Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ნაციონალური იდენტობა

ძვ. წ. 429 წელი ათენისთვის გარდამტეხი წელი აღმჩნდა, როცა ათენელთა მმართველი
პერიკლე შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა და ამ დროიდან ათენის ძლიერება
საგრძნობლად შემცირდა. იმავე წელს სოფოკლემ დადგა ტრაგედია „ოიდიპოს მეფე “,
რომელიც მის უდიდეს ქმნილებად ითვლება. ეს ტრაგედია გამორჩეულია იმით , რომ ამ
ნაწარმოების ცენტრალური თემა იდენტობის (ვიანობის) პრობლემაა. სოფოკლეს ამ
დრამაში ბევრი მოტივი და არაერთი შრეა, თუმცა მოქმედებას თავიდან ბოლომდე
გასდევს როგორც კოლექტიური, ისე ინდივიდუალური იდენტობის საკითხი . „მსურს
ვიცოდე, ვინა ვარ“ არის სპექტაკლის დედაარსი. ოიდიპოსი ამ დრამაში კატეგორიების და
როლების მთელ წყებას გამოცდის: ხან მონაა, ხან მკვლელი და ხანაც მმართველი . მისი
როლი იდენტობები იყო ასევე: მამა, ქმარი, მეფე და გმირი, თუმცა სიმართლის გაგების
მერე ეს ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა. ეს როლები იმავდროულად კოლექტიურ
იდენტობათა ის სიმრავლეა, რომელიც ცნობილი იყო მეხუთე საუკუნის ბერძნებისთვის .
ოიდიპოსი ისევე როგორც სხვა დანარჩენი გმირები, რომლებიც ბერძენმა ტრაგიკოსებმა
აღწერეს, ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ უჩვეულო პირობებში ჩაყენებული და თავისი
განსაკუთრებული ბედით გამორჩეული.

ოიდიპოსის ამბავი მნიშვნელოვანია იმით, რომ კარგად წარმოაჩენს იდენტობის


პრობლემას. ის ცხადყოფს, რომ „მე“ მრავალ იდენტობას და როლს მოიცავს, იქნება ეს
ოჯახური, ტერიტორიული, კლასობრივი, რელიგიური, ეთნიკური თუ გენდერული . მათ
შორის ყველაზე ყოვლისმომცველი და ფუნდამენტურია გენდერის კატეგორია . მეორეა
ტერიტორიის კატეგორია, რომელიც ფართოდ გავრცელებულია. რეგიონალზმი ფლობს
იმ შემაკავშირებელ თვისებას, რომელიც გენდერს ჩვეულებრივ არ გააჩნია . მესამე ტიპი
სოციალური იდენტობისა განეკუთვნება სოციალური კლასის კატეგორიას. ოიდიპოსის
შიში იმისა, რომ ის შეიძლება იყოს „მონად შობილი“ აირეკლავს ძველბერძნულ მონობისა
და სიღარიბის შიშს. სოციალური კლასი ძნელად თუ გამოდგება ხანგრძლივი
კოლექტიური იდენტობის საფუძვლად, რადგან მისი ემოციური მიმზიდველობა
შეზღუდულია და არც კულტურული სიღრმე გააჩნია. კლასი ძირითადად ეკონომიკური
ინტერესის კატეგორიაა და ამდენად ის იყოფა შემოსავლის სიდიდისა და პროფესიის
მიხედვით. გარდა ამისა ეკონომიკური ფაქტორები ძალზე სწრაფად იცვლება ,
შესაბამისად ერთ ეკონომიკურ ჯგუფში ხანგრძლივად ყოფნის შანსი ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად რელიგური და ეთნიკური იდენტობა მიილტვის იმისკენ ,
რომ მისმა საზოგადოებრივმა ერთობამ ერთზე მეტი კლასი მოიცვას, რათა იყოს უფრო
მასშტაბური ან უნივერსალური. მაგალითად ანგლიკანიზმი მეთვრამეტე საუკუნის
ინგლისში მიმართული იყო ყველა კლასისკენ. მიუხედავად ამისა „რელიგიური
იდენტობა“ სოციალური კლასისგან სრულიად განსხვავებულ კრიტერიუმებს ემყარება .
იგი დაფუძნებულია სიმბოლოებზე, ტრადიციებზე, მითებსა და ღირებულებებზე და წეს -
ჩვეულებებშია კოდირებული. რელიგიური ერთობა ხშირად უკავშირდება ეთნიკურ ჯგუფს ,
როგორც ებრაელების ან სომხების შემთხვევაში. თუმცა „მსოფლიო რელიგიები “
ცდილობენ გადალახონ ეთნიკური საზღვრები. არსებობს შემთხვევები , როცა რელიგიური
ერთობა ეთნიკურ ერთობად ყალიბდება, მაგალითად დრუზები ეგვიფტეში . იყო დრუზი
დღეს ნიშნავს იყო ეთნო-რელიგიური ერთობის წევრი. ბევრი ეთნიკური უმცირესობა
ინარჩუნებს მჭიდრო რელიგიურ კავშირებსა და ემბლემებს. მაგალითად ჩრდილოეთ
ირლანდიის კათოლიკეები. აქედან გამომდინარე გარკვეული როლი რელიგიურ
იდენტობას დღევანდელი საზღვრების არსებობაში შესაძლოა ჰქონდეს . რელიგიურმა
გაერთიანებამ შეიძლება დაანაწევროს ეთნო-ლინგვისტური პოპულაცია , როგორც
გერმანელების შემთხვევაში. ან გააერთიანოს, როგორც გაერთიანდნენ ანგლები , საქსები
და იუტები გაქტირსტიანების შემდეგ ინგლისში.

