Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

სირცხვილია - Shame Movement

2 - “მოძრაობა სირცხვილია” – წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული)


იურიდიულ პირს. მოძრაობა 2019 წლის 20 ივნისის პროტესტის შედეგად ჩამოყალიბდა.
”სირცხვილია“ – თავდაპირველად, 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო ტალღის მთავარი
სლოგანი იყო, ხოლო მოგვიანებით ის, ორგანიზაციის სახელწოდებად იქცა.
ორგანიზაციას უკავშირდება მრავალი საპტოტესტო და სოციალური კამპანია.“მოძრაობა
სირცხვილიას” ჰყავს 12 დამფუძნებელი წევრი. დამფუძნებელთა კრება უფლებამოსილია
აირჩიოს ორგანიზაციის გამგეობა. მოძრაობის მმართველობითი რგოლებია: გამგეობა და
აღმასრულებელი დირექტორი. გამგეობა შედგება 11 წევრისგან და უფლებამოსილია,
აირჩიოს ორგანიზაციის დირექტორი.

3 - ორგანიზაციის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-


ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების
დაცვა, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა,
საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეთა ინფორმირება.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მეხუთე წელია, აგრძელებს
ახალგაზრდებთან და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან მუშაობას.

4 - „მოძრაობა სირცხვილიას“ 2019 წლიდან მხარს უჭერს სხვადადხვა ინსტიტუციური


დონორი. მათი დახმარებით მოძრაობა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ მდგრადობასა
და სხვადასხვა ტიპის კამპანიისა და აქტივობის განხორციელებას.

ესენია:

 National Endowment for Democracy – “მოძრაობა სირცხვილიას“ ყველაზე მსხვილი


დონორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ორგანიზაცია 2021 წლიდან
თანამშრომლობს. ფონდთან თანამშრომლობით ორგანიზაცია ამ დროისთვის
მეოთხე პროექტზე მუშაობს.
 European Endowment for Democracy - მოძრაობისთვის პირველი მსხვილი დონორი
ორგანიზაციაა, რომელთანაც თანამშრომლობა 2020 წლიდან იწყება. მათი
მხარდაჭერით ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორი პროექტი განახორციელა, რამაც
ორგანიზაციას ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობა მისცა.
 სამოქალაქო საზოგადოების ფონდი - „მოძრაობა სირცხვილიას“ დაფუძნების
დღიდან მისი აქტიური და საიმედო პარტნიორია. ფონდის მხარდაჭერით
ორგანიზაციას წლების განმავლობაში 8 პროექტი აქვს განხორციელებული.
 Helsinki Foundation for Human Rights - მხარდაჭერით „მოძრაობა სირცხვილიამ“
2022 წელს შეძლო ორგანიზაციის რეგიონული აქტივისტური ცენტრების
შენარჩუნება და რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება.
5 - 2019 წლიდან მოძრაობა “სირცხვილიამ” არაერთი საპროტესტო, ცნობიერების
ამაღლებისა თუ ჰუმანიტარული კამპანია განახორციელა. ორგანიზაცია საქმიანობას
აგრძელებს როგორც ანტისაოკუპაციო მიმართულებით, ასევე იბრძვის სამართლიანი
სასამართლოს, გამჭვირვალე არჩევნებისა და სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

6 - “მოძრაობა სირცხვილიას” ორგანიზებით 2022 წლის 20 ივნისს, რუსთაველის


გამზირზე, ერთერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც 150
000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაცია –„შინ ევროპისკენ” ევროკავშირში
გაწევრიანების იდეის გარშემო მოქალაქეების გაერთიანებას ისახავდა მიზნად. კამპანია
და დემონსტრაციები თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც
ჩატარდა. 20 ივნისის აქცია წინ უსწრებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიას 24
ივნისს უნდა გამოეცხადებინა.მოძრაობა “სირცხვილიამ” კამპანია “შინ ევროპისკენ”
რამდენიმე კვირიანი მზადების შემდეგ 9 ივნისს დაიწყო. პოლიტიკური პოლარიზაციისა
და ნიჰილისტური განწყობების ფონზე, ორგანიზაციამ შეძლო, საზოგადოების
სხვადასხვა ჯგუფის საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება. კამპანიაში
ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ორგანიზაციები, სტუდენტები,
მსახიობები, მწერლები, მასწავლებლები და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც
ევროინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს წარმოადგენს.
კამპანიის შემაჯამებელი აქციისთვის სიმბოლური თარიღი – 20 ივნისი დაანონსდა.
ორგანიზაცია აქციის მიზნების შესახებ ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით
ავრცელებდა ინფორმაციას – ტელევიზია, ონლაინ მედია, სოციალური ქსელები,
ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან;
რეგიონების მასშტაბით ვრცელდებოდა საინფორმაციო ბროშურები საზოგადოების
თავშეყრის ადგილებში.

