Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 23

qarsafari zolebis mowyoba

თბილისი
2016

1
qarsafari zolebis mowyoba

ნანა გოგინაშვილი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის


აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა დოქტორი

2
ნაშრომში წარმოდგენილია ქარსაფარი ზოლების მოწყობის თანამედროვე და
ტრადიციული მეთოდები, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა, მათი სტრუქტურა და
შემადგენლობა. განხილულია ქარსაფარი ზოლების ფუნქციები. აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა პირობებისთვის შერჩეულია ქარსაფარ ზოლებში
გასაშენებელი მცენარეთა სახეობები და ჯიშები. ბროშურა განკუთვნილია
ფერმერებისთვის, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და
ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რედაქტორი ზ.ბობოქაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა


აკადემიური დოქტორი

რეცენზენტი: ნოდარ სტეფანიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა


აკადემიური დოქტორი

3
შესავალი

ტყის მცენარეების ხელოვნური ნარგაობების გაშენება თანამედროვეობის აქტუალური


საქმიანობაა. იგი 21-ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც
იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის
გაუმჯობესება, ტყეების ინტენსიური გაჩეხვის, გაუდაბნოების, კლიმატის ცვლილების
ფონზე. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად აღმოცენდა ახალი დარგი -
აგრომეტყევეობა.

აგრომეტყევეობა ეს არის მიწის რესურსების მართვის სისტემა, როდესაც მერქნიანი


მცენარეების გაშენება ხდება სხვადასხვა მიზნით, რაც აერთიანებს სასოფლო სამეურნეო
და სატყეო ტექნოლოგიებს და საბოლოოდ უზრუნველყოფს მდგრადი, მწარმოებლური,
ჯანსაღი და სტაბილური მიწათსარგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას.

აგრომეტყევეობის განვითარებამ უნდა უზრუნველყოს გაზრდილი მოსავლიანობა,


პროდუქციის მრავალფეროვნება და ეკონომიკური სარგებელი. მიწის და წყლის
რესურსების სწორი გამოყენების მიზნით ტყის მცენარეების ხელოვნური გაშენება
სხვადასხვა დანიშნულებით ანუ აგრომეტყევეობის სისტემები ქმნის უფრო მეტ
ბიომრავალფეროვნებას, ვიდრე ცალკე სოფლის მეურნეობის სისტემებშია
წარმოდგენილი. იგი ქმნის უფრო რთულ და საინტერესო გარემოს ველური ფაუნისთვის.
აგრომეტყევეობის ობიექტს წარმოადგენს აგროლანდშაფტი, რომლის დანიშნულებაა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგრადი და მაღალი მოსავლის უზრუნველყოფა,
მეცხოველეობის პროდუქტების გარანტირებული მიღება ადგილმდებარეობის
ნიადაგურ-კლიმატური პირობების გაუმჯობესებით, მიწისა და წყლის რაციონალური
გამოყენებით, ფლორისა და ფაუნის გამდიდრებით (ურუშაძე, 2012).

აგროსატყეო ღონისძიებები ტარდება მცირედტყიან ან უტყეო ადგილებში. ასეთ


პირობებში გაშენებული ტყის მცენარეულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს
ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში.

აგრომეტყევეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქარსაფარების მოწყობა.


ქარსაფარი ზოლების გაშენება უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ ლანდშაფტს,
კლიმატურ პირობებს, მცენარეულ თანასაზოგადოებებს, ნიადაგის შემადგენლობას,
ტენიანობას და სხვა მრავალ პირობას. ქარსაფარები თავის დანიშნულებას მაქსიმალურად
ამართლებენ ყველა პირობის გათვალისწინებისა და სწორად დაგეგმარების შემთხვევაში.

რა არის ქარსაფარი?

4
ქარსაფარი არის ხეების და ბუჩქების რამდენიმე რიგისგან შემდგარი ნარგაობა, რომელიც
იცავს ქარებისგან სხვადასხვა დანიშნულების სავრგულებს. იცავს ნიადაგს ეროზიისგან.

ქარსაფარებს აშენებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სოფლის მეურნეობის


კულტურების უხვი და მყარი მოსავლიანობის უზრუნველყოფისა და ბუნების სტიქიური
მოვლენებისაგან მათი დაცვისათვის. სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარის
შემცირებით ქარსაფარი ზოლები ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას მომიჯნავე
მინდვრებზე, ხოლო ზამთარში - თოვლის საფარის შეკავებას და ამით ნიადაგის
ტენიანობის ზრდას.

სურ. 1. ქარგაუმტარი ქარსაფარი ზოლი

შენობების ან ფერმების ირგვლივ გაშენებული ქარსაფარები ზოგჯერ ზოგავენ ენერგიებს,


ინარჩუნებენ რა სითბოს და სიგრილეს. ქარსაფარები ქმნიან ველური ბუნების
ფრაგმენტებს, რაც მნიშვნელოვანია ფრინველების არსებობისთვს, ისინი კი თავის მხრივ
ანადგურებენ მავნე მწერებს. ქარსაფარები იძლევიან დამატებით პროდუქტებს
(კაკალნაყოფიანები, კენკრანაყოფიანები) და ქმნიან ესთეტიურ გარემოს (Stanley, Johnson,
2014).