კოლექტიური იდენტობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც დღეს ესოდენ მნიშვნელოვანი


და გავრცელებულია გახლავთ „ნაციონალური“ იდენტობა. ფრიდფრიხ მაინეკე გახლდათ
ის ვინც ერთმანეთისგან განასხვავა კულტურული ნაცია და სახელმწიფო ნაცია .
განსხვავება თავისთავად საფუძვლიანი და არსებითია. პოლიტიკური თვალსაზირისით ,
ძველ საბერძნეთში არ არსებობდა „ნაცია“, იყო მხოლოდ ქალაქ-სახელმწიფოები ,
რომლებიც დამოუკიდებლობის იდეით იყვნენ შეპყრობილნი. თუმცა არსებობდა ძველი
ბერძნული ერთობა, ელადა. ანუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბერძნულ კულტურულ და
ეთნიკურ ერთობაზე, თუმცა არა ძველ ბერძნულ „ნაციაზე.“

ეს იმას ნიშნავს, რომ ის რასაც „ნაციონალურ იდენტობას“ ვუწოდებთ გულისხმობს


ადამიანთა ერთობას, რომლებიც მოცემულ მკაფიოდ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე
ერთსა და იმავე კანონებსა და ინსტიტუციებს ემორჩილებიან . ეს დასავლური კოცეფციაა ,
რადგან სწორედ მათ იქონიეს გავლენა ერთობის ამ კონცეფციაზე, რომელსაც ნაციას
ვუწოდებთ.

უფრო დეტალურად, რომ განვიხილოთ დასავლური მოდელი, აქ ხალხი და კონკრეტული


ტერიტორია ერთმანეთს უნდა ეკუთვნოდნენ, ისე როგორც ეს ჰოლანდიელებთანაა . ანუ ეს
არ არის ჩვეულებრივი მიწის ნაკვეთი, ეს უნდა იყოს ისტორიული მიწა -წყალი , სამშობლო ,
მაშინაც კი თუ ეს პირველსაცხოვრისს არ წარმოადგენს, როგორც თურქების შემთხვევაში .
სამშობლო ხდება ისტორიული მეხსიერების და ასოციაციების საცავი , სადაც ჩვენი
წინაპრებიც და გმირები ცხოვრობდნენ.

მეორე ელემენტია მამულის ერთიანი პოლიტიკური ნებისა და საერთო კანონების იდეა .


ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ერთობის წევრთა შორის სამართლებრივი
თანასწრობის ცნება. სწორედ ამის გამოვლინებაა სოციოლოგების მიერ განსაზღვრული
მოქალაქეთა უფლებები და ასევე ურთიერთვალდებულებათა არსებობა მოცემულ
საზოგადოების წევრებს შორის. ის აგრეთვე გულისხმობს კანონაღმასრულებელი
ორგანოს არსებობას, როგორიცაა უზენაესი სასამართლო და ნაციის ყველა წევრი
თანასწორია კანონის წინაშე. საერთო სახალხო მას-კულტურის უზრუნველყოფა ევალება
საყოველთაო განათლების სისტემასა და მასმედიას. ესაა კულტურული ერთობა რომლის
წევრებიც გაერთიანებულები იყვნენ საერთო ისტორიული მეხსიერებით , მითებით ,
სიმბოლოებითა და ტრადიციებით.

ისტორიული ტერიტორია, სამართლებრივ-პოლიტიკური საზოგადოება და საერთო


სამოქალქო კულტურა და იდეოლოგიაა ნაციის დასავლური სტანდარტული მოდელის
კომპონენტები. აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში აღმოცენდა განსხვავებული მოდელი ,
რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ნაციის „ეთნიკური“ კონცეფცია. მისი განმასხვავებელი
ნიშნებია განსაკუთრებული აქცენტი წარმომავლობასა და მშობლიურ კულტურაზე . მისი
ელემენტებია გენეალოგია და სავარაუდო მემკვიდრეობითი კავშირები , სახალხო
მობილიზაცია, ადათ-წესები და სხვა.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვყოთ ნაციონალური იდენტობის ძირითადი


ნიშნები:

1. ისტორიული ტერიტორია, ანუ სამშობლო


2. საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება
3. საერთო საზოგადოებრივი მასკულტურა
4. ყველა წევრისთვის საერთო სამართლებრივი უფლება-მოვალეობანი
5. საერთო ეკონომიკა მის წევრთათვის ტერიტორიული მობილურობის
უზრუნველყოფით.

