე ნახევარს წიგნის ჭია ძუძუმწოვრები წარმო-
ადგენენ. ისინი აქ მოხვედრაზე იმდენ ხანს ოცნებობდნენ, რო-
გორც კი ნატვრა აუხდათ, სული შეეხუთათ. ეგეთები ყოველთვის
ზედმეტად ფრთხილობენ და მღვდლებივით ძლივს გასაგონად
ბუტბუტებენ. გული წინდებში ეპარებათ, ვაითუ, რომელიმე მა-
გისტრმა დამტუქსავი მზერით გადმოგვხედოსო.
აგდებულად ჩაიქსუტუნა და სკამის საზურგეზე გადაწვა.
– შეიძლება ითქვას, ამ დამყაყებულ გარემოში სუფთა ჰაერი-
ვით შემოიჭერი. ყველა იმას გაიძახის... – სიტყვა არ დაასრულა.
მხრების ჩეჩვის დამხეცებული ილეთი გაიმეორა, – ხო ხვდები?
– მართალი გითხრა, ვერ ვხვდები, – გამოვუტყდი, – მაინც,
რას გაიძახის ყველა?
სლიტმა ფართოდ გამიღიმა.
– ძაღლის თავიც მანდაა დამარხული, არა? ყველამ იცის, რა
სახელი აქვს კაცს გავარდნილი, თავად ამ კაცის გარდა. უმეტე-
სობა რეპუტაციაზე მაინცდამაინც არ დარდობს, მაგრამ ზოგიერ-
თი ჩვენგანი ტყავიდან ვძვრებით და მოპოვებულ სახელს ვუფ-
რთხილდებით. თავად რეპუტაციას დიდი ხნის განმავლობაში
ვიქმნიდი, აგურს აგურზე ვდებდი. სხვათა შორის, ნაცადი მეთო-
დია, – ეშმაკურად შემომხედა, – მგონი, გესმის, რასაც ვგულის-
ხმობ.
მეც გავუღიმე.
– შეიძლება, ასეცაა.

375 მკითხველთა ლიგა


– აბა, ჩემზე რას ლაპარაკობენ? მითხარი და არც მე დაგრჩე-
ბი ვალში.
– კარგი მაძებრის სახელი გაქვს, – წამოვიწყე, – გონიერი
ხარ, მაგრამ გასამრჯელოდ დიდ ფულს ითხოვ.
ხელები უკმაყოფილოდ აიქნია.
– ბოდვაა. ამბის მთელი მარილი წვრილმანებშია. ჰოდა, მი-
დი, მარილი მომაწოდე.
დავფიქრდი.
– ყური მოვკარი, რომ წინა სემესტრში რამდენიმე ფლაკონი
ღეგიმ Iგნაულ ნერატუმ გაყიდე. არადა, უნივერსიტეტში ფიქრო-
ბენ, რომ კილვინის საამქროში მომხდარი ხანძრის შედეგად
მთელი მარაგი განადგურდა.
სლიტმა თავი დამიქნია, თუმცა მის გამომეტყველებაში ვერა-
ფერი ამოვიკითხე.
– იმასაც ამბობენ, რომ, ალყის მიუხედავად, როგორღაც
მოახერხე და ემლინში გამოკეტილ ვეიანის მამას წერილი
შეაწოდე.
თავი კიდევ ერთხელ დამიკრა.
– ბატონსში მომუშავე ახალგაზრდა მეძავს ისეთი საბუთები
დაუმზადე, ბარონეტ გამრესთან მის შორეულ სისხლისმიერ ნა-
თესაობას რომ ადასტურებდა. შედეგად ის გოგო რომელიღაც
დიდგვაროვანმა ჯენტლმენმა დიდი დავიდარაბის გარეშე ითხო-
ვა.
სლიტმა ჩაიღიმა.
– ერთ დროს თავი სწორედ ამ საქმით მომქონდა.
– ე’ლირობისას, – განვაგრძე, – უფლებამოსილების გადა-
ჭარბების ბრალდებით, ორი სემესტრით განგკვეთეს. ორი წლის
შემდეგ სადნობ საამქროში უნივერსიტეტის კუთვნილი აღჭურ-
ვილობის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისას გამოგიჭი-
რეს, დაგაჯარიმეს და ისევ განგკვეთეს. ისიც მსმენია, რომ ჯემი-
376 მკითხველთა ლიგა
სონმა კარგად იცის, რასაც საქმიანობ, მაგრამ უხდიან და
თვალს ხუჭავს. სხვათა შორის, ეს ბოლო ნაწილი მონაჩმახი
მგონია.
– არც თუ ტყუილად, – შემაქო, – მეც მონაჩმახი მგონია.
– მრავალმხრივი საქმიანობის მიუხედავად, რკინის კანონის
წინაშე მხოლოდ ერთხელ წარსდექი, – აღარ გავჩერებულვარ,
– კონტრაბანდული ნაერთების ტრანსპორტირების ბრალდე-
ბით, არა?
სლიტმა თვალები აატრიალა.
– ყველაზე მაგარი, იცი, რა იყო? უდანაშაულო ვიყავი. ჰეფ-
რონის ბიჭებმა კონეტაბლი მოქრთამეს და ყალბი მტკიცებულე-
ბები შეთითხნეს. ბრალდება მხოლოდ ორი დღის შემდეგ მომიხ-
სნეს, – მოიღუშა, – გგონია, მაგისტრები რამეში დამეხმარნენ?
ეგრევე დამიკიდეს. მხოლოდ იმას განიცდიდნენ, უნივერსიტე-
ტის პატიოსან სახელს ჩირქი მოსცხოო, – ხმაში სიმწარე
გაერია, – ამ ამბის შემდეგ გადასახადი გამისამმაგეს.
გადავწყვიტე, დრო დამეზოგა და საქმე დამეჩქარებინა.
– რამდენიმე თვის წინ გრაფის ქალიშვილი ვენიტასინით მო-
წამლე და ანტიშხამი მხოლოდ მას შემდეგ მიეცი, რაც თავის სა-
მემკვიდრეო წილზე – მთავარ მამულზე უარს მოაწერა ხელი.
შემდეგ საქმე ისე მოაწყვე, თითქოს იმ გოგომ მთელი მამული
მაღალფსონიან „ფაროში“ წააგო.
წარბი ასწია.
– იმასაც ამბობენ, რატომ დატრიალდა ეს ამბავი?
– არა, – ვუთხარი, – ალბათ, შენი ვალი ვერ დაფარა.
– ნაწილობრივ, სიმართლეა, – წარმოთქვა, – თუმცა საქმე
ასე მარტივადაც არ ყოფილა. და არც ვენიტასინი გამომიყენე-
ბია, ასეთი უჭკუოც არ ვარ, – შეურაცხყოფილი ჩანდა. აშკარად
ნაწყენი იყო. სახელოებს აწვალებდა, – კიდევ რამეს ამბობენ?

377 მკითხველთა ლიგა


დავამუხრუჭე. უნდა გადამეწყვიტა, ნამდვილად მოვიდა ჩემი
დიდი ხნის წინანდელი ეჭვის დადასტურების დრო თუ არა.
– მხოლოდ იმასღა, რომ წინა სემესტრში ამბროზ ჯაკისი იმ
ორ ტიპს დააკავშირე, ადამიანებს ფულის სანაცვლოდ რომ ხო-
ცავენ.
სლიტი უშფოთველად იჯდა. არცერთი კუნთი და ნაკვთი არ
უთრთოდა, მაგრამ მაინც შევნიშნე, რომ ბეჭები დაეძაბა. როცა
რამეს ყურადღებით ვაკვირდები, ჩემს მზერას შეუმჩნეველი
არაფერი რჩება.
– ამასაც ხალხი ამბობს?
მხრების აჩეჩვით ვუპასუხე. შეიჭმუხნა. იმდენად უდარდე-
ლად გამომივიდა, კატასაც შეშურდებოდა.
– მე მუსიკოსი ვარ. თერთმეტეულის განმავლობაში სამ სა-
ღამოს ხალხით სავსე ფუნდუკში ვმუშაობ. რა აღარ მსმენია, –
კათხას დავწვდი, – და ჩემ შესახებ რას მეტყვი?
– ისეთ არაფერს. რაც ისედაც ყველამ იცის... მაგისტრები
როგორღაც დაარწმუნე, რომ უნივერსიტეტში მიეღე, არადა ჯერ
კიდევ ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხარ. არ გეწყინოს. ორ დღეში
მაგისტრი ჰემე მთელი კლასის წინაშე გააბითურე, თავად კი
მშრალად გამოძვერი.
– გაშოლტვას თუ არ ჩავთვლით.
– ჰო, გაშოლტვა, – განაგრძო, – არ გიბღავლია და წვეთი
სისხლიც არ წამოგსვლია. ასობით მოწმის მონათხრობი რომ
არა, ასეთ საოცრებას ნამდვილად არ დავიჯერებდი.
– მაყურებლად სულ ნარჩევი საზოგადოება შეიყარა, – ჩა-
ვერთე, – ამინდიც გაშოლტვისთვის ზედგამოჭრილი იყო.
– გავიგე, ბრბოს რამდენიმე ზედმეტად მგრძნობიარე წევრმა
უსისხლო ქვო შეარქვაო, – სიტყვა ჩამომართვა, – ჩემი აზრით,
გარკვეულწილად, ედემა რუობამაც გიშველა. იმას ვგულის-

378 მკითხველთა ლიგა


ხმობ, რომ იმ კეთილშობილ დიდებულთაგან, სისხლი რომ
უდუღთ, ცა და დედამიწასავით განსხვავდები.
გამეღიმა.
– ჭეშმარიტების მარცვალი ყველა მოსაზრებაშია.
ჩაფიქრდა.
– ჩემამდე იმ ამბავმაც მოაღწია, შენ და მაგისტრმა ელოდინ-
მა თავშესაფარში რომ დააყარეთ. თურმე ერთმანეთს საშინელი
მაგიით აღჭურვილები ეკვეთეთ, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც
იმას გაუმარჯვია – ჯერ ქვის კედელში გაუძვრენიხარ, შემდეგ კი
შენობის სახურავიდან მოუსროლიხარ.
– რის გამო დავაყარეთ, არ უთქვამთ? – ვკითხე.
– სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, – უგულისყუროდ მიპასუ-
ხა, – შეურაცხყოფაო, გაუგებრობაო. ზოგი შენ გაბრალებს, მა-
გისტრის მაგიის დასაკუთრება უნდოდაო, ზოგი ელოდინს – გო-
გო აახიაო. სულელურ ჭორებს რა დალევს, – სლიტმა სახე მო-
ისრისა, – ერთი სიტყვით, ბარბითზე რიგიანად უკრავ და ამით
გადიდგულებული დანარჩენებს ზედაც არ უყურებ; გაუთლელი
ხეპრე ხარ, ენამწარეობა გჩვევია და შენზე კეთილშობილ
ხალხს, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, თავად რამდენად მდა-
ბიო ბრძანდები, თითქმის ყველას, ამრეზით ეპყრობი.
სახეზე სისხლი მომაწვა. ბრაზის მწველი და მტკივნეული ალ-
მური მთელ სხეულზე მომედო.
– ჩემზე უკეთესი მუსიკოსის მოსაძებნად ტყუილად მოცდები,
მაინც ვერსად ნახავ, – სიმშვიდის შესანარჩუნებლად მთელი
ძალ-ღონის მოხმობა დამჭირდა, – გულისგულამდე ედემა რუ
ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძარღვებში მეწამული სისხლი მიჩ-
ქეფს, თავისუფლად ვსუნთქავ და საითაც გული გამიწევს, იქით
მივეშურები. დიდგვაროვნობის გამო ძაღლივით კუდის ქიცინსა
და ლაქუცს არავის დავუწყებ. ასეთ საქციელს გადიდგულებას

379 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ ის ხალხი თუ უწოდებს, სხვებს მონური მორჩილებით
რომ უხრის ქედს.
სლიტმა ზანტად ჩაიღიმა. მივხვდი, რომ ჩემს აგდებას ცდი-
ლობდა და გამოუვიდა კიდეც.
– იმასაც ამბობენ, რომ გულფიცხი ხასიათი გაქვს. უჭკუო
ენები რას აღარ მიედ-მოედებიან. ზოგი ჭორაობს, რომ ღამღა-
მობით მხოლოდ ერთ საათს გძინავს; რომ დემონური სისხლი
გიჩქეფს; რომ მკვდრებს ელაპარაკები...
ცნობისმოყვარეობამ მძლია. წინ გადავიხარე. ეს ბოლო ჭო-
რი მე ნაღდად არ ამიგორებია.
– მართლა? მაინც რას ამბობენ, მიცვალებულთა სულებს
ებაასებაო თუ გვამების ამოთხრას მწამებენ?
– ალბათ, სულები იგულისხმეს, – მითხრა, – ყოველ შემ-
თხვევაში, ამოჩიჩქნილი საფლავები არავის უხსენებია.
თავი დავაქნიე.
– კიდევ რამე ხომ არ დაგრჩა სათქმელი?
– ერთიც და დავასრულებ. ხმა გავარდა, რომ გასულ სემეს-
ტრში ორმა ცივსისხლიანმა მკვლელმა ბნელ შუკაში მიგიმ-
წყვდია. მიუხედავად იმისა, რომ დანებით იყვნენ შეიარაღებუ-
ლები და თავს მოულოდნელად დაგესხნენ, ტაბორლინ დიდებუ-
ლის მსგავსად, ელვა და მეხი გამოიხმე, ერთი დააბრმავე,
მეორე კი უგონოდ მიაგდე.
უხერხული დუმილი ჩამოწვა. ერთმანეთს შევცქეროდით.
– ამბროზი მათთან შენ დააკავშირე? – ამოვთქვი ბოლოს.
– ცუდი კითხვაა, – მიკიბ-მოკიბვის გარეშე მომახალა, – რომ
გიპასუხო, გამოდის, რომ კერძო საქმეებს საჯაროდ განვიხი-
ლავ, – ცივად შემომხედა. თვალებსა და ბაგეებზე ღიმილის ნა-
ტამალიც არ ეტყობოდა, – თანაც, ჩემს ნათქვამს რამდენად ენ-
დობი?
შევიშმუშნე.
380 მკითხველთა ლიგა
– მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შენზე გავრცელებული
ჭორ-მართლის გამო მსგავს საქმეს ხელს აღარავინ ჰკიდებს, –
თქვა სასხვათაშორისოდ, – თუმცა მსგავსი ტიპის შეკვეთები აქ
ისედაც წარმოუდგენელია. ჩვენ ხომ საშინლად დახვეწილი
ხალხი ვართ.
– წარმოსადგენიც რომ იყოს, ამგვარი საქმისგან თავს, ალ-
ბათ, შორს დაიჭერდი.
სახეზე ღიმილი დაუბრუნდა.
– ზუსტად, – თქვა და ჩემკენ გადმოიხარა, – აბა, გვეყო ლაყ-
ბობა. რის გასარკვევად მოსულხარ?
– სახელოსნოში რაღაცის დამზადებას ვაპირებ და სქემა
მჭირდება.
იდაყვები მაგიდაზე შემოაწყო.
– მერე?..
– ისეთი სიგალდრიის გამოყენებაც მიწევს, რომელსაც კილ-
ვინი მხოლოდ ელ’თობას მიღწეულ სტუდენტებს ანდობს.
სლიტმა ისე დამიქნია თავი, ვითომ არაფერი.
– ძალიან გეჩქარება? საათებს მადროვებ თუ დღეებს?
ვილი და სიმი გამახსენდნენ – ღამღამობით ჩემს სადარაჯოდ
ფხიზლობდნენ.
– რაც მალე, მით უკეთესი.
სლიტი ჩაფიქრდა. თვალი სიცარიელეს გაუშტერა.
– ძვირი დაგიჯდება. იმის თავდებადაც ვერ დავდგები, რომ
შენს დავალებას დროულად შევასრულებ, – დაჟინებით მომაშ-
ტერდა, – გაითვალისწინე, თუ წაგასწრეს, სულ მცირე, უფლება-
მოსილების გადაჭარბების ბრალდებით გაგასამართლებენ.
თავი დავუქნიე.
– იცი, ეს ბრალდება სასჯელად რას ითვალისწინებს?
– თუ უფლებამოსილების გადაჭარბებით ზიანი არავის მიად-
გა, – ჩავარაკრაკე, – დამნაშავეს დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს
381 მკითხველთა ლიგა
ოცი ტალანტისა, გაიშოლტოს არაუმეტეს ათი დარტყმით, სასჯე-
ლის სახით სტუდენტი შესაძლოა არკანუმიდან განკვეთონ ან
უნივერსიტეტიდან გარიცხონ.
– ჩემი სასჯელის განსაზღვრისას ნამდვილად არ უძუნწიათ –
სრული ოცი ტალანტი გადამახდევინეს და ორი სემესტრითაც
განმკვეთეს, – ჩაილაპარაკა მოღუშულმა სლიტმა, – რე’ლარო-
ბის შესაფერისი ალქიმიის გამოც კი ამხელა სასჯელი დამაკის-
რეს. ელ’თობის ცოდნის გამოყენებაში თუ გამხელენ, კიდევ უფ-
რო გაგწირავენ.
– შენ რამდენს ითხოვ? – ვკითხე.
– რამდენიმე დღე დამჭირდება?.. – ერთხანს ჭერს ასცქერო-
და და გონებაში ანგარიშობდა, – ოცდაათ ტალანტს.
მუცელში ტალღამ დამიარა, მაგრამ სახეზე არაფერი შემტყო-
ბია.
– პირობებზე დალაპარაკება მოსულა?
თვალისმომჭრელად გამიღიმა. კბილები თეთრად უბზინავ-
და.
– ნისიადაც მიმუშავია, – გამანდო, – მაგრამ ოცდაათი ტა-
ლანტი ნისიისთვის მეტისმეტად დიდი ფულია, – ჩაფიქრდა, –
რამე მსგავს პირობაზე კი დაგთანხმდებოდი, მაგრამ თავს მოვა-
ლედ მივიჩნევ, მოგახსენო, რომ როცა ვალის დაბრუნებას მოგ-
თხოვ, უნდა დააბრუნო. ამჯერად სხვა ვერაფერს შემოგთავაზებ.
იმის ნიშნად, გასაგებია-მეთქი, თავი დავუქნიე. თითქოს შიგ-
ნეულობა გამეყინა. თავს შარში ვყოფდი. ვგრძნობდი, რომ ცუდ
საქმეში ვეხვეოდი.
– სხვა ვალიც ხომ არ გაწევს? – მკითხა, – არ მომატყუო, სი-
მართლეს მაინც შევიტყობ.
– ექვსი ტალანტი მმართებს, – წამომცდა, – სემესტრის მიწუ-
რულს უნდა დავფარო.
თავი გადახარა.
382 მკითხველთა ლიგა
– როგორც ვხვდები, მევახშის კლიენტი არ უნდა იყო. ჰეფ-
რონისგან ისესხე?
თავი გავაქნიე.
– დევისგან.
მთელი ამ ხნის განმავლობაში გულარხეინად მოსაუბრე
სლიტს ფორიაქი პირველად შეეტყო. მომხიბლავი ღიმილი გა-
დაედღაბნა.
– დევისგან?! – დაძაბული სკამს გაეკრა, – არა. მგონი, ჩვენ
ვერ მოვრიგდებით. ფული რომ გქონოდა, კიდევ შეიძლებოდა,
– კისერი მოღრიცა, – მაგრამ ახლა არაფერი გამოვა. მით უმე-
ტეს, დევის ვალიც გქონია...
მისმა საქციელმა გამაოგნა. გვიანღა მივხვდი, რომ მეტი სარ-
გებლის გამოწურვა უნდოდა.
– რას იტყვი, მისი ვალის გადასაფარად ფულის სესხება რომ
გთხოვო?
სლიტმა თავი გააქნია. როგორღაც მოახერხა, უდარდელი
იერი ხელახლა შეაკოწიწა და კვლავ სახეზე აიფარა.
– სწორედ ამას ვეძახით ბრაკონიერობას, – მომიგო, – დევი
შენგან პროცენტად დაბრუნებულ შემოსავალს მოელის. ფული
შენში დააბანდა, – ლუდი მოსვა და ყელი მრავალმნიშვნელოვ-
ნად ჩაიწმინდა, – ნებისმიერი, ვინც მის მახეში გაბმულ ნანადი-
რევს მიეპარება, დევის რისხვას დაიმსახურებს.
წარბი ავწიე.
– როგორც ჩანს, შენმა რეპუტაციამ შემაცდინა, – ჩავილაპა-
რაკე, – ზედმეტი გულუბრყვილობით მომივიდა.
მოღიმარი სახე თვალის დახამხამებაში მიეღუშა.
– რას გულისხმობ?
ხელები უმისამართოდ ავიქნიე.
– თუ შეიძლება, ჩემს გონიერებაზე რაც გსმენია, მთლიანად
თუ არა, ნახევრად შესაბამისად მაინც მომექეცი, – მივმართე, –
383 მკითხველთა ლიგა
თუ ჩემი თხოვნის შესრულება არ შეგიძლია, აღიარე და ამით
დავასრულოთ. იმაზე მეტის გამორჩენას ნუ ცდილობ, ვიდრე გა-
დახდა შემიძლია და საგულდაგულოდ ჩახუჭუჭებულ თავის მარ-
თლებაზეც დროს ტყუილად ნუ მაკარგინებ.
სლიტი დაიბნა. ვერ გაეგო, თავი შეურაცხყოფილად უნდა ეგ-
რძნო თუ არა.
– ჩემი ნათქვამიდან საგულდაგულოდ ჩახუჭუჭებულად რა
მიიჩნიე?
– კარგი, რა, – შევუტიე, – მზად ხარ, უნივერსიტეტის განაწე-
სი ფეხებზე დაიკიდო, არც მაგისტრთა რისხვას უფრთხი, არც
კონეტაბლებისას და არც ატურული რკინის კანონისას, ერთი
გაწრიპული გოგოს ხსენებამ კი შეგაშინა და მუხლები აგიკანკა-
ლა? – ჩავიფრუტუნე და ხელით იგივე მოძრაობა გავაკეთე, რაც
მანამდე თვითონ – თითქოს ჰაერში რაღაც ავაბურთავე და
მხარსუკან მოვისროლე.
მცირე ხანს თვალი არ მოუშორებია. ბოლოს სიცილი წასკდა.
– ჰო, ზუსტად ეგრეა, – სული მოითქვა და ხარხარისას
თვალს მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, – ვატყობ, საპასუხოდ,
შენმა რეპუტაციამაც გამაბრიყვა. თუ გგონია, რომ დევი ერთი
უბრალო გაწრიპული გოგოა, იმის ნახევარი ჭკუაც არ გქონია,
რასაც მოგაწერენ.
სლიტმა ჩემს მხარსუკან გაიხედა და ვიღაც ტიპს, რომელსაც
მე ვერ ვხედავდი, ხელი აგდებულად დაუქნია.
– წადი, გზას დაადექი, – მომახალა, – მე საქმეს გონიერ
ხალხთან ვიჭერ, ვისაც ამ ცხოვრების ავანჩავანი გაეგება. აი,
შენთან კი დრო ფუჭად დავკარგე.
ბრაზი ლახვარივით ჩამესო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
– არბალეტიც მჭირდება, – ვუთხარი.
თავი გააქნია.
– სესხსა და ნისიაზე ხომ გითხარი, არა-მეთქი.
384 მკითხველთა ლიგა
– გაცვლას გთავაზობ.
ეჭვის თვალით შემომხედა.
– როგორი არბალეტი გინდა?
– სულერთია, – ვუპასუხე, – ახალთახალი და საუკეთესო თუ
არ იქნება, როგორმე გადავიტან. მთავარია, გამართული იყოს.
– რვა ტალანტი, – მომიჭრა.
თვალი თვალში გავუყარე.
– ნუ ცდილობ გამაბითურო. რიგითი კონტრაბანდისტული
დავალებაა. ერთის წინააღმდეგ ათ პენს ჩამოვალ, რომ მის სა-
შოვნელად ორი საათიც არ დაგჭირდება. თუ შევატყობ, რომ
მოტყუება განგიზრახავს, მდინარის მეორე ნაპირზე გადავალ,
ჰეფრონს მივაკითხავ და არბალეტს მისგან წამოვიღებ.
– წამოიღებ და მოგიწევს, იმრედან უკანა გზაზე ათრიო, – არ
დამითმო, – კონეტაბლებს გულს გაუხარებ.
მხრები ავიჩეჩე და ასადგომად წამოვიწიე.
– სამტალანტნახევარი, – მომაძახა, – ოღონდ, იცოდე, ნახ-
მარი იქნება. ლარის მოჭიმვაც უზანგით მოგიწევს, ბერკეტის
იმედი ნუ გექნება.
გონებაში გადავთვალე.
– სანაცვლოდ უნცია ვერცხლი და ერთი კოჭი ოქროს წმინდა
მკედი გაწყობს? – ჯიბიდან ამოვილაგე და დავანახე.
ვიდრე თავადაც ჩუმად ანგარიშობდა, მუქი თვალები სადღაც
გაექცა.
– დაუნდობელი ვაჭრობა გცოდნია, – ბრჭყვიალა ძაფშემოხ-
ვეული კოჭი და ვერცხლის მომცრო ზოდი გამომართვა, – გრიმ-
სომის დაბახანის უკან წვიმის წყლის კასრი დგას. თხუთმეტ წუთ-
ში არბალეტი იქ გაჩნდება, – შეურაცხყოფილი სახე მიიღო, –
ორი საათიო? ჩემ შესახებ საერთოდ არაფერი გცოდნია.

385 მკითხველთა ლიგა


***

რამდენიმე საათის შემდეგ არქივის თაროების ლაბირინთე-


ბიდან ფელა გამომეცხადა. თავს ზუსტად იმ დროს წამომადგა,
ხელს ოთხფილიან კარს რომ ვუფათურებდი. კი არ ვეჯაჯგურე-
ბოდი, უბრალოდ ვაწვებოდი. ვამოწმებდი, საიმედოდ თუ იყო
დაკეტილი. დავრწმუნდი, რომ ნამდვილად არ იღებოდა.
– ალბათ, მწიგნობრებსაც არ უმხელენ, ამ კარს მიღმა რა
იმალება, არა? – პასუხის მიღების იმედი არც მქონდა.
– ჩემთვის ნამდვილად არ გაუმხელიათ და... – მითხრა ფე-
ლამ. კარს მიუახლოვდა და ხელი კარის ზემოთ ამოტვიფრულ
ასოებს გადაუსვა. ვალარიტას.
– ერთხელ ეს კარი მესიზმრა, – გამანდო ფელამ, – ვითომ
ვალარიტასი რომელიღაც უძველეს მეფეს ერქვა, ამ კარის უკან
კი მისი აკლდამა იყო.
– ვაა, – თვალები მოვწკურე, – ჩემს კოშმარებს კი ჯობია.
– შენ რაღა გესიზმრა? – მკითხა ფელამ.
– ვითომ გასაღების ჭუჭრუტანიდან სინათლე გამოდიოდა, –
დავიწყე მოყოლა, – უმეტეს სიზმრებში ძირითადად კარის წინ
ვდგავარ, უაზროდ მივშტერებივარ და შიგნით შეღწევას ვცდი-
ლობ, – ფილებს შევუბღვირე, – თითქოს ცხადში აქ დგომა საკ-
მარისად გამაღიზიანებელი არ იყოს, ძილშიც იმავეს ვაკეთებ.
ფელამ ჩემს სიტყვებზე მსუბუქად გაიცინა, კარს ზურგი აქცია
და ისევ მე მომიბრუნდა.
– შენი ბარათი მივიღე. ასე გადაკრულად რა პროექტს ახსე-
ნებ?
– მოდი, სადმე მოფარებულში ვილაპარაკოთ, – შევთავაზე,
– გრძელი ამბავია.
ერთ-ერთ სამკითხველო სოროში შევედით და როცა დავ-
რწმუნდი, რომ კარი კარგად დავკეტე, ჩემი ამბავი დაწვრილე-
386 მკითხველთა ლიგა
ბით ვუამბე. არც უხერხული წვრილმანები გამომიტოვებია. ვუთ-
ხარი, რომ ვიღაც ჩემს წინააღმდეგ არამართლზომიერებას
ახორციელებდა. იმის შიშით, რომ ამბროზის ოთახებში ჩემი
შეჭრის ამბავი გამჟღავნდებოდა, მაგისტრებს ვერ მივმართავ-
დი. თავის დასაცავად გრამი მჭირდებოდა, მაგრამ მის დასამზა-
დებლად საჭირო სიგალდრიას არ ვფლობდი.
– არამართლზომიერება, – ჩაილაპარაკა ხმადაბლა და და-
ეჭვებულმა თავი გააქნია, – დარწმუნებული ხარ?
პერანგი შევიხსენი და შიშველი მხარი გამოვაჩინე. პირვე-
ლი, მოუგერიებელი შემოტევისგან შემორჩენილი ჩალურჯებები
ვაჩვენე.
ფელა დაიხარა და მხარი კარგად შემითვალიერა.
– მართლა არ იცი, ვინ შეიძლება იყოს?
– მართლა, – ვუპასუხე და ვცადე, დევიზე არ მეფიქრა. ამ
განსაკუთრებით სასოწარკვეთილ დასკვნას ჯერ არავის ვუმ-
ხელდი, – ვწუხვარ, ამ ამბავში რომ გითრევ, მაგრამ ერთადერ-
თი ხარ, ვინც...
ფელამ ხელის აქნევით შემაწყვეტინა.
– ნუ სულელობ. ხომ გითხარი, თუ რამე დაგჭირდება,
მომმართე-მეთქი. მიხარია, რომ გაგახსენდი.
– მიხარია, რომ გიხარია, – დავუბრუნე პასუხი, – ამ გასაჭი-
რიდან თუ დამიხსნი, უკვე მე ვიქნები შენთან ვალში. საჭირო
წიგნების პოვნას თანდათან უკეთ ვახერხებ, მაგრამ აქ ჯერ მა-
ინც ახალი ვარ.
ფელამ თავი დამიქნია.
– საცავში გზის გაკვლევას წლები სჭირდება. ქალაქივითაა.
გამეღიმა.
– აქაურობას მეც ქალაქს ვადარებ. აქ ჯერ საკმარისად დიდ-
ხანს არ მიცხოვრია, რომ ყველა მოკლე გასასვლელი ვიცოდე.
ფელა ოდნავ დაიმანჭა.
387 მკითხველთა ლიგა
– ვატყობ, მათი ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება. თუ კილ-
ვინი მიიჩნევს, რომ სიგალდრია საშიშია, შენთვის საინტერესო
წიგნების უმეტესობა მის პირად ბიბლიოთეკაში იქნება გადანა-
ხული.
მუცელში თითქოს რაღაც ჩამწყდა.
– პირად ბიბლიოთეკაში?
– პირადი ბიბლიოთეკა ყველა მაგისტრს აქვს, – მშრალად
ჩაილაპარაკა ფელამ, – ალქიმიაში რაღაც გამეგება, ამიტომ
მანდრაგს საშიში ფორმულების შემცველი ისეთი წიგნების პოვ-
ნაში ვეხმარები ხოლმე, რომელთა არასწორ ხელში ჩაგდებასაც
საშინლად უფრთხის. იმავეს სიგალდრიის მცოდნე მწიგნობრები
კილვინისთვის აკეთებენ.
– მაშ ჩემს მცდელობას აზრი ეკარგება. თუ ყველა ასეთი წიგ-
ნი კილვინს გადამალული აქვს, საჭირო ინფორმაციის პოვნის
შანსიც არ გვქონია.
ფელამ გაიღიმა და თავი გააქნია.
– წიგნების აღრიცხვის სისტემა უნაკლო ნამდვილად არ გახ-
ლავს. სათანადოდ არქივის მხოლოდ დაახლოებით მესამედია
აღნუსხული. რასაც შენ ეძებ, ალბათ, ჯერ კიდევ სადღაც საცავ-
შია ჩაკარგული. მთავარი მისი მოძებნაა.
– მთლიანი სქემაც კი არ მჭირდება, – აღვნიშნე, – რამდენი-
მე სწორი რუნა რომ ვიცოდე, დანარჩენებს, ალბათ, ჩემითაც
მივხვდებოდი.
შეწუხებულმა შემომხედა.
– ეგ რამდენად ჭკვიანურია?
– ჭკვიანური გადაწყვეტილება ის ფუფუნებაა, რომლის მისა-
ღებადაც დრო აღარ მაქვს, – ვუპასუხე, – ვილი და სიმი უკვე
ორი ღამეა, თავზე მადგანან. მომდევნო ათი წელიც მორი-
გეობით ხომ არ დაიძინებენ?
ფელამ ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ნელა ამოუშვა.
388 მკითხველთა ლიგა
– მართალი ხარ. შეგვიძლია, აღნუსხული წიგნებით დავიწ-
ყოთ. იქნებ, მწიგნობრებს შენთვის მნიშვნელოვანი ხელნაწერე-
ბი გაეპარათ.
სიგალდრიის შესახებ რამდენიმე ათეული წიგნი შევაგრო-
ვეთ, მეოთხე სართულზე, ერთ მიყრუებულ სამკითხველო სო-
როში განვმარტოვდით და მათ სათითაოდ გადახედვას შევუდე-
ქით.
ძიება გრამის სრულყოფილი სქემის პოვნის იმედით დავიწ-
ყეთ, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მოთხოვნები სულ უფრო
შევამცირეთ და მარტივ აღწერილობაზეც თანახმა ვიყავით. ყო-
ფილიყო თუნდაც მცირე მინიშნება რუნების თანმიმდევრობის
შესახებ, ანაც ერთადერთი რუნის სახელი, გადაკრული სიტყვა,
ინფორმაციის მისხალი, თავსატეხის ნებისმიერი ნაფლეთიც კი
დაგვაკმაყოფილებდა.
ბოლოს სოროში შემოტანილი უკანასკნელი წიგნიც დავხუ-
რე. გვერდების ერთმანეთზე მირტყმის ხმამაღალი ტყაპანი გა-
ისმა.
– არაფერია? – დაღლილი ხმით მკითხა ფელამ.
– არაფერი, – სახე ორივე ხელით დავიზილე, – პირველივე
ჯერზე ხომ არ გაგვიმართლებდა.
ფელამ მხრები აიჩეჩა. სახე დამანჭა და დაჭიმული კისრის
მოსადუნებლად თავი გადახარა.
– ჯერ ის უნდა შეგვემოწმებინა, რაც ცხვირწინ გვქონდა,
სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით, – თქვა ფელამ, – მაგრამ
მწიგნობრებს, კილვინის დავალებით, იქაურობა კარგად
დაუვარცხნიათ. უფრო ღრმად უნდა მოვქექოთ.
კოშკის ზარის შორეული ხმა მომესმა. იმდენჯერ დარეკა, შევ-
ცბი. წიგნების ქექვაში ოთხ საათზე მეტი გაგვეტარებინა.
– ლექცია გაგიცდენია, – ვუთხარი ფელას.
– უბრალო გეომეტრიაა, – მიპასუხა გოგომ.
389 მკითხველთა ლიგა
– შესანიშნავი ხარ! ახლა რა გზას დავადგეთ?
– საცავში ნელა და ძალიან დიდხანს უნდა ვითევზაოთ, – მი-
პასუხა დენნამ, – მდინარეში ოქროს ძებნასავით ხანგრძლივი
საქმიანობა გველის. ათობით საათი დაგვჭირდება და თანაც ერ-
თად უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთსა და იმავე წიგნებზე დრო ზედ-
მეტად არ დავხარჯოთ.
– შემიძლია, ვილი და სიმი დავიხმარო, – შევთავაზე.
– ვილემი აქ მუშაობს, – მიპასუხა ფელამ, – მაგრამ სიმონს
მწიგნობრობისა არაფერი გაეგება. მგონი, უბრალოდ ფეხებში
მოგვედება.
გაოცებულმა შევხედე.
– სიმონს კარგად იცნობ?
– არც ისე, – აღიარა, – თვალს ხანდახან თუ მოვკრავ ხოლ-
მე.
– არასათანადოდ აფასებ, – დავარწმუნე ფელა, – ბევრი იქ-
ცევა ასე. არადა, ჭკვიანია.
– აქ ყველა ჭკვიანია, – შემეპასუხა ფელა, – სიმიც კარგი ბი-
ჭია, მაგრამ...
– სწორედ ეგაა პრობლემა, – უკან არ დავიხიე, – კარგი ბი-
ჭია, თავაზიანი, ხალხი კი ამას სისუსტედ აღიქვამს. თანაც, ბედ-
ნიერია – ამას უკვე სიშტერედ მიიჩნევენ.
– მაგის თქმა არ მინდოდა...
– ვიცი, – ვუპასუხე და სახე ისევ მოვისრისე, – მაპატიე, ზედი-
ზედ რამდენიმე ცუდი დღე მქონდა. ადრე მეგონა, რომ უნივერ-
სიტეტი დანარჩენი სამყაროსგან განსხვავდებოდა, მაგრამ იგი-
ვე აღმოჩნდა: ადამიანები ამბროზის მსგავსი გაბღენძილი, უხე-
ში ნაბიჭვრის გულის მოგებას ცდილობენ მაშინ, როდესაც სიმო-
ნისნაირ კეთილი სულისას მიამიტ სულელად მიიჩნევენ.

390 მკითხველთა ლიგა


– შენ რომელი ხარ? – ღიმილით მკითხა ფელამ და წიგნების
აკოკოლავებას შეუდგა, – გაბღენძილი ნაბიჭვარი თუ კეთილი
სული?
– მაგაში მოგვიანებით გავერკვევი, – მივუგე მე, – ახლა გა-
ცილებით სერიოზული საზრუნავი მაქვს.

391 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეექვსე
ნდობა

ვიცოდი, რომ არამართლზომიერების უკან დევი არ იდგა,


თუმცა იმდენად სულელიც არ ვყოფილვარ, რომ მის მფლობე-
ლობაში დატოვებული სისხლი დამვიწყდებოდა. როგორც კი
ცხადი გახდა, გრამის დამზადებას რამხელა დრო დასჭირდებო-
და, მივხვდი, რომ დენნასთან სტუმრობისა და მის უდანაშაულო-
ბაში დარწმუნების დრო მოსულიყო.
უღიმღამო დღე იდგა. სუსხიანი და ნესტიანი ქარი ტანსაც-
მელში ატანდა. ხელთათმანები და ქუდი არ გამაჩნდა, ამიტომ
კაპიუშონის წამოცმა და მხრებზე მჭიდროდ შემოხვეულ მოსას-
ხამში ხელების შეჩურთვა მიწევდა.
ქვის ხიდის გადალახვისას თავში ახალმა აზრმა გამიელვა:
იქნებ, დევის ჩემი სისხლი მოპარეს? ყველა სხვა ვერსიაზე მე-
ტად სავარაუდო ეს იყო. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ სის-
ხლიანი ბოთლი უსაფრთხოდ იყო შენახული. თუ გირაო ისევ დე-
ვისთან იქნებოდა ხელუხლებელი, მეცოდინებოდა, რომ ჩემზე
თავდასხმებში მისი ხელი არ ერია.
იმრეს დასავლეთ გარეუბანს მივაღწიე და თითქმის არამათ-
რობელა ლუდის საყიდლად და გასათბობად ერთ ტავერნაში შე-
ვიარე. შემდეგ უკვე ნაცნობ შუკას მივადექი და საყასბოს უკან
ვიწრო კიბეს ავუყევი. სუსხისა და ცოტახნისწინანდელი წვიმის
მიუხედავად ჰაერში მაინც მძაღე ქონის სუნი ტრიალებდა.
ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე.
კარი წუთის შემდეგ გაიღო და ვიწრო ნაპრალში დევის სახე
გამოჩნდა.
– სალამი, – მითხრა მეხავთემ, – საქმისთვის მოსულხარ თუ
გასართობად?

392 მკითხველთა ლიგა


– უმთავრესად, საქმისთვის, – გამოვუტყდი.
– სამწუხაროა, – მითხრა და კარი ფართოდ გააღო.
ოთახში შესვლისას წირთხლს ფეხი წამოვკარი და დევის
უხერხულად მივეხეთქე, წელში გასწორებისას კი ცალი ხელით
მხარზე დავეყრდენი.
– მაპატიე, – ჩავილუღლუღე დარცხვენილმა.
– საშინლად გამოიყურები, – მითხრა და კარი გადარაზა, –
იმედია, უფრო მეტი ფული არ გჭირდება. ფულს ისეთ ხალხზე არ
გავცემ, ხანგრძლივი სიმთვრალისგან ახალგამოფხიზლებუ-
ლებს რომ ჰგვანან.
სკამზე მივესვენე.
– წიგნი დაგიბრუნე, – მოსასხამიდან ამოვაძვრინე და სამუ-
შაო მაგიდაზე დავუდე.
თავით წიგნისკენ მიმანიშნა და მკითხა.
– როგორ მოგეწონა ბებერი მაკლაფი?
– მშრალია, გაწელილი, მოსაწყენი...
– არც დასურათებაზე უწვალიათ, – მშრალად დაამატა, –
თუმცა, მთავარი ეგ არ არის.
– მისი თეორიები აღქმის, როგორც აქტიური ძალის შესახებ,
საინტერესო მომეჩვენა, – ვაღიარე, – მაგრამ ისე წერს, თით-
ქოს ეშინია, ვინმემ მისი ნაწერებიდან აზრი არ გამოიტანოს.
დევიმ თავი დამიქნია და პირი მოკუმა.
– მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ, – ხელი გაიწოდა და წიგნი
მიიჩოჩა, – პროპრიოცეფციის(პროპრიოცეფცია – სხეულის ნა-
წილების მდებარეობისა და მოძრაობის შეგრძნება.) შესახებ
თავზე რას იტყვი?
– ისე მსჯელობდა, მეგონა, უვიცობის ჭაში იჯდა და იქიდან
გვმოძღვრავდა, – თავი გავაქნიე, – მედიკაში კიდურებმოკვეთი-
ლი ადამიანები მინახავს. კითხვისას კი ისეთი შთაბეჭდილება

393 მკითხველთა ლიგა


დამრჩა, თითქოს მაკლაფს ერთი ხელმოჭრილიც კი არსად გა-
დაყრია.
ვლაპარაკობდი და თან დევის ყურადღებით ვაკვირდებოდი.
დამნაშავის მზერას ვეძებდი. თუ ჩემ წინააღმდეგ არამართლზო-
მიერებაში იყო გარეული, მცირეოდენი სამხილიც არ უნდა გა-
მომრჩენოდა. ვერაფერი შევატყვე. სრულიად ჩვეულებრივად
იქცეოდა. ძველებურად მკვირცხლი და ენაწყლიანი გახლდათ.
მაგრამ მე მსახიობებს შორის გავიზარდე და ვიცოდი, რომ
წრფელი გრძნობების მისაჩქმალად უამრავ ხერხი არსებობდა.
დევიმ ზედმეტად ხმამაღლა ჩაიფრუტუნა.
– რა დაბღვერილი სახით ზიხარ, რამეზე დარდობ?
– რაღაც კითხვა მაქვს, – შორიდან მოვუარე. სულაც არ მეხა-
ლისებოდა ამაზე საუბარი, – ოღონდ მაკლაფის შესახებ არა.
– მომბეზრდა, რომ ჩემში მხოლოდ გამჭრიახობას აფასებენ,
– საზურგეზე გადაწვა და მკლავები თავს ზემოთ გაჭიმა, – ნეტა-
ვი როდის შევხვდები გემრიელ ბიჭს, ვისაც გარეგნობის გამო
მოვეწონები? – ზანტად გაიზმორა, თუმცა შუა გზაზე შედგა და
მომლოდინე მზერა მომაპყრო, – შენგან რამე მახვილგონივ-
რულ შენიშვნას ველოდი. როგორც წესი, ამდენ ხანს არ აჯან-
ჯლებ ხოლმე.
ოდნავ გავუღიმე.
– თავში უამრავი საზრუნავი მიტრიალებს. ენამწარობაში მე-
ტოქედ დღეს არ გამოგადგები.
– ენამწარობაში ჩემს მეტოქედ არც არასდროს მიმიჩნევი-
ხარ, – მომიგო, – თუმცა პატარ-პატარა წაკბენებზე უარს არა
ვარ, – წინ გადმოიხარა და მტევნები მაგიდაზე დააწყო, – აბა,
რა გაინტერესებს?
– უნივერსიტეტში სიგალდრიაზე ბევრი რამ ისწავლე?
– პირადული კითხვაა, – წარბი ასწია, – არა. მაინცდამაინც,
არ მაინტერესებდა. ბევრი წვალება სჭირდებოდა.
394 მკითხველთა ლიგა
– იმ ქალებს არ ჰგავხარ, წვალებისა რომ ეშინიათ, – ძლივს
შესამჩნევად ჩავიღიმე.
– ოჰო, წინსვლა გემჩნევა, – მომიწონა პასუხი, – ვიცოდი,
რომ შეძლებდი.
– არა მგონია, სიღრმისეული სიგალდრიის წიგნი გქონდეს.
ასეა? – ვკითხე, – ისეთებს ვეძებ, რომლებიც რე’ლარებისთვის
აკრძალულია.
დევიმ თავი გააქნია.
– არა, არ მაქვს. სამაგიეროდ, შემიძლია ალქიმიის შესახებ
კარგი ჩანაწერები შემოგთავაზო. იმ შენს ძვირფას არქივში
მსგავსს ვერასოდეს წააწყდები, – ბოლო ფრაზის წარმოთქმისას
ხმაში სიმწარე გაერია.
და სწორედ მაშინ დამკრა თავში: დევი სულაც არ იყო დაუდე-
ვარი და ჩემს სისხლს უმეთვალყურეოდ არ მიაგდებდა. არც
სწრაფი მოგებისთვის გაყიდდა, რადგან ფული არ სჭირდებოდა.
ჩემი ჯავრიც არ სჭირდა.
მაგრამ არქივში მოსახვედრად თვალის ჩინსაც კი დაუფიქ-
რებლად შეელეოდა.
– რა ნიშანდობლივია, რომ ალქიმია ახსენე, – რამდენადაც
შემეძლო, მშვიდად ვლაპარაკობდი, – „ქლიავის ნიავზე“ რამე
ხომ არ გსმენია?
– მსმენია, – მომიგო ძალდაუტანებლად, – საძაგელი რამაა.
მგონი, მისი დასამზადებელი ფორმულაც უნდა მქონდეს, – სკა-
მი ოდნავ მიატრიალა, რათა თაროსთვის შეეხედა, – გინდა, გაჩ-
ვენო?
სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ საკმარისი ვარჯიშის შემ-
თხვევაში საკუთარი გამომეტყველების მართვა ნებისმიერს შე-
ეძლო. არც მიხრა-მოხრას გაუცია – ერთი ეგ იყო, მხრები ოდ-
ნავ დაეძაბა, რაც მერყეობაზე მიუთითებდა.

395 მკითხველთა ლიგა


თვალებმა გაყიდა. როგორც კი „ქლიავის ნიავი“ ვახსენე,
მზერაში რაღაც გაუკრთა, ოღონდ ამის მიზეზი ნაცნობი სახელის
გაგონება როდი იყო. დამნაშავის მზერამ გაიელვა. რა თქმა უნ-
და! ფორმულა ამბროზის მიჰყიდა.
რატომაც არა? ამბროზიმ მაღალი თანრიგის მწიგნობრობას
მიაღწია და შეეძლო, ფორმულის სანაცვლოდ დევი არქივში
შეეპარებინა. ჯანდაბა, იმდენი ძალაუფლება ჰქონდა, დევის იქ
შეყვანას შეპარების გარეშეც გაახერხებდა. ისედაც ყველამ
იცოდა, რომ დროდადრო ლორენი არქივში შესვლის ნებარ-
თვას არკანუმის არაწევრ სწავლულებზეც გასცემდა; მით უფრო
მაშინ, თუ ამ სწავლულთა მფარველებს უნივერსიტეტის წიგნსა-
ცავისკენ მიმავალი გზა გულუხვი შესაწირით ჰქონდათ გაკაფუ-
ლი. ერთხელ ამბროზიმ მთელი ფუნდუკი მხოლოდ იმისთვის
იყიდა, რომ იქიდან გამოვებუძნულებინე. ნეტავი, ჩემი სისხლის
ხელში ჩასაგდებად რამდენს გადაიხდიდა?
არა. ვილი და სიმი მართალს ამბობდნენ. თუ თავის დაძვრე-
ნის შესაძლებლობა მიეცემოდა, ამბროზი ბინძურ საქმეში ხელს
არ გაისვრიდა. დევის დაქირავება და შავი სამუშაოს მისთვის
მინდობა გაცილებით უკეთეს გამოსავალს წააგავდა. დევი ერ-
თხელ უკვე გარიცხეს, ამიტომ ამბროზისთვის სამსახურის გაწე-
ვის შემთხვევაში დასაკარგი არაფერი ჰქონდა. პირიქით – სა-
ნაცვლოდ არქივის საიდუმლოებებს ეზიარებოდა.
– არა, გმადლობ, – ვუპასუხე, – ალქიმია ასე ძალიანაც არ
მიტაცებს, – ღრმად ჩავისუნთქე და გადავწყვიტე, პირდაპირ
საქმეზე გადავსულიყავი, – ჩემი სისხლის ნახვა მინდა.
მხიარული გამომეტყველება სახეზე შეეყინა. პირი კვლავ
უცინოდა, მაგრამ მზერა სუსხით აევსო.
– უკაცრავად, რა თქვი? – და ეს სულაც არ გახლდათ კითხვა.
– მობარებული სისხლის ნახვა მინდა, – გავუმეორე, – უნდა
დავრწმუნდე, რომ ისევ უსაფრთხოდაა.
396 მკითხველთა ლიგა
– ვშიშობ, ვერ დაგეხმარები, – ღიმილი საბოლოოდ წაეშა-
ლა. პირის ნაცვლად თხელი, სწორი ზოლიღა ეტყობოდა, – ასე
არ ვმუშაობ. გარდა ამისა, ისეთი სულელი გგონივარ, რომ
იფიქრე, მსგავს გირაოს აქ შევინახავდი?
მუცელში რაღაც ჩამწყდა. არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ
დევი დამნაშავე იყო.
– სადაც ინახავ, იქ წავიდეთ, – მშვიდად შევთავაზე, – ვიღაც
ჩემ წინააღმდეგ არამართლზომიერ ქმედებას ეწევა. უბრალოდ
უნდა დავიჯერო, რომ ჩემი სისხლი კვლავ საიმედოდაა შენახუ-
ლი. სულ ეგაა.
– ჰო, და თან ბარემ იმასაც გაგიმხელ, მსგავს სიმდიდრეს
სად ვინახავ, არა? – მწარედ დამგესლა, – თავი ხომ არაფრის-
თვის მიგირტყამს?
– ვშიშობ, უნდა გაიძულო.
– მიდი და მაიძულე! – მზერა მრისხანებით აენთო, – მიდი და
მომთხოვე! მაინც არაფერი გაჭრის.
დამნაშავე იყო. მის სიჯიუტეს სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი.
– თუ სისხლის ჩვენებაზე უარს მეტყვი, – ვცადე, ხმა არ ამე-
მაღლებინა და სიმშვიდე ბოლომდე შემენარჩუნებინა, – ვიფიქ-
რებ, რომ ჩემი სისხლი გაყიდე, ან რატომღაც თოჯინა დაამზადე.
დევი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები უზრუნველად
დაიკრიფა გულზე.
– რა სისულელეც გაგიხარდება, ის იფიქრე და იყავი. სისხლს
მაშინ მიიღებ, როცა ვალს მთლიანად გაისტუმრებ. იქამდე ვერ
ეღირსები.
მოსასხამის სიღრმიდან ცვილის თოჯინა დავაძრე და მაგიდა-
ზე ისე დავდე, რომ კარგად დაენახა.
– ნუთუ ეს მე ვარ? – მკითხა, – ასეთი თეძოებით?
ირონიის უსუსურ გარსში გახვეული სიტყვები უგულოდ წამო-
ისროლა. მშრალი ხმა მრისხანედ უჟღერდა. მზერით მყინავდა.
397 მკითხველთა ლიგა
მოსასხამს მეორე ხელით დავწვდი, შიდა ჯიბიდან ღია მარ-
წყვისფერი თმის მოკლე ღერი ამოვიღე და თოჯინის თავზე დავა-
მაგრე. დევიმ უნებურად თითები თმაზე ჩამოისვა. გამომეტყვე-
ლებაში შეძრწუნება შეეპარა.
– ვიღაც მემტერება, – წარმოვთქვი, – უნდა დავრწმუნდე,
რომ სისხლი...
სისხლის ხსენებაზე თვალი მაგიდის ერთ-ერთი უჯრისკენ გა-
ექცა. თითები ოდნავ მოეკრუნჩხა.
მისი მზერა დავიჭირე.
– არ გინდა, – ვუთხარი მკვახედ.
დევი უჯრას ეცა და გამოსაღებად მოქაჩა.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იქ ჩემთვის დამზადებულ თოჯი-
ნას ინახავდა. მასთან მიახლოების უფლებას ვერ მივცემდი. გო-
ნება მოვიკრიბე და გადაბმა წავიბუტბუტე.
სანახევროდ გამოღებული უჯრისკენ გაშვერილი ხელი უგ-
რძნობლად ჩამოუვარდა.
მისთვის ზიანის მიყენება განზრახული არ მქონდა, არც ცეც-
ხლი შემინთია, არც ტკივილი დამიტეხავს – არაფერი იმის
მსგავსი, რისთვისაც ბოლო დღეების განმავლობაში თავად მი-
მეტებდა. მხოლოდ უძრაობის შელოცვა ჩავუთქვი. ფუნდუკში
გასათბობად რომ შევჩერდი, იქაური ბუხრიდან ერთი მწიკვი ნა-
ცარი წამოვიყოლე. დიდად ვერ გამოდგებოდა და იმაზე უარეს
ბმას შექმნიდა, ვიდრე ვისურვებდი, თუმცა სულ არაფერს მაინც
სჯობდა.
შემეძლო, რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე შებორკილი
მყოლოდა და მიმქრალი ნაცრის გასაღვივებლად ბუხრიდან
საკმარისი სითბოც გამომეხმო. იმედი მქონდა, ამასობაში სი-
მართლეს დავაფქვევინებდი და ჩემთვის დამზადებულ თოჯინა-
საც წავართმევდი.
დევიმ გაიბრძოლა. თვალები შემზარავად უელავდა.
398 მკითხველთა ლიგა
– როგორ გაბედე! – დამიყვირა, – როგორ გაბედე!
– შენ თვითონ როგორ გაბედე! – შევუტიე საპასუხოდ, – გენ-
დობოდი! ჩემს მეგობრებთან გიცავდი... – უცებ გაუთვალისწი-
ნებელი რამ შევნიშნე და სიტყვა გამიწყდა. ჩემი გადაბმის
მიუხედავად, დევი მაინც ამოძრავდა და ხელი დიდი გაჭირვებით
სანახევროდ გამოხსნილ უჯრაში ჩაყო.
გონება მეტად დავძაბე. მკლავი გაუშეშდა, მაგრამ მომდევნო
წამს კვლავ დაძრა და უჯრაში უფრო ღრმად ჩაყო. თვალებს არ
ვუჯერებდი.
– გგონია, შემომივარდები და მუქარით რამეს მიაღწევ?! –
წაისისინა. მისი სახე მრისხანების ნიღაბს დამსგავსებოდა, –
გგონია, თავს ვერ დავიცავ?! გარიცხვამდე რე’ლარი გავხდი, შე
ქათამო! დავიმსახურე და იმიტომ. ჩემი ალარი ქარიშხლით
აბობოქრებულ ოკეანეს ჰგავს, – მკლავი უჯრაში თითქმის
მთლიანად ჩაეყო.
შუბლზე წებოვანი ხვითქი გადამდიოდა. გონება სამ ნაწილად
დავყავი. შელოცვა ხელახლა წავიჩურჩულე. გონების თი-
თოეული ნაწილი გადაბმისკენ მივმართე და ვცადე, დევისთვის
მოძრაობის საშუალება მომესპო. საკუთარი სხეულის სითბოს
იმედად დარჩენილმა ვიგრძენი, ვიდრე გადაბმის შენარჩუნება-
ზე ვზრუნავდი, როგორ დამიარა მკლავებში სუსხმა. ხუთ ბმამდე
ავედი. ჩემს უკიდურეს ზღვარს მივაღწიე.
დევი გაქვავდა. ყელის სიღრმეში ჩაიცინა. მისი ხმა ყრუ
ბრდღვინვად გაისმა.
– ოო, რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ. თითქმის ყველა ის ჭორი
დავიჯერე, რაც შენზე მსმენია, მაგრამ რამ გაფიქრებინა, რომ
იმას მიაღწევდი, რაშიც ელქსა დალსაც კი ხელი მოეცარა? რო-
გორ გგონია, უნივერსიტეტიდან რატომ გამრიცხეს? რატომ და
იმ მეორეკურსელი გოგოსი შეეშინდათ, რომელსაც მაგისტრის
დარი ძალა აღმოაჩნდა, – თმა ოფლისგან შუბლზე აეწება. კბი-
399 მკითხველთა ლიგა
ლები გააღრჭიალა, დაძაბულობისგან ჭინკასავით დაიმანჭა. მა-
ინც ამოძრავდა.
ძალ-ღონე მოიკრიბა და უჯრიდან ხელი ისე ამოსწია, თით-
ქოს სქელ ტალახს დააღწია თავიო. ლითონის მომრგვალებული
საგანი მაგიდაზე ისე დაახეთქა, რომ ლამპის ალი შეხტა და
აპარპალდა. არც თოჯინა იყო და არც სისხლის ჭურჭელი.
– ნაბიჭვარო, – სიმღერასავით დაიგრგვინა, – გეგონა, ასეთ
შემოტევას ვერაფერს დავუპირისპირებდი? ხომ არ გგონია, პირ-
ველი ხარ, ვინც აქ მოვარდა და ძალის გამოყენება სცადა? –
ლითონის რუხი ცილინდრის ხუფი დაატრიალა. მეტალმა ყრუდ
გაიჩხაკუნა. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, მაგრამ ვერაფრით ვა-
ჩერებდი.
სწორედ მაშინ ვიცანი უჯრიდან ამოღებული ნივთი – წინა სე-
მესტრში მანემ მანახა და ისიც ამიხსნა, რას წარმოადგენდა.
კილვინი „თვითმყოფად ეგზოთერმულ დამაჩქარებლებს“ უწო-
დებდა, დანარჩენები კი ჯიბის გამათბობლებს ან „ჩაჩანაკებს“
ვეძახდით.
„ჩაჩანაკს“ ნავთით, მაზუთით ან შაქრით ტენიან. ერთხელ თუ
აანთებ, მასში მოთავსებული საწვავის წყალობით ხუთი წუთის
განმავლობაში სამჭედლოს ქურასავით ხურს. ჩაქრობის შემდეგ
უნდა დაშალო, გაწმინდო და ხელახლა გამართო. მეტად
დაუმორჩილებელ და სახიფათო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება,
უეცარი გახურებისა და სწრაფი გაგრილების გამო იოლადაც
ტყდება, თუმცა მცირე ხნის განმავლობაში სიმპათისტისთვის
თავსაყრელი ენერგიის გამომუშავება შეუძლია.
„ქვის გულში“ ჩავიძირე. გონებას კიდევ ერთი ნაწილი გამოვ-
გლიჯე და გადაბმა ჩავიბურტყუნე. მეშვიდე ნაწილის ამოგლეჯ-
ვაც ვცადე, მაგრამ ჩავფლავდი. დაღლილი ვიყავი და მთელ სხე-
ულში მტეხდა. მკლავებში სუსხი გამიჯდა. ბოლო დროს უამრავი
რამ გადავიტანე, თუმცა თავს მაინც ვაიძულე, კბილი კბილის-
400 მკითხველთა ლიგა
თვის დამეჭირა და სუნთქვაშეკრულს კიდევ ერთი შელოცვა
ამომეთქვა.
დევის მეექვსე გადაბმა თითქოს არც უგრძნია. მკლავი
საათის ისარივით ზანტად გაიწოდა და სახელოდან ამოჩრილი
ძაფი გამოირღვია. „ჩაჩანაკმა“ ჩაიკვნესა. ლითონმა გაიტკაცუ-
ნა და სითბო მოციმციმე ტალღებად ათამაშდა.
– ახლა შენთან წესიერი ბმა არ გამაჩნია, – დევიმ ძაფიანი
ხელი ნელ-ნელა „ჩაჩანაკისკენ“ წაიღო, – მაგრამ თუ შელოცვას
არ მომაშორებ, ამის წყალობით ტანსაცმელს ტანზე შემოგაწვავ
და ერთიანად აკივლებულს სიცილით გიყურებ.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანებს უცნაური აზრები ეწვევათ
ხოლმე. დანახშირების შიში კი არ დამეუფლა, მხოლოდ იმან შე-
მაწუხა, ფელას ნაჩუქარი მოსასხამი აღარაფრად ივარგებს და
მხოლოდ ორი პერანგის ამარადღა დავრჩები-მეთქი.
დევის მაგიდას თვალს არ ვაცილებდი. გალაქული ზედაპირი
„ჩაჩანაკის“ სიმხურვალისგან რგოლად ამოიწვა და ბუშტუკები
ამოიზარდა. ვგრძნობდი, სახე როგორ ამიხურდა.
მივხვდი, რომ დავმარცხდი. გადაბმები ავხსენი. ნამსხვრევე-
ბად ქცეული გონება კვლავ ერთ მთლიანობად გარდაიქმნა.
დევიმ ბეჭები შეარხია.
– მაგასაც შეეშვი, – მიბრძანა.
ცვილის თოჯინას ხელი ვუშვი და ისიც მაგიდაზე მთვრალი-
ვით გადავარდა. მტევნები მოსასხამის კალთებში შევმალე და
პირში წყალი ჩავიგუბე. გაუნძრევლად ვიჯექი. მისი დაშინებისა
და მუქარის ყველანაირი სურვილი გამქრობოდა.
დევი წამოდგა და ჩემკენ გადმოიხარა. თმაში მწვდა, თითები
მუშტად შეკრა და რამდენიმე ღერი ამომაგლიჯა. უნებურად შევ-
ყვირე.
ადგილს დაუბრუნდა, თოჯინა აიღო, თავისი თმა მოაძრო და
სანაცვლოდ ჩემი ჩაამაგრა. გადაბმა ჩაილაპარაკა.
401 მკითხველთა ლიგა
– დევი, არ გესმის, – ვცადე მომესწრო, – უბრალოდ, მინდო-
და...
როცა დევი შევბორკე, გონება მისი მკლავებისა და ფეხების-
კენ მივმართე. მეტოქის გასაშეშებლად ეს ყველაზე შედეგიანი
მეთოდია. გადაბმის შესანარჩუნებლად საჭირო სითბო ისედაც
მწირად მებადა, ამიტომ სხვა არჩევანი არც მქონდა.
დევის კი თავისუფლად შეეძლო, ჭარბი ენერგიიდან რამდე-
ნიც უნდოდა, იმდენი დაეხარჯა, ამრიგად ისეთი გადაბმა დამა-
დო, ფოლადის ხუნდებში გამომწყვდეულს დამამსგავსა. ვერც
ხელს ვანძრევდი, ვერც ფეხს, ვერც ყბასა და ენას. სუნთქვითაც
ძლივძლივობით ვსუნთქავდი – ჰაერის მომცრო, ღარიბულ
ლუკმებს მკერდის გაუნძრევლად ვყლაპავდი. თავზარი დამეცა.
თითქოს ვიღაცის ხელი გულში ჩამეჭიდა და მომიწურა.
– გენდობოდი, – დევიმ ისე ხმადაბლა და უხეშად ჩაიხ-
რიალა, თითქოს კარგად დაკბილული ხერხით ძვალი გადაღ-
რღნესო, – გენდობოდი, – სიძულვილითა და ბრაზით აღსავსე
მზერა მომალურსმა, – ვიღაც მართლა მოვიდა, შენი სისხლის
ყიდვა უნდოდა. ორმოცდათხუთმეტ ტალანტს იხდიდა, მაგრამ
უარით გავისტუმრე. ჩვენი საქმიანი შეთანხმების გამო შენთან
ნაცნობობა საერთოდ უარვყავი. მე ჩემს სიტყვას ყოველთვის
ვასრულებ.
მინდოდა, მეყვირა, ვინ მოვიდა-მეთქი, მაგრამ ამის ნაც-
ვლად უბადრუკი „ბიიიიი“ აღმომხდა.
დევიმ მუჭში მოქცეულ ცვილის თოჯინას დახედა, შემდეგ მზე-
რა „ჩაჩანაკზე“ გადაიტანა, რომელსაც მაგიდის ზედაპირი მუქ
რგოლად ამოეწვა.
– თუმცა, ახლა ჩვენს საქმიან ურთიერთობას ბოლო მოეღო,
– ამოთქვა მკაფიოდ, – ვალის სრულად გადახდას ვითხოვ. ვა-
დას სემესტრის ბოლომდე გაძლევ. ცხრა ტალანტს დამიბრუნებ.
წამითაც რომ გადააცილო, ჩემი ქონების ასანაზღაურებლად
402 მკითხველთა ლიგა
შენს სისხლს დაუფიქრებლად გავყიდი. ხელებიც დამიბანია, –
ცივად შემომხედა და დაამატა, – ამაზე უარეს სასჯელს იმსახუ-
რებ. იცოდე, შენი სისხლი კვლავ ჩემთანაა. თუ დასახმარებლად
უნივერსიტეტის მაგისტრებს ან იმრეს კონეტაბლს მიაკითხავ,
საქმე ცუდად წაგივა.
მაგიდის ზედაპირს კვამლი აუვიდა. დევიმ თოჯინა „ჩაჩანა-
კის“ ლითონის მოტკაცუნე გარსს მიუახლოვა, გადაბმა ჩაილა-
პარაკა და ვიგრძენი, მთელი სხეული როგორ დამეშანთა. ზუს-
ტად იმის მსგავსმა უეცარმა ცხელებამ დამიარა, რამდენიმე
დღის განმავლობაში რომ თავი ვერ დავაღწიე.
– როცა გადაბმას ავყრი, მეტყვი „გასაგებია, დევი“. შემდეგ
წახვალ. სემესტრის ბოლოს ვინმეს ხელით ფულს გამომიგზავ-
ნი. აქ არ მოხვიდე. შენი დანახვა აღარ მინდა.
ისეთი ზიზღნარევი მზერა ჰქონდა, ალბათ გონებიდან ვეღა-
რასდროს ამოვიგდებდი. შემდეგ შემომაფურთხა. ნერწყვის წინ-
წკლები „ჩაჩანაკსაც“ შეეშხეფა და შიშინით აორთქლდა.
– თუ თვალში კიდევ ერთხელ გამეჩხირები, თუნდაც ოდნავ
შეგამჩნიო, განანებ.
თოჯინიანი ხელი თავზემოთ აღმართა და მაგიდას მთელი ძა-
ლით დაასრისა. სრულიად თავზარდაცემულს ყვირილის ან დაკ-
რუნჩხვის უნარი დაკარგული რომ არ მქონოდა, არაფერს
ვიუკადრისებდი.
დანაწევრებულ თოჯინას ხელ-ფეხი მოსძვრა, თავი მაგიდაზე
გადაგორდა და იატაკისკენ გაექანა. უეცრად მკვეთრი ბიძგი
ვიგრძენი და თითქოს რამდენიმე ფუტის სიმაღლიდან გადაჩეხი-
ლი ქვიან ზედაპირს დავასკდი. მომეჩვენა, რომ ყველაფერი
თავზე მემხობოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მსგავსი არაფერი
მომხდარა. შემზარავი შიშის მიუხედავად, გონების რომელიღაც
კუნჭულით დევის მოძრაობის სიზუსტითა და კონტროლის უნა-
რით აღფრთოვანებული ვიყავი.
403 მკითხველთა ლიგა
შემბოჭავი გადაბმა გაქრა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
– გასაგებია, დევი, – ამოვთქვი, – მაგრამ...
– გაეთრიე! – დამიღრიალა.
გავეთრიე. შემეძლო, მეთქვა, ზურგი ღირსეულად ვაქციე-
მეთქი, მაგრამ ტყუილი იქნებოდა.

404 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეშვიდე
ზეწოლა

ვილი და სიმი „ანკერის“ ერთ-ერთ კუთხეში მიცდიდნენ. მა-


გიდასთან ორი კათხა ლუდი და ახალი პურით, კარაქით, ყვე-
ლით, ხილით, საქონლის ხორცისა და თალგამის ცხელი
წვნიანით დატვირთული ლანგარი მივიტანე.
ვილემმა თვალი ხელის ზურგით მოისრისა. კელდური აღნა-
გობა ოდნავ შელახოდა, თუმცა, სხვა მხრივ საერთოდ არ ეტყო-
ბოდა, რომ სამი ღამე ნორმალურად არ ეძინა.
– ასეთ მოწყალებას რას უნდა ვუმადლოდეთ?
– უბრალოდ მინდა, ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმაროთ,
– ვუპასუხე ვილემს.
– შენზე უკეთ მაინც ვუძლებ, – თქვა სიმმა, – სუბლიმაციის
ლექციაზე წათვლემამ ჯანზე მომიყვანა, – თვალის კუთხეები
ცოტათი ჩაშავებოდა, თუმცა ქანცგამოცლილს ისიც არ ჰგავდა.
ვილემი თეფშის შევსებას შეუდგა.
– თქვი, რაღაც მაქვს მოსაყოლიო. აბა, როგორი ამბებია?
– კარგიც და ცუდიც, – ვუპასუხე, – რომლით დავიწყო?
– ცუდით, – მოითხოვა სიმონმა.
– კილვინი გრამის გასაკეთებლად საჭირო სქემებს არ მაძ-
ლევს. სიგალდრიაა გარეულიო, სისხლისა და ძვლის რუნები და
ეგეთებიო. ფიქრობს, რომ რე’ლარისთვის მათი სწავლება სახი-
ფათოა.
სიმონს სახეზე ინტერესი გამოეხატა.
– ხომ არ უთქვამს, რატომ?
– არა, მაგრამ შემიძლია გამოვიცნო. მათი გამოყენება ათასი
უმსგავსობისთვის შემეძლება. წარმოიდგინეთ შუაში გახვრეტი-

405 მკითხველთა ლიგა


ლი მეტალის დისკო – თუ შიგნით ვინმეს სისხლს ჩავაწვეთებ,
ცოცხლად დაიწვება.
– ღმერთო, რა საშინელებაა, – შეიცხადა სიმმა და კოვზი გა-
დადო, – ოდესმე რამე სასიამოვნო აზრი თუ მოგდის ხოლმე
თავში?
– არკანუმის ყველა წევრს შეუძლია იგივე ჩვეულებრივი სიმ-
პათიითაც მოიმოქმედოს, – შენიშნა ვილემმა.
– დიდი განსხვავებაა, – ვუთხარი მე, – ამ მოწყობილობის
გამოყენება ნებისმიერს შეეძლება, თან არაერთხელ.
– რა სიგიჟეა, – აღშფოთდა სიმონი, – ეგეთი რამის შექმნა
საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს?
– ფულის გამო, – ჩაილაპარაკა მოღუშულმა ვილემმა, – ფუ-
ლის გამო ხალხი ათას სისულელეს აკეთებს, – მრავალმნიშვნე-
ლოვნად გადმომხედა, – მაგალითად, სისხლისმსმელ გატესო-
რებთან იჭერს საქმეს.
– აი, ჩემს მეორე ამბავსაც მივადექით, – ვთქვი და უხერხუ-
ლად შევიშმუშნე, – დევის დავუპირისპირდი.
– მარტო? – გაიოცა სიმონმა, – სულ გამოშტერდი?!
– ჰო, – ვუპასუხე მე, – ოღონდ იმის გამო არა, რაზეც იფიქ-
რე. შეხვედრა არც ისე სასიამოვნოდ წარიმართა, მაგრამ ახლა
უკვე ვიცი, რომ თავდასხმებზე პასუხისმგებელი ის არ არის.
ვილემმა კოპები შეკრა.
– აბა, ვინ?
– ერთადერთი ვერსიაღა რჩება, – ვუპასუხე, – ამბროზი.
ვილმა თავი გააქნია.
– ეს ხომ უკვე განვიხილეთ. ამბროზი ასე არასდროს გარის-
კავდა. ის...
ხელის აწევით შევაჩერე.

406 მკითხველთა ლიგა


– ჩემ წინააღმდეგ არამართლზომიერების გამოყენებას მარ-
თლაც არ გარისკავდა, – დავეთანხმე, – მაგრამ, მგონი, არ
იცის, ვის წინააღმდეგ მოქმედებს.
ვილემმა პირი მოკუმა და ჩაფიქრდა. მე გავაგრძელე.
– აბა, დაფიქრდით. ამბროზის ეჭვი ჩემზე რომ მოეტანა, მა-
გისტრებთან დიდი ხნის წინ მიჩივლებდა, იგივე ადრეც გაუკეთე-
ბია, – ნაჭრილობევი მხარი დავიზილე, – ჭრილობებს აღმომი-
ჩენდნენ და გამომიჭერდნენ.
ვილმა მაგიდას დახედა.
– კრაემ, – ჩაიბუტბუტა, – არ ჩანს ურიგო აზრი. შეიძლება,
იეჭვა, რომ ქურდი დაიქირავე, მაგრამ ის აღარ უფიქრია, რომ
მის ოთახებში სწორედ შენ შეიპარებოდი. თავად იმავეს ხომ
არასდროს ჩაიდენდა.
თავი დავუქნიე.
– ალბათ, ქურდის კვალში ჩადგომას ცდილობს, ან უნდა,
მარტივად იძიოს შური. ამ შემთხვევაში ნათელი ხდება, რატო-
მაც ძლიერდება მისი შემოტევები. შეიძლება ფიქრობს, რომ
ქურდი იმრეში ან ტარბინში გაიქცა.
– ყველაფერი მაგისტრებს უნდა მოვახსენოთ, – თქვა სიმონ-
მა, – მის ოთახებს ამაღამვე გაჩხრეკენ, მერე გარიცხავენ და გა-
შოლტავენ კიდეც, – სახეზე ფართო და ღვარძლიანი ღიმილი გა-
დაეფინა, – ღმერთო, ათ ტალანტსაც კი მივცემდი, ოღონდაც
შოლტი მე დამაჭერინა.
მისი სისხლსმოწყურებული ხმის გაგონებაზე ჩავიქირქილე.
სიმონის გადამტერებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, მაგრამ
თუ ამას შეძლებდი, თავს ვეღარასდროს დაიძვრენდი.
– ამას ვერ ვიზამთ, სიმ.
ისე შემომხედა, თითქოს ყურებს ვერ უჯერებსო.
– ხუმრობ? ეს არ უნდა შერჩეს!

407 მკითხველთა ლიგა


– პირველ რიგში, მის ოთახებში შეჭრისთვის „შეუფერებელი
ქმედების“ ბრალდებით მე გამრიცხავენ.
– მაგისთვის არ გაგრიცხავენ, – შემომედავა სიმი, თუმცა მის
ხმაში თავდაჯერების ნატამალიც არ იგრძნობოდა.
– გარისკვას არ ვაპირებ, – არ დავუთმე, – ჰემმე ვერ მიტანს,
ბრანდერი ჰემმეს ემორჩილება, ლორენს კი ჯერ კიდევ უვარგი-
სი წიგნების თაროზე ვყავარ შემოდებული.
– როგორღაც ახერხებს და მაინც ღლიცინის ხასიათზეა, –
ჩაიბუტბუტა ვილემმა.
– ეს უკვე სამი ხმა ჩემ წინააღმდეგ.
– მგონი, ლორენს სათანადოდ ვერ აფასებ, – არ დამეთანხმა
ვილემი, – თუმცა, მართალი ხარ. გაგრიცხავენ. სხვა თუ არაფე-
რი, ამით ბარონ ჯაკისის წყენის შემსუბუქებას მაინც შეეცდები-
ან.
სიმმა ვილემს გახედა.
– მართლა ასე გგონია?
ვილმა თავი დაუქნია.
– შეიძლება, ამბროზი არც კი გარიცხონ, – დაამატა მკაც-
რად, – ჰემმეს ფავორიტია, მაგისტრებს კი კარგად ესმით, რომ
მამამისს უნივერსიტეტისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია,
– ვილმა ჩაიფრუტუნა, – იმაზე ლაპარაკიც აღარაა, თავად ამ-
ბროზი რას იზამს, როდესაც მემკვიდრეობას გადაიბარებს, – ვი-
ლემმა თვალები დახარა და თავი გააქნია, – ამჯერად ქვოს ვე-
თანხმები, სიმ.
სიმონმა დაღლილი კაცივით გაბმულად ამოიქშინა.
– მშვენიერია, – თქვა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა, –
ხომ გეუბნებოდი, თავიდანვე გეუბნებოდი, ამბროზის შეეშვი-
მეთქი. მასთან დაპირისპირება დათვის ხაფანგზე ფეხის დად-
გმის ტოლფასია.
– ჰა? დათვის ხაფანგზე?.. – ჩავეკითხე შეფიქრიანებული.
408 მკითხველთა ლიგა
თავი მტკიცედ დამიქნია.
– ადვილად ებმები, მაგრამ თავის დახსნას ვეღარ ახერხებ.
– დათვის ხაფანგი, – გავიმეორე ისევ, – ზუსტად ეგ მჭირდე-
ბა.
ვილემმა ავბედითად ჩაიხითხითა.
– სერიოზულად გეუბნებით, – მივმართე მეგობრებს, – სად
შემიძლია დათვის ხაფანგის შოვნა?
ვილმა და სიმმა უცნაურად შემომხედეს და გადავწყვიტე, ამ-
ჯერად ბედი არ გამომეცადა.
– კაი, ჰო, ვიხუმრე, – ყველაფრის კიდევ უფრო გართულებას
ტყუილი ვარჩიე. ჩემითაც ვიშოვიდი.
– უნდა დავრწმუნდეთ, რომ დამნაშავე ნამდვილად ამბრო-
ზია, – თქვა ვილემმა.
თავი დავუქნიე.
– თუ შემდეგი შემოტევის დროს თავის ოთახში იქნება გამო-
კეტილი, მგონი, საკმარისი მტკიცებულება გვექნება.
საუბარი ოდნავ შენელდა და შემდეგი რამდენიმე წუთის გან-
მავლობაში ხმის ამოუღებლად, საკუთარ ფიქრებში ჩაფლულე-
ბი შევექცეოდით.
– კარგი, – თქვა სიმონმა ისე, თითქოს რაღაც დასკვნამდე
მივიდაო, – ძირეულად არაფერი შეცვლილა, გრამი ისევ გჭირ-
დება, ხო ასეა? – ვილს შეხედა და მისი თანხმობის მიღების შემ-
დეგ მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა, – აბა, დროზე გადადი კარგ
ამბავზე, სანამ თავის მოკვლა მიცდია.
გავიღიმე.
– ფელა დამთანხმდა, არქივში სქემის მოძებნაში დამეხმა-
როს. თუ თქვენც დაგვემატებით, შანსი გექნებათ, მრავალი მომ-
ქანცველი საათი მდინარე ომეთის აქეთა სანაპიროზე ყველაზე
ლამაზი ქალის სიახლოვეს გაატაროთ.

409 მკითხველთა ლიგა


– შეიძლება, დროის გამონახვა მოვახერხო, – სასხვათაშო-
რისოდ თქვა ვილემმა. სიმონი გაიკრიჭა.

***

ასე დაიწყო არქივში ჩვენი ერთობლივი ძიება.


გასაკვირია, მაგრამ თავიდან ერთობ სახალისო საქმიანობა
აღმოჩნდა, თამაშს წააგავდა. ოთხივე არქივის სხვადასხვა სექ-
ციაში ვიფანტებოდით და შეგროვებულ წიგნებში ჯგუფურად ვი-
ქექებოდით. ერთმანეთთან ბაასსა და ხუმრობაში საათებს ვატა-
რებდით და ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევითა და მეგობრული
გარემოცვით ვერთობოდით.
მაგრამ, როდესაც საათები უნაყოფო ძიების დღეებად გადა-
იქცა, აღტკინება თანდათან მიინავლა და მხოლოდ უდრეკი მი-
ზანსწრაფვაღა დაგვრჩა. ვილი და სიმი ღამეების თენებასა და
საკუთარი ალარით ჩემს დაცვას განაგრძობდნენ. ძილს ყოველ
ღამე იკლებდნენ, რის გამოც სულ უფრო დაღვრემილები და გა-
ღიზიანებულები ხდებოდნენ. მათთვის ყოფის შესამსუბუქებლად
ჩემი ძილის ხანგრძლივობა ხუთ საათამდე შევამცირე.
ჩვეულებრივ შემთხვევაში ხუთსაათიანი ძილი თავზე საყრე-
ლად მეყოფოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჭრილობებს ვიშუშებდი. თა-
ნაც, უსაფრთხოებისთვის ალარი მუდმივად უნდა შემენარჩუნე-
ბინა, რაც გონებრივად მეტად მომქანცველი იყო.
ჩვენი ძიების მესამე დღეს მეტალურგიის მეცადინეობისას
ჩავყვინთე. სულ რაღაც ნახევარი წუთით ჩამთვლიმა და რო-
გორც კი თავი ჩამომექინდრა, იმწამსვე შეშფოთებულმა გამო-
ვიღვიძე. მსუსხავი შიში მთელ დღეს გამყვა. ამბროზის სწორედ
მაშინ რომ შემოეტია, შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი.

410 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, მართალია, ამის ფუფუნება არ მქონდა, ჩემი თხელი
საფულის კიდევ უფრო შემსუბუქება გადავწყვიტე – ყავის ყიდვა
დავიწყე. დახვეწილი გემოს ყავას უნივერსიტეტის სიახლოვეს
მრავალ ფუნდუკსა თუ კაფეში ამზადებდნენ, თუმცა, ყველგან
საკმაოდ მაღალი ფასი ედო. ნალისფესვა ნაკლები დამიჯდებო-
და, მაგრამ ბევრი უსიამოვნო გვერდითი ეფექტიც ახლდა და გა-
რისკვას მოვერიდე.
არქივის ჩხრეკისგან თავისუფალ დროს ამბროზის თაობაზე
ჩემი ეჭვების დადასტურებას ვცდილობდით. სხვა თუ არაფერში,
ამ საქმეში მაინც ვაღწევდით წარმატებას. ვილმა რიტორიკის
ლექციის შემდეგ საკუთარი სახლისკენ მიმავალი ამბროზი
დაინახა, სულ ცოტა ხანში კი გადამბმელის ციების მძლავრი შე-
მოტევის მოგერიება მომიხდა. ერთხელაც ფელამ შენიშნა, ნაგ-
ვიანევი ლანჩის შემდეგ თავისი ოთახისკენ რომ გაეშურა,
თხუთმეტ წუთში კი ზურგსა და მკლავებზე მხურვალე ეკლებმა
დამაყარა.
იმავე საღამოს, მოგვიანებით, არქივში საკუთარი ცვლის
დამთავრების შემდეგ „ოქროს პონისკენ“ მიმავალ ამბროზის
მეც მოვკარი თვალი. სულ ცოტა ხანში კი ორივე მხარში სუსტი
ზეწოლა ვიგრძენი და მივხვდი, რომ დანის ჩასობას ცდილობდა.
მხრების შემდეგ ინტიმურ ადგილებშიც წამკრა.
ვილი და სიმი დამეთანხმნენ, რომ ეს ყველაფერი უბრალო
დამთხვევა ვერ იქნებოდა: თავს ნამდვილად ამბროზი მესხმო-
და. რაც ყველაზე მთავარია, ისიც გავარკვიეთ, რომ ჩემ წინააღ-
მდეგ გამოსაყენებელ იარაღს საკუთარ ოთახში ინახავდა.

411 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამერვე
ნაპერწკალი

შემოტევები განსაკუთრებული სიხშირით არ გამოირჩეოდა,


მაგრამ თავს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მატყდებო-
და.
სქემის ძებნის დაწყებიდან მეხუთე დღეს, როდესაც ამბროზი,
ალბათ, განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე ან უაღრესად მოწყენი-
ლი იყო, რვა თავდასხმის მოგერიება მომიხდა: ერთი გაღვიძე-
ბისას, ორი ლანჩის დროს, ორი მედიკაში ფიზიოგნომიის მეცა-
დინეობისას, შემდეგ კი მიჯრით სამი შემოტევა საცხენოსნოში,
რკინის ცივად გამოწრთობაზე მუშაობისას.
მომდევნო დღემ შემოტევის გარეშე ჩაიარა. გარკვეულწი-
ლად, ეს კიდევ უფრო უარესი იყო – საათობით უნდა დავლოდე-
ბოდი, შემდეგი ტალღა როდის დამატყდებოდა.
თანდათან შევეჩვიე, როგორ შემენარჩუნებინა ფოლადივით
მტკიცე ალარი ჭამისა თუ ბანაობისას, ლექციებზე თუ მეგობრებ-
თან საუბრის დროს. ალარს „სიმპათიაში გაწაფულობის“ლექცი-
ებზე, დუელის დროსაც კი ვინარჩუნებდი. ძიების მეშვიდე დღეს
გონებაგაფანტულობისა და საერთო გამოფიტვის გამო ორ თა-
ნაკურსელთან პირველი დამარცხებაც ვიგემე, რითიც წაუგებე-
ლი დუელების ჩემს უბადლო წყებას ბოლო მოეღო.
შემეძლო მეთქვა, რომ გადაღლილობის გამო ამაზე დიდად
არ მიდარდია, თუმცა, ტყუილი იქნება.
***
ძიების მეცხრე დღეს ვილემი, სიმონი და მე ჩვენს სამკითხვე-
ლო სოროში წიგნებს ვფურცლავდით, როდესაც კარი გაიღო და
ფელა შემოქანდა. ჩვეულებისამებრ ამოღლიავებული დასტის
ნაცვლად ხელში ერთადერთი წიგნი ეჭირა და ქოშინებდა.

412 მკითხველთა ლიგა


– ვიპოვე! – აღტაცებისგან თვალებანთებულმა ლამის ველუ-
რივით შესძახა, – ერთი ასლი ვიპოვე! – წიგნი ჩვენკენ შემოატ-
რიალა და სქელი ტყავის ყდაზე გამოსახულ ოქროს ფოთოლზე
წიგნის სათაური Facci-Moen ve Scrivani ამოვიკითხეთ.
Scrivani-ს შესახებ ჯერ კიდევ ძებნის პირველივე დღეებში შე-
ვიტყვეთ. ეს იყო კარგა ხნის წინ გარდაცვლილ ხელოსან-
გამომგონებელ სურთურის მიერ შედგენილი სქემების ვრცელი
კრებული. კრებული დაწვრილებითი დიაგრამებისა და აღწერე-
ბის თორმეტი სქელი ტომისგან შედგებოდა. სარჩევის ნახვისას
გავიფიქრეთ, რომ ჩვენი კვლევა-ძიება დასასრულს უახლოვდე-
ბოდა, რადგან ერთ-ერთ სექციას ერქვა: „გასაოცარი ხუთგრა-
მის, არზომიერი სიმპატიისგამ თავთ დასაცავი ყველაზე გამო-
სადგომი საშუალების აგების აღწერანი“. ადგილმდებარეობა:
ტომი მეცხრე, გვერდი ოთხმოცდაორი.
არქივში Scrivani-ს რვა ვერსია მოვიძიეთ, მაგრამ სრულყო-
ფილ კრებულს ვერაფრით მივაგენით. მეშვიდე, მეცხრე და მე-
თერთმეტე ტომები თითქმის ყველა კრებულს აკლდა – უეჭვე-
ლად კილვინის ბიბლიოთეკაში განისვენებდნენ, საიმედოდ გა-
დანახულნი.
ორდღიანი ძებნის შემდეგ Scrivani-ზე ხელი ჩავიქნიეთ. მაგ-
რამ ახლა ფელამ არა გამოცანის პასუხზე მინიშნება, არამედ
მთლიანი პასუხი იპოვა.
– ნამდვილად ისაა? – იკითხა სიმონმა ერთდროულად აღტა-
ცებისა და ეჭვის გამომხატველი ხმით.
ფელამ ყდის ქვედა ნაწილისკენ თითი ნელ-ნელა ჩაასრიალა
და ოქროსფერი ციფრი 9 გამოაჩინა.
ისე სწრაფად წამოვხტი, კინაღამ სკამი გადავაყირავე. წიგნის
გამოსართმევად ფელასკენ გავვარდი, თუმცა გაღიმებულმა გო-
გომ ხელი ჰაერში ასწია და წიგნამდე არ მიმიშვა.
– ჯერ ვახშამზე უნდა დამპატიჟო, – წამომიყენა პირობა.
413 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერი რომ დამთავრდება, ვახშამს ყველას გიკის-
რებთ.
ფელამ ამოიხვნეშა.
– და თან უნდა მითხრა, რომ ყველა დროის საუკეთესო მწიგ-
ნობარი ვარ.
– ყველა დროის საუკეთესო მწიგნობარი ხარ, – ვუთხარი მე,
– იმაზე ორჯერ მაგარი ხარ, ვიდრე ვილი ოდესმე გახდება, თუნ-
დაც თორმეტი ხელი და ასი თვალი გამოებას.
– ჰმ, – ფელამ როგორც იქნა ხელი ჩამოუშვა, – ინებე.
სასწრაფოდ მაგიდასთან დავბრუნდი და წიგნი გადავშალე.
– გვერდები იქნება ამოხეული, ან რამე ეგეთი, – ხმადაბლა
გადაუჩურჩულა სიმონმა ვილს, – ამდენი წვალების შემდეგ, ასე
ადვილად ვერ ვიპოვიდით. დარწმუნებული ვარ, რაღაცას ფეხს
წამოვკრავთ.
გვერდების ფურცვლა შევწყვიტე და თვალები მოვიფშვნიტე.
ნაწერს თვალებმოჭუტული ჩავაშტერდი.
– ასეც ვიცოდი, – თქვა სიმმა, სკამი ორ ფეხზე გადახარა და
დაღლილ თვალებზე ხელები აიფარა, – მოიცა, გამოვიცნობ:
ფურცლებია დამპალი, ან წიგნის ჭიას უყოჩაღია, ან ორივე ერ-
თად.
ფელა მომიახლოვდა და წიგნს ჩემს მხარზემოდან ჩახედა.
– ოჰ, არა! – თქვა შეწუხებული ხმით, – ისე გამიხარდა, შიგ-
ნით არც კი ჩამიხედავს, – გადმოგვხედა, – რომელიმემ უძვე-
ლესი ვინტური იცით?
– ისიც მეყოფა, თქვენი აბდაუბდა ატურული რომ ვიცი, – მჟა-
ვე სახით ჩაილაპარაკა ვილემმა, – თავს საკმაოდ მრავალენო-
ვან ადამიანად მივიჩნევ.
– ზერელედ ვიცი, – ვთქვი მე, – მხოლოდ რამდენიმე
ათეული სიტყვა.
– მე ვიცი, – თქვა სიმმა.
414 მკითხველთა ლიგა
– მართლა? – გულში ისევ იმედი გამეფურჩქნა, – როდის ის-
წავლე?
სიმმა იატაკზე სკამი გამოაჩოჩა და წიგნს მოუახლოვდა.
– ე’ლირობის პირველ სემესტრში რაღაც უძველესი ვინტური
ლექსი მოვისმინე. შემდეგ ამ ენას სამი სემესტრი ვსწავლობდი
რექტორთან.
– მე კი პოეზია არასდროს მაინტერესებდა, – მივუგე მე.
– ბევრიც დაგიკარგავს, – წიგნისთვის თვალმოუშორებლად
მითხრა სიმმა და რამდენიმე გვერდი გადაფურცლა, – უძველე-
სი ვინტური პოეზია ჭექა-ქუხილივითაა... პირდაპირ გეძგერება.
– როგორი წყობა აქვს? – ჩემდა უნებურად დავინტერესდი.
– წყობისა არაფერი გამეგება, – უგულისყუროდ მომიგო სი-
მონმა და ერთ-ერთ გვერდზე ხაზს თითი გააყოლა, – მაგრამ და-
ახლოებით ასე ჟღერს:
საცავის სიღრმეს შევთხოვდით სურთურის „სკრივანს“ –
დავთრებში დროის დინებით დაკარგულს, დასამარებულს,
იმედის მიწურულს ინათა იასამნისფრად,
მეგობართ მხსნელად მოევლინა მწიგნობარ-მონადირე,
აშოლტილ ფეხით, ალისფერ ღაწვით, ასული ფელა,
მღელვარე მკერდით მოქოშინე წარგვიდგა წიგნით.
– რაღაც ასეთია რა, – დაასრულა სიმონმა და თვალები წიგ-
ნის ფურცლებისთვის არ მოუშორებია.
შევამჩნიე, რომ ფელამ თავი სიმონისკენ ისე მიატრიალა,
თითქოს პირველად შენიშნა და მისი იქ ყოფნა ამიტომაც გაუკ-
ვირდაო.
გეგონებოდა, აქამდე ბიჭი მხოლოდ ფელას გარშემო სივ-
რცის ამომვსები საგანი, რაღაც ავეჯი ყოფილიყოს, მაგრამ ამჯე-
რად სიმი მთლიანობაში აღიქვა – შეამჩნია მისი ქვიშისფერი
თმა, სახის მოყვანილობა და პერანგის ქვეშ გაშლილი მხრები.
მან სიმონი დაინახა.
415 მკითხველთა ლიგა
მოდი, ასე ვიტყვი: არქივში მთელი ეს საშინელი, გამაღი-
ზიანებელი და დროის დამკარგავი ხეტიალი ამ ერთ წამად ღირ-
და; ის დაღვრილი სისხლი და სიკვდილის შიშიც ღირდა იმად,
რომ მენახა, როგორ შეუყვარდა ფელას სიმი. მხოლოდ ცოტა-
თი, სიყვარულის პირველი, მცირე და იმდენად მსუბუქი მარ-
ცვლით, რომ შეიძლება თავადაც ვერ შეამჩნია. ეს არ იყო მეხის
დაცემასა და ქუხილივით მკვეთრი შეყვარება, უფრო ტალის
კვესზე გასმისას გაყრილ ნაპერწკალს ჰგავდა, რომელიც ისე
უცბად ქრება, შეიძლება თვალიც ვერ მოჰკრა, მაგრამ იცი, რომ
ის არსებობს და სადღაც სიღრმეში ღვივდება.
– რა თქვი, ვინ კითხულობდა უძველეს ვინტურ ლექსსო? –
იკითხა ვილმა. ფელამ თვალები დაახამხამა და წიგნს მიუბრუნ-
და.
– მეთოჯინე, – თქვა სიმმა, – როცა პირველად შევხვდი.
– მეთოჯინე?! – ვილმა ისეთი სახით შეხედა, თითქოს საკუ-
თარი თმის გაწეწვა უნდაო, – ღმერთო ჩამწიხლე, მასთან რა-
ტომ არ წავალთ? თუ ამ წიგნის ატურული თარგმანი არსებობს,
ეცოდინება კიდეც, სად მივაგნოთ!
– ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე ასჯერ მაინც
გავიფიქრე, – უპასუხა სიმონმა, – მაგრამ ბოლო ხანებში არც
ისე კარგადაა, დიდად ვერაფრით დაგვეხმარება.
– თანაც, მეთოჯინემ აკრძალული წიგნების სია კარგად იცის,
– თქვა ფელამ, – ამიტომ არა მგონია, ასეთი წიგნი ლანგარით
მოგვართვას.
– ამ ვიღაც მეთოჯინეს ჩემ გარდა ყველა იცნობს? – ვიკითხე
მე.
– მწიგნობრები იცნობენ, – მიპასუხა ვილმა.
– მგონი, ძირითადი ნაწილის სრულად გააზრებას შევძლებ,
– თქვა სიმმა და ჩემკენ გამოიხედა, – ამ დიაგრამას რამეს
გაუგებ? ჩემთვის სრული აბდაუბდაა.
416 მკითხველთა ლიგა
– ესენი რუნებია, – მივუთითე მე, – დღესავით ნათელია. ესე-
ნი კი მეტალურგიული სიმბოლოები, – უფრო ახლოდან დავაკ-
ვირდი, – დანარჩენი... არ ვიცი, შეიძლება შემოკლებებია. ალ-
ბათ, გზადაგზა გავერკვევით.
გავიღიმე და ფელას მივუბრუნდი.
– გილოცავ, მაინც ყველა დროის საუკეთესო მწიგნობარი
ხარ.

417 მკითხველთა ლიგა


***

სიმონის დახმარებით Scrivani-ს დიაგრამა ორ დღეში გავ-


შიფრეთ. უფრო სწორად, ერთ დღეში გავშიფრეთ, მეორე დღე კი
ყველაფრის ხელმეორედ და მესამედ გადამოწმებას დავახარ-
ჯეთ.
როდესაც საბოლოოდ გავარკვიე, გრამი როგორ უნდა გამე-
კეთებინა, ამბროზისთან უცნაური დამალობანას თამაში დავიწ-
ყე. გრამის სიგალდრიაზე მუშაობისთვის მთელი ჩემი ძალის-
ხმევა დამჭირდებოდა, რაც თავდაცვის მოხსნას ნიშნავდა. ამი-
ტომ გრამის კეთება მხოლოდ მაშინ შემეძლო, როცა ზუსტად ვი-
ცოდი, რომ ამბროზი სხვა საქმით იყო დაკავებული.
გრამი ნატიფ მუშაობას მოითხოვდა, მცირე ტვიფრები მხო-
ლოდ ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა შემესრულებინა. საქმეს ის
ართულებდა, რომ მუშაობა მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ შემეძ-
ლო: ნახევარი საათი, ვიდრე ამბროზი რომელიღაც ღია კაფეში
ახალგაზრდა ქალთან ერთად ყავას სვამდა; ორმოცი წუთი მა-
შინ, როდესაც სიმბოლოების ლოგიკის ლექციას ესწრებოდა;
მთელი საათნახევარი არქივის მისაღებში მისი მორიგეობისას.
როდესაც გრამზე მუშაობას ვერ ვახერხებდი, ჩემს პატარა
პროექტს ვეჯახირებოდი. ერთგვარად გამიმართლა კიდეც, კილ-
ვინმა რე’ლარისთვის შესაფერისი ნაკეთობის შექმნა რომ დამა-
ვალა. ამის გამო საცხენოსნოში უამრავი დროის გასატარებ-
ლად იდეალური ოფიციალური მიზეზი მქონდა.
დანარჩენ დროს „ოქროს პონის“ საერთო ოთახში ვატარებ-
დი. აუცილებელი იყო, რომ იქ მუდმივ კლიენტად დავმკვიდრე-
ბულიყავი. ასე ყველაფერი ნაკლებად საეჭვოდ გამოჩნდებოდა.

418 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეცხრე
დანაკარგი

ყოველ ღამე „ანკერში“, ჩემს მომცრო ოთახში ვბრუნდებო-


დი, კარს ვკეტავდი, ფანჯრიდან ვძვრებოდი და ვილის ან სიმის
ოთახისკენ მივიპარებოდი – იმის მიხედვით, იმ ღამეს ჩემს სას-
თუმალთან გუშაგობას პირველი რომელი გეგმავდა.
მართალია, ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ იმასაც
ვხვდებოდი, რომ ყველაფერი გაუარესდებოდა, თუ ამბროზი მის
ოთახებში შეჭრის ამბავში ჩემს მონაწილეობაზე შეიტყობდა.
ჭრილობები კი მიხორცდებოდა, მაგრამ დანაშაულის დასამტკი-
ცებლად ჯერ მაინც გამოდგებოდა. ასე რომ, ბეჯითად ვცდილობ-
დი, ნორმალური შესახედაობა შემენარჩუნებინა.
იმ ღამესაც ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, „ანკერში“ ფეხე-
ბის ფრატუნით შევვარდი, ანკერის ახალ მიმტან გოგონასთან
გამოლაპარაკების სუსტი მცდელობის შემდეგ ნახევარი პური
ავიღე და კიბეს ავუყევი.
ერთ წამში საერთო ოთახში დავბრუნდი. აღელვებისაგან ოფ-
ლში ვცურავდი, ყურებში საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა.
გოგომ შემომხედა.
– დალევაზე აზრი შეიცვალე? – გამიღიმა.
თავი ისე ძლიერად გავაქნიე, რომ სახეზე თმის ფრიალი ვიგ-
რძენი.
– წუხელ, დაკვრის შემდეგ, ბარბითი აქ ხომ არ დავტოვე? –
მივაყარე სხაპასხუპით.
თავი გააქნია.
– თან წაიღე, როგორც ყოველთვის. გკითხე კიდეც, პატარა
ძუა ხომ არ გინდა ჩასადების დასამაგრებლად-მეთქი.

419 მკითხველთა ლიგა


კიბეზე თევზივით სწრაფად ავსხლტი და წუთიც არ იქნებოდა
გასული, ისევ გოგოსთან ჩამოვბრუნდი.
– დარწმუნებული ხარ? – ვკითხე ქოშინით, – გთხოვ, შეგიძ-
ლია, ბარის უკან ნახო?
შეამოწმა, მაგრამ ბარბითი იქ არ აღმოჩნდა. არც საკუჭ-
ნაოში. არც სამზარეულოში.
კიბეზე კიდევ ერთხელ ავირბინე და ჩემი ოთახის კარი გავა-
ღე. ასეთი ზომის ოთახში ბარბითის ჩასადების დასატევად არც
ისე ბევრი ადგილი მოიძებნებოდა. ვერც საწოლის ქვეშ ვიპოვე,
ვერც პატარა მაგიდის გვერდით კედელზე აყუდებული და ვერც
კარს უკან.
ბარბითის ჩასადები იმდენად დიდი იყო, რომ საწოლის ბო-
ლოში მიდგმულ სკივრში ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ მაინც ჩავიხე-
დე. არც იქ აღმოჩნდა. საბოლოოდ დასარწმუნებლად საწოლის
ქვეშ კიდევ ერთხელ შევიხედე. ისევ უშედეგოდ.
შემდეგ ფანჯარას შევხედე, მის მარტივ საკეტს, რომელსაც
ყოველთვის კარგად ვზეთავდი, სახურავზე დგომისას გარედან
ადვილად რომ გამეღო.
კარს უკან კიდევ ერთხელ შევამოწმე, მაგრამ ჩემი ბარბითი
არსად იყო. საწოლზე ჩამოვჯექი. სასოწარკვეთილი მანამდეც
ვყოფილვარ, მაგრამ ახლა სულ სხვა იყო. თავს ისე ვგრძნობდი,
თითქოს ჩემი სხეული სველი ქაღალდებისგან შეეკოწიწებინათ.
ვგრძნობდი, რომ სუნთქვას ძლივსღა ვახერხებდი, თითქოს ვი-
ღაცამ მკერდიდან გული ამომაცალა.

420 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეათე
მარილზე მეტად

– დღეს, – მხნედ შემოგვძახა ელოდინმა, – ისეთ რამეზე ვი-


ლაპარაკებთ, რაზეც არ ლაპარაკობენ. კერძოდ კი, ისეთ რაღა-
ცებს განვიხილავთ, რასაც არ განიხილავენ.
ამოვიოხრე და მომარჯვებული ფანქარი მერხზე დავდე. ყო-
ველ ლექციაზე იმის იმედით მივდიოდი, რომ იმ გაკვეთილზე მა-
ინც გვასწავლიდა რამეს; ყოველდღე დავათრევდი ქაღალდის
დამჭერ დაფასა და ჩემთვის ფასდაუდებელი ფურცლის რამდე-
ნიმე ნაგლეჯს, რათა მისი გასხივოსნების წამი არ გამომრჩენო-
და; თითოეულ გაკვეთილზე ველოდი, როდის გაგვიცინებდა და
გამოგვიტყდებოდა, რომ მთელი ამ დაუსრულებელი უაზრობით
ჩვენს მოთმინებას ცდიდა.
და ყოველთვის იმედი მიცრუვდებოდა.
– მნიშვნელოვან სათქმელთა უმეტესობას პირდაპირ ვერ
აჯახებ, – განგვიცხადა მაგისტრმა, – გასაგებად ვერ გამოთქვამ.
მხოლოდ შეფარულად შეიძლება იგულისხმო, – ელოდინმა
სხვა დროს სრულიად ცარიელ დარბაზში შეყრილ ერთ მუჭა
სტუდენტებს გადმოგვხედა, – დაასახელე ერთი რამ მაინც, რაც
არ აიხსნება, – მიმართა ურეშს, – აბა, წავიდა.
ურეში წამიერად ჩაფიქრდა.
– იუმორი. ხუმრობის ახსნას თუ დაიწყებ, მაშინ ხუმრობაც არ
ყოფილა.
ელოდინმა თავი დაუქნია და ფენტონისკენ გადაინაცვლა.
– სახელდება? – ჰკითხა ფენტონმა.
– ზედაპირული პასუხია, რე’ლარ, – კბილი წაჰკრა ელოდინ-
მა, – მაგრამ ჩემი ლექციის მთავარ საკითხს ჩაწვდომიხარ, ამი-
ტომ ამაზე თვალს დავხუჭავ, – ხელი ჩემკენ გამოიშვირა.

421 მკითხველთა ლიგა


– აუხსნელი არაფერი არსებობს, – ვუთხარი მტკიცედ, – თუ-
კი რამის აღქმაა შესაძლებელი, ახსნაც შესაძლებელია. კი, შე-
იძლება, არც ისე იოლად განიმარტება, მაგრამ ეს მხოლოდ იმას
ნიშნავს, რომ რთულად გადმოსაცემია და არა იმას, რომ აუხ-
სნელია.
ელოდინმა თითი აღმართა.
– რთულად ასახსნელობასა და აუხსნელობაზე კი არ ვლპა-
რაკობ, იმას ვგულისხმობ, რომ განმარტება აზრსაა მოკლებუ-
ლი. ზოგ საკითხს თავად უნდა ჩაწვდე, – მძვინვარე ღიმილით
დამასაჩუქრა, – სხვათა შორის, შენგან პასუხად მუსიკას მოვე-
ლოდი.
– მუსიკა საკუთარ თავს თავად ხსნის, – შევეპასუხე, – იგი
გზაა. იმავდროულად, ამ გზის მაჩვენებელი რუკაცაა. ერ-
თდროულად გზაცაა და რუკაც.
– იმის ახსნა თუ შეგიძლია, რა მანქანებით ზემოქმედებს მუ-
სიკა? – ჩამეძია ელოდინი.
– რასაკვირველია, – მივუგე, თუმცა კარგად ვერ ვხვდებოდი,
რა უნდა მეპასუხა.
– მუსიკის გარეშე თუ შეგიძლია მოგვახსენო, რას ნიშნავს
მუსიკა?
ჩიხში მოვექეცი. ვიდრე პასუხს დავეძებდი, ელოდინი ფელას
მიუტრიალდა.
– სიყვარული? – ჰკითხა ფელამ.
ელოდნიმა ისე ასწია წარბი, თითქოს ამ ვარაუდმა შეაცბუ-
ნაო, თუმცა შემდეგ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
– ერთი წუთით მოიცადეთ, – შევძახე, – ჯერ არ დამისრულე-
ბია. არ ვიცი, შევძლებ თუ არა მუსიკის გარეშე იმის გადმოცე-
მას, თუ რა არის მუსიკა, მაგრამ ეგ სხვა საკითხია. ეს ახსნა კი
არა, თარგმანი იქნება.
ელოდინს სახე გაუბრწყინდა.
422 მკითხველთა ლიგა
– ზუსტად! – წამოიყვირა, – თარგმანი. ნებისმიერი ცხადად
გამოთქმული ცოდნა თარგმნილი ცოდნაა, ნებისმიერი თარგმა-
ნი კი არასრულყოფილია.
– ანუ, პირდაპირ გადმოცემული ნებისმიერი ცოდნა არას-
რულყოფილია? – ჩავაცივდი, – აბა, პირში უთხარით მაგისტრ
ბრანდერს, რომ გეომეტრია ნაკლოვანი მეცნიერებაა. სიამოვ-
ნებით დავესწრებოდი თქვენს კამათს.
– არა, ნებისმიერი არა, – უკან დაიხია ელოდინმა, – უმეტე-
სობა.
– დაამტკიცეთ, – მივახალე.
– რამის არარსებობა ვერ დამტკიცდება, – არამკითხე მოამ-
ბესავით გამოხტა ურეში. გაბრაზებული ჩანდა, – მცდარი ლოგი-
კაა.
კბილი კბილს დავაჭირე. მცდარი ლოგიკაო. უკეთ რომ გამო-
მეძინა, მსგავს შეცდომას არ დავუშვებდი.
– მაშინ თვალსაჩინოებისთვის მაგალითი წარმოადგინეთ, –
არ დავიხიე.
– კეთილი, კეთილი, – ელოდინი ფელას სკამს მიუახლოვდა,
– ფელას მაგალითი ავიღოთ, – ხელზე წაეტანა და წამოაყენა.
მანიშნა, შენც მოდიო.
უხალისოდ წამოვდექი და ელოდინმა ორივე კლასისგან
მხარშექცევით, ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენა.
– აი, ესეც ჩვენი მოსიყვარულე წყვილი, – წამოიწყო ელო-
დინმა, – მათი მზერა ერთმანეთს გადაეჭდო.
ელოდინმა მიბიძგა და ნახევარი ნაბიჯით წინ წავიწიე.
– ბიჭი ესალმება. გოგოც პასუხობს და იღიმის. დაბნეული ბი-
ჭი უხერხულად ქანაობს, – როგორც კი ეს თქვა, მაშინვე შევ-
წყვიტე ყანყალი. დარბაზს ჩუმი სიცილის ტალღამ გადაურბინა.

423 მკითხველთა ლიგა


– ჰაერში ზღაპრული მუხტი ტრიალებს, – განაგრძო ელო-
დინმა. ფელას ზურგიდან ამოუდგა, მხრებზე ხელები დააწყო და
მის ყურთად დაიხარა.
– გოგონას ბიჭის ნაკვთები იზიდავს, – ჩასჩურჩულა ნაზად, –
მისი ბაგეების მოხაზულობა ატყვევებს. ფიქრობს, ნუთუ ესაა ის
ერთადერთი, ვისაც შეუძლია გულის სიღრმეში ჩამარხული
საიდუმლოები გაანდოს, – ფელამ თვალები დახარა. ღაწვები
ღია მეწამულისფრად შეეფაკლა.
ელოდინმა ადგილი მოინაცვლა და ახლა მე ამეტუზა ზურგს
უკან.
– ქვო უმზერს და გრძნობს, როგორ აწვება წადილი, რომელ-
მაც კაცობრიობა აიძულა, ფუნჯი ხელთ ეპყრა, ქვა გამოექანდა-
კებინა, ემღერა.
გარშემო შემოგვიარა და საბოლოოდ ჩვენ შორის დადგა. იმ
მღვდელს ჰგავდა, ჯვარი რომ უნდა დაეწერა.
– მათ შორის თვალით უხილავი, მაგრამ ფაქიზი სიმები
გაიბა. ამას ორივე გრძნობს. ჰაერი თითქოს დამუხტულია და
თხელი ყინულივით გამყიფებულა.
სახეზე მომაცქერდა. მუქი, ფიქრიანი თვალებით შემათვა-
ლიერა.
– აბა, ახლა რას მოიმოქმედებ?
მზერა გავუსწორე, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე. დავიბენი.
თუკი ამქვეყნად ისეთი რამ არსებობდა, რაც სახელდებაზე ნაკ-
ლებად გამეგებოდა, მაშინ ეს აუცილებლად ქალებთან ურთიერ-
თობა გახლდათ.
– ამ გზაგასაყარიდან სამი ბილიკი მიემართება, – კლასს მი-
მართა ელოდინმა. ერთი თითი ასწია, – პირველი ბილიკი: ჩვენი
ახალგაზრდა შეყვარებულები საკუთარი გრძნობების გამოხატ-
ვასა და გამჟღავნებას შეეცდებიან; შეიძლება, სანახევროდ მოს-

424 მკითხველთა ლიგა


მენილი იმ სიმღერის აჟღერებაც სცადონ, მათი გულები რომ
მოუცავს.
ელოდინმა სტუდენტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად
შეიცადა.
– ამ ბილიკს გულწრფელი ჩერჩეტის გზა ეწოდება და ცუდად
მთავრდება. თქვენ შორის გამკრთალი ნაპერწკალი მეტისმეტად
ფაქიზია, რომ ამაზე საუბარს გაუძლოს; იმდენად ნაზია, რომ
ოდნავი შებერვაც ააბრიალებს და ჩაფერფლავს.
მაგისტრმა მესახელემ თავი გააქნია.
– ჭკუაც რომ საკმარისი გქონდეთ და ლაპარაკიც გეხერხე-
ბოდეთ, მაინც განწირულები ხართ, რადგან ბაგეებმა შეიძლება
ერთსა და იმავე ენაზე იმეტყველონ, მაგრამ გულებმა – არა, –
თვალი თვალში გამიყარა, – ეს თარგმანის დამახასიათებელი
ხარვეზია.
ელოდინმა მეორე თითიც გაშალა.
– მეორე ბილიკი უფრო ფრთხილებისთვისაა. საუბარს უმ-
ნიშვნელო საკითხებზე დაიწყებთ: ამინდზე, ნაცნობ პიესაზე...
დროს ერთად გაატარებთ, ხელს ჩასჭიდებთ და თანდათან ერ-
თმანეთის სიტყვებში ჩამალულ იდუმალ აზრსაც ჩაწვდებით.
როცა დრო მოვა, სათქმელში მიჩქმალულ სათუთ გულისნადებს
ერთურთს გაუზიარებთ და ნაგულისხმევს ორივე იოლად აღიქ-
ვამთ.
ელოდინმა თავი ჩემკენ გადმოიქნია.
– არსებობს მესამე ბილიკიც – ქვოს ბილიკი, – მეცა და
მხრებში გამასწორა. ფელას პირისპირ შეაცქერდა, – თქვენ შო-
რის აღმოცენებულ მშვენიერებასა და სინათლეს ორივე
გრძნობთ, – სიყვარულით დატანჯული მიჯნურივით ამოიოხრა,
– და რადგან ყველაფერში გულდაჯერებულობა შენს ხასიათშია,
გირჩევნია, საკითხი რაც შეიძლება მალე გადაჭრა. უმოკლეს ბი-
ლიკს ირჩევ – რაც უფრო იოლად გაარკვევ ყველაფერს, მით
425 მკითხველთა ლიგა
უკეთესია, – ელოდინმა ხელები წინ გაიშვირა და ფელასკენ ისე
გაიქნია, თითქოს მისი დაჭერა უნდაო, – ჰოდა, დგები და ნორჩ
ქალბატონს პირდაპირ ძუძუებში ეცემი.
ლექციის ასე მოულოდნელად შემობრუნებამ ფელასა და ჩემ
გარდა ყველას სიცილი მოჰგვარა. შუბლი შევიკარი. ფელამ ხე-
ლები მკერდთან გადაიჯვარედინა, სახიდან სიწითლე კისერზეც
მოედო და ბოლოს პერანგში ჩაეკარგა.
ელოდინმა გოგონას ზურგი შეაქცია და თვალებში ჩამხედა.
– რე’ლარ ქვო, – წარმოთქვა სერიოზული ხმით, – ვცდი-
ლობ, შენი მთვლემარე გონება გამოვაფხიზლო, რათა ის ძლივს
გასაგონი ხმა გაგაგონო, რომლითაც სამყარო ჩურჩულებს;
ვცდილობ, შეგაგნებინო; ვცდილობ, გასწავლო, – გადმოიხარა.
სახით თითქმის შემეხო, – ოღონდ ჩემთან იგივე არ გაგივა, პირ-
დაპირ ძუძუებში ნუ მეცემი.

426 მკითხველთა ლიგა


***

ელოდინის ლექციიდან მოშხამულ ხასიათზე გამოვედი.


თუმცა, მართალი რომ ითქვას, ბოლო დღეებში ისედაც სულ
მოშხამული დავდიოდი. უბრალოდ, დოზები იყო სხვადასხვა.
ვცდილობდი, მეგობრებისთვის დამემალა, მაგრამ თავადაც
ვგრძნობდი, უკანასკნელ დღეებში თავსდამტყდარმა ამბებმა
როგორ მომდრიკა.
ეს ყველაფერი კი ბარბითის დაკარგვამ დააგვირგვინა. ყვე-
ლაფერს გავუმკლავდებოდი: მკერდში მტანჯველ ჩხვლეტასაც,
მუხლების გამუდმებულ ტკივილსაც, უძილობასაც, უსასრულო
შიშსაც, რომ ერთხელაც ალარს უდროო დროს შევასუსტებდი
და სისხლს ამომარწყევინებდნენ.
ყველაფერს შევეგუებოდი: სასოწარმკვეთ სიღატაკესაც,
ელოდინის გაკვეთილებით იმედგაცრუებასაც, თავს სულ ახალ-
დამტყდარ უბედობასაც, რომლის შედეგადაც ვიცოდი, რომ მდი-
ნარის მეორე ნაპირზე განრისხებული დევი მელოდა; გოგო,
რომელსაც ჩემი სისხლის სამი წვეთი და ქარიშხლით აბობოქ-
რებული ოკეანის მსგავსი ალარი ჰქონდა.
ბარბითის დაკარგვა უკვე მეტისმეტი იყო. საკრავი მხოლოდ
„ანკერის“ ოთახისა და ლუკმა-პურის შენარჩუნების გზას, ან
უნივერსიტეტიდან გამოგდების შემთხვევაში სარჩოს მოსაპოვე-
ბელ ერთადერთ საშუალებას როდი წარმოადგენდა.
არა. სიმართლე ის გახლდათ, რომ სწორედ მუსიკის წყალო-
ბით ვუძლებდი ყველა უიღბლობას. მუსიკა მევლინებოდა იმ დუ-
ღაბად, რომელიც ჩამოშლის ნებას არ მაძლევდა. მხოლოდ ორი
დღე მის გარეშე და უკვე ნაწილ-ნაწილ ვიფანტებოდი.
ელოდინის ლექციის შემდეგ იმაზე ფიქრიც კი მზარავდა, რომ
საცხენოსნოში კიდევ რამდენიმე საათი წელში მოხრილს უნდა

427 მკითხველთა ლიგა


მემუშავა. სახელოსნოს გახსენებაზე ხელები წამომტკივდა და
ძილსმონატრებულმა თვალებმა წვა დამიწყო.
ამიტომ, სამუშაოს ნაცვლად, ნაადრევი სადილის იმედით
„ანკერისკენ“ წავხეტიალდი. ალბათ, ძალიან წამხდარი იერი
მქონდა, რადგან მეფუნდუკემ ჩემთვის გათვალისწინებულ წვნი-
ანს შაშხის ორმაგი ნაჭერიც წაამატა და მომცრო კათხით ლუ-
დიც მოაყოლა.
– ვახშამმა როგორ ჩაიარა? იმედია, ამ კითხვის გამო არ გა-
მინაწყენდები, – ანკერი დახლს ჩამოეყრდნო და ჩემთან საუბა-
რი წამოიწყო.
გაკვირვებულმა შევხედე.
– ბატონო?
– თქვენს ახალგაზრდა ქალბატონთან ვახშამმა, – დამიზუს-
ტა, – სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს, მაგრამ შიკ-
რიკმა წერილი მოიტანა და აქვე მიაგდო. იძულებული გავხდი,
თავიდან ბოლომდე წამეკითხა, რათა მივმხდარიყავი, ვისთვის
იყო განკუთვნილი.
ანკერს გამოლენჩებული შევაცქერდი.
ანკერმაც გაკვირვებით შემომხედა და მოიქუფრა.
– ლორელს შეტყობინება არ გადმოუცია, არა?
თავი გავაქნიე. ანკერმა მწარედ შეიგინა.
– ვფიცავ, ერთ დღეს მაგ გოგოს ცარიელ თავში მზე ჩაუვარ-
დება, – დახლს უკან ჩხრეკას მოჰყვა, – გუშინწინ შიკრიკმა შენ-
თვის ბარათი მოიტანა. ლორელს დავავალე, როცა ნახავ, შეტ-
ყობინება გადაეცი-მეთქი. აი, ვიპოვე, – დაჟიებული და გვა-
რიანად შელახული ფურცელი აიღო და გამომიწოდა.
წერილში ეწერა:
ქვო,
ქალაქში დავბრუნდი. ამ საღამოს დიდი სიამოვნებით ვივახ-
შმებდი მომხიბლავ ჯენტლმენთან, მაგრამ სამწუხაროდ, ახლო-
428 მკითხველთა ლიგა
მახლო მსგავსი არავინაა. „აწოწილ წანწალაში“ ხომ არ შემომი-
ერთდებოდი?
შენი მომლოდინე, დ.
გუნება ოდნავ გამომიკეთდა. დენნას წერილი უგუნებობის
უებარი მკურნალი გახლდათ, თანაც, სავახშმოდ პირველად
დამპატიჟა. მართალია, გავნაწყენდი, მის მიპატიჟებას რომ ვერ
გამოვეხმაურე, სამაგიეროდ, გამიხარდა, რომ ქალაქში დაბრუ-
ნებულიყო და ჩემი ნახვა სურდა.
ვახშამი მგელივით გადავსანსლე და გადავწყვიტე,
სიარიულის ლექცია გამეცდინა და იმრეში წავსულიყავი. თერ-
თმეტეულზე მეტი იყო, დენნა არ მენახა. მასთან გატარებული
დრო ერთადერთი რამ იყო, რაც განწყობას ამიმაღლებდა.
მდინარის მეორე ნაპირზე გადასასვლელ გზას რომ დავადე-
ქი, აღტკინება ცოტათი ჩამიცხრა. წინ გრძელი სავალი მედო,
მტკივანმა მუხლებმა კი ჯერ კიდევ ქვის ხიდამდე არმისულს და-
მიწყო წიწკვნა. მზე თვალისმომჭრელად ჩახჩახებდა, თუმცა ად-
რეული ზამთრის სუსხს ვერაფერს უხერხებდა. გზაზე დაფენილ-
მა მტვერმა თვალები ამომივსო და ხველებით გამგუდა.
დენნა იმ ფუნდუკებში ვერ ვიპოვე, სადაც ჩვეულებრივ ჩერ-
დებოდა ხოლმე. „კათხებში“ ან „ვაცის კარში“ მუსიკის მოსასმე-
ნად არ დამხვედრია, არც დეოჰმა და სტანჩიონმა იცოდნენ მისი
ასავალ-დასავალი. გულში შიში შემეპარა – ვიდრე მე ჩემს საქ-
მეებში ვიყავი ჩაფლული, ქალაქი ხომ არ მიატოვა-მეთქი. შეეძ-
ლო, თვეობით გადახვეწილიყო. ან სულაც, სამუდამოდ.
ამ ფიქრებში გართული მოსახვევს გავცდი და მომცრო
სკვერში, ხის ძირას მიყუჟულს წავაწყდი. ერთ ხელში წერილი
ეჭირა, მეორეში – ნახევრად შეჭმული მსხალი. ასეთ დროს
მსხალი სადღა იშოვა?
სკვერი სანახევროდ მქონდა გადაჭრილი, როდესაც შევნიშ-
ნე, რომ ტიროდა. მიწას ფეხებით მივეყინე. წარმოდგენა არ
429 მკითხველთა ლიგა
მქონდა, რა უნდა მომემოქმედა. მსურდა, დახმარება შემეთავა-
ზებინა, მაგრამ უხეშად მიჭრა ჩემს გეგმებში არ შედიოდა. იქნებ,
აჯობებდა...
– ქვო!
დენნამ მსხლის ნარჩენი მოისროლა, წამოხტა და ჩემთან შე-
სახვედრად მდელოზე დაეშვა. იღიმებოდა, მაგრამ თვალების
ირგვლივ მოწითალო არშია შემოვლებოდა. ლოყები ცალი ხე-
ლისგულით მოიწმინდა.
– კარგად ხარ? – ვკითხე.
თვალის უპეებში ცრემლის ახალი ნაკადი მოაწვა, მაგრამ
ვიდრე სახეზე ჩამოუგორდებოდა, ქუთუთოები მჭიდროდ შეჭ-
მუხნა და თავი მკვეთრად გააქნია.
– არა, – მიპასუხა, – არც ისე.
– რით შემიძლია დაგეხმარო? – თითქოს შევევედრე.
დენნამ უპეები პერანგის სახელოებით მოიმშრალა.
– ჩემთან რომ ხარ, ეგეც დიდი შვებაა.
წერილი ციცქნა კვადრატად გადაკეცა და ჯიბეში ჩაიჩურთა.
კვლავ გამიღიმა, ოღონდ ნაძალადევი, ნიღაბივით ფართო ღი-
მილით. ცრემლების მიუხედავად, თვალწარმტაცად გამოიყურე-
ბოდა.
თავი ცალ მხარეს გადახარა და ყურადღებით დამაკვირდა.
ღიმილი გაუქრა. შეშფოთებული იერი დაედო.
– შენ რაღა დაგემართა? – დაინტერესდა, – ჩამომხმარი მეჩ-
ვენები.
ოდნავ გავიკრიჭე. კარგად ვიცოდი, რომ ჩემს ხალისიან გა-
მომეტყველებას ნაძალადევი ეთქმოდა.
– ბოლო დროს საქმეები ცუდად მიმდის.
– იმედია, თავს ისევე ცუდად არ გრძნობ, როგორც გამოიყუ-
რები, – თბილად შენიშნა, – საკმარისად თუ გძინავს?
– არა, – გამოვუტყდი.
430 მკითხველთა ლიგა
დენნამ სიტყვის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ დადუმდა
და ტუჩი მოიკვნიტა.
– რამის მოყოლა ხომ არ გინდა? – სხვა მხრიდან მომიარა, –
არ ვიცი, რამდენად დაგეხმარები, მაგრამ... – მხრები აიჩეჩა და
ფეხი მოინაცვლა, – მე თვითონაც ცუდად მძინავს.
მის მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს მოუმზადებელი დავ-
ხვდი. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს... ზუსტად ვერ გადმოვცემ,
როგორ. სიტყვებით ამის აღწერა რთულია.
ეს უბრალოდ დახმარების შემოთავაზებას არ ჰგავდა. ჩემი
მეგობრები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რათა ჩემი სადარდებე-
ლი შეემსუბუქებინათ, მაგრამ სიმის მზაობა სულ სხვა იყო და
დენნას სიტყვა – სულ სხვა. სიმის მიერ გაწეული სამსახური
პურს წააგავდა, მასზე ვიყავი დამოკიდებული, ხოლო იმის ცოდ-
ნა, რომ ჩემზე დენნაც იზრუნებდა, ზამთრის ცივ ღამეს გადაკრუ-
ლი თბილი ღვინის ყლუპს ჰგავდა – მკერდი გამითბა.
გულწრფელად გავუღიმე. კარგა ხანია, სახეზე ეს მიმიკა არ
გამომსახვია. ნეტავი რამდენ ხანს დავიარებოდი დაბღვერილი,
ვიდრე ამას გავიაზრებდი?
– შენი მხარში დგომაც კი დიდი შვებაა, – ვუთხარი დაუფარა-
ვად, – გულს შენი ცქერაც კი მიამებს.
თვალები გადაატრიალა.
– ჰო, აბა რა. მოწყენილი სახის ყურება ამქვეყნად ყველაზე
მარგებელი წამალია.
– ბევრი არაფერია მოსაყოლი, – ვუთხარი, – უკუღმართი იღ-
ბალი უკუღმართ გადაწყვეტილებებს გადაეხლართა და ახლა
ყველაფრისთვის უნდა ვზღო.
დენამ ჩაიფხუკუნა. ქვითინის პირას მისული ადამიანის კვნე-
სას ჰგავდა.
– შენს მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ, – ტუჩის
კუთხეები ჩამოუშვა, – ალბათ, ყველაზე უარესად თავს მაშინ
431 მკითხველთა ლიგა
გრძნობ, როდესაც ხვდები, რომ ასეთ დღეში საკუთარმა შეცდო-
მებმა ჩაგაგდო, არა?
ვიგრძენი, როგორ მომებრიცა ტუჩები – კუთხეები მეც მასა-
ვით ქვემოთ დამექაჩა.
– ჰო, – დავუდასტურე, – სიმართლე რომ გითხრა, გულის-
ხმიერ თანამოსაუბრესთან გულის გადაყოლება არ მაწყენდა.
– მაგაზე არ დაგზარდები, – მხარზე მომეხვია, – ღმერთმა
იცის, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ჩემთვის მსგავს დახ-
მარებაზე უარი არასოდეს გითქვამს.
ნაბიჯი ავუწყვე.
– მართლა?
– უამრავჯერ, – მიპასუხა, – ადვილად ვივიწყებ, როდესაც
გვერდით მეგულები, – შეჩერდა და რადგან ხელკავით მივაბი-
ჯებდით, მეც შევჩერდი, – უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა,
რომ როცა გვერდით მეგულები, ადვილად ვივიწყებ.
– რას ივიწყებ?
– ყველაფერს, – ნაღვლიან ხმაში წამიერად სიანცე გაუკრთა,
– ცხოვრების ცუდ მხარეს; ვივიწყებ, ვინ ვარ. ხანდახან საკუთა-
რი თავისგან დასვენებაზე სასიამოვნო არაფერია, შენ კი სწო-
რედ ამაში მეხმარები. უსასრულო, მღელვარე ზღვაში ჩემი
უსაფრთხო ნავსაყუდელი ხარ.
ჩავიცინე.
– ნავსაყუდელი?
– ჰო, – ლაღად განაგრძო, – პაპანაქება სიცხეში ჩემი მაჩ-
რდილობელი ტირიფიც.
– შენ კი, – სიტყვა ჩამოვართვი, – შორეული ოთახიდან მო-
მავალი ტკბილმჟღერი მელოდია ხარ.
– ჰო, ეგეც კარგია, – მიპასუხა, – მაშინ შენ წვიმიან შუადღეს
მოულოდნელად მორთმეული გემრიელი ნამცხვრის ნაჭერი
ბრძანდები.
432 მკითხველთა ლიგა
– ჩემი უებარი სალბუნი ხარ, რომელიც გულში ჩაგროვილ
შხამს მთლიანად მიქრობს, – გავაგრძელე.
– ჰმმ, – ჩაილაპარაკა დენნამ, – ვერ დაგეთანხმები. შხამით
სავსე გული არც ისე მომხიბლავი შედარებაა.
– ჰო, – გამოვუტყდი, – ვიდრე ვიტყოდი, კარგი მეგონა.
– ასე ხდება, როდესაც მეტაფორებში იხლართები, – სიჩუმე
ჩამოწვა.
– ჩემი წერილი მიიღე?
– მხოლოდ დღეს გადმომცეს, – ხმა სინანულით ამევსო, –
რამდენიმე საათის წინ.
– ეჰ, – დაიჩივლა, – დასანანია. არადა, კარგი ვახშამი გა-
მოდგა. შენი წილიც მე შევჭამე.
სანამ საპასუხოდ რამეს ვეტყოდი, გაიღიმა და თავი გააქნია.
– შენს გასაბრაზებლად ვთქვი. სიმართლე გითხრა, ვახშამი
მხოლოდ მოვიმიზეზე. რაღაც უნდა გაჩვენო. რთულად საპოვნე-
ლი კაცი ხარ. ისიც კი ვიფიქრე, „ანკერში“ ხვალინდელ გამოს-
ვლამდე ხომ არ დავუდარაჯდე-მეთქი.
მკერდში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. იმდენად ძლიერი, რომ
დენნას იქ ყოფნამაც ვერ გადაფარა.
– კიდევ კარგი, დღეს შეგხვდი, – წარმოვთქვი, – არა მგონია,
ხვალ დავუკრა.
მომიტრიალდა.
– მორევნის ღამეს ყოველთვის მღერი. ახლა ნუ დაიკარგები.
ისედაც ძლივს გპოულობ ხოლმე.
– ჩემი შენ გითხარიო! – შევეპასუხე, – ერთსა და იმავე ადგი-
ლას ორჯერ ვერასოდეს გამოგიჭირე.
– ოჰ, შენც ახლა ჩემს ძებნაში არ ათენებდე და აღამებდე, –
აგდებულად მომიგდო, თუმცა სახეზე უეცრად აღტაცება გა-
მოესახა, – ამას რა მნიშვნელობა აქვს. წამოდი, ისეთი რამეა,

433 მკითხველთა ლიგა


ყველა სადარდებელს გადაგავიწყებს, – მხარში ჩამაფრინდა და
ნაბიჯს აუჩქარა.
მისი აღფრთოვანება მეც გადმომედო. ვიდრე იმრეს დაგრე-
ხილ ქუჩებში მივყვებოდი, ვგრძნობდი, სახეზე ღიმილი როგორ
მეფინებოდა.
ბოლოს რომელიღაც სახელოსნოს ვიტრინას მივადექით.
დენნა წინ დამიდგა. მღელვარებისგან ცმუკავდა. სახე გაცის-
კროვნებოდა და ცოტა ხნის წინანდელი გოდების ნიშანწყალიც
აღარ ემჩნეოდა. გრილი ხელისგულები სახეზე ამაფარა.
– თვალები დახუჭე, – ბრძანა, – სიურპრიზია!
დავემორჩილე. ხელი ჩამკიდა და რამდენიმე ნაბიჯი ასე გამა-
ტარა. სახელოსნოს შიგნით ბინდი ჩამოწოლილიყო და ტყავის
სურნელი ტრიალებდა. ვიღაც კაცის ხმაც გავიგონე, „მაშ, ესაა
ის ყმაწვილი?“, რასაც ამოღრუებული საგნების გადაადგილები-
სას გამოცემული ყრუ ხმაური მოჰყვა.
– მზად ხარ? – ყურში ჩამჩურჩულა დენნამ. სიტყვებს შორის
ღიმილი უკრთოდა. მისმა სუნთქვამ კეფაზე მომიღიტინა.
– აზრზე არ ვარ, – ვუპასუხე გულახდილად.
ვიგრძენი, მოგუდული სიცილისგან წამსკდარი ჰაერი ყურზე
როგორ მომელამუნა.
– კარგი. მიდი, გაახილე.
თვალები დავაჭყიტე და ხის გრძელი დახლის უკან მდგომი
ხმელ-ხმელი მოხუცი შევნიშნე. მის წინ წიგნივით გადაშლილი
ბარბითის ჩასადები ესვენა. დენნამ საჩუქარი მიყიდა – ბარბი-
თის ჩასადები. ჩემი მოპარული ბარბითის ჩასადები.
ნაბიჯი გადავდგი. მოხდენილ, წაგრძელებული ფორმის ჩასა-
დებზე შავი გლუვი ტყავი გადაეკრათ. ანჯამები არსად ჩანდა –
მთელ გაყოლებაზე ლითონის შვიდი ბალთით გაწყობილ ჩასა-
დებს თავი ყუთის საფარივით ეხსნებოდა.

434 მკითხველთა ლიგა


შიგნიდან ფაფუკი ხავერდით გაეწყოთ. ხელი გავიწოდე და
ფრთხილად შევეხე. ხელში ღრუბელივით დრეკადი და მსუბუქი
სირბილე ვიგრძენი. ხავერდის ხაოიანი ზედაპირი ნახევარი ინ-
ჩის სიმაღლისა თუ იქნებოდა. ჩასადების შიდა პირი მუქ შინდის-
ფრად ღუოდა.
დახლთან ატუზულმა მჭლე კაცმა გამიღიმა.
– თქვენს ქალბატონს შესანიშნავი გემოვნება ჰქონია, – წარ-
მოთქვა, – ზუსტად იცის, რისი მიღებაც სურს.
სახურავი ახადა.
– ტყავი გაპოხილი და მოცვილულია. საყრდენად შაქრის ნე-
კერჩხლის ორი შრეა ჩატანებული, – ჩასადების ქვედა ნაწილს
თითი გააყოლა და შემდეგ სახურავის ნაჭდევზეც მიმანიშნა, რო-
მელიც ძირის ჭრილებს ზუსტად მიესადაგებოდა, – ისე მჭიდ-
როდ იხურება, ჰაერიც ვერ გაატანს. ასე რომ, არ შეგეშინდეთ,
თუ თბილი და ტენიანი ოთახიდან უეცრად მსუსხავ ღამეში
გაიტანთ.
ჩასადების გასწვრივ ჩამწკრივებული ბალთები ააჩხაკუნა.
– ქალბატონმა თითბერზე ცივი უარი განაცხადა, ამიტომ
ნაღდი ფოლადია. ჩამკეტების ერთი გატკაცუნება და ჩასადები
საიმედოდაა დაგმანული. შეგიძლიათ, გულმშვიდად გადაუძა-
ხოთ მდინარეში – ხავერდი მაინც მშრალად შენარჩუნდება, –
მხრები აიჩეჩა, – წყალი ტყავს ოდესმე კი დააჟიებს, მაგრამ ამა-
ზე სანდო დაცვას ვეღარავინ შემოგთავაზებთ.
ჩასადები გადააბრუნა. გამხმარი თითები მომრგვალებულ
ძირზე ააკაკუნა.
– ნეკერჩხალია. მასალა, რაც შემეძლო, გავათხელე. ჩასადე-
ბი არც მძიმეა და არც ზედმეტად დიდი. სიმტკიცისთვის გლანცუ-
რი ფოლადიც გადავაკარი, – ხელი მოღიმარი დენნასკენ გაიშ-
ვირა, – ქალბატონს რამსტონული ფოლადი სურდა, მაგრამ

435 მკითხველთა ლიგა


ავუხსენი, რომ რამსტონული კი უფრო მყარია, მაგრამ, ამავ-
დროულად, მყიფეცაა. გლანცური უფრო მსუბუქი და დრეკადია.
თვალი შემავლო.
– თუ ახალგაზრდა ბატონი ინებებს, შეუძლია, ჩასადებზე
დადგეს და დარწმუნდება, რომ მის წონასაც გაუძლებს, – ტუჩე-
ბი მოკუმა და ფეხსაცმელზე დამხედა, – თუმცა, აჯობებს, თუ
ამისგან თავს შეიკავებს.
ჩასადები თავსახურით ზემოთ ამოატრიალა.
– გამოგიტყდებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამაზე
უკეთესი არაფერი შემიქმნია, – ჩემი მიმართულებით დახლზე
გამოასრიალა, – იმედია, თქვენც უდიდეს სიამოვნებას მოგანი-
ჭებთ.
ენა ჩამივარდა. უიშვიათეს ნაკეთობას ვუმზერდი. ხელით
ტყავის ზედაპირს მივეფერე. გლუვმა საფარმა თითები გამითბო.
ფოლადის რგოლს შევეხე, რომელიც მხარზე გადასაკიდი ღვე-
დისთვის იყო განკუთვნილი. შემდეგ თვალი დენნასკენ გავაპა-
რე – სიხარულისგან თითქმის ცეკვავდა.
აღტაცებული დენნა ახლოს მოვიდა.
– ეს კი საუკეთესო ნაწილია, – შესძახა და საკეტები ისე მო-
ხერხებულად გახსნა, გეგონებოდა, ეს აქამდეც ათასჯერ გაუკე-
თებიაო. სახურავი ახადა და თითი ჩაყო, – შიდა პირი ისეა მოწ-
ყობილი, რომ შეგიძლია, ფორმა შეუცვალო და გადააკეთო.
მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ბარბითს ჩადებ, მაინც მოერგე-
ბა, – თან, შეხედე! – ხავერდის იმ ნაწილისკენ მიმანიშნა, რომე-
ლიც ბარბითის ყელისთვის იყო განკუთვნილი. თითები სადღაც
შეყო, ქსოვილმა პირი მოიხსნა და საიდუმლო სათავსო გამოჩ-
ნდა. დენნამ შემომცინა, – ესეც ჩემი იდეა იყო. საიდუმლო ჯიბე-
სავით გექნება.
– სხეულო ღვთისა, დენნა, – შევძახე, – ძალიან ძვირი დაგიჯ-
დებოდა.
436 მკითხველთა ლიგა
– ხომ იცი, – თავშეკავებულად მითხრა, – ცოტა დანაზოგი
მქონდა.
ჩასადებში ხელი ჩავრგე და ხავერდს შევეხე.
– დენნა, მართლა გეუბნები, ეს ჩასადები ალბათ იმდენივე
ეღირება, რამდენიც ჩემი ბარბითი... – სიტყვა გამიწყდა. გული
მომეწურა. ბარბითი, რომელიც აღარ გამაჩნდა.
– იმედია, არ მიწყენთ, სერ, – ჩაერთო დახლთან მდგომი მო-
ხუცი, – თუ თქვენი ბარბითი ვერცხლისგან არაა ჩამოსხმული,
მაშინ მერწმუნეთ, ეს ჩასადები თქვენს საკრავზე გაცილებით მე-
ტად ფასობს.
ხელისგული კვლავ ხავერდზე გადავატარე. გული ყელში მო-
მებჯინა. ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე. ან როგორ უნდა
გამემხილა, ვიღაცამ ბარბითი მომპარა-მეთქი, როცა დენნამ ამ
შესანიშნავი საჩუქრისთვის ამდენი გაიღო?
დენნამ მხიარულად შესძახა:
– აბა, ახლა კი ვნახოთ, შენი ბარბითი როგორ ჩაეტევა!
მოხუცს ანიშნა. კაცი დახლს უკან რაღაცას დასწვდა, ამოიღო
და ჩემი ბარბითი ჩასადებში მოათავსა. საჩუქარი იდეალურად
მოერგო.
ტირილი ამივარდა.

