მეუნარგია იონა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

იონა მეუნარგია

იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ
მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში. მან დაწყებითი განათლება მიიღო
სარტვილის სამრევლო სკოლაშ, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და
სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორს პოლიტიკურად
არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის
გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის
სტუდენტი იყო.
1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიდი გულისყურით
ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურული და შემოქმედებითი
ცხოვრების მდინარებას. იქვე ჰქონდა შეხვედრა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსთან –
ვიქტორ ჰიუგოსთან.
1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და როგორც იტყვიან, მთელი
არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი
დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა
ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი თავადაც
თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში,
რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოერბრივ საქმიანობაში. იგი ყოველთვის არჩევით
თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის
ქალაქისთვის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა
ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.
იონა მეუნარგია მოესწრო მისი და მისი თაობის სანუკვარი ოცნების აღსრულებას –
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას (1918 წლის 26 მაისი). ამით აღფრთოვანებული და
ფრთაშესხმული იგი განახლებული ენერგიით ჩადგა ახალგათავისუფლებული სამშობლოს
სამსახურში. მაგრამ საქართველოს თავისუფლებაზე უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა მისი
მოღვაწეობის ეს პერიოდი. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1919 წლის 15 მაისს
გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. დაკრძლეს ცაიშის ეკლესიის ეზოში, წინაპართა გვერდით
საგვარეულო საძვალეში.

You might also like