სურ. 2. ქარსაფარი მარცვლეული კულტურების დასაცავად

მოკლე ისტორია

5
ქარსაფარების გამოყენება ხდებოდა ათასი წლის წინაც, მათი მთავარი დანიშნულება იყო
ქარის სიძლიერის კოეფიციენტის შემცირება, ასევე გამოიყენებოდა თოვლიანი
ქარბუქების წინააღმდეგ. მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ქარსაფარი ზოლების
მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა მაღალი იყო. ასევე
მნიშვნელოვანი შედეგი იყო ნიადაგის ეროზიის შემცირება. ევროპასა და ამერიკაში
ქარსაფარების აქტიური გაშენება დაიწყო 1850-იანი წლებიდან.

ყველაფერი კი ტყის ნარგაობების ხელოვნურად გაშენებიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 1698


წელს რუსეთში პეტრე პირველმა ტაგანროგის მახლობლად ხელოვნურად გააშენა მუხის
ტყე, რომლის მიზანი იყო ფლოტის მშენებლობაში მერქნის გამოყენება.

1843 წელს შეიქმნა პირველი სატყეო მეურნეობა რუსეთში. მათ მიერ ხდებოდა
ხელოვნური ტყეების გაშენება მერქნის მისაღებად, ხოლო პირველი ქარსაფარი ზოლის
მოწყობა დაგეგმილი იქნა მირგოროდის მახლობლად.

1891-92 წლებში გვალვისა და ნაკლებმოსავლიანობის აღმოფხვრის მიზნით მოეწყო


ექსპედიცები მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად. რევოლუციამდე რუსეთის
ტერიტორიაზე უკვე არსებობდა 130 ათასი ჰა დამცავი ტყის ზოლი, მათ შორის 20 ათასი
ჰა მინდორსაცავი ტყის ზოლი იყო.

1970-1980-იანი წლებიდან მსოფლიოში შეიქმნა ხელოვნური ქარსაფარების საჭიროების


ბუმი, განსაკუთრებით განუყოფელი გახდა ის კივის ბაღებისთვის, რომლებიც
მგრძნობიერეა ქარების მიმართ. ამ პერიოდისთვის ქარსაფარ ზოლებს აქტიურად
აშენებდნენ ასევე ინდოეთში, აფრიკასა და ბრაზილიაში ყავის მწარმოებელი კომპანიები.

საქართველოში 1900-იანი წლებიდან გაშენებულია ქარსაფარი ზოლები ჩაქვში, ყოფილ


საუფლისწულო მამულში. ამავე პერიოდშია გაშენებული დამცავი ტყის ზოლები
აღმოსავლეთ საქართველოში სკრაში, მერეთში, ხოლო მომდევნო პერიოდში - ვარიანში,
ბებნისში, დიღომსა და სხვ. საქართველოში ფართობების გატყევება და მინდორსაცავი
ტყის ზოლების გაშენება შედარებით ფართოდ იწყება 1940-იანი წლებიდან, ხოლო 1960-
იანი წლებიდან მასობრივად მიმდინარეობდა ქარსაფარი ზოლების დაგეგმარება და
გაშენება (ბეროზაშვილი, 1981).

6
ქარსაფარების მნიშვნელობა

ძლიერი ქარების მოქმედებით ხშირია დამუშავებული


ნიადაგების გამოშრობა და ჰუმუსიანი ფენის გადახვეტა, რის
გამოც იღუპება ნათესები. ასეთი ქარების გავლენით ხეხილის
ბაღებში ზიანდება ხის ვარჯი, ცვივა ფოთოლი, ყვავილი და
ნაყოფი, ხოლო ჩაისა და ციტრუსების პლანტაციებში
მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალი. ერთწლიანი
კულტურების განადგურება ხდება ნიადაგის გაფანტვით და გამოშრობით.

რატომ ქარსაფარები?

ქარისაგან დაცვა;

დადებითი გავლენა მიკროკლიმატზე;

საცხოვრებელი ადგილი და თავშესაფარი სასარგებლო ცხოველებისთვის;

ღობის ფუნქცია;

მიმდებარე ფართობების ჰუმუსით გამდიდრება (ნიადაგის გაუმჯობესება);

გარემოს დაცვა დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი);

ხმაურის შემცირება;

ესთეტიკა.

7
ქარსაფარის მოწყობისთვის სასურველია
მცენარეების დარგვა პირამიდული პრინციპით:
იარუსისებრი ნარგაობათა სისტემა ყველა
მცენარეს შესაძლებლობას უქმნის, რომ მათთვის
თანაბრად მისაწვდომი იყოს სინათლე და
საკვები ნივთიერებები.

სურ. 3. მცენარეთა დარგვა პირამიდულად

ქარსაფრის უპირატესობა:
➢ ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
➢ იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
➢ ამცირებს მოსავლის დანაკარგს (ქარი განაბნევს მარცვლებს);
➢ დადებით გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე (დაცულ
ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესაძლოა რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს
ვიდრე დაუცველში);
➢ ზრდის ტენის ოდენობას;
➢ ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა);
➢ ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის;
➢ აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და ფერმაში;
➢ ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
➢ ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
➢ იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფები და
ნასხლავი);
➢ მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტარის წყაროს
ფუტკრისთვის (კარბელაშვილი, 2009; Molison, Holmgren, 1984).

ქარსაფარების სტრუქტურა და დიზაინი

არ არსებობს ქარსაფარის უნივერსალური ტიპი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში


აუცილებელია კონკრეტული ლანდშაფტის, არსებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურებისა და კლიმატური პირობების შესატყვისი ქარსაფარის დაგეგმვა. ამრიგად

8
ქარსაფარის ფორმა და სტრუქტურა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ
ნაკვეთზე, გაშენებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და კლიმატურ პირობებზე.