437 მკითხველთა ლიგა


***

– ო, ღმერთო, როგორ მრცხვენია, – ვთქვი და ცხვირი მოვი-


ხოცე.
დენნა მკლავზე მსუბუქად შემეხო.
– მაპატიე, – უკვე მესამედ გაიმეორა.
პატარა სახელოსნოს გარეთ, გზისპირა ჯებირზე ჩამოვსხე-
დით. დენნას თვალწინ აბღავლება საშინელება იყო. ვცდილობ-
დი, დავწყნარებულიყავი და სახელოსნოს პატრონის ყურადღე-
ბა არ მიმექცია.
– უბრალოდ მინდოდა, იდეალურად მორგებოდა, – შეწუხე-
ბული გამოხედვით განაგრძო დენნამ თავის მართლება, – წერი-
ლი დაგიტოვე. ჩემი ჩანაფიქრით, ვახშამზე მოხვიდოდი და
მოულოდნელ საჩუქარს გაგიკეთებდი. არც კი უნდა გაგეგო,
რომ ბარბითი გაქრა.
– არაფერი დაგიშავებია, – დავამშვიდე.
– არა, აშკარად დავაშავე, – გაჯიუტდა დენნა და თვალებში
ჩამდგარი ცრემლი აუკიაფდა, – რომ არ გამოჩნდი, არ ვიცოდი,
რა მექნა. წუხელ ყველგან გეძებდი. კარზეც დაგიკაკუნე, მაგრამ
არ გამომეპასუხე, – თავდახრილი საკუთარ ტერფებს დაშტერე-
ბოდა, – შენს პოვნას ვერასდროს ვახერხებ.
– დენნა, – ვცადე დამშვიდება, – ყველაფერი კარგადაა.
თავი მტკიცედ გააქნია. ჩემთვის თვალის გასწორებაზე
ჯიუტად ამბობდა უარს, ლოყებზე კი თანდათან ცრემლები ჩა-
მოუგორდა.
– არაფერიც არაა კარგად. უნდა მეფიქრა. საკუთარი შვილი-
ვით უვლი. ოდესმე ვინმემ რომ ისე შემომხედოს, როგორც შენ
უყურებ ბარბითს, მე...
დენნას ხმა ჩაუწყდა და ლაპარაკის გაგრძელება მხოლოდ
ყელში მობჯენილი ბურთის გადაყლაპვის შემდეგ მოახერხა.
438 მკითხველთა ლიგა
– ვიცოდი, რომ ბარბითი შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს
ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომაც მინდოდა, საიმედო ჩასადები
გქონოდა. იმაზე აღარ მიფიქრია, რომ... – ბურთი კიდევ ერ-
თხელ უკუაგდო და მტევნები მომუშტა. სხეული ისე დაძაბვოდა,
თითქმის კანკალებდა, – ღმერთო, რა სულელი ვარ! ჭკუას ძა-
ლას კი არ ვატან. ყოველთვის ასეა. ყველაფერს ვაფუჭებ.
სახეზე თმა ჩამოეშალა და ვეღარ ვხედავდი.
– რა მჭირს? – ჩაიბუზღუნა ბრაზიანად, – რატომ ვარ ასეთი
უტვინო? ცხოვრებაში ერთი რამ მაინც ხომ შეიძლება სწორად
გავაკეთო?
– დენნა, – დრო ვიხელთე და სულის მოსათქმელად რომ შე-
ჩერდა, ჩავერიე. მხარზე ხელი მოვხვიე. გაიტრუნა და გაყუჩდა,
– დენნა, აბა, საიდან გეცოდინებოდა? დიდი ხანია, რაც უკრავ?
თვე თუ იქნება? ოდესმე საკრავი გქონია?
თავი გააქნია. თმა კვლავ პირბადესავით ეფარებოდა.
– ქნარი მქონდა, – ჩაილაპარაკა, – მაგრამ ხანძრამდე მხო-
ლოდ რამდენიმე დღე დამცალდა, – როგორც იქნა, თავი ასწია
და მზერა გამისწორა. სახეზე ტკივილი აღბეჭდოდა, თვალები და
ცხვირი გაწითლებოდა, – სულ ასე მემართება. ვცდილობ, რამე
კარგი გავაკეთო, მაგრამ ყველაფერს ვაფუჭებ, – საცოდავად
შემომხედა, – შენ არ გეცოდინება, ეს რას ნიშნავს.
გადავიხარხარე. სიცილის უნარი კვლავ დამიბრუნდა და ეს
საოცრად სასიამოვნო შეგრძნება იყო. ხარხარი ჯერ ღრმად, მუ-
ცელში ამითუხთუხდა, შემდეგ ყელში ამოხეთქა და ოქროს ბუ-
კის ამოძახილად გაისმა. მარტო ეს ერთი გადახარხარება სამ
თავ ცხელ კერძსა და ოცსაათიან ძილს მერჩივნა.
– დამიჯერე, ზუსტად ვიცი, რასაც ნიშნავს, – მუხლისთავებზე
შერჩენილი სისხლჩაქცევები და ზურგზე სანახევროდ შეხორცე-
ბული ჭრილობები ჯერ კიდევ მწიწკნიდა. გადავწყვიტე, მომეყო-
ლა, რა დავატრიალე მას შემდეგ, რაც მისი ბეჭდის დასაბრუნებ-
439 მკითხველთა ლიგა
ლად გავემართე, მაგრამ გავიაზრე, რომ იმის მოყოლა, თუ რო-
გორ აპირებდა ამბროზი ჩემს მოკვლას, დენნას ხასიათს ნამ-
დვილად ვერ გამოუკეთებდა.
– დენნა, მე სწორედ იმ კეთილი განზრახვების ხელმწიფე
ვარ, ბოლოს საშინლად რომ მთავრდება ხოლმე.
გაეღიმა. დაიქსუტუნა და თვალები სახელოთი მოიფშვნიტა.
– მტირალა შტერების წყვილი ვართ, არა?
– ჰო, – ვუპასუხე.
– მაპატიე, – კიდევ ერთხელ მომიბოდიშა. ღიმილი ჩაუცხრა,
– მინდოდა, შენთვის რამე კარგი გამეკეთებინა, მაგრამ ჩავ-
ფლავდი.
დენნას მტევანი ჩემს ხელებში მოვიქციე და ვეამბორე.
– დენნა, – გულწრფელად გავუმხილე, – მსგავსი სიკეთე
არავისგან მახსოვს.
უნდობლად დაიფრუტუნა.
– სრულ სიმართლეს გეუბნები, – განვაგრძე, – შენ ჩემი
ცხოვრების გზაზე ნაპოვნი მოკაშკაშე პენი ხარ. მარილზე მეტად
მჭირდები, იმაზე მეტადაც, ვიდრე ბნელი ღამის მგზავრს მთვა-
რის სხივი. ჩემი უტკბესი ბადაგი ხარ, ყელში მოწოლილი სიმღე-
რა და ჩემი გულის კისკისი.
ღაწვები შეეფაკლა. ვეღარ ვჩერდებოდი. მისთვის ყურადღე-
ბის მიუქცევლად განვაგრძე.
– ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარ, – გავუმხილე, – მიუწვდო-
მელ საგანძურად მეჩვენები და მიუხედავად ამისა, მაინც გთხოვ,
დღევანდელი დღე ჩემ გვერდით გაატარო. ვახშამზე დაგპატიჟებ
და შენი მშვენიერების საქებად არც დროს დავინანებ, არც სიტ-
ყვას.
წამოვდექი და წამოვაყენე.
– სიმღერებს მოგიძღვნი, ულამაზეს მელოდიებს დაგიკრავ.
მთელი სამყაროს ვერცერთი სულიერი ვერ შეძლებს დღის დარ-
440 მკითხველთა ლიგა
ჩენილ ნაწილში შემოგვეზიაროს, – თავი გადავხარე. მაინტერე-
სებდა, ჩემს შემოთავაზებაზე რას იტყოდა.
ტუჩის კუთხეები აპრიხა.
– სიამოვნებით, – წარმოთქვა თვალებგაბრწყინებულმა, –
ამ დღის დარჩენილ ნაწილში დიდი სიხარულით გავეცლებოდი
სამყაროს.

***

რამდენიმე საათში უნივერსიტეტის გზას ფრთაშესხმული მი-


ვუყვებოდი. ვღიღინებდი. ბარბითი მხარზე კოცნასავით მსუბუ-
ქად მაჯდა. მზე ანათებდა და ცას ასხივოსნებდა. გრილი ნიავი
ქროდა.
ბედის ბორბალი წაღმა მიტრიალდებოდა.

441 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეთერთმეტე
ბუთა

ბარბითის დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება კალაპოტს და-


უბრუნდა. საცხენოსნოში საქმიანობაც გამიადვილდა და ლექ-
ციებიც ქარივით მსუბუქად მიჰყვებოდნენ ერთმანეთს.
ელოდინის საგანიც კი თითქოს უფრო აზრიანი გახდა.
ალქიმიის შენობაში სიმონს მხიარული განწყობით ვესტუმ-
რე. კარი გამიღო და შიგნით შემიპატიჟა.
– ვმუშაობდი, – მითხრა აღტაცებულმა.
კარი ზურგს უკან მივკეტე და სიმონს ბოთლებით, მილაკები-
თა და ნახშირგაზის სანთურებით სავსე მაგიდისკენ გავყევი. სიმ-
მა ამაყად გაიღიმა და პატარა, დაბალი ქილა ასწია, ისეთი, ფე-
რუმარილის ან ტუჩსაცხის შესანახად რომ იყენებენ ხოლმე.
– შეგიძლია, მაჩვენო? – ვკითხე.
სიმმა ნახშირგაზის პატარა სანთურა აანთო და ალი რკინის
მომცრო ტაფის ძირს აეკრა. მცირე ხანს წყნარად ვიდექით და
ცეცხლის სისინს ვუსმენდით.
– ახალი ჩექმები მაქვს, – სიმმა სიჩუმის დარღვევა სცადა და
ფეხი ისე ასწია, რომ მისი ფეხსაცმელი დამენახა.
– გიხდება, – მივუგე ავტომატურად, ცოტა ხანს გავჩუმდი და
უფრო ყურადღებით დავაკვირდი, – მოიცა, შეკეთებისას დაჭე-
დებული ლურსმნები ემჩნევა, – შევნიშნე დაეჭვებულმა.
სიმმა ეშმაკურად ჩაიცინა. სიცილი ამიტყდა.
რკინის ჭურჭელი მალე გავარვარდა. სიმმა ქილას თავი მოხ-
სნა და შიგნით მოთავსებულ გამჭვირვალე ნივთიერებაში საჩვე-
ნებელი თითის ბალიში ჩაყო, შემდეგ თითი საზეიმო მოძ-
რაობით გავარვარებული ტაფის ზედაპირს შეახო.

442 მკითხველთა ლიგა


გამაჟრჟოლა. სიმი თვითკმაყოფილი სახით იდგა და თითი
რკინიდან მხოლოდ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ
აიღო.
– გასაგიჟებელია, – აღმომხდა მე, – აქ გამაოგნებელ რაღა-
ცებს ქმნით, ხო იცი. სიცხის ფარი.
– არა, – სერიოზული სახით მიპასუხა სიმმა, – არასწორად
აღიქვამ, ფარი არაა. იზოლირებას არ ახდენს. მხოლოდ კანის
დამატებითი შრესავითაა, რომელიც იქამდე იწვის, ვიდრე სიმ-
ხურვალე შენს ნამდვილ კანამდე მიაღწევს.
– წყალში დასველებული ხელებივით, – ვცადე ახალი შედა-
რება გამომეყენებინა.
სიმმა თავი გააქნია.
– არა. წყალი სითბოს ატარებს, ეს – არა.
– ესე იგი, მაინც იზოლირებას ახდენს.
– კარგი, – ამოიოხრა სასოწარკვეთილმა, – უნდა მოკეტო
და მომისმინო. ეს ალქიმიაა, შენ კი მისი არაფერი გაგება.
ხელების მოძრაობით ვცადე, დამემშვიდებინა.
– ვიცი, მართალი ხარ.
– ჰოდა, თქვი. ხმამაღლა თქვი – „ალქიმიისა არაფერი გამე-
გება“, – შევუბღვირე, – ალქიმია უბრალოდ ჩვეულებრივი ქიმია
არაა, რომელსაც რაღაც ნაწილები აქვს დამატებული, – გააგ-
რძელა სიმმა, – ამიტომ, თუ არ მომისმენ, რაღაც დასკვნებს თა-
ვად გამოიტან და სასიკვდილო შეცდომასაც დაუშვებ. სასიკვდი-
ლო შეცდომას.
ღრმად ჩავისუნთქე.
– კარგი, განმანათლე.
– სწრაფად უნდა წაისვა, – დაიწყო ახსნა, – მტევნებსა და წი-
ნამხრებზე თანაბრად გადასანაწილებლად დაახლოებით ათი
წამი გექნება, – ერთი ხელით მეორე წინამხარზე მანიშნა, – ხე-
ლებს თუ ზედმეტად დაიზელ, მთლიანად არ მოგშორდება, მაგ-
443 მკითხველთა ლიგა
რამ ნაწილს მაინც დაკარგავ. სახეს საერთოდ არ შეეხო, თვა-
ლები არ მოისრისო, თითი ცხვირში არ შეიყო, ფრჩხილები არ
მოიჭამო. ცოტა არ იყოს, შხამიანია.
– ცოტა არ იყოს? – ჩავეკითხე მე.
ყურადღება არ მომაქცია და ცოტა ხნის წინ ტაფაზე დადებუ-
ლი თითი გამომიშვირა.
– აბჯრის ხელთათმანი არ გეგონოს. მაღალი ტემპერატურის
ზემოქმედებისთანავე წვას იწყებს.
– სუნი აქვს? – დავინტერესდი, – რამე საეჭვო სუნი.
– არა, ის არ იწვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
უბრალოდ იშლება.
– რა ნივთიერებებად იშლება?
– რაღაც ნაწილებად, – გაცხარებით მიპასუხა სიმონმა, –
რთულ ნაწილაკებად იფანტება. ახლა ამის ახსნას არ დავიწყებ,
შენ ხომ ალქიმიისა არაფერი გაგეგება.
– მისი შესუნთქვა უსაფრთხოა? – კითხვა შევცვალე.
– დიახ, სხვა შემთხვევაში არ გადმოგცემდი. ძველი ფორმუ-
ლაა, გამოცდილი და ნამდვილი. კიდევ ერთი საკითხი: ვინაიდან
სითბოს არ ატარებს, ხელებზე ერთ წამს სიცივეს რომ გრძნობ,
მეორე წამს შეიძლება ისეთმა სიმხურვალემ შემოგიტიოს, თით-
ქოს ხელისგული რაღაც გავარვარებულს მიადეო, – სერიოზუ-
ლი მზერა მესროლა, – გირჩევ, ცხელ საგნებზე შეხება იქამდე
დაასრულო, ვიდრე ბოლომდე გამოილევა.
– და როგორ გავიგო, რომ გამოლევამდე ცოტაღა დარჩა?
– ვერაფრით, – ისე მიპასუხა, თითქოს არც არაფერიო, –
სწორედ ამიტომ გირჩევ, რომ ხელებს ბოლომდეც ნუ გაიშიშ-
ვლებ.
– მშვენიერია.
– ალკოჰოლთან შერევის შემთხვევაში მისი მჟავიანობა იმა-
ტებს, ოღონდ ცოტათი. ჩამოსაბანად საკმარისი დრო გექნება.
444 მკითხველთა ლიგა
ცოტა სითხეს თუ შეერევა, მაგალითად შენს საკუთარ ოფლს,
ეგეც არაფერი, მაგრამ ბევრ წყალთან შერევის შემთხვევაში, მა-
გალითად, ასი ერთზე შეფარდებით, აალებადი ხდება.
– და ფსელს თუ შევურევ, გემრიელ ტკბილეულად გადაიქცე-
ვა, ხომ? – გავიცინე, – შენ რა, ვილემს დაენაძლევე იმაზე, თუ
რამდენს მაყლაპებდი? წყალში გახსნით არაფერი ხდება აალე-
ბადი, რა სისულელეა.
სიმს თვალები დაუვიწროვდა. ცარიელი ბუთა აიღო.
– კარგი, მაშინ მიდი, ეს ამივსე.
ჯერ კიდევ გაღიმებული ოთახის კუთხეში მიდგმულ წყლის
ჭურჭელთან მივედი. საცხენოსნოში მდგარ ვარცლს ჰგავდა.
სუფთა წყალი ხელოსნობისთვისაც აუცილებელია, განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა თიხასა და გამოსაწრთობ ლითონს ურევ და არ
გინდა, მასალა დაგიბინძურდეს.
ცოტა წყალი ბუთაში გადმოვასხი და სიმს მივუტანე. თითის
წვერი ჩაყო, ოდნავ მოურია და შემდეგ გახურებულ ტაფაზე და-
ასხა.
ტაფიდან სქელი, ნარინჯისფერი ალი ღრიალით ამოიფრქვა
და სამი ფუტის სიმაღლემდე აიტყორცნა, შემდეგ სწრაფადვე მი-
ნავლდა და ჩაქრა. სიმმა ცარიელი ბუთა მსუბუქად დაახეთქა და
მკაცრად შემომხედა.
– თქვი.
თავი ჩავხარე.
– ალქიმიისა არაფერი გამეგება.
ნასიამოვნებმა სიმმა თავი დამიქნია.
– მართალი ხარ, – მითხრა და სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა,
– მოდი, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.

445 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეთორმეტე
სისხლი და ფერფლი

უნივერსიტეტის ჩრდილოეთით გადაშლილ ტყეში მიმავალს


ფეხქვეშ ხმელი ფოთლების შარიშური მესმოდა. გაშიშვლებული
ხეების ტოტებში გამომსხლტარი მთვარის მქრქალი სინათლე
გზას საკმარისად ვერ მინათებდა, მაგრამ ბოლო თერთმე-
ტეულის განმავლობაში ეს გზა იმდენჯერ გავიარე, რომ შემეძ-
ლო, თვალდახუჭულს მევლო. კვამლის სუნი იმაზე ბევრად ად-
რე მეცა, ვიდრე ხმებს გავიგონებდი და ხეებს მიღმა მოციალე
ცეცხლს შევნიშნავდი.
იქაურობას მდელოს ვერ დაარქმევდი, კლდოვანი წანაზარ-
დის უკან ჩამალული პატარა, წყნარი ადგილი იყო. ლოდები და
წაქცეული ხის მორი სახელდახელო სკამების როლს ასრულებ-
და. საცეცხლე რამდენიმე დღით ადრე თავად ამოვთხარე. ერთ
ფუტზე მეტი სიღრმისა და ექვსი ფუტის რადიუსის მქონე ქვებით
ამოშენებული ორმო პატარა კოცონს ყლაპავდა.
ყველა დანარჩენი უკვე ადგილზე იყო. მოლა და ფელა მორზე
ჩამომსხდარიყვნენ, ვილემი ლოდზე წამოსკუპებულიყო, სიმონი
კი მიწაზე ფეხმორთხმით იჯდა და ჯოხით ცეცხლს უჩხიკინებდა.
როგორც კი ხეებიდან გამოვძვერი, ვილმა ამომხედა. მოციმ-
ციმე ცეცხლის შუქზე ჩამუქებული და ჩაცვენილი თვალები
მოუჩანდა. ის და სიმონი თითქმის ორი თერთმეტეულის განმავ-
ლობაში მყარაულობდნენ.
– დაიგვიანე, – მითხრა ვილმა.
სიმმა ჩვეული მხიარული გამომეტყველებით შემომხედა,
თუმცა გადაღლის ნიშნები მის სახესაც დასტყობოდა.
– მზადაა? – მკითხა გაფაციცებულმა.

446 მკითხველთა ლიგა


თავი დავუქნიე, სახელო ავიკეცე და დომინიონურ პენიზე
ოდნავ მოზრდილი რკინის ფირფიტა გამოვაჩინე. მოოქრული
დისკი ნატიფი სიგალდრიით იყო დაფარული. ეს სულ ცოტა ხნის
წინ დასრულებული გრამი იყო. წინამხრის შიგნიდან ტყავის
წყვილი ზონრით მქონდა დამაგრებული.
ჯგუფში მხიარული შეძახილები გაისმა.
– საინტერესოდ დაგიმაგრებია, – თქვა მოლამ, – ბარბარო-
სი მძარცველების მოდის თანახმად.
– ყველაზე კარგად კანთან შეხებისას მუშაობს, – ავუხსენი, –
მაგრამ, ამავე დროს, სხვების თვალსაც უნდა მოვარიდო – წე-
სით, მისი დამზადება არ უნდა ვიცოდე.
– პრაქტიკულია და მოდური, – მომიწონა მოლამ.
სიმონი მომიახლოვდა და გრამი შეათვალიერა, შემდეგ თი-
თი გამოიშვირა.
– როგორი პატარ... ააააა! – დაიყვირა და იდაყვში მოკეცი-
ლი ხელით უკან გადახტა, – ჯანდაბა, – შეიგინა დარცხვენილმა,
– უკაცრავად, უეცრად ძალიან შემეშინდა.
– კისტ, კრაილ, – აღმომხდა თავადაც თავზარდაცემულს, –
რა მოგივიდა?
– არკანუმის გულდენს ოდესმე შეხებიხარ? – მკითხა სიმმა,
– აი ისეთს, სრულ არკანისტად გახდომისას რომ გადმოგცემენ.
თავი დავუქნიე.
– დამიბუჟასავით. ხელი გამიხევა, თითქოს შეგრძნება
მთლიანად გამიქრაო.
სიმმა თავით გრამისკენ მანიშნა.
– მაგანაც დაახლოებით იგივე მიქნა. გამიკვირდა.
– არ ვიცოდი, გულდენი გრამის მსგავსად თუ მოქმედებდა, –
ვთქვი, – თუმცა, გასაკვირი სულაც არაა.
– უკვე გამოსცადე? – მკითხა ვილემმა.
თავი გავაქნიე.
447 მკითხველთა ლიგა
– ცოტა უცნაურად მეჩვენება, საკუთარ თავზე მე თვითონ
რომ გამოვცადო, – ვაღიარე.
– გინდა, ეს რომელიმე ჩვენგანმა გააკეთოს? – სიმონმა
გაიცინა, – მართალი ხარ, ასე უფრო ნორმალურია.
– ასევე ვიფიქრე, რომ ახლომახლო მკურნალის ყოფნა არ
გვაწყენდა. – მოლაზე მივანიშნე, – ყოველი შემთხვევისთვის.
– არ მეგონა, ამაღამ პროფესიული კუთხით თუ გავხდებოდი
საჭირო, – გააპროტესტა მოლამ, – ჩემი იარაღების ნაკრები არ
წამომიღია.
– წესით, არც უნდა დაგვჭირდეს, – დავამშვიდე, მოსასხამი-
დან სიმპათიის ცვილი ამოვიღე და მაღლა ავწიე, – აბა, ვინ დამ-
დებს პატივს?
სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს ფელამ გამოიწოდა ხელი.
– თოჯინას გავაკეთებ, მაგრამ ქინძისთავით არ ვუჩხვლეტ.
– ვენატა, – ჩაილაპარაკა ვილემმა..
სიმონმა მხრები აიჩეჩა.
– კარგი, როგორც ჩანს, მე დავრჩი.
ცვილის ნატეხი ფელას გავუწოდე და მანაც ხელების გათბო-
ბა დაიწყო.
– თმის გამოყენება გინდა თუ სისხლის? – მკითხა ხმადაბლა.
– ორივესი, – ვუპასუხე და შევეცადე, მომატებული ღელვა არ
დამტყობოდა, – თუ მშვიდი ძილი მინდა, გრამის მოქმედებაში
მყარად უნდა დავრწმუნდე, – ქუდიდან ქინძისთავი გამოვიძრე,
მტევნის ზურგზე ძლიერად ვიტაკე და დავაკვირდი, როგორ
ამოიზარდა სისხლის ხასხასა მარცვალი.
– არ გამოვა, – თქვა ფელამ ისე, რომ ხელებით ცვილის და-
მუშავება არ შეუწყვეტია, – სისხლი ცვილს არ შეერევა, კოშტე-
ბად შეიკვრება და ჩამოცვივდება.
– ეს სასწაული საიდან მოიტანე? – სიბრაზე ვერ დამალა სი-
მონმა.
448 მკითხველთა ლიგა
ფელა აწითლდა და თავი ოდნავ ჩაქინდრა, რის გამოც თმა
მხრებიდან წინ ჩამოეშალა.
– სანთელი... ფერადი სანთლების კეთებისას წყალზე დამზა-
დებულ საღებავს ვერ გამოიყენებ – ფხვნილის სახით ან ზეთო-
ვანი უნდა იყოს. ხსნადობის პრობლემაა, პოლარული და არა-
პოლარული კავშირების ამბავია.
– ვგიჟდები უნივერსიტეტზე, – გადაულაპარაკა სიმმა კოცო-
ნის მეორე მხარეს მჯომ ვილემს, – განათლებული ქალები გაცი-
ლებით მიმზიდველები არიან.
– დიდი სიამოვნებით ვიტყოდი იმავეს, – მშრალად ჩაილაპა-
რაკა მოლამ, – მაგრამ, სამწუხაროდ, განათლებულ მამაკაცებს
არასდროს შევხვედრივარ.
დავიხარე, საცეცხლედან ერთი მწიკვი ნაცარი ავიღე და ხე-
ლის ზურგზე დავიყარე. ნაცარმა სისხლი ხარბად შეიწოვა.
– ეგრე კი გამოვა, – მომიწონა ფელამ.
– ეს სხეულიც დაიწვება და ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა,
– დაღვრემილი ხმით ჩაილაპარაკა ვილემმა და სიმონს მიუბ-
რუნდა, – ასე არ წერია შენს წმინდა წიგნში?
– ჩემი წმინდა წიგნი არაა, – შეეპასუხა სიმონი, – თუმცა, ახ-
ლოს ხარ. „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა, რამეთუ ეს
სხეულიც დაიწვება“.
– თქვენ ორი აშკარად გიჟდებით ერთმანეთზე, – გულგრი-
ლად შენიშნა მოლამ.
– მთელი ღამით გამოძინებაზე ფიქრმა თავბრუ დამახვია, –
თქვა ვილემმა, – ეს საღამო ნამცხვარზე დაყოლებული ყავასა-
ვითაა.
ფელამ დარბილებული ცვილის გუნდა გამომიწოდა და სის-
ხლში აზელილი ნაცარი წავაგლისე. გოგონამ გუნდის დამუშავე-
ბა განაგრძო, შემდეგ ძერწვაზე გადავიდა და რამდენიმე მარჯვე

449 მკითხველთა ლიგა


მოძრაობით ადამიანის ფორმის თოჯინად აქცია. ყველას დასა-
ნახად წინ გამოსწია.
– ქვოს გაცილებით დიდი თავი აქვს, – ჩვეული ბავშვური ღი-
მილით გაიკრიჭა სიმი.
– ეგრე, ყვერებიც მაქვს, – ვთქვი, ფელას ფიგურა გამოვარ-
თვი და თავზე თმის ღერი დავამაგრე, – მაგრამ ზოგჯერ
რეალიზმი ამაო გარჯაა, – სიმს მივუახლოვდი და სიმულაკრა
და გრძელი ქინძისთავი გადავეცი.
სიმმა თოჯინა ერთ ხელში დაიჭირა, ქინძისთავი – მეორეში.
კისერს ხან აქეთ შეატრიალებდა, ხან იქით.
– დარწმუნებული ხარ?
თავი დავუქნიე.
– რა გაეწყობა, – სიმმა ღრმად ჩაისუნთქა და მხრები აიწურა.
თოჯინას მიაშტერდა და კონცენტრირებისგან შუბლი შეეჭმუხნა.
უცებ ავყვირდი და ხელი ფეხზე ვიტაცე.
ფელამ შეჰკივლა, ვილემი წამოხტა. სრულიად დაპანიკებულ
სიმონს თვალები გაუფართოვდა და თოჯინა და ქინძისთავი სას-
წრაფოდ ერთმანეთს დააშორა. დანარჩენებს შეშლილივით გა-
დახედა.
– მე... ჯერ არ...
წელში გავსწორდი და პერანგი შევისწორე.
– უბრალოდ რეპეტიცია გავიარე, – ვთქვი მშვიდად, – ძალი-
ან გოგოური კივილი ხომ არ გამომივიდა?
სიმონს მოეშვა.
– ჭირი ჭამე, – თქვა მიკნავლებული ხმით და გაეცინა, – სულ
არაა სასაცილო, ნაბიჭვარო, – სიცილს აგრძელებდა და თან
შუბლიდან ოფლს იწმენდდა.
ვილემმა სიარიულად რაღაც ჩაიბუტბუტა და თავის ადგილს
დაუბრუნდა.

450 მკითხველთა ლიგა


– ქუჩის მსახიობებივით კარგები ხართ, – ჩაილაპარაკა მო-
ლამ.
სიმონმა ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ნელა ამოუშვა. ისევ შე-
მართული პოზა მიიღო და თოჯინა და ქინძისთავი სახის წინ
დაიჭირა. ხელები უკანკალებდა.
– თეჰლუს ვფიცავ, – თქვა ცოტა ხანში, – ჩაფსმამდე შემაში-
ნე. ახლა ვეღარ შევძლებ.
– ღვთის გულისათვის, – მოლა ადგა, კოცონს შემოუარა, სი-
მონს თავზე დაადგა და ხელი გაუწოდა, – მომეცი, – თოჯინა და
ქინძისთავი გამოართვა და ჩემკენ მოტრიალდა, – მზად ხარ?
– ერთი წამი, – მუდმივი სიფხიზლის ორი თერთმეტეულის
შემდეგ დამცავი ალარის ახსნისგან ისეთი შეგრძნება მეუფლე-
ბოდა, თითქოს რაღაც ძალიან დიდხანს მქონდა ჩაბღუჯული და
ახლა დაჭიმული ხელის გაშვება მიჭირსო.
ცოტა ხნის შემდეგ თავი გავაქნიე. ალარის გარეშე თავს უც-
ნაურად, გაშიშვლებულივით ვგრძნობდი.
– არ დამზოგო, ოღონდ ჯერ ფეხში ჩამარჭე – ყოველი შემ-
თხვევისთვის.
მოლა შეყოვნდა, გადაბმა ჩაიბუტბუტა და ქინძისთავი თოჯი-
ნის ფეხში ჩაასო.
სიჩუმე ჩამოწვა. ყველა გაშეშებული შემომცქეროდა.
ვერაფერი ვიგრძენი.
– კარგად ვარ, – ვთქვი და გავიგონე, როგორ ამოისუნთქეს.
მოლას დაეჭვებულმა შევხედე.
– სულ ეგა ხარ?
– არა, – მიპასუხა მოლამ, ცვილის თოჯინას ქინძისთავი ამო-
აძრო, ჩაიმუხლა და ცეცხლს მიუშვირა, – ჯერ მხოლოდ ნაზი შე-
მოწმება გაიარე. არ მინდოდა, შენი გოგოური კივილი კიდევ გა-
მეგონა, – ქინძისთავი ცეცხლს მოაშორა და წამოდგა, – ამჯე-

451 მკითხველთა ლიგა


რად ნამდვილ თავდასხმას ელოდე, – ქინძისთავი თოჯინას
დაუმიზნა და თვალი თვალში გამიყარა, – მზად ხარ?
თავი დავუქნიე. მოლამ ერთი წამით თვალები დახუჭა, შემ-
დეგ გადაბმა ჩაიბუტბუტა და გავარვარებული ქინძისთავი თოჯი-
ნის ფეხში შეასრიალა. წინამხარზე დამაგრებული მეტალის
გრამი უეცრად გაგრილდა, ცოტა ხანში კი წვივის კუნთზე ოდნა-
ვი ზეწოლაც ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ თითი ჩამაჭირაო. ფე-
ხისკენ დავიხედე, რათა დავრწმუნებულიყავი, სიმონი შურის სა-
ძიებლად ჯოხით ხომ არ მიჩხიკინებდა.
დახედვის გამო ვერ შევნიშნე, ამის შემდეგ მოლამ რა
მოიმოქმედა, მაგრამ სამი სუსტი ბიძგი კიდევ ვიგრძენი –
თითო-თითო მკლავებზე და ერთიც სქელ კუნთზე, ზუსტად
მუხლს ზემოთ. გრამი კიდევ უფრო გაცივდა.
უცებ ფელას ოდნავი შეკივლება შემომესმა. თავი ავწიე და
მოლას მოღუშულ, მტკიცე სახეს შევეფეთე, რომელსაც თოჯინა
შუა კოცონში მოესროლა და კიდევ ერთ გადაბმას ბუტბუტებდა.
ვიდრე ცვილის თოჯინა ცეცხლისკენ მიფრინავდა, სასოწარ-
კვეთილმა სიმონმა დაიწივლა, ვილემი კი ისევ წამოვარდა და
ლამის მოლას ეძგერა, თუმცა, უკვე გვიანი იყო.
თოჯინა წითელ ნაკვერჩხალში ჩავარდა და ნაპერწკლები გა-
ყარა. ვიგრძენი, გრამი უკვე ლამის გაყინულიყო და შეშლილი-
ვით გადავიხარხარე. ყველამ განსხვავებული შიშითა და გაურ-
კვევლობით შემომხედა.
– ყველაფერი კარგადაა, – ხმა ამოვიღე, – იცით, რა უც-
ნაური შეგრძნებაა? თითქოს თბილი და ძლიერი ქარი გიბერავ-
სო.
გრამი ხელზე მიმეყინა, თოჯინის დნობასა და სიმპათეტიკური
კავშირის გაწყვეტასთან ერთად კი უცნაური შეგრძნებაც გამიქ-
რა. გამლღვალი ცვილის გამო ცეცხლის ენები უფრო მაღლა
აიჭრა.
452 მკითხველთა ლიგა
– გეტკინა? – მკითხა აღელვებულმა სიმონმა.
– ოდნავადაც არა, – ვუპასუხე ღიმილით.
– აი, სულ ესა ვარ, – თქვა მოლამ, – უფრო მეტისთვის სამ-
ჭედლოს ცეცხლი დამჭირდება.
– თანაც ელ’თია, – სიმონმა მოლაზე გვანიშნა, – ნაძლევს
დავდებ, ამბროზიზე სამჯერ უკეთესი სიმპათისტია.
– სულ მცირე სამჯერ, – შევუსწორე მე, – მაგრამ თუ ვინმე
სამჭედლოს ცეცხლის გამოყენებას გადაწყვეტს, ეს ვინმე სწო-
რედ ამბროზი იქნება. საკმარისი ენერგიის დაპირისპირებით
გრამის დაცვასაც კი გადალახავ.
– ანუ ხვალიდან საქმეს ვაგრძელებთ? – მკითხა მოლამ.
თავი დავუქნიე.
– სიფრთხილეს მკლავი არ სტკივაო.
სიმონმა ჯოხით ის ადგილი მოქექა, სადაც თოჯინა დადნა.
– თუ მოლას მთელი მონდომება ვერაფერს გაკლებს, წესით,
დევისაც უნდა გადაურჩე. ასე რომ, ცოტა ხანს შეგიძლია, მშვი-
დად იყო.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სუნთქვა შემეკრა და
იმედი მქონდა, ფელა და მოლა ამ კომენტარს ყურადღებას არ
მიაქცევდნენ.
მოლამ წარბის აწევით შემომხედა.
– დევი?
სიმონს შევუბღვირე, მან კი ისეთი მზერით შემომხედა, გაწ-
კეპვლის მომლოდინე ძაღლებს რომ სჩვევიათ ხოლმე.
– ცოტოდენი ფული ვისესხე მეხავთისგან, რომელსაც დევი
ჰქვია, სულ ესაა, – ვთქვი იმ იმედით, რომ ეს პასუხი დააკმაყო-
ფილებდა.
მოლა მზერას არ მაცილებდა.
– და?

453 მკითხველთა ლიგა


ამოვიხვნეშე. სხვა შემთხვევაში პასუხის გაცემას ავიცილებ-
დი, მაგრამ მოლას მსგავს სიტუაციაში სიჯიუტე ახასიათებდა, მე
კი ჩემს ხვალინდელ გეგმაში მისი დახმარება აუცილებლად
მჭირდებოდა.
– დევი ადრე არკანუმის წევრი იყო, – დავიწყე ახსნა, – სე-
მესტრის დასაწყისში სესხის გირაოდ ჩემი სისხლი დავუტოვე.
როდესაც ამბროზიმ ჩემზე შეტევები დაიწყო, არასწორი დასკვნა
გამოვიტანე და დევი არამართლზომიერებაში დავადანაშაულე.
ამის შემდეგ ურთიერთობა აგვეწეწა.
მოლამ და ფელამ ერთმანეთს გადახედეს.
– ყველანაირად ცდილობ, რომ მოსაწყენი ცხოვრება არ
გქონდეს, ხომ? – მითხრა მოლამ,
– უკვე ვაღიარე, რომ შევცდი, – ვთქვი გაღიზიანებულმა, –
მეტი რა გინდათ?
– ვალის დაბრუნებას შეძლებ? – ვიდრე ჩემსა და მოლას შო-
რის საუბარი კიდევ უფრო დაიძაბებოდა, ფელა ჩაგვეჭრა.
– გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი, – ვაღიარე, – რამ-
დენიმე გამართლებისა და საცხენოსნოში გრძელი ღამეების გა-
ტარების შემდეგ, სემესტრის ბოლომდე შეიძლება საკმარისი
ფული მოვაგროვო.
მთელი სიმართლე არ მითქვამს. მართალია შემეძლო, დე-
ვისთვის დასაბრუნებელი თანხა მომეგროვებინა, მაგრამ, იმავ-
დროულად, გადასახადისთვის საკმარის ფულსაც ნაღდად ვერ
ვიშოვიდი. არ მინდოდა, სხვებისთვის საღამო ჩამეშხამებინა
იმის აღიარებით, რომ ამბროზიმ გაიმარჯვა. გრამზე ნადირობის
იძულებით იმდენი დრო დამაკარგინა, რომ, ფაქტობრივად, უნი-
ვერსიტეტიდან გარიცხვამდე მიმიყვანა.
ფელამ თავი გადახარა.
– თუ ვალს ვერ დაუბრუნებ, რა მოხდება?

454 მკითხველთა ლიგა


– კარგი არაფერი, – ავბედითად ჩაილაპარაკა ვილემმა, –
დემონ დევის ტყუილად კი არ ეძახიან.
– ზუსტად არ ვიცი, – ვთქვი მე, – შეუძლია, ჩემი სისხლი გა-
ყიდოს. მითხრა, ასეთი შენაძენის მსურველს ვიცნობო.
– დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამს, – შემეწინააღმდეგა
ფელა.
– ვერც გავამტყუნებ, – ვუპასუხე მე, – შეთანხმების დადები-
სას ვიცოდი, რაშიც ვტოპავდი.
– მაგრამ ის...
– სამყარო ასეა მოწყობილი, – მტკიცედ შევაწყვეტინე. არ
მინდოდა, ამ თემაზე კიდევ დიდხანს შევჩერებულიყავი. საღა-
მოს დადებითი განწყობით დასრულება მეწადა, – პირადად მე
ერთი სული მაქვს, საკუთარ საწოლში კარგად როდის გამოვი-
ძინებ, – მიმოვიხედე და დასტურის ნიშნად დაღლილი ვილისა
და სიმის მოკანტურე თავები დავინახე, – ხვალ გნახავთ. არ და-
იგვიანოთ.

***

იმავე ღამეს, მოგვიანებით, ჩემს პატარა ოთახში, ჩემს ვიწრო


საწოლში დაძინების ფუფუნებას ვეზიარე. რაღაც მომენტში
მხარზე გამკრთალმა მეტალის სისუსხემ გამომაღვიძა, თუმცა
უბრალოდ გავიღიმე, გვერდი ვიცვალე და ნეტარ ძილს დავუბ-
რუნდი.

455 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეცამეტე
ცეცხლი

მომდევნო საღამოს აბგა საგულდაგულოდ ჩავალაგე, თან


იმაზე ვღელავდი, რამე საჭირო ნივთი არ დამრჩეს-მეთქი. უკვე
ყველაფერს მესამედ ვამოწმებდი, როცა კარზე კაკუნი გაისმა.
გავაღე. ხელში ათიოდე წლის, ქოშინით გულამომჯდარი ბი-
ჭუნა შემრჩა. თმაზე მომაშტერდა; ჩემი ქოჩრის დანახვამ შვება
მოჰგვარა.
– ქუო შენ ხარ?
– ქვო, – შევუსწორე, – ჰო, მე ვარ.
– შენთან წერილი გამომატანეს, – ჯიბეში ჩაძვრა და კარგა
ნათრევი ფურცელი დააძრო.
გამოსართმევად ხელი გავიწოდე, მაგრამ ბიჭმა უკან დაიხია,
თან თავი გააქნია.
– ქალბატონი დამპირდა, წერილის მიტანის სანაცვლოდ ჯო-
თით დაგაჯილდოვებსო.
– რაღაც, არა მგონია, – შევუტიე, – მომეცი ერთი ეგ წერი-
ლი, ვნახო აბა. თუ მართლა ჩემთვისაა, ნახევარ პენის გაჩუქებ.
ბიჭუნა შეიშმუშნა და ქაღალდი უწადინოდ გადმომცა.
წერილი დალუქულიც კი არ აღმოჩნდა. ორად გადაკეცილი
უბრალო ფურცელი იყო. ცოტა დანესტიანებულიც ჩანდა. ოფ-
ლგადამსკდარი ბიჭის შემხედვარე კაცი იოლად მიხვდებოდა,
რატომაც.
წავიკითხე:
ქვო,
უმორჩილესად გევედრები, ამაღამ ვახშამზე დამეწვიო. მომე-
ნატრე. გასაგიჟებელი ამბავი უნდა გითხრა. გთხოვ, მეხუთე
ზარზე „კასრი და ეშვში“ შემხვდი.

456 მკითხველთა ლიგა


შენი დენნა
მინაწერი: ბიჭს ნახევარპენიანს დავპირდი.
– მეხუთე ზარი? – შევიცხადე, – ღმერთო გულშავო! აქამდე
სად დაბოდიალობდი? სადაცაა, მეექვსე ზარს ჩამოკრავენ.
– ჩემი ბრალი არაა, – შეფუცხუნდა ბიჭი, – საათზე მეტია, გე-
ძებ. იმ გოგომ მითხრა, ანკესთან დაძებნეო. ქუო იქნება ანკეს-
თანო, მდინარის მეორე მხარესო და იქ მიიტანეო. მაგრამ მდი-
ნარის ნაპირზე ანკესი მე ვერ ვნახე. ანკესის აბრა არც ამ ფუნ-
დუკის ახლოს შემხვედრია. რანაირად უნდა მომეგნო?
– ვინმესთვის გეკითხა! – დავუცაცხანე, – წყეულო ყეყეჩო! –
როგორღაც მოვერიე მწველ სურვილს, ყელში ვწვდომოდი და
მიმეგუდა. ღრმად ჩავისუნთქე.
ფანჯრიდან შემომავალ საღამოს გაცრეცილ სინათლეს გავ-
ხედე. ნახევარი საათიც არ რჩებოდა, ვიდრე ჩემი მეგობრები
ტყეში, კოცონის პირას შეგროვდებოდნენ. იმრეში გასაქცევად
დრო აღარ მრჩებოდა.
– კარგი, – რაც შემეძლო, მშვიდად წარმოვთქვი. საიდანღაც
ფანქრის ნატეხი ამოვქექე და ფურცლის მეორე მხარეს მივაჯ-
ღაბნე:
დენნა,
საშინლად ვწუხვარ. ამ ზოზინამ მეექვსე ზარამდე ვერ მომაგ-
ნო. ენით აუწერელი ბოთეა.
მეც მომენატრე. მთელი ხვალინდელი დღისა თუ ღამის გან-
მავლობაში შენს განკარგულებაში მიგულე. ბიჭს პასუხი გა-
მოატანე, რა დროს და სად შევხვდეთ.
სიყვარულით,
ქვო
მინაწერი: თუ ეს ლაწირაკი შენგან ფულის დაცინცვლას ეც-
დება, ერთი კაი ალიყური მისცხე. დაპირებულ გასამრჯელოს მა-
შინ მიიღებს, როცა შენს დანაბარებს „ანკერში“ გადმომცემს.
457 მკითხველთა ლიგა
იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ სადღაც არ წაყიალდება, ან გზა-
დაგზა ქაღალდი არ შემოეჭმევა.
ფურცელი კიდევ ერთხელ გადავკეცე და გადანაკეცთან გამ-
ლღვალი ცვილის ბეჭედი დავადე.
შემსუბუქებული ქისა ძალიან მადარდებდა. დევისგან ნასეს-
ხები ფულიდან უკანასკნელი თვეების განმავლობაში კიდევ ორი
ტალანტი შემომეფცქვნა. ყველაფერი სახვევებს, ყავასა და ამ-
ღამინდელი გეგმისთვის საჭირო მასალის ყიდვას შევალიე.
საბოლოოდ, აღმოვაჩინე, რომ საკუთარი სახელის გარდა,
ოთხი პენი და ერთი საწყალი შიმიღა მებადა. აბგა მხარზე მო-
ვიგდე და ბიჭს ვანიშნე, კიბეზე ჩამომყოლოდა.
ბართან აყუდებულ ანკერს თავი დავუკარი და ყმაწვილს მი-
ვუტრიალდი.
– მისმინე, – წამოვიწყე, – სანამ აქამდე მოაღწევდი, მაგრად
ჩაფლავდი, მაგრამ გამოსწორების შანსს მოგცემ, – სამი პენი
ამოვიღე და დავანახე, – ახლა პირდაპირ „კასრი და ეშვისკენ“
დააწვები, იმ ქალბატონს იპოვი, ვინც ჩემთან გამოგგზავნა და
ამას გადასცემ, – ფურცელი მივაწოდე, – პასუხს რომ გამოგა-
ტანს, მოიტან და იმ კაცს ჩააბარებ, – ანკერზე მივუთითე, – ის კი
ფულს მოგცემს.
– ჩლუნგი არ ვარ, – გაჯიუტდა ბიჭი, – ჯერ ჩემი ნახევარი პე-
ნი მომეცი.
– ჩლუნგი არც მე ვარ, – არ დავუთმე, – როცა ქალბატონის
დანაბარებს მომირბენინებ, მთელ სამ პენის მიიღებ.
შემათვალიერა, შემდეგ თავი უხალისოდ დამიქნია. წერილი
გადავეცი თუ არა, კარისკენ მოცოცხა.
– აქ რომ მოქანდა, თვალებს სულელივით აცეცებდა, – მო-
მახსენა ანკერმა.
თავი დავუქნიე.

458 მკითხველთა ლიგა


– ცხვარივით ჩერჩეტია. პასუხის გატანებასაც ვერ ვანდობდი,
მაგრამ სახეზე ცნობს და ამიტომაც გავაგზავნე, – ამოვიოხრე და
სამი პენი დახლზე დავტოვე, – ძალიან დამავალებთ, თუ წე-
რილს გადახედავთ და დარწმუნდებით, რომ ნამდვილია, თორემ
ამ ბიჭმა შეიძლება ჩემი გაცურება გადაწყვიტოს.
ანკერმა ოდნავ შეცბუნებული მზერით შემომხედა.
– და ისაა... თუ ცოტა ისეთი რამე ეწერება... პირადული?
– მაშინ სიხარულისგან ერთ მხიარულ ჯიგას ჩამოვუვლი, –
მივუგე, – მაგრამ ჩვენ შორის დარჩეს და მსგავსს არაფერს მო-
ველი.

459 მკითხველთა ლიგა


***

როგორც კი ტყემდე მივაღწიე, მზეც ჩაესვენა. ვილემი უკვე იქ


დამხვდა. დიდ ორმოსთან იდგა და ცეცხლს ანთებდა. თხუთმეტი
წუთი ერთად წავიმუშავეთ და რამდენიმე საათის სამყოფი შეშა
მოვაგროვეთ.
სიმონი რამდენიმე წუთში შემოგვიერთდა და თან გამხმარი
მორიც მოათრია. დავჩეხეთ და ვიდრე ფელა გამოჩნდებოდა,
ერთი-ორი დაძაბული ფრაზის გაცვლაც ძლივს მოვასწარით.
ფელას გრძელი თმა კეფასთან სარჭით დაემაგრებინა. მეტად
მიმზიდველი ყელი და მხრები მოეშიშვლებინა. თვალები ჩაღა-
მებოდა და ტუჩებიც ჩვეულებრივზე მეტად გაწითლებოდა. მჭიდ-
როდ მომდგარი კაბა წვრილ წელსა და მომრგვალებულ თეძო-
ებზე მოკვალთოდა. გამოემზეურებინა უმშვენიერესი მკერდიც,
რომლის მსგავსიც ჩემს მოკლე ცხოვრებაში ჯერ არ მენახა.
სამივეს ყბა ჩამოგვივარდა, მაგრამ სიმონს – განსაკუთრე-
ბით.
– ეუჰ, – წამოიძახა, – შენსავით ლამაზი გოგო აქამდე ისე-
დაც არ მენახა, მაგრამ არ მეგონა, ასე თუ განმაცვიფრებდი, –
გულუბრყვილოდ გაუღიმა და ორივე ხელი მისკენ გაიშვირა, –
ნეტავი თავად შეგახედა. საოცრად გამოიყურები!
ფელა წამოწითლდა და მზერა აარიდა. აშკარად ესიამოვნა.
– ამაღამ ყველაზე რთული დავალება შენ გაქვს, – მივუბრუნ-
დი გოგოს, – გული მერევა, ასეთი რამის თხოვნა რომ მიწევს,
მაგრამ...
– მაგრამ შენ ერთადერთი გაუსაძლისად მიმზიდველი ქალი
ხარ, ვისაც კი ვიცნობთ, – ჩაერთო სიმონი, – სათადარიგო გეგ-
მად ვილემისთვის კაბის ჩაცმას განვიხილავდით, თუმცა ეს აზრი
სამივემ უარვყავით.
ვილემმა თავი დაუქნია.
460 მკითხველთა ლიგა
– ეგრეა.
– შენი გულისთვის დავთანხმდი, – ფელას პირზე დამცინავი
ღიმილი აუთამაშდა, – როდესაც გითხარი, შენთან ვალში ვარ-
მეთქი, ვერასოდეს ვიფიქრებდი, სხვა კაცთან პაემანს თუ
მთხოვდი, – ღიმილი გაუქრა, – განსაკუთრებით, ამბროზიზე
ვერ ვიფიქრებდი.
– მისი გაძლება, სულ რაღაც ერთ ან ორ საათს მოგიწევს. თუ
შეძლებ, იმრეში გაიტყუე, თუ არადა, „პონიდან“ ასი იარდით7
მოშორებაც გვაწყობს.
ფელამ ამოიოხრა.
– კიდევ კარგი, ვახშამს მაინც მივიღებ, – სიმონს გადახედა,
– გიხდება ეგ ფეხსაცმელი.
– ახალია, – გაეკრიჭა სიმი.
იქით მივტრიალდი, საიდანაც მოახლოებული ნაბიჯების ხმა
მომესმა. მოსასვლელი მოლაღა დარჩენილიყო და მის გამოჩე-
ნას ველოდი. თუმცა ამ ნაბიჯებს ბუტბუტიც ერთოდა. კბილები
გავაღრჭიალე. ვიფიქრე, ალბათ, წელიწადის ამ დროისთვის
შეუფერებელმა სითბომ ახალბედა შეყვარებულები ტყეში
შემოახეტიალა-მეთქი.
ერთად არავის უნდა დავენახეთ. არა ამაღამ, თორემ ძალიან
დიდი მითქმა-მოთქმა ატყდებოდა. ის იყო გადავწყვიტე, გავვარ-
დები და აქეთ მომავლებს გზას გადავუჭრი-მეთქი, რომ მოლას
ხმა ვიცანი.
– გთხოვ, სანამ ავუხსნი, აქ დამელოდე,- წარმოთქვა მან, –
გთხოვ. საქმეს შემიმსუბუქებ.
– თორმეტფერა ბნედასაც ჩაუძაღლებია, – სიბნელიდან ქა-
ლის ნაცნობი ხმა გაისმა, – ტრაკიდან ღვიძლიც გაძრობია. მა-
ინც არ მადარდებს.
შევდექი. ხმა მეცნო, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი, საიდან.
7
იარდი – მანძილის საზომი ერთეული. უდრის 91,44 სმ-ს.
461 მკითხველთა ლიგა
ჩამუქებული ხეებიდან მოლა გამოვიდა. მის გვერდით ტანდა-
ბალი სილუეტი დავლანდე. მოკლედ შეკრეჭილი ღია მარწყვის-
ფერი თმა ვიცანი. დევი!
მოძრაობის უნარი წამერთვა. გაშეშებული ვიდექი. მოლა
მოგვიახლოვდა, ხელები ისე აღმართა, თითქოს ჩემს დაშოშმი-
ნებას ცდილობსო და სწრაფად ალაპარაკდა:
– ქვო, უკვე დიდი ხანია, რაც დევის ვიცნობ. ახალმოსული
რომ ვიყავი, უნივერსიტეტში გზის გაკვალვაში სწორედ ის და-
მეხმარა. ყოველთვის მეხმარებოდა, ვიდრე... წავიდოდა.
– გამრიცხავდნენ, – ამაყად ჩაურთო დევიმ, – ამის სულაც
არ მრცხვენია.
მოლამ ნაჩქარევად განაგრძო.
– გუშინ რაც თქვი, ვიფიქრე, გაუგებრობის ბრალი იქნება-
მეთქი. შევუარე და ვკითხე... – მხრები აიჩეჩა, – უკვე ყველაფე-
რი გავარკვიეთ და შენი დახმარება სურს.
– ამბროზის სისხლი მწყურია, – მისი სახელის წარმოთქმი-
სას დევის ხმაში სუსხიანი მრისხანება გაერია, – ისე გამოვიდა,
რომ გეხმარები.
ვილემმა ჩაახველა.
– მგონი, თქვენ შორის...
– თავის კახპებს სცემს, – უხეშად შეაწყვეტინა დევიმ, – რომ
ვიცოდე, ამ მედიდური ნაბიჭვრის მკვლელობა ხახვივით
შემრჩება-მეთქი, დიდი ხნის წინ გავასაღებდი, – ვილემს ცივად
მიაშტერდა, – ჰო, ძველი ანგარიშები გვაქვს და არა, შენ არ გე-
ხება. საკმარისად აგიხსენი?
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. სახეგახევებულმა ვილემმა თავი
დაუქნია. დევი მე მომიბრუნდა.
– დევი, – მის წინაშე ქედი ოდნავ მოვიდრიკე, – მაპატიე.
გაოცებულმა თვალები აახამხამა.

462 მკითხველთა ლიგა


– წყეულიმც ვიყო, – ხმა სარკაზმისგან ალესვოდა, – მგონი,
მაგ თავში მწიკვი ტვინი მაინც გიყრია.
– ვეღარ გენდე, – განვაგრძე, – შევცდი და ვნანობ. სწორი
გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო.
გამომცდელი მზერა მომაპყრო.
– მეგობრები არ ვართ, – მოკლედ და ცივად მომიჭრა, – მაგ-
რამ ამ დომხალიდან თუ გამოძვრები, შეიძლება, დავილაპარა-
კოთ კიდეც.
მზერა ამარიდა და გამომეტყველებაც გაუთბა.
– ციცქნა ფელა! – ჩამიქროლა და ფელას გადაეხვია, – რო-
გორ გაზრდილხარ! – უკან დაიხია და ფელასგან ხელის გაწვდე-
ნაზე დადგა. გამომცდელი თვალით გაზომა, – ღმერთო ჩემო,
დახვეწილ მოდეგანელ ბოზს ჰგავხარ! გიჟდება ასეთებზე.
ფელამ გაიღიმა და ოდნავ დატრიალდა. კაბის კალთა
დაეტალღა.
– კარგია, რომ ასე გამოპრანჭვის მიზეზი ათასში ერთხელ მა-
ინც მეძლევა.
– პირველ რიგში, საკუთარი თავის საამებლად უნდა გამოეწ-
ყო, – თქვა დევიმ, – და კიდევ ამბროზიზე უკეთესი კაცისთვის.
– საქმეები თავზე მეყარა, თანაც იმდენი ხანია, ჩემი თავის-
თვის ვერ მოვიცალე, რომ თმის დასახვევად მთელი საათი დამ-
ჭირდა. რას იტყვი, რამე რჩევას ხომ არ მომცემდი? – ხელები
ოდნავ გაშალა და ნელა დატრიალდა.
დევიმ კარგად აათვალიერა.
– შენსავით კარგ გოგოს არ იმსახურებს, მაგრამ სამკაული
სად გაქვს?
ფელამ თითებზე დაიხედა.
– ბეჭდები ხელთათმანზე არ მომიხდებოდა, – იმართლა თა-
ვი, – ამ კაბის შესაფერისი კი მეტი არაფერი მაქვს.

463 მკითხველთა ლიგა


– მაშინ ეს გამომართვი, – დევიმ ხელები თმაში შეიცურა,
თავი ჯერ ერთ მხარეს გადახარა, მერე – მეორე მხარეს და ფე-
ლას მიუახლოვდა, – რამსიმაღლე ხარ, ცოტა დაიხარე.
როცა ფელა კვლავ გაიმართა, მოქანავე საყურეებზე ცეც-
ხლის ალი აუთამაშდა.
დევიმ ერთი ნაბიჯით დაიხია და ნაღვლიანად ამოიოხრა.
– ჩემზე მეტად კი გიხდება, – იმედგაცრუებულმა თავი გააქ-
ნია, – გეფიცები, გოგონი, შენი ძუძუები რომ მომცა, ნახევარ
მსოფლიოს ფეხქვეშ გავიგებდი.
– მეც, – აჰყვა აღტაცებული სიმი.
ვილემს ხარხარი აუტყდა. სახეზე ხელი აიფარა და სიმს
გაეცალა, თან ცდილობდა, თავი ისე დაეჭირა, ვითომ სიმონს სა-
ერთოდ არ იცნობდა.
დევიმ მზერა ბავშვური აღფრთოვანებით გაკრეჭილ სიმზე გა-
დაიტანა, შემდეგ ისევ ფელას შეხედა.
– ეს შტერი ვინაა?
მოლას თვალით ვანიშნე, ახლოს მოიწი-მეთქი.
– ვალდებული არ იყავი, ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მადლო-
ბელი ვარ. იმის ცოდნა, რომ ჩემს გათახსირებას არ ცდილობს,
უკვე დიდი შვებაა.
– ძალიანაც ნუ დამშვიდდები, – გადმომილაპარაკა მოღუ-
შულმა მოლამ, – ასეთი გაცეცხლებული ჯერ არ მახსოვს.
თქვენმა წაკინკლავებამ ძალიან გამაკვირვა. ერთმანეთს მეტის-
მეტად ჰგავხართ.
კოცონის მეორე მხარეს გავხედე. ვილი და სიმი დევის და ფე-
ლას ფრთხილად უახლოვდებოდნენ.
– შენზე ბევრი რამ მსმენია, – ვილემი დევის მიადგა, – ვფიქ-
რობდი, უფრო მაღალი იქნება-მეთქი.
– საერთოდ, როგორ ხარ? – მშრალად გაეპასუხა დევი, –
გონების მხრივ ხომ არაფერი გიჭირს?
464 მკითხველთა ლიგა
ყურადღების მისაპყრობად ხელების ქნევას მოვყევი.
– უკვე დაღამდა, – განვაცხადე, – ჩვენი ადგილები უნდა და-
ვიკავოთ.
ფელამ თავი დამიკრა.
– მირჩევნია, იქ ცოტა ადრე მივიდე. მაინც, ყოველი შემთხვე-
ვისთვის, – აღელვებული ხელთათმანის სათითეებს ჩაფრენოდა
და აწვალებდა, – წარმატება მისურვეთ.
მოლა მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
– ყველაფერი კარგად იქნება. ხალხის თვალწინ იტრიალეთ.
თუ ირგვლივ უცხოთა მზერა ეგულება, უკეთესად იქცევა.
– თავის პოეზიაზეც ჰკითხე, – ურჩია დევიმ, – ენას აიქაფებს.
– მოუთმენლობა თუ შეეპარება, ღვინის შესაკვეთად მიზეზი
მიეცი, – შეაშველა მოლამ, – რამე მსგავსი უთხარი: „უჰ, კიდევ
ერთ ჭიქას დავლევდი, მაგრამ, მგონი, თავგზას მიბნევს“. მთელ
ბოთლს გიყიდის და ეცდება, მალე დაგათროს.
დევი თავის ქნევით დაეთანხმა.
– სულ მცირე, ნახევარი საათით მაინც დაგეხსნება, – ფელას
კაბის ბოლო ოდნავ აუწია, – დასაწყისში თავი დაიჭირე, ვახშმის
ბოლოსკენ კი მეტი გამოაჩინე. მისკენ გადაიხარე, მხრები აუთა-
მაშე. თუ იგრძნობს, რომ თანდათან უფრო მეტის დანახვის სა-
შუალებას აძლევ, იფიქრებს, სწორ გზაზე ვდგავარო. ეს მისი
სულსწრაფობისგანაც დაგიცავს.
– ასეთი ცუდი სანახაობა არსად მინახავს, – ჩუმად ჩაილაპა-
რაკა ვილემმა.
– იქნებ, მთელი მსოფლიოს ქალები ერთმანეთს საიდუმ-
ლოდ იცნობენ? – ივარაუდა სიმმა, – თუ ასეა, მაშინ ბევრ აუხ-
სნელ მოვლენას ეხდება ფარდა.
– არკანუმში ასიოდე ქალი თუ ვიქნებით, – გესლიანად წაკ-
ბინა დევიმ, – ბუნაგის ცალ ფრთაში გამოგვამწყვდიეს და არც

465 მკითხველთა ლიგა


უკითხავთ, გვინდოდა თუ არა იქ ცხოვრება. როგორ ფიქრობ,
რამდენად შესაძლებელია, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ?
ფელას მივუახლოვდი და მუხის რტოს ნაფოტი გავუწოდე.
– როგორც კი დავამთავრებთ, ნიშანს მოგცემ. შენც მანიშნე,
თუკი ამბროზი მოულოდნელად წამოხტება და დროზე ადრე გა-
მოგექცევა.
ფელამ წარბები მორკალა.
– ასეთ საქციელს ნებისმიერი ქალი უყურადღებობად მიიჩ-
ნევს, – გამიღიმა და რტო ერთ-ერთ შავ ხელთათმანში შემალა.
საყურეები ოდნავ შეერხა. ცეცხლის ალი ხელახლა ათამაშდა.
ზურმუხტის სამკაული საოცრად ამშვენებდა. ზურმუხტის ორი
გლუვი ცრემლი.
– რა ლამაზი საყურეა, – მივუტრიალდი დევის, – საიდან
გაქვს?
თვალები მოწკურა, თითქოს საკუთარ თავს ჩაეკითხა, გადაბ-
რუნებული სიტყვა ხომ არ ვაკადრე.
– ერთმა სანდომიანმა ყმაწვილმა ვალი ამით გამისტუმრა, –
მიპასუხა, – შენ არ გეხება.
მხრები ავიჩეჩე.
– ისე დამაინტერესა.
ფელა ხელის დაქნევით გამოგვეთხოვა და დაიძრა, მაგრამ
ათი ფუტიც არ გაევლო, სიმონი წამოეწია და მკლავში სწვდა.
უგერგილოდ გაუღიმა, გასამხნევებლად ორიოდე სიტყვა
ჩაულაპარაკა, სცადა, ხელების ქნევით საკუთარ ნათქვამის სი-
მართლეში დაერწმუნებინა და შემდეგ რაღაც მიაწოდა. ფელამ
საპასუხოდ გაუღიმა, მიწოდებული ჩამოართვა და ისიც ხელ-
თათმანში ჩაიჩურთა.
დევის მივუბრუნდი.
– გეგმას გაეცანი, ხომ?
თავი დამიქნია.
466 მკითხველთა ლიგა
– მის ოთახამდე რა მანძილია?
– ნახევარ მილზე ცოტათი მეტი, – შემრიგებლური ხმით ვუ-
პასუხე, – ფანტვის გამო...
დევიმ ხელი უდიერად ამიქნია და დამადუმა.
– მე ჩემებური გათვლებით ვხელმძღვანელობ, – მომიჭრა.
– კეთილი, – კოცონის პირას მიგდებულ აბგაზე ვანიშნე, – აქ
ცვილი და თიხაა, – არყის ხის მოქნილი წკეპლა მივეცი, – როცა
ჩვენს ადგილზე ვიქნებით, ნიშანს მოგცემ. ცვილით დაიწყე, ნა-
ხევარი საათის განმავლობაში მაგრად შეუნთე, შემდეგ მეც შე-
მატყობინე და თიხაზე გადაინაცვლე. თიხა ერთი საათით მაინც
შეახურე.
დევიმ ჩაიფრუტუნა.
– ასეთი კოცონის პირობებში? დიდი-დიდი, თხუთმეტი წუთი
გაძლოს.
– ხომ გესმის, შეიძლება, წინდების სკივრში კი არ ჰქონდეს
შენახული, სადმე სხვაგან, ჰაერით არც ისე მდიდარ ადგილას
მალავდეს.
დევიმ ხელის აქნევით მომიშორა.
– ჩემი საქმე კარგად ვიცი.
თავი სანახევროდ დავუკარი.
– შენს ოსტატობას ვენდობი.
– სულ ესაა? – ჩაერია გულმოსული მოლა, – მე მთელი
საათი ლექციას მიკითხავდი! გამომცდელი კითხვებით სული
ამომხადე!
– ბევრი დრო არ გვაქვს, – სიტყვა ბანზე ავუგდე, – თუ დას-
ჭირდება, ხელი შეაშველე. დევი იმ ადამიანთა მცირე რიცხვს
მიეკუთვნება, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, ჩემზე უკეთესი სიმპა-
თისტები არიან.
მოღუშულმა დევიმ თვალი შემავლო.

467 მკითხველთა ლიგა


– ვარაუდით? თავწითელა ღლაპივით გათრიე; ჩემს პატარა
ხელის თოჯინად გაქციე.
– ეგ ორი თერთმეტეულის წინ მოხდა, – თავი ვიმართლე, –
მას მერე ბევრი რამ ვისწავლე.
– ხელის თოჯინა? – სიმმა ვილემს გადაულაპარაკა. თვალსა-
ჩინოებისთვის ვილმა ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს ხელზე რა-
ღაც წამოიცვაო და ორივე აქირქილდა.
ვილემს მოვუხმე.
– წავედით.
ვიდრე დავიძვრებოდით, სიმმა მომცრო ქილა გამომიწოდა.
კითხვით აღსავსე მზერა მივაპყარი. ყველა ალქიმიური აბდა-
უბდა უკვე მოსასხამში მეგულებოდა.
– ეს რაღაა?
– დამწვრობის მალამოა, – განმიმარტა, – მაგრამ ფსელში
თუ აურევ, კაი სასუსნავი გამოვა, – სახეზე ერთი ნაკვთიც არ
შერხევია, – გემრიელი ტკბილეული.
თავი უემოციოდ დავუქნიე.
– არის, სერ.
გაოგნებული მოლა თვალს ვერ გვაშორებდა. დევიმ მრა-
ვალმნიშვნელოვნად გვაქცია ზურგი და შეშის შეკეთებას შეუდ-
გა.

468 მკითხველთა ლიგა


***

ერთ საათში ვილემთან ერთად „ოქროს პონიში“ ვიჯექი და


ბანქოს ვთამაშობდი. საერთო ოთახი თითქმის ავსებულიყო. „ა-
თოვდა ზამთრის ჭვავს“ არფაზე სასიამოვნოდ ჟღერდა. ფუნდუკი
ჯიბესქელი და მთვრალი კლიენტების ზუზუნით ავსებულიყო,
რომლებიც გაუთავებლად თამაშობდნენ და იმაზე ლაყბობდნენ,
რაზეც ზოგადად ჯიბესქელი ხალხი ლაქლაქებს ხოლმე. მგონი,
იმას განიხილავდნენ, მეჯინიბე სამაგალითოდ როგორ უნდა
გაეროზგათ, ან საკუთარ მამულში მოახლეებზე თვალთვალის
ტექნიკას ხვეწდნენ.
„ოქროს პონი“ საჩემო ადგილად არ მიმაჩნდა. ჯიშიანი და
დახვეწილი სტუმრები, ძვირად ღირებული სასმელები და მუსი-
კოსები, რომლებიც თვალს უფრო მეტად აამებდნენ, ვიდრე
ყურს, იქაურობაზე გულს მიცრუებდა. მიუხედავად ყველაფრისა,
ბოლო ორი თერთმეტეული „პონის“ ხშირი სტუმარი გახლდით
და თავიც ისე მეჭირა, თითქოს ნაღებ საზოგადოებაში გარევას
ვცდილობდი. შესაბამისად, ამ ღამეს ჩემი იქ ყოფნა არავითარ
ეჭვს არ აღძრავდა.
ვილემმა სასმელი შეუკვეთა და ბანქო აჩეხა. სანახევროდ გა-
მოცლილ ჩემს სასმისს თავი მივანებე. იდგა თავისთვის და სით-
ხეც თბებოდა. უბრალო ელს ვსვამდი, მაგრამ აქაური ფასების
წყალობით, ჯიბეში ერთი პენიც აღარ მიჭყაოდა. ოღონდ გადა-
ტანითი მნიშვნელობით კი არ ვამბობ, მართლა ასე იყო.
ვილმა „ჩაისუნთქეს“ ახალი ხელი ჩამოარიგა. ქაღალდს
ფრთხილად დავწვდი, რადგან თითები სიმონის ალქიმიური
გაუგებრობით მქონდა გაწებილი. ბანქოს ნაცვლად ცარიელი
ფურცლებიც რომ გვქონოდა, არაფერი შეიცვლებოდა – მაინც
ალალბედზე ვისროდი. უცხო თვალისთვის ისე ჩანდა, თითქოს

469 მკითხველთა ლიგა


თამაშში ვიყავი ჩაფლული, მაგრამ სინამდვილეში მთელი
სხეულით ვაყურადებდი და ველოდი.
თვალის კუთხეში ოდნავი ქავილი ვიგრძენი და ხელი უპის
მოსაფხანად წავიღე. ბოლო წამსღა შევჩერდი, ხელი ჰაერში გა-
მიშეშდა. მაგიდაზე გადმომხობილი ვილემი განგაშით აღსავსე
თვალებით მიყურებდა. თავი ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად გააქ-
ნია. წამიერად მოძრაობის უნარი დავკარგე, თუმცა ხელი ნელ-
ნელა მალევე ჩამოვუშვი.
დარდიმანდობის თამაშმა იმდენად ჩამითრია, გარეთ ჩოჩქო-
ლი რომ ატყდა, მართლა გვარიანად შევცბი. საერთო ოთახში
გამეფებული ხმადაბალი ზუზუნი სისხლის გამყინავმა კივილმა
გაკვეთა:
– ხანძარია! ხანძარი!
„პონი“ გაირინდა. როცა თავზარდამცემ სიახლეს შეიტყობენ
და დაბნეულები არიან, ადამიანებს მუდამ ასე ემართებათ ხოლ-
მე. გონს მოსასვლელად მცირე დრო მაინც სჭირდებათ. ირ-
გვლივ უნდა მიმოიხედონ, ჰაერი დააგემოვნონ და საკუთარ
თავს ჰკითხონ: „რაო, რა თქვეს, ხანძარიო?“, ანდა „ხანძარი?
სად, აქ?“. მე კი ყველას დასანახად მაშინვე ფეხზე წამოვხტი და
იქაურობას შეშლილი მზერა მოვავლე, თითქოს გაფაციცებით
ვეძებდი, ალი საიდან მოდიოდა. ვიდრე დანარჩენებს ზაფრა გა-
დაუვლიდათ, აზრზე მოვიდოდნენ და გაინძრეოდნენ, უკვე კიბე-
ზე ავრბოდი.
– ხანძარი! – გარეთ ხმაურმა იმატა, – ღმერთო, იწვის!
გავიგონე, ბეიზილმა თავისი მცირე როლი როგორ შეისის-
ხლხორცა და გამეღიმა. საკმარისად კარგად არ ვიცნობდი, რომ
მთელი გეგმა გამენდო, მაგრამ ჩანაფიქრის ასამოქმედებლად
ვინმე ისეთიც მჭირდებოდა, ვინც ცეცხლის დროულად შემჩნევი-
სას განგაშს ატეხდა და მოქმედებისთვის ხელ-ფეხს გამიხსნიდა.

470 მკითხველთა ლიგა


ჩვენი ჩანაფიქრი ნახევარი ფუნდუკის დანახშირებას ნამდვი-
ლად არ ითვალისწინებდა.
ბოლო საფეხურსაც ავცდი და „ოქროს პონის“ ზედა სართუ-
ლი დავზვერე. უკნიდან კიბეზე მობაგუნე ნაბიჯები მომესმა. რამ-
დენიმე შეძლებულმა ბინადარმა საკუთარი ოთახის კარი გა-
მოაღო და დერეფანში ცხვირი გამოჰყო.
ამბროზის სამყოფლის კარის ქვედა ღრიჭოდან კვამლის მსუ-
ბუქი ბოლქვები იფრქვეოდა. საქმე შესანიშნავად მიდიოდა.
– მგონი, აქ იწვის! – დავიყვირე და კარისკენ გავიქეცი, თან
ხელს მოსასხამის ჯიბეში ვაფათურებდი.
არქივის ჩხრეკისას ხელოსნობის შესახებ უამრავ საინტერე-
სო რამეს წავაწყდი. ერთ-ერთ ჩინებულ გამოგონებას საალყე
ტარანი ეწოდებოდა.
მარტივი სიმპათეტიკური პრინციპით მუშაობდა. თუ არბალე-
ტი ენერგიას იმგვარად გარდაქმნის, რომ შორს არსებულ მი-
ზანს სწრაფად უწიოს, საალყე ტარანი, ეს ტყვიისგან ჩამოსხმუ-
ლი და წარწერებამოტვიფრული ნივთი, ენერგიას ექვს ინჩზე წა-
ნაცვლებისთვის იყენებს და გზად ნებისმიერ წინაღობას ნამ-
სხვრევებად აქცევს.
დერეფნის ცენტრს რომ მივაღწიე, თავს შევუძახე და ამბრო-
ზის კარს მხრით ვეკვეთე. სხვებისგან უჩუმრად ხელში ჩაბღუჯუ-
ლი საალყე ტარანიც მოვიშველიე.
სქელი ფიცრებით შეკრული კარი ისე დანაფოტდა, თითქოს
კასრს ურო დასცხესო. დერეფანში გამოფენილთა გაოცებულმა
შეძახილებმა და გადალაპარაკებამ ჩემამდეც მოაღწია. სასწრა-
ფოდ შიგნით შევვარდი, თან მთელი ძალით ვცდილობდი, შეშ-
ლილის ბედნიერი სიცილი არ ამეტეხა.
ამბროზის მისაღები ბნელში იყო გახვეული, ჰაერში დატ-
რიალებული მუქი კვამლი კი იქაურობას კიდევ უფრო აბნელებ-
და. ბინის სიღრმეში, ჩემგან მარცხნივ, ალის ციალს მოვკარი
471 მკითხველთა ლიგა
თვალი. წინანდელი სტუმრობიდან უკვე ვიცოდი, რომ იმ მხარეს
საძინებელი იყო.
– ჰეი, – დავიყვირე, – აქ კარგად ხართ?
ხმა საგულდაგულოდ შევარჩიე: მასში ერთდროულად გაბე-
დულებაც გამოსჭვიოდა და ფორიაქიც, სამაგიეროდ, შიშის ნა-
სახიც არ ერია. ბოლოს და ბოლოს, ამ წარმოდგენის მთავარი
გმირი ხომ მე ვიყავი.
საძინებელში კვამლი გახშირებულიყო, მოყვითალო ალს ბუ-
რავდა და თვალებს მიწვავდა. კედელთან ხის უზარმაზარი, უამ-
რავუჯრიანი კომოდი მიედგათ. სიგრძით საცხენოსნოს დაზგას
გაუტოლდებოდა. ცეცხლი უკვე უჯრების კიდეს მიწვდენოდა და
მთელი ძალით ლოკავდა. წესით, ამბროზის თოჯინა აქ უნდა
დაემალა.
სკამს დავწვდი და ზუსტად ის ფანჯარა ჩავამსხვრიე, საიდა-
ნაც რამდენიმე ღამის წინ გადმოვიპარე.
– აქაურობას გაეცალეთ! – გადავძახე ქვემოთ მდგომებს.
ცეცხლს ყველაზე მეტად კომოდის ქვედა მარცხენა კიდე
დაეჩაგრა. როგორც კი ქვედა უჯრა გამოვხსენი, გაღვივებულმა
ქსოვილმა ჰაერი ხარბად შეიწოვა და ალად იფეთქა. დამწვარი
თმის სუნი მეცა. გულში გავივლე, იმედია, ჩემი წარბები არაა-
მეთქი. ნამდვილად არ მინდოდა, მომდევნო ერთი თვის განმავ-
ლობაში სახეზე მუდმივად გაკვირვებული იერით მევლო.
ალი რომ ჩაცხრა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე, კომოდს მოხერ-
ხებულად მივუდექი და ხის მძიმე უჯრა შიშველი ხელებით გამო-
ვიღე. დანახშირებული ტანსაცმლის გარდა არაფერი მოჩანდა,
მაგრამ როგორც კი ფანჯრისკენ დავიძარი, უჯრის ფსკერზე რა-
ღაც არახუნდა. უჯრა ფანჯრიდან რომ მოვისროლე, შევნიშნე, ეს
რაღაც სიბნელეში როგორ ამოტრიალდა, ხოლო ჰაერთან შეხ-
ვედრილი ქსოვილი მაშინვე ნაპერწკლებად გაიფანტა.

472 მკითხველთა ლიგა


მეორე ჯერზე ზედა მარჯვენა უჯრას შევეჭიდე. როგორც კი გა-
მოვაღე, კვამლისა და ალის ნარევმა მუშტივით მლეწა. ორი უჯ-
რის გამოცლის შედეგად კომოდი ტლანქად ნაგებ ბუხარს დამ-
სგავსებოდა, რომლის საკვამურიდანაც თითქოს ცეცხლი მა-
ცოცხლებელ ჟანგბადს იწოვდა. როცა მეორე უჯრასაც ფანჯრის-
კენ მივათრევდი, ცხადად ჩამესმა, ლაქით დაფარულ ფიცრებსა
და უჯრებში ჩარჩენილ ტანსაცმელს ალი როგორ ფიცხად
მოედო.
განგაშზე ქუჩაში შეყრილი ხალხი ყველანაირად ცდილობდა,
ფანჯრიდან გადაყრილი ალმოდებული ნივთები ჩაექრო. ბრბოს
შუაში კი სიმონი დააბოტებდა და თავისი ახალი, დაჭედილი ჩექ-
მებით ყველაფერს ისეთი მონდომებით წიხლავდა, თითქოს ის
პატარა ბავშვია, გაზაფხულის პირველი წვიმის შემდეგ გუბეში
ფეხების ტყაპუნით რომ ერთობაო. თოჯინა სიმაღლიდან გადაგ-
დებას რომც გადარჩენილიყო, ფეხით გათელვას მაინც ვერ გა-
დაიტანდა.
სიმონი ასე უბრალო ახირების გამო არ იქცეოდა. დევიმ ოცი
წუთით ადრე მანიშნა, რომ ცვილის თოჯინაზე ცეცხლის წაკიდე-
ბა უკვე სცადა. ვინაიდან ამან შედეგი არ გამოიღო, ცხადი გახ-
და, რომ ამბროზის ჩემი სისხლი თიხის თოჯინის შესაქმნელად
გამოეყენებინა. უბრალო ცეცხლით კი მას ვერ გავანადგურებ-
დით.
დანარჩენ უჯრებსაც ერთიმეორის მიყოლებით დავერიე და
ფანჯრიდან მოვისროლე, მხოლოდ რამდენიმე წამით შევყოვ-
ნდი, რათა ამბროზის საწოლზე ჩამოფარებული სქელი ხავერ-
დის ფარდა ჩამომეხსნა და ცეცხლისგან დასაცავად ხელებზე შე-
მომეხვია. შეიძლება, მსგავსი საქციელი უინტერესო წვრილმა-
ნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე სულაც არ გახლავთ – ხელების
დაწვისა ძალიან მეშინოდა. ჩემი ყველა ნიჭი ხომ მათ უზადოდ
მუშაობას მოითხოვდა.
473 მკითხველთა ლიგა
როდესაც კომოდთან დაბრუნებისას გზად ამბროზის ღამის
ქოთანს წამოვკარი ფეხი, ეს უკვე ნამდვილად წვრილმანი ახი-
რება იყო. ქოთანი გარეგნულად ძვირფას ჭურჭელს წააგავდა,
ნატიფად გამოყვანილი თიხის ნაკეთობა გახლდათ. გადაყირა-
ვებული ჭურჭელი იატაკზე გადაგორდა და ბუხართან შეჯახები-
სას ნამსხვრევებად იქცა. საკმარისია გითხრათ, რომ ის, რაც ამ-
ბროზის ძვირფას ხალიჩას მიეწუწა, გემრიელი ნუგბარი სულაც
არ გახლდათ.
თაროების ადგილას დარჩენილი სივრცე გაშმაგებულმა ცეც-
ხლმა შეავსო და ოთახი მთლიანად გაანათა, ჩატეხილი ფანჯრი-
დან კი სუფთა ჰაერი იჭრებოდა. საბოლოოდ, კიდევ ვიღაცამ გა-
მოიჩინა სიმამაცე და ოთახში შემოვარდა. ხელების დასაცავად
ამბროზის ერთ-ერთი ზეწარი გამოიყენა და ბოლო რამდენიმე
ცეცხლმოკიდებული უჯრის ფანჯრიდან გადაგდებაში დამეხმა-
რა. მეტად მხურვალე და ჭვარტლიანი სამუშაო გახლდათ და
როდესაც ქვაფენილს ბოლო უჯრაც დაენარცხა, საშინლად და-
ქანცული ვიყავი და გაუთავებლად ვახველებდი.
ყველაფერი სამ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა. ფუნდუ-
კის რამდენიმე სხარტად მოაზროვნე კლიენტმა ოთახში წყლით
სავსე დოქები შემოარბენინა და გამოცარიელებულ კომოდს,
რომელსაც ჯერ კიდევ ცეცხლი ჭამდა, ზედ დააცალა. კვამლადე-
ნილი ხავერდის ქსოვილიც ფანჯრიდან მოვისროლე და დავიძა-
ხე:
– მანდ, ქვემოთ, ფრთხილად!
ამგვარი მინიშნებით სიმონი მიხვდებოდა, რომ ქვაფენილზე
დახვავებული ტანსაცმლის გროვიდან ჩემი საალყე ტარანი უნ-
და გამოეძვრინა.
ლამპები აანთეს, ჩამსხვრეული ფანჯრებიდან შემოსულმა
ღამის გრილმა ჰაერმა კი ოთახში დაგუბებული კვამლი თანდა-
თან შეათხელა. გაოგნებული მოსეირეების ჯგუფი ამბროზის და-
474 მკითხველთა ლიგა
ნაფოტებული კარის გარშემო შეკრებილიყო, მე კი, უსაქმოდ
დარჩენილმა, იმაზე დავიწყე ფიქრი, ნეტავი, ამღამინდელი სა-
ნახაობის შემდეგ როგორი ჭორები გავრცელდება-მეთქი.
ოთახი საკმარისად კარგად რომ გაანათეს, ცეცხლით ამბრო-
ზის სამყოფლისთვის მიყენებული ზარალი შევათვალიერე. კო-
მოდი დანახშირებული ფიცრების გროვად ქცეულიყო, მობათქა-
შებული კედელი კი მხურვალებისგან დაბზარულიყო და ბუშტუ-
კებსაც გამოეყარა. შავ ჭვარტლს თეთრ ჭერზე მარაო მოეხატა.
გაჭვარტლულ სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოვკარი
თვალი და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი, მეტ-ნაკლებად უვნებ-
ლად გადარჩენილი წარბები რომ დავინახე. კარგა გვარიანად
მონგრეული კი ვიყავი – თმა გამბურძგნოდა, ოფლიან სახეზე კი
ფერფლი შემზელოდა. მურის ფონზე თვალების სითეთრე განსა-
კუთრებით მიკაშკაშებდა.
მალე ვილემი შემომიერთდა და მარცხენა ხელის შეხვევაში
მომეხმარა. არ დამიწვია, მაგრამ ვიცოდი, მოსეირეების თვალ-
ში უცნაურად გამოჩნდებოდა, ამ გაწამაწიიდან სრულიად უვნე-
ბელი რომ გამოვსულიყავი. ოდნავ შეტრუსულ თმას თუ არ ჩავ-
თვლით, ყველაზე დიდ დაზიანებად სახელოში ნაპერწკლების-
გან გაჩენილი ნახვრეტები იყო. კიდევ ერთი პერანგი გამივე-
რანდა. ასე თუ გაგრძელდებოდა, სემესტრის ბოლოს შიშველი
დავრჩებოდი.
საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი, კომოდზე დასას-
ხმელად უფრო მეტი წყალი როგორ შემოჰქონდათ. ჭერის ნაკ-
ვერჩხალშერჩენილ კოჭზეც მივუთითე და წყალი იქაც შეასხეს –
გაბმული შიშინი გაისმა და ორთქლნარევი კვამლის ბუღი ავარ-
და. ხალხი უწყვეტად შედი-გამოდიოდა, მოსეირეები ზარალს
თვალს ავლებდნენ და ერთმანეთს თავის ქნევით ებუტბუტებოდ-
ნენ.

475 მკითხველთა ლიგა


ის იყო, ვილიმ სახვევის დადება დაასრულა, რომ ფანჯარაში
ქვაფენილზე მოჭენავე ცხენის თქარუნის ხმა შემოიჭრა და ცოტა
ხნით ლურსმნით დაჭედილი ჩექმების გავეშებული ბაკუნი გადა-
ფარა.
ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, როცა დერეფნიდან ამ-
ბროზის ხმა მომესმა.
– ღმერთმანი, აქ რა ხდება? მოშორდით, აქედან გაეთრიეთ!
ხალხი ლანძღვა-გინებით მისწი-მოსწია და ოთახში შემოვარ-
და. თავის საწოლზე წამოსკუპებული რომ დამინახა, ადგილზე
გაიყინა.
– ჩემს ოთახებში რას აკეთებ? – მკითხა მკაცრად.
– რა? – კითხვა შევუბრუნე და მიმოვიხედე, – ეს შენი ოთახე-
ბია? – ნათქვამში საკმარისი გაოცების ჩაქსოვება მინდოდა,
მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან ხმა კვამლისგან
ჩამხლეჩოდა, – ამ ჯოჯოხეთში იმისთვის შემოვვარდი, რომ შენი
ნივთები გადამერჩინა?!
ამბროზის თვალები დაუვიწროვდა და მზერა დანახშირებულ
კომოდზე გადაიტანა. გაცეცხლებული თვალები ისევ მე მომაპ-
ყრო. მოულოდნელი მიხვედრისგან გუგები გაუფართოვდა. თა-
ვი ძლივს შევიკავე, რომ არ გამღიმებოდა.
– აქედან გაეთრიე, ბინძურო, ქურდბაცაცა რუ, – გესლიანად
გადააფურთხა, – ვფიცავ, თუ რამეა დაკარგული, კონეტაბლს
დაგაყენებ თავზე, რკინის კანონის წინაშე წარგადგენ და სახ-
რჩობელაზე ჩამოგკიდებ.
პასუხის გასაცემად ჩავისუნთქე, თუმცა უნებლიეთ დაუმორ-
ჩილებელი ხველა ამიტყდა და მხოლოდ შებღვერით შემოვი-
ფარგლე.
– ყოჩაღ, ამბროზი, – ჩაერია ვილემი, – ქურდი გამოიჭირე.
ცეცხლი მოგპარა.
ერთ-ერთი მოსეირეც ჩაერია.
476 მკითხველთა ლიგა
– ჰო, მიდი, უკან დააბრუნებინე.
– გაეთრიე! – დაიყვირა მრისხანებისგან სახეაწითლებულმა
ამბროზიმ, – და ეგ ბინძური შიმიც გაიყოლე, თორემ, ვფიცავ,
ორივეს ისე გაგატყავებთ, თვალსაც არ დავახამხამებ.
შევამჩნიე, მისი უცნაური რეაქციით გაოგნებული მაყურებ-
ლები ამბროზის როგორ მისჩერებოდნენ.
მე კი ხანგრძლივი, ამაყი გამოხედვით დავაჯილდოვე და სცე-
ნა ბოლომდე გავითამაშე.
– არაფრის, – ღირსებაშელახული ხმით მივუგდე, გვერდით
ჩავლისას მხარი უხეშად გავკარი და გზიდან ჩამოვიცილე.
ოთახიდან გასვლისას განადგურებულ კარში მსუქანი, აღაჟ-
ღაჟებული კაცი შემოვარდა. „ოქროს პონის“ მეპატრონე ვიცანი.
– რა ეშმაკი ხდება აქ?! – იკითხა.
– სანთელი მეტად სახიფათო ნივთი აღმოჩნდა, – ვთქვი და
ამბროზის მხარუკუღმა გავხედე, – არა, მართლა, ჩემო ბიჭო,
რაზე ფიქრობდი? მეგონა, არკანუმის წევრს მეტი ჭკუა ექნებო-
და.

477 მკითხველთა ლიგა


***

ვილი, მოლა, დევი და მე კოცონის ნარჩენების გარშემო ვის-


ხედით, როდესაც ხეებს შორის ნაბიჯებისგან ახმიანებული ფიჩ-
ხის ტკაცატკუცი მოგვესმა. ფელას კვლავაც მოხდენილად ეცვა,
თუმცა თმა ჩამოშლოდა. სიმი გვერდით მოჰყვებოდა და გადმო-
ჩაჩხული ტოტებისგან გზას უგერგილოდ უთავისუფლებდა.
– ამდენ ხანს სად იყავით? – ჰკითხა დევიმ.
– იმრედან ფეხით მოვდიოდი, – აუხსნა ფელამ, – შუა გზაზე
სიმი შემხვდა. არ იდარდო, დედიკო, თავი ნამდვილი ჯენტლმე-
ნივით ეჭირა.
– იმედია, ძალიან არ გაგიჭირდა, – ვუთხარი მე.
– ვახშამი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, –
აღიარა ფელამ, – მაგრამ საღამოს მეორე ნაწილი მთელ ამ და-
ვიდარაბად ღირდა.
– მეორე ნაწილი? – ჩაეკითხა მოლა.
– უკანა გზაზე სიმმა „პონიში“ ნაოხარის სანახავად შემატა-
რა. ამბროზისთან ორი სიტყვის სათქმელად შევჩერდი. ასე
არასდროს მიმხიარულია, – ფელამ ეშმაკურად გაიღიმა, – ისე-
თი სცენები მოვუწყე...
– მართლა, – დაეთანხმა სიმი, – ფელა ბრწყინვალე იყო.
გოგონა სიმს მიუტრიალდა და დოინჯი შემოირტყა.
– ჰმ, ესე იგი, ასე უნამუსოდ მიმაგდე და გამოიქეცი?
სიმმა შუბლი გაზვიადებულად შეჭმუხნა და ხელი გიჟივით
აიქნია.
– მომისმინე, უტვინო დედაკაცო! – ამბროზის ვინტასურ აქ-
ცენტს შესანიშნავად მიბაძა, – ჩემს ოთახებს ცეცხლი ეკიდა!
ფელა მიტრიალდა და ხელები აიქნია.
– ნუ მატყუებ! ვიღაც ბოზთან გაიქეცი. ცხოვრებაში ასე არა-
ვის დავუმცირებივარ! შენი დანახვაც აღარ მინდა!
478 მკითხველთა ლიგა
ამ პატარა წარმოდგენას ტაში დავუკარით. სიმმა ფელას
ხელკავი გაუყარა და თავი დაგვიკრეს.
– მაინც, რომ იცოდეთ, – სასხვათაშორისოდ დაამატა ფე-
ლამ, – ამბროზის „უტვინო დედაკაცო“ საერთოდ არ უთქვამს, –
სიმს ხელს არ უშვებდა.
სიმონს ცოტა დარცხვენა დაეტყო.
– ჰო. არსებობს რაღაც გამოთქმები, რომლითაც ქალბატონს
ხუმრობითაც ვერ მიმართავ, – ფელას უხალისოდ უშვა ხელი და
მორზე ჩამოჯდა. ფელა გვერდით მიუჯდა, მისკენ გადაიხარა და
რაღაც წასჩურჩულა. სიმმა გაიცინა და თავი გააქნია.
– გთხოვ, – არ მოეშვა ფელა და ხელი მხარზე დაადო, –
ქვოს ბარბითი თან არ აქვს, ვინმემ ხომ უნდა გაგვართოს.
– კარგი, კარგი, – თქვა სიმონმა და მღელვარება დაეტყო.
ცოტა ხნით თვალები დახუჭა და შემდეგ მაღალფარდოვანი
ხმით დაიწყო.
მოელვარე, მზერით მწველით მოისწრაფის მარდად ფელა,
ქვაფენილზე ქუსლი როკავს ტოკავს კავი თმა-ნაწნავის,
ეწვია ავად ამბროზის ალმა ანაცრა ოთახნი,
ამბროზი ითათხ-თუხთუხებს ღრიალით დაღრღნა ღრუბელ-
ნი,
იოფლა, მაინც ჩაფლავდა ფელას უდრეკსა მკერ...
სიმონი სიტყვა „მკერდთანას“ წარმოთქმამდე უეცრად შე-
ჩერდა და ჭარხალივით გაწითლდა. კოცონის მეორე მხრიდან
დევის ქირქილი მოისმა.
როგორც ნამდვილ მეგობარს შეშვენის, უხერხულობის გასა-
ფანტად საქმეში ვილემი ჩაერია:
– ხშირ-ხშირად რატომ ჩერდები? თითქოს სუნთქვა არ გყოფ-
ნისო.
– ეგ მეც ვკითხე, – გაიღიმა ფელამ.

479 მკითხველთა ლიგა


– უძველეს ვინტურ სტროფებში ასეა, – აგვიხსნა სიმმა, –
ამას სტრიქონის წყვეტა ანუ ცეზურა ჰქვია.
– პოეზიაზე შემაშფოთებლად ბევრი იცი, სიმ, – ვუთხარი მე,
– ლამისაა, შენდამი პატივისცემა დავკარგო.
– ჩშშ, – გამაჩერა ფელამ – ჩემი აზრით, ძალიან ლამაზია.
უბრალოდ გშურს, ასე კარგად რომ გამოსდის.
– პოეზია სიმღერას ჰგავს, ოღონდ მუსიკის გარეშე, – ვუპა-
სუხე ქედმაღლურად, – უმუსიკო სიმღერა კი იგივეა, რაც უსულო
სხეული.
ვიდრე სიმონი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ვილემმა ხელი
ასწია.
– სანამ ფილოსოფიურ საუბარში ჩავეფლობით, აღსარება
უნდა ჩაგაბაროთ, – თქვა დაღვრემილი სახით, – ამბროზის
ოთახთან, დერეფანში, ლექსი დავაგდე. აკროსტიქია, რომელიც
მაგისტრ ჰემმესადმი მის უსაზღვრო სიყვარულზე მოგვით-
ხრობს.
ყველამ გავიცინეთ, მაგრამ სიმონს განსაკუთრებით სასაცი-
ლო მოეჩვენა. სულის მოსათქმელად კარგა ხანი დასჭირდა, ბო-
ლოს, როგორც იქნა, ხმის ამოღება შეძლო.
– რომ დაგვეგეგმა, ამაზე უკეთ მაინც არ გამოვიდოდა, – სუ-
ლი ოდნავ მოითქვა და განაგრძო, – მე კიდევ მანამდე ქალის
ტანსაცმელი ვიყიდე: წითელი ატლასის ქსოვილი, მაქმანიანი
ნაჭრები და რაღაც კორსეტი, ჰოდა, ამბროზის იმ სამოსს შევუ-
რიე, ქუჩაში რომ გადმოყარეთ.
კიდევ უფრო ხმამაღალი სიცილი აგვიტყდა. შემდეგ ყველა მე
მომაჩერდა.
– აბა, შენ რა ჩაიდინე? – წამაქეზა დევიმ.
– მხოლოდ ის, რაც დაგეგმილი მქონდა, – მოღუშულმა ჩავი-
ლაპარაკე, – მხოლოდ ის, რაც თოჯინის გასანადგურებლად და
ღამე მშვიდად დასაძინებლად მჭირდებოდა.
480 მკითხველთა ლიგა
– მისი ღამის ქოთანი მიაჭიტლაყე, – დააზუსტა ვილემმა.
– მართალია, – ვაღიარე, – და კიდევ, ეს ვიპოვე, – ფურცელი
ავწიე.
– თუ მისი ერთ-ერთი ლექსია, – მითხრა დევიმ, – გირჩევ,
სასწრაფოდ დაწვა და ხელები კარგად დაიბანო.
დაკეცილი ფურცელი გავხსენი და ხმამაღლა წავიკითხე:
– „სადავთრო ნომერი 4535: ბეჭედი. თეთრი ოქრო. ლურჯი
ქვაბურვილი. შეკეთება და გაპრიალება“.
ქაღალდი ფრთხილად დავკეცე და ჯიბეში შევინახე.
– ჩემთვის ეს ლექსზე უკეთესია, – ვთქვი მე.
სიმი მხრებში გასწორდა.
– შენი ქალბატონის ბეჭდის საბუთია?
– თუ სწორად მივხვდი, იუველირის მიერ გაცემული ქაღალ-
დია. ჰო, მისი ბეჭედია, – ვუპასუხე მე, – და, სხვათა შორის, ის
ჩემი ქალბატონი არ არის.
– დავიბენი, – თქვა დევიმ.
– ყველაფერი ამით დაიწყო, – აუხსნა ვილემმა, – ქვო იმ გო-
გოს ნივთის დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც მოსწონს.
– ვინმემ კარგად უნდა ამიხსნას, – არ დაკმაყოფილდა დევი,
– როგორც ჩანს, ამბავს შუა გზაზე შემოვუერთდი.
ზურგით ლოდს მივეყრდენი და ისტორიის მოყოლა მეგობ-
რებს სიამოვნებით დავუთმე.
ქაღალდი ამბროზის კომოდის უჯრებში არ ყოფილა, არც ბუ-
ხარზე ან საწოლთან, არც ძვირფასეულობის დაფაზე ან სამუშაო
მაგიდაზე.
სინამდვილეში მის საფულეში იდო. ბინძური, ქურდბაცაცა რუ
რომ მიწოდა, დაახლოებით ნახევარ წუთში ამოვაცალე. თით-
ქმის რეფლექსური მოძრაობით ავწაპნე- სწორედ მაშინ, ოთახი-
დან გამოსვლისას მხარი რომ გავკარი.

481 მკითხველთა ლიგა


უცნაური დამთხვევის წყალობით, საფულეში ფულიც იდო.
თითქმის ექვსი ტალანტი. ამბროზისთვის ბევრ არაფერს წარმო-
ადგენდა, რიგით ქალბატონთან ერთი თავბრუდამხვევი საღა-
მოს გასატარებლად თუ ეყოფოდა. აი, მე კი იმდენად დიდ თან-
ხად მეჩვენებოდა, რომ თავი კინაღამ დამნაშავედ ვიგრძენი. კი-
ნაღამ.

482 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეთოთხმეტე
სამშვენისი

„ანკერში“ დაბრუნებულს დენნას წერილი არ დამხვედრია.


არც დილით. დავინტერესდი, ნეტავი ბიჭმა ჩემი წერილის გადა-
საცემად დენნას საერთოდ მიაგნო, თუ დანებდა და წერილი
მდინარეში გადააგდო ან სულაც შეჭამა-მეთქი.
მომდევნო დღეს გადავწყვიტე, რომ კარგ განწყობას ელოდი-
ნის ლექციის გარდაუვალი სიგიჟით ვერ გავიფუჭებდი, ბარბითი
მხარზე მოვიგდე და მდინარის გადაღმა, დენნას მოსაძებნად გა-
ვეშურე. მართალია, ამის გაკეთებას უფრო ადრე ვგეგმავდი,
მაგრამ ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს მზად ვიყავი, ძალიან
მინდოდა, ბეჭდის დაბრუნებისას მისი სახე დამენახა.

***

საიუველირო მაღაზიაში შევაბიჯე და მომცრო ვიტრინის უკან


მდგომ დაბალ კაცს მივუახლოვდი.
– ბეჭედზე მუშაობას მორჩი?
შუბლი შეჭმუხნა.
– ვერ... ვერ მიგიხვდით, სერ.
ამოვიხვნეშე, ჯიბე მოვიქექე და ქაღალდი ამოვაცურე.
ფურცელს დააკვირდა და ცოტა ხანში სახე გაუნათდა.
– აა, დიახ, რა თქმა უნდა. ერთი წუთით დამელოდეთ.
მაღაზიის უკანა ნაწილში გამოჭრილ კარში გაუჩინარდა.
ოდნავ მოვეშვი. ეს უკვე მესამე მაღაზია იყო, რომელსაც ვეს-
ტუმრე. წინა ორი დიალოგი ასეთი წარმატებული არ გამოდგა.
პატარა კაცი უკანა ოთახიდან გამოჩანჩალდა.

483 მკითხველთა ლიგა


– აი ისიც, სერ, – ბეჭედი ასწია, – წვიმის წვეთივით ცინცხა-
ლი. ქვაც საყვარლად გამოიყურება, თუ შეიძლება, ასე ითქვას.
ბეჭედი სინათლეზე შევათვალიერე. ნამდვილად დენნასი
იყო.
– კარგად გიმუშავია, – შევაქე.
გაეღიმა.
– გმადლობთ, სერ. მთლიანობაში, ორმოცდახუთი პენის სა-
მუშაო შესრულდა.
ამოვიხვნეშე. რა თქმა უნდა, სულ ტყუილად მქონდა იმედი,
რომ ამბროზი წინასწარ გადაიხდიდა. გონებაში გადავიანგარი-
შე და ვიტრინის შუშაზე ტალანტი და ექვსი ჯოთი ჩავამწკრივე.
მონეტების დაწყობისას შევნიშნე, რომ ვიტრინას ორმაგად გამ-
ძლე მინისთვის დამახასიათებელი ოდნავ ზეთოვანი ზედაპირი
ჰქონდა. ხელი გადავუსვი და დამაინტერესა, საცხენოსნოში შექ-
მნილი ჩემი ერთ-ერთი ნაკეთობა ხომ არ იყო.
ვიდრე იუველირი მონეტებს კრეფდა, კიდევ ერთი რაღაც შე-
ვამჩნიე, ამჯერად ვიტრინის შიგნით.
– სამშვენისებმა მოგხიბლათ? – შემომაპარა კაცმა. ვიტრი-
ნის ცენტრში გამოფენილ ყელსაბამზე მივუთითე, – მშვენიერი
გემოვნება გქონიათ, – თქვა, ჯიბიდან გასაღები დააძრო და ვიტ-
რინის უკან ამოჭრილი მომცრო კარი გააღო, – მეტად გამორ-
ჩეული ნაკეთობაა. არა მხოლოდ მოხდენილი ფორმისაა, არა-
მედ ქვაც იდეალურადაა დამუშავებული. წაგრძელებულ წვეთად
გამოკვეთილ ასეთი ხარისხის ზურმუხტს იშვიათად შეხვდებით.
– შენი ნახელავია? – ვკითხე მე.
იუველირმა მრავლისმთქმელად ამოიხვნეშა.
– ეჰ, ნეტავი. ასეთი ოსტატობით ნამდვილად ვერ დავიკვეხ-
ნი. რამდენიმე თერთმეტეულის წინ ახალგაზრდა ქალბატონმა
მოიტანა. როგორც ჩანს, ფული სამშვენისებზე მეტად სჭირდე-
ბოდა და მოვრიგდით.
484 მკითხველთა ლიგა
– რამდენად გაყიდი? – ვკითხე სასხვათაშორისოდ.
მიპასუხა. დიდ თანხას ითხოვდა. იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე
ერთად მენახა. იმდენს, რამდენითაც ერთი ქალი იმრეში რამდე-
ნიმე წლის განმავლობაში უდარდელად იცხოვრებდა. ახალი
არფის საყიდლად საკმარის თანხად აფასებდა, მტკიცე ვერ-
ცხლისგან ნაკეთი ბარბითის სამყოფ თანხად, ან სულაც, ასეთი
ბარბითის ჩასადებისთვის საკმარისად.
იუველირმა ისევ ამოიხვნეშა და თავი ისე გააქნია, თითქოს
მთელი სამყაროს სევდა აწევსო.
– რა დასანანია. ვინ იცის, რა აიძულებს ახალგაზრდა ქალს
ასეთი ნაბიჯის გადადგმას, – შემდეგ თავი ასწია და გაიღიმა,
ცრემლის ფორმის ზურმუხტი სინათლეზე დაიჭირა და მომლო-
დინე სახე მიიღო, – თუმცა, მისი დანაკარგი შეიძლება თქვენი
შენაძენი გახდეს.

485 მკითხველთა ლიგა


***

ვინაიდან თავის წერილში დენნამ „კასრი და ეშვი“ ახსენა, გა-


დავწყვიტე, ძებნა სწორედ იქიდან დამეწყო. ახლა, როცა ვიცო-
დი, მის საყიდლად დენნას რისი დათმობა მოუხდა, ბარბითის
ჩასადები მხარზე უფრო მძიმედ მაწვა. მაგრამ მაინც, კეთილი
საქმე საპასუხო უკუგებას მოითხოვს და იმედი მქონდა, რომ
ბეჭდის დაბრუნების შემდეგ მასთან დიდ ვალში არ დავრჩებო-
დი.
მაგრამ „კასრი და ეშვი“ ფუნდუკი კი არა, უბრალოდ, რესტო-
რანი აღმოჩნდა. უიმედობის მიუხედავად, მეპატრონეს მაინც
ვკითხე, ვინმემ წერილი ხომ არ დამიტოვა-მეთქი. არავის
დაეტოვებინა. ისიც ვკითხე, ხომ არ ახსოვდა, წინა ღამეს მუქ-
თმიან, ლამაზ ქალს რომ შემოევლო.
ამჯერად თავი დამიქნია.
– კარგა ხანს იცდიდა, – მიპასუხა, – მახსოვს, გავიფიქრე კი-
დეც, ასეთ ქალს ამდენი როგორ უნდა ალოდინო-მეთქი.
ვერც კი წარმოიდგენთ, იმრეს მსგავს მომცრო ქალაქშიც კი
რამდენი ფუნდუკი და პანსიონია.

486 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეთხუთმეტე
საიდუმლოებანი

ორი დღის შემდეგ საცხენოსნოსკენ იმის იმედით მივემართე-


ბოდი, რომ ცოტაოდენი გულითადი გარჯა კარგად გამომაფხიზ-
ლებდა და ელოდინის ორსაათიანი სიცანცარის გადატანაშიც
დამეხმარებოდა. კარამდე სამიოდე ნაბიჯიღა მქონდა დარჩენი-
ლი, როდესაც ეზოს მეორე მხრიდან ჩემკენ მომავალი, ცისფერ
მოსასხამში გახვეული გოგონა დავინახე. კაპიუშონის ქვეშ მიმა-
ლულ სახეზე ერთდროულად აღტაცებაც აღბეჭდოდა და მღელ-
ვარებაც.
ერთმანეთს მზერა გავუსწორეთ. შედგა. შემდეგ თვალ-
მოუშორებლად ისეთი ძლივსშესამჩნევი და მოუქნელი ჟესტით
მანიშნა, რომ ხელახლა გამეორებამდე ვერ მივხვდი, რას
მთხოვდა: უნდოდა, გავყოლოდი.
გაკვირვებულმა თავი დავუქნიე. მიტრიალდა და ეზოს გაეცა-
ლა. იმ ადამიანივით დაძაბულად მოძრაობდა, ზედმეტად რომ
ცდილობს, თვალში არავის მოხვდეს.
მივყევი. სხვა შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ ჩემი ბნელ ჩიხ-
ში შეტყუება უნდოდა, სადაც ყაჩაღები კბილებს დამაყრევინებ-
დნენ და საფულეს გამტაცებდნენ, მაგრამ უნივერსიტეტთან ძარ-
ცვისთვის გამოსადეგი ჩიხი არსად იყო, გარშემო კი მზიანი შუ-
ადღე ღუღუნებდა.
საბოლოოდ, შუშის საამქროსა და მესაათის სახელოსნოს
უკან, მიტოვებულ ბილიკზე შედგა. გარშემო აღელვებულმა მი-
მოიხედა, შემდეგ მოტრიალდა და კაპიუშონის ქვეშ შემალული
სახე გამოაჩინა.
– როგორც იქნა, გიპოვე! – თქვა სუნთქვაშეკრულმა.

487 მკითხველთა ლიგა


იმაზე ახალგაზრდა გამოდგა, ვიდრე ველოდი. თოთხმეტზე
მეტის არ იქნებოდა. თაგვისფერი კულულები სახის გარშემო შე-
მოხვეოდნენ და კაპიუშონიდან გამოძრომას ლამობდნენ. ვე-
რაფრით ვიხსენებდი, ვინ იყო...
– შენს ძებნაში იმდენი დრო დავხარჯე, – განაგრძო გოგო-
ნამ, – იმდენ ხანს გეძებდი, რომ დედაჩემს ჰგონია, უნივერსი-
ტეტში შეყვარებული გავიჩინე, – ბოლო სიტყვები თითქმის ეშ-
მაკურად გამოთქვა და ბაგეებზე ოდნავი ღიმილიც გაუკრთა.
პირი გავაღე იმაში გამოსატყდომად, რომ წარმოდგენა არ
მქონდა, ვინ იყო, მაგრამ ხმის ამოღება არ მაცალა.
– არ იდარდო, არავისთვის მითქვამს, რომ შენს სანახავად
მოვდიოდი, – მღელვრებისგან აკაშკაშებული თვალები ღრუბე-
ლაფარებული მზით მოჩრდილული ტბორივით ჩაუმუქდა, – ვი-
ცი, რომ ასე უფრო უსაფრთხოა.
ნერვიულობისგან მოქუფრული სახითღა ვიცანი. ის პატარა
გოგონა იყო, ჩანდრიანებზე გავრცელებული ხმების გამოსაკ-
ვლევად ტრებონში ყოფნისას რომ შევხვდი.
– ნინა, – ვკითხე, – აქ რას აკეთებ?
– შენ გეძებ, – თავი ამაყად ასწია, – რადგან ყველანაირ მა-
გიაში ერკვეოდი, ვიფიქრე, უნივერსიტეტიდან იქნებოდა-მეთქი,
– გარშემო მიმოიხედა, – მაგრამ აქაურობა უფრო დიდი გამოდ-
გა, ვიდრე მეგონა. ვიცი, რომ ტრებონში სახელი არავისთვის
გითქვამს, შენზე ძალაუფლება რომ არ მოეპოვებინათ, მაგრამ
უნდა ვაღიარო, ამან შენი პოვნა ძალიან გამიძნელა.
ტრებონში ჩემი სახელი არავისთვის მითქვამს? იმ დღეების
ამბები ბუნდოვნად მახსოვდა, რადგან მაშინ ცოტა ტვინიც შე-
მერყა. ალბათ, კარგად მოვიქეცი, ვინაობა რომ დავმალე. ბო-
ლოს და ბოლოს, ნახევარი ქალაქის გადაწვაში ჩემი ხელი ერია.
– ვწუხვარ, რომ ამდენი წვალება მოგიხდა, – ჯერაც ვერ მივ-
მხვდარიყავი, მისი სტუმრობა რისთვის მიმეწერა.
488 მკითხველთა ლიგა
ნინა ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
– შენი წასვლის შემდეგ რაღაცები მესიზმრა, – თქვა ჩუმად,
თუმცა თავდაჯერებული ხმით, – ცუდი სიზმრები. მეგონა, ისინი
მომაკითხავდნენ იმის გამო, რაც გითხარი, – მრავლისმთქმელი
მზერით შემომხედა, – მაგრამ შემდეგ შენს მოცემულ თილის-
მასთან ერთად დაძინება გადავწყვიტე. ყოველ ღამე ვლოცუ-
ლობდი და სიზმრებიც გაქრა, – ყელზე ტყავის ზონრით ჩამოკი-
დებულ კაშკაშა მეტალის ნივთს ცალი ხელით ანგარიშმიუცემ-
ლად ათამაშებდა.
უეცარი სინდისის ქენჯნით გავიაზრე, რომ ჩემდა უნებურად
მაგისტრი კილვინი მოვატყუე. თილისმა ნამდვილად არავის-
თვის მიმიყიდია, თილისმის მსგავსიც კი არაფერი შემიქმნია,
მაგრამ ნინას ამოტვიფრული ლითონის ნაჭერი მივეცი და გუ-
ლის დასამშვიდებლად ვუთხარი, რომ ავგაროზი იყო. სხვა-
ნაირად ვერ მოვიქცეოდი – სასოწარკვეთის ზღვრამდე მიიყვანა
იმაზე ფიქრმა, რომ დემონები მის მოკვლას აპირებდნენ.
– ესე იგი, კარგად მუშაობს? – ვკითხე და ვცადე, ხმაში დანა-
შაულის გრძნობა არ გამრეოდა.
თავი დამიქნია.
– მას შემდეგ, რაც ბალიშის ქვეშ დავიდე და ლოცვები წარ-
მოვთქვი, ჩვილივით კარგად მძინავს. იმ დროიდან მოყოლებუ-
ლი, ერთ განსაკუთრებულ სიზმარს ვხედავ, – თქვა და გამიღი-
მა, – ის დიდი ქოთანი მესიზმრება, რომელიც ჯიმიმ იქამდე მაჩ-
ვენა, ვიდრე მაუთენების ფერმაში ხალხს დახოცავდნენ.
გულში იმედი ჩამესახა. ნინა ერთადერთი ცოცხალი ადა-
მიანი იყო, ვისაც ის უძველესი თიხის ნაკეთობა საკუთარი თვა-
ლით ჰქონდა ნანახი. ჭურჭელი ჩანდრიანების გამოსახულებით
იყო დაფარული, ისინი კი საკუთარ საიდუმლოებს განსაკუთრე-
ბით უფრთხილდებიან.

489 მკითხველთა ლიგა


– იმ ქოთანზე გაგახსენდა რამე, ზედ შვიდი ადამიანი რომ
ეხატა? – ვკითხე აღელვებულმა.
ცოტა ხანს შეყოყმანდა და კოპები შეკრა.
– რვანი იყვნენ, – მიპასუხა, – შვიდნი კი არა.
– რვა? – გავიკვირვე, – დარწმუნებული ხარ?
თავი დამაჯერებლად დამიქნია.
– მეგონა, მაშინაც გითხარი.
გულში ჩასახული იმედი უცებ მუცელში ჩამივარდა და გან-
წყობა ამიმჟავა. ჩანდრიანები ყოველთვის შვიდნი იყვნენ. ეს იმ
მცირე ცნობათაგანი იყო, რაც მათ შესახებ ნამდვილად ვიცოდი.
თუ ნინას მიერ ნანახ ჭურჭელზე რვა ადამიანი იყო გამოსახუ-
ლი...
ნინამ ჩემი იმედგაცრუება ვერ შეამჩნია და თხრობა განაგ-
რძო.
– ქოთანი ზედიზედ სამი ღამე მესიზმრებოდა, ოღონდ ამჯე-
რად სიზმრები კოშმარში აღარ გადაზრდილა. ყოველ დილით
დასვენებული და ბედნიერი ვიღვიძებდი. მაშინ მივხვდი, რომ
ღმერთი მეუბნებოდა, რაც უნდა მომემოქმედა.
ჯიბეები მოიქექა და მტკაველზე გრძელი და ჩემს ცერა თითზე
მსხვილი პრიალა რქა ამოიღო.
– მახსოვდა, ქოთანმა როგორ დაგაინტერესა, მაგრამ მაშინ
ვერაფერი გითხარი, რადგან თვალი სულ რამდენიმე წამით
მქონდა მოკრული, – რქა ამაყად გამომიწოდა.
ცილინდრის ფორმის ოდნავ მოღუნული საგანი კარგად შე-
ვათვალიერე. ვერ მივხვდი, რაში უნდა გამომეყნებინა. გოგონას
დაბნეულმა შევხედე.
ნინამ მოუთმენლად ამოიოხრა და რქა უკან გამომართვა.
დაატრიალა და ბოლო ხუფივით მოხსნა.

490 მკითხველთა ლიგა


– ჩემმა ძმამ დამიმზადა, – თქვა და რქის შიგნიდან პერგა-
მენტის გრაგნილი ამოაცურა, – არ ინერვიულო, არ იცის, რის-
თვის მჭირდებოდა.
გრაგნილი გამომიწოდა.
– უბადლო არ არის, – აღელვებულმა მომიბოდიშა, – დედა-
ჩემი ხანდახან ქოთნების მოხატვაში წამიხმარებს ხოლმე, მაგ-
რამ ეს სულ სხვა საქმეა. ადამიანების გამოსახვა უფრო რთუ-
ლია, ვიდრე ყვავილებისა და ფიგურების. ისიც რთულია, როცა
მხოლოდ გონებაში ნანახი სიზმრის ანაბეჭდი უნდა გადმოსცე.
გამიკვირდა, რომ ხელები არ ამიკანკალდა.
– ეს ისაა, რაც ჭურჭელზე ეხატა? – ვკითხე ჩუმად.
– მხოლოდ ერთი მხარეა, – მიპასუხა გოგომ, – როდესაც
ასეთ მომრგვალებულ ნივთს უყურებ, მის მხოლოდ დაახ-
ლოებით მესამედს ხედავ.
– და სიზმარში ყოველ ღამე სხვადასხვა მხარეს ხედავდი?
თავი გააქნია.
– მხოლოდ ამ მხარეს. ზედიზედ სამი ღამე.
პერგამენტი ფრთხილად გავშალე. ნინას მიერ დახატული კა-
ცი მაშინვე ვიცანი – კუნაპეტ თვალებს აელვარებდა. ფონად გა-
შიშვლებული ხე მოჩანდა, თავად კი ცისფერი წრის შიგნით იდ-
გა, რომელსაც რამდენიმე დატალღული ხაზი გასდევდა.
– წესით, ეს წყალია, – ამიხსნა, – მაგრამ წყლის დახატვა
ძნელია. კაცი კი ზედ უნდა იდგეს. გარშემო თოვლის ნამქერიც
უნდა ეხატოს და თმაც თეთრი ჰქონდეს, მაგრამ თეთრი საღება-
ვით არაფერი გამომივიდა. ქაღალდზე ფერების შერევა გაცილე-
ბით რთული ყოფილა, ვიდრე თიხის მოხატვა.
თავი დავუქნიე, რადგან დარწმუნებული არ ვიყავი, ხმის ამო-
ღება თუ შემეძლო. ეს ფერფლი იყო – არსება, რომელმაც მშობ-
ლები დამიხოცა. მისი სახის წარმოდგენა ნებისმიერ დროს, ყო-

491 მკითხველთა ლიგა


ველგვარი ძალდატანების გარეშე შემეძლო, თვალგახელილ-
საც კი.
გრაგნილი კიდევ უფრო გავშალე. მეორე კაციც გამოჩნდა,
უფრო სწორად, გრძელ, კაპიუშონიან მანტიაში გახვეული ფიგუ-
რა. მანტიის შიგნით სიშავის მეტი არაფერი ჩანდა. ზემოდან სა-
მი მთვარე დაჰნათოდა: სავსე, ნახევარმთვარე და ნამგალა.
გვერდით ორი სანთელი ეხატა: ერთი ყვითელი იყო და კაშკაშა
ნარინჯისფერად ასხივებდა; მეორე, რუხი, კაცის გვერდზე გაწ-
ვდილი ხელის დაბლა შავად იწვოდა, მის გარშემო კი სივრცე
კვამლისგან ჩამუქებულიყო.
– წესით, ეს ჩრდილია, – თქვა ნინამ და კაცის ხელის ქვემოთ
სივრცე მომიხაზა, – ქოთანზე უფრო მკაფიოდ ემჩნეოდა. ამის-
თვის ნახშირის გამოყენება მომიხდა. საღებავით კარგად ვერ
გამოვსახე.
ისევ თავი დავუქნიე. ეს ჰალიაქსი იყო, ჩანდრიანების მე-
თაური. მაშინაც არაბუნებრივი ჩრდილით იყო გარემოცული.
მის გარშემო ცეცხლი უჩვეულოდ ინავლებოდა, მისი მოსასხა-
მის კაპიუშონი კი უძირო ჭასავით სიშავით იყო ამოვსებული.
გრაგნილი ბოლომდე გავხსენი და მესამე ფიგურაც გამოჩ-
ნდა. დანარჩენ ორზე დიდი ჩანდა, აბჯარი ემოსა და სახეგახსნი-
ლი მუზარადი ეხურა. მკერდზე კაშკაშა ნიშანი ეხატა, რომელიც
შემოდგომის ფოთოლს წააგავდა – კიდეების სიწითლე სიღ-
რმისკენ ნარინჯისფრად ღიავდებოდა, ღეროზე კი სიშავე შეპარ-
ვოდა.
მოყავისფრო კანი ჰქონდა, მაგრამ ზეაღმართული ხელი წით-
ლად უხასხასებდა. მეორე ხელი დიდი, მრგვალი საგნის უკან
ეკარგებოდა, რომელიც ნინას, როგორღაც, ბრინჯაოსფრად
შეეფერა. როგორც ვივარაუდე, ფარი უნდა ყოფილიყო.
– ეს ყველაზე უარესია, – ჩურჩულით ჩაილაპარაკა ნინამ.

492 მკითხველთა ლიგა


გოგონას დავხედე. მოღუშულიყო და მივხვდი, ჩემი სიჩუმე
არასწორად გაიგო.
– მაგას ნუ ამბობ, – ვუთხარი მე, – ბრწყინვალედ გიმუშავია.
ოდნავ გაიღიმა.
– ეგ არ მიგულისხმია, – მიპასუხა ნინამ, – რთული დასახატი
იყო, თუმცა სპილენძისფერი საკმაოდ კარგად გამომივიდა, –
ფარს შეეხო, – მაგრამ ეს სიწითლე, – კაცის ზეაღმართულ ხელ-
ზე მიმითითა, – წესით, სისხლი უნდა იყოს. მთელი ხელი სის-
ხლით აქვს მოსვრილი, – შემდეგ თითი კაცის მკერდზე გადაიტა-
ნა, – ეს კი უფრო კაშკაშა უნდა იყოს, თითქოს რაღაც იწვისო.
მხოლოდ მაშინღა მივხვდი. აბჯარზე ფოთოლი კი არა, ცეც-
ხლში გახვეული კოშკი იყო გამოსახული. სისხლიანი ხელით
რამესკენ კი არ მიუთითებდა, არამედ ჰალიაქსისა და დანარჩე-
ნების უკუგდებას, მათ შეჩერებას ცდილობდა. ეს კაცი ერთ-
ერთი ამირი, ერთ-ერთი ცირიდი იყო.
აკანკალებულმა გოგონამ მოსასხამი მჭიდროდ შემოიხვია.
– მისი დანახვა ახლაც არ მსიამოვნებს, – თქვა ნინამ, – ყვე-
ლა საშინელი შესახედავი იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით. სახე-
ებს კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ამას სასტიკი და ულმობელი
მზერა ჰქონდა, ძალიან გაბრაზებული ჩანდა. ისე იყურებოდა,
თითქოს მზად იყო, მთელი სამყარო ნაცარტუტად ექცია.
– ქოთნის დანარჩენი მხარეებიც გახსოვს? – ვკითხე.
– ასე კარგად არა. მახსოვს შიშველი ქალი, გატეხილი ხმალი
და ცეცხლი... – ჩაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია და გააგრძელა,
– ხომ გითხარი, ჯიმიმ ქოთანი რომ მაჩვენა, თვალი მხოლოდ
ერთი წამით შევავლე. მგონია, რომ სიზმარში ამ ნაწილის და-
მახსოვრებაში ანგელოზი დამეხმარა, რათა დამეხატა და შენ-
თვის მეჩვენებინა.
– ნინა, – ვუთხარი მე, – მართლა მაგარია. არც კი იცი, რამ-
დენად საოცარი რამ გააკეთე.
493 მკითხველთა ლიგა
სახე ღიმილმა გაუნათა.
– მიხარია. ამის დასახატად ბლომად ვიწვალე.
– პერგამენტი სად იშოვე? – ახლაღა შევნიშნე. თხელი, მაღა-
ლი ხარისხის ნამდვილი ველენი8 გახლდათ. ასეთს ვერასდროს
გავწვდებოდი.
– ჯერ უბრალოდ დაფებზე ვვარჯიშობდი, – დაიწყო ნინამ, –
მაგრამ ვიცოდი, რომ არ ივარგებდა, თანაც, ნახატის დამალვა
მომიწევდა. ამიტომ ტაძარში შევიპარე და იმათი წიგნიდან რამ-
დენიმე გვერდი ამოვხიე, – თქვა ისე, რომ ხმაში ოდნავი სინდი-
სის ქენჯნაც არ შეპარვია.
– ეს ფურცელი „გზის წიგნიდან“ ამოხიე? – ვკითხე ცოტა არ
იყოს შეშფოთებულმა. განსაკუთრებული რელიგიურობით არას-
დროს გამოვირჩეოდი, მაგრამ საკუთრების მიმართ პატივისცე-
მა ყოველთვისმქონდა, თანაც, არქივში გატარებული ამდენი
ხნის შემდეგ ამოხეულ ფურცლებზე ფიქრიც კი მზარავდა.
ნინამ თავი უდარდელად დამიქნია.
– ვინაიდან სიზმარი ანგელოზმა მომივლინა, ვიფიქრე, რომ
ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. თანაც, ტაძრის კარს
ნორმალურად მას შემდეგ ვეღარ კეტავენ, რაც შენობის წინა ნა-
წილი ჩამოანგრიე და ის დემონი მოკალი, – ხელი გამოიშვირა
და ქაღალდს თითი გადაუსვა, – არც ისე რთულია, უბრალოდ,
დანით ფრთხილად უნდა გადაფხიკო. ნაწერი ადვილად შორდე-
ბა, – შემდეგ ერთ ადგილზე მიმანიშნა, – თუმცა ფრთხილად ვი-
ყავი, რომ შემთხვევით თეჰლუს სახელიც არ ამომეშალა, არც
ანდანის ან რომელიმე სხვა ანგელოზისა, – დაამატა დიდი მო-
წიწებით.
ყურადღებით დავაკვირდი და მივხვდი, რომ მართალს ამ-
ბობდა. ამირი ისე დაეხატა, რომ სიტყვები „ანდანი“ და „ორდა-
ლი“ აქეთ-იქით, ზუსტად მის მხრებზე, ეწერა. გეგონებოდა ნინას
8
ველენი – უმაღლესი ხარისხის პერგამენტი.
494 მკითხველთა ლიგა
იმის იმედი აქვს, ამ სიტყვების სიმძიმე კაცს დააწვება ან დაატ-
ყვევებსო.
– თანაც, შენ მითხარი, არავის უთხრა, რაც დაინახეო, –
დაამატა ნინამ, – დახატვა კი თითქმის იგივეა, რაც თქმა,
ოღონდ სიტყვების ნაცვლად სურათებს იყენებ. ჰოდა, ვიფიქრე,
რომ თეჰლუს წიგნის გვერდების გამოყენება გაცილებით უსაფ-
რთხო იქნებოდა, რადგან ამ ფურცლის დათვალიერება არცერთ
დემონს აზრადაც არ მოუვა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზედ თეჰ-
ლუს სახელი ჯერ კიდევ წერია, – ამაყად შემომხედა.
– ძალიან ჭკვიანურად მოგიფიქრებია, – დავეთანხმე.
კოშკის ზარმა საათის შესრულება გვამცნო და ნინას სახეზე
უეცარი შიში გადაეკრა.
– ოჰ, არა, – თქვა საცოდავად, – ახლა უკვე ნავსადგურში უნ-
და ვყოფილიყავი. დედა კარგად გამჯორავს.
გამეცინა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იღბლის ასეთი უეცარი
მოწყალებისგან გაოგნებული ვიყავი, ნაწილობრივ კი იმის გა-
მო, რომ ჩანდრიანების წინააღმდეგ წასასვლელად საკმარისი
სიმამაცის მქონე გოგონას დედის გაბრაზებისა ასე ეშინოდა.
სამყარო ამგვარადაა მოწყობილი.
– ნინა, უდიდესი სამსახური გამიწიე. თუ ოდესმე რამე დაგ-
ჭირდება, ან ცუდ სიზმარს ისევ ნახავ, ფუნდუკში შეგიძლია მნა-
ხო, „ანკერი“ ჰქვია. იქ ვუკრავ ხოლმე.
თვალები გაუფართოვდა.
– ჯადოსნურ მუსიკას?
ისევ გავიცინე.
– ზოგი ასეც ფიქრობს.
გარშემო ნერვიულად მიმოიხედა.
– მართლა უნდა წავიდე, – ხელი დამიქნია და მდინარის მი-
მართულებით გაიქცა. გზადაგზა ქარი კაპიუშონს უკან უგდებდა.

495 მკითხველთა ლიგა


ფურცელი ფრთხილად დავგრაგნე და ისევ რქაში მოვათავსე.
ახალი ამბისგან თავბრუ მეხვეოდა. გონებაში წლების წინ მოს-
მენილი, ჰალიაქსის მიერ ფერფლისთვის ნათქვამი სიტყვები
ამომიტივტივდა: „ვინ გიცავს ამირისგან, მომღერლებისგან,
სითრებისგან?“
მრავალთვიანი ძიების შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი,
რომ არქივში ჩანდრიანების შესახებ ზღაპრების მეტი არაფერი
მოიპოვებოდა. ყველა მაჩანჩალებად ან ფერიულ არსებებად მი-
იჩნევდა.
მაგრამ ამირის შესახებ ყველას სმენოდა. ისინი ატურის იმპე-
რიის ნათელი რაინდები იყვნენ, ორას წელიწადზე მეტხანს წარ-
მოადგენდნენ ეკლესიის მძლავრ ხელს. მათზე ასობით ამბავი
და სიმღერა იყო შეთხზული.
ისტორია კარგად მქონდა შესწავლილი. ამირი თეჰლინურმა
ეკლესიამ ატურული იმპერიის ადრეულ ხანაში დააარსა.
მაგრამ ნინას ნანახი ჭურჭელი გაცილებით ძველი იყო.
ისტორია კარგად მქონდა შესწავლილი. ამირი იმპერიის და-
ცემამდე დაწყევლეს და ეკლესიიდან განკვეთეს.
მაგრამ ვიცოდი, რომ ჩანდრიანებს მათი დღესაც ეშინოდათ.
როგორც ჩანს, ბევრი რამ არ ვიცოდი.

496 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეთექვსმეტე
რაც ნამდვილად ვიცი

რამდენიმე დღე გავიდა და ამბროზის წინააღმდეგ კამპანიის


წარმატებით დასრულების აღსანიშნავად ვილი და სიმი მდინა-
რის გადაღმა დავპატიჟე.
საუნთონისადმი ჩემი სიყვარულის გათვალისწინებით, გა-
მორჩეული მსმელი არ გახლდით, მაგრამ ვილი და სიმი საკმა-
რის სიკეთეს იჩენდნენ და ამ ხელოვნების ბრწყინვალე მხარე-
ებს უშურველად მაზიარებდნენ. მრავალფეროვნებისთვის რამ-
დენიმე სხვადასხვა ტავერნას ვეწვიეთ, თუმცა, საბოლოოდ,
„ეოლიანში“ ამოვყავით თავი. იქაურობა მე მუსიკის გამო მერ-
ჩივნა, სიმონს – ქალების გამო, ვილემს კი იმიტომ, რომ ბარში
შალდური ჰქონდათ.
როდესაც სცენაზე გამომიძახეს, უკვე ზომიერად შეზარხოშე-
ბული ვიყავი, თუმცა დაკვრისას თითების ასარევად გაცილებით
მეტის დალევა მჭირდება. იმის დასამტკიცებლად, რომ მთვრა-
ლი არ ვიყავი, „ნეზვმა ვაზი ზვავად ზვინა“ ვიმღერე. ეს სიმღერა
მაშინაც კი ძნელი შესასრულებელია, როდესაც კენჭივით ფხიზე-
ლი ხარ.
მსმენელს ჩემი ნამღერი მოეწონა და აღფრთოვანება შესაფე-
რისად გამოხატეს. ვინაიდან იმ დღეს საუნთონს არ გეახლებო-
დით, საღამოს უმეტესი ნაწილი მეხსიერებაში არ შემომრჩენია.

497 მკითხველთა ლიგა


***

სამივე „ეოლიანიდან“ უკან დასაბრუნებელ გზას მივუყვებო-


დით. ჰაერში ზამთრის მოახლოების მანიშნებელი სუსხი იგ-
რძნობოდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით, შიგნეულობა კი
აუარება სასმლით გაგვეთბო. უეცრად მოქროლილმა ნიავმა
მოსასხამი ამიფრიალა. ღრმად და ბედნიერად ჩავისუნთქე.
უცებ შიშმა დამიარა.
– ჩემი ბარბითი სად არის? – ვიკითხე იმაზე ხმამაღლა, ვიდ-
რე ვაპირებდი.
– „ეოლიანში“ სტანჩიონს დაუტოვე, – მითხრა ვილემმა, –
შიშობდა, რომ ზედ გადაემხობოდი და კისერს მოიტეხდი.
სიმონი შუა გზაზე შეჩერდა, მე უკნიდან შევასკდი, წონასწო-
რობა დავკარგე და მიწაზე დავენარცხე. სიმმა თითქოს ვერც კი
შენიშნაო.
– იცით, – თქვა სერიოზული ხმით, – ამის გადავლის თავი
ნაღდად არ მაქვს.
ჩვენ წინ ქვის ხიდი აღმართულიყო. ერთი ბოლოდან მეორემ-
დე ორასი ფუტი იქნებოდა, მდინარის თავზე კი ხუთი სართულის
სიმაღლის თაღად იკვრებოდა. ლურსმანივით სწორი, მაგიდასა-
ვით ბრტყელი და ღმერთივით ძველი ხიდი დიდი ქვის გზის ნა-
წილს წარმოადგენდა. ნამდვილად ვიცოდი, რომ მთაზე მეტს
აიწონიდა; ნამდვილად ვიცოდი, რომ ორივე კიდის გასწვრივ
სამფუტიანი მოაჯირი გასდევდა.
ამის მიუხედავად, მისი გადავლის გაფიქრებაზე მეც უსიამოვ-
ნო შეგრძნება დამეუფლა. ფეხზე ძლივძლივობით წამოვდექი.
ვიდრე სამივე ხიდს მივჩერებოდით, ვილემი ნელ-ნელა გვერ-
დზე გადაქანდა. გასასწორებლად ხელი ვტაცე და ზუსტად იმავე
წამს სიმონმაც ჩამავლო – ჩემი შეკავება უნდოდა, თუ თავის შე-
მაგრება, ზუსტად არ ვიცი.
498 მკითხველთა ლიგა
– ამის გადავლის თავი ნაღდად არ მაქვს, – გაიმეორა სიმონ-
მა.
– აქ ერთი ადგილია, შეგვიძლია ჩამოვსხდეთ, – აზრი გაუჩ-
ნდა ვილემს, – კელლა ტრელლე ტურენ ნავორ კა.
მე და სიმონმა მოგუდულად ჩავიცინეთ, ვილემი კი ხიდის და-
საწყისიდან სულ რაღაც ორმოცდაათი ფუტის მოშორებით, ხე-
ებს შორის მოტიტვლებული პატარა მდელოსკენ გაგვიძღვა.
ჩემდა გასაკვირად, მდელოს შუაში ცისკენ წვერაშვერილი რუხი
ქვა იდგა.
ვილმა მდელოზე მშვიდი მოურიდებლობით შეალაჯა. მე უფ-
რო ნელა შევაბიჯე და გარემო ფრთხილად მოვათვალიერე. რუ-
ხი ქვები დასის წევრებისთვის განსაკუთრებული რამაა, მისმა
დანახვამ შერეული გრძნობები ამიშალა.
სიმონი ხშირ ბალახზე გაიშოტა, ვილემი კი არყის ხეს ზურ-
გით მიეყრდნო და მოხერხებულად მოთავსდა. მე რუხ ქვას მივუ-
ახლოვდი და თითის წვერებით შევეხე. ნაცნობი სითბო შევიგ-
რძენი.
– მაგას არ მიაწვე, – წამოიძახა აღელვებულმა სიმონმა, –
გადააყირავებ.
გავიცინე.
– ეს ქვა ათასი წელია აქ დგას, სიმ. არა მგონი, ჩემმა ამოსუნ-
თქულმა ჰაერმა რამე ავნოს.
– მაინც მოშორდი. ეგენი კარგს არაფერს ნიშნავს.
– ეს რუხი ქვაა, – ვთქვი და ხორკლიან ზედაპირს ხელი მე-
გობრულად გადავუსვი, – მათი მეშვეობით უძველესი გზებია
მონიშნული. მის გვერდით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ყველამ
იცის, რომ რუხი ქვები მხოლოდ უსაფრთხო ადგილებშია.
სიმმა თავი ჯიუტად გააქნია.
– წარმართული რელიკვიებია.

499 მკითხველთა ლიგა


– ჯოთი ამბობს, რომ მე ვარ მართალი, – სიმის შიში სასაცი-
ლოდ არ მეყო.
– ჰაჰ! – ჯერ კიდევ ზურგზე მწოლიარე სიმმა ხელი აღმართა.
მასთან მივბანცალდი და სანაძლეოს დასადებად ხელი ჩავურ-
ტყი.
– ხვალ შეგვიძლია არქივში წავიდეთ და გავარკვიოთ, – შე-
მომთავაზა სიმმა.
რუხ ქვასთან ახლოს დავჯექი და, ის იყო, ოდნავ მოვდუნდი,
რომ უეცარმა შიშმა ამიტანა.
– სხეულო ღვთისა, – წამოვიყვირე, – ჩემი ბარბითი!
ფეხზე წამოხტომა ვცადე, მაგრამ ისე ავყირავდი, რომ ტვინი
კინაღამ რუხ ქვას მივასხი.
სიმონმა წამოჯდომა და ჩემი დამშვიდება სცადა, მაგრამ
სწრაფი მოძრაობა მისთვისაც მეტისმეტი აღმოჩნდა, გვერდზე
უცნაურად გადაქანდა და სიცილი აუტყდა.
– რა არის სასაცილო?! – დავუყვირე განრისხებულმა.
– „ეოლიანში“ დატოვე, – გამომეხმაურა ვილემი, – უკვე მე-
ოთხედ კითხულობ.
– არა, აქამდე არ მიკითხავს, – შევეპასუხე იმაზე უფრო თავ-
დაჯერებულად, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი. რუხ ქვაზე მირ-
ტყმული თავი დავიზილე.
– სასირცხვილო არაფერია, – ხელი აიქნია ვილემმა, – კაცის
ბუნებაა ასეთი – რაც გულთან ახლოს აქვს, მუდმივად იმაზე
ფიქრობს.
– ყური მოვკარი, რამდენიმე თვის წინ კილვინმა „კათხებში“
იმდენი ყლაპა, რომ ცივ გოგირდზე მომუშავე თავის ახალ ლამ-
პაზე ლაპარაკით ყველას ტვინი წაჭამაო, – თქვა სიმონმა.
ვილმა ჩაიფრუტუნა.
– ლორენი კი წიგნებთან სწორად მოპყრობის წესებით ბურ-
ღავს ხოლმე ტვინს. კიდეზე მოკიდეთ, კიდეზე მოკიდეთ! –
500 მკითხველთა ლიგა
ჩაიბუხუნა ვილემმა და ორივე ხელი ისე აამოძრავა, თითქოს
წიგნებს ეზიდებაო, – კიდევ ერთხელ თუ იტყვის, ქეჩოში მოვკი-
დებ...
უცებ გონება გამინათდა.
– მოწყალეო თეჰლუ, – წამოვიძახე შეძრწუნებულმა, – დღეს
„ეოლიანში“ „მეთუნუქე მეთუნეც“ ვიმღერე?
– კი, იმღერე, – მიპასუხა სიმონმა, – არ ვიცოდი, ამდენი
სტროფი თუ ჰქონდა.
შუბლი მოვისრისე და სასოწარკვეთილმა ვცადე, გამეხსენე-
ბინა.
– თეჰლინისა და ცხვრის შესახებ სტროფიც? პატივცემული
საზოგადოებისთვის არც ისე შესაფერისი მონაკვეთია.
– ნწ, – მიპასუხა ვილემმა.
– მადლობა ღმერთს, – ამოვისუნთქე.
– სიმღერისას თხა ახსენე, – ვილემმა სერიოზულობა ერთი
წამითაც შეინარჩუნა და სიცილი წასკდა.
– „...თეჰლინის ანაფორაში!“ – წაიღიღინა სიმონმა და ვილე-
მის სიცილს შეუერთდა.
– არა, არა, – საცოდავად წავიკნავლე და ხელები თავზე შე-
მოვიკარი, – რამდენჯერაც მამაჩემი მაგ სტროფს საჯაროდ იმ-
ღერებდა, იმდენჯერ დედაჩემი ფორნის ქვეშ ისტუმრებდა ხოლ-
მე დასაძინებლად. შემდეგ ჯერზე სტანჩიონი ალბათ გამწკეპ-
ლავს და ფლეიტებსაც წამართმევს.
– მოეწონათ, – დამამშვიდა სიმონმა.
– დავინახე, სიმღერისას სტანჩიონიც რომ აგყვა, – დაამატა
ვილემმა, – მაგ დროისთვის ცხვირი უკვე აწითლებოდა.
ხანგრძლივი და სასიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა.
– ქვო, – დამიძახა სიმონმა.
– რა იყო?
– მართლა ედემა რუ ხარ?
501 მკითხველთა ლიგა
ამ კითხვას არ ველოდი. სხვა დროს ეს კითხვა ალბათ ამა-
ღელვებდა, მაგრამ ახლა არ ვიცოდი, როგორი რეაქცია უნდა
მქონოდა.
– რამე მნიშვნელობა აქვს?
– არა, უბრალოდ დავინტერესდი.
– აჰა, – ცოტა ხანს ვარსკვლავების თვალიერება განვაგრძე,
– რამ დაგაინტერესა?
– ისეთი არაფერმა, – მიპასუხა სიმმა, – უბრალოდ, ამბრო-
ზიმ რამდენიმეჯერ რუ გიწოდა, მაგრამ სხვა შეურაცხმყოფელი
სიტყვებიც არ დაუშურებია.
– ეგ შეურაცხყოფა არ არის.
– იმას ვგულისხმობ, რომ ხშირად გიწოდებს ისეთ რაღაცებს,
რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ჯერ კიდევ ზურგზე მწო-
ლიარემ და ვარსკვლავებს მიშტერებულმა მხრები აიჩეჩა, –
არც ერთ ედემას არ ვიცნობ. ყოველ შემთხვევაში, კარგად არ
ვიცნობ.
– რაც გსმენია, ტყუილია, – ვუთხარი, – ბავშვებს არ ვიპა-
რავთ, ბნელ ღმერთებს არ ვეთაყვანებით და არც რამე მსგავსი.
– მაგ ხმების არასდროს მჯეროდა, – უარყო სიმმა და შემდეგ
დაამატა, – მაგრამ ზოგი რამ სიმართლე უნდა იყოს. არავინ მი-
ნახავს, შენსავით კარგად რომ უკრავდეს.
– ეგ ჩემს ედემა რუობასთან არაფერ კავშირშია, – ვთქვი და
ცოტა ხანში აზრი შევიცვალე, – შეიძლება, ცოტათი არის კიდეც.
– ცეკვავ? – მოულოდნელად გამოხტა ვილემი.
ეს კითხვა ვინმე სხვას ან სხვა დროს რომ დაესვა, ალბათ
ცხვირს ამოვუნაყავდი.
– ხალხს ასეთებად წარმოვუდგენივართ – გამუდმებით
ფლეიტებსა და ვიოლინოებზე ვუკრავთ და კოცონის გარშემო
ვცეკვავთ, ოღონდ, რა თქმა უნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყვე-
ლაფერს არ ვიპარავთ, რაც მტკიცედ არაა დაჭედებული, – ბო-
502 მკითხველთა ლიგა
ლო სიტყვების წარმოთქმისას ხმაში ცოტა სიმწარე შემერია, –
სინამდვილეში ედემა რუობა ეგ არ არის.
– აბა, რა არის? – მკითხა სიმონმა.
ცოტა ხანს დავფიქრდი, მაგრამ ჩემი ალკოჰოლით გაჟღენ-
თილი გონებისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.
– ჩვეულებრივი ხალხი ვართ, – ვთქვი ბოლოს, – იმ განსხვა-
ვებით, რომ ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდებით და ყველას
ვეზიზღებით.
ვარსკვლავებს სამივე წყნარად მივჩერებოდით.
– მართლა ფორნის ქვეშ დაძინებას აიძულებდა ხოლმე? –
მკითხა სიმონმა.
– ჰა?
– წეღან თქვი, ცხვარზე სტროფის დამღერების შემდეგ დედა-
ჩემი მამაჩემს ფორნის ქვეშ აძინებდაო. მართლა?
– არა, უფრო გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი, – ვუპასუხე
მე, – თუმცა, ერთხელ მართლა ასე გააკეთა.
ჩემს ადრეულ ბავშვობასა და მშობლებთან ერთად გატარე-
ბულ წლებს იშვიათად ვიხსენებდი ხოლმე. იმ დროზე ფიქრს
ისევე ვარიდებდი თავს, როგორც კოჭლი ცდილობს, ნატკენ
ფეხს ნაკლები ძალა დაატანოს. მაგრამ სიმის კითხვამ მოგონე-
ბები გონების ზედაპირზე ამომითუხთუხა.
– ეს „მეთუნუქე მეთუნის“ გამო არ მომხდარა, – გაუაზრებ-
ლად დავიწყე მოყოლა, – არამედ იმ სიმღერის გამო, რომელიც
მამაჩემმა დედაჩემზე დაწერა...
კარგა ხანს ხმა აღარ ამომიღია.
– ლორიანი.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაჩემის სახელი
პირველად წარმოვთქვი. პირველად მას შემდეგ, რაც მოკლეს.
ამ სახელის ხსენებისას უცნაური შეგრძნება მომეძალა.

