Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 344

1

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

2
მიძღვნა

ვუძღვნი ჩემს საყვარელ შვილს, პოლ ბლენდს, რომელმაც ყვე-


ლაფერი, რაც რკინიგზას ეხება, იმდენად კარგად იცის, რომ მისი
ცოდნის მიღმა ამ საკითხში ჩემი უმეცრება საიმედოდ იმალება.

3
თავი პირველი - ამბის დასაწყისი

თავიდან ისინი რკინიგზის ბავშვები სულაც არ იყვნენ. არა


მგონია, თავში ფიქრად მაინც მოსვლოდათ ოდესმე, რომ დად-
გებოდა დრო, როდესაც მატარებლები მათთვის რაღაც იმაზე
მეტი გახდებოდა, ვიდრე ერთი ადგილიდან მეორემდე სწრა-
ფად მისვლისთვის აუცილებელი ტრანსპორტი, რომელიც სა-
შუალებას აძლევდათ, მაგალითად, ცნობილი ილუზიონისტე-
ბის, მასკელინისა და კუკის გამოსვლებს დასწრებოდნენ, თე-
ატრში წასულიყვნენ, ზოოპარკში გაესეირნათ ან მადამ ტი-
უსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი დაეთვალიერებინათ. ისინი
ჩვეულებრივი გარეუბნელი ბავშვები იყვნენ და დედასთან და
მამასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობდნენ, რომელსაც წი-
თელი აგურის ფასადი და ვიტრაჟით შემინული შესასვლელი
კარი ამშვენებდა; დერეფანში, რომელსაც ისინი ჰოლად მოიხ-
სენიებდნენ. იატაკზე ფილები ეგო, სააბაზანო ოთახში ცხელი
და ცივი წყალი მოდიოდა; იყო ელექტროზარი, ფრანგული
ფანჯრები და თეთრი ფერის სიუხვე – ერთი სიტყვით, ყველა-
ფერი, რაც კი უძრავი ქონების აგენტების შეფასებით, თანა-
მედროვე, კეთილმოწყობილ სახლს უნდა ჰქონოდა.
ისინი სამნი იყვნენ. უფროსს რობერტა ერქვა. საერთოდ,
დედებს ყველა შვილი ერთნაირად უყვართ და უპირატესობას,
თავისთავად ცხადია, არცერთს არ ანიჭებენ, მაგრამ, თუ წუ-
თით მაინც დავუშვებთ, რომ მათი დედა შვილებში რომელიმეს
გამოყოფდა და გამორჩეულად უყვარდა, ეს სწორედ რობერტა

4
იყო. მერე პიტერი მოდიოდა, რომელიც ინჟინრობაზე ოცნე-
ბობდა, ნაბოლარას და ყველაზე კეთილსა და მოსიყვარულეს
კი ფილისი ერქვა.
მათი დედა იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლე-
ბიც დროს უაზროდ არ კარგავენ მოსაწყენ ქალბატონებთან
უაზრო ვიზიტებში და მათი საპასუხო მოსაწყენი ვიზიტების მო-
ლოდინში მოწყენილები არ სხედან. ის თითქმის ყოველთვის
სახლში იყო და ყოველთვის ეცალა შვილებთან სათამაშოდ,
მათთვის წიგნის წასაკითხად ან გაკვეთილების მომზადებაში
დასახმარებლად. გარდა ამისა, დილაობით, სანამ ბავშვები
სკოლაში იყვნენ, საინტერესო მოთხრობებს წერდა, რომლებ-
საც შვილებს საღამოობით, ჩაის შემდეგ უკითხავდა ხოლმე.
მოთხრობებთან ერთად ის შვილების დაბადების დღეებისა და
სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებისადმი მიძღვნილ სახალისო
ლექსებსაც თხზავდა, მაგალითად, როდესაც სახლში კნუტს
მოიყვანდნენ და სახელს დაარქმევდნენ, თოჯინების სახლში
ავეჯს ახლებურად დააწყობდნენ, ან ბავშვები მოხდილი ყბაყუ-
რას შემდეგ გამოჯანმრთელდებოდნენ ხოლმე.
ამ სამ ბავშვს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც კი ბავშვმა შეიძ-
ლება იოცნებოს: ლამაზი ტანსაცმელი, კარგი ხარისხის ნივ-
თები და სათამაშოებით სავსე მშვენიერი საბავშვო ოთახი,
რომლის კედლებზე გაკრული შპალერიც დედილო ბატის ამ-
ბებს ასახავდა, ჰყავდათ ძიძაც, მხიარული და კეთილი ქალი
და, კიდევ ერთგული ძაღლი, სახელად ჯეიმსი, რომელიც სამი-
ვეს ერთნაირად ესიყვარულებოდა. ჰყავდათ იდეალური მამა,
რომელიც არასდროს ბრაზობდა, ყველა საკითხს სამარ-
თლიანად წყვეტდა და თითქმის ნებისმიერ წუთს მზად იყო,
მათთან ეთამაშა. იმ იშვიათ შემთხვევებში კი, როცა სათამა-
შოდ არ ეცალა, ბავშვებს ამის მიზეზს ყოველთვის საფუძვლია-

5
ნად უხსნიდა და თანაც არგუმენტებს ისე საინტერესოდ და სა-
ხალისოდ ჩამოაყალიბებდა ხოლმე, რომ ბავშვებს უკმაყოფი-
ლებისა და წყენის საფუძველი არასოდეს ჰქონდათ.
ალბათ ფიქრობთ, რომ სამივენი ძალიან ბედნიერები იყ-
ვნენ და, რა თქმა უნდა, ასეც იყო, ამ ბავშვებს მართლაც უღ-
რუბლო ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ იმას, რომ ასე ბედნიერი
იყო მათი ცხოვრება, თვითონ ნამდვილად ვერ ხვდებოდნენ...
სანამ ერთ დღესაც, წითელფასადიან სახლში ეს ბედნიერი და
უღრუბლო ყოფა არ დამთავრდა და სულ სხვანაირად ცხოვრე-
ბა არ მოუწიათ.
საშინელი ცვლილება თავს სრულიად მოულოდნელად და-
ატყდათ.
პიტერს დაბადების დღე ჰქონდა – ათი წელი შეუსრულდა.
სხვა უამრავ საჩუქართან ერთად იმ დღეს პიტერს პატარა ორ-
თქლმავალიც აჩუქეს, თანაც ბოლო მოდელი, აი, ისეთი, რო-
გორზეც ყველა ათი წლის ბიჭი ოცნებობს. პიტერს, რა თქმა უნ-
და, სხვა საჩუქრებიც მოეწონა, მაგრამ საოცნებო ლოკომო-
ტივს მაინც ვერცერთი ვერ შეედრებოდა.
სანატრელი საჩუქრის მიღებით განცდილი ნეტარება ზუს-
ტად სამ დღეს გაგრძელდა, მერე კი, არავინ იცის, თავად პიტე-
რის გამოუცდელობის გამო, თუ იმიტომ, რომ, მართალია, კე-
თილი ზრახვებით, მაგრამ მთელი იმ სამი დღის განმავლობა-
ში ლოკომოტივის მიმართ საკმაოდ თავის მომაბეზრებელი
ინტერესით ანთებულ ფილისს გაუფუჭდა შემთხვევით რაღაც,
ანდა იქნებ სულაც სხვა მიზეზით, მაგრამ ლოკომოტივი მო-
ულოდნელად აფეთქდა. ჯეიმსს ისე შეეშინდა, რომ საბავშვო
ოთახიდან ტყვიასავით გავარდა და საღამომდე არ დაბრუნე-
ბულა. ნოეს კიდობნიდან (იგულისხმება სათამაშო ნოეს კიდო-
ბანი.) ტენდერში (ორთქლმავლის მისაბმელი ნაწილი, რო-
მელშიც ქვანახშირისა და წყლის საჭირო მარაგი თავსდება)?
6
გადასმული ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები ნამ-
სხვრევებად იქცა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, მაგრამ საბრა-
ლო პატარა ლოკომოტივის ძრავისა და პიტერის გრძნობების
გარდა მეტი არავინ და არაფერი დაშავებულა. ამბობდნენ, პი-
ტერმა იტირაო, მაგრამ ეს, თავისთავად ცხადია, ტყუილია:
რაც გინდა საშინელი იყოს ტრაგედია, ათი წლის ბიჭები ხომ
არ ტირიან. მერე რა, რომ თვალები ჰქონდა ჩაწითლებული.
პიტერმა მიზეზი გაციებით ახსნა, რაც, მისდა გასაკვირად, სი-
მართლე აღმოჩნდა, რადგან, როცა გაციებას იმიზეზებდა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მართლა გაცივდებოდა და
იძულებული გახდებოდა, ლოკომოტივის აფეთქების მომდევ-
ნო დღე ლოგინში გაეტარებინა. დედას თავზარი დაეცა, ისიც
კი იფიქრა, პიტერს წითელა შეეყარაო, მაგრამ ბიჭი ლოგინში
წამოჯდა და გამოაცხადა:
– ვერ ვიტან ფაფას! ვერ ვიტან ქერის ამ წყალწყალა სალა-
ფავს და ვერც ამ რძეს და პურს! მომაშორეთ! მინდა ავდგე და
რამე გემრიელი შევჭამო!
– კარგი, მითხარი, აბა, რა გინდა? – ჰკითხა დედამ.
– მტრედის ხორცის ღვეზელი, – ხარბი მოუთმენლობით
უპასუხა მაშინვე პიტერმა, – დიდი ღვეზელი, ყველაზე დიდი,
რაც კი ოდესმე მიჭამია!
დედამაც, რა თქმა უნდა, მაშინვე მზარეულს დაავალა, რომ
პიტერისთვის მტრედის ხორცის დიდი ღვეზელი გამოეცხო.
მან ცომი მოზილა, გააბრტყელა, გულსართით გამოტენა და
გამოსაცხობად ქურაში შედგა. ღვეზელი რომ გამოცხვა, პი-
ტერმა ერთი დიდი ნაჭერი შეჭამა და გაციებამაც მაშინვე თით-
ქმის მთლიანად გაუარა. მანამდე კი, სანამ ღვეზელი ცხვებო-
და, დედამ ავადმყოფის გასახალისებლად და თავშესაქცევად

7
ლექსი დაწერა, რომელიც იმის აღწერით იწყებოდა, დროდად-
რო როგორი ხიფათიანი, მაგრამ გულადი ბიჭი იყო პიტერი და
შემდეგ ასე გრძელდებოდა:

თავის ახალ ლოკომოტივს


თავს ევლება ბიჭი ჩვენი,
მაგრამ თურმე სათამაშოს
არ ეწერა გრძელი დღენი.

ახლა გეტყვით, როგორ მოხდა


ეს ამბავი საზარელი,
საშინელი ხმით აფეთქდა
სათამაშო საყვარელი!

მოიღუშა პიტერ-ბიჭი,
„ამას დედაც ვერ უშველის!“
მაგრამ მაინც მიუტანა
ნამტვრევები მატარებლის.

მგზავრები და მემანქანე
მიატოვა დაღუპული,
რადგან თავის ლოკომოტივს
მისტიროდა გულმოკლული.

მერე უცებ ავად გახდა,


ამის გამო ბიჭი მარდი
და დიდ ღვეზელს ელოდება,
რომ გაქარწყლდეს მისი დარდი.

თბილ საბანში გახვეული


8
წევს და კვნესის მთელი დილა,
მაგრამ უკვე ათისაა
და ეს დარდიც ითაკილა.

ბიჭს თვალები ჩაუწითლდა,


რა თქმა უნდა, გრიპის გამო,
მაგრამ ღვეზელს უცხობენ და
აგერ ნახეთ, თუ არ ჭამოს!

თუმცა პიტერი იმედს მაინც არ კარგავდა. უბედური შემ-


თხვევის დროს მამა, რომელსაც გამომგონებლის გამჭრიახი
გონება და ოქროს ხელები ჰქონდა, სოფელში იყო წასული, სა-
იდანაც, წესით, სამ-ოთხ დღეში უნდა დაბრუნებულიყო, ამი-
ტომ პიტერი ახლა მას ელოდებოდა მოუთმენლად და თავს ირ-
წმუნებდა, მამა ლოკომოტივის შეკეთებასაც შეძლებსო. არ
არსებობდა ქვეყნად არაფერი, რასაც მამა ვერ შეაკეთებდა.
სწორედ მამამ შეძლო, რომ პიტერის საქანაო ხის ცხენს ნამ-
დვილ ვეტერინარ-ქირურგად მოვლენოდა და საყვარელი სა-
თამაშოსთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა: ერთხელ ხის ცხენი
ისეთ მოუხერხებელ ადგილზე გატყდა, დურგალმაც კი ვერა-
ფერი იღონა და პიტერს უთხრა, ცხენს აღარაფერი ეშველე-
ბაო. რაღას იზამდნენ, დაუჯერეს დურგალს და ცხენს უკვე გა-
დაგდებას უპირებდნენ, მაგრამ მამამ არ გადააგდებინა და, მი-
უხედავად იმისა, რომ ამის იმედი აღარავის ჰქონდა, ცხენი მა-
ინც შეაკეთა. იგივე მოხდა, როცა თოჯინას აკვანი გატყდა, რო-
მელსაც მამას გარდა ვერავინ უშველა და მერე ნოეს კიდობნის
შემთხვევაშიც: მამამ წებოს, რამდენიმე წკირისა და ჯიბის და-
ნის დახმარებით კიდობნის ბინადარი ცხოველები პატარ-პა-
ტარა ფეხებზე ისე დაამაგრა კიდობანში, რომ ასე მყარად თა-
ვიდანაც კი არ იდგნენ.
9
იმ დღეს, როცა მამა სოფლიდან დაბრუნდა, პიტერმა გმი-
რული თავშეკავება გამოავლინა და, სანამ მამამ არ ივახშმა
და ვახშმის შემდეგ სიგარა არ მოწია, ლოკომოტივის აფეთქე-
ბაზე სიტყვაც არ დაუძრავს. სინამდვილეში, თავშეკავების გა-
მოვლენა დედამ ურჩია, მაგრამ რჩევას შესრულებაც ხომ უნ-
დოდა, პიტერმა კი შეძლო და, მიუხედავად იმისა, რომ ამის-
თვის მთელი მოთმინების მოკრება დასჭირდა, დედას დაუჯე-
რა.
ბოლოს, როგორც იქნა, დედამ სიჩუმე დაარღვია და მამას
მიმართა:
– ახლა კი, ძვირფასო, თუ მგზავრობის შემდეგ დაისვენე და
თავს კარგად გრძნობ, გვინდა, რკინიგზაზე დიდი ავარიის შე-
სახებ გიამბოთ და რჩევა გკითხოთ.
– აბა, გისმენთ, – უპასუხა მამამ.
სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ პიტერმა საბავშვო ოთახი-
დან გაფუჭებული ლოკომოტივი გამოიტანა.
– ჰმ-მ, – ჩაფიქრებული ხმით ჩაიდუდღუნა მამამ და გატე-
ხილი სათამაშო ყურადღებით შეათვალიერა.
ბავშვებს მოლოდინით სუნთქვა შეეკრათ და მამას გაფაცი-
ცებული სახეებით შეაჩერდნენ.
– არაფერი ეშველება? ტყუილად მქონდა იმედი? – გაბზა-
რული ხმით ჰკითხა ბოლოს პიტერმა.
– იმედი? სულაც არა, საიმედოს მე აქ ბევრ რამეს ვხედავ,
მეტსაც გეტყვი, მთელ ტონას! – ხალისიანად უპასუხა მამამ. –
მაგრამ იმედის გარდა ინსტრუმენტები, ცოტა კალა და სარჩი-
ლავი დამჭირდება. ვფიქრობ, ჯობია, ლოკომოტივის შესაკე-
თებლად რომელიმე წვიმიანი დღე შევარჩიოთ. მგონი, სწო-
რედ ამ შაბათსაა წვიმა გამოცხადებული. როგორც ვხვდები,
ეს საქმე მთელ დილას წაიღებს, თქვენ კი მომეხმარებით.

10
– ლოკომოტივის შეკეთებაში გოგონები როგორ უნდა დაგ-
ვეხმარონ? – უნდობლად ჰკითხა პიტერმა.
– თავისუფლად! გოგონები ისეთივე ჭკვიანები არიან, რო-
გორებიც ბიჭები. ეს არასდროს დაივიწყო, პიტერ! მითხარი,
ფილის, გინდა, მატარებლის მემანქანე გამოხვიდე?
– მერე ხომ სახეგამურულს მომიწევს სიარული? – მოიღუ-
შა ფილისი. – თანაც ხომ ვიცი, აუცილებლად რამეს გავაფუ-
ჭებ.
– სამაგიეროდ, მე მინდა! – ენთუზიაზმით ჩაერთო რობერ-
ტა. – როგორ ფიქრობ, მამა, რომ გავიზრდები, შევძლებ, მე-
მანქანე გავხდე? ან თუნდაც მეცეცხლური?
– ანუ, ის ვინც, ცეცხლის გაღვივებაზე იმუშავებს? – ჰკითხა
მამამ და ისევ, გაფუჭებული სათამაშოსკენ თავდახრილი,
ძრავას თითით მიაწვა. – რატომაც არა! თუ არ გადაიფიქრებ
და, როცა გაიზრდები, ისევ ეს გენდომება, საქმეს კარგად შე-
ისწავლი და პირველი ქალი მეცეცხლური იქნები. მახსოვს, პა-
ტარა რომ ვიყავი...
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
– ვინ უნდა იყოს? – კოპები შეკრა მან. – აი, ხომ ამბობენ,
ყოველი ინგლისელის სახლი მისი ციხესიმაგრეაო, მაგრამ
ხანდახან ძალიან მინდება, ჩვენი სახლის გარშემო მართლაც
მიუვალი მაღალი გალავანი და წყლით სავსე თხრილი იყოს
შემოვლებული და იმ თხრილზე მხოლოდ ასაწევი ხიდით შეიძ-
ლებოდეს გადმოსვლა.
ოთახში წითურთმიანი მოახლე რუთი შემოვიდა და ოჯახის
უფროსს მოახსენა, ორი ჯენტლმენი თქვენთან შეხვედრას ით-
ხოვსო.
– სტუმრები ბიბლიოთეკაში შევაცილე, სერ, – დაამატა ბო-
ლოს.

11
– ალბათ ვიკარიუსის (მღვდლის თანაშემწე) დანიშვნის
შეტყობინებაა, ან საეკლესიო გუნდისთვის აგროვებენ ფულს,
– თქვა დედამ, – საღამო რომ არ გაგვიფუჭდეს, შეეცადე, რო-
გორმე მალე მოიშორო თავიდან, ძვირფასო, თანაც სადაცაა,
ბავშვებიც დასაძინებლად უნდა დაწვნენ.
მაგრამ მამას სტუმრების თავიდან მოშორება სწრაფად
არასოდეს გამოსდიოდა.
– ახლა მეც ძალიან მინდა, რომ ჩვენი სახლის გარშემო
წყლით სავსე თხრილი და ასაწევი ხიდი იყოს, – ამოიოხრა
რობერტამ, – აი, წარმოიდგინეთ, ყოველთვის, როცა მარტო
ყოფნა გვენდომებოდა, ავწევდით ხოლმე ხიდს და დაუპატიჟე-
ბელი სტუმრებიც ვეღარ შეგვაწუხებდნენ. როგორც ვატყობ,
თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩებიან, მამას დაავიწყდება, რის მო-
ყოლას აპირებდა თავის პატარაობაზე.
დედა შეეცადა, ბავშვები მეფის მწვანეთვალება ასულის
ახალი ჯადოსნური ზღაპრით გაერთო, მაგრამ ბავშვებს ყუ-
რადღება ბიბლიოთეკისკენ ჰქონდათ მიპყრობილი, საიდანაც
ოთახში თანდათან სულ უფრო და უფრო გარკვევით აღწევდა
მამასა და იმ ორი ჯენტლმენის ცალკეული რეპლიკები. მამა
საკმაოდ ხმამაღლა და სულ სხვანაირად ლაპარაკობდა, ვიდ-
რე მაშინ, როცა ხელმოწერების ან საეკლესიო დღესასწაულე-
ბისთვის ფულის შესაგროვებლად მოსულ ადამიანებს ელაპა-
რაკებოდა ხოლმე.
ბოლოს ბიბლიოთეკაში ზარი აწკრიალდა და ყველამ შვე-
ბით ამოისუნთქა.
– როგორც იქნა, მიდიან, – თქვა ფილისმა, – რუთს დაუძა-
ხა, რომ სტუმრები გააცილოს.
მაგრამ რუთმა სტუმრები კი არ გააცილა, წუთის შემდეგ ის
ისევ საბავშვო ოთახში შემოვიდა და ბავშვებმა მაშინვე შენიშ-
ნეს, რომ ქალი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა.
12
– უკაცრავად, მემ, გთხოვთ... – ამოიბუტბუტა მან, – ბატონი
გთხოვთ, ბიბლიოთეკაში შეხვიდეთ. ბატონი... საშინლად გა-
მოიყურება, მემ, მკვდრის ფერი ადევს. გამაგრდით... როგორც
ვხვდები, რაღაც ცუდი ამბავი აქვს. არ ვიცი, ან ოჯახის რომე-
ლიღაც წევრი მოკვდა, ან თქვენი ბანკი გაკოტრდა, ან რაღაც...
– ნუ ნერვიულობთ, რუთ, – დაყვავებით გააწყვეტინა დე-
დამ, – შეგიძლიათ, საქმეს დაუბრუნდეთ.
დედა ადგა და ბიბლიოთეკისკენ გაემართა, საიდანაც კაცე-
ბის ლაპარაკთან ერთად ერთხანს მისი ხმაც ისმოდა. მერე
ისევ ზარმა გაიწკრიალა და რუთი კების (ერთცხენიანი დასა-
ქირავებელი ეტლი ინგლისში) დასაძახებლად წავიდა. ბავ-
შვებმა შემოსასვლელი კარისკენ კიბეზე ჩამავალი ადამიანე-
ბის ნაბიჯების ხმა გაიგონეს. კები დაიძრა და კარის დაკეტვის
ხმა გაისმა. ამის მერე დედა საბავშვო ოთახში დაბრუნდა. დე-
დას სახე თავისი მაქმანის საყელოსავით გაფითრებოდა. თვა-
ლები გაფართოებოდა და ულაპლაპებდა, ტუჩები კი ერთ
წვრილ, ღია ვარდისფერ და ფორმადაკარგულ ხაზად მოკუმ-
ვოდა.
– ძილის დროა, – ამოილუღლუღა ხმაჩავარდნილმა,– რუ-
თი დაგაწვენთ.
– მაგრამ მამა ხომ ახლახან ჩამოვიდა და დაგვპირდი, რომ
მამასთან ყოფნის უფლებას დღეს ცოტა გვიანობამდე მოგ-
ვცემდი, – შეახსენა ფილისმა.
– მამა... საქმეზე გამოიძახეს, – ისევ ჩაუწყდა ხმა დედას, –
ჰე, მიდით, საყვარლებო, დროზე დაწექით და დაიძინეთ.
პიტერმა და ფილისმა დედას აკოცეს და თავ-თავიანთ საძი-
ნებლებში წავიდნენ, რობერტა კი შეჩერდა, დედას აკოცა და
მოეხვია.
– დე, მართლა რამე ცუდი მოხდა? – ჰკითხა ხმადაბლა. –
მართლა ვინმე მოკვდა?
13
– არა, არავინ არ მომკვდარა, – განერვიულებული ხმით
უპასუხა დედამ და რობერტას მკლავებიდან თავი ლამის ძა-
ლით გაითავისუფლა, – ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი, საყ-
ვარელო, წადი, ძვირფასო, გთხოვ... ახლა ჯობია, წახვიდე და
დაიძინო...
და რობერტაც დასაძინებლად წავიდა.
რუთმა გოგონებს თმა დავარცხნა და ტანსაცმლის გახდაში
დაეხმარა (ამას თითქმის ყოველთვის დედა აკეთებდა ხოლ-
მე), მერე გაზის სანათურები ჩაუქრო, ღამე მშვიდობისა უსურ-
ვა და პიტერის საძინებლისკენ გაემართა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ პიტერი არათუ დაწოლილიყო, ტანსაცმელიც კი არ გა-
ეხადა. გოგონების ოთახიდან გამოსულმა რუთმა პიტერი კი-
ბეზე დაინახა, ის საფეხურზე იჯდა და ელოდებოდა.
– რუთ, მითხარი, რა მოხდა? – მისი დანახვისთანავე ჰკით-
ხა ბიჭმა.
– ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ და არც მე მოგატყუებ, –
უპასუხა წითურთმიანმა მოახლემ, – მალე შენ თვითონ გაიგებ
ყველაფერს.
გვიან, უკვე ღამით, დედა ბავშვების საძინებლებში ფეხაკ-
რეფით ავიდა და შვილებს აკოცა. ამ დროს უკვე სამივეს ეძინა
და ერთადერთი, ვინც დედის კოცნა იგრძნო და გაეღვიძა, რო-
ბერტა იყო, მაგრამ იმანაც თავი მოიმძინარა. დედა ტირის... –
გაიფიქრა სიბნელეში მის სუნთქვას მიყურადებულმა, – მაგ-
რამ, თუ არ უნდა, რომ მიზეზი გვითხრას, ესე იგი, ზედმეტი
კითხვებით არც ჩვენ უნდა შევაწუხოთ.
მეორე დილას სასაუზმოდ ქვევით ჩასულ და-ძმას დედა
სახლში აღარ დახვდა.
– ლონდონში გაემგზავრა, – უთხრა ბავშვებს რუთმა და სა-
სადილო ოთახიდან გავიდა.

14
– როგორც ჩანს, რაღაც საშინელება მოხდა, – ჩაილაპარა-
კა პიტერმა და მოხარშული კვერცხი გატეხა, – რუთმა გუშინ
დაძინების წინ მითხრა, მალე თქვენ თვითონ გაიგებთ ყველა-
ფერსო.
– შენ რა... რამე ჰკითხე? – აღშფოთდა რობერტა.
– აბა რას ვიზამდი?! – გაბრაზებული ხმით უპასუხა პიტერ-
მა. – ეს შენ გამოგდის, მშვიდად გეძინოს, როცა დედა ასე
ნერვიულობს, მე კიდევ არ შემიძლია!
– არც მე შემიძლია, მაგრამ ეგეთ რამეებზე მოახლესთან
ლაპარაკი მაინც არ შეიძლება. თუ დედას მიაჩნია, რომ ის რა-
ღაც ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, ესე იგი, ასეა საჭირო! – შეეკამა-
თა რობერტა.
– შენი დამოძღვრა არაფერში მჭირდება, მის ჭკუის კოლო-
ფო! – კბილი გაჰკრა პიტერმა. – გირჩევნია, თავი გამანებო!
– ისე, მე სულაც არ ვარ ჭკუის კოლოფი, მაგრამ, მგონი,
ბობი მართალს ამბობს, – გამოექომაგა დას ფილისი.
– ჰო, რა თქმა უნდა, ეგ ხომ ყოველთვის მართალია! – ჩა-
იბუზღუნა პიტერმა. – უფრო სწორად, თვითონ ჰგონია, რომ
მართალია...
– ოჰ, კარგი რა, გეყოფა! – ხმას აუწია რობერტამ და პირის-
კენ წაღებული კოვზი ჰაერში გაუშეშდა. – ახლა ჩხუბის დრო
ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, რაღაც საშინელება
მოხდა, ასე რომ, მოდი, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ამ
ჩვენი უაზრო კინკლაობით დედა კიდევ უფრო არ გავანერვი-
ულოთ!
– მერე ვინ დაიწყო? – ისევ შეეპასუხა პიტერი.
რობერტა შეეცადა თავს მორეოდა და, რაც შეიძლებოდა,
მშვიდად აღიარა:
– მართალი ხარ, მე დავიწყე, მაგრამ...

15
– აბა, მე რას ვამბობდი! – გამოაცხადა პიტერმა და გამარ-
ჯვებულის გამომეტყველებით გაიღიმა, მაგრამ სკოლაში წას-
ვლის წინ უფროს დას მხარზე რბილად დაჰკრა ხელი და მათი
ხანმოკლე ჩხუბიც ამით დამთავრდა.
დღის პირველ საათზე, როცა ბავშვები სკოლიდან სადილად
დაბრუნდნენ, დედა სახლში არ დახვდათ. ამიტომ ბავშვებმა
უიმისოდ ისადილეს და მოგვიანებით, ექვს საათზე ჩაიც მის გა-
რეშე დალიეს.
უკვე შვიდი ხდებოდა, როცა, როგორც იქნა, კარი გაიღო და
დედა სახლში შემოვიდა, მაგრამ ისეთი გატანჯული, დაღლი-
ლი და საბრალო შესახედავი იყო, რომ სამივე უსიტყვოდ მიხ-
ვდა: დედასთვის კითხვების დასმა ახლა არ შეიძლებოდა. დე-
და სავარძელში უძლურად ჩაესვენა. ფილისმა მას შლაპიდან
გრძელი ქინძისთავები ამოაძრო და შლაპა მოხადა, რობერტა
ხელთათმანების გახდაში დაეხმარა, პიტერმა კი ფეხსაცმლის
შესაკრავები შეუხსნა, გახადა და ხავერდის რბილი ჩუსტები
მიუტანა.
დედამ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო შვილებს დალაპარა-
კებოდა, რაც ჩაი დალია და რობერტამ თავის ტკივილის და-
საამებლად საფეთქლები ოდეკოლონით დაუზილა.
– ახლა კარგად მომისმინეთ, ჩემო ძვირფასებო, რაღაცის
თქმა მინდა... იმ კაცებმა, გუშინ რომ მოვიდნენ, ძალიან ცუდი
ამბავი მოიტანეს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მამათქვენი
ერთხანს ჩვენთან ერთად ყოფნას ვერ შეძლებს. სიმართლე
გითხრათ, ამაზე მე ძალიან ვნერვიულობ და, უპირველეს ყოვ-
ლისა, თქვენი დახმარება მჭირდება. იმედი მაქვს, ისე მოიქცე-
ვით, რომ თქვენ გამო მაინც არ ვინერვიულებ და ამით მდგო-
მარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდება.

16
– რა თქმა უნდა, დედა, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგ-
ვეძლება! – წამოიძახა რობერტამ და დედას ხელი თავის ლო-
ყაზე მიიდო.
– ძალიან დამეხმარებით, – განაგრძო მან, – თუ, როცა სახ-
ლში არ ვიქნები ხოლმე, კარგად მოიქცევით და არ იჩხუბებთ,
– დედის ამ სიტყვებზე რობერტამ და პიტერმა ერთმანეთს დამ-
ნაშავის სახეებით გადახედეს, – იმიტომ, რომ, როგორც ვატ-
ყობ, სახლიდან წასვლა ხშირად მომიწევს.
– არა, რა თქმა უნდა, არ ვიჩხუბებთ, გეფიცებით! – სამივემ
ერთხმად და სრულიად გულწრფელად უპასუხა დედას.
– მაშინ... – ამოიოხრა ბოლოს, – მინდა, კიდევ ერთი რამე
შემისრულოთ: გთხოვთ, იმის შესახებ, რაც მოხდა, კითხვები
არ დამისვათ. და არც სხვებს ჰკითხოთ რამე.
პიტერი მაშინვე მოიბუზა და ნოხზე ფეხების ფლასუნს მოჰ-
ყვა.
– პიტერ, მაძლევ პირობას, რომ არავის არაფერს ჰკითხავ?
– გაიმეორა დედამ.
– მე რუთს ვკითხე... – აღიარა ნაჩქარევად ბიჭმა და და-
იმორცხვა, – ბოდიში, მაგრამ უკვე ვკითხე.
– მერე რა გიპასუხა?
– მითხრა, მალე თქვენ თვითონ გაიგებთ ყველაფერსო.
– დამიჯერე, კითხვების დასმა და ამ ამბებში გარკვევა
თქვენ ნამდვილად არაფერში გჭირდებათ, – თავი გააქნია დე-
დამ, – ეს მამას სამსახურის საქმეებია, ჩვენ კი მამას საქმეების
არაფერი გაგვეგება, ასე არ არის?
– ასეა, არაფერი გაგვეგება, – დაეთანხმა მაშინვე რობერ-
ტა და რადგანაც იცოდა, რომ მამა სამთავრობო დაწესებულე-
ბაში მუშაობდა, დაინტერესდა, – მამას საქმეები როგორღაც
მთავრობას ეხება, არა?

17
– მართალი ხარ, – უპასუხა დედამ, – ახლა კი, ჩემო ძვირ-
ფასებო, დაძინების დროა. და გთხოვთ, არაფერზე არ ინერვი-
ულოთ, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ყველაფერი მოგ-
ვარდება.
– მაშინ არც შენ ინერვიულო, დედა, – ჩაერთო ფილისი, –
ჩვენ კი გპირდებით, რომ ოქროს შვილები ვიქნებით.
დედამ ღიმილით ამოიოხრა და სამივეს აკოცა.
– ხვალ დილიდან გავიღვიძებთ თუ არა, კარგები უნდა გავ-
ხდეთ, – გამოაცხადა პიტერმა კიბეზე რომ ადიოდნენ.
– რატომ ხვალ დილიდან და არა დღესვე? – ჰკითხა რო-
ბერტამ.
– იმიტომ, რომ დღეს უკვე დასაძინებლად ვწვებით, სულე-
ლო, ძილში კარგად როგორ უნდა მოვიქცეთ?
– სხვათა შორის, ახლავე შეგვიძლია, დავიწყოთ და კარგე-
ბი ვიყოთ, აი, თუნდაც იმით, რომ ერთმანეთს ცუდი სიტყვები
არ ვუთხრათ, – ჩაერია ფილისი.
– მერე ვინ ამბობს ცუდ სიტყვებს? – გაიკვირვა პიტერმა. –
ბობიმ მშვენივრად იცის, რომ როცა სულელს ვეძახი, ეს იგივე
სახელის დაძახებაა.
– ჰმ, მართლა?! – ძმას საყვედურით გადახედა რობერტამ.
– არა, არ გეწყინოს, ბობი, ის სულაც არ მიგულისხმია, რაც
შენ იფიქრე, – ნაჩქარევად აუხსნა პიტერმა, – ეგ სულელო
ხომ მოფერებით გითხარი, აი, ისე, როგორც მამამ იცის ხოლ-
მე... კარგი, ღამე მშვიდობისა.
ძილის წინ გოგონებმა თავიანთი კაბები განსაკუთრებული
მონდომებით დაკეცეს, ორივემ იფიქრა, რომ ეს ერთადერთი
რამე იყო, რაც უკვე დღესვე, დაძინებამდე კარგად მოქცევად
ჩაეთვლებოდათ.

18
– ბობი, გახსოვს, ადრე რომ ამბობდი ხოლმე, ძალიან მო-
საწყენი ცხოვრება გვაქვსო? – უთხრა დას ფილისმა და წინ-
საფრის ნაკეცები საგულდაგულოდ ჩამოასწორა, – ამბობდი,
ისე არ ვცხოვრობთ, როგორ ცხოვრებაზეც სათავგადასავლო
წიგნებში ვკითხულობთო. ჰოდა, აი, ხომ ხედავ?! ახლა ჩვენ-
თანაც რაღაც მოხდა.
– ჰო, მაგრამ მე რაღაც ისეთის მოხდენას კი არ ვნატრობ-
დი, რაც დედას გაანერვიულებდა და გულს ატკენდა, – უპასუხა
რობერტამ, – ეს ხომ ნამდვილი საშინელებაა!
ეს „ნამდვილი საშინელება“ მათ ცხოვრებაში კიდევ რამდე-
ნიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
დედა თითქმის ყოველდღე ლონდონში მიემგზავრებოდა
საქმეებზე. საჭმელი სახლში უგემური და ერთფეროვანი გახ-
და. ჯერ მზარეულის დამხმარე მოსამსახურის დათხოვნა მო-
უხდათ, მერე კი დეიდა ემა ჩამოვიდა სტუმრად. დედას და, დე-
დაზე ბევრად უფროსი დეიდა ემა, უცხოეთში გამგზავრებას და
იქ ბავშვების აღმზრდელად მუშაობას აპირებდა და მთელი თა-
ვისი ყურადღებაც ამ მგზავრობისა და უცხოეთში მუშაობის-
თვის თავისი გარდერობის მომზადებისკენ ჰქონდა მიმართუ-
ლი. მისი ძალიან ულამაზო, ძველმოდური და თანაც საშინ-
ლად გახუნებული ტანსაცმელი დეიდა ემას ჩამოსვლიდან
რამდენიმე დღეში უკვე მთელ სახლში ეყარა და დილიდან და-
ღამებამდე, ხანდახან კი ღამღამობითაც საკერავ მანქანას გა-
უდიოდა რახრახი. დეიდა ემას გულმხურვალედ სჯეროდა,
რომ ბავშვებისთვის ადგილი უნდა მიეჩინა, ბავშვებს კი, თავის
მხრივ, ეგონათ, ურიგო არ იქნებოდა, თავისი ადგილი თავად
დეიდა ემას სცოდნოდა და, ამიტომ იქ, სადაც დეიდა ემა იყო,
თვითონ თითქმის არასოდეს არ იყვნენ, ცდილობდნენ, მისგან
თავი, რაც შეიძლებოდა, შორს დაეჭირათ და დროს უმეტესად

19
მსახურების კომპანიაში ატარებდნენ. ბავშვებს დეიდა ემას-
თან ყოფნაზე მეტად მსახურების საზოგადოებაში ყოფნა მოს-
წონდათ. მზარეული მათ სახუმარო სიმღერებს უმღეროდა, რა
თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგ გუნებაზე იყო,
მოახლე კი, როცა მათზე არ ბრაზობდა, იმით ართობდა, რომ
კრუხივით კაკანებდა, შამპანურის ბოთლიდან საცობის ამოძ-
რობის ხმას გამოსცემდა და ერთმანეთს წაკიდებული კნუტე-
ბის ხმაზე კნაოდა. მსახურები ბავშვებს ორი ჯენტლმენის მო-
ტანილ ცუდ ამბავზე არაფერს ეუბნებოდნენ, მაგრამ გადაკრუ-
ლი სიტყვა დროდადრო მაინც დასცდებოდათ ხოლმე, საიდა-
ნაც ბავშვები ხვდებოდნენ, რომ, თუ კითხვას დაუსვამდნენ და
სთხოვდნენ, მსახურები სულაც არ იქნებოდნენ უარზე, მათ-
თვის საიდუმლო გაემხილათ და ამის გამო თავს ძალიან უხერ-
ხულად გრძნობდნენ.
ერთხელ, როდესაც პიტერმა აბაზანის კარის თავზე სამაი-
მუნოდ ხაფანგი მოაწყო და ხაფანგში რუთი გაება, წითურთმი-
ანმა მოახლემ პიტერი დაიჭირა და ყური აუწია.
– შე, საძაგელო! – დაუყვირა გაცეცხლებულმა. – დაიმახ-
სოვრე ჩემი სიტყვა. თუ არ გამოსწორდები და ასე გააგრძე-
ლებ, იცოდე, იქ ამოყოფ თავს, სადაც შენი ძვირფასი მამიკო
ჩააყუდეს!
მოგვიანებით რობერტამ რუთის ნათქვამი სიტყვასიტყვით
გაუმეორა დედას და რუთი მეორე დღესვე დაითხოვეს სამსა-
ხურიდან.
ერთხელაც დედა სახლში დაბრუნებისთანავე ლოგინში
ჩაწვა და თავისი ოთახიდან ორ დღეს აღარ გამოსულა. მერე
დედასთან ექიმი მოვიდა, ბავშვები კი მთელი ამ დროის გან-
მავლობაში სახლში ფეხაკრეფით დადიოდნენ და სამივეს ისე-
თი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქვეყნიერების დასასრული
დადგა.
20
მესამე დილას დედა სასაუზმოდ სასადილო ოთახში ჩამო-
ვიდა. ავადმყოფობის შემდეგ სახეზე ჯერაც ფერი არ ედო, მაგ-
რამ სიფითრესთან ერთად ბავშვებმა შენიშნეს, რომ დედას ნა-
ოჭებიც გასჩენოდა, ახალი ნაოჭები, რომლებიც აქამდე ნამ-
დვილად არ ჰქონდა. დედა მაგიდასთან დაჯდა და რამდენადაც
შეეძლო, გულღიად გაიღიმა.
– ესეც ასე, ჩემო ბარტყებო, ახლა უკვე შემიძლია გით-
ხრათ, რომ ყველაფერი მოგვარდა, – მიმართა მან შვილებს,
– მალე ჩვენ ამ სახლიდან გადავალთ და სოფელში, პატარა,
მყუდრო და ქათქათა თეთრ სახლში ვიცხოვრებთ. დარწმუნე-
ბული ვარ, იქაურობა ძალიან მოგეწონებათ.
გასამგზავრებლად მზადება და ბარგის ჩალაგება მთელ
კვირას გაგრძელდა, მაგრამ ერთია, როცა ზღვაზე დასასვე-
ნებლად გამგზავრების წინ უბრალოდ ტანსაცმელს ალაგებ ჩე-
მოდნებში და სულ სხვაა, როცა საცხოვრებლად სხვაგან გადა-
დიხარ. იფუთებოდა ყველაფერი: მაგიდებისა და სკამების ზე-
დაპირებს ჯვალოში ახვევდნენ, ფეხებს კი – ჩალაში. თუმცა
ავეჯის გარდა ახალ სახლში გადასატანად უამრავი ისეთი
წვრილმანიც უნდა გაემზადებინათ, რაც ზღვაზე დასასვენებ-
ლად გამგზავრებისას თან ნამდვილად არავის მიაქვს: ჭურჭე-
ლი, საბნები, შანდლები, ხალიჩები, საწოლის საზურგეები,
თუჯის ქვაბები, ბუხრის ცხაურები და საჩხრეკებიც კი.
ამ ყველაფერს უზარმაზარ ფუთებად კრავდნენ და ერთად
აწყობდნენ, და სახლი სულ მალე რომელიღაც ავეჯის მაღაზი-
ის საწყობს დაემსგავსა, რაც ბავშვებს ახალისებდა კიდეც. დე-
და კი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი იმ კვირის განმავლობა-
ში სამზადისით იყო დაკავებული, შვილებთან დასალაპარა-
კებლად და მათთვის წიგნის წასაკითხად დროს მაინც პო-
ულობდა.

21
მეტიც, ერთხელ, როცა ფილისი დაეცა და სახრახნისი ხე-
ლისგულში შეირჭო, იმის დროც კი გამონახა, მისი გასამხნე-
ვებელი ლექსი დაეწერა.
– დედა, ამის შეფუთვას არ ვაპირებთ? – ჰკითხა რობერტამ
მეხუთე თუ მეექვსე დღეს და დედას წითლად შეღებილი კუს
ბაკნითა და სპილენძით ინკრუსტირებულ ხის ლამაზ სეკრე-
ტერზე მიუთითა.
– სამწუხაროდ, ყველაფრის წაღება არ შეგვიძლია, – უპა-
სუხა დედამ.
– რა გამოდის? ესე იგი, ის მიგვაქვს, რაც არც ისე ლამაზია
და ლამაზ ნივთებს ვტოვებთ? – გაუკვირდა რობერტას.
– არა, უბრალოდ მხოლოდ ის მიგვაქვს, რაც აუცილებე-
ლია, – აუხსნა დედამ, – საქმე ის არის, ჩემო ბარტყო, რომ იქ,
სოფელში ერთხანს ღარიბობანას თამაში მოგვიწევს.
იმ დღეს, როცა ყველა აუცილებელი და ულამაზო ნივთი,
ბოლოს და ბოლოს შეიფუთა და გამზადდა, მერე კი უხეში მიტ-
კლის წინსაფრიანმა კაცებმა ფურგონში ჩააწყვეს და წაიღეს,
საღამოს ორივე გოგონას, დედას და დეიდა ემას დასაძინებ-
ლად დაწოლა ნახევრად დაცარიელებულ და მხოლოდ ლამა-
ზი ნივთებით გაწყობილ ორ ოთახში მოუწიათ, რადგან მათი
საწოლები უკვე სოფელში, ქათქათა თეთრი სახლისკენ მიემ-
გზავრებოდა. პიტერს კი იმ ღამეს იმავე მიზეზით ლოგინი სას-
ტუმრო ოთახში, დივანზე გაუშალეს.
– ჰე, ჰე, რა მაგარია! – სიხარულით წამოიძახა მან და სანამ
დედა მისი საბნის ამოკეცვას ცდილობდა, კმაყოფილი გამო-
მეტყველებით გვერდზე გადმოტრიალდა. – რა კარგი იქნებო-
და, ყოველთვე სხვაგან გადავდიოდეთ საცხოვრებლად!
– მაგაში ვერაფრით დაგეთანხმები, – გაეცინა დედას პასუ-
ხად, – ჯობია, ეს რაც შეიძლება, იშვიათად მოხდეს. ახლა კი
დაიძინე, პიტერკინ.
22
სწორედ იმწუთას, როცა დივნისკენ დახრილი დედა გა-
იმართა და შემოტრიალდა, რობერტამ მის გამომეტყველება-
ში იმდენად დიდი ტკივილი და დარდი ამოიკითხა, მიხვდა: ეს
წამი და ეს გამომეტყველება გონებიდან არასოდეს ამოეშლე-
ბოდა.
– დედიკო, ჩემო დედიკო... – ჩუმად, ისე, რომ არავის გა-
ეგონა, ჩურჩულებდა ის თავისთვის, სანამ ლოგინში წვებოდა,
– რა გულადი გვყავხარ! და რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ!
თურმე როგორ დარდობ! არა, მაშინ, როდესაც გულს ამხელა
დარდი მიმძიმებს, შენსავით მხიარულად გაცინებას, მე ალ-
ბათ ვერასოდეს შევძლებ...
მეორე დილას წვრილმანი ნივთების ყუთებში ჩაწყობის ჯე-
რი დადგა. სახლი ყუთებით, ყუთების ურიცხვი რაოდენობით
გაივსო, უფრო მოგვიანებით, საღამოსკენ, კი სადგურში მათ
წასაყვანად შემოსასვლელ კართან კები გაჩერდა.
დეიდა ემამ ისინი კებამდე მიაცილა, თუმცა ბავშვებს ისეთი
შეგრძნება ჰქონდათ, რომ სინამდვილეში, თვითონ აცილებ-
დნენ დეიდა ემას და ეს დამშვიდობება ძალიანაც ახარებდათ.
– აუ, ის საწყალი უცხოელი ბავშვები, ვისთანაც დეიდა ემამ
აღმზრდელად უნდა იმუშაოს, – ჩურჩულით უთხრა და-ძმას
ფილისმა, – იმათ ადგილას რომ ვიყო, ალბათ დილიდან და-
ღამებამდე ვიტირებდი.
მოგვიანებით, მატარებელში რომ ჩასხდნენ, ბავშვები ფან-
ჯრიდან ყურებამ გაახალისა, მაგრამ, როგორც კი დაბნელდა,
დაღლილებს ნელ-ნელა თვალები მიელულათ და ჩაეძინათ,
ამიტომ, როცა დედამ ფრთხილად შეანჯღრია და ალერსიანი
ჩურჩულით გააღვიძა, ვერცერთი ვერ იტყოდა, დიდხანს იმ-
გზავრეს თუ ცოტა ხანს.
– გაიღვიძეთ, ბარტყებო, გაიღვიძეთ, ჩამოვედით! – ჩაესმა
სამივეს ძილში.
23
ახლად გაღვიძებული, საშინლად შეციებული და მოღვენ-
თილი ბავშვები მატარებლიდან ჩავიდნენ და სანამ მატარებ-
ლიდან მათ ბარგს ჩამოტვირთავდნენ, სიცივისგან ერთიანად
აკანკალებულებს ყოველი მხრიდან მონაბერ, მოსისინე ქარში
ღია პლატფორმაზე დგომა და ლოდინი მოუწიათ. ბოლოს ორ-
თქლმავალმა ხმამაღალი ქშენა-ქშუტუნით ორთქლის სქელი
ბოლქვები ამოუშვა, ადგილიდან დაიძრა და ვაგონებიც თან
გაიყოლა, ბავშვები კი იდგნენ და ბოლო ვაგონის თანდათან
სიბნელეში ჩაკარგულ სინათლეებს გაჰყურებდნენ.
ეს პირველი მატარებელი იყო, რომელიც ბავშვებმა, შემ-
დგომში მათთვის ძალიან ახლობელ და მნიშვნელოვან ადგი-
ილად ქცეულ ამ რკინიგზაზე დაინახეს. მათ ხომ ჯერ წარმოდ-
გენაც არ ჰქონდათ, რომ რკინიგზა ასე ძალიან შეუყვარდებო-
დათ, რომ მალე ის მათი ახალი ცხოვრების ცენტრად იქცეოდა
და მათ ცხოვრებაში ამდენ საოცარ ცვლილებასა და სიხა-
რულს შემოიტანდა. ეს ყველაფერი მათ მომავალში ელოდათ,
ახლა კი ისინი სიცივისგან კანკალებდნენ, დროდადრო აცემი-
ნებდნენ და მხოლოდ იმის იმედიღა ჰქონდათ, რომ ახალ სახ-
ლამდე მისასვლელი გზა ძალიან გრძელი არ აღმოჩნდებო-
და... პიტერს ცხვირი საშინლად გაეყინა, ადრე ცხვირი ასე
არასოდეს გაჰყინვია. რობერტას შლაპა კეფისკენ გადაეწია
და რეზინი ყელში ჩვეულებრივზე მეტად უჭერდა. ფილისს კი
ფეხსაცმელზე თასმა გაეხსნა.
– აბა, ჰე, გაინძერით! – განკარგულება გასცა დედამ. – აქ
კებები არ დადის და ფეხით წასვლა მოგვიწევს.
გზა სრულიად ჩაბნელებული და საშინლად ტალახიანი აღ-
მოჩნდა. ბავშვებს ფეხი უსრიალებდათ და უსწორმასწორო,
ოღროჩოღრო გზაზე ხან ერთ ქვას წამოჰკრავდნენ ხოლმე
ფეხს, ხანაც მეორეს; ჯერაც გამოუფხიზლებელი და ყურადღე-

24
ბაგაფანტული საბრალო ფილისი პირდაპირ გუბეშიც კი წაიქ-
ცა და დედამ და და-ძმამ სრულიად გალუმპული და ლამის ატი-
რებული წამოაყენეს. აქ არც გაზის სანათები იყო გზისპირზე
და გზაც სულ ზევით და ზევით, შემაღლებისკენ მიდიოდა. სულ
რამდენიმე ნაბიჯით წინ მათი ბარგით დატვირთული ოთხთვა-
ლა მიგორავდა და ამ მომქანცველ სვლას ბორბლების გულის
გამაწვრილებელი ჭრიალი ემატებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა დედამ და შვილებმა, როგორც იქ-
ნა, შეაჩვიეს თვალი უკუნ სიბნელეს, და რაღაცის გარჩევა შეძ-
ლეს. წინ მიმავალ ოთხთვალაზე ახორხლილი ყუთების უზარ-
მაზარი მთა დაინახეს, იმის იქით კი ფართო ჭიშკარი, რომლის
გასავლელადაც კარი უნდა გაღებულიყო. ამიტომ ყველანი
ცოტა ხნით შეჩერდნენ, მეეტლემ ჭიშკარი გააღო და მას შემ-
დეგ, რაც ოთხთვალამ ჭიშკარში გაიარა, გზას უკვე მინდვრებს
შორის, თავდაღმართისკენ დაუყვნენ. ბოლოს წინ, ხელმარ-
ჯვნივ მუქი, დიდი სახლის ბუნდოვანი სილუეტი გამოჩნდა.
– თითქმის მოვედით, – გამოაცხადა დედამ, – აი, ის სახ-
ლია. საინტერესოა, დარაბები რატომ დაკეტა?
– დაკეტა? ვინ დაკეტა, დედა? – ჰკითხა რობერტამ.
– ერთმა ქალმა, რომელიც აქაურობის მოსაწესრიგებლად,
ჩვენი ავეჯის ოთახებში გასანაწილებლად და ვახშმის მოსამ-
ზადებლად დავიქირავე.
სახლს გარშემო ღობედ დაბალი კედელი ჰქონდა შემოვ-
ლებული, რომლის შიდა მხარესაც ხეები იზრდებოდა.
– ეს ჩვენი ბაღია, – თქვა დედამ.
– ბაღს კი არა, ტაფას უფრო ჰგავს, საიდანაც შემწვარი კომ-
ბოსტოს ფურცლებია ამოშვერილი, – ჩაილაპარაკა პიტერმა.
ოთხთვალა ბაღს შემოვლებულ ღობეს გასცდა და სახლის-
კენ შეუხვია, მისი ბორბლები მოკირწყლულ ეზოში აგრიხინდა
და ბოლოს სახლის უკანა შესასვლელთან გაჩერდა.
25
არცერთ ი ფანჯრიდან შუქი არ გამოდიოდა. დედამაც და სა-
მივე ბავშვმაც კარზე დააკაკუნეს, მაგრამ კარი არავინ გააღო.
– როგორც ჩანს, მისის ვაინი სახლში წავიდა, – ივარაუდა
მეეტლემ, მერე კი დასძინა: – საქმე ის არის, რომ თქვენმა მა-
ტარებელმა ძალიან დაიგვიანა, მემ.
– მაგრამ გასაღები ხომ მისის ვაინის აქვს! – შეიცხადა დე-
დამ. – ახლა რაღა ვქნათ, სახლში როგორ შევიდეთ?
– არ იდარდოთ, მემ, გასაღებს აქვე, ზღურბლზე დატოვებ-
და, – დაამშვიდა კაცმა, – ჩვენს მხარეში ყველა ასე იქცევა, –
მან ოთხთვალადან ფარანი მოხსნა, დაიხარა და წამის შემდეგ
გასაღებით ხელში გასწორდა, – აი, ისიც, ხომ გითხარით, სა-
ნერვიულო არაფერია-მეთქი.
მერე კარი გააღო, სახლში შევიდა და ფარანი მაგიდაზე
დადგა.
– სანთელი ხომ გაქვთ? – ჰკითხა მან სახლის ახალ დიასახ-
ლისს.
– სიმართლე გითხრათ, ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, აქ სად
რა უნდა მოვძებნო, – მისთვის სრულიად უჩვეულო, ლაპარა-
კის მუდამ იმედიანი და ხალისიანი მანერისგან განსხვავებუ-
ლი სასოწარკვეთილი ხმით უპასუხა ქალმა.
ფარნის მკრთალი სინათლე სიბნელეს თითქმის ვერ ერეო-
და და ამიტომ მეეტლემ ასანთს გაჰკრა, მაგიდაზე დადგმული
სანთელი დაინახა და აანთო. სანთელმა ქვიშის იატაკიანი დი-
დი სამზარეულო გაანათა. აქ არც ფარდები ეკიდა ფანჯრებზე
და არც ნოხი ეგო კერასთან. ოთახის შუაგულში ძველი სახლი-
დან გამოგზავნილი მაგიდა იდგა. სკამები ოთახის ერთ კუთხე-
ში მიეწყოთ, ქვაბები, ტაფები, ცოცხი და ჭურჭელი კი მეორეში.
კერაში ცეცხლი არ ენთო, შავი ცხაურის მიღმა დიდი ხნის გა-
ცივებული ნახშირი და ფერფლი მოჩანდა.

26
ათიოდ წუთში, მას შემდეგ, რაც მეეტლემ სახლში მთელი
ბარგი შემოიტანა და წასასვლელად გაემზადა, ერთ-ერთი
კედლიდან შარიშური და ფხაკუნი გაისმა.
– ეს რა ხმა იყო? – ერთდროულად წამოიძახეს შეშინებულ-
მა გოგონებმა.
– ნუ გეშინიათ, ვირთხები არიან, უბრალოდ ვირთხები, –
უდარდელად უპასუხა მეეტლემ და სახლიდან გასულმა ზურგს
უკან კარი გაიჯახუნა, გარედან შემოვარდნილმა ჰაერის ნა-
კადმა კი სანთელი ჩააქრო.
– უუჰ! მგონი, ჯობდა, ჩვენს სახლში დავრჩენილიყავით! –
ოხვრას გული ამოაყოლა ფილისმა, მერე კი უეცრად სკამს წა-
მოედო და გადააყირავა.
– ნუ გეშინიათ, ვირთხები არიან, უბრალოდ ვირთხები! –
გაისმა სიბნელეში პიტერის ხმა.

თავი მეორე
პიტერის ქვანახშირის მაღარო

–რა სისულელეა! – ძველებური, ხალისიანი ხმით გამოაც-


ხადა დედამ და მაგიდაზე ხელის ფათურით ასანთის კოლოფი
იპოვა. – წარმოუდგენელია! აქ ვირთხებს რა უნდათ?! აი, საწ-
ყალი წრუწუნები კი ალბათ ძალიანაც შევაშინეთ!
დედამ ასანთს გაჰკრა, სანთელი აანთო და მათ ერთმანე-
თის სახეები მის მკრთალ, მოცახცახე ნათებაში დაინახეს.

27
– ჰე! – გაიცინა დედამ. – კარგად მახსოვს, ყოველთვის ოც-
ნებობდით, რომ თქვენს ცხოვრებაში რამე საინტერესო მომ-
ხდარიყო, ჰოდა, აი, მოხდა. ეს ხომ ნამდვილი თავგადასავა-
ლია, არა? მოკლედ... მისის ვაინის ვთხოვე, რომ კარაქი, პური
და ხორცი მოეტანა და ჩვენთვის ვახშამი დაეხვედრებინა.
ვფიქრობ, მაგიდას სასადილო ოთახში გაშლიდა, წამოდით,
ვნახოთ.
სასადილო ოთახი, რომელშიც პირდაპირ სამზარეულოდან
გაჭრილი კარით გავიდნენ, ერთადერთი სანთლის ციმციმში
ბავშვებს სამზარეულოზე ბევრად ბნელი და ჩამოქუფრული
მოეჩვენათ. სამზარეულო, როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ შე-
ეთეთრებინათ, სასადილო ოთახი კი იატაკიდან ჭერამდე მუქი
ხის პანელებით იყო მოპირკეთებული; ჭერს განივი, მასიური,
შავი კოჭები მიუყვებოდა; გარშემო, ყველა კუთხეში ახოხო-
ლავებული დამტვერილი ავეჯი კი უცნაურ ლაბირინთს ქმნი-
და. ეს ავეჯი ოდესღაც საუზმისთვის განკუთვნილ ოთახში იდგა
მათ ძველ სახლში, სადაც ისინი მთელი ცხოვრება, მაგრამ,
როგორც ახლა ეჩვენებოდათ, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წი-
ნათ, შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ.
მათ ავეჯის ლაბირინთში გაიარეს და მაგიდა და სკამები
იპოვეს, მაგრამ მაგიდაზე არაფერი ეწყო.
– მოდი, სხვა ოთახებშიც ვნახოთ, – არ დაიბნა დედა და
მათთვის დატოვებული ვახშმის საპოვნელად ოთხივენი შემ-
დეგ ოთახში გავიდნენ.
თუმცა ყველა ოთახში ბუხრის ცხაურების, საჩხრეკების,
ჭურჭლის, იატაკზე მიმოყრილი სხვადასხვა ნივთისა და უს-
წორმასწოროდ დაწყობილი ავეჯისგან შექმნილი ქაოსის იგი-
ვე სურათი დახვდათ. მისის ვაინის მოტანილი საჭმლისა და
გამზადებული ვახშმის კვალი არსად ჩანდა, საკუჭნაოშიც კი

28
მხოლოდ კექსების გამოსაცხობი რკინის დაჟანგებული ფორ-
მისა და რაღაც თეთრით გასვრილი კიდემომტვრეული თეფ-
შის მეტი ვერაფერი იპოვეს.
– საძაგელი ბებრუცუნა! – აღშფოთდა დედა. – როგორ არ
რცხვენია, რომ ფული ჩაიჯიბა და არც არაფერი მოგვიმარაგა
და არც ვახშამი გაგვიმზადა.
– ესე იგი, ვერ ვივახშმებთ და მშივრები დავიძინებთ? –
თვალები გაუფართოვდა თავზარდაცემულ ფილისს და სასაპ-
ნეს დააბიჯა, რომელმაც მის ფეხქვეშ საწყლად გაიტკაცუნა და
მაშინვე გატყდა.
– რა თქმა უნდა, არა, – დაამშვიდა დედამ, – მაგრამ ამის-
თვის იმ დიდი ყუთის გახსნა მოგვიწევს, სარდაფში რომ ჩავიტა
ნეთ. ფილ, გთხოვ, სიარულისას ფეხქვეშ იყურე, საყვარელო.
პიტერ, შენ კი სანთელი გაასწორე.
ისინი სამზარეულოში დაბრუნდნენ და სარდაფის კარი გა-
აღეს, მერე სიღრმისკენ დაშვებული ქვის ხუთი საფეხური ჩაი-
არეს და სარდაფში აღმოჩნდნენ. თუმცა ბავშვებმა მაშინვე შე-
ნიშნეს, რომ ჭერი აქ იმავე სიმაღლის იყო, როგორც სამზა-
რეულოში და იქაურობა ჩაღრმავებულ ოთახს უფრო ჩამოჰ-
გავდა, ვიდრე სარდაფს. სარდაფის ჭერს ლორის ჩამოსაკიდი
ლატანი მიუყვებოდა, ქვევით შეშა, ნახშირი და ძველი სახლი-
დან წამოღებული დიდი ყუთები ეწყო.
სანთელი ჯერაც პიტერს ეჭირა და დედას უნათებდა, რომე-
ლიც დიდ ყუთზე ფიცრის აძრობას ცდილობდა. დედა ფიცარს
მთელი ძალით ეწეოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მიტ-
კლისწინსაფრიან კაცებს ფიცრები ყუთზე ლურსმნებით სა-
გულდაგულოდ დაეჭედებინათ.
– ჩაქუჩი სად არის? – იკითხა პიტერმა.
– თუ სწორად მახსოვს, სწორედ ამ ყუთში, – ამოიოხრა დე-
დამ, – მაგრამ, სამაგიეროდ, ბუხრის საჩხრეკი და ნახშირის
29
ასაღები ნიჩაბი გვაქვს, – დამატა მერე და ყუთიდან ფიცრების
აძრობას ამ ინსტრუმენტებით შეეცადა.
– დედა, მოდი, მე ვცდი, – იმაში დარწმუნებულმა, რომ თვი-
თონ უკეთ გამოუვიდოდა, შესთავაზა მოუთმენლად პიტერმა.
მოუთმენლობა, რომელმაც პიტერი იმწუთას შეიპყრო,
ვფიქრობ, ყველასთვის კარგად ნაცნობი გრძნობაა, განა, ყვე-
ლას მოუთმენლობის ასეთივე განცდა არ გვეუფლება, როცა
ვხედავთ, რომ მეორე ადამიანი ცეცხლის ანთებას, ყუთიდან
ფიცრის აძრობას ან გაკვანძული თოკის გახსნას ვერ ახერხებს
და გვგონია, რომ საქმეს ჩვენ უკეთ გავართმევთ თავს?!
– დედა, ხელი არ გაიჭრა, – აჰყვა ძმას რობერტაც, – მიმიშ-
ვი, მე ვცდი.
– რა ცუდია, რომ მამა აქ არ არის, – ამოიოხრა ფილისმა,
– მაგ ფიცრებს ორ წამში ააძრობდა... ბობი, ფეხს რატომ მირ-
ტყამ?
– რას იგონებ, სულაც არ გირტყამ, – უპასუხა მაშინვე რო-
ბერტამ.
სწორედ იმწუთას დედას პირველი გრძელი ლურსმანი და-
ნებდა ჭრიალით და ხის ყუთს ცალი მხრიდან პირველი ფიცა-
რი ასძვრა. პირველს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე და ბო-
ლოს, მეოთხე. ცალი ბოლოთი ჯერაც ყუთზე დამაგრებული
ოთხივე ფიცრის ბოლოები ზევით აიწია და კიდეებიდან ჩამოშ-
ვერილმა გრძელმა ლურსმნებმა სანთლის შუქზე საზარელი
რკინის კბილებივით გაილაპლაპა.
– ვაშა! – გამარჯვებული ხმით შესძახა დედამ და ყუთისკენ
დახრილმა დაამატა: – აი, სანთლებიც! მშვენიერია, სანთლე-
ბი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. აბა, ჰე, რობერტა, ფი-
ლის, მოდით, გამომართვით და დაანთეთ, მერე პატარა თეფ-
შები იპოვეთ, ზედ ცოტა ცვილი დააწვეთეთ და სანთლები
თბილ ცვილზე დააწებეთ.
30
– რამდენი ავანთოთ? – ჰკითხა რობერტამ.
– რამდენიც მოგინდებათ, – მხიარულად უპასუხა დედამ, –
მთავარია, სინათლემ გაგვახალისოს, სიბნელეში ბუების და
ძილგუდების გარდა ვინ იქნება ხალისიანი.
გოგონებმა მაშინვე სანთლების დანთება დაიწყეს. სამწუ-
ხაროდ, ფილისს ცოტა არ გაუმართლა, ასანთის პირველსავე
აალებულ ღერს თავი მოსტყდა, თითზე დაეცა და დასწვა, მაგ-
რამ რობერტამ და დაამშვიდა და უთხრა, რომ ასეთ უმნიშვნე-
ლო დამწვრობაზე ნერვიულობაც არ ღირდა, მერე კი დაამატა:
თუ ჩემი არ გჯერა და დამწვარი თითის გამო წუწუნს მაინც
აპირებ, ჯობია, ის წარმოიდგინო, თავს როგორ იგრძნობდი,
რომელიმე წამებული რომ ყოფილიყავი და რომში იმ დროს
გეცხოვრა, როცა იქ ადამიანებს ცოცხლად წვავდნენო.
ცოტა ხანში სასადილო ოთახი თოთხმეტი სანთლის მოციმ-
ციმე სინათლემ გაანათა, მერე რობერტამ სარდაფიდან შეშა
და ნახშირი ამოიტანა და მალე ცეცხლი ბუხარშიც მხიარულად
ატკაცუნდა.
– მაისის კვალობაზე დღეს ძალიან ცივა, – კმაყოფილი სა-
ხით გამოაცხადა ბოლოს და, რადგანაც მსგავსი ფრაზები მხო-
ლოდ უფროსებისგან გაეგონა, თავი თვითონაც უფროსად იგ-
რძნო.
ანთებულმა სანთლებმა და ბუხარმა სასადილო ოთახი
სრულიად გადაასხვაფერა და გოგონებმა აღმოაჩინეს, რომ
კედლებზე აკრული ხის პანელები აქა-იქ ლამაზი ჩუქურთმე-
ბით, ხვეულებითა და კლაკნილებით იყო გაფორმებული.
მერე სასადილო ოთახი მიალაგეს საჩქაროდ. სკამები კედ-
ლის გასწვრივ ჩაამწკრივეს, იატაკზე მიმოყრილი და იმწუთას
უსარგებლო ნივთების ერთი ნაწილი კუთხეებში შეაგროვეს,
მეორე კი მამას ტყავის ფართო სავარძლის ქვეშ დამალეს,

31
სწორედ იმ სავარძლის ქვეშ, რომელშიც მამა სადილის შემ-
დეგ ისვენებდა ხოლმე.
– ბრავო! – შესძახა სასადილო ოთახში შემოსულმა დედამ
და უამრავი სასუსნავით სავსე ლანგარი მაგიდაზე დადო. – ეს
უკვე სულ სხვა საქმეა! მოიცადეთ, მხოლოდ სუფრას ვიპოვი
და...
ყუთს, რომელშიც სუფრა აღმოჩნდა, ნამდვილი კლიტე ედო
და ნიჩბით და საჩხრეკლით კი არა, უბრალოდ გასაღებით
იხსნებოდა. ამიტომ მაგიდაზე მის გადაფარებას და ზედ ნაირ-
ნაირი გემრიელი საჭმლის დაწყობას დიდი დრო აღარ დას-
ჭირვებია.დამქანცველი დღის ბოლოს უკვე ყველა ძალიან, ძა-
ლიან დაღლილიყო, მაგრამ ასე სახელდახელოდ, სწრაფად
და სახალისოდ გაშლილი სუფრის დანახვაზე განწყობა ოთხი-
ვეს წამში გამოუკეთდა. ბოლოს და ბოლოს მაგიდაზე ხომ ყვე-
ლაფერი ეწყო, რაც ბავშვებს უყვარდათ! აქ იყო ნამცხვარი
„მარიაც“ და ჩვეულებრივი ტკბილი გალეტებიც, სარდინებიც,
დაკონსერვებული ჯანჯაფილიც, ქიშმიშიც, ცუკატებიც და ჯე-
მიც.
– როგორ გაგვიმართლა, რომ დეიდა ემამ არ დამიჯერა და
მაინც თავისი გაიტანა. ხედავთ, რაც კი საკუჭნაოში გვქონდა,
ყველაფერი ჩაულაგებია და გამოუტანებია, – თქვა დედამ, –
ფილის, ჯემიანი კოვზი სარდინებში არ ჩადო!
– კარგი, დე, არ ჩავდებ, – უპასუხა დამჯერი სახით ფილის-
მა და ჯემიანი კოვზი იმ ფიალაში ჩაახეთქა, რომელშიც ნამ-
ცხვარი „მარია“ ეწყო.
– მოდით, დეიდა ემას სადღეგრძელო დავლიოთ, – გამო-
აცხადა უეცრად რობერტამ, – რა უნდა გვექნა, ჩვენზე რომ არ
ეზრუნა და ეს ყველაფერი ყუთში არ ჩაედო?! დეიდა ემას გა-
უმარჯოს!

32
დეიდა ემას სადღეგრძელო მათ წყლით გაზავებული ჯანჯა-
ფილის ღვინით დალიეს, რომელიც, რადგანაც ბოკალები ჯერ
ვერ ეპოვათ, ტირიფის გამოსახულებიან ჩაის ფინჯნებში დაის-
ხეს.
სამივე ბავშვმა დეიდა ემას წინაშე თავი ცოტა დამნაშავე-
დაც კი იგრძნო. რა თქმა უნდა, დეიდა ემას დედასნაირად მო-
სიყვარულესა და ხალისიანს ნამდვილად ვერ დაარქმევდი და
ბავშვებს მის გვერდით ყოფნა გულზე დიდად არ ეხატებოდათ,
მაგრამ ბოლოს და ბოლოს სწორედ დეიდა ემამ არ მოიფიქრა,
რომ საკუჭნაოში დარჩენილი საჭმელი უნდა გაეხვია და გა-
მოეტანებინა?!
თანაც მათი ლოგინის თეთრეულიც ხომ დეიდა ემამ გაამ-
ზეურა და გაამზადა! რაც იმას ნიშნავდა, რომ დასაძინებლად
დაწოლის საქმეც ერთიათად მარტივდებოდა, ბავშვებს ისღა
რჩებოდათ, ყუთებიდან ამოღებული ზეწრები მიტკლის წინ-
საფრიანი კაცების ჩამოტანილ და აწყობილ საწოლებზე გადა-
ეკრათ და ასეც მოიქცნენ.
– ახლა კი ძილის დროა, ჩემო ბარტყებო, – გამოუცხადა
ბავშვებს დედამ, – დარწმუნებული კი ვარ, რომ აქ ვირთხები
არ არიან, მაგრამ ჩემი საძინებლის კარს ყოველი შემთხვევის-
თვის მაინც გამოღებულს დავტოვებ და ყურადღებით ვიქნები.
მოკლედ, თუ საიდანმე გამომძვრალი პატარა წრუწუნა დაინა-
ხეთ, უბრალოდ დამიძახეთ და მეც მაშინვე აქ გავჩნდები, მო-
ვალ და ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველაფერს, რასაც მის საქცი-
ელზე ვფიქრობ, პირდაპირ მივახლი.
ამ სიტყვებით დედა თავის ოთახში გავიდა და ბავშვებსაც
მაშინვე ღრმად ჩაეძინათ. ცოტა მოგვიანებით კი რობერტა პა-
ტარა სამგზავრო საათის ორჯერ ჩამოკვრამ გააღვიძა, რომ-
ლის ხმასაც ის ყოველთვის სადღაც შორიდან, ძალიან შორი-
დან გაგონილი ეკლესიის ზარების რეკვას ამსგავსებდა... მერე
33
კი გვერდითა ოთახიდან ნაბიჯების ხმა შემოესმა და მიხვდა,
რომ დედას ჯერაც არ ეძინა.
და ადრიანად რომ გაეღვიძებინა, მეორე დილას რობერტამ
ფილისს თმა მოქაჩა, ამას, რა თქმა უნდა, ნაზად აკეთებდა,
მაგრამ იქამდე არ მოეშვა, ვიდრე თავისი არ გაიტანა და ფი-
ლისი არ გააღვიძა.
– რა მოხდა? – უკმაყოფილოდ შეიშმუშნა ჯერაც ძილბუ-
რანში ფილისი.
– ჰე, გაიღვიძე და ადექი! – ჩასჩურჩულა რობერტამ, – და-
გავიწყდა, რომ ახალ სახლში ვართ და აქ არც მსახურები
გვყავს და არც მზარეულები? დროზე ადექი, საქმეს უნდა მივ-
ხედოთ და რამე კარგი გავაკეთოთ. იცოდე, ქვევით თაგვები-
ვით ჩუმად უნდა ჩავიპაროთ, რომ, სანამ დედა გაიღვიძებს,
ყველაფერი მოვასწროთ. პიტერი უკვე გავაღვიძე და ისიც იც-
ვამს.
დებმა მართლაც ძალიან სწრაფად და უხმაუროდ ჩაიცვეს,
მაგრამ, რადგანაც ოთახში წყალი არ ჰქონდათ, ხელ-პირის
დაბანა ეზოში, ძალიან უცნაურ ონკანთან მოუწიათ, საიდანაც
წყლის გადმოსადენად სახელურს უნდა დასწოლოდი, ამიტომ
ისე დაიბანეს, როგორც მოახერხეს, ერთი სახელურს აწვებო-
და, მეორე იბანდა, მერე კი ერთმანეთი შეცვალეს. სამივე გა-
იწუწა, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად იმხიარულეს.
– ჩემი აზრით, ხელ-პირის ასე დაბანა ჩვეულებრივ ნიჟარა-
ში დაბანასაც კი სჯობია! – აღფრთოვანებით წამოიძახა რო-
ბერტამ. – შეხედეთ, ქვებს შორის ამოსული სარეველა რო-
გორ ბზინავს... და ხავსიც სახურავზე! უი, ხედავთ? იქ ყვავილე-
ბიც ყოფილა!
სახლის უკანა მხარეს, ლერწმით გადახურულ, კარგა ციცა-
ბოდ დახრილ და ლამის მიწამდე დაშვებულ სამზარეულოს სა-
ხურავს ერთიანად ხავსი მოსდებოდა და ზედ კლდისვაშლა,
34
ქვატეხია და ერიზიმუმი ყვაოდა, შორეულ კუთხეში კი რამდე-
ნიმე შროშანი და პატარა ბუჩქნარიც კი მოჩანდა.
– იცით, რა! აქაურობა, მგონი, ჩვენს ძველ სახლზე ბევრად,
ბევრად, ბევრად ლამაზია! – ყვავილების დანახვაზე აფრთო-
ვანდა ფილისი, – ნეტა ბაღი როგორია? წამო, ვნახოთ!
– არა, ფილის, ახლა ბაღისთვის ნამდვილად არ გვცალია!
– გადაჭრით უთხრა რობერტამ. – ჯობია, საქმეს მივხედოთ!
მათ კერაში ცეცხლი დაანთეს და ზედ ჩაიდანი შემოდგეს.
მერე საუზმისთვის მაგიდის გაწყობა დაიწყეს, თუმცა, რაკი
ყველა საჭირო ნივთი ვერ იპოვეს, ზოგიერთი რამ, რაც მაგი-
დაზე დააწყვეს, ცოტა სხვა დანიშნულებას ასრულებდა, ვიდრე
სინამდვილეში ჰქონდა, მაგალითად, შუშის საფერფლემ სამა-
რილის როლი შეასრულა. პური არ ჰქონდათ, თორემ კექსების
გამოსაცხობი შედარებით ახალი ფორმა მშვენიერი საპურე
იქნებოდა.
აუცილებელ საქმეებს რომ მორჩნენ და მიხვდნენ, ჯერ
სხვას ვეღარაფერს გააკეთებდნენ, ისინი ისევ მზიანი დილით
განათებულ ეზოში, სუფთა ჰაერზე გავიდნენ.
– ახლა შეგვიძლია, ბაღიც ვნახოთ! – გამოაცხადა პიტერ-
მა.
მაგრამ, რა გასაკვირიც გინდა იყოს, ბავშვებმა ბაღი ვერ-
სად იპოვეს. მათ სახლს ორჯერ შემოუარეს, მაგრამ ორჯერვე
უკანა ეზოში მოხვდნენ, რომლის მერეც მხოლოდ თავლები და
კიდევ რაღაც სამეურნეო ნაგებობები იდგა, დანარჩენი სამი
მხრიდან სახლს მინდვრები ეკვროდა, ამ დაბალი ბალახით
დაფარული ერთგვაროვანი სივრციდან გამოყოფილი ბაღისა
თუ ეზოს მსგავსი კი არსად არაფერი ჩანდა. მაგრამ წუხელ
ბაღს შემოვლებული ქვის გალავანი ხომ ნამდვილად დაინა-
ხეს?!

35
აქაურობა ბორცვებიან რელიეფს წარმოადგენდა. ქვევით
რკინიგზის ვაკისი და შავად პირდაფჩენილი გვირაბი მოჩან-
და, თავად სადგური კი ბორცვებს ეფარებოდა, სამაგიეროდ,
დაბლობის კიდეზე უზარმაზარი, მაღალთაღებიანი ხიდი აზი-
დულიყო.
– კარგი, არა უშავს, ბაღი დიდად არც მაინტერესებდა, – ხე-
ლი ჩაიქნია პიტერმა, – ჯობია, რკინიგზასთან ჩავიდეთ, იქნებ
მალე მატარებელმაც გამოიაროს.
– მატარებელი ხომ აქედანაც შეგვიძლია დავინახოთ. მო-
დი, დავსხდეთ და ცოტა ხანს დაველოდოთ, – წინდახედულად
შესთავაზა და-ძმას რობერტამ.
ასეც მოიქცნენ და გორაკის ფერდობზე უხვად შეფენილი,
ბალახებიდან ადგილ-ადგილ ამოშვერილი უზარმაზარი ნა-
ცრისფერი ქვებიდან ერთ-ერთ ბრტყელ კაჭარზე1 გვერდიგ-
ვერდ მოიკალათეს. სწორედ აქ იპოვა ისინი დედამ, როცა დი-
ლის რვა საათზე მათ საძებნელად ეზოში გამოვიდა. ერთმა-
ნეთს მიჰყუდებოდნენ და მზის თბილ სხივებში გახვეულებს
მშვიდად ეძინათ.
სახლიდან გამოსვლის წინ, დაახლოებით ექვსის ნახევარ-
ზე მათ ყველაფერი მართლაც მშვენივრად გააკეთეს, კერაში
ცეცხლი ააგუზგუზეს და ზედ ჩაიდანიც შემოდგეს, მაგრამ რვა
საათამდე შეშაც ჩაიფერფლა და ცეცხლიც ჩაქრა, ცეცხლის
ჩაქრობამდე კი ჩაიდნიდან წყალი აორთქლდა და ჩაიდნის
ფსკერი ერთიანად გამოიბუგა. და კიდევ, ბავშვები რატომღაც
ვერ მიხვდნენ, რომ მაგიდაზე დაწყობის წინ ჭურჭელი უნდა გა-
ერეცხათ.
– მაგრამ არა უშავს, რაც არის, არის, – უთხრა მათ დედამ,
– გაურეცხავ თეფშებს და ჭიქებს ვგულისხმობ. იმიტომ, რომ

1
მთის ქანის მონატეხი ქვა
36
კიდევ ერთი ოთახი ვიპოვე. გუშინ სულ დამავიწყდა, რომ სახ-
ლში ის ოთახიც გვაქვს. და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი
სასწაულია! ა, ჰო, დამწვარ ჩაიდანზეც არ იდარდოთ, წყალი
ქვაბში ავადუღე.
დავიწყებულ ოთახში გაჭრილი კარი სამზარეულოდან იღე-
ბოდა, უბრალოდ, წინა საღამოს მღელვარებისა და სიბნელის
გამო რატომღაც ყველას ეგონა, რომ ის კარი კედელში ჩაშე-
ნებული კარადის კარი იყო და არა ოთახის. სინამდვილეში კი
მის უკან თურმე მომცრო კვადრატული ოთახი იმალებოდა, სა-
დაც სავახშმოდ გაწყობილ მაგიდაზე მისის ვაინის მომზადებუ-
ლი და უკვე გაცივებული როსტბიფის მოზრდილი ნაჭერი, პუ-
რი, კარაქი, ყველი და ღვეზელი ეწყო.
– საუზმედ ღვეზელი?! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა პი-
ტერმა, – რა მაგარია!
– მაგრამ მტრედის ხორცის არ არის, პიტერ, – გააფრთხი-
ლა დედამ, – ვაშლის ღვეზელია. მოკლედ, ეს ის ვახშამია, გუ-
შინ რომ უნდა გვეჭამა. მისის ვაინის დატოვებული წერილიც
აქვე ვიპოვე. გუშინ თურმე მის სიძეს ხელი მოუტეხია და იძუ-
ლებული გამხდარა, ადრე წასულიყო, მაგრამ წერს, დღეს ათ
საათზე ისევ მოვალო.
საუზმე ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ცივი ვაშლის ღვეზ-
ლით დღის დაწყება ბავშვებისთვის უჩვეულო ამბავი იყო, მაგ-
რამ ხორცს სამივემ მაინც ღვეზელი ამჯობინა.
– სინამდვილეში, ჩვენთვის ეს უფრო სადილია, ვიდრე სა-
უზმე, – გამოაცხადა პიტერმა და კიდევ ერთი ნაჭრის დასამა-
ტებლად დედას მოსუფთავებული თეფში გაუწოდა, – იმიტომ,
რომ დღეს ჩვენ ძალიან ადრე ავდექით.
მთელი დღე ბავშვები დედას ბარგის გახსნასა და ნივთების
ამოლაგებაში ეხმარებოდნენ, ასე რომ, ექვსი პატარა ფეხი
სკივრებიდან და ყუთებიდან ამოლაგებული ტანსაცმლის,
37
ჭურჭლისა და უამრავი სხვა ნივთისთვის თავ-თავისი ადგი-
ლის მისაჩენად მთელ სახლში აქეთ-იქით სირბილით მარ-
თლაც ძალიან დაიღალა. უკვე მოსაღამოებულზე, თუმცა კი
არც ისე გვიან, დედამ სამივეს დაუძახა და გამოუცხადა:
– ვფიქრობ, დღეს გვეყოფა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით,
მე ახლა წავალ და ცოტა ხანს დასასვენებლად წამოვწვები.
დედა თავის ოთახში რომ ავიდა, ბავშვებმა ერთმანეთს გა-
დახედეს და სამივეს მეტყველ თვალებში ერთი და იგივე აზრი
გაკრთა. ეს აზრი კი, ისევე, როგორც ბავშვებისთვის განკუთ-
ვნილ გზამკვლევებშია ხოლმე, ორი ნაწილისგან – კითხვისა
და პასუხისგან შედგებოდა.
კითხვა: „ახლა რა გავაკეთოთ?“
პასუხი: „რკინიგზაზე წავიდეთ!“
ასეც მოიქცნენ, რკინიგზისკენ გაეშურნენ, თუმცა გზას გა-
უდგნენ თუ არა, ფარდა დილანდელ საიდუმლოსაც აეხადა და
დაკარგული ბაღი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ბაღი პირ-
დაპირ თავლების უკან იყო და გარს მაღალი კედელი ჰქონდა
შემოვლებული.
– ახლა ამ ბაღზე დროის დაკარგვა არ ღირს, – უდარდე-
ლად გასძახა დებს ზურგს უკან პიტერმა, – თანაც უკვე ვიცო-
დი, რომ აქ იქნებოდა, დილასვე მითხრა დედამ. ბაღი არსად
გაიქცევა, დღეს ჯობია, რკინიგზაზე წავიდეთ.
რკინიგზისკენ მიმავალი გზა ალაგ-ალაგ ჯოჯოს2 ბუჩქები-
თა და ტორტის ზედაპირიდან ამოჩრილი ფორთოხლის ცუკა-
ტების მსგავსად, ნაცრისფერი და ყვითელი ქვებით მოფენილ
მოკლე, ხასხასა ბალახით გადამწვანებულ თავდაღმართზე გა-
დიოდა.

2
ჯ ო ჯ ო- პარკოსანი მცენარე, 2მ-მდე სიმაღლის, ეკლიანი ბუჩქი
38
ბოლოს გზა მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე დაეშვა და
ხის ღობეს მიადგა, რომლის მიღმაც რელსების მომნუსხველი
ბზინვარებით, ტელეგრაფის ბოძებით, სადენებითა და სემა-
ფორებით რკინიგზის ხაზი იწყებოდა.
ის-ის იყო ბავშვები ღობეზე აძვრნენ, რომ მოულოდნელად
საშინელი გრუხუნი გაისმა, რომელიც თანდათანობით ძლი-
ერდებოდა და, რომელმაც,თითქოს ვიღაცის ბრძანებას ემორ-
ჩილებიანო, სამივე მარჯვნივ, პირდაპირ ფრიალო კლდეზე
შავად პირდაღებული გვირაბისკენ გაახედა. წამის შემდეგ
გვირაბიდან გრიალით, ქშენითა და ფრუტუნით გამოვარდა მა-
ტარებელი და იმ ღობის გასწვრივ, რომელზეც ბავშვები
იდგნენ, სადგურისკენ საშინელი ხმაურით განაგრძო გზა.
რკინიგზის ვაკისზე და შპალებზე ხრეში ახტუნდა და აჩხრი-
ალდა, ბავშვებს კი სახეში თბილი ჰაერი დაეძგერათ.
– ო-ოჰ! – ამოიქშინა რობერტამ. – გეგონება, უშველებელ-
მა გველეშაპმა ჩაიფრინა და ფრთების ქნევით სახეში ცხელი
ჰაერი შემოგვაფრქვიაო. იგრძენით?
– ეს გვირაბიც გველეშაპის ბუნაგს არ ჰგავს? – დაამატა ფი-
ლისმა.
– რა მაგარია! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მთე-
ლი სიჩქარით მიმავალ მატარებელთან ასე ახლოს აღმოვ-
ჩნდებოდით! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა პიტერმა.
– პატარა ორთქლმავლით თამაშს ნამდვილად სჯობია,
არა? – ძმას გადახედა რობერტამ.
(იცით, უცებ ძალიან მომბეზრდა, რომ რობერტას სრული
სახელით მოვიხსენიებ. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ
მაქვს, ასე რატომ ვიქცეოდი, თანაც მაშინ, როცა ამ სახელით
მას შინაურებიდან არავინ მიმართავს. თუ პიტერი და ფილისი
რობერტას ბობის ეძახიან, ვითომ მე რატომ არ შემიძლია, მათ
მაგალითს მივბაძო?!)
39
– არ ვიცი... უბრალოდ, სხვადასხვა რამეა. ეს ხომ ნამდვი-
ლი მატარებელია! – უპასუხა პიტერმა. – მაგრამ სანამ ახლა
მთლიანად არ დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მატა-
რებელი ამსიმაღლე იქნებოდა.
– ალბათ იმიტომ, რომ ადრე მატარებელს მხოლოდ მაშინ
ვხედავდით, როცა პლატფორმაზე ვიდექით ხოლმე, პლატ-
ფორმიდან კიდევ ქვედა ნაწილი სულაც არ ჩანს, – დაასკვნა
ფილისმა.
– საინტერესოა, ეს მატარებელი ლონდონში ხომ არ მიდი-
ოდა? – ჩაფიქრებული სახით ჩაილაპარაკა ბობიმ. – ლონ-
დონში ხომ მამაა...
– მოდი, სადგურზე წავიდეთ და გავიგოთ, სად მიდიოდა, –
შესთავაზა დებს პიტერმა.
ჰოდა, წავიდნენ.
ისინი ლიანდაგის გასწვრივ, ვაკისზე მიაბიჯებდნენ და თავს
ზემოდან ტელეგრაფის სადენების ზუზუნი ესმოდათ. კიდევ
გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სადენების დამჭერი
ბოძები რკინიგზის ხაზის გაყოლებაზე თურმე არც იმდენად ახ-
ლო-ახლოა ერთმანეთთან მიწაში ჩადგმული, როგორც ვაგო-
ნის ფანჯრიდან ჩანს, როცა ისე სწრაფად მისდევს ერთმანეთს,
დათვლასაც ვერ ასწრებ. ბავშვები დარწმუნდნენ, რომ ფეხით
სიარულისას ერთი ბოძიდან მეორემდე თურმე კარგა დიდი
მანძილი ყოფილა.
და აი, როგორც იქნა, სადგურამდე მიაღწიეს.
ადრე ისინი სადგურზე ყოველთვის მხოლოდ იმისთვის მი-
დიოდნენ, რომ ჯერ ცოტა ხანს მატარებლის პლატფორმაზე ჩა-
მოდგომას დალოდებოდნენ და მერე თავიანთ ვაგონში ასუ-
ლიყვნენ. ყოველთვის, როცა სადგურში ხვდებოდნენ, აუცი-
ლებლად უფროსები ახლდათ. უფროსებს კი, როგორც ცნობი-

40
ლია, სადგურები საერთოდ არ აინტერესებთ, და თუ აინტერე-
სებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ იქაურობას, რაც შეიძლება,
ჩქარა გაეცალონ.
ბავშვები ადრე არც სასიგნალო ჯიხურს მიახლოებოდნენ
ისე, რომ სადენები ახლოდან შეეთვალიერებინათ და ზემო-
დან მათ სმენამდე მიღწეული იდუმალი: „პინ... პინ...“ და ამ
ხმის პასუხად მექანიზმის ძლიერი და ხმამაღალი რაკარუკი
გაეგონათ.სასიგნალო ჯიხურზე არანაკლებ ბავშვებს რელსე-
ბის დასამაგრებლად დაწყობილი შპალები მოეწონათ, ისინი
ერთმანეთთან დაახლოებით ისეთი დაშორებით ეწყო,
როგორც ფონს გადასასვლელი ქვები მდინარეში და ბობიმაც
მაშინვე მშვენიერი თამაში მოიფიქრა, რომელსაც „აბობოქ-
რებულ მდინარეზე გადასვლა“ დაარქვა.
კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი ის იყო, რომ სადგურზე
მთავარი შესასვლელიდან სალაროს გავლით და ბილეთებით
კი არა, პირდაპირ დამრეცი ვაკისიდან პლატფორმაზე აძრო-
მით მოხვდნენ.
მერე იმით აღფრთოვანდნენ, რომ მებარგულების ოთახში
შეიხედეს. ოთახში გადასატანი სასიგნალო ფარნები ეწყო, კე-
დელზე მატარებლების მოძრაობის განრიგი იყო გაკრული,
კუთხეში კი გაზეთის კითხვაში ჩაძინებული მებარგული იჯდა.
სადგურზე უამრავი ერთმანეთის გადამკვეთი ხაზი აღმოჩ-
ნდა, რომელთაგანაც ზოგიერთი, მხოლოდ სახარისხებელ
სადგურამდე გრძელდებოდა და, გეგონებოდა, მუშაობით და-
იღალნენ და დასვენებას და პენსიაზე გასვლასღა ნატრობენო,
იქვე წყდებოდა. აქ, სახარისხებელ სადგურში რელსებზე სატ-
ვირთო ვაგონები იდგა, ვაგონების ერთ-ერთ მხარეს კი ნახში-
რის უზარმაზარი, განიერი კედელი აღმართულიყო, ისეთი
გროვა კი არა, ადამიანები თავიანთ სარდაფებში რომ ყრიან
ხოლმე შესანახად, არამედ დიდი, შავი ქვებისა თუ აგურისგან
41
აშენებული რაღაც ნაგებობასავით წამომართული კედელი.
კედლის ზედა ნაწილსაც თეთრი ხაზი მიუყვებოდა და ამ სუ-
რათმა ბობის, პიტერსა და ფილისს „ბიბლიური მოთხრობები
ბავშვებისთვის“ და იქ ნანახი ქალაქების ილუსტრაცია გაახსე-
ნა.
უეცრად სადგურის კარის თავზე გონგის ორი ძლიერი ზრი-
ალა დარტყმა გაისმა. გონგის ხმაზე ჩაძინებულმა მებარ-
გულმა გაიღვიძა და ოთახიდან გამოვიდა, პიტერმა კი მაშინვე
მასთან მიირბინა და, ვითომც აქ არაფერიაო, თავაზიანად გა-
მოელაპარაკა:
– როგორ ბრძანდებით, სერ? – მერე კი ნაჩქარევად ჰკით-
ხა,‒ ნახშირის კედელზე თეთრი ხაზი რატომაა გავლებულიო.
– ეგ ხაზი ნახშირის რაოდენობას გვიჩვენებს, – უპასუხა მე-
ბარგულმა, – და, თუ ვინმე მოიპარავს, მაშინვე მივხვდებით.
ასე რომ, გირჩევთ, ყმაწვილო, ჯიბეში ჩადება არც სცადოთ!
მებარგულის ეს, მართალია, მკაცრი, მაგრამ კეთილგან-
წყობილი პასუხი პიტერმა იმწუთას ხუმრობად მიიღო და მხო-
ლოდ მოგვიანებითღა მიხვდა, რას ნიშნავდა მისი ნათქვამი...
თუ ოდესმე რომელიმე ფერმის სამზარეულოში მოხვედ-
რილხართ და კერასთან ამოსაფუებლად ჯამით დადგმული
ცომი დაგინახავთ, და კიდევ, თუ იმ დროს ჯერაც ისეთი პატარა
და ცნობისმოყვარე იყავით, რომ ყველაფერი, რასაც ხედავ-
დით, თქვენს ინტერესს იწვევდა, დარწმუნებული ვარ, თავს ვე-
რაფრით შეიკავებდით და ჯამში უზარმაზარი სოკოსავით
ამომრგვალებულ ცომს თითით აუცილებლად დააწვებოდით.
თუ ასე მოქცეულხართ, რა თქმა უნდა, ისიც გემახსოვრებათ,
რომ თავიდან თქვენმა თითმა ცომში ჩაღრმავებული კვალი
დატოვა, მერე კი, იმწუთას არა, მაგრამ მალევე, ჩაღრმავება
ისევ ამოიბურცა და ცომის ზედაპირზე ნათითურის კვალიც არ
დარჩა... ოღონდ ასე, ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება,
42
თუ ხელები სუფთა გაქვთ, აი, ჭუჭყიანი თითის კვალი კი ცომს
ამოფუების შემდეგაც ეტყობა.
შეიძლება ითქვას, დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა ბავ-
შვების გულებშიც. დარდმა, რომელსაც ისინი მამას მოულოდ-
ნელი გამგზავრებისა და ამასთან დაკავშირებით დედას ნერ-
ვიულობის გამო განიცდიდნენ, მათ გულებში ღრმა კვალი და-
ტოვა, მაგრამ ეს კვალი თანდათან ქრებოდა და ფერმკრთალ-
დებოდა.მიუხედავად იმისა, რომ მამა მათ ძველებურად უყ-
ვარდათ და წუთითაც არ ავიწყდებოდათ, ბავშვები უიმისოდ
ცხოვრებას მალე მიეჩვივნენ... მიეჩვივნენ იმასაც, რომ სკო-
ლაში აღარ დადიოდნენ და თითქმის მთელ დღეს დედას ვერ
ხედავდნენ, რომელიც ახლა დილიდან საღამომდე მეორე
სართულზე, თავის ოთახში იჯდა და უსასრულოდ წერდა, წერ-
და და წერდა... ის მხოლოდ საღამოს, როგორც წესი, ჩაისთვის
ჩამოდიოდა ხოლმე და ბავშვებს იმ დღეს დაწერილ, არაჩვეუ-
ლებრივად ლამაზ და საინტერესო მოთხრობებს უკითხავდა.
სამაგიეროდ, კლდეები, მთები, მდელოები, წარაფები, არ-
ხი და, უპირველეს ყოვლისა, რკინიგზა გახდა ახლა მათთვის
იმდენად ამოუწურავი და უზარმაზარი სიხარულის მომტანი,
რომ ძველ სახლში თავიანთი ცხოვრება უკვე დიდი ხნის წინათ
ნანახი სიზმარივით ახსენდებოდათ.
დედას დროდადრო წამოსცდებოდა ხოლმე, ახლა ჩვენ ნამ-
დვილი „ჯიბეგამოფხეკილი ღატაკები“ ვართო, მაგრამ ბავშვე-
ბი ამას უბრალოდ ხატოვან ნათქვამად აღიქვამდნენ. უფრო-
სები ხომ ასე ხშირად იქცევიან და გამონაკლისი, რა თქმა უნ-
და, არც დედები არიან: რაღაცას ამბობენ, მაგრამ სინამდვი-
ლეში, განსაკუთრებულს არაფერს გულისხმობენ, უბრალოდ,
სიტყვის მასალად ლაპარაკობენ. მით უმეტეს, რომ ბავშვები

43
ვერც იმ ჯიბეგამოფხეკილობას გრძნობდნენ. სახლში საჭმე-
ლი მუდამ საკმარისი ჰქონდათ და ტანსაცმელიც ისეთივე
მდიდრული ეცვათ, როგორიც ადრე, ძველი ცხოვრებისას.
მაგრამ ერთხელ, ივნისში ამინდი გაფუჭდა და წვიმიანი
დღეები დადგა. გადაბმულად სამი დღის განმავლობაში კო-
კისპირულად წვიმდა და ზაფხულისთვის სრულიად უჩვე-
ულოდ, ისე ციოდა, რომ გარეთ ცხვირის გაყოფაზე ფიქრიც კი
არ შეიძლებოდა, თუმცა არა მარტო გარეთ, მალე სიცივემ და
ნესტმა სახლშიც შემოაღწია. ბოლოს საცოდავად მობუზული
და ერთიანად აკანკალებული ბავშვები მეორე სართულზე
ავიდნენ და დედას ოთახის კარზე დააკაკუნეს.
– რა მოხდა? – გაისმა მისი ხმა კარს უკნიდან.
– დე, შეიძლება, ბუხარი ავანთო? – სთხოვა ბობიმ.
– ვიცი, როგორც უნდა ავანთო.
მაგრამ დედამ უპასუხა:
– არა, ჩემო საყვარელო ბარტყო, თავს უფლებას ვერ მივ-
ცემთ, ივნისში ბუხარი ავანთოთ. სამწუხაროდ, ნახშირი ძალი-
ან ძვირი ღირს. თუ ძალიან გცივათ, ჯობია, სხვენში ახვიდეთ
და რამე ითამაშოთ, ირბინეთ და დარწმუნებული ვარ, წუთში
გათბებით.
– რა მოხდება რომ ავანთო, ბუხრის ანთებას ხომ სულ ცო-
ტა ნახშირი სჭირდება?
– ჰო, საყვარელო, მართალი ხარ, მაგრამ ეგ ცოტაც იმაზე
ბევრია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ, – უდარდელი
ხმით აუხსნა დედამ, – მიდი, გაიქეცით და გაერთეთ, ახლა ძა-
ლიან დაკავებული ვარ, ბარტყებო.
– დედა ამ ბოლო დროს ყოველთვის დაკავებულია, – ყურ-
ში ჩასჩურჩულა პიტერს ფილისმა, მაგრამ პიტერმა არაფერი
უპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ჩაფიქრდა.

44
თუმცა ფიქრი პიტერს მალე ყაჩაღების ბუნაგად გადაქცე-
ულ სხვენში ყაჩაღობანას თამაშმა გააწყვეტინა. ბანდას, რა
თქმა უნდა, პიტერი მეთაურობდა, ბობი მისი ერთგული თანა-
შემწის და სულაც მთელი ბანდის როლს განასახიერებდა,
ოღონდ თან ყაჩაღების გატაცებული და ტყვედ ჩაგდებული
მშვენიერი ქალწულის – ფილისის დედაც იყო, რომელსაც შვი-
ლის ტყვეობიდან დასახსნელად ყაჩაღებისთვის უზარმაზარი
გამოსასყიდი – ერთი მუჭა ცერცვი უნდა გადაეხადა. ჩაისთვის
ისინი სხვენიდან ყიჟინით, სირბილისგან ისეთი გაწითლებუ-
ლები და გახალისებულები ჩამოცვივდნენ, გეგონებოდა, მარ-
თლაც მთაში გახიზნული ყაჩაღები ყოფილიყვნენ და ხელში
დიდი ნადავლი ჩავარდნოდათ.
ფილისმა პურის ნაჭერს კარაქი წაუსვა და ზემოდან გადა-
სასმელად ხელი ხილფაფის ფიალისკენ წაიღო, რომ დედამ
გააჩერა:
– აირჩიე: ან კარაქი, ან ხილფაფა, საყვარელო, ორივე ერ-
თად არ შეიძლება. ასეთი ფუფუნების უფლება უბრალოდ არ
გვაქვს.
ფილისმა კარაქწასმული პური უსიტყვოდ შეჭამა და პურის
მეორე ნაჭერს ხილფაფა გადაუსვა. პიტერი კი ხმის ამოუღებ-
ლად იჯდა და ჩაფიქრებული სახით წრუპავდა წყალწყალა ჩა-
ის.
ჩაის შემდეგ ისინი ისევ სხვენში დაბრუნდნენ.
– რაღაც მოვიფიქრე! – გამოუცხადა პიტერმა დებს, რო-
გორც კი მათ ზურგს უკან კარი მიიხურა.
– რა მოიფიქრე? – ჰკითხეს დაინტერესებულმა გოგონებ-
მა.
– არა, თქვენ არ გეტყვით!
პიტერის მოულოდნელმა უარმა გოგონები ძალიან გააკ-
ვირვა.
45
– კარგი, როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა ბობიმ.
– არ გვეტყვი და ნუ გვეტყვი! – გაიბუტა ფილისი.
– აი, ეგეთები ხართ, გოგოები, – ნაწყენი სახით ამოიოხრა
პიტერმა, – მოუთმენლები... ადამიანს სიტყვის დამთავრებას
არ აცდით.
– ოჰო, ნეტა ბიჭები როგორები ხართ?! – ქედმაღლურად
გადახედა ძმას ბობიმ. – ისე, რომ იცოდე, ეგ შენი სულელური
საიდუმლოებები სულაც არ მაინტერესებს!
– ოდესმე აუცილებლად გეტყვით, – თავისთვის სრულიად
უჩვეულოდ და დების გასაკვირად ძალიან მშვიდად უპასუხა
პიტერმა, – თავიდანვე ჩხუბი რომ არ დაგეწყოთ, გეტყოდით,
მხოლოდ კეთილშობილების გამო არ ვაძლევ თავს უფლებას,
ჩემი ჩანაფიქრი გითხრათ-მეთქი, მაგრამ ახლა არაფერსაც
აღარ გეტყვით. აი, ასე!
გოგონებს, რა თქმა უნდა, დიდხანს მოუწიათ ხვეწნა, რომ
გაბრაზებული პიტერისთვის ცოტათი მაინც მოელბოთ გული
და დალაპარაკებოდა, მაგრამ ამის მერეც ბევრი ვერაფერი
დააცდენინეს.
– ერთადერთი მიზეზი, რატომაც გიმალავთ ჩემს ჩანა-
ფიქრს, ის არის, რომ ეს შეიძლება არც ისე კარგი საქციელი
იყოს და არ მინდა, ამაში თქვენც გაგრიოთ, – გამოუცხადა მან
დებს.
– თუ ეგ რაღაც არც ისე კარგი საქციელია, მოდი, ნუ იზამ,
პიტერ, – უთხრა ბობიმ, – ჯობია, მე მითხარი და მე გავაკეთებ.
– თუ თქვენ ცუდი რამის ჩადენას აპირებთ, მაშინ მეც
თქვენთან ერთად მინდა, – აიტაცა მაშინვე ფილისმაც.
– არა, – გადაჭრით იუარა დების ერთგულებით გულაჩუყე-
ბულმა პიტერმა, – ეს ჩემი გასაკეთებელია. იმედი თითქმის არ

46
მაქვს, რომ რამე გამომივა, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. თქვენ-
გან მხოლოდ ის მინდა, რომ, როცა სახლში არ ვიქნები ხოლმე
და დედა მიკითხავს, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ.
– რა უნდა წამოგვცდეს, რაც არ ვიცით! – გაბრაზდა ბობი.
– როგორ არ იცით, საკმარისზე მეტიც იცით! – აღშფოთდა
პიტერი, ხელები გაშალა და მანამდე მუჭში ჩაბღუჯული ცერ-
ცვი იატაკზე დაუცვივდა. – ისეთ საიდუმლოს, რომელიც უკვე
გაგანდეთ, სიცოცხლის ფასად იცავენ ხოლმე. იცით, რომ სა-
ხიფათო საქმეზე მარტოდმარტო მივდივარ და იცით, რომ მე
ასე სულაც არ ვფიქრობ, მაგრამ ეს საქმე სხვებმა შეიძლება
ცუდ საქციელად ჩამითვალონ... მოკლედ, თუ დედა გკითხავთ,
სად არისო, უთხარით, რომ მაღაროსთან ვთამაშობ.
– რომელ მაღაროსთან?
– რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ, მაღაროსთან თამა-
შობს-თქო, უთხარით.
– ასე არ შეიძლება, პიტერ, ჩვენ მაინც ნუ გვიმალავ.
– ჰო, კარგი, კარგი, ნახშირის მაღაროსთან, – აუხსნა მან
დებს, – ოღონდ დაიფიცეთ... წამებითაც რომ დაგემუქრონ,
სიტყვაც არ უნდა დაგცდეთ.
– დაშინების მაგივრად, მგონი, ჯობია, ჩვენც შენთან ერ-
თად წამოვიდეთ, – უთხრა ბობიმ, – დარწმუნებული ვარ, დახ-
მარება დაგჭირდება.
– ჰოდა, აი, მაღაროს თუ ვიპოვი, შეგეძლებათ, იქიდან ნახ-
შირის წამოღებაში დამეხმაროთ, – მოწყალედ დაჰპირდა
დებს პიტერი.
– რომ იცოდე, სულაც არ გვაინტერესებს ეგ შენი საიდუმ-
ლო, შენთვის შეინახე! – გაიბუტა ფილისი.
– ჰო, შეინახე, შეინახე! მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვი-
თონვე ვერ მოითმენ და წამოგცდება! – დაამატა ბობიმ.