ქარსაფარების დიზაინისთვის მნიშვნელოვანია - ნარგაობის სიმაღლე, სიმჭიდროვე,


შემადგენლობა, ორიენტაცია და სიგრძე.

ვაკე რელიეფის პირობებში ხელოვნურად გაშენებული ქარსაფარი ზოლების ქარდაცვითი


თვისება არსებითად განსაზღვრავს მის ფუნქციებს, როგორიც არის თოვლის განაწილება
ზოლებს შორის ფართობზე, აორთქლების შემცირება და ტენიანობის ამაღლება,
ტემპერატურული რეჟიმისა და ნიადაგური პირობების შეცვლა და სხვ.

ამრიგად, ქარსაფარი ზოლების გავლენით ჯერ იწყება ქარის რეჟიმის შეცვლა, შემდეგ კი
გავლენა მიკროკლიმატის დანარჩენ ელემენტებზე.

ქარსაფარების დიზაინი მოითხოვს, რომ მის შემადგენლობაში გამოყენებულ იყოს


სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე ზრდის სხვადასხვა ტემპებით, რაც უზრუნველყოფს
ვარჯის შეკრულობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სასურველია მონაწილეობდეს
ფოთლმცვენი და მარადმწვანე სახეობები სხვადასხვა რიგებში და აუცილებლად ბუჩქები,
რაც განაპირობებს ქარსაფრის ფუნქციონირებას მთელი წლის განმავლობაში (Kuhns M.
2012; Bell, 1992; Михин, Баландин, 2012).

ქარსაფარები სტრუქტურულად არის ქარგაუმტარი (მკვრივი), ნახევრად ქარგამტარი


(აჟურული) და ქარგამტარი.

სურ. 4. ქარგაუმტარი ქარსაფარი

ქარგაუმტარი ზოლი მთლიანად შეკრული, მკვრივი ნარგაობაა, რომელშიც ჰაერის ნაკადი


ვერ გადის (ან გადის ძალიან სუსტად). საშუალო სიძლიერის ქარის დროს ასეთი ზოლის

9
შიგნით იქმნება სრული სიმყუდროვე. გარეგნულად ქარგაუმტარ ზოლში სინათლე არ
გადის, იგი შეფოთლილ მდგომარეობაში მთლიანად მწვანე კედელია.

ქარსაფარი ზოლი, როგორც წინაღობა, დახვდება რა ქარს, ხელს უწყობს მიწის


ზედაპირთან ჰაერის ნაკადის დაგროვებას, ერთგვარ შეგუბებას. ამ დროს ქარის მხრიდან
იქმნება მაღალი წნევა.

ასეთი სტრუქტურის ქარსაფართან იქმნება ჰაერის მასების მეტი წნევა, რის გამოც ჰაერის
ნაკადი გადაევლება ზოლს ზემოდან. საქარო მხრიდან საკმაო მანძილზე იქმნება მყუდრო
ზონა. ზოლის მეორე მხარეს კი სიმყუდროვე უფრო მეტია. აქ ზოლის სიახლოვეს,
სიმყუდროვესთან ერთად იქმნება ჰაერის გაიშვიათება. სივრცის ეს გაიშვიათება
ასრულებს შემწოვ როლს, რის შედეგადაც ქარსაფარიდან გადმონადენი ჰაერის ნაკადი
ეშვება დაბლა მყუდრო არესკენ და იცვლის რა მიმართულებას საწყისი მოძრაობის
მოპირდაპირე მხარეს, ამოძრავდება ქარსაფართან წრიულად. რამდენადაც უფრო
მკვრივი და ქარგაუმტარია ქარსაფარი, იმდენად უფრო დიდია ზოლის ზემოდან ჰაერის
ნაკადის დაშვების კუთხე ზოლის მყუდრო მხარეს. ამავე დროს უფრო სწრაფად და
მკვეთრად აღიდგენს ქარი თავის იმ სიჩქარეს, რაც მას ჰქონდა ქარსაფართან
მიახლოვებამდე.

სურ. 5. წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობების მონაცვლეობა ქარსაფარში

ნახევრად ქარგამტარი - აჟურული სტრუქტურის


ქარსაფარი უფრო ნაკლებად შეკრულია, ვიდრე
ქარგაუმტარი ქარსაფარი ზოლი, რის გამოც საშუალო
სიძლიერის ქარი მასში გადის ისე, რომ მისი სიჩქარე
თუმცა კლებულობს, მაგრამ ინარჩუნებს თავის
ძირითად მიმართულებას. გარეგნულად აჟურული
სტრუქტურის ქარსაფარს მთელ პროფილზე
სინათლის გამონაშუქები დაახლოებით თანაბრად
არის განაწილებული. სურ.6. ქარის მიმართულების სვლა
ქარსაფარში
ასეთი სტრუქტურის ქარსაფარი, ქარგაუმტარ ზოლთან შედარებით ქარს უფრო
თავისუფლად ატარებს და ზოლთან იქმნება ჰაერის ნაკლები დაწოლა. ქარის სიჩქარის

10
ყველაზე მეტი შემცირების ზონა შემჩნეულია ზოლის საქარე მხრიდან 3-4H მანძილზე (H
- ქარსაფარი ზოლის სიმაღლე). ასეთი ზოლის შიგნით ქარის ნაკადის სიჩქარე
კლებულობს 40%-მდე. ზოლიდან გასვლის შემდეგ ქარის სიჩქარის კლება კიდევ
გრძელდება. აქ მყუდრო ზონა ვრცელდება 5-10H მანძილზე, შემდეგ კი ზოლის სიმაღლის
10-15 ჯერადი მანძილიდან იწყება ქარის სიჩქარის არა მკვეთრი, არამედ თანდათანობით
მატება და ზოლიდან 25 H მანძილზე ქარის სიჩქარე უკვე აღწევს საწყისი სიჩქარის 85%-
ს. ამ მანძილის შემდეგ ქარი აღიდგენს იმ სიჩქარეს, რაც მას ღია მინდორზე ჰქონდა.