503 მკითხველთა ლიგა


შემდეგ, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, სიმღე-
რა დავიწყე:
კაპასია ლორიან, ცოლი არლიდენისა,
სიტყვას გეტყვის უავესს, სიტყვას ცრემლდამდენისას,
გესლით გასადილებს და ცხელი ცოფით გავახშმებს,
თუმცა თვლა ეხერხება, შეშურდება მევახშეს.
ქურა-ქვაბთან ოღონდ ტალი არ მიუშვა,
მისხალ-მისხალ ჩაუკაკლავს ამბის მუშტარს:
სად რა თესა, სად რა მომკა;
საყვარელო, ტალი, ჩემო,
ცოლად გამყევ, უღელს შემო,
გვერდით მყავდე, რაღა მომკლავს.
გიქმარო და მიკმარო, ვიყო უზენაესი.
ტანი შენი თვალს აამებს – ნეტარია, ნალესი...
ერთიანად გავხევდი, თითქოს საკუთარი სხეულის შეგრძნება
დავკარგე. გამიკვირდა, რომ ასეთი სიცხადის მიუხედავად, მო-
გონება მტკივნეული სულაც არ აღმოჩნდა.
– ახლა გასაგებია, როგორ შეიძლება სიმღერამ კაცს თავი
ფორნის ქვეშ ამოაყოფინოს, – სევდიანად ჩაილაპარაკა ვილემ-
მა.
– შინაარსი არაფერ შუაშია, – მომესმა საკუთარი ხმა, – ლა-
მაზი ქალი იყო და ეს ორივემ იცოდა. ერთმანეთს გამუდმებით
ეხუმრებოდნენ ხოლმე. პრობლემა რითმამ გამოიწვია. დედაჩე-
მი არეულ რითმებს ვერ იტანდა.
ჩემს მშობლებზე არასდროს ვსაუბრობდი და მათ შესახებ
წარსულ დროში ლაპარაკი უსიამოვნო იყო. ვილსა და სიმს ჩემ
მიერ გამხელილი სიახლე არ გაკვირვებიათ. ვინც მიცნობდა,
ყველა მიხვდებოდა, რომ ოჯახი არ მყავდა. მათთვის არაფერი
მითქვამს, მაგრამ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. მათ იცოდ-
ნენ.
504 მკითხველთა ლიგა
– ატურელი კაცები ცოლების გაბრაზების შემთხვევაში ძაღ-
ლის ხუხულაში იძინებენ, – თქვა სიმონმა და საუბარი ისევ
უსაფრთხო კალაპოტში დააბრუნა.
– მელოსი რეჰუ ედა სტიტი, – ჩაიბუტბუტა ვილემმა.
– ატურულად! – შეჰყვირა სიმონმა სიცილშერეული ხმით, –
გეყოფა ყროყინი!
– ედა სტიტი? – გავიმეორე მე, – ცეცხლის გვერდით გძი-
ნავთ?
ვილემმა თავი დამიქნია.
– ოფიციალურად ვაპროტესტებ იმ ფაქტს, რომ სიარიული
ასე სწრაფად აითვისე, – თქვა სიმონმა და თითი ასწია, – მთელი
წელი ვსწავლობდი ცოტათი აზრზე მოსასვლელად, მთელი წე-
ლი! შენ კი ერთ სემესტრში გადაყლაპე.
– ცოტ-ცოტას ბავშვობიდან ვსწავლობდი, – დავამშვიდე, –
ამ სემესტრში უბრალოდ წვრილმანები დავხვეწე.
– სამაგიეროდ უკეთესი აქცენტი გაქვს, – მიმართა ვილმა
სიმს, – ქვო ვიღაც სამხრეთელი ვაჭარივით ლაპარაკობს, ძალი-
ან ხმადაბლა. შენ გაცილებით დახვეწილად გამოგდის.
სიმს თითქოს გული მოულბა.
– ცეცხლის გვერდით, – გაიმეორა მანაც, – უცნაური არაა,
რომ ყოველთვის კაცებმა უნდა დაიძინონ სადღაც სხვაგან?
– ისედაც აშკარაა, რომ ლოგინს ქალები აკონტროლებენ, –
ვუპასუხე.
– რაც ფრიად სასიამოვნოა, – თქვა ვილმა და დაამატა, –
ქალს გააჩნია.
– მაგალითად, დისტრელი ძალიან ლამაზია, – აღნიშნა სიმ-
მა.
– ქეჰ, – არ დაეთანხმა ვილი, – ზედმეტად ფერმკრთალია.
ფელა სჯობს.
დაღვრემილმა სიმონმა თავი გააქნია.
505 მკითხველთა ლიგა
– ჩვენთვის მეტისმეტად ლამაზია.
– მოდეგანელია, – თქვა ვილმა და დემონივით ფართოდ გა-
იკრიჭა.
– მართლა? – გაიკვირვა სიმმა.
ვილმა თავი დაუქნია. ასე ყურებამდე პირახეული ვილემი
უწინ არასოდეს მენახა.
– გასაგებია, – საცოდავად ჩაილაპარაკა სიმმა, – თითქოს ის
არ იყო საკმარისი, რომ მთელ დომინიონში ყველაზე ლამაზი
გოგოა. არ ვიცოდი, მოდეგანელიც თუ იყო.
– მდინარის იქითა მხარეს ყველაზე ლამაზი გოგო, – შევუს-
წორე მე, – მეორე მხარეს...
– შენს დენნაზე ლაპარაკით უკვე ტვინი წაიღე, – შემაწყვეტი-
ნა ვილმა, – დღეს უკვე მეხუთედ.
– მისმინე, – უცებ დასერიოზულდა სიმონი, – პირველი ნაბი-
ჯი უნდა გადადგა. ამ დენნას აშკარად აინტერესებ.
– მსგავსი არაფერი უთქვამს.
– არც არასოდეს ამბობენ, როცა ბიჭი მოსწონთ, – ჩემი ნათ-
ქვამის აბსურდულობაზე გაიცინა სიმონმა, – რაღაცებს თამაშო-
ბენ, თითქოს გეცეკვებიან, – ორივე ხელი ასწია და ერთმანეთ-
თან ლაპარაკი დააწყებინა, – „ოჰ, გამიხარდა შენი აქ ნახვა“,
„ჰეი, გამარჯობა. ლანჩის მირთმევას ვაპირებდი“, „რა დამთხვე-
ვაა, მეც ასევე. შეიძლება, წიგნების წაღებაში მოგეხმარო?“
ხელის აწევით შევაჩერე.
– თუ შეიძლება, პირდაპირ ამ თოჯინების წარმოდგენის და-
სასრულზე გადახტი, სადაც მთელი თერთმეტეულის განმავლო-
ბაში ქვითინებ და დარდს ლუდში ახრჩობ.
სიმონმა შემომიბღვირა, ვილემს კი გულიანად გაეცინა.
– მის გარშემო მუდმივად იმდენი კაცი ტრიალებს, – ვთქვი, –
ისე მიდიან და მოდიან, როგორც... – შედარების მოსაფიქრებ-

506 მკითხველთა ლიგა


ლად გავჩუმდი, თუმცა, არაფერი გამომივიდა, – მირჩევნია, ვე-
მეგობრო.
– გირჩევნია, მისი გულისსწორი გახდე, – მომახალა ვილემ-
მა, – გირჩევნია, მის მკლავებში ჩაეფლო, მაგრამ გეშინია, რომ
უარგყოფს; გეშინია, რომ დაგცინებს და სულელი გამოჩნდები,
– ვილემმა მხრები აიჩეჩა, – პირველი არ ხარ, ვინც ასე ფიქ-
რობს, ამაში სასირცხვილო არაფერია.
ვილემმა უსიამოვნო მიზანში მოარტყა და პასუხის გაცემა
კარგა ხანს ვერ მოვახერხე.
– იმედია, – წყნარად ვაღიარე, – მაგრამ არ მინდა, რამე ვი-
ვარაუდო. მინახავს ვარაუდს აყოლილი და დენნაზე ჩაბღაუჭე-
ბული კაცები.
ვილემმა მწუხარედ დამიქნია თავი.
– ბარბითის ჩასადები გიყიდა, – დახმარება სცადა სიმმა, –
რაღაცას უნდა ნიშნავდეს.
– ჰო, მაგრამ რას? – გამოვეპასუხე მე, – ჩანს, რომ დაინტე-
რესებულია, მაგრამ იქნებ სურვილს აყოლილს მხოლოდ მეჩვე-
ნება? ყველა ის სხვა კაციც ფიქრობდა, რომ დენნა მათით იყო
დაინტერესებული, მაგრამ აშკარად ცდებოდნენ. იქნებ მეც
ვცდები?
– თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, – მწარედ მითხრა სიმმა, –
ჩვეულებრივ, ამას გეტყოდი. მაგრამ იცი რა? ეს მეთოდი ყო-
ველთვის არ მუშაობს. უკან დავდევ, მაგრამ ზოგჯერ ისეთ
წიხლს მითავაზებენ ხოლმე, თითქოს მათ მაგიდასთან დაუპატი-
ჟებლად მიცუცქული ძაღლი ვიყო. ამდენი მცდელობისგან დავი-
ღალე, – მწუხარედ ამოიხვნეშა კვლავ ზურგზე მწოლიარემ, –
მხოლოდ ის მინდა, რომ ვიღაცას მოვწონდე.
– მხოლოდ ის მინდა, რომ აშკარა ნიშანი მომცეს, – ვთქვი
მე.

507 მკითხველთა ლიგა


– მხოლოდ ჯიბის ჯადოსნური ცხენი მინდა, – შემოგვიერთდა
ვილი, – და წითელი ქარვის ბეჭედი, რომელიც დემონებზე ძა-
ლაუფლებას მომანიჭებდა და კიდევ ნამცხვრის ულევი მარაგი.
ცოტა ხანს ისევ სასიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა.
– ამბობენ, რომ რუებმა სამყაროს ყველა გადმოცემა იციან,
– თქვა სიმმა ცოტა ხნის შემდეგ.
– ალბათ, ასეცაა, – ვაღიარე.
– რომელიმე მოგვიყევი, – მთხოვა.
თვალებმოჭუტულმა შევხედე.
– ეგრე ნუ მიყურებ, – გააპროტესტა სიმმა, – უბრალოდ, ამ-
ბის მოსმენის ხასიათზე ვარ, სულ ესაა.
– ცოტა გართობა არ გვაწყენდა, – დაამატა ვილემმა.
– კარგი, კარგი. მაცადეთ, მოვიფიქრო.
თვალები დავხუჭე და გონებაში ამირის შესახებ ამბავი ამო-
მიტივტივდა. რა გასაკვირი იყო – ნინას სტუმრობის შემდეგ
მუდმივად მათზე ვფიქრობდი.
წამოვჯექი და გავსწორდი.
– კარგი, – ღრმად ჩავისუნთქე და ცოტა ხნით შევჩერდი, –
თუ რომელიმეს გეფსიათ, გირჩევნიათ, ახლავე მოითავოთ.
თხრობისას შეწყვეტა არ მიყვარს.
სიჩუმე.
– კი ბატონო, – ჩავახველე, – არსებობს ადგილი, რომელიც
ბევრს არ უნახავს. უცნაური ადგილია. იქაურობას ფერინიელი
ეწოდება. გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, ფერინიელი უნიკალუ-
რი ორი რაღაცის გამოა. პირველი ისაა, რომ აქ სამყაროს ყვე-
ლა გზა ერთდება, მეორე კი ის, რომ ამ ადგილს განზრახ ძებნის
შემთხვევაში ვერასდროს მიაგნებ. მისკენ ვერ გაემგზავრები. იქ
მოხვედრა მხოლოდ შემთხვევით, სხვა ადგილისკენ გამგზავრე-
ბულს შეგიძლია.

508 მკითხველთა ლიგა


ამბობენ, ვინც საკმარისად დიდხანს იმოგზაურებს, იქ აუცი-
ლებლად მოხვდებაო. ეს ამბავი მისკენ მიმავალ გრძელ გზაზე
მოგზაურ მოხუცზეა, და კიდევ ხანგრძლივ უმთვარო ღამეზე...

509 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეჩვიდმეტე
ზიარი სითბო

ფერინიელი გზათა დიდ კვეთაზე მდებარეობდა, თუმცა გზე-


ბის შეყრის ადგილას ერთი ფუნდუკიც კი არ იდგა. სანაცვლოდ,
ხეებს შორის მოშიშვლებული მდელოები მიმოფანტულიყო და
მოგზაურებს სწორედ იქ შეეძლოთ ბანაკის დაცემა და ღამის გა-
თენება.
ერთხელ, მრავალი წლის წინ და მრავალი მილით შორს, ფე-
რინიელში, მოგზაურთა ხუთი ჯგუფი შეიყარა. მზის ჩასვლისას
მდელოები შეარჩიეს, კოცონები დაანთეს და ქვეყნიერების
სხვადასხვა კუთხიდან გადაჭიმულ გრძელ სავალს შეჭიდებულ-
ნი ღამის გასათევად დაბანაკდნენ.
მოგვიანებით, როცა მზე ბოლომდე დაიმალა და არემარე
ბნელში გაეხვა, გზას კონკებში გახვეული მოხუცი მათხოვარი
მოჰყვა. ნელა და ფრთხილად მოაბიჯებდა, ჯოხს ეყრდნობოდა.
მოხუცი არსაიდან მოდიოდა და არსაით მიემართებოდა. არც
ქუდი ეხურა და არც აბგა მოეკიდა. არც პენი ებადა და არც პენის
ჩასადები საფულე. საკუთარი სახელის გარდა არაფერი გააჩნდა
და წლებთან ერთად ისიც კი გამცვდარიყო და გაცრეცილიყო.
ვინაობას თუ ჰკითხავდით, გეტყოდათ, არავინ ვარო, თუმცა
შეცდებოდა.
მოხუცი ფერინიელში შევიდა. შეშანაკლული კოცონივით
მშიერს დაღლილობა ძვალ-რბილში გაჯდომოდა. მოძრაობას
მხოლოდ იმის იმედითღა ახერხებდა, რომ ვიღაც ცოტაოდენ
ვახშამსა და ცეცხლს უწილადებდა.
როდესაც მოხუცმა ხეებს შორის მოციალე ცეცხლი დალან-
და, გზიდან გადაუხვია და დაქანცული ნაბიჯებით სინათლისკენ
გაემართა. მალე ხეებს მიღმა ოთხი მაღალი ცხენი შემოხვდა.

510 მკითხველთა ლიგა


ვერცხლით შეეკაზმათ და ვერცხლშერეული რკინით დაეჭედათ.
იქვე, ახლოს, შალის ტანსაცმლით, ძვირფასეულობითა და ლა-
მაზად ნაჭედი მახვილებით დატვირთული ათზე მეტი ჯორიც შე-
ნიშნა.
მაგრამ მათხოვრის ყურადღება ყველაზე მეტად ცეცხლის
თავზე გადებულმა ოხშივარადენილმა ხორცის ნაჭერმა მიიქცია,
საიდანაც ცხიმი წვეთავდა და ნაკვერჩხლებზე შიშხინებდა. ხორ-
ცის სასიამოვნო სურნელისგან კინაღამ გონება დაკარგა, რად-
გან მთელი დღე გზის პირას აკრეფილი ერთი მუჭა რკოსა და და-
ბეჟილი ვაშლის მეტი არაფერი ეჭამა.
მათხოვარმა მდელოზე შეაბიჯა და ცეცხლის გარშემო შემომ-
სხდარ სამ შავწვერა კაცს გამოელაპარაკა.
– ჰეი, – თქვა მათხოვარმა, – შეგიძლიათ, ხორცის პატარა
ნაჭერი და ცოტაოდენი სითბო მიწილადოთ?
კაცები მოუტრიალდნენ და ცეცხლის სინათლეზე ოქროს ჯაჭ-
ვის პერანგები აუელვარდათ.
– რა თქმა უნდა, – თქვა მათმა მეთაურმა, – თან რა მოგაქვს?
ბითები თუ პენები? რინგები თუ სტრელომები? თუ საამოდ მოწ-
კრიალე კელდური მონეტები გიჩხრიალებს, რომლებიც ყველა
დანარჩენს აღემატება?
– მაგათგან არც ერთი მაბადია, – უპასუხა მოხუცმა მათხო-
ვარმა და ხელები გაშალა იმის საჩვენებლად, რომ მართლაც
არაფერი ჰქონდა.
– მაშინ აქ იმას ვერ იპოვი, რასაც ეძებ, – უპასუხეს კაცებმა
და ცეცხლისკენ შებრუნდნენ. მათხოვარი შორიდან უყურებდა,
როგორ ჩამოათალეს თხელი ნაჭრები ცეცხლზე გადებულ კანჭს.

511 მკითხველთა ლიგა


***

– არ გეწყინოს, ვილემ, – შევჩერდი, – ამ ამბავში ასეა.


– არაფერი მითქვამს.
– მომეჩვენა, თითქოს აპირებდი.
– შეიძლება, მაგრამ მოიცდის.

***

მოხუცმა გზა განაგრძო და ხეებს შორის გამკრთალ სხვა კო-


ცონის სინათლეს გაჰყვა.
– ჰეი! – დაიძახა მოხუცმა მეორე მდელოზე შებიჯებისას.
დაღლილობისა და შიმშილის მიუხედავად სცადა, მხიარული
ხმა ჰქონოდა, – შეგიძლიათ, ცოტაოდენი ხორცი და სითბო მი-
წილადოთ?
ამ მდელოზე ოთხი მოგზაური დაბანაკებულიყო – ორი ქალი
და ორი კაცი. მათხოვრის ხმის გაგონებისას წამოდგნენ, თუმცა
ხმა არ ამოუღიათ. მოხუცი თავაზიანად იცდიდა და ცდილობდა,
სასიამოვნო და უწყინარი შესახედაობა მიეღო. სიჩუმე გაიწელა,
აღარ და აღარ დასრულდა, ხმას არავინ იღებდა.
ვერ გავამტყუნებთ, რომ მოხუცი გაღიზიანდა. თავიდან მოცი-
ლებას ან გაგდებას მიჩვეული იყო, მაგრამ ეს ადამიანები უბრა-
ლოდ იდგნენ. უსიტყვოდ და უდრეკად იდგნენ. შიგადაშიგ მხო-
ლოდ ფეხს ინაცვლებდნენ და ხელებს ნერვიულად ატოკებდნენ.
ის იყო, მოხუცი გაცლას აპირებდა, რომ უეცრად ცეცხლი გაძ-
ლიერდა და ოთხეულის სისხლისფერი ჩაცმულობა შეამჩნია,
სწორედ ის, ადემის ჯარისკაცებს რომ გამოარჩევდა. ახლა კი
ყველაფერს მიხვდა. ადემებს უტყვ ხალხს უწოდებდნენ, ხმას მე-
ტად იშვიათად იღებდნენ.
512 მკითხველთა ლიგა
მოხუცმა ადემის შესახებ ბევრი ამბავი იცოდა. სმენოდა, რომ
იდუმალ ხელოვნება ლეთანის ფლობდნენ, რომლის მეშვეობი-
თაც სიჩუმეს აბჯარივით ატარებდნენ, საჭიროების შემთხვევაში
კი ბასრ მახვილად ან ისრის ჰაერში გასაშეშებლად იყენებდნენ.
სწორედ ამიტომ ლაპარაკობდნენ იშვიათად. სიტყვებს იზოგავ-
დნენ და ღუმელში შენახული ნაკვერჩხალივით დაჰფოფინებ-
დნენ.
ეს გადანახული სიტყვები მათ ისეთი დაუდეგარი ენერგიით
ავსებდა, რომ წყნარად ვერასდროს ჩერდებოდნენ. სწორედ ამი-
ტომაც ცქმუტავდნენ. ბრძოლისას თავიანთ იდუმალ ხელოვნე-
ბას იყენებდნენ და დამარაგებულ სიტყვებს საკუთარ სხეულში
საწვავივით აგიზგიზებდნენ, რის გამოც დათვებივით ძლიერები
და გველებივით სწრაფები ხდებოდნენ.
პირველად მოსმენისას ეს ამბები კოცონის პირას მოსაყოლ
ზღაპრებად მიიჩნია, მაგრამ წლების წინ, მოდეგში ყოფნისას,
შეესწრო, ერთი ადემი ქალი ქალაქის გუშაგებს როგორ შეება.
მცველები მთლიანად აბჯარში ჩამსხდარიყვნენ, საბარკულებსა
და სამკერდულებს ამოფარებოდნენ. ქალს მოსთხოვეს, მეფის
სახელით გიბრძანებთ, შენი ხმალი გვაჩვენეო. ადემი მცირედ
შეყოყმანდა, თუმცა ხმალი მაინც იშიშვლა და ჯარისკაცებს გა-
დასცა. როგორც კი იარაღი თავისად დაიგულეს, ქალს ავი ლაზ-
ღანდარობა დაუწყეს და ხელიც წაატანეს, თან ავხორცულად
დაარიგეს, ხმლის დაბრუნება თუ გინდა, ასე და ასე უნდა მოიქ-
ცეო.
სულ ნარჩევი, ბრგე მუტრუკები იყვნენ, ჯავშანი უელავდათ
და ხმლები ერჩოდათ, თუმცა ქალის ფერხთით ისე მიმოიფან-
ტნენ, ვით ზამთარში მოწეული ხორბალი. ადემმა ძვლები შიშვე-
ლი ხელებით გადაუმსხვრია და სამი მათგანი იმქვეყნადაც გაის-
ტუმრა.

513 მკითხველთა ლიგა


თავად უმნიშვნელო ნაკაწრებით გამოძვრა: ცალი ყვრიმალი
ჩაჟეჟოდა, ფეხი ოდნავ ეღრძო და მკლავი გაკაწვროდა. წლების
წინანდელი ამბავი მოხუცს ჯერაც ცხადად ახსოვდა; თვალნათ-
ლივ აგონდებოდა, ნაკაწრიდან გამოდენილი სისხლი ქალმა კა-
ტასავით რომ გაილოკა.
როგორც კი ერთად შეყრილ ადემებს მოჰკრა თვალი, მო-
ხუცს თავში სწორედ ეს მოგონება ამოუტივტივდა. საკვებისა და
სითბოს გაზიარების სათხოვნელად მისვლაზე მაშინვე აიღო ხე-
ლი, მიბრუნდა და გარს შემოჯარულ ტყეს მძიმე ნაბიჯით შეერია.
გეზი მომდევნო კოცონისკენ დაიჭირა. გულში იმედი
უკიაფებდა, იქნებ, მესამე ჯერზე მაინც გამიმართლოსო. ნაკაფ
მდელოზე თავი ატურელებს მოეყარათ – ფორნის გვერდით უსი-
ცოცხლოდ დავარდნილ ვირს დაჰყურებდნენ. ერთმა მოხუცს
თვალი მოჰკრა.
– შეხედეთ! – მორთო ყვირილი, – ხელიდან არ გაუშვათ!
უღელში შევაბათ და ამას გავაწევინოთ!
დაფეთებულმა მოხუცმა პირი კვლავ ხეებისკენ იბრუნა. ხან
აქეთ ეცა, ხან იქით; ბოლოს ფეხი იშვირა, ძირს მოფენილი
ფოთლების გროვაში დურთა თავი და ატურელების თვალსაც
დაემალა.
როგორც კი მდევრის ხმა მიწყდა, კაცი სამალავიდან გამოძ-
ვრა, ფოთლები ჩამოიბერტყა, თავის ჯოხსაც მიაგნო და დას-
წვდა. ბედს არ ეპუებოდა. შორს მოციმციმე მეოთხე კოცონისკენ
მშიერი ღატაკის სიმტკიცით გაეშურა.
იქაურებს კი ნამდვილად გამორჩებოდა საკვებსაც და სითბო-
საც – ცეცხლს ვინტასელი სოვდაგრები შემოსხდომოდნენ. მო-
ხუცს მათ ბანაკამდე მისაღწევად უარმავი ფათერაკი რომ არ გა-
დახდენოდა, აუცილებლად მიიპატიჟებდნენ და დასძენდნენ, სა-
დაც ექვსის სამყოფი, იქაც შვიდისაო, მაგრამ სამასპინძლოდ
არავინ წამომდგარა. დავიდარაბას გამოქცეული სტუმრის და-
514 მკითხველთა ლიგა
ნახვა ერთ რამედ ღირდა: თმა შეშლილივით ასწეწოდა, ისედაც
დაკონკილი ჯვალო ტანზე შემოფლეთოდა და ერთიანად ამოჰ-
განგვლოდა, შიშისგან ადამიანის ფერი აღარ ედო, გულამოვარ-
დნილი ამაზრზენად ქოშინებდა და ღმუოდა.
სწორედ ამიტომ იყო, ვინტასელებმა ერთი რომ იკივლეს და
თავში ხელი შემოირტყეს. იფიქრეს, ვაითუ, თავს მიწისქვეშა
დრაუგი დაგვესხაო. საბრალო მოხუცი მყუდროებადარღვეულ
მიცვალებულად მიიჩნიეს, ცრუმორწმუნე ვინტასელების აზრით
კი ეს საზარელი არსება ღამღამობით დაძრწის და ადამიანებსაც
ემტერება.
თითეულმა ვაჭარმა დრაუგის დამარცხების უებარი ხერხი
იცოდა:
ზოგი ფიქრობდა, ცეცხლი შეაშინებსო, ზოგი იმედოვნებდა,
ბალახში მიმოფანტული მარილი დააკავებსო, სხვას სწამდა,
მკვდარ სხეულს უჩინარი ძაფები აკავებს, ამ ძაფებს კი რკინა
გაჰკვეთსო.
სანამ სოვდაგრები ბჭობდნენ, მოხუცი მათ ყაყანს აყურადებ-
და და ერთს მიხვდა – რაზეც უნდა შეთანხმებულიყვნენ, მის-
თვის აჯობებდა, თუ იქაურობას მალე გაეცლებოდა, ამიტომ მო-
კამათეებს ზურგი აქცია და თვალს მიეფარა.
საწყალი ერთ ლოდზე ჩამოჯდა და ტანზე მიკრული დამპალი
ფოთლები და ტალახი ჩამოიბერტყა. კარგა ხანს ფიქრობდა, ბო-
ლო, მეხუთე ბანაკსაც ხომ არ ვეწვიოო. იცოდა, მუცლის ამოსავ-
სებად ერთი გულუხვი მოგზაურის ძღვენიც კმაროდა.
უკანასკნელ კოცონთან ეული კაცი ისვენებდა. მარტოხელას
დანახვამ მოხუცს გული გაუხარა, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა,
თვალი ისეთ რამეს ჰკიდა, ერთდროულად აღფრთოვანებამაც
მოიცვა და ძრწოლამაც – მოხუცს ამქვეყნად მრავალი წელი
გაეტარებინა, მაგრამ ამირს არასოდეს შეხვედროდა.

515 მკითხველთა ლიგა


ის კი იცოდა, რომ ამირი თეჰლუს ეკლესიის ნაწილს წარმო-
ადგენდა და...

***

– ეკლესიის ნაწილი არ იყო, – ჩაერთო ვილემი.


– ჰა? როგორ არა.
– როგორ და ეგრე. ატურული ბიუროკრატიის შემადგენლო-
ბაში შედიოდა. რას უწოდებენ?.. Vecarum – სამართლებრივი
ძალაუფლება.
– ამირის წმინდა ორდენად იწოდებოდა. ეკლესიის მარჯვენა
ხელს წარმოადგენდა, აბა, რა.
– ჯოთზე დავნაძლევდეთ?
– თუ მოკეტავ და ამბის ბოლომდე ხმას არ ამოიღებ, მოსუ-
ლა.

516 მკითხველთა ლიგა


***

მოხუც მაწანწალას გულს მოეფონა. იცოდა, ამირი თეჰლუს


ეკლესიის შემადგენლობაში რომ შედიოდა, ეკლესია კი ხანდა-
ხან უქონელ ადამიანებს დიდად წყალობდა.
როგორც კი უცხოს მოახლოება შეიტყო, ამირი ფეხზე წამოდ-
გა.
– ვინ ხარ? – მძლავრი და ღირსებით აღვსილი, თუმცა ოდნავ
მოქანცული ხმით გასძახა, – უწყოდეთ, ამირის ორდენს ესაუბ-
რებით. ღმერთებმა და ადამიანებმა ჩემ წინააღმდეგ პირიც რომ
შეკრან, წმინდა მოვალეობის აღსრულებაში ხელს ვერავინ შე-
მიშლის.
– ბატონო, – შეჰბედა მოხუცმა, – გრძელ გზაზე მიმავალი
მხოლოდ სითბოს გაზიარებასა და მცირეოდენ მოწყალებას
გთხოვთ.
ამირმა ანიშნა, მომიახლოვდიო. მბზინავი ფოლადის ჯაჭვით
შეჭურვილიყო. კაცის სიმაღლის ხმალი ეპყრა. თეთრად მოქათ-
ქათე ლაბადაში გახვეულიყო, თუმცა იდაყვებთან სითეთრე ისე
მეწამულდებოდა, თითქოს სისხლმა გამოჟონაო. მკერდზე ამი-
რის ნიშანი, მოწითალო ალში გახვეული შავი კოშკი მოუჩანდა.
მოხუცი კოცონს მიუცუცქდა. როგორც კი ძვლები გაულღვა,
ამოიოხრა. ცოტა ხანში ამირიც ალაპარაკდა:
– სამწუხაროდ, წასახემსებელს ვერაფერს გიწილადებ. ამ
ღამეს ჩემს ბედაურს უკეთესი ვახშამი ელის, ვიდრე მე, თუმცა
იმას როდი ვგულისხმობ, რომ ცხენს ხორაგი თავზესაყრელად
ექნება.
– მცირედზეც ყაბულსა ვარ, – უპასუხა მოხუცმა, – ხმელი პუ-
რის ნატეხიც კი მენატრება. აზიზი არ ვარ, ცხვირს არაფერზე
ავიბზუებ.
ამირმა ამოიგმინა.
517 მკითხველთა ლიგა
– ხვალ ორმოცდაათი მილი ჭენებით უნდა გავლიო, რათა
სამსჯავროს დროულად მივუსწრო. თუ დავაგვიანებ, უდანა-
შაულო ქალს სიცოცხლეს გამოასალმებენ. მხოლოდ ეს შემომ-
რჩა, – ამირმა ტილოში გახვეულ პურის ქერქსა და ყველის ნა-
ჭერზე ანიშნა. მოხუცს მარტოსაც რომ ეჭამა, ეს მწირი ვახშამი
შიმშილსაც ვერ მოუკლავდა, ამირისნაირ ტანად კაცს კი ლუკმა-
დაც არ ეყოფოდა.
– მხედრადაც უნდა ვივარგო და მეომრადაც, – განაგრძო სა-
ჭურველასხმულმა ამირმა, – ღონე მჭირდება. იმ ქალის სიკ-
ვდილს მირჩევნია, ამაღამ კუჭცარიელი დაგტოვო, – თქვა ამირ-
მა და ხელისგულები სასწორის პინებივით ასწია.
მოხუცმა მათხოვარმა მისი მტევნის ზურგს შეავლო თვალი.
წამიერად მოეჩვენა, ამირმა ხელი გაიჭრა და თითებშორის მომ-
ჩქეფარე სისხლი მკლავზე მოსწურწურებსო. შემდეგ ცეცხლის
ენებმა იმძლავრა და მაწანწალამ ნათლად გაარჩია, მოხატუ-
ლობა ყოფილაო, თუმცა გამოსახულების სიცხადით ჟრჟოლა-
მოგვრილი კიდევ კარგა ხანს ვერ დამშვიდდა.
რომ სცოდნოდა, კანზე გამოსახული ნიშნები რასაც ნიშნავ-
და, სიმშვიდეს ვეღარც ეღირსებოდა. ორდენი ამირს თვალდა-
ხუჭული ენდობოდა და რაც უნდა ჩაედინა, პასუხს არ მოსთხოვ-
დნენ. რადგან ზურგს ორდენი უმაგრებდა, ამირს წინ ვერც ეკ-
ლესია აღუდგებოდა, ვერც სასამართლო და ვერც თავად მეფე.
იგი ცირიდი გახლდათ, ამირთაგან უდიადესი.
უიარაღო კაცი რომ მოეკლა, ორდენი მკვლელობისთვის არ
გაასამართლებდა; შუა ქუჩაში ფეხმძიმე ქალი რომ მიეხრჩო,
ხმას ვერავინ გასცემდა; თუნდაც ეკლესია გადაეწვა, ან ქვის ძვე-
ლი ხიდი ნაცარტუტად ექცია, იმპერია დამნაშავედ არა და არ
სცნობდა, რადგან სჯეროდათ, რომ მისი ყოველი საქმე დიად სი-
კეთეს ემსახურებოდა.

518 მკითხველთა ლიგა


თუმცა მაწანწალას ამ ამბებისა არაფერი გაეგებოდა, ამიტომ
გამბედაობა ეყო და კიდევ ერთხელ შეჰკადრა:
– ლუკმას თუ ვერ გამოიმეტებთ, იქნებ, ერთი-ორი პენი გეწ-
ყალობებინათ?
კელდელთა ბანაკი გაახსენდა. იფიქრა, იქნებ, ამ ფულით
ხორცის თუ არა, პურის ნაჭერი მაინც მომივიდესო.
ამირმა თავი გააქნია.
– რომ მქონდეს, სიხარულით გაჩუქებდი, მაგრამ უკანასკნე-
ლი მონეტა სამი დღის წინ გავეცი, ახალდაქვრივებულ ქალს და-
ვუტოვე, დამშეული ჩვილი რომ უტიროდა. ახლა შენსავით ჯიბე-
გაფხეკილი ვარ, – თავი ხელმეორედ გააქნია. დაქანცული და
დაღვრემილი იერი ჰქონდა, – ვისურვებდი, სხვაგვარ ვითარება-
ში შეგხვედროდი. ახლა კი უნდა დავიძინო, ამიტომ შენი წას-
ვლის დროა.
მოხუცს გულს შემოეყარა, მაგრამ ამირის ხმაში რაღაც ისეთი
გამოსჭვიოდა, რამაც აიძულა, წელი აეთრია და ცეცხლი უკან
მოეტოვებინა.
ვიდრე კოცონისგან შესრუტული სითბო სხეულიდან საბო-
ლოოდ გაეფანტებოდა, მოხუცმა გადაწყვიტა, დროს არ დავკარ-
გავ და დილამდე ვივლიო. იმედი ჰქონდა, რომ ბედს გზის ბო-
ლოს მაინც ეწეოდა. სხვა თუ არაფერი, იქნებ, უფრო კეთილ
ხალხს გადავეყაროო.
ფერინიელის შუაგულისკენ მიმავალ გზას დაადგა თუ არა,
დიდი რუხი ქვებით შემოსაზღვრულ წრეს გადააწყდა. ლოდებს
შორის მინავლული კოცონის ძლივსშესამჩნევი ციალი მოჩან-
და. მოხუცს უცნაურად ეჩვენა, კვამლის სუნი რომ არ იგრძნო-
ბოდა და მაშინვე მიხვდა, ეტყობა, რენელის ხეს წვავენო. ამ ხის-
გან ნაპობ შეშას ცეცხლი იოლად ეკიდებოდა და დიდხანს იწვო-
და, კვამლი ან უსიამოვნო სუნი კი არ ჰქონდა.

519 მკითხველთა ლიგა


მოხუცმა ისიც შენიშნა, რაც მანამდე ლოდები ეგონა, ლოდე-
ბი სულაც არ აღმოჩნდა. ორი საგნის მოხაზულობა უკეთ რომ
გაარჩია, დაასკვნა, ფორნებთან მოვსულვარო. დაბალ ცეცხლს
ერთი მუჭა ადამიანები შემოჯარვოდნენ.
უიღბლო მოხუცს ლუკმაპურის შოვნის იმედი საბოლოოდ
დაჰკარგვოდა, ამიტომ ნაბიჯი არ შეუნელებია. ლოდებს თით-
ქმის გასცდენოდა, ხმა რომ მოესმა:
– ჰეი, მანდ! ვინ ხარ და ამ კუნაპეტში ასე უხმოდ რატომ ჩაგ-
ვიარე?
– არავინ გახლავართ, – მიუგო მოხუცმა, – ბებერი მათხოვ-
რის გარდა. ჩემს გზას ვადგავარ.
– მერედა, ახლა სიარულს არ გიჯობს, დაბანაკდე და დაიძი-
ნო? ღამით ამ გზებზე შეიძლება ხიფათს გადაეყარო, – მოესმა
ისევ.
– ქვეშაგები არ გამაჩნია, – გასძახა მოხუცმა, – დედამიწის
ზურგზე ვერც ვერავისგან ვითხოვ და არც მოწყალების იმედი
შემრჩა.
– თუ გვიკადრებ, დაგვეწვიე და ღამის გასათევად დარჩი.
მწირ ვახშამზეც გეპატიჟებით, თუ ჩვენს ნაწილადევს არ იუკად-
რისებ. დღე და ღამე გამუდმებით ხეტიალი ვერაფერი სასიამოვ-
ნოა, – მაღალი რუხი ქვების სიღრმიდან სანდომიანმა წვერო-
სანმა გამოაბიჯა, მოხუცს იდაყვში მოჰკიდა და კოცონისკენ გა-
უძღვა, თან თავისიანებს გასძახა, – ამაღამ სტუმარი გვეყოლე-
ბა!
მასპინძლები ოდნავ აჩოჩქოლდნენ, მაგრამ რადგან უმთვა-
რო ღამე იდგა, ხოლო ცეცხლი კერიად შემოწყობილ ქვებში
ღრმად ჩამალულიყო, მათხოვარმა ვერ გაარჩია, რას აკეთებ-
დნენ. ცნობისმოყვარეობით იკითხა:
– კოცონს რატომ მალავთ?
წვეროსანმა ამოიოხრა.
520 მკითხველთა ლიგა
– ყველას როდი ვუყვარვართ. ავისმოსურნეებს მოფარებულ-
ნი ასე უფრო უსაფრთხოდ ვართ. თანაც, ამაღამ არც ისე დიდი
ცეცხლი გვინთია.
– რატომ? – ჰკითხა მაწანწალამ, – ირგვლივ უამრავი ხეა და
შეშაც ადვილი მოსაგროვებელია.
– ადრე ასეც ვიქცეოდით, – აუხსნა წვეროსანმა, – მაგრამ
ხალხი ქურდებს გვეძახდა და ისრებით გვდევნიდა, – მხრები
აიჩეჩა, – ახლა ზედმეტ განცხრომას აღარ ვეძებთ. ხვალისა ხვა-
ლემ იდარდოს, – თავი გააქნია, – ბევრს ვლაყბობ. სასმელს
ხომ ინებებ, მამილო?
– თუ მოგეპოვებათ, მცირეოდენ წყალს დავლევდი.
– რას ამბობ, ღვინო მიირთვი.
უპოვარს აღარც კი ახსოვდა, უკანასკნელად ღვინო რამდენი
წლის წინ გასინჯა. მაცდურმა შეთავაზებამ პირი ერთიანად აუწ-
ყლიანა, მაგრამ კარგად იცოდა, მთელი დღის ნაგვემი მუცლის-
თვის ღვინო მისწრება ნამდვილად რომ არ იქნებოდა, ამიტომაც
იუარა:
– სიკეთისთვის ღმერთმა გაკურთხოთ, მაგრამ წყალიც საკ-
მარისია.
მკლავში ჩაფრენილმა კაცმა გაუღიმა.
– ღვინოსაც მოგართმევთ და წყალსაც. როგორც მოისურვებ,
ისე შეაზავე, – სიტყვა დაასრულა თუ არა, მათხოვარს წყლის
კასრისკენ წაუძღვა.
მოხუცი დაიხარა და ჩამჩით წყალი ამოიღო. გრილ, მოტკბო
სითხეს ხარბად დაეწაფა, მაგრამ როდესაც ჩამჩის ხელმეორედ
ავსება მოისურვა, დაინახა, რომ წყალი კასრის ფსკერამდე და-
სულიყო.
ამის მიუხედავად, მასპინძელი ჩააჯინდა:
– კიდევ მიირთვი. ხელ-პირზეც შეისხი. როგორც ვატყობ, უკ-
ვე კარგა ხანია, მომქანცველ მგზავრობას უნდა ადგე.
521 მკითხველთა ლიგა
მოხუცმა ჩამჩა ერთხელაც გაავსო. როგორც კი ჭუჭყიანი ხე-
ლები და სახე ჩამოიბანა, სხეული თითქოს ძალით აღევსო.
წვეროსანი კვლავ იდაყვში წაეტანა და ცეცხლთან დასვა.
– რა გქვია, მამილო?
მოხუცს გაუკვირდა. წლები გამოხდა ისე, რომ მისი ვინაობით
არავინ დაინტერესებულა; იმდენი ხანი გასულიყო, სახელი და-
ვიწყებოდა კიდეც და მის გასახსენებლად ჩაფიქრება მოუხდა:
– სკეოპი, – ამოთქვა ბოლოს, – სკეოპი მქვიან. შენ?
– მე ტერისი ვარ, – მასპინძელმა მოხუცს კოცონის პირას
გაუთავისუფლა ადგილი, – ეს სილაა, ჩემი ცოლი. ეს კი ვინტი,
ჩვენი ვაჟი. აქეთ შარი, ბენტუმი, ლილი, პიტერი და ფენტი არი-
ან.
გაცნობის შემდეგ ტერისმა სკეოპს ღვინოც მოართვა. სილამ
დიდი ციცხვით კარტოფილის წვნიანი დაუსხა, თბილი პურის ნა-
ჭერი მიაწოდა და შუაზე გადაჭრილი და კარაქამოსმული ოქ-
როსფერი ზაფხულა გოგრაც შესთავაზა. უბრალო სუფრა გაიშა-
ლა, მაგრამ სკეოპისთვის ესეც მეფური ნადიმი იყო. სანამ ვახ-
შამს შეექცეოდა, ვინტმა სასმისი შეუვსო, გაუღიმა, კალთაში ჩა-
უჯდა და ბაბუა დაუძახა.
ამას კი ვეღარ გაუძლო და ჩუმად აქვითინდა. შეიძლება, იმი-
ტომ, რომ უკვე ძალიან მოხუცებულიყო და იმდღევანდელ უბე-
დობას მისტიროდა; შეიძლება, იმიტომ, რომ კეთილ მოპყრობას
გადაჩვეოდა; ან სულაც, ღვინომ მოულბო გული. რა მიზეზიც უნ-
და ყოფილიყო, ცრემლები სახეზე ღვარად ჩამოედინა და ჭაღა-
რა წვერში ჩაეღვარა.
ტერისმა მოტირალი შენიშნა და მსწრაფლ მიაგება:
– რა დაგემართა, მამილო?
– მე ერთი უჭკუო ბებერი ვარ, – უფრო საკუთარი თავის გასა-
გონად ჩაილაპარაკა სკეოპმა, ვიდრე ტერისის პასუხად, –
თქვენ რა სითბოც მიწილადეთ, წლების განმავლობაში მსგავსი
522 მკითხველთა ლიგა
არაფერი მიგრძნია. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენს ვალს ვერაფ-
რით გადავიხდი.
ტერისმა გაიღიმა და მოხუცს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
– მაშ, ვალის გადახდა მოგიწადინებია?
– არ შემიძლია, თორემ... სანაცვლოდ არაფერი მაბადია.
ტერისმა გულიანად გაიცინა.
– სკეოპ, ჩვენ ედემა რუები ვართ. ყველაზე მეტად იმას ვაფა-
სებთ, რაც ისედაც ყველას აქვს.
სკეოპმა ცეცხლის პირას მსხდომთა მომლოდინე სახეები სა-
თითაოდ შეათვალიერა. ტერისმა განაგრძო:
– შენი ამბავი გვიამბე.
სხვა რა გზა ჰქონდა. სკეოპმა ენა ამოიდგა. იქ შეკრებილებს
მოუთხრო, ფერინიელში როგორ აღმოჩნდა და, მოწყალების
იმედად, ერთი კოცონიდან მეორისკენ როგორ დაეხეტებოდა.
რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო დაწანწალებდა და
ხმის გამცემი არავინ ჰყავდა, თავიდან ხმა უთრთოდა და ამბავ-
საც ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰყვებოდა, მაგრამ მერე ეშხში შევიდა, ხმა
გაუმტკიცდა და სიტყვებიც გამოკვეთა; სახესა და ლურჯ თვა-
ლებზე ცეცხლი დასთამაშებდა, სიბერით გამომშრალ ხმას კი ხე-
ლებს აყოლებდა. ამქვეყნად ყველა ამბის უბადლო მცოდნე ედე-
მა რუებიც კი ხმის ამოუღებლად უსმენდნენ.
თხრობა რომ დაასრულა, დასის წევრები ისე შეირხნენ, თით-
ქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდნენო. ერთხანს სიტყვაც არ
დაუძრავთ, მხოლოდ ერთმანეთს უმზერდნენ. შემდეგ სკეოპს
გადახედეს.
ტერისი მიხვდა, გულში რაც უტრიალებდათ.
– სკეოპ, – წამოიწყო გულითადად, – მე რომ შეგაჩერე, საით
მიემართებოდი?

523 მკითხველთა ლიგა


– გზა თინუესკენ მედო, – უპასუხა სკეოპმა. თხრობამ ისე ჩა-
ითრია, ახლა ოდნავ შეცბუნებული ჩანდა. სახე ახურებოდა და
აწითლებოდა. ფიქრობდა, ხომ არ გამასულელესო.
– ჩვენ გეზი ბელენეისკენ გვიჭირავს, – მიმართა ტერისმა, –
იქნებ, თინუე გადაიფიქრო და ჩვენ დაგვემგზავრო?
სკეოპს წამიერად ჩასახული იმედისგან სახე გაუცისკროვ-
ნდა, თუმცა უცბადვე მოიღუშა.
– ტვირთად დაგაწვებით. ღირსების გრძნობა ჩემნაირ მაწან-
წალასაც კი შერჩენია.
ტერისმა გაიცინა.
– აბა, ედემას ღირსებაზე როგორ უნდა ელაპარაკო? სიბრა-
ლულის გამო არ გეპატიჟებით. იმიტომ გვინდა, შემოგვიერთდე,
რომ ჩვენი ოჯახის წევრი გახდე. გვსურს, წლები ერთად გავატა-
როთ და შენგან უამრავი ნაირფერი თავგადასავალი მოვისმი-
ნოთ.
მათხოვარმა თავი გააქნია.
– სისხლით სხვა ვარ. თქვენი ოჯახის წევრი ვერ ვიქნები.
– სისხლი რა შუაშია? – არ შეეპუა ტერისი, – რუები თავად
ვწყვეტთ, ვინ დავიმოყვროთ და ვინ არა. შენ ჩვენიანი ხარ. მი-
მოიხედე და დარწმუნდი, რომ მართალს ვამბობ.
სკეოპმა ცეცხლის პირას შეკრებილთა სახეებს თვალი მოავ-
ლო და ტერისის სიმართლეში საბოლოოდ დარწმუნდა.
ასე შეუერთდა დასს მოხუცი კაცი და ვიდრე მათი გზები სიკ-
ვდილმა არ გაჰყარა, წლების განმავლობაში, რუებს შორის
ცხოვრობდა. უამრავი რამ გადახდენოდა და მოსაყოლიც ულე-
ვად ჰქონდა. მისი ჭკუის სასწავლებელი ამბების წყალობით
რუები უფრო მეტად დაბრძენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ეს ამბავი
ნამდვილად ასე იყო. თავადაც ედემა რუსგან მოვისმინე, ამიტომ
თავს დავდებ, რომ წყალი არ გაუვა.
524 მკითხველთა ლიგა
თავი ოცდამეთვრამეტე
სიმართლის მარცვლები

– მორჩა? – იკითხა სიმონმა თავაზიანი სიჩუმის შემდეგ. ისევ


ზურგზე იწვა და ვარსკვლავებს შესცქეროდა.
– კი.
– მეგონა, სხვანაირად დასრულდებოდა, – აღიარა სიმმა.
– რანაირად?
– ველოდი, რომ მათხოვრის ნამდვილ ვინაობას გავიგებ-
დით. ვიფიქრე, როგორც კი ვინმე კეთილად მოეპყრობა, ტა-
ბორლინ დიდებულად გადაიქცევა-მეთქი. შემდეგ კეთილის-
მსურველებს თავის ჯოხსა და ფულით სავსე ტომარას გადასცემ-
და და... არ ვიცი, რაღაც მაგიურს ჩაიდენდა.
საუბარში ვილემი ჩაერთო:
– იტყოდა, „როდესაც რაიმე გასაჭირში ჩავარდები, ეს ჯოხი
მიწაზე დააკაკუნე და თქვი: „ჯოხო, აჯახე’“. ჯოხიც დაბზრიალდე-
ბოდა და ნებისმიერი მომხდურისგან დაიცავდა, – ვილემიც მა-
ღალ ბალახში, ზურგზე იწვა, – არ მეგონა, მართლა მოხუცი
მათხოვარი თუ იქნებოდა.
– ასეთ ლეგენდებში მოხუცი მათხოვრები სინამდვილეში
არასდროს არიან ხოლმე მოხუცი მათხოვრები, – ისეთი ხმით
მითხრა სიმონმა, თითქოს ბრალს მდებსო, – ყველა რაღაც ალ-
ქაჯი, პრინცი, ანგელოზი ან რამე ეგეთია.
– ცხოვრებაში კი მოხუცი მათხოვრები თითქმის ყოველთვის
მოხუცი მათხოვრები არიან, – შევნიშნე მე, – თუმცა, ვხვდები,
როგორ ამბავსაც გულისხმობთ. ეგეთ ისტორიებს ხალხს გასარ-
თობად მოვუთხრობთ ხოლმე, მაგრამ ეს განსხვავებული ისტო-
რიაა. ისეთი, როგორსაც მხოლოდ ერთმანეთს ვუყვებით.
– რა საჭიროა ისტორია, თუ გასართობად არ გამოდგება?

525 მკითხველთა ლიგა


– იმისთვის, რომ დამახსოვრებაში დაგვეხმაროს, გვასწავ-
ლოს... – გაურკვეველი ჟესტი გავაკეთე, – რაღაცები.
– მაგალითად, გაზვიადებული სტერეოტიპები? – იკითხა სი-
მონმა.
– რას გულისხმობ? – სიბრაზე მომაწვა.
– „უღელში შევაბათ და გავაქაჩინოთ“ – ზიზღით ჩაილაპარა-
კა სიმონმა, – რომ არ გიცნობდე, შეურაცხყოფად მივიღებდი.
– რომ არ გიცნობდე, – ვუპასუხე გაცხარებულმა, – მე მივი-
ღებდი შეურაცხყოფად. იცი, რომ ატურელები გზაზე მცხოვრებ
ადამიანებს ხოცავდნენ? ერთმა თქვენმა იმპერატორმა ასეთი
ხალხი იმპერიისთვის დამღუპველ ბრბოდაც გამოაცხადა. უმე-
ტესობა ჩვეულებრივი მათხოვრები იყვნენ, რომლებმაც კარმი-
დამო ომებისა და გადასახადების გამო დაკარგეს. მათი დიდი
ნაწილი იძულებით სამხედრო სამსახურში გაამწესეს.
პერანგი მკერდზე მოვიქაჩე.
– მაგრამ ედემებს განსაკუთრებული პატივი გვერგო. ჩვენზე
ისე ნადირობდნენ, თითქოს მელიები ვყოფილიყავით. რუების
დევნა ასი წლის განმავლობაში ატურელი დიდებულების საყვა-
რელი თავშესაქცევი იყო.
ღრმა სიჩუმე ჩამოწვა. ყელში ტკივილი ვიგრძენი და მივ-
ხვდი, რომ ბოლო ხმაზე გავყვიროდი. სიმონმა მოგუდული ხმით
მიპასუხა.
– არ ვიცოდი.
გონებაში საკუთარი თავი დავტუქსე.
– ბოდიში, სიმონ. ეს ადრე... ძალიან ადრე მოხდა და შენ
არაფერ შუაში ხარ. დიდი ხნის წინანდელი ამბავია.
– ეტყობა, მართლაც ძალიან ძველი ამბავია, რადგან ამირია
მოხსენიებული, – თქვა ვილემმა. აშკარად ცდილობდა, საუბრის
თემა შეეცვალა, – როდის დაშალეს, სამასი წლის წინ?

526 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ მაინც, – ვთქვი მე, – სტერეოტიპების უმეტესობაში
სიმართლეც ურევია, მარცვლები, საიდანაც ოდესღაც გაღვივ-
დნენ.
– ბეიზილია ვინტასიდან, – გამომეპასუხა ვილი, – და უც-
ნაურობები ნამდვილად სჩვევია. ძილის დროს ბალიშის ქვეშ პე-
ნი უდევს და რაღაც ეგეთები.
– უნივერსიტეტისკენ მომავალ გზაზე ადემის ორ ჯარისკაც-
თან ერთად ვიმგზავრე, – გაიხსენა სიმონმა, – ერთმანეთის
გარდა არავის ელაპარაკებოდნენ. მოუსვენრობა და ცქმუტვაც
აშკარად ემჩნეოდათ.
ვილემმა ყოყმანით გააგრძელა.
– ვაღიარებ, ნამდვილად ვიცნობ ბევრ კელდელს, ჩექმების
ვერცხლით შემოკეთებაზე რომ გიჟდებიან.
– საფულეების, – შეუსწორა სიმონმა, – ჩექმები ფეხების ჩა-
საყოფადაა, – საჩვენებლად ფეხი ააქნია.
– ვიცი, ჩექმა რაც არის, – შეუღრინა ვილემმა, – ამ მდაბიო
ენაზე შენზე უკეთ ვლაპარაკობ. ჩექმები-მეთქი, ჩვენს ენაზე –
პატუ. საფულეში სახარჯ ფულს ყრი, თუ გადანახვა გინდა, მაშინ
ჩექმებს იყენებ.
– აა, – ჩაფიქრდა სიმონი, – ახლა გასაგებია. შავი დღისთვის
გადანახულ ფულზე ამბობ.
– თუ შავი დღეა და სიბნელეა, ფული რაღაში უნდა დაგჭირ-
დეს? – იკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა ვილემმა.
– ამ ისტორიაში გაცილებით მეტი აზრი დევს, ვიდრე გგონი-
ათ, – სასწრაფოდ ჩავერიე, ვიდრე თემიდან კიდევ უფრო მეტად
გადაუხვევდნენ, – მასში სიმართლის მარცვალიცაა. თუ დამ-
პირდებით, რომ საიდუმლოდ შეინახავთ, გაგიმხელთ.
ვიგრძენი, როგორი გამძაფრებული ყურადღებით შემომა-
ჩერდნენ.

527 მკითხველთა ლიგა


– თუ ოდესმე მოგზაური დასის მასპინძლობით ისარგებლებთ
და სხვა დანარჩენზე ადრე ღვინოს შემოგთავაზებენ, ესე იგი,
ნამდვილი ედემა რუები არიან. ისტორიის ეგ ნაწილი სიმარ-
თლეა, – გაფრთხილების ნიშნად თითი ავწიე, – თუმცა, შემოთა-
ვაზებული ღვინო არასოდეს მიიღოთ.
– მაგრამ ღვინო რომ ძალიან მიყვარს? – დაიჩივლა სიმონ-
მა.
– არა უშავს, – განვაგრძე მე, – მასპინძელი ღვინოს გთავა-
ზობს, მაგრამ შენ დაჟინებით მოითხოვ წყალს. ეს ერთგვარ შე-
ჯიბრშიც კი შეიძლება გადაიზარდოს, მასპინძელი სულ უფრო
მეტად გაძალებს და კიდევ უფრო თავაზიან უარს იღებს. თუ ასე
მოიქცევი, მიხვდებიან, რომ ედემების მეგობარი ბრძანდები და
ჩვენი ჩვეულებების აზრზე ხარ. იმ ღამეს ოჯახის წევრივით მო-
გეპყრობიან და არა უბრალო სტუმარივით.
მოსმენილზე ჩაფიქრდნენ და საუბარი ცოტა ხნით ჩაწყნარ-
და. ვარსკვლავები შევათვალიერე და გონებაში ნაცნობი თანა-
ვარსკვლავედების გახსენებას შევუდექი. იუან მონადირე, ბუთა,
მარადნორჩი დედა, მელია ენაცეცხლა, ჩამონგრეული კოშკი...
– რომ შეგეძლოს, სად წახვიდოდი? – გაისმა უეცრად სიმო-
ნის კითხვა.
– მდინარის გაღმა, – ვუპასუხე, – ლოგინში.
– არა, არა, – სიმი პასუხით არ დაკმაყოფილდა, – მთელ ქვე-
ყანაზე სადმე წასვლა რომ შეგეძლოს-მეთქი.
– მაინც იმავეს გიპასუხებდი, – არ დავიხიე, – ბევრგან ვყო-
ფილვარ, მაგრამ ყოველთვის აქ ყოფნა მინდოდა.
– მაგრამ არა სამუდამოდ, – თქვა ვილემმა, – სამუდამოდ აქ
დარჩენა ხომ არ გინდა?
– მეც ამის თქმა მინდოდა, – დაამატა სიმონმა, – აქ მოხვედ-
რა ყველას გვსურდა, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე დარჩენა
არავის გვაწყობს.
528 მკითხველთა ლიგა
– მანეს გარდა, – შენიშნა ვილმა.
– სად წახვიდოდი, – დაჟინებით მეკითხებოდა სიმონი, –
თავგადასავლებისთვის.
ცოტა ხანს დავფიქრდი.
– ალბათ, ტალენვალდში, – ვუპასუხე ბოლოს.
– ტალებთან? – მკითხა ვილემმა, – რამდენადაც მსმენია, გა-
ნუვითარებელი და მომთაბარე ხალხია.
– ფორმალურად, ედემა რუებიც მომთაბარე ხალხია, – ვუპა-
სუხე მშრალად, – ერთხელ მოვისმინე, რომ ტალების ტომების
მეთაურები გამოჩენილი მეომრები კი არა, მომღერლები ყოფი-
ლან. მათ სიმღერებს ავადმყოფთა განკურნება და ხეების აცეკ-
ვება შეუძლიათო, – მხრები ავიჩეჩე, – წავიდოდი და გავარკვევ-
დი, რამდენად სიმართლეა ეს ყველაფერი.
– მე ფერიულების სასახლეს ვესტუმრებოდი, – თქვა ვილემ-
მა.
სიმონმა გაიცინა.
– მაგას ვერ აირჩევ.
– რატომაც არა, – გაფიცხდა ვილემი, – თუ ქვო მომღერალ
ხეებთან მიდის, მეც შემიძლია ფერიულებთან წავიდე და ემბრუ-
ლებს... ფერიულ ქალებს ვეცეკვო.
– ტალები ნამდვილი ხალხია, – გააპროტესტა სიმონმა, –
ფერიულთა ამბები კი მარტო ლოთების, ჭკუასუსტებისა და ბავ-
შვებისთვისაა.
– შენ სად გაემგზავრებოდი? – ვკითხე სიმონს, რათა ვილემ-
თან მისი დაპირისპირებისთვის ბოლო მომეღო.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.
– არ ვიცი, – თქვა ბოლოს უცნაურად ცარიელი ხმით, – მარ-
თლა არსად ვყოფილვარ. უნივერსიტეტშიც მხოლოდ იმიტომ
მოვედი, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ძმები მემკვიდრეობას გა-

529 მკითხველთა ლიგა


დაიბარებენ, დები კი მზითვს მიიღებენ, ჩემთვის გვარის მეტი
ბევრი აღარაფერი დარჩება.
– აქ სწავლა არ გინდოდა? – ვკითხე ეჭვშეპარული ხმით.
სიმმა მხრები გაუგებრად აიჩეჩა და ის იყო, კიდევ რაღაცის
კითხვას ვაპირებდი, რომ ვილემი ხმაურით წამოდგა და შემაწ-
ყვეტინა.
– აბა, ახლა თუ გვაქვს ხიდის გადავლის თავი?
თავს სრულიად ფხიზლად ვგრძნობდი. ფეხზე მხოლოდ ოდ-
ნავი ბარბაცით წამოვდექი.
– მე კი.
– ერთი წამით დამელოდეთ, – სიმონმა შარვლის შეხსნა და-
იწყო და ხეებისკენ გაემართა. როგორც კი თვალს მიეფარა, ვი-
ლემი მომიახლოვდა და წამჩურჩულა:
– ოჯახზე არაფერი ჰკითხო. ამ თემაზე საუბარი უჭირს. განსა-
კუთრებით მაშინ, როცა მთვრალია.
– რა...
ხელის მტკიცე აქნევით შემაწყვეტინა და თავი გააქნია.
– სხვა დროს.
სიმონი ისევ მდელოზე შემობანცალდა. გზას სამივე ჩუმად
დავუბრუნდით, ხიდი გადავიარეთ და უნივერსიტეტისკენ გავე-
მართეთ.

530 მკითხველთა ლიგა


თავი ოცდამეცხრამეტე
ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები

მეორე დილით ვილი და მე სიმის სანახავად და წუხანდელი


სანაძლეოს გასასწორებლად არქივისკენ გავემართეთ.
– მამამისთან უთანხმოება აქვს, – ვილემმა ხმადაბლა დაიწ-
ყო ახსნა, ვიდრე რუხ შენობებს შორის გზას მივიკვლევდით, –
სიმის მამა ატურში საჰერცოგოს ფლობს. მოზრდილი მიწაა, მაგ-
რამ...
– მოიცა, – შევაჩერე სასწრაფოდ, – ჩვენი პატარა სიმის მამა
ჰერცოგია?
– პატარა სიმი, – მშრალად ჩაილაპარაკა ვილემმა, – შენზე
სამი წლით უფროსი და ორი ინჩით მაღალია.
– რომელი საჰერცოგოა? – ვკითხე და იქვე დავამატე, – ამ-
დენით მაღალი ნაღდად არაა.
– დალონირი, – მიპასუხა ვილემმა, – მაგრამ ხომ იცი, რო-
გორც ხდება ხოლმე. ატურის არისტოკრატული სისხლი... გასაკ-
ვირი არაა, რომ ამაზე არ ლაპარაკობს.
– კარგი რა, – ჩავიბუზღუნე და ხელით გარშემო მიმოფან-
ტულ სტუდენტებზე ვანიშნე, – მას შემდეგ, რაც ეკლესიამ კა-
ლუპტენა მიწასთან გაასწორა, უნივერსიტეტში ყველაზე გონება-
გახსნილი საზოგადოებაა, რომელიც მსგავს რამეს ყურადღებას
არ აქცევს.
– როგორც ვიცი, ხმამაღლა არც შენს ედემა რუობას ამხელ.
ავიჯაგრე.
– იმას გულისხმობ, რომ მრცხვენია?
– იმას ვამბობ, რომ ხმამაღლა არ ამხელ, – წყნარად
გაიმეორა ვილმა და უდრტვინველი სახით გადმომხედა, – არც
სიმონი. ალბათ, ორივეს გაქვთ ამის მიზეზი.

531 მკითხველთა ლიგა


სიფიცხეს მოვერიე და თავი დავუქნიე. ვილემმა განაგრძო:
– დალონირი ატურის ჩრდილოეთში მდებარეობს და საკმა-
ოდ მდიდარი მიწებია, მაგრამ სიმონს სამი უფროსი ძმა და ორი
და ჰყავს. პირველი ძმა მემკვიდრეობას ჩაიბარებს, მეორე ძმა
მამამისმა სამხედრო სამსახურში გაამწესა, მესამეს ეკლესიაში
მიუჩინეს ადგილი, სიმონი კი... – ვილემმა აზრი განზრახ აღარ
დაასრულა.
– სიმონი მღვდლად ვერ წარმომიდგენია, – ვაღიარე, – ვერც
ჯარისკაცად.
– ჰოდა, სიმონმა თავი უნივერსიტეტში ამოყო, – დაასრულა
ვილემმა, – მამამისს იმედი ჰქონდა, რომ უმცროსი ვაჟი დიპ-
ლომატი გამოვიდოდა, მაგრამ სიმმა აღმოაჩინა, რომ ალქიმია
და პოეზია უფრო იზიდავდა და არკანუმს შეუერთდა. მამამისი
ამით დიდად ნასიამოვნები არ დარჩენილა, – ვილემმა ისე გად-
მომხედა, მივხვდი, რომ მდგომარეობა ძალზე შემსუბუქებულად
დამიხატა.
– მაგრამ არკანისტობა ხომ შესანიშნავი რამაა, – აღვშფოთ-
დი, – გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიღაც სა-
სახლეში სუნამოდაპკურებულ მლიქვნელად მოღვაწეობა.
ვილემმა მხრები აიჩეჩა.
– სწავლისა და ცხოვრებისთვის სამყოფ ფულს უგზავნიან, –
ცოტა ხნით შეჩერდა და ეზოს მეორე მხარეს ვიღაცას ხელი და-
უქნია, – მაგრამ სიმონი შინ არ ბრუნდება, სულ ცოტა ხნითაც კი.
მამამისს ნადირობა, ჩხუბი, დალევა და მეძავები უყვარს. ეჭვი
მაქვს, რომ ჩვენს თავაზიან და წიგნიერ სიმს ჭკვიანი ვაჟისთვის
შესაფერის სიყვარულს არასდროს აგრძნობინებდნენ.

532 მკითხველთა ლიგა


***

ვილი და მე სიმს ჩვენს სამკითხველო სოროში შევხვდით,


სიმთვრალეში დადებული სანაძლეოების წვრილმანები დავა-
ზუსტეთ და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.
ერთ საათში რამდენიმე ამოიღლიავებული წიგნით დავბრუნ-
დი. ჩემთვის ძებნა შედარებით იოლი გამოდგა, რადგან ნინას
სტუმრობისა და გრაგნილის მიღების შემდეგ ამირზე ცნობებს
მანამდეც ვეძებდი.
სამკითხველო სოროს კარზე მსუბუქად დავაკაკუნე და შევე-
დი. ვილი და სიმი უკვე მაგიდასთან მელოდნენ.
– მე დავიწყებ, – გაბრწყინებული სახით თქვა სიმონმა. სიას
ჩახედა და თავისი წიგნების დასტიდან ერთ-ერთი გამოაძვრინა,
– გვერდი ასორმოცდათორმეტი, – წიგნი გადაფურცლა, საჭი-
რო გვერდს მიაგნო და თვალი გადაავლო, – ჰაჰ! „შემდეგ გო-
გონამ ყველაფერი მოუთხრო და...“ ბლა ბლა ბლა... „წარმარ-
თული მხიარულებისკენ წაუძღვა“. – ზემოთ აიხედა და თითით
მიმითითა, – გაიგე? აქ წერია, წარმართულიო.
დავჯექი.
– დანარჩენებიც ვნახოთ.
სიმის მეორე წიგნი თითქმის მსგავსი იყო, აი მესამეში კი რა-
ღაც მოულოდნელი აღმოვაჩინე.
– „არემარის მოსანიშნი დიდი ქვების სიჭარბე იმაზე მიუთი-
თებდა, რომ, შეიძლებოდა, შორეულ წარსულში აქაურობა სა-
ვაჭრო გზების გადაკვეთის წერტილი ყოფილიყო...“ – სიმს ენა
დაება, მხრები აიჩეჩა და წიგნი გადმომაწოდა, – ეს შენ მხარეზე-
ა.
სიცილი ვერ შევიკავე.
– აქ მოტანამდე არ წაიკითხე?

533 მკითხველთა ლიგა


– ერთ საათში? – თავადაც გაიცინა, – ვერ მოვასწრებდი, უბ-
რალოდ მწიგნობარს ვთხოვე დახმარება.
ვილემმა შეუბღვირა.
– მწიგნობრისთვის არ გითხოვია. ისევ მეთოჯინეს მიაკითხე,
არა?
სიმონმა უცოდველი გამომეტყველების მიღება სცადა, რაც
მის ბუნებრივად უმანკო სახეს დამნაშავის იერს უფრო სძენდა.
– შეიძლება, ცოტა ხნით შევუარე და ასევე შეიძლება, რომ
რუხი ქვების შესახებ რამდენიმე წიგნიც მირჩია, – ვილემის გა-
მოხედვის საპასუხოდ ხელი მაღლა ასწია, – აბუჩად ნუ მიგდებ.
ამისთვის უკვე ისედაც დავისაჯე.
– ისევ ეს მეთოჯინე, – ჩავიბუზღუნე, – ოდესმე გამაცნობთ?
ისეთი იდუმალებით ახსენებთ ხოლმე...
ვილემმა მხრები აიჩეჩა.
– როცა ნახავ, თავად მიხვდები, რატომაც.
სიმის წიგნები სამ ნაწილად დაიყო. პირველ ჯგუფში შემავალ
წიგნებში წარმართულ რიტუალებსა და ცხოველთა მსხვერ-
პლშეწირვებზე იყო საუბარი, მეორე ნაწილში ის უძველესი ცი-
ვილიზაციები განიხილებოდა, რომლებიც ასეთ ლოდებს გზების
მოსანიშნად იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი
ასეთი ქვა მთის ციცაბო ფერდობზე ან მდინარის ფსკერზეც მდე-
ბარეობდა, სადაც გზა ნამდვილად ვერ გაივლიდა.
სიმის ბოლო წიგნი სხვა მიზეზით აღმოჩნდა საინტერესო:
– ერთმანეთის მსგავს წყვილ მონოლითს, რომელთა ზემო-
დანაც მესამეა გადებული, – წაიკითხა სიმონმა, – ადგილობრი-
ვები კარიბჭეს უწოდებენ. მართალია, გაზაფხულისა და ზაფხუ-
ლის დღესასწაულებისას ამ ლოდებს რთავენ და მათ გარშემოც
ცეკვავენ, სავსემთვარეობისას მშობლები ბავშვებს მათთან მი-
ახლოებას უკრძალავენ. ერთი პატივცემული და ყოველმხრივ
საღ გონებაზე მყოფი მოხუცი ამტკიცებდა...
534 მკითხველთა ლიგა
სიმმა წინადადება შუაში გაწყვიტა.
– რა აზრი აქვს, – ხელი აიქნია და წიგნის დახურვა დააპირა.
– რას ამტკიცებდა, – არ შეეშვა ცნობისმოყვარეობააშლილი
ვილემი.
სიმონმა თვალები აატრიალა და კითხვა განაგრძო:
– ...ამტკიცებდა, რომ, ზოგ შემთხვევაში, ქვის კარში გავლით
ადამიანს ზღაპრულ ქვეყნებში მოხვედრა შეეძლო, სადაც ცხოვ-
რობდა თავად ფელურიანი, რომელიც ერთი ჩაკონებით კაცებს
სიყვარულითაც ავსებდა და ანადგურებდა კიდეც.
– საინტერესოა, – ჩაიბუტბუტა ვილემმა.
– სულაც არა, – არ დაეთანხმა სიმონი, – ბავშვური ბოდვა და
ცრურწმენაა; მაინც ვერ გავარკვიეთ, სანაძლეო ვინ მოიგო.
– შენ რას იტყვი, ვილემ? – ვკითხე მე, – მიუკერძოებელი
მსაჯული ხარ.
ვილემი მაგიდასთან მოვიდა და წიგნები შეათვალიერა. დას-
ტას მუქი თვალები წარბების აზიდვით მოავლო.
– შვიდი – სიმონის სასარგებლოდ, ექვსი – ქვოს სასარგებ-
ლოდ, სამი – საეჭვო.
ჩემ მოტანილ ოთხ წიგნს თვალი სწრაფად გადავავლეთ. ვი-
ლემმა ერთი წიგნი გამორიცხა და საერთო ანგარიში ჩემ სასარ-
გებლოდ ცხრით შვიდი გახდა.
– საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკმარისი არაა, – ჩა-
ფიქრებული ხმით თქვა ვილემმა.
– შეგვიძლია ფრე გამოვაცხადოთ, – შევთავაზე დიდსულოვ-
ნად.
სიმონმა შემომიბღვირა. როგორი კარგი ხასიათიც უნდა ჰქო-
ნოდა, სანაძლეოს წაგებას ვერ იტანდა.
– სამართლიანი იქნება, – თქვა ბოლოს.
ვილემს მივუბრუნდი და მაგიდაზე ჯერ კიდევ ხელშეუხებლად
დალაგებულ ორ წიგნს მრავლისმთქმელი მზერით გადავხედე.
535 მკითხველთა ლიგა
– როგორც ვხედავ, ჩვენი სანაძლეო კიდევ უფრო სწრაფად
გადაწყდება, არა?
– ძალიან სწრაფად, – ვილემმა ცბიერად გაიღიმა და ერთი
წიგნი აიღო, – ამირის ორდენის დაშლის ბრძანების ასლი მაქვს,
– წიგნი ჩანიშნულ გვერდზე გადაშალა და კითხვა დაიწყო, –
„მათი ქმედებანი ამიერიდან იმპერიის კანონებს დაემორჩილე-
ბა. ორდენის არცერთ წევრს არა აქვს უფლება, სასამართლოში
თვითნებურად განიხილოს შემთხვევა და განაჩენი გამოიტა-
ნოს“.
თვალები წიგნიდან ეშმაკურად ასწია.
– ხედავ? თუ სასამართლო გადაწყვეტილებების უფლება ჩა-
მოართვეს, ესე იგი, მანამდე უნდა მიენიჭებინათ კიდეც. გამო-
დის, რომ ატურული ბიუროკრატიის ნაწილს წარმოადგენდნენ.
– სინამდვილეში, – გამოვეპასუხე, – ატურში სამართლებრი-
ვი უფლებები ყოველთვის ეკლესიას ჰქონდა, – ჩემი ორი წიგნი-
დან ერთ-ერთი ავიღე, – რა ირონიულია, რომ სწორედ ალპურა
პროლყცია ამყრ მოიტანე. მეც იგივე მაქვს. ეგ ბრძანება ეკლე-
სიამ გამოსცა.
ვილემს სახე ჩაუღამდა.
– არა, აქ წერია, რომ ორდენის დაშლა იმპერატორ ნალტოს
სამოცდამესამე ბრძანებაში ჩაიწერა.
გაკვირვებულებმა ჩვენ მიერ არქივში ამორჩეული წიგნები
შევადარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად საპირისპირო
ცნობას შეიცავდნენ.
– როგორც ვხედავ, – ჩაერია სიმონი, – ორივე წიგნი ერთმა-
ნეთს აბათილებს. კიდევ რა გაქვთ?
– ეს ფელტემი რეისია. „ისტორიის სინათლეები“, – ჩაიბუზ-
ღუნა ვილემმა და მეორე წიგნი აიღო, – აქ უკვე ყველაფერი აშ-
კარაა. არ მეგონა, დასამტკიცებლად ამის გამოყენებაც თუ დამ-
ჭირდებოდა.
536 მკითხველთა ლიგა
– ეს ამბავი არცერთს არ გაწუხებთ? – ვთქვი და თითი ორ
ურთიერთგამომრიცხავ წიგნზე დავაკაკუნე, – ერთმანეთის სა-
წინააღმდეგო ცნობები არ უნდა ეწეროს.
– სულ ცოტა ხნის წინ ოც წიგნს მაინც გადავხედეთ, რომლებ-
შიც საწინააღმდეგო ცნობებია მოცემული, – შენიშნა სიმონმა, –
მაინცდამაინც ამ ორის გამო რატომ უნდა გვიკვირდეს?
– რუხი ქვის დანიშნულება საკამათო საკითხია და გასაგებია,
რომ მის შესახებ განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ალ-
პურა პროლყცია ამყრ საჯარო ბრძანება იყო. მისი გამოცემით
ატურის იმპერიის ათასობით ყველაზე გავლენიანი ქალი და კა-
ცი კანონგარეშე გამოცხადდა. ეს ბრძანება იმპერიის დაცემის
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. საწინააღმდეგო ცნობები რა-
ტომ უნდა არსებობდეს?
– ორდენი სამასზე მეტი წლის წინ დაშალეს, – მიპასუხა სი-
მონმა, – საკმარისი დროა იმისთვის, რომ სხვადასხვაგვარი
ცნობები გაჩენილიყო.
თავი გავიქნიე და ორივე წიგნი გადავატრიალე.
– საპირისპირო შეხედულებები ერთია, საპირისპირო ფაქტე-
ბი კი სულ სხვა საქმეა, – ჩემი წიგნი ავწიე, – ეს გრეგორ მცირეს
„იმპერიის დაცემაა“. გრეგორი ყბედი ფანატიკოსი კი იყო, მაგ-
რამ თავისი ეპოქის საუკეთესო ჟამთააღმწერელიც ბრძანდებო-
და, – შემდეგ ვილემის წიგნი ავწიე, – ფელტემი რეისი ისტორი-
კოსი არ იყო, მაგრამ გრეგორზე ორჯერ მეტად განათლებული
და ფაქტების სიზუსტის მოყვარული სწავლული გახლდათ, – ჯერ
ერთ წიგნს შევავლე თვალი, მერე მეორეს, – ეს რაღაც უაზრო-
ბაა.
– აბა, ახლა რაღა ვქნათ, – თქვა სიმმა, – კიდევ ერთი ფრე?
იმედი გამიცრუვდა.
– მსაჯული გვჭირდება, – ჩაილაპარაკა ვილემმა, – უფრო ავ-
ტორიტეტული.
537 მკითხველთა ლიგა
– ფელტემი რეისზე ავტორიტეტული? – ვკითხე მე, – არა
მგონია, ლორენი ჩვენი სანაძლეოს ბედის გადაწყვეტით შეწუხ-
დეს.
ვილმა თავი გააქნია, წამოდგა და პერანგის ნაკეცები გაის-
წორა.
– როგორც იქნა, მეთოჯინეს შეხვდები.

538 მკითხველთა ლიგა


თავი მეორმოცე
მეთოჯინე

– ყველაზე მთავარია, რომ თავაზიანად ელაპარაკო, – ხმა-


დაბლა გამაფრთხილა სიმონმა, ვიდრე წიგნებით სავსე ვიწრო
დერეფანს მივუყვებოდით. ჩვენი სიმპათიის ლამპები სინათლის
კონებს აფრქვევდა და თაროებზე ჩრდილებს აცეკვებდა, – თუმ-
ცა სიბრალული არ გამოიჩინო. ცოტა უცნაური ტიპია, მაგრამ
იდიოტი არ არის. უბრალოდ ისე მოექეცი, როგორც ნებისმიერ
სხვას მოექცეოდი.
– ოღონდ თავაზიანად, – სარკასტულად შევნიშნე სიმონის
ქადაგებით დაღლილმა.
– ზუსტად, – მიპასუხა სერიოზულად.
– მაინც, სად მივდივართ? – ვიკითხე უმთავრესად იმისთვის,
რომ სიმონის კაკანი შემეჩერებინა.
– მიწისქვეშა მესამეზე, – მიპასუხა ვილემმა, კუთხეში შეუხ-
ვია და ქვის კიბის საფეხურების გრძელ რიგს ჩაუყვა. საუკუ-
ნეების განმავლობაში ქვა გაცვეთილიყო და წიგნებით დაზვინუ-
ლი თაროებივით ჩაზნექილიყო. ჩვენი ჩრდილის დაცემისგან კი-
ბეს გლუვი, ბნელი და კიდეებმომრგვალებული შესახედაობა
მიეღო და დამშრალი მდინარის ქვებგადარეცხილ კალაპოტს
დამსგავსებოდა.
– ნამდვილად იცით, რომ ადგილზე იქნება?
ვილმა თავი დამიქნია.
– მგონი, თავის ოთახებს არც არასდროს ტოვებს.
– თავის ოთახებს? – გავიკვირვე, – აქ ცხოვრობს?
ხმა არცერთს არ ამოუღია. ვილემმა კიბის კიდევ ერთი ფრთა
ჩაიარა და ფართო, დაბალჭერიან და გრძელ დერეფანში შეგ-
ვიძღვა. ბოლოს კუთხეში ამოჭრილ უბრალო კარს მივადექით.

539 მკითხველთა ლიგა


კარგად რომ არ დავკვირვებოდი, ისიც საცავში მიმოფანტული
სამკითხველო სოროებიდან ერთ-ერთი მეგონებოდა.
– იცოდე, ისეთი არაფერი თქვა, რომ ეწყინოს, – მღელვარედ
გამაფრთხილა სიმონმა.
ვიდრე ვილემი კარზე აკაკუნებდა, ჩემი ყველაზე ზრდილო-
ბიანი გამოხედვა მივიღე. სახელური თითქმის მყისიერად გა-
დატრიალდა. კარი ჯერ მცირე ნაპრალად, შემდეგ კი ფართოდ
გაიღო. ზღურბლთან სამივე ჩვენგანზე მაღალი მეთოჯინე იდგა.
შავი მანტიის სახელოები კარის გაღებისას წარმოქმნილი
ჰაერის ტალღისგან აუფრიალდა.
მცირე ხანს მედიდურად გადმოგვყურებდა, შემდეგ დაეჭვებუ-
ლი გამოხედვა მიიღო და ხელით საფეთქელი მოისინჯა.
– მოიცა, ქუდი დამვიწყებია, – თქვა და კარი ცხვირწინ მოგ-
ვიჯახუნა.
მართალია, მისმა ხანმოკლე გამოჩენამ საკმაოდ უცნაურად
ჩაიარა, მაგრამ სხვა რამემ უფრო მეტად შემაშფოთა.
– ღმერთო დანაცრებულო, – ჩავიჩურჩულე, – შიგნით სან-
თლები უნთია. ლორენმა იცის?
სიმმა პასუხის გაცემა დააპირა თუ არა, კარი ხელახლა
გაიღო. შესასვლელი კვლავ მეთოჯინეს ამოევსო, უკნიდან კი
სანთლის თბილი შუქი ეცემოდა. ახლა უკვე კაპიუშონი ეხურა და
ხელები აღემართა. მანტიის გრძელი სახელოები ოთახში შევარ-
დნილი ჰაერის ნაკადისგან შთამბეჭდავად ებერებოდა. უცებ
იგივე ჰაერი მის კაპიუშონსაც ეძგერა და კინაღამ თავიდან გა-
დააძრო.
– ჯანდაბა, – თქვა დაბნეულმა. კაპიუშონი თავიდან სანახევ-
როდ გადავარდნოდა და მხოლოდ სახის ნაწილს უფარავდა. კა-
რი ისევ მოაჯახუნა.
ვილემი და სიმი ჩვეულ გამომეტყველებას ინარჩუნებდნენ.
მეც თავი შევიკავე და არაფერი ვთქვი.
540 მკითხველთა ლიგა
მცირე ხანს ისევ სიჩუმე ჩამოწვა, ბოლოს კარს მიღმა მოგუ-
დული ხმა გაისმა.
– შეგიძლიათ, ხელახლა დააკაკუნოთ? სხვანაირად არ გამო-
ვა.
ვილემი კარს მორჩილად მიუახლოვდა და დააკაკუნა. მეორე
დაკაკუნების შემდეგ კარი ფართოდ გაიღო და ჩვენ წინაშე შავ
მანტიაში გახვეული ბუნდოვანი ფიგურა წარსდგა. კაპიუშონი სა-
ხეს მთლიანად უჩრდილავდა, მანტიის გრძელი სახელოები კი
კვლავ ქარისგან უფრიალებდა.
– ვინ იხმობს ტაბორლინ დიდებულს? – მჟღერი, მაგრამ კა-
პიუშონის გამო ოდნავ დახშობილი ხმით წაიმღერა მეთოჯინემ
და ხელი დრამატულად აღმართა, – შენ! სიმონ! – ცოტა ხანს შე-
ჩერდა. უეცრად მისმა ხმამ დრამატულობა დაკარგა და
ჩვეულებრივად თქვა, – დღეს უკვე გნახე, ხომ ასეა?
სიმონმა თავი დაუქნია. ვგრძნობდი, როგორ აწვებოდა სიცი-
ლი და გარეთ გადმოხეთქვას ლამობდა.
– რამდენი ხნის წინ?
– ერთი საათი იქნება.
– ჰმმ, – მეთოჯინემ თავი დაუქნია, – ამჯერად უკეთ გამომი-
ვიდა? – კაპიუშონს მისწვდა და ზურგზე გადაიგდო. შევამჩნიე,
რომ შეუფერებლად დიდი მანტია ეცვა, სახელოები თითის წვე-
რებამდე სწვდებოდა. როდესაც სახე გამოუჩნდა, ისე იკრიჭებო-
და, თითქოს მშობლების ტანსაცმელში ჩამძვრალი პატარა ბავ-
შვი თამაშობსო.
– წინა ჯერზე ტაბორლინს არ ასახიერებდი, – აღიარა სიმონ-
მა,
– აჰ, – მეთოჯინეს ოდნავი იმედგაცრუება დაეტყო, – ამჯე-
რად როგორი ვიყავი? ბოლო გამოსვლას ვგულისხმობ. კარგი
ტაბორლინი გამომივიდა?
– შესანიშნავი, – მიუგო სიმონმა.
541 მკითხველთა ლიგა
მეთოჯინემ ვილემს შეხედა.
– მანტია მომეწონა, – უთხრა ვილმა, – მაგრამ ტაბორლინი
ყოველთვის უფრო მშვიდი ხმით წარმომედგინა.
– აჰ, – როგორც იქნა მე შემომხედა, – გამარჯობა.
– გამარჯობა, – ვუპასუხე ჩემი ყველაზე თავაზიანი ტონით.
– არ გიცნობ, – შეყოვნდა, – ვინ ხარ?
– ქვო მქვია.
– როგორი დარწმუნებით ამბობ, – თქვა და მომაშტერდა. კი-
დევ რამდენიმე წამი გავიდა, – ყველა მეთოჯინეს მეძახის.
– ვინ არიან ყველა?
– ვინ არის ყველა? – შემისწორა თითის აწევით. გავიღიმე.
– მაშინ, ვინ არის ყველა?
– მაშინ, ვინ იყო ყველა?
– ახლა ვინ არის ყველა? – დავაზუსტე კითხვა და კიდევ უფ-
რო ფართოდ გავიღიმე. მეთოჯინემ დაბნეული ღიმილით მიპა-
სუხა და ერთი ხელით გაურკვეველი ჟესტი მოხაზა.
– ხომ იცი, ხალხი, რა, – თქვა და ისე მომაშტერდა, როგორც
მე ვაკვირდები ხოლმე საინტერესო ფორმის ქვას ან მანამდე
უნახავ ფოთოლს.
– თავად რას უწოდებთ საკუთარ თავს? – ვკითხე.
გაკვირვება დაეტყო და ჩვეულებრივი მზერა მომაპყრო.
– ვეჭვობ, მაგას ვერ გაგიმხელ, – მიპასუხა საყვედურნარევი
ხმით. უტყვ სიმონსა და ვილემს გადახედა, – შემოსვლის დროა,
– მიტრიალდა და შიგნით შევიდა.
ოთახი სიდიდით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არქივის შუაგულ-
ში მომწყვდეული სივრცე თითქოს უცხო ადგილას მოხვედრი-
ლიყო. შიგნით ღრმა რბილი სავარძელი და დიდი ხის მაგიდა
იდგა, ორი კარი კი სხვა ოთახებში გადიოდა.
ირგვლივ ყველგან წიგნები იყო მოფენილი, თაროები და ჩე-
მოდნებიც წიგნებით გადატენილიყო. წიგნები იატაკზეც გროვად
542 მკითხველთა ლიგა
ეყარა, მაგიდაზეც მიმოფანტულიყო და სკამებზეც ასვეტილიყო.
კედელზე ჩამოფარებული მოხატული ფარდების წყვილმა გა-
მაოცა. გონებაში მტანჯველი ფიქრი შემიჩნდა, რომ ფარდები
ფანჯარას ფარავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშ
ღრმად ვიყავით ჩასული.
ოთახი ლამპებითა და სხვადასხვა სიგრძისა და სისქის სან-
თლებით იყო განათებული. თითოეული ცეცხლის ენა უსიამოვ-
ნოდ მაღიზიანებდა, რადგან, უნებურად, ასიათასობით ძვირფა-
სი წიგნით სავსე შენობაში აგიზგიზებულ ცეცხლზე ვფიქრობდი.
რა თქმა უნდა, ოთახში თოჯინებიც ბლომად იყო. მათი ნაწი-
ლი თაროებსა და ბრჯენებზე ეკიდა, დანარჩენი კუთხეებში ან
სკამებქვეშ ეყარა. ზოგიერთის შეკეთება ან ბოლომდე გაკეთება
მეთოჯინეს ჯერ არ დაესრულებინა და მაგიდაზე სხვადასხვა
იარაღს შორის მიმოფანტულიყო. რამდენიმე თარო პატარა ფი-
გურებით გადაევსო, თითოეული მათგანი ადამიანის მსგავსად
გამოეკვეთა და შეეფერადებინა კიდეც.
მეთოჯინემ მაგიდასთან მისვლამდე შავი მანტია მხრებიდან
გადაიგდო და იატაკზე უდიერად მოისროლა. მანტიის შიგნით
სადად ეცვა – ამოჩეჩილი თეთრი პერანგი, დაჭმუჭნილი მუქი
ფერის შარვალი და თითქმის მუხლებამდე აწელილი სხვადას-
ხვა ფერის წინდები. მივხვდი, რომ იმაზე უფროსი იყო, ვიდრე
თავიდან მეგონა. გლუვი და უნაოჭო სახე ჰქონდა, მაგრამ თმა
მთლიანად გათეთრებოდა და სიმელოტეც შეპარვოდა.
მეთოჯინემ სკამი გამითავისუფლა – პატარა მარიონეტი
ფრთხილად აიღო და ადგილი ახლომდებარე თაროზე მიუჩინა.
შემდეგ თავის მაგიდასთან მოთავსდა, ვილემი და სიმონი კი
ფეხზე დააყუდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკმაყოფი-
ლება ოდნავადაც არ დასტყობიათ.
ჩვენმა მასპინძელმა მაგიდაზე დახვავებული საგნები გადაქე-
ქა და გროვიდან უსწორმასწორო ფორმის ხის ნაჭერი და პატა-
543 მკითხველთა ლიგა
რა დანა ამოაძვრინა. სახეზე კიდევ ერთხელ, ხანგრძლივად შე-
მათვალიერა და ხის თლას შეუდგა. ხვეული ანათალი მაგიდის
ზედაპირზე იყრებოდა.
უცნაურია, მაგრამ არც კი გამჩენია სურვილი, ვინმესთვის მე-
კითხა, რა ხდებოდა. როცა ჩემსავით ბევრი კითხვის დასმა გიყ-
ვარს, ალბათ იმასაც ხვდები, როდის დგება ამისთვის შესაფერი-
სი დრო.
თანაც, ვიცოდი, რა პასუხსაც მივიღებდი. მეთოჯინე იმ ნიჭი-
ერ და არც ისე საღ ჭკუაზე მყოფ ადამიანთაგან ერთ-ერთი იყო,
რომლებმაც სამუდამო თავშესაფარი უნივერსიტეტში იპოვეს.
არკანუმში სწავლისას სტუდენტების გონებას უამრავ არაბუ-
ნებრივ რაღაცასთან უწევს შეხება. მათგან ყველაზე გამორ-
ჩეული კი ის გახლავთ, რასაც უბრალო ხალხი მაგიას, ხოლო
ჩვენ სიმპათიას, სიგალდრიას, ალქიმიას, სახელდებასა და სხვა
მსგავს ხელოვნებას ვუწოდებთ.
ზოგის გონება ამ ყველაფერს ადვილად ეჩვევა, სხვებს კი უფ-
რო მეტად უჭირთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში ჭკუიდან იშლე-
ბიან და თავშესაფარში ხვდებიან, მაგრამ გონებათა უმეტესობა
არკანუმის წნეხის ქვეშ მთლიანად კი არ ტყდება, მხოლოდ ცო-
ტათი იბზარება. ეს ბზარები ზოგჯერ მხოლოდ ოდნავ ვლინდება
მიმიკის მოშლით ან ენაბლუობით. სხვა სტუდენტებს ხმები ჩაეს-
მით, მეხსიერება ღალატობთ, ბრმავდებიან, მუნჯდებიან... ზოგ-
ჯერ ეს მხოლოდ ერთ საათს ან დღეს გრძელდება, ზოგჯერ – სა-
მუდამოდ.
ჩემი ვარაუდით, მეთოჯინეც წლების წინ გაბზარული ერთ-
ერთი სტუდენტთაგანი იყო. აურის მსგავსად, მანაც იპოვა თავი-
სი ადგილი, თუმცა მაოცებდა ის ფაქტი, რომ ლორენმა აქ ცხოვ-
რების ნება დართო.
– ყოველთვის ასე გამოიყურება? – ჰკითხა მეთოჯინემ ვი-
ლემსა და სიმონს. ხელებზე თეთრი ბურბუშელა ეყარა.
544 მკითხველთა ლიგა
– უმეტესად, – უპასუხა ვილემმა.
– როგორ „ასე“? – ჩაეკითხა სიმონი.
– თითქოს „ტირანის“ თამაშისას სამი სვლა წინასწარ გათვა-
ლა და ხვდება, როგორ მოგიგოსო, – მეთოჯინე ისევ შემომა-
ჩერდა და ხეს კიდევ ერთი თხელი ფენა ააფცქვნა, – ძალიან გა-
მაღიზიანებელია, მართლა.
ვილემმა სიცილისგან წამოიყეფა.
– ჩაფიქრებულს ეგეთი სახე აქვს ხოლმე. უმეტესად ეგეთია,
მაგრამ არა – ყოველთვის.
– „ტირანი“ რა არის? – იკითხა სიმონმა.
– ე, ჩაფიქრებულო, – მომმართა თავადაც შეფიქრიანებულ-
მა მეთოჯინემ, – ახლა რაზე ფიქრობ?
– იმაზე, რომ ადამიანებს ძალიან ყურადღებით აკვირდებით,
– ვუპასუხე თავაზიანად.
მეთოჯინემ ისე ჩაიფრუტუნა, არც კი შემოუხედავს.
– რა მნიშვნელობა აქვს ყურადღებას? ან ყურებას? ხალხი გა-
მუდმებით რაღაცას უყურებს, მაგრამ სჯობს, დანახვა ისწავლონ.
მე რასაც ვუყურებ, ვხედავ კიდეც. მე თვალხილული ვარ.
ჯერ ხელში მომარჯვებულ ხის ნაჭერს შეხედა, შემდეგ სახეზე
მომაჩერდა. აშკარად კმაყოფილმა ფიგურას მეორე ხელი
დააფარა, თუმცა მაინც მოვასწარი და ხეზე მარჯვედ გამოკვეთი-
ლი ჩემი პროფილის დავლანდე.
– თუ იცი, რა იყავი, რა არ ხარ და რა იქნები? – მკითხა მე-
თოჯინემ.
გამოცანას წააგავდა.
– არა.
– თვალხილული, – თქვა თავდაჯერებულმა, – ე’ლირი სწო-
რედ ამას ნიშნავს.
– სინამდვილეში ქვო რე’ლარია, – მოწიწებით შეუსწორა სი-
მონმა.
545 მკითხველთა ლიგა
მეთოჯინემ აგდებულად ჩაისრუტუნა.
– მეეჭვება, – თქვა და ისევ ყურადღებით დამაკვირდა, – სა-
ბოლოოდ თვალხილული უნდა გახდე, მაგრამ ჯერ არა. ახლა
მხოლოდ მაყურებელი ხარ. ოდესმე ჭეშმარიტი ე’ლირი გახდე-
ბი, თუკი ისწავლი, როგორ გათავისუფლდე, – ხეში გამოკვეთი-
ლი სახე მაჩვენა, – რას ხედავ?
ხის უფორმო ნაჭერს ახლა უკვე ჩემი გამოსახულება მიეღო.
კარგად შესათვალიერებლად წინ გადავიხარე.
მეთოჯინემ გაიცინა და ხელები ასწია.
– დააგვიანე! – დაიძახა ხმამაღლა და წამიერად ბავშვური
გამოხედვა მიიღო, – ზედმეტად ყურადღებით უყურებდი და საკ-
მარისი ვერ დაინახე. იცი, მეტისმეტმა ყურებამ შეიძლება დანახ-
ვაში შეგიშალოს ხელი.
ჩემი ხის სახე მეთოჯინემ მაგიდაზე ისე დადო, თითქოს იქვე
მწოლიარე ერთ-ერთ თოჯინას უყურებსო.
– ხედავ ხის პატარა ქვოს? ხედავ, როგორ იყურება, როგორი
ყურადღებით, როგორი დაჟინებით? შეუძლია ასი წელი ასე იყუ-
როს, მაგრამ ოდესმე თუ დაინახავს, რა დევს მის წინ?
მეთოჯინე სკამის საზურგეს მიეყრდნო და ოთახს კმაყოფილი
მზერა მოავლო.
– ე’ლირი თვალხილულს ნიშნავს? – იკითხა სიმონმა, – და-
ნარჩენ რანგებსაც თუ აქვს მნიშვნელობა?
– ვფიქრობ, მაგის გარკვევა თავადაც შეგიძლია, როგორც
არქივზე სრული წვდომის მქონე სტუდენტს, – თქვა მეთოჯინემ.
მისი ყურადღება ერთ-ერთ მარიონეტს მიეპყრო – იქვე, მაგიდა-
ზე. თოკების გადახლართვის თავიდან ასაცილებლად, თოჯინა
იატაკისკენ ფრთხილად დაუშვა. რუხანაფორიანი თეჰლინი
მღვდლის სრულყოფილი ასლი იყო.
– რამეს ხომ არ ურჩევდი, ძებნა საიდან უნდა დაიწყოს? –
ბედს მივენდე და გავბედე კითხვა.
546 მკითხველთა ლიგა
– რენფალკის „დიქტუმში“, – მეთოჯინის კარნახით თეჰლინი
მღვდელი იატაკიდან წამოიწია და ხელები ისე გაშალა, თითქოს
ხანგრძლივი ძილიდან გამოფხიზლებული იზმორებაო.
– არც მსმენია.
მეთოჯინემ უგულისყუროდ მიპასუხა:
– სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია, მეორე სართულზე.
მეორე რიგი, მეორე კარადა, მესამე თარო, მარჯვნივ, წითელი
ტყავის ყდა, – მინიატურულმა თეჰლინმა მღვდელმა მეთოჯინის
ფეხს ფრთხილად შემოუარა. ცალ ხელში „გზის წიგნის“ ერთი
ციდა, თუმცა ისე უზადოდ გამოკვეთილი ასლი ეჭირა, რომ ყდა-
ზე მიხატული პატარა, ჭალებიანი ბორბალიც კი მოჩანდა.
სამივე მასპინძელს მივჩერებოდით და თვალს ვადევნებდით,
როგორ ექაჩებოდა პატარა მღვდლის სიმებს, ის კი წინ და უკან
დაიარებოდა, ვიდრე, საბოლოოდ, მეთოჯინის ერთ-ერთ ფე-
რადწინდიან ტერფზე არ ჩამოჯდა.
ვილემმა მოწიწებით ჩაახველა.
– მეთოჯინე.
– დიახ, – ისე გამოეხმაურა, რომ თავი არ აუწევია, – კითხვა
გაქვს. უფრო სწორად, ქვოს აქვს და ფიქრობ, მის ნაცვლად შენ
ხომ არ მკითხო. სკამზე ოდნავ წინ გადმოხრილა, კოპები შეუკ-
რავს და პირი მტკიცედ მოუკუმავს. ამან გაყიდა. აცადე, თავად
მკითხოს, შეიძლება იხეიროს კიდეც.
ადგილზე გავიყინე. ზუსტად ისე ვიჯექი, როგორც აღწერა. მე-
თოჯინე კი თავისი პატარა თეჰლინის სიმებით თამაშს აგრძე-
ლებდა. მღვდელმა გარემო შეშინებულმა მოათვალიერა და
წიგნის მუქარით ქნევის შემდეგ ჯერ მაგიდის ფეხებს შემოუარა,
შემდეგ მეთოჯინის იქვე მიწყობილ ფეხსაცმელებში ჩაიხედა.
მისმა იდუმალმა მოძრაობებმა ყურადღება ისე გამიფანტა, რომ
უხერხულობის შეგრძნებისგან ბოლომდე გავთავისუფლდი და
მოვეშვი.
547 მკითხველთა ლიგა
– მინდოდა, ამირის შესახებ მეკითხა, – მეთოჯინის ფეხებთან
გათამაშებული სცენისთვის თვალი არ მომიშორებია. წარმოდ-
გენას კიდევ ერთი მარიონეტი შემოუერთდა, გლეხურ კაბაში გა-
მოწყობილი გოგონა. თეჰლინს მიუახლოვდა და ხელი ისე
გაუწოდა, თითქოს რაღაცის მიწოდებას აპირებსო. არა, არა, რა-
ღაცას ეკითხებოდა. თეჰლინმა ზურგი შეაქცია. გოგონამ მხარზე
ხელი მორცხვად დაადო, ამპარტავანი თეჰლინი კი გვერდზე
გახტა, – მაინტერესებს, ორდენი ვინ დაშალა, იმპერატორმა
ნალტომ თუ ეკლესიამ.
– ისევ და ისევ იყურები, – ამჯერად დარიგება წინანდელთან
შედარებით უფრო თავაზიანად დაიწყო, – გარეთ უნდა გახვიდე
და ქარს დაედევნო. ზედმეტად სერიოზული ხარ, რამე შარს არ
გადაეყარო, – თეჰლინი უეცრად გოგონას შემოუტრიალდა და
მრისხანებისგან ერთიანად აცახცახებული წიგნის ქნევით
დაემუქრა. დაბნეულმა გოგონამ უკან დაიხია და მუხლებზე
დაეცა, – რა თქმა უნდა, ეკლესიამ დაშალა. მათზე ზეგავლენა
მხოლოდ პონტიფიკოსის ედიქტს ჰქონდა, – თეჰლინმა გოგოს
წიგნი რამდენჯერმე ჩასცხო, ისიც მიწას განერთხა და გაყუჩდა,
– ნალტო მათ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლასაც კი ვერ მოს-
თხოვდა.
მეთოჯინის მზერა რაღაც მცირე მოძრაობამ მიიპყრო.
– ეჰ, ჩემო კარგო, – მითხრა და თავი ვილემისკენ გადახარა,
– დაინახე, რასაც მე ვხედავ. თავი ოდნავ ქვემოთ იხრება, ყბები
იძაბება, მაგრამ თვალები არაფერზეა მიპყრობილი და გაღი-
ზიანებულად მხოლოდ შიგნით იმზირებიან. ისეთი ადამიანი
რომ ვიყო, ვინც დასკვნებს მხოლოდ შეხედვით აკეთებს, ვიტყო-
დი, ვილემმა ეს-ესაა სანაძლეო წააგო-მეთქი. არ იცით, რომ ეკ-
ლესია ფულზე თამაშს არ იწონებს? – მეთოჯინის ფეხთან ჩაცუ-
ცუქულმა მღვდელმა წიგნი ამჯერად ვილემის მიმართულებით
მოიღერა, მერე ხელები შეატყუპა და მოკუნტულ გოგონას ზურ-
548 მკითხველთა ლიგა
გი აქცია. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავი ისე დახარა, თით-
ქოს ლოცულობსო.
თავს ვაიძულე, ამ სურათისთვის თვალი მომეწყვიტა და ჩვე-
ნი მასპინძლისთვის შემეხედა.
– მეთოჯინე, – ვკითხე, – ფელტემი რეისის „ისტორიის სი-
ნათლეები“ თუ წაგიკითხავს?
შევამჩნიე, რომ სიმონმა ვილემს აღელვებული მზერა ესრო-
ლა, მაგრამ მეთოჯინეს ჩემი კითხვა სულაც არ ეუცნაურა. მის
ფეხებთან მლოცველი თეჰლინი წელში გაიმართა და წრეზე
ცეკვა-თამაშით ჩამოიარა.
– დიახ.
– რატომ ამტკიცებდა რეისი, რომ ალპურა პროლყცა ამყრ
იმპერატორ ნალტოს სამოცდამესამე ბრძანება იყო?
– რეისი მსგავსს არასოდეს იტყოდა, – თქვა მეთოჯინემ და
მარიონეტისთვის თვალი არც ამჯერად მოუშორებია, – წმინდა
წყლის სისულელეა.
– მაგრამ არქივში „სინათლეების“ ისეთი ასლი ვიპოვეთ,
რომელშიც ზუსტად ასე წერია, – მივუგე მე. მეთოჯინემ მხრები
აიჩეჩა და მოცეკვავე თეჰლინზე დაკვირვება განაგრძო.
– ალბათ, გადაწერის დროს დაშვებული შეცდომაა, – ჩაფიქ-
რდა ვილემი, – გააჩნია, რომელი გამოცემაა. შეიძლება, ზოგი-
ერთი ინფორმაციის შეცვლაზე თავად ეკლესიამაც იზრუნა. იმ-
პერატორი ნალტო ხომ ისტორიის საყვარელი განტევების ვა-
ცია. იქნებ, თავად ეკლესიამაც სცადა, თავი ამირისგან შორს
დაეჭირა, რადგან ბოლოს უკვე საშინელ საქმეებში იყვნენ გა-
რეული.
– ჭკვიანურია, ჭკვიანური, – მოიწონა მეთოჯინემ. თეჰლინმა
ვილემს თავი დაუკრა.
უეცრად თავში ერთმა აზრმა დამარტყა.

549 მკითხველთა ლიგა


– მეთოჯინე, – კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა, – თუ იცი, აქე-
დან ერთი სართულით მაღლა, დაკეტილ კარს მიღმა რა არის?
დიდი ქვის კარს მიღმა.
თეჰლინმა ცეკვა შეწყვიტა და მეთოჯინემაც თავი ასწია. ხან-
გრძლივი და მკაცრი მზერით დამაჯილდოვა. სერიოზული და ნა-
თელი თვალებით მიყურებდა.
– არ მგონია, რომ ოთხფილიანი კარის ამბავი რომელიმე
სტუდენტის საქმე იყოს. შენ როგორ ფიქრობ?
ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.
– გეთანხმებით, სერ, – მზერა მოვაცილე.
დაძაბული ატმოსფერო ზარის შორეულმა ხმამ განმუხტა. სი-
მონმა ხმადაბლა შეიკურთხა.
– დამაგვიანდა, – თქვა მან, – ბოდიში, მეთოჯინე, უნდა წავი-
დე.
მეთოჯინე ადგა და თეჰლინის თოჯინა კედელზე ჩამოკიდა.
– მეც კითხვას უნდა დავუბრუნდე, დროა, – თქვა, რბილ სა-
ვარძელში ჩაჯდა და წიგნი გადაშალა, – ერთხელ ეს კიდევ მო-
იყვანეთ, – ჩემზე ისე ანიშნა, რომ წიგნიდან თავი არ აუწევია, –
მასზე კიდევ უნდა ვიმუშაო.

550 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეერთე
კეთილი საქმისთვის

სიმონს ავხედე და დავიჩურჩულე:


– ივარე ენიმ იუგე.
გაბეზრებულმა სიმმა ამოიხვნეშა:
– წესით, ფიზიოგნომიას უნდა მეცადინეობდე.
ამბროზის ოთახების ცეცხლის ალში გახვევის შემდეგ მთელი
თერთმეტეული გასულიყო. ზამთარმა ეშვები საბოლოოდ გა-
მოაჩინა და უნივერსიტეტის ეზო მუხლამდე თოვლით დაფარა.
როგორც ამინდის გამკაცრებისას ხდებოდა ხოლმე, არქივი ახ-
ლაც ბოლომდე ბეჯითი სტუდენტებით გატენილიყო.
ვინაიდან ყველა სამკითხველო სორო დაკავებული აღმოჩ-
ნდა, მე და სიმონი, იძულებული გავხდით, სამეცადინოდ სამ-
კითხველოში შევსულიყავით. მაღალჭერიანი უფანჯრო დარბაზი
იმ დღეს ნახევარზე მეტად შევსებულიყო, მაგრამ გარშემო მა-
ინც აკლდამისებური მდუმარება სუფევდა. მუქი ქვის კედლები
და სუსტი ჩურჩული იქაურობას, ცოტა არ იყოს, საზარელ გან-
წყობას უქმნიდა. გასაგები იყო, სტუდენტები ამ ადგილს რატო-
მაც ეძახდნენ სამარეს.
– სწორედ ფიზიოგნომიას ვმეცადინეობ, – ვიწყინე შენიშვნა,
– გიბეას ზოგიერთ დიაგრამას ვეძებდი. ნახე, რა ვიპოვე, – სიმს
წიგნი გავუწოდე.
– გიბეას? – ჩაიჩურჩულა შეძრწუნებულმა სიმონმა, – ვფი-
ცავ, ჩემთან ერთად მხოლოდ იმიტომ მეცადინეობ, რომ ხელი
შემიშალო ხოლმე, – წიგნს ზედაც არ შეხედა.
– არ ვხუმრობ, – გავაპროტესტე, – უბრალოდ... აი, შეხედე,
აქ რა წერია, – სიმონმა წიგნს ხელი უდიერად ჰკრა, რაზეც ავენ-
თე, – ფრთხილად! ერთ-ერთი ორიგინალია. „მკვდარ დავთრებ-

551 მკითხველთა ლიგა


ში“ წიგნებში ჩამარხული ვიპოვე. რამე რომ მოუვიდეს, ლორენი
თითებს დამაჭრის.
სიმმა წიგნიდან ხელი ისე შორს დაიჭირა, თითქოს გავარვა-
რებულია და ეშინია, თითები არ დაითუთქოსო.
– ორიგინალი? მოწყალეო თეჰლუ, ალბათ, ადამიანის ტყავ-
ზეა დაწერილი. აქედან მომაშორე!
კინაღამ იმაზე გავიხუმრე, თუ როგორ შეიწოვება ადამიანის
ტყავში მელანი, მაგრამ სიმის გამოხედვამ გადამაფიქრებინა.
როგორც ჩანს, საკუთარმა მზერამ მაინც გამყიდა.
– უზნეო ხარ, – გამოსცრა კბილებში და ხმას ლამის დასაშ-
ვებზე მეტად აუწია, – ღმერთო შენ გვიშველე, არ იცი, რომ ორ-
განოების მუშაობაზე დასაკვირვებლად ცოცხალ ადამიანებს
ფატრავდა? უარს ვაცხადებ თვალი შევავლო ნებისმიერ რამეს,
რაზეც ეგ მონსტრი მუშაობდა.
წიგნი დავდე.
– მაშინ, შეგიძლია, მედიცინის სწავლასაც შეეშვა, – მივუგე
მშვიდად, – ადამიანის სხეულის შესახებ გიბეას კვლევები ყვე-
ლაზე ზუსტია, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. თანამედროვე მედი-
ცინა მის ჩანაწერებზე დგას.
სიმონმა მტკიცე გამოხედვა შეინარჩუნა და წინ გადმოიხარა,
რომ ხმადაბლა ელაპარაკა, მაგრამ მისი ხმა მაინც გამეგონა.
– როდესაც ამირმა ჰერცოგის წინააღმდეგ გაილაშქრა, ოცი
ათასი ადამიანის სხეულის ნარჩენები იპოვეს, ძვლებითა და
ფერფლით ამოვსებული უზარმაზარი ორმოები აღმოაჩინეს. ქა-
ლები და ბავშვები. ოცი ათასი! – სიმონმა ოდნავ გადააფურთხა
და გააგრძელა, – და ეს მხოლოდ რაც იპოვეს.
ვაცადე, ცოტა როდის დაწყნარდებოდა და ვუპასუხე:
– ორგანიზმის მექანიზმის მუშაობაზე გიბეამ ოცდასამი ტომი
დაწერა, – შევეცადე, რაც შემეძლო, მშვიდად მელაპარაკა, –
როდესაც ამირმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა, მისი მემკვიდ-
552 მკითხველთა ლიგა
რეობის ნაწილი დაიწვა, ოთხი ტომი და ყველა პირადი ჩანაწერი
დაიკარგა. ჰკითხე მაგისტრ არვილს, ამ ტომების აღსადგენად
რას არ მისცემდა.
სიმონმა მაგიდაზე ხელი ისე მძიმედ დაარტყა, რომ რამდენი-
მე სტუდენტმა გამოგვხედა.
– ჯანდაბა! – ჩაისისინა, – გიბეადან ოცდაათ მილში გავიზარ-
დე! მამაჩემის გორაკებიდან, უღრუბლო დღეს, იქაური ნანგრე-
ვების დანახვაც შეგიძლია!
მისმა სიტყვებმა ენა დამიბა. თუ სიმის ოჯახის მიწები ასე ახ-
ლოს იყო, მისი წინაპრები, ალბათ, გიბეას ვასალები იქნებოდ-
ნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ, გიბეა თავისი ექსპერიმენტებისთვის,
სავარაუდოდ, ცდის ობიექტების შეგროვებასაც ავალებდა. იმ
ძვლისა და ფერფლით სავსე ორმოში ოდესღაც შეიძლებოდა სი-
მის ოჯახის წევრებიც აღმოჩენილიყვნენ.
კარგა ხანს ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი.
– არ ვიცოდი, – დავიჩურჩულე ბოლოს.
სიმმა სიმშვიდე დაიბრუნა.
– მორჩა, ამაზე არ ვსაუბრობთ, – თქვა ცივად და თვალები-
დან თმა გადაიყარა.
მეცადინეობას დავუბრუნდით. სიმონმა მხოლოდ ერთი
საათის შემდეგ დაილაპარაკა.
– რა აღმოაჩინე? – მკითხა სასხვათაშორისოდ, თითქოს
ცნობისმოყვარეობის აღიარება არ უნდაო.
– აი, აქ, შიდა გვერდზე, – ვუპასუხე აღტაცებულმა და ყდა გა-
დავშალე, სიმს კი წიგნში ჩახედვისას უნებურად სახე ისე დაეღ-
რიჯა, თითქოს ქაღალდს მკვდრის სუნი ასდისო.
– ...მთელ ოთახში მოარიალა, – მომესმა დარბაზში შემოსუ-
ლი ორი სტუდენტის საუბარი. მდიდრული სამოსის მიხედვით
მივხვდი, რომ ორივე წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. მართა-
ლია, ბოლო ხმაზე არ გაჰყვიროდნენ, მაგრამ არც სიჩუმის დაც-
553 მკითხველთა ლიგა
ვას ცდილობდნენ, – სანამ იქაურობა ბოლომდე არ გააწმენდი-
ნა, ანისატმა დაბანის საშუალება არ მისცა. ახლა მთელი თერ-
თმეტეული სიმყრალეს ვერ ჩამოიშორებს.
– რა ნახე აქ საინტერესო? – იკითხა სიმონმა და წიგნს დახე-
და, – მხოლოდ მისი სახელი და თარიღებია.
– შუაში არა, ზემოთ შეხედე, ფურცლის კიდეებთან, – დეკო-
რატიულ ორნამენტებზე მივუთითე, – აი, აქ.
– ერთ დრაბს ჩამოვალ, ეგ პატარა მათხოჯი სემესტრის დას-
რულებამდე თავს მოიწამლავს, – თქვა მეორემ, – ოდესმე ეგე-
თი შტერები ვიყავით?
– მაინც ვერაფერს ვხედავ, – ჩუმად ჩაილაპარაკა სიმონმა
და იდაყვები მაგიდაზე მოწყენილად ჩამოდო, – ასეთი ნახატები
თუ გიყვარს, კი ბატონო, ლამაზია, მაგრამ მოჩუქურთმებული
ტექსტები არასოდეს მიზიდავდა.
– შეგვიძლია „ორპენიანში“ წავიდეთ, – რამდენიმე მაგიდის
იქით საუბარს აგრძელებდნენ და სხვა სტუდენტების შეწუხებულ
მზერას იმსახურებდნენ, – ფლეიტაზე დამკვრელი ისეთი გოგო
ჰყავთ, გეფიცები, ეგეთი ცხოვრებაში არ გეყოლება ნანახი. თან
ლინტენი ამბობს, რომ ჯიბეში ცოტა ვერცხლიც თუ გიჩ-
ხრიალებს, გოგო... – ხმას შეთქმულებივით დაუწიეს.
– გოგო რა? – საუბარში, რამდენადაც შემეძლო, უხეშად ჩა-
ვერიე. დაყვირება არ დამჭირვებია. სამკითხველოში ნორმალუ-
რი ხმით დალაპარაკებაც კი მთელ დარბაზს სწვდებოდა, – ბო-
ლოს კარგად ვერ გავიგე.
ორივე შეურაცხყოფილი მზერით მომაჩერდა, მაგრამ პასუხი
არ გაუციათ.
– რას აკეთებ? – ჩაიჩურჩულა დარცხვენილმა სიმმა.
– ვცდილობ, მოვაკეტინო.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ, – მირჩია, – მე აქ შენს წყეულ
წიგნს ვათვალიერებ. აბა, მაჩვენე, რა გინდა, რომ დავინახო.
554 მკითხველთა ლიგა
– გიბეა თავის ყველა ჩანაწერს თავად აფორმებდა, – დავიწ-
ყე ახსნა, – ეს ორიგინალია, შესაბამისად, ორნამენტებიც მისი
შესრულებულია, ხო? – სიმმა თავი დამიქნია და თმა თვალები-
დან გადაიყარა, – აქ კი რას ხედავ? – ჯერ ერთ ორნამენტზე მი-
ვუთითე, შემდეგ მეორეზე, – ამჩნევ?
სიმმა თავი გააქნია.
კიდევ ერთხელ მივანიშნე, უფრო ზუსტ ადგილზე.
– აი, აქ, – დავუკონკრეტე, – და აქაც, კუთხეში.
თვალები გაუფართოვდა.
– ასოები! ი...ვ... – ჩაფიქრებულმა სცადა, გაეშიფრა, – „ივა-
რე ენიმ იუგე“, შენც ეგ არ ჩაიბუტბუტე? – წიგნი ისევ მოიშორა,
– მერე, ამით რა ირკვევა გარდა იმისა, რომ თემიქურად ნორმა-
ლურად წერა არ იცოდა?
– თემიქური არაა, – შევუსწორე, – ეს თემიურია, თემიქურის
წინაპარი.
– და წარწერა რას ნიშნავს? – წიგნიდან შუბლშეჭმუხნილმა
ამომხედა, – „კარგი საქმისთვის“?
თავი გავაქნიე.
– „კეთილი საქმისთვის“, – შევუსწორე, – გეცნობა?
– არ ვიცი, ის გოგო იქ რომელ საათამდე იქნება, – განაგრძო
ხმაურიანმა წყვილმა, – თუ ხელიდან გაუშვებ, მაგრად ინანებ.
– ხომ გითხარი, დღეს არ შემიძლია. მორევნის საღამოს კი-
დევ ჰო, თავისუფალი ვიქნები.
– როგორმე მანამდე უნდა მოახერხო, – ისევ ჩავერთე
საუბარში, – „ორპენიანი“ მორევნის ღამეს გადაჭედილია ხოლ-
მე.
გაღიზიანებული მზერა მესროლეს.
– შენს საქმეს მიხედე, ქათმისტვინა, – შემომიღრინა მაღალ-
მა.
ამაზე კიდევ უფრო ავიჯაგრე.
555 მკითხველთა ლიგა
– ბოდიში, მე არ მელაპარაკებოდით?
– რაზე შეგვატყვე, რომ შენ გელაპარაკებოდით? – მომიგო
გესლიანად.
– დიახ, შეგატყვეთ, – ვუპასუხე, – ვინაიდან თქვენი საუბარი
სამი მერხის იქიდან მესმის, ესე იგი, გინდათ, რომ ამ საუბრის
ნაწილი ვიყო, – ჩავახველე, – სხვა ახსნაც არსებობს – იმდენად
ჩლუნგები ხართ, რომ სამკითხველოში ხმადაბლა საუბარი არ
შეგიძლიათ.
სახეზე ალმური მოედო და ალბათ პასუხსაც გამცემდა, მაგ-
რამ მეგობარმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, წიგნები წამოკრი-
ფეს და გავიდნენ. კარი მოხურეს თუ არა, აქა-იქ მოწონების შე-
ძახილები გაისმა. მაყურებელს გავუღიმე და ხელის დაქნევით
მივესალმე.
– მწიგნობრებიც მიხედავდნენ, – ხმადაბლა მისაყვედურა
სიმმა, როცა ისევ მაგიდისკენ დავიხარეთ.
– მწიგნობრებს აშკარად არ ანაღვლებდათ, – შევნიშნე, –
თანაც, ახლა ისევ სიწყნარეა და მთავარი ესაა. აბა, რას გახსე-
ნებს „კეთილი საქმისთვის“?
– რა თქმა უნდა, ამირს, – მიპასუხა, – ბოლო დროს სულ მა-
გას უტრიალებ. მოკლედ, რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ, – ჩავიჩურჩულე აღტკინებულმა, – გიბეა ამირის
ორდენის საიდუმლო წევრი იყო.
სიმმა სკეპტიკურად შემომხედა.
– ცოტა გადაჭარბებული ვარაუდი მგონია, თუმცა ვერ გამოვ-
რიცხავთ. ეკლესიის მიერ ორდენის დაშლამდე ორმოცდაათი
წლით ადრე ცხოვრობდა, მაგ დროისთვის ამირი უკვე გზას იყო
აცდენილი.
მინდოდა შევკამათებოდი და დამერწმუნებინა, რომ შესაძ-
ლოა, თავად გიბეას საქმიანობაც არ იყო გზას აცდენილი, რომ
ამირის უმთავრეს დანიშნულებას მიჰყვებოდა და კეთილი საქ-
556 მკითხველთა ლიგა
მისთვის იღწვოდა. მართალია, საზარელ ცდებს ატარებდა, მაგ-
რამ მისმა მუშაობამ მედიცინა განუზომლად წინ წასწია და თავი-
სი საქმიანობით მომდევნო ასწლეულების განმავლობაში ათჯერ
მეტი ადამიანი იხსნა.
თუმცა, მეეჭვებოდა, რომ სიმს ჩემი აზრი გაეზიარებინა.
– აცდენილი იყო თუ არა, მაინც ამირის საიდუმლო წევრად
რჩებოდა. სხვა შემთხვევაში რატომ ჩამალავდა ორდენის დე-
ვიზს ჩანაწერის პირველ გვერდზე?
სიმონმა მხრები აიჩეჩა.
– კარგი, ერთ-ერთი ამირი იყო. მერე რა?
ხელები აღშფოთებულმა ავიქნიე და ძლივს შევძელი, რომ
საუბარი ხმადაბლა გამეგრძელებინა.
– ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის მხრიდან გაუქმებამდე ორდენს
საიდუმლო წევრები ჰყავდა! ეს ნიშნავს, რომ როდესაც პონტი-
ფიკოსმა მათი დაშლა ბრძანა, ამირს იდუმალი მოკავშირეები
შემორჩა, რომლებიც ორდენის წევრებს უსაფრთხოდ გადამალ-
ვაში დაეხმარებოდნენ! ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ამირი დღე-
საც არსებობდეს და თავის საქმიანობას საიდუმლოდ, მალუ-
ლად აგრძელებდეს!
სიმის გამოხედვაში ცვლილება შევნიშნე. თავიდან მეგონა,
დათანხმებას აპირებს-მეთქი, მაგრამ შემდეგ კეფაზე ჩხვლეტა
ვიგრძენი და სიმართლეს მივხვდი.
– გამარჯობა, მაგისტრო ლორენ, – შემოტრიალების გარეშე
კრძალვით მივესალმე.
– სხვა მაგიდასთან მსხდომ სტუდენტებთან საუბარი აკრძა-
ლულია, – მომესმა ზურგს უკან, – არქივში შემოსვლის უფლება
ხუთი დღით შეგიჩერდა.
თავი დავუქნიე, მე და სიმი წამოვდექით და ნივთების ალაგე-
ბას შევუდექით. გრძელი ხელი უემოციოდ გამოიშვირა.

557 მკითხველთა ლიგა


გიბეას ჩანაწერების წიგნი უსიტყვოდ გავუწოდე და ერთ წუთ-
ში უკვე არქივის გარეთ, ზამთრის ცივი მზის სინათლისგან თვა-
ლებმოჭუტულები ვიდექით. მოსასხამი შემოვიხვიე და ფეხების
ბაკუნით თოვლი ჩამოვიბერტყე.
– უფლების შეჩერება, – ჩაილაპარაკა სიმონმა, – ჭკვიანუ-
რია.
მხრები ავიჩეჩე და ვცადე, შეცბუნება არ დამტყობოდა. იმედი
მქონდა, რომელიმე სხვა სტუდენტი მაგისტრს მომხდარს აუხ-
სნიდა და ეტყოდა, რომ სიჩუმის დაცვას ვცდილობდი და არა –
დარღვევას.
– უბრალოდ მინდოდა, სწორად მოვქცეულიყავი.
სიმონმა გაიცინა და „ანკერისკენ“ გავემართეთ. თოვლის პა-
ტარა გორას ფეხი მხიარულად ამოარტყა.
– სამყაროს შენნაირი ხალხი სჭირდება, – ისეთი ხმით დაიწ-
ყო სიმონმა, რომ მივხვდი, ფილოსოფიურ წიაღსვლებში გადა-
ეშვებოდა, – საქმეს აკეთებ. ყოველთვის სწორი ან ჭკვიანური
გზით არა, მაგრამ საქმე მაინც კეთდება. იშვიათი ვინმე ხარ.
– რას გულისხმობ? – დავინტერესდი.
სიმმა მხრები აიჩეჩა.
– აი, როგორც დღეს. რაღაც გაწუხებს, ვიღაც შეურაცხყოფას
გაყენებს და უეცრად ენთები, – ჰაერში რაღაც მოხაზა, – ზუსტად
იცი, რა უნდა გააკეთო. არასდროს ყოყმანობ, უბრალოდ ხედავ
და რეაგირებ, – ცოტა ხანს ჩაფიქრდა, – მგონი, ამირებიც ასე-
თები იყვნენ. რა გასაკვირია, რომ ხალხს მათი ეშინოდა.
– საკუთარ თავში ყოველთვის ასე მტკიცედ დარწმუნებული
არ ვარ, – ვაღიარე.
სიმონმა გაიღიმა.
– უცნაურია, მაგრამ ეს ჩემს აზრს მხოლოდ ამტკიცებს.

558 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეორე
მონანიება

ვინაიდან მეცადინეობის საშუალება წამერთვა და ზამთარი


ყველაფერს თოვლში ახვევდა, გადავწყვიტე, რომ ზოგი გადადე-
ბული საქმის მისახედად იდეალური დრო დამდგარიყო.
აურის მონახულება ვცადე, მაგრამ სახურავები ყინულით და-
ფარულიყო, ის ეზო კი, სადაც ჩვეულებრივ ვხვდებოდით ხოლ-
მე, ნამქერს აევსო. მის ნაფეხურებს რომ ვერსად წავაწყდი, გა-
მიხარდა – არ ვიცოდი, ფეხსაცმელი საერთოდ ჰქონდა თუ არა,
თბილ ქურთუკზე ან ქუდზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მის სა-
ძებნელად ქვემოშეთშიც ჩავიდოდი, მაგრამ ცხაური ჩაკეტილი
და ყინულით გადალესილი დამხვდა.
მედიკაში რამდენჯერმე ორმაგი მორიგეობა გავატარე, ან-
კერთან კი დამატებით საღამოსაც დავუკარი იმ დღისთვის ბო-
დიშის მოხდის მიზნით, როცა წასვლა დროზე ადრე მომიხდა.
საცხენოსნოშიც დიდ დროს ვატარებდი – ვანგარიშობდი, ნამუ-
შევრებს ვცდიდი და ჩემი პროექტისთვის შენადნობებს ვამზა-
დებდი. ძილის მთელი ერთთვიანი დანაკლისის ანაზღაურებასაც
შევუდექი.
მაგრამ ძილსაც საზღვარი აქვს და არქივიდან დროებითი
მოკვეთის მეოთხე დღეს საპატიო მიზეზები გამომელია. რო-
გორც არ უნდა მეყოყმანა, დევის მაინც უნდა დავლაპარაკებო-
დი.
როგორც კი დევისთან სტუმრობა გადავწყვიტე, ამინდი ზუს-
ტად ისე დათბა, რომ თოვა გამყინავ თოვლჭყაპში გადაიზარდა.
იმრესკენ მგზავრობა ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა. არც ქუდი
გამაჩნდა და არც ხელთათმანები, ქარმა კი ჩემი მოსასხამი სვე-
ლი თოვლით სულ რაღაც ხუთ წუთში დააჟია. ათ წუთში უკვე

559 მკითხველთა ლიგა


მთელი ტანსაცმელი გამეჟღინთა და ვინატრე, ნეტავი დამეცადა
ან ეტლზე ფული დამეხარჯა-მეთქი. ჭყაპმა მანამდე დადებული
თოვლიც დაადნო და გზებზე რამდენიმე ინჩის სისქის ტალახნა-
რევი წუმპეები დააყენა.
დევისთან სტუმრობამდე გასათბობად ცოტა ხნით „ეოლიან-
თან“ შევჩერდი, თუმცა აქაურობა პირველად ვნახე დაკეტილი
და ცარიელი. არ გამკვირვებია. ასეთ ამინდში რომელი დიდებუ-
ლი გამოყოფდა ცხვირს გარეთ ან რომელი მუსიკოსი გაიმეტებ-
და ინსტრუმენტს ყინვასა და სისველეში გამოსატანად?
ასე რომ, უკაცურ ქუჩებს გავუყევი და ბოლოს და ბოლოს სა-
ყასბოს უკან, ვიწრო შუკას მივადექი. დევისთან ჩემი ნაცნობო-
ბის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ იქაურობა ამძაღებუ-
ლი ქონის სუნად არ ყარდა.
მეხავთის კარზე დაკაკუნებისას შევშფოთდი – ხელებში
გრძნობა იმდენად დამკარგვოდა, რომ თითების კართან შეხე-
ბას თითქმის ვერ ვგრძნობდი. კარგა ხანს ვიცადე და ხელახლა
დავაკაკუნე. შევშინდი, ვაითუ, შინ არ არის და მთელი გზა
ტყუილად გამოვიარე-მეთქი.
კარი ოდნავ გაიღო. ნაპრალში ლამპის სინათლე და ცალი
ყინულივით ცისფერი თვალი გამოჩნდა, შემდეგ კარი ბოლომდე
გაიღო.
– თეჰლუს კბილ-ძუძუმ დამწყევლოს, – თქვა დევიმ, – ასეთ
დროს გარეთ რას აკეთებ?
– ვიფიქრე...
– რა დროს ფიქრია, – შემაწყვეტინა აგდებულად, – შემოდი.
ოთახში შევაბიჯე. წვეთები წურწურით ჩამომდიოდა, მოსას-
ხამის კაპიუშონი კი თავზე მიმკრობოდა. დევიმ ჩემს ზურგს უკან
კარი მიხურა, კარგად გადაკეტა და ჩარაზა. ოთახში მიმოხედვი-
სას შევნიშნე, რომ კიდევ ერთი წიგნების თარო დაემატებინა,
თუმცა ჯერ თითქმის მთლიანად ცარიელი იყო. ფეხი მოვინაც-
560 მკითხველთა ლიგა
ვლე თუ არა, ჩემს მოსასხამზე აკრული გაყინული ჭყაპის ფენა
ჩამოვარდა და იატაკზე დაეტყეპა.
დევიმ ხანგრძლივი და მშვიდი მზერა შემავლო. ოთახის
მეორე მხარეს, სამუშაო მაგიდის სიახლოვეს მდებარე ბუხრის
ცხაურს მიღმა მოტკაცუნე ცეცხლს ვხედავდი, თუმცა მასპინძე-
ლი ჩემს შეპატიჟებას არ ჩქარობდა. ასე რომ, ერთიანად გალუმ-
პული და აკანკალებული ისევ გაუნძრევლად ვიდექი.
– საქმეების ადვილი გზებით მოგვარება არ გჩვევია, ხომ? –
მკითხა ბოლოს.
– ადვილი გზებიც არსებობს? – შევუბრუნე კითხვა.
არ გაუცინია.
– თუ გგონია, რომ ნახევრად გაყინული და კუდამოძუებული
ძაღლივით გამომეცხადები და ამით შენდამი განწყობა შემეც-
ვლება, საშინლად ც... – სიტყვა აღარ დაასრულა და კიდევ კარ-
გა ხნით მომაშტერდა, – ჯანდაბა, – შესძახა აღტაცებულმა, – სი-
მართლე გითხრა, შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ძა-
ლიანაც მომწონს. ნერვებისმომშლელად კარგ ხასიათზე დავდე-
ქი.
– მაგ მიზნით არ მოვსულვარ, – ვუპასუხე, – მაგრამ მისაღე-
ბია. თუ მძიმე გაციებას ავიკიდებ, ეს რამით დაგეხმარება?
დევიმ აწონ-დაწონა.
– შეიძლება, – აღიარა, – მონანიებას ტანჯვაც ყოველთვის
ახლავს.
თავი დავუქნიე, საცოდავი გამომეტყველების მისაღებად კი
განსაკუთრებული მცდელობა არ დამჭირვებია. გახევებული თი-
თებით საფულე მოვქექე და პატარა ბრინჯაოს მონეტა ამოვაძ-
ვრინე. რამდენიმე ღამით ადრე სიმს „ჩაისუნთქეს“ დაბალ ფსო-
ნებზე თამაშისას მოვუგე.
დევიმ გამომართვა.

561 მკითხველთა ლიგა


– მონანიების ნიშნად, – ჩაილაპარაკა უღიმღამოდ, – სიმბო-
ლურად უნდა მივიღო?
მხრები ავიჩეჩე და იატაკზე კიდევ უფრო მეტი გაყინული ჭყა-
პი დავყარე.
– გარკვეულწილად, – მივუგე მე, – ფულის გადამცვლელთან
წასვლასა და მთელი შენი ვალის ერთი მონანიების მონეტით
გასწორებზეც ვფიქრობდი.
– რამ შეგაჩერა? – მკითხა მან.
– მივხვდი, რომ კიდევ უფრო გაღიზიანდებოდი, – ვუპასუხე,
– თან ფულის გადამცვლელთან საკომისიოს გადახდაზე ფიქ-
რმაც არ მომხიბლა, – თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ცეცხლისკენ
მოუთმენლად არ გამეხედა, – დიდი ხანი განვიხილავდი, რო-
გორ შეიძლებოდა შენთვის სათანადო ბოდიშის მოხდა.
– და გადაწყვიტე, რომ წელიწადის ყველაზე სასტიკ ამინდში
შემოგევლო?
– გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა, თუ დავილაპარაკებ-
დით. ამინდი უბრალოდ იღბლიანი დამთხვევა აღმოჩნდა.
დევიმ კოპები შეკრა და ბუხრისკენ მიბრუნდა.
– შემოდი, – საწოლის გვერდით მდგარ კომოდთან მივიდა
და ბამბის სქელი, ლურჯი ხალათი ამოაძვრინა. მომაწოდა და
დახურული კარისკენ მიმითითა.
– შედი და სველი ტანსაცმელი გამოიცვალე. ტაშტში გაწურე,
თორემ არასოდეს გაშრება.
გამოვიცვალე, სველი ტანსაცმელი კი ცეცხლთან ჩამოვკიდე.
ბუხართან დგომამ ენით აუწერელი სიამოვნება მომგვარა. ცეც-
ხლის სინათლეზე შევნიშნე, რომ ფრჩხილებქვეშ სილურჯე შემ-
პარვოდა.
რადგანაც ცეცხლთან შეყოვნება და კარგად გათბობა მინდო-
და, დევის სამუშაო მაგიდასთან შევუერთდი. შევნიშნე, რომ მა-

562 მკითხველთა ლიგა


გიდის ზედაპირი მოხვეწილი და ხელახლა გალაქული იყო, თუმ-
ცა „ჩაჩანაკის“ მიერ ამომწვარი შავი რგოლი მაინც ემჩნეოდა.
დევის ნაწყალობევ ხალათში გამოწყობილი და მის გვერდით
მჯდომი თავს ცოტათი დაუცველად ვგრძნობდი, მაგრამ ვერა-
ფერს ვიზამდი.
– ჩვენი წინა... შეხვედრის შემდეგ, – შევეცადე, მაგიდის ზე-
დაპირზე ნახშირის რგოლისთვის მზერა ამერიდებინა, – მაცნო-
ბე, რომ სესხის მთლიანი თანხა ამ სემესტრის ბოლოს უნდა და-
მეფარა. ხომ არ გსურს, პირობებზე ხელახლა მოვილაპარაკოთ?
– არა მგონია, – გადაჭრით თქვა დევიმ, – მაგრამ იმაში შე-
გიძლია დარწმუნებული იყო, რომ თუ ანგარიშს მონეტებით ვერ
გაასწორებ, გარკვეული ინფორმაციით ვაჭრობისთვისაც მზად
ვარ, – ბასრი, დამშეული ღიმილი გაუკრთა.
თავი დავუქნიე. ისევ არქივში საიდუმლო შესასვლელის გა-
გება უნდოდა.
– ახლა, როცა მთელი ისტორია იცი, იმედი მქონდა, გა-
დაიფიქრებდი, – ვუთხარი მე, – ვიღაც არამართლზომიერებით
მებრძოდა. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი სისხლი უსაფ-
რთხოდ ინახებოდა.
კითხვის გამომხატველი მზერა მივაპყარი. დევიმ მხრები ისე
აიჩეჩა, რომ იდაყვები მაგიდიდან არ აუწევია, სახეზე კი უსაზ-
ღვრო გულგრილობა ეხატა.
– უფრო მეტიც, – ვთქვი და თვალებში შევხედე, – სრულიად
შესაძლებელია, რომ ჩემი გაუმართლებელი საქციელი იმ ალქი-
მიური საწამლავის გვიანი მოქმედების შედეგი ყოფილიყო,
რომლითაც ამ სემესტრის დასაწყისში მომწამლეს.
დევის სახე დაეძაბა.
– რა?
მაშასადამე, არ იცოდა. ცოტათი მომეშვა.