47
– ტყუილად გგონია, არაფერიც არ წამომცდება, – თავდა-
ჯერებული სახით გამოაცხადა პიტერმა.
ყველაზე პედანტურ და მკაცრი განრიგის მიმდევარ ოჯახებ-
შიც კი ჩაის სმიდან ვახშმამდე ის დრო დგება, როცა ყველა
იმას აკეთებს, რაც გაუხარდება. ამ დროს დედა, როგორც წე-
სი, თავის ოთახში შეიკეტებოდა ხოლმე და წერას იწყებდა, მი-
სის ვაინი კი სახლში მიდიოდა.
იდეის გაჩენიდან ორი დღის შემდეგ, სწორედ ამ დროს, მო-
საღამოებულზე პიტერმა დებს იდუმალი გამომეტყველებით
დაუძახა.
– წამოდით, – გასცა განკარგულება ჩურჩულით, – ჩვენი
ფაეტონი წამოიღეთ და წამომყევით.„ფაეტონს“ ისინი ძველის-
ძველ საბავშვო ეტლს ეძახდნენ, რომელსაც თავისი დრო დი-
დი ხნის წინ მოეჭამა, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთგული სამსა-
ხურის გამო სახლის ძველ პატრონებს გადასაგდებად დანანე-
ბოდათ და ოთხთვალების ფარდულის თავზე, სხვენში გაემწე-
სებინათ. ბავშვებმა ის სხვენიდან ჩამოიტანეს, შეაკეთეს და
უხვად დაზეთეს. ერთი სიტყვით, ისე მოაწესრიგეს, რომ ძველი
საბავშვო ეტლი უკვე კარგად ბორბლებდაბერილი ველოსიპე-
დივით უხმაუროდ, ვინ იცის, იქნებ იმაზე უკეთაც კი დაგორავ-
და, ვიდრე თავისი ახალგაზრდობის წლებში.
– აბა, მომყევით, თქვენი გულადი მეთაური კი წინ გაგიძ-
ღვებათ! – გამოუცხადა დებს პიტერმა და სადგურისკენ მიმა-
ვალ გზაზე დაეშვა.
ზუსტად სადგურის თავზე გადაწოლილ კლდის შვერილზე,
ტორფნარში, თითქოს ქვევით, რკინიგზის სათვალთვალოდ
ცნობისმოყვარე ბავშვების ჯგუფი გადმომდგარაო, მაღალი

48
ქვები წამომართულიყო. სამ ქვას შორის კი, მომცრო ღრმულ-
ში ვიღაცას გამხმარი მაყვლის ფიჩხი და კალუნა3 მიეყარა.
პიტერი ჩაღრმავებასთან გაჩერდა, გაცვეთილი ფეხსაც-
მლის ცხვირით ფიჩხი და ტოტები მისწი-მოსწია და საზეიმოდ
გამოაცხადა:
– ესეც წმინდა პეტრეს მაღაროში მოპოვებული ნახშირის
პირველი პარტია. ნახშირს სახლში ფაეტონით წავიღებთ. და-
იმახსოვრეთ, ჩვენი დევიზია: პუნქტუალობა და სისწრაფე!
ნახშირის ხარისხი და ყოველი ნატეხი კლიენტის მოთხოვნას
აკმაყოფილებს, ასე რომ, იცოდეთ, შეკვეთა საგულდაგულოდ
და დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
ბავშვებმა ფაეტონი პირთამდე გაავსეს, მაგრამ თითქმის
მაშინვე ნახშირის ნაწილის უკან ამოწყობა მოუწიათ, რადგან
შემაღლებაზე ასეთი სიმძიმის აგორება მას შემდეგაც ვერ მო-
ახერხეს, რაც პიტერი თავისი აჭიმით ფაეტონში ცხენივით შე-
ება, ცალი ხელით უაჭიმოდ დარჩენილი შარვალი დაიჭირა,
რომ არ ჩავარდნოდა და ფაეტონი მთელი ძალით წინ გაქაჩა,
გოგონები კი ამასობაში ტვირთს უკნიდან აწვებოდნენ. პიტე-
რის მაღაროდან ნახშირის გადაზიდვას სამი გზა დასჭირდა და
ბოლოს და ბოლოს მოზიდული ნახშირი მათ სარდაფში ნახში-
რის გროვას შეუერთდა. მერე პიტერი იდუმალი გამომეტყვე-
ლებით, ამჯერად მარტო, ისევ სადღაც წავიდა და უკან იმავე
იდუმალი გამომეტყველებით, ოღონდ ერთიანად სახეგამ-
ჭვარტლული და გახარებული დაბრუნდა.
– ისევ ქვანახშირის მაღაროში ვიყავი, – გამოუცხადა დებს
თავმომწონედ, – გაემზადეთ, ხვალ საღამოს სახლში ფაეტო-
ნით კიდევ ერთ პარტია „შავ ოქროს“ გადმოვზიდავთ.

3
კ ა ლ უ ნ ა - მარადმწვანე მცენარე
49
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გაკვირვებულმა მისის
ვაინიმ დედასთან ლაპარაკში ბოლო პარტია ნახშირის საოცა-
რი ბარაქიანობა აღნიშნა და სიხარულით დასძინა, სარდაფში
ნახშირის გროვა არ იკლებსო.
მისის ვაინის სიტყვებს ბავშვებმა კიბიდან მოჰკრეს ყური და
გახარებულები და უხმო სიცილით სახედამანჭულები ერთმა-
ნეთს გადაეხვივნენ. ნახშირის მოპოვების ავკარგიანობასთან
დაკავშირებით პიტერის უწინდელი ეჭვები, იმწუთას, რა თქმა
უნდა, არცერთს აღარ ახსოვდა.
მერე კი ერთხელაც საშინელი საღამო დადგა. იმ დღეს სად-
გურის უფროსმა თავისი რეზინისძირიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა,
რომელსაც, როგორც წესი, მხოლოდ ზაფხულობით, ზღვაზე
დასვენებისას ატარებდა ხოლმე და ფეხაკრეფით მიიპარა
სადგურის სახარისხებელ ნაწილში, იმ ადგილთან, სადაც სო-
დომის და გომორის ილუსტრაციის მსგავსი თეთრზოლგავლე-
ბული ნახშირის კედელი იყო წამომართული. ის კედელს მიუ-
ახლოვდა და თაგვს ჩასაფრებული კატასავით გაისუსა. ნახში-
რის გროვის თავზე ჩუმი რაკარუკითა და შარიშურით ვიღაცის
პატარა ფიგურა ფუსფუსებდა.
სადგურის უფროსი სამუხრუჭებელი ფურგონის ჩრდილში
შეიმალა, რომელსაც სახურავზე თუნუქის პატარა საკვამლე
ჰქონდა, გვერდზე კი წარწერა:
„ჩრდილოეთ და სამხრეთ რკინიგზა
34576
დაუყოვნებლივ დაბრუნდეს უაით ჰითერის სათადარიგო
ხაზზე“.
ამ სამალავში ის იქამდე იდგა, ვიდრე ნახშირის კედლის
თავზე პატარა შავმა ფიგურამ ჩუმი რაკარუკი და ფხაჭაფხუჭი
არ შეწყვიტა, მერე რაღაც ტვირთით ხელში კიდესთან არ მი-

50
იპარა და ნახშირის გროვიდან ფრთხილად არ ჩამოფორ-
თხდა. სწორედ ამ დროს სადგურის უფროსი ფეხაკრეფით გა-
მოვიდა სამალავიდან, ხელი ასწია და პატარა არსებას საყე-
ლოში ჩააფრინდა. ქურთუკით დაჭერილი პატარა არსება პი-
ტერი აღმოჩნდა, რომელსაც აკანკალებულ ხელებში ნახში-
რით სავსე დურგლის ძველისძველი ჩანთა ჩაებღუჯა.
– ესეც ასე, დაგიჭირე თუ არა, პატარა ქურდბაცაცავ?! –
შესძახა სადგურის უფროსმა.
– მე ქურდბაცაცა კი არა, მაღაროელი ვარ, – შექმნილი
მდგომარეობის მიუხედავად, რამდენადაც შეძლო, თავდაჯე-
რებით შეეპასუხა პიტერი.
– ეგ ზღაპრები ვინმე სხვას მოუყევი, – მკაცრად გამოუცხა-
და სადგურის უფროსმა.
– ეს სიმართლეა და ვისაც უნდა მოვუყვე, სიმართლე იქნე-
ბა, – დაიჟინა პიტერმა.
– მაშ, სიმართლეა, არა?! ‒აღშფოთდა ჯერაც პიტერის საყ-
ელოს ჩაფრენილი სადგურის უფროსი, – ჯობია, ენა დაიმოკ-
ლო, პატარა თავხედო, და სადგურში წამობრძანდე!
– არა, არა! – გაისმა სიბნელეში ბავშვის თავზარდაცემული
ყვირილი და ეს ხმა პიტერს სულაც არ ეკუთვნოდა.
– ოღონდ პოლიციაში არა! – გამოჭრა სიბნელე კიდევ ერ-
თმა ხმამ.
– პოლიციაში კი არა, ჯერ სადგურში წამობრძანდით და მე-
რე ვნახოთ, – დააზუსტა სადგურის უფროსმა, – როგორც ვხე-
დავ, აქ მთელი ბანდა შეკრებილხართ, არა?! კიდევ ვინ ხართ
მანდ, აბა, ყველანი გამოდით!
– მხოლოდ ჩვენ, – ერთხმად უპასუხეს ბობიმ და ფილისმა
და იქვე გაჩერებული მეორე ვაგონის ჩრდილიდან გამოვიდ-
ნენ, რომელზე დაკრული აბრაც იტყობინებოდა, რომ ვაგონი

51
„სტეივლის ნახშირის მაღაროს“ ეკუთვნოდა, მის ქვეშ კი ცარ-
ცით იყო მიწერილი: „გადასაყვანია № 1 ხაზზე“.
– ჯაშუშებო! რატომ გადაწყვიტეთ, რომ უკან უნდა გამომ-
ყოლოდით? – შეუღრინა დებს პიტერმა.
– ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, ვინმე უფრო ადრეც გა-
მოგყოლოდა უკან, – ჩაერია სადგურის უფროსი, – ახლა კი –
ყველანი სადგურში!
– არა, გთხოვთ, არ გინდათ! – შეევედრა ბობი. – თუ შეიძ-
ლება, იქნებ აქვე გადაწყვიტოთ, როგორ დაგვსჯით? ჩვენც
ისევე დავაშავეთ, როგორც პიტერმა. იმიტომ, რომ ნახშირის
გადაზიდვაშიც ვეხმარებოდით და ისიც ვიცოდით, საიდან
იღებდა.
– არაფერიც არ იცოდით! – წამოიძახა პიტერმა.
– ვიცოდით, ძალიან კარგადაც ვიცოდით, – არ დაუთმო
ძმას ბობიმ, – თანაც თავიდანვე. უბრალოდ თავს გაჩვენებ-
დით, რომ მერე დაგვეცინა.
ბობის სიტყვები პიტერისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ის
ხომ იმისათვის, რომ ბობი და ფილისი დაეცვა, ნახშირის გო-
რაზეც მარტო დაფოფხავდა და ნახშირსაც სამალავში მარ-
ტოდმარტო ეზიდებოდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე ტყუ-
ილად წვალობდა. ვითომ არ კმაროდა, რომ დაიჭირეს და
თურმე დებმაც ყველაფერი იცოდნენ და დასცინოდნენ!
– გამიშვით, რა! – სთხოვა სასოწარკვეთილმა სადგურის
უფროსს. – გამიშვით, გპირდებით, რომ არსად არ გავიქცევი!
სადგურის უფროსმა პიტერის საყელოს ხელი გაუშვა, ასა-
ნთს გაჰკრა და სუსტ ნათებაში ბავშვების სახეები შეათვალი-
ერა.
– აი, თურმე ვინ ყოფილხართ! – აღმოხდა გაკვირვებულს,
– ბავშვები, რომლებიც იქ, ზევით, „სამსაკვამურიან სახლში“
ცხოვრობენ. და მშვენივრადაც გაცვიათ! კარგი, მოდი, ახლა
52
მაინც ამიხსენით, ეს რატომ გააკეთეთ? რა, გინდათ მითხრათ,
რომ ეკლესიაში არასდროს ყოფილხართ და კატეხიზმო ან რა-
მე მსგავსი არაფერი წაგიკითხავთ? რა, არ იცით, რომ ქურდო-
ბა ცოდვაა?
სადგურის უფროსი ამჯერად უფრო დამრიგებლური ხმით
ლაპარაკობდა, ვიდრე მკაცრად და პიტერმაც შედარებით
მშვიდად უპასუხა:
– უბრალოდ, არ მიფიქრია, რომ ეს ქურდობა იყო, უფრო
სწორად, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იყო. ქურ-
დობა, აი, ის იქნებოდა, წინა მხარეს, იქიდან რომ ამეღო ნახ-
შირი, სადაც თეთრი ზოლია, მაგრამ მე სიღრმიდან ვიღებდი,
ეს კიდევ ქურდობა კი არა, მოპოვება გამოდის. თქვენ ხომ ამ
გროვას ათას წელს ვერ დაწვავთ და ვერც იმ შუა ადგილამდე
მიაღწევთ ვერასდროს, საიდანაც მე ვიღებდი.
– დავუშვათ. თუმცა არც ეგრეა საქმე... ჯობია, ის მითხარი,
საერთოდ რატომ იღებდი, ასე ერთობოდი თუ რამე სხვა მიზე-
ზი გქონდა?
– რა გასართობი ეს არის?! ამსიმძიმეს ფერდობზე გასარ-
თობად ვინ აიტანს! – აღშფოთდა პიტერი.
– კარგი, აბა რატომ იღებდი? – სადგურის უფროსის ხმაში
ამჯერად უკვე ისეთი გულისხმიერება და დაყვავება გაისმა,
რომ პიტერმა გადაწყვიტა, ყველაფერი ბოლომდე ეთქვა.
– აი, ხომ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ წვიმიანი დღეები რომ
იყო და ციოდა? მოკლედ, მაშინ დედამ გვითხრა, ღარიბები
ვართ და თავს უფლებას ვერ მივცემთ, ბუხარი ავანთოთო...
არადა, იქ, ჩვენს ძველ სახლში, აცივდებოდა თუ არა, მაშინვე
ბუხარს ვანთებდით და...
– არ გინდა! – ჩურჩულით გააწყვეტინა ბობიმ.

53
– ჰმ, გასაგებია, – ჩაილაპარაკა სადგურის უფროსმა და ჩა-
ფიქრებული სახით ნიკაპი მოისრისა, – მოდი, მაშინ ასე მო-
ვიქცეთ. თქვენს საქციელზე ამჯერად თვალს დავხუჭავ, მაგრამ
ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ყმაწვილო, რომ, რა
გამართლებაც უნდა მოუძებნო ქურდობას, ის მაინც ქურდო-
ბაა და, სულერთია, ნახშირს იღებ თუ მოიპოვებ, თუ ის ნახში-
რი ჩემია, მაშასადამე, შენი არ არის! ჰმ, კარგი, ახლა კი სახ-
ლში გაიქეცით!
– გინდათ თქვათ, რომ არ დაგვსჯით? ვაჰ, რა კეთილი ადა-
მიანი ხართ! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა პიტერმა.
– ყველაზე კეთილი! – მხარი აუბა ბობიმ.
– და საყვარელი! – დაამატა ფილისმა.
– ჰო, კარგი, კარგი, გეყოფათ, ისეთი არაფერი გამიკეთე-
ბია, – დაირცხვინა სადგურის უფროსმა და ამ სიტყვებით ისინი
ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.
– მე თქვენ არ გელაპარაკებით, ‒გამოუცხადა დებს პიტერ-
მა ფერდობს რომ შეუყვნენ, – ორივენი ჯაშუშები და გამყიდვე-
ლები ხართ. აი, ასე! თქვენს საქციელს სხვას ვერაფერს და-
ვარქმევ!
მაგრამ იმით გახარებულ გოგონებს, რომ პიტერი უვნებე-
ლი და თავისუფალი იყო და მათთან ერთად პოლიციის განყო-
ფილებისკენ კი არა, სამსაკვამურიანი სახლისკენ მიდიოდა,
ძმის სიტყვებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ.
– რატომ ბრაზდები, ხომ ვუთხარით, რომ ჩვენც შენზე არა-
ნაკლებ დამნაშავეები ვართ, – ფრთხილად დაიწყო ბობიმ.
– მერე? ეგ ხომ ტყუილია?! – უკმაყოფილოდ კოპები შეკრა
პიტერმა.
– ტყუილი სულაც არ არის და ნამდვილ სასამართლოში
მოსამართლესაც იმავეს ვეტყოდით, – ჩაერთო ლაპარაკში

54
ფილისი, – კარგი რა, ნუ გვიბრაზდები, რა ჩვენი ბრალია, რომ
შენი საიდუმლოებები ასეთი ადვილი გამოსაცნობია.
ფილისი ძმის მკლავს მისწვდა და პიტერმაც ხელი არ გააშ-
ვებინა.
– ჰო, შეიძლება, მაგრამ სამაგიეროდ, სარდაფი ახლა ნახ-
შირით გვაქვს სავსე, – წუთის მერე სიჩუმე დაარღვია პიტერმა.
– ჯობია, გაჩუმდე! – აღშფოთდა ბობი. – არა მგონია, რომ
ამ ამბის შემდეგ ეს უნდა გვიხაროდეს.
– ჰმ, არ ვიცი... – უპასუხა ამასობაში ისევ გამბედაობა მოკ-
რებილმა პიტერმა, – სიმართლე გითხრა, ბოლომდე ჯერ კი-
დევ არ მჯერა, რომ ნახშირის მოპოვება მართლა დანაშა-
ულია.მაგრამ გოგონები უკვე სრულიად დარწმუნებული იყ-
ვნენ, რომ ნახშირის მოპოვება დანაშაული იყო და, კიდევ, ეჭ-
ვიც არ ეპარებოდათ, რომ პიტერიც, რომელიც, ამას, რა თქმა
უნდა, არასოდეს აღიარებდა, ზუსტად მათნაირად ფიქრობდა.

თავი მესამე - მოხუცი ჯენტლმენი

მაღაროდან ნახშირის ამოღების ამბის შემდეგ ბავშვებმა


გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა, რკინიგზის სადგურს
ახლოსაც აღარ გაჰკარებოდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება
მხოლოდ სადგურს ეხებოდა და არა რკინიგზას. რკინიგზისგან
თავის შორს დაჭერა მათ არც უნდოდათ და არც შეეძლოთ.

55
მათმა უწინდელმა ცხოვრებამ ქალაქის ქუჩებში გაიარა, სა-
დაც დღედაღამ და ყოველ წუთას კებები და ომნიბუსები4 და-
რახრახებდნენ და კიდევ ურიკები, რომლებითაც ყასბები, ხა-
ბაზები თუ მეშანდლეები თავიანთ საქონელს დაატარებდნენ
(ისე, იქნებ თქვენ გინახავთ სადმე, თორემ პირადად მე გასა-
ყიდად გამოტანილი შანდლებით დატვირთული ურიკისთვის
თვალი არასდროს მომიკრავს...) ასეა თუ ისე, მათი უწინდელი
ცხოვრება მუდმივად ხმაურით იყო სავსე, აქ კი, სოფლის
მთვლემარე მდუმარებაში ერთადერთი მრავალფეროვნება
მხოლოდ ხან ერთი და ხანაც მეორე მიმართულებით დრო-
დადრო ჩაქროლილი მატარებლების ხმაურს შემოჰქონდა და
ბავშვებისთვისაც ის მალე ოდესღაც კარგად ნაცნობ და წარ-
სულში დატოვებულ იმ ძველ ცხოვრებასთან კავშირად იქცა.
მთის თავზე მდგარი სამსაკვამურიანი სახლიდან რკინიგზის
ხაზამდე ყოველდღიური გასეირნებებისგან ექვსმა პატარა
ფეხმა ფერდობის მთელ აყოლებაზე დაბალ მწვანე ბალახში
ბილიკი გაჭრა. ბავშვებმა მალე სოფლის გავლით მოძრავი მა-
ტარებლების განრიგიც შეისწავლეს და ყველა მატარებელს
თავ-თავისი სახელიც დაარქვეს. დილის ცრა საათსა და თხუთ-
მეტ წუთზე ჩამოვლილ მატარებელს „მწვანე გველეშაპი“ ერ-
ქვა, ქვევით, მეორე მიმართულებით ათ საათსა და შვიდ წუთზე
მიმავალს – „უონტლელი მრავალფეხა“, ქალაქიდან წამო-
სულ შუაღამის ექსპრესს კი, რომელიც საშინელი კივილით
ბავშვებს დროდადრო ტკბილ ძილს უფრთხობდა ხოლმე –
„ღამის საშინელი ფრინველი“. სახელი ექსპრესს პიტერმა და-
არქვა. ერთხელ სწორედ შუაღამის ექსპრესის ამ კივილმა გა-
აღვიძა, ლოგინიდან წამოდგა და ვარსკვლავების ცივ ციალში,

4
ცხენებშებმული მრავალადგილიანი კარეტა, რომელსაც მგზავრები
გადაჰყავდა
56
გამჭვირვალე ფარდებიდან ჩაქროლილი ექსპრესი რომ და-
ინახა, ეს სახელი მოუფიქრა.
სწორედ „მწვანე გველეშაპით“ მგზავრობდა ხოლმე მოხუ-
ცი ჯენტლმენი. ამ მოხუც ჯენტლმენს ძალიან სასიამოვნო გა-
რეგნობა ჰქონდა, იმდენად კარგი, რომ საკმარისი იყო სახეზე
შეგეხედა, მის კარგ ადამიანობაში ეჭვი არ შეგეპარებოდა;
არადა, ეს ორი რამე – სასიამოვნო გარეგნობა და კარგი ადა-
მიანობა ყოველთვის ხომ არ ემთხვევა ერთმანეთს. კაცს ცოც-
ხალი გამომეტყველება, მუდამ სუფთად გაპარსული სახე და
ჭაღარა თმა ჰქონდა. ის სრულიად განსხვავებული ფორმის სა-
ყელოებს ატარებდა და ცილინდრიც სხვანაირი ეხურა, ყოველ
შემთხვევაში, ბავშვებს ასეთი ცილინდრი სხვა არცერთი ჯენ-
ტლმენის თავზე არ ენახათ. თუმცა ეს ყველაფერი ბავშვებმა,
რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერც შენიშნეს. სინამდვილეში კი
პირველი, რაც მათ დაინახეს, მოხუცი ჯენტლმენის ხელი იყო.
ეს ერთ დილას მოხდა, როცა ისინი ჩვეულებისამებრ რკი-
ნიგზის ხაზთან ღობეზე ისხდნენ და „მწვანე გველეშაპის“ ჩა-
მოვლას ელოდებოდნენ, რომელიც ბოლო დაბადების დღეზე
სხვა საჩუქრებთან ერთად პიტერისთვის ნაჩუქარი უოტერბე-
რის ფირმის საათით თუ ვიმსჯელებდით, უკვე თითქმის ოთხი
წუთით იგვიანებდა.
– მწვანე გველეშაპი იქით მიდის, სადაც მამაა... – თქვა ფი-
ლისმა, – ისე, მწვანე გველეშაპი ნამდვილი გველეშაპი რომ
იყოს, გავაჩერებდით და მამასთან მოკითხვას დავაბარებ-
დით... და გადავცემდით, რომ ძალიან გვიყვარს.
– გველეშაპებს ადამიანების დანაბარები აქეთ-იქით არ და-
აქვთ, – საქმიანად უპასუხა პიტერმა, – ეგეთ რამეებზე თავს
ნამდვილად არ შეიწუხებენ.

57
– ვინ გითხრა?! ძალიან კარგადაც იწუხებენ! ოღონდ ჯერ
უნდა მიიჩვიო, კარგად გაწვრთნა და ბრძანებებს სპანიელები-
ვით შეასრულებენ. რასაც ეტყვი, მოგიტანენ ან წაიღებენ და,
შეიძლება, სულაც ხელიდან ჭამონ... ნეტა მამა რატომ არ
გვწერს?
– დედა ამბობს, ჯერ ძალიან დაკავებულიაო, – აუხსნა დას
ბობიმ, – მაგრამ ფიქრობს, რომ მალე მოგვწერს.
– იცით, რა, მოდი, მწვანე გველეშაპი რომ ჩაივლის, სამი-
ვემ ხელი დავუქნიოთ, – შესთავაზა და-ძმას ფილისმა, – თუ ის
ნამდვილი, ჯადოსნური გველეშაპია, მიხვდება, ხელს რატომ
ვუქნევთ და მამას ჩვენს მოკითხვას გადასცემს, თუ არადა, რა
დაგვაკლდება?! უბრალოდ, ხელს დავუქნევთ მატარებელს და
ეგ იქნება.
ასეც მოიქცნენ და როდესაც ბოლოს და ბოლოს მწვანე გვე-
ლეშაპი სმენის წამღები კივილით თავისი ბნელი ბუნაგიდან,
უფრო სწორად გვირაბიდან, გამოვარდა, სამივენი ღობეზე
დადგნენ და რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, ცხვირსახოცების
ქნევას მოჰყვნენ... ოღონდ, რა თქმა უნდა, იმწუთას არცერთს
თავშიც არ მოსვლია, შეემოწმებინა, სუფთა ცხვირსახოცი ეჭი-
რა ხელში თუ ჭუჭყიანი. არადა, მათ ცხვირსახოცებზე, ცხადია,
თუ მხოლოდ ზედაპირული შეფასებით შემოვიფარგლებით,
სუფთააო, ნამდვილად ვერავინ იტყოდა.
მერე კი პირველი კლასის ვაგონის ფანჯრიდან ხელი გა-
მოჩნდა და ბავშვებს საპასუხოდ დაუქნია. ეს მოხუცი ჯენტლმე-
ნის, ვფიქრობ, ხაზგასასმელია, რომ ძალიანაც სუფთა და აშ-
კარად საგულდაგულოდ დაბანილი ხელი იყო და ამ სუფთა
ხელში მას მოკეცილი გაზეთი ეჭირა.
იმ დღის შემდეგ ერთმანეთისთვის ხელის ქნევა ბავშვებსა
და ცხრა საათსა და ორმოცდახუთ წუთზე ჩამოვლილ მატარე-
ბელს შორის ტრადიციად იქცა. ბავშვებს, განსაკუთრებით კი
58
გოგონებს, ძალიან უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ მოხუც ჯენ-
ტლმენს მათ მამასთან „საქმეებზე“ შეხვედრა უწევდა ხოლმე
და, თუმცა კი მამას საქმეებისა და საქმიანი შეხვედრების შე-
სახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ, იმედს არ
კარგავდნენ, რომ მოხუცი ჯენტლმენი მამას ერთ მწვანედ გა-
დაბიბინებულ სოფელში ღობეზე ამძვრალ ბავშვებზე უამბობ-
და, რომლებიც ყოველ დილას, სულერთია, მზიანი ამინდი იქ-
ნებოდა იმ დღეს თუ წვიმიანი, მოკითხვას და სიყვარულს უთ-
ვლიდნენ.
და ასეც იყო. ახლა მათ უფლება ჰქონდათ, ნებისმიერ
დროს, ისეთ ცუდ ამინდშიც კი გასულიყვნენ სახლიდან, რო-
გორიც ადრე, ქალაქში ცხოვრებისას, მთელი დღე სახლში
ყურყუტის უპირობო გარანტია იქნებოდა. და ესეც დეიდა ემას
დამსახურება იყო. სწორედ დეიდა ემამ იზრუნა, რომ ბავშვებს
წვიმის დროს გარეთ გასვლის საშუალება ჰქონოდათ, რის-
თვისაც ბობი, პიტერი და ფილისი, მათთვის აქამდე საკმაოდ
უსიამოვნო და არცთუ საყვარელ დეიდა ემას ახლა მადლიე-
რებით იხსენებდნენ და თან რცხვენოდათ, რომ უსამართლოდ
დასცინოდნენ, როცა ის სამივესთვის წყალგაუმტარ ქურთუ-
კებს და გამაშებს ყიდულობდა.
დედა მთელი ამ დროის განმავლობაში ისევ დაკავებული
იყო და მუდმივად წერდა. მერე თავის ნაწერებს მოგრძო ცისფ-
ერ კონვერტებში აწყობდა და სადღაც გზავნიდა, პასუხად კი
სხვადასხვა ზომისა და ფერის კონვერტებს იღებდა. ხანდახან
რომელიმე ასეთ კონვერტს გახსნიდა ხოლმე და მძიმე ოხ-
ვრით ამბობდა:
– თაროზე შემოსადებად უკან კიდევ ერთი მოთხრობა მო-
მიბრუნეს... ო-ოჰ! ოჰ, რა გვეშველება!

59
ასეთ დროს ბავშვებს დედა ძალიან ეცოდებოდათ. მაგრამ
ხანდახან დედა სიხარულით შეჰყვირებდა ხოლმე, ხელაწე-
ული, კონვერტს აიქნევდა და წამოიძახებდა:
– ვა-შა-ა-ა! როგორც იქნა, საღად მოაზროვნე რედაქტორი
შემხვდა და ჩემი მოთხრობა მიიღო! აი, უკვე ანაწყობიც გამო-
მიგზავნა!
თავიდან ბავშვებს ეგონათ, რომ „ანაწყობი“ ისეთ წერილს
ნიშნავდა, რომელსაც „საღად მოაზროვნე რედაქტორები“
გზავნიდნენ, მაგრამ მერე გაიგეს, რომ ცდებოდნენ, „ანაწყო-
ბი“ თურმე სასტამბო ტერმინი იყო და იმ გრძელ ფურცლებს
ერქვა, რომელზეც სტამბაში მათი დედის მოთხრობებს ბეჭ-
დავდნენ.
ყოველთვის, როცა დედა „საღად მოაზროვნე რედაქტო-
რისგან“ „ანაწყობს“ იღებდა, მათ ჩაისთვის შესატანებელი
ფუნთუშები ჰქონდათ. ერთ დილასაც პიტერი დედასთან და
დებთან ერთად „ბავშვთა სამყაროს“ რედაქტორის საღად მო-
აზროვნეობის აღსანიშნავად ფუნთუშების საყიდლად წავიდა
სოფელში და საფუნთუშისკენ მიმავალმა სადგურის უფროსი
დაინახა.
ნახშირის მაღაროსთან დაკავშირებულ შემთხვევაზე პი-
ტერმა იმ დღის მერეც ბევრი იფიქრა და ახლა თავი ძალიან
უხერხულად იგრძნო. და თუმცა კი თავაზიანობის წესები მო-
ითხოვს, რომ დილაობით, ცარიელ ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს
აუცილებლად უნდა მიესალმო, პიტერს მისალმება მოერიდა
და იმავწუთს ყურებამდე ასული და მთელ სახეზე ალმურად
მოდებული შიშნარევი წინათგრძნობა დაეუფლა, რომ სადგუ-
რის უფროსი თავად არ მოისურვებდა იმ ბიჭთან გამოლაპარა-
კებას, რომელიც ნახშირს იპარავდა... „იპარავდა“, რა თქმა
უნდა, საშინლად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტ-

60
ყვაა, მაგრამ პიტერმა უკვე დარწმუნებით იცოდა, რომ ის, რა-
საც ადრე ნახშირის მოპოვებას ეძახდა, სწორედ ქურდობა იყო
და მეტი არაფერი. ამიტომ თავი დახარა და გადაწყვიტა, სად-
გურის უფროსის გვერდით ხმის ამოუღებლად ჩაევლო.
მაგრამ პიტერის მოლოდინი არ გამართლდა. ერთმანეთს
რომ გაუსწორდნენ, სადგურის უფროსი თვითონ მიესალმა პი-
ტერს და პასუხად პიტერმაც, რა თქმა უნდა, დილა მშვიდობისა
უსურვა, მაგრამ გულში კი გაიფიქრა, ეტყობა, დღის სინათლე-
ზე ვეღარ მიცნო, ვინ ვარ და ვიღაც სხვა ვეგონე, თორემ ჩემ-
თან მოსალმებას არავითარ შემთხვევაში არ მოინდომებდაო.
გრძნობა, რომელიც ამ აზრმა გაუჩინა, პიტერს ძალიან, ძა-
ლიან არ მოეწონა და ისე, რომ ბოლომდე გააზრებაც ვერ მო-
ასწრო, რის გაკეთებას ან თქმას აპირებდა, სადგურის უფროსს
გაეკიდა, რომელიც, თავის მხრივ, ხრეშზე ფეხების ხრაშახრუ-
შის გაგონებისთანავე გაჩერდა და პიტერისკენ შემოტრიალ-
და.
– იცით... არ მინდა, რომ ჩემ მიმართ თავაზიანი იყოთ... –
ამოიბუტბუტა ნერვიულობისგან სუნთქვაშეკრულმა და კიდევ
უფრო გაწითლებულმა ბიჭმა, სადგურის უფროსთან რომ მი-
ირბინა, – ალბათ, ვიღაც სხვა გეგონეთ, წეღან რომ დამინა-
ხეთ, თორემ, დარწმუნებული ვარ, არ მომესალმებოდით.
– ჰმ, რას გულისხმობ? – ჰკითხა გაკვირვებულმა სადგუ-
რის უფროსმა.
– ეტყობა, ვერ მიცანით და ამიტომაც ვერ მიხვდით, რომ ის
ვარ, ვინც ნახშირს... – წამით ხმა ჩაუწყდა პიტერს, – აი, წეღან
რომ მომესალმეთ... მაგრამ... მოკლედ, მე ის ბიჭი ვარ, ვინც
ნახშირს იპარა... და ახლა ძალიან მრცხვენია.
– თუ შენ შავი ოქროს მაღაროდან ამოღებას გულისხმობ,
დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ ეგ ამბავი დიდი ხანია დავივიწ-

61
ყე... – მხრები აიჩეჩა სადგურის უფროსმა, – როგორც ამბო-
ბენ, რაც იყო, იყო. ჯობია, ის მითხარი, ახლა სად მიგეჩქარე-
ბა?
– ჩაისთვის ფუნთუშები უნდა ვიყიდო, – უპასუხა პიტერმა.
– ოჰო! მეგონა, ღარიბები იყავით, – გაუკვირდა სადგურის
უფროსს.
– ასეა, ღარიბები ვართ, – შეთქმულივით ხმას დაუწია პი-
ტერმა, – მაგრამ ყოველთვის, როცა რომელიმე საღად მოაზ-
როვნე რედაქტორი დედას მოთხრობას ან ლექსს დასაბეჭდად
იღებს, ჩაისთვის ფუნთუშების საყიდლად რამდენიმე პენსი
გვიჩნდება ხოლმე.
– ო-ო, – სადგურის უფროსის ხმაში პატივისცემა გაისმა, –
ესე იგი, დედაშენი ლექსებს და მოთხრობებს წერს?
– ყველაზე მაგარ მოთხრობებს, რაც კი ოდესმე წაგიკით-
ხავთ! – თვალები აენთო პიტერს.
– აბა, ესე იგი, შეგიძლია, იამაყო, რომ ასეთი ჭკვიანი დედა
გყავს.
– რა თქმა უნდა, ვამაყობ, – უპასუხა პიტერმა, – მაგრამ ად-
რე, როცა ბევრი მუშაობა არ უწევდა და შეეძლო, მუდმივად
ასეთი ჭკვიანი არ ყოფილიყო, ჩვენთან მეტ დროს ატარებდა
და ხშირად გვეთამაშებოდა ხოლმე.
– ჰმ, კარგი, ჩემი წასვლის დროა... – აჩქარდა სადგურის
უფროსი, – მაგრამ არ მოგერიდოს, როცა მოგინდება, სად-
გურში შემოიარე. ნახშირი კი... მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამა-
ზე აღარასოდეს ვილაპარაკებთ, კარგი?
– დიდი მადლობა! – შვებით ამოისუნთქა პიტერმა. – ძალი-
ან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად მოგვარდა. – და
სოფლის საფუნთუშისკენ მიმავალი არხზე გადებული ხიდი
ხტუნვა-ხტუნვით, ისეთმა გახარებულმა გადაირბინა, თითქოს

62
მხრებიდან უზარმაზარი სიმძიმე მოიხსნაო, რომელსაც იმ ღა-
მის შემდეგ ეზიდებოდა, სადგურის უფროსმა ნახშირის კე-
დელთან ქურთუკის საყელოში რომ ჩაავლო ხელი.
მეორე დილას, მას შემდეგ, რაც მამასთან მორიგი მოკით-
ხვის დასაბარებლად მწვანე გველეშაპს სამივემ ხელი დაუქ-
ნია და პასუხად მოხუცი ჯენტლმენის მისალმება მიიღო, პი-
ტერმა დებს ამაყად შესთავაზა სადგურზე წასვლა.
– მგონი, არ ღირს, – დაეჭვდა ბობი.
– გულისხმობს, რომ ნახშირის ამბის გამო არ ღირს,– გან-
მარტა ფილისმა.
– გუშინ სადგურის უფროსს შევხვდი, – გამოაცხადა პიტერ-
მა ხაზგასმული გულგრილობით და თავი ისე დაიჭირა, თით-
ქოს ფილისის ნათქვამი ვერც კი გაიგო, – და მითხრა, გამოი-
არეთ, როცა გენდომებათ და დრო გექნებათო.
– მართლა? იმ ამბის მერე? – გაუკვირდა ფილისს. – ერთი
წუთით მომიცადეთ, ისევ თასმა გამეხსნა ფეხსაცმელზე.
– ნეტა დღეში რამდენჯერ შეიძლება ხან ერთ ფეხზე გეხსნე-
ბოდეს ეგ თასმა, ხან მეორეზე?! – უკმაყოფილო ხმით ჩაიბუზ-
ღუნა პიტერმა, – ისე, რომ იცოდე, ფილ, სადგურის უფროსი
შენგან განსხვავებით, ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა, შენ,
აგერ, უკვე იმდენჯერ წამომაძახე ის ნახშირის ამბავი, რომ
ტვინი შეჭამე, იმან კიდევ, „მოდი ამაზე აღარასოდეს ვილაპა-
რაკოთო“, აი, ზუსტად ასე მითხრა!
ფილისმა თასმა შეიკრა და ბობისთან და პიტერთან ერთად
გზა გააგრძელა, მაგრამ მალე ბობიმ შენიშნა, რომ ფილისს
მხრები უცახცახებდა, მერე კი ისიც, რომ უმცროს დას თვალის
კუთხიდან ცრემლი ცხვირზე ჩამოუგორდა და რელსზე დაეცა.
– რა მოხდა, საყვარელო? – ჰკითხა ბობიმ, მაშინვე გაჩერ-
და და ფილისს აცახცახებულ მხრებზე ხელი შემოხვია.

63
– პიტერმა მითხრა, ჯენტლმენივით არ იქცევიო... – სლუკუ-
ნით უპასუხა ფილისმა, – არადა, მე ხომ არასდროს არ მით-
ქვამს, რომ ქალბატონივით არ იქცევა, მაშინაც კი, როცა ჩემი
საყვარელი თოჯინა, ჩემი კლორინდა ხმელი ტოტების შეკვრას
მიაბა და წმინდა წამებულივით დაწვა ცეცხლში...
ფილისი მართალს ამბობდა – ორი წლის წინათ ეს საშინე-
ლი ბოროტმოქმედება პიტერმა მართლაც ჩაიდინა.
– მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი შენ თვითონ არ დაიწყე,
ფილ? – და-ძმის კონფლიქტში სამართლიანობის აღსადგენად
აღნიშნა ბობიმ, – აი, ნახშირზე და იმ ღამეზე... იცი, მგონი, ჯო-
ბია, ორივემ იფიქროთ, რომ მას შემდეგ, რაც მწვანე გველე-
შაპს ხელი დავუქნიეთ, ერთმანეთისთვის საერთოდ არაფე-
რიც არ გითქვამთ. ასე გამოვა, რომ ერთმანეთზე ნაწყენი არ
იქნებით და არცერთის ღირსება არ შეილახება.
– თუ პიტერი თანახმაა, მეც თანახმა ვარ, – ქსუტუნით უპა-
სუხა ფილისმა.
– კარგი, მე თანახმა ვარ, – გულმოწყალედ გამოაცხადა პი-
ტერმა, – ღირსება არ შემლახვია... ღმერთო ჩემო, ფილ, თუ
ცხვირსახოცი დაკარგე, აი, გამომართვი, ჩემით მოიხოცე. ნე-
ტა გამაგებინა, ამ ცხვირსახოცებს მაინც სად კარგავ?!
– სხვათა შორის, ბოლო სწორედ შენ გამომართვი, კურ-
დღლების გალიის კარის დასაბმელად! – წამოიყვირა აღშფო-
თებულმა ფილისმა. – ასე არ შეიძლება, ძალიან უმადური
ხარ, პიტერ! აი, დაახლოებით ისეთი, ლექსების წიგნში რომ
წერია, უკბილო ბავშვი გველზე მწარედ იკბინებაო, ოღონდ
მის ლომ მითხრა, რომ მანდ სიტყვა „უკბილო“ უმადურს ნიშ-
ნავს5,

5ფილისს დამახინჯებულად ახსენდება ფრაზა შექსპირის „მეფე ლირი“-დან:“დე, სცნოს


მაგან შვილებისა უმადურობა, რამდენადაც გველის კბილზე უფრო ბასრია“.
64
– ჰო, კარგი, კარგი! ჩემი ბრალია, – მოუთმენლად დაეთან-
ხმა პიტერი, – ბოდიშს გიხდი. დაწყნარდი? ბოლოს და ბო-
ლოს, წავალთ თუ არა?!
და ისინიც სადგურისკენ წავიდნენ, სადაც ორი საათი მე-
ბარგულის კომპანიაში გაატარეს და მშვენივრად გაერთნენ.
მებარგული უაღრესად ღირსეული და გულღია ადამიანი აღ-
მოჩნდა, თანაც, საზოგადოებაში უფრო მაღალ საფეხურზე
მდგარი უფროსების უმეტესობისგან განსხვავებით, არც „რა-
ტომზე“ დაწყებული წინადადებები ბეზრდებოდა და ბავშვების
კითხვებს სიამოვნებით პასუხობდა.
ბავშვებმა მისგან ბევრი ისეთი რამ გაიგეს, რაც აქამდე არ
იცოდნენ, მაგალითად, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ დე-
ტალს, რომლითაც ვაგონები ერთმანეთს ებმება, ქურო ეწო-
დება, ბერკეტები კი, რომლებიც ამ ქუროს თავზე დიდი გველე-
ბივითაა გადმოშვერილი, მატარებლის საგანგებო გაჩერების-
თვის ყოფილა განკუთვნილი.
– აი, წარმოიდგინეთ, მიქრის ქშენა-ქშენით ჩვენი ლამაზი
გოგო, – ამ „გველის“ დანიშნულებას უხსნიდა მებარგული ბავ-
შვებს, მაგრამ ისეთი სიყვარულით, თითქოს, მატარებელი
ლითონისა და ხისგან აწყობილი კონსტრუქცია კი არა, ცოცხა-
ლი არსება იყო, – მაგრამ ამ ბერკეტს ჩამოსწევ თუ არა, წამში
ადგილს მიეყინება.
– ვინ ლამაზი? – ვერ მიხვდა ფილისი.
– მატარებელი, რა თქმა უნდა, – უპასუხა პიტერმა და, მე-
ბარგულისა არ იყოს, მას შემდეგ მატარებელი სამივესთვისაც
ცოცხალ არსებად იქცა.
– გინახავთ ალბათ, ასეთი ბერკეტები ვაგონებშიც არის, –
განაგრძო მებარგულმა, – გვერდზე აბრაა გაკრული წარწე-

65
რით: „უმართებულო გამოყენებისთვის – ჯარიმა ხუთი ფუნ-
ტი“. იმიტომ, რომ ვინმემ შეიძლება ბერკეტი ტყუილად ჩამოს-
წიოს და მატარებელი გააჩეროს.
– და მართებულად რომ ჩამოსწიოს? – დაინტერესდა ბობი.
– მატარებელი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც გაჩერ-
დება, – უპასუხა მებარგულმა, – მაგრამ იმ ბერკეტის მართე-
ბულ ჩამოწევად, სინამდვილეში, მხოლოდ ის ითვლება, თუ
ვაგონში ვინმე კვდება ან რამე ეგეთი ხდება. აი, მაგალითად,
ახლა მოგიყვებით ერთ მოხუც ქალბატონს რა დაემართა. ერთ
მგზავრს ხუმრობით უთქვამს, ის ბერკეტი ვაგონ-რესტორნი-
დან ოფიციანტის გამოსაძახებელი ზარიაო და მოხუც ქალბა-
ტონსაც მაშინვე ჩამოუწევია, რა თქმა უნდა, უმართებულოდ,
იმიტომ, რომ მის სიცოცხლეს, როგორც მიხვდით, არავითარი
საფრთხე არ ემუქრებოდა, უბრალოდ შიოდა და ეგ იყო. მატა-
რებელიც, ცხადია, გაჩერდა და ვაგონში თავზარდაცემული
გამცილებელი შევარდა, ვინ იცის ფიქრობდა, მომაკვდავთან
მივრბივარო. ქალმა კიდევ, ვითომც აქ არაფერიაო, თავისთან
მიიხმო და: მისტერ, თუ შეიძლება, ერთი ჭიქა პორტერი და
ფუნთუშა მომიტანეთო, სთხოვა. მოკლედ, მატარებელმა ამ
ამბის გამო შვიდი წუთით დააგვიანა.
– მერე გამცილებელმა რა უთხრა იმ მოხუც ქალბატონს?
– არ ვიცი, მე იქ არ ვყოფილვარ, – უპასუხა მებარგულმა, –
მაგრამ, ალბათ ბევრი ისეთი რამ, რაც იმ მოხუც ქალბატონს
დიდხანს არ დაავიწყდებოდა.
ამ საინტერესო საუბარში დრო ძალიან, ძალიან სწრაფად
გაფრინდა.
სალაროსთვის განკუთვნილი შეღრმავების უკან თავისი კა-
ბინეტიდან, ანუ სადგურის წმიდათაწმიდა ოთახიდან ერთი-
ორჯერ სადგურის უფროსიც გამოვიდა და სამივეს თბილად და
მეგობრულად დაელაპარაკა.
66
– გეგონება, ნახშირის ქურდობაზე არ დავეჭირეთ, – ჩას-
ჩურჩულა ფილისმა დას ყურში.
მერე სადგურის უფროსმა პიტერს, ბობის და ფილისს თი-
თო-თითო ფორთოხალი მისცა და დაჰპირდა, რომ ამ დღეებ-
ში, როცა ძალიან დაკავებული არ იქნებოდა, სამივეს დაათვა-
ლიერებინებდა სასიგნალო ჯიხურს.
სანამ ბავშვები პლატფორმაზე იყვნენ, სადგურში რამდენი-
მე მატარებელი შემოვიდა და გზა გაუჩერებლად განაგრძო,
პიტერმა კი მხოლოდ ახლაღა შენიშნა, რომ ყოველ მათგანს
ლოკომოტივზე, ისევე, როგორც ქალაქში კებებს, თავ-თავისი
ნომერი ეწერა და ეს აღმოჩენა მაშინვე მებარგულს გაუზიარა.
– აბა რა! ყველას თავ-თავისი ნომერი აქვს... – დაუდასტუ-
რა მებარგულმაც, – ერთ ახალგაზრდა ჯენტლმენს ვიცნობდი,
რომელიც მატარებელს დაინახავდა თუ არა, ყველას ნომერს
იმწუთას ვერცხლისკუთხეებიან და მწვანე ტყავისყდიან პატა-
რა ბლოკნოტში იწერდა... ჰო, ძალიან ლამაზი ბლოკნოტი
ჰქონდა, მამამისი საკანცელარიო საქონლის საბითუმო მაღა-
ზიის მფლობელი იყო და კარგ ფულსაც შოულობდა.
მიუხედავად იმისა, რომ პიტერს საკანცელარიო საქონლის
ბითუმად გაყიდვით გამდიდრებული მამა არ ჰყავდა და არც
ვერცხლის კუთხეებიანი, ყდაზე ტყავგადაკრული მწვანე
ბლოკნოტი ჰქონდა, მატარებლების ნომრების ჩაწერა მასაც
მოუნდა და მებარგულმაც დაუნანებლად აჩუქა ყვითელი კონ-
ვერტი, რომელზეც პიტერმა დაუყოვნებლივ ორი რიცხვი –
379 და 663 – დაწერა და მაშინვე იგრძნო, რომ ეს ორი რიცხვი
მისთვის ამქვეყნად ყველაზე საინტერესო კოლექციის დასაწ-
ყისი იქნებოდა.
საღამოს, ჩაის სმისას პიტერმა დედას ჰკითხა, შემთხვევით
მწვანე ტყავისყდიანი და ვერცხლისკუთხეებიანი პატარა

67
ბლოკნოტი ხომ არ გაქვსო, მაგრამ, სამწუხაროდ, დედას ასე-
თი ბლოკნოტი არ აღმოაჩნდა. მაგრამ მერე, როცა დედამ გა-
იგო, პიტერს ბლოკნოტი რისთვის სჭირდებოდა, ზევით ავიდა
და თავისი ოთახიდან პატარა შავყდიანი წიგნაკი გამოუტანა.
– აი, ნახე, – უთხრა მან, – მართალია, რამდენიმე ფურცე-
ლი ამოხეულია, მაგრამ შიგ კიდევ უამრავი გვერდია და საკ-
მაოდ ბევრი რიცხვის ჩასაწერად გეყოფა, მერე კი, როცა ბო-
ლომდე შეავსებ, ახალს გაჩუქებ. ნეტა იცოდე, როგორ მიხა-
რია, რომ მატარებლებით ასე დაინტერესდი, მხოლოდ იმას
გთხოვთ სამივეს, რომ გაფრთხილდეთ და ზედ რკინიგზის ხაზ-
ზე არავითარ შემთხვევაში არ იაროთ.
პიტერმა სასოწარკვეთილი სახით გადახედა დებს.
– მაშინაც, როცა შემხვედრი მიმართულებით მივდივართ
და მატარებლის მოახლოებას შორიდან ვხედავთ? – წამიერი
დუმილის შემდეგ გულდამძიმებულმა ჰკითხა დედას.
– არა, რკინიგზის ხაზზე სიარული არავითარ შემთხვევაში
არ შეიძლება, – გაუმეორა დედამ.
– პატარა რომ იყავი, რელსებზე არც შენ დადიოდი, დედა?
– ჩაერთო ფილისი.
დედას შვილებთან სიმართლის თქმა და გულწრფელობა
ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიაჩნდა, ამიტომ იძულებუ-
ლი გახდა, ეღიარებინა:
– დავდიოდი, უნდა ვაღიარო, რომ დავდიოდი...
– აბა ჩვენ რატომ გვიკრძალავ?
– რას ამბობ, ფილის! ხომ იცით, როგორ მიყვარხართ! რა
მეშველება, რამე რომ დაიშავოთ?!
– ესე იგი, შენ უფრო გიყვარვართ, ვიდრე შენ უყვარდი ბე-
ბოს, პატარა რომ იყავი? ‒არ ეშვებოდა ფილისი დედას. ბობიმ

68
ფილისს ანიშნა, გაჩუმებულიყო, მაგრამ რაც გინდა ცხადი და
მარტივად მისახვედრი ყოფილიყო ნიშანი, ფილისი მის მნიშ-
ვნელობას ვერასდროს ხვდებოდა.
დედა რამდენიმე წუთით გაჩუმდა, მერე სკამიდან წამოდგა
და ჩაიდანი წყლით აავსო.
– არავის... – თქვა ბოლოს ხმაჩავარდნილმა, – ამქვეყნად
არასდროს არავის ისე არ ვყვარებივარ, როგორც დედას ვუყ-
ვარდი.
მერე ისევ გაჩუმდა და დანაღვლიანდა, ბობიმ კი, რომელიც
დედას დანაღვლიანების მიზეზს მაშინვე მიხვდა, ფილისს მა-
გიდის ქვეშ ფეხი გვარიანად უთავაზა. ბობიმ იგრძნო, რომ დე-
და ახლა იმ დროზე ფიქრობდა, როცა თვითონ იყო დედამი-
სისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი პატარა გოგონა და,
ისევე, როგორც ყველა პატარა გოგონას, შეეძლო დედასთან
მიერბინა და თავისი ნებისმიერი სადარდებელი თუ ტკივილი
შეეჩივლა. ბობი უკვე იმასაც ხვდებოდა, რომ ხანდახან უფრო-
სებსაც ძალიან უნდათ და სჭირდებათ დედასთან მიირბინონ
და თავიანთი სატკივარი გაუზიარონ, მაგრამ ვერ ახერხებენ,
რადგან მათი დედები ამქვეყნად აღარ არიან... სამწუხაროდ,
დიდი ხანია უკვე აღარც მათი ბებია იყო ამქვეყნად და დედას
ის ყოველთვის გულისტკივილით ახსენდებოდა. ახლა კი...
იმაში, რომ დედის გახსენებამ ახლა ისევ ატკინა გული,
ბრალი, რა თქმა უნდა, ფილისს მიუძღოდა, რომელიც ვერც
მაგიდის ქვეშ ფეხის მირტყმის მნიშვნელობას მიხვდა და თვა-
ლებგაფართოებულმა, გაკვირვებული სახით იკითხა:
– ფეხს რატომ მირტყამ, ბობი?
ფილისის კითხვაზე დედას ნაღვლიანად გაეცინა და ამოი-
ოხრა.– კარგი, იარეთ, ოღონდ იცოდეთ, ლიანდაგებზე სიარუ-
ლის უფლებას ერთი პირობით გაძლევთ: წინასწარ უნდა დარ-

69
წმუნდეთ, რომ ნამდვილად მატარებლის შემხვედრი მიმარ-
თულებით მიდიხართ... მაგრამ გაფრთხილებთ, ეს უფლება
გვირაბთან და მოსახვევებთან სიარულზე არ ვრცელდება. იქ
ლიანდაგებს არც კი გაეკაროთ!
– მატარებლები, ისევე, როგორც ეტლები და სხვა ყველა-
ნაირი ტრანსპორტი მარცხენა მხარეს დადიან, – გამოაცხადა
პიტერმა, – ამიტომ, ჩვენ თუ მარჯვენა მხარეს ვივლით, მოახ-
ლოებულ მატარებელს აუცილებლად დავინახავთ.
– კარგი, ოღონდ მაინც ფრთხილად იყავით... – თქვა დე-
დამ.
ალბათ ეს პასუხი ბევრს გაუკვირდება და მიიჩნევს, რომ დე-
დას შვილებისთვის რელსებზე სიარულის უფლება არ უნდა მი-
ეცა, მაგრამ მას ის დრო გაახსენდა, როცა თვითონ იყო პატარა
გოგონა და დათანხმდა, დათანხმდა მიუხედავად ყველაფრი-
სა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუჭირდა. დარწმუნებუ-
ლი ვარ, ვერც მისი შვილები, ვერც თქვენ და ვერც ამქვეყნად
სხვა ვერცერთი ბავშვი ბოლომდე ვერასდროს მიხვდება, რა
ძალისხმევად უღირდა მას ეს თანხმობა... ვფიქრობ, იმწუთიე-
რი მისი გრძნობების სიღრმეს ერთადერთი, ალბათ ბობისნაი-
რი გულისხმიერი ადამიანები თუ გაიგებენ და ისინიც მხო-
ლოდ ნაწილობრივ.
მეორე დღეს კი დედას ლოგინში ჩაწოლა მოუწია, უფრო
სწორად, ლოგინიდან ადგომაც კი ვერ შეძლო. ის ვერაფერს
ჭამდა, თავი და ყელი საშინლად სტკიოდა და ხელები ერთია-
ნად უხურდა.
– თქვენ ადგილას, მადამ, ბავშვებს ახლავე ექიმის დასაძა-
ხებლად გავგზავნიდი, – უთხრა მისის ვაინიმ, – ამ ბოლო
დროს სოფელში ბევრი გადამდები სენი დადის. ჩემი დის უფ-
როსი გოგონა ორი წლის წინათ, შობის წინა დღეებში ზუსტად

70
თქვენნაირად გაცივდა, მერე ინფექცია ფილტვებზე გადაუვი-
და და აგერ, ამდენი ხანია ვერა და ვერ გამოკეთდა.
თავიდან დედამ ექიმის გამოძახებაზე სასტიკი უარი განაც-
ხადა, მაგრამ საღამოსკენ უკვე ისე ცუდად გახდა, რომ პიტერი
სოფელში ყველასთვის კარგად ნაცნობი სახლისკენ გაგზავ-
ნეს, რომლის ჭიშკართანაც სამი წნორი იდგა, კარზე კი ამოტ-
ვიფრული წარწერით – „უ.უ. ფორესტი. მედიცინის დოქტორი“
სპილენძისფერი დაფა ბზინავდა.
მედიცინის დოქტორი – უ. უ. ფორესტი დაუყოვნებლივ გა-
ეშურა პაციენტის მოსანახულებლად და გზაში პიტერთან ცოც-
ხალი და საინტერესო საუბარი გააბა. პიტერზე მან არა მარტო
უაღრესად კეთილი და სასიამოვნო, საღად მოაზროვნე ადა-
მიანის შთაბეჭდილებაც დატოვა, რომელსაც რკინიგზა და მა-
ტარებლები, კურდღლები და სხვა, მართლაც საინტერესო რა-
მეები აინტერესებდა.
მან დედა გასინჯა და გრიპის დიაგნოზი დასვა.
– მაშ ასე, პატარა ქალბატონო, – მიმართა ბობის ავადმყო-
ფის ოთახიდან დერეფანში რომ გავიდა, – ვფიქრობ, უფროსი
მედდის მოვალეობას შენ ითავებ, არა?
– რა თქმა უნდა, – მაშინვე დაუდასტურა ბობიმაც.
– კარგი. მე ცოტა ხანში წამლებს გამოგიგზავნით, თქვენ კი
იზრუნეთ, რომ ბუხარში ცეცხლი არ ჩაქრეს და ძროხის ხორ-
ცის მსუყე ბულიონი მოუხარშეთ, ოღონდ ბულიონი, ცოტა
მოგვიანებით, იმ დროისთვის დაგჭირდებათ, სიცხე რომ შედა-
რებით დაიკლებს. მანამდე კი შეგიძლიათ ყურძენი, მინერა-
ლური წყალი და რძე მისცეთ. და კიდევ, კარგი იქნება, ერთი
ბოთლი ბრენდიც მოიტანოთ, მაგრამ საუკეთესო ბრენდი იყი-
დეთ, იაფფასიანი საწამლავზე უარესია.ბობიმ ექიმს სთხოვა
ეს ყველაფერი მისთვის ფურცელზე ჩამოეწერა და ექიმმაც
თხოვნა, რა თქმა უნდა, მაშინვე შეუსრულა. მისტერ ფორესტი
71
რომ წავიდა, ბობიმ მისი ჩამოწერილი რეკომენდაციები დე-
დას აჩვენა და დედას გაეცინა, თუმცა არა ისე, როგორც ყო-
ველთვის იცინოდა ხოლმე, არა გულღიად და ხალისიანად,
არამედ როგორღაც უცნაურად და უცხოდ – სუსტად და ხმა-
დაბლა.
– რა სისულელეა! – თქვა მოგუდული, ძლივს გასაგონი
ხმით და ბალიშს უძლურად მიესვენა, ბობიმ კი შენიშნა, რომ
დედას თვალები გაფართოებოდა და ორი ბრჭყვიალა მძივი-
ვით ულაპლაპებდა. – ეს ყველაფერი სრულიად ზედმეტია და
თანაც ვერც ამდენი უაზრო ხარჯის უფლებას მივცემ თავს. მი-
სის ვაინის უთხარი, ორი გირვანქა ცხვრის კისერი მოხარშოს,
ხორცი თქვენ ჭამეთ სადილად, მე კი ბულიონს დავლევ. ახლა
კი, საყვარელო, გთხოვ, წყალი დამალევინე და კარგად გაწუ-
რული ღრუბლით მკლავები გამიწმინდე.
რობერტამ დედის ორივე თხოვნა, ცხადია, დაუყოვნებლივ
შეასრულა. მერე კი, როდესაც დედამ თავი ცოტა უკეთ იგ-
რძნო, ქვევით, დანარჩენებთან ჩავიდა და შეშფოთებისგან
ლოყებაღაჟღაჟებულმა, კოპებშეკრულმა და დედაზე არანაკ-
ლებ თვალებალაპლაპებულმა პიტერს და ფილისს ექიმთან
და დედასთან ლაპარაკის შესახებ უამბო, უთხრა, რა დაავალა
ექიმმა და ექიმის რჩევების პასუხად დედას როგორ გაეცინა.
– ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ, – გა-
ნაგრძო მან, – ცხვრის ხორცის საყიდლად მე სულ ერთი ში-
ლინგი მაქვს.
– ჰოდა, სულ არ გვჭირდება ეგ სულელური ცხვრის ხორცი!
– გამოაცხადა პიტერმა. – პური და კარაქი სრულიად საკმარი-
სია, რომ მშივრები არ ვიყოთ. უკაცრიელ კუნძულზე ადამიანე-
ბი კარაქიან პურსაც ვერ ჭამენ და არაფერიც არ მოსდით,
მშვენივრად ცოცხლობენ.

72
– მართალი ხარ, – დაეთანხმა უფროსი და და მისის ვაინის
სთხოვა, სოფელში ერთი შილინგის ბრენდი, მინერალური, გა-
ზიანი წყალი და ბულიონისთვის ცოტა ძროხის ხორცი ეყიდა.
– მაგრამ მეტი ხომ მაინც არ გვაქვს, – შენიშნა ფილისმა, –
სულაც რომ ვიშიმშილოთ, ექიმის გამოწერილ ყურძენს და
რძეს მაინც ვერაფრით ვიყიდით.
– მართალი ხარ, – უპასუხა ბობიმ და კოპები შეკრა, – ამი-
ტომ რაღაც სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მოდი, სამივე
კარგად დავფიქრდეთ და მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ.
და დაფიქრდნენ, მერე კი ერთმანეთს თავიანთი აზრები გა-
უზიარეს, ასე რომ, როდესაც ბობი ცოტა ხნის შემდეგ უფროსი
მედდის მოვალეობისა და დედის თხოვნის შესასრულებლად
ისევ მეორე სართულზე ავიდა, პიტერმა და ფილისმა მაკრატე-
ლი, თეთრი ზეწარი, ფუნჯი და ქოთანში ჩასხმული ბიტუმის სა-
ღებავი აიღეს, რომელსაც მისის ვაინი ბუხრის ცხაურების გა-
საახლებლად იყენებდა ხოლმე და მნიშვნელოვან საქმეს შე-
უდგნენ. სამწუხაროდ, პირველი მცდელობა წარუმატებლად
დამთავრდა, ბავშვებს ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ და ზეწარი
გაუფუჭდათ. მეორე მცდელობას კი თეთრეულის კარადიდან
კიდევ ერთი ზეწრის გამოღება დასჭირდა. ასეც მოიქცნენ და
წუთითაც არ დაფიქრებულან, რომ თეთრეულიც ძალიან ძვი-
რი ღირდა. სინამდვილეში, ეს მათ თავშიც არ მოსვლიათ,
რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ კეთილ და აუცილე-
ბელ საქმეს აკეთებდნენ... თუმცა მათი ჩანაფიქრის შესახებ
მოგვიანებით გიამბობთ.
ბობის საწოლი დედას ოთახში გადაიტანეს. ღამით ის რამ-
დენჯერმე ადგა, ხან ნახშირს ამატებდა ბუხარში და ხანაც სო-
დიან წყალსა და რძეს ასმევდა დედას. დროდადრო მძინარე
დედა თავისთვის ლაპარაკს იწყებდა, მაგრამ ბობი ამ უთავბო-
ლო ლაპარაკიდან აზრის გამოტანას ვერ ახერხებდა, მერე კი
73
ერთხელ დედამ თვალებიც გაახილა და დედა, დედაო, – ხმა-
მაღლა დაიყვირა.
ბობი, ცხადია, მაშინვე მიხვდა, რომ დედა მათ ბებიას ეძახ-
და, ამას კი, რა თქმა უნდა, არავითარი აზრი არ ჰქონდა, რად-
გან ბებია დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მაგრამ ძილში დე-
დას, როგორც ჩანს, ეს დავიწყებოდა და ისევე, როგორც ყვე-
ლა შვილი ავადმყოფობისას, დედას ითხოვდა.
დილას ადრიანად კი ბობიმ უკვე თავისი სახელი გაიგონა.
ის მაშინვე ლოგინიდან წამოხტა და დედასთან მიირბინა.
– მგონი, ძილში გეძახდი, არა? – ამოიბუტბუტა დედამ, –
ჩემო საბრალო ბარტყო, წარმომიდგენია, როგორ დაიღალე,
მაპატიე, რომ ასე გაწვალებ.
– არა, დედა, სულაც არ მაწვალებ! – გული აუჩუყდა აცრემ-
ლებულ ბობის.
– გთხოვ, ოღონდ არ იტირო, საყვარელო, აი, ნახავ, ერთი-
ორი დღეც და ჩიტივით ვიქნები, – დაჰპირდა დედა.
– ეჭვიც არ მეპარება, – თავი დაუქნია ბობიმ და გაღიმებაც
კი მოახერხა.
ადამიანს, რომელიც ღამღამობით ათსაათიან ძილს არის
შეჩვეული, ღამის განმავლობაში სამჯერ თუ ოთხჯერ გაღვიძე-
ბისა და ლოგინიდან წამოხტომის შემდეგ დილას ისეთი შეგ-
რძნება უჩნდება, თითქოს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.
ბობიც თავს დაახლოებით ასევე გრძნობდა, თავბრუ ესხმოდა,
საღად ვერ აზროვნებდა და ქუთუთოებდამძიმებული თვალები
საშინლად ეწვოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალა მოიკრი-
ბა, ოთახი მიალაგა და ექიმის მოსვლისთვის ყველაფერი თავ-
თავის ადგილას დააწყო.
ექიმი ცხრის ნახევარზე მოვიდა.
– აბა, პატარა მედდავ, როგორ მიდის საქმე? იშოვეთ კარგი
ბრენდი? – ჰკითხა მან ბობის სახლში შემოსვლისთანავე.
74
– დიახ, ვიშოვეთ, – უპასუხა ბობიმ, – პატარა ბრტყელი
ბოთლით გვაქვს.
– მაგრამ ყურძენს და ძროხის ბულიონს რომ ვერ ვხედავ?
– შეფიქრიანებული გამომეტყველებით შეკრა კოპები ექიმმა.
– ყურძენი ხვალ გვექნება, – მტკიცედ გამოაცხადა ბობიმ,
– ბულიონის გასამზადებლად კი ხორცი უკვე ქურაშია და იშუ-
შება.
– საიდან იცი, რომ ბულიონისთვის ხორცი ასე უნდა მომ-
ზადდეს? – გაუკვირდა ექიმს.
– დამამახსოვრდა. ფილისს რომ ყბაყურა ჰქონდა, დედამ
მოამზადა ასე.
– ყოჩაღ! – შეაქო ექიმმა. – ახლა კი მოდი, ასე მოვიქცეთ.
ავადმყოფის მოსავლელად დედათქვენის ოთახში მისის ვაინი
დარჩეს, შენ კი წადი, ჯერ კარგად ისაუზმე, მერე დაწექი და სა-
დილამდე გამოიძინე, თორემ უფროსი მედდის ავად გახდომა
საქმეს კიდევ უფრო გაგვირთულებს.
პიტერი აშკარად არ შემცდარა – ექიმი მართლაც ძალიან
კარგი და საღად მოაზროვნე ადამიანი იყო.
როდესაც იმ დილას ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე მატა-
რებელი გვირაბიდან გამოვიდა, პირველი კლასის ვაგონში
მოხუცმა ჯენტლმენმა გაზეთი გვერდზე გადადო და ღობეზე შე-
მომდგარი სამი ბავშვის ჩვეულებისამებრ მისასალმებლად და
ხელის დასაქნევად გაემზადა, მაგრამ ამჯერად სამის მაგივ-
რად მხოლოდ ერთი, კერძოდ კი – პიტერი დაინახა.
თანაც წინა დღეებისგან განსხვავებით პიტერი არც ღობეზე
ამძვრალიყო. ამჯერად ის ღობის წინ და უცნაურ პოზაში, რა-
ღაცის საჩვენებლად გამზადებული ადამიანივით იდგა, დაახ-
ლოებით ისე, როგორც, მაგალითად, ცირკში ცხოველების
მომთვინიერებელი, რომელიც თავის მოთვინიერებულ ცხო-

75
ველს წარუდგენს მაყურებელს, ან რომელიმე კეთილი ღვთის-
მსახური საკვირაო სკოლაში საჩვენებელი ჯოხით „ჯადოსნუ-
რი ფარნიდან6 გამონათებულ სურათზე მიუთითებს და ბავ-
შვებს მასზე გამოსახულ ბიბლიურ სიუჟეტს უხსნის.
პიტერსაც ზუსტად ასევე, თუმცა არა საჩვენებელი ჯოხი,
არამედ ხელი ჰქონდა გაშვერილი და ღობეზე ლურსმნებით
საგულდაგულოდ მიჭედებულ დიდ თეთრ ზეწარზე უთითებდა,
რომელზეც უზარმაზარი, დაახლოებით ერთი ფუტი სიგრძის
შავი ასოები იყო გამოსახული. ზოგიერთი ასო, იმის გამო,
რომ ფილისმა შავი საღებავი მეტისმეტად გულუხვად იხმარა,
გათხაპნილიყო და ჩამოწუწულიყო, მაგრამ სიტყვები მაინც
თავისუფლად იკითხებოდა.
წარწერა – „სადგურზე ფანჯრიდან გამოიხედეთ“ – მოხუც
ჯენტლმენთან ერთად სხვა მგზავრებმაც წაიკითხეს და ცოტა
ხნის შემდეგ, როცა მატარებელი სადგურზე გაჩერდა, ფანჯრე-
ბიდან მათაც გაიხედეს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი დაინა-
ხეს და რაღაც ამოუცნობის მოლოდინი არ გაუმართლდათ.
მათთან ერთად სადგურზე ფანჯრიდან, თავისთავად ცხადია,
მოხუცმა ჯენტლმენმაც გაიხედა და სხვებისა არ იყოს, თავი-
დან მზის სხივებში ჩაფლული ხრეშდაყრილი პლატფორმის,
პლატფორმის კიდესთან კი, ჟაბოებისა და კესანების ყვავილ-
ნარების გარდა, რამე განსაკუთრებული ვერც მან შენიშნა,
მაგრამ მერე, სწორედ იმწუთას, როცა ორთქლმავალმა ქშენა
ამოუშვა და წასასვლელად გამზადებული ვაგონები შეირყა,
მოხუცმა ჯენტლმენმა ფილისს მოჰკრა თვალი, რომელმაც მა-
ტარებელთან მოირბინა და მოხუცი ჯენტლმენის ფანჯარასთან
აქოშინებული გაჩერდა.

6
XVII-XIX საუკუნეებში გავრცელებული გამოსახულების პროექციის აპარატი
76
– უჰ! – ამოიოხრა შვებით. – მეგონა, ვეღარ მოგისწრებ-
დით... სანამ მოვრბოდი, თასმები მეხსნებოდა მუდმივად...
თან ორჯერ დავაბიჯე კიდეც და წავიქეცი... აი, გთხოვთ, გამო-
მართვით...
ფილისმა კაცს ხელში თბილი, ნესტიანი კონვერტი ჩაუდო
და იმავწამს მატარებელიც დაიძრა.
მოხუცი ჯენტლმენი საზურგეს მიეყუდა, სავარძელში მო-
ხერხებულად მოიკალათა და წერილი გახსნა.
„ძვირფასო, მისტერ (სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვი-
ცით)! დედა ავადაა და ექიმმა გვითხრა, რომ მისი სწრაფი გა-
მოჯანმრთელებისთვის პროდუქტების ის ჩამონათვალია საჭი-
რო, რომელიც წერილის ბოლოსაა ჩამოწერილი. მაგრამ დე-
და ექიმის რჩევების გათვალისწინებაზე უარს აცხადებს და ამ-
ბობს, რომ ამის საშუალება არ გვაქვს. ამიტომ მხოლოდ
ცხვრის ხორცის ყიდვა დაგვავალა, თანაც, როგორც თქვა,
თვითონ მხოლოდ ბულიონს დალევს, ჩვენ კი ხორცი უნდა
შევჭამოთ. სამწუხაროდ, აქ თქვენ გარდა ჩვენ არავის ვიც-
ნობთ. მამაც არ არის ჩვენთან ერთად და არც მისი მისამართი
ვიცით, მაგრამ პირობას გაძლევთ, მამა რომ დაბრუნდება, და-
ნახარჯს აუცილებლად აგინაზღაურებთ. თუმცა, იმ შემთხვევა-
ში, თუ მამამ მთელი ფული დაკარგა ან რამე ეგეთი მოხდა, პა-
ტიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ფულს, როგორც კი გაიზრდე-
ბა, პიტერი დაგიბრუნებთ.
სავალო ხელწერილი იმ ყველაფერზე, რაც დედას ახლა
სჭირდება.
ხელმომწერი: პიტერი.
რადგანაც არ ვიცით, უკან რომელი მატარებლით დაბრუნ-
დებით, მადლობელი დაგრჩებით თუ ამანათს სადგურის
უფროსს გადასცემთ. უთხარით, რომ ამანათს პიტერისთვის

77
უტოვებთ, რომელიც ნახშირთან დაკავშირებულ ამბავს ნა-
ნობს და სადგურის უფროსი მიხვდება, ვის გულისხმობთ.
რობერტა
ფილისი
პიტერი“
წერილის ბოლოს ექიმის რეკომენდებული პროდუქტების
სია იყო ჩამოწერილი.
მოხუცმა ჯენტლმენმა სია გადაიკითხა და გაკვირვებული
გამომეტყველებით აექაჩა წარბები შუბლისკენ, მეორედ გადა-
კითხვის შემდეგ კი ტუჩის კუთხეებით ჩაეღიმა, ბოლოს მესა-
მედაც რომ გადაიკითხა, წერილი დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და
„ტაიმსის“ კითხვას მიუბრუნდა.
დაახლოებით საღამოს ექვს საათზე სახლში შემოსასვლელ
უკანა კარზე კაკუნი გაისმა. რობერტამ, ფილისმა და პიტერმა
მაშინვე კართან მიირბინეს და გააღეს. ზღურბლზე სწორედ ის
მებარგული იდგა, რომელმაც მათ რამდენიმე დღის წინ რკი-
ნიგზაზე და მატარებლებზე ბევრი საინტერესო რამე უამბო. ის
სამზარეულოში შემოვიდა და ფილებით მოპირკეთებულ ია-
ტაკზე თავსახურიანი დიდი კალათი დადგა.
– მოხუცი ჯენტლმენისგან, – თქვა მან, – მთხოვა, დაუყოვ-
ნებლივ მომეტანა და პირადად თქვენთვის გადმომეცა.პიტერ-
მა მებარგულს მადლობა გადაუხადა და გაუღიმა, მაგრამ წუ-
თის შემდეგ შენიშნა, რომ მებარგული, თითქოს რაღაცას
ელოდებაო, უხერხულად ინაცვლებდა ერთი ფეხიდან მეორე-
ზე და ნაჩქარევად მოუბოდიშა:
– ძალიან ვწუხვარ, რომ, როგორც მამა იქცეოდა ხოლმე
ასეთ დროს, თქვენთვის მოსაცემი ორი პენსი არ მაქვს, მაგ-
რამ...
– ჰმ, არა, ეგ რა სალაპარაკოა! – ნაწყენი ხმით გააწყვეტი-
ნა მებარგულმა. – თავშიც არ მომსვლია, რომ შენთვის ორი
78
პენსი გამომერთმია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ვწუხ-
ვარ. ცუდია, რომ დედათქვენი ავადმყოფობს. მინდოდა, მე-
კითხა, ახლა როგორ არის-მეთქი და კიდევ, აი, რამით რომ გა-
მეხარებინა, რამდენიმე ტოტი ველური ვარდი მოვუწყვიტე,
ისეთი კარგი სუნი აქვს, რომ ვიფიქრე, ესიამოვნებოდა... შენ
კიდევ ორ პენსზე მელაპარაკები! – დაამატა უკმაყოფილო
ბუზღუნით და, როგორც ფილისმა მოგვიანებით აღნიშნა, შლა-
პიდან „მეფოკუსესავით“ პატარა, მაგრამ საოცრად სურნელო-
ვანი ვარდების თაიგული ამოაძვრინა.
– ძალიან დიდი მადლობა! – ჩაიბუტბუტა დარცხვენილმა
პიტერმა. – და გთხოვთ, მაპატიოთ... აი, იმისთვის, რომ ორი
პენსი ვახსენე.
– არა უშავს, არ მწყენია, – უპასუხა კარისკენ შეტრიალე-
ბულმა მებარგულმა, მაგრამ აშკარად შეეტყო, რომ სინამდვი-
ლეში ძალიანაც ეწყინა და მისი სიტყვები მხოლოდ თავაზია-
ნობის გამომჟღავნება იყო.
როგორც კი მარტონი დარჩნენ, ბავშვებმა კალათი გახ-
სნეს. კალათში სულ ზემოდან ჩალის ფენა ეფინა, ჩალის ქვეშ
ბურბუშელას ფენა აღმოჩნდა, ბურბუშელას ქვეშ კი ის ყველა-
ფერი ეწყო, რაც მოხუც ჯენტლმენს სთხოვეს და კიდევ უამრავი
ისეთი რამ, რაც არ უთხოვიათ: რამდენიმე ატამი, პორტვეინი,
ასევე, ორი მოხარშული დედალი, მუყაოს ყუთში ჩაწყობილი
გრძელღეროიანი წითელი ვარდები, წაგრძელებული მაღალი
ბოთლით ლავანდის წყალი და უფრო დაბალი და მუცელგაბე-
რილი სამი ბოთლი ოდეკოლონი, ამ ყველაფრის ქვეშ კი წე-
რილი იდო:
„ძვირფასო რობერტა, ფილის და პიტერ,
გიგზავნით იმ პროდუქტს, რაც გჭირდებოდათ. დედათქვენს
ამ ყველაფრის მიღება, რა თქმა უნდა, გაუკვირდება და გამომ-
გზავნის ვინაობით დაინტერესდება, თქვენ კი დაამშვიდეთ,
79
თქვით, რომ ამანათი მისი ავადმყოფობის ამბით შეწუხებული
მეგობრისგან მიიღეთ, თუმცა მერე, როცა გამოჯანმრთელდე-
ბა, სიმართლე აუცილებლად უთხრათ. და თუ თქვენს საქცი-
ელს უმართებულოდ ჩათვლის, გადაეცით, რომ, ჩემი აზრით,
აბსოლუტურად სწორად მოიქეცით და იმედი მაქვს, მაპატი-
ებს, რომ თქვენი გახარებით თავს ამხელა სიამოვნების უფლე-
ბა მივეცი“.
წერილი ინიციალებით მთავრდებოდა: გ. პ. და კიდევ რა-
ღაც იყო მიწერილი, მაგრამ იმ მინაწერში ბავშვებმა ვერაფე-
რი გაარჩიეს.
– ხედავთ?! მაინც სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ
მივწერეთ! – წამოიძახა ფილისმა.
– რა, აქამდე ეჭვი გეპარებოდა? რა თქმა უნდა, სწორი გა-
დაწყვეტილება იყო, – დაეთანხმა ბობი.
– ჰო, – ჩაფიქრებული სახით თქვა პიტერმა და ჯიბეებში ხე-
ლები ჩაიყო, – სწორი იყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დე-
დასთვის ამ ამბის მოყოლა რატომღაც სულ არ მინდა.
– ჰოდა, სანამ არ გამოჯანმრთელდება, არც არაფერს ვეტ-
ყვით, – მოხუცი ჯენტლმენის რჩევა გაახსენდა ბობის, – მერე
კი, როცა გამოჯანმრთელდება, ისეთი გახარებულები ვიქნე-
ბით, კიდეც რომ გაგვიბრაზდეს, სულ არ მეწყინება... შეხედეთ,
რა ლამაზი ვარდებია! ახლავე უნდა ავუტანო...
– ჰო, და ესეც... – შეახსენა ფილისმა და მებარგულის მო-
ტანილი პატარა თაიგულის სურნელი ნესტოებდაბერილმა შე-
ისუნთქა, – ველური ვარდიც აუტანე, არ დაგავიწყდეს!
– არა, რა დამავიწყებს! – უპასუხა ბობიმ. – თანაც დედა
რამდენიმე დღის წინ მიყვებოდა, რომ, თურმე იმ სახლის ღო-
ბეზე, სადაც პატარაობისას ცხოვრობდა, ზუსტად ასეთი ხვიარა
ველური ვარდი ხარობდა.

80
თავი მეოთხე
ორთქლმავლის დაუპატიჟებელი სტუმარი

მეორე ზეწარი და ბიტუმის საღებავის ნარჩენი კიდევ ერთი


პლაკატის მომზადებაზე წავიდა, რომელზეც ასეთი რამ ეწერა:
„დედა თითქმის გამოჯანმრთელდა! გმადლობთ!“
მწვანე დრაკონის წინაშე წარსადგენად ეს პლაკატი სანო-
ვაგით სავსე კალათის მოსვლიდან დაახლოებით ორი კვირის
შემდეგ გამზადდა. მოხუცმა ჯენტლმენმა წარწერა თავის ვაგო-
ნის ფანჯრიდან წაიკითხა და, გახარებულმა, ბავშვებს ხელიც
დაუქნია. ხოლო მას შემდეგ, რაც მწვანე დრაკონიცა და მოხუ-
ცი ჯენტლმენიც თვალს მიეფარნენ, ბავშვები მიხვდნენ, დრო
იყო, დედას ყველაფერში გამოსტყდომოდნენ და ეღიარები-
ნათ, რომ მისი ავადმყოფობის დროს საჭირო სანოვაგე უცხო
ადამიანს სთხოვეს. მაგრამ, როგორც კი გაირკვა, სიმართლის
თქმას სამომავლოდ ვეღარ გადადებდნენ, ამოცანა არც ისეთი
იოლი შესასრულებელი ეჩვენათ, როგორც თავიდან ეგონათ.
მიუხედავად ამისა, ისინი თავს ვალდებულად გრძნობდნენ, ეს
გაეკეთებინათ. და გააკეთეს კიდეც. დედა საშინლად გაბრაზ-
და. საერთოდ, ის ძალიან იშვიათად ბრაზდებოდა, მაგრამ ასე-
თი გაბრაზებული ბავშვებს უბრალოდ არასოდეს ენახათ. ეს
საშინელება იყო. თუმცა კიდევ უფრო მეტი საშინელება მას მე-
რე დაიწყო, რაც დედას მოულოდნელად ტირილი აუვარდა.
ტირილი კი, ჩემი დაკვირვებით, ისეთივე გადამდები რამეა,
როგორიც ყბაყურა ან ყივანახველა და ბავშვებსაც ის იმავ-
წუთს და თანაც ფრიად გართულებული ფორმით გადაედოთ.
პირველი, ვინც ტირილის შეწყვეტა შეძლო, ისევ დედა აღ-
მოჩნდა.
– მაპატიეთ, ჩემო საყვარლებო, – თქვა მან და ცრემლები
81
მოიწმინდა, – მაპატიეთ, რომ თავი ვერ შევიკავე და გავბრაზ-
დი. დარწმუნებული ვარ, თქვენ იმასაც ვერ მიხვდით, ასე რა-
ტომ გავნერვიულდი.
– ჩვენ ხომ სულ არ გვინდოდა, ცუდად მოვქცეულიყავით,
დედა! – ფილისისა და პიტერის სლუკუნსა და ცხვირის ხმამა-
ღალ სრუტუნში თავადაც ქვითინს ამოაყოლა ბობიმ.
– კარგი, ახლა ყურადღებით მომისმინეთ, – განაგრძო დე-
დამ, – ჩვენ მართლაც ღარიბები ვართ, ეს სრული სიმარ-
თლეა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ლუკმა პურის ფული არ
გვქონდეს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ჩვენს ფინანსურ მდგო-
მარეობას მთელ სოფელს ნუ მოსდებთ – ეს ცუდი საქციელია.
მაგრამ კიდევ უფრო ცუდი უცხო ადამიანისთვის რაღაცის
თხოვნაა. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს მიზეზი, რაც თქვენს
ასეთ საქციელს გაამართლებს. იმედი მაქვს, ამიერიდან ეს
აღარასოდეს დაგავიწყდებათ, კარგი?
ბავშვები დედას მოეხვივნენ, სველი ლოყებით მის ლოყებს
მიეკრნენ და დაჰპირდნენ, რომ ასე აღარასოდეს მოიქცეოდ-
ნენ.
– იმ თქვენს მოხუც ჯენტლმენს კი წერილს გავუგზავნი და
მივწერ, რომ არ ვამართლებ... უფრო სწორად, მას კი არა,
თქვენს საქციელს არ ვამართლებ, ჩემო საყვარლებო, მისი კი,
პირიქით, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, რომ ამხელა სიკე-
თე გამოიჩინა... მოკლედ, მე თქვენს მოხუც ჯენტლმენს წე-
რილს მივწერ, თქვენ კი მისთვის გადასაცემად წერილს სად-
გურის უფროსს წაუღებთ და ჩვენ ამ თემას მეტად აღარასოდეს
შევეხებით.
– მაინც რა არაჩვეულებრივი დედა გვყავს, არა?! – თქვა
ბობიმ მოგვიანებით, მარტონი რომ დარჩნენ. – გეგულებათ
ამქვეყნად თუნდაც ერთი უფროსი, რომელიც შვილებს იმის-
თვის მოუხდის ბოდიშს, რომ მათზე გაბრაზდა?
82
– მართალი ხარ, – დაეთანხმა პიტერი, – ამქვეყნად ყველა-
ზე მაგარი დედა გვყავს, მაგრამ, როცა ბრაზობს... უ-უჰ... ძა-
ლიან შემეშინდა.
– ჰო, როცა გაბრაზებულია, იმ ირლანდიურ სიმღერაში
რომ არის, ნამდვილი „მზეზე მოლაპლაპე, დამსჯელი ხმალი“
ხდება, – თქვა ფილისმა, – გაბრაზებული მართლა ისეთი ლა-
მაზია, მეშინია, თორემ ალბათ ვინატრებდი, რომ ხშირად
ბრაზდებოდეს.
დედამ მათ მოხუცი ჯენტლმენისთვის გადასაცემი წერილი
მისცა და ისინიც სადგურის უფროსთან წავიდნენ.
– როგორც მახსოვს, მითხარი, მეგობრები მხოლოდ ლონ-
დონში გვყავსო, ასე არ იყო? – გაუკვირდა სადგურის უფროსს.
– მართალია, – დაუდასტურა პიტერმა, – იმ ლაპარაკის
შემდეგ გავიცანით.
– სადმე ახლომახლო ცხოვრობს?
– არ ვიცი, მხრები აიჩეჩა პიტერმა, – ჩვენ ამ ჯენტლმენთან
მხოლოდ რკინიგზის ნაცნობობა გვაკავშირებს.
მერე სადგურის უფროსი ბილეთების გასაყიდად განკუთ-
ვნილი პატარა ფანჯრის უკან, იქაურობის წმიდათაწმიდა ტა-
ძარში, თავის კაბინეტში დაბრუნდა, ბავშვები კი მებარგულეე-
ბის ოთახში წავიდნენ და ძველ ნაცნობთან დიდხანს ილაპარა-
კეს. მებარგულისგან მათ ამჯერადაც ბევრი საინტერესო რამ
გაიგეს. პირველი ის, რომ პერქსი ერქვა, მეორე, რომ ცოლი
და სამი შვილი ჰყავდა და მესამე, რომ ორთქლმავალზე წინ
მიმაგრებულ გასანათებელ მოწყობილობას თავფარნები ეწო-
დებოდა, შემადგენლობის კუდში, ბოლო ვაგონზე მიმაგრე-
ბულს კი – უკანა ფარნები.
– ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მატარებლები სინამ-
დვილეში, მატარებლები კი არა, შენიღბული გველეშაპები

83
არიან და, როგორც გველეშაპებს, თავები და კუდები აქვთ, –
ჩურჩულით ჩაილაპარაკა ფილისმა.
ბავშვებმა სწორედ იმ დღეს შენიშნეს პირველად, რომ ორ-
თქლმავლები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ფილისმა
მებარგულს ესეც ჰკითხა:
– განსხვავდება თუ არა ორთქლმავლები? – ეშმაკურად გა-
იღიმა მებარგულმა პერქსმა. – რა თქმა უნდა, ჩვენო პატარა
ქალბატონო. აი, მე და შენ ხომ ერთმანეთს სულ არ ვგავართ,
ჰოდა ასეთივე განსხვავებაა ორთქლმავლებშიც. ხომ დაინა-
ხე, წეღან ერთმა უტენდეროდ მიმავალმა პაწაწუნა ორთქლმა-
ვალმა რომ ჩაგვიქროლა გვერდით. იმ პაწაწუნას ბაკი ჰქვია
და ჩვენს სადგურსა და მეიდბრიჯის მეორე მხარეს შორის და-
დის... ჰოდა, ბაკი შეიძლება შენ შეგადაროთ, ჩვენო პატარა,
მის. მაგრამ არსებობს აი, ისეთი დიდი და მძლავრი ლოკომო-
ტივებიც, რომლებსაც ორივე მხარეს ზოლურებით დამაგრებუ-
ლი სამ-სამი ბორბალი აქვს, ისინი, შეიძლება ჩავთვალოთ,
რომ მე მგვანან. კიდევ არსებობს ძირითად ხაზზე მოძრავი
ლოკომოტივები, რომლებსაც ჩვენს პატარა ჯენტლმენს შევა-
დარებდი, ოღონდ, რა თქმა უნდა, მომავალში, როცა ცოტა წა-
მოიზრდება და სპორტულ შეჯიბრებებში და, რაც მთავარია,
სირბილში, ყველა თავის თანაკლასელს უკან მოიტოვებს. აი,
ესენი, ძირითად ხაზზე მოძრავი ორთქლმავლები არიან ყვე-
ლაზე ძლიერი ბიჭებიც და ყველაზე სწრაფებიც. ათის თხუთმეტ
წუთზე რომ მატარებელი დადის, ის სწორედ ერთ-ერთ ასეთ
ლოკომოტივს არის ჩაბმული.
– ესე იგი, მწვანე გველეშაპს! – წამოიძახა ფილისმა.
– ჩვენ კიდევ აქ მაგ ორთქლმავალს ლოკოკინას ვეძახით,
– ღიმილით უთხრა პერქსმა, – იმიტომ, რომ სხვა მატარებ-
ლებზე ხშირად, როგორც წესი, ეგ აგვიანებს ხოლმე.

84
– მაგრამ ის ხომ მწვანეა, ლოკოკინა როგორ იქნება? – გა-
უკვირდა ფილისს.
– რატომაც არა?! რა, არ შეგიმჩნევიათ, რომ წელიწადის
გარკვეულ დროს ლოკოკინებიც მწვანდებიან? – მხრები აიჩე-
ჩა პერქსმა.
სავახშმოდ სახლისკენ მიმავალ გზაზე ბავშვები ყოველგვა-
რი კამათის გარეშე შეთანხმდნენ, რომ პერქსის სახით ძალიან
საინტერესო და კარგი მეგობარი შეიძინეს.
მეორე დღეს რობერტა თორმეტი წლის ხდებოდა, ამიტომ
სადილის შემდეგ ოჯახის წვერებმა თბილად, მაგრამ დაჟინე-
ბით სთხოვეს, სადმე წასულიყო და ექვს საათამდე სახლში არ
დაბრუნებულიყო.
– აუცილებლად უნდა წახვიდე, რომ კარგად მოვემზადოთ
და თანაც არ გვინდა, შენ რამე დაინახო. სამაგიეროდ, რომ
დაბრუნდები, არაჩვეულებრივ სიურპრიზს დაგახვედრებთ.
და მარტო დარჩენილი რობერტაც ბაღში გავიდა, სადაც ძა-
ლიან შეეცადა, თავი მადლიერებითა და სასიამოვნო სიურ-
პრიზის მოლოდინით გაემხნევებინა, მაგრამ, რაც უნდა სასია-
მოვნო და არაჩვეულებრივი ყოფილიყო ის სიურპრიზი, რა-
ტომღაც მაინც და-ძმის გვერდით ყოფნა ერჩივნა, უნდოდა, ზე-
იმის მომზადებაში თვითონაც მიეღო მონაწილეობა და თუნ-
დაც ცოტა ხნით, მაგრამ საკუთარ დაბადების დღეს მარტო არ
ყოფილიყო.
სამაგიეროდ, მარტო დარჩენილს ფიქრის დრო გაუჩნდა
და, სხვა ყველაფერთან ერთად, გონებაში დედას ის ახლაღა
ამოტივტივებული ნათქვამი გაახსენდა, რომელიც მისგან
ავადმყოფობისას, ჯერ კიდევ იმ დღეებში გაიგონა, სიცხიანს
მკლავები რომ ერთიანად უხურდა და თვალები ულაპლაპებ-
და.
– ღმერთო, წარმომიდგენია, ამ ექიმის მომსახურება რა და
85
დაჯდება! – თქვა მაშინ დედამ.
და აი, ახლა, როცა ბობი დაკოკრებული, მაგრამ ჯერაც გა-
უშლელი ვარდების, იასამნის ბუჩქების, ჟასმინისა და ამერი-
კული მოცხარის კვლებს შორის დადიოდა, გონებაში ამოტივ-
ტივებული ეს ფრაზა ბობის ისევ და ისევ, ხელახლა ჩაესმოდა
ყურში და რაც მეტს ფიქრობდა, გულიც მით მეტად უმძიმდებო-
და.
უეცრად გოგონამ თავისთვისვე მოულოდნელი გადაწყვე-
ტილება მიიღო და თავი ასწია. მერე ეზოდან გასასვლელი
გვერდითა კარი გამოაღო, არხის გასწვრივ გაყოლებულ გზა-
ზე გასასვლელად, დამრეცი, ფერდობად აზიდული მინდორი
აიარა და ამ გზას იქამდე გაჰყვა, ვიდრე სოფლისკენ მიმავალ
ხიდს არ მიადგა, ხიდზე კი გაჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო და
ლოდინი დაიწყო... უჰ, როგორ ესიამოვნა მკლავებზე მზით
გამთბარი ქვის მოაჯირის შეგრძნება და წყლის ზედაპირზე
ლაჟვარდისფერი ლიცლიცის ყურება! სამსაკვამურიან სახ-
ლში გადმოსვლამდე ერთადერთი არხი, რომლის ნახვის სა-
შუალებაც ბობის ჰქონდა, ლონდონში, რიჯენტის არხი იყო,
რომელშიც ძალიან არასასიამოვნო, ჭუჭყისფერი წყალი მო-
ედინებოდა... თუმცა ისევე, როგორც ტემზაში. ტემზაც ერთა-
დერთი მდინარე იყო, რომელიც ბობის აქამდე ენახა და ტემ-
ზის ფერიც ბობის ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებდა, თითქოს
ამ წყლით ვიღაცას სრულიად გათხუპნული და ამოგანგლული
სახე დაებანა.
აქაური ლამაზი არხი კი ბავშვებს შეიძლება რკინიგზაზე
არანაკლებადაც შეჰყვარებოდათ, მაგრამ არსებობდა ორი მი-
ზეზი, რის გამოც ისინი უპირატესობას მაინც უფრო რკინიგზას
ანიჭებდნენ. პირველ მიზეზად იმის დასახელება შეიძლება,
რომ რკინიგზა მათ არხზე ადრე აღმოაჩინეს, სამსაკვამურიან
86
სახლში გადმოსვლის იმ პირველსავე, არაჩვეულებრივ და
მზიან დილას, როცა გარშემო ყველაფერი – თავად სახლი და
გარშემო მთელი არემარე, ჭაობები, ქვები და მაღალი მთა-
გორები მათთვის ახალ და შესაძლებლობებით აღსავსე სამყა-
როდ იქცა. არხი და ეს ხიდი კი მხოლოდ მოგვიანებით, მას
შემდეგ იპოვეს, რაც რკინიგზა უკვე მათი ცხოვრების განუყო-
ფელი ნაწილი იყო. მეორე მიზეზს კი ის განაპირობებდა, რომ
რკინიგზისგან განსხვავებით, სადაც მათ მიმართ თავიდანვე
ყველა კეთილად განეწყო – სადგურის უფროსიც, მებარგული-
ცა და მოხუცი ჯენტლმენიც, რომელიც თავისი პირველი კლა-
სის ვაგონიდან ყოველთვის სიყვარულით უქნევდა ხელს, არ-
ხზე შემხვედრი ხალხი, მეგობრული და კეთილი დამოკიდებუ-
ლებით რატომღაც სულაც არ გამოირჩეოდა.
ისინი, ვინც ბავშვებს არხზე ხვდებოდა, ძირითადად, რა
თქმა უნდა, მებარჟეები იყვნენ, რომლებიც არხით აღმა-დაღმა
მოძრავ მძიმე ბარჟებს მართავდნენ, ადგილ-ადგილ კი, სადაც
არხის ნაპირები ძალიან იყო ატალახებული და გრძელი სა-
ბუქსირო ბაგირებით ბარჟაში შებმულ ბებერ ცხენებს სიარუ-
ლი და მძიმე ტვირთის ზიდვა უჭირდათ, ისინიც ნაპირზე გადა-
დიოდნენ და ცხენების გვერდით მიაბოტებდნენ.
პიტერმა ერთხელ ერთ-ერთ ასეთ მებარჟეს საათი ჰკითხა,
მებარჟემ კი ყვირილი დაუწყო და ისე უხეშად უბრძანა, ახლავე
გზიდან ჩამომეცალეო, რომ პიტერმა დაბნეულობისგან ბრძა-
ნებაც უსიტყვოდ შეასრულა და ვერც ის მოისაზრა, მებარჟის-
თვის ეპასუხა, რომ თვითონაც იმდენივე უფლება ჰქონდა, ამ
გზაზე გაევლო, როგორც იმ მებარჟეს. სინამდვილეში, უკმეხი
ადამიანისთვის გასაცემი ეს ღირსეული პასუხი, პიტერს მხო-
ლოდ მოგვიანებით მოაფიქრდა.
კიდევ ერთი უსიამოვნება ბავშვებს აქ მაშინ მოუვიდათ,
როცა არხში თევზაობა გადაწყვიტეს. ანკესებით ხელში ისინი
87
ვიღაც ბიჭმა დაინახა ბარჟიდან და ნახშირის საკმაოდ მოზ-
რდილი ნატეხების სროლა დაუწყო, რომელთაგანაც ერთ-ერ-
თი ფილისს კისერში მოხვდა – ფილისი სწორედ იმწუთას დახ-
რილი იდგა და თასმას იკრავდა. ფილისს კისერი ძალიან სუ-
ლაც არ სტკენია, მაგრამ თევზაობის განწყობა, რა თქმა უნდა,
სრულიად დაეკარგა.
მაგრამ აქ, ხიდზე, რობერტა თავს სრულიად უსაფრთხოდ
გრძნობდა. ხიდზე მას ცუდი არაფერი ემუქრებოდა და შეეძ-
ლო, არხის ცქერით მშვიდად დამტკბარიყო, ბოლოს და ბო-
ლოს, თუ იმ თავხედი ბიჭის მსგავსი ვინმე კიდევ გამოჩნდებო-
და და ნახშირის სროლას დაუწყებდა, ქვის მოაჯირი დაიცავდა,
რომელსაც საფრთხის შემთხვევაში საიმედოდ ამოეფარებო-
და და თავხედი ბიჭები ამჯერად ვერაფერს დააკლებდნენ.
ასე იყო თუ ისე, ბობის ხიდზე ყოფნა დიდხანსაც არ მოუწია
და მალე მის სმენამდე იმ ხმამ მიაღწია, რომელსაც ელოდე-
ბოდა – ბორბლების რახრახმა.
მოახლოებული ბორბლების ხმას, რომელიც ბობიმ გაიგო-
ნა, ექიმის ორადგილიანი ეტლი გამოსცემდა, რომლის კოფო-
ზეც, რა თქმა უნდა, თავად ექიმი იჯდა.
ბობის დანახვაზე ექიმმა ცხენი შეაყენა და ბობის გადმოს-
ძახა:
– აი, ჩვენი უფროსი მედდაც! როგორ ხარ? საით მიდიხარ,
ხომ არ წაგიყვანო?
– თქვენი ნახვა მინდოდა, – უპასუხა ბობიმ.
– იმედი მაქვს, ჩვენი ავადმყოფის მდგომარეობა არ გაუ-
არესებულა! – შეშფოთდა ექიმი.
– არა... მაგრამ...
– იცი რა, მოდი, ამოხტი, გავისეირნოთ და თან გზაში ვილა-
პარაკოთ.

