Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ვიქტორიანული ეპოქა

ვიქტორიანული პერიოდი დააახლოებით ემთხვევა იმ წლებს, როდესაც


დედოფალი ვიქტორია მართავდა დიდ ბრიტანეთსა და მის იმპერიებს (1837-
1901).ვიქტორიანუი ეპოქა განვითარებისა და რეფორმების პერიოდი იყო,
როდესაც ბრიტანეთი დღითიდღე ძლიერდებოდა და ინდუსტრიულ
საზოგადოებად იქმნებოდა. დედოფალი ვიქტორიას მეფობის პერიოდში
ბრიტანეთის მოსახლეობა იყოფოდა სამ ნაწილად: პირველი - დაბალი ფენა,
ღარიბები, მათ ძალიან რთული საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ, მეორე -
საშუალო ფენა - ბურჟუაზია და მესამე - მაღალი ფენა, არისტოკრატია.

ისტორიული ფონი ყოველთვის მნიშვნელოვანია ლიტერატურაში,ვიქტორიანული


ეპოქა იყო პერიოდი, როდესაც სინამდვილეს თვალს უსწორებს ლიტერატურა. ამ
პერიოდის მწერლების ინტერესის ობიექტს უფრო საშუალო კლასი ბუღჟუაზია და
დაბალი ფენა ღარიბები წარმოადგენდნენ. სწორედ მწერლების ამ ინტერესებისა
და მრავალი მიზეზის გამო ამავე პერიოდში ვითარდება რეალიზმი, როგორც
სინამდვილის, ადამიანის და მის გარშემო არსებული სამყაროს ასახვის მეთოდი
და ლიტერატურული მიმდინარეობა. რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია
არა მხოლოდ სინამდვილის ასახვა, არამედ მისი გაანალიზება და
მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიება.სწორედ ამ ანალიტიკური ბუნების გამო
უწოდებენ XIX ს.-ის რეალიზმს კრიტიკულს. ეს პერიოდი ცნობილია როგორც
რომანების დიდი ხანა. ამ პერიოდში იქმენა ინგლისური ლიტერატურისთვის
მნიშნველოვანი რომანები და ამავე პერიოდში გვხვდება არაერთი
მნიშვნელოვანი და ცნობილი მწერლები, მათ შორის არის ჩარლზ დიკენსი,
რომელსაც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ის სირთულეები, რომელიც
ბრიტანეთის ღარიბ მოსახლეობას ჰქონდა. მას გაუჩნდა პროტესტის გრძნობა,
ამიტომაც მისი ნაწარმოებები გაჯერებულია მკაცრი კრიტიკით არისტოკრატიის
მიმართ და ღარიბი ხალხის სასტიკი ცხოვრების პირობების აღწერით.

ოლივერ ტვისტის თავგადასავალი.

ოლივერ ტვისტის თავგადასავალში, რომელიც დიკენსის პირველი


რეალისტური რომანი იყო, გამოიკვეთა ჩარლზ დიკენსის ღრმად კრიტიკული
დამოკიდებულება ბურჟუაზიული რეალობის მიმართ. ოლივერ ტვისტი, ბიჭუნა,
რომლის დაბადებასაც დედამისის სიკვდილი მოჰყვა თან, ბავშვი, რომელსაც არავინ
წყალობდა და ყველა სხვას აკისრებდა პასუხისმგებლობას მასზე, ეს იყო დაბალი
ფენის მოკლე აღწერა, მათი ბედი არავის აწუხებდა, მათთვის არავის ეცალა და ყველა
თავიდან იშორებდა, მაღალ ფენებს არ ადარდებდათ როგორ იკვებებოდნენ ან
ცხოვრობდნენ ისინი და მიაჩნდათ, რომ ისინი მცირედითაც უნდა
დაკმაყოფილებულიყვნენ, ოლივერის ცხოვრება საკმაოდ კარგად აღწერს საცოდავი
დაბალი ფენის წარმომადგენლების მდგომარეობას და ყოველდღიურ სირთულეებს.
ასევე საგულისხმოა შრომის სახლის (work-house) აღწერა ამ ნაწარმოებში, რომელიც
ვიქტორიანული ეპოქის შავ ლაქად რჩება დღემდე, ეს იყო ადგილი, სადაც
უსახლკაროებს საცხოვრებელს აძლევდნენ და საოცრად მცირე საკვების ხარჯზე
ამუშავებდნენ გაუსაძლის პირობებში, მნიშვნელოვანია ერთი დეტალი ნაწარმოებში,
მომენტი, როცა ოლივერი ითხოვს საჭმლის დამატებას და მას სასტიკად
უსწორდებიან, იმის გამო რომ ხორცითა და უამრავი დელიკატესით გამომძღარ
მაღალ ფენებს ცოტათი მეტი შვრიის ფაფა სთხოვა, ეს აღწერს რა ვითარება იყო
ვიქტორიანულ ეპოქაში და რამდენად იყო ჩატეხილი ხიდი მაღალ და დაბალ ფენას
შორის..

