Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

იოანე​ ​ბატონიშვილი

იოანე ​ბატონიშვილი (​ბაგრატიონი​) (​დ​. 16 ​მაისი​. 1768, ​თბილისი ​გ​. 15 ​თებერვალი​. 1830,
პეტერბურგი​),​ქართველი ​სახელმწიფო ​მოღვაწე​, ​განმანათლებელ​-​ენციკლოპედისტი​, ​მწერალი​,
მეცნიერი​, ​ლექსიკოგრაფი​, ​გამორჩეული ​მებრძოლი ​და ​სარდალი​, ​შვილი ​ქართლ​-​კახეთის
უკანასკნელი ​მეფის ​გიორგი XII -​ისა​. ​იოანემ ​კრწანისის ​ბრძოლისას​, ​საკუთარი ​სიცოცხლის
საფრთხეში ​ჩაგდების ​საფასურად​,​თანამებრძოლებთან ​ერთად​, ​თავისი ​პაპა​,​ერეკლე ​მეორე
გამგელებული​ ​მტრის​ ​ალყიდან​ ​გმირული​ ​შებრძოლებით​ ​გამოიყვანა​ ​და​ ​დატყვევებას​ ​გადაარჩინა​.

მამას​, ​მეფე ​გიორგი ​მეთორმეტეს​, ​იოანემ 1799 ​წარუდგინა ​მოხსენება ​ქართლ​-​კახეთში​, ​მისი
აზრით​, ​აუცილებლად ​გასატარებელი ​რეფორმების ​შესახებ​.​იოანე ​ბატონიშვილის ​პროექტის
მიხედვით​, ​სხვა ​საკითხების ​მოგვარებასთან ​ერთად​, ​თბილისში​, ​გორსა ​და ​თელავში ​უნდა
გახსნილიყო ​სასწავლებლები​. ​გიორგი XII-​ის ​გარდაცვალების ​შემდეგ ​იოანე ​ბატონიშვილი
რუსეთში ​გადასახლდა​. ​პოლიტიკურ ​ასპარეზს ​მოკლებულმა​, ​დიდი ​გულმოდგინებით ​განაგრძო
სამწიგნობრო​-​საგანმანათლებლო ​მოღვაწეობა​, ​რომ ​ამით ​მაინც ​მოეტანა ​სარგებლობა ​თავისი
ქვეყნისათვის​. ​მისი ​მთავარი ​ნაწარმოების ​ენციკლოპედიური ​ხასიათის ​თხზულება ​კალმასობა
(1813-1828), ​რომელშიც ​გამოვლინდა ​იოანე ​ბატონიშვილის ​მრავალმხრივი ​განათლება​,
ცხოვრებისეული ​გამოცდილება ​და ​მხატვრული ​ნიჭი​. ​თხზულება ​საკმაო ​სისრულით ​ასახავს
საქართველოში ​მეცნიერული ​ცოდნის ​დონეს XVIII-XIX ​სუკუნეების ​მიჯნაზე​. ​აქ ​წარმოდგენილია
ცნობები ​საბუნებისმეტყველო ​და ​ჰუმანირატულ ​მეცნიერებათა ​თითქმის ​ყველა ​დარგიდან​. ​ზოგ
შემთხვევაში ​მასალა ​თარგმნილია ​რუსული ​და ​უცხოური ​წყაროებიდან​, ​უმეტესად ​კი ​ავტორი ​თავის
დაკვირვებებს ​გვთავაზობს​. ​განსაკუთრებით ​ფასეულია ​ცნობები ​საქართველოს ​ისტორიის​,
ქართული ​ენისა ​და ​ლიტერატურის ​საკითხებზე​, ​მათ ​შორის ​აღსანიშნავია ​მცირე ​უწყება
ქართველთა ​მწერალთათვის​, ​რომელიც ​წარმოადგენს X-XVIII ​საუკუნეების ​ქართველ ​მწერალთა
თავისებურ ​ლექსიკონს​. ​კალმასობა ​ანუ​, ​როგორც ​თვით ​ავტორი ​უწოდებს​, ​ხუმარსწლა​,
ორიგინალური ​ჟანრის ​ნაწარმოებია​. ​მეცნიერული ​მსჯელობანი ​მკითხველისათვის ​მოსაწყენი ​და
ძნელად ​ასათვისებელი ​რომ ​არ ​ყოფილიყო​, ​ავტორმა ​თხრობის ​თავშესაქცევი ​მანერა ​აირჩია​.
არქაული​-​მწიგნობრული ​ენით ​გამართულ ​მეცნიერულ ​ნაწილს ​მსუბუქი ​და ​ხატოვანი​, ​ზომიერად
მოხმობილი ​დიალექტიზმებით ​გაცხოველებული​, ​დიალოგებით ​უხვად ​გაჯერებული ​თხრობითი
ნაწილი ​ენაცვლება​. ​სიუჟეტურ ​ღერძს ​ჰქმნის ​ორი ​მთავარი ​პერსონაჟი - ​იონა ​ხელაშვილი ​და ​მისი
მხლებელი ​გლეხი ​ზურაბა ​ღამბარაშვილი​. ​მათი ​ფათერაკებით ​აღსავსე ​მოგზაურობის ​ფონზე
გაშლილია ​მეცნიერული ​მსჯელობანი​; ​წარმოჩენილია ​საქართველოს ​იმდროინდელი ​ვითარება​,
დაუზოგავად ​არის ​მხილებული ​საზოგადოების ​მაღალი ​ფენების ​ზნეობრივი ​დაკნინება​, ​სახელმწიფო
მოხელეების ​ანგარება ​და ​უმეცრება​, ​სამღვდელოების ​ფარისევლობა​. ​ღრმა ​პატრიოტული ​და
ჰუმანისტური ​ტენდეციით ​გამსჭვალულ ​თხზულებაში ​ქვეყნის ​დამღუპველ ​გარემოებად ​მიჩნეულია
საყოველთაო ​უმეცრება​, ​რაც ​ნიადაგს ​უქმნის ​ყოველგვარი ​ჯურის ​ბოროტებას​. ​კალმასობა
არსებითად ​რეალისტური ​შემოქმედებითი ​მეთოდით ​გამართული ​ნაწარმოებია​, ​რომელიც ​ძველი
ქართული ​მწერლობის ​უკანასკნელ ​და ​ახალი ​ქართული ​ლიტერატურის ​პირველ ​თვალსაჩინო
ძეგლად ​შეიძლება ​მივიჩნიოთ​. ​ხელნაწერები ​აღმოაჩინა ​დიმიტრი ​ბაქრაძემ 1861 ​წელს​, ​ტექსტი
შემოკლებით​ ​გამოიცა​ 1862 ​წელს​.

