UG Document 3

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სანივთო სამართალი

თბილისი
2024წელი

ლექტორი: ანა მაისურაძე


სტუდენტი:ლიზი გორგასლიძე

კაზუსი:
2010 წლის 5 იანვარს ნინო 5 წლით სასწავლებლად გაემგზავრა ამერიკაში. გამომდინარე
იქიდან, რომ სახლში მარტო ცხოვრობდა და აღნიშნული ვადით ბინის უპატრონოდ დატოვება
აღელვებდა, მეზობელ ანას გამგზავრებამდე 2 დღით ადრე თავისი ბინის გასაღები გადასცა ,
რათა, იმ შემთხვევაში, თუ ბინაში რამე დაზიანდებოდა ანას შესაძლებლობა ჰქონოდა
დროულად მოეხდინა რეაგირება (შეეტყობინებინა ნინოსთვის, გამოეძახა შესაბამისი
სამსახური, ან მიეღო სხვა აუცილებელი ზომები) და მომიჯნავედ მცხოვრებ მეზობლებს არ
შექმნოდათ პრობლემა ან არ დაზიანებოდათ საცხოვრებელი. მეზობლების საუბარს ყური
მოჰკრა გვერდზე ოთახში მყოფმა გიორგიმ, რომელიც ანასთან სტუმრად იმყოფებოდა . 2010
წლის 10 იანვარს გიორგიმ ანასაგან უჩუმრად შეაღწია ნინოს ბინაში და იქიდან წამოიღო
ნინოს კუთვნილი ველოსიპედი, რომელიც იმავე დღესვე მიჰყიდა თავის ნაცნობს ზურას 800
ლარად (ზეპირი ნასყიდობის საფუძველზე). 2015 წლის მარტში, ნინო დაბრუნდა
საქართველოში. აღმოაჩინა რა, რომ მისი ველოსიპედი აღარ იყო ბინაში, კითხვით მიმართა
მეზობელ ანას, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა . მეორე
დილით ნინო მეგობართან ერთად წავიდა ტბაზე სასეირნოდ, სადაც სრულიად შემთხვევით
თავის ველოსიპედზე;ამხედრებული; ზურა დაინახა. დათვალიერების შედეგად , დარწმუნდა
რა, რომ აღნიშნული ველოსიპედი მართლაც მისი გახლდათ, ზურასგან მოითხოვა მისი
დაუყონებლივ დაბრუნება. აღნიშნულზე ზურამ უარი განუცხადა და განუმარტა , რომ იგი მის
საკუთრებას წარმოადგენდა, ვინაიდან დაახლოებით 5 წლის წინ 800 ლარად შეიძინა
გიორგისაგან. 2015 წლის 15 აპრილს ნინომ საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი ზურას
წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა 2010 წლის 10 იანვარს გიორგისა და ზურას შორის
ზეპირად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა და მისი კუთვნილი
ველოსიპედის მისთვის დაბრუნება. აღნიშნულზე ზურამ წარადგინა შესაგებელი , რომელშიც
მიუთითა, რომ ის წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს და შესაბამისად , არ იყო
ვალდებული ნინოსთვის დაებრუნებინა სადავო ნივთი.

კითხვა:აქვს თუ არა ნინოს ზურასაგან ნივთის გამოთხოვის უფლება?


სანივთო სამართალი
თბილისი
2024წელი

ჰიპოთეზა: შესაძლოა ნინოს ჰქონდეს უფლება ზურასგან ნივთის გამოთხოვის


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.

ამოხსნა:

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ნინო 5წლით მიემგზავრება ამერიკაში


სასწავლებლად.ვინაიდან ის საქართველოში მარტო ცხოვრობდა აღელვებდა ფაქტი,რომ
სახლი მარტო უნდა დაეტოვებინა. ამიტომ, მან მის მეზობელ ანას გადასცა გასაღები და
სთხოვა,რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა ის. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 155-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიუხედავად იმისა,რომ ანა
ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე და მას მინიჭებული აქვს ეს უფლება
მფლობელისგან,ანუ ნინოსგან, იგი მაინც არ არის ნივთის,ამ შემთხვევაში სახლის
მფლობელი.

