Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

სამოქალაქო ხელშეკრულებათა შედგენის მეთოდიკა

7 ივნისი, 2024 წ.

გიორგის ავთოსგან ჰქონდა ნაქირავები სახლი. გიორგი ცხოვრობდა ამ სახლში 4 წლის


მანძილზე. ხელშეკრულების მიხედვით, გიორგის და ავთოს ხელშეკრულება უნდა
გაეგრძელებინათ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ანალოგიური პირობებით.

ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა


მხარეთა შორის დასაშვები იყო ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის ერთი თვით ადრე
წერილობითი შეტყობინებით.

4 წლის გასვლის შემდეგ, გიორგიმ და ავთომ არ გააგრძელეს ხელშეკრულება


წერილობით. მიუხედავად ამისა, გიორგი დარჩა სახლში და გააგრძელა ქირის გადახდა
ავთოსთვის. ორივე მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულება ავტომატურად იყო გაგრძელებული
და აღარ ესაჭიროებოდათ დამატებითი შეთანხმების მიღწევა.

გარკეული პერიოდის შემდგომ, გიორგიმ ვეღარ მოახერხა ქირის გადახდა. შესაბამისად,


ავთომ მას მიმართა მოთხოვნით, რომ მოშლილიყო ხელშეკრულება ერთთვიანი ვადის
დაცვით. გიორგიმ ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონით სამი თვის მანძილზე
გადაუხდელობის შემთხვევაში შეეძლებოდა ავთოს ასეთი ქმედების განხორციელების
შესაძლებლობა.

დაიცავით ხელშეკრულების მონაწილე მხარის პოზიცია.

You might also like