საბანკო საქმე ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

1.

კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოების პრინციპები


კომერციულ ბანკებში ფინანსური მომსახურების მიღება და საბანკო
პროდუქტებით სარგებლობა ძირითადად, საბანკო ანგარიშის გახსნით იწყება.
ანგარიშის გასახსნელად აუცილებელია: პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენა- კლიენტის იდენტიფიკაციისთვის. ანგარიშის გახსნის
შესახებ განაცხადის წარდგენა- ეს მომხმარებლის სურვილის წერილობით
დაფიქსირებაა. ამით, კლიენტი ანიჭებს ბანკს უფლებამოსილებას, გადაამოწმოს
მისი მონაცემები სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში. ბანკის მხრიდან მოთხოვნილი
ინფორმაცია ემსახურება პიროვნების, როგორც მისი მომავალი მომხმარებლის,
საქმიანობის, პროფილის, შემოსავლების კანონიერებაში დარწმუნებას. მის მიერ
მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე, თუ პიროვნება უარს იტყვის
ინფორმაციის მიწოდებაზე, ბანკს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მომსახურებასა
და ანგარიშის გახსნაზე და იმავდროულად, არ აქვს ვალდებულება, განმარტოს
უარის თქმის მიზეზი.
ფაქსიმილიეს წარდგენა-ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით დადებითი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბანკი უპირველესად ახორციელებს
პიროვნების მის პროგრამაში დარეგისტრირებას. ამ მიზნით, ბანკი მოითხოვს და
თავის მონაცემთა ბაზაში შეინახავს მომხმარებლის ფაქსიმილიეს ანუ ხელმოწერის
ნიმუშს. მომსახურების პირობებისა და ხელშეკრულების გაცნობა- ბანკი კლიენტს
შეთავაზებს და გაუხსნის მის მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ ანგარიშს და
გადაცემს მის რეკვიზიტებს, ძირითადად ანგარიშის ნომერს. ამასთან
მომსახურების პირობებს ანუ ხელშეკრულებას გადაცემს მომხმარებელთან
შეთანხმებით, მატერიალური სახით ან მიუთითებს შესაბამისი ვებგვერდის
მისამართს.
კლიენტს აქვს უფლება დასვას მისთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა ამ
პროდუქტთან თუ მომსახურების პირობებთან დაკავშირებით და ბანკი
ვალდებულია ცხადად და გასაგებად აუხსნას მას საკითხი და მიაწოდოს
ინფორმაცია, რაც საჭირო იქნება გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც ერთ
კონკრეტულ, ასევე, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში ერთი მომხმარებლის
სახელზე გახსნილი ანგარიშების ჯამური რაოდენობა მოქმედი კანონმდებლობით
ლიმიტირებული არ არის. ამასთან, თუ ბანკში ანგარიში უკვე პიროვნებას
გახსნილი აქვს, დამატებითი ანგარიშის გახსნის საშუალება ბანკმა შესაძლოა,
ფილიალში მიუსვლელად, დისტანციური არხის, მაგალითად, ინტერნეტბანკის
საშუალებითაც მისცეს.
2. საბანკო ანგარიშების სახეები და მათი მართვა
ანგარიში, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია ფული მისი შემდგომში განკარგვის
მიზნით განათავსოს, შეიძლება იყოს: მიმდინარე ანუ საანგარიშსწორებო ანგარიში
და სადეპოზიტო ანუ საანაბრე ანგარიში. ამ ორი ტიპის ანგარიშებს შორის
მთავარი განსხვავება ისაა, რომ მიმდინარე ანგარიში ძირითადად გამოიყენება
სხვა პირებისგან თანხის მისაღებად გამოიყენება ყოველდღიური, მიმდინარე
საჭიროებების დასაფინანსებლად. რაც შეეხება სადეპოზიტო ანგარიშს, ის
გამოიყენება თანხის დასაზოგად, შესანახად და ამ ტიპის ანგარიშებზე თანხის
განთავსების შემთხვევაში, მომხმარებელი, როგორც წესი, დამატებით
საპროცენტო სარგებელსაც იღებს. მიმდინარე ანგარიშის არჩევისას ბანკი, როგორც
წესი, 2 არჩევანს შეთავაზებს კლიენტს: საბარათე მიმდინარე ანგარიშები და
მიმდინარე ანგარიშები ბარათის გარეშე. როგორც სახელწოდება მიუთითებს, მათ
შორის განსხვავებას ძირითადად განაპირობებს ამ ანგარიშებთან დაკავშირებული
საბანკო პლასტიკურ ბარათების არსებობა ან არარსებობა.
ბარათებს, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშებთან,
როგორც წესი, სადებეტო ბარათების სახელითაც მოიხსენიებენ. ბარათის „ბმა“
მიმდინარე ანგარიშთან იძლევა ამ ანგარიშებიდან თანხის დისტანციურად, ბანკში
მისვლის გარეშე განკარგვის საშუალებას. გარდა ამისა, ბარათი იძლევა
საშუალებას ერთდროულად განკარგოთ რამდენიმე ვალუტაში. ასევე პირიქით,
თუ საბარათე ანგარიშზე დამატებით ბარათს დაამზადებინებს პირი ბანკს და
გადასცემს სხვას, შესაძლებელი იქნება ანგარიშის განკარგვის უფლება ბანკში
მისვლისა და დამატებითი მინდობილობის გაფორმების გარეშეც.
რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშს ბარათის გარეშე, მისი განკარგვაც შესაძლებელია
დისტანციურად თუ კლიენტი ინტერნეტბანკით ან მობაილბანკით ისარგებლებს,
მაგრამ საბარათე ანგარიშისგან განსხვავებით, ბანკში მიუსვლელად ვერ
მოახერხებს ანგარიშიდან ნაღდი თანხის მიღებას და სავაჭრო და მომსახურების
ობიექტებთან ანგარიშსწორებაც გაუჭირდება, თუ მათთვის ანგარიშზე ჩარიცხვის
ალტერნატივა არ იქნება მისაღები. მას შემდეგ, რაც ბანკი მომხმარებლის სახელზე
ანგარიშს გახსნის, მისი გამოყენების პროცესში გარკვეული უფლებები და
პასუხისმგებლობები უჩნდება მას. აუცილებელია, რომ ანგარიშის გახსნამდე
დაკვირვებით გაეცნოს პიროვნება იმ პირობებს, რომელსაც ბანკი ანგარიშით
სარგებლობისთვის სთავაზობს, კერძოდ, საჭიროა დაინტერესდეს, იხდის თუ არა
ანგარიშის გახსნის საკომისიოს, აქვს თუ არა პერიოდული გადასახდელები და
სხვა. ამ და სხვა პირობების შესასწავლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაეცნოს
კლიენტი ხელშეკრულებას.
3. თანამედროვე საბანკო პროდუქტები/ციფრული პროდუქტები