88
რობერტამ რომ კოფოზე მოიკალათა, ექიმმა წაბლა მოატ-
რიალა და ცხენს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, დამღლელი
დილის შემდეგ თავის თავლაში ჩაიზე, უფრო სწორად, შვრიის
მისართმევად დაბრუნებულიყო, ეს აშკარად არ მოეწონა.
– რა მაგარია! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა ბობიმ,
როდესაც ცხენი არხის გასწვრივ ჩორთით გაუყვა გზას.
– აქედან კენჭი რომ ვისროლოთ, იმ თქვენი სამი საკვამუ-
რიდან ნებისმიერს მოვარტყამდით, – ეშმაკურად გაიღიმა
ექიმმა, მათი სახლის სიახლოვეს რომ ჩაიქროლეს.
– ჰო, ალბათ, მაგრამ მაგისთვის მიზანში კარგად სროლა
უნდა ეხერხებოდეს ადამიანს, – ცოტა დაეჭვდა ბობი.
– მერე რა იცი, რომ არ მეხერხება? – გაეცინა ექიმს. – კარ-
გი, მითხარი აბა, რა საქმე გქონდა ჩემთან?
ბობი მორცხვად შეიშმუშნა და წინსაფარზე ნაკეცის წვალე-
ბა დაიწყო.
– ჰე, მიდი, ნუ გერიდება! – გაამხნევა ის ექიმმა.
– სიმართლე გითხრათ, ამაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს,
უბრალოდ, დედამ გაგვაფრთხილა, რომ... – გაუბედავად და-
იწყო ბობიმ და ისე, რომ ფრაზაც ვერ დაასრულა, მღელვარე-
ბისგან ხმა ჩაუწყდა.
– რა გაგაფრთხილათ დედამ?
– გვითხრა, ჩვენი სიღარიბის ამბავი მთელ სოფელს არ
მოსდოთო... მაგრამ თქვენ ხომ მთელი სოფელი არ ხართ, ასე
არ არის?
– რა თქმა უნდა, – გამამხნევებლად გაუღიმა ექიმმა, – ასე
რომ, მიდი, ნუ გერიდება.
– ჰმ... ვიცი, რომ ექიმები ძალიან ბევრს... უფრო სწორად,
იმის თქმა მინდოდა... ვიცი, რომ მკურნალობა ძვირი ჯდე-
ბა,მაგრამ მისის ვაინი ამბობს, მკურნალობაში კვირაში სულ

89
რაღაც ორ პენსს ვიხდიო... და თურმე იმიტომ, რომ კლუბის
წევრია.
– ჰმ, მერე?
– საქმე ის არის, რომ, სანამ ამას იტყოდა, თქვენ გაქებდათ.
თქვა, ამ მხარეში ყველაზე კარგი ექიმიაო... და გამიკვირდა,
რომ თქვენთან მკურნალობის საშუალება აქვს... იმიტომ, რომ
მისის ვაინი ხომ ჩვენზე ღარიბია. მის სახლში ნამყოფი ვარ და
ვიცი. აი, მაშინ იყო სწორედ, იმ კლუბის შესახებ რომ მითხრა.
და გადავწყვიტე, თქვენთვის მეკითხა... და... ოჰ, უბრალოდ,
არ მინდა, რომ დედამ ინერვიულოს... მაგრამ ხომ არ შეიძლე-
ბა, მისის ვაინივით ჩვენც იმ კლუბის წევრები გავხდეთ?
ექიმი წუთით ჩაფიქრდა. სინამდვილეში, მდიდარი არც
თვითონ ეთქმოდა და ძალიან გაუხარდა, როცა სამსაკვამური-
ან სახლში დასახლებულმა და, როგორც სმენოდა, შეძლე-
ბულმა ახალმა ბინადრებმა სამკურნალოდ სწორედ მას მი-
მართეს... ამიტომ, ვფიქრობ, ბობისგან მოსმენილმა თხოვნამ
გაორებული გრძნობა გაუჩინა.
– ხომ არ გაბრაზდით ჩემზე? – ნერვიულობისგან ძალიან
ხმადაბლა ჰკითხა ბობიმ.
– გავბრაზდი? – ფიქრიდან გამოერკვა ექიმი. – შენნაირ
გონიერ პატარა ქალბატონზე როგორ უნდა გავბრაზდე? მოკ-
ლედ, სანერვიულო აქ არაფერია. გპირდები, რომ მე და დედა-
შენი მოვილაპარაკებთ და სპეციალურად მისთვის ახალი
კლუბის დაარსებაც რომ დამჭირდეს, ყველაფერი კარგად იქ-
ნება... შეხედე, აი, აქ უკვე აკვედუკი იწყება.
– აკვე... რა-ა? ვერ გავიგე... – ჰკითხა ბობიმ.
– აკვედუკი, – გარკვევით გაიმეორა ექიმმა, – წყალსატარ-
ზე გადებული ხიდი, შეხედე!
გზა აქ მართლაც ზევით, არხზე გადებული ხიდისკენ მიდი-
ოდა. მის მარცხნივ ფრიალო კლდე გადმოშვერილიყო, რომ-
90
ლის კალთასაც ნაპრალებიდან ამოზრდილი ხეები და ბუჩქნა-
რები ფარავდა, სწორედ ამ ფრიალო კლდიდან წყალი სპეცია-
ლურად მისთვის აგებული, უზარმაზარი თაღებიანი ხიდისკენ
მიედინებოდა, რომელიც მთელ ხეობას კვეთდა.
ამ სურათით მონუსხულმა ბობმა აღფრთოვანება ვერ დამა-
ლა.
– ღმერთო, რა სილამაზეა! აქაურობა რომის ისტორიის სა-
ხელმძღვანელოში დაბეჭდილ სურათს მახსენებს.
– გეთანხმები, – თავი დაუქნია ექიმმა, – ძალიან ჰგავს.
რომაელები მართლა ჭკუას კარგავდნენ აკვედუკებისთვის.
ინჟინრული გამომგონებლობის საოცარი ნიმუშები აქვთ აგე-
ბული.
– მე კიდევ მეგონა, რომ ინჟინრები მარტო ორთქლმავ-
ლებს აგებდნენ, – გაუკვირდა ბობის.
– რატომ მარტო ორთქლმავლებს?! თითქმის ყველაფერი
ინჟინრების ნამუშევარია, ინჟინრები გზებსაც აშენებენ, ხი-
დებსაც და გვირაბებსაც, მაგრამ, ამასთან ერთად, გასამაგრე-
ბელ ნაგებობებსაც და ორთქლმავლებსაც... ასე, დროა უკან
დავბრუნდეთ. და დაიმახსოვრე, ექიმისგან მიღებულ ანგარი-
შებზე აღარ ინერვიულო, კარგი? თორემ, ღმერთმა არ ქნას,
თვითონაც ავად გახდები და მერე კი მართლა აი, ამ აკვედუკის
სიგრძე ანგარიშს გამოგიგზავნი!
ექიმმა ბობი ეტლიდან იმ დამრეცი მდელობის თავზე ჩა-
მოსვა, რომელიც პირდაპირ მათი სამსაკვამურიანი სახლის-
კენ ჩადიოდა და ბობიც თავდაღმართზე ჩქარი ნაბიჯით დაეშ-
ვა. ის უკვე სულაც აღარ ფიქრობდა, რომ არასწორად მოიქ-
ცა... ამასთან, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ დედას მისი საქ-
ციელი შეიძლება არ მოსწონებოდა, მაგრამ ამ აზრს თავიდან
იშორებდა, რადგან, როგორც ალბათ არასდროს ცხოვრებაში,

91
ბობი დარწმუნებული იყო, სწორედ ის გააკეთა, რაც უნდა გა-
ეკეთებინა და სახლისკენ გულდამშვიდებული, გახარებული
და ბედნიერი, მოვალეობამოხდილი ადამიანის თავდაჯერე-
ბით მიაბიჯებდა.
მოწესრიგებული, ხელ-პირდაბანილი და არაბუნებრივად
კოხტად გამოწყობილი ფილისი და პიტერი ბობის სახლის უკა-
ნა კართან დახვდნენ, ფილისს შეკრულ თმაში ახალი წითელი
ბაფთაც კი ჩაემაგრებინა. ბობიც ნაჩქარევად თავის მოწესრი-
გებას შეუდგა და იმ დროისთვის, როცა ზარმა გაიწკრიალა,
ყველაფერი მშვენივრად მოასწრო, გაკოხტავდა, თმა საგულ-
დაგულოდ დაივარცხნა და ზედ ცისფერი ლენტი შემოიჭირა.
– ესეც ასე, – გამოუცხადა ფილისმა, – ზარი იმის ნიშანია,
რომ სიურპრიზი მზადაა! ახლა უნდა დაიცადო, რომ ზარი კი-
დევ ერთხელ დაირეკოს და შეგიძლია, სასადილო ოთახში შე-
მოხვიდე. და ბობიმაც ლოდინი დაიწყო.„ძინ-ძინ!“ დაიწკრი-
ალა, როგორც იქნა, პატარა ზარმა და აღელვებული ბობიც,
ცოტა არ იყოს მორცხვად შევიდა სასადილო ოთახში, რომ-
ლის ზღურბლს მიღმაც მოციმციმე სანთლების, ყვავილებისა
და სიმღერის ჯადოსნური სამყარო ელოდა. დედა, პიტერი და
ფილისი ერთმანეთის გვერდიგვერდ მაგიდის მეორე მხარეს
იდგნენ. დარაბები დახურული იყო, მაგრამ სამაგიეროდ, ოთა-
ხს მაგიდაზე დადგმული თორმეტი სანთელი ანათებდა ბობის
ამქვეყნად მოვლენის დღიდან ყოველი წლის აღმნიშვნელად.
მაგიდის ზედაპირი ყვავილებით მოეფარდაგებინათ, იმ ადგი-
ლას კი, სადაც ჩვეულებრივ ბობი იჯდა ხოლმე, კესანებისგან
დაწნული სქელი გვირგვინის შუაში მიმზიდველად შეფუთული
საჩუქრების რამდენიმე შეკვრა იდო. დედა, პიტერი და ფილი-
სი წმინდა პეტრეს დღესასწაულზე შესასრულებელი ჰიმნის
პირველი ნაწილის მელოდიაზე, ოღონდ დედის დაწერილი

92
სიტყვებით მღეროდნენ. პირველად ამ მელოდიაზე დედამ ბო-
ბის დაბადების დღის მისალოცი სიმღერა იმ წელს დაწერა,
როცა ბობი ოთხი წლის ხდებოდა და ფილისი ჯერ კიდევ რამ-
დენიმე თვის იყო. იმ დღიდან მოყოლებული, დედა ყოველ
წელს ისევ ამ მელოდიაზე, მაგრამ რაღაც ახალს წერდა... ბო-
ბიმ მაშინ ის სიმღერა ზეპირადაც კი ისწავლა, რაც მამასთვის
დიდ და სასიამოვნო სიურპრიზად იქცა. საინტერესოა, დედას
თუ ახსოვდა იმ პირველი სიმღერის სიტყვები? ბობი მოღიმარი
სახით იდგა, სიმღერის ახალ ვერსიას ისმენდა და ფიქრში ძვე-
ლის სიტყვები ახსენდებოდა...

აი, უკვე მეოთხეჯერ


დადგა ეს დღე საზეიმო,
კიდევ დიდხანს მინდა, მამას
პაწაწინა გოგო ვიყო!

ორს რომ ორი მივუმატოთ,


სამს კი ერთი, რა გამოდის?
რაც ამქვეყნად სხვა ყველაზე
მეტად მიყვარს – რიცხვი ოთხი!

ოთხი წლის ვარ, ოთხი წლის ვარ! –


ოთხივენი მიყვარს ტკბილი -
დედა, მამა პიტერი და,
პაწაწინა ჩვენი ფილი!

ამ სიმღერის დასწავლისთვის
ლოყას უშვერს მამას ბობი,
და კისკისა ციცქნა გოგო
დედიკოსთან ისევ მორბის.
93
ის სიმღერა კი, რომელსაც ახლა დედა, პიტერი და ფილისი
მღეროდნენ, ასე ჟღერდა:
აუაროს გვერდი მუდამ
ცრემლებმა და დარდმა ბობის!
ჩვენ შენთან ვართ, ჰოდა, დარდიც
არ არსებობს ჩვენი მჯობი!

ვზეიმობთ და გვიყვარს ეს დღე,


გულებს გვივსებს სიხარულით
და საჩუქრად გაგიმზადეთ,
ეს სიმღერა მხიარული.

ჰქონდეს მუდამ ძვირფას ბობის


ცხოვრების გზა დალოცვილი,
იღბლიანი, ბედნიერი,
ზღაპარივით ჯადოსნური.

და ჩვენც გყავდეთ მუდამ გვერდით,


ყველა, ვისაც შენ უყვარხარ,
შენ ხომ და-ძმის და დედ-მამის
საამაყო გოგო გვყავხარ!

თორმეტ სანთელს ვანთებთ ტორტზე,


საზეიმო სუფრას ვაწყობთ,
კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს,
დაბადების დღე, ძვირფასო!

– გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! – სამჯერ და ხმა-


მაღლა შესძახეს ერთხმად, სიმღერა რომ დასრულდა.
94
ბობიმ იგრძნო, რომ სადაც იყო, ატირდებოდა – გქონიათ
ალბათ შეგრძნება, როცა ვიღაცის სიყვარულით ან რაღაც სა-
სიხარულოს დანახვაზე გული აგჩუყებიათ და თვალებზე მომ-
დგარი ცრემლებით ქუთუთოები დაგწვიათ. მაგრამ ბობიმ ატი-
რება ვერ მოასწრო. წამიც არ იყო გასული, რომ ბობის დედა,
პიტერი და ფილისი მოეხვივნენ და ლოყები დაუკოცნეს.
– ჰე, მიდი ახლა, საჩუქრები გახსენი! – უთხრა ბოლოს დე-
დამ.
საჩუქრები ბობის ძალიან მოეწონა. მწვანე და წითელი ნემ-
სების ჩასარჭობი ბალიში. ფილისს თურმე ბობისგან მალუ-
ლად, საკუთარი ხელით შეუკერავს. ბაიას ფორმის დედის ვერ-
ცხლის გულსაბნევი კი ბობისთვის ნამდვილი მოულოდნელო-
ბა აღმოჩნდა – ბობის ის წლებია მოსწონდა, მაგრამ ვერც
იფიქრებდა, რომ დედა ოდესმე ამ გულსაბნევს თუ აჩუქებდა.
ბობი მისის ვაინის საჩუქარმაც საოცრად გაახარა, ერთ-ერთ
შეკვრაში ზუსტად ის ორი ცისფერი შუშის ლარნაკი იყო გახვე-
ული, რომელიც ბობიმ ცოტა ხნით ადრე სოფლის მაღაზიის
ვიტრინაში დაინახა და ძალიან მოეწონა. და კიდევ, ყველა სა-
ჩუქარს ლამაზად მოხატული მისალოცი ბარათი მოჰყვებოდა,
რომლებშიც არაჩვეულებრივად თბილი და სიყვარულით აღ-
სავსე სიტყვები ეწერა.
– ახლა კი მაგიდას შეხედე, – უთხრა ბოლოს დედამ და ბო-
ბის თმაზე კესანებისგან დაწნული გვირგვინი დაადგა.
მაგიდაზე ტორტი იდგა, რომლის თეთრ ზედაპირსაც ვარ-
დისფერი წვრილ-წვრილი კანფეტებით შესრულებული წარწე-
რა ამშვენებდა: „ძვირფას ბობის“, გვერდით კი ამ არაჩვეუ-
ლებრივი ზეიმის მომწყობ მზრუნველ ხელებს მურაბა და ახ-
ლად გამომცხვარი ფუნთუშები მიეწყოთ. მაგრამ ყველაფერზე
მეტად ბობის მაინც ის მოეწონა, რომ მაგიდა თითქმის მთლი-

95
ანად ყვავილებით იყო გაფორმებული. ჩაის სერვიზის ლანგა-
რი გარშემო შემოწყობილი ყვავილებით მოერთოთ, ყოველ
თეფშს კი კესანების რკალი მიუყვებოდა, ტორტი თეთრი ია-
სამნის გვირგვინში იდგა, მაგიდის შუაგულს კი იმავე თეთრი
იასამნის, ერიზიმუმისა და ლაბურნუმის ყვავილებით შესრუ-
ლებული რაღაც ნახატი ამშვენებდა.
– ეს ხომ რუკაა! რკინიგზის რუკა! – ვეღარ მოითმინა პი-
ტერმა. – შეხედე, იასამნის ყვავილებისგან გაკეთებული ხაზე-
ბი რელსებია. ყავისფერი ერიზიმუმით სადგურია აღნიშნული,
ლაბურნუმი კი მატარებელია, იქ კიდევ, ხედავ? სასიგნალო ჯი-
ხურები და ის გზაა, რომლითაც რკინიგზისკენ ჩავდივართ
ხოლმე... ეს სამი წითელი ზიზილა ჩვენ ვართ მოხუც ჯენ-
ტლმენს რომ ვუქნევთ ხელს, ეს კი ჩვენი მოხუცი ჯენტლმენია!
აი, ეს იაჟუჟუნა, ლაბურნუმის მატარებელში რომ ზის!
– აი, ამ იისფერი ფურისულებით ჩვენი სამსაკვამურიანი
სახლია გაკეთებული, – გააგრძელა ფილისმა, – ეს პატარა
ვარდის კოკორი კი დედაა, ჩაიზე რომ ვაგვიანებთ ხოლმე და
გარეთ გამოსული გველოდება. რუკის ყვავილებით დახატვა
პიტერმა მოიფიქრა, ყვავილები კი სადგურიდან მოვიტანეთ...
ვიფიქრეთ, რომ ძალიან მოგეწონებოდა.
– ეს კიდევ ჩემგან! – გამოაცხადა უცებ პიტერმა და მაგიდა-
ზე თავისი საყვარელი ორთქლმავალი დადგა, რომლის ტენ-
დერშიც ქათქათა თეთრი ქაღალდი ეფინა და პირთამდე კან-
ფეტებით იყო ავსებული.
– პიტერ! – აღმოხდა ძმის ასეთი წარმოუდგენელი ხელგაშ-
ლილობით გაოგნებულ ბობის, – შენს ორთქლმავალს მჩუქ-
ნი? კი მაგრამ, ეს ორთქლმავალი ხომ ყველა სათამაშოს გირ-
ჩევნია?!
– აა, არა, ორთქლმავალს არა, მხოლოდ კანფეტებს, – ნაჩ-
ქარევად დაუზუსტა პიტერმა.
96
ბობის თავისდაუნებურად გამომეტყველება შეეცვალა. უბ-
რალოდ, ვერაფრით მოახერხა, რომ არ შესცვლოდა. თუმცა,
მთავარი აქ იმედგაცრუების განცდა სულაც არ იყო და ბობის,
რა თქმა უნდა, არც ორთქლმავალზე დასწყვეტია გული. ის უბ-
რალოდ პიტერის წუთის წინანდელმა ხელგაშლილობამ
აღაფრთოვანა, ახლა კი, მიხვდა, რომ სისულელე მოუვიდა და
კიდევ, შერცხვა, რომ ალბათ, საშინლად ხარბი და გაუმაძღა-
რი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რაკი ამდენი კანფეტი
არ იკმარა და ორთქლმავალიც მოინდომა. სწორედ ამის გამო
შეეცვალა სახე და, რა თქმა უნდა, სხვა არანაირი მიზეზი არ
ჰქონდა, მაგრამ პიტერმა ეს, ცხადია, მაშინვე შენიშნა, წუთით
შეყოყმანდა, გამომეტყველება მასაც შეეცვალა და ნათქვამი
სასწრაფოდ გამოასწორა:
– იმის თქმა მინდოდა, რომ მთლიან ორთქლმავალს არ
გჩუქნი, მაგრამ, თუ გინდა, ნახევარი შენი იყოს.
– რა კარგია! – წამოიძახა ბობიმ, – გმადლობ, არაჩვეუ-
ლებრივი საჩუქარია!
ხმამაღლა მეტი არაფერი უთქვამს და, ჩაფიქრებული, წუ-
თით გაჩუმდა... „პიტერმა გასაოცარი კეთილშობილება და
ხელგაშლილობა გამოიჩინა, – გაიფიქრა თავისთვის, – დარ-
წმუნებული ვარ, ორთქლმავლის ჩუქებას სულაც არ აპირებ-
და, ამიტომ ახლა მე ორთქლმავლის იმ ნახევარს ავირჩევ,
რომელიც გაფუჭებულია, შევაკეთებინებ და პიტერს დაბადე-
ბის დღეზე უკვე გაკეთებულს ვაჩუქებ“.
– დე, მგონი, დროა, ტორტი გავჭრათ, არა? – თქვა ბოლოს
ხმამაღლა და საზეიმო ჩაის სმაც დაიწყო.
დაბადების დღის ზეიმი არაჩვეულებრივი გამოვიდა. ჩაის
შემდეგ ბავშვებმა თამაში წამოიწყეს და ყველა თამაშში, რო-
მელიც უყვარდათ და ხშირად თამაშობდნენ ხოლმე, როგორც
ადრე ყოველთვის, მონაწილეობა ამჯერადაც დედამ მიიღო.
97
თამაშებიდან პირველი კი, რა თქმა უნდა, დამალობანა იყო,
რომლის დროსაც კესანების გვირგვინი ბობის თავიდან ყუ-
რისკენ ჩამოცურდა და გვიანობამდე ასე, ყურისკენ მოქცეული
დარჩა თავზე. მერე კი, როცა დასაძინებლად დაწოლისა და შე-
საბამისად, აღტყინებული ბავშვების დაწყნარების დრო დად-
გა, დედამ მათ თავისი ახალი, არაჩვეულებრივად ლამაზი
მოთხრობა წაუკითხა.
– დედიკო, ამაღამაც გვიანობამდე იმუშავებ? – ჰკითხა ბო-
ბიმ, როცა პიტერთან და ფილისთან ერთად დაძინების წინ დე-
დას ემშვიდობებოდა.
– არა, მინდა, დღეს ადრე დავიძინო, – უპასუხა დედამ, –
მხოლოდ მამას მივწერ წერილს და მაშინვე დავწვები.
მაგრამ, როცა მოგვიანებით ბობიმ იგრძნო, რომ თავისი
საჩუქრების გარეშე ვერაფრით დაიძინებდა და საჩუქრების სა-
ძინებელში ამოსატანად ფეხაკრეფით ჩავიდა ქვევით, დაინა-
ხა, რომ დედა წერილს არ წერდა, ის გაუნძრევლად იჯდა და
თავი მაგიდაზე ჩამოდებულ მოკეცილ მკლავებზე ედო... „მგო-
ნი, დედას არ უნდა, დავინახო, რომ რაღაცაზე ასე ძალიან
დარდობს და, რაკი არ უნდა, ჯობია, ისე მოვიქცე, თითქოს არც
დამინახავს...“ – გაიფიქრა ბობიმ, რაშიც, ჩემი აზრით, სრუ-
ლიად მართალი იყო, და ისე, რომ საჩუქრები აღარც გახსენე-
ბია, ფეხაკრეფით ისევ უკან, თავის ოთახში აიპარა...
სამწუხაროდ, ბოლოს მაინც ასეთი სევდიანი სურათით
დასრულდა ბობის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობი-
ლი მხიარული ზეიმი.

***
მეორე დილასვე ბობიმ პიტერისგან მალულად ორთქლმავ-
ლის შეკეთების გზებზე ფიქრი დაიწყო და კიდევ ერთი დღის
შემდეგ ეს გზაც გამოჩნდა.
98
დედა მატარებლით მეზობელ ქალაქში წასასვლელად გა-
ემზადა. იმ ქალაქში დედა, როგორც წესი, საყიდლებზე და
ფოსტაში შესავლელად მიდიოდა ხოლმე და მამასაც, ეტყობა,
სწორედ იქიდან უგზავნიდა წერილებს, რადგან ფაქტი იყო,
რომ ამ საქმეს არც ბავშვებს ანდობდა და არც მისის ვაინის,
მეტიც, მამასთვის წერილების გასაგზავნად სოფლის ფოსტაში
არც თვითონ მიდიოდა. ამჯერად დედამ მეზობელ ქალაქში სა-
მივე შვილთან ერთად წასვლა გადაწყვიტა. როგორც კი გამ-
გზავრების ამბავი გაიგო, ბობიმ იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ რა-
მე დამაჯერებელი მიზეზი მოეგონებინა და სახლში დარჩენი-
ლიყო, მაგრამ, რამდენიც უნდა ეფიქრა, თავში არაფერი მოს-
დიოდა. და აი, როცა უკვე ფარ-ხმალი დაყარა და ბედს დანებ-
და, კაბის კალთა შემთხვევით სამზარეულოს კარის გვერდით
ამოშვერილ დიდ ლურსმანს გამოსდო და საკმაოდ დიდად ჩა-
მოეხა. სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ ბო-
ბის კაბის გახევა აზრადაც არ მოსვლია, ეს უბრალოდ შემ-
თხვევითობა იყო და მეტი არაფერი. ბობის, რა თქმა უნდა, ყვე-
ლამ თანაუგრძნო, მაგრამ რაღას გააწყობდნენ, იძულებული
გახდნენ, უიმისოდ წასულიყვნენ, ბობის ხომ გამოცვლის
დროც აღარ ჰქონდა, მატარებლის გასვლამდე სადგურში მის-
ვლას ისედაც აგვიანებდნენ.
როგორც კი დედა, პიტერი და ფილისი გაისტუმრა, ბობიმ
საყოველდღეო კაბა ჩაიცვა და თვითონაც რკინიგზისკენ გა-
ემართა, თუმცა თავისი ოჯახის წევრებისგან განსხვავებით,
სადგურს გვერდი აუარა და ლიანდაგების გასწვრივ პლატ-
ფორმის ბოლოსკენ, იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც ვაგონების
პლატფორმასთან ჩამწკრივებისას ორთქლმავალი ჩერდებო-
და ხოლმე და სპილოს ხორთუმივით გრძელი და დაჭმუჭნილი
ტყავის შლანგით დაბოლოებული წყლის დიდი რეზერვუარი
იდგა. ბობიმ ყავისფერ შესაფუთ ქაღალდში საგულდაგულოდ
99
გახვეული სათამაშო ორთქლმავალი იღლიაში ამოიდო, ლი-
ანდაგების მეორე მხარეს, ბუჩქებში დაიმალა და მოთმინებით
ლოდინი დაიწყო.
როგორც კი სადგურზე შემდეგი მატარებელი შემოვიდა და
გაჩერდა, ბობი თავისი სამალავიდან გამოძვრა, ლიანდაგები
გადაიარა და პირდაპირ ორთქლმავალს მიადგა. სინამდვი-
ლეში, ასე ახლოდან ბობი ორთქლმავალს პირველად ხედავ-
და და, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ ის თურმე იმაზე
ბევრად დიდი და მასიური იყო, ვიდრე შორიდან და თუნდაც
პლატფორმიდან დანახვისას აღიქვამდა. ლითონის მთასავით
წამომართული ამ სიმძიმისა და სიმძლავრის შემხედვარე ბო-
ბიმ თავი საოცრად პატარად, რაღაც ძალიან რბილ და ისეთ
ერთი ბეწო არსებად იგრძნო, ცალი თითის დაჭერით რომ შე-
გიძლია გაჭყლიტო. „აი, თურმე რას გრძნობენ აბრეშუმის ჭი-
ები“, – გაიფიქრა რობერტამ თავისთვის და ორთქლმავლამ-
დე დარჩენილი ბოლო ორიოდ ნაბიჯიც გადადგა.
მემანქანე და მეცეცხლური რობერტას ვერ ხედავდნენ, ისი-
ნი კაბინის მეორე მხარეს ფანჯრიდან გადაყუდებულები იდ-
გნენ და მებარგულს ძაღლზე და ცხვრის ფეხზე რაღაც სასაცი-
ლო ამბავს უყვებოდნენ.
– თუ შეიძლება... – მათი ყურადღების მიქცევას შეეცადა
ბობო, მაგრამ ორთქლმავალმა სწორედ იმწუთას ორთქლი
ისეთი ხმაურით ამოუშვა, რომ მისი ხმა ვერავინ გაიგო, –
უკაცრავად, მისტერ! – გაიმეორა ბობიმ შედარებით ხმამაღ-
ლა, მაგრამ ორთქლმავალმა კიდევ უფრო ხმამაღლა და ისევ
სწორედ იმწუთას ამოიქშინა და ბობის რბილ და დაბალ ხმას
მემანქანისა და მეცეცხლურის სმენამდე მიღწევის შანსიც არ
დაუტოვა.ბობი მიხვდა, რომ ერთადერთი ისღა დარჩენოდა,
კაბინაში ასულიყო და, რა თქმა უნდა, ფრთხილად და თავაზი-

100
ანად, მაგრამ მემანქანის მკლავზე პერანგი მოექაჩა. კაბინის-
კენ კიბე ადიოდა, მაგრამ კიბის ყველაზე ქვედა საფეხურიც კი
ბობისთვის იმდენად მაღალი იყო, იძულებული გახდა, საფე-
ხურს ჯერ მუხლით დაჰყრდნობოდა და მეორე ფეხი ზედ მხო-
ლოდ ამის შემდეგ აედგა. კიბის ზედა საფეხურზე კი რაღაცაზე
წაიბორძიკა, კაბინაში თავით შეფრინდა და ტენდერის კვად-
რატული ღიობიდან იატაკზე ჩამოშვავებული ნახშირის გრო-
ვაზე მუხლებით დაეშვა. ასეა თუ ისე, ორთქლმავლის კაბინაში
ბობის გამოჩენა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა, მაგრამ იმდე-
ნად, რამდენადაც, ხმაურში ბობი ვერც ამ და ვერც მის თანა-
მოძმე ორთქლმავლებს ვერაფრით აჯობებდა, მემანქანემ და
მეცეცხლურმა ვერც ამჯერად გაიგეს ვერაფერი. მემანქანემ
სწორედ იმწამს, როცა ბობი ნახშირის გროვაზე დაეცა, ხელი
მართვის ბერკეტს მოავლო და გადასწია. მატარებელი მძიმედ
შეყანყალდა და ადგილიდან დაიძრა. სანამ ბობი გამოერკვა,
მატარებელი, თავისი შესაძლებლობებისთვის, ჯერ კიდევ საკ-
მაოდ ნელა, მაგრამ პატარა გოგონასთვის, რომელმაც ამასო-
ბაში, მიუხედავად დაბნეულობისა და შიშისა, მოახერხა, რომ
ფეხზე წამომდგარიყო და ისევ კიბესთან მისულიყო, უკვე ისე
სწრაფად მიდიოდა, რომ ბობიმ ჩასვლა ვერაფრით გაბედა.
იდგა და გონებაში ერთბაშად აფუთფუთებული საშინელი
აზრების კორიანტელისგან უკვე თავბრუ ესხმოდა. რა თქმა უნ-
და, სმენოდა, რომ არსებობს მატარებლები, რომლებიც ასეუ-
ლობით მილს გადის და სადგურებში არ ჩერდება. რა უნდა ექ-
ნა, თუ შემთხვევით სწორედ ერთ-ერთ ასეთ ექსპრესში იჯდა?
სახლში როგორ უნდა დაბრუნებულიყო? მას ხომ უკან დასაბ-
რუნებელი ბილეთის ფულიც არ ჰქონდა! ისევე, როგორც ორ-
თქლმავალში ყოფნის უფლება...
„გამოდის, რომ ორთქლმავალში უბილეთოდ შემოპარული
მგზავრი ვარ! ჰო, უბილეთო მგზავრი, აი, ვინ ვარ! – გაიფიქრა
101
სირცხვილით სახეაწითლებულმა, – და ახლა ამის გამო შეიძ-
ლება ციხეშიც მოვხვდე!“ მატარებელი კი ამასობაში სულ უფ-
რო და უფრო ჩქარა მიდიოდა და რობერტა სახლიდან სულ
უფრო და უფრო შორს მიჰყავდა.
სასოწარკვეთისგან ყელში გაჩხერილი ბურთი რობერტას
ხმის ამოღების საშუალებას უკარგავდა. მან უკვე ორჯერ სცა-
და, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კაცები მასთან ზურგით იდ-
გნენ და ონკანისნაირ რაღაც მოწყობილობასთან ფუსფუსებ-
დნენ.
ბობიმ როგორც იქნა, გამბედაობა მოიკრიბა და მასთან შე-
დარებით ახლოს მდგარი კაცის სახელოს მისწვდა. მოულოდ-
ნელობისგან შემცბარი კაცი სწრაფად შემოტრიალდა და რო-
ბერტას გაოგნებული შეაჩერდა. სანამ რობერტა და გაკვირვე-
ბული მემანქანე ერთმანეთს ხმისამოუღებლად შეჰყურებ-
დნენ, კიდევ დაახლოებით ერთი წუთი მაინც გავიდა.
– ორთქლშიც დავმწვარიყავ! – დაარღვია ბოლოს დუმილი
მემანქანის წამოძახილმა.
ისედაც შეშინებულმა რობერტამ თავი ვეღარ შეიკავა და
ტირილი დაიწყო. მერე მეცეცხლურის სიტყვები გაიგონა, სიტ-
ყვების აზრს ბობი კარგად ვერ ჩასწვდა, მაგრამ იმანაც რაღაც
ორთქლთან დაკავშირებული თქვა. ასე იყო თუ ისე, ბობის მო-
ეჩვენა, რომ ორივენი უფრო გაკვირვებულები იყვნენ, ვიდრე
გაბრაზებულები.
– ეს ტუტუცი გოგო აქ საიდან გაჩნდა?! ტუტუცი ხარ შენ, აი,
ვინ ხარ! – გამოუცხადა მეცეცხლურმა.
– ტუტუცი კი არა, მაგარი გოგოა! – გაიღიმა მემანქანემ.
მერე კაცებმა რობერტა რაღაც რკინის სკამზე დასვეს და
სთხოვეს, რომ ტირილი შეეწყვიტა და აეხსნა, ორთქლმავლის
კაბინაში რას აკეთებდა.

102
ტირილის შეწყვეტა ბობიმ კიდევ რამდენიმე წუთის განმავ-
ლობაში ვერ შეძლო, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა და დამ-
შვიდდა, ამაში კი მოულოდნელი აზრი დაეხმარა, რომ პიტერი
მის ადგილას ყოფნისთვის ალბათ ორივე ყურს დათმობდა,
ანუ იმისთვის, რომ ნამდვილ ორთქლმავალში აღმოჩენილი-
ყო, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, მთელი სისწრა-
ფით მიქროდა წინ. ისინი ხომ უკვე კარგა ხანია ოცნებობდნენ
რომელიმე გულისხმიერ, კეთილშობილ მემანქანეს გადაჰ-
ყროდნენ, რომელიც ბავშვებს უარს არ ეტყოდა და ორ-
თქლმავლით გაასეირნებდა. და აი, ახდა ეს ოცნება და, თუმცა
კი თავისთვისვე მოულოდნელად, ბობი ორთქლმავალში აღ-
მოჩნდა. მან თვალები მოიწმინდა და ცხვირი მოიხოცა.
– ჰე, მიდი, თქვი, აბა, აქ საიდან გაჩნდი?! – ჰკითხა მეცეც-
ხლურმა.
– ოჰ... უკაცრავად... – დაიწყო ბობიმ სლუკუნით.
– არა უშავს, მოდი, თავიდან სცადე, – გაამხნევა მემანქა-
ნემ.
და ბობიმაც სცადა:
– უკაცრავად, ბატონო ინჟინერო... მე გეძახდით, მაგრამ
ვერ გაგაგონეთ, ამიტომ კაბინაში ამოსვლა მომიხდა, რომ
მკლავზე შეგხებოდით და... რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხი-
ლად, თავაზიანად, რომ უბრალოდ შემოგეხედათ. მერე კი ნახ-
შირის გროვაზე დავეცი და ძალიან ვწუხვარ, თუ შეგაშინეთ,
მაგრამ გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ! –
გაიმეორა რამდენჯერმე გულაჩუყებულმა და ისევ სლუკუნი
აუვარდა.
– ჰე-ჰე! გაბრაზებისა რა შეგვატყვე?! უბრალოდ გვიკვირს,
რა! – დაინტერესებული გამომეტყველებით თვალები დააჭყი-
ტა მეცეცხლურმა. – ყოველდღე ხომ არ ხდება, რომ ამ ჩვენს
ნახშირის ბუნკერში ციდან პატარა გოგოები ცვივიან, ჰე, რას
103
იტყვი, ასე არ არის, ბილ? ჰოდა, ჩვენც იმან დაგვაინტერესა,
რა, აქ რამ მოგიყვანა?
– ჰო, საინტერესოა, – მხარი აუბა მემანქანემაც, – რისთვის
გვეძახდი? რაში დაგჭირდით?
თავისთვისვე მოულოდნელად ბობის ისევ თვალები აეწვა
და სლუკუნი აუტყდა.
– ჰე, თავს შემოუძახე, დაიკო! – მხარზე ხელის ალერსიანი
მოტყაპუნებით გაამხნევა მემანქანემ, – არა მგონია, ყველა-
ფერი ისე ცუდად იყოს, როგორც შენ ფიქრობ.
– უბრალოდ მინდოდა... – ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა
„დაიკოს“ წოდებით გულგამხნევებულ ბობის, – თუ არ შეგაწუ-
ხებდით, მინდოდა, თქვენთვის ამის შეკეთება მეთხოვა, – ამ
სიტყვებით მან ნახშირის გროვიდან ყავისფერ ქაღალდში შეხ-
ვეული სათამაშო ორთქლმავალი აიღო და გაწითლებული,
აკანკალებული თითებით თოკის გახსნა დაიწყო.
ბობის ფეხებს ორთქლმავლის საცეცხლიდან წამოსული
სითბო უხურებდა, მხრებზე კი კაბინის გაღებული ფანჯრები-
დან ზუზუნით შემოვარდნილი ყინულივით ცივი ქარი უბერავ-
და. ორთქლმავალი რელსებზე ჯაყჯაყებდა, ირწეოდა და ქში-
ნავდა, წუთის მერე კი ხიდს რომ გადადიოდნენ, ბობის მოეჩ-
ვენა, რომ სმენისწამღები კივილით ორთქლმავალმა პირდა-
პირ ყურებში ჩაჰყვირა.
მეცეცხლურმა ნიჩბით ნახშირი აიღო და ორთქლმავლის
საცეცხლეში შეყარა.
ბობიმ შეკვრას ყავისფერი ქაღალდი შემოაცალა და კაცებს
პიტერის სათამაშო გაუწოდა.
– ვიფიქრე, რომ ამის შეკეთებას შეძლებდით, – იმედიანი
ხმით მიმართა მან მემანქანეს, – თქვენ ხომ ინჟინერი ხართ
და...
– უწინამც ჯოჯოხეთმა მიყოს პირი და სამოთხე ვერ ვიხი-
104
ლო! – ამოიქშინა მემანქანემ.
– თუ სამოთხის კარში შევალ, ჯოჯოხეთი რას დამაკლებს!
– დაამატა მეცეცხლურმა.
მაგრამ მემანქანემ მაინც გამოართვა ბობის სათამაშო ორ-
თქლმავალი და ყურადღებით შეათვალიერა. წუთის შემდეგ
მეცეცხლურმაც მემანქანის მაგალითს მიჰბაძა, საცეცხლეში
ნახშირის შეყრა შეწყვიტა და ისიც გაფუჭებულ სათამაშოს და-
აცქერდა.
– ჰე-ჰე! თავხედობაც ამას ჰქვია! ვითომ რა დამსახურების-
თვის, რო? – კოპები შეკრა მემანქანემ, – საერთოდ რატომ გა-
დაწყვიტე, რომ უსაქმურები ვართ და ასეთ საჩხირკედელაოზე
დავკარგავდით დროს?
– არა, რას ამბობთ, უსაქმურობას როგორ დაგაბრალებ-
დით? და, გეფიცებით, არც თავხედობის გამოჩენა მინდოდა...
– თავი გააქნია ბობიმ, – უბრალოდ ვიცი, რომ ყველა, ვინც
რკინიგზაზე მუშაობს, კეთილი და გულისხმიერია და ვიფიქრე,
უარს არ მეტყოდით... – ბობიმ შენიშნა, რომ კაცებმა ერთმა-
ნეთს კეთილი ღიმილით გადახედეს და თვალი ჩაუკრეს, ამი-
ტომ ნაჩქარევად დაამატა: – ხომ ასეა? ხომ არ მეტყვით უარს?
– ჩემი საქმე ორთქლმავლების მართვაა და არა შეკეთება,
განსაკუთრებით, როცა საქმე ასეთ ცეროდენას ეხება, – თქვა
ბილმა და პატარა ორთქლმავალი ხელში შეათამაშა, – შენ,
ჯობია, ის მითხარი, უკან როგორ დაგაბრუნოთ, რომ შენმა აც-
რემლებულმა ოჯახმა და ნათესავებმა ამსიშორეზე გამოპარვა
გაპატიონ, დაიკო... ვინ იცის, რა ცხარე ცრემლებით ტირიან
ახლა!
– თუ შემდეგ სადგურში ჩამომსვამთ, – რაც შეიძლებოდა,
თანაბარი და მშვიდი ხმით დაიწყო ბობიმ, თუმცა თავისი სიწ-
რფელის ნიშნად მკერდზე მიდებული ხელით გრძნობდა, რომ
გული გამალებით უცემდა, – და მესამე კლასის ვაგონით უკან
105
გასამგზავრებელი ბილეთის ფულს მასესხებთ, პატიოსან სიტ-
ყვას გაძლევთ, ფულს ხვალვე დაგიბრუნებთ... ვფიცავ, ნდო-
ბას არ გაგიმტყუნებთ, მე ხომ თაღლითი და მატყუარა არ ვარ,
აი, ისეთი, გაზეთებში რომ წერენ... გეფიცებით, სიმართლეს
გეუბნებით.
– ჰო-ო, ახლა მართლაც რომ დავრწმუნდი! თაღლითი და
მატყუარა კი არა, აბა, უყურე, ნამდვილი პატარა ქალბატონი
არ ყოფილა?! – საბოლოოდ მოულბა გული ბილს, – შენ ისე
ლაპარაკობ, რომ, აი, ყოველი სიტყვით მაგას ამბობ! ჰოდა, არ
იდარდო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში მშვიდობით
დაგაბრუნოთ... ამ შენს სათამაშოზე კიდევ, იცი, რას ვფიქ-
რობ? ჯიმ, – მიუტრიალდა ის უცებ მეცეცხლურს, – ჰე, აბა, გა-
იხსენე, ისეთს არავის იცნობ, სარჩილავი რომ ჰქონდეს? რა-
საც ვუყურებ, ამის შეკეთებას მეტი არც არაფერი არ უნდა.
– დიახ, მამამაც ეგ თქვა! – სახე გაუნათდა ბობის, – ...და
აი, ეგ რა არის?
ბობიმ მემანქანეს თითბრის პატარა რგოლზე მიუთითა,
რომელიც მან ლაპარაკისას გადააბრუნა.
– ეს ინჟექტორია, – უპასუხა მემანქანემ.
– ინჟე... რა-ა?
– ინჟექტორი. ორთქლის ქვაბი წყლით ამის დახმარებით
ივსება.
– აა! – წარმოთქვა ბობიმ და მემანქანის ნათქვამი კარგად
დაიმახსოვრა, რომ მერე პიტერისა და ფილისისთვის ეთქვა. –
რა საინტერესოა!
– აი, ეს კიდევ ავტომატური მუხრუჭია, – განაგრძო ბობის
ენთუზიაზმით ნასიამოვნებმა ბილმა, – საკმარისია, ამ სახე-
ლურს მიეკარო, თუნდაც ერთი თითით შეეხო და მატარებელი
იმწუთას გაჩერდება... ჰო, ეს ერთ-ერთი ისეთი რამეა, გაზე-
თებში მეცნიერების მიღწევას რომ ეძახიან.
106
მერე მან ბობის საათის ციფერბლატის მსგავსი ორი ციფერ-
ბლატი აჩვენა და აუხსნა, რომ ერთი გაშვებული ორთქლის
რაოდენობას აჩვენებდა, მეორე კი – მუხრუჭების მდგომარე-
ობას.
იმ დროისთვის, როცა ბილმა ორთქლის მიწოდების შემ-
წყვეტი ბზინვარე სახელური გადასწია, ბობიმ ორთქლმავლე-
ბისა და მათი მოწყობილობის შესახებ უკვე ბევრი ისეთი რამ
იცოდა, რაზეც ადრე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ჯიმი კი დაჰ-
პირდა, რომ პიტერის სათამაშო ორთქლმავალს თავისი სარ-
ჩილავით მისი ბიძაშვილის ცოლისძმა შეაკეთებდა, სხვა შემ
თხვევაში საქმე მასთან, ჯიმთან ექნებოდა. სათამაშოს შეკე-
თებით დაიმედებისა და მატარებლებთან დაკავშირებული
სხვა საინტერესო ინფორმაციის გაგებასთან ერთად, ორ-
თქლმავლით გასეირნებამ ბობი იმაშიც დაარწმუნა, რომ ბი-
ლისა და ჯიმის სახით საიმედო და კეთილი მეგობრები შეიძინა
და, რომ ბილმა და ჯიმმა ორთქლმავალში, ტენდერიდან გად-
მოყრილ ნახშირზე დაცემით დაწყებული მისი ეს დაუპატიჟებე-
ლი სტუმრობა საბოლოოდ და სამუდამოდ აპატიეს.
ერთმანეთის მიმართ უაღრესად თბილი და პატივისცემის
გამომხატველი სიტყვების შემდეგ ბილი და ჯიმი ბობის სტეკ-
ლპულის საკვანძო სადგურში დაემშვიდობნენ. აქ მათ ბობიზე
ზრუნვა შემხვედრად მომავალი მატარებლის ნაცნობ გამცი-
ლებელს გადააბარეს და ბობის სხვა ყველაფერთან ერთად,
ამჯერად გამცილებლის ოთახის, ანუ მისთვის მორიგი ახალი
სამყაროს გამოკვლევის საშუალებაც მიეცა. აქ მან გაიგო,
რომ, როდესაც მგზავრთაგან რომელიმე გამცილებ-
ლისგამოსაძახებელ ზონარს ჩამოქაჩავდა, მგზავრების

107
თვალსმოფარებულ ამ ციტადელში7 პირდაპირ გამცილებლის
ცხვირთან პატარა ბორბალი იწყებდა ტრიალს და ზარი წკარუ-
ნობდა. ვაგონში თევზის მძაფრი სუნი იდგა და რობერტა ამ სუ-
ნის გამომწვევი მიზეზი დაღარული იატაკის ღრმულებში ჩამ-
დგარი წყალი იწვევდა, არადა, ასეთი ყუთების გადაზიდვა
თურმე ყოველდღე უწევდათ.
ბობი სახლში სრულიად დროულად, სწორედ ჩაისთვის
დაბრუნდა და ოჯახის წევრებთან ერთად მაგიდასთან მოკა-
ლათებულმა, იგრძნო, რომ იმ დილას, დედასთან, პიტერთან
და ფილისთან გამომშვიდობების შემდეგ მომხდარი საოცარი
ამბების სიმრავლისგან აღფრთოვანებულს უკვე თავბრუ ეს-
ხმოდა, ადგილს ვერ პოულობდა და მზად იყო, ის ლურსმანი
დაელოცა, რომლის წყალობითაც დილას დედასთან ერთად
მეზობელ ქალაქში წასვლას გადარჩა.
– სად იყავი? – ეცნენ ჩაის სმის შემდეგ პიტერი და ფილისი.
– სადგურზე, სხვაგან სად ვიქნებოდი?! – უპასუხა და-ძმას
ბობიმ და თავისი თავგადასავლების შესახებ სიტყვაც არ დას-
ცდენია.
ეს საიდუმლო მან იქამდე შეინახა, ვიდრე პიტერი და ფილი-
სი ერთ დღესაც, ვითომ ისე, უბრალოდ, სამ საათსა და ცხრა-
მეტ წუთზე სადგურზე ჩამომდგარ სატრანზიტო მატარებელ-
თან არ მიიყვანა და თავისი ახალ მეგობრები – ბილი და ჯიმი
ამაყად არ გააცნო. ჯიმის ბიძაშვილის ცოლისძმამ მისადმი გა-
მოცხადებული უდიდესი ნდობა სავსებით გაამართლა და და-
კისრებული საქმე ისე ბრწყინვალედ შეასრულა, რომ შეკეთე-
ბული ორთქლმავალი ახალთახალივით გამოიყურებოდა.

7
ციხესიმაგრის გალავნის შიგნით მდებარე ყველაზე გამაგრებული ნაგებობა, რომელიც
განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის, აქ იგულისხმება: მთავარი
დასაყრდენი პუნქტი ან ბურჯი
108
– ნახვამდის, ბილ, მომავალ შეხვედრამდე, ჯიმ! – ორ-
თქლმავლის სმენისწამღებ გამოსამშვიდობებელ დაკივლე-
ბამდე სწორედ წუთით ადრე მოასწრო ბობიმ დაყვირება. –
ორივე მიყვარხართ! და, რა თქმა უნდა, ჯიმის ბიძაშვილის ცო-
ლისძმაც მიყვარს!
მერე კი, როდესაც სამივენი ფერდობზე, სახლისკენ მიმა-
ვალ გზას მიუყვებოდნენ და პიტერს ხელახლა სიცოცხლეშთა-
ბერილი სათამაშო ორთქლმავალი მკერდზე მიკრული მოჰ-
ქონდა, იმით გულაფრთხიალებულმა ბობიმ, რომ, როგორც
იქნა, იმდღევანდელი თავგადასავლის მოყოლის შესაძლებ-
ლობა მიეცა, და-ძმას ორთქლმავლის კაბინაში თავისი უბი-
ლეთოდ მგზავრობის ამბავი უამბო.

თავი მეხუთე
ყველა პატიმრისა და ტუსაღისთვის

ერთხელ დედა მეიდბრიჯში მარტო გაემგზავრა და წას-


ვლამდე ბავშვებს სთხოვა, უკან რომ დავბრუნდები, სადგურში
დამხვდითო. სადგურის მიმართ მათ სიყვარულს თუ გავითვა-
ლისწინებთ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ყოველთვის,
როცა დედა მეიდბრიჯში მარტო მიდიოდა, ისინი დედას დასახ-
ვედრად სადგურისკენ მატარებლის ჩამოდგომამდე, სულ ცო-
ტა, ერთი საათით ადრე მაინც მირბოდნენ, უფრო სწორად, იმ
დრომდე ერთი საათით ადრე, როცა მატარებელი განრიგის

109
მიხედვით უნდა ჩამომდგარიყო, რადგან მეიდბრიჯის მატარე-
ბელი სადგურში შემოსვლას, როგორც წესი, თითქმის ყოველ-
თვის აგვიანებდა. სადგურზე ჩარბენას ბავშვები მაშინაც კი არ
აგვიანებდნენ, როცა არაჩვეულებრივი მზიანი დღე იდგა და
გარშემო ყველაფრის – ტყის, მინდვრების, კლდეებისა და
მდინარეების სილამაზე სტაცებდათ თვალს, იმ დღეს კი წვიმ-
და, ივნისის კვალობაზე საშინლად ციოდა და ზუზუნა ქარი ცა-
ში მოიისფრო შავ ღრუბლებს მიერეკებოდა.
– თითქოს სიზმარში ვიყოთ და გამძვინვარებული სპილოე-
ბის ჯოგს ვხედავდეთ, არა? – გამოაცხადა ამ ღრუბლების და-
ნახვაზე ფილისმა.
წვიმის ყინულივით ცივი, წვრილი და ხშირი წვეთები ბავ-
შვებს პირდაპირ სახეში სცემდა და მათაც სადგურამდე ჩას-
ვლა სირბილით მოუწიათ, თუმცა მერე, როცა, ბოლოს და ბო-
ლოს სადგურს მიაღწიეს, წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა, ირი-
ბი გახდა და, ლამის ნიაღვრად ქცეული, სალაროსა და სრუ-
ლიად გაყინული მოსაცდელი დარბაზის ფანჯრებს რაკარუკით
დაესხა თავს.
– გეგონება, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში ვართ, –
თქვა ფილისმა, – აი, ხომ ხედავთ, ეს მტრის ისრებია კოშკის
ქონგურებს შორის რომ მოფრინავს!
– მგონი, ბაღის გიგანტურ სარწყავს უფრო ჰგავს, – გაიღი-
მა პიტერმა.
წვიმა ქარს სწორედ იმ ადგილისკენ მიჰქონდა, სადაც მატა-
რებელი უნდა გაჩერებულიყო და წვიმისგან დამცავი ვიწრო
სახურავის ქვეშ მატარებლის მოლოდინში ერთად შეჯგუფებუ-
ლი ხალხი იდგა. ამიტომ ბავშვებმა გადაწყვიტეს, ზევით, მო-
საცდელ დარბაზში ასულიყვნენ და დედას იქ დალოდებოდ-
ნენ.

110
დედის ჩამოსვლამდე სადგურში კიდევ სამი (ორი ზევით,
ერთი კი ქვევით), სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი მატა-
რებელი უნდა ჩამომდგარიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეიდ-
ბრიჯის მატარებლის მოსვლამდე დარჩენილი ერთი საათის
განმავლობაში ისინი კიდევ უამრავი სახალისო და საინტერე-
სო გასართობით შეძლებდნენ თავის შექცევას.
– ვინ იცის, იქნებ მანამდე წვიმამაც გადაიღოს, – გამოაც-
ხადა ბობიმ, – მაგრამ მაინც მიხარია, რომ დედას ლაბადა და
ქოლგა წამოვუღე.
ბავშვები დიდ, სრულიად ცარიელ ოთახში შევიდნენ, რომ-
ლის თავზე გამოკრულ აბრასაც „მთავარი მოსაცდელი დარბა-
ზი“ ეწერა და რეკლამობანას თამაში წამოიწყეს. თუ ამ თამა-
შის შესახებ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ ეს იგივეა, რაც
ყველასთვის ცნობილი შარადობანა8 მაგრამ, იმ განსხვავე-
ბით, რომ მოთამაშემ, რომელიც წინ გამოდის, უბრალოდ რა-
ღაც სიტყვა კი არა, სარეკლამო აფიშა უნდა ჩაიფიქროს და გა-
ნასახიეროს, დანარჩენებმა კი უნდა გამოიცნონ, რომელი
აფიშის განსახიერებას ცდილობს ის.
და-ძმის წინაშე გამოსულმა ბობიმ დედას ქოლგა გაშალა
და ქოლგის ქვეშ ისეთი ეშმაკური გამომეტყველებით დაჯდა,
რომ პიტერმა და ფილისმა მაშინვე ცნობილ სარეკლამო აფი-
შაზე გამოსახული, ასევე ქოლგის ქვეშ მჯდარი მელა იცნეს.
ფილისმა დედას ლაბადით კიდევ ერთ აფიშაზე დახატული
მფრინავი ხალიჩის გამოსახვა სცადა, მაგრამ დედას ლაბადას
არც ნამდვილი ჯადოსნური ხალიჩისთვის დამახასიათებელი
სიმყარე ჰქონდა და არც ჰაერში ჩერდებოდა, ასე რომ, მისი

8
შ ა რ ა დ ა -ერთგვარი გამოცანა, შარადა გულისხმობს სიტყვის გაყოფას
მარცვლებად
111
ჩანაფიქრი ვერავინ გამოიცნო. პიტერი კი, დების აზრით, მე-
ტისმეტად შეიჭრა როლში, როდესაც სახე ნახშირის მტვრით
გაიმურა, იატაკზე დაწოლილმა გაშლილი ხელ-ფეხით ობობა
სავით დაიწყო ფორთხვა და გამოაცხადა, ლურჯ-შავი საკანცე-
ლარიო მელნის სარეკლამო აფიშაზე გამოსახული ლაქის გან-
სახიერებას ვცდილობო.
მერე ისევ ფილისის ჯერი დადგა და ამჯერად მან მდინარე
ნილოსზე ინდივიდუალური ტურების სარეკლამო აფიშიდან
სფინქსის განსახიერება გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ ამ
დროს პლატფორმაზე მატარებლის ჩამოდგომის მაუწყებელი
ხმამაღალი ზარი გაისმა და, რადგან სადგურში ის ძალიან ცო-
ტა ხნით ჩერდებოდა, სამივე პლატფორმისკენ გაიქცა. ორ-
თქლმავლის კაბინაში ბავშვებს უკვე მათ საუკეთესო მეგობ-
რებად ქცეული მემანქანე და მეცეცხლური – ბილი და ჯიმი
დახვდნენ და მეგობრები ერთმანეთს სიხარულით მიესალ-
მნენ. ჯიმმა სათამაშო ორთქლმავალი მოიკითხა, ბობიმ კი მა-
თი მორიდებული უარის მიუხედავად, წვიმისგან ცოტა დასვე
ლებულ, გაპოხილ ქაღალდში გახვეული კარამელის მოზრდი-
ლი ნაჭერი გადასცა, რომელიც დედის დაუხმარებლად, თვი-
თონ მოხარშა.
ასეთი ყურადღებით ნასიამოვნებმა ბილმა ბობის უთხრა,
პიტერის ორთქლმავლით გასასეირნებლად შესაფერის დროს
შევარჩევ და უახლოეს დღეებში გეტყვიო, მაგრამ ორიოდ წუ-
თიც არ იყო გასული, რომ ბავშვებთან ლაპარაკი შეწყვიტა და
უეცრად ხმამაღლა დაიყვირა:
– უკან დაიხიეთ, მეგობრებო, გავდივართ!
მატარებელი ადგილიდან ქშენა-ქშენით დაიძრა და სადგუ-
რიდან გავიდა. ბავშვები პლატფორმაზე დარჩნენ და მატარებ-
ლის უკანა ფარნებს მანამ გაჰყურებდნენ, სანამ ფარნების

112
ციმციმა სინათლე მოსახვევში არ გაუჩინარდა, მერე კი შეტ-
რიალდნენ და რეკლამობანას გასაგრძელებლად და გასარ-
თობად ისევ მტვრიანი და ცარიელი მოსაცდელი დარბაზისკენ
გაეშურნენ.
ახლახან წასული მატარებლიდან ჩამოსულ მგზავრთაგან
ამ დროისთვის, წესით, პლატფორმაზე სულ რამდენიმე ადა-
მიანიღა უნდა დარჩენილიყო, ამიტომ მოსაცდელი დარბაზის-
კენ მიმავალი ბავშვები ელოდნენ, რომ გასასვლელთან ბილე-
თის ჩაბარებისას რიგის ბოლოს შეყოვნებული ერთი-ორი კა-
ციღა დახვდებოდათ, მაგრამ მათდა გასაკვირად, პლატფორ-
მაზე, სადგურის კართან, უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.
– ოჰო! – ინტერესით წამოიძახა პიტერმა, – ეტყობა, რაღაც
მოხდა! წამო, ვნახოთ!
ბავშვები გაიქცნენ და წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე იქ
იყვნენ, სადაც ხალხი იდგა, მაგრამ წვიმისგან დასველებული
ზურგებისა და იდაყვების გარდა ვერაფერი დაინახეს. შეკრე-
ბილები ერთდროულად ყაყანებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ
პიტერი არ შემცდარა და მართლაც რაღაც მოხდა.
– გეუბნებით, ნამდვილად ვიღაც ველურია, – სწორედ იმ-
წუთას გამოაცხადა ვიღაც წითურმა, სუფთად გაპარსულმა
კაცმა, როდესაც ბავშვები შეჯგუფებულ ხალხს მიუახლოვ-
დნენ. პიტერმა მიიხედ-მოიხედა და ბრბოში ფერმერის ყაიდა-
ზე ჩაცმული ის წითური კაცი გამოარჩია.
– თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს ადამიანი პოლიციაშია
წასაყვანი, – პირველის ნათქვამს დაამატა შავპორტფელიანმა
ახალგაზრდამ.
– მგონი, უფრო საავადმყოფოში... – მეორეს მოსაზრებაში
დაეჭვდა მესამე.
მერე სადგურის უფროსის თავდაჯერებული და მბრძანებ-
ლური ხმა გაისმა:
113
– თუ შეიძლება, დაიშალეთ და ეს საქმე მე მომანდეთ.
მაგრამ ხალხი არ დაიშალა და ყველანი ისევ იქ დარჩნენ,
სადაც იდგნენ. მერე კი სადღაც წინიდან ხმა და ისეთი უცნაური
სიტყვები გაისმა, რომ ბავშვების მთელი ყურადღება მხოლოდ
იმ ხმაზე გადაერთო. ადამიანი, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ
ვერ ხედავდნენ, უცხოურად და, რაც მთავარია, მათთვის სრუ-
ლიად უცნობ ენაზე ლაპარაკობდა. ეს არც ფრანგული იყო,
რომელსაც ისინი სკოლაში სწავლობდნენ და არც გერმანუ-
ლი, რომელიც დეიდა ემამ იცოდა და ადრე, დროდადრო, მთე-
ლი გრძნობით „ბედოითენდზე“, „ცაიტენზე“, „ბინზე და ზინზე“
მღეროდა ხოლმე რაღაცას9 და, ასევე, არც ლათინური, რომ-
ლის შესწავლასაც პიტერი სკოლაში ოთხი სემესტრის განმავ-
ლობაში ცდილობდა.
ბავშვებს მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ენა, რომელზეც უც-
ნობი ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, არც გარშემო შეკრებილ
ხალხში ესმოდა ვინმეს.
– რაო? რა თქვა? – გაღიზიანებული ხმით იკითხა წითურსა-
ხიანმა ფერმერმა.
– მგონი, ფრანგულად ლაპარაკობს, – დაეჭვებული ხმით
თქვა სადგურის უფროსმა, რომელსაც ოდესღაც ბულონში ერ-
თი დღე გაეტარებინა.
– არა, ეს ფრანგული არ არის! – წამოიძახა პიტერმა.
– აბა, რა ენაა? – გაისმა ბრბოში ერთდროულად რამდენი-
მე ადამიანის ხმა. მერე იმის დასანახად, ვინ ლაპარაკობდა,
ხალხი მიიწ-მოიწია, პიტერმა კი ამით ისარგებლა და წინ გაძ-
ვრა. ასე რომ, როდესაც ხალხის ჯგრო ისევ შეიკრა, პიტერი
თითქმის წინა რიგში აღმოჩნდა.

9საუბარია პოპულარულ გერმანულ სიმღერაზე, Die Lore-Ley, რომლის სიტყვები ჰაინრიხ


ჰაინეს ეკუთვნის, მუსიკა კი- ფერენც ლისტს
114
– რა ენაა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ ფრანგული არ არის, – თავდაჯერებით გამოაცხადა
მან და მას შემდეგ, რაც წინ კიდევ ორიოდ ნაბიჯით წაიწია, რო-
გორც იქნა, გარშემოხვეული ხალხის ცენტრში მდგომი კაცი
დაინახა.
პიტერს ეჭვი არ შეჰპარვია – ეს სწორედ ის კაცი იყო, რო-
მელიც უცნაურ ენაზე ლაპარაკობდა. უცხოელს გრძელი თმა
და შეშლილივით გაფართოებული, შეშინებული თვალები
ჰქონდა; ხელები და ტუჩები ციებიანივით უთრთოდა, ტანზე კი
სრულიად გაცრეცილ-გახუნებული ისეთი ფასონის ტანსაცმე-
ლი ეცვა, როგორიც პიტერს ადრე არასოდეს, არსად, არავის-
ზე არ ენახა. პიტერი რომ დაინახა, კაცი შეირხა და ისევ ლაპა-
რაკი დაიწყო.
– არა, ეს ფრანგული არ არის! – კიდევ უფრო თავდაჯერე-
ბით გაიმეორა პიტერმა.
– ჰოდა, თუ მაგდენი იცი, მიდი, ფრანგულად უთხარი, აბა,
რამე, – შესთავაზა პიტერს წითურსახიანმა ფერმერმა.
– პარლე ვუ ფრანსე? – გაბედულად ჰკითხა უცნობს პიტერ-
მა.
მაგრამ წესიერად კითხვის დასრულებაც ვერ მოასწრო,
რომ ახმაურებულ ხალხის ჯგროს უეცრად უკან დახევა მო-
უწია. საქმე ის არის, რომ, როგორც კი უცნობმა ფრანგულად
წარმოთქმული სიტყვები გაიგონა, გეგონებოდა, მართლა შე-
იშალაო, თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა, მაშინვე იმ კე-
დელს მოსწყდა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში
ეკვროდა, პიტერისკენ გამალებით გამოქანდა, ხელებში
სწვდა და ჩქარ-ჩქარა ალაპარაკებულმა, სიტყვების მთელი
ნაკადი ამოუშვა. პიტერმა უცნობის ნათქვამიდან ისევ ვერაფე-
რი გაიგო, მაგრამ ამჯერად სიტყვების ჟღერადობა იცნო.

115
– ხედავთ? – ისე რომ უცნაურ, საბრალო ადამიანს ხელები
არ გააშვებინა, ხალხისკენ შებრუნდა და მოზეიმე სახით და-
ამატა: – აი, ახლა კი ნამდვილად ფრანგულად ლაპარაკობს!
– მერე, რაო, რა თქვა? – იკითხეს აქეთ-იქიდან.
– არ ვიცი, – აღიარა პიტერმა.
– კარგი, საკმარისია, – ჩაერია ლაპარაკში სადგურის უფ-
როსი, – ძალიან გთხოვთ, დაიშალეთ და საშუალება მომეცით,
ამ საქმეს მე მივხედო.
ბრბოდან რამდენიმე, სხვებზე მეტად მორიდებული და ნაკ-
ლებად ცნობისმოყვარე მგზავრი ხალხს მოშორდა და აქეთ-
იქით წავიდ-წამოვიდა, ბობის და ფილისს კი, პირიქით, საშუა-
ლება მიეცათ, როგორც იქნა, წინ გამძვრალიყვნენ და პიტერს
მიახლოებოდნენ. სკოლაში ფრანგულს, რა თქმა უნდა, სამივე
სწავლობდა და ახლა სამივეს ძალიან სწყდებოდა გული, რომ
თავის დროზე სწავლას საკმარისი გულმოდგინებით არ ეკიდე-
ბოდნენ და ზარმაცობდნენ. რაკი უცნობს სხვა ვერაფრით ეხ-
მარებოდა, პიტერმა უბრალოდ თავი გააქნია და კაცს ანიშნა,
რომ არ ესმოდა. მან კი თავის მხრივ, მეგობრულად გაუღიმა
და კეთილგანწყობისა და მადლიერების გამომხატველი მზერ-
ით, ნიშნად იმისა , რომ ხელს ართმევდა, ჯერაც პიტერს ჩაჭი-
დებული ხელების ზევით-ქვევით ქნევას მოჰყვა.
– ნოუ კომპრენ10 – გაუბედავად წამოიძახა უეცრად ვიღა-
ცამ ბრბოდან და, როგორც ჩანს, იმით დარცხვენილი, რომ
არაფერი გამოუვიდა, ერთიანად გაწითლებული, ჩქარი ნაბი-
ჯით გაეცალა ცნობისმოყვარეთა ჯგუფს.
– თუ შეიძლება, თქვენს ოთახში წაიყვანეთ, – ჩურჩულით უთ-
ხრა სადგურის უფროსს ბობიმ, – დედა შემდეგი მატარებლით

10
დამახინჯებული ფრანგულით: არ მესმის
116
ჩამოდის მეიდბრიჯიდან,ფრანგული ძალიან კარგად იცის და
დაელაპარაკება.
სადგურის უფროსმა თანხმობის ნიშნად ბობის თავი დაუქ-
ნია და ამ კეთილი მიზნით, თუმცაღა ისე უეცრად მოჰკიდა უც-
ნობს მკლავში ხელი, რომ ის, როგორც ჩანს, სწორედ ამ მო-
ულოდნელობამ შეაშინა და სადგურის უფროსს ხელიდან გა-
უსხლტა; მაშინვე უკან, კედლისკენ დაიხია და, ერთიანად
აკანკალებულს, ხველება აუტყდა.
– გთხოვთ, არ გინდათ! – უთხრა ბობიმ ისევ უცნობისკენ
გაწეულ სადგურის უფროსს, – ხედავთ, როგორი შეშინებუ-
ლია? ალბათ ჰგონია, რომ დაპატიმრებას უპირებთ. დარწმუ-
ნებული ვარ, ასე ფიქრობს, შეხედეთ, როგორი თვალები აქვს!
– ზუსტად ისეთი, როგორიც ხაფანგში გაბმულ მელას, – წა-
მოიძახა ხალხიდან წითურსახიანმა ფერმერმა.
– ხომ არ აჯობებდა, მე მეცადა, – თქვა ისევ ბობიმ, – ფრან-
გულად რამდენიმე სიტყვა ნამდვილად ვიცი... ოჰ, მთავარია,
გამახსენდეს...
ხანდახან, გადამწყვეტ წუთებში, როცა ეს მართლაც ძალი-
ან გვჭირდება, ადამიანები ისეთი რამის გაკეთებას ვახერ-
ხებთ, რაც მანამდე თავშიც არ მოგვივიდოდა, რომ შეგვეძლო.
სინამდვილეში ბობი ფრანგული ენის შემსწავლელი მოწინავე
მოსწავლეების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა, მაგ-
რამ, როგორც ჩანს, თავისდაუნებურად რაღაც მაინც დამახ-
სოვრებოდა. სხვა ვერაფრით აიხსნება, რომ იმ ადამიანის შე-
შინებული და გატანჯული მზერის შემხედვარე ბობიმ ფრან-
გულ ენაზე არა მარტო ერთი-ორი სიტყვის წარმოთქმა, არა-
მედ მეტ-ნაკლებად აზრიანი რამდენიმე წინადადების დალა-
გებაც კი შეძლო.

117
– Vous attendre. Ma mere parlez Francais. Nous11 ... – უთ-
ხრა მან უცხოელს და ბოლო სიტყვაზე შეყოვნებულმა ხალხს
მიმართა: – როგორ არის ფრანგულად „კეთილი“?
აღმოჩნდა, რომ სიტყვა – „კეთილი“ ფრანგულად ფილისის
გარდა არავინ იცოდა.
– მგონი, Bong, – უკარნახა მან დას.
– Nous etre bong pour vous12.
სინამდვილეში, არავინ იცის, გაიგო უცხოელმა ბობის დამ-
ტვრეული ფრანგულით ნათქვამი ამ ორი ფრაზიდან რამე თუ
არა. უფრო კი ალბათ მისი შეხებიდან წამოსული სითბო იგ-
რძნო, ბობი ხომ, სანამ სათქმელის ფრანგულად ჩამოყალიბე-
ბას ცდილობდა, ცალი ხელით მის ხელს, მეორით კი მის გახუ-
ნებულ სახელოს ეხებოდა. ასე იყო თუ ისე, ფრთხილად და
დაყვავებით შეძლო ბობიმ უცხოელის დაყოლიება, თან წაიყ-
ვანა და იქაურობის წმიდათაწმიდა ადგილის, სადგურის უფ-
როსის კაბინეტისკენ გაუძღვა. ბობის, უცხოელსა და სადგუ-
რის უფროსს, რა თქმა უნდა, პიტერი და ფილისიც უკან გაჰ-
ყვნენ, ისევე, როგორც ცნობისმოყვარეთა კარგა დიდი ჯგუფი,
მაგრამ, როგორც კი ხუთივე ოთახში აღმოჩნდა, სადგურის
უფროსმა ხალხს კარი ცხვირწინ მიუხურა და ოთახში სხვა აღა-
რავინ შეუშვა. სანახაობის მოკლებით უკმაყოფილო ხალხი
ერთხანს კიდევ იდგა სალაროსთან. ისინი ერთმანეთს ელაპა-
რაკებოდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ყვითლად შეღები-
ლი, საგულდაგულოდ დაკეტილი კარის უკნიდან რამე ახლის
გაგებას, მაგრამ ბოლოს, როგორც ჩანს, ყველა დაიღალა და
ბუზღუნ-ბუზღუნით, ზოგი ცალ-ცალკე და ზოგიც წყვილ-წყვი-
ლად გაუდგნენ გზას სახლებისკენ.

11 დამტვრეული ფრანგულით: დაიცადეთ, დედაჩემი ფრანგული ლაპარაკობს, ჩვენ...


12 დამტვრ. ფრანგ: ჩვენ კეთილნი ვიქნებით თქვენს მიმართ
118
ბობი უცხოელს არც სადგურის უფროსის ოთახში მოშორდა
გვერდიდან. ცალი ხელით მას ისევ კაცის ხელი ეჭირა, მეორეს
კი ალერსიანად უსვამდა მხარზე.
– ახლა რაღა ვქნა?! – თავი გადააქნია სადგურის უფროსმა.
– არც ბილეთი აქვს და ვერც იმას ამბობს, სად მიდის... რა
თქმა უნდა, მირჩევნია, ეს საქმე შინაურულად მოვაგვარო,
მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ვალია, პოლიციას დავუძახო.
– არა, გთხოვთ, პოლიციას არ დაუძახოთ! – ერთხმად შე-
ევედრნენ ბავშვები.
ბობი კი უეცრად ფეხზე წამოხტა და დანარჩენებსა და უც-
ნობს შორის ჩადგა, რადგან წამით ადრე შენიშნა, რომ, რო-
გორც ჩანს, სადგურის უფროსისგან გაგონილი სიტყვების გა-
მო, კაცს თვალებიდან ცრემლები წასკდა.
რაც გინდა წარმოუდგენელი იყოს, ბობის შემთხვევით
ცხვირსახოცი აღმოაჩნდა ჯიბეში და კიდევ უფრო წარმოუდგე-
ნელი შემთხვევითობით – შედარებით სუფთაც, ასე რომ, ბო-
ბიმ ის ჯიბიდან ამოიღო და სხვებს რომ არ დაენახათ, რაც შე-
იძლებოდა, შეუმჩნევლად გაუწოდა უცხოელს.
– დედას ჩამოსვლას დაველოდოთ, – ამასობაში სადგურის
უფროსის დაყოლიებას ცდილობდა ფილისი, – ფრანგულად
ძალიან კარგად ლაპარაკობს, აი, ნახავთ, მოისმენთ და დედას
ფრანგული თქვენც ძალიან მოგეწონებათ.
– დარწმუნებული ვარ, ისეთი არაფერი გაუკეთებია, რის-
თვისაც ადამიანებს ციხეში სვამენ! – თავდაჯერებით გამოაც-
ხადა პიტერმა.
– გარეგნულად კი სწორედ ციხეში ჩასასმელს ჰგავს, – და-
ეჭვებული სახით გადააქნია თავი სადგურის უფროსმა, – თუმ-
ცა წინააღმდეგი სულაც არ ვარ, დედათქვენის ჩამოსვლამ მის

119
დასაცავად გამოთქმული თქვენი მოსაზრებებიც გავითვალის-
წინო. ჰმ... აი, ის კი მართლა მაინტერესებს, რა ეროვნებისაა,
ასეთ უცნაურ ენაზე რომ ლაპარაკობს...
სადგურის უფროსის სიტყვებზე პიტერს უეცრად ერთი ჭკვი-
ანური აზრი გაუჩნდა. მან ჯიბიდან უცხოური მარკებით ნახევ-
რად სავსე კონვერტი ამოიღო და მარკები დანარჩენებსაც და-
ანახვა.
– ხედავთ? – გამოაცხადა თავისი იდეით აღფრთოვანე-
ბულმა, – მოდი, მარკები ვაჩვენოთ!
ბობიმ თვალი უცხოელისკენ გააპარა და დაინახა, რომ ის
სწორედ ამ დროს მისი ცხვირსახოცით იწმენდდა ცრემლებს.
– მგონი, მშვენიერი აზრია, – მხარი აუბა ძმას იმით გახა-
რებულმა, რომ ასეთ საჭირო დროს ჯიბეში ცხვირსახოცი აღ-
მოაჩნდა.
ბავშვებმა უცხოელს იტალიური მარკა აჩვენეს და თითი
ჯერ მისკენ გაიშვირეს, მერე მარკისკენ და მერე ისევ მისკენ,
ბოლოს კი წარბების აქაჩვით სახეზე კითხვის დასმა გამოისა-
ხეს. უცხოელმა თავი უარის ნიშნად გააქნია. მერე ბავშვებმა
კონვერტიდან ნორვეგიული ლურჯი მარკა ამოიღეს და კაცმა
ისევ უარის ნიშნად თავის გაქნევით უპასუხა. შემდეგი მარკა
ესპანური იყო, რომელზეც იგივე პასუხი მიიღეს. მერე უცხო-
ელმა პიტერს ჟესტით კონვერტი სთხოვა, გამოართვა, აკანკა-
ლებული ხელით შიგ ერთხანს თავისი ქვეყნის მარკა ეძება და
ბოლოს ბავშვებს ერთ-ერთი მარკა გაუწოდა. მარკა, რომე-
ლიც მას ხელში ეჭირა, რუსული იყო.
– რუსია! – წამოიყვირა გახარებულმა პიტერმა. – როგორც
აი, ის, კიპლინგის „კაცი, რომელიც იყო“13, ხომ გახსოვთ?!

13
რედიარდ კიპლინგის ამავე სახელწოდების მოთხრობა
120
სწორედ იმწუთს ზარი გაისმა, რომელმაც ოთახში შეკრები-
ლებს მეიდბრიჯის მატარებლის მოსვლა ამცნო.
– თქვენ წადით, დედა მოიყვანეთ, მე კი ამ კაცთან ვიქნები,
– გადაჭრით გამოაცხადა ბობიმ.
– მერე არ გეშინიათ, პატარა ქალბატონო? – ჰკითხა სად-
გურის უფროსმა.
– აჰ, არა, არა, – უპასუხა ბობიმ და თან უცნობს ისეთი სა-
ხით შეხედა, როგორითაც ადამიანები ვუყურებთ ხოლმე ჩვე-
ულებრივ უცხო, ჩვენთან მოუჩვეველ ძაღლს, რომლის ქცევა-
შიც ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ და ამ მზერით თით-
ქოს იმაში დარწმუნებას ვცდილობთ, რომ ის ჩვენ ნამდვილად
არ გვიკბენს.
ბობიმ კაცს გაუღიმა და იმანაც შესაბრალისი, გატანჯული
ღიმილით უპასუხა, მერე კი ისევ საშინელი ხველა აუტყდა. მა-
ტარებელი სადგურში ქშენა-ქოშინით შემოვიდა და ფანჯრის
მიღმა რელსებზე ბორბლების ღრჭიალით ჩაიგრიალა. პიტერ-
თან და ფილისთან ერთად პლატფორმაზე მატარებლის დასახ-
ვედრად სადგურის უფროსიც გავიდა. როდესაც ისინი დედას-
თან ერთად დაბრუნდნენ, ბობის ისევ უცნობის ხელი ეჭირა.
ოთახში მათი შემოსვლისთანავე რუსი ფეხზე წამოდგა და
დედას თავი ცერემონიულად დაუკრა.დედა მას ფრანგულად
დაელაპარაკა და იმანაც პასუხების გაცემა დაიწყო, თავიდან
გაუბედავად, ენის ბორძიკით პასუხობდა, მაგრამ მერე მისი
ლაპარაკი თანდათან დალაგებული, გაცემული პასუხები კი
სულ უფრო და უფრო გრძელი გახდა.
მათი სახეების შემხედვარე ბავშვები მიხვდნენ, რომ რუსი
დედას რაღაც ისეთს უყვებოდა, რაც მის გულში ერთდროუ-
ლად ბრაზს, სიბრალულს, აღშფოთებასა და წუხილს იწვევდა.
– აბა, რაო, რას ამბობს, მემ? – ბოლოს ცნობისმოყვარეო-

121
ბა ვეღარ დამალა და მოუთმენლად ჰკითხა სადგურის უფროს-
მა დედას.
– ო, ნუ ნერვიულობთ, – უპასუხა დედამ, – ბავშვები არ შემ-
ცდარან, ის მართლაც რუსია, მაგრამ ბილეთი დაკარგა და კი-
დევ, როგორც ვხვდები, ძალიან ავადაა. ამიტომ, თუ წინააღ-
მდეგი არ იქნებით, ჩვენ მას ახლა სახლში წავიყვანთ. საშინ-
ლადაა გატანჯული, ასე რომ, მგონი, ჯობია, რაც შეიძლება,
ჩქარა მივხედოთ, თქვენთან კი ხვალ მოვალ და მის შესახებ
ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ.
– იმედი მაქვს, მერე არ აღმოაჩენთ, რომ სახლში შემცივ-
ნებული ასპიტი მიგიყვანიათ, – უთხრა დედას სადგურის უფ-
როსმა და უცხოელს დაეჭვებული სახით გადახედა.
– აჰ, არა, რას ბრძანებთ, – გახალისებული ხმით იუარა დე-
დამ და გაიღიმა, – დარწმუნებული ვარ, სახლში ასპიტი არ
მიგვყავს. თავის ქვეყანაში ის ძალიან ცნობილი ადამიანია,
წიგნებს წერს, არაჩვეულებრივ წიგნებს... რამდენიმე მეც წა-
მიკითხავს... მაგრამ ჯობია, ხვალ მოვიდე და ეს ყველაფერი
დაწვრილებით გიამბოთ.
ამ სიტყვების შემდეგ დედა ისევ რუსს მიუბრუნდა და ფრან-
გულად რაღაც უთხრა. ოთახში ყველამ მის სახეზე გამოსახუ-
ლი გაკვირვება, მადლიერება და სიხარული ამოიკითხა. რამ-
დენადაც შეეძლო, მხნედ წამოდგა ფეხზე, სადგურის უფროსს
თავაზიანი თავის დაკვრით გამოემშვიდობა და დედას გალან-
ტურად გაუწოდა ხელი. დედამ გაწვდილ ხელს თავისი მიაგება
და რუსს ხელკავი გამოსდო. თუმცა ყველა ცხადად ხედავდა,
რომ სინამდვილეში, რუსი ეყრდნობოდა მის ხელს და არა, პი-
რიქით.
– გოგონებო, თქვენ სახლში გაიქეცით და სასტუმრო ოთახ-
ში ბუხარი დაანთეთ, – განკარგულება გასცა დედამ, – შენ კი,
პიტერ, საჩქაროდ ექიმის მოსაყვანად წადი.
122
მაგრამ ექიმ ფორესტთან პიტერის მაგივრად ბობი გაიქცა.
ბობიმ ექიმი ბაღში იპოვა, მას პიჯაკი იქვე მიეკიდა და მხო-
ლოდ პერანგითა და შარვლით გლეჯდა ყვავილნარში სარევე-
ლებს.
– ძალიან არ მინდა საქმეს მოგწყვიტოთ, – დაიწყო სწრაფი
სირბილისგან აქოშინებულმა, – მაგრამ დედამ სახლში ძალი-
ან საბრალო შესახედავი რუსი მოიყვანა. ისეთი საბრალოა,
რომ ვფიქრობ, იმასაც თქვენს კლუბში გაწევრიანება მოუ-
წევს... ჩვენ ის სადგურში ვიპოვეთ...
– იპოვეთ? – ჰკითხა ექიმმა და ხელი თავისი პიჯაკისკენ გა-
იშვირა, – ის, რა, დაიკარგა?
– დიახ, – ნაჩქარევად დაუდასტურა ბობიმ, – სწორედაც
რომ დაიკარგა. მან დედას ფრანგულად უამბო თავისი ცხოვ-
რების ძალიან სევდიანი ამბავი... დედამ კი თქვენთან გამომ-
გზავნა და მთხოვა, გადმომეცა, რომ გულისხმიერება გამოი-
ჩინოთ და დაუყოვნებლად წამომყვეთ... ჰმ, ეს, რა თქმა უნდა,
იმ შემთხვევაში, თუ სახლში დამხვდებოდით. ის საშინლად ახ-
ველებს. და კიდევ, იტირა.
ექიმს ირონიულად ჩაეცინა.
– არა, გთხოვთ, არ გინდათ! – შეევედრა ბობი. – დამერ-
წმუნეთ, არ გაგეცინებოდათ, იქ რომ ყოფილიყავით. კაცის ტი-
რილი მე პირველად ვნახე. თქვენ ხომ უბრალოდ არ იცით, ეს
რა საშინელებაა! ბობის სიტყვების შემდეგ ექიმმა ფორესტმა
გულწრფელად ინანა, რომ ასე დაუფიქრებლად ჩაეღიმა.
იმ დროისთვის, როცა ექიმმა ფორესტმა და ბობიმ სამსაკ-
ვამურიან სახლამდე მიაღწიეს, რუსი უკვე სავარძელში იჯდა,
ფეხები ბუხრისკენ გაეშვირა, სადაც აგიზგიზებული შეშა ტკა-
ცუნობდა და ჩაის სვამდა.
– როგორც ვხედავ, ეს ადამიანი სულიერადაც უკიდურესადაა
გამოფიტული და ფიზიკურადაც, – დასვა დიაგნოზი ექიმმა, –
123
მისი ხველა ძალიან არ მომწონს, მაგრამ საგანგაშოს და მო-
ურჩენელს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, აუცილებელია, რაც
შეიძლება, ჩქარა ჩაწვეს ლოგინში და ყურადღება მიაქციეთ,
რომ მის ოთახში მთელი ღამე ენთოს ბუხარი.
– მაშინ ჩემს ოთახში დავაწვენ, – გადაწყვიტა დედამ, – ეს
ჩვენს სახლში ერთადერთი ბუხრიანი საძინებელია.
ასეც მოიქცნენ. რუსს ლოგინი დედას ოთახში გაუშალეს და
ექიმი ფორესტი ოჯახის წევრებს სტუმრის ლოგინამდე მიყვა-
ნაში დაეხმარა.
დედას ოთახში დიდი შავი სკივრი იდგა, რომელიც არცერთ
ბავშვს არც ერთხელ არ ენახა გახსნილი. და ახლა, როგორც
კი ბუხარში შეშა აგიზგიზდა, დედამ სკივრს მძიმე თავსახური
ახადა, იქიდან ტანსაცმელი ამოალაგა – კაცის ტანსაცმელი
და ცეცხლთან ახლოს დაკიდა გასანიავებლად. ბობი სწორედ
ამ დროს შევიდა ოთახში, შესაკეთებელი შეშა შეიტანა და სა-
ღამურ პერანგზე მიკერებული სანიშნე შენიშნა. მერე სკივრში
ჩაიხედა, რომელშიც, რამდენადაც გაარჩია, ასევე მხოლოდ
მამაკაცის ტანსაცმელი ეწყო და ყველა ნივთზე ისეთივე სანიშ-
ნე დაინახა. იმ სანიშნეს კი, რომელიც საღამურ პერანგზე იყო
მიკერებული და რომლის ახლოდან შეთვალიერებაც შეძლო,
მამამისის სახელი და გვარი ეწერა. მაშასადამე, მამას ტანსაც-
მელი არ წაუღია... არადა, ეს საღამური პერანგი სულ ახალი-
ვით გამოიყურებოდა. ბობის გაახსენდა, რომ ეს პერანგი მამას
პიტერის დაბადების დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე შეუკერეს.
რატომ თან არ წაიღო მამამ არაფერი? ტანსაცმელი ხომ იქაც
დასჭირდებოდა, სადაც მიემგზავრებოდა? ბობი ოთახიდან
უჩუმრად გამოვიდა, ზურგს უკნიდან სკივრზე კლიტის ჩაკეტ-
ვის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ დედამ სკივრს მძიმე თავსა-
ხური ისევ დაახურა. ბობი ხმის ამოუღებლად იდგა და გრძნობ-

124
და, რომ გული ისე უცემდა, სადაცაა მკერდიდან ამოუხტებო-
და... რატომ არ წაიღო მამამ ტანსაცმელი? დედა რომ ოთახი-
დან გამოვიდა, ბობიმ მაშინვე წელზე შემოხვია ხელები და
ყურში ჩასჩურჩულა:
– დე, მამა... მამა მოკვდა?
– ო, საყვარელო! არა, რა თქმა უნდა! ასეთი საშინელება
რამ გაფიქრებინა?
– არ ვიცი... – ამოიბუტბუტა დაბნეულმა ბობიმ და საკუთარ
თავზე გაბრაზდა. მან ხომ მტკიცედ გადაწყვიტა, არაფერი შე-
ემჩნია და თავი ისე დაეჭირა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რომ დე-
და მათ რაღაცას უმალავდა, ახლა კი კინაღამ ეს აღთქმა და-
არღვია.
დედა ბობის ნაჩქარევად მოეხვია და გულში მაგრად ჩაიკ-
რა.
– ბოლო წერილი მამათქვენისგან ამასწინათ მივიღე.
მწერდა, თავს კარგად ვგრძნობო, – უთხრა ხმადაბლა, – ნუ
გეშინია, საყვარელო, და დამიჯერე, როგორც კი მოახერხებს,
აუცილებლად დაბრუნდება, აი, ნახავ... ოღონდ, გთხოვ, ასეთ
საშინელ რამეებზე ნუ ფიქრობ, კარგი?
ცოტა მოგვიანებით, როცა რუსი სტუმარი დედას საძინე-
ბელში თბილად მოეწყო, დედა გოგონების ოთახში შევიდა.
გადაწყვიტეს, რომ დედას ფილისის საწოლზე დაეძინა, ფი-
ლისს კი ლეიბი იატაკზე დაუგეს, რაც მას ძალიანაც გაუხარდა.
იატაკზე პირველად იძინებდა და გამოაცხადა, ეს არაჩვეუ-
ლებრივი თავგადასავალი იქნებაო. როგორც კი დედა ოთახში
შევიდა, ორი თეთრი ფიგურა თავ-თავისი ლოგინებიდან გა-
მოძვრა და ორი მოუთმენელი ხმა გაისმა:
– დედიკო, გეხვეწებით, გვითხარი რა, რუსმა ჯენტლმენმა
რა გითხრა!

125
სწორედ ამ დროს თეთრი ფარშავანგის კუდივით იატაკზე
მოთრეული, დალიანდაგებული საბნით ხელში ოთახში სირბი-
ლით შემოვიდა მესამე თეთრი ფიგურაც და ის, რა თქმა უნდა,
პიტერი იყო.
– ჩვენ ხომ დიდხანს ვითმინეთ! – გამოაცხადა მან. – ენა-
ზეც კი ვიკბინე, რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ მაინც კინაღამ
ჩამეძინა. ამიტომ მერე ძალიან მაგრად ვიკბინე და ახლა ენა
მტკივა. გეხვეწები, ჩქარა მოგვიყევი და თანაც ისე, რომ გრძე-
ლი და საინტერესო ამბავი გამოვიდეს.
– დღეს უკვე ძალიან დავიღალე, – უთხრა ბავშვებს დედამ,
– ამიტომ გრძელ და საინტერესო ამბად მოყოლა მოდი, სხვა
დროისთვის გადავდოთ, კარგი?
ბობიმ დედას ხმაზე შეატყო, რომ ახლახან ეტირა, ფილისი
და პიტერი კი, როგორც ყოველთვის, ვერაფერს მიხვდნენ.
– მაშინ, იმდენად გრძლად მოგვიყევი, რამდენადაც შეძ-
ლებ, – უთხრა დედას ფილისმა. ბობიმ კი დედას წელზე შემოხ-
ვია ხელები და მაგრად მიეხუტა.
– სინამდვილეში, ეს მართლაც გრძელი და საინტერესო ამ-
ბავია, ისეთი, რომ წიგნს დაწერს კაცი... – დაიწყო დედამ, – ეს
რუსი ჯენტლმენი მწერალია და არაჩვეულებრივ წიგნებს
წერს. მაგრამ მეფის რუსეთში მწერლებს მდიდრების ნაკლო-
ვანებებზე წერას უკრძალავენ, უკრძალავენ აგრეთვე იმაზე წე-
რასაც, რა უნდა გაკეთდეს ღარიბებისთვის, რომ მათი ცხოვ-
რება ცოტათი მაინც შემსუბუქდეს და უკეთესი გახდეს, იმათ კი,
ვინც გაბედავს და ამაზე სიტყვა დასცდება, ციხეში სვამენ.
– მაგრამ, ასე ხომ არ შეიძლება?! – აღშფოთდა პიტერი, –
ციხე ხომ მხოლოდ იმათთვის არსებობს, ვინც მართლა ცუდი
საქციელი ჩაიდინა!
– ანდა, როცა მოსამართლეს ეჩვენება, რომ იმ ადამიანმა
ცუდი საქციელი მართლაც ჩაიდინა... – დააზუსტა დედამ, –
126
ჰო, მაგრამ ასე ჩვენთანაა, ინგლისში. რუსეთში ადამიანი ცი-
ხეში მხოლოდ იმის გამო შეიძლება მოხვდეს, რომ თავის წიგ-
ნში ასეთ აკრძალულ თემებზე ხმის ამოღება გაბედა. ჩვენი რუ-
სი სტუმრის წიგნი სწორედ ამ თემას, ანუ ღარიბებს და მათი
ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობას ეხება. არაჩვეუ-
ლებრივი, სიკეთითა და ადამიანების მიმართ სიყვარულით
აღსავსე წიგნია, წაკითხული მაქვს... ერთი სიტყვით, ჩვენი
სტუმარი ციხეში სწორედ ამ წიგნის გამო ჩასვეს. სამი წელი
ნესტიან, გაყინულ დილეგში მჯდარა, სადაც თურმე მზის სხი-
ვიც კი არ აღწევდა. სამი წელი, წარმოგიდგენიათ?! ასეთ ბნელ
დილეგში მარტოდმარტომ სამი წელი გაატარა! – დედას ხმა
გაებზარა და გაჩუმდა.
– მაგრამ, როგორ, დე? ჩვენს დროში ხომ ასეთი რამე უბ-
რალოდ შეუძლებელია! – გაკვირვებული სახით ჰკითხა პი-
ტერმა. – ის, რაც მოჰყევი, ისტორიის სახელმძღვანელოდან
ინკვიზიციის ან რომელიღაც ეგეთი დროის ამბავს უფრო
ჰგავს.
– ჰო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიმართლეა, – განაგრძო
დედამ, – უტყუარი და საშინელი სიმართლე.
მოკლედ, სამი წლის შემდეგ რუსი ჯენტლმენი, როგორც იქ-
ნა, დილეგიდან გამოუყვანიათ და სამუდამო პატიმრობის მო-
სახდელად ციმბირში გაუგზავნიათ. გზაში პატიმრები თურმე
ერთმანეთზე ბორკილებით და ჯაჭვებით ჰყოლიათ გადაბმუ-
ლი და ისე მიერეკებოდნენ... თანაც მათთან ერთად, რა თქმა
უნდა, ბევრი ისეთი ვინმეც ყოფილა, ნამდვილი და საშინელი
დანაშაული რომ ჰქონდა ჩადენილი. ასე მიდიოდნენ და მიდი-
ოდნენ თურმე დაუსრულებლად, დღეების და კვირების განმავ-
ლობაში... თქვა, ბოლოს უკვე მეჩვენებოდა, რომ ეს გზა აღა-
რასოდეს არ დასრულდებოდაო. ზედამხედველები მათრახე-
ბით მიჰყვებოდნენ გვერდით, ჰო, მათრახებით! რომ, როცა
127
ვინმე დაიღლებოდა და სიარული გაუჭირდებოდა, მაშინვე
ეცემათ. ზოგიერთი თურმე ფეხზე ძლივს იდგა, ზოგი სულაც
ეცემოდა და ვეღარ მიდიოდა, და ყველას, ვინც ეცემოდა და ვე-
ღარ მიდიოდა, ის ზედამხედველები მათრახს ურტყამდნენ, მე-
რე კი სასიკვდილოდ განწირულებს იქვე ტოვებდნენ. ჰო, ჩემო
საყვარლებო, იქ თურმე ისეთი საშინელი ამბები ხდებოდა,
რომ ამაზე ლაპარაკიც კი მიჭირს... ასე იყო თუ ისე, ბოლოს,
როგორც იქნა, მაღაროებამდე მიუღწევიათ, სადაც მხოლოდ
იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე, გონივრული
და სიკეთით აღსავსე წიგნი დაწერა, სიცოცხლის ბოლომდე
უნდა დარჩენილიყო!
– იქიდან თავი როგორ დააღწია? – დაინტერესდა პიტერი.
– ომი რომ დაწყებულა, რუსეთში ზოგიერთი კატორღე-
ლისთვის მოხალისედ ჩაწერის უფლება მიუციათ და ისიც მა-
შინვე ჩაწერილა, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა მისცე-
მია, მაშინვე გამოქცეულა და...
– მაგრამ დეზერტირობა ხომ ლაჩრობაა, – სიტყვა გააწყვე-
ტინა პიტერმა, – განსაკუთრებით, ომის დროს!
– გეთანხმები, მაგრამ, ვფიქრობ, არა ამ შემთხვევაში... შე-
ნი აზრით, ვალდებული იყო, იმ ქვეყნის ღირსებისთვის ებრძო-
ლა, რომელიც ასე საშინლად მოექცა? ჰმ, მგონი, არა. ერთა-
დერთი, ვის წინაშეც ის ვალდებულებას გრძნობდა და ვისი ამ-
ბავიც ადარდებდა, მისი ცოლი და შვილები იყვნენ. საქმე ის
არის, რომ თავისი ცოლ-შვილის შესახებ მან არაფერი იცოდა
და არც ის იცოდა, რა ბედი ეწიათ.
– ოჰ, საბრალო! – ამოიკვნესა ბობიმ. – ესე იგი, ციხეში
ჯდომის დროს კიდევ თავის ცოლ-შვილზე ფიქრობდა და ნერ-
ვიულობდა?
– რა თქმა უნდა, ფიქრობდა და ძალიან ნერვიულობდა, –
თავი დაუქნია დედამ, – ერთადერთი, რაც იცოდა, ის იყო, რომ
128
შეიძლება ისინიც დაეპატიმრებინათ. ასეთი რამეები რუსეთში
თურმე ხშირად ხდება. მაგრამ მერე, უკვე მაღაროში რომ მუ-
შაობდა, მეგობრებს როგორღაც შეუტყობინებიათ, რომ მის
ცოლს-შვილს რუსეთიდან გამოქცევა მოუხერხებიათ და ინ-
გლისში დასახლებულან. ამიტომ ჯარიდან გამოიპარა თუ არა,
მათ მოსაძებნად აქ ჩამოვიდა.
– მათი მისამართი იცის? – საკითხს მაშინვე პრაქტიკულად
მიუდგა პიტერი.
– სამწუხაროდ, არა. მხოლოდ ის იცის, რომ ინგლისში
არიან. მატარებლით ლონდონში მიემგზავრებოდა და რატომ-
ღაც ჩაუთვლია, რომ ჩვენს სადგურში უნდა გადამჯდარიყო
ლონდონის მატარებელში, ამიტომაც ჩამოსულა, მაგრამ მერე
აღმოუჩენია, რომ ჯიბეში აღარც ბილეთი ედო და აღარც საფუ-
ლე.
– როგორ ფიქრობ, იპოვის? ცოლ-შვილს ვგულისხმობ, რა
თქმა უნდა, და არა ბილეთს და ფულს.
– იმედი მაქვს... იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ღმერთი
ცოლის და შვილების პოვნაში დაეხმაროს.
ამჯერად უკვე ფილისმაც კი შენიშნა, რომ დედას ხმა უკან-
კალებდა და, ცხადია, მაშინვე ჰკითხა:
– მართლა ძალიან გეცოდება არა, დე, ეს კაცი?
რამდენიმე წუთით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
– ჰო, მართლა ძალიან მეცოდება, – უპასუხა ბოლოს დე-
დამ ფილისს და გაჩუმდა. რაღაცაზე ფიქრობდა, ბავშვები კი
მოთმინებით ელოდნენ, – იცით, რა, ჩემო ძვირფასებო, – გა-
ნაგრძო მერე, – კარგი იქნება, თუ ლოცვისას ღმერთს შევ-
თხოვთ, რომ ყველა ტუსაღსა და დაპატიმრებულს გადმოხე-
დოს და შეიბრალოს.
– რომ მან ყველა ტუსაღსა და დაპატიმრებულს გადმოხე-
დოს, ასე, არა, დედა? – კარგად რომ დამახსოვრებოდა, დედ-
129
ის სიტყვები გაიმეორა ბობიმ.
– ჰო, რომ ყველა ტუსაღსა და დაპატიმრებულს წყალობის
თვალით გადმოხედოს, – დაუდასტურა დედამ და უეცრად ხაზ-
გასმით დაამატა: – ყველა ტუსაღსა და დაპატიმრებულს.

თავი მეექვსე
მატარებლის მხსნელები

მეორე დღეს რუსი ჯენტლმენის მდგომარეობა შედარებით


გაუმჯობესდა, კიდევ ერთი დღის შემდეგ გამომჯობინება
თვალნათლად შეეტყო, მეოთხე დღეს კი თავი უკვე იმდენად
კარგად იგრძნო, რომ ბაღში, სუფთა ჰაერზე გასვლაც კი შეძ-
ლო. ბაღში მას მოხერხებული დაწნული სავარძელი დაუდგეს
და იმ სავარძელში ის სკივრიდან ამოღებულ ტანსაცმელში გა-
მოწყობილი იჯდა, რომელიც თავიდან საკმაოდ დიდი ჰქონდა,
მაგრამ მერე, როცა დედამ სახელოები და შარვლის ტოტები
დაუმოკლა და შემოუკეცა, კოსტიუმი ისე მოერგო, თითქოს
თავიდანვე მის ტანზე ყოფილიყოს შეკერილი. სახე, მას შემ-
დეგ, რაც უკიდურესი დაღლილობა და თვალებში ასახული ში-
ში გაუქრა, სასიამოვნო და კეთილი გაუხდა და კიდევ, ბავშვე-
ბის ყოველი დანახვისას თბილად მოღიმარი. ბავშვები კი მხო-
ლოდ იმას ნანობდნენ, რომ რუსი ჯენტლმენი ინგლისურად
ვერ ლაპარაკობდა... ამასობაში, დედამ რამდენიმე ადამიანს,
ვისაც შეიძლებოდა ინგლისში მისი ცოლ-შვილის ადგილმდე-
ბარეობის შესახებ რამე სცოდნოდა, წერილებიც მისწერა.

