Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 67

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფის თანამედროვე


გამოწვევები სამშენებლო სექტორში

დარეჯან ლიპარტელიანი

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის


ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე ადამიანური რესურსების მართვის
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ჩხაიძე,

თამთა ლეკიშვილი

თბილისი

2024
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

„ავტორი ადასტურებს, რომ სამაგისტრო ნაშრომი მომზადებულია მის მიერ,


ნაშრომში გამოყენებული საავტორო უფლებებით დაცული მასალა
ციტირებულია ისე, როგორც ეს მიღებულია აკადემიური ნაშრომების
შესრულებისას და ყველა მათგანზე იღებს პასუხისმგებლობას. სამაგისტრო
ნაშრომის არაკომერციული მიზნებით კოპირებისა და გავრცელების
უფლებას ავტორი ანიჭებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“

თარიღი: 26.01.2024

ნაშრომის ავტორი: დარეჯან ლიპარტელიანი

II
რეზიუმე
კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფა სამშენებლო სექტორში
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. სამშენებლო
ინდუსტრიას დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ
განვითარებაში, განსაკუთრებით დიდია მისი როლი პირდაპირი და
არაპირდაპირი სამუშაო ადგილების წარმოქმნაზე, რაც გარდა სამშენებლო
სექტორისა უზრუნველყოფს სხვადასხვა მომიჯნავე სექტორში სამუშაო
ადგილების შექმნას. სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორს
გამოცდილი და კვალიფიციური მუშახელი ესაჭიროება. თუმცა, გაზრდილი
კადრების მოთხოვნების ფონზე, სამშენებლო ინდუსტრიაში მთავარ
პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა რჩება.

ნაშრომში განხილულია კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფის


პრობლემები სამშენებლო ინდუსტრიაში. გაანალიზებულია სამშენებლო
სექტორის რაობა და მნიშვნელობა უცხოურ თუ ქართულ წყაროებზე
დაყრდნობით. ასევე, განხილულია სამშენებლო სექტორის გავლენა
საქართველოს შრომის ბაზარსა და ეკონომიკაზე, გამოკვეთილია
კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემები. კვლევის შედეგების
დამუშავებისას გამოყენებული მეთოდები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ
პრობლემის გამომწვევი მიზეზები, გამოვიტანოთ დასკვნები და
ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები.
კვლევის ფარგლებში, საკითხის სიღრმისეულად გასაცნობად ჩატარდა
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა. რაოდენობრივი კვლევა
ელექტრონული სახით ჩატარდა, სადაც, მონაწილეობას იღებდნენ 18-დან -
60+ წლამდე საქართველოში მცხოვრები დასაქმებული თუ დასაქმების
მაძიებელი ადამიანები. კვლევა მოიცავდა 17 დახურულ კითხვას.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, ჩვენი მიზანი იყო გაგვეზომა
ადამიანების დამოკიდებულება, როგორც სამშენებლო სფეროში დასაქმების,
ისე პროფესიული სასწავლებლების მიმართ.

III
კვლევის მეორე ეტაპი იყო ჩაღრმავებული ინტერვიუ სამშენებლო
კომპანიის HR - სა და სამშენებლო ობიექტის პროექტის მენეჯერთან,
რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს კვალიფიციური
კადრების დეფიციტთან მიმართებაში. ნაშრომში წარმოჩენილია ავტორის
ხედვა საკითხთან მიმართებაში, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და
გადაჭრის გზები.

IV
Resume

Provision of qualified labor in the construction sector is an important challenge in


our country. The construction industry greatly contributes to the economic and
social development of the country, especially the number of direct and indirect jobs
created, which ensures the creation of jobs of various profiles. Depending on the
specifics, the construction sector needs an experienced and qualified workforce.
However, in the background of increased manpower requirements, the lack of
qualified personnel remains a major problem in the construction industry.

The paper discusses the problems of providing qualified labor in the construction
industry. The number and importance of the construction sector is analyzed based
on Ukhtsi and Georgian sources. Also, the influence of the construction sector on
the labor market and economy of Georgia is discussed. The problems of shortage of
qualified personnel are highlighted. The methods used in processing the research
results allow us to see the root causes of the problem, draw conclusions and
formulate recommendations.

As part of the research, qualitative and quantitative research was conducted to get
to know the issue in depth. First of all, we conducted a quantitative survey in
electronic form, where employed or job-seeking people living in Georgia between
the ages of 18 and 60+ participated. The survey included 17 closed questions. As part
of a quantitative study, our goal was to measure people's attitudes toward both
employment in the construction industry and vocational schools.

The second stage of the research was an in-depth interview with the HR of the
construction company and the project manager of the construction facility, who
shared their experience with the shortage of qualified personnel. The paper presents
the author's vision in relation to the issue, the causes of the problem and ways to
solve it.

V
სარჩევი
შესავალი ......................................................................................................................... VIII
თემის აქტუალობა. ........................................................................................................ VIII
კვლევის მიზანი. ............................................................................................................ VIII
კვლევის ამოცანები. ....................................................................................................... VIII
თავი1. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა........................................................ 10
1.1 სამშენებლო სექტორის რაობა ....................................................................... 10
1.2 სამშენებლო სექტორის მნიშვნელობა .......................................................... 11
1.3 სამშენებლო სექტორის გავლენა ეკონომიკაზე............................................ 13
1.4 სამშენებლო სექტორის გავლენა შრომის ბაზარზე ..................................... 18
1.5 სამშენებლო სექტორის გამოწვევები კვალიფიციური კადრების
დეფიციტთან მიმართებაში ...................................................................................... 21
1.6 კვალიფიციური კადრების დეფიციტი შრომის ბაზარზე .......................... 23
1.7 შრომის ბაზარზე დასაქმების ზოგადი სტატისტიკა................................... 26
1.8 კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამომწვევი ფაქტორები.............. 28
თავი 2. კვლევის მეთოდები ......................................................................................... 35
ეთიკური საკითხები ......................................................................................................... 36
თავი 3. კვლევის შედეგები და მათი განსჯა ............................................................... 37
3.1 თვისებრივი კვლევის შედეგები............................................................................. 37
3.2 რაოდენობრივი კვლევის შედეგები ....................................................................... 41
3.3 კვლევის შეჯამება .................................................................................................... 50
დასკვნა .............................................................................................................................. 54
რეკომენდაციები ............................................................................................................... 55
გამოყენებული ლიტერატურა ......................................................................................... 57
დანართი I .......................................................................................................................... 62
დანართი II......................................................................................................................... 66
დანართი III ....................................................................................................................... 67

VI
ცხრილების ჩამონათვალი
ცხრილი 1 მშენებლობაზე გაცემული ნებართვები საქართველოში ........................... 14

დიაგრამების ჩამონათვალი
დიაგრამა 1. მშენებლობის დარგის ბრუნვის მოცულობა, მილიარდი ლარი ........... 15
დიაგრამა 2. მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვება, მილიარდი ლარი ..... 16
დიაგრამა 3. მშენებლობის დარგის შუალედური მოხმარება, მილიონი ლარი ........ 16
დიაგრამა 4. მშენებლობის დარგის დამატებული ღირებულება, მილიონი ლარი .. 17
დიაგრამა 5. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2022 წელი, %
............................................................................................................................................ 17
დიაგრამა 6. მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა, ათასი კაცი .......... 19
დიაგრამა 7. შრომის ანაზღაურება მშენებლობის სექტორში, ₾ .................................. 19
დიაგრამა 8. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური
ხელფასი სქესის მიხედვით ............................................................................................. 20
დიაგრამა 9. საათობრივი შრომის ანაზღაურება 2022 წელი....................................... 20
დიაგრამა 10. სექტორებში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების
შემთხვევები ...................................................................................................................... 22
დიაგრამა 11. დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის,მომსახურების,მრეწველობის
და მშენებლობის სექტორში ............................................................................................ 25
დიაგრამა 12. ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები სექტორების
მიხედვით .......................................................................................................................... 25
დიაგრამა 13. უმუშევრობის დონე საქართველოში ...................................................... 27
დიაგრამა 14. უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 27
დიაგრამა 15. უმუშევრობის დონე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ...................... 28
დიაგრამა 16. წლიური ინფლაციის დონე საქართველოში .......................................... 29
დიაგრამა 17. რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა ერთეული .................... 30
დიაგრამა 18. ემიგრაციის ნაკადი და წმინდა მიგრაცია .............................................. 31
დიაგრამა 19. პროფესიული განათლების მქონდე პირების გადანაწილება
სექტორებს შორის............................................................................................................. 32
დიაგრამა 20. გადამზადებულ თანამშრომელთა წილი სექტორების მიხედვით ..... 34
დიაგრამა 21. დასაქმებულთა არგადამზადების მიზეზები ........................................ 34

VII
შესავალი
თემის აქტუალობა. სამშენებლო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანია დარგია საქართველოში. მას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის
ეკონომიკაზე. ასევე, ის ბაზარზე მნიშვნელოვან დამსაქმებელს წარმოადგენს.
მშენებლობის რიცხვმა განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში
იმატა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს გაიცა 10,822
მშენებლობის ნებართვა (საქსტატი, 2023). ბუნებრივია, ამ მასშტაბების
სექტორს გამოცდილი, კვალიფიციური და მოტივირებული მუშახელი
ესაჭიროება. თუმცა, გაზრდილი ეკონომიკისა და გაზრდილი კადრების
მოთხოვნების ფონზე, სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა
კვლავ სამუშაო ძალის ნაკლებობაა. პრობლემა არის არამხოლოდ
კვალიფიციური, არამედ ზოგადად, მუშახელის სიმცირე, რაც, ბუნებრივია,
სექტორზე უარყოფითად აისახება. ადგილობრივი კვალიფიციური
მუშახელი მასობრივად მიდის ემიგრაციაში და მათი შევსება სხვა ქვეყნის
მოქალაქეებით ხდება. ეს კი მაშინ, როდესაც საქსტატის 2022 წლის
მონაცემებით ქვეყანაში ორას სამოცდაცხრამეტი ათასზე მეტი ადამიანი იყო
უმუშევარი (საქსტატი, 2023).

ასეთ რეალობაში ორგანიზაციებს უწევთ მეტი რესურსის ჩადება უცხო


ქვეყნის მუშახელში, რადგან ისინი უნდა უზრუნველყონ არამხოლოდ
ანაზღაურებით, არამედ საცხოვრებლით. გარდა ამისა, არ ხდება ამ ძალის
შენარჩუნება და ისინი გადიან ბაზრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ.

კვლევის მიზანი. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია, შევისწავლოთ სამშენებლო


სექტორში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები
და დავსახოთ მათი გადაჭრის გზები.

კვლევის ამოცანები. კვლევის მიზნების მისაღწევად დასახული იქნა


შემდეგი ამოცანების გადაჭრა:

VIII
• მოვიძიოთ და შევისწავლოთ თემასთან დაკავშირებით არსებული
ლიტერატურა და განვიხილოთ საკითხის გარშემო არსებული
სხვადასხვა ინფორმაციის წყაროები;
• სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ
კვლევის კითხვები;
• მოვახდინოთ კვლევის მეთოდოლოგიისა და კვლევის დიზაინის
იდენტიფიცირება;
• კვლევის კონკრეტული ტექნიკის განსაზღვრა: კვლევის კითხვარის
შედგენა;
• კვლევის პროცესის ოპერაციონალიზაცია: განსახორციელებლად
საჭირო ორგანიზაციული საკითხების დაგეგმვა;
• კვლევის ჩატარება და არსებული მონაცემების აღწერა;
• კვლევის შედეგების ანალიზი: გამოვავლინოთ სამშენებლო მოედანზე
კვალიფიციური მომუშავე პერსონალის დეფიციტის ფაქტორები და
მოვახდინოთ არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;
• დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმირება.

საკვლევი კითხვები:

1. განიცდის თუ არა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას სამშენებლო


სექტორი?
2. რა ფაქტორები განაპირობებს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს
სამშენებლო სექტორში?
3. რა სახის გამოწვევებთანაა დაკავშირებული სამშენებლო სექტორში
კვალიფიციური კადრების დეფიციტი?
4. რამდენად მოთხოვნადია საქართველოში პროფესიული განათლება
სამშენებლო მიმართულები?