თანამედროვე საბანკო პროდუქტებს ადამიანები სისტემატიურად იყენებენ


ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. ალბათ წარმოუდგენელია არსებობა
ისეთი პროდუქტების გარეშე როგორიცაა: პლასტიკური ბარათი, პოსტერმინალი,
ინტერნეტ ბანკი და ა.შ. 2006წ საქართველოში პირველად „საქართველოს ბანკმა“
შექმნა ინტერნეტ (iBank) და მობაილ ბანკი (mBank). დინსტანციური
მომსახურეობის საშუალებით ბანკის კლიენტს შეუძლია შეასრულოს საბანკო
ოპერაციები, გახსნას ანგარიშები და ანაბრები, აიღოს და დაფაროს სესხები,
შეუკვეთოს პლასტიკური ბარათები, გაანაღდოს გზავნილები. SMS ლინკი -
გულისხმობს, რომ ბანკი, კლიენტის მიერ დასახელებულ განსაზღვრულ
ფინანსურ ნომერზე/ ელექტრონულ ფოსტაზე, კლიენტს გაუგზავნის SMS ლინკს,
რომლის საშუალებითაც კლიენტს შესაძლებლობა აქვს, სრულად გაეცნოს
მისთვის შეთავაზებულ დასადასტურებელ დოკუმენტს, დაადასტუროს ან უარი
თქვას. SMS ლინკით დოკუმენტის დადასტურება, კლიენტის მიერ მატერიალურ
დოკუმენტზე ხელმოწერის ტოლფასია. ციფრული ბარათი - ციფრული ბარათი
პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც
სადებეტო ბარათს. განსხვავება ისაა, რომ ციფრული ბარათი მატერიალურად არ
იბეჭდება და ფიზიკურად არ გადაეცემა კლიენტს. მისი გამოყენებით
შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოსტერმინალების
გამოყენებით, ელექტრონულ კომერციაში და ასევე ბანკომატიდან თანხის
განაღდება. ციფრული ბარათის დაკვეთა, გააქტიურება გამოყენებისათვის ბანკში
ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

კომერციული ბანკები აქტიურად თავაზობენ მომხმარებლებს მათ მიერ შექმნილ


სხვადასხვა აპლიკაციებს, რომლებიც საშუალებას აძლევს კლიენტებს ბარათის
ფიზიკურად ტარების გარეშე შეასრულონ გადახდის ტრანზაქციები. ამ მხრივ
ჩვენს ქვეყანაში უკვე აქტიურად გამოიყენება ისეთი უნივერსალური სერვისები,
როგორიცაა Google Pay - ციფრული საფულე და გადახდის პლატფორმა Google-
ისგან და Apple Pay- სერვისი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ
პროდუქციისა და მომსახურების საფასური გადაიხადონ საბანკო ბარათის
წარდგენის გარეშე.
4. კომერციული ბანკების პასიური ოპერაციები და სტრუქტურა
კომერციული ბანკის პასიური ოპერაციები _ ესაა იმ ოპერაციათა ერთობლიობა,
რომელთა მეშვეობით ხდება მისი პასივის, ანუ რესურსების, ფორმირება.
კომერციული ბანკის პასიური ოპერაციების საშუალებით ხდება იმ ფულადი
სახსრების მობილიზება, რომლებიც უკვე იმყოფებიან მიმოქცევაში. მათი
მოზიდვის შემდეგ კი საბანკო სისტემაში ხდება ახალი რესურსების შექმნა
აქტიური ოპერაციების შედეგად. პასიური ოპერაციების სამი ძირითადი ტიპი
არსებობს: დეპოზიტური სახსრების მოზიდვა, არადეპოზიტური სახსრების
მოზიდვა,- ესენი წარმოადგენენ მოზიდულ რესურებს, ხოლო საკუთარი
კაპიტალის ზრდა- საკუთარ სახსრებს.
კომერციული ბანკების დეპოზიტების სტრუქტურა მეტად მრავალფეროვანია,
მათი კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს ვადიანობის, მფლობელების, ვალუტების,
რეზიდენტობისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ვადიანობის მიხედვით გამოიყოფა:
დეპოზიტები მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტები. დეპოზიტურ სახსრებს
მფლობელობის მიხედვით ყოფენ: იურიდიული (გარდა ბანკებისა) და ფიზიკური
პირების ფულად სახსრებად. არადეპოზიტური ოპერაციები კომერციული
ბანკების რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა, რომლებიც გამოიყენება როგორც
მოკლევადიანი რესურსების მისაღებად ლიკვიდობის მართვისათვის, ისე
გრძელვადიანი დაკრედიტებისათვის აუცილებელი რესურსული
უზრუნველყოფის მისაღებად. რაც შეეხება საკუთარ სახსრებს, იგი არის პასიური
ოპერაციების განსაკუთრებული სახეობა და მის შემადგენლობაში ძირითადია
საწესდებო კაპიტალი, სარეზერვო ფონდები და გაუნაწილებელი მოგება.
კომერციული ბანკების საკუთარი სახსრების (იმავე სააქციო კაპიტალის)
სტრუქტურა შედგება- საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოცულობისადმი
საქართველოში არსებული მოთხოვნით, ეროვნული ბანკის მხრიდან- არანაკლებ
50 მლნ ლარი. საწესდებო კაპიტალის სტრუქტურაში შედის როგორც საემისიო
კაპიტალი, ისე პრივილეგირებული აქციები.
კაპიტალის რეზერვები- იქმნება კომერციული ბანკის მოგების ხარჯზე წლების
განმავლობაში. აქ შედის აქტივების გადაფასების რეზერვი და სხვა სარეზერვო
ფონდები. მთავარ წყაროს აქციონერთა მიერ წმინდა მოგების განაწილების შემდეგ
ბანკის საკუთრებაში დატოვებული ფულადი სახსრები წარმოადგენს.
გაუნაწილებელი მოგება საკუთარი სახსრების მესამე ძირითადი ელემენტია. ესაა
ის მოგება, რომელიც კომერციულმა ბანკმა „დააგროვა“ წლის განმავლობაში და
რომლის ბედი უნდა გადაწყდეს საანგარიშო წლის დამთავრებიდან 2-3 თვის
განმავლობაში აქციონერთა საერთო კრებაზე. აქციონერთა საერთო კრების
ჩატარებამდე აღნიშნული სახსრები რჩება ბანკის განკარგულებაში და
წარმოადგენს მისი დამატებითი, უფასო რესურსების წყაროს.