პერსონაჟები

ოლივერ ტვისტი - წიგნის მთავარი გმირია ოლივერ ტვისტი, რომელიც


დაბადებიდანვე აღმოჩნდება მუდმივი პრობლემებისა და უბედურებების ხაფანგში.
ის განიცდის სისასტიკეს, შიმშილს და სხვების მხრიდან არასათანადო მოპყრობას,
მაგრამ ყველა ეს დაბრკოლება ვერ ცვლის მის უდანაშაულო გულს, ზნეობის
გრძნობას და სიკეთეს.

ფაგინი - ფაგინი წიგნის კიდევ ერთი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, რომელიც


ავლენს ბოროტ და საზიზღარ ჩვევებს. ის არის კრიმინალის ოსტატი, რომელიც
ცდილობს კრიმინალური თვისებების ჩანერგვას ოლივერში.

ბრეინლოუ - ბრეინლოუ ძალიან პატივსაცემი ხანდაზმული კაცია, რომელიც მაშინ


ჩნდება რომანში, როდესაც ფეგინის ბიჭები მას გაძარცვავენ და ოლივერს
დანაშაულში ახვევენ, თუმცა მოგვიანებით როდესაც სასამართლოში ოლივერის
უდანაშაულობა დადასტურდება, ის აჟიტირებულ ოლივერს თავის სახლში წაიყვანს.
მოვგვიანებით როდესაც ფეგინი ოლივერს უკან წაიყვანს, მისტერ ბრეინლოუ იგებს
სიმართლეს ოლივერის ცუდი კომპანიის შესახებ, მაგრამ სრულებით არ სჯერა რომ
ოლივერი გულით ცუდი ადამიანია, ამის გარდა ის ხსნის ოლივერის დაბადების
საიდუმლოს და იშვილებს მას ისტორიის ბოლოს.

მონკსი - ედვარდ ლიფორდი არის ოლივერის ნახევარ-ძმა და ედვინ ლიფორდის


ვაჟი. სიუჟეტში ის გვევლინება როგორც მაღალი და შავბნელი კაცი, რომელსაც
სასტიკი ბუნება აქვს. ეს ბუნება ჩნდება მაშინ, როდესაც ის იყენებს ფაგილს
ოლივერის გასაფუჭებლად, რათა მამის მემკვიდრეობის მთლიანი წილი
მიითვისოს,თუმცა ამ მანკიერი გეგმის ასრულებას ის ვერ ახერხებს.
მეილი - ქალბატონი მეილი კეთილი და ნაზი ქალბატონი, როზის მეურვეა. ის იმ
სახლის მფლობელია,რომლის გაძარცვასაც ცდილობდნენ კრიკეტი და საიკსი.
მიუხედავად იმჯისა, რომ მათ ძაარცვის მცდელობა წარუმატებელი იყო, ოლივერ ამ
ქალბატონში დამხმარე და გადამრჩენელ ადამიანს იპოვის, ის მოგვიანებით ეხმარება
ოლივერს ცხოვრების სწორი გზის პოვნაში.

