Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

სულხან-საბა ორბელიანი

სულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და


საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონ
სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ
დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის
სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი- ზაალ არაგვის
ერისთავის ასული.
სულხან საბა ორბელიანი სამეფო კართან დაახლოებით
დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. სულხანი მას ერისკაცობაში
ერქვა, საბა ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა. სამეფო კარზე
აღზრდილი სულხან-საბა შემდეგ თვითონ გახდა ცნობილი მეფის,
პოეტისა და სწავლულის, ვახტანგ VI-ის აღმზრდელი. მოძღვარი და
მოსწავლე სამაგალითო მეგობრები იყვნენ, ერთად იღწვოდნენ
საქართველოს აღორძინებისათვის.
1713-1716 წლებში სულხან-საბა ორბელიანმა ვახტანგ VI-ის
დავალებით იტალიასა და საფრანგეთში იმოგზაურა. სამწუხაროდ,
მეფისა და მისი აღმზრდელის იმედები გაცრუვდა. იმჟამინდელმა
ევროპამ მძიმე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მხოლოდ
სიტყვით უთანაგრძნო, საქმით კი დახმარება ვერ აღმოუჩინა.
სულხან-საბა ორბელიანი სიცოცხლის ბოლომდე ვახტანგ VI-ის
გვერდით იდგა. 1724 წელს, როცა მეფე მრავალრიცხოვანი ამალის
თანხლებით რუსეთში გადაიხვეწა, აღმზრდელიც თან გაჰყვა.
სამშობლოს დიდი მოჭირნახულე სულხან-საბა ორბელიანი
უცხოობაში გარდაიცვალა 1725 წელს. დაიკრძალა მოსკოვში. გავიდა
12 წელი და მისი აღზრდილი მეფის ცხედარი ასტრახანში მიაბარეს
მიწას. სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები; უტკბესი და
უმწარესი, მეფე და სამი მისი ძე, იხვი და მყვარი, მეფე და მისი
შვილი, ქორი,იხვი და კაკაბი, ძაღლები და მგელი, მეფის ანდერძი,
ორი ამხანაგი და დათვი, კატის გაზრდილი ლომი, მეფე და მებაღე,
კეთილი გველი, მოხერხებული არაბი, უსაქმო კაცი, ორნი მომტერნი,
ინდოელი ჯამბაზები, ენით დაკოდილი, კუ და მორიელი, ძუნწი და
ოქრო და ასე შემდეგ...

You might also like