130
თუმცა არა იმათ, ვისთანაც სამსაკვამურიან სახლში გადმოს-
ვლამდე მეგობრობდა – ძველ ნაცნობებთან კავშირი დედას
უკვე დიდი ხანია გაწყვეტილი ჰქონდა და წერილებს უკვე არ-
ცერთ მათგანს აღარ სწერდა, – არამედ უცნობ და ოფიციალუ-
რი თანამდებობების მქონე პირებს – პარლამენტის წევრებს,
სხვადასხვა გაზეთის მთავარ რედაქტორებსა და საზოგადოებ-
რივი კავშირების მდივნებს.
სამსაკვამურიან სახლში რუსი ჯენტლმენის დასახლების
შემდეგ დედამ თავისი მოთხრობებისა და ლექსების წერა
დროებით გვერდზე გადადო და ახლა უმეტესად, ისიც ბაღში,
რუს ჯენტლმენთან ერთად იჯდა ხოლმე მზეზე. ახალი მოთ-
ხრობების წერის მაგივრად ძველ ნაწერებში გაპარულ შეცდო-
მებს ასწორებდა და დროდადრო სტუმარს ესაუბრებოდა.
ბავშვები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, იმ ადამიანის
მიმართ, ვინც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაჭირვე-
ბულ ხალხზე არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა, ასე სასტიკად
დასაჯეს, ციხეში ჩასვეს და ციმბირში სამუდამო კატორღა მი-
უსაჯეს, თავიანთი კეთილი დამოკიდებულება, რაც შეიძლებო-
და, თვალსაჩინოდ გამოეხატათ; თუმცა ამის გასაკეთებლად
ერთადერთი რაც შეეძლოთ, ღიმილი იყო და ბავშვები ასეც იქ-
ცეოდნენ, მაგრამ, როდესაც მუდმივად იღიმები, ღიმილი თით-
ქოს სახეზე გეწებება და აღარც კეთილგანწყობილებას გამო-
ხატავს და აღარც გულწრფელია, პირიქით, აფთრის ღიმილი-
ვით ცივი და ეშმაკური ხდება. ამიტომ ბავშვებმა მალე სხვა სა-
შუალებაც იპოვეს და თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახა-
ტად რუსი ჯენტლმენისთვის პატარა თაიგულების მიტანა დაიწ-
ყეს, რის შედეგადაც ბაღში ის ადგილი, სადაც სტუმარი იჯდა
ხოლმე, სულ რაღაც ორიოდ დღეში ბაღის გარშემო დაკრეფი-
ლი სამყურას, ვარდებისა და კენტერბერიული მაჩიტების უამ-
რავი დამჭკნარი თაიგულით აივსო.
131
და აი, ერთხელაც ფილისს ახალი აზრი გაუჩნდა. მან ბობი
და პიტერი იდუმალი გამომეტყველებით თავისთან იხმო და
სხვის თვალთაგან მოფარებულ უკანა ეზოში გაიყვანა. აქ სა-
მივენი, წყლის ტუმბოსა და წვიმის წყლისთვის განკუთვნილ
კასრს შორის შეიყუჟნენ და ფილისმა და-ძმას თავისი იდეა გა-
ანდო.
– გახსოვთ, პერქსი რომ დამპირდა, როგორც კი ბაღში
მარწყვი დამწიფდება, პირველად თქვენ გაჭმევთო? – პერქსი,
გახსოვთ ალბათ, სადგურის მტვირთავს ჰქვია. – ჰოდა, მგონი,
უკვე დამწიფდებოდა. მოდი, ჩავიდეთ და ვკითხოთ.
აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვები სადგურზე იმ დღის მერე
არ ჩასულიყვნენ, რაც რუსი ჯენტლმენი მათ სახლში დასახ-
ლდა. მართალია, თავისი სიტყვის ერთგული დედა სადგურში
მართლაც მეორე დღესვე ჩავიდა და სადგურის უფროსს რუსი
ჯენტლმენის ამბავი დაწვრილებით უამბო, მაგრამ ბავშვები,
რომლებიც რუსი სტუმრის გვერდით ყოფნას ვერ ელეოდნენ,
მიუხედავად სადგურის მიმართ მათი დამოკიდებულებისა, იქ
უკვე სამი დღეა აღარ ყოფილიყვნენ.
ფილისის აზრი და-ძმასაც მოეწონა და სამივენი, ისევ იმის-
თვის, რომ სტუმრისთვის ესიამოვნებინათ, თავიანთი საყვა-
რელი სადგურისკენ გაეშურნენ.
მაგრამ, მათდა გასაკვირად, პერქსი ბავშვებს რატომღაც
ძალიან ცივად შეხვდა.
– ოჰო, რა პატივია! უღრმესი მადლობა, რომ გვესტუმრეთ,
– ჩაიბუზღუნა ნაწყენი ხმით, როდესაც ბავშვებმა მებარგულე-
ბის ოთახის კარი შეაღეს და ისევ თავის გაზეთს ჩააჩერდა.
ოთახში წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
– მისტერ პერქს, – ამოიოხრა ბოლოს ბობიმ, – რამით ხომ
არ გაგაბრაზეთ?
– მე-ე? ო, რას ბრძანებთ! ‒ქედმაღლურად უპასუხა პერქს-
132
მა. – მე რა შეიძლება თქვენზე გასაბრაზებელი მქონდეს?! ჩემ-
თვის ხომ ეს არაფერსაც არ ნიშნავს!
– თქვენთვის რა არ ნიშნავს არაფერს? – ჰკითხა მეგობრის
ასეთი დახვედრით იმდენად შეშფოთებულმა პიტერმა, რომ
კითხვის უფრო დალაგებულად დასმაც კი ვერ მოახერხა.
– ის, რაც აქ, ან სადმე სხვაგან ხდება. კი ბატონო, თუ მე
თქვენი საიდუმლოების განდობის ღირსად არ მიგაჩნივართ,
რა გაეწყობა, თქვენი ნებაა, როგორც გენებოთ, ისე მოიქეცით!
აი, ასე! – კიდევ უფრო ნაწყენი ხმით გამოაცხადა პერქსმა.
ოთახში ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და სამივე ბავშვის
სამი გული და სამი გონება გამალებით შეეცადა იმის მიხვედ-
რას, რა საიდუმლოებას გულისხმობდა პერქსი და რატომ იყო
მათზე ნაწყენი.
– მაგრამ ჩვენ ხომ არაფერს გიმალავთ, – დაასკვნა ბო-
ლოს ბობიმ.
– ვინ იცის, ვინ იცის... შეიძლება, მიმალავთ, შეიძლება –
არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის ეს არაფერსაც არ ნიშ-
ნავს, ასე რომ, კარგ დღეს გისურვებთ, – მხრები გულგრილად
აიჩეჩა პერქსმა და ცხვირი ისევ გაზეთში ჩარგო.
– გთხოვთ რა, არ გინდათ! – სასოწარკვეთილი ხმით წა-
მოიძახა ფილისმა და ორივე ხელი პერქსისკენ გაიშვირა, – ეს
ხომ საშინელებაა! გთხოვთ, გვითხარით, რა გაწყენინეთ, იმი-
ტომ, რომ... რაც უნდა იყოს, ჩვენ ხომ მართლა უნებლიეთ
მოგვივიდა!
პერქსმა ფილისს პასუხი არ გასცა, მხოლოდ გაზეთი გადა-
ფურცლა და შემდეგი გვერდის კითხვა დაიწყო.
– ჩემი აზრით, ასე არ შეიძლება, – ვეღარ მოითმინა პიტერ-
მა, – განაჩენის გამოტანამდე იმ ადამიანებსაც კი ეუბნებიან
რისთვის სჯიან, ვინც ნამდვილი დანაშაული ჩაიდინა. რუსეთ-
შიც კი ასეა.
133
– მაგ რუსეთზე მე არაფერი არ ვიცი და არც მაინტერესებს!
– ჩაიბუზღუნა პერქსმა.
– როგორ არ იცით, დედა სპეციალურად ჩამოვიდა, რომ
თქვენთვის და მისტერ გილსისთვის ჩვენი რუსი ჯენტლმენის
ამბავი მოეყოლა.
– მერე? მისტერ გილსიც პირდაპირ ჩემთან გამოიქცა, თა-
ვის კაბინეტში შემიპატიჟა, სავარძელი დამიდგა და აბა, ჩემო
პერქს, მოდი მოვუსმინოთ, ქალბატონი რას გვეტყვისო, მით-
ხრა, არა?! – გაბრაზებული ჩაფრუტუნებით უპასუხა პერქსმა.
– როგორ? გინდათ თქვათ, რომ არაფერი იცით?
– არცერთი სიტყვა! – მწარედ მოუჭრა მებარგულმა. –
იქამდეც კი მივედი, რომ მისტერ გილსს პირდაპირ ვკითხე,
მაგრამ რად გინდა! იმწუთას ხმა გამაწყვეტინა. ასეთ რამეებზე
შენთან ლაპარაკი არ შეიძლება, პერქსო, მითხრა... ეს, ჩემო
კარგო, აგერ, ჩვენი სოფლის ჭორები ხომ არ გგონია, სახელ-
მწიფო მნიშვნელობის საქმეებიაო... აი! ზუსტად ასე მითხრა!
მერე ვიჯექი და გელოდებოდით, ვიფიქრე, აი, სადაცაა, მოირ-
ბენენ ჩემი მეგობრები და ყველაფერს მომიყვებიან-მეთქი,
მაგრამ შენც არ მომიკვდე, არ მობრძანდით! თქვენ ხომ მხო-
ლოდ მაშინ მოდიხართ, როცა რაღაცის გაგება გჭირდებათ!
პერქსის სიტყვებზე ფილისს მარწყვი გაახსენდა და ჭარხა-
ლივით გაწითლდა.
– როცა ორთქლმავლებზე, სასიგნალო ჯიხურებზე და ეგე-
თებზე რამე გაინტერესებთ, სად მირბიხართ? რა თქმა უნდა,
პერქსთან, მაგრამ, როცა საქმე თქვენს საიდუმლოებებზე მიდ-
გება, ნურას უკაცრავად! – განაგრძო ბუზღუნი პერსმა.
– მაგრამ ჩვენ ხომ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ მისტერ
გილსმა თქვენ არაფერი გითხრათ!
– ჩვენ გვეგონა, დედა გიამბობდათ!

134
– ჩვენ ხომ ძალიანაც გვინდოდა, თვითონ მოგვეყოლა
თქვენთვის, მაგრამ ვფიქრობდით, რომ უკვე ყველაფერი უჩ-
ვენოდაც იცოდით! – ლამის ერთხმად წამოიძახა სამივემ.
პერქსმა ბავშვებს ბუზღუნით უპასუხა, ჰო, მესმის, მესმისო,
მაგრამ მერე ისევ გაზეთი აიფარა სახეზე და კითხვა განაგრძო.
ფილისი კი მიუახლოვდა, გაზეთი მოულოდნელად ხელებიდან
გამოსტაცა და კისერზე მოეხვია.
– მოდი, ჯობია, ერთმანეთს ვაკოცოთ და ისევ მეგობრები
გავხდეთ, – უთხრა მან გაბუტულ მებარგულს, – კარგი? და კი-
დევ, თუ გინდათ, ბოდიშსაც მოგიხდით. ოღონდ ჩვენ მართლა
არაფერი ვიცოდით!
– ჰო, ბოდიშს მოგიხდით! – აიტაცეს მაშინვე ბობიმ და პი-
ტერმაც.
და პერქსსაც, როგორც იქნა, გული მოულბა და ბავშვებს
უნებლიე შეცდომა აპატია.
მერე ბავშვებმა პერქსი დაიყოლიეს, მათთან ერთად გარეთ
გასულიყო, სადგურის ეზოში, მზით გამთბარ გაზონზე მოეკა-
ლათებინა და საბრალო რუსი ტუსაღის ამბავი მოესმინა, რო-
მელიც მათ ხან რიგრიგობით და ხანაც სამივემ ერთხმად უამ-
ბეს.
– ოჰო! იცით, რა გეტყვით?! – წამოიძახა ბოლოს გაკვირვე-
ბულმა პერქსმა და გაჩუმდა.
ისე, ამ ფრაზით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, კიდევ რა-
ღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ფაქტია, მეტი აღარაფერი უთ-
ქვამს.
– რა საშინელებაა, არა? – წამიერი დუმილის შემდეგ თქვა
პიტერმა, – და, რა თქმა უნდა, სულ არ მიკვირს, რომ რუსი ჯენ-
ტლმენის ამბავი გაინტერესებდათ.
– მე კი არ მაინტერესებდა, უბრალოდ საინტერესო იყო, –
დააზუსტა მებარგულმა.
135
– მე კიდევ მგონია, რომ მისტერ გილსს ეს ამბავი თქვენ-
თვის არ უნდა დაემალა, ვფიქრობ, ასე არ უნდა მოგქცეოდათ,
– უთხრა პერქსს ბობიმ.
– მისგან არც მწყენია, მის, – აღიარა მებარგულმა, – ან რა-
ტომ უნდა მწყენოდა?! მისტერ გილსს თავისი მიზეზები აქვს,
ჰოდა, ამ მიზეზების თქმა არავისაც არ ენდომებოდა. ადამია-
ნის ბუნებაა ეგეთი. რაც უნდა ხდებოდეს, კაცი მაინც თავის აზ-
რზე უნდა დარჩეს. აი, ასე! პარტიული პოლიტიკაა ეგ. ბოლოს
და ბოლოს ის გრძელთმიანი კაცი იაპონელი რომ ყოფილიყო,
მეც იმავეს ვიზამდი.
– მაგრამ იაპონელები ასეთ საშინელ რამეებს ხომ არ აკე-
თებენ, – შენიშნა ბობიმ.
– ვინ იცის, შეიძლება არ აკეთებენ, ან იქნებ აკეთებენ კი-
დეც, – დაეჭვებული სახით აღნიშნა პერქსმა, – ამ უცხოელებს
ხომ ვერასდროს გაუგებ. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, მაინც ყვე-
ლა ერთნაირია.
– მაშინ იაპონელების მხარე რატომ გიჭირავთ? – გაუკვირ-
და პიტერს.
– ჰმ, როგორ გითხრა, უბრალოდ, გინდა თუ არ გინდა, რო-
მელიმეს მხარე უნდა დაიჭირო, აი, როგორც ლიბერალებსა
და კონსერვატორებს შორის არჩევისას ვიქცევით, – დამრი-
გებლური სახით განუმარტა მებარგულმა, – ერთს რომ აირ-
ჩევ, მორჩა, რაც უნდა მოხდეს, იმისი მხარე უნდა გეჭიროს.
სადგურში მატარებლის მოახლოების მანიშნებლად ზარის
ხმა გაისმა.
– ოთხის თხუთმეტწუთიანი შემოდის, – გამოაცხადა პერ-
ქსმა, – მოდი, სანამ გავა, თქვენ აქ დაიცადეთ, მერე დავბრუნ-
დები და ჩემთან წავიდეთ, ვნახოთ აბა, მარწყვი ხომ არ დამწი-
ფებულა, მე ხომ მარწყვით გამასპინძლებას დაგპირდით.

136
– თუ დამწიფდა, ცოტა სახლშიც გაგვატანეთ, – ბოლო სიტ-
ყვის ხაზგასმით დაიწყო ფილისმა, – წინააღმდეგი ხომ არ იქ-
ნებით, ჩვენს სტუმარსაც რომ გავუნაწილოთ?
პერქსს დაეჭვებული გამომეტყველებით მოეჭუტა თვალები
და წარბები შუბლისკენ აექაჩა.
– ესე იგი, მარწყვისთვის, იმ დაპირებული მარწყვისთვის
მოხვედით, არა, დღეს?
ფილისი წამით გაჩუმდა და ალბათ თავის ცხოვრებაში პირ-
ველად იგრძნო თავი საშინლად უხერხულად. თანხმობა იმის
საშიშროებას ქმნიდა, რომ ძლივს შემორიგებულ პერქსს შე-
იძლება კიდევ უფრო სწყენოდა. გაირკვეოდა, რომ პერქსმა
სიმართლე თქვა, ხარბი და ანგარებიანი ბავშვები იყვნენ და
სადგურში მართლაც მხოლოდ მაშინ მოდიოდნენ, როცა თვი-
თონ სჭირდებოდათ რამე. თუკი უარყოფდა და, მაშასადამე,
ტყუილს იტყოდა, მერე თვითონ შერცხვებოდა ძალიან და სინ-
დისის ქენჯნას იგრძნობდა.
– დიახ. მარწყვისთვის... – თქვა ბოლოს და დარცხვენილმა
თავი დახარა.
– ჰმ, ყოჩაღ... – შეაქო პერქსმა, – ყოველთვის მაინც სი-
მართლის თქმა ჯობია...
– ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, რომ რუსი ჯენტლმენის ამ-
ბავი თქვენთვის არავის უთქვამს, თორემ აუცილებლად მე-
ორე დღესვე მოვიდოდით, – ნაჩქარევად დაამატა ფილისმა.
– ნუ ნერვიულობთ, მჯერა, პატარა მის, – დაამშვიდა ის
პერქსმა და მოახლოებული, სულ რაღაც ექვსი ფუტით დაშო-
რებული მატარებლის წინ, რელსებზე გადაირბინა.
გოგონებს მისმა საქციელმა თავზარი დასცა, პიტერი კი პი-
რიქით, პერქსის გაბედულებით აღფრთოვანდა.
რუსი ჯენტლმენი მარწყვის დანახვამ ისე გაახარა, ბავშვებ-
მა მაშინვე ახალ სიურპრიზზე ფიქრი დაიწყეს, უნდოდათ, რამე
137
ისეთი მოეფიქრებინათ, რაც მათ სტუმარს გაახარებდა. მათ
ბევრი იფიქრეს და თავი იმტვრიეს, მაგრამ ტყის ალუბალზე
უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. ალუბლის მოკრეფის იდეა
ბავშვებს პერქსთან სტუმრობის მეორე დილას დაებადათ. აყ-
ვავებული ალუბლის ხეები მათ ჯერ კიდევ გაზაფხულზე შენიშ-
ნეს, ასე რომ, ახლა, როცა ალუბლის მწიფობის დრო იდგა,
ზუსტად იცოდნენ, ალუბლის დასაკრეფად სად უნდა წასულიყ-
ვნენ. ალუბლები იმ ფრიალო და კლდოვანი მთის თავზე და
ფერდობზე იზრდებოდა, რომელშიც გვირაბი იყო გაჭრილი.
თუმცა ამ ადგილას კიდევ ბევრი სხვა ხე იდგა: არყი, წიფელი,
მომცრო მუხა, თხილი და ზემოხსენებული ალუბალი, რომლის
ყვავილებიც გაზაფხულზე ვერცხლისფრად ალაპლაპებული
თოვლივით ქათქათებდა.
სამსაკვამურიანი სახლიდან გვირაბამდე მისვლას საკმა-
ოდ დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომ დედამ უფლება მისცა,
სადილად სახლში არ დაბრუნებულიყვნენ და გზაში წასახემ-
სებლად საჭმელი კალათით წაეღოთ. აქეთობას კი გეგმის მი-
ხედვით, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებდათ
და ალუბლის მოკრეფას შეძლებდნენ, ამ კალათაში ალუბალი
უნდა ჩაეყარათ. გარდა ამისა, ჩაიზე რომ არ დაგვიანებოდათ,
დედამ თავისი ვერცხლის საათიც გაატანა, რადგან პიტერის
„უოტერბერის“ საათი არც ისეთი გამძლე აღმოჩნდა და მას
შემდეგ, რაც პიტერს ის წვიმის წყლის შესაგროვებელ კასრში
ჩაუვარდა, რატომღაც გაჩერდა. ერთი სიტყვით, ბავშვები გზას
გაუდგნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ფლატეს მიაღწიეს, ჯებირზე
გადაიხარნენ და ქვევით გამავალ რკინიგზის ხაზს ჩახედეს.
ფილისის აზრით, აქაურობა მთის ხეობას ჰგავდა.
– ქვევით რკინიგზის ხაზი რომ არ გადიოდეს, იფიქრებდი,
აქ ადამიანს ფეხიც არასოდეს დაუდგამსო, არა? – გამოაცხადა
მან.
138
ფლატე, რომელსაც ბავშვები ჩაჰყურებდნენ, გორაკში უხე-
შად გაჭრილ ნაცრისფერი ქვის ფერდობს წარმოადგენდა.
გვირაბის შესასვლელამდე ჩასული მთის ორივე ციცაბო ფერ-
დობი ბუნებრივ ვიწრო ხეობას ქმნიდა, სადაც ქვებს შორის
ამოსული ყვავილები, ბალახი და ჩიტების აქეთ-იქით გადატა-
ნილი თესლიდან ამ არემარეზე გავრცელებული ხეები და ბუჩ-
ქები იზრდებოდა. გვირაბთან ახლოს, ჯებირიდან რკინიგზის
ხაზამდე, ფერდობის მთელ სიმაღლეზე, ძალიან დამრეცი,
უმოაჯირო და ვიწრო, უბრალოდ მიწაში საგულდაგულოდ ჩა-
მაგრებული მორებისგან გაკეთებული კიბე ჩადიოდა.
– მგონი, უკეთესი იქნება, ქვევით ჩავიდეთ, – თქვა პიტერ-
მა, – დარწმუნებული ვარ, კიბიდან ალუბალს უფრო ადვილად
მივწვდებით. ხეები აყვავებული რომ იყო, ტოტებიც ხომ ასე
მოვტეხეთ მკვდარი კურდღლის საფლავზე დასადებად.
და ჯებირის გასწვრივ კიბის თავთან გასასვლელი ვიწრო
კარისკენ წავიდნენ. ბავშვებს კარამდე რამდენიმე ნაბიჯიღა
რჩებოდათ, რომ ბობი უეცრად გაჩერდა და, რატომღაც ერ-
თიანად დაძაბულმა, ხმადაბლა იკითხა:
– ჩუმად! მოიცადეთ, რა ხმა ისმის?
ხმა, რომელიც ბობის შემოესმა, მართლაც ძალიან უცნაუ-
რი იყო. თან ჩუმი და რაღაცნაირად რბილი, მაგრამ იმავდრო-
ულად, სრულიად ცხადი ხმაური ხის ტოტებსა და ფოთლებში
მოსეირნე ნიავის შრიალსა და ტელეგრაფის სადენების გუგუნ-
ზუზუნშიც კი მშვენივრად გაირჩეოდა. ისეთი შეგრძნება რჩე-
ბოდა, რომ რაღაც ჩუმად გრუხუნებდა თუ ჩურჩულებდა. თუმ-
ცა, როდესაც ბობის სიტყვების შემდეგ პიტერი და ფილისიც
გაჩერდნენ და მიაყურადეს, ხმა უეცრად შეწყდა. თუმცა მერე
ისევ გაისმა.
და ამჯერად აღარ მიყუჩდა, პირიქით, სულ უფრო და უფრო
ხმამაღალ გრუხუნად და შიშინად ახმაურდა.
139
– შეხედეთ! – უეცრად წამოიძახა პიტერმა და ხელი გაიშვი-
რა, – აი, იქ! ხეს შეხედეთ!
ხეს, რომელზეც პიტერი დებს უთითებდა, ხორკლიანი მო-
რუხო-მომწვანო ფოთლები ჰქონდა და თეთრად ყვავილობდა
ხოლმე, მისი კაშკაშა წითელი ნაყოფი კი ნამდვილ იმედგაც-
რუებას გიქადდათ, რადგან თითქმის მოკრეფისთანავე, ისე
სწრაფად შავდებოდა, რომ სახლამდე მიტანასაც ვერ მოას-
წრებდა კაცი. მაგრამ პიტერს ახლა არც მისი ნაყოფი აინტერე-
სებდა და არც ფოთლები, ხელს ახლა იმის გამო იშვერდა, რომ
ხე მოძრაობდა, ოღონდ უბრალოდ კი არ ირხეოდა, ისე, რო-
გორც უნდა ირხეოდეს კიდეც ქარის დროს ხის ტოტები, არა-
მედ ისე მოძრაობდა, თითქოს რაღაც ერთიანი, ცოცხალი არ-
სება იყო და ფერდობზე ქვევით მიხოხავდა.
– მოძრაობს! – გაოგნებული შეძახილი აღმოხდა ბობის, –
შეხედეთ! მეორეც! ზუსტად ისე, როგორც ტყე „მაკბეტში“!
– ნამდვილი ჯადოქრობაა! – ჩაიბუტბუტა ფილისმა, – ყო-
ველთვის ვიცოდი, რომ ეს რკინიგზა მოჯადოებული იყო!
ის, რაც მათ თვალწინ ხდებოდა, მართლაც რაღაც ჯადოს-
ნობას ჰგავდა. იმ ადგილის მოპირდაპირე ფერდობზე, სადაც
ბავშვები იდგნენ, დაახლოებით ოც იარდზე გაშლილი ფარ-
თობი უეცრად, თითქოს გაცოცხლდაო, ხეებისა და ბუჩქების
მთელი შემადგენლობით ქვევით, რკინიგზის ხაზისკენ დაიძრა
და მთელ ამ მსვლელობას უკან პროცესიის დამასრულებელი
რუხფოთლებიანი ხე ისე გამოჰყვა, თითქოს მოხუცი მწყემსია
და მწვანე ცხვრებს მიერეკება წინო.
– ოოჰ! ეს რა არის? ეს რა არის?! – წამოიძახა შეშინებულმა
ფილისმა. – არა, არა, ასეთი ჯადოქრობა აღარ მომწონს, მო-
დი, რა, სახლში წავიდეთ! მაგრამ ჯებირს ორივე ხელით ჩაფ-
რენილი ბობი და პიტერი ამ სანახაობას სუნთქვაშეკრულები

140
შესცქეროდნენ და ფილისმაც უიმათოდ სახლში წასვლა ვე-
ღარ გაბედა.
ამასობაში, ამოძრავებული ხეების მთელი ჯარი ფერდობზე
ცოცვას განაგრძობდა, ქვევით კი, რელსებზე მათი ფესვების-
გან გაფხვიერებული მიწის ბელტები და ქვები იყრებოდა.
– მალე ყველა ხე და ბუჩქი ქვევით, რკინიგზის ხაზზე იქნე-
ბა, – ჩაილაპარაკა პიტერმა, მაგრამ მიხვდა, რომ ხმაურის გა-
მო თავისი ხმა თვითონაც არ ესმოდა.
სწორედ ამწუთს გაცოცხლებული ხეების ჯარი გზად დახ-
ვედრილ უზარმაზარ ქვას მიადგა და, ზედ წამოდებული, უეც-
რად გაჩერდა. ქვა ოდნავ წინ გადმოიხარა, მაგრამ ადგილი არ
მოიცვალა. ქვასთან გაჩერებული და, თითქოს ვიღაცას თავს
უკრავენო, ასევე წინ გადმოხრილი ხეები მაშინვე გაირინ-
დნენ, გეგონებოდა, რაღაცაზე ყოყმანობენო, წუთით გაშეშ-
დნენ და მერე იმ ქვასთან, ბუჩქებთან, ყვავილებთან და ბა-
ლახთან ერთად, პირდაპირ ლიანდაგზე ისეთი საშინელი გუ-
გუნით ჩამოშვავდნენ, რომ ხმაური ალბათ იმ ადგილიდან ნა-
ხევარი მილის დაშორებითაც კი ისმოდა. ჰაერში მტვრის
თვალშეუვალი კორიანტელი ავარდა.
– ო-ოჰ! – გაკვირვებული შეძახილი აღმოხდა პიტერს. –
იმას არ ჰგავს, ნახშირი რომ მოაქვთ და სარდაფში გვიყრიან
ხოლმე?! ჰმ, რა თქმა უნდა, სარდაფს სახურავი რომ არ ჰქონ-
დეს და შიგ ჩახედვა შეგვეძლოს.
– შეხედეთ, ნამდვილი მთასავით არ დაიყარა?! – წამოიძა-
ხა ბობიმ.
– ჰო, – დაეთანხმა ჯებირზე გადახრილი პიტერი, – ჰო, ნამ-
დვილი პატარა მთაა... – თითქოს, რაღაცას მხოლოდ ახლაღა
მიხვდაო, უჩვეულოდ ნელა გაიმეორა მერე და უეცრად სწრა-
ფად გასწორდა, – თორმეტის ოც წუთზე რომ მოდის, იმას ხომ

141
ჯერ არ ჩაუვლია! ახლავე ვინმეს უნდა შევატყობინოთ, თორემ
საშინელი კატასტროფა მოხდება.
– წამოდი, გავიქცეთ! – აჩქარდა ბობი და სადგურისკენ
გაქცეულმა ერთი-ორი ნაბიჯიც კი გადადგა, მაგრამ პიტერის
ხმამ შეაჩერა.
ის თავზარდაცემული იდგა, დედას საათს დაჰყურებდა და
ადგილიდან არ იძვროდა.
– არა! აზრი არა აქვს! – ამოიგმინა მერე გაფითრებულმა,
მაგრამ ისე გონებამოკრებილმა და საქმიანმა, ასეთი პიტერი
არც ფილისსა და არც ბობის არასდროს ენახათ. მერე სწორედ
ამ საქმიანი ხმით დაამატა: – ვერ მოვასწრებთ, უკვე თორმე-
ტია დაწყებული, სადგურამდე კი ორი მილია.
– ტელეგრაფის ბოძზე რომ ავძვრეთ და სადენებზე რაღა-
ცის გაკეთებით შევატყობინოთ? – შესთავაზა და-ძმას აღელ-
ვებულმა ფილისმა.
– ჩვენ ხომ არ ვიცი, ეგ როგორ კეთდება, – თავი გააქნია
პიტერმა.
– მაგრამ ომის დროს ხომ ასე იქცეოდნენ, – ფარ-ხმალი არ
დაყარა ფილისმა, – ნამდვილად ვიცი, გამიგონია.
– ომის დროს სადენებს უბრალოდ, ჭრიდნენ, სულელო, –
უპასუხა პიტერმა, – ჩვენ კი ეს ახლა არაფერში არ გვჭირდება,
კიდეც რომ ავძვრეთ, ამას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ სინამ-
დვილეში ხომ აძრომასაც ვერ შევძლებთ... ჰმ, რამე წითელი
რომ გვქონდეს, ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა, რელსებზე
დავმდგარიყავით და მემანქანისთვის სასიგნალო წითელი
დროშასავით დაგვექნია.
– მაგრამ მატარებლის მოსახვევში შემოხვევამდე მემანქა-
ნე მაინც ვერ შეგვამჩნევს. მერე კი, როცა შემოუხვევს, ამ გა-
დახერგილ გზას უჩვენოდაც მშვენივრად დაინახავს, – თქვა

142
ფილისმა, – უფრო სწორად, ჩვენზე უკეთ, იმიტომ, რომ ორ-
თქლმავალი ჩვენზე დიდია და მემანქანეც თავის კაბინაში
მაღლა ზის.
– რამე წითელი რომ გვქონდეს, მოსახვევის იქით გავიდო-
დით და იქიდან დავიქნევდით, – აუხსნა დას პიტერმა.
– მაგრამ ჩვენ ხომ წითელი დროშის გარეშეც შეგვიძლია
ხელი დავუქნიოთ, – შესთავაზა ძმას ბობიმ.
– არა, იფიქრებენ, რომ, როგორც ყოველთვის, უბრალოდ
ვესალმებით. ხელს ისე ხშირად ვუქნევთ, რომ უბრალოდ ვერ
მიხვდებიან, – უარის ნიშნად თავი გადააქნია პიტერმა, – ასეა
თუ ისე, მოდი, ჯერ ჩავიდეთ.
ასეც მოიქცნენ და ერთმანეთის მიყოლებით დამრეცი კიბის
საფეხურებს ჩაუყვნენ. პიტერის ლოყები, გეგონებოდა, ამ
რამდენიმე წუთში წონაში დაიკლოო, ჩვეულებრივზე უფრო
ჩაცვენილის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ბობი ერთიანად გა-
ფითრებულიყო და კანკალებდა. ფილისი კი, პირიქით, გაწით-
ლებულიყო და ოფლი ასხამდა.
– უფ, როგორ ცხელა, – დაიწუწუნა შეწუხებულმა, – მე კი-
დევ მეგონა, რომ შეგვცივდებოდა. ეს ფლანელის ქვედაკაბები
მაინც არ ჩა... – ის უეცრად გაჩუმდა და მერე სულ სხვა ხმით,
აღფრთოვანებულმა წამოიყვირა: – ჩვენი ქვედაკაბები!
ბობი, რომელიც სწორედ ამ დროს კიბის ქვედა საფეხური-
დან ჩადიოდა, შემოტრიალდა და იგივე წამოიძახა:
– ჰო! რა თქმა უნდა! ჩვენი წითელი ქვედაკაბები! ჩქარა,
ფილის, გავიხადოთ!
მათ ქვედაკაბები გაიხადეს, დაკეცეს, იღლიაში ამოიდეს და
ჩამოშვავებულ ქვებზე ხტუნვა-ხტუნვითა და მიწის უზარმაზარი
ბელტებისა და ხეებისთვის (რომელთაგანაც ზოგი ფესვებია-
ნად იყო მიწიდან ამოგლეჯილი) გვერდის ავლით ლიანდა-
გებს, რამდენადაც შეძლეს, სწრაფად გაუყვნენ. ყველაზე წინ
143
პიტერი მიდიოდა, უკან ბობი მიჰყვებოდა, ბოლოს კი ფილისი
მირბოდა. და, აი, როგორც იქნა, ნამეწყრალი ადგილი მოსახ-
ვევის უკან მოიტოვეს და წინ ყოველგვარი მოსახვევების გა-
რეშე შორეთისკენ სრულიად სწორ ხაზად მიმავალ ლიანდა-
გებზე გავიდნენ.
– დროა, მომეცი! – უთხრა პიტერმა ბობის და ქვედაკაბა გა-
მოართვა.
– რა, დახ... – დაიწყო შეშფოთებული სახით ფილისმა და
მაშინვე გაჩუმდა, მაგრამ მერე მაინც ვერ მოითმინა და გაწ-
ყვეტილი სიტყვა დაამთავრა: – დახევას აპირებ?
– მორჩი! – მკაცრად დაუყვირა ძმამ.
– ჰო, მორჩი! – მხარი აუბა პიტერს ბობიმაც, – უნდა დავხი-
ოთ, აბა, რა! შენ რა, მართლა ვერ ხვდები, ფილის? თუ მემან-
ქანის გაფრთხილებას ვერ მოვასწრებთ, ნამდვილი კატას-
ტროფა მოხდება, ნამდვილი საშინელება, ფილ! ადამიანები
დაიღუპებიან! არა, პიტერ, მოიცადე, სათავიანად ვერ გახევ.
ბობიმ ძმას ფლანელის ქვედაკაბა გამოართვა, სათავე მო-
ახია და დაუბრუნა, მერე კი მეორე ქვედაკაბაზეც იგივე გა-
იმეორა და ისიც პიტერს მიაწოდა.
– ძალიან კარგი, – გამოაცხადა პიტერმა და ქვედაკაბები
სიგრძეზე ისე ჩახია, რომ თითოდან დროშის ფორმის სამ-სამი
ნაჭერი გამოსულიყო, მერე ნაჩქარევად დახედა საათს და და-
ამატა: – ექვსი დროშა გვაქვს და მატარებლის გამოჩენამდე
შვიდი წუთი დარჩა, ახლა ტარები უნდა გავუკეთოთ და ნამ-
დვილი დროშები გამოგვივა.
რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ დასაკეცი დანები,
რომლებსაც პატარა ბიჭებს ჩუქნიან, აუცილებლად ცუდი ხა-
რისხის ლითონისგან აღმოჩნდება ხოლმე დამზადებული და
ძალიან სწრაფად ბლაგვდება, ასე რომ, პიტერმა თავისი დანა

144
ვერაფერში გამოიყენა, ხელით კი მხოლოდ ნორჩი ყლორტე-
ბის მოტეხვა შეძლო, უფრო სწორად, ექვსი ტარისთვის, ოთხი
ყლორტი მოტეხა, ორი კი მიწიდან ფესვებიანად ამოაძრო, რის
მერეც სამივემ ერთად მოტეხილ ყლორტებს ფოთლები შემოა-
ცალა.
– ახლა დროშებში ხვრელები უნდა გავაკეთოთ და ტარზე
წამოვაცვათ, – გასცა განკარგულება პიტერმა.
საბედნიეროდ, ფლანელის ქსოვილის გასახვრეტად დასა-
კეცი დანა საკმარისად ბასრი გამოდგა. ორი დროშა ბავშვებმა
პირდაპირ ლიანდაგებთან შპალებს შორის დაყრილ ხრეშში
ჩაარჭვეს, თითო-თითო კი ფილისმა და ბობიმ დაიჭირეს და
მატარებლის გამოჩენისთანავე დასაქნევად გაემზადნენ.
– დარჩენილ ორს მე დავიჭერ, – უთხრა დებს პიტერმა, –
იმიტომ, რომ გასაფრთხილებლად რამე წითელი ნაჭრის დაქ-
ნევა ჩემი იდეა იყო.
– მერე რა, ქვედაკაბები ხომ ჩვენია, – შეეწინააღმდეგა ფი-
ლისი, მაგრამ ბობიმ მაშინვე გააჩუმა:
– გეყოფა, ფილის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენ
დროშას დავიქნევთ, მთავარია, შევძლოთ და მატარებელი გა-
ვაჩეროთ.
თუმცა, როგორც ჩანს, ან პიტერს შეეშალა რაღაც და სად-
გურიდან იმ ადგილამდე, სადაც თვითონ იყვნენ, მატარებლის
მოსვლის წუთები ვერ გამოთვალა სწორად, ან უბრალოდ მა-
ტარებელი აგვიანებდა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ცოტა ხანში სა-
მივეს უკვე ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეს გაწელილი მო-
ლოდინი აღარასოდეს დასრულდებოდა.
მოუთმენლობის ნიშნები პირველად ფილისს დაეტყო.
– ეტყობა, ჩვენი საათი იტყუება და მატარებელმა უკვე გაი-
არა, – თქვა დაეჭვებულმა.

145
მატარებლისთვის ნიშნის მისაცემად გმირის პოზაში გაშე-
შებულმა პიტერმა ხელები ჩამოუშვა და მოდუნდა. ბობიმ კი
იგრძნო, რომ დაძაბულობისგან თავბრუ ესხმოდა. ის საშინ-
ლად ღელავდა და წუთები საათებად ეჩვენებოდა, მერე კი გა-
იფიქრა, არც ამ წითელი ფლანელის სულელური დროშებით
ხელში დგომას ჰქონდა რამე აზრი, „მემანქანე თავისი კაბინი-
დან მაინც ვერ დაგვინახავს და მატარებელი უბრალოდ გვერ-
დზე ჩაგვიქროლებს, მოსახვევში სწრაფად შევა, პირდაპირ იმ
საშინელ ნამეწყრალს შეასკდება და ყველა დაიღუპებაო“.
დაძაბულობისგან ბობის ხელები გაეყინა და ისე აუკანკალ-
და, რომ ყლორტზე წამოცმული დროშის დაჭერაც კი უჭირდა.
მერე კი შორიდან გუგუნი გაისმა. რელსები ჩუმად ახმაურდა
და ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ ორთქლის ღრუბელი გამოჩნდა.
– მაგრად დადექით, – განკარგულება გასცა პიტერმა, – და
რაც ძალი და ღონე გაქვთ, დროშები იქნიეთ. როგორც კი ორ-
თქლმავალი იმ დიდ ბუჩქს გაუსწორდება, გვერდზე გადახტით,
მაგრამ დროშების ქნევა არ შეწყვიტოთ. ბობი, რელსებზე ნუ
დგახარ!
მატარებელი გუგუნითა და საშინელი სისწრაფით ახლოვ-
დებოდა.
– ვერ გვხედავენ! ვერ გვხედავენ! რა ვქნათ? – სასოწარკვე-
თილი ხმით წამოიძახა ბობიმ.
მთელი რკინიგზის ხაზი, რელსები, შპალები და შპალებს
შორის დაყრილი ხრეში ერთიანად აზანზარდა და აგრუხუნდა,
აცახცახდა შპალებს შორის ხრეშში ჩარჭობილი დროშებიც,
მერე კი წუთიც არ იყო გასული, რომ ერთი გვერდზე ნელ-ნელა
გადაიხარა და დავარდა. ბობი, რომელსაც ხელები უკვე აღარ
უკანკალებდა, წინ გადახტა, დავარდნილი დროშა აიტაცა და
მეორე დროშის ქნევაც დაიწყო.

146
მატარებელი სულ უფრო და უფრო მეტი და საშინელი სის-
წრაფით მოქროდა და იმ ადგილს უახლოვდებოდა, სადაც ბავ-
შვები იდგნენ.
– რელსებიდან გადადი, სულელო! – დაუღრიალა ბობის
პიტერმა.
– ვერ გვხედავენ! აზრი არა აქვს! – ისე, რომ ძმის ხმა არც
გაუგონია, დაიყვირა ბობიმ.
– გადადი! – გააფთრებული ყვირილით ეცა პიტერი ფი-
ლისს და ლიანდაგიდან გადაიყვანა.
– ჯერ ადრეა! ჯერ ადრეა! გაჩერდი! გაჩერდი! გაჩერდი! –
სასოწარკვეთილი ხმით დაიკივლა ბობიმ და ჯერაც ლიანდა-
გებზე მდგარმა მისკენ მომავალი შავად ხახადაფჩენილი ურ-
ჩხულივით უზარმაზარი ორთქლმავლის წინ დროშების ქნევა
მთელი ძალით განაგრძო.
მაგრამ მოახლოებული მატარებლის სმენისწამღებ კივილ-
სა და გრუხუნ-ქოშინში მისი ხმა არავის ესმოდა, ყოველ შემ-
თხვევაში, ფაქტი იყო, რომ იქვე შორიახლოს მდგარ პიტერსა
და ფილისს დის ყვირილი ნამდვილად არ გაუგონიათ. თუმცა
კიდევ რამდენიმე საშინელი წამიც და ბობის უეცრად მოეჩვე-
ნა, რომ მემანქანემ ისინი შენიშნა! და ეს სინამდვილეშიც ასეც
იყო, რადგან მატარებელმა, როგორც იქნა, სწრაფი დამუხრუ-
ჭება დაიწყო და იმ ადგილიდან ოცი იარდის14 დაშორებით გა-
ჩერდა, სადაც დროშებით ხელში იდგა ბობი. ბობი ხედავდა,
რომ მატარებელი ადგილიდან აღარ იძვროდა, მაგრამ რა-
ტომღაც ვეღარ ჩერდებოდა, იდგა და ისევ დროშებს იქნევდა.
მერე დაინახა, რომ ორთქლმავლიდან მემანქანე და მეცეც-
ხლური ჩამოვიდნენ, მათთან პიტერი და ფილისი მიცვივდნენ
და სულმოუთქმელად, ქოშინ-ქოშინით გააფრთხილეს, რომ

14
ი ა რ დ ი-ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 91 სმ-ს
147
მოსახვევის იქით ლიანდაგები საშინელი ნამეწყრალით იყო
ჩახერგილი... ბობი კი ისევ იდგა და, თუმცაღა როგორღაც შე-
ნელებულად, კანკალითა და დუნედ, მაგრამ ჯერ კიდევ იქნევ-
და დროშებს.
ორიოდ წუთის შემდეგ მისკენ შემობრუნებულმა პიტერმა
და ფილისმა დაინახეს, რომ ჯერაც ორივე ხელში მაგრად ჩაბ-
ღუჯული წითელი ფლანელის დროშებით წინ ხელებგაშვერი-
ლი ბობი ლიანდაგებზე იწვა.
მემანქანემ ის ხელში აიტაცა, პირველი კლასის ვაგონში
აიყვანა და რბილ დივანზე ფრთხილად დააწვინა.
– საბრალო, გული წაუვიდა... – თანაგრძნობით ჩაილაპა-
რაკა მერე, – ან რა გასაკვირია, ასეთი ნერვიულობის შემ-
დეგ... ასე, ჩემო პატარა მეგობრებო, ახლა უცებ გავიქცევი, იმ
ნამეწყრალს თვალს შევავლებ და ორ წუთში აქ ვარ, მერე
უკან, სადგურში წავალთ და იქ ისე მიხედავენ თქვენს დაიკოს,
როგორც საჭიროა.
ასე უმოძრაოდ და ჩუმად მწოლიარე, ტუჩებგალურჯებული
და დუნედ პირშეღებული ბობის ყურება პიტერისა და ფილი-
სისთვის ნამდვილი საშინელება იყო.
– ალბათ მკვდრებიც ასე გამოიყურებიან, – ჩურჩულით
თქვა ფილისმა.
– მორჩი! – დაუყვირა პიტერმა.
ისინი ბობის გვერდით რბილი დივნის ცისფერ ბალიშებზე
ისხდნენ, ორთქლმავალს კი მატარებელი უკანსვლით ისევ
სადგურში მიჰყავდა. თუმცა სადგურამდეც არ იყვნენ მისულე-
ბი, რომ ბობიმ ამოიოხრა, თვალები გაახილა და გვერდზე
გადმობრუნებულმა ტირილი დაიწყო. პიტერი და ფილისი ამან
ძალიანაც გაახარა. მიზეზი კი მარტივი იყო: ატირებული ბობი
მათ უკვე ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ენახათ, აი, გულწასულ

148
ადამიანს კი, მით უმეტეს, ბობის, ცხოვრებაში პირველად ხე-
დავდნენ. სანამ ბობი გულწასული იწვა, ისინი ხმის ამოუღებ-
ლად ისხდნენ და თავს საშინლად უსუსურად გრძნობდნენ, ტი-
რილს კი, იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ. ამიტომ ისინი
მაშინვე დას მისცვივდნენ და, ისევე, როგორც ადრე ყოველ-
თვის, ზურგზე მეგობრული დატყაპუნებით მის დამშვიდებას
შეეცადნენ, რამაც გაჭრა კიდეც და მალე, მას შემდეგ, რაც ბო-
ბიმ ტირილი შეწყვიტა, ბობის გულის წასვლასა და მშიშარო-
ბაზე სამივემ ერთად გულიანად იცინა.
როგორც კი მატარებელი სადგურში გაჩერდა და პლატ-
ფორმა კატასტროფას გადარჩენილი აღელვებული მგზავრე-
ბით აივსო, სამივენი თვალის დახამხამებაში ნამდვილ გმირე-
ბად იქცნენ.
მათი აღფრთოვანებული ქება-დიდება, რომელიც ყოველი
მხრიდან ისმოდა, ვისაც გინდა, თავბრუს დაასხამდა, მით უმე-
ტეს, ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „სწრაფი მოქმედების უნა-
რი“, „წარმოუდგენელი გონივრულობა“ და „გენიალური გა-
დაწყვეტილება“... ფილისი დიდების შარავანდედით ტკბებო-
და. ნამდვილი გმირობა მას ადრე არასოდეს ჩაედინა და ეს
განცდა ძალიან მოეწონა. პიტერს ერთიანად აწითლებული ყუ-
რები უხურდა, მაგრამ ქება მასაც სიამოვნებდა. ბობის კი ერთი
სული ჰქონდა, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, სწრა-
ფად დამთავრებულიყო და სამივენი სახლში წასულიყვნენ.
– ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ ამბავთან დაკავშირე-
ბით კომპანიისგან წერილს მიიღებთ, – უთხრა მათ სადგურის
უფროსმა.
მაგრამ ბობის იმდღევანდელ „მათ გმირობაზე“ აღარასო-
დეს არავისგან არაფრის მოსმენა და გაგონება აღარ უნდოდა.
– ჰე, პიტერ, წამო რა, წამო, – მოქაჩა მან ქურთუკის კიდე
ძმას, – გთხოვ, სახლში მინდა, წამოდი.
149
და ისინიც, როგორც იქნა, შეტრიალდნენ და სახლისკენ წა-
ვიდნენ. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმუ-
ლი, რომ ზურგს უკნიდან სადგურის უფროსის, მებარგულის,
მემანქანის, მეცეცხლურისა და გადარჩენილი მატარებლის
უამრავი მგზავრის ხმამაღალი ოვაციები და ტაში გაიგონეს.
– ოჰო, ხედავთ?! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა ფილის-
მა. – ტაშს ჩვენ გვიკრავენ!
– ჰო, – ღირსებით აღსავსე ხმით დაეთანხმა პიტერი, – კი-
დევ კარგი, მოვიფიქრე, რომ მატარებლის გასაჩერებლად რა-
მე წითელი უნდა დაგვექნია.
– და კიდევ კარგი, მე და ბობიმ დღეს ჩვენი წითელი ქვედა-
კაბები ჩავიცვით, – მხარი აუბა ფილისმა.
ბობი ხმის ამოუღებლად მიაბიჯებდა და და-ძმის ლაპარაკ-
ში არ ერეოდა. ის ჯერ კიდევ საშინელ ნამეწყრალზე და კატას-
ტროფისკენ მთელი სისწრაფით მიმავალ მატარებელზე ფიქ-
რობდა.
– ჩვენ დღეს ისინი გადავარჩინეთ, – ამაყად გამოაცხადა
პიტერმა.
– ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა, ყველა დაიღუპებოდა,
არა, ბობი? – მიმართა დას მისი სიჩუმით დაბნეულმა ფილის-
მა.
– სამაგიეროდ, ალუბალი ვერ დავკრიფეთ, – უპასუხა ბო-
ბიმ.
და და-ძმამ მისი სიტყვები გულგრილობის გამოხატულე-
ბად მიიჩნია.

150
თავი მეშვიდე - მამაცობისთვის

იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით, თუ რობერტას მი-


მართ სხვებზე მეტ ყურადღებას გამოვიჩენ. საქმე ის არის, რომ
მე ის თავიდანვე გამორჩეულად მომეწონა და რაც მეტად ვაკ-
ვირდები, მით მეტად მომწონს და მიყვარს. მოკლედ, მინდა
გითხრათ, ბევრმა იმ თვისებამ, რასაც მე ადამიანებში ვაფა-
სებ, სწორედ რობერტას ხასიათში მოიყარა თავი.
მაგალითად თუნდაც იმას დავასახელებ, რომ ეს უცნაური
გოგონა მუდამ ცდილობს, ადამიანები გააბედნიეროს. მტკი-
ცედ ინახავს არა მარტო თავის, არამედ სხვის საიდუმლოებებ-
საც. ასეთი კეთილშობილებით კი, დამეთანხმეთ, ცოტანი თუ
დაიკვეხნიან. და კიდევ, ამ გოგონას უნარი აქვს, უჩუმრად თა-
ნაგიგრძნოთ. ვიცი, მისი თვისებების ეს ჩამონათვალი შეიძ-
ლება ვიღაცას მოსაწყენადაც მოეჩვენოს, მაგრამ, მერწმუნეთ,
მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბობისნაირი ადამიანი მო-
საწყენი ნამდვილად არ არის. წარმოიდგინეთ, ეს ხომ იმას
ნიშნავს, რომ, თუ რამე გაწუხებთ, ის არაფრის მომცემი შებ-
რალებით, თანამგრძნობი სიტყვებითა და ვაი-ვიშით კი არ მო-
გაბეზრებთ თავს, არამედ ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკის
გარეშე, მთელი მონდომებით შეეცდება, ზრუნვა და სიკეთე არ
მოგაკლოთ. სწორედ ასე იქცეოდა ჩვენი ბობიც. როდესაც მიხ-
ვდა, რომ დედას რაღაც უკლავდა გულს, მაგრამ დარდს მათ
უმალავდა და თანაც არც მიზეზს ეუბნებოდა, ბობი უბრალოდ
ადგა და მის მიმართ სიყვარული გააათმაგა. მაგრამ იმისთვის,
რომ ამ სიყვარულს და ზრუნვას დედა არ დაეეჭვებინა და მი-
ეხვედრებინა, რომ ბობიმ მისი დარდის შესახებ იცოდა, მიუხე-

151
დავად იმისა, რომ მიზეზის გაგება ძალიან, ძალიან, მთელი გუ-
ლით უნდოდა, დედას დარდზე არავისთან არასდროს სიტყვაც
არ დასცდენია. დამიჯერეთ, სხვისი ტკივილის ასე ღრმად შეგ-
რძნებას რაღაც განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, რომელიც
ყველას ნამდვილად არ ეძლევა.
რაც უნდა მომხდარიყო ბავშვების ცხოვრებაში და, მერწმუ-
ნეთ, პიკნიკებით დაწყებული და ჩაიზე ახლად გამომცხვარი
ფუნთუშებით დამთავრებული, მათ ცხოვრებაში ბევრი სასია-
მოვნო და სასიხარულო ხდებოდა, ბობის დედას დარდზე ფიქ-
რი თავიდან არასდროს ამოსდიოდა. „დედამ ბედნიერების
გრძნობა დაკარგა... რატომ? რის გამო? არა, არ მესმის, ვერ
ვხვდები, არ ვიცი, – უტრიალებდა მუდმივად თავში, – დედას
არ უნდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ და, რა თქმა უნდა, არაფერს
ვეტყვი, მაგრამ ამდენს რომ დარდობს?! კი მაგრამ, რატომ? არ
მესმის, არ ვიცი, ვერ ვხვდები... მაგრამ დედას არ უნდა,
რომ...“ – იმ აკვიატებული მელოდიასავით მეორდებოდა ისევ
და ისევ მის გონებაში, რომლის მხოლოდ ერთი მონაკვეთი
გახსოვს, ბოლოს კი ვერაფრით იხსენებ.
რუსი ჯენტლმენი კვლავაც სამსაკვამურიანი სახლის ბინა-
დართა ყურადღების ცენტრში რჩებოდა. გაზეთების მთავარმა
რედაქტორებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის
მდივნებმა და პარლამენტის წევრებმა დედას უაღრესად თავა-
ზიანი წერილებით უპასუხეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისტერ შე-
პანსკის (მგონი, დამავიწყდა მეთქვა, რომ რუსი ჯენტლმენი
გვარად შეპანსკი იყო) ცოლ-შვილის ამბავი და ახლანდელი
ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
ბობის კიდევ ერთი თვისება ახასიათებდა, რომელსაც ადა-
მიანები, როგორც წესი, სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ერთნი
ამ თვისებას სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ეძახიან, მეორე-

152
ნი – „ყველა კოჭლი ძაღლის პატრონობას“ და მხოლოდ ძა-
ლიან ცოტანი – ნამდვილ სიკეთესა და გულისხმიერებას. ასეა
თუ ისე, ბობის ეს თვისება ადამიანების დახმარების დაუცხრო-
მელი სურვილიდან მოდიოდა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მათ სახლში რუსი
ჯენტლმენი ცხოვრობდა, ბობის გონება მუდმივად იქით იყო
მიმართული, რომ რამე მოეფიქრებინა და რუს ჯენტლმენს ცო-
ლისა და შვილების პოვნაში დახმარებოდა. თავად რუსმა ჯენ-
ტლმენმა კი ამასობაში ინგლისურად რამდენიმე სიტყვა ისწავ-
ლა და შეეძლო, ბავშვებისთვის „დილა მშვიდობისა“ და „ღამე
მშვიდობისა“ ესურვებინა, ეთქვა – „ინებეთ“ და, როცა ბავ-
შვებს მასთან ყვავილები მიჰქონდათ – „გმადლობთ“ და
„არაჩვეულებრივია“, ანდა, როცა ეკითხებოდნენ, როგორ გე-
ძინათო, ეპასუხა, გმადლობთ, ძალიან კარგადო. ბობის განსა-
კუთრებით მისტერ შეპანსკის საყვარელი აქცენტი და კიდევ,
ინგლისური ფრაზების წარმოთქმისას მისი მორიდებული ღი-
მილი მოსწონდა. ამიტომაც, როცა ფიქრობდა, როგორ დახმა-
რებოდა, რამე ჭკვიანურის მოფიქრების იმედად, მის სახეს და
სწორედ ამ მორიდებულ ღიმილს წარმოიდგენდა ხოლმე. მაგ-
რამ, სამწუხაროდ, არც ეს ჭრიდა და თავში არაფერი მოსდი-
ოდა, თუმცა ერთი რამ მაინც ახარებდა: ამ ადამიანის მათ სახ-
ლში ცხოვრება დედის განწყობაზე აშკარად კარგად მოქმე-
დებდა და დედაც ბოლო დროს შესამჩნევად გახალისებული
ჩანდა.
„დედა მარტო ჩვენ მიმართ კი არა, საერთოდ, ყველასთან
დამოკიდებულებაშიც კეთილია,“ – ფიქრობდა ბობი, – ალ-
ბათ, მამას ნივთების მისტერ შეპანსკისთვის მიცემა დედას-
თვისაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ აზრმა, რომ ამით სხვას
ეხმარებოდა, თვითონაც არანაკლებ გაახარა... ასე რომ არ

153
ყოფილიყო, მამას ნივთებს, დარწმუნებული ვარ, არავის არა-
სოდეს არ აჩუქებდა.
იმ დღის შემდეგ, რაც მან, ფილისმა და პიტერმა რკინიგზა-
ზე წითელი ფლანელის თავ-თავიანთი პატარა დროშები აფ-
რიალეს და მატარებელი გარდაუვალი კატასტროფისგან იხ-
სნეს, ბობის მრავალი, მრავალი ღამის განმავლობაში, ერთი
და იმავე საზარელი სურათით აცახცახებულსა და დაზაფ-
რულს, ყვირილით ეღვიძებოდა. ის რელსებზე წამომართულ
უზარმაზარ ნამეწყრალსა და, უბრალოდ, თავისი მოვალეობის
პირნათლად შემსრულებელ, გზის თავისუფლებასა და უსაფ-
რთხოებაში დარწმუნებულ და გარდაუვალი კატასტროფისკენ
მთელი სისწრაფით მიმნდობად მიმავალ საბრალო, საყვა-
რელ ორთქლმავალს ხედავდა. მაგრამ მერე, როცა ფხიზლდე-
ბოდა და რწმუნდებოდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საში-
ნელი სიზმარი იყო, გული კმაყოფილებითა და სიხარულით ევ-
სებოდა და ბედნიერი ღიმილით სახეგაბრწყინებულს ის დღე
ახსენდებოდა, როდესაც მისი და ფილისის ქვედაკაბებმა მატა-
რებელი და ადამიანების სიცოცხლე საშინელი კატასტროფის-
გან იხსნა.
ერთხელ, დილით, სამსაკვამურიან სახლში პიტერის, ბობი-
სა და ფილისის სახელზე წერილი მივიდა. ისინი წერილებს
ხშირად არ იღებდნენ და ამიტომაც ცნობისმოყვარეობით ატა-
ნილებმა, კონვერტი, რა თქმა უნდა, საჩქაროდ, ხელის კანკა-
ლით გახსნეს.
აი, რა ეწერა წერილში:
ძვირფასო სერ და ქალბატონებო!
გიწვევთ დასაჩუქრების მცირე ღონისძიებაზე, რომელიც
მატარებლის გადასარჩენად, უბრალო ენით რომ ვთქვათ, სა-
შინელი კატასტროფის თავიდან ასარიდებლად თქვენი დრო
დროული, თავდადებული და შეუპოვარი საქციელის აღნიშვნ-
154
ას მიეძღვნება. დაჯილდოების ცერემონია შედგება სადგურზე,
ამ თვის ოცდაათ რიცხვში, დღის სამ საათზე და იმ პირობით,
რომ ეს დრო და ადგილი თქვენთვის მისაღები იქნება.
გულწრფელად თქვენი, ჯეიბეზ ინგლვუდი,
ჩრდილოეთისა და სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მმართვე-
ლი კომპანიის მდივანი
ბავშვებს საკუთარი თავით სიამაყის ასეთი მნიშვნელოვანი
მიზეზი ნამდვილად არასოდეს ჰქონიათ. ამიტომ წერილის
საჩვენებლად მაშინვე დედასთან გაიქცნენ, წერილი რომ წა-
იკითხა, დედამ სამივეს გამოუცხადა, თქვენი საქციელით ძა-
ლიან, ძალიან ვამაყობო და ამან ბავშვები, რა თქმა უნდა, კი-
დევ უფრო გაახარა.
– მაგრამ, ხომ იცით, თუ სიტყვა „დაჯილდოება“ ფულად
ჯილდოს გულისხმობს, მადლობა უნდა გადაუხადოთ და უთ-
ხრათ, რომ ფულის გამორთმევა არ შეგიძლიათ, – გააფრთხი-
ლა მან შვილები, მერე რობერტას და ფილისს გადახედა და
დაამატა, – მე კი, ჯობია, ახლავე თქვენი მუსლინის (აბრეშუმის
ან ბამბის მსუბუქი, თხელი და რბილი ქსოვილი) კაბების რეც-
ხვას შევუდგე. ასეთ ღონისძიებაზე ლამაზად უნდა გამოიყურე-
ბოდეთ.
– შენ რატომ უნდა შეწუხდე, დე, – უპასუხა მაშინვე ბობიმ,
– თუ წინააღმდეგი არ იქნები, რომ მერე შენ გააუთოო, მე და
ფილიც მშვენივრად გავრეცხავთ.
აბა, გამოტყდით, გაგირეცხავთ ოდესმე რამე? თუ არა, იცო-
დეთ, რომ ეს ძალიანაც სახალისო და საინტერესო რამეა. სამ-
საკვამურიან სახლში სარეცხი სამზარეულოს უკანა ნაწილში,
ფანჯრის ქვეშ, იმ ადგილას ირეცხებოდა ხოლმე, სადაც ქვის
ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე, კუთხეში ქვისავე დიდი ნი-
ჟარა იყო ამოყვანილი.

155
– მოდი, ტაშტი ნიჟარაზე ზემოდან დავადგათ და გავითამა-
შოთ, ვითომ ქუჩის მრეცხავი ქალები ვართ, აი, ისეთი, დედამ
საფრანგეთში რომ ნახა, – შესთავაზა ბობის ფილისმა.
– მაგრამ ისინი ხომ მდინარის ცივ წყალში რეცხავდნენ, –
გამოაცხადა იქვე მდგარმა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა პი-
ტერმა, – თქვენ კი სამზარეულოში აპირებთ რეცხვას და თანაც
ცხელი წყლით.
– მოდი, მაშინ ეს ცხელი მდინარე იყოს,– არ დაიბნა ფილი-
სი, – შენ კიდევ ვითომ შველი და ბობის ხელი შეაშველე.
– ძალიან მაინტერესებს, შველი ბობის ხელს როგორ შეაშ-
ველებდა, – გაეცინა პიტერს, მაგრამ მაინც შეტრიალდა და
ბობისთან მივიდა, რომელსაც სწორედ იმწუთას კერიდან აღე-
ბული მდუღარე წყლით სავსე მძიმე ჩაიდანი ნიჟარისკენ მიჰ-
ქონდა.
– ახლა კი ვრეცხოთ-ვჭეჭყოთ, ვჭეჭყოთ-ვრეცხოთ, – წაიმ-
ღერა ფილისმა და ბობის გარშემო ხტუნვა-ხტუნვით შემოურ-
ბინა.
– რას ამბობ?! – შეიცხადა ბობიმ და თვალები გაუფართოვ-
და. – მუსლინს ვინ ჭეჭყავს, ფილ?! ასეთი ქსოვილის გასარეც-
ხად ჯერ საპონი უნდა გაადნო თბილ წყალში და ააქაფო, მერე
აქაფებულ წყალში კაბები უნდა ჩადო და მანამდე უნდა ავლო
და ფრთხილად წურო, სანამ ქსოვილს ჭუჭყს ბოლომდე არ გა-
აცლი. დაიმახსოვრე, ჭეჭყვა და სრესა მხოლოდ უხეშ ქსოვი-
ლებს სჭირდება, სუფრებს, ზეწრებს და ასეთ რამეებს.
სწორედ იმწუთას ბავშვებს სახეზე ფანჯრიდან მონაბერი
სიო მოელამუნათ, გარეთ რომ იასამნის ტოტებსა და გლორი-
ად წოდებულ დიჟონის ვარდებს არხევდა და ისინიც კიდევ უფ-
რო გახალისებულები, საქმეს მეტი მონდომებით შეუდგნენ.
– ტანსაცმლის გასაშრობად ზედგამოჭრილი დღეა, – სიამოვ-
ნებით აღნიშნა ბობიმ და საკუთარმა სიტყვებმა თავი ნამდვილ
156
ქალად აგრძნობინა, – რატომღაც ახლაღა დამაინტერესა,
როგორ ფიქრობ, რამე განსაკუთრებულს ვიგრძნობთ, ინდუ-
რი მუსლინის კაბებს რომ ჩავიცვამთ?
– ეგ მეც ძალიან მაინტერესებს, – უპასუხა ტაშტისკენ დახ-
რილმა ფილისმა და ქაფიან წყალში თავისი კაბა დახელოვნე-
ბული მრეცხავი ქალივით კიდევ ერთხელ გაავლო.
– ახლა საპნიანი წყალი უნდა გამოვწუროთ, – განკარგუ-
ლება გასცა ბობიმ, – არა, არა, ეგრე არ გაწურო, უბრალოდ
ხელი უნდა ჩამოუსვა და ისე ჩამოაცალო ქაფი, მერე კი სუფთა
წყალში უნდა გავავლოთ. ჯობია, სანამ შენ და პიტერი ტაშტი-
დან საპნიან წყალს გადაასხამთ და სუფთა წყლით აავსებთ, კა-
ბებს მე დავიჭერ.
– დაჯილდოება... ესე იგი, იქ ჯილდოებს დაგვირიგებენ,
არა? ანუ საჩუქრებს, –ჩაფიქრებული სახით წარმოთქვა პი-
ტერმა, სანამ მისი დები, სარეცხის სარჭებს საგულდაგულოდ
რეცხავდნენ, თოკს წმენდდნენ და გასაშრობად ზედ თავიანთ
კაბებს ფენდნენ, – ნეტა რას გვაჩუქებენ?
– რას გაიგებ, თავში რა მოუვათ, – თქვა ფილისმა, – მე, მა-
გალითად, ძალიან მინდა, პატარა სპილო ჩამომიყვანონ, მაგ-
რამ არა მგონია, მაგდენს მიხვდნენ.
– წარმოიდგინეთ, ორთქლმავლების ოქროს მოდელები
რომ გვაჩუქონ?! – წამოიძახა ბობიმ.
– ან დიდი მოდელი, რომელზეც საშინელი კატასტროფის-
გან მატარებლის გადარჩენა იქნება ასახული, – ოცნებებში გა-
დავარდა პიტერი, – მოსახვევის უკან დარჩენილი ნამეწყრა-
ლიდან რამდენიმე იარდში გაჩერებული თავისი პატარა მატა-
რებლით, ორთქლმავლით და ჩვენსავით ჩაცმული ბავშვების,
იქვე მემანქანის, მეცეცხლურისა და მგზავრების ფიგურებით.
– ისე, საერთოდ, რას ფიქრობ, – შეპარვითა და როგორღაც
დაეჭვებული სახით დაიწყო ბობიმ და სამზარეულოში, კარის
157
უკან ჩამოკიდებულ ჩაის ტილოზე ხელები შეიმშრალა, – შენ
ეს მოგწონს? აი, ჩვენი დაჯილდოება რომ გადაწყვიტეს?
– რა თქმა უნდა, მომწონს, – უყოყმანოდ უპასუხა პიტერმა,
– ოღონდ არ მითხრა ახლა, რომ შენ არ მოგწონს. მაინც არ
დავიჯერებ, ეჭვიც არ მეპარება, რომ შენც გიხარია.
– არა, როგორ არ მიხარია... – პიტერისგან განსხვავებით,
არცთუ თავდაჯერებულად აღიარა ბობიმ, – მაგრამ, წესით,
ჩვენთვის მთავარი ხომ ის უნდა იყოს, რომ მატარებელი კა-
ტასტროფას გადავარჩინეთ და ამისთვის საჩუქრებს აღარ უნ-
და ვითხოვდეთ?
– მერე ვინ რას ითხოვს, სულელო? – აღშფოთდა პიტერი,
– ის ჯარისკაცებიც არაფერს ითხოვდნენ, რომლებსაც ჩადენი-
ლი გმირობისთვის ვიქტორიას ორდენის ჯვრები გადასცეს,
მაგრამ ხომ გაუხარდათ, რომ დააჯილდოვეს! ისე, იქნებ ჩვენც
მედლები გადმოგვცენ?! – წამოენთო ახალი აზრით გახარებუ-
ლი, – თუ მედლებს დაგვირიგებენ, როცა ძალიან, ძალიან
დავბერდები, ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენებ და ვეტყვი: მე, ბო-
ბიმ და ფილისმა იმ დღეს უბრალოდ ჩვენი ვალი მოვიხადეთ-
მეთქი და ისინიც ჩემით იამაყებენ.
– თუ გინდა, რომ მედალი შვილიშვილებს აჩვენო, რომ გა-
იზრდები, აუცილებლად ცოლი უნდა შეირთო, – სერიოზული
სახით გააფრთხილა ფილისმა, – აბა, ისე შვილიშვილები სა-
იდან გეყოლება?
– ჰო, ვიცი, მედლებიც რომ არ დაგვირიგონ, ალბათ ოდეს-
მე მაინც მომიწევს დაქორწინება, – მძიმედ ამოიოხრა პიტერ-
მა, – მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მუდმივად ცოლთან ერ-
თად ყოფნა ძალიან მომბეზრდება. ამიტომ ცოლად ისეთ გო-
გოს შევირთავ, რომელიც დაიძინებს ხოლმე და წელიწადში
სულ ერთი-ორჯერ გაეღვიძება.

158
– ჰო, და ისიც იმისთვის, რომ ჩემი სიცოცხლის სინათლე
ხარო, გითხრას და მაშინვე ისევ ძილქუში დააწვეს, არა?! – გა-
იცინა ბობიმ. – მშვენივრად მოგიფიქრებია, ვერაფერს იტყვი!
– მე კიდევ, პირიქით, – მეოცნებე ხმით გამოაცხადა ფი-
ლისმა, – როცა გავთხოვდები, მინდა, ჩემს ქმარს ისე ვუყვარ-
დე, რომ ყოველთვის ჩემთან ერთად ყოფნაზე ოცნებობდეს და
სულ მეუბნებოდეს, ყველაზე ლამაზი ხარო.
– მე კიდევ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ვინმე ძალიან
ღარიბს გავყვები ცოლად, – თქვა ბობიმ, – მაშინ სახლის საქ-
მეების გაკეთება მე თვითონ მომიწევს და ჩემს ქმარსაც ყვე-
ლაზე, ყველაზე ძალიან ვეყვარები. ყოველ საღამოს სამსახუ-
რიდან სახლისკენ რომ წამოვა ხოლმე, საკვამურიდან ამომა-
ვალ ცისფერ კვამლს დაინახავს ხეების ტოტებში და მიხვდება,
რომ სახლში მოსულს, კერაში ატკაცუნებული შეშა და გემრიე-
ლი სადილი დახვდება... უი, ჩვენ ხომ მისტერ ინგლვუდს საპა-
სუხო წერილი უნდა მივწეროთ! აუცილებლად უნდა შევატყო-
ბინოთ, რომ დაჯილდოებისთვის დაგეგმილი დრო და ადგილი
ჩვენთვის მისაღებია... მოდი, საპონი გამომართვი, პიტერ, და
ხელ-პირი დაიბანე. სანამ ვრეცხავდით, კაბებთან ერთად მე
და ფილიც გავსუფთავდით, შენ კი, შეხედე, რა გამურული ხარ!
შენ კიდევ, – მიუბრუნდა მერე დას, – გაიქეცი და ვარდისფერი
ფურცლებისა და კონვერტების ის შეკვრა მოიტანე, დაბადების
დღეზე რომ გაჩუქეს.
იმაზე მოსალაპარაკებლად და საკამათოდ, როგორ და რა
ფორმით უნდა შეედგინათ მისტერ ინგლვუდისთვის გასაგზავ-
ნი წერილი, ბავშვებს გარკვეული დრო დასჭირდათ. ბოლო
ხანს დედა ისევ თავის სამუშაოს დაუბრუნდა და სწორედ ამ
დროს იყო დაკავებული, ამიტომაც, სანამ ბავშვები წერილის
ტექსტზე საბოლოოდ შეთანხმდებოდნენ, კანტად შემოვლებუ-

159
ლი მოოქრული ჩუქურთმითა და მწვანე სამყურებით, მარჯვე-
ნა ზედა კუთხეში კი ოთხი ფოთლით გაფორმებული რამდენი-
მე ვარდისფერი ფურცელი გააფუჭეს. მერე კი თითოს სახე-
ლით თითო წერილის სამი ერთნაირი ასლი დაწერეს.
წერილის სამივე ასლი ასეთ ტექსტს შეიცავდა:

ძვირფასო, ჯეიბეზ ინგლვუდ,


უღრმესი მადლობა! სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ მატა-
რებლის გადარჩენა გვინდოდა და დაჯილდოებაზე არც გვი-
ფიქრია, მაგრამ გვიხარია, რომ თქვენ ამაზეც იფიქრეთ და
ჩვენი დაჯილდოება გადაწყვიტეთ.
თქვენი გულითადი პატარა მეგობარი,
მერე სახელი.
და ბოლოს – P.S. დიდი მადლობა.

– გაუთოებასთან შედარებით, რეცხვა რთული სულაც არ


არის, – საქმიანად გამოაცხადა ბობიმ და თოკიდან გამშრა-
ლი, სუფთა კაბები ჩამოხსნა, – უჰ, როგორ მიყვარს სუფთა
ტანსაცმელი რომ მაცვია და ერთი სული მაქვს, გავიგო, რას
გადმოგვცემენ იმ დაჯილდოებაზე!
დაჯილდოების ცერემონიამდე დღეები უსასრულოდ გაიწე-
ლა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, დათქმული დღეც დადგა
და ბავშვები წერილში მითითებულ დროს სადგურისკენ გა-
ეშურნენ. ის სურათი კი, რაც სადგურში მისულებს თვალწინ
გადაეშალათ, იმდენად დაუჯერებლად მოეჩვენათ, რომ სიზ-
მარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. მათ შესაგებებლად
თავად სადგურის უფროსი გამოვიდა, თანაც, როგორც პიტერ-
მა მისი დანახვისთანავე შენიშნა – თავის საუკეთესო კოსტი-
უმში გამოწყობილი! მან ბავშვები მოსაცდელ დარბაზში შეიყ-

160
ვანა, სწორედ იქ, სადაც ისინი სულ ცოტა ხნის წინათ რეკლა-
მობანას თამაშობდნენ, მაგრამ უწინდელისგან განსხვავებით
იმ დღეს მოსაცდელი დარბაზი სულ სხვანაირად გამოიყურე-
ბოდა. იატაკზე ხალიჩა ეგო, ქვის თაროზე და ფანჯრის რაფებ-
ზე ქოთნებში ჩარგული გაფურჩქნილი ვარდები იდგა, კედ-
ლებზე გაკრული კუკის სამოგზაურო ბიუროს, დევონისა და პა-
რიზი-ლიონის სარკინიგზო ხაზის წარმტაცი ადგილების ამსახ-
ველი სარეკლამო პლაკატების ჩარჩოები კი, გეგონებოდა,
დაფნისა და ბაძგის საშობაო გვირგვინებიაო, მწვანედ და-
ფოთლილი ტოტებით მოერთოთ. მათი მეგობარი მებარგული-
სა და სადგურის სხვა მუშაკთა გარდა, დარბაზში ბევრი სხვა და
საკმაოდ წარმომადგენლობითი საზოგადოება – ლამაზ და
მდიდრულ კაბაში ჩაცმული ორი თუ სამი ქალბატონი და მა-
ღალ ცილინდრებსა და სერთუკებში გამოწყობილი მამაკაცე-
ბის დიდი ჯგუფი შეკრებილიყო. ბავშვებმა გადარჩენილი მა-
ტარებლის რამდენიმე მგზავრიც კი იცნეს ხალხში. ყველაზე
მეტად კი ისინი თავიანთი მოხუცი ჯენტლმენის დანახვამ გა-
ახარა, რომლის სერთუკი, საყელო და შლაპა, იმ დღეს სხვების
ჩაცმულობისგან იმაზე მეტადაც კი განსხვავდებოდა, ვიდრე
სხვა დროს.
მას შემდეგ, რაც მან სამივეს ხელი სათითაოდ ჩამოართვა
და დამსწრეები თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ, ერთმა
სათვალიანმა ჯენტლმენმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით
გაირკვა, ოლქის სუპერინტენდანტი15 პროტესტანტებთან16
ყოფილა, ძალიან გრძელი და უამრავი ჭკვიანური ტერმინითა
და ეპითეტით გადაპრანჭული სიტყვის წარმოთქმა დაიწ-
ყო,რომლის გამეორებასაც, თქვენის ნებართვით, მე აქ თავს

15
ოლქის მთავარი ზედამხედველი
16
ჩინი, წოდება ან თანამდებობა
161
სიამოვნებით ავარიდებ და ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი ის
არის, რომ დარწმუნებული ვარ, მისი გამოსვლა თქვენც მე-
ტისმეტად მოსაწყენად მოგეჩვენებოდათ, მეორე – იმიტომ,
რომ იმ გადაპრანჭული ქება-დიდების სმენისას ბავშვებს არა
მარტო ლოყები და სახე, ყურებიც კი გაუწითლდათ და, მათი
არ იყოს, მეც ერთი სული მაქვს, თხრობის ამ ნაწილს, რაც შე-
იძლება, სწრაფად გავერიდო. და მესამეც – იმ ჯენტლმენმა
თავისი საკმაოდ მარტივი აზრის გადმოსაცემად იმდენი სიტ-
ყვა დახარჯა, რომ მათი გამეორების დრო მე აქ ნამდვილად არ
მაქვს. ამიტომ, თავს არ შეგაწყენთ და მოკლედ გეტყვით, რომ
მისი ეს გრძელი და უაღრესად სასიამოვნო ეპითეტებით გაჯე-
რებული გამოსვლა სამი ბავშვის წარმოუდგენელ სიმამაცესა
და ნებისყოფას ეხებოდა. ასეა თუ ისე, როდესაც იმ ჯენტლმენ-
მა, როგორც იქნა, ლაპარაკი დაამთავრა და დაჯდა, ყველამ
ტაში დაუკრა და დარბაზს აღფრთოვანებულმა ჩურჩულმა გა-
დაურბინა:
– აი, ხედავთ?! გაიგონეთ, რა თქვა?!
პირველი გამომსვლელის შემდეგ სკამიდან მოხუცი ჯენ-
ტლმენი წამოდგა და მანაც, მართალია, შედარებით მოკლე,
მაგრამ სიტყვა წარმოთქვა. მოკლედ, ყველაფერი ისე წარი-
მართა, როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე ხდება ხოლმე.
მოხუცმა ჯენტლმენმა სამივე ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით
თავისთან იხმო და სამივეს სათითაოდ ოქროს ძეწკვზე ჩამო-
კიდებული ოქროს საათი გადასცა, რომელთა თავსახურის ში-
და მხარესაც მფლობელის სახელი და ასეთი წარწერა იყო
ამოტვიფრული:
„მადლიერებით ჩრდილოეთისა და სამხრეთის სარკინიგ-
ზო ხაზის დირექტორთა საბჭოსგან მატარებლის გადასარჩე-
ნად გამოვლენილი თავდადებისა და სიმამაცისთვის.
1905 წელი“.
162
ეს საათები, რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად ლამაზი იყო, ვიდ-
რე წარმოგიდგენიათ ან სადმე გინახავთ და, გარდა ამისა, სა-
მივე ლურჯი ტყავის ფუტლარში იდო, სადაც შეეძლოთ, თუ ბავ-
შვები რატომღაც სახლში დატოვებდნენ, თავისთვის ეწიკწი-
კათ და დაესვენათ.
– ახლა შენ უნდა წარმოთქვა სიტყვა, – ჩასჩურჩულა პი-
ტერს ყურში სადგურის უფროსმა, – მიმართვით დაიწყე –
„ქალბატონებო და ბატონებო“ და მერე მადლობა გადაუხადე,
– დაამატა ბოლოს და პიტერს ზურგზე რბილად უბიძგა.
სინამდვილეში, „დიდი მადლობა“ ბავშვებმა უკვე ყველას
გადაუხადეს და მორიგი „მადლობის“ აუცილებლობამ პიტერი
შეაცბუნა კიდეც, მაგრამ სადგურის უფროსს წინააღმდეგობა
არ გაუწია და წინ გავიდა.
– ქალბატონებო და ბატონებო, – დაიწყო ხმაჩახლეჩილმა
და გაჩუმდა. მოსაცდელ დარბაზში საკმაოდ ხანგრძლივი დუ-
მილი ჩამოწვა და პიტერმა ცხადად იგრძნო, რომ გული გამა-
ლებით და თანაც, პირდაპირ ყელში უცემდა, – ქალბატონებო
და ბატონებო! – გაიმეორა მან ნაჩქარევად. – მინდა, მადლო-
ბა გადაგიხადოთ, რომ ჩვენ მიმართ ასეთი სიკეთე გამოიჩი-
ნეთ და დაგპირდეთ, რომ ამ საათებს სიცოცხლის ბოლომდე
თვალის ჩინივით გავუფრთხილდებით, მაგრამ, ვფიქრობ,
ჩვენ ისინი სულაც არ დაგვიმსახურებია, იმიტომ, რომ, სინამ-
დვილეში, განსაკუთრებული მართლა არაფერი გაგვიკეთე-
ბია... ასე უბრალოდ იმიტომ მოვიქეცით, მატარებლის გადარ-
ჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თავ-
გადასავალი იყო... და კიდევ, მინდა გითხრათ: დიდი, უღრმესი
მადლობა ყველას, რომ ასეთი სიკეთე გამოიჩინეთ!
დარბაზი ტაშითა და ოვაციებით აგუგუნდა და თანაც პი-
ტერს ხალხი ტაშს იმაზე ბევრად ხანგრძლივად და ხმამაღლა
163
უკრავდა, ვიდრე სუპერინტენდანტს. ტაშისკვრა და ოვაციები
რომ დასრულდა, გულმხურვალე პუბლიკა და-ძმას ეცა და ყვე-
ლამ სათითაოდ ჩამოართვა ხელი. მერე კი, ცოტა ხანში, როცა
ბავშვებს სახლში წამოსვლა უკულტურობის გამოვლინებად
არ ჩაეთვლებოდათ, ხელში მაგრად ჩაბღუჯული თავ-თავიან-
თი საათებით ისინი სადგურიდან წამოვიდნენ და სამსაკვამუ-
რიანი სახლისკენ მიმავალი, გორაკზე თავიანთივე გაკვალუ-
ლი ბილიკი აირბინეს.
ის დღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო, ისეთი, როგორ-
საც ადამიანი ცხოვრებაში სულ ერთი-ორჯერ განიცდის და
ისიც, ყველა არა, იმიტომ, რომ ადამიანთა უმეტესობას ასეთი
დღე მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ განუცდია.
– ისე, მე ჩვენს მოხუც ჯენტლმენთან სულ სხვა რამეზე მინ-
დოდა დალაპარაკება, – თქვა ბობიმ, – მაგრამ ასე არა, ცალკე
მინდოდა დავლაპარაკებოდი, იქ კი იმდენი ხალხი იყო, თავი
ეკლესიაში მეგონა.
– რაზე უნდა დალაპარაკებოდი? – დაინტერესდა ფილისი.
– მერე გეტყვი, ჯერ ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქრო,
– უპასუხა დას ბობიმ.
და აი, მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად მოიფიქრა, ასე-
თი წერილი დაწერა:
„ჩვენო ძვირფასო მეგობარო,
სერ, ძალიან მინდა რაღაც გკითხოთ, მაგრამ ამაზე პირა-
დად უნდა დაგელაპარაკოთ. ამიტომ მადლობელი დაგრჩე-
ბით, თუ ცოტა ხნით ჩვენს სადგურზე ჩამოხვალთ და მერე შემ-
დეგი მატარებლით გაემგზავრებით. გარწმუნებთ, თქვენთვის
არაფრის თხოვნას არ ვაპირებ. დედამ უკვე აგვიხსნა, რომ
ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, თანაც ახლა, საბედნი-

164
ეროდ, არც მნიშვნელოვანი რამეები გვაკლია. მხოლოდ და-
ლაპარაკება მინდა ერთ უსამართლოდ დაპატიმრებულ ყო-
ფილ ტუსაღზე.
თქვენი ერთგული მეგობარი, ბობი“

ბობიმ სადგურის უფროსს სთხოვა, წერილი მოხუცი ჯენ-


ტლმენისთვის გადაეცა და მეორე დღეს პიტერთან და ფილის-
თან ერთად სადგურზე იმ დროს გაეშურა, როცა ქალაქიდან
მომავალი მატარებელი, რომლითაც, როგორც წესი, მოხუცი
ჯენტლმენი მგზავრობდა ხოლმე, მათ სადგურში უნდა გაჩერე-
ბულიყო.
პიტერს და ფილისს ბობიმ თავისი გეგმა სადგურში წას-
ვლამდე გაუმხილა და მისი აზრი ორივემ მოიწონა.
სადგურში წასასვლელად რომ ემზადებოდნენ, ბავშვებმა
ხელ-პირი საგულდაგულოდ დაიბანეს, თმა დაივარცხნეს და
შეეცადნენ, რაც შეიძლებოდა, კოხტად გამოწყობილიყვნენ,
მაგრამ მუდამ მარცხიან ფილისს სახლიდან გასვლის წინ გრა-
ფინი წაექცა და კაბის მთელ წინა კალთაზე ლიმონათი გადა-
ესხა. გამოცვლის დრო აღარ იყო, ბავშვებს სადგურში აგვიან-
დებოდათ. სადგურზე მისულებს კი ნახშირის კედლიდან ქარის
მოტანილი ნაცრისფერი მტვრის ღრუბელი შეეფრქვათ, რომე-
ლიც მაშინვე ფილისის ტკბილი ლიმონათით გაწებილ კაბაზე
შერჩა და ფილისი, როგორც პიტერმა თქვა, რომელიღაც
თხრილიდან ამომძვრალ მაწანწალა ბავშვს დაემსგავსა. ბავ-
შვებსაც მეტი გზა არ ჰქონდათ და გადაწყვეტილება მიიღეს,
მოხუც ჯენტლმენთან შეხვედრისას ფილისი ბობის და პიტერის
ზურგებს ამოჰფარებოდა და ნაკლებად გამოჩენილიყო.
– ისე, ძალიანაც არ ინერვიულო, მოხუცმა ჯენტლმენმა შე-
იძლება ვერაფერიც ვერ შენიშნოს, – დააიმედა ბობიმ ფილი-
სი, – ხომ იცი, მოხუცებს ხშირად სუსტი მხედველობა აქვთ.
165
თუმცა მოხუცი ჯენტლმენი, რომელიც მატარებლიდან ლა-
მის ბავშვივით მსუბუქად ჩამოხტა და პლატფორმაზე თავისი
პატარა მეგობრების შესათვალიერებლად გაიხედ-გამოიხე-
და, აშკარად ჩანდა, არც მხედველობის სისუსტეს უჩიოდა და
არც სხეულის სხვა ნაწილებისას.
სამაგიეროდ, ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და ბავშვებ-
მა შორიახლოს მოხუცი ჯენტლმენი დაინახეს, უეცრად თვი-
თონ დაიბნენ და საშინლად დაიმორცხვეს, აი ისე, ყურები რომ
გეწვის და გიწითლდება, ხელისგულები გიოფლიანდება და
გიხურს, ცხვირის წვერი კი გივარდისფრდება და გიპრიალებს.
– უჰ, – ამოიოხრა ფილისმა, – გული ნამდვილი ორთქლმა-
ვალივით მიცემს და თანაც პირდაპირ მუცელში.
– რა სისულელეა, – გამოაცხადა პიტერმა, – ადამიანს გუ-
ლი მუცელში არ უცემს, ის ხომ სულ სხვა ადგილასაა.
– სულ არ მაინტერესებს, გული სად არის, ჩემი მუცელში
ცემს, – არ დაუთმო ფილისმა.
– ჰო, კარგი, თუ მაინცდამაინც ლექსების წიგნებში ამო-
კითხული მეტაფორებით გინდა ვილაპარაკოთ, მაშინ ჩემსას
ახლა პირდაპირ ყელში გააქვს ბაგაბუგი, – ჩაიბუზღუნა პი-
ტერმა.
– რადგან მეტი სალაპარაკო ვერ იპოვეთ, ჩემი გულისცემა
მე აშკარად ფეხსაცმელებიდან მესმის, – დაამატა რობერტამ,
– მაგრამ, მოდი, ჯობია, მივიდეთ, თორემ მოხუცი ჯენტლმენი
იფიქრებს, რომ სრული იდიოტები ვართ.
– ჰმ, ჩემი აზრით, ძალიანაც არ შეცდება, – მოღუშული სა-
ხით ჩაილაპარაკა პიტერმა.
და ისინი მოხუცი ჯენტლმენისკენ გაემართნენ.
– მოგესალმებით, – გაუღიმა მან ბავშვებს და რიგრიგობით
სამივეს ჩამოართვა ხელი, – მიხარია, რომ ისევ შეგხვდით.

166
– დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით და მატარებლიდან
ჩამოხვედით, – თავაზიანად უპასუხა ნერვიულობისგან ერ-
თიანად გაოფლილმა და გაწითლებულმა ბობიმ.
მოხუცმა ჯენტლმენმა ბობის ხელი მოჰკიდა და მაშინვე
უკან ადევნებულ პიტერთან და ფილისთან ერთად სწორედ იმ
მოსაცდელი დარბაზისკენ წაიყვანა, სადაც სულ ცოტა ხნის
წინ, იმ დღეს, როცა რუსი ჯენტლმენი იპოვეს, ბავშვები რეკ-
ლამობანას თამაშობდნენ, ორი დღის წინ კი მამაცობისთვის
დააჯილდოვეს.
– აბა, გისმენ, – მიმართა მან ბობის და სანამ ხელს გაუშ-
ვებდა, მეგობრული ჟესტით ბობის ხელი ალერსიანად შეან-
ჯღრია, – მითხარი, რა მოხდა?
– თუ შეიძლება... – დაიწყო ბობიმ და ხმა ჩაუწყდა.
– გისმენ, – კეთილად გაუღიმა მოხუცმა ჯენტლმენმა.
– უბრალოდ მინდოდა, მეკითხა... – ბობი ისევ გაჩუმდა.
– ჰო, მიდი, მკითხე, – გაამხნევა მოხუცმა ჯენტლმენმა.
– ცუდი, რა თქმა უნდა, ამაში არაფერი არ არის, პირიქით,
კეთილი საქმეა... – ამოილუღლუღა ბობიმ, მაგრამ ფრაზა მა-
ინც ვერ დაასრულა.
– მაგრამ? – მის გამხნევებას ისევ შეეცადა მოხუცი ჯენ-
ტლმენი.
– მაგრამ მანამდე მინდოდა თქვენთვის რაღაც მომეყოლა,
– აზრი, როგორც იქნა, ასე თუ ისე გასაგებად ჩამოაყალიბა
ბობიმ.
– ჰოდა, მომიყევი, – ღიმილით უპასუხა მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა.
– მოკლედ, საქმე ის არის, რომ... – ბობიმ როგორღაც თავს
შეუძახა, ძალა მოიკრიბა და რუსი ჯენტლმენის ამბის მოყოლა
დაიწყო, რომელმაც იქ, თავის ქვეყანაში, რუსეთში ღარიბ
ადამიანებზე არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა და ამისთვის
167
საბრალოს ციმბირში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს... ახლა
ჩვენ ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მისი ცოლი და შვილები
მოვძებნოთ, თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს, ეს როგორ გავა-
კეთოთ, – თქვა მორიდებით და მხრები აიჩეჩა, – მაგრამ
თქვენ ხომ მთელი რკინიგზის მმართველი და მაშასადამე, ძა-
ლიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ უკეთე-
სი იქნებოდა, თქვენთვის მოგვემართა და რჩევა გვეკითხა, ვი-
ფიქრეთ, რომ შეიძლებოდა თქვენ გცოდნოდათ, როგორ შეიძ-
ლება მისი ცოლისა და შვილების მოძებნა... და თუ იცით, შე-
გიძლიათ, ამ საქმეში დაგვეხმაროთ? მისი დახმარება ჩვენ-
თვის მართლა ამქვეყნად ყველა საჩუქარზე ძვირფასი იქნებო-
და, ჩვენს საათებსაც კი შეველეოდით, თუ თქვენ მათ გაყიდვას
და აღებული ფულით მისი ოჯახის პოვნას შეძლებდით.
კეთილი საქმისთვის თავიანთი საათების გაყიდვის პერ-
სპექტივას, თუმცა კი ბობისნაირი ენთუზიაზმით არა, მაგრამ
პიტერი და ფილისიც მაინც დათანხმდნენ.
– ჰმ, – ჩაფიქრებული სახით შეკრა კოპები მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა და ოქროსღილებიან თეთრ ჟილეტზე ხელი ჩამოის-
ვა, – გამახსენე, რა თქვი? რა გვარიაო? ფრაინგპანსკი?
– ა, არა, არა, – თავი გააქნია ბობიმ, – იცით, ჯობია, დაგი-
წერთ, თორემ სინამდვილეში, სხვანაირად გამოითქმის და
სულ სხვანაირად იწერება. ფანქარი ხომ არ გექნებათ და რამე
კონვერტი, რომ უკანა მხრიდან მივაწერო?
მოხუცმა ჯენტლმენმა ჯიბიდან ოქროს ფუტლარში ჩადებუ-
ლი კალამი და ძალიან ლამაზი, იუხტის17 მწვანეყდიანი და
მოტკბო, სასიამოვნო სუნით გაჟღენთილი ბლოკნოტი

17ე.წ. „რუსული ტყავი“- საქონლის, ირმის, ცხენის და ღორის განსაკუთრებული


მეთოდით გამოყვანილი, ტირიფის ან ლარიქსის ნაყენში გათრიმლული ტყავი
168
ამოიღო, რომელიც სუფთა გვერდზე გადაშალა და ბობის გა-
უწოდა.
– აი, აქ დაწერე.
ბობიმ კალამი მოიმარჯვა და მას შემდეგ, რაც რუსი ჯენ-
ტლმენის გვარი დაწერა აუხსნა: – „Szezcpansky“ იწერება,
მაგრამ გამოითქმის როგორც „შეპანსკი“.
მოხუცმა ჯენტლმენმა ჟილეტის ჯიბიდან ოქროსჩარჩოიანი
სათვალე ამოიღო, ცხვირზე წამოისკუპა და გვარი რომ წა-
იკითხა, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ღმერთო დიდებულო! ეს ხომ ის შეპანსკია! – წამოიძახა
აღფრთოვანებულმა. – მისი წიგნი ყველა ევროპულ ენაზეა გა-
დათარგმნილი და წაკითხული მაქვს. არაჩვეულებრივი წიგ-
ნია, საოცრად კეთილშობილური! გამოდის, ამიტომ შეიფარა
დედათქვენმა და ამიტომ გახდა მისთვის კეთილი სამარიტე-
ლი, არა?! საოცარია, საოცარი! აი, რას გეტყვით, ბავშვებო,
მხოლოდ ძალიან კეთილშობილ და კარგ ადამიანებს შეუძლი-
ათ ამხელა სიკეთის გაკეთება და, როგორც ჩანს, დედათქვე-
ნიც სწორედ ასეთია.
– რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კეთილი დედა გვყავს, – და-
უდასტურა მაშინვე ფილისმა და თითქოს მოხუცი ჯენტლმენის
მიერ ამ უტყუარი ფაქტის მხოლოდ ახლაღა აღნიშვნა ვერ და-
უჯერებიაო, გაკვირვებული სახე მიიღო.
– და თქვენც ძალიან კეთილი ადამიანი ხართ, – დაამატა
საშინლად დამორცხვებულმა, მაგრამ მოხუცი ჯენტლმენისად-
მი თავისი პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვის
სურვილით გულანთებულმა ბობიმ.
– არა, არა, ეს ჩემი ღირსებების აშკარა გადაჭარბებაა, –
იუარა მოხუცმა ჯენტლმენმა და მადლობის ნიშნად ბობის
შლაპა გალანტურად მოუხადა, – მაგრამ ამ სიტყვების პასუ-
ხად ისღა დამრჩენია, ჩემი აზრიც შენ შესახებ გითხრა.
169
– არა, გთხოვთ, არ გინდათ! – წამოიძახა გაწითლებულმა
ბობიმ.
– რატომ? – ჰკითხა გაკვირვებულმა მოხუცმა ჯენტლმენმა.
– სიმართლე გითხრათ, თვითონაც არ ვიცი, – აღიარა ბო-
ბიმ, – მაგრამ, თუ რამე ცუდის თქმას აპირებთ, არ მინდა,
რომ... არ მინდა, ჩემზე ცუდად ფიქრობდეთ... კარგი აზრის
კი... მგონი, უბრალოდ არ ღირს.
მოხუც ჯენტლმენს გაეცინა.
– მაშინ სხვანაირად ვიტყვი. ძალიან მიხარია, რომ ამ
თხოვნით სწორედ მე მომმართე, მართლა ძალიან მიხარია, –
გაიმეორა მერე, – და ვფიქრობ, სულ მალე ამ საკითხთან და-
კავშირებით ახალი ამბითაც გაგახარებთ. საქმე ის არის, რომ
ლონდონში უამრავ რუსთან ვმეგობრობ და, მერწმუნეთ,
თქვენი რუსი ჯენტლმენის გვარი თითოეულმა მათგანმა
იცის... კარგი, ახლა თქვენ შესახებ მიამბეთ, – თქვა მან და
იქით შეტრიალდა, სადაც დანარჩენები ეგულებოდა, მაგრამ
ხელში მხოლოდ პიტერი შერჩა.
როგორც გაირკვა, სანამ ის ბობის ელაპარაკებოდა, ფილი-
სი სადღაც გამქრალიყო.
– მაშ ასე, აბა, გისმენ, – მიმართა მოხუცმა ჯენტლმენმა პი-
ტერს, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოულოდ-
ნელობისა და დამორცხვებისგან ენა ჩაუვარდა და ხმა ვერ
ამოიღო, – კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ, მოდი, პატარა გამოც-
დასავით მოვაწყოთ, – თქვა წუთიერი სიჩუმის შემდეგ, –
თქვენ მაგიდასთან დასხედით, მე კი ამ სკამზე ჩამოვჯდები და
კითხვებს დაგისვამთ, კარგი?
ასეც მოიქცა, სკამზე დაჯდა და ბავშვებს კითხვების დასმა
დაუწყო, რომელთა საშუალებითაც მათი სრული სახელები,
გვარი და ასაკი გაიგო, მერე მამის სახელი და მისი საქმიანო-
ბის სფერო, სამსაკვამურიან სახლში როდიდან ცხოვრობდნენ
170
და ასე შემდეგ, კიდევ უამრავი რამ, ბოლოს, როდესაც ლაპა-
რაკი სოფლის მაღაზიაში პროდუქტების ფასებს შეეხო და პი-
ტერმა თქვა, ერთ-ერთში პენს-ნახევრად გირვანქა ქაშაყს,
გირვანქა გრაფიტის ფანქრებს და გირვანქა ფრთის კალმებს
ვყიდულობო, საუბარი მოსაცდელი დარბაზის კარზე ფეხსაც-
მლის ცხვირის მორტყმამ გააწყვეტინათ, მერე კი, კარი რომ
გაიღო და ფეხსაცმელი მთლიანად გამოჩნდა, სამივემ დაინა-
ხა, რომ ზედ თასმა იყო გახსნილი. ფილისი, რომელსაც ცალ
ხელში თუნუქის დიდი ქილა, მეორეში კი კარაქწასმული პუ-
რის სქელი ნაჭერი ეჭირა, მათკენ ძალიან ფრთხილი და ნელი
ნაბიჯით წამოვიდა.
– თქვენი ჩაი, სერ! – საზეიმოდ გამოაცხადა მოახლოე-
ბულმა და სამხარი მოხუც ჯენტლმენს ამაყად გაუწოდა, რო-
მელმაც, თავის მხრივ, ვითომც აქ არაფერიაო, ისე მიიღო ფი-
ლისის ხელიდან ჩაი და ბუტერბროდი, თითქოს თავიდანვე ასე
იყო დაგეგმილი და მადლიერი გამომეტყველებით წამოიძახა:
– ღმერთმა დაგლოცოთ, მის!
– ჰმ, დიახ... – კმაყოფილი სახით გაიღიმა ფილისმა.
– ძალიან მზრუნველი და წინდახედული ბრძანდებით, პა-
ტარა ქალბატონო, – უთხრა მოხუცმა ჯენტლმენმა, – ძალიან.
– ფინჯანი და თეფში მაინც წამოგეღო, – უსაყვედურა დას
ბობიმ.
– მაგრამ პერქსი ხომ ყოველთვის ქილიდან სვამს... – უპა-
სუხა გაწითლებულმა ფილისმა, – ჰმ, მე მაინც მგონია, რომ
თეფშის და ჭიქის გარეშეც ძალიან საყვარელია პერქსი, რომ
ჩაი და ბუტერბროდი მომცა.
– სრულიად გეთანხმები, – მხარი აუბა მაშინვე მოხუცმა
ჯენტლმენმა და მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც დაუქნია,
მერე კი ჩაი მოსვა და ბუტერბროდი გასინჯა.

171
ცოტა ხნის შემდეგ კი სადგურში ის მატარებელი ჩამოდგა,
რომელსაც მოხუცი ჯენტლმენი უნდა გაჰყოლოდა, ამიტომ
ბავშვები და მოხუცი ჯენტლმენი ერთმანეთს გამოემშვიდობ-
ნენ, ბავშვებმა მას გზა მშვიდობისა უსურვეს და კიდევ ბევრი
კეთილი სიტყვა უთხრეს.
– მაშ, ასე, – თქვა პიტერმა, როდესაც მატარებლის უკანა
ვაგონის ფარნები მოსახვევში გაუჩინარდა, – მგონი, დღეს
ლატიმერივით18 ის სანთელი ავანთეთ, რომელიც მალე ჩვენი
რუსი ჯენტლმენისთვის ნამდვილ ფოიერვერკად იქცევა.
ასეც მოხდა.
სადგურის მოსაცდელ დარბაზში მოხუც ჯენტლმენთან შეხ-
ვედრიდან ათი დღეც არ იყო გასული, რომ ბავშვებმა, რომლე-
ბიც სამსაკვამურიანი სახლიდან რკინიგზისკენ დაშვებულ
ფერდობს უხვად შეფენილი კაჭრებიდან ყველაზე დიდზე ის-
ხდნენ და ექვსის თხუთმეტ წუთზე უკვე ხეობისკენ დაძრული
მატარებლიდან ამოფრქვეულ კვამლის ბოლქვებს გაჰყურებ-
დნენ, მატარებლიდან ჩამოსული რამდენიმე მგზავრი დაინა-
ხეს. ეს ჯგუფი ერთხანს სოფლისკენ მიმავლ გზას მიუყვებო-
და,მაგრამ მერე მათ შორის ერთმა გვერდზე გამოუხვია და
მინდვრისკენ მიმავალი ჭიშკარი გამოაღო, იმ მინდვრიდან კი
სხვაგან ვერსად, ერთადერთი, სამსაკვამურიან სახლში თუ
ამოხვიდოდი.
– ნეტა ვინ არის? – წამოიყვირა პიტერმა და კაჭრიდან ჩახ-
ტა.
– წამო, გავიქცეთ და ვნახოთ, – მხარი აუბა მაშინვე ფი-
ლისმაც.

18იგულისხმება ერეტიკოსობაში დადანაშაულებული პროტესტანტი მღვდლის, ჰიუ


ლატიმერის ცეცხლში დაწვის წინ წარმოთქმული სიტყვები: „რამეთუ დღეს, ღვთის
წყალობით, ეს ცეცხლი ინგლისში იმ სანთელს აანთებს, რომელიც, მჯერა, არასოდეს
ჩაქრება“.
172
და ისინი მინდორში მომავალი კაცისკენ გაიქცნენ, ხოლო
როდესაც ისე ახლოს მიირბინეს, რომ სახის გარჩევა შეძლეს,
აღმოაჩინეს, რომ ეს მათი მოხუცი ჯენტლმენი იყო. მოხუცი
ჯენტლმენის ჟილეტზე დაკერებული ოქროს ღილები ნაშუად-
ღევის მზის დახრილ სხივებს ირეკლავდა, თავად ჟილეტი კი
ხასხასა მწვანე ბალახის ფონზე ჩვეულებრივზე მეტად ქათქა-
თა ჩანდა.
– ჰეი! – აყვირდნენ ბავშვები და მოხუცი ჯენტლმენს ხელი
დაუქნიეს.
– ჰეი! – შეჰყვირა მოხუცმა ჯენტლმენმაც და ბავშვებს შლა-
პის დაქნევით უპასუხა.
მერე სამივენი თავპირისმტვრევით მისკენ გაქანდნენ და,
როცა მიირბინეს, ისე ქოშინებდნენ, რომ მისალმებაც კი
ძლივს მოახერხეს.
– როგორ ბრძანდებით?
– მშვენივრად და თქვენთვისაც არაჩვეულებრივი ამბავი
მაქვს, – უპასუხა მოხუცმა ჯენტლმენმა, – თქვენი რუსი ჯენ-
ტლმენის ცოლ-შვილი ვიპოვე და ცდუნებას ვერ გავუძელი,
რომ ეს ამბავი თვითონ არ მიმეხარებინა მისთვის.
მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბობის სა-
ხეზე რაღაც ისეთი ამოიკითხა, რამაც უეცრად გეგმა შეაცვლე-
ვინა და, როგორც ჩანს, აგრძნობინა, რომ პირველი მახარობ-
ლის როლი მისთვის უნდა დაეთმო, ამიტომ სწრაფად დაამატა:
– იცი, რა, მგონი, ჯობია, წინ შენ გაიქცე და ახალი ამბავიც
თქვენს სტუმარს შენ ახარო, პიტერი და ფილისი კი ჩემთან ერ-
თად წამოვლენ და გზას მომასწავლიან.
და ბობიც წინ გაიქცა. მაგრამ, როდესაც ბაღში მშვიდად
მსხდომ დედასა და რუს ჯენტლმენთან მიირბინა და სირბი-
ლისგან აქოშინებულმა და აღელვებულმა ეს ახალი ამბავი
დედას სულმოუთქმელად მიახარა, ის კი, მას შემდეგ, რაც სახე
173
რაღაც გასაოცარი სინათლითა და სიხარულით გაუნათდა,
რუსი ჯენტლმენისკენ მიბრუნდა და ჩქარ-ჩქარი და მჟღერი
ფრანგული სიტყვების ნაკადით ყველაფერი მას გაუმეორა,
ბობიმ ინანა, რომ მოხუცმა ჯენტლმენმა მახარობლის როლი
დაუთმო. რადგან რუსი ისეთი საშინელი ყვირილით წამოხტა
ადგილიდან, რომ ბობის გული თავიდან სადღაც ყელისკენ
ამოუხტა, მერე კი ბაგაბუგით აუძგერდა... ამ ყვირილში, რომ-
ლის მსგავსიც ბობის ცხოვრებაში არაფერი გაეგონა, ერ-
თდროულად რამდენიმე გრძნობა, წარმოუდგენლად უსაზ-
ღვრო სიყვარულიც ისმოდა და ენით აუწერელი დარდიც... მე-
რე რუსი ჯენტლმენი მადლიერების გამომხატველი, ღირსებით
აღსავსე ჟესტით დედას ხელზე ეამბორა, ისევ თავის დაწნულ
სავარძელში ჩაეშვა და სახეზე ხელებაფარებული მწარედ აქ-
ვითინდა. ბობი კი იქაურობას უხმაუროდ გაეცალა და მის
თვალწინ გათამაშებული სცენით თავზარდაცემულმა იგრძნო,
რომ იმწუთას და-ძმისა და მოხუცი ჯენტლმენის დალოდების
თავიც აღარ ჰქონდა.
თუმცა ცოტა მოგვიანებით, როცა ფრანგულ ენაზე ეს გრძე-
ლი და ემოციური საუბარი დასრულდა, რა თქმა უნდა, ისევ
გამხიარულდა და თანაც, სხვებზე არანაკლებად. პიტერი სო-
ფელში ახლად გამომცხვარი ფუნთუშებისა და ნამცხვრების
მოსატანად გაიქცა, მან და ფილისმა კი ჩაი აადუღეს და სუფრა
ბაღში გაშალეს.
მოხუცი ჯენტლმენიც საოცრად მხიარული და თავაზიანი
იყო. აღმოჩნდა, რომ, ისევე როგორც დედას, ერთდროულად
ინგლისურადაც შეეძლო ლაპარაკი და ფრანგულადაც. მათ
არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. დედა ისე ცდილობდა, მო-
ხუცი ჯენტლმენისთვის რამით ესიამოვნებინა, რომ, როდესაც
მან თავის პატარა მეგობრების „სასუსნავებით“ გამასპინძლე-
ბის ნებართვა ითხოვა, უყოყმანოდ დათანხმდა.
174
ეს სიტყვა ბავშვებს მანამდე, რა თქმა უნდა, არც კი სმენო-
დათ, მაგრამ მაშინვე მიხვდნენ, რომ „სასუსნავები“ კანფეტებს
ნიშნავდა და მართლებიც აღმოჩნდნენ. მოხუცმა ჯენტლმენმა
პორტფელიდან მწვანე ლენტებით შეკრული სამი ვარდისფერ-
მწვანე კოლოფი ამოიღო, რომლებშიც საოცრად ლამაზ-ლა-
მაზი და მადისაღმძვრელი შოკოლადის კანფეტების რამდენი-
მე ფენა ეწყო.
რუსი ჯენტლმენის სულ ორიოდ ხელი ტანსაცმელი და ნივ-
თები ჩემოდანში სწრაფად ჩალაგდა და მოხუც ჯენტლმენთან
ერთად მთელი ოჯახი სადგურში მის გასაცილებლად წავიდა.
მისი გამგზავრების შემდეგ კი დედა მოხუცი ჯენტლმენისკენ
შეტრიალდა და უთხრა:
– არ ვიცი, ამ ყველაფრისთვის მადლობა როგორ გადაგი-
ხადოთ. თქვენი გაცნობა ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვ-
ნებაა, მაგრამ ჩვენ განცალკევებით ვცხოვრობთ, ამიტომ
გთხოვთ, მაპატიოთ. იმედია, არ მიწყენთ იმის გამო, რომ სა-
შუალება არ მაქვს, ჩვენთან სტუმრად სხვა დროსაც მოგიწვი-
ოთ.
ბავშვები დედის სიტყვებმა გააკვირვა და საგონებელში ჩა-
აგდო. მათ ხომ, პირიქით, მას შემდეგ, რაც ასეთი ერთგული
და კეთილი მეგობარი შეიძინეს, უნდოდათ, რომ მოხუც ჯენ-
ტლმენს მათთან სტუმრად სხვა დროსაც და თანაც, რაც შეიძ-
ლებოდა, ხშირად ევლო.
თავად მოხუცმა ჯენტლმენმა რა იფიქრა დედის ნათქვამზე,
ბავშვები ვერ მიხვდნენ და მხოლოდ ის მოისმინეს, რაც მან
დედას უპასუხა:
– მადამ, უდიდეს გამართლებად და ბედნიერებად მიმაჩ-
ნია, რომ თქვენს ოჯახში სტუმრობის პატივი მერგო.
– ოჰ, – ამოიოხრა დედამ, – დარწმუნებული ვარ, ალბათ

175
საშინლად გულქვა და უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას
ვტოვებ, მაგრამ...
– არა, რას ამბობთ. თქვენ ჩემთვის ყოველთვის საოცრად
მომხიბლავი და თავაზიანი ქალბატონი იქნებით და არანაირი
სხვა აზრი მე თქვენზე არ შემექმნება, – გალანტური თავის
დაკვრით გააწყვეტინა მოხუცმა ჯენტლმენმა.
როდესაც ოთხივენი სადგურიდან გამოვიდნენ და სამსაკვა-
მურიანი სახლისკენ მიმავალ ფერდობს შეუყვნენ, ბობის
თვალში დედის სახე მოხვდა და გული სიბრალულით დაეწვა.
– ალბათ ძალიან დაიღალე, დედიკო, არა? მოდი, მე დამეყ-
რდენი.
– დედასთვის ხელის შეშველება შენი კი არა, ჩემი მოვალე-
ობაა, – აღშფოთდა პიტერი, – სანამ მამა არ ჩამოვა, ოჯახის
უფროსი აქ მე ვარ.
დედამ გაიღიმა და ხელი ორივეს მოჰკიდა.
– რა კარგად დამთავრდა ყველაფერი, არა? – მხიარულად
წამოიძახა ფილისმა, – წარმოიდგინე, დე, როგორ გაუხარდე-
ბა ჩვენს საყვარელ რუს ჯენტლმენს ამდენი ხნის დაკარგულ
ცოლს რომ შეხვდება! შვილები კი, მას შემდეგ, რაც არ უნა-
ხავს, ალბათ ისე გაიზარდნენ, რომ შეიძლება ვეღარც იცნოს!
– ჰო, შეიძლება, – დაეთანხმა დედა.
– ნეტა მამასაც გაუკვირდება, რომ მნახავს? – კიდევ უფრო
გახალისდა ფილისი, – იმიტომ, რომ მეც ხომ გავიზარდე! ხომ
მართლა გავიზარდე, დე?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გაიზარდე, ჩემო ბეღურავ,
– უპასუხა დედამ და ფილისს გაუღიმა.
მაგრამ ბობიმ და პიტერმა იგრძნეს, რომ დედას უნებურად
ხელები დაეძაბა.
– დედიკო, მართლა ძალიან დაიღალე, არა? – ჰკითხა მა-
შინვე პიტერმა.
176
ბობიმ კი ის გააკეთა, რაც მხოლოდ მას შეიძლებოდა გა-
ეკეთებინა.
– მოდი, ფილ, ჭიშკრამდე გავიქცეთ, აბა ვინ გაასწრებს! –
წამოიძახა უეცრად და, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სირბი-
ლი სულაც არ ეხალისებოდა, წინ გაქანდა. მაგრამ თქვენ ხომ
ხვდებით, ასე რატომ მოიქცა... დედას კი მოეჩვენა, რომ ბობის
უბრალოდ ნელა სიარული მოჰბეზრდა... ჰო, ზოგჯერ ასეც
ხდება ხოლმე და მიუხედავად მათი ჩვენდამი უსაზღვრო სიყ-
ვარულისა, ჩვენი ქცევის მიზეზი ხანდახან დედებსაც კი არ ეს-
მით.