5. კომერციული ბანკის შექმნა და ლიცენზირება


კომერციული ბანკების შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, დღეისათვის
საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 15 კომერციული ბანკით, 3
ციფრული ბანკით. კომერციული ბანკების შექმნის პროცესის მარეგულირებელი
ფუძემდებლური ნორმები მოცემულია საქართველოს ორგანულ კანონში. ბანკის
შექმნის პროცედურა შესაძლოა დავყოთ 3 ძირითად ეტაპად: მოსამზადებელი
ეტაპი, იურიდიულ პირად ბანკის სახელმწიფოებრივი რეგისტრაციის ეტაპი,
ლიცენზიის მიღების ეტაპი. ბანკების შექმნაში პირველი იურიდიული ნაბიჯია
ინიციატორების (დამფუძნებლების) მიერ სადამფუძნებლო ხელშეკრულების
ხელმოწერა. მისი შინაარსი საკმაოდ თავისუფლად შეიძლება იყოს გადმოცემული.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრება დამფუძნებელთა შემადგენლობა და ისინი
შეთანხმდებიან პრინციპულ საკითხებზე, მათი ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა
მოხდეს მომავალი ბანკის რეგისტრაციისა და ლიცენზირებისათვის საჭირო
დოკუმენტების პაკეტის მომზადებაზე. დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო
წესის მიხედვით კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების
სამართლებრივი ფორმით, რისთვისაც რეგისტრაცია უნდა გაიაროოს ,,საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში”.
შემდეგი ეტაპი არის ლიცენზიის მიღება. საბანკო საქმიანობის ლიცენზია არის
ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების
ნებართვა. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული საბანკო საქმიანობის ლიცენზია
არის უვადო და დაუშვებელია მისი სხვა პირისათვის გადაცემა. ბანკის
დასაფუძნებლად განსაზღვრულ ფინანსურ და არაფინანსურ დოკუმენტაციასთან
ერთად, საჭიროა წარდგენილ იქნას საზედამხედველო კაპიტალი მინიმუმ 50
მილიონი ლარის ოდენობით, იგი მხოლოდ ფულადი სახით უნდა წარდგინდეს.
სებ-ი უფლებამოსილია, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ
წერილობითი მიმართვის მიღებამდე, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
მაძიებელთან, გამართოს შესაბამისი კონსულტაციები, რომელთა მიზანია
დაინტერესებულ პირებს პროცესისა და დასაკმაყოფილებელი მოთხოვნების
შესახებ სრულყოფილი აღქმა და სწორი მოლოდინები შეექმნათ.
სებ-ის მიერ კომერციული ბანკისათვის დაწესებული ძირითადი სალიცენზიო
მოთხოვნებია: კაპიტალი - საზედამხედველო კაპიტალი 50 მილიონი ლარის
ოდენობით. ბიზნესგეგმა - ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმის ადეკვატურობის,
განხორციელებადობისა და საბანკო სექტორში მის პოტენციური პოზიციის
შეფასება. ადმინისტრატორებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა
შესაფერისობა , მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურა, კორპორაციული მართვისა
და რისკების მართვის ჩარჩოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

6. კომერციული ბანკისთვის ნებადართული საქმიანობა და აკრძალული


გარიგებები

კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ


ჩამოთვლილი სახეობანი: პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების მოზიდვა;
სესხების გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები გახორციელება; საკუთარი და
კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების ყიდვა-გაყიდვა; ნაღდი და უნაღდო
ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების
განხორციელება; გადახდის საშუალებების გამოშვება; კლიენტების დავალებით
სატრასტო ოპერაციების განხორციელება; საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;
ქონების იჯარით გაცემა; საგადახდო მომსახურების განხორციელება;
ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ზემოთ ჩამოთვლილ
თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.
კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი
ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ
არის ფინანსური ინსტიტუტი. კომერციული ბანკი უფლებამოსილია
ზემოაღნიშნული აკრძალვის გათვალისწინებით, სებ-ის ნებართვის გარეშე,
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის განთავსებული
კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ აღნიშნული წილი ჯამურად
კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება.
კომერციულმა ბანკმა ინვესტიციების საქართველოს ფარგლების გარეთ, უცხო
ქვეყანაში განხორციელებისას სებ-ს უნდა დაუსაბუთოს, რომ შესაბამისი ქვეყნის
კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი
ზედამხედველობის შესაძლებლობას.
კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება, რომელიმე კლიენტთან დადოს ისეთი
ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რაიმე საბანკო მომსახურების გაწევის
პირობაა ამ ბანკის ან მისი რომელიმე მონათესავე საწარმოს არასაბანკო
მომსახურების შესყიდვა ან გამოყენება. კომერციული ბანკის მაკონტროლებელ
პირს ეკრძალება ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგად
კომერციული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით იგი
დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად დომინირებულ მდგომარეობაში
აღმოჩნდება, ან რომელიც არასაბანკო სექტორში კონკურენციის შეზღუდვას
გამოიწვევს. კომერციული ბანკის მაკონტროლებელი და ადმინისტრატორი
ვალდებულია თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და არ დაუშვან
თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება. კომერციული ბანკის
მაკონტროლებელ პირს, რომელსაც ხელი მიუწვდება არასაჯარო ინფორმაციაზე,
ეკრძალება ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად
გამოყენება. ასევე კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ შეღავათიანი პირობებით
ნებისმიერი ადმინისტრატორისათვის, მაკონტროლებელი პირისათვის,
ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევა.

7. ბანკის აქტივები და აქტიური ოპერაციების კლასიფიკაცია


კომერციული ბანკის აქტივები - ესაა კომერციული ბანკის მიერ მოგების მიღებისა
და ლიკვიდობის შენარჩუნების მიზნით განთავსებული საკუთარი და
მოზიდული სახსრები. მეორე მხრივ, ბანკის აქტივი - არის ბუღალტრული
ბალანსის ნაწილი, რომელშიც აღირიცხება ფულად ფორმაში შეფასებული
აქტიური ოპერაციებისაგან შექმნილი სხვადასხვა აქტივები.
ფასიანი ქაღალდები- შეძენილი აქციები, სახელმწიფო სავალო ფასიანი
ქაღალდები, კორპორაციული სავალო ფასიანი ქაღალდები. აქ გაერთიანებულია
არაფიქსირებული შემოსავლის ფასიანი ქაღალდები, რომელთაც კომერციული
ბანკი შეიძენს დილინგური, იგივე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისათვის.
საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები - აღირიცხება სახელმწიფო და
კორპორაციული, სავალო დისკონტური და კუპონური ფასიანი ქაღალდები. აქ
ერთიანდება ფიქსირებული შემოსავლის შემოსავლის მომტანი ფასიანი
ქაღალდები, რომელთაც მფლობელობაში იტოვებს კომერციული ბანკი მათი
დაფარვის ვადამდე. წმინდა სესხები - ერთიანდება კომერციული ბანკის მიერ
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიცემული მოკლევადიანი და
გრძელვადიანი სესხები და ოვერდრაფტები. დარიცხული მისაღები პროცენტები
და დივიდენდები - კომერციული ბანკის მიერ სხვა ბანკებში განთავსებული
სახსრებიდან და ინვესტიციებიდან, მიმდინარე პერიოდისათვის დარიცხული,
მაგრამ ჯერ მიუღებელი შემოსავლები. ინვესტიციები საწესდებო კაპიტალში - აქ
ერთიანდება კომერციული ბანკის მიერ სხვა ორგანიზაციების საწესდებო
კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები. ძირითადი საშუალებები და
არამატერიალური აქტივები - ბანკის საკუთრებაში არსებული ძირითადი
საშუალებები და არამატერიალური აქტივები.
კომერციული ბანკების აქტივების ფორმირება ხდება აქტიური ოპერაციების
ხარჯზე, შესაბამისად აქტიურ ოპერაციას მიეკუთვნება ყველა ის ოპერაცია,
რომელთა შედეგადაც ხდება ამა თუ იმ აქტივის ფორმირება. აქტიურ ოპერაციებში
შესაძლოა გამოვყოთ ოპერაციების სამი ჯგუფი: აქტიური ოპერაციები, რომლებიც
განკუთვნილია ბანკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის- აქ შედის ის
აქტიური ოპერაციები, რომელთა შედეგადაც ხდება კომერციული ბანკის
სახსრების განთავსება ფიქსირებულ აქტივებში. აქტიური ოპერაციები, რომლებიც
განკუთვნილია კლიენტების შეუფერხებელი მომსახურებისათვის- აქ შედის ის
აქტიური ოპერაციები, რომელთა შედეგადაც ხდება ლიკვიდური აქტივების
ფორმირება და მათი საკმარისი დონის შენარჩუნება. შემოსავლების მომტანი
აქტიური ოპერაციები- ესაა კომერციული ბანკის ის ძირითადი აქტიური
ოპერაციები, რომელთა შედეგადაც ბანკი უზრუნველყოს სახსრების განთავსებას
ფასიან ქაღალდებში, საკრედიტო და საინვესტიციო საქმიანობაში. რაც
წარმოადგენს ბანკისათვის ძირითადი შემოსავლის მომტან ოპერაციებს.

