Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 14

მარიამ ჩხარტიშვილი

შესავალი ისტორიის მეცნიერებებში


ლექცია 4. “ი
ისტორიის პროფესიონალიზაცია.
პროფესიონალიზაცია ევროპის
მაგალითი.”
მაგალითი
შესავალი

 ამ ლექციებში ვეხები ისტორიის როგორც სამეცნიერო


დისციპლინის ჩამოყალიბების საკითხს.
 როგორც უკვე გითხარით, ისტორიული ცოდნის
დაგროვება იწყება ადამიანთა საზოგადოების არსებობის
ძალიან ადრეულ ეტაპზე, ადამიანთა ინტერესი
ისტორიისადმი ძალიან ძველია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ
ისტორია უკავშირდება კოლექტიურ მეხსიერებას,
იდენტობას.
 მიუხედავად ამ სიძველისა, ისტორია, როგორც სამეცნიერო
დისციპლინა, შედარებით ახალია. ჩამოყალიბების
პროცესის დასაწყისს უკვე მეთვრამეტე საუკუნის
მიწურულიდან ვხედავთ, ხოლო ისტორიაზე , როგორც
ჩამოყალიბებულ სამეცნიერო დისციპლინაზე შეგვიძლია
ვისაუბროთ მეცხრამეტე საუკუნიდან.
ლეოპოლდ ფონ რანკე და რენკეანიზმი

 ლეოპოლდ ფონ რანკეს – ცნობილ გერმანელ


ისტორიკოსს– უკავშირდება ისტორიის
სამეცნიერო დისციპლინად გადაქცევა და
პირველი სამეცნიერო ისტორიოგრაფიული
სკოლის ჩამოყალიბება.
 ამ სკოლას სხვადასხვა სახელით
მოიხსენიებენ: ემპირიცისტები,
სთეითისტები, პოზიტივისტები. ყველა ეს
სახელწოდება წარმოაჩენს ამ მიდგომის
რომელიმე მნიშვნელოვან ნიშანს.
რატომ სთეითისტური პარადიგმა?
პარადიგმა

 ეს ტერმინი უკავშირდება სახელმწიფოს. ამ


სკოლის მიმდევრები დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ პოლიტიკურ ისტორიას. მარტო
პოლიტიკური ისტორია მიაჩნდათ
ყურადღების ღირსად.
რატომ ემპირიციზმი?
ემპირიციზმი

 ამ სკოლის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ


ცოდნის მოპოვების გზა არის ემპირიული
მონაცემების ანუ ცდისეული მონაცემების
ანუ დაკვირვებით მოპოვებული მონაცემების
შეკრება.
რატომ პოზიტივიზმი?
პოზიტივიზმი

 პოზიტივიზმი ფილოსოფიური
მიმდინარეობაა. მას სამეცნიერო
რევოლუციიის შემდგომ იყენებდნენ
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და
სწორედ ის აფუძნებდა ცდისული ცოდნის
პრიორიტეტს.
ლეოპოლდ ფონ რანკე 1795 –1886
ემპირიციზმის უმთავრესი დებულებები

 როგორც ითქვა, ემპირიციზმი თავის


ფოკუსში აქცევდა პოლიტიკურ ისტორიას.
 წყაროთა უმთავრეს სახეობად კი საარქივო
მასალა მიაჩნდა.
 რანკე თვლიდა, რომ ისტორიული პროცესი
შეცნობადი იყო და ობიექტურ და
პროფესიონალ ისტორიკოსს შეეძლო
სინამდვილე ადეკვატურად აღედგინა.
როგორ გავიგოთ ისტორიის პროფესიონალიზაციის და
ინსტუტუციონალიზაციის პროცესი?
პროცესი

 ისტორიკოსობა სპეციალური ცოდნის და


ხარისხების მიღების შემდგომ შეიძლებოდა. ეს
იყო საკმაოდ ხანგრძლივი სწავლის და
სამეცნიერო მუშაობის შედეგი.
 სამეცნიერო ნაშრომები იწერებოდა სპეციალური
ფორმით, აუცილებელი იყო წყაროების,
ლიტერატურის დამოწმება.
 შეიქმნა სამეცნიერო ჟურნალები, ტარდებოდა
სამეცნიერო კონფერენციები, რაც ადრე
საერთოდ არ იყო პრაქტიკაში.
 ამ დროს ისტორია ჯერ კიდევ არ იყო
ინტერდისციპლინური მეცნიერება.
სთეითისტური პარადიგმის გამოწვევა:
გამოწვევა ანალების
სკოლა

 სთეითისტური პარადიგმა ჩამოყალიბდა


მეცხრამეტე საუკუნეში გერმანიაში, მას
წარმატებით სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ და
ამის შედეგად ისტორიკოსის “ტერიტორია”
საბოლოოდ გამოიკვეთა.
 მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამჯერად
საფრანგეთში წარმოიშვა სთეითისტური
პარადიგმის გამოწვეა :ანალების სკოლა. ეს იყო
მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც შემოკრებილი იყო
ერთი სამეცნიერო ჟურნალის გარშემო. თავიდან
ამ ჟურნალს ეწოდებოდა Annales. Histoire,
Sciences Sociales
ლუსიენ ფევრი 1878–1956)

მარკ ბლოკი (1886–1944)


ანალების სკოლის ძირითადი მიდგომები

 ანალების სკოლის ღვაწლი შეფასებულია


როგორც “ისტორიოგრაფიული რევოლუცია”
 მათ, მართლაც, შემოიტანეს ბევრი
რევოლუციური ცვლილება ისტორიულ
მეცნიერებებში
 მათ გააფართოვეს ისტორიკოსის
“ტერიტორია”: იკვლევდნენ სოციალურ
ისტორიას, მენტალობებს, ტოტალურ ,
ინტეგრირებულ ისტორიულ რეპრეზენტაციებს
ქმნიდნენ. მათ ისტორია გახადეს
ინტერნაციონალური.
საშინაო დავალება

 მ.ჩხარტიშვილი. ისტორიული მეცნიერების


შესავალი, თბ.,უნივერსალი, 2009, გვ.30–38.
 როგორ დავწეროთ ისტორია. შესავალი
დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში“.
რედაქტორები პიტერ ლამბერტი და ფილიპ
სკოფილდი. მთარგმნელები: მ.ჩხარტიშვილი,
ს.ქადაგიშვილი,ზ.თარგამაძე.შესავალი წერილი,
თარგმანის საერთო რედაქცია და კომენტარები
მ.ჩხარტიშვილისა. თბ.,თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017, გვ.31– 38.
მადლობა
ყურადღებისათვის!
ყურადღებისათვის

2020

You might also like