ნაციონალური იდენტობა ფუნდამენტურად მრავალგანზომილებიანია . მას ვერ მოახვევ


თავს მოსახლეობას ხელოვნურად, სწრაფად და იოლად.

რომ შევაჯამოთ, ნაციონალური იდენტობა და ნაცია რთული კონსტრუქციაა, რომელიც


რამდენიმე ურთიერთშეკავშირებული ელემენტისგან შედგება. ესენია :
ეთნიკური,კულტურული, ტერიტორიული,ეკონომიკური და სამართლებრივ -პოლიტიკური
ასპექტები. ნაციონალური იდენტობა და ნაცია გულისხმობს ერთობის წევრებს შორის
სოლიდარობის ისეთი კავშირების არსებობას, როგორიცაა საერთო წარსული , მითები,
ტრადიციები,რაც აირეკლება ან არ აირეკლება საკუთარი სახელმწიფოს იერსახეში ,თუმცა
ისინი განსხვავდებიან სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი წმინდად სამართლებრივი
და ბიუროკრატიული კავშირისგან. ნაცია არსებობს იმისთვის,რომ სხვადასხვა
განზომილებაში მყოფი ორი რეალობა-ერთი მხრივ,სამოქალაქო და ტერიტორიული ,
მეორე მხრივ კი- ეთნიკური და გენეალოგიური ერთმანეთს დაუკავშიროს . სწორედ ეს
მრავალგანზომილებიანობა ანიჭებს ნაციონალურ იდენტობას ამგვარ მდგრადობას
მოდერნულ ცხოვრებასა და პოლიტიკაში. სწორედ ის აძლევს საშუალებას ნაციონალურ
იდენტობას თავისთავადობის დაკარგვის გარეშე ეფექტურად შეერწყას სხვა ძლიერ
იდეოლოგიებსა და მოძრაობებს.

ნაციონალური იდენტობების ამ მრავალსახოვანი ძალის საილუსტრაციოდ შეგვიძლია


ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ ისეთ ფუნქციაზე, რომელსაც ის ასრულებს
ჯგუფებისა თუ ინდივიდებისთვის. ზემოთჩამოთვლილი განზომილებების
გათვალისწინებით ისინი შეიძლება ,,შინაგანი“ და ,,გარეგანი“ ობიექტური შედეგების
მქონე ფუნქციებად დავყოთ. გარეგანი ფუნქციებია : ტერიტორიული, ეკონომიკური და
პოლიტიკური.ნაცია უპირველეს ყოვლისა , განსაზღვრავს გარკვეულ სოციალურ
სივრცეს,რომლის ფარგლებშიც უნდა იცხოვრონ და იშრომონ მისმა წევრებმა ;
ამავდროულად ზის შემოსაზღვრავს ისტორიულ ტერიტორიას,რომელიც საზოგადოებრივ
ერთობას დროსა და სივრცეში ადგილს მიუჩენს. ნაცია ადამიანებს ასევე აწოდებს
საკრალურ ცენტრებს სულიერ და ისტორიულ სალოცავებს,ობიექტებს,რომლებიც ამ
ნაციის მორალური გეოგრაფიის უნიკალურობას გამოხატავს.

ეკონომიკური თვალსაზრისით ნაციები იძლევიან ტერიტორიულ რესურსებზე მათ შორის


ადამიანების სამუშაო ძალაზე , კონტროლის დამყარების გარანტიას ,ისინი შეიმუშავებენ
შრომის დანაწილების ერთიან სისტემას, ასევე ხელს უწყობენ როგოგრც შრომით
საქმიანობასა და საქონელბრუნვას,ისე მის წევრებს შორის რესურსების განაწილებას
მშობლიური ტერიტორიის ფარგლებში.

პოლიტიკური თვალსაზრისით კი ნაციონალური იდენტობა ფუძეს უმაგრებს


სახელმწიფოსა და მის ორგანოებს, ან მის წინაპოლიტიკურ ეკვივალენტებს
ნაციებში,რომელთაც არ აქვთ სახელმწიფოებრიობა. პოლიტიკური პერსონალის შერჩევა ,
პოლიტიკური ქცევის რეგულაცია და ხელისუფლების არჩევა ნაციონალური ინტერესის
კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. ითვლება,რომ ნაციონალური ინტერესი გამოხატავს
მასში შემავალი მთელი ხალხის ნაციონალურ ნებასა და ნაციონალურ იდენტობას .

მაგრამ ნაციონალური დიენტობის ყველაზე არსებითი ფუნქცია არის იმ საერთო კანონიერ


უფლება-მოვალეობათა ლეგიტიმაცია, რომლებიც ნაციის სპეციფიკურ ღირებულებებს ,
ხასიათს განსაზღვრავენ და საუკუნოვან წეს-ჩვეულებებს გამოხატავენ სოციალური
წესრიგისა და სოლიდარობის დასამყარბლად ნაციონალური დიენტობების მოშველიება
აუცილებლად იქცა.