7 - 2022 წლის ივნისში ორგანიზაციის მიერ “შინ ევროპისკენ” კამპანიისთვის


წარმოებული კონტენტი ფეისბუქის საშუალებით 2.5 მილიონ უნიკალურ მომხმარებელს
მისწვდა. კონტენტის ინტერაქციამ (მოწონება, კომენტარი, შეარი) დაახლოებით 360
ათასს მიაღწია. ფეისბუქზე განთავსებული ვიდეოკონტენტის ნახვების ჯამურმა
რაოდენობამ 3.1 მილიონი შეადგინა. სოციალურ ქსელებში მოძრაობის მიერ
ინიცირებულმა წარმატებულმა კამპანიამ შეძლო, რომ ის ტრადიციული მედიის
ცენტრალური თემაც გამხდარიყო და მოძრაობის წევრებს ყოველდღიურად ეთმობოდათ
სხვადასხვა ტელევიზიის ეთერი, რათა კამპანიის შესახებ მოქალაქეებისთვის
მიემართათ.20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ადამიანთა უპრეცედენტო
რაოდენობა გამოვიდა. მასზე შთაბეჭდილებით წერდა როგორც ქართული, ასევე
საერთაშორისო საზოგადოება.

8 - მოძრაობა “სირცხვილიამ” უკრაინის მხარდასაჭერი აქტივობები უკრაინა-რუსეთის


ომის გამოცხადებამდე დაიწყო. შეიქმნა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია, რომლითაც
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამოეყენებინა ყველა საკანონმდებლო და
დიპლომატიური ინსტრუმენტი, დაეგმო რუსული აგრესია და გამოეხატა მყარი პოზიცია
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესახებ. 2022 წლის 28 იანვარს,
პეტიციაზე ხელმოწერისა და ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პარტნიორის
მხარდაჭერის მოთხოვნით, პარლამენტთან პირველი დემონსტრაცია
გაიმართა. უკრაინაში რუსული აგრესიის გააქტიურების ფონზე საქართველოს
ხელისუფლების უმოქმედობამ მოქალაქეების პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა,
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად კი, “მოძრაობა სირცხვილიას”
დემონსტრაციებმა – #უკრაინისთვის პერმანენტული ხასიათი მიიღო. საპროტესტო
გამოსვლების საშუალებით ქართველმა ხალხმა ხელისუფლების ნაცვლად თავად აიღო
პასუხისმგებლობა, ღიად დაეგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და
ხმა საერთაშორისო საზოგადოებამდე მიეწვდინა. დემონსტრაციები #უკრაინისთვის
საქართველოს მასშტაბით, ყველა ცენტრალურ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
26 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს საჯარო მადლობაც გადაუხადა.
9 - მოძრაობა იაზრებდა, რომ ომის დაწყებასთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად
მხოლოდ პროტესტი აღარ იყო საკმარისი. აქციების პარალელურად, 27 თებერვლიდან,
“სირცხვილიამ” ჰუმანიტარული კამპანია From Georgian People დაიწყო, რომელშიც
მოხალისეები რეგიონების მასშტაბით ჩაერთვნენ. საჯარო ფანდრეიზინგის ფარგლებში,
მოძრაობის ანგარიშზე 30 ათას ლარამდე თანხა შეგროვდა, რითაც ორგანიზაციამ ამავე
კამპანიაში ჩართულ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები თვითღირებულების ფასად
შეისყიდა. მოსახლეობისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები
კონფლიქტურ რეგიონებამდე უკრაინის საელჩოს დახმარებით გაიგზავნა.

10 – “მოძრაობა სირცხვილია“ ანგარიშვალდებულებისა და სოციალური ცვლილებების


მძლავრ ძალად იქცა. სოციალურ მედიაში საჯარო გაშუქების საშუალებით, ის აკისრებს
პასუხისმგებლობას დამნაშავეებს, ამაღლებს ცნობიერებას საზოგადოებრივ საკითხებზე,
აძლიერებს მოქალაქეებს და ახდენს კულტურული ცვლილებების კატალიზებას
მთლიანობისკენ. თუმცა, ეს არ ხდება რისკების გარეშე.ამიტომაც,
ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას შორის ბალანსის დამყარება
გადამწყვეტია, რადგან ქართული საზოგადოება აკონტროლებს ამ მოძრაობის გავლენას.
მას ძალიან დიდი როლი აკისრია ქართული საზოგადოების ამოქმედებაში და
სხავდასხვა კამპანიის დროს მათ მობილიზებაში.

You might also like