Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

ტესტი მათემატიკაში 2019

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

ინსტრუქცია

ტესტი 10 ამოცანისაგან შედგება და მისი მაქსიმალური შესაძლო ქულაა 30.

სწორი პასუხები და ამოხსნები უნდა გადაიტანოთ პასუხების ფურცელზე.

ყოველი ამოცანის ამოხსნა დაწერეთ პასუხების ფურცელზე ზუსტად ამ


ამოცანისთვის განკუთვნილ ადგილზე. თქვენს ჩანაწერში მკაფიოდ უნდა ჩანდეს
ამოცანის ამოხსნის გზა და მოყვანილი იყოს შესაბამისი გამოთვლები.

გაითვალისწინეთ, რომ ნახაზები, რომლებიც ახლავს ზოგიერთ ამოცანას, არაა


შესრულებული ამოცანის პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ
მონაკვეთების სიგრძის ან სხვა სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ
დაეყრდნობით ნახაზის ზომებს. ყურადღება გაამახვილეთ ამოცანის პირობაზე.

ტესტის შესასრულებლად გეძლევათ 2 საათი

გისურვებთ წარმატებას!

2
ამოცანა 1 2 ქულა

7
3, 2 
გამოთვალეთ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა 5 .
1
4  2, 5
2

ამოცანა 2 2 ქულა

წრე ეხება კვადრატის ოთხივე გვერდს (იხ. სურათი).

იპოვეთ წრის ფართობი, თუ კვადრატის ფართობია 25 სმ2.

3
ამოცანა 3 2 ქულა

იპოვეთ 11, 3, -5, 2, 11, 8 რიცხვითი მონაცემების მედიანა.

ამოცანა 4 3 ქულა

Oxy საკოორდინატო სიბრტყეზე იპოვეთ f ( x)  x 2  3x  7 ფუნქციის გრაფიკისა და


y  11 წრფის გადაკვეთის წერტილების კოორდინატები.

4
ამოცანა 5 3 ქულა

D წერტილი მდებარეობს ABC სამკუთხედის AC გვერდზე. იპოვეთ BD


მონაკვეთის სიგრძე, თუ ცნობილია, რომ PABC  30 სმ, PABD  15 სმ და PDBC  22 სმ.

ამოცანა 6 3 ქულა

იპოვეთ საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული იმ წრფის განტოლება, რომელიც


 7 
აბსცისათა ღერძს კვეთს   ; 0  წერტილში, ხოლო ორდინატთა ღერძს კი  0; 4 
 2 
წერტილში.

5
ამოცანა 7 3 ქულა

მართკუთხა სამკუთხედის ერთი კუთხე 30 -ის ტოლია, ხოლი მისი მოპირდაპირე
კათეტის სიგრძე 4 სმ-ია. იპოვეთ ამ სამკუთხედის ფართობი.

ამოცანა 8 4 ქულა

იპოვეთ 2 x  7  3 უტოლობის ამონახსნთა სიმრავლე.

6
ამოცანა 9 4 ქულა

მართკუთხა ტრაპეციის ფერდების სიგრძეებია 5 სმ და 13 სმ, ხოლო მცირე ფუძის


სიგრძეა 2 სმ. იპოვეთ ამ ტრაპეციის ფართობი.

7
ამოცანა 10 4 ქულა

გიამ 10000 ლარი დააბანდა ორ საწარმოში. ერთი წლის შემდეგ პირველი საწარმო
გიას მოგების სახით აძლევს მასში დაბანდებული თანხის 6%-ს, ხოლო მეორე -
9%-ს. რა თანხა დაუბანდებია გიას თითოეულ საწარმოში, თუ ერთი წლის შემდეგ
მან ორივე საწარმოდან მოგების სახით ჯამურად მიიღო 684 ლარი?

You might also like