ლაბორატორიული სამუშაო 4 სენსორული სისტემები ჩარლზ ჯანჯღავა რატი გლურჯიძე

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ლაბორატორიული სამუშაო N4

ტრანზისტორის მახასიათებლები
ჩარლზ ჯანჯღავა და რატი გლურჯიძე

სქემა

სამუშაოს მიზანი იყო PNP ტრანზისტორის (BC-327) მუშაობის შესწავლა და


მახასიათებლებზე დაკვირვება. ტრანზისტორს აქვს სამი მუშაობის რეჟიმი - გამორთული
(Cut-off), აქტიური (Active) და გაჯერების (Saturation). გამორთული რეჟიმი ნიშნავს
ტრანზისტორის ჩაკეტილობას, მასში ძაბვა არ გვაქვს. შემდეგი ორი რეჟიმის დაკვირვება
იყო სწორედ ჩვენი დავალება.
სქემის იდეა კი შემდეგში მდგომარეობს : 500kΩ-იანი ცვლადი წინაღობა გვაქვს
ჩაკეტილი (წინაღობა გვაქვს დაყენებული 0-ზე), წრედში არ გადის დენი. აქედან
გამომდინარე ტრანზისტორის ბაზის დენი არ გაგვაჩნია. იგი გვექნება როდესაც
ზემოხსენებულ ცვლად წინაღობას შევცვლით და წრედში გავატარეთ დენს, ამუშავდება
ტრანზისტორი.
შემდეგი ნაბიჯი მოიცავდა ბაზის დენის არჩევას და პოტენციომეტრის დაყენებას
ისე, რომ ჩვენი სასურველი დენი ყოფილიყო ბაზაზე. ამ შემთხვევაში ავიღეთ 0.112uA და
დავითვალეთ კოლექტორის დენი. ეს შესაძლებელია 220Ω-იან წინაღობაზე ძაბვის
გაზომით და შემდგომ მათი შეფარდებით. 10kΩ-იან პოტენციომეტრს კი ვიყენებთ
ემიტერ-კოლექტორის ძაბვის ცვლილებისათვის და საბოლოოდ კოლექტორის დენისა და
ემიტერ-კოლექტორის ძაბვის გრაფიკის აგებით დავინახავთ რეჟიმების ცვლილებას.

გამოთვლები
𝑅1 - ით ავღნიშნეთ 10kΩ-იანი ცვლადი წინაღობა.

You might also like