აგნესი -აგნეს ფლემინგი, უბედური ქალბატონი, ოლივერის დედაა, რომელიც


დანიშნული იყო ედვინზე, ოლივერის მამაზე, რომელიც მისი ორსულობის დროს
გარდაიცვალა. ოლივერის დედაც კვდება მისი დამადებიდან მალევე, რის გამოც
შვილს მარტო ტოვებს სასტიკ სამყაროში.

ნენსი - ახალგაზრდა ქალი და მეძავი, ფეგინის ბანდის წევრი. ის საბოლოოდ


ღალატობს თავის ლიდერს, ფაგინს, რათა გადაარჩინოს ოლივერი, მისი ნახევარძმის
საშიში შეთქმულებისგან. ის მეილისა და მისტერ ბრეინლოუს ეხმარება ოლივერის
უბედურების მიზეზების აღმოჩენაში, თუმცა,სამწუხაროდ, მისი გადაწყვეტილება,
დაეხმაროს ოლივერს, სიცოცხლეს გამოასალმებს, როდესაც საიკსი მას თავში ესვრის.

როუზი - როუზი არის ქალბატონი მეილის დისშვილი, რომელიც ეხმარება მას


ოლივერის გამოჯანმრთელებაში. ის შეყვარებულია ჰარიზე, ქალბატონ მეილის
შვილზე.

ჯეკ დოკინსი - ის რომანში ცნობილია,როგორც დოდჯერი, გამოცდილი ქურდობაში,


რომელიც ფაგინის ბანდის წევრია. სწორედ ის არის ადამიანი,რომელიც ოლივერს
აცნობს ფაგინს. ის ყველანაირად ცდილობს მასხრად აიგდოს ოლივერის
უდანაშაულო და კეთილი ბუნება.

თემები

სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ - სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ არის წიგნის ერთ-


ერთი მთავარი ცენტრალური თემა. ავტორი ასახავს ოლივერს, როგორც სიკეთის
განსახიერება, რომელიც უამრავი გაჭირვების და მუდმივი უბედურებების
მიუხედავად, ბოლომდე იბრძვის გადარჩენისთვის. მთელი რომანის განმავლობაში
ოლივერი იტანჯება ბოროტი ადამიანების ხელში, როგორიც არის ფეგინი, რომელიც
მისი უბედურების უპირველესი მიზეზია, ის ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა
ბიჭის მანიპულირებას, რათა ჩაერთოს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში,
როგორც მისი ბანდის სხვა წევრები. ის ცდილობს გადასცეს მანკიერი თვისებები
ბიჭს, თუმცა წარუმატებლად. ოლივერის ბრძოლა ბოროტებისგან თავის დასაღწევად
და სიკეთის საპოვნელად საბოლოოდ მიიყვანს მას ოჯახთან სხვადასხვა
განსაცდელების შემდეგ. ეს იმიტომ ხდება, რომ ოლივერი გადაწონის ბოროტებას და
რჩება, როგორც კეთილი და უდანაშაულო ბიჭი წიგნის ბოლომდე.
დანაშაულების სამყარო -რომანი ოლივერ ტვისტი ასახავს 1830-იან წლებში
ინგლისში გავრცელებულ კრიმინალურ ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით
დასჯადი იყო, უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ ქურდობა და კრიმინალი მათთვის
ერთადერთი გამოსავალი იყო სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მათ ქურდობა არა
მხოლოდ მიიღეს, როგორც პროფესია, არამედ ცდილობდნენ, რომ სხვებიც ჩაერიათ
ამ ‘’საქმიანობაში’’. როდესაც ოლივერი ლონდონში მიდის, რათა ცხოვრების უკეთესი
გზა იპოვოს, ის მსგავს ადამიანების ფაგინის ბანდაში აღმოაჩენს. ეს ახალი
კომპანია,რომელშიც გაერთიანებულია ბილ საიკსი, ჩარლი ბეიტსი და ფეგინი,
ცდილობს ჩაუნერგოს მას კრიმინალური ქცევები.