563 მკითხველთა ლიგა


– ამბროზიმ გამოცდებამდე დაახლოებით ერთი საათით ად-
რე მოახერხა და ის ქლიავის ნიავი შემომაპარა, – პირდაპირ მი-
ვახალე, – რომლის ფორმულაც შენ მიჰყიდე.
– ო, რა ბოღმით ხარ სავსე, – დევიმ მრისხანე და აღშფოთე-
ბული გამომეტყველება მიიღო, თუმცა არც ისე დამაჯერებლად
გამოუვიდა. მეტისმეტი მცდელობისგან ზედმეტი მოუვიდა.
– ბოღმით კი არა, – მივუგე წყნარად, – ქლიავის ნიავისა და
ჯავზის ნარჩენით ვარ სავსე, რაც ხანდახან იმ ადამიანების მიხ-
რჩობის გაუაზრებელ სურვილს მგვრის, ქუჩაში მხარში გაკვრის
მეტი ჩემთვის რომ არაფერი დაუშავებიათ.
ყალბი მრისხანება სახიდან გადაერეცხა.
– ვერაფერს დაამტკიცებ, – მითხრა დევიმ.
– არაფრის დამტკიცება არ მჭირდება, – ვუპასუხე, – სულაც
არ მინდა, მაგისტრებთან ან რკინის კანონთან უსიამოვნებები
შეგექმნას, – თვალებში ვუყურებდი, – უბრალოდ ვიფიქრე, რომ
შეიძლებოდა ჩემი მოწამვლის ამბით დაინტერესებულიყავი.
დევი გაყურსული იჯდა. სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობ-
და, მაგრამ გამოხედვაში თანდათან დანაშაულის გრძნობა
შეეპარა.
– ძალიან ცუდი იყო?
– ძალიან, – ვუპასუხე მშვიდად.
დევიმ გვერდზე გაიხედა და გულხელი დაიკრიფა.
– არ ვიცოდი, თუ ამბროზისთვის იყო, – თქვა ბოლოს, – ვი-
ღაც ჯიბესქელი ჭკუათხელი დამადგა და თავბრუდამხვევად კარ-
გი გარიგება შემომთავაზა... – მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
სუსხიანი ბრაზისგან მთლიანად დაცლილიყო და უფრო დაპატა-
რავებული ჩანდა, – ამბროზისთან საქმეს არასდროს დავიჭერ-
დი, – გააგრძელა თავის მართლება, – ისიც არ ვიცოდი, თუ შენ-
თვის იყო გამიზნული, გეფიცები.
– მაგრამ იცოდი, რომ ვიღაცისთვის იყო.
564 მკითხველთა ლიგა
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ ცეცხლის
ტკაცატკუცი არღვევდა.
– მე ამ საკითხს ასე ვუყურებ, – დავიწყე ახსნა, – ბოლო
დროს ორივემ რაღაც ძალზე სულელური ჩავიდინეთ და ვნა-
ნობთ, – ხალათი მხრებზე უფრო მჭიდროდ მოვიხვიე, – მართა-
ლია, ჩვენი სისულელეები ერთმანეთს არ აბათილებს, მაგრამ
მაინც მეჩვენება, რომ წონასწორობის აღდგენაში დაგვეხმარე-
ბა, – ხელები სასწორის თეფშებივით გავიშვირე.
დევიმ დარცხვენილად გაიღიმა.
– მგონი, მთელი ვალის ერთიანად გამოთხოვა ჩემი მხრიდან
მეტისმეტად დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.
მეც ღიმილით ვუპასუხე და თანდათან მოვეშვი.
– სესხის თავდაპირველი პირობების დაბრუნებაზე რა აზრის
ხარ?
– ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, – დევიმ
ხელი გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი. ოთახში დაძაბულობის
უკანასკნელი მარცვალიც კი აორთქლდა და ვიგრძენი, გული-
დან ბოლო ლოდი როგორ გადამვარდა.
– ხელი გაყინული გაქვს, – მითხრა დევიმ, – წამო, ცეც-
ხლთან ახლოს დავსხდეთ.
ადგილი ვიცვალეთ და რამდენიმე წუთი უხმოდ ვისხედით.
– ქვესკნელის ღმერთებო, – თქვა დევიმ და ერთიანად ამო-
იხვნეშა, – შენზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, – თავი გააქნია, –
არც კი ვიცი, ცხოვრებაში ასე ვინმეზე თუ გავბრაზებულვარ.
თავი დავუქნიე.
– არ მჯეროდა, რომ არამართლზომიერების ჩადენამდე
დაეცემოდი, – ვუთხარი მე, – დარწმუნებული ვიყავი, რომ შენი
ხელი არ ერია, მაგრამ ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორი
საშიში ხარ, რაღაც ისტორიებს ჰყვებოდნენ. მერე, როცა სის-

565 მკითხველთა ლიგა


ხლის ჩვენებაზე უარი მითხარი... – წინადადება აღარ დავასრუ-
ლე და მხრები ავიჩეჩე.
– ქლიავის ნიავის გამოძახილი მართლა ისევ გაწუხებს? –
მკითხა.
– მცირე გაელვებებივით, – ვუპასუხე, – მოთმინებას უფრო
ადვილად ვკარგავ. იქნებ, გადაღლის ბრალიცაა. სიმონი ამ-
ბობს, რომ შეიძლება ორგანიზმში უმართავი ნაწილაკები მიტ-
რიალებს, თუმცა კარგად არ ვიცი, ეს რას ნიშნავს.
დევიმ კოპები შეკრა.
– აქ მეტნაკლებად სრულფასოვანი აღჭურვილობა მაქვს, –
თქვა და თავი დაკეტილი კარისკენ გაიქნია, – და ბოდიშს გიხდი,
მაგრამ იმ ყმაწვილმა Vაუტიუმ თეგნოსტაე-ს მთელი კრებული
შემომთავაზა, – წიგნის თაროებისკენ მიმანიშნა, – ჩვეულებ-
რივ, ეგეთ რამეს არასდროს ვამზადებ ხოლმე, მაგრამ წიგნების
სრული ასლების შოვნა თითქმის შეუძლებელია.
მისკენ გაკვირვებული მივტრიალდი.
– შენ თავად დაუმზადე?
– ფორმულის გადაცემას ასე ვამჯობინე, – თავი იმართლა
დევიმ.
ჩემი გონების ერთი ნაწილი სიბრაზეს მოეცვა, მაგრამ უფრო
დიდი ნაწილი უბრალოდ იმით ხარობდა, რომ თბილად და მშრა-
ლად ვიჯექი და სიკვდილი არსაიდან მემუქრებოდა. მხრები ავი-
ჩეჩე.
– სიმონის თქმით, ალქიმიის ანაბანაც არ გაგეგება, – ვცადე
საუბრის გაბმა.
დევიმ ხელებზე დაიხედა.
– ასეთი რაღაცის გაყიდვით სულაც არ ვამაყობ, – აღიარა,
ცოტა ხანში კი თავი ისევ ასწია და გაიკრიჭა, – მაგრამ თეგნოს-
ტაე ისეთი საოცარი ილუსტრაციებითაა მოხატული!
გამეცინა.
566 მკითხველთა ლიგა
– აბა, მაჩვენე.

***

რამდენიმე საათში ტანსაცმელი გამიშრა, თოვლჭყაპი კი ფა-


ფუკ თოვლში გადაიზარდა. ქვის ხიდი ერთ დიდ ყინულის ლო-
დად იქნებოდა ქცეული, თორემ სხვა მხრივ შინ დაბრუნება გა-
ცილებით სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქ მოსვლა.
როდესაც სააბაზანოდან გამოვედი, დევი მაგიდისკენ ზურგით
იჯდა. მივუახლოვდი და ხალათი გადავეცი.
– შენს ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებ და არ
გკითხავ, შენი აღნაგობის მქონე ახალგაზრდა ქალბატონს სახ-
ლში ასეთი დიდი ზომის მხრებგანიერი ხალათი რატომ აქვს.
დევიმ არც ისე ნაზად ჩაიფრუტუნა და თვალები აატრიალა.
ჩამოვჯექი და ჩექმები ამოვიცვი. ცეცხლის გვერდით სა-
სიამოვნოდ გამთბარიყვნენ. შემდეგ საფულე ამოვიღე, მაგიდა-
ზე ვერცხლის სამი მძიმე ტალანტი დავდე და დევისკენ გავაცუ-
რე. დევი ფულს გაოცებული მიაშტერდა.
– ბოლო დროს ცოტა ფული ვიშოვე, – ვუთხარი, – მთლიანი
ვალის გასასტუმრებლად საკმარისი არაა, მაგრამ ამ სემესტრის
პროცენტი შემიძლია დროზე ადრე გადაგიხადო, – ხელი მონე-
ტებისკენ გავიქნიე, – ნდობის ნიშნად.
დევიმ გაიღიმა და მონეტები უკან გამოაცურა.
– სემესტრის დამთავრებამდე კიდევ ორი თერთმეტეული
გაქვს. როგორც შევთანხმდით, მოდი, თავდაპირველ გეგმას
მივყვეთ. ფულის დროზე ადრე გამორთმევა არ მესიამოვნება.

567 მკითხველთა ლიგა


***

მართალია დევის ფული გულწრფელი და სამშვიდობო გან-


ზრახვით შევთავაზე, მაინც გამიხარდა, რომ სამი ტალანტი ჩემ-
თან დარჩა.
რამდენიმე მონეტის ქონასა და საერთოდ არქონას შორის
ძალიან დიდი განსხვავებაა.
ეს სათესლედ გადანახულ ხორბალს ჰგავს. თუკი ხანგრძლი-
ვი ზამთრის შემდეგ ცოტა ხორბალი დაგრჩება, შეგიძლია სა-
თესლედ გამოიყენო. ამით საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს
ინარჩუნებ. შეგიძლია, ხორბლის მეშვეობით მომავალი დაგეგ-
მო. მაგრამ თუ გაზაფხულზე სათესლედ გამოსაყენებელი ხორ-
ბალი საერთოდ არ გაქვს, სრულიად უმწეოდ რჩები. როგორი
თავგამოდებითაც უნდა იშრომო, თესლის გარეშე მოსავალს
ვერ მოიყვან.
ასე რომ, ტანსაცმელი ვიყიდე: სამი პერანგი, ახალი შარვა-
ლი და შალის სქელი წინდები. ზამთრის სუსხთან გასამკლავებ-
ლად ქუდი, ხელთათმანები და ყელსახვევიც შევიძინე. აურის
ერთი ქისა ზღვის მარილი, ერთი პარკი გამომშრალი მუხუდო,
ორი ქილა დაკონსერვებული ატამი და ერთი წყვილი თბილი
ჩუსტები ვუყიდე. ფული არც ბარბითის სიმების ნაკრებზე, მე-
ლანსა და ექვსიოდე ფურცელზე დამიზოგავს.
თითბრის მტკიცე ურდულიც მოვაყოლე და ჩემი ციცქნა ოთა-
ხის ფანჯრის ჩარჩოზე მივახრახნე. თავად მისთვის გვერდის ავ-
ლას ადვილად მოვახერხებდი, მაგრამ ჩემს მცირე ავლადიდე-
ბას ავისმზრახველი ქურდებისგან საიმედოდ დაიცავდა.

568 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამესამე
უთქმელად და გაუფრთხილებლად

ანკერის დუქნის წინა ფანჯრიდან თოვლის ფანტელების ნარ-


ნარს ვუყურებდი და დენნას ბეჭედს თითებში ზანტად ვატ-
რიალებდი. უნივერსიტეტში ზამთარი უკვე მთელი სიმძიმით ჩა-
მოწოლილიყო, დენნა კი თვეზე მეტი იყო, არსად მენახა. ელო-
დინის ლექციამდე სამი საათი მქონდა და ვცდილობდი, გადა-
მეწყვიტა, დენნას პოვნის იოტისოდენა შანსი იმრესკენ ხან-
გრძლივ და ცივ მგზავრობად თუ ღირდა.
ჯერ კიდევ ფანჯარასთან ვიდექი, როდესაც კარში ერთი კელ-
დელი კაცი შემოვიდა, ფეხებიდან თოვლი დაიბერტყა და ოთახს
ცნობისმოყვარე მზერა მოავლო. ადრიანი შუადღე იყო და საერ-
თო ოთახში ჩემ გარდა არავინ ჭაჭანებდა.
მომიახლოვდა. წვერში ჩარჩენილი ფიფქები წამიერად და-
უდნა და წყლის მძივებად ექცა.
– შეწუხებისთვის ბოდიში. ერთ ყმაწვილს ვეძებ, – მითხრა
ისე უაქცენტოდ, რომ გაოცება ძლივს დავმალე. გრძელი ქურ-
თუკის შიგნით ჯიბე მოიჩხრიკა და წითელბეჭედდასმული სქელი
კონვერტი ამოიღო.
– ქა-ვო, – წაიკითხა ნელა, შემდეგ კონვერტი გადმოატ-
რიალა და წინა მხარე მაჩვენა.
ქვო – ანკერის ფუნდუკი.
უნივერსიტეტი
(იმრედან დასავლეთით ორი მილი)
ბელენეის ხრიოკები
ცენტრალური დომინიონი.
დენნას ხელწერა ვიცანი.
– ქავო არა, ქვო, – შევუსწორე დაბნეულმა.

569 მკითხველთა ლიგა


მხრები აიჩეჩა.
– თქვენ ხართ?
– მე ვარ.
თავი კმაყოფილმა დააქნია.
– ეგ ტარბინში გადმომცეს დაახლოებით თერთმეტეულის
წინ. ვიღაც ყმაწვილისგან ერთი მძიმე პენის სანაცვლოდ გამო-
ვისყიდე. თავად მას ვინტასური ვერცხლის ბითი გადაუხდია და
ჯუნპუიელი მეზღვაურისთვის გამოურთმევია. ვერაფრით გაიხ-
სენა, მეზღვაურმა რომელი ქალაქიდან წამოიღო, მაგრამ ზღვი-
დან საკმაოდ მოშორებით კი ყოფილა.
კაცმა თვალებში შემომხედა.
– ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები, რომ არ იფიქრო, თითქოს
შიმების დაცინცვლას ვაპირებდე. მთელი მძიმე პენი გადავიხა-
დე და შემდეგ იმრედან აქ მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ გზა
სხვა მხარეს მიდევს, – საერთო ოთახში მიმოიხედა, – თუმცა,
ასეთი მშვენიერი ფუნდუკის პატრონი ალბათ დამსახურებული
გასამრჯელოს გაცემაზე უარს არ იტყვი.
გამეცინა.
– ჩემი ფუნდუკი არაა, მხოლოდ ერთი ოთახი მაქვს აღებუ-
ლი.
– აჰ, – თქვა აშკარად იმედგაცრუებულმა, – აქ, ცოტა არ
იყოს, მეპატრონესავით იდექი. მაგრამ მაინც, დარწმუნებული
ვარ, იცი, რომ ამ დავიდარაბის სანაცვლოდ კუთვნილი უნდა მი-
ვიღო.
– ვხვდები, – ვუპასუხე, – შენი აზრით, სათანადო გასამრჯე-
ლო რამდენი იქნება?
თვალი ამაყოლ-ჩამაყოლა და ტანსაცმელი შემითვალიერა.
– დიდად მოხარული ვიქნები, თუ ჩემს მძიმე პენის დავიბრუ-
ნებ და ზედ მსუბუქი პენიც დაემატება.

570 მკითხველთა ლიგა


საფულე ამოვიღე და თევზაობა დავიწყე. საბედნიეროდ, რამ-
დენიმე ღამით ადრე ბანქოში მოვიგე და ცოტაოდენი ატურული
ფული მებადა.
– სამართლიანი მოთხოვნაა, – ვუთხარი და ფული გავუწო-
დე.
გასასვლელად გაემართა, შემდეგ უცებ მოტრიალდა.
– უბრალოდ მაინტერესებს, ორ მძიმე პენსაც გადაიხდიდი? –
მკითხა.
– ალბათ, – ვაღიარე გულახდილად.
– კისტ, – შეიკურთხა, ისევ მიტრიალდა და კარი გაიჯახუნა.
მძიმე პერგამენტის კონვერტი ხელიდან ხელში გადაცემისგან
დაჭმუჭნილ-დალაქავებულიყო. ბეჭედზე კასრისა და არფის წინ
ორ ფეხზე შემდგარი ხარირემი იყო გამოსახული.
ბეჭედი ავხსენი და წასაკითხად სკამზე მოვკალათდი.
წერილში ეწერა:
ქვო,
ვწუხვარ, რომ იმრე სიტყვის უთქმელად და გაუფრთხილებ-
ლად დავტოვე, გამგზავრების ღამეს შეტყობინება გამოგიგზავ-
ნე, მაგრამ ალბათ საერთოდ არ მიგიღია.
მწვანე მინდვრებისა და უკეთესი შესაძლებლობების საძებნე-
ლად წავედი. იმრე მომწონს და შიგადაშიგ, თუმცა არარეგულა-
რულად, შენი ნახვაც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ საცხოვრებ-
ლად ძალიან ძვირი ქალაქია და ბოლო ხანებში ფულის მხრივ
საქმე არც ისე კარგად მიმდის.
ილი ლამაზია, ყველგან მწვანე ბორცვებია, ამინდიც მომ-
წონს, უფრო თბილა და ჰაერში ზღვის სუნი ტრიალებს. შეიძლე-
ბა, მთელი ზამთარი ისე გავატარო, რომ ფილტვებმა ერთხელაც
არ მიმაჯაჭვონ ლოგინს, მრავალი წლის განმავლობაში პირვე-
ლი ასეთი ზამთარი იქნება.

571 მკითხველთა ლიგა


ცოტა ხანი მცირე სამეფოებშიც დავყავი და მხედრების ორი
რაზმის შეტაკებასაც შევესწარი. ასეთი ჭახაჭუხი და ცხენების
ჭიხვინი ალბათ არასოდეს მოგისმენია. ზღვაშიც ვიყავი და სხვა-
დასხვა საზღვაო კვანძის შეკვრა და სწორად გადაფურთხება
ვისწავლე. საგინებელი სიტყვების მარაგიც საგრძნობლად გა-
ვიმდიდრე.
თუ ჩვენი შემდეგი შეხვედრისას თავაზიანად მთხოვ, ახალშე-
ძენილი უნარებით გაგამხიარულებ.
ადემის ჯარისკაცსაც შევხვდი (აქ სისხლისპერანგიანებს ეძა-
ხიან). ეს ქალი ტანით ალბათ ჩემზე დიდიც არ იქნება. ყველაზე
გასაოცარი რუხი თვალები აქვს. ლამაზია, მაგრამ უცნაური და
ჩუმი, თან გამუდმებით მოძრაობს. ბრძოლაში არ მინახავს და
დარწმუნებული არ ვარ, რომ მინდა, თუმცა კი მაინტერესებს.
არფები ისევ მიტაცებს. ამჟამად ერთ ფრიად დახელოვნებულ
ბატონთან ვცხოვრობ (რომლის სახელსაც არ გავამხელ) რათა
ამ საქმეში უფრო დავიწვეხო.
ამ წერილის წერისას ცოტა ღვინოც დავლიე. ამას იმიტომ
ვახსენებ, რომ ზემოთ არასწორად დავწერე სიტყვა დავიწვეხო.
დავიხვეწო, კისტ! მოკლედ, ხო ხვდები, რასაც ვამბობ.
ბოდიში, რომ უფრო ადრე არ მოგწერე, მაგრამ ბევრს ვმოგ-
ზაურობდი და წერილის დაწერის საშუალება ამ დრომდე არ მო-
მეცა. ახლა, როცა უკვე დავწერე, შეიძლება კიდევ კარგა ხანს
ვერ ვიპოვო ისეთი მოგზაური, ვისაც ამ ძვირფასი ბარათის შე-
ნამდე წამოღებას ვანდობ.
ხშირად და თბილად გიხსენებ.
შენი მეგობარი
დ.
მინაწერი: იმედია, ბარბითის ჩასადები კარგად გემსახურება.

572 მკითხველთა ლიგა


***

ელოდინის ლექცია იმ დღეს უცნაურად დაიწყო.


მაგისტრი პირველად მოვიდა დროულად. ამის გამო ლექცი-
ას მოუმზადებლები შევხვდით – მის საგანზე დარჩენილი ექვსი
სტუდენტი პირველი ოცი-ოცდაათი წუთის ჭორაობაში, ბანქოს
თამაშში ან ელოდინის კლასის მოსაწყენობაზე წუწუნში გატარე-
ბას ვიყავით მიჩვეული. მაგისტრი მესახელე მხოლოდ მაშინ შე-
ვამჩნიეთ, როდესაც სალექციო დარბაზის კიბის ნახევარი უკვე
ჩამოვლილი ჰქონდა და ჩვენი ყურადღების მისაპყრობად ტაში
შემოჰკრა.
მეორე უცნაურობა ის იყო, რომ ელოდინი ოფიციალურად გა-
მოწყობილიყო. აუცილებლობის გამო ასე ჩაცმული მანამდეც
მინახავს, მაგრამ იმ სამოსში ყოველთვის უხერხულად გამოიყუ-
რებოდა ხოლმე. ტანსაცმელი გამოცდების დროსაც კი დაჭმუჭ-
ნილი და მოუვლელი მოუჩანდა.
ამჯერად კი ფრიად ელეგანტურად გამოწკეპილიყო. ყველა-
ფერი მოვლილი და ახალგარეცხილი ჩანდა. თმაც ჩვეულებისა-
მებრ არ აბურდვოდა. თითქოს ცოტა შეიჭრა და დაივარცხნა კი-
დეცო.
სალექციო დარბაზის წინა ნაწილში შემაღლებულზე ააბიჯა
და კათედრის უკან დადგა. ამის დანახვაზე ყველა გასწორდა და
სმენად იქცა. ელოდინი კათედრას არასდროს იყენებდა.
– დიდი ხნის წინ, – დაიწყო შესავლის გარეშე, – ეს იყო ადგი-
ლი, სადაც ხალხი საიდუმლოების შესასწავლად მოდიოდა. ქა-
ლები და კაცები უნივერსიტეტს სამყაროს ფორმის შესაცნობად
აკითხავდნენ, – ელოდინმა თვალი მოგვავლო, – ამ უძველეს
უნივერსიტეტში არ არსებობდა სხვა უფრო მეტად სასურველი
უნარი, ვიდრე სახელდებაა. დანარჩენს მხოლოდ შავი ლითო-
ნის ფასი ჰქონდა. მესახელეები ქუჩებში მცირე ღმერთებივით
573 მკითხველთა ლიგა
დააბიჯებდნენ, საშინელ და საოცარ საქმეებს სჩადიოდნენ და
მათი ყველა დანარჩენს შურდა. რანგიდან რანგზე გადასვლას
სტუდენტები მხოლოდ სახელდებაში დაოსტატებით ახერხებ-
დნენ. სახელდების უნარის არმქონე ალქიმიკოსი საცოდავ არ-
სებად ითვლებოდა და მზარეულზე მეტ პატივისცემასაც არ იმსა-
ხურებდა. სიმპათია აქ გამოიგონეს, მაგრამ სახელების განსწავ-
ლის გარეშე სიმპათისტი შეიძლებოდა მეეტლე ყოფილიყო, ის
ხელოსანი კი, რომლის ოსტატობასაც ზურგს სახელდება არ
უმაგრებდა, ჩვეულებრივი მეწაღე ან მჭედელი გახლდათ. აქ
ყველა საგნების სახელების სასწავლად მოდიოდა, – ელოდინის
მუქი თვალები დაძაბულად ციმციმებდნენ, მჟღერი და მგზნება-
რე ხმით საუბრობდა, – მაგრამ სახელდების სწავლება წესებით
ან საზეპიროებით შეუძლებელია. ადამიანისთვის მესახე-
ლეობის სწავლება იგივეა, რომ ასწავლო, როგორ უყვარდეს.
უიმედო საქმეა, შეუძლებელი.
მაგისტრმა მესახელემ ახლაღა გაიღიმა და ნელ-ნელა ნამ-
დვილი სახეც დაიბრუნა.
– მაგრამ, მაინც, – გააგრძელა ელოდინმა, – სტუდენტები
მუდამ ცდილობდნენ ესწავლათ, მასწავლებლები ცდილობდნენ
ესწავლებინათ და ზოგჯერ გამოსდიოდათ კიდეც.
ელოდინმა ხელი გაიშვირა.
– ფელა! – დაუძახა და თავისკენ ანიშნა, – მოდი.
ფელა წამოდგა და აღელვება დაეტყო. ლექტორის შემაღლე-
ბულ ფიცარნაგზე ავიდა.
– ყველა თქვენგანმა აირჩია, თუ რისი სახელის სწავლის იმე-
დი ჰქონდა, – თქვა ელოდინმა და თვალი მოგვავლო, – სწავ-
ლას სხვადასხვა მონდომებითა და წარმატებით მისდევდით.
თავი ძლივს შევიკავე, რომ დარცხვენილს თავი არ დამეხა-
რა. ვიცოდი, რომ მის საგანში მეცადინეობას ნახევარი ძალი-
თაც კი არ ვინდომებდი.
574 მკითხველთა ლიგა
– სადაც თქვენ მარცხი განიცადეთ, ფელამ წარმატებას მიაღ-
წია, – გააგრძელა ელოდინმა, – მან ქვის სახელი აღმოაჩინა...
– მიტრიალდა და გოგოს შეხედა, – რამდენჯერ?
– რვაჯერ, – უპასუხა თავჩახრილმა ფელამ და ხელების ნერ-
ვიული სრესა განაგრძო.
კლასში გულწრფელი გაოცების გამომხატველი ბუტბუტი გა-
ისმა. ჩვენი ხშირი წუწუნისას ფელას მსგავსი არაფერი უხსენები-
ა.
ელოდინმა თავი დააქნია, თითქოს ჩვენს რეაქციას ეთანხმე-
ბაო.
– როცა სახელდება ჯერ კიდევ ისწავლებოდა, ჩვენ, მესახე-
ლეები, საკუთარი სახელგანთქმულობით ვამაყობდით. სახელს
დაუფლებული სტუდენტი საკუთარი უნარის აღსანიშნავად ბე-
ჭედს ატარებდა, – ელოდინმა ხელი ფელასკენ გაიშვირა და მუჭ-
ში მოქცეული რიყის გლუვი და მუქი ქვა გამოაჩინა, – ამიერი-
დან, საკუთარი გამორჩეულობის ნიშნად, ბეჭედი ფელასაც ექნე-
ბა.
ფელამ ელოდინს დაბნეულმა შეხედა. მოელვარე თვალებს
ხან ქვას მიაპყრობდა, ხან მასწავლებელს, სახეზე კი თანდათან
სასოწარკვეთა შეეპარა და ფერი დაკარგა.
ელოდინმა დასამშვიდებლად გაუღიმა.
– მიდი, მიდი, – დაუყვავა, – გულის სიღრმეში იცი, რომ ესეც
შეგიძლია და კიდევ უფრო მეტიც.
ფელამ ტუჩი მოიკვნიტა და ქვა აიღო. მის ხელში უფრო დიდი
გამოჩნდა, ვიდრე ელოდინის მუჭში ჩანდა. ცოტა ხნით თვალები
დახუჭა და ძალიან ღრმად და ხანგრძლივად ჩაისუნთქა, შემდეგ
ასევე ნელა ამოისუნთქა და ქვა ისეთ სიმაღლეზე ასწია, რომ
თვალების გახელისას პირველი სწორედ ის დაენახა.
ფელა ქვას მიაშტერდა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ოთახ-
ში დაძაბულობამ იმატა და ჰაერი არფის სიმივით დაიჭიმა.
575 მკითხველთა ლიგა
ხანგრძლივი წუთი გავიდა. მეორე წუთიც მიჰყვა. სამი უსაშ-
ველოდ გრძელი წუთი მიილია.
ელოდინმა ამოიქშინა და დაძაბულობა დაარღვია.
– არა, არა, არა, – თქვა და ფელას ყურადღების მისაპყრო-
ბად სახესთან თითები გაუტკაცუნა. თვალებზე ხელი მთლიანად
ააფარა, – ცდილობ, ქვას შეხედო. კი არ უნდა შეხედო, უნდა შე-
ხედო, – მაგისტრმა ფელას თვალებიდან ხელი მოაშორა.
ფელამ ქვა ასწია და თვალები გაახილა. იმავე წამს ელოდინ-
მა კეფაში მწარედ წამოუთაქა.
გაცეცხლებული ფელა ელოდინს მიუტრიალდა, მაგრამ მა-
გისტრმა უბრალოდ ქვაზე ანიშნა.
– შეხედე! – უთხრა აღელვებულმა.
ფელამ მზერა ისევ ქვაზე გადაიტანა და ისე გაიღიმა, თითქოს
ძველი მეგობარი დაინახაო. მეორე ხელი ზემოდან დააფარა და
პირთან მიიტანა. ტუჩები აამოძრავა.
მოულოდნელად სწრაფი ტკაცუნი გაისმა, თითქოს გავარვა-
რებული ცხიმით სავსე ტაფაზე ერთი წვეთი წყალი დაეცაო. შემ-
დეგ, ათჯერ მაინც, ისეთი ხანმოკლე და მკვეთრი ხმა მოგვესმა,
გეგონებოდა, მოხუცი თითებს იტკაცუნებს ან კრამიტის სახუ-
რავზე სეტყვა ცვივაო.
ფელამ მუჭი გახსნა და ხელიდან ქვიშა და ხრეში ჩამოეყარა.
დაქუცმაცებული ქვის ნარჩენები ორი თითით მოსინჯა და გრო-
ვიდან კუპრივით შავი ქვის ბეჭედი ამოაძვრინა. თასივით მრგვა-
ლი და პრიალა მინასავით გლუვი იყო.
ელოდინმა გამარჯვების ნიშნად გადაიხარხარა და სრულიად
აღტაცებულმა ფელა გულში ჩაიკრა. ფელამაც საპასუხოდ ხე-
ლები ძლიერად მოჰხვია და ნახევრად ბარბაცითა და ნახევრად
ცეკვით, რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს.

576 მკითხველთა ლიგა


ჯერ კიდევ გაკრეჭილმა ელოდინმა ხელი გაუწოდა და ფელამ
ბეჭედი გადასცა. მაგისტრმა ყურადღებით შეათვალიერა და თა-
ვი დააქნია.
– ფელა, – თქვა სერიოზული ხმით, – რე’ლარის რანგს განი-
ჭებ, – ბეჭედი ასწია, – თქვენი ხელი, თუ შეიძლება.
ფელამ ხელი მორცხვად ასწია, მაგრამ ელოდინმა თავი გააქ-
ნია.
– მარცხენა, – უთხრა მტკიცედ, – ბეჭედი მარჯვენა ხელზე
სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. მაგისთვის ჯერ ოდნავაც კი არ
ხართ მზად.
ფელამ მეორე ხელი გაუწოდა და მაგისტრმაც ქვის ბეჭედი
თითზე ადვილად მოარგო. ტაში შემოვცხეთ და ფელას შემოვეხ-
ვიეთ, მისი ნამოქმედარი უფრო ახლოდან რომ შეგვეთვა-
ლიერებინა.
გაბრწყინებულმა ფელამ გაგვიღიმა და ხელი გამოგვიშვირა,
რათა ყველას დაგვენახა. ბეჭედი არც ისეთი გლუვი იყო, რო-
გორც თავიდან მომეჩვენა. მისი ზედაპირი ათასობით ციცქნა
წახნაგისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთში ისე ნატიფად
გადადიოდა, მანამდე რომ არასდროს მენახა.

577 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეოთხე
წინაღობა

ამბროზისთან ბრძოლის, არქივში გატარებული მრავალი


საათისა და დენნას მოსაძებნად იმრესკენ უამრავი უნაყოფო
მგზავრობის მიუხედავად, საცხენოსნოში ჩემი პროექტის დამ-
თავრება მაინც შევძელი.
კიდევ ერთ თერთმეტეულს სიამოვნებით გავატარებდი მასზე
ჩხირკედელაობასა და საბოლოო შემოწმებების ჩატარებაში,
მაგრამ დრო აღარ მრჩებოდა. გამოცდები ახლოვდებოდა, რის
შემდეგაც გადასახადის დაფარვის დროც მალე დადგებოდა.
ვიდრე ჩემს პროექტს გასაყიდად გამოვდებდი, კილვინისგან
თანხმობა უნდა მიმეღო.
ასე რომ, კილვინის კაბინეტის კარზე გულის კანკალით დავა-
კაკუნე.
მაგისტრი გამომგონებელი დაზგასთან დახრილიყო და საწ-
ნეხი ტუმბოს ბრინჯაოს ყალიბს ხრახნებს ფრთხილად ხსნიდა.
თავის აუწევლად გამომძახა:
– გისმენ, რე’ლარ ქვო.
– დავამთავრე, მაგისტრო კილვინ, – ვუთხარი პირდაპირ.
თვალების ხამხამით გამომხედა.
– უკვე?
– დიახ. იმედი მქონდა, რომ თქვენთან შეხვედრის დანიშვნი-
სა და ნაკეთობის ჩვენების საშუალება მექნებოდა.
კილვინმა ხრახნები დაფაზე დაყარა და ტაში შემოჰკრა.
– მაგისთვის ახლავე მცალია.
თავი დავუკარი და გადატვირთულ სახელოსნოში გავუძეხი.
საწყობს გავცდით და ჩემთვის გამოყოფილ განცალკევებულ სა-

578 მკითხველთა ლიგა


მუშაო საკანს მივადექით. გასაღები ამოვიღე და ხის მძიმე კარი
გავაღე.
სამუშაო ოთახისთვის შესაფერისად ფართო საკანი იყო საკუ-
თარი ქურით, გრდემლით, ორთქლის გამწოვი დაზგით, საშხაპი-
თა და სახელოსნო საქმიანობისთვის საჭირო ნარჩევი მასალით.
პროექტზე მუშაობის დაწყებისთანავე დაზგა გვერდით მივაჩოჩე
და ნახევარი ოთახი მოვაცარიელე, კედლებზე მიყუდებულ ნამ-
ჯის სქელ კონებს თუ არ ჩავთვლით.
კონების წინ უხეშად ნაკეთი საფრთხობელა ეკიდა, რომელიც
მანამდე ჩემს დამწვარ პერანგსა და ჯვალოს შარვალში გამო-
ვაწყვე. ცოტათი ვნანობდი, რომ შარვლის შეკერვასა და მის ნამ-
ჯით გამოტენაზე დახარჯული დრო დამატებით ცდებს არ მოვახ-
მარე, მაგრამ მე, პირველ რიგში, მსახიობი ვარ და მერე ყველა-
ფერი სხვა, ამდენად, მცირე წარმოდგენის მოწყობის შანსს ხე-
ლიდან ვერ გავუშვებდი.
ვიდრე კილვინი ოთახს ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა,
კარი მივკეტე. გადავწყვიტე, საუბრის ნაცვლად პირდაპირ ჩვე-
ნებაზე გადავსულიყავი, არბალეტი გამოვიტანე და მაგისტრს
გავუწოდე.
ახოვანი მაგისტრი მოიქუფრა.
– რე’ლარ ქვო, – თქვა უკმაყოფილოდ, – მითხარი, რომ სა-
კუთარი ოსტატობა ამ მხეცური იარაღის გასაუმჯობესებლად არ
გაფლანგე.
– მენდეთ, მაგისტრო კილვინ, – ვუთხარი და დაველოდე,
იარაღს როდის გამომართმევდა.
კარგა ხანს მიყურებდა, შემდეგ არბალეტი გამომართვა და
იმ ადამიანისთვის შესაფერისი კირკიტა ყურადღებით შეათვა-
ლიერა, რომელსაც მთელი ცხოვრება მომაკვდინებელ იარა-
ღებთან ჰქონდა გატარებული. მჭიდროდ დაგრეხილ ლარს თი-
თი გადაუსვა და მეტალის მშვილდის რკალიც შეათვალიერა.
579 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე გაწელილი წუთის შემდეგ თავი გააქნია, ერთი
ფეხი უზანგში შეყო და ლარი ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მო-
ჭიმა. მისმა ძლიერებამ გამაოცა. ბოლო რამდენიმე დღე ამ ურჩ
იარაღთან ჯახირისგან მხრები მტკიოდა და ხელები დამჭიმოდა.
მძიმე ისარი მივაწოდე და ისიც ყურადღებით შეათვალიერა.
ვამჩნევდი, რომ თანდათან დაბნეულობა ემატებოდა და ვიცო-
დი, რატომაც. არც არბალეტს და არც ისარს მოდიფიკაციის ან
სიგალდრიის არანაირი კვალი არ ეტყობოდა.
კილვინმა ისარი არბალეტში მოათავსა და შემომიბღვირა.
ნამჯით გატენილი ფიტულისკენ საზეიმო ჟესტით მივანიშნე
და შევეცადე, იმაზე თავდაჯერებული გამოვჩენილიყავი, ვიდრე
სინამდვილეში ვიყავი. ხელისგულები გამოფლიანებოდა, მუ-
ცელში კი მტრედები მიფრთხიალებდნენ. შემოწმება კარგი და
სასარგებლო რამეა. მნიშვნელოვანიც. შემოწმება რეპეტიციასა-
ვითაა, მაგრამ, საბოლოოდ, მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რა-
საც მაყურებელი ხედავს. ეს ნებისმიერი დასის ყველა წევრმა
იცის.
კილვინმა მხრები აიჩეჩა და არბალეტი მოიმარჯვა. მის განი-
ერ მხარზე მიყრდნობილი იარაღი მომცროდ მოჩანდა. მაგის-
ტრი სამიზნეს რამდენიმე წამით ყურადღებით მიაჩერდა. გამიკ-
ვირდა, ისე წყნარად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა და სას-
ხლეტს თითი გამოჰკრა.
არბალეტი შეირხა, ლარმა დაიზუზუნა და ისარი ადგილს
მოსწყდა.
ლითონის ჟღარუნის უხეში ხმა გაისმა: ისარი შუა გზაზე ისე
შეჩერდა, თითქოს უხილავ კედელს შეასკდაო, შემდეგ კი ნამჯის
ფიტულისგან თხუთმეტი ფუტის მოშორებით, ქვის იატაკზე
დაეცა.
თავი ვერ შევიკავე, ხმამაღლა გავიცინე და ხელები ჰაერში
გამარჯვების ნიშნად აღვმართე.
580 მკითხველთა ლიგა
კილვინმა გაოცებისგან წარბები აზიდა და შემომხედა. შეშ-
ლილივით ვიკრიჭებოდი.
მაგისტრმა ისარი იატაკიდან აიღო და ხელახლა შეათვა-
ლიერა, შემდეგ არბალეტი თავიდან მოჭიმა, დატენა და სას-
ხლეტს გამოჰკრა.
ისევ ჟღარუნი. ოდნავ გაღუნული ისარი მეორედაც იატაკზე
დაეცა.
ამჯერად კილვინმა ლითონისებური ხმის წყარო შეამჩნია.
ოთახის შორეულ კუთხეში, ჭერზე, მოზრდილი ლამპრის ზომის
საგანი ეკიდა. წინ და უკან ქანაობდა და ოდნავ ბრუნავდა, თით-
ქოს ცოტა ხნის წინ ვიღაცამ ძლიერად შემოჰკრაო.
საგანი კაუჭიდან ჩამოვხსენი და სამუშაო მაგიდასთან მომ-
ლოდინე მაგისტრ კილვინს მივუტანე.
– ეს რა არის, რე’ლარ ქვო? – მკითხა ცნობისმოყვარედ.
მძიმე ჩხრიალით მაგიდაზე დავდე.
– ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მაგისტრო კილვინ, ეს კინეტიკუ-
რი წინაღობის ავტომატური მოწყობილობაა, – ამაყად ჩამოვა-
რაკრაკე, – უფრო კონკრეტულად კი – ისრების შემაჩერებელი.
მოწყობილობის შესათვალიერებლად კილვინი წელში
მოიხარა, თუმცა მუქი რკინის სუფთა ფირფიტების გარდა სანა-
ხავი არაფერი იყო. ჩემი ქმნილება უბრალოდ დიდ, რვაწახნაგი-
ან, მთლიანად მეტალისგან შექმნილ ლამპარს წააგავდა.
– შენ რა დაარქვი?
ჩემი გამოგონების ამ ნაწილზე ფიქრი ჯერ არ დამესრულები-
ნა. ასი სახელწოდება მაინც განვიხილე, მაგრამ საბოლოოდ არ-
ცერთი არ შეეფერებოდა. „ისრის ხაფანგი“ ძალიან უბრალო
იყო, „მოგზაურის მეგობარი“ ზედმეტად პროზაული, „ყაჩაღ-
თრისხვა“ სასაცილოდ მელოდრამატული. ეს უკანასკნელი რომ
დამერქმია, კილვინს თვალებში ალბათ ვეღარასდროს შევხე-
დავდი.
581 მკითხველთა ლიგა
– სახელთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა მაქვს, – ვა-
ღიარე, – ჯერჯერობით „ისარმჭერს“ ვეძახი.
– ჰმმმ, – ჩაიბუხუნა კილვინმა, – თუ დავაზუსტებთ, ისარს სუ-
ლაც არ იჭერს.
– ვიცი, – ვუპასუხე სასოწარკვეთილმა, – მაგრამ ან ეგ უნდა
დამერქმია, ან „ჟღარუნა“.
კილვინმა ალმაცერად გადმომხედა, თვალები ოდნავ უცინო-
და.
– კაცს რომ ჰკითხო, ელოდინის სტუდენტი სახელდებაში არ
უნდა იჭედებოდეს, რე’ლარ ქვო.
– დელევარიმ იოლი გზა იპოვა, მაგისტრო კილვინ, – მივუგე
მე, – უბრალოდ გაუმჯობესებული ნაჯახი შექმნა და თავისი სა-
ხელი მიანიჭა. ამ რაღაცას „ქვოს“ ხომ ვერ დავარქმევდი?
კილვინმა ჩაიქირქილა.
– მართალი ხარ, – ისევ „ისარმჭერს“ მიუბრუნდა და ყურად-
ღებით შეათვალიერა, – როგორ მუშაობს?
გაღიმებულმა გრძელი გრაგნილი წარვუდგინე, რომელიც
დიაგრამებით, ჩახლართული სიგალდრიით, მეტალურგიული
სიმბოლოებითა და კინეტიკური კონვერსიის მტანჯველი ფორ-
მულებით იყო გადავსებული.
– ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, – დავიწყე ახსნა, –
პირველი სიგალდრიაა, რომელიც ოცი ფუტის რადიუსში ნების-
მიერ თხელ, სწრაფად მოძრავ ლითონთან სიმპათეტიკურ კავ-
შირს ავტომატურად ამყარებს. არ დაგიმალავთ, ამის მოსაფიქ-
რებლად რამდენიმე გრძელი დღე დამჭირდა.
ქაღალდზე შესაბამის რუნებზე მივუთითე.
– თავიდან მეგონა, რომ ესეც საკმარისი იქნებოდა. იმედი
მქონდა, თუ გატყორცნილი ისრის წვერს რკინის უმოძრაო სა-
განთან დავაკავშირებდი, ისრის ბიძგის ძალას ბმა შეიწოვდა და
გააუვნებელყოფდა.
582 მკითხველთა ლიგა
კილვინმა თავი გააქნია.
– ეს ადრეც სცადეს.
– ჯობდა, მეც იქამდე მივხვედრილიყავი, სანამ ვცდიდი, – და-
ვეთანხმე, – საუკეთესო შემთხვევაში ისრის ბიძგის ძალის მხო-
ლოდ მესამედს შთანთქავდა, თუმცა, ორი მესამედი ძალით
მფრინავი ისრის სამიზნესაც არ დაადგება კარგი დღე.
ამჯერად სხვა დიაგრამაზე მივუთითე.
– რამე ისეთი მჭირდებოდა, რაც ისარს უკუბიძგს გადასცემ-
და, თანაც, ძალიან სწრაფ და ძლიერ ბიძგს. ამისთვის დათვის
ხაფანგის მეტალის ზამბარა გამოვიყენე. რა თქმა უნდა, გადაკე-
თების შემდეგ, – მაგიდიდან ისრის თავი ავიღე და ხელიდან გა-
უშვებლად „ისარმჭერისკენ“ წავიღე, – თავიდან ისარი ახლოვ-
დება და ბმა მყარდება, შემდეგ ისრის მოძრაობის ძალა გამ-
შვებს რთავს, როგორც ხაფანგზე ფეხის დაბიჯების დროს ხდება,
– თითები გავატკაცუნე, – შემდეგ ზამბარაში შენახული ენერგია
ისარს უბიძგებს და ჰაერში აჩერებს, ან უფრო მეტიც, უკან აგ-
დებს.
კილვინმა თავი გააქნია.
– თუ ყოველი გამოყენების შემდეგ გადატენვა სჭირდება, ჩე-
მი მეორე ისარი როგორღა შეაჩერა?
მთავარ დიაგრამაზე მივუთითე.
– მხოლოდ ერთ ისარს რომ აჩერებდეს, დიდად გამოსადეგი
ვერ იქნებოდა, – ვუპასუხე, – ვერც იმ შემთხვევაში, თუ მხო-
ლოდ ერთი მხრიდან გამოტყორცნილ ისრებზე იმოქმედებდა.
ამიტომ ისე ავაწყვე, რომ წრეზე განლაგებულ რვა ზამბარას
შეიცავს. წესით, სხვადასხვა მხრიდან გასროლილი რამდენიმე
ისრის ერთდროულად შეჩერება უნდა შეძლოს, – ბოდიშის ნიშ-
ნად მხრები ავიჩეჩე, – ეს მხოლოდ თეორიულად. გამოცდა ჯერ
ვერ მოვახერხე.
კილვინმა ისევ ნამჯის ფიტულს შეხედა.
583 მკითხველთა ლიგა
– ორივე ისარი ერთი მიმართულებით გავტყორცნე. მეორე
როგორღა შეჩერდა, თუ ამ მიმართულებით ზამბარა უკვე ამოქ-
მედებული იყო?
„ისარმჭერი“ თავზე დამაგრებული რგოლით ავწიე და კილ-
ვინს ვაჩვენე, მოწყობილობა ღერძის ირგვლივ როგორ თავი-
სუფლად ტრიალებდა.
– რგოლზე ბზრიალაა ჩამოკიდებული, – დავიწყე ახსნა, –
პირველი ისრის დარტყმამ ოდნავ დაატრიალა, რის გამოც წინა
მხარეს ახალი ზამბარა მოექცა. ასე რომც არ მომხდარიყო, ნატ-
ყორცნი ისრის ენერგია უახლოეს დატენილ ზამბარამდე მაინც
მოატრიალებდა, როგორც ფლუგერი ტრიალებს ქარის მიმარ-
თულებით.
ეს უკანასკნელი დეტალი წინასწარ არ ჩამიფიქრებია, მაგრამ
ბედნიერი დამთხვევის წყალობით ასე გამოვიდა. კილვინისთვის
ამის თქმა აუცილებლად არ მივიჩნიე.
„ისარმჭერის“ რვა ფირფიტიდან ორზე გამოსახულ წითელ
წერტილებს შევეხე.
– ესენი კი აჩვენებენ, რომელი ზამბარებია უკვე ამოქმედებუ-
ლი.
კილვინმა მოწყობილობა გამომართვა და კარგად შეათვა-
ლიერა.
– ზამბარებს როგორ ჭიმავ?
სამუშაო მაგიდის ქვემოდან ლითონის მოწყობილობა გამო-
ვაცურე. უბრალო რკინის ნაჭერი იყო, რომელსაც გრძელი ბერ-
კეტი ჰქონდა მიმაგრებული, შემდეგ კილვინს „ისარმჭერის“
ძირზე დატანებული რვაგვერდა ნახვრეტი ვაჩვენე. „ისარმჭერი“
მოწყობილობას მოვარგე და ფეხი ბერკეტს იქამდე დავაჭირე,
ვიდრე მჭახე ტკაცანი არ გაისმა. შემდეგ „ისარმჭერი“ მოვაბრუ-
ნე და პროცესი გავიმეორე.

584 მკითხველთა ლიგა


კილვინი დაიხარა, „ისარმჭერი“ თავის უზარმაზარ ხელებში
მოიქცია.
– მძიმეა, – შენიშნა მან.
– რაც შეიძლება მძლავრი უნდა ყოფილიყო, – განვაგრძე ახ-
სნა, – არბალეტის ისარს სამი ინჩის სისქის მუხის ფიცრის გახ-
ვრეტა შეუძლია, მის შესაჩერებლად სამჯერ უფრო მძლავრი
ზამბარის უკუბიძგია საჭირო.
კილვინმა „ისარმჭერი“ ყურთან მიიტანა და ფრთხილად შე-
ანჯღრია. არანაირი ხმა არ გამოუცია.
– და თუ ისრის წვერები მეტალისგან არ არის დამზადებული?
– მკითხა მაგისტრმა, – ამბობენ, რომ ვი სემბელი მეომრები კა-
ჟის ან ობსიდიანის ისრებს იყენებენ.
ხელებზე დავიხედე და ამოვიხვნეშე.
– მაშინ... – დავიწყე ნელა, – თუ ისრის წვერები რკინის არ
არის, მათი ოცი ფუტის მანძილე მოახლოებისას ისარმჭერი არ
გააქტიურდება.
კილვინმა გაურკვევლად ჩაიდუდღუნა, „ისარმჭერი“ ცერით
ასწია და ისევ მაგიდაზე დადგა.
– მაგრამ, – გავაგრძელე სახეგაბრწყინებულმა, – თხუთმეტი
ფუტის მანძილზე მოახლოებისას ნებისმიერი ბასრი ქვა ან მინა
სხვა ბმებს გაააქტიურებს, – ხელი სქემაზე დავატყაპუნე. სიამა-
ყით ვიყავი აღვსილი, რადგან იმდენი შორსმჭვერეტელობა კი
გამოვიჩინე, რომ ობსიდიანის შიდა დეტალები ორმაგად გამ-
ძლე შუშის სიგალდრიით დავფარე, ამგვარად შეჯახებისგან არ
დაიმსხვრეოდა.
კილვინი სქემას მიაჩერდა, შემდეგ სახე ამაყად გაებადრა და
სადღაც გულმკერდის სიღრმეში ჩაიხითხითა.
– კარგია, კარგი. იმ შემთხვევაში რა ხდება, თუ ისრის წვერი
სპილოს ან სხვა რომელიმე ცხოველის ძვლისგანაა დამზადებუ-
ლი?
585 მკითხველთა ლიგა
– ძვლების რუნებს ჩემნაირ მოკრძალებულ რე’ლარს არ ან-
დობენ, – ვუპასუხე.
– რომ ანდობდნენ, რას გააკეთებდი?
– მაინც არ გამოვიყენებდი, – არ დავიბენი, – თორემ შეიძ-
ლება ყირაზე გადასულმა ცელქმა ბავშვმა თავის ქალის თხელი
ძვლების სწრაფი მოძრაობით ისარმჭერი გაააქტიუროს.
კილვინმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.
– მე გაჭენებულ ცხენზე ვფიქრობდი, – თქვა მაგისტრმა, –
თუმცა შენც სიბრძნე გამოგიჩენია. ხელოსნის შესაფერისი
ფრთხილი გონება გაქვს.
ისევ სქემას მივუბრუნდი და თითით ვაჩვენე.
– მაგისტრო კილვინ, რადგან მაგაზე მიდგა საქმე, „ისარ-
მჭერს“ ათ ფუტზე მოახლოებული სწრაფად მოძრავი ხის ნაჭე-
რიც გაააქტიურებს, – ამოვიხვნეშე, – ძალიან კარგი ბმა არ
არის, მაგრამ ისრის შესაჩერებლად ან ასასხლეტად მაინც გა-
მოდგება.
კილვინი დაიხარა და სქემის უფრო დაწვრილებით შესწავ-
ლას შეუდგა. მისი თვალები გადავსებულ ქაღალდზე რამდენიმე
წუთის განმავლობაში დახტოდნენ.
– მთლიანად რკინისაა? – მკითხა ბოლოს.
– უფრო ფოლადისაა, მაგისტრო კილვინ. ვშიშობდი, რომ
რკინა ხანგრძლივად გამოსაყენებლად მყიფე იქნებოდა.
– და ეს თვრამეტივე გადაბმა თითოეულ ზამბარაზეა ამოტ-
ვიფრული? – ხელით მანიშნა.
თავი დავუქნიე.
– ზედმეტად გიწვალია, – თქვა კილვინმა ისე, რომ ხმაში
ბრალდების ტონი არ შეპარვია, – ზოგმა შეიძლება თქვას, რომ
ზედმეტად გადატვირთული მოწყობილობაა.

586 მკითხველთა ლიგა


– მაგისტრო კილვინ, ძალიან ცოტათი მაინტერესებს, სხვები
რას იტყვიან, – ვუპასუხე წყნარად, – მხოლოდ თქვენი აზრია
მნიშვნელოვანი.
უცნაურად ჩაიღრუტუნა, ქაღალდიდან თავი ასწია და მომიბ-
რუნდა.
– ოთხი კითხვა მაქვს.
თავი დავუქნიე და გავიყურსე.
– პირველ რიგში, რატომ მაინცდამაინც ეს?
– გზაზე ჩასაფრებული ავაზაკის ხელიდან აღარავინ უნდა
მოკვდეს, – ვთქვი მკაცრად.
კილვინმა შეიცადა, მაგრამ დასამატებელი აღარაფერი მქონ-
და. ცოტა ხნის შემდეგ მხრები აიჩეჩა და ოთახის მეორე ბოლო-
ზე მიმანიშნა.
– მეორე: სად იშოვე ის... – წარბები ოდნავ შეჭმუხნა, – თე-
ვეტბემ, თვითმსროლელი?
ამ კითხვაზე გული მომეწურა. სულ ტყუილად მქონდა იმედი,
კელდელ კილვინს არ ეცოდინება, რომ დომინიონში ასეთი
იარაღები აკრძალულია-მეთქი. ეს თუ არა, იმის იმედი მაინც
მქონდა, რომ ამ კითხვას არ დამისვამდა.
– მე... ვიყიდე, მაგისტრო კილვინ, – დაწვრილებით მოყო-
ლას თავი ავარიდე, – „ისარმჭერი“ როგორმე უნდა შემემოწმე-
ბინა.
– ჩვეულებრივი სამონადირეო მშვილდი რატომ არ გამოიყე-
ნე, – მკაცრად გააგრძელა დაკითხვა კილვინმა, – ასე უკანონო
შენაძენს ხომ თავს აარიდებდი?
– ძალიან სუსტი იქნებოდა, მაგისტრო კილვინ. დარწმუნებუ-
ლი უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემი ნაკეთობა ნებისმიერ ისარს
შეაჩერებდა, არბალეტი კი ყველაზე ძლიერად ისვრის.
– მოდეგანური მშვილდი თვითმსროლელს უტოლდება, – არ
მომეშვა კილვინი.
587 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ მოდეგანური მშვილდის გამოყენება ჩემს ძალებს
აღემატება, – უკან არ დავიხიე, – მისი ყიდვა კი ფინანსურ შესაძ-
ლებლობას.
კილვინმა ძლიერად ამოიხვნეშა.
– ადრე, როცა შენი ქურდული ლამპა შექმენი, კარგი გან-
ზრახვით ცუდი ქმნილება გამოგივიდა, რაც არ მომწონს, – სქე-
მას დახედა, – ამჯერად კარგი ქმნილებისთვის ცუდი გზა გა-
მოიყენე. ეს უკეთესია, მაგრამ არა ბოლომდე. საუკეთესო შემ-
თხვევაა, თუ კარგს კარგი გზით შექმნი. მეთანხმები?
თავისი დიდი ხელი არბალეტს დაადო.
– ამით ვინმემ დაგინახა?
თავი გავაქნიე.
– მაშინ ვიტყვით, რომ ჩემია და ჩემი რჩევითვე შეიძინე. საწ-
ყობის იარაღებს შეუერთდება, – მოქუფრულმა შემომხედა, – და
სამომავლოდ, თუ მსგავსი რამ დაგჭირდება, პირველ რიგში,
ჩემთან მოხვალ.
ცოტათი მეწყინა. იარაღის ისევ სლიტისთვის მიყიდვას ვაპი-
რებდი, მაგრამ აღარ დავეძებდი – შეიძლება გაცილებით უარე-
სიც მომხდარიყო. ყველაზე ნაკლებად რკინის კანონთან
უსიამოვნება მინდოდა.
– მესამე: შენს სქემაში ოქროს მკედის ან ვერცხლის ნასახს
ვერ ვხედავ, – გააგრძელა მაგისტრმა, – და ვერც ვერაფრით
ვხვდები, ამ მოწყობილობაზე მუშაობისას რაში უნდა დაგჭირვე-
ბოდა. ამიხსენი, რატომ გაიტანე ეს მასალა საწყობიდან.
უეცრად წინამხარზე დამაგრებული გრამის სიცივე მთელი
სიცხადით შევიგრძენი. მასში ოქროც შედიოდა, თუმცა კილვინს
გრამზე ვერაფერს ვეტყოდი.
– ფული დამაკლდა, მაგისტრო კილვინ, არადა, ისეთი მასა-
ლა მჭირდებოდა, საწყობში რომ ვერ ვიშოვე.
– მაგალითად, თვითმსროლელი?
588 მკითხველთა ლიგა
თავი დავუქნიე.
– ნამჯა და დათვის ხაფანგიც, – დავამატე იქვე.
– შეცდომას შეცდომა მოსდევს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპა-
რაკა კილვინმა, – საწყობი მევახშის ფარდული არ არის და ამ
დანიშნულებით არავინ უნდა გამოიყენოს. ძვირფას ლითონებზე
წვდომას გიუქმებ.
თავი დავუკარი და იმედი დავიტოვე, რომ სათანადოდ დარ-
ცხვენილი შესახედაობა მივიღე.
– სასჯელის მოსახდელად ოც საათს საწყობშიც იმუშავებ. თუ
ვინმე გკითხავს, მოუყვები, რაც ჩაიდინე და იმასაც აუხსნი, რომ
სასჯელის ნიშნად ძვირფასი ლითონების ღირებულება და დამა-
ტებით ოცი პროცენტიც გადაიხადე. ასეა – თუ საწყობს მევახშე-
სავით გამოიყენებ, შესაბამისი პროცენტიც უნდა გაიღო.
ამის გაგონებაზე გამაჟრჟოლა.
– გასაგებია, მაგისტრო კილვინ.
– ბოლოს, – თქვა კილვინმა და უზარმაზარი ხელი „ისარ-
მჭერს“ დაადო, – როგორ წარმოგიდგენია, ასეთი რამ რამდე-
ნად გაიყიდება?
გული სიხარულისგან ამიფრთხიალდა.
– ანუ გაყიდვის ნებართვას მაძლევთ, მაგისტრო კილვინ?
დათვის აღნაგობის ხელოსანმა გაოცებული სახით შემომხე-
და.
– რა თქმა უნდა, ნებას გაძლევ, რე’ლარ ქვო. საოცარი ქმნი-
ლებაა. სამყაროს გაუმჯობესებაში შეიტანს წვლილს. ყოველ-
თვის, როცა კი ამას დაინახავენ, მიხვდებიან, თუ როგორ ეხმა-
რება ხელოსნობა უსაფრთხოების დაცვაში ადამიანებს. ამის
წყალობით ყველა ხელოსანს კეთილი თვალით შეხედავენ, – ჩა-
ფიქრებულმა ისევ „ისარმჭერს“ დახედა, – მაგრამ თუ გაყიდვას
ვაპირებთ, ფასიც უნდა დავადოთ. რამდენს ვარაუდობ?

589 მკითხველთა ლიგა


ამაზე ფიქრში ექვსი თერთმეტეული მაინც ვიჭყლეტდი ტვინს.
მარტივი ჭეშმარიტება ის გახლდათ, რომ მისი გაყიდვით უნი-
ვერსიტეტის გადასახადისა და დევის სესხის პროცენტის დასა-
ფარად საკმარისი თანხის მიღება მინდოდა – იმდენის, რომ უნი-
ვერსიტეტში სწავლა კიდევ ერთი სემესტრით გამეხანგრძლივე-
ბინა.
– გულახდილად გითხრათ, არ ვიცი, მაგისტრო კილვინ, –
ვუპასუხე მე, – თქვენ რამდენს გადაიხდიდით იმის სანაცვლოდ,
რომ იფნის ისრის ფილტვში გარჭობა აგეცილებინათ თავიდან?
ჩაიხითხითა.
– ფილტვებს საკმაოდ ვუფრთხილდები, – მიპასუხა, – მაგ-
რამ მოდი, სხვა მხრიდან შევხედოთ. მასალა დაახლოებით... –
სქემას შეხედა, – ცხრა ჯოთი დაჯდებოდა, მართალი ვარ?
დაუნდობელი სიმართლე იყო.
– რამდენი საათი დაგჭირდა მის დასამზადებლად?
– ასამდე. შეიძლება, ასოციც. მაგრამ აქედან დიდი დრო
ცდებმა და შემოწმებამ წაიღო. ახლის გაკეთებას, ალბათ, დაახ-
ლოებით ორმოცდაათ ან სამოც საათში შევძლებდი. უფრო ნაკ-
ლებშიც, თუ ნაწნეხები წინასწარ იქნებოდა გამზადებული.
კილვინმა თავი დააქნია.
– ოცდახუთ ტალანტს გთავაზობ. მისაღებად გეჩვენება?
ამ თანხის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა. საწყობისთვის მასა-
ლის ფულისა და სახელოსნოსთვის კუთვნილი ორმოცი პრო-
ცენტის გადახდის შემდეგაც კი იმაზე ექვსჯერ მეტი მრჩებოდა,
ვიდრე საგემბანო ლამპების თითქმის სასაცილო ფასად გაყიდ-
ვით ვიღებდი.
თავის ქნევა დიდი სიხარულით დავიწყე, მაგრამ შემდეგ ერ-
თი აზრი დამებადა. მართალია, მტკივნეული იყო, მაგრამ თავი
ნელა გავაქნიე.

590 მკითხველთა ლიგა


– მაგისტრო კილვინ, სიმართლე გითხრათ, უფრო იაფად გა-
ყიდვა მირჩევნია.
წარბი ასწია.
– ამდენს ნამდვილად გადაიხდიან, – სცადა დავერწმუნებინე,
– მინახავს, ნაკლებად სასარგებლო ნივთებში უფრო მეტსაც
რომ იხდიან.
მხრები ავიჩეჩე.
– ოცდახუთი ტალანტი დიდი ფულია, – ვუპასუხე მე, – უსაფ-
რთხოება და მშვიდი ცხოვრება მხოლოდ ჯიბესქელი ადამიანე-
ბისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, რვაც საკმა-
რისი იქნება.
კილვინი კარგა ხანს მიყურებდა, შემდეგ თავი დამიქნია.
– როგორც იტყვი. რვა ტალანტი, – „ისარმჭერს“ ხელი ისე
გადაუსვა, თითქოს ეფერებაო, – თუმცა, რადგან ეს პირველი
და, ჯერჯერობით, ერთადერთია, მე მისთვის ოცდახუთს გადა-
გიხდი და პირად კოლექციაში შევინახავ, – თავი გვერდზე გადა-
ხარა და შემომხედა, – ლინსატვა?
– ლინ, – ვუპასუხე მადლიერმა და ვიგრძენი, მხრებიდან სიმ-
ძიმე როგორ მომეხსნა.
კილვინმა გაიღიმა და მაგიდისკენ მანიშნა.
– ასევე, მინდა, სქემაც კარგად შევისწავლო და ვისიამოვნო.
შეგიძლია, ასლი გამიკეთო?
– ოცდახუთ ტალანტად, – გავუღიმე და ქაღალდი მაგიდაზე
გავუცურე, – შეგიძლიათ ორიგინალი დაიტოვოთ.

591 მკითხველთა ლიგა


***

კილვინმა ქვითარი გამომიწერა და გავიდა. „ისარმჭერი“ ისე


ჩაებღუჯა, თითქოს პატარა ბავშვია და ახალი საყვარელი სათა-
მაშო აჩუქესო.
ჩემი ქვითრით საწყობისკენ გავემართე. მასალის, მათ შო-
რის, ოქროს მკედისა და ვერცხლის ზოდების ვალი უნდა დამე-
ფარა. მაგრამ სახელოსნოს მიერ საკომისიოს აღების შემდეგაც
კი თითქმის თერთმეტი ტალანტი დამრჩებოდა.
მთელი დარჩენილი დღე გაკრეჭილმა, სტვენა-სტვენაში გავა-
ტარე. მართალი ყოფილა: როცა მძიმეა ქისა, გული ეძლევა
ლხინსა.

592 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეხუთე
შეკვრა

„ანკერში“ ბუხართან ვიჯექი. ბარბითი კალთაში მედო. თბი-


ლი და მშვიდი ოთახი ჩემს მოსასმენად მოსული სტუმრებით
გავსებულიყო.
ჩვეულებრივ, მორევნის ღამეს ანკერთან ვუკრავდი და
იქაურობა ყოველთვის ხალხით იყო გადაჭედილი. საშინელ
ამინდშიც კი სკამები არ კმაროდა, ამიტომ დაგვიანებულები
იძულებულები ხდებოდნენ ბარის ირგვლივ, კედლებს აკვროდ-
ნენ. ანკერს მორევნის დღისთვის კიდევ ერთი მიმტანი გოგონას
აყვანაც კი მოუხდა, რათა სასმელი დროულად ჩამოეტარებინათ
ხოლმე.
ზამთარს უნივერსიტეტისთვის კლანჭები ჩაესო, მაგრამ შიგ-
ნით თბილი ჰაერი ლუდის, პურისა და წვნიანის სურნელით გაჟ-
ღენთილიყო. თვეების განმავლობაში ჩემი მსმენელი ნელ-ნელა
მივაჩვიე, რომ დაკვრისას ყურადღებით უნდა ესმინათ, ასე რომ,
როდესაც „ვიოლა მაინც ელის“ მეორე სტროფისას თითი ჰაერ-
ში ავწიე, მთელი ოთახი გაისუსა.
იმ ღამეს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. მსმენელისგან საჩუქ-
რად ექვსი სასმელი მივიღე, ერთმა მადლიერმა შეზარხოშე-
ბულმა მწიგნობარმა კი ბარბითის გახსნილ ჩასადებში მძიმე პე-
ნიც კი ჩამიგდო, რომელმაც თავისი ბრწყინვალებით მუქი რკი-
ნები და სპილენძები ერთიანად დაჩრდილა. სიმონი ორჯერ ავა-
ტირე, ანკერის ახალი მიმტანი გოგონა კი ისე ხშირად მიღიმოდა
და წითლდებოდა, რომ ჩემთვისაც ყველაფერი გასაგები იყო.
ლამაზი თვალები ჰქონდა.
პირველად ვიგრძენი, რომ საკუთარი ცხოვრების სადავეები
თავად მეპყრა. საფულეში ფული მეგულებოდა, სწავლის საქმე

593 მკითხველთა ლიგა


კარგად მიდიოდა, არქივში შესვლა ნებადართული მქონდა და,
მართალია, საწყობში მუშაობა მიწევდა, მაინც ყველამ იცოდა,
რომ კილვინი ჩემით უაღრესად კმაყოფილი იყო.
მხოლოდ დენნა მაკლდა.
ბოლო მისამღერზე გადასვლისას სიმებისკენ დავიხედე. არც
ისე ცოტა მქონდა ნაყლაპი და არ მინდოდა, ნოტები ამრეოდა.
ვიდრე საკუთარ თითებს თვალს ვადევნებდი, საერთო ოთახის
კარის გაღების ხმა მომესმა და ოთახში დატრიალებული სიცი-
ვის მორევი ვიგრძენი. ჩემ გვერდით ცეცხლი შეირხა და აცეკ-
ვდა, იატაკზე კი ჩექმების ბაკუნი გაისმა.
ოთახში კვლავ სიჩუმე იდგა, მე კი ბოლო სტროფს ვამღერებ-
დი:
სარკმელს მიუჯდა ქალი,
ჩაი მოწრუპა ჩუმად,
სატრფოს მოელის, წასულს
ბობოქარ ზღვასთან სტუმრად.
თავს ევლებიან მდომნი
ქალს გულისა და ხელის,
უკვალოდ გამქრალ მიჯნურს
ვიოლა მაინც ელის.
ბოლო აკორდიც ჩავამთავრე, მაგრამ მოსალოდნელი
მგრგვინავი ტაშის ნაცვლად, მხოლოდ სიჩუმის ექო შემომესმა.
თავი ავწიე და ბუხრის წინ მდგომი ოთხი კაცი დავინახე. მოსას-
ხამები მხრებზე ჩამომდნარი თოვლისგან დასველებოდათ.
მკაცრი სახეებით მიყურებდნენ.
სამ მათგანს მუქი, მომრგვალებული ქუდი ეხურა და მივხვდი,
რომ კონეტაბლები იყვნენ. თუ მათი საქმიანობის ამოსაცნობად
ვინმეს ქუდები არ ეყოფოდა, უტყუარ ნიშნად მუხის გრძელი,
რკინაშემოვლებული ხელკეტებიც გამოდგებოდა. დამშეული
ქორებივით მიყურებდნენ.
594 მკითხველთა ლიგა
მეოთხე კაცი დანარჩენებს გამოეყო. კონეტაბლის ქუდი არ
ეხურა და არც დანარჩენებივით მაღალი და მხარბეჭიანი იყო.
მიუხედავად ამისა, მის მიხრა-მოხრაში უფროსობა თვალნათ-
ლივ შეიმჩნეოდა. სასტიკი გამხდარი სახით შემომხედა და რამ-
დენიმე შავი, ოფიციალური ბეჭდით მორთული მძიმე პერგამენ-
ტი ამოიღო.
– ქვო, არლიდენის ძევ, – მთელ ოთახს ხმამაღლა, სუფთა და
ძლიერი ხმით წაუკითხა, – ამ მოწმეთა თანხლებით გაკავებთ
რკინის კანონის წინაშე წარსადგომად. ბრალად გედებათ დემო-
ნურ ძალებთან შეკვრა, ზებუნებრივ ხელოვნებათა ავად გამოყე-
ნება, უმიზეზო თავდასხმა და არამართლზომიერება.
ალბათ საჭირო არაა იმის თქმა, რომ ასეთი ამბისთვის სრუ-
ლიად მოუმზადებელი ვიყავი.
– რა? – აღმომხდა სულელივით. როგორც ვთქვი, ბლომად
მქონდა გადაკრული.
სასტიკსახიანმა კაცმა პასუხის ღირსად არ ჩამთვალა და
ერთ-ერთ კონეტაბლს მიუბრუნდა:
– შებორკეთ.
კონეტაბლმა რკინის გრძელი ჯაჭვი ააჟღარუნა. ამ დრომდე
დაბნეულობისგან შიშსაც კი ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ამ კოპებ-
შეკრული კაცის დანახვაზე, რომელმაც ტომრიდან შავი რკინის
ხელბორკილები ამოაძვრინდა, ისეთმა შიშმა დამიარა, რომ
ძვლები წყლად მექცა.
ბუხრის გვერდით უცბად სიმონი გაჩნდა, კონეტაბლებს შო-
რის გამოძვრა და მეოთხე კაცს აეტუზა.
– რა ჯანდაბა ხდება? – იკითხა მტკიცე და გაბრაზებული
ხმით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სიმონისგან
ჰერცოგის შვილისთვის შესაფერისი ხმა გავიგონე, – ამიხსენით.
კაცმა, რომელსაც ხელში პერგამენტი ეჭირა, სიმონი წყნა-
რად შეათვალიერა, შემდეგ ხელი მოსასხამში შეიყო და ორივე
595 მკითხველთა ლიგა
ბოლოზე ოქროსსარტყლიანი რკინის მსხვილი კვერთხი ამოაძ-
ვრინდა. სიმონმა ფერი დაკარგა, კაცმა კი კვერთხი ჰაერში, ყვე-
ლას დასანახად აღმართა. გარდა იმისა, რომ კონეტაბლების
ხელკეტებივით საშიშად გამოიყურებოდა, ეს კვერთხი მის ძა-
ლაუფლებასაც გამოხატავდა – ის დომინიონის სასამართლოთა
არგნოსანი გახლდათ, თანაც, არა უბრალო. ოქროს სარტყელი
იმის მაჩვენებელი იყო, რომ მის მფლობელს შეეძლო, რკინის
კანონის წინაშე წარდგენა ნებისმიერი ადამიანისთვის ებრძანე-
ბინა: მღვდლისთვის, სახელმწიფო მოხელისთვისა და ბარონის
ან უფრო ქვედა ტიტულის მქონე წარჩინებულთათვისაც კი.
ამ დროისთვის უკვე ანკერსაც მოეხერხებინა ბრბოს გამორ-
ღვევა. მან და სიმმა არგნოსანის საბუთს გადახედეს და მის კა-
ნონიერებასა და ოფიციალურობაში დარწმუნდნენ. იმრეს თა-
ნამდებობის პირების მიერ წესისამებრ ხელმოწერილი და ბე-
ჭედდასმული აღმოჩნდა. ვერაფერს ვიზამდით. რკინის კანონის
წინაშე უნდა წარვმდგარიყავი.
„ანკერის“ ყველა სტუმარმა დაინახა, როგორ შემიკრეს ხელ-
ფეხი. ზოგიერთი გაოგნებული ჩანდა, ზოგი – დაბნეული, მაგრამ
უმრავლესობას, უბრალოდ, შიში ეტყობოდა. როდესაც კონე-
ტაბლებმა კარისკენ გამათრიეს, მხოლოდ თითო-ოროლა ადა-
მიანმა ამარიდა თვალი.
იმრემდე გრძელი გზა ფეხით გავიარეთ, ქვის ხიდი გადა-
ვიარეთ და განიერ დაბლობზე გაშლილ ქვის დიდ გზას გავუყე-
ვით. მთელი მგზავრობის მანძილზე ზამთრის ქარი ჩემს ხელ-
ფეხზე შემოკრულ რკინას სუსხს მატებდა და საბოლოოდ კანი
ყინვისაგან დამეწვა.

596 მკითხველთა ლიგა


***

მეორე დილით სიმმა ელქსა დალთან ერთად მომინახულა და


თანდათან ყველაფერს ნათელი მოეფინა. მრავალი თვე იყო გა-
სული, რაც ამბროზის მიერ ჩემი ბარბითის გატეხვის შემდეგ ქა-
რი მოვიხმე. მაშინ მაგისტრებმა არამართლზომიერებაში დამა-
დანაშაულეს და უნივერსიტეტში საჯაროდ გამშოლტეს. მას შემ-
დეგ იმდენი ხანი გასულიყო, რომ შოლტის ნაკვალევი ზურგზე
მხოლოდ მქრქალ ვერცხლისფერ ნაიარევებადღა მეტყობოდა.
მეგონა, საქმე გადაიჭრა.
თუმცა, ყველაფერი აშკარად სხვაგვარად იყო. ვინაიდან შემ-
თხვევა იმრეში მოხდა, დომინიონის სასამართლოების მიერ
განხილვას ექვემდებარებოდა.
ჩვენ ცივილიზებულ დროებაში ვცხოვრობთ, უნივერსიტეტსა
და მის შემოგარენზე უფრო ცივილიზებული გარემო კი იშ-
ვიათია. მიუხედავად ამისა, რკინის კანონში ბნელი ეპოქის გად-
მონაშთები ჯერ კიდევ შემორჩენილია. ასი წელი მაინც იქნებო-
და, რაც დემონურ ძალებთან შეკვრის ან ზებუნებრივი ხელოვნე-
ბების ბრალდებით არავინ გაესამართლებინათ, მაგრამ კანონე-
ბი ისევ მოქმედებდა. მელანი გაიცრიცა, მაგრამ მისი გარჩევა
მაინც შეიძლებოდა.
ამბროზი პირდაპირ არ ჩარეულა, ამისთვის ზედმეტად
ჭკვიანი იყო. ასეთი სასამართლო უნივერსიტეტის რეპუტაციას
შელახავდა, ამრიგად ამბროზის თავად რომ ეჩივლა, მაგის-
ტრებს განარისხებდა. ზოგადად უნივერსიტეტისა და, კერძოდ,
არკანუმის კარგი სახელის შესანარჩუნებლად მაგისტრები
ბევრს ირჯებოდნენ.
ასე რომ, ჩემ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებთან ამ-
ბროზის კავშირი არ ჰქონდა. ბრალდება იმრეს რამდენიმე გა-
მოჩენილმა დიდებულმა წამომიყენა. აჰ, რა თქმა უნდა, ისინი
597 მკითხველთა ლიგა
ამბროზის იცნობდნენ, მაგრამ ეს მის სამხილებლად არ გამოდ-
გებოდა – ამბროზის მდინარის ორივე მხარეს ყველა გავლე-
ნიანი, წარჩინებული და მდიდარი ადამიანი იცნობდა.
ამგვარად, რკინის კანონის წინაშე წარვდექი. ექვსმა დღემ
ჩემთვის უკიდურესი დაძაბულობითა და ნერვიულობით ჩაიარა.
სწავლის პროცესი დამერღვა, საცხენოსნოში სამუშაო შემიჩერ-
და და ადგილობრივი მფარველის პოვნის იმედის კუბოში საბო-
ლოო ლურსმანი ჩამეჭედა.
კოშმარული შიშით დაწყებული ამბავი მალე ცერემონიებითა
და რიტუალებით გაჯერებულ მოსაწყენ პროცესად იქცა. ორმოც-
ზე მეტი ჩვენება ხმამაღლა წაიკითხეს, დაადასტურეს და ოფი-
ციალური ჩანაწერებისთვის გადაწერეს. ზოგიერთი დღე
მთლიანად ხანგრძლივ გამოსვლებს, რკინის კანონიდან ციტა-
ტების კითხვას, სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს, ფორმა-
ლურ მიმართვებსა და უხუცესთა მიერ ძველი წიგნების კითხვას
დაეთმო.
თავი, რამდენადაც შემეძლო, დავიცავი – ჯერ დომინიონის,
შემდეგ ეკლესიის სასამართლოში. ჩემს დასაცავად არვილი და
ელქსა დალი გამოვიდნენ, უფრო სწორად, წერილები დაწერეს
და შემდეგ სასამართლოში ხმამაღლა წაიკითხეს.
საბოლოოდ, ბრალდებებისგან გამათავისუფლეს. მეგონა,
საფრთხე აღარ მემუქრებოდა. მეგონა, გავიმარჯვე...
მაგრამ ბევრ რამეს ჯერ კიდევ ძალიან გულუბრყვილოდ ვუ-
ყურებდი.

598 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეექვსე
ანტრაქტი – ვიოლინოს ჟღრიალი

ქვო წამოდგა და ნაჩქარევად გაიზმორა.


– მოდით, ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ, – თქვა მან, – დღეს
ლანჩზე ჩვეულებრივზე მეტ სტუმარს ველი. წვნიანს უნდა დავხე-
დო და კიდევ რამდენიმე საქმე მოვითაო, – მემატიანისკენ თავი
გაიქნია, – მუხლის გაშლა არც შენ გაწყენდა.
მემატიანე ადგილიდან არ განძრეულა.
– მოიცა, – თქვა ბოლოს, – იმრეში შენი სასამართლო სულ
ეს იყო? – ქაღალდს უკმაყოფილოდ დახედა, – მორჩა?
– მორჩა, – დაუდასტურა ქვომ, – ბევრი არაფერია მოსაყო-
ლი.
– კი, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლისთანავე შენი სასამარ-
თლოს ამბავი მომახალეს, – არ შეეპუა მემატიანე, – გადმომ-
ცეს, თემიური ერთ დღეში ისწავლა, დაცვის სიტყვა ლექსად
წარმოთქვა და სასამართლოს წევრებს ტაშიც დასტყუაო. მერე
კიდევ...
– თავგზა, ალბათ, კიდევ ბევრი მონაჩმახით აგიბნიეს, –
დაუდევრად მიუგდო დახლისაკენ მიმავალმა ქვომ, – მე მთავა-
რი სათქმელი გადმოგეცი.
მემატიანემ ფურცელს დახედა.
– ჰო, ოღონდ ცოტა მიაფუჩეჩე.
– ჩემმა მონაყოლმა თუ გაგაწბილა, წადი და ანგარიშები
სხვას აბარებინე, – შეეპასუხა ქვო, – სამსჯავროს საკმაოდ ბევ-
რი ხალხი დაესწრო. ამ ამბის აღმწერი ორი სრული ოქმი უკვე
არსებობს და მესამის დამატების აუცილებლობას ნამდვილად
ვერ ვხედავ.
მემატიანე გაშრა.

599 მკითხველთა ლიგა


– რომელიღაც ისტორიკოსს უკვე ყველაფერი უამბე?
ქვომ ყრუდ ჩაიხითხითა.
– გულგატეხილი მიჯნურივით ნუ ლაპარაკობ, – დახლის
სიღრმიდან მთელი წყება ფიალები და თეფშები გადმოალაგა, –
ნაღდად გეუბნები, პირველი ხარ, ვინც ჩემს ამბავს ისმენს-
მეთქი.
– ახლა არ თქვი, სრული ოქმები არსებობსო? – გაცხარდა
მემატიანე. თვალები დაუწვრილდა, – მემუარებად დაწერე? –
ხმაში უჩვეულო ჟღერადობა გაუკრთა, თითქოს დამშეულიაო.
ქვო მოიღუშა.
– არა, არც მთლად ასეა, – ამოიქშინა, – რაღაც მსგავსს შე-
ვეჭიდე, მაგრამ კარგი არაფერი გამოვიდა, ამიტომ თავი მივანე-
ბე.
– იმრეს სასამართლო დაწვრილებით აღწერე? – მემატიანე
კვლავ ფურცელს ჩაშტერებოდა. საკუთარი თავი გამოიჭირა,
რომ ხელში კალამშეყინული ყოველ სიტყვას გაფაციცებით უგ-
დებდა ყურს და მზად იყო, ხელსაყრელი დრო მიეცემოდა თუ
არა, ჩაეწერა. კალამს თავი მოახრახნა და თითბრის წვერი ტი-
ლოს შეაწმინდა. სიბრაზის დაფარვა არც უცდია, – თუ ყველაფე-
რი თუ უკვე ჩამოწიკწიკებული გაქვს, მთელი დღენახევარი ამ
ხელს რაღას მაწყლულებინებ?
დაბნეულმა ქვომ შუბლი შეჭმუხნა.
– რა?
მემატიანემ კალამი ტილოზე გამეტებით გაუსვა. მის ყოველ
მოძრაობაში კეთილშობილი, შეურაცხყოფილი კაცის გულის-
ტკივილი გამოსჭვიოდა.
– თავიდანვე უნდა მივმხდარიყავი, – დაიჩივლა, – ყველა-
ფერს ისე დალაგებულად და შეუფერხებლად ყვებოდი, – მზერა
ააყოლა, – იცი, ეს ქაღალდი რამდენი მიღირს? – საქაღალდე
აბგისკენ ხელი ბრაზიანად გაიქნია.
600 მკითხველთა ლიგა
ქვო ერთხანს უხმოდ მიაშტერდა, შემდეგ უეცრად თვალები
გაუნათდა და გადაიხარხარა.
– არასწორად გამიგე. მემუარების წერას იმავე დღეს შევეშ-
ვი. ორიოდე გვერდი თუ მექნება დაწერილი. მაგდენიც არ გამო-
ვიდოდა.
მემატიანეს სახიდან გულისწყრომა გაუქრა. მოსულელო
იერიღა შერჩა.
– აჰა.
– მართლა გულდაკოდილი შეყვარებულივით იქცევი, –
მხიარულად განაგრძო ქვომ, – ღმერთო ძლიერო, როგორმე
ვნებები მოთოკე. ჩემს უბიწო ამბავს პირველად შენ გაგანდობ.
შენამდე არავინ შეხებია, – თავი გააქნია, – ძველი მოგონებების
ჩაწერა უჩვეულო საქმე ყოფილა. მაგისთვის ვერ გამოვდექი.
რაღაც აბდაუბდა გამომივიდა.
– ამ ჩანაწერს სიამოვნებით დავხედავდი, – მემატიანე სკამი-
დან წინ გადმოიხარა, – თუნდაც სულ რაღაც ორიოდე გვერდი
იყოს.
– დიდი ხნის წინანდელი ამბავია, – შეცბუნდა ქვო, – არც კი
მახსოვს, ის ფურცლები სად მივყარე.
– შენს ოთახშია, რეში, – წამოიძახა სახეგაბრწყინებულმა
ბასტმა, – მაგიდაზე.
ქვომ ისე ამოიოხრა, გულიც ამოაყოლა.
– არ მინდოდა, უზრდელურად გამომსვლოდა, ბასტ. სიმარ-
თლე ისაა, რომ იქ ისეთი არაფერი ჩამიწერია, ვინმესთვის ჩვე-
ნებად რომ ღირდეს. წასაკითხად ვარგისი რამ რომ შემეთხზა,
წერას ნამდვილად არ შევეშვებოდი, – თქვა და სამზარეულოში
გავიდა. მისი ფუსფუსი ყრუდღა მოისმოდა.
– ისე, კარგი ცდა კი იყო, – მოუწონა მემატიანეს ბასტმა, –
მაგრამ ამ სატყუარას არ წამოეგებოდა. ერთხელ მეც ვცადე.

601 მკითხველთა ლიგა


– ჭკუის სწავლებას შეეშვი, – გაცხარდა მწიგნობარი, – მე
თვითონაც კარგად ვიცი, კაცს ენა როგორ ამოვადგმევინო.
სამზარეულოში რახარუხი ატყდა. წყლის გადაღვრის ხმა გა-
ისმა, რასაც კარის მიხურვის მანიშნებელი ჭრიალი მოჰყვა.
მემატიანემ ბასტს გახედა.
– არ ეხმარები?
ბასტმა მხრები აიჩეჩა და სკამზე არხეინად გადაწვა.
ცოტა ხანში ქვოც გამოჩნდა. საჭრელი დაფა და ახალდაკეპი-
ლი ბოსტნეულით სავსე ჯამი მოჰქონდა.
– მგონი, რაღაც ვერ გავიგე, – მიაგება მემატიანემ, – თუ არც
თავად დაგიწერია და არც ისტორიკოსისთვის გიამბნია რამე,
ორი წერილობითი ოქმი საიდან გაჩნდა?
– სასამართლოს არასოდეს დასწრებიხარ, ჰო? – ხალი-
სიანად გაეპასუხა ქვო, – დომინიონის სასამართლოები თი-
თოეულ სიტყვას მისხალ-მისხალ იწერენ. ეკლესია კიდევ უარე-
სია. წვრილმანებში ჩაკირკიტება ასე ძალიან თუ გწყურია, მათი
მოხსენებები და ჩანაწერები გადაქექე.
– შეიძლება, ამ რჩევას მივყვე კიდეც, – ჩაილაპარაკა მემა-
ტიანემ, – მაგრამ სამსჯავროს შენეული ოქმი...
– მოსაბეზრებელი საკითხავი იქნებოდა, – სიტყვა ჩამოარ-
თვა ქვომ. სტაფილოს გათლა დაასრულა და დაფაზე წვრილად
დასაჭრელად დააწყო, – „გზის წიგნის“ ამონარიდების დაუსრუ-
ლებელი რახარუხი და სიტყვაწყლიანი ყბედობა... ჯერ მოსასმე-
ნად რა მოსაწყენი იყო და მერე მოსაყოლად რაღა იქნებოდა.
დაჭრილი სტაფილო დაფიდან თასში ჩაუძახა.
– როგორც ვატყობ, უნივერსიტეტის ამბებზე ზედმეტად შევ-
ყოვნდი, – განაგრძო, – დრო სხვა ამბებისთვისაც უნდა მოვი-
ტოვოთ, თანაც ისეთი ამბებისთვის, ჯერ რომ არავის სმენია და
უხილავს.

602 მკითხველთა ლიგა


– რეში, არა! – შეჰყვირა შეშფოთებულმა ბასტმა და თვალის-
დახამხამებაში ფეხზე წამოიჭრა. საბრალო სახე მიიღო და ხელი
დაფისკენ გაიშვირა, – ჭარხალი?!
ქვომ საჭრელ დაფაზე დადებულ მუქ წითელ ბოლქვს ისეთი
სახით დახედა, თითქოს გაუკვირდა, აქ როგორ აღმოჩნდაო.
– წვნიანს ჭარხლით ნუ წაბილწავ, რეში, – შეევედრა ბასტი,
– საძაგელი რამაა.
– ჭარხალი ბევრს უყვარს, ბასტ, – ქვომ მისი გადარწმუნება
სცადა, – თანაც, ჯანმრთელობას რგებს. სისხლისთვის მისწრე-
ბაა.
– ჭირის დღესავით მძულს, – შესაბრალისად ჩაიბუზღუნა.
– კეთილი და პატიოსანი, – აუღელვებლად განაგრძო ქვომ,
– ოღონდ რადგან ამ წვნიანის მომზადებაზე ზრუნვა მე მიწევს,
რაც ხელში მომხვდება, ყველაფერს ქვაბში ჩავუძახებ.
ბასტი მისკენ გავარდა.
– მაშინ მე მიმიშვით, – ხელი მოუთმენლად აუქნია, – თქვენ
კი, აჯობებს, წაბრძანდეთ და სოსისი მოიტანოთ. ობმოდებული
ყველიც არ დაგავიწყდეს, – ქვოს სარდაფისკენ უბიძგა, თავად
კი სამზარეულოში დატრიალდა, თან ბუტბუტებდა.
სულ მალე სამზარეულოდან ჟღრიალი და ბრაგუნი გაისმა.
ქვომ მემატიანეს გადახედა და სახეზე ფართო, ზანტი ღიმილი
გამოესახა.

603 მკითხველთა ლიგა


***

„შარაქვაში“ ხალხი მოდიოდა და მოდიოდა. ზოგი წყვილ-


წყვილად, ზოგი – სამ-სამად. ირგვლივ ოფლის, ცხენებისა და
ახალმომკილი ხორბლის სუნი ტრიალებდა. სტუმრები იცინოდ-
ნენ, ლაყბობდნენ და ხის სუფთა იატაკზე ბზენარევი ტალახის
ნაკვალევს ტოვებდნენ.
მემატიანეს დიდი ჯაფა დაადგა. წინ ხან ვინ დაუჯდებოდა, ხან
ვინ. მაგიდას ეყრდნობოდნენ, ხელებს იშველიებდნენ, სიტყვებს
წონიდნენ და ისე ლაპარაკობდნენ. მწიგნობარს შეუვალ სახეზე
არაფერი ემჩნეოდა, კალამს აწრიპინებდა და ხანდახან სამელ-
ნეში აწობდა.
ბასტი და ის კაცი, საკუთარ თავს ქოუთს რომ უწოდებდა, შეწ-
ყობილად ირჯებოდნენ. წვნიანი და პური გამოიტანეს, არც ვაშ-
ლი, ყველი და სოსისი დანანებიათ. ლუდიც ბლომად იყო, ელიც
და გრილი წყალიც. სამდურავი არც ცხვრის ხორცის მოყვარუ-
ლებს ეთქმოდათ, ნუგბარად კი სტუმრებს სულ მთლად ცინცხა-
ლი ვაშლის ღვეზელი ელოდათ.
ქალიან-კაციანად სახეზე ყველას ღიმილი ეფინა. ისვენებ-
დნენ და უხაროდათ, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ სუ-
ლის მოთქმის საშუალება მიეცათ. ოთახი წყნარ ზუზუნს მოეცვა.
დიდი ხნის მეზობლები გულიანად ბაასობდნენ, ერთმანეთს უწ-
ყინრად აქილიკებდნენ, ოხუნჯობდნენ და იმაზე ჭიდაობდნენ,
გინდა თუ არა, ლუდი მე უნდა ვიკისროო.
თუმცა, ამ გნიასის მიღმა დაძაბულობაც იგრძნობოდა. უცხო
თვალი მსგავს ვერაფერს შენიშნავდა, მაგრამ იქაურობას ბნელ
და მდუმარე საბურველად ჩამოფარებოდა. გადასახადებსა და
ჯარზე სიტყვაც არავის დაუძრავს. არც ის უხსენებიათ, ღამღამო-
ბით კარჩაურაზავად რომ ვეღარ იძინებდნენ და არც ის, რაც წი-
ნა ღამეს ფუნდუკში დატრიალდა. ხის იატაკის კარგად მოპ-
604 მკითხველთა ლიგა
რიალებული ზედაპირის იმ ნაწილს, საიდანაც სისხლი საგულ-
დაგულოდ გადაერეცხათ, თვალს არავინ უსწორებდა.
ხუმრობებსა და ნაირ-ნაირ ამბებს კი ერთმანეთისთვის არ
იშურებდნენ. მერე სხვათა სტვენისა და შეძახილების თანხლე-
ბით ახალგაზრდა გოგომ ქმარს აკოცა; მოხუცი ბენტონი ქრი-
ლის ქვრივის კაბის ქობას ყავარჯნით წაეტანა და სცადა, აეწია.
ქვრივის მხრიდან გასილაქებაზე კი ჩუმად ახითხითდა; ორი პა-
ტარა გოგონა მაგიდებს შორის დაჭერობანას თამაშობდა და ყუ-
რისწამღები ჟივილ-ხივილის მიუხედავად, ცხვირს არავინ უბზუ-
ებდა. უფროსები ბედნიერად უყურებდნენ და ეღიმებოდათ.
თითქოს, ოდნავ შვებასაც გრძნობდნენ. ეს ცოტათი მაინც ეხმა-
რებოდათ, სხვას მაინც ვერაფერს იზამდნენ.

605 მკითხველთა ლიგა


***

ფუნდუკის კარი ხმაურით გაიღო. ბებერი კობი, გრემი და


ჯეიკი შუადღის ჭახჭახა ნათელს გამოერიდნენ და მოქანცულებ-
მა შემოაბიჯეს.
– გაუმარჯოს, ქოუთ! – გასძახა ბებერმა კობმა და ფუნდუკში
შეყრილ ხალხს თვალი მოავლო, – დღეს კაი ხალხმრავლობა
გქონია!
– მთავარი რაც იყო, კი გამოტოვე, – გაეპასუხა ბასტი, – კაი
ხანს აუტანელი აურზაური იდგა.
– დამაშვრალი შემოსწრებულებისთვის რამე გადაგირჩათ?
– გრემი სკამზე დაენარცხა. სანამ ბასტი პასუხს დაუბრუნებდა,
ხარივით მხარბეჭიანმა კაცმა მოცარიელებული თეფში დახლზე
დაახეთქა და გვერდით ჩანგალიც მიუჩოჩა.
– უჰ, – ამოთქვა გახარებულმა, – კაი გამზრდელარღნიანი
ვაშლის ღვეზელია.
გვერდით სახენაყვავილარი, გამხდარი ქალი ამოუდგა.
– ნუ ილანძღები, ელიას, – მკაცრად დატუქსა, – ეგ ენა რამ
აგიმყრალა?
– ჰმ, ძვირფასო, – ხმა ამოიღო ახმახმა, – ტყუილად ნუ გამ-
კიცხავ. გამზრდელარღნიანი ვაშლის ჯიშს ჰქვია. ეგრე არაა, ჯა-
მაათნო? – დახლთან შეკრებილ ხალხს გაეკრიჭა, – მგონი, ატუ-
რულია. თუ სწორად მახსოვს, სახელი ამ ჯიშის გამზრდელ-
გამხარებლის, ბარონ არღნიანის პატივსაცემად ეწოდა.
გრემმაც ეშმაკურად ჩაიცინა.
– ჰო, რაღაც მსგავსი მეც გამიგონია.
ქალმა კაცებს გადახედა.
– ბენტონების ვაშლია, – მორიდებულად ჩაერია მეფუნდუკე.
– ოჰ, – სიცილით შეიცხადა ძვალმსხვილმა ფერმერმა, –
შევმცდარვარ და ეგაა, – თეფშზე შერჩენილი ნამცეცი თითით
606 მკითხველთა ლიგა
აიღო და ვითომ შეფასებას აპირებსო, ისე გაღეჭა, – თავს დავ-
დებ, გამზრდელარღნიანის ვაშლი თუ არ იყოს. ეგებ, ბენტონებ-
თან როგორღაც შეერია, მაგრამ ვერც მიხვდნენ?
სახენაყვავილარმა ქალმა ჩაიფრუტუნა, შემდეგ მაგიდასთან
უქმად მჯდომ მემატიანეს მოჰკრა თვალი და ქმარი მისკენ
წააწოწიალა.
მათი შემხედვარე ბებერმა კობმა თავი გააქნია.
– აზრზე არა ვარ, ეს ქალი რამ უნდა გაამხიარულოს. სულ
ცოტათი მაინც, რა, – ჩაილაპარაკა, – მაგრამ იმის იმედი კი
მაქვს, რომ თავის შესაქცევს იქამდე მაინც გადააწყდება, ვიდრე
ამ ჩვენს ძმობილ ელის სულს ამოხდის.
ჯეიკმა და გრემმა ნათქვამი ყრუ ბუტბუტით მოუწონეს.
– სავსე ფუნდუკის ყურება კარგია, – კობმა დახლსუკან
მდგომ წითელთმიან კაცს გადახედა, – მზარეულობა გემარჯვე-
ბა, ქოუთ. უახლოეს ოც მილში შენსავით კაი ლუდი არავისა
აქვს. ხალხს შენთან შემოსახეტებლად მცირეოდენი საბაბიცა
ჰყოფნის.
ბებერმა კობმა ცხვირი მრავლისმეტყველად მოისრისა.
– ისე, რომ იცოდე, – მიმართა მეფუნდუკეს, – მომღერალი
ან ვინმე ეგეთი რომ გყავდეს, მთლად დაგხატავდა. ჯანდაბა,
ორისონის ბიჭიც კი აჟღრიალებს მამამისის ნაქონ ვიოლინოს.
დაგენაძლევები, სიხარულით ცას ეწევა, თუ მოიწვევ და ჯამაგი-
რად ერთი-ორს გადაახუხინებ ხოლმე, – ფუნდუკი მოათვა-
ლიერა, – ამ ადგილს მხოლოდ ცოტა ამღერება აკლია.
მეფუნდუკემ თავი დაუკრა. სახეზე იმდენად უდარდელი და
სანდომიანი გამომეტყველება აღბეჭდოდა, კაცი ვერ ჩახვდებო-
და, რაზე ფიქრობდა.
– მართალი ბრძანდებით, – დაეთანხმა ქოუთი. მშვიდად ლა-
პარაკობდა, სრულიად ჩვეულებრივად. ხმა შუშასავით უფერუ-
ლი და გამჭვირვალე გახდომოდა.
607 მკითხველთა ლიგა
ბებერმა კობმა პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ
ვიდრე იტყოდა, ბასტმა მაგიდაზე მუშტი დასცხო.
– დასალევს ინებებთ? – ჰკითხა ბართან შეჯგუფებულ კაცებს,
– სანამ წასახემსებელს მოგიტანთ, გადაკვრა არ გაწყენდათ.
ბასტს დაეთანხმნენ. ისიც ბარს უკან უცებ შესრიალდა, კათ-
ხები ლუდით დაავსო და მომლოდინე ხელებს ჩამოურიგა. ცოტა
ხანში მეფუნდუკემ სხვების შეუმჩნევლად მიანიშნა, სამზა-
რეულოში გავარდი და წვნიანი, კარაქი და პური, ყველი და ვაშ-
ლი გამოიტანეო.

608 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეშვიდე
ანტრაქტი – ყულფის სტროფი

მემატიანე ბარისკენ ღიმილით გაეშურა.


– ესეც ერთსაათიანი შრომა, – თქვა ამაყად და ჩამოჯდა.
– ალბათ, სამზარეულოში ჩემთვის აღარაფერია. იქნებ ელის
ნახსენები ღვეზელი მაინც დარჩა? – იმედიანად იკითხა ჯეიკმა.
– ღვეზელი მეც მინდა, – თქვა ჯეიკის გვერდით სასმლის
წრუპვაში გართულმა ბასტმა.
მეფუნდუკემ ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ღიმილით წა-
მოდგა.
– თუ სწორად მახსოვს, ერთი სწორედ იმ შემთხვევისთვის
გადავინახე, თუ თქვენ სამნი სხვებზე გვიან მოხვიდოდით.
ბებერმა კობმა ხელები მოიფშვნიტა.
– აღარც მახსოვს, ვაშლის თბილი ღვეზელი ბოლოს როდის
ვჭამე.
მეფუნდუკე სამზარეულოში გაბრუნდა, ღუმლიდან ღვეზელი
გამოიღო, დაჭრა და თეფშებზე ფაქიზად გადაანაწილა. საერთო
ოთახისკენ მიმავალს ხმამაღალი საუბარი შემოესმა.
– ისიც დემონი იყო, ჯეიკ, – ბრაზობდა ბებერი კობი, – წუხელ
გითხარი და კიდევ ასჯერ გაგიმეორებ. აზრს წინდებივით კი არ
ვიცვლი, – კობმა თითი შემართა, – დემონს უხმო, იმან კი მის
ამხანაგს უკბინა და სისხლი ქლიავის წვენივით ამოსწოვა. ეს ამ-
ბავი მეგობარმა მომითხრო, რომელიც ამ ამბის შემსწრე ქალს
იცნობს. ამიტომაა, რომ კონეტაბლმა და მისმა ხელქვეითებმა
შეპის გვამი აქაურობას სასწრაფოდ გაარიდეს. ბნელი ძალების
საქმეებში ჩარევა ამარის კანონებს ეწინააღმდეგება.
– მე მაინც ვამტკიცებ, რომ ხალხს უბრალოდ ეგონა, დემონი
იყოო, – დაიჟინა ჯეიკმა, – ხალხს ხომ იცნობ.

609 მკითხველთა ლიგა


– კარგად ვიცნობ, – შეუბღვირა ბებერმა კობმა, – შენზე
დიდხანს მიცხოვრია. საკუთარი ამბავიც კარგად ვიცი.
ბართან ხანგრძლივი და დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა, სანამ
ბოლოს ჯეიკმა გვერდით არ გაიხედა და ჩაიბუტბუტა.
– რა გჭირს, უბრალოდ ვთქვი.
მეფუნდუკემ ერთი ჯამი წვნიანი ბარზე მემატიანისკენ გაას-
რიალა.
– რაზე ყაყანებთ?
მეკალმემ მეფუნდუკეს ეშმაკურად გახედა.
– კობი იმრეში გამართულ ქვოს სასამართლოს ამბებს გვიყ-
ვება, – თქვა თვითკმაყოფილი ხმით, – არ გახსოვს? თხრობა წუ-
ხელ დაიწყო, მაგრამ ნახევრამდე ძლივს მივიდა.
– მოკლედ, – კობმა ისე მიმოიხედა, თითქოს ყველას გაჩუმე-
ბა სურსო, – მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ქვომ იცო-
და, რომ გამტყუნების შემთხვევაში თავს ყულფში გააყოფინებ-
დნენ და ჩამოჰკიდებდნენ, – კობმა ხელი კისერთან ისე მიიტანა,
თითქოს ზედ შემოვლებულ თოკს ებღაუჭებაო, თავი კი მეორე
მხარეს გადააგდო, – მაგრამ უნივერსიტეტში ყოფნისას ქვოს
უამრავი წიგნი წაეკითხა და ოინის მოფიქრება ახლაც მოახერ-
ხა, – მოხუცი ერთი ლუკმა ღვეზელის მოსაკბეჩად შეჩერდა და
ღეჭვას თვალებდახუჭული შეუდგა, – მმმ, უფალო და ქალწუ-
ლო, – დიდებული ღვეზელია. ვფიცავ, ასეთს დედაჩემიც კი ვერ
აკეთებდა, სიტკბო ყოველთვის აკლდა ხოლმე, – კიდევ ერთი
ლუკმა მოკბიჩა და დანაოჭებულ სახეზე ნეტარება გადაეფინა.
– ესე იგი, ქვომ ახალი ოინი მოიფიქრა? – შეახსენა მემა-
ტიანემ.
– რა? აა, ჰო, – კობს თითქოს მანამდე ნათქვამი გაახსენდაო,
– მართალია. იცით, „გზის წიგნში“ ორი ხაზია, რომლებსაც თუ
ხმამაღლა წაიკითხავ ძველ თემიურზე, მხოლოდ მღვდლებმა
რომ იციან, რკინის კანონის მიხედვით, მღვდელივით მოგეპ-
610 მკითხველთა ლიგა
ყრობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დომინიონელი მოსამართლე
ფეხებს ვერ მოგჭამს. იმ ხაზების წაკითხვის შემთხვევაში შენი
საქმე ეკლესიის სასამართლომ უნდა განიხილოს.
ბებერმა კობმა კიდევ ერთი ლუკმა მოკბიჩა და გადაყლაპ-
ვამდე ძალიან ნელა დაღეჭა.
– ამ ორ ხაზს „ყულფის სტროფს“ უწოდებენ, რადგან თუ მათი
წაკითხვა შეგიძლია, ჩამოხრჩობას გადაურჩები. ხომ იცით, ეკ-
ლესიის სასამართლოს ადამიანის ჩამოხრჩობა არ შეუძლია.
– იმ ხაზებში რა წერია? – იკითხა ბასტმა.
– ნეტავი ვიცოდე, – მწუხარედ ჩაილაპარაკა ბებერმა კობმა,
– მაგრამ თემიურად ვერ ვლაპარაკობ. ქვომაც არ იცოდა, მაგ-
რამ სტროფი წინასწარ დაიზეპირა, შემდეგ თავი ისე მოაჩვენა,
თითქოს წიგნიდან კითხულობდა. დომინიონის სასამართლოსაც
მისი გაშვების მეტი აღარაფერი დარჩენოდა. ქვომ იცოდა, რომ
თეჰლინ მსაჯულებს ამარიმდე მოსასვლელად ორი დღე დას-
ჭირდებოდათ, ასე რომ, თემიურის სწავლას შეუდგა. მთელი
დღე და ღამე წიგნებს კითხულობდა და ვარჯიშობდა. ისე უსაზ-
ღვროდ გონიერი იყო, რომ მეცადინეობის დასრულების შემდეგ
თემიურად იმ ხალხზე უკეთ ლაპარაკობდა, ვინც ამ ენის სწავ-
ლას მთელი ცხოვრება შეალია. მეორე დღეს, მსაჯულების გამო-
ჩენამდე, ქვომ ელექსირი მოიმზადა. ერთმანეთში აურია თაფ-
ლი, განსაკუთრებული ქვა, რომელიც მხოლოდ გველის ტვინში
მოიპოვება და მცენარე, ზღვის ფსკერზე რომ იზრდება. ელექსი-
რის დალევის შემდეგ ხმა ისე დაუტკბა, რომ ვისაც არ უნდა მო-
ესმინა, მის ყველა სიტყვას ეთანხმებოდა. როცა ბოლოს და ბო-
ლოს მსაჯულებიც გამოჩნდნენ, მთელ სასამართლოს მხოლოდ
თხუთმეტი წუთი დასჭირდა, – კობმა ჩაიხითხითა, – ქვომ თავან-
კარა თემიურზე უზადო სიტყვა წარმოთქვა, ყველა დაეთანხმა
და თავ-თავისი გზით წავიდა.

611 მკითხველთა ლიგა


– და მას შემდეგ ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად, –
ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბარს მიღმა მდგომმა წითელთმიანმა.

***

ბართან სიჩუმე იდგა. გარეთ მშრალი და ცხელი ჰაერი


მტვრითა და ნამჯის სუნით ავსებულიყო, მზე კი ოქროს ზოდივით
კაშკაშაშებდა.
„შარაქვაში“ შედარებით ჩამობნელებულიყო და გრილოდა.
სტუმრებმა თავიანთი წილი ღვეზელის ბოლო ლუკმებს სულ ახ-
ლახან მოუღეს ბოლო, კათხებში კი მცირე ლუდი ჯერ კიდევ
შერჩენოდათ. ბარს ჩამოყრდნობილები ცოტა ხანს იმ კაცების-
თვის შესაფერისი სიჩუმით ისხდნენ, სიამაყის გრძნობა გულარ-
ხეინად დასვენების უფლებას რომ არ აძლევთ.
– ქვოს ამბები დიდად არასდროს მაინტერესებდა, – სასხვა-
თაშორისოდ ჩაილაპარაკა მეფუნდუკემ და თეფშების წამოკრე-
ფას შეუდგა.
ბებერმა კობმა კათხიდან თავი ასწია.
– მართლა?
მეფუნდუკემ მხრები აიჩეჩა.
– თუ მაგიის შესახებ რამე ზღაპარი უნდა მოვისმინო, მირ-
ჩევნია, ამბავში ნორმალური ჯადოქარი იყოს გარეული, ვინმე
ტაბორლინ დიდებულის, სერაფას ან მემატიანის მსგავსი.
ბარის ბოლოში მეკალმეს არც ლუკმა გადასცდენია და არც
დაბნევა დასტყობია, თუმცა ერთი წამით კი გაშეშდა და მისთვის
განკუთვნილ წვნიანის მეორე ჯამში შემდეგღა ჩაუშვა კოვზი.
ვიდრე მეფუნდუკემ ცარიელი თეფშების აგროვება დაასრუ-
ლა და სამზარეულოსკენ მიტრიალდა, ოთახში სასიამოვნო სი-

612 მკითხველთა ლიგა


ჩუმე ჩამოწვა. თუმცა, კარში გასვლამდე, გრემმა ქოუთს მიაძა-
ხა:
– მემატიანე? არასოდეს გამიგონია.
მეფუნდუკე გაკვირვებული სახით შემოტრიალდა.
– არ გაგიგონია?
გრემმა თავი გააქნია.
– დარწმუნებული ვარ, გსმენია, – არ დაიჯერა მეფუნდუკემ, –
თან დიდი წიგნი დააქვს და რასაც შიგ ჩაწერს, ჭეშმარიტებაც
ისაა, – ყველას იმედიანი თვალი მოავლო. ჯეიკმაც თავი გააქნი-
ა.
მეფუნდუკე ბარის ბოლოში მოკალათებულ და ჯამში თავჩარ-
გულ მეკალმეს მიუტრიალდა.
– დარწმუნებული ვარ, შენ მაინც გსმენია, – უთხრა ქოუთმა,
– ამბავთა ბატონს უწოდებენ. თუ შენი ერთი საიდუმლო მაინც
შეიტყო, შეუძლია, თავის წიგნში შენ შესახებ ნებისმიერი რამ ჩა-
წეროს, – მეკალმეს მიაშტერდა, – არასდროს გაგიგონია?
მემატიანემ თვალი აარიდა და თავი გააქნია. პურის ყუა წვნი-
ანში ჩააწო და პირში უსიტყვოდ გაიქანა.
მეფუნდუკე გაკვირვებული ჩანდა.
– ბავშვობაში მემატიანე ტაბორლინ დიდებულსა და ნებისმი-
ერ დანარჩენ გმირზე მეტადაც კი მიყვარდა. ფერიული სისხლი
ურევია, რის გამოც ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მახვილი შეგ-
რძნებები აქვს. ღრუბლიან დღეს ასი მილის მანძილზე ძალუძს
დანახვა, მუხის სქელი კარის მიღმა კი ჩურჩულიც ესმის, უმთვა-
რო ღამით ტყეში თაგვის მიგნება შეუძლია.
– მე მსმენია მის შესახებ, – ჩაერთო აღტკინებული ბასტი, –
მის მახვილს შივი ჰქვია, პირი კი ერთი მთლიანი ფურცლისა
აქვს. ბუმბულივით მსუბუქია, მაგრამ ისეთი ბასრი, რომ კანს თუ
გაგიჭრის, სისხლს უფრო ადრე დაინახავ, ვიდრე მახვილის შე-
ხებას იგრძნობ.
613 მკითხველთა ლიგა
მეფუნდუკე თავის დაქნევით დაეთანხმა.
– და თუ შენი სახელი შეიტყო, შეუძლია მახვილის პირზე და-
წეროს და ათასი მილის სიშორიდანაც მოგკლას.
– მაგრამ აუცილებლად საკუთარი სისხლით უნდა დაწეროს,
– დაამატა ბასტმა, – მახვილზე კი ადგილები შეზღუდულია. უკვე
ჩვიდმეტი სახელი აქვს ჩამოწერილი და დიდი სივრცე აღარ
დარჩა.
– მოდეგში მეფეთმეფის კარზე მსახურობდა, – გააგრძელა
ქოუთმა, – მაგრამ მეფეთმეფის ქალიშვილი შეუყვარდა.
ახლა უკვე გრემი და ბებერი კობიც თავს უქნევდნენ. ისტო-
რია ნაცნობ კალაპოტში შევიდა.
ქოუთმა განაგრძო:
– როდესაც მემატიანემ მისი ცოლად მოყვანა ითხოვა, მე-
ფეთმეფე განრისხდა და მემატიანეს თავისი ღირსეულობის და-
სამტკიცებლად დავალება მისცა... – მეფუნდუკემ დრამატული
პაუზა გააკეთა, – მემატიანე მის ქალიშვილზე დაქორწინებას
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ პრინცესაზე ძვირფას რა-
მეს იპოვის და მიუტანს.
გრემმა თანაგრძნობის გამომხატველი უცნაური ხმა გამოსცა.
– კაი სატანჯი დავალება კია. რა უნდა ქნა კაცმა? რაღაცას ხო
არ მიიტან და ეტყვი: „აი, ეს შენს პატარა გოგოზე ძვირფასია...“
მეფუნდუკე მწუხარე სახით დაეთანხმა:
– ასე რომ, მემატიანეც მთელ სამყაროში დაეხეტება და უძვე-
ლეს საგანძურებსა და მაგიას დაეძებს იმის იმედით, რომ მეფის-
თვის მისატანს მიაგნებს.
– და თავის ჯადოსნურ წიგნში რატომ არ ჩაწერს რამეს მეფის
შესახებ? – იკითხა ჯეიკმა, – ხო შეუძლია, დაწეროს: „შემდეგ მე-
ფემ ნაბიჭვარივით მოქცევა შეწყვიტა და დაქორწინების უფლება
მოგვცა“.

614 მკითხველთა ლიგა


– იმიტომ, რომ მეფის არცერთი საიდუმლო არ იცის, – აუხ-
სნა მეფუნდუკემ, – მოდეგის მეფეთმეფეს კი ცოტა მაგიაც ეხერ-
ხება და თავის დაცვა შეუძლია. რაც მთავარია, მეფემ მემა-
ტიანის სისუსტეებიც იცის. იცის, რომ თუ მემატიანეს გააცურებ
და მელანს დაალევინებ, ნებისმიერ სამ სათხოვარს შეგისრუ-
ლებს. მეფეს ისიც კარგად მოეხსენება, რომ მემატიანე ვერ გა-
გაკონტროლებს, თუკი შენი სახელი საიმედოდ გაქვს გადამა-
ლული. მეფის სახელი სპილენძის ყუთში ჩაკეტილ შუშის წიგ-
ნშია ჩაწერილი. თავად ეს ყუთი რკინის სკივრშია გადამალული
ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ მიაგნებს და შეეხება.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა და ყველა მეფუნდუკის მონათ-
ხრობზე დაფიქრდა, შემდეგ ჩაფიქრებულმა ბებერმა კობმა თავი
დააქნია.
– ამ ბოლო სიტყვებმა მეხსიერებაში რაღაც ამომიტივტივა, –
თქვა ნელ-ნელა, – მგონი გამახსენდა ამ მემატიანის ამბავი, ჯა-
დოსნური ხილის საძებნელად რომ დამოგზაურობდა. ვინც ამ
ხილს შეჭამდა, უეცრად შეიტყობდა ყველაფრის სახელს და ტა-
ბორლინ დიდებულის შესაფერისი ძალაუფლება ექნებოდა.
მეფუნდუკემ ნიკაპი მოისრისა და თავი ნელა დაუქნია.
– მგონი, ეგ მეც მსმენია, – უპასუხა კობს, – მაგრამ დიდი
ხნის წინათ, და წვრილმანები აღარ მახსოვს...
– ეჰ, ეგ არაფერი, – დაამშვიდა ბებერმა კობმა, უკანასკნელი
წვეთი ლუდიც გამოწრუპა და კათხა დახლზე დაახეთქა, – სა-
სირცხვილო არაფერია, ქოუთ. ზოგს დამახსოვრება კარგად
ეხერხება, ზოგს – არა. მშვენიერ ღვეზელს აკეთებ, მაგრამ ყვე-
ლამ ვიცით, ჩვენს არემარეში საუკეთესო მთხრობელი ვინცაა.
მოხუცი სკამიდან ძლივძლივობით ჩამოძვრა და გრემსა და
ჯეიკს ანიშნა.
– აბა, წავედით, ბაირის მამულამდე ერთი გზა გვაქვს. ამ ის-
ტორიას ბოლომდე მოგიყვებით. მოკლედ, ეს მემატიანე მაღალი
615 მკითხველთა ლიგა
და ფერმკრთალი, მესერივით ხმელია და მელანივით შავი თმა
აქვს...
„შარაქვის“ კარი მიჯახუნდა.
– ღმერთის სახელით, გამაგებინეთ, რა ჯანდაბას ნიშნავდა ეს
ყველაფერი? – პასუხი მოითხოვა მემატიანემ.
ქვომ მემატიანეს ალმაცერად გახედა და ოდნავ, მაგრამ ბას-
რად გაუღიმა.
– აბა, როგორი შეგრძნებაა? – ჰკითხა მეკალმეს, – როცა
იცი, რომ გარეთ ხალხი დაიარება და შენს ამბებს ჰყვება?
– ჩემს ამბებს კი არ ჰყვებიან, – შეეპასუხა მემატიანე, – სისუ-
ლელეებს როშავენ.
– სისულელეებს არა, – თქვა ქვომ ისე, თითქოს ოდნავ ეწყი-
ნაო, – შეიძლება, სიმართლე არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
სისულელეა, – ბასტს გახედა, – ქაღალდის მახვილი მომეწონა.
ბასტი გაიბადრა.
– მეფის დავალებაც მშვენიერი მიგნება იყო, რეში. აი, ფერი-
ულ სისხლზე რა მოგახსენო.
– დემონური სისხლი მეტისმეტად ავის მომასწავებელი იქნე-
ბოდა, – თავი იმართლა ქვომ, – არადა, რაღაც უჩვეულო მჭირ-
დებოდა.
– კიდევ კარგი, მისი მონათხრობის მოსმენა მაინც არ მიწევს,
– ჩაილაპარაკა დაღვრემილმა მემატიანემ და კარტოფილის ნა-
ჭერი კოვზით დასრისა.
ქვომ აიხედა და პირქუშად ჩაიცინა.
– ვერ ხვდები, მსგავსი ისტორიები მოსავლის აღების დღეს
როგორ მოქმედებს, არა? მას ისევე აიტაცებენ, როგორც ბავშვი
ახალ სათამაშოს. ბებერი კობი მემატიანის შესახებ ზვინების
დადგმასა და წყლის სმაში გართულ ათობით ადამიანს მოუთ-
ხრობს. ღამით, შეპის პანაშვიდზე, ამბავთა ბატონის შესახებ ახ-

616 მკითხველთა ლიგა


ლომახლო ქალაქების ბინადრებიც შეიტყობენ. ეს ისტორია
ხალხში ისევე სწრაფად გავრცელდება, როგორც ალი ველზე.
მემატიანე შეძრწუნებული გამომეტყველებით ხან ერთს გახე-
დავდა, ხანაც მეორეს.
– რატომ?
– ეს საჩუქარია, – უთხრა ქვომ.
– გგონია, ეს მინდა? – უნდობლად წამოისროლა მემატიანემ,
– გგონია, დიდებას ვეძებ?
– დიდებას არა, – მკაცრად უპასუხა ქვომ, – პერსპექტივას.
შენ ადამიანების ცხოვრებას ქექავ. ისმენ ჭორებს და სასიამოვ-
ნო ტყუილებით დაფარულ მტკივნეულ ჭეშმარიტებას ააშკარა-
ვებ. მიგაჩნია, რომ ამის უფლება გაქვს, მაგრამ ცდები. ვინმეს-
თვის საკუთარი ცხოვრების მოყოლა ძღვენის გადაცემაა და არა
ვალის დაბრუნება, – ქოუთმა ხელები სუფთა ტილოზე შეიწმინ-
და, – ჩემს ამბავს მთელი სიცხადით მოგითხრობ. ბინძური სი-
ნამდვილე, ყველა შეცდომა და სისულელე მზის სინათლეზე გა-
მომაქვს. და უფლებას ვიტოვებ, გამოვტოვო ის პატარა დეტა-
ლები, რომლებიც თავს მაბეზრებს. იდიოტი არ ვარ, რომ ვიღაც
ფერმერის ზღაპარმა გადაფიქრება მაიძულოს.
მემატიანემ წვნიანს დახედა.
– ცოტა მკაცრი პასუხი გამოგივიდა, არა?
– ჰო, – დაეთანხმა ქვო.
მემატიანემ ამოიხვნეშა და მორცხვად გაიღიმა.
– კარგი. მცდელობისთვის ვერ დამადანაშაულებ.
– შემიძლია დაგადანაშაულო, – თქვა ქვომ, – თუმცა, ვფიქ-
რობ, გასაგებად ვთქვი. ვწუხვარ, თუ რამე ზიანი მოგაყენე, –
ქვომ კარისა და ცოტა ხნის წინ გასული ფერმერებისკენ მიანიშ-
ნა, – შეიძლება მეტისმეტი მომივიდა. ყოველთვის ასე მომდის
ხოლმე, როცა ცდილობენ, რამე მაიძულონ, – ბარიდან ბუხარ-
თან მდგარი მაგიდისკენ წავიდა, – აბა, ორივე აქეთ მოიწით.
617 მკითხველთა ლიგა
თავად სასამართლო ნამდვილად მოსაწყენად განვითარდა, მაგ-
რამ მას მნიშვნელოვანი გამოძახილი მოჰყვა.

618 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამერვე
მნიშვნელოვანი დანაკლისი

საგამოცდო ბარათების გათამაშებაში გამიმართლა და


გვიანი პერიოდი შემხვდა. ძალიან გამიხარდა, რადგან სასამარ-
თლომ გამოცდებისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო აღარ და-
მიტოვა.
თუმცა, დიდად არ ვნერვიულობდი. სამეცადინოდ დროც
მქონდა და არქივში თავისუფლად შესვლის უფლებაც. რაც მთა-
ვარია, უნივერსიტეტში მოსვლის დღიდან პირველად მოხდა,
რომ თავს ღარიბ-ღატაკად არ ვგრძნობდი. საფულეში ცამეტი
ტალანტი მედო. დევის სესხის პროცენტის გადახდის შემდეგაც
კი უნივერსიტეტის გადასახადისთვის საკმარისი ფული უნდა
დამრჩენოდა.
უფრო კარგი ის იყო, რომ გრამის შექმნის პერიოდში არქივ-
ში ხეტიალისას იქაურობა ძირფესვიანად შევისწავლე. მართა-
ლია, გამოცდილ მწიგნობრებს, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ შევედ-
რებოდი, მაგრამ მაინც ბევრი იდუმალი კუთხე აღმოვაჩინე და
მივიწებულ საიდუმლოებსაც გავეცანი. ასე რომ, მეცადინეობი-
სას თავს უფლებას ვაძლევდი და გამოცდებისთვის მომზადებას-
თან ერთად სხვა საკითხავითაც ვერთობოდი.

619 მკითხველთა ლიგა


***

წიგნი, რომელსაც ყურადღებით ვათვალიერებდი, დავხურე.


ატურის ეკლესიის სრულყოფილი და კარგად აღწერილი ისტო-
რია სხვა დანარჩენი წიგნებივით უსარგებლო გამოდგა.
წიგნის მძიმედ დახურვის ხმაზე ვილემმა ამომხედა.
– არაფერი? – მკითხა.
– საერთოდ არაფერი, – ვუპასუხე.
მეოთხე სართულის ერთ-ერთ სამკითხველო სოროში ვისხე-
დით. მესამე სართულზე მდებარე ჩვენს ჩვეულ ოთახთან შედა-
რებით მომცრო იყო, თუმცა, მოახლოებული გამოცდების ციებ-
ცხელების გათვალისწინებით, გაგვიმართლა, განცალკევებული
ოთახი საერთოდ რომ ვიპოვეთ.
– თავს რატომ არ ანებებ? – მკითხა ვილმა, – დაცემული ცხე-
ნის გამათრახებასავით უშედეგო საქმეა. ამ ამირის ამბავს, მგო-
ნი, უკვე ორი თერთმეტეულია, არ ეშვები.
თავი დავუქნიე. არ მინდოდა, მეღიარებინა, რომ ამირის შე-
სახებ ჩემი კვლევა-ძიება სინამდვილეში იმაზე ბევრად ადრე და-
იწყო, ვიდრე ჩვენი სანაძლეო მეთოჯინემდე მიგვიყვანდა.
– ამასობაში რა აღმოაჩინე?
– წიგნების მთელი თაროები, – ვუპასუხე მე, – ათზე მეტი ამ-
ბავი და ასამდე ისტორიაში ხსენება.
მშვიდად გადმომხედა.
– და ასეთი მდიდარი ინფორმაცია მაინც არ გაკმაყოფი-
ლებს?
– არა, – ვუპასუხე, – ინფორმაციის ნაკლებობა მაწუხებს. არ-
ცერთ ამ წიგნში ამირზე არაფერი მნიშვნელოვანი არ წერია.
– არცერთში? – მკითხა დაეჭვებულმა ვილემმა.
– ეჰ, გასული სამასი წლის განმავლობაში ყველა ისტორიკო-
სი მათზე ლაპარაკობს, – დავიწყე ახსნა, – განიხილავენ, როგო-
620 მკითხველთა ლიგა
რი გავლენა იქონია ამირმა იმპერიის დაღმასვლაზე, ფილოსო-
ფოსები კი მათი ქმედებების ეთიკურ საკითხებზე მსჯელობენ, –
წიგნებზე მივუთითე, – ანუ აქ მხოლოდ იმას ვპოულობ, თუ რას
ფიქრობს ხალხი ამირზე, მაგრამ თავად ამირის შესახებ ვერა-
ფერს.
კოპებშეკრულმა ვილემმა ჩემი წიგნების დასტას ააყოლა
თვალი.
– აქ მარტო ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების ნააზრევი
ვერ იქნება.
– გადმოცემებიცაა, – მივუგე მე, – ძველ ჩანაწერებში მათ
მიერ გამოსწორებული დიდი უბედურებების ამბებია მოთხრო-
ბილი, უფრო გვიანდელებში კი – მათივე ჩადენილი სისასტი-
კეების. ერთმა ამირმა რენერში მოსყიდული მოსამართლე მოკ-
ლა, მეორემ ჯუნპუიში გლეხთა აჯანყება ჩაახშო, მესამემ მელი-
თიში ქალაქის დიდებულთა ნახევარი მოწამლა.
– განა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არის?
– მეორე ან მესამე პირის მიერ გადმოცემული მსუბუქი ისტო-
რიებია. მათი სამი მეოთხედი უბრალო ჭორია. ამირის საქ-
მიანობის მყარ მტკიცებულებებს ვერსად ვპოულობ. ის მოსყი-
დული მოსამართლე ეკლესიის ჩანაწერებში რატომ არაა ნახსე-
ნები? მისი სახელი მის მიერვე განხილულ ყველა საქმეში უნდა
იყოს ჩაწერილი. ან როდის მოხდა გლეხთა აჯანყება და რატომ
ვერ ვპოულობ ამის თაობაზე ინფორმაციას რომელიმე სხვა ის-
ტორიკოსთან?
– ეს ყველაფერი სამასი წლის წინ ხდებოდა, – საყვედურნა-
რევი ხმით მიპასუხა ვილემმა, – ნუ ელოდები, რომ ყველა
წვრილმანი შემოინახებოდა.
– მე იმას ველი, რომ ჩვენამდე ზოგიერთი წვრილმანი მაინც
მოაღწევდა. ხომ იცი, თეჰლინები თავიანთ ჩანაწერებს როგორი
ყურადღებით ეკიდებიან. მიწისქვეშა მეორე სართულზე ასი
621 მკითხველთა ლიგა
სხვადასხვა ქალაქის სასამართლოების ათასწლოვანი დოკუ-
მენტები გვაქვს მიმოფანტული. მთელი ოთახები სავსეა... – ხე-
ლი ავიქნიე და წინადადება აღარ დავასრულე, – მაგრამ კარგი,
წვრილმანებს შევეშვათ. უზარმაზარი კითხვის ნიშნები არსე-
ბობს და მათზე პასუხსაც ვერსად ვპოულობ. როდის დაარსდა
ამირის ორდენი? რამდენ ამირს აერთიანებდა? ვინ აფინანსებდა
და რა თანხით? სად გადიოდნენ წვრთნას? როგორ გახდნენ
თეჰლინური ეკლესიის ნაწილი?
– ამას ფელტემი რეისმა უკვე უპასუხა, – მომიგო ვილმა, –
გლახაკი მოსამართლის ტრადიციიდან იშვნენ.
პირველივე შემთხვევით წიგნს ხელი დავტაცე და ვილემს წინ
დავუხეთქე.
– მიპოვე თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც მაგ
თეორიას გაამყარებს; მიპოვე ერთი ჩანაწერი მაინც იმის შესა-
ხებ, რომ გლახაკი მოსამართლე ამირის რანგამდე დააწი-
ნაურეს; მიპოვე ერთი ხსენება იმისა, რომ ამირი სასამართლომ
დაიქირავა; მიპოვე ერთი საეკლესიო დოკუმენტი მაინც, რო-
მელშიც საქმის განხილვას ამირი ხელმძღვანელობს, – გულხე-
ლი არხეინად დავიკრიფე, – მიდი, დაგელოდები.
ვილემმა წიგნს ყურადღება არ მიაქცია.
– შეიძლება, არც ისე ბევრი ამირი იყო, როგორც ხალხს წარ-
მოუდგენია. ალბათ, მხოლოდ რამდენიმე იყვნენ და საკუთარი
რეპუტაცია ვეღარ გააკონტროლეს, – ნიშნის მოგებით შემომხე-
და, – შენ უკეთ იცი, ეგ როგორც ხდება ხოლმე.
– არა, – შევეწინააღმდეგე ვილს, – რაღაც მნიშვნელოვანი
აკლია. ზოგჯერ არაფრის პოვნაც რაღაცის პოვნას ნიშნავს.
– ელოდინივით იწყებ ლაპარაკს, – მითხრა ვილემმა.
შევუბღვირე, თუმცა გადავწყვიტე, ანკესზე არ წამოვგებული-
ყავი.

622 მკითხველთა ლიგა


– არა, ერთი წუთით მომისმინე. აი, რატომ უნდა არსებობდეს
ასე ცოტა ფაქტობრივი ინფორმაცია ამირის შესახებ – სამი შე-
საძლო ახსნა არსებობს.
სამი თითი ავწიე და ჩამოთვლა დავიწყე:
– პირველი: მათ შესახებ არაფერი დაუწერიათ. მგონი, ეს ვა-
რიანტი თავისუფლად შეგვიძლია გამოვრიცხოთ. იმდენად მნიშ-
ვნელოვანი ხალხი იყო, რომ ისტორიკოსები, მდივნები და ეკ-
ლესიის კირკიტა აღმწერები მათ ასე მარტივად ვერ უგულებელ-
ყოფდნენ, – ერთი თითი ჩამოვწიე, – მეორე: უცნაური შემთხვე-
ვითობით, ის წიგნები, რომლებიც ამირის შესახებ ინფორმაციას
შეიცავდა, არქივში ვერ მოხვდა. ამაზე ფიქრიც კი სასაცილოა.
შეუძლებელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში, სამყაროს
ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში ამ თემაზე დაწერილი ერთი წიგ-
ნიც არ მოხვედრილიყო, – მეორე თითიც მოვხარე, – მესამე, –
დარჩენილ თითზე მივანიშნე, – ვიღაცამ ეს ინფორმაცია გადა-
მალა, შეცვალა ან გაანადგურა.
ვილემმა კოპები შეკრა.
– ეგ ვის უნდა გაეკეთებინა?
– მართლაც, ვის უნდა გაეკეთებინა? – გამოვეპასუხე მე, –
ყველაზე მეტად ვინ ისარგებლებდა ამირის შესახებ ყველანაირი
ინფორმაციის განადგურებით? – შევყოვნდი და ვაცადე, ვიდრე
დაძაბულობა მოიმატებდა, – ვინ, თუ არა თავად ამირი?
ველოდი, რომ ვილემი ჩემს ვერსიას უარყოფდა, მაგრამ სულ
ტყუილად.
– საინტერესო აზრია, – თქვა ვილმა, – მაგრამ რატომ უნდა
ვივარაუდოთ, რომ ამის უკან ამირი დგას? უფრო ჭკვიანური იქ-
ნება, ეჭვს თუ ეკლესიაზე მივიტანთ. რასაკვირველია, თეჰლი-
ნებს ენდომებოდათ, რომ ამირის მიერ ჩადენილი საშინელებანი
ისტორიიდან, რაც შეიძლება, სწრაფად გადაერეცხათ.

623 მკითხველთა ლიგა


– მართალია, – ვაღიარე, – მაგრამ აქ, დომინიონში, ეკლე-
სია არც ისე ძლიერია, ეს წიგნები კი ჩვენთან მთელი მსოფ-
ლიოდან იკრიბება. მაგალითად, კელდელ ისტორიკოსს ამირის
ისტორიის დაწერაში არანაირი სინდისის ქენჯნა არ შეუშლიდა
ხელს.
– კელდელ ისტორიკოსს წარმართული ეკლესიის ერეტიკოს-
თა შტოს ისტორია არც დააინტერესებდა, – შენიშნა ვილემმა, –
თანაც ერთი მუჭა ამირის განკვეთილი წევრები როგორ
მოახერხებდნენ იმას, რასაც თავად ეკლესიამ ვერ მიაღწია?
წინ გადავიხარე.
– ვფიქრობ, ამირი თეჰლინურ ეკლესიაზე გაცილებით ძვე-
ლია. ატურის იმპერიის ხანაში ორდენის საჯარო ძალაუფლების
დიდი ნაწილი ეკლესიასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მისი
წევრები მხოლოდ სამართლიანობისთვის მებრძოლი მოხე-
ტიალეები არ იყვნენ.
– მაგას რა გაფიქრებინებს? – ჩამეკითხა ვილი და მისი გამო-
ხედვიდან მივხვდი, რომ მეგობრის მხარდაჭერას თანდათან
ვკარგავდი.
„თიხის უძველესი ნაკეთობა“, გავიფიქრე, „ამბავი, რომელიც
ტარბინში მოხუცი კაცისგან მოვისმინე. ვიცი, რადგან თავად
ჩანდრიანს წამოსცდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნად ჩემთვის ყვე-
ლაზე ძვირფასი ადამიანები დახოცეს“.
ამოვიხვნეშე და თავი გავაქნიე. ვიცოდი, როგორი სულელუ-
რი იქნებოდა, სიმართლე ხმამაღლა რომ მეთქვა. სწორედ ამი-
ტომ ვიქექებოდი არქივში. ჩემი ვერსიების გასამტკიცებლად რა-
მე ხელშესახები მტკიცებულება მჭირდებოდა, რამე ისეთი, რაც
დასაცინს არ გამხდიდა.
– ამირის დაშლის პერიოდის სასამართლოს დოკუმენტების
ასლები ვიპოვე, – ვთქვი ბოლოს, – იცი, ტარბინში რამდენი ამი-
რი გაასამართლეს?
624 მკითხველთა ლიგა
ვილმა მხრები აიჩეჩა. მე თითი ავწიე.
– ერთი. მხოლოდ ერთი ამირი მთელ ტარბინში. ხოლო მო-
ხელემ, რომელიც ოქმს იწერდა, პირდაპირ მიანიშნა, რომ გან-
სასჯელი ერთი უბრალოდ კაცი იყო და ვერ ხვდებოდა, მის თავს
რა ტრიალებდა.
ვილემის სახეზე ისევ ეჭვი ამოვიკითხე.
– უბრალოდ დაფიქრდი, – შევეხვეწე, – ჩემ მიერ შეკრებილი
პატარა ნაგლეჯებით ცხადი ხდება, რომ ორდენის დაშლამდე იმ-
პერიაში სამი ათასამდე ამირი მაინც მოღვაწეობდა. სამი ათასი
კარგად გაწვრთნილი, მძიმედ აღჭურვილი, შეძლებული ქალი
და კაცი, რომელთაც საკუთარი თავი მთლიანად კეთილ საქმეს
მიუძღვნეს. შემდეგ, ერთ დღესაც, ეკლესია მათ გმობს, შლის
მთლიან ორდენს და ქონებასაც ართმევს, – თითები გავატკაცუ-
ნე, – და სამი ათასი მომაკვდინებლად ძლიერი, სამართლიანო-
ბისთვის თავგანწირული ფანატიკოსი უეცრად უჩინარდება? უბ-
რალოდ, ქუდი დაიხურეს და გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან კე-
თილი საქმისთვის ვინმე სხვა გარჯილიყო? არავითარი პროტეს-
ტი? არანაირი წინააღმდეგობა? არაფერი?
მტკიცე მზერით შევხედე და თავი გავაქნიე.
– არა. ასეთი რამ ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. თა-
ნაც, ეკლესიის სასამართლოს წინაშე ამირის წარდგენის თაობა-
ზე ერთი ჩანაწერიც კი ვერ ვიპოვე, ერთიც კი. ნუთუ ასე წარმო-
უდგენლად გეჩვენება ის აზრი, რომ შეიძლება მიწისქვეშ გადას-
ვლა და საკუთარი საქმის უფრო ფარული გზებით გაგრძელება
გადაეწყვიტათ? და თუ ეს აზრი გონივრული ჩანს, – სწრაფად გა-
ვაგრძელე, სანამ შემაწყვეტინებდა, – ისიც ხომ ლოგიკურია,
რომ შეიძლებოდა, ეცადათ და გასული სამასი წლის განმავლო-
ბაში ისტორია გაესხლათ?
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ვილემმა ჩემი ვერსია ერთბა-
შად არ უკუაგდო.
625 მკითხველთა ლიგა
– საინტერესო თეორიაა, – თქვა ნელა, – მაგრამ ერთი, ბო-
ლო კითხვა გამიჩინა, – სერიოზული მზერით შემათვალიერა, –
ამ ბოლო დროს სვამდი?
სკამზე ჩამოვსრიალდი.
– არა.
– ჰოდა, გირჩევ, დალიო. ამ წიგნებთან ძალიან დიდ დროს
ატარებ. ტვინიდან მტვერი უნდა გამოირეცხო.
ასე რომ, დასალევად წავედით, მაგრამ მაინც ჩემს ეჭვებზე
ვფიქრობდი. შემდეგი შესაძლებლობისთანავე ყველაფერი სი-
მონს გავუზიარე. ვილემთან შედარებით უფრო ადვილად
მიიღო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამიჯერა, უბრალოდ აღიარა,
რომ ასეთი შესაძლებლობაც არსებობდა. შემომთავაზა, ლო-
რენთანაც ახსენეო.
ლორენს არ დავლაპარაკებივარ. სახეგაყინული მაგისტრი
არქივარიუსი ჯერაც მაშფოთებდა და მასთან კონტაქტს ყველა-
ნაირად ვერიდებოდი იმის შიშით, რომ შემთხვევით არქივიდან
ჩემი გაგდების რაიმე მიზეზი არ მიმეცა. სულაც არ მინდოდა,
მომეხსენებინა, თქვენს ძვირფას არქივს ბოლო სამასი წელია
ნელ-ნელა სხლავენ-მეთქი.

626 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეცხრე
უმეცარი ედემა

ეზოს გადაღმიდან ელქსა დალი ხელის აწევით მომესალმა.


– ქვო, – გაიღიმა თბილად, – სწორედ შენ გეძებდი! ცოტა
დროს ხომ ვერ დამითმობდი?
– ცხადია, – ვუპასუხე. მართალია, მაგისტრი დალი მომწონ-
და, მაგრამ სალექციო დარბაზის გარეთ ხშირი კონტაქტი არ
გვქონია, – სასმლით ან ლანჩით გაგიმასპინლდებით. მინდოდა
აქამდეც გამომეხატა მადლიერება სასამართლოზე მხარდაჭე-
რისთვის, მაგრამ დაკავებული ვიყავი.
– ისევე, როგორც მე. რამდენიმე დღეა, შენთან საუბარი
მსურს, მაგრამ დროს ვერ ვპოულობდი, – მაგისტრმა მიმოიხე-
და, – ლანჩზე უარს არ ვიტყოდი, დალევისგან კი თავს შევიკა-
ვებ. გამოცდებამდე საათზე ნაკლები დარჩა.
„თეთრ ხარირემში“ შევაბიჯეთ. ეს ადგილი ჩემისთანების-
თვის იმდენად ძვირი იყო, იქამდე შიგნიდან არც კი მენახა.
მაგისტრის მანტიაში გამოწყობილი ელქსა დალი ადვილად
იცნეს და მასპინძელი კერძო მაგიდისკენ შეფარული ლაქუცით
გაგვიძღვა. დალი სრულიად მშვიდად იყო, ჩემში კი მღელვარე-
ბა მატულობდა. ვერ ვხვდებოდი, მაგისტრ სიმპათისტს ჩემთან
პირადად გასაუბრება რატომ სურდა.
– რა მოგართვათ? – სკამებზე დაჯდომა არ გვაცალა, ისე
მოგვეჭრა მაღალი, პირხმელი მამაკაცი, – სასმელი? ყველის
ასორტი? შემიძლია, ლიმონის წვენმოსხმული შესანიშნავი კალ-
მახიც შემოგთავაზოთ.
– კალმახი და ნარჩევი ყველი შესანიშნავი იქნებოდა, –
მიუგო დალმა. მასპინძელი მომიბრუნდა, – თქვენ რას ინებებთ?
– მეც კალმახს გავსინჯავ, – ვუპასუხე.

627 მკითხველთა ლიგა


– მშვენიერია, – ხელები მომლოდინედ მოიფშვნიტა, – და
სასმელი რა დავამატოთ?
– სიდრი, – ავირჩიე მე.
– ფალოუს წითელი გაქვთ? – დალს ორჭოფობა შეეპარა.
– დიახ, – მიუგო მასპინძელმა, – ქებაში ნუ ჩამომართმევთ,
მაგრამ წელს შესანიშნავი მოსავალი მოვიდა.
– ერთ ჭიქას გეახლებით, – დალმა თვალი შემავლო, – ერთი
ჭიქა ცოდნის სწორად შეფასებაში ხელს ძალიანაც არ შემიშ-
ლის.
მასპინძელი ფაციფუცით გაგვეცალა. ელქსა დალს მარტო
შემატოვა. მაგისტრის თანამეინახეობამ უცნაური გრძნობა აღ-
მიძრა. ადგილზე ვცმუკავდი.
– აბა, საქმეები როგორ მიგდის? – შორიდან მოუარა დალმა.
– არა უშავს-რა, – ვუპასუხე, – კარგი სემესტრი გამოდგა. თუ
იმას არ ჩავთვლით... – იმრესკენ ვანიშნე.
დალმა ცივად ჩაიცინა.
– ძველი დროების ცოდვებმა გიწია, არა? – თავი გააქნია, –
დემონებთან პირის შეკვრაო... ღმერთო, ძლიერო.
მასპინძელმა სასმელი მოგვართვა და სიტყვის უთქმელად
გაგვშორდა.
მაგისტრმა დალმა ფართოპირიანი თიხის ფიალა ასწია.
– ცრუმორწმუნე ხალხის მიერ ცოცხლად შებრაწვისგან გა-
დარჩენისა იყოს.
შინაგანი ფორიაქის მიუხედავად, გამეღიმა. ხის კათხაც შე-
ვაშველე.
– კოცონის აგიზგიზების შესანიშნავ ტრადიციას გაუმარჯოს.
ორივემ გადავკარით. დალმა ღვინო დიდი მცოდნესავით
დაყნოსა.
მაგისტრმა გამომხედა.

