ოტია იოსელიანი - ვარსკვლავთცვენა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 218

1

ვარსკვლავთცვენა

2
ვარსკვლავთცვენა

ჩემო ვიქტორ პეტროვიჩ!


შენ ჩემთან საუბარში, სხვათა შორის, გითქვამს: – თქვენ,
ქართველებს, ომი არ გინახავთო.
– შეიძლება არ გვინახავს-მეთქი.
– თქვენ, ალბათ, გერმანული თვითმფრინავიც არ დაგინა-
ხავთო.
– მე პირადად, არა-მეთქი.
ახლა რახანია აღარ მინახიხართ. მომენატრა შენი როხრო-
ხა სიცილი და პირდაპირი საუბარი. სახლშიც არავინაა, რომ
ხმა გამცეს, გარეთ ნაწვიმარია და გავლა არ ღირს. ვზივარ
ჩემთვის და ვწერ, გწერ, გწერ შენ რაც დამამახსოვრდა ომის
დროიდან.
სიყვარულით, ოტია იოსელიანი

3
რიკტაფელა

იმ დღეს რიკ-ტაფელას თამაშს არ ვაპირებდით. წინა ღამით


შევთანხმდით, დილიდანვე გავმძვრალიყავით სახლიდან, იქ-
ნებ გოჩას ფილთაც დაეთრია, თუ არა, შურდულები ხომ თან
გვქონდა. გვინდოდა ტუხუიასთვისაც გვეთქვა, მაგრამ მერე
კლიმენტიას ნაშვილებიც წამოყოფდა თავს და ყვავის ბუდეში
ვინ იცის, რამდენი ბახალა იყო.
გოჩა გოგონას თვალის ასახვევად დუქნებზე წავიდოდა,
იქიდან ისე, რომ დუქანში არც შეიხედავდა, ორღობეებით ჩამ-
ოირბენდა ცეტერაძეების კარზე და პირდაპირ მინდორში შევ-
ხვდებოდით, იქიდან ტყეში ვრგავდით თავს, ტყიდან – ყანებ-
ით, ბოგირზე არ გადავიდოდით, ჩქერში გავტოპავდით, წყლის
პირზე საშურდულე კენჭებით ავივსებდით ჯიბეებს და კეხტეხი-
ას სერს შევუყვებოდით.
...მაგრამ ასე არ მოხდა.
როგორც კი ღობეს გადავევლე და გზას დავადექი, გოჩას
ჭიშკართან სტვენა წამოვიწყე. ვიცოდი, გოგონას, მიწის ქვეშ-
აც რომ მევლო, ვერ დავემალებოდი.
ეზოდან სტვენით გამომაჯავრა. შევხედე. მაღალ ოჩოფეხე-
ბზე შემდგარი უახლოვდებოდა ჭიშკარს.
– გამარჯობა, გოგონა! – დავუტკბი მე.
– დილა მშვიდობისა! – მოუახლოვდა ჭიშკარს და ოჩოფე-
ხებზე ამაღლებულმა ლატანებს ზემოდან გადმომხედა, მერე
გზას გააყოლა თვალი და გრძლად დაუსტვინა.
– რა გოგოს საქმეა სტვენა!

4
– ეს გოგიტას არ ეკითხება! – მერე თვალით მინდვრებისა-
კენ მანიშნა, – უკვე გაუდექით გზას?
– რა გზას?!. – რამდენადაც შემეძლო, გავიოცე მე.
ისე აკისკისდა, ხელიდან ოჩოფეხის სახელური გაუსხლტა
და ცალ ფეხზე ყანჩასავით დარჩა ჭიშკარს მოყრდნობილი.
უცებ ერთმანეთს გადააბა წარბები და გაანჩხლდა:
– სულ მე უნდა ვმწყემსო ძროხები? – მერე ვიღაცას მოჰკრა
თვალი, ისევ გაეხსნა სახე.
გოგონას ეზოდან მინდვრამდე სულ სამი მოსახლეა. ბოლო
ჭიშკრიდან ქალი გამოვიდა. იგი დამფრთხალივით აცეცებდა
თვალებს და გზას ნაძალადევი სიდინჯით გამოჰყვა.
– ვინაა? – ვანიშნე გოგონას, რომ საუბარი სხვა რამეზე გა-
დამეტანა.
– ვინაა? ვინ უნდა იყოს, არ იცი, აჰ!
ვიცოდი, რომ ამირანმა ცოლი შეირთო ამ სამი კვირის წინ.
ქორწილის დღესაც დავინახე. დავინახე ისე, სხვათა შორის,
რადგან ყველას უნდოდა დაენახა. აქებდნენ – კარგი ქალიაო.
მე არ ვიცი, რა იყო აქ კარგი, დამამახსოვრდა, რომ დიდრონი
თვალები ჰქონდა... მერე არც მინახავს.
– ამირანის ცოლი თუა!
– ჰო, ფატია, შე სულელო! თქვენ არაფერი გაგეგებათ, არც
სახლი იცით და არც კარი, არც მეზობელი, თუ რიკ-ტაფელას
არ თამაშობს და თქვენსავით წყალში არ იხრჩობა. შენ და გო-
ჩა სასიკვდილემ ტუხუია თავგასიებულისა და კლიმენტიას ნა-
შვილების მეტი ვინ იცით!
– ფატი ჰქვია?
– ისეთი კარგი ქალია და ამან სახელიც არ იცის, – სინანუ-
ლით თქვა გოგონამ და მოახლოებულს შეჰღიმა.
– რა ვიცი, რა ჩემი ტოლია, – თავი ვიმართლე და წასვლა

5
დავაპირე. რომ მივბრუნდი, ფატის დიდ თვალებს შევეფეთე.
იგი გვიყურებდა და თითქოს რცხვენოდა თუ რა სჭირდა, წით-
ლდებოდა კიდეც, მერე თავი დახარა და ძლივს გასაგონად გვ-
ითხრა:
– გამარჯობათ, ბავშვებო!
– გაგიმარჯოს, დეიდა ფატი!
– გაგიმარჯოს... – ვთქვი მეც და არ ვიცოდი, დეიდა უნდა
მეთქვა, თუ ბიცოლა.
– როგორა ხართ, დეიდა, საპუდრე ვერცხლის კოლოფი იპ-
ოვეთ?
– გმადლობთ, გოგონა, კარგადა ვარ, კოლოფი ვიპოვეთ,
– თქვა და ისევ გაწითლდა.
– სად მიბრძანდებით, გინდათ, მე გაგაცილებთ? – თქვა
გოგონამ, პასუხისათვის არ დაუცდია, ჩამოხტა ოჩოფეხიდან,
ჩამირბინა: – წადი, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! – ჩამილა-
პარაკა და მიმავალს ამოუდგა გვერდით. ფატის უარი არ უთ-
ქვამს გოგონას წაყოლაზე და ვიფიქრე, კარგი ქალი ყოფილა-
მეთქი.
ჯერ კიდევ გზიდან შევნიშნე მინდორზე მოძრავი თეთრი
ლაქა.
– აჰა, ტუხუიაც იქ ყოფილა, – ჩავილაპარაკე ჩემთვის, რა-
დგან სადაც თეთრი ძაღლი იყო, ტუხუიაც იქ იქნებოდა ყოველ-
თვის.
ტუხუიას მუდამ ეჭირა მჭადის სქელი ნატეხი, ყველის ნაჭე-
რი ან გახრული ძვალი და ძაღლიც და კაციც ძმურად იყოფ-
დნენ.
მე არ მიყვარდა თოლია, რადგან ტუხუიასთან ხუმრობითაც
კი არ შეიძლებოდა წაჭიდავება, შეყვირება და რიკ-ტაფელას
თამაშის დროსაც კი გვიჭირვებდა საქმეს...

6
ტუხუია და კლიმენტიას ნაშვილები – ბუდუ თამაშის დროს
ერთად იყვნენ, გოჩა და მე – ერთად. თუ ისინი იგებდნენ, რო-
გორც კი ტუხუია ზურგზე მომაჯდებოდა, ძაღლი სიხარულით
ცას ეწეოდა. გოჩა რიკს ტაფელით თვალხუჭიაც კარგად კენ-
კავდა და თვალღია ხომ ცხრა მთას იქით გასტყორცნიდა და
როგორც კი ტუხუია ზურგს მომაშვერდა, იმწამსვე მაღლა, მხ-
რებზე მოვევლებოდი ისე, რომ ფეხები მის იღლიებამდე ამე-
ტანა, თორემ თოლია ისე იწყებდა ღრენას და ისე აეშლებოდა
ქინჩზე ბალანი, კარგს არას მიქადდა.
ტუხუია გულაღმა ეგდო ბალახებში და მჭადს ღრღნიდა,
თან ხელუკუღმა ხან აღმა გადაისროდა მოზრდილა ნატეხს,
ხან დაღმა; ძაღლიც ხან აქეთ აწყდებოდა, ხან – იქით.
ბუდუ შუა მინდვრამდე გაჰყოლოდა რიკს. ვარჯიშობდა,
როგორც ყოველთვის. ხელში ახალი თეთრი ტაფელი ეჭირა
და ჯიუტად სცემდა. შვიდჯერ მაინც დაჰკრავდა რიკს და ერთ-
ხელ აკენკავდა. აკენკავდა და იქვე, სამ-ოთხ ნაბიჯზე ძლივს
გადაისროდა.
გოჩა არ ჩანდა.
მე უსიტყვოდ ვაპირებდი მინდვრის გადავლას, რომ ბუდუმ
შემასწრო თვალი.
– არ გაგიშვებ, დედა მომიკვდეს! – მომაძახა და ტაფელი
ხელიდან გააგდო.
– რა გინდა, ბიჭო, შენ, თუ იცი?!
– ტუხუიაა! – აყვირდა იგი.
ტუხუია შარვალში წატანებულ ძაღლს იგერიებდა და, ალ-
ბათ, ქვითქვითით იცინოდა, რაკი ჩემი მოსვლა ვერ გაიგო.
– ტუხუია, არ გეყურება?! – ისევ აყვირდა ბუდუ.
ტუხუია წამოიწია, წამოჯდა, ხელში შერჩენილი მჭადის ნა-
ტეხი ძაღლს მიუგდო და როცა მეგონა, წამოდგებოდა, ისევ გუ-

7
ლაღმა გაიშხლართა ბალახებში და მჭადზე მივარდნილ ძაღ-
ლს ფეხები ზურგზე გადააწყო.
ცეტერაძეების კარიდან დაბალი სტვენა გაისმა.
– არც გოჩას გავუშვებ! – დაიყვირა ბუდუმ და ახლა იქით
გატრიალდა.
გოჩა ჩვეულებრივ უსტვენდა რომელიღაც სიმღერის კვალ-
ობაზე და თავს იქნევდა. ტუხუიას რომ გაუსწორდა, შეუჩერებ-
ლივ, ხმამაღლა მიაძახა:
– ძაღლი მიგაკვდა სულში, ტუხუია დოყლაპია!..
ტუხუმ ისევ წამოყო თავი, მაგრამ არ წამომჯდარა. – გაგი-
მარჯოსო! – და ისევ ჩაიძირა ბალახებში.
გოჩამ სტვენით გამოსწია ჩემკენ და გზადშეხვედრილ ბუდ-
უს მიაძახა:
– პირი დამუწე, ბიჭო!
– არ გაგიშვებ! – დაიყვირა ბუდუმ.
– რაო, რა უნდა, თუ ჰკითხე? – ახლა მე მომიბრუნდა გოჩა.
– რა ვიცი, რა უნდა... მაგისას რას გაიგებ...
– არ გაგიშვებთ...
– შენი შვილიშვილი ვარ თუ ნაშვილები! შენ კლიმენტიას
არ ეკითხები, საით დაჩენჩერობ და მე მიპირებ დაკავებას?
– მეთამაშეთ, აბა, გუშინ რო...
– რა გუშინ?
– ზურგი ეწვის გუშინდელი ნახედარი, – ჩავერიე მე.
– ეე, ტუხუია! – გასძახა გოჩამ.
ტუხუიამ წამოდგომა დააპირა. მაგრამ ძაღლს შარვლის
ტოტი ჩაეგდო პირში, არ ანებებდა.
– ტუხუიაა! – აღრიალდა ბუდუ. ძაღლმა, როგორც იქნა, უშ-
ვა პირი.
– ძალიან გცხელათ თამაში? – ვკითხე მე.

8
– ვითამაშოთ, თუ გინდათ, – თქვა ტუხუიამ და ისევ ძაღლს
ამოჰკრა ფეხი.
– მე კი არა, თქვენ თუ გინდათ!
– გვინდა, ჰო, გვინდა! ტუხუ, გვინდა... – აყაყანდა ისევ ბუ-
დუ და რიკს დაუწყო თვალით ძებნა ბალახებში.
– ვინ იწყებს?
– კენჭი ვყაროთ, – ვთქვი მე.
– არ გვინდა, – იუარა გოჩამ, – მაგათ დაიწყონ, წაგებულე-
ბი არიან.
– ჩვენ ვიწყებთ!.. – გაიხარა ბუდუმ, – დადექით, დადექით,
უკან, უკან! აი, ტუხუია, მიყურე... კიდევ დაიწი, გოგიტა, ხაზზე
არ გიდგას ფეხი! – ის თეთრ რიკს ხელში ატრიალებდა, იღე-
რებდა სასროლად, უკან გვახევინებდა, ჩვენს თავზე გადაგდე-
ბას აპირებდა, თან ეშინოდა, რიკი არ დაგვეჭირა და ისევ გვა-
ხევინებდა. ტკეპნიდა ადგილზე უბალახო, მოხოტრილ მიწას.
აქედან იწყებოდა ყოველთვის თამაში და მიწა ზამთარ-ზაფხ-
ულ უბალახო იყო.
– ისროლე, თუ სროულობ, ნუ დაგიბჩენია პირი!
– ვსროულობ, წინ არ წამოხვიდეთ. შენ ქენი პირველად,
ტუხუია, თუ გინდა! – ტუხუიას ძაღლისთვის ჩაევლო ყურში ხე-
ლი. ბუდუ ჩვენ მოგვიბრუნდა და თეთრი რიკი ჰაერში გაისრო-
ლა.
მე ორივე ხელი მაღლა აღვმართე, შევხტი, მაგრამ რიკი
თითებს შორის გამისხლტა და უკან გადავარდა.
გოჩამ თვალით გაზომა მანძილი ბუდუს ფეხებიდან რიკამ-
დე და თქვა:
– ესროლოს!
– იქნებ გადავხტეთ! – ვთქვი მე, რადგან არც ისე შორს იყო
რიკი.

9
– ესროლოს, მაინც ააცდენს.
– არაფერსაც, არაფერსაც... – ახლა ტაფელი მოიმარჯვა
ბუდუმ და რიკს დაუმიზნა.
უგერგილოდ ნასროლი თეთრი ტაფელი ჰაერში გადაბრუნ-
და, მიწას ცხვირით დაეცა, გადატრიალდა და რიკს გასცდა.
– ხომ ვთქვი! – ნიშნისგებით ჩაილაპარაკა გოჩამ.
– ა, ბიჭო, ტუხუია, ახლა შენ სცადე! – მივუყარე რიკი და ტა-
ფელი.
– არც მაგი უქნია ღმერთს! – ჩაურთო გოჩამ.
ტუხუიამ ტაფელი აიღო, უფრო შორს გადავარდნილი რიკი
ძაღლმა მოურბენინა. ბროლიამ იცოდა, თუ პატრონს ტაფელი
ეჭირა, რიკიც მისი იყო და იმწამსვე მოუტანდა, მერე გვერდით
დაუდგებოდა და მისი ხელის მოძრაობას გულისყურით ადევ-
ნებდა თვალს. გაისროდა ტუხუია რიკს და ძაღლი ჩვენს ხელ-
ებში იყო შემოჩერებული, ხომ არ დაიჭირესო. თუ ტუხუია გა-
დაზომვის შემდეგ აკენკვას დაიწყებდა, ძაღლი უკვე მიმორბო-
და მინდორში.
ამ დროს ბუდუ ადგილზე ხტოდა.
– დაჰკარი ტუხუია, დაჰკარი, ჰოო!..
ტუხუიას ნასროლი რიკი გოჩამ შეხტომით დაიჭირა ჰაერში,
მერე ტუხუიას და ბუდუს ხაზზე მოუხმო.
– მე ვიწყებ, – თქვა გოჩამ და შიშველ „დედოზე” დადგა. ძა-
ღლი უხმოდ წავიდა და დაწვა ბალახებში.
– ბროლია აღარაა ხასიათზე, – ვთქვი მე.
– იცის, რა დღეც ელის მის პატრონს.
– არაფერიც! – წამოიყვირა ბუდუმ, მაგრამ სწორედ ამ
დროს გაიელვა რიკმა ჰაერში და ბუდუმ განძრევაც ვერ მოას-
წრო, თავზე გადაუარა. რიკი შორს იყო და „დედოდან” რიკამ-
დე სამი კი არა, ბუდუს ექვსი ნახტომიც ვერ მისწვდებოდა.

10
– ვესროლო? – იკითხა გოჩამ, რომ მერე ბუდუს ჭინჭყლო-
ბა არ დაეწყო.
– ესროლე! – დაეთანხმა ტუხუ.
ბუდუმ თავი გააქნია, ეტყობოდა, მაინც ეჭვობდა.
გოჩამ ტაფელი ჰაერში სრიალით გაუშვა.
ტაფელი რიკს მოხვდა, ავარდა, გადატრიალდა და მოშორ-
ებით დაეცა.
გოჩამ ტაფელი აიღო და რიკამდე მანძილი გადაზომა.
– ერთი, ორი, – ითვლიდა ბუდუ და კვალში მისდევდა, – სა-
მი, ოთხი... შვიდი... არაფერი... მერვეს აკლია...
– კარგი, შვიდი იყოს.
გოჩამ ცალ ფეხზე ჩაიჩოქა და ტაფელმა გაიზუზუნა.
რიკი არ ამხტარა პირველ დარტყმაზე; გოჩამ მოქნეული
ტაფელით ბაიას ბალახს წააწყვიტა თავი. მერე მეორედ დაჰ-
კრა. რიკი ჰაერში შეხტა და როცა ქვევით წამოვიდა, ღონივ-
რად მოქნეულ ტაფელზე გაიტკაცუნა. გაიტკაცუნა და შორს და-
ეშვა.
ჩვენ ყიჟინით გამოვუდექით, ბუდე ძუნძულით გამოგვყვა,
ტუხუიამაც ფეხი აიდგა და თოლიაც ყველაზე ბოლოს წამოვი-
და.
გოჩამ ერთი კიდევ აკენკა და ისევ გაფრინდა რიკი, ისევ მო-
ხაზა რკალი ჰაერში, გადატრიალდა და მინდვრის განაპირას
მთიდან დაგორებულ ვეება ხავსიან ლოდს დაეცა, ასხლტა ქვა-
ზე და ლოდის ძირში ჩავარდა ბალახებში.
ჩვენ ახლა იქ მივცვივდით.
გოჩამ თვალით გაზომა. რიკი ზედ ქვის ძირთან ეგდო და გა-
მოზნექილი ლოდი ტაფელის მოქნევის საშუალებას არ იძ-
ლეოდა...
– გამოვასწორებ, – თქვა გოჩამ.

11
– არაფერიც, მანდ დაჰკარი, თუ ბიჭი ხარ!
– ყეყეჩო, – ჩაიმუხლა ისევ გოჩამ, რომ როგორმე მოხერ-
ხებულად მისდგომოდა.
ამ დროს ზარივით ცივად გაისმა მინდვრის თავში გოგონას
ხმა: – გოჩაა!
მწვანე მოლზე საოცარი სისწრაფით მოქროდა გოგონა ბაი-
ასფერი კაბით.
– გოჩაა! გოგიტა! – წიოდა იგი.
მოგვაწყდა ნარბენი, გულამოვარდნილი გოგონა.
– გოჩა, გოგიტა, ტუხუ, ბიჭებოო!.. – იგი ცალ-ცალკე გვიყუ-
რებდა თვალებში და სულს ძლივს იბრუნებდა.
– რა იყო, გოგონა?! – ერთხმად ვიყვირეთ ყველამ. ძაღ-
ლიც კი ყურადღებით ყნოსავდა გოგონას ბაიასფერ კაბას.
– ბიჭებო... ბიჭე... – დიდხანს ისევ ვერაფრის თქმა მოახერ-
ხა. ძაღლმა თავი ანება და გვერდზე გადგა, შეატყო, კარგი სუ-
ნი არ უდიოდა ამ საქმეს.
მუხლზე დაჩოქილ გოჩას მოთმინება გაუწყდა და დას დაუყ-
ვირა:
– თქვი, რა დაგემართა, თორემ... – მან ტაფელი აღმართა
ფეხებში მოსარტყმელად.
– ომი... ომი დაიწყო... – ამოისლუკუნა გოგონამ.
– ომი...
– ომი...
– ომი...
– ომი...
რაღაცნაირი იყო ეს სიტყვა, რაღაც იდუმალი, რაღაც ამაზ-
რზენი, რომელიც არც ერთმა ჩვენთაგანმა არ იცოდა, მაგრამ
ვიგრძენით კი.
ვიგრძენი მე, იგრძნო ბუდუმ, ტუხუმ, გოჩამ; ერთხანს ვერც

12
ადგილიდან დავიძარით, ვერც ხმა ამოვიღეთ, მერე გოჩამ ხე-
ლი უნდილად ჩაიქნია და ლოდქვეშ, მწვანე ბალახებში, ბაიას
ყვავილის ძირთან ჩავარდნილ რიკს ირიბად დაეცა თეთრი,
ახალთახალი ტაფელი.
ტაფელის თავი სამ გოჯზე გასცდა რიკის შუაწელს და მოქ-
ცეულ თეთრ ჯვარივით დარჩა.

მკითხველთა ლიგა

13
წყალდასხმული კერია

ქართაში კარგამოკეტილი უღელი ხარი და მეწველი ძროხა


ბღავილით შეხვდა ჩემს გამოჩენას. ჭიშკართან ჩემი უმცროსი
ძმა – ექვსი წლის ზაზა მომეჭრა, შემომხედა, მერე თავი დახა-
რა და ჩაიბურტყუნა:
– შენ იცი, რო ომია?
– მერე რა, რომ ომია?!
– მამას მოკლავენ.
მე შევკრთი, შემაჟრჟოლა და პასუხი ვერ გავეცი. მაშინ მო-
მაგონდა, ხომ შეიძლებოდა მამა დაღუპულიყო ომში.
ეს ზაზამ შემატყო, მიხვდა, რომ მე, მისი უფროსი ძმა, რო-
მელმაც „ყველაფერი ვიცოდი”, დავეჭვდი.
– მოკლავენ... – აღრიალდა პატარა.
– არა, სულელო, – თავზე გადავუსვი ხელი, – რას მოკლავ-
ენ...
– არა, მოკლავენ, – კიდევ უფრო ამოუჯდა გული ჩემს დაყ-
ვავებაზე.
– ვერაფერსაც ვერ მოკლავენ, როგორ თუ მოკლავენ,
ჩვენს მამას ვინ მოერევა?!
– თოფით მოკლავენ...
– თოფი, – მომაგონდა მე, – თოფს ისეთს მისცემენ მამას
ჯარში, რო... იცი, როგორი თოფი აქვთ ჩვენს ჯარში? ზედ ხიშტ-

14
იცა აქვს, აბა, მიეკაროს ვინმე!
– ხიშტი აქვს?
– ისეთი გრძელი ხიშტი აქვს, რო... შენ ასე ნუ კი გგონია!
ზაზას მხარზე ხელი გადავხვიე და სახლისაკენ წავედით.
ოდის კარები გამოკეტილი იყო. სამზადიდან ბოლი ამო-
დიოდა და გაკაპასებული ბავშვის ტირილი ისმოდა. სამზადის
აივანში კრუხ-წიწილა ქოთქოთებდა. ღორი ჭყვიტინით აწყდე-
ბოდა ბოსტნის ღობეს და გაძრომას ლამობდა.
დედა და მამა მიტინგზე წასულიყვნენ სოფლის საბჭოში. კე-
რასთან ბებია იჯდა დაბალ ჯორკოზე, ორივე ხელი თავზე შე-
მოედო, იდაყვით მუხლს დაყრდნობოდა და ნაღვერდალს ჩას-
ჩერებოდა. იქვე გვერდით ედგა აკვანი, სადაც ჩემი უმცროსი
და იჭაჭებოდა ტირილით და ბებიას თითქოს არაფერი ესმოდა.
მე უსიტყვოდ ვანიშნე ზაზას, – წაურწიე-თქო. მას ჭირის დღე-
სავით სძულდა აკვნის რწევა, მაგრამ ახლა ფეხებგადგმული
დაუდგა აკვნის თავს და დიდი სიფრთხილით დაუწყო რწევა.
არწევდა რაღაც დაძაბული, მონდომებული, რომ უსწორმას-
წორო სოხანეზე არ გადაბრუნებოდა აკვანი.
კერაზე შავი კარდალა იდგა. კარდალიდან ოხშივარი ამო-
დიოდა და ძნელი გასარჩევი იყო, რა იხარშებოდა. მუგუზლები
ბოლავდა, ადიოდა თეთრი კვამლი, ისე ხრჩოლავდა, მთელ
სამზადში სუნთქვა ჭირდა. ეტყობოდა, კარდლიდან წყალს
გადმოევლო და ცეცხლი ჩაექრო. ახლა მდუღარედასხმული
მუგუზლები ბოლავდა და ალაგ-ალაგ კიაფობდა გადარჩენი-
ლი ნაკვერჩხალი.
ბებია ისევ თავზე ხელებშემოდგმული მისჩერებოდა მიმ-
ქრალ კერას და, ვინ იცის, რაზე ფიქრობდა. მხოლოდ ხანდახ-
ან თუ აღმოხდებოდა “ღმერთო, ჩემო!..” და იჯდა და იჯდა.
ზაზა ისევ არწევდა აკვანს. პატარა თათია ძუძუს ითხოვდა თუ

15
გრძნობდა დამრწევის მიუჩვეველ ხელს, ჭირვეულობას არ
იშლიდა.
მე ჩაფშუტულ ცეცხლს ჩავუცუცქდი და მბჟუტავ ნაკვერ-
ჩხლებს დავუწყე შეგროვება.
კარაპანზე შემოფრენილი კრუხი მოუხმობდა აწივლებულ
წიწილებს.
ქართაში ისევ ბღაოდა მშიერი ხარ-ძროხა. მე გადავწყვიტე,
როგორც კი ცეცხლს გამოვანთებდი, საქონელი გამერეკა მინ-
დორში. არ დამვიწყებია, რომ ღვინისფერი, რქებწამახული ხა-
რი მერჩოდა: ერთხელ კინაღამ ამიგო რქებზე და ამის შემდეგ
მამა სასტიკად მიკრძალავდა ხარებთან მიახლოებას. მაგრამ
მამას დღეს, ალბათ, დააგვიანდებოდა...
– ღმერთო ჩემო!.. – აღმოხდებოდა ბებიას.
კრუხი არ იშლიდა კრიახს, სადღაც ბოსტნის ღობე გატეხა
ღორმა, დაიქოთქოთეს ინდაურებმა და მშიერი პირუტყვი ისევ
მთელი ხმით ითხოვდა საძოვარს.
ზაზა არწევდა და არწევდა ჭირვეული დის აკვანს.
მე, კერასთან ჩაჩოქილი, ვუბერავდი ნაკვერჩხლებს, მაგ-
რამ მდუღარეს ერთიანად დაელუმპა კერა და სველ მუგუზლ-
ებს ასე იოლად აღარ ედებოდა ალი.

მკითხველთა ლიგა

16
ხვალინდელი ჯარისკაცი

მეორე დილით მამა უნდა წასულიყო.


ჩვეულებისამებრ დავსხედით სავახშმოდ, მაგრამ ბებიამ
ახლოს არაფერი წაიკარა.
მამაჩემი არ ეშვებოდა.
– ჭამე, დედაჩემო, ჭამე... ხა, ხა, ხა! – იცინოდა.
– შენ შეგარგოს, ღმერთმა, შვილო, მე ხვალაც აგერ არა
ვარ!
– მერე რა, რომ აქა ხარ... ხა, ხა, ხა!
მე მიკვირდა, მამა დღეს ყველაზე მეტს იცინოდა.
დედა საგზალს აცხობდა ხვალისათვის და სუფრას არ გაჰ-
კარებია.
– ქალო, შენ მაინც რაღა დაგემართა, – ახლა დედას მიუბ-
რუნდა მამა, – არც შენ ჭამ?
– ჯანდაბას ვჭამ, – სახე აარიდა დედამ და შუაცეცხლზე ჩა-
მოგორებული კეცი საკეცით ალზე გადადგა.
მამამ მერე ჩვენ გადმოგვხედა.
ზაზას უზარმაზარი ლუკმა ჩაედო პირში და ლოყები გამო-
ბერვოდა.
– აი, ჩემი ზაზა როგორ მადიანად მიირთმევს! – და მამამ
ისევ გაიცინა.
მამას სიცილზე ზაზასაც გაეცინა და ლუკმა პირიდან გაუვა-
რდა.
– ლუკმას ნუ დაკარგავ, ბებია, – თქვა თავზე ხელებშემო-
დებულმა ბებიამ.

17
მე სუფრის ქვეშ ჩავიხედე, მაგრამ უკვე გვიან იყო: ზაზას პი-
რიდან გავარდნილ მჭადის ნატეხს შავი კატა შეექცეოდა.
ნავახშმევს მამამ – ხარებს დავხედავო და საურმე ჭრაქი
აანთო.
თათიას აკვანში ეძინა იქვე, კერასთან.
მე ზაზა წავიყვანე დასაწოლად.
– მამას უხარია, რომ თოფს მისცემენ, – თქვა ზაზამ და საბ-
ნის ქვეშ შეძვრა.
– უხარია... – ვთქვი მეც.
– ხიშტი ექნება?
– ექნება.
ზაზამ თავი წამოყო ლოგინიდან და თვალებში ჩამაცქერდა.
– გოგიტა!
– რა იყო, ზაზა, დაწექი!
– გოგიტა, რათ უნდა ხიშტი თოფს?
– ხიშტი?.. – არ ვიცოდი, როგორ უნდა ამეხსნა ხიშტის მნი-
შვნელობა ზაზასათვის და გავუჯავრდი: – უნდა! დაიძინე ახლა!
ზაზამ თავი ბალიშში ჩარგო და შეშინებული თვალებით შე-
მომხედა.
– უნდა, ზაზა, აბა, უხიშტო როგორ იქნება...
– ისე უნდა, არა?
– ჰო.
მე გარეთ გამოვედი. თბილი, ღრუბლიანი ღამე იყო, უმთვა-
რო. ქართიდან საურმე ჭრაქის სინათლე ჩანდა. აივნიდან ჩავ-
ხტი და ფრთხილად მივუახლოვდი ქართის ღობეს. ჩავცუცქდი.
მამა რქაში ჩაბმულ ბაწარს უცვლიდა ღვინიას და კაცივით ესა-
უბრებოდა. მე არ მიყვარდა ღვინია, მამას ღვინია ერჩია შავ
ხარს, ახლაც ღვინიას აბამდა ახალთახალ ბაწარს რქაში.
– ეს რა მოგსვლიაო, – ეკითხებოდა, – რქებში ჩაგჭერია

18
ბაწარი, მაგრამ შენი ბრალია, თავს რო ერთ წუთს არ გააჩე-
რებ! – მამამ ახალი ბაწარი, ეტყობოდა, სრულად ჩააბა, ხელ-
ზე საურვავი ჩამოირგო თასმით და ღვინიას ზევიდან ქვევით
დაუწყო ვარცხნა.
ხარს ესიამოვნა და გაინაბა.
– აა, მოგეწონა, შე მაკვარანცხო, შენა? შე შეჩვენებულო,
რავა გადრიკე წელი. გიცნობ, რა შვილიცა ხარ, ჩემი გაზრდი-
ლი ხარ, შე უღმერთო, თავის პატივი ყველაფერს გირჩევნია.
საჭმელი რომ დაგიგვიანდეს, ღმერთს შეაწუხებ ბღავილით.
არც მომიკლია, მარა, რაც მართალია, მართალია, არც შენ
იცი ღალატი. აჰ, ძალიან კი მასახელე ამას წინათ, კეხტეხიას
სერიდან რომ ხე-ტყე ჩამოგვქონდა. ან რამ ჩააგდო ის ოჯახ-
ქორი იმ ჭენჭყოში! ეე, ჩემო ღვინია, თუ ხარს პატრონი არ
უვარგა, კაპიკია მისი ფასი. კლიმენტია ფეხუცამ რა იცის ხა-
რის. ისე, შენ გლახა თვალით შეგიხედავს კლიმენტიას ჯორა
მოზვრისათვის, თუმცა რაღა მოზვერია აწი, მაგრამ მაინც. ჰო-
და, რავა ფიქრობ, იქ რომ არ გადაეგდო კლიმენტიას ურემი,
ის ხარი თავს შეირცხვენდა? დამეღრიჯა ის წაწყმედილი, იქნე-
ბა შენი ღვინია გახდეს რამესო. რა მექნა თვარა, რავარც ჩემი
გოგიტას და ზაზას ჩაგდება არ მინდა იმ ტალახში, არც შენი
ჩაბმა არ მინდოდა, მარა მუხლი გივარგა, ჩემო ღვინია. რავა
შუბლში გაკოცა კლიმენტიამ? გლახა კაცს არც ქე ეკუთვნის
შენი კოცნა. დაილოცა შენი ჯილაგიო, მოგალოცეს მეურმეებ-
მა. ტკაველი გავიზარდე, თუ ჩემში სინდისია, ტკაველი!..
მამამ ახლა მეორეს გაუსინჯა სარქე, ნაუღლზე შეუსვა ხე-
ლი. შავ ხარს კისერი სტკიოდა გასულ შემოდგომაზე. მამა მას
მერე ყოველ დილა-საღამოს უსინჯავდა ქედს. არ გაუხსენოსო
ავადმყოფობამ, წვიმაში არ ხედნიდა. ამ გაზაფხულზე ყანიდან
მომავალს წამოსწეოდა თავსხმა; მამას საწვიმარი გაეძრო, კი-

19
სერზე დაეხვია ხარისთვის და თვითონ ერთიანად გაზუზული
დაბრუნდა სახლში. მაინც ეშინოდა: ლურსმანა მუდრეგი ავად-
მყოფობაა, უღელში თუ კისერი დაუსველდა, გაუხსენებსო. მე-
რე უკანა ფეხი აუწია, ჭრაქი მიანათა ახლოს და გულდაგულ
გაუსინჯა.
– ჰმ, წაიგლიჯე არა, არ იქნა და არ წაეზარდა ჩლიქი, რომ
ნალი დაიმაგროს ხეირიანად. უნდა დამეჭედა დღეს...
– გოგიტა! – ხმადაბლა გასძახა.
მე სახლისაკენ გავიქეცი და ხმა იქიდან მოვაწვდინე.
– მოდი აქ!
ხელში ჭრაქი მომცა და ხარის ფეხთან ჩაცუცქდა.
– შვილო, – თქვა მან და შემომხედა. მე გამიკვირდა, მამა
ყოველთვის სახელს მეძახდა, – შვილო, – გაიმეორა მან, –
ხომ იცი, ამ ხარს ყოველთვის აქედან დაუდექი, უკან ერიდე,
წიხლი იცის. ჰოდა, მჭედელს თუ დააჭედინო, ლურსმანი კიდე-
ში დააკრას. კარგად არ მოიკიდებს პირს, მაგრამ ჩლიქი ჩამო-
ტეხილი აქვს და ღრმად რომ გაუშვას, ფეხს გაუფუჭებს ხარს.
ღვინიას, – ახლა მეორესთან მიმიყვანა, – წინ რქებისაკენ არ
გაეკარო, მოკლედ მიაბმევინე ვინმეს. ურემი არავის ათხო-
ვოთ, ვინ იცის, ნაავადმყოფარი ხარი შეაბან და გადმოედება.
კავი... – მან თვალი შეასწრო ჩემს გაცეცებულ თვალებს, კარ-
გა ხანს დააყოვნა და მითხრა: – შენ თორმეტი წლის კი არა,
მეტისაც ხარ...
– ჰო.
მერე თავი გადააქნია და დაუმატა:
– ჯერ შენ რიკ-ტაფელას თამაშის მეტი მაინც არაფერი იცი.

მკითხველთა ლიგა

20
გრძელ გზაზე

მეორე დილით მთელ სოფელს მოეყარა თავი საბჭოსთან.


ამდენი ხალხი ერთად მე არასოდეს მინახავს, არც ამდენი სი-
ჩუმე. ზოგჯერ ეს იყო, რომ რომელიმე დარდზე შექეიფიანებუ-
ლი შეუკურთხებდა ვიღაცას.
მამა საბჭოს ჭიშკარზე იყო მიყრდნობილი ზურგზე მოგდე-
ბული ჩანთით, რომელიც დედამ სახელდახელოდ გამოუკერა
ლურჯი ნარმიდან. ჩანთაში ნეშოში გამომცხვარი მჭადები ეწ-
ყო, კეცის ხაჭაპურები და მოხარშული დედალი, რამდენიმე
თავი წითელი პილპილიც ჩაუყარა დედამ. მამას პილპილიანი
შეჭამანდი უყვარდა.
სულ ეს იყო, რაც მან წაიღო იმ გრძელი გზის საგზლად, საი-
დანაც აღარ დაბრუნებულა.
ძალიან ცოტა საგზალი დასჭირდა მამას!
ეზოს კუთხეში მოლზე სუფრა გაეშალათ, პირდაპირ ხელში
ავსებდნენ ჭიქებს და სვამდნენ. უფრო ახალგაზრდა ბიჭები ეტ-
ანებოდნენ: მაღალქოჩრიანი დათო, პირველი მოჭიდავე სო-
სიკა, ბრიგადირი კოწია, ზოგჯერ ძაღლისთავასაც რომ ეძახ-
დნენ, გათენებამდე რომ ჩამოურბენდა ბრიგადას და ფეხზე
დააყენებდა, ხმელ-ხმელი სიმონიკა და კომკავშირის მდივანი
უშანგი ჩხაიძე, და ბევრი სხვა, ვინც ჩაივლიდა, ვისაც თვალს
შეასწრებდნენ, ყველა სვამდა თითო-ოროლა ჭიქას.
ღმერთმა შეარგოთ, მათგან ბევრი აღარ დაბრუნებულა და
თითო-ოროლა ჭიქა ცოტა იყო. ძალიან ცოტას დალევა მოას-
წრეს!
მე უგზო-უკვლოდ დავიწყე ხეტიალი ხალხში, არ ვიცოდი,
21
სად წავსულიყავი, ვისთვის რა მეთქვა. ან თავის ფიქრებთან
იყვნენ განმარტოებულნი და ჩემთვის არ ეცალათ, ან, თუ ეცა-
ლათ, ყველას თვალში ვეპატარავებოდი და იმას, რაც აწუხებ-
დათ, არ მიმხელდნენ.
– ხომ იცი, ბიჭო, – მესმოდა შეგროვილი ხალხიდან, –
თავს გაუფრთხილდი, დედა, შენ ცუდი ძილი იცი, საბანს არ
იკეცავ, შარშან ანთება გქონდა და კინაღამ დამიდგა თვალე-
ბი.
– ვიცი, დედაჩემო, ვიცი!
საბჭოს შენობის ქილუქს ბეჭით მიყრდნობოდა ამირანი,
მთლად დაეფარა ქილუქს ამოფარებული ფატი. ამირანი შორს
მთის შუბლს მდუმარედ გასცქეროდა და მიამიტად დაცეცე-
ბულ ქალის თვალებს თვალს არიდებდა.
საწყობიდან საბარგო მანქანა ამოჯაყჯაყდა და ჭიშკართან
გაჩერდა.
– მანქანით მიდიან? – იკითხა ვიღაცამ.
– მანქანაც მიდის, შოფერიც...
– თავმჯდომარეც...
– აგრონომიც თავისი ახლად გახედნილი თეთრონით.
– ვინ რჩება?!
ყველამ მიიხედ-მოიხედა, ღობესთან ყავარჯნებზე დაყრდ-
ნობილი თედორე იდგა. თედორემ მასზე მიპყრობილი ამდენი
თვალი რომ დაინახა, ვერ მიხვდა, ვის რაში დასჭირდა იგი. ყვ-
ელას მოავლო საპასუხო მზერა, მერე ძირს დაიხედა, ბოლოს
ცას ახედა და:
– ამოგიწყდა ოჯახი!..
მე არ ვიცოდი, ვის წყევლიდა ბაბუა თედორე.
მაგრამ, როცა ხალხს ტალღასავით გადაუარა დედაკაცთა
ჩურჩულმა “ამინ”, მივხვდი, ვის რისხავდა მოხუცი.

22
საბჭოდან თავმჯდომარე გამოვიდა, მაჯის საათზე დაიხედა.
– აბა, დროა, ამხანაგებო!
– დროა? – იკითხა ერთხმად რამდენიმე ხმამ. ხალხში ამ-
დენი ხნის დუმილი დაირღვა.
– დროა!
– დრო მოსულა!
– შვილო!
– მამა!..
– ძამიკო, შენ გენაცვალე, ძმაო!..
– ბიკენტი!
– ლექსო! ლექსო!
– შენი ჭირიმე!
ვიღაცა ტიროდა, ვიღაც ღმუოდა, ვიღაცა... აზრიალდა ხალ-
ხი, ამდენი ხმა შეერთდა, შეიკრა, აზვირთდა და დიდ გმინვად
გაისმა.
მე ჭიშკრისაკენ გავიქეცი, რომ თავი დამეღწია და არ გავეს-
რისე ამ ხმას. ჭიშკარში გავვარდი, მაგრამ ხმა ძლიერდებოდა
და ფეხდაფეხ მომდევდა. გზაში შავებიან დედაკაცს შევეფეთე.
ხელში აკაპიწებულს მოათრევდა გრძელ, ქვედაწელ კაბას. ვი-
ცანი, ელპიტე იყო. გამიკვირდა, ელპიტე რას ეძებდა, ამდენზე
რომ წამოსულიყო სახლიდან.
– გოგიტა ხარ, ბიჭო, შენ?
– გოგიტა ვარ, ბიცოლა!
– გოგიტა ქე ხარ, მარა, ჩემი ბიჭი არ გინახავს?
– ამბაკო?
– ჰო, ჩემი ამბაკო!
– აქ რას გაიგებ, ცა და ქვეყანაა შეყრილი.
– აბა, რა ვქნა ახლა მე?
– აქა ვარ, დედა! – მოისმა ამბაკოს ხმა, ალბათ, ელოდა

23
ელპიტეს გამოჩენას.
– მოდიო, რომ მითხარი...
– ჰო, მოდი, დედაჩემო, მოდი.
ამბაკომ ხელი მოხვია დედას და წაყვანა დაუპირა.
– რა გინდა, ბიჭო, ამ ალეიაში, არ იშლი? მანდამაინც მიდი-
ხარ?
– მივდივარ, დედაჩემო, მივდივარ...
– მერე, რომ დაგაგვიანდეს?
– არ დამაგვიანდება, – თავი გაიქნია ამბაკომ.
– მალე მოხვალ, ბიჭო?
– მალე, დედა, მალე.
– ხომ იცი, რო დაგაგვიანდეს, უნდა გეძებო...
– არა, არ მეძებო, დედაჩემო, მე ისედაც მალე მოვალ.
– არ იჩხუბო, ბიჭო, სახლში მალე მოდი!
– წავედით, ამხანაგებო! – გაისმა ამ დროს და მე დავინახე
მანქანის საფეხურზე შემდგარი თავმჯდომარე. მას ხელში ბავ-
შვი ეჭირა და ცოლისთვის ზურგი შეექცია.
ამ ხმაზე ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მე უკან
მივბრუნდი საბჭოს ეზოში. ერთი წუთით არავინ განძრეულა.
მერე ჭიშკარი ბოლომდე გამოაღეს და ერთბაშად დაიძრა
ხალხი, შემოეხვია მანქანას. ძარაზე არავინ ასულა. ძარის ირ-
გვლივ იდგნენ წამსვლელები, გარედან გამცილებლები ეხვი-
ათ, ზოგი მკერდზე მიჰკროდა, ზოგს გულში ჩაეკრა ფუნჩულა
ბავშვი ან შავთავსაფრიანი ქალის თავი. ყველა რაღაცის
თქმას, რაღაცის დაბარებას აპირებდა, მაგრამ ბევრი ლაპარა-
კის დრო არ იყო, ცოტას თქმას კი ვერ ახერხებდნენ.
მარტო ელპიტე იმეორებდა ერთსა და იგივეს:
– მალე მოხვალ?
– მალე! – პასუხობდა ამბაკო.

24
ხალხიდან გოჩა გამოძვრა. სახელოში ჩამავლო ხელი და
წამიყვანა. არაფერი უთქვამს, არც მე მიკითხავს რამე. ჩვენ ხა-
ლხში გავერიეთ და მანქანასთან გავჩერდით. გვერდით გოგო-
ნა ამომიდგა. ერთი ამომხედა, მაგრამ არც მას გაუცია ხმა. იგი
დიდი ქალივით მოწყენილი იდგა და თვალს არ აშორებდა მა-
მას.
– მოდი, ბიძი, მოდი! – მითხრა მამამისმა.
მე უხმოდ დავუდექი წინ. მან მამაჩემს მხარზე ჩამოსდო ხე-
ლი და ჩვენ მოგვიბრუნდა:
– აბა, თქვენ იცით, ბიძია!.. – მერე კარგად გაგვზომა თვა-
ლით ჯერ მე, მერე – მისი გოჩა და გაჩერდა. მერე როგორღაც
მივხვდი, რომ მას მე გოჩაზე მოზრდილი ვახსოვდი. თავი გა-
დაიქნია, ის სათქმელი მაინც არ უთქვამს, რაღაცის დაბარებას
რომ აპირებდა და გაჩერდა. მერე მამა დაიხარა, მოკლედ მოჭ-
რა დაგუდული ხმით:
– ჰო, თქვენ იცით!..
ეს იყო და ეს, რაც დაგვიბარეს იმ გრძელ გზაზე წასვლის
წინ, საიდანაც არც ერთი აღარ დაბრუნებულა.
ძალიან ცოტა რამ დაგვიბარეს. თორმეტ-ცამეტი წლის ბი-
ჭებისათვის ეს ძალიან ცოტა იყო...
თავმჯდომარემ ბავშვი ცოლს გადასცა, კაბინა გამოაღო და
შესვლის წინ დაიძახა:
– ჩაჯექით, ამხანაგებო! – მაგრამ ეს ხმა უკვე აღარ ჰგავდა
თავმჯდომარის ხმას. იგი გაბზარულ ჭურში ჩაძახებულის ამო-
ძახილს უფრო მოგაგონებდათ.
ვიღაცამ გაბედა და ძარაში ჩახტა. თითქოს ამას ელოდნე-
ნო, ძარა წამსვლელებით აივსო. ახლა ყველას გარჩევა შეიძ-
ლებოდა. მე თვალში მაღალი მჭედელი მომხვდა და იმ წუთში
მომაგონდა, რომ შავ ხარს უკანა, მარჯვენა ფეხზე ჩლიქი წატ-

25
ეხილი ჰქონდა და ნალის ლურსმანს არ იმაგრებდა.
– ბავშვი არ გაგიცივდეს... ბავშვებს მიხედე! – თქვა მამამ.
დედა თავს უქნევდა.
– შენ იცი, ბიჭო! – ამბობდა ვიღაც ჩემ გვერდით.
– აბა, თქვენ იცით! – პასუხობდა მაღლიდან.
– აბა!..
ვიღაც ისევ იწყებდა სათქმელს და ვეღარ ამბობდა.
ძარის შუაგულში სიმღერა წამოიწყეს. საოცარი იყო ეს სიმ-
ღერა. ამან ყველა შეაკრთო, გააოგნა. მომღერალმა ხმას აუ-
წია. ამოისუნთქეს, თითქოს ყველა ამ სიმღერას ელოდაო, თი-
თქოს მძიმე ტვირთი მოიხსნესო და ამღერდა ყველა, ამღერდა
მთელი ხმით. მღეროდა მამა, მღეროდა მაღალი მჭედელი,
მღეროდა სოსიკა, სიმონიკა – გამყინავი პირველით, მღერო-
და გოჩას მამა – დანჯღრეული ბანით, მღეროდა ამბაკო და
ამირანი, მღეროდა ყველა.
მე არ მახსოვს ამნაირად ვინმეს ემღეროს, ამ სიმღერას
სიმღერა არ ეთქმოდა, ეს სიმღერა არ იყო.
თმა ყალყზე დამიდგა, შემეშინდა, მივეკარი დედის კალთას
და ტირილი ამივარდა. ამივარდა და ავზლუქუნდი მთელი
ხმით. მთელი ძალით გრგვინავდა სიმღერა და მთელი ხმით
ვტიროდი მე და განა მარტო მე? ტიროდა დედა, ტიროდა იქვე
გოგონა და გოჩა, ტიროდა მჭედლის ბიჭი გიგა და მანქანის ძა-
რაზე ხელებატოტებული დედაბერი, ტიროდა ყავარჯენზე დაყ-
რდნობილი თედორე, მხოლოდ ერთი საცოდავი ელპიტე იყო,
რომ ტირილი ვერ მოეხერხებინა და გაოცებული უყურებდა
ხან ამღერებულ შვილს, ხან აგოდებულ ხალხს.
მანქანა დაიძრა.
სიმღერა გაძლიერდა.
მე ვხედავდი, როგორ იქნევდა ხელს მამა. იგი ღრიანცელს

26
წამოენთო სახეზე, კისრის ძარღვები დასჭიმოდა, და კი არ
მღეროდა, ჩქარა, სულმოუთქმელად თითქოს ვიღაცას უყვი-
როდა, უჯაჯღანებდა.
მანქანამ შეუხვია და მამა გზის პირას ჩარიგებული აკაციის
ფოთლებში გაუჩინარდა – ღია პირით და მაღლა აღმართული
ხელით.

კლიმენტია ცეტერაძე

ასე ადრე არასოდეს გამღვიძებია. ოთახში სანახევროდ


ბნელოდა. ფანჯარაში მსხლის ტოტები მოჩანდა, რომელთაც
ოდნავ არხევდა ქარი. ხეებიდან ფართქალით ეშვებოდნენ ქა-
თმები. თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე. კარგახანს დავ-
რჩი ასე. თვალდახუჭული ვფიქრობდი რაღაცაზე – ქათმებზე,
მსხლის ტოტზე, ომზე, ხარის ნალებსა და მჭედელზეც, მაგრამ
როცა თვალები გავახილე, მივხვდი, რომ არაფერზე არაფერი
მომიაზრებია. იქვე, ჩემი საწოლის თავთან ობობას ჩამოეშვა
ქსელი და ზედ ეკიდა. ეკიდა უმოძრაოდ, მძინარესავით. მერე
ობობაზე დავიწყე ფიქრი. ობობა ქსელავს სახლში, ღობის სა-
რებზე, ხეებზე, ვენახის ხარდნებზე. დილით, ცვარიანში ქსელი
მძივებითაა ასხმული და ნაირფერად ბრწყინავს. მძინარე ზაზა
შეკრთა ჩემს ფეხთით და მე ზაზაზე დავიწყე ფიქრი.
ოთახი განათდა.
– ავდგები ახლა, – ვთქვი და წამოვდექი. ეზოში გამოვედი
და მივიხედ-მოვიხედე.

27
– რა ვქნა, რო არ ვიცი?!
– გაგწყვიტათ ჭირმა! – მომესმა დედის ხმა ქართიდან.
„ხარს დავაჭედვინებ, – გავიფიქრე, მაგრამ გამახსენდა, მა-
ღალი მჭედელი როგორ ხმამაღლა მღეროდა მანქანის ძარა-
ზე, მერე მამაჩემის დანაბარები მომაგონდა: „ჰო, თქვენ იცი-
თო”, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. იქნებ გოჩამ იცო-
და, მაგრამ მე ახლა არც ის ვიცოდი, გოჩამ იცოდა თუ არა.
აივნის წინ კედელში ჩარჭობილ ნაჯახს მივაშურე. შეშის
გროვასთან მივედი, მსხვილ ნაპობს თავი ჯირკზე გადავუდე და
ნაჯახი დავუშინე.
ქართიდან დედა გამოვიდა ქოთნით ხელში. შემომხედა, გა-
უკვირდა.
– რას ჩეხავ, ბიჭო?!
დედის ხმა ცივი მომეჩვენა და მაღლა ამართული ნაჯახი და-
ვუშვი.
– შეშას ვჭრი.
– რა ჯანდაბად მინდა ნაპობი შეშა ამ ზაფხულში, რძეს ფიჩ-
ხზედაც ავადუღებ.
– ჰო, რძეს ფიჩხზედაც აადუღებს... – ვთქვი ჩემთვის, რად-
გან დედა უკვე სახლში შევიდა.
ნაჯახს ხელი ვუშვი და ჭიშკრისაკენ წავედი. ჭიშკარი საიმე-
დოდ იყო დახურული, მაგრამ მაინც გავსინჯე. უკან გამოვბრ-
უნდი.
– ჰო, საქონელს გავდენი, – გამახსენდა და ქართისაკენ
გავწიე. ძუძუზე მიშვებული ხბო თავ-პირს სცემდა უკვე გამოჯე-
გილ დედის ცურს. ბაწრით დავითრიე და სარზე გამოვაბი.
ძროხა ავუშვი და ბაწარი რქაზე გადავახვიე. მერე შავი ხარი
ავხსენი და სანამ რქაზე ბაწარს ვახვევდი, ღვინია ავი თვალით
მიყურებდა, ფშვინავდა, თავს იქნევდა. მამას ასე ჰყავდა განე-

28
ბივრებული, უწინ აუშვებდა, უწინ დაუყრიდა ბალახს თუ ჩა-
ლას. ამიტომაც მემუქრებოდა, რქენას მიპირებდა. ქართიდან
გადმოვედი და ღობეს ამოფარებულმა ავხსენი სარზე გამობ-
მული ღვინია. აიშვა, თავი გაიქნია, მაგრამ ჩვენ შორის ღობე
იყო და ისევ გზაში გამავალ წნელის ჭიშკარს მიაშურა.
ეზოს არ გავცილებივარ, რომ წინ კლიმენტია ცეტერაძე შე-
მომხვდა. ძლივს მოათრევდა თეძოში ამოვარდნილ მარცხე-
ნას. შუა გზაზე დაესო საღი ფეხით და თვალი თავაწეულ ღვი-
ნიას დააშტერა. ღვინიამ გვერდი აუქცია და გზა განაგრძო.
კლიმენტიამ ჩავლა აცალა და მერე ათრეულ ბაწარს დააფრ-
ინდა, მოზიდა, მაგრამ ასე იოლად ვერ მოდრიკა თავმაგარი
პირუტყვი.
მეგონა, ათრეული ბაწარი თუ უნდა თავზე გადაახვიოს-მე-
თქი.
– იყოს, ბიძია, ნუ წუხდები.
მან საღი ფეხი წინ გადადგა და ისევ დასწია. ხარი მოტრი-
ალდა.
– ნუ დაახვევ ბიძია. მერე როგორ უნდა გადავაძრო, ახლოს
არ მიკარებს.
– ახლოს არ გიკარებს?!. – გაიმეორა ჩემი სიტყვები. – გაწ-
ყდა მაგის ჯილაგი!
– ჰო, რქენა იცის.
– უყურე შენ, რა ცოდნია?!
– იცის, ერთხელ კინაღამ დამფატრა რქებით.
– უყურე შენ! – ახლოს მოითრია ხარი და დაკეცილი ბაწა-
რი ცხვირზე გადაუჭირა, – უყურე ამ უწმინდურს! – ღვინია
დაფრთხა და ისევ გაიწია, მაგრამ კლიმენტიამ ისევ წინ წადგა
საღი ფეხი და ისევ დაიოკა.
– ნუ შემოკრავ, ბიძია, გაუშვი! – ვუთხარი, რადგან მან ისევ

29
მოუღერა ათოკილი ბაწარი.
– მე მაგას ვაჩვენებ სეირს! – და ისევ გადაუჭირა.
ღვინიამ გაიწია და გაითრია კლიმენტია, მაგრამ ბოლოს
მაინც დამორჩილდა.
– უყურე შენ, რავა დაუჯაბნია ბოვში!.. წადი, ბიძია, შენ იმ
ძროხას მიხედე, ამას მე მოვუვლი, იმ შავსაც ვინმეს გადააბა-
რებენ ამ დღეებში.
მე უცებ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა კლიმენტია. გაკვირ-
ვებულმა შევხედე. იგი მწვანე, წვრილი თვალებით დამაშტერ-
და და დამიყვავა:
– მაშასადამე, ომი გვაქვს, მტერს ვებრძვით, მიწა უნდა
მოვხნათ, ყანა მოვიყვანოთ; სად სცალია ხარს?! გუთანს გუთ-
ნისდედა უნდა, კავს – მეხრე, ბიძია.
მივხვდი, სად უმიზნებდა კლიმენტია და ბაწარში ვწვდი.
– მამა მოვა და მოეკიდება.
– ჰო, რომ მოვა... – ბაწარი ხელიდან გამომგლიჯა.
მე ისევ ვწვდი.
– უყურე შენ?! – ისევ მოსწია კლიმენტიამ ბაწარი, მაგრამ
მე ისე ვიყავი ჩაფრენილი, ვეღარ წამგლიჯა, თავისკენ გადა-
მიქნია და ზედ შევასკდი. – ხელი გაუშვი, თვარა!..
– არა, არ გავუშვებ! – ბაწარს მთელი ძალით ჩავებღაუჭე
და ფეხზე დავდექი. – არ გავუშვებ, მამას გაზრდილია, ჩვენი
ხარია!
– ხარი კოლექტივისაა, ბიძი... – შეირბილა ხმა კლიმენტი-
ამ, – არც ჩემია და არც მამაშენის, კოლექტივის საქმეს უნდა
მოხმარდეს. მე კოლექტივის ყანაში ვმუშაობ, ჩემს ეზოს კი არ
ვხნავ...
– მამაც კოლექტივში ხნავს...
– მამა რო ჩამოვა კი, მარა, ახლა, დღეს საქმეს რო სჭირდ-

30
ება! ომი გვაქვს, ბიძია, მტერს ვებრძვით, ასე კი არ ვარგა.
– დღეს... დღეს... ხვალამდე...
– ხვალამდე კი, მარა, – კლიმენტიამ მაღლა აიხედა ცალი
თვალით, – ღმერთმა მშვიდობით ჩამოიყვანოს და ხვალაც
ვერ მოვა მამაშენი, – და ისევ გასწია ბაწარი.
მე ბაწრის მთელი ათოკილი გულზე მივიკარი და ვიყვირე:
– მამა მოვა, მოვა!
– არ მოვა, შე მამაძაღლო!
კლიმენტიამ გაკრა ბაწარი და მე ჩავიჩოქე.
– მოვა თუ არ მოვა, მე... მე... აგერ არა ვარ... აგერ ვარ მე!..
– ისევ წამოვდექი და კბილით ვეცი კლიმენტიას ათოკილზე
ჩავლებულ ხელში. მან გველნაკბენივით უშვა ხელი და გადა-
იზნიქა, თეძოში ამოვარდნილ ფეხზე თავი ვეღარ შეიმაგრა და
წაიქცა. ხარი დაფრთხა, გაიქცა. მე ბაწარზე ჩაფრენილი იქვე
გვერდით მივდევდი დაოთხილ ღვინიას და აღარ მაგონდებო-
და, რქენა რომ იცოდა.