მნიშვნელოვანია ისიც,რომ ნაციონალური იდენტობები აგრეთვე ასრულებენ უფრო


ინტიმურ, შინაგან ფუნქციას ერთობის წევრი ინდივიდებისთვის. ამათგან ყველაზე
თვალსაჩინოა წევრების,როგროც „ნაციონალების“ და „მოქალაქეების“, სოციალიზაცია .
ამისათვის მნიშვნელოვანია ჰომოგენური კულტურის დანერგვა .

ნაცია მოწოდებულია საერთო ღირებულებების,სიმბოლოებისა და ტრადიციების შერწყმის


გზით ინდივიდებსა და კლასებს შორის განავითაროს სოციალური კავშირები .
სიმბოლოების-დროშების, ფულის, ნიშნების, ჰიმნების , უნიფორმების, მონუმნეტების და
ცერემონიების მეშვეობით წევრებს შეახსენებენ მათ საერთო მემკვიდრეობას , კულტურულ
ნათესაობას, აღვივებენ და ამძაფრებენ მათ გრძნობებს საერთო იდენტობისა და საერთო
კუთვნილების გათავისებით.

ნაციონალური იდენტობის შეგნება კოლექტიური მეობისა და მისი თვითმყოფი კულტურის


ჭრილში ინდივიდუალური „მე“-ს სამყაროში ადგილის პოვნისა და თვითგანსაზღვრის
მძლავ საშუალებას წარმოადგენს. სწორად გაზიარებული უნიკალური კულტურის
მეშვეობით ვაცნობიერებთ „ვინ ვართ“ თანამედროვე სამყაროში. ყოველ შემთხვევაში ასე
ესახება ეს ბევრ გაორებულ და ორიენტაცია დაკარგულ ადამიანს თანამედროვე
მსოფლიოს ფართომასშტაბიანი ცვლილებების ფონზე.

თვითგანსაზღვრის და საკუთარი ადგილის პოვნის ეს პროცესი, ბევრნაირი


თვალსაზრისით ნაციონალური იდენტობის გასაღებია. გარდა ამისა, ნაციონალური
იდენტობა ისეთივე სირთულებთანაა დაკავშირებული,როგორც მისი არსი . ხშირად ეს
უკავშირდება თანამედროვე ნაციისა და მისი ეთნიკურ საფუძვლებთან მიმართებულ
საკითხებს. ხალხი მხადაა ნაციონალური იდენტობის სახელით ფეხქვეშ გათელოს
ეთნიკური, რელიგიული უმცირესობები, რომელსაც ნაცია ვერ შთანთქავს . ამ ნაციის
იდეალმა მოიტანა დაძაბულობა, დაბნეულობა და არასტაბილურობა .

შესაბამისად არსებობს ნაციონალისტური იდეოლოგიების როგორც დადებითი შედეგები


ისევე კრიტიკაც. თუმცა ფაქტია საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მას .

ეროვნული ცნობიერების წარმოშობა

საინტერესოა, რატომ გახდა ერი ასეთი პოპულარული საზოგადოებაში, თუმცა მიზეზები


მეტად რთული და განსხვავებული ხასიათსაა. ამ მიზეზთაგან ყველაზე დიდ ყურადღებას
მაინც კაპიტალიზმის არსი იმსახურებს.

1500 წლისთვს უკვე დაბეჭდილი იყო ოცი მილიონი წიგნი. ხელნაწერის გზით ცოდნის
მიღება იშვიათი და მიუწვდომელი იყო, ნაბეჭდი გამოცემები კი ცოდნის წყაროდ იქცნენ.
როგორც ფრენსის ბეკონი იტყოდა, ბეჭდურმა პროდუქციამ შეცვალა „სამყაროს ფორმა და
სტრუქტურა“.

გამომცემლობა იყო კაპიტალისტური წარმოების ერთ-ერთი ადრეული ფორმა, რომელიც


ასახავდა კაპიტალიზმის დაუცხრომელ ლტოლვას ვაჭრობისადმი. ძველი დროის
გამომცემლებმა მთელ ევროპაში დააარსეს ფილიალები. ამ გზით შეიქმნა საერთაშორისო
გამომცემლობათა ქსელი, რომელიც უარყოფდა ეროვნულ საზღვრებს. ბუნებრივია, რომ
წიგნის გამყიდველები ზრუნავდნენ მოგების მიღებაზე და ეძებდნენ ისეთ ღირსშესანიშნავ
ნაწარმოებებს, რომლებიც მათ თანამედროეთა უმეტესობას დააინტერესებდა.

თავდაპირველად წიგნის გასაღების ცენტრალური ბაზარი იყო განათლებული ევროპა,


რომელიც მოიცავდა ლათინურ ენაზე მკითხველ საზოგადოების ფართო ფენას. აღსანიშნავია,
რომ ეს იყო თხელი ფენა, რადგან ძალიან ცოტა ხალხი ლაპარაკობდა ამ ენაზე დაბადებიდან
და შესაბამისად ცოტა აზროვნებდა ლათინურად. კაცობრიობის დიდი ნაწილი ერთენოვანი
იყო და დღესაც ასეა. ევროპაში წარმოქმნილმა ფულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა
აიძულა გამომცემლები დაეწყოთ უფრო მდარე იაფფასიანი წიგნების ბეჭვდა ადგილობრივ
ენებზე.