IX
თავი1. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
1.1 სამშენებლო სექტორის რაობა
მშენებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი
ინდუსტრიაა. იგი წარმოადგენს ჩვენი ცივილიზაციის ბევრ კეთილშობილ
მიღწევას. ფორმალური სამშენებლო ინდუსტრია ჯერ კიდევ 3000 წლის წინ
დაიწყო, როდესაც ეგვიპტელებმა პირველად დაიწყეს ქვისა და გამომწვარი
აგურისგან დიდი სტრუქტურების აგება. ზოგიერთი ნაგებობა, დღესაც
შემორჩენილია. როგორიცაა: ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი
თუ ბაალბექის ტერასა. XVIII საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვანი მიღწევა
მოხდა შენობების დიზაინში, როდესაც ინდუსტრიამ დაიწყო თუჯის
სვეტების გამოყენება, რამაც საშუალება მისცა მშენებლებს აეშენებინათ 10
სართულზე მაღალი შენობები. მე-19 საუკუნისთვის შენობები აღიჭურვა
მექანიკური ლიფტებით, ეს იყო თანამედროვე ცათამბჯენების
წინამორბედები, ისეთი ცათამბჯენების, როგორიცაა ბურჯ ხალიფა,
რომელიც დღეს 163 სართულს აღწევს.

დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში, მშენებლობა გახდა წამყვანი


ინდუსტრია ყველა საბაზრო ეკონომიკაში. „Thebusinessresearchcompany“-ის
სტატიაში ვკითხულობთ, რომ გლობალური სამშენებლო ბაზარი 2022 წელს
14,393.63 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც გლობალური მშპ-ის 14.2%-ს
შეადგენს (www.thebusinessresearchcompany.com, 2023).

Sharon Szymanski, ნაშრომში - რა არის სამშენებლო ინდუსტრია გვამცნობს,


რომ სამშენებლო სექტორი მოიცავს ფართო სპექტრს, რომლებიც
დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან დიზაინთან და მშენებლობასთან.
„ინდუსტრია იყოფა სამ ქვესექტორად. ესენია: შენობების მშენებლობა, გზის,
გზატკეცილისა და სხვა „ინფრასტრუქტურული“ მშენებლობა და
სპეციალობით ვაჭრობა“. ამრიგად, ის მოიცავს ყველა ბიზნესს, რომელიც
აშენებს შენობებს, მაგისტრალებს, ხიდებს და ა.შ. ასევე, ის მოიცავს
10
ადამიანებს ვინც ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, როგორიცაა
ელექტრიკოსები, მეთუნუქეები, კალატოზები და სხვა, რომლებიც, როგორც
წესი, ჩართულნი არიან ყველა სახის მშენებლობაში. (Sharon Szymanski, 2006).
ამრიგად, ვხედავთ, რომ სამშენებლო ინდუსტრია ჩართულია უამრავ
პროცესში და ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
სამშენებლო სექტორი არის ქვეყნის სამრეწველო საწარმოების ერთობლიობა,
რომელიც მოიცავს: სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო, სპეციალური და
სხვა დანიშნულების სამშენებლო ობიექტების აგებას.

Barbara J. Jackson-ი „მშენებლობის მენეჯმენტი“-ში წერს, რომ სამშენებლო


ინდუსტრია ფართო და მრავალფეროვანია. დაწყებული სახლებიდან
გზატკეცილამდე ჩვენ ვხედავთ ინდუსტრიის შედეგებს. თავდაპირველად
ადამიანებმა, ააშენეს პრიმიტიული ქოხები, შემდეგ სახლები და ეკლესიები.
რაც უფრო ფართოვდებოდა ადამიანის საჭიროებები, შესაბამისად
იზრდებოდა სამშენებლო შესაძლებლობებიც. საუკუნეების განმავლობაში
იცვლებოდა მშენებლობის საშუალებები და მეთოდები. დღეს კაცობრიობამ
ააშენა პატარა ქალაქები თუ დიდი მეგაპოლისები. სამშენებლო ინდუსტრია
არის ინდუსტრია, რომელიც ემსახურება ხალხს. (Jackson, 2010).

1.2 სამშენებლო სექტორის მნიშვნელობა


სამშენებლო ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს
საზოგადოებაში. ის უზრუნველყოფს ჩვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო
ობიექტებს, სოციალურ, სულიერ, საგანმანათლებლო და გასართობ
სივრცეებს, სავაჭრო ადგილებს და ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ
ჩვენთვის საჭირო საქონელს და ადგილებს საიდანაც ვიღებთ სხვადასხვა
მომსახურებებს. სამშენებლო ინდუსტრია ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე
აქტიური დარგია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას,
საზოგადოების კეთილდღეობასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
სამშენებლო ინდუსტრია ახდენს გავლენას სხვადასხვა სექტორებზე:
1. დასაქმების შესაძლებლობების შექმნა: სამშენებლო ინდუსტრია არის ერთ-
ერთი მთავარი დამსაქმებელი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო

11
ადგილებით სხვადასხვა კვალიფიციურ თუ არაკვალიფიციურ მუშაკებს. ეს
სარგებელს აძლევს, როგორც დამსაქმებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.
2. სამშენებლო საქმიანობიდან მიღებული გადასახადები: მოგების
გადასახადი, ქონების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი
მუშახელიდან, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას. ეს
შემოსავალი შემდეგ რეინვესტირდება საჯარო სერვისებსა და
ინფრასტრუქტურაში, რაც კიდევ უფრო ზრდის ეკონომიკას.
3. სხვა ინდუსტრიების გაძლიერება: სამშენებლო ინდუსტრიას აქვს
ტალღოვანი ეფექტი სხვა სექტორებზე, როგორიცაა მეტალის მასალები,
ცემენტი, ბლოკი, ტრანსპორტი და სხვა. ამ მასალებზე და სერვისებზე
მოთხოვნა იზრდება, რაც იწვევს მომიჯნავე ინდუსტრიების ზრდასაც.
4. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების წინსვლა: თანამედროვე
ხელსაწყოებითა და მანქანებით, სამშენებლო ინდუსტრია მუდმივად
ვითარდება და ინოვაციას უწყობს ხელს. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს
ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას.
5. ინფრასტრუქტურა: მშენებლობა გადამწყვეტია ისეთი ინფრასტრუქტურის
განვითარებისთვის, როგორიცაა გზები, ხიდები, აეროპორტები და
რკინიგზა. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა აძლიერებს კავშირს,
ამცირებს სატრანსპორტო ხარჯებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ
განვითარებას საქონლისა და ხალხის გადაადგილების ხელშეწყობით;
მთლიანობაში, სამშენებლო ინდუსტრიას აქვს მნიშვნელოვანი როლი
ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და მისი დადებითი გავლენა იგრძნობა
სხვადასხვა სექტორზე.
როგორც ვხედავთ, სამშენებლო ინდუსტრია მრავალმხრივია, რაც
გავლენას ახდენს დასაქმებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,
მიწოდების ჯაჭვზე, უძრავ ქონებაზე, ქვეყნის შემოსავალსა და
ტექნოლოგიურ წინსვლაზე. მისი როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. სამშენებლო

12
ინდუსტრია ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მამოძრავებელი
ძალაა.
1.3 სამშენებლო სექტორის გავლენა ეკონომიკაზე
ეკონომიკის ზრდა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. მშენებლობა კი
ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, მას დიდი
წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალში, აყალიბებს
მატერიალურ აქტივებს და წარმოადგენს ერის სიმდიდრის განუყოფელ
ნაწილს. ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში თავისი
წვლილით სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
ნებისმიერი ერის განვითარებაზე. ის არის მნიშვნელოვანი სექტორი,
რომელიც ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ინოვაციების
განვითარებას. მას ძლიერი კავშირი აქვს სხვა ინდუსტრიებთან და დიდი
გავლენა სხვადასხვა სექტორზე. სამშენებლო ინდუსტრია თავისი წვლილით
გამომუშავებისა და დასაქმების თვალსაზრისით შეიძლება კლასიფიცირდეს,
როგორც ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრია როგორც განვითარებულ, ისე
განვითარებად ქვეყნებში.
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობა“-ში ვკითხულობთ, რომ
“სამშენებლო ბიზნესი მზარდი და მრავალპროფილურია, რომლის გარეშეც,
ფაქტობრივად, შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგების
(მრეწველობა, სოფლის მეურნეობა,განათლება, ჯანდაცვა,
კავშირგაბმულობა, ტურიზმი და ა.შ) ფუნქციონირება და განვითარება.“ (
ჯალაღონია დ.; პაპასქუა ი.; ყიფშიძე გ.;). სამშენებლო დარგის ბრუნვაზე
რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. ესენია: შუალედური მოხმარება,
დამატებული ღირებულება, გამოშვებული პროდუქცია, დასაქმებულთა
რაოდენობა და დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება. ყველა
ზემოთ ჩამოთლილი კომპონენტი პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის
ეკონომიკაზე.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს 10,822 მშენებლობის
ნებართვა გაიცა (საქსტატი, 2023). (ცხრილი1). “FORBES“ საქართველო-ში

13
გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეფუძნება 2022 წლის საქსტატის
კვლევებს ვკითხულობთ, რომ 2022 წელს გაცემული ნებართვების 79%-ის
დანიშნულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა, 5.3%-
სამრეწველო და სასაწყობო შენობები, 4.4%–სავაჭრო ობიექტები და 4.2%–
სასტუმროები. (ნამჩავაძე, 2023).

ცხრილი 1 მშენებლობაზე გაცემული ნებართვები საქართველოში

წელი სულ საქართველოში


რაოდენობა ფართობი,
მ2

2018 10 204 6 206 009

2019 10 749 7 538 398

2020 9 564 5 206 256

2021 10 095 7 434 470

2022 10 822 7 421 907

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ცხრილი 1-ის მიხედვით ვხედავთ, რომ სამშენებლო ნებართვების


რაოდენობის გაცემის ზრდის ტენდენცია 2020 წელს შემცირდა, რაც
პანდემიით იყო გამოწვეული. თუმცა, ბოლო 2021 და 2022 წლებში ზრდა
კვლავ შეინიშნება. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით,
სამშენებლო ფართობის მოცულობა გაიზარდა და და თითქმის 30%-იანი
ზრდა დაფიქსირდა, რაც სამშენებლო სექტორის ზრდის დაჩქარების
ტენდენციებს აღნიშნავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. ( ჯალაღონია დ.;
პაპასქუა ი.; ყიფშიძე გ.;). ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში,
სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 10,913.7 ლარი შეადგინა (საქსტატი, 2023).
(დიაგრამა 1)

14
დიაგრამა 1. მშენებლობის დარგის ბრუნვის მოცულობა, მილიარდი ლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

აშკარაა, რომ წინა წლებთან შედარებით ბრუნვის მოცულობა


მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბუნებრივია, მშენებლობის ბრუნვის
მოცულობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მშენებლობის დარგის
პროდუქციების გამოშვებაც.
2022 წელს მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვებამ 11 891,9
მილიარდი ლარი შეადგინა, რაც სხვადასხვა სექტორის განვითარებასა და
გაზრდაზე მიანიშნებს(დიაგრამა 2). რაც შეეხება, შუალედურ მოხმარებასა
და დამატებულ ღირებულებას, ვხედავთ, რომ ისინიც ბრუნვის მოცულობის
შესაბამისად იზრდება. (დიაგრამა 3, დიაგრამა 4)

15
დიაგრამა 2. მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვება, მილიარდი ლარი

წყარო: საქსტატი.

