Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

1- ვაშლის საშიში გავრცელებული დაავადებააა:

3) ვაშლის ქეცი

2- სანერგეში სასტრატიფიკაციო კამერის დანიშნულებაა:

3) ტემპერატურისა და ტენიანობის საჭირო პირობების ფიქსირებული შენარჩუნება

4- საქართველოს სამრეწველო სანერგეებში T- სებურ განაჭერში მყნობა ტარდება:

ე) 25 ივლისიდან 15 სექტემბრამდე

5- ხეხილის სანერგე ძირითადად შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

4) სარგავი მასალის წარმოების განყოფილება, სადედეების განყოფილება, საძირეების გამრავლების


განყოფილება.

6 - ვაშლის ინტენსიურ ბაღში მორწყვის სისტემის რეკომენდებული სპეციფიკაცია:

2) საწვეთურები - 4ლიტრი/სთ დაშორება საწვეთურებს შორის 0,80მეტრი, მორწყვის


ხანგრძლივობა 8 სთ

7 – სეტყვით დაზიანებული ხეხილის წამლობა ტარდება:

2) სისტემური ფუნგიციდები

8 – ქლიავის რეკომენდებული და პერსპექტიული ჯიშებია; es kvelaze unda amovcero?

4) იტალიური უნგრულა, სტენლი, ემპრესი, პრეზიდენტი

9- გარგარის რეკომენდებული საძირეებია:

2) prunus armeniaca, ჭერამი

10- მსხლის ინტენსიური ბაღი შენდება სქემით;

2) 4 x 1.5

11- ბაღის გაშენების წინ ჩასატარებელი ღონისძიებებია;

1) პლანტაჟი, გადახვნა, დაფარცხვა დისკებიანი ფარცხით, კულტივაცია როტაციული


კულტივატორებით

12- ხეხილის ნერგის დასარგავი ორმოს ოპტიმალური პარამეტრებია:

7) 40-50 სმ x 35- 40 სმ

13- ხეხილის პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი საქარტველოში გამოჩნდა

4) მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი

14- ბლის ინტენსიური ბაღებისთვის საშუალო და ნაგალა საძირეებია

3) კოლტი, გიზელა 5, გიზელა 6


15- აპიკალური დომინირება

4) კენწრული კვირტის აქტიურ ზრდას გვერდითი ტოტების ზრდის შეზღუდვის ხარჯზე.

16- ბაღის რიგთშორისების დამუშავების რეკომენდებული მეთოდია

2) მწვანე დაკორდება

17- ბაღის განოყიერების რეკომენდებული დოზაა N - 100. შესატანი სასუქის რაოდენობა

4) ამონიუმის გვარჯილა 33,33% - 300 კგ

18-საქართველოს ჩამოთვლილი ხილებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება

2) თხილი, ვაშლი, ატამი

19- სამეგრელოს მეხილეობის ზონა ხასიათდება

2) მაღალი ნალექიანობით, თბილი ზამთრით, ცხელი ზაფხულით, ზღვის დონიდან 100-600 მეტრი
სიმაღლით

20_ კურკოვანი კულტურები ძირითადად მოსავალს იძლევიან

2)სანაყოფე თაიგულზე დეზებზე

1) დაახასიათეთ მწვანე დაკორდების აგროტექნოლოგია ხეხილის ბაღში

მრავალწლიანი ბალახებით დაკორდება (კულტურული დაკორდება)

რიგთაშორისებში თესავენ მრავალწლიან კულტურულ, არამხოხავ ბალახებს –


კაპუეტას, ჭანგას. ბალახების დათესვა ხდება ადრე შემოდგომით, სექტემბერში ან
ადრე გაზაფხულზე. თესვის საშუალო ნორმა – 40-50 კგ/ჰა. ვეგეტაციის განმავლობაში
მას ხშირად თიბავენ.

დაკორდებას მიმართავენ მთიან ადგილებში, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო


საშუალებას. ეს მეთოდი მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სამრეწველო
ინტენსიურ ბაღებში, ხასიათდება დადებითი თვისებებით: დადებით გავლენას
ახდენს ხილის შეფერვაზე (არეკლილი სინათლის გამო), წვიმის შემდეგ არ არის
ტალახი, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოსავლის აღების დროს, მანქანა-იარაღების და
მუშახელის მოძრაობა გამარტივებულია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული
მეთოდის გამოყენება 30-40%-ით მეტი წყლის მოხმარებას საჭიროებს.

