ქარჩხაძე ჯემალ

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ჯემალ ქარჩხაძე

სიცოცხლე იმად არა ღირს,


მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე

ბიოგრაფია

XX საუკუნის ქართველი მწერალი, გამორჩეული სტილისა და მანერის მქონე სიტყვის ოსტატი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961


– 1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და
კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”.

პირველი მოთხრობა –”აბზიანიძეების ოჯახი” 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა


მოთხრობების კრებული ”სასწაული”, ”მეთერთმეტე მცნება”, ”დღე ერთი”, ”ანტონიო და დავითი”;
რომანები - ”მდგმური”, ”ქარავანი”, ”ზებულონი”, „განზომილება”; მოთხრობები - ”ზღაპარი
ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა”, ”იუპიტერის სინანული”, ”მაგნოლიის ყვავილი ანუ
ბებია ანას გარდაცვალება”.
ქარჩხაძის პროზა ერთის მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორეს მხრივ,
მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის
ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის
მადლით არიან გაჯერებულნი. 1999 წელს რომანისათვის ”განზომილება” მიენიჭა საქართველოს
სახელმწიფო პრემია.

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა


ენებზე.

დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ.


ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

You might also like