Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 48

1. რომის ისტორიის წყაროები და ისტორიოგრაფია.

რომაელებმა თავიანთი თორმეტსაუკუნოვანი არსებობისა და მსოფლიოზე


ბატონობის შესახებ უმდიდრესი ლიტერატურა დატოვეს. მათი ენა რომის
დაცემის შემდეგაც აგრძელებდა არსებობდა. მრავალფეროვანი და მდიდარია
რომის ისტორიის წყაროები. მეცნიერების სამსახურში დგას ათასობით
ეპიგრაფიკული ძეგლი. მიჩნეულია, რომ რომაულმა საისტორიო მწერლობამ
პირველი ნაბიჯები ბერძნული ისტორიოგრაფიის მიბაძვით დაიწყო. პირველი
რომაელი ისტორიკოსებიც თავიანთ თხზულებებს ბერძნულად წერდნენ. ელინი
მემატიანეების მსგავსად იყენებდნენ მითოლოგიურ სიუჟეტებს. რომაელი
ისტორიკოსები თხზულებებს მატიანეების სახით წერდნენ. ანალები იყო მოკლე
ყოველწლიური ჩანაწერები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. პირველი
ოფიციალური დოკუმენტი იყო კალენდარი, მასზე იყო აღნიშნული
დღესასწაულები, თუ როდის შეიძლებოდა კრების მოწვევა და ასე შემდეგ.
ცნობილი ადამიანების პატივსაცემად, მათი გარდაცვალების შემდეგ იწერებოდა
ელოგიები.
პირველ რომაელ ისტორიკოსად ითვლება ფაბიუს პიქტორი, ცხოვრობდა მეორე
პუნიკური ომის დროს. ის იყო სენატორი. მისი ანალები დაწერილი იყო ბერძნულ
ენაზე. თხრობას იწყებდა მითოლოგიით და მოჰყავდა ჰანიბალამდე.
ლათინურ ენაზე რომის ისტორია პირველმა დაწერა მარკუს პორციუს კატონ
უფროსმა. ის გამოდიოდა ბერძნული ენის წინააღმდეგ. მის მთავარ ნაშრომად
მიჩნეულია ,,მიწათმოქმედება’’ და ,,დასაბამიდან’’.
პოლიბიოსი. რომის ისტორიის მეცნიერულ დონეზე გამართვა უკავშრდება
პოლიბიოსის სახელს. პიდნას ბრძოლაში დამარცხების შემდეგ პოლიბიოსი ათას
წარჩინებულ ბერძნელ ახალგაზრდასთან ერთად რომში გაიწვიეს. ის იყო სციპიონ
აფრიკელის მასწავლებელი. მისი მთავარი თხზულებაა მსოფლიო ისტორია 40
წიგნად. ეს არის პერიოდი პირველი პუნიკური ომის დასაწყისიდან კართაგენისა
და კორინთოს დანგრევამდე.
ტიტუს ლივიუსი. ავგუსტუსის ეპოქის, რომაული პოეზიის ,,ოქროს საუკუნის’’
თანამედროვე იყო. პოლიტიკურ ცხოვრება უარი თქვა, თუმცა ბოლომდე სენატის
მომხრედ და რესპუბლიკელად დარჩა. ის იყო ისტორიკოს-ლიტერატორი. ის
წერდა ფილოსოფიური და რიტორიკული ხასიათის თხზულებებს, მაგრამ
საყოველთაო აღიარება მოუტანა მონუმენტურმა რომის ისტორიამ. რომის
ისტორია დაწერილი იყო ,,142 წიგნად’’. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს
დათმობილი რელიგიას. ისტორიკოსი მნიშვნელოვან მოვლენებს ღვთის რწმენის
ხარისხით ხსნიდა.
ნიკოლოზ დამასკელი. ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, მისი წარმომავლობა
უცნობია. დაიბადა სირიაში, დამასკო. მის კალამს ეკუთვნის: ცეზარის ცხოვრება,
გასართობ ჩვეულებათა კრებული. მისი ცნობები საყურადღებო ცნობებს შეიცავს
სამოქალაქო ომის დამამთავრებელი ეტაპის დაძაბულ ატმოსფეროზე.