მრავალწლიან ბალახებად იყენებენ არამხოხავი მარცვლოვნებისა და პარკოსნების


ნარევს – რეკომენდებულია კოინდარის, კაპუეტას, არამხოხავი ჭანგას, სამყურის
თესვა.

ერთწლიანი ბალახებით დაკორდება


ეს მეთოდი გულისხმობს კორდის შექმნას ერთწლიანი ბალახების თესვის
საშუალებით. ამ მიზნით ძირითადად იყენებენ თივაქასრას სხვადასხვა ჯიშებს.

ნიადაგის დამუშავების აღნიშნული სისტემა ნაკლებად რეკომენდებულია გვალვიანი


ადგილებისთვის, რადგან ერთწლიანი ბალახები ცუდად იტანენ ტენის ნაკლებობას.

ახალგაზრდა ბაღის რიგთაშორისი ფართობის გამოყენება

ინტენსიურ ბაღებში რიგთაშორისი ფართობის გამოყენება არ არის რეკომენდებული,


თუმცა ექსტენსიურ და მცირე სიდიდის ბაღებში შესაძლებელია ზოგიერთი სათოხნი
კულტურის (ჭარხალი, ლობიო, სოია, მუხუდო, ბარდა) მორიგეობა.

არ არის რეკომენდებული სიმინდისა და ვერტიცილიოზის გადამტანი ბოსტნეულის


(კომბოსტო, პამიდორი) თესვა და მოყვანა რიგთაშორისებში.

ზემოთაღნიშნული მეთოდების საფუძველზე შემუშავებულია ნიადაგის მოვლის


კომპლექსური სისტემები, როდესაც ადგილი აქვს სისტემების მორიგეობას – ერთ
წელს ნიადაგი მუშავდება შავადხნული ანეულის წესით, ხოლო მომდევნო წლებში
სხვა მეთოდებით – სიდერატების თესვა, მრავალწლიანი ბალახების კორდი და ა.შ.

თუმცა ფართო პრაქტიკაში ამ სისტემებმა ნაკლები გამოყენება ჰპოვა,


ყოველწლიურად განსხვავებული აგროტექნიკის ჩატარების სირთულის გამო.

ნაბაღარი ნიადაგის მოვლა

ბაღის ამოძირკვა უნდა მოხდეს მოსავლის აღების შემდეგ, ნაბაღარი ნაკვეთი უნდა
მოსწორდეს და 20-30 სმ-ის სიღრმეზე ჩაიხნას.

ნიადაგის გადაღლის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სამნახევარი წლის


განმავლობაში, მრავალწლიანი ბალახნარევით დაკორდება, ხშირი თიბვა სათიბი
მანქანების საშუალებით (როდესაც ბალახების საშუალო სიმაღლე 15 სმ-ს შეადგენს)
და ნათიბის ადგილზე დატოვება.

მეოთხე წლის შემოდგომაზე ხდება PK-ს 4-5 წლის დოზის ერთჯერადად შეტანა,
კორდიანი ნიადაგის ოპტიმალურ სიღრმეზე (40-60 სმ) დაპლანტაჟება და ამის
შემდეგ, გაზაფხულზე, ბაღის გაშენება.

2) აღწერეთ მორწყვის ხერხები- მოღვარვით და წვეთოვანი მორწყვა

ხილისა და ვენახის მაღალხარისხოვანი და უხვი მოსავლის მისაღებად, წყლის


რეჟიმის რეგულირება ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ხეხილის ბაღში
ჩატარებული ნებისმიერი სხვა აგროტექნიკური ღონისძიება (ნიადაგის დამუშავების
სისტემები, სასუქების დოზები და შეტანის ვადები, მცენარეთა ინტეგრირებული
დაცვის ღონისძიებები და სხვა) ნაკლებად ეფექტურია, თუ არ იქნება გადაწყვეტილი
წყლის ოპტიმალური მიწოდების საკითხი.

ბაღში წყლის მოღვარვით ანუ მოტბორვის დროს, წყალს მიუშვებენ მთელ


ფართობზე. ამ წესით მორწყვისას, მთელი ფართობი იყოფა რამდენიმე მწკრივიან
ზონებად და ცალკეულ ზონას სათანადო სარწყავი წყლის მიწოდებით რწყავენ. ასეთი
წესით მორწყვისას ხდება წყლის დიდი რაოდენობით ხარჯვა, ადგილი აქვს ნიადაგის
გადარეცხვას, ქერქის გაჩენას, ამიტომ ასეთი მეთოდით მორწყვა ნაკლებად
რეკომენდებულია.

