სტრატეგიული მენეჯმენტი - All

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 30

1. რა არის სტრატეგიული მენეჯმენტი?

• ინსტრუქციების ნაკრები, ანალიტიკური აზროვნება და რესურსების


ეფექტიანი გამოყენება. (პიტერ დრუკერი).

• თეორია წარმატებული კონკურენციის შესახებ, როგორ მოვიპოვოთ და


შევინარჩუნოთ კონკურენტული უპირატესობა, სწორი გადაწყვეტილება და
აქტივობა, რომელიც აგენერირებს დამატებით ეკონომიკურ ღირებულებებს.

• სტრატეგიული მენეჯმენტი - მენეჯერული გადაწყვეტილებების


ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის გრძელვადიან მომავალს.

• სტრატეგიული მენეჯმენტი - ეს არის კომპანიის მენეჯერების მიერ


სტრატეგიული ხედვის, მიზნების დასახვის, სტრატეგიების შემუშავებისა და
რეალიზაციის ფორმირების პროცესი, ასევე ხედვის, მიზნების, სტრატეგიებისა
და რეალიზაციის დროული კორექტირება.

2. რა არის კომპანიის სტრატეგია?

კომპანიის სტრატეგია - კონკურენციის მეთოდების და ბიზნესის ორგანიზაციის


კომბინაცია, რომელიც მიმართულია კლიენტების დაკმაყოფილებისა და
ორგანიზაციული მიზნების მიღწევისაკენ.

• კომპანიის სტრატეგია არის მართვის კომპლექსური გეგმა, რომელიც


მიმართულია ბაზარზე მისი პოზიციების გამყარებისკენ, მომხმარებელთა
მოზიდვისა და დაკმაყოფილებისაკენ, წარმატებული კონკურენციისა და
დასახული მიზნების მიღწევისაკენ. სტრატეგიის გარეშე მენეჯერს არ გააჩნია
დეტალურად გათვლილი სამოქმედო გეგმა.

3. რა არის ბიზნეს მოდელი?

ამას კარგად ხსნის Microsoft VS Redhat Linux მაგალითი.

• ბიზნესმოდელი, ამ ტერმინით აღინიშნება კომპანიის საქმიანობიდან მოგების


მიღების ხერხი. ბიზნესმოდელი აჩვენებს, რამდენად უზრუნველყოფს
სტრატეგიის ეკონომიკური შემადგენელი, ე.ი. თანაფარდობა "შემოსავალი-
დანახარჯები-მოგება", კომპანიის სიცოცხლისუნარიანობას. ამრიგად,
ბიზნესმოდელის ცნება უფრო ვიწროა, ვიდრე ბიზნესის სტრატეგიის ცბენა.

4. რას მოიცავს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი?

• ორგანიზაციის მისია და მიზნები,


• გარე გარემოს ანალიზი,

• ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები,

• სტრატეგიის შეფასება,

• სტრატეგიის რეალიზაციის მართვა,

• ალტერნატივების ანალიზი და სტრატეგიის მართვა

5. რა არის მენეჯერის მოვალეობა სტრატეგიის შექმნისას?

• სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავება; მისი (სტრატეგიის) რეალიზება

• ის კარგად გააზრებულ სტრატეგიულ ხედვას ამზადებს ორგანიზაციის


მომავლისთვის და უმოკლეს ვადებში ადგენს განვითარების მიმართულებას
და განსაზღვრავს კომპანიის განზრახვას - დაიკავოს კონკურენტული პოზიცია.

• მენეჯმენტის ამოცანებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი


სტრატეგიების, კონკურენციისა და ბიზნესის გაძღოლის ეფექტიანი
მეთოდების შემუშავება, ასევე სტრატეგიების შესრულება იმგვარად, რომ
მიღწეულ იქნას დასახული შედეგები. პირვველ რიგში, პირველხარისხოვანი
სტრატეგიის შექმნაა აუცილებელი, მეორე რიგში კი, მისი ადეკვატური
რეალიზაცია.

6. ჩამოთვალეთ სტრატეგიული მენეჯმენტის 5 ამოცანა.

• კომპანისიის სტრატეგიული ხედვისა და მისიის ფორმულირება. სხავ სიტყვებით,


განვითარების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა. ე.ი. აუცილებელია
განისაზღვროს მიზნები და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა.

• მიზნების დასახვა. სტრატეგიული ხედვის კონკრეტულ სამუშაო მიმართულებად


ქცევა.

• სტრატეგიების შემუშავება.

• სტრატეგიების ფორმულირება და რეალიზაცია.

• განხორციელებული საქმიანობის შეფასება, ცვლილებების შენიშვნა და


კორექტივების შეტანა (სტრატეგიული ხედვის, გლობალური მიზნების,
სტრატეგიისა და მისი რეალიზაციის კორექტირება მიღებული გამოცდილების,
ცვალებადი ბიზნეს გარემოს, გამოვლენილი ახალი იდეების და
შესაძლებლობების გათვალისწინებით).
7. რას ნიშნავს სტრატეგიული ხედვის და მისიის ფორმულირება?

სტრატეგიული ხედვა -კომპანიის მომავლისაკენ მოძრაობის მარშუტი, განსაზღვრავს


ტექნოლოგიებს, მიზნობრივ აუდიტორიას, გეოგრაფიულ და სასაქონლო ბაზრებს,
პერსპექტიულ შესაძლებლობებს და კომპანიის სამომავლო სახეს.

მისიის ფორმულირება - მისია აღწერს კომპანიის ახლანდელ ბიზნესს, მისია შეიცავს


ორგანიზაციის ახალი შესაძლებლობების საერთო დახასიათებას, მის მიზნობრივ
აუდიტორიას, საქმიანობის სახეებს და ბიზნესის სტრუქტურას.

• პასუხი შეკითხვაზე: "ვინ ვართ ჩვენ? რას ვაკეთებთ და საით მივემართებით?"


განსაზღვრავს კურსს, რომელსაც ფირმა აიღებს.

• ფირმის მისიისა და სტრატეგიული ხედვის აღმოჩენისა და განვითარების


შემდგომ მენეჯერი ახდენს მის საჯარო განხილვას.

8. რატომ არის საჭირო განხორციელებული საქმიანობის შეფასება და კორექტირება?

• მენეჯერებმა უნდა მოახდინონ სტრატეგიების გადახედვა და მოდიფიცირება ისე

ხშირად, როგორც ამას მოითხოვს შიდა და გარე გარემოს ცვლილება.

• მათ უნდა შენიშნონ ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული პროგრესი,


გამოავლინონ პრობლემები, განსაზრვრონ ბაზრის ტენდენციები და
სამომხმარებლო უპირატესობები, შესაბამისად აუცილებლობის შემთხვევაში
მოახდინონ ქმედებების კორექტირება.

• იმისათვის, რომ არ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და


შევძლოთ მუდმივად განვითარება და წინსვლა.

კომპანიის სტრატეგია დინამიურია და განახლებას განიცდის კომპანიის


განვითარებასთან ერთად, ცვლილების ობიექტი ყოველთვის გამოვლინდება, მაშინ
როდესაც მენეჯერი ხედავს სტრატეგიის გაუმჯობესების ან ახალი საბაზრო
პირობებისათვის არსებული სტრატეგიის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას,
აქედან გამომდინარე განხორციელებული საქმიანობის შეფასება და კორექტირება
საჭიროა იმისათვის, რომ არ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და
შევძლოთ მუდმივად განვითარება და წინსვლა.

9. რას ნიშნავს ფინანსური მიზანი? დაასახელეთ მაგალითები.

• ფინანსური მიზანი ნიშნავს კომპანიის ფინანსურ ზრდას, ისეთი


სტრატეგიების შემუშავებას, რაც კომპანიას მოუტანს ფინანსურ ზრდას, მისი
მაგალითია არამონათესავე დივერსიფიკაცია. მაგ: პეპსი და ტელეფონები.

• ფინანსური მიზნები - დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებელი.


• ფინანსური მიზნები გულისხმობს ისეთი მაჩვენებლების სრდას, როგორიცაა
მოგების მასშტაბი, ინვესტიციების უკუგება, დივიდენდების ზრდა, აქციების

კურსის ზრდა, კრედიტუნარიანობა და ა.შ.

ყოველთვის ვიყოთ ფინანსური ბაზრის ლიდერთა სამეულში.

10. რას ნიშნავს სტრატეგიული მიზანი? დაასახელეთ მაგალითები.

• სტრატეგიული მიზნები ეხება ფირმის კონკურენტუნარიანობას და


ორიენტირებულია მთლიანად დარგში ზრდის მაღალ ტემპებზე, ასევე ბაზრის
წილის ზრდაზე, კონკურენტებტან შედარებით პროდუქციის ხარისხის
გაუმჯობესებაზე, დანახარჯების დაბალი დონის უზრუნველყოფაზე, ფირმის
რეპუტაციის გაუმჯობესებაზე.