სურ. 7. ქარის სიჩქარის ზონები ღია მინდორზე აჟურული ქარსაფარის გავლის შემდეგ

როგორც სქემიდან ჩანს ზოლიდან ქარსაფარის სიმაღლის 5-8 ჯერ მეტ მანძილზე ქარის
სიჩქარე 25-50%-ია, 8-10-ჯერ მეტ მანძილზე 50-70%-ია, ხოლო 15-ჯერ მეტ მანძილზე უკვე
70%-ს აჭარბებს.

სურ.8. ქარსაფარებში გამოსაყენებელი სახეობები ზრდის ტემპების მიხედვით

სურ. 8 წარმოდგენილია აჟურულ ქარსაფარში გასაშენებელი სახეობები, სადაც


მოცემულია მცენარეთა სახეობების შეფარდებითი ზრდის ტემპები: ნელი, საშუალო და
სწრაფი (Current et all, 2012; Farmstead Windbreaks, 2005; Sepp & Brunner, 2007).

11
სურ.9. ორმხრივი და ცალმხრივი ქარსაფარების დაცულობის ველი

როგორც აღვნიშნეთ, აჟურული ქარსაფარი უფრო კარგი დამცავია მინდვრების, ვიდრე


ქარგაუმტარი. რაც უფრო ვშორდებით ქარსაფარ ზოლს, მით უფრო ნაკლებად დაცულია
მინდვრები. ამიტომ ქარსაფარ ზოლებს შორის მანძილების დადგენა ერთ-ერთი
მნიშვნელოვანია მათი მოწყობისას. სურ. 9-ზე მოცემულ სქემებში უფრო დაცული
ფართობები მუქად არის აღნიშნული, ხოლო გაღიავებასთან ერთად მცირდება
დაცულობის ხარიხი (Ohio Guide, 2012).

ქარგამტარი სტრუქტურის ქარსაფარი, როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ისეთი


ქარსაფარი ზოლია, რომელიც ატარებს ქარს, ამასთან ასეთ ზოლს აქვს სინათლისა და
ქარის გამტარი უფრო დიდი ზომის ფანჯრები. ასეთ ზოლებს არ აქვთ ქვეტყე და ზოლის
ქვედა ნაწილში ქარი გადის შიშველ ღეროებს შორის.

ქარგამტარი სტრუქტურის ქარსაფარის წინ ქარის სიჩქარის შემცირების ზონა ასევე


ნაკლებია, ვიდრე ქარგაუმტარ ზოლთან. აქ ქარის ნაკადი ორად ნაწილდება: ნაკადის
ქვედა ნაწილი გადის ხეების ღეროებს შორის, ზედა ნაწილი კი ვარჯებს გადაუვლის.
ზოგჯერ ღეროებს შორის მოძრაობისას ჰაერის ნაკადის სიჩქარე კიდევაც მატულობს,
რადგან აქ გამავალი ჰარის ნაკადი ნაწილდება, მცირდება მისი კვეთის ფართობი და
დანაწევრებული მცირე კვეთის ნაკადები იძენენ მეტ სიჩქარეს. ამიტომ ზოგჯერ, მსუბუქ
ქვიშნარებზე შეუმჩნეველია ქარის მიერ მიწის ნაწილაკების გამოქარვა. წყნარი ზონა
იქმნება ზოლის ნაპირიდან 5-10H მანძილზე, სადაც ქარის სიჩქარე ეცემა 40-60%-ით,
შემდეგ კი თანდათანობით ისევ მატულობს (ბეროზაშვილი, 1981).

12
სურ. 10,11. ქარგამტარი კონსტრუქციის ქარსაფარი

ამდენად, ქარსაფრების სტრუქტურა განისაზღვრება მათი ქარგამტარიანობის ხარისხით


და ძირითადად დამოკიდებულია ნარგაობის შეკრულობაზე, ზოლის სიგანეზე,
სიმაღლეზე, შემადგენლობაზე, სართულიანობაზე და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ ქარის სიჩქარის შემცირება ბევრად არის დამოკიდებული


ქარსაფარის სიმაღლეზე. რამდენადაც მეტია ზოლის სიმაღლე, მით უფრო მეტ მანძილზე
ვრცელდება ზოლის დაცვითი გავლენა.

ქარსაფარი ზოლების განლაგება ფართობზე

ქარსაფარი ზოლების მოწყობისას საჭიროა გაშენდეს მთავარი და დამატებითი ზოლები.


მთავარი ზოლების გაშენება ხდება ქარის მიმართულების მართობულად, ხოლო
დამატებითი - მთავარი ზოლის პერპენდიკულარულად და ქარის მიმართულების
გასწვრივ. ზოგჯერ საჭირო ხდება ძირითადი ზოლების მიმართულების ცვლილება
ადგილობრივი პირობების (რელიეფის) გათვალისწინებით, რაც დასაშვებია 15-200. (სურ.
12, 13).