მკითხველთა ლიგა

31
ღვინია

მინდვრის ბოლოს აკაციის ხეს მივეყრდნე. ბრაზი მახრჩობ-


და. მინდოდა მეტირა, მაგრამ არც ტირილი შემეძლო. ტირი-
ლი ახლა ქვეყანას მერჩივნა, მაგრამ ვერ ვტიროდი, ვერ ვტი-
როდი ვერაფრით, ალბათ, იმიტომ, რომ მეგონა კლიმენტია
დამინახავდა. მერე შევტრიალდი, თავშესაფარს ვეძებდი, სა-
დმე მივმალულიყავი ისე, რომ არავის დავენახე და მეტირა.
ტყეს მივაშურე. მივაშურე და მთელი ძალით გავიქეცი. გავ-
რბოდი, რაც შემეძლო, არ ვერიდებოდი ეკალს, ტოტს, კუნ-
ძებს; გავრბოდი, ვიკაწრებოდი და გავრბოდი, გავრბოდი
ღრმა, გაუვალ ტყეში. გავრბოდი, მაგრამ მეგონა, კლიმენტია
კვალდაკვალ მომდევდა თეძოში ამოვარდნილი ფეხით და
იცინოდა, ხითხითებდა და მე ისე გავედი ტყის მეორე მხარეს,
ვერ ვიტირე.
ისევ მინდვრისაკენ გამოვბრუნდი.
მინდვრის თავში გოჩას ხალებიანი ძროხა გამოვიდა. ძრო-
ხას დეკეული მოაცილებდა და ბოლოს გოგონაც გამოჩნდა
თავისი ბაიასფერი კაბით. მე ბრაზისაგან წამოვენთე. მინდო-
და, გოგონა მეცემა და ახლა მისკენ გავიქეცი. გავიქეცი და გზ-
იდან დავუყვირე:
– გოგონა, მოგკლავ, იცოდე!
გოგონამ მიცნო და ჩემს მუქარას ყურადღება არ მიაქცია.
– მოგკლავ, ისე გაგლახავ!..
გოგონა მომიახლოვდა, ჩემ წინ გაჩერდა და წყნარად
მკითხა:– რა გაყვირებს, გოგიტა?..
32
– გაგლახავ!..
– გამლახავ?! – გაიოცა მან და ადგილიდან არ განძრეულა.
მე ბრაზით დავაჩერდი და დავიყვირე:
– რატომ გაცვია ეს კაბა?!
– რა კაბა... გოგონამ ტანზე დაიხედა, – რა კაბაა...
– შენ ჩემს ჯიბრზე იცმევ ამ კაბას... შენ საზიზღარი ხარ, გო-
გონა! მე მძულდა მაშინ გოგონა, მძულდა მთელი სიძულვი-
ლით, მას ის ბაიასფერი კაბა ეცვა, ის კაბა, რომლითაც მაშინ
მოირბინა გულგახეთქილმა...
მე კაბაში ვწვდი და მინდოდა, ნაკუწებად მექცია კაბაც და
მისი პატრონიც.
– გოგიტა ნუ დამიხევ! – შემეხვეწა გოგონა. არ ვიცი,
საიდან მიხვდა მაშინ ეს ქარაფშუტა გოგო, რა მტანჯავდა ასე.
– დაგიხევ!
– ნუ დამიხევ და...
– არა, უნდა დაგიხიო!
– მე შევღებავ ამ კაბას.
გავტრიალდი, აკაციასთან ბარბაცით მივედი და ზედ მივეყ-
რდნე. გოგონაც უხმოდ ამედევნა და ტყის პირზე, არხის კიდე-
ზე ჩამოჯდა. იგი ჩემგან ზურგშექცეული, ორივე ხელით ფესო-
ში თხრიდა საქონლისაგან გადაძოვილ ბალახს.
ტყის თავზე მზე ამოძვრა. თვალებში ჩამხედა, მაგრამ არ
დავხუჭე თვალები. ამიჭრელა, ამიწვა, მაგრამ არ დავხუჭე, ჯი-
ბრზე არ დავხუჭე, ცრემლები მომაწვა და მერე ღაპაღუპით წა-
მომივიდა. ჯიუტად ვუცქერდი მზეს და მაინც არ ვტიროდი.
– გოგიტა! – შემომესმა გოგონას წივილი.
ხმა არ გამიცია, ისე დავუწყე თვალით ძებნა, მაგრამ უკვე
ვეღარაფერს ვარჩევდი.
– გოგიტა! – ახლა ეს ძახილი ისეთი იყო, როცა გინდა იყვი-

33
რო და ხმას ვერ იღებ.
თვალები გამოვქაჩე, მაგრამ ისევ ვერაფერი გავარჩიე.
თითქოს მომეჩვენა ღვინიას თავი, მაგრამ ისევ ამიჭრელდა
თვალები. მერე გოგონა გავარჩიე, ბოლოს – ღვინიაც. ჩამ-
ჯდარ გოგონას ღვინია უახლოვდებოდა წინ წაშვერილი რქე-
ბით და თავს იქნევდა.
– ღვინია! – ვიყვირე და გადავხტი. ღვინია თვალებს აბ-
რიალებდა და წინა ფეხით ბალახს თხრიდა.
– ღვინია! – მე ხელთ უბრალო წკნელის ნატეხიც კი არ
მქონდა... ერთი ნახტომით გოგონას ჩამოვეფარე და გავშეშ-
დი, გავშეშდი და ხარს მივაჩერდი, – ღვინია! – ვიყვირე მთე-
ლი ხმით. – მოდი, შე ნადირო, მოდი! – თვალებში ჩავაჩერდი
ხარს. – მოდი, რას უცდი, მოდი, მერჩოლე!..
მთელი დღევანდელი ბოღმა ახლა ერთად მომაწვა ყელში
და გოგონაც რომ არ ყოფილიყო ჩემს ზურგს უკან, მაინც არ
დავიხევდი:
– მოდი, შე არაწმინდა! – ვუხმობდი მე. – მოდი, რას უცდი?!
იგი გაჩერდა რქებმოღერილი და აღარ წამოვიდა.
უცებ მომაგონდა, რომ კლიმენტიასთან შეხვედრა, ტყეში
სირბილი, გოგონასთან წაკიდება და ყველა დღევანდელი უბე-
დურება ღვინიასგან იყო. ყველაფერი ღვინიას დავაბრალე და
ფეხი წინ წავდგი.
– მოდი, მოდი, თუ ბიჭი ხარ, მოდი!
ღვინიას ალბათ, უკვირდა ჩემი ასეთი გამბედაობა და თავი
ნელ-ნელა მაღლა აიღო.
– მოდი, მირქინე, მირჩოლე, ამაგე რქებზე, მოდი! – მე ისევ
გადავდგი ნაბიჯი.
– გოგიტა! – შარვლის ტოტში მწვდა გოგონა.
– გამიშვი, გოგონა, გამიშვი! მირჩოლოს... მე მაგისთვის...

34
– ცრემლები მომერია. – მირჩოლოს, თუ ბიჭია, მე მაგას მოვ-
კლავ!..
ფეხზე მოჭიდებული გოგონა ავითრიე და ახლა მართლა
მინდოდა ვცემოდი ხარს და რქები დამემტვრია.
– გამიშვი, გოგონა, გამიშვი, უნდა მოვკლა! – ვიღრიალე,
ფეხი გავიქნიე, გავუსხლტი გოგონას და ხარისაკენ შევბრუნ-
დი, გვერდზე, ბეჭთან დავეტაკე და მუშტები ვაძგერე. ღვინია
დაფრთხა, შეხტა და გაიქცა. დავედევნე, მივდევდი გაბოროტე-
ბული და ვცემდი მუშტს, წიხლს, ვეხლებოდი ზედ. ის გარბოდა,
გარბოდა ჯერ ისე, ძუნძულით, მერე უმატა და დაოთხილმა
უკან ჩამომიტოვა. არ ვეშვებოდი, მინდოდა დავწეოდი, მინ-
დოდა ისევ მეყარა მისი ჯავრი, მისი თუ ჩემი, კლიმენტიას, გო-
გონას, თუ ქვეყნის ჯავრი.

ხარ-ურემი

საქონელი არ დამიბამს მინდორზე. გოგონას მივუტოვე და


სახლში გავბრუნდი. ჯერ ნელა მივდიოდი, მერე თანდათან ვუ-
მატე ნაბიჯს და ეზოს ბოლოს სირბილით მივაწყდი. პირდაპირ
მაღალ მესერზე ავეტოტე და ეზოში გადავხტი. სახლთან ნაჯა-
ხის ცემა მომესმა. ახლა დედაზე გავჯავრდი, მე არ დამაცალა
შეშის დაპობა და თვითონ კი ჩეხავს. რატომღაც გავიფიქრე:
რაც მამა წავიდა, დედასაც ისე აღარ ვუყვარვარ, რაღაც სულ
მიღრენს, იწყევლება და აგერ დღეს შეშის დაჭრაც არ დამანე-
ბა.
სამზადს შემოვურბინე.

35
ზაზა ჩაბღაუჭებოდა ვეება ნაჯახს და ჯირკს უშენდა.
– ზაზა! – დავიყვირე მე. – ფეხზე დაირტყამ!
ზაზა შეკრთა და ნაჯახი გააგდო.
ახლა გამახსენდა, რომ მამა არასოდეს არ ტოვებდა წალდს
და ნაჯახს შეუნახავს, სამზადის აივანში კედელში გაარჭობდა
ხოლმე.
ნაჯახი ავიღე და ზაზას ავუკრძალე ხელის ხლება.
– ხომ გესმის, ხელი არ ახლო! არაა შენი საქმე! – მკაცრად
ვთქვი, ნაჯახი ხელში შევაბრუნე და ცერა თითით ფხა გავუსინ-
ჯე, როგორც მამამ იცოდა. ერთგან პირი ჩამტვრეოდა, ეტყო-
ბოდა, ზაზას სადღაც ქვაზე მოუხვდა, მე ვითომ არ შემინიშნავს
და გავუმეორე: – არაა შენი საქმე, ხომ გესმის!
ზაზამ თავი დამიქნია და ისე შემომხედა, თითქოს უკვირდა
და მკითხავდა: შენი საქმე კიაო?
ბებია აივანზე იჯდა, მზის გულზე და კალთაში თათიას აგო-
რავებდა. იქვე იდგა რძით სავსე ბოთლი, თავზე გადაცმული
საწოვრით. მე გამიკვირდა: თათიას დედის რძე ყოველთვის
ჰყოფნიდა.
– ბებია!
ბებია ბავშვს კი ანანავებდა კალთაში, მაგრამ, ეტყობოდა,
ფიქრით სხვაგან იყო.
– ბებია!
– რა იყო, შვილო? – გამოერკვა ბებია და თავსაფრის ყური
თვალში ამოისვა.
– დედა სადაა?
– ჩაიშია, შვილო! სად დაიკარგე, მთელი დღეა...
დედა, ორი წელი იყო, ჩაიში არ გასულა საკრეფად, თოთო
ბავშვიან ქალებს არავინ ავალებდა ჩაის კრეფას.
– ბიჭო, საჭმელი არ გინდა? გაშუადღდა...

36
მე თავი გავიქნიე და თუთის ძირში აყუდებულ კავ-უღლი-
საკენ წავედი. ბებიამ თვალი გამაყოლა.
კავი გრძელი იყო და თუთის გადაყვანილ ტოტებში უწევდა
თავს. იქვე კულტივატორი იდგა და ზედ ჯაჭვჩაბმული უღელი
იყო გადადებული. უღელს აპეურები ეკიდა, რომელიც მიწამდე
უწევდა. აპეურს განაკვანძი აჩნდა. მე იმწამსვე ვეცი და მტკავ-
ლით გავზომე. ტაბიკიდან ორ მტკაველსა და ერთ გოჯზე თოკი
სწორი იყო. აჰა, – ვთქვი ჩემთვის, – ამას იქით უნდა გამოის-
კვნას, რომ ხარს არ ჩაუჭიროს. აპეურს ხარის ტყავის თუ ბალ-
ნის სუნი ასდიოდა.
მე აყუდებული კავი გადმოვწიე, მაგრამ ვერ შევიმაგრე. მი-
წას დაენარცხა და ბეწვზე ასცდა იქვე ატუზულ ზაზას.
გაჯავრებულმა ზაზას შევუყვირე:
– რას გაშტერებულხარ!
ზაზა გაბუტული გამშორდა და ქვეშამადგზე დაყრდნობილი
ურმის ქვეშ შეძვრა.
კავი ერქვანით წამოვაყენე და მოვსინჯე. ერქვანის სახელუ-
რი მაღალი იყო, თითქმის გულამდე მწვდებოდა და ასე მაღა-
ლზე ცალი ხელით კავის დამაგრება ძნელი იყო, მეორე ხელით
ხომ სახრე უნდა მექნია ხარისთვის.
ისევ ძირს დავუშვი. არა, კავს ვერ მოვერეოდი!
რა მექნა?
მინდოდა ხელი ჩამექნია, მაგრამ მომაგონდა, რომ ხვალ
დილით, როცა ისევ გავდენიდი საქონელს მინდორზე, ეზოს
ბოლოში თეძოამოვარდნილი კლიმენტია დამხვდებოდა შუა
გზაზე დარჭობილი, ღვინიას ათრეულ ბაწარს დააფრინდებო-
და და დამიყვავებდა:
– ომი გვაქვს, მაშასადამე, მტერს ვებრძვით, ასე კი არ ვარ-
გა, ბიძია! – და ღვინიას ცხვირზე გადაუჭირებდა.

37
– არა, მე მოვეკიდები კავს! – ვთქვი და ისევ ავიტაცე სახე-
ლური, მაგრამ მივხვდი, რომ ასე ძალას ვერ დავატანდი, სახე-
ლური ორი ციდით მაინც დაბლა უნდა ყოფილიყო.
– მოდი, გადავჭრი, – ვთქვი მე ხმადაბლა, – გადავჭრი, ერ-
ქვანს ქვევით გავუტოხავ და სახელურს მოვარგებ.
– ზაზა, ხერხი მომიტანე!
ზაზა ურმიდან გამოძვრა და სამზადში შეირბინა.
სამზადიდან ბირდაბირი გამოათრია, კარაპანზე ხელიდან
გაუვარდა და კბილებწამახული ფოლადი ზრიალით დაეცა აი-
ვნის სოხანეზე.
– არაფერი მოიწიო, შვილო! – მომესმა აივნიდან ბებიას
ხმა.
მე შემეშინდა, რომ ბებია შენიშნავდა, რასაც ვაპირებდი და
ნებას არ დამრთავდა; მაგრამ ბებია მხედავდა, ფიქრით კი
სხვაგან იყო.
ზაზა კარაპანზე გადმოხტა, ხერხი აიტაცა და მომირბენინა.
მე თავზე ხელი წავუქიმინჯე და ხმადაბლა გავუჯავრდი:
– სულელო, ბირდაბირს რას მოათრევდი?! – მან მხრები
აიწურა და ხერხს დახედა.
– ხერხია...
– ამას მეორე გამწევი უნდა, შენ გამიწევ?
მაღლა ამომხედა: აბა, რა უნდა ვქნაო.
– იქ, იქვე, კედელზე საცალხელო ხერხი არ ეკიდა? – მაშინ-
ვე გაქცევა დააპირა. – მოიცა, სკამი მიიდგი, თვარა ვერ მიწ-
ვდები.
მომიტანა საცალხელო და გადავხერხე კიდეც, მაგრამ ახ-
ლა გატოხვა უნდა, გატოხვას – სატოხი და ჩაქუჩი. ზაზამ ჩაქუ-
ჩი კი, მაგრამ სატოხი რაა, არც იცის. არც მე ვიცი, ყველაფერს
როგორ ვაგნებ და ისე ვაკეთებ, თითქოს ხელი გაჩვეული მქო-

38
ნდეს. აქამდე თუ დამინახავს, თვარა ხო არ მიკეთებია.
მე ერთი ციდით დავამოკლე ერქვანი, გავუტოხე ხელახლა
და ისე ჩავაგე სახელური, ბებიას არაფერი დაუნახავს; მხოლ-
ოდ, როცა კავს ურემზე ვდებდი, ურემი დაირყა, წამოიკოჩა,
ქვეშამადგი გამოეცალა და მიწას ხმაურით დაენარცხა, მაშინ
იყო, რომ თქვა:
– არაფერი მოიწიოთ, ბებია!
მე, ვითომ ზაზაც წამეხმარა და კავი ურემზე შევახოხეთ, მე-
რე ურემზე უღელიც შევდე და გოჩასკენ გავწიე.
დაღლილი ვარ, მაგრამ კი არ მივდივარ, მივრბივარ.
– გოჩა!
– ჰა! – გოჩა ვენახიდან გამომეხმაურა. მას გრძელტარიანი
ვეება თოხი ეჭირა და მიწას არაქათგამოცლილი სცემდა.
– გოჩა, უნდა მომეხმარო, მერე მე გაგათოხნინებ ვენახს,
ოღონდ დღეს... ახლავე უნდა წამოხვიდე ჩემთან.
– სად წავიდეთ...
– სად და... სადმე, იცი? სოფლიდან შორს, ტყეების, პლან-
ტაციების... მინდვრის გადაღმა...
– სულელი ხარ...
– გოჩა, სადმე შორს უნდა წავიდეთ, რომ არავინ დაგვინა-
ხოს.
– თავქარიანი სულელი ხარ...
– არა ვარ, გოჩა, სულელი, თუ შენ არ მომეხმარე, ხვალ
კლიმენტია ღვინიას წაიყვანს.
– ღვინიას წაიყვანს?! – გოჩამ შორს გაუგდო თოხს თავი,
ყუით მიწას მიაბჯინა და ზედ დაეყრდნო.
– ჰო, წაიყვანს. ხარს მეხრე უნდაო... მართალია. ჰოდა, წა-
ვიდეთ სადმე, სოფლის გარეთ, შენ წინ გამიძღვები, მე მოვ-
ხნავ, ისე რომ, არავინ დაგვინახოს. თუ ვერ მოვხანით... არა,

39
გოჩა, თუ შენ გამიძღვები...
– ღვინია...
– ღვინია არ ირქინება, გოჩა. გოგონას ჰკითხე, თუ გინდა!
გოჩამ ურწმუნოდ გადააქნია თავი, თოხი კვალის თავში
დააყუდა და მინდვრისაკენ გავწიეთ.
გოგონა გაოცებული შეხვდა ჩემს გამოჩენას და როცა ღვი-
ნიასაკენ წავედი, რომ ბაწრით შავ ხართან გადამესარქა, გო-
ჩას მივარდა:
– არ გაუშვა, გოჩა, არ გაუშვა, დახევს!
მე მივედი და ჯიქურ დავუდექი ღვინიას წინ. ალბათ, მაინც
შიშით იყო, წინდაწინ მუჯლუგუნი რომ წავკარი ცხვირში. ღვი-
ნიამ თავი გააქნია და დაიფშვინა, მაგრამ რქენა ვერ გაბედა.
ვიცოდი, რომ ხარს ჩემთვის სიმხდალე არ უნდა შეემჩნია; მაგ-
რამ, როცა ბაწარი ხელში დავიჭირე და ხარი უკან ამედევნა,
შიშით არ ვიყავი, – ვაითუ, მცემოდა ზურგში და რქებზე ავეგე.
ხარები დავსარქე, მაგრამ უკან არ ვიხედებოდი, რომ ღვი-
ნიას ჩემი თვალები არ დაენახა.
მე და გოჩამ ხარები სახლისაკენ გავირეკეთ, ურემში შევა-
ბით. ბებიას ბავშვი ჩაეწვინა და აკვანს ფეხით არწევდა. ეტყო-
ბოდა, ბავშვი დიდიხნის ჩაძინებული იყო, ბებია კი არწევდა და
არწევდა.
– ბებია! – დავუძახე მე.
– რა იყო, ბიჭო! – რწევას თავი ანება და კაბის კალთას და-
უწყო ფერთხვა.
კალთას ალაგ-ალაგ მსხვილი წვეთები აჩნდა.
– ბავშვმა ჩამასველა, ამ გასაზრდელმა...
– ბებია, არ მეძებო, ურემი უნდა წავუყვანო ბრიგადირს. აგ-
ერ, გოჩა გამოუგზავნია. – ზაზა! – მივუბრუნდი ახლა ზაზას,
რომელიც ოდის ქვეშიდან გამოძვრა და თან ცელის ჟანგიანი

40
ნატეხი გამოათრია. – ჭკუით იყავი, ხო იცი?
– ვიცი, – თქვა მან, ურემში შებმულ ხარებს გადახედა და
როცა მეგონა, ახლა დაიყვირებს – ურემზე მინდაო, თავი გა-
აქნია და ჯიუტად გაიმეორა:
– ვიცი, გოგიტა!

გაწყვეტილი აპეური

ურემი ჭიშკართან შევაჩერეთ და კარი ფართოდ მოვაღეთ.


მერე ნელა ჩავუძეხი ხარებს. ღვინიამ ქედი გვერდზე გაჰკრა
უღელს, ცალ მხარეს გადასწია. შავს გაუჭირდებოდა ჭიშკრის
ბოძამდე დარჩენილ ვიწროში გამოსვლა. მე ღვინიას სახრე
ავუქნიე და შევაჩერე, გამოვცდი ჭიშკარს, მაგრამ როგორც კი
წინ დავძარი ურემი, შემოუხვია და ურმის ღერძთან ტკაცანი
გაისმა.
– ოო! – ავყვირდი და ხარებს თავპირში დავუშინე.
დამფრთხალი ხარები ახლა უღელს უკან მიაწყდნენ.
– თვალები სადა გაქვს?! – აჯაჯღანდა გოჩა.
– თვალები სადა მაქვს და...
– დაახევინე უკან!
მე ისევ შემოვკარი შუბლში ხარებს. ღერძის თავი ასცდა ჭი-
შკრის ლატანებს და ეზოში შეგორდა. ახლა ორივე ხელით ჩა-
ვეჭიდე სარქეს და სანამ გზაზე არ გავედი, ხარებს მოხვევის სა-
შუალება არ მივეცი.

41
ჭიშკარი გამოვიხურე, იქვე ღობის კიდეში ბროწეულს ორი
ღერი შხვართელა ტოტი შევახლიჩე და გატეხილ ლატანში წნ-
ელი ჩავხლართე, რომ მთლად არ ჩამოვარდნილიყო. მერე
გზაზე დამდგარ ხარ-ურემს ავედევნე.
გოჩას ხელზე გადაეხვია სარქე და ხარებს ფრთხილად მი-
უძღვებოდა.
ორღობეში არავის შევხვედრივართ. არც საძოვრებზე ჩან-
დნენ მწყემსი გოგო-ბიჭები. მინდორი გადავიარეთ, ტყის კი-
დეზე ნაურმალს დავადექით, გავედით გრძელი ყანების შუა-
გულზე გამავალ საურმეზე. გზის ორივე მხარეს მწვანედ ღაღა-
ნებდა მწკრივში ჩალაგებული ახლად ნამარგლი სიმინდი. ქვ-
ევით, ტირიფებისა და თხმელების სიხშირეში, ალაგ-ალაგ ჩა-
ნდა წყალდაკლებული მდინარე, რომელიც უხმაუროდ მიჩხრ-
იალებდა ლოდებს შორის. შორს წისქვილის სახურავი ილან-
დებოდა.
აგერ გზა ორად იყოფა. ერთი წისქვილისაკენ მიდის, მეორე
მდინარეს გადაჭრის, სერზე გადაივლის, სადაც იონჯა უთესია
კოლექტივს.
იმას იქით ფერდობია, სადაც დაბალი ბუჩქნარი იცის და მა-
ყვალში გაბარდული ქაცვის, კურკანტელის, დაბალი პანტა
ვაშლის ქვეშ ისლი ხარობს. ფერდობებს გადაღმა რკინიგზა
გადის, რკინიგზის პირზე – პლანტაციები.
გოჩამ ხარები შეაჩერა.
მე წინ გავიხედე. წისქვილის გზაზე ურემი გამოჩნდა.
– ეე, რა ვქნათ?
– რა ვქნათ?! – მე მგონია, გადახვევა აჯობებს.
– აჯობებს, – თქვა გოჩამაც და ხარებს თავდაღმართში ჩა-
უძღვა. მდინარეში ლოდებს შორის ფრთხილად გაატარა ურე-
მი და იქითა დაკიდებულ ნაპირს შეუყვა.

42
– უღელზე დააწექი ხარებს! – მივაძახე გოჩას, რადგან მამა
აღმართში ყოველთვის ასე იქცეოდა. მაგრამ ხარებმა ცა-
რიელი ურემი იოლად აიტანეს და ნაპირზე ავიდნენ.
ჩვენ განგებ გვერდი ავუქციეთ ნაურმალს, მდინარის პირს
გავყევით და იონჯის სათიბის თავში, სადაც საისლე ფერდობი
იწყებოდა, ხარები მინდორზე შევაჩერეთ.
აქ არსაიდან საურმე გზა არ მოდიოდა, არც საცალფეხო ბი-
ლიკი ჩანდა, არსად კაცის ჭაჭანება არ იყო.
– აქ აჯობებს, – თქვა გოჩამ, ჩემს პასუხს აღარ დაუცადა და
ურემი დააყენა.
მე აპეურის შეხსნა დავიწყე, რათა უღლიდან გამომეშვა ხა-
რები; მაგრამ ვერ იქნა და ასე იოლად ვერ გავხსენი. მამა კი
გასწევდა მარყუჟად გამობნეულ აპეურს და ხარი თავისუფალი
იყო. ჩვენ, ეტყობოდა, პირიქით ჩაგვესკვნა აპეურის წვრილი
თოკი და ახლა ისე ჩასჭირებოდა, ფრჩხილითაც ვერაფერი
მოვუხერხეთ.
– მოიცა, – ვუთხარი გოჩას, – შენ წინ დაუდექი ხარს, რომ
არ დაფრთხეს, მე კბილებით ვეცდები.
ხარის წინა ფეხებთან ჩავიმუხლე და ტაბიკზე ჩანასკვულ
აპეურს კბილით ვეცი. ხარი თავს იქნევდა, გოჩა სახრეს უღერ-
ებდა და დაძვრის საშუალებას არ აძლევდა.
ფრჩხილით და კბილით როდის-როდის გამოვხსენით აპე-
ურები და ხარებს კავის უღელი დავადგით. კავი ჯაჭვით მოვა-
ბით უღელზე, რადგან ღვლეჭის დაგრეხა არც ერთს არ შეგვეძ-
ლო.
– აბა, გაუძეხი, გოჩა, მაგრამ ნელა, – და სახნისი მიწას გა-
ვუსწორე.
დაიძრნენ ხარები. სახნისმა უხნავ მიწას ბალახი გადაფხიკა
და ყამირს ასე იოლად როდი მოეკიდა. მე სახრე გადავაგდე,

43
სახელურს ორივე ხელით მოვებღაუჭე და კავი მიწას ვუმარჯვე.
სახნისი ბალახის ძირებს ჩიჩქნიდა, ხტოდა, ჯაყჯაყებდა, აქეთ-
იქით მიქნევდა. ხარები წინ მიიწევდნენ და მიმარბენინებდნენ.
– ოო! – ავყვირდი მე, – გოჩა, შეაჩერე, წავიქცევი! – ვაწ-
ყდებოდი, ვეხეთქებოდი, ერქვანს ხელს მაინც არ ვუშვებდი,
მაგრამ ძალასაც ვეღარ ვატანდი.
გოჩამ ხარებს სახრე აუქნია.
– არ ეკიდება, ხომ?
– არ ეკიდება, ხარებსაც ვერ ვიმაგრებთ, – ავზლუქუნდი და
გული ყელში მომებჯინა, – უფრო ნელა წაიყვანე!
– წაიყვანე, წაიყვანე... რავა, მე მეკითხება?
– არ გეკითხება და დასცხე!
– ჰო, კარგი, კარგი, მაგ კავს მიხედე, იქნებ ქუსლზე დააწვე,
თორემ, რავა გგონია, ეგ ყამირია, თანაც გამაგრებულია მიწა.
ისევ ჩავებღაუჭე სახელურს, რაც ძალა მქონდა; ხელები
მაგრად მოვუჭირე, ფეხები ორივე მხარეს გავდგი და გავძახე:
– აბა, წადი!
ხარები ნელა დაიძრნენ.
ვეცადე მარცხენა ფეხით ქუსლს დავწოლოდი, მაგრამ რო-
გორც კი ფეხი შევდგი და ის იყო, სახნისი მოეკიდა, წონასწო-
რობა დავკარგე, კავიც მარცხნივ გადამეფერდა. ვიმარჯვე, არ
წავქცეულვარ, მაგრამ სახნისი ისევ ამოვარდა მიწიდან, მარ-
ტო ერთი მოზრდილა ბელტი ამოიყოლა და ისევ ბალახებს და-
უწყო აჩეჩვა. ისევ ვცადე ქუსლზე დაწოლა, ისევ მოეკიდა, მაგ-
რამ ახლა ზედ ბუჩქებს მიაწყდა გოჩა ზურგით, ხარებიც შეჩერ-
დნენ.
– ჯანდაბას, მოაბრუნე!
გოჩამ შავი ხარის მხარეზე მოაბრუნა, მე კავს დავეჭიდე ჩა-
მოსათრევად, მაგრამ მიწაში ჩაფლული სახნისი ვერ დავძარი.

44
ღვინია უხვევდა, შავი ხარი კავს უკანა ფეხებით მიაწყვიტა და
ფეხი გაიქნია, დაფრთხა, გვერდზე გახტა.
გახელებით ვეძგერე ერქვანს, გადავზნიქე და მიწიდან
ამოვგლიჯე, მაგრამ მეგონა, ხერხემლის ძვლები ჩამემტვრა,
მერე როგორღაც გავითრიე კიდეც, მაგრამ როცა ხელახლა
დავადექი სახნავს, უკვე არაქათი გამოცლილი მქონდა და
ჩემს უძლურებაზე ჯავრით ვიგუდებოდი.
ისევ დავადექით სახნავს, მაგრამ დამფრთხალი შავი ხარი
ჩქარობდა, ეშინოდა, ხელახლა არ მოსდებოდა კავი ფეხებში.
ღვინია ხომ ტოლს არ დაუდებდა, მასზე წინ როგორ გაუშვებ-
და, და ისევ აჩქარებით გასწიეს უღელი. მე ისევ ამაოდ ვებ-
ღაუჭებოდი ერქვანს, თავს ძლივს ვიკავებდი და სახნისს მიწას
როგორ მოვდებდი?!
– ოო, შეაჩერე, შეაჩერე, გესმის?
– შეაჩერე... ასე ვინ შეაჩერებს, სახნისი თუ არ მოჰკიდე მი-
წას!
– მოჰკიდე... მოჰკიდე... რას მოეკიდება შენისთანა წინამ-
ძღვრის ხელში!
– ჩემისთანა წინამძღვრის თუ შენისთანა მეხრის?!
– ჩემისთანა მეხრეს უნდა წინამძღვარი...
– მე რა, კვალი გაგიმრუდე თუ...
– თავი დამანებე... წადი, წადი!..
სახნისი მიწას მოედო, ჯერ ოდნავ წავიდა, მერე ამოხტა, გა-
დაიწია, თავი ვეღარ შევიმაგრე, იქვე ამოგდებულ ბელტს წა-
მოვკარი ფეხი და გადავტრიალდი. ვერც ხელების დახვედრე-
ბა მოვასწარი, რადგან ერქვანზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, და მი-
წაზე ცხვირით დავეხეთქე.
იმწამსვე წამოვვარდი და ათრეულ კავს ავედევნე. მე-
შინოდა, ფეხი არ დაეჭრა სახნისზე ღვინიას. ამასობაში გოჩა-

45
მაც იმარჯვა და შეაჩერა. კავი წამოვაყენე, მაგრამ პირში მოტ-
კბო, მარილიანი თბილი სითხე ჩამეწვეთა. ენა მოვისვი, ცხვი-
რიდან სისხლი მდიოდა.
გოჩა სახეში მიყურებდა და ადგილიდან არ იძროდა.
– წადი, – ვიყვირე მე, – წადი, ნუ ჩერდები... ფშიოო!
გოჩა არ აპირებდა წასვლას, მაგრამ ხარები დაიძრნენ.
– წადი, წადი! – ვიყვირე მე, – წადი-მეთქი! – ვბარბაცებდი,
მუხლზე ვეცემოდი, ვდგებოდი, სისხლი ჩამომდიოდა ნიკაპზე
და გულისპირზე მეწვეთებოდა, – წადი, არ შეჩერდე, წადი! –
უკვე აღარ ვერიდებოდი წაქცევას, მიხაროდა კიდეც, რომ
ფეხს მტკივნეულად წამოვკრავდი, წამოვიჩოქებდი, მიხარო-
და, რომ სისხლი მდიოდა, ისევ ვეკიდე სახელურს და მთელი
ძალით ვებრძოდი, ვეწეოდი. ბოლოს ქუსლს მივწვდი, შევდგი
ფეხი, ველოდი, აი, ახლა გადაიწევა, აი ახლა დამახეთქებს
მიწას-მეთქი, მაგრამ სახნისი ღრმად წავიდა, მალე კავის ქუს-
ლი მიწაში დაიმალა. მე ბელტებმა ჩამომაცურეს ქუსლიდან,
მიწაზე მარჯვედ გადმოვხტი და მთელი ძალით დავაწექი სახე-
ლურს.
– წადი! – ყიჟინას ვცემდი და ვქაქანებდი, – წადი!
კავის ქუსლი რომ მიწაში დაიკარგა, ხარებმა სვლას უკ-
ლეს, ქედი მოედრიკათ, მაინც ეწეოდნენ, ბალახებით შეკრუ-
ლი ყამირი კი ჯიუტობდა, არ მნებდებოდა. სახნისი კი მიდიოდა
და მიდიოდა სიღრმეში. ბოლოს შავს გაუჭირდა, შეჩერდა, მი-
აწყდა ისევ წინ და წაიღო, მაგრამ მე ისევ ვაწექი უკვე დადაბ-
ლებულ ერქვანს და ზედ ვაკვდებოდი, რომ ზევით არ ამომვარ-
დნოდა. შავი ისევ შედგა. ღვინიამ ის უკან ჩამოიტოვა.
– მიდი, ჰო! – კი არ ვიყვირე, ვიკივლე მე. ღვინია წაიწია
ისევ და წელში მოკეცა მეორე.
– დაახევინე, ღვინიას დაახევინე, თორემ შავი მოგუდა, ვერ

46
ხედავ?! – ავყვირდი.
გოჩამ სახრე ხელში შეაბრუნა და ღვინიას დაუშინა.
ღვინიას ემწვავა სახრე, ალბათ, თვალში თუ მოხვდა, დაიზ-
მუვლა, მიაწყდა უღელს უკან, მერე გვერდზე გახტა, გაჰკრა,
გაწყვიტა აპეური, გადაამტვრია ტაბიკი, რქაში შეიწყვიტა სარ-
ქე ბაწარი და მინდორში გაიქცა.
ბალახებში დავეცი და დიდხანს თავი არ ამიღია.
გოჩა ფეხდაფეხ დასდევდა გავეშებულ ღვინიას, როდის-
როდის მოიყვანა, ურემში ისე შეაბა, ჩემთვის არაფერი უთ-
ქვამს, კავიც რის ვაი-ვაგლახით მარტომ ამოგლიჯა მიწიდან,
შეაჩოჩა ურემზე და ნელა გაუძღვა სახლისაკენ.
მაშინ წამოვდექი, როცა ურემი იონჯის სათიბს გასცდა და
მდინარესთან ჩაუხვია.
მდინარეში ცხვირ-პირი მოვიბანე. სახლისაკენ ბოღმითა
და შხამით სავსე გავუდექი გზას. ურემს ყანებთან წამოვეწიე.
გოჩა უკანმოუხედავად მიდიოდა ურმის წინ, მიდიოდა ფეხა-
რეული, თავჩაღუნული.
მინდორში, ცეტერაძეების კარისაკენ მიმავალ ორღობეს
რომ მივუახლოვდით, ნაკაფიდან სიმღერა თუ თხის პეტელი
მომესმა.
– ვინაა, რომ მღერის?! – ამოვიხავლე მე.
არ იქნება, არ იქნება,
არ იქნება ძალადა...
ბუდუს ხმა ვიცანი და გავჩერდი. გავჩერდი და თვალები გა-
მიფართოვდა...
არ იქნება, არ იქნება,
არ იქნება...
დაჟინებით იმეორებდა კლიმენტიას ნაშვილები აკვიატე-
ბულ სიმღერას და ახლა ისე მესმოდა, თითქოს ეკლესიის ზარ-

47
ში თავი მქონოდა შეყოფილი და ბუდუს გარედან რიყის ქვა და-
ეშინოს.
არ იქნება, არ იქნება
არ იქნება ძალადა...
ადგილიდან მოვწყდი და ტყეში შევვარდი.
დიდხანს არ დამჭირვებია სირბილი, ტყის ვიწრო ბილიკზე
ბუდუს შევასწარი თვალი; მე თხა მაშინ არ დამინახავს, ვხე-
დავდი ბუდუს და გავრბოდი მისკენ.
არ იქნება, არ...
მივვარდი და რაც ძალა და ღონე მქონდა, ბუდუს სახეში
ვთხლიშე, ვთხლიშე ერთი, მეორე, მესამე, ვაძგერე თავი, გა-
დავისროლე ბარდებში, გადავაგორე ეკლებზე და წიხლით
შევდექი.
ბუდუ ყვიროდა, შველას ითხოვდა, მე ვცემდი, ვცემდი გამა-
ლებით, ვცემდი უმოწყალოდ, ვცემდი...
ყვირილზე გოჩა მოვარდა და ძლივს გამომგლიჯა ხელიდან
აღრიალებული ბუდუ.

მკითხველთა ლიგა

48
გაუსკვნელი საძირკველი

– სად გაქრი, შვილო, მთელი დღეა, საჭმელი მაინც არ მო-


გინდა? – მკითხა ბებიამ, როცა სამზადში შევედი. – ქალიც რო
არსად ჩანს, შემომაკვდა უძუძური ბოვში ხელში!
მე ხმა არ გამიცია, ისე დავიწყე ფათური ბუჯერში. შიმშილი-
საგან თავი მიბრუოდა, ფეხზე ძლივს ვიდექი, ხმის ამოღება არ
შემეძლო. ცივი მჭადის ნატეხი ჩავკბიჩე.
– ჩააფიცხე მაინც, ბებია, ვერ გადეიტან კისერში!
მჭადი ორად გავტეხე, ნახევარი ზაზას მივეცი, ნახევარს
ისევ დავუწყე კბეჩა და ღეჭვა.
– ჰა, ზაზა, ჩააფიცხე, შეჭამანდი არაფერია?
– ლობიო აღარაა, – თქვა ზაზამ.
– აღარაა, შვილო, დედაშენი რო აღარ გამოჩდა... მეც ამ
უძუძურ ბავშვს ვერაფერი მოვუხერხე, არაა ამ რეზინის წოვას
მიჩვეული, – თათიას ჩახედა კალთაში.
მე გაოცებისაგან ლუკმა პირში გამიჩერდა, მერე სასულეში
გადამცდა და ხველა ამიტყდა.
თათიას პირში ბებიას გამჭკნარი ძუძუ ედო და გამალებით
წოვდა. ეზოში ძაღლმა შეჰყეფა.
აივანში ცარიელი კალათი დავარდა და კარებს დედა მოად-
გა.
– დედა მოსულა! – დაიძახა ზაზამ და მიეგება.
– გეშველა, შე ქალო? – უთხრა ბებიამ.
თათიამ პირიდან გააგდო ცარიელი, გამჭკნარი ძუძუ და ატ-

49
ირდა. დედამ წინ შეგებებული ზაზა გასწია და თათია აიტაცა.
– გოგიტა! – გადმომხედა მან და საკინძე გაიგლიჯა. ძუძუ-
ებთან გულისპირი დასველებოდა.
ბავშვი ძუძუს ეცა და ზედ ორივე პაწია ხელი შემოხვია.
– არ მისცე, ქალო, შეხურებული რძე ბოვშს!.. – შეახსენა
ბებიამ, მაგრამ თათია წურბელასავით ეკიდა დედის მკერდს.
– გოგიტა! – ისევ თქვა დედამ.
შუბლს ქვევიდან გავხედე და პასუხი არც ახლა გამიცია,
ვატყობდი, ჩემზე გაჯავრებული იყო.
– გოგიტა, შე სასიკვდილე!
გაოცებულმა ზაზამ ჯერ დედას შეხედა, მერე მე, მერე ისევ
დედას.
– რა გინდა, შე ქალო, მაგ ბოვშთან, – გამომექომაგა ბებია,
– მთელი დღეა, არაფერი ჩაუდევს პირში, შეარგე ერთი ლუკ-
მა.
– რატომ ხმას არ იღებ, შე ენაჩასაგდებო!
– რა გინდა, რა?! – დავიღრინე და პირიდან ცივი მჭადის
ფინჩხები წამომცვივდა.
– შენი ჯანდაბა მინდა! – მკერდზე მიკრულ ბავშვს პირი
აუცდა ძუძუზე და აყვირდა. – რამ გადაგრია, შე არგადასარჩე-
ნო!..
– მაგის მტერი... – ჩაურთო ბებიამ.
– რამ გადამრია?! – ვკითხე მე გამომწვევად.
– კლიმენტიასთან რა გინდოდა, ბიჭო, უფროს-უმცროსი მა-
ინც არ იცი?!
– ვიცი!
– იმხელა კაცს რავა კადრე, შე უწმინდურო!
– იმხელა კაცს...–გავიმეორე მე, მაგრამ დედამ ბავშვიანად
გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ.

50
– ბიჭო, რავა მომჭერი თავი, რა გინდოდა იმ კაცთან?
– მე არაფერი არ მინდოდა. იმას რა უნდოდა, თუ იცით შენ
და იმან?..
– ხედავ, რავა მიტლიკინებს ენას? ხედავ, რავა აიშვა თავი?!
– არაფერი თავი არ ამიშვია...
– ენა ჩაიგდე, ბიჭო, ორი დღეა მამაშენი წავიდა, აწი რას
იზამ შენ? – იგი ახლა ბებიას მიუბრუნდა: – კლიმენტიამ დღეს
ჩაის ფარდულში სახალხოდ მითხრა: შენ ქალი მეგონე, ჩემო
ივდითი და ვერ ყოფილხარ შვილის გამზრდელიო; შვილს
რომ მჭადი გამოუცხო, მარტო ეს არაა დედობაო; შენს ქალო-
ბას და დათიკოს ვაჟკაცობას არ შეფერის ასეთი შვილიო... მა-
მამისის სახელს არცხვენს ეს დასამიწებელი!..
– მაგის მტერი და ორგული, – ისევ ჩაურთო ბებიამ, – აჰ,
მასე არ ვარგა შვილო, გაგონილა?
– რატო არ დაანებე ის სამგლე ხარი?
– არ დავანებე...
– რატო, რატო?!
– არც აწი დავანებებ, – ჯიუტად გავიმეორე მე, – კლიმენ-
ტიას ჰყავს თავისი ხარები, ღვინია მამას გაზრდილია, კლიმენ-
ტიას არ მოვაკვლევინებ, კლიმენტიამ არ იცის ხარის ფასი,
დღე და ღამე კისერში აზის და მერე სასაკლაოზე აგზავნის.
– აბა, შენ იცი?
– მე ვიცი!
– ხარი კოლექტივისაა, შე უკუღმართო!..
– კოლექტივისაა, კლიმენტიასი ხო არა.
– ენა ჩაიგდე, ბიჭო!
– კლიმენტიას არ მივცემ ხარს!
– შენ რისი მიმცემი ხარ?
– მე მოვეკიდები და კლიმენტიას არ მივცემ!

51
– ისე გაგისკდა მიწა და შიგ ჩავარდი, შენ ხარის მომკიდე-
ბელი არ იყო, შენ კი არა, მამაშენი ვერ იმაგრებდა მაგ გადა-
რეულ საქონელს.
– მამას უყვარს ღვინია!
– მამაშენი დაბრუნდეს და... – დედას ხმა გაუწყდა, თვალ-
ებზე ცრემლი მოაწვა.
– არ მივცემ კლიმენტიას ხარს! – გავიმეორე მე.
– გოგიტა! – დედამ ბავშვი ცალი ხელით მიიკრა მკერდზე
და მეორე მუგუზალს წამოავლო.
ადგილიდან არ დავძრულვარ, „დამარტყამს, – ვფიქრობდი
მე, – რაც მამა წავიდა, დედას მაინც სულ აღარ ვუყვარვარ”.
მაგრამ მან დასარტყმელად ვერ გამიმეტა და ტირილი აუვარ-
და, მუგუზალი ისევ კერიას დაანარცხა.
– რა ვქნა, დედა, რა უნდა ვქნა! – მივარდა იგი ბებიას. – რა
გამიჩნდა ეს?!
ბებიამ თავზე შემოიდო ხელები ისე, რომ დედასთვის არა-
ფერი უთქვამს და თავისთვის ამოიოხრა:
– ღმერთო, მამაზეციერო, სადა ხარ!..
მჭადის ნატეხი კედელს ვესროლე, კარებისაკენ გავტრი-
ალდი და იქიდან დავიყვირე:
– ჩემს ღვინიას არ მივცემ კლიმენტიას! თქვენც იცოდეთ და
კლიმენტიამაც და სხვებმაც!..
კარები ჭრიალით მივაჯახუნე. ზღურბლთან ატუზული ძაღ-
ლი გამებლანდა ფეხებში, წიხლი ამოვკარი და გავედი.
ბნელოდა. სადღაც ხარის დალეული ნალივით ილანდებო-
და მთვარე ღრუბლებში. ცხელოდა.
ოდის წინ, კოინდარში, მსხლის ძირთან ჩავენარცხე, ზურ-
გით ხეს მივეყრდნე. ვიჯექი ერთხანს, მერე წამოვდექი და ჭიშ-
კრისაკენ გავწიე, მივდიოდი, ვინ იცის, საით. მივდიოდი და გო

52
ჩას ეზოსთან შევჩერდი. სახლიდან სინათლე ჩანდა.
– არა ღირს... – ხელი ჩავიქნიე და გზა განვაგრძე; ისე ჩა-
ვუარე სერაფიონის ჭიშკარს, არ შევჩერებულვარ; ვერც მომ-
დევნოს შევნიშნავდი, ალბათ, რომ ჭიშკართან აჭყვირებულ
ღორს არ გადავყროდი. ღორი დაწრიალებდა და განუწყვეტ-
ლივ ჭყვიროდა.
ღია კარებში შუა ცეცხლი ჩანდა. ცეცხლზე მოზრდილი ქვა-
ბი იდგა, ალბათ, რადგან ალი მაღლა ფართოვდებოდა, იშლე-
ბოდა დიდ წრედ. აივანზე, სახლიდან გამოსულ სინათლეზე,
ბრგე მამაკაცი გამოჩნდა. ვიცანი, ამირანის მამა იყო – ეზიკა.
ეზიკაც ომში იყო ნამყოფი, მარჯვენა ფეხზე ტერფი არ ჰქონდა
და უტერფო ფეხს ხესავით დაათრევდა.
ავი კაცი იყო ეზიკა. იგინებოდა, ილანძღებოდა. ამბობდნ-
ენ, ეზიკას ომში ადამიანის ცოდვა ადევს და საშიში კაციაო. მან
გობი აივანზე დააგდო და ჭიშკართან აჭყვირებულ ღორს მო-
აძახა:
– რა გაყვირებს, შენი პატრონის ქვეყანა!..
სახლიდან ფატიმ ქვაბი გამოიტანა, ალბათ, სალაფავით
სავსე და გობზე მოაპირქვავა. მდუღარეს ორთქლი ავარდა და
წელამდე დაფარა ფატი. ცხელმა ორთქლმა ხელი თუ დასწვა,
რომ ქვაბმა აივნის სოხანეზე გაიჟღრიალა.
– ჰაატ! – აღმოხდა ეზიკას და ახლა თვითონ მოაპირქვავა.
მერე სალაფავით სავსე გობი ჭიშკრისაკენ წამოიღო.
ღორი კუტიკარს მივარდა და ჭყვირილს უმატა.
– მამალი მგელი! – გაეპასუხა ეზიკა.
ფატი აივანზე იდგა და ხელს ხან იღლიის ქვეშ იდებდა, ხა-
ნაც პირთან მიჰქონდა.
გზა განვაგრძე, მინდორზე გავედი.
– მოდი, ტუხუიასთან წავალ, – ცეტერაძეების კარისკენ ავ-

53
უხვიე, კლიმენტიას სახლის მეორე სართულიდან გამოსული
სინათლე მომხვდა თვალში. თვალები დავხუჭე და ისე გა-
ვიარე. შუაში ჩავუხვიე, ტუხუიას ეზოს მივადექი. ჭიშკართან
ავიტუზე და ღია კარების სინათლეზე კუდზე წამომჯდარი თო-
ლია დავინახე. გზიდან შუაცეცხლი არ ჩანდა და არც ტუხუია
დამინახავს. სახლიდან კაპიტოს ხმამაღალი ლაპარაკი ისმო-
და. ჯარგვალის გვერდზე მოწყობილი თეთრი ფიცრები გავარ-
ჩიე ბნელში და გამახსენდა, რომ სახლის საშენი მასალა იყო.
ვერ იქნა და ვერ დაიდგა სახლი კაპიტომ. ტუხუიას ხუთი და-
ძმა ჰყავდა – მასზე უმცროსები. ერთმანეთზე თავწაუწეველი
ექვსი შვილის მამა იყო კაპიტო ბანძელაძე. ყოველ წელს იწ-
ყებდა იგი სახლის მშენებლობას. მახსოვს, ჩვენთან რომ მო-
ვიდოდა ზამთრის მოცლილ დღეს, ჩამოჯდებოდა ცეცხლის პი-
რას, ფეხს ფეხზე გადაიდებდა და მამაჩემს გამარჯობის შემდეგ
ამას ჰკითხავდა:
– რავა ატყობ, დათიკო, წელს რავარი გაზაფხული იქნება?
მამა გადახედავდა გარეთ მუხლის თავზე ჩამოყრილ თოვ-
ლს და იტყოდა:
– ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი, ჩემო კაპიტო!
– რა კაცო, და... – რატომღაც ყოველგვარ პასუხზე გადაა-
ბამდა თავისას, – სახლის შენება მინდა დავიწყო. ამ ზაფხულს,
შენც იცი, შემეშალა ხელი, ჯიმადა გარდამეცვალა და იქ გადა-
სახურავი... აქეთ ქორწილში დამიძახეს, მერე ბაღნების წამლ-
ის ფული... ძალიან შემეშალა ხელი...
– რავა, ბავშვი გყავდა ავად თუ? – იტყოდა მამაჩემი.
– ჰო, აციებდა... ჰოდა, რავა ვქნა ახლა, იქნებ ხეირიანი ოს-
ტატი გეგულება სადმე.
– არიან, ოსტატების მეტი რაა!
– არი, მარა კაი მინდა, ჩემო დათიკო, კარქი. ის მყავდა ამ-

54
ას წინათ, გაბრიელის სახლი რო ააშენა.
– გაბრიელის სახლი არაა ცუდი ნაშენი.
– კაია, მარა ვერ მოვრიგდით, ერთი თვალი სახლი გამოვა
ამ მასალიდანაო, მე კი სამ თვალად მინდა, შენც იცი.
– კი მარა, თუ არ გამოვა?
– რავა დევიჯერო, არ გამოვა. მერე ის მყავდა, ჩემი ქვის-
ლის მეზობელი – აპალონი, იქნება ქე იცი.
– არ ვიცი, აქეთ არ უმუშავია, ალბათ.
– აქეთ არა, მარა ვერც იმასთან მოვრიგდი, ახლა...
კარებთან ტუხუია გამოჩნდა. ხელი გაიქნია უცებ და ძაღლი
მაღლა შეხტა, მერე ძვლის მტვრევისა და ღრენის ხმა მომესმა.
– ტუხუიაა! – დავიყვირე მე.
ძაღლი წამოვარდა და ჭიშკარს მოაწყდა, მაგრამ მიცნო და
ისევ მიტოვებულ ძვალს მიუბრუნდა.
მერე ტუხუიამ გადმოალაჯა ჯარგვალის ზღურბლს.
– გოგიტა ხარ? – მკითხა მოახლოებულმა და ალაგეზე ჩა-
მოჯდა.
– გოგიტა ვარ!
– ჩამოდი!
– არა, მეჩქარება, ხვალ არ გცალია?
– ხვალ... ხვალ...
– ჰო, რას აკეთებ ვითომ, – მეწყინა, როცა ხმაზე ორჭოფო-
ბა შევატყვე.
– მამა...
– მამაშენი ჯარში არ წაუყვანიათ?
– ხვალ მიდის! – თქვა ტუხუიამ და მსხვილი თავი ზურგს
უკან მაღალ სარს მიაყრდნო.
ახლა მომაგონდა, როცა მამაჩემი მიდიოდა, იმ დღეს ტუ-
ხუიას მამა არ დამინახავს.

55
მე ვერაფერი ვთქვი.
– ხვალ მიდის... – გაიმეორა ტუხუიამ, – ახლა დაბრუნდა,
დღეს იყო გამოძახებული...
– მერე ვისაა, რო ექაქანება?! – გამიკვირდა მე, რადგან კა-
პიტო ფეხი ფეხზე გადადებული ყოველთვის წყნარად ჰყვებო-
და მშენებლობის და ოსტატის ამბავს.
– ოსტატი მოიყვანა, სახლზე ურიგდება.
ახლა გარკვევით მოისმა კაპიტოს ხმა:
– ჯერ არა, მარა მერე... უნდა ვიცოდე, მე ჩემი ანგარიში მი-
და...
– ოსტატი ყრუა, – თქვა ტუხუიამ.

მეხრე

იმ ღამეს ურემზე ვიწექი. ქვეშ თივა დავიდე, ზედაც თივა და-


ვიყარე, მაგრამ დიდხანს მაინც არ დამეძინა. ხმელი ბალახის
ღეროები მჩხვლეტდა თავში, ნემსებივით მესობოდა ყურებში,
მიღიტინებდა კისერში. ვტრიალებდი, გვერდს ვიცვლიდი, უკე-
თესად ვეწყობოდი.
ბოლოს გულაღმა დავწექი. ბჟოლის ტოტებში ალაგ-ალაგ
გამომკრთალ ცის ფერს დავუწყე ცქერა.
ცაზე ღრუბლები ირეოდა, მთვარე არ ჩანდა, ზოგჯერ ვარ-
სკვლავი გამოაჭიტებდა, მაგრამ იმწამსვე საიდანღაც აუტყდე-
ბოდა ღრუბელი და წაეფარებოდა.