იოანე ​ბატონიშვილს ​ეკუთვნის ​აგრეთვე ​საბუნებისმეტყველო ​მეცნიერების ​ენციკლოპედია (1814),


ყრმათა ​სასწავლებლად ​განკუთვნილისხვათა ​და ​სხვათა ​სწავლათა ​შეკრებილებანი (1829);
რუსულ​-​ქართული ​ლექსიკონი​; ​სულხან​-​საბა ​ორბელიანის ​სიტყვის ​კონიდან ​გამოკრებილი ​მცირე
ქართული ​განმართებითი ​ლექსიკონი​; ​ნარევი ​ტიპის (​განმარტებითი​, ​ენციკლოპედიური​,
თარგმნითი​)​ქართული ​ლეკსიკონი​, ​რომლის ​მხოლოდ ​ნაწილია ​ჩვენამდე ​მოღწეული​; ​ლექსად
დაწერილი ​მიბაძვა ​იოანე ​სინელის ​კიბისა (1807), ​ორიგინალური ​თხზულებანი ​პატარა ​ედემით
განძევა​, ​აღსარება​", ​სამკურნალო ​წიგნი ​და ​სხვა​. ​თარგმნა ​აბატი ​კონდილიაკის ​ლოღიკა (1806).
ბიბლიოგრაფია

You might also like