Professional Documents
Culture Documents
Membranis Shemadgenloba
Membranis Shemadgenloba
ფოსფოლიპიდები
ფოსფოლიპიდები, რომლებიც ორ შრედ არიან განლაგებულნი,
პლაზმური მემბრანის ძირითადი „მატერიაა". ისინი კარგად
ერგებიან თავის ფუნქციას, რადგან ამფიპათიურნი არიან, ანუ,
ჰიდროფილური ნაწილიც აქვთ და ჰიდროფობურიც.
ფოსფოლიპიდის ქიმიური სტრუქტურა, ჰიდროფილური თავითა
და ჰიდროფობური კუდებით.
სურათის წყარო: OpenStax Biology.
ცილები
ცილები პლაზმური მემბრანის მეორე ძირითადი შემადგენელი
მასალაა. მემბრანული ცილების ორი ძირითადი სახე არსებობს:
ინტეგრალური და პერიფერიული.
ნახშირწყლები
ნახშირწყლები პლაზმური მემბრანის მესამე ძირითადი
შემადგენელი ნაწილია. ზოგადად, ისინი უჯრედების გარეთა
ზედაპირზეა მოთავსებული და უკავშირდება ცილებს
(ქმნის გლიკოპროტეინებს) ან ლიპიდებს (ქმნის გლიკოლიპიდებს).
ეს ნახშირწყლოვანი ჯაჭვები შეიძლება, 2-60 მონოსაქარიდული
ერთეულისგან შედგებოდეს და სწორხაზოვანი ან დატოტვილი
იყოს.
მემბრანის თხევადობა
ფოსფოლიპიდების ცხიმოვანი მჟავების კუდების სტრუქტურა
მნიშვნელოვანია მემბრანის თვისებების, განსაკუთრებით კი მისი
თხევადობის, განსაზღვრაში.
მემბრანის ფოსფოლიპიდების
ქოლესტეროლი ჰიდროფობურ კუდებს შორისაა ჩაჩხერილი