56
დედა ძაღლის ყეფაზე ან ხარის ხმაზე აღებდა კარებს, აყუ-
რადებდა და ზოგჯერ ეზოშიაც გამოდიოდა.
ჩემს მახლობლად ხეზე მამალი აყივლდა.
„ალბათ, მალე გათენდება”, – გავიფიქრე მე. იმის შიშით,
რომ ურემზე არ დამთენებოდა, მინდოდა, არ დამეძინა, და ის-
ევ ცას დავუწყე ცქერა. ცა იყო უზარმაზარი. უამრავი ღრუბელი
ირეოდა ზედ და უამრავი ვარსკვლავი იმალებოდა ღრუბლებს
იქით, ზოგიც ჩანდა, უფრო მეტი – არა. ვიცოდი გეოგრაფიიდ-
ან, რომ დედამიწა მრგვალია, მაგრამ მე ბრტყელს ვხედავდი
მთებითა და გორებით და ცაც მხოლოდ ზედ დამხობილი მეჩ-
ვენებოდა. ჩვენი სოფელი კი ქვეყნის შუაგულში უნდა ყოფი-
ლიყო და ცაც ჩემი ურმიდან ყველაზე მაღალი. მთვარე, რომე-
ლიც ახლა აღარ ჩანდა, ჩემი ურმის თვალზე დიდი ვერ წარმო-
მედგინა, ან თუ იყო, ვის რაში სჭირდებოდა ასე უშველებელი
მთვარე? ან მართლა ღმერთი თუ იყო ცაზე, როგორც ბებია ამ-
ბობდა, რატომ დაიწყეს ომი და რატომ გაჩნდა ქვეყანაზე კლი-
მენტია ცეტერაძე? მაშინ ბუდუს სხვა ვინმე იშვილებდა და
ტყუილუბრალოდ არ შემომელახებოდა ხელში.
გვიან მაინც წამომეპარა ძილი და კლიმენტია მესიზმრა.
ღვინიას კისერზე შესჯდომოდა, მღვრიე ზღვაში მიაცურებდა
და მღეროდა.
გამომეღვიძა.
ქართას მივაყურე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ურმიდან წამოვ-
ხტი და ხარებს მივაშურე. ღვინიას ბეჭზე თავმიდებულს ეძინა.
ურემთან დავბრუნდი და ისევ თივაში შევძვერი, გავილურ-
სე. არაფრით არ მინდოდა დაძინება.
განთიადის წინ დაკრულმა სიცივემ გამომაღვიძა. ურმიდან
ჩამოვხტი, ქართის კარი გავაღე და ღვინია გამოვიყვანე. უღე-
ლში შევაბი.

57
მერე მეორეს გამოსაყვანად გავბრუნდი. შავი ჭიშკარს წა-
მოედო და გაიჭრიჭინა წნელის კარმა. მე გავიტრუნე, მაგრამ
სახლში არავის გაუგია. ალბათ, დედას ჩაეძინა ბოლოს და ბო-
ლოს.
„დღეს კულტივატორს მოვსინჯავ, – გავიფიქრე მე, – ჰო, ახ-
ლა სახნავი მაინც არაფერია, კულტივატორით ამუშავებენ ყა-
ნებს და ჩაის” – ვეცი ასაწევად, მაგრამ ცხრათოხიანი რკინის
მანქანის ურემზე შედება ასე იოლი და ხელწამოსაკრავი საქმე
არ იყო.
კულტივატორის სახელურს ბეჭით შევუდექი, ავაცილე მი-
წას და ბორბლით მივაგორე ურმის კოფომდე.
ვუცქერდი ხან კოფოს და ხან კულტივატორს, როგორ დამე-
დო ურემზე ამოდენა მანქანა ისე უხმაუროდ, რომ არავის გა-
ეგო.
– მოდი, ჯერ გზაში გადავაგორებ როგორმე, მერე იქ... –
შევუდექი ბეჭით სახელურს და უკუსვლით წავედი. ბორბალი
ახალი გაზეთილი იყო და არ ჭრიალებდა. სახლის წინ მინდო-
რში შევჩერდი, მერე აღარ დავზოგე თავი და ჭიშკართან მივე-
დი. ჭიშკარი გამოვაღე, გზაში გადავაგორე და მერე ურემს მი-
ვუბრუნდი, ჩხილაზე ჩამოცმულ კამეჩის რქაში წყალი ჩავასხი,
საპონი გავქენი, ღერძზე მოვუსვი, რომ ჭრიალი არ გაეღო და
გზისაკენ თითის წვერებზე გავუძეხი ურემს. მინდორზე ნაბდით
დაჭედილივით მიდიოდნენ ხარები. გავედით გზაზე.
იქ კი გულდაგულ ვეცი კულტივატორს წინა თვალში, ავწიე,
დავაყრდნე უკანა თოხზე და სახელურზე დავაყენე, მერე ურ-
ემს დავახევინე უკან და კოფო წინა ორ თოხს მივაბჯინე. ბო-
ლოს ვეცადე, სახელურით ამეწია, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
განთიადი ახლოვდებოდა.
ხარები ჭიშკრის ბოძს გამოვაბი და გოჩასთან გავიქეცი.

58
ეზოში ნაგაზმა ერთი დაიქუხა, მაგრამ რომ არაფრად ჩა-
ვაგდე, მიბრუნდა, ფეხით მიწა ამოქექა და შიგ ჩაწვა.
კიბეზე ავედი. ღია ფანჯარას მივადექი და შევიხედე. ვიცო-
დი, ფანჯარასთან გოგონას საწოლი იყო. გოჩა იქითა კუთხეში
იწვა, სადაც ჯერ ისევ ბნელოდა.
მე დავიხარე და გოგონას ყურთან მივუტანე თავი.
– გოგონა!
გოგონამ თავი შეაბრუნა და მისი თბილი ამონასუნთქი მეცა
სახეში.
– გოგონა! – ნაწნავში მოვავლე ხელი და ფრთხილად დავ-
წიე. – გოგონა, მე ვარ – გოგიტა, გაიღვიძე, გესმის?
გოგონამ თვალები გაახილა.
– გოგიტა ხარ?
– გოგიტა ვარ, არ შეგეშინდეს, გოგონა!
– რა გინდა, გოგიტა?!.
– გოჩა მინდა!
– გოჩა? რად გინდა... გოჩა დაღლილია, წისქვილიდან გვი-
ან დაბრუნდა.
– მინდოდა, – ვთქვი და უკან გამოვბრუნდი.
– გოგიტა! – მომესმა გოგონას ხმა, მაგრამ უკან აღარ მი-
მიხედავს.
– გოგიტა! – მომაწყდა ნარბენი გოგონა, რომელსაც ისევ
ახლდა ლოგინის სითბო.
– მე გოჩა მინდოდა, შენ რა შეგიძლია, შე ქარაფშუტა!
– რა გინდა, მითხარი და...
– აქ რა გითხრა, წამოდი და გაჩვენებ.
მივდივარ და მომდევს:
– მითხარი, მითხარი რა გინდა?
– რა მინდა და აი, რა მინდა! – მე აყირავებულ კულტივატ-

59
ორთან მივიყვანე. – აი, ეს მინდა შევდო ურემზე, შეგიძლია?
– გოგიტა, – წყნარად თქვა მან, – რაც შემიძლია მოგეხმა-
რები, მე დაგინახე იმ დილით...
– რომელ დილით?
– გუშინ დილით, კლიმენტიას...
– აბა, მოდი! – გავაწყვეტინე და კულტივატორს ვეცი. მეო-
რე მხარეზე გოგონა დააწვა სახელურს და მაღლა ავიღეთ.
ჯიუტობდა მანქანა, თოხები ედებოდა კოფოს. არაფრით არ
მოვეშვით. გოგონამ ძალიან იმარჯვა და როგორღაც ავათრი-
ეთ ურემზე.
– გოგონა, დაჯექი, წავიდეთ!
გოგონა ურმის წინა ჩხილასთან ჩაცუცქდა. მე ხარების სარ-
ქეს ჩაფრენილი წინ მივდიოდი. საყანეებში რომ გავედით, აღ-
მოსავლეთი ხანძარივით ენთო, ჰაერში ტოროლები ტკარცა-
ლებდნენ.
ურემი შევაჩერე და ჩაცუცქულ გოგონას ვკითხე:
– რა ვქნათ, გოგონა, სად აჯობებს?..
– აქ ჯერ არ თოხნიან, ახალი ნამარგლია, ახლა ჩაიშია ყვე-
ლა...
– ჩაიში ქალები კრეფენ.
– ყველგან ხომ არ კრეფენ, მე ჩემი ყურით გავიგონე, ბაბუ-
ას როგორ უთხრა ეზიკამ, ჩაის მივხედოთ, იმ უპატრონოსო.
– ჩაიში, გოგონა, უკეთესიცაა, ყანაში რომ კვალი გაგვემ-
რუდოს, სიმინდებს დათხრის კულტივატორი, ჩაი კი ძირმაგა-
რია, ასე იოლად არ მოითხრება.
ერთი დავკარი უღელზე ხელი, მაღლა შევხტი და ხარებს
სახრე გადავუჭირე. ურემი სირბილით მოწყდა ადგილიდან.
მდინარესთან ჩავუძეხი, მეშინოდა ლოდებზე არ შემდგარიყო
თვალი და არ გადამბრუნებოდა.

60
ჯერ კიდევ არ იყო მზე ამოსული, რომ ჩვენ პლანტაციებში
ვიყავით. კაცი არ ჭაჭანებდა, არც გზაზე ჩანდა ვინმე.
– შევაბათ, გოგონა, ნუ გეშინია, არ გირჩოლებს, აგერ არა
ვარ?
– ტაბიკები? – გამახსენდა მე.
– ურმის ტაბიკები გადავიტანოთ, საღამოს კი ისევ ურემს
ჩავურგოთ.
– მართალი ხარ, ტაბიკებს მერე გავთლი სახლში.
აპეურები ისევ ფრჩხილითა და კბილით გავხსენი, კავის უღ-
ელი გადავადგი ხარებს, მაგრამ ჯაჭვი წინა ბორბალთან კაკ-
ვში მოვდე კულტივატორს და გოგონას სარქე მივეცი ხელში.
წინა თოხებთან ქვა დავაკარი ბაწრით და ხარები მწკრივებს
შორის ჩავაყენე, გოგონა წინ ჩაუდგა.
– ფშიი, ოუ, ხარო! – დავძახე და ხარები დაიძრნენ. კულტი-
ვატორი ცხრა გაშლილ თოხზე იდგა და ხელიც რომ გამეშვა,
არ წაიქცეოდა, წინა თოხები, რაკი ქვა ამძიმებდა ღრმად წავი-
და დამუშავებულ მიწაში.
– გოგონა! – დავიყვირე სიხარულით, მაგრამ უკანა თოხი
მაინც არ მოეკიდა. მე ავიწიე, შუა თოხის მუხლს ფეხით მივ-
წვდი და ზედ შევდექი. ცხრა თოხი ერთიანად მოედო ნიადაგს
და მწკრივებს შორის მიწა აანგრია, ამოყარა ბალახი, გააფ-
ხვიერა და ზურგს უკან შავი ხნული დატოვა.
– გოგონა, კარგია! – ვიყვირე მე, – აჩე, ღვინია, აჩე, შავგუ-
ლა!
– ჰო, კარგია, გოგიტა!.. – თვალებაცეცებული გოგონა წი-
ნაც იხედება და უკანაც.
ხარები დინჯად მიაბიჯებდნენ მწკრივებს შორის და მე –
მეხრე, ორივე ხელით ვიჭერდი სახელურებს – ვეკიდე ხარებს.
კვალის თავში ნაჩვევი პირუტყვი თავისით მობრუნდა და მეც

61
როგორმე უნდა ჩამომეთრია კულტივატორი მეორე კვალში.
მანქანა მძიმე იყო, უსაშველოდ გამიჭირდა ჩამობრუნება, მაგ-
რამ როცა თოხები ღრმად წავიდა მიწაში, ეს ჭაპანწყვეტა და-
მავიწყდა, ყიჟინა დავეცი და სოფლისაკენ მთელი ხმით გავძა-
ხე:
– კლიმენტია ცეტერაძე, ვერ მოგართვი!
გოგონა შემობრუნდა, თვალებში შემომხედა, გაეცინა ჩემს
მუქარაზე და ისევ სარქეზე ჩაფრენილი გაუყვა მწკრივებს შო-
რის.

უმისამართო წერილი

წვიმს.
წუხელისაც წვიმდა. მთელი ღამე არ გადაუღია. მამაჩემის
საწვიმარი მოვიხურე და ეზოს ბოლოსაკენ გავწიე, ავედი მე-
სერზე და მინდვრების გადაღმა გავხედე. მდინარე მოდიდებუ-
ლა. კალაპოტი მოწითალო, მღვრიე ფერის წყლითაა სავსე.
ყანებშიც ალაგ-ალაგ ტბორი დგას... ალბათ, დაუკვალავი
დარჩენილა.
საოცრად მოწყენილი ჟიჟმატი დღეა. ყანას საწრეტი კვლე-
ბი უნდა. წყალი თუ ჩაუდგა, ააყვითლებს, დააკოინებს.
ხარები სამზადის აივანში მიბია. ზრუტუნებენ, ტკეპნიან ად-
გილზე, ტალახი ააყენეს სოხანეზე. გაწუწული წიწილები წია-
ქობენ და ხარის ფეხებქვეშ დაძვრებიან. კრიახობს ქილუქთან
მიყუჟებული კრუხი და გაფანტულ წიწილებს უხმობს, ზოგი უკ-

62
ვე შეფარულა ფრთის ქვეშ, ერთს გაწუწული თავი დედის იღ-
ლიაში ამოუყვია კიდეც და ასლოკინებს.
დედას სარეცხი აქვს. ზაზა ხან აივანშია აბუზული, ხან – სამ-
ზადში. ბებია ისევ აკვანს უზის. ხელები თავზე აქვს შემოდგმუ-
ლი. შავი, გრძელი კაბის კალთას ისევ აჩნია წვეთები; ალბათ,
ისევ თუ ჩაასველა თათიამ. თათია წუხს, ტირის, არ ეძინება,
წუხელიც ტირილით გაათენა. ბებია ამბობს, შეხურებულმა
რძემ აწყინაო. ძუძუსაც უხალისოდ ჰკიდებს პირს, ღივის და
ღივის.
კეცის ნატეხით თავდახურული ლობიოს ქოთანი კერიაში
თუხთუხებს.
მე სატაბიკეები გამოვძებნე შეშაში და თლას შევუდექი,
ვცემ წალდს, დავკრავ რამდენიმეჯერ და მეღლება ხელი. წალ-
დი მძიმეა, ტარი გრძელი და ფართო აქვს, ძლივს ვაწვდენ თი-
თებს, ვისვენებ, მერე ისევ ვთლი, მაგრამ წალდის ტარი ხა-
ლათში მედება და მიფხრეწს. ვთლი ისევ, მაგრამ არ გამომდის
– სადაც მინდა, ვერ ვახვედრებ. მიცდება ან მაღლა ხვდება სა-
ტაბიკე ხეს და ვამოკლებ. ვერაფრით სააპეურე ვერ ჩავუთა-
ლე. აგერ, რომ სულ მოვრჩი მეგონა, მაშინ გამიცდა, ვეღარ
შევიმაგრე წალდი და ბოლომდე ჩავთალე.
ვბრაზობ ჩემს თავზე თუ წალდზე. მერე ხერხი მოაქვს ზაზას
და ვამოკლებ ტარს. ვთლი ნაჯახით, ვაწვრილებ, საჩემოდ ვა-
კეთებ და ისევ სატაბიკეს ვუბრუნდები.
უკვე ოთხი შრომადღე გამოვიმუშავეთ მე და გოგონამ. დღ-
ესაც რომ ამინდი ყოფილიყო, ისევ წავიდოდით ჩაიში, ძრო-
ხებს ურმის ბოლოს გამოვაბამდით, მერე იქვე ქარსაფრებში
და ველებში გავუშვებდით საბალახოდ და შევუდგებოდით
საქმეს...
მზე რომ ორი თოხის ტარზე წამოვიდოდა, ეზიკაც გამოჩნდ-

63
ებოდა, უტერფო ფეხს ხესავით მოათრევდა და ნამუშევარს და-
ხედავდა, თავს გადააქნევდა, მერე ძროხებს დაინახავდა ქარ-
საფრებში და გადმოგვძახებდა:
– ჩაი არ გააფუჭონ იმ მგლის შესაჭმელებმა!
– არა, ბიძია, არა!
– თვალი არ მოაშოროთ მაგ ბალანდასაწვავებს!
– არა, ბატონო, ცალი თვალი მაქით გვექნება!
მერე გასწევდა სადღაც იქითა მხარეს, ბუჩქებზე დააპირებ-
და გადასვლას, მაგრამ წინ რომ მტკივან ფეხს გადაადგამდა
და მერე მეორეს გადაიტანდა, დაბარბაცდებოდა, თავს ვერ
შეიმაგრებდა, შეიგინებოდა ერთს რჯულზე და წაკოჩალდებო-
და.
გვიან საღამოს კოჩიალით მომავალი ისევ გამოჩნდებოდა
ხელში საჟენიანი გრძელი ჯოხით. დაუყვებოდა ნამუშევარს,
სიგრძე-განს გაუზომავდა და დამიძახებდა:
– გაამრავლე ეს რაღაც ეშმაკია, ვერაფერი გავუგე...
მე სიგრძის მეტრებს განისაზე გავამრავლებდი და ნამ-
რავლს ეზიკა წიგნაკში ჩაინიშნავდა, ჩემი სახელისა და გვა-
რის გასწვრივ. გოგონას მოჭრით უწერდა ნახევარ შრომად-
ღეს. წასვლის წინ ისევ ძროხებზე მიგვითითებდა:
– არ გააფუჭონ ეს ძირგასახმობი!
– არა! – ვეტყოდით და ისიც აითრევდა ფეხს, ჩაიბუზღუნებ-
და, შეიგინებოდა და წავიდოდა.
– მაგათი პატრონის დედაცო!... – და მე და გოგონა ყურებ-
ზე ხელების აფარებას რომ ვერ ვასწრებდით, თვალს ერთმა-
ნეთს ვერ ვუსწორებდით. ჩვენ არ ვიცოდით, ბრიგადირი იყო
თუ არა ეზიკა, არც მან იცოდა. სად შეეძლო, დილით მთელ სო-
ფელს როგორ დაივლიდა, მაგრამ ნამუშევარს ზომავდა. ანგა-
რიში არ იცოდა, მაგრამ რა ექნა, ვიღაცას ხომ უნდა აეზომა და

64
დაერიცხა, ეზიკაც, როგორც შეეძლო „დროებით” ასრულებდა
ამ საქმეს.
წვიმამ იკლო. ოთხი ტაბიკი გამოვჩიკნე და ორი კავის უღ-
ელში ჩავაგე, ახალი აპეური ჩავაბი.
გაწუმპული ზაზა მოპარტყუნდა, მუჭში დასველებული ფუ-
ლი დედას გადასცა:
– დუქანში პური არაა!
– რაო, არ იქნებაო?!
– არა, – თავი გააქნია ზაზამ, რაღაცის თქმა კიდევ დააპი-
რა, მაგრამ დედა გაწურული ზეწრის გადასაფენად გატრიალ-
და. ზაზა მე მომიახლოვდა, ერთხანს ჩემს საქმიანობას ადევნა
თვალყური, ბოლოს გამშორდა, ბებიას ნაღვლიანი თვალები
მიაპყრო და გაუბედავად უთხრა:
– მშია, ბებია!
– მერე, ჭამე თუ გშია, ბებია, – თავაუღებლად თქვა ბებიამ.
– პური მშია!
– პური ჭამე, შვილო!
– პური არაა! – იგი სამზადში შევიდა, იქიდან მჭადის ნატე-
ხი გამოიტანა, აივანში საძირკვლის თავზე ჩამოჯდა და უგუ-
ლოდ დაუწყო ღრღნა.
– გოგიტა! – მოისმა გზიდან. ჭიშკართან თომა იდგა დიდი
შავი ჩანთით.
– წერილი მოვიდა! – დავიძახე და ჭიშკრისაკენ მოვკურ-
ცხლე. თომა ჩანთაში აფათურებდა ღრმად ჩაყოფილ ხელს და
ელამი თვალებით ხან მე მიცქერდა თავის კმაყოფილი კანტუ-
რით, ხან ჩანთის ღია პირში ჩაიხედავდა. იგი თავიდან ფეხამ-
დე სველი იყო, მუხლამდე ამოსვრილიყო ტალახში. ბოლოს
ჩანთიდან სამკუთხა თეთრი ქაღალდი ამოაძვრინა და ხელი
მაღლა ასწია. თვალები მოჭუტა:

65
– რა იქნება, ბიძია, მაყარიჩი? – მან წერილი ხელში შეათა-
მაშა. – ა, მოგიტანე, ბიძია, აპა, რავა გეგონა შენ!..
– ეზოში ჩამობრძანდი! – მოვიპატიჟე.
– გუშინწინ ვერაფერი მოგიტანე, ვერც გუშინ, ნამეტანი
პირშავათ ვიყავი შენთან, მარა დღეს... შენზე მითხრეს – ხა-
რებს ჰკიდიაო, მართალია? ჰოდა, აბა შენ იცი, ბიძიკო! და ჩემ-
ზე იყოს... ჰა, შენ წერილი! – გამომიწოდა, მაგრამ ხელი ისევ
შეაჩერა და მკითხა:
– დედა სახლშია?
– სახლშია.
– ჰო, დღეს წვიმს... ვიფიქრე გადავიწვიმებ-მეთქი, მარა...
– წერილი მომაწოდა და სანამ ხელში მომცემდა, გამაფრთხი-
ლა: – ბებიას წოუკითხე, იცოდე!
– მობრძანდით, მობრძანდით! – ჭიშკარს ვეცი მე.
– არა, ბიჭო, აგერ სიმონიკას წერილია კიდევ... აგერ... ჰმ,
ამბაკოს წერილი არც დღესაა. რატომ არ უნდა იყოს ამბაკოს
წერილი, ჰმ? ვიკითხე იქ, გამანაწილებელში. რაცაა – ესააო,
მითხრეს. კი მაგრამ, ამბაკოს წერილი უნდა იყოს-მეთქი, –
თომამ მხრები აიჩეჩა, – არაა, რას იზამ ახლა... არც კოწიას
წერილი არაა.
დედა გვიახლოვდებოდა. სველ ხელებს წინსაფარზე იმშრ-
ალებდა. უკან ზაზა მოსდევდა.
– ჩამოდით, ბატონო, გადაიწვიმეთ. – შევეხვეწე.
– მერე იყოს, მამაშენი რომ ჩამოვა, მერე, – გზას დაადგა
და დედას მოაძახა: – ქმრის წერილი მოგიტანე, ივდითი, ხაჭა-
პური შენზეა! – და ატალახებულ ორღობეს ცუხცუხით გაუყვა.
ეზოს თავში შეჩერდა. ეტყობოდა, ვიღაცას მოჰკრა თვალი.
წელში წაიხარა, ღობეს მოფარებული შემობრუნდა და ისევ
ჭიშკარს მოადგა. ახლა მოკუნტული იყო, მხრები მაღლა წას-

66
ვლოდა და კისერი კუს ბაკნიდან თავგამოყოფილს უგავდა.
– გამიღე, გამიღე, ჩემი ბიძიე!
ჭიშკარი გავაღე.
იგი ეზოში მოხრილი შემოძვრა.
– მობრძანდით, მობრძანდით! – მოიპატიჟა დედამ.
– არა, ჩემო ივდითი, მაქეთ სად მცალია, მარა აგერ... – მან
ეზოს თავში გაიშვირა ხელი. – ეკა მელოდება ჭიშკართან. გუ-
შინაც მელოდა, გუშინწინაც. არაა წერილი. დღეისათვის დავ-
პირდი, ისევ არაა! აგერ, ეზოზე გადამაცილე, ძაღლმა არ მიკ-
ბინოს. – ახლა მე მომიტრიალდა თომა და სახლს მოფარე-
ბულმა ეზოს ბოლოსაკენ გასწია. – ხვალ ქე იქნება, მარა დღეს
ხო მოვატყუე ამ ხნის ქალი. რა თვალით შევხედო!
ეზოდან გადასვლის წინ თვალებში გამომცდელად ჩამხედა
და მუდარით მითხრა:
– ეკასთან არ გამამხილო, ჩემი ბიძიე!
მე სახლში გავიქეცი. დღესვე მამას წერილს გავუგზავნი და
მივწერ, რომ ღვინია არ მერჩის, ოთხი შრომადღე გამოვიმუ-
შავე. თათია რომ ავადაა, არ მივწერ.
წერილს სამკუთხა ბეჭედი აზის. ზედ ჩვენი რაიონისა და
სოფლის სახელი აწერია ქიმიური ფანქრით. ქვევით მრუდე ხა-
ზი გაესვა მამას და თავისი სახელი მიეწერა. მეტი არც ქალა-
ქის დასახელება იყო და არც ქუჩის, არც არავითარი ნომერი
და მე გამიკვირდა.
მამა გზიდან იწერებოდა და არ იცოდა, სად მიდიოდა ეშე-
ლონი, სად გაჩერდებოდნენ, სად დაბანაკდებოდნენ და რო-
გორი იქნებოდა მისი მისამართი.

მკითხველთა ლიგა

67
წისქვილის გზაზე

მთელი კვირა წვიმდა. ვითომ ბოლოს გადაიკარა, მაგრამ


ჯერ მიწის მუშაობა არსად არ შეიძლება. დაუკვალავ ყანებში
ზოგან ისევ დგას გუბეები, იზილება გაყეყილი მიწა, ხარი და
კაცი მუხლამდე ეფლობა. გზებზეც ტალახია. გუშინ რომ ეზიკა
მძახლებს გამოენთო, სულ ერთიანად ამოსვრილები ჩვენს
ეზოზე გადაატარა დედაჩემმა.
ეზიკამ დედას, მადლობის მაგიერ, რომ მის სტუმრებს პატი-
ვი სცა, უსაყვედურა:
– რას ჩამოუშვი ეზოში, მაგათი პატრონის ქვეყანა...
– როგორ გეკადრება, ბატონო, უცხო ხალხი რას იტყოდა...
– მერე ბოდიშით შეაპარა: – რა იყო, ბატონო ეზიკა, რა გაწყე-
ნინეს მძახლებმა?
– ჰაიტ, მაგათი რჯული და მასაფი, თუ სახლში უნდოდათ,
ჰყოლოდათ მერე, ვინ უმტვრევდა კარებს!
– რავა, ფატის წაყვანას აპირებდნენ?
– უნდოდათ, მარა ვერ მივართვი! “ვაითუ დამეჩაგროს შვი-
ლიო”, გააგდო ენა დედამისმა, მისმა თვალის დადგომამ!..
– არა, ბატონო, საწყენად კი არ გეტყოდათ... – ჩაურთო დე-
დამ, – შვილი მწარეა...
– ჩემი შვილი!.. – იქუხა ეზიკამ და დედას ენა ჩაუგდო. – ჩე-
მი შვილი! მაგათი... – აღარ დაასრულა და გზას კოჩიალით გა-
უდგა. – ჩემი ამირანი... ქალების ამბავს შენ მასწავლი? – ქაქ-
68
ანებდა მიმავალი, – მე რომ ჯარში ვიყავი, ასე შეუჩნდნენ ჩემ
ცოლსაც მისი მშობლები და ბოლოს ჩალვადარზე დააწერინეს
ჯვარი! ქალები... ვერ მივართვი... მაგათი...
ბებია ყოველდღე მაკითხებდა მამაჩემის ერთ გვერდზე
მსხვილი ასოებით ნაწერ ათიოდე სიტყვას. მე უკვე ზეპირად
ვისწავლე იგი. წერილს ისე, დასანახად გავშლიდი, ბოლოში
რომ ჩავიდოდი და ვიტყოდი: „თქვენი დათიკოო”, ბებია იკით-
ხავდა:
– მერე, ბიჭო?
– მეტი არაა, ბებია.
– არაა?!. კიდევ დაეწერა...
– არ დაუწერია და...
– არა, მარა... შეუძლოთ ხომ არა ვარო, აბა კარგად ამოიკ-
ითხე!
– არა, მეტი არაფერი არაა, – თავიდან ვიმეორებდი, – ეს-
აა, რაცაა.
ბებია წერილს გამომართმევდა, მერე თვითონ დააცქერდე-
ბოდა, გაკეცავდა ოთხად, ცხვირსახოცში შეახვევდა და ჯიბეში
ჩაიდებდა.
– თომა თუ გამოჩნდეს, უჩემოდ ნუ გაუშვებ.
– მე ვეტყვი, ბებია, მითხარი, რა გინდა და...
– შენ, შვილო, ბოვში ხარ, ვინ რათ ჩაგაგდებს, მე რომ შე-
ვეხვეწები, სხვაა.
– კარგი, თომა რომ მოვა, უთხარი.
თვალი და ყური გზისკენ ჰქონდა ყოველ დილით, მაგრამ
თომა არადა არ ჩანდა.
დედამ ცარიელი კალათა აიღო ხელში, მსხლის ძირას ჩა-
მონაცვენი ხილი ჩაყარა და მე მომიბრუნდა:
– საფქვავი წაიღე, ბიჭო! დაფქვი ის, რაცაა...

69
– დავფქვავ, – დავპირდი მე და როცა დედა თვალს მიეფა-
რა, სიმინდიანი ტომრები გამოვიტანე, ურემზე შევდე; ორ ნაჭ-
რად ჩაეყარა დედას, ალბათ, ასაწევად რომ მოვრეოდი.
– ესაა ჩვენი სიმინდი? – ვკითხე ჩემს თავს და მევე გავეცი
პასუხი: – მეტი არ იქნება. რა ხანია, მაღაზიაში პური არ ყოფი-
ლა, ჩვენ ხომ მთელი ზაფხული თითქმის პურით ვიყავით.
ხარები რომ შევაბი და გზას უნდა დავდგომოდი, ბებიამ შე-
მახსენა:
– უჭმელი არ წახვიდე, ბებია!
– არა, ბებია, – ვთქვი მე და სამზადში შევირბინე, ბუჯერში
საჭმელი მოვიძებნე. ნახევარი კეცი მჭადი ვიპოვე შემხობილ
ჯამებში და ფხალის შეჭამანდი. ქოთანში ხელი ჩავყავი, კარ-
დალში ჩავიხედე, მეტი ვერაფერი ვერ ვნახე.
მჭადი ავიღე, ზედ ფხალი რომ დავადე, მომაგონდა:
– ზაზა! ზაზამ რაღა ქნას?
მჭადი და ფხალი უკანვე დავდე, ზევიდან ჯამი დავამხე, რომ
შავ კატას არ გადაეთრია და ისევ ხარებს მივუბრუნდი.
– რა ქენი, ბიჭო, ასე მალე? – მკითხა ბებიამ.
– ვჭამე, ბებია, ვჭამე!
– რას ჭამდი ასე ერთწამა?!
– ყველაფერი ვჭამე, ბებია, ყველაფერი.
– თავი არ მოიშიო, შვილო... მოზარდი ხარ... – დამარიგა
და თათიას დამჭკნარი ძუძუ ჩაუდო პირში.
გზას დავადექი. თავისუფლად მიახრიგინებდნენ ხარები ცა-
რიელ ურემს და ჩემი ორი ნაჭერი საფქვავი ხტოდა, გორაობ-
და. გოჩას ჭიშკართან მომაგონდა: იქნებ მათაც ჰქონდეთ
დასაფქვავი-მეთქი, ურმიდან გავძახე:
– გოჩა, გოგონა!
– ჰო, ჰოო? – მომაწვდინა ხმა გოჩამ.

70
– საფქვავს წაგიღებთ წისქვილში!
ურემი შევაჩერე. ეზოში ჩავედი მისაშველებლად. სახლის
გვერდზე გოგონამ გამოირბინა. ოდის მოხურულში შევიდა და
იქიდან ზურგზე მოგდებული ტომსიკა გამოიტანა.
– დანარჩენი სადღაა? – ვკითხე და ხელები დავიმკლავე. –
ვზიდავ მარტო?
– მეტი... – გოგონას სახე აელეწა, მერე შემომიბღვირა. –
მეტი აღარაა!
– მეტი არაა?!
– არა-თქვა, ხო გითხარი!..
– ჰო, არც ჩვენ გვაქვს მეტი...
გოგონამ ურემზე შეაგდო საფქვავი და ჩემთვის ზედაც არ
შეუხედავს, ისე გაბრუნდა უკან, ჭიშკარს შიგნიდან მომაძახა:
– ფატი დეიდასაც წაუღე, გოგიტა!
– წავუღებ, გოგონა, რავა არ წავუღებ, ურემზე არა მაქვს
ადგილი თუ ხარები არ მიჯერის? სერაფიონსაც წავუღებ, თუ
უნდა...
– კი დასჭირდება, კი, სონია ბებია ჩვენსას იყო ფქვილის სა-
სესხებლათ...
– აა, მივდივარ!.. – და ახლა იქით გადავუხვიე.
– სერაფიონ ბაბუაა! – ურემზე წამოვდექი და წნელის ჩელ-
ტის ჭიშკარს ზევიდან ეზოში გადავიხედე. ჩალისფერმა გამ-
წლეულმა ძაღლმა გამომხედა აივნიდან და პატრონის გასა-
გონად შეჰყეფა, ჩემკენ არ წამოსულა – ძაღლებმა იციან, ვი-
ნაა მტერი და ვინ მოყვარე.
სონია ბებიამ გამოჰყო თავი კარში და ქმარს მიაწყევლა:
– არაფერი გაგაგონა, ჩემმა გამჩენმა – ისე დაგაყრუა!..
– რავა. არის ვინმე თუ? – იკითხა სერაფიონმა და წელზე
ხელდადებული კარებში ჩადგა.

71
– არი... შენ არ იქენი, აპა რა გითხარი!
– რომელი ხარ! – გამომძახა და წამოსვლა დააპირა.
– გოგიტა ვარ, გოგიტა! – და საფქვავი წამოიღე, საფქვა-
ვი!..
ერთ ფუთამდე სიმინდი ურემს იქ დავუდე და ეზიკას ჭიშკრი-
სკენ გავსწიე.
ჭიშკართან ფატი გამომეგება.
– გამარჯობა, ფატი დეიდა!
– გაგიმარჯოს, გოგიტა! – თქვა მან და დიდრონი თვალები
ამარიდა; ალბათ, გუშინ ეზიკა რომ ეჩხუბა მძახლებს, იმისა
შერცხვა.
– თუ საფქვავი გაქვთ რაიმე, წაგიღებთ.
– საფქვავი კი გვექნება, მაგრამ ჩამზადებული რომ არა
მაქვს? – შეწუხდა იგი.
– დაგიცდით, რა მეჩქარება, ახლა წყალი ბევრია, საღამომ-
დე მოვასწრებ დაფქვას, რომ დაღამდეს კიდეც, რა უჭირს, არ
მეშინია...
– აბა, მაშინ სიმინდს ჩავყრი, – გატრიალდა იგი, მაგრამ
რაღაც მოაგონდა და ისევ ჭიშკარს მოადგა, – ჩემი სიკვდილი,
რავა გზაში მიგატოვე, ჩამოდი, გოგიტა, რაიმე ხილი ჭამე, ატა-
მია მწიფე...
გამიკვირდა. ასე კაცებს ებოდიშებიან. მე ყოველთვის ისე
უბრალოდ მეტყვიან ხოლმე: – მოდი, ბიჭო, ხილი გეყვარება...
– და მეც პირველსავე ხეზე მივძვრები.
– არა, ნუ წუხდებით, – ვუთხარი ახლა მეც კაცივით.
– ჩამოდი, ჩამოდი, სანამ სიმინდს წავურეკავდე, დამაგვი-
ანდება.
– ჩამოვალ, აბა, – ვთქვი და ურმიდან ჩამოვხტი. ფატიმ ჭი-
შკარი გამიღო და ეზოში შემიძღვა. ეზიკა არსად ჩანდა.

72
ფატიმ სკამი გამომიტანა.
– დაჯექი, მე ატმებს დაგიკრეფ, – მითხრა და წასვლა დაა-
პირა.
– არა, ფატი დეიდა, მეჩქარება... – სკამზე ჩამოვჯექი და არ
ვიცი, რატომღაც მოვიკითხე:
– როგორ ხართ სახლში?
– გმადლობთ.
– ამირანის წერილი თუ მიიღეთ?
– მივიღეთ, კარგადაა ჯერჯერობით.
ისევ მინდოდა რაღაც მეთქვა, რადგან ასე ცოტა მოკითხვა,
ჩემი აზრით, არ კმაროდა და დავუმატე:
– წვიმები გადაიღო, მაგრამ ყანებში ერთი კვირა კიდევ ვერ
ჩავალთ სათოხნად. ერთ კვირაში კი ბალახი მუხლზე წამოვა
და რაღას გავხდებით.
– აბა, მამა წუხდა, დავიმშევითო.
– დავიმშევით, აბა, რა მოგვივა, – დავეთანხმე თავის ქნე-
ვით, – გაუმოროდებელ ყანაში რა მოსავალი მოვა! ქალები
ჩაის საკრეფად არიან, ყანაში მარტო ჩვენ რას გავხდებით. აი,
ომი რომ არ ყოფილიყო...
– რომ არ ყოფილიყო... – გაიმეორა მან, თვალი ამარიდა
და თავისთვის ჩაილაპარაკა: – ჩავყრი, აბა, სიმინდს.
– ჩაყარე, ჩაყარე, – წამოვდექი და ატმებისაკენ გავსწიე.
რამდენიმე ცალი ქვევიდან შევაწყვიტე და უკან გამოვბრუნდი.
თავზე წავადექი ფატის. იგი ჩამჯდარიყო, გობით მაღლა ისრო-
და სიმინდის მარცვლებს და წინ თოვლივით ცვიოდა ბრელო.
ჩემი მისვლა არ გაუგია, როცა ტომარაში ჩაყრა დააპირა, მა-
შინ შემნიშნა და მუხლებზე იტაცა ხელი, კაბა წაიფარა და ნაკ-
ვერცხალივით წამოენთო.
„რატომაა ასე სასირცხო მუხლების გამოჩენა?!” – გავოცდი

73
და შევტრიალდი. ურმისაკენ წავედი, მაგრამ ჭიშკართან შევი-
ცადე, რომ სიმინდის გამოტანაში მივშველებოდი. როცა ტომა-
რას თავი მოუკრა, მივბრუნდი, მხარზე მოვიგდე, ცოტა გამი-
ჭირდა კიდეც, მაგრამ არ შევიმჩნიე, ფეხდადგმულად წამოვი-
ღე და ურემზე დავდე.
– თუ კიდევ გაქვთ, დავიცდი, არ მეჩქარება, – ვთქვი და
მოღლილ მუხლებზე რომ არ დავბარბაცებულიყავი, კოფოს
მივეყრდნე.
– არა, გოგიტა, არა, ერთი ამოდენა კიდევ იქნება, მერმის-
თვის იყოს, ისედაც დაგაგვიანე.
– მე არ მეშინია, – ვთქვი და ურემზე ავედი, – კიდეც რომ
დამაღამდეს, მაინც არ მეშინია...
– ღამე როგორ არ გეშინია?! – გაიკვირვა და თავი გაიქნია
დაუჯერებლად.
– არ მეშინია, ფატი... – მაგრამ რატომღაც მეჩოთირა
დეიდას დაძახება და ხარებს სახრე გადავუჭირე.

მკითხველთა ლიგა

74
სოფლის სარჩო

როცა მინდვრის ბოლოში გავედი, მაშინღა მომაგონდა,


რომ ტუხუიას ხარ-ურემი არა ჰყავდა. „მოდი, მასაც წავუღებ-
მეთქი, – გავიფიქრე, – იქნებ თვითონაც წამოვიდეს, ფეხით კი
არ ივლის, ურმით წავიყვან”. შავ ხარს სახრე შემოვკარი, მი-
ვახვევიე და ცეტერაძეების კარს გავუყენე. კლიმენტიას ეზოს-
თან, ურმის ჭრიალზე რუხი, შავდრუნჩიანი ნაგაზი მოაწყდა და
კბილით მესერს ეცა. მე სახრე ავუქნიე და გავუჯავრდი:
– ეე, მიაკვდი პატრონს!
ნაგაზი ერთიანად გაიფოფრა, ყალყზე დაუდგა ქინჩი, ღო-
ბეს ყეფა-ყეფით გამოჰყვა და ყველა სარი მოსინჯა კბილით. მე
სახრე ჰაერში ზუზუნით დავატრიალე და ნაგაზი ისევ პატრონს
გავუგზავნე კისერში მისაკვდომად.
– ავ, ავ, ავ! – არ მეშვებოდა ძაღლი.
მეორე სართულის აივანზე ბუდუ გადმოეყუდა, ხელი ჩაიქ-
ნია და შებრუნება დააპირა, მაგრამ რატომღაც ისევ დამაც-
ქერდა. მის ორღობეში რომ ხარ-ურმით დამინახა, არა სჯერო-
და. მე ყურადღება არ მივაქციე და ისევ ხარებს შევუძახე.
იგი კიბეებზე დაეშვა და ჭიშკარს მიაშურა, ძაღლს ქვა ეს-
როლა და გზაზე გადმოვიდა.
ხმა არ გამიცია. გავცქეროდი გზას და ხელში სახრეს ვიქ-
ნევდი.
ბუდუმ ურმის წინ დააპირა გადადგომა, მაგრამ ღვინიას წა-

75
მახულ რქებს შეასწრო თვალი და უკან დაიხია. დაიცადა, სა-
ნამ ურემი გაუსწორდებოდა, მერე უხმოდ ამედევნა ტალახიან
გზაზე, მაგრამ როგორც კი მის ეზოს გავცდით და ჭიშკარი უკან
დარჩა, მთელი ხმით დამიყვირა ისე, რომ ჩემი სახელი არ უხ-
სენებია.
– რატომ გამლახე?!
მე ხმა არ გავეცი.
– მითხარი, ჰო, რატომ გამლახე?!
უკან მოვიხედე, მაგრამ ხმა არც ახლა გავეცი.
– რატომ გამლახე?! – იგი ურემს კოფოსთან მოეჭრა და
აჯაჯღანდა:
– რას მერჩოდი, რატომ გამლახე, რატო, რატო, რატო?!
– მიტომ!
– რატომ მიტომ, – არ მეშვებოდა ბუდუ, – რატომ მიტომ?!
– რატომ მიტომ და მიტომ! – გავიმეორე და ღვინიას წკნე-
ლი გადავკარი. ხარმა იუკადრისა სახრე და ურემი სირბილით
წაიღო. ჩამოიტოვა ბუდუ, რომელსაც ცალი თვალი ჭიშკრისა-
კენ ეჭირა, რომ შორს არ გასცდენოდა ეზოს და იმეორებდა:
– რას მერჩოდი, რომ გამლახე?!
– იმიტომ, იმიტომ... – ვიმეორებდი უკვე ჩემთვის, რადგან
თავადაც არ ვიცოდი, რატომ გავლახე ბუდუ.
ტუხუიას ჭიშკართან თოლია წამოვიდა ყეფით, მაგრამ შუა
ეზომდე რომ მოვიდა, შეჩერდა. არ ვიცი, მიცნო თუ დაეზარა,
რაღაც ძველებური რიხი აღარ ეტყობოდა მის ხმას.
– ტუხუია!
– აგერ ვარ, გოგიტა! – გამეპასუხა სადღაც ახლოს ტუხუია.
– სად ეშმაკში ხარ?
– აგერ ვარ, აგერ! – მომესმა ისევ, მაგრამ ტუხუია მაინც არ
ჩანდა.

76
– რას მეთამაშები, გამოდი, საცა ხარ!
– აგერ, მაღლა ამოიხედე! – ტუხუია ზედ ჩემს თავზე გადამ-
ჯდარიყო ყომრალი ბჟოლის ხეზე და შავი ნაყოფით ისე მოეს-
ვარა ცხვირ-პირი, ცნობა გამიჭირდა.
– რა დროს ბჟოლაა?!
– უბელავია. – ამიხსნა ტუხუიამ, – და კიდევ იყო შერჩენი-
ლი... – მან ტოტი მოზიდა და ხართუთა მუჭში მოიქცია. პირთან
რომ მიიტანა, ახლა სხვა ხმა მომესმა:
– მე?!.
– შენ? ჰა, შენ! – ტუხუიამ იქით გაიწოდა ხელი, სადაც ტო-
ტების გასაყარში ხუთიოდე წლის ასევე მოთხვრილი გოგო იჯ-
და და საკერებელდადებული კაბა კოჭებამდე ჩამოეტანა ხეზე
ჩაცუცქულს.
– კაი, შენ გქონდეს. – ტუხუიას ხელი გაუწოდა, მაგრამ ახ-
ლა უფრო პატარას წრიპინა ხმა მოისმა:
– მე ალა? – და ღრიალი მოაყოლა.
ბჟოლაზე მიდგმულ კიბეს ბოლომდე აჰყოლოდა ყველაზე
პატარა ბიჭი. ისე მოკლე პერანგი ეცვა, ჭიპს ძლივს უმალავდა.
– მოიცა, ჰო, ახლავე! – ტუხუია სხვა ტოტს მისწვდა, მოზი-
და. მაგრამ ის იყო, უნდა მისწვდენოდა, რომ ხელიდან გაექცა
და მარცვლები ურემზე დაცვივდა.
– ვააა! – იღრიალა მოკლეპერანგამ.
– შენ რატომ არ აძლევ, ჭიჭია?! – შეუტია ტუხუიამ მეორე
მხარეს კიბეზე ატოტებულს.
ჭიჭიამ ხელი ჩამოაწვდინა და დაბჩენილ პირში რამდენიმე
ცალი ხართუთა ჩაუდო, პატარა იმწამსვე გაჩუმდა.
– წისქვილში მიდიხარ?
– ჰო, შენც წამოიღე საფქვავი და წამოდი!
ტუხუიამ თავი გაიქნია.

77
– რატომ, ურმით წაგიყვან, – შევაქეზე მე.
– ჩვენ რაც გვქონდა, სულ დავფქვით და შევჭამეთ... – ჩა-
მომღრინა მაღლიდან.
– მერე აწი... – დავიწყე, მაგრამ ვეღარ დავამთავრე. ხა-
რებს სახრე მოვუქნიე და შემოვაბრუნე.
– მოიცა, გოგიტა, თედორე ბაბუას წაუღე, მე მითხრა, დღეს
გამეგზავნეო, მარა დედა არ იყო სახლში და... წაუღე რა...
– წავუღებ, დაუძახე!
– თედორე ბაბუა, თედორე ბაბუა! – გასძახა იქვე კარის მე-
ზობელს.
– ეჰეი, რომელი ხარ?! – გამოეხმიანა აივნიდან თედორე.
– ტუხუიე ვარ, ბაბუა, ტუხუიე!
– თუ ხარ, სადა ხარ მერე?!.
– აგერ ვარ!
– სად მაგერ?!
– ბჟოლაზე, ბაბუა, ბჟოლაზე.
– მერე... – თედორემ ხელი მოიჩრდილა.
– მერე და... საფქვავს წაგიღებს გოგიტა წისქვილში, საფ-
ქვავს!
მე ხარები თედორეს ჭიშკარს მივაყენე და დავუცადე. ერ-
თხანს არც ხმა გაგვცა ვინმემ და არც არავინ გამოჩენილა.
ბოლოს ოხვრა და კვნესა მოისმა. მე ურემზე გავიმართე და
ჭიშკარში გადავიხედე. თედორეს იღლიაში ამოეჩარა ტომარა
და ყავარჯენზე დაყრდნობილი ძლივს მოღოღავდა.
ეზოში გავჩნდი, ვეცი ტომარას, მაგრამ ახლა მე გამიჭირდა
და ისევ თედორემ მიშველა. მივათრიეთ ურმამდე და ზედ შე-
ვაგორეთ. თედორე წელში გაიმართა, ჯერ ჩემს ხარ-ურემს შე-
ხედა და მე დამაჩერდა, მერე ზევით აიხედა და ტუხუიას ჭიშ-
კართან აღმართულ ბჟოლაზე შესეული ბავშვები რომ დაინა-

78
ხა, აღაპყრო ხელები და გულღრძოდ შერისხა ვიღაცა:
– ამოგიწყდეს ოჯახი!
ორ მოსახლეს არ ვიყავი გაცილებული, რომ გზად მჭედ-
ლის პატარა გოგო, გიგას დაია წამომეწია და საფქვავის წაღე-
ბა მთხოვა.
– შენი ძმა სადაა?
– ჩემი ძმა... – კოპები დიდი ქალივით შეიკრა, – სამჭედლ-
ოში გადასახლდა... – მერე უცებ გაასწორა, – იქინე აპირობს
დასახლებას...
– კაი უქნია, – დავამშვიდე მე.
სოფლის ბოლოს რომ გავედი, უკვე აღარ ვიცოდი, ვისი რა
მედო ურემზე.
– მოდი, რაც არის, არის, ელპიტესაც დავუფქვავ, – ვთქვი
ჩემთვის, – საწყალი, ამბაკოს წერილი არაა, ისედაც ავადმყო-
ფი ქალია...
ახლა თავქვე შევაბრუნე ურემი და ბროწეულის ორღობეს
ჩავყევი, კისერს ვიგრძელებდი, მინდოდა დამენახა ამბაკოს
სახლი, მაგრამ ხშირ ფოთლებს იქით ვერაფერი გავარჩიე.
ჭიშკარს როგორც კი გავუსწორდი, ელპიტე დაბარებული-
ვით გზაზე გადმოვიდა.
– გამარჯობა, ბიცოლა! – შევაგებე მე.
– გოგიტა ხარ, ბიჭო?
– გოგიტა ვარ.
– გოგიტა კი ხარ, მარა, ჩემი ამბაკოსი რომ არაფერი ისმის,
არ გიკვირს?
– იქნება, ბიცოლა, რავა არ იქნება რამე!
– აბა, იქნება?
– კი, ბიცოლა, კი. საფქვავს წაგიღებ წისქვილში!
– წამიღებ?

79
– ჰო, აბა რატომ მოვედი.
– რა ვქნა, აბა, ახლა მე?
– გამომიტანე საფქვავი და საღამოს დაფქვილს მოგიტან!
მან გრძელი კაბა აიკაპიწა და სახლისკენ წაფარცუხდა. შა-
ვი ნაჭრებით დაკერებული სიმინდიანი პატარა ნაკლული ტო-
მარა გამოიტანა და როცა ურემზე ჩამოდო, ისევ მკითხა:
– აბა, შენ არაფერი გაგიგონია ჩემი ამბაკოსი?
– ჯერ არაფერი, მარა, მალე რაღაცა იქნება.
– მალე მოვალო და რა ვიცი!..
წისქვილის სამი ღარის თავზე გადადიოდა მოდიდებული
მდინარე. ბერღარა გადაეშვა მეწისქვილეს, ორი დიდი სქელ-
ქვებიანი წისქვილი ჩაეკეტა და მესამე კიდის ვიწროღარიანი-
ღა აღრიანტებდა გაცვეთილ დოლაბს. ხვიმირაზე ერთი ტომ-
სიკა იყო შესკუპებული; ეს იყო და ეს.
ჩემს გამოჩენაზე მეწისქვილემ ის ჩაკეტილი ორივე ღარი
გაუშვა. დატრიალდა წყალმორეული დოლაბები და მთელი
ნახევარი სოფლის სარჩო ისე ჩანთქა, სანახევროდ მაინც
მშიერი დარჩა.

მკითხველთა ლიგა

80
თავშესაფარი

ეშველა, ალაგ-ალაგ ზეგნებზე შეიძლებოდა მოროდის


დაწყება. დაგვიანდა, ბალახი მოერია ყანებს, ახლა მოძალე-
ბული მუშახელია საჭირო.
– მოეშვი, აწი, ამ ძირდასავსებ ჩაის! – მითხრა გუშინ ეზი-
კამ, – და ხვალ ყანაში გამოდი.
– ყანაში?.. – შიშნარევი ხმით ვკითხე.
– ყანაში... თვარა, შიმშილით ამოგვძვრება სული!
– ყანაში კულტივატორს ვერ მოვერევი...
– ვერ მოერევი?.. – ეზიკამ ამხედ-დამხედა, – რა ვიცი, ჯან-
დაბა! – და გაბრუნდა. გაბრუნდა, მაგრამ ხუთიოდე ნაბიჯზე
რომ გამშორდა, გაჩერდა, დაფიქრდა. იფიქრა, იფიქრა, მობ-
რუნება დააპირა, მაგრამ არ მობრუნებულა და მე თუ ვიღაცას
უყვირა: – მოერევი... რა ღმერთი გაგიწყრება, რომ ვერ მოე-
რიო!
– სიმინდს დამითხრის კულტივატორი! – ვიყვირე მე შეში-
ნებულმა, რადგან ეზიკა ისევ არ მომეშვა.
– დაგითხრის და დაგითხაროს! რად გინდა გაუთოხარი ყა-
ნა, რაც დარჩება, ის მაინც ივარგებს.
ამ დილით კი, ხარები რომ შევაბი, ის იყო, გზას უნდა გავ-
დგომოდი, იგივე ეზიკა მოკოჩიალდა და ხარები თავისი ხე-
ლით გამომიხსნა უღლიდან. ვერ მივმხვდარიყავი, სად მაგზავ-
ნიდა ან რას მიპირებდა.
– მოდის, ი პატრონამოსაწყვეტი!..
– ვინ, ბიძია? – ვიკითხე კიდევ უფრო გაოცებულმა, ვერ გა-
მეგო, ვინ იყო ასეთი, რომ ხარს მიხსნიდა უღლიდან, ყანას
81
გაუთოხარს გვიტოვებდა და შიმშილით გვიპირებდა ამოწყვე-
ტას.
– ოჯახამოსაგდები!..
მაინც ვერ გავიგე, გუმანით ვგრძნობდი, რომ ლაპარაკი
მტერზე იყო, მაგრამ მტერი ამ დილით საიდან გამოტყვრა,
როცა ისე შორს იყო, რომ ჩვენამდე ზარბაზნის ხმაც ვერ აღ-
წევდა.
– რად გვინდა, ბიძია, ყანა, თუ მის მოწევამდე ჩაგვაძაღლ-
ეს! მოდის ი ღმერთგამწყრალი, მოდის და თავშესაფარი უნდა
გავაკეთოთ... გავთხაროთ!..
– თავშესაფარი?.. რას ჰქვია თავშესაფარი?
– თავშესაფარი?.. ჯანდაბას ჰქვია. რას ჩივი, რასაც ჰქვია!
ამოთხარე ორმო, თავზე მიწა დააყარე და შეძვერი შიგ. აი თავ-
შესაფარი!
– ამოვთხარო ორმო?!
– ჰო, მოთხარე ორმო, ასე, კაცის სიმაღლეზე... თუმცა შენი
სიმაღლეც იკმარებს, მოთხარე, ზევით... – ეზიკამ ეზოში მიი-
ხედ-მოიხედა, ვენახის თავში მიწყობილ სარებს შეასწრო თვა-
ლი, – აგერ რომ სარებია, გადააწყვე თავზე ორმოს და დააყა-
რე მიწა.
– ის სარები ვენახისაა.
– რა დროს ვენახია! – შემომიტია ეზიკამ, – ორმოს დააწ-
ყვე, გამოგივლი და ვნახავ.
– სად ამოვთხარო ორმო?
– სად მოთხარო? – ეზიკამ ეზოში ისევ მიიხედ-მოიხედა და
დედას გასძახა: – ივდით!
დედა ისედაც ჩვენსკენ მოდიოდა, ხელში თათია ეჭირა.
– თავშესაფარი უნდა გააკეთოთ სადმე, სახლის ახლოს,
დღესვე უნდა დეიწყოთ, ბრძანებაა ასეთი.