• გავხდეთ ყველაზე კონკურენტული ფირმა მთელს მსოფლიოში და მოვიპოვოთ 1-


2 ადგილები ყველა იმ სფეროში სადაც ჩვენ ვსაქმიანობთ.

11.მენეჯმენტის რამდენი დონე არსებობს დივერსიფიცირებულ ორგანიზაციებში?


ჩამოთვალეთ.

დივერსიფიცირებულ ორგანიზაციებში მენეჯერთა ოთხი დონე არსებობს:

მსხვილ საწარმოებში, გადაწყვეტილებებს ღებულობს:

• კორპორაციული დონის მენეჯერები;

• კორპორაციული სტრატეგია.

• ქვედანაყოფების (ბიზნესერთეულის) მენეჯერები;

• ბიზნესსტრატეგიები.

• ფუნქციონალური ერთეულების მენეჯერები (ქვედანაყოფის ფარგლებში),

• ფუნქციონალური სტრატეგიები.

• რეგიონული და ადგილობრივი საწარმოების მენეჯერები (ქვედა დონის მენეჯერები).

• ოპერაციული სტრატეგიები

12. ვინ არიან კორპორაციული დონის ტოპ-მენეჯერები? დაასახელეთ მაგალითი.

ტოპ-მენეჯერები ღებულობენ მონაწილეობას სტრატეგიის მნიშვნელოვანი


მომენტებისა და ახალი ინიციატივების ფორმირებაში, კომპანიის ხელმძღვანელთან
ათანხმებს განყოფილების სტრატეგიებს და ახდენს მათი რეალიზაციის
კოორდინირებას.

13. ვინ არიან ფუნქციონალური დონის მენეჯერები? დაასახელეთ მაგალითები.

• ფუნქციონალური სტრუქტურის ფორმირების უმთავრესი პასუხისმგებლობა


განყოფილების ხელმძღვანელებს ეკისრებათ. სტრატეგიის განხორციელების
პროცესში ხელმძღვანელი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს, როგორც
თავისი გუნდის წევრებთან, ასევე სხვა განყოფილების უფროსებთან.

• კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია, მაგალითად, შეიძლება წარმოადგენდეს


ბაზარზე წილის მოპოვების სამოქმედო გეგმას.

• ფუნქციონალური სტრატეგია - ფუნქციონალური ერთეულების (წარმოება,


სამეცნიერო კვლევები, მარკეტინგი, მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსები
და ა.შ.) საქმიანობის გეგმაა. კომპანიას ესაჭიროება იმდენი ფუნქციონალური
სტრატეგია, რამდენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაც აქვს.

14. ვინ არიან ქვედა დონის მენეჯერები?

ქვედა დანაყოფის მენეჯერები მთავარი ხელმძღვანელობის დაქვემდებარების ქვეშ


ამუშავებენ სტრატეგიას საკუთარი ქვედანაყოფისათვის და თავად ირჩევენ
რეალიზაციის მეთოდებს. ამ შემთხვევაში ქვედა დონის მენეჯერების როლი
გაცილებით დიდია. ყოველი მენეჯერი განსაზღვრავს და ახდენს სტრატეგიის
რეალიზაციას მისთვის მინდობილ მონაკვეთზე.

15. ჩამოთვალეთ სტრატეგიების შემუშავების ოთხი მიდგომა.

• მთავარი არქიტექტორის მიდგომა; (პასუხისმგებლობას იღებს მმართველი ან


კომპანიის მფლობელი)

• დელეგირება; ( პასუხისმგებელი პირი ახდენს ნდობით აღჭურვილლ


ქვეშევრდომებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება)

• ერთობლივი ანუ გუნდური მიდგომა; (პასუხისმგებელი პირი ეყრდნობა


საკუთარი კოლეგების რჩევებს, რის საფუძველზეც იმუშავებს სტრატეგიას)

• შიდა რეზერვების გამოყენება. (მაღალი დონის ხელმძღვანელები სთავაზობენ


ცალკეულ თანამშრომლებს და საშუალო ჯგუფებს წამოაყენონ წინადადებები,
ახალი მიმართულებების ათვისების თაობებით.
16. რას ნიშნავს მთავარი არქიტექტორის მიდგომა?

ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას კომპანიაში. (პასუხისმგებლობას იღებს


მმართველი ან კომპანიის მფლობელი. ის ერთპიროვნულად ახდენს სტრატეგიის
საკვანძო საკითხების ფორმირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ისაა ყველა იმ
იდეის ავტორი რომელზეც იგება სტრატეგია)

17. რას ნიშნავს დელეგირება?

უფლებამოსილების დელეგირება ნდობით აღჭურვილ ქვეშევრდომებზე/ქვემდგომ


მენეჯერებზე პასუხისმგებლობების გადანაწილება.

18. რას ნიშნავს ერთობლივი, ანუ გუნდური მიდგომა?

სტრატეგიაზე პასუხისმგებელი მენეჯერი ეყრდნობა საკუთარი კოლეგების რჩევას და


დახმარებას, რის საფუძველზეც შეიმუშავეს სტრატეგიის კომპრომისულ ვარიანტს.

20. რას ნიშნავს შიდა რეზერვების გამოყენება?

მაღალი დონის ხელმძღვანელები სთავაზობენ ცალკეულ თანამშრომლებს და


სამუშაო ჯგუფებს წამოაყენონ წინადადებბები ახალი საწარმოო ხაზის საქმიანობის
გაშვების და საქმიანობის ახალი მიმართულების ათვისების თაობაზე. ასე კომპანია
ახერხებს ნიჭიერი თანამშრომლების აღმოჩენას.

21. ჩამოთვალეთ სტრატეგიული ხედვის ფორმირების კომპონენტები.

• კომპანიის მისია, (დღევანდელი დღისთვის კომპანიის ბიზნესის


განმსაზღვრელი მდგომარეობა)

• ხანგრძლივი კურსი, (მისიის საფუძველზეეა გამომუშავებული და


განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ გზას).

• სტრატეგიული ხედვის ნათლად ფორმულირება კომპანიის


თანამშრომლებისაგან ფართო მხარდაჭერის მიზნით)

22. რატომ არის საჭირო სტრატეგიული ხედვის ნათლად ფორმულირება?

• კომპანიის თანამშრომლებისაგან ფართო მხარდაჭერის მიზნით.

• იმისათვის, რომ კომპანია დარწმუნდეს იმაში თუ რომელი პოზიცია დაიკაოს.

• რა უნდა ვიცოდეთ ბიზნესის მიმართულების განსაზღვრისთვის?

ბიზნესის მიმართულების სწორად განსაზრვრისათვის, საჭიროა


გავითვალისწინოთ სამი ძირიტადი ფაქტორი:
• მომხმარებელთა მოთხოვნილებები, ანუ ის რაც უნდა ვაწარმოოთ.

• მომხმარებელთა ჯგუფი, ანუ ვისთვის უნდა ვაწარმოოთ პროდუქტი.

• ტექნოლოგიური და ფუნქციონალური შესრულება, ე.ი. როგორ ხდება


მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

• როგორი უნდა იყოს კომპანიის მისია?

• მარტივი, ლაკონური, გასაგები

• კარგად ჩამოყალიბებული მისია ქმნის მომავლის მყარ რწმენას, რადგანაც


სამოქმედო გეგმა დაწვრილებით არის გაწერილი კომპანიის მისიის თაობაზე
ინფორმაციის მოტივაციური მიზანი მდგომარეობს კომპანიის თითოეულ
თანამშრომლის სტიმულირებასა და შემოქმედებითი საქმიანობის
ატმოსფეროს შექმნაში.

• როგორი უდნა იყოს კომპანიის მიზნები?

• გაზომვადი, სტრატეგიული და ფინანსური, მოკლევადიანი და გრძელვადიანი,


იერარქიული (ზემოდან ქვემოთ)

• აუცილებელია, სტრატეგიული მიზანი კონკურენციასა და საქმიანობის


კონკრეტულ სფეროში ძლიერი კონკურენტული პოზიციის შექმნაზე
ფოკუსირებისატვის.

• თითოეულმა კომპანიამ უნდა დაისახოს როგორც სტრატეგიული ასევე ფინანსური


მიზნები.

• რა არის კორპორაციული სტრატეგია?

კორპორაციული სტრატეგიის არსი მდგომარეობს იმის გამოვლენაში, თუ რა


მეთოდებითა და გზებით ახერხებს დივერსიფიცირებული კომპანია საქმიანი
პოზოცოების გამყარებას სხვადასხვა დარგში, ასევე განსაზღვრავს მეთოდებსა და
მიდგომებს, რომელიც მიმართულია კომპანიის ჯგუფების საქმიანობის
გაუმჯობესებაზე, რომელშიც კომპანიამ მოახდინა დივერსიფიცირება.

