უშბა და მეგობრები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

უშბა და მეგობრები

უშბა და მეგობრები არის საბავშვო წიგნი. მისი ავტორია ნინო ლომიძე. წიგნი არის 2023
წელს გამოშვებული.

წიგნის ყდა არის თვალში საჩენი. ვარდისფერ ფონზე გამოსახული საყვარელი ცუგა
გიღიმის. თითქოს გეუბნება, „მოდი, წაიკითხე ჩემი ამბავი“. ილუსტრატორმა ია
გოგიაშვილმა ძალიან კარგად მოახერხა წიგნის განწყობის დახატვა . მისი ნახატები
ძალიან საყვარელია და ამშვენებს წიგნის ყველა გვერდს. გარეგნულად ძალიან
საინტერესო და საყვარელი წიგნია.

პროტაგონისტია უშბა - ყველაზე საყვარელი, კეთილი და ფუმფულა ძაღლი დედამიწის


ზურგზე. ცუგას ძალიან საინტერესო სახელი შეარქვა პატრონმა, რადგან მას კუდზე პატარა
თეთრი მწვერვალი აქვს, რომელიც ჰგავს უშბას(მთას). გვხვდებიან სხვა პერსონაჟებიც :
დედა - ნინო ლომიძე, ძამიკო ბუბა, დაიკო ანა, ფისუნია ფოსო, ბრუნო, მაწანწალა პელე,
ბრძენი, მოხუცი რიჩი, ჩაქვი, დარიკო და სხვა მრავალი მეგობარი . ყველა მათგანს
სხვადასხვანაირი ცხოვრება აქვს. მათთან ურთიერთქმედებაში უშბა სწავლობს ახალ -
ახალ გაკვეთილებს.

ეს წიგნი ჩემი აზრით ძალიან უნიკალურია. ის განსხვავდება სხვა საბავშვო წიგნებისგან .


უშბა და მეგობრები არის წიგნი, რომელსაც არ აქვს ბანალური შინაარსი . „სიკეთემ
ბოროტებას მოუგო“ და ასეთი შინაარსის ამბებს არ გვიყვება ლომიძე. მას აქვს აღწერილი
სხვანაირი მნიშვნელოვანი გაკვეთილები ბავშვებისთვის. წიგნში მხოლოდ პოზტიური
ამბები არ არის მოთხრობილი. ის ასევე ეხება ბავშვებისთვის საკმაოდ ღრმა და საშიშ
საკითხებს, როგორიცაა მეგობრებს შორის ჩხუბი, ლანძღვა, მარტო დარჩენა ...
საბოლოოდ ყველაფერს ცუდს უშბა დაძლევს. მის მაგალითზე შეუძლიათ ბავშვებს
ისწავლონ რაღაც-რაღაცები.

ჩემთვის ეს წიგნი ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო. ავტორი ჩემი მასწავლებელია .


ასევე ვიცნობ სხვა პერსონაჟებს. ეს წიგნი დამეხმარა დამენახა ისინი სხვანაირად ,
სხვანაირად გამეცნო. ჩემი მასწავლებლის წერის მანერაც რაღაცნაირად
განსაკუთრებულია. არ ვიცი რატომ. თვით პროტაგონისტს, უშბასაც ვიცნობ. ის არის
ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, თავაზიანი, კეთილი ჯენტლმენი.

ჯერ არ მყავს შვილები, მაგრამ თუ ოდესმე მეყოლა, მათ აუცილებლად წავუკითხავ


ხოლმე ამ საოცრად კეთილ და საყვარელ წიგნს. ყველას ვურჩევ, რომ შეიძინოს ეს წიგნი
და ბავშვებს გააცნოს უშბა, მისი ოჯახი დაა სამეგობრო წრე.

You might also like