8. დაკრედიტების ეტაპები კომერციულ ბანკებში

ზოგადად, კომერციულ ბანკში დაკრედიტების პროცესი შეიძლება 6 ეტაპად


დაიყოს. I ეტაპი – საკრედიტო განაცხადი და ინტერვიუ მსესხებელთან.
დაკრედიტების პროცესი იწყება მსესხებლის ინიციატივით, რაც გამოიხატება
სესხის მისაღებად ბანკისადმი დაწერილი/ზეპირი განაცხადით. ამ ეტაპზე ხდება
პოტენციური მსესხებლის ძლიერი და სუსტი მხარეების პირველადი შეფასება.
შემდეგ ბანკის მხრიდან დღის წესრიგში დგება კლიენტისაგან თხოვნა
დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენისა, რომელთა გაცნობის
შემდეგ საკრედიტო ოფიცერი ატარებს გასაუბრებას პოტენციურ მსესხებელთან.
განაცხადის განხილვისა და შეფასების შემდეგ ბანკმა შეიძლება ჩათვალოს, რომ
ზოგიერთი მსესხებლისაგან აღარ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და
პირველივე ეტაპზე შეიკავოს თავი მისი დაკრედიტებისაგან. II ეტაპი-მსესხებლის
კრედიტუნარიანობის შეფასება- პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ,
ხდება დადასტურება იმისა, რომ პოტენციურ მსესხებელს აქვს საკმარისი
ფინანსური შესაძლებლობები, რათა მოემსახუროს კრედიტს.
კრედიტუნარიანობის შეფასება ხდება სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავების
შედეგად, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს უშუალოდ მსესხებლის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია, მსესხებლის საკრედიტო ისტორია, გარე
წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა. III ეტაპი – კრედიტის
უზრუნველყოფის შესწავლა და შეფასება. კრედიტის დაფარვის პირველადი წყარო
არის მსესხებლის შემოსავალი, მეორე წყარო კი წარმოდგენილი უზრუნველყოფის
საშუალება. სესხის უზრუნველყოფის სახეებია: უძრავი/მოძრავი ქონება, ფულადი
დეპოზიტი, თავდებობა. გასათვალისწინებელია ასევე, რომ გირაოს საგნის
შეფასების თანხა არ უნდა იყოს აღებულ ვალდებულებაზე- კრედიტის თანხაზე
ნაკლები. თუმცა, თუ მსესხებლის გადახდისუნარიანობა არ არის
დამაკმაყოფილებელი, მაშინ ფინანსური ინსტიტუტისთვის ქონებით
უზრუნველყოფა უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანია. მეოთხე ეტაპი – პროექტის
დამუშავება, კრედიტის დამტკიცება და შესაბამისი ხელშეკრულებების
მომზადება. საკრედიტო ოფიცერი შეისწავლის წარმოდგენილ პროექტს, რომლის
შემდეგაც ხდება ბანკის სხვა სტრუქტურების ჩართვა მათგან შესაბამისი
დასკვნების მისაღებად როგორც კრედიტის გაცემის მიზანშეწონილობასთან, ასევე
უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. როგორც წესი, ესენია იურიდიული,
რისკების მართვის, საკრედიტო ანალიზისა და უსაფრთხოების სამსახურები.
მეხუთე ეტაპი – კრედიტის დაფარვა და საკრედიტო ხელშეკრულების პირობების
შესრულების მონიტორინგი. აღნიშნული ეტაპი მოიცავს კრედიტის თანხისა და
მასზე დარიცხული პროცენტების სრულად და დროულად დაფარვასა და ასევე
საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დაფარვის მონიტორინგს. მეექვსე ეტაპი
– პრობლემურ კრედიტებთან მუშაობა. ეს არის საბანკო პრაქტიკის
უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ხოლო თუ რომელ მეთოდს ირჩევს ბანკი მათთან
მუშაობისას, დამოკიდებულია არა მარტო ცალკეული კონფლიქტური სიტუაციის
განმუხტვის წარმატებული შედეგი, არამედ მთლიანად ბანკის სტაბილურობა და
მისი რეპუტაცია.

9. ბანკის მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების კრიტერიუმები და


