Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

შიზოიდი, ვიცი ბევრმა საკუთარი თავი იპოვეთ მაგრამ აქ ასახსნელია ერთი

ფაქტორი რათა ხალხმა არ მიიწეროს გარკველი ხასიათის თვისება და


ყველგან არ ილაპარაკოს რო შიზოიდია. ვინაიდან წმინდა აქცენტუაციის
ხალხი არც თუ ისე ხშირია. ეხლა უყურეთ. თითოეულ ადამიანს აქვს
ინდივიდუალური მახასიათებლები, სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელი, ქცევა, სახის გამომეტყველება, მეტყველება. ყველა
განსხვავებულად რეაგირებს ერთსა და იმავე სიტუაციაზე, სხვადასხვანაერად
ეცნობა ხალხს და სხვაგვარად იღებს ახალ გარემოებებს. ყველა ეს თვისება
შეიძლება გაერთიანდეს საერთო კონცეფციაში სახელად - ხასიათი.
აქცენტუაცია - ხასიათის თვისების პიკური მდგომარეობაა რომელიც
მოიაზრება ნორმად მაგრამ ახლოსაა პათოლოგიის განვითარებასთან. ანუ
წარმოადგენს ნორმის ზედა ზღვარ. ფსიქოტიპები ზოგჯერ ერთი, მაგრამ
ხშირად მოზაიკური ტიპისაა და ადამიანში 2 3 ან 4 ფსიქოტიპის სახით
წარმოგვიდგება. ანუ შესაძლებელია ადამიანში იყოს როგორც შიზოიდური
ისევე ჰიპოთიმური, ასთენიური ან ისტეროიდული ხასიათის თვისებები ანუ
რაც უფრო ჯანსაღია ადამიანი მით მეტი ფსიქოტიპს შეიცავს. მაგრამ არა
აქცენტუირებული სახით.
არსობრივად ფსიქოტიპი არის ფიქსირებული რეაქცია და მისგან
გამომავალი ქცევითი პატერნი რომელიც ზოგ მომენტში ადეკვატურია და
ადამიანს არათუ ეხმარება არამედ იმ სიტუაციაში მწვერვალზეც კი ამყოფებს,
ზოგში კი მას უქმნის დისკომფორტს და ქცევითი პატერნი არაადექვატურია.
მაგალითად ჰიპერთიმი იდეალურად შეეწყობა კორპორატიულ საღამოებსა
და ფესტივალებს მაგრამ სერიოზულ შეხვედრებზე თავისი დედლაინებითა და
ბიუროკრატიით გააღიზიანებს არამარტო უფროსებს არამედ კოლეგებსაც,
ეპილეპტოიდი კი პირიქით, მიეცი მას რაიმე სერიოზული საქმის დალაგება და
გამართვა, თავს იგრძნობს როგორც თევზი წყალში, მაგრამ სიტუაციებში
სადაც საჭიროა სპონტანურობა და კრეატიულობა იქ ის იშვიათად თუ
გამოდგება. 11ვე აქცენტუაციაზე რომ მოგიყვეთ ძალიან ბევრი იპოვის
საკუთარ თავს სხვადასხვა ნაწილში, ესეიგი თქვენი ხასიათი პიკური
მგომარეობაში არაა და შესაბამისად რამოდენი ხასიათის თვისები
მატარებელი ხართ რაც უკვე კარგია რამაა, მაგრამ თუ აღმოაჩინეთ და არ
იშლით თქვენსას რომ გინდა თუ არა შიზოიდი ვარო, იდეალური მოდელი
იქნება თუ ყველა აქცენტუაციის ადამიანი გადალახავს იმ ბაზისურ შიშს რაც
მათ უქმნის პრობლემას და რის გამოცაა მითი ხასიათის თვისება
აქცენტუირებული და დააკვირდება იმ გაუცნობიერებელ ავტომატურ ქცევებს
რასაც სჩადის სოციუმთან ინტერაქციისას.

You might also like