ბავშვებზე ძალადობა -რომანში ასევე წარმოდგენილია ბავშვზე ძალადობის საშინელ


სურათს. ავტორი წარმოგვიდგენს შემზარავ რეალობას იმის შესახებ, თუ როგორ
ჰყავდათ ბავშვები ბნელ საწყობში ჩაკეტილი და ძალადობდნენ მათზე როგორც
ფიზიკურად, ასევე ემოციურად. სწორედ ასეთი ადგილიდან ცდილობს ოლივერი
თავის დაღწევას, თუმცა აღმოჩნდება ფაგინის ბანდის ხელში.

ნაშრომში ამრიგად დიკენსი ცდილობდა აემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება


და დაენახებინა მათთვის, რომ ეს საბრალო ბავშვები არ იმსახურებენ ასეთ ცუდ
მოპყრობას. ისინი არ არიან „ნაბიჭვრები“ და ცუდები არამედ ბედისგან
დაჩაგრულები იყვნენ. ავტორს სურდა ხალხს გადმოეცა მკითხველისთვის, თუ
როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ დროს და როგორ ეპყრობოდნენ ღარიბებსა
და ობლებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ დიკენსის რომანის მთავარი აზრი ერთის
მხრივ არის საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ღარიბებისა და ობლების
მიმართ. ხოლო მეორეს მხრივ ის, რომ სიკეთეს შეუძლია ბოროტება დაამარცხოს. იმ
მწარე რეალობისადა ფონის მიუხედავად უამრავი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს
სასტიკ სამყაროში, მაინც მაღლ საფეხურზე დგას და განაგრძობს სწორი გზით
ცხოვრებას.

დევიდ კოფერფილდი

დევიდ კოპერფილდი“ - მწერლის პირველი და ერთადერთი გამოცდილებაა


ავტობიოგრაფიული რომანის ჟანრში, სადაც წარმოჩენილი აქვს თავისი ადრეული
ცხოვრებისეული გამოცდილებები - მისი მუშაობა ქარხანაში, სასკოლო განათლება
და
სწავლა, რომელიც ბევრს ნიშნავდა მისთვის.
„დევიდ კოპერფილდი“, სრულად, „პირადი ისტორია დევიდ კოპერფილდისა“
გამოქვეყნდა 1849-50 წლებში.
დევიდ კოპერფილდი ყოველთვის იყო დიკენსის ყველაზე პოპულარული ნოველა და
მისი “გამორჩეული ბავშვი“.დევიდი არის მთავარი გმირი და მთხროებლი თავისივე
ისტორიისა. მიუხედავად იმისა,
რომ იგი მოგვითხრობს განვლილ ცხოვრებას, როგორც მოზარდი, გადმოგვცემს იმ
გრძნობებსაც, რომელიც გააჩნდა სიყმაწვილის ასაკში. დევიდი არის უდანაშაულო და
მიმნდობი, ბავშვობიდან უწევს ბევრ სირთულესთან გამკლავება, მაგრამ მაინც
ინარჩუნებს პატიოსნებასა და სიყვარულს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უღრმავდება
დევიდს სამყაროს მიმართ შეხედულებები ასაკის ზრდასთან ერთად.
პერსონაჟის თავდაპირველი გამოჩენისთანავე, ავტორი გვანახებს ბავშვის ფარულ
სიბრძნეს მისი თვალების მეშვეობით, რაც მისი ასაკის ბავშვისათვის შეუფერებელია.
დევიდი არის მიმნდობი და კეთილი. როცა პირველად აანალიზებს აგნესას მიმართ
სიყვარულს, ჩვენც გვარგძნობინებს ამ სითბოს. პერსონაჟი, განსაკუთრებით მაშინ
როდესაც ახალგაზრდა შეყვარებულია, არის სულელი და რომანტიული. მაგრამ,
როგორც
კი იზრდება და ვითარდება ეძებს ისეთ სიყვარულს, რომელიც გამოიწვევს მას და
დაეხმარება პიროვნულ ზრდაში.

ჩარლზ დიკენსის დევიდ კოპერფილდი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ზრდა-


განვითარების ისტორიას სიმწიფეში. ის დაწერილია ზრდასრული ადამიანის
თვალთახედვიდან, რომელიც ყვება საკუთარ და მის გარშემო მყოფთა
დაბრკოლებებზე და იმაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბა ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება.

You might also like