მეთოდები
პოტენციური მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების კრიტერიუმების
ქართული საბანკო პრაქტიკა დიდად არ განსხვავდება უცხოურისაგან. ამ
კრიტერიუმებს შორისაა: შესაბამისობა ბანკის საკრედიტო პოლიტიკასთან;
პრუდენციული ბაზისი; მსესხებლის რეპუტაცია; სახსრების სესხების უნარი და
შესაძლებლობა; ფინანსური შესაძლებლობები; კაპიტალის საკმარისობა და
თანამონაწილეობა; კრედიტის უზრუნველყოფა და გარე ფაქტორები.
იურიდიული პირის კრედიტუნარიანობის შეფასების მეთოდებია: კლიენტის შესახებ
ინფორმაციის შეგროვება- ამის შეფასება უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე
მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ვინაიდან საქმე ეხება მსესხებლის
პირად თვისებებს, მორალურ სახესა და რეპუტაციას. ინფორმაცია კი შეიძლება
მიიღოს შემდეგი წყაროებიდან: გარე და შიდა წყაროები, მოლაპარაკებები და
ვიზიტები პოტენციურ მსესხებელთან. შემდეგია ფინანსური მდგომარეობის
შეფასება- გავლენას ახდენს მისი კრედიტუნარიანობის შესახებ საბოლოო დასკვნაზე.
ფინანსური მდგომარეობის შეფასება ეფუძნება სხვადასხვა ფინანსური კოეფიციენტის
ანალიზს. ესენია: ლიკვიდობის კოეფიციენტი- იურიდიული პირის ლიკვიდობა _ ესაა
მისი უნარი, დროულად დაფაროს სავალო ვალდებულებები. გამოირჩევა მათგანი
სამი: მიმდინარე, სწრაფი და აბსოლუტური ლიკვიდობის კოეფიციენტები. აქტივების
ეფექტიანად გამოყენების კოეფიციენტები- გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად
იყენებს კომპანია თავის აქტივებს. მას მიეკუთვნება: მარაგების, დებიტორული
დავალიანებისდა აქტივების ბრუნვადობის კოეფიციენტები. ასევე არსებობს
ფინანსური დამოუკიდებლობის ანუ ლევერიჯის კოეფიციენტები- ფინანსური
ლევერეჯი ესაა კომპანიის მოგების გაზრდის შესაძლებლობა მისი გრძელვადიანი
პასივების მოცულობისა და სტრუქტურის ცვლილების გზით. იგი გვიჩვენებს
პოტენციური მსესხებლის საკუთარი კაპიტალით უზრუნველყოფის დონეს. ამ
უკანასკნელს მიეკუთვნება ვალდებულებების აქტივებთან შეფარდების,
ვალდებულებების კაპიტალთან შეფარდების და კაპიტალის აქტივებთან შეფარდების
კოეფიციენტები. ვალების მომსახურების კოეფიციენტები- გვიჩვენებს, ფიქსირებული
გადახდების მოცულობა რამდენად ამცირებს კომპანიის მოგებას. იგი 2სახისაა:
ფიქსირებული და პროცენტების გადახდების დაფარვის კოეფიციენტები.
მომგებიანობის ანუ რენტაბელობის კოეფიციენტი- გვიჩვენებს კომპანიის ხელთ
არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას. ეს კოეფიციენტებია: EBITDA, ROE,
ROA. ფულადი ნაკადების ანალიზი - საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ მისი
კრედიტუნარიანობა ბიზნესის ლიკვიდობის თვალსაზრისით. საქმიანი რისკის
შეფასება- ესაა რისკი, რომელიც დაკავშირებულია ფონდების წრებრუნვის
დაგვიანებით ან მოსალოდნელზე ცუდი შედეგებით დასრულებასთან. საქმიანი
ციკლი სამი სტადიისაგან შედგება: მომარაგება და დასაწყობება, წარმოება და
რეალიზაცია.

10. პრობლემურ კრედიტებთან მუშაობა


პრობლემურს უწოდებენ ისეთ კრედიტებს, რომლებიც არ იფარება სრულად და
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ან მოხდა კრედიტის
უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემცირება სხვადასხვა მიზეზით. მსესხებლის
პრობლემურობა ერთ დღეში არ წარმოიშობა, ეს ხანგრძლივი პროცესია და
თანდათანობით ვითარდება. ბანკის თანამშრომლის პროფესიონალიზმი სწორედ
ისაა, რომ ეს, რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს, სანამ ბანკს კიდევ
აქვს ბერკეტები მდგომარეობის გამოსასწორებლად.
კრედიტის პრობლემურობის არაფინანსური ნიშნები: რადიკალური და ხშირი
ცვლილებები კომპანიის აქციონერთა და მენეჯმენტის შემადგენლობაში;
იურიდიული მისამართისა და ტელეფონების ხშირი ცვლილება; მკვეთრი
ცვლილებები მსესხებლის საქმიანობაში, რაც გამოიხატება ახალ ბაზრებზე
გადანაცვლებით; მსესხებლის მხრიდან ფინანსური და სხვა ინფორმაციის
მატარებელი ანგარიშგებების მოწოდების შეფერხება და სხვა. ხოლო ფინანსურ
ნისნებს მიეკუთვნება: კრედიტის არამიზნობრივი გამოყენება; გაუარესებული
ფინანსური მაჩვენებლები; ჩავარდნები კრედიტის ძირითადი თანხისა და
პროცენტის გრაფიკულად დაფარვაში; გარანტორის/თავმდების ფინანსური
მდგომარეობის გაურესება და ა.შ.
მიუხედავად იმისა, კრედიტის პრობლემურობის ნიშან-თვისებები ფინანსურია
თუ არაფინანსური, აუცილებელია, ბანკის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი
ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. დაკრედიტებაზე პასუხისგმებელმა
ბანკის თანამშრომლმა ბანკის შესაბამის სტრუქტურულ განყოფილებასთან
ერთად, უნდა შეიმუშაოს ღონისძიებათა კომპლექსი. ესენი შეიძლება იყოს:
საკრედიტო რისკის შესახებ დასკვნის მომზადება; კრედიტის უზრუნველყოფის
ხელახალი სრული ანალიზის ჩატარება; საკრედიტო დოკუმენტაციის
მართებულობის გადამოწმება იურიდიულად. ამ ღონისძიებების, შესაბამისი
დასკვნებისა და განხილვების შემდეგ, თუ სესხს მიეცა „პრობლემურის
კვალიფიკაცია“, ბანკი იწყებს კრედიტის დაბრუნების პროცედურას, რომელიც
2ჯგუფად შეიძლება დავყოთ: პრობლემური მსესხებლისათვის გარკვეული
დახმარებების გაწევა და შეღავათების დაწესება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის
გამოსვლას კრიზისიდან და ბანკის მიმართ ვალდებულებების დაფარვას:
კრედიტის პროლონგაცია და რესტრუქტურიზაცია; ახალი კრედიტის მიცემა;
კომპანიის მმართველ ორგანოებში მონაწილეობის მიღება, კონსულტანტებისა და
კურატორების დანიშვნა. ხოლო მეორე ესაა- კრედიტის „ამოღება“ გონივრულად
მოკლე ვადაში: მიმართვა გარანტორისა/თავმდებისადმი კრედიტის დაფარვის
მოთხოვნით; სადაზღევაო პოლისის ამოქმედება; სასამართლო წესით
უზრუნველყოფის საგნის (გირაოს) რეალიზაცია და მსესხებლის დავალიანების
მიყიდვა მესამე მხარისათვის.