• კორპორაციული სტრატეგია არის დივერსიფიცირებული კომპანიის მართვის საერთო


გეგმა. კორპორაციული სტრატეგია ვრცელდება მთელს კომპანიაზე და მოიცავს
საქმიანობის ყველა მიმართულებას. ის შედგება მოქმედებებისაგან, რომელიც
გამოიყენება საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით სხვადასხვა დარგებში,
აგრეთვე მოიცავს კომპანიის მართვის მეთოდებს.
• რა არის ბიზნეს სტრატეგია?

კონცენტრირებულია ქმედებაზე და მიდგომაზე, რომელიც დაკავშირებულია


კომპანიის მართვასთან, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ საქმიანობას
ბიზნესის ერთ-ერთ სპეციფიკურ სფეროში. ბიზნესსტრატეგია აჩვენებს გრძელვადიან
პერსპექტივაში მყარი კონკურენტული პოზიციების მოპოვების გზებს.

• ტერმინი ბიზნესსტრატეგია გულისხმობს, კომპანიის ცალკეული საქმიანი სფეროს


მართვის გეგმას. ბიზნესგეგმა შედგება სხვადასხვა მიდგომებისა და
მიმართულებებისაგან, რომელსაც შეიმუშავებს ხელმძღვანელობა, საქმიანობის ერთ
კონკრეტულ სფეროში საასურველი შედეგის მიღწევის მიზნით. ბიზნესსტრატეგია
მიმართულია ბაზარზე, კომპანიის გრძელვადიანი კონკურენტული პოზიციების
მოპოვებასა და გამყარებაზე.

• ჩამოთვალეთ ძირითადი კონკურენტული მიდგომები.

არსებობს სამი ძირითადი მიდგომა:

• დაბალი დანახარჯების პროდუქციის წარმოებისაკენ მისწრაფება(ამით


მიიღება კონკურენტული უპირატესობა)

• დიფერენციაცია, დაფუძნებული ხარისხზე, საქმიანობის მაჩვენებლებზე,


მომსახურებასა და ტექნელოგიურ უპირატესობაზე, განსაკუთრებულ მაღალ
ფასეულობაზე;

• კონცენტრირება შედარებით უფრო მცირე საბაზრო ნიშანზე, კონკურენტებთან


შედარებით სამუშაოს მეტად ხარისხობრივი შესრულებით და მომხმარებელთა
სპეციფიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.

• რატომ არის აუცილებელი კოორდინაცია მენეჯმენტის დონეებს შორის?

მენეჯმენტის დონეებს შორის აუცილებელია კოორდინაცია, რადგან არ მოხდეს


„სტრატეგიული უწესრიგობა“ რაც გულისხმობს იმ ფაქტს რომ მაღალი დონის
მენეჯერს არ შეუძლია ბოლომდე გამოიყენოს თავისი ძალაუფლება, გააკონტროლოს
ქვედა დონეზე სტრატეგიების ფორმირება და შესრულება.

• ჩამოთვალეთ გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სტრატეგიის


ფორმირებაზე.

• ეკონომიკური;

• სოციალური;

• პოლიტიკური;

• იურიდიული;
• დარგის საერთო მიმზიდველობა და კონკურენციის პირობები;

• სპეციფიკური საბაზრო შესაძლებლობები და საფრთხეები.

• დაასახელეთ ეკონომიკური ფაქტორების მაგალითები, რომელმაც შეიძლება


გავლენა მოახდინოს სტრატეგიის ფორმირებაზე.

• ვალუტის კურსის ცვლილება;

• ინფლაცია,

• დეფლაცია,

• ვალუტის დევალვაცია ან გამყარება,

• მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის ცვლილება,

• ეკონომიკური რეცესია ან ბუმი და ა.შ.

32. დაასახელეთ სოციალური ფაქტორების მაგალითები, რომელმაც შეიძლება


გავლენა მოახდინოს სტრატეგიის ფორმირებაზე.

• კულტურა,

• რელიგია

• ტრადიციები, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სტრატეგიაზე,


ვინაიდან მომხმარებლის კულტურის და რელიგიური შეხედულებების
გათვალისწინება აუცილებელია ამ და ამ მიზეზების გამო...

33. დაასახელეთ პოლიტიკური ფაქტორების მაგალითები, რომელმაც შეიძლება


გავლენა მოახდინოს სტრატეგიის ფორმირებაზე.

• პოლიტიკური არასტაბილურობა,

• მთავრობების ხშირი ცვლილება,

• ომები,

• რევოლუციები, ა.შ.

34. დაასახელეთ იურიდიული ფაქტორების მაგალითები, რომელმაც შეიძლება


გავლენა მოახდინოს სტრატეგიის ფორმირებაზე.

დიდი კომპანიები იძულებულები არიან ანგარიში გაუწიონ საზოგადოების აზრს,


კომპანიის გარე ანალიზის პროცესში უნდა მოხდეს კანონმდებლობის და
მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინება.

• სამართლებრივი გარემო,

• ნორმატიული აქტები,
• საკანონმდებლო ბაზა,

• გადასახადები.

35. როგორ მოქმედებენ კომპანიები, როცა იცვლება კონკურენციის პირობები?

როდესაც კომპანიის კონკურენტული პირობები იცვლება და კომპანია არ ფლობს


საკმარის უპირატესობას, მაშინ მან უნდა შეიმუშაოს სტრატეგია არსებულ
რესურსებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით. კონკურენციის ზრდის შემთხვევაში,
კომპანია ვალდებულია მიიღოს გადაამწყვეტი ზომები საკუთარი პოზიციის
დასაცავად. ასეთ მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს: კონკურენტებზე აქტიური
თავდასხმა პოლიტიკაში აქტიური ცვლილებების შეტანა, ახალი ტექნოლოგიების
შემოღება - ყველაფერი ის რაც არსებითად შეცვლის ფირმის კონკურენტუნარიანობას.

36. ჩამოთვალეთ სტრატეგიის ფორმირებაზე მოქმედი შიდა ფაქტორები.

• კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, რესურსები და კონკურენტული


შესაძლებლობები.

• ბიზნესის პრინციპები, მენეჯერტა პირადი ამბიციები და ეთიკა.

• კომპანიის კორპორაციული ღირებულებები და კულტურა.

37. ვინ არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლის წინაშეც კომპანია პასუხისმგებელია?

• აქციონერები,

• თანამშრომლები,

• მიმწოდებლები,

• მომხმარებლები,

• საზოგადოება.

38. რატომ არიან აქციონერები კომპანიის ინტერესთა ჯგუფი?

აქციონერების მიზანია დივიდენდების ზრდა, რაც დამოკიდებულია კომპანიის


მომგებიანობაზე, კომპანია თუ აქციონერებს ვერ უზრუნველყოფს დაკარგავს მათ.

აქციონერები ელოდებიან უკუგებას საკუთარი ინვესტიციიდან, ისინი


განსხვავდებიან ერთმანეტისგან, ზოგიერთს სურს მოგება დაუყოვნებლივ მიიღოს ან
მოგვიანებით რისკის ფასად, ზოგიერთი მზადაა შეასრულოს საზოგადოებრივი
ვალდებულება.

39. რატომ არიან თანამშრომლები კომპანიის ინტერესთა ჯგუფი?


პროფესიული კავშირები.

კომპანიის ვალდებულება თანამშრომლების წინაშე ეფუძვნება იმ ადამიანთა


ღირსებისა და ღირებულების პატივისცემას რომლებიც თავიაანთ ძალებს არ ზოგავენ
ბიზნესის საკეთილდღეოდ.

40. რატომ არიან მიმწოდებლები კომპანიის ინტერესთა ჯგუფი?

კომპანიის ვალდებულება მიმწოდებლების წინაშე ეფუძვნებამათ საბაზრო


ურთიერთობებს. ერთდროულად ისინი არიან ერთმანეთის პარტნიორებიც და
მოწინააღმდეგეებიც.მათი პარტნიორობა ეფუცნება ნედლეულს, რომელსაც
მიმწოდებელი აწვდის კომპანიას.

41. რატომ არიან მომხმარებლები კომპანიის ინტერესთა ჯგუფი?

კომპანიის ვალდებულება მყიდველთა წინაშე ეფუძვნება იმ მოლოდინებს რომელიც


ვლინდება პროდუქციის შესყიდვის პროცესში. ამ მოთხოვნების არაადეკვატური
შესრულება მოითხოვა მომხმარებელთა უფლებების დამცავი კანონისა და
მარრეგულირებელი ორგანოს შექმნა.

ახალი მყიდველების მოძიება...

42. ჩამოთვალეთ წარმატებული სტრატეგიის კრიტერიუმები.

• გარემოსთან შესაბამისობა ( კარგი სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს დარგისა


და კონკურენციის პირობებს, საბაზრო შესაძლებლობებს და საფრთხეს და
გარე გარემოს სხვა ასპექტებს);

• კონკურენტული უპირატესობა (კარგი სტრატეგია უზრუნველყობს სტაბილურ


კონკურენტულ უირატესობას);

• ეფექტიანობა (კარგი სტრატეგია მრავალჯერ ზრდის კომპანიის საქმიანობის


ეფექტიანობას);

43. რით განსხვავდებიან დარგები ერთმანეთისგან?

