Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

გაკვეთილი N1

მასწავლებლის სახელი/გვარი: ლეილი ავაქაინ

საგანი: ინგლისური ენა

სწავლების საფეხური, კლასი: საბაზო, მე-7 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 17

მათ შორის სსსმ მოსწავლე: 0

გაკვეთილის თემა: „As American as apple pie”

მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან თვლადი და უთვლადი არსებით სახელების წინ


განუსაზღვრელი ნაცვალსახელების (some/ any/no) გამოყენებას და კითხვითი სიტყვების
დასმას (How many/ How much); ისაუბრებენ პოპულარული ამერიკული კერძების შესახებ და
გაიგებენ/დაადგენენ აღნიშნული კერძების წარმოშობას.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

Iუცხ.საბ.2. ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით ტექსტის შინაარსის


გააზრება და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება;

Iუცხ.საბ.3. ტექსტებში ასახული სოციოკულტურული თავისებურებების ამოცნობა და


მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;

Iუცხ.საბ.6 ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისი სამეტყველო


მოქმედებების შესრულება სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

წარმოდგენილ გეგმაში გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მე-7 კლასის საგნობრივ სტანდარტს.


სასწავლო მიზანი და თემატიკა შეესაბამება კონკრეტული სასწავლო წლის პერიოდს.

N აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული კლასის სასწავლო დრო


მეთოდი, ორგანიზებ რესურსები
მეთოდები ის ფორმები

1 1 ფაზა - გამოწვევა
(მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს ინტერესის მთელი ტელევიზორი
და აცნობს გაკვეთილის თემასა და
გამოწვევა კლასი დაფა
მიზანს);
სლაიდები 5 წთ
I აქტივობა- გაკვეთილის თემის
გაცნობა:
აღწერა: მასწავლებელი
ტელევიზორის ეკრანზე აშუქებს
სხვადასხვა კერძს. მოსწავლეები
ასახელებენ ქვეყანას, სადაც
აღნიშნული კერძი ეროვნულ
სიმბოლოდ არის მიჩნეული (მაგ:
ხინკალი, პიცა, სუში....)
მოსწავლეები აკვირდებიან
სურათებს და გამოთქვამენ
საკუთარ მოსაზრებებს კერძების
წარმოშობასთან დაკავშირებით
(მაგ: -Khinkali is a Georgian dish,
-I think it comes from Italy,
- I believe, it is Japanese food...)

მასწავლებელი წერს
გაკვეთილის თემას დაფაზე „As
American as apple pie” და სთხოვს
მოსწავლეებს განმარტონ
მშობლიურ ენაზე, თუ როგორ
ესმით მათ აღნიშნული ფრაზა;
მოსწავლეები გამოთქვამენ
ვარაუდებს;
მასწავლებელი აჟღერებს
ფრაზის ზუსტ მნიშვნელობას:
„წმინდა/ ნამდვილად
ამერიკული“ და აცნობს
მოსწავლეებს გაკვეთილის
თემასა და მიზანს;

II აქტივობა - წინარე ცოდნის მომზადება მთელი ტექსტი 5წთ


გააქტიურება სიღრმისეული კლასი New Building
აღწერა: მასწავლებელი სთხოვს წვდომისთვის Bridges 7:
მოსწავლეებს დააკვირდნენ მოსწავლის
სლაიდზე მოცემულ ამერიკულ წიგნი, გვ.106-
კერძებს (ვაშლის ღვეზელი, 107
ბურგერი, ჰოთდოგი და
კეტჩუპი);
მასწავლებელი ეკითხება
მოსწავლეებს უყვართ თუ არა
მათ ეს კერძები? რამდენად
ხშირად ჭამენ მათ? რომელი
კერძი მოსწონთ ყველაზე
მეტად? რამდენად ჯანსაღია ის?
მოსწავლეები აკვირდებიან
ფოტოებს და პასუხობენ
მასწავლებლის შეკითხვებს.
მოსალოდნელი შედეგი-
განწყობისა და მოტივაციის
ამაღლება, ინტერესის გამოწვევა,
წინარე ცოდნის გააქტიურება და
მომზადება სიღრმისეული
წვდომისთვის

2 2 ფაზა - სიღრმისეული წვდომა. კითხვა/ ჯგუფური სახელმძღვანელ 9 წთ


I აქტივობა კითხვებზე ო: New Building
-დაკვირვება/კითხვებზე პასუხის გაცემა Bridge7, გვ.107
პასუხის გაცემა დავ.J
მასწავლებელს წინასწარ აქვს
გაკრული ფერადი ქაღალდები
მოსწავლეების სკამებზე,
მოსწავლეები ფერების
მიხედვით ჯგუფდებიან და
მუშაობას 4 ჯგუფად
აგრძელებენ;

მოსწავლეები კითხულობენ
ტექსტს, რათა მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებზე
იპოვონ პასუხი(თითო ჯგუფს
ეძლევა შეკითხვების
გარკვეული სერია, თუმცა
იმისათვის რომ შეკითხვებს
გაეცეს პასუხი, მოსწავლეებმა
სრულად უნდა წაიკითხონ
ტექსტი)