დიაგრამა 3. მშენებლობის დარგის შუალედური მოხმარება, მილიონი ლარი

წყარო: საქსტატი

16
დიაგრამა 4. მშენებლობის დარგის დამატებული ღირებულება, მილიონი ლარი

წყარო: საქსტატი

შუალედურმა მოხმარებამ 2022 წელს 7,760.8 მილიონი ლარი, ხოლო


დამატებითმა ღირებულებამ ამავე წელს 4,131.2 მილიონი ლარი შეადგინა.
(საქსტატი, 2023) საბოლოოდ კი, სამშენებლო ინდუსტრიის წილი მთლიან
შიდა პროდუქტში 2022 წლის საქსტატის მონაცემებით 8,0 %-ია, რაც
სექტორის მნიშვნელობაზე მიუთითებს ეკონომიკაში. (საქსტატი,
2023).(დიაგრამა5)
დიაგრამა 5. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2022 წელი, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

17
ამრიგად, ზემოთ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ სამშენებლო ინდუსტრია ფუნდამენტურ ადგილს იკავებს
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში. ინდუსტრიის გავლენა მრავალმხრივია და
ეხება დასაქმებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ინოვაციებს, რაც
ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას რამდენიმე მიმართულებით.
1.4 სამშენებლო სექტორის გავლენა შრომის ბაზარზე
შრომის ბაზარი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა პოტენციური
დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეგროვების აღსაწერად კონკრეტულ
გეოგრაფიულ არეალში. შრომის ბაზარი გამუდმებით იცვლება ბიზნესის
გახსნისა და დახურვის, თანამშრომლების გადაადგილებისა და
მოსახლეობის ცვლილების გამო.
მ. ტუხაშვილი, შრომის ეკონომიკაში წერს, რომ თანამედროვე მსოფლიოში
უმთავრესი ადგილი საბაზრო ურთიერთობებს უჭირავს. შრომის ბაზარი
ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალმხრივია. იგი მოიცავს, როგორც
ეკონომიკურ, ისე სოციალურ ურთიერთობათა ფართო წრეს (ტუხაშვილი,
2022).
შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამშენებლო სექტორი,
როგორც დასაქმებაზე, ასევე, ხელფასებსა და მთლიან ეკონომიკურ ზრდაზე.
სამშენებლო ინდუსტრია ქვეყანაში მნიშვნელოვან დამსაქმებელს
წარმოადგენს. ნ. ზურაშვილი აღნიშნავს, რომ “სამშენებლო ბიზნესის
მზარდი ტენდენცია ხელს უწყობს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.
დასაქმებულთა დიდი წილი მოდის მსხვილ საწარმოებზე. მათ მოჰყვება
საშუალო და მცირე დეველოპერული კომპანიები. უმეტესობა დასაქმებულია
შენობებისა და ნაგებობების მშენებლობებზე“ (ზურაშვილი, 2018).
2022 წელს მშენებლობის სექტორში დასაქმებული იყო 65,489 ადამიანი,
რაც ბიზნეს სექტორში დასაქმების 8.4%-ია (საქართველოს შრომის ბაზრის
ანალიზი, 2023) (დიაგრამა 6).

18
დიაგრამა 6. მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა, ათასი კაცი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

გარდა ამისა, მშენებლობის სექტორი ასევე გამოირჩევა საშუალოზე


მაღალი თვიური შრომის ანაზღაურებით. ამავე წლის საშუალო თვიური
შრომის ანაზღაურებამ 2040 ლარი და 40 თეთრი შეადგინა (შრომის ბაზრის
ანალიზი, 2023) (დიაგრამა 7)

დიაგრამა 7. შრომის ანაზღაურება მშენებლობის სექტორში, ₾

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მაშინ, როდესაც 2022 წელს, საქართველოში დაქირავებულ


დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1543 ლარს შეადგენდა
(შრომის ბაზრის ანალიზი, 2023).(დიაგრამა 8)

19
დიაგრამა 8. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
სქესის მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

დიაგრამა 7 - სა და 8 - ის მიხედვით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ


შრომის ბაზარზე სამშენებლო სექტორი, საქართველოში არსებული საშუალო
ნომინალურ ხელფასთან შედარებით მაღალი გადახდის უნარიანობით
გამოირჩევა. თუმცა, თუ შევადარებთ 2022 წლის ევროპის ქვეყნების საშუალო
ანაზღაურებას, სხვაობას თვალნათლივ დავინახავთ (eurostat,
2023).(დიაგრამა9)

დიაგრამა 9. საათობრივი შრომის ანაზღაურება 2022 წელი

წყარო: ec.europa.eu

20
სამშენებლო ინდუსტრიაში საათობრივი ანაზღაურება ევროპის ქვეყნებში
8,20- ევროდან - 55,6 - ევრომდე მერყეობს (eurostat, 2023). როდესაც, ქვეყნებს
შორის შრომითი ანაზღაურება მკვეთრად განსხვავდება. ბუნებრივია,
ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალა შესაძლოა მიმართული იყოს იქ, სადაც
ანაზღაურება მაღალია. რის შედეგადაც იზრდება დასაქმების და მაღალი
ანაზღაურების მიზნით მიგრირებული ადამიანთა რაოდენობა. როგორც
მ.ტუხაშვილი აღნიშნავს, „სწორედ ამით ვლინდება საერთაშორისო შრომის
ბაზრის თვითრეგულირებადი ხასიათი“ (შრომითი მიგრაცია , 2019 ).
ყველა ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვან დამსაქმებელს წარმოადგენს
საქართველოში. სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს კვალიფიციური და გამოცდილი
მუშახელი. გამოწვევებიდან და საერთაშორისო სახელფასო
კონკურენციიდან გამომდინარე აუცილებელია მაქსიმალური ძალების
ჩართვით შევინარჩუნოთ მუშახელი საქართველოს შრომის ბაზარზე.
1.5 სამშენებლო სექტორის გამოწვევები კვალიფიციური კადრების
დეფიციტთან მიმართებაში
სამშენებლო ინდუსტრიის მასშტაბებიდან, მნიშვნელობიდან და
სირთულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სექტორს გამოცდილი და
კვალიფიციური მუშახელი ესაჭიროება. სამშენებლო სექტორში
უსაფრთხოება და ხარისხი უმნიშვნელოვანესია. რამდენად გამართულიც არ
უნდა იყოს არქიტექტორისა და კონსტრუქტორის პროექტი, საბოლოოდ
ხარისხი დამოკიდებულია მუშახელის ოსტატობაზე. ხშირად გვესმის
კრიტიკა იმის თაობაზე, რომ შედგენილი პროექტის ვიზუალი არის ერთი და
მშენებლობის შედეგი - მეორე. ასევე, ხშირად გვსმენია კრიტიკა მომავალი
მობინადრეების მხრიდან დაგვიანებული პროექტების, თუ არასათანადოდ
შესრულებული სამუშაოების შესახებ. ეს გამოიხატება, როგორც ვიზუალური
ესთეტიკის ცვლილებით, ასევე სამშენებლო უსაფრთხოების მკვეთრი
დარღვევით. რაც მშენებლობის პროცესში მუშახელისთვის და შემდგომში

21
მობინადრეებისთვის, თუ ახლომდებარე პერიმეტრში მყოფი
ადამიანებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. (დიაგრამა 10)

დიაგრამა 10. სექტორებში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები

სექტორები სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების


შემთხვევების მიხედვით (2019-2023)

საბითუმო და საცალო ვაჭრობა 4


120

ტრანსპორტი და დასაწყობება 19
105

სამთომოპოვებითი მრეწველობა 10
156

დამამუშავებელი მრეწველობა 24
234

მშენებლობა 78
205

0 50 100 150 200 250

გარდაცვალება დაშავება

წყარო: shroma.ge

დიაგრამა 10-ის მიხედვით თვალნათლივ ვხედავთ, რომ სამშენებლო


სექტორში ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გარდაცვალების
შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური
შემთხვევებისა, შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის 2021 წლის 8 ოქტომბრის
ტრაგედია. სარემონტო სამუშაოების უხეშმა დარღვევამ 9 ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა. ასევე, 2022 წელს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე
სამსართულიანი სახლის ჩამონგრევამ სახლ-კარის გარეშე დატოვა 19 ოჯახი,
ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა. ეს გამოწვეული იყო, შენობის ავარიულობის
და სარდაფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების არაკვალიფიციურ და
არასათანადოდ შესრულების შედეგად.
საკითხი არ ეხება მხოლოდ მრავალბინიანი შენობების მშენებლობას, ასევე
შეგვიძლია გავიხსენოთ წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის
რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც 2024 წლის იანვარში უნდა
დასრულებულიყო, თუმცა პროექტი კვლავ მიმდინარეა. სწორედ
არაკვალიფიციურმა მუშახელმა განაპირობა ის, რომ პროექტი ვერ
დასრულდა დათქმულ ვადებში. ბუნებრივია, წერეთლის გამზირის

22
სარეაბილიტაციო სამუშაოები და გზის პარალიზება იწვევს საცობებსა და
სატრანსპორტო კოლაფსს, რაც აისახება არამხოლოდ ზემოთ ხსენებულ
გამზირზე, არამედ ის გავლენას ახდენს მთელი დედაქალაქის
სატრანსპორტო მოძრაობაზე. თავად ქალაქის მერმა, კახა კალაძემ
„ინტერპრესნიუს“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „კონტრაქტორმა
კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს
არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად,
სამშენებლო მიმართულებით გვაქვს გამოწვევები და კვალიფიციური
მუშახელის პრობლემა“ (ინტერპრესნიუსი, 2024).
ამ და სხვა თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ
თავიდან ავირიდოთ მსგავსი შედეგები, მნიშვნელოვანია ამ სექტორში
დასაქმებულებს ჰქონდეთ მაღალი კვალიფიკაცია, დასაქმების მსურველებს
კი შესაძლებლობა და ვალდებულებაც, რომ მიიღონ შესაბამისი განათლება.
1.6 კვალიფიციური კადრების დეფიციტი შრომის ბაზარზე
დღეს გაზრდილი ეკონომიკისა და გაზრდილი კადრების მოთხოვნის
ფონზე, სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო
ძალის ნაკლებობაა. პრობლემა არის არამხოლოდ კვალიფიციური, არამედ
მუშახელის სიმცირე, რაც, ბუნებრივია, სექტორზე უარყოფითად აისახება.
დარგის სპეციალისტების თქმით, დიდწილად სწორედ პანდემიის
პერიოდში მოხდა ქვეყნიდან კადრების გადინება ხოლო, პოსტპანდემიურ
პერიოდში სექტორი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც ბაზარზე
კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა გამოიწვია.
„ForbesTalks“-თან ინტერვიუში, სამშენებლოს სფეროს წარმომადგენელი,
კომპანია „დიო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი
აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პერიოდის ფონზე
გამწვავდა კადრების დეფიციტი, როდესაც ქვეყანაში შეიქმნა
ინდუსტრიული კრიზისი და მოხდა სამუშაო ძალების არათანაბარი
გადანაცვლება. სამწუხაროდ, ძირითადად სწორედ, კვალიფიციური
კადრების გადინება მოხდა ქვეყნიდან, რამაც ძალიან დააზარალა სექტორი.

23
გარდა მიგრციისა, თამაზ დაუშვილი ერთ-ერთ ძირითად მიზეზად
პროფესიული სასწვლებლების ნაკლებ პოპულარობას ასახელებს
(https://bm.ge/, 2022).
„Bm.ge“-თან ინტერვიუში „მონოლით ჯგუფის“ დირექტორი თორნიკე
მაისურაძე აცხადებს, რომ „კვალიფიციური კადრების დეფიციტი მათთვისაც
დიდ გამოწვევასთანაა კავშირში, სექტორმა სცადა სახელფასო ანაზღაურების
ზრდით დაებალანსებინა ეს პრობლემა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.“
ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელფასების ზრდა, როგორც
მშენებლობის თვითღირებულებაზე ასევე, საბოლოოდ ბინების
გაძვირებაზეც აისახება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის
ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი ოქტომბერთან შედარებით,

0.8%-ით გაიზარდა (https://bm.ge/, 2023).

პრობლემის მოგვარების მიზნით კვალიფიციური კადრების სიმწირეზე


არამხოლოდ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ, არამედ
თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მერიის პროექტის “ისწავლე და
დასაქმდი“-ს პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში მწვავედ დგას
კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ მიმართულებით
განსაკუთრებით დიდი პრობლემა სამშენებლო სექტორშია (https://bm.ge/,
2023).
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მიხედვით, 2023 წლის III
კვარტლის მდგომარეობას დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების შესახებ
ყველაზე ნეგატიურად მშენებლობის სექტორი აფასებს (9%-ის თქმით,
მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა). (საქართველოს ბიზნეს ასოციაცია,
2023) (დიაგრამა 11).