• ტექნიკური პროგრესის ტემპები შეიძლება იყოს დიდი ან უმნიშვნელო.

• საჭირო ინვესტიციების სიდიდე შეიძლება იყოს დიდი ან უმნიშვნელო.

• ბაზრის მასშტაბები შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასე საერთაშორისო.

• მწარმოებლები აწარმოებენ სტანდარტულ ან დიფერენცირებულ პროდუქციას.

• კონკურენციის დონე დარგში შეიძლება იყოს ძლიერი ან სუსტი, ასევე


ორიენტირებული იყოს ფასებზე, ხარისხზე, გაყიდვის შემდგომ მომსახურებაზე ან
ნებისმიერ სხვა ვითარებაზე.

• მოთხოვნილება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.


44. ჩამოთვალეთ კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს დარგში საერთო
სიტუაციის და კონკურენციის ანალიზის მიზნით.

• როგორია დარგის დამახასიათებელი ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები?

• რომელი კონკურენტული ძალები მოქმედებენ დარგში და როგორია მათი


ზეგავლენა?

• რა იწვევს გარე გარემოსა და დარგში კონკურენციის ძალების სტრუქტურაში


ცვლილებებს?

• რომელ კომპანიებს აქვთ ყველაზე ძლიერი ან სუსტი კონკურენტული


პოზიციები?

• როგორია კონკურენტების შესაძლო სტრატეგიული მოქმედებები?

• რომელია კონკურენტულ ბრძოლაში წარმატების საკვანძო ფაქტორები?

• როგორია დარგის საერთო მიმზიდველობა და საშუალო დონეზე მაღალი


მოგების მიღების პერსპექტივები?

45.. ჩამოთვალეთ დარგის ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლები.

• ბაზრის სიდიდე;

• კონკურენციის მასშტაბები (კონკურენცია ადგილობრივი, რეგიონული ან


საერთაშორისო).

• ბაზრის ზრდის ტემპები და სასიცოცხლო ციკლის ეტაპები (სწრაფი აღმავლობა,


სიმწიფის დასაწყისი, მოძველება, დაცემა).

• კონკურენტთა რაოდენობა და მათი შედარებითი სიდიდე (დარგში მოქმედებს ბევრი


პატარა კომპანია თუ მასში დომინირებს რამდენიმე მსხვილი ფირმა).

• მყიდველთა რაოდენობა და მათი ფინანსური შესაძლებლობები;

• მიმდინარეობს თუ არა ძირითადი კონკურენტების ინტეგრაციის "წინსვლა" და


"უკუსვლა".

• ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპები და მიმართულებები, როგორც წარმოების,


ასევე ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში.

• ბაზარზე ადვილად შესვლის და იქიდან გამოსვლის შესაძლებლობა.

• არის თუა რა კონკურენტი ფირმების პროდუქცია/მომსახურება მაღალ-


დიფერენცირებული, ნაკლებადდიფერენცირებული ან პრაქტიკულად ერთი და
იგივე.

• აქვს თუ არა კომპანიას შესაძლებლობა - განახორციელოს ეკონომია წარმოების


მასშტაბზე, ტრანსპორტირებაზე, მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებზე.
• განსაზრვრულ რეგიონებში ძირითადი კომპანიების განლაგების კომპაქტურობა
(მაგალითად, სილიკონური ველი კალიფორნიაში ან ჰოლივუდი აშშ-ში).

• "სწავლება/გამოცდილების" ეფექტის არსებობა, როდესაც ერთეულ პროდუქციაზე


დანახარჯები მცირდება პროდუქციის მოცულობის ზრდის შესაბამისად, დაგროვილი
საწარმოო გამოცდილების შედეგად.

• საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალური დატვირთვის შესაძლებლობა, როგორც


საწარმოო დანახარჯების შემცირების უმთავრესი წინაპირობა.

• ხორციელდება თუ არა აუცილებელი კაპიტალდაბანდებები დარგში, დარგში


შესვლის და გამოსვლის პირობები;

• დარგში არსებული მოგებიანობის მომგებიანობის მაჩვენებელი მაღალია თუ დაბალი


საერთოდ ეკონომიკაში არსებული საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.

46. ჩამოთვალეთ მაიკლ პორტერის კონკურენციის ხუთი ძალის მოდელის


კომპონენტები.

1. დარგში კონკურენტებს შორის შეჯიბრი;

2. დარგში პოტენციური ახალი კონკურენტები გამოვლენის საფრთხე;

3.ახალი საქონელის ან მომსახურების შემცვლელის გამოვლენის საფრთხე


სხვა დარგებიდან;

4. მიმწოდებლების ვაჭრობის უნარი;

5. მყიდველების ვაჭრობის უნარი;

47.რა
რა შემთხვევაში იზრდება კონკურენცია დარგში?

• მეტოქეთა რაოდენობა;

• ნელა ზრდადი ბაზარი;

• მომხმარებელთა დანახარჯი კონკურენტთან გადასვლისას;

• წარმატებულად განხორციელებული სტრატეგიის დამოკიდებულება მოგებაზე;

• ბაზრიდან გასვლის ხარჯიანობა.

48. დაასახელეთ დარგში არსებული ბარიერების მაგალითები.

• წარმოების მასშტაბზე ეკონომიის შეუძლებლობა;

• ტექნოლოგიებსა და ნოუ-ჰაუსთან დაკავშირებული სირთულეები;

• სწავლება-გამოცდილების ეფექტი;

• მომხმარებელთა ერთგულება კონკრეტული ბრენდებისადმი;


• კაპიტალდაბანდების აუცილებელი სიდიდე;

• უთანაბრობა დანახარჯებში;

• გასაღების არხების არარსებობა;

• მაკონტროლებელი ორგანოების ქმედებები - ლიცენზიები და ნებართვები;

• ტარიფები და არასატარიფო შეზღუდვები

49. რას ნიშნავს საქონელშემცვლელი? დაასახელეთ მაგალითი.

ერთი სახის პროდუქციის მეორეთი შეცვლა, მაგალითად კარაქი და მარგარინი, ცარცი


და მარკერი. მაგალითად სათვალეების მწარმოებელი კონკურენციას უწევს ლინზების
მწარმოებელს.

50. რა შეიძლება იყოს მამოძრავებელი ძალები, რომლებიც გავლენას ახდენს დარგზე?

• დარგის ეკონომიკური ზრდის გრძელვადიან ტენდენციებში ცვლილება;

• ცვლილებები მომხმარებელთა რიგებში და პროდუქციის გამოყენების


მეთოდებში (დემოგრაფიული ცვლილებები, კრედიტი, ტექნიკური დახმარება,
რემონტი);

• ახალი პროდუქციის დანერგვა;

• ტექნოლოგიური ცვლილებები;

• ცვლილებები მარკეტინგის სისტემაში;

• მსხვილი კომპანიების ბაზარზე შესვლა ან გასვლა;

• ნოუ-ჰაუს გავრცელება;

• დანახარჯების სტრუქტურისა და მწარმოებლურობის ცვლილება.

51. რას აჩვენებს სტრატეგიული ჯგუფების რუკა?

დარგში ფირმების კონკურენტული პოზიციების შედარების ერთ-ერთი ინსტრუმენტია


სტრატეგიული ჯგუფების რუკის შემუშავება.

სტრატეგიული ჯგუფები შედგება კონკურირებადი ფირმებისაგან, რომლებიც ერთნაირი


კონკურენტული აქტიურობებით ხასიატდებიან და საბაზრო პოზიციებიც თითქმის
თანაბარი აქვთ.

პირველი, სტრატეგიული ჯგუფების ანალიზიტ შეიძლება დადგინდეს, დარგში რომელ


სტრატეგიულ ჯგუფებზე რა ზეგავლენას ახსენს მამოძრავებელი ძალები და კონკურენცია.

მეორე, შეიძლება დადგინდეს, რომელ ფაქტორებზეა დამოკიდებული სხვადასხვა


სტრატეგიული ჯგუფის პოტენციურ მომგებიანობაში განსხვავება.
სტრატეგიული ჯგუფები რაც უფრო ახლოს არიან განლაგებულნი რუკაზე, მით უფრო
ძლიერია მასში შემავალ კომპანიებს შორის კონკურენციის ხარისხი.

52. რა შეიძლება იყოს წარმატების საკვანძო ფაქტორები?

• ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ( წარმოების პროცესში ინოვაციების


განხორციელება, ახალი საქონლის შემუშავების შესაძლებლობა, არსებული
ტექნოლოგიების ფლობის ხარისხი);

• წარმოებასთან დაკავშირებული (პროდუქციის დაბალი თვითღირებულება,


პროდუქციის ხარისხი, შრომისნაყოფიერების მაღალი ხარისხი და ა.შ.);

• პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული (დაბალი სარეალიზაციო ხარჯები,


სწრაფი მიწოდება და მომსახურება .....);

• მარკეტინგთან დაკავშირებული ( მიმზიდველი შეფუთვა დიზაინი, პროდუქციის


სახეობის მრავალფეროვნება..........);

• პროფესიულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული (განსაკუთრებული ნიჭი, ნოუ-ჰაუ


ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში...);

• ორგანიზაციულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული (საინფორმაციო სისტემის


ხარისხი..);

• წარმატების საკვანძო ფაქტორების სხვა სახეები (საერთო დაბალი დანახარჯები,


პატენტების არსებობა...).

53. რა არის სვოტ ანალიზი? ჩამოთვალეთ სვოტ ანალიზის ელემენტები.

სვოთ ანალიზი ეფექტური მეთოდია ორგანიზაციის და ხელმძღვანელობის


სტრატეგიული ხედვების შესაფასებლად.

მის ელემენტებს წარმოადგენს - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები,


საფრთხეები.

ფირმის შიდა გარემოს შეფასებას - მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, აგრეთვე გარე
შესაძლებლობებსა და საფრთხეებს - SWOT ანალიზს უწოდებენ. ეს მოხერხებული
ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება კომპანიის სტრატეგიული მდგომარეობის სწრაფი
შეფასებისთვის. SWOT ანალიზი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიამ კარგად უნდა
შეათანხმოს კომპანიის შიდა შესაძლებლობები და გარე სიტუაცია.

54. ჩამოთვალეთ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები.

• მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

• დამზადება;
• საქონლის მიტანა;

• მომხმარებლამდე;

• გაყიდვები და მარკეტინგი;

• მომსახურება;

55. ჩამოთვალეთ დამატებით საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები.

• კვლევა და განვითარება;

• ადამიანური რესურსების მართვა;

• საერთო ადმინისტრირება;

56. ჩამოთვალეთ კონკურენტული უპირატესობის მაჩვენებლები.

• მთავარი ღირებულებები.

• დიდი საბაზრო წილი (ან ლიდერის პოზიციების მოპოვება ბაზარზე).

• წამყვანი ან მკვეთრად განსხვავებული სტრატეგია.

• მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და ფირმის პროდუქციის მიმართ მათი


დამოკიდებულების გაუმჯობესება.

• კომპანია საბაზრო ტენდენციებს უკეთ ფლობს, ვიდრე მისი კონკურენტები.

• კომპანია შედის იმ სტრატეგიული ჯგუფების რიცხვში, რომლებსაც შედარებით


უკეთესი პოზიცია გააჩნიათ ბაზარზე.

• კომპანია კონცენტრირებულია სწრაფად მზარდ საბაზრო სეგმენტებზე.

• ძლიერად დიფერენცირებული საქონელი.

• მეტად დაბალი დანახარჯები.

• მოგების დონე მაღალია, ვიდრე საშუალოდ ბაზარზე.

• კომპანია ფლობს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ უპირატესობას.

• შემოქმედებიტად მზად არიან მენეჯმენტის ცვლილებისათვის.

კომპანია მზად არის მიიღოს სარგებელი ხელსაყრელი სიტუაციებიდან.

57. ჩამოთვალეთ კონკურენტული სისუსტის მაჩვენებლები.

• კომპანია წააწყდა კონკურენტულ ნაკლოვანებებს.

• კონკურენტები იტაცებენ მის საბაზრო წილს.

• შემოსავლების დონე დაბალია, ვიდრე საშუალოდ ბაზარზე.


• ფინანსური რესურსების ნაკლებობა.

• კომპანიის რეპუტაცია მომხმარებლებში კლებულობს.

• კომპანია შედის იმ სტრატეგიული ჯგუფების რიცხვში, რომელტა მდგომარეობა


სუსტდება ბაზარზე.

• კომპანიის ვითარება სუსტია შედარებით უფრო პერსპექტიულ სფეროებში.

• დანახარჯების მაღალი დონე.

• კომპანიის მასშტაბები მცირეა იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ბაზარზე.

• კომპანიას არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს მოსალოდნელ საფრთხეებს.

• პროდუქციის დაბალი ხარისხი.

ძირითად სფეროებში არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება.

58. ჩამოთვალეთ კონკურენციის ხუთი ძირითადი სტრატეგია.

• დანახარჯების მიხედვით ლიდერობის სტრატეგია;

• ფართო დიფერენციაციის სტრატეგია;

• ოპტიმალური დანახარჯების სტრატეგია;

• დაბალ დანახარჯებზე ფოკუსირებული (საბაზრო ნიშის) სტრატეგია;

• დიფერენციაციაზე ფოკუსირებული;

59. დაახასიათეთ დანახარჯების მიხედვით ლიდერობის სტრატეგია.

• დანახარჯების მიხედვით ლიდერობის სტრატეგია გულისხმობს საქონლის


წარმოების და მომსახურების საერთო დანახარჯების შემცირებას, რაც
იზიდავს მყიდველთა დიდ რაოდენობას.

• დანახარჯების მიხედვით კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში


წარმატების საფუძველია დანახარჯების შემცირების რეზერვების ძიებაში
პასეულობათა ჯაჭვის ყველა რგოლის მუდმივი შესწავლა.

60. დაახასიათეთ ფართო დიფერენციაციის სტრატეგია.

• ფართო დიფერანციაციის სტრატეგია მიმართულია იქითკენ, რომ კომპანიის


საქონელს მიანიჭოს ფირმა კონკურენტებისგან განსხვავებული სპეციფიკური
თვისება. რაც ხელს უწყობს მეტი რაოდენობის მყიდველის მოზიდვას.
• დიფერენციაციის სტრატეგიის არსი მდგომარეობს მომხმარებლისთვის
უნიკალური სამომხმარებლო თვისებების მქონე საქონლის შეთავაზებაში და
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ უნიკალურობის შენარჩუნება.

61. ჩამოთვალეთ დანახარჯების შემცირების გზები.

• წარმოების მასშტაბზე ეკონომია;

• სწავლება-გამოცდილების ეფექტი ;

• ძირითად რესურსებზე დაზოგვა ;

• დამოუკიდებელი ან პროფკავშირებში გაერთიანებული თანამშრომლების


მოზიდვა.

• ეკონომია ფართომასშტაბიან შესყიდვებზე

• რეგიონული განსხვავება.

• დამოუკიდებელი თანამშრომლების მოზიდვა;

• ფართომასშტაბიანი შესყიდვები დიდ პარტიებად, ხელსაყრელ ფასებში;

• რეგიონული განსხვავება - წარმოება სხვა რეგიონში იაფად;

• ფასეულობათა ჯაჭვში სხვადასხვა საქმიანობათა გაერთიანება;

• მონათესავე ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედებების განხორციელება;

• ვერტიკალური ინტეგრაცია - სადისტრიბუციო კომპანიის შეძენა;

• ახალბედების ან მიმდევრების უპირატესობა;

• საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა;

• სტრატეგიული გადაწყვეტილებები;

62. როდის არის წარუმატებელი დიფერენციაციის სტრატეგიები?

• დიფერენციაციის განხორციელების მცდელობა იმის საფუძველზე, რაც არ


ამცირებს მყიდველის დანახარჯებს ან არ ზრდის მის კეთილდღეობას და ეს
ფაქტი აღქმულია მომხმარებლის მიერ.

• დიფერენციაციის მიმართ ზედმიწევნით ძალისმევა, როდესაც ფასი


განსაკუთრებულად გაზრდილია კონკურენტებთან შედარებით, ხოლო
საქონლის/მომსახურების მახასიათებლები აღემატება მყიდველის მოთხოვნებს.
• მაღალი ფასების დადგენის მცდელობა საქონლის დამატებითი მახასიათებლების
შემოღებისათვის (რაც უფრო მაღალია დიფერენციაციის ფასი, მით უფრო
რთულია მომხმარებლების შეჩერება კონკურენტების დაბალფასიან
პროდუქციაზე გადასვლისაგან).

• დიფერენციაციის ნიშნების ცნობადობის იგნორირება და მისი განხორციელების


პროცესში მხოლოდ მატერიალურ კომპონენტებზე ორიენტირება.

• მწირი ინფორმირება ან საეთოდ არცოდნა იმისა, თუ რას განიხილავს მყიდველი


საქონლის ფასეულობის სახით.

63. რატომ არის სტრატეგიული კავშირების არსებობა მნიშვნელოვანი?

სტრატეგიული კავშირების არსებობა მნიშვნელოვანია ბაზარზე მყარი გლობალური


ფორმირების, ან მომავალში ხელსაყრელი კონკურენტული მდგომარეობის
შექმნისათვის.

64. ჩამოთვალეთ სტრატეგიული კავშირების მაგალითები.

