ინსტიტუტები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პოლიტიკური სოციალიზაცია არის პროცესი, რომელშიც მოქალაქეს უყალიბდება

ღირებულებები, შეხედულებები და აზრები, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ


პოლიტიკურ სისტემას დაეხმარონ. ვერც ერთი ხელისუფლება, რა ლეგიტიმურიც არ უნდა
იყოს იგი, ვერ მისცემს თავს უფლებას უგულებელყოს მოქალაქეთა მიერ პოლიტიკური
შეხედულებების ჩამოყალიბების გზა. ამ პროცესში მონაწილეობენ:

1) ოჯახი - ბავშვი თავდაპირველ სოციალიზაციას საკუთარ სახლში, ოჯახში გადის და იღებს


რა თავისი ყოველდღიური ქცევისთვის ჯილდოს ან სასჯელს, სწავლობს, რა არის
დაშვებული და რა არა. ამგვარად, ბავშვი ერკვევა, რა ვალდებულებები აქვს ოჯახის და
სხვების მიმართ. ნელ-ნელა ის ხდება ოჯახის მოქალაქე (წევრი), როგორც წესი, მკაფი ოდ
განსაზღვრული მოვალეობებით, ნაწილობრივ, უფლებებითა და პრივილეგიებით.
განსაკუთრებულად ესმევა ხაზი მნიშვნელოვან მორალურ წესებს მაშინაც კი, თუ ბავშვს არ
განუმარტავენ ამ წესების მიზეზებს. ნდობა, თა ნამშრომლობა, თავისი თავის პატივისცემა,
სხვების პატივისცემა და თანაგრძნობა ფესვგადგმულია ოჯახურ ურთიერთობებში, მათ
ეფუძნება პიროვნების ქცევითი და ზნეობრივი განვითარება.

2) სოციალური კლასი და უმცირესობის სტატუსი - საშუალო და მაღალი ფენის ბავშვების


პოლიტიკაში აქტიური ჩაბმის ალბათობა უფრო მაღალია, რადგან ითვლება, რომ
პოლიტიკით ოჯახის დაინტერესება სოციალურ სტატუსთან ერთად იზრდება.
ხელისუფლებისადმი ნდობა სოციალურ უმცირესობებს უნრავლესობისგან განსხვავებით
ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ.

3) გენდერი და პოლიტიკა - კლასებსა და რასებს შორის განსხვავების მსგავსად, სქესთა


შორის არსებული განსხვავებაც შეიძლება პოლიტიკური ქცევის და შეხედულებების
მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი კორელატები იყოს. ზოგიერთ პოლიტიკურ საკითხთან
მიმართებაში შეგვიძლია ვისაუბროთ ერთგვარ გენდერულ განსვლაზე , ანუ იმ
განსხვავებებზე, რასაც ფიქრობენ და მხარს უჭერენ მთლიანობაში მამაკაცები და ქალები.

4) რელიგია - რელიგია არსებულ ჩვეულებებს ლეგიტიმურობას ანიჭებს და გარდამავალ


პერიოდში მყოფ საზოგადოებას სტაბილურობას სძენს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი
პოლიტიკური განსხვავება კავშირშია რელიგიურ განსხვავებებთან და შეიძლება რელიგიური
დოქტრინებიდანაც კი გამომდინარეობდეს. ხანდახან პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ
რელიგიურ იდეებს (სახეებს) რათა გააერთიანონ მოქალაქეები თანამედროვეობის საერთო
აღქმაში ან შთააგონონ მათ მომავლის უფრო ღირსეული ხედვა.

