Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

სიღრმისეული ინტერვიუ

მისი მიზანია:

•რესპონდენტისგან დეტალური, ღრმა და თანმიმდევრული ინფორმაციის მიღება მათი


ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ

•ინტერვიუს საფუძველზე შესაძლებელი ხდება გარკვეული საზოგადოებრივი


კანონზომიერების დადგენა, ზოგ შემთხვევაში კი - საერთო ხასიათის დასკვნების
გაკეთება.

ინტერვიუ ტარდება მხოლოდ მკვლევრის და რესპონდენტის მონაწილეობით და


აუცილებლად იწერება. სიღრმისეულ ინტერვიუს ატარებს თავად მკვლევარი , რომელიც
ყველაზე კარგად ერკვევა შესასწავლ საკითხში. ინტერვიუს პროცესში რესპონდენტის
თხრობა არ არის შეზღუდული, თუმცა ინტერვიუერის მიზანია ფოკუსის შენარჩუნება .

სიღრმისეული ინტერვიუს მიზანია მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს


კონკრეტული შემთხვევა რესპონდენტის გამოცდილებიდან , კერძოდ : შთაბეჭდილება ,
რეაქცია, დამოკიდებულება, შეფასება. ამ მიზნის მისაღწევად, სირღმისეული ინტერვიუს
ყველაზე გავრცელებული შეკითხვებია „როგორ?“ და „რატომ?“. დახურული შეკითხვები
გამოიყენება ეპიზოდების დასაზუსტებლად

არსებობს სადისკუსიო გეგმა - ინტერვიუს გზამკვლევი:

•გამოყოფილია ძირითადი თემები და მიმართულებები


•სადისკუსიო გეგმა არ ზღუდავ ახალი თემების განხილვის შესაძლებლობას
•მნიშვნელოვანია, რომ გეგმა რადიკალურად არ იცვლებოდეს რესპონდენტიდან -
რესპონდენტამდე, რათა მონაცემები ურთიერთშედარებადი იყოს

სიღრმისეული ინტერვიუს შერჩევა

•შერჩევა არასდროსაა რეპრეზენტატული


•შერჩევას განსაზღვრავს მკვლევრის მიზანი
•შერჩევის წევრები ერთი და იგივე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან ,
მსგავსი კონკრეტული გამოცდილებით
•ინტერვიუს რაოდენობა მერყეობს 20-30-დან 50-60-მდე
•ინტერვიუები წყდება ახალი ინფორმაციის გენერირების შეწყვეტასთან ერთად .

სიღრმისეული ინტერვიუს სახეები:


ცხოვრების ისტორია:

•ფოკუსირებულია რესპოდენტის ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდზე


•არასტრუქტურირებულია და არ გამოიყენება სადისკუსიო გეგმა
•ინტერვიუერი არის მხოლოდ მსმენელის როლში
•თხრობაში ჩარევა ხდება მხოლოდ თხრობის ფოკუსის და ქრონოლოგიის შენარჩუნების
მიზნით

ბიოგრაფიული ნარატივი:

• ჩატარების მეთოდი არ განსხვავდება ცხოვრების ისტორიისგან


• განსხვავება ვლინდება მხოლოდ იმაში, რომ აქცენტი კეთდება არა კონკრეტული
მოვლენის ფაქტობრივ დახასიათებაზე, არამედ რესპოდენტის სუბიექტურ შეფასებაზე -
როგორ განიხილავს კონკრეტულ მოვლენას რესპოდენტი

რესპოდენტის გულახდილობის გამომწვევი ტექნიკები:

• სიჩუმე - პაუზას არ ავსებს ინტერვიუერი, რაც ერთგვარი პროვოცირებაა იმისა , რომ


რესპონდენტმა შეავსოს თხრობა. სიჩუმის გამოყენების წარმატებულობა დამოკიდებულია
ინტერვიუერის დაკვირვებაზე;

• ექო - რესპონდენტის ბოლო წინადადების/სიტყვის პერიფრაზი, რაც უბიძგებს მას


თხრობის გაგრძელებისკენ მკვლევრის მინიმალური ჩარების პირობებში

• განაცხადი - მკვლევრის მიერ პირდაპირი განაცხადი იმისა შესახებ, რომ მას აქვს
ინფორმაცია საკითხზე, რომლის გამხელაც ყველაზე მეტად ურთულდება რესპონდენტს .

მონაცემების დამუშავება:

•სიღრმისეული ინტერვიუს მატერიალური მონაცემია ტრანსკრიპტი


•არ არსებობს ინტერვიუს მონაცემების დამუშავების ფორმალიზებული მიდგომა
•ყველაზე გავრცელებული მეთოდებია კოდირება და ტიპოლოგიზაცია

კოდირება - მნიშვნელოვანი ერთეულების გამოყოფა ინტერვიუში

ტიპოლოგიზაცია - ერთმანეთთან დაკავშირებული, ხშირად განმეორებადი კოდების


გამოყოფა

• ინტერვიუს მონაცემები სიხშირულად არ მუშავდება.

• ინტერვიუს მონაცემების ანალიზით ვიღებთ გარკვეული სოციალური პრობლების


შეფასებას, მიზეზებს, კანონზომიერებას, გადალახვის გზებს და ა.შ. ყველა დასკვნა
გამყარებულია ციტირებით.

You might also like