628 მკითხველთა ლიგა


– რას იტყვი, – წამოიწყო, – ოდესმე იმაზე თუ გიფიქრია,
აქაური საქმეების მოგვარების შემდეგ რა უნდა აკეთო? გულდე-
ნის მიღებას ვგულისხმობ.
– ამ საკითხს გულდასმით არ ჩავძიებივარ, – ალალად გამო-
ვუტყდი, – გზის ბოლომდე კიდევ იმდენი მაქვს სავალი...
– თუ გავითვალისწინებთ, რანგიდან რანგამდე რა სისწრა-
ფით მიხტი, არც ისე ბევრი. შენს ასაკში უკვე რე’ლარი ბრძანდე-
ბი... ჰო, მართლა, რამდენი წლის ხარ?
– ჩვიდმეტის, – ვიცრუე. ასაკზე საუბარს გავურბოდი. არკანუ-
მის წევრობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, უნივერსიტეტში ჩარიც-
ხვას ოცი წლის ასაკშიც ძლივს ახერხებდნენ.
– ჩვიდმეტის, – დალი საფიქრალს მიეცა, – თავი ისე გიჭი-
რავს, კაცი ვერაფერს შეგატყობს, – შორეთს მიშტერებული მზე-
რა დაენისლა, – უფალო და ქალწულო, ჩვიდმეტი წლისა ერთი
დიდი ჩხუბისთავი ვიყავი. ათას რამეს ვსწავლობდი, ვცდილობ-
დი, ამ მზისქვეშეთში საკუთარი ადგილი მეპოვა. ცალკე ქალე-
ბი... – თავი ზანტად გააქნია, – მაგრამ დრო ყველაფერს შვე-
ლის, ხომ გაგიგია. ადამიანს თუ სამ-ოთხ წელს ადროვებ, და-
ლაგდება და დაღვინდება.
სანამ მოსვამდა, ფიალა კიდევ ერთხელ ასწია.
– იმას კი არ ვგულისხმობ, შენც ჩხუბისთავი ხარ-მეთქი –
ჩვიდმეტი წლისთვის რე’ლარობა დიდებული მიღწევაა.
ძალაუნებურად გავწითლდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
მასპინძელი კიდევ ერთხელ მობრუნდა და მაგიდის გაწყობას
შეუდგა. ფენა-ფენა დაწყობილი სხვადასხვაგვარი ყველი ცალკე
ლანგრით მოგვართვა, გახუხული პურის პატარა ნაჭრები თასში
დაეხვავებინა, ჯამით მარწყვის მურაბა მოჰქონდა, ცალკე ლამ-
ბაქზე მოცვის ჯემი გადმოესხა, მომცრო ფიალა კი ნიგვზით გაევ-
სო.

629 მკითხველთა ლიგა


დალი პურის ნატეხს დასწვდა და თეთრი, ფხვიერი ყველის
ანათალი აიღო.
– სიმპათისტის ნიჭიც ჭარბად მოგემადლა, – მითხრა, – შენ-
ნაირი დახელოვნებული პიროვნებისთვის უნივერსიტეტის კედ-
ლებს მიღმაც ფართო ასპარეზი იშლება.
გახუხულ ფუნთუშას ყველი დავადე და მარწყვის მურაბა გა-
დავუსვი, ჩავკბიჩე და ჩავფიქრდი. საით უმიზნებდა დალი? იმაზე
ხომ არ მიმანიშნებდა, სიმპათიის შესწავლას მეტი დრო დაუთ-
მეო? ან ჩემს გაელ’თებას ხომ არ აპირებდა?
რე’ლარობამდე ელოდინის წყალობით მივაღწიე, მაგრამ
ვგრძნობდი, რომ ამქვეყნად რაღაც-რაღაცები იცვლებოდა. მა-
გისტრები ამა თუ იმ ნიჭიერი სტუდენტის გადასაბირებლად ხან-
დახან ერთმანეთსაც უპირისპირდებოდნენ. მაგალითად, მოლა
თავიდან მწიგნობრად მუშაობდა, შემდეგ კი არვილმა მედიკის-
კენ მიიტაცა.
– სიმპათიის ლექციები ნამდვილად დიდ სიამოვნებას მანი-
ჭებს, – ნიადაგი ფრთხილად მოვსინჯე.
– ეგ უთქმელადაც ნათელია, – გამიღიმა დალმა, – ზოგი
სტუდენტი სწორედ მაგას ჩივის. გარწმუნებ, ნატრობენ, ნეტავი,
ნაკლებ სიამოვნებას იღებდესო, – ყველის მომდევნო ნაჭერიც
ყბებში მოიქცია და განაგრძო, – თუმცა, გაფრთხილდი, სწავლა-
ში მეტისმეტადაც არ ჩაეფლო. მგონი, თექამმა თქვა, გადამეტე-
ბული სწავლა სტუდენტს ვნებსო.
– ერტრამ ბრძენმა, – შევუსწორე. ამ ფრაზას ერთ-ერთ იმ
წიგნში გადავაწყდი, მაგისტრმა ლორენმა რე’ლარებისთვის სა-
ამსემესტროდ რომ გადადო.
– ვისი ნათქვამიც უნდა იყოს, მართალი კია, – იხტიბარი არ
გაიტეხა, – შეგიძლია, ერთი სემესტრის განმავლობაში არდადე-
გებიც მოიწყო, გასართობად წახეტიალდე, მზის გულზე ისეირნო

630 მკითხველთა ლიგა


და თვალს წყალი დაალევინო, – სასმელს დაეწაფა, – მზედაუკ-
ვრელი ედემა რუ რაღა ედემა რუა?
ვერ ვხვდებოდი, ჩემგან რას ითხოვდა. არდადეგები და დას-
ვენება აზრად ერთხელაც არ მომსვლია. ან სად უნდა წავსული-
ყავი?
მასპინძელი თევზით ლანგარდამშვენებული დაგვიბრუნდა.
ოხშივარი ასდიოდა და ლიმონისა და კარაქის სურნელს აფ-
რქვევდა. ერთხანს ორივე შევექცეოდით. გამიხარდა, რომ ლა-
პარაკი არ მიწევდა. დალმა ჯერ სწავლისთვის რატომ შემაქო, ან
შემდეგ უნივერსიტეტის დატოვების აზრი რატომ ჩამაწვეთა?
მალე ელქსა დალმა თეფში კმაყოფილი ქშენით გასწია.
– მოდი, ერთ პატარა ჭკუის სასწავლებელ ისტორიას მოგიყ-
ვები, – დაიწყო პირდაპირ, – მე „უმეცარ ედემას“ ვეძახი, – მის
სიტყვებზე თავი მაღლა ავწიე და ყურადღებით დავაკვირდი.
თევზით გამოტენილ ყბებს ძლივსღა ვამოძრავებდი. თავდაჭე-
რილი გამოხედვის შენარჩუნებას ვცდილობდი.
წარბი ისე აზიდა, თითქოს ჩემგან რამის თქმას ელოდა.
რადგან კრინტიც არ დამიძრავს, თავადვე განაგრძო.
– უხსოვარ დროს ქვეყნად დიდად განსწავლული არკანისტი
ცხოვრობდა. ყველანაირი სიმპათია, სიგალდრია და ალქიმია
საკუთარი ხუთი თითივით იცოდა, ტვინის კუნჭულებში ათობით
სახელს ფაქიზად ინახავდა, რვა ენა იცოდა და სანიმუშო კალიგ-
რაფიითაც გამოირჩეოდა. მაგისტრობამდე მხოლოდ მცირედი
აკლდა – დროის მართებულად შერჩევის უნარი და დახვეწილი
მანერები.
დალმა ღვინო მოწრუპა.
– ჰოდა, ერთ დღესაც ეს ჩვენი ძმობილი ქარის დასადევნებ-
ლად გაემართა. იმედი ჰქონდა, ამდენ სიარულში იქნებ ბედსაც
ვეწიოო. თინუესკენ მიმავალი ტბას მიადგა. მეორე მხარეს უნდა
გადასულიყო.
631 მკითხველთა ლიგა
დალმა ფართოდ გაიღიმა.
– იღბლად, ედემა მებორნემ ჩამოიარა და იქითა ნაპირზე გა-
დასვლა შესთავაზა. არკანისტი მალევე მიხვდა, ბორნით მგზავ-
რობა დიდ დროს წაიღებსო და საუბრის გაბმა სცადა.
– რას ფიქრობთ თექამის თეორიაზე, რომლის მიხედვითაც
ენერგია ელემენტარული მატერიაა და არა ნივთიერების თვისე-
ბა? – ჰკითხა მებორნეს.
მებორნემ მიუგო, მსგავს რამეზე ფიქრით ტვინი არასოდეს
გამიცხელებიაო. ეგ კი არა, თავს არც აწი შევიწუხებო.
– მაგრამ თექამის თეოფანია ხომ ნამდვილად შეისწავლეთ?
– ჩაეძია არკანისტი.
– რასაც თქვენ წიგნიერებასა და წერა-კითხვას უწოდებთ, ჩე-
მო ბატონო, მსგავსთან აემ ხიჭვისოდენა კავშირიც კი არა მქო-
ნია, – გეგმა წყალში ჩაუყარა მებორნემ, – ან ეგ შენი თექამი
საიდან მეცოდინება? ჩემს დედაკაცს საკერავი ნემსები მიჰყიდა
თუ რაო?
ცნობისმოყვარეობაატანილმა არკანისტმა რამდენიმე შეკით-
ხვა კიდევ დაუსვა. ედემა იოლად გამოუტყდა, არც ფელტემი
რეისი ვიცი და არც მექონომის მექანიზმზე მსმენიაო. არკანისტი
მთელ საათს ჩასჩიჩინებდა. თავიდან მხოლოდ იმის გამო ესაუბ-
რებოდა, აინტერესებდა, მებორნის სიბრიყვეს საზღვარი თუ
ჰქონდა. მისმა უვიცობამ თავზარი დასცა. მოთმინების ფიალა
მაშინ აევსო, როცა დარწმუნდა, მებორნემ არც წერა იცის და
არც კითხვაო.
– გონს მოეგეთ, ჩემო ბატონო, – შესძახა აღშფოთებულმა
არკანისტმა, – საკუთარი თავის სრულყოფა ყველა ადამიანს ვა-
ლად აწევს. გაუნათლებელი კაცი ცხოველისგან ბევრი არაფ-
რით განსხვავდება.
დალმა სახე შეჭმუხნა.

632 მკითხველთა ლიგა


– როგორც თავად ხვდები, ამ სიტყვების შემდეგ მათი ბაასი
დიდხანს აღარც გაგრძელებულა. მომდევნო საათი დაძაბული
მდუმარებით გარშემორტყმულებმა გალიეს. როგორც კი შო-
რეთში ნაპირი გამოიკვეთა, ქარიშხალი ამოვარდა. ტალღებმა
ციცქნა ბორანი თავის ჭკუაზე აათამაშეს. ფიცრებმა საწყალობ-
ლად დაიკვნესეს და ამოიოხრეს.
ედემამ ღრუბლებს დაჟინებული მზერა მიაპყრო და დაასკვნა,
ხუთ წუთში დიდი ზვირთები დაგვატყდება, მერე კი ცოტათი გა-
მოიდარებსო. ეს ჩემი ბორანი ამდენ მიხლა-მოხლას ვერ გაუძ-
ლებს, დაიშლება და ამიტომ გზის დარჩენილი ნაწილი ცურვით
უნდა დავფაროთო. ეს თქვა თუ არა, პერანგი იშვლიპა და წინამ-
ხარზე შემოიხვია.
– კი, მაგრამ ცურვა არ ვიცი, – შეშფოთდა არკანისტი.
დალმა ფიალა გამოცალა, ამოატრიალა და მაგიდაზე დაამ-
ხო. მიყურებდა. ამბის დასასრულის მოლოდინში გავირინდე.
სახეზე გაუგებარი, თვითკმაყოფილი იერი ეფინა.
– ცუდი ისტორია არ ჩანს, – ჩავერთე, – ოღონდ რუების კი-
ლოკავში ცოტა გადაამლაშეთ.
დალმა თავი დამცინავად დამიკრა.
– გავითვალისწინებ, – მომიგო. შემდეგ თითი აღმართა და
შეთქმულივით მომაჩერდა, – ოღონდ ჩემი ამბავი გასართობად
და სალაღობოდ კი არ შექმნილა, მასში სიმართლის მარცვლე-
ბია მიმოფანტული, რომელთა ამოკრეფა მხოლოდ გონებაგამ-
ჭრიახ სტუდენტს ძალუძს, – თვალი გამომცდელად შემავლო, –
ყოველი ამქვეყნიური ჭეშმარიტება ძველი ამბების საბურველ-
შია გახვეული, ხომ იცი?

633 მკითხველთა ლიგა


***

იმავე საღამოს, ოდნავ მოგვიანებით, „ანკერში“ ბანქოს სა-


თამაშოდ შევიკრიბეთ და მაგისტრთან შეხვედრაზე ჩემს მეგობ-
რებსაც ვუამბე.
– შე სქელტყავა, ცდილობს, მინიშნებებით მიგახვედროს, –
მანე გაღიზიანებული ჩანდა. მთელი თამაშის განმავლობაში წე-
სიერი ბანქო ვერ მოვიხელთეთ, ამიტომ უკვე ხუთი ხელით ჩა-
მოვრჩებოდით, – მაგრამ არაფრის დიდებით არ გესმის.
– რაზე მიმანიშნებს, ერთი სემესტრით სიმპათიის სწავლას
შეეშვიო? – ვკითხე.
– არა, – მანემ თითები გაატკაცუნა, – იმას ჩაგძახის, რაც
ორჯერ უკვე მოგახსენე – რეგვენების ბელადად გამოგაცხადე-
ბენ, ამ სემესტრის გამოცდებზე ცხვირს თუ გაყოფ.
– ჰა?! – შევძახე, – რატომ?
მანემ ბანქო დიდსულოვანი თავდაჭერილობით დაყარა მაგი-
დაზე.
– ქვო, ჭკვიანი ბიჭი ხარ, მაგრამ რისი გაგონებაც არ გინდა,
ყურს არ უგდებ, – ჯერ მარცხნივ მჯდომ ვილემს გახედა, შემდეგ
– მხარმარჯვნივ მოკალათებულ სიმონს, – ეგება, თქვენ მაინც
შეაგნებინოთ?
– ერთსემესტრიანი შესვენება აიღე, – ვილს თავისი ბანქო-
დან თავი არ აუწევია, ისე დაამატა, – შე მართლა სქელტყავა.
– მართლა ასე გირჩევნია, – ჩემი დარწმუნება სცადა სიმმაც,
– ყველას ჯერ კიდევ სასამართლო აკერია პირზე. სხვა არაფერ-
ზე ლაპარაკობენ.
– სასამართლო? – გამეცინა, – მაგის მერე ხომ თერთმეტე-
ულზე მეტი გავიდა? თუ ეხალისებათ, რამდენიც უნდათ, იმდენი
ილაპარაკონ, სრულიად უდანაშაულოდ როგორ მცნეს და, თეჰ-

634 მკითხველთა ლიგა


ლუს შემწეობით, რკინის კანონის მარწუხებიდან როგორ გამა-
თავისუფლეს.
მანემ ხმამაღლა დაიფრუტუნა და ბანქო ისევ მაგიდაზე დაყა-
რა.
– აჯობებდა, სასამართლოს უხმაუროდ ეცნე დამნაშავედ,
ვიდრე ასეთი ზარ-ზეიმით გამოეშვი, – თვალი თვალში გამიყა-
რა, – იცი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც არკანისტი
ბნელ ძალებთან კავშირში უკანასკნელად დაადანაშაულეს?
– არა, – ვაღიარე.
– არც მე ვიცი, – მომიგო, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარ-
თლაც დიდი დრო გასულა. უდანაშაულო ხარ – შენთვის ძალიან
კარგი, მაგრამ ამ სამსჯავრომ უნივერსიტეტისკენ დიდი, მოელ-
ვარე შავი თვალი მოაპყრო. შენ ირგვლივ ატეხილმა აურზაურმა
ხალხს გაახსენა, რომ შეიძლება, მართლაც არაფერ შუაში ხარ,
მაგრამ ზოგიერთი არკანისტი სწორედაც რომ დაწვას იმსახუ-
რებს, – თავი გააქნია, – ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ამ სასამარ-
თლომ მაგისტრები მდუღარეთი გაწუწული კატებივით გადარია.
– ამით არც ზოგიერთი სტუდენტია მაინცდამაინც ბედნიერი,
– დაამატა მოღუშულმა ვილმა.
– რა ჩემი ბრალია, რომ სასამართლოში წამათრიეს! – წინა-
აღმდეგობის გაწევა ვცადე, თუმცა მალევე უკან დავიხიე, –
მთლად ჩემი ბრალი ხომ არაა? ყველაფერი ამბროზიმ მოაწყო.
მთელი წარმოდგენის განმავლობაში ფარდის უკან იმალებოდა
და ჩუმჩუმად იცინოდა.
– და ამის მიუხედავადაც კი, – შემომიტია ვილმა, – ამბრო-
ზის ჭკუა ეყო და ამ სემესტრის გამოცდებზე აღარ გადის.
– რა? – გამიკვირდა, – გამოცდებზე არ გადის?
– ჰო, – დამიდასტურა ვილემმა, – ორი დღის წინ შინ გაემ-
გზავრა.

635 მკითხველთა ლიგა


– კი, მაგრამ ჩემს ბრალდებასთან მისი დამაკავშირებელი
ერთი სამხილიც კი არ ამოტივტივებულა, – ჩავილაპარაკე, –
რაღაზე გაიქცა?
– მაგისტრები სულელები კი არ არიან, – ამიხსნა მანემ, –
პირველივე დღიდან ერთმანეთს ცოფიანი ძაღლებივით დას-
დევთ, – ჩაფიქრებულმა თითი ტუჩებზე აითამაშა, სახეზე კი
უცოდველი კრავის გამომეტყველება აიფარა, – ერთი შემახსე-
ნე, იმ ღამით, ამბროზისთან რომ ხანძარი გაჩნდა, „ოქროს პო-
ნიში“ რას აკეთებდი?
– ბანქოს ვთამაშობდი, – მივუგე.
– ჰო, აბა რა, – დამცინავად წამკბინა, – მთელი წელია, ერ-
თმანეთს ქვებს უშენთ. ქიშპობა იქამდე გააგრძელეთ, ვიდრე
რომელითაც თქვენგანმა პირდაპირ კრაზანის ბუდეს არ გაარ-
ტყა. ახლა კი, სანამ მთელი ეს ბზუილი არ ჩაცხრება, ერთადერ-
თი გონივრული გადაწყვეტილება უსაფრთხო ადგილას თავის
გარიდებაა.
სიმონმა მოკრძალებულად ჩაახველა.
– ამათ ნაჭიკჭიკარზე აყოლა ნაღდად არ მინდა, – მომიბო-
დიშა, – მაგრამ ზოგი იმასაც ჭორაობს, სლიტთან ერთად სადი-
ლობდაო, – დაიჯღანა, – ფელამ კი ყური მოჰკრა, რომ იქ ყო-
ფილხარ... ქხმმ... დევისთან საკურკუროდ.
– ხომ იცით, რომ დევიზე სიმართლე არაა, – დავამშვიდე, –
მხოლოდ იმიტომ ვესტუმრე, რომ მშვიდობიანად დავშორებუ-
ლიყავით. მანამდე ცოტა დააკლდა და ღვიძლს ამომკორტნიდა.
სლიტთან კიდევ მხოლოდ ერთხელ ვისაუბრე. ერთად თხუთმე-
ტი წუთიც კი არ ვმსხდარვართ.
– დევი?! – შესძახა ელდანაკრავმა მანემ, – დევი და სლიტი?!
ერთი, რომელიც გარიცხეს და მეორე, რომელსაც არანაკლები
დააწიეს?! – ბანქოს ქაღალდი მაგიდას გაბრაზებით დაატყეპა, –

636 მკითხველთა ლიგა


ასეთ ხალხთან რა გესაქმება და მათ გარემოცვაში რატომ გხე-
დავენ? ან მე რაღას მოგჯდომივარ გვერდით?
– ოო, გეყო, რა, – ჯერ ვილს შევხედე, შემდეგ სიმონს, – საქ-
მე მართლა ასე ცუდადაა?
ბანქოს ვილემიც შეეშვა.
– ჩემი გათვლებით, – წყნარად შემაპარა, – გამოცდებზე თუ
მიბრძანდები, სულ მცირე, ოცდათხუთმეტტალანტიან გადასა-
ხადს შეგტენიან, – შემდეგ სიმსა და მანეს მოავლო თვალი, –
ოქროს მონეტას ჩამოვდივარ, რომ ასე იქნება. აბა, რომელიმეს
გინდათ, დავნაძლევდეთ?
არცერთი არ გამოხმაურებია.
განწირულების შეგრძნებისგან მუცელი ამიბუყბუყდა.
– ჰო, ოღონდ... ეს... – ვცადე, რამე მაინც მეთქვა, – ეს...
ბანქო სიმმაც დადო და მეგობრულ სახეზე დარდმა გადაურ-
ბინა.
– ქვო, – მითხრა მტკიცედ, – უკვე მესამედ გიმეორებ, ერთი
სემესტრით უნდა დაისვენო.

637 მკითხველთა ლიგა


***

ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ მეგობრები მართალს მე-


უბნებოდნენ. სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი და ჰა-
ერში გამოვეკიდე. მომავალი გამოცდები აღარ მაწუხებდა, საც-
ხენოსნოში ახალი პროექტის წამოწყებაც სისულელე იქნებოდა,
ჩანდრიანებზე რამის ამოქექვის მიზნით არქივის გადაქოთებაზე
აღარც კი ვფიქრობდი – ამდენი დრო შევალიე და ხელში თით-
ქმის მხოლოდ სიცარიელე მეჭირა.
ძიების სხვაგან გაგრძელებაზე ფიქრს ჩავებღაუჭე. სხვა ბიბ-
ლიოთეკებიც ხომ არსებობდა? საგვარეულოს წარმოშობისა და
ისტორიული ჩანაწერებით დახუნძლულ მოკრძალებულ თაროს
ნებისმიერი დიდებულის სახლში გადავაწყდებოდი. გარდა ამი-
სა, ეკლესიათა უმრავლესობაში ასეული წლის წინანდელი სამ-
სჯავროების ჩანაწერებსაც ინახავენ, ქორწინების დადასტურება-
საც და ძველისძველ განკარგულებებსაც. ამრიგად, ძიებისთვის
ყველა მოზრდილი ქალაქი გამოდგებოდა. ამირი საკუთარი არ-
სებობის ყველა ნიშანკვალს ვერ წაშლიდა.
თავად ძებნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. პირველ
რიგში, იმაზე ვნაღვლობდი, ვაითუ, ბიბლიოთეკებში არ
შემიშვან-მეთქი. ძონძებსა და გზისპირა მტვერში გახვეული რე-
ნერში ფეხს ვერ შევდგამდი, სასახლის არქივში შეღწევასა და
მის გამოკვლევაზე აღარაფერს ვამბობ.
აი, მფარველი რომ მყოლოდა, ფასდაუდებელ სამსახურს გა-
მიწევდა. მფარველს ისეთი უსტარის შედგენა ძალუძდა, ნების-
მიერ კლიტეს რომ გამიღებდა. თანაც, მფარველისგან ხელდას-
ხმულს შემეძლო მოგზაურობისას ფულიც მეშოვა და თავი გამე-
ტანა – თუ მფარველის წერილს არ წარადგენდი, მომცრო დაბის
ფუნდუკშიც კი არ დაგაკვრევინებდნენ.

638 მკითხველთა ლიგა


წლების განმავლობაში უნივერსიტეტი ჩემი ცხოვრების გუ-
ლისგულს წარმოადგენდა. ახლა, რაკიღა აუცილებლად უნდა
გავმგზავრებულიყავი, თავგზა ამბნეოდა – აზრზე არ ვიყავი, რა
უნდა მომემოქმედა.

639 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეათე
ქარს ადევნებული

ჩემი საგამოცდო ბარათი ფელას ვაჩუქე და ვუთხარი, იმედია,


იღბლიანი გამოდგება-მეთქი. ზამთრის სემესტრი ასე დასრულ-
და.
მოულოდნელად ჩემი ყოველდღიური ცხოვრების სამი მეოთ-
ხედი უბრალოდ გაქრა. აღარც ლექციებს უნდა დავსწრებოდი
და არც მედიკაში მიწევდა მორიგეობა. საწყობიდან მასალის გა-
მოტანის, საცხენოსნოში იარაღების გამოყენების ან არქივში
შესვლის უფლებაც აღარ მქონდა.
თავიდან არც ისე ცუდი იყო. ზამთრის თეთრ ბრჭყვიალს
გულს ვაყოლებდი და მუშაობისა და სწავლისგან თავისუფალი
მეგობრებთან დროს ხალისიანად ვატარებდი.
შემდეგ გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. ჩემი მეგობრები ისევ
იქ იყვნენ, მაგრამ ყველა თავის სამეცადინოში იყო ჩაფლული.
მდინარის მეორე ნაპირზე უფრო და უფრო ხშირად გადავ-
დიოდი. ვიცოდი, დენნას ვერ გადავაწყდებოდი, სამაგიეროდ
დეოჰი და სტანჩიონი ყოველთვის მოხარულნი იყვნენ ჩემთან
ერთი ჭიქა დაელიათ და ახალთახალი ჭორებიც გაეზიარებინათ.
ტრეპიც იქ იყო და, მართალია, ზოგჯერ თავის სახლში ვახ-
შამზე ისევ მეპატიჟებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამას გულით
აღარ აკეთებდა. ჩემმა სასამართლო პროცესმა არც მდინარის
აქეთ სანაპიროზე მცხოვრებნი დატოვა ნასიამოვნები და ამის
შესახებ ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ. პატივსაცემი საზოგა-
დოების წრეებში სიხარულით კიდევ კარგა ხანს არ მიმიღებ-
დნენ, ან საერთოდ არასდროს.
უნივერსიტეტის დატოვების აზრს თანდათან ვეჩვეოდი. ვიცო-
დი, რომ ხალხი სასამართლოს უფრო მალე დაივიწყებდა, თუკი

640 მკითხველთა ლიგა


თვალში არ გავეჩხირებოდი. მაგრამ სად უნდა წავსულიყავი?
თავში ერთადერთ აზრად, დენნას პოვნის იმედით, ილში წასვლა
მომდიოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამაზე ფიქრი სისულელე
იყო.
ვინაიდან გადასახადისთვის ფულის გადანახვა აღარ მჭირ-
დებოდა, დევისთვის ვალის დასაბრუნებლად გავემართე. თუმ-
ცა, პირველად მოხდა, რომ მისი პოვნა ვერ შევძელი. რამდენი-
მე დღის განმავლობაში მღელვარება მომემატა. კარქვეშ რამ-
დენიმე მოსაბოდიშებელი წერილიც კი შევუცურე, ვიდრე მო-
ლასგან არ შევიტყვე, რომ დასასვენებლად წასულიყო და მალე
დაბრუნდებოდა.

641 მკითხველთა ლიგა


***

დღე დღეს მისდევდა. დროს კვლავ უსაქმურად ვატარებდი,


ზამთარმა კი უნივერსიტეტიდან თანდათან გუდა-ნაბადი აიკრი-
ფა. ყინვა ფანჯრის მინების კუთხეებს დაეხსნა, თოვლის გროვე-
ბი დაპატარავდა, ხეებმა კი პირველი მწვანე კვირტები გამოაჩი-
ნეს. ბოლოს სიმონმა აფრიალებული კაბის ქვეშ პირველ შიშ-
ველ წვივს მოჰკრა თვალი და გამოაცხადა, გაზაფხული ოფი-
ციალურად დადგაო.
ერთ ნაშუადღევს სტანჩიონთან მეთეგლინს ვყლურწავდი,
როცა კარში მღელვარებისგან ათუხთუხებული ტრეპი შემოიჭ-
რა. მეორე სართულზე, განცალკევებული მაგიდისკენ გამაქანა
და ახალი ამბის ჩამოსარაკრაკებლად მოემზადა.
ხელები მაგიდაზე დააწყო და შემომხედა.
– რადგანაც ადგილობრივი მფარველის პოვნაში დიდ წარმა-
ტებას ვერ მივაღწიეთ, ანკესი უფრო შორ მანძილზე მოვისრო-
ლე. ადგილობრივი მფარველის ყოლა კი კარგია, მაგრამ თუ
საკმარისად გავლენიანი ბატონის მხარდაჭერას მოიპოვებ, დი-
დი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბატონი სად იცხოვრებს.
თავი დავუქნიე. ლორდ გრეიფალოუს სახელს შეფარებული
ჩემი დასი ხომ ქვეყნის ოთხივე კუთხეში დაეხეტებოდა. ტრეპი
გაიკრიჭა:
– ვინტასში ოდესმე ყოფილხარ?
– შეიძლება, – ვუპასუხე ალალად, მისი გაკვირვებული სახის
დანახვისას კი დავამატე, – პატარაობისას საკმაოდ ბევრს ვმოგ-
ზაურობდი. ზუსტად არ მახსოვს, ოდესმე შორეულ აღმოსავლე-
თამდეც თუ მივაღწიე.
თავი დამიქნია, გასაგებიაო.
– თუ იცი, მეარ ალვერონი ვინ არის?

642 მკითხველთა ლიგა


ვიცოდი, თუმცა შევატყვე, რომ ტრეპს ერთი სული ჰქონდა,
ალვერონის ამბავი თავად მოეთხრო.
– მგონი მსმენია, ბუნდოვნად მახსოვს... – ჩავილაპარაკე
გაუგებრად.
ტრეპმა გაიცინა.
– ის გამოთქმა ხომ გაგიგია, „ვინტასის მეფესავით მდიდა-
რიაო“?
თავი დავუქნიე.
– ჰოდა, სწორედ ეგაა. სანამ იქ იმპერია შეაბოტებდა და
ხალხს რკინის კანონსა და „გზის წიგნს“ მოახვევდა თავს, მისი
ბაბუის ბაბუის ბაბუები სწორედაც რომ ვინტასის მეფეები იყ-
ვნენ. ათი თაობის წინ ბედისწერის უცნაური ხლართები რომ
არა, ვინტასის სამეფო ოჯახი სწორედ ალვერონი იქნებოდა და
არა კალანტისი, ჩემს მეგობარ მეარს კი თავზე სამეფო გვირგვი-
ნი ედგმებოდა.
– თქვენს მეგობარს? – ვკითხე მოკრძალებულად, – მეარ
ალვერონს იცნობთ?
ტრეპმა ხელი გააქნია.
– მეგობარი ალბათ ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, –
აღიარა, – რამდენიმე წელი მიმოწერა გვქონდა გაჩაღებული,
სამყაროს სხვადასხვა კუთხეების ახალ ამბებს ვცვლიდით და
ერთმანეთს ერთი-ორჯერ დახმარებაც გავუწიეთ. უფრო შესაფე-
რისი იქნება, თუ ჩემს ნაცნობს ვუწოდებდი.
– შთამბეჭდავი ნაცნობობაა. როგორი ადამიანია?
– მისი წერილები საკმაოდ თავაზიანია. იმის მიუხედავად,
რომ ჩემზე რამდენიმე რანგით მაღლა დგას, ქედმაღლობა არას-
დროს შემიმჩნევია, – თავმდაბლად აღნიშნა ტრეპმა, – სიმარ-
თლე გითხრა, ტიტული და გვირგვინი არ აქვს, თორემ ისე მეფო-
ბამდე არაფერი უკლია. ვინტასის ჩამოყალიბებისას მისმა ოჯახ-
მა საკუთარი შეუზღუდავი ძალაუფლების დათმობაზე უარი გა-
643 მკითხველთა ლიგა
ნაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეარს შეუძლია ყველაფერი
გააკეთოს, რაც თავად მეფე როდრიკს ხელეწიფება: ტიტულები
მიანიჭოს, არმია შეკრიბოს, ფული მოჭრას, გადასახადები აკრი-
ფოს...
ტრეპმა თავი მკვეთრად გააქნია.
– აჰ, საქმე სულ გადამავიწყდა, – თქვა და ჯიბეების ქექვას
შეუდგა, – გუშინ მისგან წერილი მივიღე, – ქაღალდი ამოაძვრი-
ნა, გაშალა, ჩაახველა და კითხვა დაიწყო:
ვიცი, რომ მანდ სულ პოეტებსა და მუსიკოსებში ხარ გახ-
ვეული, მე კი აუცილებლად მჭირდება ერთი ახალგაზრდა, რო-
მელსაც სიტყვებთან ურთიერთობა ეხერხება. სევერენში ასეთი
ვერავინ ვიპოვე. მოკლედ რომ გითხრა, საუკეთესო მესაჭი-
როება.
პირველ რიგში, სიტყვის ოსტატი უნდა იყოს, მუსიკოსი ან რა-
მე მსგავსი. ამის შემდეგ, ვისურვებდი, რომ ჭკუა, ენამჭევრობა,
თავაზიანობა, განათლება და თავდაჭერილობაც არ აკლდეს. ამ
ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ ალბათ ხვდები, შესაფერისი
ადამიანის პოვნა თავად რატომ გამიჭირდა. თუ ვინმე ასეთ იშვი-
ათ ადამიანს იცნობ, წააქეზე, რომ მეწვიოს.
გეტყოდი, ეს ადამიანი რისთვისაც მესაჭიროება, მაგრამ მე-
ტად პირადული საკითხია...
ტრეპი წერილს კიდევ რამდენიმე წამს ათვალიერებდა.
– კიდევ ცოტას აგრძელებს, შემდეგ კი წერს:
...ზემოთ ნახსენებ საქმეს რაც შეეხება, ცოტა მეჩქარება. თუ
იმრეში შესაფერისი არავინაა, გთხოვ, ფოსტით შემატყობინო.
ხოლო თუ ჩემკენ ვინმეს გამოუშვებ, სთხოვე, იჩქაროს.
ტრეპი წერილს კიდევ ცოტა ხანს ჩაჰკირკიტებდა, ტუჩებს კი
უხმოდ აცმაცუნებდა.
– სულ ესაა, – თქვა ბოლოს და წერილი ისევ ჯიბეში ჩაიჩურ-
თა, – რას ფიქრობ?
644 მკითხველთა ლიგა
– დიდ მადლობას...
– ჰო, ჰო, – ხელი მოუთმენლად ამიქნია, – ძალიან დავალე-
ბული ხარ და ასე შემდეგ. მაგ ნაწილს გადაახტი, – წინ სე-
რიოზული სახით გადმოიხარა, – თანახმა ხარ? შენი ლექციები-
დან, – ხელი დასავლეთით, უნივერსიტეტისკენ უდიერად გაიქ-
ნია, – ერთი-ორი სემესტრით გაგათავისუფლებენ?
ჩავახველე.
– სინამდვილეში, თვითონაც ვფიქრობდი სწავლის დროებით
სხვაგან გაგრძელებაზე.
გრაფი ყურებამდე გაიკრიჭა და ხელი სკამის სახელურზე
დაახეთქა.
– მშვენიერია, – გაიცინა გახარებულმა, – მეგონა, უნივერსი-
ტეტიდან შენი გამოთრევა მკვდრის მუშტიდან პენის გამოგლეჯ-
ვასავით მომიწევდა. ხომ ხვდები, საოცარი შანსი გეძლევა,
ცხოვრებაში ერთხელ რომ ჩნდება, ისეთი, – თვალი ეშმაკურად
ჩამიკრა, – თანაც, შენნაირი ახალგაზრდა ვინტასის მეფეზე მდი-
დარ კაცზე უკეთეს მფარველს ძნელად თუ იშოვის.
– ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია,
– ვაღიარე ხმამაღლა, გულში კი დავამატე, „ამირის ძებნაში
უკეთეს დახმარებას ვერც კი ვინატრებდი“.
– მარცვალი კი არა, მთლიანად ჭეშმარიტებას ვღაღადებ, –
ჩაიხითხითა გრაფმა, – წასასვლელად მზად როდის იქნები?
მხრები ავიჩეჩე.
– ხვალ რომ იყოს?
ტრეპმა ცალი წარბი აზიდა.
– ამბავს გაციებას არ აცდი, ხომ?
– ამბობს, მეჩქარებაო, ჰოდა, დაგვიანებას ადრე მისვლა
მირჩევნია.

645 მკითხველთა ლიგა


– მართალია, მართალი, – ჯიბიდან ვერცხლის საათი
ამოიღო, დახედა, ამოიხვნეშა და წკაპუნით დახურა, – შენი წარ-
სადგენი წერილის მოსამზადებლად გვიან მომიწევს დაძინება.
ფანჯარაში გავიხედე.
– ჯერ არც კი დაბნელებულა, – ვუთხარი ტრეპს, – რამდენი
დრო დაგჭირდებათ?
– ჩშშ, – მიპასუხა გაჯავრებულმა, – ნელა ვწერ, განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა მეარის მსგავსი მნიშვნელოვანი პირისთვის
ვამზადებ წერილს. თან, შენი დახასიათებაც უნდა ჩავურთო, რაც
არც ისე ადვილია.
– მაშინ, ნება მომეცით, დაგეხმაროთ, – შევთავაზე ღიმი-
ლით, – ჩემ გამო ძილის დაკლებას აზრი არ აქვს. თანაც, თუ რა-
მეში ვარ გაწაფული, ეს საკუთარი თავის კარგ თვისებებზე ლა-
პარაკია.

646 მკითხველთა ლიგა


***

მომდევნო დღეს უნივერსიტეტში ყველა ნაცნობს ნაჩქარევად


გამოვემშვიდობე. ვილემი და სიმონი გულითადი ხელის ჩამორ-
თმევით გამომეთხოვნენ, აურიმ კი ხელი მხიარულად დამიქნია.
კილვინმა სამუშაო მაგიდიდან თავის აუწევლად ჩაიბუზღუნა,
სანამ წასული იქნები, მარადმანათობელი ლამპის შექმნის
იდეები თუ გაგიჩნდება, ჩაიწერეო. არვილმა თავისი სათვალი-
დან ხანგრძლივი და გამჭოლი მზერა მესროლა და მითხრა, რომ
დაბრუნების შემდეგ მედიკაში ჩემთვის ადგილი მოიძებნებოდა.
სხვა მაგისტრების თავშეკავებული დამშვიდობების შემდეგ
ელქსა დალმა გუნება გამომიკეთა. გაიცინა და მითხრა, შენი
თავისუფლების ცოტათი მშურსო. მირჩია, ნებისმიერი უცაბედი
შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენეო. თუ შენს ეშმაკობებს
ათასი მილი საიდუმლოდ ვერ შეინახავს, მაშინ ამას ვერც ვერა-
ფერი მოახერხებსო.
ელოდინის ძებნაში არ გამიმართლა და მისი კაბინეტის კარ-
ქვეშ წერილის შეცურებით შემოვიფარგლე. თუმცა, ვინაიდან
იქაურობას თითქმის არასდროს სტუმრობდა, ჩემი წერილი შე-
იძლება მრავალი თვის განმავლობაში არც ენახა.
ახალი სამგზავრო აბგა და სიმპათისტის განუყრელი რამდე-
ნიმე ნივთი ვიყიდე: ცვილი, ძუა და მავთული, კაუჭა ნემსი და ძა-
ფი. აბგაში ტანსაცმელი ადვილად ჩავტიე, რადგან არც ისე ბევ-
რი მებადა.
ბარგის ჩალაგებისას მივხვდი, რომ ყველაფერს თან ვერ წა-
ვიღებდი. ამის გაცნობიერებისას გავოგნდი. მრავალი წლის
განმავლობაში ყველაფერი ჩემი თან დამქონდა და, როგორც
წესი, ამისთვის ერთი ხელიც მყოფნიდა.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც სხვენის ამ პატარა ოთახში გადმოვ-
სახლდი, უცნაური ნივთებისა და ნახევრადდასრულებული პრო-
647 მკითხველთა ლიგა
ექტების შეგროვებას მივყავი ხელი. უკვე ორი საბნის ქონის ფუ-
ფუნებაც მქონდა. ოთახში ასევე მომეგროვებინა მრავალგვერ-
დიანი ჩანაწერები, საცხენოსნოდან წამოღებული ტვიფრებით
სანახევროდ დაფარული თუნუქის წრიული ნაჭერი, გატეხილი
საათი, რომელიც ხელახლა აწყობის იმედით ნაწილ-ნაწილ
ავაგროვე.
ბარგის ჩალაგება დავასრულე, ყველაფერი დანარჩენი კი სა-
წოლის ბოლოში მდგარ ჩემოდანში ჩავყარე – რამდენიმე ნახმა-
რი ხელსაწყო, საანგარიშოდ გამოყენებული კრამიტის ნატეხი,
აურის ნაჩუქარი მცირე საგანძურით სავსე ხის პატარა ყუთი...
შემდეგ ქვემოთ ჩავედი და ანკერს ვკითხე, ჩემს დაბრუნებამ-
დე ქონებას სარდაფში ხომ ვერ შემინახავ-მეთქი. დამნაშავესა-
ვით აღიარა, რომ ვიდრე აქ გადმოვბარგდებოდი, ჩემი პატარა,
დაბალჭერიანი ოთახი წლობით ცარიელი იყო და მას მხოლოდ
საწყობად იყენებდა. თუ დავპირდებოდი, რომ დაბრუნების შემ-
დეგ ჩვენი „ოთახი მუსიკის სანაცვლოდ“ შეთანხმება ძალაში
დარჩებოდა, იქაურობას არავის მიაქირავებდა. სიხარულით
დავთანხმდი, ბარბითის ჩასადები მხარზე გადავიკიდე და კარის-
კენ გავემართე.

648 მკითხველთა ლიგა


***

დიდად არ გამკვირვებია, ქვის ხიდზე ელოდინი რომ შემ-


ხვდა. იმ პერიოდში მაგისტრი მესახელისგან იშვიათად თუ გა-
მაკვირვებდა რამე. წელამდე სიმაღლის ქვის მოაჯირზე იჯდა და
ასი ფუტით ქვემოთ მიმავალი მდინარის თავზე შიშველ ფეხებს
აქანავებდა.
– გამარჯობა, ქვო, – მოჩუხჩუხე მდინარისგან თვალმოუცი-
ლებლად მომესალმა.
– გამარჯობა, მაგისტრო ელოდინ, – ვუპასუხე მე, – ვშიშობ,
რომ უნივერსიტეტის ერთი ან ორი სემესტრით დატოვება მომი-
წევს.
– მართლა შიშობ? – წყნარ და მჟღერ ხმაში ხალისი გაერია.
რამდენიმე წამს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
– უბრალოდ ასეთი გამოთქმაა.
– გამოთქმები სახელთა სურათებივითაა – მქრქალი, სუსტი
სახელებია, მაგრამ მაინც, სახელები. მათთან ყურადღებით იყა-
ვი, – შემომხედა, – ცოტა ხნით გვერდით მომიჯექი.
მობოდიშება და უარის თქმა დავაპირე, მაგრამ შევყოვნდი.
ბოლოს და ბოლოს, ის ჩემი მხარდამჭერი იყო. ბარბითი და აბგა
ხიდის ბრტყელ ქვაზე დავაწყე. ელოდინის ბავშვურ სახეს
მოალერსე ღიმილი გადაეფინა და მოაჯირზე, თავის გვერდით,
ხელი დაატყაპუნა, აქ მომიჯექიო.
ხიდის კიდიდან ოდნავი მღელვარებით გადავიხედე.
– მირჩევნია, აქ ვიდგე, მაგისტრო ელოდინ.
ნაწყენი მზერით შემომხედა.
– სიფრთხილე არკანისტს შეჰფერის, თავდაჯერება – მესახე-
ლეს, აი შიში კი არცერთს არ უხდება. არც შენ, – ქვაზე ხელი კი-
დევ ერთხელ დაატყაპუნა, ამჯერად უფრო მტკიცედ.

649 მკითხველთა ლიგა


მოაჯირზე ფრთხილად ავბობღდი და ფეხები გადავკიდე.
საოცარი, სულისშემკვრელი ხედი იშლებოდა.
– ქარს ხედავ?
შევეცადე, დამენახა. ერთ წამს თითქოს... არა, ვერაფერს
ვხედავდი. თავი გავაქნიე.
ელოდინმა მხრები უდარდელად აიჩეჩა, თუმცა მისი მცირე-
დი იმედგაცრუება მაინც ვიგრძენი.
– მესახელისთვის კარგი ადგილია. მითხარი, რატომ.
მიმოვიხედე.
– გაშლილი ქარი, ძლიერი წყალი, ძველი ქვა.
– კარგი პასუხია, – მაგისტრის ხმაში გულწრფელი კმაყოფი-
ლება შევნიშნე, – მაგრამ სხვა მიზეზიც არსებობს. ქვა, წყალი
და ქარი სხვა ადგილებშიც გვხვდება. აქაურობა რითია გამორ-
ჩეული?
ცოტა ხანს დავფიქრდი, გარშემო ისევ მიმოვიხედე და თავი
გავაქნიე.
– არ ვიცი.
– კიდევ ერთი კარგი პასუხი. დაიმახსოვრე.
დავუცადე, როდის გააგრძელებდა. ხმა რომ აღარ ამოიღო,
თავად ვკითხე.
– რატომაა აქაურობა კარგი ადგილი?
წყალს ჩახედა და, პასუხის გაცემამდე, კარგა ხანს თვალი არ
მოუშორებია.
– ეს კიდეა, – თქვა ბოლოს, – ადგილია, საიდანაც ჩავარ-
დნის საშიშროება არსებობს. კიდეებიდან ყველაფრის დანახვა
უფრო ადვილია. ხიფათი მთვლემარე გონებას აფხიზლებს, ყო-
ველივეს ნათელს ჰფენს. რაღაცების დანახვა მესახელეობის ნა-
წილია.
– ჩავარდნაზე რას იტყვით?

650 მკითხველთა ლიგა


– თუ ჩავარდი, ჩავარდი, – ელოდინმა მხრები აიჩეჩა, – ზოგ-
ჯერ ვარდნაც ჭკუას გვასწავლის. სიზმარშიც ხშირად ეცემი, სა-
ნამ გაგეღვიძება.
ცოტა ხანს ორივე მდუმარედ ჩავფიქრდით. თვალები დავხუ-
ჭე და ვცადე, ქარის სახელი მომესმინა. ქვემოდან წყლის ხმა
მწვდებოდა, ხელისგულებზე ხიდის ქვას ვგრძნობდი. მეტი არა-
ფერი.
– იცი, ძველად რას ამბობდნენ, როდესაც სტუდენტი ერთი
სემესტრით უნივერსიტეტს ტოვებდა? – მკითხა ელოდინმა.
თავი გავაქნიე.
– ამბობდნენ, ქარს დაედევნაო, – ჩაიხითხითა.
– მსმენია ეგ გამოთქმა.
– მართლა? და როგორი მნიშვნელობით გაიგე?
სიტყვების ასარჩევად ცოტა ხანს შევყოყმანდი.
– ფუქსავატობის ელფერი დაჰკრავდა. თითქოს სტუდენტები
რაიმე ხეირიანი მიზეზის გარეშე დაეხეტებოდნენ.
ელოდინმა თავი დააქნია.
– სტუდენტთა უმეტესობა მართლაც უხეირო მიზეზით მიდის,
უმნიშვნელო რაღაცებს მისდევენ, – წინ გადაიხარა, მდინარის-
თვის უკეთ რომ შეეხედა, – მაგრამ ამ გამოთქმას ყოველთვის
ეგ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– არა?
– არა, – ისევ წელში გაიმართა, – დიდი ხნის წინ, როდესაც
ყველა სტუდენტი მესახელეობას ესწრაფვოდა, ყველაფერი
სხვაგვარად იყო, – თითი აილოკა და ასწია, – ყველა ახალბედა
მესახელე ქარის სახელის სწავლას ცდილობდა. როგორც კი ამ
სახელს იპოვიდნენ, მათი მთვლემარე გონება იღვიძებდა და
სხვა სახელების პოვნაც უადვილდებოდათ. მაგრამ ზოგ სტუ-
დენტს ქარის სახელის პოვნა უჭირდა. რადგანაც აქ ძალიან ცო-
ტა კიდე, ძალიან ცოტა საფრთხე იყო, ველურ, განუვითარებელ
651 მკითხველთა ლიგა
მიწებზე მიემგზავრებოდნენ. თავიანთ იღბალსა და თავგადასავ-
ლებს, საიდუმლოებებსა და განძს ეძებდნენ... – შემომხედა, –
მაგრამ სინამდვილეში ქარის სახელის პოვნას ცდილობდნენ.
ხიდზე ვიღაცამ შემოაბიჯა და ჩვენი საუბარი დროებით შეწ-
ყდა. მუქთმიანი და სახენაყვავილარი კაცი იყო. თავის მოუტ-
რიალებლად, ალმაცერად გამოგვხედა და როცა უკან ჩაგვიარა,
ვეცადე არ მეფიქრა იმაზე, თუ რა ადვილად შეეძლო ხელი ეკრა
და ხიდიდან გადავეგდე.
გაგვცდა. ელოდინმა ამოიოხრა და გააგრძელა:
– რაღაცები შეიცვალა. ახლა კიდევ უფრო ცოტა კიდეა, ვიდ-
რე მაშინ. სამყარო ნაკლებად ველურია. მაგიამ იკლო, საიდუმ-
ლოებმა იმატა და ქარის სახელის მცოდნე თითო-ოროლა ადა-
მიანიღა დარჩა.
– თქვენ იცით, ხომ ასეა? – ვკითხე მორიდების გარეშე.
ელოდინმა თავი დამიქნია.
– ადგილიდან ადგილამდე იცვლება, მაგრამ ვიცი, მისი ფორ-
მის ცვლილებას როგორ მოვუსმინო, – გაიცინა და მხარზე ხელი
დამარტყა, – ახლა კი უნდა წახვიდე, ქარს აედევნო. შემთხვევი-
თი საფრთხეებისა არ შეგეშინდეს, – ეშმაკურად გამიღიმა, –
რაღა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში.
მოაჯირზე გადმოვალაჯე, სქელი კედლიდან ჩამოვხტი და
ბარბითი და აბგა ისევ მხარზე მოვიგდე. მაგრამ როგორც კი იმ-
რესკენ დავიძარი, ელოდინის ხმამ შემაჩერა:
– ქვო.
მივტრიალდი და დავინახე, ხიდის კიდიდან როგორ გადახრი-
ლიყო. სკოლის მოსწავლესავით იკრიჭებოდა.
– იღბლისთვის გადააფურთხე.

652 მკითხველთა ლიგა


***

დევიმ კარი გამიღო და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუც-


ვივდა.
– ღმერთო ჩემო, – შესძახა და ფურცლის ნაგლეჯი გულში
მხურვალედ ჩაიკრა. ქაღალდი ვიცანი. კარქვეშ დატოვებული
ჩემი შეტყობინებებიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო, – ჩემი ფა-
რული თაყვანისმცემელი!
– ვალის დაბრუნება მინდოდა, – ავუხსენი, – ოთხჯერ მოვე-
დი.
– ფეხით სიარული სასარგებლოა, – ხალისიანად შემიპატიჟა
და კარი მიხურა. ოთახში უცნაური სურნელი იდგა...
დავიქსუტუნე.
– რისი სუნია? – ვკითხე.
– წესით, მსხალი უნდა ყოფილიყო, – ჩაილაპარაკა ნაღ-
ვლიანად.
ბარბითის ჩასადები და სამგზავრო აბგა ძირს დავაწყვე და
მაგიდას მივუჯექი. მთელი ძალით ვცდილობდი, მუგუზალივით
შავი ბეჭდისკენ თვალი არ გამქცეოდა, მაგრამ არაფერი გამო-
მივიდა.
დევიმ თვალებიდან ღია მარწყვისფერი თმა გადაიყარა და
ჩემი მზერა დაიჭირა.
– სამაგიეროს გადახდის სურვილმა ხომ არ აგიტანა? –
ჩაეღიმა, – გრამით მოხვალ თუ უგრამოდ, ხომ იცი, რომ მაინც
გათრევ. მკვდარივით რომ მეძინოს, ჩემს დამარცხებას ვერ
ეღირსები.
– ვაღიარებ, საინტერესო გამოწვევა იქნებოდა, – მივუგე, –
მაგრამ ამჯერად საქმეზე გეახელი.
– ძალიანაც კარგი, – წარმოთქვა, – ნამდვილად მთელი ვა-
ლის გასწორება გინდა? რა მოხდა, მფარველი იშოვე?
653 მკითხველთა ლიგა
თავი გავაქნიე.
– არა, მაგრამ მშვენიერი შესაძლებლობა კი გამომიჩნდა.
ნამდვილ გულუხვ მფარველს შევიძენ, – მოვახსენე, – ოღონდ,
ვინტასში.
წარბი ასწია.
– კაი შორს კი გიპოვია, – წარმოთქვა მრავლისმეტყველად,
– მიხარია, რომ ვიდრე სადღაც გადაკარგულში სახეტიალოდ
წახვალ, ჩემს ფულს უკან მივიღებ. ვინ იცის, უკან როდისღა დაბ-
რუნდები...
– ჰო, ეგრეა, – დავეთანხმე, – თუმცა, ცოტა უცნაურ დღეში კი
აღმოვჩნდი. ფინანსური თვალსაზრისით ვგულისხმობ.
სანამ კიდევ რამეს ვიტყოდი, დევი უკვე უარის ნიშნად აქნევ-
და თავს.
– არც იოცნებო. ჩემი ცხრა ტალანტი გმართებს. ქალაქიდან
წასვლის დღეს ფულს აღარ გასესხებ.
ხელები გავასავსავე.
– არასწორად გამიგე, – ვცადე, დამერწმუნებინა. ქისას თავი
მოვხსენი. მაგიდაზე ტალანტები და ჯოთები დავახვავე. შემთხვე-
ვით დენნას ბეჭედიც გადმოგორდა, მაგრამ სანამ მაგიდის კიდი-
დან გადაეშვებოდა, დაჭერა მოვასწარი.
ჩემ წინ დაზვინულ მონეტებზე მივუთითე – ცამეტ ტალანტზე
ოდნავ მეტი იქნებოდა.
– სულ ესაა, რაც გამაჩნია, – წამოვიწყე, – ამის წყალობით
სევერენამდე სწრაფად უნდა ჩავაღწიო. ათასი მილი მაქვს გა-
სავლელი, თანაც ისე, რომ ცოტა დრო კიდევ მომრჩეს. სულ მცი-
რე, ერთი ხომალდი მაინც უნდა გამოვიცვალო. საკვებიც მჭირ-
დება, ბინაც, ფული ეტლით სამგზავროდ და ფოსტით წერილების
დასაგზავნადაც.
ჩამოთვლასთან ერთად ამ ხარჯის სამყოფი თანხა მაგიდის
მეორე მხარეს ავაკოკოლავე.
654 მკითხველთა ლიგა
– სევერენში ხეირიანი სამოსიც უნდა ვიყიდო, თორემ იქაური
დიდებულის კარზე მაწანწალალავით ჩაცმულ მუსიკოსს ვინ
გააჭაჭანებს, – კიდევ ერთი ბღუჯა ფული გადავდე.
წინა ზვინიდან რამდენიმე მონეტაღა დარჩა.
– ეს ფული კი ნამდვილად არ მეყოფა იმისთვის, რომ გავ-
სწორდეთ.
დევიმ შუბლი თხელი თითებით მოისრისა.
– გასაგებია, – დამეთანხმა სერიოზული ხმით, – ვალის დაბ-
რუნების სხვაგვარ მეთოდზე უნდა ვიფიქროთ.
– ჩემი აზრით, – შევთავაზე თავად, – აჯობებს, საბოლოოდ
აქ დაბრუნების საწინდარად გირაო დაგიტოვო.
თვალი ბარბითის ჩამოქნილ, მუქ ჩასადებს მიაშტერა.
– არა, ბარბითს ტყუილად უყურებ, – სწრაფად დავამატე, –
მე თვითონ მჭირდება.
– აბა, მაშ, რა? – დაინტერესდა, – სულ იმაზე წუწუნებდი, გი-
რაოში დასატოვებლად არაფერი მაბადიაო.
– რაღაც მაინც მაქვს, – აბგა ამოვქექე და წიგნი ამოვაძვრი-
ნე.
დევის მზერა აენთო, თუმცა სათაურს მალევე მოჰკრა თვალი.
– „რიტორიკა და ლოგიკა“? – დაიჯღანა.
– ჰო, მესმის შენი, – დავეთანხმე, – მაგრამ ესეც ხომ რაღაც
ღირს? მით უმეტეს, ჩემთვის. ამის გარდა... – ხელი მოსასხამის
ჯიბეში ჩავყავი და ჩემი სანათიც ამოვიღე, – ესეც მაქვს. ჩემი პი-
რადი პროექტით შექმნილი სიმპათიის ლამპაა. შეგიძლია, მთე-
ლი სინათლე ერთ სხივად შეკრა, დაუწიო ან აუწიო.
დევი ლამპას დასწვდა და მაგიდიდან აიღო. თავის ქნევას
მოჰყვა.
– ეს კი მახსოვს, – ჩაილაპარაკა, – ადრე სულ იმას გაიძახო-
დი, ვერავის დავუთმობ, რადგან მაგისტრ კილვინს სიტყვა მივე-
ციო. რამე შეიცვალა?
655 მკითხველთა ლიგა
გულიანად გავუღიმე, თუმცა ამ ღიმილის ორი მესამედი ყალ-
ბი გახლდათ.
– ზუსტად ეგ მიცემული სიტყვა აქცევს ამ ლამპას ფასეულ გი-
რაოდ, – ვუპასუხე, – თუ ამას კილვინს მიუტან, ზუსტად ვიცი,
დიდძალ ფულს გადაიხდის, რათა ლამპა... – ჩავახველე, – არა-
საიმედო ხელიდან დაიხსნას.
დევიმ ჩამრთველი ზანტად გაატკაცუნა. ხან მკრთალ სინათ-
ლეზე გადართავდა, ხან – კაშკაშაზე.
– ნეტავი, საით მიბიძგებ? ლამპა კილვინს დავუბრუნო?
– შესანიშნავად მიცნობ, – ვუთხარი, – რაც ცოტათი მაცბუ-
ნებს კიდეც.
დევიმ ლამპა წიგნის გვერდით დადგა. ჰაერის ჩასუნთქვისას
ნესტოები ოდნავ დაებერა.
– წიგნი, რომელიც მხოლოდ შენთვისაა ღირებული, – წარ-
მოთქვა, – და ლამპა, რომელიც კილვინისთვის ფასობს, – თავი
გააქნია, – ასეთ პირობაზე ვერ დავთანხმდები.
როცა მხარზე მიმაგრებული ვერცხლის ფლეიტები მოვიხსე-
ნი, გული ჩამეთუთქა. ისინიც მაგიდაზე დავაწყვე.
– ნამდვილი ვერცხლია, – ვუთხარი, – თანაც, რთულად მო-
საპოვებელი. ამის წყალობით „ეოლიანში“ უფასოდაც შეგიშვე-
ბენ.
– ვიცი, ეგ რაცაა, – დევიმ ჩაბღუჯა და გაფაციცებით შეათვა-
ლიერა, შემდეგ ხელი გამომიშვირა, – ბეჭედიც გაქვს.
გავქვავდი.
– ჩემი არაა და როგორც მოგცე?
დევის გაეცინა.
– ხომ ჯიბეში გიდევს? – თითები გაატკაცუნა, – ჰა, მიდი, მაჩ-
ვენე.
ჯიბიდან კი ამოვიღე, მაგრამ გადაცემას არ ვჩქარობდი.

656 მკითხველთა ლიგა


– ამის ხელში ჩასაგდებად უამრავი განსაცდელი გამოვიარე,
– ვუთხარი, – სწორედ ის ბეჭედია, ამბროზიმ ჩემს მეგობარს
რომ წაართვა. მისთვის დასაბრუნებლად ვინახავ.
დევი მუნჯივით იჯდა და ხელი კვლავ გამოწვდილი ჰქონდა.
ერთხანს შევიცადე, შემდეგ კი ბეჭედი ხელისგულზე დავუდე.
ბეჭედი ლამპასთან მიიტანა და გადაიხარა. ჭინკასავით სახე-
ზე ცალი თვალი მოეჭუტა.
– კარგი ქვაა, – შემფასებლურად დაასკვნა.
– ახალი გაპრიალებულია, – წამოვიკნავლე.
დევიმ ბეჭედი ფლეიტებისა და ლამპის გვერდით მოთავსე-
ბულ წიგნზე დადო.
– ჩემი პირობა ასეთია, – წამოიწყო, – ამათ შენი ამჟამინდე-
ლი ვალის, ცხრა ტალანტის საპირწონედ და დაბრუნების უზრუნ-
ველყოფად შევინახავ. ერთწლიან ვადას გაძლევ.
– წელიწადი და ერთი დღე, – შევაწყვეტინე.
ტუჩის კუთხე ღიმილმა მოუქცია.
– როგორც ზღაპრებშია? კარგი, ერთი დღეც დავამატოთ.
სესხის დაბრუნებას ერთი წლითა და ერთი დღით გადაგივადებ.
ამ დროის გასვლის შემდეგ თუ არ გადაიხდი, შენს ნივთებს მივი-
საკუთრებ და ასე გავსწორდებით, – სახეზე ეშმაკური იერი
აუთამაშდა, – თუმცა, შესაძლოა, რაღაც ცნობების ფასად უკა-
ნაც დაგიბრუნო.
შორს ახმიანებული ზარების რეკვა ჩამესმა. ამოვიოხრე. ვაჭ-
რობის დრო არ მქონდა. ტრეპთან შეხვედრაზე ისედაც მაგვიან-
დებოდა.
– კარგი, – მივაძახე გულმოსულმა, – ოღონდ ბეჭედი საიმე-
დოდ შეინახე. ვიდრე ვადას არ გადავაცდენ, მაგით არ იარო.
დევი მოიქუფრა.
– პირობებს ნუ...

657 მკითხველთა ლიგა


– ამ საკითხზე საუბარს მოვრჩეთ, გადაწყვეტილებას მაინც
არ შევცვლი, – უხეშად გავაწყვეტინე, – ჩემი მეგობრისაა. მის-
თვის ეს ბეჭედი ძვირფასი საჩუქარია. არ მინდა, ვინმეს ხელზე
წამოცმული იხილოს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ამბროზის-
გან მის გამოსახსნელად გადამხდა.
დევის ხმა აღარ ამოუღია. ჭინკასავით მიბღვერდა. მეც მტკი-
ცედ დავუდექი, მოვიღუშე და თვალი გავუსწორე. როცა მჭირდე-
ბა, მეც კარგად ვიბღვირები ხოლმე.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.
– კარგი, ჰო! – დამნებდა ბოლოს.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
– ერთი წელი და ერთი დღე, – გავუმეორე.

658 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთერთმეტე
ბრძენკაცთა შიში

„ეოლიანში“ ტრეპი მელოდა და მოუთმენლობისგან ლამის


ადგილზე ცეკვავდა. მითხრა, რომ ნავი მიშოვა, რომელიც მდი-
ნარეს ერთ საათში ჩამოუყვებოდა. მეტიც, ტარბინამდე ჩემი
მგზავრობის ფული უკვე გადაეხადა, საიდანაც აღმოსავლეთის-
კენ გამგზავრება აღარ უნდა გამჭირვებოდა.
ნავსადგომისკენ გავეშურეთ და ზუსტად იმ დროს მივედით,
როდესაც ხომალდზე გაცურვისთვის მზადება სრულდებოდა.
აჭარხლებული და სწრაფად სიარულისგან აქოშინებული ტრეპი
ცდილობდა, სამ წუთში მთელი ცხოვრების სამყოფი რჩევა-
დარიგება მოეცა.
– მეარი ძველი, ძალიან ძველი გვარის წარმომადგენელია, –
დაიწყო დამოძღვრა, – აქ მიმობნეულ იმ წვრილ-წვრილ დიდე-
ბულებს კი არ ჰგავს, საკუთარი ბაბუის ბაბუის სახელიც კი რომ
არ იციან. ასე რომ, პატივისცემით მოეპყარი.
თვალები ავატრიალე. ჩემგან ყველა ცუდად მოქცევას რატომ
მოელოდა?
– გახსოვდეს, – აგრძელებდა ტრეპი, – თუ შეგეტყო, რომ
ფულს დასდევ, პროვინციელად მიგიჩნევენ და სერიოზულად
აღარავინ მიგიღებს. იქ კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მიდი-
ხარ, ამ თამაშში მთავარი ფსონი სწორედ ესაა. თანაც, როგორც
ამბობენ, იღბალი კეთილგანწყობას დასდევსო. თუ ერთს
მოიპოვებ, მეორეც თავისით მოვა. როგორც თექამმა თქვა,
„კვერის ფასი დაბალია, ჰოდა, მოთხოვნაა დიდი...“
– „...ერთი ფეხი თუ დაგიცდა, ამ სამს ვერასდროს იყიდი: სი-
ცილს, სიყვარულს და მიწას“, – დავასრულე მის მაგივრად. სი-

659 მკითხველთა ლიგა


ნამდვილეში გრეგან მცირეს ციტატა იყო, მაგრამ ტრეპისთვის
შესწორებით თავი არ შემიწუხებია.
– ჰეი, თქვენ! – გემბანიდან გარუჯულმა წვეროსანმა ჩამოგ-
ვძახა, – ერთ ჩამორჩენილს ველოდებით და კაპიტანი გონჯი
ბოზივითაა გაცეცხლებული. იფიცება, ორ წუთში თუ არ გამოჩ-
ნდა, წავალთო. გირჩევნია, მაგ დროისთვის გემბანზე იყო, – ისე
გაუჩინარდა, პასუხს არც დალოდებია.
– მიმართვისთვის „თქვენო მოწყალებავ“ გამოიყენე, – ისე
გააგრძელა ტრეპმა, თითქოს ლაპარაკი არავის შეუწყვეტინე-
ბია, – და გახსოვდეს: თუ გინდა, რომ ხშირად მოგისმინონ, რაც
შეიძლება, ცოტა ილაპარაკე. ჰო, მართლა, – გულის ჯიბიდან
დალუქული უსტარი დააძრო, – ესეც შენი წარდგენის წერილი.
შეიძლება კიდევ ერთი ასეთი ფოსტითაც გავაგზავნო; იცოდეს,
რომ მალე ესტუმრები.
გულითადად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
– დიდი მადლობა, დენ, – მივმართე გულწრფელად, – ყვე-
ლაფრისთვის. იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე გგონიათ.
ტრეპმა ხელის აქნევით შემაჩერა.
– ვიცი, რომ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგივა, ჭკვიანი
ბიჭი ხარ. როცა ჩახვალ, კარგი მკერავის პოვნაზე იზრუნე. იქ
განსხვავებული მოდა დაგხვდება. როგორც ამბობენ, ქალი მა-
ნერებით იცნობა, კაცი კი ტანსაცმლითო.
დავიხარე და ბარბითის ჩასადები გავხსენი. საკრავი ოდნავ
გვერდით გავწიე, თითით საიდუმლო ჯიბის ჩამკეტს დავაწექი და
გამოვხსენი. ტრეპის წერილი იქ შემალულ ფუღურო რქაში შენა-
ხულ ნინას ნახატთან და ვაშლის ჩირის პატარა ტომსიკასთან
ერთად შევინახე. ვაშლის ჩირი არაფრით გამოირჩეოდა, მაგ-
რამ, ჩემი აზრით, თუ ბარბითის ჩასადებში საიდუმლო ჯიბე
გაქვს და საკმარისად არ იყენებ, შენს თავს რაღაც ძალიან, ძა-
ლიან ცუდი ხდება.
660 მკითხველთა ლიგა
ლითონის ბალთები წკაპუნით დავხურე და შევკარი, შემდეგ
მთელი ჩემი ავლადიდებით წამოვდექი – გემბანზე ასასვლელად
მზად ვიყავი.ტრეპი უეცრად მხრებში ჩამაფრინდა.
– კინაღამ დამავიწყდა! ალვერონმა თავის ერთ წერილში ახ-
სენა, რომ მის კარზე ახალგაზრდები ფულზე თამაშობენ ხოლმე.
ფიქრობს, რომ ეს სავალალო ჩვევაა, ჰოდა, მოერიდე. ისიც გახ-
სოვდეს, რომ წყალდიდობები მცირე ნადნობით იწყება, ასე
რომ, ნელა ცვალებად სეზონს ორმაგად უფრთხილდი.
დავინახე, რომ ნავსადგომზე ვიღაც მორბოდა. ის სახენაყვა-
ვილარი კაცი იყო, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მე და ელოდინს
ქვის ხიდზე ჩაგვიარა. იღლიაში ტანსაცმელში გადახვეული ფუ-
თა ამოეჩარა.
– ალბათ, ესაა დაგვიანებული მეზღვაური, – ვთქვი სწრაფად,
– ჯობს, გემზე ავიდე, – ტრეპს ნაუცბათევად გადავეხვიე და
სწრაფად გაცლა ვცადე, სანამ მორიგი რჩევა გაახსენდებოდა.
არაფერი გამომივიდა – მკლავში ხელი მომკიდა და მომატ-
რიალა.
– გზად ყურადღებით იყავი, – გამაფრთხილა აღელვებულმა,
– გახსოვდეს, ბრძენკაცს სამი რამის ეშინია: ქარიშხლიანი
ზღვის, უმთვარო ღამისა და გულმშვიდი კაცის რისხვის.
მეზღვაურმა გვერდით ჩაგვირბინა და ნაპირიდან გემბანამდე
გადებული ხიდი ისე აირბინა, მისი ჩაზნექვისა და ჭრაჭუნისთვის
ყურადღებაც არ მიუქცევია. ტრეპს დამამშვიდებლად გავუღიმე
და მეზღვაურს ფეხდაფეხ მივყევი. ჩემ უკან ორმა დაკუნთულმა
კაცმა ხიდი ასწია. მოვტრიალდი და ტრეპს ხელის დაქნევით ბო-
ლოჯერ გამოვემშვიდობე.
ბრძანებები გაისმა, მეზღვაურები აფუსფუსდნენ და გემი და-
იძრა. დინების მიმართულებით, ტარბინისკენ, ზღვისკენ მივტრი-
ალდი.

661 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთორმეტე
მოკლედ მგზავრობის შესახებ

მარტივი მარშრუტი უნდა გამევლო: მდინარეს ტარბინამდე


დავუყვებოდი, შემდეგ, კლდოვანი სრუტის გავლით, სანაპიროს
გასწვრივ, ჯუნპუიმდე გავცურავდი და მდინარე არანდს აღმა
ავუყვებოდი. ხმელეთით გაცილებით მოკლე მანძილის გავლა
მომიწევდა, მაგრამ მთლიანობაში, ზღვით მგზავრობა სჯობდა.
საფოსტო ბარათი რომც მეყიდა და ცხენი ყოველი შესაძლებ-
ლობისას გამომეცვალა, ხმელეთით სევერენამდე მისაღწევად
თითქმის სამი თერთმეტეული მაინც დამჭირდებოდა. ამ დროის
უმეტესი ნაწილის გატარება სამხრეთ ატურსა და მცირე სამეფო-
ებში მომიხდებოდა. სამყაროს იმ ნაწილში კი უსაფრთხო გზებს
მხოლოდ მღვდლები და სულელები ელიან.
საზღვაო გზით მანძილი რამდენიმე ასეული მილით გრძელ-
დებოდა, მაგრამ გემებს ზღვაზე გზის გამრუდება და მიხვევ-
მოხვევა არ ანაღვლებდათ. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ
ნორმალური ცხენი გემზე სწრაფად გადაადგილდება, დღე და
ღამე შეუსვენებლად მაინც ვერ აჭენებდი. მოკლედ, საზღვაო
გზით თორმეტიოდე დღე დამჭირდებოდა – ზუსტი დრო ამინდზე
იქნებოდა დამოკიდებული.
სამოგზაუროდ გემის არჩევით ცნობისმოყვარეობაც დავიკმა-
ყოფილე. აქამდე მდინარეზე ვრცელ წყალზე არასდროს მემ-
გზავრა. ერთადერთი იმაზე ვწუხდი, მხოლოდ ქარის, ტალღები-
სა და მეზღვაურების გარემოცვაში მოვიწყენ-მეთქი.

662 მკითხველთა ლიგა


***

მგზავრობისას რამდენიმე გართულება წარმოიშვა.


მოკლედ რომ გითხრათ, ქარიშხალი, მეკობრეების თავდას-
ხმა, მუხანათური ღალატი და გემის დაღუპვა გადავიტანე, თუმცა
– განსხვავებული თანმიმდევრობით. ბევრი ლაპარაკი იმაზეც
არ ღირს, რომ არაერთი გმირული, უგუნური, ჭკვიანური თუ გა-
ბედული საქციელი ჩავიდინე.
გზად გამძარცვეს კიდეც, დახრჩობასაც გადავურჩი, ჯუნპუის
ქუჩებში კი სრულიად ჯიბეგაფხეკილი აღმოვჩნდი. გადარჩენის-
თვის ხმელ პურს ვმათხოვრობდი, ერთ კაცს ფეხსაცმელებიც
მოვპარე და სახალხოდ ლექსებიც წავიკითხე. ეს ბოლო ქმედება
ნათლად აჩვენებს, თუ რაოდენ სასოწარკვეთილი ვიყავი.
თუმცა, ვინაიდან ამ ყველაფერს მთავარ ისტორიასთან საერ-
თო არაფერი აქვს, სწრაფად გადავახტები, რათა უფრო მნიშვნე-
ლოვან ამბებს დრო არ მოვაკლოთ. უბრალოდ, შემიძლია
ვთქვა, რომ სევერენამდე მისაღწევად თექვსმეტი დღე დამჭირ-
და, ოდნავ მეტი, ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ მოგზაურობისას ერ-
თი წამითაც არ მომიწყენია.

663 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეცამეტე
ფუძე

სევერენის კარიბჭეში ჩამოძონძილმა, ჯიბეგაფხეკილმა და


დამშეულმა შევაბიჯე.
შიმშილი ჩემთვის უცხო არაა – კარგად ვიცი, უჭმელობამ
როგორ შეიძლება გამოგფიტოს და შინაგანად გამოგღრღნას.
იმჟამინდელ მდგომარეობას კიდევ არა უშავდა. წინა დღეს ორ
ვაშლსა და ღორის დამარილებული ხორცსაც გავკარი კბილი,
ამიტომ ჯერ მტანჯველ სასოწარკვეთას არ ვგრძნობდი. იმგვარ
გაუსაძლის შიმშილს კი არ ჰგავდა, უსუსურ კანკალს რომ გაწყე-
ბინებს – სულ მცირე, კიდევ რვა საათს მხნედ ვიქნებოდი.
გასული ორი თერთმეტეულის განმავლობაში, რაც კი გამაჩ-
ნდა, ყველაფერს გამოვეთხოვე. ზოგი რამ დავკარგე, ზოგი მომ-
პარეს, ზოგიც თავად მივაგდე. ბარბითიღა შემომრჩა. ამ ხე-
ტიალისას დენნას ნაჩუქარმა ჩასადებმა საკუთარ ფასზე ათჯერ
მეტი სამსახური გამიწია. ერთხელ სიკვდილსაც გადამარჩინა,
მაგრამ ეგეც რომ არა, ბარბითიც კარგად შეინახა, ტრეპის წერი-
ლიც და ნინას უძვირფასესი ნახატიც, რომელზეც ჩანდრიანები
იყვნენ გამოსახულნი.
ალბათ, შენიშნეთ, რომ საკუთარი ავლადიდებისთვის ტან-
საცმელი არ მიმითვლია. ასე ორი მიზეზის გამო გავაკეთე: პირ-
ველი ის გახლავთ, რომ იმ საცოდავ ძონძეულს, ტანს რომ მიფა-
რავდა, სამოსს ვერაფრის დიდებით ვეღარ უწოდებდით, მეორე
მიზეზად კი ისიც გამოდგება, რომ თავად ეს ძონძებიც მოვიპარე,
მოპარულს კი საკუთრად ხომ არ გავასაღებდი?
გული ყველაზე მეტად ფელას ნაჩუქარი მოსასხამის დაკარ-
გვამ დამწყვიტა. ჯუნპუიში იძულებული გავხდი, დამეხია და სახ-
ვევებად გამომეყენებინა. არანაკლებ დამამწუხრა ოფლით მო-

664 მკითხველთა ლიგა


პოვებულ გრამთან გამომშვიდობებამაც, რომელიც ახლა სენ-
თის ზღვის ცივ და ბნელ წყლებში განისვენებდა.

***

ქალაქ სევერენს მაღალი, თეთრი ფრიალო კლდე ორ არათა-


ნაბარ ნაწილად ჰყოფდა. ქალაქის საქმიანი ნაწილი უმთავრე-
სად მოზრდილ ნახევარში, პირდაპირ კლდის ძირას გახლდათ
გაშენებული. იქაურობას ფუძეს მართებულადაც ეძახდნენ.
ფუძეს ზემოდან ქალაქის მეორე, გაცილებით პატარა ნაწილი
გადმოჰყურებდა, სადაც არისტოკრატთა და მდიდარ ვაჭართა
ადგილ-მამულები და საგვარეულო სასახლეები სჭარბობდა. აქ-
ვე გაემართათ სამკერვალოები, ლაქიათა მოსირმული სამოსე-
ლის მაღაზიები, თეატრები და საროსკიპოები – მოკლედ, ყვე-
ლაფერი, რაც ნარჩევ საზოგადოებას სჭირდებოდა.
თეთრი კლდე ზეცაში თითქოს მხოლოდ იმიტომ აეზიდათ,
რომ ამ ქალაქის დიდებულთ ქვემოთ გადაშლილი წუთისოფ-
ლისთვის უკეთესად ეჭვრიტათ. ჩრდილო-აღმოსავლეთით და
სამხრეთით კლდის კალთები დაბლდებოდა, მაგრამ თავად სე-
ვერენში ორასი ფუტის სიმაღლის ციცაბო ბუნებრივ გალავანს
წარმოადგენდა.
ფუძიდან ქალაქის ცენტრისკენ კლდის ფართო, ნახევარკუნ-
ძულისებრი მონაკვეთი იჭრებოდა. სწორედ ამ ნახევარკუნძულ-
ზე გაეშენებინათ ალვერონის სამყოფელი. ქვემოთ, სადაც უნდა
დამდგარიყავი და გაგეხედა, სასახლის გაცრეცილი ქვის კედ-
ლები ყველა მხრიდან მოჩანდა. მეარის საგვარეულო მამული
ნებისმიერ მნახველს ჟრჟოლას ჰგვრიდა, თითქოს პირდაპირ
სულში ჩაჰყურებდა.

665 მკითხველთა ლიგა


როცა იმ კედლებს თვალი მოვკარი და გავიაზრე, რომ ჯიბეში
ერთი მონეტაც არ მიჩხრიალებდა და არც ხეირიანი სამოსი გა-
მაჩნდა, მეც არანაკლებმა ჟრჟოლამ დამიარა. ვფიქრობდი, ჩემი
საძაგელი შესახედაობის მიუხედავად, მაინც პირდაპირ მეარ-
თან მივაჭრი და ტრეპის წერილს ვაჩვენებ-მეთქი, მაგრამ რო-
გორც კი თვალუწვდენელ სიმაღლეზე აზიდულ კედლებს ავხედე,
მივხვდი, რომ სასახლის კარამდეც კი არავინ მიმასუნინებდა.
ბინძურ მაწანწალას ვგავდი.
არც რამე მებადა და არც ასარჩევად მქონდა საქმე. ამბრო-
ზის გარდა, რომელიც ახლა სევერენიდან სამხრეთით, მამამი-
სის საბარონოში განცხრომით ტკბებოდა, მთელ ვინტასში ერთ
სულიერსაც არ ვიცნობდი.
უწინ მიმათხოვრია და მომიპარავს კიდეც, მაგრამ მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როცა სხვა გზა აღარ მრჩებოდა. ვიცოდი, რომ
ორივე სახიფათო ხელობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა და უცნობ
ქალაქში, უცხო ქვეყანაში, მათი წყალობით თავის გატანას მხო-
ლოდ სულელი თუ შეეცდებოდა. ისიც კი არ ვიცოდი, ვინტასში
რა კანონები მოქმედებდა და რის დარღვევას დამაბრალებდნენ.
ამიტომ კბილი კბილს დავაჭირე და გამოსავლის ძიებაში ერ-
თადერთ წესიერ გზას დავადექი – ქვემო სევერენის ქვით მო-
კირწყლულ ქუჩებში ფეხშიშველი იქამდე დავტანტალებდი, ვიდ-
რე ქალაქის შედარებით შეძლებულ ადგილას ლომბარდს არ
მივაგენი.
თითქმის მთელი საათის განმავლობაში გარეთ ვყურყუტებდი
და ვაკვირდებოდი, ხალხი როგორ მიმოდიოდა. ვცდილობდი,
ამ მდგომარეობიდან თავის დასაძვრენად რამე უკეთესი მომე-
ფიქრებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამიტომ ბარბითის ჩა-
სადების საიდუმლო სამალავიდან ტრეპის წერილი და ნინას ნა-
ხატი ამოვაძვრინე, ქუჩა გადავჭერი და ბარბითი თავის ჩასადე-
ბიანად ლომბარდში დავტოვე. სანაცვლოდ რვა ვერცხლის ნობ-
666 მკითხველთა ლიგა
ლი და თერთმეტეულის განმავლობაში გამოსყიდვის დამადას-
ტურებელი ბარათი მომცეს.
თუ იმდენად გაგიმართლათ, რომ ლომბარდს არასდროს
სწვევიხართ, აგიხსნით, იქაურობა როგორც მუშაობს. ბარათი
ქვითარს წააგავდა და, მისი წყალობით, ბარბითის გამოხსნის
უფლება მენიჭებოდა, თუკი უახლოეს თერთმეტეულში იმავე
თანხას გადავიხდიდი, რაც ახლა მივიღე. მეთორმეტე დღეს ჩემი
ქონება უკვე ლომბარდის მფლობელის ხელში გადავიდოდა და
ისიც ათმაგ ფასად ისე გაყიდდა, წარბსაც არ შეიხრიდა.
ქუჩაში გამოსულმა ფული ხელით მოვსინჯე. აქაური მონეტე-
ბი კელდურთან ან ჩემთვის ნაცნობ დომინიონის პენებთან შედა-
რებით გაცილებით თხელი იყო და წონაც თითქმის არ გააჩნდა.
თუმცა რას დავეძებდი – ამ ფულს გასავალი ჰქონდა და შვიდი
ნობლის საფასურად ჯენტლმენისთვის შესაფერისი სამოსიც მო-
მივიდა და ერთი წყვილი რბილი ტყავის ჩექმაც. რაც მომრჩა,
თმის შეკრეჭას, გაპარსვას, აბანოში შევლასა და, ბოლო სამი
დღის განმავლობაში, პირველ ყუათიან დანაყრებას მოვახმარე.
ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ უფულოდ დავრჩი, სამაგიეროდ,
საკუთარი თავის რწმენა გამიათმაგდა.
იმაზე ფიქრი, რომ მეარამდე მიღწევა ადვილი საქმე არ უნდა
ყოფილიყო, მაინც არ მასვენებდა. როგორც წესი, მისი წოდები-
სა და ძალაუფლების ადამიანებს გარს არაერთი დაცვითი ბა-
რიერი აქვთ შემოსაზღვრული. ამ ბარიერთა გადასალახად დახ-
ვეწილი, დიდებულებისთვის მისაღები გრძელი გზაა დამკვიდ-
რებული: წარდგენა, აუდიენცია, გზავნილებისა და ბეჭდების
გაცვლა-გამოცვლა, მიღების ბარათებით სტუმრობა და ტრაკის
ლოკვა.
მაგრამ რადგან ბარბითის გამოსახსნელად მხოლოდ თერ-
თმეტი დღეღა მრჩებოდა, მთელ ამ მიეთ-მოეთზე დროს ვერ გავ-

667 მკითხველთა ლიგა


ფლანგავდი. ალვერონამდე, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მი-
მეღწია.
ამიტომ თავი პირდაპირ ფუძის იმ ნაწილისკენ დავადე, ფერ-
დობზე რომ იყო შეფენილი. გზად ერთ პატარა კაფეს გადავაწ-
ყდი, რომელიც მხოლოდ დიდგვაროვან კლიენტურას ემსახურე-
ბოდა. შემორჩენილი მონეტებიდან კიდევ ერთი გავწირე, ფინჯა-
ნი შოკოლადი შევუკვეთე და ისე მოვკალათდი, რომ ქუჩის გა-
დაღმა პირდაპირ თეთრეულის მაღაზიას გავყურებდი.
მომდევნო რამდენიმე საათი იმ ჭორების ათვისებას მოვან-
დომე, ასეთ ადგილებში მუდამ ჭარბად რომ განიხილება. მეტიც,
კაფეში მომუშავე ბიჭის ნდობის მოპოვებაც მოვასწარი. მომარ-
თული იდგა, რომ თუ შოკოლადის დამატებას მოვისურვებდი,
მაშინვე ჩემთან გაჩენილიყო. მისი დაუდეგარი ენისა და ჩემი მი-
ყურადების ნიჭის წყალობით უცებ გავერკვიე, მეარის კარზე რა
ამბებიც ტრიალებდა.
ჩრდილები რომ დაგრძელდა, გადავწყვიტე, წასვლის დროა-
მეთქი. ბიჭს მოვუხმე და ქუჩის გადაღმა მივუთითე.
– იმ წითელჟილეტიან ჯენტლმენს ხომ ხედავ?
– დიახ, სერ.
– იცი, ვინაა?
– აზნაური ბერგონი გახლავთ, ბატონო ჩემო.
აზნაურზე მაღალტიტულოვანი მჭირდებოდა.
– ის ახმახი ვიღაა, ჭყეტელა ყვითელ ქუდში?
ბიჭმა ღიმილი შეიკავა.
– ბარონეტი პეტური.
სწორედ მისნაირ დიდგვაროვანს ვეძებდი. წამოვდექი და
ჯიმს ზურგზე ხელი დავუტყაპუნე.
– ასეთი მახსოვრობით შორს წახვალ. აბა, შენ იცი, – ნახე-
ვარპენიანი მივეცი და ბარონეტისკენ გავეშურე; გასაყიდად გა-
მოფენილ ხავერდის მუქმწვანე ქსოვილს ხელით სინჯავდა.
668 მკითხველთა ლიგა
თქმაც არ უნდა – თუ სოციალური საფეხურებით ვიმსჯე-
ლებთ, ედემა რუზე მდაბიო ამქვეყნად არავინაა. მემკვიდ-
რეობას თავი რომ დავანებოთ, სრულიად უმიწაწყლო მოხე-
ტიალე გახლდით. ამრიგად, თუ კვლავ სოციალური რანგის მი-
ხედვით შედარებას დავუბრუნდებით, ჩემთვის ბარონეტი იმდე-
ნად აღმატებული წოდება გახლდათ, ვარსკვლავი რომ ყოფი-
ლიყო, შეუიარაღებელი თვალით ვერც კი შევნიშნავდი. ჩემი
მხრიდან მართებული იქნებოდა, „ჩემო მეუფეოს“ თუ ვუწოდებ-
დი, თვალებში არ ჩავხედავდი და ქედს მდაბლად მოვუხრიდი.
სიმართლე გითხრათ, მასთან ხმის ამოღების უფლებაც არ
უნდა მქონოდა. რასაკვირველია, დომინიონში ყველაფერი
სხვაგვარად იყო. იქ ყველა, განსაკუთრებით კი უნივერსიტეტი,
თანასწორობას ქადაგებდა. თუმცა ასეთ ადგილასაც კი დიდგვა-
როვნებს ქონებაც მეტი ჰქონდათ, ძალაუფლებაც და კავშირე-
ბიც. ამბროზისნაირი ადამიანები ჩემნაირებს ყოველთვის მარ-
ტივად გადათელავდნენ. საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა და თავის
დასაძვრენი სხვა გზა არ დარჩებოდა, მოსამართლის მოქრთამ-
ვას ან მომჩივანთა მიჩუმათებას როგორღაც მაინც მოახერხებ-
დნენ.
ახლა ვინტასში ვიყავი. აქ დანაშაულისგან თავის ასარიდებ-
ლად ამბროზის ქრთამის გაცემა აღარ მოუწევდა. სანამ ჯერ კი-
დევ ფეხშიშველი და ძუნძგლიანი დავწანწალებდი, შემთხვევით
ბარონეტ პეტურს რომ დავჯახებოდი, ისე გამამათრახებდა, სის-
ხლისგან დავიცლებოდი. შემდეგ კონეტაბლს მოუხმობდა და სა-
ჯარო წესრიგის დარღვევის ბრალდებით ჩემს დაპატიმრებას
მოსთხოვდა. ისიც თავის ქნევითა და სიცილით დაემორჩილებო-
და.
მოკლედ რომ მოვჭრა, დომინიონში დიდებულებს მათ უწო-
დებენ, ვინც სიმდიდრეც მოიპოვა და ძალაუფლებაც, ვინტასში
კი სიმდიდრეც, ძალაუფლებაც და ყოველგვარი უპირატესობაც
669 მკითხველთა ლიგა
დიდებულთა მხარეს იყო. კანონთა უმრავლესობა მათ საერ-
თოდ არ ეხებოდა.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვინტასში სოციალურ მდგომა-
რეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ეს, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავდა, თუ ბარონეტს ეცოდინე-
ბოდა, სოციალურად დაბალ საფეხურზე რომ ვიდექი, თავის უპი-
რატესობას ბოლომდე გამოიყენებდა და უკიდურესად ქედმაღ-
ლურად მომექცეოდა.
თუმცა, სხვა მხრივ...
ბეჭებში გავიმართე, თავი ოდნავ მაღლა ავწიე და ბარონე-
ტისკენ წავედი. კისერი მოვიღერე, თვალები მოვწკურე და ქუჩა
ისე მოვათვალიერე, თითქოს აქაურობა ჩემი სამფლობელო ყო-
ფილიყო და მოულოდნელად რაღაც უსიამოვნო ამბავს წავაწ-
ყდი.
– ბარონეტი პეტური? – მოურიდებლად მივაჭერი.
შემომხედა და დაბნეულად გაიღიმა, თითქოს ვეცნობოდი და
თან არც ვეცნობოდი.
– გახლავართ.
ფუძისკენ ხელი უხეშად გავიქნიე.
– მეარს დიდ სამსახურს გაუწევთ, მის სამყოფელამდე თუ მი-
მაცილებთ, თან რაც შეიძლება, სწრაფად, – თვალებიდან
ცეცხლს ვაფრქვევდი. აღელვება თითქმის სიბრაზეში გადამ-
დიოდა.
– კეთილი, დიახ, – ხმაში გაუბედაობა გაერია. ვგრძნობდი,
როგორ მოაწვა კითხვები, – თქვენ...
ბარონეტი გამანადგურებლად ქედმაღლური მზერით დავა-
დუმე. ედემა სოციალური კიბის უკანასკნელ საფეხურზე კი დგას,
მაგრამ მასზე უკეთეს მსახიობს, სანთლითაც რომ ეძიოთ, ვერ-
სად იპოვით. სცენაზე გავიზარდე და არაერთხელ მინახავს, მა-

670 მკითხველთა ლიგა


მაჩემი მეფის როლს ისე ძალდაუტანებლად და ბუნებრივად ას-
რულებდა, მაყურებლები ქუდებს მოწიწებით იხდიდნენ.
ჩემ წინ მდგომი ერთიანად აღაჟღაჟებული კაცი გაალმასებუ-
ლი მზერით ისე შევათვალიერე, თითქოს სადოღე ცხენი ყოფი-
ლიყო, მე კი ვორჭოფობდი, ფსონი ნამდვილად ამაზე დავდო თუ
არა-მეთქი.
– სასწრაფო საქმე რომ არ იყოს, ამგვარ დავალებას როდი
მოგანდობდით, – შევყოყმანდი, შემდეგ აგდებულად ჩავიფრუ-
ტუნე, – სერ.
ბარონეტმა პეტურმა თვალი გამისწორა. დაბნეულობა ემ-
ჩნეოდა, მაგრამ არც იმდენი, რამდენსაც ველოდი. დანარჩენი
დიდგვაროვნების მსგავსად, ისიც გიროსკოპივით საკუთარი
ღერძის გარშემო ტრიალებდა და ერთადერთი, რაც აიძულებდა,
ჩემთვის ცხვირი არ აებზუებინა და დამცინავად არ გამცლოდა,
თავსდამტყდარი გაურკვევლობა იყო. პირდაპირი მზერა არ
მოუცილებია, მაგრამ ჯერ უბრალოდ იდგა და ფიქრობდა, ვი-
ნაობის დასაზუსტებლად კითხვა რომ დაესვა, შეურაცხყოფად
ხომ არ მივიჩნევდი; ისიც ვერ გაეგო, მისი სახელი საიდან ვიცო-
დი.
მარაგში კიდევ ერთი ხრიკი მქონდა შემონახული – „რუხი კა-
ცის“ კარისკაცის ის მედიდური ღიმილი მოვირგე, რამდენიმე
თვით ადრე დენნასთან სტუმრობისას რომ შემომაგება. აკი ერ-
თხელ აღვნიშნე კიდეც, გამოსადეგი ღიმილია-მეთქი: დახვეწი-
ლი, ზრდილი და სწორედ ისეთი, ნამდვილ ბატონს რომ შეეფე-
რება. რაღა მისთვის ასე გამეღიმა და რაღა ძაღლივით თავზე
მომეთათუნებინა.
ამ ღიმილმა ბარონეტი პეტური ერთ წამში დასცა. ჯერ მისი
სიმძიმისგან მოიბუზა, შემდეგ კვერცხის ნაჭუჭივით დაიბზარა,
მხრები ჩამოუშვა და მლიქვნელურად ჩაილაპარაკა:

671 მკითხველთა ლიგა


– თუკი მეარს მცირედით მაინც გამოვადგები, მოხარული
ვიქნები. გთხოვთ, ნება მიბოძეთ, გაგიძღვეთ.
წინ წავიდა და თავი აღმართისკენ დაადო.
უკან მივყვებოდი და მეცინებოდა.

672 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთოთხმეტე
მაცნე

მეარის დაცვითი ბარიერების უმეტესობა გაქნილი ენითა და


თავბრუდამხვევად სწრაფი ლაპარაკით გადავლახე. ბარონეტი
პეტური უბრალოდ თავისი თანხლებით მეხმარებოდა. გამცი-
ლებლად დიდებულთა წრის წარმომადგენლის ყოლა ალვერო-
ნის სასახლის სიღრმეში შესაღწევად საკმარისი აღმოჩნდა. ამის
შემდეგ ბარონეტმა თავისი სარგებელი ამოწურა და უკან მოვი-
ტოვე.
როგორც კი ჩემი გამცილებელი თვალს მიეფარა, იმწამსვე
მოუთმენელი ადამიანის ნიღაბი მოვირგე და მსახურს მიმართუ-
ლება ვკითხე; მეარის შეხვედრების დარბაზამდე წინააღმდეგო-
ბის გარეშე მივაღწიე, იქ კი შუახნის მორიდებულმა კაცმა შემა-
ჩერა. ახოვანსა და მრგვალსახიანს, ლამაზი სამოსი კი ეცვა,
მაგრამ ჩემთვის მაინც ბაყალს წააგავდა.
ქვემო სევერენში რამდენიმე საათი ინფორმაციის შეკრებაში
რომ არ გამეტარებინა, შეიძლებოდა, საბედისწერო შეცდომა
დამეშვა, ეს კაცი უბრალოდ კოხტად გამოწყობილ მსახურად მი-
მეჩნია და დათაფლული ენით მისი გაცურება მეცადა.
აღმოჩნდა, რომ, სინამდვილეში, სწორედ ამ ადამიანს ვეძებ-
დი: მეარის მსახური, სტეიპსი გახლდათ. მართალია, ბაყალივით
გამოიყურებოდა, მაინც უზენაესი უფლებამოსილების მქონე
ადამიანის იერს ასხივებდა. სტეიპსი წყნარი და თავდაჯერებული
სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდა და არა ისეთი მბრძანებლურითა
და უხეშით, როგორიც ბარონეტის დასაშინებლად გამოვიყენე.
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ? – მკითხა სტეიპსმა. უზადოდ
თავაზიან ხმაში დამატებითი კითხვები „ვინ ხარ?“ და „აქ რას
აკეთებ?“ შეიმჩნეოდა.

673 მკითხველთა ლიგა


ჯიბიდან გრაფ ტრეპის წერილი ამოვიღე და თავის მსუბუქი
დაკვრით გადავეცი.
– უდიდეს სამსახურს გამიწევთ, თუ მეარს გადასცემთ, – ვუთ-
ხარი, – მელოდება.
სტეიპსმა ცივად შემომხედა და ცხადად მიმანიშნა, მეარი
რომ შენ გელოდებოდეს, ათი დღით ადრე მეცოდინებოდაო. ნი-
კაპი დაიზილა და ზემოდან გადმომხედა. შევნიშნე, რომ უბრა-
ლო რკინის ბეჭედს ატარებდა, რომელზეც ოქროს ასოები იყო
ამოტვიფრული.
აშკარა ეჭვის მიუხედავად, სტეიპსმა წერილი მაინც წაიღო და
რამდენიმე ორმაგკარიანი გასასვლელის მიღმა გაუჩინარდა.
დერეფანში მღელვარე წუთი გავატარე, ვიდრე უკან დაბრუნდე-
ბოდა და შიგნით შემიძღვებოდა, თუმცა, მოძრაობაში ჯერ კიდევ
ეტყობოდა ოდნავი დაეჭვება.
მოკლე დერეფანი გავიარეთ და მოპირდაპირე კართან მივე-
დით, რომელსაც აბჯარასხმული მცველები აფარებოდნენ. ისინი
იმ საპატიო ყარაულს კი არ ჰგავდნენ, ზოგჯერ სახალხო შეკრე-
ბებზე აფთებმომარჯვებულები9 სმენაზე რომ დგანან. მეარის ფე-
რებში იყვნენ გამოწყობილი, მაგრამ საფირონისა და სპილოს-
ძვლისფერი სამოსის შიგნით ფოლადის რგოლებითა და ტყავით
შემკული ნამდვილი აბჯარი ეცვათ. თითოეულს გრძელი ხმალ-
ხანჯალი ეკავა. მიახლოებისას პირქუშად გადმომხედეს.
მეარის მსახურთუხუცესმა ჩემზე ანიშნა და ერთ-ერთმა
მცველმა სწრაფად და თავდაჯერებულად გამჩხრიკა – ხელები
კიდურებსა და მკერდზე დამალული იარაღის მოსაძებნად მო-
მისვა. უეცრად მგზავრობისას თავსგადახდენილი უბედურებების
გამო სიხარული ვიგრძენი – ბასრი დანა, რომლის ტანსაცმლის
ქვეშ ტარებასაც შეჩვეული ვიყავი, სწორედ ერთ-ერთი განსაც-
დელისას დავკარგე.
9
ბრტყელი, გრძელტარიანი მახვილი.
674 მკითხველთა ლიგა
მცველმა უკან დაიხია და თავი დამიკრა. შემდეგ სტეიპსმა
მწყრალი სახით კიდევ ერთხელ ამათვალიერა და შიდა კარი გა-
მიღო.
რუკით დაფარულ მაგიდასთან ორნი ისხდნენ. ერთ-ერთი მა-
ღალი და უთმო, ვეტერანი ჯარისკაცის შესაფერისი მტკიცე სახის
მქონე კაცი იყო. მის გვერდით მეარი იჯდა.
ალვერონი იმაზე უფროსი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. სე-
რიოზული სახე ტუჩებისა და თვალების გარშემო ნაოჭებით და-
ღარვოდა. მოხდენილად შეკრეჭილ, შევერცხლილ წვერში შავი
ფერი ოდნავღა შერჩენოდა, მაგრამ სქელ თმაში სიმელოტე ოდ-
ნავაც არ შეპარვოდა. ასაკს თითქოს მისი ნათელი, ნაცრისფე-
რი, ჭკვიანურად მომზირალი და გამჭოლი თვალებიც იტ-
ყუებოდნენ. მოხუცის თვალებს ოდნავაც არ წააგავდნენ.
ოთახში შესულს მეარმა მზერა მომაპყრო. ცალ ხელში ტრე-
პის წერილი ეჭირა. სტანდარტული, თავდაკვრა ნომერი სამი შე-
ვასრულე. მამაჩემი „მაცნეს“ თავდაკვრას ეძახდა – თავმდაბა-
ლი და ოფიციალური იყო, როგორც მეარის მაღალ წოდებას
შეეფერებოდა; მოკრძალებული, მაგრამ არა პირფერული. მუდ-
მივად ფეხის წვერებზე სიარული რომ არ მიყვარს, იმას არ ნიშ-
ნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ როლის თამაში არ შე-
მიძლია.
მეარმა ჯერ წერილს დახედა, შემდეგ კვლავ მე ამომხედა.
– ქვო გქვია, ხომ ასეა? ასეთ მოკლე დროში ჩამოსასვლე-
ლად სწრაფად უნდა გემოგზაურა. გრაფისგან ასე მალე პასუხ-
საც კი არ ველოდი.
– მაშინვე გამოვემგზავრე, რათა თქვენთან დროულად გა-
მოვცხადებულიყავი, თქვენო მოწყალებავ.
– ნამდვილად ძალიან მოგინდომებია, – ყურადღებით შე-
მათვალიერა, – და რადგან ჩემს კარამდე შეუფერხებლად, მხო-

675 მკითხველთა ლიგა


ლოდ ხელში წერილით მოაღწიე, როგორც ჩანს, შენი სიჭ-
კვიანის შესახებ გრაფის შეხედულება გადაჭარბებული არაა.
– თქვენო მოწყალებავ, ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა,
თავად გხლებოდით, – ვუპასუხე უემოციოდ, – თქვენი წერილი-
დან ჩანდა, რომ ჩქარობდით.
– შთამბეჭდავად კარგადაც გამოგივიდა, – შემაქო ალვე-
რონმა და გვერდით მჯდომ კაცს გახედა, – ასე არაა, დაგონ?
– ნამდვილად, თქვენო მოწყალებავ, – დაგონმა მუქი, წყნა-
რი თვალებით შემომხედა. მტკიცე, ძლიერი და უემოციო სახე
ჰქონდა. კინაღამ გამაჟრჟოლა.
ალვერონმა ისევ წერილს დახედა.
– ტრეპს ქებით ცაში აჰყავხარ, – ჩაილაპარაკა, – ენამჭევრი,
მომხიბლავი, ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც ბოლო ათ
წელიწადში შეხვედრია...
მეარმა კითხვა განაგრძო, შემდეგ თავი ასწია და თვალები
მოჭუტა.
– ძალიან ახალგაზრდა ჩანხარ, – ჩაილაპარაკა ყოყმანით, –
ალბათ ოცს ახლახან გადასცდი, არა? – ჩემი მეთექვსმეტე დაბა-
დების დღიდან მხოლოდ ერთი თვე გასულიყო. ეს ფაქტი წე-
რილში განზრახ არ აღვნიშნე.
– ახალგაზრდა ვარ, თქვენო მოწყალებავ, – ვაღიარე და სი-
მართლის ბოლომდე გამჟღავნებას თავი მოხერხებულად ავა-
რიდე, – მაგრამ მუსიკას ოთხი წლის ასაკიდან ვეუფლებოდი, –
წყნარად და თავდაჯერებულად ვლაპარაკობდი და ორმაგად მი-
ხაროდა, რომ ახალ ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი. ჩემი
ძველმანებით მშიერი, ონავარი ყმაწვილის შთაბეჭდილებას
დავტოვებდი, ახლა კი სათანადოდ ჩაცმულსა და გემზე გარუ-
ჯულს გამხდარი სახის მკვეთრი ნაკვთები ასაკს მმატებდა.
ალვერონი დიდხანს და უსიტყვოდ მაკვირდებოდა, შემდეგ
თავი კმაყოფილებით დააქნია.
676 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგი, – თქვა ბოლოს, – სამწუხაროდ, ახლა საკ-
მაოდ დაკავებული ვარ. ხვალ რომ შევხვდეთ, რამდენად მოსა-
ხერხებელი იქნება? – ეს ნაკლებად იყო კითხვა, – ქალაქში და-
სარჩენი უკვე იპოვე?
– ჯერ ამაზე არ მიზრუნია, თქვენო მოწყალებავ.
– აქ დარჩები, – თქვა დინჯად, – სტეიპს, – მსახური ხმი-
საუწევლად მოიხმო. ზორბა, ბაყლის შესახედაობის მქონე კაცი
თითქოს არსაიდან ამოიზარდა, – ჩვენი ახალი სტუმარი სამხრე-
თის ფლიგელში დააბინავეთ, ბაღებთან ახლოს, – ისევ მე მო-
მიბრუნდა, – ბარგს მოგიტანენ?
– ვშიშობ, რომ გზად მთელი ბარგი დავკარგე, თქვენო მოწ-
ყალებავ. გემი დაიღუპა.
ალვერონმა წამით ცალი წარბი აზიდა.
– სტეიპსი იზრუნებს, რომ სათანადოდ გამოეწყო, – ტრეპის
წერილი დაკეცა და დამშვიდობების ნიშნად ხელი ამიქნია, –
მშვიდობიან საღამოს გისურვებ.
თავი სწრაფად დავუკარი და სტეიპსს ოთახიდან გავყევი.

677 მკითხველთა ლიგა


***

ასეთ მდიდრულ ოთახებში არათუ არასდროს მეცხოვრა, არც


კი მენახა. ძველი ხისა და პრიალა ქვის ნაკეთობებით იყო სავსე.
საწოლზე ერთი ფუტის სისქის ბუმბულით გამოტენილი ლეიბი
ეგო, ფარდების გადაწევისა და ზედ წამოწოლის შემდეგ კი მო-
მეჩვენა, რომ საწოლი „ანკერში“ მთელი ჩემი ოთახის ზომისა
იქნებოდა.
იმდენად სასიამოვნო ოთახები იყო, რომ ლამის მთელი დღე
დამჭირდა იმის მისახვედრად, თუ როგორ მძულდა იქაურობა.
ჩემს მდგომარეობას ფეხსაცმლის მაგალითზე უნდა შეხე-
დოთ. ყიდვისას ყველაზე დიდი ზომისას კი არა, იმ წყვილს ირ-
ჩევ, რომელიც საუკეთესოდ გერგება. თუ ძალიან დიდი ფეხსაც-
მელი გაქვს, ტერფი მეტისმეტი ხახუნისგან გეჟეჟება და გიწ-
ყლულდება.
დიდი ფეხსაცმლის მსგავსად, ჩემი ოთახების ზედმეტი სივ-
რცეც მეხახუნებოდა. აქაურობას მხოლოდ უზარმაზარი ცა-
რიელი გარდერობი, ცარიელი კომოდი და წიგნის მოტიტვლებუ-
ლი თაროები ავსებდა. მართალია, ანკერთან ზედმეტად პატარა
ოთახი მქონდა, აქ თავს ძვირფასეულობის ცარიელ ყუთში ჩაგ-
დებულ მუხუდოს მარცვლად აღვიქვამდი.
ჩემი არარსებული ქონებისთვის ზედმეტად ფართო ეს ოთა-
ხები სულის შემხუთველად ვიწრო იყო. იძულებული ვიყავი, შიგ-
ნით დავრჩენილიყავი და მეარის მიერ მოხმობას დავლოდებო-
დი. ვინაიდან წარმოდგენა არ მქონდა, ეს როდის მოხდებოდა,
თავს ხაფანგში გამომწყვდეულად ვგრძნობდი.
მეარის სტუმართმოყვარეობის სასარგებლოდ რამდენიმე
დადებითი მხარეც უნდა ვახსენო. მართალია, სამზარეულოდან
მოტანამდე ცოტა შეგრილებას ასწრებდა, საჭმელი მაინც უგემ-
რიელესი იყო. სააბაზანოში სპილენძის შესანიშნავი აბაზანაც
678 მკითხველთა ლიგა
მედგა. ცხელი წყალი მსახურებს მოჰქონდათ, აბაზანიდან კი მი-
ლებით გაედინებოდა. უნივერსიტეტის ცივილიზაციის ზეგავლე-
ნისგან შორს ასეთი მოსახერხებელი მექანიზმების ნახვას ნამ-
დვილად არ ველოდი.
მეარის ერთ-ერთი თერძი, დაბალი და მკვირცხლი კაცი მეწ-
ვია და სამოცდაათი სხვადასხვა ხერხით გამზომა, თან სასახლის
იმდენი ჭორი მომიყვა, ყურები გამომიჭედა. მეორე დღეს ბიჭმა
ორი ხელი ახალთახალი, თვალისმომჭრელად ლამაზი ტანსაც-
მელი მომიტანა.
გარკვეულწილად გამიმართლა კიდეც, ზღვაზე ამდენი უბე-
დურება რომ შემემთხვა. ალვერონის მკერავებმა ისეთი სამოსი
გამიმზადეს, როგორის ყიდვასაც ტრეპის დახმარებითაც კი ვე-
რასდროს გავწვდებოდი. შედეგად, სევერენში ცხოვრების პერი-
ოდში შემეძლო, ჩემი შთამბეჭდავი გარეგნობით მესარგებლა.
რაც ყველაზე მთავარია, ზომების აღებისას ყბედმა მკერავმა
ისიც ახსენა, ახლა მოსასხამები მეტად მოდაშიაო. მეც შესაძ-
ლებლობა ხელიდან არ გავუშვი, ფელას ნაჩუქარი მოსასხამი
გაზვიადებულად აღვწერე და მისი დაკარგვის გამო მოთქმას
მოვყევი.
შედეგად მდიდრული შინდისფერი მოსასხამი მივიღე. წვიმის-
გან ოდნავადაც ვერ დამიცავდა, მაგრამ მაინც ძალიან მომეწო-
ნა. მხოლოდ მოხდენილობას კი არ მმატებდა, შიდა მხარეს
ჭკვიანურად დატანებული პატარა ჯიბეებიც უხვად მოეპოვებო-
და.
მოკლედ, კარგად ჩაცმულ-დახურული და მსუყედ ნაკვები ფუ-
ფუნებაში ვცხოვრობდი. ამ გულუხვი წყალობის მიუხედავად, გა-
თენებიდან ორიოდე საათში ოთახის კედლებს ვიწრო გალიაში
გამოკეტილი კატასავით ვაწყდებოდი. გარეთ გასვლა და ბარბი-
თის გამოსყიდვა მინდოდა და იმის გარკვევაც მსურდა, რისთვის

679 მკითხველთა ლიგა


სჭირდებოდა მეარს ვინმე ჭკვიანი, ენამჭევრი და, რაც მთავა-
რია, თავდაჭერილი ადამიანი.

680 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთხუთმეტე
მოწყალება

გალავნის ქონგურებს შორის ღრიჭოდან მეარს გავყურებდი.


ეზოში, საჩრდილობელი ხეების ქვეშ გაწყობილ ქვის მერხზე ის-
ვენებდა. ფართოსახელოიან ზედატანსა და ჟილეტში გამოწყო-
ბილი თხემით ტერფამდე ჯენტლმენი გახლდათ. ალვერონის
საგვარეულო ფერები შეერჩია – საფირონი და სპილოს ძვალი.
უზადოდ ეცვა, მაგრამ განზრახ გამოპრანჭულს არ ჰგავდა. წარ-
მომავლობის აღმნიშვნელი ბეჭდის გარდა სხვა სამკაულს არ
ატარებდა. მის კარზე მიმსვლელ-მომსვლელ დიდებულებთან
შედარებით სადად გამოიყურებოდა.
ერთი შეხედვით შეიძლებოდა კაცს ეფიქრა, ამგვარი დამოკი-
დებულებით ალვერონი საკუთარ კარზე გავრცელებულ მოდას
აბუჩად იგდებსო, მაგრამ მალე კარგად გავარჩიე, რომ სპილოს-
ძვლისფერ პერანგს მცირედ წუნსაც ვერ უპოვიდი, საფირონის-
ფერი ჟილეტი კი იმდენად უზადოდ იყო შეკერილი, მის მნახ-
ველს ძალაუნებურად ჟრჟოლა დაუვლიდა. საკუთარ ცერა თი-
თებს ჩამოვიდოდი, ეს სამოსი ექვსჯერაც არ ექნებოდა გამონაც-
ვალი.
მისი გარეგნობა მაშინვე ცხადყოფდა, რაოდენ დიდი სიმდიდ-
რის მფლობელიც იყო. საუცხოო სამოსის შეძენას ბევრი ფული
სჭირდება, მაგრამ ასეთი უმწიკვლო გარდერობის შექმნა სულ
სხვა შესაძლებლობებს მოითხოვს. გამახსენდა, როგორ დაახა-
სიათა ტრეპმა ალვერონი: „ვინტასის მეფესავით მდიდარი“.
თავად მეარი ისევ ადრინდელივით გამოიყურებოდა: მაღალი
იყო და ტანხმელი, ჭაღარაშეპარული თმა ფაქიზად დაევარცხნა.
ნაოჭებით დაღარულ, დაღლილ სახეზე დავაკვირდი, შევნიშნე,
როგორ უკანკალებდა ხელები, როგორ იჯდა. ჩემთვის გავიფიქ-

681 მკითხველთა ლიგა


რე, მოხუცივით კი გამოიყურება, მაგრამ ბებერი სულაც არაა-
მეთქი.
კოშკურის საათმა სრული საათის შესრულების ნიშნად ჩა-
მოჰკრა. ქონგურებს მოვშორდი და, თითქოს შემთხვევით, სწო-
რედ იქით გავეშურე, საითაც მეარი მეგულებოდა.
ალვერონი თავის დაკვრით მომესალმა. სუსხიანი თვალებით
ყურადღებით ჩამაცქერდა.
– ქვო, ვიმედოვნებდი, რომ ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდი.
ნახევრად ოფიციალური ქედის მოხრით ვუპასუხე.
– თქვენი მოწვევა სიხარულით მივიღე, თქვენო მოწყალებავ.
ალვერონს დაჯდომა არ შემოუთავაზებია, ამიტომ კვლავ
ფეხზე მდგომი ვესაუბრებოდი. მივხვდი, რომ ჩემს ქცევის კულ-
ტურას ცდიდა.
– იმედია, ღია ცის ქვეშ შეხვედრის წინააღმდეგი არ ხარ. ბა-
ღი ხომ არ დაგითვალიერებია?
– ჯერ ხელსაყრელი შემთხვევა არ მომცემია, თქვენო მოწყა-
ლებავ.
იმ წყეულ ოთახებში იქამდე ვიყავი გამოკეტილი, ვიდრე ჩემს
მოსახმობად კაცს გამოაგზავნიდა.
– ნება მიბოძე, აქაურობა დაგათვალიერებინო, – ჩრდილ-
მფენ ხესთან მიყუდებულ ყავარჯენს დასწვდა, – ჩემი დაკვირვე-
ბით, სუფთა ჰაერს შეუძლია, სხეული ყოველი სნეულებისგან
განკურნოს, თუმცა, სხვები არ მეთანხმებიან, – წამოსადგომად
წინ გადაიხარა, მაგრამ სახეზე ტანჯვამ გადაურბინა და დაიმან-
ჭა. მის ბაგეს ტკივილით აღსავსე, ძლივს გასაგონი ამოოხვრა
მოსწყდა.
მაშინვე მივხვდი, რომ ავად იყო. სიბერე კი არა, სენი აწუხებ-
და.
თვალის დახამხამებაში გვერდით ამოვუდექი და მხარი შე-
ვაშველე.
682 მკითხველთა ლიგა
– თქვენი ნებართვით, თქვენო მოწყალებავ.
მეარმა დაძაბულად გაიღიმა.
– უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, შენს შემოთავაზებას წავუყ-
რუებდი, – დაიკვნესა, – მაგრამ სიამაყის ფუფუნება მხოლოდ
ძალ-ღონით აღსავსე კაცს ერგება, – გამხმარი ხელი მკლავში
გამიყარა და ფეხზე წამოდგა, – ახლა იძულებული ვარ, მხო-
ლოდ მადლიერებას დავჯერდე.
– მადლიერება ხომ ბრძენთა ფუფუნებაა, – შევნიშნე, –
თვალსაჩინოა, რომ თქვენი გულმოწყალების საფუძველი სწო-
რედ რომ სიბრძნეა.
ალვერონმა ცალყბად ჩაიცინა და მკლავზე მომითათუნა.
– უნდა ვაღიარო, შენმა ნათქვამმა ცოტა შვება მომგვარა.
– ყავარჯენს ინებებთ, თქვენო მოწყალებავ? – ვკითხე, – თუ
მხარდამხარ სიარულს არჩევთ?
წინანდებური მშრალი სიცილით მიპასუხა:
– „მხარდამხარ სიარულს არჩევ“. რა დახვეწილი ნათქვამია,
– ყავარჯენი მარჯვენაში მოიქცია, მარცხენა ხელით კი კვლავ
მკლავზე ჩამეჭიდა. უჩვეულოდ ძლიერი თითები ჰქონდა.
– უფალო და ქალწულო, – ამოიქშინა, – ვერ ვიტან, როცა
ასე მომჩვარულსა და კოჭლობით მოსიარულეს მხედავენ, მაგ-
რამ ახალგაზრდის მხარზე დაყრდნობით სიარული გაცილებით
ნაკლებ შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, ვიდრე ეულად ფორთხვა.
საშინელებაა, როცა გრძნობ, როგორ გღალატობს საკუთარი
სხეული. ახალგაზრდები ამას ვერასოდეს მიხვდებით.
გზას გავუყევით. შადრევნებში მოჩუხჩუხე წყალსა და გალა-
ვანზე შემოსკუპებული ჩიტების გალობას ვუსმენდით, ამიტომ
ჩვენი საუბარიც მიწყდა. დროდადრო მეარი რომელიმე ქანდა-
კებაზე მიმითითებდა და მიამბობდა, რომელმა წინაპარმა შეუკ-
ვეთა, ჩამოასხმევინა, გამოათლევინა ან (ამ დროს ხმას იდაბ-

683 მკითხველთა ლიგა


ლებდა, თითქოს მობოდიშებით ამბობსო) ომიანობის დროს უც-
ხო მხარიდან ალაფის სახით ჩამოიტანა.
ბაღში სეირნობაში თითქმის საათი გავლიეთ. თანდათან ჩემს
მხარზე დაყრდნობილი ალვერონის წონა შემსუბუქდა, სულ მა-
ლე კი ხელს მხოლოდ წონასწორობის დასაცავად თუ მკიდებდა.
გზად რამდენიმე დიდგვაროვანსაც ჩავუარეთ, რომლებიც
მეარის დანახვაზე თავს ხრიდნენ და მოკრძალებით ესალმე-
ბოდნენ. როგორც კი ისეთ მანძილზე გავცდებოდით, რომ ჩვენი
ხმა მათ ყურამდე ვეღარ მიაღწევდა, ალვერონი მიყვებოდა, ვინ
იყვნენ, რა თანამდებობა ეკავათ და ერთი-ორ სახალისო ჭორ-
საც აყოლებდა.
– ერთი სული აქვთ გაიგონ, ვინ ხარ, – გადმომილაპარაკა,
როცა დიდებულთა წყვილმა გალავანს ჩაუარა, – ამაღამვე ერ-
თი მითქმა-მოთქმა ექნებათ გაჩაღებული. რენერელი ელჩი ხომ
არ ხარ? თუ ახალგაზრდა დიდგვაროვანი, რომელიც სამკვიდ-
როსა და ცოლის საპოვნელად ჩამოსულა? ალბათ, ჩემს დიდი
ხნის წინ დაკარგულ ვაჟადაც გაგასაღებენ, ჩემი სისხლმჩქეფა-
რე ახალგაზრდობის ნაშთად, – ჩაიხითხითა და ხელი მხარზე
მომიცაცუნა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მოკირ-
წყლული ბილიკიდან ამოშვერილ ქვას წამოედო და კინაღამ
ძირს გაიშალა. ხელი ვტაცე და წელში გასწორებაში მივეშველე.
ბილიკიდან გადავიყვანე, სკამზე დავსვი და სულის მოთქმის სა-
შუალება მივეცი.
– შეაჩვენოს ღმერთმა, – შეიკურთხა. ცხადად ეტყობოდა,
რომ შერცხვა, – რა სანახაობა იქნებოდა: მეარი ხოჭოსავით
ზურგზეა აყირავებული და ფეხებს ასავსავებს! – გაბრაზებულმა
მიმოიხედა, მაგრამ არავინ ჩანდა. ისევ მომიბრუნდა, – მოხუცს
ერთ სამსახურს ხომ არ გაუწევდი?
– თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, თქვენო მოწყალებავ.
ალვერონმა გამჭოლი მზერა მომაპყრო.
684 მკითხველთა ლიგა
– ნამდვილად ასე გსურს? კარგი, დიდი კი არაფერია. შენი
ვინაობა საიდუმლოდ შეინახე. არც ის გაამხილო, აქ რატომ ჩა-
მოსულხარ. ნახავ, შენი რეპუტაციის ირგვლივ რა ამბები დატ-
რიალდება. რაც უფრო ნაკლებს გაამჟღავნებ, მით უფრო მეტად
დაინტერესდებიან, ვინ ხარ.
– ასეც მოვიქცევი, თქვენო მოწყალებავ. ოღონდ არამკითხე-
ებს უფრო იოლად ავირიდებ, თუ მეცოდინება, აქ რისთვის...
ალვერონს სახეზე ცბიერება შეეპარა.
– მართალი ხარ, მაგრამ ამაზე სალაპარაკოდ აქაურობა
ზედმეტად ხალხმრავალი ადგილია. ჯერჯერობით რაც ვიხილე,
სანაქებო მოთმინების უნარი გქონია. ცოტაც კიდევ მოითმინე, –
ამომხედა, – ახლა კი გამოიჩინე სიკეთე და საკუთარ მოსასვე-
ნებლამდე მიმაცილე.
ხელი გავუწოდე.
– რასაკვირველია, თქვენო მოწყალებავ.

685 მკითხველთა ლიგა


***

ჩემს ოთახებში დაბრუნების შემდეგ მოქარგული მოსაცმელი


გავიხადე და პალისანდრის მოჩუქურთმებულ გარდერობში ჩა-
მოვკიდე. ამ უზარმაზარ სათავსოს კედრისა და სანდალოზის ხის
ზოლები გასდევდა, რომელთა სურნელსაც ჰაერი მსუყედ გაეჟ-
ღინთა. გარდერობის ორივე კარის შიგნიდან დიდებული, უბად-
ლო სარკეები აეკრათ.
მარმარილოს კრიალა იატაკზე გავიარე და წითელ ხავერ-
დშემოკრულ დივანში ჩავეფალი. განცხრომა რა იყო, არც ვიცო-
დი. ვცადე, გამეხსენებინა, ოდესმე თუ მენებივრა, მაგრამ არა-
ფერი გამომივიდა. ერთხანს ვიფიქრე და დავასკვენი: განცხრო-
მა მოსვენებას ჰგავს, მაგრამ ჯიბეში მეტი ფული უნდა გქონდეს-
მეთქი.
დასასვენებლად დიდხანს არ ვმჯდარვარ. წამოვდექი და
ოთახში ბოლთის ცემას შევუდექი. კედლები პორტრეტებითა და
პასტორალური მყუდრო სცენებით ოსტატურად მოეხატათ. ერთი
კედელი მთლიანად უზარმაზარ გობელენს ეკავა, რომელზეც
საზღვაო ბრძოლის უმცირესი დეტალებიც კი უზადოდ ამოექარ-
გათ. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში თვალი ვერ მოვ-
წყვიტე.
ბარბითი მენატრებოდა.
ლომბარდში დასატოვებლად არა და არ მემეტებოდა. მერ-
ჩივნა, საკუთარი ხელი მომეჭრა. ვიცოდი, მომდევნო ათი დღის
განმავლობაში შინაგან სიმშვიდეს ვერ ვეღირსებოდი. სანამ არ
გამოვისყიდდი, აფორიაქებული ვივლიდი.
ისე, რომ თავადაც არ იცოდა, მეარმა საზრუნავი შემიმსუბუ-
ქა. ჩემს გარდერობში ექვსი ხელი ისეთი სამოსი ეკიდა, რომელ-
თა ჩაცმასაც არცერთი ბატონიშვილი არ იუკადრისებდა. როცა
მდიდრული ტანსაცმელი მომართვეს, გულს მომეფონა. ის კი არ
686 მკითხველთა ლიგა
გამიხარდა, სათანადოდ გამოვეწყობი და ნაღებ საზოგადოებაში
გავერევი-მეთქი, არამედ ის, რომ თუ საქმე უკუღმა დატრიალ-
დებოდა, ქურდულად გავაპარებდი, მეფართლეს მივყიდდი და
ბარბითის გამოსახსნელად საკმარის ფულსაც იოლად მოვაქუ-
ჩებდი.
რა თქმა უნდა, ამის მერე მეართან აღარ მიმესვლებოდა და
სევერენში ჩამოსაღწევად გაწეული ჯაფაც წყალში ჩამეყრებო-
და, ტრეპი კი ისე განაწყენდებოდა, ხმას სიცოცხლის ბოლომდე
არ გამცემდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადგან ვიცოდი, რომ
ეს მრუდე გამოსავალი მაინც არსებობდა, უფრო იმედიანად ვი-
ყავი. ესეც საკმარისი შვება იყო და დარდს ჭკუიდან არ გადავ-
ყავდი.
ბარბითი კი მენატრებოდა, მაგრამ თუ მეარის მფარველობას
გამოვკრავდი ხელს, ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოიფინე-
ბოდა. მეარი იმდენად მდიდარი იყო, უნივერსიტეტში სწავლის
გაგრძელებასაც დამიფინანსებდა, მისი კავშირები კი ამირების
შესახებ წამოწყებული კვლევის გაგრძელებაში წამადგებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ალბათ მაინც მისი
სახელი გახლდათ. მეარს რომ საკუთარ თავზე ჩემი მფარველო-
ბა აეღო, თავის კალთას მთლიანად გადმომაფარებდა. შეიძლე-
ბა, ამბროზის მამა მთელ ვინტასში მართლაც ყველაზე ძლევა-
მოსილი ბარონი იყო და სამეფო ტახტამდეც თორმეტი ნაბიჯიღა
აშორებდა, მაგრამ ალვერონი თავად გახლდათ უგვირგვინო მე-
ფე. ამბროზის მოულოდნელი სარმების გარეშე ცხოვრება ბევ-
რად გამიადვილდებოდა. ამ საკითხზე ფიქრმა თავბრუ დამახვი-
ა.
ბარბითი მენატრებოდა, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს თავი-
სი ფასი აქვს. ოღონდ კი მეარის მფარველობა მომეპოვებინა,
მზად ვიყავი, ენაზე კბილი დამეჭირა და მთელი თერთმეტეული
მოწყენილსა და მოღრუბლულს, უმუსიკოდ გამეტარებინა.
687 მკითხველთა ლიგა
ალვერონი მართალი გამოდგა, როდესაც საკუთარი ქვეშევ-
რდომების ცნობისმოყვარე ბუნების თაობაზე გამაფრთხილა.
იმავე საღამოს, მას მერე, რაც საკუთარ კაბინეტში მიმიხმო, ჩემ-
ზე შეთხზულმა ჭორებმა მთელი ძალით იფეთქა. მეარს მსგავსი
რამეებით დატკბობა შეეძლო. მისი კარგად მესმოდა – ახალი
ამბების დაბადების მომსწრენი ვხდებოდით.

688 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთექვსმეტე
ძალაუფლება

ალვერონმა მომდევნო დღესაც მიმიხმო. ცოტა ხანში ისევ ბა-


ღის ბილიკებს მივუყვებოდით. ხელი კვლავ ჩემს მკლავზე დაეს-
ვენებინა.
– წამო, სამხრეთით წავიდეთ, – მეარმა სასურველი მიმარ-
თულებისკენ ყავარჯნით მიმითითა, – ყური მოვკარი, სელას აყ-
ვავების დრო მოვიდაო.
ბილიკის მარცხენა განშტოებისკენ გადავუხვიეთ. ამოიოხრა.
– ამქვეყნად ორი სახის ძალაუფლება არსებობს: მემკვიდ-
რეობით თანდაყოლილი და მოპოვებული, – ალვერონმა შორი-
დან მოუარა და იმდღევანდელი საუბრის თემა ასე გამაცნო, –
თანდაყოლილი ძალაუფლება ადამიანს იმთავითვე ენიჭება, მო-
პოვებული კი ვინმე სხვამ უნდა უბოძოს, – მხარგასწვრივ გამომ-
ხედა. თავი დავუქნიე, მესმის-მეთქი.
რაკიღა დარწმუნდა, გაიგოო, მეარმა განაგრძო:
– თანდაყოლილი ძალაუფლება თვალსაჩინო რამაა.
სხეულის ძალას, – ხელი მკლავზე მომითათუნა, – გონების ძა-
ლას, პიროვნების ძალას იოლად შეამჩნევ. ეს ყოველივე ადა-
მიანის ბუნების ნაწილია. სწორედ ჩამოთვილი თვისებები გვაქ-
ცევენ ადამიანებად, ისინი გვიწესებენ საზღვრებს.
– არც მთლად ასეა, თქვენო მოწყალებავ, – სიტყვა ჩავურთე,
– კაცს ყოველთვის შეუძლია, საკუთარი თავის გაკეთილშობი-
ლებაზე იზრუნოს.
– საზღვრებს გვიწესებენ, – მომიჭრა მკაცრად, – ცალხელა
კაცი მოჭიდავედ არ გამოდგება. ცალფეხა კაცი სირბილში ორ-
ფეხას ვერასოდეს აჯობებს.

689 მკითხველთა ლიგა


– ცალხელა ადემ მეომარს იმაზე მეტი მტრის გაჟლეტა შეუძ-
ლია, თქვენო მოწყალებავ, ვიდრე ნებისმიერ ორხელა ჯარის-
კაცს, – შევნიშნე, – მიუხედავად ნაკლისა, სხვებს მაინც აღემა-
ტება.
– მართალი ხარ, მართალი, – ჩაილაპარაკა და ჭირვეულად
განაგრძო, – ის კი ძალგვიძს, უკეთეს პიროვნებებად ვიქცეთ,
სხეული გავწვრთნათ, გონება განვანათლოთ, თავს მოვუაროთ,
– ხელი მოკლედ შეკრეჭილ წვერზე ჩამოისვა და ნიკაპი მოის-
რისა, – გარეგნობაც ხომ ძალაუფლების ერთ-ერთი სახეა, მაგ-
რამ მიჯნა ყოველთვის არსებობს. შეიძლება, ცალხელა კაცი
მართლაც რიგიანი მეომარი შეიქნას, მაგრამ ბარბითზე ვერა-
სოდეს დაუკრავს.
თავი ნელა დავუკარი.
– სწორად შენიშნეთ, თქვენო მოწყალებავ. შეგვიძლია, და-
წესებული საზღვრები მეტ-ნაკლებად გავაფართოვოთ, ოღონდ
არა უსასრულოდ.
ალვერონმა თითი აღმართა.
– ჰო, ოღონდ ჯერ ძალაუფლების მეორე სახეობაზე არაფერი
გვითქვამს. სამანს მაშინ ვეჯახებით, როდესაც თანდაყოლილ
ძალაუფლებას ვეყრდნობით, თუმცა მოპოვებულ ძალაუფლება-
ზე იმავეს ვერ ვიტყვით. თუ მიმიხვდი, მოპოვებულში რას ვგუ-
ლისხმობ?
წამიერად ჩავფიქრდი.
– გადასახადებს?
– ჰმმ, – ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა, – სხვათა შორის,
მშვენიერი მაგალითია. მსგავს საკითხზე უწინაც გიმსჯელია?
– ცოტ-ცოტა, – გამოვუტყდი, – თუმცა არა ამ კუთხით.
– რთული ასახსნელი კია, – ჩემი პასუხით ნასიამოვნები ჩან-
და, – შენი აზრით, რომელი ტიპის ძალაუფლება უფრო დიადია?
ბევრი აღარ გამიჯანჯლებია.
690 მკითხველთა ლიგა
– თანდაყოლილი, თქვენო მოწყალებავ.
– საინტერესოა. რატომ?
– იმიტომ, რომ თანდაყოლილს ვერავინ შეგეცილება და
ვერც წაგართმევს, თქვენო მოწყალებავ.
– აჰა, – გრძელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია, – კი,
მაგრამ უკვე ხომ შევთანხმდით, რომ ამგვარ ძალაუფლებას საზ-
ღვრებიც აქვს, ბოძებულს კი საზღვრები არ გააჩნია?
– არ გააჩნია, თქვენო მოწყალებავ?
ალვერონმა თითქოს დათმო.
– მხოლოდ მცირედი.
მაინც ვერ დამარწმუნა. ეტყობა, ეს სახეზეც დამეტყო, რად-
გან ჩემკენ გადმოიხარა და ახსნა განაგრძო.
– ვთვათ, ახალგაზრდა და ძლიერი მტერი მყავს. დავუშვათ,
რაღაც მომპარა, მაგალითად, ფული. მისმენ?
თავი დავუქნიე.
– დედამიწის ზურგზე არ არსებობს ვარჯიში, უეცრად ოცი
წლის კარგ მოჩხუბრად რომ მაქცევს. ასეთ შემთხვევაში რა უნ-
და მოვიმოქმედო? რომელიმე ახალგაზრდა, ღონიერ მეგობარს
მოვუხმობ და მისი ხელით მეტოქეს გემრიელ ალიყურს ვუთავა-
ზებ. ამრიგად, ის დამსახურებისამებრ დაისჯება, რასაც სხვა შემ-
თხვევაში ვერ ვეღირსებოდი.
– შეიძლება, თქვენი მეგობარი იმ მტერმა აქეთ დაჩეჩქვოს, –
შევეკამათე. მოსახვევს მივუახლოვდით. გადმორკალული
ცხაური დაჩრდილულ გვირაბს ქმნიდა, რომელშიც მუქი მწვანე
ფოთლები ჩაწნულიყო.
– დავუშვათ, სამი მეგობარი ერთად მივუქსიე, – არ დანებდა
მეარი, – თვალის დახამხამებაში სამი კაცის ძალით შევუტევ!
რაოდენ ღონიერი მტერიც უნდა მყავდეს, სამ კაცთან ვერაფერს
გახდება. შეხე, სელა. ასე მითხრეს, ძალიან რთულად მოსავლე-
ლიაო.
691 მკითხველთა ლიგა
ფანჩატურს შევერიეთ. ფოთლების ჩრდილში მცენარის უამ-
რავი სისხლივით წითელი ფურცელი ღუოდა. ირგვლივ მოტკბო,
ნაზი სურნელი გამეფებულიყო. ერთ-ერთ კვირტს ხელი გადა-
ვუსვი. წარმოუდგენლად სათუთი გახლდათ. დენნა გამახსენა.
მეარი კვლავ აგრძელებდა:
– მაინც მგონია, რომ სწორად ვერ გამიგე. ღონიერი ხალხის-
თვის დახმარების თხოვნა ერთი მცირე მაგალითია. ძალაუფლე-
ბის ზოგიერთ სახეობას დაბადებიდან ვერ ეღირსები, მათი მხო-
ლოდ მოპოვებაა შესაძლებელი.
ბაღის კუთხისკენ შეუმჩნევლად მანიშნა.
– გრაფ ფარლენდს ხედავ? ვინაობა რომ ჰკითხო, გეტყვის,
ტიტული ამქვეყნად მოვლენისთანავე მერგოო; განგიცხადებს,
ჩემი ისეთივე კუთვნილებაა, როგორც სისხლიო. ასეთი აზრი
სწორედ რომ სისხლში აქვს გამჯდარი. თითქმის ყველა დიდგვა-
როვანი იმავე პასუხს მოგაგებებს. თავს დადებენ, რომ ბატონო-
ბის უფლება წინაპართა მთელმა საგვარტომომ უანდერძა.
მეარმა გამომხედა. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
– მაგრამ ცდებიან. მათი ძალაუფლება თანდაყოლილი კი
არა, მოპოვებულია. შემიძლია, ხელის ერთი მოსმით მთელი მა-
მულები ჩამოვართვა და უპატრონო მაწანწალებივით ქუჩაში
დავყარო.
ალვერონი ყურთან მომეკრა. თავი ოდნავ მისკენ გადავხარე.
– ერთ პაწაწინა საიდუმლოს გაგიმხელ: თვით ჩემი წოდებაც
კი, ჩემი სიმდიდრე, ხალხზე მმართველობა და ადგილ-
მამულები – მოპოვებული ძალაუფლებაა. ზუსტად იმდენად მე-
კუთვნის, რამდენადაც შენი მკლავის ძალა, – ბეჭზე დამიტყაპუ-
ნა და გამიღიმა, – კარგად ვიცი, ამ ორ ძალაუფლებას რაც გა-
ნასხვავებს და სწორედ ამიტომაც ვარ მმართველობის სათავე-
ში.

692 მკითხველთა ლიგა


გასწორდა და ვითომ აქ არაფერიო, ჩვეული ხმით წარმოთ-
ქვა:
– შუადღე მშვიდობისა, გრაფ. ჰაერზე გასასეირნებლად მშვე-
ნიერი დღეა, არა?
– ჭეშმარიტად, თქვენო მოწყალებავ. სელას ყვავილებიც სუ-
ლისშემკვრელად საამურია, – გრაფი ჩასხმული, ყბაგანიერი,
ძვალმსხვილი კაცი გახლდათ. ხშირი ულვაში ამშვენებდა, –
ნამდვილად სანაქებო რამაა.
როცა გრაფი დაგვშორდა, ალვერონმა განაგრძო:
– შენიშნე, სელა როგორ შემიქო? არადა, ცხოვრებაში ბარიც
კი არ მჭერია, – განდაგან გამომხედა. სახეზე თვითკმაყოფილე-
ბა გადაეფინა, – აბა, რას ფიქრობ? თანდაყოლილი ძალაუფლე-
ბა მოპოვებულზე აღმატებულად ისევ მიგაჩნია?
– წყალგაუვალი არგუმენტები მოიშველიეთ, თქვენო მოწყა-
ლებავ, – მივუგე, – თუმცა...
– კაცი აზრს ვერ შეგაცვლევინებს. კარგი, მაშინ კიდევ ერთ,
უკანასკნელ მაგალითსაც მოგიყვან. იმაზე ხომ ვთანხმდებით,
რომ ბავშვის გაჩენას ვერასოდეს შევძლებ?
– მგონი, მაგის თქმა დარწმუნებით შეგვიძლია, თქვენო მოწ-
ყალებავ.
– თუმცა თუ რომელიმე ქალის გულს მოვიპოვებ და ისიც ცო-
ლობაზე დამთანხმდება, შეიძლება, ვაჟიც გამიჩნდეს. მოპოვე-
ბული ძალაუფლება კაცს ბედაურისებრ სისწრაფესა და ხარის
ღონიერებას ანიჭებს. დაფიქრდი, ასეთი რამ თანდაყოლილ ძა-
ლაუფლებას ძალუძს თუ არა?
ვერ შევეკამათებოდი.
– თქვენი მსჯელობის წინაშე ქედს ვიხრი, თქვენო მოწყალე-
ბავ.
– მე კი შენი წინდახედულებისა და გამჭრიახობის წინაშე ვიხ-
რი ქედს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ჩემს აზრზე დადექი, –
693 მკითხველთა ლიგა
ჩაიხითხითა თუ არა, ბაღში ზარის შორეული ხმაც გაისმა, – აჰ,
ჯანდაბა, – წამოიძახა სახეამჟავებულმა მეარმა, – უნდა წავიდე
და ის საძულველი წამალი დავლიო, თორემ მერე მთელი თერ-
თმეტეული კაუდიკუსის საყვედურების ატანა მომიწევს, – ჩემს
კითხვით აღვსილ მზერას რომ გადააწყდა, ამიხსნა, – რაღაც
მანქანებით გაარკვია, რომ გუშინდელი დოზა ღამის ქოთანში
ჩავუძახე.
– თქვენი მოწყალება ჯანის სიმრთელეს უნდა გაუფრთხილ-
დეს.
ალვერონმა შემომიბღვირა.
– ზედმეტი არ მოგივიდეს, – უკმეხად მომიჭრა.
სირცხვილისგან სახე ამიჭარხლდა. სანამ მობოდიშებას მო-
ვასწრებდი, ხელი უსიტყვოდ აიქნია.
– თუმცა რას ვიზამ, მართალი ხარ. ვიცი, რაც მევალება. უბ-
რალოდ, ზუსტად მისნაირად თქვი. არადა, ერთი კაუდიკუსიც მე-
ყოფა.
გაჩუმდა და მოახლოებულ წყვილს თავი დაუკრა. კაცი ტანმა-
ღალი და საამო საცქერი იყო. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი
თუ იქნებოდა. ქალი ალბათ ოცდაათს უკაკუნებდა. მუქი თვალე-
ბი და დახვეწილი, ავხორცი ღიმილი ჰქონდა.
– საღამო მშვიდობისა, ლედი ჰესუა. მამათქვენი როგორ
ბრძანდება, ხომ გამომჯობინების გზას ადგას?
– აჰ, დიახ, – უპასუხა ქალმა, – მკურნალმა განგვიცხადა, ამ
თერთმეტეულის ბოლომდე ფეხზე დადგებაო, – ჩემს მზერას წა-
აწყდა და თვალები მომალურსმა. წითელი ბაგეები ეშმაკურმა
ღიმილმა მოუღრიცა.
რომ გაგვცდნენ, მერეღა შევატყვე, რომ ოფლმა დამასხა.
მეარმა ეს შეიძლება შენიშნა კიდეც, მაგრამ ყურადღება არ
მიუქცევია.

694 მკითხველთა ლიგა


– საძაგელი ქალია. ყოველდღე ახალ კაცს შოულობს. მამა-
მისი თავად ჰიგტონთან დუელში დაიჭრა. „შემთხვევით წამოს-
როლილ შეუფერებელ სიტყვებზე“ აეკიდა. იმ კაცმა შეუფერებე-
ლი კი არა, მართალი თქვა, მაგრამ როცა ხმლები ელვარებენ,
სიმართლეს აღარავინ დაეძებს.
– თავადს რა ბედი ეწია?
– შერკინებიდან ერთ დღეში სული განუტევა. საბრალო. კარ-
გი კაცი იყო, მაგრამ ენაზე კბილის დროულად დაჭერა მაინც
ვერ ისწავლა, – ამოიკვნესა და ზარშეკიდულ კოშკურას ახედა,
– ჰოდა, იმას გეუბნებოდი, ერთი ექიმბაშიც მეყოფა-მეთქი.
კაუდიკუსი კრუხივით დამკანკალებს. გამომჯობინებამდე ცოტა-
ღა რომ მიკლია, წამლებს დასანახად ვეღარ ვიტან.
მეარი იმ დღეს მართლაც უკეთ გამოიყურებოდა. სეირნობი-
სას ჩემი მკლავი დასაყრდენად თითქმის აღარ სჭირდებოდა.
მივხვდი, ამის მიუხედავად მაინც ჩემს მხარზე ჩაფრენილი რა-
ტომ მოაბიჯებდა – შეთქმულებივით ჩურჩულს გასამართლებე-
ლი მიზეზი ხომ უნდა ჰქონოდა?
– თქვენი გამოკეთება მისი თავდადებული ზრუნვისა და ქმე-
დითი მეთოდის უტყუარი საბუთია, – მოვახსენე.
– დიახ, დიახ. მისი ნახარშები ჩემს სენს განდევნის და რამ-
დენიმე თერთმეტეულს მშვიდად გადამატანინებს ხოლმე. ხან-
დახან თვეებსაც, – დაამატა მწარედ, – მაგრამ სნეულება მაინც
ჯიუტად მიბრუნდება. მთელი დარჩენილი ცხოვრება წამლები
უნდა ვსვა?
– ვგონებ, მალე მათ გარეშეც იოლად გახვალთ, თქვენო
მოწყალებავ.
– ერთ დროს მეც ასე მეგონა. ბოლო მოგზაურობისას კაუდი-
კუსმა საოცრად მარგებელი მცენარეულობა ჩამომიტანა. მაშინ-
დელი მკურნალობის შემდეგ თითქმის მთელი წელი აღარაფერს
შევუწუხებივარ. ვიფიქრე, ახლა კი საბოლოოდ მოვმჯობინდი-
695 მკითხველთა ლიგა
მეთქი, – მეარი ყავარჯენს დაღვრემილი დააშტერდა, – როგორ
მოვმჯობინდი, კი მხედავ.
– თქვენი დახმარება რომ შემეძლოს, ძალ-ღონეს არ დავიშუ-
რებდი, თქვენო მოწყალებავ.
ალვერონმა თავი ჩემკენ ისე მოატრიალა, რომ თვალებში
ეცქირა. ერთხანს მიყურა და ბოლოს თავი დააქნია.
– მჯერა, რომ მართალს ამბობ, – ჩაილაპარაკა, – უჩ-
ვეულოა, არა?!