თავი მერვე
მოყვარული მეხანძრეები

–რა ლამაზი გულსაბნევი გიკეთიათ, მის, – აღტაცება ვერ


დამალა მებარგულმა პერქსმა, – ზედგამოჭრილი ბაიაა, პირ-
ველად ვხედავ, რომ გულსაბნევი ყვავილს ისე ჰგავდეს, ნამ-
დვილისგან ვერ არჩევდე.
– ჰმ, დიახ... – გაწითლდა მებარგულის შექებით გახარებუ-
ლი და გაამაყებული ბობი, – მეც ყოველთვის მეჩვენებოდა,
რომ ის უფრო ჰგავს ბაიას, ვიდრე ნამდვილი, ცოცხალი ბაია.
და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ის ჩემი გახდებოდა.
დღემდე არ მჯერა, რომ დაბადების დღეზე დედამ გულსაბნევი
მე მაჩუქა.

177
– მართლა? ესე იგი, დაბადების დღე გქონდა? – ისეთი გაკ-
ვირვებული სახით ჰკითხა პერქსმა, თითქოს დაბადების დღე
მხოლოდ რამდენიმე ბედის რჩეულის ხვედრი იყო.
– დიახ, ცოტა ხნის წინ, – დაუდასტურა ბობიმ, – თქვენი და-
ბადების დღე როდის არის, მისტერ პერქს?
ბავშვები მებარგულების ოთახში, კედელზე გაკრული მატა-
რებლების განრიგსა და სასიგნალო ფარნების გარემოცვაში,
მისტერ პერქსთან სვამდნენ ჩაის. მათ სახლიდან ფინჯნები და
მურაბიანი ფუნთუშები მოიტანეს, პერქსმა კი ჩაი თუნუქის ქი-
ლაში აადუღა. ყველანი თავს მყუდროდ და შინაურულად
გრძნობდნენ, თუმცა გარდა სიმყუდროვისა, მტვირთავების
ოთახში ჩაის სმა ბავშვებს ყველას თვალისგან დაფარული მა-
თი ცხოვრების გაზიარების აღქმასაც უჩენდა.
– ჩემი დაბადების დღე? – სევდიანად გაიმეორა პერქსმა და
პიტერს ფინჯანში ქილიდან ჩაის მუქი ყავისფერი ნაყენი ჩაუმა-
ტა, – ეჰ, მის, მაგ დღის არსებობა ჯერ კიდევ თქვენს დაბადე-
ბამდე დამავიწყდა.
– კი მაგრამ, როგორ? როდისმე ხომ უნდა დაბადებულიყა-
ვით! – წამოიძახა გაკვირვებულმა ფილისმა. – იმ შემთხვევა-
შიც კი, თუ ოცი, ოცდაათი, სამოცი ან სამოცდაათი წლის წინათ
დაიბადეთ.
– ჰეჰ, არც ეგრე ცუდადაა საქმე, პატარა ქალბატონო, – სი-
ცილით უპასუხა პერქსმა, ‒თუ მართლა გაინტერესებთ, ეგ ამ-
ბავი ზუსტად ოცდათორმეტი წლის წინ, ამ თვის თხუთმეტ რიც-
ხვში მოხდა.
– აბა, რატომღა გვითხარით, დამავიწყდაო? – კიდევ უფრო
დაინტერესდა ფილისი.
– იმიტომ, რომ უდაბადებისდღეებოდაც იმდენი სარჩენი
და საზრუნავია ჩემს ცხოვრებაში, რომ... – მოკლედ მოუჭრა
პერქსმა და ისე გაჩუმდა, რომ ფრაზაც არ დაასრულა.
178
– უი, მართლა? რა-ა? – თვალები ცნობისმოყვარეობით
აენთო ფილისს. – რამე საიდუმლოებებს ინახავთ?
– არა, რა საიდუმლოებებს, მის, – უპასუხა პერქსმა, – ჩემს
ოჯახობაზე საზრუნავს ვგულისხმობ, ჩემი ქალისა და ბალღე-
ბის რჩენას.
სწორედ ეს ხანმოკლე საუბარი გახდა იმის მიზეზი, რომ
სადგურიდან სახლისკენ მიმავალი ბავშვები ჯერ სერიოზუ-
ლად ჩაფიქრდნენ, მერე კი ამ თემაზე ერთმანეთთან ლაპარა-
კი წამოიწყეს. საქმე ის იყო, რომ პერქსს ისინი აქ შეძენილ მე-
გობრებს შორის ყველაზე ძვირფას მეგობრად თვლიდნენ. ის,
რა თქმა უნდა, სადგურის უფროსივით წარმოსადეგობითა და
მაღალი პოსტით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ, სადგურის უფრო-
სისგან განსხვავებით, პერქსთან ურთიერთობა ბავშვებს ნე-
ბისმიერ წუთს შეეძლოთ და თავსაც მის გვერდით უფრო ში-
ნაურულად გრძნობდნენ... და პერქსს, რა თქმა უნდა, არც მო-
ხუცი ჯენტლმენის გავლენა ჰქონდა და ამქვეყნად ყველაფრის
მოგვარება არ შეეძლო, მაგრამ მოხუცი ჯენტლმენისგან გან-
სხვავებით, პერქსთან შეეძლოთ ყველაფერზე ელაპარაკათ,
რაც აწუხებდათ თუ ახარებდათ.
– მგონი, საშინელებაა, რომ საკუთარი დაბადების დღე არ
ახსოვს და, როგორც მივხვდი, არც არავინ ულოცავს, – თქვა
დანაღვლიანებულმა ბობიმ, – იქნებ ჩვენ მოგვეფიქრებინა
რამე?
– მოდი, ხიდზე წავიდეთ და იქ მოვიფიქროთ, – შესთავაზა
პიტერმა, – თანაც დღეს დილას ფოსტალიონმა კარგი ძუა მა-
ჩუქა ანკესისთვის. უფრო სწორად, გამოვიდა, რომ ვარდების
თაიგულში გამიცვალა, საცოლისთვის მისართმევად რომ მო-
ვუჭერი. შეყვარებული ავად გაუხდა და...

179
– ანკესის ძუა ვარდების თაიგულში? ძალიან იაფად გამომ-
ძვრალა! – გამკიცხავად დასცინა ბობიმ და იმავწუთს დასე-
რიოზულებულმა დაამატა: – რა, არ შეგეძლო ვარდების თა-
იგული ისე, უბრალოდ გეჩუქებინა?
– უჰუმ, – ჩაიბუზღუნა ნაწყენმა პიტერმა და ხელები ჯიბეებ-
ში ჩაიყო.
– სხვათა შორის, პიტერს გაცვლაზე არც უფიქრია, – მაშინ-
ვე გამოექომაგა ძმას ფილისი, – დილას, როგორც კი გავიგეთ,
რომ საცოლე ავად ჰყავდა, ვარდები დავკრიფეთ და ფოსტა-
ლიონს ჭიშკართან დავხვდით, შენ მაგ დროს საუზმისთვის
ტოსტებს აფიცხებდი. და ფოსტალიონს ვარდები ისე გაუხარდა
და იმდენჯერ გადაგვიხადა მადლობა, რომ... ჰო, ჰო, ვერც კი
წარმოიდგენ რამდენჯერ გაიმეორა... ჰოდა, მერე ჯიბიდან ძუა
ამოიღო და პიტერს აჩუქა, მოკლედ, კი არ გაუცვალა, უბრა-
ლოდ მადლობის ნიშნად აჩუქა.
– კარგი, მაშინ ბოდიშს გიხდი, პიტერ, ვწუხვარ, რომ ტყუ-
ილად დაგადანაშაულე, – თქვა ბობიმ.
– საბოდიშო არაფერია, დავივიწყეთ, – დიდსულოვნად
უპასუხა პიტერმა, – ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თავს დამნა-
შავედ იგრძნობდი, ასე რომ, მაგაზე აღარ იფიქრო.
და ისინი სათევზაოდ და პიტერის ახალი ძუის გამოსაცდე-
ლად არხზე გადებული ხიდისკენ გაეშურნენ, მაგრამ პიტერის
ძუა ხიდიდან თევზაობისთვის ძალიან მოკლე აღმოჩნდა და
წყალს ვერ მისწვდა.
– არა უშავს, – ძმის დამშვიდებას შეეცადა ბობი, – რა აუ-
ცილებელია, რომ ვითევზაოთ, მოდი, უბრალოდ აქ ვიყოთ ცო-
ტა ხანს და არხს ვუყუროთ, ნახეთ, აქაურობა რა ლამაზია.
ხიდიდან მათ თვალწინ გადაშლილი ხედი მართლაც საოც-
რად ლამაზი იყო. წითლად აალებული მზე სრულიად მოწმენ-
დილ, უღრუბლო ცაზე ნაცრისფერ-მეწამული ბორცვების უკან
180
ესვენებოდა. არხი ჩრდილში ჩაძირულიყო და ლიცლიცებდა.
სანამ თვალი სწვდებოდა, წყლის მთელი ზედაპირი არსად ოდ-
ნავი ჭავლითაც არ იძვროდა და ორივე ნაპირიდან აბრეშუმი-
ვით რბილი მწვანე მდელოებით კანტშემოვლებულ ატლასის
მუქ ვერცხლისფერ, განიერ ლენტს ჰგავდა.
– ჰო, მართლა ლამაზია, – გამოაცხადა უეცრად პიტერმა,
– მაგრამ ლამაზი რამეები ჩემთვის უფრო ლამაზი მაშინ ხდე-
ბა, როცა რამე საინტერესოს ვაკეთებ, მოდი, ბილიკით ქვე-
მოთ ჩავიდეთ და აი, იქ, ბოგირთან ვითევზაოთ.
ფილისსა და ბობის მაშინვე ის ბიჭები გაახსენდათ ბარჟი-
დან ნახშირის ნატეხები რომ ესროლეს და თავიანთი შიში, რა
თქმა უნდა, პიტერსაც გაუზიარეს.
– რა სისულელეა! – მედიდურად ჩაიფრუტუნა პიტერმა. –
ვერ ხედავთ, ახლა იქ არავინაც არ არის, მაგრამ, თუ გამოჩ-
ნდებიან, ნუ გეშინიათ, მე დაგიცავთ, აი, ნახავთ, თუ ჭკუას არ
ვასწავლი!
გოგონებმა დიდსულოვნება გამოიჩინეს და ძმას არ წამოა-
ძახეს, რომ მაშინ, როდესაც ის ბიჭი ბარჟიდან ნახშირის ნატე-
ხებს ესროდა, პიტერმა ვერც მათი დაცვა გაბედა და ვერც იმ
ბიჭისთვის ჭკუის სწავლება. ამ ყველაფრის მაგივრად – კარგი,
მაშინ ჩავიდეთო, უთხრეს და ციცაბო ნაპირით ბარჟების სა-
ბუქსირე არხის გასწვრივ გამავალი ბილიკისკენ ფრთხილად
დაეშვნენ.
სატყუარას ნემსკავზე წამოცმის შემდეგ, ბავშვები თევზის და-
ჭერას ნახევარი საათის განმავლობაში, მოთმინებით, მაგრამ
სრულიად უშედეგოდ ცდილობდნენ. თევზი ანკესზე წამოგებას
აშკარად არ აპირებდა და მეტიც, სატყუარასაც კი არ ეკარებო-
და, რომ ბავშვებს თუნდაც წამით მაინც გულში იმედი ჩასახვო-
დათ.

181
სწორედ იმ დროს, როცა ისინი არხის უმოძრაო წყალს თვა-
ლის მოუშორებლად გაჰყურებდნენ და ცხადად ხედავდნენ,
რომ არხი უბრალოდ თავს იკატუნებდა, თითქოს მის სიღრმე-
ში არცერთი, თუნდაც სულ ერთი ციცქნა თევზიც არ დაცურავ-
და, ხმამაღალი, თანაც ძალიან უსიამოვნო, ბრაზიანი და იმდე-
ნად მოულოდნელი შეძახილი გაისმა, რომ სამივენი შეხტნენ.
– ეი! აბა ჰე, დროა, აქედან მოცოცხოთ!
გზაზე, მათგან ექვსიოდ იარდის მოშორებით, ბებერი თეთ-
რი ჯაგლაგი ბაგირით ბარჟას მოათრევდა. ბავშვები მაშინვე
ფეხზე წამოხტნენ და ნაპირზე ზევით ფაცხაფუცხით აცვივდნენ.
– დაველოდოთ, სანამ გაივლიან და მერე დავბრუნდეთ, –
თქვა ბობიმ.
მათდა სამწუხაროდ, ბარჟა აღარსად არ გაცურდა და, რად-
განაც უკვე საღამოს პირი იდგა, იქვე, ხიდის ქვეშ გაჩერდა.
– როგორ გაგვიმართლა! – გაღიზიანებით წამოიძახა პი-
ტერმა. – შეხედეთ, მგონი, ღუზის ჩაშვებას აპირებს.
მაგრამ პიტერი შეცდა, იმ უბრალო მიზეზით, რომ არხში
მოძრავი ბარჟების აღჭურვილობაში ღუზა საერთოდაც არ შე-
დის, ასე რომ, ბარჟას ღუზა არ ჩაუშვია. სამაგიეროდ, მებარ-
ჟემ ის ცალი ბორტით, ცხვირიდან კიჩომდე მთელ სიგრძეზე
ჩაბმული თოკებით ნაპირზე სპეციალურად ამისთვის ჩარჭო-
ბილ სარებსა და ბოძებს სწრაფად მიამაგრა.
– რა იყო, რას მომშტერებიხართ? – ბოროტად დაუღრინა
მან ბავშვებს.
– სულაც არ მოგშტერებივართ, – უპასუხა ბობიმ, – ასეთი
გაუზრდელები ნამდვილად არ ვართ.
– ოჰ-ოჰ, ერთი ამათ დამიხედეთ! გაუზრდელები არ არიან
თურმე! – აღრიალდა მებარჟე. – დაახვიეთ აქედან, თორემ მე
ვიცი!

182
– თუ კარგია, თქვენ თვითონ დაახვიეთ! – გაბრაზდა პიტე-
რი, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დების-
თვის სიტყვა ჰქონდა მიცემული და რადაც უნდა დასჯდომოდა,
უკან დახევას არ აპირებდა, მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ნა-
პირის ციცაბო შემაღლებაზე, ზედა კიდიდან სულ რამდენიმე
ნაბიჯის დაშორებით იდგა და თავს სრულიად უსაფრთხოდ
გრძნობდა, – ჩვენ აქ ყოფნის ისეთივე უფლება გვაქვს, როგო-
რიც ყველა დანარჩენს.
– ოჰო! რას მელაპარაკებით, მართლა?! – კიდევ უფრო
გაბრაზდა მებარჟე. – კარგი, მოდი, მაშინ ახლა გაჩვენებ, რი-
სი უფლება გაქვს და რისი არა! – დასჭექა მან და ნაპირზე გად-
მოსასვლელად გემბანი გადმოჭრა.
– ვაიმე, ჩქარა! წავედით! წავედით, პიტერ! – ერთხმად შეჰ-
ყვირეს შეშინებულმა გოგონებმა.
– არსადაც არ წამოვალ, – გაჯიუტდა ის, – თქვენ კი, ალ-
ბათ, ჯობია, მართლა წახვიდეთ.
ბობი და ფილისი ფერდობზე ფართხაფურთხით აცვივდნენ
და სახლისკენ გასაქცევად გაემზადნენ, ოღონდ, რა თქმა უნ-
და, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდნენ, რომ პი-
ტერს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. სახლისაკენ მიმა-
ვალი გზა ფერდობზე ჩადიოდა, მათ მხოლოდ დაღმართი უნდა
ჩაერბინათ და სამშვიდობოს იქნებოდნენ, თანაც სირბილიც
სწრაფად შეეძლოთ, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულები
იყვნენ, რომ წითელსახიანი, მოუქნელი და ჩასკვნილი მებარ-
ჟე მათ ნამდვილად ვერ დაეწეოდა. მაგრამ, როგორც კი მე-
ბარჟე საბუქსირო ბილიკზე აღმოჩნდა, ბავშვები დარწმუნ-
დნენ, რომ ძალიან ცდებოდნენ.
ის სულ ერთ ნახტომში პირდაპირ ნაპირის შემაღლებაზე
აღმოჩნდა, პიტერის ფეხს მისწვდა და ქვემოთ ჩაათრია, მერე

183
ჰაერში აწეული მაგრად შეანჯღრია, ისევ ფეხზე დააყენა და ხე-
ლი ყურში წაავლო.
– აბა, რაო, რას მეუბნებოდი? რა, არავის უთქვამს შენთვის,
რომ ეს წყლები დაცულია და უფროსებისთვის ენის ტლიკინზე
რომ აღარაფერი ვთქვათ, აქ თევზაობის უფლება არ გაქვს?!
შემდგომში პიტერი მუდმივად სიამაყით იხსენებდა, რომ
იმწამს, როდესაც მებარჟის საცეცებივით ჩავლებული თითები
ყურზე სულ უფრო და უფრო ძლიერად ეჭიდებოდა, მისი გა-
ცეცხლებისგან თვალებგაფართოებული და კიდევ უფრო
აწითლებული სახე თანდათან უახლოვდებოდა და გააფთრე-
ბული კაცის საშინელ ცხელ სუნთქვას უკვე კისერზე გრძნობ-
და, გამბედაობა ეყო და მებარჟეს უბრალოდ სიმართლე უთ-
ხრა.
– მე აქ ვერცერთი თევზი ვერ დავიჭირე.
– ეგ სულაც არ გამართლებს, – შეუღრინა ისევ მებარჟემ
და არცთუ ძალიან მტკივნეულად, მაგრამ მაინც კარგა საგ-
რძნობად გადაუტრიალა პიტერს ყური.
სინამდვილეში, პიტერი, რა თქმა უნდა, თვითონაც მშვენივ-
რად მიხვდა, რომ მებარჟე მართალი იყო და ის ფაქტი, რომ
თევზი ვერ დაიჭირა, თევზაობას სულაც არ ამართლებდა. ამა-
სობაში, ზევით, ბობი და ფილისი ორივე ხელით ჩაჰფრენოდ-
ნენ დამრეცი სანაპიროს საზღვარზე გაყოლებულ მოაჯირს და
ნერვიულობისგან ერთ ადგილას ხტოდნენ. მერე კი წამის უს-
წრაფესად ბობი უეცრად მოაჯირის ქვეშ გაძვრა და დაბლა, პი-
ტერისკენ ისეთი სისწრაფით გაქანდა, რომ დას უკან გაყოლი-
ლი (მაგრამ ბობისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ფრთხი-
ლად) ფილისი მაშინვე მიხვდა: ბობის ეს თავპირისმტვრევით
დაშვება აუცილებლად წყალში ტყაპანით დასრულდებოდა.
და ფილისი მართალი იყო, რომ არა მებარჟე, რომელმაც პი-

184
ტერს ხელი დროულად გაუშვა, ბობი ზედ წყლის პირას დაიჭი-
რა და ფეხზე მყარად დააყენა, ბობი ნამდვილად პირდაპირ
წყალში აღმოჩნდებოდა.
– შენ ვიღას დაჰკარგვიხარ, მე რომ მეჯახები, ჰა?! – შეუბ-
ღვირა მან ამჯერად ბობის.
– სულ არ მინდოდა დაგჯახებოდით, – ჩაიბუტბუტა ნერვიუ-
ლობისგან სუნთქვაშეკრულმა ბობიმ, – უფრო სწორად, გან-
გებ არ დაგჯახებივართ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ჩემს ძმას
არ გაუბრაზდეთ. რა თქმა უნდა, თუ ეს თქვენი არხია, ასე აღარ
მოვიქცევით. მაგრამ, დამიჯერეთ, ჩვენ მართლა არ ვიცოდით,
რომ ეს თქვენი არხია.
– ძალიან კარგი, ახლა კი მომწყდით თავიდან! – მიახალა
პასუხად მებარჟემ.
– რა თქმა უნდა, ახლავე წავალთ, აუცილებლად წავალთ,
– მაშინვე დაჰპირდა ბობი, – მაგრამ, გთხოვთ, გვაპატიოთ.
თანაც ჩვენ მართლა არცერთი თევზი არ დაგვიჭერია. რომ
დაგვეჭირა, აუცილებლად გეტყოდით. პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევთ, ნამდვილად გეტყოდით.
და იმის დამამტკიცებლად, რომ სიმართლეს ეუბნებოდა,
ბობიმ ხელები გაშალა, ფილისმა კი მაშინვე კაბაზე დაკერებუ-
ლი პატარა ჯიბე ამოიტრიალა.
– ჰმ, კარგი, – შედარებით მოლბა მებარჟე, – მაშინ წადით
და გაფრთხილებთ, მეორედ აქ აღარ დაგინახოთ!
ბავშვები შებრუნდნენ და ციცაბო ფერდზე ავიდნენ.
– ქურთუკი გადმომიგდე, მარია! – გასძახა ვიღაცას მებარ-
ჟემ.
კაიუტის ღია კარიდან ჩვილით ხელში წითურთმიანი, მწვა-
ნე კუბოკრულ თავშალში გახვეული ქალი გამოვიდა და ნა-
პირზე მდგარ მებარჟეს ქურთუკი გადმოუგდო. მებარჟემ ქურ-
თუკი ჩაიცვა, ნაპირის ციცაბო აღმართით ხიდზე ავიდა, მერე,
185
სანამ ხიდს გადაივლიდა, ქვევით, ბარჟისკენ გადახრილმა
ქალს ჩასძახა, ბავშვს რომ დააძინებ, „ვარდსა და გვირგვინში“
წამოდი, იქ ვიქნებიო, და სოფლისკენ გაემართა.
როგორც კი მებარჟე თვალს მიეფარა, ბავშვები ხიდზე დაბ-
რუნდნენ და ეს, რა თქმა უნდა, პიტერის დაჩემება იყო.
– შეიძლება არხი მართლა მაგ კაცს ეკუთვნის, მაგრამ...
ისე, თუ სიმართლე გაინტერესებთ, მაგაში ეჭვი მეპარება! –
გამოაცხადა გადაჭრით, – მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ხი-
დი ნამდვილად ყველასია. ექიმმა ფორესტმა მითხრა, ეს ხიდი
საერთო საკუთრებააო. ჰოდა, არც მაგ მებარჟეს და არც სხვას
– არავის უფლებას არ მივცემ, ამ ხიდიდან გაგვრეკონ. აი, ასე!
მართალია, ძალიან არა, მაგრამ პიტერს ყური ჯერ კიდევ
სტკიოდა და თავსაც საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობდა.
გოგონები ძმას ისე გაჰყვნენ უკან, თითქოს საყვარელი მე-
თაურის ბრძანებას დამორჩილებული და თავის გასაწირად
მზადმყოფი ჯარისკაცები იყვნენ და წინასწარ უკვე დამარცხე-
ბულ, უთანასწორო ბრძოლაში ერთვებოდნენ. მაგრამ იმის
იმედად, რომ პიტერს ხიდზე დადგომას გადააფიქრებინებ-
დნენ, ჯერ ერთმა და მერე მეორემ, ძმას მაინც შებედეს და
ჰკითხეს:
– იქნებ მაინც სახლში წავსულიყავით?
– თუ გეშინიათ, თქვენ წადით, – უპასუხა მათ პიტერმა, –
შეგიძლიათ, მარტო დამტოვოთ. მე სულაც არ მეშინია.
რამდენიმე წუთის განმავლობაში შორიდან სოფლისკენ მი-
მავალი მებარჟის ნაბიჯების ხმა ისმოდა, მაგრამ თანდათან ეს
ხმაც მიჩუმდა და ახლა ისლის და ლერწმის ჩუმი შრიალისა და
ბარჟის კაიუტიდან გამომავალი წითურთმიანი ქალის სიმღე-
რის გარდა საღამოს პირის აუღელვებელ სიმშვიდეს აღარაფე-

186
რი არღვევდა. ქალი შვილს რაღაც საოცრად სევდიან ძილის-
პირულ ბალადას უმღეროდა, რომელშიც მიტოვებული სატ-
რფო ვიღაც ბილი ბეილს შინ დაბრუნებას ევედრებოდა.
ბავშვები ხიდზე იდგნენ, მოაჯირს ეყრდნობოდნენ და სამი-
ვე გრძნობდა, რომ უბრალოდ ასე, მშვიდად დგომა და სულის
მოთქმა სიამოვნებდათ, რადგან სამივეს გული ჯერაც ჩვე-
ულებრივზე სწრაფად სცემდა და დამშვიდებას აშკარად არ
ჩქარობდა.
– მე აქედან ვერცერთი ბებერი მებარჟე ვერ გამაგდებს, აი,
ნახავთ, თუ ვინმემ გამაგდოს! – ჩაიბუზღუნა პიტერმა ისევ.
– რა თქმა უნდა! – რაც შეიძლებოდა, მშვიდად დაუდასტუ-
რა ფილისმა. – თანაც თვითონაც ხომ დაინახა, რომ იმისი მუ-
ქარის არ შეგეშინდა! მაგრამ ახლა სახლში ხომ არ წავსული-
ყავით?
– არა! – გადაჭრით გამოაცხადა პიტერმა.
ამის მერე სამივენი გაჩუმდნენ და მოაჯირზე გადახრილებ-
მა, ქვევით წყლისა და ხიდის ქვეშ გაჩერებული ბარჟის ცქერა
განაგრძეს. ცოტა ხანში კი დაინახეს, რომ ბარჟის კაიუტიდან
წითურთმიანი ქალი გამოვიდა, ციცაბო ნაპირი აიარა და სოფ-
ლისკენ წასასვლელად ხიდი გადაიარა. თუმცა ხიდს რომ გა-
დიოდა, ქალმა ბავშვების ზურგს შეავლო თვალი, წუთით შე-
ყოყმანდა და გაჩერდა.
– ეი! – შესძახა მათ გასაგონად.
პიტერი არც განძრეულა, გოგონები კი ქალისკენ შეტრი-
ალდნენ.
– არ ღირს, ყურადღება არ მიაქციოთ, დამიჯერეთ, ჩემი ბი-
ლი საშიში კაცი სულაც არ არის, – უთხრა მათ ქალმა, – აი,
ხომ გაგიგონიათ, ძაღლზე რომ იტყვიან ხოლმე, ბევრს იყეფე-
ბა, მაგრამ არ იკბინებაო, ჰოდა, ჩემი ბილიც ზუსტად ეგეთია.
თანაც ფარლი უეის რომ გამოვცდით, ვიღაც საზიზღარი ბიჭები
187
აგვეკიდნენ და რომ გენახათ, რა ამბით უყვიროდნენ, ვინ შე-
ჭამა მარლუს ხიდქვეშ ლეკვებისგან მომზადებული ღვეზე-
ლიო, ჰოდა, ძალიან გაბრაზდა და...
– მერე, ვინ შეჭამა? – დაინტერესდა ფილისი.
– არ ვიცი და სინამდვილეში, არავინაც არ იცის, – მხრები
აიჩეჩა წითურთმიანმა ქალმა, – მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ
სიტყვებით მებარჟეებს აქეზებენ, თუ რომელიმეს გაბრაზება
გინდა, ეგ უნდა უთხრა. გამიგონია, ძველ დროში მარლოუს
ხიდთან ფუნდუკი ყოფილა, სადაც მებარჟეები ჩერდებოდნენ
ღამის გასათევად, მაგრამ ის ოხრები თურმე იქაურ საკუჭნაო-
ში ძრომიალს დასჩვეოდნენ და მთელ სანოვაგეს უნადგურებ-
დნენ მეფუნდუკეს, ყველაფერს უჭამდნენ თურმე. ჰოდა, ერ-
თხელაც, იმ მსუნაგებისთვის ჭკუა რომ ესწავლებინა, მეფუნ-
დუკეს ლეკვის ხორცის ღვეზელი გამოუცხვია და საკუჭნაოში
დაუტოვებია, იმათ კი კურდღლის ხორცისა ჰგონებიათ და გა-
დაუსანსლავთ. სინამდვილეში, ასე იყო თუ არა, აბა, ვინ იცის,
მაგრამ, ჰა, მებარჟეებს დღემდე ამ ამბით დასცინიან და... მოკ-
ლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი ბილისა არ შეგეშინდეთ,
– თქვა მან ბოლოს და ბობის და ფილისს გაუღიმა, – თანაც ის
იქ კიდევ ორ საათს მაინც იქნება, ასე რომ, თუ თევზაობა გინ-
დათ, ითევზავეთ, მოასწრებთ, ჯერ ხომ არ ბნელა...
– გმადლობთ, – უთხრა ქალს ბობიმ, – გმადლობთ, რომ
ასეთი სიკეთე გამოიჩინეთ... თქვენი შვილი სად არის?
– კაიუტაშია, სძინავს. სანერვიულო არაფერია, – უპასუხა
მან თავდაჯერებით, – შუაღამემდე ისე იძინებს, ფეხსაც არ გა-
ანძრევს და ზუსტად შუაღამეს გაიღვიძებს, ეკლესიის საათი-
ვით ზუსტია.
– რა საწყენია, – თქვა ბობიმ, – ძალიან მინდოდა, ახლო-
დან მენახა.

188
– ეჰ, მაგაზე ლამაზს ვერც ვერაფერს ნახავდით და ამას
მარტო დედობა არ მალაპარაკებს, – სიამაყით გაუნათდა სახე
მებარჟის ცოლს.
– მერე, ბავშვის მარტო დატოვების არ გეშინიათ? – ჰკითხა
პიტერმა.
– არა, ძვირფასო, ან რის უნდა შემეშინდეს? – გაუკვირდა
ქალს. – ასეთ პაწაწუნას ვინ აწყენინებს. თანაც სპოტიც იქ
არის, ჩვენი ძაღლი და უდარაჯებს – ... აბა, კარგად იყავით, –
დაემშვიდობა ის ბავშვებს და სწრაფი ნაბიჯით გასწია სოფ-
ლისკენ.
– ახლა მაინც არ წავალთ სახლში? – იკითხა ფილისმა.
– თუ გინდათ, წადით, ვინ გიჭერთ? მე თევზაობას ვაპირებ,
– ჯიუტად უპასუხა პიტერმა.
– მაგრამ, ჩვენ ხომ აქ პერქსის დაბადების დღისთვის რა-
მის მოსაფიქრებლად მოვედით?! – შეახსენა ფილისმა.
– პერქსის დაბადების დღე არსად არ გაიქცევა, – მოუჭრა
ძმამ.
ისინი დაქანებული ჩასასვლელით არხის გასწვრივ გაყო-
ლებულ საბუქსირო ბილიკზე ჩავიდნენ. პიტერმა ანკესი წყალ-
ში ჩააგდო და თევზაობა განაგრძო, მაგრამ თევზი სატყუარას
არც ამჯერად მიეკარა.
უკვე თითქმის ბნელოდა. გოგონები ძალიან დაიღალნენ
და თავს ძლივს იკავებდნენ, იქვე არ ჩასძინებოდათ (ბობიმ
აღნიშნა, უკვე დიდი ხანია, ლოგინში უნდა ვიყოთო), რომ უეც-
რად ფილისმა – ეს რა არისო წამოიყვირა და ხელი ბარჟისკენ
გაიშვირა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ბავშვები ნაპირზე
ისხდნენ და პიტერი თევზაობდა, მათ თვალწინ კაიუტის თავზე
საკვამურიდან კვამლი ზევით მიიკლაკნებოდა და საღამოს
თბილ ჰაერში იფანტებოდა, მაგრამ ახლა აშკარად დაინახეს,
189
რომ კვამლის სქელ-სქელი ბოლქვები კაიუტის კარიდან გამო-
დიოდა.
– ხანძარია, რა უნდა იყოს, – მშვიდად უპასუხა პიტერმა, –
ეგრე მოუხდება, ღირსია.
– რას ამბობ, პიტერ! – წამოიძახა ფილისმა. – იქ ხომ საბ-
რალო ძაღლია.
– ბავშვი! იქ ხომ ბავშვია! – დაიკივლა ბობიმ.
სამივე წამის უსწრაფესად წამოხტა ფეხზე და ბარჟისკენ გა-
ქანდა.
როგორც ჩანს, მებარჟეს თოკები არც ისე ძლიერად დაეჭი-
მა, რის გამოც სუსტი ქარი, რომელსაც ბავშვები ვერც კი
გრძნობდნენ, ბარჟას წყალზე ნელა არწევდა და ხან აახლო-
ვებდა ნაპირს, ხანაც აშორებდა. პირველი, როგორც ყოველ-
თვის, ბობი გადახტა და პირდაპირ გემბანზე დახტა. ბობის პი-
ტერი მიჰყვა, მაგრამ ფეხი აუცურდა და წყალში ჩავარდა. პი-
ტერი ფსკერს ფეხს ვერ აწვდენდა, მაგრამ ბარჟის ბორტზე ხე-
ლის მოჭიდება მოასწრო და მხოლოდ კისრამდე დასველდა,
ფილისი კი ამასობაში თმაში ჩააფრინდა, რაც პიტერს, რა
თქმა უნდა, სულაც არ ესიამოვნა, მაგრამ სამაგიეროდ, ფილი-
სის დახმარებით წყლიდან ამოძრომა და ბარჟაზე ასვლა შეძ-
ლო, ასე რომ, სულ მალე ისიც გემბანზე იდგა და კაიუტისკენ
უკვე ფილისის წინ გარბოდა.
– გაჩერდი! – დაუყვირა მან ბობის, – მე შევალ! მე ხომ სვე-
ლი ვარ!
ის ბობის კაიუტის კართან დაეწია და უხეშად, ისეთი ძალით
ჰკრა ხელი, რომ გვერდზე მოისროლა. პიტერს რომ ხელი ასე
უხეშად თამაშის დროს ეკრა, ბობი სიმწრისა და ტკივილისგან
ალბათ მთელ დღეს იტირებდა, მაგრამ ახლა, მიუხედავად
იმისა, რომ გემბანზე წაქცევისას ტრიუმში ჩამავალი ლიუკის

190
კიდეს მუხლი და იდაყვი ჩამოარტყა და გადაიტყავა, მხოლოდ
ხმადაბლა წამოიკივლა და მაშინვე ფეხზე წამოხტა.
– არა, პიტერ, არა! გაჩერდი, მე ჩავალ! – დაიყვირა მან და
პიტერისკენ გაქანდა.
მაგრამ ვეღარ დაეწია, პიტერს კაიუტისკენ მიმავალ კიბეზე
უკვე ორი საფეხურის ჩარბენა მოესწრო და კვამლის სქელი
ფენა ფარავდა. მერე ის წუთით შეყოყმანდა, რაც კი ოდესმე
ხანძრების შესახებ გაეგონა და წაეკითხა ნაუცბათევად გაიხ-
სენა და ჯიბიდან წყალში ჩავარდნისას დასველებული ცხვირ-
სახოცი ამოიღო, მაგრამ, სანამ კვამლისგან თავდასაცავად
ცხვირზე აიფარებდა, ხმამაღლა დაიძახა:
– ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგადაა, ცეცხლი თითქმის
არ ჩანს.
პიტერმა, რა თქმა უნდა, იცრუა, მაგრამ დარწმუნებული
იყო, რომ სწორად ასე უნდა მოქცეულიყო, ამ ტყუილს ხომ ის
მხოლოდ იმისთვის ამბობდა, რომ ბობი გემბანზე დარჩენი-
ლიყო და უკან გამოდევნებით თავი საფრთხეში არ ჩაეგდო.
მაგრამ ტყუილმა, ცხადია, არ გაჭრა და ბობი ძმას კაიუტაში
ფეხდაფეხ ჩაჰყვა.
კაიუტის კედლებს ცეცხლის წითელი ენები ლოკავდა. ოთა-
ხის შუაგულში, მაგიდაზე ნარინჯისფერ ნისლში ჩაძირული პა-
რაფინის ლამფა იდგა და ოთახს მოკრძალებულად ანათებდა.
– ჰეი! ეი, პატარავ, სად ხარ? – დაიძახა პიტერმა და პირი-
დან ცხვირსახოცი მოიშორა თუ არა, ხველა აუტყდა.
– მოიცა, პიტერ, მე გამიშვი! – დაუყვირა ზურგს უკნიდან
ბობიმ და კვამლისგან თვალებამწვარი კინაღამ ორი ნაბიჯით
წინ გაჩერებულ ძმას მიეხეთქა.
მაგრამ პიტერმა ბობის ისევ ხელი ჰკრა, თანაც ამჯერად
უწინდელზე უფრო ძლიერად, ოღონდ უკან, კიბისკენ გააგდო
და თვითონ კაიუტის სიღრმისკენ წავიდა.
191
რომ არა ბავშვი, რომელიც სწორედ იმწუთას ატირდა, ეს
ამბავი ალბათ საშინელი ტრაგედიით დამთავრდებოდა, მაგ-
რამ საბედნიეროდ, ბავშვმა ტირილი დაიწყო და პიტერიც
კვამლში ხელის ცეცებით სწორედ მის ხმაზე წავიდა. სულ რამ-
დენიმე წამიც და მან რაღაც პატარა, თბილი და ცოცხალი იპო-
ვა, მაშინვე ხელში აიყვანა და უკან, კიბისკენ გზის გასაგნებად
შებრუნდა თუ არა, კინაღამ ზუსტად მის კვალდაკვალ მომა-
ვალ ბობის დაეჯახა. იმავწუთს პიტერს ფეხზე ძაღლი მისწვდა
და კბენა დაუპირა, მაგრამ მხოლოდ საცოდავად დაყეფებაღა
შეძლო.
– ბავშვი მე მიჭირავს, – ამოიხავლა პიტერმა, ცხვირსახო-
ცი იქვე დააგდო, კიბისკენ წავიდა და გემბანზე აფორთხდა.
ბობი კი ხელის ცეცებით იმ ადგილისკენ დაიხარა, საიდა-
ნაც ყეფა გაიგონა და თითქმის იმწუთას დაბალბეწვიანი ძაღ-
ლის განიერ ზურგს შეეხო. ძაღლმა თავი მოაბრუნა და ამჯე-
რად ბობის წაავლო მაჯაზე პირი, თუმცა არც ბობისთვის უკბე-
ნია. ეს პირის წავლება უფრო ფრთხილი და სათუთი იყო, ვიდ-
რე მტრული, ისეთი, თითქოს ეუბნებოდა, მე ხომ ძაღლი ვარ
და თუ ჩემი პატრონის კაიუტაში უცხოები შემოდიან, ვალდებუ-
ლი ვარ ვიყეფო და დაუპატიჟებელ სტუმრებს ვუკბინო კიდეც,
მაგრამ ვიცი, რომ შენ ჩვენს გადასარჩენად მოხვედი და ამი-
ტომ, კბილებს სულ ოდნავ მოგიჭერ, ნუ გეშინია, არ გატკენო.
ბობიმ ხელი უკან წაიღო.
– გეყოფა, დამშვიდდი, შენ ხომ ჭკვიანი ძაღლი ხარ, წამო-
დი, უკვე ყველაფერი კარგადაა, – შეეცადა ის ძაღლის დამშვი-
დებას და თვითონაც სასწრაფოდ გემბანზე ავარდა, – პიტერ,
ჩქარა, ბავშვი მომეცი, თორემ შენ ისეთი სველი ხარ, ეგეც
დასველდება და გაცივდება.პიტერმა ჩვრებში გახვეული უც-
ნაური პატარა ფუთა, რომელიც მის მკლავებში იგრიხებოდა
და საშინლად ღნაოდა, დას სიხარულით გადაულოცა.
192
– ახლა მიდი, პირდაპირ იმათთან გაიქეცი, – უთხრა ბავ-
შვის გამორთმევისთანავე ძმას, – ხომ გახსოვს, „ვარდსა და
გვირგვინში“ არიან და ყველაფერი მოუყევი, მე და ფილი კი
პატარასთან დავრჩებით... ჩუმად, საყვარელო, ჩუმად... ნუ ტი-
რი, ბარტყო... – მიდი, პიტერ, რაღას ელოდები, დროზე, გაიქე-
ცი!
– ამ სველი ტანსაცმლით ვერ ვირბენ, ბობი, – უარის ნიშ-
ნად თავი გააქნია პიტერმა, – ისე მძიმედ მკიდია ტანზე, რომ
ახლა უბრალოდ ნელა სიარულს თუ შევძლებ.
– მაშინ მე გავიქცევი, – მტკიცედ გამოაცხადა ბობიმ, –
ფილ, მიდი, ნაპირზე დაჯექი, რომ ბავშვი მოგცე.
ბობიმ მყვირალა ფუთა ნაპირზე მოხერხებულად მოკალა-
თებულ ფილისს ფრთხილად გადასცა და ფილისმაც დაიწყო
დაუყოვნებლივ ბავშვის დარწევა და დაწყნარება. ამასობაში
პიტერი, ისე, რომ სველი ტანსაცმლის გახდა არც უფიქრია, პე-
რანგის სახელოებიდან და შარვლის ტოტებიდან ხელის ჩა-
მოსმით წყლის გამოწურვას ცდილობდა. ბობი კი, რომელსაც
ხიდი უკვე გადაერბინა, ჩამოწოლილ ბინდბუნდში თეთრად
მოქათქათე გრძელი და სრულიად ცარიელი გზით, რაც ძალი
და ღონე ჰქონდა, „ვარდისა და გვირგვინისკენ“ გარბოდა.
„ვარდი და გვირგვინი“ ძველებური ნივთებით გაწყობილი
მყუდრო და სიმპათიური ტრაქტირი იყო, სადაც საღამოობით
მებარჟეები და მათი ცოლები იკრიბებოდნენ, ლუდს სვამდნენ
და ჭერიდან ჩამოშვებული და ქვედა ნაწილში ფართოდ პირ-
დაფჩენილი საკვამურის ქვეშ მოწყობილ მაყალზე, რომელშიც
ნაკვერჩხალი ტკაცუნობდა, ვახშმისთვის წინასწარ გამზადე-
ბულ თავიანთ ყველიან ბუტერბროდებს ხუხავდნენ. ეს მაყალი
ოთახს სითბოში ხვევდა და იქაურობას იმაზე მეტ სილამაზესა
და სიმყუდროვეს სძენდა, ვიდრე ნებისმიერი ბუხარი, რაც კი
ოდესმე მინახავს.
193
მაყალს მებარჟეებისა და მათი ცოლების სასიამოვნო და
ხალისიანი კომპანია შემოსხდომოდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ
თქვენ ეს თავყრილობა სასიამოვნოდ სულაც არ მოგჩვენებო-
დათ, მაგრამ თავად ისინი სწორედ ასე ფიქრობდნენ და ეს ბუ-
ნებრივიცაა: ისინი ხომ ყველანი ერთმანეთის მეგობრები და
ნაცნობები იყვნენ. ერთი და იგივე აწუხებდათ და უხაროდათ,
ერთი და იგივე მოსწონდათ ან არ მოსწონდათ და ლაპარაკის
დროსაც თავიანთ აზრებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთისთვის გა-
საგებ ენაზე გადმოსცემდნენ, ეს კი, მე თუ მკითხავთ, ნებისმიე-
რი კომპანიისთვის სასიამოვნო ურთიერთობის მთავარი სა-
იდუმლო და წინაპირობაა. მებარჟე ბილი, რომელიც ასე ძა-
ლიან არ მოეწონათ ბავშვებს, თავისიანებს შორის შესანიშნავ
მეგობრად ითვლებოდა და ახლაც ყველა სწორედ მას უსმენდა
ყურადღებით, ის კი ამასობაში, ამასწინათ თავს გადახდენილ
ამბავს ჰყვებოდა, რაც თავისთავად დანარჩენი მებარჟეების-
თვისაც საინტერესო იყო და თან ბარჟებთან დაკავშირებულ
პრობლემასაც ეხებოდა.
– ჰოდა, მოკლედ, გავიხედოთ და არ შემომითვალა, რაც
გინდა ქენი, მარა ბარჟა შეღებეო?! ოღონდაც რაფრად შევღე-
ბო ის რო არ მითხრა იმ ძაღლმიმკვდარმა! მეც კიდევ ავიღე და
მწვანე საღებავი გამოვართვი მაღაზიაში ნისიად და სუმ-
თლად, აი, ცხვირიდან და კიჩომდე, სუმთლად მწვანედ შევღე-
ბე! ჰოდა, მერე გავიხედო და თავისი ფეხით არ მომადგა?! მო-
ვიდა და მეკითხება, ეგრე სუმთლად მწვანედ რათ შეგიღებავ-
სო? მე კიდე ვეუბნები, ეგე, უყურე, რა ლამაზია, პირველი კლა-
სის ბარჟას არა ჰგავს-მეთქი?! თავიდანვე მივხვდი, რო ეგეთი
ლამაზი გამოვიდოდა და სუმთლად მწვანეთაც მაგიტომ შევ-
ღებე-მეთქი! ის შობელძაღლი კიდევ დაიჯღანა და გაგიგო-
ნია,რა მითხრა?! თუ ასე ძალიან მოგწონს, მაშინ ადექი და ეგ

194
საღებავის ფულიც შენ გადაიხადეო! ჰოდა, ავდექი და გადავი-
ხადე, აბა, რაღას ვიზამდი?!
„ვარდსა და გვირგვინს“ თანაგრძნობის გუგუნმა გადაურ-
ბინა. ზუსტად ამ დროს ტრაქტირში შემოსასვლელი კარი ფარ-
თოდ გაიღო და დარბაზში ტყვიასავით შევარდა ბობი.
– ბილ! ბილ! – დაიყვირა აქოშინებულმა. – მებარჟე ბილი,
სასწრაფოდ მებარჟე ბილი მჭირდება!
დუდუნი და ხმადაბალი ღრიანცელი უეცრად სამარისებურ-
მა სიჩუმემ შეცვალა და მოწყურებული პირებისკენ წაღებული
ლუდით სავსე კათხები ჰაერში გაიყინა.
– ოჰ! – შვებით ამოიოხრა ბობიმ, რადგან სწორედ იმწუთას
მებარჟის წითურთმიანი ცოლი დაინახა, – ბარჟაზე თქვენი
კაიუტა იწვის! ჩქარა, ჩქარა, წამოდით!
ქალი მაშინვე ფეხზე წამოხტა და ტლანქი წითური ხელი მუ-
ცელთან, მარცხენა მხარეს, დაახლოებით იმ ადგილას მიიჭი-
რა, სადაც უეცრად შეშინებულებსა და რამით თავზარდაცემუ-
ლებს, როგორც წესი, გვეჩვენება ხოლმე, რომ გული გვივარ-
დება.
– რეჯინალდ ჰორას! – უეცრად საშინელი ხმით დაიკივლა
სასოწარკვეთილმა. – ღმერთო! ჩემი რეჯინალდ ჰორასი!
– თუ ბავშვს გულისხმობთ, კარგადაა, ნუ ნერვიულობთ,
ჩვენ გამოვიყვანეთ... და კიდევ, ძაღლიც, როგორღაც ამოიქო-
შინა შეუჩერებელი სირბილისგან გულამომჯდარმა ბობიმ და
წამიერი სულის მოთქმის შემდეგ ჰაერი მხოლოდ იმისთვისღა
ეყო, რომ დაემატებინა: – რაღას ელოდებით, ჩქარა, გაიქე-
ცით... კაიუტა იწვის!
მერე ძალაგამოცლილი იქვე, იმ მაგიდასთან დაეშვა სკამ-
ზე, სადაც იდგა და სულის მოთქმას შეეცადა, ასეთი სწრაფი და
შეუჩერებელი სირბილისგან ისე ქოშინებდა, შეგრძნება ჰქონ-

195
და, რომ ნორმალურად სუნთქვას უკვე ვეღარასოდეს შეძლებ-
და.
სანამ მებარჟე ბილი მძიმედ და აუჩქარებლად წამოიმართა
თავისი სკამიდან და ბობის მოტანილი ამბის ბოლომდე გააზ-
რება შეძლო, მისი ცოლი უკვე ტრაქტირიდან ასი იარდის მო-
შორებით იყო და ბარჟისკენ გარბოდა.
ნაპირზე მჯდომ ერთიანად აკანკალებულ ფილისს სიცივის-
გან უკვე კბილებიც კი უკაწკაწებდა, ამიტომ ვერც ნაბიჯების
ხმა გაიგო და სირბილით მოახლოებულ ქალს ყურადღება
მხოლოდ მას შემდეგ მიაქცია, რაც ის მოაჯირს გადმოახტა და
ნაპირის ციცაბო დაღმართზე თავპირისმტვრევით ჩამორბე-
ნისთანავე ბავშვი ხელიდან გამოსტაცა.
– ფრთხილად! – უსაყვედურა ქალს ხმადაბლა. – ახლახან
დავაძინე.

***
ბილი, რომელმაც თავის ბარჟამდე შედარებით გვიან მო-
აღწია, ისე გაუგებრად ლაპარაკობდა და ისეთ სიტყვებსა და
ფრაზებს წამოისროდა ხოლმე, ბავშვებს აქამდე ყურიც რომ
არ მოეკრათ. ის გამოჩენისთანავე ბარჟაზე გადახტა და ხან-
ძრის ჩაქრობა დაიწყო, წყალს არხიდან ვედროთი იღებდა და
ცეცხლწაკიდებულ კაიუტას ასხამდა, პიტერი კი ეხმარებოდა
და ხანძრის ჩაქრობაც მალევე მოხერხდა. ამასობაში კი, ფი-
ლისი, ბილის წითურთმიანი ცოლი და მათი შვილი, ცოტა ხნის
შემდეგ კი ტრაქტირიდან უკან დაბრუნებული ბობიც ნაპირზე
ისხდნენ და ერთმანეთს ეკვროდნენ.
– ღმერთო მაპატიე, – მოთქვამდა წითურთმიანი ქალი, –
ღმერთო, ბილი ხომ არასდროს მაპატიებს, თუ მე დამრჩა რამე
ისეთი, რის გამოც ცეცხლი გაჩნდა...
196
მაგრამ ხანძარი მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. თურმე
მებარჟე ბილს დაუვარდა ჩიბუხიდან ფერფლის გამოყრისას
ნამწვი ბუხართან, ხალიჩაზე და ისიც იქამდე ღვიოდა, სანამ
ხალიჩას ცეცხლი არ წაეკიდა. ბილს კი, მართალია, ძალიანაც
მკაცრი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ უსამართლობას ნამდვილად
ვერ დასწამებდი, ამიტომაც თავისი შეცდომისა და უყურადღე-
ბობის ცოლისთვის გადაბრალება არც უცდია და ისე მოიქცა,
როგორც სხვა მებარჟეებს – და არა მარტო მებარჟეებს, საერ-
თოდ, კაცების უმეტესობას – აზრადაც არ მოუვიდოდა, ბრალი
თავის თავზე აიღო.

***
როდესაც ბოლოს და ბოლოს ბავშვები სამსაკვამურიან
სახლში დაბრუნდნენ, დედა ნერვიულობისგან უკვე ადგილს
ვეღარ პოულობდა. სახლში სამივენი თავით ფეხამდე გალუმ-
პულები დაბრუნდნენ, ეტყობა, ჩვილის ერთმანეთისთვის გა-
დაწოდება-გადმოწოდებით, თუ როგორღაც სხვანაირად, ისე
მომხდარიყო, რომ პიტერის სველმა ტანსაცმელმა დების კაბე-
ბიც დაასველა. მათი არეულ-დარეული და უთავბოლო მონა-
ყოლიდან დედამ თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ, როდე-
საც ბოლოს და ბოლოს გაარკვია, სად იყვნენ და რას აკეთებ-
დნენ, ბავშვებს უთხრა, სწორად მოიქეცით და ასეთ ვითარება-
ში თქვენგან სხვანაირად მოქცევას, რა თქმა უნდა, არც ველო-
დიო. ბოლოს კი ნება დართო, მებარჟე ბილთან გამომშვიდო-
ბებისას მისგან მიღებული გულითადი მიწვევაც მიეღოთ.
– მოკლედ, ხვალ დილის შვიდ საათზე აქ დაერჭობით, – გა-
მოუცხადა ბილმა ბავშვებს, ერთმანეთს რომ ემშვიდობებოდ-
ნენ, – ფარლამდე წაგიყვანთ და უკანაც ამოგიყვანთ და თანაც

197
ეს არცერთი პენსი არ დაგიჯდებათ. აი, ასე! ცხრამეტ რაბს19
გავივლით, ცხრამეტს, აბა!
სიტყვა „რაბის“ მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არცერთმა
არ იცოდა, მაგრამ დილის შვიდ საათზე სამივენი კალათაში
ჩაწყობილი ყველიანი ბუტერბროდებით, ნახევარი ბისკვიტი-
თა და მეოთხედი ცხვრის კანჭით უკვე ხიდზე იდგნენ.
ბარჟით გასეირნებამ ბავშვებზე საოცარი შთაბეჭდილება
მოახდინა. ბებერი თეთრი ცხენი ბარჟას თოკებით ეწეოდა და
ისიც არხის უძრავ წყალზე ნელა, შეუფერხებლად და თანაბ-
რად მისრიალებდა. თავს ზემოთ უღრუბლო ცა ლაჟვარდის-
ფრად ლივლივებდა. მისტერ ბილი კი მთელი მონდომებით
ცდილობდა, ბავშვებისთვის, რაც შეიძლებოდა, კარგი და გუ-
ლითადი მასპინძლობა გაეწია, ისეთი შთაბეჭდილება რჩებო-
და, რომ ის ბრაზიანი მებარჟე, წინა დღეს პიტერს რომ ყური
აუწია, და მისტერ ბილი სულაც სხვადასხვა ადამიანები იყვნენ.
რაც შეეხება მისის ბილს, მის ქცევასა და ბავშვების მიმართ
დამოკიდებულებაში წინა დღისგან განსხვავებული არაფერი
იგრძნობოდა, რადგან, როგორც ბობიმ აღნიშნა, ის თავიდან-
ვე კეთილი, თბილი და ძალიან საყვარელი იყო, ისევე, რო-
გორც მათი პატარა შვილი და სპოტიც კი, რომელსაც აშკარად
ეტყობოდა, რომ თავისი პატრონების დასაცავად შეიძლება ნე-
ბისმიერისთვის ეკბინა, მაგრამ ბარჟაზე ასულ ბობის, პიტერსა
და ფილისს კეთილგანწყობილი კუდის ქიცინით შეხვდა.
– დედა, რომ იცოდე, რა არაჩვეულებრივი იყო! – წამოიძა-
ხა პიტერმა, როდესაც საღამოსპირს სახლში სამივე უსაზ-
ღვროდ ბედნიერი, საშინლად დაღლილი და თავით ფეხამდე
ამოგანგლული დაბრუნდა. – პირდაპირ იმ სახელგანთქმული

19
ნაგებობა მდინარეზე ან არხზე, რომლის საშუალებითაც გემები გადაჰყავთ
ერთი ადგილიდან მეორეზე, სადაც წყლის დონე განსხვავებულია
198
აკვედუკის ქვეშ გავცურეთ! და რაბები?! ვერც კი წარმოიდგენ
რა მაგარი რამეა! თავიდან თითქოს მიწაში ეფლობი და მერე
როდესაც გეჩვენება, რომ ეს ჩაფლობა აღარასოდეს დამთავ-
რდება, უზარმაზარი ორფრთიანი შავი ალაყაფის კარი ნელ-
ნელა იღება და ბარჟა, როგორც მანამდე, ისევ არხს მიუყვება.
– ჰო, ვიცი, – თქვა დედამ, – ტემზაზეცაა რაბები და მე და
მამათქვენი, სანამ დავქორწინდებოდით, მარლოუმდე წავე-
დით გემით.
– და რომ იცოდე, რა საყვარელი შვილი ჰყავთ! პაწაწინა,
სასაცილო ბარტყი! – წამოიძახა ბობიმ. – უფლება მომცეს,
რამდენიც მინდოდა, ხელში მჭეროდა და დამერწია. და იცი,
როგორ მიხაროდა?! რა ცუდია, დე, რომ ასეთი პატარა ძმა ან
და არ გვყავს და ყოველდღე იმასთან თამაში არ შეგვიძლია.
– და თან ყველა ძალიან კარგად გვექცეოდა და ძალიან
თბილი იყო ჩვენ მიმართ! – აჰყვა და-ძმას ფილისი, – ყველა,
ვისაც იქ შევხვდით. და ყველამ გვითხრა, რომ ამიერიდან შეგ-
ვიძლია, სადაც მოგვინდება, იქ ვითევზაოთ. ბილი კი დაგ-
ვპირდა, აქეთობას, თქვენს სოფელთან რომ ჩამოვივლი, სწო-
რად თევზაობას გასწავლითო, გვითხრა, არასწორად თევზა-
ობთო.
– უფრო სწორად, შენ გითხრა, სწორად არ თევზაობო, – შე-
უსწორა მაშინვე პიტერმა, – და, დედა! კიდევ დაგვპირდა, არ-
ხის მთელ გაყოლებაზე, ზევითაც და ქვევითაც, ყველა მებარ-
ჟეს ვეტყვი, რომ თქვენ ნაღდი, ჯიგრიანი ბავშვები ხართ და გა-
ვაფრთხილებ, კარგად მოგექცნენო!
– მე კიდევ ვუთხარი, – ძმას სიტყვა გააწყვეტინა ფილისმა,
– მაშინ, სათევზაოდ რომ წავალთ, მკლავზე წითელ ლენტებს
შემოვიხვევთ-მეთქი, აი, ხომ გესმის, რომ გვიცნონ და მიხ-
ვდნენ, რომ ბილის ნაღდი მეგობრები ვართ და თევზაობა არ
დაგვიშალონ.
199
– როგორც ვხედავ, ბევრი ახალი მეგობარი შეგიძენიათ, –
გაუღიმა ბავშვებს დედამ, – ჯერ რკინიგზაზე დაუმეგობრდით
ყველას, ახლა კი არხზე გადახვედით, არა?
– რა თქმა უნდა, – სიხარულით აენთო თვალები ბობის, –
საერთოდაც, ასე მგონია, რომ შეიძლება მთელ მსოფლიოში
ყველა დაგიმეგობრდეს, თუ შენს კეთილ დამოკიდებულებას
დაინახავს.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – ჩაფიქრებული სახით ამოი-
ოხრა დედამ, – მაგრამ საკმარისია, ახლა თქვენი ძილის
დროა, ჩემო წიწილებო.
– ჰო, – დაეთანხმა ფილისი, მაგრამ უეცრად შეშფოთებუ-
ლი გამომეტყველებით და-ძმისკენ შებრუნდა და ნაწყენმა და-
ამატა: – მაგრამ ჩვენ ხომ იქ იმისთვის წავედით, რომ პერქსის
დაბადების დღისთვის რამე მოგვეფიქრებინა და არაფერიც არ
მოვიფიქრეთ!
– ჰო, არ მოვიფიქრეთ, – დაუდასტურა ბობიმ, – სამაგი-
ეროდ, პიტერმა რეჯინალდ ჰორასი გადაარჩინა. ბავშვის გა-
დარჩენა ერთი საღამოსთვის სრულიად საკმარისია.
– ბობი თვითონაც გადაარჩენდა, ხელი რომ არ მეკრა და
წამექცია. თანაც ორჯერ, – გულახდილად აღიარა პიტერმა და
უფროს დას სიყვარულით გადახედა.
– მეც გადავარჩენდი, – არ ჩამორჩა და-ძმას ფილისი, – უბ-
რალოდ, ის არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამერჩინა.
– ყოჩაღ, ჩემო საყვარლებო, თქვენ ბავშვის სიცოცხლე გა-
დაარჩინეთ და ამით ნამდვილი გმირობა ჩაიდინეთ, ვფიქრობ,
ერთი საღამოსთვის ეს მართლაც სრულიად საკმარისია, – ბო-
ბის სიტყვები გაიმეორა დედამ და უეცრად შეშფოთებულმა
დაამატა: – და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ თვითონაც არა-
ფერი დაგიშავდათ!

200
თავი მეცხრე - პერქსის სიამაყე

ერთ დილასაც, საუზმის დროს, როდესაც დედა შვილებს


რძეს უსხამდა და თეფშებზე შვრიის ფაფას უნაწილებდა, ბავ-
შვებმა შენიშნეს, რომ დედის სახე სიხარულით ჰქონდა განა-
თებული.
– ჰო, ჩემო ბარტყებო, – გამოუცხადა ბავშვებს ღიმილით,
– მიტილუსების ხელმწიფეზე დაწერილი მოთხრობა გავყიდე,
ასე რომ, დღეს ჩაიზე ფუნთუშები გვექნება. შეგიძლიათ გაიქ-
ცეთ და როგორც კი გამოაცხობენ, წამოიღოთ. თუ არ ვცდები,
გასაყიდად თერთმეტზე გამოაქვთ ხოლმე, არა?
პიტერმა, ფილისმა და ბობიმ ერთმანეთს გადახედეს და
შეთქმულთა სამივე წყვილ თვალში ერთი და იგივე აზრი გაკ-
რთა.
– დედიკო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ფუნთუშები
დღეს კი არა, თხუთმეტში ვიყიდოთ? – ჰკითხა ბობიმ, – შემდეგ
ხუთშაბათს...
– ჩემთვის სულერთია, როცა გინდათ, მაშინ ვიყიდოთ, –
უპასუხა დედამ, – მაგრამ მაინცდამაინც თხუთმეტში რატომ?
– იმიტომ, რომ თხუთმეტში პერქსის დაბადების დღეა, ოც-
დათორმეტი წლის ხდება, – აუხსნა დედას ბობიმ, – მაგრამ
გვითხრა, ჩემი დაბადების დღის არსებობა დიდი ხანია დამა-
ვიწყდა და აღარც ვზეიმობ, იმიტომ, რომ მაგის გარდა ჩემს
ცხოვრებაში ბევრი საზრუნავიაო. და თანაც ჩვენსავით სა-
იდუმლოებების შენახვა და კურდღლების მოვლა კი არ ადარ-
დებს, თავისი ქალისა და ბალღების რჩენაზე ფიქრობს.

201
– ალბათ, ცოლსა და შვილებს გულისხმობ, არა? – ჰკითხა
ბობისგან უჩვეულო სიტყვების მოსმენით გაკვირვებულმა დე-
დამ.
– ჰო, – დაუდასტურა მაშინვე ფილისმა, – ეს ხომ ერთი და
იგივეა, არა? უბრალოდ, პერქსმა თქვა ასე და ბობიმაც გა-
იმეორა.
– ჰოდა, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, პერქსისთვის
დაბადების დღე მოგვეწყო, – მხარი აუბა დებს პიტერმა, – შენც
ხომ იცი, დე, პერქსი ჩვენი ნამდვილი მეგობარია და ყოველ-
თვის კარგად გვექცევა. ამიტომ მოვილაპარაკეთ, რომ შემდეგ
ჯერზე, როცა ფუნთუშების დღე გვექნებოდა, შენთვის გვეთხო-
ვა და ფუნთუშების ყიდვა პერქსის დაბადების დღისთვის დაგ-
ვემთხვია.
– კარგი, მაგრამ იმ შემთხვევაში რას იზამდით, მოთხრობა
რომ არ გამეყიდა და თხუთმეტ რიცხვამდე ფუნთუშების დღე
არ დამდგარიყო? – დაინტერესდა დედა.
– მაშინ გთხოვდით, რომ ფუნთუშების დღე ნაადრევად მო-
გეწყო და, როდესაც შემდეგი ფუნთუშების დღე დადგებოდა,
ფუნთუშებს აღარ ვიყიდდით, – აუხსნა ფილისმა.
– ნაადრევად კი არა, წინასწარ, – გაუსწორა დედამ, – აჰა,
გასაგებია და, რა თქმა უნდა, უფლებას გაძლევთ, ფუნთუშების
დღე თხუთმეტში გადაიტანოთ... იცით, მგონი, ურიგო არ იქნე-
ბოდა, ფუნთუშებზე ზემოდან ვარდისფერი შაქრით მისი სახე-
ლი დაგეწერათ.
– პერქსი? – დაეჭვებული სახით იკითხა პიტერმა და ჩაფიქ-
რდა, – არაა, ფუნთუშებზე შაქრით დასაწერად რაღაც არ მომ-
წონს...
– პერქსი ხომ გვარია, შეგვიძლია სახელი დავაწეროთ, ად-
რე ვკითხე და, ვიცი, ალბერტი ჰქვია და, მგონი, მშვენიერი სა-
ხელია, – თქვა ფილისმა.
202
– ანდა, უბრალოდ, ინიციალები: ა. პ., – ურჩია ბავშვებს დე-
დამ, – თხუთმეტში, ფუნთუშებს რომ იყიდით, გაჩვენებთ, რო-
გორ უნდა დააწეროთ.
ფუნთუშები, რა თქმა უნდა, არ იყო ცუდი იდეა, მაგრამ, ბავ-
შვების აზრით, თითო ნახევარ პენსად ნაყიდი თოთხმეტი ფუნ-
თუშა, თუნდაც ვარდისფერი შაქრით ზედ გამოყვანილი პერ-
ქსის ინიციალებით, ნამდვილი ზეიმის განწყობასა და ატმოს-
ფეროს მაინც ვერ შექმნიდა.
– ფუნთუშების გარდა, ბოლოს და ბოლოს ყვავილების მი-
ტანაც ხომ შეგვიძლია, – თქვა ბობიმ პერქსის დაბადების
დღისთვის რამე საინტერესოს მოსაფიქრებლად საგანგებოდ
მოწყობილ საიდუმლო თავყრილობაზე, რომელიც ზუსტად სა-
ჯინიბოს თავზე, სათივეში ტარდებოდა, სადაც გატეხილი ნამ-
გალი ეგდო და იატაკზე სპეციალურად იმისთვის, რომ სათივი-
დან ჩაყრილი თივა პირდაპირ ცხენებისთვის განკუთვნილ ბა-
გაში მოხვედრილიყო, განიერი ნახვრეტები იყო ამოჭრილი.
– პერქსს ყვავილები თავისიც თავზე საყრელად აქვს, – არ
მოუწონა აზრი პიტერმა.
– შეიძლება ადამიანს ყვავილები თვითონაც ბევრი ჰქონ-
დეს, მაგრამ საჩუქრად მიღება, ჩემი აზრით, მაინც ყველას
უხარია, – აუხსნა ძმას ბობიმ, – თანაც აუცილებელი ხომ არ
არის, მაინცდამაინც თაიგული ვაჩუქოთ, შეგვიძლია, დავწნათ
ან ერთმანეთს გადავაბათ და რამეზე შემოსაყოლებელი ჩარ-
ჩო გავაკეთოთ. ოღონდ ისიც მოსაფიქრებელია, ფუნთუშების
გარდა ყვავილები რის გარშემო შემოვწნათ.
– ჰოდა, მოდი, გავჩუმდეთ და მოვიფიქროთ, – ჩაერთო
ლაპარაკში ფილისი, – და იცოდეთ, ერთი სიტყვაც აღარ
ვთქვათ, სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ.და ისინიც ისე გაისუს-
ნენ, რომ თავის სოროში შეყუჟულ ყავისფერ ვირთხას ეგონა,

203
სათივეზე აღარავინ არისო და სამალავიდან თამამად გამოვი-
და. მაგრამ სწორედ ამ დროს ბობიმ უეცრად დააცემინა. სრუ-
ლიად გაოგნებული და თავზარდაცემული ვირთხა ისევ უკან,
თავისი სამალავისკენ, იმ აზრით გულდამძიმებული გაიქცა,
რომ სათივე, სადაც ამ ბოლო დროს რატომღაც ასეთი უცნაუ-
რი ამბები ხდებოდა, მშვიდად და განმარტოებით მცხოვრები
ხანდაზმული და პატივსაცემი ვირთხისთვის შესაფერისი ადგი-
ლი ნამდვილად ვეღარ იქნებოდა.
– ვაშაა! – წამოიძახა მოულოდნელად პიტერმა და, სიხა-
რულისგან მაშინვე ფეხზე წამომხტარმა, იატაკზე დაყრილი
თივის პატარა გროვას გაჰკრა ფეხი. – მოვიფიქრე!
– რა მოიფიქრე? – ერთდროულად ჰკითხეს დებმა.
– რა და, აი, რა მოვიფიქრე! პერქსი ხომ ყველას მიმართ
ასეთი თავაზიანი და კეთილია, ჰოდა, ვფიქრობ, სოფელში
ბევრი ვინმე იქნება ისეთი, ვისაც პერქსისთვის დაბადების
დღის მოწყობა მოუნდება. მოდი, ყველა ჩამოვიაროთ და
ვკითხოთ.
– მაგრამ დედამ ხომ გვითხრა, არავის არაფერი არ უნდა
სთხოვოთო, – დააეჭვა პიტერის გეგმამ ბობი.
– დედამ გვითხრა, თქვენთვის არ სთხოვოთო, სულელო,
სხვებისთვის კი არა! – ნიშნის მოგებით წამოიძახა პიტერმა. –
ისე, მე მოხუც ჯენტლმენსაც ვეტყვი და ვნახოთ, აბა, რას იტ-
ყვის...
– მგონი, ჯობია, ჯერ მაინც დედას ვკითხოთ, – გამოაცხადა
ბობიმ მტკიცედ.
– კარგი რა, ბობი, ყველა წვრილმანზე დედა ხომ არ უნდა
შევაწუხოთ, მით უმეტეს, რომ, ხომ იცი, ახლა მუშაობს და და-
კავებულია, – აწუწუნდა პიტერი, – დამიჯერე, არ გაბრაზდება.
მოდი, ჯობია ახლავე სოფელში წავიდეთ და გავიგოთ, რას
გვეტყვიან.
204
და ისინიც წავიდნენ. სოფლის ფოსტის მოხელე მოხუცმა
ქალბატონმა გამოუცხადა, ჩემთვის გაუგებარია, სხვებზე მე-
ტად მაინცდამაინც პერქსი რატომ იმსახურებს დაბადების
დღის გადახდასო.
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაბადების დღის გადახდას ყველა
იმსახურებს და გვინდა, რომ ყველა აწყობდეს ზეიმს, მაგრამ,
სამწუხაროდ, ჩვენ მარტო პერქსის დაბადების დღის თარიღი
ვიცით, სხვების კი – არა, – აუხსნა ქალს ბობიმ.
– ჩემი, მაგალითად, აი, ხვალ არის, – გამოუცხადა მოხუც-
მა ქალბატონმა, – მაგრამ, რა, აინტერესებს ვინმეს? არა, რა
თქმა უნდა! ჰოდა, არც მე მაინტერესებს პერქსის დაბადების
დღე! აქედან მიბრძანდით და კარგად ბრძანდებოდეთ!
და ისინიც წავიდნენ.
ადამიანების ერთი ნაწილი მათი თხოვნის პასუხად გულის-
ხმიერებას იჩენდა, მეორე კი, პირიქით, ბავშვებს თავიდან
იშორებდა და თან ძალიან მშრალად და უხეშადაც. ზოგი მზად
იყო, პერქსისთვის რამე ეჩუქებინა, ზოგი კი კატეგორიული უა-
რით ისტუმრებდა უკან. ადამიანებისთვის რაღაცის თხოვნა,
მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაც ბობის, პიტერსა და ფილისს
სხვის გასახარებლად უნდოდათ, საკმაოდ რთული საქმე აღ-
მოჩნდა. თუმცა, თუ ასეთი რამის გაკეთება ოდესმე თქვენც
გიცდიათ, რა თქმა უნდა, თვითონაც კარგად გეცოდინებათ.
სახლში დაბრუნებულმა ბავშვებმა ის ყველაფერი დაითვა-
ლეს, რაც ხალხმა მისცა, ან დაჰპირდა, მოგცემთო და აღმოჩ-
ნდა, რომ პირველი დღის კვალობაზე საქმე არც ისე ცუდად მი-
დიოდა. პიტერმა შეგროვებული და დაპირებული ნივთების
სია იმ ბლოკნოტში ჩამოწერა, სადაც ორთქლმავლების ნომ-
რებს იწერდა ხოლმე და ჩამონათვალი ასეთი გამოვიდა:
მოგვცეს:
ჩიბუხი – საკონდიტრო მაღაზიამ.
205
ნახევარი გირვანქა ჩაი – ბაყალმა20
შალის შარფი (ოდნავ გახუნებული) – საბაყლოს მოპირდა-
პირე მხარეს ფართლეულის მაღაზიამ.
ციყვის ფიტული – ექიმმა.
დაგვპირდნენ:
ხორცის ნაჭერს – ყასაბი.
ექვს ახალ კვერცხს – ქალი, რომელიც გზისპირა ძველ კო-
ტეჯში ცხოვრობს.
თაფლით სავსე ფიჭის სატეხს და ფეხსაცმლის ექვს წყვილ
თასმას – მეწაღე.
რკინის ნიჩაბს – მჭედელი.
მეორე დღეს ბობი ლოგინიდან დილაუთენია წამოხტა და
მაშინვე ფილისიც გააღვიძა. ეს იყო წინასწარ მოფიქრებული
გეგმა, რომელიც, იმის შიშით, რომ პიტერი მათ ჩანაფიქრს სი-
სულელედ ჩათვლიდა, გადაწყვიტეს, ძმისთვის მხოლოდ იმ
შემთხვევაში ეთქვათ, თუ იდეა გაამართლებდა და ყველაფე-
რი კარგად ჩაივლიდა.
მათ ვარდები მოჭრეს და დიდი თაიგული შეკრეს, მერე ბო-
ბის დაბადების დღისთვის ფილისის შეკერილ ნემსების ჩასარ-
ჭობთან და ფილისისავე ძალიან ლამაზ ცისფერ ჰალსტუხთან
ერთად ვარდები კალათაში ჩააწყვეს და წარწერით: „მისის
რანსომს დიდი სიყვარულით, იმიტომ, რომ დღეს მისი დაბა-
დების დღეა!“ შიგ ლამაზი მისალოცი ბარათი ჩააყოლეს. ყვე-
ლაფერს რომ მორჩნენ, კალათი აიღეს, სოფლის საფოსტო
განყოფილებაში გაიქცნენ და კალათის დახლზე დადგმა და
უკან გამოქცევა ისე მოახერხეს, რომ წუთით შებრუნებულმა
მოხუცმა ქალბატონმა ვერაფერი ვერ შენიშნა.

20
ბ ა ყ ა ლ ი - მზა სანოვაგით და წვრილმანებით მოვაჭრე
206
გოგონები სახლში რომ დაბრუნდნენ, პიტერს, რომელიც
თურმე ამ დროს დედას საუზმის მომზადებაში ეხმარებოდა,
მისთვის პერქსის დაბადების დღის შესახებ თავიანთი გეგმე-
ბის მოყოლა მოესწრო.
– ჩემი აზრით, ამაში გასაკიცხი არაფერია, – უთხრა მათ
დედამ, – მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თქვენ
რამდენად ტაქტიანად მოიქცევით. იმედია, პერქსი თავს შე-
ურაცხყოფილად არ იგრძნობს და თქვენს მიტანილ საჩუქრებს
ქველმოქმედებად არ მიიღებს. გაითვალისწინეთ, რომ ღარი-
ბები უაღრესად ამაყები არიან.
– მაგრამ ჩვენ ხომ პერქსისთვის საჩუქრების მიტანა იმი-
ტომ გვინდა, რომ ძალიან გვიყვარს და არა იმიტომ, რომ ღა-
რიბია, – გამოაცხადა ფილისმა.
– ჰმ, კარგი... – თქვა დედამ და წამით ჩაფიქრებულმა და-
ამატა: – მაშინ, თუ დარწმუნებულები ხართ, რომ პერქსს ეს არ
ეწყინება, იმ ნივთებს მოვაგროვებ, რომლებიც ფილისს და-
უპატარავდა. თქვენ მიმართ ამდენ სიკეთეს რომ იჩენს, მეც
მინდა, რამით გავახარო, მაგრამ ხომ იცით, ჩვენც საკმაოდ
ღარიბები ვართ და, სამწუხაროდ, ბევრის შეთავაზებას ვერ
შევძლებ... ბობი, რას წერ მანდ?
– ისეთს არაფერს, დედიკო, – შეცბუნდა რატომღაც ბობი,
რომელიც უკვე ორიოდ წუთი იყო, მართლაც რაღაცას წერდა,
– დარწმუნებული ვარ, პერქსს შენი საჩუქარი ძალიან მოეწო-
ნება.
თხუთმეტის დილამ სასიამოვნო აჟიოტაჟში ჩაიარა. ბავ-
შვებმა ჯერ ფუნთუშები იყიდეს, მერე კი ისხდნენ და, ინტერე-
სით თვალებგაფართოებულები, დედას შეჰყურებდნენ, რო-
მელსაც ვარდისფერი შაქრით ფუნთუშებზე პერქსის ინიცია-
ლები – ა.პ. გამოჰყავდა. თქვენ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ
ეს როგორ კეთდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც
207
გეტყვით: თავიდან რამდენიმე კვერცხის ცილა უნდა აითქვი-
ფოს და, როცა ცილა გათეთრდება, შაქარი და ბუნებრივი სა-
ღებავი, რამდენიმე წვეთი ჭიაფერი21 უნდა შეერიოს. მერე
თეთრი საცხობი ქაღალდისგან წაწვეტებულ მხარეს პატარა
ნახვრეტით დაბოლოებული კონუსი უნდა გაკეთდეს,
განიერი მხრიდან კი ქაღალდის პაკეტში მომზადებული
„ვარდისფერი შაქარი“ ჩაიდოს. ამის შემდეგ, როგორც კი ქა-
ღალდის კონუსს ხელს ოდნავ მოუჭერთ, წაწვეტებული ბოლო-
დან ვარდისფერი შაქრის მასა გამოვა და შეგიძლიათ რამდე-
ნიც გინდათ, წეროთ, თანაც ისე, თითქოს ხელში კალამი გეჭი-
როთ, რომელშიც ვარდისფერი, ტკბილი მელანია ჩასხმული.
პერქსის ინიციალები ფუნთუშებს ძალიან მოუხდა და ვარ-
დისფერ შაქარს ფორმა რომ არ დაეკარგა, დედამ ისინი გრილ
ადგილას დადო, ბავშვები კი დაპირებული ფიჭის, ნიჩბის,
ხორცისა და კვერცხის წამოსაღებად სოფელში წავიდნენ.
გზად საფოსტო განყოფილებას გაუსწორდნენ და დაინახეს,
რომ მოხუცი ქალბატონი ზღურბლზე იდგა, ბავშვები მას მი-
ესალმნენ და მშვიდობიანი დილა უსურვეს.
– მოიცადეთ, მოიცადეთ! – დაუძახა მათ ქალმა და ანიშნა
ახლოს მისულიყვნენ.
ბავშვები, რა თქმა უნდა, ასეც მოიქცნენ.
– თქვენი ვარდები! – შესძახა მან ბავშვების მიახლოების-
თანავე და მადლიერების ნიშნად ხელები მკერდზე მიიდო.
– მოგეწონათ? – თვალები გაუნათდა ფილისს. – სულ ახა-
ლი, სულ ახალთახალი მოჭრილი იყო. ნემსების ჩასარჭობი
ბალიში კი ჩემი ხელით შევკერე, მართალია, თავიდან ბობის

21
წითელი ფერის საღებავი
208
ვაჩუქე დაბადების დღეზე, მაგრამ... – ქაქანებდა სახეგაბრწყი-
ნებული და თავისივე სიტყვების ტაქტში სიხარულით ხტოდა
ადგილზე.
– მოიცადეთ, ერთ წუთს დამელოდეთ, თქვენს კალათს და-
გიბრუნებთ, – თქვა ქალმა და საფოსტო განყოფილების შენო-
ბაში შებრუნდა, საიდანაც წამშივე უკან გამოვიდა და ბავშვებს
წითელი ხურტკმელით პირთამდე სავსე კალათი გამოუტანა, –
ვფიქრობ, პერქსის ბავშვები სიამოვნებით ჩაიტკბარუნებენ
პირს, – დაამატა კეთილი ღიმილით.
– ო, რა კეთილი ბებო ხართ! – წამოიძახა აღფრთოვანე-
ბულმა ფილისმა და მოხუც ქალბატონს მსუქან წელზე ხელები
შემოხვია. – წარმოიდგინეთ, პერქსს როგორ გაუხარდება!
– დარწმუნებული ვარ, იმის ნახევრადაც არა, როგორც მე
გამიხარდა შენი ნემსების ჩასარჭობი ბალიში, ჰალსტუხი და
ის საოცარი ვარდები, – უპასუხა მოხუცმა ქალბატონმა და ფი-
ლისს მხარზე ხელი სიყვარულით მოუთათუნა, – თქვენ პატა-
რა კეთილი ჯადოქრები ხართ, აი, ვინ ხართ თქვენ ჩემთვის...
მაგრამ მოიცადეთ, მინდა, კიდევ რაღაც გითხრათ: შეშის და-
საწყობ ფარდულში საბავშვო ეტლი მიდგას, ჩემი ემის ბიჭუ-
ნასთვის ვიყიდეთ, მაგრამ საბრალომ ექვს თვეზე მეტ ხანს ვერ
იცოცხლა, ემის კი ღმერთმა მეტი შვილი აღარ მისცა. მოკ-
ლედ, ძალიან მინდა, ეს საბავშვო ეტლი მისის პერქსს ვაჩუქო,
იმან მაინც მოიხმაროს, თანაც ნაბოლარა ისეთი გოლიათი
ეყოლათ, რომ ხელში ძლივს უჭირავს, აბა, რას იტყვით, ბარემ
ეტლსაც ხომ არ წაიღებდით?
– რა კარგია! – წამოიძახა სამივემ ერთდროულად, – რა
თქმა უნდა, წავიღებთ!
მისის რანსომმა ფარდულიდან საბავშვო ეტლი გამოიტანა,
ზემოდან საგულდაგულოდ შემოხვეული ქაღალდი შემოაცა-

209
ლა და მას შემდეგ, რაც აქა-იქ ქაღალდში შეღწეული მტვერიც
გადაფერთხა, თქვა:
– აი, ასეთია... ნეტა აქამდე მეჩუქებინა, მაგრამ რატომღაც
ვერ მოვიფიქრე და თანაც, არც ის ვიცოდი, რამდენად მიიღებ-
და ჩემგან ასეთ საჩუქარს... მაგრამ თქვენ უთხარით, უთხა-
რით, რომ ეს ჩემი საბრალო შვილიშვილის ეტლია.
– არადა, რა სასიამოვნო გრძნობაა, არა, ალბათ, როცა
იცით, რომ თქვენი შვილიშვილის ეტლში ცოცხალ პატარა
ბავშვს ისევ ჩააწვენენ! – თვალები აღფრთოვანებით გაუფარ-
თოვდა ფილისს.
– ჰო... – ოხვრას ამოაყოლა მისის რანსომმა და წამის მერე
ისევ ღიმილით განაგრძო: – და აი, კიდევ პიტნის ეს ბალიშა
კანფეტები კი პერქსების პატარებს წაუღეთ. ჰე, წადით, დროზე
გაიქეცით, თორემ ვატყობ, ბოლო პერანგსაც გავიხდი და
მთელ სარჩო-საბადებელთან ერთად იმასაც გაგატანთ.
საბავშვო ეტლი კარგა მოზრდილი იყო, ასე რომ, პერქსის-
თვის შეგროვებული ყველა საჩუქარი შიგ მშვენივრად ჩაეტია
და ოთხის ნახევრისთვის ბავშვებმა ის პერქსის პატარა, ყვით-
ლად შეღებილ სახლთან მიაგორეს.
პერქსის სახლი კოხტად გამოიყურებოდა. შესასვლელთან,
ფანჯრის რაფაზე, ვედროში ჩაწყობილი მინდვრის ყვავილების
– დიდი გვირილების, წითელი მჟაუნასა და ნაირ-ნაირი ყვავი-
ლოვანი ბალახბულახისგან შეკრული ახალი თაიგული იდგა.
დაკაკუნების პასუხად სამრეცხაოდან წყლის შხაპუნი გაის-
მა და კარს უკან ბიჭის ნახევრად გასაპნული თავი გამოჩნდა.
– დედა იცვლის, – უთხრა მან ბავშვებს და გაუჩინარდა.
– ახლავე ჩამოვალ, – გაისმა ახლად მოხეხილი, ვიწრო კი-
ბიდან.
ბავშვებს დიდხანს ლოდინი არ მოუწიათ. წუთის შემდეგ საფე-
ხურებმა გაიჭრიალა და კიბეს გზადაგზა კორსაჟის ღილების
210
შეკვრით ჩამოუყვა მისის პერქსი. ქალს თმა საგულდაგულოდ
დაევარცხნა და კეფაზე მჭიდროდ შეეკრა, კანი კი სახეზე ისე
უპრიალებდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ახლახან საპნით და-
ებანა.
– უკაცრავად, მის, დღეს ტანსაცმლის გამოცვლა შემაგვი-
ანდა, – მოუბოდიშა მან ბობის, – პერქსმა გამომიცხადა, დღეს
ჩემი დაბადების დღეაო და მეც რაღას ვიზამდი, სახლის სა-
გულდაგულოდ დალაგება მომიწია... არა, აი, მითხარით ერ-
თი, რაღა დროს მაგისი დაბადების დღეა. ბავშვებისას, რაღა
თქმა უნდა, ვიხდით, მაგრამ ჩვენი დაბადების დღეები რა აღ-
სანიშნია, ჰა?! ბებრები ვართ უკვე ამისთვის, ბებრები...
– ჩვენც ვიცოდით, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო და
საჩუქრები მოვუტანეთ, გარეთ აწყვია, საბავშვო ეტლში, –
საქმიანად გამოუცხადა პიტერმა.
სანამ ბავშვები საჩუქრებს შესაფუთ ქაღალდს სათითაოდ
აცლიდნენ და მაგიდაზე აწყობდნენ, მისის პერქსი თვალებგა-
ფართოებული და პირზე ხელებაფარებული იდგა და ხმას არ
იღებდა, ბოლოს კი, როდესაც საჩუქრები გაიხსნა და ყველა
ერთად დაინახა, სკამზე დაეშვა და ატირდა. ბავშვები ქალს წა-
მით თავზარდაცემული სახეებით შეაჩერდნენ და მერე თით-
ქმის ერთხმად და თანაც ერთი და იმავე წამოძახილით სამივე
მის დამშვიდებას შეეცადა:
– არა, გთხოვთ, არ იტიროთ! გთხოვთ, არ გინდათ!
პიტერმა კი ვეღარ მოითმინა და, ცოტა არ იყოს, ნაწყენმა
ჰკითხა:
– რა მოხდა, რატომ ტირით, მისის პერქს? გინდათ თქვათ,
რომ საჩუქრები არ მოგეწონათ?
მაგრამ მისის პერქსი ისევ ტირილს განაგრძობდა. სამრეც-
ხაოს კარში უმცროსი პერქსების ახლად დაბანილი და დაუპა-

211
ტიჟებელი სტუმრების მწყრალად მაცქერალი სახეები მოჩან-
და. ბობი, პიტერი და ფილისი კი ხმას არ იღებდნენ და თავს
ძალიან უხერხულად გრძნობდნენ.
– მისის პერქს, საჩუქრები არ მოგეწონათ? – გაიმეორა პი-
ტერმა კითხვა, გოგონები კი ქალს ზურგზე მიეფერნენ.
მისის პერქსმა, როგორც იქნა, ტირილი შეწყვიტა, თანაც
ისევე მოულოდნელად, როგორც დაიწყო.
– მორჩა, მორჩა, აი, აღარ ვტირი, ყურადღება არ მომაქცი-
ოთ... – თქვა მან სლუკუნით, – არ მომეწონა?! არ მომეწონა კი
არა, ჩემს ქმარს ასეთი დაბადების დღე თავის სიცოცხლეში არ
ჰქონია! მაშინაც კი, როცა პატარა იყო და ბიძასთან ცხოვრობ-
და... ის ბიძა სიმინდით ვაჭრობდა, საკუთარი მაღაზია ჰქონდა,
მაგრამ ბოლოს ხელი მოეცარა და გაკოტრდა... საჩუქრები არ
მოგეწონაო? ო-ოჰ, რომ იცოდეთ... – ამოისლუკუნა ქალმა
ისევ და და ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა, რომ აქ
მათ გამეორებას უბრალოდ არც კი შევეცდები, მიზეზი კი მარ-
ტივია: დარწმუნებული ვარ, პიტერს, ბობის და ფილისს ეს ძა-
ლიან არ მოეწონებოდათ. ისინი მისის პერქსს ხმის ამოუღებ-
ლად უსმენდნენ და თანდათან სულ უფრო და უფრო წითლდე-
ბოდნენ, ბოლოს ყურებიც კი უხურდათ და ეწვოდათ. ისინი ხომ
თავიანთ საქციელში ამდენი ქებისა და მადლობის მიზეზს სუ-
ლაც ვერ ხედავდნენ და ნამდვილად არ მიაჩნდათ, რომ რაღაც
განსაკუთრებული გააკეთეს.
პირველი, ვინც ვეღარ მოითმინა და ხმა ამოიღო, პიტერი
იყო.
– მისის პერქს, – საქმიანად მიმართა მან ქალს, – ჩვენ, რა
თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, რომ საჩუქრები მოგეწონათ,
მაგრამ, თუ ჩვენს ქებას გააგრძელებთ, იძულებული ვიქნე-
ბით, სახლში წავიდეთ, არადა, გვინდა დავრჩეთ და მისტერ
პერქსიც ვნახოთ, დაბადების დღე მივულოცოთ და გავიგოთ,
212
იმასაც მოეწონება თუ არა ჩვენი შეგროვებული საჩუქრები...
ოღონდ გთხოვთ, ასეთი რამეები აღარ გვითხრათ, იმიტომ,
რომ მეტს მართლა ვეღარ გავუძლებთ.
– მოვრჩი, მოვრჩი, ხმასაც აღარ ამოვიღებ, – უთხრა სიხა-
რულით სახეგაბრწყინებულმა ქალმა, – მაგრამ ფიქრსაც ხომ
ვერ ავუკრძალავ საკუთარ თავს, არა? ფიქრით ხომ მაინც ასე
ვიფიქრებ, იმიტომ, რომ თუ ოდესმე...
– მისის პერქს, ფუნთუშებისთვის რომელიმე თეფშს ხომ
ვერ მომცემდით? – ჰკითხა უეცრად ბობიმ და ქალს საქებარი
სიტყვების ახალი ნიაღვრის გადმოფრქვევა არ დააცადა.
და მისის პერქსიც, როგორც იქნა, გამოერკვა, დაფაცურდა
და სუფრა გაშალა. ფუნთუშები, თაფლი და ხურტკმელი თეფ-
შებზე გაანაწილეს, ვარდები მურაბის ორ ცარიელ მინის ქი-
ლაში ჩააწყვეს და მაგიდა ისეთი ლამაზი სანახავი გახდა, რომ,
მისის პერქსმა აღნიშნა, მეფეც რომ გვწვეოდა ჩაიზე სტუმრად,
იმასაც კი საკადრის მასპინძლობას გავუწევდითო.
– არა, წარმოუდგენელია! – აქაქანდა ისევ ქალი. – კი ახ-
სენა ეს თავისი დაბადების დღე და მე აგერ, სახლი ადრიანად
დავალაგე, ბავშვებმა მინდვრის ყვავილები მოიტანეს და გა-
სულ შაბათს ერთი უნცია თავისი საყვარელი თუთუნიც კი ვუ-
ყიდე და გადავმალე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს თუთუნი იქ-
ნებოდა მარტო ჩემი პერქსის საჩუქარი და მორჩა... ამას რო-
გორ წარმოვიდგენდი, რომ... – ქალმა უეცრად ლაპარაკი შეწ-
ყვიტა და მიაყურადა, – ღმერთო დიდებულო! დღეს რაღაც ად-
რე მოვიდა!
სწორედ ამ დროს ეზოს პატარა ჭიშკრის ხმა გაისმა.
– უი, – ხმადაბლა და ჩქარ-ჩქარა უთხრა ქალს ბობიმ, – მი-
სის პერქს, მოდი, სანამ თქვენ ყველაფერს არ უამბობთ, ჯო-
ბია, ჩვენ დავიმალებით, ოღონდ, მანამდე, რა თქმა უნდა,

213
თქვენი ნაყიდი თუთუნი აჩუქეთ. მერე კი, როცა თქვენ მიულო-
ცავთ და თუთუნს აჩუქებთ, სამალავიდან გამოვხტებით და
ჩვენც მივულოცავთ.
ცხადია, მშვენიერი გეგმა იყო, მაგრამ თავიდანვე ყველა-
ფერი აირია და ისე არ გამოვიდა, როგორც ჩაიფიქრეს. პირვე-
ლი პრობლემა იმან შექმნა, რომ ბობის, პიტერსა და ფილისს
ნორმალურად დამალვის დრო აღარ ჰქონდათ, და ბოლო
წუთს ისღა მოასწრეს, რომ სამრეცხაოსკენ გაიქცნენ, რომ-
ლისკენაც მოულოდნელი არეულობით დაბნეული და სამრეც-
ხაოს კართან მდგარი უმცროსი პერქსები უღობავდნენ გზას
დოყლაპიებივით და პიტერს, ბობისა და ფილისს მათი შიგნით,
სამრეცხაოში შერეკვა მოუწიათ. მეორე პრობლემა ის იყო,
რომ საჯანდრავით 22 დახვავებული სპილენძის ტაშტებითა და
რეცხვასთან დაკავშირებული სხვა საოჯახო ნივთებით ისედაც
გავსებული სამრეცხაო ოთახი, პერქსის შვილებთან ერთად
სამსაკვამურიანი სახლის ბინადარი სამი ბავშვისთვის უკვე მე-
ტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა, მესამე კი ის, რომ ბავშვებს კარის
მიხურვის დრო აღარ დარჩათ, ამიტომ იძულებული გახდნენ,
უბრალოდ ჩუმად მდგარიყვნენ და სახლში შემოსული პერქსი-
სა და მისი ცოლის ლაპარაკი მოესმინათ.
– აბა, როგორ ხარ, ბებერო? – გაიგონეს მათ მისტერ პერ-
ქსის ხმა. – ერთი ამას დამიხედეთ, ეს რა სუფრა გაგიშლია!
– ჰო, აბა! შენი დაბადების დღისთვის ვეცადე, ბერტ, – უპა-
სუხა ცოლმა, – აი, გამომართვი, შენი საყვარელი თუთუნია,
საუკეთესო ხარისხის, შენ ხომ შაბათს გაგახსენდა, რომ
თხუთმეტში შენი დაბადების იყო, მე კიდე მანამდე გიყიდე.
– უჰ, ჩემი ჭკვიანი გოგო! – წამოიძახა პერქსმა და კოცნის

22
ხის იარაღი სარეცხის გასასწოებლად
214
ხმა გაისმა. – მაგრამ ეს ეტლი და შეფუთული რამეები საიდან
გაჩნდა? ან ეს ტკბილეული საიდან მოიტანე?
მისის პერქსის პასუხი ბავშვებმა ვერ გაიგონეს, რადგან
სწორედ იმწუთას ბობი უეცრად შეცბა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და
ერთიანად დაიძაბა.
– ო-ოჰ! საჩუქრებზე ბარათების მიმაგრება დამავიწყდა!–
გადაუჩურჩულა მან და-ძმას, – ახლა როგორ მოვიქცეთ? პერ-
ქსი ვერ მიხვდება, რომ ეს საჩუქრები სხვების გამოგზავნილია
და ჩათვლის, რომ ყველაფერი ჩვენ მოვუტანეთ! ო ღმერთო!
იფიქრებს, რომ თავი დიდ კეთილისმყოფლებად ან რაღაც
ეგეთ საშინელებად მოგვაქვს...
– ჩშშ... – გააჩუმა და პიტერმა.
მერე კი ბავშვებმა პერქსის ხმამაღალი და ძალიან გაბრა-
ზებული ყვირილი გაიგონეს:
– ფეხებზე მკიდია! არა, ამის მოთმენას მე არ ვაპირებ! აი,
ასე!
– მაგრამ ეს ხომ ის ბავშვები არიან, შენ რომ მიყვებოდი, –
ქმრის დამშვიდებას შეეცადა მისის პერქსი, – აი, ისინი სამსაკ-
ვამურიან სახლში რომ ცხოვრობენ.
– ფეხებზე მკიდია-მეთქი! – დაიყვირა ისევ პერქსმა, – ცი-
დან ჩამოფრენილი ანგელოზებიც რომ იყვნენ, არ მაინტერე-
სებს! ამდენი წელია მშვენივრად ვცხოვრობთ და იოლასაც
გავდივართ, არავისთვის არასდროს ნამცეციც კი არ გვითხო-
ვია და არც ეს ქველმოქმედება მჭირდება არაფერში! მთელი
სიცოცხლე ისე ვიცხოვრე, თავს ლაფი არ დამისხია და ახლა
მთხოვ ამას, ამ სიბერეში?! არა-მეთქი, ნელ, გესმის?! და ხმა
არ გავიგო, არც შენ მოგცემ ამის უფლებას, მორჩა და გათავ-
და!
– გაჩუმდები ბოლოს და ბოლოს, თუ არა?! – ამოიკვნესა
საბრალო მისის პერქსამა, ‒ენას კბილი დააჭირე და სისულე-
215
ებს ნუ გაჰყვირი, თუ ღმერთი გწამს! სამივენი აქ არიან, სამ-
რეცხაოში და ყველაფერი ესმით!
– ძალიანაც კარგი თუ აქ ბრძანდებიან და ძალიანაც კარგი,
თუ ესმით! ჯერ სად არიან, კიდე ისეთებს მოვასმენინებ, რო!
ადრეც სულ ვეუბნებოდი და არც ახლა დავაკლებ! – კიდევ უფ-
რო აბობოქრდა პერქსი და ორ ნაბიჯში სამრეცხაოსთან მი-
ვარდნილმა ნახევრად გამოხურული კარის ბოლომდე გაღება
სცადა, რაც სინამდვილეში ბოლომდე არ გამოუვიდა, რადგან
სამრეცხაოს კარი შიგნით იღებოდა და ერთმანეთს მიკრული
ბავშვებიც ზუსტად კარის უკან იდგნენ.
– ჰე, გამოდით! – დაიყვირა გაცეცხლებულმა. – გამოდით
და გამაგებინეთ ერთი, ასე რატომ მოიქეცით! არა მაინც რაზე
ფიქრობდით, ამ თქვენი ქველმოქმედებით ჩემთან რომ მოდი-
ოდით?! რაზე?!..ოდესმე რამეზე მიწუწუნია თქვენთან? მით-
ქვამს, ღარიბი ვარ და პურის ფული არ მაქვს-მეთქი?
– ო-ოჰ! – მწარედ ამოისლუკუნა ფილისმა. – მე კიდევ ვფი-
ქრობდი, რომ გაგახარებდით. არა, აღარასოდეს, ცხოვრებაში
აღარასოდეს სიკეთეს არავის არ გავუკეთებ... აღარასოდეს...
– თქვა ბოლოს და ატირდა.
– ჩვენ ცუდი არაფერი გვინდოდა, – დაამატა პიტერმა და
თავდახრილი გაჩუმდა.
– რა მნიშვნელობა აქვს, რა გინდოდათ, მთავარი ის არის,
რა გააკეთეთ! – მოუჭრა მრისხანედ კოპებშეკრულმა პერქსმა.
– არა, გთხოვთ! – წამოიძახა ბობიმ და რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, თავის გამხნევებას შეეცადა. უბრალოდ მიხვდა: იმის-
თვის, რომ პერქსს მათი საქციელი სწორად გაეგო და ბოლოს
და ბოლოს ყვირილი შეეწყვიტა, საჭირო იყო, ფილისზე მეტი
გამბედაობა გამოეჩინა და პიტერზე სწორი სიტყვები შეერჩია,
– ჩვენ ვფიქრობდით, რომ საჩუქრებით გაგახარებდით. დაბა-
დების დღეებზე ჩვენც ხომ ყველას გვჩუქნიან საჩუქრებს.
216
– ჰო, რა თქმა უნდა, ოღონდ თქვენივე ოჯახის წევრები და
ნათესავები! და ეს სულ სხვა საქმეა! – ისევ მრისხანედ დაიგ-
რგვინა პერქსმა.
– სულაც არა, – უპასუხა ბობიმ, – მარტო ჩვენი ნათესავები
კი არა, ყველა გვჩუქნის. ადრე მოსამსახურეებიც გვჩუქნიდნენ
საჩუქრებს და ჩვენც აუცილებლად ვჩუქნიდით მათ დაბადების
დღეებზე. ახლახან, ჩემს ბოლო დაბადების დღეზე დედამ ის
ბაიას ფორმის გულსაბნევი მაჩუქა, მისის ვაინიმ კი ორი ულა-
მაზესი შუშის ლარნაკი და არავის თავშიც არ მოსვლია ეფიქ-
რა, რომ მისის ვაინი იმ ლარნაკებს ქველმოქმედების გამო
მჩუქნიდა.
– თქვენ რომ ერთი-ორი შუშის ლარნაკი მოგეტანათ, არც
მე ამოვიღებდი ხმას, – არ დაუთმო პერქსმა, – მაგრამ აქ ხომ
ამდენი რამეა! ჰოდა, ეს თქვენი საჩუქრები მე არაფერში არ
მჭირდება და თითსაც არ დავაკარებ! არცერთს, აი, ასე!
– მაგრამ ამდენი რამე მარტო ჩვენ კი არ გვიჩუქებია! უმე-
ტესობა, რასაც აქ ხედავთ, თქვენი თანასოფლელების გამოგ-
ზავნილია, ზოგი ვისი და ზოგიც ვისი, – აუხსნა პიტერმა, – უბ-
რალოდ ჩვენ დაგვავიწყდა ზედ ბარათების მიმაგრება, რომ
გენახათ, ვისგან რააა.
– აჰა, ესე იგი, ჩემი თანასოფლელებისგანაა, არა? – დოინ-
ჯი შემოიყარა პერქსმა, – მერე, იმ ჩემს თანასოფლელებთან
ვინ ჩამოირბინა და ვინ უთხრა ჩემთვის საჩუქრები გამოეგზავ-
ნათ, იქნებ ეგეც მითხრა, ჰა?
– ჰო, ჩვენ... – ცხვირის სრუტუნით უპასუხა ფილისმა.
პერქსი სკამზე მძიმედ დაეშვა და ბავშვებს, როგორც ფი-
ლისმა დაახასიათა მოგვიანებით, „ადგილზე გამაქვავებელი
სასოწარკვეთილი მზერით“ გადახედა.
– მაშასადამე, თქვენ აქ ჩემს მეზობლებში დადიოდით და
ენებს ჩემზე ლაპარაკით იფხანდით, არა? უყვებოდით, რომ მე
217
სახლში პურის ფული არ მაქვს და მთელ სოფელში თავი მომ-
ჭერით?! ჰოდა, იცით, რას გეტყვით, აიღეთ ეგ თქვენი საჩუქ-
რები და ისევ იმათ მიუტანეთ, ვისგანაც წამოიღეთ! უღრმესი
მადლობა! ჰო, ჰო, ეჭვიც არ მეპარება, რომ გეგონათ, ამით
რაღაც სიკეთეს მიკეთებდით, მაგრამ ეგ თქვენი სიკეთეც
თქვენთვის შეინახეთ და კარგადაც მეყოლეთ, იმიტომ, რომ
მორჩა და გათავდა, მე თქვენთან ლაპარაკს აღარ ვაპირებ!
ჩათვალეთ, რომ არც კი გიცნობთ! აი, ასე! თქვენი დანახვაც
აღარ მინდა! – გამოაცხადა პერქსმა და თავისი სკამიანად ბავ-
შვებისკენ ზურგით ისე სწრაფად შეტრიალდა, რომ სკამის ხის
ფეხებმა ქვის იატაკზე გაიღრჭიალა და ეს ერთადერთი ხმა
იყო, რომელიც ოთახში უეცრად ჩამოწოლილ სამარისებურ
სიჩუმეში გაისმა.
ერთხანს ხმას არავინ იღებდა, მაგრამ ბოლოს ბობიმ ვე-
ღარ მოითმინა და წამოიძახა:
– მაგრამ ასე არ შეიძლება! ეს ხომ საშინელებაა!
– ჰო, მეც ზუსტად მაგას ვამბობ, – ჩაიბუზღუნა ჯერაც ზურ-
გით მჯდარმა პერქსმა.
– მაგრამ, მისტერ პერქს, – დაიწყო ისევ ბობიმ და მის ხმა-
ში უკვე სასოწარკვეთა გაისმა, – თუ თქვენ მართლა გინდათ,
რომ წავიდეთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, წავალთ და თუ არ გინდათ,
შეგიძლიათ ჩვენთან აღარ იმეგობროთ, მაგრამ…
– მაგრამ ჩვენ მაინც თქვენი მეგობრები ვიქნებით, – სიტ-
ყვა გააწყვეტინა დას ფილისმა და ცხვირის სრუტუნით დაამა-
ტა: – იმ შემთხვევაშიც, თუ ამიერიდან ცუდად მოგვეპყრობით.
– გაჩუმდი! – ჩურჩულით დაუცაცხანა დას პიტერმა.
– მაგრამ, სანამ წავალთ, – სასოწარკვეთილი ხმით განაგ-
რძო ისევ ბობიმ, – მინდა, ის ბარათები გიჩვენოთ, რომლებიც
საჩუქრებზე მისამაგრებლად დავწერეთ.