დიოდორე სიცილიელი. იმ ბერძენ ავტორებს განეკუთვნება, ვინც ლათინურ
ენაზე წერდნენ. განეკუთვნებოდა ვაჭართა წერს. მოგზაურობდა ევროპისა და
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. მან დაწერა ,,ისტორიული ბიბლიოთეკა’’ 40
წიგნად. იგი თანაბრად განიხილავს კულტურულ სამყაროს და ბარბაროსულ
სტადიაზე მყოფ ტომებს.
დიონისე ჰალიკარნასელი. იყო ისტორიკოსი და ორატორი. ჰალიკარნასიდან
გადავიდა რომში. დაწერა: წერილი გნეუს პომპეუს, დემოსთენეს
მჭერმეტყველების შესახებ, ძველი ორატორების შესახებ. მისი მთავარი
თხზულებაა 20 წიგნად დაწერილი რომაული სიძველეები. იგი ასევე
დაუპირსპირდა ჰეროდოტეს მოსაზრებას ეტრუსკების აზიელობასთან
დაკავშირებით, მისი თქმით ეტრუსკები იყვნენ იტალიის აბორიგენები.
იოსებ ფლავიუსი. ებრაელი ისტორიკოსი. დაიბადა იერუსალიმში. ეკუთვნოდა
ქურუმთა წრეს. დაწერა: იუდეის ომი, იუდეის სიძველენი, ავტობიოგრაფია.
პლუტარქე. დაიბადა ბეოტიის ქალაქში, იყო სახელოვანი მწერალი და
ფილოსოფოსი. განათლება მიიღო ათენში. მის მიერ დაწერილი 200
ნაწარმოებიდან 100მა მოაღწია ჩვენამდე, ცნობილია მის მიერ დაწერილი
პარალელური ბიოგრაფიები.
ევსევი კესარიელი. IV საუკუნეში ფართო ასპარეზზე გამოდის ქრისტიანული
მწერლობა, მან დაწერა ეკლესიის ისტორია 10 წიგნად. თხრობა მთავრება 325წ,
ნიკეის კრებით. ამ ნაშრომისთვის მას ეკლესიის მამის ტიტული მიანიჭეს.
ბერძენ-რომაელ ისტორიკოსთა ნააზრევი დავიწყებას არასდროს არ მისცემია,
გუტენბერგის გამოგონებამ კი ყოველივე უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
შექსპირმა ანტიკურ ავტორებზე დაყრდნობით ათზე მეტი მხატვრული ნაშრომი
შექმნა. ალ.წერეთელი რომის ისტორია 2 წიგნად დაწერა. მ.ალექსიშვილი და
ლ.სანიკიძე.

2. იტალიის ძველი მოსახლეობა. ეტრუსკები.


არქეოლოგიური წყაროების მიხედვით, ძვ.წ პირველი ათასწლეულის დასაწყისში
აპენინის ნახევარკუნძული დასახლებული იყო მრავალრიცხოვანი ტომებით, მათ
შორის იყვნენ ეტრუსკები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს უძველეს ,,ქალაქ-
სახელმწიფოებს’’ იტალიაში და საუკუნეთა განმავლობაში ნახევარკუნძულის
მნიშვნელოვანი ნაწილის ჰეგემონები იყვნენ. მეცნიერებაში სადავოდ არის
მიჩნეული, რომ ეტრუსკები იყვნენ ვილანოვის კულტურის მატარებლები,
ეტრუსკების ასპარეზზე გამოჩენა ქრონოლოგიურად მონაცვლეობდნენ და
თითქმის ერთდროულად მოხდა. ეტრუსკების ეთნიკური და ენობრივი
კუთვნილება გაურკვეველია, ის ფაქტი, რომ ისინი არსებითად განსხვავდებოდნენ
აპენინის ნახევარკუნძულის დანარჩენი მოსახლეობისგან დავას არ იწვევს,
ჰეროდოტეს თანახმად, ეტრუსკები არიან მიდიელები და მოთხრობილი აქვს
მითი უფლისწულ ტირსენის შესახებ. მითის მიხედვით მიდიას ატისის მეფობის
დროს თავს დაატყდა სტიქიური უბედურება, მოუსავლიანობის წლები. ქვეყანა
მოიცვა არნახულმა შიმშილობამ და სიღატაკემ. ლიდიელები 18 წელი იტანდნენ
გაჭირვებას, საბოლოოდ მეფემ გადაწყვიტა მოსახლეობა ორ ნაწილად გაეყო,
ჩაატარა წილისყრა, რომელმაც განსაზღვრა, ვინ უნდა დარჩენილიყო ლიდიაში და
ვის უნდა დაეტოვებინა. ახალი სამშობლოს მაძიებლებს სათავეში ჩაუყენა თავისი
ძე ტირენი. ბედის მაძიებლები ხომალდებით მიადგნენ ომბრიკების მიწას, სადაც
ცხოვრობენ დღესაც. ლიდიელებმა გადაირქვეს სახელი და დაირქვეს
ტირენი(ტირსენი), თავიანთი წინამძღოლის პატივსაცემად. სტრაბონის აზრითაც
ტირინები იყვნენ ლიდიელები, იტალიაში მათი გადასახლება გამოიწვია
მოუსავლიანობამ, ხოლო მათ რომაელები ეტრუსკებსა და ტუსკებს უწოდებენ.
რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი იზიარებს ბერძნულ მწერლობაში
გაბატონებულ შეხედულებას, ეტრუსკების აზიურ წარმომავლობასთან
დაკავშირებით და გვთავაზობს მითის განსხვავებულ ვარიანტს. ტაციტუსის
მიხედვით, ტირენი და ლიდი იყვნენ ძმები. წილისყრით ლიდის ერგო წინაპართა
მიწა, ტირენს იტალია. ანტიკური ავტორების მოსაზრების წინააღმდეგი იყო
დიონისე ჰალიკარნასელი, მისი თქმით ეტრუსკებსა და ლიდიელებს შორის არც
ენობრივი და არც ტრადიციებით საერთო არაფერია, ეტრუსკები იტალიის
უძველესი მოსახლეები იყვნენ. რომაული პოეზიის კლასიკოსს, ვირგილიუსს
ლეგენდის განსხვავებული ვარიანტი აქვს წარმოდგენილი. მისი აზრით,
ეტრუსკები ტროელების შთამომავლები არიან. ეტრუსკების ლეგენდას აძლიერებს
ის რეალობა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში მათ ენას ანალოგი ვერ მოუძებნეს,
ამოუცნობ საოცრებად რჩება მათი დამწერლობა, რომლის წაკითხვაც ძნელი არ
არის, ისინი ძირითადად ბერძნულ ენაზე წერდნენ, თუმცა ამ ენის ანალოგი ვერ
მოიძებნა. ანტიკურ ავტორებს ჩაწერილი აქვთ მცირე რაოდენობით ეტრუსკული
სიტყვები, მაგრამ საიდუმლოს ამოხსნა ვერ ხერხდება. ეტრუსკული წარწერების
კორპუსი ათი ათასზე მეტი დასახელებით განისაზღვრება, რომელთა
რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ მათი შინაარსი გაუგებარია.
წარწერები ძირთადად შესრულებულია საფლავის ქვებზე (ეპიტაფია), შრომის
იარაღებზე, მრავალრიცხოვან ვაზებსა და ფრესკებზე. XIX საუკუნის ბოლოდან
ეტრუსკოლოგია იმედის თვალით შეჰყურებს ზაგრების მუმიას. მუმია 1848 წელს
ეგვიპტეში მოგზაურობისას შეუძენია ხორვატ მოხეილ ბარიჩს. მისი
გარდაცვალების შემდეგ მუმია გადასცეს ზაგრების მუზეუმს. მუზეუმის
თანამშრომლებმა მუმიის საბურველზე შეამჩნიეს დამწერლობის ნიშნები,
დადგინდა რომ ეს ეტრუსკული ტექსტი იყო. თუმცა ტექსტის გაშიფვრა
უშედეგოდ დასრულდა. მუმიაში განისვენებდა მდიდარი ეტრუსკი
მანდილოსანი, საბურავის ტექსტი შედგებოდა 1200 სიტყვისგან, შესრულებულია
ძვ.წ II-I საუკუნეთა მიჯნაზე, ქალი არის 162 სანტიმეტრი. ასევე ეტრუსკული
წარწერა აღმოჩენილია კუნძულ ლემნოსზე, რაც აძლიერებს მისი წარმომავლობის
მცირეაზიულ ვერსიას.