სურ. 12,13. ძირითადი და დამატებითი ზოლები

13
ქარსაფარების მოწყობა საქართველოს პირობებისთვის

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების ზრდა


შეზღუდულია, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ამიტომ მნიშვნელოვანია საჰექტარო
მოსავლის ზრდა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მიუძღვის ქარსაფარი
ზოლების არსებობას, რადგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის
გადიდების ერთ-ერთ ძირითად რეზერვად ითვლება ქარისმიერი და წყლისმიერი
ეროზიის აღკვეთა და ქარებისა და გვალვების მავნე ზემოქმედების შემცირება
აგრომეტყევეობის მეთოდებით. სწორად დაგეგმილი და მოწყობილი ქარსაფარი ზოლები
ზრდის ნიადაგის და ჰაერის ტენიანობას, აწესრიგებს წყლის რეჟიმს, იქმნება თოვლის
დაგროვებისა და ფართობზე თანაბარი განაწილების საშუალებები, იცავს ქარებისგან და
საბოლოოდ რეგულარული მოსავლის მიღებას ემსახურება (ხარაიშვილი, 2004). გარდა
აღნიშნულისა მერქნიანი მცენარეების ნებისმიერი ხელოვნური ნარგაობის შექმნა
ეპასუხება გაუდაბნოებისა და გლობალური დათბობის პრევენციას.
ქარსაფარების გაშენების დაგეგმვისას უნდა იქნას გათვალისწინებული მანძილი
გასაშენებელ ზოლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის. სასოფლო-სამეურნეო
ნარგაობების დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად ეს მანძილი საშუალოდ 8-10 მ უნდა
შეადგენდეს.

აღმოსავლეთ საქართველო

ქარების სიძლიერისა და ხასიათის მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს


რაიონები იყოფა სამ ჯგუფად:

I ჯგუფის რაიონები, სადაც გაბატონებულია მეტად მძაფრი ქარები, რომლებიც იწვევენ


ნიადაგის გამოშრობას. ესენია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის,
დედოფლისწყაროს, აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ფართობები, სამგორის,
მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.

II ჯგუფის რაიონები ძლიერი ქარებით, რაც საგრძობლად აზიანებს მოსავალს. ესენია:


ცხინვალის, ზნაურის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის, წალკის, დუშეთის, მარნეულის,
ბოლნისის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

III ჯგუფის რაიონები ნაკლებად ძლიერი, ზომიერი ქარებით: ახალციხის, ასპინძის,


ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყაროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის,
ყვარელის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

14
მრავალწლიან ნარგავთა დასაცავად ქარსაფარი ზოლები უნდა გაშენდეს ბაღის
გაშენებამდე ორი წლით ადრე. მთავარი ანუ ძირითადი დაცვითი ზოლი შეძლებისამებრ
უნდა განლაგდეს გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად,
ხოლო დამატებითი ანუ განივი - ძირითადი ზოლის პერპენდიკულარულად. იმის
მიხედვით, თუ რომელ ზონაში შენდება და იმის მიხედვით ადგილი ირწყვება თუ არა
ზოლებს შორის მანძილი უნდა იყოს:

ცხრილი 1. მანძილები ქარსაფარის ძირითად ზოლებს შორის

რეგიონის ჯგუფი მანძილი ძირითად ზოლებს შორის (მეტრი)

სარწყავი ურწყავი

პირველი 200 100

მეორე 250 150

მესამე 300 200

დამატებით ზოლებს შორის მანძილები სამივე ჯგუფში დაწესებულია ორმაგი, იმისა რაც
ძირითადი ზოლისთვისაა განკუთვნილი. სადაც ქარები სუსტია დასაშვებია სამმაგიც.

ქარსაფარი ზოლების მოწყობის კონსტრუქცია:

პირველი ჯგუფის რაიონებში მთავარი დაცვითი ზოლებისთვის საჭიროა 8 რიგის


გაშენება, დამატებითში - 2 რიგის.

მეორე და მესამე ჯგუფის რაიონებისთვის შესაბამისად ძირითადი - 6 ან 4, ხოლო


დამატებითი - 2 რიგი.

რიგთაშორისი მანძილებიც განისაზღვრება იმის მიხედვით თუ როგორ ხდება


დამუშავება - ტრქტორით, ცხენით თუ ხელით, შესაბამისად 2,5; 2,0; 1,5 მ.

ცხრილი 2. ქარსაფრის განივი კონსტრუქცია

15
რიგების
რაოდენობა ზოლის სიგანე (მეტრებში)
ზოლში რიგთაშორისი რიგთაშორისი რიგთაშორისი
მაძილი მაძილი მაძილი
2,5 მ 2,0 მ 1,5 მ

8 20 16 12

6 15 12 9

4 10 8 6

2 5 4 3

ქარსაფარი ზოლები ხშირად შედგება ნახევარი ფოთლოვანი და ნახევარი წიწვოვანი


სახეობებით ან მთლიანად ფოთლოვანი სახეობებით.

ქარსაფარ ზოლებში შერჩეული სახეობები უნდა ხასიათდებოდეს:

❖ ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან კარგი შეგუებით,


❖ სწრაფი ზრდით,
❖ სიცოცხლის შეადრებით ხანგრძლივობით,
❖ სწორი და მყარი ვარჯით,
❖ არ უნდა ქონდეთ ფესვიდან ამონაყარი
❖ არ უნდა ყავდეთ სასოფლო კულტურებთან საერთო მავნებლები და დაავადებები
(Brandle, Hodges, Zhou, 2004; ხარაიშვილი, 2004; ხომიზურაშვილი, 1970).