218
– არანაირი ბარათის არც ნახვა მინდა და არც წაკითხვა,
ბარათები და იარლიყები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არსე-
ბობს, მგზავრების ბარგზეა დამაგრებული და მეტი მე ნამდვი-
ლად არანაირი ბარათი არ მაინტერესებს! – გამოაცხადა უკ-
მეხად პერქსმა. – თქვენ რა გგონიათ, ამდენი წელი იმიტომ
ვიცხოვრე ისე და იმიტომ არ დავკარგე ღირსება და ბოლომდე
პატიოსანი იმიტომ დავრჩი… აგერ, ჩემი ცოლი კიდევ, სხვების
თეთრეულის რეცხვით იმისთვის იწყვეტდა წელს, რომ ამ სი-
ბერეში მეზობლების დასაცინი გავმხდარიყავით?!
– დასაცინი?! – გაიმეორა პიტერმა, – თქვენ ხომ ყველაფე-
რი არასწორად გაიგეთ!
– ნამდვილად! – მხარი აუბა ძმას ფილისმა, – იცით რა, მის-
ტერ პერქს, მინდა გითხრათ, ძალიან მოუთმენელი ჯენტლმენი
ბრძანდებით. არადა, ერთხელ ხომ უკვე შეცდით ასე, როცა ახ-
სნაც არ დაგვაცადეთ და დაგვაბრალეთ, თითქოს ჩვენ რუსი
ჯენტლმენის ამბავს გიმალავდით. ამიტომ, ჩემი აზრით, ბობის
აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.
– კაი, ბატონო, ჰე, ვუსმენ, – უხალისოდ ჩაიბუზღუნა პერ-
ქსმა.
– ახლავე... – ჩაილაპარაკა ბობიმ და გულდამძიმებულმა,
მაგრამ უკანასკნელი იმედით გამხნევებულმა ხელი ბარათე-
ბით გამოტენილ ჯიბეში ჩაიყო, – ბარათებზე იმ ადამიანების
სიტყვები გვაქვს ჩაწერილი, რომლებიც თქვენთან საჩუქარს
გვატანდნენ. და კიდევ მათი სახელებიც, რა თქმა უნდა. საქმე
ის არის, რომ დედამ წინასწარ გაგვაფრთხილა, გვითხრა, რომ
თუ ტაქტიანად არ მოიქცევით, შეიძლება... მაგრამ მე დედას
ნათქვამიც ჩავიწერე და, მგონი, ჯობია, წაგიკითხოთ, რომ მიხ-
ვდეთ...მაგრამ ბობი ისე ღელავდა, ხმა ჩაუწყდა და სანამ პატა-
რა, ლამაზ ბარათზე დაწერილის წაკითხვას შეძლებდა, ერთი-

219
ორჯერ ნერწყვის ჩაყლაპვა და ნერვიულობისგან გამომშრა-
ლი ყელის ჩაწმენდა მოუწია.
მისის პერქსმა, რომელიც მას შემდეგ ტიროდა, რაც მისმა
ქმარმა სამრეცხაოს კარი შეაღო, მძიმედ ამოიოხრა, ცრემლე-
ბი მოიწმინდა და ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა:
– ნუ ნერვიულობთ ასე, მის. თვითონ თუ ვერ ხვდება, მე ვი-
ცი, რომ მისთვის უბრალოდ სიკეთის გაკეთება გინდოდათ.
– შემიძლია, დავიწყო? – თქვა თვალებაცრემლებულმა ბო-
ბიმ და ბარათების დასტიდან ერთ-ერთი ამოარჩია, რომელ-
ზეც ეწერა: „ცოტაოდენი ტანსაცმელი მისის პერქსის პატარე-
ბისთვის“ – ჯერ დედას ნათქვამი: „თუ დარწმუნებულები ხართ,
რომ პერქსს ეს ნამდვილად არ ეწყინება, იმ ნივთებს მოვაგ-
როვებ, რომელიც ფილისს დაუპატარავდა... თქვენ მიმართ ამ-
დენ სიკეთეს იჩენს, მეც მინდა, რამით გავახარო, მაგრამ, ხომ
იცით, ჩვენც საკმაოდ ღარიბები ვართ და სამწუხაროდ, ბევრის
შეთავაზებას ვერ შევძლებ“.
ბობი გაჩუმდა.
– ჰმ, გასაგებია, – თქვა ჯერაც ზურგით მჯდარმა პერქსმა, –
დედათქვენი მართლა დიდებული ქალბატონია, ასე რომ, კარ-
გი, ამ ტანსაცმელს დავიტოვებთ, ნელ.
– მისის რანსომის გამოგზავნილი საბავშვო ეტლი, ხურ-
ტკმელი და კანფეტები, – გამოაცხადა ბობიმ, – მისი რანსომმა
კი ასე თქვა: „იმედი მაქვს, მისტერ პერქსის შვილებს პიტნის
კანფეტები მოეწონებათ. ეს საბავშვო ეტლი კი ჩემი ემის ბიჭუ-
ნასთვის ვიყიდეთ, მაგრამ საბრალომ სულ ექვს თვეს იცოც-
ხლა, ჩემს ემის კი ღმერთმა მეტი შვილი არ მისცა. ამიტომ
კარგი იქნება, თუ ეტლს მისის პერქსი მაინც გამოიყენებს, იმან
მაინც მოიხმაროს, თანაც ნაბოლარა ისეთი გოლიათი ეყო-
ლათ, რომ ხელში ძლივს უჭირავს. ნეტა აქამდე მეჩუქებინა,
მაგრამ რატომღაც ვერ მოვიფიქრე და თანაც, არც ის ვიცოდი,
220
რამდენად მიიღებდა ჩემგან ასეთ საჩუქარს“ და გვთხოვა გად-
მოგვეცა, რომ ეს მისი საბრალო შვილიშვილის ეტლია, – და-
ამატა ბობიმ.
– იცი რა, ბერტ, ამ ეტლის უკან გაგზავნა არაფრით არ შე-
მიძლია და არც გავაგზავნი, რაც გინდა, ის ქენი, არ გავაგზავნი
და მორჩა! – მტკიცედ გამოაცხადა მისის პერქსმა.
– ახლა ნიჩაბი, – გააგრძელა ჩამოთვლა ბობიმ, – ეს ნიჩა-
ბი მისტერ ჯეიმსმა სპეციალურად თქვენთვის გააკეთა და ასე
თქვა... ერთი წუთით... სად არის? ა, ჰო! გადაეცით მისტერ
პერქსს, რომ მისნაირი პატივცემული ადამიანისთვის ასეთი
წვრილმანის გაკეთება ჩემთვის მხოლოდ სიამოვნებაა, – მე-
რე კი დაამატა: – აბა, დასანანი არ არის, რომ ნალებს ცხენებს
აკრავენ და არა ბავშვებს. ბავშვებს ხომ ისე მალ-მალე უპატა-
რავდებათ ფეხსაცმელი და ისე უცვდებათ, რომ ჩემი და მის-
ტერ პერქსისნაირ მრავალშვილიან ოჯახებში მარტო მეწაღეს
ვერ აუვა კაციო!
– ჰო, ჯეიმსი ჯიგრიანი კაცია, – გული მოულბა პერქსს.
– შემდეგი... თაფლი და თასმები მეწაღისგან, – აჩქარდა
პერქსის მოლბობით დაიმედებული ბობი, – ასე თქვა, მისტერ
პერქსი ყოველთვის თავისი შრომით ცხოვრობდა და პატივსა-
ცემი ადამიანიაო... იგივე გაიმეორა ყასაბმაც. მოხუცმა ქალმა
კი, რომელიც ძველ კოტეჯში ცხოვრობს, გვითხრა, ჯერ კიდევ
ყმაწვილი რომ იყო, ძალიან დამეხმარა და ბაღი დამიბარაო
და კიდევ, აქ კი კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობდა, მაგ-
რამ ასე თქვა, კვერცხებზე დასმული კრუხი წიწილებს აუცი-
ლებლად დაჩეკავსო... და ყველა დანარჩენიც... ყველა, ვინც
თქვენთვის საჩუქარს გვატანდა, თქვენზე დიდი პატივისცემი-
თა და სიყვარულით ლაპარაკობდა, ჩვენ კი ასეთი კარგი ჩანა-
ფიქრისთვის გვაქებდა... და არავის, არცერთ მათგანს არც
ქველმოქმედება უხსენებია, არც კეთილისმყოფლობა... ამაზე
221
ერთი სიტყვაც კი არავის დასცდენია. მოხუცმა ჯენტლმენმა კი
პიტერს თქვენთვის გადმოსაცემად ოქროს სოვერენი23 გა-
მოატანა და თქვა, პერქსი ნამდვილი საქმის კაციაო... ამიტომ
გვეგონა, გაგახარებდით. გვეგონა, გაგიხარდებოდათ, რომ
ადამიანებს თქვენ მიმართ ასეთი კარგი დამოკიდებულება
აქვთ და მართლაც დიდ პატივს გცემენ. და... ასე საშინლად
თავი არასდროს მიგრძნია. ნახვამდის და, იმედია, ოდესმე
გვაპატიებთ. ბობი გაჩუმდა. ყელში ცრემლების ბურთი გაეჩხი-
რა და საკმარისი იყო, ხმა ამოეღო, იცოდა, თავს ნამდვილად
ვეღარ შეიკავებდა და ატირდებოდა, ამიტომ შებრუნდა და გა-
სასვლელისკენ გადადგა ნაბიჯი.
– გაჩერდით! – წამოიძახა ბავშვებისკენ ჯერ კიდევ ზურ-
გშექცევით მჯდარმა პერქსმა, – უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები!
დაივიწყეთ, ჩათვალეთ, რომ არაფერიც არ მითქვამს. ნელ, ჩა-
იდანი შემოდგი.
– თუ საჩუქრები არ მოგწონთ, თანახმა ვართ, უკან წავი-
ღოთ, – შესთავაზა პერქსს პიტერმა, – მაგრამ ვფიქრობ, ამით,
ჩვენი არ იყოს, ყველას მხოლოდ გული ეტკინება.
– არ მომწონს?! – გაიმეორა პერქსმა, როგორც იქნა, თავი-
სი სკამიანად შემოტრიალდა და ბავშვებმა დაბნეული გამო-
მეტყველებით შუბლშეჭმუხნილი სახე დაინახეს, – პირიქით!
არ ვიცი... უბრალოდ არ ვიცი, ბოლოს ასეთი გახარებული რო-
დის ვიყავი. და აქ საქმე საჩუქრებშიც არ არის, თუმცა საჩუქ-
რებიც უმაღლესი კლასია! ყველაზე მეტად მაინც ის მიხარია,
რომ მეზობლები თურმე ასეთ პატივს მცემენ. მგონი, ეს ხელ-
წამოსაკრავი ამბავი არ არის, არა, ნელ?
– ხელწამოსაკრავი აქ არაფერიც არ არის, – უპასუხა
ქმარს მისის პერქსმა, ‒და მეც ზუსტად მაგას გეუბნებოდი, ერ-

23
ს ო ვ ე რ ე ნ ი -ინგლისური ოქროს ფული
222
თადერთი, ვინც დღეს სულელივით მოიქცა და მთელი ეს
აყალმაყალი ტყუილუბრალოდ მოაწყო, სწორედაც შენ ხარ,
ბერტ!
– ე-ე, აბა მოიცადე! არც ეგრეა საქმე! – მკაცრად გადახედა
ცოლს პერქსმა, – მე ხომ ეს ყველაფერი არ ვიცოდი, მაგრამ
ის კი ზუსტად ვიცი, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს შენ თვი-
თონ არ სცემ პატივს, სხვისგან პატივისცემას ვერასდროს
ეღირსები.
– მაგრამ სინამდვილეში ხომ პირიქითაა, – წამოიძახა გა-
ხარებულმა ბობიმ, – თქვენ ყველა პატივს გცემთ. ყველამ ხომ
სწორედ ეს თქვა!
– მე კიდევ ვიცოდი, რომ, თუ ბობის ბოლომდე მოუსმენ-
დით, ყველაფერს გაიგებდით და გაგიხარდებოდათ, – სახე გა-
ებადრა ფილისს.
– ჰმ-მ! კარგი... ჰე, აბა, რას იტყვით, ჩაიზე რჩებით თუ არა?
– ფრთხილად ჰკითხა ბავშვებს პერქსმა.
ცოტა მოგვიანებით პიტერმა ჩაის ფინჯანი ასწია და პერ-
ქსის სადღეგრძელო დალია, რის მერეც პერქსმა ასწია ჩაის
ჭიქა და თვითონაც სადღეგრძელოს თქმა მოინდომა, რომე-
ლიც ასე ჟღერდა:
– ღმერთს შევთხოვ, რომ ჩვენი მეგობრობის გვირგვინი მუ-
დამ მწვანედ ღაღანებდეს!
საზეიმო სუფრასთან შეკრებილთათვის პერქსისგან ასეთი
პოეტური და ხატოვანი სიტყვები ფრიად მოულოდნელი აღ-
მოჩნდა და სასიამოვნოდ გაკვირვებულმა სტუმრებმა და მას-
პინძლებმა სადღეგრძელო ჟივილ-ხივილით შესვეს.

***
– მაინც რა კარგი და მხიარული ბავშვები არიან, არა?! – უთ-
ხრა პერქსმა ცოლს დაძინების წინ.
223
– ჰო, კარგები არიან, კეთილები, ღმერთმა დალოცოს იმა-
თი მზრუნველი გულები, – უპასუხა ცოლმა, – აი, შენ კი ამქვეყ-
ნად ყველაზე აუტანელი, ბებერი და სულელი ყეყეჩი ხარ! ჰო,
ჰო, გეუბნები მე შენ! შენ გამო ისე მრცხვენოდა, მერჩივნა, მი-
წა გამსკდომოდა!
– არ გინდა, ჩემო ბუზღუნა ბებერო, არ გინდა. ხომ ნახე, მა-
ინც დროზე გამოვერკვიე და აფრები მთლად ჩემებურადაც არ
ავუშვი... ჰო, გეთანხმები, კარგი იქნებოდა, თავიდანვე არ მეწ-
ყენინებინა ბავშვებისთვის, მაგრამ, როგორც კი მივხვდი, რომ
ეს რაღაც ქველმოქმედება არ იყო, ხომ დავმშვიდდი?! რა ვქნა,
ვერ ვიტან ეგეთ რამეებს, ვერასდროს ვიტანდი და ვერც ვერა-
სოდეს ავიტან!

***
პერქსის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილმა ამ
ზეიმმა ბევრი, ძალიან ბევრი ვინმე გაახარა: მისტერ პერქსი,
მისის პერქსი და უმცროსი პერქსები – არაჩვეულებრივმა სა-
ჩუქრებმა და მეზობლების კეთილმა სურვილებმა; სამსაკვამუ-
რიანი სახლის ბინადარი ბავშვები იმან, რომ მათი წამოწყებუ-
ლი საქმე წარმატებით დასრულდა. სიმართლე ითქვას, ბობის,
პიტერსა და ფილისს ამაში ეჭვი არც ეპარებოდათ, მაგრამ
ისიც ფაქტი იყო, რომ, სანამ ყველაფერი ისე დასრულდა, რო-
გორც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, ბევრი მწარე და გულსატ-
კენი წუთი გადაიტანეს. პერქსის დაბადების დღემ კმაყოფილე-
ბის განცდა მისის რანსომსაც მოუტანა, რომელსაც, ყოველ
ჯერზე, როცა სოფელში მისის პერქსსა და მის ნაჩუქარ ეტლში
ჩაწვენილ პერქსების ბუთხუზა ბიჭს ხედავდა, გული სიხარუ-
ლით ევსებოდა. მისის პერქსმა დაბადების დღის შემდეგ დღე-
ებში მადლობის სათქმელად ყველა მეზობელი შემოიარა,
224
ვინც მის ქმარს საჩუქარი გამოუგზავნა და თითოეულმა ვიზიტ-
მა იმაში დაარწმუნა, რომ მათ ოჯახს იმაზე ბევრად მეტი კეთი-
ლი და კარგი მეგობარი ჰყავდა, ვიდრე თვითონ ეგონათ.
– ჰო-ო... – ჩაილაპარაკა ერთხელ ჩაფიქრებულმა პერ-
ქსმა, – თურმე ცხოვრებაში მთავარი ის კი არ ყოფილა, რას
აკეთებ, არამედ ის, თუ როგორ, რა გულით და რა მიზნით აკე-
თებ ამას. ასეა, ჩემო ბებერო. მაგრამ ეს რომ ქველმოქმედება
ყოფილიყო...
– კარგი რა, ბერტ! – გააწყვეტინა მაშინვე ცოლმა. – რო-
დემდე შეიძლება მაგ ქველმოქმედებაზე ილაპარაკო? რატომ
არ გესმის, ძალიანაც რომ მოინდომო და სთხოვო, ქველმოქ-
მედებით შენთან არავინ მოვა, გაიგე ბოლოს და ბოლოს: ის,
რაც შენ ქველმოქმედებად მიიღე, სინამდვილეში მეგობრების
კეთილი და სუფთა გულით გამოგზავნილი საჩუქრები იყო.
მერე კი, ერთხელ, როცა მისის პერქსთან სტუმრად მღვდე-
ლი მივიდა, ქალმა მას ეს ამბავი უამბო, და ყოველი შემთხვე-
ვისთვის ამ კითხვით მასაც მიმართა:
– ასე არ არის, სერ? ეს ხომ უბრალოდ მეგობრების კეთილი
დამოკიდებულებაა?
– ჩემი აზრით, ეს ის არის, რასაც „სიკეთის ქმნას“ უწოდე-
ბენ, – უპასუხა მან ქალს.
ერთი სიტყვით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულ-
და. მაგრამ, თუ ოდესმე რამე ამგვარის გაკეთებას თქვენც ჩა-
იფიქრებთ, გახსოვდეთ: იმისთვის, რომ ადამიანებს არასწო-
რი შთაბეჭდილება არ შეექმნათ, დიდი სიფრთხილე და ტაქტია
საჭირო. ბოლოს და ბოლოს, როგორც კარგად დაფიქრების
შემდეგ მისტერ პერქსმა თქვა:
– ცხოვრებაში მთავარი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ
ის, თუ როგორ, რა გულით და რა მიზნით აკეთებ ამას.

225
თავი მეათე - საშინელი საიდუმლო

სამსაკვამურიან სახლში გადასვლის პირველ კვირებში


ბავშვები მამაზე ერთმანეთსაც ძალიან ხშირად ელაპარაკე-
ბოდნენ და დედასაც უამრავ კითხვას უსვამდნენ. მუდმივად
აინტერესებდათ, სად იყო, რას აკეთებდა და როდის დაბრუნ-
დებოდა. და დედაც, რა თქმა უნდა, მათ კითხვებს შეძლების-
დაგვარად პასუხობდა, მაგრამ, როგორც წესი, ისე მოკლედ და
ბუნდოვნად, რომ ბავშვებს ჩამოყალიბებული აზრი მაინც ვერ
გამოჰქონდათ, ამიტომ დროთა განმავლობაში კითხვების
დასმა უბრალოდ შეწყვიტეს. ამასთან, ბობიმ თითქმის თავი-
დანვე შენიშნა, რომ საკმარისი იყო, ლაპარაკი მამაზე ჩამო-
ვარდნილიყო, დედა რატომღაც მაშინვე იძაბებოდა, გამომეტ-
ყველება ეცვლებოდა და დასმულ კითხვებზე პასუხს საშინ-
ლად გულნატკენი და დამწუხრებული ადამიანის ხმით სცემდა.
სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გადაწყვიტა, მამაზე, რაც
შეიძლებოდა, იშვიათად ელაპარაკა. პიტერმა და ფილისმა კი,
რომლებსაც, მართალია, ამ საკითხზე სულაც არ უფიქრიათ და
არც არაფერი გადაუწყვეტიათ, როგორც ჩანს, უბრალოდ იგი-
ვე იგრძნეს. ასე იყო თუ ისე, გარკვეული დროის შემდეგ მამაზე
ლაპარაკი სამივემ შეწყვიტა.
ერთ დღესაც, როდესაც დედა ისე თავაუღებლად მუშაობ-
და, რომ ბავშვებთან ერთად ჩაის დასალევად საქმეს ათი წუ-
თითაც ვერ მოსწყდა, ბობიმ ჩაი პირდაპირ დიდ, გამოცარიე-
ლებულ ოთახში აუტანა, რომელსაც ისინი დედას კაბინეტს
ეძახდნენ. ოთახში ავეჯი თითქმის არ იდგა. მთელ მის მოწყო-
ბილობას მხოლოდ საწერი მაგიდა, სკამი და იატაკზე დაგებუ-

226
ლი პატარა ნოხი შეადგენდა. სამაგიეროდ, ფანჯრის რაფასა
და ქვის თაროს მუდამ ახალ-ახალი, ლამაზი თაიგულები ამ-
შვენებდა, რომელთა განახლებასა და სილამაზეზეც ბავშვები
გულმოდგინედ ზრუნავდნენ.
სამი მაღალი, უფარდო ფანჯრიდან კი მანანის აყვავებული
ბუჩქებით მოფენილი უზარმაზარი ველის, შორეული იისფერი
გორაკებისა და კამკამა ცისფერი ცის ფონზე აქეთ-იქით ზან-
ტად მცურავი თეთრი ღრუბლების თვალწარმტაცი ხედი იშლე-
ბოდა.
– აი, დედიკო, ჩაი მოგიტანე, – უთხრა ბობიმ და ფინჯანი
დედას მაგიდის კუთხეში დაუდგა, – დალიე, სანამ ცხელია.
დედას მაგიდაზე გაშლილ, ნაბეჭდივით მკაფიოდ გამოყვა-
ნილ, ოღონდ უფრო ლამაზ, თავისი ნაწერით აჭრელებულ
ფურცლებზე ცალი ხელი მოცელილივით მძიმედ დაუვარდა,
მეორე ხელის თითები კი თმაში შეიცურა და ისეთი სიმწრით
მოიჭირა, თითქოს გაუსაძლისი ტკივილისაგან სადაცაა, თმას
ამოიგლეჯსო.
– საბრალო დედიკო, – მიხვდა მაშინვე ბობი, – თავი გტკი-
ვა, არა?
– თავი? არა, არც ისე, – უპასუხა დედამ, – მაგრამ... ბობი,
არ გეჩვენება, რომ პიტერს და ფილს მამა დაავიწყდათ?
– არა, რა თქმა უნდა, არა, – მტკიცედ იუარა ბობიმ, – ასე
რატომ იფიქრე, დე?
– თქვენ ხომ ამ ბოლო დროს მამაზე საერთოდ არ ლაპარა-
კობთ, – გულდაწყვეტით აღნიშნა დედამ.
ბობი შეიშმუშნა და ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლა.
– არა, ასე არ არის... ხშირად ვლაპარაკობთ, ოღონდ, რო-
ცა მარტო ვართ, – ამოიბუტბუტა დაბნეულმა.
– მაგრამ ჩემი თანდასწრებით – არა? – ჰკითხა დედამ. –
რატომ?
227
ბობის პასუხის გაცემა გაუჭირდა.
– მე... შენ... – ამოიბუტბუტა ისევ, მაგრამ რაკი საჭირო
სიტყვები ვერ იპოვა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.
– ბობი, გთხოვ, მოდი ჩემთან, – უთხრა დედამ და ბობიც მა-
შინვე დედასთან დაბრუნდა. დედამ მას ორივე ხელი მაგრად
შემოხვია და თმააჩეჩილი თავი სუსტ მხარზე მიადო, – ახლა
კი მოდი, მითხარი, აბა, საყვარელო.
ბობი დედას მკლავებში მოიბუზა.
– ჰე, უთხარი შენს დედიკოს...
– უბრალოდ, ვხედავდი... შენ ხომ იმას, რომ მამა ჩვენთან
ერთად არ არის, ისედაც ძალიან განიცდი და... ვხედავდი, ყო-
ველთვის, როცა მამაზე ვლაპარაკობდი ხოლმე, კიდევ უფრო
ნერვიულობდი... ამიტომ აღარ ვახსენებ, დე.
– და პიტერი და ფილისი? – ჰკითხა დედამ.
– არ ვიცი, – ამოიოხრა ბობიმ, – ამაზე არასდროს გვილა-
პარაკია, მაგრამ, ალბათ, ისინიც იმავეს გრძნობენ.
– ბობი, ძვირფასო, – დაიწყო დედამ და ჯერაც ბობის მხარ-
ზე თავმიდებულმა შვილს ხელი თმაზე ჩამოუსვა, – მინდა, რა-
ღაც გითხრა... სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ მე და მამა-
შენს ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრება გვიწევს...
თავს კიდევ ერთი ცუდი ამბავი დაგვატყდა. საშინელი ამბავი...
ლამის ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო... და
ჰო... მართალი ხარ, თავიდან, როცა მამაზე ლაპარაკობდით
და კითხვებს მისვამდით, ძალიან განვიცდიდი და ვნერვიუ-
ლობდი... იმიტომ, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
თქვენთვის არაფერი შეცვლილა და ეს საშინელება იყო... მაგ-
რამ დამიჯერე, ჩემთვის ბევრად დიდი საშინელება იმის წარ-
მოსახვაა, რომ თქვენ შეიძლება მამაზე საერთოდ აღარ ილა-
პარაკოთ და დაივიწყოთ. ეს მართლა ყველაზე დიდი საშინე-
ლება იქნება, რაც კი შეიძლება მოხდეს.
228
– საშინელი ამბავი? – ჩუმად ჩაილაპარაკა ბობიმ. – იცი,
დედიკო, თავს დავპირდი, რომ არაფერს შეგეკითხებოდი და
ხომ გახსოვს, მართლა არასდროს არაფერი მიკითხავს... მაგ-
რამ... ის საშინელი ამბავი ოდესმე ხომ მოგვარდება?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მაშინვე დედამ, – რა თქმა უნდა,
მოგვარდება, მამა სახლში დაბრუნდება და ყველაფერი მოგ-
ვარდება.
– საწყენია, რომ ვერაფრით განუგეშებ, – ამოიოხრა ბობიმ.
– რას ამბობ, საყვარელო, ჩემი ყველაზე დიდი ნუგეში ხომ
სწორედ თქვენ ხართ! გგონია, ვერ ვამჩნევ, რომ ცდილობთ,
კარგად მოიქცეთ? ადრე ხომ გამუდმებით კინკლაობდით, ამ
ბოლო დროს კი თითქმის აღარ ჩხუბობთ. თქვენს სიკეთეს და
ზრუნვას მე ყოველ წვრილმანში ვხედავ, ბობი! ამ ლამაზ თა-
იგულებშიც, გაწმენდილ ფეხსაცმელშიც და გასწორებულ ლო-
გინშიც, რომელიც, სანამ საამისოდ მოვიცლი ხოლმე, ყოველ-
თვის ალაგებული მხვდება.
ბობისთვის დედის სიტყვები მოულოდნელობა აღმოჩნდა.
არადა, ამაზე ადრე უფიქრია კიდეც და კითხვა – ამჩნევდა თუ
არა დედა მათ ზრუნვას, უპასუხოდ დარჩენია.
– განსაკუთრებულს ნამდვილად არაფერს ვაკეთებთ, ეს
ხომ არაფერია...
– კარგი, მუშაობა უნდა გავაგრძელო, – უთხრა დედამ ნაჩ-
ქარევად, ბობი გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა და დაამატა: –
პიტერს და ფილისს არაფერი უთხრა, კარგი?
იმ საღამოს დედამ, იმის მაგივრად, რომ ბავშვებისთვის,
როგორც ყოველთვის, დაძინებამდე ერთი საათით ადრე რო-
მელიმე ახალი მოთხრობა ან წიგნი წაეკითხა, თავისი და მამას
ბავშვობის დროინდელი ამბების მოყოლა დაიწყო, უამბო,
რომ პატარაობისას ისინი ქალაქგარეთ, ერთმანეთის მეზობ-
ლად ცხოვრობდნენ და მამა მის ძმებთან მეგობრობდა, და
229
ყველანი ერთად უამრავ საინტერესო თამაშს იგონებდნენ და
სახალისო თავგადასავლებშიც ხშირად ეხვეოდნენ. ეს ძალიან
საინტერესო, თავშესაქცევი და სასაცილო ამბები იყო და სმე-
ნად გადაქცეული ბავშვებიც დედას თხრობას დროდადრო
ხმამაღალი კისკისით აწყვეტინებდნენ.
– ძია ედუარდი ხომ ჯერ კიდევ ბავშვობაში გარდაიცვალა?
– ჰკითხა ფილისმა, როდესაც დედამ საძინებელში სანთლები
აანთო.
– ჰო, საყვარელო, – უპასუხა დედამ, – დარწმუნებული
ვარ, თქვენ ძალიან შეგიყვარდებოდათ. საოცრად გულადი ბი-
ჭი იყო. მუდამ რაღაც თავგადასავლებში ეხვეოდა და მუდამ
ცელქობდა, მაგრამ თან ყველასთან მეგობრობდა. თქვენი ბი-
ძა, ძია რეჯი კი ახლა ცეილონზეა. და მამაც არ არის ჩვენთან...
მაგრამ, ვფიქრობ, ახლა რომ გვისმენდნენ და იცოდნენ, რომ
მათ მეგობრობას და ბავშვობის დროინდელ ოინებს ვიხსე-
ნებთ, სამივეს ძალიან გაუხარდებოდა. არ მეთანხმებით?
– ოღონდ ძია ედუარდს არა, – შესძახა თვალებგაფართოე-
ბულმა ფილისმა, – ის ხომ სამოთხეშია!
– ჰო, ღმერთმა ის თავისთან წაიყვანა, მაგრამ ეს იმას კი არ
ნიშნავს, რომ ძია ედუარდმა იქ ჩვენც დაგვივიწყა და ის ყვე-
ლაფერიც, რასაც ამქვეყნიური არსებობისას აკეთებდა! არა, –
უარის ნიშნად თავი გააქნია დედამ, – არა, ჩემი აზრით, ისევე,
როგორც მე, იმასაც ყველაფერი ახსოვს... ის უბრალოდ, ცოტა
ხნით დაგვშორდა, მაგრამ ოდესმე ერთმანეთს აუცილებლად
შევხვდებით.
– და ძია რეჯის და მამასაც? – ჰკითხა დედას პიტერმა.
– ჰო, რა თქმა უნდა, – უთხრა დედამ, – მაგრამ მათ, ღმერ-
თის შეწევნით, უფრო ადრე... ახლა კი ჩემო კარგებო, ძილი ნე-
ბისა.

230
– ძილი ნებისა, – უპასუხეს ბავშვებმა, ბობი კი დედას ჩვე-
ულებრივზე მაგრად ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა: – რომ
იცოდე, როგორ მიყვარხარ, დედიკო, ძალიან, ძალიან მიყ-
ვარხარ!
მოგვიანებით, ყოველ ჯერზე, როცა ბობის დედის იმდღე-
ვანდელი ნათქვამი ახსენდებოდა, მთელი მონდომებით ცდი-
ლობდა, როგორმე იმ საშინელ ამბავზე არ ეფიქრა, რომლის
გადატანაც, როგორც გაირკვა, მის მშობლებს ერთმანეთისგან
განცალკევებით ცხოვრების გარდა უწევდათ, მაგრამ სინამ-
დვილეში არაფერი გამოსდიოდა. საკმარისი იყო, დედას კაბი-
ნეტში მათი ლაპარაკი გახსენებოდა და კითხვას: რა საშინელ
ამბავს გულისხმობდა დედა, გონებიდან ვერ იგდებდა. დედამ
ხომ გარკვევით უთხრა ადრე, რომ საბრალო ძია ედუარდივით
მამა მკვდარი არ იყო! და, როგორც ჩანს, არც ავადმყოფობდა.
რომ ეავადმყოფა, – და ამაში ბობის ეჭვი წამითაც არ ეპარე-
ბოდა, – დედა აუცილებლად მამას გვერდით იქნებოდა. ვი-
თომ იმას გულისხმობდა, რომ ახლა ღარიბები იყვნენ? მაგრამ
ბობი თითქოს მთელი არსებით გრძნობდა, რომ ის საშინელი
ამბავი უფულობას და სიღარიბეს არ უკავშირდებოდა.
– მაგრამ მე ხომ ამაზე არ უნდა ვიფიქრო, არავითარ შემ-
თხვევაში არ უნდა ვიფიქრო, – თავის დარწმუნებას ცდილობ-
და ბობი, – რაკი დედამ თვითონ არ მითხრა, რა საშინელ ამ-
ბავს გულისხმობდა, ესე იგი, მე ეს არ უნდა ვიცოდე! სამაგი-
ეროდ, დედამ შენიშნა, რომ ვცდილობთ, აღარ ვიჩხუბოთ და
მე ეს ძალიან, ძალიან მიხარია. ჰოდა, ვეცდები, დედა არ ვა-
ნერვიულო და შემდეგშიც ასე გავაგრძელო.
მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაფიქრებიდან რამდენიმე საათ-
ში, ნაშუადღევს, ძმასთან ისეთი ჩხუბი მოუვიდა, როგორსაც
პიტერი, როგორც წესი, „უმაგრეს სკანდალს“ ეძახდა.

231
სამსაკვამურიან სახლში გადმოსვლიდან პირველი კვირაც
არ იყო გასული, რომ ბავშვებმა დედის ნებართვით ბაღის სამ-
ხრეთ ნაწილში, ატმის ხეებთან მიწის თავ-თავიანთი, პატარა
მონაკვეთი გამოყვეს, სადაც მოლაპარაკებისამებრ შეეძ-
ლოთ, ის დაეთესათ, რასაც მოისურვებდნენ.
ფილისმა რეზედა, ნასტურცია და ვირჯინიული ლევკოიონი
დათესა. თესლი ძალიან მალე ყლორტებად ამოიყარა და თუმ-
ცა კი ის ამოყრილი ყლორტები უფრო სარეველებს წააგავდა,
ვიდრე ყვავილებს, მაგრამ ფილისს მაინც მტკიცედ სჯეროდა,
რომ ერთ მშვენიერ დღესაც მისი დათესილი ნაკვეთი აუცი-
ლებლად აყვავდებოდა. საბოლოოდ, ვირჯინიულმა ლევკოი-
ონმა მოლოდინი მართლაც სავსებით გაამართლა და ფილი-
სის პატარა ბაღი მალე ვარდისფერი, თეთრი, წითელი და
მელნისფერი მომცრო, კაშკაშა ყვავილებით გადაჭრელდა.
ყვავილების დანარჩენი ნაყარი კი პატრონის გულის გახარე-
ბას რატომღაც დიდად არ ჩქარობდა, მაგრამ ფილისი იმედს
მაინც არ კარგავდა და მშვიდად აცხადებდა: სარეველების
ამოთხრა არ შემიძლია, იმიტომ, რომ მეშინია ყვავილიც არ
ამოვთხარო. სამაგიეროდ, ზედმეტი მუშაობაც აღარ მიწევსო.
პიტერმა გადაწყვიტა თავისი ნაკვეთი ბოსტნეულის მოსაყ-
ვანად გამოეყენებინა და სტაფილო, ხახვი და თალგამი დათე-
სა. ბოსტნეულის თესლი პიტერს ფერმერმა აჩუქა, რომელიც
არხის გადაღმა, ხიდთან ახლოს, თეთრად კედლებმობათქაშე-
ბულ და შავად შეღებილი ხის კოჭებით გაფორმებულ ლამაზ
სახლში ცხოვრობდა. ის ფერმერი ინდაურებს და ციცრებს
ზრდიდა და ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანი იყო. თუმ-
ცა პიტერის ნათესებს გაღივებისა და გაზრდის შანსი, შეიძლე-
ბა ითქვას, თითქმის არ მისცემია, რადგან მიწის პატრონი სა-

232
კუთარ ნაკვეთში დროდადრო არხების გათხრას ან თავისი სა-
თამაშო ჯარისკაცებისათვის ფორტებისა24 და სხვა სამხედრო
სიმაგრეების მშენებლობას იწყებდა. ბოსტნეულის თესლი კი,
ცხადია, იქ ვერ გაიხარებს, სადაც მიწა მუდმივად საომარი, თუ
ირიგაციული25 მიზნებისათვის ითხრება.
ბობიმ კი თავის მიწაზე ვარდის ბუჩქების გახარება მოინ-
დომა, მაგრამ ბუჩქებს ფოთლები ძალიან მალე მოეჭმუჭნა და
მოახმა. როგორც ჩანს, ასე იმიტომ მოხდა, რომ ბობიმ ვარდე-
ბის დარგვა მაისს, ვარდის გადასარგავად სრულიად შეუფერე-
ბელ დროს დაამთხვია. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ჩან-
და, ვარდის ბუჩქებს გახარება და აყვავილება არ ეწერა, ბობი
ერთხანს იმედს მაინც არ კარგავდა და თავისი მარცხი მხო-
ლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ვარდების დასახედად მოსულ-
მა მისტერ პერქსმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,
პირდაპირ გამოუცხადა, თქვენი სახლის სამზარეულოს კარში
ჩარჭობილ ლურსმანს უფრო აქვს აყვავების შანსი, ვიდრე ამ
ვარდებსო.
– ეს ბუჩქები ახლა კოცონის დასანთებად თუ გამოდგება,
მის. ასე რომ, ჯობია, ამოთხარო და დაწვა, მე კი ჩემი ბაღიდან
ახალ ბუჩქებს მოგიტან. კიდევ იაჟუჟუნას, ლევკოიონს, თურ-
ქულ მიხაკს და კესანეს... თუ მოასწრებ და მიწას მოამზადებ,
შემიძლია ხვალვე მოგიტანო.
ბობიმაც, რა თქმა უნდა, საქმე აღარ გადადო და მისტერ
პერქსის დავალების შესრულებას დილიდანვე შეუდგა. ეს კი
დედასთან საუბრის მეორე დღეს მოხდა, სწორედ იმ საუბრის,
რომლის დროსაც დედამ იმისთვის შეაქო, რომ ერთმანეთთან

24
ციხესიმაგრე საბრძოლო გამაგრებათა სისტემაში
25
მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა
233
თითქმის აღარ ჩხუბობდნენ. ბობიმ ვარდების გამხმარი ბუჩქე-
ბი ამოთხარა და ბაღის მეორე ნაწილში წაიღო, სადაც გაი
ფოქსის დღეს26 დიდი კოცონის გასაჩაღებლად სამივენი, კარ-
გა ხანია, ხმელ მცენარეებს აგროვებდნენ.
ზუსტად ამ დროს, პიტერმა თავის ნაკვეთზე მიწის მოსწო-
რება და სანგრებისა და ფორტების მაგივრად ზედ გვირაბის,
შიგ გამავალი სარკინიგზო ხაზის, გაკაფული ტყის, არხის, სა-
ნაპიროს, ხიდის, არხზე წამომართული აკვედუკისა და სხვა
ლამაზი ადგილების აგება გადაწყვიტა.
ასე გამოვიდა, რომ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში,
სანამ ბობი ხმელი მცენარეების გროვასთან გამხმარი ბუჩქე-
ბის ბოლო პარტიას მიიტანდა და უკან გამობრუნდებოდა, პი-
ტერმა ფოცხი დაისაკუთრა და თავის ნაკვეთზე გამალებულ
საქმიანობას შეუდგა.
– სხვათა შორის, მაგ ფოცხით მე ვმუშაობდი, – უთხრა მან
ძმას.
– ჰოდა, ახლა მე ვმუშაობ, – უპასუხა პიტერმა.
– მაგრამ, პირველმა ხომ მე ავიღე, – აღშფოთდა ბობი.
– ჰოდა, გამოდის, რომ ახლა ჩემი ჯერია, – უშფოთველად
მიუგო პიტერმა და სწორედ აქ ატყდა, რაც ატყდა.
უფრო სწორად, ეს შელაპარაკება თავიდან ჯერ მხოლოდ
ხანმოკლე, მაგრამ გაცხარებულ კამათში გადაიზარდა, რომ-
ლის შემდეგაც პიტერმა მოკლედ მოუჭრა:
– არ მაინტერესებს! არ მოგცემ, იმიტომ, რომ შენ ყოველ-
თვის უმიზეზოდ ჩხუბობ!
– მე ხომ ფოცხი პირველმა ავიღე! – ფოცხის ტარს ჩააფ-
რინდა ძმის თავხედობისგან აღშფოთებული და ერთიანად
აჭარხლებული ბობი.

26
ამ დღეს ინგლისში კოცონებს ანთებენ და ფოიერვერკებს ისვრიან
234
– არ მაინტერესებს-მეთქი! გაუშვი! მე ხომ ჯერ კიდევ დი-
ლით გაგაფრთხილე, რომ ბაღში მუშაობას ვაპირებდი, – და-
იყვირა პიტერმა და ფოცხს თვითონაც გააფთრებით დაეჭიდა,
მერე კი მხარდასაჭერად უმცროსი დისკენ შებრუნდა, – ასე არ
იყო, ფილ?
ფილისმა თავი მაშინვე შორს დაიჭირა და ორივეს გამოუც-
ხადა, თქვენს ჩხუბში ჩარევის არავითარი სურვილი არ მაქ-
ვსო, რის შემდეგაც და-ძმის ჩხუბში ჩართვა, რა თქმა უნდა, მა-
ინც მოუწია.
– თუ გახსოვს, იცოდე, ვალდებული ხარ, თქვა, რომ ასე
იყო, – გაუმეორა ფილისს პიტერმა.
– რაც არ გაუგონია, როგორ უნდა ახსოვდეს?! – ფილისის
მაგივრად უპასუხა ბობიმ, ჰოდა, სწორედ ის უნდა თქვას, რომ
ასეთი არაფერი გაუგონია.
– ოჰ, რა! არ მერჩივნა, ამ ორი წიკვინა დის მაგივრად ერთი
ძმა მყოლოდა?! – კბილებში გამოცრა პიტერმა და ბობის თვა-
ლები დაუბრიალა. ეს და მსგავსი ფრაზები კი იმას ნიშნავდა,
რომ პიტერი უკვე საშინლად იყო გაბრაზებული.
და ბობიმაც ის უპასუხა, რასაც მხოლოდ საშინლად გაბრა-
ზებისას ეუბნებოდა ხოლმე ძმას.
– იცი, რა! მე კიდევ ის ვერ გამიგია, შენნაირი საზიზღარი
პატარა ბიჭები საერთოდ რა გამოსაგონებლები იყვნენ! – მაგ-
რამ, როგორც კი ენიდან ეს სიტყვები მოსწყდა, თავისდაუნე-
ბურად თვალი დედას კაბინეტის მზის სხივებში წითლად მო-
ლაპლაპე სამი მაღალი ფანჯრისკენ გაექცა და გონებაში მა-
შინვე მისი გუშინდელი შექება ამოუტივტივდა: „გგონია, ვერ
ვამჩნევ, რომ ცდილობთ, კარგად მოიქცეთ? ადრე ხომ გამუდ-
მებით კინკლაობდით, ამ ბოლო დროს კი თითქმის აღარ ჩხუ-

235
ბობთ“, და შეცბუნებულმა ხმამაღლა და ისე გულსაკლავად წა-
მოიყვირა, თითქოს ვიღაცამ ჩაარტყა, კარში თითი მოჰყვა, ან
უეცრად დაწყებული კბილის საშინელი ტკივილი იგრძნოო.
– რა მოხდა? – შეცბა ფილისი.
ბობის უცებ ძალიან, ძალიან მოუნდა, ჩხუბი, რაც შეიძლე-
ბოდა, ჩქარა დაემთავრებინა და ეთქვა, დედამ შემთხვევით
ფანჯრიდან რომ გადმოიხედოს და მოჩხუბრები დაგვინახოს,
ეს გულს ძალიან ატკენსო, მაგრამ პიტერი ისეთი შეურაცხმყო-
ფელი, გამომწვევი და გაცეცხლებული მზერით შეჰყურებდა,
რომ ამის თქმა ვერაფრით შეძლო და ის გააკეთა, რაც იმწუ-
თას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია.–კარგი! შენი იყოს,სულ
არ მჭირდება ეგ საზიზღარი ფოცხი! – მიახალა გულმოსულმა
და ფოცხს ხელი ისე მოულოდნელად და სწრაფად გაუშვა, რომ
პიტერი, რომელიც ფოცხს ასევე მთელი ძალით ექაჩებოდა
თავისკენ, ინერციით უკან გადავარდა, ზურგზე დაეხეთქა და
ფოცხის კბილები პირდაპირ ფეხში მოხვდა.
– ეგრე მოგიხდება! – თავისდაუნებურად წამოიძახა ბობიმ
და იმწუთასვე ინანა, მაგრამ წამოსროლილ სიტყვებს სამწუხა-
როდ, უკან ვეღარ დააბრუნებდა.
პიტერი მიწაზე ხმის ამოუღებლად და გაუნძრევლად ალ-
ბათ სულ რაღაც ერთი-ორი წამის განმავლობაში იწვა, მაგრამ
ბობის შესაშინებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. მერე ის უეც-
რად წამოჯდა (რამაც ბობი კიდევ უფრო შეაშინა), ხმამაღლა
დაიღმუვლა, ერთიანად გაფითრებული ისევ მიწაზე დაწვა და
არცთუ ხმამაღალი, მაგრამ გაბმული და გულის მომკვლელი,
ისეთი ჭყვიტინა ხმა ამოუშვა, რომ დები, რომლებსაც ამ ხმამ
რამდენიმე დღით ადრე მათი სახლიდან ნახევარი მილის და-
შორებით ეზოში დასაკლავად გაყვანილი ღორის ჭყვიტინი გა-
ახსენა, ადგილს მიეყინნენ.

236
დედამ მაშინვე გამოიხედა ფანჯრიდან და სულ რამდენიმე
წამში ჯერაც მიწაზე გაწოლილ პიტერთან მოირბინა.
– კი მაგრამ, რა მოხდა? – ჰკითხა მან ბობის და პიტერის
გვერდით მუხლებზე მდგარმა შვილს ქვევიდან ამოხედა.
– ფოცხის ბრალია, – უფროსი დის მაგივრად უპასუხა ფი-
ლისმა, – ფოცხს ორივე თავ-თავისკენ ეწეოდა და ბოლოს ბო-
ბიმ ხელი რომ გაუშვა, პიტერი უკან გადავარდა.
– ახლავე შეწყვიტე, – მკაცრად უთხრა დედამ პიტერს და
მერე შედარებით რბილად დაამატა: – გეყოფა, გთხოვ, შეწყვი-
ტე ჭყვიტინი.
პიტერმა ამოსუნთქულ ჰაერს ბოლო ამოღმუვლება ამოა-
ყოლა და მართლაც გაჩუმდა.
– კარგი, მითხარი, აბა, სად გტკივა? – ჰკითხა დედამ.
– მართლა რომ სტკიოდეს, ამხელა აურზაურს ნამდვილად
არ ატეხდა, – თქვა გაბრაზებისგან ჯერაც აკანკალებულმა ბო-
ბიმ, – რაც უნდა იყოს, მშიშარა მაინც არ არის.
– ჰო, რა თქმა უნდა, უბრალოდ, მგონი, ფეხი მომტყდა, ეგ
არის და ეგ, უფ, დიდი ამბავი! – ამოიბუზღუნა პიტერმა და წა-
მოჯდა.
მაგრამ წამოჯდა თუ არა, ისევ ერთიანად გაფითრდა. დე-
დამ მაშინვე ხელები შემოხვია და გულზე მიიხუტა.
– არა, როგორც ჩანს, მართლა ძალიან სტკივა, – თქვა მან,
– ეს გაფითრება იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, გული წაუვი-
დეს. ჰე, ბობი, მოდი, გვერდზე დაუჯექი და პიტერის თავი კალ-
თაში ჩაიდე.
ბობიმ დედის განკარგულება შეასრულა, დედა კი ამასობა-
ში, ფეხზე წამოხტა და პიტერს მარჯვენა ფეხსაცმელზე თასმა
გაუხსნა, მერე ფრთხილად გახადა და ფეხსაცმელი გადმოაბ-
რუნა, შიგნიდან მაშინვე რაღაც სითხე გადმოიღვარა და მიწა-

237
ზე დაეწვეთა. ეს სისხლი იყო, ნამდვილი სისხლი. მერე კი, რო-
ცა დედამ პიტერს ფეხიდან წინდაც გააძრო, ყველამ დაინახა,
რომ პიტერს კოჭთან ფოცხის კბილებისგან დატოვებული სამი
ჭრილობა აჩნდა, რომლის გარშემოც ფეხი თითქმის მთლი-
ანად სისხლში მოსვრილიყო.
– ახლავე გაიქეცი და წყალი მოიტანე, ტაშტი გაავსე და ისე
წამოიღე! – უთხრა დედამ ფილისს და ისიც მაშინვე განკარგუ-
ლების შესასრულებლად გაქანდა. უკანა გზაზე მომავალი კი
ისე ჩქარობდა, რომ ბაღის იმ ადგილამდე, სადაც პიტერი იწვა,
ტაშტი მხოლოდ სანახევროდ სავსე მოიტანა, ამიტომ მის გა-
სავსებად ისევ უკან გაქცევა და წყლის თუნგით მოტანა მო-
უწია.სანამ დედა პიტერს ფეხს თავისი ცხვირსახოცით უხვევ-
და, მერე კი ბობისთან ერთად სახლში ხელში აყვანილი მიჰ-
ყავდა და სასტუმრო ოთახში ხის ყავისფერ მერხზე აწვენდა,
პიტერს თვალები არ გაუხელია. ფილისი კი ამასობაში, რაც
ძალი და ღონე ჰქონდა, ექიმი ფორესტის მოსაყვანად გარბო-
და სოფელში.
მერე დედა პიტერს გვერდით მოუჯდა, ფეხიდან სისხლი ჩა-
მობანა და პიტერს რომ ტკივილზე არ ეფიქრა, სხვადასხვა რა-
მეებზე ლაპარაკი დაუწყო, ბობი კი სასადილო ოთახში გავი-
და, ჩაისთვის სუფრა გააწყო და ცეცხლზე ჩაიდანი შემოდგა.
„რა საშინელებაა, რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძ-
ლია, – ფიქრობდა გულმოკლული, – ღმერთო, რომ მოკვდეს?
ან, სამუდამოდ ხეიბარი გახდეს? ყავარჯნებით სიარული რომ
მოუწიოს? ო-ოჰ! ანდა, იმ საშინელი ფეხსაცმლით, ხის სქელი
ძირი რომ აქვს!“
ის სახლის უკანა კართან იდგა, აფორიაქებული და გულ-
მოკლული, გონებაში ერთმანეთზე უარეს სურათებს ხატავდა
და თვალმოუშორებლად ჩაჰყურებდა წვიმის წყლის შესაგრო-
ვებელ კასრს.
238
– ჯობდა, სულ არ დავბადებულიყავი! – თქვა მან მერე და
ეს უკვე ფიქრი კი არა, ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები
იყო.
– ღმერთო დიდებულო! ასეთ საშინელ რამეებს რატომ ამ-
ბობ? – გაისმა მოულოდნელად ხმა და ბობიმ მის წინ გაჩერე-
ბული პერქსი დაინახა, რომელსაც ხელში ვარდის ბუჩქებით,
სხვა ყვავილების ჩითილებითა და რბილი და ფხვიერი მიწით
სავსე ხის კალათი ეჭირა.
– ა-ა, თქვენ ხართ? – ამოილუღლუღა ბობიმ, – პიტერმა
ფეხი იტკინა, ფოცხი მოხვდა და ახლა, აი, ჯარისკაცებზე რომ
გინახავთ, ისეთი სამი უზარმაზარი გაგლეჯილი ჭრილობა აქვს
კოჭთან... და ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია.
– თავს დავდებ, რომ შენი ბრალი ეგ არავითარ შემთხვევა-
ში არ იქნება, – დარწმუნებით გამოაცხადა პერქსმა,‒ ექიმმა
უკვე ნახა?
– ჯერ არა, ფილისი გაიქცა ექიმი ფორესტის მოსაყვანად.
– ნუ გეშინია, გაუვლის, აი, ნახავ! – თავდაჯერებით უთხრა
პერქსმა. – ერთხელ ეგრე მამაჩემის ბიძაშვილს ფიწალი შე-
არჭვეს პირდაპირ მუცელში და არც არაფერი! რამდენიმე კვი-
რაში ჩიტივით იყო, ჰმ, უფრო სწორად, იმას თუ არ ჩავთვლით,
რომ ცოტა ჭკუანაკლული გახდა, მაგრამ ამბობდნენ, ეს ფიწ-
ლის ბრალი სულაც არ არის, იმისგან გახდა ჭკუანაკლული,
რომ შუადღისას, თაკარა მზეში, თივის ზვინზე ჩაეძინა და მზის
დარტყმა მიიღოო... ჰოო, კარგად მახსოვს მამაჩემის ის ბიძაშ-
ვილი. კეთილი კაცი იყო, მაგრამ ცოტა ტვინში აკლდა.
პერქსს შეეტყო, რომ იმ კაცზე გულკეთილი მოგონებით ბო-
ბის გამხნევება უნდოდა და ბობიც შეეცადა, თავი ამით დაემ-
შვიდებინა.
– ჰმ, ჰო, მაგრამ, როგორც ვხედავ, ახლა მიწაში ჩიჩქნის-
თვის სულაც არა გცალია, – განაგრძო პერქსმა, – მოდი, მაშინ
239
ასე მოვიქცეთ, მაჩვენე, სად აპირებ ყვავილების ჩარგვას და
ყველაფერს მე დავრგავ. თან დროსაც გავიყვან, იმიტომ, რომ,
თუ უხერხული არ იქნება, მინდა, ექიმს დაველოდო და გავიგო,
აბა, რას იტყვის. თქვენ კი, მის, ნუ დარდობთ, გამხიარულდით.
თუ გინდა, მთელ ერთ ფუნტს ჩამოვალ სანაძლეოდ, რომ პი-
ტერს სერიოზული არაფერი სჭირს.
მაგრამ პერქსის სიტყვები ბოლომდე სიმართლე არ აღმოჩ-
ნდა. ფილისის მოყვანილმა ექიმმა პიტერს ფეხი გაუსინჯა, ძა-
ლიან ლამაზად შეუხვია და ყველაზე ცოტა, ერთი კვირის გან-
მავლობაში მაინც, ფეხის იატაკზე დადგმა მკაცრად აუკრძა-
ლა.
– ექიმო, ხომ არ დაკოჭლდება? – ჰკითხა ჩურჩულით კარ-
თან მოლოდინით სუნთქვაშეკრულმა ბობიმ, ‒ან მთელი სიც-
ოცხლე ყავარჯნებით სიარული ხომ არ მოუწევს? ანდა, ის სა-
შინელი წანაზარდი ხომ არ ამოუვა?
– რა თქმა უნდა, არა, – თავდაჯერებით უპასუხა ექიმმა ფო-
რესტმა, – ნუ გეშინია, ჩვენო პატარა მზრუნველო ქალბატო-
ნო, ორ კვირაში ადრინდელზე სწრაფად ირბენს და ნატკენი
ფეხი აღარც გაახსენდება.
ექიმის წასვლის დრო რომ დადგა, დედა მას გასაცილებ-
ლად და პიტერის მოვლისას გასათვალისწინებელი რჩევების
მოსასმენად ეზოში გაჰყვა, ფილისმა კი ჩაიდანს წამოავლო
ხელი და ცეცხლზე დასადგმელად სამზარეულოში გაიტანა,
სწორედ ისე მოხდა, რომ პიტერი და ბობი დილანდელი ჩხუბის
მერე, როგორც იქნა, მარტონი დარჩნენ.
– ექიმი ამბობს, რომ არ დაკოჭლდები და არც რაღაც საში-
ნელება დაგემართება, – უთხრა ძმას ბობიმ.
– არა, რა თქმა უნდა, უბრალო ჭრილობაა, რა დამაკოჭ-
ლებს! – უდარდელად აიქნია ხელი პიტერმა, მაგრამ აშკარად
შეეტყო, რომ ბობის ნათქვამმა დაამშვიდა.
240
– ბოდიში, პიტერ, ძალიან გთხოვ მაპატიე, – წამოიძახა წა-
მიერი დუმილის შემდეგ ბობიმ.
– უფ, არა უშავს, – ხრინწიანი ხმით უპასუხა პიტერმა.
– მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალია! – თავი ჩახარა ბობიმ.
– რა სისულელეა! – ჩაიფრუტუნა პიტერმა.
– ჩხუბი რომ არ დაგვეწყო, არაფერიც არ მოხდებოდა. არა-
და, ხომ ვიცოდი, რომ არ უნდა გვეჩხუბა, უბრალოდ, არ შეიძ-
ლებოდა და მინდოდა კიდეც, ეს შენთვის მეთქვა, მაგრამ რა-
ტომღაც ვერ შევძელი.
– უფ, მორჩი რა! – ისევ ხელი აიქნია პიტერმა, – რა მნიშ-
ვნელობა აქვს, მეტყოდი თუ არა, მაინც არ გავჩერდებოდი.
ჰო, არა, ალბათ მაინც არ გავჩერდებოდი. და სინამდვილეში
ჩვენი ჩხუბიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეგრე შეიძლე-
ბოდა ფეხში თოხი ჩამერტყა, ნამგლით თითები გადამესერა,
ანდა ფოიერვერკის სროლისას ცხვირი წამცლოდა! ჰოდა, რა
მნიშვნელობა აქვს, იმწუთას ვიჩხუბებდით თუ არა, მე მაინც
მეტკინებოდა.
– მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ არ უნდა გვეჩხუბა! არა, ასე
მოქცევა არ შეიძლება... – ამოიბუტბუტა აცრემლებულმა ბო-
ბიმ, – და ახლა შენ გტკივა და...
– მოიცა, ბობი, მოიცა, აი, რას გეტყვი! პირველი: ეგ ცრემ-
ლები მოიწმინდე რა, ძალიან გთხოვ! – მკაცრად გააწყვეტინა
პიტერმა, – მეორეც, ჭკუაზე თუ არ მოხვალ, იცოდე, ცოტა ხან-
ში საკვირაო სკოლის რომელიმე მუდამ წირპლიანი, აუტანე-
ლი წუწუნა გახდები. აი, ასე!
– მე ხომ სულაც არ მინდა, წუწუნა ვიყო, მაგრამ ძალიან
ძნელია, როცა ცდილობ, კარგად მოიქცე და ბოლოს მაინც ცუ-
დად გამოგდის, – შესჩივლა ძმას ბობიმ.
(იქნებ ამ სიძნელის წინაშე ოდესმე ჩემი კეთილი მკითხვე-
ლიც მდგარა?)
241
– მოკლედ, დაივიწყე რა, – უთხრა პიტერმა, – უბრალოდ,
კიდევ კარგი, მე დამემართა ეს და არა შენ, თორემ ხომ ვიცი,
დივანზე ნამდვილი ტანჯული ანგელოზივით გაიშოტებოდი და
ყველა შენ გარშემო იტრიალებდა, მე კიდევ ამას ნამდვილად
ვერ გავუძლებდი.
– არა, ტანჯული ანგელოზივით სულაც არ ვიწვებოდი! – აღ-
შფოთდა ბობი.
– იწვებოდი, – დაიჟინა პიტერმა.
– მე კიდევ გეუბნები, რომ არ ვიწვებოდი!
– მე კიდევ გეუბნები, რომ იწვებოდი!
– ბობი, პიტერ! – გაისმა სწორედ იმწამს ოთახში შემოსუ-
ლი დედას ხმა. – რა ხდება? ისევ ჩხუბობთ?
– ეს ჩხუბი სულაც არ არის, უფრო სწორად, ნამდვილი ჩხუ-
ბი არ არის, – დააწყნარა დედა პიტერმა, – ეგ შენ გგონია
ხოლმე, რომ ვჩხუბობთ, მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ
რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და ვკამათობთ, დე.
მერე დედა სასტუმრო ოთახიდან გავიდა და ბობი ისევ
აფეთქდა:
– პიტერ, ძალიან ვდარდობ და გული მტკივა, რომ ფეხი იტ-
კინე, მაგრამ შენი მხრიდან ნამდვილი უნამუსობაა წუწუნას
რომ მეძახი.
– ჰო, შეიძლება, – დაეთანხმა მოულოდნელად პიტერი, –
შენ ხომ თქვი, მშიშარა არ არისო, თანაც მაშინ, როცა გაბრა-
ზებული იყავი. უბრალოდ, მოდი რა, ეცადე, წუწუნა არ იყო და
ეგ არის. ყურადღებით იყავი და როგორც კი იგრძნობ, რომ წუ-
წუნი გინდება, უბრალოდ გაჩერდი და არ იწუწუნო.
– კარგი, – თავი დაუქნია ბობიმ, – გავიგე და ვეცდები.
– მაშინ შევრიგდით, – დიდსულოვნად გამოაცხადა პიტერ-
მა, ‒ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ჩავმარხოთ ჩვენი

242
ტომაჰავკები წარსულის წიაღში27, და... იცი რა, ბობი, ჩემო
ძმობილო და მეგობარო, მგონი, ძალიან დავიღალე.
დაღლილობას პიტერი კიდევ დიდხანს გრძნობდა. მუდმი-
ვად ხის მერხზე წოლა, მიუხედავად იმისა, რომ რბილი პლე-
დები, მუთაქები და ბალიშები შემოუწყვეს გარს, ფრიად დამ-
ღლელი, მოუხერხებელი და მოსაბეზრებელი საქმეა. ყველაზე
მეტად პიტერს მაინც ის ტანჯავდა, რომ გარეთ გასვლას ვერ
ახერხებდა. მეორე დღეს მისი მერხი ზედ ფანჯარასთან გადაი-
ტანეს და აქედან მას ხეობისა და აქეთ-იქით მოძრავი ორ-
თქლმავლების კვალად გაყოლილი კვამლის დანახვა შეეძ-
ლო, მაგრამ, სამწუხაროდ, მატარებლებისა – არა.
ბობის თავიდან ძალიან გაუჭირდა პიტერზე ისე ეზრუნა,
რომ პიტერს ეს ზრუნვა გადამლაშებულ და თავის მომაბეზრე-
ბელ ფუსფუსად არ ჩამოერთმია, მაგრამ მერე ამის შიში რო-
გორღაც თავისთავად გაუქრა და, როგორც თავად პიტერმა
აღნიშნა, ამ მოსაწყენ დღეებში ის და ფილისი ნამდვილი ძმა-
კაცებივით ედგნენ მხარში. ისეთ დროს კი, როდესაც დები სად-
მე იყვნენ წასასვლელი და პიტერის მიტოვება უხდებოდათ,
მერხთან დედა ეჯდა ხოლმე და ლაპარაკით ართობდა. ფეხი
პიტერს სინამდვილეში, ძალიან სტკიოდა, განსაკუთრებით
ღამღამობით, მაგრამ ის, რომ ბობი მშიშარად არ თვლიდა, აი-
ძულებდა, თავი შეეკავებინა და ტკივილი ჩივილისა და ოხვრა-
კვნესის გარეშე, უდრტვინველად აეტანა.
(როგორც ხედავთ, ხანდახან შექებაც ძალიან კარგად მოქ-
მედებს ადამიანებზე).
პიტერთან სტუმრებიც მოდიოდნენ. მისი მდგომარეობის
გასაგებად პირველად მისის პერქსმა შემოირბინა, მერე დაშა-
ვებული სადგურის უფროსმა მოინახულა და სოფლიდან კიდევ

27
ინდიელები ამ მოქმედებით მშვიდობის გამოცხადებას აღნიშნავდნენ
243
რამდენიმე კაცი მოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიტერის-
თვის დრო მაინც ძალიან ნელა, აუტანლად ნელა მიიზლაზნე-
ბოდა.
– ნეტა წასაკითხი მაინც მქონდეს რამე, – დაიჩივლა ერ-
თხელაც, – ახალი, თორემ ჩვენი წიგნები იმდენჯერ მაქვს უკვე
გადაკითხული, გულს ვეღარ დავუდებ.
– მოდი, ექიმთან წავალ, – შესთავაზა ფილისმა, – ექიმს აუ-
ცილებლად ექნება წიგნები.
– ჰო, ექნება, აბა რა, მაგრამ ალბათ, ყველა რაღაც დაავა-
დებებზე და ადამიანის შინაგან ორგანოებზე, – დაიჯღანა პი-
ტერი.
– სამაგიეროდ, პერქსს აქვს მატარებლებში მგზავრების
დატოვებული ჟურნალების მთელი დასტა, ჰოდა, იმ ჟურნა-
ლებს გამოვართმევ, – გადაწყვიტა ბობიმ.
ისე მოხდა, რომ ბობი და ფილისი და თავ-თავისი ჩანაფიქ-
რის შესასრულებლად წავიდნენ.
პერსი ლამპებს წმენდდა, როდესაც მასთან ბობი მივიდა.
– აბა, როგორ არის ჩვენი პატარა ჯენტლმენი? – იკითხა
პერქსმა გოგონას დანახვისთანავე.
– გმადლობთ, უკეთ, – უპასუხა ბობიმ, – მაგრამ უსაქმურო-
ბისგან უკვე ძალიან მოიწყინა და ამიტომაც მოვედი, მინდა,
მგზავრების დატოვებული ჟურნალები გთხოვოთ, რომ პიტერ-
მა წაიკითხოს და ცოტა გაერთოს.
– ოჰ, აბა, ამას საქმე ჰქვია?! – წამოიძახა პერქსმა სინანუ-
ლით და დაბნეულმა ლამპის წმენდისგან გამურული ძონძი
ყურზე ჩამოისვა. – ეს როგორ ვერ მოვიფიქრე! არადა, ზუსტად
დღეს დილას ვფიქრობდი, რა გაართობს-მეთქი და ზღვის გო-
ჭის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. ჰოდა, იმ ზღვის გოჭს დღეს
ჩაის დროს ერთი ჩემი პატარა მეგობარი მოგიყვანთ.

244
– რა კარგია! – სახე გაუნათდა ბობის, – ნამდვილი პატარა
ზღვის გოჭი?! პიტერს ძალიან გაუხარდება... მაგრამ, თუ შეიძ-
ლება, იქნებ ჟურნალებიც გამატანოთ?
– აი, მაგ ამბავში კი ცუდად გვაქვს საქმე, – დანანებით გა-
დააქნია თავი პერქსმა, – ის ჟურნალები სულ რამდენიმე წუ-
თის წინ სნიგსონების ბიჭუნას გავუგზავნე. იმან კიდევ პნევმო-
ნია გადაიტანა ახლახან და, მართალია, გამოჯანმრთელების-
კენ წავიდა, მაგრამ ჯერაც ლოგინში წევს. ერთი სიტყვით...
თუმცა შემიძლია, ჟურნალების მაგივრად ილუსტრირებული
გაზეთების მთელი დასტა გაგატანო! – წამოიძახა უეცარი აზ-
რით გახარებულმა და კუთხეში დაწყობილი გაზეთების გრო-
ვიდან დაახლოებით ექვსდუიმიანი სიმაღლის დასტა აიღო. –
მხოლოდ რამე ძველ გაზეთში გავახვევ ახლა კოხტად და თოკ-
საც გადავუჭერ, რომ სახლში ადვილად წაიღო, – თქვა ბოლოს
და რომელიღაც გვარიანად გაყვითლებული გაზეთი აიღო, მა-
გიდაზე გაშალა, ზედ შედარებით ახალი გაზეთები დააწყო, მე-
რე ის გაყვითლებული გაზეთი კოხტად შემოახვია და დასტა
თოკით შეკრა.
– შიგ ბევრი ნახატია, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოეწო-
ნება. თანაც, თუ საღებავებით ან ფერადი ცარცებით რამის გა-
ფერადება მოუნდა, შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი ხატოს,
ეს გაზეთები მე მაინც აღარ მჭირდება.
– დიდი მადლობა, პიტერს ძალიან გაუხარდება! – უთხრა
ბობიმ, გაზეთების დასტა აიღო და პერქსს გამოემშვიდობა.
გაზეთების შეკვრა კარგა მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ, როდე-
საც სახლისკენ მიმავალ გზაზე ბობის მოახლოებული მატა-
რებლის გასატარებლად რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერე-
ბა და დაცდა მოუწია, მძიმე შეკვრა ცოტა ხნით დაბალი
ჭიშკრის თავზე შემოდო და დროის მოსაკლავად შესაფუთად

245
გამოყენებულ გაყვითლებულ გაზეთში დაბეჭდილ ერთ-ერთ
ცნობას თვალი ზანტად გააყოლა.
მაგრამ რამდენიმე წამში ის დასტას აკანკალებული ხელე-
ბით ჩააფრინდა, თანაც ისე ძლიერად, რომ თითებიც კი გაუ-
უფერულდა და კითხვა გაყვითლებული გაზეთისკენ თავდახ-
რილმა და შიშით თვალებგაფართოებულმა განაგრძო. გაზეთ-
ში დაბეჭდილი ინფორმაცია საშინელ, კოშმარულ სიზმარს
ჰგავდა, მაგრამ ბობი ვერ ჩერდებოდა და ყოველ სიტყვას ხარ-
ბი მოუთმენლობით ყლაპავდა, სანამ იმ ადგილამდე არ მივი-
და, სადაც პერქსმა გაზეთი, უბრალოდ იმის გამო გადახია,
რომ შიგ გასახვევ დასტას ნახევარი გვერდიც თავისუფლად
ჰყოფნიდა.
სახლამდე დარჩენილი გზა ბობიმ თითქოს რაღაც საშინელ
ძილ-ბურანში ჩავარდნილმა, ისე გაიარა, რომ წაკითხულის
გარდა ამქვეყნად აღარაფერი ახსოვდა, სახლში შესული კი
თავის ოთახში ფეხაკრეფით აიპარა, კარი ჩაკეტა, გაზეთების
დასტას თოკი შემოხსნა და საწოლის კიდეზე ჩამომჯდარმა, გა-
ზეთში დაბეჭდილი საშინელი სიტყვების კითხვა ხელახლა და-
იწყო. ბობი გაუნძრევლად იჯდა, აკანკალებული ხელ-ფეხი ისე
გაჰყინვოდა, რომ ვეღარ გრძნობდა, სახე კი, თითქოს ცეცხლი
უკიდიაო, საშინლად ეწვოდა. სტატია ისევ გაზეთის მოხეულ
ადგილამდე რომ ჩაიკითხა, მძიმედ ამოიოხრა და გაზეთი
გვერდზე გადადო.
– ახლა ყველაფერი გასაგებია... – ჩაილაპარაკა ჩურჩუ-
ლით და წამით თვალები დახუჭა.
„სასამართლო განხილვის დასასრული. მსჯავრი. განაჩე-
ნი.“ – ეს იმ სტატიის სათაური იყო, რომელმაც ბობის თავზარი
დასცა. სტატიაში ბრალდებულად მოხსენიებული ადამიანის
სახელი და გვარი მამამისის სახელს და გვარს ემთხვეოდა.სა-

246
სამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობდა და „ხუთწლი-
ან კატორღას“ უსჯიდა.
– მამიკო... – ამოიგმინა ბობიმ და სიმწრისგან გაზეთი დაჭ-
მუჭნა, – არა, ეს ტყუილია. არ მჯერა, შეუძლებელია! არა, მა-
მიკო, ასეთ რამეს შენ არ იზამდი! არ მჯერა! შეუძლებელია! შე-
უძლებელია!
ჩაკეტილ კარზე ვიღაცამ ბრახაბრუხი ატეხა და ბობი საში-
ნელი ფიქრიდან გამოარკვია.
– რა მოხდა, რა იყო?
– მე ვარ! – გაისმა კარს უკან ფილისის მხიარული შეძახი-
ლი, – ჩაი მზად არის. და კიდევ ვიღაც ბიჭმა პიტერს ზღვის გო-
ჭი მოუყვანა! ჩქარა, ქვემოთ ჩამოდი!
და ბობიც იძულებული გახდა, წამომდგარიყო და ქვევით
ჩასულიყო.

თავი მეთერთმეტე
წითელსვიტერიანი „მწევარი“

ხანდახან მართლაც ასეც ხდება ცხოვრებაში და სრულიად


უსარგებლო, რაღაცის შესაფუთად გამოყენებული ძველი,
გაყვითლებული გაზეთის ნაგლეჯიდან შეიძლება ის საშინელი
საიდუმლო გაიგოთ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გი-
მალავდნენ. ბობიმ ახლა ყველაფერი იცოდა, მაგრამ მთელი
ძალა მოიკრიბა, რომ არაფერი შემჩნეოდა და ჩაის დასალე-
ვად ქვევით მაინც ჩავიდა. თუმცა არაფერი გამოუვიდა და თა-
ვის მოკატუნებამ არ გაჭრა.
247
შედგა თუ არა ოთახში ფეხი, შინაურების მისკენ მიმართუ-
ლი წამიერი მზერაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავ-თავიანთი
ფინჯნებიდან სამივეს თავი აეწია და მისი შეწითლებული ქუ-
თუთოების, ნამტირალევი თვალებისა და გაფითრებული სა-
ხის დანახვაზე სამივენი მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ბობის
რაღაც სჭირდა.
– ძვირფასო! – წამოხტა სკამიდან იმავწამს დედა. – რა და-
გემართა?
– თავი მტკივა... ძალიან მტკივა, – თქვა ბობიმ და სინამ-
დვილეში, ეს ტყუილიც არ იყო, რადგან თავი მას მართლაც
სტკიოდა.
– რამე ცუდი მოხდა? – ჰკითხა ისევ დედამ.
– არა. ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მომსვლია. მართლა, –
უპასუხა ბობიმ და დედას ჩაწითლებულ თვალებში ჩამდგარი
მუდარით შეხედა, რომლითაც სთხოვდა, პიტერისა და ფილი-
სის თანდასწრებით არაფერი ეკითხა.
ჩაის სმამ, რა თქმა უნდა, არცთუ მხიარულ და უშუალო გა-
რემოში ჩაიარა. მას შემდეგ, რაც აშკარად დაინახა, რომ ბო-
ბის რაღაც ცუდი შეემთხვა, პიტერი ისე დაიძაბა, რომ მთელი
იმ დროის განმავლობაში, სანამ ყველანი მაგიდასთან ის-
ხდნენ, გარდა ერთი ფრაზისა: „კიდევ ერთი ნაჭერი პური და
კარაქი მომაწოდე, თუ შეიძლება“, რომელსაც დროდადრო და
ხანდახან იმ შემთხვევაშიც იმეორებდა, როცა ნახევრად შეჭ-
მული წინა ნაჭერი ჯერ კიდევ თეფშზე ედო, სიტყვა არ დაუძ-
რავს. ფილისმა კი თანაგრძნობის ნიშნად ბობის მაგიდის ქვეშ
ხელზე ხელი მოუჭირა, მაგრამ ამას რომ აკეთებდა შემთხვე-
ვით ფინჯანი გადაუპირქვავა და ჩაი დაუქცია. თუმცა ბობის-
თვის ეს, შეიძლება ითქვას, ხელსაყრელიც კი აღმოჩნდა, რად-
გან, სანამ ჩაის ტილოს მოსატანად სამზარეულოში გავიდა და

248
მერე მაგიდაზე დაღვრილი რძიანი ჩაი მოწმინდა, სულის მოთ-
ქმა და შედარებით დამშვიდება შეძლო. მერე კი იძულებული
გახდა, ისევ მაგიდას მისჯდომოდა და თავი ისე დაეჭირა, თით-
ქოს არაფერი მომხდარიყოს. იჯდა და უკვე ეჩვენებოდა, რომ
ეს უსასრულო ჩაის სმა აღარასოდეს დამთავრდებოდა, მაგ-
რამ ბოლოს და ბოლოს ის, მადლობა ღმერთს, დამთავრდა და
როგორც კი დედამ ჭურჭელი ლანგარზე დაალაგა და სამზა-
რეულოსკენ წავიდა, ბობიც მაშინვე უკან გაჰყვა.
– იმისთვის გაჰყვა, რომ რაღაც აღიაროს, – მიუბრუნდა ფი-
ლისი პიტერს, – ნეტა რა დააშავა?
– ეტყობა, რაღაც გაუტყდა, – მხრები აიჩეჩა პიტერმა, ‒მა-
რამ არ მესმის, ასე ბრიყვულად რატომ იქცევა. დედა არას-
დროს გვეჩხუბება, როცა შემთხვევით რაღაც გვიტყდება... გეს-
მის? ჰო, ზემოთ ადიან. იცი რა, მგონი, მივხვდი. ეტყობა, ის
წყლის დოქი გადმოაგდო, წეროები რომ ახატია და დედა ზე-
მოთ იმისთვის მიჰყავს, რომ ანახვოს... ჰო, ეტყობა, ეგაა.
როგორც კი სამზარეულოში შესულმა დედამ ლანგრიდან
ნიჟარაში ჭურჭლის გადალაგება დაასრულა, ბობიმ მკლავზე
სტაცა ხელი.
– რა მოხდა? – ჰკითხა დედამ.
– ზემოთ ავიდეთ. იქ ჩვენს ხმას ვერავინ გაიგონებს, – კით-
ხვაზე პასუხის მაგივრად უთხრა ბობიმ.
დედასთან ერთად ოთახში შესულმა ბობიმ კარი გადაკეტა
და გაშეშდა, ხმა ვეღარ ამოიღო. არადა, სანამ ჩაის სვამდნენ,
რამდენიმე ვარიანტიც კი მოიფიქრა, რომლებიც მისი აზრით
ლაპარაკის დაწყებას გაუადვილებდა: „მე ყველაფერი ვიცი“,
ან „მამას ამბავი შემთხვევით გავიგე“, ანდა „საშინელი სა-
იდუმლო ჩემთვის უკვე საიდუმლო აღარ არის“. მაგრამ ახ-
ლა,როდესაც დედის პირისპირ აღმოჩნდა იმ ოთახში, სადაც

249
გაზეთის ის საშინელი ნაგლეჯი იდო, მიხვდა, რომ ხმის ამოღე-
ბის ძალა არ ჰყოფნიდა...
ამიტომ ერთადერთი, რაც მოახერხა, ის იყო, რომ დედას
მივარდა, მაგრად ჩაეხუტა და ისევ ატირდა. ბობი ლაპარაკს
ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა და გულამომჯდარ ქვითინში მის ტუ-
ჩებს დროდადრო მხოლოდ ერთი სიტყვა სწყდებოდა:
– დედა, დედიკო, დედა...
დედა შვილს გულში იკრავდა და მოთმინებით ელოდა.
მერე ბობი დედას უეცრად მოშორდა და საწოლთან სწრა-
ფად მივიდა. ხელი ლეიბის ქვეშ შეყო, იქ დამალული გაყ-
ვითლებული გაზეთი გამოიღო, დედას გაუწოდა და აკანკალე-
ბული თითი იმ სტატიას დაადო, სადაც მამას სახელი და გვარი
ეწერა.
– ბობი! – წამოიძახა დედამ სტატიის სათაურის დანახვის-
თანავე. – მითხარი, ხომ არ გჯერა? ხომ არ გჯერა, რომ მამას
ასეთი რამის ჩადენა შეეძლო?!
– არა! – ლამის ყვირილით უპასუხა ბობიმ და ტირილი შეწ-
ყვიტა.
– ჰოდა, ძალიან კარგი... მიხარია, რომ არ გჯერა, – განაგ-
რძო დედამ, – იმიტომ, რომ ეს მტკნარი ტყუილია. მათ მამათ-
ქვენს ბრალი დასდეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ სინამდვილე-
ში მამას ცუდი არაფერი ჩაუდენია. თქვენი მამიკო ხომ ძალიან
კარგი, კეთილშობილი და წესიერი კაცია. ჩვენთვის კი სულაც
ყველაზე საყვარელი, ახლობელი და ძვირფასი ადამიანია.
ამიტომ ვალდებულნი ვართ, არ დავივიწყოთ, ვიამაყოთ და
მის დაბრუნებას მოთმინებით დაველოდოთ.
ბობი დედას ისევ ჩაეხუტა და ბევრჯერ გამეორებული ისევ
ერთი სიტყვის ბუტბუტს მოჰყვა, ოღონდ ამჯერად ეს სიტყვა
„მამა“ იყო:
– მამიკო, მამა, მამიკო!.
250
– მაგრამ... რატომ არ მითხარი? – ჰკითხა ბოლოს გაკვირ-
ვებულმა.
– შენ რას აპირებ, ეტყვი პიტერს და ფილისს? – კითხვაზე
კითხვითვე უპასუხა დედამ.
– არა, რა თქმა უნდა, არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ... – დაიწყო ბობიმ და უეცრად ყველაფერს
მიხვდა.
– ჰო, საქმეც ეგ არის, – სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა დე-
დამ,‒ახლა შენ თვითონაც იცი, რომ ვერ გეტყოდი, ეს შეუძლე-
ბელი იყო... მაგრამ, რაკი მაინც გაიგე, შევძლებთ ერთმანეთი
გავამხნევოთ და შევეცადოთ, რომ ძლიერები ვიყოთ.
– კარგი, – დაეთანხმა ბობი, – დედიკო, ახლა მაინც შეგიძ-
ლია, მითხრა, რა მოხდა? ამაზე ლაპარაკი კიდევ უფრო ხომ არ
დაგანაღვლიანებს? უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი ვიცო-
დე.
და მალე დედის გვერდით საწოლზე ჩამომჯდარმა და მის
მხარზე თავჩამოდებულმა ბობიმ „საშინელი საიდუმლოს“ ყვე-
ლა დეტალი და მისთვის აქამდე უცნობი ფაქტი გაიგო.
აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი, ვინც მათ სახლში იმ საღა-
მოს გამოცხადდნენ, როდესაც პიტერმა მამას გატეხილი ორ-
თქლმავლის შეკეთება სთხოვა, მის დასაპატიმრებლად მოსუ-
ლიყვნენ. მათ მამა იმაში დაადანაშაულეს, რომ რუსებს სა-
ხელმწიფო საიდუმლოებები მიჰყიდა და ის მოღალატედ და ჯა-
შუშად გამოაცხადეს. მამას დაპატიმრებიდან ცოტა ხანში კი
სასამართლო პროცესი დაწყებულა, რომელზეც ძირითად სამ-
ხილებად თურმე ის წერილები ყოფილა წარმოდგენილი, რო-
მელიც მამას კაბინეტში, მისი საწერი მაგიდის უჯრაში უპოვი-
ათ და, რომლებსაც ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერდიქტი

251
ბრალდებულის ბრალეულობისა თუ მამას ბრალეულობა და-
უმტკიცებია.
– კი მაგრამ, როგორ? როგორ შეიძლება მამას შეხედო და
წარმოიდგინო, რომ ამ ადამიანს ასეთი რამის ჩადენა შეუძ-
ლია?! – წამოიძახა გაოგნებულმა ბობიმ, – ან საერთოდ, ვინ
არის ასეთი რამის ჩამდენი?!
– ფაქტია, რომ ვიღაცამ ჩაიდინა, – თქვა დედამ, – მაგრამ
სამხილები მამაზე მიუთითებდა და... ის წერილები...
– ა, ჰო... წერილები მამას უჯრაში როგორ აღმოჩნდა? – ახ-
ლაღა გაახსენდა ბობის.
– ეტყობა, ვიღაცამ ჩაუდო... და, როგორც ვხვდები, სწო-
რედ იმან, ვინც სახელმწიფო საიდუმლოებებს მართლა ყიდ-
და.
– წარმომიდგენია, რა საშინლად გრძნობს ახლა ის თავს,
ალბათ სინდისი აწუხებს და... – ჩაფიქრებული სახით წარმოთ-
ქვა ბობიმ.
– ეჭვი მაქვს, რომ ასეთ ადამიანებს სინდისი საერთოდ არ
აწუხებთ, საყვარელო, – ბრაზისგან ღაწვები აეფაკლა დედას,
– რომ აწუხებდეს, ასეთ სისაძაგლეს ხომ არ ჩაიდენდა!
– იქნებ უბრალოდ დამალა, რომ თვითონ არ დაეჭირათ? –
ივარაუდა ბობიმ. – იურისტებს ან ვინმე სხვას უთხარი, რომ
სწორედ ის ადამიანია მოღალატე, ვინც მამას უჯრაში წერილე-
ბი ჩადო? მამას სამსახურში ისეთი ხომ არავინ მუშაობდა, ვინც
მამას ასეთ სისაძაგლეს შეგნებულად გაუკეთებდა? ასე არ
არის?
– არ ვიცი, გამორიცხული არაფერია, – ამოიოხრა დედამ,
– ფაქტი ის არის, რომ მამას ხელქვეითი, რომელიც ამ ყვე-
ლაფრის მერე მამას ადგილას დანიშნეს, ყოველთვის შურით
უყურებდა მამათქვენს, შურდა, რომ ასეთი ჭკვიანი იყო და ყვ-

252
ელა პატივს სცემდა. ერთი სიტყვით, მე ის ვიცი, რომ მამათქვე-
ნი იმ თავის ხელქვეითს ბოლომდე არასოდეს ენდობოდა.
– მაგრამ არ შეგვიძლია, ეს ყველაფერი ვინმეს ავუხსნათ?
– საქმე ის არის, რომ არავინ მოგვისმენს, – უიმედოდ ჩა-
ილაპარაკა დედამ, – საერთოდ არავინ. გგონია, არ ვცადე? რა
თქმა უნდა, ვცადე და რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე,
მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა უკვე ყველა საშუალება
ამოწურულია, საყვარელო, და შენ, მე და მამას ისღა დაგვრჩე-
ნია, გავმხნევდეთ და მოთმინებით დაველოდოთ, სანამ… –
დედას ხმა ჩაუწყდა, – და კიდევ ვილოცოთ, ბობი, ვილოცოთ,
ძვირფასო, რომ მამა სახლში მშვიდობით დაბრუნდეს.
– დედიკო… იცი, როგორ გახდი… – ამოიოხრა დედას სახეს
შეჩერებულმა ბობიმ.
– ჰო, შეიძლება, სულ ოდნავ, – ხელი ჩაიქნია პასუხად დე-
დამ.
– და იცი, – ნელა განაგრძო ბობიმ, – ჩემი აზრით, შენ მარ-
ტო ამქვეყნად ყველაზე კარგი კი არა, ყველაზე მამაცი დედაც
ხარ.
– ოღონდ მოდი, შევთანხმდეთ, რომ ამ თემაზე მეტად აღარ
ვილაპარაკებთ, კარგი, ჩემო ძვირფასო? – უთხრა დედამ. –
უბრალოდ, აუცილებელია, რომ ძლიერები ვიყოთ და ყველა-
ფერი ამაყად თავაწეულებმა გადავიტანოთ... გესმის, ბობი? და
ძალიან გთხოვ, ამაზე ფიქრით თავი არ გაიტანჯო. პირიქით,
შეეცადე, გამხიარულდე და პიტერთან და ფილისთან ერთად
გაერთო. როცა ვხედავ, რომ თავს კარგად გრძნობთ, ბედნიე-
რები ხართ და აქ ცხოვრებით სიამოვნებას იღებთ, მეც შედა-
რებით ვმშვიდდები და ისე ძალიან აღარ მიმძიმს. ამიტომ, მო-
დი, ახლა ეგ შენი საყვარელი, მრგვალი სახე ჩამოიბანე და წა-
მოდი ცოტა ხნით ბაღში გავისეირნოთ.

