Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 54

სწორი კვება კუჭ-ნაწლავის

ტრაქტის დაავადებების
დროს
ნაწილი II
საჭმლის მონელების მოშლა- დისპეპსია
ზოგადი ტერმინია- აღნიშნავს
მუცლის ზედა ნაწილში
დისკომფორტს. საჭმლის
მონელების მოშლა არა დაავადება,
არამედ სიმპტომების
ერთობლიობაა, რომლებშიც შედის
მუცლის ტკივილი და დანაყრების
შეგრძნება ჭამის დაწყებისთანავე.
საჭმლის მონელების მოშლა,
რომელიც არ არის სხვა
დაავადებით გამოწვეული,
მარტივი სამკურნალოა ცხოვრების
წესის შეცვლით და
მედიკამენტებით.
დისპეპსია - საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა.

მოიცავს მუცლის ზედა ნაწილში საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის ზოგად

სიმპტომებს: მუცლის ტკივილი, გულის წვა, გულის რევა და შებერილობა.


კუჭის და თორმეტგოჯას დაავადებები: დისპეპსია
• ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს. იწვევს არასაკმარისი მომნელებელი ფერმენტები

• ფერმენტული დისპეპსია (dyspepsia fermentative), ვითარდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლების


მოხმარების შედეგად: ხილი, ყურძენი, თაფლი, შაქრები, ლობიო, ბარდა, ფერმენტირებული
სასმელები (ბურახი, ლუდი), შედეგად იქმნება კარგი პირობები ფერმენტული ფლორის
გასამრავლებლად

• ლპობის დისპეპსია dyspepsia putrida- ვითარდება უპირატესად დიდი რაოდენობით ცილოვანი


საკვების მიღებისას. მაგალითად ხორცის

• ადიპოიდური დისპეპსია (adipoid dyspepsia)- ვითარდება უპირატესად ცხომოვანი საკვების


მიღებისას. მაგალითად, ღორის ან ცხვრის ცხიმის მიღებისას.
საჭმლის მონელების მოშლას იწვევს სხვა საჭმლის
მომნელებელი სისტემის პათოლოგია
:

გასტრიტი
• წყლული
•ცელიაკია
•ნაღვლის ბუშტის კენჭები
•ყაბზობა
•პანკრეასის ანთება
•კუჭის კიბო
•ნაწლავების გაუვალობა
•სისხლის მიმოქცევის
შემცირება ნაწლავებში
(ნაწლავების იშემია)
დისპეპსია

საჭმლის მონელების მოშლა შეიძლება დაკავშირებული იყო ცხოვრების წესთან და შეიძლება


უარესდებოდეს გარკვეული საკვების, სასმელის ან წამლის მიღების შემდეგ. ხშირი მიზეზებია:

გადამეტებული კვება ან ძალიან სწრაფი


კვება
•ცხიმიანი, ზეთიანი ან ცხარე საჭმელი
•ჭარბი კოფეინი, ალკოჰოლი,
შოკოლადი და გაზიანი სასმელი
•მოწევა
•შფოთვა
•ზოგიერთი ანტიბიოტიკი,
ტკივილგამაყუჩებელი და რკინის
დანამატი
დისპეპსია. კვებითი ინტერვენცია

• საკვების რაოდენობის შემცირება

• დაბალ-კალორიული საკვების მიღება

• სტრესის მოხსნა, რადგან სტრესი იწვევს

საჭმლის მომნელებელი სისტემის დისტრესს

• მსუბუქი ვარჯიში (აუმჯობესებს მოტორიკას)


აეროფაგია ბოყინი
საკვების ან სითხის მიღების დროს გადაყლაპული აირი ჯანმრთელ ადამიანს პრობლემას არ უქმნის.
ის თავისთავად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან საყლაპავის გავლით – ბოყინის
გზით, რაც საკვების მიღების შემდეგ პათოლოგიად არ ითვლება.

საკვებთან ერთად ხდება აირების ჭარბი


გადაყლაპვაც, რასაც აეროფაგია ეწოდება.
აეროფაგია იწვევს ხშირ ბოყინს. ბოყინი
ფიზიოლოგიური პროცესია აირების
ამოსვლა საჭმლის მომნელებელი
ტრაქტიდან, საყლაპავიდან ან კუჭიდან.
ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა
და სუნიც.
იგი უნებლიე პროცესია და ხშირად
ასოცირდება ემოციურ სტრესთან.
აეროფაგიის მიზეზია სწრაფი კვება, სითხის
სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება, ჭამის
დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა,
თამბაქოს წევა
აეროფაგია ბოყინი