• შერწყმისა და შთანთქმის სტრატეგია

• ვერტიკალური ინტეგრაციის სტრატეგიები

• დეზინტეგრაციის და აუტსორსინგის სტრატეგია

65. რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი აუტსორსინგის სტრატეგიის გამოყენება?

• დამოუკიდებელი პარტნიორები შეასრულებენ საქმეს უკეთესად და იაფად,


საქმიანობათა ეს სახეობა არ არის კონკურენტულად მნიშვნელოვანი, ამცირებს
რისკს, ზრდის ორგანიზაციულ მოქნილობას, ხელს უწყობს კომპანიებს
მობილიზება მოახდინონ ძირითად ბიზნესზე.

• ბიზნესის შეზღუდვის შემთხვევაშ აუტსორსინგი უზრუნველყოფს არსებით


უპირატესობას.

66. ჩამოთვალეთ შემტევი სტრატეგიის მაგალითები.

კონკურენტული უპირატესობა ძირითადად მიიღწევა შემოქმედებითი შეტევითი


სტრატეგიის გამოყენების საფუძველზე, რომელსაც კონკურენტები ადვილად ვერ
უმკლავდებიან.

• ინოვაცია;

• კონკურენტის ძლიერი მხარეების დაძლევა და გასწრება

• კონკურენტის სუსტი მხარეების გამოყენება

• ერთდროული შეტევა რამდენიმე მიმართულებით

• თავისუფალი სივრცეების დაპყრობა


• პარტიზანული ომი

• დამსწრები დარტყმები

• ახალი პროდუქციის შექმნა რაც არ აქვს კონკურენტს...

67. ვინ არიან კონკურენტული შეტევისთვის ოპტიმალური ობიექტები?

• ბაზრის ლიდერები;

• უახლოესი მიმდევრები;

• კომპანიები, რომლებიც ბაზრიდან გასვლის ზღვარზე იმყოფებიან;

• მცირე ზომის ადგილობრივი და რეგიონული კომპანიები

68. რატომ გადიან კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე?

ეს განისაზღვრება ოთხი ძირითადი მიზეზით:

• ახალი კლიენტების მოზიდვა - უცხოური ბაზარის ათვისება იძლევა


შემოსავლების გაზრდის, მოგების და გრძელვადიანი განვითარების
შესაძლებლობას;

• დანახარჯების შემცირება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება - ზოგიერთი


კომპანიისთვის აუცილებელია პროდუქციის ექსპორტირება, რადგან შიდა
ბაზარზე გაყიდვების მაქსიმალური მოცულობა არ არის საკმარისი წარმოების
მასშტაბებზე ეკონომიის მიღწევისთვის და ამის საფუძველზეე
კონკურენტუნარიანი დანახარჯების დონის უზრუნველყოფა;

• უპირატესობა ძირითადი კომპეტენციის საფუძველზე - კონკურენციისთვის


მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის მქონე კომპანია
კონკურენტულ უპირატესობას აღწევს არანარტო შიდა ბაზარზე, არამედ
ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

• რისკის შემცირება ბაზრის გაფართოების ხარჯზე - როცა ერთი ქვეყნის


ეკონომიკაში ხდება დაცემა, ამ ბაზარზე ზარალის კომპენსირება შესაძლებელი
ხდება სხვა ქვეყნის ბაზარზე გაყიდვების გაზრდით

69. განმარტეთ განსხვავება მულტინაციონალურ და გლობალურ კომპანიას


შორის.

მულტინაციონალური - კომპანია, რომელიც ჩართულია რამდენიმე ქვეყნის საბაზრო


კონკურენციაში.

გლობალური -კომპანია, რომელიც მონაწილეობს ან მიისწრაფვის ყველა (უმეტესი)


ქვეყნის ბაზრებზე მონაწილეობისკენ.

კონკურენციის სტრატეგიების ადაპტირების სტრატეგიული მნიშვნელობა


70. რა შეიძლება იყოს ადგილმდებარეობის უპირატესობა?

• დაბალი საწარმოო დანახარჯების მქონე ქვეყნებში საწარმოო სიმძლავრეების


განთავსება (ან ურთიერთობა ისეთ მიმწოდებლებთან, რომელთა საწარმოო
სიმძლავრეები განთავსებულია ასეთ ქვეყნებში), კომპანიისათვის
უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით,
რომელთა საწარმოები მდებარეობს მაღალი საწარმოო დანახარჯების მქონე
ქვეყნებში.

• დანარჩენი ქვეყნები მიმზიდველია სადისტრიბუტორო ცენტრების განთავსების


მიზნით, რადგანაც უზრუნველყოფენ პროდუქციის მოკლე ვადებში მიწოდებას და
ტრანსპორტირების დაბალ ხარჯებს.

• ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ხარისხი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი


უპირატესობაა: ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია უცხოური
ინვესტიციების მოზიდვით და მიისწრაფვიან შექმნან ინვესტორებისათვის
მიმზიდველი საქმიანი გარემო.

• განსხვავებული შრომის ანაზღაურება და ნაყოფიერება;

• ინფლაცია;

• საგადასახადო განაკვეთები;

• საკანონმდებლო ნორმები;

• ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ხარისხი;

• სავალუტო კურსის მერყეობა;

• სახელმწიფო რეგულირება;

71. რით განსხვავდება ლიცენზირება ფრანჩაიზინგისგან?

ლიცენზირება ძირითადად გამოიყენება სამრეწველო კომპანიების მიერ,


ფრანჩაიზინგს კი ხშირად მიმართავენ კომპანიის მიერ მომსახურების დასაცალო
ვაჭრობის სფეროს გლობალური გაფართოების მიზნით.

ლიცენზია გამოიყენება წარმოებაში, ფრანჩაიზინგი მომსახურებაში (მაგალითად


მაკდონალდსი, დანქინი, ვენდისი - ფრანჩაიზინგი).

72. ჩამოთვალეთ რეგიონული განლაგების უპირატესობები.

წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ქვეყანაში საქმიანობის კონცენტრირება მიზანშეწონილია


შემდეგ პირობებში:
• ზოგიერთ ქვეყანაში წარმოების ან სხვა საქმიანობის დანახარჯები გაცილებით
დაბალია;

• წარმოების მასშტაბზე მნიშვნელოვანი ეკონომია;

• სწავლების და გამოცდილების მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც მიღებულია


ერთ რეგიონში განხორციელებული საქმიანობის შედეგად;

• ერთ რეგიონში საუკეთესო რესურსების კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს


საქმიანობის და სხვა ფასეული უპირატესობების ეფექტიან კოორდინაციას.

• მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთ შემთხვევაში წარმოების განბნევა


ზოგჯერ უფრო მეტ უპირატესობას იძლევა, ვიდრე კონცენტრირება.

73. განმარტეთ სტრატეგიული ალიანსები და ერთობლივი საწარმოები.

• ეროვნული ბაზრები, სადაც კომპანია მყარი პოზიციების საფუძველზე იღებს


მნიშვნელოვან მოგებას.

• სტრატეგიული ალიანსები და უცხოურ კომპანიებთან სხვდასხვა სახის


ერთობლივი საქმიანობა - ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ ხელსაყრელი
საშუალებაა გლობალური მასშტაბებით უცხოურ ბაზარზე შეღწევისა და
კომპანიის კონკურენტუნარიანობის გამყარებისთვის.

• კავშირები და პარტნიორობა აუცილებელია ბაზარზე მყარი გლობალური


არსებობის ფორმირების ან მომავალში ხელსაყრელი კონკურენტული
მდგომარეობის შექმნისათვის

• კომპანიის კავშირები და თანამშრომლობა, როგორც დარგის ფასეულობათა


ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ბაზრის
ოპერაციებთან, თანამედროვე ბიზნესის მახასიათებელი ნიშანია.

• ბიზნესში კავშირებისა და ალიანსების გავრცელების შედეგად სხვადასხვა


საწარმოს შორის არსებული კონკურენცია გარდაიქმნება საწარმოების ჯგუფებს
შორის კონკურენციად.

74. დაახასიათეთ ახლად ფორმირებული დარგები.

ახლადფორმირებული ანუ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დარგების


რიცხვს განეკუთვნება ინტერნეტში მუშაობის ხელშემწყობი უსადენოო
მოწყობილობების ინდუსტრია -დიდი შესაძლებლობების მქონე ტელევიზორების
წარმოება, მოხუცთა მომსახურება, დისტანციური განათლება და ა.შ.
ახლადფორმირებული დარგეი სრულყოფენ ტექნოლოგიებს, არჩევენ და
ამზადებენ პერსონალებს, აფართოებენ საქმიანობის მასშტაბებს ... ფორმირებად
დარგებში კომპანიის ბიზნესმოდელი და სტრატეგია ექსპერიმენტულ ხასიათს
ატარებს, რაც იმას ნიშნავს რომ სავარაუდო მოგების მომტანმა სტრატეგიამ მარცხი
განიცადოს.

75. დაახასიათეთ მომწიფებული დარგები.