82
– სახლის ახლოს რად მინდა გულსახეთქად! – გაიოცა დე-
დამ.
– აბა, სოფლის ბოლომდე მისვლას გაცლის ის სახლკარ-
დაქცეული? შენ მაინც თოთობაღნიანი ხარ!
– ჩემს ბავშვთან რა უნდათ?! – იყვირა და თათია გულზე მი-
იკრა.
– იმათი ამოწყვეტა!.. – ეზიკა შებრუნდა და გზას გაუყვა.
გაზეთებიდანაც ვიცოდით, რომ გერმანელები წინ მოიწევ-
დნენ, ყველაფერს წვავდნენ და ჭამდნენ. ზაზამაც იცოდა, რომ
მოდიოდა რაღაცა, ვეშაპი თუ მგელი, რომელიც ბავშვებს
ყლაპავდა და ღამე ლოგინიდან წამოვარდნილი შველას ით-
ხოვდა. მე დავაწვენდი და ვამშვიდებდი: რომ მამა იქაა და ჩვე-
ნამდე რავა მოუშვებს შავ მგელს, თოფს ესვრის, ხიშტს დაჰ-
კრავს და არ გააჭაჭანებს-მეთქი.
– ხიშტს? – მკითხავდა ზაზა.
– ხიშტს! – ვიმეორებდი მე.
ზაზა წვებოდა, ვიძინებდი მეც, და ისევ ჩამესმოდა ხოლმე:
– მამა, მამა შეჭამა! – წამოიყვირებდა მძინარე ბავშვი.
– სულელი ხარ შენ! არაფერი იცი, მამას როგორ შეჭამს,
მამას რკინის ქუდი ახურავს.
– რკინის ქუდი?! – უკვირს ნახევრად მძინარე ზაზას.
– რკინის, ზედ წითელი ვარსკვლავი აქვს მიჭედილი.
– წითელი ვარსკვლავი?!
– ჰო, წითელი ვარსკვლავი, დაწექი ახლა!
– გოგიტა, – მეხვეწება იგი, – შენთან დავწვები!
– ჩემთან არ წევხარ?
– აქ არა, – ფეხთით არ უნდა ზაზას.
– დაწექი, სულ ერთი არაა?
ზაზა ყურთბალიშს მოათრევს ბნელში და ჩემ გვერდით ეწ-

83
ყობა.
– დაიძინე ახლა! – ვეუბნები და თავს ვიმძინარებ.
ის ტრიალებს, იცვლის გვერდს, არ ეძინება.
– გოგიტა, – ჩურჩულებს ისევ, – რაა რკინის ქუდი?
– რკინის ქუდი... რკინის ქუდი ქუდია, თუჯის ქვაბივით...
– ქვაბივით?
– ჰო, მაგრამ ხვალ გაზეთში დახატულს გაჩვენებ.
ზაზა მთელი ღამე ფიქრობს რკინის ქუდზე და სიზმარშიაც
იმას ხედავს, ალბათ. დილით ადრიანად მახსენებს და ლოგინ-
ში წამომჯდარი გაზეთში დახატულ წითელარმიელს უცქერის.
ჩექმებიან ჯარისკაცს ხელში წინ გაშვერილი შაშხანა უჭირავს
და რისხვით იცქირება, თავზე მუზარადი ადევს ყურამდე ჩა-
მოფხატული და ზედ ვარსკვლავი აზის. ზაზა უყურებს, უყურებს
და ამბობს:
– მამა არაა.
– მამაც ასეთია, – ვუხსნი მე.
– მამა? – უკვირს ზაზას და თითს არმიელის ჩექმებზე
ადებს, ახსოვს, რომ მამა ყურიან წაღებს იცმევდა...
სახლისაკენ გავტრიალდი და ბარსა და ნიჩაბს დავუწყე ძებ-
ნა.
– რას აპირებ, ბიჭო?! – მკითხა დედამ.
– რა ვქნა, მოვთხრი ორმოს.
– ახლოს უნდა მოთხარო სახლთან.
– წინ მოვთხრი კოინდარში.
– მოთხარე, მაგრამ შენ მარტო რას გახდები?
– გავხდები რამეს...
მე ბარს და ნიჩაბს სახლის წინ მივათრევ და მიწას ვხაზავ:
აქ ბებია ჩაჯდება, აქ დედა, ზაზა ამ კუთხეშიც დაეტევა, შუაზე
აკვანი უნდა დაიდგას, ცოტა სრულად უნდა იდგეს აკვანი,

84
დარწევა რომ შეიძლებოდეს, თორემ შეშინებული თათია
ატირდება და თუ არ დაურწიე, რა გააჩერებს. მე? მე სადღაც
აკვნის თავში ან ჩამოსასვლელში ჩავიმალები.
ვიწყებ ბარვას. მიწა ნაწვიმარია და იოლად იჭრება, მაგრამ
ბალახებით ძირგაკრული ბელტი არ მნებდება ამოსაღებად.
ხელით ვგლეჯ ბელტს, გვერდზე ვისვრი. ერთი ბარის პირზე
ამოვჭერი, ახლა ნიჩბით უნდა ამოვწმინდო და ისევ შევუდგე
ხელახლა ამობარვას. იზიზნება აყალო მიწა, არაფრით ნიჩაბი
არ მიდის წინ. ნიჩბის ტარს მუცელთან ჭიპის თავზე ვიბჯენ და
ვაწვები მთელი ძალით. ხელებზე ხელახლა მიჩნდება თეთრი
ბუშტულები, მერე სკდება და საშინლად მეწვის. ხელს ვეღარ
ვკიდებ ვერც ბარს და ვერც ნიჩაბს. ვჯდები ორმოს კიდეზე,
თავზე მცხუნვარე მზე მადგას და ოფლად გაღვრილი ვფიქ-
რობ: ვინ ოჯახდასაქცევმა მოიგონა ეს ომი?!
აგერ ზაზა ჩამოხტა ორმოში, ხან ბარს ეპოტინება და ხან ნი-
ჩაბს, ვერც ერთთან რომ ვერაფერს გახდა, ხელით თითო-
თითოდ იღებს ბელტებს და მაღლა ისვრის...
ნაწვიმარი მიწიდან ჭიაყელას ხვრელში წყალი ჟონავს, ვაკ-
ვირდები ამონათხარ ორმოს კიდეებს და ვხედავ: აგერ, ჩემს
ფეხებთან მახრას მოზრდილი ხვრელიდანაც მოედინება ანკა-
რა წყალი.
ჯერ რა, მუხლამდეც არ ამომითხრია ორმო, ეს რომ ჩემი
სიმაღლისა იქნება, ალბათ, შუამდე აივსება წყლით და რო-
გორ უნდა შეაფარო თავი? ან თათიას აკვანი სადღა დაიდგმე-
ბა ამ ტბორში? ზამთარში ხომ პირთამდე აავსებს თოვლჭყაპი?
– არა, – ვამბობ ჩემთვის, – ეზიკამ არ იცის თვარა, აქ რავა
შეიძლება ომი, როცა წყალი ჟონავს. იქ, სადაც ომია, ალბათ,
წყალი არ დგება ორმოებში. არა, აქ არაფრით არ შეიძლება,
ბებიას ფეხზე დგომა არ შეუძლია, და წყალში ხომ ვერ ჩაჯდე-

85
ბა? ან ზაზა არ გაცივდება? აქ არანაირად არ შეიძლება ომი,
ეზიკამ ვითომ ყველაფერი იცის?!
ზაზას მობეზრდა ბელტების ამოყრა და ტალახიანი ხელე-
ბით სადღაც გაიქცა, ალბათ, სახლის უკან აივანში ხელების
დასაბანად. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მისი ხმა მომესმა:
– აი, ბებია, ნახე!
და ვხედავ, ჯოხს დაბჯენილი ბებია წამომადგა თავზე. ჯერ
თითქოს თვალებს არ დაუჯერა, ერთხანს უცქირა მწვანედ აბი-
ბინებულ კოინდარში ამოთხრილ ორმოს, მერე ერთბაშად
აუცახცახდა უკბილო ქვედა ყბა, ჯოხი მაღლა აიქნია და დამ-
ჩხავლა:– რაა, შე უღმერთო, ეგი, სამარეს მითხრი ეზოში?!

ტუხუია

მთელი კვირა ვთხრიდი თავშესაფარს. ვხაპავდი ჩამდგარ


წყალს და ვთხრიდი. რამდენად უფრო ღრმად ჩავედი, იმდე-
ნად უფრო იმატა წყალმა და ერთიორად გაჭირდა მუშაობა.
თავს ზემოთ ძნელი იყო ბარითა და ნიჩბით მიწის აყრა. ამო-
ნათხარი ისევ ორმოს პირზე იყრებოდა და უკანვე ცვიოდა.
ზოგჯერ დედაც მეშველებოდა, მიწას თოხით შლიდა. ბოლოს,
როცა ორმო მზად იყო და გვალვებიც დაიჭირა, გადახურვას
შევუდექი. გავუდე ჯერ მსხვილი, ღონიერი კეტები, მერე ვენა-
ხის სახარდნედ გამზადებული სარები გავაწყე მჭიდროდ და

86
მიწა დავაყარე.
ყოველდღე გამოდიოდა ბებია ჯოხდაბიჯგებული, როცა
ბავშვს მიაძინებდა. მე აღარ მიჯავრდებოდა, მაგრამ ორმოში
პირჯვრის წერით ჩაიხედავდა და „ღმერთო ჩემოო!” – იტყოდა
– ამას რას მოვესწარიო?!.
მთელი კვირა არ მომშორებია ზაზაც. ხან თოხს დაათრევ-
და, ხან ბარს, ხან ნიჩაბს, თან განუწყვეტლივ მეკითხებოდა
რკინის ქუდზე. რკინის ქუდი მისთვის რაღაც საოცრება იყო.
მეც ორ კვირას ვუხსნიდი, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, მამა რო-
გორ დაიხურავდა თავზე ქვაბივით ქუდს?!.
თავშესაფარს მოვრჩით, მაგრამ ყანებში თოხნა დაგვიან-
და. სიმინდმა თავი იყარა და თუ ტაროს გამკეთებელი იყო,
ისედაც გაიკეთებდა, აწინდელი თოხი აღარაფერს არგებდა.
გუშინ საღამოს ტუხუია ჩამოგანგალდა ეზოში. ერთხანს
ცნობა გამიჭირდა, მარტო თავად და თვალებად გადაქცეული-
ყო. მისი ერთგული ძაღლიც აღარსად ჩანდა. თავშესაფრის მი-
წაყრილზე მოწყვეტით დაჯდა, მერე გამარჯობაო, – თქვა და
მკითხა:
– მამაშენის წერილი მოგდის?
– არა. შენ?
– ჩვენ ორი წერილი მოგვივიდა.
– კარგია, – მოვიწონე მე, – ორი წერილი ძალიან კარგია,
მისამართი თუ აქვს?
– აქვს, ნომერი აქვს.
– მაინც კარგია, მამაჩემის წერილს არც ნომერი აქვს და
არც აღარაფერი...
– თუ ნომერი მაინც არა აქვს, პასუხს ვერ მისწერ... – მან
იმოდენა თავი მძიმედ გადააქნია და მანუგეშა: – ალბათ,
მოიწერს.

87
– რა ვიცი, თომა მთლად გადაიკარგა და...
– არა, რაღაც გამოჩნდება, – დამიქნია თავი ტუხუიამ, მერე
დიდრონი თვალები ორმოში ჩააშტერა და თქვა:
– თავშესაფარი გააკეთე, აჰ!
– გავაკეთე.
მან მუშტრის თვალით გაზომა ორმო და დაასკვნა:
– კი დაეტევით. მე უფრო დიდი მოვთხარე და ზედ სახლის
ფიცრები გადავაფარე. მამამ რომ გაიგოს... აბა, რა მექნა, სა-
რები არ გვქონდა, თანაც სარებში მიწა ჩამოცვივა, ფიცარი
უკეთესია, იყოს ერთხანს, ომი გათავდება და სანამ მამა მოვი-
დოდეს, ისევ თავის ადგილას დავდებ.
– ასე ჰქენი.
– ხვალ პირველი სექტემბერია, აჰ!
– ჰო, უნდა იყოს, – მომაგონდა მე, – პირველი სექტემბე-
რია, სკოლაში უნდა წავიდეთ.
– უნდა წავიდეთ, მარა – ტუხუია წამოჯდა და ჩემსკენ შე-
მობრუნდა, – ეს წიგნები რომ აღარსადაა, რა უნდა ვქნათ?
პლატონ მასწავლებელს უთქვამს, ერთმანეთში დაეძიეთ, იქ-
ნებ ძველი წიგნები იშოვოთო.
– ძველი წიგნები?
– ჰო, შარშანდელი...
– სად ვეძიოთ?
– იმათ უნდა ვთხოვოთ, ვინც შარშან იყო მეექვსე კლასში,
ჩვენი წიგნები მეხუთე კლასელებს უნდა მივცეთ.
– გოჩამ იცის? – ვკითხე, როცა წასასვლელად გავემზადეთ.
– გავუაროთ! – მითხრა ტუხუიამ და წამოიმართა.
– გოგიტა! – მოირბინა ზაზამ, თვალები უბრწყინავდა, ცმუ-
კავდა.
– რა იყო, რა გიხარია?

88
– დედამ... საჭმელი ჭამეთო!
– საჭმელი? – იკითხა ჩუმად ტუხუიამ და მე დავინახე, რო-
გორ მიაშტერდა იგი ზაზას პირში. მერე წასვლა დააპირა, მაგ-
რამ არა, მიწაყრილზე დაეშვა ისევ, – ჭამეთ, მე აქ დაგიცდი.
– შენც წამოდი.
– მეც? – მკითხა ტუხუიამ და სმენად იქცა, დაიძაბა. სანამ
ჩემს ნათქვამს გავიმეორებდი, დაიღალა.
– შენც წამოდი! – გავიმეორე ისევ.
ტუხუიას ვითომ უარი უნდოდა ეთქვა, მაგრამ თვალებში შე-
მომხედა და ზაზას გადაუსვა თავზე ხელი.
– რამოდენა გაზრდილხარ, ზაზა! – და ყურებამდე გაუცინა.
ზაზას ესიამოვნა.
ტუხუიამ თითი ასწია, ირიბად გადმომხედა და ზაზასკენ
დაიხარა.
– არ იეშმაკო, ზაზა, გოგიტას ყველაფერი გოუგონე!
ჩვენ სუფრას მივუსხედით.
დედამ ხელები გაასავსავა ტუხუიას ზურგს უკან და თავი გა-
დააქნია, რა ვქნაო?!. ორი თხელი მჭადი დაეცხო და ჩვენ ოთხი
ვიყავით, ნახევარ-ნახევარი და ბლომად შეჭამანდი გვეკუთ-
ვნოდა, ეს იყო, რომ ბებია თავისი ნაწილიდან ზაზას დაუმატებ-
და მხოლოდ. დედა სახტად დარჩენილი მომჩერებოდა და არ
იცოდა, რა ექნა.
ხელით ვანიშნე, მე არ მინდა-მეთქი.
დედამ ჯამები ჩამოდგა. თვითეულს პირამდე აგვივსო ჭყინ-
ტი ლობიოთი და ნახევარ-ნახევარი მჭადი ჩამოგვირიგა. თვი-
თონ ბავშვი გამოართვა ბებიას, შუბლი გაიკრა კოპლებიანი
თავსაფრით და გაგვიცხადა: თქვენ ჭამეთ, მე თავი მისკდება,
ლუკმა არ გადამივა ყელშიო, – მაგრამ ტუხუიას ეს აღარ
გაუგონია. მან მჭადის მოზრდილ ნატეხს თითებით მოხერხებ-

89
ულად ბლომად ლობიო ამოაყოლა ჯამიდან და გასინჯა. პირი
არც გაუნძრევია, ისე გადასანსლა, მერე გაიღრიჯა და დედას
ნახელავი მოუწონა.
– თითებს ჩაატან, იმნაირია!..
დედამ პირიქით მოიბოდიშა: უნიგვზოა, მარილიც არ ჰყოფ-
ნისო.
ტუხუიამ როცა ისევ გასინჯა შეჭამანდი, დედას არაფრით
არ დაეთანხმა.
– ჭამე, შვილო, ჭამე, თუ მოგწონს. – თქვა დედამ და პირ-
შებრუნებულმა ბავშვს ძუძუ მისცა.
როცა ბებია სუფრასთან ჩამოჯდა, ტუხუიამ ისევ გასინჯა შე-
ჭამანდი და ორი-სამი ლუკმის მერე მჭადი აღარ აღმოაჩნდა.
ბებიამ სუფრას დახედა და მაშინვე კუჭის ტკივილმა შე-
მოუტია, ჭამაზე უარი თქვა და თავისი წილი მჭადი ტუხუიას გა-
დმოუდო.
– ჭამე, ბებია, ღმერთი შეგარგებს!
ტუხუია ბებიას კუჭის ტკივილმა შეაშფოთა, მჭადზე უარის
თქმა კი დაავიწყდა.
– დიდი ხანია გტკივა ბებია კუჭი? – იკითხა და ჭამა განაგ-
რძო.
– დიდი ხანია... არც ისე, შვილო! – თქვა ბებიამ.
– კუჭის ტკივილს... – ტუხუიამ ლუკმა ჩაიდო პირში და და-
ფიქრდა. – თბილი რძე უნდა სვათ, თბილი რძე მისწრებაა...
ფილიპეს სტკიოდა კუჭი, – გაიხსენა ტუხუიამ, – ჰკლავდა ტკი-
ვილი, ლობიოს ახლოს ვერ იკარებდა, ვერც მჭადს, თეთრ
პურს ჭამდა და თბილ დაშაქრულ რძეს. სვა ასე, სვა და ახლა
ჩიტივითაა. გუშინ ვნახე, მარილწაყრილ კეჟერა ფხალს მიირ-
თმევდა. კეჟერა და... ფხალი ახლა, ზაფხულში ჯოხებივითაა,
მარა ქე კი ჭამდა.

90
ტუხუია ლაპარაკში გაერთო და არ გაუგია, ჩემი წილი მჭა-
დიდან ნახევარი როგორ შევაპარე.
ზაზას თავისი გაეთავებინა და ტუხუიას შავი თვალით უცქე-
როდა.
ნასადილევს ტუხუიამ უარი თქვა გოჩასთან წამოსვლაზე,
სახლში ვიქნები და გამომიარეთო.
გამიკვირდა, რა საჩქარო საქმე გამოუჩნდა-მეთქი.
– სულერთი არაა, სახლში დაგიცდი... – თქვა და წელში
მოიკაკვა უცებ, მერე გაიმართა და უნდილად გამიცინა. – ჰო,
გამომივლით ხომ? – თქვა და შევატყვე – დგომა უჭირდა.
ფეხებზე დავხედე, ფეხსაცმელი ხომ არ უჭერს-მეთქი და
ჩემს თავზე გამეცინა: ტუხუიას მთელი ზაფხული არ სცმია ფეხ-
ზე; მაგრამ როცა თვალი მაღლა ავაყოლე, შარვლის სათავეში
ჩატანებულ ხართუთითა და ალუბლით დაფოთლილ პერანგში
სამკუთხად იყო გამობურცული ცხელი მჭადის ნატეხი.
– გამოგივლით! – ვთქვი და შევტრიალდი, – აუცილებლად
გამოგივლით.

მკითხველთა ლიგა

91
სხვა სკოლა

ზარმა დაიჟღრიალა.
„დასწყევლოს ღმერთმა!.. – გავიფიქრე მე, – ზარს მაინც
რაღა დაემართა”.
საკლასო ოთახში ნოტიო სუნი იდგა – დიდი ხნის კარგამო-
კეტილი ოთახის სუნი. იმ წუთს არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რა-
ტომღაც გამიკვირდა, მაინც ვერ მოვიგონე, სხვაგვარი სუნი
რისა უნდა ყოფილიყო საკლასო ოთახში. ამას გვიან მივხვდი,
როცა დავჯექი და ჩემს მერხზე შარშანდელი პატრონის სახე-
ლი ამოვიკითხე.
– არ შეუღებიათ? – ვიკითხე და მივხვდი, რომ ოთახში სა-
ღებავის ზეთის სუნი არ იდგა, დაფასაც ბაცი ფერი ედო, შუა-
გულზე გაცრეცოდა სიშავე. არდადეგების წინ არ შემინიშნავს,
რომ ლაქი გაცლილი ჰქონდა, ახლა კი ისე თეთრი მომეჩვენა,
რომ მეგონა, ცარცი არ დააჩნდება-მეთქი.
კარებში მასწავლებელი გამოჩნდა, მაგრამ იღლიაში ახა-
ლი ჟურნალი არ ჰქონდა, უბრალოდ, შუაზე გაკეცილი რვეუ-
ლის ფურცელი შემოიტანა. მაგიდას მიუახლოვდა და მოგვე-
სალმა: – გამარჯობათ, ყმაწვილებო!
ჩვენ მისალმებაზე კანტიკუნტად ვუპასუხეთ, რაღაც ერ-
თხმად არ გამოგვივიდა.
ის მაგიდასთან გაჩერდა. ყველა სათითაოდ შეგვათვა-
ლიერა. მე მოვემზადე, თუ რა მეპასუხა მის შეკითხვაზე: რო-
გორ გავატარე ზაფხული, როგორ დავისვენე. მან, თითქოს
თვალს არ უჯერებსო, ისევ შეგვათვალიერა და აღარაფერი

92
უკითხავს. მერე მელოტი თავი გადააქნია, სათვალე ამოიღო.
ეს შარშანდელი რქის სათვალე იყო, გამოცდების დროს ცალ
ყურზე რომ ჩამოსადები მოუტყდა. ამ ზაფხულს მეორეც მოს-
ტეხოდა და ძაფით ჩამოიგო ყურებზე. წყვილი ფურცელი გაშა-
ლა და სიის ამოკითხვას შეუდგა. წაიკითხავდა ერთის სახელს
და გვარს და:
– ვარ! – მოისმოდა პასუხი.
მასწავლებელი თავს ასწევდა, შეხედავდა. მოწაფე იდგა,
წინ, კედელზე შარშანდელ, რომელიმე დაუდეგარის ხელით
მიხატულ სამკუთხედკაბიან გოგონას უცქერდა, რომელსაც
ცოცხივით გაშლილი ხელები ჰქონდა.
– დაჯექი! – იტყოდა მასწავლებელი და რაღაც იდუმალი
ხმით ისევ ამოიკითხავდა.
– ვარ! – გაისმოდა და წამოდგებოდა ვინმე მერხიდან.
მასწავლებელი დააჩერდებოდა. ხმაზე ძნელი იყო გაგერ-
ჩია შარშანდელი ანზორი და თორნიკე, რუსიკო ან ციალა.
– დაჯექი! – იტყოდა მასწავლებელი.
– ვარ! – მოისმოდა ახლა ჩემ წინა მერხიდან, ჩემ გვერდით,
და სათითაოდ ვათვალიერებდით ერთმანეთს. მე გოჩასი და
ტუხუიას ხმაც ვერ ვიცანი. თითქოს ახალ კლასში მოვხვდი, სა-
დაც არავის ვიცნობდი და სადაც დღეს პირველად მოვედი.
– ვარ! – ვთქვი მეც და წამოვდექი.
ოცდათოთხმეტი წყვილი დიდი და გაკვირვებული თვალი
შემომაჩერდა. მასწავლებელმაც დაკვირვებით შემომხედა. მე
შემოსასვლელთან დაჟანგულ წვრილ ლურსმანზე შერჩენილ
შარშანდელი ცხრილის ნახევს შევცქეროდი.
მასწავლებელმა ბოლომდე ჩაიკითხა სია. მერე ფურცელი
დაკეცა და სათვალის მოხსნა დააპირა. პლატონი სათვალეს
მარტო კითხვისას ხმარობდა. ცალ ყურზე მოიხსნა, მერე ხელ-

93
იდან გაუცდა და სასაცილოდ ჩამოეკიდა. მეგონა, ჯგუფში სი-
ცილი ატყდებოდა, მაგრამ არავის წარბი არ გახსნია.
მასწავლებელმა სათვალე გაკეცილ ფურცელზე დადო, მა-
გიდას იდაყვით დაეყრდნო და დაფიქრდა. მომეჩვენა, ახალ-
ბედასავით არ იცოდა, რით დაეწყო.
– გაზეთს კითხულობთ, ალბათ... – თქვან მან ბოლოს და
ჯიბიდან დაკეცილი, მუყაოსფერი ქაღალდი ამოიღო.
– ვკითხულობთ! – უპასუხა წინა მერხიდან ლადომ.
– სადაა გაზეთი?! – წამოცდა ტუხუიას და ჯირკივით თავი
ჩაკიდა.
– მდაა... – თავი დააქნია პლატონმა. – წინ მოიწევს... მარ-
თალია, მოიწევს, მაგრამ ისეც არაა საქმე, როგორც მტერს ეგ-
ონა.
ჩვენ ყურები ვცქვიტეთ, რადგან არც ერთმა არ ვიცოდით,
რა ეგონა მტერს.
– არც ისეა საქმე, – გაიმეორა მან და გაზეთში “უკანასკნე-
ლი ცნობები” მოძებნა, – ჩვენს ჯარს უკვე აქვს გარკვეული
წარმატებები, – მან ისევ აიღო სათვალე, მაგრამ არ გაუკეთე-
ბია, ცალი ხელით დაიჭირა თვალებთან და ამოიკითხა: –
„მტერმა ამ შეტაკებაში დაკარგა ორასამდე ჯარისკაცი, ექვსი
ტანკი, შვიდი ხელის ტყვიამფრქვევი და საზენიტო ქვემეხი...”
არც ერთ ჩვენთაგანს არ გაჰკვირვებია ორასამდე მტრის
ჯარისკაცის ერთად დაღუპვა. ყველამ კარგად ვიცოდით, რა
იყო ტანკი, ხელის და დაზგის ტყვიამფრქვევი. ჩვენ ვიცოდით,
რომ საზენიტო ქვემეხი თვითმფრინავის საწინააღმდეგოა.
მასწავლებელს არ აუხსნია მათი მნიშვნელობა.
– არც ისეა საქმე, მტერს რომ ეგონა... – გაიმეორა პლა-
ტონმა, – მისი ელვისებური ომის გეგმა ჩაიშალა, მოსკოვი ხე-
ლუხლებელია, მოსკოვში მეტროს მშენებლობაც არ შეჩერებ-

94
ულა, ჩვენ გავიმარჯვებთ! – წამოდგა, ფანჯრისკენ წავიდა,
მობრუნდა, თავი დაგვიქნია და დაბეჯითებით გაიმეორა: – კი,
გავიმარჯვებთ, უსათუოდ გავიმარჯვებთ!
გოჩამ უთქმელად გადმომხედა და თვალით ტუხუია მოძებ-
ნა. მეც გავხედე, გამიკვირდა, რომ ტუხუიას ამოდენა თავი
უცებ ვერ ვიპოვე.
შესვენებაზე ბუდუს შევეჩეხე ეზოში. ხმა არ გამიცია. მეგო-
ნა, მომვარდებოდა და ისევ აყვირდებოდა: რას მერჩოდიო!
მაგრამ პირიქით, შეშინდა, თვალი ამარიდა და უხმოდ ბავშვ-
ებში შეერია.
მე ღობეს მივეყრდნე და იქვე აყუდებულ მჭედლის აყლაყუ-
და ბიჭს – გიგას ავხედე. მას ცერა თითი შეხვეული ჰქონდა.
– რა დაგემართა?
– რა დამემართა? – აქეთ მკითხა მან.
– აი, ხელი... – დავანახვე შეხვეული.
– ჰო, რაღაც, მგონია, დავიბეგვე.
– თლიდი რამეს?
– არა, ვჭედავდი.
– ჭედავდი?! – გავუმეორე. რადგან მეგონა, ვაჭედებდიო,
უნდოდა ეთქვა.
– ვჭედავდი... – თქვა ისე, ვითომ გაჩენის დღიდან მეტი
არაფერი ეკეთებინოს, – ხარის ლურსმანს ვჭედავდი და...
– შენ? – გამიხარდა მე, – თვითონ ჭედავ?!
– ვჭედავ, აბა, ხარი უნალოდ ივარგებს?!.
– რათ ივარგებს...
– მერე თუ არ გავჭედე, სად იქნება.
– დღეს გცალია?
– დღეს სად მეცლება, გაკვეთილების მერე აქ ხომ თავშე-
საფარი უნდა ვთხაროთ.

95
– სკოლაში? ამ ეზოში? ჩვენთვის არ უთქვამთ?!
– გეტყვიან.
ზარი დაირეკა. ბავშვები კლასებისაკენ უხმაუროდ წავიდ-
ნენ. გიგამაც დააპირა, რომ შევაჩერე.
– აბა, როდის, როდის გეცლება?
– მეცლება... – უღიმღამოდ გაეცინა. – როდის მეცლება...
– მამამ დამიბარა... – სიტყვა გამიწყდა, მამის დაბარება რა
საჭირო იყო, როცა ისედაც ყველამ იცის, რომ ხარი დასაჭედი-
ა.
– მამაშენის წერილი მოდის? – მკითხა მან მოულოდნე-
ლად.
– არა.
– სულ არ მოსულა?
– მოვიდა ერთი, მერე აღარ მოსულა. მამაშენის?
– მოდის, ჯერჯერობით მოდის.
– მისამართი აქვს?
– რა მისამართი?! – გაუკვირდა გიგას.
– აი, წერილი რომ გაუგზავნო უკან.
– კი, საველე ფოსტის ნომერი.
– აი, მამაჩემისას კი არა აქვს, – ვთქვი და ამ დროს დავი-
ნახე, მასწავლებელი შევიდა ჩვენს საკლასო ოთახში, – მერე
გნახავ, – და გაქცევა დავაპირე.
– მოიყვანე ხარები...
– მერე რა, რომ მოვიყვანო, თუ...
– მოიყვანე, რაღაცას მოვახერხებ. ღამე დავჭედავთ, ბო-
ლოს და ბოლოს.
– მეც მოგეხმარები... გიგა, ვითომ ვერაფერს მოგეხმარე-
ბი?
– მომეხმარები.

96
გაკვეთილზე გავქანდი. სადღაც შეგვიანებულმა გოგონამ
გამირბინა წინ. ტანზე უცხო ფერის კაბა ეცვა, ლურჯი ფერისა
იყო, საღებავი არ მოჰკიდებოდა ხეირიანად და აეჭრელებინა
ქსოვილი.
– გამარჯობა, გოგონა! – მივაძახე მიმავალმა. – ეგ რაღა
კაბაა?
მან თვალები შემომანათა წყრომით.
უცებ მივხვდი და ჩემთვის ვთქვი:
– შეუღებია.
არაფერი უპასუხია, ისე გამეცალა.
– შეიძლება, პატივცემულო?.. – სიტყვა გამიწყდა. ვიცოდი,
რომ მეორე გაკვეთილი მათემატიკისა გვქონდა და როცა სრუ-
ლიად ახალგაზრდა უცხო ქალს შევასწარი თვალი მაგიდას-
თან, გამიკვირდა, სხვა კლასში ხომ არ მოვხვდი-მეთქი.
– მოდი, მოდი! – მიმიწვია ისე, რომ დაგვიანების მიზეზი არ
უკითხავს.
მე მერხისაკენ წავედი.
– თქვენი გვარი და სახელი? – შემაჩერა მან.
მე დავუსახელე.
– დაჯექი.
– ჩვენი მასწავლებელი ჯარში წასულა, – გადმომილაპარა-
კა გოჩამ.
როცა ჩემს ადგილზე დავეშვი, ისევ მოვათვალიერე კლასი,
მერე სრულიად უცხო მასწავლებელს შევაჩერდი. შევაჩერდი
და ნამდვილად დავიჯერე, რომ სხვა ახალ კლასში, სხვა კლას-
ში კი არა, სხვა სკოლაში მოვხვდი.

მკითხველთა ლიგა

97
მჭედელი

ღამე საურმე ჭრაქის სინათლეზე დავჭედეთ ხარები.


მე მეშინოდა, როგორ მოვერეოდით წასაქცევად ღვინიას,
მაგრამ გიგამ რქაში ჩაბმული ბაწარი ტუჩზე მოახვია, უკანა
ორ ფეხში გამოუტარა და დაქაჩა. ღვინიამ იუკადრისა, მაგრამ
რამდენად უფრო მაგრად გაიქნია თავი, იმდენად უფრო ჩაეჭი-
და ფეხებზე ბაწარი. ბოლოს დაბარბაცდა და წამოიჩოქა, წა-
მოვარდნა დააპირა, მაგრამ თოკში გახლართული უკანა ფე-
ხები ვეღარ გაითავისუფლა, თავიც ბეჭზე მიეკრა და დაეცა. გი-
გამ იმწამსვე ფეხებში დასაჭედი უღელი შეუგდო და ბაწარი შე-
მოუჭირა. მერე დიდი სამფეხა ქვეშამადგი შეუდგა უღელს და
ხარს შეკრული ოთხივე ფეხი მაღლა დაუკავა.
მე სამჭედლოში შევვარდი. წინაღამინდელი ნაჭედი ნალ-
ლურსმანი გამოვიტანე.
– ზოგი მამაჩემის გაჭედილიცაა, ამოარჩიე!
მაშინვე ეტყობოდა მამა-შვილის ნახელავს.
– აი, ასე დაიჭირე! – მითხრა გიგამ.
– რავარც მეტყვი, ისე ვიზამ... – და დასაჭედ უღელზე წვი-
ვებით მიკრული ხარის ჩლიქები გადავქაჩ-გადმოვქაჩე.
გიგამ ცალ ჩლიქზე შერჩენილი ნახევარი ნალი მარწუხით
ააგლიჯა, მერე ჩარჩენილი და ჩატეხილი ლურსმნები დააძრო
და ტერფი პირბასრი კაუჭით გადაფხიკა, გადათალა.
– დიდი ნალი ამომირჩიე! – ჩაიბუზღუნა და პატარა გრძელ-
ტარიანი ჩაქუჩი და დაკეცილი მარწუხი ხელში დაიჭირა, ნალ-
ის ლურსმნები მარცხენა ხელის თითებში ჩაიწყო ისე, როგო-
98
რც მჭედელმა იცოდა.
მე თექვსმეტ ნალში ყველაზე დიდი ამოვარჩიე, მაგრამ რო-
ცა გიგამ ჩლიქს დაატოლა, მაინც არ იკმარა.
– მეტი რო არაა, რას იზამ, უნდა დავჭედოთ, ახლოს მომი-
წიე ჭრაქი!
– დავჭედოთ, აპა, რა გვინდა რო ვქნათ! – დავეთანხმე და
სინათლე ახლოს მივუტანე.
გიგამ ლურსმნის წვერი ოდნავ ირიბად დაუჭირა, რომ ჩლ-
იქში ღრმად არ წასულიყო, მარწუხი ჩლიქს მიაბჯინა ქვემოდ-
ან და ზემოდან ჩაქუჩი ფრთხილად შემოჰკრა.
ღვინია შეკრთა. გაიქნია წყვილად შეკრული ფეხები. მე გვ-
ერდზე გადავხტი, მეგონა, უღელს დაამსხვრევდა, ბაწარს დაგ-
ლეჯდა, მაგრამ გიგა ადგილიდან არ განძრეულა, ისე უყურებ-
და ხარის გაბრძოლებას.
– გეყოფა! – გაჯავრდა გიგა, როცა ღვინიამ ფეხების ქნევა
არ შეწყვიტა. აცალა დამშვიდება და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
სანამ თავბრტყელ ლურსმანს ბოლომდე ჩაუშვებდა, ნელა
უკაკუნებდა ჩაქუჩს, ჩლიქს გვერდზე გამოსულ ლურსმნის
წვერს მარწუხის თავი დაუხვედრა და ჩაქუჩი ისევ ზევიდან და-
უკაკუნა. ლურსმანს, ქვევით რომ სიმაგრე დახვდა, წვერი მო-
ეღუნა, დაეხვია და ჩლიქს მიეტმასნა. გიგამ ერთი-ორჯერ ისევ
დაჰკრა და მე ჩემდაუნებურად წამოვიძახე:
– ნამდვილი მჭედელივითაა!.. მამაშენივითაა!..
– მამაჩემი სადაა თვარა...
ღვინია ფშვინავდა, იქნევდა ფეხებს, მაგრამ გიგა თავის
საქმეს მამასავით მშვიდად არა, მაგრამ გულდანდობილად კი
განაგრძობდა.
როცა შავ ხარს მოსდო თოკი წასაქცევად, მე შევახსენე,
რომ უკანა ფეხის ცალი ჩლიქი წატეხილი ჰქონდა.

99
– ვნახავთ აგერ... – ისევ ჩაიბუზღუნა და ხარს ფეხებში ბა-
წარი გაუგდო.
– უკან არ გაეკარო, გიგა, წიხლი იცის!
– ნუ გეშინია, ხარებმა სანახევრო ან წიხლი იციან, ან რჩო-
ლა.
ბაწარი გამოსწია და ხარი დასცა, იმასაც დასაჭედ უღელზე
გაუკრა ფეხები და დასაჭედად მოამზადა, ჭრაქი გამომართვა
და ახლოს დახედა წატეხილ ჩლიქს.
– დაიჭერს ლურსმანს?
– რა ვიცი, უნალოდ უარესია, უნდა ვსინჯოთ... – მან ჭრაქი
უკან გადმომცა და კაუჭა პირლესულით ფრთხილად გაწმინდა
ჩლიქი. როცა ჭედვა დაიწყო, სინათლემ იკლო, მიიბჟუტა.
– რა დაემართა?!
– რა ვიცი! – ვთქვი და ჭრაქი შევანჯღრიე. შიგ მშრალი პატ-
რუქი აჩაჩუნდა. – ნავთი არ ყოფილა.
– ამოუწიე გული, იქნებ დაჭედვა მოვასწროთ.
პატრუქი ლურსმნის წვერით მაღლა ამოვჩიჩქნე. აენთო.
გიგა ჭედვას შეუდგა. მაგრამ ჭრაქი მალე ისევ მიიბჟუტა. ხე-
ლახლა ამოვუწიე და, თავზე წამომდგარი აჩრდილი შევნიშნე.
შევკრთი, კლიმენტია ცეტერაძე ვიცანი.
მან, როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა, გამიცინა.
– ამგენს უყურებ, რას შობიენ!
ახლა გიგამაც ახედა კლიმენტიას.
– ასე უნდა კაცის შვილო, – განაგრძო მან, – სავარგის
ხარს სასკორავში შეეტყობაო, ახლა თქვენ რომ ივარგებთ,
ლაპარაკი უნდა?
ჭრაქს ალი სულ გაუქრა და პატრუქმა ნაკვერჩხალივით და-
იწყო წვა.
– მაგას ნაფთი უნდა, ბიძია! – ჩაიქირქილა კლიმენტიამ.

100
მაგრამ თავისივე ნათქვამი ეჩოთირა და გადააქორქოშა – მა-
რა... მაგი კი არა, რა იცით თქვენ!
– სადაა, რო ვიცით, მერე! – ამობოღმა გიგამ, ჩაქუჩი და
მარწუხი ხელიდან გაყარა და სამჭედლოში შევიდა.
ხმა არ ამომიღია, ისევ პატრუქის ამოწევას ვეცადე.
– არ გინდა, – მითხრა გიგამ, – დაანებე თავი მაგ ჭრაქს,
აგერ რეზინის ნაგლეჯს მოვუკიდებ.
– ყოჩაღ, ბიჭო, ყოჩაღ! – შეაქო ისევ კლიმენტიამ. – არც
ნაფთი, არც არაფელი, მარა... ვინც ვარგა, ვარგა.
გიგამ აბრიალებული რეზინის ნაგლეჯი გამოიტანა და ხელ-
ში მომაჩეჩა. როცა საქმეს ხელახლა შევუდექით, კლიმენტიამ
ისევ შეგვაქო:
– კაი ბიჭები ხართ, ბიძია, კაი! – მერე თავის კანტურით თა-
ვის გასაჭირს მოჰყვა: – მეც მყავს ერთი თქვენი კბილა, მარა
რათ გინდა მერე, ჭამის მეტს არაფერს აკეთებს. მე, ქე იცით,
ნახევარი კაცი არა ვარ, ფეხით ვერ დავდივარ, თუ ურმით წავ-
ალ სადმე, თვარა... – სად შემიძლია. არანაირი საქმიზა არ ვა-
რგივარ... ამისთანა დროს გინდა შვილი და მომავალი. მე შენ
გეტყვი, ჩემი მუტრუკია რამეს გამკეთებელი.
კლიმენტიას ლაქლაქში გიგას, ეტყობა, წატეხილ ჩლიქში
ლურსმანი შიგნით გაექცა და ხარი გადირია, აფართხალდა,
იჯაჯგურა, აკონილ ტუჩში ენა გამოეჩარა; არაფრით არ დაწ-
ყნარდა.
– უყურე შენ! – გაბრაზდა კლიმენტია, – გჭედავენ, შე ბა-
ლანდასაწვავო, ხო არ გკლავენ!
ხარი ისევ იქნევდა ფეხს. გიგა უღელს ეცა, მიაწვა, წაავლო
ლურსმანს მარწუხი და ამოგლიჯა.
– არაფერი არ უჭირს, ბიძია, – დაგვამშვიდა კლიმენტიამ,
– იქნება ცოტა ეტკინოს, მაგრამ ძაღლი კოჭლობით არ მოკვ-

101
დება.
– მეტ ლურსმანს ვერ დავაკრავ აქ, – მითხრა გიგამ და ახ-
ლა სხვა ჩლიქზე განაგრძო ჭედვა.
რაღა ვქნა, ხარს თუ ფეხი გაუფუჭდეს! – ვიზაფრებოდი და
აბოლებულ ნაჯეჯე რეზინს ვუმარჯვებდი მჭედელს.
– ჰოდა, – განაგრძო კლიმენტიამ, – ფეხით ვერ დავდივარ,
თუ ხარი დაჭედილი არ მეყოლა, რავა ვარგვარ.
გიგამ ხმა არ გასცა.
ერთხანს კლიმენტიაც ჩაჩუმდა. თვალჩაციებით უყურა
ჩვენს საქმიანობას, შიგადაშიგ გვაქებდა და ბოლოს, როცა ხა-
რს ფეხი გავუხსენით და ავუშვით, წელში მოიკაკვა, გიგას თვა-
ლებში შესცინა და ჰკითხა:
– როდის მოგიდენო, ბიძია, ხარები?
– რა ხარები?! – თავი გაიქნია გიგამ, თითქოს ახლა დაინა-
ხა კლიმენტია.
კლიმენტიამ გაიცინა. გიგას თვალი ჩაუკრა და მისი გულ-
გრილობა არ შეიმჩნია.
– ხარები, ბიძია, ჩემი ხარები არ იცი? დაგირჩა მარჯვენა,
შენ არ დამიჭედე ამ თვენახევრის წინ!
– ორი კვირაც არაა, – გაუსწორა გიგამ.
– ოო, ქე გხსომებია, მოგეცა სიკეთე.
გიგა ჩაქუჩის, მარწუხის, პირლესული საფხეკისა და ძველი
ნალ-ლურსმნის შეგროვებას შეუდგა. კლიმენტიამაც ჩაიმუხ-
ლა და დაფაცურდა.
– უყურე შენ, სად ნაგდება ლურსმანი! – აიტაცა მან ძველი
წვერმოღრეცილი ლურსმანი, – ახლა აქ ხარს რომ წააქცევ,
მუცლით რომ დაეხიოს, მერე გამოვა ვინმე ვაჟბატონი და მჭე-
დელს დააბრალებს. რა ქნას მჭედელმა, მჭედელი ერთია... –
მერე მე მომიბრუნდა, – აბა, აქეთ მომანათე, გოგიტა, ა, ხედ-

102
ავ? – მან ახლა გალეული, გაღუნული ძველი ნალი იპოვა, –
მომანათე, მომანათე...
გიგამ ყველაფერი ყუთში ჩაყარა და სამჭედლოში შეინახა,
ქურაზე ცეცხლი ჩააქრო და ბოქლომი გამოიტანა. კარებთან
კლიმენტია შეეგება.
– რავა მითხარი, ბიძი, როდის მომიდენეო?
– რა მომიდენეო?! – ისე ჰკითხა გიგამ, თითქოს ჯერ არ გა-
ეგონოს.
– ჰი, ჰი, რა ეშმაკი ხარ, გიგა, მამაშენმაც ასეთი ხუმრობა
იცოდა. ხვალ ნალები გაჭედე, ბიძი, ნავთს მე მოგიტან. ერთი
ორი ბოთლი კი მექნება.
– არ მინდა! – თავი გააქნია გიგამ.
– აბა, დღე გეცლება?
– არა, არ მეცლება.
– ჰოდა, მაგი რო ვიცოდი, ამიტომ გითხარი, საღამოს დაგ-
ჭირდება.
– ღამე წიგნი უნდა ვიკითხო.
– სამ ბოთლს მოგიტან, საკითხავადაც გეყოფა.
– შენი ხარები ახალი დაჭედილია.
– აცვინდა, ბიძია, აცვინდა, თვარა, მე მეხალისება და მეიმ-
ასქნება?
– შარაგზაზე დიდხანს არ დაიკავებს ნალს ხარი.
– შარაზეც უნდა გავიარო და ყანაშიც, აბა რა ვქნა, ფეხი რო
არ მიჯერის.
– ყანაში რო გეარა, თვენახევარს ეყოფოდა.
– მართალი ხარ, მარა, საქმე მქონდა, ბიძია. უსაქმოდ ხო
არ ვიარდი ამ ხნის კაცი!
– თუ გაკვეთილების მერე მექნა დრო...
– მოგიყვანო, არა? – გააწყვეტინა კლიმენტიამ და მხარზე

103
დაჰკრა ხელი გიგას.
– თუ დრო მექნა... – მტკიცედ გაიმეორა გიგამ, თავი გაიქ-
ნია, – ოცი უღელი ხარია დასაჭედი, მალე რთველი დაიწყება...
მე სახლისკენ წასულ ხარებს გავხედე და გზაზე გავედი.
კლიმენტიამ მიიხედ-მოიხედა და ახლოს რომ ვერ დამინა-
ხა, გიგას უთხრა:– ფულს მოგცემ.
– მე შრომადღე მეწერება.
– ჰი, ჰი, ჰი, შრომადღე!.. – ჩაიქირქილა კლიმენტიამ, –
ბევრი რამე დაგირიგდება წელს, ისე ცხვირი მაგენს დოუმ-
შვენდა, კაი შვილი ყანები გვაქვს. აბა, ბიძია, ეს ჯიბეში ჩაიდე-
ვი და სხვა კიდევ, მე ვიცი, შენი პატივისცემა.
– არ მინდა! – ხმამაღლა თქვა გიგამ.
– კვირას ბაზარში ვარ წასასვლელი, შე მამაძაღლო! მოკი-
დე ხელი!
– არა! – იყვირა გიგამ და მომაძახა: – მოიცა, გოგიტა, მეც
მოვდივარ!
– უყურე შენ!..
გიგა მალე დამეწია, ერთხანს უხმოდ ვიარეთ, მერე აკოჭ-
ლებულ ხარს შეხედა და გულისტკივილით თქვა:
– ცოტა ხანს იტკენს, ალბათ, თუ გაუჭირდეს ან გოუსივდეს,
მომიყვანე და სისხლს გამოვუშვებ.
– ვითომ გაუსივდება?
– რა ვიცი, შენ გგონია, მე ვიცი?!. იქნებ იოლად ჩაიაროს.
იქნება... რა ვიცი რა იქნება.
– კიდეც რომ გაუსივდეს... ჰო, კიდეც რომ გაუსივდეს... მა-
მაჩემის წერილი თუ მივიღე და მისამართი თუ ექნა, არ მივწერ.
– არა, არა, არ მიწერო! – გამაფრთხილა მაინც და თავისი
გზით გადაუხვია.
მკითხველთა ლიგა

104
კოჭლი ხარი

მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასები სკოლიდან ერთი კვი-


რით დაგვითხოვეს, რომ მოსავალი აგვეღო. ან რა იყო ამდენი
ასაღები, მაგრამ ყველაფერს მაინც ხელი უნდოდა. ორმტკავე-
ლიან, წყრთა ტაროს მოტეხ თუ ერთ კვიჟს, სიმინდთან ხომ უნ-
და მიხვიდე. საჟენნახევრიან ჩალას მოჭრი თუ ქონდრის სი-
მაღლეს, ხომ უნდა მოჭრა.
შავ ხარს ფეხი გაუსივდა. კოჭლობდა.
ძროხა გაშრა. დედა ამბობდა: თებერვლის ბოლოს ხბო უნ-
და მოიგოსო. თითო ჭიქას ძლივს ართმევდა ბავშვისთვის; იმ
დილით ის ერთი ჭიქაც არ მისცა, ახლოს არ წაიკარა.
– მგელმა შეგჭამა! – სწყევლიდა დედა, უყვიროდა, მაგრამ
ძროხა მაინც ჯიუტობდა. უწინ, როცა სამ ჭიქაზე დადგებოდა
ძროხის ნაწველი, დედა თავს გაანებებდა, მაგრამ ახლა, ზაზა
ჭყინტ სიმინდზე და უმწიფარ კვახზეც იოლად გადადიოდა, თა-
თია კი ურძეოდ როგორ იქნებოდა, როცა დედას მთელი დღე-
ები პლანტაციაში მუშაობამ რძე გაუშრო.
– რა ვქნა, დედა, რა ვქნა?! – შესჩივლა ბებიას დედამ და ხე-
ლები გაასავსავა.
– ღმერთო ჩემო!.. – თქვა ბებიამ ჩვეულებრივ და თათიას
თავისი გამჭკნარი ძუძუ მისცა, – ნეტავ ერთი თომა გამოჩნდე-
ბოდეს თვარა... – თავზე ისევ შემოიდგა ხელები და ჩასველე-
ბული კაბა ისევ ჩაიფერთხა.
მე ურემს ფარდები ავუფარე, ავაკარი, სიმინდის საზიდავად

105
მოვაწყვე და ხარები გამოვდენე შესაბმელად. წელის წყვეტით
შეუდგა შავი ხარი უღელს.
ვიცოდი, რომ მამა არაფრით შეაბამდა ფეხმტკივან ხარს,
მაგრამ მაშინ, თუ ურემი არ იქნებოდა, მანქანა ხომ იყო. რაც
უნდა ყოფილიყო, მამას მხრით რომ ეთრია, მაინც არ შეაბამ-
და.
ურემი ადგილიდან დავძარი. აითრია შავმა მტკივანი ფეხი.
მე სახრე გადავუჭირე კიდევ, თითქოს თავისი გაჭირვება არ
ჰყოფნიდა და ყანებისკენ გავუდექი გზას.
გზიდან მინდორზე თოლიას მოვკარი თვალი.
ეზიკას ჭიშკრიდან ფატი გადმოვიდა ყანებისკენ მიმავალი,
მომესალმა და გაუკვირდა, რომ ურემს ფეხით მივყვებოდი.
– ხარი კოჭლობს, – ავუხსენი მე, – ცოდვაა.
– სავსე ურემს რაღა აზიდვინებს?! – თქვა მან, როცა ხარს
შეხედა.
– რა ქნას აბა, ჯერ ისედაც არაფერია ბევრი და იმასაც მინ-
დორში ხომ არ დავტოვებთ.
– საწყალი ხარი, – ჩაილაპარაკა ფატიმ. ნამალავად მჭა-
დის ნატეხს ღრღნიდა. ძაღლი იქით, ტყის კიდეზე ყნოსავდა ბუ-
ჩქის ძირებს.
– ტუხუიაა! – დავიძახე მე.
ხარები ავაჩქარე და იქით გავწიე, სადაც ის თავგასიებული
მინდორში გორაობდა და ხმას არ მცემდა. თითქმის თავზე წა-
ვადექი.
– ტუხუია, დაყრუვდი? გოჩა სადაა?
– გოჩა ვარ მე, – თქვა ბალახებში მწოლარემ და წამოდგა,
მჭადის ჭამა არ შეუწყვეტია.
– ტუხუია მეგონე, რას გაგორებულხარ ამ ცივ მიწაზე?!
– დაღლილი ვარ!

106
– ტუხუია სადაა?
– ეე, ტუხუია! – გაიშვირა მან ხელი.
ტუხუია ტყიდან გამოძვრა, შარვალს იკრავდა და გვიახ-
ლოვდებოდა, თან მისი ყურებჩამოყრილი თოლია მოაცილებ-
და. ძაღლსაც გაზრდოდა თითქოს თავი, თვალები გაფარ-
თოებოდა და პატრონს დამგვანებოდა.
– არ მოდიხართ?
– მოვდივართ!
– ურემზე ვერ დაგაჯენთ, იცოდეთ!
– რატომ?
– ვერ დაგაჯენთ, ვერ ხედავთ, მეც ფეხით მოვყვები?!
– რატო, რატო?!
– ხარს ფეხი სტკივა.
– რა ჩავა ახლა ფეხით ყანებამდე! – თავი გაიქნია ტუხუიამ.
– აბა! – დაეთანხმა გოჩაც.
– ნუ წუწუნებთ, ვერ ხედავთ, საწყალი ისედაც აკოჭლებუ-
ლია, ვინ გაიგონა ამის ხედნა!
ბიჭებსაც რა ჯანი ჰქონდათ და გზას დაადგნენ. უკან კუდათ-
რეული ძაღლი აგვედევნა და წავედით.
ყანებს ქალი და კაცი ჩასეოდა. დიდი და პატარა მარჯვედ
ამტვრევდა ტაროებს და ერთად აქუჩებდა. წლევანდელი სი-
მინდი დაბალი იყო და აწვდენა არავის უჭირდა. არც მოსატე-
ხად იყო ძნელი კვიჟი ტარო...
უმოროდო, დაუკვალავ საყანეებში ბალახი წამოსულიყო
და მოტეხილ ტაროს თუ ადგილზე არ დააგდებდი, მერე ბალა-
ხებში ძნელი იყო მისი შემჩნევა.
ხმელი სიმინდის ჩალა შრიალებდა, ტკაცუნებდა ქუჩეჩზე
მოტეხილი ტარო და მერე ჰაერში ნასროლი ყვითლად გაიელ-
ვებდა მზეზე. სიმინდებში კაბააკაპიწებული ქალები ჩანდნენ.

107
ყანის თავში სპილენძის ქვაბი დაედგათ, კალთით მოჰქონდათ
და ჭყინტ ტაროს ხარშავდნენ.
ვითომ ყველაფერი რთველივით იყო, მაგრამ რაღაც მაინც
არ იყო, მთავარი მაინც აკლდა. რთველზე ბევრჯერ ჩავყოლი-
ვარ მამას ყანებში ურმით. მაგრამ ახლა სხვა იყო, სულ სხვა.
ახლაც სიმინდს ტეხდნენ, ახლაც ჩალას ჭრიდნენ, ახლაც
ჭრიალებდა ურმები და ყანის თავში ქვაბიც ძველებურად და-
ედგათ ჭყინტი სიმინდის მოსახარშად, მაგრამ მაინც არ იყო
რთველი.
ასეთი არ უნდა ყოფილიყო რთველი!..
ახლა მარტო ხმელი ფოთლების შრიალი და ტაროების
მტვრევის ხმა ისმოდა. ეს მე შარშან არ გამიგია, შარშან არ ამ-
ტვრევდნენ თითქოს ტაროებს, ისე მოარბენინებდნენ დარ-
ჩეული ბიჭები ურმებამდე სავსე გოდრებს და პირდაპირ ფარ-
დებში ყრიდნენ. ნადურს რომ ხმამაღლა მღეროდნენ, ის მეს-
მოდა, როგორ ხითხითებდა ავთო ან იღრიჭებოდა სოსიკა...
საიდანღაც მაღალ ჩალებში ქალის კისკისი მომეყურებოდა და
მერე როხროხით დაასრულებდა ვაჟი... აქედან რომელიმე
„ეშმაკის ნატეხი” კისერს რომ დაიგრძელებდა და დაუტატა-
ნებდა:– რას ეშმაკობთ მანდ!
იქიდან ისევ ქალის კისკისი და ვაჟის როხროხი ისმოდა პა-
სუხად.
ვინმე ყმაწვილი თხელ ულვაშზე ხელს დაისვამდა, ტაროს
აპოტინებულ ქალიშვილს მიულექსავდა და სახეს აულეწავდა.
ქალიშვილი ტაროს მოტეხდა, ურმის მხარეზე გადაისვრიდა,
პასუხს ისე ეტყოდა, თვალებში ერთხელ რაა, არ შეხედავდა
მოპაექრეს, ახლა ვაჟს აელეწებოდა სახე და ხმელ ჩალებში
გავლილი ქარივით ყრუ ქირქილი და სიცილი გაიშრიალებდა.
მერე ვაჟი სტაცებდა ხელს სავსე გოდორს და პასუხს ასე

108
ტვირთიანი უფრო თამამად ეტყოდა. ქალიშვილს მეორე ქა-
ლიშვილი წამოეხმარებოდა, ვაჟს სხვა მეორე ვაჟი და ისევ სი-
ცილი და ტკარცალი, ისევ სიმღერა წინ წასული მტეხელებისა
და ისე ივსებოდა ურემი დარჩეული ტაროებით, რომ ვერავინ
გაიგებდა, არავის დაღლა არ მოაგონდებოდა. რა დაღლიდა
ანგეშივით ბიჭებს და გაზაფხულისფერ ჩითის კაბებში დაუტე-
ვარ ქალიშვილებს, გვიან, მთვარის ამოსვლამდე დაშლას
რომ არ აპირებდნენ და საქმე და ერთმანეთი არ ეთმობოდათ.
ბოლოს ჯგუფ-ჯგუფად დაიძრებოდნენ სახლებისკენ. ისევ
სიცილი, სიმღერა და მასლაათი... დაიძრებოდნენ მძიმედ და-
ტვირთული ურმები ჭრიალით და იბადრებოდა მთვარე.
სადღაც შეგვიანებული ვაჟი დედას იფიცებოდა, რომ არ
უჯერებდნენ, მთვარე მოწმედ ძირს ჩამოჰყავდა და ცაში თა-
ვისთვის მოკიაფე ვარსკვლავებს არაფრით არ აყენებდა.
აი, ასეთი რთველი იყო შარშან და შარშანწინ...
დღეს თითქოს არავის ემღეროს არასოდეს, თითქოს არა-
ვის ელაზღანდაროს და ეკისკისოს. კი, ბიჭები წავიდნენ, მაგ-
რამ გოგოებიც თან გაიყოლეს?! ახლაც ტეხდნენ ტაროებს, ის-
როდნენ, აკალოებდნენ, ტეხდნენ და ისროდნენ. ჩალის შრია-
ალის მეტი რატომ არაფერი ისმის?!
ურემთან მე, გოჩა და ტუხუია შუამდე ვავსებდით გოდორს
კალოზე დაყრილი ტაროებით, მერე სამივე მივათრევდით, იქ
მე ურმის თვალზე შევდგებოდი და ქვევიდან ბიჭები აზიდავ-
დნენ. ვერ დაიმაგრებდნენ, დაბანდალდებოდნენ, მოასკდე-
ბოდნენ ურემს გოდრით, მაღლიდან მე ჩავებღაუჭებოდი და
გადავაპირქვავებდით, ჩავცლიდით ფარდებში, მესამე-მეოთ-
ხე გოდორს რომ ჩავყრიდით, ტუხუიას მოთმინების ძაფი მა-
შინვე უწყდებოდა და იკითხავდა:
– ბევრი აკლია?