ლიტერატურის გამოცემების ადგილობრივ ენაზე რევოლუციური ბიძგი მისცა


კაპიტალისტურმა სისტემამ. ეს განპირობებული იყო იმ ფაქტორებით, რომლებმაც წვლილი
შეიტანეს ეროვნული შეგნების გაზრდაში. პირველი იყო თავად ლათინურ ენაში მომხდარი
ცვლილება. ლათინური ენა უფრო და უფრო ციცერონისეული გახდა და მეტად დაშორდა
სასულიერო და ყოველდღიურ ცხოვრებას. მეორე იყო რეფორმაციის გავლენა, რომლის
წარმატება, თავის მხრივ, კაპიტალური ბეჭდური პროდუქციის განივთარებამაც განაპირობა.
მარტინ ლუთერმა თავისი თეზისები უინტერბერგის ეკლესიის კარზე მიამაგრა, რომლებიც
ნათარგმნი იყო გერმანულად და ქვეყნის ყველა კუთხეში გავრცელდა. ეს იყო
ტრანსფორმაცია, ლუთერი კი უმთავრეს ფიგურას წარმოადგენდა. ის იყო ბესტსელერების
პირველი ავტორი, რომელიც საყოველთაოდ გახდა ცნობილი. ლუთერი იქცა წინამძღოლად,
სხვები კი მის მიმდევრებად. თუმცა კონტრრეფორმაცია შეუპოვრად იცავდა ლათინური ენის
ციტადელს. ამის მაგალითია, ფრანსუა პირველის მიერ გამოცემული ბრძანება მის სამეფოში
ნებისმიერი წიგნის დაბეჭვდის თაობაზე, რომლის დაუმორჩილებლობაც ჩამოხრჩობით
ისჯებოდა. გარკვეულმა კოალიციამ პროტესტანტიზმსა და კაპიტალიზმის ბეჭდურ
პროდუქციას შორის ბიძგი მისცა ახალი მკითველი ფენის ჩამოყალიებებას ვაჭრებისა და
ქალების სახით. და აღსანიშნავია, რომ ეკლესია არ იყო ერთადერთი რაც შეირყა,
არადიასტიური სახელმწიფოებიც წარმოიშვა.

მესამე იყო ადგილობრივი ენების, როგორც ადმინისტრაციული ცენტრალიზმის


ინსტრუმენტების გეოგრაფიულად არათანაბარი გავრცელება. დასავლეთის იმპერიის
ნგრევის შემდეგ, დასავლეთ ევროპის პოლიტიკური დანაწევრება ნიშნავდა იმას, რომ
ვერცერთი ევროპის მონარქი ვერ მოახდენდა ლათინურის საკუთარი სახელმწიფოს ენად
ქცევას.

მეთექვსმეტე საუკუნეში ადმინისტრაციული საქმიანობისთვის ადგილობრივი ენების


გამოყენების წამოწყება წინ უსწრებდა რელიგიურ გარდაქმნებს და საგამომცემლო
საქმიანობას. არ გვაქვს იმის მაჩვენებელი რომ ამას რაიმე წმინდა ნაციონალური იმპულსი
უდევს საფუძვლად. ნებისმიერ შემთხვევაში ენის არჩევანი გამოდმებით იყო
გაუთვითცნობიერებელი და შემთხვევითი. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის წარმოსახვითი
საზოგადოების დაკნინების საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა ადგილობრივი ენების
განვითარებამ როგორიც იყო ინგლისური ლონდონში და ფრანგული პარიზში. ეს პროცესი კი
გარკვეულწილად ფატალურად შეიძლება ჩაითვალოს რადგან ლათინურის სიკვდილი
გამოიწვია. საგამომცემლო საქმის დაწყებამდე ძალიან ბევრი ენა იყო ევროპაში
გავრცელებული თუმცა შემდეგ მოხდა მათი შერწყმა. შეიქმნა ერთგვარი საგამომცემლო
ენები.

ზემოთხსენებულმა „ბეჭვდითმა“ ენებმა საფუძველი ჩაუყარეს ეროვნული შეგნების


განვითარებას. პირველი ფაქტორი იყო აზრთა ურთიერთგაცვლისა და კომუნიკაციის
ერთიანი სივრცის შექმნა. ხალხს ვინც დიალექტებიზე საუბრობდნენ უჭირდათ ერთმანეთის
გაგება, ბეჭდური პროდუქციით კი შესაძლო გახდა ურთიერთგაგება. ბეჭდური პროდუქციის
გზით ამ ახალმა მკითხველმა თაობამ შექმნა წარმოსახვითი ეროვნული საზოგადოების
ემბრიონი. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ კაპიტალისტურმა საგამომცემლო საქმემ ენას
სტაბილური და მარადიული თვისება შესძინა. დასტამბული წიგნი ინარჩუნებდა მუდმივ
ფორმას. მესამე ფაქტორი იყო ის, რომ კაპიტალისტურმა საგამომცემლო საქმემ საფუძველი
ჩაუყარა იმ ენების შექმნას, რომლებზეც სახელმწიფო მმართველობა წარმოებდა. მაგალითად
ზემო გერმანული გახა სახელმწიფო ენა, როცა ქვემო გერმანული დიალექტები სალაპარაკო
ენებად დარჩნენ, რომელსაც გარკვეული წინააღმდეგობაც მოყვა.

