Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ეგოტიზმი

რა არის ეგოტიზმი, როდესაც ადამიანი არ ითხოვს არაფერს გარე


სამყაროსაგან, არც დიდად გარე სმაყრო სურს რომ გავლენას ახდენდეს მის
შინაგან სამყაროზე. არ გააჩნია დაჯგუფების ინსტიქნტი და ჯგუფური
აზროვნება. არ ადარდებს გარშემომყოფთა აზრი საკუთარი თავის შესახებ და
დიდად ხალხთან ურთიერთობებითაც არ იღებენ კმაყოფილებას. საკმაოდ
თვითკმარი ხალხია მრავალდონიანი პირადი საზღვრებით. ეგოტიზმი და
ეგოიზმი ერთმანეთისაგან განსხვავდება.
თუ ეგოიზმისას მოთხოვნილება აქვს ადამიანს მესაკუთრეობის,
ეგოტიზმისას უბრალოდ განცალკევების მოთხოვნილებაა სოციუმისაგან.
ეგოტიზმისას ადამიანები ჩანან ცხოვრების მოყვარულნი და მხიარულნი,
მაგრამ როგორც კი გადაკვეთ მათი მხრიდან თქვენს მიმართ დაწესებულ
ზღვარს, მაშინვე უმოწყალოდ მოგიშორებთ თავიდან. ეგოტიზმს საფუძვლად
უდევს 3 რამ. მე-ს დაცვა ნებისმიერი კონტაქტისაგან, სპონტანურობისა და
გულახდილობის დათრგუნვა და ისეთი რეჟიმის ბლოკირება
როგორიცაა ,,ვგრძნობ-ვფიქრობ-მსურს”, ამ ყველაფრის ჩანაცვლება კი ხდება
რეჟიმით ,, ვფიქრობ- ვაკეთებ”, ,,ვფიქრობ-ვლაპარაკობ”. უკეთ რომ ვთქვათ ამ
დროს ადამიანი საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს შორის გაუმტარ
წარმოსახვით კედელს აგებს. საკმაოდ ხშირად იმ პერიოდს რომელშიც
ცხოვრობენ, ზემოდან უყურებნ და დიდად არ მოსწონთ, ამიტომ
შესაძლებელია ჩაცმულობაც კი სხვა ჰქონდეთ იმ პერიოდთან შედარებით,
რისი მოდაცაა დროის მოცემულ მონაკვეთში. მათი შინაგანი სამყარო ჰგავს
იზოლირებულ სათბურს სადაც თავიანთ ინდივიდუალობას უვლინ როგორც
ფაქიზ მცენარეს. დავაზუსტებ ეს ხალხი არ უნდა აგერიოთ არც ეგოისტებში და
არც ნარცისებში. მათ არ აქვთ მოთხოვნილება მოახდინონ გავლენა
გარემოზე. ეგოიზმი ეგოტიზმისაგან იმითაც განსხვავდება რომ ეგოიზმს
ახასიათებს შური, მუდმივი დაუკმაყოფილებლობა, უკომპრომისობა,
გულუხვობის ნაკლებობა და სიხარბე.
ზოგიერთ წიგნში პრაფისიანალები წერდნენ შემდეგ რამეს : რომ ადამიანს
ეგოტიზმით აქვს შიში იმის რომ რაღაც წავა ისე როგორც თვითონ არ
დაუგეგმავს. შიში იმისა რომ გამოჩნდება არაიდეალური, არ უნდა
სირცხვილის განცდა რომელიც ცხოვრების გაკვეული პერიოდი განიცდიდა,
შიში იმისა რომ როდესაც ადამიანთან დაახლოვდება მოუწევს გარკვეულ
ემოციათა სპექტრის განცდა, როგორებისაა იმედგაცრუება, დანაკარგის
განცდა და ასე შემდეგ. ასევე შიში იმის რომ ვინმე გამოიყენებს საკუთარი
მიზნებისათვის.
ეხლა მოდი განვიხილოთ ის თუ რა ელის უმეტესობა შემთხვევაში
ეგოტისტს. პირველ ჯერზე დგება დეფიციტი ემოციებისა და გრძნობების, თავს
წამოყოფს ეგზისტენციალური კრიზისი, შემდგომ ქვეითდება შემოქმედებითი
და სხვა შინაგანი რესურსები. არ ყოფნით ძალა და სურვილი რაიმე აკეთონ ,
იღვიძებს აპათია, რომელსაც ნელნელა დეპრესია წამოეწევა და
ჩაანაცვლებს. იწყება პიროვნების რეგრესი, ხშირად ბრუნდება ძველ
განცდებში მაგრამ ახალ გამოცდილებებს ვერ იღებს. ხალხთან კონტაქტი
ხდება სულ უფრო მტკივნეული, რის გამოც ადამიანი ერიდება ახალი
ნაცნობების შეძენას და იწყება მარტოობის ძალიან ხანგრძლივი პერიოდი.
ხალხის უარყოფის შემთხვევაში 100 პროცენტით დარწმუნებულია იმაში რომ
მართალია და ამ თვისებების გამო ხშირად აგებენ ურთიერთობას ისეთ
ხალხთან რომელიც ემოციაურად მასზეა დამოკიდებული.
რომ შევაჯამოთ შეიძლება ვთქვათ რა არი ეგოტიზმში ცუდი…. ის რომ
შეიძლება ადამიანს წამოეწიოს ნევროზი, დეპრესია და მარტოობა. და თუ ეს
ყველაფერი უქმნის სირთულეს ცხოვრების მიზნების მიღწევაში, მაშინ
თერაპიაზე დაჯდეს და ეცადოს ეგოტიზმის დონის დაწევა იმ დონემდე რომ არ
შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოველქმედებაში.

You might also like