ფიზიოლოგიურ ნორმად
ითვლება, თუ ადგილი აქვს
ერთეულ შემთხვევებს, ისიც -
დიდი ოდენობის ან სწრაფად და
არასათანადოდ დაღეჭილი
საკვების მიღების დროს, მაგრამ
თუ ბოყინი რეგულარულია, თავს
იჩენს ნებისმიერი საკვების
მიღების შემდგომ ან ცარიელ
კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი
სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
დაავადება სავარაუდოა
აეროფაგია ბოყინი

ზოგიერთი პროდუქტის არაზომიერი


მიღება იწვევს დისკომფორტს,
მუცლის შებერილობას და ბოყინს.
ზოგი პროდუქტი შეიცავს რთულს
ნახშირწყლებს, რომელიც რთული
გადასამუშავებელია,კუჭში გაზების
წარმოქმნას განაპირობებს, რაც იწეწვს
ბოყინს. გაზების
წარმომქმნელიბოსტნეულია :
პარკოსანი მცენარეები, ყვავილოვანი
კომბოსტო, ბროკოლი, თეთრი
თავიანი კომბოსტო, სატაცური,
ბრიუსელის კომბოსტო. ასევე ხილი
გარგარი, მსხალი, ქიშმიში, შავი
ქლიავის ჩირი
საჭმლის მომნელებელი
სისტემის თითქმის ყველა
დაავადებას რისკის ერთი და
იგივე ფაქტორები აქვს –
ცხოვრების არაჯანსაღი წესი,
ცხარე, მჟავე, ცხიმიანი
საკვების ჭარბი მიღება, კვების
რეჟიმის დარღვევა, თამბაქოს
წევა, ჭარბი წონა, ასევე
მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ
განწყობასაც
საკვების რეზერვუარია;
კუჭი და მისი დაავადებები
კუჭის სფინქტერი არეგულირებს
კუჭიდან ნაწლავებში საკვების
გადასვლის სიჩქარეს

კუჭის ამომფენი გარსი შეიცავს


სხვადასხვა სახის ჯირკვლებს,
რომლებიც კუჭის წვენსა და ფერმენტ
პეპსინს გამოიმუშავებს. კუჭის
უჯრედები სამ მნიშვნელოვან
ნივთიერებას გამოყოფს: ლორწოს,
მარილმჟავას და პეპსინს.

კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც


მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. კუჭის
მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭის
კედელი 3 გარსისაგან შედგება: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული.
საკვების რეზერვუარია;
კუჭი და მისი დაავადებები
კუჭის სფინქტერი არეგულირებს
კუჭიდან ნაწლავებში საკვების
გადასვლის სიჩქარეს

კუჭის ამომფენი გარსი შეიცავს


სხვადასხვა სახის ჯირკვლებს,
რომლებიც კუჭის წვენსა და ფერმენტ
პეპსინს გამოიმუშავებს. კუჭის
უჯრედები სამ მნიშვნელოვან
ნივთიერებას გამოყოფს: ლორწოს,
მარილმჟავას და პეპსინს.

კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც


მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. კუჭის
მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭის
კედელი 3 გარსისაგან შედგება: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული.
კუჭის წვენი შედგება: 0,5% მარილმჟავას,
პროტეაზების, ლიპაზის და ლორწოსგან.
ლორწოს, ის იცავს კუჭის კედლებს
დაზიანებისაგან და ხელს უწყობს საკვების
გადამუშავებას და გადაადგილებას კუჭში.
მარილმჟავა მოქმედებს ბაქტერიების
გაუვნებელყოფისთვის, ააქტიურებს
პროტეაზებს, ახორციელებს ცილების
დენატურაციას

• კუჭის კედლების მიერ შეიწოვება


• მცირე რაოდენობით წყალი
• მინერალური მარილები
მედიკამენტები
ალკოჰოლი
პეპსინი (ბერძნ. საჭმლის
მონელება) — ჰიდროლაზების
კლასის პროტეზა, რომელიც
წარმოიქმნება პეპსინოგენისგან,
მას გამოიმუშავებს კუჭის
ლორწოვანი გარსის მთავარი
უჯრედები, და გამოიყოფა კუჭის
წვენში. 0,5%იანი HCl უერთდება
პეპსინოგენს და წარმოიქმნება
პეპსინი, რომელიც ახორციელებს
საკვების ცილების დაშლას
დიპეპტიდებამდე და
ტრიპეპტიდებამდე
გასტრინი – პეპტიდური
ჰორმონი, რომელიც
სეკრეტირდება კუჭის
პილორული ნაწილის
ლორწოვანი გარსის მიერ;
იწვევს კუჭის, პანკრეასის წვენის
სეკრეციისა და კუჭ – ნაწლავის
ტრაქტის მოტორიკის
გაძლიერებას.

