Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

როდოსის კოლოსი

I კურსი - დაზგური ფერწერა -


მსოფლიო ხელოვნების ისტორია

სალომე გორდელაძე
როდოსის კოლოსი მზე-ღვთაების კოლოსალური ქანდაკებაა,
რომელიც იდგა ძველ-ბერძნულ ქალაქ როდოსში. ის მსოფლიოს
შვიდი საოცრებათაგან ერთ-ერთია.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა


ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი
სახელმწიფოები. ერთ-ერთმა დიადოხმა (სარდალმა) დემეტრე
პოლიეკრეტმა თვალი მდიდარ ქალაქს, როდოსს დაადგა. სარდალმა
სთხოვა როდოსელებს ეგვიპტესთან ომში დახმარება, რაც ქალაქს
ფინანსურად უდიდეს ზარალს მიაყენებდა, ამიტომაც მათ ის უარით
გაიტუმრეს. დემეტრეს ფლოტმა ალყა შემოარტყა როდოსს 40 000
მეომრის თანხლებით, თან ჰქონდათ სატყორცნი მანქანები და
ჰელეპოლიდა (ცხრასართულიანი საალყო მანქანა). რამდენიმე ხნის
შემდეგ ალყა გაჭიანურდა და დემეტრემ უკან დაიხია. ზავის თანახმად
როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ქალაქის გალავანთან დარჩა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა,
რომელიც დემეტრემ როდოსელებს შეატოვა.

სახალხო კრებაზე გადაწყდა: გაყიდული ჰელეპოლიდის რკინაში


აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის,
ჰელიოსის ქანდაკება. კუნძულელებმა ქარესი მოიწვიეს,მოწაფე
სახელგანთქმული ლისიპესი, რათა ჩამოესხა უშველებელი ძეგლი
ღმრთისა.

კოლოსი იყო შიშველი ფიგურა მზის ღვთაების, ჰელიოსისა,


რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე
იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით
თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. ის იდგა
მაღალ კვარცხლბეკზე, ჯებირისთავში და ასე გადასცქეროდა
ნავსადგურს. მისი სიმაღლე 120 ფუტი იყო (კვარცხლბეკის
გამოკლებით).

ქარესმა თავდაპირველად ქანდაკების მოდელი მოამზადა, ჩამოასხა


მისი ნაწილები ბრინჯაოში და ააწყო მთელი კოლოსი. მან მიწის
ყორღანებში თანდათანობით ჩაფლო ქანდაკება და, ამავდროულად,
მიწის ზემოთა ნაწილებს ასრულებდა. ქანდაკებას 500 ტალანტი
ბრინჯაო და 300 ტალანტი რკინა შეელია. ის შიგნიდან იყო
გამაგრებული რკინის მძლავრი საყრდენებითა და ქვის ბლოკებით.
კოლოსის მკერდის გარშემოწერილობა 60 ფუტი იყო, ბარძაყისა - 11
ფუტი, წვივისა – 5 ფუტი. ხელოვანი ასეთი განზომილებაში მუშაობის
მიუხედავად მაინც ინარჩუნებდა რეალობის გრძნობას. მშენებლობამ
12 წელს გასტანა.

ქანდაკება დაახლოებით ქრისტეშობამდე 280-224 წლებში იდგა.


ჰელიოსის ფიგურამ, სავარაუდოდ, 56 წელს გაძლო. ძვ.წ.224 წელს
საშინელმა მიწისძვრამ ქალაქთან ერთად კოლოსიც მიწასთან გაასწორა.
ის მიწაზე გართხმულიც კი აღაფრთოვანებდა მნახველს. რამდენიმე
კაცი თუ შემოაწვდენდა ხელს მის ცერა თითს. მისი თითები სხვა
ქანდაკებებს უდრიდა სიდიდით.

მომავალში კოლოსის აღდგენის უამრავი მცდელობა ფუჭი გამოდგა.


წაქცეული გიგანტი 800 წელიწადზე მეტხანს არსებობდა; მერმისში 667
წელს ქრისტეს შემდეგ, არაბებმა დაიპყრეს როდოსი და მიჰყიდეს
ქანდაკება ებრაელ ვაჭარს ლითონის სახით. მან წაიღო სამასი ტონა
ბრინჯაო 900 დატვირთული აქლემით.

როდოსის კოლოსი დროის განუსაზღვრელად უბადლო, უნიკალური


ნამუშევარი და ხელოვნების ნიმუშია, იმდროინდელი აღმოჩენა და
უდიდესი მიღწევა: მზეღვთაების გოლიათი ქანდაკება, რომელსაც
დამსახურებულად უკავია ადგილი ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებაში.
ლიტერატურის ჩამონათვალი:
„ანტიკურობის საოცრებანი“ ლეონარდ კოტრელი მთარგ. ზვიან გამსახურდია 1987
https://ka.wikipedia.org/wiki/როდოსის_კოლოსი

You might also like