5) სკოლა საჯარო განათლების მეშვეობით სახელმწიფო ცდილობს გავლენა მოახდინოს


ახალგაზრდებზე მანამ, სანამ მათი ზნეობრივი სახე საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ყველა
ქვეყანა სკოლას პოლიტიკური სოციალიზაციის საშუალებად იყენებს. ზოგიერთი მთავრობა
უბრალოდ სამოქალაქო განათლების ან ისტორიის ერთ-ორ კურსს აწესებს სავალდებულოდ,
მოითხოვს, რომ მოსწავლეები დროშას მიესალმონ და სკოლის კედლებზე ეროვნული
გმირების სურათები ეკიდოს. ზოგიერთი მთავრობა მთელ სასკოლო პროგრამას კარნახობს,
ბავშვებს თავში ლოზუნგებს უჭედავს, მკაცრ ცენზურას აწესებს სახელმძღვანელოებსა და
საბიბლიოთეკო შესყიდვებზე და მასწავლებლებს ერთგულების ნიშნით არჩევს.

6) უმაღლესი განათლება - სტუდენტთა პოლიტიკურ შეხედულებებზე გავლენას ახდენს


კოლეჯის მაღალ ინტელექტზე გათვლილი წიგნები, იდეები და მასწავლებლები; თუმცა,
ნათელი არაა, პირდაპირ მივყავართ თუ არა კოლეჯის გამოცდილებას უფრო ლიბერალურ
აზროვნებასთან. ის შესაძლებლობის ფარგლებში ახერხებს იმას, რომ ზრდის ადამიანებს,
რომელთაც შეუძლიათ კრიტიკული აზროვნება. განათლების მაღალი დონე უბიძგებს
მოქალაქეებს შინაარსიანად ჩაებან პოლიტიკაში.25 იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას
უსიტყვოდ ემორჩილებიან, მოქალაქეებს არ გამო უმუშავდებათ პოლიტიკური
მონაწილეობის უნარ-ჩვევები. ლიბერალური განათლების მიზანია მოამზადოს მსგავსი
უნარების, განსაკუთრებით კი კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული უნარების მქონე
მოქალაქეები.

7) თანატოლები - თანატოლთა ჯგუფები ადასტურებენ მათი წევრების სურვილის


განხორციელების აუცილებლობას, რაც გავლენას ახდენს პოლიტიკური შეხედულების და
რწმენის ჩამოყალიბებაზე.

8) მასმედია - არადემოკრატიულ სახელმწიფოებში, მასმედია თითქმის ყოველთვის


სახელმწიფოს მფლობელობაშია ან მის მიერ კონტროლდება. ზოგიერთი დემოკრატიული
ხელისუფლებაც ახდენს რადიო და ტელემაუწყებლობის მონოპოლიზებას (როგორც ეს
დანიაშია) ან ფლობს და ამუშავებს სატელევიზიო ქსელს (როგორც ეს დიდ ბრიტანეთშია).
ასეთ შემთხვევებში, ძირითადი განსხვავება დემოკრატიულ და არადემოკრატიულ
სახელმწიფოებს შორის ისაა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები იღებენ კანონებს ან
შეიმუშავებენ პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მასმედიის სამართლიანობასა და
ობიექტურობას.

9) კანონი - ზოგიერთ საზოგადოებაში კანონში უკვე ასახულია მოქალაქეთა ღირებულებები


და შეხედულებები, მაგრამ კანონი ასევე ეხმარება ამ ღირებულებებისა და შეხედულებების
ფორმირებასაც. ზოგიერთი კანონი უბრალოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას
ემსახურება (მაგალითად, ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობის უფლება). სხვა კანონები
კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებსაც საზოგადოება თავისი არსით ბოროტებად მიიჩნევს.
მსგავსი კანონების მიღება და ცხოვრებაში გატარება საზოგადოებისათვის განკუთვნილი
გზავნილებია, რომელიც იუწყება, რომ ეს კანონის თვალში დანაშაულია და მას სასჯელი
მოჰყვება. მოქალაქეთა პოლიტიკურ სოციალიზაციაზე ამ გზავნილის გავლენა
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხდება მისი მიღება, გაგება და ცხოვრებაში
განხორციელება.

You might also like