გასტრინის ასტიმულირებს კუჭის პარიეტალურ


უჯრედების მიერ მარილმჟავას გამომუშავებას
პროტეაზა ქიმოზინი

პროტეაზა ქიმოზინი ახორციელებს რძის


ცილების დაშლას. ხსნად ცილა
კაზეინოგენს უხსნად ცილა კაზეინად
გარდაქმნის ანუ რძეს ახაჭოებს, ლიპაზა
კუჭში რძის ცხიმს შლის
გასტრიტი
უბრალო გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები
ეგზოგენური და ენდოგენურია.
ეგზოგენურია არასწორი კვება, კუჭის
კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების
ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების
(ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ.
ენდოგენური კი შესაძლოა აღმოცენდეს
ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას
აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას,
(იმუნური სისტემა ებრძვის კუჭის ლორწოვან
გარსს)
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი
კუჭის ლორწოვანი დამცავი გარსის
დასუსტებას და ლორწოვანის
დაზიანებას მრავალი ფაქტორი
იწვევს: თამბაქო, ზოგიერთი
მედიკამენტი, ვირუსული და
ბაქტერიული ინფექციები, სტრესი,
კაუსტიკური ნივთიერებები

• ალკოჰოლის ჭარბი მიღება;


• თამბაქოს წევა;
• სტრესი;
• ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა
საშუალებები.
ქრონიკული გასტრიტი

ქრონიკული გასტრიტი კუჭის კედლის ანთებაა


სხვადასხვა სიღრმეზე - ლორწოვანი გარსიდან
კუჭის ღრმა შრეებამდე. ჯერ ირღვევა კუჭის
მოტორული ფუნქცია და საჭმლის მონელებისთვის
აუცილებელი ნივთიერებების გამოყოფა. შედეგად
კუჭში უფრო მძიმე ანთებითი და დისტროფიული
ხასიათის დაზიანებები.ბოლოს კი კუჭი კარგავს
დაზიანებული კედლის აღდგენის უნარს.
ხშირია ღამით კუჭის სეკრეტორული მოქმედების
გაძლიერება. ეს სტრუქტურული ცვლილებები
ვითარდება ლორწოვანი გარსის ზედაპირული
შრეების ეპითელში, შემდეგში კი პათოლოგიურ
პროცესში ერთვება კუჭის ჯირკვლები, რომლებიც
ატროფირდებიან
ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანთებითი პროცესის
გახანგრძლივებული მიმდინარეობა. დასაწყისში პათოლოგიური
პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ შრეშია, ხოლო შემდეგ ჯირკვლოვან
შრეში გადაინაცვლებს, სადაც მიმდინარეობს კუჭის ჯირკვლების
სტრუქტურის რღვევა, განლევა ან გადაგვარება.
ხანგრძლივი გასტრიტი იწვევს ანემიის და ვიტამინიB12 დეფიციტის ჩამოყალიბებას. ციანკობალამინის
ასათვისებლად აუცილებელია, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც კუჭის წვენი შეიცავს. მის გარეშე
ორგანიზმი დიდი ოდენობით მიღებულ ვიტამინსაც კი ცუდად აითვისებს. მჟავების არასათანადო
სინთეზი კი რკინისა და ვიტამინ B12-ის ათვისებას უშლის ხელს, რაც შესაძლოა ანემიის მიზეზად იქცეს.
ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგს იძლევა B12-ის საინექციო და არა ტაბლეტირებული ფორმა, რომელიც
ცუდად ეთვისება რკინას.
გასტრიტის მკურნალობის პირვე ეტაპზე
სასურველია ნაწლავებისა და კუჭის გამორეცხვა.
უბრალო გასტრიტი აღმოიფხვრება სწორი და
რაციონალური კვებით
• შეტევის პირველ დღეს უმჯობესია, ადამიანმა
საერთოდ არაფერი ჭამოს. ნებადართულია
მხოლოდ მაგარი ჩაისა და ბორჯომის მიღება;
• შეტევის მეორე-მესამე დღეს შეიძლება მანანისა
და ბრინჯის ფაფის, ქათმის ბულიონისა და
კისელის მიღება;
• ავადმყოფს ენიშნება დიეტა #1;
• შეტევიდან ერთი კვირის შემდეგ დასაშვებია
კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლა.
მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც ტკივილით,
სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. ეს სიმპტომები ერთბაშად,
მოულოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება მწვავე გასტრიტი ქრონიკულისგან,
რომელიც დიდხანს და ნელ-ნელა პროგრესირებს.