696 მკითხველთა ლიგა


***

ამგვარად კიდევ რამდენჯერმე გავიბაასეთ. მეარი თითქოს


რაღაცის გარკვევას ცდილობდა. ინტრიგების მოყვარულ დიდ-
გვაროვანთა წრეში მოღვაწეობის ორმოცწლიანი გამოცდილე-
ბიდან შეძენილ უნარებს იხმობდა და საუბარი ყოველთვის თა-
ვისებური გზით მიჰყავდა, ჩემს აზრს სწავლობდა და საკუთარ
თავთან განიხილავდა, მისი ნდობის ღირსი რამდენად ვიყავი.
რადგან ამგვარ ხლართებში მასავით განსწავლული არ ვიყა-
ვი, გულახდილად ველაპარაკებოდი, თუმცა სათქმელს ჯერ კარ-
გად ვწონიდი და ზრდილობიანად ვპასუხობდი. რამდენიმე დღე-
ში ჩვენ შორის ორმხრივი პატივისცემა წარმოიშვა, ოღონდ ისე-
თი მეგობრობა მაინც არა, როგორიც გრაფ ტრეპთან მაკავში-
რებდა. მეარს არასოდეს შემოუთავაზებია, ჩემს ტიტულებსა და
საგვარეულო ტახტს ყურადღება არ მიაქციოო, თუმცა ერთმა-
ნეთს თანდათან მაინც დავუახლოვდით. თუ ტრეპს ულაპარა-
კოდ ეთქმოდა მეგობარი, მეარი უფრო შორეულ, მხცოვან ბაბუ-
ას წააგავდა – კეთილს, ჭარმაგს, დარბაისელსა და გულჩათ-
ხრობილს.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მეარი მარტოსული
ადამიანი გახლდათ, რომელიც საკუთარი გარემოცვისგან იმდე-
ნად გამიჯნულიყო, რომ სრულიად ეულად დარჩენილიყო. ისიც
კი ვიეჭვე, ტრეპს წერილი იმიტომ ხომ არ გაუგზავნა, რომ ხმის
გამცემი ეპოვა-მეთქი. იქნებ ვინმე გონებადამჯდარს, მაგრამ მი-
სი კარის პოლიტიკისგან შორს მყოფ ამხანაგს ეძებდა, რათა
წრფელ საუბრებში მცირე ხნით მაინც ეჯერებინა გული?
თავიდან ეს აზრი იმდენად არამყარად მომეჩვენა, რომ მა-
შინვე უკუვაგდე, მაგრამ დღე დღეს მისდევდა, მეარს კი გაკვრი-
თაც არ უხსენებია, რისთვის ვჭირდებოდი.

697 მკითხველთა ლიგა


ბარბითი რომ მქონოდა, დროს დაკვრაში საამოდ გავიყვან-
დი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ქვემო სევერენში, ლომბარდში ინახე-
ბოდა და გამოსახსნელად შვიდი დღეღა მრჩებოდა. მუსიკის
ნაცვლად ჩემს ფართო ოთახებში მოტრიალე ექოს ვუსმენდი. ამ
საზიზღარ უქმობას ჭკუიდან გადავყავდი.
რადგანაც ჩემზე ნაირგვარი ჭორები დაირხა, ალვერონის
ქვეშევრდომები ჩემ მოსანახულებლად ხშირად მოდიოდნენ
ხოლმე. ზოგიერთი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს, რაკიღა მათ
გვერდით ვიყავი, სიხარულით ცას იყვნენ მიწვდენილი. დანარ-
ჩენებს მხოლოდ ახალ-ახალი ჭორების დაყრა აინტერესებდათ.
ეჭვი მაქვს, რამდენიმემ ჩემი ცდუნებაც სცადა, მაგრამ მაშინ ქა-
ლებზე იმდენად ცოტა რამ ვიცოდი, სასიყვარულო თამაშებში
ვერავინ შემიტყუა. ერთმა ჯენტლმენმა ისიც კი მთხოვა, იქნებ,
ფული მასესხოო. თავი ძლივს შევიკავე, იქვე რომ არ დამეცინა.
ხან რას იმიზეზებდნენ და ხან რას ვერაგობდნენ, მაგრამ ჩემ-
თან ყოფნისთვის მხოლოდ ერთი საბაბი ჰქონდათ – უნდოდათ,
რამე ცნობა მაინც დაეცინცლათ. თუმცა რადგან მეარმა მირჩია,
საკუთარ თავზე ლაპარაკისას პირში წყალი ჩაიგუბეო, ნებისმი-
ერ საუბარს იმდენად მალე ვეთიშებოდი, რომ ყველა მოვიმდუ-
რე.
ყველა, ერთის გარდა. წესს ხომ სწორედ გამონაკლისი ამ-
ტკიცებს.

698 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეჩვიდმეტე
ერთი მუჭა რკინა

ბრედონი სევერენში ყოფნის მეოთხე დღეს გავიცანი. ჯერ კი-


დევ ადრიანი დილა იდგა. მოწყენილობისგან გაბეზრებული
ოთახებში უაზროდ დავაბოტებდი. საუზმეს ცოტა ხნით ადრე
გეახელით, სადილამდე კი რამდენიმე საათი რჩებოდა.
ამ დროისთვის მეარის სამი ქვეშევრდომის შემოტევა უკვე
მოგერიებული მქონდა. საკმაოდ მარჯვედ დავუსხლტი – რაც უნ-
და ეკითხათ, ისეთ პასუხს ვაძლევდი, საუბარი მაშინვე ჩიხში შე-
დიოდა. „საიდან მოდიხარ, ყმაწვილო?“ – „ხომ იცით, როგორც
ხდება, ერთხელ თუ გზას დაადექი...“; „მშობლები როგორ
გყავთ?“ – „არაუშავთ-რა. ცოცხლობენ. სხვათა შორის, ერთი
დედა მყავს და ერთიც მამა“; „სევერენში რამ მოგიყვანათ?“ –
„უმეტესად, ოთხცხენა ფორანმა, თუმცა მცირეოდენი ფეხითაც
გამოვიარე. გამიგია, ფილტვებს აკაჟებსო“; „აქ რას აკეთებთ?“
– „რა თქმა უნდა, გესაუბრებით. თან საინტერესო ხალხს ვეცნო-
ბი“; „მართლა? მაინც, ვის?“; „ვის აღარ. მაგალითად, თქვენ,
ლორდ პრაევეკ. მომაჯადოებელი პიროვნება ბრძანდებით“...
და ასე შემდეგ. ამგვარი სიტყვა-პასუხის შემდეგ ყველაზე
შეუპოვარი ჭორმონადირეც კი ფარ-ხმალს ყრიდა და თავს მანე-
ბებდა.
ყველაზე უარესი ის გახლდათ, რომ თუ დღის განმავლობაში
მეარი თავისთან არ მიმიხმობდა, ამ უაზრო ყბედობის გარდა გა-
სართობი არაფერი გამაჩნდა. ერთხელ მსუბუქი წახემსებისას
წავიბაასეთ, სამჯერ – ბაღში სეირნობისას. ისეც მომხდარა, რომ
ჩემი ნახვა შუაღამით მონდომებია, როცა ყველა ჭკუათამყოფე-
ლი შინაა და ისვენებს. ალვერონის შიკრიკმა ორჯერ დილის

699 მკითხველთა ლიგა


ტკბილ ძილსაც მომწყვიტა – ცას აისის სილურჯე მაშინღა შეეპა-
რა, როდესაც ლოგინიდან წამოვხტი.
მცდიდა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ რა დროსაც უნდა
დაეძახა, დღე იქნებოდა თუ ღამე, მის განკარგულებაში ვიქნე-
ბოდი. მაკვირდებოდა და ცდილობდა, ჩემს ქცევაში გაწბილების
ან მოუთმენლობის ნიშნები ამოეკითხა.
თამაშში მეც ავყევი და სანდომიანი, მუდამ თავაზიანი მხლებ-
ლის როლი მოვირგე. როგორც კი ჩემთან საუბარს მოინდომებ-
და, მაშინვე მისკენ მივეშურებოდი. ჩემი გარემოცვით გულს
რომ იჯერებდა, ვტოვებდი. ერთი კადნიერი კითხვაც არ შემიბე-
დავს; არც იმაში ჩავციებივარ, გამაგებინე, რით დაგეხმარო-
მეთქი. კბილს კბილზე ვაჭერდი, დიდრონ ოთახებში კედლებს
ვეხეთქებოდი და ვცდილობდი, იმაზე არ მედარდა, რომ ლომ-
ბარდის თერთმეტეულის გასრულებამდე სულ უფრო ნაკლები
დრო რჩებოდა.
მეოთხე დღეს, კარზე რომ მომიკაკუნეს, რასაკვირველია,
კისრისტეხით გავვარდი. მეგონა, მეარის გამოგზავნილი კაცი
იქნებოდა, თუმცა, ოღონდ იმ მოწყენილობისგან დავეხსენი და
არც სხვა სტუმარი დამწყვეტდა გულს.
კარი გავაღე თუ არა, ჩემ წინ მდგარ მოხუც კაცში თხემით
ტერფამდე ჯენტლმენი ამოვიცანი. სამოსმაც გასცა, მაგრამ მის
გვარიშვილობაზე ის გულგრილობა უფრო მიანიშნებდა, რომ-
ლითაც ამ მდიდრულ ტანსაცმელს ატარებდა. თითქოს, სწორედ
ამგვარი სიმდიდრისთვის დაბადებულა და სხვაგვარად არც უნ-
და იყოსო. ახალგამომცხვარი დიდებულები, სოვდაგრები ან ტი-
ტულის მაძიებლები ასეთი ეშხიანი მიხრა-მოხრით ვერასოდეს
დაიკვეხნიდნენ.
მართალია, ალვერონის მსახურთუხუცესს მეარის კარზე
მოღვაწე ქვეშევრდომთა ნახევარზე უკეთ ეცვა და არც თავდაჯე-

700 მკითხველთა ლიგა


რება აკლდა, ამ ბატონთან შედარებით, სტეიპსი გამოსასვლელ
ტანსაცმელში გამოწყობილ ხაბაზს წააგავდა.
ალვერონის თერძების წყალობით, მეც სხვებივით დიდებუ-
ლად ვიმოსებოდი. ვერცხლისფერი ყოშითა და საყელოთი გაწ-
ყობილი მწვანე, შავი და შინდისფერი მშვენივრად მიხდებოდა.
სტეიპსისგან განსხვავებით, მდიდრულ ტანსაცმელს დიდებულ-
თა შესაფერისი დაუდევრობით ვეპყრობოდი. მართალია, აბრე-
შუმი ქავილს მგვრიდა, მართალია, ამდენი ღილი, ბალთა და
ფენა-ფენა ქსოვილი მთელ სტავრას ჯარისკაცის ფარაჯასავით
მოუქნელად აქცევდა, მაგრამ ტანზე საკუთარი კანივით მქონდა
მორგებული. ჩემთვის ეს ფარჩეული ერთი ჩვეულებრივი სასცე-
ნო კოსტიუმი გახლდათ, რომელში გამოწყობილსაც უბრალოდ
ჩემი როლი უნდა შემესრულებინა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, კარი გავაღე და დერეფანში
მდგარ მოხუც ჯენტლმენს გადავაწყდი.
– მაშ, ქვო თქვენ ბრძანდებით? – მკითხა.
შეცბუნებულმა თავის დაქნევის გარდა ვეღარაფერი მოვა-
ხერხე. ჩრდილოეთ ვინტასში წესადაა მიღებული, რომ სანამ
ვინმეს ეწვევი, სტუმრობა მსახურის პირით უნდა შეატყობინო.
შიკრიკებს ჯერ უსტარი და ისეთი ბეჭედი მოჰქონდათ, რომელ-
ზეც დიდგვაროვნის სახელი იყო ამოტვიფრული. თუკი დაბალი
წოდების პიროვნებას ზემდგომთან სურდა შეხვედრა, ოქროს ბე-
ჭედი უნდა გაეგზავნა, თანაბარი წოდების მასპინძელთან შესახ-
ვედრად ვერცხლისაც კმაროდა, ქვეშევრდომებისთვის კი რკი-
ნისა იყო განკუთვნილი.
რასაკვირველია, მე ყოველგვარ ჩინს ვიყავი მოკლებული.
არც წოდება გამაჩნდა, არც ადგილ-მამულები, არც ოჯახი და
არც წარმომავლობა. მდაბიოთა ოჯახში დავიბადე, მაგრამ ეს
არავინ იცოდა. ყველას ეგონა, ის იდუმალებით მოცული წი-
თელთმიანი, დროს ალვერონთან ბაასში რომ ატარებს, ვიღაც
701 მკითხველთა ლიგა
დიდებულიაო. ამიტომ, ჩემს წარმოშობასა და ამჟამინდელ
მდგომარეობაზე გამუდმებით ათასგვარ სისულელეს გაიძახოდ-
ნენ.
ალვერონის კარზე ჩემი წარდგენით თავი არავის შეუწუხებია.
ოფიციალურად არანაირი დიდგვაროვანი მე არ გამოვდიოდი,
რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავდა, რომ რკინის ბეჭედს უნდა
დავჯერებოდი. ქვეშევრდომთა დარად, სტუმრობის ნიშნად გა-
მოგზავნილი ბეჭდის მიღებაზე უარს ვერ ვიტყოდი, რათა ჩემზე
აღმატებული პიროვნებები არ განმერისხებინა.
ამიტომ იყო, კარში ამ ასაკოვანი ჯენტლმენის დანახვამ ძალ-
ზე რომ გამაკვირვა. აშკარად დიდგვაროვანი იყო, თუმცა დაუპა-
ტიჟებლად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მესტუმრა.
– შეგიძლიათ, ბრედონი დამიძახოთ, – თვალი თვალში გამი-
ყარა, – თაკის თამაში იცი?
დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა და უბრალოდ თავი
გავაქნიე.
იმედგაცრუებულმა ამოიხვნეშა.
– ეჰ, კარგი, გასწავლი, – ხელში ხავერდის შავი ტომსიკა შე-
მომაჩეჩა. შეხებით ვიგრძენი, თითქოს პატარა, გლუვი ქვებით
იყო სავსე.
ბრედონმა ზურგს უკან რაღაც ნიშანი მისცა. უეცრად ჩემს
ოთახში ორი ყმაწვილი შემოიჭრა და პატარა მაგიდა შემოიტა-
ნეს. გვერდზე გავიწიე და გზა დავუთმე, ბრედონმაც დრო იხელ-
თა და მსახურებს ფეხდაფეხ შემოჰყვა.
– ფანჯარასთან დადგით, – სასურველი ადგილისკენ ხელჯო-
ხით მიუთითა, – და სკამებიც შემოიტანეთ... ტაბურეტები არა,
საზურგიანი სკამები.
სულ მცირე ხანში ყველაფერი მისი სურვილისამებრ მოაწ-
ყვეს. ორმა მსახურმა ოთახი დატოვა და ბრედონი დამნაშავის
სახით მომიბრუნდა.
702 მკითხველთა ლიგა
– იმედია, მოხუცს ასეთი აყალმაყალით შემოსვლას აპატი-
ებთ.
– რა თქმა უნდა, – ვუპასუხე თავაზიანად, – გთხოვთ, დაბ-
რძანდით, – ფანჯარასთან მიდგმულ სკამზე მივუთითე.
– როგორი რიხით ლაპარაკობთ, – ჩაიხითხითა და ხელჯოხი
ფანჯრის რაფას მიაყუდა. კბილებდაფჩენილი მგლის თავის
ფორმის, ვერცხლის პრიალა სახელურზე მზის სხივები აკიაფდა.
ბრედონი ასაკოვანი იყო. მთლად ბერიკაცი არა, მაგრამ ჩემ-
თვის მაინც ბაბუის ასაკისა იქნებოდა. მის ფერებს მთლად ფე-
რებსაც ვერ უწოდებდი – უბრალო ნაცრისფერსა და ნახშირი-
ვით შავში გამოწყობილიყო. თმა-წვერი ერთიანად გათეთრებო-
და, ერთ სიგრძეზე შეეჭრა და სახე ჩარჩოში ჩასმულს მიუგავდა.
ვიდრე სკამზე მჯდომი ცოცხალი და ყავისფერი მზერით მათვა-
ლიერებდა, ბუს მივამსგავსე.
ბრედონის პირდაპირ ადგილი დავიკავე და დავინტერესდი,
ინფორმაციის დატყუებას რა ხერხით აპირებდა. აშკარად თამაშ-
ში მიწვევდა. ალბათ შეეცდება, რომ საიდუმლოებზე მეთამაშოს
და რაც აინტერესებს, წაგებულს დამცინცლოს-მეთქი. სხვა თუ
არაფერი, ახალი მიდგომა მაინც იქნებოდა.
გამიღიმა. გაუაზრებლად თავადაც გულწრფელი ღიმილით
ვუპასუხე.
– ამ დროისთვის უკვე ბეჭდების მოზრდილი კოლექცია უნდა
გქონდეს.
თავი დავუქნიე.
წინ ცნობისმოყვარე სახით გადმოიხარა.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ გადავხედო?
– სულაც არა, – მეორე ოთახში გავედი, ერთი მუჭა ბეჭდები
გამოვიტანე და მაგიდაზე დავახვავე.
გადახედა და თავის ქნევით ჩაილაპარაკა:

703 მკითხველთა ლიგა


– თავს ჩვენი საუკეთესო ჭორმონადირეები დაგსხმიან. ბედი
ვესტონს, პრაევეკსა და ტემენლოვისაც უცდიათ, – ერთ-ერთ ბე-
ჭედზე სახელის ამოკითხვისას წარბები აზიდა, – პრაევეკს ორ-
ჯერაც კი. მაგრამ ინფორმაციის ნაგლეჯიც ვერ დაგტყუეს, ყველა
ხელცარიელი გაუშვი.
ბრედონმა ამომხედა.
– ამით ვხვდები, რომ ენას კბილს მყარად აჭერ და ეს კარგა-
დაც გამოგდის. არ იდარდო, შენთან საიდუმლოებზე საჩურჩუ-
ლოდ არ მოვსულვარ. დროის ამაო კარგვა არ მეხალისება.
მისი სიტყვების ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ მაინც სა-
სიამოვნო მოსასმენი იყო.
– სიმართლე გითხრათ, გულზე მომეშვა.
– სხვათა შორის, – თქვა აუღელვებლად, – უნდა აღვნიშნო,
რომ ტრადიციის თანახმად, საკუთარი სტატუსისთვის ხაზის გა-
სასმელად, ბეჭდებს მისაღებ ოთახში, კართან ახლოს ალაგებენ
ხოლმე.
არ ვიცოდი, მაგრამ ამის აღიარება არ მინდოდა. ადგილობ-
რივი სასახლის კარის ჩვეულებებში უვიცობას თუ გამოვავლენ-
დი, მიხვდებოდა, რომ უცხოელი ან არადიდგვაროვანი წარმო-
შობისა ვიყავი.
– ერთი მუჭა რკინით რა სტატუსი უნდა გამოვამზეურო, – ვუ-
პასუხე უდიერად. გრაფმა ტრეპმა იმრეში ბეჭდების ტრადიციის
დედააზრი კი ამიხსნა, მაგრამ ვინტასელი თავადაც არ იყო და,
როგორც ჩანს, წვრილმანებში ვერ ერკვეოდა.
– შენს ნათქვამში სიმართლის მარცვალი ურევია, – კვლავ
უდრტვინველად მიპასუხა ბრედონმა, – მაგრამ ბოლომდე მარ-
თალსაც ვერ ვუწოდებთ. ოქროს ბეჭდები ნიშნავს, რომ შენ ქვე-
მოთ მყოფნი შენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ;
ვერცხლი თანასწორებთან ჯანსაღ ურთიერთკავშირზე მიანიშ-
ნებს, – ბეჭდები მაგიდაზე ერთ რიგად გაამწკრივა, – თუმცა,
704 მკითხველთა ლიგა
რკინა შენ ზემოთ მდგომთა ყურადღებაზე მიუთითებს და ცხად-
ყოფს, რომ საჭირო ადამიანი ხარ.
თავის ნელი დაქნევით დავეთანხმე.
– რა თქმა უნდა. მეარის გამოგზავნილი ნებისმიერი ბეჭედი
ხომ რკინისა იქნება.
– ზუსტადაც, – დამეთანხმა ბრედონი, – მეარისგან ბეჭდის
მიღება უდიდესი პატივის მანიშნებელია, – ბეჭდები მარმარი-
ლოს მაგიდის გლუვ ზედაპირზე ჩემკენ გამოასრიალა, – მაგრამ
აქ მისი ბეჭედი არ გაქვს, რაც მრავლისმთქმელია.
– როგორც ჩანს, სასახლის პოლიტიკა თქვენთვისაც არ არის
უცხო, – შევნიშნე.
ბრედონმა თვალები დახუჭა და უხალისოდ დამეთანხმა:
– ახალგაზრდობისას მომწონდა კიდეც და გარკვეულ ძალა-
უფლებასაც ვფლობდი, როგორც ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა
არანაირი ინტრიგებით არ ვარ დაინტერესებული, შესაბამისად,
სასახლის პოლიტიკა ჩემთვის სრულიად გაუფერულდა, – თვა-
ლი თვალში გამიყარა, – ახლა უბრალო მოთხოვნილებები
მაქვს – ვმოგზაურობ და სიამოვნებას ღვინითა და საინტერესო
ხალხთან საუბრით ვიღებ. ბოლო დროს ცეკვის სწავლასაც კი
მოვკიდე ხელი.
კიდევ ერთხელ თბილად გაიღიმა და თითი მაგიდაზე ააკაკუ-
ნა.
– მაგრამ ყველაზე მეტად თაკის თამაში მიყვარს. თუმცა, ძა-
ლიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვისაც ნორმალურად თამაშის-
თვის საკმარისი დრო და ჭკუა მოეპოვება, – ცალწარბაწეულმა
შემომხედა.
შევყოყმანდი.
– შეიძლება კაცმა ივარაუდო, რომ მახვილგონივრულ ლაპა-
რაკში დახელოვნებული ადამიანი ბრტყელ-ბრტყელი, ფუყე

705 მკითხველთა ლიგა


სიტყვებით გულუბრყვილო მსხვერპლისგან ინფორმაციის და-
ცინცვლას ცდილობს.
ბრედონმა გაიღიმა.
– ამ ბეჭდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ შორის ყვე-
ლაზე ბრწყინვალე მტაცებლები უკვე მოიგერიე. რასაც უნდა მა-
ლავდე, აშკარაა, რომ საკუთარ საიდუმლოებს თვალის ჩინივით
უფრთხილდები, – წინ გადმოიხარა, – აბა, ახლა ამაზე იფიქრე:
ვინც აქამდე გსტუმრობდა, კაჭკაჭები იყვნენ. თავზე დაგ-
ფრთხიალებდნენ და დაგჩხაოდნენ იმის იმედით, რომ რაღაც
ბრჭყვიალას წაგტაცებდნენ, – თვალები დამცინავად აატრიალა,
– რა ხეირს მოელოდნენ? ალბათ, ხანმოკლე დიდებას, მყვირა-
ლა და ჭორიკანა თანასწორებზე დროებით უპირატესობას, –
ბრედონმა თეთრ წვერზე ხელი ჩამოისვა, – მე კაჭკაჭი არ ვარ.
ბრწყინვალებას არ ვეტანები და არც ჭორმონადირეების აზრი
მაინტერესებს. უფრო ხანგრძლივ და ფარულ თამაშს ვთამაშობ,
– ხავერდის ტომსიკის გახსნა დაიწყო, – გამჭრიახი ადამიანი
ხარ. ვიცი, რადგან მეარი სულელებზე დროს არ კარგავს. ისიც
ვიცი, რომ ან მეარის დიდი წყალობას ფლობ, ან მისი მომავალ-
ში მოპოვების კარგი შანსი გაქვს. სწორედ აქ იმალება ჩემი გეგ-
მა, – კვლავ ჩვეული თბილი ღიმილით დამასაჩუქრა, – გინდა,
მოისმინო?
წინანდელივით, ახლაც ჩემდაუნებურად, დაუფიქრებლად გა-
ვუღიმე.
– თქვენი მხრიდან უჩვეულო სიკეთე იქნებოდა.
– კეთილგანწყობის მოპოვებას ვგეგმავ. მინდა, შენთვის გა-
მოსადეგი ადამიანი გავხდე. საუბარშიც დროს სასიამოვნოდ გა-
ვატარებთ, – მრგვალი ქვები მაგიდის მარმარილოს ზედაპირზე
მოაბნია, – შემდეგ, როდესაც მეარის ცაზე შენი ვარსკვლავი
აკაშკაშდება, შეიძლება, მოულოდნელად, შენ გვერდით, სასარ-
გებლო მეგობრის პოზიციაზეც აღმოვჩნდე, – ქვების ფერების
706 მკითხველთა ლიგა
მიხედვით გადარჩევას შეუდგა, – თუ შენი ვარსკვლავი ჩაესვე-
ნება, რამდენიმე ხელი თაკის თამაში მაინც შემრჩება.
– ჩემი ვარაუდით, თქვენს რეპუტაციას ჩემთან განმარ-
ტოებით გატარებული რამდენიმე საათიც არ ავნებს, იმის გათვა-
ლისწინებით, რომ სხვათა სტუმრობებმა თხუთმეტ წუთს თუ გას-
ტანა.
– სწორი მიგნებაა, – დამეთანხმა და ქვების დალაგება დაიწ-
ყო. ცნობისმოყვარე, ყავისფერი თვალებით ისევ ღიმილიანი
მზერა მომაპყრო, – ჰოო, ვფიქრობ, შენთან თამაშით საკმაოდ
გავერთობი.

707 მკითხველთა ლიგა


***

მომდევნო რამდენიმე საათი თაკის სწავლას მოვანდომე.


მოწყენილობისგან გაგიჟების პირას რომც არ ვყოფილიყავი,
მგონი, მაინც მომეწონებოდა. თაკი საუკეთესო თამაშთაგანია:
მარტივი წესები, რთული სტრატეგია. ბრედონმა ხუთივე ხელი
ოსტატურად მომიგო, მაგრამ შემიძლია იმით მაინც ვიამაყო,
რომ ხუთივეჯერ სხვადასხვა ხრიკი დასჭირდა.
მეხუთე ხელის შემდეგ სკამის საზურგეს კმაყოფილი მიეყ-
რდნო.
– უკვე თითქმის კარგად თამაშობ. კუთხეში მშვენივრად მი-
მიწყვდიე, – თითები დაფის კუთხეს შემოატარა.
– მაგრამ არა – საკმარისად ჭკვიანურად.
– მაგრამ მაინც ჭკვიანური იყო. რისი გაკეთებაც სცადე, მა-
გას ბრუკერის დაცემა ჰქვია, რომ იცოდე.
– და თქვენ რომელი გზითაც დამიძვერით, მაგას რა ჰქვია?
– მე ბრედონის დაცვას ვეძახი, – თქვა და ჩაიქირქილა, –
თუმცა ნებისმიერ სვლას ეგრე ვუწოდებ, როცა კი კუთხეში მი-
მიმწყვდევენ და ჩემი უჩვეულო გონიერების წყალობით გამოვ-
ძვრები ხოლმე.
გავიცინე და ქვების გადაწყობა დავიწყე.
– ერთიც?
ბრედონმა ამოიხვნეშა.
– ეჰ, გადაუდებელი შეხვედრა მაქვს. ახლავე გაქცევა არ
მჭირდება, მაგრამ იმდენი დროც არ დამრჩა, რომ ხეირიანად
თამაში მოვასწროთ.
ხავერდის ტომსიკაში ქვების ჩაყრას შეუდგა, თან ყავისფერი
თვალები მომანათა.
– ისეც არ გავკადნიერდები, გკითხო, ადგილობრივ ჩვეულე-
ბებთან როგორ ხარ-მეთქი, – წამოიწყო, – თუმცა იმ აზრს კი
708 მკითხველთა ლიგა
ვადგავარ, რომ რამდენიმე ზოგადი რჩევით დახმარება მაინც
შემიძლია. ოღონდ ჩემი რჩევა ან გამოგადგება, ან არა, – გამი-
ღიმა, – რასაკვირველია, აჯობებს, ყურს თუ დამიგდებ. უარით
თუ გამისტუმრებ, ამით მიმახვედრებ, რომ აქაურ ადათებს კარ-
გად იცნობ.
– კეთილი და პატიოსანი, – სახე არ შემცვლია.
ბრედონმა მაგიდის უჯრა გამოაღო და ერთი მუჭა რკინის ბეჭ-
დები ამოალაგა. ისინი თამაშის დაწყებამდე შევინახეთ, რათა
მაგიდა გაგვეთავისუფლებინა.
– ბევრ რამეზე მეტყველებს, როგორ ეპყრობი ბეჭდებს. თუ
სადმე უწესრიგოდ გიყრია, ნიშნავს, რომ დიდებულთა კარზე
მიმდინარე მოვლენები საერთოდ არ გაინტერესებს.
ბეჭდები ისე დააწყო, რომ სახელამოტვიფრული მხარეებით
ჩემკენ მოაქცია.
– თუმცა, თუ ფაქიზად დაალაგებ, ამით ყველას მიანიშნებ,
როგორ გეამაყება, კეთილშობილი სისხლის შთამომავლებთან
ახლო კავშირი რომ გაქვს, – ისევ შემომხედა და ისევ გამიღიმა,
– თუმცა, ბეჭდებით რისი თქმაც უნდა გინდოდეს, ახალმოსულ
სტუმართან რამე მოიმიზეზე და მცირე ხნით მისაღებში მარტო
დატოვე; საშუალება მიეცი, ბეჭდების კოლექცია დაათვა-
ლიეროს და ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.
ბრედონმა მხრები აიჩეჩა და ბეჭდები ჩემკენ გამოაჩოჩა.
– თუ მოისურვებ, იმის უფლებაც გაქვს, რომ ბეჭედი ნებისმი-
ერ დროს მფლობელს დაუბრუნო, – ფრთხილად ლაპარაკობდა.
ცდილობდა, „აბა, ეს თუ იცი?“ არ გამოსვლოდა.
– რასაკვირველია, – ვუპასუხე გულახდილად. ასე ტრეპმა
დამარიგა და იქიდან მახსოვდა.
– პატივისცემის ამაზე მეტი გამოვლინება არ არსებობს, –
თეთრ თმა-წვერს მისი სახისთვის ალყა შემოერტყა. ბუსებრი

709 მკითხველთა ლიგა


თვალებით დაჟინებით მაშტერდებოდა, – ხალხში ტრიალისას
მათგან რომელიმეს ბეჭედი გკეთებია?
უსამკაულო თითები დავანახე.
– ბეჭდის ტარება იმაზე მიუთითებს, რომ ან მის გამომგზავნს
მართებს შენი, ან ბეჭდის ძველი მფლობელის გულის მოგებას
ცდილობ, – თვალი შემავლო, – თუ მეარი გაგზავნილი ბეჭდის
დაბრუნებაზე უარს განაცხადებს, იცოდე, იმის ნიშანი იქნება,
რომ შენთან ფორმალური ურთიერთობის წამოწყება სურს.
– ასეთ შემთხვევაში, უბეჭდოდ სიარულს გულგრილობად მი-
იჩნევენ, – ჩავურთე.
ბრედონს ჩაეღიმა.
– ჰო, ალბათ. ერთია, როცა ბეჭედს მისაღებ ოთახში გამო-
ფენ და სულ სხვაა, თუ თითზე წამოიკოსებ. ვიღაცის მიერ გა-
მოგზავნილი ბეჭდით სიარულს კადნიერებაში ჩამოგართმევენ.
გარდა ამისა, თუ მეართან სხვისი ბეჭდით ხელდამშვენებული
გამოცხადდები, შეიძლება, ეს საქციელი არასწორად აღიქვას –
თითქოს მის ტყეში ვინმემ შენი თავი უკანონოდ მოინადირა.
სკამის საზურგეს მიეყრდნო.
– ახლა ის ზოგადი ადათები ჩამოგითვალე, რომლებიც, ეჭვი
მაქვს, ისედაც კარგად იცოდი და თავაზიანობის გამო მოხუცს
სიტყვა არ შეაწყვეტინე.
– თაკში ელვისებური შეტევებისგან ჯერ კიდევ გაბრუებული
ვარ, – ვუპასუხე. ხელი ისე აიქნია, თითქოს მეუბნებოდა, მოგ-
ცლიაო. შევნიშნე, რომ ერთი ბეჭედიც არ ეკეთა.
– გემო გაუგე და უმალ შეგიყვარდა. ჩვენში იტყვიან, ზუსტად
ისე, როგორც ბოზებში გარეულ ბარონსო. ჩემი გათვლებით,
ასე, ერთ თვეში უკვე ღირსეულ მეტოქეობას გამიწევ.
– ცოტაც მაცადეთ და თავადვე დარწმუნდებით, – ვუპასუხე,
– შემდეგ თამაშში აუცილებლად დაგამარცხებთ.
ბრედონმა ჩაიქირქილა:
710 მკითხველთა ლიგა
– თავდაჯერებაც ამას ჰქვია, – ხელი ჯიბისკენ წაიღო და ტომ-
სიკაზე მომცრო ქისა ამოაძვრინა, – მცირედი საჩუქარი მოგარ-
თვი.
– რატომ შეწუხდით, – ვიუხერხულე, – იმაზეც მადლობელი
ვარ, დღის სასარგებლოდ გატარებაში რომ წამეშველეთ.
– გთხოვ, – ქისა მაგიდაზე გამომიცურა, – უარი არ გამაგო-
ნო. აიღე, ჩემი სურვილით, უფასოდ გაძლევ, როგორც საჩუ-
ქარს. ვალდებულებისა და თხოვების გარეშე.
ქისას პირი მოვხსენი და ამოვაპირქვავე. ხელისგულზე სამი
ბეჭედი გადმომიგორდა: ოქროსი, ვერცხლისა და რკინის. სამი-
ვეზე ჩემი სახელი ამოეტვიფრათ – ქვო.
– ყური მოვკარი, მთელი ბარგი დაკარგაო, – მომახსენა ბრე-
დონმა, – ვიფიქრე, ბეჭდები გამოადგება-მეთქი, – შემომცინა, –
მით უმეტეს, ჩემთან კიდევ ერთი ხელი თაკის თამაში თუ გინდა.
დაბნეული ბეჭდებს ხელისგულში ვატრიალებდი, თან იმაზე
ვფიქრობდი, ნეტავი, ოქროს ბეჭედი მართლა ოქროსია თუ უბ-
რალოდ შეფერილია-მეთქი.
– თუ ჩემს ახალშეძენილ ნაცნობთან სტუმრობას მართლაც
გადავწყვეტ, რომელი ბეჭედი გავუგზავნო?
– ჰმმ... – ზანტად წამოიწყო ბრედონმა, – რთული კითხვაა.
შენს ოთახში ნაჩქარევი შემოვარდნისა და უკადრისი ფაცხაფუც-
ხის გამო ხეირიანად ვერც გაგეცანი და ვერც ჩემი წოდება მო-
გახსენე, – ყავისფერი თვალებით დაჟინებით ჩამაშტერდა.
– ჩემი მხრივ შეუფერებელი საქციელი იქნებოდა, თავად გა-
მომეკითხა, ვინ ბრძანდებით, – ფრთხილად ვუთხარი. არ ვიცო-
დი, რა თამაშს მეთამაშებოდა.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
– ახლადელი ვითარებით, შეგიძლია მიიჩნიო, რომ არც წო-
დება მაქვს და არც რანგი. უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდით: შენ მეარის კარს ვინაობის გაუმჟღავნებლად ეწვიე, მე კი
711 მკითხველთა ლიგა
კარზე ისე მოგიკაკუნე, რომ ჩემი გვაროვნობის გამხელა ვერ
მოვახერხე; შესაბამისად, თუ ოდესმე ჩემთან სტუმრობას, სა-
დილზე დაწვევას ან თაკში კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხის
დაგემოვნებას დააპირებ, ვერცხლის ბეჭედი, ალბათ, ყველაზე
შესაფერისი გზავნილი იქნება.
ვერცხლის ბეჭედი თითებში მოვიქციე. მართლაც ეს ბეჭედი
რომ გამეგზავნა, მაშინვე მითქმა-მოთქმა ატყდებოდა, ეტყობა,
ბრედონისნაირი წოდება აქვსო. არადა, აზრზე არ ვიყავი, თავად
ბრედონი ვინ იყო.
– ხალხი რას იტყვის?
თვალები აუციმციმდა.
– მართლა გაინტერესებს?

712 მკითხველთა ლიგა


***

დღე დღეს მისდევდა. მეარის ნატიფმა ლაქლაქმა ყურები გა-


მომიჭედა. ყბედი დიდებულები კვლავ ბარათებსა და ბეჭდებს
მიგზავნიდნენ, თუმცა ცივი და ზრდილი დახვედრის მეტს ვერას-
დროს ვერაფერს გამომრჩნენ.
ოთახებს მიჯაჭვულს გამაგიჟებელი მოწყენილობის გაქარვე-
ბაში მხოლოდ ბრედონი მეხმარებოდა. მეორე დღეს ვერცხლის
ბეჭედი და ბარათი ვაახლე: „როგორც კი თავისუფალი დრო გა-
მოგიჩნდებათ, ჩემს ოთახებში შევხვდეთ“. ხუთ წუთში გამომეც-
ხადა. თაკის დაფაც მოიტანა და ქვებით გამოტენილი ტომსიკაც.
ბეჭდის უკან დაბრუნება მოისურვა და ეს პატივი რაც შემეძლო,
თავაზიანად მივიღე. სულაც არ მეწყინებოდა, რომ დაეტოვები-
ნა, მაგრამ თავადაც იცოდა, რომ მხოლოდ ერთი ვერცხლის ბე-
ჭედი მომეძევებოდა.
მეხუთე ხელი შიკრიკმა შეგვაწყვეტინა – მეარი მიხმობდა.
ალვერონის მიერ გამოგზავნილი რკინის ბეჭედი შიკრიკის ვერ-
ცხლის ლანგარს მუქ ლაქად აჩნდა. ბრედონს მოვუბოდიშე და
ბაღისკენ გავქანდი.
იმავე საღამოს ბრედონისგან ვერცხლის ბეჭედი და ბარათი
მივიღე: „ვახშმის შემდეგ, შენს ოთახებში“. პასუხად გავუგზავნე,
შესანიშნავია-მეთქი.
როდესაც მოვიდა, ბეჭედი შევთავაზე. ზრდილობიანად იუარა
და მეც სხვა რა დამრჩენოდა – სამკაული კართან მიდგმულ
თასში, დანარჩენ ბეჭდებთან ჩავდე. ერთი მუჭა რკინის ფონზე
ვერცხლი ყველას დასანახად თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.

713 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეთვრამეტე
არშიყი

მეარს შემდეგი ორი დღის განმავლობაში არ მივუხმივარ.


ოთახებში გამომწყვდეული მოწყენილობისა და სიბრაზისგან
ჭკუიდან შეშლის პირას ვიდექი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ
არ ვიცოდი, რატომ არ მეძახდა. დაკავებული იყო? რამე ვაწყე-
ნინე? ვიფიქრე, ბრედონის ნაჩუქარ ოქროს ბეჭედსა და ბარათს
გავუგზავნი-მეთქი, მაგრამ ეს მძიმე შეცდომა იქნებოდა იმ შემ-
თხვევაში, თუ ალვერონი ჩემს მოთმინებას ცდიდა.
არადა, მოთმინება უკვე მღალატობდა. აქ მფარველის ან,
სულ მცირე, ამირის ისტორიის კვლევაში დახმარების მოსაპო-
ვებლად გამოვემგზავრე. ჯერჯერობით მეარის განკარგულებაში
ყოფნის სანაცვლოდ გაბრტყელებული ტრაკის მეტი არაფერი
მიმეღო. ვფიცავ, ბრედონი რომ არა, აქამდე დასაბმელი გიჟი
გავხდებოდი.
საშინელებად მახსენდებოდა ისიც, რომ ჩემი ბარბითი და
დენნას ნაჩუქარი დიდებული ჩასადები სულ რაღაც ორ დღეში
სხვისი საკუთრება გახდებოდა. იმედი მქონდა, რომ ამ დროის-
თვის მეარის ისეთი ნდობა მექნებოდა მოპოვებული, რომ მის-
თვის ლომბარდიდან ნივთების გამოსასყიდი ფულის თხოვებას
შევძლებდი. მინდოდა, რომ თავად ყოფილიყო ჩემთან ვალში
და არა – პირიქით. როდესაც წარჩინებული გვარის წარმომად-
გენელს რაიმეს ესესხები, მისი ვალისგან თავის დაღწევა უაღ-
რესად ძნელია.
ალვერონის სიჩუმით თუ ვიმსჯელებდით, მისი წყალობის მო-
პოვებამდე ძალიან ბევრი მაკლდა. მეხსიერება დავძაბე და ვცა-
დე გამეხსენებინა, ჩვენი ბოლო საუბრისას რა ვთქვი ისეთი, რა-
საც შეიძლებოდა მისი გულისწყრომა გამოეწვია.

714 მკითხველთა ლიგა


უჯრიდან ბარათი ამოვაძვრინე და მეარისთვის ფულის მო-
ხერხებულად თხოვნაზე ფიქრი დავიწყე, რა დროსაც კარზე კა-
კუნი გაისმა. ნაადრევი ლანჩი მეგონა და ბიჭს გავძახე, მაგიდა-
ზე დატოვე-მეთქი.
სიჩუმე ისე გაიწელა, რომ ფიქრიდან გამომარკვია. კარს მივ-
ვარდი და დერეფანში მეარის მსახურის, სტეიპსის დანახვაზე
გავშრი. ალვერონი აქამდე ყოველთვის შიკრიკების შუამავლო-
ბით მიხმობდა ხოლმე.
– მეარს თქვენი ნახვა სურს, – მითხრა სტეიპსმა. შევამჩნიე,
რომ ოდნავ მოტეხილი ჩანდა; თვალები ისე ჩაღამებოდა, თით-
ქოს ნორმალურად არ უძინიაო.
– ბაღში?
– მის ოთახებში, – მომიგდო სტეიპსმა, – მე გაგაცილებთ.
თუ სასახლის ჭორიკნებს დავუჯერებდი, ალვერონი საკუთარ
ოთახებში სტუმრებს ძალზე იშვიათად იღებდა. სტეიპსს ფეხდა-
ფეხ მივყევი და ვიგრძენი, როგორ მომეშვა. ლოდინს ყველაფე-
რი სჯობდა.

715 მკითხველთა ლიგა


***

ალვერონი ბუმბულის ქვეშაგებით გაწყობილ საწოლში წა-


მომჯდარიყო. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო ფერ-
მკრთალი და გამხდარი ჩანდა. ისევ ნათელი და ბასრი თვალე-
ბით იმზირებოდა, მაგრამ დღეს მათგან რაღაც სხვა, უფრო
მძაფრი ემოცია გამოსჭვიოდა.
ახლომდებარე სკამზე მიმითითა.
– ქვო, მოდი, დაჯექი, – ხმაც დასუსტებოდა, მაგრამ მბრძა-
ნებლური კილო არ დაეკარგა. საწოლის გვერდით მივუჯექი.
მივხვდი, რომ საკუთარ ოთახში მიღების პატივისთვის მადლო-
ბის გადასახდელად შეუფერებელი მომენტი იყო.
– ქვო, იცი, რამდენი წლის ვარ? – მომახალა შესავლის გა-
რეშე.
– არა, თქვენო მოწყალებავ.
– გამოცნობა რომ სცადო? რამდენი წლისას ვგავარ? – მის
თვალებში ისევ ის მძაფრი ემოცია შევნიშნე: ბრაზი, ნაცრის ფე-
ნის ქვეშ ჩუმად გაღვივებული ცხელი ნაკვერჩხლისებრი ნელი
სიბრაზე.
გონება გამალებით ავამუშავე და ვცადე, საუკეთესო პასუხი
მომეფიქრებინა. არ მინდოდა გამერისკა და მეწყენინებინა, მაგ-
რამ მეარს პირფერობაც ძალიან აღიზიანებდა, თუ ის უკიდურე-
სი დახვეწილობით არ იყო შენიღბული.
ჩემს საბოლოო ნავსაყუდელს, გულწრფელობას მივადექი.
– ორმოცდათერთმეტი, თქვენო მოწყალებავ. შეიძლება, ორ-
მოცდათორმეტიც.
თავი ნელა დამიქნია და სიბრაზე მინავლებული ჭექა-
ქუხილივით შეუსუსტდა.
– არასდროს ჰკითხო ასაკი შენზე ახალგაზრდას. ორმოცის
ვარ, დაბადების დღე მომდევნო თერთმეტეულში მიწევს. თუმცა,
716 მკითხველთა ლიგა
მართალი ხარ, ორმოცდაათისას ვგავარ, მაშინაც კი, როცა სა-
წოლს არ ვარ მიჯაჭვული. კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ დიდ-
სულოვნებაც კი გამოიჩინე, – საწოლის თეთრეული უმიზნოდ
გაასწორა, – საშინელებაა, როცა სიბერე ასაკს უსწრებს.
ტკივილისგან გაიჭიმა და სახე დაემანჭა. რამდენიმე წამში
გაუარა და ღრმად ჩაისუნთქა. სახე ოფლისგან ოდნავ აუბრჭყვი-
ალდა.
– არ ვიცი, შენთან საუბარს კიდევ რამდენ ხანს შევძლებ.
დღეს თავს არც ისე კარგად ვგრძნობ.
ფეხზე წამოვდექი.
– თქვენო მოწყალებავ, გნებავთ, კაუდიკუსს დავუძახო?
– არა, – გამოსცრა, – დაჯექი.
დავემორჩილე.
– ეს წყეული ავადმყოფობა ერთი თვის წინ შემომიჩნდა,
წლები მომიმატა და სიბერე შემაგრძნობინა. მთელი ცხოვრება
საკუთარი მიწების პატრონობაში გავატარე, მაგრამ ერთ რამეში
კი დაუდევრობა გამოვიჩინე – ოჯახი, მემკვიდრე არ მყავს.
– თქვენო მოწყალებავ, ცოლის მოყვანას გეგმავთ?
სასთუმალზე მიესვენა.
– ჭორებმა შენამდეც მოაღწია, არა?
– არა, თქვენო მოწყალებავ. ჩვენი წინანდელი საუბრებიდან
მივხვდი, რომ დაოჯახებაზე ფიქრობდით.
მზერით გამბურღა.
– მართლა? ჭორები არაფერ შუაშია და შენ თვითონ გა-
მოიცანი?
– მართალს მოგახსენებთ, თქვენო მოწყალებავ. მომიტევეთ
პირდაპირობა და კარს კაჭკაჭები მართლაც შემოგეჩვივნენ.
– კაჭკაჭები? კარგადაა ნათქვამი, – სუსტად გაიღიმა.
– თუმცა, უმეტესწილად, მაინც იმაზე ჩურჩულებენ, დასავლე-
თიდან ვიღაც იდუმალი სტუმარი ეწვიაო, – თავი ოდნავ დავუკა-
717 მკითხველთა ლიგა
რი, – ქორწინებაზე არაფერი მსმენია. ხალხი თქვენს უცოლო-
ბას უკვე შეეგუა.
– აჰა, – მოეშვა, – თურმე რა ყოფილა. როცა ახალგაზრდა
ვიყავი, მამაჩემმა მოიწადინა, ცოლი უნდა შეგრთოო. მაშინ
თავში ქარი მიქროდა და ამისთვის ვის ეცალა. სხვათა შორის,
ესეც ძალაუფლების თანამდევი ერთ-ერთი შეზღუდვაა – თუ მე-
ტისმეტად ძლევამოსილი ხარ, ხალხს შენი რისხვისა ეშინია და
შეცდომებზეც არავინ მიგითითებს. ძალაუფლება საზარელი რა-
მაა.
– გეთანხმებით, თქვენო მოწყალებავ.
– არჩევანის შესაძლებლობას გისპობს, – განაგრძო, – თით-
ქოს უამრავ ახალ გზას გიხსნის, სამაგიეროდ, სხვა ბილიკები სა-
მუდამოდ გეკარგება. მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ მძიმე
მდგომარეობაში ვარ.
ცხოვრების განმავლობაში მშიერ-მწყურვალს იმდენჯერ და-
მიძინია, დიდგვაროვანთა მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა
ნამდვილად მიჭირდა, მაგრამ ლოგინად ჩავარდნილი მეარის
ფერმიხდილი, გაცრეცილი, მისუსტებული სახის შემხედვარეს
გულმა რეჩხი მიყო.
– რას გულისხმობთ, თქვენო მოწყალებავ?
ალვერონმა გაიბრძოლა, დიდი ძალისხმევის ფასად წამოჯდა
და ბალიშებს მიეყრდნო.
– რომ დავოჯახდე, შესაფერისი საცოლეც უნდა შევარჩიო,
ისეთივე დიდგვაროვანი, როგორიც ჩემს წარმომავლობას ეკად-
რება. თუმცა, ისეც არ მინდა, რომ მხოლოდ ორი დიდებული
ოჯახის დანათესავების გამო დავქორწინდე. საპატარძლო
ახალგაზრდაც უნდა იყოს, რათა... – ჩაახველა და გამომშრალი
ხმით განაგრძო, – მემკვიდრე შობოს. თუ შესაძლებლობა მოგ-
ვეცემა, რამდენიმეც კი, – შემომხედა, – ახლა ხვდები, რა მაწუ-
ხებს?
718 მკითხველთა ლიგა
თავი აუჩქარებლად დავუქნიე.
– არსს ჩავწვდი, თქვენო მოწყალებავ. ამ სამეფოში მოიძებ-
ნება ვინმე ისეთი, ვინც საცოლედ გამოგადგებათ?
– მხოლოდ რამდენიმე, – ალვერონს ხმაში უწინდელი მგზნე-
ბარება გაუკრთა, – მაგრამ მეფის ქვეშევრდომთაგან პატარ-
ძლის ამორჩევა უგუნური საქმე იქნებოდა. ხომ გესმის, ვალდე-
ბულებათა სიმძიმე და საზავო ბეჭდები... ჩემი წინაპრები, ვინტა-
სის დაარსებიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში
იმისთვის იბრძოდნენ, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლება
შეენარჩუნებინათ. იმ ძაღლიშვილ როდერიკს ქალის გულის-
თვის ხვეწნა-ვედრებას არ დავუწყებ; ჩემი სამფლობელოს ერთ
გოჯსაც კი არ გავუყოფ.
– მეფის ქვეშევრდომობის ტვირთისგან თავისუფალი თუ გე-
გულებათ ვინმე, თქვენო მოწყალებავ?
– ერთი, – ისე თქვა, თითქოს მძიმე ლოდი მოიშორაო, – მაგ-
რამ ყველაზე უარესი ისაა, რომ ყოველმხრივ შემკული გოგოა:
პატივსაცემი ოჯახის შვილი, განათლებული, ახალგაზრდა, ლა-
მაზი...
უკანასკნელი სიტყვის წარმოთქმა თითქოს ეძნელა.
– თანაც, სადაც უნდა წავიდეს, მისი სიყვარულით ძილდამ-
ფრთხალი მოარშიყეების ჯგრო ყველგან თან დაჰყვება. სულ
ნარჩევ-ნარჩევი, ჯან-ღონით სავსე, ჯეელი, ენადათაფლული
ყმაწვილები არიან. ზოგს მისი გვარიშვილობა ხიბლავს, ზოგს –
გონებამახვილობა, ზოგს კი ადგილ-მამულებზე უჭირავს თვა-
ლი, – ერთხანს იყუჩა, – რას იფიქრებს, მიჯნურობაში ისეთი და-
ლეული ბეხრეკი თუ გამოუტყდება, რომელიც ფეხზე ძლივს
დგას, სიარულისას კი ყავარჯენს იშველიებს? – სახე მოჭმუხნა.
თითქოს ნათქვამის სიმწარემ პირი დაუფუფქაო.
– დიახ, მაგრამ თქვენი წოდება უთუოდ... – წამოვიწყე.
ხელი ასწია და დაჟინებით ჩამაშტერდა.
719 მკითხველთა ლიგა
– ქალს, რომლის ყიდვაც შეიძლება, ცოლად მოიყვანდი?
თვალი ავარიდე. დაბლა დავიხედე.
– არა, თქვენო მოწყალებავ.
– არც მე. იმის შემოთავაზება, საკუთარი წოდება გამოიყენე,
რათა გოგოს გული მოიგო და შეუღლებაზე დაგთანხმდესო... სა-
ძაგლობაა.
ცოტა ხნით ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია. ფანჯრიდან ვხე-
დავდი, იფნის ცამდე აშოტილ ტანზე ორი ციყვი დაჭერობანას
როგორ თამაშობდა.
– თქვენო მოწყალებავ, შემიძლია, ვიშუამდგომლო და გიმა-
ჭანკლოთ... – მეარის რისხვის სიმხურვალე იქამდე ვიგრძენი,
ვიდრე ამოხეთქავდა და საქციელზე შეეტყობოდა, – პატიებას
ვითხოვ, თქვენო მოწყალებავ, ზედმეტი წამოვროშე.
– ამასაც შენ თვითონ მიხვდი?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.
შევნიშნე, რომ საკუთარ თავს ებრძოდა და ორჭოფობდა. ბო-
ლოს ამოიოხრა. ოთახში ჩამოწოლილი დაძაბულობა ამოოხ-
ვრას გაჰყვა და სადღაც გაუჩინარდა.
– შენ კი არა, პატიებას მე უნდა ვითხოვდე. ტკივილის მსახ-
ვრალმა კლანჭმა ხასიათი მომისპო. ჩვეულებად არ მაქვს, პი-
რადი საქმეები უცხოებთან გავარჩიო, მით უფრო, ისეთ უცნობ-
თან, ყველაფერს თქმის გარეშე, თავადაც რომ ხვდება. კიდევ რა
დასკვნები გამოიტანე? გამბედაობა მოიკრიბე და რასაც მიხვდი,
ყოველივე გამიმხილე.
ოდნავი შვება ვიგრძენი.
– ჩემი დაკვირვებით, სწორედ ამ ქალის შერთვა გადაგიწყვე-
ტიათ. პირველ რიგში, იმის გამო, რომ თქვენი შესაფერისია,
თუმცა ისიც ცხადია, რომ გიყვართ.
კვლავ დუმილი ჩამოწვა. არც ისე გაუსაძლისი, როგორც წი-
ნა, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა.
720 მკითხველთა ლიგა
– სიყვარული, – წამოიწყო ნელა, – ის სიტყვაა, რომელსაც
სულელები ზედმეტად ეტანებიან. ერთი რამ ნათელია – ის ქალი
სიყვარულს იმსახურებს, მის მიმართ გულგრილი ნამდვილად
არ ვარ, – თითქოს რაღაც აწუხებდა, – ამის მეტს ვერაფერს ვიტ-
ყვი, – თვალი შემავლო, – მქონდეს შენი თავდაჭერილობის იმე-
დი?
– რასაკვირველია, თქვენო მოწყალებავ. ოღონდ გრძნობებს
ასე ძალიან რატომ ასაიდუმლოებთ?
– მირჩევნია, მაშინ ვიმოქმედო, როდესაც საჭიროდ მივიჩ-
ნევ. ჭორები ხან საქმესთან მოუმზადებლად და ნაჩქარევად შე-
ჭიდებას გვაიძულებს, ხანაც მოუმწიფებელ, ჯერ ისევ მერყევ ვი-
თარებას უცაბედი აჩქარებით მიწასთან გვასწორებინებს.
– გასაგებია. ქალბატონს რა ჰქვია?
– მელუან ლაქლესი, – კრძალვით წარმოთქვა მისი სახელი,
– თავად დავრწმუნდი, როგორი სანდომიანი ყმაწვილი ხარ და
რა დახვეწილი ქცევითაც გამოირჩევი. თანაც ტრეპმა დამაჯერა,
სიმღერათა თხზვისა და ბარბითის დიდოსტატიაო. სწორედ შენ-
ნაირ ადამიანს ვეძებდი. ჩემი განზრახვის შესრულებაში დამეხ-
მარები?
შევყოყმანდი.
– მაინც, რით გსურთ დაგეხმაროთ, თქვენო მოწყალებავ?
გამომცდელი მზერა მომაპყრო.
– მეგონა, შენებრ გამჭრიახი გამომცნობი თავად მიხვდებო-
დი.
– იმას კი მივხვდი, რომ შუამავლად გჭირდებით, მაგრამ რა
უნდა ვაკეთო, ჯერ არ ვიცი. წერილები მივწერო? სიმღერები და-
ვამღერო? იქნებ გნებავთ, ღამით მთვარით განათებულ აივანზე
ავცოცდე და ფანჯრის რაფაზე ყვავილები დავუტოვო? ან მასთან
ნიღაბაფარებულმა ვიცეკვო და თავი მეარად გავაცნო? – უღიმ-

721 მკითხველთა ლიგა


ღამოდ გავუღიმე, – დიდი ვერაფერი მოცეკვავე გახლავართ,
თქვენო მოწყალებავ.
ალვერონმა ხმამაღლა და გულიანად გადაიხარხარა.
მხიარული სიცილის მიუხედავად ეტყობოდა, რომ ამ სიცილმა
გაუსაძლისი ტკივილი მოჰგვარა.
– უფრო პირველ ან მეორე შემოთავაზებაზე ვფიქრობდი, –
გამომიტყდა და თვალებამოღამებული კვლავ ბალიშებში ჩაიძი-
რა.
თავი დავუკარი.
– მის შესახებ მეტი უნდა შევიტყო, თქვენო მოწყალებავ. ქა-
ლისთვის თავის მოწონებას მაშინ, როდესაც ხეირიანად არც კი
იცნობ, სულელური საქციელიც აღარ ეთქმის, უარესია.
ალვერონმა გადმომხედა.
– ძირითად საკითხებს კაუდიკუსი გაგაცნობს. მისი ოჯახის
შესახებ უამრავი რამ იცის. მასთან არშიყობას თუ აპირებ, უნდა
იცოდე, სად აღიზარდა, რამეთუ სწორედ ოჯახია ის საძირკველი,
რომელზეც ადამიანი დგას, – მიმიხმო და რკინის ბეჭედი გამო-
მიწოდა. ხელი უკანკალებდა და ჰაერში ძლივს იმაგრებდა, – ეს
კაუდიკუსს აჩვენე და მიხვდება, რომ ჩემთვის ირჯები.
სწრაფად გამოვართვი.
– კაუდიკუსმა ის თუ იცის, ცოლის მოყვანა რომ გინდათ?
– არა! – ალვერონმა თვალები დააკვესა, – არავისთან გაამ-
ხილო! რაც გინდა, ის მოიმიზეზე, ოღონდ კრინტი არავისთან
დაძრა. წამალი მომიტანე.
ქუთუთოები დახუჭა და ზურგზე მიწვა. წასვლამდე მისი ძლივ-
სგასაგონი ხმა შემომესმა:
– ზოგჯერ შეგნებულად არ ანიჭებენ, ხანდახან – იმიტომ,
რომ ასე სურთ, თუმცა... ძალაუფლება.

722 მკითხველთა ლიგა


– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – გავძახე, მაგრამ ვიდრე კარს
გავიხურავდი, მისი გონება უკვე მოუსვენარ, მბორგავ ძილს მო-
ეცვა.

723 მკითხველთა ლიგა


თავი ორმოცდამეცხრამეტე
მიზანი

მეარის ოთახებიდან გამოსვლისთანავე ვიფიქრე, კაუდიკუს-


თან შიკრიკს გავაგზავნი ბარათთან და ბეჭედთან ერთად-მეთქი,
მაგრამ გადავიფიქრე. მეარის დავალებით ვიყავი წარგზავნილი,
რაც ეტიკეტიდან მცირე გადახვევის უფლებას მაძლევდა.
ჭორსაფქვავიდან ვიცოდი, რომ უკვე ათ წელიწადზე მეტი
გახლდათ, რაც ალვერონის არკანისტი მეარის კარის განუყრელ
ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ის ვიცო-
დი, რომ სასახლის ერთ-ერთ სამხრეთის კოშკში ცხოვრობდა და
წარმოდგენა არ მქონდა, რას გადავეყრებოდი.
ხის მასიურ კარზე დავაკაკუნე.
– მანდ შეიცადეთ, – გასმა ყრუ ხმა. ურდულის გადაწევის
ჭრიალს კარის გაღება მოჰყვა, რომლის მიღმაც გამხდარი კაცი
გამოჩნდა ქორისებრი გრძელი ცხვირითა და ხვეული შავი
თმით. მუქი ფერის გრძელი სამოსი მაგისტრის მანტიას ოდნავ
თუ წააგავდა, – გისმენთ.
– მაინტერესებდა, რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობდით,
ბატონო, – ვთქვი ნახევრად ყალბი მღელვარებით.
თვალი შემავლო და მდიდრული სამოსი შემითვალიერა.
– სასიყვარულო ელექსირებს არ ვამზადებ, ეგეთი რაღაცები
შეგიძლია ქვემო სევერენში იშოვო, – მძიმე კარი ნელ-ნელა მო-
მიხურა, – თუმცა, მე თუ მკითხავ, ცეკვა და ვარდების მირთმევა
უფრო გაჭრის.
– აქ სხვა რამისთვის ვარ, – ვუთხარი სასწრაფოდ, – ორი
საქმის გამო გეახელით. ერთი მეარისთვისაა, მეორე – ჩემთვის,
– ხელი ავწიე და ხელისგულზე რკინის ბეჭედი გამოვაჩინე. ბე-
ჭედზე ალვერონის სახელი ოქროსფრად ელვარებდა.

724 მკითხველთა ლიგა


კარი შუა გზაზე გაიყინა.
– მაშინ, ჯობს შემოხვიდეთ, – მითხრა კაუდიკუსმა.
იქაურობა ერთ ოთახში ჩატეულ უნივერსიტეტს ჰგავდა. ყვე-
ლაფერი სიმპათიის ლამპების წითელი შუქით იყო განათებული,
თაროებზე წიგნები დაეზვინათ, მაგიდებზე მინის უამრავი დაგ-
რეხილი ჭურჭელი ელაგა, კოშკის ნახევრად მორკალული კედ-
ლის ძირში კი მომეჩვენა, რომ პატარა ქურასა თუ ღუმელსაც
მოვკარი თვალი.
– ო, ღმერთო! – აღმომხდა და პირზე ხელი ავიფარე, – ეს
დრაკონია? – ჭერის ერთ-ერთ კოჭზე ჩამოკიდებულ ნიანგზე მი-
ვუთითე.
ალბათ უნდა აგიხსნათ, რომ ზოგიერთი არკანისტი საკუთარ
სამფლობელოს ზვიგენივით უფრთხილდება, განსაკუთრებით
ისინი, რომლებმაც სასახლის კარზე, კაუდიკუსის მსგავსად,
წარჩინებული პოზიცია მოიპოვეს. არ ვიცოდი, როგორი რეაქ-
ცია ექნებოდა კაუდიკუსს მის სამფლობელოში ახალგაზრდა
სტუდენტ-არკანისტის შეჭრაზე, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო
უსაფრთხო და მისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა, ჭკუასუსტი
დიდგვაროვანი ყმაწვილის როლი მომერგო.
კაუდიკუსმა ჩემს ზურგს უკან კარი დახურა და ჩაიქირქილა.
– არა, ალიგატორია. გარწმუნებთ, სრულიად უსაფრთხოა.
– კარგად კი შემაშინა და... რაში გჭირდებათ?
– სიმართლე გითხრათ, – ზემოთ აიხედა, – ზუსტად მეც არ
ვიცი. იმ არკანისტს ეკუთვნოდა, აქ ჩემამდე რომ ცხოვრობდა.
გადასაგდებად დამენანა. შთამბეჭდავი ნიმუშია, არ მეთანხმე-
ბით?
აღევებულმა შევხედე.
– საკმაოდ.
– აბა, რა საქმე გაქვთ? – მოზრდილი რბილი სკამისკენ მიმი-
თითა და თავადაც ასეთივე სკამზე, ჩემ პირდაპირ მოკალათდა,
725 მკითხველთა ლიგა
– ვშიშობ, რომ ვიდრე საქმეს დავუბრუნდები, მხოლოდ რამდე-
ნიმე წუთი მაქვს, მანამდე კი თქვენს განკარგულებაში მიგუ-
ლეთ... – წინადადება ისე დაასრულა, თითქოს გაგრძელებას
ჩემგან ელისო.
შევამჩნიე, რომ მშვენივრად იცოდა, ვინც ვიყავი – ის იდუმა-
ლი ახალგაზრდა, რომელსაც მეარი ესაუბრებოდა ხოლმე. იმა-
საც მივხვდი, რომ სევერენში ჩემი ყოფნის მიზეზის გაგება მასაც
დანარჩენებივით სწყუროდა.
– ქვო, – შევაშველე ჩემი სახელი, – ჩემი ვიზიტის პირველი
მიზეზი მეარის წამალია, – ამის გაგონებაზე არკანისტის წარ-
ბებს შორის გაღიზიანების გამომხატველი ოდნავი ნაოჭი შევ-
ნიშნე და შევეცადე, მისი შიშები სასწრაფოდ გამეფანტა, – ცოტა
ხნის წინ ვესაუბრე, – სულ ერთ წამს შევჩერდი, თითქოს, ამით
ძალიან ვამაყობდი, – და მთხოვა, რომ თქვენთან საუბრის დამ-
თავრების შემდეგ წამალიც წავუღო.
ნაოჭი გაუჩინარდა.
– რა თქმა უნდა, – ხალისიანად ჩაილაპარაკა კაუდიკუსმა, –
მის ოთახებამდე მისვლას თავიდან ამაცილებთ. თავად თქვენ
რაზე გინდოდათ ლაპარაკი?
– რა და, – გაბრწყინებული წინ გადავიხარე, – ვინტასის
დიდგვაროვანი ოჯახების ისტორიას ვიკვლევ. იცით, წიგნის და-
წერაზე ვფიქრობ.
– გენეალოგიაზე? – თვალებზე თითქოს მოწყენილობის ნის-
ლი ჩამოეფარა.
– აჰ, არა. გენეალოგიები ისედაც თავზე საყრელადაა. დიდ-
გვაროვანთა ოჯახებთან დაკავშირებული ამბების კრებულზე
ვფიქრობდი, – ამ ტყუილმა სიამაყის გრძნობით ამავსო. მე-
ლუანის ოჯახის შესახებ ჩემს ინტერესსაც ახსნიდა და იმასაც ნა-
თელს მოჰფენდა, რატომ ვატარებდი მეართან ამდენ დროს, –

726 მკითხველთა ლიგა


ისტორიას ყოველთვის სიმშრალე ახასიათებს, აი, ამბები კი ყვე-
ლას მოსწონს.
კაუდიკუსმა თავი დამიქნია.
– ჭკვიანურად მოგიფიქრებიათ. შეიძლება, მართლაც საინ-
ტერესო წიგნი გამოვიდეს.
– თავიდან, შემდგომ მოსათხრობი ამბებისთვის ნიადაგის
მოსამზადებლად, თითოეული ოჯახის მოკლე ისტორიულ მიმო-
ხილვას დავწერ. მეარმა ახსენა, რომ ძირძველი ოჯახების სა-
კითხში მეტად განსწავლული ბრძანდებით და დიდად ესიამოვ-
ნებოდა, თუ დახმარებისთვის სწორედ თქვენ მოგაკითხავდით.
შექებამ სასურველი შედეგი გამოიღო და კაუდიკუსი ოდნავ
გაიბღინძა.
– ავტორიტეტად რამდენად გამოვდგები, არ ვიცი, – თქვა
ყალბი თავმდაბლობით, – მაგრამ ცოტათი ისტორიკოსიც გახ-
ლავართ, – ცალი წარბი აზიდა, – ალბათ ხვდებით, რომ თავად
ოჯახები უფრო სანდო ინფორმაციას მოგაწვდიან, არა?
– შეიძლება, ადამიანმა ასეც იფიქრო, – ვთქვი და მზერა ავა-
რიდე, – მაგრამ ყველაზე საინტერესო ისტორიების გაზიარების-
გან ოჯახები თავს იკავებენ ხოლმე.
კაუდიკუსი ფართოდ გაიკრიჭა.
– წარმომიდგენია, – ღიმილი სწრაფადვე გაუქრა, – მაგრამ
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მეარის ოჯახის შესახებ
ისეთი ისტორიები ნამდვილად არ ვიცი, თქვენ რომ შეიძლება
გამოგადგეთ, – მითხრა დასერიოზულებულმა.
– აჰ, არა, არა, არა! – ხელები გავასავსავე, – მეარი განსა-
კუთრებული შემთხვევაა. არც კი ვიოცნებებდი... – წინადადება
აღარ დავამთავრე და ნერწყვი გადავყლაპე, – იმედი მქონდა,
რომ ლაქლესების ოჯახის შესახებ განმანათლებდით. მათზე
თითქმის არაფერი მომეპოვება.

727 მკითხველთა ლიგა


– მართლა? – შეიცხადა, – უწინდელი დიდება დაკარგეს,
მაგრამ მათი ოჯახი საინტერესო ამბების ნამდვილი საგანძურია,
– მზერა სივრცეს გაუშტერა და თითი ტუჩებზე აითამაშა, – მო-
დი, ასე შევთანხმდეთ: მე მათ ისტორიას გადავხედავ, თქვენ კი
უფრო ხანგრძლივი საუბრისთვის ხვალ დაბრუნდით. მეარის
წამლის მიღების დროა, დაგვიანება არ შეიძლება.
წამოდგა და სახელობი აიკეცა.
– თუმცა ერთი ისტორია ზეპირადაც მახსოვს და, თუ წინააღ-
მდეგი არ იქნებით, მეარის წამლის მომზადებასთან ერთად ჩემს
ყბედობასაც მოუსმინეთ.
– ელექსირის მომზადება აქამდე არასდროს მინახავს, – შევ-
ძახე თვალებანთებულმა, – თუ ხელს არ შეგიშლით...
– სულაც არა. ამის მომზადება ძილშიც კი შემიძლია, – სამუ-
შაო მაგიდის მიღმა გადაინაცვლა და ორი ცისფერალიანი სან-
თელი აანთო. შევეცადე, შესაფერისი გაკვირვება გამომეხატა
იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, სანთლები უბრალოდ წარმოდ-
გენის ნაწილი იყო და არკანისტს ამ საქმიანობაში არაფერში
სჭირდებოდა.
კაუდიკუსმა მომცრო სასწორის თეფშზე გამომშრალი ფოთ-
ლები დაყარა და აწონა.
– წიგნში ჭორის ჩართვის წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
– არა, თუ საინტერესო ჭორია.
ცოტა ხანს ხმა აღარ ამოუღია. საცობიან შუშის ბოთლში რა-
ღაც გამჭვირვალე სითხეს ფრთხილად ზომავდა.
– რამდენადაც ვიცი, ლაქლესების ოჯახს რაღაც მემკვიდ-
რეობითი სახსოვარი აქვს. უბრალოდ სახსოვარი კი არაა, რა-
ღაც უძველესი ნივთია, რომელიც სათავეს მათი ოჯახის წარმო-
შობის დროიდან იღებს.
– მაგაში დიდად უცნაური არაფერია. ძველ ოჯახებს მემკვიდ-
რეობითი სახსოვრების მეტი რა აქვთ.
728 მკითხველთა ლიგა
– ჩშშ, – ფიცხად შემაჩერა, – მარტო ეგ არაა, – სითხე გარე-
დან უხეში სიმბოლოებით დაფარულ ტყვიის ბრტყელ ჯამში ჩაას-
ხა. ნარევი აბუყბუყდა და აშიშინდა, ჰაერში კი ოდნავი, მაგრამ
უსიამოვნო სუნი დატრიალდა.
შემდეგ სითხე ქვემოდან სანთლებშენთებულ თეფშზე გადა-
ასხა და გამომშრალი ფურცლები, უცნობი ნივთიერების ერთი
მწიკვი და წინასწარ აწყული თეთრი ფხვნილი შეურია. რაღაც
სითხის, ჩემი ვარაუდით, უბრალო წყლის რამდენიმე წვეთიც
დაამატა, შეანჯღრია, მოურია, შემდეგ მიღებული მასა გამჭვირ-
ვალე მინის პატარა ბოთლში ჩაასხა და საცობით დახუფა.
თავისი ნაშრომი მაღლა ასწია და კარგად დამანახა: სუფთა,
ქარვისფერ წამალს ოდნავი სიმწვანე წაჰკრავდა.
– აჰა, ეს წაუღეთ. შეახსენეთ, რომ სულ უნდა დალიოს.
თბილი ბოთლი გამოვართვი.
– რა მემკვიდრეობითი საიდუმლო აქვთ?
კაუდიკუსმა ხელები ფაიფურის ჯამში გადაიბანა და გასაშრო-
ბად ჰაერში დაიფერთხა.
– მსმენია, რომ ლაქლესების მიწების უძველეს ნაწილში, მათ
საგვარეულო სასახლეში, ერთი საიდუმლო კარია, რომელსაც
არც სახელურები აქვს და არც ანჯამები, – შემომხედა და დარ-
წმუნდა, რომ ყურადღებით ვუსმენდი, – მისი გაღების არანაირი
საშუალება არ არსებობს. დაკეტილია და, ამავდროულად, საკე-
ტიც არ აქვს. არავინ იცის, მის მიღმა რა ხდება.
ჩემს მუჭში მოქცეულ ბოთლზე მანიშნა.
– მეარს წაუღეთ. უკეთესია, თუ თბილს დალევს, – კარამდე
მიმაცილა, – ხვალაც შემოიარეთ, – თავმომწონედ ჩაიცინა, –
მენებრებზე ერთი ისეთი ამბავი ვიცი, ეგ წითელი თმა ერთიანად
გაგითეთრდებათ.
– აჰ, თითო ჯერზე მხოლოდ ერთ ოჯახზე ვმუშაობ, – ვიუარე
თავაზიანად. სასახლის დაუსრულებელი ჭორების მორევში ჩათ-
729 მკითხველთა ლიგა
რევა არ მინდოდა, – ყველაზე მეტი, ორ ოჯახზე. ახლა ალვერო-
ნებისა და ლაქლესების ამბებს ვეცნობი, მესამეს დაწყებას ვერ
შევეჭიდები, – უხალისოდ გავუღიმე, – თორემ თავში ყველაფე-
რი ამეწეწება.
– რა სამწუხაროა, – თქვა კაუდიკუსმა, – რომ იცოდეთ, საკ-
მაოდ ბევრს ვმოგზაურობ, ბევრ ოჯახს სურს, მეარის პირად არ-
კანისტს უმასპინძლოს, – ეშმაკურად გადმომხედა, – რის გამოც
საკმაოდ საინტერესო ფაქტებზეც მიმიწვდება ხელი, – კარი გა-
მოაღო, – იფიქრეთ ამაზე. ხვალ აუცილებლად შემოიარეთ.
ლაქლესებზეც მაქვს კიდევ მოსაყოლი.
მეარის ოთახების კართან იქამდე გავჩნდი, ვიდრე ბოთლი
გაცივდებოდა. სტეიპსმა ჩემი კაკუნის პასუხად კარი გააღო და
შემიშვა.
მეარ ალვერონს იმავე პოზაში ეძინა, როგორშიც გასვლისას
დავტოვე. როგორც კი სტეიპსმა კარი გაიხურა, მეარმა ცალი
თვალი გაახილა და თავი ოდნავ დამიქნია.
– კარგა ხანს მოუნდით.
– თქვენო მოწყალებავ, მე...
ამჯერად უფრო მკვეთრი მოძრაობით მანიშნა, ახლოს მოდი-
ო.
– წამალი მომეცი, – მძიმედ ჩაილაპარაკა, – და დამტოვე.
დაღლილი ვარ.
– ვშიშობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, თქვენო
მოწყალებავ.
ორივე თვალი ფართოდ გაახილა და ფარულად გაღვივებუ-
ლი სიბრაზე ისევ გაუკრთა.
– რა? – მკითხა უკმეხად.
საწოლს გვერდიდან მივუახლოვდი და მეარისკენ დავიხარე.
ვიდრე ჩემს უმსგავსობას გააპროტესტებდა, ჩავჩურჩულე:
– თქვენო მოწყალებავ, კაუდიკუსი გწამლავთ.
730 მკითხველთა ლიგა
თავი მესამოცე
სიბრძნის იარაღი

მეარს ჩემი სიტყვების გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა,


შემდეგ ისევ მოჭუტა. უკიდურესი დაუძლურებისასაც კი გონება
მაინც უჭრიდა.
– სწორად მოიქეცი, ასე ახლოს და ხმადაბლა რომ მითხარი.
სახიფათო ტერიტორიაზე შეაბიჯე, მაგრამ მაინც ილაპარაკე,
მოგისმენ.
– თქვენო მოწყალებავ, ვეჭვობ, ტრეპმა წერილში არ ახსენა,
მუსიკოსობასთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტიც რომ ვარ.
მეარს სახეზე დაეტყო, რომ ვერაფერს მიხვდა.
– რომელი უნივერსიტეტის?
– იმ უნივერსიტეტის, თქვენო მოწყალებავ, – ვუპასუხე, – არ-
კანუმის წევრი ვარ.
ალვერონი მოიღუშა.
– ზედმეტად ახალგაზრდა ხარ, რომ მსგავსი რამ ამტკიცო,
თანაც ტრეპი რატომ არ ახსენებდა?
– თქვენ არკანისტს არ ეძებდით, თქვენო მოწყალებავ და თა-
ნაც აქეთ, შორეულ აღმოსავლეთში, ჩვენს სწავლებებს კარგი
თვალით არავინ უყურებს, – უფრო მეტად გულახდილი ვერ ვიქ-
ნებოდი და ვერ ვეტყოდი, ვინტასელების ცრუმორწმუნეობა უკვე
იდიოტობამდე დადის-მეთქი.
მეარმა თვალები ნელა დაახამხამა და გამოხედვა გაუმკაც-
რდა.
– ძალიან კარგი, – მითხრა, – თუ მართლა ის ხარ, რასაც ამ-
ბობ, რამე მაგია მაჩვენე.
– ჯერ მხოლოდ სწავლების პროცესში მყოფი არკანისტი ვარ,
თქვენო მოწყალებავ, მაგრამ რაკი მოითხოვთ... – კედლებზე

731 მკითხველთა ლიგა


ჩამოკიდებულ სამ ლამპას შევხედე, თითები ავილოკე, ყურად-
ღება მოვიკრიბე და მეარის საწოლის გვერდით მაგიდაზე ანთე-
ბული სანთელი თითებით ჩავაქრე.
ოთახი ჩაბნელდა და ალვერონის ოდნავ შეშინებული ჩასუნ-
თქვის ხმა გავიგონე. ჯიბიდან ჩემი ვერცხლის ბეჭედი ამოვიღე,
რომელიც რამდენიმე წამში მოვერცხლისფრო-მოლურჯოდ აკი-
აფდა. ხელები გამეყინა, რადგან საკუთარი სხეულის გარდა
სითბოს სხვა წყარო არ გამაჩნდა.
– საკმარისია, – თქვა მეარმა. შეიძლება აღელდა კიდეც,
მაგრამ ხმაზე ეს ნამდვილად არ დასტყობია.
ოთახი გადავჭერი და ფანჯრები გამოვაღე. იქაურობა მზის
სინათლით აივსო. ოთახის ჰაერს სელას ყვავილის ოდნავი სურ-
ნელი და ჩიტების ჭიკჭიკის ხმაც შეერია.
– ჩემი დაკვირვებით, სუფთა ჰაერს შეუძლია, სხეული ყოვე-
ლი სნეულებისგან განკურნოს, თუმცა, სხვები არ მეთანხმებიან,
– გავუღიმე.
ღიმილით არ უპასუხებია.
– დიახ, დიახ, ძალიან ჭკვიანი ხარ. მოდი, აქ დამიჯექი, – და-
ვემორჩილე და სკამი მის საწოლთან მივიდგი, – ახლა ამიხსენი.
– კაუდიკუსს ვუთხარი, რომ დიდგვაროვანთა ოჯახების ის-
ტორიების კოლექციას ვაგროვებ, – დავიწყე თხრობა, – ხელ-
საყრელი მიზეზია და იმის ასახსნელადაც გამოდგება, თქვენთან
რატომ ვატარებ ამდენ დროს.
მეარის მკაცრი გამომეტყველება არ შეცვლილა. შევნიშნე,
რომ ტკივილმა თვალები ისე დაუნისლა, როგორც მზის წინ ჩა-
მოფარებულმა ღრუბელმა.
– მოხერხებული მატყუარა რომ ხარ, მაგის დამტკიცება ჩემი
ნდობის მოპოვებაში ნაკლებად დაგეხმარება.
გულ-მუცელში სიცივემ დამიარა. მეგონა, მეარი სიმართლეს
უფრო ადვილად მიიღებდა.
732 მკითხველთა ლიგა
– მართალი ხართ, თქვენო მოწყალებავ, მასთან ვიცრუე,
მაგრამ თქვენ სიმართლეს გეუბნებით. ვინაიდან ერთი
ჩვეულებრივი, უქნარა ბატონიშვილი ვეგონე, კაუდიკუსმა ნება
დამრთო, თქვენი წამლის მომზადების პროცესისთვის მეყურე-
ბინა, – ქარვისფერი ბოთლი ზემოთ ავწიე. მზის შუქი შუშის მიღ-
მა ცისარტყელად გაიშალა.
ალვერონი არ განძრეულა. სხვა დროს ნათელი თვალები ახ-
ლა დაბნეულობისა და ტკივილისგან დაბურვოდა.
– მე დამტკიცებას გთხოვ, შენ კი რაღაც ამბებს მიყვები.
კაუდიკუსი უკვე თორმეტი წელია ერთგულად მემსახურება.
მიუხედავად ამისა, შენს ნათქვამზე მაინც ვიფიქრებ, – ხმაზე ეტ-
ყობოდა, რომ ეს ფიქრი ხანმოკლე და ჩემთვის არასასურველი
იქნებოდა. წამლისთვის ხელი გამომიწოდა.
ვიგრძენი, რომ თანდათან სიბრაზის ცეცხლმა დამიარა და
შიშის სიცივის დაძლევაში დამეხმარა.
– თქვენს მოწყალებას დამამტკიცებელი საბუთი სურს?
– ჩემი წამალი მსურს, – მომიგო უკმეხად, – და ძილიც. თუ
შეიძლება...
– თქვენო მოწყალებავ, შემიძლია...
– როგორ ბედავ სიტყვის შეწყვეტინებას?! – ალვერონი სა-
წოლში ძლივძლივობით წამოჯდა, ხმაში მრისხანება გაერია, –
ძალიან შორს შეტოპე! ახლავე დამტოვე და შენი სამსახურის შე-
ნარჩუნებაზეც შეიძლება დავფიქრდე, – რისხვისგან კანკალებ-
და და ხელი ჯერ კიდევ ბოთლის მისაღებად გამოეშვირა.
მცირე ხანს სიჩუმე ჩამოწვა. ბოთლი გავუწოდე, მაგრამ ვიდ-
რე გამომართმევდა, მივაყარე:
– ბოლო დროს ღებინება დაგეწყოთ. რძისებურ, თეთრ მასას
აღებინებთ, – ოთახში დაძაბულობამ იმატა, მაგრამ მეარი ჩემი
სიტყვების გაგონებაზე გაშეშდა, – ენა თითქოს გაგისქელდათ
და დაგიმძიმდათ. პირი გამომშრალი გაქვთ და უცნაურად
733 მკითხველთა ლიგა
მძაფრ გემოს გრძნობთ. ტკბილეულის, შაქრის მიღების დაუძ-
ლეველი სურვილი გეუფლებათ. ღამე გეღვიძებათ და ამჩნევთ,
რომ ვერ ინძრევით და ხმასაც ვერ იღებთ. თითქოს პარალიზე-
ბული ხართ, ჭვალი გადგათ და უსაფუძვლო პანიკის შეტევებიც
გაწუხებთ.
ვიდრე ვლაპარაკობდი, მეარის ხელი ბოთლს თანდათან მო-
შორდა. სახიდან გაფითრება და ბრაზი წაეშალა. თვალებში ში-
შამდე მისული ეჭვი შეერია, მაგრამ უწინდელი სიცხადეც დაუბ-
რუნდა, თითქოს შიშმა მიძინებული სიფრთხილე გააღვიძაო.
– ეს ყველაფერი კაუდიკუსმა გითხრა, – თქვა მეარმა, მაგ-
რამ ხმაში თავდაჯერების ნატამალიც არ ემჩნეოდა.
– ანუ თქვენი ავადმყოფობის დეტალებს უცხოსთან განიხი-
ლავდა? – ვკითხე, – თქვენს ჯანმრთელობაზე ვნერვიულობ,
თქვენო მოწყალებავ. თუ თქვენს გადასარჩენად ზრდილობიდან
გადახვევა მომიწევს, ამაზეც თანახმა ვარ. ორი წუთი მალაპარა-
კეთ და დაგიმტკიცებთ.
ალვერონმა თავი ნელა დამიქნია.
– იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ზუსტად ვიცი, აქ რა
არის, – ბოთლზე ვანიშნე, – მაგრამ ყველაზე მეტად რაც გწამ-
ლავთ, ტყვიაა. სწორედ მისი დამსახურებაა დამბლა, კუნთებისა
და მუცლის ტკივილი, ღებინება და პარალიზი.
– პარალიზი არ მაწუხებს.
– ჰმმმ, – მეარს დაეჭვებით შევხედე, – გაგიმართლათ. მაგ-
რამ ეს წამალი ტყვიაზე მეტ რაღაცას შეიცავს. ჩემი ვარაუდით,
ბლომად ოფალუმიც შედის, რომელიც მთლად მომწამლავი
არაა.
– აბა რა არის?
– პრეპარატი უფროა, წამალი.
– ბოლოს და ბოლოს, რომელია? – გაცხარდა მეარი, – სა-
წამლავი თუ წამალი?
734 მკითხველთა ლიგა
– თქვენს მოწყალებას ოდესმე ლოდანუმი თუ მიუღია?
– ერთხელ, ახალგაზრდობაში, მოტეხილი ფეხის ტკივილი
დაძინების საშუალებას რომ არ მაძლევდა.
– ოფალუმიც მსგავსი წამალია, მაგრამ მის გამოყენებას,
როგორც წესი, ერიდებიან, ძლიერი მიჩვევა იცის, – შევყოვნდი,
– დენერის ფისსაც ეძახიან.
ამის გაგონებაზე მეარს ფერი კიდევ უფრო წაუვიდა და თვა-
ლები თითქმის მთლიანად მოუკრიალდა. ტკბილის მჭამელების
ამბავი ყველას სმენოდა.
– ვფიქრობ, იმიტომ ჩაამატა, რომ წამალს არარეგულარუ-
ლად იღებდით, – გავაგრძელე მსჯელობა, – ოფალუმი ტკივილ-
საც შეგიმსუბუქებდათ და წამლის ძლიერ მოთხოვნილებასაც
გაგიჩენდათ. შაქრის მიღების სურვილი, ოფლიანობა და ნების-
მიერი უცნაური სიზმარიც ამის ბრალია. კიდევ რა შეურია? –
ჩემთვის ჩავილაპარაკე, – ალბათ ძაფისფესვა ან მანიუმიც, რომ
მეტისმეტი ღებინება აეცილებინა თავიდან. ჭკვიანურია. საზარე-
ლი, მაგრამ ჭკვიანური.
– არც ისე ჭკვიანური გამოდგა, – მეარმა ავად ჩაიცინა, – ჩე-
მი მოკვლა ვერ მოახერხა.
მცირე ხანს ვიყოყმანე და ბოლოს მაინც სიმართლის თქმა
გადავწყვიტე.
– თქვენი მოკვლა მარტივი იქნებოდა, თქვენო მოწყალებავ.
თავისუფლად შეეძლო, წამალში თქვენი სიკვდილისთვის საკმა-
რისი ტყვია გაეხსნა, – ჭურჭელს ისევ სინათლეზე გავხედე, –
მოკვლისა და პარალიზების თავიდან აცილებით თქვენი დაძა-
ბუნება კი ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი.
– აბა, რატომ უნდა მომწამლოს, თუ ჩემი მოკვლა არ უნდა?
– მაგ თავსატეხის ამოხსნას თქვენი მოწყალება უკეთ შეძ-
ლებს, აქაურ პოლიტიკაში ჩემზე მეტად ერკვევით.

735 მკითხველთა ლიგა


– საერთოდ რატომ უნდა მწამლავდეს? – მეარს გულწრფე-
ლი გაკვირვება ეტყობოდა, – გულუხვად ვუხდი, ჩემს კარზე სა-
პატიო ადგილი უკავია, თავისუფლად შეუძლია, საკუთარ პრო-
ექტებზე იმუშაოს და როცა მოესურვება, მაშინ იმოგზაუროს. ათ
წელზე მეტია, აქ ცხოვრობს, რატომ ახლა? – თავი გააქნია, –
გეუბნები, არანაირი მიზეზი არ აქვს.
– ფული ხომ არა? – ვივარაუდე მე, – ამბობენ, რომ ფასი ყვე-
ლა ადამიანს ადევს.
მეარმა კვლავ თავი გააქნია, შემდეგ უეცრად ამომხედა.
– არა, ახლა გამახსენდა. ავად იმაზე ბევრად ადრე გავხდი,
ვიდრე კაუდიკუსი ჩემს მკურნალობას დაიწყებდა, – შეჩერდა და
ჩაფიქრდა, – ჰო, ნამდვილად ასეა. თავად მივაკითხე, რომ გა-
მერკვია, წამლობა თუ შეეძლო. შენი ჩამოთვლილი სიმპტომები
კი მკურნალობის დაწყებიდან თვეების შემდეგ გამოჩნდა.
კაუდიკუსის ბრალი ვერ იქნება.
– ტყვიის მცირე დოზები ნელა მოქმედებს, თქვენო მოწყალე-
ბავ. თქვენი მოწამვლა თუ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა თქმა უნ-
და, არ ენდომებოდა, რომ მისი წამლის მიღებიდან ათ წუთში
სისხლი ამოგერწყიათ, – უცებ გამახსენდა, ვის ველაპარაკებო-
დი, – უხეშად გამომივიდა, თქვენო მოწყალებავ, მომიტევეთ.
თავი მტკიცედ დამიქნია, ბოდიში მიღებულიაო.
– შენ მიერ ნათქვამი ბევრი სიტყვა მიზანთან ისე ახლოს ცვი-
ვა, რომ მათი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია, მაგრამ
მაინც ვერ ვიჯერებ, რომ კაუდიკუსს მსგავსი რამის გაკეთება შე-
ეძლო.
– შეგვიძლია, შევამოწმოთ, თქვენო მოწყალებავ.
ამომხედა.
– როგორ?
– ბრძანეთ, რომ ოთახში ხუთი-ექვსი ჩიტი მოგიყვანონ. ყვე-
ლაზე მეტად წრუპიები გამოგვადგება.
736 მკითხველთა ლიგა
– წრუპიები?
– პატარა ღია ფერის ჩიტებია, ყვითელ-წითელი, – თითები
დაახლოებით ორ ინჩზე გავშალე, – თქვენს ბაღებში ბლომად
დაფრინავენ და სელას ყვავილების ნექტარს მიირთმევენ.
– აა, ჩვენ ფრთხიალებს ვეძახით.
– თქვენს წამალს ნექტარში შევურევთ და ვნახავთ, რა მოხ-
დება.
სახე მოექუფრა.
– თუ როგორც შენ ამბობ, ტყვია ნელა მოქმედებს, ამან შეიძ-
ლება თვეები წაიღოს. შენი დაუსაბუთებელი ეჭვების გამო
თვეობით წამლის მიღებაზე უარს ვერ ვიტყვი, – ხმაზე შევატყვე,
რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა.
– თქვენთან შედარებით გაცილებით ცოტას იწონიან და უფ-
რო სწრაფი ნივთიერებათა ცვლა აქვთ. შედეგი ერთ ან ორ დღე-
ში უნდა დავინახოთ, – ამის იმედი მქონდა.
შეეტყო, რომ ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა.
– ძალიან კარგი, – თქვა ბოლოს და მაგიდაზე ზარს გადას-
წვდა.
– შეიძლება, თქვენს მოწყალებას ვთხოვო, რომ ამ ჩიტების
მოსაყვანად რაიმე მიზეზი გამოიგონოს? სიფრთხილე არ გვაწ-
ყენდა.
– სტეიპსს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, – მტკიცედ მიპასუხა
მეარმა ისეთი სუფთა და ბასრი მზერით, როგორიც აქამდე არ
მენახა, – მას საკუთარ მიწებს, განძსაცავსა და სიცოცხლეს ვან-
დობ. მინდა, აღარასოდეს გავიგონო შენგან იმაზე მინიშნებაც
კი, რომ სტეიპსის ნდობა შეიძლება არ ღირდეს, – მის ხმაში უდ-
რეკი რწმენა გამოსჭვიოდა.
თვალები დავხარე.
– გასაგებია, თქვენო მოწყალებავ.

737 მკითხველთა ლიგა


ზარი დარეკა. ორი წამიც არ იქნებოდა გასული, რომ მსახურ-
მა კარი გააღო.
– დიახ, ბატონო.
– სტეიპს, ბაღებში სეირნობა მენატრება. შეგიძლია ექვსამდე
ფრთხიალა მომიძებნო?
– ფრთხიალები?
– ჰო, – ისე მიუგო მეარმა, თითქოს ლანჩს უკვეთავდა, – ლა-
მაზი ჩიტებია და მგონი, მათი ჭიკჭიკი ჩაძინებაში დამეხმარება.
– ვნახავ, რა შემიძლია, ბატონო, – კარის გახურვამდე სტეიპ-
სმა შემომიბღვირა.
როგორც კი კარი ბოლომდე დაიხურა, მეარს შევხედე.
– შეიძლება გკითხოთ, რატომ?
– მისთვის ტყუილის თქმის აუცილებლობა რომ ამეცილები-
ნა. არც ისე კარგად გამოსდის. შენს ნათქვამშიც სიბრძნე ურე-
ვია. სიფრთხილე ყოველთვის სიბრძნის იარაღია, – შევამჩნიე,
რომ სახე ოფლისგან ოდნავ დაეცვარა.
– თქვენო მოწყალებავ, თუ მართალი ვარ, წინ რთული ღამე
გელით.
– ბოლო დროს ყველა ღამე რთულია, – მწარედ ჩაილაპარა-
კა, – ეს რატომ იქნება წინაზე უარესი?
– ოფალუმის გამო, თქვენო მოწყალებავ. თქვენი ორგანიზმი
მის დაუძლეველ წყურვილს იგრძნობს. ორ დღეში ყველაზე ცუდ
პერიოდს გადალახავთ, მანამდე კი ბევრად... უსიამოვნო გადა-
სატანი იქნება.
– პირდაპირ მითხარი.
– ყბებისა და თავის ტკივილი დაგეწყებათ, ოფლიანობა, გუ-
ლისრევა. სპაზმებიც შეგაწუხებთ, განსაკუთრებით ფეხებსა და
წელის მიდამოებში. შეიძლება ნაწლავების კონტროლიც დაკარ-
გოთ, ძლიერი წყურვილი და ღებინება ერთმანეთს შეენაცვლე-
ბა, – ხელებზე დავიხედე, – ვწუხვარ, თქვენო მოწყალებავ.
738 მკითხველთა ლიგა
ჩემი აღწერის ბოლოს ალვერონს სახე უკვე საკმაოდ დაღრე-
ჯოდა, მაგრამ თავი მაინც მოწყალედ დამიქნია.
– მირჩევნია, ვიცოდე.
– შეგვიძლია, თქვენი ყოფა ცოტათი უფრო ასატანი გავხა-
დოთ.
შუბლი ოდნავ გახსნა.
– როგორ?
– პირველ რიგში, ლოდანუმის მცირე დოზებით, მხოლოდ
იმისთვის, რომ ოფალუმის ჟინი მოიკლათ. კიდევ რამდენიმე წა-
მალს გირჩევდით. სახელებს მნიშვნელობა არ აქვს. მათგან ნა-
ყენს მოგიმზადებდით. მთავარი საფრთხე ახლა ისაა, რომ
სხეული ტყვიით გაქვთ გაჟღენთილი და მის გამოდევნაზე თუ არ
ვიზრუნეთ, თავად არსად წავა.
ჩემმა ნათქვამმა ძალიან შეაშფოთა.
– თავისით არ გამივლის?
თავი გავაქნიე.
– ლითონი ვერაგი საწამლავია. სხეულში იბუდებს და თუ
წურბელასავით არ გამოწოვ, ადგილიდან არ იძვრის.
მეარი მოიღუშა.
– შეაჩვენოს ღმერთმა. წურბელებს ვერ ვიტან.
– სიტყვის მასალად მოგახსენეთ, თორემ ამგვარი მოწამ-
ვლისას წურბელებით მკურნალობას მხოლოდ გონებაჩლუნგი
ან ცრუექიმი თუ გირჩევდათ. ტყვია როგორმე ორგანიზმიდან
უნდა გამოვწუროთ, – ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, სიმარ-
თლე ხომ არ მოვახსენო, რომ ტყვიისაგან თავს სრულად ვერა-
სოდეს გაითავისუფლებს-მეთქი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე,
ენისათვის კბილი დამეჭირა და სიტყვა არ დამეძრა.
– შენ შეძლებ?
ჩავფიქრდი.

739 მკითხველთა ლიგა


– ალბათ, ამჟამად ჩემზე უკეთესი მკურნალის პოვნა გაგი-
ჭირდებათ, თქვენო მოწყალებავ. უნივერსიტეტიდან ძალიან
შორს ვართ. თავს დავდებ, აქაური ექიმებიდან ათიდან ერთსაც
არ ექნება შესაბამისი პრაქტიკა. თან კაცმა არ იცის, აქაურები-
დან კაუდიკუსს ვინ იცნობს და ვინ არა, – კიდევ ერთხელ ჩავ-
ფიქრდი, ამჯერად უფრო დიდხანს და თავი გავაქნიე, – ორმოც-
დაათამდე ადამიანი მახსენდება, ვინც თქვენს მკურნალობას
თავს ჩემზე უკეთ გაართმევდა, მაგრამ ყველა ათასი მილის მო-
შორებითაა.
– ვაფასებ შენს გულწრფელობას.
– რაც ნაყენისთვის დამჭირდება, ქვემო სევერენში თითქმის
ყველაფერს ვიშოვი, თუმცა... – შევყოყმანდი. იმედი მქონდა,
რომ მეარი უთქმელადაც მიმიხვდებოდა და ფულის თხოვნის
დამცირებისგან მიხსნიდა.
ცარიელი თვალებით შემომხედა.
– თუმცა რა?
– ფული დამჭირდება, თქვენო მოწყალებავ. რაც თქვენ გიშ-
ველით, იაფად არ იყიდება.
– აჰ, დიახ, რა თქმა უნდა, – საიდანღაც ქისა გამოაძვრინა და
გამომიწოდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ლოგინიდან მკლავის
ერთ გაწვდენაზე კარგად გამოტენილ საფულეს რომ ინახავდა.
უნებურად, წლების წინ, ტარბინში, თერძის წინაშე წარმოთქმუ-
ლი საკუთარი ტირადა გამახსენდა. რა ვუთხარი? „ჯენტლმენი
და საფულე ერთმანეთს არ დასცილდებიან“ თუ რაღაც ამგვარი.
პირზე შეუფერებელ დროს მომდგარ ღიმილს როგორღაც გა-
ვუმკლავდი.
მალე სტეიპსიც დაბრუნდა. თავი არ დაეშურებინა და ჭარბი
მოწადინების დასამტკიცებლად, კარადის ზომის ბორბლებიან
გალიაში გამომწყვდეული თორმეტი წრუპია მოგვართვა.

740 მკითხველთა ლიგა


– ალალად გეუბნები, სტეიპს, – შესძახა მეარმა, როგორც კი
მისმა მსახურმა კოხტად დაწნული გალია ზღურბლზე გადმოატა-
რა, – საკუთარ თავსაც კი აჯობე.
– ამის დადგმას სად ინებებთ, ჩემო ბატონო?
– ჯერჯერობით, მანდვე დატოვე. თუ საჭირო იქნა, ქვოს
ვთხოვ, ადგილი შეუცვალოს.
სტეიპს სახე შეეცვალა. მეარის სიტყვებმა აშკარად გაკაწრა.
– ამის გაგორებას თავს მეც გავართმევ.
– ვიცი, რომ არ დამზარდები, სტეიპს, მაგრამ ამის ნაცვლად
იქნებ სიკეთე გამიკეთო და თასით ახალდაწურული ვაშლის წვე-
ნი მომართვა? მგონი, ჩემი მუცლისთვის ვაშლი მისწრებაა.
– რასაკვირველია, ახლავე, – სასწრაფოდ გაუჩინარდა და
კარიც გაიხურა.
როგორც კი საკეტის ხმა გავიგე, გალიას მივუახლოვდი.
ძვირფასი ქვებივით აფერადებული ჩიტები ცხაურიდან ცხაურს
თვალისმომჭრელი სისწრაფით ეხლებოდნენ.
– რა ლამაზები არიან, – მონუსხულივით ჩაილაპარაკა მეარ-
მა, – ბავშვობაში მათ ბედს შევნატროდი. მაშინ მეგონა, მთელი
დღე შაქრის ჭამაზე უკეთესი რა უნდა იყოს-მეთქი.
წყალში გახსნილი შაქრით სავსე სამი შუშის მილაკი გალიის
გისოსებზე გარედან მიემაგრებინათ. ორი მილაკი სელას პაწა-
წინა კვირტის ფორმის ტუჩით ბოლოვდებოდა, მესამე კი ზამბა-
ხისმაგვარი პირით იწონებდა თავს. დიდგვაროვანთათვის მარ-
თლაც შესაფერისი ფრინველები იყვნენ. სხვა ვის ეგულებოდა
იმდენი სიმდიდრე, რომ წრუპიებისთვის ყოველდღე შაქარი ეჭ-
მია?
მილაკებს თავსახური მოვახრახნე და მეარის წამალი სამივე-
ში გადავანაწილე. ალვერონს ცარიელი ჭურჭელი გავუწოდე.
– ამას სად დებთ ხოლმე?
გამომართვა და საწოლის მახლობლად, მაგიდაზე დადო.
741 მკითხველთა ლიგა
გალიას იქამდე ვუთვალთვალებდი, სანამ ერთ-ერთი ჩიტი
მილაკთან არ მოფრინდა და ტკბილი საკვები მოსვა.
– სტეიპს თუ გააფრთხილებთ, თავად მინდა წრუპიების გა-
მოკვებაო, გალიას ხომ აღარ გაეკარება?
– რასაც ვთხოვ, ზედმიწევნით ასრულებს.
– მშვენიერია. აცადეთ, საწვეთურები გამოცალონ და შემდეგ
კიდევ შეუვსეთ. ამ გზით უფრო დიდ დოზას მიიღებენ და შედეგ-
საც მალე ვნახავთ. რას მიბრძანებთ, გალიას რა ვუყო?
ოთახს მზერა ზანტად მოავლო.
– მისაღებ ოთახში, კომოდის გვერდით მოათავსე, – ამო-
ღერღა ბოლოს, – ისე დადგი, რომ აქედან ვხედავდე.
გალიას ფრთხილად მივაწექი და გვერდით ოთახში მივუჩინე
ადგილი. რომ მოვბრუნდი, დავინახე, სტეიპსი მეარს ვაშლის
წვენს როგორ უსხამდა.
ალვერონს თავი დავუკარი.
– თქვენი ნებართვით, თქვენო მოწყალებავ.
ხელით მანიშნა, თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდეო.
– სტეიპს, ქვო გვიან ნაშუადღევს დაბრუნდება. თუნდაც მეძი-
ნოს, მაინც შემოუშვი.
სტეიპსმა თავი მშრალად დაუკრა და უნდო მზერა მესროლა.
– შეიძლება, ჩემთვის რაღაც მოიტანოს. თუ შეიძლება, რასაც
დაუნახავ, იმის შესახებ არავისთან წამოგცდეს.
– თუ რამე გჭირდებათ...
ალვერონმა დაქანცულად გაიღიმა.
– ვიცი, რომ შოვნა შენც შეგიძლია, სტეიპს. უბრალოდ, ბიჭიც
არ მინდა, უსაქმოდ მოცდეს. თან მირჩევნია, შენ აქვე, ყურის-
ძირში მყავდე.
ალვერონმა მსახურს მკლავზე მოუთათუნა. სტეიპსი მოლბა.
კარში გავსხლტი.

742 მკითხველთა ლიგა


***

ქვემო სევერენამდე ჩასვლას იმაზე ერთი საათით მეტი მო-


ვანდომე, ვიდრე ჩვეულებრივ სჭირდებოდა. თუმც მეჩქარებო-
და, ზედმეტად დახარჯულ დროზე არ ვდარდობდი. საქმე ასე მო-
ითხოვდა. ქუჩაში რომ მივაბიჯებდი, ვგრძნობდი, ძაღლივით
ადევნებული ხალხი მზერით როგორ მბურღავდა.
არ გამკვირვებია. მას შემდეგ, რაც მეარის ჭორიკანა კარს
ახლოდან გავეცანი, ველოდი კიდეც, რომ ერთი-ორი მსახური
ქვემო სევერენში გასეირნებისას თან მეახლებოდა. როგორც
უკვე მოგახსენეთ, მეარის კარი ცნობისმოყვარეობას შეეპყრო
და რას არ მისცემდნენ, ოღონდ კი ჩემი ვინაობა გაეგოთ;
ოღონდ კი ცხვირი სხვის საქმეში ჩაეჩხირათ და ჩემზე რამე შე-
ეტყოთ, მოწყენილი დიდგვაროვნობა ისეთ საქციელსაც იკად-
რებდა, შეიძლება, ვერც წარმოიდგინოთ.
თავად ჭორები დიდად არ მანაღვლებდა, მაგრამ ამ მითქმა-
მოთქმას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგებიც მოჰყოლო-
და. კაუდიკუსის ყურამდე რომ ხმა მისულიყო, მეართან სტუმრო-
ბის შემდეგ ქვო რაღაც-რაღაცების საყიდლად პირდაპირ აფ-
თიაქებისკენ გაემართაო, რას იზამდა? მეარის მტერი, ვინც უნდა
ყოფილიყო, ბევრს არ იფიქრებდა და სულის ერთი შებერვით
გამაქრობდა.
ამიტომ, ეჭვების თავიდან ასარიდებლად, სევერინში ჩას-
ვლისას, ჯერ სადილად გავემართე; ცხელ-ცხელ ჩაშუშულ ხორ-
ცსა და ცინცხლადგამომცხვარ ხრაშუნა პურს გეახელით. ოთა-
ხებში მორთმეული, ახალმოწველილი რძესავით თბილი სამე-
ფო საჭმელი უკვე ყელში მქონდა ამოსული.
სადილის შემდეგ ორი მათარა ვიყიდე – ისეთი, ბრენდის ჩა-
სასხმელად რომ იყენებენ. მომდევნო ნახევარი საათი ერთი
ციცქნა მოხეტიალე დასის წარმოდგენას შევალიე – ქუჩის კუთ-
743 მკითხველთა ლიგა
ხეში „მოჩვენება და ბატი-გოგოს“ დგამდნენ. ედემა რუები არ იყ-
ვნენ, მაგრამ მაინც კარგი წარმოდგენა გამოუვიდათ. ქუდი რომ
გამოიშვირეს, მეარის ქისიდან ჯილდო არ დამნანებია.
ბოლოს ერთი სანაქებო აფთიაქისკენ გავეშურე. თითქოს ნა-
უცბათევად შევვარდი და ფაცხაფუცხით ვივაჭრე. როგორც კი
ყველა საჭირო წამალს მოვუყარე თავი და ისეთებიც მოვხიკე,
საერთოდ რომ არ მჭირდებოდა, აფთიაქის მფლობელს უხერხუ-
ლად მივეჭერი და გაუგებრად დავუწყე გამოკითხვა, რა სა-
შუალება არსებობდა, თუ კაცს... მცირედი პრობლემები აწუხებ-
და... ლოგინის პრობლემები.
აფთიაქარმა ყურადღებით მომისმინა, თავი აუღელვებლად
დამიკრა და სრულიად უშფოთველი სახით ჩამომირაკრაკა, პა-
ციენტს რა უნდა მიეღო. რაც მირჩია, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვი-
ყიდე, შემდეგ ვეტაკე და ჯერ უთავბოლო მუქარა დავაყარე, შემ-
დეგ კი ქრთამი შევაძლიე, სიტყვა არავისთან დაგცდეს-მეთქი.
თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, გული მოუვიდა და მეც წამო-
ვედი. შემდგომში ვინმე თუ ჰკითხავდა, აუცილებლად დაუფიქ-
რებლად უამბობდა ერთი გაუთლელი ჯენტლმენის სტუმრობის
შესახებ, რომელიც ცვედანობისგან განსაკურნებელ საშუალე-
ბას დაეძებდა. ეს ამბავი ჩემს სახელს დიდად არ დაამშვენებდა,
მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ კაუდიკუსი ვერ გაიგებდა,
როგორ ვიყიდე ლოდანუმი, ბებრისკონკა, მკბენარა და სხვა სა-
ეჭვო დანიშნულების წამლები.
ბოლოს, დათქმული ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე,
ლომბარდიდან ჩემი ბარბითიც გამოვისყიდე. მეარის ქისაში
თითქმის აღარაფერი დამრჩა, მაგრამ აღარც რამის ყიდვას ვა-
პირებდი. კლდის ძირს რომ მივადექი, მზე უკვე ჩადიოდა.
ზემო და ქვემო სევერენს შორის მიმოსვლისთვის არც ისე
ბევრი საშუალება არსებობდა. ჩვეულებრივ, კლდეში ნაკვეთ
ორ ვიწრო, საფეხუროვან კიბეს იყენებდნენ, რომელიც ქიმამდე
744 მკითხველთა ლიგა
აღწევდა. საფეხურები უკვე გვარიანად მოძველებულიყო, ალაგ-
ალაგ ქვა იფშვნებოდა და ზოგან მეტისმეტადაც დავიწროებუ-
ლიყო, სამაგიეროდ, უფასო იყო. ქვემო სევერენელი ჩვეულებ-
რივი ხალხი ამ გზას სწორედ ამიტომ ეტანებოდა.
მათთვის, ვისაც ვიწრო საფეხურებით ორასი ფუტის ფორ-
თხვა არაფრად ეპიტნავებოდა, სხვა გზაც მოიძებნებოდა. უნი-
ვერსიტეტის ორმა ყოფილმა სტუდენტმა აქ საბარგო ამწეები გა-
მართა. მთლად არკანისტებიც არ იყვნენ, მაგრამ საკმარისად
გამჭრიახი გონება კი აღმოაჩნდათ. რაღაც სიმპათიაშიც გაეგე-
ბოდათ და მშენებლობაშიც, ამიტომ ფრიად საჭირბოროტო და-
ვალებას, ცხენშებმული ფორნები ხის მოწყობილობით აემოძრა-
ვებინათ, თავი კარგად გაართვეს.
მგზავრებს ასასვლელად პენი უნდა გადაეხადათ, ჩამოსას-
ვლელად კი ნახევარი პენი; თუმცა, შესაძლოა, ისეც მომხდარი-
ყო, რომ რომელიმე ვაჭარს ტვირთის დატვირთვა-
გადმოტვირთვა გაჯანჯლებოდა და სანამ ამწეთი ისარგებლებ-
დი, კარგა ხნით ლოდინს მოეწია.
დიდგვაროვნები საბარგო ამწეს არ იყენებდნენ. ვინტასური
ცრუმორწმუნეობით შეპყრობილები ყველაფერზე ცხვირს იბზუ-
ებდნენ, რაშიც მწიკვი არკანული მაინც ერია. მათთვის ცხენის
გამწევ ძალაზე მომუშავე ამწეები იყო განკუთვნილი. ოცცხე-
ნიანი დანაყოფი ამძრავი ბორბლების რთულ წყებას ეჭიდებო-
და. ეს ამწე სამგზავროსთან შედარებით ოდნავ სწრაფი კი იყო,
მაგრამ მასზე გასეირნება ვერცხლის მთელი მერვედი ბითი
ღირდა. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, თვე ისე არ გავიდოდა,
რომელიმე გალეშილი ბატონიშვილი თავით არ გადმოშვებუ-
ლიყო და მიწაზე ტვინი არ დაენთხია. ეს შემთხვევები იმაზე
მიუთითებდა, რომ ამ ამწეებით მხოლოდ ნარჩევი საზოგადოება
მგზავრობდა, რაც მგზავრებს კიდევ უფრო ჰმატებდა.

745 მკითხველთა ლიგა


რადგან საფულეში შემორჩენილი ფული ჩემი ჯიბიდან არ
იხარჯებოდა, გადავწყვიტე, ცხენის ამწით ავალ-მეთქი.
რიგში მდგომ ოთხ ჯენტლმენსა და ერთ ქალბატონს შევუერ-
თდი. ვიდექი და ველოდი, ამწე როდის ჩამოვიდოდა, შემდეგ
ვერცხლის თხელ მერვედ ბითს შეველიე და ფიცარნაგზე შევაბი-
ჯე.
მთელი ტრანსპორტი ერთი გვერდებმოღიავებული ყუთი გახ-
ლდათ, რომლის კიდეებზეც თითბრის მოაჯირები ჩაემწკრივები-
ნათ. კუთხეები ქერელის სქელი გვარლით გაემაგრებინათ, რისი
წყალობითაც იატაკი არ ყანყალებდა, მაგრამ ერთი მკვეთრი
მოძრაობა და მთელი ფიცარნაგი გულისგამხეთქავ ბზრიალს იწ-
ყებდა. მგზავრთა აყვანა-ჩამოყვანას ამწეზე მომუშავე ერთი
კოხტად მორთული ბიჭი უძღვებოდა, რომელსაც კარის გაღება-
დახურვა ევალებოდა, საჭირო დროს კი კლდის თავზე შეკრები-
ლი გამრეკებისთვის უნდა ენიშნებინა, რომ ცხენები დაეძრათ.
დიდებულებს ჩვევად ჰქონდათ, ამწე ზევით რომ აუყვებოდა,
სევერენისთვის ზურგი შეექციათ. ქალაქს მიშტერება ჩვეულებ-
რივი ადამიანების გასართობად მიიჩნეოდა. დიდად არ მადარ-
დებდა, ჩემზე რას იფიქრებდნენ, ამიტომ პირდაპირ წინა
მოაჯირთან დავდექი. მიწას რომ მოვცილდით, მუცელში თით-
ქოს რაღაც ჩამწყდა.
ვუყურებდი ფეხქვეშ გადაშლილ სევერენს. ძველი, ძლევამო-
სილი, ამაყი ქალაქი გახლდათ. ქვის მაღალი გალავანი მშფოთ-
ვარე წარსულზე მეტყველებდა, მეარის ხასიათზე კი ისიც მიანიშ-
ნებდა, რომ ამ მშვიდობიანობის ხანაშიც ციხე-კოშკებს თვალის
ჩინივით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ. სამივე მთავარ კა-
რიბჭესთან გუშაგი ჩაემწკრივებინათ, თავად ალაყაფს კი ყოველ
ღამე, დაბნელებისთანავე რაზავდნენ.
მაღლა-მაღლა მივიწევდით. ზემოდან სევერენის დასახლებე-
ბი ისე განირჩეოდა, თითქოს რუკას დავცქეროდი. მდიდრულ
746 მკითხველთა ლიგა
უბნებში აგურისა და ძველი ქვისგან ნაგებ სახლებს ერთმანე-
თისგან ბაღები და სკვერები ჰყოფდა; ღარიბულ კვარტლებს ვიწ-
რო და დახლართული ქუჩებით, შეფიცრულ-შეფისული სახურა-
ვებით ვცნობდი. კლდის შვერილის ძირში შერჩენილი შავი იარა
იმ ადგილზე მიანიშნებდა, სადაც ოდესღაც მძვინვარე ხანძარმა
ქალაქი ამოშანთა და ყველაფერი ნაცარტუტად აქცია.
მალე გაჩერებამდეც მივაღწიეთ. ჯერ დანარჩენი დიდებულე-
ბი ჩავატარე, რადგან კიდურა მოაჯირთან ვიდექი და ქვემოთ გა-
ფენილ ქალაქს გადავცქეროდი.
– სერ, – დაღლილი ხმით შემომძახა ბიჭმა, – მოვედით.
მოვბრუნდი, ფიცარნაგიდან ჩამოვედი და რიგის სათავეში
მდგომ დენნას გადავაწყდი.
ვიდრე გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი ვიდექი და ვერ
ვხვდებოდი, რა უნდა მექნა, ჩემკენ მოტრიალდა და თვალები
შემომაფეთა. სახე გაუნათდა, ჩემი სახელი შეჰყვირა, გამოიქცა
და სანამ გავაცნობიერებდი, რა მოხდა, შემომახტა და ჩამეხუტა.
მკლავები შემოვხვიე და ლოყა ყურზე მივაბჯინე. ასე ერთმანეთს
ჩაწნულები ისე მსუბუქად დავიძარით, თითქოს მოცეკვავეები
ვყოფილიყავით, თითქოს ასე სიარულში აქამდე ათასჯერ მაინც
გვევარჯიშა. მისი კანი თბილი იყო და რბილი.
– აქ რას აკეთებ? – მკითხა. მკერდზე მყავდა მოკრული და
ვგრძნობდი, როგორ გამალებით უცემდა გული.
მომშორდა. ენას ძვრა ვერ ვუყავი. უკან რომ დაიხია, ყვრი-
მალზე შერჩენილი, უკვე ფერდაკარგული ძველი ნალილავები
მერეღა შევამჩნიე. ამ ჩალურჯების მიუხედავად, ბოლო ორი
თვისა და ათასი მილის მანძილზე მასავით მშვენიერს არავის
გადავყრივარ.
– შენ თვითონ რას აკეთებ? – კითხვა შევუბრუნე.

747 მკითხველთა ლიგა


მისი სიცილი ვერცხლის წკრიალივით გაისმა. მკლავზე წამე-
ტანა, თუმცა უეცრად ჩემს მხარს უკან რაღაცას შეხედა, თვალე-
ბი აენთო და სახე წაეშალა.
– მოიცა! – დაუძახა ბიჭს, რომელიც შესასვლელს კეტავდა, –
ამას უნდა გავყვე, თორემ დავაგვიანებ, – ამწესკენ ტკივილით
აღსავსე სახით გააბიჯა, მერე მომიბრუნდა და მითხრა, – მიპო-
ვე.
როგორც კი ამწეზე ფეხი შედგა, ბიჭმა შესასვლელი ჩაკეტა.
ფიცარნაგი ადგილს მოსწყდა და ჩემი გულიც გაიყოლა.
– სად გეძებო? – კლდის ქიმისკენ წავიწიე და ჩავძახე.
ამომხედა, სიბნელიდან ამომანათა. მისი თმა ღამის ჩრდი-
ლებს ერეოდა.
– მთავარი გზიდან ჩრდილოეთით, მეორე ქუჩაზე – მეთუნუ-
ქეთა ქუჩაზე.
ღამეში ჩაინთქა და უეცრად სრულიად მარტო დავრჩი. ვიდე-
ქი. ჰაერში ჯერ კიდევ მისი სურნელი ტრიალებდა, მკლავებში
მისი სითბო შემომრჩენოდა და მისი გულის ფეთქვას ვგრძნობ-
დი – თითქოს გალიაში გამომწყვდეული ფრინველი ჩემს მკერ-
დში შემოღწევას ლამობდა.

748 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეერთე
ბებრისკონკა

სევერენში გასეირნების შემდეგ ბარბითი ჩემს ოთახში შევი-


ნახე და ალვერონის ოთახებისკენ, შეძლებისდაგვარად, ჩქარა
გავემართე. სტეიპსს ჩემი დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ
ჩვეული ფორიაქით შემიშვა.
გონებადაბინდული ალვერონი თეთრეულში გახვეულიყო და
ოფლში ცურავდა. მაშინღა შევნიშნე, როგორ გამხდარიყო.
მკლავებსა და ფეხებზე ძარღვები ამოყროდა, სიფერმკრთალე
კი ნაცრისფერში გადასვლოდა. ოთახში შესულს ბრაზით შემომ-
ხედა.
სტეიპსმა მეარის ზეწარი მოკრძალებულად გაასწორა, ბა-
ტონს წამოჯდომაში დაეხმარა და ზურგს უკან ბალიშები
ამოულაგა. მეარმა ამ მზრუნველობით საქმიანობას მტკიცედ გა-
უძლო და ბოლოს თქვა:
– გმადლობ, სტეიპს, – მადლობაში დათხოვნაც იგრძნობო-
და. მსახური ოთახიდან ნელა გავიდა და ჩემკენ მტრული მზერის
ტყორცნა მოასწრო.
მეარის საწოლს მივუახლოვდი და მოსასხამის ჯიბეებიდან
შენაძენი ამოვიღე.
– ყველაფერი ვიშოვე, რაც აუცილებლად მჭირდებოდა,
თქვენო მოწყალებავ, თუმცა, არა ყველაფერი, რისი იმედიც
მქონდა. თავს როგორ გრძნობთ?
ისეთი მზერით შემომხედა, რომ პასუხი ცხადი გახდა.
– ამდენ ხანს რა ჯანდაბას აკეთებდი? სანამ წასული იყავი,
კაუდიკუსმა შემოიარა.
მღელვარების ტალღა ძლივს მოვთოკე.
– მერე?

749 მკითხველთა ლიგა


– მკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი და სიმართლე ვუთხარი.
თვალებსა და ყელში ჩამხედა და მკითხა, თუ ვაღებინე. ვუთხა-
რი, კი-მეთქი და ისიც დავამატე, რომ უფრო მეტი წამალი და
განმარტოება მსურდა. წავიდა და წამალი გამომიგზავნა.
პანიკა დამეუფლა.
– დალიეთ?
– კიდევ ცოტა ხანს რომ არ დაბრუნებულიყავი, დავლევდი,
ეშმაკსაც წაუღიხართ შენ და შენი ზღაპრები, – ბალიშის ქვეში-
დან კიდევ ერთი ბოთლი გამოაძვრინა, – ვერ ვხვდები, როგორ-
ღა უნდა მავნოს, როდესაც ისედაც სიკვდილის პირას ვარ, –
ბოთლი გაბრაზებულმა გადმომიგდო.
– წესით თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა შევძლო,
თქვენო მოწყალებავ. გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული ეს ღა-
მე იქნება. ხვალიდან ყველაფერი უკეთ წავა.
– თუ ხვალამდე ცოცხალი დავრჩი, კი, – ჩაიბუზღუნა მეარმა.
ავადმყოფი კაცის ეს გულფიცხი წუწუნი ჩემს ფიქრებს ისე
ზუსტად გამოეპასუხა, რომ მთელ სხეულში სიცივემ დამიარა.
აქამდე აზრადაც არ გამივლია, რომ ჩემი ჩარევის მიუხედავად,
მეარი შეიძლებოდა მაინც მომკვდარიყო. მაგრამ ახლა, როდე-
საც მოტეხილ, განაცრისფრებულ და აცახცახებულ მეარს შევხე-
დე, სინამდვილე გავაცნობიერე: შესაძლოა, ის ღამე ვერ გა-
დაეტანა.
– პირველ რიგში ეს მიიღეთ, – მათარა ამოვიღე.
– ბრენდია? – მკითხა იმედიანი ხმით. თავი გავაქნიე და მა-
თარას თავი მოვხადე. სუნი იკრა თუ არა, ცხვირი უსიამოვნოდ
შეჭმუხნა და ისევ ბალიშებში ჩაეფლო.
– ღმერთის კბილს ვფიცავ, თითქოს სიკვდილის პირას ყოფნა
არ მეყოფოდა. ვირთევზას ღვიძლის ქონია?
თავი სერიოზული სახით დავუქნიე.

750 მკითხველთა ლიგა


– ორი მოზრდილი ყლუპი დალიეთ, თქვენო მოწყალებავ.
თქვენი განკურნებისთვის აუცილებელია.
მათარის გამოსართმევად ხელი არ გამოუწვდია.
– მაგ რაღაცას კუჭში ვერ გავიჩერებ, ბოლო დროს ხომ
ჩაისაც ვაღებინებ. მაგის დალევის სატანჯველს მხოლოდ იმის-
თვის არ გავივლი, რომ ისევ უკან ამოვარწყიო.
თავი დავუქნიე და მათარა ისევ დავხუფე.
– სამაგისოდაც მოგცემთ რაღაცას, – მაგიდის გვერდით
წყლიანი ჩაიდანი იდგა. მეარისთვის ჩაის მომზადება დავიწყე.
კისერი წაიგრძელა და სცადა, დაენახა, რას ვაკეთებდი.
– მანდ რას ურევ?
– ისეთ რამეს, რაც ღებინებას თავიდან აგაცილებთ და საწამ-
ლავის ორგანიზმიდან გამოდევნაშიც დაგეხმარებათ. ცოტა ლო-
დანუმსაც, ჟინი რომ დაგიცხროთ, და ჩაის. თქვენი მოწყალება
შაქარს იყენებს?
– ჩვეულებრივ, არა, მაგრამ ახლა მგონია, რომ შაქრის გა-
რეშე ჭაობის გემო ექნება, – ერთი კოვზი შაქარი ჩავყარე და
ფინჯანი გავუწოდე.
– ჯერ შენ, – თქვა ალვერონმა. ერთიანად ფერმკრთალი და
მოღუშული, ბასრი ნაცრისფერი თვალებით შემომცქეროდა. სა-
ზარლად იღიმოდა.
შევყოყმანდი, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით.
– თქვენი მოწყალების ჯანმრთელობისა იყოს, – ვთქვი და
მოზრდილი ყლუპი გადავყლურწე. დავიჯღანე და კიდევ ერთი
კოვზი შაქარი ჩავამატე, – თქვენი მოწყალება სწორად მიხვდა.
მართლა ჭაობივითაა.
ფინჯანი ორივე ხელში მოიქცია და პატარ-პატარა ყლუპები
დიდი მონდომებით შესვა.
– რა საზიზღრობაა, – ჩაილაპარაკა უბრალოდ, – მაგრამ
სულ არაფერს სჯობს. იცი, რა გრძნობაა როცა გწყურია, მაგრამ
751 მკითხველთა ლიგა
ამორწყევის შიშით ვერაფერს სვამ? ძაღლსაც კი არ ვუსურვებ-
დი.
– ცოტაც გაუძელით და ბოლომდე დალიეთ, – გავაფრთხი-
ლე, – წესით, კუჭი რამდენიმე წუთში უნდა დაგიწყნაროთ.
მეორე ოთახში გავედი და ფრთხიალების საკვებში წამლის
ახალი ბოთლი ჩავცალე. გულზე მომეშვა, როცა დავინახე, რომ
მოწამლულ ნექტარს ისევ გამალებით დაეწაფნენ. მეშინოდა,
რომ შეცვლილი გემოს ან თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტინ-
ქტის გამო ახალ საკვებს არ გაეკარებოდნენ.
იმაზეც ვღელავდი, ვაიდა ტყვია წრუპიებზე მომწამლავად არ
მოქმედებს-მეთქი; ვშიშობდი, რომ ფრინველებზე წამლის მოქ-
მედების ეფექტის გამოჩენას მთელი თერთმეტეული დასჭირდე-
ბოდა, მეარს კი მოთმინების ფიალა რამდენიმე დღეში აევსებო-
და; მის ჯანმრთელობაზეც ვღელავდი. არც იმას გამოვრიცხავ-
დი, რომ ყველა ჩემი მიგნება მცდარი იყო.
მეარის საწოლთან დავბრუნდი და დავინახე, რომ ცარიელი
ფინჯანი კალთაში ჩაედო. კიდევ ერთი დოზა მოვუმზადე. ავად-
მყოფმა ისიც სწრაფად დალია. შემდეგ თხუთმეტიოდე წუთი ხმი-
სამოუღებლად ვისხედით.
– თავს როგორ გრძნობთ, თქვენო მოწყალებავ?
– უკეთ, – აღიარა უხალისოდ. ხმაში მოდუნება შევატყვე, –
გაცილებით უკეთ.
– ალბათ, ლოდანუმის დამსახურებაა, – მივუგე მე, – კუჭი ამ
დროისთვის უკვე საკმარისად დამცხრალი უნდა გქონდეთ, –
ვირთევზას ღვიძლისქონიანი მათარა ავიღე, – ორი მოზრდილი
ყლუპი, რა, თქვენო მოწყალებავ.
– მართლა აუცილებელია? – მკითხა ზიზღით.
– უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებულ აფთიაქებთან რომ
მიმიწვდებოდეს ხელი, რამე უფრო სასიამოვნოს ვიშოვიდი, მაგ-
რამ, ამ დროისთვის, სხვა არაფრის გაკეთება შეგვიძლია.
752 მკითხველთა ლიგა
– კიდევ ერთი ფინჯანი ჩაი მომიმზადე, ზედ რომ დავაყოლო
და ყელი ჩავიწმინდო, – მათარა გამომართვა, ორი ყლუპი მოწ-
რუპა და უკან გამომიწოდა; პირი საზიზღარი გემოსგან მოეღრი-
ცა.
ამოვიხვნეშე.
– ასე წრუპვას თუ განაგრძობთ, მთელი საღამო აქ ყოფნა
მოგვიწევს. ორი მოზრდილი ყლუპი გჭირდებათ. აი, ისეთი, მეზ-
ღვაურები იაფფასიან ვისკის რომ მოიყუდებენ ხოლმე.
შემომიბღვირა.
– ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ბავშვი ვიყო.
– მაშინ კაცივით მოიქეცით, – ისე მკაცრად ვუპასუხე, რომ
დაბნეულობისგან ენა ჩაუვარდა, – ორი ყლუპი ყოველ ოთხ სა-
ათში. ხვალამდე მთელი მათარა უნდა დაცალოთ.
რუხი თვალები სახიფათოდ დაუვიწროვდა.
– ხომ არ შეგახსენო, ვის ელაპარაკები?
– ავადმყოფს, რომელიც წამლის მიღებისას ჭირვეულობს, –
ვუპასუხე აუღელვებლად. ლოდანუმისგან მოდუნებული მეარის
თვალებში ბრაზი ღვივდებოდა.
– ერთი პინტა10 თევზის ქონი წამალი არაა, – გამოსცრა კბი-
ლებში, – ავზრახვიანი და უგუნური თხოვნაა, რომელიც არ შეს-
რულდება.
ჩემი საუკეთესო გამჭოლი მზერით გავაჩუმე და მათარა გა-
მოვართვი. თვალის დახამხამებაში მთელი სითხე ერთიანად გა-
დავკარი. თევზის ქონი ყლუპ-ყლუპად კუჭში ისე ჩავუშვი, რომ
მეარისთვის თვალი არ მომიცილებია. ვაკვირდებოდი, როგორ
შეეცვალა მრისხანე გამოხედვა ჯერ ზიზღიანი მზერით, შემდეგ
კი ავადმყოფის შესაფერისი მორჩილი შიშით. მათარა ამოვატ-
რიალე, შიგნიდან თითი ამოვუსვი და გავილოკე.
მოსასხამის ჯიბიდან მეორე მათარა დავაძრე.
10
პინტა – წონის ერთეული. დაახლოებით 0,5 ლიტრი.
753 მკითხველთა ლიგა
– წესით, ეს თქვენი ხვალინდელი დოზა უნდა ყოფილიყო,
მაგრამ ამაღამ დაგჭირდებათ. თუ უფრო გაგიადვილდებათ, ორ
საათში ერთხელ თითო ყლუპიც საკმარისი იქნება, – მეარს მა-
თარა გავუწოდე. თვალი ერთი წამითაც არ მომიშორებია.
უხმოდ გამომართვა, ორი მოზრდილი ყლუპი მოსვა და საცო-
ბი მკაცრი შეუპოვრობით დაახურა. დიდგვაროვნებთან სიამაყე
ყოველთვის უკეთ ჭრის, ვიდრე გონიერება.
ჩემი მდიდრული შინდისფერი მოსასხამის ჯიბე მოვჩხრიკე
და მეარის ბეჭედი ამოვიღე.
– წეღან ამის დაბრუნება დამავიწყდა, თქვენო მოწყალებავ,
– ბეჭედი გავუწოდე.
გამოსართმევად ხელი გამომიწოდა, შემდეგ შეჩერდა.
– ჯერჯერობით გქონდეს, – თქვა ბოლოს, – მგონი, დაიმსა-
ხურე.
– დიდად გმადლობთ, თქვენო მოწყალებავ, – ვუპასუხე და
შევეცადე, მოკრძალებული გამოხედვა შემენარჩუნებინა. ბეჭ-
დის ტარების უფლებას არ მაძლევდა, მაგრამ შესანახად რომ
მიტოვებდა, ჩვენს ურთიერთობაში აშკარად წინ გადადგმული
ნაბიჯის მანიშნებელი იყო. იმის მიუხედავად, თუ როგორ წარი-
მართებოდა ლედი ლაქსლესთან მისი არშიყი, დღეს მასზე უდა-
ვოდ შთაბეჭდილება მოვახდინე.
ჩაი კიდევ დავუსხი და სანამ ყურადღებას მაქცევდა, გადავ-
წყვიტე, რჩევა-დარიგება დამესრულებინა.
– ამაღამ ეს ჩაიდანი ბოლომდე უნდა დალიოთ, თქვენო ღირ-
სებავ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხვალამდე მეტი არაფერს
მიიღებთ. როდესაც მომიხმობთ, კიდევ მოგიდუღებთ. ამაღამ,
რაც შეიძლება, მეტი სითხე უნდა მიიღოთ. ყველაფერს რძე აჯო-
ბებს. ცოტა თაფლი შეურიეთ და უფრო ადვილად შეირგებთ, –
დამეთანხმა და დაეტყო, რომ თანდათან ძილი ერეოდა. ვიცო-

754 მკითხველთა ლიგა


დი, როგორი მძიმე ღამე ელოდა და ვაცადე, ჩაეთვლიმა. ჩემი
ნივთები ავკრიფე და გარეთ გამოვედი.
სტეიპსი გარეთა ოთახებში მელოდა. ვუთხარი, მეარს სძი-
ნავს, ჩაიდანში დარჩენილი ჩაი კი არ გადააქციო, გაღვიძებისას
დალევას მოისურვებს-მეთქი.
წამოსვლისას სტეიპსმა უბრალოდ ჩვეული ცივი მზერა კი არ
მესროლა, არამედ ზიზღიანი, ლამის შხამიანი შემოხედვით და-
მასაჩუქრა. მხოლოდ ჩემ ზურგსუკან კარის მიხურვის შემდეგღა
მივხვდი, მისთვის ეს ყველაფერი როგორ გამოიყურებოდა –
სტეიპსი ფიქრობდა, რომ მეარის სისუსტით ვსარგებლობდი.
სამყაროში ბევრი ასეთი ადამიანია, მოგზაური მკურნალები,
რომლებიც სასოწარკვეთილი ავადმყოფების შიშებით ხელის
აუკანკალებლად სარგებლობენ. ასეთი მკურნალის საუკეთესო
მაგალითი ბებრისკონკა იყო, ელექსირებით მოვაჭრე პიესიდან
„სამი პენი სურვილისთვის“. ყველა დრამას შორის სხვა ასეთი
საძულველი პერსონაჟი ალბათ არ მოიპოვება. არ არსებობს მა-
ყურებელი, რომელიც მეოთხე აქტში მის მეწამული ჭინჭრის
ბოძზე გაკვრას ტაშით არ ეგებება.
ამ ფიქრებმა მეარის დაუძლურებული და ნაცრისფერი შესა-
ხედაობა გამახსენა. ტარბინში ყოფნისას ოფალუმის მიღების
შეწყვეტის შედეგად მკვდარი ახალგაზრდებიც მინახავს, მეარი
კი არც ახალგაზრდა იყო და ჯანმრთელობაც არ უვარგოდა.
რომ მოკვდეს, ვის დაბრალდება? რა თქმა უნდა, არა კაუდი-
კუსს, სანდო მკურნალს, არც მეარის საყვარელ მსახურ სტე-
იპსს...
მე, მხოლოდ მე დამადანაშაულებენ. მისი მდგომარეობა ჩემი
ჩამოსვლის შემდეგ მალევე გაუარესდა. დარწმუნებული ვიყავი,
რომ სტეიპსი იმ ამბავსაც მალევე გამოააშკარავებდა, რომ
მეარის ოთახებში ავადმყოფთან დროს მარტო ვატარებდი და
რომ მტანჯველი ღამის წინ ჩაი სწორედ მე მოვუდუღე.
755 მკითხველთა ლიგა
საუკეთესო შემთხვევაში ახალგაზრდა ბებრისკონკას როლში
აღმოვჩნდებოდი, უარეს შემთხვევაში – მკვლელის.
ასეთი ფიქრები მიტრიალებდა თავში, როდესაც მეარის სა-
სახლეში ჩემი ოთახებისკენ მივიჩქაროდი. გზად მხოლოდ ერ-
თხელ გავჩერდი ფანჯრებთან, რომლებიც ქვემო სევერენს გა-
დაჰყურებდა. გადავეყუდე და ერთი პინტა ვირთევზას ღვიძლის
ქონი ამოვარწყიე.

756 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეორე
კრიზისი

მომდევნო დილას, უთენია, ქვემო სევერენისკენ გავეშურე.


სანამ აფთიაქის გაღებას ველოდი, საუზმედ კვერცხი და კარტო-
ფილი მივირთვი. საუზმის შემდეგ კიდევ ორი პინტა ვირთევზას
ღვიძლის ქონი და რამდენიმე ისეთი წამალი ვიყიდე, რომლებიც
წინა დღეს არ გამხსენებია.
ამ საქმეებს რომ მოვრჩი, მეთუნუქეთა ქუჩა მთლიანად
ავიარე იმის იმედით, რომ სადმე დენნას გადავაწყდებოდი,
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მისი გაღვიძებისა და ქუჩაში
სახეტიალოდ ზედმეტად ადრე იყო. ფორნები და ფერმერთა ურ-
მები მოკირწყლულ ქუჩებზე ერთმანეთს ადგილს ეცილებოდნენ.
მონდომებული მათხოვრები ცდილობდნენ ყველაზე ხალხმრა-
ვალი კუთხეები დაესაკუთრებინათ, მაღაზიების მეპატრონეები
კი აბრების გადმოკიდებითა და დარაბების გახსნით გართულიყ-
ვნენ.
მეთუნუქეთა ქუჩაზე ოცდასამი ფუნდუკი და პანსიონი დავ-
თვალე. გონებაში ისინი მოვინიშნე, რომლებიც დენნასთვის
ყველაზე მიმზიდველი იქნებოდა და თავს მეარის სასახლეში
დაბრუნება ვაიძულე. ამჯერად საბარგო ამწით ვისარგებლე. ერ-
თი მხრივ იმიტომ, რომ თუ ვინმე მითვალთვალებდა, დამებნია,
მეორე მხრივ კი მეარის საფულე თითქმის დაცარიელებულიყო.
აჩქარება არაფერს მარგებდა, ამიტომ ოთახში დავრჩი და
დაველოდე, როდის მომიხმობდა მეარი. ბრედონს ბარათი და
ბეჭედი გავუგზავნე; სულ მალე უკვე ჩემ წინ იჯდა, თაკში მანად-
გურებდა და ამბებს მიყვებოდა.
– ...ჰოდა მეარმა საწამებელ გალიაში გამოკიდა, ზუსტად აღ-
მოსავლეთის კარიბჭის გასწვრივ. რამდენიმე დღე იქ ჩაკეტილი

757 მკითხველთა ლიგა


ყმუოდა და იგინებოდა. გაჰყვიროდა, უდანაშაულო ვარ, ეს ყვე-
ლაფერი არასწორია და სასამართლოს ვითხოვო.
ვერაფრით ვიჯერებდი.
– გალიაში?
ბრედონმა სერიოზულად დამიქნია თავი.
– ნამდვილ, რკინის გალიაში. ვინ იცის, სად იშოვა ამ დროში
ნამდვილი საწამებელი გალია. თითქოს არსაიდან გააჩინაო.
პასუხად კარგა ხანს ვეძებდი შემოვლით სიტყვებს. მეარის
საქციელი სასაცილოდ არ მყოფნიდა, მაგრამ იმდენი ჭკუა
მყოფნიდა, რომ მისი გადაწყვეტილება ღიად არ დამეწუნებინა.
– რას ვიზამთ, – ვთქვი ბოლოს, – ყაჩაღობა საშინელი დანა-
შაულია.
ბრედონმა ერთი ქვის დაფაზე დადება დააპირა, მაგრამ გა-
დაიფიქრა.
– ძალიან ცოტა ადამიანს მიაჩნდა, რომ მთელი ეს ამბავი
ცოტა არ იყოს... – ჩაახველა, – უგემოვნო იყო, მაგრამ ხმამაღ-
ლა არავის უთქვამს. თუ ხვდები, რისი თქმაც მინდა. საშინელი
სანახაობა იყო, მაგრამ მიზანს მიაღწია.
როგორც იქნა, ქვას ადგილი მოუძებნა და ცოტა ხანს თამაში
ჩუმად გავაგრძელეთ.
– უცნაურია, – დავარღვიე სიჩუმე, – ცოტა ხნის წინ ისეთ
ადამიანს ვესაუბრებოდი, რომელიც ვერაფრით გარკვეულიყო,
თუ რა რანგი გააჩნია სამეფო კარზე კაუდიკუსს.
– დიდად გასაკვირი არცაა, – ბრედონმა დაფისკენ მიმითი-
თა, – ბეჭდების მიღება-გაცემა თაკის თამაშივითაა. გარედან წე-
სები მარტივად გეჩვენება, მაგრამ თამაშს როცა შეუდგები, ყვე-
ლაფერი რთულდება, – მაგიდაზე ქვა დადო და ჩაიცინა, – ცოტა
ხნის წინ ამ ჩვეულების წვრილმან დეტალებს ერთ უცხოელსაც
ვუხსნიდი, რომელიც ასეთ რაღაცებში ვერ ერკვეოდა.