109
– სადაა ჯერ!
– ადრე მოგიწყენია!
ავათრევდით გოდორს ისევ წელის წყვეტით და როგორც კი
ტაროები ფარდებში მოექცეოდა, ტუხუია ისევ იკითხავდა:
– რა ქნა, აღარ ეყოფა?
– გაგიგონია!
– ჯერ ურმის ფსკერი არ მოუფარავს.
ტუხუია ყრიდა ისევ ტაროებს გოდორში და აჟივლდებოდა.
– კიდევ დასჭირდება?
– დასჭირდება, აბა, არ დასჭირდება!
– მაინც?
– მაინც...
– ჰო, რამდენი?
– ასეთი ნაკლული გოდორი ოცდაათიც არ ეყოფა.
– კი, დასჭირდება! – იტყოდა გოჩაც.
– დიდუუ! – შეიცხადებდა ტუხუია.
სადილობამდე ერთ ურემს ძლივს ავავსებდით და მე გავუყ-
ვებოდი გზას საწყობისკენ. მიკოჭლავდა შავი ხარი, უჭირდა
მტკივან ფეხზე დაყრდნობა, მაგრამ მე კვალდაკვალ მივსდევ-
დი გრძელი სახრით და ისიც თავს მწარედ იქნევდა, ფშვინავდა
და მიჯახირობდა.
საწყობიდან სახლში შევივლიდი, ახალი სიმინდის ყვითელ
მჭადს რამე მარილნაკლულ ფხალს ზედ დავადებდი და ურემს
მივსდევდი, რომ ჭამაში დრო არ დამეკარგა და საღამომდე
ერთი გზობა ავსება კიდევ მოგვესწრო.
მტეხელები წინ მიიწევდნენ. ჩვენ ტაროებს ვაგროვებდით,
ვყრიდით დიდი გაჭირვებით ურემში და ჩვენც მივყვებოდით,
ვავსებდით ისევ, გოდრებს წელისწყვეტით მივათრევდით, მე
ისევ და ისევ ურმის თვალზე შევდგებოდი, მომაწვდიდნენ ბიჭ-

110
ები, ჩავცლიდით და ტუხუია ოთხი-ხუთი გოდრიდანვე იწყებ-
და:
– ბევრი აკლია?
– ჯერ ყველა აკლია! – ვეტყოდით ჩვენ და ისევ ვებღაუჭე-
ბოდით გოდორს.
თავზე ეზიკა წამოგვადგებოდა, ერთხანს შეჩერდებოდა, ხე-
ლს წაგვიკრავდა.
– მძიმეა ეს ოხერი და მუდრეგი, ნედლი ტარო!..
მერე მუხლზე წამოსულ ბალახებში ფეხს აითრევდა, წაკო-
ჩიალდებოდა და შეიგინებდა:
– მაგის პატრონის ქვეყანა, მაგის...
შეჩერდებოდა, ნაყანევს თვალს მოავლებდა:
– გაისად არ გინდა ამ უპატრონოს დახვნა და დათესვა!
ქალები და ბავშვები ისევ ტეხდნენ, ალბათ, მაგრამ სიმინ-
დებში თითო-ოროლა თუ ჩნდებოდა და ისევ არსაიდან ხმა არ
ისმოდა, გარდა ხმელი ჩალის განუწყვეტელი შრიალისა, თით-
ქოს ქარი დაშლიგინებდა ყანაში და გაფიცხებულ ფოთლებს
არიალებდა. რამდენიმე ბერიკაცი ნამგლებით ტაროგაცლილ
ჩალას ჭრიდა იქვე, გვერდზე აჩერგელებდა და საურმე გზას
ათავისუფლებდა.
მზე მიიწურა.
ტუხუიას არაქათი გამოეცალა და სადღაც გაგვიძვრა.
მე და გოჩამ გოდორი ახლა სანახევროდ ავავსეთ და ურემ-
თან მივათრიეთ. ისევ თვალზე ავპოტინდი, გოჩა ეცადა, მაღ-
ლა აეწია გოდორი. გაუჭირდა. მე წავიხარე, დავწვდი და კო-
ფომდე ავიტანეთ, მერე ისევ გოჩამ მიშველა და ჩავცალეთ.
მაგრამ ეს გოდორი სხვაზე უფრო მძიმე იყო, თუ ტუხუიას გა-
პარვამ გვიქნა, ძალა ერთბაშად გამოგველია. ურემი ისევ და
ისევ არ იყო სავსე.

111
უზარმაზარი მთვარე ამოგორდა.
რა გვექნა?.. მოტეხილ სიმინდს ხომ ვერ მივატოვებდით!
გოდორი რომ მესამედზე მოვყარეთ, ვთქვი:
– კარგი, ეყოფა!
– ბარემ ესეც, – დაიჩემა გოჩამ და დარჩენილი ტაროებიც
ჩაყარა. გოდორი ძლივს დავძარით ადგილიდან.
– ჩავყაროთ ბარეღამ, რამენაირად.
– კაი შენ, თუკი ჩავყრით! – მეც დამეზარა ახლა ნახევრის
უკან გადმოყრა და გოდორს დავებღაუჭეთ. ავწიეთ მუხლებამ-
დე, მაგრამ ძალა არ გვეყო, დაოსებულს ახლა ბრაზი გოჩაზე
მომერია.
– ასწიე! – ვუყვირე მე.
– შენ ასწიე!
– მე ვწევ!
– მეც ვწევ!
– ხომ გითხარი, ნახევარი-თქვა!
– მერე, ვინ დაგიშალა!
– შენ, შენ დამიშალე და ახლა, თუ ბიჭი ხარ, ათრაქე!
გოჩა თავგამეტებით დაეძგერა და მხრამდე აიტანა, მაგრამ
ამასობაში მარტომ ვეღარ შეიმაგრა, წაიქცა და, ალბათ, გადა-
ნაჭერ ჩალისღერს დაჰკრა გვერდი, ზედაც სიმინდი დაეყარა
და დაიღრიალა:
– ვაიმე, დედაა!..
ჩამოვხტი და ისევ ვუყვირე:
– ხომ გითხარი!
იგი წამოდგა ისე, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამს, სიმინ-
დებში გაიქცა.
ახლა მარტო შევუდექი ტაროების შეგროვებას და გავძახე:
– ტუხუიაა!

112
ხმა არავის გაუცია.
– ტუხუია, უუ!
– ვის ეძახი? – მომესმა ზურგს უკან. თავზე შეგვიანებული
ფატი წამომადგა.
გოდორს დავეჭიდე ისევ.
– მოიცა, გოგიტა, მოგეხმარები! – გოდორში ძირს დარჩე-
ნილი ტაროები ჩაყარა და მაღლა ავწიეთ.
– დაიჭირე! – ვუთხარი მე, ურმის თვალზე შევდექი და ფა-
ტის ზევიდან დავხედე. ფატიმ ორივე ხელი მაღლა ამოაყოლა
გოდორს.
ჩაყრისას ერთი კვიჟი ტარო გადმოუცურდა და მაღლა ხე-
ლებატოტინებულს უბეში ჩაუვარდა:
– ვაიმეე!.. – ამოიკვნესა ისე ხმამილეულმა, ზევიდან რომ
დავხედე, სახტად დავრჩი: იგი უბიდან ცივ ტაროს იღებდა და
მთვარის სინათლეზე ისეთი თვალით მიყურებდა, შევკრთი.
ბოლოს ტარო წყენით ძირს დაანარცხა და ცივად შებრუნდა.
„რა, დაემართა?! – გავიფიქრე გაოცებულმა, – გოჩას მთე-
ლი გოდორი ზედ დაეყარა და არაფრად ჩაუგდია”...
– გოგიტა... – მომიტრიალდა ხმაწართმეული ფატი, – რა
ჰქენი ეს?!
– ვაი, დედიააა! – სადღაც ღრიალი ატყდა.
მე ხმაზე ვერ ვიცანი, ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა
ყვირილს ძაღლის ყეფაც დაერთო, ურმიდან ჩამოვხტი და
იქით გავიქეცი.
– ვაი, ვაი, ვაიიი!
– ტუხუია, რა მოგივიდა, ბიჭო?! – მივაძახე გამალებულმა.
– ვაი, მომკლა! – ღრიალებდა ისევ ტუხუია და ხავხავებდა
გაავებული თოლია.
ყანის თავში სულმოუთქმელად მივირბინე. სპილენძის დიდ

113
ქვაბთან, სადაც ჭყინტი სიმინდი იხარშებოდა, ტუხუია გოჩას
ქვეშ დაეგდო და თავგამეტებით სცემდა. აქოჩრილი, თავგა-
სიებული ნაგაზი მიწაზე გაგორებული ზედ აწყდებოდა და იღ-
რინებოდა, კბილებით შარვალში ექაჩებოდა გოჩას და ისევ
ყეფდა.
– რას შობით?! – ვეცი და ძლივს დავაშორე ერთმანეთს. –
რა გაჩხუბებთ?!
გოჩას ხმა არ ამოუღია, შარვალში მიტანებულ ძაღლს წიხ-
ლი ამოუქნია, ჩაფხრეწილი ტოტი აითრია და უხმოდ გაგვშო-
რდა.
ტუხუიას მუჭში ისევ ეჭირა სანახევროდ გახრული ჭყინტი
ტარო და ღმუილით მეკითხებოდა:
– რას მერჩოდა?!
– რა ვიცი, რას გერჩოდა!..
– არ ვიმუშავე, თუ... რას მერჩოდა!
– არა, არ იმუშავე და იმას გერჩოდა!..
მიტოვებული ხარ-ურმისაკენ გავბრუნდი. მთელი დღის
მშიერი ღვინია სოია ლობიოს წატანებოდა, ძირიანად მოეგ-
ლიჯა. პირში ვეცი და წავართვი.
– სადაა შენი საჭმელი სოია?! – და სახრე ვუთავაზე. მერე
ურემს გავუძეხი, რომ ნაყანევიდან გზაზე გამეყვანა.
მოკოჭლობდა შავი ხარი, უსაშველოდ უჭირდა მძიმე უღ-
ლის ტარება მტკივანი ფეხით, შეხტებოდა, გაჩერებას დააპი-
რებდა, მაგრამ მე სახრეს გადავუჭირებდი და მასაც სხვა რა ჯა-
ნი ჰქონდა, მიდიოდა. ჭრიალებდა ურემი და მიდიოდა.
სადღაც ყანაში ზლუქუნებდა ტუხუია.
ცაზე შარშანდელივით ქათქათებდა სავსე მთვარე, მაგრამ
დედას არავინ ფიცულობდა, აღარც მთვარეს და ვარსკვლა-
ვებს აწუხებდა ვინმე.

114
სასწაულმოქმედი ღმერთი

თეთრი, ღრუბლიანი დღე იყო. თოვდა.


ჯერ შემოდგომის გრძელი და ცივი წვიმები გადააბა, მერე
თოვლჭყაპი მოაყოლა. მაღლობებზე თეთრად დადო, ტბორე-
ბი, ლაშეები და გუბეები ყვითელი ტალახისფერი გახდა.
სკოლიდან მუხლამდე სველი დავბრუნდი. ჩემი ფეხსაცმე-
ლი ისევ გაირღვა და როგორც კი სახლში მივიდოდი, უნდა გა-
მეკერა.
ზაზა სამზადის აივანში დამხვდა, ახლად გადანაყარ ნაკელ-
ზე მისეულ ჩიტებს უთვალთვალებდა.
– ცეცხლთან ვერ დაეტევი?
– არ მცივა, ახალი წინდა მაცვია! – იგი კედელს მიეყრდნო
და ცალი ფეხი მაღლა ასწია.
– მეორეზე არ გცივა?
– მეორეს დედა მიქსოვს.
– სახლში შემოდი, გაცივდები! – ვუთხარი და სამზადში შე-
ვედი.
– კვამლია! – მომაძახა ზაზამ.
სამზადში, მართლაც, ორიოდე ღერი ნედლი შეშა ბოლავ-
და. ბებია კერასთან იჯდა, ზურგზე შალი მოედო, კალთაში თა-
თია ჰყავდა; შევატყვე, ჩემი გამოჩენა გაუხარდა.
– მოდი, ბიჭო?
– მოვედი, ბებია!
დედა ზაზას მეორე წინდას ქსოვდა. პირი ღია კარებისკენ
მოებრუნებინა, რომ კვამლი არ მოხვედროდა.
თათია ღნაოდა, შეუძლოდ იყო, ეტყობოდა, გასციებოდათ
115
ამ მიმქრალ კერასთან.
ბებიამ ბავშვი ცალ მხარეს მუხლზე გადაიწვინა, მარჯვენა
ხელი გაითავისუფლა და ჯიბეში დაიწყო ფათური.
– თომა არ გინახავს?
– არ მინახავს.
– არა, მართლა არ გინახავს? – ჩამკითხა და გამომცდე-
ლად ჩამხედა თვალებში.
– მართლა, ახლა კი არა, რა ხანია, არ მინახავს თომა.
– აბა, ეს მაინც წამიკითხე, – ისევ ამოიღო მამაჩემის უმი-
სამართო წერილი.
მე მიმქრალ ცეცხლს დავხედე.
– მოიცა, ბებია, ჯერ ცეცხლი დავანთო იქნება.
– ჯირკი შემოიტანე, ცეცხლს ძრავლი უნდა, ბებია; რავარც
უკაცო ოჯახი არ ვარგა, ისე უძრავლო ცეცხლი.
მე კოპიტის დაზუზული ჯირკი შემოვაგორე და შუაცეცხლს
კარის ქვებთან დავუდე, მერე შეშის მოსატანად გავედი, მაგ-
რამ მამაჩემის მომარაგებული შეშის ორად-ორი ღერი დარჩე-
ნილიყო.
– რა მოჭრის ამ თოვაში ტყეს, – და გამახსენდა: ეზიკამ
მითხრა, წითელარმიელის ოჯახს ტყე უფასოდ ეკუთვნისო, –
„მაშინ რომელი ოჯახიდან ღებულობენ ფულს?” – გავიფიქრე
ჩემთვის.
დარჩენილი ორი ღერი რცხილის შეშიდან ერთი გადმოვი-
ღე, აივანში შევათრიე და ტარდამოკლებული ნაჯახით ჩეხვას
შევუდექი. ხმელი რცხილის შეშა ძვალივით მაგარი დასაჩე-
ხია. ზაზა ხელებში მომჩერებოდა. როგორც კი ერთ ნაპობს ჩა-
მოვხეთქდი, იმწამსვე მიარბენინებდა, რათა ცეცხლი მალე
დანთებულიყო და დედასთვის კვამლს ხელი არ შეეშალა წინ-
დის ქსოვაში. როცა ცეცხლზე ალი გამოჩნდა, ზაზამ თათიას

116
დაანახვა, ცდილობდა, უხასიათო ბავშვი გაერთო.
– აი, ცეცი! – უჩლექდა ენას.
მე მახათი, ბამბის ძაფი და სანთელი მოვიმარაგე თითგა-
მოვარდნილი ფეხსაცმლის დასაკერებლად.
– ზაზა! – მივუბრუნდი მე, მაგრამ იგი იმწუთში მიმიხვდა
განზრახვას, წინდიანი ფეხი დამანახვა: ვერ წავალ, ახალი
წინდა დახეულ წუღებში დამისველდებაო.
თვითონ გადავწყვიტე წასვლა, მაგრამ მომერიდა. სადგი-
სის ტარი რომ გასკდება, იგი მერე რაღა სადგისია. სერაფიონი
უარს არ მეტყოდა, მაგრამ ძველი მეჯღანე დღეს მთელი სოფ-
ლის პირველი ხარაზი იყო და მანქანის სქელი საბურავებიდან
გამოჭრილი რეზინის საძირეებისთვის რა სადგისი და მახათი
გაუძლებდა.
ცეცხლთან მოთბობისა და დასვენების მერე თითგამოვარ-
დნილი ფეხსაცმელებით ამ თოვლჭყაპში სიარული რავარი
იყო, მაგრამ გზას მაინც დავადექი. ვერიდებოდი წყალ-
ტალახს, ღობის კიდეებს მივყვებოდი. ფეხსაცმლის ქუსლზე
ვდგებოდი, ვახტებოდი გუბურებს...
ჭიშკართან ავიტუზე. დავუძახო, არ დავუძახო... იმ ჩალის-
ფერმა ძაღლმა მიშველა. მარტო პატრონის გასაგონად წაიყე-
ფა.
– მოდი, ბაბუ, მოდი! – გადმომძახა სერაპიონმა აივნიდან.
იგი, დაბალ სკამზე ჩამომჯდარი, ჯირკზე შეშის ნაპობს თლ-
იდა.
– მოდი, ბაბუ, მოდი! – გამიმეორა ისევ, როცა აივნის სოხა-
ნეზე თოვლიანი ფეხები დავაბაკუნე.
– წამხდარი ყაზახი! – მომესმა ამ დროს სახლიდან, – რას
უნახავს ამ მიწადასაყრელ მძორს?! – ქაქანებდა სერაფიონის
მეუღლე. – ქვეყანა იქცევა და ეს ურცხვი კერიას ეთბობა, ეს ცე

117
ცხლში და მდუღარეში დასახრაკავი!
სერაფიონი ჩვეული სიდინჯით თლიდა ხის ნაპობს და აინუ-
ნშიაც არ აგდებდა ცოლის კაპასს.
– რა პასუხს აძლევ დღეს იმ ადამიანს? – განაგრძობდა იგი
მოგდებულ კარებს მიღმა, – მარა, სვინდისი ვინ მოგცა შენ!
სერაფიონმა თავწათლილ შეშას მოკლე, საცალხელო ხერ-
ხი დაადო და ასე, ერთი ხელის დადებაზე დაუწყო ხერხვა.
– რავა დაგეძინა წუხელი, რავა მოხუჭე მაგ დასავსები თვა-
ლები, თავი რავა არ მოიკალი და წუხელ არ მოუთავე! მამამი-
სი აქ ჰყავდეს, შენს ჯღანს ჩააცმევდა? ის ქალი ხომ დააღალა-
ტიანე გუშინ, შე ღვთისა და კაცის მოღალატე!
სერაფიონმა გადახერხა ნაპობი. მერე გადანახერხ, ხელის-
დადება მრგვალ ნაჭერს სახარაზო დანით დაუწყო თლა.
– რავა არ უნდა გრცხვენოდეს ამ ხნის ყაზახს, რატო მოიყა-
რე ამ ხნის. ჩემი ბიჭები საცხა უნდა იხოცებოდნენ და შენ ლო-
გინში უნდა გეძინოს? – ჩხაოდა გაკაპასებული სონია ბებია. –
რატო გამოგაღვიძა მამაზეციერმა, რატო დაგანახა დღევანდე-
ლი ცისიერი?!.
სერაფიონმა გადანაჭერი დაამრგვალა, გააკოხტავა, წვერ-
ში ძველი, ჟანგიანი ლურსმანი ჩაუჭედა. მე მივხვდი, რომ ბე-
ბერი მეჯღანე სადგისს აკეთებდა, როცა ქლიბით ლურსმანს
თავი წააჭრა და წვერის წალესვას შეუდგა.
– შენი შვილების დამკარგავ მამას, შენ რომ ჭკუა მოგცა,
სული რავა გიდგია პირში!
სერაფიონი, როცა სადგისი მზად იყო, ხელახლა შეუდგა ახ-
ლის თლას. ჩემს დასიცხულ ძაღლივით პირდაბჩენილ ფეხ-
საცმელს დახედა, თავი გადააქნია.
– ისევე გეირღვა?
– გეირღვა.

118
– ძაფს აღარ დეიმაგრებს, დამპალია! – დაასკვნა ძველმა
მეჯღანემ და ცოლს გასძახა:
– სონია!
– რა ცივი ქვა გინდა?
– გამოიხედე, ბოშო, გარე!
სონიამ კარები ღრიჭოდ მოაღო და ხმელი ცხვირ-პირი გა-
მოჰყო.
– რა შენი სიკვდილი გინდა?
– შენს გახარებას, სხვენზე ხბოს ტყავი ეგდო, თუ გახსოვს,
და დამიძებნე ერთი!
სონიამ კარები მოახეთქა.
სერაფიონმა ისევ განაგრძო ნაპობის თლა და ისიც იმ ზო-
მაზე გადახერხა, როგორც წეღანდელი.
კარებმა ხელახლა გაიჭრიალა. სონიამ ხბოს ხმელი ტყავი
ესროლა სერაფიონს და წყევლაც მოაყოლა:
– ასე გაგიხდა გვერდები!
სერაფიონმა საძირკველზე ჩამოდებული ნახშირი აიღო,
ტყავის შიდა პირზე რაღაც გამოხაზა და მითხრა:
– ა, ბაბუ, ამ ნახაზზე შემოჭერი, ნიჭიერად, ბაბუ! ტყავის გა-
დაფხეკა ხომ იცი, – და იქვე დაუმატა, – ნაცარი დააყარე ბალ-
ნიან პირზე და ნაჯახის ან წალდის ტარით გადაფხიკე.
– ვიცი! – ვთქვი სიხარულით.
– ჰო, ნიჭიერად! – გამაფრთხილა სერაფიონმა და ახალ
სადგისს წვერი წაუქლიბა, მერე მე გადმომცა და გამიმეორა: –
ნიჭიერად, ბაბუ, ნიჭიერად!
გახრიგინებული ხბოს ტყავი იღლიაში ამოვიჩარე, ახალი
სადგისი მუჭში სასოებით ჩავბღუჯე და სახლში სირბილით გა-
ვიქეცი. ახლა აღარც თოვლჭყაპს ვერიდებოდი, არც გუბურებს
და არც წყალ-ტალახს.

119
გოჩას ჭიშკართან ჩემდაუნებურად დავიყვირე:
– გოგონაა!
რატომღაც „გოგონა”, ალბათ, იმიტომ, რომ გოჩას მამამი-
სის ძველი ჩექმები ეცვა და ჯერჯერობით არა უშავდა რა.
– გოგონა, გამოიხედე, გოგონა!
გოგონამ კარებიდან მარტო თავი გამოჰყო.
– გამოდი, გოგონა, გარეთ!
იგი შებრუნდა და ისევ გამოჩნდა, გზას ისე დაადგა, თით-
ქოს ფეხზე წისქვილის დოლაბები ება.
– რა გაყვირებს?! – მკითხა უზარმაზარ კალოშებში ფეხ-
წადგმულმა.
– აი, რა მაყვირებს! – ნიშნისგებით ვთქვი და ხბოს ტყავს
მუშტი დავცხე, – ქალამანი არ გინდა? წამოდი ჩემსას!
– არა, – მოერიდა გოგონას და უზარმაზარ კალოშებს დახ-
ედა: კიდეც რომ წამოვიდე, ეს კალოშები ტალახში ჩამრჩებაო.
– წამოდი, წამოდი, გაკვეთილებს რომ აცდენ, უკეთესია?
– არა, მაგრამ სახლში ვმაცადინობ.
– რას მაცადინობ, ნახევარი სახელმძღვანელოები არა
გაქვს, ახლავე წამო!
გოგონა ნავივით კალოშებმა პირდაპირ გააწამა. ერთ ფეხს
რომ ამოიღებდა ტალახიდან, მეორე წავიდოდა ლაფოში; ერ-
თგან თოვლით დაფარულ გუბურაში ჩადგა. კალოში პირამდე
აევსო წყლით. აევსო და ადგილზე გააშეშა; ფეხის ამოღებაც
აღარ უცდია, დაბარბაცდა და მეორე ფეხიც იქვე წაჰყო.
– მოდი! – ვთქვი და გოგონას ზურგი მივუშვირე, – მოდი,
მომეკოტრე!
გოგონამ უსიტყვოდ მომხვია კისერში ხელები და ავიწიე,
მაგრამ ვერაფრით მუხლი ვერ გავმართე.
– ამოიღე ფეხი კალოშებიდან!

120
გოგონა, როგორც კი ფეხი გაითავისუფლა, მაღლა შევის-
როლე ზურგზე. კისერზე მოხვეულ ხელებში ტყავი მივეცი: ახ-
ლა ტვირთიანად ისე წავიხარე, ლამის ყირამალა გადმოვარ-
და და ორივე ხელით კალოშები ამოვგლიჯე ცივი, ტალახიანი
წყლიდან. გავიმართე. მისი ფეხები იღლიებში ამოვიჩარე, გა-
ყინულ ხელებში ფეხსაცმელები დავიჭირე და გზას დავადექ-
ით.
გოგონა ჩვენი სამზადის აივანში დავუშვი. ფეხები ისევ სვ-
ელ კალოშებში ჩავადგმევინე და ზაზას გავძახე;
– ზაზა!
იგი აივანში გამოხტა და გამეპასუხა.
– ჰოუ, გოგიტა!
– ქალამანი არ გინდა, ბიჭო?
– ქალამანი?!
– ჰო, ახალი ტყავის ქალამანი, წინდები არ დაგესვრება.
– მინდა, მინდა! – აცეკვდა აივანში ზაზა.
– აბა, მომეხმარე! – ვუთხარი და გოგონა სახლში შევიყვა-
ნე.
– დაჯექი, გათბი!
– უი, ჩემი სიკვდილი! – თქვა დედამ, როცა აძიგძიგებულ
გოგონას შეხედა, და სამფეხა სკამი გადმოუდგა.
მე შეშის ნაპობი დავუდე კერასთან, რომ სველი ფეხები ზედ
დაეწყო და ისე მოეთბო, წინდა ნაცარში არ დასვროდა.
ბებიამ გვიან გაიგო სტუმრის მოსვლა. კარგად დააკვირდა,
როგორც კი შეიცნო, ჰკითხა;
– გოგონა ხარ?
– კი, ბებია!
ბებიამ სველი ფეხებიდან ამდგარ ორთქლს დახედა და ისევ
ჰკითხა.

121
– თომა ფოშტალიონი არც შენ გინახავს?
მე და ზაზა აივნის სოხანეზე ვსაქმიანობდით. იმისთანა სიც-
ხე გვადგას, სიცივეს ვინ დაგიდევს. ხარების საპირის პა-
ლოებიდან სქელი ფართო ფიცარი ამოვიღე. ზედ სერაფიონის
სქელი ხბოს ტყავი გადავფინე, ტყავს ცხელი ნაცარი დავაყა-
რეთ და ნაჯახის ტარით ფხეკა დავუწყეთ. ზაზას უკვირდა, რო-
გორ სამართებელივით აცლიდა ხის თავწამრგვალებული ტა-
რი ბალანს.
გადავფხიკე, მარა ამ გახრიგინებულ ტყავს რავარი სამარ-
თებელივით დანა უნდა, თუ იცი? დანა არა, მაგრამ მამას პი-
რის საპარსის ძველი სამართებელი ხომ გვაქვს?
მალე საქალამნეები გამოვჭერი ჩემთვის. მერე ზაზას ფეხის
სიგრძე და განი ნახშირით დავინიშნე. ბოლოს გოგონას ჩამო-
ვადგმევინე სველი, წინდიანი ფეხი.
ნარჩენ ტყავზე ჩემი ფეხის ზომა გადავიტანე და შემოვხაზე;
ცალს ცოტა დააკლდა განში.
– ესეც ტუხუიას, – ვთქვი და დაჭრილი ტყავები წყალში ჩავ-
ყარე დასალბობად.
კერასთან დავჯექი, ბამბის ძაფი დავგრიხე, გავსანთლე, ჯი-
ბიდან ახალი სადგისი ამოვაძრე. დედა წინდას ქსოვდა ისევ
სანთლისაკენ პირმოქცეული, ბებიას ხელები თავზე ჰქონდა
შემოდგმული და ცეცხლს უაზროდ ჩასჩერებოდა. გოგონას,
ეტყობოდა, ეუხერხულებოდა რაღაც და თათიას ნაძალადევად
უცინოდა. თათია კი ბებიას ჩამომჭკნარ ძუძუს ჩამოჰკიდებო-
და და ძლივს შესამჩნევი წარბები შეეკრა.
– აღუ! – დაუძახა გოგონამ და ჯიბეები მოიჩხრიკა. არაფე-
რი აღმოაჩნდა ისეთი, მერე მე თეთრტარიანი სადგისი ხელი-
დან წამგლიჯა, წამახულ წვერში ორი თითი წაავლო და ძუძუმ-
წოვარს თვალწინ დაუტრიალა.

122
თათიას არ გაუცინია, მაგრამ ძუძუს ერთი წუთით მოეშვა,
პირი დააღო და სადგისს წაეპოტინა.
– გოგიტა! – მიჩურჩულა გოგონამ და თვალები კინაღამ
გადმოუცვივდა ბუდეებიდან.
– რა იყო, გოგო, ფეხი ხო არ დაიწვი?
– გოგიტა! – მიჩურჩულა ისევ და თათიას პირთან მიუტანა
თითი.
მე თვალებს არ დავუჯერე. გოგონას გადავხედე, მანაც თა-
ვი დამიქნია და მთელი ხმით ვიყვირე:
– ბე-ბი-ააა!?.
– რა მოგივიდა, ბიჭო? – მომიბრუნდა ბებია.
– რა ღმერთი გაგიწყრა?! – გამომხედა დედამ ისე, რომ წინ-
დის ქსოვა არ შეუწყვეტია.
ზაზა ადგა, ახლოს მოვიდა ჩემთან, ალბათ, იმის გასაგებ-
ად, სადგისი ხომ არ გავიყარე ხელში.
– ბებია! – ამოვიგმინე და ვერ ვთქვი, რასაც ვხედავდი.
თათიას ტუჩებზე და გაღებულ პირში რძე დავუნახე. ჩემს
ყვირილზე ისევ ძუძუს ეცა და გამალებით დაუწყო წოვა.
– ბებიას რძე აქვს! – ამოვთქვი, როგორც იქნა.
– რა მაქ ბიჭო?! – პირჯვარი გადაისახა ბებიამ.
– გადაგრია ჩემმა გამჩენმა! – გაჯავრდა დედა და წინდის
ქსოვა განაგრძო, ისე, რომ არც ჩემთვის და არც ბებიასთვის
არ შეუხედავს.
– რძე აქვს! – ვიღრიალე ხმაჩახლეჩილმა, – რძე!.. რძე
მოსვლია ბებიას?!..
– კი, კი, კი!.. – ამოიწივლა გოგონამაც და თვალებზე ხელე-
ბი აიფარა.
თათიას ამდენი წოვისაგან მოხუცს რძე მოსვლოდა. არავინ
არ იცოდა რატომ და როდის, ეს არც ბებიამ იცოდა.

123
– ყველამ დაკარგეთ ჭკუა?!. – დედა წამოვარდა და ბებიას
მივარდა. ერთხანს თვალებს არ დაუჯერა და უეცრად ხელი
ლოყაში შემოირტყა.
– რაია, შე ქალო, რა დაგემართა?! – თვალები დააცეცა ბე-
ბიამ.
– სასწაულია! – ამოიმოთქმა დედამ. – სა-ა-ას-წაულიი?!
– ღმერთო, დაგელოცა სამართალი! – და ბებიამ ისევ პირ-
ჯვარი გადაიწერა.
ზაზასაც საცრისოდენა გაუხდა თვალები და მე შემომაშ-
ტერდა. მხოლოდ ერთი თათია იყო, რომ არაფრად აგდებდა ამ
სასწაულს.
– რა გვჭირს ეს?! – დედამ წინდიან ხელებში თავი ჩარგო
და ტირილი აუვარდა. – ამას რას მოვესწარი, ვის რა შევცო-
დე...
– ღმერთი სასწაულმოქმედია... – თავის ქნევით ამბობდა
ბებია. – ერთი, თომა გამოჩენილიყო თვარა...

მკითხველთა ლიგა

124
მაინც მოვიდა გაზაფხული

– მოსკოვი ჩვენია! – პლატონი ყოველ დილით, როცა გუ-


შინდელ მუყაოსფერ გაზეთს გაშლიდა, მოწაფეებს გაკვეთი-
ლივით გვიხსნიდა. – მტრის წინსვლა შეჩერებულია, – მერე
სათვალეს ცალი ხელით თვალებთან მიიტანდა, ცნობებს ჩააშ-
ტერდებოდა, არ ამბობდა, რომელი ქალაქი დავტოვეთ ან რო-
მელი დასახლებული პუნქტისათვის ვიბრძოდით: ის კითხუ-
ლობდა, რა დაკარგა მტერმა, სად გაუჭირდა მტარვალს: რა
ზიანი მივაყენეთ და თუ სადმე რამენაირად შევაჩერეთ.
გარეთ კი თოვდა და თოვდა. სკოლისათვის შეშა მოსწავ-
ლეებმა მოვჭერით. ჩვენთან იყო პლატონ მასწავლებელიც და
თავისი ყუაში ტარმონჯღრეული ნაჯახით ჩეხავდა ეკალ-
მაყვალში ამოზრდილ რცხილას.
ჩვენი ქალამნები მალე დაიხა, ხბოს ტყავი სუსტი გამოდგა.
გადავაბრუნეთ, ზედა პირი გავუკეთეთ და ძირი მაღლა ვუქე-
ნით. არც ამან გვიშველა. ყველაზე მეტ ხანს მაინც გოგონას გა-
უძლო, იგი მარტო სკოლაში იცვამდა, სახლში ისევ იმ ვეება
კალოშებს დაათრევდა წისქვილის ქვებივით.
ორიოდე დაჭრილიც გამოჩნდა სოფელში. ერთი მეტყევის
შვილი იყო: ორ ყავარჯენზე დაყრდნობილმა ჩამოიტანა ცალი
ფეხი და ჰოსპიტლის გულისამრევი სუნი. მეორე – მამაჩემის
ბიძაშვილი, ბიძინა იყო. იგი სავალდებულო სამსახურში გაიწ-
ვიეს ომამდე, დღე-დღეზე სახლში წამოსვლას ელოდა, რომ
ომიც დაიწყო. მაშინვე ფრონტზე ამოყო თავი და დაწვრილებ-
125
ული მარჯვენა ხელის თითებით დაბრუნდა სახლში; ნეკნი ამ-
ოეღოთ დასტაქრებს, მაგრამ ბომბის ნამსხვრევი მაინც ვერ
ეპოვათ და ახლაც ედო მუცელში.
მთელი სოფელი მიაწყდა ახალდაბრუნებულებს. ყველა
თავის შვილზე, ქმარზე, მამაზე და ძმაზე ეკითხებოდა, მაგრამ
არც ერთმა არაფერი იცოდა.
მეტყევის შვილი ამბობდა: აქედან რომ წავედით, სოსიკა და
ელპიტეს ამბაკო იყვნენ ჩემთანო; მერე გაგვანაწილეს, ისინი
ერთად წავიდნენ შავი ზღვისაკენ, მე ლენინგრადში მიკრეს
თავი; ფეხი იქ დავტოვე, ამის მეტი არაფერი ვიციო.
ელპიტეს არც ეს გაუმხილეს, თუმცა ის სულ არ კითხულობ-
და, სად იყო ამბაკო; ცას და ქვეყანას, ღმერთს და კაცს მხო-
ლოდ ამას ეხვეწებოდა, გაეგოთ როდის მოვაო, და უკვირდა,
ამნეირათ რო არ იცოდა, რატო ქნა, რავა დაიგვიანაო?!
მალე მესამეც გამოჩნდა, მეხუთეკლასელი გიტოს მამა. მას
ორივე ხელი და ორივე ფეხი ჩამოჰყვა, მხოლოდ თავი ჰქონდა
შეხვეული. მაგრამ ამბობდნენ – „კანტუზია” აქვსო. ერთი შე-
ხედვით, გარედან „კანტუზია” არაფერში ეტყობოდა: ეს იყო,
რომ შეშინებულივით აცეცებდა თვალებს, მერე კი ძალიან, ძა-
ლიან ჩუმად ისიც თქვეს, რეზინის მილიდან შარდავსო და ქა-
ლები ხელებს ლოყაზე ირტყამდნენ საცოდაობით, მეტყევის
შვილზე არაფერს ამბობდნენ, არც ბიძინაზე წუხდნენ, მე კი ის-
ინი უფრო მეცოდებოდნენ. მეცოდებოდნენ, რადგან ბიძინას
ხელი ხმელი ტოტივით ეკიდა და ტყვია მუცელში ჰქონდა; მეტ-
ყევის შვილისთვის კი ფეხი ზედ ბარძაყის ძირში მიეჩეხათ და
უყავარჯნოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო. გიტოს მა-
მას კი, რაც უნდა იყოს, ორივე ფეხი და ხელი ჰქონდა. ექიმებს
უთქვამთ, „კანტუზიაც” გაუვლისო.
გიტოს მამა არეულად ყვებოდა ეზიკას ამირანზე. ბელორუ-

126
სიის ფრონტზე ერთ-ერთ შეტაკებაში ერთად ვიყავითო. მერე
თვითონ ბომბს დაემარხა და აღარც ამირანისა იცოდა რამე და
აღარც თავისი.
ეზიკა არ ეშვებოდა: მე ვიცი, „კანტუზიანი” კაცის ამბავი –
თანდათან მოიგონებს რამესო, – მაგრამ ბოლოს ის მოიგონა,
რომ იმ ბრძოლიდან თურმე ნამეტანი ბევრი არც გადარჩენი-
ლა.
ასე იყო თუ ისე, გაზაფხული მაინც თავის დროზე მოვიდა.
კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ერთხანს ავადმყოფი
გულმანკიანი „ინსპექტორი” გამოგვიგზავნეს რაიონიდან, მა-
გრამ როცა რაიონის მუშაკები ჯარში გაიწვიეს, თავისი “ინ-
სპექტორი” უკანვე წაიყვანეს და ჩვენც ერთხანს უთავმჯდომა-
რეოდ დავრჩით. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ხელი
არ უვარგოდა, სამი ნეკნი აკლდა და მუცელში ტყვია ჰქონდა
ჩარჩენილი, მაინც ბიძინა დააყენეს, – რაც უნდა იყოს, თავი
მრთელი აქვსო. პირველ და მესამე ბრიგადაში ქალები გაუშ-
ვეს, ჩვენთან ბრიგადირად ისევ ეზიკა დატოვეს.
ეზიკამ თავი მოიკლა: თქვე უპატრონოებო, ჩემი უბედურო-
ბა არ მეყოფა, აქცევთ კოლექტივსო?!.
– დროებითო! – დააშოშმინეს იგი, – ყველა ისე რავა გაწ-
ყდება, ვინმე გამოჩნდება ფეხზე დგომა რო შეეძლოსო და შეგ-
ცვლითო. და ეზიკამაც აითრია ფეხი.
დაიწყო პირადის ხვნა. შარშანდელ უმოროდო ყანებში ჩა-
გებული ბალახი საქმეს აძნელებდა, თუ რამენაირად მოვხნავ-
დით, ბელტებად ეყარა.
შავ ხარს ფეხის ტკივილმა უკლო, მაგრამ შემოდგომაზე კო-
ლექტივიდან მიღებულმა ორმოცდათხუთმეტმა კონა ჩალამ
ძვალზე და ტყავზე დააყენა.
ღვინიას ამდენი ჩალა თვენახევარს არ ეყოფა. მთელი ზამ-

127
თარი ისე გაუჭირდა, დღე და ღამე ბღაოდა მშიერი და ბაგის
საპირეში ჩალის ღერებს ეძებდა დასახრავად. რომ ვერაფერს
პოულობდა, გარეთ იწევდა. იცოდა, რომ თოვლი იყო, მაგრამ
მაინც ერჩია. ტყეში გაივლიდა, ხეების თითის სიმსხო ტოტებს
დახრავდა და თავს მაინც შეიქცევდა. შავს თითქმის მთელი
ზამთარი გაჰყვა ფეხის ტკივილი და როცა მინდორში გავუშ-
ვებდი, იქვე არხში თოვლიან წყალს მოწრუპავდა და მთელი
დღე ჭიშკართან ზრუტუნებდა, ბაგაზე ერჩია წოლა. თითქოს
იცოდა, რომ ტყეში მგლები მომრავლდნენ და სუსტ, დაუძლუ-
რებულ ხარებს გლეჯდნენ. ნახირს ჩამორჩენილი ფერმის
ძროხებიდანაც მარტო ძვლები იპოვეს მწყემსებმა მეორე დი-
ლით ტყის პირას.
თებერვლის ბოლოს ძროხამ ხბო მოიგო. სულ ფერმის ბუ-
ღას ჰგავდა. წითელი იყო მასავით და მაღალ ფეხებზე იდგა.
– სახარე იქნება, – ვთქვი კმაყოფილმა.
გვეგონა, რძე მაინც გვექნებოდა, მაგრამ ნახევარ კონა
მშრალ ჩალაზე ძროხას მარტო ხბოს გამოკვებაც გაუჭირდა.
დედა ვითომ მთელი დღე უგროვებდა თეფშებისა და ქვაბის ნა-
რეცხს, იმ თეფშებისა, რომლებსაც ზაზა ენით ლოკავდა და იმ
ქვაბისას, რომელსაც ზაზა მთელი დღე უჯდა საქერქავად და
დანით ლამის ფსკერს აგდებინებდა. დედამ ხელი ჩაიქნია, ხბო
ხბოა, ბავშვს მარტო ბებერი ქალის რძე რას უზამსო; მაგრამ
სანამ გაზაფხულის ბალახი წამოიზრდებოდა, ხბომ გრძელი
ფეხები გაჭიმა და მე და ზაზა თვალცრემლიანი ვაძრობდით სა-
ქალამნე ტყავს სამი კვირის ხბოს.
გაზაფხული კი მაინც მოვიდა. ატკაცუნდა კვირტები ხეებზე.
კეხტეხიას სერიდან ისევ შეიძლებოდა დაგეთვალათ, რამდენი
ძირი ტყემალი იყო სოფელში. ჩვენი კოლექტივის ტრაქტორს
კი თითის სისქე ჟანგი დაედო საწყობის ეზოში. მის მაღლა აშ-

128
ვერილ მაყუჩზე ბეღურები ისხდნენ მთელი ზამთარი და განუწ-
ყვეტლივ ჟივჟივებდნენ. ახლა აღარც ბეღურებს ეცალათ მის-
თვის, მხოლოდ რაც თედორემ საწყობის დარაჯობა იკისრა, ის
თუ მიფოფხდებოდა ახლოს ყავარჯნით, ახედავდა, დახედავ-
და, გადააქნევდა თავს, მერე ცისკენ აღაპყრობდა ორივე ხელს
და ვიღაცას წყევლა-კრულვას შეუთვლიდა.
გაზაფხულს არც თედორეს წყევლა-კრულვა, არც ჩემი ხა-
რების ბღავილი და არც ეზიკას უტერფობა არ ჩაუგდია არაფ-
რად; თოვლი დაადნო, ღელეები მდინარეში ჩარეკა, მიწას პი-
რი წაუშრო და ტყემლებიდან ძველებურად გაგვიცინა.
მიწა თესლს ითხოვდა.
გათენებამდე გამომაღვიძა ეზიკას ხმამ:
– გოგიტა, გძინავს, ბიჭო?
ლოგინიდან პერანგისამარა წამოვვარდი და აივანზე გავე-
დი.
– დილა მშვიდობისა! – თქვა და კიბის ცივ ქვაზე ჩამოჯდა
დაღლილი.
– გაგიმარჯოს! – ვთქვი და ჩავცუცქდი.
– რა ვქნათ, თუ იცი?.. – მკითხა ბოლოს, როცა ლოგინიდან
ახლად გამომძვრალს ძიგძიგი ამივარდა.
– რისი, ბიძია?
– რისი და, იმ უპატრონო სახნავის.
– რა უნდა ვუყოთ.
– შენ შუადღემდე კლასში ხარ, ხოო?..
– ნაშუადღევს მოვეკიდები, გაკვეთილების მერე.
– გაკვეთილების მერე, რა ეშმაკს გააკეთებ!
– აბა, რა ვქნა?!
– რა ქენი, და, – ეზიკამ სახე მომარიდა, – შუადღემდე... –
მერე ამიყვირდა: – შუადღემდე ათხოვე კლიმენტიას ცალი ხა-

129
რი!
– ღვინია?!
– აბა, რა ვქნათ, ეს უპატრონო! – ხმას დაუწია ეზიკამ.
– თავისი ხარი რა უყო კლიმენტიამ?
– ბალანდასაწვავი „ბოინს” არ ჩავაბარეთ?
– იმიტომ, რომ კვდებოდა...
ეზიკამ თავი დააქნია.
– მერე ღვინიაც სასაკლაოს გინდა ჩააბარო?!
– აპა, რა ვქნათ, ისედაც ერთი უღელი ხარი მგლებმა დაგ-
ვიგლიჯეს ამ ზამთარს.
– რა ვქნათ და აყიდვინეთ კლიმენტიას ახალი ხარი!
– მარტო იმ ოჯახდასაქცევის ბრალიც არაა, ჩალა ვერ მი-
ვეცით საყოფად და... თივა ჩვენ არ გვქონდა... ვინ იყო დამთი-
ბავი.
– ჩალა არც ჩემთვის მოგიციათ...
– აბა, მე გამაბით უღელში, თქვე უღმერთოებო!
– კლიმენტიე გააბით! მთელი კვირეები რომ ბაზარში დაბ-
რძანდება, ტყეს იპარავს და ყიდის.
– ჯანდაბას შვება და ჯარხანას! მაგისთვის ვის სცალია ახ-
ლა. ნაშუადღევის მერე შენ მოეკიდე იმ მგლის არჩივს, – საქ-
მეს მიუბრუნდა ეზიკა.
– არ გავატან კლიმენტიას!
– რატო, მაგ უპატრონოს, რატო?! – იყვირა ეზიკამ და კა-
რებში დედაც გამოვიდა.
– მერე მამა რომ მოვა, რა დავახვედრო?!
ეზიკა ადგილიდან წამოვარდა, ხელი მოწყვეტით ჩაიქნია,
დედას მისალმებაზე არც კი უპასუხა და ჭიშკრისაკენ წაფარ-
ცუხდა.
სახლში შევბრუნდი ისე, რომ არც დედას გავეცი ხმა, გადა-

130
ვიცვი და ხარების გამოსაყვანად გავწიე. შევაბი, კავ-უღელი
ურემზე ავათრიე და ურემს ჭიშკრისკენ გავუძეხი.
საყანეებში ჯერ არავინ ჩანდა. შევჩერდი. მშიერმა ხარებმა
მაშინვე შარშანდელ, ხმელ, ჩამპალ ბალახს დაუწყეს ამორჩე-
ვით ბდღვნა და ღეჭვა.
– ალბათ, პირველი ზარი უკვე დარეკეს... – ვთქვი და ურმი-
დან კავ-უღელი დავითრიე.
ხარები ურმის უღლიდან გამოვხსენი და კავის უღელი და-
ვადგი.
ვეება ბელტებად ცვიოდა სარეველას ძირებით გაკრული
მიწა. ძვალტყავა ხარები ხან უღელს აწვებოდნენ, ხან ბალახს
ეპოტინებოდნენ და კვალს მიმრუდებდნენ, მეც სახრეს ვუშენ-
დი, ვუყიჟინებდი ხმის ჩახლეჩამდე, ვაგინებდი ჩემს გამჩენს,
ხარებს, კავ-უღელს და კლიმენტია ცეტერაძეს.

მკითხველთა ლიგა

131
ყველის ქურდი

გააფრთებული მტერი კავკასიონისაკენ მოიწევდა. ხელი-


დან ხელში გადადიოდა ქალაქები. უჭირდა მტერს წინსვლა,
სისხლისაგან იცლებოდა, მაგრამ კავკასიონს მაინც უახლოვ-
დებოდა. ჩვენ შიშით დავუწყეთ ცქერა თეთრ მწვერვალებზე
გაწოლილ ღრუბლებს.
კლიმენტია ჩამოჩლახუნდებოდა ყანებში, გადახედავდა
დაჩიავებულ, აყვითლებულ სიმინდებს, თოხს ერთი-ორჯერ
დაჰკრავდა მიწას და იტყოდა:
– რად გვინდა რამე, ტყუილად ვიკლავთ თავს, გუშინწინ ქა-
ლაქში ვიყავი, მთელი მატარებელი ლტოლვილები ჩამოიყვა-
ნეს, ვაგონის სახურავზე იჯდა ხალხი. იქცევა ქვეყანა, იქცევა!..
– თოხს ერთი-ორჯერ კიდევ დაჰკრავდა და ვითომ თავისთვის
ჩაილაპარაკებდა: – ჩვენ სადღა წაგვიყვანს მატარებელი
აწი... აქეთ ზღვაა, იქით ზღვა, ეგერ თათარი ლესავს ხმალს.
– რავა, თათარი აპირებს ვითომ ჩხუბს? – იკითხავდა ვინმე
და თოხს ისიც დაეყრდნობოდა.
– აპირებს რომელია! – გადააქნევდა თავს კლიმენტია სი-
ნანულით. – ატყობს, საქმე წამხდარი გვაქვს და მოითბობს
ხელს სხვის დანთებულ ცეცხლზე, რა ენაღვლება!
დაზაფრული ხალხი ეხვეოდა კლიმენტიას, მე შორიახლოს
დავაყენებდი ხარებს და ყურს ვუგდებდი. კლიმენტია განაგრძ-

132
ობდა:– გერმანია ამბობს, გქონდეთ მაგ მოსკოვი და იყავით
მაგის ამარაო, მე აგერ კავკასიას ავიღებ, ბაქოს ნავთს ტანკში
ჩავისხამ, აქედან თათარს გადავხოვ ხელს, იქით იაპონია –
ჩინეთს გადმოივლის და ინდოეთში გადავკოცნით ერთმანეთ-
სო.
– ამდენ ამბავს რაფერ იზამსო?! – შეეპასუხებოდა ვიღაცა.
– იზამსო, – ასკვნიდა კლიმენტია, – შენ გგონია ვერ იზამს?
– მერე ბავშვებს გადმოგვხედავდა და სინანულით თავს გადა-
იქნევდა. – საპნად ადუღებს თურმე ის უღმერთო უწლოვან
ბალღებს, ადამიანის ფერფლით მიწას აპოხიერებს და ზედ
ყვავილებს თესავს თურმე...
– ჰა-ჰაიტ! – იქუხებდა საიდანღაც გამომძვრალი ეზიკა. –
კლიმენტია ცეტერაძე, არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. შენი
პატრონის ქვეყანა, შენი!..
ხალხი დაიშლებოდა ზანტად, უგულოდ განაგრძობდნენ
თოხნას; მეც გოგონას ვანიშნებდი, გაუძეხი-მეთქი და ნელა,
ჭრიალით დაიძრებოდა კულტივატორჩაბმული ხარ-უღელი.
– დაგიჭირავ, ციხეში დაგალპობ! – ყვიროდა ეზიკა. – რა
იცი ომის, შე მათხოვარო, უკუღმა ხარ დაბადებული, ფეხიც
დაბადებამდე მოგტეხია, შენი გამომქაჩავი ბებია ქალი!..
კლიმენტია მხრებს აიწურავდა, თოხის ტარს გულზე მიიბ-
ჯენდა და ხელებს გაშლიდა:
– ეზიკა ბატონო, ომის მე რა ვიცი, მარა ნათქვამის ნათ-
ქვამს ვიმეორებ, გულში არ მეტევა და...
– ჰაიტ, შენი ღდინი და მასაფი, შე ქრისტეფეხიმჭამელო,
ყიამყრალო, შენ!..
კლიმენტია ამის მერე თოხს მოიმარჯვებდა და გულდაგულ
დასცხებდა. თავში რომ ერტყა ეზიკას, მკვდარი და ცოცხალი
ეგინებინა, ხმას არ ამოიღებდა.

133
მე მთელი დღე ვფიქრობდი: მართლაც, რომ გავქცეულიყა-
ვით სადმე, ხარები სად გადამემალა. ღამე კი უზარმაზარ ქვაბ-
ში საპნად ვიხარშებოდი, მერე ოთხკუთხად მჭრიდნენ დანით,
ისევ ქვაბში მყრიდნენ და ხელახლა მხარშავდნენ.
კლიმენტია ამის მერე მთელი კვირა გადაიკარგებოდა და
ყანებში ხელახლა ახალი ამბებით გამოჩნდებოდა. ეზიკას და
ბიძინას უჩუმრად პუტუნობდა ხალხში, მაგრამ მე ხარებს აღარ
ვაჩერებდი. ისე შემზარდა კლიმენტია, მის დანახვისას მარტო
კი არ მეშინოდა, მეზიზღებოდა და ტანზე ბუძგებს ეკლებივით
მაყრიდა, რაც უნდა თაკარა სიცხე ყოფილიყო, შემაციებდა.
საითაც კლიმენტია მეგულებოდა, იქით პირს ვერ მაქნევინებ-
და კაცი, მთელ სოფელს შემოვუვლიდი და ცეტერაძეების კარ-
ზე არ გავივლიდი.
მაგრამ კლიმენტიამ ერთხელ კიდევ მოგვნახა და დედას...
ეს დედაჩემიც არ უქნია ღმერთს, ბაბუაჩემის ვერცხლის ქა-
მარ-ხანჯალი ფუთ სიმინდში გაუცვალა. მერე ტუხუიას დედას
შეუჩნდა და კაპიტოს სახლის ფიცარში მარცვალ-მარცვალ მი-
უწყო შემოდგომაზე ბაზარში უფრო იაფად ნაყიდი და მომარა-
გებული სიმინდი. ტუხუიას ათიოდე ღერი ფიცარი დარჩა თავ-
შესაფრის თავზე გაწყობილი და მიწამიყრილი.
მთელი აგვისტო იმ ერთი ფუთი სიმინდით გავიტანეთ თავი.
ვხარშავდით ვაშლის ან მსხლის ფაფას და ზედ ცოტა მჭადის
ფქვილს მოვაყრიდით. ერთ დილით, როცა წაქი ფაფად მოვა-
დუღეთ, საღამოს იმ წაქიდან ამოყვანილი წველა ყველი აღარ
დაგვხვდა სამუშაოდან დაბრუნებულ მე და დედაჩემს.
– ყველი სადაა, დედა?! – გაოცებული დედა ბებიას მივარ-
და.
– სად შეინახე? – პირიქით იკითხა ბებიამ.
– სადაც ვინახავდით, ბუჯერში!

134
– რა ვიცი, შვილო, მე მთელი დღეა, ბოვშს არ მოვცილე-
ბულვარ.
– ზაზა! – დავიძახე მე.
ხმა არავინ გამცა.
– ზაზა!
ისევ არავინ გამცა ხმა. ეზოში გამოვედი. ზაზა არსად ჩანდა.
გვიან, შუაღამეზე შემოძვრა სახლში.
– სად იყავი მთელი დღე?!
– სათამაშოდ, – თქვა უდარდელად, – სათამაშოდ ვიყავი,
უჰ, რა დავიღალე! – და ჩამოჯდომა დააპირა, რომ ყურში ვტა-
ცე ხელი.
– შენ არ იცი?..
– არა!
– მოიცა! – გადავწყვიტე და თვალებში ჩავხედე.
– არ ვიცი! – გაიმეორა ჯიუტად.
– რაზე გეკითხები, იცი?
– არა.
– აბა, რაზე იძახი – არაო!
– სახლში არ ვიყავი, და...
– სად გაქრა ჭყინტი ყველი?!
– კატა შეჭამდა.
– კატა?!. – ხელი ვუშვი ზაზას ყურს.
– კატა, – გაიმეორა მან, – მე დილას დავინახე, ბუჯერზე იჯ-
და; ეზოშიც ვიღაცის ჭრელი კატა დადიოდა, ქვა ვესროლე, გო-
გიტა!
– კარგი, კარგი... – გავაწყვეტინე, – კატა შეჭამდა...
– დიდი იყო კატა, ჭრელი, გოჩასი არ იყო, არც ეკა ბიცო-
ლასი, კლიმენტიასი თუ იყო...
– ენა ჩაიგდე! – მინდოდა მეთქვა, მამა დაიფიცე-თქო, მაგ-

135
რამ შემეშინდა, მართლა არ დაიფიცოს-მეთქი, და გადავიფიქ-
რე.
მეორე დილით დედას ვუთხარი, ყველი არ დაემალა და
ისევ ძველ ადგილზე შეენახა.
– მოკალი, თუ მაგ სასიკვდილე ჭამს! – დამიბარა მან და ჩა-
ის საკრეფად წავიდა.
– მოვკლავ, – დავპირდი და ვითომ არაფერი მომხდარი-
ყოს. უღელში ხარები შევაბი. ბებიას ხმამაღლა დავუძახე მივ-
დივარ, მეჩქარება-მეთქი. ურემი გზაზე გადავიყვანე, ჭიშკარი
მივიხურე და ხარებს, რას ვერჩოდი, მაგრამ დავუყვირე და
სახრე გადავუჭირე. გოჩას სახლამდე უკან არ მომიხედავს, მის
ჭიშკართან კი ბოძს სარქით გამოვაბი და უკან დავბრუნდი.
ჩვენი ეზოს ბოლოდან ღობეებზე გადავედი, კიდე-კიდე გავყე-
ვი, სამზადს მოვუარე, მივაყურე, არსაიდან ხმა არ ისმოდა.
ჭუჭრუტანაში შევიჭვრიტე. მერე სახლს გვერდი ავუქციე და ქი-
ლუქს მოფარებულმა ცალი თვალით გავხედე – ბებია იჯდა
ოდის უკანა აივანში და აკვანს არწევდა. ზაზა არსად ჩანდა.
„მომასწრო, ალბათ”, – გავიფიქრე და სამზადის კარები
ფრთხილად შევაღე, შევიხედე – არავინაა, ბუჯერში ყველი ად-
გილზე იდო. ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ
ფრთხილი ფეხის ხმა მომესმა. თითის წვერებზე კარს უკან გა-
დავხტი და სუნთქვა შევწყვიტე. ზაზამ ზღურბლზე შემოდგა ფე-
ხი უკუღმა; ეტყობა, პირით ბებიასაკენ იყო მიბრუნებული, ხომ
არ დამინახაო. კიდევ გადმოდგა უკუსვლით ნაბიჯი და კატის
კნავილი მომესმა.
– ჩუუუ! – ჩასჩურჩულა ზაზამ და ეტყობოდა, კატას ტუჩზე
მიაფარა ხელი, მერე ბუჯერზე მოისროლა, ჯამიდან წველა ყვე-
ლი დაითრია, ფრჩხილისოდენა კატას დაუგდო, – თვითონ
კარგად ჩაკბიჩა და გარეთ გახტა.