დღეს საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე აღმოცენებულ თითქმის ყველა ერს და


ეროვნულ სახელმწიფოს თავისი საგამომცემლო ბეჭვდითი ენა მოეპოვება, მაგრამ მათ შორის
ისეთებიც ბერი ვისაც საერთო ენები აქვთ. შესაბამისად ვერ ვიტყვით რომ თანამედროვე
ეროვნული სახელმწიფოს რეალური ჩამოყალიბება იზომორფულია.

წარმოსახვითი საზოგადოებანი

წარმოსახვითი საზოგადოებები - ეს ტერმინი გამოიყენა ბენედიქტ ანდერსონმა იმ იდეის


გამოსახატავად, რომლის თანახმადაც გარკვეული ხალხის ჯგუფში ერთი მეორეს იცნობს,
მაგრამ ამ ჯგუფის ყველა წევრის ერთად თავმოყრა შეუძლებელია. ვინაიდან გარკვეულ
სირთულეს წარმოადგენს ის,რომ ადამიანს გაუცნობიერებლად აქვს მიდრეკილება
განსაკუთრებული არსებობა მიანიჭოს ნაციონალიზმს (ასაკის მსგავსად) და ჩამოაყალიბოს,
როგორც რაღაც იდეოლოგია. ანდერსონის აზრით, საქმე მეტად იოლად იქნებოდა თუკი
ნაციონალიზმი განვიხილავთ, თითქოს „ნათესაობას“ და „რელიგიას“ უკავშირდება და არა
„ლიბერალიზმსა“ თუ „ფაშიზმს“ ანდერსონი ანთროპოლოგიური თვალსაზრისით ერის
შემდეგ განსაზღვრებას გვთავაზობს, რომ “ეს არის წარმოსახვითი პოლიტიკური
საზოგადოება და ის წარმოისახება, როგორც მისთვის თანმხლები საზღვრებით, ასევე
სუვერენულობით. “

ანდერსონის აზრით ერი წარმოსახვითია, რადგან ყველაზე პატარა ერის წევრებიც კი


ვერასდროს გაიცნობენ ამ ერის წევრთა უმრავლესობას, ვერ შეხვდებიან და ვერაფერს
გაიგებენ მათ შესახებ,მაგრამ მაინც ყოველი მათგანის გონებაში შექმნილია მათი ერთობის
ხატი. რენანი სწორედ ასეთ წარმოსახვას ხსნიდა ორაზროვნად,როცა წერდა: ერის არსი არის
ის, რომ მის ყოველ ინდივიდს ბევრი რამ აქვს საერთო და აგრეთვე ის,რომ ყველამ დაივიწყა
ბევრი რამ.

წარმოსახვითია ყველა ის საზოგადოება, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე პირველყოფილი


სოფლის ახლო ურთიერთკავშირში მყოფი საზოგადოება. ცხადია, საზოგადოებები უნდა
განვასხვაოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა მოჩვენებითობა/ნამდვილობთ, არამედ იმ
სტილით, რომლითაც ხდება მათი წარმოსახვა.

ერი წარმოსახულია, როგორც გარკვეულ ფარგლებში მოქცეული მოვლენა, რადგან ყველაზე


დიდ ერებსაც კი, რომელთა მოსახლეობა მილიარდსაც აღემატება, აქვთ, მართალია
ელასტიული, მაგრამ სავსებით გარკვეული საზღვრები, რომელთა მიღმა სხვა ერები
სახლობენ. არც ერთი ერი არ თვლის, რომ ის ჰგავს კაცობრიობის სხვა რომელიმე
წარმომადგენელს.

ერი წარმოსახულია,როგორც სუვერენული ფენომენი,რადგან ერის ცნება გაჩნდა იმ


პერიოდში,როცა განმანათლებლობა და რევოლუცია ანადგურებდნენ იერარქიული
დინასტიური სამეფოს ღვთაებრივად მიჩნეულ ლეგიტიმურობას.კაცობრიობის ისტორიის
განმავლობაში,როცა ნებისმიერი საყოველთაო რელიგიის ყველაზე ერთგული მიმდევრებიც
კი უიმედოდ ეწინაღმდეგებოდნენ ცალკეულ რწმენათა ონტოლოგიურ მოთხოვნებსა და
ტერიტორიულ გაფართოებას შორის არსებულ რელიგიურ პლურალიზმს, ერები ოცნებობნენ
თავისუფლებაზე, რომლის საწინდარი მუდამ სუვერენული სახელმწიფო იყო.