24
დიაგრამა 11. დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის,მომსახურების,მრეწველობის და
მშენებლობის სექტორში

წყარო: bag.ge

ასევე, BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე


მნიშვნელოვანი ხელისშემშლელ პრობლემათა შორის პირველი ადგილი
კვალიფიციური კადრების ნაკლებობამ დაიკავა. სექტორებს შორის,
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის
სექტორისთვის წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს. ყველა
გამოკითხულმა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელმა საქმიანობის
ხელის შემშლელ ფაქტორად დარგის სპეციალისტების სიმცირე დაასახელა.
(https://bag.ge/, 2023).(დიაგრამა 12)

დიაგრამა 12. ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები სექტორების


მიხედვით

წყარო: bag.ge

25
ვინაიდან, სამშენებლო ინდუსტრიაში მთავარ პრობლემად
კვალიფიციური კადრების მწვავე ნაკლებობაა და ადგილობრივი
კვალიფიციური მუშახელი მასობრივად მიდის ემიგრაციაში, მათი შევსება
სხვა ქვეყნის მოქალაქეებით ხდება. კომპანიებს მეზობელი ქვეყნებიდან
უწევთ სხვადასხვა უნარების მქონე კვალიფიციური კადრების ჩამოყვანა და
მათში მეტი რესურსის ჩადება, რადგან ისინი უნდა უზრუნველყონ
არამხოლოდ ანაზღაურებით, არამედ საცხოვრებლით. გარდა ამისა, არ ხდება
ამ ძალის შენარჩუნება და ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადიან
ბაზრიდან და ქვეყანაში კვლავ კადრების მწვავე დეფიციტი რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, როგორც
ქართული, ისე უცხოური ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი
პრობლემაა. თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში განმარტავს, რომ
სამშენებლო სექტორი თუ მომსახურების სფერო ყოველდღიურად განიცდის
პროფესიონალი მუშახელის ნაკლებობას საქართველოში. მიუხედავად
საშუალოზე მაღალი ანაზღაურებისა და მაღალი მოთხოვნისა მათ უჭირთ
კვალიფიციური კადრების მოძიება და დანაკლისს უცხოელი მუშახელით
ივსებენ, რაც მეტი რესურსის გაღებასთან არის დაკავშირებული. (gurtiad.ge,
n.d.)
1.7 შრომის ბაზარზე დასაქმების ზოგადი სტატისტიკა
კვალიფიციური კადრების დეფიციტის განხილვისას, მნიშვნელოვანია
გავაანალიზოთ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის
სტატისტიკა. ქვეყანაში გვაქვს მწვავე კვალიფიციური კადრების დეფიციტი,
მაშინ, როდესაც საქსტატის 2022 წლის მონაცემებით საქართველოში ორას
სამოცდაშვიდი ათას ცხრაასი ადამიანი იყო უმუშევარი. მოსახლეობის 17,3 %
(საქსტატი, 2023). (დიაგრამა 13)

26
დიაგრამა 13. უმუშევრობის დონე საქართველოში

წყარო: საქსტატი

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტენდენციიდან გამომდინარე


სამშენებლო მოედანზე ძირითად დასაქმებულს მამრობითი სქესი
წარმოადგენს. თუმცა, თუ შევხედავთ უმუშევრობის მაჩვენებელს
გენდერულ ჭრილში ვნახავთ, რომ უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო
მეტია ვიდრე ქალებში. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა
სამუშაო ძალაში ქალებისა და მამაკაცების არათანაბარი ჩართულობა იყოს
(განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, 2022).(დიაგრამა 14)

დიაგრამა 14. უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სამშენებლო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია


ახალგაზრდების შრომითი ჩართულობა. თუმცა, უმუშევრობის სტატისტიკა,
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გვიჩვენებს, რომ 2022 წელს საქართველოს

27
შრომის ბაზრის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების დასაქმებაა.
ეს განპირობებულია იმით, რომ ახალგაზრდები უმეტეს შემთხვევაში
უმაღლეს განათლებას ეუფლებიან და სწავლის დასრულების შემდეგ
აწყდებიან იმ რეალობას, რომ მათი კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს
შრომის ბაზრის მოთხოვნებს. (განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი, 2022) (დიაგარამა 15).

დიაგრამა 15. უმუშევრობის დონე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

1.8 კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამომწვევი ფაქტორები


სამშენებლო კოლეჯის „კონსტრუქტ 2“ - ის დირექტორი თამარ
ზაქარაშვილი წერს, რომ „კომპანიების უმრავლესობა შრომის ბაზარზე
მრავალ სირთულეს აწყდება, როგორიცაა სერტიფიცირებული
სპეციალისტების ნაკლებობა, ასაკობრივი დეფიციტი დარგის
სპეციალისტებში, მოთხოვნადი სპეციალისტის ფინანსური
დაკმაყოფილების შესაძლებლობის დეფიციტი და სხვა.“ (განათლების
განვითარების და დასაქმების ცენტრი, 2022).
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან
ვეფხვაძემ გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, რომ ბიზნესის 72%-ს
განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს. ამის ძირითადი მიზეზად

28
რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: სამუშაო ძალის ემიგრაცია და
საზოგადოების მენტალიტეტი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში პროფესიული
საგანმანათლებლო ცენტრები დაკნინებულია (ბიემჯი, 2022).
„მაკრო გარემო არაპირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზაციაზე.
ორგანიზაციის მაკრო გარემოს შეფასებისას იყენებენ PESTEL-ანალიზს,
რომლის მიხედვითაც გამოიყოფა რამდენიმე სეგმენტი“ (ჩოხელი, 2013). ჩვენ
შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ეკონომიკური, პოლიტიკური და
სოციალური გარემო, რომელიც გავლენას ახდენს კვალიფიციური
მუშახელის დეფიციტზე. მაგალითად, ინფლაციის დონის მატება, საომარი
მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებს შორის და მოსახლეობის მოთხოვნა
უმაღლეს სასწავლებლებზე, ნაცვლად პროფესიული სასწავლებლისა,
რომელიც დიდწილად განპირობებულია პროფესიული სასწავლებლების
პოპულარიზაციის ნაკლებობით.
2022 წლის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა,
რამაც გამოიწვია ფასების მატება სურსათზე, ტრანსპორტსა და კომუნალურ
გადასახადებზე. (საქსტატი, 2023) (დიაგრამა 16)

დიაგრამა 16. წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო: საქსტატი

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორიც. არასტაბილური


პოლიტიკური გარემო ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ. კერძოდ, პანდემია და
რუსეთ-უკრაინის ომი,რომელიც მეზობლად მიმდინარეობს ქვეყნის გარეთ.

29
ასევე, საპროტესტო აქციები თუ მომატებული კრიმინალი ბოლო რამდენიმე
წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით.
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს ორმოცდათოთხმეტი
ათასზე მეტი რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა (საქსტატი, 2023).
(დიაგრამა 17)

დიაგრამა 17. რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა ერთეული

წყარო: საქსტატი

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა სამუშაო ადგილებზეც


მოახდინა გავლენა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წელს
უმუშევრობის დონემ 20,6%-ს მიაღწია (საქსტატი, 2023).
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ მიზეზებმა გამოიწვია მოსახლეობის და მათ
შორის, კვალიფიციური მუშახელის მიგრაციის ზრდა საქართველოდან
განვითარებულ ქვეყნებში სტაბილური სოციალური გარემოსა და
მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის იმედით.
Pmcg კვლევის თანახმად 2022 წელს საქართველოდან მიგრაციული ნაკადი
გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი დაფიქსირდა. ემიგრანტთა რიცხვმა ას ოცდახუთი ათასს
მიაღწია (ბაქრაძე, 2023).(დიაგრამა 18)

30
დიაგრამა 18. ემიგრაციის ნაკადი და წმინდა მიგრაცია

წყარო: pmcg-i.com.

რაც შეეხება სოციალურ გარემოს კვალიფიციური კადრების დეფიციტთან


მიმართებაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან
ვეფხვაძე ჟურნალ „ვერსიას“- თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ
დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემას პროფესიულ სასწავლებლებში
ხედავს. „საქართველოში, ჯერ კიდევ არის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ
შეუმდგარი ადამიანები იღებენ პროფესიულ განათლებას. სხვა ქვეყნებში,
პროფესიულ სასწავლებლებში, სამი-ოთხჯერ მეტი ადამიანი იღებს
განათლებას, ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფოს მხრიდან
საჭიროა მეტი გახსნილობა და ბიზნესთან თანამშრომლობა“ (ვერსია, ლევან
ვეფხვაძე, 2022).
რ. კეკუტია წერს, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა ქვეყნის
პრიორიტეტი უნდა იყოს, სწორედ სახელმწიფო თუ ბიზნეს სექტორის
გაძლიერებისთვის ქვეყანას ესაჭიროება კვალიფიციური კადრები. რადგან ის

31
მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მომავლის განვითარებაში. (კეკუტია,
2017).
აუცილებელია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი აქტიურად იყოს
ჩართული განათლების რეფორმაში. მართალია, საქართველოში
ფუნქციონირებს არაერთი კოლეჯი, რომელიც სახელმწიფოს ჩართულობით
უფასოდ ახდენს გადამზადებას მშენებლობის სხვა და სხვა დარგებში, მაგრამ
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ არის დაინტერესებული, არ აქვს
შესაძლებლობა ან არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ამის საფუძველს
გვაძლევს ისიც, რომ, „Bm.ge“ - თან ინტერვიუში M2 Group – ის გენერალური
დირექტორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, სწორედ, "სამშენებლო კომპანია
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
ერთად სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ დააარსა. მიუხედავად იმისა,
რომ სწავლა უფასოა მათი თქმით 11 სპეციალობაზე ვერ შეძლეს კლასების
დაკომპლექტება (ბიემჯი, 2023).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
კვლევის თანახმად შესაბამის პოზიციაზე დასაქმებული პროფესიული
განათლების მქონე პირების გადანაწილება სექტორების შორის გვიჩვენებს,
რომ საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორი (23%), შემდეგ
დამამუშავებელი მრეწველობა (13%), მას მოჰყვება ჯანდაცვა და სოციალური
მომსახურება (13%) და მხოლოდ შემდეგ მშენებლობა (12%). (სამინისტრო ს.
ე., 2022) (დიაგრამა 19)

დიაგრამა 19. პროფესიული განათლების მქონდე პირების გადანაწილება სექტორებს შორის

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2022

32
განსაკუთრებით აღსანიშნია ისიც, რომ საწარმოების მხოლოდ 3% (1,232
საწამრო) თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან (სამინისტრო ს.
ე., 2022)
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ
თავად ბიზნესს რა როლი აკისრია კვალიფიციური თანამშრომელთა
მოძიებას, შექმნასა და შენარჩუნებაში, რადგან სწორედ კვალიფიციური
კადრი განაპირობებს თითოეული ორგანიზაციის წარმატებულ მომავალს.
საინტერესოა სამშენებლო კომპანიები რამდენად ახდნენ ინვესტირებას
თავიანთი თანამშრომლების პროფესიულ ზრდაში, მათ შეფასებაში,
შემდგომ გადამზადებასა და განვითარებაში. რადგან თანამშრომელთა
მუშაობის შეფასება და მართვა ადამიანური რესურსის ყველაზე
მნიშვნელოვანი ფუნქციაა. „შეფასების მენეჯმენტი განისაზღვრება, როგორც
ორგანიზაციაში თანამშრომლების მუშაობის გამოვლენის, გაზომვისა და
განვითარების მუდმივი პროცესი, თითოეული ინდივიდის ჩართულობით,
ორგანიზაციის საერთო მისიისა და მიზნებთან მისაღწევად“ (Aguinis, 2009).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
კვლევის თანახმად, დაბალია საწარმოთა ჩართულობა სამუშაო ძალის
განვითარებაში. 2022 წლის მდგომარეობით, საწარმოთა რაოდენობამ,
რომელთაც დააფინანსეს დასაქმებულთა გადამზადება 2,105 შეადგინა, რაც
მთლიან საწარმოთა რაოდენობის 4%-ს შეადგენს. საწარმოთა მიერ
თანამშრომელთა გადამზადების წილი თბილისში 5%, ხოლო დანარჩენ
რეგიონებში 3%-ია. გადამზადებულ თანამშრომელთა წილით სექტორების
მიხედვით, ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების
სექტორშია - 50% (20,015 დასაქმებული 40,103-დან), შემდეგ მოდის
ენერგეტიკა (24%), განათლება (12%), დანარჩენ სექტორებში კი
გადამზადებულთა წილი 7%-ს არ აღემატება. (სამინისტრო ს. ე., 2022)
(დიაგრამა 20)

33
დიაგრამა 20. გადამზადებულ თანამშრომელთა წილი სექტორების მიხედვით

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2022

ცხრილში მოცემული აბრევიატურა „F“ წარმოადგენს სამშენებლო


სექტორს, რის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამშენებლო
სექტორის ჩართულობა თანამშრომელთა გადამზადებაში 2% არ აღემატება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
კვლევის თანახმად დასაქმებულთა არ გადამზადების მიზეზად საწარმოთა
86% ასახელებს რომ - „დასაქმებულებს არ ესაჭიროებათ გადამზადება“.
(სამინისტრო ს. ე., 2022). (დიაგრამა 21)

დიაგრამა 21. დასაქმებულთა არგადამზადების მიზეზები

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2022

მოცემული კვლევებიდან ნათლად ჩანს, რომ სამშენებლო სექტორი შედის


იმ ბიზნესთა კატეგორიაში, რომელიც საკმარისად არ არის ჩართული
თანამშრომელთა გადამზადებასა და განვითარებაში, მაშინ როდესაც მას
ესაჭიროება და განიცდის კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტს.