მისი გამომწვევი მიზეზებია


საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია,
უხარისხო პროდუქტის მიღება, კუჭის
გადატვირთვა ცხიმიანი და
სანელებლებით უხვად შეზავებული
კერძებით; ცუდად დაღეჭილი საკვების
მიღება; ზოგიერთი სამკურნალო
საშუალებები, მაგ. სალიცილატები, ასევე -
ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია
რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ
გასტრიტი და დიეტა
მაგარმა, ცხელმა, ცხარე საკვებმა სამედიცინო პროცედურები სრულიად
უეფექტო გახადოს. ხორცი უცხიმო უნდა იყოს, ბოსტნეული - უხეში.
ავადმყოფს საკვები უნდა მიეცეს პიურეს სახით. უნდა ერიდოს ბულიონებს.
შემწვარი და შებოლილი პროდუქტის ნაცვლად სასურველია მოხარშული და
ორთქლზე მომზადებული მიიღოს, უარი უნდა თქვას თამბაქოზე, ალკოჰოლზე,
ყავაზე. ავადმყოფი კუჭისთვის საშიშია რძე, მარილი, ტკბილეული, ცხიმი.

კუჭის მჟავას ნაკლებობის გამო


დამატებითად რკინის და ვიტამინი B12 -
ის მიღება.
კუჭის გამაღიზიანებელი საკვები ინდივიდუალურია, სასურველია ვერიდოთ
სარისკო საკვებს ცხარე სანელებლები, მჟავე სოუსები, შემწვარ-მოხრაკული,
ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები.უარი პომიდორს, ტომატს, ციტრუსს -
ეს საკვები ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას. გასტრიტის
პროფილაქტიკისთვის საკვები მცირე ულუფებით მიიღება

მწვავე გასტრიტის დროს


გამოიყენება სამკურნალო
დიეტა #1
ქრონიკული გასტრიტის დრო
სამკურნალო დიეტა #2
გასტრიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევია პილორუსის ჰელიკობაქტერიით ინფიცირება

Helicobacter Pylori- რომელიც


მჟავე გარემოში ცხოვრობს
კუჭში მიკრობი ძირითადად
ლორწოვანი გარსის
ზედაპირულ შრეშია
განთავსებული, განაპირობებს
მწვავე და ქრონიკული
გასტრიტის ზოგიერთი ფორმის,
ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულის
განვითარებას. კუჭის მჟავე
გარემოში არსებობას ახერხებს
ამიაკის გამოყოფით, რომელიც
ანეიტრალებს კუჭის მიერ
წარმოქმნილ მარილმჟავას.
ჰელიკობაქტერია გამოყოფს ფერმენტს ურეაზას,
რომლებიც აზიანებს კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის ლორწოვან გარსს.
ფერმენტი შლის შარდოვანას, წარმოიქმნება
ამიაკი, ამიაკი იერთებს წყალს, თავის გარშემო
იქმნის ტუტე არეს ანუ დამცავ გარსს. შოლტის
მეშვეობით შედის კუჭის ფენებში , სადაც pH 7ის
ტოლია

მინერალური წყლები და ზედმეტი გატუტიანება


ასევე ხელს უწყობს ლორწოვანის გაღიზიანებას და
კარგ გარემოს უქმნის ჰელიკობაქტერიას.

ჰელიკობაქტერიული გასტრიტით დაავადებულთა


ნაწილს უვითარდება კუჭის ტკივილი, გულისრევის
მუდმივი შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება კუჭში ჭამის
შემდეგ, პირიდან ამოსდით უსიამოვნო სუნი, იკლებენ
წონაში
ურეაზას სუნთქვითი ტესტი წარმოადგენს ბაქტერიის
გამოვლენის მარტივ, უსაფრთხო და ერთ-ერთ ყველაზე
ზუსტ მეთოდს. სუნთქვითი ტესტის პრინციპი ემყარება
ფერმენტ ურეაზას აქტივობის განსაზღვრას, რომელსაც
კუჭში ჰელიკობაქტერ პილორი გამოიმუშავებს
შარდოვანას მიღებამდე და მიღების შემდეგ. ურეაზა
შლის შარდოვანას ამიაკის და ნახშირორჟანგის
წარმოქმნით.
H. pylori -ს მკურნალობა მოიცავს
ანტიბაქტერიული და
ანტიპროტოზოული მედიკამენტების
კომბინაციას სხვა პრეპარატებთან
ერთად. კუჭისა და თორმეტგოჯას
წყლულების დროს მკურნალობის
მთავარი მიზანი ჰელიკობაქტერიის
ორგანიზმიდან გამოძევება და მჟავას
რაოდენობის დაქვეითებაა.
თორმეტგოჯას წყლულის შემთხვევაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით
მჟავას სეკრეციის დაქვეითება.

ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს რომელიც ბლოკავს ურეაზას, ანტიბიოტიკის


შემცვლელია და თრგუნავს მის მოქმედებას.
Helicobacter pylori (H. pylori) ჰელიკობაქტერიის
გამრავლება შესაძლოა
შეაჩერონ ბოჭკოთი
მდიდარმა საკვებმა -
პარკოსნები, მარცვლეული,
კარტოფილი, შვრია, ბარდა,
ასევე - ვაშლი, ნიახური,
შტოში, ხახვი და ნიორი.
ისინი მდიდარია
ფიტონციდებით

ჰელიკობაქტერიის დათრგუნვაში შესაძლოა


პრობიოტიკების გამოყენებაც
კუჭის და თორმეტგოჯას დაავადებები: გასტრიტი და წყლული
წყლული და შეხორცებითი
პროცესები კუჭის თორმეტგოჯა
ნაწლავთან შეერთების ადგილას
სანათურის შევიწროებას იწვევს
და საკვების ნაწლავებში გადასვლა
ფერხდება, ადამიანი წონას
იკლებს, აწუხებს ბოყინი, პირის
ღრუში უსიამოვნო სუნი. საკვები
კუჭიდან ნაწლავებში დროულად
ვერ გადადის და ლპობას იწყებს

გასტრიტის დროს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე ხშირად ჩნდება


წყლულები. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ინფიცირებულია H. Pylori-თ ან
ხშირად მოიხმარს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული
მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება წყლულების გაჩენით კუჭის ან
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

გამომწვევ მიზეზებს პირველ ადგილზე


Helicobacter pylori, ბაქტერია, რომელიც
კუჭში ცხოვრობს,მისი პათოლოგიური
შტამების ცხოველმყოფელობას მოყვება ის
პროცესი რომლის შედეგადაც ირღვევა კუჭის
ან თორმეტგოჯას ლორწოვანის კვება,
ვითარდება მისი იშემია, დაწყლულება,

პეპტიკური წყლული ლორწოვანი გარსის


დეფექტი, რომელიც კუჭში ან თორმეტგოჯა
ნაწლავის ბოლქვშია ლოკალიზებული
კუჭის და თორმეტგოჯას დაავადებები: წყლული კვებითი ინტერვენცია

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს


ტკივილთან ერთად ახასითებს დისპეფსიური
მოვლენები: გულძმარვა, ბოყინი, გულისრევის
შეგრძნება, პირღებინება, შეკრულობა.

კვების მნიშვნელობამ წყლულის ინფექციური გამომწვევი აღმოჩენის გამო


წყლულის და გასტრიტის მკურნალობაში დაკარგა პირველობა, თუმცა
ზოგიერთი საკვები პროდუქტი იწვევს გართულებას.
მაგ.მიუხედავად ცილოვანი საკვების ბუფერული მნიშვნელობისა ის აძლიერებს
კუჭის მჟავას, გასტრინის და პეპსინის სეკრეციას
რძე და არაჟანი ითვლებოდა მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად, რომელიც
გამოიყენებოდა კუჭის „ამოსაფენად“ - ახლა არ განიხილება სამედიცინო
მნიშვნელობით გასტრიტის და წყლულის სამკურნალოდ.
კუჭის დაპატარავება ლაპარასკოპიულად
კუჭის ოპერაცია და დიეტოთერაპია სლივ–გასტრექტომია არის კუჭის
ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის
რეზექცია მთელი კუჭის ან მისი ნაწილის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად
იმ ჰორმონის გამომამუშავებელი
ამოკვეთაა, მას მიმართავენ: უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც
•კუჭის ლორწოვანის უჯრედული მადაზეა პასუხისმგებელი- ეს არის
სტრუქტურის შეუქცევადი გადაგვარების გრელინი, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.
(ჰიპერპლაზიის, დისპლაზიის ან
მეტაპლაზიის) შემთხვევაში;
•კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების
არსებობისას;
•ოპერაციული მკურნალობის შემდეგ
გაჩენილი გართულებების შემთხვევაში;
•ტრავმებით განპირობებული ქსოვილთა
ნეკროზის შემთხვევაში;
•ორგანოს პათოლოგიური გაფართოების
დროს.
დემპინგური სინდრომი

დემპინგ-სინდრომი ვითარდება კუჭის


ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული
ამოკვეთის შემდგომ ან მაშინ, როდესაც
კუჭზე ტარდება ოპერაცია. საკვების
მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ იწყება
სისუსტე, თავბრუხვევა, ოფლიანობა,
მუცლის სპაზმები, გულისრევის
შეგრძნება და ფაღარათი