და ბოლოს, ერი წარმოდგენილია ასევე როგორც საზოგადოება , თემი, რადგან რეალურის,


უთანასწორობისა და არსებული ექსპლუატაციის მიუხედავად ,რაც შეიძლება ნებისმიერ
მათგანში გაბატონდეს, ერი ყოველთვის მოიაზრება როგორც ღრმა „ამხანაგობა“. შეიძლება
ითქვას,რომ ეს არის ძმობა,რომელიც ამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მილიონობით
ადამიანს მოუწოდებს არა იმდენად სხვების განადგურებისკენ, რამდენადაც თავის
გაწირვისკენ იმ იდეალებისთვის,რომლებიც შეზღუდული წარმოსახვებისთვისაა
დამახასიათებელი.

რელიგიური საზოგადოება და დინასტიური სამეფო

ანდერსონს მიაჩნია, რომ ნაციონალიზმი გაგებული უნდა იქნას არა როგორც შეგნებულ
პოლიტიკურ იდეოლოგიებთან გაიგივებული მოვლენა, არამედ კულტურულ სისტემებთან
გათანაბრებული, რომლებიც წინ უსწრებდნენ მას და მის წარმოშობასაც მისცეს დასაბამი.

მისი აზრით ჩვენთვის საინტერესოა ორი შესაბამისი კულტურული სისტემა, ესენია


რელიგური საზოგადოებები და დინასტიური სამეფოები. ორივე მათგანი ერთ დროს
ისეთივე ზენიტში იმყოფებოდა, როგორშიც დღეს ეროვნებაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია
დავუფიქრდეთ იმასაც, თუ რამ მისცა ამ კულტურულ სისტემებს ასეთი უზომო
დამაჯერებლობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ საყრდენ ელემენტთა გამოყოფაც,
რომლებმაც კულტურულ სისტემთა დაშლა გამოიწვიეს.

რელიგიური საზოგადოება

მეტად შთამბეჭდავია ის უზარმაზარი ტერიტორიული სივრცე, რომელიც უჭირავთ ისლამის


მიმდევრებსა, ქრისტიანებსა და ბუდისტურ სამყაროს წარმომადგენლებს. დიდმა
საკრალურმა კულტურებმა თავის თავში გააერთიანეს უზარმაზარი საზოგადოებების
წარმოდგენები და აზრები. ისლამის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როცა ორი ტომი ხვდებოდა
ერთმანეთს მექაში, მათ არ იცონდნე ერთმანეთის ენები, თუმცა მაინც უგებდნენ ერთმანეთს
იდეოგრამების დახმარებით, რადგან საღვთო ტექსტები რომლლებთანაც ორივე მათგანს
ჰქონდა შეხება არსებობდა მხოლოდ კლასიკურ არაბულ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ
მათემატიკის ენაც ამ ძველი ტრადიციის გამგრძელებელია. შეიძლება არ გვქონდეს
წარმოდგენა სხვა ენის წარმომადგენელი რას უწოდებს +ს მაგრამ სიმბოლო ორივესთვის
გასაგებია.
და მაინც საღვთო ენებით დაკავშირებულ კლასიკურ საზოგადოებებს ჰქონდათ ერთი ისეთი
თვისება, რომელიც განასხვავებდა მათ თანამედროვე ერების წარმოსახვითი
საზოგადოებებისგან. ძირითად განსხვავებას წარმოადგენდა ძველ საზოგადოებათა რწმენა
საკუთარი საღვთო ენების განსაკუთრებულობასა და საზოგადოების რიგებში გაერთიანების
დიდი მნიშვნელობის შესახებაც. ჩინელები მხარს უჭერდნენ იმ ბარბაროსებს, რომლებიც
გაჭირვებით სწავლობდნენ იდეოგრამების ხატვას, რათა მომხდარიყო მათი ასიმილაცია.
ასეთივე დამოკიდებულება გამოჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში კოლუმბიელი ლიბერალი,
პედრო ფერმინ დე ვარგასის მოსაზრებაში, რომელიც გვთავაზობდა ინდიელები
ესპანელებად ექციათ, მათი თეთრებთან შეჯვარებით, ხარკისა და სხვა გადასახადისგან
გათავისუფლებითა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით. ის არ ქადაგებდა გაჟლეტას,
რაც შემდეგ მისმა შთამომავლებმა წამოიწყეს.

წარსულის გლობალურ საზოგადოებათა წარმოსახვა ხდებოდა ენის არანებისმიერობაზე


დაყრდონბით. ჩინური, არაბული და ლათინური იყო მთავარი საყრდენი. ისლამის
ტრადიციებიდან გამომდინარე, ყურანის თარგმნა არ შეიძლებოდა, რადგან ითვლებოდა რომ
ალაჰის ჭეშმარიტების გაგება მხოლოდ არაბული დამწერლობით იყო შესაძლებელი. ეს ენები
გაჟღენთილია ისეთი იმპულსით, რომელიც სრულიად უცხოა ნაციონალიზმისთვის.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საღვთო ენებმა დასაბამი მისცეს ისეთ ერთობებს,
როგორიცაა საქრისტიანო, ამ საზოგადოებრივ გაერთიანებათა ჭეშმარიტი მოქმედების სფერო
და დამაჯერებლობა მაინც არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ საღვთო დამწერლობით. წიგნიერი
საზოგადოება უფრო იმ განათლებულ, სტრატეგიულ ფენას წარმოადგენდა რომლის
მწვერვალად სასულიერო პირი გვევლინებოდა. აქ სოციალური ჯგუფები იერარქიული იყო
და პაპის გაგება ყველას არ შეეძლო, თუმცა იყო ორენოვანი ინტელიგენცია, რომელიც
შუამავლის როლს თამაშობდა ლათინურსა და ადგილობრივ ენას შორის.

