Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ესგ მისიის რეალიზება ეფუძნება შემდეგ პრინცილებს:

ა) სიღრმისეული სწავლა;
ბ) პოზიტიური სასწავლო გარემო;
გ) ინკლუზიური განათლება.

2. სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:


ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ბ) ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
გ) ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
3. პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს
ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების
გამოვლენა-განვითარებას:
ა) კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და
ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და
პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
ბ) შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა
პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშავოს
პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
გ) თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო
მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან
ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
დ) კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და
გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და
სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს
უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
ე) ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის,
იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის
პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;
ვ) მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების
გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა
და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს
უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების
ჩამოყალიბების პროცესში.
4. ინკლუზიური განათლება გულისხმობს:
ა) ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;
ბ) მრავალფეროვნების დაფასებას;
გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;
დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის
დაფასებას;
ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების
პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის
უზრუნველყოფას;
ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში;
განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური
მონაწილე;
თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და
საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.

მუხლი 13. მათემატიკა


1. მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგნები – მათემატიკა
(ისწავლება I-XII კლასებში) და ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
2. მათემატიკის და ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზნებია მოზარდში ანალიტიკური,
ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება
ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები:
ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), რობოტექნიკა,
კოდირება, მედიაწიგნიერება.