დემპინგ-სინდრომის სიმპტომები
საკვების მიღებიდან მალევე ვითარდება.
განსაკუთრებით ტკბილი და რძის
პროდუქტების მიღებისას, როდესაც კუჭში
მოუნელებელი ნივთიერებები ნაადრევად
გადადის წვრილ ნაწლავში.
კუჭის და თორმეტგოჯას დაავადებები: დემპინგური სინდრომი
•გასტროინტესტინალური
გულისრევის შეგრძნება
•ღებინება
•სპაზმები მუცლის არეში
•ფაღარათი
•სისავსის შეგრძნება

კარდიოვასკულური
სიწითლე
•თავბრუსხვევა, გულის
წასვლის შეგრძნება
•გულის ფრიალი, სწრაფი
გულისცემა
დემპინგური სინდრომი
დემპინგური პროცესის მავნე ეფექტები გამოწვეულია:
1. გასტროინტესტინალური ჰორმონების გამოთავისუფლებით წვრილ ნაწლავში.
წვრილი ნაწლავების რეცეპტორული აპარატის გაღიზიანება ასტიმულირებს
გასტროინტესტინური ჰორმონების დონის ამწევი ბიოაქტიური ნივთიერებების
(აცეტილქოლინის, სეკრეტინის, ჰისტამინისა) მოქმედებას.

2. შაქრის დიდი რაოდენობის სწრაფი გადასვლით წვრილ ნაწლავში


(ჰიპერგლკემია). პასუხად ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს,
ნახშირწყლების სწრაფ შეწოვას, რაც ასტიმულირებს ინსულინს და
ჰიპერგლიკემიის
; ჰიპოგლიკემიით შეცვლას იწვევს

3. ნაწლავებში ოსმოსური წნევის მატებას და პლაზმის მათ სანათურში


დიფუზიას, რის შედეგადაც მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება
დემპინგური სინდრომი:დიეტოთერაპია
საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაღალკალორიული, ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი,
ცხიმებსა და რთულ ნახშირწყლებს შეიცავდეს ზომიერად

• მარტივი ნახშირწყლები მკაცრად უნდა შეიზღუდოს.


• გათვალისწინებულ უნდა იქნეს კერძებისა და პროდუქტების
ინდივიდუალური აუტანლობა.
• დასაშვებია მოხარშული ხორცი, მჭლე ხორცის კატლეტი,
თევზის, ხორცისა და თევზის ბულიონი, რძის მჟავე
პროდუქტები, მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის
სალათი
• ყველაზე აუტანელი პროდუქტებია შაქარი, რძე, ტკბილი ჩაი,
ყავა, კომპოტი, თაფლი, ტკბილი რძიანი ფაფა, ცომეული
• ავადმყოფმა უნდა მიირთვას მცირე ულუფებით და ხშირად.
• დემპინგ-სინდრომის დროს ჭამის დაწყება მყარი საკვებით არის
რეკომენდებული. ჭამის შემდეგ სასურველია 30 წუთით
დაწოლა.
•კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი ამოკვეთის კუჭის ოპერაციები და
შემდეგ საკვების მცირე რაოდენობით და ხშირად კვებითი რეკომენდაციები
(დღეში 6-8-ჯერ) მიღება.
•საკვები უნდა მიირთვათ ნელა და კარგად
დაღეჭოთ.
•ბევრი სითხე (წყლის, ჩაის, გამჭვირვალე წვენების)
(დღეში 8-10 ჭიქა).ჭამამდე ნახევარი საათით ადრე
ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
•საკვები და სასმელი ოთახის ტემპერატურის
•საკვები ადვილად მოსანელებელი უნდა იყოს.
ნაკლები ბოჭკოს შემცველი ხილი და ბოსტნეული .
კარგია მანანის ფაფა, თეთრი ბრინჯი, წინა დღის
თეთრი პური, სტაფილო, ყაბაყი, მოხარშული
კარტოფილი, იოგურტი ხილისა და თხილეულის
გარეშე, მოხარშული კვერცხი, კანის, ცხიმისა და
ხრტილისგან გასუფთავებული ქათამი, თევზეული.
• იზღუდება შემწვარი, გადამუშავებული და კუჭის ოპერაციები და
დაკონსერვებული პროდუქტები, ბოჭკოთი კვებითი რეკომენდაციები
მდიდარი ხილი და ბოსტნეული.
• ზომიერად მარილი და არაცხარე სანელებლები
• უმჯობესია ღუმელში მომზადებული ან
მოხარშული საკვები