აქედან გამომდინარე აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდებულია ხისა და ბუჩქის


შემდეგი სახეობები:

I ჯგუფი, ქვედა სარტყელი - 500-1000 მ.ზ.დ რაიონები - ხაშური, ქარელი, გორი, ცხინვალი,
კასპი.

1) მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ფრონასა და ლიახვის აუზში და სარწყავ


ფართობებზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: პირამიდული ვერხვი,
კანადური ვერხვი, გრძელყუნწა მუხა, თელა, ნეკერჩხალი, მინდვრის ცაცხვი,
იფანი. განივი ზოლებისთვის - თუთა, კაკალი, პანტა, ქვეტყის სახეობებიდან -
შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, ფშატი.

16
2) ურწყავ ფართობზე ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: თელა, მინდვრის
ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის თუთა, და პანტა; ქვეტყის სახეობებიდან
როგორც ძირითად ასევე განივ ზოლებში დასაშვებია - შინდი, ზღმარტლი,
ტყემალი, ფშატი და ბერყენა.

II ჯგუფის რაიონები: მცხეთა, სამგორი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო,


მარნეული, ბოლნისი

1) სარწყავი ფართობები და პირველი ტერასა მდინარეების მტკვარი, არაგვი, ხრამი,


ალგეთი, ალაზნის აუზებში ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია:
პირამიდული ვერხვი, კანადური ვერხვი, კვიპაროსი, თელა, მინდვრის
ნეკერჩხალი, ცაცხვი, იფანი. განივი ზოლებისათვის დამატებით თუთა, კაკალი,
პანტა. ქვეტყის სახეობებიდან როგორც ძირითადი ისე განივი ზოლებისთვის:
შინდი, ჯონჯოლი, ტყემალი, თხილი, ნაპირებზე ბროწეული, ფშატი.
2) ურწყავი ფართობები ა) 300-500 მ ზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია
აკაკი, საკმლის ხე, ნეკერჩხალი, კვიპაროსები. განივი ზოლებისთვის ნუში.
ბ) 500-1000 მზ.დ. ძირითადი ზოლების წამყვანი სახეობებია: შავი ფიჭვი, მინდვრის
ნეკერჩხალი, თელა, კვიპაროსი, იაპონური სოფორა. განივი ზოლებისათვის თუთა
და პანტა. ქვეტყის სახეობებიდან ძირითადსა და განივ ზოლებში - შინდი,
ზღმარტლი, ტყემალი, განაპირა ზოლებში - ფშატი და კვრინჩხი.

III ჯგუფის რაიონებში - წალკა, ბოგდანოვკა, ახალქალაქი, ყაზბეგი

1) სარწყავ ფართობებსა და მდინარეების ფარავანისა და ხრამის აუზების პირველ


ტერასებზე ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია - კანადური ვერხვი,
არყი, კავკასიური ფიჭვი, მაღალმთის ნეკერჩხალი. განივი ზოლებისთვის 1800-
1900 მ-ზე დამატებით პანტა. ქვეტყიდან - თხილი.
2) ურწყავი ფართობებისთვის ძირითადი ზოლების წამყვანი მცენარეებია -
მაღალმთის ნეკერჩხალი, არყი, კავკასიური ფიჭვი. განივი ზოლებისთვის -
პანტა, ქვეტყიდან - თხილი.

აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში დამლაშებული ნიადაგებისათვის


რეკომენდებულია შემდეგი სახეობები:

ძირითადი ზოლებისათვის: ელდარის ფიჭვი, თელა, გლედიჩია, იაპონური სოფორა,


აკაცია (ცრუაკაცია). განივი ზოლებისთვის დამატებით: თუთა, ჭერამი. ქვეტყიდან -
ჭალაფშატა, ბროწეული, ამორფა, იალღუნი (ხომიზურაშვილი, 1970; ხიდაშელი, 1960;
Current e. all, 2012). იხ.დანართი 1,2.

17
დასავლეთსაქართველო

ქარების მავნე ზემოქმედების მიხედვით დასავლეთ საქართველოს რაიონებიც იყოფა სამ


ჯგუფად:

I ჯგუფი - მეტად მძაფრი ქარების რაიონები: ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის


დაბლობი ნაწილი, კახაბრის ველი, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის,
სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლას და წყალტუბოს
მუნიციპალიტეტები.

II ჯგუფი - ძლიერი ქარების რაიონები: ბათუმი -კახაბრის ველის გამოკლებით,


ლანჩხუთი, ჩოხატაური, ქობულეთი - დაბლობების გამოკლებით, ოზურგეთი,
ჩხოროწყუ, წალენჯიხა, გალი, ოჩამჩირე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანისა და ტყიბულის
მუნიციპალიტეტები.

III ჯგუფის - ნაკლები სიძლიერის, ზომიერი ქარების რაიონები: სოხუმის, გუდაუთის,


გაგრის, შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ორჯონიკიძის, ამბროლაურის,
მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.

ქარსაფარი ზოლები, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში უნდა


გაშენდეს 2 წლით ადრე კულტურების გაშენებამდე.

რაიონების მიხედვით ზოლებში უნდა იყოს რიგების შემდეგი რაოდენობა:

1. I ჯგუფის მთავარი ზოლებისთვის 6-8 რიგი, ხოლო დამატებითი ზოლებისთვის 2


რიგი;
II დაIII ჯგუფში ძირითდი ზოლები 6-4-2 რიგი, ხოლო დამატებითი
ზოლებისთვის 2 რიგი.