შეკითხვები:1.Is the apple pie


really American? Where does it
come from?
2. Is there any ham in the
hamburger? Is there any meat in
veggie burger? How do we call
burger with some meat and cheese
on it?
3. What is the origin of a hot dog?
How many hot dogs does an
American eat a year? Where are
the sausages from?
4. Is ketchup American? Where
does the word ketchup come from?
II აქტივობა -გრამატიკული ახალი მასალის მთელი დაფა/ცარცი 9წთ
მასალის დასწავლა; დასწავლა კლასი ფლიპჩატის
დააკვირდი/დაფიქრდი/გააზიარ საკუთარ ქაღალდი
ე მიგნებებზე მარკერები
ფლიპჩარტის ქაღალდზე დაყრდნობით
მასწავლებელი წარმოადგენს 3
წინადადებას წაკითხული
ტექსტიდან, სადაც
გამოყენებულია
განუსაზღვრელი Eliciting
ნაცვალსახელები: some, any, no;
მასწავლებელი ეკითხება
მოსწავლეებს, თუ როდის,
რომელი ნაცვალსახელის
გამოყენებაა მართებული;
გრამატიკული
წინადადებებზე დაკვირვებით მასალის
მოსწავლეები მიხვდებიან, თუ განმტკიცება/
რომელი ნაცვალსახელი უნდა
გამოიყენონ თხრობით,
კითხვით და უარყოფით
წინადადებებში;
Controlled მთელი New Building
მოსწავლეები ასრულებენ practice კლასი Bridges 7
დავალებას (მოსწავლის მოსწავლის
წიგნი:გვ.107) სადაც წიგნი,გვ.107
განუსაზღვრელ დავ.J
ნაცვალსახელებს (some/any/no)
არსებით სახელებს უსაბამებენ;

მოსალოდნელი შედეგი:
განუსაზღვრელი
ნაცვალსახელების გამოყენება
თვლად და უთვლად არსებით
სახელებთან
თხრობით,კითხვით და
უარყოფით წინადადებებში.

3 3 ფაზა- რეფლექსია. შესაბამების ჯგუფური ფლიპჩატის 5 წთ


აქტივობა1 - How many/ How აქტივობა ქაღალდი
much? მარკერი
აღწერა: ფლიპჩატის ქაღალდზე დაფა
მასწავლებელი წარმოუდგენს ცარცი
მოსწავლეებს ორ წინადადებას
და მაგალითებით აჩვენებს
ბავშვებს რა შემთხვევაში
გამოიყენება კითხვითი
სიტყვები- How many? და How
much?

მასწავლებელი ურიგებს
ჯგუფებს თვლად და უთვლად
არსებით სახელებს (მაგ:bun,
plant, child, food, meet, tomato,
cheese, rice, rain, oil, foot, mouse..)
მოსწავლეები მუშაობენ
ჯგუფებში და განსაზღვრავენ
სიტყვები თვლადია თუ
უთვლადი და უსაბამებენ
შეკითხვას How many/ How
much;
ფლიპჩარტის ქაღალდზე
მასწავლებელს გამზადებული
აქვს თვალსაჩინო რესურსი,
სადაც ბავშვების გამოკითხვის
დროს ჩამოწერს თვლად და
უთვლად არსებით სახელებს 2
რიგად და შეუსაბამებს მათ
კითხვით სიტყვებს: How many /
How much;

აქტივობა 2-შეარჩიე სწორი სწორი პასუხის ჯგუფური New Building 5 წთ


ვარიანტი: არჩევა Bridges 7,გვ.1-7
აღწერა: მოსწავლეები Controlled დავ. L
ასრულებენ დავალებას სადაც Practice მოსწავლის
შეჯამების სახით ირჩევენ წიგნი,
სათანადო კითხვით სიტყვას
How many / How much და
განუსაზღვრელ ნაცვალსახელს
(some/any/no)
თხრობით/კითხვით/უარყოფით
წინადადებებში

მოსალოდნელი შედეგი -
მოსწავლეები გამოიყენებენ
გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას
და უნარებს საბოლოო
აქტივობის შესრულებისათვის
საშინაო დავალება (არჩევითი):
1.დაწერე შენი საყვარელი
კერძის შესახებ, მოიძიე და
წარმოადგინე ამ კერძის
წარმოშობის ისტორია და
მომზადების რეცეპტი,
გამოიყენე განუსაზღვრელი
ნაცვალსახელიბი თვლადი და
უთვლადი არსებითი სახელების
წინ.

2.მოსწავლის რვეული გვ.94-95

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეს შეუძლია:

 გამოიყენოს განუსაზღვრელი ნაცვალსახელები (some/any/no) თხრობით/ კითხვით


და უარყოფით წინადადებებში;
 დაუსვას შეკითხვა თვლად და უთვლად არსებით სახელებს How many/ How much
კითხვითი სიტყვების გამოყენებით;
 ისაუბროს კერძებისა და მათი წარმოშობის შესახებ;

თარიღი:

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფი ირჩევს ლიდერს და პრეზენტატორს, ინაწილებს როლებს 2

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია 2

ჯგუფის წევრები უსმენენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს 2

ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვს ერთი საერთო დასკვნა 2

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს 2

You might also like