Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და

ლიტერატურაში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართული


ენასა და ლიტერატურაში

ხელმძღვანელები: ირმა ქურდაძე


ნინო კარკაძე
კვლევის ავტორი - გიორგი კახნიაშვილი

2024 წელი

1
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

სარჩევი

შესავალი ..............................................................................................................................3
საკლვლევი საკითხის განსაზღვრა .................................................................................3
საკვლევი თემის პრობლემა და აქტუალობა.................................................................4
კვლევის მიზნები და ამოცანები .....................................................................................4
ჰიპოთეზა ............................................................................................................................5
სამიზნე ჯგუფები ..............................................................................................................6
კვლევის მეთოდოლოგია .................................................................................................6
ეთიკა და სანდოობა ..........................................................................................................7
ლიტერატურის მიმოხილვა ............................................................................................8

2
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

შესავალი

განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად შესაძლებელია 5 წლის


ასაკის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა. რომლებიც პირველივე კლასიდან იწყებენ
ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას. 5 წლის ბავშვების მზაობას სკოლისთვის
პედაგოგებიც და მშობლებიც განსხვავებულად აფასებენ. ამ ასაკის ბავშვების სკოლაში
შეყვანის აუცილებლობის დადგენაში ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას
მოგვაწვდის.

საკვლევი საკითხის განსაზღვრა

საკვლევი თემა შეირჩა რეალური პრობლემიდან გამომდინარე. დაწყებითი კლასის


მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა ხშირ
შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან აღნიშნული ასაკში ბავშვები მოუმზადებლები
არიან სკოლისთვის, კერძოდ; მათ უჭირთ გაკვეთილზე წესრიგის დაცვა, ხშირად ეძინებათ,
ვერ ახერხებენ სათანადოდ ყურადღების კონცენტრაციას, უჭირთ წაკითხულის გააზრება
და ა.შ. არათუ 5 წლის მოსწავლეებს, არამედ 6 წლის მოსწავლეებსაც აქვთ ისეთი სახის
პრობლემები, როგორიცაა კლასში ქცევის წესების დაცვა, ნატიფი მოტორიკა, ყურადღების
კონცენტრაცია, მწირი მეხსიერება, თვალისა და ხელის კოორდინაცია, გრამატიკის აღქმა,
წაკითხული ტექსტის გააზრება. აღნიშნული პრობლემების გამომწვევი მიზეზი ასაკთან
ერთად შეიძლება სხვადასხვა ფაქტორიც იყოს, მაგალითად სასკოლოდ
არათანმიმდევრულად მომზადება. იშვიათად მაგრამ, მაინც არიან ბავშვები რომლებიც არ
გადიან სკოლამდელ მომზადებას, ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ქონდეს გაუცხოება,
შიში მასწავლებლის მიმართ, ვერ რჩებიან დედას. მოსწავლის სასკოლო მზაობისათვის
ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა სკოლამდელი მომზადების
პროცესში, საბავშვო ბაღში სიარული და სხვ.

3
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

საკვლევი თემის პრობლემა და აქტუალობა

ეს პრობლემა დღესდღეობის საკმაოდ აქტუალურია, გამომდინარე იქედან, რომ


მუდმივად ხდება ცვლილება განათლების სამინისტროის მხრიდან სასკოლო ასაკის
შესახებ. დღეის მდგომარეობით გვაქვს შემდეგი მოცემულობა; 2024-2025 სასწავლო
წლიდან პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც მიმდინარე წლის 1
დეკემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი. აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი მშობლებშიც
იყოფა. პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ
გაუმართლებელია 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა, ზოგის მოსაზრება პირიქით
განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება თითოეული მშობელის და
დაწყებითი კლასის მასწავლებელთა აზრი ამის შესახებ.

კვლევის მიზნები და ამოცანები

კვლევის მიზანია 5 წლის ასაკის ბავშვების მზაობის დადგენა სკოლაში სწავლის


დაწყებისათვის და შემდეგი უნარების იდეტინფიცირება, როგორებიცაა:

 სოციალური უნარები – როგორ გამოსდის ბავშვს ურთიერთობებში ჩაბმა, დათმობა,


სხვებთან თანამშრომლობა.
 კომუნიკაციური უნარები - რამდენად შეუძლია ბავშვს თანატოლებთან და
უფროსებთან კომუნიკაციის დამყარება.
 ემოციების მართვა/რეგულაცია - რამდენად შეუძლია ბავშვს სხვისი ემოციების აღქმა,
საკუთარი ემოციების გამოხატვა.
 შემეცნებითი უნარები - როგორ მეტყველებს ბავშვი. როგორია მისი ლექსიკური
მარაგი, შეუძლია თუ არა დიალოგის წარმოება, სიმბოლოების ცნობა, დაგეგმვა და
თანმიმდევრობის განსაზღვრა, მაგალითად, როგორ გამოსდის აპლიკაციის შექმნა,
რომელსაც სჭირდება ამოჭრა, გაფერადება, ქაღალდზე დაწებება და ა.შ.
 წიგნიერება - აქვს თუ არა ბავშვს წიგნთან და სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდ მასალასთან
ურთიერთობის გამოცდილება