დ) მათემატიკა

დაწყებითი საბაზო საშულო


მათემატიკურირიცხვები და რიცხვები და მოქმედებები რიცხვები და მოქმედებები
მოდელი მოქმედებები რიცხვი (მთელი რიცხვი, რაციონალური რიცხვი, რიცხვითი სიმრავლე
რაოდენობა, რიცხვი, რიცხვი, ირაციონალური რიცხვი, ნამდვილი (რიცხვის ხარისხი, რიცხვის
ციფრი (ნატურალური რიცხვი) ლოგარითმი)
რიცხვი, წილადი რიცხვითი სიმრავლეები; ოპერციები მოქმედებები რიცხვებზე,
რიცხვი, ათწილადი სიმრავლეებზე; გამოთვლა, შეფასება
რიცხვი) რიცხვის მოდული ხარისხი, n-ური ხარისხის
პოზიციური სისტემა მოქმედებები რიცხვებზე, (ხარისხი, ფესვი, ფესვი
(თანრიგი) არითმეტიკული ფესვი) გამოთვლა, შეფასება
მოქმედებები რიცხვებზე პროცენტი (მარტივი პროცენტი, რთული
(მიმატება, გამოკლება, პროცენტი, პროცენტული ცვლილება),
გამრავლება, გაყოფა, ალგებრა
ხარისხი); ალგებრა ალგებრული გამოსახულება
რიცხვითი ალგებრული გამოსახულება (უცნობი, ცვლადი, (რაციონალური
გამოსახულება ერთწევრი, ორწევრი, მრავალწევრი, გამოსახულება,
მიმდევრობა, რიცხვითი ალგებრული წილადი) ირაციონალური
მიმდევრობა ფორმულა (შემოკლებული გამრავლების გამოსახულება)
რიცხვითი ფორმულები); განტოლება (ლოგარითმული
თანაფარდობები განტოლება (წრფივი განტოლება, კვადრატული განტოლება,
(წილადი, პროპორცია, განტოლება, რაციონალური განტოლება); ტრიონომეტრიული
პროცენტი), ალგებრული უტოლობა (წრფივი უტოლობა, კვადრატული განტოლება, მაჩვენებლიანი
ამოცანის შინაარსის უტოლობა); განტოლება)
გააზრება, მოქმედებებით ასახვა, მიმართება, ფუნქცია, გრაფიკი (წრფივი უტოლობა (კვადრატული,
ამოხსნა და თითოეული ფუნქცია, კვადრატული ფუნქცია) უმარტივესი ლოგარითმული
მოქმედების დასაბუთება სისტემა (წრფივ განტოლებათა სისტემა); უტოლობა უმარტივესი
რას ვიგებთ, როგორ მიმდევრობა (არითმეტიკული პროგრესია, მაჩვენებლიანი უტოლობა)
ვიგებთ> გეომეტრიული პროგრესია) ფუნქცია (პოლინომიური,
ალგებრა გეომეტრია და ზომები ლოგარითმული ფუნქცია,
უცნობი გეომეტრის ძირითადი ცნებები მაჩვენებლიანი ფუნქცია,
ასოითი გამოსახულება ბრტყელი ფიგურები და მათი ელემენტები ტრიგონომეტრიული
სწორი და მცდარი (სამკუთხედი, სამკუთხედების კლასიფიკაცია, ფუნქცია, უბან-უბან
რიცხვითი ტოლობა, ოთხკუთხედი, ოთხკუთხედების კლასიფიკაცია, წყვეტილი ფუნქცია და სხვა )
განტოლება, უტოლობა მრავალკუთხედი, წრე, წრის ელემენტები) სისტემა (წრფივი
(რიცხვითი უტოლობა) ბრტყელი ფიგურის ზომები; დაპროგრამება)
გეომეტრია და ზომები პითაგორას თეორემა; გეომეტრია და ზომები
გეომეტრიის ძირითადი სივრცული ფიგურები და მათი ელემენტები ბრტყელი ფიგურები
ცნებები (წერტილი, (მრავალწახნაგა, ბრუნვითი სხეულები) (ამოზნექილი და
წრფე, მონაკვეთი, სხივი, გეომეტრიულ ფიგურათა ტოლობა, არაამოზნექილი
ტეხილი, შეკრული გეომეტრიულ ფიგურათა მსგავსება; მრავალკუთხედი);
ტეხილი) გაზომვა, ზომის ერთეული და საზომი სივრცული ფიგურები
ბრტყელი ფიგურა ხელსაწყოების გამოყენება; (სიგრძე, ფართობი, (მრავალწახნაგა, ბრუნვითი
(კუთხე, სამკუთხედი, მოცულობა); სხეულები)
ოთხკუთხედი, და მისი საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატი და მისი გაზომვა, საზომი
კერძო შემთხვევები: გამოყენება; ხელსაწყოების გამოყენება
მართკუთხედი, ანალიზური გეომეტრია და გარდაქმნები; გეომეტრია და
კვადრატი, ვექტორი, მოქმედებები ვექტორებზე ტრიგონომეტრია (სინუსების
მრავალკუთხედი, წრე) ტრიგონომეტრიული თანაფარდობა მართკუთხა თეორემა, კოსინუსების
სივრცითი ფიგურა სამკუთხედში. ამოცანები დამტკიცებაზე. თეორემა)
(კუბი, მართკუთხა სტატისტიკა, ალბათობა მიმართება სივრცეში
პარალელეპიპედი, მონაცემი მონაცემთა ანალიზი (მონაცემთა (სტერეომეტრიის საწყისები)
პირამიდა, ბირთვი) მოპოვების წყარო, მონაცემთა შეგროვების
გაზომვა, ზომის საშუალება, მონაცემთა წარმოდგენა, შედეგების სტატისტიკა, ალბათობა
ერთეული და საზომი ინტერპრეტაცია) მონაცემი, მონაცემთა
ხელსაწყოების მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები ანალიზი (საშუალო
