Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი - იტალიელი უნივერსალური შემოქმედი, რომლიც დაიბადა


1452 წლის 15 აპრილს. მის სახელს მიეკუთვნება უამრავი მნიშვნელოვანი
გამოგონება. ის იყო ოსტატი არაერთ სფეროში . მოღვაწეობდა რენესანსის ეპოქაში
რომელიც გაგრძელდა XIV საუკუნიდან - XVII საუკუნემდე. მისი კრეატიულობა,
შემოქმედება და ახლის შექმნის სურვილი არაერთხელ გამოვლინდა. მან
ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ხელოვნებაში , კერძოდ მხატვრობაში , ასევე
ანატომიაში, ინჟინერიაში და მეცნიერებაში. ლეონადროს მიერ დახატული
ადამიანის სხეული იმ დროისთვის შეუდარებელი იყო. ის დეტალებში ხატავდა
ადამიანის ძვლებს კუნთებს და ორგანოებს.

ასევე იყო ოსტატი მინჟინერიაში . მან შექმნა - თვითმფრინავები, ტანკები,


ხიდები, მუსიკალური ინატრუმენტები, პარაშუტი და სხვა მრავალი
მოწყობილობა.

რაც შეეხება ხელოვნებას , ის იყო ინუკალური მხატვარი, ინოვაციური ხედვით და


შექმნა მრავალი შეუდარებელი და იდუმალი ნახატი როგორიცაა - საიდუმლო
სერობა, მონალისა, მადონა მღვიმეში, მადონა ლიტა და სხვა. გარდა იმისა რომ
ჰქონდა შეუდარებელი ტექნიკა მისი დამსხაურებაა ნახატებში ,, ჰაერის ‘’ არსებობა.
ამას ეწოდება -სფუმატო. რაც გვაძლევს სივრცის შეგრძნებას, ვინაიდან თვალი
შორს მყოფ ობიექტს მკვეთრად ვერ აღიქვამს, მის ნამუშევრებშიც უკანა ფონზე
განლაგებული ობიექტები ბუნდოვანი ხდება. ასევე მისი ნამუშევარი ,,საიდუმლო
სერობა’’ რომელშიც უამრავი საიდუმლოა ჩაქსოვილი და მეცნიერები ამაზე
დღემდე დაობენ. მას აქვს შექმნილი რენესანსისთვის დამახასიათებელი მშვიდი
პორტრეტები როგორიცაა ,, მადონა ლიტა’’. ცივ ფერებში შესრულებული
კომპოზიციურად განაწილებული, აქცენტი გაკეთებული ღვმთისმშობელზე და
იესოზე, ფონი კი სადა და ჩამუქებული. გამოყენებული აქვს პერეპექტივის
კანონები, არის სამკუთხედის პრინციპიც, ვხვდებით რელიეფსაც. თუმცა მისი
ნიჭი არც მხოლოდ მშვიდი პორტრეტებით შემოიფარგლება რადგან ,,ბრძოლა
ანგიარისთან’’ ის ავტორიც თავად ლეონარდო და ვინჩი გახლავთ.

მიქელანჯელო
მიქელანჯელო ბუანაროტი დაიბადა 1475 წლის 6 მარტს, იტალიაში. გაიზარდა
მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები არ იყვნენ ხელოვანი ადამიანები, თუმცა მან
განათლება რენესანსის ერთ-ერთ უდიდეს მოქანდაკეს დონატელო ბრამანტეს
მოსწავლესგან მიიღო, მისი სახელია - ბერტოლდო დი ჯოვანი. მიქელანჯელო რენესანსის
უდიდესი მოღვაწეა. მან შექმნა შეუუდარებელი ქანდაკებები და ფრესკები, რითიც
მიაღწია სრულიად ახალ სიდიდეებს.

მიქელანელო იყო პირველი მოქანდაკე რომელმაც მარმარილოში რეალური სიმაღლის


ქანდაკება შექმნა - დავითი. ასევე მისი დამსახურებაა ქანდაკებაში ახალი ტექნიკის
ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც გარკვეული ფორმები ორგანული , დაუმუშავებელი
რჩება. ასევე მის სახელს მიეკუთვნება ცნობილი ყველსაგან გამორჩეული ნამუშევრები -
ქანდაკება ,,პიეტა’’ , ადამის შექმნა, სამოთხიდან განდევნა, წარღვნა და მრავალი სხვა. მას
აქვს მაღალ დონეზე შესრულებული რელიეფები როგორიცაა - კენტავრების ბრძოლა,
ასევე მრგვალი სრულყოფილი ქანდაკება - პიეტა, წმინდა პეტრეს ტაძარში, რონდანინის
პიეტა, მიჯაჭვული მონა და სხვა. ამას გარდა მისი არქიტექტურული ნახაზებით აიგო
წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი, რომელიც ტაძრის მთავარი მშვენებაა. მისი მხატვრობა
კი განუმეორებელია. მან მოხატა სიქსტის კაპელას ჭერი რასაც მოანდომა 4 წელი. ეს
უდაოდ მისი ერთ ერთი შედევრია. გრძელ და მაღალ ჭერზე უამრავი სცენაა გამოსახული ,
მათ შორის საშინელი სამსჯავრო. ერთ ერთ მონაკვეთში მამაკაცს ადამიანის გატყავებული
კანი უჭირავს, არის თეორია რომ მან ავტოპორტრეტი სწორედ ამ კანის გზით გამოსახა...

მისი შექმნილი ადამიანები თითქმის ყოველთვის არაინ აღელვებულნი, და გამოსახულნი


დინამიკაში. ყველა მათგანის სახით ან მოძრაობით გადმოიცემა ემოცია. უმეტესად
ვხვდებით თბილ ფერებს, და კომპოზიციურად იდეალურად გადანაწილებულ ფიგურებს
მიუხედავად მათი სიჭარბისა.

You might also like