253
პიტერს და ფილისს ბობისთან თავი, რაც შეიძლებოდა,
მზრუნველად და კეთილად ეჭირათ, მაგრამ არაფერს ეკითხე-
ბოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, პიტერის იდეა იყო, იფიქრა, ასე
აჯობებსო და ფილისსაც დიდხანს ჩასჩიჩინებდა, რომ ბობის-
თვის არაფერი ეკითხა. ასე რომ არ ყოფილიყო, ფილისი, ცხა-
დია, ბობის დანახვისთანავე ას კითხვას ერთდროულად დაუს-
ვამდა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ბობიმ მეტ-ნაკლებად
დიდი დროით და, რაც მთავარია, ისე, რომ და-ძმა არ დაეეჭვე-
ბინა, როგორც იქნა, მარტო დარჩენა მოახერხა და კიდევ ერ-
თი წერილი დაწერა. წერილი ამჯერადაც მოხუცი ჯენტლმენის
სახელზე უნდა გაეგზავნა.
ძვირფასო მეგობარო!
თუ შეიძლება, ამ გაზეთში დაბეჭდილი სტატია წაიკითხეთ.
მაგრამ დამიჯერეთ, ეს საშინელი ტყუილია. მამას მსგავსი
არაფერი გაუკეთებია. როგორც დედამ მითხრა, ის წერილები
საწერი მაგიდის უჯრაში მამას ვიღაც სხვამ ჩაუდო. კიდევ
თქვა, რომ ადამიანს, რომელიც ამ ამბის შემდეგ მამას თანამ-
დებობაზე დაინიშნა, ანუ მამას ხელქვეითს, მისი შურდა და მა-
მა იმ კაცს ბოლომდე არასოდეს ენდობოდა. დედამ ეს იურის-
ტებსაც უთხრა და არავინ მოუსმინა, მაგრამ თქვენ ხომ ძალი-
ან კეთილი ხართ და კიდევ ძალიან ჭკვიანი, თქვენ ხომ რუსი
ჯენტლმენის ცოლ-შვილიც ასე სწრაფად იპოვეთ. ამიტომ
გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ და ისიც გაიგოთ, სახელმწიფო
საიდუმლოებები სინამდვილეში ვინ გაყიდა, იმიტომ, რომ მა-
მას ეს ნამდვილად არ გაუკეთებია. ღირსებას ვფიცავ, რომ არ
გაუკეთებია. მამაჩემი ნამდვილი ინგლისელია და ასეთ საში-
ნელებას არასოდეს ჩაიდენდა. და თუ ამას სხვებიც გაიგებენ,
მამას ციხიდან გამოუშვებენ. ეს ნამდვილი საშინელებაა და
დედაც ძალიან გახდა. დედამ ერთხელ გვითხრა, რომ ყველა
254
პატიმრისა და ტუსაღისთვის გველოცა და მე მხოლოდ ახლაღა
მივხვდი, რატომ გვთხოვა მაშინ ეს. გთხოვთ, დამეხმარეთ! ეს
ამბავი მარტო მე და დედამ ვიცით, პიტერისა და ფილისისთვის
არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავხდებით. თუ
უბრალოდ შეეცდებით, მხოლოდ შეეცდებით, რამე გაარკვი-
ოთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მთელი სიცოცხლის განმავ-
ლობაში დილასაც და საღამოსაც თქვენთვის ვილოცებ. წარ-
მოიდგინეთ, რას იგრძნობდით, ის რომ თქვენი მამა ყოფილი-
ყო, წარმოიდგინეთ, გთხოვთ და გთხოვთ, დამეხმარეთ, და-
მეხმარეთ, გევედრებით, დამეხმარეთ!
სიყვარულით,
სამუდამოდ თქვენი პატარა მეგობარი, რობერტა.
პ.ს. დარწმუნებული ვარ, დედა საუკეთესო სურვილებს შე-
მოგითვლიდათ, მაგრამ არ იცის, რომ წერილს გწერთ. თუ
თქვენი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება და არაფერი გა-
მოგივათ, არ მინდა, ტყუილად ვანერვიულო. მაგრამ ეჭვიც არ
მეპარება, რომ გამოგივათ, აუცილებლად გამოგივათ.
დიდი სიყვარულით,
ბობი
წერილის დასრულებისთანავე ბობიმ დიდი მაკრატლით გა-
ზეთიდან სასამართლო პროცესისადმი მიძღვნილი სტატია
ამოჭრა, კონვერტში წერილთან ერთად ჩადო და სადგურში
წასასვლელად გაემზადა.
და-ძმა რომ არ აჰკიდებოდა, სახლიდან მათ უჩუმრად, უკა-
ნა კარიდან გაიპარა და სადგურზე სხვა, უფრო გრძელი გზით
წავიდა, იქ კი წერილი სადგურის უფროსს გადასცა და სთხოვა,
მეორე დილასვე მოხუცი ჯენტლმენისთვის გადაეცა.
– სად იყავი? – დაუძახა უკანა ეზოს გარშემო შემოვლებუ-
ლი ქვის კედლიდან პიტერმა, რომელზეც ფილისთან ერთად
შემომჯდარიყო.
255
– რა თქმა უნდა, სადგურში, – უპასუხა ბობიმ, – მომეხმარე,
ამოვიდე.ბობი ცალი ფეხით კარზე ჩამოკიდებულ კლიტეს და-
ეყრდნო და, ძმის ხელს ჩაჭიდებული, თვითონაც კედელზე აძ-
ვრა.
– რა გჭირთ? – ჰკითხა მერე ორივეს და გაკვირვებული მზე-
რა პიტერის სახიდან ფილისზე გადაიტანა. ორივე საშინლად
ჭუჭყიანი იყო, მათ შუაში, კედლის თავზე სველი თიხის ნაჭერი
იდო, რომელსაც ისინი რაღაც შავით გვარიანად დათხუპნილი
ხელებით კრამიტის ნატეხს აზელდნენ. პიტერის გვერდით,
ოღონდ ცოტა მოშორებით, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ შემ
თხვევით ხელი არ გაეკრა და კედლიდან არ ჩაეგდო, რამდე-
ნიმე უცნაური, ცილინდრული ფორმის, მსუქანი სარდელის
მსგავსი, მაგრამ ცალი მხრიდან გახსნილი ნივთი იდო.
– ბუდეებია, – ბობის უსიტყვო კითხვის პასუხად საზეიმო
ხმით გამოაცხადა პიტერმა, – მერცხლის ბუდეები. ვაპირებთ,
ქურაში გამოვაშროთ და ოთხთვალების ფარდულის კოჭებზე
თოკებით ჩამოვკიდოთ.
– ჰო, – აღფრთოვანებული ხმით აიტაცა ფილისმა, – მერე
მთელ თმას და ბალანს შევაგროვებთ, რასაც ვნახავთ და გა-
ზაფხულზე ბუდეებში ჩავაფენთ. წარმოგიდგენია, მერცხლებს
როგორ გაუხარდებათ?!
– საერთოდ, ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. მეჩვენება, რომ
ჩვენ, ადამიანები, საბრალო, სულელ არსებებზე ისე არ ვზრუ-
ნავთ, როგორც გვევალება, – სათნო გამომეტყველებით გა-
მოაცხადა პიტერმა, – არ მესმის, რატომ ვერავინ ვერ მოიფიქ-
რა აქამდე, რომ საბრალო, პატარა მერცხლებისთვის ბუდეე-
ბის გასაკეთებელი საწარმო დაეარსებინა.
–ოო, – გაწელა იდუმალი გამომეტყველებით ბობიმ, – ყვე-
ლა რომ ყველაფერზე ფიქრობდეს, რაღა დარჩებოდა საფიქ-
რალი?!
256
– ბუდეებს შეხედე. მართლა რა ლამაზები გამოგვივიდა,
არა? – დაიჭყლოპინა ფილისმა და პიტერის იქით დაწყობილი
ბუდეებიდან ერთ-ერთისკენ გადაიხარა.
– ფრთხილად, შე მოუხერხებელო თხავ, შენა! – წამოიყვი-
რა პიტერმა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ფილისმა ბუდისთვის ხე-
ლის წავლება მაინც მოასწრო და ერთი ბუდე მაშინვე მის პა-
ტარა, მაგრამ ძლიერ თითებში მოიჭყლიტა.
– აჰა! ხომ გაგაფრთხილე, ხელი არ მოჰკიდო-მეთქი! – კბი-
ლებში გამოცრა პიტერმა.
– ჰო, კარგი, გეყოფა, მერე რა მოხდა! – ძმის დამშვიდება
სცადა ბობიმ.
– მით უმეტეს, რომ ეს ჩემი გაკეთებული ბუდე იყო, – უდარ-
დელად აიჩეჩა მხრები ფილისმა, – ამიტომ არ გაბრაზდე, კარ-
გი, პიტერ? მე და პიტერი ბუდეებს ჩვენს ინიციალებს ვაწერთ,
– აუხსნა მან ბობის, – მერცხლები რომ ამ ბუდეებში ჩასხდე-
ბიან, ეცოდინებათ, ვინ უნდა უყვარდეთ და ლამაზი სახლის-
თვის მადლობა ვის გადაუხადონ.
– მერცხლებმა კითხვა არ იციან, სულელო, – ჩაიფხუკუნა
პიტერმა.
– შენ თვითონ ხარ სულელი, – უპასუხა ფილისმა, – საიდან
იცი, რომ არ იციან?
– თუ არაფერი ვიცი, ამ ბუდეების გაკეთება ვინ მოიფიქრა?
– აღშფოთდა პიტერი.
– ვინ და მე! – აწიკვინდა ფილისი.
– ჰო, აბა რა! – ქედმაღლურად ჩაიცინა პიტერმა, – შენ
მხოლოდ ბეღურებისთვის თივის ბუდეების გაკეთება და მერე
აქა-იქ სუროში ჩადება მოიფიქრე. ოღონდ ის ბუდეები ასჯერ
მაინც დასველდებოდა და დალპებოდა, სანამ ბეღურებს კვერ-
ცხების დადების დრო მოუწევდათ. ჰოდა, ამის მერე მე თიხის-
გან მერცხლის ბუდეების გაკეთება მოვიფიქრე.
257
– არ მაინტერესებს, რაც გინდა, ის თქვი! – ტუჩები დაებუშ-
ტა ფილისს.
– ისე, შეხედე, ის მოჭყლეტილი ადგილი გავასწორე, – და-
ძმის კამათი რომ შეეწყვიტა, რაც შეიძლებოდა, ხალისიანად
წამოიძახა ბობიმ, – აი, ნახე, ისევ ისეთია, როგორიც იყო. ფი-
ლის, ჩხირი მომაწოდე და შენს ინიციალებს ხელახლა დავა-
წერ. ოღონდ... – ჩაფიქრდა ის უეცრად, – ერთმანეთისგან რო-
გორ უნდა გაარჩიოთ, თუ პიტერის სახელიც ასო პ-თი იწყება
და შენიც (ინგლისურად ორივე სახელი, Peter და Phyllis, ასო
პ-თი იწერება.)
– მე ფ-ს ვწერ, როგორც ისმის, – აუხსნა ფილისმა – იმი-
ტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, მერცხლებიც ყველაფერს ისე-
ვე წერენ და კითხულობენ, როგორც ესმით.
– მერცხლებმა წერა არ იციან-მეთქი, არ გესმის? – დაიწყო
ისევ პიტერმა, – არც წერა იციან და არც კითხვა, ვაჰ!
– მაშინ შობისა და ვალენტინის დღის მისალოც ბარათებზე
ასოები რატომ ჰკიდიათ მძივებივით კისერზე? – დაინტერესდა
ფილისი. – ან როგორ იგებენ, საით უნდა გაფრინდნენ, თუ
კითხვა არ იციან?
– ასეთი მერცხლები მხოლოდ მისალოც ბარათებზე ხატია.
აბა, მითხარი, ერთხელ მაინც გინახავს სადმე, კისერზე ასოებ-
ჩამოკიდებული ნამდვილი მერცხალი?
– სამაგიეროდ, მტრედი მინახავს, უფრო სწორად, მამა მიყ-
ვებოდა, ასეთი მტრედები არსებობენო, – დააზუსტა ფილისმა,
– ოღონდ იმ მტრედებს ასოები კისერზე კი არ ეკიდათ, ფრთე-
ბის ქვეშ ჰქონდათ დამალული, მაგრამ ეს ხომ ერთი და იგივეა
და...
– მოიცა, რაღაც უნდა გითხრათ, – გააწყვეტინა და-ძმას ბო-
ბიმ, რადგან მიხვდა, რომ კამათს ბოლო არ ექნებოდა, – ხვალ
„მწევრები და კურდღელი“ გაიმართება.
258
– ვინ მონაწილეობს? – პიტერს თვალები აენთო.
– ადგილობრივი სკოლის უფროსკლასელები. პერქსი ფიქ-
რობს, რომ „კურდღელი“ თავიდან ლიანდაგების გასწვრივ გა-
იქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ფერდობით გვირა-
ბამდე ჩავიდეთ და თამაშს ვუყუროთ, თანაც იქიდან თითქმის
მთელ გზას დავინახავთ, რასაც ისინი გაირბენენ.
როგორც გაირკვა, ბობიმ სწორად გათვალა და „მწევრები
და კურდღელი“ მოკამათე და-ძმისთვის უფრო საინტერესო
თემა აღმოჩნდა, ვიდრე მერცხლების განათლება-გაუნათ-
ლებლობის საკითხი. ბობის იმედი ჰქონდა, რომ ასე იქნებოდა
და არც შემცდარა. მეორე დღეს კი დედამ მათ უფლება მისცა,
სადილი თან წაეღოთ და თუნდაც საღამომდე „მწევრებისა და
კურდღლის“ საყურებლად წასულიყვნენ.
– გვირაბთან სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაუმ-
თავრებიათ, – შეახსენა დებს პიტერმა, – ასე რომ, თუ დაგვაგ-
ვიანდება და მოთამაშეები გაგვასწრებენ, შეგვეძლება, მუშებს
დაველაპარაკოთ.
ლიანდაგების გაწმენდა მეწყრის დროს სარკინიგზო ხაზზე
ჩამოშვავებული მიწის, ხეებისა და უზარმაზარი ლოდებისგან,
რა თქმა უნდა, დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ნა-
მეწყრალი კი, გემახსოვრებათ ალბათ, რკინიგზაზე იმ დღეს
გაჩნდა, როდესაც ბავშვებმა ფლანელის წითელი ქვედაკაბე-
ბისგან გაკეთებული თავიანთი ექვსი პატარა დროშის ქნევით
მატარებელი კატასტროფისაგან იხსნეს. ამიტომ იყო, რომ
აქაურობისა და აქ მოფუსფუსე მუშების კიდევ ერთხელ დანახ-
ვამ სამივე განსაკუთრებით გაახარა. მით უმეტეს, რომ მუშაო-
ბისას ისინი ბევრ საინტერესო იარაღს იყენებდნენ: ბარებს, წე-
რაქვებს, ნიჩბებს, ფიცრებსა და საზიდებს. ღამღამობით კი მუ-
შები გაღვივებულ ნახშირს გვერდებამოჭრილ რკინის კას-
რებში ყრიდნენ და წითელ სასიგნალო ფარნებთან ერთად იმ
259
ადგილს შემოსაზღვრავდნენ ხოლმე და ანათებდნენ, სადაც
ჩამოქცეული ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაო-
ები მიმდინარეობდა. ბავშვები ამ ადგილას ღამით, რა თქმა
უნდა, არ მოდიოდნენ, მაგრამ ერთხელ, შებინდებულზე პიტე-
რი თავისი საძინებლის ფანჯრიდან სახურავზე გადაძვრა და
შორს, ციცაბოს კიდეზე წითელი ფარნები დაინახა. ბავშვები
ცდილობდნენ, ამ ადგილას, რაც შეიძლებოდა, ხშირად მოსუ-
ლიყვნენ, რადგან ამ საინტერესო იარაღებისა და მოწყობი-
ლობების თვალიერება არასდროს ბეზრდებოდათ. ასე გამო-
ვიდა, რომ იმ დღესაც იგივე დაემართათ, ისე გაერთნენ ნიჩბე-
ბის, წერაქვების და ხეფენილებზე საზიდების ზევით-ქვევით
აგორ-ჩაგორების ყურებით, რომ „კურდღელი და მწევრები“
სრულიად გადაავიწყდათ და მოულოდნელად ზურგს უკნიდან
გაგონილმა აქოშინებულმა ხმამ სამივე შეაშინა.
– უკაცრავად, შეიძლება გავიარო?
უკან შეტრიალებულმა ბავშვებმა მსხვილი, ჩასკვნილი,
მუქთმიანი და ერთიანად გაოფლილი ბიჭი დაინახეს, რომელ-
საც სველ შუბლზე თმა მიჰკვროდა და ძლივს სუნთქავდა.
მხარზე ქაღალდის ნაგლეჯებით სავსე ჩანთა ჰქონდა გადაკი-
დებული, თამაშის წესების თანახმად, ქაღალდის ამ ნაგლე-
ჯებს ის თავისი კვალის მისანიშნებლად ყრიდა. ბავშვებმა ბიჭს
გზა დაუთმეს და „კურდღელიც“ მაშინვე ლიანდაგების გას-
წვრივ გაიქცა. მუშები თავიანთ ნიჩბებსა და წერაქვებს ჩამო-
ეყრდნნენ და ბიჭს თვალი გააყოლეს. გვირაბამდე მანძილი
ბიჭმა თვალის დახამხამებაში გაირბინა და მის შავ ხახაში მი-
იმალა.
– საერთოდ, ეს რკინიგზის წესებს დარღვევაა, – ჩაიბუზღუ-
ნა უკმაყოფილოდ ბრიგადირმა.
– ნუ ნერვიულობთ, რა დარღვევა ეს არის?!‒უპასუხა ყველ-

260
აზე ხანდაზმულმა მუშამ. – იცხოვრე და სხვასაც აცალე ცხოვ-
რება – მე ასე მიმაჩნია. თქვენც ხომ იყავით ოდესღაც ახალ-
გაზრდა, მისტერ ბეიტს?
– ვალდებული ვარ, ასეთი დარღვევების შესახებ ხელ-
მძღვანელობას მოვახსენო, – არცთუ დარწმუნებით გამოაცხა-
და ბრიგადირმა.
– რისთვის? ან რა საჭიროა, მისტერ გეიტს? რას ერჩით...
დააცადეთ, ახალგაზრდები არიან, გაერთონ, რა!
– იმიტომ, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც მგზავრებს
ლიანდაგის გადაკვეთის უფლებას აძლევს, – თითქოს თავს
იმართლებსო, უპასუხა ბრიგადირმა.
– მერე ეს ხომ მგზავრი არ არის! – ჩაერია მეორე მუშა.
– და ლიანდაგიც არ გადაუკვეთავს, ყოველ შემთხვევაში,
სანამ გვირაბში შევიდოდა და ვხედავდით, – აღნიშნა მესამემ.
– და არც სხვა არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ ხელ-
მძღვანელობას მოვახსენოთ, – დაამატა მეოთხემ.
– ახლა კი სულაც ვეღარ ვხედავთ და, როგორც ყოველ-
თვის ვამბობ ხოლმე, რასაც ვერ ვხედავთ, იმაზე ლაპარაკიც
არ ღირს, – ღრმააზროვნად დაასკვნა მოხუცმა მუშამ.
სწორედ ამ დროს გვირაბისკენ დაშვებულ ციცაბო ფერ-
დობზე „მწევრები“ გამოჩნდნენ, რომლებიც გზის მისანიშნებ-
ლად მიწაზე „კურდღლის“ მიმობნეულ ქაღალდის ნაგლეჯების
კვალს მოჰყვებოდნენ. დაახლოებით ოცდაათნი მაინც იქნე-
ბოდნენ. და ახლა ისინი სათითაოდ, ორ-ორად, სამ, ექვს და
შვიდ კაცად დაჯგუფებულები, მიწაში ჩამაგრებული მორების-
გან გაკეთებულ დამრეც კიბეზე ჩარბოდნენ, ბობი, ფილისი და
პიტერი კი, იმისდა მიხედვით, გვერდით რამდენი ჩაურბენ-
დათ, „მწევრებს“ ითვლიდნენ. „მწევრების“ პირველი, სამკა-
ციანი ჯგუფი კიბის ძირში შეყოვნდა და აქეთ-იქით მიმოიხედა,
მაგრამ წუთიც და ბიჭებმა რკინიგზის ჩაბნელებულ ვაკისზე
261
თეთრი ნაგლეჯების ნათება დალანდეს და, გეგონებოდა, მარ-
თლაც კურდღლის კვალზე დამდგარი ნამდვილი მწევრები
არიანო, თითო-თითოდ, ორ-ორად, სამ, ექვს და შვიდკაციან
ჯგუფებად შეცვივდნენ გვირაბში, სულ ბოლოს ბავშვებს გვერ-
დით წითელსვიტერიანმა ბიჭმა ჩაურბინა და გვირაბის შავმა
ხახამ ისიც სულის შებერვით ჩამქრალი სანთელივით ჩაყლა-
პა.
– ეჰ, ისიც არ იციან, რა ხათაბალაში გაეხვივნენ, – თავი
დანანებით გადააქნია ბრიგადირმა, – გვირაბი ხომ ორ-სამ
მოსახვევზე გადის, არადა, იქ ისეთი სიბნელეა, თვალთან
თითს ვერ მიიტან... გაუჭირდებათ ეგეთ სიბნელეში სირბილი.
– როგორ ფიქრობთ, გვირაბის გასარბენად დიდი დრო
დასჭირდებათ? – დაინტერესდა პიტერი.
– ალბათ ერთი საათი, შეიძლება მეტიც, – უპასუხა ბრიგა-
დირმა.
– მაშინ, მოდი, გვირაბს ზემოდან გადავურბინოთ და დავი-
ნახავთ, მეორე ბოლოდან როგორ გამოვლენ, – შესთავაზა
დებს პიტერმა, – იქამდე ამათზე ბევრად ადრე მივალთ.
ბობის და ფილისს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ და ძმას უკან
გაჰყვნენ.
ისინი კიბის საფეხურებს აუყვნენ, საიდანაც მათ გაზაფხულ-
ზე გარეული კურდღლის საფლავზე დასაწყობად ველური
ალუბლის აყვავებული ტოტები მოტეხეს და იმ მთის თავისკენ
გაიქცნენ, რომელშიც გვირაბი იყო გაჭრილი.
აღმოჩნდა, რომ მთაზე ასვლა არცთუ იოლი საქმე ყოფილა.
– თავი ალპებში მგონია, – ამოიქშინა ბობიმ.
– ან ანდებში, – ქოშინითვე დაამატა პიტერმა.
– ან ჰიმი... არ მახსოვს, რა ჰქვია? ‒პირი ფართოდ გააღო
და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ფილისმა. – აი, ის მთა როა –
ევერლესტი... უჰ, მოდი, გავჩერდეთ რა.
262
– არა, ჯობია, ბოლომდე ავიდეთ, – გაჯიუტდა პიტერი, –
ცოტაც მოითმინე, აი, ნახავ, მალე მეორე სუნთქვა გაგვეხსნე-
ბა.
ფილისი იძულებული გახდა, ბედს შერიგებოდა და ბავშვებ-
მა გზა განაგრძეს. ისინი არც ისე ძალიან დაფერდებულ მონაკ-
ვეთსა და გლუვ და რბილ კორდებს სირბილით მიუყვებოდნენ,
ქვებსა და კაჭრებზე ფრთხილად ადიოდნენ და რომ არ ჩაგო-
რებულიყვნენ, ტოტებს ეჭიდებოდნენ, ხეებსა და ლოდებს შო-
რის დარჩენილ ვიწრო ხვრელებში კი ლამის ფორთხვით
ძვრებოდნენ და ასე შემდეგ, სულ წინ-წინ მანამ მიდიოდნენ,
სანამ იმ მთის წვერს არ მიაღწიეს, რომელზე ასვლასაც უკვე
ძალიან დიდი ხანია ნატრობდნენ.
– ახლა შეგვიძლია გავჩერდეთ! – გამარჯვებულის ხმით
დასჭექა პიტერმა და ბალახზე ძალაგამოცლილი გაიშოტა.
რბილი ბალახით, ხავსმოდებული ქვებითა და ცირცელის
ტანმორჩილი ბუჩქებით მოფენილ ამ სწორ, ბრტყელ მაღლობ-
ზე შესვენება მართლაც ერთი სიამოვნება იყო და გოგონებმაც
მაშინვე ძმის მაგალითს მიჰბაძეს.
– დრო საკმარისად გვაქვს, – ამოიქშინა პიტერმა, – და
დარჩენილ გზასაც შედარებით იოლად გავივლით, იმიტომ,
რომ ახლა უკვე აღმართი კი არა, თავდაღმართი უნდა ჩავირ-
ბინოთ.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც საკმარისად დაისვენეს, ბობი
წამოჯდა, გარშემო მიმოიხედა და აღტაცებულმა შეჰყვირა:
– ჰეი, შეხედეთ!
– რას შევხედოთ? – ჰკითხა ფილისმა
– შეხედეთ, რა ხედია, ‒ისევ აღფრთოვანებული ხმით წამ-
ოიძახა ბობიმ.
– უფ, ხედებს ვერ ვიტან, – შეიჭმუხნა ფილისი, – შენც, არა,
პიტერ? შენც ხომ ვერ იტან?
263
– მგონი, დროა, დავიძრათ, – დაასკვნა პიტერმა.
– მაგრამ შეხედეთ, ეს ხომ სულ სხვანაირი ხედია, ისეთი კი
არ არის, ზღვაზე ყოფნისას ეკიპაჟიდან ყველგან სულ ერთსა
და იმავე ზღვას, ქვიშასა და მოშიშვლებულ, ქვიშიან ბორცვებს
რომ ვხედავდით... მგონი, დედას რომ ლექსების წიგნი აქვს, იქ
აღწერილ „ფერადოვან მხარეს“28 ჰგავს, არა?
– ჰო, მართლა ლამაზია, – თქვა პიტერმა, – შეხედე, უზარ-
მაზარი მრავალფეხასავით არ არის აკვედუკი ხეობაზე გადა-
ჭიმული, ხეებს შორის ამოწეული ეკლესიის შპილები კი კალ-
მების ჩასაწყობი ჭიქიდან ამოშვერილი კალმებივით? არა,
აქაურობა უფრო ამ სიტყვებს მაგონებს: „მას აქ თორმეტი მი-
უდგომელი ქალაქის გაშლილ ბაირაღთა შეეძლო ცქერა“.29
– მე კი უბრალოდ ხედი მომწონს, – მთის წვერიდან ქვევით,
თითქოს ხელისგულზე გადაშლილ არემარეს მოავლო თვალი
ბობიმ და გაიღიმა, – აქ ამოსვლა მარტო ამისთვის ღირდა.
– მაგრამ ჩვენ ხომ აქ „მწევრებისა და კურდღლის“ გამო
ამოვძვერით, – თქვა ფილისმა, – ამიტომ დროა, ვიჩქაროთ,
თორემ გვირაბიდან გავლენ და ვეღარ დავინახავთ. თანაც
მთიდან დაშვება ხომ უფრო იოლია, ვიდრე აღმართზე ასვლა.
– მე ხომ ეს ათი წუთის წინ ვთქვი, რატომ იმეორებ? – მკაც-
რად გადახედა პიტერმა დას.
– მე კიდევ ახლა ვთქვი, – შეეპასუხა მაშინვე ფილისი, – ჰე,
წავედით, თორემ დავიგვიანებთ!
– ნუ გეშინია, დრო საკმარისად გვაქვს, – დაამშვიდა პი-
ტერმა.

28
ლაპარაკია ინგლისელი პოეტის, ალფრედ ედუარდ ჰაუსმანის ლექსზე
„ბრედონის ბორცვი“
29
ამინარიდი ინგლისელი საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსის და პოეტის,
თომას ბაბინგტონ მაკოლეის ბალადიდან „ჰორაციუსი ხიდზე“
264
პიტერი მართალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც
ბავშვებს მოეჩვენათ, ისინი გვირაბის ზედა დონემდეც დიდ-
ხანს მიდიოდნენ, იმ დროისთვის, როდესაც იქამდე ჩავიდნენ,
გვირაბიდან გამოსული ჯერ კიდევ არცერთი მოთამაშე არ ჩან-
და შორიახლო. ამ ადგილიდან კი, მათი გათვლით, გვირაბის
შავ ხახასთან მოსახვედრად, ისინი დამრეცი ფერდობით კი-
დევ ორასიოდე იარდით ქვემოთ უნდა ჩასულიყვნენ.
– ჰმ, ასეც ვიცოდი, დიდი ხანია გაგვასწრეს, – გამოაცხადა
უიმედოდ ფილისმა და გვირაბის თავზე შემოვლებულ აგურის
პარაპეტს ჩამოეყრდნო.
– არა მგონია, – დაეჭვდა ბობი, – მაგრამ ასეც რომ იყოს,
არა უშავს, აქაურობა ძალიან მომწონს და თანაც შეგვიძლია,
აქედან გვირაბიდან გამოვარდნილ მატარებლებს ვუყუროთ.
წარმოიდგინეთ, მატარებლები გვირაბიდან ისე გამოვლენ,
როგორც თავიანთი ბუნაგიდან გამოფრენილი ნამდვილი გვე-
ლეშაპები. ზემოდან ხომ ამისთვის არასდროს გვიყურებია.
– მართალი ხარ! – შესძახა ფილისმა და ცოტათი დამშვიდ-
და.
გვირაბის თავზე დგომა ბავშვებს მართლაც ძალიან მოეწო-
ნათ. თანაც, აქედან რელსებამდე სიმაღლე უფრო დიდი მოეჩ-
ვენათ, ვიდრე ქვევიდან ზევით ყურებისას აღიქვამდნენ, ამი-
ტომ ისეთი შეგრძნება გაუჩნდათ, რომ რელსებზე აღმართულ
მაღალ და, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ხშირი ბუჩქნა-
რით, სხვადასხვა ბალახბულახით, ხვიარა მცენარეებითა და
მინდვრის ჭრელი ყვავილებით მოფენილ ხიდზე იდგნენ.
– ეჰ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ „კურდღელმა“ და „მწევრებ-
მა“ დიდი ხანია ჩაირბინეს, – თუთიყუშივით ერთსა და იმავეს
იმეორებდა ყოველ ორ წუთში ფილისი და თავადაც ვერ ხვდე-
ბოდა, უნდა გახარებოდა ეს თუ სწყენოდა. სწორედ ამ დროს

265
პიტერი ალბათ მეასედ გადაიხარა პარაპეტზე, ქვევით რელ-
სებს ჩახედა და უეცრად წამოიყვირა:
– შეხედეთ! აი, მორბიან! ბობიმ და ფილისმა, რა თქმა უნ-
და, მაშინვე ძმის მაგალითს მიჰბაძეს, მზეზე გახურებულ პარა-
პეტზე გადაიხარნენ და გვირაბის სიბნელიდან ძალიან ნელა
გამოსული „კურდღელი“ დაინახეს.
– აჰა, ხომ გეუბნებოდით, თქვენ კიდევ არ გჯეროდათ! – გა-
მარჯვებულის ღიმილით გადაიბადრა პიტერი. – კარგი, ახლა
„მწევრებს“ დაველოდოთ.
სულ მალე ისინიც გამოჩნდნენ და გვირაბიდან თითო-თი-
თოდ, ორ-ორ, სამ, ექვს და შვიდ კაცად დაჯგუფებულები გამო-
ვიდნენ. თუმცა ამჯერად ისინიც ნელა მოძრაობდნენ და საშინ-
ლად დაღლილები ჩანდნენ. ორნი თუ სამნი ძირითად ჯგუფს
გვარიანადაც კი ჩამორჩენოდნენ და გარეთ სხვებზე გვიან გა-
მოლასლასდნენ.
– ესეც ასე! – მზერით გააცილა ისინი ბობიმ. – მგონი, ყვე-
ლა გამოვიდა. ახლა რა გავაკეთოთ?
– მოდი, ტყეში შევიდეთ და ვისადილოთ, – გამოაცხადა ფი-
ლისმა, – თანაც იქიდან თითქმის მთელ გზას დავინახავთ, რა-
საც მოთამაშეები გაირბენენ.
– ჯერ არა, – შეაჩერა პიტერმა, – ყველა არ გამოსულა, ერ-
თიც უნდა გამოვიდეს. წითელსვიტერიანი ხომ ჯერ კიდევ გვი-
რაბშია. მოდი, იმასაც დაველოდოთ.
სამივენი ისევ გვირაბის თავზე დარჩნენ და ლოდინი დაიწ-
ყეს, იდგნენ და ელოდნენ, დიდხანს ელოდნენ, მაგრამ წითელ-
სვიტერიანი ბიჭი არა და არ ჩანდა.
– მოდი რა, ვისადილოთ, – აწუწუნდა ფილისი, – აი, აქ, წინ
მტკივა, ისე ძალიან მშია. ეტყობა, ის წითელსვიტერიანი
სხვებთან ერთად გამოვიდა და უბრალოდ ვერ შენიშნეთ.

266
მაგრამ ბობი და პიტერი დარწმუნებულები იყვნენ, რომ წი-
თელსვიტერიანი ბიჭი არ გამორჩებოდათ და, ესე იგი, ისევ
გვირაბში უნდა ყოფილიყო.
– იცით რა, მოდი, შესასვლელთან ჩავიდეთ, – თქვა ბო-
ლოს პიტერმა, – შეიძლება ჩვენ რომ ჩავალთ, სწორედ იმ
დროს გამოვიდეს გვირაბიდან და დავინახავთ. ეტყობა, გზაში
ძალიან დაიღალა და დასვენება გადაწყვიტა. ოღონდ, ბობი,
მგონი, ჯობია შენ ჯერ აქ დარჩე, თუ გვირაბიდან იქამდე გამო-
ვა, ვიდრე მე და ფილი ქვევით ჩავალთ, ჩვენ შეიძლება ხეების
გამო ვერ შევნიშნოთ, შენ კი აქედან კარგად დაინახავ. მერე
ქვემოდან ნიშანს მოგცემ და შენც ჩამოდი.
როგორც მოილაპარაკეს, ისე მოიქცნენ. ჯერ პიტერი და ფი-
ლისი ჩავიდნენ და ბობის ნიშანი მისცეს, რომ ისიც ჩასულიყო.
ბობი ფესვებითა და ხავსით მოფენილ, მიხვეულ-მოხვეულ
სრიალა ფერდობს იმავე ბილიკით ჩაუყვა, რომელიც რამდე-
ნიმე წუთის წინ პიტერმა და ფილისმა ჩაიარეს, ბოლოს ერთმა-
ნეთთან ახლო-ახლო მდგარ ორ შინდის ხეს შორის დარჩენილ
ვიწრო გასასვლელში გაძვრა და რკინიგზის ხაზზე, ფილისისა
და პიტერის გვერდით აღმოჩნდა. წითელსვიტერიანი „მწევა-
რი“ ჯერ კიდევ არ ჩანდა.
– ო, მოდი რა, ვჭამოთ, გთხოვთ, გთხოვთ, ძალიან
გთხოვთ, – ისევ აწუწუნდა ფილისი, – დედას ვფიცავარ, მოვ-
კვდები, თუ ახლავე არ შევჭამ რამეს და ნახეთ მერე, გული
როგორ დაგწყდებათ!
– ყველაფერს გაფიცებ, ბობი, ბუტერბროდი მიეცდა ამ სუ-
ლელს ენა ჩააგდებინე, გეხვეწები, – ჩვეულებრივისგან გან-
სხვავებით არცთუ გაღიზიანებული ხმით წამოიძახა პიტერმა
და წუთით გაჩუმებულმა, სანამ ბობი ბუტერბროდის ამოსაღე-
ბად, კალათაში იქექებოდა, დაამატა: – თუმცა, იქნებ ჩვენც

267
გვეჭამა თითო-თითო, თორემ, როგორც ვხვდები, ძალის მოკ-
რება ჩვენც დაგვჭირდება... ოღონდ, მართლა თითო, მეტი არ
შეიძლება, მაგდენი დრო არ გვაქვს.
– რატომ არ გვაქვს? – იკითხა უკვე პირგამოტენილმა ბო-
ბიმ, რომელსაც სინამდვილეში, თვითონაც ფილისზე არანაკ-
ლებ მოშიებოდა.
– ვერ ხვდები? – მრავალისმეტყველად გადახედა ძმამ. –
რატომ და იმ წითელსვიტერიანი „მწევრის“ გამო, აი, რატომ.
აშკარაა, რომ რაღაც ცუდი შეემთხვა. ამიტომ დასაშვებად მი-
მაჩნია, რომ, სანამ ჩვენ აქ ვმასლაათობთ და ბუტერბროდებს
მშვიდად შევექცევით, რელსებზე დავარდნილ იმ საცოდავს,
ვინ იცის თავი ცივ რკინაზე უდევს და ნებისმიერ წუთს შეიძლე-
ბა, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ექსპრესის უნებლიე ზვარაკად იქ-
ცეს.
– კარგი რა, პიტერ, წიგნური ენით მაინც ნუ ლაპარაკობ! –
წამოიყვირა ბობიმ და თავისი ბუტერბროდის ბოლო ლუკმა
ჩაყლაპა. – წავედით, ფილ, – მიუბრუნდა მერე დას, – იცოდე,
გვერდიდან არ მომშორდე! მატარებელი თუ გამოჩნდება, რაც
ძალი და ღონე გაქვს, გვირაბის კედელს მიეკარი და კაბის
კალთები დაიჭირე მაგრად, რომ არ აგიფრიალდეს.
– კიდევ ერთი ბუტერბროდიც მომეცით და ყველაფერს გა-
ვაკეთებ, რასაც მეტყვით, – წამოისლუკუნა ისევ ფილისმა.
– პირველი მივდივარ, იდეა ხომ ჩემი იყო! – გამოაცხადა
პიტერმა და გვირაბში შეაბიჯა.
ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენც იცით, რას განიცდის ადა-
მიანი, როდესაც მატარებლით გვირაბში შედის. ორთქლმავა-
ლი საშინელ კივილს გამოსცემს, მერე კი შემადგენლობის
რელსებზე რახრახი მოულოდნელად სხვა ტემბრით იცვლება
და უწინდელზე ბევრად ხმამაღალი ხდება. ასაკით უფროსი
მგზავრები მაშინვე ვაგონის ფანჯრებს აწყდებიან, ხურავენ და
268
მაგრად რაზავენ. ვაგონი თვალშეუვალ სიბნელეში იძირება
და ფარნები ინთება (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ საგა-
რეუბნო პატარა მატარებელში არ ზიხართ, რადგან ასეთ მატა-
რებლებში ფარნები ხანდახან სულაც არ არის). დროდადრო
ფანჯრების მიღმა სიბნელეში მოკლე თეთრი სინათლეები
კრთება. მერე ფანჯრებს გარეთ, სიბნელეში სინათლის მოკ-
რძალებული, ბუნდოვანი სითეთრე იჭრება და გვირაბის კედ-
ლებზე პატარ-პატარა ცისფერ სინათლეებს არჩევთ, ბოლოს
რელსებზე რახრახით მიმავალი მატარებლის ხმა იცვლება და
თქვენ გაშლილ სივრცეში, სუფთა ჰაერზე გადიხართ. უფრო-
სები ისევ გვირაბში მატარებლის ამონასუნთქით ყვითლად
დაორთქლილ ფანჯრებს აწყდებიან, რაზას ხსნიან და ფან-
ჯრებს ხმაურით აღებენ, საიდანაც თქვენ კვლავ რკინიგზის ხა-
ზის გასწვრივ ჩამწკრივებულ ტელეგრაფის ბოძებსა და ბოძებს
შორის, ზოგან კარგად დაჭიმულ, ზოგან კი ჩამოზნექილ სადე-
ნებს, კუნელის ერთ სიმაღლეზე შეკრეჭილ ბუჩქებსა და ყო-
ველ ოცდაათ იარდში დარგულ ნერგებს ხედავთ.
ასე გამოიყურება გვირაბი თუ მგზავრი ხართ. მაგრამ სულ
სხვანაირი აღქმა გექნებათ, თუ იქ თქვენი ფეხით შესვლას მო-
ინდომებთ, რკინიგზის ხაზის ორივე მხარეს რელსების ბზინვა-
რე ლითონიდან გვირაბამდე დამრეცად გადევნებულ ვიწრო
გასასვლელში შეაბიჯებთ და შესვლისთანავე ფეხქვეშ ამოძ-
რავებულ სლიპინა ხრეშსა და ქვებს იგრძნობთ. მერე შენიშ-
ნავთ, რომ გვირაბის მთელი შიდა მხარე ჭერიდან კედლებზე
ჩამომდინარე ლორწოვანი სინესტითაა სველი და დაინახავთ,
რომ აქ აგურებიც ლამაზი წითელ-ყავისფერი კი არ არის, რო-
გორიც გვირაბში შემოსასვლელთან იყო, არამედ რაღაცნაი-
რი გაუფერულებული და საზიზღრად წებოვანი, მომწვანო შე-
ფერილობისაა. კიდევ აღმოაჩენთ, რომ, თუ რამეს იტყვით, მა-
შინაც, როცა გვირაბის შესასვლელთან ჯერ კიდევ სულ ახლოს
269
ხართ და სიბნელე არ გფარავთ, თქვენს ხმასაც სულ სხვანაი-
რი ჟღერადობა ექნება.
გვირაბში გარედან ჯერ კიდევ საკმარისი სინათლე შემო-
დიოდა, როდესაც ფილისმა ბობის გასაჩერებლად მის კაბის
კალთას სტაცა ხელი და ისე გაქაჩა, რომ კაბის სათავეში ნაკე-
ცებად ჩაკერებული კალთის ნაწილიც კი ჩამოახია, თუმცა თა-
ვადაც საკმაოდ შეშინებულმა ბობიმ დის ხმამაღალ წიკვინში
კაბის ჩამოხევა ვერც კი შენიშნა.
– გთხოვ, უკან დავბრუნდეთ, რა! აქ არ მომწონს! ხომ ხე-
დავ, მალე ისე დაბნელდება, რომ ვერაფერსაც ვეღარ დავინა-
ხავთ! სიბნელეში არ ვივლი! არ მინდა და არ მაინტერესებს,
რაც გინდათ, ის თქვით, მაინც არ წამოვალ!
– უფ, კარგი რა, ფილის, სულელი წიწილასავით ნუ იქცევი,
– უთხრა პიტერმა, – თან სანთლის ნამწვი და ასანთიც მაქვს.
მოიცა, ეს რაღაა? – თქვა ბოლოს და მოახლოებულ ხმას მი-
აყურადა.
დაბალ, გაბმულ და გუგუნა ხმას რკინიგზის ხაზის მთელ გა-
ყოლებაზე გაბმული აცახცახებული ლითონის სადენების ზუ-
ზუნი ერთოდა და ეს მოზუზუნე გუგუნი თანდათან სულ უფრო
და უფრო ხმამაღალი ხდებოდა.
– ეს ხომ მატარებელია! – წამოიყვირა ბობიმ.
– გესმის, რომელი მხრიდან მოდის? – ჰკითხა ბობის პი-
ტერმა.
– გეხვეწები, გამიშვი! – დაიწიკვინა ფილისმა და ბობის
მაგრად ჩაჭიდებული ხელიდან გასხლტომა სცადა.
– ფილ, ნუ ხარ ასეთი მშიშარა, – დას ხელი კიდევ უფრო
მაგრად მოუჭირა ბობიმ, – აქ საშიში არაფერია, უბრალოდ კე-
დელთან ახლოს დადექი.
– აქეთ, აქეთ! ჩქარა, აქ მოდით! – დაუძახა ამასობაში რამდე-
ნიმე იარდით წინ წასულმა პიტერმა დებს, – ჩქარა, აქ ნიშაა!
270
მოახლოებული მატარებლის ღრიალი ამ დროს უკვე დაყ-
რუების დაახლოებით ასეთ, ან ამაზე უარეს შეგრძნებას გაგი-
ჩენდათ: წარმოიდგინეთ, რომ წყლით სავსე აბაზანაში წევ-
ხართ, ორივე ონკანი ბოლომდეა მოშვებული და თავი წყალში
გაქვთ ჩაყოფილი, ფეხებს კი ამასობაში, აბაზანის კედლებზე
მთელი ძალით აბრახუნებთ... მაგრამ პიტერმა რაც ძალი და
ღონე ჰქონდა, დაიღრიალა და მისი ხმა ბობის სმენას რაღაც
სასწაულით მაინც მისწვდა. ბობიმ ფილისი მაშინვე იქით წაიყ-
ვანა, საიდანაც პიტერის ხმა გაიგონა, სიჩქარეში ფილისმა, რა
თქმა უნდა, ისიც მოახერხა, რომ სადენებს წამოედო და ორივე
მუხლი გადაიტყავა, მარამ ასე იყო თუ ისე, დებმა, როგორც იქ-
ნა, იმ ადგილამდე მიაღწიეს, საიდანაც პიტერი ეძახდა, პიტერ-
მა და ბობიმ ფილისი თაღოვან ნიშაში ერთად შეიყვანეს და სა-
მივენი მის ბნელ, ვიწრო და ნესტიან სივრცეში შეიმალნენ. მა-
ტარებლის სმენისწამღები გუგუნი კი ამასობაში, სულ უფრო
და უფრო ახლოვდებოდა და როდესაც მოეჩვენათ, რომ სადა-
ცაა, საერთოდაც დაყრუვდებოდნენ, რკინიგზის ხაზზე ორ-
თქლმავლის ყოველ წამიერად გაზრდილი და დამაბრმავებ-
ლად კაშკაშა ორი ცეცხლოვანი თვალი გამოჩნდა.
– ეს ხომ გველეშაპია! ხედავთ?! გველეშაპია! ვიცოდი, ყო-
ველთვის ვიცოდი, რომ აქ თავის ბუნაგში ნამდვილ სახეს
იღებდა! – დაიყვირა ფილისმა. მაგრამ მისი ხმა ვერავინ გა-
იგონა და ამაში გასაკვირიც არაფერი იყო, იმიტომ, რომ ამ
დროს ორთქლმავალიც ღრიალებდა, ორთქლმავალს კი ეს,
რა თქმა უნდა, ბევრად ხმამაღლა გამოსდიოდა, ვიდრე ფი-
ლისს.
მატარებელმა ღრიალით, სტვენით, გრუხუნით, ვაგონების
განათებული ფანჯრებიდან გამომავალი და თვალწინ წამიე-
რად გამკრთალი დამაბრმავებელი შუქით, კვამლის სუნით,
ჰაერის ცხელი ნაკადის სახეში შეფრქვევითა და ზოლურებით
271
დამაგრებული ბორბლების ღრჭიალ-ჭრიალით ჩაიქროლა და
ყველა ეს ხმა გვირაბის თაღებმა და კედლებმა უკან გამაყრუე-
ბელ ექოდ ასხლეტილი დააბრუნა. ფილისი და ბობი მაგრად
ხელჩაჭიდებულები იდგნენ, თუმცა ბობის ხელი მამაცმა პი-
ტერმაც კი სტაცა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ახსნა, ასე
მხოლოდ იმისთვის მოიქცა, რომ ბობი გაემხნევებინა.
და აი, როგორც იქნა, მათ ნიშას ბოლო ვაგონმაც ჩაუარა.
უკანა ფარნების ზომა ნელ-ნელა დაპატარავდა და ხმაური
თანდათან შემცირდა, ბოლოს მატარებელმა უკანასკნელი
სტვენასავით ხმა გამოსცა და გვირაბიდან გავიდა.
– ოჰ! – ერთდროული ჩურჩულით ამოისუნთქა სამივემ.
პიტერმა აკანკალებული ხელით აანთო სანთლის ნამწვი.
– ჰე, წავედით, – თქვა ხროტინით და რამდენჯერმე ჩახვე-
ლება მოუწია, რომ ყელი ჩაეწმინდა და საკუთარი ხმით ელა-
პარაკა.
– ოჰ, – ამოიკვნესა ლამის ატირებულმა ფილისმა, – ის წი-
თელსვიტერიანი ბიჭი რომ ლიანდაგებზე წოლილიყო?
– ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა წავიდეთ და ვნახოთ, –
უპასუხა პიტერმა.
– იქნებ ჯობია, სადგურზე გავიქცეთ და ვუთხრათ, რომ შე-
სამოწმებლად ვინმე გამოაგზავნონ? – იკითხა ფილისმა.
– იქნებ ჯობია, აქ დარჩე და დაგველოდო? – კითხვაზე კით-
ხვითვე უპასუხა უმცროს დას ბობიმ მკაცრად და ამან პრობ-
ლემა, რა თქმა უნდა, წამში გადაჭრა.
ერთი სიტყვით, სამივენი გვირაბის კიდევ უფრო უკუნ სიბ-
ნელეში შევიდნენ. პიტერი დებს წინ მიუძღოდა და ცდილობდა,
სანთელი თავს ზემოთ, რაც შეიძლებოდა, მაღლა აეწია. გამ-
დნარი ცვილი თითებზე ეღვენთებოდა და წვრილ ხაზებად ჩას-
დიოდა სახელოში. ამიტომ იყო, რომ, როცა იმ საღამოს, ძი-
ლის წინ მაისური გაიხადა, ხელის მტევნიდან იდაყვამდე
272
მთელ სიგრძეზე ცვილის რამდენიმე თეთრი, გამაგრებული
ზოლი აღმოაჩინა.
იმ ადგილიდან, სადაც ბავშვები მატარებლის ჩავლას ელო-
დებოდნენ, ორმოცდაათ იარდზე მეტი არ ექნებოდათ გავლი-
ლი, რომ პიტერი უეცრად შეჩერდა, ჰეიო, წამოიძახა და უწინ-
დელთან შედარებით ბევრად სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ. რო-
დესაც ბობი და ფილისი ძმას მიუახლოვდნენ, პიტერი უკვე გა-
უნძრევლად იდგა, მისგან სულ ახლოს კი ის ბიჭი მოჩანდა, ვის
გამოც ისინი გვირაბში შემოვიდნენ. ფილისმა რაღაც წითელი
დაინახა და თვალები იმწუთასვე მაგრად დახუჭა. წითელსვი-
ტერიანი ბიჭი კედელს ზურგით მიყუდებული გაუნძრევლად იჯ-
და, ხელები აქეთ-იქიდან უძლურად ჩამოჰყროდა და თვალები
დახუჭული ჰქონდა.
– ეს წითელი სისხლია? მკვდარია? – ამოიკვნესა ფილისმა
და თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.
– მკვდარი? არა, რა თქმა უნდა, რა სისულელეა! – თავდა-
ჯერებით გამოაცხადა პიტერმა. – წითელი მხოლოდ მისი სვი-
ტერია, სულელო. როგორც ჩანს, უბრალოდ გონება დაკარგა.
ჰმ, კარგი... ახლა რა ვქნათ?
– როგორ ფიქრობ, შევძლებთ, აქედან გავიყვანოთ? – კით-
ხვით სავსე მზერა მიაპყრო ძმას ბობიმ.
– არ ვიცი, – თავი დაეჭვებით გადააქნია პიტერმა, – რაღაც
ძალიან დიდია.
– შუბლი წყლით რომ დავუსველოთ? – დაიწყო ბობიმ და
გაჩუმდა, მაგრამ თითქოს უეცრად რაღაც გაახსენდაო, მაშინ-
ვე განაგრძო: – წყალი, რა თქმა უნდა, არ წამოგვიღია, მაგრამ
სამაგიეროდ, რძე გვაქვს, ისიც ხომ ისეთივე სველია, როგო-
რიც წყალი და კალათაში სავსე ბოთლი გვიდგას.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა მაშინვე პიტერი, – და კიდევ

273
როდესაც ადამიანს გული მისდის, მგონი, ხელებსაც უზელენ
ხოლმე.
– კიდევ ბუმბულს უწვავენ ცხვირთან, ვიცი, ეგ ზუსტად ვიცი,
– ჩაერია ფილისი.
– რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რისი გაკეთებაც არ შეგ-
ვიძლია, – ზურგს უკან გამოხედა ფილისს პიტერმა.
– მერე ვინ გითხრა, რომ არ შეგვიძლია?! – გაღიზიანებუ-
ლი, მაგრამ გამარჯვებული ხმით გამოაცხადა ფილისმა. –
ზუსტად დღეს დილით ჯიბეში ბადმინტონის სათამაშოდ ნამ-
დვილი ბუმბულებით გაკეთებული ვოლანი ჩავიდე. აი ასე!
პიტერი მაშინვე დაიხარა და ბიჭს ხელების დაზელა დაუწ-
ყო, ბობი ამ დროს ვოლანიდან ბუმბულებს სათითაოდ აძრობ-
და და საბრალოს ცხვირწინ წვავდა, ფილისი შუბლზე უხვად
აპკურებდა შემთბარ რძეს და სამივე ენის გასატეხივით ჩქარ-
ჩქარა და დაჟინებით ერთსა და იმავეს იმეორებდა:
– მიდი რა, გთხოვთ, თვალები გაახილე, მიდი, შემოგვხე-
დე, დაგველაპარაკე. გთხოვთ! ჰე, მიდი, თვალები გაახილე.

თავი მეთორმეტე
ვინ მიიყვანა ბობიმ სახლში

–მიდი რა, გთხოვთ, თვალები გაახილე, მიდი, შემოგვხედე,


დაგველაპარაკე, გთხოვთ! ჰე, მიდი, თვალები გაახილე... –
ისევ და ისევ ერთხმად უმეორებდნენ ბავშვები წითელსვიტე-
რიან „მწევარს“, რომელიც ჯერაც თვალებდახუჭული, ერთია-
ნად გაფითრებული გაუნძრევლად იჯდა გვირაბის კედელთან.

274
– ყურები რძით დაუსრისე! – დაავალა დას ბობიმ. – ვიცი,
რომ გონებადაკარგულ ადამიანს ყურები უნდა დაუსრისო,
ოღონდ ოდეკოლონით, მაგრამ, მგონი, რძემაც უნდა იმოქმე-
დოს.ფილისმა ბობის დაუჯერა და ბიჭის ყურები სულ მალე
მთლიანად რძიანი გახდა ისევე, როგორც კისერი. ბიჭს ყურე-
ბიდან რძე, თავისთავად ცხადია, კისერზე ეწვეთებოდა და წი-
თელი სვიტერის საყელოს ქვეშ ჩასდიოდა. გვირაბში ისე ბნე-
ლოდა, რომ ბავშვები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ. სან-
თლის ნამწვი, რომელიც პიტერმა ქვას მიამაგრა, გვირაბის
თვალშეუვალ სიბნელეს ვერ უმკლავდებოდა და თითქმის ვე-
რაფერს აკლებდა.
– ოჰ, გთხოვ, თვალები გაახილე რა, გთხოვ, შემომხედე,
მიდი, თუ ჩემი ხათრი გაქვს, თვალები გაახილე! – თავიდან
დაიწყო ფილისმა. – ოჰ, მგონი, მოკვდა.
– გაჩუმდი ერთი, თუ ღმერთი გწამს! – წამოიყვირა ბობიმ.
– ცოცხალია, რას იგონებ?!
– უჰ, კარგი რა, გონს მოდი, გთხოვ! – მოთმინება დაკარგა
პიტერმაც და ბიჭს უძლურად ჩამოკიდებული მკლავი შეუნ-
ჯღია.
წითელსვიტერიანმა ბიჭმა ხმაურით ამოისუნთქა და თვა-
ლები გაახილა, მაგრამ მერე ისევ დახუჭა და ძალიან ჩუმად
ამოიბუტბუტა:
– გთხოვ, არ გინდა.
– უი, არ მომკვდარა! ვიცოდი, ვიცოდი, რომ არ მოკვდებო-
და! – შეჰყვირა ფილისმა და გულამოსკვნილი ატირდა.
– რა ხდება? რა ატირებს? კარგად ვარ, – თქვა მისუსტებუ-
ლი ხმით ბიჭმა.
– მიდი, ეს დალიე, – მკაცრად უთხრა პიტერმა და პირში
რძის ნახევრად დაცლილი ბოთლის ყელი ჩასჩარა.

275
მოულოდნელმა ძალადობამ წითელსვიტერიანი „მწევარი“
აშკარად დააფრთხო, პიტერს წინააღმდეგობა გაუწია და სანამ
პირს გაითავისუფლებდა და ეს რა არისო, იკითხავდა, ორთაბ-
რძოლაში პიტერს რძის ნახევარზე მეტი კიდევ დააღვრევინა.
‒ რძეა, ნუ გეშინია. ცუდს არაფერს გიპირებთ, – უპასუხა პი-
ტერმა და ფილისს გაღიზიანებული სახით მიუბრუნდა, – ფილ,
გეყოფა, ახლავე შეწყვიტე ჯღავილი!
– მიდი, დალიე, – რაც შეიძლებოდა, ალერსიანად უთხრა
ბიჭს ბობიმ, – გესიამოვნება და ნახავ, როგორ მოგასულიერე-
ბს.
ბიჭმა ბოთლი მოიყუდა და პატარა ყლუპებით დაიწყო რძის
სმა, სამი ბავშვი კი ხმისამოუღებლად იდგა და შესცქეროდა.
– სულ ცოტა ხანს აცადეთ, – ჩურჩულით გადაულაპარაკა
დებს პიტერმა, – ახლა რძე სისხლს გაუხურებს და, აი, ნახავთ,
ეგრევე გამოცოცხლდება.
ასეც მოხდა. ბიჭმა თავი მართლაც უკეთ იგრძნო.
– უკეთ ვარ, მოიცა... ყველაფერი მახსოვს... – გამოაცხადა
შედარებით მოღონიერებულმა და წამოწევა სცადა, მაგრამ
ფეხზე ადგომის მცდელობა მწარე ამოღმუვლებით დასრულ-
და, – ჯანდაბა! მგონი, ფეხი მაქვს მოტეხილი.
– წაიქეცი? – ჰკითხა ფილისმა და ცხვირი მოიწმინდა.
– არა, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი კი არ ვარ, წავიქცე! –
აღშფოთებით უპასუხა ბიჭმა. – უბრალოდ, სიბნელეში ფეხი
შემთხვევით მავთულს გამოვდე და ადგომა რომ ვცადე, ვეღარ
შევძელი. ჰოდა, რაღას ვიზამდი, კედელთან მოვხოხდი და
დავჯექი. ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო, როგორ მტკივა! – წამო-
იყვირა უეცრად, რადგან სწორედ ამ დროს გაანძრია ფეხი, –
კი მაგრამ, თქვენ რაღას აკეთებთ აქ?
– დავინახეთ, რომ გვირაბში სხვებთან ერთად შენც შემოხ-
ვედი, მერე გორაკზე ავედით და გვირაბის მეორე ბოლოსთან
276
ჩამოვედით. გვინდოდა იქიდან გვეყურებინა, როგორ გამოხ-
ვიდოდით, მაგრამ, შევნიშნეთ, რომ შენ სხვებთან ერთად არ
გამოხვედი.. ასე რომ, ჩათვალე, პატარა სამაშველო რაზმი
ვართ, – ამაყად გაიჯგიმა პიტერი.
– ძალიან გაბედულები ყოფილხართ, – მოწონებისა და
მადლიერების ნიშნად ბიჭმა თავი დაიქნია.
– სალაპარაკოდაც არ ღირს, – თავმდაბლად უპასუხა პი-
ტერმა, – ჯობია, ის მითხარი, ჩვენ თუ დაგვეყრდნობი, სია-
რულს შეძლებ?
– არ ვიცი, შევეცდები, – თქვა „მწევარმა“.
ბიჭმა წამოდგომა სცადა და რამდენიმე წამის განმავლობა-
ში ფეხზე გაჩერებაც კი შეძლო, მაგრამ მხოლოდ იმ ცალ ფეხ-
ზე, რომელიც არ სტკიოდა, მეორე, მოტეხილი ფეხი კი ისე
არაბუნებრივად ჰქონდა ამობრუნებული, რომ იმის მიწაზე
დადგმა აშკარად შეუძლებელი იყო.
– გთხოვთ, მომეხმარეთ დავჯდე! ღმერთო, ახლა მოვკვდე-
ბი! – ამოიღმუვლა გამწარებულმა. – დამსვით, დამსვით,
გთხოვთ, ჩქარა!
ბავშვებმა ის ფრთხილად დასვეს ხრეშზე და ბიჭმა მაშინვე
თვალები დახუჭა, პიტერი, ბობი და ფილისი კი ხმის ამოუღებ-
ლად გასწორდნენ და სანთლის მბჟუტავ შუქზე ერთმანეთს
დაბნეული სახეებით გადახედეს.
– ახლა რა ვქნათ? – ხმადაბლა იკითხა პიტერმა.
– იცი, რა, – სწრაფად დაიწყო ბობიმ, – მგონი, ყველაფერს
ჯობია, შენ და ფილისი ახლავე წახვიდეთ და დასახმარებლად
ვინმე მოიყვანოთ. ოღონდ, სადმე შორს არა, გვირაბიდან გახ-
ვალთ თუ არა, პირველსავე მოსახლეს მიადექით.
– ჰო, როგორც ვატყობ, მეტი გზა არ გვაქვს, – დაეთანხმა
პიტერი, – კარგი, ფილ, წავედით.

277
– მოიცა, – გააჩერა ბობიმ, – ჯერ მომეხმარეთ, რომ ნიშაში
გადავიყვანოთ, შენ ფეხები დაუჭირე, მე და ფილი კი იღლიებ-
ში ამოვდებთ ხელებს და, მგონი, იქამდე მიყვანას მაინც შევ-
ძლებთ.
ბავშვებმა ამოცანას თავი როგორღაც გაართვეს, თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ საბრალო ფეხმოტეხილი ბიჭი ამ დროს
ისევ გულწასული იყო და, ბედად, არაფერი უგრძნია.
– კარგი, ახლა, როგორც მოვილაპარაკეთ, თქვენ წადით
და მე აქ დავრჩები, – უთხრა ძმას ბობიმ, – ოღონდ, პიტერ,
სანთელი გატეხე და ნახევარი დამიტოვე, უფრო სწორად, მე
უფრო მოკლე მომეცი და შენ გრძელი წაიღე... და გთხოვ, რაც
შეიძლება, მალე დაბრუნდით რა, სანთელი დიდხანს არ მეყო-
ფა.
– არა მგონია, დედას მოეწონოს, რომ ამ სიბნელეში მარ-
ტო გტოვებ, – შეყოყმანდა პიტერი, – მოდი, ჯობია, მე დავრჩე-
ბი და შენ და ფილი წადით.
– არა, არა! – სასტიკად იუარა ბობიმ, – თქვენ წახვალთ.
ოღონდ, პიტერ, შენი ჯიბის დანაც დამიტოვე. სანამ გონს მო-
სულა, მინდა ვცადო, იქნებ ფეხსაცმელი მაინც გავხადო.
– იმედი მაქვს, სწორად ვიქცევით, – დანებდა პიტერი.
– რა თქმა უნდა, სწორად ვიქცევით! – მოუთმენლად წამოი-
ძახა ბობიმ. – სხვა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ბნელა, უპატრონოდ ხომ არ მივატოვებთ?! რა სისუ-
ლელეა! გეუბნები, წადით! უბრალოდ, იჩქარეთ და უკან დრო-
ზე მობრუნდით.
და პიტერი და ფილისი, რაც შეეძლოთ, სწრაფად წავიდნენ.
ბობი იდგა და თანდათან სულ უფრო და უფრო დაპატარა-
ვებულ მათ ფიგურებსა და პაწაწინა სანთლის მბჟუტავ ციმციმს
გაჰყურებდა. სანთლის შუქი შორს ერთხანს კიდევ მოჩანდა,

278
მაგრამ მერე ისიც გაქრა და ბობი ისეთმა უცნაურმა და საში-
ნელმა შეგრძნებამ მოიცვა, თითქოს სამყაროს აღსასრული
დამდგარიყოს. „ალბათ ასე გრძნობენ თავს ის მონაზვნები,
რომლებსაც მონასტრის კედელში ცოცხლად მარხავდნენ“... –
გაიფიქრა დაზაფრულმა, მაგრამ მაშინვე თავს შეუძახა:‒გეყ-
ოფა! პატარა, სულელი გოგოსავით მაინც ნუ იქცევი!
ბობი საშინლად ვერ იტანდა, როდესაც ვინმე „პატარა გო-
გოს“ უწოდებდა ხოლმე და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ „პა-
ტარა გოგოს“ ისეთი ცუდი ეპითეტი ერთოდა, როგორიც ამწუ-
თას თვითონ გამოიყენა, ანუ „სულელი“ თუ, პირიქით, ძალია-
ნაც სასიამოვნო და კეთილი დამოკიდებულების გამომხატვე-
ლი, მაგალითად, „საყვარელი“, „კეთილი“ ან „ჭკვიანი“. მაგ-
რამ იყო შემთხვევები, როდესაც ასე თვითონ მიმართავდა
თავს და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც რამის გამო საკუთარ
თავზე ძალიან გაბრაზებულ რობერტას ბობისთვის დაცაცხა-
ნების უფლება ეძლეოდა.
მან შიში ჩამოიფერთხა, სანთლის ნატეხი წითელსვიტერია-
ნი ბიჭის ფერხთით, აგურის ნატეხზე მიამაგრა და პიტერის ჯი-
ბის დანა მოიმარჯვა. ამ დანის გახსნა ბავშვებს ყოველთვის
უჭირდათ. როგორც წესი, მჭიდრო ბუდიდან პირის ამოწევას
ნახევარპენსიანის ამოდება სჭირდებოდა, მაგრამ, რადგანაც
ნახევარპენსიანი არ ჰქონდა, დანის გახსნა ბობიმ ამჯერად
ფრჩხილით სცადა და, თუმცა კი ამ საქმეს ფრჩხილი შესწირა
და თითიც ძალიან იტკინა, დანის პირი ბუდიდან როგორღაც
მაინც ამოსწია. მერე დაიხარა, ბიჭის ფეხსაცმელზე თასმები
გაჭრა და ფრთხილად გახადა. ფეხსაცმლის შემდეგ წინდის
გახდის ჯერი დადგა, მაგრამ ბიჭის საშინლად გასივებულ, მო-
ტეხილ ფეხს ისეთი არაბუნებრივი ფორმა მიეღო, რომ გადაწ-
ყვიტა ისიც გაეჭრა და საქმეს ფრთხილად და აუჩქარებლად

279
შეუდგა. ყავისფერი წინდა ნაქსოვი იყო და ბობი იმაზე დაფიქ-
რდა, ვის შეიძლებოდა მისთვის ეს წინდა მოექსოვა? ალბათ
დედასო, დაასკვნა ბოლოს და შვილის მომლოდინე აწრიალე-
ბული საბრალო ქალის ნერვიულობა და ის თავზარდაცემა
წარმოიდგინა, რომელიც საწყალს ასე საშინლად ფეხმოტეხი-
ლი შვილის დანახვაზე ელოდა. ბობიმ, როგორც იქნა, წინდის
გაჭრა დაასრულა და ბიჭის გასივებული, ფორმადაკარგული
ტერფი რომ დაინახა, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ გვირა-
ბის სიბნელე კიდევ უფრო შავი და გაუმჭვირვალი გახდა, ხრე-
ში კი, რომელზეც იჯდა, კიდევ უფრო მყიფე და არასაიმედო...
ბობის თვალები დაუბნელდა და გარშემო ყველაფერმა სიმ-
კვეთრე დაკარგა, მაგრამ წამიც და თავი ისევ მკაცრი შეძახი-
ლით გამოიფხიზლა:
– გითხარი, პატარა სულელი გოგოსავით ნუ იქცევი-მეთქი!
– დაუცაცხანა რობერტამ ბობის და ბობიმაც მაშინვე ძალა მო-
იკრიბა.
და როგორც კი ეს მოხდა და მზერა ისევ ბიჭის „საბრალო
ფეხზე“ გადაიტანა, მიხვდა, რომ კარგი იქნებოდა, ბიჭისთვის
ფეხქვეშ რამე რბილი, ბალიშისმაგვარი ამოედო.
ბობი დაფიქრდა და ის დღე გაახსენდა, როდესაც მან და ფი-
ლისმა წითელი ფლანელის ქვედაკაბები გაიხადეს, დახიეს და
დროშები გააკეთეს, რომ მემანქანე გაეფრთხილებინათ და მა-
ტარებელი საშინელი კატასტროფისგან ეხსნათ. დღეს ბობის
თეთრი ფერის, მაგრამ ზუსტად ისეთივე რბილი ფლანელის
ქვედაკაბა ეცვა, როგორიც წითელი იყო. ამიტომ წამითაც
აღარ უყოყმანია, სათავეზე ღილი გაიხსნა და ქვედაკაბა სწრა-
ფად გაიხადა.
– ჰმ, თურმე როგორი საჭირო და ყველაფერში გამოსადეგი
რამე ყოფილა ეს ფლანელის ქვედაკაბები, – ჩაილაპარაკა მან
და რბილი ფლანელის ქვედაკაბა ისე დაკეცა, რომ ბალიშის
280
ფორმა მიეცა, – ადამიანს, რომელმაც ისინი გამოიგონა, ნამ-
დვილად ძეგლი უნდა დაუდგან.
ბობი ამ ყველაფერს ამბობდა და თანაც საკმაოდ ხმამაღ-
ლა, რადგან ასეთ ადგილებში ყოფნისას ადამიანს ნებისმიერი
ხმის, თუნდაც საკუთარის გაგონებაც კი ამშვიდებს და ამხნე-
ვებს.
– ვის და რა უნდა დაუდგან? – გაისმა უეცრად ბიჭის დაინ-
ტერესებული, მაგრამ სუსტი ხმა.
– ოჰ, გონს მოხვედი? – გაუღიმა ბიჭს ბობიმ. – ძალიან კარ-
გი, ოღონდ, მოდი, ახლა თავი გაიმაგრე და, თუ გინდა, კრიჭა
შეკარი... მთავარია, ტკივილმა ძალიან არ გაგამწაროს. ჰე, მი-
დი, რაღას ელოდები!
ბობიმ მის ფეხთან ბალიშივით დაკეცილი თავისი ფლანე-
ლის ქვედაკაბა დადო, მერე ბიჭს ფეხი აუწია და ზედ დაადები-
ნა.
– ოღონდ, გთხოვ, გული აღარ წაგივიდეს. კარგი? ძალიან
გთხოვ, – უთხრა შეშინებულმა, რადგან, როგორც ჩანს, მიუხე-
დავად წინასწარ თავის გამაგრებისა, ბიჭს ფეხი მაინც ძალიან
ეტკინა და უნებლიე კვნესა აღმოხდა. ბობიმ ცხვირსახოცი ნაჩ-
ქარევად დაასველა რძეში და ბიჭს მოტეხილ ფეხზე დააფინა.
– ოო-ოჰ, მტკივა! – წამოიყვირა უეცრად ბიჭმა და მთელი
სხეული დაეჭიმა, თუმცა წამიც და შვებით დაამატა: – თუმცა
არა, არა, ახლა მესიამოვნა კიდეც.
– რა გქვია? – ჰკითხა ბობიმ.
– ჯიმი.
– მე – ბობი.
– როგორ? შენ ხომ გოგო ხარ.
– ჰო, ასეა. სრული სახელი რობერტაა.
– მომისმინე, ბობი...
– გისმენ!
281
– კი მაგრამ, წეღან ხომ თითქოს მეტნი იყავით?
– მართალი ხარ, ჩემთან ერთად ფილი და პიტერი იყვნენ –
ჩემი და-ძმა, მაგრამ წავიდნენ, რომ ვინმე ისეთს დაუძახონ,
ვინც აქედან შენს გაყვანაში დაგვეხმარება.
– გამოდის, რომ სამივეს ბიჭური სახელები გქვიათ, არა?
– ჰო, ასეა. ისე, ხანდახან ვნანობ ხოლმე, რომ ბიჭად არ და-
ვიბადე. შენ – არა?
– არა, მგონი, გიხდება, რომ გოგონა ხარ.
– არა, ეგ კი არ მიგულისხმია... – ახსნა დაიწყო ბობიმ, – ის
გკითხე, შენ არ გინდა, ბიჭი იყო-მეთქი, მაგრამ სულელურად
გამომივიდა, შენ ხომ ისედაც ბიჭი ხარ...
– შენ კიდევ – ბიჭივით მამაცი, – უპასუხა ფეხმოტეხილმა,
– შენ რატომ არ წახვედი და-ძმასთან ერთად?
– მარტო ხომ ვერ დაგტოვებდით, ვიღაც ხომ უნდა დარჩე-
ნილიყო შენთან, – აუხსნა ბობიმ.
– მინდა გითხრა, რომ შენ ბევრ ბიჭზე ვაჟკაცი ხარ, ბობი!
ხელი მოიტა, ჩამოგართვა! – გამოუცხადა ჯიმმა და სანთლის
სუსტ ნათებაში ბობის ხელი გაუწოდა, რომელიც მან, რა თქმა
უნდა, მაშინვე ჩამოართვა და თან გააფრთხილა:
– ოღონდ, გაცნობისას როგორც იციან ხოლმე, მაგრად არ
ჩამოგართმევ, თორემ შეირხევი და შეიძლება ფეხი უფრო მე-
ტად გეტკინოს. ცხვირსახოცი ხომ არ გაქვს?
– არა მგონია, – უპასუხა ბიჭმა და ჯიბეები მოიქექა,– ვაჰ,
შენ წარმოიდგინე, მქონია. რისთვის გინდა? ბობიმ ბიჭს
ცხვირსახოცი გამოართვა, რძეში დაასველა და შუბლზე და-
ადო.
– სასიამოვნოა, – ამოიხვნეშა მან, – რაში დაასველე?
– რძეში, – უპასუხა ბობიმ, – სამწუხაროდ, წყალი არ წა-
მოგვიღია და...
– ნამდვილი პატარა მედდა ხარ, – აღნიშნა ჯიმმა.
282
– დედას ვუკეთებ ხოლმე ხანდახან ასეთ საფენებს, როცა
თავს ცუდად გრძნობს, ოღონდ, რა თქმა უნდა, რძეში კი არა,
ოდეკოლონში ან წყალგარეულ ძმარში დასველებულს ვაფენ,
მაგრამ ახლა მხოლოდ რძე მაქვს და... – აუხსნა ბობიმ, – იცი,
რა, მგონი, ჯობია, სანთელი ჩავაქრო, თორემ იქამდე ჩაიწვე-
ბა, სანამ შენს გასაყვანად მოვლენ.
– ოჰო, ყველაფერი წინასწარ გაგითვალისწინებია, – ჩა-
იბუტბუტა ჯიმმა.
ბობიმ სანთელს სული შეუბერა, ჩააქრო და გამოქვაბულში
სრული უკუნი, ისეთი მძიმე და ხავერდივით გაუმჭვირვალი
სიბნელე ჩამოწვა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი.
– ბობი, – გაისმა სიბნელეში ჯიმის ხმა, – სიბნელის არ გე-
შინია?
– არა... ძალიან არა. უფრო სწორად....
– მოდი, არ გინდა, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს? – შესთა-
ვაზა ბიჭმა და ეს მისი მხრიდან ნამდვილად გმირობის ტოლ-
ფას ჟესტად უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც ისევე, როგორც
მისი ასაკის ბიჭების უმეტესობას, კოცნებსა და ხელის ჩაკიდე-
ბებში გამოხატული სინაზე ბიჭისთვის შეუფერებელ და დამამ-
ცირებელ სისუსტის გამოვლინებად მიაჩნდა და ასეთ რამეებს
ამრეზით „სუსუ-პუსუებს“ ეძახდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა, როდესაც ბობი ფეხმოტეხი-
ლი წითელსვიტერიანი ბიჭის დიდ, ძლიერ და დაკოჟრილ
ხელს გრძნობდა, სიბნელის ნაკლებად ეშინოდა. ჯიმმა კი თა-
ვისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ბობის რბილი და მხურვა-
ლე ხელი „ბიჭისთვის შეუფერებლობის და დამამცირებლო-
ბის“ ისეთ გრძნობას სულაც არ უჩენდა, როგორსაც თავიდან
ელოდა. ბობი ჯიმს ელაპარაკებოდა და ამ ლაპარაკით ბიჭის
გახალისებას და მისი ყურადღების ტკივილიდან როგორმე

283
სხვა რამეზე გადატანას ცდილობდა, მაგრამ, როგორც აღმოჩ-
ნდა, სიბნელეში არა მარტო რამის დანახვა, ლაპარაკიც ძნე-
ლი ყოფილა და ერთხანს საუბრის შემდეგ, ორივე გაჩუმდა.
ახლა ისინი ძირითადად ხმის ამოუღებლად ისხდნენ და გარ-
შემო ჩამოწოლილ სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ მათი ერ-
თმანეთისთვის თქმული ფრაზები არღვევდა.
– აბა, როგორ ხარ, ბობი?
ან:
– წარმომიდგენია, როგორ გტკივა, ჯიმ. ძალიან ვწუხვარ,
რომ ფეხი მოიტეხე.
სულ მალე კი, სიბნელესთან ერთად ორივეს საშინელი სი-
ცივის გაძლებაც მოუწია.

***
პიტერი და ფილისი კი ამასობაში, დღის სინათლისკენ მი-
მავალ გრძელ გვირაბს მიუყვებოდნენ და პიტერს თითებზე
ცხელი სანთლის ცვილი ეწვეთებოდა. ისინი გზას შედარებით
შეუფერხებლად მიიკვლევდნენ, თუ, რა თქმა უნდა, იმ ორ შემ-
თხვევას არ ჩავთვლით, როცა ფილისი ჯერ მავთულს გამოე-
დო და კაბა წელიდან ძირამდე მიხვეულ-მოხვეულ გრძელ ხა-
ზად ჩახია, მეორედ კი, გახსნილ თასმაზე დაებიჯა ფეხი, ოთხზე
დაეცა და ისედაც გადატყავებულ მუხლებთან ერთად ახლა ხე-
ლისგულებიც გადაიტყავა.
– ამ გვირაბიდან მგონი, ვერასოდეს გავალთ, – გამოაცხა-
და დავარდნის შემდეგ ფილისმა და ტუჩის კუთხეები უკმაყო-
ფილოდ ჩამოებრიცა.
და მართლაც, მათ ჯერ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი უნდა
ევლოთ და ორივეს რატომღაც ეჩვენებოდა, რომ უკანა გზა უფ-
რო გრძელი იყო, ვიდრე აქეთ მომავალი.
284
– მოითმინე, – უთხრა პიტერმა, – ოდესმე ყველაფერი
მთავრდება და ეს გვირაბიც დამთავრდება, ოღონდ არ უნდა
გავჩერდეთ და სულ წინ და წინ ვიაროთ.
თუ დაფიქრდებით, ეს სრული სიმართლეა და ამის გახსენე-
ბა განსაკუთრებით ისეთ წუთებშია სასარგებლო, როცა
თქვენს ცხოვრებაში რამე ცუდი ხდება, ავად ხდებით ან სირ-
თულეების გადაჭრა გიხდებათ: მაგალითად, როცა წითელა
გაქვთ, ან არითმეტიკაში საშინაო დავალებად მოცემულ ამო-
ცანას ვერ ხსნით, რაღაცის გამო გსჯიან, ანდა, ვიღაც თქვენს
მოტყუებას და დამცირებას ცდილობს და გრძნობთ, რომ ამ-
ქვეყნად აღარასოდეს არავის აღარ ეყვარებით და აღარც
თქვენ გეყვარებათ ამქვეყნად ვინმე...
– ვაშა! – წამოიყვირა უეცრად პიტერმა. – აი, ისიც! სინათ-
ლე გვირაბის ბოლოს! შეხედე, შავი ქაღალდი რომ ნემსით
გახვრიტო, იმას არ ჰგავს?!
„ნახვრეტი“ ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო და უფრო ახლოვ-
დებოდა და ფართოვდებოდა. გვირაბის ორივე კედელს ამ ად-
გილას უკვე გარედან შემომავალი შუქის მოცისფრო ანარეკ-
ლები ეფინა და ბავშვები ფეხქვეშ ხრეშდაყრილ ვიწრო ბი-
ლიკს ხედავდნენ. თანდათან დათბა და ჰაერი გაიწმინდა, სუფ-
თა ჰაერის ჩასუნთქვასთან ერთად კი მინდვრის ყვავილებისა
და ბალახის მოტკბო სუნიც იგრძნეს... კიდევ ოციოდე ნაბიჯი
და მათ მზით განათებულ უზარმაზარ, გაშლილ სივრცეში
გააბიჯეს და გვირაბის ორივე მხარეს მწვანედ ახასხასებული
ხეები დაინახეს.
ფილისმა შვებით ამოისუნთქა.
– არა, გვირაბში მე ცხოვრებაში აღარასოდეს აღარ შევალ!
– გამოაცხადა გადაჭრით. – შიგ ორასი ათასი წითელსვიტე-
რიანი ფეხმოტეხილი „მწევარიც“ რომ იყოს, მაინც არ შევალ!

285
– ნუ ლაპარაკობ სულელი წიწილასავით! – ჩვეულებისა-
მებრ დაუცაცხანა პიტერმა, – დაგავიწყდა, რომ უკან დაბრუ-
ნება მოგვიწევს?
– მგონი, ჩემთვის ეს კარგი საქციელი და ძალიან გაბედუ-
ლი ნაბიჯი იყო გვირაბში რომ შევედით, – თქვა ფილისმა.
– არაფერიც! ეს „შენი კარგი საქციელი“ სულაც არ იყო, –
არ დაუთმო პიტერმა, – ჩვენ იქ შენი სიმამაცის გამო კი არა,
იმიტომ შევედით, რომ მე და ბობი არ ვართ მშიშარები... საინ-
ტერესოა, საით უნდა წავიდეთ, რომ რომელიმე სახლი ვიპო-
ვოთ? ხეების უკან ვერაფერს ვხედავ.
– აი, იქ, გაიხედე... რაღაც სახურავი ჩანს, – ხელი წინ გაიშ-
ვირა ფილისმა.
– ეს ხომ სასიგნალო ჯიხურის სახურავია, – უპასუხა პიტერ-
მა, – ხომ იცი, რომ მესიგნალეებთან დალაპარაკება, როცა
ისინი მუშაობენ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს წე-
სების დარღვევაა.
– პირადად მე გვირაბში შესვლის მერე ზოგიერთი წესის
დარღვევა დიდად აღარ მაშინებს! ჰე, წამოდი! – დაუყვირა
ძმას ლიანდაგების გასწვრივ, უკვე წინ გაქცეულმა ფილისმა
და პიტერიც იძულებული გახდა, სირბილით გაჰყოლოდა უკან.
მზე უმოწყალოდ აჭერდა და ისე ცხელოდა, სასიგნალო ჯი-
ხურთან და-ძმამ ერთიანად აწითლებულ-აქოშინებულებმა
მიირბინეს, მერე წამით სული მოითქვეს, თავები ასწიეს და ჯი-
ხურის ღია ფანჯრისკენ, რამდენადაც შეეძლოთ, ხმამაღლა
შესძახეს:
– ჰეი!
მაგრამ ხმა არავინ გასცა. სასიგნალო ჯიხური ისეთივე უტ-
ყვი იყო, როგორიც საბავშვო ოთახია, როცა იქიდან ბავშვები
გამოდიან. პიტერს და ფილისს მზისგან გახურებულ მოაჯირზე

286
ხელები დაეწვათ, მაგრამ რკინის კიბე მაინც აირბინეს და გა-
მოღებული კარიდან ჯიხურში შეიხედეს. მესიგნალე წინა ფეხე-
ბით ჰაერში აწეულ და საზურგით კედელს მიყუდებულ სკამზე
იჯდა, უფრო სწორად, გვერდზე თავგადავარდნილი და პირგა-
ღებული იწვა და ღრმად და უშფოთველად ეძინა.
– ეი, გაიღვიძეთ! – ისე ხმამაღლა დაიყვირა პიტერმა, რომ
მისმა ხმამ ჯიხურის ფანჯრებს ექოდ შემოურბინა და ააზრი-
ალა. და პიტერი ასე, რა თქმა უნდა, შეგნებულად მოიქცა,
რადგან იცოდა, რომ მორიგეობის დროს ჩაძინება მესიგნა-
ლეს სამსახურიდან გათავისუფლებას უქადდა, მაგრამ ამაზე
უარესი ის საფრთხე იყო, რომელიც მისი ჩაძინების გამო მატა-
რებლებს ემუქრებოდა – ჩაძინებული მესიგნალე მემანქანე-
ებს გზას ვერ მიუთითებდა და შეიძლებოდა, საშინელი კატას-
ტროფა მომხდარიყო.
მესიგნალე არც კი განძრეულა. პიტერი კაცს მივარდა და
მაგრად შეანჯღრია. ის ზანტად გაიზმორა და დაამთქნარა, მე-
რე კი უეცრად, როგორც ფილისმა მოგვიანებით აღნიშნა,
„შეშლილი მანიაკივით“ იტაცა თავზე ხელები და სასოწარკვე-
თილი ხმით აყვირდა:
– ღმერთო! ღმერთო შემიწყალე! რომელი? რომელი სა-
ათია?
– პირველის ნახევარი, – უთხრა პიტერმა. ეს ის დრო იყო,
რომელსაც სასიგნალო დაფის თავზე დაკიდებული თეთრცი-
ფერბლატიანი, მრგვალი საათის ისრები აჩვენებდა.
მესიგნალემაც მაშინვე იმ საათს შეხედა, სასიგნალო და-
ფას ელვის სისწრაფით მივარდა და გადამრთველებისა და
ბერკეტების აქეთ-იქით გადაწევ-გადმოწევა დაიწყო. პასუხად
ჯერ ელექტრონულმა ზარმა დაიწკრიალა, მერე სადენები და
ბერკეტები აჭრიჭინდა და ბოლოს ყველაფერი ერთბაშად და-

287
დუმდა, კაცი კი მოწყვეტით დაჯდა ისევ თავის სკამზე. ამ ორი-
ოდ წუთში სრულიად გაფითრებულიყო, შუბლი ოფლის მსხვი-
ლი წვეთებით, როგორც ფილისმა შემდგომ აღნიშნა, „კომ-
ბოსტოს თეთრ ფურცლებზე შერჩენილი დილის ნამივით“ დას-
ცვარვოდა და გადატანილი თავზარდაცემისგან მთელი სხე-
ულით კანკალებდა. ბავშვები მის აკანკალებულ, ბანჯგვლიან,
უშველებელ, ძლიერ მკლავებს უყურებდნენ და, როგორც პი-
ტერმა თქვა მერე, ეს ჩვეულებრივ კანკალს კი არა, ხელების
აქეთ-იქით ქნევას უფრო ჰგავდა. კაცი ერთხანს ქოშინით სუნ-
თქავდა, მერე კი უეცრად წამოიძახა:
– მადლობა ღმერთს! გმადლობ, უფალო, რომ ეს ბავშვები
გამომიგზავნე! გმადლობ, რომ დროულად მოვიდნენ!
მერე აქვითინდა, მხრები აუცახცახდა და გაწითლებული
სახე თავის დიდ, გაბანჯგვლულ ხელებში ჩარგო.
– არ იტიროთ, გთხოვთ, არ გინდათ... – უთხრა ფილისმა
და კაცი რომ დაემშვიდებინა, ფართო მხარზე ხელი მოუთათუ-
ნა, დის წამხედურობით პიტერმაც იგივე გაიმეორა, ოღონდ კა-
ცის მეორე მხარზე და უფრო კაცურად, მეგობრული მუშტის შე-
მორტყმით.
მაგრამ კაცი მართლაც თავზარდაცემული ჩანდა და ბავ-
შვებს ამის კეთება – ხელის მოთათუნება და მეგობრული მუშ-
ტის შემორტყმა საკმაოდ დიდხანს მოუწიათ, იმდენად დიდ-
ხანს, რომ ამასობაში ჯიხურთან მატარებელმაც კი ჩაიგრი-
ალა. ბოლოს მესიგნალემ, როგორც იქნა, ტირილი შეწყვიტა,
ჯიბიდან იისფერი, თეთრი ნალებით მოხატული წითელი
ცხვირსახოცი ამოიღო და სახე მოიწმინდა.
– საშინლად მრცხვენია, რომ ასე მოვიქეცი, პატარა ბავშვი-
ვით ავტირდი... – ამოილუღლუღა ახოვანმა კაცმა და თავი და-
ნანებით გადააქნია, მაგრამ, თითქოს ახლაღა გამოფხიზ-
ლდაო, უეცრად გაბრაზდა და სულ სხვა ხმით დაამატა: – კი
288
მაგრამ, თქვენ რაღა გინდათ აქ? არავის უთქვამს, რომ სასიგ-
ნალო ჯიხურში ამოსვლა სასტიკად აკრძალულია!
– რა თქმა უნდა, უთქვამთ, – უპასუხა ფილისმა, – ვიცო-
დით, რომ აქ ამოსვლით წესებს დავარღვევდით და ცუდად მო-
ვიქცეოდით, მაგრამ მე ცუდად მოქცევის არ შემეშინდა და აი,
ხედავთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. თქვენ ხომ არ ნა-
ნობთ, რომ ჩვენ მოვედით?
– რას ამბობ! ვნანობ კი არა, ღმერთმა დაგლოცოთ აქ მოს-
ვლისთვის! – ხმა მოულბა მაშინვე მესიგნალეს, მერე რამდე-
ნიმე წამით გაჩუმდა და დარცხვენილმა განაგრძო: – ოჰ, რა
სირცხვილია... რა თავის მოჭრაა! ვის გაუგონია, მორიგეობის
დროს ასე ჩაძინება... ოჰ-ოჰ, ეს რომ ვინმემ გაიგოს! მადლობა
ღმერთს, ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს რომ ვინმემ გა-
იგოს...
– ნუ გეშინიათ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს, – სიტყვა გააწ-
ყვეტინა პიტერმა, – ენატანიები კი არ ვართ. მაგრამ ნებისმი-
ერ შემთხვევაში, მორიგეობისას მაინც არ უნდა დაგეძინათ. ეს
სახიფათოა.
– შენ რამე ისეთი მითხარი, რაც არ ვიცი, – ჩაიბურტყუნა
მესიგნალემ, – მაგრამ თავს ვერაფრით მოვერიე. არადა, ვი-
ცოდი, ხომ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ, აბა, შემ-
ცვლელი ვერ მიპოვეს და როგორ არ გამოვსულიყავი სამსა-
ხურში, ჰა?! მე ხომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ათი წუ-
თიც კი არ მძინებია. ჩემი პატარა ბიჭუნაა ავად. ექიმი ამბობს,
პნევმონია აქვსო, მაგრამ ჩემი და მისი პატარა დაიკოს გარდა
მომვლელი რომ არავინ ჰყავს! აი, ასეთი ამბებია... – მძიმედ
ამოიხვნეშა კაცმა, – არადა, იმ ჩემს უმცროს გოგოსაც ხომ ძი-
ლი სჭირდება, აბა, ამდენს როგორ გაუძლებს, ისიც ხომ პატა-
რაა?! ამიტომ ღამეების გათენება მიწევს... საშიშია? ჰო, მე

289
თვითონაც მშვენივრად ვიცი, რომ საშიშია! ჰოდა, თუ გინდათ,
შეგიძლიათ, წახვიდეთ და დამაბეზღოთ!
– ხომ გითხარით, რომ არსად დაბეზღებას არ გიპირებთ?!
– აღშფოთდა პიტერი.
ფილისმა კი შვიდი ექვსი სიტყვის გარდა მესიგნალის
მთელ ამ მონოლოგს ყურადღება არ მიაქცია და დასმულ კით-
ხვაზე პასუხივით უშფოთველად გამოუცხადა:
– ხომ გვთხოვეთ, რამე ისეთი გვეთქვა, რაც თქვენ არ იცო-
დით, ჰოდა, ახლავე ვეტყვით. იქ, გვირაბში წითელსვიტერიანი
და ფეხმოტეხილი ბიჭი წევს.
– კი მაგრამ, იმ დაწყევლილ გვირაბში რამ შეახეტა? – მო-
იქუფრა მესიგნალე.
– გთხოვთ, არ გინდათ, არ გაბრაზდეთ, – ალერსიანი ხმით
განაგრძო ფილისმა, – ჩვენ ხომ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია,
მხოლოდ მოვედით და გაგაღვიძეთ, ეს კი, როგორც აღმოჩ-
ნდა, ჩვენი მხრიდან ძალიანაც კარგი საქციელი იყო.
ფილისმა მესიგნალე დააწყნარა, პიტერი კი ბიჭის გვირაბ-
ში მოხვედრის ამბავს მოუყვა.
– ჰმ... – ჩაფიქრებული სახით მოისრისა ნიკაპი მესიგნა-
ლემ, – ისიც არ ვიცი, როგორ დაგეხმაროთ, მე ხომ აქაურო-
ბის მიტოვება არ შემიძლია.
– მაგრამ იქნებ, მაშინ ის მაინც გვირჩიოთ, საით წავიდეთ
და ისეთს ვის მივმართოთ, ვისაც ჯიხურში ჯდომა არ უწევს, –
ჰკითხა კაცს ფილისმა.
– აი, იქ ბრიგდენის ფერმაა. ხომ ხედავთ, ხეების უკან კვამ-
ლი რომ ამოდის? – თქვა კაცმა და ჯიხურის ფანჯრიდან ხელი
გაყო, ფილისმა კი შენიშნა, რომ კოპებშეკრულ კაცს რატომ-
ღაც ისევ უკმაყოფილო და გაღიზიანებული გამომეტყველება
მიეღო.

290
– კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ. ნახვამდის, – კარისკენ პირ-
ველი გაემართა პიტერი.
– არა, არა, ერთი წუთი მოიცადეთ, – შეაჩერა უეცრად მე-
სიგნალემ და ჯიბიდან მუჭით ამოიღო მონეტები: უამრავი პენი,
რამდენიმე შილინგი, ექვსპენსიანები და ნახევარკრონიანები,
მერე მონეტებში ორი შილინგი ამოარჩია და ბავშვებს გაუწო-
და, – აი, იმისთვის, რომ ეს ამბავი დაივიწყოთ და ენას კბილი
დააჭიროთ.
ჯიხურში ხანმოკლე, მაგრამ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
– რა საძაგელი ადამიანი ყოფილხართ, – ჩაიბუტბუტა გაკ-
ვირვებისგან თვალებგაფართოებულმა ფილისმა.
პიტერი კაცს ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა და ხელზე ხე-
ლი აარტყა. მონეტები მაშინვე ზრიალ-ზრიალით დაცვივდა ია-
ტაკზე.
– ერთადერთი რამ, რაც თქვენს დაბეზღებას მაიძულებს,
სწორედ ეს საქციელია, – აღშფოთებული და შეურაცხყოფილი
ხმით გამოუცხადა მან კაცს, კარისკენ სწრაფად შებრუნდა და
ერთიანად სახეაწითლებულმა ფილისს მიმართა: – წავედით,
ფილ!
ჯერაც სულელურად ხელგაშვერილი მესიგნალის გვერ-
დით მდგარი ფილისი წამით შეყოყმანდა, მერე კაცისკენ ნაბი-
ჯი გადადგა და ხელზე ხელი მოჰკიდა.
– მართალია, პიტერი გაგიბრაზდათ, მაგრამ მე გაპატიებთ.
როგორც ჩანს, თავს მართლა ძალიან ცუდად გრძნობთ, თო-
რემ ასეთ რამეს ალბათ არაფრის დიდებით არ გააკეთებდით.
დედამ მითხრა ადრე, რომ უძილობა ადამიანებს თურმე ჭკუ-
იდანაც კი შლის, ასე რომ, იმედი მაქვს, თქვენი პატარა ბიჭი
მალე გამოჯანმრთელდება და...
– ფილ, წავედით! – გაისმა პიტერის მოუთმენელი ძახილი.

291
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ და ღირსებას ვფიცავ, რომ
ჩვენ ამ ამბავს არასოდეს არავის არ ვეტყვით. ახლა კი მო-
დი,ერთმანეთს ვაკოცოთ და მეგობრებად დავრჩეთ, – უთხრა
მესიგნალეს თავისივე კეთილშობილებით აღფრთოვანებულ-
მა, რადგან იგრძნო, რომ კონფლიქტის მოგვარება, რომელ-
შიც თვითონ საერთოდაც არავითარი დანაშაული არ მიუძღო-
და, მისი მხრიდან ნამდვილი კეთილშობილური საქციელი
იყო.
მესიგნალე დაიხარა და ფილისს ლოყაზე აკოცა.
– როგორც ჩანს, მართლა ჭკუიდან შევიშალე, პატარავ, –
დამნაშავის ხმით ჩაიბუტბუტა მან და დაამატა: – კარგი, მიდი,
ახლა დედიკოსთან გაიქეცი სახლში, თქვენი წყენინება ნამ-
დვილად არ მინდოდა. ფილისი დახუთული ჯიხურიდან გულ-
დამშვიდებული და კმაყოფილი გამოვიდა და მინდვრის გა-
დაღმა მდებარე ფერმისკენ მიმავალ ძმას დაედევნა.
როდესაც პიტერისა და ფილისის წინამძღოლობით ქსო-
ვილდაფარებულ, ადამიანის სიგრძე წნულით ხელში ფერმე-
რები გვირაბში შევიდნენ და ნიშამდე მიაღწიეს, ბობის ღრმად
ეძინა, ისევე, როგორც ჯიმს. ასეთი ძლიერი ტკივილი ადამი-
ანს სრულიად ქანცავს და ძილი ამ დროს ბუნებრივი მოვლე-
ნააო, – აუხსნა მოგვიანებით ექიმმა ფორესტმა ბავშვებს.
– სად ცხოვრობს? – დაინტერესდა ფერმის ზედამხედველი,
როდესაც ჯიმი, როგორც იქნა, საკაცის მაგივრად წამოღებულ
წნულზე გადააწვინეს.
– ნორტუმბერლენდში, – უპასუხა ბობიმ.
– მეიდბრიჯის სკოლაში ვსწავლობ, – ჩაერია ლაპარაკში
ჯიმი, – კარგი იქნებოდა, როგორმე იქ დავბრუნებულიყავი.
– ჩემი აზრით, მეიდბრიჯში დაბრუნებამდე ექიმმა უნდა გნა-
ხოთ, – უთხრა ფერმის ზედამხედველმა.

292
– იცით რა, მგონი, ჯობია, პირდაპირ ჩვენთან წავიყვანოთ,
– უყოყმანოდ გადაწყვიტა ბობიმ, – თუ გზას გავყვებით, ჩვენი
სახლი საკმაოდ ახლოსაა. დარწმუნებული ვარ, დედა იტყვის,
ასეც უნდა მოქცეულიყავითო.
– მერე დედათქვენს მოეწონება, რომ სახლში ფეხმოტეხი-
ლი უცნობი მიგყავთ? – დაეჭვებული სახით ჰკითხა ფერმის ზე-
დამხედველმა.
– თვითონაც ასე წამოიყვანა ის საბრალო რუსი მწერალი
და ჩვენთან შეიფარა, – უპასუხა ბობიმ, – ასე რომ, ეჭვიც არ
მეპარება, იტყვის, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთო.
– კარგი, ბატონო. შენი საქმისა შენ უკეთ იცი და, რა თქმა
უნდა, დედაშენის ხასიათიც… – მხრები აიჩეჩა ფერმის ზედამ-
ხედველმა, – აი, მე კი, თუმცაღა ჩემს ოჯახობას რომ ჰკითხო,
მამასახლისი ვარ, ჩემი ცოლის დაუკითხავად სახლში უცხოს
შეყვანას ნამდვილად ვერ გავბედავდი.
– მართლა დარწმუნებული ხარ, რომ დედაშენს საწინააღ-
მდეგო არაფერი ექნება? – ჩურჩულით ჰკითხა ჯიმმა.
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა მაშინვე ბობიმ.
– ესე იგი, სამსაკვამურიან სახლში მიგვყავს, არა? – კიდევ
ერთხელ გადაამოწმა ფერმის ზედამხედველმა.
– დიახ, წავედით! – უპასუხა ამჯერად პიტერმა.
– მაშინ ასე მოვიქცეთ, დრო რომ არ დავკარგოთ, ჯობია,
ჩემი ბიჭი თავისი ველოსიპედით ექიმთან გავარდეს და უთ-
ხრას, რომ პირდაპირ თქვენთან მოვიდეს, – გამოაცხადა ზე-
დამხედველმა და მაშინვე დამხმარედ წამოყვანილ ფერმე-
რებს მიუბრუნდა, – ახლა კი, ბიჭებო, აბა, ფრთხილად, ისე,
რომ არ გადაგვიყირავდეს. ერთი, ორი და სამი, ავწიეთ!
სამსაკვამურიანი სახლის მეორე სართულზე კი ამ დროს დე-
და თავის კაბინეტში, საწერ მაგიდასთან იჯდა და სამუშაოში

293
ჩაფლული, მდიდარი ჰერცოგის ცოლზე, ჩადენილ ბოროტ-
მოქმედებაზე, მზაკვრულ გეგმაზე, საიდუმლო გამგზავრებასა
და დაკარგულ ანდერძზე ამბავს ისეთი შთაგონებითა და სის-
წრაფით თხზავდა, უეცრად დაძაბულობისგან ხელიდან კალა-
მი გაუვარდა და იატაკზე გაგორდა. ის-ის იყო, კალმის ასაღე-
ბად უნდა დახრილიყო, რომ მოულოდნელად კაბინეტის კარი
გაიღო და ოთახში უქუდოდ, თმაგაწეწილი და სირბილისგან
ერთიანად აწითლებული ბობი შემოვარდა.
– ო, დედიკო! – წამოიძახა ზღურბლიდანვე და აქოშინე-
ბულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, – ჩქარა, წამოდი! გვირაბში
წითელისვიტერიანი „მწევარი“ ვიპოვეთ... ფეხი აქვს მოტეხი-
ლი და ახლა ჩვენთან მოჰყავთ!
– მგონი, უფრო ჭკვიანური იქნებოდა, ვეტერინართან წაეყ-
ვანათ, – კოპები შეკრა დედამ და ბობის შეშფოთებულმა შეხე-
და, – კოჭლი ძაღლის შენახვა მე ნამდვილად არ შემიძლია,
ბობი.
– სინამდვილეში, „მწევარი“ კოჭლი ძაღლი კი არა, ბიჭია,
– სიცილითა და ქოშინ-ქოშინით აუხსნა ბობიმ..
– ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, თავის სახლში, დედას მი-
უყვანონ.
– დედა მკვდარი ჰყავს, დე, მამამისი კი ნორტუმბერლენ-
დშია, – უთხრა ბობიმ და ამოიოხრა, – დედიკო, გთხოვ, კეთი-
ლად მოექეცი რა, ამ საბრალო ბიჭს! დავპირდი, რომ კეთი-
ლად მოეპყრობოდი, ვუთხარი, დარწმუნებული ვარ, დედას
გაუხარდება, თუ ჩვენთან იქნები-მეთქი! შენ ხომ ყოველთვის
ყველას დახმარებას ცდილობ!
დედამ გაიღიმა და თვითონაც ამოიოხრა. რა თქმა უნდა,
არაჩვეულებრივია, როდესაც თქვენს შვილებს სჯერათ და წა-
მითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მზად ხართ, ყველას, ვისაც დახ-
მარება სჭირდება, თქვენი სახლის და გულის კარი გაუღოთ,
294
მაგრამ ხანდახან, როდესაც ისინი ამ რწმენაზე დაყრდნობით
იქცევიან, მათი საქციელი შეიძლება საკმაოდ შეუსაბამო და
უადგილოც კი აღმოჩნდეს.
– ჰმ, კარგი, – ამოიოხრა მან ისევ, – გპირდები, ყველა-
ფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება.
მერე კი, როცა ფერმერებმა საკაცით მიტკალივით გაფით-
რებული და შემაშფოთებლად ტუჩებგალურჯებული ჯიმი სახ-
ლში შეიყვანეს, დედას წუთითაც აღარ უყოყმანია.
– სწორად მოქცეულხართ. კიდევ კარგი, აქ მოიყვანეთ...
ახლა ასე მოვიქცეთ, ჯიმ, სანამ ექიმი მოვა, მოდი, უპირველეს
ყოვლისა, ლოგინში გადაგაწვენთ, რომ უფრო მოხერხებუ-
ლად დაწვე, – უთხრა დედამ და ამ უცხო ქალის კეთილი თვა-
ლების შემხედვარე ჯიმმა იგრძნო, რომ იქ მოხვდა, სადაც შე-
ეძლო, აღარაფრის შეშინებოდა.
– ალბათ, ისევ მეტკინება, არა? – უთხრა რაც შეეძლო მშვი-
დად, – უბრალოდ, არ მინდა, მხდალივით მოვიქცე და
გთხოვთ, თუ ისევ გული წამივა, არც თქვენ იფიქროთ, რომ
მხდალი ვარ, კარგი? გეფიცებით, ჩემდა უნებურად მემართე-
ბა... და კიდევ, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, რომ ასე
გაწუხებთ.
– მაგაზე შეგიძლია, არ შეწუხდე, ყველაზე მეტად ახლა შენ
გიჭირს, საბრალოვ, და არა ჩვენ, – დაამშვიდა ის დედამ და
მისკენ დახრილმა ისე თბილად და სიყვარულით აკოცა ბიჭს,
თითქოს მის ადგილას პიტერი იწვა, – პირიქით, ჩვენ ყველას
გვიხარია, რომ აქ ხარ და შეგვიძლია, რამით მაინც დაგეხმა-
როთ. ასე არ არის, ბობი?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა დედას ბობიმ, რომელიც დედის
მზერაში იმწუთას დანახულმა საოცარმა თანაგრძნობამ და სი-

295
კეთემ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაარწმუნა, რომ წი-
თელსვიტერიანი, ფეხმოტეხილი „მწევრის“ სამსაკვამურიან
სახლში წამოყვანით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

თავი მეცამეტე - „მწევრის“ პაპა

იმ დღეს დედამ სამუშაოს გაგრძელება ვეღარ შეძლო. ჯერ


სამსაკვამურიან სახლში ბავშვების მოყვანილი წითელსვიტე-
რიანი „მწევარი“ უნდა გადაეწვინათ ლოგინში, მერე კი ექიმიც
მოვიდა და მისი მოსვლა საბრალო ბიჭისთვის საშინლად
მტკივნეული პროცედურებით გაგრძელდა. დედა მთელი ამ
დროის განმავლობაში ჯიმის გვერდით იყო და ყველაფერს
აკეთებდა, რომ მისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა, რაც, უნდა
ითქვას, შეძლო კიდეც, რადგან დედა რომ არა, ის მტკივნეული
პროცედურები ჯიმისთვის ალბათ ბევრად გაუსაძლისი იქნე-
ბოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მისის ვაინიმ აღნიშნა,
დაყვავება და ზრუნვა მხოლოდ ამსუბუქებს ტკივილს, მაგრამ
ტკივილი მაინც ყოველთვის ჩვენზე ძლიერია.
ბობი, პიტერი და ფილისი ამ დროს პირველ სართულზე, მი-
საღებში, სწორედ იმ ოთახის ქვევით ისხდნენ, სადაც ექიმი
ფორესტი იმ საშინელ პროცედურებს ატარებდა და ზევიდან
ჩამომავალ ხმებს აყურადებდნენ. ექიმმა ფორესტმა ოთახში
სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა და ბავშვებმა უკვე მერამდე-
ნედ გაიგონეს ჯიმის კვნესა.
– არა, ეს უბრალოდ საშინელებაა! – გულისტკივილით ჩა-
ილაპარაკა ბობიმ და მოიბუზა. – ნეტა დროზე დაამთავროს
296
ექიმმა, თორემ ამ კვნესას ვეღარ ვუძლებ. საბრალო ჯიმი,
წარმომიდგენია, როგორ სტკივა.
– ჰო, გეთანხმები, საშინელებაა, – უპასუხა პიტერმა, – მაგ-
რამ თან ძალიან საინტერესოცაა. კარგი იქნებოდა, ექიმ ფო-
რესტს ოთახიდან ჩვენი გამოსვლა ასე მკაცრად არ მოეთხოვა
და იმ „საშინელი პროცედურების“ ნახვის საშუალება მოეცა,
ახლა რომ აკეთებს. სიამოვნებით ვნახავდი, როგორ სვამენ
ძვალს თავის ადგილას და თაბაშირს როგორ ადებენ. ალბათ,
ძვლის გასწორებისას ყველა ძვალი ერთბაშად ჭრიალებს.
– კარგი რა, პიტერ, გაჩუმდი! – ერთხმად წამოიყვირეს
დებმა.
– უფ, მოიცათ ერთი! ისეთს რას ვამბობ?! – გულგრილად
ჩაიფრუტუნა პიტერმა, – უკან რომ მოვდიოდით, მთელი გზა
იმას არ ჭიკჭიკებდით, წითელი ჯვრის მედდები უნდა გავხდე-
თო? რა მედდები თქვენ გახდებით, თუ გადამტვრეულ ძვლებზე
უბრალო ლაპარაკის მოსმენაც კი არ შეგიძლიათ? მაგალი-
თად, ბრძოლის ველზე თუ მოხვდებით, მარტო ასეთ რამეებზე
ლაპარაკს კი არა, იმ ძვლების გადამტვრევის ხმასაც გაიგო-
ნებთ, ყველაფერსაც საკუთარი თვალით ნახავთ და დაჭრილე-
ბის გადასარჩენად მათ გასისხლიანებულ ჭრილობებში ხელე-
ბის იდაყვამდე ჩაყოფაც მოგიწევთ, ასე რომ...
– ახლავე გაჩუმდი! – დაიყვირა ერთიანად გაფითრებულმა
ბობიმ. – ვერ ხედავ, რომ ეს ლაპარაკი ჩემზე ცუდად მოქმე-
დებს?!
– ჩემზეც, – მხარი აუბა ბობისგან განსხვავებით ჯანმრთე-
ლად ლოყებაღაჟღაჟებულმა ფილისმა.
– ჰმ, მშიშარები! – ქედმაღლურად ჩაიცინა პიტერმა.
– სულაც არ ვართ მშიშარები! – აღშფოთდა ბობი. – მე არ
ვეხმარებოდი დედას, გასისხლიანებულ ფეხს რომ გბანდა?!
და ფილისიც! რა, არ გახსოვს, რომ არ შეგვშინებია?!
297
– ჰოდა, მით უმეტეს! – გამოუცხადა პიტერმა. – თქვენთვის,
პირიქით, სასარგებლოც კი იქნება, ყოველდღე ნახევარ-ნახე-
ვარი საათი დამტვრეულ ძვლებსა და ადამიანის შინაგან ორ-
განოებზე გელაპარაკოთ, რომ ასეთ რამეებს ყური შეაჩვიოთ.
ზემოთ სკამი გვერდზე გასწიეს.
– გესმით? – საჩვენებელი თითი ჭერისკენ აიშვირა პიტერ-
მა. – ეს ხომ ძვლის ჭრიალის ხმაა!
– პიტერ, გთხოვ! მინდა, რომ დამტვრეულ ძვლებზე ლაპა-
რაკი შეწყვიტო, – უთხრა ძმას ფილისმა, – ვერ ხედავ, რომ ბო-
ბის არ სიამოვნებს?!
– მოკლედ, ახლა მოგიყვებით, როგორ იქცევიან ასეთ შემ-
თხვევებში ექიმები... – ისე განაგრძო პიტერმა, თითქოს ფი-
ლისის თხოვნა არც გაეგონოს...
რამ შეცვალა ასე უეცრად პიტერი და რამ აიძულა, დებთან
ასე საძაგლად მოქცეულიყო, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე
თავადაც ვერ ვხვდები, მაგრამ, ჩემი აზრით, მიზეზი იქ უნდა ვე-
ძებოთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ის საოცრად გაბე-
დულად, დაკვირვებით, გონივრულად და კეთილშობილურად
იქცეოდა, ახლა კი, როდესაც არც მათ და აღარც გვირაბში
დარჩენილ საბრალო ბიჭს საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, მო-
უნდა, ცოტა ხნით მაინც სხვანაირი გამხდარიყო და სულ სხვა-
ნაირად მოქცეულიყო. ამას საპირისპირო მოქმედება ეწოდება
და ასეთი რამ დროდადრო ყველას გვემართება. ხანდახან,
როცა ადამიანს გარემოება აიძულებს, გარკვეული დროის
განმავლობაში და მეტისმეტად დიდხანს აუცილებლად ძალი-
ან კარგად მოიქცეს, როგორც კი ამის აუცილებლობა ქრება,
მას უეცრად დაუოკებელი სურვილი უჩნდება, პირიქით, თავი
ცუდად წარმოაჩინოს, ცუდი რამე თქვას ან გააკეთოს.
– იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ფეხი აქვს მოტეხილი, რომ
არ იწრიალოს და ამით ექიმს მუშაობაში ხელი არ შეუშალოს,
298
უპირველეს ყოვლისა, ლოგინზე აბამენ, – განაგრძო პიტერმა,
– მერე ერთი თავს უჭერს ფეხმოტეხილს, მეორე კი ფეხს და
აქეთ-იქით იქამდე ეწევიან, სანამ გატეხილი ძვალი თავის ად-
გილას არ ჩაჯდება... და ამ დროს მოტეხილ ფეხში ძვლები ერ-
თმანეთზე მიდებისას, რა თქმა უნდა, ჭრიალის ხმას გამოს-
ცემს! ბოლოს არტაშანს ადებენ და... აუ, არ გინდათ, ვითამა-
შოთ, ვითომ ჩვენ სამიდან რომელიმემ ფეხი მოიტეხა და და-
ნარჩენები ექიმები ვართ!
– პიტერ, გეყოფა! – დაიყვირა აღშფოთებულმა ფილისმა.
აი, ბობის კი პიტერის აზრი არავინ იცის, რატომ, მაგრამ
რატომღაც სრულიად მოულოდნელად ჭკუაში დაუჯდა.
– კარგი, ოღონდ, მოდი, მე ექიმი ვიქნები, ფილისი –მედდა
და შენ – ფეხმოტეხილი პაციენტი. შენ ხომ კაბა არ გაცვია და
ფეხსაც უფრო ადვილად გამოაჩენ, ბოლოს და ბოლოს, კაბის
და ქვედაკაბის აწევა მაინც არ დაგჭირდება.
– მაშინ ახლავე გავიქცევი და თოკებს და არტახებს მოვი-
ტან! – წამოიძახა სიხარულით თვალებანთებულმა პიტერმა. –
თქვენ კი ამასობაში ჩემს დასაწვენად ტახტი მოამზადეთ.
თოკები, რომლითაც ძველი სახლიდან გადმოტანილი ყუ-
თები იყო შეკრული, სარდაფში დატოვებულ ხის დიდ ყუთში
ინახებოდა. დიდი, აბურდული გორგლითა და არტახებისთვის
ორი მოგრძო ფიცრით ხელში სარდაფიდან უკან დაბრუნებუ-
ლი პიტერი რომ დაინახა, ფილისმა მოუთმენლად ჩაიხითხი-
თა.
– ესეც ასე, დავიწყოთ, – გამოაცხადა პიტერმა და გულსაკ-
ლავი კვნესით გაიშოტა ტახტზე.
– ცოტა ჩუმად, ასე ხმამაღლა კვნესა რაღა საჭიროა?! – უთ-
ხრა ბობიმ და ტახტისა და სხეულის გარშემო თოკის გულმოდ-
გინედ შემოხვევა დაუწყო. – ახლა მოჭიმე, ფილ!