11. პროექტის დამუშავება, მსესხებლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება


კრედიტინფოში, კრედიტის დამტკიცება და საკრედიტო ხელშეკრულების
გაფორმება

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ხდება მსესხებლის საკრედიტო ისტორიის


გადამოწმება კრედიტინფოში, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს
პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას. საკრედიტო ქულა კრედიტინფოს მიერ
დამუშავებული მაჩვენებელია, რომელიც არაერთი ფაქტორის ანალიზს და დათვლის
სტატისტიკურ მოდელს ეფუძნება. იგი გამოიხატება რიცხვებით 0-დან 400-მდე. რაც
უფრო მაღალია საკრედიტო ქულა, მით უფრო მცირეა ვალდებულებების
შეუსრულებლობის ალბათობა. თუკი მსესხებლის საკრედიტო ისტორია მისაღებია,
ხორციელდება სასესხო პროექტის დამუშავება მსესხებლის ფინანსური მონაცემების
დეტალური ანალიზით, კერძოდ: ფიზიკური პირი მსესხებელის შემთხვევაში-
ხორციელდება შემოსავლების შესწავლა და დადასტურება. ხოლო ბიზნეს
მსესხებელის შემთხვევაში- გარკვეული პერიოდის ბიზნესის ფინანსური
ანგარიშგებების ანალიზის საფუძველზე.
ამის შემდეგ, დამუშავდება სასესხო პროექტი და მომზადდება სესხი შესაბამის
კომიტეტზე დასამტკიცებლად. თუმცა, მის დამტკიცებამდე ბანკის სხვა
სტრუქტურები წარმოადგენენ დასკვნებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
პროექტთან და მსესხებელთან დაკავშირებით. ამის შემდეგ პროექტი გადის
დამტკიცების ეტაპს უფლებამოსილ ორგანოზე, ძირითადად საკრედიტო კომიტეტზე.
უფლებამოსილი ორგანოს სხდომაზე ხდება წარმოდგენილი პროექტის და
არგუმენტების მოსმენა ყველა იმ მხარისაგან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
პროექტის დამუშავებაში, ხდება პოზიციების შეჯერება და საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც
ხელს აწერს კომიტეტის ყველა წევრი. შესაძლოა კომიტეტის გადაწყვეტიულებებზე
გააფორმდეს ელექტრონული ოქმი, კომიტეტის წევრების ელექტრონული
ხელმოწერებით. ამ ოქმით შეიძლება პროექტი დამტკიცდეს წარმოდგენილი ან მისგან
განსხვავებული პირობებით. საკრედიტო ხელშეკრულება არის იურიდიული
წერილობითი შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის, რომლის
თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს მსესხებელს კრედიტი
შეთანხმებული მოცულობით, ვადით და ფასით, ხოლო მსესხებელი _ გამოიყენოს
კრედიტი დანიშნულებისამებრ, დააბრუნოს დროულად და შეთანხმებულ
პროცენტთან ერთად. არსებობს მისი 2სახე: გენერალური ხელშეკრულება- საფინანსო
პროდუქტებით კლიენტის მომსახურეობის ძირითადი ხელშეკრულება, რომლის
ფარგლებშიც ფორმდება კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებები იმ ლიმიტისა
და ვადის გათვალისწინებით, რაც დადგენილია გენერალური ხელშეკრულებით.
საკრედიტო ხელშეკრულება - იურიდიული წერილობითი შეთანხმება კომერციულ
ბანკსა და მსესხებელს შორის, რომელიც არეგულირებს მათ შორის საკრედიტო
ურთიერთობას.

12. ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის შეფასება


ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის შეფასების კრიტერიუმებს შორის
უმთავრესი და ძირითადია: პირველად იწყება,იმის განსაზღვრა, თუ რამდენად
შეესაბამება მსესხებლის საკრედიტო განაცხადი ბანკის საკრედიტო პოლიტიკას.
ზოგჯერ უარი დაკრედიტებაზე შეიძლება ეთქვას ძალიან კარგ პროექტს, რადგან
ბანკს თავისი საკრედიტო პოლიტიკით უფლება არ აქვს ამ ტიპის, ან ამ
მოცულობით დაკრედიტებისა. პრუდენციული ბაზისი - ამ კრიტერიუმის არსს
წარმოადგენს მსესხებლის საქმიანობის საკანონმდებლო საფუძველი, კრედიტის
ხასიათის შესაბამისობა საზედამხედველო ორგანოების სტანდარტებათან.
მსესხებლის რეპუტაცია არის მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი
სახელი, იმიჯი, როგორც ადამიანისა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას
აღებული ვალდებულების შესრულებისათვის. საკრედიტო ისტორია არის
ინფორმაცია მსესხებლის მიერ აღებული სესხებისა და მათი გადახდის შესახებ.
ფიზიკური პირის შემთხვევაში კრედიტის მიღების უნარსა და შესაძლებლობაში
იგულისხმება, არის თუ არა იგი ქმედითუნარიანი. ფინანსური შესაძლებლობები-
გულისხმობს პოტენციური მსესხებლის უნარს, მიიღოს შემოსავლები იმ
ოდენობით, რაც აუცილებელია მისი მიმდინარე გასავლებისა და კრედიტის სახით
აღებული ახალი ვალდებულებების დასაფარავად. კრედიტის უზრუნველყოფის,
როგორც დაფარვის მეორადი წყაროს, მნიშვნელობა მით უფრო აქტუალურია, რაც
უფრო რისკიანია პროექტი. გარე ფაქტორებში იგულისხმება ის გარემო პირობები,
რომლებშიაც ხორციელდება საკრედიტო ოპერაცია და რომელთა უარყოფითმა
ზემოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ბანკის მიერ აღებული
რისკები.
შეიძლება გამოვყოთ ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის შეფასების სამი
ძირითადი მეთოდი: კომპლექსური ანალიზი, საკრედიტო ისტორიის შესწავლა და
შეფასების რეიტინგული სისტემები. ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის
განსაზღვრის კომპლექსური მეთოდი- ამ დროს ხდება მაჩვენებელთა კომპლექსის
შესწავლა და ანალიზი, რომლებიც განაპირობებენ ფიზიკური პირისათვის
კრედიტის გაცემის გადაწყვეტილებას. როგორც წესი, მას იყენებენ შედარებით
მსხვილი კრედიტების გაცემისას. ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის
შეფასება საკრედიტო ისტორიის შესწავლით- ამ დროს პოტენციური მსესხებლის
სესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ ,,კრედიტინფო საქართველოდან”, კერძოდ ესაა-
საკრედიტო ქულა და მსესხებლის რეიტინგი. კრედიტინფოში საკრედიტო ქულა
გამოიხატება რიცხვებით 0-დან 400-მდე. რაც უფრო მაღალია საკრედიტო ქულა
მით უფრო მცირეა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა. საკრედიტო
რეიტინგი რისკის ხარისხის შეფასების ერთგვარი მარტივი ინტერპრეტაციაა –
ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ალბათობა, კრედიტინფოში
დღეისათვის არსებობს 11 საფეხური. ფიზიკური პირის კრედიტუნარიანობის
განსაზღვრის რეიტინგული სისტემები- ამ დროს ბანკები იყენებენ სქორინგის
მოდელს- არის მათემატიკური/სტატისტიკური მოდლეი, რათა შეფასდეს
საკრედიტო რისკი. იგი აანალიზებს პოტენციური მსესხებლის გარკვეულ
მახასიათებელთა ჯგუფს, უდარებს მათ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს და
იძლევა პასუხს კითხვაზე, შეიძლება თუ არა, გასცეს ამ პოტენციურ მსესხებელზე
სესხი.
13. ბანკის სალაროს მეურნეობის ორგანიზების წესი
კლიენტების მიერ კომერციული ბანკის არჩევა საკასო ოპერაციების
განსახორციელებლად აიძულებს ბანკს, უზრუნველყოს მომსახურების
ოპერატიულობა, ხარისხი და საიმედოობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საკასო
მომსახურების ორგანიზაცია ნებისმიერი ბანკის სავიზიტო ბარათის წარმოადგენს.
ეროვნული ბანკი დაინტერესებულია და თვალყურს ადევნებს, კომერციული ბანკის
მიერ სალაროს მეურნეობა ორგანიზებული იყოს ისე, რომ კლიენტების სახსრების
მუდმივი და დინამიკური ტრანსფორმაცია ნაღდიდან უნაღდოში და, პირიქით,
ხდებოდეს თითქმის ავტომატურ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე და უსაფრთხოების
მაქსიმალური დონის შენარჩუნებით. კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს სებ-ის მიერ
დადგენილი წესით ორგანიზებული სალაროს მეურნეობა, ანუ სალაროს კვანძი.
სებ-ის შესაბამისი წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული
ბანკებისა და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისათვის არა
მარტო ნაღდი ფულის, არამედ სხვა ფასეულობათა დაკავშირებული ოპერაციების
წარმოების ზოგად პრინციპებს. ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ ნაღდ ფულთან
და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, უნდა აკმაყოფილებდნენ
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს.
აღნიშნული პირობები კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ განისაზღვრება
შსს-ს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურთან შეთანხმებით. ეს გულისხმობს როგორც
დაცვას ცოცხალი ძალით, ისე აღჭურვას სახანძრო-დაცვითი სიგნალიზაციისა და
ვიდეოსამეთვალყურეო აპარატურით.
ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის სამუშაო დღის რეჟიმი არაა კანონით
განსაზღვრული და მას კონკრეტული კომერციული ბანკი დამოუკიდებლად
განსაზღვრავს. ფულადი ნაშთების ბრუნვის პროგნოზირება - მეტად მნიშვნელოვანია
სალაროს მეურნეობის ორგანიზების საქმეში, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს
ფულადი ნაშთების რაციონალურ გამოყენებასა და ხარჯების შემცირებას.
თითოეული კომერციული ბანკი დამოუკიდებლად ახდენს თავისი შიდასაბანკო
ფულადი ბრუნვის დაგეგმვასა და მართვას. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს
აცილებული კომერციულ ბანკში, მის ფილიალებსა თუ სერვისცენტრებში ჭარბი
ფულის „დაგროვება“, აპრობირებული მეთოდია სალაროს მინიმალური და
მაქსიმალური ლიმიტების დადგენის პრაქტიკა სხვადასხვა ვალუტის მიხედვით.
ასევე პერიოდულად ხორციელდება სალაროს დადგენილი ლიმიტების გადახედვა
ცალკეული ფილიალებისა და სერვის-ცენრებისათვის.
ნაღდი თანხის გადატანა კომერციული ბანკიდან ეროვნულ ბანკში და პირიქით
ხორციელდება სტანდარტიზებული ზომის მქონე მაღალი მდგრადობის ალუმინის
ფურცლებისაგანდ დამზადებული კონტეინერების მეშვეობით. სებ-ში თანხის
შესატანად ბანკი არაუგვიანეს 10:30 სთ-ისა ეროვნული ბანკის სისტემაში
არეგისტრირებს განაცხადს. ბანკიდან ნაღდი თანხის გატანის დროს ბანკი
ვალდებულია წინა სამუშაო დღის 16:00 საათამდე დაარეგისტიროს განცხადება
სისტემაში, ვალუტების მიხედვით.
14. ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის მიღებისა და გაცემის წესები