მომწიფებულიდარგი გამოირჩევა ზრდის ტემპის შენელებით. დარგის მომწიფების


ეტაპი დგება მაშინ როდესაც თითქმის ყველა პოტენციური მყიდველი გახდა
პროდუქციის რეალური მომხმარებელი. მოთხოვნა უმეტესწილად ყალიბდება
განმეორებითი შესყიდვების შედეგად, ხოლო დარგის ზრდის ტემპები
ნარჩუნდება ახალი მომხმარებლების ნაკადის ანდა არსებული მომხმარებლების
მოთხოვნილებების მოცულობის ზრდის საფუძველზე, რაც არ აღემატება 5%-ს .

სიმწიფის ეტაპი შეიძლება შეჩერდეს ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური


პროდუქციის გამოჩენის და სხვა მოვლენების გამო, რომლებიც ზეგავენას
ახდენენ.

76. დაახასიათეთ უძრაობის ან დაცემის ეტაპზე მყოფი დარგები.

ბევრი კომპანია საქმიანობს დარგებში, სადაც ზრდის დინამიკა საერთოდ


ეკონომიკის მაჩვენებლებთან შედარებით საშუალოზე დაბალია ან
უარყოფითი.ბიზნესის შეწყვეტა მეტი ფულადი სახსრების მიღების მიზნისთ,
აქტივების გაყიდვა და საწარმოსთვის დახურვისთვის მზადება სუსტი
კომპანიებისთვის ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

უძრაობის ან დაცემის ეტაპზე მყოფ დარგებში კონკურენტული უპირატესობის


მიღწევისთვის გამოიყენება სამი კონკურენტული სტრატეგია: დარგის მზარდ
სეგმენტზე კონცენტრაცია, დიფერენციაცია ხარისხის ამაღლების და საქონლის
მოდელების განნახლების საფუძველზე, დანახარჯებით ლიდერობის მოპოვება.

77. დაახასიათეთ სეგმენტირებული დარგები.

კონკურენტული ვითარება სეგმენტირებულ დარგებში გამოირჩევა დარგობრივი


ლიდერობის არარსებობით, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ მნიშვნელოვანი საბაზრო
წილი და ცნობადი სავაჭრო ნიშანი. დარგების ტიპიური სეგმენტირება - კინო,
გამომცემლობა, ლანდშაპტური არქიტექტურა და მებაღეობა, უძრავ ქონებასთან
დაკავშირებული ოპერაციები, ჯანდაცვა, საბანკო მომსახურება, სუპერმარკეტები
და ა.შ...

78. დაახასიათეთ ლიდერი კომპანიებისთვის რეკომენდებული სტრატეგიები.

ჩვეულებრივ, დარგის ლიდერები და დომინირებადი ფირმები იყენებენ ქვემოთ


ჩამოთვლილი სტრატეგიებიდან ერთერთს:
• შეტევითი სტრატეგია. მისი მთავარი მიზანია, დარგში პირველი გზამკვლევის
პოზიციების შენარჩუნება.

• აქტიური თავდაცვის სტრატეგია. ეს სტრატეგია გულისხმობს მოქმედი


კონკურენტებისა და ახალი კომპანიებისთვის წინააღმდეგობის შექმნას.

• ძალების დემონსტრირების სტრატეგია. ასეთ შემთხვევაში, დარგში


დომინირებადი ლიდერი მოქმედებს მკვეთრად და გადაწყვეტილად, თუ მცირე
კონკურენტები ფასდაკლებებით და სხვა შეტევითი მოქმედებების საფუძველზე
ცდილობენ შეატყიონ ლიდერის პოზიციები.

• დანახარჯებით ლიდერობა;

• დიფერენციაცია;

• დარგობრივი ლიდერების მთავარი სტრატეგიული ამოცანაა - თავდაცვითი


მეთოდების შერჩევა და კონკურენტული პოზიციების გამარტივება ან
დომინირებადი პოზიციების მოპოვება. დარგობრივი პოზიციის და
ბაზრის დიდი წილის მოპოვება თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია,
რადგან უზრუნველყოს სერიოზულ კონკურენტულ უპირატესოას და
რენტაბელურ დონეს;

• შეტევითი სტრატეგია;

79. დაახასიათეთ კომპანია-მიმდევრებისთვის რეკომენდებული სტრატეგიები.

• საქონლის ფასის შემცირება მაღალი დანახარჯების მქონე სუსტი კომპანიების


კლიენტების გადმობირებისათვის.

• კონკურირებადი კომპანიების შერწყმა ან შთანთქმა წარმოების აუცილებელი


მასშტაბის მიღწევისათვის.

• ინვესტირება ეკონომიურ ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებში, ტექნოლოგიური


სიახლეების დანერგვა.

• წარმოების შედარებით დაბალი დანახარჯების მქონე ქვეყნებში წარმოების


გადატანა.

• ფასეულებათა ჯაჭვის კარდინალური გარდაქმნა ხარჯების რადიკალური


შემცირებისათვის.
80. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ არაკონკურენტუნარიანი და კრიზისულ
ვითარებაში მყოფი კომპანიებისთვის რეკომენდებული სტრატეგიები.

• საკმარისი ფინანსური რესურსების მქონე კომპანიას შეუძლია კრიზისიდან


გამოსვლის პროცესში გამოიყენოს შეტევითი სტრატეგია: რადიკალურად
შეამციროს დანახარჯები ან მოახდინოს საქონლის ორიგინალური
დიფერენციაცია. ასეთ საქმეში ცოდნისა და კაპიტალის დაბანდებით, კომპანია
შეძლებს შეცვალოს მდგომარეობა და უახლოესი 5 წლის განმავლობაში შევიდეს
ლიდერების რიცხვში.

• კომპანიას ასევე შეუძლია ისარგებლოს აქტიური თავდაცვის სტრატეგიით


საკუთარი ძველი სტრატეგიის რამდენიმე ელემენტის გამოყენებით. ამასთანავე,
მოუწევს რთული ბრძოლა გაყიდვების მოცულობის, საბაზრო წილის და
კონკურენტული პოზიციის არსებულ დონეზე შესანარჩუნებლად.

• კომპანიას შეუძლია აირჩიოს დაუყოვნებელი გასვლის სტრატეგია და გავიდეს


ბაზრიდან, ან გაყიდოს ბიზნესი, ან შეარჩიოს ოპერაციები, თუ არ გამოინახება
მყიდველი.

• ბოლოს, კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ბოლო ტაიმის სტრატეგია, მინიმალურ


დონეზე მოახდინოს სახსრების რეინვესტირება ბიზნესში და მოკლევადიან
პერსპექტივაში მიაღწიოს მოგების მასიმიზაციას, ამასთანავე, დაიწყოს ბაზრიდან
გასვლისთვის მზადება.

• შემტევი სტრატეგია - დანახარჯების რადიკალურად შემცირება, ან


საქონლის დიფერენციაცია;

• აქტიური თავდაცვის სტრატეგია;

• დაუყოვნებლივი გასვლის სტრატეგია;

• ბოლო ტაიმის სტრატეგია.

• თუ კომპანია დაცემის ეტაპზეა და კარგავს კონკურენტულ პოზიცებს, ასეთ


დროს მიზანშეწონილია ოთხიდან ერთ-ერთი სტრატეგიის გამოყენება.
საკმარისი ფინანსების მქონე კომპანიამ შეუძლია გამოიყენოს შეტევითი
სტრატეგია: რადიკალურად შეამციროს დანახარჯები ან მოახდინოს
საქონლის ორიგინალური დიფერენციაცია.

• ასევე შეუძლია ისარგებლოს აქტიური თავდაცვის სტრატეგიით საკუთარი


ძველი სტრატეგიის რამდენიმე ელემენტის გამოყენებით.


• ასევე დაუყოვნებლივ გასვლის სტრატეგია და გავიდეს ბაზრიდან ან
გაყიდოს ბიზნესი.

• ბოლოს კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ბოლო ტაიმის სტრატეგია,


მინიმალურ დონეზე მოახდინოს სახსრების რეინვესტირება ბიზნესში და
მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწიოს მოგების მაქსიმიზაციას.

81. რა შემთხვევაშია რეკომენდებული დივერსიფიკაციის სტრატეგიის გამოყენება?

ზრდის შენელების შესაბამისად დივერსიფიცირება ხდება მიმზიდველი საშუალება


კომპანიის პერსპექტივის გაუმჯობესებისთვის. დივერსიპიკაცია შესაძლებელია იმ
შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს ტექნოლოგიური სიახლეები, წამყვანი კომპანიები ან
რესურსული ბაზა სხვა დარგებში წარმატებული კონკურენციისთვის. მოკლედ რომ
ვთქვათ, როდესაც კომპანია არსებულ დარგში ამოწურავს განვითარებას.

82. ჩამოთვალეთ მონათესავე დივერსიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მონათესავე დივერსიფიკაცია დადებითიამაშინ როცა,ხდება ფასეულობათა


ჯაჭვის დამთხვევა.

