Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

რეფერატი

საგანი: ვალდებულებითი სამართალი;


ლექტორი:მაკა კარტოზია;
სტუდენტები: ანა გიორგაძე,ლიზი კეკუა, ანა ჩალიგავა, ლიზი გორგასლიძე,
ნუცა კალანდაძე;
ცნება:კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება.
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება- კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
არის ,როდესაც იგი არ იღებს მისთვის შეთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც
უკვე დადგა.თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ
ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ
ასრულებს.კრედიტორს ეკისრება ვალდებულება აანაზღაუროს ის ზიანი ,რომელიც
მიადგა მოვალეს ვადის ბრალეული გადაცილების გამო.
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები-მისი ბრალის მიუხედავად იგი
ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო
წარმოშობილი ზედმეტი ხარჯება.კრედიტორს ეკისრება ნივთის შემთხვევით
გაფუჭების ან დაღუპვის რისკი.ვადის გადაცილების შემთხვევაში აღარ ექნება
პროცენტის მიღების ან მოთხოვნის უფლება.
დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი
1.მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: შპს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ-მ’’ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი,
პირველი კასატორი, კრედიტორი ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა
სასამართლოშ ი.ზ-ისა და მ.ბ-ის (შემდგომში_მოპასუხეები, აპელანტის
მოწინააღმდეგე მხარეები,მეორე კასატორები,მოვალეები,ი.ზ-ე ასევე
წოდებული,როგორც მსესხებელი ან პირველი მოპასუხე ,ხოლო მ.ბ-ე _თავდები ან
მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის დავალიანების _48
032,99 აშშ დოლარის,2014 წლის 16 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე
22 000 აშშ დოლარის ყოველთვიური 4% _ 1 168 აშშ დოლარისა და ყოველ
ვადაგაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო სახით სესხის სარგებლის _ 1 168 აშშ
დოლარის 4%-ის _46,72აშშ დოლარის დაკისრება,ასევე, დავალიანების დაფარვის
მიზნით იპოთეკით დატვირთული ქ.ბათუმში არსებული ბინისა და ამავე
მისამართზე მდებარე მეორე ბინის რეალიზაცია.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:2012 წლის 27 აპრილს
მოსარჩელესა(შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ,,ბ’’) და მსესხებელს (პირველი
მსესხებელი -ი.ზ და თავდბი-მ.ბ) შორის გაფორმდა სესხის ხელშკერულება.
ხელშეკრულების თანახმად,ორგანიზაცია ,,ბ’’-მ 12 თვის ვადით პირველ მოპასუხეს
ასესხა 30 000 აშშ დოლარი,ყოველთვიური 4% სარგებლის გადახდის
მოთხოვნით.მხარეები შეთანხმდენენ ,რომ ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველთვიური
საპროცენტო სარგებლის 4% ყოველ გადაცილებულ დღეზე. სესხის
ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა
იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.ფაქტობრივი გარემოებიდან
ჩანს,რომ მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და 2014 წლის 16
იანვრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება:სესხის ძირი-29 200 აშშ დოლარი,
სარგებელი-14 976, 85 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო-3 856,14 აშშ დოლარი.
2.მოპასუხეების პოზიცია:
პირველმა მოპასუხე, ი.ზ-მ, სარჩელი არ ცნო და განმარტა ,რომ ხელშეკრულებით
სესხის სარგებელი განისაზღვრა 4%-ით,თუმცა, იგი შეთანხმებული იყო კლებადი
გრაფიკით.შესაბამისად, სარგებლის საერთო ოდენობა შეადგენდა 8 358,78 აშშ
დოლარს.მოპასუხეს აზრით, გაურკვევლია რა მეთოდით იქნა დაანგარიშებული
დავალიანების ოდენობა,რადგანაც მას მთლიანობაში გადახდილი აქვს 9 600 აშშ
დოლარი, საიდანაც 8 358 ,78 აშშ დოლარით სრულად დაფარა სესხის
სარგებელი,ხოლო 1 241,22 აშშ დოლარით-ძირი თანხა.მხარეთა შორის დადებული
ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სესხის ვადის გასვლის შემდგომ სარგებლის
გადახდის შესაძლებლობას.შესაბამისად, 2014 16 იანვრიდან გადაწყვეტილების
აღსრულებამდე პროცენტის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა.ასევე
უსაფუძვლოა მოსარჩელეს მითითება პირგასამტეხლოს გადახდის
თაობაზე.ორგანიზაცია ,,ბ’’ სარცელი 2014 წლის 25 იანვარს აღძრა ,შესაბამისად,
მას პირგასამტეხლოს სახით დავალიეანება დაეკისრება 2014 წლის 16 იანვრის
მონაცემებით.ჩვენი აზრით, შემტხვევიტი ხასიათი არ ჰქონია იპოთეკის
ხელშეკრულებას, მას ჰქონდა მიზანი რომ კრედიტორს ვადის გადაცილებიდან
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არ მოეტხოვა პირასამტეხლო და თანხის