ნაღდი ფულის მიღება კლიენტებისაგან უმეტეს შემთხვევაში ხდება მათი ბანკში


გამოცხადების დროს, თუმცა, ეს შესაძლებელია განხორციელდეს საინკასაციო
სერვისის გამოყენებითაც. კომერციულ ბანკებში ძირითადად გვხდება
უნივერსალური სალაროები, რაც გულისხმობს რომ ერთსადაიმავე სალაროში
კლიენტს შეუძლია თანხის შეტანაც და გამოტანაც.
თანამედროვე საბანკო საქმეში ფართოდ გავრცელდა მოლარე-ოპერატორების
პრაქტიკა. აღნიშნული სერვისით ბანკი ცდილობს კლიენტს შეუქმნას ერთი
ფანჯრის პრინციპით მომსახურეობა. კომერციული ბანკის სალაროში ნაღდი
ფულის მიღება და გაცემა ხდება შესაბამისი დოკუმენტების საშუალებით, კერძოდ
თანხის შეტანისათვის გამოიყენება-შემოსავალის ორდერი, გატანისათვის-
გასავლის ორდერი, ჩეკი. ბანკის სალაროში ნაღდი ფულის მიღება და გაცემა
ხდება, როგორც წესი, არანაკლებ ორ ეგზემპლარად შედგენილი შემოსავლის და
გასავლის ორდერებით. საიდანაც ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა კლიენტს, ხოლო
მეორე რჩება ბანკში. თანამედროვე პირობებში ბანკებში სისტემატიურად
ხორციელდება უქაღალდო ფორმის ოპერაციების დანერგვა, შესაბამისად
დაინერგა სმს კოდით საბუთის დადასტურების მეთოდი. ბანკს შეუძლია ნაღდ
ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს ბანკომატისა და
ფეიბოქსების მეშვეობით. როგორც ბანკომატზე, ასევე ფეიბოქსზე
განხორციელებული ოპერაციების შესრულების დროს კლიენტს გადაეცემა
ამონაბეჭდი, სადაც ასახულია როგორც კლიენტისათვის გაცემული, ასევე
შეტანილი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ან შეიძლება ოპერაციის
დასტურად მიუვიდეს სმს შეტყობინება. ასევე ბანკის სალაროებში ხორციელდება
შემდეგი ტიპის ოპერაციები: ნაღდი თანხის კონვერტაცია, კომუნალური
გადასახადების გადახდა, ბანკნოტებისა და მონეტების ამოცვლა, გზავნილების
განხორციელება და სხვა.
კომერციული ბანკის სალაროს მეურნეობის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის
მეტად მნიშვნელოვანია სალაროს მეურნეობის სისტემატური კონტროლი და
მონიტორინგი. კომერციული ბანკის მენეჯმენტი ვალდებულია შექმნას მექანიზმი,
რომლის მეშვეობითაც სისტემატურად განხორციელდება ნაღდი ფულისა და სხვა
ფასეულობის, მათი შენახვის მდგომარეობისა და სალაროს ოპერაციების
წარმოების კონტროლი. ამ მიმართულებით ადაპტირებულ ინსტრუმენტს
წარმოადგენს სალაროს მოულოდნელი შემოწმებები. ამ მიზნით სპეციალურად
დანიშნული ჯგუფი ან შიდა აუდიტის სამსახური მოულოდნელად ახდენს ბანკის
ნებისმიერი ფილიალის საოპერაციო სალაროს მოულოდნელ რევიზიას, რომლის
დროსაც ხდება ყველა ფასეულობის აღწერა ისეთი თანმიმდევრობით, რომ
გამოირიცხოს ფულისა და ფასეულობების დანაკლისის ან დატაცების ფაქტის
დამალვა.