•სიმძიმის შეგრძნებისა და აირების


შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს:
ისეთ ბოსტნეული, რომელიც აირების
დაგროვებას იწვევს: ხახვს, ბროკოლის, მწვანე
სალათის ფოთლებს, კომბოსტოს, ყვავილოვან
კომბოსტოს, მწვანე წიწაკას, ბოლოკს, ნიორს,
კოლრაბის;
•საღეჭი რეზინის გამოყენებას - ეს ჰაერის
ყლაპვას და ნაწლავში აირების დაგროვებას
უწყობს ხელს.
კუჭის ოპერაციები და კვებითი რეკომენდაციები
რეკომენდებული არ არის: გაუწმენდავი ბრინჯი, შავი პური, ხმელი ლობიო,
თხილეულის შემცველი რძის ნაწარმი, 3- 5%-ზე მეტი ცხიმიანობის მქონე ხაჭო და
ბიოიოგურტი, შემწვარი კვერცხი, იხვისა და ბატის ხორცი, ძეხვეული და სოსისი,
შაშხი, ლორი, გულ-ღვიძლი, მაიონეზი, მარგარინი, არაჟანი, ნაღების კარაქი და
ნაღები, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი, პიცა, შოკოლადი, ქოქოსი, ტორტი,
მზესუმზირა. საჭიროა წონის კონტროლი.
პანკრეასი
ჯირკვალი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელებასა და ცვლაში. წარმოქმნის
ჰორმონებს ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას.

საკვების მიღებიდან 1-3 წუთის შემდეგ


პანკრეასი გამოყოფს წვენს, რომელიც
პანკრეასის სადინარის გავლით
თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება.
წვენის გამოყოფა 6-10 საათი
გრძელდება, ხოლო მოცულობა 1.5-2
ლიტრს აღწევს. შეიცავს მომნელებელ
ფერმენტებს, რომლებიც ჯირკვალში
პასიურ მდგომარეობაში არიან და
მხოლოდ თორმეტგოჯა ნაწლავში
გადასვლის შემდეგ აქტიურდებიან.
მწვავე პანკრეატიტის დროს ეს
ფერმენტები პანკრეასშივე იწყებენ
გააქტიურებას და აზიანებენ ჯირკვლის
ქსოვილებს, რაც ანთებით პროცესს
განაპირობებს.
პანკრეასის წვენის 98% წყალია, 2%მისი ფერმენტები. პანკრეასის წვენი შეიცავს 4
ფერმენტს: ამილაზას, ტრიფსინს, ქიმოტრიფსინს და ლიპაზას.

კუჭქვეშა ჯირკვალს თავისი


ფუნქციების შესრულება
მხოლოდ განსაზღვრული
ოდენობის ნაღვლის წვენის
არსებობის პირობებში
შეუძლია. ამიტომ
დამოუკიდებლად ნაღვლის
ბუშტის ან პანკრეასის
დაავადებები იშვიათად
ვითარდება.

სეკრეტის ორგანული კომპონენტების (პროფერმენტების,) სინთეზი და


სეკრეცია ხორციელდება აცინურ უჯრედებში- პანკრეასის მასის 90%.
სეკრეტინი – პეპტიდური ჰორმონი
გამოიყოფა წვრილი ნაწლავის ზედა
ნაწილის ლორწოვანი გარსის
ენდოკრინოციტების მიერ კუჭის
მარილმჟავას ზემოქმედებითჰორმონი
ასტიმულირებს ბიკარბონატებით
გაჯერებული და მცირე რაოდენობით
ქლორიდების და ფერმენტების
შემცველი დიდი რაოდენობით
პანკრეასის წვენის სეკრეციას.
უზრუნველყოფს ნეიტრალური
გარემოს შექმნას, რაც აუცილებელია
პანკრეასის ფერმენტების
აქტივაციისათვის.
ქოლეცისტოკინინი – (პანკრეოზიმი )წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის პოლიპეპტიდური ჰორმონი,
რომელიც ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით მდიდარი და ბიკარბონატებით
ღარიბი პანკრეასის წვენის სეკრეციას. არეგულირებსნაღვლის გადინებას და ნაღველის სავალი
გზების ტონუსს.მისი რეცეპტორები წარმოდგენილია ნერვულ სისტემაშიც
ქოლეცისტოკინინი –პოლიპეპტიდური ჰორმონი

მწვანე ჩაის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ქოლეცისტოკინინის


გამომუშავებას, ქოლეცისტოკინინის გამომუშავებას, და ამით ახშობს საღამოს შიმშილს.
ქოლეცისტოკინინი თამაშობს მთავარ როლს სიმაძღრის გრძობაში, ლეპტინთან
ურთიერთქმედებით შიმშილის სიგნალების რეგულირებაში.