სარგებელი.კრედიტორს დროულად უნდა აღეძრა სასამართლოში სარჩელი,
თუმცა სავარაუდოა ,რომ ორგანიზაცია,,ბ’’-ს მიზნად ჰქონდა სასამართლოსი
დაგვიანებულად სარჩელის შეტანით მეტი თანხის მიღება მოვალისგან.
მოპასუხის განმარტებით ის მზადაა დავალიანება -28 758,78 აშშ დოლარი
გადაუხადოს გამსესხებელს,თუმცა კრედიტორი უარზეა ვინაიდან მას სურს
როგორც ძირის ასევე პირგასამტეხლოს და სარგებლის მიღება.
მეორე მოსახუემ ანუ თავდებმა, სარჩელი 29 200 აშშ დოლარის ნაწილში
ცნო,ხოლო, დანარცენ ნაწილში მის დაკმაყოფილებზე უარი განაცხადა.
ორგანიზაციის განმარტებით ვალდებულების შესრულება მოპასუხეებმა შეწყვიტეს
2013 წლის 9 სექტემბრიდან,. გადახდის გრაფიკის ტანახმად,სარგებელი შადგენს-
8 358 აშშ დოლარს, ხოლო სარცელით მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა 14
976 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 3 856 აშშ დოლარს,რაც არ შეესაბამება
სინამდვილეს. გარდა ამისა, მოსარცელე აღიარებს ,რომ გადახდილია 8 800 აშშ
დოლარი, რაც იმას ნიშნავს რომ სარგებლის ნაწილში ვალდებულება სრულადაა
შესრლებული და აღარ არსებობს მისი დაკისრების წინაპირობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოულუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელსა და თავდებს კრედიტორის
სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 28 758,78 აშშ
დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თანხის
გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების ამოღება განხორციელდებოდა
იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით, ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები.
ჩვენი აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო
სამართლებრივად სწორი,ვინაიდან, კრედიტორი ანუ ორგანიზაცია ,,ბ’’
ცდილობდა უსაფუძვლოდ გამდიდრებას.ხელშეკრულებაში გათვალისწინებული
იყო კლებადი გრაფიკი, და არ ყოფილა გათვალისწინებული ვადის
გადაცილებუის შემთხვევაში სარგებლისა და პირგასამტრეხლოს გადახდის
ვალდებულება, სანამ არ აღიძრებოდა სარჩელი.
აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა
გამსესხებელმა, მოითხოვა მათი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: საბოლოოდ ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის
გადაწყვეტყილებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა, ხოლო გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეყილება და
კრედიტორის სარჩელი სესხის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე სრულიად
დაკმაყოფილდა.მოპასუხეს სარგებელი დაეკისრა 1 168 აშშ დოლარის გადახდა
ყოველთვიურად 2014 წლის 5 თებერვლიდან ვალებულების სრულად
შესრულებამდე და ამ ტანხიდან 800 აშშ დოლარს დაეკისრა თავდებს. ამასთან
ერთად,ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისრა
ყოველდღიურად 0,23 აშშ დოლარის გადახდა.
კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს
მხარეებმა. პირველმა კასატორმა (გამსესხებელი) სააპელაციო საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების
გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა,
ხოლო მეორემ (მსესხებელი და თავდები) _ მისი გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილებით სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა,
რომლის დაკმაყოფილებაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი
განაცხადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების
საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და
მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ხოლო მოვალეების
პრეტენზია გასაზიარებელია შემდეგი გარემოებების გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების
მიღების დასაბუთება:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და
ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება. ამ
თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოვალემ
დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც კრედიტორს
წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. გამსესხებელი გასაჩივრებული
გადაწყვეტილების დასაბუთებას არ ეთანხმება მოთხოვნის მოცულობაში, რაც
შეეხება მსესხებელსა და თავდებს, ისინი ძირითადად სადავოდ ხდიან იმ
გარემოებას, რომ არ არსებობდა ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის
შემდგომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-
სამართლებრივი წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან
გამომდინარე,სასამართლოს შფასების საგანი იქნება კასატორთა შემდეგი