კაზუსიდან იკვეთება,რომ სტუმრად მყოფმა გიორგიმ, მოისმინა ანასა და ნინოს საუბარი


შეთანხმების შესახებ. შემდეგ, მან განიზრახა,რომ ანასგან უჩუმრად შესულიყო ნინოს
სახლში და ასეც მოიქცა. 2010წლის 10 იანვარს გიორგი შევიდა სახლში საიდანაც მოიპარა
ველოსიპედი და იმავე დღეს მის ნაცნობ ზურას მიჰყიდა 800 ლარად. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებიდან ჩანს,რომ ზურასა და გიორგის შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის
ხელშეკრულება,რომელიც გათვალისწინებულია სსკ 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,რომლის
მიხედვითაც, გამყიდველი მოვალეა მყიდველს გადასცეს კუთვნილი ნივთი,ხოლო
მყიდველი მოვალეა გადაიხადოს შესაბამისი თანხა,რომელიც დაწესებულია გამყიდველის
მიერ.

მოცემულ კაზუსში ნათლად ჩანს,რომ ზურა გახდა კეთილსინდისიერი შემძენი


ველოსიპედის,რომელმაც ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ნივთი.
თუმცა, კაზუსიდან ვიგებთ,რომ გიორგიმ ველოსიპედი ნინოს სახლიდან მოიპარა
შესაბამისად, ზურა გამოდის ნივთის კეთილსინდისიერი,თუმცა არამართლზომიერი
მფლობელი . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით,შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც,როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის
მესაკუთრე,მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ვინაიდან, ზურა
უბრალოდ ნაცნობი იყო გიორგისი და თან არ იცოდა იმის შესახებ,რომ გიორგიმ ეს ნივთი
მოიპარა.

მოცემულ კაზუსში იკვეთება,რომ ზურა გახდა კეთილსინდისიერი შემძენი,თუმცა


მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის
მიხედვით კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე იმ შემთხვევაში, თუ
მესაკუთრემ ნივთი დაკარგა ან მოპარეს. შესაბამისად, მფლობელად ყოფნის პრეზუმცია არ
მოქმედებს ამ შემთხვევაში.

კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს,რომ ნინო დაბრუნდა საქართველოში 5წლის


შემდეგ და აღმოაჩინა,რომ მისი ველოსიპედი ადგილზე აღარ იყო, ამიტომ გადაწყვიტა,რომ
ანასთან განეხილა ეს საკითხი. ვინაიდან,ანამ არაფერი იცოდა ამის შესახებ, შესაბამისი
პასუხიც ვერ მიიღო. მეორე დღეს,როცა ნინო მეგობართან ერთად ტბაზე სეირნობდა
სანივთო სამართალი
თბილისი
2024წელი
შეამჩნია ზურა,რომელიც მისი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც
დარწმუნდა რომ ველოსიპედი ნამდვილად თავისი საკუთრება იყო მოითხოვა მისი
დაბრუნება. პირველ რიგში 477-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ბათილობა
და შემდეგ ველოსიპედის დაბრუნება. ნინოს შეუძლია საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოითხოვოს საკუთარი ნივთის უკან
დაბრუნება.

მოცემული კაზუსიდან გამომდინარე, ზურას როგორც კეთილსინდისიერი,თუმცა


არამართლზომიერი მფლობელის მოვალეობაა ნივთის უკან დაბრუნება,ამ შემთხვევაში
ველოსიპედის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის 1-ელი ნაწილის
მიხედვით არამართლზომიერი მფლობელი,რომელსაც თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის
ფლობის უფლება ვალდებულია ნივთი დაუბრუნოს ნამდვილ მფლობელს.

ამასთანავე, ზურას,როგორც კეთილსინდისიერ,მაგრამ არამართლზომიერ მფლობელს


უფლება აქვს მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს,ამ შემთხვევაში გიორგის ხარჯის
ანაზღაურება სსკ 163-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.

დასკვნა:

ნინოს აქვს უფლება ზურას მოსთხოვოს კუთვნილი ნივთი, ვინაიდან ზურა


არამართლზომიერად ფლობდა ველოსიპედს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხოლო ზურას შეუძლია გაწეული ხარჯის ანაზღაურება
მოითხოვოს გიორგისგან სსკ 163-ე მუხლის მეორე ნაწილით.

You might also like