4
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

 ნატიფი მოტორიკა - რამდენად კარგად გამოსდის ბავშვს გაფერადება, ხატვა, გამოჭრა,


კონტურების მიყოლა და ა.შ.
 დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები - აქვს თუ არა გამომუშავებული
ტუალეტის ჩვევა, შეუძლია თუ არა პირადი ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად კვება.
 თვითადვოკატირება - რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი
უფლებების დაცვა.
 ქცევის მართვა: დავაკვირდეთ, რამდენად შეუძლია ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა
სხვადასხვა სიტუაციასა და კონტექსტში მაგალითად, როგორ იქცევა, როცა ისმენს
„არას“, ან უწევს გადაავადოს თავისი სურვილი.
 ყურადღების კონცენტრირება და იმპულსის შეკავება - შეუძლია თუ არა მას ერთ
კონკრეტულ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირება, დავალების, აქტივობის,
თამაშის ბოლომდე მიყვანა? როგორ მოქმედებს მასზე გარე გამღიზიანებლები,
როგორებიცაა, მაგალითად, ხმაური ან სხვადასხვა მოქმედებები გარშემო.
 თვითკომპეტენტურობის შეგრძნება - რამდენად ეშინია მარცხის, შეცდომის დაშვების,
რამდენად აქვს შეგრძნება, რომ კომპეტენტურია.

დასახული მიზნის მისაღწევად დასმულია შემდეგი ამოცანები:

 5 წლის ასაკის ბავშვებში რა დაბრკოლებებს ხედავენ მშობლები სკოლაში სწავლის,


კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლაში
 რა ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს 5 წლის ბავშვისთვის ქართული
ენისა და ლიტერატურის შესასწავლად
 დავადგინოთ რამდენად აქვთ აღნიშნული ასაკის ბავშვებს ასო-ბგერების შესწავლის
უნარი
 რამდენად აქვთ მოსწავლეებს 5 წლის ასაკში სკოლაში სწავლისათვის საჭირო
გონებრივი და შემეცნებითი უნარები
 ასევე მშობლების ჩართულობა და მზაობა შვილების სასწავლო პროცესში
დასახმარებლად

კლევის ჰიპოთეზა
არსებული კვლევებიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ 5 წლის მოსწავლეებს აქვთ
მზაობა, შეისწავლონ საგანი ,,ქართული ენა და ლიტერატურა“

5
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

სამიზნე ჯგუფები

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა პირველი კლასის


მოსწავლეები, მათი მშობლები და დაწყებითი კლასის მასწავლებლები.

სულ: 5 მშობელი, 5 მოსწავლე, 3 დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ მასწავლებლებთან,


მოსწავლეებთან და მშობლებთან. კვლევის განხორციელებამდე, მასწავლებლებთან,
მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციის დაწყებამდე, მივიღე ნებართვა სკოლის
დირექტორისგან.

კვლევის მეთოდოლოგია

როგორც ვიცით კვლევისას მეთოდოლოგია არის ორი სახის: რაოდენობრივი და


თვისობრივი. ამ შემთხვევაში მე ავირჩიე თვისობრივი კვლევა, რესპოდენტებთან უშუალო
გასაუბრებით წინასწარ შემუშავებული და მომზადებული კითხვარის შესაბამისად.
აღნიშნულ კვლევაში ჩაერთვება როგორც მშობლები, ასევე დაწყებითი კლასის
მასწავლებლები. თვისობრივი კვლევა თავისთავად მოითხოვს ინდივიდთა შეზღუდულ
რაოდენობას, თუმცა უფრო მდიდარი მონაცემების მიღება შეგვიძლია აღნიშნული
მეთოდიდან ვიდრე რაოდენობრივი კლვევიდან. ვინაიდან ჩვენი მიზანია დადგინდეს 5
წლის ბავშვთა მზაობა ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად, კითხვარიც
შესაბამისი მონაცემების შეგროვების მიზნით იქნება შედგენილი: კერძოდ; დეტალურად
გამოვიკითხავ მშობლებისგან რა სირთულეებს შეხვდნენ ბავშვები სწავლის დაწყებისას, რა
იყო მათთვის ყველაზე ძნელად ასათვისებელი ან გადასალახი ჩვევა, მნიშვნელოვანია ბაღის
აღმზრდელების ჩართვაც აღნიშნულ გამოკითხვაში, რადგან მათ ყველაზე კარგათ იციან 5

6
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

წლის ასაკის ბავშვების ინდივიდუალური გონებრივი და შემეცნებითი მახასიათებლები.