136
გამოვედი მეც. თვალი მოვკარი, როგორ ჩაურბინა ოდა
სახლს და გაქრა. მთელი ძალით გავექანე, მაგრამ ზაზა ჭიშ-
კრისკენ არ გაქცეულა. აქეთ გავხედე, ღობეზე თუ გადახტა-
მეთქი, – არაა; აბა იქით – ისევ არაა.
„იატაკქვეშ იქნება”, – მომაგონდა უცებ. დავიხარე, გულდა-
გულ მოვათვალიერე; არსად კაცის ჭაჭანება არ იყო.
ავდექი, მივიხედ-მოვიხედე, გავიარ-გამოვიარე და იქვე,
მინდორში თავშესაფარს წავადექი. ფეხი ჩავდგი ჩასასვლელ-
ში, წელში წავიხარე და ჩავხედე, ჩვენი თვალები ერთმანეთს
შეხვდა. ბნელ ორმოში მარტო თვალების და თეთრი ყველის
გარჩევა მოვასწარი. იგი ადგილიდან არ განძრეულა, ყველს
დიდი ლუკმა მოაკბიჩა. პირში ხელით შეიტენა, ნაჩქარევად
დაღეჭა და ყელში ძლივს გადაიტანა. უკან გამოვბრუნდი და
ჩავძახე:
– ამოდი ზეით!
მან ალბათ ისევ მოკბიჩა, რაკი ჭყინტი ყველის კბილებში
გაკრაჭუნება მომესმა.
– ამოეთრიე! – ჩავჯღავლე და ისევ ქვევით ჩავიხედე.
დარჩენილი დიდი ნატეხიც პირში ჩაიჩარა და როცა სიმ-
წრით გადაყლაპა, ორმოდან ამოძვრა. მეგონა, გამექცეოდა,
მაგრამ თავდახრილი მოვიდა და ჩემ წინ მორჩილად დადგა.
რაღაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ ბრაზით ხმას ვერ ვიღებ-
დი. როცა ხელი ავწიე დასარტყმელად, დამასწრო და ამოიბ-
ლუკუნა: – გამლახე, გოგიტა, გამლახე!
ხელი ხესავით გამიხდა.
– გამლახე, – თქვა ისევ.
– კი არ გაგლახავ, მოგკლავ! – ისევ ავწიე ხელი, რომ სახე-
ში გამერტყა, აუცილებლად უნდა გამერტყა, მაგრამ ისე საცო-
დავად უჩანდა ყვრიმალის ძვლები... ხელი ისევ გამიხევდა.

137
– ზაზა! – ვიბღავლე, სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე.
– რატომ არ მირტყამ? – მკითხა და ახლოს მოიწია. მე ისევ
ვერაფრით ვერ გავარტყი და ცრემლი მომერია.
– გაიქეცი და გაგლახავ!
– არ გავიქცევი!
– რატომ?
– გუშინაც მე შევჭამე ყველი.
– შენ?! რატომ, რატომ მერე?!... – მკლავი ჩამომივარდა და
რა ღმერთი გამიწყრა, ტირილი ამივარდა.

ერთგული თოლია

მტერმა ისევ აიდგა ფეხი და კავკასიას მოაშურა.


ჩვენც, გვიჭირდა თუ გვილხინდა, გაზაფხულს აინუნშიაც არ
ჩაუგდია; გვაფერია დაჟანგული სახნისები, წაგვიჭირა კისერ-
ში აპეური, გვიმტვრია ტაბიკები, ხელისგულებზე ბებერები
გაგვიჩინა და თავისი გაიტანა. ზოგი ნაპირადებში, ზოგი უხნავ
მიწაში – თესლი მიიბარა და წლის მობრუნებას მაინც პირნათ-
ლად დაუხვდა.
მე დილიდან საღამომდე კავს ვეკიდე. სკოლის ზარის შო-
რეული წკრიალით იმას ვანგარიშობდი, რამდენი მოვხანი და
კიდევ რამდენის მოხვნას მოვასწრებდი. ჩვენი სადილ-ვახშამი
ისევ ნახევარ მჭადზე დადგა და ტუხუიამ თავისი და-ძმებიანად

138
ბჟოლებზე დაიდო ბინა. ისევ მიჭირდა გოჩასგან ტუხუიას გარ-
ჩევა და ტუხუიასაგან ძაღლისა.
უკვე ხარებს უწინამძღვროდ ვეკიდე და გოგონა გაკვეთი-
ლების შემდეგ ნახნავში თესლს ყრიდა. ქალები პლანტაციებ-
ში გავიდნენ. დაუმუშავებელი იყო ჩაიც. აღარ იზრდებოდა ძვე-
ლებურად მაღალი, ლორთქო დუყი, მაგრამ რაც იყო, მისი და-
ტოვება ხომ, მით უმეტეს, აღარ შეიძლებოდა.
როცა თესლი გადაკანჭულ მიწაში მოვაქციეთ, ზაფხული
მოგვადგა კარზე და ხელში მამისეული მძიმე თოხები მოგვცა.
შარშანდელ მოუჭრელ ფესვებზე სარეველა ბალახმა ერთი-
ათად იხარა ახლა და სიმინდს წააჯობა.
– არიქა! – იყვირა ხელგამხმარმა თავმჯდომარემ და უტერ-
ფო ფეხზე წამოახტუნა ეზიკა.
გოჩა და ტუხუია მთელი დღე ლესავდნენ თოხებს. მე ტაბი-
კებს ვუთლიდი უღლებს. კულტივატორი სამჭედლოში ჩავიტა-
ნე და გიგასთან ერთად მოშვებული ჭანჭიკები დავუჭირეთ,
უკანა ცალფრთამოტეხილი თოხი გამოვაცვლევინე. ხეირიან-
ად ვერ მოადგა მანქანას გიგას გაჭედილი თოხი, მაგრამ
ძველს მაინც ეს ვარჩიე და კვირას, უქმი – დასვენების დღე
სადღა იყო, დილაადრიან აბგაში ცივი წყალი ჩავიდგი დოქით,
ნახევარი მჭადი ჩავიდე, ყველის ნაჭერიც შემიხვია დედამ
ლეღვის ნეშოში; ამ დროს ტუხუიამაც გამომიარა და გავწიეთ.
გოჩას ჭიშკართან ტუხუია განზე გადგა, არც გოჩას გაუცია
ხმა.
გოგონა ჩაიში აპირებდა წასვლას საკრეფად, მაგრამ სი-
მინდის კულტივაციას უწინამძღვროდ მაინც ვერ ვენდეთ და
თან წავიყოლეთ.
ტუხუიას შიმშილით გამოთაყვანებული თოლიაც თან ახ-
ლდა. იგი პატრონის თოხის ტარზე ჩამოცმულ თავსაფრის ნა-

139
ჭერში გამოკრულ მჭადის ნატეხს თვალს არ აშორებდა. სადაც
შევჩერდებოდით, იქვე ჩაეგდებოდა და მზერა ისევ პატრონის
თოხის ტარზე ეჭირა.
როგორც კი გოჩას ჭიშკარს გავცდით, სერაფიონმა შეგვა-
ჩერა. დიდი თოხი გაედო მხარზე ძველ მეჯღანეს, მუდამ ერთ
ადგილზე ჯდომას ნაჩვევს სიარული უჭირდა.
სერაფიონმა კუტიკარს იელის მორგვი ჩამოაგო და მომიბ-
რუნდა:
– იქნებ ჩამომაჯინო მაგ ურემზე, ბაბუ!
დასუსტებულ ხარებს მე არ ვუჯდებოდი, მაგრამ სერაფიონს
რავა გავაწბილებდი. მან თოხი ურემზე შეაგდო, ჩანთა ხელში
დაიჭირა და ძლივს აიტანა წელი კოფოზე.
– წინ დაუჯექი, ბაბუ! – მივაძახე მე, როცა მან ღერძთან ზე-
წარზე დააპირა ჩამოჯდომა.
– არა, ბაბუ, არა, ისედაც ძლივს უდგიათ სული! – ხარს ზუ-
რგზე ხელი დაუთათუნა და ადგილი არ მოიცვალა. გზაზე შო-
რიდან ბუდუ აგვედევნა. მასაც თოხი ედო მხარზე.
„ეტყობა, კლიმენტია ბაზარშია, რომ სათოხარში ბუდუ გა-
მოუშვია”, – გავიფიქრე, თქმით კი არაფერი მითქვამს. იგი ჩა-
მორჩენილი თოლიას უკან მოაბიჯებდა, ახლოს მოსვლა ვერ
გაებედა.
– სულ ერთია, ყველა სათოხარიაო, – თქვა ამ დილით ეზი-
კამ, მაგრამ ჩვენ მაინც ძელქვის ძირისაკენ გავწიეთ. ძელქვას
კარგი ჩრდილი ჰქონდა და შუადღეზე თავს შევაფარებდით.
ურემი ხის ძირს მივაყენე, კულტივატორი, უღელი და თოხე-
ბი გადმოვყარე. ურმიდან ძელქვის ტოტს მივწვდი და აბგა
მაღლა ჩამოვკიდე.
სერაფიონი მოლზე ჩამოჯდა. ჯიბიდან თოხის სალესი ქვა
ამოიღო. მე ხარები სახნავ უღელში შევუბი და გოგონამ სარქე

140
ორივე ხელით დაიჭირა.
– რავაა საქმე, ვიწყებთ? – ვიკითხე მე.
– ვიწყებთ, – თქვა ტუხუიამ, თავსაფრის ნაჭერში გახვეულ
მჭადს მალულად წაატეხა, ჰაერივით ჩანთქა და დანარჩენი
ხის ღრუში ჩადო, თოლიამ საქალამნე ტყავის სიფართე ენით
დრუნჩი გაილოკა და ურმის ქვეშ დაწვა.
– ფშშიო! – გავძახე ხარებს. გოგონა სიმინდის პწკარებს
შორის ჩადგა და გამიძღვა. როცა ორი-სამი კვალი გავიარეთ,
ბიჭებმა თოხნა დაიწყეს. სერაფიონმა ერთხანს კიდევ უხახუნა
სალესი თოხს და მერე თოხის ბიჯგებით ისიც სვრელის თავში
დადგა.
შორს გაშლილ ყანაში კიდევ გამოჩნდა ხარები, მოხუცი
გლეხი და ბიჭბუჭალები.
მზე ცხელ სხივებს გვაყრიდა, ხარების ჩამობრუნებაზე სიც-
ხე მატულობდა. კულტივატორი ფეხმოდებულ ბალახს ვერ
ერეოდა, არც უკანა ახალი თოხი ეკიდებოდა ხეირიანად, თუმ-
ცა მე ზედ ვადექი და მთელი სიმძიმით ვაწვებოდი. ზოგიერთ
ბალახად წასულ მწკრივში ორჯერ ვატარებდი კულტივაციას,
მთოხნელებს მაინც ბევრი ჰქონდათ საქმე, ორი-ორზე მოიწევ-
დნენ წინ.
შავი ხარი მალე დაიღალა და პირიდან დუჟი წამოუვიდა.
კვალის თავში შევაჩერე შესასვენებლად, როდის-როდის
მთოხნელებმაც გამოიტანეს თითო-თითო პწკარი. ტუხუიამ
მზეს შეხედა. მზე ორი თოხის ტარზე თუ იქნებოდა აცილებუ-
ლი, მაგრამ მან მაინც მკითხა ხმადაბლა, გოგონას რომ არ
გაეგონა: – ჯერ სადილობა ადრეა, აჰ?!
– გაგიჟდი! – ვიყვირე ისე, რომ გოგონამაც გაიგონა, გოჩა-
მაც და სერაფიონმაც. შეცბუნებულ ხარებს სახრე მოვუქნიე და
ისევ კვალს ჩავუყენე.

141
უკან არ მომიხედავს, ისე გავედი თავში და იქიდან რომ გა-
მოვიხედე, ტუხუია ისევ სათოხარს ჩასდგომოდა, წვრილი მკ-
ლავებით მაღლა იქნევდა ფართო თოხს და ყოველ დარტყმაზე
თავსაც აყოლებდა. სერაფიონს განზე გაეჩაჩხა ჯდომას ნაჩვე-
ვი ბებერი ფეხები, თოხის ტარს ხელიდან ხელში ინაცვლებდა
და ზედ ხმამაღლა დააყოლებდა:
– თფუ! – და თოხს მაღლა აიტაცებდა.
გოჩა თავგამოდებით მუშაობდა, სერაფიონს და ტუხუიას
ხუთი-ექვსი ნაბიჯით მაინც უსწრებდა. ბუდუ გზის გადაღმა გა-
დასულიყო და სხვა მთოხნელებს შეერთებოდა.
ისევ გაუჭირდა შავ ხარს, ისევ წავარდა პირიდან ქაფი.
– დავასვენოთ, – მითხრა გოგონამ კვალის თავში.
– არა, გარეკე!
– ცოდვაა!
– ცოდვაა, რა ვქნა, რომ ცოდვაა, ტუხუია არაა ცოდვა?! სე-
რაფიონი არაა ცოდვა?! ცოდვა ჩვენ არა ვართ?! – გოგონას
არაფერი უპასუხია, ისე მოტრიალდა ხარების ჩამოსაბრუნებ-
ლად. მე კულტივატორის სახელურებს ბეჭით შევუდექი და
ახალ კვალში გადავათრიე მანქანა.
– შიი, შე ვერანა! – დავძახე და სახრე ჰაერში დავატრიალე.
– მიდი გოგონა, სარქე დაქაჩე და გამოგყვებიან, აპა, რა ჯან-
დაბას იზამენ!
წავიდა თოხები ბელტიან ნახნავში, ჩაძვრა მიწაში, ბალა-
ხის ფესვებს დაუწყო გლეჯა, ზოგი მოჭრა, ბევრი მაინც ჯიუტად
იდგა რამდენიმე ფესვს შერჩენილი და არ ნებდებოდა, თავზე
წაყრილი მიწიდანაც ისევ მოძვრებოდა, წელში იმართებოდა
და ტუხუიას, გოჩასა და სერაფიონის თოხებსაც ეურჩებოდა.
მზემ იძალა, მაგრამ საღაციდან თეთრი ღრუბლის ნაფლე-
თი წამოედო და კარგად გავარჩიე, როგორ გამორბოდა ჩრდი-

142
ლი ყანებში. ტუხუია წელში გასწორდა, როცა ჩრდილი ძელ-
ქვის ძირს დაადგა. ცას ახედა. მე ხელი გავუქნიე, ჯერ სადი-
ლობა შორსაა-მეთქი!..
ჩრდილმა სირბილით გადაგვიარა და ისევ დაგვიშინა კო-
კორაში მზემ. შავმა ხარმა უკვე ენა წააგდო და ჩვენც შევჩერ-
დით.
გოგონამ თხმელის ტოტები დაამტვრია, ქუდად დაწნა, თავ-
ზე მოირგო და ერთიც ჩემთვის გააკეთა. ამასობაში ხარმა სუ-
ლი მოითქვა და ისევ ჩავუყენეთ კვალს.
ტუხუია მესამე პწკარს დასდგომოდა. დროდადრო დაეყუ-
დებოდა და ცას ახედავდა. უკვირდა, რომ არაფრით საშველი
არ დაადგა სადილობას.
ოფლი წურწურით ჩამომდიოდა სახეზე, ცხვირიდან და ნი-
კაპიდანაც მწვეთავდა. შავი ხარი ისევ ქშინავდა, ენაწაგდებუ-
ლი ეწეოდა ჭაპანს. გოგონას თვალები დაუწითლდა სიცხით
და მწვანე ფოთლების ქუდქვეშ ბროწეულის ყვავილივით წა-
მოენთო.
გოგონას ძალიან დამშვენდა ფოთლების ქუდი!
შავი ჩამორჩა, ღვინიამ გაუსწრო და კვალი გამრუდდა – სი-
მინდების მწკრივებს წამოედო თოხები.
– გარე, ხარო, გარე გასწიე, გოგონა!
გოგონა მობრუნდა, სარქეს დაებღაუჭა, ღვინიას დაახევინა
და მე ისევ შევნიშნე, როგორ უხდებოდა გოგონას მწვანე ფოთ-
ლების ქუდი.
ტუხუია სერაფიონს ჩამორჩენოდა, ერთთავად არაქათგა-
მოცლილი თოხს უაზროდ სცემდა მიწას.
ჯერ კიდევ არ იყო გული შუადღე და როგორმე კიდევ უნდა
გვემარჯვა, თორემ ნაშუადღევს, – მზე რომ სათავდაღმართო-
ზე წავიდოდა, რაღაცას თუ წავიხემსებდით კიდეც, ცივ წყალს

143
დავლევდით, – ძელქვის ჩრდილი გაგვიტკბებოდა, მთელი
დაღლილობა და სისუსტე ერთად გვიწევდა და ბევრს ვერა-
ფერს გავხდებოდით.
მე ღვინია არ დავზოგე და ჯაჭვი უღელზე გადავუწიე, კისერ-
თან მივუახლოვე, რომ შავს გაადვილებოდა.
– აბა, ჩემო ღვინია, შენ გენაცვალე კისერში!
ღვინიას გაუჭირდა, მაგრამ ტყუილა კი არ უყვარდა მამას.
უღელი მაინც წაიღო, შავ ხარს მაინც არ ჩამორჩა. მე ისევ მთე-
ლი სიმძიმით დავაწექი კულტივატორს.
– ვაი, დედაია! – ისეთი ბღავილი მოისმა, ეს დაოსებული
ხარებიც კი დაფრთხნენ.
– რა მოხდა?! – მივიხედ–მოვიხედე.
– რა იყო?! – იკითხა გოგონამაც და შეშინებულმა ჯერ მე
შემომხედა, მერე ძმა მოძებნა თვალით.
გოჩაც და სერაფიონიც დასობილებივით იდგნენ, მხოლოდ
ტუხუია გარბოდა ძელქვებისაკენ გასროლილ ქვასავით.
ძელქვის ძირს მივაჩერდი და ვხედავ!.. რას ვხედავ?!
ურემზე ასული ძაღლი ატოტებულა ხის ძირზე და თავსაფრ-
ის ნახევში გამოკრული მჭადით ძირს კისრისტეხით გადმოეშ-
ვა.
– თოლია! – ისევ დაიბღავლა ტუხუიამ, როცა ძაღლმა მჭ-
ადს პირი დაავლო და გაარბენინა.
– თოლია! – გაიჭაჭა მუცელზე პატრონი. ძაღლი ვითომ ამ
ხმამ შეაკრთო, შეჩერდა, მაგრამ როგორც კი ტუხუია მიუახ-
ლოვდა, მაინც ვერ შეელია უკვე კბილებში მოქცეულ ლუკმას
და გაიქცა.
– თო-თო-თო-ლიააა!
ისევ შეჩერდა ვითომ ძაღლი, იცოდა, რას ნიშნავდა პატრო-
ნის ესოდენ ძახილი, მაგრამ დიდი იყო მშიერი მუცლის ცდუნ-

144
ებაც.
– მოგკლავ, თოლია! – ბღაოდა სასოწარკვეთილი ხმით
ტუხუია. – მოგკლავ და მოგათავებ!..
თოლიამ იცოდა, რა შავი დღე დაადგებოდა და ისევ შეჩერ-
და. მიეჭრა ტუხუიაც, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ძაღლი უკან
ჩამოიტოვა. თოლიამ თითქოს იმით იმართლა თავი, რომ ტუ-
ხუია იმწამსვე პირში ვერ ეცა და ახლა ისევ ურმისაკენ გამობ-
რუნდა.
– თოლია, გაგათავებ! – მოტრიალდა ტუხუიაც, უკან გამო-
უდგა, მაგრამ ძაღლმა ურმის ქვეშ შეასწრო და მჭადს ერთი
მოღრღნა კიდეც, რომ ტუხუია ურემს ეცა, იქვე ხელნაში ჩარ-
ჭობილ წალდს დაავლო ხელი, ძაღლი წიხლით გამოაგდო და
როგორც კი გამოძვრა კბილებში მჭადგამოჩრილი თოლია,
ტუხუიამ ისეთი ძალით მოუქნია წალდი, რომ ძაღლის თავის
ქალა ყველივით გაჭრა.
ამ დროს ჩვენც მივირბინეთ, მაგრამ ორად თავგაჩეხილი
თოლია ცალ-ცალკე ხუჭავდა თვალებს, თითქოს ნახევარ-
ნახევარი თავი ცალ-ცალკე კვდებოდა და ორივეს მაინც მჭა-
დის ნატეხზე რჩებოდა სული.

მკითხველთა ლიგა

145
მაძღარი ყორანი

იმ წელს ფულადი დახმარება დაგვინიშნეს, თვეში ერთხელ


ფოსტის გამგე გრძელი ულვაშების ცმაცუნით ფულს სამჯერ
გადაითვლიდა, მეც გადამათვლევინებდა, ჯიბეში საგულდა-
გულოდ ჩამიდებდა, ფანჯარაში გაიხედავდა და ცალი ულვა-
შის გრეხით მკითხავდა:
– ხომ კარგად დეითვალე, ბიძიკო? – მერე დავთარში ხელს
მომაწერინებდა და შემაქებდა: – შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ბიძი,
აბა, შენ იცი, პირდაპირ იარე, არსად შეჩერდე, მიიტანე სახ-
ლში!
ახლაც ფოსტაში მივდიოდი ფულის მისაღებად. ეზოდან
რომ გადმოვაბიჯე, უნებურად ტანსაცმელზე დავიხედე. არა,
ასე მთავარი შარაგზით დუქნებზე ვერ გავივლიდი, ვერც სადა-
ლაქოს წინ გამოვჩნდებოდი. მუხლზე საკერებელდადებული
შარვლის ტოტებზე მიმხმარი ტალახი გამოვფშვენი, კალთაჩა-
მოფხრეწილი ხალათი ქამარში ჩავიტანიე და მთავარი გზიდან
ორღობეში გადავუხვიე. ძველი ნაგზაურით ვიარე და წყარომ-
დე მივედი. წყაროს რომ გავცდი, ვიღაცას შევასწარი თვალი,
ზემოუბნელი კარპე შევიცანი. გამიკვირდა, აქეთ რა ესაქმება-
მეთქი და აღმა ავყევი, ვითომ არც დამინახავს. მანაც ამარიდა
თვალი.
ეკლესიამდე არავის შევხვედრივარ.
ეკლესიის გალავანთან რომ ჩავუხვიე, შორიდან მომავალი
პლატონ მასწავლებელი დავინახე.

146
„რა ვქნა, – ვკითხე თავს, – როგორ შევხედო მასწავლე-
ბელს თვალებში, რას მეტყვის, რატომ მიატოვე სწავლაო, რა
პასუხი გავცე?!”
უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მერე აქეთ-იქით მიმოვი-
ხედე და გალავნის ყორეს ვეცი. გადავხტი.
„ყორეზე რომ გადმოიხედოს, დამინახავს”, – წინ ხოხვით
წავედი და საფლავის ქვებს შორის ჩავწექი. სმენად გადაქ-
ცეული ყურს ვუგდებდი პლატონის ფეხის ხმას.
ჩემს ცხვირწინ, საფლავის ლოდიდან ვიწრო ხვრელი გამო-
დიოდა, ხვრელის პირას წითელი ხოჭო მიჰკვროდა ლოდს.
ხოჭო ჭიამაიაზე მოზრდილი იყო, ბრტყელი და უსიამოვნო წი-
თელი; შავი წინწკლებიც აჩნდა. მერე ფეხიც აიდგა და ზოზი-
ნით გაიარა. დუნე და უსიცოცხლო იყო მისი მოძრაობა.
თავი წამოვყავი.
ყორეს გადაღმა პლატონმა ჩაიარა. იგი თავისთვის, ჩაფიქ-
რებული მიდიოდა.
საფლავის ქვაზე ჩამოვჯექი, მაგრამ გაცრეცილ შარვალში
ქვის სიცივემ უმალ გაატანა და ისევ წამოვდექი. ქვებს გადავა-
ლაჯე და სახურავჩავარდნილ საყდარს ჩავუარე.
საყდრის ცალი კარი ქარს მოეგლიჯა და სამსაფეხურიან
ხავსმოდებულ კიბეზე ეგდო ზედ ამოკვეთილი ჯვრით. მეორეს,
ცალ ანჯამაზე შერჩენილს, ამ ერთხელ კიდევ გაეძლო ბედის
თუ ღვთის რისხვისათვის.
შესასვლელთან, წელამდე ჩამხმარ ანწლში ვიღაცას მორი-
დებით გაევლო და ვიწრო ბილიკით გზა დაეტოვებინა. ეს ბავ-
შვის განარბენს არ ჰგავდა, არც მამაკაცის მძიმე ფეხის ნაკვა-
ლევს. ბილიკს გავყევი, წაქცეულ კარებში შევიხედე.
ადრე, ომამდეც შემიხედავს ეკლესიაში და ყოველთვის ში-
ში მიგრძნია. ნაწვიმარი ხის კედლები ჩამომპალ-ჩაშავებული

147
იყო ყოველთვის და ამ შავბნელი კედლებიდან მუქი, გამჭვარ-
ტლული ოქროსფერი ხატები რაღაც იდუმალებით იცქირე-
ბოდნენ. ახლა საყდარს სახურავი ჩამოჰქცეოდა, ტრაპეზის კა-
რები დაეტანებინა და ორივე მხარეს შერჩენილი ხატებისათ-
ვის ალაგ–ალაგ საღებავი ჩამოერეცხა წვიმას, თითქოს ფერა-
დი ტანსაცმელიც შემოხეოდათ, თავზე ოქროსფერი წრეები გა-
ხუნებოდათ და აცრეცოდათ. სახურავის ნამსხვრევებში ჯაჭ-
ვჩაბმული რკინის ჯვარი ამოჩრილიყო.
ახლა ძველებური შიში აღარ მიგრძნია, მაგრამ როცა გავ-
ბრუნდი და ხავსიან კიბეზე ჩამოვდგი ფეხი, იქვე ძველი, ქუს-
ლებჩათელილი ჯანღები შევნიშნე. ჯღანები დიდი ხნის მიტო-
ვებულს არ ჰგავდა. იქვე შევიხედე კარებში და ჩაქცეულ სახუ-
რავს იქით ყურადღებით დავაცქერდი. ღვთისმშობლის შიშ-
ველ ფეხებთან სანთელი ენთო და ტრაპეზის შემაღლებაზე მი-
წასთან გართხმულიყო ფეხშიშველი, შავებიანი დედაკაცი. იგი
არც ხმას იღებდა, არც იძვროდა.
დედაბერი დიდხანს დარჩა ქვაზე შუბლდაბჯენილი. სანთე-
ლი ჩაიწვა, აბოლდა. თითქოს მლოცველმაც იგრძნო სანთლ-
ის ჩაქრობა, წამოიწია, ორივე ხელი გულთან მიიტანა და პუ-
ტუნი მომესმა:
– შენთვის ჩამიბარებია, ღვთისმშობელო, შენ დაიფარე ჩე-
მი ბიჭები, შენ დედა ხარ და დედისა გესმის, დედაო მარიამ!..
მან, თითქოს პასუხს ელისო, თვალები მიაცივა ხატს და გა-
შეშდა.
ხელში შიშველ, თოთობავშვიანი მარიამი კარებჩამოლე-
წილ, ტრაპეზდანგრეულ და სახურავჩამოქცეულ საყდარში
იდგა და ვინ იცის, შეეძლო კი, მფარველობა გაეწია?!.
არ ვიცი, რატომ ვიდექი ან რას ველოდი; ალბათ, მინდოდა
გამეგო, რა პასუხს მიიღებდა დედაბერი ამ გაპარტახებულ

148
საყდარში, – რომ თავღია კედლებიდან შემზარავი, ამაზრზენი
ყრანტალი მომესმა. მოხუცი შეკრთა, თვალები ხატს მაღლა
ააყოლა და ცას ახედა. მეც კარებს შიგნიდან ავხედე ზეცას.
თეთრ ცაზე იმ წუთს ბეღურებიც კი არსად ჩანდნენ, ასწლო-
ვანი მუხებისა და ცაცხვების კენწეროები გავარჩიე მხოლოდ.
ყრანტალი განმეორდა. დედაბერმა პირჯვარი გადაისახა.
მე ისე შემეშინდა, როგორც ადრე, ეკლესიაში შეხედვისას.
ისევ სამარისებური სიჩუმე, გაშეშებული დედაბერი და გა-
ხუნებული ხატები: ღვთისმშობლის, იესო მაცხოვრის, წმინდა
გიორგისა...
ჩახლეჩილი ყრანტალი ახლოს მოისმა. ხმას თითქოს მყრა-
ლი სუნიც მოჰყვა, ჰაერის ჩასუნთქვა გამიჭირდა. საყდრის თა-
ვზე შავმა ფრთოსანმა გადაიფრინა – სიკვდილივით შავმა და
ამაზრზენმა.
მოხუცმა ზედიზედ გადაისახა აკანკალებული ხელით პირ-
ჯვარი და გაფითრებულ ღვთისმშობელს მიაპყრო თვალები.
შავი ფრთოსანი ისევ დატრიალდა საყდრის თავზე. მომეჩვენა,
რომ შავი ფრთებით დაფარა პატარა, უსახურავო საყდარი და
ისევ დაიყრანტალა. ერთხელ კიდევ გადაიფარფატა და მერე
მაღალი მუხის წვეროზე, რომელზეც თურმე ერთ დროს ეკლე-
სიის ზარები ეკიდა, მძიმედ დაეშვა. მუხის წვრილი ტოტი გა-
დაზნიქა სიმძიმით, ისევ აიქნ-დაიქნია უსაშველოდ შავი ფრთ-
ები და ერთხელ კიდევ დაიყრანტალა.
– ფუ, ყორანი ყოფილა, – უცებ გავეცალე საყდარს და ისევ
ზიზღით გავხედე უზარმაზარი მუხის კენწეროს, მერე ხელიც
ავუქნიე, მაგრამ ყორანი მძიმედ აქანავებდა ტოტს და დრო-
დადრო დუნედ ყრანტალებდა.
– მაძღარია, – რატომღაც მივხვდი მე, თუმცა ყორანი ერთ-
ორჯერ თუ დამინახავს, ისიც გაფრენილი, და სულაც არ ვიცო-

149
დი, მშივრები როგორები უნდა ყოფილიყვნენ.
კავკასიონის მწვერვალებისაკენ, ცის სილურჯეში კიდევ
მოვკარი თვალი შავ წერტილებს: თეთრი, თოვლიანი მწვერ-
ვალიდან გადმოდიოდნენ თუ იქით ეშურებოდნენ.

დამარცხებული სოფელი

არც ღობე-ყორეს მოფარებული თომას ცუხცუხმა, არც


ფოსტის გამგის გრძელი ულვაშის გრეხამ, არც დედაბრის
ვედრებამ, არც ბებიას „ღმერთო ჩემომ” არ გაჭრა – აკივლდა
დაღუპული შვილის დედა.
– ეკას შვილი მოუკლავთ! – შეიცხადა ბებიამ და სახეში ხე-
ლები წაიშინა, – ვაიმე, შვილო დათიკო, შენ თუ გიდგია სული,
შვილოო! – და ჭიშკრისაკენ წაფარცუხდა.
– ვაიმე, შე ბედდამწვაროო! – ამოიგმინა დედამ და ბებიას
გამოუდგა.
– აუ, ჩემო ამირან, ვინ იცის, შენ რა დღე გადგია?! – მოზ-
მუოდა ორღობეში ეზიკა დანაკლავზე დამდგარი ხარივით.
– დაგვიდგა თვალები, სერაფიონ, დაგვიდგააა! – აკივლდა
სერაფიონის ცოლი სონია და თმაგაწეწილი სირბილით გაიჭ-
რა ეზოდან.
– ვაი, მამაია! – მოსლუკუნებდა აძიგძიგებული გოგონა.
– შვილო, შვილო გოგია! – მოჰკიოდა ზევიდან შავებიანი
დედაბერი.

150
– ბიჭო სოსიკა! – გამორბოდა ქვევიდან სოსიკას თმაგაწე-
წილი მშობელი...
– ბიკენტი!
– ალექსი, რა პასუხს აძლევ დედაშენს, ალექსი?!
– დაგვექცა ოჯახი! – მობღაოდა ყავარჯნებზე დაყრდნობი-
ლი თედორე.
– კოწია, დედის ნუგეშო, კოწია, დედის დამწვარო ძუძუებო!
– მუჭა-მუჭა იგლეჯდა თმას ეკა.
კოწიას ეზო მოტირლებით აივსო. მთელი სოფელი მოიყა-
რა, დიდიან-პატარიანად მოაწყდა უბედურ დედას უბედური
ასი დედა და მამა, ცოლი და შვილი, ბებია და მამიდა, სისხლი-
თა და სულით ნათესავი, გულდათუთქული და თვალატირებუ-
ლი, დაკაწრული სახით, გაწეწილი და დაგლეჯილი თმებით.
ტუხუია ხუთ და-ძმას მოუძღოდა ეზოში და ექვსივე პირდა-
ღებული ღიოდა „ბაბაიას”. ექვსივე ჯოხებზე გადაკიდებულ
ძონძებივით მოლასლასებდა, თითქოს ექვს საფრთხობელას
ხარდნის სიმსხო კისერზე ექვსი თავის ქალა ჩამოუცვამს და
ფეხი აუდგამსო.
ყველაზე ბოლოს ელპიტე გამოჩნდა. იგი გრძელ კაბას
მოაფოფიალებდა და მოჰყვიროდა:
– ამბაკო, ჩემო ამბაკო!..
ხმა რომ არავინ გასცა, მისთვის რომ ვერავინ მოიცალა,
ეზოში ცოფიანივით შემოვარდა და მისმა შეკივლებამ ეკასაც
კი ხმა ჩაუწყვიტა.
– ამბაკო, ამბაკო სადაა, ჩემი ამბაკო?!
ისევ იზმუვლა ამდენმა უბედურმა დედამ, ამდენმა ცოლმა
და შვილმა, ამდენმა მოხუცმა და ახალგაზრდამ. ყველა გულში
შვილის ტანსაცმელჩაკრულ ეკას მიაწყდა. ყველა კოწიას დას-
ტიროდა და თავის შვილის, ძმის, თუ მამის სახელს იძახდა,

151
ყველა წასულისა და არდაბრუნებულის, ყველა უგზოუკვლოდ
დაკარგულისა და შინმოუსვლელის.
კაცის მკვლელივით გამშრალი თომა გაშლილ ხელს შუბ-
ლში იშენდა და განუწყვეტლივ „ვაი, ვაის” იძახდა.
ეზიკა სვეტს მოხვეოდა და შუბლს ახლიდა.
სერაფიონს წვერში ხელი წაევლო და იგლეჯდა.
თედორეს აივნამდე ვერ მიეღწია, იქვე კიბესთან ჩაჩოქი-
ლიყო და ცისკენ აღეპყრო ხელები.
– დააქციოს ღმერთმა ჩვენი დამქცევი!
ხელგამხმარი ბიძინა და მეტყევის შვილი ღობეს მიყრდნო-
ბოდნენ ერთმანეთის მხარდამხარ და ჰყრიდნენ ცერის სიმსხო
ცრემლებს, უბედური გიტოს მამა ლაფაროში ატუზული ზლუ-
ქუნებდა.
ეზოში ბავშვები წიოკობდნენ, მაგრამ მე ყველაზე მეტად მა-
შინ მივხვდი ამ დიდ უბედურებას, როცა თუთის ძირას ზურ-
გშექცეული კლიმენტია ცეტერაძე შევნიშნე. სისხლი თავში
ამივარდა. მეგონა, კლიმენტია სეირის საყურებლად იყო მო-
სული და ისევ მომინდა ხელზე თუ ცხვირზე მეკბინა მისთვის.
შარვლის დახეულ ჯიბეებში ხელები მუშტად შევკარი და აივ-
ნიდან ძირს ჩამოვხტი. თუთას მოვუარე და თვალებში უტეხად
შევხედე, შევხედე და ვერაფრით დანახული ვერ დავიჯერე:
კლიმენტია ტიროდა...
კლიმენტია ნამდვილად ტიროდა!..
მე ახლა მივხვდი მთელ ამ უბედურებას და ერთბაშად ავ-
ღრიალდი: – მამა, მამაჩემოო!
აივნის თავში ქალიშვილები მიყუჟულიყვნენ და უხმოდ ქვი-
თინებდნენ. შუაში მოქცეულ ნანას თავს ბეჭზე ადებდნენ, თვა-
ლებს მის თმებში მალავდნენ. ნანას ფერმკრთალი ლოყის კა-
ნი ჩამოეკაწრა და ცისფერ თვალთაგან წამოსული ცრემლები

152
მოგრძო ნიკაპთან ვარდისფრად ენასკვებოდა.
– კოწია, კოწია!
– უბედურო, უბედურო!
– ბედდამწვარო!
– შვილო, შვილო!
– ვაი, ვაი!
– უი, უი! – ისმოდა სახლიდან, აივნიდან, ეზოდან, ლაფა-
როდან, ხის ძირიდან, ციდან და მიწიდან.
უცებ სახლში ხმა მიწყდა. ხალხი დაზაფრული შეჩოჩქოლ-
და.
– წყალი! – დაიძახა ვიღაცამ ხალხში.
– წყალი! – გაიმეორა ვიღაცამ აივანზე.
– წყალი! – დაიძახეს ეზოში.
ვიღაცა გაიქცა. ვიღაცა გამოედევნა. ჭას მიაშურეს, ოწი-
ნარზე ჯაჭვით მიბმული სათლი ჩაუშვეს. ამოიტაცეს მაღლა,
ვიღაცამ ხელი წამოავლო და გამოიქცა, მაგრამ ოწინარმა არ
დაანება და თვითონ წინ გაიშხლართა, სათლი კი უკან ქვის
გვიმს მიეხალა.
– კოკა!
– ჩაფი!
– დოქი!
გამოარბენინეს კოკა სამზადიდან, ვიღაცა წინ შეეფეთა და
საძირკველზე მიამსხვრიეს, მერე როდის-როდის დოქი აავ-
სეს, გაარბენინეს, ლამის მკვდარი დახვდათ გულწასული.
საღამომდე არ შეწყვეტილა ვაი და ვიში, საღამომდე ეყოთ
დედებს თმები საგლეჯად და სახე სახოკად, საღამომდე გაუძ-
ლო მამაკაცებს ხელებმა თავში საცემად, საღამომდე არ შე-
მიწყვეტია მე ღრიალი, საღამომდე ტიროდა კლიმენტიაც.
ბოლოს ყველა მოდუნდა, მოეშვა, ჩაუწყდა ხმა და გაუშრა

153
ცრემლი.
საღამოს ყველას გამოტირებული ჰყავდა თავისი შვილი,
ქმარი, ძმა, მამა და გულის სწორი. საღამოს უკვე დაღვრილი
იყო დასაღვრელი სისხლი.
მე სიკვდილი ომამდეც მინახავს სოფელში და ომის შემდე-
გაც, მაგრამ ყველა ესენი ქორწილად მიმაჩნია იმასთან, რაც
იმ დღეს ვნახე. იმ დღეს ერთად დაიღუპა ყველა წასული, ისი-
ნიც კი, ვისი წერილიც ერთი კვირის წინ მიეღოთ. იმ დღეს ერ-
თად დააქვრივეს ყველა ქვრივი და შავად შეუღებეს მანდილი,
იმ დღეს ერთად დააობლეს უთვალავი ბავშვი, იმ დღეს ერთად
ამოუხოცეს ყველა დას ძმა და იმ დღეს ერთად გაუჟლიტეს ყვე-
ლა გულის სწორს გულის სწორი.
მანამდე ალყაში ჰყავდა ჩვენი სოფელი მტერს, ჩვენ ვერ
მოვასწარით გახიზვნა. გვავიწროებდა მტერი, გვაშიშვლებდა,
გვაშიმშილებდა და წელს გვწყვეტდა, მაგრამ სოფელი მაინც
ჩვენი იყო, ჩვენ მაინც ცოცხლები ვიყავით, ჩვენ მაინც გაუტე-
ხელ ციხესავით ვიდექით და ველოდით ხვალინდელ დღეს...
იმ დღეს კი ციხის კარებთან ვერაგულად მოკლეს კოწია, შე-
მოიჭრნენ სოფელში და მიწასთან გაასწორეს, იმ დღეს ცეც-
ხლითა და მახვილით გადაუარა მტერმა ჩვენს სოფელს და ქვა
ქვაზე არ დატოვა, ჩვენი გმირის ცხედარი ყორნებს მიუგდო სა-
ძიძგნად და მიწის დასაყრელადაც არ დაგვანება.
იმ დღეს გამარჯვებას ზეიმობდა მტერი ჩვენს სოფელში.
გვიან საღამოს დაიშალა ხალხი. ორიოდე ღამისმთეველი
დაუტოვეს კოწიას საწოლზე გაშხვართულ და გონებადაკარ-
გულ დედამისს.
წავიდ-წამოვიდა ხალხი და ისე წაბოგინდნენ, თითქოს ყვე-
ლას თითო-ოროლა მკვდარი სახლში ელოდა.
ბებიას მხარში ამოვუდექით მე და გოჩა. გოგონა, დედაჩემი

154
და ფატი უკან გამოგვყვნენ და მივდიოდით უხმოდ, უსიტყვოდ,
ბორძიკით; მივდიოდით, რადგან უნდა წავსულიყავით რატომ-
ღაც აქეთკენ, რადგან იქით გვქონდა გზა, ამ გზით ვბრუნდებო-
დით ყოველთვის და ახლაც ნაჩვევი პირუტყვივით მივდევდით
ერთმანეთს.
ჭიშკარი მოგლეჯილი დაგვხვდა.
გოჩა ფატის და გოგონას გაჰყვა. მე და დედაჩემმა ბებია მი-
ვიყვანეთ სახლში.
ზაზას ანაბარა მიტოვებულ თათიას გაუხდელად ეძინა ტი-
რილით თვალებდასიებულს.
ზაზას საწოლის ფეხთან ჩასძინებოდა.
მშიერ კატას განჯინა გაეღო, თიხის ჯამი გადმოეგდო, ჯამზე
რატომღაც ლამბაქებიც ყოფილიყო და იატაკი ნამსხვრევებით
იყო მოფენილი.
ჭიშკარი ღვინიას გაეგლიჯა და მარტო ჩვენი კი არა, უპატ-
რონოდ აშვებული ნახევარი სოფლის ჯოგი ჩამოსულიყო და
კოინდარი გადაეჯეგა, ბოსტანი გაენადგურებინათ და ყანას
შესეოდნენ.
ბებიას არაფერი გაუგია. იგი მამაჩემის ტანსაცმელს დასტი-
როდა ჩახლეჩილი, ჩახავებული ხმით და დედამაც, როცა ეზო-
ში ამოდენა ჯოგი დაინახა, თქვა: ყველაფერს ჯანდაბამდე გზა
ჰქონიაო.
კეტს ხელი წამოვუსვი, პირუტყვს გამოვუდექი, მაგრამ ერ-
თი რომ წინ წამოვიგდე, ათი ისევ ყანისაკენ წავიდა. ახლა
იმათ დავერიე, სხვებმა ისევ უკან იბრუნეს პირი.
ამ გაწამაწიაში რომ ვიყავი, უეცრად ზემო უბანში იალა, წა-
მოენთო მზის ამოსვლასავით. ჯერ არაფრად ჩამიგდია, მაგ-
რამ როცა ისევ იჩხავლა ცრემლგამშრალმა და ხმაჩახლე-
ჩილმა სოფელმა, პირუტყვს თავი ვანებე და ჭიშკრისაკენ გავ-

155
ქანდი.
ღვთის ანაბარა მიტოვებულ ზემოუბნელ ბავშვებს ცეცხლი
გასჩენოდათ ბურულიან სახლში. ბავშვები გადაარჩინეს, ძვე-
ლი ძელის სახლი კი მთელი ღამე გიზგიზებდა და მთელი ღამე
ენთო გაგანია ცეცხლი სოფელში.

სოფელი ისევ ჩვენია

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. როცა კოწიას ტანსაც-


მელი და ფოტოსურათები მიწას მივაბარეთ, სოფელი ისევ მი-
ყუჩდა. ჩვენ მამაჩემის გალიფე შარვალი და სატინის ლურჯი
ხალათი ისევ ოთახის კუთხეში ჩამოვკიდეთ.
– ღმერთი დიდია! იქნებ არ მოვძულებივართ? – ჩაიჩიფჩი-
ფა ბებიამ.
– ცოცხლის ტირილი ცოდვააო! – თქვა დედამ და ტანსაც-
მელს ძველი, დაცრეცილი, ორგან სიგრძეზე გალამბული ზე-
წარი მიაფარა.
იმ ღამეს ყველამ იმედის ნაპერწკალი მოქექა და შეუბერა.
ჯერ თითო-ოროლა სიტყვა გადაულაპარაკეს ერთმანეთს, მე-
რე მიწვნენ, თავზე დაკონკილი საბანი წაიფარეს, დიდხანს
იბორგეს, იტრიალეს ლოგინში და ნაშუაღამევს ნაპერწკალი
საჩიბუხე ნაკვერჩხლამდე გააღვივეს. ბოლოს ძილი წამოეპა-
რათ და სიზმარში თავიანთ შვილებთან, ქმრებთან და მამებ-
თან იმუსაიფეს, სიხარულის ცრემლი დაიდინეს, დაგვიანება

156
უსაყვედურეს, კოწიას დაღუპვის ამბავი გამოჰკითხეს...
დილით სოფელმა ისევ გააღო თვალი, ფანჯარაში შემოსუ-
ლი დღის სინათლე დაინახა, კალთაჩახეულ კაბას საკერებე-
ლი დაადო, კისერთან გაგლეჯილ საკინძეს სხვა ფერის ღილი
დააკერა, ცრემლგამშრალ თვალებზე ერთი მუჭა წყალი შეის-
ხა და კერაში ცეცხლი შეაკიზინა.
ისევ გამოჩნდა ეზიკა და ქალი და კაცი ჩაის პლანტაციაში
გაიწვია.
მეც ისევ ისე შევაბი ხარები. შუაზე გაპობილი კოფო მავთუ-
ლით მაგრად შევკარი, ხელნის თავში ახალი თავტაბიკი ჩავა-
გე და ურემი ეზოდან გადავიყვანე. ჭიშკარი მავთულით გამოვ-
კარი და გზას დავადექი. გოჩას სახლთან გოგონას გავძახე,
ალაგესთან მოფუსფუსე სერაფიონს გამარჯვება ვუსურვე, ჩა-
ის საკრეფად მიმავალი ფატი მოვიკითხე და ისიც კი გავიფიქ-
რე, სახლიდან აჩქარებით წამოსულა, იღლიასთან ერთ გოჯზე
გარღვეული სახელოს ამოხვევა ვერ მოუსწრია–მეთქი.
ლარივით გაჭიმულ ჩაის ბუჩქებში ისევ გამოფენილიყო
მთელი სოფელი. ბუჩქებს შორის თავდახრილი მკრეფავები
აწყვეტდნენ თითო-ოროლა ფოთოლს ჯერ უხალისოდ, უღიმ-
ღამოდ, უნიათოდ... მაგრამ მზემ თავისი ქნა – აენთო, ასიცოც-
ხლდა, სიცხემ იმატა... ნაჩვევი ხელები თავისთავად აჩქარდა
ყლორტზე, ფოთლიდან ფოთოლზე და შუადღეზე ჩაის გადასა-
ზიდი ძარა სავსე მედო ურემზე, როცა ფაბრიკისაკენ უახლოეს
საურმე გზას დავადექი.
ფაბრიკაშიც, ჩაი ისე მიიწონეს, ვითომ არაფერი მომხდა-
რიყოს და ხარისხიც არ დაუწუნიათ.
გვიან, შეღამებულში, როცა შინისაკენ ვბრუნდებოდით, ქა-
ლები გამოცოცხლებულიყვნენ, მასლაათობდნენ, რაღაცას
ერთმანეთს დიდი გულისყურით უყვებოდნენ:

157
ასე კი არა, ასე და ასე ყოფილაო.
მაგი სიპიტოს ცოლისძმა კი არა, ყაფლანის ნათლიისშვი-
ლი იყო, მე თუ მკითხავთო.
– იმე, გკითხავ აპა, რავა არ გკითხავო! – კვირობდა ევღნა-
სი.
– მერე, მერე? – სულწასულობს ედუკი და ყურზე ჩამოფა-
რებულ თავსაფარს მაღლა იწევს.
– მერედა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ქე ჩამოსულა ლამაზად.
– აბა, ჩამოსულა?! – ედუკი პირში უვარდება მოსაუბრეს.
– ჩამოსულა!
– არ გადამრიო!
– მაგი კი არა, – მოსაუბრეებს შორის ახლა მაღალი,
მხრებში მოხრილი პისტი ჩამოდგა, – უარესს გეტყვით, ქალე-
ბო!
– რაოო?!
– ამის უარესი გაგონილა?!
– რა გაიგე, პისტი, ამისთანა?!
– რა, შე ქალო, და, – პისტის მსმენელები შემოეხვივნენ,
თვალები გაუფართოვდათ, მაღალ მოსაუბრეს მლოცველები-
ვით შეაჩერდნენ, – იპოლიტეს მამიდაშვილი რომ გაიტაცა...
– რომელი იპოლიტეს? – არ აცალეს პისტის.
– ჩვენი, შე ქალო, რავა არ იცი, ბეკოიე კუზიანის ზევით რო
სახლობს.
– კი, კი...
– რავა არ ვიცი...
– იპოლიტე ქარცივაძე, – ჩაურთო ნათელამ თუ ბაბომ.
– მერე, მერე?
– რა მოსვლია იმ იპოლიტეს?
– რადა... კი გეცოდინებათ, მაგის მამიდაშვილი რომ

158
გაიტაცა ყორეთელმა ხარაზმა...
ზოგმა იცოდა, ზოგს პირველად ესმოდა, ამას ამბისათვის
არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ პისტიმ მსმენე-
ლებს მოტაცების შემთხვევაც გააცნო, მერე ომში წასვლისა და
ბოლოს დაღუპვის ამბავიც მოაყოლა.
მერე ისე გაფაციცებით მოავლო თვალი იქ მყოფთ და ისე
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ეტყობოდა, მთავარი სათქმელი აწი
იწყებოდა და მკრეფავსა და მწონავს, მეურმესა და აგრონომს
სუნთქვა შეეკრათ.
– ჰე, ბოშო ამეიღე ხმა! – სული მისდის ევღნასის.
– ამდგარა ამასწინეთ, შენი გამოტირებული და ორმოცგა-
დახდილი ხარაზი და ქე მიდგომია კარზე დედამისს!
– არ გადამრიო?! – იყვირა ედუკიმ.
– არ დავიჯერებ! – ხელები გაასავსავა დედაჩემმა.
– არ დაიჯერებ და ეგერაა ის კაცი ყორეთში, მერე კი არსად
წასულა!
– უი, შენ გენაცვალე, პისტი!
– პისტი, რავა შაქარი ამოგდის პირიდან!
– კი, მარა, იმასაც ამბობენ... – გაუბედავად ჩაურთო ნათე-
ლა ოდიკაძემ.
– შენ დაგაცალა ღმერთმა, შენც კი გცოდნია, – დალოცა
პისტიმ, რაკი მოწმე იშოვა, – ამბობენ, მარა რა ჭკუა აქვს,
ცოცხალი ხოა და...
– რაიო მაინც?
– რაო, შე ქალო და, რუსეთში მეორე ცოლი ჰყოლია დატო-
ვებული.
– აჰ, ტყუილი იქნება! – არ დაიჯერა დედაჩემმა.
– მასე ჩვენი თათუშას... სადა ხარ, გოგო, თათუშა!
– აგერ ვარ, – წინ წამოდგა დაბალი, ქვიჯანა გოგო.

159
– მართალია? – ჩაეკითხა მწონავი.
– მალთალი უნდა იყოს... – ენის ჩლექით თქვა თათუშამ და
გაწითლდა, – დედას უნდოდა წასვლა სანახავათ...
– მერე, მერე?
– მერე, ასე ყოფილა იგიც.
– ვინ იგიც? – ვეღარ მოითმინა პისტიმ.
– ვინ და... რაია შენი, გოგო, ის აბზიანიძის ბიჭი?
– რა და... – თათუშამ სიტყვებს დაუწყო ძებნა, – დედაჩემის
ძმის ნამდვილი შვილი არაა.
– გერი ყოფილა! – წაეშველა ვიღაცა.
– ჰო, – დაადასტურა თათუშამ.
– მერე და, ჩამოსულა?
– ჩამოსულა კი არადა, ალმასივით რუსის ქალიც ჩამოუყ-
ვანია.
– ჩამოუყვანია?!
– ჩამოუყვანია და ახლა არ უყურებ ამ რუსის ქალს? ქართუ-
ლი „გამარჯობა” და „გენაცვალე” სცოდნია, სულში იძვრენენ
თურმე.
– უი, რა ბედნიერია მისი პატრონი!
– აბა, ჩვენს ბიჭებს რა ღმერთი გაუწყრათ?! – იკითხა გულ-
დაწყვეტილმა ედუკიმ.
– ჩვენს ბიჭებს... – გაუბედავად, ხმის კანკალით უპასუხა
ნათელამ, – დაღუპვის ცნობები იქნება, მაგრამ თომა...
– ჩუ, ბოშო! – პირში ეცა ევღნასი.
– რა პასუხია ახლა მაგი! – ქორივით დახედა პისტიმ.
ნათელამ ხმა გაიკმინდა, დამნაშავესავით უკან დაიხია და
ნანის ზურგს ამოეფარა.
– წავიდეთ, ქალებო, თვარა, დაგვღამებია, – თავსაფარი
ყურზე ჩამოიფარა ედუკიმ, – ბედდამწვარ ეკას არ მოვუყვები

160
ახლა ამას?
– კი, კი, ედუკი! – კვერი დაუკრა პისტიმ. – მე რაცხა გული
ისე მეუბნება, კოწიაც არ იქნება მთლად დაღუპული.
– არ გადამრიო, პისტი!
– სიზმარი ვნახე, რაღაცა იმნაირი...
– შვილებს გაფიცებ, რა ნახე, პისტი, ისეთი?..
– ვითომ, შე ქალო... ვიაროთ, ვიტყვი.
ხალხი გზას დაადგა სოფლისაკენ. ურმიდან ძარა გადავაგ-
დე და ხარები სახლისაკენ გავუყენე. კანტიკუნტად მესმოდა
პისტის სიზმარი და ედუკის გაოცება, მწონავის „ნამდვილია”
და დედაჩემის „არ დავიჯერებ”, თათუშას, ნათელას და სხვე-
ბის ქოთქოთ-წუხილ-წუწუნი.
ბრუნდებოდა ხალხი ერთი კვირის წინ დამარცხებულ სო-
ფელში და რაღაცნაირი უსასოო, მაინც გადარჩენის იმედი მო-
ჰქონდა, დაღუპვის, მაგრამ მაინც ხსნის თუ არსებობისა.
ურემზე გოგონა ამოძვრა, ზეწარზე ჩამოჯდა ჩემთან ახლოს
და მიჩურჩულა:
– მამა ცოცხალი იქნება?
– იქნება, გოგონა!
– მამაშენი?
– მამაჩემიც.
გოგონა ჩაფიქრდა. კარგა ხანს ხმა არ გაუცია, მერე ტუჩი
ყურთან მომიტანა:
– გოგიტა!
– რა იყო, გოგონა?
– რადა... გოჩა სახლში იქნება?
– სახლში იქნება, ალბათ.
– ტუხუიაც.
– ალბათ, ტუხუიაც.

161
– ჰოდა, არ გინდა, რომ ჩვენს მამებს რაიმე საჩუქარი გა-
ვუგზავნოთ?
– კი, მაგრამ რომ არ ვიცით, სად არიან?
– სად არიან... სად უნდა იყონ, ფრონტზე იქნებიან!
– ფრონტი დიდია, გოგონა!
– დიდია და დიდი იყოს, ჩვენც ბევრს გავუგზავნით!
– ბევრი კი არა, ცოტაც არაფერი გვაქვს!
– მე ვაშლი დავჩირე და ვახმობ.
– ვაშლი კი არა, მსხალიც შეიძლება, ქლიავიც, კორკიმე-
ლიც და... რა ვიცი რა არა.
– კი და... ბიაც და უნაბიც... და შევაგროვოთ...
– ჰო.
– ხო შეაგროვეს რამდენჯერმე!
– არა, იგი საბჭომ და კოლექტივმა შეაგროვა. ახლა ჩვენ,
მე, შენ, გოჩამ, ტუხუიამ და ბოვშებმა ვქნათ, ჩვენ უფრო მეტ-
საც ვიშოვით.
– სკოლაში აგროვებთ?
– ჰო, სკოლაშიც აგროვებენ.
– კარგი, გოგონა, ჩვენც გავანძრიოთ ხელი.
სოფელში შევდიოდით, წინ ქალები მიგვიძღოდნენ ქოთქო-
თით. ვიშვიშით, უკან ჩვენ ურმით მივდიოდით და როცა ხალხი
ორღობეებში გაიფანტა, სოფელში დარიგდა, თავ-თავის
სახლ-კარს დაუბრუნდა, რატომღაც ვიიმედე, რომ ერთი კვი-
რის წინ დამარცხებული სოფელი ისევ აღდგა ფერფლიდან,
ისევ გარეკა მტერი და უიმედობა.
იმ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ, იმ საღამოს სოფელი ჩვენი იყო.