დადებითია თუ შესაძლებელია მოხდეს:

· კონკურენტულად ფასეული გამოცდილების, ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს და


შესაძლებლობების გაცვლა

· კომპანიის მონათესავე საქმიანობათა სახეების გაერთიანება წარმოების


დანახარჯების შემცირების მიზნით

· ურთიერთსარგებლის საფუძველზე ბრენდების ერთობლივი გამოყენება

· კომპანიებს შორის თანამშრომლობის დაწყება კონკურენტულად ფასეული


შესაძლებლობების და რესურსების შექმნის მიზნით.

83.. ჩამოთვალეეთ არამონათესავე დივერსიფიკაციის დადებითი და უარყოფითი


მხარეები.

არამონათესავე დარგებში დივერსიფიკაციას აქვს რიგი უპირატესობები:

• სამეწარმეო რისკი ნაწილდება სხვადასხვა დარგის მიხედვით.

• კომპანიის ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება


უზრუნველყოფს მათ გადანაწილებას მოგების მიღების პერსპექტივის მქონე
ნებისმიერ დარგში.
• კომპანიის მოგება სტაბილურია, რადგანაც ერთ დარგში დაღმავლობაროგორღაც
კომპენსირდება მეორე დარგში აღმავლობით.

• რაც უფრო წარმატებით ახორციელებს კომპანიის მენეჯმენტი ახალი საწარმოს


შესყიდვას ხელსაყრელ ფასად, მით უფრო სწრაფად იზრდება აქციონერთა
კეთილდღეობა.

არამონათესავე დივერსიფიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში განიცდის მნიშვნელოვან


ნაკლოვანებებს.

• პირველი, რაც უდრო მსხვილია საწარმოო კონგლომერატი, მით უფრო რთულია ტოპ-
მენეჯმენტისთვის ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და სწორი სტრატეგიის
არჩევა ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ დარგსა და კონკურენტულ
პირობებში მოქმედი კომპანიებისთვის.

• მეორეც, სტრატეგიული შესაბამისობის გარეშე დივერსიფიცირებული კომპანიების


საერთო ბისზნესპორტფელის მოგების დონე არ აღემატება ყველა ქვედანაყოფის
მოგების საერთო ჯამს, ვიდრე მათი დამოუკიდებლად მუშაობის შემთხვევაში.

• მესამეც, თეორიულად ითვლება, რომ არამონათესავე დივერსიფიკაცია


უზრუნველყოფს გაცილებით უფრო სტაბილურ მოგებას, რადგანაც მოქმედებს
სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაში მყოფ დარგებში. თუმცა, პრაქტიკაში
საწინააღმდეგო ფაზაში მყოფი (აღმავლობა, დაღმავლობა) განსხვავებული დარგების
ეფექტიანი საქმიანობის მიღწევა ფაქტიურად შეუძლებელია.

84. ჩამოთვალეთ და განმარტეთ დივერსიფიკაციის სტრატეგიები.

დივერსიფიკაციის განხორციელების 4 სტრატეგია არსებობს

• საქმიანობის სფეროს გაფართოება დივერსიფიკაციის ხარჯზე

• დივერსიფიცირების

• რესტრუქტურიზაცია და კრიზისიდან გამოსვლა

• დივერსიფიკაციის მრავალეროვნული სტრატეგიები:

• მასშტაბის და გამოცდილების ეფექტის გამოყენება

• ფირმათაშორისი კოოპერაციის ეფექტის გამოყენება

• ცნობადი სახელის და ბრენდის გამოყენება


• სახსრების გადადინება - ერთი ქვედანაყოფის ფინანსური და ორგანიზაციული
რესურსების გადადინება სხვა ქვედანაყოფის კონკურენტული ინიციატივების
მხარდაჭერის მიზნით.

• ზემოთ ჩამოთვლილი კონკურენტული უპირატესობების კომბინაცია

85. ჩამოთვალეთ დივერსიფიცირებული კომპანიის სტრატეგიული ანალიზის


ეტაპები.

• დივერსიფიკაციის მასშტაბები: ფართო ან ვიწრო

• დივერსიფიკაციის ხასიათი: მონათესავე, არამონათესავე, კომბინირებული

• ოპერაციების გეოგრაფია: ეროვნული, მრავალეროვნული, გლობალური

• ბიზნესპორტფელში ახალი კომპანიების არსებობა

• ბიზნესპორტფელში სუსტი ან არამიმზიდველი ქვედანაყოფების არსებობა

• ძირითად დარგებში მწარმოებლურობა და პოზიციები

• ფირმათაშორისი და დარგთაშორისი სტრატეგიული შესაბამისობა

• გასულ წლებში თითოეულ ქვედანაყოფში დაბანდებული კაპიტალის


პროცენტული წილი.

ანალიზი ხორციელდება რვა ეტაპის მიხედვით:

• მიმდინარე კორპორაციული სტრატეგიის ანალიზი.

• დარგების მიმზიდველობის ანალიზი.

• კონკურენტუნარინობის ანალიზი.

• სტრატეგიული შესაბამისობის ანალიზი.

• რესურსული ბაზის ანალიზი.

• მწარმოებლურობის შეფასება.

• ქვედანაყოფების პრიორიტეტულობის განსაზღვრა რესურსების განლაგების მიზნით.

• ახალი სტრატეგიული ინიციატივების შემუშავება კომპანიის საერთო ეფექტიანობის


ამაღლებისათვის.
86. ჩამოთვალეთ და განიხილეთ დარგის მიმზიდველობის შეფასების კრიტერიუმები.

• ბაზრის მოცულობა და ზრდა,

• კონკურენციის ინტენსიურობა,

• დარგების სტრატეგიული და რესურსული შესაბამისობა,

• მოთხოვნები რესურსული ბაზის მიმართ,

• შესაძლებლობები და საფრთხეები,

• სეზონური და ციკლური მერყეობა,

• სოციალური პოლიტიკული ეკონომიკური და იურიდიული ფაქტორები,

• დარგის მომგებიანობა,

• დარგის პერსპექტივები და რისკი.

დარგის მიმზიდველობა ფასდება სამი კრიტერიუმის მიხედვით:

• კომპანიის ბიზნესპორტფელში წარმოდგენილი თითოეული დარგის მიმზიდველობა.

• დარგების შედარებითი მიმზიდველობა.

• ყველა დარგის საერთო მიმზიდველობა.

87. რა არის პერსონალის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობა?

პერსონალის განვითარება (სწავლება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება)


განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც კომპანია ცვლის ან
აკორექტირებს სტრატეგიას, რომლის საფუძველზეც წარმოიქმნა მოთხოვნა ცოდნის,
კონკურენტული შესაძლებლობების, მმართველობითი მიდგომებისა და მუშაობის
მეთოდების მიმართ. სწავლა წარმატების მთავარი ფაქტორია იმ დარგებში, სადაც
ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. თუ თანამშრომლებს არ აქვს მოწინავე ცოდნა
და გამოცდილება ფირმა კარგავს კონკურენტუნარიოანობას. აქედან გამომდინარე, თუ
მენეჯმენტი ზრუნვას კომპანიის სტრატეგიის ეფექტიანად რეალიზებაში, მაშინ
ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომლების სწავლება.

88.. განიხილეთ განსხვავებები ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ


ორგანიზაციებში სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღების
კუთხით.
ცენტრალიზებული ორგანიზაცია -ერთი ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაო.

დეცენტრალიზაცია - იერარქიულად ზემოდან ქვემოთ „ჩამოტანილი“ სამუშაო ანუ


სამუშაო გადანაწილებულია ქვედა დონეზე.

ცენტრალიზებულ ორგანიზაციაში სტრატეგიულ და ოპერაციულ გადაწყვეტილებებს


იღებს ერთი ადამიანი, მეტი რისკია არასწორად მიღებული გადაწყვეტილებისა.
დეცენტრალიზებულის დროს ვფიქრობ, რომ ადეკვატური გადაწყვეტილების
მიღების შანსი მეტია, ვინაიდან ქვედა დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება.

89. განმარტეთ კავშირი წახალისების სისტემასა და შრომის ეფექტიანობას შორის.

ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში თანამშრომელთა სტიმულირების ყველაზე სანდო


საშუალებაა- იმ თანამშრომელბის აღიარება და წახალისება, რომლებმაც მიაღწიეს
დაგეგმილ სამუშაო მაჩვენებელს. და იმათი არ წახალისება, ვინც ვერ მიაღწია.
სტიმული და წახალისება-მენეჯმენტისთვის ერთადერთი ნამდვილად ძლიერი
მაჩვენებილია, რომელიც აიძულებს თანამშრომლებს გულმოდგინედ იმუშაონ
კომპანიის სასარგებლოდ. წახალისების სისტემა მაშინაა ეფექტიანი, როდესაც
პირდაპირ კავშირშია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქმიანობის მაჩვენებლის
მიღწევასთან.

You might also like