18
დასავლეთ საქართველოში ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად რეკომენდებულია
შემდეგი სახეობები:
ა) დეგრადირებული ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებისთვის - კვიპაროსები,
ბიჭვინთის ფიჭვი, შავი ფიჭვი, კანადური ვერხვი, პირამიდული ვერხვი, აღმოსავლეთის
ჭადარი, კაკალი და თუთა;
ბ) ალუვიური, წითელ-მიწა, ყვითელ-მიწა ეწერი და ყომრალი ნიადაგებისთვის -
კრიპტომერია, კვიპაროსი, კანადური ვერხვი, ცაცხვი, კაკალი, თუთა, ტყემალი,
ჯონჯოლი, შინდი, თხილი.
ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის,
მცენარეების სპეციფიური შერჩევის გარდა (იგულისხმება ნიადაგური და კლიმატური
პირობები), აუცილებელია ნიადაგის წინასწარი დროული დამუშავება, რაზედაც
დამოკიდებულია ნარგაობის გახარება, კარგი ზრდა და ქარებისგან სწრაფი დაცვა.
წიწვოვან მცენარეთა დარგვა ქარსაფარ ზოლებში რეკომენდებულია ძირითადად
გაზაფხულზე. შემოდგომით დარგვა რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც
ნიადაგის ტენიანობა მაღალია. ფოთლოვანი სახეობების დარგვა შეიძლება როგორც
გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე (ხომიზურაშვილი, 1970; Михин, Баландин, 2012). იხ.
დანართი 1.

ქარსაფარი ზოლების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების


მოსავლიანობაზე

ქარსაფარი ზოლების გავლენით უმჯობესდება მიკროკლიმატი და ნაიდაგური პირობები,


რაც საჭიროა მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ყოველივე ამის
საფუძველზე მატულობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.
მაგალითად ხორბლოვანების მოსავლიანობა დაცულ ფართობებზე სხვადასხვა
კლიმატური პირობების შესაბამისად იზრდება 20-დან 35%-მდე დაუცველთან
შედარებით. დასავლეთ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევებით დადგენილი იქნა,
რომ ქარსაფარებით დაცულ ჩაის პლანტაციებში მოსავლიანობა იზრდება 55%-ით, ვიდრე
დაუცველ ფართობებზე. ასევე საუკეთესო შედეგს იძლევა ქარსაფარები ციტრუსოვანთა
მოყინვისგან დასაცავად (თარგამაძე, ბეროზაშვილი, 1974).

ქარსაფარი ზოლები გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ხდება


ჰაერის ფარდობითი და აბსოლუტური ტენიანობის მომატება, ეს ხელს უშლის მიწისპირა
ჰაერის ფენების გამოშრობას. ქარსაფარი ზოლების გავლენით ასევე მცირდება

19
აორთქლება. დადგენილია, რომ ქარის დროს ქარსაფარის გავლენით ზოლიდან 5H -10H
მანძილზე აორთქლება 25%-ით მცირდება ღია ფართობთან შედარებით. რამდენადაც
მეტია ქარსაფარის სიმღლე, იმდენად უფრო მეტად უნარჩუნებს ის ტენიანობას
მომიჯნავე ფართობს. ქარსაფარი ზოლების გავლენით თოვლის ნაწილი გროვდება
ზოლში ან ზოლთან, დანარჩენი კი ნაწილდება ზოლებს შორის ფართობზე. ქარგამტარი
ზოლები უფრო თანაბრად აკავებენ თოვლს ზოლებს შორის ფართობზე, ამასთან ასეთი
ზოლების ქვეშ თოვლი არ ჩერდება (თოვლის დაგროვების სიმაღლე იშვიათად აღემატება
1 მ-ს). ღია, ქარსაფრებით დაუცველ ფართობზე კი, თოვლი უფრო სწრაფად დნება და თუ
ამ დრონ ნიადაგი გაყინულია, გამდნარი წყალი მასში ნაკლებად შეიწოვება და იწვევს
ნიადაგის გადარეცხვას. საყურადღებოა აგრეთვე ქარსაფარის გავლენა ნიადაგწარმოქმნის
პროცესებზე, რადგან ნიადაგის ჰიდროლოგიური რეჟიმის გაუმჯობესება ხელს უწყობენ
ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას.

ლიტერატურის სია

ბეროზაშვილი ა. 1981. ტყის კულტურები და სატყეო მელიორაცია, გამომცემლობა


"განათლება", თბილისი, 324 გვ.
თარგამაძე კ. ბეროზაშვილი ა. 1974. დაცვითი ტყის ზოლები და სასოფლო-სამეურნეო
კულტურების მოსავალი, თბილისი, 225 გვ.

20
კარბელაშვილი ზ. 2009. ბიომეურნეობის საფუძვლები, დამხმარე სახელმძღვანელო
ფერმერებისთვის, ბიომეურნეობათა ასოციაცია ელკანა, 89 გვ.
ურუშაძე ა. 2012. აგრომეტყევეობა, გამომცემლობა "მწიგნობარი", თბილისი, 240 გვ.

ხარაიშვილი გ. 2004. მინდორსაცავი ტყის ზოლების გავლენა საქართველოს სასოფლო-


სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე და მისი გაშენების აგროწესები.
გამომცემლობა „გულანი“, თბილისი, 91 გვ.

ხიდაშელი შ. 1961. ქართლის დაბლობის დაცვითი ტყის ზოლები. თბილისი, 45 გვ.