ზედაპირული მორწყვის წესებიდან უპირატესობა ეძლევა გაჟონვით კვლებში


მორწყვას. გუთნის საშუალებით ბაღში გაჰყავთ კვლები ხიდან 1.0-1.5 მეტრის
დაშორებით, კვლების სიღრმე 8-10 სმ-ს უნდა შეადგენდეს, ფართო რიგთაშორისებში
კვლებს შორის მანძილი 1-1.5 მეტრია, მაგრამ იმ ბაღებში, სადაც ფესვთა სისტემა
ზედაპირულად არის განლაგებული (ნაგალა ბაღი, კენკროვანი კულტურების ბაღი),
წყალი მიეწოდება მხოლოდ რიგებში. კვლებში გაჟონვით მორწყვისას, წყალს უშვებენ
ერთდროულად რამდენიმე კვალში. მორწყვის შემდგომ წარმოქმნილი ქერქის
გასაფხვიერებლად, მორწყვიდან 2-4 დღის შემდეგ ტარდება რიგთაშორისების
კულტივაცია, სარწყავი კვლები იშლება და ზედაპირი სწორდება. შემდეგი
მორწყვისთვის ხელახლა უნდა გაკეთდეს კვლები.

წვეთოვანი მორწყვა – პროგრესული და მსოფლიოს ხეხილის ბაღებში ყველაზე


მეტად გავრცელებული მორწყვის მეთოდია. რეკომენდებულია ნაგალა ინტენსიური
ბაღებისათვის. ძლიერი ზრდის დიდი მოცულობის ვარჯის მქონე ექსტენსიურ
ბაღებში მისი ეფექტურობა შეზღუდულია.

წვეთოვანი მორწყვის მეთოდის თავისებურება ის არის, რომ იგი რეგულარულად


უზრუნველყოფს მცენარეებს წყლის მცირე ულუფებით მთელი ვეგეტაციის
პერიოდში, ეს განაპირობებს მცენარის სტაბილურ განვითარებას, მოსავლიანობის და
ხილის ხარისხის მნიშვნელოვან გაზრდას. ეს მეთოდი ხასიათდება ლოკალურობით,
დატენიანების უწყვეტობით, წყლის მეტად ეკონომიური ხარჯვით და პროცესის
სრული ავტომატიზაციის შესაძლებლობით. აღნიშნული მეთოდი შესაძლებლობას
იძლევა ასევე აუცილებელი მინერალური მაკრო და მიკრო ელემენტები მიეწოდოს
მცენარეს წყალში გახსნილი სახით, შესაბამისი აპარატურის გამოყენებით.

წვეთოვანი მორწყვისას გამოიყენება მორწყვის შემდეგი ტიპის ტექნიკა:


მცენარეებისათვის წყლის მიწოდება ხდება პოლივინილქლორიდის ან პლასტმასის
მილებში ინტეგრირებული ან მიერთებული სპეციალური საწვეთურების მეშვეობით,
რომლებიც განსაზღვრული ინტერვალებით არის განლაგებული. ხეხილის ბაღებში
მიღებულია 2, 4, 8, 16 ლიტრი/საათში კომპენსირებადი საწვეთურების გამოყენება,
რომელიც 0.8, 1.0, ან 2.0 მეტრის ინტერვალით არის განლაგებული. მილები
შესაძლებელია მოთავსდეს როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ასევე საყრდენ სისტემაზე
ან შტამბზე დაკიდების გზით.

წვეთოვანი სარწყავი სისტემა შედგება წყლის წყაროს, საფილტრო სისტემისა და


ტუმბოსგან, ძირითადი მაგისტრალური მილი (32–45 ) მმ დიამეტრის, გადის ბაღის
რიგების გასწვრივ და თავსდება ნიადაგში 30–40 სმ სიღრმეზე, რათა თავიდან იყოს
აცილებული მილის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით დაზიანების შესაძლებლობა.

ამ მეთოდის უარყოფით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს მაღალი საწყისი


ინვესტიცია (თუმცა მკვეთრად მცირდება საექსპლუატაციო ხარჯები), სასურველია
რომ ბაღთან არსებობდეს ელექტროენერგიის მიწოდების საშუალება ტუმბოს და
საფილტრო სისტემის გამართული მოქმედებისათვის. სხვა შემთხვევაში, მიმართავენ
ბენზოტუმბოების გამოყენებას, რაც ასევე დამატებით კაპიტალდაბანდებას
მოითხოვს და ზრდის მიმდინარე ხარჯებს.

სა

You might also like