Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

N 44

15/11/2016

აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში შპს „აუდიტის და


შეფასების სახლი“ -ს რეგისტრაციის თაობაზე

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის


სამსახურს წარედგინა შპს „აუდიტის და შეფასების სახლი“-ს (მეწარმე სუბიექტის
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრში
რეგისტრაციის N406171752, წერილის N231765/21-11; 08.11.2016წ., იურიდიული მის: ქ.
თბილისი, ვარკეთილი 3, 1 მ/რ, კორპუსი 18, ბინა 116, წარმოდგენილი დირექტორის -
ბაქარ ალადაშვილის (პ/ნ 01027035548) და ამავდროულად, გარიგების პარტნიორის - ბაქარ
ალადაშვილის - SARAS-A-609610 სახით) სარეგისტრაციო განაცხადი თანდართულ
დოკუმენტებთან ერთად, რომლითაც მოთხოვნილია შპს „აუდიტის და შეფასების
სახლი“-ს რეგისტრაცია აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში.

,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს


კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“
ქვეპუნქტების, ,,აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული
პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის
განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 17 ოქტომბრის N12 ბრძანებისა და
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის,
ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების
წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დასრულდეს შპს „აუდიტის და შეფასების სახლი“-ს სარეგისტრაციო წარმოება.


2. მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და შპს
„აუდიტის და შეფასების სახლი“-ს მიენიჭოს აუდიტორული (აუდიტური) ფირმის
ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი - SARAS-F-965029.
3. გადაწყვეტილება ეცნობოს შპს „აუდიტის და შეფასების სახლი“-ს, ბრძანების
მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის
საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6).

იური დოლიძე

სამსახურის უფროსი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

You might also like