ხომიზურაშვილი ნ. 1970. საქართველოს მეხილეობა, ტ. II, თბილისი, 219-223.
BrandleJ., HodgesL., ZhouX. 2004. Windbreaks in North American Agricultural Systems.
Agroforestry Systems. 61: 65-78. Kluwer Academic Publishers.
Current D., Sackett J.,Wyatt G., Zamora D. 2012. Selecting Trees and Shrubs in Windbreaks.
University of Minnesota, 800-876-8636.
Molison B., Holmgren D. 1984. Permakultur , Palaverlag Gmbh. 96 pp.

Bell G. 1992. Permakultur. Schritte zum Aufbau einer sich selbst erhaltenden Welt Pala-Verlag,
Schaafheim, 48.

Kuhns M. 1997. Windbreak Benefits and Design,Rural/Conservation Forestry, Iowa State University
of Science and Technology, Pm-1716,4 pp.

Ohio Guide to Planting and Maintaining Tree Windbreaks. 2012. Ohio department of natural
resources, division forestry, brochure, 43 pp.
Sepp & Margit Brunner. 2007. Permakultur fьr alle. Loewenzahn, Innsbruck u. a. ISBN 978-3-7066-
2394-0, 14 pp.

Stanley R. Johnson. 2014. Farmstead Windbreaks: Planning. Iowa State University of Science and
Technology, 4 pp.
Farmstead Windbreaks:Establishment, Care, and Maintenance. 2005. Iowa State University of
Science and Technology, 4 pp.
Михин В. И., Баландин А. В. 2012. Роль полезащитных насаждении в изменении
микроклимата агролесоландшафтов Тамбовской области. Научный журнал КубГАУ, #79(05),
10 c.

21
დანართი 1
ქარსაფარში გამოსაყენებელი სახეობების ზოგიერთი მახასიათებელი
მთავარი
სარწყა
ზოლი (1) გავრც. კლიმა-
დასახელება დასახელება ფოთლ, ვი (+)
დამატ. სიმაღ. ტური
# ქართულად ლათინურად წიწვოვ. ურწყ.
ზოლი (2) მ. ზონა
(-)
ზ.დ

პირამიდული Populus 1 1000-მდე


1 pyramidalis ფოთ. 3-8 +
ვერხვი
Populus
2 კანადური ვერხვი deltoides (=P. 1 1000-მდე
ფოთ. 3-5 +
canadensis)

3 პატარა Ulmus minor 1 200-800


ფოთ. 5-9 + -
თელადუმა
მინდვრის
Acer campestre 1 1000-მდე
4 ნეკერჩხალი ფოთ. 5-8 +-
მაღალმთის Acer
5 ნეკერჩხალი 1 1000-
trautvetteri ფოთ. 6 +-
1900
აღმოსავლური Platanus
6 ჭადარი orientalis 1 ფოთ 700-მდე 6-9 +

ცაცხვი Tilia caucasica 1 200-700


7 ფოთ. 5 +
Fraxinus
8 იფანი excelsior 1 ფოთ. 1000-მდე 5-8 +
Celtis
9 აკაკი caucasica 1 ფოთ. 300-600 5-9 -
Betula
10 თეთრი არყი litwinowii 1 ფოთ. 1900-მდე 3-6 +-

11 საღსაღაჯი Pistacia mutica 1 300-500


ფოთ. 9 -
(საკმლის ხე)
Sophora
12 იაპ. სოფორა japonica 1 ფოთ. 500-1000 4-9 -

შავი ფიჭვი Pinus nigra 1 500-1000


13 წიწვ. 4-7 -

22
Pinus
14 კავკასიური ფიჭვი sosnovskii 1 წიწვ. 500-1900 3-8 +-

ელდარის ფიჭვი Pinus eldarica 1 300-500


15 წიწვ. 6 -
Gleditsia triaca
16 გლედიჩია nthos 1 ფოთ. 800-მდე 3-11 -

17 თუთა Morus 2 ფოთ. 500-1000 5-9 +-

კაკალი Juglans regia 2 1500-მდე


18 ფოთ. 7-9 +-
Pyrus
19 პანტა caucasica 2 ფოთ. 500-900 3-9 +-

შინდი Cornus mas 1-2 500-1100


20 ფოთ. 4-8 +-
Staphylea
21 ჯონჯოლი pinnata 2 ფოთ. 1000-მდე 5-9 +
Prunus
22 ტყემალი divaricata 1 -2 ფოთ. 1000-მდე 4-8 +-
Elaeagnus
23 ფშატი angustifolia 1 -2 ფოთ. 1600-მდე 3-8 +
Mespilus
24 ზღმარტლი germanica 1 -2 ფოთ. 1000-მდე 5-8 -
Pyrus
25 ბერყენა salicifolia 1-2 ფოთ. 1500-მდე 4-7 -

თხილი Corylus spp. 1-2 1000-მდე


26 ფოთ. 4-8 +-
Punica
27 ბროწეული granatum 2 ფოთ. 500-მდე 7-11 -
Amygdalus
28 ნუში communis 1-2 ფოთ. 1000-მდე 5-10 -

კვრინჩხი Prunus spinosa 1-2 ფოთ. 1200-მდე


29 4-8 -
Armeniaca
30 ჭერამი vulgaris 2 ფოთ. 1000-მდე 3-7 +-
Robinia
31 ცრუაკაცია pseudoacacia 2 ფოთ. 1000-მდე 4-9 +

იალღუნი Tamarix spp. 1-2 500-მდე


32 ფოთ. 3-8 -

33 კრიპტომერია Cryptomeria 1 500-მდე


წიწ. 6-8 -
იაპონური japonica

23

You might also like