ლორთქიფანიძე დავით

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ლორთქიფანიძე​ ​დავით

დავით ​ოთარის ​ძე ​ლორთქიფანიძედავით ​ოთარის ​ძე ​ლორთქიფანიძე (​დ​. 5 ​აგვისტო​, 1963,
თბილისი​) ​ქართველი ​ანთროპოლოგი ​და ​არქეოლოგი​, ​მეცნიერებათა ​დოქტორი (2001),
საქართველოს ​ეროვნული ​მუზეუმის ​გენერალური ​დირექტორი (2004-​დან​), ​თბილისის ​სახელმწიფო
უნივერსიტეტის ​პროფესორი​, ​აშშ​-​ის ​მეცნიერებათა ​ეროვნული ​აკადემიის ​უცხოელი ​წევრი (2007),
ხელოვნებისა ​და ​მეცნიერების ​მსოფლიო ​აკადემიის (​აშშ​) ​ნამდვილი ​წევრი (2007). ​ცნობილი
არქეოლოგის​ ​ოთარ​ ​ლორთქიფანიძის​ ​ვაჟი​.

1985 ​წელს ​დაამთვარა ​თსუ​-​ს ​გეოგრაფია​-​გეოლოგიის ​ფაკულტეტი​, ​ხოლო 1992 ​წელს ​დაიცვა
საკანდიდატო ​დისერტაცია​. 1999-2000 ​წლებში ​პარიზის ​ნაციონალური ​ისტორიული ​მუზეუმის
მიწვეული ​პროფესორი ​იყო​. ​გამოქვეყნებული ​აქვს 100-​მდე ​სამეცნიერო ​ნაშრომი (​მათ ​შორის
რამდენიმე ​მონოგრაფია​) ​ანთროპოლოგიის​, ​პალეოეკოლოგიის​, ​ჰომინიდების ​ევოლუციისა ​და
არქეოლოგიის ​დარგში​. ​ორგანიზებული ​აქვს ​მრავალი ​მნიშვნელოვანი ​სამეცნიერო ​და
კულტურული ​ღონისძიება​. 2002 ​წლიდან ​ევროპის ​კულტურის ​პარლამენტის ​წევრია​. ​მიღებული ​აქვს
მრავალი ​ჯილდო​: ​საქართველოს ​ღირსების ​ორდენი (2000), ​მონაკოს ​პრინცის ​ორდენი (2001),
ფრანგული​ ​ორდენი​ "Palmes Academiques" (2002), ​საფრანგეთის​ ​ღირსების​ ​ორდენი​ (2006).
დმანისის ​არქეოლოგიურ ​გათხრებზე ​მუშაობისას ​ჯგუფმა ​მისი ​ხელმძღვანელობით ​აღმოაჩინა
უძველესი ​ადამიანისმაგვარი ​არსების ​თავის ​ქალა​, ​რომელსაც ​ჰომო ​ერეცტუს​-​ის ​წინაპრად
მიიჩნევენ​, ​დროებითი​ ​სახელით​ ​ჰომო​ ​გეორგიცუს​.

You might also like