34
თავი 2. კვლევის მეთოდები
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, საკვლევ ობიექტად მოიაზრება,
როგორც მშენებლობის პროექტის და HR მენეჯერები, ასევე დასაქმებული
თუ დასაქმების მაძიებელი ადამიანები 18 - დან 65+ წლამდე. ამისათვის
შეირჩა ორი ტიპის კვლევა: თვისებრივი და რაოდენობრივი.

ჩაღრმავებული ინტერვიუ საშუალებას მოგვცემს დარგის


სპეციალისტებისგან მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პრობლემის
შესახებ. არაალბათური შერჩევის მეთოდით შევარჩევთ იმ ორგანიზაციების
HR მენეჯერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო კომპანიებში
კადრების შერჩევას. დავადგენთ, რა პრობლემებს აწყდებიან კვალიფიციური
კადრების მოზიდვის პროცესში. ასევე, ჩაღრმავებულ ინტერვიუს
ჩავატარებთ მშენებლობის პროექტის მენეჯერებთან, რომლებიც
პასუხისმგებლები არიან სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესების
ხარისხიანად შესრულებაზე. მოვიკვლევთ, რა გამოწვევებს აწყდებიან
ყოველდღიურად კვალიფიციური კადრების დეფიციტიდან გამომდინარე,
მათი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის წამოჭრა და
მოგვარების რა გზები აქვთ შემუშავებული.

იმისათვის, რომ სრულად წარმოვაჩინოთ კვალიფიციური კადრების


ნაკლებობის მიზეზი სამშენებლო ბაზარზე, არაალბათური მეთოდით
ჩატარდება რაოდენობრივი კვლევა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 18 - დან
- 65+ წლამდე ადამიანები. ამ უკანასკნელი კვლევის შედეგად დავადგენთ,
დაინტერესებულები არიან თუ არა სამშენებლო სფეროთი, რა ინფორმაციას
ფლობენ სექტორი შესახებ და აკეთებენ თუ არა არჩევანს პროფესიულ
განათლებაზე და თუ არა, რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს
პროფესიული განათლების მისაღებად. რაოდენობრივი კვლევა
განხორციელდება Google Forms-ის მეშვეობით და გავრცელდება
სხვადასხვა სოციალური პლატფორმის საშუალებით მოცემული ორი
კვლევის მეთოდები საშუალებას მოგვცემს, საკითხი ფართოდ დავინახოთ,

35
შევაჯამოთ მონაცემები და კვლევის მიზნიდან გამომდინარე გამოვიტანოთ
შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

ეთიკური საკითხები
თვისებრივი კვლევის დაწყებამდე თითოეული მონაწილე
ინფორმირებული იყო კვლევის მიზნის შესახებ. კვლევის დროს არა
კომპანიების თუმცა, მონაწილეთა ანონიმურობა დაცულია მათივე
მოთხოვნის შესაბამისად. თითოეული მონაწილისთვის, სურვილის
შემთხვევაში კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება.

36
თავი 3. კვლევის შედეგები და მათი განსჯა
3.1 თვისებრივი კვლევის შედეგები
თვისებრივი კვლევის შედეგები წარმოდგენილია ორ ნაწილად. პირველი
წარმოადგენს სამშენებლო სექტორის HR პროფესიონალების, ხოლო მეორე
სამშენებლო პროექტის მენეჯერების გამოკითხვის შედეგებს. საბოლოოდ
შეჯამების სახით მოცემულია ძირითადი შედეგები და ორივე მხარის
შეხედულებები კვალიფიციური კადრების დეფიციტთან დაკავშირებით
სამშენებლო სფეროში.

HR პროფესიონალების გამოკითხვის შედეგები

პირველი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა სამშენებლო კომპანიების HR


პროფესიონალები. შპს „ ემ სი“, შპს „სითი კომფორტი“ - რომლებიც
თბილისის მასშტაბით აშენებენ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახელებს
და შპს „ბეგი“ რომელიც დაკავებულია სარემონტო სამუშაოებით და კერძო
სახლების მშენებლობით.

სამუშაო ობიექტზე კვალიფიციური კადრების მოზიდვის პრობლემები

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დღეს ბაზარზე მწვავედ


დგას კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ხშირად უჭირთ
მოთხოვნისთანავე დააკომპლექტონ ობიექტი საჭირო მუშახელით, რაც
სამწუხაროდ მშენებლობის პროცესის შენელებას იწვევს.

ფაქტორები, რომელიც განაპირობებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს

მთავარ პრობლემად კადრების უცხო ქვეყანაში გადინება დაასახელეს,


ერთ ერთი კომპანიის HR -ის თქმით თავადაც ჰქონდათ კომპანიაში მსგავსი
შემთხვევა, როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი კადრი წავიდა უცხო
ქვეყანაში ემიგრანტად მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიების მიზნით.
ეს ბუნებრივია, რადგან უცხო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით
ანაზღაურება ჩვენთან შედარებით დაბალია.

37
ასევე, აღნიშნეს ისიც, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა ნაკლებად ირჩევს
სამშენებლო პროფესიებს, რაც გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო მეტად
გააღრმავებს კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემას.
ძირითადი პროფესიები, რომელთა კვალიფიციური კადრების
ნაკლებობას განიცდის სამშენებლო სექტორი
როგორც გაირკვა, ყველაზე ხშირად სამუშაო ობიექტზე მომუშავე
მუშახელის დეფიციტია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი
მშენებლობის ტექნიკურ სამუშაოებში. მაგალითად, ისეთ პროფესიების
როგორიცაა: მეთუნუქე, ელექტრიკოსი, შემდუღებელი და მძიმე ტექნიკის
ოპერატორები. ის კადრები, რომელთა კვალიფიკაცია გადამწყვეტია
შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
რა ტიპის არხები გამოიყენება სამუშაო ძალების მოძიებისთვის
როგორც HR-ები აღნიშნავდნენ, სამშენებლო ობიექტის მუშახელის
მოსაძიებლად ყველაზე ხშირად იყენებენ პირად კონტაქტებს, სოციალური
ქსელის დასაქმების ჯგუფებს და ბოლოს დასაქმების საიტებს. პრიორიტეტში
აყენებენ პირად კონტაქტებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საიტებზე
განთავსებულ განაცხადებზე კვალიფიციური მუშახელის გამოხმაურება
ძალიან დაბალია.
თანამშრომლობა პროფესიულ კოლეჯებთან
კვლევამ გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არცერთი კომპანია იყენებს
პროფესიულ კოლეჯებს კადრების შევსების მიზნით.
თანამშრომელთა შეფასების სისტემა და განვითარების ხელშეწყობა
გამოკითხული რესპონდენტებისგან პასუხად მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე,
სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მუშახელისთვის მსგავსი ტიპის პრაქტიკა
არ გამოუყენებიათ და არც ახლა იყენებენ. თუმცა, გაზრდილი გამოწვევების
ფონზე, გეგმავენ მეტად ჩაერთონ თანამშრომელთა შეფასების და შემდგომ
კვალიფიკაციის გადამზადების პროცესში.

38
პრობლემის გადაჭრის გზები
პრობლემის გადასაჭრელად რესპოდენტებმა შემოგვთავაზეს რამდენიმე
ვარიანტი. პირველი, ეს არის ობიექტზე მომუშავე თანამშრომლთა
მოთხვნილი ხელფასების დაკმაყოფილება, რამაც შესაძლოა შეამციროს
არსებული კადრების გადინება და დააინტერესოს სამუშაოს მაძიებლები.
თუმცა მათი თქმით სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, დეველოპერები მზად
არ არიან ამისთვის. მეორე და უმთავრესი მათი აზრით აუცილებელია,
როგორც სახელმწიფოს ისე პროფესიული კოლეჯების მხრიდან იყოს მეტი
ჩართულობა, როგორც პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებით ასევე,
საქმიანობის პოპულარიზაციით ახალ თაობაში.

სამშენებლო პროექტის მენეჯერების გამოკითხვის შედეგები

მეორე კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ზემოთ აღნიშნული სამშენებლო


კომპანიების სამშენებლო პროექტის მენეჯერები.

სამშენებლო მოედანზე კვალიფიციური კადრის დეფიციტი

მათი თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ხშირად აწყდებიან როგორც


არაკვალიფიციურ, ისე უპასუხისმგებლო და უდისციპლინო მუშახელს. ამის
გამო ფერხდება სამუშაო პროცესი და იკლებს შესრულებული სამუშაოს
ხარისხი, რაც უარყოფითად აისახება, როგორც პროექტის მენეჯერის ისე
მთლიანი კომპანიის იმიჯზე.

კვალიფიციური კადრების დეფიციტის განმაპირობებელი ფაქტორები

ქვეყანაში დღეს რთულია კვალიფიკაციური კადრის მოძიება და


შენარჩუნება. პროექტის მენეჯერებმა პირველ მიზეზად არასაკმარის
ანაზღაურება დაასახელეს. მათი თქმით მუშები ხშირად აღნიშნავენ, რომ
დეველოპერების ანაზღაურება კერძო დამსაქმებლებთან და მით უფრო
განვითარებული ქვეყნების სამუშაო ბაზართან შედარებით მწირია და
ამიტომაც არჩევანს უფრო ხშირად მათზე აკეთებენ. ერთ-ერთი პროექტის
მენეჯერმა აღნიშნავდა, რომ მის გარშემო არსებობს უამრავი პროფესიონალი
39
მუშახელი, რომლებიც უცხოეთში დასაქმებას არჩევენ ადგილობრივ
შრომით ბაზარს, რადგან ჩვენი ქვეყნის ანაზღაურება და ცხოვრების დონე
არაკონკურენტულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მეორე, ჩვენს ქვეყანაში
საკმარისად არ არის განვითარებული და პოპულარიზებული პროფესიული
სასწავლებლები და ამის გამო სამწუხაროდ ადამიანები ნაკლებად ირჩევენ
სამშენებლო პროფესიებს, თანაც ზოგიერთი პროფესიები გარდა, ამწე-
კოშკურის ოპერატორისა და ელექტრიკოსისა სავალდებულოდ არ
საჭიროებს კვალიფიკაციის დამდასტურებელ სერტიფიკატს, რაც იმის
ნიადაგს ქმნის, რომ სამშენებლო მოედანზე კადრების მაღალი მოთხოვნის
გამო ადამიანები დასაქმდნენ სათანადო კვალიფიკაციის გარეშე.

კვალიფიციური კადრების დეფიციტით გამოწვეული საფრთხეები


პროექტის მენეჯერებმა აღნიშნეს, რომ კვალიფიციური კადრების
დეფიციტის პირობებში მშენებლობა ვერ ეტევა საჭირო ვადებში, რაც იწვევს
პრობლემებს როგორც მომავალ მობინადრეებთან ასევე მერიასთან. კერძოდ,
მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან ჯარიმდება კომპანია და ხდება
ფინანსების არაგეგმური ხარჯვა. გვიანდება პროექტის ჩაბარება რაც იწვევს
უნდობლობას მომავალი მობინადრეებში და ამით ეცემა კომპანიის
რეპუტაცია. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანზე ხშირია, მუშახელის
დაზიანების შემთხვევები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია
მუშახელის კვალიფიკაციის არ ქონით.