ეს ჰორმონი მონაწილეობს ძილის


ნორმალიზებაში, შიშის და ტკივილის
რეგუკირებაში, და ასევე ფსიქილოგიური
დაძაბულობის დროს. თავის ტვინში და
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში
ქოლეცისტოკინინი, თამაშობს როლს შფოთვისა
და პანიკის აშლილობებში, ტვინში
ქოლეცისტოკინინის მომატებული დონე ზრდის
შფოთვას.
პანკრეატიტი

ალკოჰოლური სასმელები- კუჭქვეშა ჯირკვლის


ქსოვილის დეგენერაციული და ჰიპოქსიური
ცვლილებები ალკოჰოლის ჭარბი მიღების
შემთხვევაში მოსალოდნელია, მისი ხანგრძლივი
მოხმარების შემთხვევაში კი ჩნდება ნეკროზული
კერები პანკრეასში და კენჭები მის სადინარებში.,
ალკოჰოლი იწვევს სფინქტერის სპაზმს, რაც ხელს
უშლის პანკრეასის წვენის ნორმალურ დინებას.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პანკრეასის წვენის
გასქელებასაც იწვევს, რაც თორმეტგოჯა ნაწლავში
მის გადასვლას აფერხებს.
პანკრეასის ანთების დროს, ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები აღარ გადადის
თორმეტგოჯა ნაწლავში, გროვდება კუჭქვეშა ჯირკვალში, აქტიურდება და იწყება
თვითმონელების პროცესი. ფერმენტებისა და ტოქსინების სისხლში მოხვედრამ შესაძლოა,
გამოიწვიოს სხვა ორგანოების დაზიანება. კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება ვითარდება ნაღველ-
კენჭოვანი დაავადების ფონზე. დაავადების პროვოცირებას იწვევს დიდი რაოდენობით ცხიმიანი
და ცხარე საკვების მიღება. ასევე, ალკოჰოლური სასმელების სისტემატური მოხმარებაც..
პანკრეასის დაზიანების საწყის
ეტაპზე საკმარისია მხოლოდ
რაციონის გადახედვა და
სპეციალური დიეტის დაცვა,
რომელიც მისი ფერმენტების
აქტივაციისა და შესუსტების
ფაზების გათვალისწინებით
დგება

პანკრეატიტით დაავადებულებმა კვების რაციონიდან უნდა ამოიღონ ცხარე საჭმელები


და ცხიმიან საკვები. უპირატესობა ენიჭება ნაკლებად ცხიმიან ხორცს, ნაკლებად
ცხიმიანი თევზი. საუკეთესო საკვები პანკრეატიტის დროს არის ბურღულეული,
წიწიბურა. ბოსტნეულით წვნიანი და ბოსტნეული რაც შეიძლება მეტი. სასმელებიდან
ჩაი და ნებისმიერი ხილის წვენი, გარდა ყურძნის წვენისა. რაციონიდან უნდა ამოიღოთ:
ყავა, კაკაო
პანკრეატიტი და დიეტა

KBN 2014
დიეტა ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში

ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში სრულ გამოჯანმრთელებამდე ინიშნება დიეტა, რომელიც


ხელს უწყობს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას. იზღუდება პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს კუჭის
სეკრეციას, ასევე - ქოლესტერინის შემცველი საკვები. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად
აკრძალულია: მსუქანი ხორცი, ხორცისა და თევზის ბულიონი, ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ახალი პურ-
ფუნთუშეული, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, ახალი რძე, პარკოსნები, კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი,
ხახვი, მჟავე და მეტისმეტად ტკბილი ხილი, სუნელები, კონსერვები, შაშხი, გაზიანი, ცივი სასმელები,
ალკოჰოლი.
ნებადართულია: გამომშრალი ხორბლის პური, ბოსტნეულის წვნიანი ბურღულითა და მაკარონით, მჭლე
ხორცის ფარში, კვერცხის ცილის ომლეტი, წყალში გაზავებული რძე, რძემჟავა პროდუქტები, უცხიმო ხაჭო,
სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ძალიან მწიფე გაფცქვნილი ხილი, ბურღულეული,
მაკარონი, ნაღების კარაქი, მცენარეული ცხიმი, ბაცი ჩაი, ჩირის კომპოტი, ასკილის ნახარში.
სანიმუშო მენიუ:
საუზმე: ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, რძეზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა, ჩაი;
სამხარი: ხაჭო, ბოსტნეულის წვენი, ორცხობილა;
სადილი: ბურღულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის ბლინები, ჩაშუშული ბოსტნეული, ვაშლი;
მეორე სადილი: ცილის ომლეტი, 1 ჭიქა ასკილის ნახარში, ორცხობილა;
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, სტაფილოს პიურე, ხაჭოს ნამცხვარი, ჩაი;
ღამით: 1 ჭიქა მაწონი.

You might also like