და მაინც, რელიგიურად გაერთიანებული საზოგადოების ძლიერებისა და სიდიადის


მიუხედავად, შუა საუკუნეების მიწურულს მნიშვნელოვნად შესუსტდა მათი
გაუცნობიერებელი თანაგრძნობა და გულშემატკივრობა ერთმანეთის მიმართ. ამას ორი
მიზეზი ჰქონდა. პირველი იყო ის შედეგი, რომელიც არაევროპული სამყაროს გამოკვლევის
საფუძველზე იყო მიღებული და რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა კულტურული და
გეოგრაფიული ჰორიზონტი და შეცვალა შეხედულება ცხოვრებაზე. ეს პროცესი აისახა
ევროპელ მოგზაურთა ნაშრომებში.

მეორე მიზეზი იყო თავად საღვთო ენის თანდათანობით დაკნინება. ლათინური არა მარტო
ის ენა იყო რომლითაც ასწავლიდნენ, არამედ წარმოადგენდა ერთადერთ ენას რომელსაც
ასწავლიდნენ. ერთადერთ ღირს ენად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ ეს სიტუაცია შეიცვალა.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ჰობსი იმიტომ ითვლებოდა დიდებულ ფიგურად, რომ წერდა
ჭეშმარიტ ენაზე, ხოლო შექსპირი იყო ფაქტიურად უცნობი, რომელიც მშობლიურ ენაზე
ქმნიდა ნაწარმოებებს. ერთი სიტყვით ლათინურის დაცემამ განაპირობა საზოგადოებათა
დაცალკევება და გამრავლება.

დინასტიური სამეფო

დღესდღეობით ალბათ ძნელია იმ პერიოდის წარმოდგენა, როცა დინასტიურ სამეფოს


ერთადერთ „პოლიტიკურ“ სისტემად მიიჩნევდნენ. მეფობის იდეა ყველაფერს აფუძნებს და
აერთიანებს ცენტრის ირგვლივ. მისი ლეგიტიმურობა ღვთისგან მომდინარეობს და არა
მოსახლეობისგან და მოსახლეობა ქვეშევრდომად უფრო მოიაზრება, ვიდრე მოქალაქედ.
თანამედროვე გაგებით სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება სრულყოფილად მთელ
ტერიტორიაზე, ძველი შეხედულებების თანახმად სახელმწიფოებად ითვლებოდნენ
ცენტრები, ხოლო საზღვრებ კი გაურკვეველი იყო. დღეს პარადოქსულია ისიც თუ როგორ
ახერხებდნენ ძველი იმპერიები ემართათ საკმაოდ დაშრებულ ტერიტორიაზე მცხოვრები
ხალხი.

არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ეს ძველი მონარქიული სახელმწიფოები გაფართოვდნენ


არა მხოლოდ ომების, არამედ დინასტიურ ქორწინებათა გზითაც, რასაც არა აქვს ადგილი
თანამედროვე ეპოქაში. სამეფოებში სადაც მრავალცოლიანობა რელიგიურად სანქცირებული
იყო, ცოლების მრავალიარუსიანი რთული სისტემა არსებითი მნიშვნელობის ფაქტს
წარმოადგენდა სამეფოს გაერთიანებისთვის. მაგალითად საინტერესოა, რომ მეთერთმეტე
საუკუნიდან „ინგლისური: დინასტია აღარ მართავდა ლონდონს.

აღსანიშნავია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში დასავლეთ ევროპის საღვთო მონარქიის


კანონიერება თანდათანობით შესუსტდა. შემდეგ უკვე როცა კანონის უზეანესობა გაბატონდა,
„მონარქიამ“ უკვე ნახევრად სტანდარტული სახე მიიღო. დროთა განმავლობაში მეფეები
ცდილობდნენ „ნაციონალური“ მხარდაჭერის მიღწევას, რადგან ლეგიტიმურობის ძველი
პრინცპირი ხუნდებოდა. მაშინ როდესაც ფრიდრიხ დიდის ჯარები თავის რიგებში უამრავ
უცხოელს ითვლიდა, მისი ძმიშვილიის ფრიდრიხ ვილჰელმის ჰარები მხოლოდ ეროვნული -
პრუსიელებით დაკომპლექტებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საღვთო ერთობებმა, ენებმა და საგვარეულო ჩამომავლობამ


დეგრდაცია განიცადა, მნიშვნელოვნად იცვლებოდა აღქმა ერის ცნების და სწორედ ეს იყო
ყველაზე მნიშვნელოვანი.

You might also like