თანამშრომლობა პროფესიულ კოლეჯებთან

მათი თქმით საინტერესო იქნებოდა პროფესიულ კოლეჯებთან


თანამშრომლობა რამდენიმე სახით:

1) დეფიციტიდან გამომდინარე პერიოდულად მოხდეს საჭირო


კვალიფიკაციის კადრების მიწოდება.

2) კომპანიაში არსებული კადრებისთვის ახალი საქმიანობის


შესასწავლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩატარდეს კვალიფიკაციის
ასამაღლებელი კურსები.

40
3) განვითარების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, ბაზარზე
ყოველდღიურად იქმნება ახალი ტიპის მასალები და ამასთან დაკავშირებით
ხდებოდეს სამშენებლო მოედანზე მომუშავე თანამშრომელთა გადამზადება.

4) მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პერიოდი


კვირის განმავლობაში ისე იყოს გადანაწილებული, რომ განათლების
მიღებით დაინტერესებულმა პირებმა მუშაობასთან ერთად შეძლონ
კვალიფიკაციის ამაღლება. პროფ.სასწავლებლებში უმეტეს შემთხვევაში
სასწავლო პერიოდი მთელი კვირის განმავლობაში დღის ძირითად საათებში
მიმდინარეობს, რა დროსაც რთულდება სწავლასთან ერთად მუშაობის
შეთავსება.

პრობლემის გადაჭრის გზები


პროექტის მენეჯერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ობიექტს
მიეწოდებოდეს კვალიფიციური და შესაბამისი განათლების მქონე კადრები,
რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის
დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი. გარდა ამისა, სამშენებლო
ობიექტზე უნდა ხდებოდეს არსებული კადრების პერიოდული
გადამზადება.

3.2 რაოდენობრივი კვლევის შედეგები


ელექტრონულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 177 ადამიანმა.

დიაგრამა 1. კვლევაში მონაწილე რესპოდენტები სქესობრივ ჭრილში

41
როგორც დიაგრამაში ვხედავთ, რაოდენობრივ კვლევის ელექტრონულ
კითხვარში მონაწილეობა მიიღო 177 ადამიანმა. გამოკითხულთა შორის
უმრავლესობას წარმოადგენდა მდედრობითი სქესი 58,8%(104) და
მამრობითი სქესის წარმომადგენლები 41,2%(73). (იხ. დიაგრამა 1)

დიაგრამა 2. გამოკითხულ რესპოდენტთა ასაკი

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკის


დასაქმებულმა თუ დასაქმების მაძიებელმა პირმა. გამოკითხულთა შორის
ყველაზე დიდ რაოდენობას წარმოადგენდა 18-25 წლამდე ახალგაზრდები.
მათი წილი-41,2% (73) შეადგენდა, მათ მოსდევს 26-30 წლამდე-27,1% (48) და
31-40 წლამდე-22% (39) რესპოდენტები. ბოლო სამ ადგილს იკავებს 41-50
წლამდე-4,5%-ით (8), შემდეგ 51-60 წლამდე-4% (7) და ბოლოს 60+ ასაკის
მქონე რესპოდენტები 1,1% (2). (იხ.დიაგრამა 2 ).

დიაგრამა 3. საცხოვრებელი ადგილი

როგროც კვლევიდან ჩანს, გამოკითხულ რესპოდენტთა თითქმის


აბსოლუტური უმეტესობა 83,6% (148) ცხოვრობდა თბილისში, დარჩენილი

42
ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად. რუსთავი -6,8% (12), სხვა - 4% (7),
ქუთაისი 3,4% (6) და ბოლოს, ბათუმი-2,3% (4).(იხ.დიაგრამა 3)

დიაგრამა 4. განათლების მაჩვენებელი

კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ


ბაკალავრები წილით-49,2% (87), შემდეგ მათ მოსდევდა საშუალო
განთლების მქონე რესპოდენტები რომელთა წილიც-24,9% (44) შეადგინა.
მესამე ადგილზე მათ მოჰყვება მაგისტრანტები-21,5% (38) - ით. ხოლო,
პროცენტული მაჩენებლით ბოლო ორ ადგილს იკავებს საშუალო
პროფესიული განათლების მქონე რესპოდენტები-3,4%(6) და
დოქტორანტები-1,1% (2) (იხ. დიაგრამა 4 )

დიაგრამა 5. დასაქმების მაჩვენებელი

გამოკითხულ რესპოდენტთა შორის დასაქმებულთა წილი-61%-იყო (108) ,


ხოლო უმუშევართა წილი-39% (69).(იხ.დიაგრამა 5)

43
დიაგრამა 6. ინფორმაცია ოჯახში ერთადერთი ძირითად ფინანსური
შემომტანთან დაკავშირებით

ეს კითხვარი დაგვეხმარა იმ ადამიანთა წილის დაზუსტებაში, ვინც ოჯახში


მთავარი ფინანსური შემომტანია და შესაძლოა მათთვის სწავლისა და
პროფესიული განათლების შეთავსება რთული აღმოჩნდეს. კვლევაში
მონაწილეთა 81,4%-მა (144) აღნიშნა, რომ ის არ არის ოჯახში ძირითადი
ფინანსური შემომტანი, ხოლო 18,6% (33) მთავარი შემომტანია.( იხ.დიაგრამა
6)

დიაგრამა 7. სამშენებლო სფეროში განათლებითა და დასაქმებით


დაინტერესება.

რესპოდენტების 71,2% - მა (126) დააფიქსირა, რომ დღეს მათ ხელთ


არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ არიან დაინტერესებულები
სამშნებლო სექტორში განათლების მიღებითა და შემდგომში დასაქმებით.

44
შესაბამისად დანარჩენილი 28,8% (28) დაინტერესებული იყო.( იხ.დიაგრამა
N 7)

დიაგრამა 8. ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების


შესახებ სამშნებელო სექტორთან მიმართებით.

აღნიშნული კითხვით გამოვიკვლიეთ, პროფესიული სასწავლებლების


ნაკლებ პოპულარულობას განაპორობებს თუ არა საზოგადოებაში არსებული
სტერეოტიპი პროფესიული საქმიანობის მიმართ. კვლევიდან გამოიკვეთა,
რომ რესპოდენტთა 44,1% (78) და 17,5% (31) ფიქრობდა,რომ პროფესიული
განათლების არ არჩევის მიზეზი სრულად ან ნაწილობრივ საზოგადოებაში
ჩამოყალიბებული სტერეოტიპია პროფესიული საქმიანობის მიმართ. ხოლო
38,4% (68) ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. (იხ.დიაგრამა 8)

დიაგრამა 9. სამშენებლო სფეროში ანაზღაურების შესახებ


ინფორმირებულობა

45
გამოკითხულთა უმეტესობამ 74% (131) აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ
ინფორმაცია სამშენებლო სფეროში ანაზღაურების შესახებ. დანარჩენი 26%
(46) ფლობდა ამ ინფორმაციას.(იხ.დიაგრამა 9).

დიაგრამა 10.

კითვაზე იმუშავებდნენ თუ არა სამშენებლო სფეროში საშუალოზე მაღალი


ანაზღაურების შემთხვევაში, გამოკითხულთა 60,5%-მა (107) უპასუხა, რომ
დიახ, დასაქმდებოდა. ხოლო 39,5%-მა (70) უარი განაცხადა.(იხ.დიაგრამა 10)

დიაგრამა 11. პროფესიული სასწავლებლების შესახებ ინფორმირებულობა

რესპოდენტთა 59,9 %-მა (106) აღნიშნა, რომ მათ სმენიათ პროფესიული


სასწავლებლების არსებობის შესახებ. თუმცა, არ ფლობდნენ ინფორმაციას
პროფესიული კოლეჯების სასწავლო პროგრამებზე. მათ შემდეგ მოსდევს
ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია პროფესიულ

46
სასწავლებლებზე წილით 28,2% (50), ხოლო 11,9% (21) ფლობდა
ინფორმაციას სასწავლებლების შესახებ.(იხ.დიაგრამა 11).

დიაგრამა 12. ინფორმაციის მიღების წყარო

კითხვაზე, რომელი საინფორმაციო წყაროს მეშვეობით ფლობენ


ინფორმაციას პროფესიული სასწავლებლების შესახებ, გამოკითხულთა
პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა. 32,2% (57) აღნიშნავდა, რომ ისინი
ინფორმაციას ფლობენ პირადი კავშირების საშუალებით, მათ შემდეგ
მოჰყვებოდა რესპოდენტები წილით-28,2 % (50), რომლებსაც საერთოდ არ
ჰქონდათ ინფორმაცია არც ერთ წყაროს საშუალებით. ბოლო სამ ადგილი კი
დაიკავა სოც.ქსელი - 26%-ით (46), მედია - 9% (16) და ბოლოს ეროვნული
გამოცდების საინფორმაციო პროგრამები - 4,5% (8).(იხ.დიაგრამა 12).

დიაგრამა 13. ინფორმაცია პროფესიული კურსების დაფინანსების შესახებ

კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა 82,5% (146) აღნიშნა, რომ მათ არ


ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან სასწავლო კურსების
დაფინანსების შესახებ. ხოლო დარჩენილი 17,5% (31) ფლობდა ამ
ინფორმაციას. (იხ.დიაგრამა 13).

47
დიაგრამა 14

კითხვაზე ჩააბარებდნენ თუ არა პროფესიულ სასწავლებლებში სამშნებლო


მიმართულებით იმ შემთხვევაში თუკი ექნებოდათ ინფორმაცია, რომ
კურსები სრულად იქნებოდა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან,
მივიღეთ შემდეგი პასუხები. რესპოდენთა-39,2%-მა (69) უარი განაცხადა.
გამოკითხულთა 36,4% (64) და 24,5% (43) ფიქრობდა რომ შესაძლოა და
აუცილებლად ჩააბარებდა პროფესიულ სასწავლებელში.(იხ.დიაგრამა 14).

დიაგრამა 15. ინფორმირებულობა რეგიონში არსებული პროფესიული


სასწავლბლების შესახებ

კვლევიდან ვხედავთ, რომ რესპოდენტთა უმრავლესობას 84,2%-ს (149) არ


ჰქონდა ინფორმაცია რეგიონში არსებული პროფესიული კოლეჯების შესახებ
მხოლოდ დარჩენილ 15,8% (28) ფლობდა ინფორმაციას.(იხ.დიაგრამა 15).

48
დიაგრამა 16. საჭირო ჩართულობა პროფესიული სასწავლებლების მხრიდან

ამ კითხავში რესპოდენტებს ჰქონდათ საშუალება არაერთი პასუხი გაეცათ


კითხვისთვის. რესპოდენტთა 89,8% (159) თვლიდა, რომ სწავლასთან ერთად
უნდა იყოს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა და სწავლის შემდეგ
დასაქმების გარანტია კოლეჯების მხრიდან. შემდეგ მათ მოსდევდა ცოდნის
დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფკატის გაცემა კოლეჯის
მხირდან წილით-69,5% (123) და ბოლოს გამოკითხულთა 61,6% (109)
ისურვებდა, რომ განათლების მიღების მსურველს ნებისმიერ რეგიონში
შეძლებოდა ნებისმიერი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა.
(იხ.დიაგრამა 16).

დიაგრამა 17. საჭირო ჩართულობა პროფესიული სახელმწიფოს მხრიდან

49
ისევე როგროც 16-ე კითხვაში აქაც რესპოდენტებს ჰქონდათ რამოდენიმე
პასუხის არჩევის შესაძლებლობა. კვლევიდან ჩანს, რომ 90,4%(160) თვლიდა,
რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ინფორმაციის გავრცელების არხები
პროფესიულ სასწავლებლების თაობაზე. მათ შორის 86,4% ( 153) ფიქრობდა,
რომ გარდა სოციალური თუ მედია საშუალებებისა სკოლის დამამთავრებელ
კლასებში უნდა მოხდეს ინფორმაციის ფართოდ გავრცელება პროფესიული
განათლების შესახებ სამშენებლო სფეროს მიმართულებით და ბოლოს, 81,4%
(144) რესპოდენტი თვლიდა, რომ მნიშვნელოვანია ყველა სახის
პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეთ განათლების
მიღების მსურველს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. (იხ.დანართი 17).