სიღრმისეული მონაცემების მოპოვების მიზნით გამოვიყენებ ინტერვიუს მეთოდს, წინასწარ
შედგენილი სადისკუსიო გეგმის შესაბამისად, რომელშიც როგორც ზემოთ აღვნიშნე
გაწერილი არის სავარაუდო კითხვები და მათი სასურველი თანმიმდევრობის მონახაზი.
ინტერვიუ წარიმართება ღია კითხვებზე დაყრდნობით, რომლებიც არ სთავაზობს
რესპოდენტს პასუხის შესაძლო ვარიანტებს. სწორედ ინტერვიუს საშუალებით მივიღებ
დეტალურ ინფორმაციას მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლებისგან, თუ რამდენად
აქვთ მზაობა ქართული ენისა და ლიტერატურის ათვისების. აგრეთვე მათი
დამოკიდებულება ზემოთხსენებული საგნის მიმართ. მოპოვებული მონაცემებს
გავაანალიზებ და ჩამოვაყალიბებ საბოლოო დასკვნას.

ეთიკა და სანდოობა

აღსანიშნავია, ის რომ მკვლევარს არ აქვს მინიჭებული ექსკლუზიური უფლება,


რესპოდენტს მოთხოვოს კვლევაში მონაწილეობის მიღება. მას უნდა მივაწოდოთ სწორი
ინფორმაცია კვლევის მიზნის შესახებ და ამის შემდეგ თავად გადაწყვეტს სურს თუ არა
ჩაერთოს კვლევის პროცესში რესპოდენტის ამპლუაში. რესპოდენტის ინტერესებისა და
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უნდა უზრუნველვყოთ ანონიმურობა და
კონფიდენციალობა. კვლევის შედეგები უნდა იყოს რეალური, მკვლევარმა არ უნდა
დაფაროს ის ფაქტები, რამაც შესაძლოა მისი საწყისი ჰიპოთეზები უგულველყოს. კვლევის
პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა. ინტერვიუს დაწყებამდე
მნიშვნელოვანია, რომ რესპოდენტმა თანხმობა განაცხადოს ინტერვიუში გაცემული
ინფორმაცია კვლევის მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.
კვლევის პროცესში უნდა უზრუნველვყოთ ისეთ გარემოს შექმნა, რომელიც როგორც
ფიზიკურად, ისე ემოციურად არ დააზიანებს რესპოდენტს. კვლევის ეთიკური პრინციპების
დაცვა გულისხმობს ობიექტურობის ღირებულების მაქსიმალურად დაცვას მონაცემთა
შეგროვებისას. ეს ნიშნავს, რომ მონაცემთა შეგროვების პროცესში არ დავსვათ
მიკერძოებული კითხვები ან არ ვიქონიოთ რესპოდენტზე ზეგავლენა ჩვენთვის სასურველი
ინფორმაციის მიღების მიზნით. კვლევა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის
მოთხოვნებს. სანდოობა გულისხმობს, რომ იმავე პირობებში, იმავე მეთოდის გამოყენებით
კვლევის განმეორების შედეგად, მკვლევარმა იდენტური შედეგები უნდა მიიღოს. კვლევის
სანდოობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ერთ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე
განსხვავებული შეკითხვის დასმა. მიუხედავად განსხვავებული ფორმულირებისა, ყველა ეს
შეკითხვა კვლევის მიზანს არ უნდა სცდებოდეს.