მკითხველთა ლიგა

162
გოგონა

ვოლგისპირეთში და კავკასიონთან ფერდებშელეწილმა


მტერმა იკადრა უკან დახევა და კლიმენტიამ პირზე ბოქლომი
დაიდო. კოლექტივში მუშაობასაც უმატა.
წითელარმიელების საჩუქრებისათვის სოფელში, გოგონას
ჩირიანად იმდენი კი შევაგროვეთ, ჩვენი სოფლიდან წასულ
ჯარისკაცებს კბილი გაეკრათ, მაგრამ სხვები პირში ხომ არ
შეაჩერდებოდნენ და კლიმენტიას ხულა გავუძარცვეთ. გავუ-
ძარცვეთ, თორემ ძნელი საქმე იყო! – ხულის სარაზავი, ჟან-
გიანი ბოქლომი უგასაღებოდ ჰქონდა გამოყრილი და ასეთი
წერილი დავუტოვეთ:
„ორი წლის ქლიავისა და ღოღნაშოს ჩირი დაუჩრჩილავს.
ხმელი ხურმა და ჩურჩხელები მარტო ბუდუს ყელზე დაადგება.
თხილი და ნიგოზი კი თაგვებს მოგიმრავლებს ხულაში...
ჩვენ რა, სახლში კი არ მიგვაქვს, ფრონტზე ვგზავნით, ასე
კი არ ვარგა, კლიმენტი, ომი გვაქვს, მტერს ვებრძვით”.
კლიმენტია უთუოდ მიხვდა, რომ ამ ხელმრუდობაში ჩემი
ხელიც ერია, მაგრამ სოფელში კრინტიც არ დაუძრავს. ზაფ-
ხულში რომ მტერმა ერთხელ კიდევ მოიკრიბა ძალა, მან თავი
ორჭოფულად გადააქნია და ამოღერღა:
– ეშმაკია „ლემენცი”, ფონი გასავალს დავლოცოთო.
მაგრამ მტერს უკვე დიდი წარმატება აღარ ჰქონდა ფრონ-
ტებზე და კლიმენტიამ ისევ დუმილი არჩია – ბოქლომი ხულას

163
ახსნა და პირზე დაიდო.
მართალია, თომა მთლად მოიკაკვა წელში, თუ სადმე თავ-
ზე არ წაადგებოდი, ბროწეულებსა და მესრებს მოფარებული
ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ მტერი ზღვა სისხლს ღვრიდა,
სოფელშიაც გახშირდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
რომელიმე ოჯახში ბომბივით ჩამოვარდებოდა შალიკოს ან
სიმონიკას დაღუპვის ამბავი და ხელახლა დაიხოცებოდა ყვე-
ლა ჯარისკაცი, გაიწეწებოდა ასი დედა, ლოყას ჩამოიხოკდა
ასი ცოლი და აზლუქუნდებოდა ათასი დაობლებული.
ხელახლა იღვრებოდა კოწიას სისხლი და მამაჩემის გალი-
ფე შარვალი და სატინის ბლუზა ხელახლა იმდუღრებოდა ცრ-
ემლებით. ისევ აბღავლდებოდა ეზიკა, ასლუკუნდებოდა გო-
გონა, უფროს-უმცროსი ექვსი ტუხუია ისევ აღივდებოდა „ბა-
ბაიაზე”. ისევ ტიროდა კლიმენტია.
ისევ ცეცხლითა და მახვილით გადაუვლიდა მტერი სო-
ფელს და ქვას ქვაზე არ დატოვებდა.
ასე გადავიტანეთ მესამე ზაფხული.

***

ჩემი ძველი რვეულებიდან უწერი, თითო-ოროლა ფურცე-


ლი ამოვხიე, ცალკე შევკერე და პირველ ოქტომბერს ზაზა
სკოლაში გავისტუმრეთ.
თათია ორწლინახევრის შესრულდა, რომ სუსტ ფეხებზე
გაიარა. პირველი სიტყვა, რომელიც მან თქვა, „ღმერთო ჩე-
მო” იყო, მერე ისწავლა, „ბებია” და „დედა”. იგი ყოველთვის
მარტო ბურჭულობს, ახლოს არავის იკარებს, მისი სათამა-
შოები ჭრელაჭრულა ძონძებია და აყალო მიწა. ეს ძონძები მი-

164
სი დედოფალებია. ხვევს, ფუთნის, ხან გულზე მიკრულს დაათ-
რევს, ხან ჯორკოზე დააკრავს და არწევს, უნანავებს თავისი პა-
წია მჭლე ხელებით, ზელს აყალო მიწას და „კოკორს” აცხობს.
აცხობს, აწყობს ჯორკოზე და თუ ამ დროს ზაზა წაადგება თავ-
ზე, აკაპასდება: ახლოს არ გაეკაროს! თუმცა ბევრი „კოკორი”
დაამზადა, მაგრამ ზაზამ მაინც არ უნდა შეუჭამოს, რადგან ეს
თათიასაც არ ეყოფა.
– ღორმუცელა გოგო ხარ! – აჯავრებს ზაზა და გაცლას აპი-
რებს.
– შენ ყველის ქურდი ხარ! – უწყრება თათია.
– რა თქვა?! – ყურებს არ ვუჯერი მე.
ზაზას თვალებში ცრემლი აწვება და ყვირის:
– არ თქვა, თვარა მოგკლავ, შე გალეულო!
– ქურდი ხარ, ჰო! – იმეორებს თათია კერპად და როგორც
კი ზაზა წინ წადგამს ნაბიჯს, იწივლებს და ბებიას მიაშველებს.
ზაზა წამოეწევა და თავში ჩაარტყამს.
– ქურდო, ქურდო! – სივის თათია, სუსტი ფეხები ვერ იმაგ-
რებს და ეცემა.
– მომიკლა ბოვში! – იჩხავლებს ბებია. – მომიკლა, ამ არ-
დასაცლელმა!
– ზაზა! – მკლავში ხელს ვავლებ.
– მოვკლავ მაგ გლახაკს, მაგას!
– ზაზა!
– კუტი, დავარდნილი! – ღრიალებს იგი.
– არ ჩაიგდებ ენას? ენა ჩაიგდე! – და პანღურს ვცემ ზაზას.
იგი ხელებს იფარებს უკან და მიღრენს:
– შენ რა გინდა, რა?!
– რა მინდა და, თოთო ბავშვს ნუ ურტყამ!
– აბა რატომ მიძახის?! – ზაზა ზლუქუნებს.

165
– თუ არ გაჩუმდები... აი, თუ არ გაჩუმდები! – კოკორაში
მოხრილ შუა თითს ვუჩაჩქუნებ, – გაჩუმდი, შე მართლა ქურ-
დო და ავაზაკო!
– ვაი, ვა-იიიი!..
– მოგკლავ! – ვხრიალებ და ქინჩში ხელწავლებულს კე-
დელზე ვახეთქებ.
ამ ცემა-ტყეპას და წივილ-კივილს მეზობელთან გადასული
დედა მოჰკრავს ყურს და მომვარდება წყევლა-კრულვით:
– შენ მოუკვდი დედაშენს, შენ რატომ გაჩნდი ჩვენს ბარო-
ბაზე!.. რატომ გაჩნდი ჩემსას!.. – მერე ნაცემ ზაზას მიიხუტებს
და ისევ ცხრა ხატზე გადამცემს.
– გაგიხმა ხელები! გაგიხმა...მოისპე...მოისპეთ...ყველა
გაწყდით და გადამარსალდით! ყველა, ყველა ერთად!..
ბებია აღაპყრობს ხელებს და ღმერთს ევედრება, არ უსმი-
ნოს დედაჩემს.
ამ წიოკზე სივა თათია, ღრიალებს ზაზა. ძაღლები აყეფდე-
ბიან, ღობეზე მეზობელი გადმოიხედავს... გავრბივარ სახლი-
დან, ეზოს ბოლოს გადავხტები ალაგეზე და მერე მთელი ღამე
დავძრწივარ ორღობეში და შუკებში დავხეტიალობ. დავბო-
რიალობ ეული, მარტოდმარტო, ყველასაგან მოძულებული,
გამეტებით ხელნაკრავი.
სახლისაკენ გახედვაც არ მინდა; არც სადმე წასვლა, არა,
არავინ არ მინდა, საკუთარი თავიც კი!
უეცრად გოგონას წავაწყდი.
ახლა გოგონას დანახვაც არ მინდა, მაგრამ იგი თავის ჭიშ-
კართანაა. რა მინდოდა აქ?!. მაგრამ რა ვიცი, არაფერი არ ვი-
ცი.
აქ რა მინდოდა?! მაგრამ გოგონა არ მიშვებს, ალაგესთან
ჩამომაჯენს ქვაზე და ვუყვები, რომ არავის არ ვუყვარვარ, არც

166
მე მიყვარს არავინ, ანკი რა საყვარელია ჩემი და-ძმა ან დედა,
რომელიც ყოველთვის მწყევლის და უნდა რომ მოვკვდე. ბები-
ა... მამა?.. მამა, ალბათ, რა ხანია, აღარაა, თორემ რაღაცას,
ორ სიტყვას მოიწერდა, უმისამართო წერილს მაინც გამოაგ-
ზავნიდა.
გოგონა ჩაფიქრებული, შუბლშეკრული მისმენს. გოჩა კი
არასოდეს ყურს არ მიგდებს, მეტყვის, რომ სულელი ვარ. გო-
გონა გულისყურით მისმენს, მას არ უკვირს, რომ მე ასე გულ-
გატეხილი და უსასოო ვარ.
ორღობეში ვიღაც გაივლის. ჩვენ ჩვენთვის ვსხედვართ და
ვერ გვამჩნევს... არავის ჩვენი თავი არა აქვს, ყველა უგზო-უკ-
ვლოა.
გოგონა მისმენს, მისმენს, სანამ დავახშმებული მთვარე არ
წამოგვადგება თავზე: ბოლოს მირჩევს, რომ სახლში წავიდე
და როგორმე დავიძინო.
– რა მინდა სახლში? სადა მაქვს სახლი?!
– აბა ჩვენთან წამოდი!
– ან თქვენთან რა მინდა?! – ჩავიქნევ ხელს და წასვლას ვა-
პირებ. სახლისაკენ კი არა, პირიქით, ეზიკას ჭიშკრისკენ, მინ-
დვრებისაკენ...
– გოგიტა, სად მიხვალ?! – სახელოში მეწევა იგი. – აბა,
აგერ ვიჯდეთ!
– არა, წავალ... შენც წადი, დაიძინე!
– არა, რატომ, ჯერ ადრეა...
– კი, მარა...
– რა მარა... – თვალებში მომჩერებია.
– რა მარა და.... ის რომ... საქმე მაქვს...
– რა საქმე?!
– რა ვიცი... საქმე...

167
– უკვე საქმე გაქვს?
– არა, არა მარა... ტუხუიასთან უნდა წავიდე.
გოგონა ჩემს ხელს ხელიდან არ უშვებს და ბოლოს თვა-
ლებში მთვარეანთებული ამბობს:
– მოდი, მე წაგყვები შენსას!
– მერე შენ მარტო წამოხვალ?
– არა, შენ წამომყევი!
– მერე?
– მერე მე წამოგყვები.
– მერე.
– მერე შენ...
– მერე? – მიკვირს და მეცინება, მართლა მეცინება, გამე-
ცინება ამისთანა სისულელეზე აბა, რა იქნება! თვითონაც იცი-
ნის და მექაჩება.
– წამო, წამო, გაგაცილებ!
– რას მეუბნები? – მხრებს ვიჩეჩავ.
– მართლა გეუბნები, არ გჯერა?
...და მაცილებს.
ჩვენ ნელა მივდივართ, ძალიან ნელა. ვითრევ ფეხს, სად
ჯანდაბაში მეჩქარება, მაგრამ ჩემს ეზომდე მაინც ორი წუთის
სავალია, იქვეა ჩემი სახლი.
ვჩერდებით ჩემი ეზოს ღობესთან, ალაგესთან, მაგრამ სა-
ნამდე ვიდგები აქ?
...და უკან ვბრუნდებით, მაგრამ გოგონას სახლი უფრო ახ-
ლოსაა.
– კიდევ გაგაცილო?
– მერე?
– მერე შენ გამომაცილე!
არ მინდა გოგონას წვალება, მაგრამ ისევ მეცინება, გაგეც-

168
ინება ამისთანა სისულელეზე აპა, რა მოგივა და თანახმა ვარ,
თუ არა ვარ, ორი-ორზე, ტაატით, ვბრუნდებით უკან. მაშინვე
ჩემს ეზოსთან ვართ.
ისევ მივდივართ. ახლა უფრო ნელა, მაგრამ სულ იქვეა ჩე-
მი ეზო, გოგონას სახლი კიდევ უფრო ახლოსაა.
– გოგიტა!
– ჰაა!
– წადი ახლა სახლში!
– კარგი, წავალ... მაგრამ შენ?
– მე ჩემს სახლში წავალ.
– წადი და...
– თუ გინდა, კიდევ გაგაცილებ!
– არა, წადი და ხვალ გნახავ.
– კარგი...
– ნახვამდის...
– ნახვამდის.
ვდგავარ და ვუცდი, სანამ ეზოში ჩავიდოდეს. იგი ალაგეზე
გადადის, ჩერდება და მეკითხება:
– არ წადი?
– წავალ რა, რა მეჩქარება...
– წადი, წადი, რო გეუბნები!
– მივდივარ.
ახლა უფრო შორსაა ჩემი ეზო...
რა მემართება?!. ერთხანს არ ვიცი, სად წავიდე; მერე თუ ძა-
ლიან სიცივე არაა, ურემზე ვწვები, თუ სიცივეა, ჩალის ზვინში
შევძვრები და დიდხანს, დიდხანს არ მეძინება. დაღლილი ვარ,
დარეტიანებული, თვალები მეწვის, მაგრამ ძილი მაინც არ მე-
კარება და ვფიქრობ!.. რაზე ვფიქრობ? ვისზე ვფიქრობ? გოგო-
ნაზე? გოგონაზეც!

169
საავდრო ღრუბელი

არ გამართლდა ეზიკას ვარაუდი. საღამოს ზენა ქარს ქვე-


ნამ შემოუტია და დასავლეთიდან ლეგა ღრუბლები ამოყარა.
ყანებში მიტოვებულ, დაუზვინავ ჩალას რომ წვიმიანი ამინდე-
ბი დადგომოდა, პირუტყვი შიმშილით დაგვიწყდებოდა. სისი-
ნებდა ქვენა ქარი, ცაზე იშლებოდა საავდრო ღრუბლები და
დაღუპვით ემუქრებოდა ჩემი ხარების სარჩო-საბადებელს.
დღეს ჩალის საკონავად ვიყავით გასული ქალი და კაცი. მე
ურმით მინდოდა მეზიდა საზვინე ჩალა, მაგრამ ეზიკამ უარი
მითხრა.
– ავკონოთ ჯერ მაგ უპატრონო, წვიმამ არ მოგვისწროს, სა-
ღამოს დავქუბავთ იქვე და მერე სად წაგვივა.
...მაგრამ ნაშუადღევს ზენა ამოტყდა და ჩალა ისე გააფიც-
ხა, მოკონვაც გაჭირდა. წკნელის მოჭერაზეც იმსხვრეოდა ღე-
რები, იფშვნებოდა ხმელი ფოთოლი და ფუჩეჩი.
საღამოს ეზიკამ შექუბვაზეც უარი თქვა, თუმცა ამას რა ეზი-
კა უნდოდა, გაქარულ-გაფიცხებულ ჩალაზე ფეხით დადგომა
არამც და არამც არ ივარგებდა, მით უმეტეს, რომ ცას საავ-
დრო პირი არ უჩანდა. მზე ჩასვლისას ჩვეულებრივ მოწითა-
ლო ყვითელი ფერისა იყო, ისეთი კი არა, ავდრის წინ რომ წი-
თლად აბრიალდება და ცის კიდურს შინდისფრად შეღებავს.
ნავახშმევს ყველაფერი შეიცვალა. ამოდიოდა და ამო-
დიოდა ქუფრი ღრუბლები დასავლეთიდან. კუნაპეტი ღამე ჩა-
მოდგა. ეჭვი არ იყო, გაავდრდებოდა, უწვიმრად დილამდე არ

170
გაატანდა.
მე სახე ცას მივუშვირე და წვიმის პირველი წინწკლების და-
ცემას შიშით დაველოდე.
– სერაფიონ! – აყვირდა ეზიკა. – სერაფიონ, უუ!
– ჰეი! – მოესმა სერაფიონის პასუხი.
– არიქა, თუ კაცი ხარ, ფარანი, ჭრაქი... წახდა ამინდი, ეს
დასაქცევი და დაგვღუპავს!
– ეზიკა...
– რა ეზიკა აგიტყდა. ცას შეხედე, სერაფიონ, ცას!
– ეზიკა, მეიცა, თუ კაცი ხარ!
– ხო გითხარი, დავიღუპებით... ახლავე ყანებში!.. გოჩა, უუ,
გოჩა!
მე სახლში შევვარდი. კიზინობელა ჭრაქიდან, რომელსაც
ბავშვისათვის ანთებდა ბებია, შავი ნავთი საურმე ჭრაქში გა-
დავწურე და როცა ეზიკა ჩემს ეზომდე მოკოჩიალდა, ჭიშკართ-
ან დავხვდი.
– არიქა! – მომძახა ეზიკამ, – არიქა, მიშველე... დედაშე-
ნი...
– დედაჩემი...
– ქალი და კაცი! შენ წადი, გაიქეცი, არც სარი ეძიო და არც
ძირს დასაგები, პირდაპირ მიწაზე დაქუბე მაგ ოხრად დასარ-
ჩენი!
ორღობეში გავიქეცი, ჭრაქში ნავთი აჯღვამპალდა!..
– ივდითი! – ახლა დედაჩემს გასძახა ეზიკამ, მერე ისევ მე
მომაყვირა: – ფატის გაუარე, მაგ შობელძაღლი მარტო არ წა-
ვიდეს, ეშინია!..
– ჰო, ჰო! – უკანმოუხედავად მივაყვირე და გოჩას ჭიშკარ-
თან გავჩნდი.
– გოგონა! – დავიძახე ალაგესთან.

171
– რა გაღრიალებს?! – მომესმა გოჩას ხმა და მე შევკრთი,
გოჩას ხომ არ ეწყინა, გოგონას რომ დავუძახე?
– არ მოდიხარ? – ვკითხე ნირწამხდარმა.
– მოვდივართ, აპა შენ გიყურებთ?!
– ჰოო, ჰო-ჰო წამოდით!
სხვა დროს აინუნშიაც არ ჩავაგდებდი გოჩას, ჩავვარდებო-
დი ეზოში, დავავლებდი ხელს გოგონას და გავიქცეოდი, მაგ-
რამ ახლა, რატომღაც ჭიშკართან დაცდაც მეუხერხულა. რას
იფიქრებს გოჩა, რომ აქ ვდგავარ და გოგონას ველოდები?!.
არა, წავალ და სანამ ფატი წამოვიდოდეს, დამეწევიან, მე
ხომ ფატის ვუცდი და არა გოგონას...
სერაფიონის ეზოს სირბილით გავცდი და ეზიკას ჭიშკართან
სინათლე შევნიშნე.
– ფატი ხარ? – მივირბინე და სული მოვითქვი.
– ჰო, ფატი ვარ.
– რად გინდა, ფარანი რო აგინთია, ბევრი გაქვთ ნავთი?
– ნავთი სადაა!
– ჩააქრე, ისედაც ძლივს ბჟუტავს.
– ჩავაქრობ, მარა ნამეტანი ღამეა...
– ნუ გეშინია, – ვთქვი და პატრუქს თვითონ ჩავუწიე.
– წავიდეთ? – მკითხა ფატიმ, როცა სინათლე მიილია და
ჩაქრა.
– გო... გოჩას დავუცადოთ, – მაგრამ მარცხენა თვალის
უპეში და კისერში ცივი წვეთების დაცემა ვიგრძენი, – წვიმს! –
აღმომხდა უეცრად.
ფატიმ ცას ახედა.
ახლა საულვაშეზე დამეცა წვეთი.
– კი, დაიწყო!
– წავიდეთ, რას ვუცდით?

172
– წავიდეთ – საურმე ჭრაქს ხელი მაგრად მოვუჭირე და გა-
ვიქეცი.
– გოგიტა! – მომესმა ფატის შეწუხებული ხმა.
– მე მომყევი, ნუ გეშინია!
– უი, რა ბნელა!
– აქ მინდორია, არაფერს გამოედები, ჩქარა, ფატი, ჩქარა!
ვითომ ფატიც ჩქარობს, მაგრამ ათიოდე ნაბიჯზე უკან რჩე-
ბა და ისევ ვეძახი:
– ჩქარა, ჩქარა!
– მოვდივარ! – მესმის ბნელში მისი ხმა.
– მომეცი ფარანი, – ხელში ვწვდი, – ხელცარიელი უფრო
ჩქარა ივლი!
– არა, იყოს, გოგიტა! – უარობს იგი.
ფატის ცხელი ხელი აქვს.
შორიდან ჭოტის „წიო-წიო” ისმის.
– გოგიტა!
– ნუ გეშინია, ბუს ხმა ჯერ არ გაგიგონია, თუ?!
– კი, მაგრამ მოიცადე!..
ნაბიჯს ვუკელი. ფატი დამეწია და მხარდამხარ გამომყვა.
წვიმა ისევ წინწკლავს და მე ისევ ვუმატე ნაბიჯს.
მინდვრის ბოლოს, როცა ტყის პირზე ჩავუხვიეთ და ყანები-
საკენ მიმავალ საურმე გზას დავადექით, ჭოტის ხმა ისე ახლოს
გაისმა, მეც ამეშალა ტანზე ბუსუსები უნებურად. ფატი შეჩერ-
და და ამოიჩურჩულა:
– მეშინია, გოგიტა!
– რისი?! – გავიცინე ნაძალადევად, – ამხელა ქალს ჩიტე-
ბის გეშინია?
– ჩიტების არა, მაგრამ ბუს სულ არა აქვს ჩიტის ხმა.
უეცრად მაყვლის ტოტს წამოვედე. თავი ძლივს შევიკავე

173
წინ წასულმა და ფეხის ტერფი მაგრად დავკარი მიწას.
– რა იყო? – მკითხა ფატიმ და შეჩერდა.
– არაფერი, ეკალს წამოვედე.
აქეთ-იქიდან ჩამობურული ტყის სიხშირეში გზის გარჩევა
მეც მიჭირდა, მაგრამ აქ ყოველი მტკაველი ზეპირად ვიცოდი.
ისიც კი ვიცოდი, რომ იქ შეიძლებოდა მაყვალს გამოვდებოდი,
მაგრამ საუბარში ყურადღება ვერ მივაქციე.
ახლა მარცხნივ უნდა გადამეხვია, გადავუხვიე კიდეც, მაგ-
რამ ფატი გზას ვერ არჩევდა და პირდაპირ მიმავალს ბეჭით მკ-
ერდზე დავეტაკე.
– რას შობი, გოგიტა?! – გაოცდა.
ვერაფერი ვუპასუხე. კიდევ კარგი, იქვე ჭენჭყოს მივადე-
ქით.
– ტყის პირზე, აქ წყალი ჟონავს და ტალახში არ ჩავარდე.
აქეთ, ჩემსკენ მოიწი, ერთი, ერთი ნაბიჯი კიდევ და გადახტი!
– ასე რაფერ გადავხტე?!
– რაფერ და გადახტი!
ფატი გადახტა და გზას ისევ პირდაპირ დაადგა.
– ახლა ქვევით იარე, თორემ შუა გზაზე ქაცვის ჯაგია და წა-
მოედები!
მეც გადავხტი და, ის იყო, ორი ნაბიჯი გადავდგი, რომ წინ
წასულმა ფატიმ შეჰყვირა და მომაწყდა.
– რა იყო?
– ვაიმე!
მე სმენად გადავიქეცი, მაგრამ ვერაფერი ვერც გავარჩიე
და ვერც გავიგონე.
– რა მოგეჩვენა?.. – მაგრამ მეც ენა ჩამივარდა, ტყიდან რა-
ღაც ფშვინვა, ფშუილი მოისმა.
– ვაი! – ფატის ხმა ჩაუწყდა, ხელი წამავლო, მომეკრა და

174
მისი აძგერებული გულისცემა გარკვევით გავიგონე.
– ეი! – დავიძახე ნასესხები ხმით.
პასუხი არავის მოუცია, მაგრამ რაღაცამ ისევ დაიფშვინა
და მიჩუმდა.
მყუდროებაა. სადღაც ჩიტი დაეძებს უკეთეს ადგილს და
ტოტიდან ტოტზე გადახტის.
– ეი, ჰე!
ისევ ფშვინვა და ფშუილი, იქვე სულ ახლოს, ზედ გზის პირ-
თან! მე მთელი ძალა მოვიკრიბე და დავიძახე:
– ხმა ამოიღე, რაღაც ეშმაკი ხარ!
ახლოს ჭოტმა დაიწივლა ისევ. ხმელი ტოტების მტვრევის
ხმა მომესმა.
– მოდის! – ფატი ერთიანად აძიგძიგდა და ორივე ხელი
მომხვია. ჭრაქი და ფარანი ზურგს უკან მოვიქციე. მე იმედი ვი-
ყავი მისი და უნდა დამეცვა. მისი მკლავებიდან თავი დავაღწიე
და წინ წავედი.
– ჰაიტ! – დავჩხავლე მე. – სად წახვალ ასე, მოვედი ახლა!
– ხელში ფარანი და ჭრაქი მოვიმარჯვე და მართლა გადავდგი
ერთი-ორი ნაბიჯი.
ისევ დაიმსხვრა ფეხქვეშ ტოტები, მოისმა ფშვენა და როცა
ერთი გრძლად დაიზმუვლა, თავზე და ტანზე ყველა ღერი თმა
ყალყზე დამიდგა. მაგრამ ეს ერთი წამით გაგრძელდა, რადგან
უცებ მივხვდი, რომ საქონელი იყო – ნაყანევში ბალახს შეყო-
ლილი და ტყეში თავშეფარებული.
– ჯერ ვინ აუშვა საქონელი, ჩალა ყანებში გვიყრია?! – გა-
მიკვირდა და კლიმენტია ცეტერაძე მომაგონდა.
ისევ მოჰქონდა ქარს შავი ღრუბლები და წინწკლავდა წვრ-
ილად.
ყანაში გავედით, ჭრაქს და ფარანს მოვუკიდეთ და ჩალის

175
კონების თავშეყრას შევუდექით.
აინთო კიდევ რამდენიმე ფარანი, მე თვალით დავუწყე ძებ-
ნა გოგონას, მაგრამ ცივმა ქარმა წამოუბერა, ჭრაქის ალი გვ-
ერდზე წაიღო და მომსხო წვეთები რომ მოაყოლა, ფარანი მი-
იბჟუტა.
წვიმა გახშირდა.
– არიქა! – მე ირგვლივ შემოწყობილ ჩალებში შევვარდი,
შუაგულში კონა ჩალა შევათრიე და ფეხით შევდექი:
– მომაწოდე, ფატი!
ფატიმ ჭრაქი მაღლა, გადანაჭერ ჩალის ნაძირალს წა-
მოაგო სახელურით, ჩამქრალი ფარანი მიშორებით გადგა,
რათა ფეხებში არ წამოსდებოდა და კონას ხელი დაავლო. მე
წვერში ვწვდი ჩალას, პირველ კონას გვერდით მოვუდევი ისევ
ახალი კონა მომაჩეჩა ფატიმ, ახლა ის დავიგდე ფეხქვეშ.
საურმე ჭრაქის მსხვილ პატრუქზე აბრიალებულ ალს ქარი
ებრძოდა. წვიმამ ბეჭებში გამატანა. ფატი უკვე ორ-ორ კონას
მოათრევს, სანამ ერთს ადგილს მოვუძებნიდე, ხელში მეორეს
მაჩეჩებს და ახლის მოსატანად ბრუნდება.
გაშლილ ყანაში ჭრაქების თუ აბრიალებული რეზინის სი-
ნათლეზე დაფარფატებენ შავი აჩრდილები. მე მაღლა ვიწევი.
ფატი ზედიზედ მაწვდის წყვილ-წყვილ კონას და ოფლითა და
წვიმით ერთიანად ვიწურები. რაც მაღლა ავდივარ, ზვინის
შუაგული მაღლდება, უკვე შექუბულ ჩალაზე დგომა მიჭირს.
ფატი ორივე ხელით მაღლა სწევს კონას და მაინც მაწვდის.
შუაგული ამაღლდა – აი, აგერ ჩამოვგორდები ძირს და აი, აგ-
ერ.
თავზე ცივი წვეთები მაცვივა, ჩამოდის შუბლზე, სახეზე და
ნიკაპთან ვგრძნობ, რომ უკვე ცივი აღარაა.
ქვენა ისევ ებრძვის ჭრაქის ალს.

176
ჩალა დასველდა და დამძიმდა. ფატი ისვრის კონას, მაგრამ
ჩემამდე ვერ აღწევს და ძირს მიგორავს. ისევ ისვრის, ახლა
ძლივსძლივობით ვწვდი, ვდებ თავის ადგილზე და ფეხით ვთე-
ლავ. თავს ძლივსძლივობით ვიკავებ.
ერთი კიდევ შემოუბერა და ჩვენს ჭრაქს ალი წააწყვიტა.
დაუშვა კოკისპირული. მე უმწეოდ მივიხედ-მოვიხედე. აღა-
რაფრის გარჩევა აღარ შეიძლებოდა: მხოლოდ უკუნი ღამე და
თავსხმა წვიმა. სადღაც შორს გაკენწლა ელვამ ცა და ყრუდ
დაიგრგვინა. მერე მოულოდნელად ინათა, ხელები ყურებზე
ვიტაცე. გაელვებას გრიალი და ფატის შეკივლება მოჰყვა.
– გოგიტა, ჩამოდი ძირს!
– ჩამოვალ! – და ზვინიდან ჩავცურდი.
– რა გვეშველება? – კანკალებდა ფატი შიშით და სიცივით.
– გადაიღებს! – ვთქვი უაზროდ, რადგან გადასაღებ წვიმას
ეს არაფრით ჰგავდა.
– წავიდეთ?
– სად წავიდეთ ამ დაქცევაში?!
ისევ ინათა. ისევ ყურისწამღებად დაიჭექა და კეხტეხიას
სერს ცეცხლის ალი დაეცა.
ადგილიდან მოვწყდი, ზვინს ვეცი, ზურგით კონებს შორის
შევძვერი, მერე შიგ მუხლით და ხელებით გვერდებზე მივწი-
მოვწიე, გავაგანიერე და მობუზულ ფატის მკლავში ვწვდი.
– შემოდი!
იგი უხმოდ შემოძვრა. წინ, ზვინის სიღრმეში დავაპირე წა-
წევა, მაგრამ ვერაფერს გავხდი: მერე გვერდით მივაწექი, მაგ-
რამ ზედ მკერდზე შევეხალე აძიგძიგებულ ფატის და დავრჩი
ასე მიტმასნილი. მესმოდა, როგორ სცემდა ფატი კბილს კბილ-
ზე და ცახცახებდა. გარეთ უბერავდა ცივი ქარი, წარღვნით
იმუქრებოდა ზეცა. მეც კბილი კბილზე მეჭირა, რომ არ ავკაწ-

177
კაწებულიყავი.
ორი კაცის ადგილი ზვინში ისედაც არ იყო და ჩვენს თავზე
გადმოხურულ კონებში წყალმა ჩამოატანა. ალბათ, ზურგში
ჩაეწვეთა, რომ ფატი შეკრთა და კიდევ უფრო მომეკრა.
რაღაცის თქმა დავაპირე, ალბათ, იმისა, რომ ფატისათვის
ძნელი იყო ასე, ზვინში მოკუნტული დგომა, რომ მალე გა-
დაიღებდა წვიმა, რომ... მაგრამ იგი ისე ახლოს იყო მოკრული
ჩემზე, მისი თბილი ამონასუნთქი სახეში მცემდა და არ შემეძ-
ლო ხმა ამომეღო. ასე უხმოდ ყოფნა რაღაც შეუძლებელია...
რაღაც არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუ კაცმა არ იცის
ზვინში რანაირად უნდა იყო... მალე მთელ გვერდზე სითბო
ვიგრძენი, მერე სიცხე და მომინდა ხელი მეკრა ფატისათვის,
უკან გავჭრილიყავი წვიმასა და მეხისცემაში და გავქცეულიყა-
ვი: ვითომ გავიწიე კიდეც გუნებაში, მაგრამ ჩემს ბეჭზე მოყ-
რდნობილ ფატის თამთამა მკერდს ვერც მეტი მიწოლა გავუბე-
დე, ვერც დაშორება. პირიქით, ახლა ღრმად ჩასუნთქვისაც მე-
შინოდა. მარჯვენა ბარძაყში ჩალის ღეროს ჩხვლეტას ვგრძნ-
ობდი, მაგრამ არც ხელის წაღება შემიძლია და ვერც ბარძაყის
აცილებას ვახერხებ. ფატიც უძრავადაა. ჩვენი ამონასუნთქი
თბილ, შეხუთულ ჰაერს აყენებს ზვინში. ცალ მხარეზე იმისთა-
ნა სიცხეს მიჩენს, მთელ სხეულში რომ მივლის, ზედ მიკრავს.
ვბრუვდები, ვიხუთები და ვერაფრით ვერ ვბედავ თავის მობ-
რუნებას.
თბილა და მეშინია ამ სითბოსი. რა მჭირს, სითბოსი რატომ
მეშინია?! იმიტომ ხომ არა, იგი არ ჰგავს საბნის ან ცეცხლის
სითბოს, იგი უფრო... ზაზა ყოველთვის ჩემს ფეხთით წევს, მაგ-
რამ არასოდეს მიგრძვნია ასეთი რაიმე... ამ ზამთარში, საქა-
ლამნე ტყავი რომ ვიშოვე, გოგონა ხომ მოვიკოტრე და ზურგი
გამითბო. მარა ამნაირი არაფერი დამმართნია...

178
ისევ მინდა გავვარდე აქედან. აქ უფრო მეშინია, ვიდრე მე-
ხის და ჭექა-ქუხილისა... ეს სითბო რაღაცნაირ ჟრუანტელს
მგვრის, ისე კარგია, ისე საამოა, თითქოს შაქრის წყალში ბა-
ნაობ, თითქოს თბილ თაფლში იძირები და მახსოვრობას ჰკ-
არგავ, მაგრამ გახსოვს, რომ ფატის აქვს ცხელი მკერდი, თე-
ძო თუ მთელი ტანი.
აღარ ვიცი, გარეთ ქარია თუ წვიმს, მეხი სცემს თუ გრიგალი
მძვინვარებს და არსებობს თუ არა „გარეთ”, არის თუ არა ამ
ზვინის გარდა ქვეყანა, ზვინის კი არა, ამ ათი კონა ჩალის გარ-
და, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის შემოწყობილი, არა, ჩა-
ლის კი არა, აქაურობის გარდა. რა ვიცი, რა ხანია აქა ვართ,
იქნებ ერთი წუთია, იქნებ მთელი ღამე გავიდა, და სულ ასე აქ
ყოფნა შეიძლება?..
...და მესმის, სადღაც, შორიდან, ვიღაც მეძახის.
მე მეძახის?!
რა მქვია მე?.. ვინა ვარ?.. თუ მე ვარ ყველა და ყველაფე-
რი?!.
– გოგიტა!
ჰო, გოგიტა მქვია.
მერე, მე მეძახიან?
ჰო, მეძახიან. კი, მაგრამ ვინ მეძახის?.. ვინ აწვდენს ხმას
ჩემამდე?!
აგერ აქვე ძალიან ხმამაღლა მესმის:
– გოგიტა!
ცივად შემოდის ეს ხმა, ღადარზე დასხმული წყალივით და
აქაურობას აცივებს, თბილ ნეტარ ბურუსს ფანტავს, ამ მათრო-
ბელა ჰაერს პირიდან მწვალავს.
– გოგიტა, უუ!
საბოლოოდ შემომეცალა ბურუსი და ვგრძნობ, რომ ვიღაც

179
მოკრულა ჩემს მკერდზე, თუ მე ვარ მიტმასნილი და ნაცნობი
უამური ხმა გვთიშავს.
ისე ცივად მივლის ეს ძახილი, რომ მახსენებს ირგვლივ ჩა-
ლებია, გარეთ ქარია, შიშხათი და ქვეყანაცაა, არის გოგონა
და ეზიკას აქვს მაღალი შემზარავი ხმა.
– სად გადაცვივდნენ ეს ოჯახქორები?!
ახლა ფატის ჩქარი სუნთქვა და გამალებული გულისცემაც
მაფხიზლებს.
მე... და... ფატი... აქვე გვეძახის ეზიკა და არც ერთს არ შეგ-
ვიძლია პასუხის გაცემა. მერე ფეხის ხმაც ისმის, რომელიც უვ-
ლის ჩვენს სამყოფელს და ბოლოს მიდის, მიდის და გვშორდე-
ბა. გვშორდება და რამდენად შორს მიდის, უფრო მესმის ატა-
ლახებულ ნაყანევში ყოველი ნაბიჯის გადალაჯება. მიდის და
გვშორდება, გვშორდება და აქ ერთმანეთს გვაშორიშორებს.
უნდა, უნდა გავიქცე აქედან. ვიცი, მჯერა, მაგრამ ახლა იმ
ნაბიჯების მეშინია, რომელიც მიდის, გვშორდება, მაგრამ ისევ
მესმის, მესმის, თუმცა იგი ჩემს სმენამდე ვეღარ აღწევს.
...და უეცრად ბარძაყზე ვგრძნობ მწვავე ტკივილს, იმდენად
მტკივნეულს, რომ ხელს მტაცებს და იმ სატკივართან მიაქვს.
ჩემს მოძრაობაზე ვიღაც დაფრთხა, ვგრძნობ ხელის კვრას
ცხელ ბეჭებზე და სიგრილეს მთელ გვერდზე. მალე სიცივეს,
და ზვინში ერთხანს მარტო ვარ.
წვიმას გადაუღია.

მკითხველთა ლიგა

180
ჩემი ბრალი არაა

– გოგონა!..
ის შეკრთა ჩემს დანახვაზე, წამოენთო, ერთი შემომხედა,
თავი გაიქნია და გზის კიდეზე გადაუხვია.
– გოგონა!..
ხმა ისევ არ გამცა.
– გოგონა, მე... მე ხომ... გო-გო-გო-ნა!..
იგი გამისწორდა, შუა გზაზე გაშეშებულს ჩამიარა, გამშორ-
და და წავიდა, მაგრამ ისე წავიდა, უკან არ გამიყოლა.
წუხელ მთელი ღამე არ დამეძინა. შუაღამემდე ორღობეებ-
ში ვიხეტიალე, რამდენიმეჯერ ავუარ-ჩავუარე გოჩას ეზოს და
გოგონას ვერსად შევხვდი. ვერც გუშინ ვნახე... დღეს აქ რა ხა-
ნია ველოდი სკოლიდან დაბრუნებულს და ახლაც ასე უხმოდ
მიმატოვა.
თვალს რომ უნდა მოფარებოდა, ძალა მოვიკრიბე, წინ წა-
ვუსწარი და გზა გადავუღობე.
– გოგონა, რატომ ხმას არ მცემ, გოგონა?!
მან ისევ გვერდის ავლა დააპირა. ვიცოდი, გააბრაზებდა ამ-
დენი ჩაცივება, მაგრამ არაფრით არ შემეძლო მისი გაშვება
და ისევ წინ ავეტუზე.
– რა იყო, გოგონა?! – ვთქვი, მაგრამ გუშინწინდელი ავ-
დრიანი ღამე გამახსენდა და ხმა გამებზარა.

181
გოგონა შედგა. ჯერ თავდახრილი მიწას ჩააჩერდა, მერე
მაღლა ამაყოლა თვალი და ჩემს მხარს იქით გზას გახედა.
– გამიშვი!..
მისი გამოხედვა ისე ცივი და კუშტი იყო, ხმა კი რბილი და
მავედრებელი. გოგონა გულაყრილი იყო ჩემზე, მაგრამ ვერ
მივხვდი, რატომ იყო მისი ხმა გატეხილი და არა ანჩხლი, უკა-
რება.
– გამიშვი, გოგიტა! – გაიმეორა და ახლაც მუდარა უფრო
იყო, ვინემ საყვედური, თუ წყრომა და ხვეწნა ერთად.
– გოგონა, რატომ... რატომ?!
– გამიშვი, თავი დამანებე! – თქვა, წადგა ნაბიჯი, მაგრამ არ
წასულა, ეპირებოდა და არ შეეძლო ჩემი მიტოვება, არ შეეძ-
ლო და ამიტომ, გაანჩხლების მაგიერ, მეხვეწებოდა, – გამიშ-
ვი, გოგიტა, გამიშვი!
– გოგონა, ჭიშკართან ხომ დაგიძახე!..
მან ხელი გაიქნია:
– ნუ მელაპარაკები!.. გაჩუმდი... – მაგრამ ვგრძნობდი, რა-
კი შეეძლო გამქცეოდა და ვერ ახერხებდა, უნდოდა თავი მე-
მართლებინა – არ მელაპარაკა და მეთქვა, წასულიყო და ად-
გილიდან არ დაძრულიყო:
– დაგიძახე და... – მეც ენა ჩამიქვავდა, მეტი ვეღარაფერი
ვთქვი.
– ვიცი, რომ დამიძახე... – მოთმინება აღარ ჰყოფნიდა,
აღარ შეეძლო არ გაეგო, რატომ არ დავუცადე, რატომ მივა-
ტოვე იგი იმ ღამით, მასთან ერთად ნათესი, ნათოხნი და ნაკო-
ნი ჩალა რატომ შევზვინე უმისოდ?! რატომ ვქენი... რატომ შე-
ვეფარე იმ ზვინში ფატისთან ერთად... რატომ ვერსად გვიპოვა
ეზიკამ და რატომ დავბრუნდით სახლში გვიან... ან უტერფო
ფეხზე აკოჩიალებულ ბრიგადირს რომ მინდორში წამოვეწიეთ

182
ბნელში, რატომ უხმოდ, მალულად ავუარეთ გვერდი და ფატი
ჭიშკარში დაფეთებული რატომ შევარდა, ძელის სახლს სირ-
ბილით შემოუარა და უკან შემოჭედილ თავის პატარა ოთახში
შეიკეტა...
გოგონას უნდოდა, უნდოდა გაეგო, რატომ...
მაგრამ მე როგორ შემეძლო მეთქვა, როგორ უნდა ამეხსნა,
რატომ მომერიდა ჯერ გოჩასი, მერე ფატის რატომ არ ვუთხა-
რი, გოგონას ვუცდი-მეთქი, როცა წვიმა დაიწყო, როგორ არ
შემეყვანა იგი, შეშინებულ-აკანკალებული, ზვინში, როცა ასე
მცივანა და მფრთხალია: მაშინ ეზიკა, ალბათ, ისევ სოფელში
დაკოჩიალებდა და ფატის ჩემს მეტი არავინ ჰყავდა მფარვე-
ლი.
მერე...
მერე მე არ ვიცი... ღმერთი, რჯული, არ ვიცი... მაშინ კი არა,
ახლაც არ ვიცი...
– დამიძახე? – მე კი არა, თავის თავს ჰკითხა.
– დაგიძახე და... დაგიძახე... რავა არ დაგიძახე...
– თავი დამანებე! – მის ხმაში ბრაზი გამოკრთა და წინ ნა-
ბიჯი გადადგა.
– გოგონა! მოიცა, ყველაფერს გეტყვი!..
– არ მინდა... რად მინდა...
– მოიცა, გოგონა!
– არა!
– რომ დაგიძახე, რატომ არ წამოდით?..
– არ წამოვედით! – უკანმოუხედავად მესროლა მან ისე,
რომ არ შეჩერებულა.
– რატომ, გოგონა, რატომ...
– რატომ და...
რატომ, ჰო, რატომ... რატომ!..

183
– არ გვეცალა, რეზინებს ვჭრიდით, ნავთი არ გვქონდა...ხე-
ლი...
– რა ხელი გოგონა!
კაბის ნახევით შეხვეული მანამდე არ შემინიშნავს
– ა, ხელი... ხელი გავიჭერი...
– ჰოდა, არც გზაში დაგვეწიეთ!
– არ დაგეწიეთ!
– ჰო, არ დაგვეწიეთ...
გოგონას ჭიშკარს მივუახლოვდით. ეზოში გადავიხედე, გო-
ჩა ხომ არსადაა-მეთქი, მერე წინ გადავხტი და ალაგეს ზურ-
გით ავეკარი.
– გოგონა, არ გაგიშვებ!
– გამიშვი!
– მე დაგიცდიდი, რავა არ დაგიცდიდი, მაგრამ გოჩა?
გოგონამ ერთი წუთით შეიკრა წარბი და ჩაფიქრდა.
– ჰო, გოჩასთან... ადრე რაღაც სხვა იყო... მაშინ... მაშინ ვი-
ფიქრე, ქვევით დაგიცდიდი.
გოგონა თავის გაქნევით გამოერკვა.
– მერე?..
– მე-რე...
გოგონამ სახეში შემომხედა, მე ვერაფრით თვალი ვერ გა-
ვუსწორე და იგი შეკრთა, რაღაც უჩვეულო დაინახა ჩემს თვა-
ლებში და უკან დაიხია. ერთხანს ასე მიყურა, რაღაცას ხედავ-
და და სჯეროდა, რაღაც მოულოდნელ სასწაულს გრძნობდა და
როცა თავი მოწყვეტით ჩავკიდე, იწივლა:
– გოგიტა!
მე ვერც თავი ავწიე, ვერც ხმა ამოვიღე. მან, უმწეომ, აცახ-
ცახებულმა ვითომ გაქცევა დააპირა, მერე მოაგონდა, რომ
მის სახლთან იყო, წინ მიაწყდა, ჩემს ზურგს უკან გაძვრა, ფაც-

184
აფუცით შეხტა ალაგეს ჯვარედინ საფეხურზე, გადადგა მარ-
ჯვენა და როცა მარცხენა მაღლა ასწია გადასატანად, მე მოვ-
ტრიალდი, მოვტრიალდი თავზარდაცემული: ვაითუ, გოგონა
აღარ გამცემდა ხმას, აღარ წამოვიდოდა ჩემთან ყანაში, არ
დამიწნავდა მწვანე ფოთლებიან სამზეურ ქუდს, ორღობეში
გულგატეხილს აღარ შემხვდებოდა, არ მანუგეშებდა და სახ-
ლში არ გამაცილებდა. ვაითუ ვკარგავდი გოგონას, გოგონას
ვკარგავდი, როცა მეტი არავინ და არაფერი გამაჩნდა!
– გოგონა! – ვიყვირე და რადგან აღარ შემეძლო გზა მო-
მეჭრა, ვერც ალაგეს გადაღმა ხელებში მივწვდებოდი, ფეხში
ვეცი, წვივში ჩავაფრინდი, ორივე ხელი შემოვხვიე და გულზე
მივიკარი.
– გოგონა, ჩემი ბრალი არაა!.. ღმერთი, რჯული, არაა ჩემი
ბრალი!..
– მომეშვი! – ხელებში მეცა, ზევიდან ვერ დამწვდა და ფეხი
გაიქნია, მაგრამ ვერ დავანებე. – მომშორდი, თვარა გოჩას
დავუძახებ!
– არა, გოგონა... არა... მე, მე... – თავი მუხლებზე დავადე
და ავტირდი.
– მომცილდიიიი!
– ჩემი ბრალი არაა, გოგონა... არაა ჩემი ბრალიიი!

მკითხველთა ლიგა

185
გატეხილი ღამეები

იმ დასაქცევ ღამეს, ისეთ თავსხმასა და მეხისცემაში ვეძებ-


ნეთ გოგონას. ვეძებნეთ ჯერ გოჩასთან ერთად: მერე გოჩა ჩა-
ლის საქუბავად წასულა და თან წაუყვანია, მერე შინ რომ
ბრუნდებოდნენ, გოგონა ბნელში გზიდან გაპარვია და ყველა
ზვინი შემოუვლია. უკან, სოფელში ამოურბენია, ვერაფერი
გაუგია და ისევ გაბრუნებულა. საყანეებში გადაჰყრია ეზიკას,
უკითხავს მხოლოდ და გაუჩინარებულა.
გოჩა ერთი პირი გამოძინებული ყოფილა, გოგონა სახლში
რომ შემძვრალა. მეორე დღეს გარეთ არ გამოსულა, არც არა-
ფერი უსვამს, არც უჭამია. შინაურები შეშინებულან, ავად ჰგო-
ნებიათ.
მთელ ღამეს არ მძინებია არც მე, მთელ ღამეს დავეხეტე-
ბოდი ორღობეში, მთელ ღამეს ვეძებდი გოგონას. – ის კი
თურმე თავდაღმა ემხო ბალიშზე და დილით უთენია წასული-
ყო სკოლაში. მთელ ხუთ გაკვეთილზე სამი სიტყვა არ ეთქვა.
ტუხუია მიყვებოდა: შესვენებაზე მეშვიდე კლასში შევედი, გო-
გონას თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ვერაფრით მაღლა
ვერ ავაღებინეო, არც ხმა გამცა, ერთი ფურცელი ქაღალდი
მინდოდა, იქნება გაქვს-თქვა, და პასუხი არ მაღირსაო.
ის იყო, გაკვეთილების მერე მე შევხვდი... ალაგესთან ატი-
რებულს წამართვა ფეხი და თვალცრემლიანი გაიქცა: აივანზე

186
გოჩა გამოჩნდა, მე პირი ვიბრუნე და წავედი: წამოვედი მარ-
ტო, სრულიად მარტო...
იმ დღიდან მთელი საღამოები ორღობეებში და შუკებში
დავბორიალობდი, მაგრამ გოგონას აღარ შევხვედრივარ.
სკოლიდან დაბრუნებულს თუ შევეფეთებოდი, უხმოდ ამარი-
დებდა თვალს. დაფეთებული გამირბოდა... მეც რა მეთქმოდა?
ჩავლილს თვალმოუცილებლად ვუცქერდი და როცა მოსახ-
ვევში გაუჩინარდებოდა, ვიტყოდი:
– გოგონა, რატომ არ წამოდით მაშინვე, როცა დაგიძახე?..
გოგონა, ჩემი ბრალი არაა...
დრო მიდიოდა. მისთვის სულ ერთი იყო ომი და სისხლის-
ღვრა, ჩემი უძილო ღამეები და გოგონას ცრემლები, ეზიკას
უტერფობა და ფატის შიში, დედების შავი თავსაფრები, ტუხუია
და თომა, კლიმენტია ცეტერაძე და თითქმის მთლად შეშლი-
ლი ელპიტე.
როცა მტერს ნახევარი უკრაინა დავატოვებინეთ და ბელო-
რუსიის ტყეებიდან და ჭაობებიდან ვერეკებოდით, სოფელში
ხმა დაირხა, – ჩვენს ტყეებში მტრის ჯაშუშები თუ დესანტი აფა-
რებს თავსო.
ზოგი ამბობდა, მტერს აქამდე რა უნდა, ყაჩაღები და ავაზა-
კები იქნებიანო: სხვა კიდევ, სხვა აზრისა იყო: გერმანელი ტყ-
ვეები გაქცევიათ ბანაკიდანო...
კლიმენტიას უთქვამს: თურქეთიდან ზღვით თვითმფრინავი
შემოპარულა და პარაშუტები სოკოებივით ყრიაო ტყეებში...
ვინ რას ამბობდა და ვინ – რას. ღამე გარეთ გამოსვლისა
ყველას ეშინოდა. სოფლის განაპირა მოსახლეს, ისიდორე
ქერქაძეს, ბოკონზე გამობმული მაკე თხა აუხსნეს და ხიდან
მოყივარი მამალი ჩამოუყვანეს. ყაფლანის ერთადერთ ქა-
ლიშვილზე ჩამოსიძებულ ძეკე ქილარდავას აივანზე ეძინა,

187
წლინახევრის დეკეული ეზოში რომ დაუკლეს. ეზიკას ორჯერ
ესტუმრნენ, მაგრამ ორჯერვე გაუგო უტერფომ და ტყემდე დე-
დის გინებით ჩააცილა. ასეთი ქურდბაცაცობა, რაც ომი დაიწ-
ყო, იშვიათი აღარ იყო. მაგრამ კვალი არავის უნახავს და თუ
ნაქურდალზე არ დაიჭირე, ქურდი ქურდი არაა.
იმ დილით, ახალ წანათოვზე, ზემოუბნელ კარპე კაპანაძეს
ორიოდე სროლა ლაღუმის დალამული წამალი კერიასთან ეშ-
რო, მერე ძველი ჟანგიანი ფილთა გაეტენა, საფანტის მაგიერ
ლულა თუჯის ნამსხვრევებით აევსო და ფერდობს შეჰყოლო-
და, იქნებ სადმე ბრუციან კურდღელს გადავეყარო და მად-
ლია, ბავშვებს იჯრას გამოვუცვლიო.
შუადღისას სოფელში თავქუდმოგლეჯილს ჩამოერბინა,
თავმჯდომარეს კაბინეტში შევარდნოდა, ნახევრად მუნჯს და
ენადაბმულს – მთელ საათს ვერ მოეხერხებინა სათქმელი.
– ო-ო-ოთხი! – ცერმოკეცილ თითს თურმე თვალებში სთ-
ხრიდა ბიძინას. – ო-ოთხი... ჩე-ჩე-მი თვალით ვნახე! – თურმე,
ხარივით აბრიალებდა შეშინებულ თვალებს. მოკლელული-
ანი კარაბინები ჰქონდათო, ერთს ზურგზე ჩემოდანი ეკიდა,
თუმცა ოთხივე ცეცხლს უჯდაო...
ხელგამხმარ ბიძინას ვერ გაებედა, კარპეს სველი წამლით
და თუჯით გატენილი ფილთის ამარა კბილებამდე შეიარაღე-
ბულ ტყიურებთან შებმა და რაიონში გაქცეულიყო.
საღამომდე საიდუმლოდ მოემზადებინათ სოფელში ყველა
მამაკაცი, შებინდებულზე მილიცია და სახალხო ბატალიონი
ამოსულიყო ტყე-ტყე და სოფლის ახლოს დაბანაკებულიყვნენ.
დაბალი ვახშმობა იქნებოდა, რომ ძაღლი მიეტუა ვიღაცას
ეზოში.
– ე, ბიჭო, გახედე! – თავი უამურად გაიქნია დედამ – არა-
ვის დანახვა არ მინდა.

188
– თუ ვინმეა, დაიძახოს!
– ეე, ბებია, გააყურე!.. თომა არ იყოს.
– რა დროის თომაა, ამ ღამეში!
– თუ რამე გაიგო, თომა ღამეს დაერიდებოდა?! – ბებიამ ნი-
კაპქვეშ გასკვნილ თავსაფრიდან ცალი ყური გამოაჩინა.
ძაღლი ისევ მიეტუა შუა ეზოში.
თავი კარებში გავყავი და გავძახე:
– ეი!
თოვლზე მაღალი კაცის ლანდი გავარჩიე.
– რომელი ხარ? – მივაყვირე და ძაღლს გავუწყერი.
– მოდი, გოგიტა! – მომესმა ხმადაბლა და ხელი დამიქნია.
– აგერ მოდი!
ეზიკას ჩაწეული ხმა იყო. ეზოში გავედი და მხარზე თოფგა-
დადებულს გაოცებულმა ავხედ-დავხედე:
– ბიძია!..
– აგერ გვყოლია ის ოჯახამოსაგდები! აგერ, ჩვენს ტყეში. –
და იქვე ჩუმჩუმად დაუმატა: – არაფერი წამოგცდეს სახლში, ეს
უპატრონო!
– რატომ, საიდუმლოა?
– საიდუმლოა... რატომ უნდა გადარიო ქალები... იმ შო-
ბელძაღლს ვერ დავუმალე ამდენა თოფი და ახლა რომ წამო-
ვედი, სული კინაღამ კოჭებში გაეპარა.
– ფატის?! – ვთქვი და მთელი ტანით შემაჟრჟოლა.
– ჰო, გადაირევა ის უპატრონო, თოფის ხმა თუ გაიგონა. ქე
იცი, ეზოსთან, მინდვრის გადაღმა მაქ ეს ტყე და კაპეტები.
– ჩვენ ტყეებში და ყანებში რა უნდათ?!
– კითხე შენ...
– უნდა ესროლოთ?
– აბა, ცოცხალი თავით დაგვნებდება?