3.3 კვლევის შეჯამება


თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების შედეგად, სადაც ჩაღრმავებული
ინტერვიუ ჩატარდა სამი კომპანიის HR-თან და პროექტის მენეჯერთან,
ხოლო რაოდენობრივი კითხვარი, რომელიც შედგებოდა 17 ღია კითხვისგან,
177 ადამიანთან, პასუხი გაეცა ჩვენს მიერ დასმულ ოთხივე საკვლევ კითხვას.

1) განიცდის თუ არა კვალიფიციური კადრების ნაკლებობას სამშენებლო


სექტორი? თვისებრივი კვლევის შედეგად, გამოკითხულ სამშენებლო
კომპანიების HR-ებისა და სამშენებლო პროექტის მენეჯერების პასუხებით
გამოიკვეთა, რომ სამშენებლო სექტორი კვალიფიციური კადრების მწვავე
დეფიციტს განიცდის და ხშირ შემთხვევაში მოთხოვნისთანავე უჭირთ
ობიექტის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით. მათი თქმით,
უმეტეს შემთხვევაში არსებულ კადრებს აქვთ პროფესიონალიზმის
ნაკლებობა. მკვეთრად გამოიკვეთა, რომ სექტორში არსებობს სამუშაო ძალის
მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსი. რაოდენობრივმა კვლევამ კი
გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა 71,2% (126) არ არის
დაინტერესებულები სამშენებლო სექტორში დასაქმებით, მიუხედავად იმისა
რომ რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სამშენებელო სფეროში ანაზღაურების
შესახებ.

50
2) რა ფაქტორები განაპირობებს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს
სამშენებლო სექტორში? თვისებრივი კვლევის შედეგად კომპანიის HR-ებიც
და პროექტის მენეჯერებიც თანხმდებიან, რომ მთავარ პრობლემას
მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს, ეს განპირობებულია იმით, რომ
კვალიფიციური მუშახელი ადგილობრივ შრომით ბაზარს უცხოეთში
დასაქმებას არჩევს, რადგან საქართველოში ანაზღაურება და ცხოვრების
დონე არაკონკურენტულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. რესპოდენტების
თქმით, გარდა მიგრაციისა იკვეთება მეორე ძირითად პრობლემაც -
პროფესიული საქმიანობისა და კოლეჯების ნაკლებ პოპულარიზაცია ჩვენს
ქვეყანაში. მათი დაკვირვებით ახალი თაობა არ არის დაინტერესებული
სამშენებლო პროფესიული განათლების მიღებით, რაც გრძელვადიან
პერიოდში კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს კვალიფიციური კადრების
მოძიების პრობლემას. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებთან
ურთიერთობას, პროექტის მენეჯერების სურვილის მიუხედავად, როგორც
ჩანს სათანადოდ არ ხდება კომპანიისა და მათი HR-ების მხრიდან
პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ
თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პრაქტიკაზე. აქაც მივიღეთ
შემდეგი სურათი, რომ დღესდღეობით მსგავსი პრაქტიკა, მხოლოდ ოფისის
თანამშრომლებზე ვრცელდება და არა სამშენებლო ობიექტზე მომუშავე
პირებზე, რაც შესაძლოა იწვევდეს თანამშრომელთა მოტივაციის
დაქვეითებას და კადრების გადინებას.

3) რა სახის გამოწვევებთანაა დაკავშირებული სამშენებლო სექტორში


კვალიფიციური კადრების დეფიციტი? კვლევიდან და ნაშრომიდან იკვეთება
არა ერთი გამოწვევა, რომელსაც კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი
იწვევს სამშენებლო ინდუსტრიაში. პირველი, მშენებლობის ვადების
დარღვევა, რომლის გამოც შესაძლოა კომპანიას დაეკისროს მერიის მხრიდან
ფულადი ჯარიმა და შეელახოს რეპუტაცია. მეორე და უმთავრესი,
სამშენებლო უსაფრთხოების მკვეთრი დარღვევები მშენებლობის პროცესში,

51
რომელიც, როგორც მუშახელისთვის, ასევე შემდგომში მობინადრეებისთვის
დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

4) რამდენად მოთხოვნადია საქართველოში პროფესიული განათლება


სამშენებლო მიმართულებით? რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე
შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ გამოკითხვაში ყველაზე აქტიურად ჩართული
იყო 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდები სწორედ იმ ასაკთა კატეგორია,
რომლის აზრიც ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია და მომავალ
დასაქმებულებს წარმოადგენს. კვლევიდან გამოვლინდა მთავარი
პრობლემები- გამოკითხულთა 71,2% დღეს მათ ხელთ არსებული
ინფორმაციის საფუძველზე არ არის დაინტერესებული სამშენებელო
სფეროში განათლების მიღებითა და შემდგომში დასაქმებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხულთა 39,2% არ არის
დაინტერესებული პროფესიული განათლების მიღებით სამშენებლო
სფეროში და 61,6% აცხადებს, რომ პროფესიულ სასწავლებელში არ ჩაბარების
მიზეზი ნაწილობრივ ან სრულად შესაძლოა საზოგადოებაში არსებული
სტერეოტიპი ყოფილიყო პროფესიული საქმიანობის მიმართ. სწორედ ის,
რაზეც ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ლევან ვეფხვაძე ჟურნალ „ვერსია“-
თან ინტერვიუში საუბრობს რომ „საქართველოში, ჯერ კიდევ არის
სტერეოტიპი, რომ მხოლოდ შეუმდგარი ადამიანები იღებენ პროფესიულ
განათლებას“. ასევე, კითხვარიდან ვლინდება ინფორმაციის ნაკლებობის
პრობლემები პროფესიული სასწავლებლებთან მიმართებით.
გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია:
პირველი, პროფესიული სასწავლებლების პროგრამების შესახებ, მეორე,
გარდა დედაქალაქისა სხვა დიდ ქალაქებში სწავლის შესაძლებლობის
შესახებ სამშენებლო მიმართულებით და მესამე, ინფორმაცია სახელმწიფოს
მხრიდან სამშენებლო პროგრამების კურსების სრულად დაფინანსების
შესახებ. კვლევებიდან გამოვლინდა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი,
რომელიც გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე. ესენია: მოსახლეობის
აქტიური მიგრაცია უცხო ქვეყნებში, სამშენებლო ბიზნესისა და

52
პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობის არ არსებობა, კომპანიების
ნაკლები ჩართულობა სამშენებლო მოედანზე მომუშავე თანამშრომელთა
შეფასებისა და განვითარების პროგრამაში და პროფესიული საქმიანობის
ნაკლებ პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში.

53
დასკვნა
სამაგისტრო ნაშრომის „კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფის
თანამედროვე გამოწვევები სამშენებლო სექტორში“ მიზანი იყო, დაგვედგინა
სამშენებლო ინდუსტრიის შრომით ბაზარზე არსებობს თუ არა
კვალიფიციური კადრების დეფიციტი. დეფიციტის არსებობის შემთხვევაში
გაგვეანალიზებინა რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რა ფაქტორებით
არის განპირობებული და დაგვედგინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია
პროფესიული განათლების როლი კვალიფიკაციური შრომითი ბაზრის
შექმნაში და რამდენად პოპულარულია იგი ჩვენს ქვეყანაში. მიღებული
შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვალიფიციური
მუშახელის დეფიციტი აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივ
შრომით ბაზარზე. კვლევა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა თაობა ნაკლებად
არის დაინტერესებული და ინფორმირებული სამშენებლო სპეციალობითა
და პროფესიული განათლების მიღებით ამ სფეროში. გარდა ამისა, ნაშრომში
განხილული ინფორმაციის შედეგად ვასკვნით, რომ სამშენებლო
ინდუსტრიაში უსაფრთხოება და ხარისხი უმნიშვნელოვანესია, სწორედ
მუშახელის ოსტატობაზეა დამოკიდებული ბევრი ადამიანის სიცოცხლე და
ჯანმრთელობა. ამისათვის კი აუცილებელია სექტორი დაკომპლექტებული
იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით. მნიშვნელოვანი იყო
დაგვედგინა, რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს კვალიფიციური
კადრების დეფიციტს. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა რამდენიმე
მათგანი: შრომითი მიგრაცია, სამშენებლო ბიზნესისა და პროფესიული
სასწავლებლების თანამშრომლობის არ არსებობა, კომპანიების ნაკლებ
ჩართულობა სამუშაო ძალის განვითარებაში და პროფესიული საქმიანობის
პოპულარიზაციის ნაკლებობა ჩვენს ქვეყანაში.

54
რეკომენდაციები
სამშენებლო ინდუსტრიაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის
აღმოფხვრა მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. პრობლემის მოგვარებაში
ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ სამშენებელო ინდუსტრია, არამედ
თავად სახელმწიფო და პროფესიული განათლების კერძო თუ საჯარო
სასწავლებლები. • პირველ რიგში, აუცილებელია სამშენებლო სექტორმა
თავად იზრუნოს კვალიფიციური მუშახელის ჩამოყალიბებასა და
განვითარებაზე. მნიშვნელოვანია კომპანიებს გააჩნდეთ თანამშრომელთა
შეფასების, წახალისების და შენარჩუნების პროგრამები სამშენებლო
მოედანზე მომუშავე კადრებისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა
ექნებათ გამოყონ მათთვის ღირებული კადრები და უზრუნველყოს მათი
წახალისება, კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული წინსვლის
შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია კომპანიებმა თანამშრომლებში ჩადონ
ინვესტიცია ტრენინგების, კურსების თუ სხვა პროფესიული მომზადების
პროგრამის ფარგლებში. თანამშრომელთა განვითარების პროგრამა ხელს
შეუწყობს არა მხოლოდ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ
მოტივაციის გაზრდას, არამედ თავად ბიზნესს, რომ სწრაფად და
ხარისხიანად განახორციელონ დასახული მიზნები.

• სამშენებლო შრომითი ბაზრის განვითარება დამოკიდებულია


ადამიანებზე, რომელთაც აქვთ პროფესიული განათლება. ამიტომაც,
პროფესიული განათლების მსურველთათვის უნდა არსებობდეს ხელის
შემწყობი გარემო. მაგალითად, სამშენებლო კომპანიების მხრიდან უნდა
ხდებოდეს აქტიური თანამშრომლობა პროფესიულ კოლეჯებთან, როგორც
სწავლის შემდგომ დასაქმების უზრუნველყოფით, ასევე სწავლის
პარალელურად სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების
შესაძლებლობით სამშენებლო ობიექტებზე.

• სახელმწიფოსა და პროფესიული კოლეჯების მხრიდან, აუცილებელია


საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდეს
მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები სამშენებლო სექტორში მუშაობის

55
შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ, როგორც სოციალურ
ქსელებში, ასევე მედიასა და სკოლის დამამთავრებელ კლასებში.