15. კომერციული ბანკის სავალუტო ოპერაციების სახეები

სავალუტო ოპერაციებს კომერციულ ბანკებში კურირებს ცალკე მიმართულება,


რომელსაც ხაზინა ქვია. ხაზინის სამსახურში დასაქმებულნი არიან „დილერები“.
ისინი ახორციელებენ ბანკის ინტერესებიდან გამომიდნარე სავალუტო და ფასიანი
ქაღალდების ბაზარზე ოპერაციებს, ასრულებენ კლიენტის დავალებებს და ბანკის
საკუთარ ოპერაციებს. არსებობს სავალუტო ოპერაციების 3 ტიპი: სპოტ გარიგება,
ვადიანი სავალუტო გარიგება, სვოპ ოპერაცია. სპოტ გარიგება - ესაა ვალუტის ყიდვა-
გაყიდვაზე გარიგება, რომელიც ითვალისწინებთ ვალუტის მიწოდებას არაუგვიანეს
მომდევნო საბანკო დღეს. ეს არის სავალუტო გარიგების ყველაზე მობილური და
სწრაფი ოპერაცია. კომერციული ბანკის სალაროებში განხორციელებული ნაღდი
კონვერტაციის ოპერაციები ასევე განეკუთვნება “სპოტ გარიგებას“.
ვადიანი სავალუტო გარიგება - აქ ერთიანდება ისეთი სავალუტო გარიგებები,
რომელთა დადების შემდეგაც ვალუტით ანგარიშსწორება ხორციელდება უფრო
ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ამ ოპერაციის სახეები: სავალუტო ფორვარდი-
გარიგება, რომლის დროსაც ვალუტის გაცვლის ფასი დგინდება წინასწარ
ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ხოლო უშუალოდ გაცვლის ოპერაციები
ხორციელდება კონტრაქტში მითითებული ვადის დადგომის დროს, სწინასწარ
შეთანხმებული კურსით. ფორვარდული კურსი გაიანგარიშება მიმდინარე სპოტ
კურსის საფუძველზე, რომელიც კორექტირდება პრემიით ან დისკონტით. ეს
ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ კლიენტსა და ბანკს, ან ბანკთაშორის. სავალუტო
ფიუჩერსი- ეს არის კონტრქტი, რომელიც გულისხმობს ვალუტის ყიდვა-გაყიდვას
გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარიგების დროს დაფიქსირებული კურსით. ეს
ოპერაცია საბირჟო ბაზრებზეც. სავალუტო ფორვარდი უფრო ძვირია, ვიდრე
სავალუტო ფიუჩერსი. სავალუტო ოფციონი - მის მყიდველს აძლევს უფლებას, მაგრამ
არ ავალდებულებს, შეასრულოს კონტრაქტში მითითებული სავალუტო გარიგება
წინასწარ დადგენილი კურსით და კონტრაქტით განსაზღვრულ ვადაში. ოფციონის
კონტრაქტის მყიდველს შეუძლია აირჩიოს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი: შეასრულოს
კონტრაქტის პირობა, უარი თქვას მის შესრულებაზე და ვადის ამოწურვამდე გაყიდოს
ეს კონტრაქტი მე-3 პირზე. სავალუტო ოფციონი საბირჟო ინსტრუმენტია და
სარგებლობისათვის მყიდელი იხდის საკომისიოს, იგივე ოფციონის პრემიას.
გადახდილი პრემია კონტრაქტის მყიდველს უკან არ უბრუნდება, მიუხედავად იმისა
შეასრულებს სავალუტო გარიგებას თუ უარს იტყვის მასზე.
სვოპ ოპერაციები - ეს არის სავალუტო გარიგება, რომლის დროსაც ხორციელდება
ორი ურთიერთსაპირისპირო კონვერტაციის ოპერაცია. საიდანაც პირველი ოპერაცია
არის სპოტ გარიგება, ხოლო მეორე - ვადიანი სავალუტო გარიგება. სვოპ გარიგებები
საბანკო ოპერაციებს მიეკუთვნება. გამოიყენება ბანკსა და მის კლიენტებს შორის
საკონვერსიო ოპერაციებისას, ასევე სხვადასხვა ბანკებს შორის გარიგებისას.

16. პროფესიული ქცევის სტანდარტები კომერციულ ბანკში

საქართველოში ეროვნული ბანკის ბრძანებით, 2018 წელს მიიღეს- ეთიკის


პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული
ბანკებისთვის. მათგან გამსოარჩევია პროფესიული ქცევის სტანდარტები,
რომელსაც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი დასაქმებული პირები
მუდმივად უნდა იცავდნენ. ესენია: კანონმდებლობის ცოდნა –იცნობდნენ და
შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და
მოთხოვნებს. ამასთან, შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა
მონაწილეობდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას.
დამოუკიდებლობა და ობიექტურობა –გონივრული სიფრთხილითა და განსჯით
უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას
პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შუამდგომლობაზე
დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის
შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება. შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა – კოდექსის
მოქმედების სფეროში შემავალ პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ
სხვა პირები. დაუშვებელი ქცევა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი
პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ,
თაღლითურ ქმედებას.
მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია –დაუშვებელია ისეთი არასაჯარო
ინფორმაციის გავრცელბა, რომელიც ახდენს ან შესაძლოა, მოახდინოს გავლენა
ფინანსური ბაზრის, პროცესებზე, ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებზე, არ
უნდა გასცემდნენ/იყენებდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ ასეთი ინფორმაციის
არასათანადო გადადინებას სხვა პირებზე. ბაზრის მანიპულაცია – კოდექსის
მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში,
რომელიც უსამართლოდ ცვლის ფასებს ან ხელოვნურად ზრდის ტრანზაქციის
მოცულობას ბაზრის მონაწილეების შეცდომაში შეყვანის მიზნით;.
კეთილსინდისიერება საბანკო სექტორში –„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული დომინირებული მდგომარეობის ბოროტად
გამოყენება ან/და კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება,
გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება.
მომხმარებლების მიმართ უნდა გამოიჩინონ- ერთგულება, წინდახედულება და
მზრუნველობა. განახორციელონ გონივრული და სრულყოფილი კვლევა
მომხმარებლის ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციისა, რაც აუცილებელია
საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. შეთავაზების განხორციელებამდე
შეაფასონ, რამდენად მორგებულია ის მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე
და არის თუ არა შესაბამისობაში მის მიზნებთან. ასევე უნდა დაიცვან არსებული
თუ ყოფილი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
დასაქმებულმა პირებმა უნდა იმოქმედონ თავიანთი დამსაქმებლის
სასარგებლოდ. ხელმძღვანელნი მუდმივად უნდა ამოწმებდნენ, რომ
დასაქმებულების შესრულებული სამუშაო შესაბამისობაშია არსებულ
კანონმდებლობასთან.

You might also like