Professional Documents
Culture Documents
ჭეიშვილი რეზო
ჭეიშვილი რეზო
ჭეიშვილი რეზო
ბიოგრაფია
პროფესიული გამოცდილება
1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად,
სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად,
პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე".
1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ «განთიადის» მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ
ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა
ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო
წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.
თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა
საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი «მოწამეთა», შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი
«მწვანეყვავილა». უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე
ორგანო დაიხურა.
1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად,
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული
ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობს დღემდე.
1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო
მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.
არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) წწ) პარლამენტის დეპუტატად.