189
– მერე... მე რა ვქნა?!
– ის ქენი რო...
– ჰო, რა ვქნა?!
– გადადი ჩემსას... ერთი-ორჯერ უპატივცემლოდ მყავს
გაშვებული და კიდევ არ მომადგნენ: რა მის ამოწყვეტას წაიღ-
ებენ, მაგრამ გადარევენ იმ მკვდარძაღლს...
– ქურდები?
– ამოსაწყვეტი... ქურდებია თუ ყაჩაღები...
– მერე, მე რა შემიძლია? – ხელები გავასავსავე.
– თუ გინდა, გოჩას ფილთა გამოართვი, აგერ, ერთ სროლა
წამალს მოგცემ.
– და... თქვენსას?! – უკან დავიწიე.
– ჩემსას, დილამდე დამაგვიანდება, ალბათ, სად ვიპო-
ტიალებ ამ ტყე-ღრეში, ეს უპატრონო... გადადი და ნურაფერს
ეტყვი.
მე ხმა ვერ ამოვიღე.
ეზიკამ დაბამბული გადაიწია, ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიყო.
თოვლის სინათლეზე წელზე შემორტყმული სავაზნე გავარჩიე.
ალბათ, რაიონიდან თუ ამოუტანეს ეზიკას იარაღი... მან ხე-
ლის გულზე ერთმანეთში არეული თოფის წამალი და საფანტი
დამიყარა. შებრუნდა, თოვლზე შებარბაცდა, შეიგინა ერთი
რჯულზე და წაკოჩიალდა.
მე გაშეშებულ ხელის გულზე ერთი სროლა ტყვია-წამალი
მეყარა და ვიდექი. ვიდექი ასე, სანამ სახლიდან ზაზას ხმა არ
მომესმა:– გოგიტა!
შევტრიალდი. წამალი ხალათის კალთის ყურში ჩავიყარე,
თავი დავუწნიხე და შარვლის სათავეში ჩავიტანე.
– გარეთ დიდხანს ნუ გაჩერდები, შვილო, არ გაცივდე! –
დამარიგა ბებიამ. – თომა...

190
– ეზიკა იყო! – ჩავაჩუმე მოხუცი.
– სად მიხვალ, ბიჭო, ამ შუაღამეზე?! – მკითხა დედამ, როცა
მამაჩემის საწვიმარი მოვიხურე და წასვლა დავაპირე.
– საქმე მაქვს!
– რა საქმეა, არ ითქმება, შე უწმინდურო?!
– არა, არ ითქმება!
– დაწექი, ბებია, ახლა და ხვალ წადი! – მირჩია ბებიამ.
ცა მოწმენდილი იყო. ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობდა. ატალ-
ახებული გზაც წაეყინა, მაგრამ ჯერ ფეხს მაინც ვერ იმაგრებ-
და.
კარგა ხანს ვიდექი გოჩას ჭიშკართან, ბოლოს უხმოდ ჩავე-
დი ეზოში, აყეფებულ ძაღლს ხმა არ გავეცი, რომ მაშინვე არ
ვეცნე და გოგონას არ გაეგო.
კარებმა გაიჭრიალა.
– ვინა ხარ?!
– მოდი, გოჩა! – ხელი დავუქნიე. ძაღლმა ხმა ჩაიკმინდა.
– აქეთ მოდი, ვიღაცა ხარ! – გამომეპასუხა იგი და ღია კა-
რებში გოგონას თავიც გავარჩიე.
– ვინაა?
– გოგიტა უნდა იყოს!
კარები მიიხურა.
– გოჩა, მოიწი აქეთ!
მან უხალისოდ გადმოდგა ნაბიჯი წაყინულ თოვლზე და მო-
მიახლოვდა.
– სახლში ვერ შემოხვალ, რას ატუზულხარ ამ შუა ეზოში?!
– გოჩას ხმა ცივი იყო.
– საქმე მაქვს შენთან! – ვთქვი და მიმოვიხედე: ვგრძნობ-
დი, გოგონა სადღაც აქვე იდგა და, ალბათ, უკვირდა, რა
საიდუმლო მქონდა გოჩასთან.

191
– რა საქმე?
– რადა... – ისევ მალულად გავაპარე თვალი გვერდზე.
– ამოიღე ხმა!
– რადა, თოფი უნდა მათხოვო.
– რა თოფი, სულელი ხო არა ხარ?!
– ბაბუაშენის ფილთა!
– ჟანგიანი ფილთა?
– რაცაა – სულ ერთია, მათხოვე! მჭირდება, გოჩა, ეზიკამ
შემოგითვალა.
– ეზიკას უნდა?
– არა... ჰო, ეზიკამ შეგეხვეწა.
– რა ნახავს ახლა ფილთას! დილას წაიღე!
– დილას აქეთ მოგიტან.
– რა ეშმაკად მინდა, თუ არ მომიტან?!
იგი გატრიალდა.
– გოგონას არაფერი უთხრა! – შევაჩერე მე.
– გოგონას ვინ კითხავს?!.
– ჰო... კი არა, მარა... ხო იცი, გოგოებს თოფების ეშინი-
ათ...
– ნუ სულელობ. ეშინოდეთ მერე, თუ ეშინიათ. – ბუზღუნ–
ბუზღუნით გამშორდა.

მკითხველთა ლიგა

192
მამლის ნაადრევი ყივილი

კატამ გადამირბინა თოვლზე ანთებული თვალებით და ნა-


ლიისაკენ გაუჩინარდა.
– ფატი!
ფანჯრიდან შუაცეცხლის მოწითალო სინათლე გამოკრთო-
და. მხარზე თოფგადებული აივანზე შევედი, მერე მოგვიანე-
ბით დავირეკე ტალახიან თოვლში მოსვრილი ფეხები. ჩამიჩუ-
მი არ იყო.
– ფატი!
სახლში ჯორკო წაიქცა.
„კარის გასაღებად წამოვიდა”, – გავიფიქრე მე. მაგრამ კა-
რები არ გაღებულა, არც წაქცეული ჯორკო აუყენებია ვინმეს.
სვეტის ძირზე ფეხის წმენდას მოვყევი. ნალიაში კატამ დაიჩ-
ხავლა, ქათამი შეფრთხიალდა ხეზე. მე ისევ უნდა დამეძახა,
მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ალბათ, იმიტომ, რომ ვიცოდი, ფა-
ტიმ იცოდა ჩემი იქ ყოფნა, მას არ ეძინა, წეღან ადგა და ჯორკო
წაექცა.
სადღაც კატამ ისევ დაიჩხავლა და ლაფაროში გაირბინა,
გაქცეულს მეორე თეთრხალებიანი ხვადი მიჰყვა. პირველმა
სახლს შემოურბინა და სვეტს ეცა, თვალის დახამხამებაში მა-
ღლა მოექცა.
– ციც! – შევუწყერი მეორეს. ისიც სვეტზე აპირებდა აყო-
ლას. ჩემს გაწყრომაზე შეჩერდა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხ-
ია, კუდის თეთრ ბოლოს მწყრალად დაუწყო ქიცინი და თვა-
ლებში ცეცხლი გაუკრთა.
193
– ციც, შე ბალანდამწვარო! – წავდგი ნაბიჯი და დავაბაკუნე
უფრო იმისათვის, რომ საქმე გამეჩინა, ფატის გაეგო, რომ აქ
ვიყავი, თორემ სახლში შესვლა არ მინდოდა. მერჩია აქ, გა-
რეთ, აივანში ვმდგარიყავი თოფით, აქ მედარაჯა ეზიკას მოს-
ვლამდე ან ახლავე უკან გავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს არ შე-
მეძლო. კი არ მიყვარდა, მაგრამ ვეიმედებოდი ამ ღრჯუ კაცს
და მის სიტყვას ვერ გადავიდოდი.
კატა განაპირა სვეტს მიაწყდა, ერთი ფეხის დაკვრით აირ-
ბინა და თავი სხვენს შეაფარა. კარებისაკენ მივბრუნდი, მაგ-
რამ ფეხი ვერ გადავდგი. არადა, არც წინკარში ასე მთელი ღა-
მე ყურყუტი ივარგებდა.
– რა გინდა, გოგიტა?! – იმწამსვე მომესმა იქვე, კარის ყურ-
ში.
– არაფერი... გამომგზავნა და... იმიტომ...
– მერე, რა ვქნა...
– რა ვიცი... კარი გამიღე...
დუმილი ჩამოვარდა.
– კარი?!. – ჩურჩულით იკითხა კარგა ხნის შემდეგ.
– ჰო... ალბათ... რა ვიცი...
იქნებ არ სჯერა, რომ ეზიკამ გამომგზავნა. არ იცის, ალბათ,
ეზიკა ისეთი კაცია, არ ეტყოდა.
– ფატი, ეზიკამ, ეზიკამ გამომიშვა...
– მამამ?
– ჰო, იმან მითხრა...
საკოჭავმა გაიჭრიალა და კარი ღრიჭოდ მოიღო.
თოფი მხრიდან ჩამოვიღე და ვითომ გულადად შევაბიჯე.
ძელურ, სრულ სახლში, უალო, დანაკვერჩხლებული შუაც-
ეცხლის მოწითალო სინათლეზე კარებთან მიკრული ფატი გა-
ვარჩიე. იგი დაპატარავებული მეჩვენა.

194
– შეგეშინდა? – ვთქვი და თოფი კონდახით სოხანეზე და-
ვუშვი.
– ჰო, შემეშინდა...
– რამ შეგაშინა?!
– რა ვიცი...
საწვიმარი მოვიხადე და ტახტზე მივაგდე, მერე ცეცხლისა-
კენ გამოვბრუნდი.
– შეშა გაქვს დაჭრილი?
– კი...
– ჰო, ეზიკა დაგიტოვებდა. – ვთქვი, მაგრამ მარტო ეს კი
არა, კიდევ უნდა მეთქვა რამე, ვგრძნობდი, რომ უნდა ვყოფი-
ლიყავი თამამად და მელაპარაკა, სულ ერთი იყო რა, ოღონდ
უნდა მელაპარაკა.
წაქცეულ ჯორკოს გადავალაჯე და ცეცხლის პირას ჩავცუც-
ქდი. მუგუზლით ღადარი გავქექე, ხელები გადავითბე, თითები
მოვიფშვნიტე.
– აგერ, მარტი ჩამოდგა და ამ თოვლ-ყინვას არ დაადგა
საშველი.
ფატი შუაცეცხლისკენ წამოვიდა.
იქვე, კერიის თავში დაყრილ ნაპობ შეშას წამოვავლე ხელი
და გაქექილ ღადარზე გადავაწყვე. ისევ მოვითბე ხელი.
– აჰ, რაც მართალია, მართალია და, სიცივეა!..
ფატიმ არც არაფერი მიპასუხა, ვერც კერასთან ჩამოჯდომა
მოახერხა.
– დაჯექი, ფატი, – წაქცეული ჯორკო წამოვაყენე და მივა-
წოდე.
– არა, არა...
– აპა, ასე ფეხზე?!.
– ახლავე, – ჯორკო ჩამომართვა. მას ხელი უთრთოდა.

195
– შეგციებია.
– ჰო...
ცეცხლი აკვამლდა. ალი ვერ აუშვა მუგუზლებმა. წავიხარე,
გულდაგულ შევუბერე, ჩავისუნთქე კერასთან ამტვერებული
ცხელი ჰაერი და ისევ შევუბერე. შეშებში ალი ამოძვრა.
ფატიმ კაბა კოჭებამდე ჩამოიტანა, თვალი ამარიდა და ცე-
ცხლს ჩააჩერდა. არც მე მინდოდა გამეხედა და მაღლა შუაც-
ეცხლზე ჩამოშვებულ ნაჭას მზერა ოჯინჯალამდე ავაყოლე.
სხვენის მთელ სიგრძეზე გაიშლიგინეს კატებმა, გარეთ სვე-
ტი ჩაირბინეს და მიჩუმდნენ.
ცეცხლი აგიზგიზდა და გაანათა იქაურობა.
მივიხედ-მოვიხედე.
– კარები დაგრჩენია ღია! – და ადგილიდან წამოვიჭერი.
– იყოს, – მითხრა ფატიმ შიშნარევი ხმით, – იყოს...
– სიცივეა, რატომ უნდა იყოს? – კარს ბეჭით მივაწექი და
გადავკოჭე.
უკანმობრუნებულს თოფი მომაგონდა.
– ო, თოფი მაქვს გასატენი! – ვთქვი და გამიხარდა, რომ
ასეთი საშური საქმე მქონდა გასაკეთებელი.
– თოფი?!.
– ჰო, თოფი, საშიში რაა, მარა გავტენი, რა მენაღვლება,
ტყვია-წამალი ეზიკამ დამიტოვა.
– მამამ მოგცა?!
– ჰო.
– თვითონ სად წავიდა?
– წავიდა... დილამდე დაბრუნდება.
– დილამდე დააგვიანდება?!
– დააგვიანდება, როდის შემოივლის ფეხტკივანი კაცი ამო-
დენა ტყეებს.

196
– მართალი ყოფილა, კარპეს რომ უთქვამს?!.
– რა ვიცი, მაგრამ ნახვა უნდა მაინც.
– არაფერი მოიწიოს!..
– რა უნდა მოიწიოს? სულ ოთხი კაცი უნახავს კარპეს. ოთხი
კაცი რაა.
– ყაჩაღი?!
– ყაჩაღი თუ... ვინ რა იცის.
– ომი მალე გათავდებაო, ნეტავ თუ მართალია?
– რა ვიცი, საზღვრამდე ბევრი აღარაა დარჩენილი, მარა...
პარტიზანები უერთდებიან უკვე ჩვენს ჯარებს. გოგია ჩხაიძის
წერილი მოსულა, პარტიზანად ვიყავიო. მეორე ფრონტი რომ
გაიხსნებოდეს, ცოტა შეღავათი მაინც იქნებოდა.
– გოგიას მეტი არავინ გამოჩენილა?
– არა, მეტი არ გამიგონია. კაცმა რომ თქვას, ომია, არავინ
რომ არ იღუპებოდეს, მაშინ ომიც არ იქნებოდა.
შარვლის სარტყელში ჩატანებული ხალათის კალთაში შეხ-
ვეული ტყვია-წამალი ამოვიღე. კერიასთან ჯორკოზე ფეხი მო-
ვირთხი, საფანტი გამოვარჩიე, ჯიბეში ჩავიყარე და წამალი
ლულაში ხელის გულიდან გადავუშვი.
– ერთი... რაიმე ქაღალდი გექნება, წამალზე მინდა დავა-
ტენო.
ფატი წამოდგა და რაღაც გაზეთის ნაგლეჯი მომიტანა. მოვ-
ხიე, ხელში დავჭმუჭნე, დავამრგვალე და ზუმბით ლულაში
ჩავტენე, მერე ჯიბე გადმოვიბრუნე, საფანტი ხელის გულზე და-
ვიყარე, ცეცხლთან მივიტანე და კარგად დავაჩერდი, ხომ
საყოფადაა-მეთქი, და იმასაც ლულაში ჩავუძახე.
გატენილ თოფს საპირისწამლე ფისტონი ჩამოვაგე და
ზურგს უკან გადავდე. ცეცხლს შეშა დავუმატე. როცა უსაქმოდ
დავრჩი, ფატის თვალებს წავაწყდი, ამარიდა, არც სხვენში

197
აიხედა და არც ღადარს ჩააჩერდა. უკანა კარისკენ გაექცა მზე-
რა, ისე, რომ თავი არ მიუბრუნებია.
სიჩუმე ჩამოწვა.
სახლის ახლოს ხეზე მამალმა დაიყივლა.
ფატი შეკრთა.
ყივილს ყივილით უპასუხა სერაფიონის მამალმა, მერე გო-
ჩას მამალმა გააბა ხრინწიანი ხმით, – უფრო შორიდან ჩემი
გაეპასუხა.
– მამლები ყივიან, – ვთქვი მე.
– ჰო...
– ალბათ, ნაშუაღამევია უკვე.
– ჰო, გვიანაა. დაწვები?..
– არა, ამიტომ კი არ მითქვამს.
– დაწექი, თუ გინდა!...
– არა, ერთ ღამეს, თუ გინდა სულ არ დავიძინებ, რა მოხ-
და...
– ტახტზე დაგიგებ...
– არა შენ დაწექი, მე აგერ ცეცხლთან ჯორკოზე ჯორკოს
მოვადგამ და მივწვები. მერე გვიან...
– რატომ...
– არ შემცივდება, ნახევარჯერ ურემზე მძინავს ან... რა ვი-
ცი... – თივა და ჩალა ვერ ვახსენე.
– შენ არც გეშინია, – თქვა ფატიმ და, ალბათ, ის ღამე გაახ-
სენდა.
– რისი უნდა მეშინოდეს, რაა საშიში. მე მგონია, არავისაც
არ უნდა ეშინოდეს. ამირანს ეშინოდა? – ვკითხე და ჩემი შე-
კითხვა თვითონვე გამიკვირდა.
– ვის?! – შეკრთა ფატი.
– ამირანს.

198
– არ ვიცი, – თავი გაიქნია მან.
– ჰო, ისე გკითხე... – და უხერხულობის გასაფანტავად სიტ-
ყვა გადავიტანე, – მე, მაგალითად, ტყეში მთელი ღამე მიძებ-
ნია ხარები და არ შემშინებია, წისქვილიდანაც რამდენჯერ
მარტო მივლია უმთვარო ღამეში.
– კაცებს არ ეშინიათ!
– რატომ, გოგონა გოგოა, მაგრამ არ ეშინია!
– გოგონა?..
– თუ გინდა, მთელ სოფელს დაივლის ღამით.
– გოგონა კარგი გოგოა! – თქვა ფატიმ და თვალებში შე-
მომხედა. მე ყურის ბიბილოები ამეწვა.
ისევ ააფართქალა მამალმა ფრთები, გრძლად დაიყივლა.
ჯერ არ დაემთავრებინა, რომ სერაფიონის მამალმა გადააბა,
გოჩას მამალს ჩემმა დაასწრო, შორიდან სხვებიც გაეპასუხ-
ნენ.
– მეორედ იყივლეს, – ვთქვი და ფატის მივუბრუნდი, – და-
წექი, დაისვენე, არ გეძინება?
– არა, დაგიგებ...
– კარგი, დამიგე, მაგრამ არაფერი არ მინდა, ჩემს საწვი-
მარს წამოვიხურავ...
– რატომ, მამას საბანი დაიხურე.
– სულ ერთია, დილამდე დიდი დრო აღარაა, ერთ წაძინე-
ბასაც ვერ მოვასწრებ.
ფატი წამოდგა, ტახტზე აგორავებული ლეიბი და საბანი გა-
შალა, მერე ძელურის უკან შემოჭედილ ფიცრულ ოთახში გა-
ვიდა და ზეწარი და მუთაქა გამოიტანა.
– იყოს ფატი, სულ ერთია...
ცეცხლს ნამწვავი მუგუზლები შევუკეთე, როცა ისევ ავარდა
ალი, წამოვდექი, საწოლისაკენ მივბრუნდი.

199
– შენც დაწექი, ფატი!
– დავწვები, მერე დავწვები!
– რატომ, ახლავე დაწექი და მე კარებს დავხურავ.
– არა, იქ, ოთახში მეშინია, – იუარა მან. – შენ არ იცი, აქ
ღამღამობით...
– ღამღამობით თუ ვინმე... ამ თოფს არ უყურებენ!...
– თოფი...
– რავა, ბეღურებისთვის კი არ გამიტენია.
– რა ვიცი, აპა...
– შენ თუ არ იცი, მე ვიცი, და... ჰო...
მივიხედ-მოვიხედე, აქ გრძელი ტახტის გარდა, არანაირი
საწოლი არ იყო. – აბა, აქ, ტახტის იმ თავში შენ დაიგე!
ისევ ზედიზედ იყივლეს მამლებმა.
მარტო ფეხსაცმელები გავიძვრე და მივწექი. თავზე საბანი
წავიხურე, გავილურსე. ფატი ფეხაკრეფით გავიდა, ტახტის
თავში საგები გაიშალა, ფრთხილად, ფრთხილად შეძვრა სა-
წოლში, რომ ჭრიალი არ გაეღო ძველი ფიცრის ტახტს.
„დავიძინებ, – ვთქვი ჩემს გუნებაში და თვალები მაგრად
დავხუჭე, – დავიძინებ, დილას ათასი საქმე მაქვს”...
ფატის არ სძინავს...
არ სძინავს და ნუ სძინავს...დილას გიგა მჭედელთან უნდა
ჩავიდე, იქნებ დრო იშოვოს... ათასი საქმე აქვს ამ გიგასაც, რა
ჰქნას...
ფატი აჩქარებით სუნთქავს...
რა დაემართა, ვერ დაიძინებს?
ჰო, იქნებ გოჩა... გოჩა კი არა, გიგამ რკინის სალტე შემო-
მიჭიროს ურმის თვალს; გიგა რაღაცას მოახერხებს, დილით
ადრე უნდა ჩავიდე...
ფატის... იმ ღამეს...

200
მალე გათენდება? მალე გათენდეს მაინც...
ხელახლა იყივლეს მამლებმა, ამჯერად უფრო ხანგრძლი-
ვად, უფრო ომახიანად.
ფატის მამლის ყივილისაც ეშინია? იყივლოს მამალმა, უკე-
თესი არაა, სიჩუმე მაინც არ იქნება.
ხვალ გიგას... გიგას კი არა გოგონას...
ფატიმ იმ ღამეს...
დაიძინოს, რას უცდის... მას რომ ეძინოს, მეც დამეძინება.
ხვალ სკოლიდან დაბრუნებულ გოგონას დავხვდები, დავე-
ლოდები... საღამომდე რომ არ გამოჩნდეს, ფეხს არ მოვიც-
ვლი...
ხვალ გოგონას ვნახავ...
კატებმა დაიჩხავლეს...
იქნებ კატებისაც ეშინია ფატის... რაა, მაინც რომ არ ეშვება
ის ჭრელი... ვისი უნდა იყოს? კლიმენტიას ხომ არა ჰყავს ისე-
თი კატა? ის რუხი ეზიკასია, ეზიკასი კი არა – ფატის, ეზიკას ჭი-
რივით სძულს ძაღლი და კატა...
სხვენიდან რომ გადმოეშვნენ ე ბალანდასაწვავები, სად იყ-
ვნენ ამდენ ხანს და საიდან მოცვივდნენ? მართლა რა ხმაზე
ჭყავა, ალბათ ის ჭრელი...
გოგონას უყვარს კატები?.. აი, ეს კი არ ვიცი, არ უნდა ვიცო-
დე? და არ ვიცი, მარა ეყვარება, გოგონა ისეთია, ეყვარება...
ფატის ეშინია კატის ჩხავილის, უამური მჩხავანა ხმა აქვს
ხვად კატას.
ისევ გაირბინეს სხვენში, ისევ გაიფხარკალეს და აჩხავლდა
რუხიც. გაიჯირითეს, მაგრამ ამჯერად ეტყობა, გზა მოუჭრა
ხვადმა სვეტისაკენ და უკან შემობრუნებული – სახლის კე-
დელს შიგნიდან ჩამოჰყვა, თავი კერასთან ჯორკოს შეაფარა.
გამოიჭრა ხვადიც სხვენიდან, პირდაპირ გადმოეშვა და სოხა-

201
ნეზე მოიღო ბრაგვანი.
– მეშინია! – მოისმა ფატის ხმა.
მეც შეშფოთებულმა წამოვყავი თავი. ჭრელი კატა უახ-
ლოვდებოდა კერას. ნაკვერცხლების მოწითალო სინათლეზე
გავარჩიე ჯორკოს ქვეშ შეფარებული რუხი. ხვადი მოზომი-
ლად დგამდა ნაბიჯებს. ნახევარს იქით თეთრ კუდს მათრახი-
ვით იქნევდა. მიუახლოვდა. შეჩერდა, მიწას გაეკრა, დაიძაბა,
გადამწყვეტი ნახტომისათვის მოემზადა.
– მეშინია!.. – წაიჩურჩულა ფატიმ, მასაც წამოეყო თავი
ლოგინიდან.
ამ ჩურჩულზე წამოიწია ხვადი. ჯორკოს ქვეშ ძნელი იყო
თავზე დახტომოდა რუხს. ისევ ზომავდა ნახტომს. რუხმა თავი
იქითა მხარეს გაჰყო, ხვადი ჯორკოს გადაევლო და ზედ დააც-
ხრა. იჩხავლა და იჩხავლა ხვადმა, აჰყვა რუხიც, წაიქცა ჯორ-
კო, გადაბრუნდა და კერაში მიმოიფანტა ნაკვერცხლები.
– გოგიტა! – იყვირა ფატიმ, – გოგიტა, მეშინია...
ლოგინზე წამოვჯექი.
ისევ დაუძვრა კლანჭებიდან რუხი და ჩემსკენ მოაშურა,
ტახტის ქვეშ შევარდა, ერთი ნახტომით შემოჰყვა ხვადიც და
ტახტქვეშ ააჩხავლა უკვე კუთხეში მიმწყვდეული რუხი.
– ვაიმე, მიშველე!
– რამ გადარიათ?! – შევკრთი მეც.
– მეშინია, გადმოწექი გოგიტა!
– კი... აპა, რავა, კი...კი...
– გოგიტააა!..
– რა უნდა ვქნა ფატი?! – ვკითხე ენაწართმეულმა და ადგი-
ლიდან ვერ გავინძერი.
ტახტქვეშ კიდევ ერთხელ აჩხავლდა გამარჯვებული ხვადი.
– ვაიმე, მეშინიააა! – ფატი ადგილიდან წამოფრინდა და მო

202
მაშურა. – მიიწი, გოგიტა, მეშინია! – ჩურჩულებდა, ტიროდა,
სლუკუნებდა, იმდუღრებოდა ფატი.
ტახტქვეშ კრუტუნებდა დამორჩილებული რუხი.
– მეშინია, გოგიტა, სამი წელიწადია, მეშინია, ფიცრულ
ოთახში ვწევარ მარტო და მეშინია, მთელი ღამეები არ მძი-
ნავს, მეშინია, ვერავის ვერ ვუმხელ, ვერავის ვერ ვეუბნები,
ეზიკა დედაჩემს და ჩემიანებს ეზოში არ უშვებს... არავინ იცის,
მარტო შენ ერთმა, შენ იცი, რომ მშიშარა ვარ...
გარეთ მამლებმა ისევ და ისევ გააბეს ყივილი.
ფატი ახლა მამლების ხმამაც დააფრთხო, ზედ მეკვრის, ცხ-
ელი ტუჩები ყურებთან მოაქვს და გაუთავებლად ჩურჩულებს:
– მეშინია... მეშინია... მეშინია...

მე და ტუხუია

ალიონი კიდევ შორს იყო, როცა იღლიაში საწვიმარამოდე-


ბული მუხლებისკანკალით გავრბოდი ორღობეში. თვალებში
მიბნელდებოდა, თავი მიბჟუოდა და გავრბოდი, გავრბოდი
წინ. სულერთია საით, ოღონდ, ოღონდ იქაურობას გავცლო-
დი.
– გოგონა! – დავიძახე უცებ და შევჩერდი. ჩემს ხმაზე შევ-
კრთი, ცახცახმა ამიტანა და გავშეშდი, რომ მართლა არ დავე-
ნახე გოგონას, მართლა არ მომჩვენებოდა სადმე გოგონა. ახ-

203
ლა... ფატის მერე... როგორ შემეხედა მისთვის? აი, აქ, ამ ჭიშ-
კართან, ამ ალაგესთან მე და გოგონა...
უკან გადავდგი ნაბიჯი, ერთი... ორი...
სად წავიდე?! სად წკვარამში გადავვარდე?! სად... სად...
სად?!.
უეცრად მომეჩვენა, რომ გოგონამ ყველაფერი იცის, დამი-
ნახა; დამინახა, როგორ წავიღე თოფი, დამინახა, როგორ ვი-
ჯექი ფატისთან ცეცხლის პირას, როგორ ყიოდნენ მამლები,
ჩხაოდნენ კატები და როგორ შემოვარდა შეშინებული ფატი
ჩემთან ლოგინში, როგორ მეკვროდა და მეალერსებოდა გან-
თიადამდე, ლამის ძვლებს მამტვრევდა და მკოცნიდა, მკოცნი-
და ცხელი ტუჩებით და ძუძუებით...
– იცის, გოგონამ, ყველაფერი იცის! – აღმომხდა და უკან
მივტრიალდი. – იცის, გაიგო, დაინახა!... გოგონას თვალებს
რა გამოეპარება... მიშველეთ! – უკან გავიქეცი, გავირბინე
გზა, დავეშვი მინდორზე, ვაწყდები უგზოუკლოდ, როგორ იყო,
რომ შევვარდი ტყეში, თავზე საწვიმარი წავიხურე, დავემხე
ეკალ-მაყვლის ბარდებს და ავტირდი.
– გოგონა... ჩემო გოგონა!..
იმ დღიდან სრულიად მარტო დავრჩი, იმ დღიდან გავურბო-
დი გოგონას, იმ დღიდან არასოდეს დამიძახია გოჩას ჭიშკარ-
თან, არასოდეს გამივლია იმ გზაზე, სადაც გოგონას უნდა გა-
ევლო. არანაირად არ შემეძლო გოგონას დანახვა, გავურბო-
დი გოჩასაც; ეზიკას ხომ... მიწა გამხეთქოდა, მერჩია; ფატის
სახელის ხსენებაც კი მზაფრავდა...
იმ დღიდან, თუ იმღამიდან შიში დამჩემდა. მეშინოდა და ვე-
რავის ვუმხელდი, მეშინოდა დაღამების, მეშინოდა გათენე-
ბის, მეშინოდა სოფლის...
იმ ღამიდან, თუ დღიდან, მტკიოდა, მტკიოდა და ვერავის

204
ვუმხელდი, თავზარდაცემულს ნუგეშისმომცემი არავინ გამაჩ-
ნდა.
ძნელია, როცა გშია და არავინ გაჭმევს, გცივა, არავინ გათ-
ბობს, უიმედო ხარ და საიმედო არავინა გყავს.
უფრო ძნელია, როცა იცი, რომ იქვე, შენთან ძალიან ახ-
ლოს არის ისეთი ვინმე, რომელსაც ასე ესმოდა შენი, ასე ერ-
თგული იყო და ალაგესთან ცივ ქვაზე ჩამომჯდარი დილამდე
უგდებდა ყურს შენს ბედის ჩივილს, რომელსაც ასე სანდოდ
ეჭირა ხელში შენი ხელი...
ეჰ, ძნელია... ძალიან ძნელია...
ამის შემდეგ თითქმის აღარაფერი აღარ მახსოვს; არც ის,
იმ ღამეს მართლა ამოხოცეს თუ არა ჯაშუშები თუ ავაზაკები.
არ მახსოვს, სოფელი იქცეოდა, მარცხდებოდა თუ გადარჩა და
იმარჯვებდა. არც ის ვიცი, რისი სული მედგა, რას ვაკეთებდი,
ბუნდოვნად მაგონდება მხოლოდ, ჩუმად მივერეკებოდი ხა-
რებს სადღაც, ისე, რომ არავის დავენახე. ვმუშაობდი იქ, სა-
დაც ახლოს არავინ იყო. ხარებს თუ ველაპარაკებოდი, რაკი
სხვა გამგონი არავინ იყო. ვბრუნდებოდი გვიან, ვუვლიდი შო-
რიდან, სხვა გზით, სხვა კარით. ძველებურად აღარც ხარების
დარდი მქონდა. არასოდეს მოვფერებივარ თათიას და არ და-
მირიგებია ზაზა. დედას სულ აღარ ვცემდი ხმას. ბებიას მამაჩე-
მის უმისამართო წერილს ზაზა უკითხავდა.
დავდიოდი სადღაც უკაცრიელში, დამფრთხალი, შეშინებუ-
ლი, რომ არავის გადავყროდი, რომ თვალებში არავის ჩაეხე-
და, რომ არავის გაეგო, რა ჭირი მჭირდა... რა ვიყავი და რა
ვარ...
მთელი კვირა ადამიანებს რომ არ დავლაპარაკებოდი, ღა-
მით ფეხაკრეფით გავივლიდი შუკებს და ორღობეებს, ტუხუიას
ეზოში ჩავიპარებოდი, ქურდულად გამოვყვებოდი მესრებს,

205
ბოსტნის ღობეს მოფარებული ჯარგვალის ქილუქთან ვიმალე-
ბოდი და ხმადაბლა დავიძახებდი:
– ტუხუია!
ტუხუია ჩაძინებული იქნებოდა. მე ერთხანს ჩუმად ვიდექი,
მერე ისევ ხმადაბლა შევეხმიანებოდი:
– ტუხუ... ტუხუია ბიჭო! – დედამისის გაღვიძებას ვერიდე-
ბოდი, მაგრამ მაინც ის გაიგებდა უწინ, მერე თავჯირკა წამო-
ბოდიალდებოდა, გადაიცვამდა შემოფლეთილ ნაძველას და
გარეთ ფეხაკრეფით გამოიძურწებოდა, რომ მძინარე და-
ძმები არ დაეფრთხო.
– გოგიტა ხარ? – მკითხავდა და ბნელში მიიხედ-მოიხედა-
ვდა ნამძინარევი მშიერი თვალებით.
– გოგიტა ვარ, ტუხუ, გოგიტა!
ხმაზე ჩემკენ მოიწევდა ხელგამოწვდილი. მეც ხელს შევა-
გებებდი, ჩავცუცქდებოდით იქვე ქილუქთან, მე უბიდან ჩემს
წილ ვახშმის მჭადს ამოვაძვრენდი და მივცემდი:
– ბალღებს აჭამე, ტუხუ!
– შენ? – მკითხავდა იგი მწუხარედ.
– მე ვჭამე, მარა ჩვენ რა, ჩვენ რა ხანია ბოვშები აღარა
ვართ, პატარები ცოდვებია.
– აბა, ახლავე მოვალ, – წავიდოდა კარებამდე, იქ შეჩერ-
დებოდა, დაფიქრდებოდა და მობრუნდებოდა, – ახლა მაინც
სძინავთ და შევუნახავ... – მჭადს უბეში ჩაიდებდა, ჩაცუცქდე-
ბოდა ისევ იქვე და დიდხანს, დიდხანს უხმოდ ვიყავით გატრუ-
ნული; მერე, რული რომ მოერეოდა, თავს წამოსწევდა და რომ
რამე ეთქვა, ჩაიჩურჩულებდა:
– მამაშენის ამბავი... არ გამოჩდა თომა?
– არაფერი! – ვიტყოდი და მეც რომ მეთქვა რამე, ვკითხავ-
დი:– არც მამაშენის?

206
– აპა, არანაირი...
მერე ისევ გავჩუმდებოდით, ტუხუიას ისევ მოერეოდა რუ-
ლი, უშველებელ თავს მიწამდე დაიქნევდა, უცებ მოვაგონდე-
ბოდი და ძილის დასაფრთხობად იტყოდა:
– აწი მალე გათავდება ომი!
– გათავდება? – ვკითხავდი მე.
– გათავდება. რა ხანია საზღვარზე გადავედით.
– საზღვარს კი...
– ისედაც დიდხანს გაგრძელდა... თავშესაფარზე დაწყობი-
ლი ფიცარი მაინც აღარ გამოდგება.
– დალპა?
– დალპა. დალპა, მარა ეს ომი გათავდება ბარეღამ და...
– გათავდეს.
ისევ ჩავჩუმდებოდით.
ძალიან გვიან შევატყობდი, რომ წასვლის დრო იყო; იმის
შიშით, რომ ვეღარავის გავუმხელდი ჩემს გასაჭირს და უბედუ-
რებას, ზოგ რამეს მაინც ვეტყოდი ტუხუიას.
– ერთი რამე უნდა გითხრა, ტუხუ!
– თქვი...
– რადა...
– თქვი, გოგიტა, თქვი, – მეტყოდა იგი, წამოიწეოდა და გუ-
ლისყურით მისმენდა:
– რა ტუხუ, და, შენ ხომ იცი, რა კარგი გოგოა გოგონა.
– ვიცი, კარქი გოგოა.
მერე მე აღარ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და ვჩუმდებოდი.
– ჰო, გოგონა კაი გოგოა! – იმეორებდა იგი. – კარქი გო-
გოა, მარა შენ რატო გენდურის, თუ შენ ენდური?
– მე ვემდური... არა, ის მემდურის...
– რატომ, რა გაუფუჭე!?

207
– გავუფუჭე, ტუხუ, გავუფუჭე!
– რა უნდა გეგეფუჭებია ახლა შენ იმნეირი?!
– ჩემი ბრალია, ტუხუ...
– არ ვიცი, ალბათ, ასეა, მარა შენ კი არა, გონია, მეც მენ-
დურის და არც არევის არ ემადლიერება, არც მის ძმას, გონია
სულ ტირილი უნდა და არ ტირის.
– ჰო, ალბათ, შენც გემდურის, იქნებ თავის ძმასაც...
– მერე, მე რა დოვუშავე?
– არაფერი, შენ არაფერი. მე, ტუხუ, მე დავუშავე!
– ძალიან დაგიშავებია! – ამბობს ისიც და არ მეკითხება –
რა. ალბათ, იცის, ვერ ვეტყვი. მერე ამოდენა თავს სინანულით
აქნევს და გულისტკივილით ამბობს: – კაი გოგოა და არ უნდა
დაგეშავებია...
– არ უნდა დამეშავებია, – ვამბობ მეც და ცრემლები ყელში
მებჯინება, – ჩემი ბრალი არაა, ტუხუ!
– შენი ბრალი არაა?!
– არა, არაა ჩემი ბრალი!
– აპა?
– ხომ გეუბნები, – მეც ცრემლები მერევა, – დამიჯერე შენ
მაინც, დამიჯერე, არაა ჩემი ბრალი...
– თუ შენი ბრალი არაა.
– ხომ გეუბნები, არაა ჩემი ბრალი...
– ჰოდა, აპა ვისი ბრალია?
– არ ვიცი...
– თუ არ იცი...
– რა ვიცი, მე არ ვიცი, ვისი ბრალია, იქნება შენი?
– ჩემიიი?! გოგონასი, იქნებ გოჩასი, იქნებ ეზიკასი ან ფა-
ტის... იქნება... მარა ვისი ბრალია, არ ვიცი... შენ... შენ რომ
თოლიას თავი გაუჩეხე, შენი ბრალი იყო?

208
– რა ვიცი... – ამბობს ტუხუია და იმასაც გული უჩვილდება.
– ჰო, არ იცი... შენი ბრალი არ იყო და იმიტო... იქნებ თო-
ლიას ბრალი იყო, იქნებ ჩემი ბრალი იყო, რომ ურემი ასე ახ-
ლოს მივაყენე ძელქვის ძირას, იქნებ სხვისი ბრალი იყო, შენი
ბრალი კი არ იყო.
– არ იყო! – მეთანხმება ტუხუია.
– ჰოდა, არც ჩემი ბრალია, შენ ხომ არ იცი, ვისი ბრალია?
– არ ვიცი... შენ თუ არ იცი მე მეცოდინება?!
– ჰოდა, არც მე ვიცი...
– არ გეცოდინება... რო იცოდე, ხო იტყოდი...
ღამე მიდის. სადღაც მამლებმა იყივლეს, მე შევკრთი, შემე-
შინდა.
– რა მოგივიდა?! – მკითხავს გაკვირვებული ტუხუია, – რა
მეგეჩვენა?
– ჰო, არაფერი, რაღაც შემეშინდა...
– შენ ღამე რომ არ გეშინოდა?!
– არ მეშინოდა, მარა ახლა მეშინია, ახლა ყველაფრის მე-
შინია...
– აბა, სახლში მარტო რაფერ წახვალ?
– წავალ, ტუხუ მაინც წავალ; მერე რა, რომ მეშინია, მაინც
წავალ...
წამოვდექი. დიდი ხნის ჩაცუცქულს ფეხი დამბუჟებია და ხე-
სავით ავითრიე.
– წახვალ აწი?
– წავალ...
– წადი, აპა, და, ხვალეც მოდი, თუ გინდა... მე დიდხანს არ
დევიძინებ.
– შეიძლება მოვიდე... კი, აპა, სად... მარა, ხვალ თუ არა...
– აპა, ზეგე მაინც მოდი!

209
– შეიძლება მოვიდე.
– ნახვამდის!
– ჰო, მართლა, ნახვამდის!
– მოიცა, ცოტაზე გაგაცილებ!
– არა, რად მინდა, იყავი, ტუხუ, დაიძინე!
– აქეთ საით მიხვალ?!
– ასე გადავალ! – ვეუბნები და ბოსტნის ღობისაკენ მივდი-
ვარ. ტუხუია ერთხანს მიცქერის, ალბათ, გაოცებულია, მერე
ფრთხილად აღებს ჯარგვლის კარებს, რომ მძინარე და-ძმები
არ გააღვიძოს. შედის სახლში და აღარაფერი აღარ ისმის. ალ-
ბათ, დაწვა. დიდხანს არ დააძინებს სასთუმალქვეშ ამოდებუ-
ლი ჭადის ნატეხი, მარა ბოლოს მაინც სანამდი გაძლებს.
წელში მოხრილი მივყვები ჯერ ღობეს, მერე მესერს, სადმე
კატა დაიკნავლებს ან მამალი დაიყივლებს და შევკრთები,
შევჩერდები, დიდხანს ვდგავარ გონდაფანტული, ვიხედები
უკან და ვამბობ:
– ნეტავი შენ, ტუხუია, ნეტავი შენ!

მკითხველთა ლიგა

210
ეზიკა

დრო მძიმედ მიდის, მაინც მიდის. გავიდა მეოთხე ზაფხუ-


ლი, მეოთხედ ჩამოცვივდა ფოთლები ხეებს, მეოთხედ ჩამოდ-
გა შემოდგომა, მერე შემოდგომაც მიიწურა, ქუფრი დღეები
დაიწყო, გაიბერა ცა ბოღმასავით და წადგა ცივი, შიშხათი წვი-
მები.
ჩვენი არმია წინ მიიწევდა. მიიწევდა და სადღაც, გულის
სიღრმეში მეც მიხაროდა. ვიჯერებდი, რომ ჩვენს დამღუპველ-
საც დღე-დღეზე აუხდებოდა თედორეს შერისხვა და ჩამოექ-
ცეოდა თავზე ქვეყანა. მამაჩემი...მაგრამ გოგონას იქნებ დაბ-
რუნებოდა მამა. მე კი ვერ მივიდოდი, ვერ მივულოცავდი, მაგ-
რამ ჩემთვის... ჩემთვის მაინც ვინუგეშებდი.
მე ვერ შევასრულე მისი და მამაჩემის დანაბარები: აბა
თქვენ იცითო!.. – რომ გვითხრეს მე და გოჩას, იქვე იყო მაშინ
გოგონაც.
ვერ გავამართლე. რა ვქნა, ვერ გავამართლე! იცოდეს ღმ-
ერთმა და კაცმა, გულით ვეცადე, ყოველნაირად ვეცადე, მაგ-
რამ ვერ გავამართლე – ყველაფერი წყალში ჩამეყარა. გოგო-
ნამ და გოჩამ ხომ გაუმართლეს – ყველაფერი ისე ქნეს რო-
გორც დაუბარეს! კარგია, რომ ჩამოვიდოდეს მამამისი.
რა თქმა უნდა, გამიხარდება, ტუხუიას მამაც რომ გადარჩე-
ბოდეს, საწყალი კაპიტო, თუ იქ გადარჩა, გული აქ გაუსკდება,

211
მისი სახლის ფიცარი ზოგი თავშესაფრის ორმოზე დაულპა,
ზოგი კლიმენტიამ წაზიდა მისხალ-მისხალ მირწყულ სიმინ-
დში.
ჰო, ამასწინათ ტუხუია მეუბნებოდა: კლიმენტია შეხვედ-
რია, შეხვედრია თუ ბუდუს პირით დაუბარებია, არც მახსოვს,
უნახავს კი, თავი გადაუქნევია ცეტერაძეს, გულზე მჯიღი დაურ-
ტყამს:
– დედასაო!... – გაჯავრებულა, – მალე ომი გათავდება და
ვინმემ იქნება თქვას, კლიმენტია ცეტერაძე არაკაციაო.
ტუხუს თავი გადაუქნევია, თქმით კი არაფერი უთქვამს.
– იტყვისო!.. – გაუმეორებია კლიმენტიას და ისე დაურ-
ტყამს გულზე მჯიღი. – ხალხს პირს შენ აუკრავო?!.
ტუხუიას ისევ გადაუქნევია თავი.
– იტყვიან, შენც იტყვი... მარა, არც მასე ვარგა, ბიძია! – მე-
რე წამომდგარა, აუთრევია თეძოში ამოვარდნილი ფეხი, ტუ-
ხუიასათვის მხარზე ხელი მოუხვევია, ბუდუსათვის დაუძახია,
ორივეს შორის ჩამდგარს სახლისთვის შემოუვლია, უკან კი-
ბით აფარცუხებულა მაღლა და ტუხუია აივანზე დაწყობილ
ფიცრებზე დაუყენებია.
– ნუ იტყვი, ბიძია, შენ მაინც ნუ იტყვი... მე რა, ჩემთვის კი
არ მინდოდა ეს შენი სახლის ფიცარი; ომი გვქონდა... მტერს
ვებრძოდით, ვინ იცოდა, რომელი ოხერი წაიღებდა და დაგე-
კარგებოდა... აგერაა, თუ გინდა, დღესვე წაიღე!
– მერე, სიმინდი? სიმინდი საიდან გადაგიხადოთ?! – უყვი-
რია ტუხუიას სიხარულით, თუ სასოწარკვეთით.
– სიმინდი, სიმინდი... მამაშენი თუ ჩამოვა... თვარადა... მე-
რე ჩვენ გავსწორდებით.
ჭიშკართან, მარტო რომ დარჩენილან, კლიმენტიას ნაშვი-
ლებს ვუკითხივარ, – არსად ჩანს, სად დაიკარგაო; მერე ისიც

212
უთქვამს, თუ იცი, რას მერჩოდა, რომ მირტყამდაო.
ტუხუიამ, რაც არ იცოდა, რას ეტყოდა.
– ჰოდა, რას, რას მერჩოდაო! – ჩასციებია, მაგრამ ისიც
დაუმატებია: – მე არ ვემდური, ოღონდ მითხრას, რატომ გამ-
ლახაო.
ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ ძალიან გულითაც რომ მინ-
დოდეს, მაინც ვერ ვიტყვი, მე ხომ აქამდე არ ვიცი, რატომ გავ-
ლახე. მაინც კარგი უქნია, რომ უთქვამს; გულღრძო არ ყოფი-
ლა და ნეტავ მაცოდინა, რას ვემართლებოდი?!.
გამიხარდება, გიგას მამაც რომ ჩამოვიდეს – მაღალი მჭე-
დელი. კარგი ბიჭია გიგა. ბევრჯერ დამიჭედა ხარები, ბევრჯერ
შემიკეთა ურემი და კულტივატორი. ნეტავი ყველა ჩამოვიდო-
დეს. ნეტავი მამაჩემიც, – ზაზას და თათიას მიხედავს.
მაგრამ ამირანი...
ამირანი...
გარეთ წვიმს, უბერავს და ჭუჭრუტანებში წივის წუნკალი ქა-
რი.
– ამირანი... ამირანი...
მალე ზამთარი ჩამოდგება, ჩამოთოვს დღე-დღეზე. ქარა-
შოტი შიშველ ხეებზე ზუზუნებს. ცივა, უღმერთოდ ცივა, უსაშ-
ველოდ... მალე ალბათ ყინვებიც დაიწყება. მე გამბურძგლავს,
მაჟრიალებს, ვცახცახებ... მაგრამ ეს მარტო ამინდის ბრალი
არ უნდა იყოს. რაღაც სხვა სიცივე მაქვს ტანში შემდგარი, რა-
ღაც კიდევ ავი წინათგრძნობა მთანგავს.
გარეთ ისევ შიშხათი უბერავს... კიდევ რა უბედურება უნდა
დატრიალდეს?!. მამის დაღუპვის ამბავი? – ვეკითხები ჩემს
თავს. – ჰო, ეს კიდევ ძნელი იქნება, მარა... ვაი, რომ მოულო-
დნელი არაა.
– არა, არა, არრრა!.. ამ უთავბოლო, უჟმურ ფიქრებში ვიყა-

213
ვი, რომ იგრიალა...
გასროლას ბღავილი და ქალის შეკივლება მოჰყვა.
იგრიალა და მე ადგილიდან წამოვვარდი, თითქოს გულში
მომხვდა ეს გასროლა. გარეთ გონდაკარგული გამოვრბივარ.
– რა მოხდა, რა ამბავია?!
სახლში ყველა წამოცვივდა და კარებს მიაშურა.
– საიდან იყო?!
– ვინ იყო?!
– რა უბედურებაა?!
– ვინ ისროლა?!
– ხალხოო!
ისმოდა ყოველი მხრიდან – გზიდან, მეზობლიდან, მეზობ-
ლის მეზობლებიდან.
– ეეეუუჰ! – ისმოდა ეზიკას მხრიდან, მაგრამ ეს არც ეზიკას
ბღავილს ჰგავდა, არც კაცის, არც მგლის გამოფატრული ხა-
რის ზმუილს; ეს რაღაც სხვა იყო... უცხო, უნაირო ნადირი,
ტყიური ბღაოდა. – ვაიიი! – უუუუუ!..
– არიქააა!
– რაღაც ცოდვა დატრიალდა!
– დამწვარზე დუღარე?!.
– ეზიკაა!
– ეზიკასთანაა!..
– ამირანი თუ მოუკლეს!
– დეიქცა ოჯახი?!
– დიდუუ!
– ვაი, შე უბედურო!
– ვაი, ეზიკა, თვალებდავსებულო!
ახლა კივილი მოიტანა ქარმა, მაგრამ ეს იმ პირველ შეკივ-
ლებას არ ჰგავდა. მოკივარს კიდევ მიემატა, მიმატებულს კიდ-

214
ევ და კიდევ.
ორღობეები ხალხით აივსო, მოთქვამდნენ თმაგაწეწილი
დედები და წვერმოშვებული მამები, ქალები და ბავშვები, მოჰ-
კიოდნენ ზემო უბნიდან, სოფლის თავიდან და ბოლოდან, ყვე-
ლა ეზოდან და ყველა სახლიდან. მუჭად ჩამოეღო თეთრი თმა
ეკას და ფეხშიშველი გამორბოდა ამ წყალ-ტალახში. შალი-
კოს დედა მუხლებზე დაცემულიყო და ლაფში მოსვრილ შავ
კაბას მოაფართხუნებდა. სოსიკას დედას ორივე ლოყის კანი
გაეგლიჯა, ღვარად ჩამოსდიოდა სისხლი. ისმოდა მამაკაცე-
ბის ზმუილი და თავში ხელის ცემა, ქალებისა და ქალიშვილე-
ბის წივილი, ბავშვების ზლუქუნი და სლუკუნი...
მე, ისედაც თავზარდაცემულს, უაზროს, მთლიანად წამერ-
თვა გონი, წინ ნაბიჯი ვერ წავდგი, ორღობეში მესერს მივაწექი
და ხალხს თვალებამღვრეული შეშლილივით დავუწყე ცქერა.
თომა გამოჩნდა. ცუხცუხით გამირბინა წელში მოხრილმა,
თავში ხელს იცემდა და გაიძახოდა:
– არაფერი არ ვიცი, ღმერთმანი, არაფერი არ ვიცი! – ღო-
ბეზე მიყუდებულს ზედ წამომადგა, დამაცქერდა შეშინებული.
– ჩემი ბიძიე, არაფერი არ ვიცი, რა ამბავია, არ ვიცი, არაფერი
არ ვიცი!..
უაზროდ გავიქნიე თავი.
ისევ ბღაოდა უცხო მომაკვდავი ნადირი ამაზრზენი ხმით ეზ-
იკას ეზოში...
– ვაი... აბა, ვის ვკითხო?! – კიდევ უფრო მოიკუნტა თომა
და გაიქცა, შემობრუნდა, – რო იცოდე... მე არაფერი არ ვიცი,
– მომაძახა და წაცუხცუხდა.
– არ ვიციო?! – აღმომხდა ჩემთვის. – თომამ – არ ვიციო?!
– უეცრად თვალები დამიბნელდა და ჩავიკეცე.
თვალი რომ გავახილე, თავზე დიდი და პატარა ექვსი ტუხუ-

215
ია მადგა „ბაბაიას” ძახილით, მექაჩებოდნენ, მანჯღრევდნენ,
მეწეოდნენ.
– რა ამბავია?! – აღმომხდა მე.
– ეეუუუ! – ბღაოდა ყურებთან ვიღაცა ეზიკას ეზოდან.
– ფატი!
– ფატი, შენ ხანდამწვარო!
– ფატი, ფატი, შე ბედგამწყრალო!
– ფატიოო?! – იკითხა ექვსმა ტუხუიამ.
– ფატიი!... ვაი-ვუი! უი-ვაიიი!
– ფატიიი – ვაი, ვაი, ფატი!
– ფატიო!!! – ვიბღავლე მეც და გავიქეცი. გავიქეცი, მიწაზე
ფეხდაუკარებლად ჩავურბინე გოგონას ეზოს, ჩავუქროლე სე-
რაფიონის ჭიშკარს, მივაწყდი ხალხით გატენილ ეზიკას
სახლს. მივიხედ-მოვიხედე. წინ აივანში ირეოდა ხალხი და
ბღაოდა ეზიკა. წივილ-კივილში ვერაფერი მოვაწამე. აქეთ ვე-
ცი, იქით ვეცი და მივაწყდი უკან, გავარღვიე მისეული, გაფოფ-
რილი ხალხი და შევვარდი... გამოვბრუნდი ძელურიდან. სახ-
ლის მხარეს ლაფაროს გავყევი, იმ მხარეს მოვიარე, საიდანაც
უფრო საშინელი აურზაური და წიოკობა ისმოდა. მივაღწიე
უკანა აივანში შემოჭედილი ფიცრული აივანის კარებთან და...
ოთახის შიგნით, კუთხეში მიდგმული საწოლის ფეხებთან
სისხლში ცურავდა ფატი...
ქვეშაგებიდან უსუსური ბავშვის ჩხავილი ისმოდა.
იქვე, შესასვლელთან ეგდო გოჩას ფილთა, რომელიც იმ
ღამეს საგულდაგულოდ გავტენე და მას აქეთ არც მე მომიძებ-
ნია, არც გოჩას და აქამდე, ალბათ, არც ეზიკას მოჰგონებია...

მკითხველთა ლიგა

216
დამთავრდა ყველაფერი. ყველაფერი დამთავრდა.
დამთავრდა ომი, რომელიც ოთხი წლის წინ თამაშით და-
ვიწყე...
დავიწყე თამაშით და წარბშეკრულმა, გულგატეხილმა და-
ვამთავრე...
ვნახე ყველაფერი...
ვნახე მიწის სიმძიმე და ჭაპანწყვეტა.
ვნახე ზღვა ცრემლი და მწუხარება, მოვასწარი სიყვარული
და ღალატი.
გავხდი მამა და...
სიკეთეს დრო უნდა! მე დრო არ მეყო და ალბათ, ბოროტე-
ბაც ამიტომ ჩავიდინე.
მე ხომ წმინდა სიყვარულს ვუღალატე! მე ხომ მამა ვარ მთ-
ელ სოფელში ოთხ წელიწადში დაბადებული ერთადერთი შვი-
ლისა...
ბევრი და მძიმე ცოდვა მაწევს ჩემს სუსტ მხრებზე, – ჯერ
ჩვიდმეტი წელი არ შემსრულებია!
– არაა ჩემი ბრალი!
და მაინც ვიტყვი და მაინც ვამბობ: არა, ჩემი ბრალი არ
არის!
არა და არა, არ არის ჩემი ბრალი!
ცხრა მაისს, სახლში რომ ვეღარ დავეტიე, ორღობეებს ჩავ-
ყევი.
– ცხრა მაისია! – ვთქვი გოგონას ჭიშკართან.
... ეჰ, ჩემო გოგონა!..
ფატის ეზოსთან ყურებმა მიწივლა, თავბრუ დამეხვა, ჭიშკა-

217
რს ძლივს გავცდი, გავიმინდვრე რომ ბავშვების ღრიანცელმა
გამომაფხიზლა.
მინდორში ოთხიოდე ბიჭს მოეყარა თავი. ერთი მათგანი
ტუხუიას ძმა ჭიჭია იყო, ერთიც – ჩემი ზაზა.
– ხაზზე დადექი!
– უკან დაიწი!
– დოყლაპია!
– ესროლე, ჰა, რას დაგიფჩენია პირი!
დედოსათვის ამოღრუტნულ მიწაში მუშტი ჩაეტეოდა. ფე-
ხით გაეთელათ მწვანე ბალახი და ყვითელი ბაიები. ყიჟინით
მისდევდნენ ჰაერში გაფრენილ რიკს:
– ე, ბიჭო!
– მიუსწარი!
– დაეწიე!
ვაი, რა შტერი ხარ!...
საიდანღაც შავებიანი ქალი გამოჩნდა, აზრიალებულ ბავ-
შვებში ჩადგა, ყველას თვალებში ჩახედა და იკითხა:
– ჩემი ამბაკო არ გინახავთ?
– ამბაკო?! – გაიკვირვეს ბავშვებმა.
– ჰო, ჩემი ამბაკო! მალე მოვალო და...
– მოვა, ბებია, მოვა! – ასხრიალდნენ ბიჭები და ისევ გატ-
ყორცნილ რიკს გამოუდგნენ.

218

You might also like