Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

კონტენტ ანალიზი

კონტენტ ანალიზი არის მონაცემთა ანალიზის ტექნიკა, რომელიც ტექსტის კონტექსტიდან


განმეორებადი და ვალიდური დასკვნების გაკეთებისთვისაა განკუთვნილი .

კონტენტ ანალიზის მიზნები:

•დიდი რაოდენობის თვისებრივი მონაცემების შემცირება და ოპტიმალურ რაოდენობამდე


დაყვანა •მონაცემების შემცირება
თვისებრივი ანალიზის ძირითადი ელემენტია, რომელიც თვისებრივი მონაცემების
თვისების გათვალისწინებით ხორციელდება •ინდივიდის , ჯგუფების ,
ინსტიტუციური ან საზოგადოებრივი საქმიანობის ფოკუსების გამოვლენა და
კომუნიკაციურ შინაარსში გამოკვეთილი პატერნებისა და ტენდენციების აღწერაა

კონტენტ ანალიზისას ხდება ტექსტის გაანალიზება, მოცულობის შემცირება , გარჩევა და


შეჯამებული სახით წარმოდგენა. კონტენტ ანალიზი შეიძლება იყოს რაოდენობრივი
(სიხშირეებისა და ფარდიბითი სიხშირეების დათვლა) და თვისებრივი (თემებისა და
მიმართებების იდენტიფიცირება). ანალიზი ხორციელდება წინასწარ არსებული
კატეგორიებისა და ტექსტზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი თემების საშუალებით .

კონტენტ ანალიზის მიმართულების 3 სფერო:

ვინ ამბობს? (კომუნიკატორის მახასიათებლები)

რას ამბობს? (შეტყობინების მახასიათებლები)

რა გავლენა აქვს ნათქვამს შეტყობინების მიმღებზე

კონტენტ ანალიზის ერთეული:

ჩაწერის ერთეული

შინაარსის უმცირესი ნაწილი, რომელიც მოიცავს სამიზნე მინიშნებას (ცნებას , ტერმინს ,


სიტყვას და ა.შ.). მაგ; ჩანაწერის ერთეული შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ტერმინი (მაგ ;
„ნდობა“)

კონტექსტის ერთეული

შინაარსის უდიდესი ერთეული, რომელიც შეიძლება შემოწმდეს ჩანაწერის ერთეულის


დახასიათებისას. მაგ: იმის გასარკვევად, თუ რა კონტექსტშია გამოყენებულია ჩანაწერის
ერთეული, მკვლევარი აანალიზებს უფრო ფარტო კონტექსტს, მაგალითად , წინადადებას
ან აბზაცს.

ჩანაწერის ერთეულის/კოდების ტიპები:

სიტყვა - არჩეული ტერმინი, რომლის სიხშირესაც ითვლიან მკვლევრები;

თემა - შინაარსობრივი ერთეული (წინადადება), რომელიც შეიძლება ეხებოდეს ატიტუდს ,


იმიჯს, ღირებულებას და ა.შ. მკვლევარი წინასწარ განსაზღვრავს, რომელ თემას
დააკოდირებს;

პიროვნება - აღირიცხება ტექსტში პიროვნებები, რაც საშუალებას გვაძლევს ტექსტში


მოცემული პიროვნებების ნიშნების აღწერისათვის;

აბზაცი - იშვიათად გამოიყენება ჩანაწერის ერთეულად, რადგან შეიძლება ბევრ თემას


მოიცავდეს და კომპლექსური იყოს.

საკითხი - მთლიანი ერთეული, რომელსაც ავტორი იყენებს (წიგნი, სტატია, საუბარი).


მთლიანი საკითხის ანალიზი ადეკვატურია მაშინ, როდესაც ვარიაციები საკითხში
ნაკლებადმნიშვნელოვანია.

კატეგორია

კატეგორია ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული ერთეულების /კოდების


ერთობლიობაა.

•კატეგორია უნდა იყოს დაკავშირებული კვლევის მიზანთან (შეიძლება, წინასწარ


განისაზღვროს მკვლევრის მიერ);

•კატეგორია უნდა იყოს ორმხრივად ამომწურავი - ჩანაწერის და კონტექსტის ყველა


ერთეული მოხვდება კატეგორიაში;

•კატეგორია უნდა იყოს ექსკლუზიური - ერთი და იგივე ერთეული არ უნდა ხვდებოდეს


ერთზე მეტ კატეგორიაში.

You might also like