758 მკითხველთა ლიგა


– თქვენი მხრიდან მეტად კეთილი საქციელი იყო, – ვუპასუ-
ხე.
ბრედონმა თავი დამიკრა.
– ერთი შეხედვით ადვილი ჩანს, – გააგრძელა, – ბარონი ბა-
რონეტზე მაღალი რანგია, მაგრამ ზოგჯერ ახალნაშოვნი ფული
სისხლზე ძვირად ფასობს. ზოგჯერ მდინარის კონტროლი იმაზე
მნიშვნელოვანია, რამდენი ჯარისკაცის გამოყვანა შეგიძლია
ბრძოლის ველზე; ზოგჯერ ერთი ადამიანი ერთზე მეტ ადამიანს
უდრის. სვანისის გრაფი უცნაური მემკვიდრეობის წყალობით
თევნის ვიკონტიცაა. ერთი ადამიანი, მაგრამ პოლიტიკურად
ორი სხვადასხვა პიროვნებაა.
გამეღიმა.
– ერთხელ დედაჩემმა მითხრა, რომ იცნობდა კაცს, რომე-
ლიც საკუთარი თავის ვასალი იყო, – გავიხსენე მე, – საკუთარ
თავს ყოველწლიური შემოსავლიდან გადასახადებს უხდიდა და
თუ ვინმესგან საფრთხე დაემუქრებოდა, წერილობითი შეთან-
ხმება ავალდებულებდა, საკუთარი თავისთვის დროული და ერ-
თგული სამხედრო მხარდაჭერა აღმოეჩინა.
ბრედონმა თავი დამიქნია.
– ასეთი რამ გაცილებით ხშირად ხდება, ვიდრე ხალხს ჰგო-
ნია, – თქვა მან, – განსაკუთრებით ძველ ოჯახებში. მაგალითად,
ერთდროულად რამდენიმენაირი სტეიპსი არსებობს.
– სტეიპსი? – გამიკვირდა, – ის ხომ მხოლოდ მსახურია, არა?
– იცი, – ნელა მიპასუხა ბრედონმა, – კი, ნამდვილად მსახუ-
რია, მაგრამ მხოლოდ მსახური – ნაკლებად. საკმაოდ ძველი
ოჯახის წარმომადგენელია, თუმცა თავად წოდება არ გააჩნია.
ფორმალურად მზარეულზე ზემოთაც კი არ დგას, თუმცა ბლო-
მად მიწების პატრონია. ფული აქვს და თვით მეარის მსახურია.
ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. ყველამ იცის, რომ ალვერო-
ნი თვალდახუჭული ენდობა, – ბრედონი მუქი თვალებით მომა-
759 მკითხველთა ლიგა
ჩერდა, – ჰოდა, ასეთ კაცს რკინის ბეჭდით შეურაცხყოფას ვინ
გაუბედავს? მის ოთახს ესტუმრე და თავად დარწმუნდები: ჯამში
ოქროს გარდა სხვა ლითონის ბეჭედს ვერ უნახავ.

760 მკითხველთა ლიგა


***

თამაშის დამთავრების შემდეგ ბრედონმა მალევე მომიხადა


ბოდიში და დამტოვა, საქმეები მაქვსო. საბედნიეროდ, დროის
გაყვანა ახლა უკვე ბარბითითაც შემეძლო. მის აწყობას შევუდე-
ქი, ნაკაწრები შევამოწმე და ცოტა ხანს იმ ერთ კოჭსაც ჩავკირ-
კიტებდი, გამუდმებით რომ ეშვებოდა ხოლმე. ერთმანეთს საკ-
მაოდ დიდი ხნით დავშორდით და ხელახლა გაცნობას დრო
სჭირდებოდა.
საათი საათს მისდევდა. უცებ შევნიშნე, რომ, ჩემდაუნებუ-
რად, „ბებრისკონკას გოდებას“ ვუკრავდი და თავს ვაიძულე,
დაკვრა შემეწყვიტა. შუადღეც გადავიდა. ლანჩიც მომართვეს და
ნასუფრალიც აალაგეს. ბარბითი ხელახლა ავაწყე და სიმები შე-
ვამოწმე. ისევ აღმოვაჩინე, რომ მელოდიას ვუკრავდი. ამჯერად
„ქალაქს გაეცალე, მეთუნუქევ“ შემომემღერა. მაშინღა მივხვდი,
ჩემს ხელებს რისი თქმა უნდოდათ – მეარი ჯერ კიდევ ცოცხალი
რომ ყოფილიყო, დამიძახებდა.
ბარბითი დავადუმე და სასწრაფოდ გეგმის დაწყობას შევუდე-
ქი. უნდა წავსულიყავი, ახლავე. სტეიპსმა დამინახა, რომ მეარს
წამალი მოვუტანე. შეიძლებოდა კაუდიკუსისგან მოტანილი
ბოთლის შეცვლაშიც კი დაედოთ ბრალი.
ჩემი მდგომარეობის უიმედობა გავაცნობიერე და მუცელში
შიშის მორევი დამიტრიალდა. მეარის სასახლეს იმდენად კარ-
გად არ ვიცნობდი, რომ ჭკვიანური გაქცევა დამეგეგმა, დილით,
ქვემო სევერენისკენ მიმავალს, მოტრიალება და სწორი მიმარ-
თულების გაკითხვაც კი მომიხდა.
კარზე ჩვეულებრივზე ხმამაღალი კაკუნი გაისმა, უფრო
მძლავრი, ვიდრე მეარის შიკრიკს სჩვეოდა. მცველები. ადგილ-
ზე გავიყინე. რა აჯობებდა – კარი გამეღო და სიმართლე მეთქვა,

761 მკითხველთა ლიგა


თუ ფანჯრიდან ბაღში გადავმძვრალიყავი და როგორღაც გაქცე-
ვა მეცადა?
ხმამაღლა შემომძახეს.
– სერ. სერ.
კარი ხმას ახშობდა, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ მცველის
ხმა არ იყო. კარი გავაღე და ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რო-
მელსაც ლანგრით მეარის რკინის ბეჭედი და ბარათი მოეტანა.
ორივე ავიღე. ბარათზე აკანკალებული ხელით ერთადერთი
სიტყვა დაეწერა:
დაუყოვნებლივ!

762 მკითხველთა ლიგა


***

სტეიპსი უჩვეულოდ გათანგული ჩანდა. ყინულივით ცივი მზე-


რით შემეგება. გუშინ ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი მოკვლა და
დამარხვა უნდოდა, დღევანდელი მზერა კი იმაზე მიანიშნებდა,
რომ მხოლოდ დამარხვაზეც არ იტყოდა უარს.
მეარის ოთახი სელას ყვავილებით უხვად მოერთოთ. მისი ნა-
ზი სურნელი თითქმის სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ
თავისი დანიშნულება შეესრულებინა და ოთახის სხვა სურნელე-
ბი გადაეფარა. ამას დამატებული სტეიპსის მდგომარეობა საკ-
მარისი იყო იმის მისახვედრად, რომ მძიმე ღამის შესახებ ჩემი
პროგნოზი არცთუ მცდარი აღმოჩნდა.
ალვერონი საწოლში წამომჯდარიყო. ისე გამოიყურებოდა,
როგორც ველოდი: დაქანცული ჩანდა, თუმცა ოფლი აღარ
სდიოდა და ტკივილისგანაც არ იტანჯებოდა. ლამის ანგელოზი-
ვით გამოიყურებოდა. მზის სხივი ეცემოდა, რაც მის კანს ოდნავ
გამჭვირვალობას სძენდა, აჩეჩილ თმას კი თავზე დადგმულ
ვერცხლის გვირგვინს უმსგავსებდა.
როდესაც მივუახლოვდი, თვალები გაახილა და ღვთიური
ილუზიაც გაქრა – არც ერთ ანგელოზს ალვერონისნაირი
ჭკვიანი თვალები არ ექნებოდა.
– თუ არ ვცდები, თქვენი მოწყალება უკეთაა, – ვუთხარი თა-
ვაზიანად.
– არა მიჭირს, – მიპასუხა მეარმა, მაგრამ უბრალოდ თავა-
ზიანი პასუხი იყო და სხვა არაფერს მეუბნებოდა.
– თავს როგორ გრძნობთ? – უფრო სერიოზული ხმით შევე-
კითხე.
ხანგრძლივად შემომაჩერდა და მიმახვედრა, რომ ასეთ ში-
ნაურულ მიმართვას არ მიწონებდა, შემდეგ თქვა:

763 მკითხველთა ლიგა


– მოხუცად. მოხუცად და ავადმყოფად, – ღრმად ჩაისუნთქა,
– მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, წინა დღეებთან შედარე-
ბით უკეთ ვარ. მცირე ტკივილი და ძლიერი დაღლილობა ისევ
შემომრჩა, მაგრამ თითქოს... უფრო სუფთა ვარ. მგონი, კრიზისი
გადავლახე.
წუხანდელი ღამის შესახებ არ მიკითხავს.
– გნებავთ, კიდევ ერთი ჩაიდანი ჩაი მოგიმზადოთ?
– თუ შეიძლება, – მოზომილი და თავაზიანი ხმა ჰქონდა. მი-
სი განწყობა ვერ ამოვიცანი, ჩაის მომზადებაზე გადავერთე და
ცოტა ხანში ფინჯანი გავუწოდე.
პირველი ყლუპის შემდეგ ამომხედა.
– განსხვავებული გემო აქვს.
– ნაკლები ლოდანუმი ჩავამატე, – ავუხსენი, – ძალიან ბევ-
რი რომ მოგვივიდეს, თქვენი მოწყალებისთვის მავნებელი იქნე-
ბა. თქვენი ორგანიზმი მასზე ისეთივე დამოკიდებული გახდება,
როგორც ოფალუმზე.
თავი დამიქნია.
– ალბათ შენიშნავდი, ჩიტები კარგად მყავს, – ჩაილაპარაკა
სასხვათაშორისოდ.
მეორე ოთახისკენ გავიხედე და მოვარაყებულ გალიაში ძვე-
ლებურად მოფრთხიალე წრუპიები დავლანდე. მეარის შენიშ-
ვნის აზრს ჩავწვდი და სიცივემ დამიარა. მაინც არ სჯეროდა,
რომ კაუდიკუსი მის მოწამვლას ცდილობდა.
გაოგნებისგან სწრაფი პასუხი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ერთი-
ორი ჩასუნთქვის შემდეგ, როგორც იქნა, ხმა ამოვიღე:
– მათი ჯანმრთელობა იმდენად არ მაღელვებს, რამდენადაც
თქვენი. თავს ნამდვილად უკეთ გრძნობთ, ხომ ასეა?
– ჩემი ავადმყოფობა ეგეთი ბუნებისაა – მოდის და მიდის, –
მეარმა სამ მეოთხედზე სავსე ფინჯანი დადო, – საბოლოოდ
მთლიანად ქრება და კაუდიკუსსაც საშუალება ეძლევა,
764 მკითხველთა ლიგა
თვეობით სახეტიალოდ გაემგზავროს თავისი თილისმებისა და
ნახარშებისთვის მასალის მოსაპოვებლად. ამ გახსენებაზე, –
ხელები კალთაზე დაილაგა, – კაუდიკუსთან წამალზე ხომ ვერ
გამეგზავნებოდი?
– რასაკვირველია, თქვენო მოწყალებავ, – სახეზე ღიმილი
გადავიფინე და ვცადე, გულმკერდში ჩაბუდებული შფოთვა არ
შემემჩნია. ჩაის მომზადებისას მოწყობილი არეულობა მოვაწეს-
რიგე და ფუთები და ბალახის კონები ისევ ჩემი შინდისფერი მო-
სასხამის ჯიბეებში ჩავიწყე.
მეარმა თავი მოხდენილად დამიკრა, თვალები დახუჭა და
ისევ თავის მშვიდ, მზით გასხივოსნებულ თვლემაში ჩაიძირა.

765 მკითხველთა ლიგა


***

– ჩვენს ახალბედა ისტორიკოსს მივესალმები! – შესძახა


კაუდიკუსმა, შემიპატიჟა და სკამი შემომთავაზა, – ცოტა ხნით
რომ დაგტოვო და სულ მალე მოგხედო, ხომ არ გეწყინება?
რბილ სკამზე დავეხეთქე და მერეღა შევნიშნე იქვე მდგარ მა-
გიდაზე დალაგებული ბეჭდების წყება. კაუდიკუსი ისე შორს წა-
სულიყო, რომ ბეჭდებისთვის პატარა თაროც კი გამოეყო. თი-
თოეული ისე დაედო, რომ სახელიანი ზედაპირი მნახველისკენ
მოექცია. უამრავი ბეჭედი ჰქონდა – ვერცხლის, რკინისა და ოქ-
როსი.
ჩემი ოქროსა და ალვერონის რკინის ბეჭდები პატარა ლან-
გარზე ერთად ეწყო. ორივე ავიღე და ბეჭდების დაბრუნების ამ
უსიტყვო მეთოდზე დავფიქრდი.
კოშკის ფართო ოთახს თვალი ჩუმი ცნობისმოყვარეობით
მოვავლე. რა ამოძრავებდა კაუდიკუსს მეარის მოსაწამლად?
თავად უნივერსიტეტს თუ არ ჩავთვლით, ეს ადგილი ნებისმიერი
არკანისტის ოცნება იყო.
ინტერესით აღვსილი ფეხზე წამოვდექი და წიგნის თაროებს
მივუახლოვდი. კაუდიკუსს შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა შეეგრო-
ვებინა – ასამდე წიგნი ერთმანეთს ადგილს ეცილებოდა. ბევრის
სათაური მეცნო. ზოგი ქიმიური ცნობარი იყო, ზოგიც – ალქი-
მიური. სხვები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს – ჰერბოლო-
გიას, ფიზიოლოგიასა და ბესტიოლოგიას ეხებოდა. უმეტესობა
კი ისტორიული ხასიათისა ჩანდა.
უცებ თავში აზრმა გამიელვა. შემეძლო, ვინტასური ცრურ-
წმენა ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. თუ კაუდიკუსი ნამ-
დვილი სწავლული იყო და, ამავდროულად, თუნდაც იმ ცრურ-
წმენების ნახევრის მაინც სჯეროდა, რომლებიც ვინტასში იყო
გავრცელებული, შეიძლებოდა ჩანდრიანებზე რამე მაინც სცოდ-
766 მკითხველთა ლიგა
ნოდა. რაც მთავარია, რადგანაც სულელი ბატონიშვილის
როლს ვთამაშობდი, შემეძლო, რეპუტაციის გაფუჭებაზე არც მე-
დარდა.
კუთხიდან კაუდიკუსი გამოჩნდა. წიგნის თაროებთან ჩემი და-
ნახვისას ოდნავ შეცბა, მაგრამ თავს მალევე მოერია და თავა-
ზიანად გამიღიმა.
– რამე საინტერესო იპოვე?
მივტრიალდი და თავი გავაქნიე.
– არაფერი განსაკუთრებული, – ვუპასუხე, – ჩანდრიანებზე
რამე იცით?
კაუდიკუსი ცოტა ხანს გაშტერებული მიმჩერებოდა, შემდეგ
სიცილი აუტყდა.
– ვიცი, რომ ღამე ოთახში არ მოდიან და საწოლიდან არ გი-
ტაცებენ, – მითხრა და თითები ისე დაკლაკნა, თითქოს ბავშვს
აშინებსო.
– ესე იგი, მითოლოგიას არ სწავლობთ? – ვკითხე და ვცადე,
მისი რეაქციით გამოწვეული იმედგაცრუების ტალღა დამეცხრო.
თავი იმით ვინუგეშე, რომ მის თვალში ჩლუნგი ბატონიშვილის
რეპუტაციას კიდევ უფრო გავიმყარებდი.
კაუდიკუსმა ჩაიფხუკუნა.
– ჩანდრიანებს მითოლოგიასაც ვერ უწოდებ, – მომიგდო ზე-
რელედ, – ზოგს ხალხურ თქმულებადაც არ მიაჩნია. ცრუმორ-
წმუნეთა ბრმა როშვაა და მსგავსი სისულელისთვის დრო არ მე-
მეტება. ამ საკითხს არც ერთი ჭკუადამჯდარი სწავლული ხელს
არ მოჰკიდებს.
ოთახში ყიალს მოჰყვა. ათას წვრილმანს მიედ-მოედო: ბოთ-
ლებს სახურავი დააცო და კარადაში შეაწყო, ფურცლების დასტა
გაასწორა, წიგნები თაროებზე კოხტად დაალაგა.
– ჰო, რადგან სიტყვა მეცნიერებაზე ჩამოვარდა, თუ სწორად
მახსოვს, ლაქლესების ოჯახით დაინტერესდი, არა?
767 მკითხველთა ლიგა
უეცრად ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და უაზროდ მივაშ-
ტერდი. წინა დღის სახელდახელო მონაჩმახის შემდეგ, დიდე-
ბულთა ოჯახების შესწავლას ვესწრაფვი-მეთქი, იმდენი რამე
მოხდა, გონებიდან სხვა ყველაფერი გადამვარდა.
– თუ ზედმეტად არ შეგაწუხებთ... – აზრზე დროულად მოვე-
დი, – როგორც უკვე მოგახსენეთ, მათ შესახებ თითქმის არაფე-
რი ვიცი.
კაუდიკუსმა თავი დამიქნია.
– ასეთ შემთხვევაში, გირჩევ, მათი სახელის კვლევით დაიწ-
ყო, – სპილენძის მბზინავ მილაკებზე შემოდგმულ სახდელს ქვე-
მოდან სპირტქურა შეუნთო. რაღაცას ხდიდა, თუმცა დარწმუნე-
ბული ვიყავი, რომ ატმის ბრენდიზე ნამდვილად არ მოცდებოდა,
– იცი, ზოგჯერ სახელს ბევრის თქმა შეუძლია.
ამის გაგონებაზე თითქმის ჩამეღიმა, მაგრამ თავი დროულად
მოვთოკე.
– უჰ, რას მეუბნებით?
სწორედ მაშინ შემოტრიალდა, როცა ღიმილის ნასახიც აღარ
მემჩნეოდა.
– დიახ, დიახ, – გაიმეორა, – სახელები ხანდახან სხვა, უფრო
ძველი სიტყვების გამოძახილს წარმოადგენს. რაც უფრო ძვე-
ლია თავდაპირველი სიტყვა, მით უფრო ახლოსაა ჭეშმარიტ არ-
სთან. ლაქლესი შედარებით ახალი საგვარეულოა. ექვსას წელ-
ზე მეტის არც იქნება.
ამჯერად განცვიფრების გათამაშება აღარ დამჭირვებია.
– მერედა, ექვსასი წლისა ახალია?
– ლაქლესთა ოჯახი გაცილებით ხნიერია, – ფაციფუცს შეეშ-
ვა და გაცვეთილ სავარძელზე მოკალათდა, – სიძველით ალვე-
რონთა საგვარეულოს დიდად აღემატება. ერთ დროს მთელი ის
მიწები, სადაც დღეს ვინტასი, მოდეგი და მომცრო სამეფოთა დი-

768 მკითხველთა ლიგა


დი ნაწილია გადაფენილი, ლაქლესთა გვარის სამფლობელოს
წარმოადგენდა.
– ადრე რა ერქვათ? – დავინტერესდი.
სქელი წიგნი გადმოიღო და მოუთმენლად გადაფურცლა.
– აი, მივაგენი. მაშინდელ საგარეულოს ლოექლოსად, ლოქ-
ლოსად ან ლოლოსად მოიხსენიებდნენ, თუმცა ყველა ერთი
სიტყვისგან, ლოქლესისგან წარმოიშვა და მხოლოდ ჟღერადო-
ბით განსხვავდებიან. იმხანად სწორად ჩაწერას დიდ ყურადღე-
ბას არავინ უთმობდა.
– როდის იმხანად? – ვკითხე.
წიგნს ჩააშტერდა.
– დაახლოებით, ცხრაასი წლის წინ. თუმცა აგერ სხვა ჩანაწე-
რიც ვიპოვე, რომლის მიხედვითაც ლოექლოსები ატურის დაცე-
მამდე ათასი წლით ადრეც კი ცნობილი ოჯახის შვილები იყვნენ.
იმპერიებზე უფრო დიად და ძირძველ საგვარეულოზე ფიქ-
რმა კრძალვა მომგვარა.
– ანუ ლოქლესები ლაქლესებად იქცნენ? სახელის შეცვლა
რაში დასჭირდათ?
– ჟამთააღმწერელთა ნაწილი საკუთარ მარჯვენასაც კი სიხა-
რულით დათმობდა, ოღონდ კი ამ კითხვაზე პასუხი იცოდნენ, –
მომიგო კაუდიკუსმა, – საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრის
თანახმად, რაღაც განხეთქილება მოუვიდათ და საგვარეულოც
დაიშალ-დაიქსაქსა. სახელი თითოეულმა შტომ გადაირქვა.
ატურში ლაქ-ქის ოჯახად დამკვიდრდნენ – ბევრნი იყვნენ, მაგ-
რამ ბნელ დროებას შეეწირნენ; სხვათა შორის, სიტყვა „ლაქი-
აც“ მათგან მოდის: გაღატაკებულები თურმე ყველას ელაქუცე-
ბოდნენ, ფეხქვეშ ეგებოდნენ და ქედს უხრიდნენ, ოღონდ კი თა-
ვის გასატანი სარჩო ეშოვათ. სამხრეთში ლაქლითებად იქცნენ,
მაგრამ მძიმე დღეებს ვერც ისინი გადაურჩნენ და თანდათან ის-
ტორიის წყვდიადში დაინთქნენ. მოდეგელ კეპკენებსაც იგივე
769 მკითხველთა ლიგა
ბედი ეწიათ. საგვარეულოს დიდი ნაწილი აქ, ვინტასში სახლობ-
და, თუმცა მაშინ ვინტასი ჯერ კიდევ არ არსებობდა, – წიგნი და-
ხურა და გამომიწოდა, – თუ გინდა, გაგატან.
– გმადლობ, – გამოვართვი, – ძალიან გულისხმიერი ბრძან-
დებით.
სამრეკლოდან ზარის შორეულმა ხმამ მოაღწია.
– გულისხმიერისა რა გითხრა, მაგრამ ბევრი ლაპარაკი კი
მიყვარს, – მომიგო, – ამდენი ხანია, რაღაცას გიყვები და ჯერ
ხეირიანი ვერაფერი მოგახსენე.
– ეს ამბავიც კი ერთ რამედ ღირდა, – მადლიერი შევეპასუხე.
– დარწმუნებული ხარ, რომ სხვა საგვარეულოთა შესახებ
არაფრის მოსმენა არ გსურს? – მკითხა და სამუშაო მაგიდას შე-
მოუარა, – არც ისე დიდი ხნის წინ ჯაკისების ოჯახში გამოვიზამ-
თრე. მოგეხსენება, ბარონი ქვრივი კაცის ცხოვრებით ცხოვ-
რობს. შეძლებული ოჯახია, თან ცოტა თავქარიანიც, – ორივე
წარბი აქაჩა და თვალები დააჭყიტა, აქაოდა, სულ შარის ძიებაში
არიანო, – ერთი-ორი საინტერესო რამის გახსენება მათზეც შე-
მიძლია, თუკი სიტყვას მომცემ, რომ არ გამთქვამ.
ნაკისრი როლი კინაღამ ჩავაფლავე, მაგრამ ცდუნებას დრო-
ზე მოვერიე და თავი გავაქნიე.
– მას შემდეგ იყოს, რაც ლაქლესთა ნაწილზე მუშაობას და-
ვასრულებ, – საკუთარი ღირსებით აღვსილი იმ ადამიანის
მსგავსად წარმოვთქვი, მთელ ძალისხმევას ამაო წვრილმანთა
კირკიტში რომ აქსოვს, – ფრიად ყურადსაღებ კვლევას ვადგა-
ვარ და არ მინდა, ზედმეტმა ცოდნამ აზრების დალაგებაში ხელი
შემიშალოს.
კაუდიკუსს წყენამ დაჰკრა, ოდნავ მოიღუშა, მაგრამ მომდევ-
ნო წამს მხრები აიჩეჩა, მკლავები აიკაპიწა და მეარის წამლის
დამზადებას მიუბრუნდა.

770 მკითხველთა ლიგა


ვუყურებდი, როგორ გამოჰქონდა საჭირო მასალა. მკურნა-
ლის საქმიანობას ალქიმიას ვერაფრის დიდებით ვუწოდებდი.
სიმონის მუშაობა ნანახი მქონდა და იმიტომ. ქიმიაც გაჭირვე-
ბით თუ ეთქმოდა. ასე ზერელედ წამლის შეზავება უფრო მზა რე-
ცეპტიდან მომზადებას ჰგავდა. ოღონდ რას იყენებდა?
თვალს ყურადღებით ვადევნებდი და ვიმახსოვრებდი, რის
შემდეგ რას აკეთებდა. გამომშრალი ფოთლები ალბათ მკბენა-
რა იყო. თავდაცობილ დოქში უდავოდ რაღაც მჟავას ინახავდა –
მურატუმს ან აქუა ფორტისს. ლითონის ჯამში სითხე რომ აბუყ-
ბუყდა და აშიშინდა, მცირედი ტყვიაც დაამატა. ბევრი არ იქნე-
ბოდა, ჰა და ჰა, მეოთხედი გრამი. თეთრი ფხვნილი ოფალუმს
წააგავდა.
ბოლოს ერთი მწიკვი რაღაც ინგრედიენტიც ჩაამატა და ამით
დაასრულა. აზრზე არ ვიყავი, რა იყო. მარილს ჰგავდა, მაგრამ
თითქმის ყველაფერი ხომ ისედაც მარილივით გამოიყურება.
ვიდრე წამალს აზავებდა, კაუდიკუსს ენა არ გაუჩერებია და
სასახლის ჭორებს მიყვებოდა. დეფერეს უხნეს ვაჟს საროსკიპოს
ფანჯრიდან გადმოხტომისას ფეხი მოეტეხა; ქალბატონ ჰესუას
ამჟამინდელი საყვარელი ილიელი ყოფილა და ატურულის ინ-
ჩიბინჩიც არ გაეგებოდა; ხმები დარხეულიყო, სამეფო შარას
ჩრდილოეთით ყაჩაღები აწიოკებენო, მაგრამ მსგავს ჭორებს რა
დალევდა, ხალხი ისედაც სულ მძარცველებზე ლაპარაკობდა.
სხვა ისეთი ახალი არაფერი ხდებოდა.
მსგავსი მითქმა-მოთქმა ერთი ბეწოთიც არ მანაღვლებდა,
მაგრამ როცა მჭირდება, გულმოდგინე მსმენელის როლსაც
ვკისრულობ. მთელი ამ ყბედობის განმავლობაში კაუდიკუსის-
თვის ფხიზელი თვალი არ მომიშორებია და ვცდილობდი, მუხა-
ნათი მოღალატის საქციელი არ გამომპარვოდა. არც ტუჩების
ნერვიული ცმაცუნი, არც ოფლის წვეთები და არც წამიერი ყოყ-
მანი არ შემიმჩნევია. კაცი ვერაფრით იფიქრებდა, რომ მეარის-
771 მკითხველთა ლიგა
თვის საწამლავს ამზადებდა. აღელვებისა არაფერი შეტყობია.
არხეინად საქმიანობდა.
იქნებ, მეარს სულაც შემთხვევით წამლავდა? არა, ეს წარმო-
უდგენელი გახლდათ. გულდენის მფლობელმა ყველა არკანის-
ტმა ქიმია საკმარისად იცის, რათა...
უეცრად თავში დამკრა. ეგებ, კაუდიკუსი არკანისტი არც იყო?
ვაითუ, მუქ მოსასხამში გახვეული ერთი ჩვეულებრივი კაცი
ბრძანდებოდა, რომელიც ალიგატორსა და ნიანგს ერთმანეთის-
გან ხეირიანად ვერც ანსხვავებდა? ან იქნებ მოხერხებულად
თვალთმაქცობდა, მეარს კი ისე წამლავდა, თავადაც ვერ ხვდე-
ბოდა?
ნუთუ სახდელს მართლაც ატმის ბრენდის დასამზადებლად
იყენებდა?
ქარვისფერი სითხით სავსე ბოთლი დახუფა და გამომიწოდა.
– ესეც ასე, – წარმოთქვა, – ეგრევე მიუტანე. აჯობებს, გაგ-
რილებამდე დალიოს.
ტემპერატურის ცვლილებას წამლის მოქმედებაზე მცირედი
გავლენაც კი არ გააჩნია. ნებისმიერ ექიმს ჰკითხეთ და დაგი-
დასტურებთ.
ბოთლი ჩამოვართვი და თითქოს მაშინღა შევნიშნეო, მკერ-
დზე ვანიშნე.
– ახლა არ მითხრათ, რომ თილისმას ატარებთ.
ჯერ დაიბნა, თუმცა მალევე მიმიხვდა და მოსასხამში ჩაფლუ-
ლი ტყავის თასმა ამოსწია.
– ჰო, რაღაც მსგავსია, – შემწყნარებლურად გამიღიმა. კი-
სერზე ჩამოკონწიალებული ლითონის ნაგლეჯი ერთი შეხედვით
არკანისტის ნამდვილ გულდენს წააგავდა.
– ავსულებისგან გიცავთ? – წავჩურჩულე.
– ჰო, დიახ, – ზერელედ მომიგერია, – ყველანაირი ავსუ-
ლისგან.
772 მკითხველთა ლიგა
აღელვებულმა ნერწყვი გადავყლაპე.
– შეხება შეიძლება?
მხრები აიჩეჩა, წინ გადმოიხარა და ლითონი გამომიწოდა.
ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოვიქციე და მოკრძალე-
ბით გამოვართვი, თუმცა უეცრად უკან გავხტი.
– მიკბინა! – წამოვიყვირე მწყრალად და ხელი მოვისრისე.
შევამჩნიე, ღიმილი როგორ მოაწვა.
– უჰ, ეგ კი კარგი გამახსენე, მგონი, ჭმევა დამავიწყდა, –
კვლავ მოსასხამში ჩამალა, – აბა, ახლა კი წასვლის დროა, –
ხელი კარისკენ გაიქნია, მომშორდიო.
მეარის სამყოფელში დავბრუნდი. გზად გრძნობადაკარგულ
თითებს ვიზელდი. ნაღდი გულდენი იყო. ნამდვილი არკანისტი
ყოფილა. დანამდვილებით იცოდა, რასაც აკეთებდა.

773 მკითხველთა ლიგა


***

მეარის ოთახებში შევაბიჯე. იმ ხუთი წუთის განმავლობაში,


რაც საწვეთურების ჯერ კიდევ თბილი წამლით ავსებას მოვან-
დომე, ორიოდე სიტყვა გავცვალეთ. ჩიტები მხნედ დაფ-
რთხიალებდნენ, ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ და ტკბილად ჟღურ-
ტულებდნენ.
ჩვენი ხანმოკლე საუბრისას მეარი ჩაის წრუპავდა და საწო-
ლიდან თვალს წყნარად მადევნებდა. როგორც კი გალიასთან
საქმე მოვითავე, დავემშვიდობე და იმდენად სწრაფად გავეცა-
ლე, როგორი სისწრაფის უფლებასაც ზრდილობიანი ქცევა ით-
ვალისწინებდა.
ამინდის გარდა არაფერზე გვისაუბრია, მაგრამ მის შეფარულ
სათქმელს ისე ცხადად ვკითხულობდი, თითქოს მკაფიო ხელით
თავად დამიწერაო. სადავეებს ხელიდან არ უშვებდა და არც
უკან მისაბრუნებელ გზას იჭრიდა. არ მენდობოდა.

774 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამესამე
მოვარაყებული გალია

ხანმოკლე თავისუფლების შემდეგ ისევ ოთახის ტყვეობას


დავუბრუნდი.
იმის იმედი მქონდა, რომ მეარს გამოსაჯანმრთელებლად
განსაკუთრებით მძიმე პერიოდი უკვე გადატანილი ჰქონდა, მაგ-
რამ მაინც მის ახლო-მახლო ვტრიალდებდი, რათა მდგომა-
რეობის გაუარესების შემთხვევაში ჩემთვის დაეძახა. ქვემო სე-
ვერენში მცირეხნიანი გამგზავრებაც კი გაუმართლებლად მეჩ-
ვენებოდა, იმის მიუხედავად, რომ დენნასთან შეხვედრის იმე-
დად მეთუნუქეთა ქუჩაზე წასვლის სურვილს ვყავდი ატანილი.
ასე რომ, ბრედონი მოვიწვიე და მთელი ნაშუადღევი თაკის
თამაშში გავატარეთ. ზედიზედ უამრავი ხელი ვითამაშეთ და ყვე-
ლაში განსხვავებულად საინტერესოდ დავმარცხდი. როდესაც
თამაში შევწყვიტეთ, ბრედონმა სათამაშო მაგიდა ჩემთან დატო-
ვა, მსახურები მისი წინ და უკან თრევით დაიღალნენო.
ბრედონთან თაკის თამაშისა და მუსიკის გარდა, კიდევ ერთი,
უფრო გამაღიზიანებელი საქმეც გამომიჩნდა. კაუდიკუსი სრუ-
ლად ამართლებდა მასზე თქმულ ყველა ჭორს და ხმები ჩემი
საქმიანობის შესახებ მალევე გავრცელდა. ასე რომ, ჩემგან ინ-
ფორმაციის გამოძალვის მსურველი არამკითხეების გარდა
სხვისი ბინძური თეთრეულის გამოფენის მოსურნეთა ნაკადსაც
უნდა გავმკლავებოდი.
შევძელი და მათ ნაწილს განზრახვაზე ხელი ავაღებინე, გან-
საკუთრებით მონდომებულებს კი ვურჩიე, ამბები დაეწერათ და
გამოეგზავნათ. ჩემდა გასაკვირად, ეს აზრი ბევრს მოეწონა და
ჩემი ერთ-ერთი გამოუყენებელი ოთახის მაგიდა ცილისმწამებ-
ლური წერილებით გაივსო.

775 მკითხველთა ლიგა


***

მეორე დღეს, როდესაც მეარმა თავისთან მიხმო, საწოლის


გვერდით, სკამზე მჯდომი დამხვდა და ფიორენის „მეფეთა უფ-
ლებებს“ ორიგინალში, უძველეს ვინტურზე კითხულობდა. გაცი-
ლებით უკეთესი ფერი ედო, წიგნის გადაფურცვლისას კი ხელის
ოდნავი კანკალიც ვერ შევატყე. ოთახში ჩემი შესვლისას თავი
არ აუწევია.
სასთუმალთან გამზადებული ცხელი წყლით ჩაი ხმის
ამოუღებლად მოვუმზადე, ფინჯანში დავუსხი და მაგიდაზე, იდაყ-
ვთან ახლოს დავუდგი.
მისაღებ ოთახში მოვარაყებული გალია შევამოწმე.
ფრთხიალები საკვების მილაკებს მხიარულად დასტრიალებ-
დნენ და ერთმანეთში თავბრუდამხვევად ირეოდნენ, რაც მათ
დათვლას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. მიუხედავად ამისა,
ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ თორმეტი იყვნენ. სამ-
დღიანი შხამიანი დიეტის მიუხედავად ავადმყოფობისა არაფერი
ეტყობოდათ. გალიაზე მუშტის დარტყმის სურვილი ძლივს შევი-
კავე.
ბოლოს მეარს ვირთევზას ღვიძლის ქონის მათარა გამოვუც-
ვალე და აღმოვაჩინე, რომ წინა დღის ჭურჭელი სამ მეოთხედზე
იყო სავსე. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მის ნდობას ვკარგავ-
დი.
ჩემი ნივთები უჩუმრად წამოვკრიფე და გამოსასვლელად მო-
ვემზადე, მაგრამ სანამ კარამდე მივაღწიე, მეარმა წიგნიდან თა-
ვი ასწია,
– ქვო.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.

776 მკითხველთა ლიგა


– მგონი, ისე ძალიანაც არ მწყურია, როგორც მეგონა. თუ წი-
ნააღმდეგი არ იქნები, ჩემ ნაცვლად დაასრულე, – მაგიდაზე ჯე-
რაც ხელუხლებელ ჩაის ჭიქაზე მიმითითა.
– თქვენი მოწყალების ჯანმრთელობისა იყოს, – ვთქვი და
მოვსვი. დავიმანჭე, ერთი კოვზი შაქარი ჩავამატე, მოვურიე და
ჭიქა ბოლომდე ისე ჩავცალე, რომ მეარს მზერა არ მოუშორე-
ბია. მშვიდი, ჭკვიანი და ისეთი გამჭოლი თვალებით მიყურებდა,
რომ ჩემთვის კარგს არაფერს მოასწავებდა.

777 მკითხველთა ლიგა


***

კაუდიკუსმა ოთახში შემიპატიჟა და ჩვეული ადგილისკენ მი-


მითითა.
– ცოტა ხნით რომ დაგტოვო, ხომ არ გეწყინება? – მითხრა
არკანისტმა, – ექსპერიმენტს ვატარებ და დროულად უნდა და-
ვასრულო, თორემ, ვშიშობ, ჩაფლავდება, – კოშკის სხვა ნაწი-
ლისკენ კიბეს აჩქარებული ნაბიჯით აუყვა.
რადგანაც სხვა საქმე არ მქონდა, ჩემი ყურადღება ისევ გამო-
ფენილმა ბეჭდებმა მიიქცია და გავიაზრე, რომ სასახლის კარზე
ადამიანის მდგომარეობის გამოცნობა ბეჭდების მიხედვით მარ-
თლაც თავისუფლად შეიძლებოდა.
კაუდიკუსი ზუსტად მაშინ დაბრუნდა, როდესაც გონებაში ერ-
თი ოქროს ბეჭდის მოპარვის იდეა მიტრიალებდა.
– ზუსტად არ ვიცოდი, ბეჭდის უკან მიღება გინდოდა თუ არა,
– მითხრა და ხელით მიმანიშნა. მაგიდას გავხედე და ლანგარზე
დაწყობილი ბეჭდები დავინახე. უცნაურად მომეჩვენა, რომ აქამ-
დე ვერ შევნიშნე. ბეჭედი მაგიდიდან ავიღე და მოსასხამის შიდა
ჯიბეში ჩავასრიალე.
– უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, – ვუთხარი მე.
– მეარს წამალს დღესაც წაუღებ? – მკითხა. თავი დავუქნიე
და გავიბღინძე.
თავის დაქნევისას თავბრუ დამეხვა. მხოლოდ მაშინღა გავი-
აზრე, რომ შარში ვიყავი: რამდენიმე წუთით ადრე მთელი ერთი
ჭიქა ჩაი დავლიე. მართალია, ბევრ ლოდანუმს არ შეიცავდა...
უფრო სწორად, ბევრ ლოდანუმს არ შეიცავდა, თუ ტკივილებს
ებრძვი და ოფალუმზე დამოკიდებულების ნელ-ნელა მოხსნას
ცდილობ.
თუმცა, ჩემნაირი არადამოკიდებული ადამიანისთვის ლოდა-
ნუმის ის მცირე მოცულობაც საკმარისად ბევრი იყო. ვგრძნობ-
778 მკითხველთა ლიგა
დი, რომ მისი მოქმედება თანდათან მთელ სხეულს ეპატრონე-
ბოდა, ძვლებში სასიამოვნო დაღლილობამ დამიარა. ყველაფე-
რი თითქოს ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობდა.
– მეარს დღეს ერთი სული ჰქონდა, წამალს როდის მიიღებ-
და, – ვთქვი და თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხი-
ლით წარმოვთქვამდი, – ვფიქრობ, სასაუბროდ ბევრი დრო არ
მაქვს, – გონებაჩლუნგი თავადიშვილის როლის თამაშის თავი
აღარ მქონდა.
კაუდიკუსი სერიოზული სახით დამეთანხმა და სამუშაო მაგი-
დასთან გადაინაცვლა. მეც, ჩვეულებისამებრ, ცნობისმოყვარე
სახით გავყევი.
წამლის მომზადებაში გართულ კაუდიკუსს ცალი თვალით ვუ-
ყურებდი, მაგრამ გონება ლოდანუმით მქონდა დაბინდული,
დარჩენილი აზროვნება კი სხვა საფიქრალისკენ მქონდა მიპ-
ყრობილი. მეარი თითქმის აღარ მელაპარაკებოდა. სტეიპსი თა-
ვიდანვე არ მენდობოდა, ფრთხიალები კი უწინდებურ ჯანმრთე-
ლობას ინარჩუნებდნენ. რაც ყველაზე უარესია, ჩემს ოთახებში
ვიყავი გამომწყვდეული მაშინ, როცა დენნა ქვემოთ, მეთუნუქე-
თა ქუჩაზე მელოდა და ალბათ როგორ უკვირდა, ამდენ ხანს
რომ არ ვესტუმრე.
მივხვდი, რომ კაუდიკუსმა რაღაც მკითხა და თავი ავწიე.
– უკაცრავად?
– შეგიძლია, მჟავა გადმომაწოდო? – გამიმეორა კაუდიკუსმა
და აწონილი ფოთლები როდინში ჩაყარა.
მინის კოლბა ავიღე და კაუდიკუსს გავუწოდე. მაშინღა გამახ-
სენდა, რომ ერთი უვიცი ბატონიშვილი ვიყავი. მარილის გოგირ-
დისგან გარჩევა არ შემეძლო და ისიც არ უნდა მცოდნოდა, მჟა-
ვა რა არის.
არც ავწითლებულვარ და ყოყმანიც არ დამიწყია, არც ოფ-
ლმა დამასხა და ენაც არ დამბმია. ედემა რუდ გახლავართ დაბა-
779 მკითხველთა ლიგა
დებული და წამლისგან გაბრუებული და მთვრალიც კი სულით
ხორცამდე მსახიობი ვარ. თვალი თვალში გავუყარე და ვკითხე:
– ესაა, ხომ? შემდეგ გამჭვირვალე ბოთლის ჯერი მოდის.
კაუდიკუსი გამომცდელად მომაჩერდა.
ყურებამდე გავიკრიჭე.
– წვრილმანებს ვაკვირდები, – აღვნიშნე თავმომწონედ, –
უკვე ორჯერ გიყურეთ. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ მოვინდომო,
მეარის წამალს მე თვითონაც მოვამზადებ.
ხმაში უმეცრის თავდაჯერებულობა მთელი მონდომებით ჩა-
ვაქსოვე. ეს ხომ ნამდვილი დიდგვაროვნების თვისებაა – ურყე-
ვი რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შეუძლიათ: ტყავის გამოყვა-
ნა, ცხენის დაჭედვა, ქოთნის გამოძერწვა, მინდვრის მოხვნა...
რომ მოინდომონ.
კაუდიკუსმა კიდევ რამდენიმე წამს მიყურა და შემდეგ მჟავის
აწყვა დაიწყო.
– დარწმუნებული ვარ, შეძლებდით, ახალგაზრდა ბატონო.
სამი წუთის შემდეგ დერეფანს მივუყვებოდი და გაოფლილ
ხელისგულში თბილი ბოთლი მეჭირა. თითქმის აზრი აღარ
ჰქონდა, მისი გაცურება მოვახერხე თუ არა. მთავარი ის იყო,
რომ რაღაც მიზეზით კაუდიკუსმა ეჭვის თვალით შემომხედა.
მეარის ოთახში შესულს სტეიპსმა მზერა ზურგში ხანჯლებად
ჩამასო, ალვერონს კი ყურადღებაც არ მოუქცევია, ვიდრე საწამ-
ლავის ახალ დოზას ფრთხიალების საკვებში ვურევდი. ლამაზი
არსებები თავიანთ გალიაში ულევი ენერგიით დაქროდნენ.
ჩემს ოთახებამდე გრძელი გზა გავიარე. ვცდილობდი, სასახ-
ლე უკეთ გამეცნო. გაქცევა სანახევროდ უკვე დაგეგმილი მქონ-
და, მაგრამ კაუდიკუსის ეჭვები მიბიძგებდა, რომ გეგმა ბოლომ-
დე მიმეყვანა. თუ ფრთხიალები მეორე დღეს არ დაიხოცებოდ-
ნენ, ჩემთვისვე აჯობებდა, სევერენიდან, რაც შეიძლება, სწრა-
ფად და ჩუმად ავორთქლებულიყავი.
780 მკითხველთა ლიგა
***

იმავე ღამით, ისეთ დროს, რომ დანამდვილებით ვიცოდი, ასე


გვიან მეარი არ მიხმობდა, ფანჯრიდან გავსხლტი და ბაღი გულ-
დასმით დავზვერე. გუშაგები აღარ იდგნენ. არ მინდოდა, მთვა-
რის შუქზე სახეტიალოდ გამოსულ ექვსიოდე წყვილს თვალში
მოვხვედროდი. კიდევ ორს ფანჩატურსა და სააგარაკე ჩარდახში
წავაწყდი – ერთმანეთში შეყუჟულიყვნენ და ალერსიანად ჩურ-
ჩულებდნენ. ბუჩქების გადაჭრისას კინაღამ ვიღაცებს შევეფეთე:
ისინი არც სეირნობდნენ და არც საუბრობდნენ, მაგრამ მათ საქ-
ციელში რაღაც რომანტიკული აშკარად შეიმჩნეოდა. არავის შე-
ვუნიშნივარ.
ბოლოს სახურავამდეც მივაღწიე. იქიდან სასახლის ირგვლივ
გადაჭიმული მიწები ხელისგულივით მოჩანდა. მარცხენა კედე-
ლი მაშინვე გამოვრიცხე, პირდაპირ ციცაბოს ებჯინებოდა. ვი-
ცოდი, რომ გასაქცევად სხვა გზაც არსებობდა.
სამხრეთის ფრთის თვალიერებისას ერთ-ერთი კოშკურაზე
მჭახედ მანათობელი სინათლე შევამჩნიე. რაც მთავარია, ეს შუ-
ქი დანარჩენებისგან თვალნათლივ განირჩეოდა – სიმპათიის
ლამპების წითელი ელფერი დასთამაშებდა. კაუდიკუსი ჯერ კი-
დევ ფხიზლობდა.
კოშკურისკენ გავემართე, სახურავის კიდეზე გულისფანცქა-
ლით გადავეყუდე და სარკმელში ჩავიჭყიტე. უბრალოდ გვიან კი
არ მუშაობდა, ვიღაცას ელაპარაკებოდა. კინაღამ წელში გადავ-
ტყდი, მაგრამ მის მოსაუბრეს თვალი მაინც ვერ მოვკარი. ყვე-
ლაზე ცუდი კი ის გახლდათ, რომ ფანჯრებიც მჭიდროდ დაეგმა-
ნათ, ამიტომ მათი დიალოგიდან არაფერი მესმოდა.
ის იყო, სხვა ფანჯრისკენ გადანაცვლება გადავწყვიტე, რომ
დავინახე, კაუდიკუსი როგორ წამოდგა და კარისკენ გაემართა.
მეორე ტიპს ჩამოეცალა და ისიც გამოჩნდა – უკიდურესად მახ-
781 მკითხველთა ლიგა
ვილი კუთხის მიუხედავად, ახოვანი და მოკრძალებული მიმოხ-
რის მქონე სტეიპსი არავისში ამერეოდა.
ნამდვილად აფორიაქებული ჩანდა. ცალი ხელით რაღაცას
გამალებით უხსნიდა. სახეზე საბედისწერო, მომაკვდინებელად
სერიოზული გამომეტყველება ედო. დასტურის ნიშნად კაუდი-
კუსმაც რამდენჯერმე თავი დაუქნია და კარი შემდეგღა გააღო,
რათა მსახური გაეცილებინა.
შევამჩნიე, რომ სტეიპსს თან არაფერი მიჰქონდა. ანუ არც
წამლისთვის შეუვლია და არც წიგნის სათხოვნელად. ამ შუაღა-
მეს იქ მხოლოდ იმისთვის მიბრძანდა, რომ მეარის მკვლელო-
ბის მოსურნე კაცს პირადად გაბაასებოდა.

782 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეოთხე
გაქცევა

უჩრდილო წარსულით ვერცერთი ოჯახი ვერ დაიკვეხნის,


თუმცა ლაქლესები იღბალმა განსაკუთრებით გასწირა. რა უბე-
დობა აღარ დაატყდათ. ზოგში ბრალი არც მიუძღოდათ: მკვლე-
ლობები, შემოსევები, გლეხთა აჯანყებები, ძარცვა-გლეჯა მათი
მიზეზით არ დაწყებულა; ზოგი უბედურება კი საკუთარ თავს თა-
ვად აუტეხეს – იმ ოჯახს რაღა გაახარებს, რომელშიც უფროსმა
ვაჟმა მმართველის მოვალეობათა შესრულებაზე უარი განაცხა-
და? რა გასაკვირია, რომ უმოქმედობის გამო ავად მოუბარნი
ზოგჯერ „ლაქლაქლესებად“ მოიხსენიებდნენ.
მათი სისხლის გამძლეობაზე ისიც მეტყველებს, რომ ამდენი
ჭირ-ვარამის მიუხედავად, ამქვეყნად დიდხანს მბრძანებლობ-
დნენ. მართლაც, კალუპტენას ხანძარი რომ არა, იქნებ, იმის და-
მადასტურებელი საბუთიც შემოგვრჩენოდა, რომ ლაქლესთა
ძირძველი ოჯახი მოდეგის სამეფო დინასტიას სიძველით ნამ-
დვილად ეტოქება...
წიგნი მაგიდაზე ისე უდიერად მოვისროლე, მაგისტრ ლო-
რენს რომ დავენახე, ცოფებს გაყრიდა. თუ მეარი იმედოვნებდა,
ამგვარი ინფორმაცია ქალის გულის მოსაგებად უებარი რამააო,
ჩემგან იმაზე მეტი დახმარება ესაჭიროებოდა, ვიდრე თავად
ეგონა.
მაგრამ რაკიღა აღარ შემხმიანებია, ეჭვი მღრღნიდა, რომ და-
სახმარებლად არც ამის შემდეგ დამიძახებდა, მით უფრო, ისეთი
ფაქიზი საკითხის გადასაჭრელად, როგორიც არშიყობაა. წინა
დღეს არც ოთახებში მივუხმივარ.
თვალში აღარ მოვდიოდი. ვგრძნობდი, რომ ამაში სტეიპსის
ხელიც ერია. კაუდიკუსის კოშკში ორი დღის წინ თვალმოკრული

783 მკითხველთა ლიგა


სტუმრობით თუ ვიმსჯელებდი, მეარის მოღალატეობრივ მოწამ-
ვლაში წვლილი მასაც მიუძღოდა.
არსად გავქცეულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამ გა-
დაწყვეტილებით საკუთარ თავს ამ ოთახებში გამოკეტვის განა-
ჩენი გამოვუტანე. ვიცოდი, დაუპატიჟებლად რომ ვწვეოდი, მის
თვალში ისედაც შელახულ სახელს კიდევ უფრო გავიფუჭებდი.
ლანჩამდე ერთი საათით ადრე ვიკონტმა გერმენმა შემო-
მიარა და რამდენიმე ფურცელი ხელნაწერი ჭორები გადმომი-
ლაგა. ბანქოც მოიტანა. როგორც ჩანს, ბრედონის მაგალითს
მიჰყოლოდა. შემომთავაზა, „შაშვის“ თამაშს გასწავლიო და
რადგან დამწყები ვიყავი, დიდსულოვნად დამთანხმდა, თითო
დარიგებაზე ვერცხლის ბითიც საკმარისი ფსონი იქნებაო.
მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვა, დარიგების უფლება რომ
დამითმო. თვრამეტი ხელი ზედიზედ მოვუგე. ბოლოს ადგა და
გულმოსული გამეცალა. ბედი მისი, რომ შევიბრალე, თორემ
უფრო ეშმაკურად რომ მეთამაშა და ანკესზე წამომეგო, ნახევარ
სამფლობელოს წავღლეტდი. ამის ხასიათზე არ ვიყავი. თავში
უსიამოვნო აზრები მიტრიალებდა და მერჩივნა, მათ მარტო გავ-
მკლავებოდი.

784 მკითხველთა ლიგა


***

ლანჩის შემდეგ გადავწყვიტე, მეარის ნდობის მოპოვებაზე


ფიქრს აზრი აღარ აქვს-მეთქი. ალვერონს თუ თავისი ფლიდი
მსახურისა უფრო სჯეროდა, მისი საქმე იყო და მე ვერაფერს გა-
ვაწყობდი. დავიფიცე, წყეულიმც ვიყო, თუ ამ ოთახში უქმად კი-
დევ ვიჯდე და ნაცემი ძაღლივით ველოდო, კარს როდის
მოადგებიან-მეთქი.
მოსასხამი ბეჭებზე მოვიგდე, ბარბითის ჩასადებს ხელი დავ-
ტაცე და მეთუნუქეთა ქუჩის მოსაჩხრეკად გავემართე. თუ მეარს
ჩემი ქალაქში ყოფნის პერიოდში დავჭირდებოდი, კეთილი ენე-
ბებინა და წერილი დაეტოვებინა.
დერეფნის შუაწელს რომ მივაღწიე, იქვე ატუზულ მცველს
მოვკარი თვალი. იდგა და არემარეს ყურადღებით აკვირდებო-
და. ალვერონის პირადი მცველი საფირონისა და სპილოს
ძვლისფერი სამოსით ვიცანი.
ერთხანს ერთმანეთს ხმის ამოუღებლად და გაუნძრევლად
შევცქეროდით. რომ მეკითხა, მე ხომ არ მდარაჯობ-მეთქი, აზრი
არ ჰქონდა – გარშემო, ოცი ფუტის მანძილზე, ჩემი კარის გარდა
სხვა შესასვლელი არ არსებობდა. თვალებში ჩავაცქერდი.
– ვინ ბრძანდებით?
– ჯაიესი, სერ.
ჯერ ისევ „სერად“ მომიხსენიებდა. საქმე არც ისე ცუდად უნდა
ყოფილიყო.
– და აქ იმისთვის ხარ, რომ?..
– ოთახიდან თუ გახვალთ, გამოგყვეთ, სერ.
– გასაგებია, – შევბრუნდი და კარი მივხურე. ჩემი თვალთვა-
ლი ვინ უბრძანა, ალვერონმა თუ სტეიპსმა? თუმცა, რა მნიშვნე-
ლობა ჰქონდა.

785 მკითხველთა ლიგა


ფანჯრიდან ბაღში გადავძვერი, მომცრო ნაკადულს გადავევ-
ლე, ბუჩქებს ავუყევი და ქვის დეკორატიულ კედელს მივადექი.
შინდისფერი მოსასხამი ბაღში შეუმჩნევლად ძრომიალისთვის
არცთუ მთლად ზედგამოჭრილი იყო, მაგრამ კრამიტის მოწითა-
ლო ფილებმა დიდებული სამსახური გამიწია, მათ კარგად ვეხა-
მებოდი.
იქიდან თავლის სახურავზე ავფოფხდი, სათივისკენ გზა გა-
ვიკვლიე და მიტოვებული ბეღლის უკანა კარამდე მივაღწიე. მე-
სერზე ერთი გადახტომა და მეარის მამულიც უკან მოვიტოვე.
მარტივი საქმე გამოდგა.
სანამ დენნას ვიპოვიდი, მეთუნუქეთა ქუჩაზე წამოჭიმული
თორმეტი ფუნდუკი მოვიარე. არსად დამიხვდა, ამიტომ ქუჩას
ავუყევი და თვალი ფხიზლად მეჭირა. ბედს მივენდე.
ერთ საათში ისიც დავინახე. ბრბოს განაპირას იდგა და, გინდ
დაიჯერეთ, გინდა – არა, „სამი პენი სურვილისთვის“ წარმოდგე-
ნას უცქერდა.
ბოლოს უნივერსიტეტში რომ ვნახე, მას შემდეგ შეცვლილი-
ყო. მოგზაურობისგან კანი გარუჯვოდა. ადგილობრივ მოდას აჰ-
ყოლოდა და მაღალსაყელოიან კაბაში გამოწყობილიყო. მუქი
თმა თითქმის მთლიანად ბეჭებზე გადაეყარა. წინ მხოლოდ ერ-
თი მომცრო ნაწნავი დაეტოვებინა, რომელიც სახესთან გადმოჰ-
კიდებოდა.
მისი მზერა სწორედ იმ დროს დავიჭირე, ბებრისკონკამ პირ-
ველი სიტყვები რომ წარმოთქვა:
მე ვიცი შენი ტანჯვის წამალი,
არ დაგიკავებ, იყოს ალალი.
თუ გაიმეტებ ორიოდ პენის,
ერთად მოგირჩენ გულსა და პენისს.
მერე კი გოგოს ფეხებს გაუშლი.
ჩემი ურიკის აურზაურში,
786 მკითხველთა ლიგა
მოდი, იპოვე საშველი შენი.(თარგმნა სალომე ბენიძემ.)
დამინახა თუ არა, გაეღიმა. წარმოდგენის დასასრულამდეც
დავრჩებოდით, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორც მთავრდებო-
და?

787 მკითხველთა ლიგა


***

ერთ საათში ფუძის ჩრდილს შეფარებულნი ტკბილ ვინტასურ


ყურძენს შევექცეოდით. რომელიღაც მუყაით ქვის მთლელს არ
დაზარებოდა და კლდის მოთეთრო ქვისგან სკამები გამოეთა-
ლა. იმ მყუდრო ადგილს ქალაქში უმიზნო ხეტიალისას წავაწ-
ყდით. ერთმანეთთან მარტონი ვიყავით და საკუთარი თავი ამ-
ქვეყნად ყველაზე ბედნიერი კაცი მეგონა.
ამ ბედნიერებას მხოლოდ ის მიჩრდილავდა, რომ მისი ბეჭე-
დი თან არ მქონდა. ჩვენი მოულოდნელი შეხვედრისთვის მარ-
თლაც რომ შესაფერისი მოულოდნელი საჩუქარი იქნებოდა. გუ-
ლი იმაზეც მწყდებოდა, რომ დენნას ბეჭედზე ჯერ ვერაფერს გა-
ვუმხელდი. სიტყვა რომ დამეძრა, ისიც უნდა მომეყოლა, რომ
სამკაული სესხის გირაოდ დევის დავუტოვე.
– ვატყობ, ბედს არ უჩივი, – დენნამ ჩემი მოსასხამის კიდე
თითებით მოსინჯა, – წიგნიერ ცხოვრებას შეეშვი?
– არდადეგები მაქვს, – დავაზუსტე, – მეარ ალვერონს ერთი-
ორი საქმის მოგვარებაში ვეხმარები.
თვალები გაუფართოვდა და სმენად იქცა.
– მომიყევი, რა...
უხერხულად შევიშმუშნე და სახე ავარიდე.
– ბოდიში, არაფერი გამოვა. პირადი საქმეები და რამე. ხომ
გესმის, არა? – ჩავახველე და ვცადე, საუბარი სხვა კალაპოტის-
კენ მიმემართა, – შენ როგორ ხარ? ჩემი დაკვირვებით, ბედს
არც შენ უნდა ემდუროდე, – თითები კაბის მაღალი საყელოს ნა-
ქარგს გავაყოლე.
– ჰო, მთლად მეართან არ ვცხოვრობ, – გადამეტებული მო-
წიწებით გადმომხედა, – მაგრამ როგორც წერილებში აღვნიშ-
ნე...
– წერილებში? – შევაწყვეტინე, – ერთზე მეტი გამომიგზავნე?
788 მკითხველთა ლიგა
თავი დამიქნია.
– რაც წავედი, სამჯერ მოგწერე, – მითხრა, – მეოთხის დაწ-
ყებას ახლა ვაპირებდი, მაგრამ შენთან შეხვედრამ ამ საზრუნა-
ვისგან მიხსნა.
– მე მხოლოდ ერთი მივიღე, – ჩავილაპარაკე.
დენნამ მხრები აიჩეჩა.
– მაინც მერჩივნა, პირადად მეთქვა, – შთაბეჭდილების მო-
სახდენად დადუმდა და ბოლოს მომახსენა, – როგორც იქნა,
ოფიციალური მფარველი ვიპოვე.
– მართლა? – გამიხარდა, – დენნა, რა კარგი ამბავია!
ამაყად გაიღიმა. მოგზაურობისგან მზედაკრული, კაკლის ნა-
ჭუჭისფერი სახე ქათქათა კბილებმა გაუნათა. ტუჩები თანდაყო-
ლილი სიწითლით უღუოდა.
– სევერენის სასახლის კარის წევრია? – ვკითხე, – რა ჰქვია?
ღიმილი გაუქრა. სახე დაუსერიოზულდა. თითქოს შეცბუნდა.
– ხომ იცი, რომ ვერ გაგიმხელ? – ყრუდ ჩაილაპარაკა, –
ისიც იცი, საკუთარ ვინაობას როგორ ასაიდუმლოებს.
აღფრთოვანება ჩამიცხრა. თითქოს ცივი წყალი გადამასხე-
სო.
– ოღონდ ეგ არა. დენნა. ისევ ის ძველი ტიპია? ტრებონში,
ქორწილზე დასაკრავად რომ გაგიშვა?
დენნა დაიბნა.
– ჰო, სხვა ვინ იქნება. მის ნამდვილ სახელს ვერ გეტყვი. რას
ეძახდი? ბატონ ნეკერჩხალს?
– ნაკვერჩხალს, – მისი მეტსახელის წარმოთქმისას პირი
თითქოს ნამდვილმა ნაკვერჩხალმა დამიმდუღრა, – ნამდვილი
სახელი შენ მაინც თუ იცი? სანამ მის პირობებს დათანხმდებო-
დი, რამე მოგახსენა?
– ჰო, მგონი, ნამდვილი სახელი მითხრა, – შეიშმუშნა და
თმაზე ხელი გადაისვა. თითებით ნაწნავს რომ გადააწყდა, თით-
789 მკითხველთა ლიგა
ქოს გაუკვირდა, ამას აქ რა უნდაო და მოქნილი მტევნით სას-
წრაფოდ გამოშალა. წინ ჩამოყრილი თმაც უკან გადაიყარა, –
ასეც რომ არ იყოს, საერთოდ, სახელს რა მნიშვნელობა აქვს?
ყველას აქვს საიდუმლო, ქვო. სანამ ვგრძნობ, რომ ჩემზე ზრუ-
ნავს, მისი ფარული მხარეები დიდად არც მანაღვლებს. არადა,
თავს მევლება.
– უბრალოდ იდუმალი პიროვნება კი არაა, დენნა, – შევეკა-
მათე, – შენი მონაყოლიდან დავასკვენი, რომ ან შეშლილია, ან
რაღაც სახიფათო საქმეშია გარეული.
– ვერ ვხვდები, ასე ავი თვალით რატომ უყურებ.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი.
– დენნა, მან ხომ დაგარტყა?!
გაჩუმდა.
– არა, – ყვრიმალზე შერჩენილ ოდნავ სილურჯეს შეეხო, –
ხელი არ უხლია. ხომ გითხარი, ცხენის ჭენებისას ჩამოვვარდი-
მეთქი. იმ შტერ ცხენს ჯოხი გველი ეგონა და დაფრთხა.
თავი გავაქნიე.
– ახლანდელზე არ ვამბობ. გაიხსენე, გასულ შემოდგომაზე,
ტრებონში რაც ჩაიდინა.
დენნამ ხელები კალთაში ჩაიწყო. თითები უაზროდ დაწ-
რიალებდნენ, იმ ბეჭდის მოხელთებას ცდილობდნენ, რომელიც
არსად ჩანდა. შემომხედა. სახე გაფითრებოდა.
– საიდან გაიგე?
– თავად მომიყევი. მაშინ, იმ ღამეს, მთაზე. დრაკუსს რომ ჩა-
ვუსაფრდით.
თვალები დახარა. ენა დაება.
– მე... არაფერი მახსოვს.
– ცოტა გონებაამღვრეული იყავი, – ნაზად შევახსენე, – მაგ-
რამ ნამდვილად მომიყევი. არაფერი დაგიმალავს. დენნა, ასეთი

790 მკითხველთა ლიგა


ადამიანი ახლოსაც არ უნდა გაიკარო. ნებისმიერი, ვინც მსგავს
რამეს გაკადრებს...
– ასე ჩემივე კეთილდღეობისთვის მომექცა, – მუქი თვალები
სიბრაზით აენთო, – ესეც გითხარი? ქორწილში ყველა ნაფლე-
თებად იქცა, მე კი ნაკაწრის გარეშე გადავრჩი. ხომ იცი, პატარა
დაბაში როგორც ხდება ხოლმე? უგონოდ მყოფი მიპოვეს და მა-
ინც იმას ეჭვობდნენ, ამ სისხლისღვრაში ხელი ხომ არ ურევიაო.
შენც ხომ გახსოვს?
თავი უღელში შესაბმელი ხარივით ჩავკიდე.
– არ მჯერა, რომ იმ მდგომარეობიდან სხვაგვარი გამოსავა-
ლი არ მოიძებნებოდა. მე ასე არასდროს მოვიქცეოდი.
– რას ვიზამთ, ყველა შენნაირი ჭკვიანი ხომ ვერ იქნება, –
მომიგო.
– ჭკუა რა შუაშია! – თითქმის ყვირილზე გადავედი, – შეეძ-
ლო, თან წაეყვანე! შეეძლო, დარჩენილიყო და გამოგსარჩლე-
ბოდა!
– არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ თავადაც იქ იყო, – შემეპა-
სუხა დენნა, – ასე მითხრა...
– დაგარტყა, – ამ სიტყვის წარმოთქმისას საშინელი სიბრაზე
მომაწვა. ეს ჩემი სიფიცხის თანმდევი მრისხანება კი არ იყო, რა-
ღაც სხვაგვარი შეგრძნება შევიცანი, ნელი და მსუსხავი; და რო-
გორც კი ეს გავაცნობიერე, იმასაც მივხვდი, რომ ეს შეგრძნება
ჩემში დიდი ხნის განმავლობაში იბუდებდა, ზამთრის გრძელ, ეკ-
ლიან ღამეში ყინულმოდებული ტბორივით იჭირხლებოდა.
– დაგარტყა, – გავუმეორე. სიბრაზის გაყინული ლოდი ისევ
მომაწვა, – რაც გინდა, ის თქვი. ამას ვეღარ უშველი. ოდესმე თუ
გადავაწყდები, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად დანაზე წამოვა-
გებ.
ამის გაგონებაზე დენნამ ამომხედა. სახიდან გაბრაზება სად-
ღაც აორთქლებოდა, მზერაში კი საოცარი სინაზე და სიბრალუ-
791 მკითხველთა ლიგა
ლი ჩაწვნოდა. სწორედ ასე უმზერენ ხოლმე უსუსურ ლეკვს,
ძლივს რომ იყეფება და ჰგონია, თავისი საცოდავი წკმუტუნით
ვინმეს დააფრთხობს. ლოყაზე ხელისგულით მომეფერა. ვიგ-
რძენი, ალმური როგორ მომედო და როგორ გავწითლდი. ჩემი-
ვე დადგმულმა მელოდრამამ შემარცხვინა.
– მოდი, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, კარგი? – მკითხა, –
გთხოვ. დღეს არა, ხომ? იმდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინა-
ხავს...
ვამჯობინე, ვიდრე გამეცლებოდა, მის თხოვნას დავყოლოდი.
კარგად ვიცოდი, რაც ხდებოდა, როცა კაცები მოსვენებას აღარ
აძლევდნენ.
– კეთილი და პატიოსანი, – დავეთანხმე, – დღეს არა. ის მა-
ინც მითხარი, შენმა მფარველმა აქ რისთვის მოგიხმო?
დენნა საზურგეს მიეყრდნო და გულიანად გამიცინა.
– ბოდიში, არაფერი გამოვა. პირადი საქმეები და რამე. ხომ
გესმის, არა? – მხრები აიჩეჩა.
– კარგი, რა, – გავაპროტესტე, – რომ შემეძლოს, გეტყოდი,
მაგრამ მეარი საკუთარ სახელს მეტისმეტად უფრთხილდება.
დენნა ისევ წინ გადმოიხარა და ხელი მომკიდა.
– ჩემო საბრალო ქვო, ასე განზრახ კი არ გექცევი. ჩემი
მფარველიც მეარზე არანაკლებ ფრთხილია. ნათლად ამიხსნა,
ჩვენი კავშირი თუ გამჟღავნდა, კარგი არაფერი მოხდებაო. ხაზ-
გასმით გამიმეორა, – სახე მოეღუშა, – ხელთ დიდი ძალაუფლე-
ბა უპყრია, – თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ
თავს მოერია და გაჩუმდა.
არ მინდოდა აღიარება, მაგრამ დენნასი მესმოდა. მეარის
მრისხანებასთან შეჯახებამ სიფრთხილე მასწავლა.
– არის რამე, რისი თქმაც შეგიძლია?
დენნა ჩაფიქრდა და თითი ტუჩებზე აითამაშა.

792 მკითხველთა ლიგა


– საოცრად კარგი მოცეკვავეა. მგონი, ამის თქმით არაფერს
ვაშავებ. ძალიან გულმოწყალეცაა, – თქვა და ჩემი გამოხედვის
შემჩნევისას გაიცინა, – მისთვის რაღაცას ვიკვლევ, ძველ გე-
ნეალოგიებსა და ისტორიებში ვიქექები; ის კი ერთი-ორი სიმღე-
რის დაწერაში მეხმარება, რომ როგორმე სახელი გავითქვა... –
შეყოყმანდა, შემდეგ თავი გააქნია, – ვშიშობ, მეტი ვეღარაფერს
გეტყვი.
– სიმღერების წერას რომ მორჩები, მომასმენინებ?
მორცხვად გამიღიმა.
– მგონი, რაღაცას მოგიხერხებ, – ფეხზე წამოიჭრა, მკლავში
ჩამავლო და მეც წამომაყენა, – გვეყოფა ლაქლაქი. წამო, გავი-
სეირნოთ.
გავიღიმე. მისი შემართება ბავშვის სურვილივით გადამდები
იყო. მაგრამ როდესაც მომქაჩა, ხმადაბალი კვნესა აღმოხდა,
მოიკუნტა და ხელი ფერდზე მიიდო.
ერთ წამში მის გვერდით გავჩნდი.
– რა გჭირს?
დენნამ სუსტად გამიღიმა. ნეკნებიდან ხელი არ მოუშორებია.
– სულელი ცხენი, – ამიხსნა, – ზოგჯერ ჩამოვარდნის ამბავი
მავიწყდება ხოლმე და, როგორც კი მკვეთრ მოძრაობას ვაკე-
თებ, ტკივილი მიტევს.
– ვინმემ გაგსინჯა?
– უბრალო დაჟეჟილობაა, – თანაც, ჩემი ფულით ისეთ ექიმს
ვერ გავწვდები, ხელის შეხება რომ დავანებო.
– შენს მფარველზე რას იტყვი? – ვკითხე, – მას მაინც ხომ შე-
უძლია რამე მოგიხერხოს?
ნელ-ნელა წელში გაიმართა.
– არა, ძალიან მართლა არ მაწუხებს, – ხელები თავზემოთ
აღმართა და რამდენიმე ნაბიჯით წაიცეკვა, შემდეგ ჩემი სე-
რიოზული სახის დანახვაზე გაიცინა, – ჩვენს საიდუმლოებზე
793 მკითხველთა ლიგა
ლაპარაკი გვეყოფა. ვისეირნოთ. მეარის კარის შავბნელი და სა-
ზარელი ჭორები მომიყევი.
– ძალიან კარგი, – ვთქვი და გზას გავუდექით, – ყური მოვკა-
რი, რომ მეარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ უეცრად
სასწაულებრივად გამომჯობინდა.
– ჭორმონადირედ ვერ ვარგიხარ, – მითხრა დენნამ, – ეგ
ყველამ იცის.
– წუხელ ბარონეტმა ბრამსტონმა ფაროში დამღუპველი ხე-
ლი ითამაშა.
დენნამ თვალები აატრიალა.
– მოსაწყენია.
– გრაფინია დეფერმა „დეონიკის“ წარმოდგენაზე ქალწულო-
ბა დაკარგა.
– აჰ, – დენნამ პირზე ხელი აიფარა და შეეცადა, სიცილი და-
ეხშო, – მართლა?
– ფაქტია, შესვენების შემდეგ თან აღარ ჰქონია, – ვუპასუხე
ჩუმად, – თუმცა, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ თავის ოთახებში
დაეტოვებინა, ანუ კი არ დაკარგა, უადგილო ადგილას დატოვა.
ორი დღის შემდეგ მსახურებმა იპოვეს, როდესაც ოთახს ალა-
გებდნენ. აღმოჩნდა, რომ კომოდის ქვეშ შეგორებულიყო.
დენნას სახეზე სიბრაზე მოაწვა.
– არც კი მჯერა, რომ დაგიჯერე! – მუჯლუგუნი წამკრა, ისევ
გაიკრიჭა და კბილებს შორის ხარბად შეისუნთქა.
– იცი, – ვთქვი მე, – უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მკურნა-
ლი არ ვარ, მაგრამ მედიცინაში რაღაც გამეგება. შემიძლია,
ნატკენზე შეგხედო.
კარგა ხანს მომჩერებოდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, ამ შე-
თავაზებაზე რა პასუხი გაეცა.
– მგონი, – თქვა ბოლოს, – ეგ ყველაზე ფრთხილი გზაა,
რომლითაც ვინმეს ჩემი ტანსაცმლის შიგნით შეჭყეტა უცდია.
794 მკითხველთა ლიგა
– მე... – ვიგრძენი, როგორ ავილანძე, – არც კი მიფიქრია...
დენნას ჩემს დარცხვენაზე გაეცინა.
– თუ ვინმეს ჩემთან ექიმობანას თამაშის უფლებას მივცემ, ეს
შენ იქნები, ჩემო ქვო, – სცადა ჩემი დამშვიდება, – მაგრამ ახლა
თავს შევიკავებ, – ხელკავი გამიკეთა და გზა განვაგრძეთ, – თა-
ვის მიხედვა შემიძლია.

795 მკითხველთა ლიგა


***

მეარის სასახლეში რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი და


სახურავებზე ძრომიალის ნაცვლად მთავარი გზით შევედი. იმ
დერეფანს რომ მივადექი, სადაც ჩემი ოთახის კარი გამოდიოდა,
ერთის ნაცვლად უკვე ორი მცველი დამხვდა. მივხვდი, რომ ჩემი
გაქცევა აღმოაჩინეს.
განწყობა მაინც არ გამფუჭებია – დენნასთან გატარებულმა
დრომ თითქოს ფრთები შემასხა. მეტიც, ხვალ მასთან ერთად
საჯირითოდ მივდიოდი. როცა საქმე დენნას ეხებოდა, შეხვედ-
რის ადგილისა და დროის წინასწარი შეთანხმება უჩვეულო რამ
იყო.
– საღამო მშვიდობისა, ჯენტლმენებო, – ვთქვი დერეფანში
მცველებთან მიახლოებისას, – სანამ გასული ვიყავი, რამე საინ-
ტერესო ხომ არ მომხდარა?
– თქვენს ოთახებში უნდა დარჩეთ, – მკაცრად მითხრა ჯაიეს-
მა. შევნიშნე, რომ ამჯერად „სერ“ აღარ დაუყოლებია.
ხელი კარის სახელურზე შემეყინა.
– რა ბრძანეთ?
– სანამ შემდგომ ბრძანებებს არ მივიღებთ, ოთახებიდან არ
უნდა გახვიდეთ, – გამიმეორა, – და ერთ-ერთი ჩვენგანი მუდმი-
ვად თქვენ გვერდით უნდა დარჩეს.
სიბრაზე შემომაწვა.
– და ალვერონმა ამის შესახებ იცის? – ვკითხე მკვახედ.
ერთმანეთს დაეჭვებულებმა გადახედეს.
ესე იგი, ნამდვილად სტეიპსის ბრძანება იყო. მათი დაეჭვება
საკმარისი იქნებოდა, რომ ჩემთვის ხელი ვერ ეხლოთ.
– ჯობს ეს ამბავი ახლავე გავარკვიოთ, – ვთქვი და დერეფანს
სწრაფი ნაბიჯით გავუყევი; მცველები აბჯრის ჟღარუნით ამედევ-
ნენ.
796 მკითხველთა ლიგა
დერეფანში მივაბიჯებდი და რისხვა თანდათან მემატებოდა.
თუ მეარის თვალში ნდობა საბოლოოდ დავკარგე, მერჩივნა, ახ-
ლავე გამერკვია. მის წყალობას თუ ვეღარ მოვიპოვებდი, თავი-
სუფლებას მაინც დავიბრუნებდი და დენნას მაშინ ვნახავდი, რო-
ცა მომესურვებოდა.
კუთხეში ზუსტად მაშინ შევუხვიე, როდესაც მეარი თავისი
ოთახებიდან გამოდიოდა. ასე საღ-სალამათი არასდროს მენახა;
იღლიაში რაღაც ქაღალდების შეკვრა ამოეჩარა.
ჩემს დანახვაზე სახეზე გაღიზიანებამ გადაურბინა და ერთ
წამს ისიც ვიფიქრე, მცველებს ჩემს დაუყოვნებლივ გათრევას
უბრძანებს-მეთქი. ამის მიუხედავად, მაინც ისე თამამად მივუახ-
ლოვდი, თითქოს წერილობითი მოწვევა მქონდა მიღებული.
– თქვენო მოწყალებავ, – გულთბილი მხიარულებით დავიწ-
ყე, – შეიძლება, ცოტა ხნით დაგელაპარაკოთ?
– რასაკვირველია, – თავადაც მსგავსი ტონით მიპასუხა და
კარი, რომლის მიხურვასაც აპირებდა, ისევ ფართოდ გამოაღო,
– შემოდი.
თვალებში შევხედე და ჩემი სიბრაზის მსგავსი მრისხანება
შევნიშნე. გონების რაღაც პატარა, გონიერი ნაწილი შემიდრკა,
მაგრამ მრისხანებას ეს ნაწილი კბილებში მოექცია და ჭენებას
განაგრძობდა.
დაბნეული მცველები წინკარში დავტოვეთ, ალვერონმა კი
მეორე კარი შეაღო და თავის ოთახებში შემიძღვა. ჰაერში ზაფ-
ხულის შტორმისწინა სიმშვიდის მსგავსი სახიფათო სიჩუმე ჩა-
მოწვა.
– შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, – კბილებში გამოსცრა
მეარმა კარის დახურვის შემდეგ, – შენი უგუნური ბრალდებები,
სასაცილო მტკიცებები. სახალხოდ უსიამოვნო სცენების დადგმა
არ მიყვარს ხოლმე, ამიტომ ამაზე მოგვიანებით დავილაპარა-
კებთ, – კარისკენ მბრძანებლურად მიმითითა, – შენს ოთახებში
797 მკითხველთა ლიგა
დაბრუნდი და ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ გადავწყვეტ, რა მო-
გიხერხო.
– თქვენო მოწყალებავ...
მისი მხრების მოყვანილობით მივხვდი, რომ მზად იყო, მცვე-
ლებისთვის დაეძახა.
– არ მოგისმენ, – მომიჭრა.
თვალი თვალში გავუყარეთ. კაჟივით მტკიცე მზერით მიყუ-
რებდა და მაშინღა მივხვდი, როგორ განრისხებულიყო. ეს არ
იყო მფარველის ან დამქირავებლის სიბრაზე. არც იმ დიდგვა-
როვნის ბრაზი იყო, რომელიც საზოგადოების წესების დარღვე-
ვამ გააღიზიანა. ეს იყო ადამიანი, რომელიც თექვსმეტი წლის
ასაკიდან გარშემო ყველაფერზე ბატონობდა; ეს იყო კაცი, რო-
მელსაც შეეძლო, სხვების დასაშინებლად ადამიანი საწამებელ
გალიაში თვალის დაუხამხამებლად გამოეკეტა; ეს იყო ადა-
მიანი, რომელიც, ისტორიის გამრუდება რომ არა, ახლა მთელი
ვინტასის მეფე იქნებოდა.
ჩემი ბრაზი შედრკა, სულშებერილი სანთლის ალივით გაუჩი-
ნარდა და მხოლოდ სუსხი დამიტოვა. მივხვდი, რომ ჩემი მდგო-
მარეობა სწორად ვერ შევაფასე.
ბავშვობაში, როდესაც ტარბინის ქუჩებში უსახლკაროდ დავე-
ხეტებოდი, ვისწავლე, საშიშ ადამიანებთან როგორ მოვქცეული-
ყავი: ნავსადგურის მთვრალ მუშებთან, გუშაგებთან ან, თუნდაც,
სხვა მაწანწალა ბავშვთან, რომელსაც მინის გატეხილი ბოთლი
უჭირავს და მზადაა, ყელი გამოგჭრას.
უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მთავარია, არსებული სი-
ტუაციის წესები შეისწავლო – გუშაგი შუა ქუჩაში არასოდეს
გცემს, თუ გაიქცევი, ნავსადგურის მუშა არ გამოგეკიდება.
ახლა კი საკუთარი შეცდომა ცხადად გავიაზრე. მეარი არა-
ნაირი წესით არ იყო შეზღუდული. შეეძლო, ჩემი მოკვლა და ქა-
ლაქის კარიბჭეზე ჩემი გვამის გადმოკიდება ებრძანებინა; შეეძ-
798 მკითხველთა ლიგა
ლო, საპყრობილეში გამოვემწყვდიე, ჩემი არსებობა დაევიწყე-
ბინა და იქ დავეტოვებინე, სადაც შიმშილი და ავადმყოფობა ბო-
ლოს მომიღებდა. არც ტიტული გამაჩნდა და არც მეგობრები,
რომლებიც გამომესარჩლებოდნენ. სათამაშო ხმალმომარჯვე-
ბული ბავშვივით უსუსური ვიყავი.
ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში გადავხარშე და გულ-
მუცელში მღრღნელი შიში ვიგრძენი. როდესაც ამის შანსი მქონ-
და, ქვემო სევერენში უნდა დავრჩენილიყავი. უფრო მეტიც – აქ
საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი და ძლევამოსილთა საქმეებში
არ უნდა გავხლართულიყავი.
სწორედ ამ დროს მეარის საგარდერობე ოთახიდან სტეიპსმა
გამოაბიჯა. ჩვენი დანახვისას მისი, ჩვეულებრივ, აუღელვებელი
გამოხედვა გაოცებამ და შიშმა მოიცვა, თუმცა თავს დროულად
მოერია.
– ბოდიშს გიხდით, ბატონებო, – თქვა და სასწრაფოდ უკან
გაბრუნდა.
– სტეიპს, – მეარმა გასვლა არ აცადა და უკან გამოიხმო, –
აქ მოდი.
სტეიპსი ისევ ოთახში შემოიზლაზნა. ხელები ნერვიულად
მოემუჭა, სახეზე დამნაშავის იერი დაჰკრავდა, თითქოს რაღაც
სამარცხვინო ქმედებისას გამოიჭირესო.
ალვერონს ხმა გაუმკაცრდა.
– სტეიპს, მანდ რა გაქვს? – უფრო ყურადღებით დავაკვირდი
და შევნიშნე, მსახური ხელებს უბრალოდ კი არ მუშტავდა, მუჭში
რაღაცას მალავდა.
– არაფერია...
– სტეიპს, – შეუღრინა მეარმა, – მოტყუებას როგორ მიბე-
დავ! ახლავე მაჩვენე!

799 მკითხველთა ლიგა


მორჩილმა მსახურმა მუჭები უხმოდ გაშალა. ხელისგულზე
პატარა, ფერადი ჩიტი ესვენა. სტეიპსს სახე მკვდარივით
გაუთეთრდა.
ალბათ ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი საყვა-
რელი არსების სიკვდილს ვინმესთვის ამხელა სიხარული
მოეტანოს. სტეიპსის ღალატში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ
დავრწმუნდი, ახლა კი ამის უტყუარი მტკიცებულებაც ცხვირწინ
მედო.
ამის მიუხედავად, ხმა არ ამომიღია. მეარს თავად უნდა ენა-
ხა.
– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა ნელა.
– ასეთ რაღაცებზე ფიქრი არაფერს გარგებთ, სერ, – სწრა-
ფად უპასუხა მსახურმა, – მათზე დიდხანს ჩაფიქრება კი უფრო
უარესია. უბრალოდ ახალს ამოგიყვანთ, ისიც ასევე ტკბილად
იჭიკჭიკებს.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. შევამჩნიე, რომ ალვერონი
ჩემთვის გამზადებული რისხვის სტეიპსზე ამონთხევისგან თავს
ძლივს იკავებდა. სიჩუმე გაიწელა.
– სტეიპს, – სიჩუმე ნელა დავარღვიე, – ბოლო დღეებში რამ-
დენი ჩიტი შეცვალეთ?
სტეიპსი ბრაზმორეული გამოხედვით მომიბრუნდა.
სანამ პასუხს მოასწრებდა, მეარი ჩაერია.
– სტეიპს, უპასუხე! – ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს იხრჩობაო,
– ამის გარდა, სხვებიც დაიხოცნენ?
სტეიპსმა მეარს გაოგნებული მზერა მიაპყრო.
– აჰ, რანდ, არ მინდოდა, შეწუხებულიყავი. თავს ძალიან ცუ-
დად გრძნობდი. შემდეგ ჩიტები მოითხოვე. ის ღამე ძლივს გა-
დაიტანე. მეორე დღეს ერთი მათგანი მოკვდა, – ხელისგულზე
მკვდარ ჩიტს დახედა და თანდათან საუბარი ააჩქარა. სიტყვებს
ისე სწრაფად ისროდა, რომ ბოლომდე ლამის არც ერთს გამოთ-
800 მკითხველთა ლიგა
ქვამდა. ისე ტლანქად საუბრობდა, რომ მის გულწრფელობაში
ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, – მკვდარი ჩიტებით შენი გონე-
ბის დამძიმება არ მინდოდა, ამიტომ ჩუმად გავიტანე და ახლით
ჩავანაცვლე. მერე შენც გამომჯობინდი, ფრინველებიდან კი
დღეში ოთხი-ხუთი მაინც იხოცებოდა. რამდენჯერაც გალიაში
ჩავიხედავდი, მოწყვეტილი პატარა ყვავილივით ძირზე გაშო-
ტილ ახალ ჩიტს ვპოულობდი. შენ კი ისე მოკეთდი, არ მინდოდა
ეს ცუდი ამბავი მეხსენებინა.
სტეიპსმა მკვდარ წრუპიას ხელი დააფარა და გააგრძელა:
– თითქოს შენი გამოჯანმრთელებისთვის საკუთარ სიცოც-
ხლეს სწირავდნენ, – კაცს შიგნით თითქოს რაღაც გაებზარა და
უცებ ტირილი ამოუშვა. იმ ალალმართალი კაცის გულიდან ამო-
სული და უიმედო ზლუქუნი ისმოდა, რომელიც, შეშინებული და
სასოწარკვეთილი, საყვარელი მეგობრის ნელ სიკვდილს დიდი
ხნის განმავლობაში უყურებდა.
გაოგნებული ალვერონი ცოტა ხანს ჩუმად იდგა. მრისხანე-
ბის ნატამალი აღარ შერჩენოდა, შემდეგ წინ წაიწია და მსახური
გულში ჩაიკრა.
– აჰ, სტეიპს, – უთხრა ხმადაბლა, – სწირავდნენ კიდეც. ისე-
თი არაფერი ჩაგიდენია, რომ გაგკიცხო.
ოთახიდან ჩუმად გავედი და მოვარაყებული გალიიდან საკ-
ვების მილების მოხსნას შევუდექი.

801 მკითხველთა ლიგა


***

ერთი საათის შემდეგ სამივე მეარის სამყოფელში ვისხედით


და მშვიდად ვვახშმობდით. ალვერონმა და მე სტეიპსს ავუხსე-
ნით, გასულ დღეებში რა ამბებიც ტრიალებდა. მსახურმა რომ
გაიგო, ჩემი ბატონი გამოკეთდა და ავადმყოფობას თავი დააღ-
წიაო, სიხარულით ცას ეწია.
ჩემზე რაღა უნდა გითხრათ?! ალვერონის რამდენიმედღიანი
უნდობლობა უეცრად დასრულდა და მოწყალე კალთა კვლავ
გადმომაფარა. გულზე მომეშვა, მაგრამ ის მაინც არ დამვიწყე-
ბია, მისმა აგდებულმა დამოკიდებულებამ სასოწარკვეთილების
პირას რომ მიმიყვანა.
მეარს გამოვუტყდი, მეგონა, ამ საქმეში სტეიპსის ხელიც
ერია-მეთქი. ამ ცილისწამების გამო მის მსახურს გულწრფელად
მოვუბოდიშე. თავის მხრივ, სტეიპსმაც აღიარა, არ მომწონდი და
შენში ეჭვი მეპარებოდაო. ბოლოს, ერთმანეთის კეთილ ზრახ-
ვებში დარწმუნებულებმა, ხელი ჩამოვართვით.
უკანასკნელ ლუკმას გეახლებოდით, სტეიპსი რომ ცქვიტად
წამოხტა, მოიბოდიშა და სადღაც გავარდა.
– გარეთა კარს ვიღაც მოადგა, – ამიხსნა მეარმა, – ძაღლი-
ვით შემზარავი სმენა აქვს. ვერაფერს გამოაპარებ.
სტეიპსმა კარი გააღო და იმ უთმო კაცს შემოუძღვა, ჩემი პირ-
ველი სტუმრობისას მეართან ერთად რუკებს რომ ჩაჰკირკიტებ-
და – მეთაურ დაგონს. ოთახში შემობიჯებისთანავე დაგონმა
სწრაფად მოათვალიერა ყველა კუთხე-კუნჭული, ყოველი სარ-
კმელი, მეორე კარი, წამიერად მზერა მეც შემავლო და ბოლოს
კვლავ მეარს გახედა. მის თვალებს რომ წავაწყდი, ტარბინის ქუ-
ჩებში შესისხლხორცებულმა და ღრმად მიჩქმალულმა საფ-
რთხის მანიშნებელმა ინსტიქტებმა მაშინვე განგაში ატეხეს, ახ-

802 მკითხველთა ლიგა


ლავე გაიქეცი, დაიმალე, რამე იღონე, რომ ამ კაცს თავი დააღ-
წიოო.
– აჰ, დაგონ! – მხიარულად შესძახა მეარმა, – ამ მშვენიერ
დღეს ხომ კარგად ბრძანდებით?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – გაჯგიმული იდგა, მაგრამ
მეარის მზერას თვალს არიდებდა.
– ერთი სამსახური უნდა გამიწიო, კაუდიკუსი ღალატის
ბრალდებით შეიპყარი.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.
– ამ საქმეს რვა კაციც ეყოფა, ოღონდ ისეთი ბიჭები გაუშვი,
მდგომარეობის გართულების შემთხვევაში რომ არ დაიბნევიან.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.
დაგონს ხმა შეეცვალა.
– ცოცხლად მომგვარეთ, – ალვერონმა თითქოს უთქმელ
კითხვას გასცა პასუხი, – თუმცა ფერებაც არ დაუწყოთ.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ, – დაგონი წასასვლელად მიტ-
რიალდა.
სწრაფად ჩავერიე.
– თქვენო მოწყალებავ, ის თუ ჭეშმარიტად არკანისტია,
უსაფრთხოების ზომებს უნდა მიხედოთ, – მაშინვე ვინანე, „უნ-
და“ რომ გამოვიყენე. „უნდა“ მეტისმეტად კადნიერი მიმართვა
იყო. აჯობებდა, მეთქვა, „იქნებ, წყალობა მოიღოთ და მცირედი
თადარიგი დაიჭიროთ“.
ალვერონს ამ უხეში გამოხტომისთვის ყურადღებაც არ მიუქ-
ცევია.
– დიახ, რასაკვირველია, ქურდის დაჭერა ქურდს უნდა სთხო-
ვო. დაგონ, სანამ დილეგში ჩააგდებთ, ხელებიც და ფეხებიც
მტკიცედ ნაჭედი რკინის ხუნდებით შეუკარით. გაფრთხილებ,
წმინდა რკინა დაგჭირდებათ. ალიკაპი ამოსდეთ და თვალები
803 მკითხველთა ლიგა
აუხვიეთ... – ფიქრისას თითები ტუჩებზე მოისვა, – და ცერა თი-
თები წაასხიპეთ.
– დიახ, თქვენო მოწყალებავ.
ალვერონმა გადმომხედა.
– რას იტყვი, საკმარისი ზომებია?
ყელში მოწოლილ გულისრევას მოვერიე. მტევნები მომეკ-
რუნჩხა და კინაღამ მუხლებშორის ჩამეკარგა, მაგრამ გავუძა-
ლიანდი. ვეღარც კი ვხვდებოდი, რა უფრო დიდ შეუსაბამობად
მეჩვენებოდა – სასტიკი ბრძანებების გამცემი ალვერონის
მხიარული საუბარი თუ დაგონის უტყვი, ყრუ მორჩილება. სრუ-
ლი არკანისტის შეპყრობა სახიფათო საქმე იყო და სიმტკიცის
გამოჩენა გვმართებდა, მაგრამ იმის გაფიქრებაზე, იმ კაცს თი-
თები უნდა მოკვეთონ-მეთქი, ტანში გამცრა. ამას აჯობებდა,
პირდაპირ მოეკლათ.
დაგონი გავიდა. როგორც კი კარი მიხურა, სტეიპსი შეიშმუშ-
ნა.
– ღმერთო ძლიერო, რანდ. ამ კაცის დანახვაზე ისე მაჟრჟო-
ლებს, თითქოს ხერხემალს ყინულივით ცივი წყალი დაუყვაო.
ნეტავ, თავიდან მოიშორებდე.
მეარმა გაიცინა.
– რატომ? რომ მერე ხელში სხვამ ჩაიგდოს? არა, სტეიპს.
მოკლე საბელით დაბმული ცოფიანი ძაღლი ჩემ გვერდით მჭირ-
დება.
სტეიპსი ვეღარაფერს გააწყობდა და მოიღუშა. მისაღებ
ოთახს მიაშტერდა.
– აი, კიდევ ერთი, – გალიასთან მივიდა და უკან მორიგი
მკვდარი ჩიტით დაბრუნდა. პაწაწინა სხეული გალიიდან ციმციმ
გამოიყვანა, – მესმის, რომ წამლის შემოწმება გინდოდათ, – გა-
მოგვძახა ჯერ ისევ მისაღებში მყოფმა, – მაგრამ ერთი ბეწო საბ-
რალო კალანტისების დახოცვა ოდნავ გადამეტებული მგონია.
804 მკითხველთა ლიგა
– უკაცრავად, რა ბრძანეთ? – მივუბრუნდი.
– ჩვენი სტეიპსი, ცოტა არ იყოს, ძველი ადათების მიმდევარი
კაცია, – ამიხსნა სახეზე ღიმილგადაფენილმა ალვერონმა, – და
იმაზე ღრმად განსწავლულიც, ვიდრე თავად ამბობს. უძველეს
ვინტურ ენაზე ამ ფრინველებს კალანტისები ჰქვიათ.
– თავს დავდებ, ეს სიტყვა ადრეც გამიგონია.
– ვინტასის სამეფო საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაც
ასე იწოდება, – ალვერონმა ზიზღით აიბზუა ცხვირი, – იმ ადა-
მიანის კვალობაზე, ამდენი რომ იცის, ზოგიერთ საკითხში ხან-
დახან მეტისმეტად გონებადახშული მეჩვენები.
სტეიპსმა თავი დახარა და გალიაში კიდევ ერთხელ შეიჭყიტა.
– დიახ, გავიგე, რომ საჭირო იყო, – განაგრძო, – მაგრამ რა-
ტომ თაგვებზე ან გრაფინია დეფერის ბრიყვ და საძაგელ ძაღ-
ლზე არ გამოსცადეთ?
სანამ პასუხს გავცემდი, გვერდით ოთახებში რახარუხი ატ-
ყდა. სტეიპსმა ადგომაც კი ვერ მოასწრო, რომ კარში მცველი
შემოვარდა.
– თქვენო მოწყალებავ, – სუნთქვაშეკრული კედელში ამოჭ-
რილ ერთადერთ ფანჯარას სულის მოუთქმელად ეცა და დარა-
ბები ჩარაზა. შემდეგ მისაღებში გავარდა და იქაური სარკმელიც
დაგმანა. სხვებიც ფეხდაფეხ მოჰყვნენ. იმ შორეული ოთახები-
დან, რომლებიც თვალითაც არ მენახა, გნიასი შემოიჭრა. ავეჯს
ზრიალი გაუდიოდა.
სანახევროდ წამომდგარი სტეიპსი შეფიქრიანებული ჩანდა,
მეარმა კი მხოლოდ თავი გააქნია და ხელით ანიშნა, დაჯექიო.
– ლეიტენანტო, – ხმა სიბრაზემ გაუმკაცრა.
– პატიებას ვითხოვ, თქვენო მოწყალებავ, – ოთახში ისევ
პირველი მცველი შემობრუნდა. ძლივს ქოშინებდა, – დაგონის
ბრძანებაა. თქვენი სამყოფელის დასაცავად გამომგზავნა.

805 მკითხველთა ლიგა


– რაც, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ საქმე მთლად კარგად
ვერაა, – შენიშნა ალვერონმა მშრალად.
– კოშკურის კარზე რომ მივაკაკუნეთ, არავინ გამოგვეხმიანა.
დაგონმა კარის შემტვრევა დაგვავალა. შიგნით... ვერ აგიწერთ,
რას შევეფეთეთ, თქვენო მოწყალებავ. რაღაც ავსული გვეცა. ან-
დერსი მკვდარია, თქვენო მოწყალებავ. კაუდიკუსი ვერსად ვი-
პოვეთ. დაგონი მის მოსაძებნად გაემართა.
ალვერონს სახე მოექუფრა.
– წყეულიმც იყოს! – დაიგრგვინა და საკუთარი სავარძლის
სახელურს მუშტი დასცხო. შუბლი შეიკრა და განმგმირავად
ამოიხვნეშა.
– გასაგებია, – მცველს ანიშნა, გამეცალეო, მაგრამ ის გახე-
ვებულივით იდგა.
– სერ, დაგონმა მიბრძანა, არ მიატოვოო.
ალვერონი ავისმომასწავებლად მიაჩერდა.
– შესანიშნავია, ოღონდ თვალში ნუ მეჩხირები. იქით დადე-
ქი, – ოთახის კუთხისკენ ანიშნა.
მცველს შეეტყო, გაუხარდა, რომ თავი ალვერონისგან მოშო-
რებით დაიგულა. მეარი წინ გადმოიხარა და შუბლი მოისრისა.
– ღვთის გულისთვის, როგორ იყნოსა?
რიტორიკულ, უპასუხო კითხვასავით გაისმა, მაგრამ მისი გა-
გონებისთანავე ჩემი გონება მთელი ძალით ამუშავდა.
– თქვენმა მოწყალებამ გუშინ მისი დამზადებული წამალი
ხომ გამოითხოვა?
– ჰო, ჰო. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც წინა დღეებ-
ში.
„იმის გარდა, რომ წამლის მოსატანად მე არ გაგიგზავნი-
ვართ“, გავიფიქრე ჩემთვის.
– მათარა ხომ ისევ თან გაქვთ? – ვკითხე.

806 მკითხველთა ლიგა


არსად გადაეგდო. სტეიპსმა მომირბენინა. საცობი მოვხსენი
და შუშის ყელი შიგნიდან თითით მოვსინჯე.
– თქვენი მოწყალებისთვის განკუთვნილ წამალს როგორი
გემო ჰქონდა?
– ხომ გითხარი, მომლაშო და ოდნავ მწარე.
თითი პირში ვიტაკე და ენის წვერით მსუბუქად შევეხე. მეარს
თვალები შუბლზე აუცვივდა.
– გაგიჟდი? – წამოიძახა განცვიფრებულმა.
– ტკბილია, – მოკლედ მოვუჭერი. წყალს დავწვდი, პირში გა-
მოვივლე და ცარიელ ჭიქაში, რაც შემეძლო, ზრდილობიანად
ჩავანერწყვე. მოსასხამის შიდა ჯიბიდან ქაღალდის შეკვრა ამო-
ვაძვრინე, ხელისგულზე გადმოვიპირქვავე, მცირე შიგთავსი
გადმოვყარე, ჩავღეჭე და დავიჭყანე.
– ეგ რა არის? – მკითხა სტეიპსმა.
– ლიგელენი, – ვიცრუე, რადგან ნამდვილ პასუხს – „ქვანახ-
შირი“, უფრო მეტი კითხვა მოჰყვებოდა. პირი წყლით გავივსე
და ისევ გადმოვანერწყვე. ამჯერად წყალმა შავი ფერი მიიღო და
ალვერონი და სტეიპსი პირდაღებულები მიაჩერდნენ.
მსჯელობა განვაგრძე.
– როგორღაც იეჭვა, რომ წამალს არ იღებდით, თქვენო მოწ-
ყალებავ. იფიქრა, რომ თუ მოულოდნელად განსხვავებულ გე-
მოს იგრძნობდით, მიზეზს ჰკითხავდით.
მეარმა თავი დამიქნია.
– გუშინ საღამოს ვნახე. ჩემი ჯანმრთელობით დაინტერესდა,
– მუშტი სავარძლის სახელურს ოდნავ დასცხო, – ბედმა გვიმუხ-
თლა. ოდნავი ჭკუა თუ მაინც აქვს, უკვე ნახევარი დღის გაქ-
ცეული იქნება. ვეღარ დავიჭერთ.
მინდოდა შემეხსენებინა, თავიდანვე რომ ჩემთვის დაგეჯერე-
ბინათ, ამ დღეში აღარ ჩავარდებოდით-მეთქი, მაგრამ გადავი-
ფიქრე.
807 მკითხველთა ლიგა
– თქვენ ადგილას მცველებს ვურჩევდი, მისი კოშკისგან თავი
შორს დაიჭირონ. საკმარისი დრო ჰქონდა, რომ იქ რამე უბედუ-
რება დაეტოვებინა, ხაფანგები და მისთანები.
მეარი თავის დაქნევით დამეთანხმა და თვალები მოისრისა.
– ჰო, რა თქმა უნდა. სტეიპს, ამ საქმეს მიხედე. მე კი, მგონი,
ცოტა დასვენება არ მაწყენდა. ამ გართულების მოსაგვარებლად
დრო დაგვჭირდება.
წასასვლელად წამოვდექი, მაგრამ მეარმა მანიშნა, დაჯექიო.
– ქვო, ცოტა ხანს კიდევ დარჩი და წასვლამდე ჩაი მომიმზა-
დე.
სტეიპსმა მსახურებს მოუხმო. სანამ ლანჩის ნარჩენებს ალა-
გებდნენ, ყველა გაკვირვებული თვალებით მიყურებდა. მეარის
გარემოცვაში არა მხოლოდ ვიჯექი, არამედ მასთან ერთად საჭ-
მელსაც მივირთმევდი, თანაც მის პირად ოთახებში. ათ წუთში
ეს ამბავი მთელ სასახლეს მოედებოდა.
მსახურების გასვლის შემდეგ მეარს ჩაი მოვუმზადე. ის იყო,
გასვლა დავაპირე, რომ პირზე ფინჯანაფარებულმა ალვერონმა
ხმადაბლა გამომძახა, მცველს რომ არ გაეგო.
– ქვო, შენმა საქციელმა დამაჯერა, რომ სანდო ადამიანი
ხარ. ვნანობ, ეჭვით რომ გეპყრობოდი, – მოსვა და განაგრძო, –
სამწუხაროდ, მოწამვლის ამბის გასკდომის მეშინია. მითუმეტეს,
დამნაშავე გაქცეულია და ჯერაც თავისუფლად დადის, – მრავ-
ლისმეტყველად გამომხედა, – ეს სიახლე იმ საქმეში, რაზეც ად-
რე გელაპარაკე, ნამდვილად არ წამადგება.
თავი დავუქნიე. ხმა რომ გავარდნილიყო, მეარი საკუთარმა
არკანისტმა კინაღამ იმსხვერპლაო, ალვერონს საცოლედ შერ-
ჩეული ქალის გულის მოგება უფრო გაუჭირდებოდა.
ლაპარაკი განაგრძო.
– საუბედუროდ, ამ უგვანო ამბავმა მეც პირი ამიკრა და ჯილ-
დოს, რომელიც ალალად დაიმსახურე, ამჟამად ვერ გადმოგცემ.
808 მკითხველთა ლიგა
როგორც კი ამ მდგომარეობიდან გამოვძვრებით, მშრალი მად-
ლობის ნაცვლად ადგილ-მამულებს მიიღებ. წოდებასაც მოგანი-
ჭებ. ჩემს გვარს იმდენი ძლევამოსილება ჯერ კიდევ შემორჩა,
რომ კაცს ტიტული მეფის ჩარევის გარეშე გადავცე, – მეარის
ნათქვამმა თავბრუ დამახვია, თუმცა როგორც კი განაგრძო, მი-
წაზე დავეშვი, – მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, ახლა რომ დაგა-
ჯილდოო, მიზეზიც უნდა გავთქვა, არადა, ამ დანაშაულზე სიტყვა
არავის უნდა დასცდეს.
ალვერონმა ხელი გამომიწოდა. მხოლოდ რამდენიმე წამის
მერეღა მივხვდი, რომ ხელის ჩამორთმევა უნდოდა. მეარ ალვე-
რონისთვის ხელის ჩამორთმევა უბრალო ამბავი არ გეგონოთ.
მაშინვე ვინანე, რა ცუდია, რომ ამ ღირსშესანიშნავ სცენას მხო-
ლოდ ერთი მცველი ჰყავს მაყურებლად-მეთქი. გული დავიიმე-
დე, რომ ენატარტარა იქნებოდა და ქვეყანას მოსდებდა.
მოკრძალებით შევეხე. ალვერონმა განაგრძო:
– შენთან დიდ ვალში ვარ. თუ ოდესმე დახმარება დაგჭირდე-
ბა, გქონდეს იმედი, რომ მადლიერი ბატონი წყალობას არ
დაინანებს.
თავი მოხდენილად დავუკარი. ვცდილობდი, აღტაცებას არ
ავემჩატებინე და დარბაისლური მიხრა-მოხრა არ დამეკარგა.
სწორედ ამის იმედი მქონდა: მეარის გავლენის წყალობით,
ამირთა ისტორიის საფუძვლიან კვლევას შევუდგებოდი; ალვე-
რონის სახელი ნებისმიერი საეკლესიო არქივის, კერძო ბიბ-
ლიოთეკის, იმ ადგილთა კარს გამიღებდა, სადაც, უნივერსიტე-
ტის საცავის მსგავსად, მნიშვნელოვანი ხელნაწერები ინახებო-
და და მუშავდებოდა.
ვიცოდი, რომ პირდაპირ რამის მოთხოვნა შეუფერებელი
საქციელი იქნებოდა. ალვერონი დახმარებას დამპირდა, ამრი-
გად ისღა დამრჩენოდა, ხელსაყრელ დროს დავლოდებოდი და
თავად ამერჩია, ყველაზე მეტად როდის დამჭირდებოდა.
809 მკითხველთა ლიგა
მეარის ოთახებიდან რომ გამოვაღწიე, სტეიპსი მოულოდნე-
ლად, სიტყვის უთქმელად მეცა და გულში ჩამიკრა. მისი ოჯახი
ხანძარში დანახშირებისაგან რომ მეხსნა, ამაზე მეტ მადლიერე-
ბას ალბათ მაშინაც ვერ გამოხატავდა.
– ახალგაზრდა ბატონო, ვფიქრობ, სწორად ხვდებით, თქვენი
რაოდენი ვალი მაწევს. რაც უნდა დაგჭირდეთ, მხოლოდ სიტყვა
მომაწვდინეთ.
ჩემი მკლავი ჩაბღუჯა და ღონივრად მომქაჩა. ვიგრძენი, რომ
მუჭში რაღაც ჩამიჩურთა.
დერეფანში მარტო დავრჩი. მუჭი გავხსენი და თვალი ვერ-
ცხლის მბრწყინავ ბეჭედს მოვკარი. ზედაპირზე სტეიპსის სახე-
ლი იყო ამოტვიფრული. მის გვერდით სხვა ბეჭედიც შევნიშნე,
რომელიც ლითონისგან ჩამოსხმულს საერთოდ არ ჰგავდა.
გლუვ და თეთრ სამკაულზე ტლანქი ხელით მსახურის სახელი
გამოეყვანათ. წარმოდგენა არ მქონდა, ეს მეორე ბეჭედი რას
ნიშნავდა.
ჩემი ოთახებისკენ გავწიე. ბედის ბორბლის ასეთი უეცარი შე-
მობრუნებისგან ლამის რეტი მესხმოდა.

810 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეხუთე
მოხდენილი თამაში

მეორე დღეს ჩემი მწირი ავლა-დიდება იმ ოთახებში გადაზი-


დეს, რომლებსაც მეარი თავისი მოწყალების ქვეშ მყოფი ადა-
მიანისთვის უფრო შესაფერისად მიიჩნევდა. სულ ხუთი ოთახი
იყო, რომელთაგან სამის ფანჯრები ბაღზე გადიოდა.
მეარისგან სასიამოვნო ჟესტი იყო, მაგრამ იმაზე ფიქრი არ
მასვენებდა, რომ ეს ოთახები სამზარეულოსგან კიდევ უფრო
შორს იყო და ჩემთან მოტანამდე საჭმელი ქვასავით გაიბლიკე-
ბოდა.
ერთი საათის გადასულიც არ ვიქნებოდი, შიკრიკმა ბიჭმა
რომ ბრედონის ვერცხლის ბეჭედი და ბარათი მომიტანა: „შენს
დიდებულ ოთახებში. როდის?“
ბარათი გადმოვატრიალე და მივაწერე: „როგორც კი მოგი-
ხერხდებათ“. ბიჭი უკან გავაბრუნე.
ვერცხლის ბეჭედი მისაღებ ოთახში, ლანგარზე მოვათავსე.
ლანგრის გვერდით ჯამში რკინებს შორის ვერცხლის უკვე ორი
ბეჭედი ციალებდა.
კარი რომ გავაღე, პირდაპირ ბრედონის მზერას შევეფეთე.
თეთრი თმა-წვერის შარავანდედით გარშემორტყმული მუქი
თვალებით ბუსავით მიყურებდა. ჯოხი, რომელსაც სიარულისას
საყრდენად იყენებდა, იღლიაში ამოიჩარა, გამიღიმა და თავი
მდაბლად დამიკრა. დაჯდომა შევთავაზე. შემდეგ კი ზრდილო-
ბიანად მოვუბოდიშე და, იქაური წესის თანახმად, მისაღებ
ოთახში მცირე ხნით მარტო დავტოვე.
ზღურბლს არც გავცდენოდი, მთელი ოთახი მისმა გულიანმა
ხარხარმა რომ აავსო.
– ოჰოჰო, – შესძახა, – ახალი ამბავიც ასეთი უნდა!

811 მკითხველთა ლიგა


მივბრუნდი. ბრედონი თაკის დაფას მიჯდომოდა და სტეიპსის-
გან მორთმეულ ორ ბეჭედს ათვალიერებდა.
– ასეთი მოულოდნელობები მხოლოდ წიგნებში ხდება, –
წარმოთქვა, – როგორც ჩანს, ნაჩქარევი დასკვნები გამოვიტანე
მას შემდეგ, რაც ჩემი შიკრიკი რომელიღაც პირქუშმა მცველმა
შენი კარიდან გამოაბრუნა.
გავიკრიჭე.
– ჰო, ამ დღეებში მოსაწყენად ნამდვილად არ მეცალა, – მი-
ვუგე.
ბრედონმა ნიკაპი მოისრისა და ჩაიხითხითა. ზედგამოჭრილი
ბუ იყო. სხვა დროს უფრო ნაკლებად ვამგვანებდი.
– წყალი არ გაუვა, – ვერცხლის ბეჭედი ხელში მოიქცია, –
მრავლისმეტყველი საჩუქარია, მაგრამ ეს... – ჯოხით თეთრ ბე-
ჭედზე მიმანიშნა, – ეს სულ სხვა რამაა...
მაგიდას მის მოპირდაპირე მხარეს მივუჯექი.
– რა დასამალია, – წამოვიწყე, – იმასაც ძლივს ვხვდები,
რისგანაა დამზადებული. რას ნიშნავს, წარმოდგენა არ მაქვს.
ბრედონმა წარბი აქაჩა.
– მეტისმეტად გულახდილი აღიარებაა.
მხრები ავიჩეჩე.
– მეარს იმდენად დავუახლოვდი, რომ ახლა საფრთხეს არ-
საიდან ვგრძნობ, – გამოვუტყდი, – შესაბამისად, იმ ხალხისგან,
რომლებიც კეთილად მექცეოდნენ, დიდ მფარველობას აღარ
ვსაჭიროებ.
ბეჭედი კვლავ დაფაზე დადო და ისევ ჩაიფხუკუნა.
– საფრთხეს არ გრძნობ, – ჩაილაპარაკა, – ეჭვიც არ მეპარე-
ბა, ასეც იქნება, – თეთრი ბეჭედი აიღო, – სულაც არ მიკვირს,
რომ ამაზე არაფერი იცი.
– მეგონა, სულ სამი სახის ბეჭედი არსებობდა, – ვუპასუხე.

812 მკითხველთა ლიგა


– უმეტესწილად, მართალი ხარ, – მომიგო ბრედონმა, – ბეჭ-
დების გაცემის ადათი დიდი ხნის წინ წარმოიშვა. ამ ტრადიციას
უბრალო ხალხი იმ უხსოვარი დროიდან მისდევდა, სანამ დიდე-
ბულებიც თავიანთ სათამაშოდ აქცევდნენ. მიუხედავად იმისა,
რომ სტეიპიც იმავე ფაქიზი მეფური ჰაერით სუნთქავს, როგორი-
თაც ჩვენ, დიდებულები, მისი ოჯახი მაინც მდაბიო წარმოშობი-
საა.
ბრედონმა თეთრი ბეჭედიც დაფაზე დადო და ხელისგულები
დააფარა.
– ასეთი ბეჭდები, ძირითადად, იმ მასალისგან მზადდება,
ჩვეულებრივ ხალხს ხელი იოლად რომ მიუწვდება. ჭაბუკ მიჯ-
ნურს სატრფოსთვის ახალამოწვერილი ბალახისგან დაწნული
ბეჭდის მირთმევაც კი შეუძლია; ტყავის ბეჭედი იმის ნიშანია,
რომ გამომგზავნი მზადაა, სამსახური გაგიწიოს, და ასე შემდეგ.
– და რქისგან გამოთლილი?
– რქისგან გამოთლილი სამტროდ გადაკიდების მომასწავ-
ლებელია, – ამიხსნა ბრედონმა, – სამკვდრო-სასიცოცხლო,
დაუოკებელი მტრობის.
– აჰა, – შევცბი, – გასაგებია.
ბრედონმა ჩაიღიმა და უფერული ბეჭედი სინათლეს მიუმარ-
ჯვა.
– ჰო, ოღონდ ეს, – დამამშვიდა, – რქისა არ არის. ზედაპირი
ალაგ-ალაგ მქისეა, თანაც სტეიპსი ვერცხლის ბეჭედთან ერთად
რქისას არაფრით გადმოგცემდა, – თავი გააქნია, – არა. თუ არ
ვცდები, ძვლის ბეჭედია, – რგოლი გადმომაწოდა.
– მშვენიერია, – ჩავიბუტბუტე დაღვრემილმა და ბეჭედი თი-
თებში შევატრიალე, – მერედა, ეგ რაღას ნიშნავს? მუცელს გა-
მომფატრავს და ამომშრალ ჭაში ჩამაგდებს?
ბრედონმა მისთვის დამახასიათებელი ფართო, თბილი ღიმი-
ლით შემომხედა.
813 მკითხველთა ლიგა
– ძვლის ბეჭედი გადაუხდელ, პირგაუტეხ ვალს აღნიშნავს.
– გასაგებია, – მუჭში მოვსრისე, – მერჩივნა, უბრალოდ დახ-
მარება შემოეთავაზებინა.
– ეს დახმარების გაწევაზე მეტია, – მომიჭრა ბრედონმა, –
ტრადიციის თანახმად, ამგვარ ბეჭდებს ოჯახის გარდაცვლილ
წევრთა ძვლებისგან ამზადებენ, – წარბები აწკიპა, – მართა-
ლია, ახლა მეეჭვება, რომ ასე იყოს, მაგრამ შინაარსი იგივეა.
თავი ავწიე. ბრედონის სიტყვებმა ცოტა თავბრუ დამახვია.
– და ეგ ნიშნავს, რომ...
– რომ ასეთ ნივთებს უბრალოდ არ გასცემენ. დიდგვაროვან-
თა თამაშს არ ჰგავს და არც ეს ბეჭედია ისეთი, სხვების დასანა-
ხად რომ უნდა გამოფინო, – თვალი გამისწორა, – შენს ადგი-
ლას, სადმე საიმედოდ გადავმალავდი.
ბეჭედი ჯიბეში სათუთად ჩავიდე.
– მადლობა ფასდაუდებელი დახმარებისთვის, – მივმართე
ბრედონს, – ნეტავი, მეც შემეძლოს, რამით...
ხელის აწევით შემაწყვეტინა. შემდეგ სათამაშო მაგიდისკენ
მიმანიშნა, მუშტი შეკრა და თაკის დაფაზე დააკაკუნა.
გამეცინა და ქვების ამოლაგებას შევუდექი.

814 მკითხველთა ლიგა


***

– მგონი, როგორც იქნა, ალღო ავუღე, – ერთსაათიანი თამა-


შის შემდეგ გამარჯვებამდე სულ მცირედიღა დამაკლდა და წავა-
გე.
გაწბილებულმა ბრედონმა სკამი უკან გაახოხა.
– არა, პირიქით, – ცივი წყალი გადამასხა, – სვლები კი აით-
ვისე, მაგრამ მთავარი უყურადღებოდ გრჩება.
ქვების დახარისხება დავიწყე.
– მთავარი ისაა, რომ კინაღამ დაგამარცხეთ.
– არა, – შემეკამათა, – დამარცხებაზე არ ვამბობ. თაკი ფაქი-
ზი თამაშია. სწორედ ამიტომაც მიჭირს ისეთი ხალხის პოვნა, სა-
კადრის მეტოქეობას რომ გამიწევს. ახლა კოჭებს თავზეხელა-
ღებული ყაჩაღივით აქეთ-იქით ისვრი. მე თუ მკითხავ, ორი
დღის წინ გაცილებით უკეთ თამაშობდი.
– გამოტყდით, – არც მე შევეპუე, – რომ დამარცხებას ამჯე-
რად ძლივს გადაურჩით.
შუბლი შეკრა და მაგიდისკენ დარბაისლურად მანიშნა.
მის მოთხოვნას ხალისით დავყევი. ვიღიმოდი, ვღიღინებდი,
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ხელიდან ვე-
ღარ დამისხლტებოდა.
მაგრამ სიმართლე სულ სხვაგვარი გამოდგა. ბრედონი ქვებს
არხეინად გადააადგილებდა. სვლისას ყოყმანის ნატამალიც არ
ემჩნეოდა. მიწასთან გამასწორა, თან ისე იოლად, თითქოს ჩემს
განადგურებას ფარატინა ფურცლის გახევაზე მეტი ძალისხმევაც
არ სჭირდებოდა.
თამაში თვალის დახამხამებაში დასრულდა. გაოგნებული
დავრჩი.
– კიდევ ერთი, – დასჭექა. მისგან ასეთი მბრძანებლური ტო-
ნი არასდროს გამეგონა.
815 მკითხველთა ლიგა
ვცადე, მისი თამაშისთვის ნაბიჯი ამეწყო, მაგრამ მეორე ხე-
ლი წინაზე უარესად ჩამიფლავდა. მრისხანე მგელს დაჭიდებულ
ლეკვს ვგავდი. არა, უფრო ბუს კლანჭებში მოქცეულ თაგვს. ერ-
თი გაფართხალებაც არ მაცადა. ისღა დამრჩენოდა, ზურგი მექ-
ცია და თავის საშველად გავქცეულიყავი.
მაგრამ არც გაქცევა დამანება. ეს ხელი პირველზე მალე მო-
მითავა.
– ერთხელაც, – დაიჟინა.
მორიგ ხელს შევუდექით. ადამიანს აღარ ვგავდი. ბრედონი
ყელსაღადრი დანით შეიარაღებული ყასაბივით მშვიდად და
აუღელვებლად შემომცქეროდა. თამაშმა დაახლოებით იმდენი
დრო წაიღო, რამდენიც წიწილის დაკვლა-გამოშიგვნას დასჭირ-
დებოდა.
თამაშის ბოლოს ბრედონმა კოპები შეკრა და დაფის ზემოთ
ორივე ხელი ისე ცოცხლად აიქნია, თითქოს ეს-ესაა დაფა გადა-
რეცხა და გაშრობას ცდილობსო.
– კარგი, – საბოლოოდ დავნებდი და საზურგეს მივეყრდენი,
– გასაგებია, რისი თქმაც გინდათ. აქამდე მთელი ძალით არ მე-
თამაშებოდით.
– არა, – მკაცრად იუარა ბრედონმა, – სულ სხვა რამის თქმა
მინდა.
– აბა, რისი?
– ვცდილობ, თამაში გაიგო. მთლიანი თამაში და არა უბრა-
ლოდ ქვების რახარუხი. მთავარი ის კი არაა, რაც შეიძლება მე-
ტი ხელი მოიგო, მთავარია, ითამაშო გაბედულად, სახიფათოდ,
მოხდენილად, – დაფაზე ორი თითით დააკაკუნა, – ნებისმიერ
ნახევრად ფხიზელ ადამიანს შეუძლია, დაგებული ხაფანგი შეამ-
ჩნიოს, მაგრამ ნამდვილი საოცრება ისაა, თუ მისი სათავისოდ
გამოყენების განზრახვით ამ ხაფანგში საკუთარი ფეხით შეაბი-
ჯებს, – ისე გაიღიმა, რომ პირქუში გამომეტყველება სახიდან
816 მკითხველთა ლიგა
მთლიანად გაუქრა, – როდესაც ხაფანგს აგებ, ამის შესახებ მო-
წინააღმდეგემაც იცის და შენს გამოჭერას ცდილობს, მაგრამ
მის განზრახვას წინასწარ ჭვრეტ და მაინც ამარცხებ. ეს ორმა-
გად საოცარი შეგრძნებაა.
ბრედონს გამოხედვა შეურბილდა და ლამის ვედრების ხმით
გააგრძელა:
– თაკი სამყაროს ფარულ გზაჯვარედინებს ასახავს, თითქოს
ჩვენი ცხოვრების სარკეა. ცეკვაში არავინ იმარჯვებს, ყმაწვი-
ლო. ცეკვის მთავარი აზრი სხეულის მოძრაობაა, კარგად ნათა-
მაშები თაკი კი ტვინის მოძრაობის დემონსტრირებაა. სწორედ
ამაშია ცეკვისა და თაკის სილამაზე და ყველა, ვისაც ჩინი გააჩ-
ნია, ხედავს კიდეც.
ჩვენს შორის განლაგებულ შეთხელებული ქვების წყებაზე მი-
მითითა.
– შეხედე. ასეთი ხელის მოგება რატომ უნდა მინდოდეს?
დაფას დავხედე.
– განა თამაშის მთავარი აზრი მოგება არაა? – ვკითხე.
– მთავარი აზრი, – საზეიმოდ თქვა ბრედონმა, – მოხდენი-
ლად თამაშია, – ხელები ასწია და მხრები აიჩეჩა; სახეზე ნეტარი
ღიმილი გამოესახა, – თამაშის მოხდენილად მოგებაზე უკეთესი
რა უნდა ვინატრო?

817 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეექვსე
ხელის ერთ გაწვდენაზე

მოგვიანებით, იმავე საღამოს, ჩემს სასტუმრო ოთახში მარ-


ტო ვიჯექი. შეიძლება მისაღებიც იყო; სიმართლე გითხრათ, ამ
ორს შორის განსხვავებას ვერ ვხვდებოდი.
ჩემდა გასაკვირად, ახალი ოთახები საკმაოდ მომწონდა. არა
იმიტომ, რომ უფრო დიდები იყო, არც ბაღზე გამავალი უკეთესი
ხედის გამო, არც იმიტომ, რომ მარმარილოთი მოპირკეთებული
იატაკი უფრო სასიამოვნო საყურებელი გახლდათ. თქვენ წარ-
მოიდგინეთ, იმის გამოც კი არა, რომ საკუთარი, კარგად გამო-
ტენილი ღვინის საცავი მქონდა. თუმცა, ეს უკანასკნელი ნამდვი-
ლად სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.
ახალი ოთახები იმიტომ მომწონდა, რომ იქ რამდენიმე რბი-
ლი, უსახელურო, ბარბითზე დასაკრავად იდეალური სკამი იდ-
გა. სახელურებიან სკამზე დაკვრა ძალზე მოუხერხებელია. წინა
ოთახებში ცხოვრებისას, როგორც წესი, იატაკზე დაჯდომა მი-
წევდა ხოლმე.
გადავწყვიტე, კარგსკამებიანი ოთახისთვის ჩემი საბარბითე
მეწოდებინა. საშემსრულებლო შეიძლებოდა. საკმარისად მოხ-
დენილი სახელის შესარჩევად ცოტა მეტი დრო დამჭირდებოდა.
ალბათ იმის თქმა საჭიროც არაა, ვითარების ბოლოდროინ-
დელი შემოტრიალებით როგორი კმაყოფილი ვიყავი. წარმატე-
ბის აღსანიშნად ჩინებული, მუქი ფელორული ღვინის ბოთლი
გავხსენი, მოვდუნდი და ბარბითი ამოვიღე.
პირდაპირ სწრაფი მელოდიის დაკვრა დავიწყე და თითების
გასავარჯიშებლად „ტინტატატორნინს“ შევუტიე. შემდეგ ცოტა
ხნით ტკბილ და ნელ მუსიკაზე გადავინაცვლე; ჩემს ბარბითს
ნელ-ნელა ხელახლა ვეცნობოდი. ნახევარი ბოთლის განმავ-

818 მკითხველთა ლიგა


ლობაში დაკვრის შემდეგ საკუთარი თავი დავიბრუნე, ჩემი მუსი-
კა კი ისეთივე მწიფე და სასიამოვნო გახდა, როგორც მზის სით-
ბო ბალახებში მონებივრე კატისთვის.
სწორედ ამ დროს ზურგსუკან ხმაური შემომესმა. ნოტების
ჟღრიალი შევწყვიტე და კაუდიკუსის, მცველების ან სხვა სასიკ-
ვდილო საფრთხის მოლოდინში წამოვხტი.
მაგრამ ხელთ მხოლოდ ხუმრობაში გამოჭერილი ბავშვივით
მორცხვად მოღიმარი მეარი შემრჩა.
– დარწმუნებული ვარ, ახალი ოთახებით კმაყოფილი ხარ.
გონს მოვეგე და თავი ოდნავ დავუკარი.
– ჩემნაირებისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, თქვენო მოწ-
ყალებავ.
– შენ წინაშე ისეთ ვალში ვარ, რომ პირიქით, ძალიან მცი-
რეა, – მიპასუხა მეარმა და ყველაზე ახლოს მდგარ დივანზე ჩა-
მოჯდა, თან ხელით მანიშნა, თავისუფლად მოიქეცი და თავადაც
დაჯექიო, – ბოლოს რა სიმღერას უკრავდი?
ჩემს სკამს დავუბრუნდი.
– ნორმალური სიმღერაც კი არ ეთქმის, თქვენო მოწყალე-
ბავ. უბრალოდ ვუკრავდი.
მეარმა წარბი აზიდა.
– შენი შეთხზული იყო?
თავი დავუქნიე. ხელი ამიქნია და მითხრა:
– მაპატიე, რომ შეგაწყვეტინე. გთხოვ, გააგრძელე.
– რის მოსმენას ისურვებთ, თქვენო მოწყალებავ?
– გამიგია, რომ მელუან ლაქლესი მუსიკისა და ტკბილი სიტ-
ყვების მოყვარულია. ჰოდა, რამე შესაფერისი დაუკარი.
– ბევრნაირი სიტკბო არსებობს, თქვენო მოწყალებავ, – აღ-
ვნიშნე და „ვიოლა მაინც იცდის“ დავიწყე. ჰაერში მსუბუქი,
ტკბილი და სევდიანი ნოტები გაიფრქვა. შემდეგ „სავიენის ბა-

819 მკითხველთა ლიგა


ლადაზე“ გადავედი, რთული აკორდების ასაღებად თითები
ავაჩქარე და გამოვაჩინე, თუ როგორი ძნელი დასაკრავი იყო.
ალვერონი თავს იქნევდა და სულ უფრო და უფრო კმაყოფი-
ლი ჩანდა.
– ესე იგი, მუსიკას თავადაც წერ?
თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დავუკარი.
– შემიძლია, თქვენო მოწყალებავ. თუმცა, ნორმალური რა-
მის დასაწერად დრო მჭირდება.
– რამდენი დრო?
მხრები ავიჩეჩე.
– ერთი-ორი დღე, ან სამი. გააჩნია, როგორი სიმღერა
გსურთ. წერილების წერა უფრო ადვილია.
მეარი წინ გადმოიხარა.
– ძალიან მსიამოვნებს, რომ ტრეპის ქება-დიდება გადაჭარ-
ბებული არ აღმოჩნდა, – მითხრა მეარმა, – უნდა ვაღიარო, რომ
ამ ოთახებში მხოლოდ მადლიერების ნიშნად არ გადმომიყვანი-
ხარ. აქაურობა საიდუმლო გასასვლელით ჩემს ოთახებს უკავ-
შირდება. ჩემი მიჯნურობის განსახილველად შეხვედრა ხშირად
მოგვიწევს ხოლმე.
– ძალიან მოსახერხებელი იქნება, თქვენო მოწყალებავ, –
ვთქვი და შევეცადე, შემდეგი სიტყვები ფრთხილად შემერჩია, –
მისი ოჯახის ისტორია კი შევისწავლე, მაგრამ ეს ქალთან დაახ-
ლოებისთვის საკმარისი არ იქნება.
ალვერონმა ჩაიხითხითა.
– მგონი, სულელი გგონივარ, – მითხრა წყნარად, – ვიცი,
რომ მასთან შეხვედრა დაგჭირდება. ორ დღეში აქ იქნება, სხვა
დიდგვაროვნებთან ერთად მეწვევა. ხანგრძლივი ავადმყოფო-
ბის დასრულების აღსანიშნავად, ერთთვიანი ზეიმი გამოვაცხა-
დე.
– ჭკვიანურია, – შევაქე ალვერონი.
820 მკითხველთა ლიგა
მხრები აიჩეჩა.
– როგორმე მოვახერხებ, რომ თქვენ ორი ერთმანეთს მალე-
ვე შეხვდეთ. შენს საქმიანობაში დასახმარებლად რამე ხომ არ
გჭირდება?
– ბლომად ქაღალდიც საკმარისი იქნება, თქვენო მოწყალე-
ბავ. ასევე მელანი და კალმები.
– მეტი არაფერი? მსმენია, რომ ზოგ პოეტს გარკვეული ახი-
რებები აქვს, – ხელი გაურკვეველად აიქნია, – რამე განსაკუთ-
რებული სასმელი ან ხედიც არ გჭირდება? რენერში ერთი საკმა-
ოდ ცნობილი პოეტია, რომელიც მუდმივად დამპალი ვაშლებით
სავსე ჩემოდანს დაატარებს. როდესაც შთაგონება სჭირდება,
ჩემოდანს ხსნის და ვაშლებს ყნოსავს.
გამეცინა.
– მოდი, პოეტებს ვაცალოთ, თავიანთი ცრურწმენის ჭია
გაახარონ. მე მუსიკოსი ვარ, თქვენო მოწყალებავ და მხოლოდ
ჩემი ინსტრუმენტი, ორი ჯანმრთელი ხელი და საქმის ცოდნა
მჭირდება.
ალვერონს უკმაყოფილება დაეტყო.
– როგორ, შთაგონებისთვის არაფერს მოითხოვ?
– სასახლესა და ქვემო სევერენში თავისუფლად ხეტიალის-
თვის თქვენი ნებართვა საკმარისი იქნება, თქვენო მოწყალებავ.
– რა თქმა უნდა, ჩემგან ნებართვა გაქვს.
მხრები თავისუფლად ავიჩეჩე.
– მაშინ, რაც შთაგონებისთვის მჭირდება, ყველაფერი ხელის
ერთ გაწვდენაზე მქონია.

821 მკითხველთა ლიგა


***

ის იყო, მეთუნუქეთა ქუჩაზე შევაბიჯე, რომ დენნა დავინახე.


წინა თვეებში უშედეგო ძებნის შემდეგ მისი ადვილად პოვნა ახ-
ლა უცნაურად მეჩვენებოდა.
დენნა ბრბოში გზას მოხდენილად მიიკვლევდა. არა იმ დაჭი-
მული მოძრაობით, რომელსაც დიდებულთა კარზე მოხდენილო-
ბად ასაღებენ, არამედ ბუნებრივად ლაღად. კატა გაზმორებისას
არ ფიქრობს, ის უბრალოდ იზმორება, მაგრამ ხე ამასაც კი არ
აკეთებს. ხე უბრალოდ ირხევა, თანაც ისე, რომ ამისთვის დაძაბ-
ვაც არ სჭირდება. დენნაც ასე მინარნარებდა.
შევეცადე, რაც შეიძლება, სწრაფად წამოვწეოდი, თანაც ისე,
რომ მისი ყურადღება არ მიმეპყრო.
– უკაცრავად, მის.
მოტრიალდა და სახე გაებადრა.
– დიახ?
– ჩვეულებრივ, ქალს ასე არასდროს მივეჭრებოდი, მაგრამ
შევამჩნიე, ერთხელ რომ ქალბატონი მიყვარდა, თვალები იმას
მიგიგავთ.
– რა დასანანია, მხოლოდ ერთხელ რომ გიყვარდათ, – მით-
ხრა და ეშმაკური ღიმილით თეთრი კბილები გამოაჩინა, – გამი-
გია, რომ ზოგი კაცი ორჯერ ან უფრო მეტჯერ შეყვარებასაც კი
ახერხებს.
დაცინვას ყურადღება არ მივაქციე.
– მხოლოდ ერთხელ გავსულელდი, მეტად აღარასდროს შე-
ვიყვარებ.
გამოხედვა მოულბა. ხელი მხარზე მსუბუქად დამადო.
– საბრალო. ალბათ გული საშინლად გატკინათ.
– მართალი ბრძანდებით, არაერთი ჭრილობა მომაყენა.

822 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ ასეთ რამ გარდაუვალია, – თქვა სასხვათაშორი-
სოდ, – განა შესაძლებელია თქვენნაირი საოცარი მამაკაცი
ქალს არ შეუყვარდეს?
– არ ვიცი, – ვუპასუხე თავმდაბლად, – მაგრამ მგონი მას არ
ვუყვარდი; ჯერ ჰაეროვანი ღიმილით გამომიჭირა, შემდეგ კი
უსიტყვოდ გადაიკარგა, როგორც ცვარი აისის მქრქალ სინათ-
ლეზე.
– როგორც სიზმარი გაღვიძებისას, – ღიმილით დაამატა დენ-
ნამ, – როგორც ხეებს შორის გამსხლტარი ფერიული ქალწული.
დენნა ცოტა ხანს გაჩუმდა.
– ალბათ მართლაც საოცარი ქალი იყო, თქვენი გონება ასე
რომ დაიპყრო, – მითხრა და ჭკვიანი თვალებით შემომხედა.
– შეუდარებელი.
– ოჰ, კარგი ერთი, – უცებ გამხიარულდა, – ყველამ ვიცით:
როცა სინათლე ქრება, ყველა ქალი ერთი სიმაღლისაა! –
ჩაიქირქილა და იდაყვით მუჯლუგუნი წამკრა.
– ეგრე არაა, – მტკიცედ მივუგე მე.
– კარგი, – ჩაილაპარაკა ნელა, – მგონი, შენს სიტყვას უნდა
ვენდო, – ისევ ამომხედა, – ალბათ, დროთა განმავლობაში,
ჩემს დარწმუნებასაც შეძლებ.
ღრმა ყავისფერ თვალებში ჩავხედე.
– ამის იმედი ყოველთვის მქონდა.
დენნამ ისე გამიღიმა, რომ ჩემმა გულმა მკერდში მალაყი
გააკეთა.
– ჰოდა, შეინარჩუნე, – მკლავი გამიყარა და გვერდში ამო-
მიდგა, – იმედის გარდა სხვა რა დაგვრჩენია?

823 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეშვიდე
სახეზე მკითხაობა

მომდევნო ორი დღის უდიდესი ნაწილი სტეიპსის მეურ-


ვეობის ქვეშ გავატარე. ოფიციალური ვახშმისას სათანადო ეტი-
კეტს მასწავლიდა. ამ წესების უმეტესობას ადრეული ბავშვობი-
დან კარგად ვიცნობდი, მაგრამ გადამეორების გამო მაინც მო-
ხარული ვიყავი. წესები დროისა და ადგილის მიხედვით გან-
სხვავდება, ფეხის ერთ დაცდენას კი შეიძლებოდა სასტიკად შე-
ვერცხვინე.
ასე რომ, სტეიპსმა მხოლოდ ჩვენ ორისთვის საგანგებო ვახ-
შამი გამართა, შემდეგ კი ჩემ მიერ დაშვებულ ათზე მეტ პატარა,
მაგრამ მნიშვნელოვან შეცდომაზე მიმითითა. მაგალითად, ჭუჭ-
ყიანი ჭურჭლის მაგიდაზე დადება უკულტურობად მიიჩნეოდა,
სამაგიეროდ დანის გალოკვა სრულიად მისაღები იყო. ფაქტობ-
რივად, თუ საკუთარი ხელსახოცის გაჭუჭყიანება არ გინდოდა,
გალოკვის მეტი აღარაფერი დაგრჩენოდა.
პურის ნაჭრის ბოლომდე შეჭმაც შეუფერებელი საქციელი
იყო. რაღაც ნაწილი ყოველთვის თეფშზე უნდა დარჩენილიყო,
სასურველია, მხოლოდ ქერქი არა. იგივე წესი რძესაც ეხებოდა:
ბოლო ყლუპი ყოველთვის ჭიქაში უნდა დაგეტოვებინა.
მეორე დღეს სტეიპსმა კიდევ ერთი ვახშამი დადგა, რომელ-
ზეც უფრო მეტი შეცდომა დავუშვი. საჭმელზე კომენტარის გაკე-
თება უხეშობად არა, მაგრამ მდაბიურ საქციელად კი მიიჩ-
ნეოდა. ღვინის დაყნოსვასაც იგივე ეხებოდა. გარდა ამისა, რო-
დესაც პატარა ზომის რბილი ყველი მოგვართვეს, რომელსაც
გარს ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანისთვის საჭმელად
უვარგისი ქერქი ეკრა, ჩემი სიველურე გამოვავლინე და
მთლიანად შევსანსლე. საკმაოდ გემრიელი იყო. თუმცა, შეცდო-

824 მკითხველთა ლიგა


მას თავადვე მივხვდი და თავს დავაჯერე, რომ თუ ამ სრულყო-
ფილ ყველს წინ დამიდებდნენ, ნახევარი უნდა გადამეგდო. ასე-
თია ცივილიზაციის ფასი.