ნაშრომში აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია,


როგორც სახელმწიფო, ისე სამშენებლო სექტორისა და პროფესიული
სასწავლებლების ურთიერთშეთანხმებული მუშაობა, რადგან პრობლემის
გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

56
გამოყენებული ლიტერატურა
ბაქრაძე, ნ. (2023). Emigration and the Effect of Remittances on the Georgian
Economy (2013-2022), PMCG RESEARCH , 2

ბენია, გ. (2023). „მუშახელი გაძვირდა“, თბილისი, business media,


https://bm.ge/news/quotkadrebs-ver-vpoulobt-musha-xelic-gagvidzvirdaquot---
quotmonolit-jgufiquot/124395

გრიგალაშვილი ი. (2022). რატომ არის საქართველოში კვალიფიციური


კადრების დეფიციტი, თბილისი, https://www.versia.ge/index.php/versia/21-
middle-east/4477-2022-09-06-10-43-45#

გელანტია თ. (2023). როგორ ცდილობს „ბიქეი ჰოლდინგი“ კვალიფიციური


მუშახელის პრობლემის მოგვარებას, თბილისი, business media,
https://bm.ge/news/rogor-cdilobs-biqei-holdingi-kvalificiuri-mushaxelis-
problemis-mogvarebas/131624

ვარდაშვილი მ. (2023). სამშენებლო სექტრში კადრების პრობლემა, თბილისი,


business media, https://bm.ge/news/samsheneblo-seqtorshi-kadrebi-seriozuli-
problemaa---kaladze/128221

ზაქარაშვილი თ. ცენტრი. (2022, ნოემბერი 22). განათლების განვითარების და


დასაქმების ცენტრი,
https://edec.ge/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A
2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A
%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/

ზურაშვილი, ნ. (2018). დეველოპერული კომპანიების მართვის


ეფექტიოანობის გაუმჯობესების გზები საქართველოში . თბილისი: ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი,
https://press.tsu.ge/. Retrieved from https://press.tsu.ge/:
https://press.tsu.ge/data/image_db_innova/2018-
57
%20%E1%83%9C.%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83
%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.-
%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2
%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.pdf

ისაკაძე, გ. (2022). კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თბილისი, business


media – forbestalk, https://bm.ge/news/kvalificiuri-kadrebis-deficiti---
forbestalks/33414

ისპირიანი ა.(2022). კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის 72%-ს


აქვს, თბილისი, https://bm.ge/news/quotkvalificiuri-kadrebis-deficiti-biznesis-72-
s-aqvsquot---levan-vefxvadze/113649

ინტერპრესნიუსი. (2024, იანვარი 18). ქვეყანაში სამშენებლო


მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და მათ შორის, კვალიფიციური
მუშახელი. თბილისი, https://www.interpressnews.ge/ka/article/784483-kaxa-
kalaze-samsheneblo-mimartulebit-gvakvs-gamocvevebi-kvalipiciuri-mushaxelis-
problemaa-kontraktor-kompaniebs-xshirad-akvt-xarvezebi-da-uamravi-jarima-
icereba/

კეკუტია, თ. (2017). ადგილობრივი შრომის ბაზრის როლი პროფესიული


განათლების დაგეგმვასა და განვითარებაში , თბილისის, სახელმწიფო
უნივერსიტეტი თბილისიhttps://www.tsu.ge/. Retrieved from
https://www.tsu.ge/:
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi2/Tamar_Kakutia.pdf

ნამჩავაძე, ბ. (2023, ოქტომბერი 25). საქართველოს სამშენებო სექტორის


მაჩვენებლები და ტენდეციები, Forbes, https://forbes.ge/saqarthvelos-
samsheneblo-seqtoris-machveneblebi-da-tendentsiebi/

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, (2023, ოქტომბერი). პი ემ სი კვლევითი


ცენტრი და ifo institute. Retrieved , თბილისი

58
საქსტატი. (2023). https://www.geostat.ge/. Retrieved from
https://www.geostat.ge/: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-
shida-produkti-mshp საქსტატი. (2023). https://www.geostat.ge/. Retrieved from
https://www.geostat.ge/: https://www.geostat.ge/ka/single-news/2735/inflatsia-
sakartveloshi-2022-tslis-dekemberi

საქსტატი. (2023, იანვარი 4). https://www.geostat.ge/. Retrieved from


https://www.geostat.ge/:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/621/informatsia-msheneblobaze-
gatsemuli-nebartvebisa-da-ekspluatatsiashi-mighebuli-obiektebis-shesakheb

საქსტატი. (2023). www.geostat.ge. Retrieved from www.geostat.ge:


https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-
indeksi-inflatsia

საქსტატი. (2023). www.geostat.ge. Retrieved from www.geostat.ge:


https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika

საქსტატი. (2023, დეკემბერი 28). www.geostat.ge. Retrieved from


www.geostat.ge: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/80/mshenebloba

საქსტატი. (2023). www.geostat.ge. Retrieved from www.geostat.ge:


https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

საქსტატი. (2023). www.geostat.ge/. Retrieved from www.geostat.ge/:


https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, (2023)


შრომის ბაზრის ანალიზი, თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, (2019).


სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა, თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,


(2022). უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, თბილისი

59
ტუხაშვილი, მ. (2022). შრომის ეკონომიკა. თბილისი: თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ტუხაშვილი, მ. (2019 ). შრომითი მიგრაცია . თბილისი: ივანე ჯავახიშვილის


სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩოხელი, ე. (2013). სტრატეგიული მენეჯმენტი. თბილისი: "უნივერსალი".


ჯალაღონია დ; ი. პაპასქუა; გ. ყიშიძე. (2022). სამშენებლო ბიზნესი:
მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები საქართველოში. ბიზნესი და
კანონმდებლობა, 17.

ჯალაღონია დ. ; პაპასქუა ი. ; ყიფშიძე გ. (2022). სამშენებლო ბიზნესი:


მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები საქართველოში. ბიზნესი და
კანონმდებლობა, 19

pmcresearch. (2021). უმუშევრობა საქართველოში 2017-2020. PMC Research

gurtiad.ge. (2023). gurtiad.ge, თბილისი, https://gurtiad.ge/. Retrieved from


https://gurtiad.ge/:
https://gurtiad.ge/ka/%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a5-
%e1%83%91%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1%e1
%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%90-
%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1
%83%aa/

Aguinis, H. (2009). performance management. Edinburgh: Edinburgh Business


School.

businessresearchcompany, t. (2023, october). Construction market 2023,


www.thebusinessresearchcompany.com. Retrieved from
www.thebusinessresearchcompany.com:
https://www.thebusinessresearchcompany.com/report/construction-market

eurostat (2023). Estimated hourly labour costs, 2022 (EUR), Eurostat.

60
Hillebrandt, P. M. (2000). Economic Theory and the Construction Industry .
London: Palgrave Macmillan London.

Jackson, B. J. (2010). Construction Management JumpStart, 2nd Edition.


Indianapolis: Wiley Publishing, Inc., Indianapolis, Indiana.

Sharon Szymanski, Ph.D, (2006). what is the construction industry?, The Harry
Van Arsdale Jr. Center for Labor Studies, new York city

61
დანართი I
რაოდენობრივი კვლევის კითხვარი

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომის შემადგენელ


ნაწილს და ტარდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური
რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის, სტუდენტის, დარეჯან
ლიპარტელიანის სამაგისტრო ნაშრომის „კვალიფიციური მუშახელით
უზრუნველყოფის თანამედროვე გამოწვევები სამშენებლო სექტორში“
შესახებ.

გამოკითხვა ანონიმურია და კვლევის შედეგად მიღებული პასუხები


გამოყენებული იქნება განზოგადებული სახით, კვლევაში სტატისტიკური
მონაცემების გადმოსაცემად.

1. სქესი

 მდედრობითი
 მამრობითი

2. ასაკი

 18-25
 26-30
 31-40
 41-50
 51-60
 60 +

3. საცხოვრებელი ადგილი

 თბილისი
 რუსთავი
 ბათუმი
 ქუთაისი
 სხვა:

4. განათლება

 საშუალო
 საშუალო პროფესიული

62
 ბაკალავრი
 მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
 დოქტორის ან მასთნ გათანაბრებული ხარისხი

5. გთხოვთ მიუთითოთ ხართ თუ არა დასაქმებული


 ვარ დასაქმებული
 არ ვარ დასაქმებული

6. ხართ თუ არა ოჯახში ერთადერთი მთავარი ფინანსური შემომტანი?

 დიახ
 არა

7. ხართ თუ არა დაინტერესებული სამშენებლო სფეროში განათლების


მიღებით და შემდგომში დასაქმებით?

 კი
 არა

8. შესაძლებელია ყოფილიყო თუ არა სამშენებლო მიმართულებით


პროფესიულ სასწავლებელში არ ჩაბარების მიზეზი საზოგადოებაში
არსებული სტერეოტიპები პროფესიული საქმიანობის შესახებ?

 დიახ
 არა
 ნაწილობრივ

9. საქართველოში არსებული საშუალო ანაზღაურებაზე მაღალი


ანაზღაურების არსებობის შემთხვევაში იმუშავებდით თუ არა
სამშენებლო მოედანზე თქვენთვის საინტერესო პროფესიული
მიმართულებით?

 დიახ
 არა

10. გსმენიათ თუ არა სამშენებელო სფეროში საშუალო ანაზღაურების


რაოდენობის შესახებ?

 კი
 არა

11. გსმენიათ თუ არა საქართველოში არსებული პროფესიული


სასწავლებლების შესახებ?

63
 დიახ
 არა
 მსმენია, მაგრამ არ ვფლობ მათი სასწავლო პროგრამების შესახებ
ინფორმაციას.

12. რომელი საინფორმაციო არხების საშუალებით გსმენიათ


პროფესიული სასწავლებლების შესახებ?

 მედია
 სოც.ქსელები
 ეროვნული გამოცდების საინფორმაციო პროგრამები
 პირადი კავშირები
 საერთოდ არ მსმენია

13. გსმენიათ თუ არა რომ საქართველოში გარკვეულ პროფესიულ


სასწავლებლებში სამშენებლო პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს
მხრიდან ?

 დიახ
 არა

14. გსმენიათ თუ არა, რომ საქართველოში, გარდა დედაქალაქისა, სხვა


რეგიონებშიც არის პროფესიული სასწავლებლები?

 დიახ
 არა

15. ჩააბარებდით თუ არა პროფესიულ სასწვალებლებში სამშენებელო


მიმართულებით თუ გექნებათ ინფორმაცია რომ სახელმწიფოს მხრიდან
ხდება კურსის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება?

 დიახ
 არა
 შესაძლებელია

64
16. თქვენი აზრით რა სახის ჩართულობა არის საჭირო პროფესიული
სასწავლებლების მხრიდან სტუდენტების მოზიდვის მიზნით?

 ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა სასწავლო პროცესში


 სწავლის დასრულების შემდეგ განვითარებისა და დასაქმების
აუცილებელი პირობა
 ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი
 ყველა სახის პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობა
ნებისმიერ რეგიონში

17. თქვენი აზრით რა სახის ჩართულობა იქნება უკეთესი სახელმწიფოს


მხრიდან პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციისთვის?

 ინფორმაციულობის გაზრდა სხვადასხვა არხების საშუალებით


 სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში ინფორმაციის
გავრცელებით
 ყველა სახის პროფესიული კურსის არჩევის შესაძლებლობა
ნებისმიერ რეგიონში

65
დანართი II
ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვები HR მენეჯერებისთვის

1. აწყდებით თუ არა გარკვეულ პრობლემებს სამუშაო ობიექტზე


სხვადასხვა პროფესიის კადრების მოზიდვისას ?

2. თქვენი აზრით, რა ფაქტორები განაპირობებს კვალიფიციური


კადრების დეფიციტს?

3. ძირითადად რომელი პროფესიების კვალიფიციური კადრების


ნაკლებობას განიცდით სამშენებლო ობიექტზე ?

4. რა საშუალებებით ახდენთ თქვენთვის საჭირო კადრების მოზიდვას ?

5. თანამშრომლობს თუ არა თქვენი კომპანია პროფესიულ კოლეჯებთან


და ხდება თუ არა მათგან გადამზადებული კადრების მოძიება და
შემდგომში დასაქმება ?

6. თუ კი არ იყენებთ პროფესიული სასწავლებლების ადამიანურ


რესურს რა მიზეზებით არის გამოწვეული ეს ?

7. ახორციელებს თუ არა კომპანია პერსონალის კვალიფიკაციის


ამაღლებას?

8. გაქვთ თუ არა ისეთი გამოცდილი პრაქტიკა როგორიცაა


თანამშრომელთა შეფასების და განვითარების სისტემები სამშენებლო
ობიექტზე დასაქმებული მუშახელისთვის?

9. მოგვარების რა გზებს ხედავთ კვალიფიციური კადრების დეფიციტის


მიერ გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად?

66
დანართი III
ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვები სამშენებლო პროექტის
მენეჯერებისთვის

1. არსებობს თუ არა თქვენს სამშენებლო ობიექტზე კვალიფიციური


კადრების დეფიციტი?

2. რამდენად შეესაბამება სამშენებლო მოედანზე დასაქმებული პერსონალის


კვალიფიკაციის დონე და ხარისხი თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნებს და
საჭიროებებს?

3. თქვენი ორგანიზაცია რამდენად ხშირად იყენებს კადრების


გადამზადების სხვადასხვა მეთოდებს?

4. მიგიღიათ თუ არა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული


სამუშაოზე?

5 . ისურვებდთ თუ არა და რა სახის თანამშრომლობა გექნებოდათ


პროფესიულ კოლეჯებთან?

6. კვალიფიციური კადრების დეფიციტისა და გადამზადების არ


არსებობის გამო რა პრობლემების წინაშე დგება კომპანია?

7. მოგვარების რა გზებს ხედავთ კვალიფიცური კადრების დეფიციტის


მიერ გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად?

67

You might also like