7
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

ლიტერატურის მიმოხილვა

აღნიშნული კვლევის შედეგების გათვალისწინებით მშობელთა აზრი 5 წლის ბავშვის


სკოლაში მიყვანასთან დაკავშირებით ორ ნაწილად იყოფა; ნაწილი მიიჩნევს, რომ 5 წლის
ბავშვებს კარგად აქვთ განვითარებული ის უნარ-ჩვევები რაც საჭიროა სკოლაში
შესასვლელად, ხოლო მეორე ნაწილის აზრით ფიქსირდება რამოდენიმე ხელისშემშლელი
ფაქტორი, რომელიც მყარ გარანტიას არ იძლევა 5 წლის ბავშვებმა დაძლიონ სკოლის
სირთულეები. კვლევამ ცხადყო, რომ მშობლების ინფორმირებულობის დონე არც თუ ისე
მაღალია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება
არასავალდებულო ფორმით დარჩება, მშობლების უმრავლესობა ვერ მიიღებს სწორ
გადაწყვეტილებას მისი შვილის სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ ბევრი
პრობლემის გამომწვევი იქნება.
ბავშვის სკოლისათვის მზაობა მნიშვნელოვანი მექანიზმია სკოლაში სასწავლო პროცესის
სწორად წარმართვისათვის. აღნიშნულ საკითხზე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბავშვების
სკოლისათვის მზაობის შემოწმება ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს, რაშიც
მთავარი გადამწყვეტი როლი სკოლამდელი დაწესებულებამ უნდა იტვირთოს. თუმცა
სამწუხაროდ ამის რესურსი არც სკოლამდელ დაწესებულებებს გააჩნიათ და არც საჯარო
სკოლებს. ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, იმის
მიუხედავად იქნება თუ არა 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა შესაძლებელი. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ ბავშვის მზაობის შეფასება საქართველოში ხდება მხოლოდ იაშვილის
სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოში, თუმცა ამ მომსახურების შესახებ მშობლებს არ
აქვთ ინფორმაცია და მხოლოდ ერთეული ბავშვები იღებს ამ მომსახურებას.
ბავშვის სკოლისათვის მზაობის შემოწმება აუცილებელი და საჭიროა, რადგან შემოწმების
შედეგად ბავშვის შესახებ შექმნილი ისტორია, დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს
საშუალებას მისცემს საჭირო მიმართულებით იმუშაოს ბავშვთან. რაც მნიშვნელოვნად
გაზრდის თითოეული ბავშვის აკადემიური მოსწრების მარგი ქმედების კოეფიციენტს.
კვლევების მიხედვით, 5 წლის ასაკის ბავშვების სწავლების პროცესში ბევრი პრობლემები
გამოვლინდა, პრობლემებია უშუალოდ აკადემიურ უნარ–ჩვევების ათვისებაში თუმცა უფრო
საგულისხმოა ამ ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა, ფიზიკური და ემოციური სტრესი.
ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მხოლოდ 5 წლის ბავშვების არასაკმარისი მზაობა არ არის
ერთადერთი პრობლემა ამ საკითხის ირგვლივ, არამედ თავად დაწყებითი კლასის
მასწავლებლებსაც არ აქვთ შესაბამისი ტრენინგი გავლილი 5 წლის ბავშვებთან თავისებური
მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით.
კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას
მოჰყვა ბევრი პრობლემა.
რაც შეეხება მშობლებს, ისინი უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებას 5 წლის ბავშვის
სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ისიც
გახლავთ, რომ 12 წლიანი გახდა ზოგადი განათლება. აქვე აუცილებელია ისიც აღინიშნოს,

8
5 წლის ასაკის ბავშვის მზაობა სასკოლო პერიოდისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში

რომ მშობელთა უმრავლესობა აუცილებლად თვლის 5 წლის ბავშვის სისტემურ სწავლებაში


ჩართვას. იმის ფონზე, როცა მშობლები მოწადინებულები არიან 5 წლის ბავშვის სკოლაში
შეყვანაზე ოჯახში უფროსი თაობა (ბებია-ბაბუები) პირიქით ფიქრობენ. ისინი
წინააღმდეგები არიან ამ ასაკში სწავლებაში ჩართვაზე და ამის მთავარ
არგუმენტად ,,ბავშვობის წართმევას“ ასახელებენ.
ბავშვების სკოლისათვის მზაობას ფსიქოლოგები, პედიატრები და სხვა ექსპერტები
მშობლებისაგან განსხვავებულად განსაზღვრავენ. ფსიქოლოგები ბავშვის სკოლისათვის
მზაობაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ, ფსიქო–ემოციურ მზაობაზე, ინტელექტუალურ
მზაობაზე. ასევე ითვალისწინებენ აკადემიურ უნარ–ჩვევებს, ფსიქიკურ უნარ–ჩვევებს,
მოტორიკის განვითარების დონეს. აღნიშნული მაჩვენებლებით ძირითადად 5 წლის ბავშვები
ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის
მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, რომ 4–5
წლის ბავშვს ვასწავლოთ შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

ასევე მასწავლებელი უნდა ერკვეოდეს 5 წლის ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური


განვითარების თავისებურებებში და სწორედ ამ თავისებურებების და შესაბამისი
ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა.

https://mastsavlebeli.ge/?p=39104

 სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი „ხუთი წლის ასაკის


მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“ https://shorturl.at/GLMQZ;

You might also like