გამოყენება; (სიგრძე, (დიაგრამა, სქემა, ჰისტოგრამა) სტანდარტული გადახრა)
პერიმეტრი, ფართობი, მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი ალბათური მოდელები;
დრო, მასა) მახასიათებელი; (დამოუკიდებელი და
საკოორდინატო ბადე ალბათური მოდელები; (ხდომილობა, დამოკიდებული
(რიცხვითი ღერძი, ხდომილობის ალბათობა) ხდომილობები;
რიცხვითი კიბე); ხდომილობათა ჯამი და
სტატისტიკა, ალბათობა ნამრავლი);
მონაცემი კომბინატორიკა
დიაგრამა (გადანაცვლებადობა,
ცხრილი ჯუფდება და წყობათა
პიქტოგრამა რაოდენობები)
სქემა
პრაქტიკული
კომბინატორიკა
საშუალო და
გასაშუალოება
კანონზომიე არითმეტიკულ ალგებრული ოპერაციები და მათი თვისებები; ალგებრული ოპერაციები და
რება მოქმედებათა თვისებები ალგებრული გარდაქმნები; გამარტივება; მათი თვისებები; ალგებრული
(განრიგებადობის ტოლფასობა, ეკვივალენტობა, იგივეობა გარდაქმნები;
თვისება, ჯუფდებადობის გეომეტრიული ობიექტები და თვისებები; გეომეტრიული გარდაქმნები;
თვისება, გეომეტრიული გარდაქმნები; (პარალელური (ჰომოთეტია, მობრუნება)
ასოციაციურობის გადატანა, სიმეტრია ) გეომეტრიული ობიექტები:
თვისება) სიდიდეებს შორის დამოკიდებულება, მათი თვისებები,
ტოლფასობა, (სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული ურთიერთმიმართება და
ეკვივალენტობა და უკუპროპორციული დამოკიდებულება) კონსტრუირება;
სიდიდეებს შორის სიდიდეებს შორის
დამოკიდებულება დამოკიდებულება
(სხვადასხვა
დამოკიდებულებების
განხილვა)
ლოგიკა სიმრავლე (გროვა); სიმრავლე, ოპერაციები სიმრავლეებზე ფორმალური ლოგიკის
ქვესიმრავლე (სიმრავლე (რიცხვითი სიმრავლე, საწყისები
ცნებათა შორის ქვესიმრავლე, სიმრავლეთა გაერთიანება, ცნება და ცნებათა შორის
ლოგიკური მიმართებები სიმრავლეთა თანაკვეთა, ცარიელი სიმრავლე) ლოგიკური მიმართებები;
გამონათქვამი და ცნებათა შორის ლოგიკური მიმართებები; სიმრავლე, ოპერაციები
ლოგიკური კავშირები; გამონათქვამი და ლოგიკური კავშირები; სიმრავლეებზე (რიცხვითი
(ან, და, თუ, მაშინ, მაშინ კლასიფიკაცია, დალაგება (ობიექტების, სიმრავლე, ქვესიმრავლე,
და მხოლოდ მაშინ და რიცხვების, ფიგურების, მონაცემების); სიმრავლეთა გაერთიანება,
ა.შ.) საკლასიფიკაციო სქემები (ვენის დიაგრამა, სიმრავლეთა თანაკვეთა,
კლასიფიკაცია, ხისებრი დიაგრამა); ცარიელი სიმრავლე)
დალაგება (ობიექტების, მსჯელობა, დასაბუთება (რაოდენობრივი გამონათქვამი, რთული
რიცხვების, ფიგურების, მსჯელობა, აბსტრაქტული მსჯელობა); გამონათქვამი
მონაცემების); სიტუაციების მათემატიკური მოდელირება; ლოგიკური კავშირები; (ან,
საკლასიფიკაციო პრობლემის გადაჭრა (ლოგიკური და, თუ, მაშინ, მაშინ და
სქემები; მსჯელობითა და დასაბუთებით, ამოცანის მხოლოდ მაშინ და ა.შ. ასევე
მსჯელობა, დასაბუთება ფორმულირება ან პრობლემის გადაჭრა); შესაბამისი სიმბოლოების
პრობლემის გადაჭრა გამოყენება;)
გამონათქვამთა ლოგიკა;
მსჯელობა, დასაბუთება
(ინდუქციური მსჯელობა,
დედუქციური მსჯელობა);
ანალიზი
ალგორითმები და მათი
გამოყენება
განზოგადება
პრობლემის გადაჭრა
(სიმრავლული ოპერაციების
გამოყენებით, ლოგიკური
მსჯელობითა და
დასაბუთებით, ამოცანის
ფორმულირება ან პრობლემის
გადაჭრა.
მუხლი 5. სწავლის შედეგი
1. სწავლის შედეგები განისაზღვრება საფეხურის დონეზე და ურთიერთდაკავშირებულად
რეალიზდება/მიიღწევა სასწავლო თემების ფარგლებში.
2. საგნის საფეხურებრივი შედეგები მოიცავს შემდეგ კომპონენეტებს:
ა) საგნობრივ ცოდნას;
ბ) ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს (იხ. მუხლი 6. პუნქტი 3);
გ) აღმზრდელობით-ღირებულებით ასპექტს/ასპექტებს.
3. სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით,
რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ
საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.
4. შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული
ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და
სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.

You might also like