პრეტენზიები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ შეაფასა სესხის ხელშეკრულების 2.5
პუნქტის დებულება, ამ დებულების მიხედვით თუ კი მსესხებელი გადაიხდის
მხოლოდ სესხის პროცნეტს ,მაშნ სესხის სარგებლობის ვადა შეადგენს არა 12
თვეს, არამედ განისაზღვრება მხარეტა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულ
შესრულებამდე. შსაბამისად, მოპასუხეს სარგებელი უნდა დაკისრებოდა არა
სარცელის აღძვრის შემდგომ პერიოდში, არამედ სარჩელის აღძვრამდეც- თანხა
შეადგენს 14 976,85 აშშ დოლარს.
სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 3 856,14 აშშ
დოლარს,ამ ნაწილში გადაწყვეტილება ბუნდივანია ვინაიდან გაურკვეველია თუ
რატომ არ დააკისრა სასამართლომ ამ პერიოდის პირგასამტეხლო.
გასაჩივრებული გადაწყვეყილებით სრულიად უკანანოდ შემცირდა
პირასამტეხლო 200-ჯერ,მითუმეტეს ამ შემტხვევაში, როდესაც პირგასამტეხლო
ერიცხებოდა სარგებელს და არა ძირს. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის
მიხედვით სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლო და ასევე,
დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი რომელიც განსაზღვრავს
პირგასამტეხლოს ფორმას.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის
დარღვევით დაადგინა, რომ ძირი თანხის სახით მსესხებლის დავალიანება
შეადგენდა 29 200 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული
დოკუმენტი არ წარმოადგენს საბანკო ამონაწერს, არამედ, მოსარჩეოლის მიერ
შექმნილი წერილობითი მტკიცებულებაა, რომელიც გამსესხბლის სალაროში
მსესხებლის მიერ შეტანილი თანხის ოდენობას ასახავს. მსესხებელს აქვს
დაფარული 9600 აშშ დოლარი, აქედან 800 დოლარი მოაკლდა ძირს ,ხოლო 8 800
დოლარი იყო სარგებელი. აქდან 5 600 დოლარი შეიტანა ხელშეკრულების
მოქმედების განმავლობაში, დანარჩენი 3 200 დოლარი კი ხელშეკრულების
მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. თანხის გადახდას ადასტურებს კრედიტორიც
და მოვალეც,მაგრამ სააპელაციო პალატამ კასატორს არ ჩაუთვალა
გადახდილად 800 აშშ დოლარი,რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხეების დამატებით
441,22 აშშ დოლარის უკანონოდ დაკისრება.
საკასაციო სასამართლომ შისწავლა და განიხილა რა საქმის მასალები და
მიიჩნევს ,რომ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ საფუძველზე:
პალატა ითვალისწინებს გამსესხებლის ბრალეულობას.კრედიტორმა უარი
განაცხადა დავალიანების კერძოდ 28 758,78 აშშ დოლარის მიღებაზე.საკასაციო
პალატა იზიარებს ხსენებულ პრეტენზიას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 390-ე
მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე მართლაც იკვეთება კრედიტორის
მიერ შესრულების მიღების ვადაგადაცილების ფაქტი, რაც ამავე კოდექსის 393-ე
მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე (მას აღარა აქვს ფულადი
ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება) მას დამატებითი შესრულების
მოთხოვნის უფლებას უსპობს.
ჩვენი აზრით, საკასიცო სასამრთლოს შეფასება იყო მართებული, ვინაიდან
ფაქტობრივი გარემოებიდან იკვვეთება,რომ ორგანიზაცია „ბ“ მ უარი განაცხადა
მმსესხებლის მიერ შეთავაზებულ შესრულებაზე რაც, დასტურდება სამოქალაქო
კოდექსის 390-ე მუხლით.რომლის მიხედვითაც,კრედიტორის ვადის გადაცილებად
ითვლება თუ იგი არ იღებს მისთვის შემოტავაზებულ შესრულებას რომლის ვადაც
დამდგარია.
მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა 2014 წლის 22 მაისს და
გამსესხებელს ამ დროის ჩათვლით სარჩელი არ დაუზუსტებია, ხოლო მთავარი
სხდომის დანიშვნის შემდეგ მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის
პირველი ნაწილიდან, ეს უფლება შეეზღუდა, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში
სარჩელის უარყოფის საკმარისი საფუძველია.
ზემოთხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ
გამსესხებლის მიერ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ სესხის ძირი თანხის
დარჩენილი ნაწილის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის
სოლიდარულად დაკისრებას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ
გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ


დაკმაყოფილდეს.
2. ი. ზ-ისა და მ. ბ--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ს“ უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ–ს“
(ს/კ #2-..) ი. ზ-ის (პ/#6-...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯის სახით დაეკისროს 2
378,90 ლარის, ხოლო, ი. ზ-ისა (პ/#6-..) და მ. ბ-ის (პ/#6-...) სასარგებლოდ _ 6 000
ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

You might also like