825 მკითხველთა ლიგა


***

ბანკეტზე სპეციალურად ამ საღამოსთვის შეკერილ კოსტიუმ-


ში გამოწყობილი გამოვცხადდი. სამოსი ჩემთვის შესაბამის
ფოთლისფერ მწვანე და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ჩემი
გემოვნებისთვის შეუფერებლად მდიდრული ქსოვილისგან
შეეკერათ, მაგრამ იმ საღამოს მოდას უხალისოდ უნდა დავმორ-
ჩილებოდი, რადგან ადგილი მელუან ლაქლესისგან მარცხნივ
მომიჩინეს.
გასულ სამ დღეში სტეიპსმა ოფიციალური ვახშმის ექვსი წარ-
მოდგენა დამიდგა და თავს ყველაფრისთვის მზად ვგრძნობდი.
საბანკეტო დარბაზის გარეთ ვფიქრობდი, რომ ყველაზე რთული
საჭმლისადმი ინტერესის მიჩქმალვა იქნებოდა.
მართალია, ვახშმის გასტრონომიული ნაწილისთვის გაწ-
ვრთნილი ვიყავი, თავად მელუან ლაქლესის დანახვას სრული-
ად მოუმზადებელი შევხვდი. საბედნიეროდ, ჩემმა სამსახიობო
გამოცდილებამ იძალა, საზეიმო მოძრაობით მივუახლოვდი და
ხელი ღიმილით გავუწოდე. ქალმა თავი თავაზიანად დამიკრა
და მაგიდისკენ ერთად გავემართეთ.
მაღალ კანდელაბრებზე ათობით სანთელი იწვოდა. ნატვიფრ
ვერცხლის დოქებში ხელის დასაბანად – თბილი, ხოლო ჭიქებში
ჩამოსახმელად ცივი წყალი გაემზადებინათ. ჰაერს ძველ საყვა-
ვილეებში საგულდაგულოდ შერჩეული თაიგულები ატკბობდა.
სიუხვის რქა მბზინავი ხილით გადავსებულიყო. პირადად ჩემ-
თვის მეტისმეტად მყვირალა სანახაობა იყო, მაგრამ აქ მასპინ-
ძლის სიმდიდრის მაჩვენებელად მიიჩნეოდა.
ლედი ლაქლესი მაგიდამდე მივაცილე და სკამი მივუმარჯვე.
სანამ ოთახში მივაბიჯებდით, პირდაპირ შეხედვას თავს ვარი-
დებდი, მაგრამ როდესაც დაჯდომაში ვეხმარებოდი, ქალის
პროფილი ისე ნაცნობი მომეჩვენა, რომ თვალი ვეღარ მოვაცი-
826 მკითხველთა ლიგა
ლე. დარწმუნებული ვიყავი, ვიცნობდი. მაგრამ ვერაფრით
ვხვდებოდი, სად შეიძლებოდა ერთმანეთს შევხვედროდით...
მაგიდასთან დაჯდომისასაც ვცდილობდი გამეხსენებინა, სად
მყავდა ნანახი. ლაქლესების მიწები ათასი მილით რომ არ ყო-
ფილიყო დაშორებული, ვიფიქრებდი, უნივერსიტეტში შევხვდი-
მეთქი, მაგრამ ეს სასაცილო იყო – ლაქლესთა მემკვიდრე სახ-
ლიდან ასე შორს არ იმოგზაურებდა.
გაგიჟებამდე ნაცნობი ნაკვთები ყურადღებით შევათვა-
ლიერე. „ეოლიანში“ ხომ არ შევხვედრივარ? ეს ნაკლებად სავა-
რაუდო იყო, აუცილებლად დავიმახსოვრებდი. საოცრად ლამა-
ზი იყო, მკვეთრად გამოყვანილი ნაკვთებითა და მუქი ყავისფე-
რი თვალებით. „ეოლიანში“ რომ მენახა, დარწმუნებული ვარ...
– რამე გაინტერესებთ? – მკითხა ისე, რომ სახე არც კი მოუტ-
რიალებია. სასიამოვნო ხმით ლაპარაკობდა, თუმცა არც უცდია,
ხმაში გარეული საყვედური დაეფარა.
დიდხანს ვიყავი მიჩერებული. მაგიდასთან ერთი წუთის დამ-
სხდრები თუ ვიქნებოდით, მე კი უკვე იდაყვის კარაქში ჩაწობა
მომესწრო.
– მომიტევეთ, მაგრამ სახეებს ყოველთვის გულდასმით ვაკ-
ვირდები, თქვენმა სახემ კი ჩემი ყურადღება უმალ მიიქცია.
მელუანი მომიტრიალდა და შემომხედა. გაღიზიანება ოდნავ
განელებოდა.
– ტურაგიორი ბრძანდებით?
ტურაგიორები ამტკიცებდნენ, რომ სახის, თვალებისა და თა-
ვის მოყვანილობით ადამიანის ხასიათის ან მომავლის ამოცნო-
ბა შეეძლოთ. წმინდა წყლის ვინტასური ცრურწმენა გახლდათ.
– ამ საკითხში ოდნავ ვერკვევი, მილედი.
– მართლა? აბა, ჩემი სახე რას გეუბნებათ? – შემომხედა და
მზერა უმალ ამარიდა.

827 მკითხველთა ლიგა


თავი ისე დავიჭირე, თითქოს მის იერს ვსწავლობდი. პირვე-
ლად თვალში ფერმკრთალი კანი და ოსტატურად დახვეული
წაბლისფერი თმა მომხვდა. სავსე და წითლად ელვარე ტუჩებზე
საცხის ნასახიც არ აჩნდა. ჩამოქნილი კისერი ამაყად და კოხ-
ტად ეჭირა.
თავი დავუკარი.
– თქვენს მომავალს ნაწილობრივ ვჭვრეტ, მილედი.
ცალი წარბი ოდნავ ასწია.
– მითხარით.
– სულ მალე ვიღაც მოგიბოდიშებთ. გთხოვთ, მიუტევოთ
ჩემს თვალებს, რამეთუ კალანტისივით მოუსვენრად დაფ-
რთხიალებენ და ადგილს ვერ პოულობენ, რადგანაც თქვენს
მშვენიერ და ყვავილივით ტურფა სახეს ვერ შორდებიან.
მელუანმა გაიღიმა, მაგრამ ლოყები არ შეფაკვლია. პირფე-
რობის მიმართ უგრძნობი არ იყო, თუმცა უკვე მიჩვეოდა. ეს აღ-
მოჩენა საგულდაგულოდ დავიმახსოვრე.
– ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ ადვილი იყო, – მიპა-
სუხა ქალმა, – კიდევ რამეს ხედავ?
სახეზე რამდენიმე წამით მივაჩერდი.
– კიდევ ორ რამეს, მილედი. თქვენი სახე მეუბნება, რომ მე-
ლუან ლაქლესი ბრძანდებით, მე კი თქვენს სამსახურში უნდა მი-
გულოთ.
გამიღიმა და საკოცნელად ხელი გამომიწოდა. მის მტევანს
დავწვდი და თავი დავხარე, ოღონდ დომინიონში დამკვიდრებუ-
ლი წესის მიხედვით, კი არ ვეამბორე, არამედ მის ხელზე მოთავ-
სებულ ჩემსავე ცერს ტუჩებით ოდნავ შევეხე. სამყაროს ამ ნა-
წილში ქალისთვის ხელზე მართლა რომ მეკოცნა, საშინლად
თავხედური საქციელი იქნებოდა.
საუბარი წვნიანის შემოტანამ შეგვაწყვეტინა. ორმოცმა მსა-
ხურმა ორმოცი სტუმრის წინ წვნიანი ერთდროულად მოათავსა.
828 მკითხველთა ლიგა
გავსინჯე. ნეტავი ვის მოუვიდა აზრად ტკბილი წვნიანის მომზა-
დება?
კიდევ ერთი კოვზი მივირთვი და თავი ისე მოვაჩვენე, თით-
ქოს მომეწონა. თვალის კუთხიდან ჩემს მეზობელს ვაკვირდებო-
დი – მომცრო ტანის ასაკიანი კაცი ბანისის მეფისნაცვალი გახ-
ლდათ. დაწინწკლული სახე და ხელები დანაოჭებოდა, ჭაღარა
თმა კი უწესრიგოდ აბურდვოდა. დავინახე, წვნიანში თითი რო-
გორ ჩაყო, გასინჯა და ჯამი ცივად გასწია.
ჯიბეები მოიჩხრიკა და მუჭი გახსნა, რომ ეჩვენებინა.
– ასეთ დღეებზე ერთი ჯიბე დაშაქრული ნუში ყოველთვის
თან დამაქვს, – ჩამჩურჩულა შეთქმულივით, თვალები ონავარი
ბავშვივით მოეჭუტა, – არასდროს იცი, როგორი კერძით გაგი-
მასპინძლდებიან, – ხელი გამომიშვირა, – თუ გნებავთ, შეგიძ-
ლიათ ერთი აიღოთ.
ერთი ნუში ავიღე და მადლობა გადავუხადე. მთელი საღამოს
განმავლობაში ყურადღება აღარც მოუქცევია. როცა რამდენიმე
წუთის შემდეგ ისევ გავხედე, ჯიბის ნუგბარს შეუპოვრად შეექ-
ცეოდა და ცოლს იმაზე ეკამათებოდა, შეეძლოთ თუ არა გლე-
ხებს რკოსგან პურის გამოცხობა. ხმაზე შევატყვე, რომ ეს იმ დი-
დი კამათის მხოლოდ მცირე წვეთი იყო, მთელი მათი ცხოვრე-
ბის განმავლობაში რომ გრძელდებოდა.
მელუანისგან მარჯვნივ ილიელი წყვილი იჯდა და თავიანთ
ჭიკჭიკა ენაზე საუბრობდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ სტრა-
ტეგიულად განლაგებული დეკორაციების წყალობით მაგიდის
მოპირდაპირე მხარეს მსხდომი სტუმრები ერთმანეთს თითქმის
ვერ ხედავდნენ, შესაბამისად, მელუანთან ერთად ბაღში რომ
მესეირნა, ამაზე მეტად განმარტოებული მაინც ვერ ვიქნებო-
დით. მეარმა ადგილები კარგად შეგვირჩია.

829 მკითხველთა ლიგა


წვნიანი წაიღეს და ხორცის კერძი მოგვიტანეს. ჩემი ვა-
რაუდით, სოუსის სქელი ფენით დაფარული ხოხობი უნდა ყოფი-
ლიყო. ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.
– როგორ ფიქრობთ, მე და თქვენ რატომ დაგვაწყვილეს? –
საუბრის წამოწყება სცადა მელუანმა, – ბატონო...
– ქვო, – თავი ოდნავ დავუკარი, – შეიძლება იმიტომ, რომ
მეარს არ სურდა, მოგეწყინათ, მე კი ხალხის გართობა ზოგჯერ
კარგად გამომდის.
– საკმაოდ კარგად.
– ან შეიძლება მესტუმრეს უზარმაზარი თანხა გადავუხადე, –
ღიმილი გაუკრთა და წყალი მოსვა. „სითამამე მოსწონს“, გავი-
ფიქრე ჩემთვის.
თითები გავიწმინდე და ხელსახოცი კინაღამ მაგიდაზე დავ-
დე, რაც საშინელი შეცდომა იქნებოდა. ასეთი ქცევა იმის ნიშანი
იყო, რომ მორთმეული კერძის უკან წაღებას მოვითხოვდი, ჭა-
მის ზედმეტად ადრე დასრულება კი მასპინძლის ფარულ, თუმცა
გესლიან გაკრიტიკებას ნიშნავდა. ვიგრძენი, რომ ბეჭებს შორის
ოფლის წვეთი მძივის მარცვალივით ჩამიგორდა და ხელსახოცი
კალთაზე ფრთხილად დავიფინე.
– რით ხართ დაკავებული, ბატონო ქვო?
არ მკითხა, ვისთან მუშაობო, ესე იგი, ჩემს დიდგვაროვნობა-
ში დარწმუნებული იყო. საბედნიეროდ, ამ კითხვისთვის უკვე
შემზადებული ვიყავი.
– ცოტ-ცოტას ვწერ. გენეალოგიებს. ერთი-ორი პიესაც შევ-
ქმენი. თეატრი მოგწონთ?
– ხანდახან. გააჩნია.
– გააჩნია პიესას?
– შემსრულებლებს გააჩნია, – თქვა და ხმაში უცნაური დაძა-
ბულობა შეეპარა.

830 მკითხველთა ლიგა


ეს დაძაბულობა მხოლოდ იმის წყალობით შევნიშნე, რომ ყუ-
რადღებით ვაკვირდებოდი. გადავწყვიტე, საუბარი უსაფრთხო
თემაზე გადამეტანა.
– სევერენამდე როგორ იმგზავრეთ? – ვკითხე. გზების გამო
წუწუნი ყველას უყვარს. ისეთივე სასხვათაშორისო საკითხია,
როგორც ამინდი, – ყური მოვკარი, რომ ჩრდილოეთში ყაჩაღებ-
თან დაკავშირებით სირთულეებია, – ვცდილობდი, საუბარი გა-
მომეცოცხლებინა. რაც უფრო მეტს ილაპარაკებდა, მით უკეთ
გავიცნობდი.
– წელიწადის ამ დროს გზები ყოველთვის ყაჩაღი რუებითაა
გადატენილი, – ცივად მომიგო მელუანმა.
არა უბრალოდ ყაჩაღებით, არამედ რუ ყაჩაღებით. ეს სიტყვა
ისეთი ცივი სიძულვილით წარმოთქვა, რომ მისმა ხმამ ჟრუანტე-
ლი მომგვარა. რუები ეზიზღებოდა. ჩვეულებრივი ხალხივით უბ-
რალოდ კი არ ეჯავრებოდა, არამედ ნამდვილი, მძაფრი სიძულ-
ვილით სძულდა.
პასუხის დაბრუნების აუცილებლობისგან ხილის ნამცხვრების
მოტანამ მიხსნა.
ჩემგან მარცხნივ მეფისნაცვალი ცოლს რკოებზე ეკამათებო-
და. ჩემგან მარჯვნივ მელუანი მარწყვის ნამცხვარს ნელი მოძ-
რაობით შუაზე ჰყოფდა. სახე ისე გაფითრებოდა, თითქოს სპი-
ლოს ძვლის ნიღაბი აიფარაო. ვაკვირდებოდი, მისი პრიალა,
უნაკლო ფრჩხილები ნამცხვარს ორად როგორ გლეჯდნენ და
ვხვდებოდი, რომ ქალის ფიქრები რუებს დასტრიალებდა.

831 მკითხველთა ლიგა


***

რუების ხსენებას თუ არ ჩავთვლით, საღამომ საკმაოდ კარ-


გად ჩაიარა. მელუანი ნელ-ნელა დავამშვიდე და ბაასი
ჩვეულებრივ საკითხებზე გავაბით. ვახშამი ორ საათს გაგრძელ-
და, რის გამოც სალაპარაკოდ უამრავი დრო გვქონდა. აღმოვა-
ჩინე, რომ ალვერონი მისი აღწერისას არ აჭარბებდა. ნამდვი-
ლად ჭკვიანი, მიმზიდველი და კარგი მოსაუბრე იყო. რუების მი-
მართ სიძულვილის მიუხედავად, მისი კომპანიით ფრიად ვი-
სიამოვნე.
ვახშმის დასრულებისთანავე ოთახში დავბრუნდი და წერა
დავიწყე. მეარის მოსვლამდე სამი თითქმის დასრულებული წე-
რილი, სიმღერის მონახაზი და სამომავლოდ გადადებული, ნო-
ტებითა და ფრაზებით სავსე ხუთი ფურცელი დავაგროვე.
– შემობრძანდით, თქვენო მოწყალებავ, – მეარის შემოს-
ვლისთანავე ქაღალდებიდან თავი ავწიე. იმ მოცახცახე ავად-
მყოფი კაცისგან, ცოტა ხნის წინ რომ ვუვლიდი, აღარაფერი
დარჩენილიყო. ცოტა წონაც მოემატებინა და ხუთი წლით უფრო
ახალგაზრდად გამოიყურებოდა.
– აბა, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა? – მკითხა ალვე-
რონმა, – საუბრისას სხვა თაყვანისმცემლები ხომ არ უხსენები-
ა?
– არა, თქვენო მოწყალებავ, – ვუპასუხე და დაკეცილი ფურ-
ცელი გავუწოდე, – ეს ის წერილია, რომლის პირველ რიგში
გაგზავნაც სასურველია. როგორც ვხვდები, მის საიდუმლოდ გა-
დაცემის გზას ადვილად გამონახავთ.
ფურცელი გახსნა, კითხვა დაიწყო და ტუჩები უხმოდ ააცმაცუ-
ნა. ამასობაში სიმღერის კიდევ ერთი სტრიქონი დავალაგე და
აკორდები და სიტყვები ქაღალდზე გადავიტანე.
მეარმა კითხვა დაასრულა და თავი ასწია.
832 მკითხველთა ლიგა
– ხომ არ გგონია, რომ ცოტა მეტისმეტია? – მკითხა შეწუხე-
ბულმა.
– არა, – წერა შევწყვიტე და კალმით სხვა ქაღალდისკენ მი-
ვანიშნე, – აი, ის ნამდვილად მეტისმეტია, მაგრამ რაც ხელში
გიჭირავთ, ზუსტად შესაფერისია. გულის სიღრმეში რომანტი-
კულ ქალს მალავს. შეიძლება არ აღიარებდეს, მაგრამ სინამ-
დვილეში ყველაზე მეტად ის უნდა, რომ ვინმემ ჰაერში აიტაცოს.
მეარს სახეზე ისევ დაეჭვება ეტყობოდა, ამიტომ კალამი დავ-
დე და სამუშაო მაგიდას მოვშორდი.
– თქვენო მოწყალებავ, მართალი იყავით – მისი დევნა ნამ-
დვილად ღირს. რამდენიმე დღეში კი სასახლეში ათზე მეტი ისე-
თი კაცი გამოჩნდება, ვინც ცოლად სიამოვნებით შეირთავდა,
ხომ მართალი ვარ?
– ათზე მეტნი უკვე არიან, – თქვა მოღუშულმა, – მალე ორ-
მოციც გახდებიან.
– კიდევ ათი ისინიც დავამატოთ, ვისაც ვახშმისას ან ბაღში
სეირნობისას გადააწყდება. ათიც უბრალოდ ახირების გამო გა-
დაეკიდება. ამ ათეულებიდან რამდენს შეუძლია წერილები და
ლექსები მისწეროს? ყველა ყვავილებს, სამშვენისებსა და სიყვა-
რულის მანიშნებელ სხვა ნივთებს გაუგზავნის. სულ მალე თავს
ყურადღების წარღვნა დაატყდება, მაგრამ ყველაზე მეტად იმედი
სწორედ თქვენ უნდა გქონდეთ.
წერილზე მივუთითე.
– სწრაფად იმოქმედეთ. ამ წერილით მის წარმოსახვასა და
ცნობისმოყვარეობას მიიპყრობთ. რამდენიმე დღეში, როდესაც
მის მაგიდაზე სხვების ბარათების გროვა დადგება, მხოლოდ
ჩვენს მომდევნო წერილს დაელოდება.
ცოტა ხანს ისევ ყოყმანი ეტყობოდა, ბოლოს მხრები ჩამოყა-
რა.
– დარწმუნებული ხარ?
833 მკითხველთა ლიგა
თავი გავაქნიე.
– ასეთ საქმეში უეჭველი არაფერია, თქვენო მოწყალებავ.
მხოლოდ იმედები. იმედზე მეტს ვერაფერს მოგცემთ.
ალვერონი ისევ შეყოვნდა.
– ასეთი საქმეებისა არაფერი გამეგება, – თქვა გაღიზიანება-
ნარევი ხმით, – ნეტავი სახელმძღვანელოდ რამე წესების წიგნი
არსებობდეს, – ერთ წამს ჩვეულებრივ კაცს ჰგავდა და არა – მე-
არ ალვერონს.
უნდა ვაღიარო, რომ თავადაც საკმაოდ ვღელავდი. ქალების
შესახებ პირადად ჩემი ცოდნა სათითეში ჩაეტეოდა, თანაც ისე,
რომ მისი თითიდან მოხსნაც არ დამჭირდებოდა.
მეორე მხრივ, უხვი მეორეული ცოდნა გამაჩნდა. ერთად შეკ-
რებილი ათი ათასი სასიყვარულო სიმღერა, პიესა და ამბავი,
ალბათ, რაღაცას მაინც ნიშნავდა. წარუმატებლობის მაგალითე-
ბიც გამომევლო – ჩემი თვალით ვხედავდი, გაფრენის მსურვე-
ლი ბავშვის განწირული ენთუზიაზმით აღსავსე სიმონი უნივერ-
სიტეტიდან სამი მილის რადიუსში თითქმის ყველა ქალს რო-
გორ დასდევდა. მეტიც, ასი კაცი მაინც მენახა, დენნასთან შეჯა-
ხებისას ნაწილებად ისე რომ იშლებოდნენ, როგორც გემი, რო-
მელმაც მიქცევას ყურადღება არ მიაქცია.
ალვერონმა გულწრფელად შეწუხებული სახით შემომხედა.
– როგორ ფიქრობ, ერთი თვე საკმარისი იქნება?
საკუთარმა თავდაჯერებულმა ხმამ მე თვითონ გამაკვირვა.
– მაგ ქალის მოხელთებაში ერთ თვეში თუ ვერ დაგეხმარე-
ბით, მაშინ საერთოდ შეუძლებელი ყოფილა.

834 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამერვე
კვერის ფასი

მომდევნო რამდენიმე დღე სასიამოვნო გამოდგა. მზიან


საათებს ქვემო სევერენში, დენნასთან ერთად ვატარებდი და ქა-
ლაქსა და მის შემოგარენს ვიკვლევდი. თავს ჯირითით, ცურვი-
თა და სიმღერით ვირთობდით, ზოგჯერ კი მთელ ნაშუადღევს
უბრალოდ საუბარში ვატარებდით. გოგოს შეუპოვრად, თუმცა,
უიმედოდ ვეარშიყებოდი. უიმედოდ იმიტომ, რომ მხოლოდ სუ-
ლელს შეიძლებოდა მისი ხელში ატაცების იმედი ჰქონოდა.
შემდეგ ჩემს ოთახებში ვბრუნდებოდი და მთელი დღის გან-
მავლობაში გონებაში მომწიფებული სიტყვები ფურცელზე ხან
წერილად გადამქონდა, ხან სიმღერად ვაჩუქურთმებდი. სწო-
რედ ამ წერილებსა და სიმღერებში ვამბობდი ყველაფერს, რის
თქმასაც დიდი ხნის განმავლობაში დენნასთვის ვერ ვბედავდი;
ისეთ რამეებს, რაც, ვიცოდი, დააფრთხობდა.
წერილის ან სიმღერის დაწერას რომ მოვრჩებოდი, მის ხე-
ლახლა გადაწერას შევუდგებოდი ხოლმე, ცოტა სიმკვეთრესა
და ერთი-ორ ზედმეტად გულახდილ ფრაზას ვაშორებდი და
იქამდე ვაშალაშინებდი და ვქარგავდი, ვიდრე მელუან ლაქ-
ლესს ტყავის ხელთათმანივით არ მოერგებოდა.
იდილიური დროება დამიდგა. სევერენში დენნასთან ურთი-
ერთობაში მუდმივად ისე მიმართლებდა, როგორც იმრეში არა-
სოდეს მღირსებია. ერთმანეთს საათობით ვხვდებოდით, ზოგჯერ
დღეში ერთზე მეტჯერაც, ხან კი სამი-ოთხი დღე ზედიზედ.
თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, ყველაფერი არც ისე
იდეალურად მიდიოდა. როგორც მამაჩემი იტყოდა, საბანში
რამდენიმე ნახვრეტი გაჩენილიყო.

835 მკითხველთა ლიგა


პირველი უსიამოვნება ახალგაზრდა ჯენტლმენი, სახელად
გერედი გახლდათ, რომელიც დენნას ქვემო სევერენში ჩვენი
ერთ-ერთი ადრეული შეხვედრისას ახლდა. რა თქმა უნდა, გო-
გოს დენნას სახელით არ იცნობდა, ალორას ეძახდა და იმ დღეს
მეც ამ სახელით მოვიხსენიებდი.
გერედს სახეზე სწორედ ის განწირული გამოხედვა აღბეჭდო-
და, რომელსაც ამდენი ხნის შემდეგ კარგად ვცნობდი. დენნას
უკვე საკმარისად დიდხანს იცნობდა, რომ შეყვარებოდა, მაგრამ
იმასაც ხვდებოდა, რომ მისი დრო იწურებოდა.
ვხედავდი, როგორ უშვებდა შეცდომებს, რომლებიც მანამდე
სხვებს დაეშვათ: ხელს მესაკუთრესავით ხვევდა. ბეჭედიც აჩუქა.
ქალაქში სეირნობისას დენნას თვალი რაიმეზე სამ წამზე დიდ-
ხანს თუ გაუშტერდებოდა, მაშინვე ყიდვას სთავაზობდა. მუდმი-
ვად ცდილობდა, მომავალი შეხვედრის დაგეგმვით მისი ნახვა
გაენაღდებინა. ცეკვების საღამო დეფერის სახლში? ვახშამი
„ოქროს დაფაში“? გრაფ აბელარდთან ხვალ „ათპენიან მეფეს“
დგამენ...
ცალკე აღებული არცერთ ამ შემოთავაზებას არა უშავდა,
მიმზიდველიც კი იქნებოდა. მაგრამ ყველა ერთად მხოლოდ აშ-
კარა, შიშით სავსე სასოწარკვეთილების მანიშნებელი იყო. დენ-
ნას ისე ებღაუჭებოდა, როგორც დახრჩობის პირას მყოფი წყალ-
წაღებული – ხის მორს.
თუ დენნა არ გვიყურებდა, გერედი მრისხანე მზერას მტყორ-
ცნიდა ხოლმე, ხოლო საღამოს, როცა დენნა დაგვემშვიდობა და
დაგვტოვა, ბიჭს სახე უკვე ორი დღის მკვდარივით ჩამოჭკნობო-
და და გასთეთრებოდა.
მეორე ნახვრეტი კიდევ უარესი იყო. როდესაც მეარის მელუ-
ანთან არშიყში დახმარებაში თითქმის ორი თერთმეტეული გა-
ვიდა, დენნა უეცრად გაუჩინარდა. სიტყვაც არ დასცდენია. არც
გავუფრთხილებივარ, არც გამომთხოვებია, არც მოუბოდიშებია.
836 მკითხველთა ლიგა
სამკერვალოში, სადაც შეხვედრა გვქონდა დათქმული, მთელ
სამ საათს ველოდე, შემდეგ იმ ფუნდუკისკენ გავემართე, რო-
მელშიც ცხოვრობდა. იქ მომახსენეს, გუშინ ღამე ბარგი ჩაალა-
გა და წავიდაო.
ჯერ ის პარკი მოვჩხრიკე, სადაც წინა დღეს ლანჩს შევექ-
ცეოდით, შემდეგ ათობით ის ადგილი მოვიარე, ერთად დასხდო-
მა და საუბარი რომ გვიყვარდა. ბოლოს ფუძის მწვერვალზე ამა-
ვალ უკანასკნელ ფიცარნაგს ძლივს მივუსწარი. გულის კუნჭულ-
ში ჯერ კიდევ მიღვიოდა ფუჭი იმედი, რომ როგორც კი ზემოთ
ავიდოდი, დამიძახებდა და აღტაცებული ისევ მკლავებში ჩამი-
ვარდებოდა.
არც ზემოთ დამხვედრია. იმ ღამეს მელუანისთვის გასაგზავნი
ერთი სიტყვა ან სიმღერაც არ დამიწერია.
მეორე დღეს ქვემო სევერენს კვლავ ჩავაკითხე. ქუჩებში
ლანდივით დავხეტიალობდი. შეშფოთებული და გულდაწყვეტი-
ლი ადგილს ვერ ვპოულობდი. იმავე საღამოს ჩემს ოთახებში
შეკეტილი, წერილის წერას შევუდექი. ოცფურცლიანი წვალე-
ბის, ოფლად დაღვრისა და წყევლა-კრულვის შემდეგ, როგორც
იქნა, სამი მოკლე, მეტ-ნაკლებად რიგიანი აბზაცი გამოვწურე
და მეარს გადავეცი, რაც გაგიხარდეს, ის უქენი-მეთქი.
მესამე დღეს გული გამიქვავდა. მეარისთვის დაწყებული სიმ-
ღერის დასრულება ვცადე, მაგრამ ამაოდ – ხეირიანი არაფერი
გამომივიდა. ნოტები ჯერ უსიცოცხლოდ და ნაღვლიანად ავაჟ-
ღერე, შემდეგ გაუბედავად და შეუწყობლად ავაჟღრიალე. იმდენ
ხანს ვეწამებოდი, ვიდრე ბარბითის ყოველი ბგერა კბილზე გას-
მული დანის ღრჭიალს არ დაემსგავსა.
ბოლოს დავნებდი და საბრალო და ნატანჯი ბარბითიც დავა-
დუმე. დიდი ხნით ადრე მამაჩემმა მითხრა: „სიმღერები დროსა
და გარემოს თავად ირჩევენ. თუ ბგერა გაგიცუდდა, ახსნა ამა-
საც მოეძებნება. თითოეული აკორდი გულიდან მოედინება, ჭუჭ-
837 მკითხველთა ლიგა
ყიანი ჭიდან კი სუფთა წყალს ვერ ამოიღებ. ისღა დაგრჩენია,
დაჯდე და ელოდო, მღვრიე ჭა როდის დაიწმინდება, თუ არადა
მხოლოდ გაბზარული ზარის ზრიალს უნდა დასჯერდე“.
ბარბითი ჩასადებში ჩავაბრუნე. მამაჩემის სიტყვების არსი
ახლაღა შევიცანი. რამდენიმე დღე დამჭირდებოდა, რათა
მეარის სამსახურს მივბრუნებოდი და მელუანთან ტრფობაზე მე-
ფიქრა. ასეთ ფაქიზ საქმეს აჩქარება, ძალდატანება ან სიყალბე
არაფერს არგებდა.
თუმცა, იმაზეც მეფიქრებოდა, რომ საქმის გაჯანჯლებით
მეარი კმაყოფილი არ დამრჩებოდა.
დროებით ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა. რადგან
მეარის გამჭრიახობა პატივისცემას იმსახურებდა, მეც საპატიო
მიზეზი უნდა მომეგონებინა.

838 მკითხველთა ლიგა


***

ჰაერის შერხევით მივხვდი, რომ მეარმა საიდუმლო შესას-


ვლელის კარი გააღო და საგარდერობე ოთახში შემოაბიჯა. ჩემი
სამყოფლის ზღურბლს რომ გამოსცდა, მაშინვე ნერვიულ ბოლ-
თის ცემას მოვყევი.
ბოლო ორი თერთმეტეული ალვერონი წონაში იმატებდა და
იმატებდა. სახიდან ადრინდელი ღარები და შეშლილობის კვა-
ლიც თანდათან უქრებოდა. დიდებულ სამოსში, ძვლისფერ პე-
რანგსა და მუქ საფირონისფერ ქურთუკში გამოწყობილი შესა-
ნიშნავად გამოიყურებოდა.
– შენი შეტყობინება გადმომცეს, – მომახალა უკმეხად, – მა-
ნამდე ის მითხარი, სიმღერა თუ დაასრულე?
მივუტრიალდი.
– არა, თქვენო მოწყალებავ. ჩემი გონება სიმღერაზე უფრო
მნიშვნელოვანმა საკითხმა მოიცვა.
– რამდენადაც აგიხსენი, სიმღერაზე მნიშვნელოვანი საზრუ-
ნავი ახლა არაფერია, – მომიჭრა მეარმა და პერანგის სახელო
შეისწორა, – რამდენიმე ადამიანმა მომახსენა, პირველი ორი
გზავნილით მელუანი დიდად კმაყოფილი დარჩენილა. მთელი
ძალისხმევა ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისკენ უნდა მი-
მართო.
– თქვენო მოწყალებავ, შესანიშნავად მესმის, რომ...
– დროზე ამოთქვი, – მოუთმენლად გამაწყვეტინა და ოთახის
კუთხეში მოწიკწიკე მაღალ მექანიკურ საათს თვალი შეავლო, –
სხვა საქმეებიც მაქვს.
– თქვენს სიცოცხლეს კაუდიკუსისგან კვლავ საფრთხე ემუქ-
რება.

839 მკითხველთა ლიგა


მეარის სანაქებოდ შემიძლია ვთქვა, რომ რამე თუ გაუჭირ-
დებოდა, თავს მსახიობობითაც გაიტანდა. ალვერონს სახელოს
შესწორებისას მხოლოდ წამიერი შეცბუნება შევატყე.
– მაინც, როგორ? – მკითხა არხეინად.
– ზიანის მოყენება საწამლავის გარეშეც შეუძლია. ისეთი
გზები იცის, მისთვის მანძილი არაფერია.
– შელოცვებს გულისხმობ? – დააზუსტა, – დამწყევლის და
სატანჯავად განწირულს ისევ ლოგინად ჩამაგდებს?
თეჰლუ მოწყალეო, შელოცვები და წყევლებიო. საქმე არკა-
ნისტებსა და მათ საქმიანობაზე რომ მიდგებოდა, ეს ჭკვიანი, გო-
ნებადამჯდარი, ყოველმხრივ განათლებული კაცი პატარა
ბავშვს ემსგავსებოდა. ალბათ, ფერიულებისა და მოსიარულე
გვამებისაც სჯეროდა. საბრალო სულელი.
კიდევ კარგი, მის გაცნობიერებაზე ზრუნვა მე არ მეხებოდა.
დამღლელი და უშედეგო საქმე იქნებოდა.
– დიახ, შესაძლოა, ასეც მოხდეს, თუმცა სხვა, უფრო ძლიერ-
მოქმედი საფრთხეც არ უნდა გამოვრიცხოთ.
უდარდელობის ნიღაბი ჩამოიცილა და თვალებში ჩამაშტერ-
და.
– წყევლაზე უფრო ძლიერმოქმედი რაღა უნდა იყოს?
მეარი იმ ყაიდის კაცი არ იყო, მხოლოდ სიტყვებით რწმუნე-
ბას რომ დასჯერდებოდა, ამიტომ თასიდან ერთი ვაშლი ამოვი-
ღე, სახელოთი გავაპრიალე და გავუწოდე.
– ერთი წამით ხომ ვერ დამიჭერდით, თქვენო მოწყალებავ?
ჩამომართვა, თუმცა ეტყობოდა, ეჭვი შეეპარა.
– ეს რა საჭიროა?
კედელზე ჩამოკიდებული ჩემი საყვარელი მოსასხამისკენ გა-
ვემართე და ერთ-ერთი ჯიბიდან ნემსი ამოვაძვრინე.
– ახლავე გაჩვენებთ, კაუდიკუსს რაც შეუძლია, თქვენო მოწ-
ყალებავ.
840 მკითხველთა ლიგა
ვაშლის დასაბრუნებლად ხელი გავუწოდე.
დამიბრუნა. ყურადღებით დავაცქერდი. სინათლეზე შევათვა-
ლიერე და სწორედ ის დავინახე, რისი იმედიც მქონდა – ვაშლის
პრიალა კანი ალაგ-ალაგ ოდნავ ჩაბურცულიყო. გადაბმა ჩავი-
ბურტყუნე, ალარი მოვიმარჯვე და ნემსი იმ ადგილას ჩავარჭე,
სადაც მისი მკრთალი ნათითური შემორჩენილიყო.
ალვერონი მოიკრუნჩხა და გაკვირვებული შეძახილი აღმოხ-
და. ხელს ისე მიაშტერდა, თითქოს, მოულოდნელად, დავუშვათ
და, ქინძისთავი შეერჭოო.
ჩემი გათვლით, უნდა გამწყრომოდა, მაგრამ მსგავსი არაფე-
რი მომხდარა. თვალები გაუფართოვდა, სახე გაეცრიცა, ხოლო
როდესაც თითის ბალიშს სისხლის მძივი ჩამოეკიდა, საგონე-
ბელში ჩავარდა.
ტუჩები მოილოკა და თითი პირისკენ აუჩქარებლად წაიღო.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ჩუმად, – ასეთი რამეებისგან
თავი როგორ უნდა დაიცვა?
ბოლო წინადადება კითხვას სულაც არ წააგავდა.
მოღუშულმა თავი დავუკარი.
– თავდაცვა შესაძლებელია, თქვენო მოწყალებავ. დარწმუ-
ნებული ვარ, რომ თქვენთვის... თილისმის დამზადების ძალა
შემწევს. მხოლოდ იმას ვნანობ, მსგავს საფრთხეზე ადრევე რომ
არ ვიფიქრე, მაგრამ ხან რა გამოჩნდა, ხან...
– ჰო, ჰო, – მეარმა ხელი ამიქნია და გამაჩუმა, – თილისმის-
თვის რა დაგჭირდება?
მრავალშრიანი კითხვა იყო. ზედაპირულად, მასალაზე მე-
კითხებოდა, თუმცა მეარი საქმიანი კაცი იყო, ამიტომ სადღაც,
სიღრმეში, იმითაც ინტერესდებოდა, ჩემი სამსახური რა დაუჯ-
დებოდა.
– კოშკურაში გამართულ კაუდიკუსის სახელოსნოში ალბათ
ყველა საჭირო ხელსაწყოს ვიპოვი, თქვენო მოწყალებავ. თუ
841 მკითხველთა ლიგა
რამე მასალა შემომაკლდება, სევერენში ჩავალ, ოღონდ ეს საქ-
მე დროს წაიღებს.
გავჩუმდი და მისი კითხვის სიღრმისეულ, შეფარულ შრეზე
ჩავფიქრდი. ათასი რამ მაინც გამახსენდა, რისი მიღებაც
მეარისგან შემეძლო. თუ მოვისურვებდი, იმდენს გადამიხდიდა,
ფულში ვიბანავებდი. ან ახალ, მეფეთა შესაფერის დიდებულ
ბარბითს მისახსოვრებდა. ამ აზრმა ჟრუანტელივით დამიარა.
ანტრესორის ბარბითი... თავად თვალიც არსად მომეკრა, მაგ-
რამ მამაჩემს ნანახი ჰქონდა. ანილინში ყოფნისას ერთხელ და-
უკრავს კიდეც. დროდადრო, ჭიქა ღვინით რომ შეზარხოშდებო-
და, იმ დროს იხსენებდა და მტევნებს ჰაერში მსუბუქად ალივლი-
ვებდა.
მეარს ასეთი ძღვენის ჩუქება თვალის დაუხამხამებლად შეეძ-
ლო.
მარტო ასეთის კი არა, კიდევ უფრო დიდებულისაც. ალვე-
რონს ძალუძდა, ჩემთვის ასობით კერძო ბიბლიოთეკაში მუ-
შაობის უფლება მოენიჭებინა. უბრალო მფარველობაც რომ
გაეწია, მისი მხრიდან ესეც დიდი წყალობა იქნებოდა. მეარის
სიტყვა ყველა ბჭეს ისევე იოლად გახსნიდა, როგორც მეფისა.
– კიდევ ერთი-ორი საკითხია, – წამოვიწყე ფრთხილად, –
რომელთა განხილვაც თქვენთან მსურდა, თქვენო მოწყალებავ.
ახლა ერთ პროექტზე ვმუშაობ, რომლის შედეგიანად დასაგვირ-
გვინებლადაც ხელშეწყობა მჭირდება. გარდა ამისა, ერთი მეგო-
ბარი მყავს, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია და სათანადო მფარვე-
ლის პატრონობა წაადგებოდა... – მრავლისმთქმელად შევყოყ-
მანდი.
ალვერონმა თავი დამიქნია. რუხ თვალებზე ეწერა, რომ გამი-
გო. უჭკუო ხომ არ იყო, კვერის ფასი კარგად იცოდა.

842 მკითხველთა ლიგა


– სტეიპსს გადავცემ, კაუდიკუსის კოშკურის გასაღები მო-
გართვას, – წარმოთქვა, – თილისმის დამზადებას რა დრო დას-
ჭირდება?
ჩუმად ვიყავი, ვითომ ვანგარიშობდი.
– სულ მცირე, ოთხი დღე, თქვენო მოწყალებავ, – ამ ხნის
განმავლობაში ჩემს შემოქმედებით ჭაში ატალახებული წყალიც
თანდათან დაიწმინდებოდა. ან იქნებ, დენნაც დაბრუნებულიყო
იქიდან, საითაც მოულოდნელმა საქმემ გადააგდო, – მის ბუნაგს
უკეთ რომ ვიცნობდე, უფრო მალეც მოვრჩებოდი, მაგრამ
ფრთხილად უნდა ვიყო. წარმოდგენა არ მაქვს, გაქცევამდე რო-
გორი მახეების დაგება მოასწრო.
ამის გაგონებაზე ალვერონი მოიქუფრა.
– ახლანდელ საქმეს მოცდები?
– დიახ, თქვენო მოწყალებავ. თილისმა მთელ ჩემს დროსა
და ძალას მოითხოვს. მითუმეტეს, თუ ინებებთ, რომ სიფრთხი-
ლის გამო ქვემო სევერენში მასალის შესაძენად თავად წავიდე.
– დიახ, რასაკვირველია, – ცხვირით მძიმედ დაიქშინა, – შე-
აჩვენოს ღმერთმა, არადა, ყველაფერი რა კარგად მიდიოდა. სა-
ნამ შენ დაკავებული იქნები, წერილებს ვინღა დამიწერს? – ჩა-
ფიქრებულმა სათავისოდ უფრო იკითხა.
მის თავში ამ საკითხზე აშლილი ფიქრი იქამდე უნდა გამე-
ფანტა, სანამ სავალალო შედეგს გამოიღებდა. ნამდვილად არ
მსურდა, მელუანთან მაჭანკლობის საქმეში მოცილე გამომჩე-
ნოდა.
– წერილების დაწერის საჭიროება არცაა, თქვენო მოწყალე-
ბავ. თილისმაზე მუშაობა შვიდი ან რვა დღის წინ რომ დამეწყო,
მაშინ ნამდვილად სადარდებელი გაგიჩნდებოდათ, მაგრამ ახ-
ლა, როგორც თავად აღნიშნეთ, მისი ყურადღება უკვე მივიპყა-
რით. აღტაცებულია და შემდეგ ნაბიჯს ელის. თუ რამდენიმე დღე
შეტყობინებას ვერ მიიღებს, იმედი გაუცრუვდება, თუმცა, რაც
843 მკითხველთა ლიგა
მთავარია, ისე აღელდება, რომ თქვენი ყურადღების დაბრუნე-
ბას შეეცდება.
მეარმა წვერი ხელით ჩამოისწორა. სახე მოეჭმუხნა. ვიფიქ-
რე, ანკესზე წამოგებული თევზის მაგალითით დავარწმუნებ-
მეთქი, მაგრამ მეეჭვებოდა, ისეთ მიწიერ საქმეში, როგორიც
თევზაობა იყო, საერთოდ რამე თუ გაეგებოდა.
– ცუდად არ გამიგოთ, თქვენო მოწყალებავ, მაგრამ სიჭაბუ-
კეში რომელიმე ახალგაზრდა ქალბატონის გულის მოგება ხომ
გიცდიათ?
ჩემს სიფრთხილეზე გაეცინა.
– ცუდად არ გაგიგებ.
– როგორი გოგოები უფრო მოგწონდათ – პირდაპირ მკლა-
ვებში რომ გივარდებოდნენ თუ რთულად მისაწვდომნი, თქვენს
სურვილს ან უხალისოდ რომ პასუხობდნენ, ან საეროდ არაფ-
რად აგდებდნენ? – მეარი მოგონებებში გადაეშვა, – ქალებთან
ურთიერთობაც ასეა. ზოგი ვერ იტანს, კაცი რომ ეტმასნება და
მოსვენებას აღარ აძლევს; ურჩევნია, თავად აირჩიოს. იოლად
მოსანადირებელი სიყვარულისკენ გული არავის მიუწევს.
ალვერონმა თავი დახარა.
– მართალს ამბობ. სურვილს არქონა აღძრავს, – თავი კიდევ
უფრო მკვეთრად დააქნია, – კეთილი. სამი დღე გაქვს, – კვლავ
მექანიკურ საათს გახედა, – ახლა კი, უნდა...
– ბოლო საკითხიც, თქვენო მოწყალებავ, – სწრაფად ჩავურ-
თე, – თილისმა, რომლის დამზადებაც დამავალეთ, მხოლოდ
თქვენთვის იქნება განკუთვნილი, ამრიგად თქვენგან მცირედი
მონაწილეობა მესაჭიროება.
ყელი ჩავიწმინდე.
– უფრო გასაგებად რომ გამოვთქვა, თქვენი... – ისევ ჩავახ-
ველე, – რამდენიმე სუბსტანცია უნდა გადმომცეთ.
– ნათლად ილაპარაკე.
844 მკითხველთა ლიგა
– ცოტაოდენი სისხლი, ნერწყვი, კანი და შარდი, – გულში
ამოვიოხრე. ცრუმორწმუნე ვინტასური გონებისთვის ეს ჩამო-
ნათვალი ავსულის მისაქსევ ან წყევლის დასადებ რეცეპტს
წააგავდა.
ჩემი შიში გამართლდა. მეარს თვალები დაუვიწროვდა.
– ამ საქმეში დიდად ჩახედული არ ვარ, – წარმოთქვა ნელა,
– მაგრამ მგონია, რომ მთავარი საფრთხე მათი დათმობის შემ-
დეგ დამემუქრება. რატომ უნდა გენდო?
შემეძლო, შევკამათებოდი, ჩემს ერთგულებაში ეჭვი როგორ
შეგაქვთ-მეთქი, შემეხსენებინა, მის გადასარჩენად რაც გავაკე-
თე და რომ ერთხელ უკვე ვიხსენი, მაგრამ გასული თვის განმავ-
ლობაში მეარი საკმარისად კარგად შევისწავლე და ვიცოდი, მი-
სი გონება როგორც მუშაობდა.
სახეზე უგულწრფელესი ღიმილი გადავიფინე.
– გონებამახვილი კაცი ბრძანდებით, თქვენო მოწყალებავ.
ვფიქრობ, პასუხი ჩემი მინიშნების გარეშეც იცით.
თავადაც გამიღიმა.
– მიდი, დამარწმუნე.
მხრები ავიჩეჩე.
– თუ აღესრულებით, ამით მე ვერაფერს ვიხეირებ, თქვენო
მოწყალებავ.
ერთხანს ჩემს მზერას ნაცრისფერი თვალებით ჩხრეკდა, შემ-
დეგ კმაყოფილმა დამიქნია თავი.
– მართალი ხარ. როცა ეგ სუბსტანციები დაგჭირდება, შემატ-
ყობინე, – წასასვლელად მიბრუნდა, – სამი დღე.

845 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეცხრე
სრული სიგიჟე

ალვერონის გრამისთვის მასალის შესაგროვებლად ქვემო


სევერენში რამდენჯერმე გავემგზავრე. სუფთა ოქრო, ნიკელი და
რკინა, ქვანახშირი და ლითონმჭმელი მჟავები – ამ მასალის შე-
საძენად ფული კაუდიკუსის სახელოსნოდან სხვადასხვა ნივთის
გაყიდვით ვიშოვე. შემეძლო, მეარისთვის მეთხოვა, მაგრამ
მერჩივნა, მის თვალში დამოუკიდებელ ადამიანად გამოვჩენი-
ლიყავი და არა გამუდმებით ფულის მთხოვნელ პარაზიტად.
მთელი ამ ყიდვა-გაყიდვისას, სრულიად შემთხვევით, ბევრ
ისეთ ადგილსაც ვესტუმრე, სადაც მე და დენნა დროს ერთად ვა-
ტარებდით ხოლმე.
აქ დენნას ნახვას ისე მივჩვეოდი, რომ მის სახეს ახლაც რამ-
დენჯერმე მოვკარი თვალი, თუმცა, სინამდვილეში, ასე არ ყო-
ფილა. იმედით სავსე ჩემი გული ყოველდღე რამდენჯერმე აფ-
რთხიალდებოდა ხოლმე, როცა ვხედავდი, როგორც ჩნდებოდა
ქუჩის კუთხიდან, როგორ მიაბიჯებდა ქვაფენილზე ან მოედნის
მეორე მხრიდან ხელს როგორ მიქნევდა... მაგრამ უბრალოდ
თვალი მატყუებდა, მეარის სასახლეში კი ყოველ საღამოს უფ-
რო და უფრო დათრგუნვილი ვბრუნდებოდი.
საქმეს ისიც აუარესებდა, რომ რამდენიმე დღით ადრე ბრე-
დონმა სევერენი დატოვა და შორიახლოს მცხოვრები ნათესავე-
ბის მოსანახულებლად გაემგზავრა. სანამ არ წავიდა, ვერც კი
ვხვდებოდი, როგორ მივჩვეოდი.
როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, როდესაც სათანადო აღ-
ჭურვილობა, სქემა და რამსტონული ფოლადივით ბასრი ალარი
გაქვს, გრამის გაკეთება არც ისე რთულია. კაუდიკუსის კოშკში
ნაპოვნი მეტალის დასამუშავებელი იარაღები გამომადგებოდა,

846 მკითხველთა ლიგა


თუმცა, საცხენოსნოს ხელსაწყოებს ვერც შეედრებოდა. სირთუ-
ლეს არც სქემა წარმოადგენდა, რადგან ასეთ რაღაცებში მეხ-
სიერება კარგად მიჭრიდა.
მეარის გრამის მომზადებასთან ერთად იმავეს კეთება ჩემ-
თვისაც დავიწყე, რათა დაკარგული გრამი ჩამენაცვლებინა.
სამწუხაროდ, არც ისე ბასრი ინსტრუმენტების გამო საქმის ბო-
ლომდე მისაყვანად დრო არ მყოფნიდა.
მეარის გრამი მასთან საუბრიდან სამ დღეში, დენნას გაუჩი-
ნარებიდან ექვსი დღის შემდეგ დავასრულე. მომდევნო დღეს
უნაყოფო ძიებას თავი ვანებე, ერთ ღია კაფეში მოვკალათდი,
ყავა შევუკვეთე და მეარის სიმღერისთვის შთაგონების აღმოჩე-
ნას მივყავი ხელი. იქ ათი საათი მაინც გავატარე და ერთადერ-
თი ნამდვილი სასწაული ჩავიდინე – თითქმის მთელი გალონი(-
გალონი – სითხის საზომი ერთეული. 4,5 ლიტრი.) ყავა, რაღაც
ჯადოქრობით, სრულიად გასაოცარ, ერთობ არომატულ ფსლად
ვაქციე.
იმ ღამეს უზომოდ ბევრი შალდური დავლიე და სამუშაო მაგი-
დაზე ჩამომეძინა. სიმღერა მელუანზე ჯერაც არ დამესრულები-
ნა. მეარს ეს ამბავი სულაც არ ესიამოვნა.

847 მკითხველთა ლიგა


***

დენნა მეშვიდე დღეს გამოჩნდა, როდესაც ისევ ქვემო სევე-


რენში, ჩვენს საყვარელ ადგილებში დავეხეტებოდი. გაფაციცე-
ბული ძებნის მიუხედავად პირველად მაინც მან დამინახა და
ჩემკენ სირბილით გამოიქცა. ერთი სული ჰქონდა, წინა დღეს
მოსმენილ სიმღერაზე მოეყოლა. ის დღე ისე მხიარულად გავა-
ტარეთ, თითქოს საერთოდ არ გადაკარგულიყო.
მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ არაფერი მიკითხავს.
დენნას უკვე ერთ წელიწადზე მეტია ვიცნობდი და მისი რამდენი-
მე ფარული გულისნადები კარგად შემესწავლა. თავის სიმარ-
ტოვეს ძალიან უფრთხილდებოდა. ვიცოდი, რომ საიდუმლოები
ჰქონდა.
იმ საღამოს ფუძის კიდესთან გაშენებულ პატარა ბაღში, ხის
სკამზე ვისხედით და ქვემოთ ჩაბნელებულ ქალაქს გადავყურებ-
დით. ერთმანეთში უწესრიგოდ არეული ჩვეულებრივი ლამპე-
ბის, გაზის სანათებისა და ლამპიონების სინათლეებს მხოლოდ
აქა-იქ შერეოდა სიმპათიის ლამპების კაშკაშა წერტილები.
– იცი, ძალიან ვწუხვარ, – მითხრა ხმადაბლა.
მანამდე, ალბათ, თხუთმეტ წუთს ხმის ამოუღებლად ვისხე-
დით და ქალაქის მანათობელ წერტილებს ვათვალიერებდით.
ვერ გავიხსენე, რაზე ვსაუბრობდით და რას გულისხმობდა.
– რა თქვი?
როდესაც დენნამ იმწამსვე არ მიპასუხა, მისკენ მივტრიალ-
დი. უმთვარო, ბნელი ღამე იდგა. ქვემოთ გადაშლილი ათასი სი-
ნათლე მის სახეს მქრქალად ანათებდა.
– ზოგჯერ მივდივარ ხოლმე, – როგორც იქნა, გააგრძელა, –
ღამის სიბნელეში სწრაფად და ჩუმად ვიპარები.
დენნა ისე ლაპარაკობდა, ჩემთვის არც შემოუხედავს. ქვე-
მოთ გადაშლილ ქალაქს თვალს არ აცილებდა.
848 მკითხველთა ლიგა
– უბრალოდ ასე ვიქცევი, – გააგრძელა მშვიდი ხმით, – მივ-
დივარ. უსიტყვოდ და გაფრთხილების გარეშე. არც დაბრუნების
შემდეგ ვიძლევი ახსნა-განმარტებებს. ზოგჯერ სხვანაირად არ
შემიძლია, – მაშინღა შემომიტრიალდა და თვალებში შემომხე-
და. მქრქალ განათებაზეც კი შევამჩნიე, სახე როგორ დასე-
რიოზულებოდა, – იმედია, ამას ჩემ გარეშეც ხვდები, – გააგრძე-
ლა, – იმედი მაქვს, თქმა არ მჭირდება... – მიტრიალდა და მზე-
რა ისევ ქვემოთ მოციმციმე სინათლეებზე გადაიტანა, – მაგრამ
მაინც გეუბნები, რომ ვწუხვარ.
ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით და სიჩუმით ვტკბებოდით. მინ-
დოდა, რაღაც მეთქვა. მინდოდა ამეხსნა, რომ მისი გაუჩინარე-
ბები არ მაწუხებდა, მაგრამ ტყუილი იქნებოდა. მინდოდა მეთ-
ქვა, რომ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ, ადრე თუ გვიან, ყო-
ველთვის ბრუნდებოდა, მაგრამ შემეშინდა, რომ ეს მეტისმეტად
გულწრფელი სიმართლე იქნებოდა.
ამიტომ არასწორი სიტყვების თქმას დუმილი ვამჯობინე.
ვიცოდი, რა ემართებოდათ კაცებს, რომლებიც დენნას მე-
ტისმეტად ძლიერად ებღაუჭებოდნენ. ჩემსა და დანარჩენებს შო-
რის დიდი სხვაობა იყო. მე არ ვცდილობდი, მისთვის ჩამევლო
და დავპატრონებოდი. არც ხელის მოხვევა, ყურში ჩაჩურჩულე-
ბა და ლოყაზე მოულოდნელად კოცნა მიცდია ოდესმე.
რასაკვირველია, ამ ყველაფერზე მიფიქრია. ჯერ კიდევ მახ-
სოვდა ის სითბო, ფიცარნაგიდან გადმოსულს მკლავები რომ
მომხვია. ზოგჯერ საკუთარ მარჯვენა ხელსაც კი დავთმობდი,
ოღონდაც მასთან ჩახუტება ისევ შემძლებოდა.
მაგრამ ასეთ დროს სხვა კაცების იმ გამომეტყველებას ვიხსე-
ნებდი, როდესაც ხვდებოდნენ, რომ დენნა მათ მიტოვებას აპი-
რებდა. ყველა მათგანი მახსოვდა, ვინც მისი მიწაზე დაბმა სცა-
და და ხელი მოეცარა. ამიტომ მისთვის დაწერილი სიმღერებისა

849 მკითხველთა ლიგა


და ლექსების ჩვენებისგან თავს ვიკავებდი; ვიცოდი, რომ მეტის-
მეტ სიმართლეს, შეიძლებოდა, ყველაფერი გაეფუჭებინა.
თუნდაც ეს იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ დენნა მთლიანად
ჩემი არ იყო, მერე რა? სამაგიეროდ, მე ერთადერთი ვიყავი,
ვისთანაც ყოველთვის ბრუნდებოდა და საყვედურებისა და და-
კითხვის არ ეშინოდა. ამიტომ მის საბოლოო დაუფლებას არ
ვცდილობდი და ამ მოხდენილი თამაშით ვკმაყოფილდებოდი.
მაგრამ ჩემს მეორე ნაწილს ყოველთვის უფრო მეტი სურდა,
მეტის იმედი ჰქონდა – ამრიგად, არსებობდა ჩემი ნაწილი, რო-
მელიც მარადიულად სულელი იყო.

850 მკითხველთა ლიგა


***

დღეები გადიოდა და დენნა და მე სევერენის ქუჩების შესწავ-


ლას ვაგრძელებდით. კაფეებში ვისვენებდით, წარმოდგენებს
ვესწრებოდით, ხანაც საჯირითოდ მივდიოდით. ერთხელ ფუძის
მწვერვალზე საფეხოსნო გზით მხოლოდ იმიტომ ავედით, რომ
სათქმელად გვქონოდა, ეს გზაც გამოცდილი გვაქვსო. ნავსად-
გურის ბაზრები, მოსიარულე სამხეცეები და უცნაური ნივთების
რამდენიმე გამოფენაც მოვინახულეთ.
ზოგჯერ უსაქმოდ ჯდომისა და საუბრის მეტს არაფერს ვაკე-
თებდით და ასეთ დროს ჩვენი საუბრის ყველაზე დიდ ნაწილს მუ-
სიკას ვუთმობდით.
მუსიკის ხელოვნებაზე ბაასში უამრავი საათი გავატარეთ:
როგორ ისხამს ხორცს სიმღერა, როგორ ეხამება შესავალი და
მისამღერი ერთმანეთს; განვიხილავდით ჟღერადობებს, კილო-
სა და წყობას.
მე ეს ყველაფერი ადრეულ ასაკში ვისწავლე და ბევრიც
მქონდა ნაფიქრი. დენნასთვის კი, მართალია, ბევრი დეტალი
ახალი იყო, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ეხმარებოდა კიდეც.
მუსიკის სწავლა იმაზე ადრე დავიწყე, ვიდრე ლაპარაკს ვისწავ-
ლიდი. მელოდიისა და რითმის ათი ათასი წესი საკუთარ ხუთ
თითზე უკეთ ვიცოდი.
დენნას ეს ცოდნა არ გააჩნდა, რაც, ნაწილობრივ, ხელს უშ-
ლიდა, მაგრამ სხვა მხრივ, უცოდინრობა მის მუსიკას სიუცხოვე-
სა და მიმზიდველობას მატებდა...
კარგად ვერ გიხსნით. წარმოიდგინეთ, რომ მუსიკა ტარბინის
მსგავსი ქალაქის უზარმაზარი ლაბირინთია. იქ გატარებული
წლების განმავლობაში მისი ყველა ქუჩა შევისწავლე. არა მხო-
ლოდ დიდი ქუჩები და ჩიხები, არამედ ყველა მოკლე ბილიკი,
სახურავი და კანალიზაციის გაყვანილობაც კი. ამის გამო შემეძ-
851 მკითხველთა ლიგა
ლო ქალაქში ისე გადავადგილებულიყავი, როგორც კურდღელი
ბუჩქნარში – სწრაფად, ეშმაკურად და გონივრულად.
დენნას კი ეს ცოდნა არასოდეს მიუღია. მოკლე გასაძრომე-
ბის შესახებ არაფერი იცოდა. ამის გამო შეიძლება იფიქროთ,
რომ ქალაქში უმწეოდ დაკარგულს უმიზნოდ ხეტიალი მოუწევ-
და და კირქვის ლაბირინთში ხაფანგივით გამოემწყვდეოდა.
მსგავსი არაფერი – დენნა უბრალოდ კედლებში გადიოდა, რად-
გან სხვა გზა არ იცოდა. მისთვის არასდროს არავის უსწავლე-
ბია, როგორ უნდა მოქცეულიყო, რის გამოც ქალაქში ფერიული
არსებასავით დაიარებოდა და ისეთ გზებს მიჰყვებოდა, რომ-
ლებსაც სხვა ვერავინ ხედავდა. ეს კი მის მუსიკას სიველურეს,
უჩვეულობასა და თავისუფლებას ანიჭებდა.

852 მკითხველთა ლიგა


***

საბოლოოდ ოცდასამი წერილი, ექვსი სიმღერა და, ძალიან


მრცხვენია, მაგრამ ერთი ლექსი გახდა საჭირო.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი, წერილებით
ქალის გულს ვერ მოინადირებ. მელუანის მოხიბვლაში მნიშვნე-
ლოვანი როლი ალვერონმაც შეასრულა. მას შემდეგ, რაც გაამ-
ჟღავნა, რომ ფარული თაყვანისმცემელი თავად გახლდათ, ძი-
რითადი დატვირთვა უკვე მასზე გადავიდა და ქალი თანდათან
თავაზიანი მოპყრობით მოთაფლა.
მაგრამ მელუანის ყურადღება ჩემმა წერილებმა მიიპყრო,
სწორედ ჩემმა სიმღერებმა მოიყვანა ისე ახლოს, რომ ალვე-
რონს თავისი თავშეკავებული და ენატკბილი მომხიბლაობა გა-
მოეყენებინა.
ამის მიუხედავადაც კი, წერილებისა და სიმღერების შექმნა
მხოლოდ ჩემი დამსახურება არ იყო. ლექსს რაც შეეხება, სამყა-
როში მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო ასეთ სრულ სიგიჟემდე მი-
ვეყვანე.

853 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეათე
ჩაბღაუჭება

დენნას ჩოქერის ქუჩაზე, ფუნდუკის წინ შევხვდი. იმ მომცრო


ადგილს „ოთხ სანთელს“ ეძახდნენ. როგორც კი კუთხეს გავცდი
და ფუნდუკის კართან ჩამოკიდებული ლამპიონის სხივებში გახ-
ვეული დენნა დავინახე, გული სიხარულით ამიფრთხიალდა.
იმის გაფიქრებამ, რომ შემეძლო, მარტივად მეპოვა, როცა კი
მის საძებნელად გავემართებოდი, შვება მომგვარა.
– შენი გზავნილი მივიღე, – ვუთხარი, – წარმოიდგინე, რო-
გორ აღვფრთოვანდი.
დენნამ გამიღიმა და მოხდენილი რევერანსით მომესალმა.
ჩვეულებრივი ქვედაბოლო ეცვა. ისეთი ზიზილ-პიპილო კი არა,
დიდგვაროვან ქალებს რომ უყვართ, არამედ სადა, უბრალო
ნაჭრისგან შეკერილი ქვედაბოლო. ასეთი სამოსით თივის და-
საზვინებლადაც შეიძლებოდა წასვლა და სოფელში საცეკ-
ვაოდაც.
– არ მეგონა, თუ მოხვიდოდი, – მიპასუხა, – ასეთ დროს წე-
სიერი ხალხი საწოლშია შეყუჟული.
– გამოგიტყდები, ძალიან გამიკვირდა, – მივუგე, – ცნობის-
მოყვარე რომ ვიყო, აუცილებლად გკითხავდი, ასეთ შეუფერე-
ბელ დროს რატომ მომიხმე-მეთქი.
– საქმე გამომიჩნდა, – ამოიოხრა, – მფარველს შევხვდი.
– ქალაქში დაბრუნდა? – ვკითხე.
თავი დამიქნია.
– და უნდა, რომ შუაღამეს შეხვდე? – დავინტერესდი, – ჰმ...
უცნაურია.
დენნა ფუნდუკის აბრას მოსცილდა და ქუჩას ერთად დავუყე-
ვით.

854 მკითხველთა ლიგა


– ხელი, რომელსაც ქისა უჭირავს... – მხრები უმწეოდ აიჩე-
ჩა, – ბატონ ნაკვერჩხალს დროისა და ადგილის უცნაურად შერ-
ჩევა სჩვევია. გონების რომელიღაც ნაწილი მკარნახობს, მარ-
ტოსული დიდგვაროვანია, რომელსაც არაფრით გამორჩეული
მფარველობა ყელში ამოუვიდა. ნეტავი, რა ჰგონია, რომ ასეთი
უცნაურობები ეშხს ჰმატებს? იმის ნაცვლად, სიმღერებისთვის
ფული მიხადოს, თითქოს რაღაც შავბნელ ინტრიგებშია გახ-
ვეული.
– ამაღამ რამე ხომ არ დაგიგეგმავს? – ვკითხე.
– შენს ძვირფას კომპანიაში დროის გატარება, სხვა არაფე-
რი, – ხელკავი გამომდო.
– თუ ასეა, – წარმოვთქვი, – მაშინ, რაღაც უნდა გაჩვენო.
ოღონდ მოულოდნელი საჩუქარია. უბრალოდ, მომენდე.
– მსგავსი სიტყვები ასჯერ მაინც მომისმენია, – დენნას მუქმა
თვალებმა ავბედითად გაკვესა, – მაგრამ ერთ წინადადებაში
თავმოყრილი და შენგან ნათქვამი – არასოდეს, – გამიღიმა, –
კარგი, ამ ჩემს ეჭვებს რამეს მოვუხერხებ და გულისგამხეთქავ
დაცინვასაც სამერმისოდ შევინახავ. წამიყვანე, სადაც გინდა.
ცხენების ამწით ზემო სევერენისკენ გავწიეთ. ფიცარნაგზე
დგომისას ღამის განათებით დაწინწკლულ ქალაქს შევავლეთ
თვალი და მდაბიო შტერებივით ვეღარც მოვწყდით. ქვაფენი-
ლით მოკირწყლულ ქუჩებში გავუძეხი. მაღაზიები და ბაღჩები
უკან მოვიტოვეთ. შემდეგ შენობებსაც გავცდით, ხის დაბალ მე-
სერზე გადავფოფხდით და გეზი მიტოვებული ბეღლისკენ ავი-
ღეთ.
დენნამ თავი ვეღარ შეიკავა.
– კარგი, შენსას მიაღწიე, – წარმოთქვა, – უკვე საოცრად გა-
მაკვირვე.
დავეკრიჭე და ბეღლის ჩაშავებული წიაღისკენ შევაბიჯე. ჰა-
ერში თივისა და ოდესღაც იქ მცხოვრები ცხოველების სუნი
855 მკითხველთა ლიგა
ტრიალებდა. კიბისკენ წავიყვანე, რომლის მეორე ბოლოც თავ-
ზემოთ ჩამოწოლილ კუნაპეტში იკარგებოდა.
– სათივე? – უნდოდ წარმოთქვა. ფეხი აღარ გადმოუდგამს.
უცნაური, კითხვით აღსავსე მზერა მომაპყრო, – მგონი, ვიღაც
თოთხმეტი წლის სოფლელ გოგოში გეშლები. რა ჰქვია... – სა-
ხელის ძებნაში ტუჩები უხმოდ ააცმაცუნა, – რამე ისეთი მჭირდე-
ბა, უხეში.
– გრეტტა, – შევთავაზე.
– ჰო, – მოეწონა, – ეტყობა, ვიღაც გომბიო გრეტტაში გეშ-
ლები.
– გარწმუნებ, – ვიმართლე თავი, – შენი შეცდენა რომ მდო-
მოდა, სხვა გზას დავადგებოდი.
– მართლა? – თმაზე ხელი გადაისვა. თითებით ზანტად შეუდ-
გა ნაწნავის ხლართვას, თუმცა ცოტა ხანში შეეშვა და თმა ისევ
ჩამოისწორა, – მაშინ ამიხსენი, აქ რა გვინდა?
– ერთხელ ახსენე, ბაღები მიყვარსო, – ვუპასუხე, – ალვე-
რონის ბაღები კი განსაკუთრებით ლამაზია. ვიფიქრე, აქაურო-
ბის დათვალიერება გაუხარდება-მეთქი.
– ამ შუაღამისას, – წამკბინა დენნამ.
– მომაჯადოებელი გასეირნება მთვარის შუქზე, – შევუსწო-
რე.
– უმთვარო ღამეა, – არ დამითმო, – მთვარე რომც ანათებ-
დეს, ახლა მცხრალია და მის სინათლეზე მაინც ვერაფერს გა-
ვარჩევდით.
– ასეც რომ იყოს, – უკან არც მე დავიხიე, – განა ნაზად მოყ-
ვავილე ჟასმინთა სურნელით დასატკბობად ადამიანს სინათლე
სჭირდება?
– სათივეში შეპარულ ადამიანს, – ეჭვნარევი ხმა დაუმძიმდა.

856 მკითხველთა ლიგა


– ეს სახურავზე ასაძვრომად ყველაზე მოკლე გზაა, – მოვახ-
სენე, – იქიდან მეარის სამფლობელოში გადავალთ, სადაც ბაღ-
საც დაგათვალიერებინებ.
– თუ მეართან მსახურობ, – შემომიტრიალდა, – პირდაპირ
რატომ არ სთხოვ, ბაღში შეგვიშვიო?
– ეჰ, – შთამბეჭდავად წამოვიძახე და თითი ჰაერში აღვმარ-
თე, – თავგადასავალიც სწორედ ესაა. ას კაცს მაინც შეუძლია,
მეარის ბაღებში გასასეირნებლად დაგპატიჟოს, მაგრამ მხო-
ლოდ ერთია, ვისაც ხელეწიფება, უჩუმრად შეგაპაროს, – გავუ-
ღიმე, – მხოლოდ ერთ შესაძლებლობას გთხოვ, დენნა.
მანაც გამიღიმა.
– ჩემს იდუმალ გულს ისე კარგად იცნობ...
ხელი გავუწოდე, თითქოს ეტლზე ასვლაში ვეხმარებოდი.
– მილედი, – დენნა მკლავზე ჩამეჭიდა, თუმცა პირველივე
საფეხურზე შედგა თუ არა, გაშეშდა.
– მოიცა, ხელი თავაზიანობის გამო კი არ გამომიწოდე, ჩემი
კაბის ქვეშ შეჭყეტა გინდა!
რაც შემეძლო, შეურაცხყოფილი გამოხედვა მივიღე. მტევნე-
ბი გულზე დავიკრიფე.
– ქალბატონო, როგორც ჯენტლმენი, გარწმუნებთ, რომ...
მომცხო.
– ერთხელ უკვე მითხარი, რომ ჯენტლმენი არ ხარ, – შემახ-
სენა, – ქურდბაცაცა ბრძანდები და გინდა, ქურდივით დამზვე-
რო, – საფეხურიდან ფეხი უკან ჩამოდგა და ხელი ისევე გამომი-
წოდა, როგორც მანამდე მე, ოღონდ აშკარა ირონიაც ჩააქსოვა,
– მილორდ...
სათივეში ავძვერით, იქიდან სახურავზე გადავფორთხდით,
ბოლოს კი ბაღში ჩავხტით. ცაზე გადმოკიდებული დალეული
მთვარე ჩუმად ჩურჩულებდა. ისეთი გაცრეცილი ჩანდა, ვარ-
სკვლავთა ნათებასაც ვერ ეტოქებოდა.
857 მკითხველთა ლიგა
ბაღი ამ თბილი და მყუდრო ღამისთვის შეუფერებლად და-
მუნჯებულიყო. ჩვეულებრივ, წყვილები აქაურ ბილიკებზე ასე
გვიანობითაც დახეტიალობდნენ ხოლმე, ან მერხებზე ჩამომ-
სხდრები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. დავინტერესდი, ნეტავი
ყველა რომელიმე მეჯლისმა ან საზეიმო მიღებამ ხომ არ
გაიტყუა-მეთქი.
მეარის ბაღები უზარმაზარ ნაკვეთზე გაეშენებინათ.
მიხვეულ-მოხვეული ბილიკები და მარჯვედ გავლებული ღო-
ბეები კიდევ უფრო დიდს აჩენდა. დენნა და მე გვერდიგვერდ
მივდიოდით და ფოთლებში ქარის ოხვრას ვაყურადებდით. ასე
მეგონა, ჩვენ გარდა ამქვეყნად აღარავინ დარჩენილიყო.
– არ ვიცი, გახსოვს თუ არა, – წამოვიწყე ჩუმად. არ მინდო-
და, ირგვლივ გამეფებული მდუმარება დამეფრთხო, – ერთხელ
ყვავილებზე ვსაუბრობდით.
– მახსოვს, – ისიც ჩურჩულით გამომეპასუხა.
– მაშინ მითხარი, ასე მგონია, ფლირტს ყველა კაცი ერთი
გაცვეთილი წიგნიდან სწავლობსო.
დენნამ ჩუმად ჩაიკისკისა. ხმით კი არა, მხრების თრთოლვით
მივხვდი, რომ იცინოდა. ხელი პირზე აიფარა.
– უჰ, დამვიწყნია. მართლა ასე ვთქვი?
თავი დავუქნიე.
– დაიჩივლე, ყველა ვარდს მჩუქნისო.
– დღემდე ასეა, – დამიდასტურა, – ნეტავი, ახალი წიგნი მა-
ინც გადაშალონ.
– მერე მთხოვე, ჩემთვის ყველაზე შესაფერისი ყვავილი შე-
მირჩიეო, – განვაგრძე.
მორცხვად შემომღიმა.
– მახსოვს, რომ გცდიდი, – შუბლი შეკრა, – მაგრამ ჭკუაში
მაჯობე და ისეთი ყვავილი დამისახელე, ნანახი კი არა, გაგონი-
ლიც არ მქონდა.
858 მკითხველთა ლიგა
კუთხეში შევუხვიეთ და ჩაბნელებულ მწვანე გვირაბად
ქცეული ჩახლართული ფანჩატურისკენ გავემართეთ.
– არ ვიცი, იმ ყვავილის ნახვა შემდგომში მოახერხე თუ არა,
– წავიჩურჩულე, – აი, ესეც შენი სელა.
ბილიკს მხოლოდ ვარსკვლავები დაჰნათოდნენ. მთვარე ისე
სუსტად ასხივებდა, თითქოს საერთოდ მიკარგულიყო. მცენარე-
თა რიგს შორის დენნას თმისფერი სიბნელე ჩამოწოლილიყო.
თვალებგაფართოებულები მივაბიჯებდით, ხელებით ღამეს
ვჩხრეკდით. იმ ადგილებში, სადაც ვარსკვლავთა სინათლემ
ფოთლების საბურველს თავი დააღწია, სელას ასობით ყვავილი
ზანტად იზმორებოდა. ნაზი სურნელება რომ არა, მათი არომატი
ადამიანს ალბათ ჭკუიდან შეშლიდა.
– აუჰ, – ამოიხვნეშა დენნამ და გარემოს თვალი მოავლო.
ფანჩატურს შეფარებულს კანი ისე გაფერმკრთალებოდა, მთვა-
რეს წააგავდა. ხელები ფართოდ გაშალა, – რა სათუთია!
გზა მდუმარედ განვაგრძეთ. ჰაერში ცხაურზე შემოვლებული
სელას ვაზი ირწეოდა; ზოგი ხეს შემოკვროდა, ზოგიც – ფანჩა-
ტურის წნულს. ყვავილი ღამის ცას თითქოს სახეს არიდებდა.
ბოლოს, გვირაბის მეორე ბოლოდან რომ გავედით, იქაურობა
დღესავით გაჩახჩახებული მოგვეჩვენა.
სიჩუმე იმდენ ხანს გაიწელა, თავი უხერხულად ვიგრძენი.
– ახლა ხომ იცი, შენი ყვავილი რომელიცაა, – წარმოვთქვი,
– სირცხვილი იქნებოდა, რომ არ გენახა. ყურმოკვრით ვიცი, მე-
ტად რთული მოსავლელიაო.
– მაშინ მართლა საჩემო ყოფილა, – დენნამ დაბლა დაიხე-
და, – ახალ მიწაში ფესვს ადვილად ვერც მე ვიდგამ.
ბილიკს შევუყევით და იქამდე ვიარეთ, სანამ ფანჩატური მო-
სახვევს არ მიეფარა.
– იმაზე უკეთ მექცევი, ვიდრე ვიმსახურებ, – დასცდა უეცრად
დენნას.
859 მკითხველთა ლიგა
მოულოდნელობისგან გამეცინა. ბაღის მოკრძალებული მდუ-
მარება რომ არა, ალბათ, მიწაზე გავგორდებოდი და ხარხარით
გავსკდებოდი. ამის ნაცვლად გულს მოწოლილი მხიარულების
მოგუდვა მომიხდა. დიდ ჯაფად კი დამიჯდა. ნაბიჯი ამერია და
წავბორძიკდი.
დენნა იქვე შედგა და შემომხედა. თანდათან მის ტუჩებზე ღი-
მილმა იმძლავრა. როგორც იქნა, სული მოვითქვი.
– ამას მეუბნები შენ, ვინც იმ ღამეს, ფლეიტები რომ მოვიპო-
ვე, ჩემთან ერთად მღეროდი; შენ, ვინც საუკეთესო საჩუქარი
მომიძღვენი, რაც კი ოდესმე მიმიღია, – უცებ რაღაც გამახსენ-
და, – სხვათა შორის, – განვაგრძე, – იცოდი, რომ შენმა ნაჩუ-
ქარმა ჩასადებმა სიკვდილს გადამარჩინა?
ღიმილმა სახე ყვავილივით გაუფურჩქნა და გაულამაზა.
– მართლა?
– ჰო, – კვერი დავუკარი, – ვერც კი წარმოვიდგენ, სიკეთის-
თვის საკადრისად როგორ უნდა გადაგიხადო. იმის გათვალის-
წინებით, რაც შენი მმართებს, ეს მხოლოდ წვრილმანი საზ-
ღაურია.
– მგონი, ვალის დასაბრუნებლად მშვენიერი დასაწყისია, –
ცას ახედა და ღრმად ამოიოხრა, – უმთვარო ღამეები ყოველ-
თვის დანარჩენებზე მეტად მომწონდა. სიბნელეში უფრო იოლია
იმის თქმა, რაც გულში გიტრიალებს; გულწრფელობა უფრო
მარტივია.
ისევ ბილიკს დავადექით. ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩი. შადრე-
ვანს ჩავუარეთ, აუზსაც გავცდით და ღამეს დაწაფებული თეთრი
ჟასმინებისგან ჩაწნულ კედელსაც. ქვის მომცრო ხიდზე გადა-
ვიარეთ და უკან, მწვანე გვირაბისკენ მივბრუნდით.
– თუ გინდა, ხელი მომხვიე, – ისე, სასხვათაშორისოდ მით-
ხრა, – ბოლოს და ბოლოს ბაღში დავსეირნობთ, მთვარის შუქ-
ზე, თუ რაც ჰქვია, – გვერდულად გამომხედა და ტუჩის კუთხე
860 მკითხველთა ლიგა
ღიმილისგან აეპრიხა, – ხომ ხვდები... ასეთ დროს ნებადართუ-
ლია.
მისი ხასიათის უეცარმა ცვლილებამ თავგზა ამიბნია. სევე-
რენში შეხვედრის დღიდან მთელი გატაცებით, უიმედოდ ვეარ-
შიყებოდი. ისიც ასევე მპასუხობდა. ყოველი წაფლირტავება,
მახვილსიტყვაობა, ჩემი სიტყვების საპასუხოდ ნათქვამი მისი
უწყინარი ხუმრობები უბრალოდ გამოხმაურება კი არა, ნამდვი-
ლი ჰარმონია გახლდათ. ჩვენი ურთიერთობა დუეტში სიმღერას
წააგავდა.
მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. მის ხმაში სი-
ანცეზე მეტად სერიოზულობა იგრძნობოდა. ვითარების ასეთმა
მოულოდნელმა შემოტრიალებამ ლაპარაკის უნარი დამაკარ-
გვინა.
– ოთხი დღის წინ ფეხი მორყეულ ფილაქანს წამოვკარი, –
წამოიწყო ნაზად, – გახსოვს? მინცის ქუჩას მივუყვებოდით. ხე-
ლი იქამდე მტაცე, ვიდრე მივხვდებოდი, რომ ვეცემოდი. სწო-
რედ მაშინ დავფიქრდი, როგორი ყურადღებით უნდა მეპყრობო-
დე, რომ ასეთი წვრილმანი შეგემჩნია.
კიდევ ერთ შესახვევს მივადექით. დენნამ საუბარი განაგრძო,
ოღონდ ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. ფიქრებში ჩაფლუ-
ლი ჩუმად ლაპარაკობდა, თითქოს საკუთარ თავს ეჩურჩულებო-
და.
– მაშინ ისე ჩამეჭიდე, ისე ძლიერად, როგორც არასდროს
არავის დავუჭერივარ. თითქმის ჩამიხუტე. სულ ცოტაღა დაგაკ-
ლდა, სულ რამდენიმე დუიმი... როგორც კი გავსწორდი, მაშინვე
მომცილდი. სხვა ფიქრი ერთი წამითაც არ გაგივლია, არ გიყოყ-
მანია, ისეთი არაფერი ჩაგიდენია, რაც ცუდად მენიშნებოდა.
ჩემკენ გამოხედვა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. კვლავ მი-
წას ჩააცქერდა.

861 მკითხველთა ლიგა


– ნამდვილად უჩვეულოა, – განაგრძო, – გარს უამრავი მამა-
კაცი მახვევია და ყველა გამუდმებით იმაზე ფიქრობს, როგორმე
თავი დამაკარგვინოს. შენ ერთადერთი ხარ, ვინც საწინააღმდე-
გოს ცდილობს – გინდა თავი შემამაგრებინო, რათა არ წავიქცე
ხელი გამომიწოდა. თითქოს იმორცხვებდა.
– როცა შენი მკლავისკენ მოვიწევ, დაუნანებლად მითმობ.
ხანდახან ხელით მტევანზეც მეხები. ასეთ დროს მგონია, რომ
გინდა, მუდამ ხელკავით ვიაროთ, – უკეთ რომ აეხსნა, მკლავი
ზუსტად ისე მოხარა, როგორც მე ვხრიდი. განცვიფრება დავმა-
ლე, – მაგრამ მეტი არაფერი. არაფერი ზედმეტი. არც ძალა და-
გიტანებია. იცი, ასეთი მოპყრობა როგორ მაკლია?
მთვარის სინათლეზე მოლიცლიცე მდუმარე ბაღში ერთმა-
ნეთს შევცქეროდით. მისი სიახლოვის სითბოს, მკლავზე ჩაჭიდე-
ბულ მის თითებს ვგრძნობდი.
ქალებთან ურთიერთობაში გამოუცდელობის მიუხედავად,
მისი ქარაგმები ჩემთვისაც კი გასაგები იყო. დავფიქრდი, რა
ვუპასუხო-მეთქი, მაგრამ მისმა ტუჩებმა გონება წამართვა. ასე-
თი მკვეთრი სიწითლით რამ შეფერა? ამ მკრთალ სინათლეზე
სელაც კი ჩამუქებულიყო, მისი ტუჩები კი წითლად ღუოდა
დენნა გაშეშდა. ისედაც ნელა მივდიოდით, მაგრამ უეცრად
ადგილს მიეყინა და კისერი იმ ირემივით მოიღერა, საეჭვო ფა-
ჩუნს რომ მოჰკრა ყური.
– ვიღაც მოდის, – მამცნო, – წავიდეთ.
მკლავში ჩამაფრინდა და ბილიკიდან გადამათრია. ქვის
სკამს ჩავუქროლეთ და ოდნავ გამორღვეულ დაბალ მესერს გა-
დავახტით.
სულის მოსათქმელად ხშირი და აბურდული ბუჩქების
შუაგულში შევჩერდით. ჩამოსასხდომად და დასასვენებლად
ზედგამოჭრილ მოსწორებულ ღრუში აღმოვჩნდით. მებაღეთა
მუყაითობის წყალობით, მიწას არც გვიმრები ფარავდა, არც
862 მკითხველთა ლიგა
მშრალი ფოთლები და ფიჩხი. ისეთი არაფერი ჩანდა, რაც შეხე-
ბისგან აშარიშურდებოდა ან გაიტკაცუნებდა. პირიქით, აქაური
ბალახი უცხო თვალისგან დაცულ, რბილ და ხშირ მოლს ქმნი-
და.
– ამქვეყნად ათასობით გოგოა, ვინც ბაღის მთვარემოფენილ
ბილიკებზე შენთან ერთად სიხარულით გაისეირნებდა, – დენნას
სუნთქვა შეეკრა, – მაგრამ მხოლოდ ერთია, რომელიც ამ ჯაგ-
ნარში დასამალად შემოგყვებოდა, – გაიკრიჭა. ხმა მხიარულად
აუწკრიალდა.
გამორღვეული მესრის წყალობით, ბილიკი აქედანაც მოჩან-
და. დენნამ გაიჭყიტა. მე კი მას შევყურებდი. გვერდიდან თმა სა-
ბურველივით ჩამოშლოდა, თმის მუქ ტალღებს შორის კი, სულ
ოდნავ, ყურის წვერი მოუჩანდა... ამაზე უფრო მშვენიერი მანამ-
დე არაფერი მენახა.
შემდეგ ჩემს სმენას ბილიკზე მოყრილი ხრეშის სუსტი
ჩხრიალიც მოსწვდა. მცენარეებით მოწნულ მესერში ძლივს გა-
საგონმა ხმამ გამოატანა. კაცი და ქალი საუბრობდნენ. ცოტა
ხანში კუთხეს გამოსცდნენ და დავინახე, ხელკავით მოდიოდნენ.
მაშინვე ვიცანი.
დენნასკენ მივტრიალდი და ტუჩები ყურთან მივუახლოვე.
– ის კაცი მეარია, – ჩავჩურჩულე, – ქალი კი მისი სატრფო.
დენნას გააჟრჟოლა. მოსასხამი ვიშვლიპე და მხრებზე მოვა-
ხურე.
ისევ იმ ორს გავხედე.
მელუანი ალვერონის ნათქვამს სიცილით გამოეხმაურა და
კაცის ხელს თითები მოხვია. ასე დაახლოება თუ მოასწრეს, უკვე
ეჭვი მეპარებოდა, მეარს ჩემი სამსახური კიდევ დასჭირდებოდა
თუ არა.

863 მკითხველთა ლიგა


– ოღონდ თქვენთვის არა, ჩემო ძვირფასო, – რომ ჩაგ-
ვიარეს, კაცის ხმა გარკვევით ჩამესმა, – თქვენ მხოლოდ ვარ-
დები თუ შეგშვენით.
თვალებდაჭყეტილმა დენნამ მე გადმომხედა. სიცილი რომ
ჩაეხშო, ორივე ხელი პირზე აიფარა.
მომდევნო წამს უკვე შორს იყვნენ. ბილიკს ნაბიჯშეწყობილე-
ბი აუჩქარებლად მიუყვებოდნენ. დენნამ სახიდან ხელები ჩა-
მოიღო და ამოისუნთქა. მხრები აუთრთოლდა.
– ამასაც იმ ძველი წიგნის ასლი ჰქონია, – თვალებაციმციმე-
ბულმა გამომძახა.
გამეღიმა.
– ჰო, ნამდვილად.
– ანუ, მეარი ესაა? – წამჩურჩულა. მუქი თვალებით ფოთ-
ლებშუა იმზირებოდა, – იმაზე დაბალი ყოფილა, ვიდრე წარმო-
მედგინა.
– თუ გინდა, უფრო ახლოდანაც განახებ, – შევთავაზე, – შე-
მიძლია, გაგაცნო კიდეც.
– აუ, რა მაგარი იქნებოდა, – ხმაში დაცინვა გაუკრთა.
ჩაიხითხითა, მაგრამ რომ არ ავყევი, თავადაც გაჩუმდა, – სე-
რიოზულად მეუბნები? – თავი ცალ მხარეს გადახარა. სადღაც
სიხარულსა და დაბნეულობას შორის გაჩხერილი იერი მიიღო.
– ალბათ, ბუჩქებიდან გაჭრა და მოულოდნელი თავდასხმა
არ ივარგებს, – ვაღიარე, – მაგრამ შეგვიძლია, მეორე ბილიკზე
გავიდეთ და იქიდან ისე მოვუაროთ, რომ გზაში შევხვდეთ, – ხე-
ლით იმ ბილიკისკენ ვანიშნე, რომელიც ამ გეგმისთვის გამოდ-
გებოდა, – ვერ დაგპირდები, რომ ვახშმად მიგვიწვევს ან რამე
მსგავსი, მაგრამ, ერთმანეთს რომ ჩავუვლით, თავს ზრდილო-
ბიანად დავუკრავთ და ეგ იქნება.
დენნა თვალს არ მაცილებდა. მისი წარბები თანდათან ერ-
თმანეთს დაუახლოვდა, კოპები შეკრა.
864 მკითხველთა ლიგა
– სერიოზულად მეუბნები, – დაასკვნა.
– ჩემგან რა... – უეცრად მივხვდი, მისი ეს გამომეტყველება
რასაც ნიშნავდა და გავჩერდი, – გეგონა, გატყუებდი, როცა
გითხარი, მეართან ვმსახურობ-მეთქი, – სათქმელი შევცვალე,
– გეგონა, მის ბაღში სასეირნოდ რომ დაგპატიჟე, ეგეც ტყუილი
იყო.
– კაცები გამუდმებით რაღაცას იგონებენ, – მომიგო აგდებუ-
ლად, – ათასნაირად ბერავენ და აზვიადებენ. ცოტა მართლაც
რომ წაგეტრაბახა, შენზე აზრი მაინც არ წამიხდებოდა.
– რატომ მოგატყუებდი? – საკუთარ სიტყვებს ჩავუფიქრდი, –
არა, არაა მართალი. მოგატყუებდი. ტყუილის თქმადაც მიღირ-
ხარ, მაგრამ ასე მაინც არ მოვიქცეოდი – სიმართლედ უფრო მი-
ღირხარ.
დენნამ მკრთალი ღიმილი შემომანათა.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბოლო ნაწილი უფრო რთული
შესასრულებელია.
– აბა, რას იტყვი? – ვკითხე, – გაგაცნო?
ბილიკს გახედა.
– არა, – თავი რომ გააქნია, თმა აჩრდილთა გუნდივით შეერ-
ხა, – მჯერა შენი. მტკიცება საჭირო არაა, – მზერა დახარა, – თა-
ნაც, კაბა ბალახმა დამილაქავა. ასე რომ მნახოს, რას იფიქ-
რებს?
– მე კი თავი ფოთლებით გამევსო, – გამოვტყდი, – ზუსტად
ვიცი, რასაც იფიქრებს.
სამალავიდან გამოვედით. ვცადე, თმიდან ფოთლები ჩამომე-
ბერტყა. დენნამ ქვედაბოლოს კალთა ხელით ჩამოიფერთხა.
მწვანე ლაქებს რომ შეხედა, ცოტა დაიჯღანა.
ისევ ბილიკზე შევაბიჯეთ და გზას გავუყევით. ვიფიქრე, მხარ-
ზე ხომ არ მოვეხვიო-მეთქი, მაგრამ არაფერი მიქნია. სამიჯნუ-

865 მკითხველთა ლიგა


რო საქმეებში ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ იმდენს კი
ვხვდებოდი, რომ შესაფერისმა წამმა უკვე ჩაიარა.
ყვავილების დასაკრეფად დახრილი ქალის ქანდაკებას რომ
ჩავუარეთ, დენნამ თავი ასწია და ამოიოხრა.
– როცა მეგონა, რომ ნებართვა არ მქონდა, მაშინ უფრო სა-
ხალისო იყო, – წარმოთქვა დანანებით.
– ყოველთვის ასეა, – დავეთანხმე.

866 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეთერთმეტე
ანტრაქტი – სამმაგსაკეტიანი სკივრი

ქვომ ხელი ასწია და მემატიანეს ანიშნა, შეჩერდიო. მეკალ-


მემ კალმის წვერი იქვე მიგდებულ ჩვარს შეაწმინდა და მხრები
მოწურა. უეცრად ქვომ საიდანღაც ბანქო დააძრო და მაგიდის
გარშემო უსიტყვოდ ჩამოარიგა. ბასტმა თავისი ქაღალდი აიღო
და ყურადღებით ჩახედა.
მემატიანემ კოპები შეკრა.
– რა...
გარეთ, ფიცარნაგზე, ნაბიჯების ხმა გაისმა, ფუნდუკ „შარაქ-
ვის“ კარი გაიღო და მელოტი, ჩასხმული, ჭარბად მორთულ-
მოკაზმულ ქურთუკში გამოწყობილი კაცი გამოჩნდა.
– მერო ლანტ! – წამოიძახა მეფუნდუკემ, ბანქო მაგიდაზე და-
ყარა და ფეხზე წამოხტა, – რა მოგართვათ? სასმელს ინებებთ?
თუ წახემსება გსურთ?
– ჭიქა ღვინოს სიამოვნებით გეახლებოდით, – თქვა მერმა
და ოთახში შეაბიჯა, – წითელი გრემსბი თუ გაქვს?
მეფუნდუკემ თავი გააქნია.
– ვწუხვარ, მაგრამ არ მაქვს. ხომ იცით, გზებზე რა ამბებია.
მარაგის შევსება ჭირს.
მერმა თავი დააქნია.
– მაშინ ნებისმიერ წითელს დავლევ, – მიმართა მეფუნდუ-
კეს, – მაგრამ იცოდე, ნახევარ პენზე მეტს არ გადავიხდი.
– რა თქმა უნდა, ბატონო, – თავაზიანად მიუგო მეფუნდუკემ
და ხელები მოისრისა, – რამეს შეჭამთ?
– არა, – უპასუხა მელოტმა, – სინამდვილეში, აქ მეკალმის
მოსანახულებლად მოვედი. ვიფიქრე, დაველოდები, სანამ ფუნ-
დუკი ჩაწყნარდება და მასთან მერე განვმარტოვდები-მეთქი, –

867 მკითხველთა ლიგა


ცარიელ ოთახს თვალი მოავლო, – როგორც ვხვდები, წინააღ-
მდეგი არ ხარ, რომ აქაურობა ნახევარი საათით დამითმო, ხომ
ასეა?
– რა თქმა უნდა, – მეფუნდუკემ სტუმარს პირფერულად
გაუღიმა და ბასტს ხელი ისე აუქნია, თითქოს აუქშიაო.
– მაგრამ მთელი დარიგება მიმქონდა, – ბასტმა ბანქოს ქნე-
ვით გააპროტესტა.
მეფუნდუკემ თავის დამხმარეს შეუბღვირა და სამზარეულოში
გავიდა.
მერმა ქურთუკი გაიხადა და სკამის საზურგეზე გადაკიდა,
ამასობაში ბასტმა ბანქოს ქაღალდები ბუზღუნით მოაგროვა.
მეფუნდუკემ ერთი ჭიქა წითელი ღვინო გამოიტანა და ფუნ-
დუკის კარი თითბრის დიდი გასაღებით გადაკეტა.
– ბიჭს ზემოთ ავიყვან, – მიმართა მერს, – ხელი რომ არავინ
შეგიშალოთ.
– უაღრესად მადლობელი ვარ, – თქვა მერმა და მემატიანის
პირდაპირ დაჯდა, – როგორც კი მოვრჩებით, დაგიძახებთ.
მეფუნდუკემ თავი დაუკრა, ბასტს ოთახიდან გაუძღვა და კი-
ბეს აუყვა. ქვომ საკუთარი ოთახის კარი შეაღო და ბასტს ანიშნა,
შემოდიო.
– ნეტავი ბებერ ლანტს რისი საიდუმლოდ შენახვა უნდა, –
კარის მიხურვისთანავე თქვა ქვომ, – იმედია, ძალიან დიდი
დრო არ დასჭირდება.
– ქრილის ქვრივთან ორი შვილი ჰყავს, – სასხვათაშორი-
სოდ ჩაილაპარაკა ბასტმა.
ქვომ კოპები შეკრა.
– მართლა?
ბასტმა მხრები აიჩეჩა.
– ქალაქში ყველამ იცის.
ქვომ ჩაახველა და მოზრდილ რბილ სკამზე მოკალათდა.
868 მკითხველთა ლიგა
– ნახევარი საათი რა ვაკეთოთ? – ჰკითხა ბასტს.
– საუკუნე იქნება, გაკვეთილები აღარ გვქონია, – ბასტმა სა-
მუშაო მაგიდასთან მიდგმული ხის სკამი გამოაჩოჩა და ზედ ჩა-
მოჯდა, – შეგიძლია, რამე მასწავლო.
– გაკვეთილები, – ჩაიბუტბუტა ქვომ, – Celum Tinture
წაიკითხე.
– რეში, – მუდარით შეეპასუხა ბასტი, – ძალიან მოსაწყენია.
გაკვეთილების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აუცილებელია, მა-
ინცდამაინც წიგნებით ჩაატარო?
ბასტის ხმამ ქვოს ღიმილი მოჰგვარა.
– აბა, გამოცანა-გაკვეთილი გინდა? – ბასტს სახე ღიმილის-
გან გაებადრა, – კარგი, მაშინ მაცადე, მოვიფიქრო, – თითები
ტუჩებზე აითამაშა და ოთახს თვალი მოავლო, რამდენიმე წამში
კი მზერა საწოლის ბოლოსკენ მიაპყრო, სადაც მუქი სკივრი იდ-
გა.
ბასტს სკივრისკენ მიუთითა.
– რომ დაგჭირდეს, ამ სკივრს როგორ გააღებდი?
ბასტის მხიარული გამოხედვა თანდათან შეშფოთებამ შეცვა-
ლა.
– შენს სამმაგსაკეტიან სკივრს, რეში?
ქვომ მოსწავლეს შეხედა და სიცილი ატეხა.
– ჩემს რას? – ჰკითხა დაეჭვებულმა, თითქოს კარგად ვერ
გავიგეო.
ბასტი გაწითლდა და თავი დახარა.
– მე ასე წარმომიდგენია, – ჩაიბუტბუტა.
– როგორ ვრცელდება ეს სახელები... – ქვო შეყოყმანდა და
გაიღიმა, – კარგი, მაგრამ ცოტა ზღაპრულად ჟღერს, არ მეთან-
ხები?

869 მკითხველთა ლიგა


– რეში, შენ თვითონ არ შექმენი ეგ სახელი? – ჰკითხა მოღუ-
შულმა ბასტმა, – სამი საკეტიო, განსაკუთრებული ხეო, ესაო,
ისაო. ჩემი ბრალი არაა, რომ ზღაპრულად ჟღერს.
ქვო წინ გადაიხარა და ბოდიშის ნიშნად ბასტს მუხლზე ხელი
დაადო.
– მშვენიერი სახელია, ბასტ, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე
და გამეცინა, სულ ესაა, – ისევ საზურგეს მიეყრდნო, – აბა, რო-
გორ შეეცდებოდი უსისხლო ქვოს სამმაგსაკეტიანი სკივრის გა-
ძარცვას?
ბასტს გაეღიმა.
– ისე ლაპარაკობ, მეკობრესავით გამოგდის, რეში, – ოთა-
ხის მეორე ბოლოში სკივრს ყურადღებით მიაშტერდა, – შენ-
თვის გასაღების თხოვნა არ განიხილება, ხო? – ჰკითხა ბოლოს.
– მართალი ხარ, – მიუგო ქვომ, – ჩვენი გაკვეთილის გამო
წარმოვიდგინოთ, რომ გასაღები დავკარგე. ან უკეთესი, წარმო-
იდგინე, რომ მოვკვდი და შეგიძლია, მთელი ჩემი საიდუმლოები
ამოქექო.
– ცოტა არ იყოს, შავბნელი აზრები მოგდის თავში, რეში, –
ფრთხილად უსაყვედურა ბასტმა.
– თავად ცხოვრებაა შავბნელი, ბასტ, – სერიოზული ხმით
უპასუხა ქვომ, – უკვე დროა, შეგუება სცადო, – ხელი ისევ სკივ-
რისკენ გაიქნია, – მიდი, მაინტერესებს, კერკეტი სკივრის სა-
კეტს რა კეტით გატეხავ.
ბასტმა შეუბღვირა.
– უადგილო ენამახვილობა წიგნიან გაკვეთილებზე უარესია,
რეში, – თქვა და სკივრს მიუახლოვდა, ფეხი ოდნავ წაჰკრა, შემ-
დეგ დაიხარა და საკეტის ენები ახლოდან შეათვალიერა – ერთი
რკინის იყო, მეორე კი – პრიალა სპილენძისა. მომრგვალებულ
სახურავს ძლიერად უბიძგა და სახე დაემანჭა, – ხე კიდევ ჯანდა-
ბას, რეში, მაგრამ რკინის კლიტე აშკარად უსამართლობაა.
870 მკითხველთა ლიგა
– უკვე სასარგებლო გაკვეთილი გამოგვივიდა, – მშრალად
ჩაილაპარაკა ქვომ, – საყოველთაო ჭეშმარიტებას მიაგენი –
ჩვეულებრივ, გარშემო მუდამ უსამართლობებს ვაწყდებით.
– ანჯამებიც კი არ აქვს! – აღმოხდა ბასტს სკივრის უკნიდან
შეთვალიერებისას, – სახურავი ანჯამების გარეშე როგორ უნდა
იყოს დამაგრებული?!
– მაგაზე კარგა ხანს მომიხდა მუშაობა, – სიამაყეშერეული
ხმით აღიარა ქვომ.
ბასტი ოთხზე დადგა და გასაღების სპილენძის ჭუჭრუტანაში
შეიჭყიტა. ცალი ხელით სპილენძის ენას მიაწვა, შემდეგ თვალე-
ბი დახუჭა და გაიტრუნა, თითქოს რაღაცას უსმენსო.
რამდენიმე წამს ასე გაჩერდა, შემდეგ წინ გადაიხარა და სა-
კეტს სული შეუბერა. როცა ნახა, რომ არაფერი მომხდარა, ტუ-
ჩები აამოძრავა. მართალია, ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, რომ
სიტყვები არ ისმოდა, მაგრამ აშკარად ლოცულობდა.
კარგა ხნის შემდეგ ბასტი იატაკზე დაჯდა და დაიბღვირა, შემ-
დეგ მხიარულად გაიცინა, ხელი ასწია და სკივრის სახურავზე
დააკაკუნა. კაკუნი მხოლოდ ოდნავ გაისმა, თითქოს თითით ქვა-
ზე აკაკუნებსო.
– უბრალოდ მაინტერესებს, – სიჩუმე დაარღვია ქვომ, – რას
იზამდი, საპასუხო კაკუნი რომ გაგეგონა?
ბასტი ფეხზე ადგა, ოთახიდან გავიდა, ცოტა ხანში კი ხელსაწ-
ყოების ნაკრებით დაბრუნდა, ცალ ფეხზე ჩაიმუხლა და დრეკადი
მავთულით სპილენძის საკეტს კარგა ხანს უჩხიკინებდა. საბო-
ლოოდ ჩუმად შეიკურთხა. როდესაც ფეხის მონაცვლება დააპი-
რა და ახალი იერიშის მიტანა სხვა კუთხიდან სცადა, შემთხვე-
ვით საკეტის რკინის ენას შეეხო. გინებითა და ფურთხებით სას-
წრაფოდ უკან გახტა.
წამოდგა, მავთული მოისროლა და ხელში ბრდღვიალა ლი-
თონის ძალაყინი მოიმარჯვა. წვეტიანი ბოლოს სახურავის ქვეშ
871 მკითხველთა ლიგა
შესრიალება სცადა, მაგრამ უწვრილეს ღრიჭოსთან ვერაფერი
გააწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ხერხზეც უარი თქვა.
შემდეგ ძირის დათვალიერება გადაწყვიტა და სკივრის გადა-
ყირავება სცადა, მაგრამ მთელი ძალით მონდომების მიუხედა-
ვად, იატაკზე მხოლოდ ერთი ინჩით გააჩოჩა.
– რამდენს იწონის, რეში? – აღმოხდა სასოწარკვეთილს, –
სამას ფუნტს?
– ოთხასზე მეტს, როცა ცარიელია, – უპასუხა ქვომ, – გახ-
სოვს, კიბეზე ატანისას რამდენი ვიწვალეთ?
ბასტმა ამოიხვნეშა და ბრაზიანი მზერით სკივრი კიდევ ერ-
თხელ, საგულდაგულოდ შეათვალიერა. ბოლოს ხელსაწყოები-
დან ცული ამოარჩია. იმ უხეშ, წაგრძელებულთავიან ცულს კი
არ ჰგავდა, ფუნდუკის უკან ტოტების წასასხეპად რომ იყენებ-
დნენ – უფრო თხელი, ნატიფი იარაღი იყო, რომელიც ლითონის
მთლიანი ნაჭრისგან გამოეჭედათ, ბასრი პირი კი ფოთოლს
მიუგავდა.
იარაღი ხელში შეათამაშა, თითქოს წონას უსინჯავსო.
– რეში, სკივრის გახსნა მართლა რომ მინდოდეს, აი, ამას გა-
მოვიყენებდი, – მასწავლებელს ცნობისმოყვარედ შეხედა, –
მაგრამ თუ არ გინდა...
ქვომ უმწეობის გამომხატველი ჟესტით უპასუხა.
– ბასტ, მე ნუ მიყურებ, მკვდარი ვარ. რაც გინდა, ის გააკეთე.
ბასტი გაიკრიჭა და ცული სკივრის მომრგვალებულ თავს
დასცხო. უცნაურად დაბალი, მჟღერი ხმა გაისმა, თითქოს რომე-
ლიღაც შორეულ ოთახში ნაჭერში შეფუთულ ზარს შემოჰკრესო.
ბასტი ერთ წამს შეჩერდა, შემდეგ სკივრზე ცული სეტყვასა-
ვით დაუშვა. ჯერ ერთი ხელით, გვერდიდან უტევდა, შემდეგ
მეორე ხელიც მიაშველა და თავს ზემოდან ძლიერ მოქნევაზე
გადავიდა.

872 მკითხველთა ლიგა


ფოთლის ფორმის ცულის ელვარე პირი ხეში ჩასობას ჯიუტად
უარობდა და ყოველი დარტყმისას გვერდზე სხლტებოდა, თით-
ქოს ბასტი, სინამდვილეში, უზარმაზარ ლოდს ურტყამსო.
საბოლოოდ ბასტი გაჩერდა, აქოშინებული დაიხარა, სკივ-
რის თავსახური შეათვალიერა, ხელი მის ზედაპირს გადაუსვა,
შემდეგ კი ყურადღება იარაღზე გადაიტანა. ამოიხვნეშა.
– კარგად გიმუშავია, რეში.
ქვომ გაიღიმა და მადლობის ნიშნად წარმოსახვითი ქუდი
ოდნავ მოიხადა.
ბასტი ისევ სკივრს მიაშტერდა.
– შემეძლო დაწვა მეცადა, მაგრამ ვიცი, რომ როა არ იწვის.
ალბათ უფრო დიდ წარმატებას იმ შემთხვევაში მივაღწევდი, თუ
სპილენძის საკეტს დადნობამდე გავახურებდი, მაგრამ ამისთვის
მთლიანი სკივრის სამჭედლო ღუმელში შეტენვა მომიწევდა, –
წარჩინებული ჯენტლმენის სამოგზაურო კიდობანივით უზარმა-
ზარ სკივრს თვალს არ აცილებდა, – თან ისიც არ ვიცი, სპილენ-
ძის დნობას როგორი ტემპერატურა სჭირდება.
– ამის გასაგებად, – გამოეპასუხა ქვო, – აუცილებლად წიგ-
ნის გაკვეთილი დაგჭირდებოდა.
– თანაც ვიცი, – აგრძელებდა ბასტი, – ამის საწინააღმდეგო
ზომებსაც მიიღებდი.
– ნამდვილად, – აღიარა ქვომ, – თუმცა, მაინც კარგი იდეა
იყო. არასწორხაზოვანი აზროვნება გამოავლინე.
– მჟავაზე რას იტყვი? – ახალი აზრი დაებადა ბასტს, – ვიცი,
რომ ქვემოთ საკმაოდ ძლიერი რაღაცები გვაქვს...
– ჭიანჭველმჟავა როას წინააღმდეგ უსარგებლოა, – მიუგო
ქვომ, – მარილმჟავაც. სამეფო წყლით შეიძლება მცირე წარმა-
ტებას მიაღწიო, მაგრამ ხე საკმაოდ სქელია, ჩვენ კი ამდენი წყა-
ლი არ გვაქვს.

873 მკითხველთა ლიგა


– ხეზე არ ვფიქრობდი, რეში. ისევ საკეტებს ვუტრიალებ. საკ-
მარისი რაოდენობის მჟავით მათ მთლიანად დაშლას შევძლებ-
დი.
– ვარაუდობ, რომ მთლიანად რკინისა და სპილენძისგანაა
გამოჭედილი? – შეაპარა ქვომ, – ასეც რომ იყოს, მაინც უამრა-
ვი მჟავა დაგჭირდებოდა, თან იმაზეც მოგიწევდა ნერვიულობა,
რომ სკივრში ჩაღვრილი მჟავა შიგნით ყველაფერს გაანადგუ-
რებდა. ეს ცეცხლსაც ეხება, რა თქმა უნდა.
ბასტმა ტუჩების კვნეტით სკივრს კიდევ ცოტა ხანს უყურა.
– მეტი არაფერი გამაჩნია, რეში. კიდევ უნდა ვიფიქრო.
ქვომ თავი დაუქნია. ბასტმა იარაღები წამოკრიფა და ოთახი-
დან გაიტანა. ყოველ მოძრაობაში იმედგაცრუება ეტყობოდა.
ოთახში დაბრუნების შემდეგ სკივრს ძლიერად მიაწვა, ერთი ინ-
ჩით უკან დააბრუნა და საწოლის ფეხს ისევ მჭიდროდ მიაბჯინა.
– კარგი მცდელობა იყო, ბასტ, – ნუგეშისცემა სცადა ქვომ, –
ძალიან თანმიმდევრული. საქმეს ზუსტად ისე მიუდექი, როგორც
მე მოვიქცეოდი.
– ჰეეიი! – ქვედა ოთახიდან მერის ხმა გაისმა, – მოვრჩი.
ბასტი წამოხტა და სკამის უკან, მაგიდისკენ მიჩოჩების შემ-
დეგ კარისკენ გაექანა. მისი სწრაფი მოძრაობისგან მაგიდაზე
დაწყობილი ფურცლებიდან ერთ-ერთი აფრიალდა და სკამის
ქვეშ შეცურდა.
ბასტი შეჩერდა და ფურცლის ასაღებად დაიხარა.
– არა, – მკაცრად შეაჩერა ქვომ, – დატოვე.
ბასტს გაშვერილი ხელი ჰაერში გაეყინა, წამოიმართა და
ოთახიდან გავიდა.
მალე ქვოც უკან მიჰყვა და კარი გაიხურა.

874 მკითხველთა ლიგა


თავი სამოცდამეთორმეტე
ცხენები

ბაღში მთვარის შუქზე გასეირნებიდან რამდენიმე დღეში მე-


ლუანისთვის სიმღერა „მხოლოდ ვარდები“ დავასრულე. ასეთი
სიმღერის შეთხზვა მეარმა თავად მთხოვა, ამიტომ ამ პროექტზე
მუშაობას დიდი მონდომებით შევუდექი. ვიცოდი, დენნას რომ
მოვასმენინებდი, სიცილისგან გაიგუდებოდა.
სიმღერის ტექსტი და ნოტები კონვერტში მოვათავსე და სა-
ათს შევხედე. მეგონა, მის დასამთავრებლად მთელი ღამე დამ-
ჭირდებოდა, მაგრამ, მოულოდნელად, ძალიან ადვილად შემო-
მეწერა. შედეგად, მთელი საღამო გამომითავისუფლდა. უკვე
გვიანი იყო, მაგრამ არა ძალიან გვიანი. მით უმეტეს, არც ისე
გვიანი ლამპრობის საღამოსთვის სევერენისნაირ დიდ ქალაქში.
ალბათ, არც დენნას პოვნა იქნებოდა დაგვიანებული.
ახალი ტანსაცმელი გადავიცვი და სასახლიდან ნაჩქარევად
გავედი. ცხენებიან ამწეში მთელი ბითი არ დამნანებია, რადგან
კაუდიკუსის აღჭურვილობის გაყიდვითა და იმ დიდებულებთან
ბანქოს თამაშის წყალობით, რომლებიც მოდაში უკეთ ერკვეოდ-
ნენ, ვიდრე სტატისტიკაში, ქისაში ფული არ მელეოდა. შემდეგ
ნიუელის ქუჩამდე ნახევარი მილი თითქმის ძუნძულით გავიარე.
ბოლო რამდენიმე კვარტალში სვლა შევანელე. ენთუზიაზმი კი
კარგია, მაგრამ არ მინდოდა, დენნას ფუნდუკში დუჟმოდენილი
ცხენივით აქოშინებული და გაოფლიანებული მივსულიყავი.
არ გამკვირვებია, დენნა „ოთხ სანთელში“ რომ არ დამხვდა.
ისეთი ადამიანი არ იყო, ვინც ჩემი დაკავებულობის ჟამს გულ-
ხელდაკრეფილი იჯდებოდა. მაგრამ ქალაქის ერთობლივ შეს-
წავლაში თითქმის მთელი თვე გავატარეთ და გონებაში რამდე-
ნიმე ადგილი მიტრიალებდა, სადაც დენნას მოძებნა შემეძლო.

875 მკითხველთა ლიგა


ხუთ წუთში შევნიშნე. ხალხმრავალ ქუჩაში გზას მიზანმიმარ-
თულად მიიკვლევდა. ისე მიაბიჯებდა, თითქოს აუცილებლად
სადღაც უნდა მიესწრო.
მისკენ დავიძარი, თუმცა, მალევე შევყოყმანდი. სად უნდა წა-
სულიყო მარტო, ასე გვიან და ასეთი მიზანდასახულობით?
თავის მფარველს უნდა შეხვედროდა.
სიამოვნებით ვიტყოდი, რომ უკან ადევნებამდე მტანჯველი
სინდისის ქენჯნის გადალახვა მომიხდა, მაგრამ ტყუილი იქნება.
მისი მფარველის ვინაობის გარკვევის ცდუნება დაუძლევლად
დიდი იყო.
ასე რომ, მოსასხამის კაპიუშონი წამოვიფარე და ბრბოში გა-
რეულ დენნას მოჩვენებასავით ავედევნე. ამ საქმეში ცოტა გა-
მოცდილება მაინც თუ გაქვს, ძალიან ადვილია. ტარბინში ცხოვ-
რებისას ასე ვერთობოდი ხოლმე. ვაკვირდებოდი, რამდენ ხანს
შევძლებდი ვინმეს შემჩნევის გარეშე თვალთვალს. ახლა ისიც
მეხმარებოდა, რომ დენნა სულელი არ იყო და ხალხმრავალ ქუ-
ჩებს არ სცდებოდა, ბინდში კი ჩემი მოსასხამიც შავი ჩანდა და
სხვების ტანსაცმლისგან არაფრით გამოირჩეოდა.
ნახევარ საათს მივდევდი. კაკლითა და ხორცის ღვეზელებით
მოვაჭრეების ურმებს გავცდი. ხალხში ქალაქის მცველები ირე-
ოდნენ, ქუჩები კი აქა-იქ მიმოფანტული ლამპიონებითა და ფუნ-
დუკების კარებთან გამოკიდული ფარნებით განათებულიყო. ში-
გადაშიგ დაკონკილი მუსიკოსიც შემხვდებოდა წინ დაგდებული
ქუდით, ქვაფენილით მოკირწყლულ ერთ პატარა მოედანზე კი
კომედიანტების დადგმასაც ჩავუარე.
შემდეგ დენნამ გადაუხვია და ქალაქის კარგი უბნები უკან
მოიტოვა. ქუჩებში სინათლე ნელ-ნელა იკლებდა, შეზარხოშებუ-
ლი მოქეიფეები კი მატულობდნენ. მუსიკოსები თანდათან მათ-
ხოვრებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მოწყალებას ხმამაღლა ით-
ხოვდნენ, გვერდით ჩავლისას კი ტანსაცმელზე გეკონწიალე-
876 მკითხველთა ლიგა
ბოდნენ. ახლომდებარე პაბებიდან და ფუნდუკებიდან ჯერ კიდევ
იფრქვეოდა ლამპების სინათლე, მაგრამ ქუჩებში ფუსფუსი
აღარ შეიმჩნეოდა. ხალხი ორ-ორად და სამ-სამად დაიარებოდა.
ქალებს კორსეტები ეცვათ, კაცები კი დაბღვერილი სახეებით
მოძრაობდნენ.
ამ ქუჩებს საშიშს ვერ დაარქმევდი. უფრო სწორად, იქაურობა
ისეთივე საშიში იყო, როგორიც გატეხილი ჭიქაა. გატეხილი ჭი-
ქა ფეხებს ვერ გამოიბამს და თავისით არაფერს გავნებს.
ფრთხილად შეხებაც კი შეგიძლია. ზოგი ქუჩა კი ცოფიანი ძაღ-
ლივით საშიშია და იქ არანაირი სიფრთხილე არ გიშველის.
უეცრად შევშფოთდი, როდესაც ბნელი შუკის შესასვლელთან
გარინდული დენნა დავინახე. ერთი წამით ყელი მოიღერა, თით-
ქოს რაღაცას უსმენსო. შემდეგ სიბნელეს მიაჩერდა და შეაბიჯა.
ნუთუ თავის მფარველს აქ ხვდებოდა? თუ უბრალოდ მოკლე
გზით აპირებდა სხვა ქუჩაზე გასვლას? იქნებ, უბრალოდ, თავისი
ავადმყოფურად ეჭვიანი მფარველის მითითებებს ასრულებდა
და სურდა, დარწმუნებულიყო, რომ არავინ უთვალთვალებდა?
ჩუმად შევიკურთხე. შუკაში რომ შევყოლოდი და დავენახე,
აშკარა გახდებოდა, რომ ვუთვალთვალებდი, მაგრამ თუ არ გავ-
ყვებოდი, თვალთახედვიდან დავკარგავდი. თანაც, მართალია,
ეს ქალაქის ყველაზე საშიში ნაწილი არ იყო, მაგრამ ასე გვიან
ღამით მარტო დატოვებაც არ მინდოდა.
ასე რომ, იქაურობა კარგად დავზვერე და ერთი შენობა შე-
ვარჩიე, რომლის ფასადიც არათანაბარი ქვებით მოეპირკეთე-
ბინათ. მძიმე ბავშვობისას გამომუშავებული კიდევ ერთი უნარი
გამოვიყენე და შენობაზე ციყვივით მარდად ავძვერი.
სახურავამდე აღწევის შემდეგ რამდენიმე მეზობელ შენობაზე
გადახტომა აღარ გამჭირვებია, საკვამურის ჩრდილს ამოვეფა-
რე და შუკას გადავხედე. საპირისპირო ქუჩისკენ მოკლე გზით

877 მკითხველთა ლიგა


სწრაფად მიმავალი დენნას ან მისი და იდუმალი მფარველის ჩუ-
მი შეხვედრის დანახვას ველოდი.
მაგრამ მსგავსი არაფერი დამინახავს. ზედა სართულის ფან-
ჯრიდან გამომავალ მქრქალ სინათლეზე მხოლოდ მიწაზე უმოძ-
რაოდ გართხმული ქალის სხეული მოჩანდა. გული ბაგაბუგით
ამიძგერდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დენნას არ ჰგავდა.
დენნას პერანგი და შარვალი ეცვა, ამ ქალს კი თეთრი კაბა ემო-
სა, ქუჩის მუქ ქვებზე კი ფერმკრთალი შიშველი ფეხები მოუჩან-
და.
იქაურობას გაფაციცებით ვათვალიერებდი, სანამ დენნა არ
დავინახე. მხარბეჭიან კაცთან ახლოს იდგა; კაცის მელოტი თავი
მთვარის შუქს ირეკლავდა. რას აკეთებდა დენნა, ეხვეოდა? ეს
იყო მისი მფარველი?
საბოლოოდ თვალი სიბნელეს შევაჩვიე და დავინახე, რაც
ხდებოდა: ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდუმარედ იდგნენ,
მაგრამ დენნა მას კი არ ეხვეოდა, უბრალოდ, ერთი ხელი კაცის
ყელთან მიებჯინა, ხელში კი მთვარის შუქზე ვარსკვლავივით
მოციმციმე ლითონი მოუჩანდა.
მიწაზე გართხმული ქალი შეირხა, დენნამაც რაღაც გადასძა-
ხა. ქალი ძლივძლივობით წამოდგა, ჯერ საკუთარი კაბის გრძელ
კალთას დააბიჯა და წაბორძიკდა, შემდეგ, როგორც იქნა,
გაიმართა და კედელს მიყრდნობილი, ნელი ნაბიჯით, შუკის შე-
მოსასვლელისკენ დაიძრა.
როცა დენნას ზურგს გაუსწორდა, მან კიდევ რაღაც ჩაილაპა-
რაკა. იმდენად შორს ვიყავი, სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ
ხმაში ისეთი ბრაზი და მრისხანება იგრძნობოდა, რომ თმა ყალ-
ყზე დამიდგა.
დენნა კაცს მოსცილდა და მანაც რამდენიმე ნაბიჯით დაიხია,
ხელი ყელთან მიიდო და დენნას ლანძღვა-გინება აუტეხა, თან
იფურთხებოდა და თავისუფალ ხელს მუქარით იქნევდა. დენნას-
878 მკითხველთა ლიგა
თან შედარებით ხმამაღლა გაჰყვიროდა, მაგრამ ხმა ისე უწყდე-
ბოდა, რომ ვერც მის სიტყვებს ვარჩევდი. თუმცა, სიტყვა „ბოზი“
რამდენჯერმე გარკვევით მომესმა.
მთელი ამ სიტყვით გამოსვლისას დენნას ხელის გაწვდენა-
ზეც კი არ მიახლოებია. ისიც მტკიცედ იდგა და კაცს თვალს არ
აცილებდა. დანიანი ხელი დაბლა დაეხარა, თუმცა იარაღი მა-
ინც წინ გაეშვირა. თითქმის ჩვეულებრივ პოზაში იდგა. თით-
ქმის.
დაახლოებით ერთწუთიანი გინების შემდეგ კაცმა წინ ნახევა-
რი ნაბიჯი გადადგა და მუშტი მოიქნია. დენნამ საპასუხოდ რა-
ღაც შესძახა და დანის მცირე, მაგრამ მკვეთრი მოძრაობით კა-
ცისკენ წაიწია. შუკაში სიჩუმე ჩამოწვა და კაცი ოდნავ შედრკა.
დენნამ ხელი კიდევ ერთხელ გაიქნია, კაცმა კი გინებას უკლო,
მიტრიალდა და შუკას ისე გაუყვა, რომ ყელიდან ხელი არ
მოუცილებია.
დენნამ თვალი გააყოლა, შემდეგ ცოტა მოეშვა და დანა ჯიბე-
ში ფრთხილად ჩაიცურა. მიტრიალდა და შუკის შესასვლელის-
კენ გაემართა.
შენობის ფასადისკენ გადავინაცვლე. ქვემოთ ქუჩის ლამპი-
ონთან მდგომი დენნა და მეორე ქალი დავინახე. სინათლეზე ქა-
ლის სახე უკეთ გავარჩიე და მივხვდი, იმაზე გაცილებით ახალ-
გაზრდა ყოფილა, ვიდრე მეგონა. პატარა გოგონა იყო, მხრები
ქვითინისგან უხტოდა. დენნა ზურგზე ხელს უსვამდა და მის დამ-
შვიდებას ცდილობდა. ცოტა ხნის შემდეგ ქუჩას ერთად გაუყ-
ვნენ.
სასწრაფოდ შუკის მხარეს დავბრუნდი, სადაც რკინის ძველი
წყალსადენი მილი მეგულებოდა. მისი მეშვეობით ქვემოთ უფ-
რო ადვილად დავეშვებოდი. თუმცა, ამ გზით ქვაფენილამდე
ჩასვლაც კი ორ გრძელ წუთად და თითების გადატყავებად და-
მიჯდა.
879 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ ნებისყოფის მთელი ძალით მოკრების წყალობით
შევძელი, რომ შუკადან იმწამსვე არ გავვარდნილიყავი და დენ-
ნასა და გოგონას წამოვწეოდი. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა,
რომ დენნას ჩემი თვალთვალი აღმოეჩინა.
საბედნიეროდ, ძალიან სწრაფად არ გადაადგილდებოდნენ
და თვალი მალევე მოვკარი. დენნას გოგონა ისევ ქალაქის
მშვიდობიანი ნაწილისკენ მიჰყავდა, შემდეგ კი ერთ რიგიან
ფუნდუკში შეუძღვა, რომლის აბრაზეც მამალი გამოესახათ.
ცოტა ხანს გარეთ შევიცადე და ფუნდუკის შიდა მოწყობა
ერთ-ერთი ფანჯრიდან შევისწავლე. შემდეგ კაპიუშონი სახეზე
კიდევ უფრო მეტად ჩამოვიფხატე, ფუნდუკის უკანა ნაწილში
ჩვეულებრივად შევაბიჯე და იმ გამყოფ კედელთან მიდგმულ
ერთ-ერთ სკამზე მოვთავსდი, რომლის მეორე მხარესაც დენნა
და გოგონა დამსხდარიყვნენ. რომ მომენდომებინა, შემეძლო
თავი გამეყო და მათი მაგიდა დამენახა, მაგრამ ამის გარეშე
ვერც ერთი ჩვენგანი მეორეს ვერ ხედავდა.
საერთო ოთახი თითქმის ცარიელი იყო და მიმტანი გოგონა
ჩემთან ლამის იმწამსვე გაჩნდა, როგორც კი მაგიდას მივუჯექი.
ჩემი მოსასხამის მდიდრული ქსოვილი შეათვალიერა და გამი-
ღიმა.
– რა მოგართვათ?
დახლს უკან ჩამწკრივებულ მინის ჭურჭლის შთამბეჭდავ წყე-
ბას გავხედე. მიმტანს ვანიშნე, უფრო ახლოს მოწეულიყო და
ისეთი ხრინწიანი ხმით ჩავჩურჩულე, თითქოს კრუპის ხველე-
ბისგან ჯერაც ვერ მოვრჩენილიყავი.
– ერთი გირჩა ვისკი და ერთი ჭიქა კარგი ფელორული წითე-
ლი.
თავი დამიქნია და წავიდა.
ჩემი მახვილი სმენა გვერდითა მაგიდისკენ მივმართე
– ...კილო დაგკრავს, – მომესმა დენნას ხმა, – საიდან ხარ?
880 მკითხველთა ლიგა
ხანმოკლე სიჩუმეს გოგონას ბუტბუტი მოჰყვა. ვინაიდან ჩემ-
კენ ზურგით იჯდა, მისი ნათქვამი არ მესმოდა.
– ეგ დასავლეთ ფარელია, ხო? – ჰკითხა დენნამ, – სახლი-
დან ძალიან შორს წამოსულხარ.
გოგოსგან პასუხად ისევ ბუტბუტი გაისმა. შემდეგ ხანგრძლი-
ვი სიჩუმე ჩამოწვა, არაფერი მესმოდა. ვერ ვხვდებოდი, გოგომ
ლაპარაკი შეწყვიტა, თუ ხმას ისე დაუწია, რომ საერთოდ ვერ ვი-
გებდი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გადავხრილიყავი და მა-
თი მაგიდისკენ არ გამეჭყიტა.
შემდეგ ისევ ძალიან ხმადაბალი ბუტბუტი გაისმა.
– მესმის, რომ გითხრა, მიყვარხარო, – უთხრა დენნამ
მზრუნველი ხმით, – ყველა ეგრე ამბობს.
მიმტანმა გოგონამ ღვინის მაღალი ჭიქა წინ დამიდგა, გირჩა
კი ხელში მომაწოდა.
– ორი ბითი.
მოწყალეო თეჰლუ! ასეთი ფასების გამო გასაკვირი აღარ
იყო, ფუნდუკში თითქმის არავინ რომ არ ჩანდა.
ვისკი ერთ ყლუპად გადავკარი. ყელი ისე ჩამიწვა, რომ ხვე-
ლა ძლივს შევიკავე. შემდეგ საფულიდან ვერცხლის რაუნდი
ამოვაძვრინე, მონეტა მაგიდაზე დავდე და ამოყირავებული ცა-
რიელი გირჩა ზედ დავამხე.
გოგოს ისევ ვანიშნე, ახლოს მოწეულიყო.
– შემოთავაზება მაქვს, – ჩავჩურჩულე, – ახლა განმარ-
ტოებით ჯდომის, ღვინის ყლურწვისა და ფიქრის მეტი არაფერი
მინდა, – გადმოტრიალებულ გირჩაზე თითით დავაკაკუნე, – თუ
ამის საშუალება მომეცემა და ფიქრს არავინ შემაწყვეტინებს,
მთელი ეს ფული, სასმელის ფასის გამოკლებით, შენ დაგრჩება,
– ჩემი სიტყვების გაგონებაზე თვალები ოდნავ გაუფართოვდა
და მონეტას მიაჩერდა, – მაგრამ თუ ვინმე მოყიალდება და შე-
მაწუხებს, თუნდაც რამე დახმარებისთვის, თუნდაც იმის საკით-
881 მკითხველთა ლიგა
ხავად, რამეს ხომ არ დავლევდი, მხოლოდ სასმლის ფულს გა-
დავიხდი და გავალ, – მიმტანს ავხედე, – შეგიძლია, განმარ-
ტოების შენარჩუნებაში დამეხმარო?
თავი დიდი მონდომებით დამიქნია.
– დიდი მადლობა, – ვუთხარი მე.
სასწრაფოდ ბარს მიღმა მდგომი ქალისკენ გაეშურა და რამ-
დენიმე მოძრაობით ჩემზე ანიშნა. ოდნავ მოვეშვი. საფუძ-
ვლიანად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყურადღებას აღარ მომაქ-
ცევდნენ.
ღვინო მოვწრუპე და მოსმენა განვაგრძე.
– ...მაშენი რას საქმიანობს? – ჰკითხა დენნამ. მისი ხმა მამა-
ჩემის იმ დაბალ და მზრუნველ ხმას მივამსგავსე, რომლითაც
დამფრთხალ ცხოველებს ესაუბრებოდა ხოლმე. ეს ჟღერადობა
ვინმეს დასაწყნარებლად და დასამშვიდებლად იყო მოგონილი.
გოგომ რაღაც ჩაიბუტბუტა, დენნამ უპასუხა:
– მშვენიერი სამუშაოა. მაშინ შენ აქ რას აკეთებ?
კვლავ ბუტბუტი.
– ხელებს ვერ აჩერებდა, არა? – სასხვათაშორისოდ ჰკითხა
დენნამ, – ეგეთია უფროსი ვაჟების ბუნება.
გოგომ კვლავ უპასუხა. ამჯერად ხმაში ცოტაოდენი ცეცხლი
გაურია, მაგრამ მის ნათქვამში ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე.
ჩემი ღვინის ჭიქის ზედაპირი მოსასხამის კალთით გავაპ-
რიალე, შემდეგ ცოტა გვერდით გავწიე. ღვინო ისეთი მუქი წითე-
ლი იყო, რომ სიშავემდე არაფერი აკლდა. ამის გამო ჭიქას სარ-
კის ეფექტს სძენდა. იდეალური სარკე არ იყო, მაგრამ კუთხის
მიღმა, მაგიდასთან მსხდომ პატარა ფიგურებს მაინც ვხედავდი.
გავიგონე, რომ დენნამ ამოიხვნეშა და გოგოს ბუტბუტი შეაწ-
ყვეტინა.
– აბა თუ გამოვიცნობ, – თქვა გაბეზრებული ხმით, – ვერ-
ცხლი ან რამე ეგეთი მოიპარე და ქალაქში გამოიქეცი.
882 მკითხველთა ლიგა
გოგონას პატარა ანარეკლი უძრავად იჯდა.
– მაგრამ ის არ დაგხვდა, რასაც ელოდი, ხომ ასეა? – გააგ-
რძელა დენნამ უფრო მზრუნველი ხმით.
დავინახე, რომ გოგოს მხრები აუკანკალდა, შემდეგ კი ხმა-
დაბალი და გულშიჩამწვდომი ზლუქუნიც მომესმა. ღვინის ჭიქას
თვალი მოვაცილე და თავის ადგილას დავაბრუნე.
– აჰა, – მაგიდაზე მინის დახეთქების ხმა გაისმა, – დალიე, –
უთხრა დენნამ, – ცოტათი დაგეხმარება. ძალიან ვერა, მაგრამ
ცოტაც საქმეა.
ზლუქუნი შეწყდა. გოგოს უეცრად ხველა აუტყდა.
– საბრალო, სულელო არსებავ, – ჩუმად ჩაილაპარაკა დენ-
ნამ, – შენთან შეხვედრა სარკეში ჩახედვაზე უარესია.
ამ დროს გოგომ პირველად დაილაპარაკა ისე ხმამაღლა,
რომ მისი სიტყვების გარჩევა შევძელი.
– ვიფიქრე, თუ მაინც თავისი უნდა გაიტანოს და არც ფული
გადაიხადოს... იქნებ ისეთ ადგილას წავიდე, სადაც მე თავად
ავირჩევ და თან გადამიხდიან-მეთქი...
მისი ხმა ისევ მინავლდა და კვლავ ვეღარაფერი გავარჩიე,
მხოლოდ მოგუდული ხმის ტონალობის აწევ-დაწევა მესმოდა.
– „ათპენიანი მეფე“? – შეაწყვეტინა გაოცებულმა დენნამ. მის
ხმაში ისეთი გესლი შეიმჩნეოდა, მანამდე რომ არ მომესმინა, –
კისტ, კრაილ! მაგ წყეულ დადგმას ვერ ვიტან. მოდეგანური
ზღაპრული ნაგავია. სამყარო ეგრე არაა მოწყობილი.
– მაგრამ... – დაიწყო გოგონამ.
დენნამ შეაწყვეტინა.
– არ არსებობს ძველმანებში გამოწყობილი პრინცი, რომე-
ლიც შენს დასახსნელადაა შემართული. რომც არსებობდეს,
მისთვის ვინ გახდებოდი? მის მიერვე მძღნერში ნაპოვნი ძაღლი-
ვით იქნებოდი, დაგისაკუთრებდა. სახლში რომ წაგიყვანდა, მის-
გან ვინღა დაგიხსნიდა?
883 მკითხველთა ლიგა
სიჩუმე ჩამოწვა. გოგომ ისევ დაახველა, მაგრამ სულ ოდნავ.
– აბა, რა უნდა მოგიხერხოთ?
გოგომ დაისრუტუნა და რაღაც თქვა.
– საკუთარი თავის მიხედვა რომ შეგეძლოს, აქ არ ვისხდებო-
დით, – უპასუხა დენნამ.
ისევ ბუტბუტი.
– ეგეც შეიძლება, – თქვა დენნამ, – შენ მიერ გამომუშავებუ-
ლი თანხის ნახევარს აიღებენ, მაგრამ ისევ ეგ ჯობია, ვიდრე სა-
ერთოდ არაფერი გადაგიხადონ და თან ყელში დანაც გამოგის-
ვან. იმედია, ამას დღეს თვითონაც მიხვდი.
ტანსაცმლის შრიალი გაისმა. გასაჭყიტად ისევ ჭიქა მოვი-
მარჯვე, მაგრამ მხოლოდ დენნას გაურკვეველი მოძრაობა და-
ვინახე.
– აბა ვნახოთ, აქ რა გვაქვს, – თქვა დენნამ. შემდეგ მაგიდა-
ზე მონეტების ნაცნობი ჩხრიალი გაისმა.
გოგონას გაოცებული ჩურჩული აღმოხდა.
– არა, არ ვარ, – უპასუხა დენნამ, – არც ისე ბევრია, როცა
მთელი შენი ქონება მხოლოდ ესაა. წესით, ახლა მაინც უნდა
ხვდებოდე, როგორი ძვირია დიდ ქალაქში მარტო ცხოვრება.
აღმავალი ინტონაციის ბუტბუტი გაისმა. რაღაც იკითხა.
დენნამ ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ნელა ამოუშვა.
– იმიტომ, რომ ერთხელ, როცა ძალიან მჭირდებოდა, მეც ვი-
ღაც დამეხმარა, – უპასუხა გოგოს, – კიდევ იმიტომ, რომ თუ
ვინმე არ დაგეხმარება, ერთ თერთმეტეულში უკვე მკვდარი იქ-
ნები. მიიღე დახმარება ადამიანისგან, ვინც თავისი წილი არას-
წორი გადაწყვეტილებები უკვე მიიღო.
მაგიდაზე მონეტების გასრიალების ხმა გაისმა.
– მაშ ასე, – დაიწყო დენნამ, – პირველი არჩევანი: შეგირ-
დად მოეწყობი. არც ისე პატარა ხარ და ცოტა ძვირი დაგიჯდება,
მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ. არაფერი განსაკუთრებული –
884 მკითხველთა ლიგა
უბრალოდ ქსოვა, კერვა. ბევრს გამუშავებენ, მაგრამ საკუთარი
ოთახი და საჭმელი გექნება, თან ვაჭრობასაც ისწავლი.
ისევ კითხვა.
– შენი კილოკავით? – ღიმილით ჰკითხა დენნამ, – ქალბატო-
ნის თმის დაწვნა შეგიძლია? სახის მოხატვა? კაბის გასწორება?
ზონრების შეკვრა? – მცირე სიჩუმე, – არა, მოახლეობისთვის
საკმარისი ცოდნა არ გაქვს და არც არავის ვიცნობ, რომ მოვის-
ყიდო.
მონეტების აკრეფის ხმა გაისმა.
– მეორე არჩევანი, – გააგრძელა დენნამ, – ვიდრე ჩალურჯე-
ბები გაგივლის, შენთვის ოთახს ვქირაობთ, – ისევ მონეტების
გასრიალების ხმა, – შემდეგ სამგზავრო ეტლში შინ დასაბრუნე-
ბელ ადგილს ვყიდულობთ, – ისევ მონეტები, – უკვე ერთი თვეა,
გაუჩინარდი. საკმარისი დროა, რომ შენიანებმა რამე სე-
რიოზულ უბედურებაზე იფიქრონ. თუ დაბრუნდები, უბრალოდ
ბედნიერები იქნებიან, საღსალამათს რომ დაგინახავენ.
ბუტბუტი.
– რაც გინდა, ის უთხარი, – შესთავაზა დენნამ, – მაგრამ თავ-
ში ნახევარი ტვინი მაინც თუ გიდევს, რამე აზრიანს მოიფიქრებ.
არავინ დაგიჯერებს, თუ იტყვი, რომ ვიღაც პრინცს გადაეყარე,
რომელმაც უბრალოდ შინ დაგაბრუნა.
ისეთი ხმადაბალი ჩურჩული გაისმა, რომ ძლივს გავიგონე.
– რა თქმა უნდა, ძნელი იქნება, პატარა სულელო, – მკაცრად
მიუგო დენნამ, – მთელი დარჩენილი ცხოვრება არ დაგივიწყე-
ბენ. ქუჩაში შენი ყოველი ჩავლისას ხალხი ჩურჩულს დაიწყებს.
გათხოვებაც გაგიჭირდება. მეგობრებს დაკარგავ. მაგრამ სწო-
რედ ეს საზღაური უნდა გაიღო, თუ გინდა, ნორმალურის მსგავს
ცხოვრებას მაინც დაუბრუნდე.
ისევ მონეტების მოქუჩების ხმა გაისმა.

885 მკითხველთა ლიგა


– მესამე არჩევანი. თუ დარწმუნებული ხარ, რომ მეძავობა
გირჩევნია, შეგვიძლია ისე მოვაწყოთ, რომ ეს საქმიანობა სად-
მე თხრილში სიკვდილით არ დაასრულო. ლამაზი სახე გაქვს,
მაგრამ ნორმალური ტანსაცმელი დაგჭირდება, – მონეტების
გასრიალება, – კიდევ ვიღაც, ვინც მანერებს გასწავლის, – კი-
დევ მონეტა, – და ვინც მაგ კილოს მოგაშორებინებს, – ისევ მო-
ნეტები.
ბუტბუტი.
– იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გონივრული გზაა, – მოკლედ
მოუჭრა დენნამ.
კვლავ ბუტბუტი გაისმა.
დენნას ხანმოკლე, გაღიზიანებული ოხვრა აღმოხდა.
– კარგი, მამაშენს საჯინიბო აბარია, ხომ ასეა? მოდი, ბარო-
ნის სხვადასხვა ცხენი გაიხსენე: სახნავი ცხენი, ცხენი ეტლის-
თვის, სანადირო ცხენი...
სიხალისეშერეული ბუტბუტი.
– ზუსტად, – ახსნა გააგრძელა დენნამ, – არჩევა რომ შეგეძ-
ლოს, რომელ ცხენად ყოფნას ისურვებდი? სახნავი ცხენი ყვე-
ლაზე მეტს მუშაობს, მაგრამ საუკეთესო სადგომს იღებს? საუკე-
თესო საჭმელს?
ბუტბუტი.
– ზუსტადაც. ეგ ყველაფერი ლამაზ ცხენებს ერგება. მხო-
ლოდ მათ ეფერებიან, კარგად კვებავენ და მუშაობა მხოლოდ
მაშინ უწევთ, როცა საზეიმო აღლუმია ან ვინმე სანადიროდ მიბ-
რძანდება. ასე რომ, თუ მეძავობას აპირებ, მაგ საქმეშიც ჭკუა
უნდა იხმარო. ნავსადგურის ბინძური მეძავი კი არა, ჰერცოგი-
ნია უნდა გახდე. კაცები თავად უნდა გეარშიყებოდნენ და გასა-
ჩუქრებდნენ.
ბუტბუტი.

886 მკითხველთა ლიგა


– ჰო, საჩუქრები. თუ ფულს იხდიან, ფიქრობენ, რომ მათი სა-
კუთრება ხდები, ეს კი როგორ მთავრდება, დღეს თავადაც ნახე.
შეგიძლია ეგ შენი აქცენტი და იაფფასიანი თეთრეული დაიტო-
ვო და მეზღვაურებს ნახევარპენიანის სანაცვლოდ ხელში მოგ-
დების უფლება მისცე. ან შეგიძლია, მანერები ისწავლო, თმა
მოიწესრიგო და ჯენტლმენების გართობაზე იზრუნო. როდესაც
საინტერესო და ლამაზი ხარ, თან მოსმენაც შეგიძლია, კაცებს
შენთან სიახლოვე მოესურვებათ, ისევე ენდომებათ შენი ცეკვებ-
ზე წაყვანა, როგორც საწოლში შეთრევა. ამ დროს კი საკუთარ
ბედს უკვე შენ მართავ. ჰერცოგინიას ოთახის ფულს წინასწარ
არავინ ახდევინებს; ვერავინ გაბედავს, ჰერცოგინია ბნელ შუკა-
ში კასრზე წაკუზოს, საქმის მოთავების შემდეგ კი კბილებში მუშ-
ტი უთავაზოს.
ბუტბუტი.
– არა, – მკაცრი ხმით თქვა დენნამ. მონეტების საფულეში
ჩაჩხრიალების ხმა გაისმა, – თავს ნუ მოიტუებ. ყველაზე ლამაზი
ცხენიც კი ცხენად რჩება. ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან მაინც
თავიდან მოგიშორებენ.
კითხვის გამომხატველი ბუტბუტი.
– მაშინ უბრალოდ მიდიხარ, – უპასუხა დენნამ, – თუ იმაზე
მეტს ითხოვენ, რისი მიცემაც შეგიძლია, სხვა გზა არ გრჩება.
ღამით იპარები და ჩუმად მიდიხარ. მაგრამ თუ ასე მოიქცევი,
უკან დასახევ გზასაც იჭრი. ესეც საფასურია, რომლის გადახდაც
გიწევს.
დაეჭვებული ბუტბუტი.
– მაგას ვერ გეტყვი, – უპასუხა დენნამ, – თავად უნდა გადაწ-
ყვიტო, რა გინდა. შინ წასვლა? უნდა გადაიხადო. საკუთარ
ცხოვრებაზე კონტროლის შენარჩუნება? მანდაც იხდი. თავისუფ-
ლება გსურს, რათა უარის თქმა თამამად შეგეძლოს? იგივე. რა-
ღაცის გადახდა ყოველთვის გიწევს.
887 მკითხველთა ლიგა
სკამის გახოხების ხმა გაისმა. როცა ორივე წამოდგა, სასწრა-
ფოდ კედელს ავეკარი.
– ეს ისეთი საკითხია, ყველამ თავად რომ უნდა გადაწყვი-
ტოს, – დენნას ხმა სულ უფრო შორიდან ისმოდა, – რა გსურს
ყველაფერზე მეტად? რა გინდა ისე ძალიან, რომ სანაცვლოდ
ნებისმიერ ფასზე თანახმა ხარ?
მათი გასვლის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი და ღვინის და-
ლევას ვცდილობდი.

პირველი წიგნის დასასრული

888 მკითხველთა ლიგა

You might also like