299
– ძალიან მჭიდროდ მაბამთ, – ამოიკვნესა ისევ პიტერმა, –
ასე ხომ მეორე ფეხსაც მომამტვრევთ.
ბობი ხმის ამოუღებლად იდგა, საქმეს განაგრძობდა და
ძმას ტახტზე სულ უფრო და უფრო საიმედოდ აბამდა.
– საკმარისია, საერთოდ ვეღარ ვინძრევი, ‒გააჩერა
პიტერმა და ისევ შესაბრალისი კვნესა ამოუშვა, ‒ო, როგორ
მტკივა, ჩემი საცოდავი ფეხი!
– კარგი. დარწმუნებული ხარ, რომ ვეღარ ინძრევი? – რა-
ღაც უცნაური ხმით ჰკითხა ბობიმ.
– ჰო, მართლა საკმარისია, – უპასუხა პიტერმა და ხალი-
სიანად დაამატა: – მოდი, ახლა თამაშის წესები დავაზუსტოთ,
როგორ ჯობია, სისხლი უნდა მომდიოდეს თუ არა?
– რა ვიცი, შენი გადასაწყვეტია, როგორც გინდა, ისე ითა-
მაშე, – უდარდელად გამოუცხადა ბობიმ, უკან დაიხია, ხელები
გულზე დაიკრიფა და ტახტზე საიმედოდ მიბმულ ძმას თვალი
მკაცრად მოავლო, – მე და ფილი კი აქედან მივდივართ, აი,
ასე! და იცოდე, ამ თოკს იქამდე არ აგხსნით, სანამ პირობას
არ დადებ, რომ სისხლზე, ჭრილობებზე და გატეხილ ძვლებზე
არასდროს ილაპარაკებ, გესმის? არასდროს აღარ ილაპარა-
კებ! თუკი, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკის უფლებას ჩვენ
თვითონ არ მოგცემთ. წავედით, ფილ!
– მხეცებო! – დაიღმუვლა პიტერმა და თოკებში გაიკლაკნა.
– არაფრის პირობასაც არ დავდებ და რაზეც მინდა, იმაზე ვი-
ლაპარაკებ! და აი, ნახავთ, ახლა ყვირილს დავიწყებ და სანამ
დედა არ ჩამოვა, არ გავჩუმდები!
– კი ბატონო, რამდენიც გინდა, იმდენი იყვირე, – მხრები
აიჩეჩა ბობიმ, – ოღონდ დედა რომ ჩამოვა, ისიც უთხარი, რის-
თვის დაგაბით! წავედით, ფილ! ისე, სხვათა შორის, ჩვენ შო-
რის მხეცი ვინ არის, ეგ კიდევ საკითხავია, ჩვენ ხომ რამდენ-
ჯერმე გთხოვეთ, გაჩუმებულიყავი, შენ კი მაინც არ გაჩუმდი…
300
– ეს ხომ შენი საკუთარი იდეაც კი არ არის, „სტალკიდან”30
მოიპარე! – კბილებში გამოცრა გამწარებულმა პიტერმა.
ბობი და ფილისი ძმას ხმის ამოუღებლად და ღირსეულად
თავაწეულები გაშორდნენ, მაგრამ კართან მიახლოებულებს
გაჩერება მოუხდათ, რადგან სწორედ ამ დროს ოთახში ხელე-
ბის ფშვნეტით, აშკარად საკუთარი თავით კმაყოფილი ექიმი
ფორესტი შემოვიდა:
– ესეც ასე, საქმე შესრულებულია. მშვენიერი, კოხტა მო-
ტეხილობაა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარ-
გად იქნება. ვაჟკაცი ბიჭია და ტკივილსაც... ოჰო! აქ რაღა ხდე-
ბა? ახალი თამაშია რამე? ტყვეებს იყვანთ? – შესძახა ტახტზე
თოკით საგულდაგულოდ მიბმული პიტერის დანახვაზე და გაკ-
ვირვებისგან თვალებგაფართოებულმა ბობის შეხედა. ექიმს
რატომღაც ვერაფრით წარმოედგინა, რომ მაშინ, როდესაც ზე-
და სართულზე ვიღაც აუტანელი ტკივილისგან იტანჯებოდა,
ბობის თამაშის წამოწყება და გართობა შეეძლო.
– არა, ტყვეებს კი არ ვიყვანთ, ვთამაშობთ, ვითომ დამ-
ტვრეულ ძვლებს ვასწორებთ, – აუხსნა ბობიმ, – პიტერი ფეხ-
მოტეხილი პაციენტია, მე კი – ექიმი.
ექიმმა ფორესტმა კოპები შეკრა.
– ამ შემთხვევაში, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან უსულ-
გულო თამაშია, – უთხრა მან ბავშვებს და სამივეს პირქუშად
გადახედა, – დავიჯერო, წარმოსახვისა და გულშემატკივრო-
ბის უნარი იმდენად მწირი გაქვთ, რომ იქ, ზევით, თქვენი მე-
გობრის მდგომარეობაში შესვლას ვერ ახერხებთ? საბრალო
ბიჭს სიმწრისგან ოფლი ასხამდა შუბლზე, რომ არ დაეყვირა,
ტუჩებს იკვნეტდა და ფეხზე ყოველი ჩემი შეხება ისეთ ტკივილს
აყენებდა, რომ...

30
რ. კიპლინგის წიგნი “Stalky &Co”
301
– თუ ასეა, პიტერთან ერთად თქვენც უნდა დაგვებით, – გა-
მოუცხადა ექიმს ფილისმა, – იმიტომ, რომ თქვენც ისეთივე
ბოროტი ყოფილხართ...
– გაჩუმდი! – დაუყვირა დას ბობიმ. – თუ შეიძლება, გვაპა-
ტიეთ... მაგრამ უგულოები ნამდვილად არ ვართ, მართლა...
– ჰო, ისინი არა, მაგრამ მე ალბათ ვარ, – მოთმინება და-
კარგა პიტერმა, – აქ შენი კეთილშობილების გამომჟღავნება
სრულიად ზედმეტია, ბობი. ვერ ვიტან, ასე კრუხივით რომ გა-
დამეფარები ხოლმე და ნამდვილად არ მინდა, ახლაც ასე მო-
იქცე... ვაღიარებ, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ სისხლსა და ჭრილობებზე ველაპარაკებოდი და
არ ვჩუმდებოდი. თვითონ თქვეს, წითელი ჯვრის მედდები
გვინდა გამოვიდეთო, ჰოდა, მეც ამისთვის ვამზადებდი. უბრა-
ლოდ, საქმე ის არის, რომ მთხოვეს, გავჩუმებულიყავი და მე
მაინც არ გავჩუმდი.
– მერე? – ჰკითხა ექიმმა ფორესტმა და სკამზე ჩამოჯდა.
– მერე შევთავაზე, ვითამაშოთ, ვითომ რომელიმეს ფეხი
გვაქვს მოტეხილი და დანარჩენები ძვალს თავის ადგილას
ჩასვამთ-მეთქი. მაგრამ ეს ისე, უფრო სამაიმუნოდ, დარწმუნე-
ბული ვიყავი, რომ ბობი არ დამთანხმდებოდა. უბრალოდ, გა-
მოჯავრება მინდოდა, მაგრამ ბობი დამთანხმდა და რაღას ვი-
ზამდი, თამაში მომიხდა... ჰოდა, ტახზე მიმაბეს. ოღონდ ესეც
სტალკიდან გადაიღო ბობიმ, თვითონ კი არ მოიფიქრა! მაგ-
რამ, ჩემი აზრით, ასე მოქცევა, მაინც ძალიან სამარცხვინოა.
პიტერმა როგორღაც მოახერხა, რომ ზურგიდან მუცელზე
გადაბრუნებულიყო და სახე ტახტის ხის საზურგეში ჩაემალა.
– მეგონა, რომ ჩვენ გარდა ამას ვერავინ გაიგებდა, – პიტე-
რის უსიტყვო საყვედურის პასუხად გაბრაზებით წარმოთქვა
ბობიმ, – ვერ წარმოვიდგინე, რომ თქვენ ამ ოთახში შემოხვი-
დოდით. უბრალოდ, სისხლზე და ჭრილობებზე ლაპარაკის
302
მოსმენა მართლა არ შემიძლია, მართლა ცუდად ვხდები. ასე
რომ, ეს შებოჭვა უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი...
მოდი, თოკს მოგხსნი, პიტერ.
– ჩემთვის სულერთია. თუ გინდათ, სულ ნუ მომხსნით, –
თქვა მან – მაგარი ხუმრობაა, ვერაფერს იტყვი!
– მე თქვენს ადგილას... – დაიწყო ექიმმა და წუთით გაჩუმ-
და, რადგან, როგორც ჩანს, დაღლილობამ და მისთვის უჩვეუ-
ლო მდგომარეობაში აღმოჩენამ დააბნია და ვერ მიხვდა, ბავ-
შვებისთვის რა ერჩია, – ჰმ, ჩემი აზრით, ჯობია, პიტერი იქამ-
დე ახსნათ, ვიდრე დედათქვენი ჩამოვა. დღეს ისედაც ბევრი
სანერვიულო შეხვდა, ხომ არ გინდათ, რომ თქვენ გამოც
ინერვიულოს?
– გაითვალისწინე, მე შენთვის არანაირი პირობა არ მომი-
ცია და ჭრილობებზე იმდენს ვილაპარაკებ, რამდენიც მომინ-
დება, – ბუზღუნით აღნიშნა პიტერმა, როდესაც დებმა თოკების
შეხსნა დაიწყეს.
– ბოდიში, ვნანობ, რომ ასე მოვიქეცით, პიტ, – ჩურჩულით
უთხრა ძმის სახისკენ დახრილმა ბობიმ და თითები ტახტის
ქვეშ ყველაზე ძნელად გასახსნელ კვანძს მოავლო, – მაგრამ
შენ ხომ ვერც კი წარმოგიდგენია, რა ცუდად გავხდი, იმ საში-
ნელ რამეებზე რომ ლაპარაკობდი.
– ჯობია, ის წარმოიდგინე, მე რა ცუდად გავხდი, ტახტზე
რომ მიმაბით, – უპასუხა პიტერმა, თოკი გვერდზე მოისროლა
და ტახტიდან წამოდგა.
– ისე, მე აქ იმისთვის შემოვიხედე, რომ მეკითხა, ჩემს კა-
ბინეტში ხომ არ წამომყვებოდით რომელიმე, – ჩაერია მათ სა-
უბარში ექიმი, – დედათქვენს ჯიმის მოსავლელად რაღაც სა-
შუალებები დასჭირდება, ჩემი დამხმარე კი, ვისაც ასეთი რა-
მეები ევალება, დღეს დათხოვნილი მყავს, საცირკო წარმოდ-
გენის სანახავად წავიდა. შენ ხომ არ წამომყვებოდი, პიტერ?
303
პიტერმა ისე შეაქცია ბობის და ფილისს ზურგი, რომ დების-
თვის ზედაც არ შეუხედავს და აღარაფერი უთქვამს.
ის ექიმთან ერთად სამსაკვამურიანი სახლის ჭიშკრიდან
გავიდა, მინდორი გადაიარა და სოფლისკენ მიმავალ გზას გა-
უყვა.
– ნება მომეცით, ჩანთა წამოგიღოთ, – შესთავაზა მან ექიმს
უკვე გზაზე და მას შემდეგ, რაც გამოართვა, გაკვირვებულმა
დაამატა: – ოჰო, რა მძიმეა, ასეთი რა გიდევთ შიგ?
– სკალპელები, ლანცეტები და სხვა ინსტრუმენტები, მოკ-
ლედ, ის ნივთები, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს ტკი-
ვილს ვაყენებ, – სევდიანად გაიღიმა ექიმმა, – და კიდევ, ეთე-
რით31 სავსე ბოთლი. თქვენი მეგობრისთვის ეთერის მიცემა
მომიწია, სხვანაირად იმ საშინელ ტკივილს უბრალოდ ვერ გა-
უძლებდა.
პიტერმა ექიმს ხმის ამოუღებლად მოუსმინა და არაფერი
უპასუხა, ამიტომ საუბარი ისევ ექიმმა განაგრძო.
– ჯობია, ის მითხარი, როგორ იპოვეთ?
და პიტერმაც მას გვირაბის შესახებ უამბო, მერე კი გულად
და თავდადებულ მაშველებზე რამდენიმე ამბავი ექიმმა ფო-
რესტმაც გაიხსენა და პიტერმა თავისთვის გულში უკვე მერამ-
დენედ აღნიშნა, რომ ექიმ ფორესტთან ურთიერთობისას ყო-
ველთვის რაღაც ახალს და საინტერესოს იგებდა.
მერე კი, როდესაც ისინი ბოლოს და ბოლოს ექიმის კაბი-
ნეტში აღმოჩნდნენ, პიტერმა დრო იხელთა და კაბინეტის მოწ-
ყობილობა საგულდაგულოდ დაათვალიერა: დიდი სასწორი,
რომელზეც პაციენტებს წონიდნენ, მაგიდის სასწორი წამლე-
ბის ასაწონად, მიკროსკოპი, საწყავი ჭიქები და კიდევ უამრავი

31
უფერო, აქროლადი, მწვავე სუნის სითხე, რომელიც მედიცინაში პაციენტის
დასაძინებლად გამოიყენება
304
სამედიცინო მოწყობილობა. ექიმმა სამსაკვამურიან სახლში
გასაგზავნი ნივთები მოაგროვა და მოულოდნელად თემა შეც-
ვალა:
– მაპატიე, რომ შენს საქმეში ვერევი, მაგრამ მინდა, რაღა-
ცაზე დაგელაპარაკო.
„აჰა, დაიწყო“, – გაიფიქრა პიტერმა, თუმცა, სიმართლე
ითქვას, უკვირდა კიდეც, რომ მისაღებ ოთახში მომხდარზე
ექიმი აქამდე არაფერს ეუბნებოდა.
– ოღონდ საკითხს, ასე ვთქვათ, სამეცნიერო, ბუნებისმეტ-
ყველების კუთხით მივუდგები, კარგი? – დაუზუსტა ექიმმა.
– რა თქმა უნდა, როგორც იტყვით, – დაეთანხმა პიტერი და
უგულისყუროდ, უბრალოდ ხელების დასაკავებლად მაგიდი-
დან ამონიტი32 აიღო, რომელსაც ექიმი ფორესტი, როგორც
ჩანს, პრეს-პაპიედ33 იყენებდა.
– ჩათვალე, რომ ბიჭები და გოგონები უბრალოდ დაპატა-
რავებული ქალები და კაცები არიან და შენ იცი, რომ ჩვენ, კა-
ცები… – თქვა ექიმმა და წამით გაჩუმდა, – ქალებზე ბევრად
ძლიერებიც ვართ და ამტანებიც, ხომ ასეა? – ექიმის ნალაპა-
რაკევიდან პიტერს განსაკუთრებით ეს „ჩვენ, კაცები“ ესია-
მოვნა და ექიმსაც, როგორც ჩანს, სწორედ ამის იმედი ჰქონდა,
– ჰო, ასეა, ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ და, შესაბამისად, ესა
თუ ის სიტყვა თუ მოქმედება, ის, რასაც ჩვენ ისე ვამბობთ და
ვაკეთებთ, რომ ვერც კი ვამჩნევთ, მათ ტკივილს აყენებს, მათ-
გან განსხვავებით, ჩვენ ყველაფერს მარტივად ვუძლებთ. აი,
მაგალითად, ხომ იცი, რომ გოგონების ცემა არ შეიძლება?
– რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია! – შეურაც-
ხყოფილი სახით ჩაიბუზღუნა პიტერმა.

32
მრავალი წლის წინ გაქვავებული თავფეხიანი მოლუსკის ნამარხი
33
რამე მძიმე საგანი ქაღალდებზე ზემოდან დასადებად
305
– მაშინაც კი, როცა საქმე შენს დებს ეხება, – დააზუსტა
ექიმმა ფორესტმა, – ეს იმის გამო ხდება, რომ გოგონები ჩვენ-
ზე ბევრად ნაზი და სუსტი არსებები არიან და… – ის წამით გა-
ჩუმდა და განაგრძო: – და ასეც უნდა იყოს, ხომ იცი, აგებულე-
ბა აქვთ ასეთი. მათი აგებულება კი იმას ემსახურება, რომ მე-
რე, როდესაც გაიზრდებიან, მათ შვილები უნდა გააჩინონ. ამი-
ტომაც არის, რომ ნებისმიერი ცხოველი, თუ ის მამალია, დედ-
ლის მიმართ ყოველთვის ძალიან მზრუნველია და, როგორც
ალბათ შენ თვითონაც იცი, დედალს პირველობისთვის არა-
სოდეს ებრძვის.
– ვიცი, – დაეთანხმა ცხოველების მაგალითზე გადასვლით
საგრძნობლად დაინტერესებული პიტერი, – გამიგონია, რომ
თურმე ორ მამალ კურდღელს შეუძლია მთელი დღის განმავ-
ლობაში იჩხუბოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მისცემ
და ერთმანეთს არ დააშორებ, მაგრამ დედალ კურდღელთან
არასოდეს არცერთი მამალი არ ჩხუბობს.
– მართალი ხარ, ზუსტად ასეა, – მხარი აუბა მაშინვე ექიმმა
ფორესტმაც, – და მტაცებელი და დიდი ცხოველებიც, მაგალი-
თად, ლომები და სპილოებიც ასევე იქცევიან, რაც უნდა საშიში
და მტაცებელი იყოს ცხოველი, თავის მდედრს აუცილებლად
სათუთად ეპყრობა. და ჩვენც, ადამიანები, ასევე უნდა მოვიქ-
ცეთ, ხომ გესმის?
– რა თქმა უნდა, გასაგებია, – თავი დაუქნია პიტერმა.
– ქალებს ხომ გულიც ჩვენს გულზე გაცილებით მგრძნო-
ბიარე აქვთ, – განაგრძო ექიმმა, – იმან, რასაც ხანდახან ჩვენ
ყურადღებასაც არ მივაქცევთ, მათ შეიძლება გული ატკინოს
და მეტიც, აატიროს კიდეც. ამიტომ აქაც სიფრთხილეა საჭი-
რო, თავი მარტო იმაში კი არ უნდა გავაკონტროლოთ, რომ
ქალზე ხელი არ ავწიოთ, არამედ ჩვენს სიტყვებშიც! მაგრამ
აუცილებელია გახსოვდეს, რომ ქალებს, როდესაც საჭიროა,
306
მართლაც სამაგალითო, დიდი სიმამაცის გამოვლენაც შეუძ-
ლიათ. მაგალითად, თუნდაც შენი ბობი რომ ავიღოთ, წარმო-
იდგინე, რამხელა შიში გადაიტანა და რა ძალის მოკრება დას-
ჭირდა, სანამ ჯიმთან ერთად იმ საშინელ ბნელ გვირაბში იჯდა
და დახმარებას ელოდა. და კიდევ, ყველაზე უცნაური იცი, რა
არის? რაც უფრო მგრძნობიარე და ნაზია ქალი, მით უფრო გა-
ბედულია ის კრიტიკულ სიტუაციებში, მით უკეთ ახერხებს მთე-
ლი ძალის მოკრებას და ყველაფერს, რაც მას მოეთხოვება,
პირნათლად ასრულებს. დამიჯერე, ხანდახან შეუძლებელსაც
კი აკეთებს. მინახავს მე ასეთი მამაცი ქალები და ერთ-ერთი
მათგანი სწორედ დედაშენია, პიტერ, – თქვა ექიმმა და პასუ-
ხის მოლოდინში პიტერს შეაჩერდა.
– გასაგებია, – თანხმობის ნიშნად თავის დაქნევით უპასუ-
ხა ისევ პიტერმა.
– მაშ, რაკი ყველაფერი გასაგებია, სულ ესაა, – ვალმოხ-
დილი ადამიანის სახით გაიღიმა ექიმმა ფორესტმა, – ბოდიშს
გიხდი, რომ შენს საქმეში ჩავერიე და ამ საკითხს შევეხე, მაგ-
რამ საქმე ის არის, რომ თავიდან ასეთ რამეებში გარკვევა ნე-
ბისმიერ ჩვენგანს უჭირს, სინამდვილეში, არავინ არ ვიცით,
როგორ უნდა მოვიქცეთ და აუცილებელია, რომ ეს ვინმემ
გვითხრას... ახლა ხომ გესმის, რატომ და რისთვის დავიწყე
შენთან ამ თემაზე ლაპარაკი?
– რა თქმა უნდა, – გაიმეორა ისევ პიტერმა და, წამიერად
შეყოვნებულმა, უეცრად აღიარა: – და... ვწუხვარ, რომ ასე გა-
მოვიდა. აჰა, ვთქვი!
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა. სინანულის გრძნობა ყვე-
ლას მხოლოდ მას შემდეგ გვიჩნდება, რაც ჩვენი შეცდომების
გააზრების საშუალება გვეძლევა. ამიტომაც არის აუცილებე-
ლი, რომ ადამიანმა დადასტურებული მეცნიერული ფაქტები
იცოდეს და შეეცადოს, ის შეცდომები თავიდანვე არ დაუშვას...
307
– თქვა ექიმმა ფორესტმა და ღიმილით დაამატა: – ახლა კი
ნახვამდის, პიტერ!
ისინი ერთმანეთს გულითადი ხელის ჩამორთმევით გამოე-
მშვიდობნენ და პიტერი სახლისკენ გაეშურა. მაგრამ შედგა თუ
არა სახლში ფეხი, დების დაეჭვებული მზერა დაიჭირა.
– ჰო, კარგი, მოვრჩით, ჩათვალეთ, შევრიგდით! – გამოუც-
ხადა ორივეს პიტერმა და ექიმის გამოტანებული კალათი მა-
გიდაზე დადგა. – მე და ექიმ ფორესტს ძალიან საინტერესო,
სამეცნიერო საუბარი გვქონდა. არა, არა, მოყოლა არ მთხო-
ვოთ, რა აზრი აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებთ. მაგრამ მოკ-
ლედ რომ გითხრათ, შევთანხმდით, რომ თქვენ, გოგონები,
საცოდავი, ნაზი, სუსტი და კურდღლებივით მშიშარა არსებები
ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მამაკაცები, გვინდა თუ არ
გვინდა, ამას როგორმე უნდა შევეგუოთ... ერთი სიტყვით, მით-
ხრა, რომ თქვენ დედალ ცხოველებს ჰგავხართ... ჰმ, კარგი, ეს
დედას მე წავუღო თუ თქვენ აუტანთ? – ჰკითხა ორივეს ბოლოს
და თითი კალათისკენ გაიშვირა.
– მე კიდევ ის ვიცი, ბიჭები ვინ არიან! – წამოიყვირა გაცეც-
ხლებისგან ყურებაწითლებულმა ფილისმა. – ბიჭები ყველაზე
საზიზღრები, უხეშები და...
– სინამდვილეში, ბიჭები ძალიანაც მამაცები არიან, – გა-
აწყვეტინა ბობიმ დას, – ყოველ შემთხვევაში, ხანდახან მაინც.
– ა, ჰო, შენ ალბათ იმ ბიჭზე ლაპარაკობ, იქ, ზევით რომ
წევს... ჰო, გასაგებია, სხვაზე, აბა, ვისზე იტყვი... – ტუჩები მო-
კუმა პიტერმა და ისევ უმცროს დას მიუბრუნდა, – მიდი, ფილ,
განაგრძე, ეჭვიც არ შეგეპაროს, ახლა რაც უნდა მითხრა, მა-
ინც მოგითმენ, იმიტომ, რომ საცოდავი, სუსტი, ნაზი, მშიშარა
და...
– კარგი, ვნახოთ ერთი, თმის დაგლეჯასაც თუ მოითმენ! – წა-
მოიძახა გაწიწმატებულმა ფილისმა და პიტერისკენ გაქანდა.
308
– გაჩერდი, ფილ, – ხელი დაუჭრა დას ბობიმ და უკან გა-
მოსწია, – არ გახსოვს? გვითხრა, შევრიგდითო! – მერე კი,
როდესაც პიტერმა კალათი აიღო და კიბისკენ წავიდა, ხმადაბ-
ლა დაამატა: – ვერ ხვდები, რომ სინამდვილეში პიტერს ძა-
ლიანაც რცხვენია, მაგრამ, ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს,
ამიტომ ამას არასოდეს აღიარებს. მოდი, ასე მოვიქცეთ, ავ-
დგეთ და ჩვენ მოვუხადოთ ბოდიში.
– უფ, რა ჭკვიანური აზრია! – თვალები ეჭვით მოწკურა ჯე-
რაც გაცეცხლებულმა ფილისმა. – იმან ჩვენ ნაზი, მშიშარა და
სუსტი დედალი ცხოველები გვეძახოს, ჩვენ კიდევ ბოდიში მო-
ვუხადოთ და წესიერი გოგონებივით მოვიქცეთ, არა?!
– ჰოდა, მოდი, ვაჩვენოთ, რომ მშიშრები სულაც არ ვართ
და არც იმ წესიერი გოგონებივით მოქცევის გვეშინია და არც
არაფრის, – უპასუხა ბობიმ, – დარწმუნებული ვარ, ასე უფრო
გაიგებს, რომ ცხოველები კი არა, ჩვენც ისეთივე ადამიანები
ვართ, როგორიც თვითონაა.
პიტერი ოთახში ჯერაც ქედმაღლურად ნიკაპაწეული დაბ-
რუნდა, მაგრამ ბობიმ მაინც უთხრა:
– ბოდიში, პიტერ, რომ დაგაბით.
– ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ბოლოს მაინც თქვენ მომიხ-
დიდით ბოდიშს, – მედიდურად და მშრალად უპასუხა პიტერმა.
გოგონებისთვის ამის მოთმენა იოლი უკვე ნამდვილად
აღარ იყო, მაგრამ...
– ჰო, ბოდიშს გიხდით, – გაუმეორა ბობიმ და დაამატა: –
ახლა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შევრიგდით და ამ უსია-
მოვნო შემთხვევის გამო აღარ ვიჩხუბებთ?
– მე ხომ პირველმა გითხარით, შევრიგდით-მეთქი?! – ხმა
გაებზარა საკუთარი საქციელით შერცხვენილ პიტერს.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, ესე იგი, შევრიგდით! – ხალისია-
ნად გამოაცხადა ბობიმ და დაფაცურდა: – ჰე, მიდი, ფილ,
309
დროა, სამზარეულოში გავიდეთ და ჩაისთვის მაგიდა გავაწ-
ყოთ. შენ კი, პიტერ, ამასობაში შეგიძლია, მაგიდას გადააფა-
რო.
– რაღაც უნდა გკითხო, პიტ, – დაიწყო ფილისმა, როდესაც
ერთმანეთს მართლაც შეურიგდნენ. ეს კი მხოლოდ მას შემ-
დეგ მოხდა, რაც ჩაი ერთად დალიეს და სამივენი სამზარეუ-
ლოში ჭიქებისა და ლამბაქების რეცხვას შეუდგნენ, – სინამ-
დვილეში, ექიმ ფორესტს სულაც არ უთქვამს, არა, ქალები დე-
დალი ცხოველები არიანო?
– არა, ზუსტად ეგრე თქვა, – უყოყმანოდ უპასუხა პიტერმა,
– ოღონდ, მგონი, თან იგულისხმებოდა, რომ კაცები მტაცებე-
ლი ცხოველები ვართ.
– ჰმ, ხანდახან რა უცნაურ რამეებს იტყვის ხოლმე ექიმი
ფორესტი, – მხრები აიჩეჩა ფილისმა და ჭიქა გაუტყდა.

***
– შეიძლება, შემოვიდე? – იკითხა კაბინეტის ზღურბლზე გა-
ჩერებულმა პიტერმა და დედას შეხედა, რომელიც ორი სან-
თლით განათებულ თავის საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას
წერდა. მონაცრისფრო-ცისფერი, მოწმენდილი ცის ფონზე, სა-
დაც უკვე რამდენიმე ვარსკვლავი აკიაფებულიყო, სანთლების
მოციმციმე ალი ოთახს რაღაცნაირ ნარინჯისფერ და იისფერ
სინათლეში ხვევდა.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, შემოდი, – ცოტა დაბნეულად
უპასუხა დედამ და წერა განაგრძო, – მოხდა რამე? – მერე კი-
დევ რამდენიმე წინადადება დაწერა, კალამი გვერდზე გადა-

310
დო და დაწერილი ფურცელი გადაკეცა. – ჯიმის პაპასთან გა-
საგზავნი წერილია. როგორც აღმოჩნდა, არც ისე შორს ცხოვ-
რობს ჩვენგან.
– ჰო, ვიცი, ჩაიზე გვითხარი, – შეახსენა პიტერმა, – რაღაც
მინდოდა მეკითხა... არ შეიძლება, რომ წერილი ჯერ არ გავ-
გზავნოთ? რა მოხდება, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ჯიმი
ჩვენთან დარჩეს და მის ოჯახს არაფერი შევატყობინოთ? ჰო-
და, რომ გამოჯანმრთელდება, მერე მივწეროთ და ეს მისი პა-
პისთვისაც დიდი სიურპრიზი იქნება.
– ჰო, ნამდვილად, – გაეცინა დედას, – ასეთ დიდ სიურ-
პრიზს ძნელად თუ ვინმე მოიფიქრებს!
– ხომ გესმის, – განაგრძო პიტერმა, – მე, რა თქმა უნდა,
ბობისთან და ფილისთან ერთად ყოფნაც მიყვარს და… რა ვი-
ცი, ერთადაც კარგად ვერთობით, მოკლედ, გოგონების საწი-
ნააღმდეგო, ცხადია, არაფერი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინ-
და, რომ ვინმე ბიჭიც იყოს ჩემ გვერდით. ხომ გესმის, ვინმე
ისეთი, ვისთანაც ჩემთვის საინტერესო რამეებზე ლაპარაკს
შევძლებდი.
– მესმის, რა თქმა უნდა, მესმის, ძვირფასო, – უპასუხა დე-
დამ, – მე თვითონაც გამჩნევ, რომ ცოტა მოწყენილი ხარ. მაგ-
რამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერაფრით დაგეხმარები. აი,
მომავალ წელს კი, ვეცდები, რამე მოვახერხო და სკოლაში
გაგგზავნო. გინდა? წახვალ სკოლაში?
– სიმართლე გითხრა, სკოლაზე მეტად უფრო ბიჭებთან თა-
მაში მენატრება, – აღიარა პიტერმა, – ეჰ, ნეტა შეიძლებოდეს,
რომ ჯიმი მერეც ჩვენთან დარჩეს, ანუ, იმის მერე, რაც ფეხი
მოურჩება… აი, მაშინ კი მართლა კარგად გავერთობოდით.
– დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა, – ისევ გაეცინა დე-
დას, – და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენთან ყოფნა თვი-
თონ ჯიმსაც მოეწონებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც
311
თვითონაც მშვენივრად მოგეხსენება, ჩვენ მდიდრები არ
ვართ, საყვარელო, და ჯიმის გამოჯანმრთელებისთვის აუცი-
ლებელი პირობების შექმნას, მე უბრალოდ ვერ შევძლებ. არა-
და, მას ხომ ახლა მომვლელი ქალიც დასჭირდება.
– შენ არ შეგიძლია, რომ მოუარო, დედა? როცა ვინმეს მოვ-
ლა სჭირდება, შენზე უკეთ ამას ვერავინ აკეთებს!
– შენი შექება ძალიან მსიამოვნებს, ძვირფასო, მაგრამ
როგორ მოვახერხო, რომ თან ჯიმს მოვუარო და თან ვიმუშაო?
სირთულეს ეს ქმნის, თორემ…
– ესე იგი, წერილი პაპამისს აუცილებლად უნდა გაუგზავ-
ნო, არა?
– რა თქმა უნდა, პაპასაც და მისი სკოლის დირექტორსაც,
– დააზუსტა დედამ, – დეპეშა უკვე ორივე მისამართზე გავ-
გზავნეთ და იციან, რომ ჯიმი ჩვენთან არის, მაგრამ წერილიც
ხომ უნდა მიმეწერა და დაწვრილებით შემეტყობინებინა, რა
მოხდა... ისინი ხომ ახლა საშინლად ნერვიულობენ.
– დე! – უცბად გონება გაუნათდა პიტერს. – ვითომ რატომ
არ შეიძლება, ჯიმის პაპამ მომვლელის ჯამაგირი გადაიხადოს
და, სანამ არ გამოჯანმრთელდება, ჯიმი აქ დატოვოს?! ეს ხომ
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა! რა იცი, იქნებ ის კაცი ისე-
თი მდიდარია, რომ ფულში ბანაობს. მოხუცებს ხომ რომანებ-
ში ყოველთვის ბევრი ფული აქვთ?!
– მაგრამ ჯიმის პაპა წიგნის გმირი ხომ არ არის, პიტერ, –
რეალობაში დააბრუნა დედამ, – ასე რომ, ძალიან მეეჭვება,
მაგდენი ფული ჰქონდეს.
– არადა, წარმოიდგინე, რა მაგარი იქნებოდა, ყველანი
წიგნის გმირები რომ ვიყოთ და ამ წიგნს შენ წერდე, – მეოცნე-
ბე ხმით ამოიბუტბუტა პიტერმა, – ჩვენთვის სულ საინტერესო
და მხიარულ თავგადასავლებს მოიგონებდი, ჯიმს ფეხს ერთ

312
დღეში შეუხორცებდი და ხვალ დილას უკვე ეზოში ვირბენდით
ერთად, მერე მამა დაბრუნდებოდა და...
– მამა ძალიან გენატრება, არა? – ჰკითხა დედამ, თუმცა პი-
ტერს მოეჩვენა, რომ კითხვა დედამ რატომღაც ძალიან ცივად
დაუსვა.
– საშინლად! – ამოიოხრა პიტერმა და გაჩუმდა.
დედამ ორივე წერილი კონვერტებში ჩადო და მისამართე-
ბის დასაწერად მაგიდისკენ დაიხარა.
– ხომ გესმის, – ხმადაბლა განაგრძო პიტერმა, – ასე ძალი-
ან მარტო იმის გამო კი არ მენატრება, რომ მამაა და მიყვარს...
მაგრამ, ახლა ხომ შორსაა და... გამოდის, რომ სახლში მარტო
ერთი მამაკაცია, მოკლედ, მარტო მე ვარ... აი, ამიტომ მინდა
ასე ძალიან, რომ ჯიმი ჩვენთან დარჩეს და... შენც ხომ გინდა,
ისეთი წიგნი დაწერო, დე, სადაც ჩვენ ვიქნებით გმირები და მა-
მა მალე დაბრუნდება?
დედამ მოულოდნელად გულზე მიიკრა პიტერი და თითქოს
გაქვავდაო, რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად
და ხმის ამოუღებლად იჯდა, მერე კი რაღაცნაირი შეცვლილი
ხმით ჰკითხა:
– რას ფიქრობ იმ მოსაზრებაზე, რომ ჩვენ ყველანი იმ წიგ-
ნის გმირები ვართ, რომელსაც ღმერთი წერს? მგონი, სასია-
მოვნო და დამამშვიდებელი აზრია, არა? – თქვა მან და პი-
ტერს თბილი ღიმილით შეხედა. – ამ წიგნს მე რომ ვწერდე, ეჭ-
ვიც არ მეპარება, უამრავ შეცდომას დავუშვებდი, ღმერთს კი
ასეთი რამ არ დაემართება, რადგან მხოლოდ მან იცის, რო-
გორ დაწეროს ჩვენი ამბავი ისე, რომ ფინალი ჩვენთვის, ყვე-
ლასთვის, ბედნიერების მომტანი იყოს.
– შენ ამის მართლა გჯერა, დედა? – ჰკითხა ხმადაბლა პი-
ტერმა.

313
– რა თქმა უნდა, მე ამის მთელი გულით მჯერა... – ასევე
ხმადაბლა უპასუხა დედამ და უეცრად ჩაფიქრებული, წამით
გაჩუმდა. – თითქმის ყოველთვის... იმ წუთების გარდა, როდე-
საც სევდას ვეღარ ვერევი ხოლმე და, ძალაგამოცლილი,
რწმენის უნარსაც ვკარგავ. მაგრამ მაშინაც კი, როცა ჩემი გუ-
ლიდან რწმენა თუნდაც სულ რამდენიმე წუთით ქრება, მე ვი-
ცი, რომ ეს ასეა და, მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ, მჯე-
როდეს. შენ ხომ არ იცი, როგორ ვცდილობ, პიტერ... – დედა
ისევ გაჩუმდა, თავი სევდიანად გადააქნია და წამის შემდეგ
ისევ გაღიმა, – კარგი, მოვრჩეთ, სევდიან რამეებზე ლაპარაკი
აღარ გვინდა, კარგი? გამძლეობა და სიმამაცე! აი, რა არის
ყველაზე დიდი სათნოება! ახლა კი, მოდი, ეს წერილები გამო-
მართვი და ფოსტაში წაიღე, ჯიმი კი, ვფიქრობ, ჩვენთან ორ-
სამ კვირას მაინც დარჩება.
მერე პიტერი ნამდვილი ანგელოზივით იქცეოდა, იმდენად,
რომ ბობი სერიოზულად შეშფოთდა, იფიქრა, პიტერი ავად
გახდაო და დადარდიანდა. თუმცა, როდესაც მეორე დილით
დაინახა, რომ პიტერი, როგორც ხშირად სჩვეოდა, კმაყოფი-
ლი და ეშმაკური ღიმილით ფილისის თმას სკამის საზურგეს
აწნავდა, შვებით ამოისუნთქა და დაწყნარდა.
საუზმისა და მაგიდის ერთად ალაგების შემდეგ, სულ ცოტა
ხანში კარზე კაკუნი გაისმა. ბავშვები ამ დროს მთელი მონდო-
მებით აპრიალებდნენ ბრინჯაოს შანდლებს და ეს თავის გამო-
დებაც, რა თქმა უნდა, ჯიმის სტუმრობით იყო განპირობებული.
– ალბათ ექიმი იქნება, – თქვა დედამ, – წავალ, მე გავუ-
ღებ, თქვენ კი აქ დარჩით, კარი მიიხურეთ და ასე მოთხუპნუ-
ლებმა სამზარეულოდან ცხვირი არ გამოყოთ.
მაგრამ ეს ექიმი არ იყო. იმ ადამიანის ხმა და ნაბიჯები, რო-
მელიც სახლში შემოსვლიდან წუთის შემდეგ დედასთან ერ-

314
თად ზევით მიმავალ კიბეს აუყვა, ექიმის ხმისა და ნაბიჯების-
გან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა უცნაური ის იყო, რომ ნა-
ბიჯებისგან განსხვავებით, ბობის, ფილისსა და პიტერს სტუმ-
რის ხმა და ლაპარაკის მანერა აშკარად საიდანღაც ეცნოთ.
მერე სიჩუმემ დაისადგურა. დრო გადიოდა და სტუმარი
ქვევით არ ჩამოდიოდა.
– ნეტა ვინ არის? – დროდადრო გაკვირვებულები ეკითხე-
ბოდნენ ერთმანეთს ბავშვები.
– იქნებ ექიმ ფორესტს ყაჩაღები დაესხნენ თავს და სასიკ-
ვდილოდ დაჭრილი სადღაც დატოვეს? – თავისი ვერსია წა-
მოაყენა ბოლოს პიტერმა. – მაგრამ, სანამ მოკვდებოდა, ექიმ-
მა ფორესტმა ამ ადამიანთან დეპეშის გამოგზავნა მოასწრო
და სთხოვა, რომ პაციენტებთან მის მაგივრად მისულიყო... მი-
სის ვაინი ხომ ამბობდა, რომ ექიმ ფორესტს ვიღაც შემცვლე-
ლი ჰყავს და დასასვენებლად რომ მიემგზავრება, თავის პაცი-
ენტებს იმას უტოვებს ხოლმეო. ასე არ არის, მისის ვაინი?
– ზუსტად ასეა, ძვირფასო, – სამზარეულოს შორეული კუთ-
ხიდან უპასუხა ქალმა.
– მე კიდევ მგონია, რომ რაღაც საშინელი შეტევა დაემარ-
თა, ისეთი, რომ ვერავინ ვერაფერი უშველა და ეს კაცი იმის-
თვის მოვიდა, რომ დედას სამწუხარო ამბავი შეატყობინოს, –
დანაღვლიანებული ხმით გამოაცხადა ფილისმა.
– რა სისულელეა! უბრალოდ ამბის მომტანი რომ იყოს, ჯი-
მის ოთახში რატომ აიყვანდა დედა? – ცხარედ წამოიძახა პი-
ტერმა და უეცრად გაჩუმებულმა თითი ჭერისკენ აიშვირა, –
მოიცა, გესმით?! კარი გაიღო. კიბეზე ჩამოდიან. მოდი, ოდნავ
გამოვაღოთ კარი და გავიჭყიტოთ.
ასეც მოიქცა, მაგრამ ბობის გამკიცხავი მზერა დაიჭირა და
უსიტყვო საყვედურის პასუხად შეურაცხყოფილი სახით მიახა-
ლა:
315
– ეს ხომ ჩუმად მიყურადება არ არის! იმას, რაც საიდუმ-
ლოა, კიბეზე არცერთი ჭკუათმყოფელი არ ლაპარაკობს. თა-
ნაც შეუძლებელია, რომ დედას ექიმ ფორესტის კაცთან რამე
საიდუმლო სალაპარაკო ჰქონდეს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის
არის, აბა, სხვა ვინ იქნება...
– ბობი! – გაისმა კიბიდან დედის ხმა.
ბავშვებმა სამზარეულოს კარი ამჯერად უკვე ფართოდ გა-
მოაღეს და კიბის მოაჯირზე გადმოხრილ დედას ახედეს.
– ჯიმის პაპა ჩამოვიდა, გაიქეცით, ხელ-პირი კარგად და-
იბანეთ და გამოდით, რომ მიესალმოთ. მითხრა, რომ თქვენი
ნახვა ძალიან უნდა! – გადმოსძახა ზემოდან დედამ და წამიც
არ იყო გასული, რომ ჯიმის ოთახის კარი ისევ მიიხურა.
– ვაჰ, აზრზე ხართ?! – თვალები გაუფართოვდა პიტერს, –
ჩვენ კიდევ ეს თავშიც არ მოგვივიდა! მისის ვაინი, გთხოვთ,
ცხელი წყალი მოგვაწოდეთ, თორემ ისეთი ტურტლიანები
ვართ, სიშავით თქვენი შლაპაც კი ვერ შეგვედრება.
და პიტერი მართლაც სრულ სიმართლეს ამბობდა.
სამივენი მართლაც საშინლად ამოგანგლულები იყვნენ,
მიზეზი კი ის იყო, რომ საშუალება, რომლითაც ბავშვები ახლა-
ხან სპილენძის შანდლებს წმენდდნენ, მხოლოდ სპილენძს
აპრიალებს, ამ საქმით დაკავებულთა ხელებს და სახეებს კი,
სამწუხაროდ, შავად მურავს.
ისინი ჯერ კიდევ ხელ-პირს იბანდნენ, რომ კიბიდან ჯიმის
პაპის ჯერ ნაბიჯების ხმა და მერე ლაპარაკი გაისმა და სტუმა-
რი დედასთან ერთად სასტუმრო ოთახში შევიდა. ალბათ თვი-
თონაც მოგეხსენებათ, რომ ახლად დაბანილი ხელ-პირის
კარგად გამშრალება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, არა-
და, ბავშვებს ჯიმის პაპის ნახვა ისე ეჩქარებოდათ, რომ მოუთ-
მენლობისგან ცმუკავდნენ, ამიტომ, როგორც კი დედამ სტუმა-
რი სასტუმრო ოთახში შეაცილა, ბავშვები სამზარეულოდან,
316
მართალია, უკვე ხელპირდაბანილები, მაგრამ ჯერაც თით-
ქმის სველები გამოცვივდნენ და თვითონაც სასწრაფოდ სას-
ტუმრო ოთახს მიაშურეს.
დედა ფანჯარასთან ხის სკამზე ჩამომჯდარიყო. ტყავის სა-
ვარძელში კი, რომელიც მამას სავარძლად ითვლებოდა და,
რომელშიც ძველ სახლში ცხოვრებისას ყოველთვის მხოლოდ
მამა იჯდა ხოლმე, იმაში...
მათი მეგობარი მოხუცი ჯენტლმენი მოკალათებულიყო!
– ვაჰ, აი, ამას კი მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი! –
მოულოდნელობისგან უნებურად და ძალიან სწრაფად, მანამ-
დე აღმოხდა პიტერს, სანამ მოხუც ჯენტლმენს მიესალმებოდა,
რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა მოგვიანებით, ოთახში
მისმა დანახვამ ისე დააბნია, რომ გაოგნებისგან იმწუთას თა-
ვაზიანობის ელემენტარული წესების არათუ დროული დაცვა,
მათი არსებობაც კი სრულიად დაავიწყდა.
– ეს ხომ ჩვენი მეგობარი მოხუცი ჯენტლმენია, – ამოი-
ლუღლუღა ფილისმა და სტუმარს თვალებგაფართოებული მი-
აშტერდა.
– ო-ო... თქვენ ხართ? – გაკვირვებული ბუტბუტი აღმოხდა
ბობისაც.
მაგრამ წამიც და სამივენი გამოფხიზლდნენ, გაახსენდათ,
რომ გაკვირვება ზრდილობის წესების უგულებელყოფას სუ-
ლაც არ ამართლებს და მოხუც ჯენტლმენს, რაც შეიძლებოდა,
თავაზიანად, ერთხმად მიესალმნენ:
– დილა მშვიდობისა! როგორ ხართ?
– ეს ჯიმის პაპაა, მისტერ... – უთხრა ბავშვებს დედამ და მო-
ხუცი ჯენტლმენის გვარი დაასახელა.
– ნამდვილი საოცრებაა! – ლამის წამოიყვირა თვალებან-
თებულმა პიტერმა. – აი, ზუსტად ისეთივე, წიგნებში რომ ხდე-
ბა ხოლმე, არა, დედა?
317
– ჰო, გეთანხმები, – გაიღიმა პასუხად დედამ, – თუმცა
ცხოვრებაშიც ხდება ხანდახან ისეთი რამეები, რომ თავი რო-
მელიღაც საოცარი რომანის გმირი გგონია.
– ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ეს თქვენ ხართ, – გამო-
აცხადა ერთიანად გაბადრულმა ფილისმა, – წარმოიდგინეთ,
რამდენი მოხუცი ჯენტლმენი ცხოვრობს თქვენ გარდა მსოფ-
ლიოში და ჯიმის პაპაც, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა იმათგან
ნებისმიერი აღმოჩენილიყო.
– მაგრამ... – შეცბა უეცრად პიტერი, – ჯიმის ჩვენგან წაყ-
ვანას აპირებთ?
– ჯერჯერობით არა, – უპასუხა მოხუცმა ჯენტლმენმა, – დე-
დათქვენმა დიდსულოვნება გამოიჩინა და გამოჯანმრთელე-
ბამდე ჯიმის აქ დატოვების სურვილი გამოთქვა. ამიტომ ვი-
ფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მომვლელი მაინც გამომეგზავ-
ნა, მაგრამ მითხრა, თვითონ მივხედავო.
– თუ ჯიმის მოუვლის, წერას როგორღა შეძლებს? – შეშ-
ფოთდა პიტერი მაშინვე და სანამ ვინმე მის გაჩუმებას მოას-
წრებდა, დაამატა: – თუ დედა არ იმუშავებს, ჯიმს ხომ საჭმე-
ლიც არ ექნება!
– ნუ ღელავ, პიტერ, ყველაფერი წესრიგშია, – ნაჩქარევად
ჩაერია დედა.
– რამდენადაც ვხვდები, თქვენს შვილებს ენდობით და ყო-
ფითი პრობლემებისგან მათ დაცვას არ ცდილობთ, არა? – თა-
ვაზიანი ღიმილით ჰკითხა დედას მოხუცმა ჯენტლმენმა.
– დიახ, რა თქმა უნდა, – უპასუხა დედამ.
– მაშინ, თუ ნებას დამრთავთ, მეც მივცემ თავს უფლებას,
ბავშვებს ჩვენი პატარა მოლაპარაკების შესახებ ვუთხრა, – გა-
იღიმა მან, – ჩემო ძვირფასებო, დედათქვენი დამთანხმდა თა-
ვისი საქმიანობა დროებით დატოვოს და ჩემი ჰოსპიტლის
ხელმძღვანელი გახდეს.
318
– უი! – დაბნეული ხმით წამოიძახა ფილისმა. – ესე იგი,
სამსაკვამურიანი სახლიდან გადასვლა და რკინიგზასთან და
სულ, სულ ყველაფერთან განშორება მოგვიწევს?
– არა, საყვარელო, რა თქმა უნდა, არა, – დაამშვიდა მა-
შინვე დედამ.
– ჩვენს ჰოსპიტალს „სამსაკვამურიანი ჰოსპიტალი“ დაერ-
ქმევა, – განაგრძო მოხუცმა ჯენტლმენმა, – და მისი ერთადერ-
თი, და ვიმედოვნებ, უკანასკნელი პაციენტიც ჩემი საბრალო
შვილიშვილი, ჯიმი იქნება. დედათქვენი ჰოსპიტალს უხელ-
მძღვანელებს და ჯიმს მოუვლის, დამხმარე პერსონალის
როლს კი, სანამ ჯიმი არ გამოჯანმრთელდება, მოახლე და მზა-
რეული შეასრულებენ.
– და მერე დედა ისევ მოთხრობების წერას გააგრძელებს?
– დაინტერესდა პიტერი.
– ვნახოთ, – თავი გადააქნია მოხუცმა ჯენტლმენმა და წა-
მიერი, მრავლისმეტყველი მზერით გადახედა ბობის, – ვინ
იცის, იქნებ ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალოს
და ისეთი სასიკეთო რაღაც მოხდეს, რომ წერა აღარც დასჭირ-
დეს.
– მაგრამ წერა მე ძალიან მიყვარს, – პასუხად თავაზიანად
გაუღიმა მას დედამ.
– ეჭვიც არ მეპარება, – თავი დაუქნია მოხუცმა ჯენტლმენ-
მა, – და დამერწმუნეთ, ამაში თქვენთვის ხელის შეშლას ნამ-
დვილად არ ვაპირებ, მაგრამ, როგორც ახლახან თქვენ თვი-
თონ აღნიშნეთ, ცხოვრებაში გასაოცარი და ძალიან სასიხარუ-
ლო რამეებიც ხდება, წინასწარ არავინ იცის, როდის და რო-
გორ, მაგრამ ხდება, ასე არ არის? და ჩვენც ჩვენი ცხოვრების
ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი სწორედ ეს ცოდნა გვაძლევს
ძალას, იმედი არ დავკარგოთ... მაშ ასე, რას იტყვით, მაძლევთ

319
უფლებას, შვილიშვილის მოსანახულებლად რამდენიმე დღე-
ში ისევ გესტუმროთ?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა დედამ, – ვერც კი წარმოიდ-
გენთ, როგორ მიხარია, რომ მისი მოვლის მოვალეობა მე და-
მაკისრეთ. ჯიმი მართლაც ძალიან კარგი ბიჭია.
– ღამით ორჯერ გამეღვიძა და გავიგონე, რომ დედა, დე-
დაო, იძახდა, – გამოაცხადა ფილისმა.
– ჯიმი, რა თქმა უნდა, მე არ მგულისხმობდა, – ხმადაბლა
უთხრა დედამ მოხუც ჯენტლმენს, – და ამიტომაც მინდა ასე ძა-
ლიან, რომ ჩვენთან დარჩეს.
სტუმარი სავარძლიდან წამოდგა.
– ნეტა იცოდე, დედიკო, როგორ მიხარია, რომ ჯიმის ჩვენ-
თან დატოვებას აპირებ, – თქვა სიხარულით თვალებანთე-
ბულმა პიტერმა.
– თქვენს დედიკოზე იზრუნეთ, ჩემო ძვირფასებო, – თბილი
ღიმილით მიმართა მოხუცმა ჯენტლმენმა ბავშვებს. – ის იმ იშ-
ვიათი ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ოქროს ფა-
სი აქვთ.
– ნამდვილად! – მორცხვად ჩაიბუტბუტა ბობიმ.
– ღმერთმა დაგლოცოთ, უკეთილშობილესო ქალბატონო,
– უთხრა მოხუცმა ჯენტლმენმა დედას და მისი ორივე ხელი
თავის ხელებში მოიქცია, – ღმერთმა დაგლოცოთ! და დარ-
წმუნებული ვარ, ის თქვენ ყოველთვის დაგიცავთ... ჰმ, ჩემი
შლაპა სადღაა? ა, აი ისიც... ბობი, ჭიშკრამდე ხომ არ გამაცი-
ლებდი?
ჭიშკართან მოხუცი ჯენტლმენი წუთით შეჩერდა და ბობის
შეხედა.
– შენი გამოგზავნილი წერილი მივიღე, ბობი. ძალიან კარ-
გი, არაჩვეულებრივი გოგონა ხარ, რომ გამომიგზავნე, მაგ-

320
რამ სიმართლე გითხრა, საჭირო არც იყო. მამათქვენის სასა-
მართლო პროცესის ამბები მე ჯერ კიდევ იმ დროს, წავიკითხე,
როცა ამ საქმის შესახებ გაზეთებში წერდნენ და ზოგიერთი
რამ მაშინაც საეჭვოდ მომეჩვენა. თქვენი გაცნობის შემდეგ კი,
როცა გავიგე, ვისი შვილები იყავით, ცნობების შეგროვება და-
ვიწყე. ასე რომ, საქმეში გარკვევას უკვე დიდი ხანია, ვცდი-
ლობ და მინდა გითხრა, თუმცა კი ჯერჯერობით ბევრი ვერაფე-
რი შევძელი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში იმედი მომეცა, რომ
ყველაფერი კარგად დამთავრდება.
– მართლა?! – ბობის სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა.
– დიახ, დიახ, – თავი დაუქნია მოხუცმა ჯენტლმენმა, – გავ-
ბედავ და იმასაც კი ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი იმედიც... მაგ-
რამ მაინც, გთხოვ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი საიდუმლოდ
შეინახო. ვფიქრობ, დედათქვენს ძალიან ეტკინება გული, თუ
ტყუილად დავაიმედებთ და მერე რაღაც ისე არ გამოვა, რო-
გორც ვვარაუდობდით.
– მაგრამ ეს ხომ ტყუილი იმედი არ არის?! – გაფართოებუ-
ლი, მოლოდინით აღსავსე თვალებით შეაჩერდა კაცს ბობი. –
ვიცი, რომ ტყუილი არ არის! მე ვიცოდი, ეჭვიც არ მეპარებო-
და, ვიცოდი, რომ თქვენ ყველაფრის გარკვევას შეძლებდით
და ამიტომაც მოგწერეთ... არა, ეს ტყუილი იმედი არ არის, ხომ
ასეა?
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა მოხუცმა ჯენტლმენმა, –
ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ტყუილი იმედია, სხვაგვა-
რად საერთოდ არაფერს არ გეტყოდი. უბრალოდ, ჩემი აზრით,
იმსახურებ გითხრა, რომ იმედი გაჩნდა.
– არც თქვენ მიგაჩნიათ ხომ, რომ მამა ასეთი რამის ჩადე-
ნას იკადრებდა? გთხოვთ, მითხარით, რომ არ მიგაჩნიათ!
– ჩემო ძვირფასო, – გაუღიმა მოხუცმა ჯენტლმენმა, ‒პირ-

321
ადად მე წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მამათქვენი სრული-
ად უდანაშაულოა.
და თუმცა კი დარწმუნებით ჯერ ვერავინ იტყოდა, გამარ-
თლდებოდა თუ არა ბობისა და მოხუცი ჯენტლმენის იმედი,
მაგრამ ბობის უკვე მოხუც ჯენტლმენთან გამომშვიდობების-
თანავე ისეთი სინათლით გაუბრწყინდა თვალები და ისეთი
სითბო ჩაეღვარა გულში, რომ მომდევნო დღეების განმავლო-
ბაში პატარა, მრგვალი, საყვარელი სახე შიგ სანთელდანთე-
ბული იაპონური ფარანივით უნათოდა.

თავი მეთოთხმეტე
ამბის დასასრული

მას შემდეგ, რაც მოხუცი ჯენტლმენი სამსაკვამურიან სახ-


ლში შვილიშვილის მოსანახულებლად მივიდა, ცხოვრება იქ
უკვე სამუდამოდ შეიცვალა. ბავშვებმა, ცხადია, ახლა უკვე მი-
სი სახელიც იცოდნენ, მაგრამ მოხუც ჯენტლმენს ისინი ძველე-
ბურად, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან ლაპარაკისას,
ისევ „მოხუც ჯენტლმენად“ მოიხსენიებდნენ, ამიტომ, ვფიქ-
რობ, უკეთესი იქნება, თუ ის თქვენთვისაც ისევ „მოხუც ჯენ-
ტლმენად“ დარჩება. არა მგონია, მისი სახელის გათქმამ და,
მაგალითად, მისტერ სნუკად ან მისტერ ჯენკინსად მოხსენიე-
ბამ (რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება) ამ გმირის სახეს
თქვენთვის მეტი რეალურობა შესძინოს, თანაც ბოლოს და ბო-
ლოს, მეც ხომ მაქვს უფლება, ამ ამბის თუნდაც ერთი დეტალი

322
საიდუმლოდ შევინახო? და ეს მართლაც ერთადერთი საიდუმ-
ლო იქნება, რადგან სხვა ყველაფერი შეულამაზებლად და და-
უფარავად გიამბეთ. დაფარული კი მხოლოდ ისღა დარჩა, რის
მოყოლასაც ამ ბოლო თავში ვაპირებ და აქაც, რა თქმა უნდა,
მთავრით შემოვიფარგლები, რადგან სულ-სულ ყველაფერი
რომ გიამბოთ, დამიჯერეთ, წიგნი უსასრულოდ გაგრძელდება
და ეს, ჩემი აზრით, უკვე არავის აღარ მოეწონება. არ მეთან-
ხმებით?
მაშ ასე, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრება სამსაკვამუ-
რიან სახლში იმ ყველასთვის გასაკვირველი დღიდან სამუდა-
მოდ შეიცვალა. მოხუცი ჯენტლმენის გამოგზავნილი მზარეუ-
ლი და მოახლე ძალიან კარგები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ (ამ
შემთხვევაში წინააღმდეგი სულაც არ ვარ, მათი სახელები
გითხრათ, ახალგაზრდა ქალებს კლარა და ეტელუინი ერ-
ქვათ). მათ თითქმის თავიდანვე გამოუცხადეს დედას, რომ მი-
სის ვაინი თავისი მოუქნელობითა და ყველაფრის არევ-დარე-
ვის უნარით სინამდვილეში, მხოლოდ ფეხებში ედებოდათ,
ამიტომ მისის ვაინი სამსაკვამურიან სახლში ახლა უკვე კვი-
რაში ორჯერ და ისიც მხოლოდ თეთრეულის გასარეცხად და
გასაუთოებლად მოდიოდა. მერე კი ისიც გამოაცხადეს, რომ
თავიანთ საქმეს უფრო კარგად და სწრაფად შეასრულებდნენ,
თუ საქმეში ხელს არავინ შეუშლიდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ
ბავშვებს მეტად აღარც საუზმისა თუ სამხრისთვის მაგიდის
გაშლა-ალაგება მოუწევდათ, აღარც ფინჯნებისა და ლამბაქე-
ბის გარეცხვა და არც ოთახები გამოგვა და მტვრის გადაწმენ-
და.
და, თუმცა კი მოახლისა და მზარეულის სამსაკვამურიან
სახლში გამოჩენამდე, ერთმანეთის წინაშე თუ საკუთარ თავ-
თან ბობიც, ფილისიცა და პიტერიც – სამივენი მუდმივად იმას
წუწუნებდნენ, სახლის საქმეებს ვერ ვიტანთო, უსაქმურობამ
323
მათ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი სიცარიელე წარმოქმნა, რო-
მელიც დედამ ბავშვებს დაუყოვნებლივ შეუვსო სხვა ვალდე-
ბულებებით. მით უმეტეს, რომ ახლა, როდესაც მუშაობასა და
ყოველდღიურ საქმეებზე აღარც დედა ცდებოდა, მასაც შვი-
ლებთან ყოველდღიურად გაკვეთილების ჩატარების დრო გა-
უჩნდა და ბავშვებიც იძულებულები გახდნენ, მეცადინეობა და-
ეწყოთ. სწავლა კი, როგორც თავადაც მოგეხსენებათ, მაინც
სწავლაა, თანაც, რაც გინდა კარგი მასწავლებელი გყავდეთ
და მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც გინდა სწავლობდეთ, მეცა-
დინეობა და დავალებების შესრულებაც ყოველთვის უფრო
მოსაბეზრებელია, ვიდრე ბუხარში ცეცხლის დანთება ან თუნ-
დაც კარტოფილის გაფცქვნა.
მეორე მხრივ, დედას ახლა დრო მარტო სასკოლო საგნებ-
ში შვილების მოსამზადებლად კი არა, არამედ მათთან სათა-
მაშოდაც გამოუჩნდა და მეტიც, როგორც ადრე, ძველ სახლში
ცხოვრებისას, მათ გასართობად სახალისო ლექსების შესათ-
ხზველადაც. არადა, მას შემდეგ, რაც ისინი სამსაკვამურიან
სახლში ცხოვრობდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ მას საამი-
სოდ აღარც ძალა ჰყოფნიდა და აღარც დრო, დედა ასეთ ლექ-
სებს უბრალოდ აღარ წერდა.
გაკვეთილებთან დაკავშირებით კი ბავშვებს ერთი უცნაუ-
რობა დასჩემდათ. რომელი საგანიც უნდა ჰქონოდათ მოსამ-
ზადებელი, სათითაოდ სამივეს ეჩვენებოდა, რომ უკეთესი და
უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ რომელიღაც სხვა საგნის
მომზადება დაევალებოდათ. ლათინური გრამატიკის სწავლი-
სას პიტერი ბობის ადგილას ყოფნასა და ისტორიის სწავლაზე
ოცნებობდა, ბობის არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა ერ-
ჩივნა, რომლებიც ფილისს ჰქონდა დავალებული, ფილისს კი,
თავის მხრივ, ყველაზე საინტერესო საგნად, რა თქმა უნდა,
ლათინური მიაჩნდა და ასე შემდეგ.
324
და აი, ერთხელაც, როცა ბავშვები სამეცადინოდ თავ-თავი-
ანთ მაგიდებს მიუსხდნენ, მაგიდებზე თითო-თითო პატარა
ლექსი დახვდათ. თავს უფლებას მივცემ და ამ ლექსების წა-
კითხვის საშუალებას თქვენც მოგცემთ, რაც, ჩემი აზრით,
თვალნათლივ დაგანახვებთ, რომ დედას თავისი შვილების
გრძნობები, თუ ბოლომდე არა, ნაწილობრივ მაინც ესმოდა და
ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ეს გრძნობები მათთვისვე გასა-
გებ, ბავშვურ ენაზე უნდა დაეწერა. არადა, ეს ხომ უფროსებში
დიდი იშვიათობაა, მათ უმეტესობას ხომ ძალიან ცუდი მახსოვ-
რობა აქვს და თავისი ბავშვობის დროინდელი განცდები და
სირთულეები საერთოდაც არ ახსოვს.

პიტერი
ამას როგორ ვიფიქრებდი,
ლათინური მაჯობებდა?!
მთელი დღეა, ზმნებს ვუზივარ,
აგერ, თავზე დამაბნელდა!

ლათინურის რა ვთქვა, ჰოდა,


არ ჯობია, რომ ვსწავლობდე,
მაგალითად, ისტორიას,
მეფეებს და დიად ბრძოლებს?

ბობი
ჩემთვის ყველაზე დიდი ტანჯვაა,
თარიღების და წლების დაზუთხვა,
მეფეთა გრძელი ჩამონათვალი,
ვინ ვის მერე და როდის ეკურთხა.

მათი მეფობა, ღვაწლი, ომები,


325
თავბრუ დამასხა ამდენმა რიცხვმა!
თუ რიცხვებს უნდა ვსწავლობდე მაინც,
არ მირჩევნია არითმეტიკა?!

ფილისი
ხუთ გირვანქა ვაშლს ვყიდულობ
ჩემს დაფაზე ორ გირვანქად,
რა გამოდის ერთის ფასი?
ჰე, დაფიქრდი, ფილის! აბა?

ლამის არის დავამტვრიო


სიმწრისაგან ჩემი დაფა,
ლათინური მირჩევნია,
ანგარიშს და ამდენ დათვლას!

ასეთი ლექსების შემდეგ გაკვეთილები, რა თქმა უნდა, ბევ-


რად უფრო სახალისო ხდებოდა. დამეთანხმეთ, სასიამოვნოა,
როცა გრძნობთ, რომ მასწავლებელს ესმის თქვენი, ხედავს,
რამდენი სირთულის გადალახვა გიწევთ და სულელი და ბრიყ-
ვი სულაც არ ჰგონიხართ, თუ მიუხედავად მცდელობისა, ზო-
გიერთი საგნის სირთულეებში გარკვევას საჭიროზე მეტ დროს
ანდომებთ.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჯიმის ფეხის მდგომა-
რეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ბავშვები მასთან უკვე
უფრო ხშირად ადიოდნენ, გარშემო შემოუსხდებოდნენ ხოლ-
მე და სიამოვნებით ისმენდნენ მის საინტერესო ისტორიებს
სკოლასა და თანაკლასელებზე. ერთ-ერთ თანაკლასელ ბიჭს,
რომელსაც ჯიმი ხშირად ახსენებდა პარი ერქვა. ჯიმს მისდამი
უპატივცემულო დამოკიდებულება და მასზე ცუდი აზრი ჰქონ-

326
და. კიდევ ერთი ბიჭი, ვისზეც ჯიმი ლაპარაკობდა ხოლმე, უიგ-
სბი მაინორი იყო, რომელსაც, პარისგან განსხვავებით, სკო-
ლაში დიდ პატივს სცემდნენ. იყვნენ კიდევ ძმები ფეილები, სა-
მი ძმა, რომელთაგანაც უმცროსი – ფეილი-მესამე – სკოლაში
ყველაზე დიდ ჩხუბისთავად ითვლებოდა.
პიტერი ჯიმის სასკოლო ისტორიებს ისეთი ინტერესით უს-
მენდა, რომ უყურადღებოდ არცერთი სიტყვა არ რჩებოდა.
მაგრამ მარტო პიტერი კი არა, თურმე, როგორც მოგვიანებით
გაირკვა, ჯიმის სასკოლო ისტორიებს დედაზეც დიდი შთაბეჭ-
დილება მოეხდინა და სწორედ ამან განაპირობა, რომ ერთხე-
ლაც მან ჯიმს ფურცელი გადასცა, რომელზეც პარის ამბებთან
დაკავშირებული ლექსი დაეწერა, და არა მარტო პარზე, ლექ-
სში საოცრად ენამოსწრებულად უიგსბი მაინორიც იყო ნახსე-
ნები, ფეილი-მესამეც, ის მიზეზებიც, რის გამოც ჯიმს პარის შე-
სახებ ასეთი ცუდი შეხედულება ჩამოუყალიბდა და ამ საკით-
ხთან დაკავშირებით უიგსბი მაინორის ბრძნული მოსაზრებაც.
ჯიმს ლექსი ისე მოეწონა, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდა,
თუმცა მის სიხარულს მეორე მიზეზიც ჰქონდა, ასეთი საჩუქარი
მან პირველად მიიღო, პირველად მოხდა, რომ მისი ცხოვრე-
ბის ამბები გარითმეს და პირადად მას მიუძღვნეს. ჰოდა, ისიც
იწვა და ლექსს დაუღალავად, ისევ და ისევ კითხულობდა, იმ-
დენჯერ წაიკითხა, რომ ბოლოს ზეპირად ისწავლა და მერე
უიგსბი მაინორს გაუგზავნა, რომელიც, როგორც მოგვიანე-
ბით მისი წერილიდან გაირკვა, ლექსმა ჯიმზე არანაკლებ
აღაფრთოვანა. აი, ის ლექსიც, წაიკითხეთ, იქნებ თქვენც მო-
გეწონოთ:

ახალი ბიჭი
სწავლობს ჩვენთან ერთი ბიჭი,
რომ იცნობდეთ: ჰქვია – პარი.
327
როგორც ამბობს, ურჩევნია
რძე და პური ფინჯან ჩაის!

კიდევ ამბობს, რომ დედიკო


თავს ევლება თურმე ჯერაც,
თმას დედა სჭრის ამხელა ბიჭს,
რა გაცინებთ? რა, არ გჯერათ?!

ეგ რა არის, ჯერ სადა ხართ?!


კიდევ რა თქვა სასაცილო?
„იცით, რა ქნა მამაჩემმა?
დათვი მოკლა ნაჯახითო!“

თუმცა იქნებ მოკლა კიდეც,


მაგრამ მამას არ ჰგავს ბოთე,
წამოწინწკლავს თუ არა და
იმწუთს გარბის, იცვამს ბოტებს!

დედიკო და მამა თურმე


სახლში „ფისოს“ ეძახიან!
რომ დავცინეთ, არ ატირდა,
ეს სულელი დოყლაპია?!

ნაძლევზეც კი ვერ გაიყვან


პარს კრიკეტის სათამაშოდ,
ეშინია, თურმე ბურთით,
ცხვირი არ გავულამაზოთ!

ფეხბურთიც ხომ იგივეა,


მერე რა ქნას, რომ დავარდეს,
328
თუმცა გვითხრა იმ დღეს ბიჭებს,
ნათლობისას რა დაარქვეს!

და ფეილი მესამესთან
შეხვედრასაც თავს არიდებს,
მაგრამ ფრანგულს ისე სხლავს, რომ
მხოლოდ ფრანგი თუ გაიგებს.

ნაცვლად წიგნებს ჩაჰკირკიტებს,


დღე და ღამე ჩვენი პარი,
იცის ყველა მცენარის და
სარეველას სახელ-გვარი.

რომც ეხვეწო ამ ლაწირაკს,


სადარაჯოდ არ გვიდგება,
„აქ იმისთვის მოვედი, რომ
ვისწავლოო, გეუბნება!“

მერე რა, რომ მორიგეა,


პარს ხომ არც ეს ეკადრება!
თუმცა თურმე ვერ უსტვენს და
რომ დავცინით, იწირპლება!

ისე, მგონი, სულ არაფრის


არ რცხვენია ამ ბიჭს მართლა,
მაგრამ უიგსბი მაინორი
მაინც იცავს, თან გულმართლად!

ამბობს, პარი ახალია,


დააცადეთ, მოგვერგოსო,
329
იქნებ მალე ისე ქნას, რომ
ჩვენ სუყველას გვაჯობოსო.

მაგრამ არა, ცდება უიგსბი,


მეც ვიყავი ახალბედა
და არ მახსოვს, ვინმეს ჩემთვის,
ბოთე ხარო, გაებედა!

ეს ლექსები, რა თქმა უნდა, პიტერს, ბობის და ფილისსაც


მოეწონათ, მაგრამ დედის დაწერილი სახალისოდ გარითმუ-
ლი ამბებით ისინი ადრეც განებივრებულები იყვნენ და, ჯიმის-
გან განსხვავებით, ამით მათ, ცხადია, ვერ გააკვირვებდი. აი,
ჯიმისთვის კი ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ გამუდმებით ერ-
თსა და იმავეს იმეორებდა, არა, მაინც ვერ გამიგია, როგორ
მოახერხა და ამ ერთ ლექსში მარტო მთელი ჩვენი ამბები კი
არ ჩაატია, არამედ ყველაფერი ზუსტად ჩვენნაირად, იმავე
სიტყვებით აღწერა, რომლებსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ერთმა-
ნეთთან ლაპარაკისასო.
სამაგიეროდ, პიტერს ჯიმმა ჭადრაკის, შაშისა და დომინოს
თამაში ასწავლა. პიტერი მისგან ყოველდღიურად რაღაც
ახალსა და საინტერესოს იგებდა და დროსაც მხიარულად ატა-
რებდა.
გადიოდა დღეები, ჯიმს ფეხი თანდათან უხორცდებოდა და
ბავშვებმა იგრძნეს, რომ საჭირო იყო, თავიანთი სტუმრის გა-
სართობად რამე სახალისო მოეფიქრებინათ. უბრალოდ რო-
მელიმე თამაში კი არა, რამე მართლაც ისეთი უჩვეულო გა-
სართობი მოეგონებინათ, რაც ჯიმს დააინტერესებდა. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იფიქრეს, არაფერი გამოუვი-
დათ.

330
– არა, აზრი არა აქვს, – ხელი ჩაიქნია ბოლოს იმედდაკარ-
გულმა პიტერმა მას შემდეგ, რაც სამივემ იგრძნო, რომ ფიქ-
რისგან თავები გაუსივდათ და სადაცაა გაუსკდებოდათ, – რა-
კი ამდენ ხანს ჭკვიანური ვერაფერი მოვიფიქრეთ, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ ვერც მოვიფიქრებთ და ეგ არის! მგონი, ისღა დაგ-
ვჩენია, ფიქრს თავი დავანებოთ და დავიცადოთ, შეიძლება,
როცა დრო მოვა, რამე საინტერესო თავისით მოგვაფიქრდეს.
– ჰო, ასეა, ხანდახან თითქოს არაფერს არ აკეთებ, მაგრამ
ის, რაც უნდა მოხდეს, თავისთავად ხდება, – ისეთი სახით გა-
მოაცხადა ფილისმა, თითქოს ამ სამყაროში მომხდარი ამბე-
ბის დიდი ნაწილი სწორედ მისი დამსახურება იყო.
– ძალიან მინდა, მართლა მოხდეს რამე... რამე გასაოცა-
რი, ჯადოსნური და არაჩვეულებრივი, – მეოცნებე სახით ჩა-
იბუტბუტა ბობიმ.
და ბობის ამ ნატვრიდან ზუსტად ოთხი დღის შემდეგ ეს ჯა-
დოსნური და გასაოცარი რაღაც მართლაც მოხდა. წინააღმდე-
გი სულაც არ ვარ, გითხრათ, რომ ბობის ნატვრიდან მის შეს-
რულებამდე სულ სამი დღე გავიდა, რადგან ზღაპრებში ხომ
ნატვრა ყოველთვის სამ დღეში სრულდება, მაგრამ, ჯერ ერთი,
რომ ეს ამბავი ზღაპარი არ არის და მეორეც, ბობის ნატვრა
სწორედ ოთხ დღეში ასრულდა და არა სამში, ამიტომ ვერც მე
მოგატყუებთ და სიმართლეს ვერ დავამახინჯებ.
ისე გამოვიდა, რომ იმ ბოლო რამდენიმე დღის განმავლო-
ბაში ბობის, პიტერსა და ფილისს რკინიგზისკენ აღარ გაუხე-
დავთ და ამის გამო, სამივეს ცალ-ცალკე, ყოველდღიურად
სულ უფრო და უფრო გაზრდილი და ცხადად აღსაქმელი უსია-
მოვნო, მძიმე დანაკლისის გრძნობა უღრღნიდა გულს. ბო-
ლოს ფილისმა ვეღარ მოითმინა და ნაღვლიანად იკითხა:
– ნეტა რკინიგზას არ ვენატრებით? რამდენი ხანია, აღარ
მოგვინახულებია.
331
– ჰო, მგონი, უმადური ბავშვებივით ვიქცევით, – თქვა ბო-
ბიმ, – ერთადერთი რკინიგზა არ იყო, სადაც ვერთობოდით,
როცა ჯერ არავის ვიცნობდით და ვერავისთან ვთამაშობდით?!
– აი, პერქსს კი არ დავავიწყდით, – დანაშაულის გრძნობა
დაეუფლა პიტერსაც, – ლამის ყოველდღე მოდის და ჯიმის ამ-
ბავს კითხულობს... უი, გუშინ მითხრა, რომ მესიგნალის შვი-
ლი უკეთ ყოფილა.
– სინამდვილეში, მე ადამიანებს კი არა, ჩვენს საყვარელ
რკინიგზას ვგულისხმობდი, – დააზუსტა ფილისმა.
– ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ დღეს სამშაბათია და,
ესე იგი, უკვე მეოთხე დღეა, ათის თხუთმეტ წუთზე ჩვენს მწვა-
ნე გველეშაპს არ მივსალმებივართ და მამასთან მოკითხვა არ
დაგვიბარებია, – გულდაწყვეტით დაამატა ბობიმ.
– ჰოდა, მოდი, წავიდეთ და ხელი დავუქნიოთ! – გამოაცხა-
და ფილისმა.
და ისინიც წავიდნენ.
მიდიოდნენ და სამივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ეს
გზა ბოლოს ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ გაიარეს. საქმე
ის იყო, რომ ჯიმის გამოჩენასთან ერთად სამსაკვამურიან სახ-
ლში მომხდარმა ცვლილებებმა, იმან, რომ იქ ახლა მოახლე
და მზარეული ფუსფუსებდნენ და დედას დილიდან დაღამებამ-
დე თავის კაბინეტში ჯდომა და მუშაობა არ უწევდა, თითქოს
დროის სვლა ააჩქარაო, მათ აღქმაში სულ ცოტა ხნის წინან-
დელი დღეები სადღაც შორეულ წარსულში გადაისროლა და
ბავშვებს ახლა ეჩვენებოდათ, რომ სამსაკვამურიან სახლში
გატარებული იმ პირველი დღიდან, როდესაც სისხამ დილას
გაიღვიძეს, ჩაიდნის ძირი დაწვეს, საუზმეზე ვაშლის ღვეზელი
შეჭამეს და რკინიგზა პირველად დაინახეს, ლამის მთელი წე-
ლი გასულიყო.

332
უკვე სექტემბერი იდგა. რკინიგზისკენ დაშვებულ ფერდობ-
ზე ბალახი გამხმარიყო და, კორდიდან ამოშვერილი ცალკეუ-
ლი ღეროები კი ახალთახალი და ჯერაც უხმარი მავთულის
ნაგლეჯებივით მზეზე მოოქროსფრო-სპილენძისფრად ბზინავ-
და. ცისფერი მაჩიტები წვრილ, მაგრამ ძლიერ ღეროებზე
თრთოდნენ. ფოლიოებს თავისი მრგვალი, იისფერი გულები
ფართოდ გადაეშალათ და მზეს ესალმებოდნენ. ზუსტად სამ-
საკვამურიანი სახლისა და რკინიგზის შუა გზაზე მდებარე ტბო-
რის ნაპირები კი კრაზანას ოქროსფერი ვარსკვლავებით გა-
დაპენტილიყო. ბობიმ გზად ყვავილების დიდი თაიგული შეკრა
და იმის წარმოდგენამ, რომ ეს თაიგული ჯიმის საბრალო, მო-
ტეხილ ფეხზე გადაფარებულ აბრეშუმის მწვანე და ვარდისფე-
რი ნაჭრებისგან შეკერილ თხელ საბანს საოცრად მოუხდებო-
და, გული სიხარულით აუვსო.
– ჰე, გაინძერით, – ააჩქარა დები პიტერმა, – თორემ ჩვენი
მწვანე გველეშაპი გაგვასწრებს.
– ამაზე მეტი როგორღა გავინძრე, ისედაც ჩქარა მოვდი-
ვარ, – ქოშინით უპასუხა ფილისმა, – ო-ო, რა უბედურებაა რა,
ისევ თასმა გამეხსნა!
– დარწმუნებული ვარ, ჯვრის დასაწერად ეკლესიისკენ
რომ წახვალ, იქაც გაგეხსნება თასმა, შენი საქმრო ზედ წამოე-
დება და ეკლესიის კარიბჭესთან დაგებულ ორნამენტიან ქვის
ფილებს პირდაპირ ცხვირით დაასკდება! – გამოუცხადა კო-
პებშეკრულმა პიტერმა. – მერე ცხვირგატეხილ კაცთან ჯვრის
დაწერას იუკადრისებ და ცხოვრების ბოლომდე შინაბერად
დარჩები.
– კი, აბა! სულაც არ ვიუკადრისებ! – აღშფოთდა ფილისი.
– ჯობია, ცხვირგატეხილ კაცს გავყვე ცოლად, ვიდრე სამუდა-
მოდ მარტო დავრჩე.

333
– არა, ცხვირგატეხილ კაცთან ჯვრის დაწერა ძალიან ცუდი
აზრია, – ძმის ხუმრობას მხარი აუბა ბობიმ, – წარმოიდგინე,
რა საშინელება იქნება, იმ თავისი გატეხილი ცხვირით ყვავი-
ლების დაყნოსვას რომ ვერ შეძლებს!
– რა დროს ყვავილები და ჯვრისწერაა! – დაიყვირა პიტერ-
მა. – არ გესმით? საყვირის ხმაა, სადაცაა, მატარებელი ჩაივ-
ლის! უნდა გავიქცეთ!
და ისინიც გაიქცნენ, მატარებლის ჩამოვლამდე ღობეზე აძ-
რომა მოასწრეს და მწვანე გველეშაპს ცხვირსახოცები დაუქ-
ნიეს, თანაც ისე, რომ იმწუთას, რა თქმა უნდა, არც კი დაფიქ-
რებულან, ჭუჭყიანი ცხვირსახოცები ეჭირათ ხელში თუ სუფ-
თა.
– მამიკოს ჩვენი მოკითხვა გადაეცი! – დაიყვირა ბობიმ და
ბობის მაშინვე უმცროსი და-ძმაც აჰყვა:
– გადაეცი მამიკოს, რომ ძალიან გვიყვარს!
მოხუცმა ჯენტლმენმა თავისი პირველი კლასის ვაგონიდან
ბავშვებს პასუხად მოკეცილი გაზეთი დაუქნია, თუმცა ამაში
გასაკვირი, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, ის ხომ მათ მისალ-
მებას ყოველთვის პასუხობდა... ბავშვები სხვა რამემ, იმან გა-
აკვირვა, სხვა ფანჯრებში სხვა მგზავრების მოკეცილი გაზეთე-
ბი, ცხვირსახოცები და უბრალოდ ხელები გამოჩნდა და სანამ
მწვანე გველეშაპი რახრახით მიგრიალებდა და მატარებლის
სიმძიმისა და სიჩქარისგან მის ბორბლებქვეშ კენჭები ხტოდა
და ცეკვავდა, ყველა ფანჯრიდან ყველა მგზავრი მათ ესალმე-
ბოდა.
ბავშვებმა ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით გადახე-
დეს.
– დაინახეთ? – წამოიძახა პიტერმა.
– ო-ოჰ! – თვალები გაუფართოვდა ბობის.
– ოჰო! – ამოიქშინა ფილისმა.
334
– ეს რა იყო? – უფრო თავისთვის, ვიდრე პასუხის მისაღე-
ბად ამოიბუტბუტა პიტერმა და ისევ დებს შეხედა.
– არ ვიცი, ვერ ვხვდები... – უპასუხა ბობიმ, – ეტყობა, ჩვენ-
მა მოხუცმა ჯენტლმენმა სთხოვა თავის სადგურში მგზავრებს,
რომ ჩვენთვის ხელი დაექნიათ, ალბათ უბრალოდ იმისთვის,
რომ გავეხარებინეთ.
რა უცნაურიც გინდა იყოს, ბობი მართალი აღმოჩნდა. მო-
ხუცი ჯენტლმენი, რომელსაც თავის სადგურში ყველა იცნობ-
და და ყველა დიდ პატივს სცემდა, იმ დილას სადგურში მატა-
რებლის გასვლამდე მივიდა, იმ კართან გაჩერდა, რომელთა-
ნაც ფრიად საინტერესო საგნით – კომპოსტერით34 შეიარაღე-
ბული სადგურის ახალგაზრდა მოხელე იდგა და მატარებლის-
კენ მიმავალ ყოველ მგზავრს ხმადაბლა რაღაც გადაულაპა-
რაკა, რის პასუხადაც მათ, თუმცა კი სხვადასხვა გამომეტყვე-
ლებით – ერთმა ნაწილმა პატივისცემით, გაკვირვებით, ინტე-
რესითა და სიხარულით, მეორემ დაეჭვებით, მესამემ კი სუ-
ლაც უკმაყოფილო, მაგრამ დამყოლი თანხმობით – თავი და-
უქნიეს, პლატფორმაზე გასულებმა კი დილის გაზეთი გაშალეს
და ერთ-ერთი სტატიის კითხვა დაიწყეს... მერე კი, როდესაც ეს
ადამიანები მატარებელში ჩასხდნენ, მოხუცი ჯენტლმენის
ნათქვამი იმათ გადასცეს, ვინც ვაგონებში დახვდათ, რის პასუ-
ხადაც ახლა იმათ აიღეს თავიანთი გაზეთები, ის რომელიღაც
ერთი სტატია ინტერესით წაიკითხეს და თავები გაკვირვებუ-
ლებმა და ძირითადად, გახარებულებმა გადააქნიეს. ხოლო
როდესაც მატარებელი იმ ღობეს გაუსწორდა, რომელზეც ბავ-
შვები იდგნენ, მატარებლის ბავშვებისკენ მიმართული მხარე
ხელებით, ცხვირსახოცებითა და მოკეცილი გაზეთებით მასკე-
ლინთან და კუკთან ნანახი მეფის კორონაციის ამსახველი

34
ხელსაწყო, რომლითაც ხვრეტენ ბილეთებს
335
თეთრად გადაპენტილი სურათებივით ისე აფრთხიალდა, რომ
ბავშვების წარმოსახვაში თავად მატარებელი გაცოცხლდა და
ახლა იმ სიყვარულზე პასუხობდა სიყვარულით, რომელსაც
ბობი, პიტერი და ფილისი ასე დაუნანებლად და გულუხვად
ჩუქნიდნენ მწვანე გველეშაპს ამდენი თვის განმავლობაში.
– გასაოცარია! – გაოგნებული სახით ამოიბუტბუტა პიტერ-
მა.
– საოცარია! – ექოსავით გაიმეორა ფილისმა.
– არ მოგეჩვენათ, რომ დღეს მოხუცი ჯენტლმენი გაზეთს
როგორღაც, ადრინდელზე უფრო გახარებული გვიქნევდა? –
იკითხა ჩაფიქრებულმა ბობიმ.
– არა, – უპასუხა ერთხმად ორივემ.
– მე კიდევ მომეჩვენა... – თქვა ბობიმ, – რატომღაც გავი-
ფიქრე, რომ უნდოდა, იმ თავისი გაზეთით ჩვენთვის რაღაც
მნიშვნელოვანი ეთქვა.
– რა ეთქვა? – სრულიად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით
აენთო თვალები პიტერს.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ბობიმ, – თავს ძალიან უცნაუ-
რად ვგრძნობ, მეჩვენება, სადაცაა, რაღაც უნდა მოხდეს.
– მე ვიცი, რაც მოხდება, – გამოაცხადა პიტერმა, – ახლა
ფილისს წინდა ჩასძვრება.
და ეს სრული სიმართლე იყო. ფილისი მწვანე გველეშაპს
ხელებს ისეთი მონდომებით უქნევდა, რომ მაღალყელიანი
წინდის დამჭერი გაუწყდა და წინდა ფეხზე ჩაეჩაჩა. ბობიმ წინ-
დის დამჭერად ფილისს ფეხზე თავისი ცხვირსახოცი შემოუჭი-
რა და სამივენი სახლში წავიდნენ.
ბობის იმ დღეს გაკვეთილზე ჯდომა და მეცადინეობა განსა-
კუთრებით გაუჭირდა და თავი ძალიან მარტივ ამოცანაზე შე-
ირცხვინა, რომლის მიხედვითაც ორმოცდარვა გირვანქა
ხორცი და ოცდათექვსმეტი გირვანქა პური ას ორმოცდაოთხი
336
მშიერი ბავშვისთვის უნდა გაენაწილებინა. ეს ბობისთვის იმ-
დენად უჩვეულო იყო, რომ დედა შეშფოთდა კიდეც:
– თავს როგორ გრძნობ, ძვირფასო, ცუდად ხომ არ ხარ? –
ჰკითხა აღელვებულმა.
– არ ვიცი, – უთხრა ბობიმ და თავისი პასუხით დედა კიდევ
უფრო დააბნია, – მე თვითონაც ვერ ვხდები, რა მჭირს და სი-
ნამდვილეში მეცადინეობაც არ მეზარება, მაგრამ... დედიკო,
შეიძლება წავიდე და დღეს გაკვეთილები გავაცდინო? უბრა-
ლოდ, ვგრძნობ, რომ მარტო ყოფნა მინდა.
– რა თქმა უნდა, წადი, – დათანხმდა დედა, – მაგრამ...
ისე, რომ დედას ფრაზაც არ დაამთავრებინა, ბობი სწრა-
ფად წამოდგა და სიჩქარეში თავისი გრიფელის დაფა იატაკზე
დაუვარდა. დაფა ზუსტად იმ პატარა მწვანე ნიშანზე გაიბზარა,
რომელსაც ფიგურების გამოსახაზად იყენებდნენ ხოლმე და
შეიძლება ითქვას, გამოუსადეგარი გახდა, მაგრამ ბობი და-
ფის ასაღებადაც არ გაჩერდა და ოთხიდან სირბილით გავიდა.
დედა მას შემოსასვლელში დაეწია, სადაც კვლავაც ერთიანად
ფიქრებში ჩაძირული ბობი ლაბადებსა და ქოლგებს შორის
თავის საზაფხულო ჩალის ქუდს ეძებდა.
– რა მოხდა, საყვარელო, რა დაგემართა?
– არ ვიცი, – ამოიქოშინა აღელვებულმა ბობიმ, – მაგრამ
მინდა, მარტო დავრჩე და მივხვდე, რატომ მაქვს ისეთი შეგ-
რძნება, თითქოს თავი სრულიად გამომიცარიელდა, შიგნით
კი ყველაფერი ერთმანეთში გადამეხლართა და სადაცაა, გუ-
ლი მკერდიდან ამომიხტება.
– იქნებ ჯობია, წამოწვე? – შეშფოთებული სახით ჰკითხა
დედამ და თავზე ხელი გადაუსვა.
– არა, მგონი, ბაღში გასვლა უფრო მიშველის, – უპასუხა
ბობიმ.

337
მაგრამ ბობიმ დამშვიდება ვერც იქ შეძლო. მოეჩვენა, რომ
აყვავებულ ბალბებს, ასტრებს და შემოდგომის გვიან ვარდებ-
საც თავები მოეღერებინათ და რაღაცის მოლოდინში გარინ-
დულიყვნენ. თუმცა არა მარტო ყვავილები, თვით სექტემბრის
ეს თბილი, მშვიდი და ნათელი დღეც კი რაღაცას ელოდა... ბო-
ბის კი ლოდინი აღარ შეეძლო.
– სადგურში წავალ, – თქვა თავისთვის, – და პერქსს დავე-
ლაპარაკები, მესიგნალის შვილის ამბავს მაინც ვკითხავ...
თქვა და სწრაფი ნაბიჯით ჩაუყვა ფერდობს. პირველი ადა-
მიანი, ვისაც ბობი სადგურისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა, ფოს-
ტის მოხელე მოხუცი ქალბატონი იყო. ქალი ბობის მოეხვია,
აკოცა და, გოგონას გასაკვირად, ყოველგვარი შესავლის გა-
რეშე მოღიმარი სახით უთხრა:
– უფალმა დაგლოცოს, საყვარელო! – მერე წამით გაჩუმდა
და დაამატა: – ჰე, მიდი, მიდი, გაიქეცი, აღარ დაგაყოვნებ!
გასცდა თუ არა ბობი ფოსტას, ფართლეულის მაღაზიის გამ-
ყიდველმა ბიჭმა, რომელსაც და-ძმასთან შეხვედრისას თავი,
როგორც წესი, ყოველთვის ქედმაღლურად ეჭირა და მათ მი-
მართ დაუფარავ სიძულვილსა და მტრულ დამოკიდებულებას
ამჟღავნებდა, ბობის დანახვაზე ხელი რატომღაც კეპთან მი-
იტანა და იმ აშკარა მტრული დამოკიდებულების ფონზე სრუ-
ლიად წარმოუდგენელი რამ წარმოთქვა:
– დილა მშვიდობისა, მის! დარწმუნებული ვარ...
კიდევ უფრო უცნაურად გაშლილი გაზეთით ხელში საპი-
რისპირო მხარეს მიმავალი მჭედელი მოიქცა. სინამდვილეში,
მჭედელი მუდამ კოპებშეკრული და მოქუფრული, იმ ადამიან-
თა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თითქმის არასდროს
იღიმებიან, მაგრამ ამჯერად ბობის დანახვისთანავე, ჯერ
იყოდა გაზეთი დაუქნია საკმაოდ შორიდან, მერე კი, როდესაც

338
ერთმანეთს გაუსწორდნენ და ბობიმ დილა მშვიდობისა უსურ-
ვა, თვითონაც მიესალმა და სახეგაბადრულმა უთხრა:
– თქვენც დილა მშვიდობისა, მის. და კიდევ ბევრ, ძალიან
ბევრ მშვიდობიან დილასა და სიხარულს გისურვებთ, აი, ასე!
– ოჰ, – აღფრთოვანებით ამოიოხრა ბობიმ, მჭედელს რომ
გასცდა და იგრძნო, გული გამალებით უცემდა: – დღეს მარ-
თლა რაღაც მოხდება. ყველა ისე უცნაურად იქცევა... ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვიყო.
ბობის სადგურის უფროსიც ძალიან თბილად მიესალმა და
ხელი ჩამოართვა, თუმცა ეს თბილი მისალმებაც განსხვავებუ-
ლი იყო, თავის დიდ ხელში მოქცეული ბობის პატარა ხელი
სადგურის უფროსმა იმდენ ხანს იქნია ზევით-ქვევით, გეგონე-
ბოდა, წყლის ტუმბოს სახელური უჭირავს და წყლის ამოქაჩ-
ვას ცდილობსო, ბოლოს კი ფრიად მრავალმნიშვნელოვანი
გამომეტყველებით გამოუცხადა:
– მატარებელი, რომელიც თერთმეტ საათსა და ორმოცდა-
თოთხმეტ წუთზე უნდა ჩამომდგარიყო, ცოტა აგვიანებს, მის.
ხომ გესმით, ხალხი შვებულებებიდან ბრუნდება და ბარგის ვა-
გონებში შეტანას დიდი დრო მიაქვს.
მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაემართა სადგურის წმიდათაწმი-
და ადგილის, თავისი კაბინეტისკენ, საითაც დაუკითხავად
უკან გაყოლას, რა თქმა უნდა, ბობიც კი ვერ გაბედავდა.
პერქსი არსად ჩანდა და პლატფორმაზე მარტო მდგარ ბო-
ბის კომპანიას მხოლოდ სადგურის კატა უწევდა. ჭრელი შეფე-
რილობის ამ პატარა ქალბატონს ადამიანებთან ურთიერთობა
დიდად არ იზიდავდა, მაგრამ დღეს პირდაპირ ბობისკენ წამო-
იზლაზნა, ზურგი ჩაზნიქა, კუდი გაიქნია და ბობის ფეხებთან
კრუტუნ-კრუტუნით მოსული, მაღალყელიან ყავისფერ წინდა-
ზე გაეხახუნა.

339
– რა საყვარელი ხარ! – გაუღიმა კატას ბობიმ და მის მოსა-
ფერებლად დაიხარა. – შენც მოხვედი, ფისო? რა კეთილები
ხართ დღეს ყველა...
პერქსი მანამდე არ გამოჩნდა, სანამ დაგვიანებით მომავა-
ლი მატარებლის სადგურთან მოახლოების სიგნალი არ გაის-
მა და პლატფორმაზე საიდანღაც უეცრად გაჩენილ პერქსსაც,
ისევე, როგორც იმ დილას თითქმის ყველას, ბობიმ ხელში გა-
ზეთი დაუნახა.
– დილა მშვიდობისა! – მიესალმა ის ბობის. – აი, შენც მოხ-
ვედი. ჰმ, თუ ეს ის მატარებელია, გამოდის, რომ დროულად
მოსულხარ. ღმერთმა დაგლოცოს, ჩემო ძვირფასო. გაზეთში
ყველაფერი წავიკითხე და მინდა გითხრა, ჩემს ცხოვრებაში,
აი, რაც ამ ქვეყანას მოვევლინე, ასე არაფერი გამხარებია! –
ის წუთით გაჩუმდა და ბობის გახარებული ღიმილით მიაჩერ-
და, მერე კი უეცრად დაამატა: – არა, თავს ვერ შევიკავებ, მის,
ოღონდ არ მიწყინოთ, მაინც ასეთი დღეა და არ გამიბრაზდეთ,
კარგი?! – და ბობისკენ დახრილმა ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა,
მერე მეორეზე, ბოლოს გასწორდა, მოღიმარ სახეზე უხერხუ-
ლობა დაეწერა და შეშფოთებულმა ისევ ჰკითხა: – ხომ არ გაწ-
ყენინე? ძალიან ბევრის უფლება ხომ არ მივეცი თავს? უბრა-
ლოდ, ისეთი დღეა, რომ... ხომ გესმის?
– არა, არა, რას ამბობთ, მისტერ პერქს, – უპასუხა ნაჩქა-
რევად ბობიმ, – რა უნდა მწყენოდა, რა თქმა უნდა, ზედმეტი
არაფერი მოგსვლიათ, ჩვენ ხომ ჩვენი ნამდვილი ბიძასავით
გვიყვარხართ... მაგრამ რა იგულისხმეთ, ასეთი დღეაო, რომ
მითხარით?
– ის, რომ ასეთი დღეა, – უპასუხა პერქსმა, – რა, არ მით-
ქვამს, გაზეთში რა წავიკითხე?
– არა, რა წაიკითხეთ? – როგორც იქნა, მთავარი კითხვა
დასვა ბობიმ, მაგრამ იქაურობა უეცრად თერთმეტ საათსა და
340
ორმოცდათოთხმეტ წუთზე მომსვლელი მატარებლის ორ-
თქლში გაეხვა და პლატფორმაზე გამოსულმა სადგურის უფ-
როსმაც პერქსის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად დაინახა.
ბობი პლატფორმაზე ისევ მარტო დარჩა. სადგურის კატა
ამასობაში ჩამოსაჯდომი მერხის ქვეშ შემძვრალიყო და ბობის
თავისი ოქროსფერი თვალებით მეგობრულად შეჰყურებდა.
თქვენ, რა თქმა უნდა, უკვე მიხვდით, რა უნდა მომხდარი-
ყო, მაგრამ ბობი ასეთი მიხვედრილობით ნამდვილად ვერ და-
იკვეხნიდა და, საგონებელში ჩავარდნილი და დაბნეული,
აქეთ-იქით იყურებოდა. მთელი იმ დილის განმავლობაში ის
საშინლად ღელავდა და ბუნდოვანი, რაღაც გაურკვეველი მო-
ლოდინის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორი გრძნობითაც
გულები, როგორც წესი, მხოლოდ რაღაც სანუკვარზე ოცნები-
სას გვევსება ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი,
რას უგრძნობდა გული ბობის, შესაძლოა, სწორედ იმას უკარ-
ნახებდა, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ მისი
გონება დუმდა და თუკი მხოლოდ ფიქრს და გონებას დაუჯე-
რებდა, არაფერსაც არ ელოდებოდა, რადგან შორეული გზი-
დან მომავალი მგზავრივით, რომელიც იმდენ ხანს მოდიოდა,
რომ სადილადაც არ ჩამოჯდა და გზა მშიერმა განაგრძო, მხო-
ლოდ საშინელ სიცარიელესა და დაღლილობას გრძნობდა.
თერთმეტ საათსა და ორმოცდათოთხმეტ წუთზე პლატ-
ფორმაზე ჩამომდგარი მატარებლიდან მხოლოდ სამი მგზავ-
რი ჩამოვიდა. პირველი სოფლის მკვიდრი იყო. მას ცოცხალი
ვარიებით სავსე ორი დიდი დაწნული ყუთი მოჰქონდა, რომ-
ლის ღიად დატოვებული ნახვრეტებიდანაც დამფრთხალ ვა-
რიებს მოწითალო-მოყავისფრო თავები გამოეყოთ. მეორე,
ხელში თუნუქის ყუთითა და ყავისფერ ქაღალდში გახვეული
სამი შეკვრით, ბაყლის ცოლის ბიძაშვილი, მისის პეკეტი აღ-
მოჩნდა. მესამე კი...
341
– მამა! ჩემი მამიკო! – ეს ყვირილი სადგურის მთელ სივ-
რცეს მოედო და მატარებელში მჯდარი ყოველი მგზავრის
გულს ბასრი დანასავით ჩაესო. ადამიანებმა ფანჯრებიდან გა-
მოიხედეს და მაღალი, გაფითრებული, წვრილ და უფერულტუ-
ჩებიანი მამაკაცი და მისკენ გაქანებული პატარა გოგონა და-
ინახეს, რომელიც წამის მერე კისერზე შეახტა მამას და მამა-
მაც ის ორივე ხელით მაგრად მიიკრა გულზე.

***
– ვიცოდი, ვიცოდი, რომ დღეს რაღაც არაჩვეულებრივი
მოხდებოდა, – ტიკტიკებდა ბობი, როცა მამა-შვილი უკვე სახ-
ლისკენ მიდიოდა, – მაგრამ რას წარმოვიდგენდი! რას წარმო-
ვიდგენდი, თუ შენ ჩამოხვიდოდი! ჩემი მამიკო, ჩემი საყვარე-
ლი მამიკო!
– გინდა მითხრა, რომ დედას ჩემი წერილი არ მიუღია? –
გაუკვირდა მამას.
– დღეს დილას ფოსტალიონს არც ერთი წერილი არ მო-
უტანია... მამიკო, ჩემო მამიკო, არც კი მჯერა, რომ გხედავ! შენ
ხარ?! მართლა შენ ხარ?!
თითქოს იმის დამადასტურებლად, რომ ეს ყველაფერი რე-
ალობა იყო, მამამ ბობის პატარა ხელზე რბილად მოუჭირა ხე-
ლი და, როგორც ყოველთვის, ახლაც გული იმედით აუვსო.
– იცი, რა, ბობი, უკეთესი იქნება, თუ ჯერ შენ შეხვალ სახ-
ლში. დედას უთხარი, რომ ის, ვინც მართლა გაყიდა საიდუმ-
ლო ინფორმაცია, დაჭერილია და ახლა უკვე ყველამ იცის,
რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია.
– მე ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ დამნაშავე არ იყავი!‒
წამოიძახა ბობიმ, ‒და დედამაც! და ჩვენმა მოხუცმა ჯენტლმე-
342
სნმაც!
– ეს ყველაფერი სწორედ მისი დამსახურებაა, – თავი და-
უქნია მამამ, – ჰო, დედათქვენმა მომწერა და შემატყობინა,
რომ ეს ამბავი შემთხვევით გაიგე... რომ ყველანაირად გვერ-
დში ედექი და ყველაფერში ეხმარებოდი. შენ ჩემი უსაყვარ-
ლესი, ჭკვიანი გოგო ხარ, ბობი.
ამ სიტყვების მერე ისინი ცოტა ხანს გაჩერდნენ და სახლის-
კენ წავიდნენ.
და აი, ვხედავ, როგორ ჭრის მამა-შვილი ჩქარი ნაბიჯით
მინდორს, როგორ შედის ბობი სახლში და როგორ ცდილობს,
მისმა სიხარულით ანთებულმა თვალებმა დროზე ადრე არ
გასცეს... ჯერ არ შეიძლება, ჯერ სწორად შერჩეული, ხმადაბა-
ლი, ალერსიანი და შესაფერისი სიტყვები უნდა იპოვოს, რომ
დედასთან მივიდეს და უთხრას... უთხრას, რომ დარდი, გაჭირ-
ვება და განშორება დასრულებულია და მამა დაბრუნდა.
მე ვხედავ მამასაც, ბაღში რომ დარჩა და იცდის... იცდის,
ნელი ნაბიჯით დადის, გვიანი შემოდგომის ყვავილებს უყუ-
რებს და მას შემდეგ, რაც ამ უსასრულოდ გაწელილი თვეების,
მთელი გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ
ქვის ფილებს, ხრეშსა და ქვებს შორის ალაგ-ალაგ საცოდავად
თავამოყოფილ სუსტ ბალახს ხედავდა, ყოველი მათგანი ნამ-
დვილ სასწაულად ეჩვენება... ის ნელი ნაბიჯით დადის და მზე-
რით სათითაოდ ყველა ყვავილს ეფერება, მაგრამ თვალი
დროდადრო მოუთმენლად მაინც სახლისკენ გაურბის, მერე
კი ყვავილებს სულაც ზურგს აქცევს და უახლოეს კართან მისუ-
ლი, ჩერდება. ეს სახლის უკანა კარია და ამ კარის თავზე უამ-
რავი მერცხალი დაფრინავს, სწორედ ის მერცხლები, რომელ-
თათვისაც ბავშვებმა თიხის ბუდეები გამოძერწეს და, რომლე-
ბიც ახლა ცივი ქარისგან და ყინვისგან შორს, იმ მხარეში გა-
საფრენად ემზადებიან, სადაც მუდამ სითბოა.
343
მერე, როგორც იქნა, სახლის კარი იღება და ბობის ხმა მეს-
მის:
– შემოდი, მამიკო, ჩქარა, შემოდი!
მამა სახლში შედის და კარი იხურება... ვფიქრობ, არ ღირს,
ეს კარი ისევ შევაღოთ და სახლში დაბრუნებულ მაღალ, გამ-
ხდარ კაცს უკან გავყვეთ. ჩვენ ახლა იქ აღარავის ვჭირდებით,
ამიტომ ჯობია, იქაურობას სწრაფად და უხმაუროდ გავეცა-
ლოთ და მხოლოდ მას შემდეგ გავჩერდეთ, რაც კორდიდან
ალაგ-ალაგ მავთულივით ამოშვერილი და მზეზე მოოქროს-
ფრო-სპილენძისფრად მბზინავი ბალახის ღეროებით, ცისფე-
რი მაჩიტებით, ფოლიოებითა და ვარსკვლავებივით გადაშ-
ლილი ოქროსფერი კრაზანებით მოფენილი მინდვრის მეორე
კიდესთან აღმოვჩნდებით... გავჩერდეთ, რომ მხარს უკან გა-
ვიხედოთ და თვალი კიდევ ერთხელ და უკანასკნელად შევავ-
ლოთ თეთრ, სამსაკვამურიან სახლს, რომლის ბინადართა
უღრუბლო ცხოვრებასაც უკვე ცუდი აღარაფერი ემუქრება.

344

You might also like