რომაულ პერიოდში მცხოვრებ ეტრუსკებს ერთი წინადადებაც არ დაუწერიათ
საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, მათ ისტორიაზე მსჯელობისას მთლიანად
ანტიკურ ავტორებს ვეყრდნობით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბერძნებს
ეტრუსკული ენა ესწავლათ, ისინი ლათინურსაც კი იშვიათად სწავლობდნენ.
იმპერატორ კლავდიუს დაუწერია ეტრუსკების ისტორია ოც წიგნად, სამწუხაროდ
ჩვენამდე არაა მოღწეული.
ეტრუსკების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა:
ეტრუსკები ,,ვილანოვის კულტურის’’ პირდაპირი გამგრძელებლები იყვნენ,
მაგრამ უფრო დახვეწილი გამომსახველობის უნარით შეუდარებლად მაღლა
იდგნენ წინამორბედებზე. ვილანოვის სოფლის ტიპის დასახლებებს ენაცვლება
ეტრუსკების ქალაქები, საქალაქო ცხოვრების მთელი ატრიბუტებით. ქალაქის
დასაცავად შესანიშნავად იყენებდნენ ბუნებრივ პირობებს, ქალაქებს
გარშემორტყმული ჰქონდა ქვის გალავნები. ანტიკური მწერლობის ფრაგმენტული
ცნობები ადასტურებს, რომ ეტრუსკული ქალაქები დამოუკიდებელი ტიპის
პოლის-სახელმწიფოებს წარმოადგენდა. ეტრუსკების საზოგადოებრივ
ცხოვრებაში შეიმჩნეოდა გვაროვნული წყობილების გადმონაშთები, დიდი
გავლენით სარგებლობდნენ ქურუმები, იგივე ლუკუმონები. ისინი თავიანთი
რაზმებით თავს ესხმოდნენ მეზობელ ტომებს, ძარცვავდნენ და მიჰყავდათ
ტყვეები. ლუკუმონების სამარხებში დაცულია მათი გმირობის ამსახველი
ეპიზოდები. ეტრუსკებთან მონათმფლობელობის დამდასტურებელი ფაქტად
მიჩნეულია გლადიატორების ბრძოლები, ბრძოლები იმართებოდა დაღუპული
წარჩინებულების საფლავზე. სოფლის მეურნეობა ეტრუსლების ძირითადი
საარსებო საშუალება იყო, ეტრურიის ნაყოფიერი მიწები უხვ მოსავალას
იძლეოდა, საფლავებში აღმოჩენილია მიწათმოქმედების დამადასტურებელი
ბრინჯაოსა და თიხის ქანდაკებები. ეტრუსკული ქალაქების ეკონომიკურ
ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ვაჭორბა, განსაკუთრებით საზღვაო
კავშირები. ეტრუსკული ტაძრებისა და ქალაქების ნანგრევებში აღმოჩენილი
მხატვრული შედევრები აღმოსავლეთთან კავშირდება. აღმოჩენილია მხატვრული
სამარხები, ქანდაკებები, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის ნაკეთობანი, ძვირფასი
სამკაულები. ეტრუსკულ და ,,ვილანოვის კულტურის’’ მკვეთრი განსხვავება ჩანს
ნეკროპოლებს შორის. ეტრუსკული სამარხები გაცილებით მდიდრულადაა
მორთული და მითითებულია დაკრძალულის ვინაობა. სამარხები განსხვავდებიან
მოცულობით, რაც დამოკიდებული იყო გარდაცვლილის მატერიალურ
შესაძლებლობაზე. ნეკროპოლი მდებარეობდა ქალაქთან ახლოს.
ეტრუსკთა კულტურული აღმავლობა, არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით ძვ.წ
VII საუკუნიდან იწყება. ეს პერიოდი ხასიათდება გარემო სამყაროსთან აქტიური
ურთიერთობით, განსაკუთრებით ბერძენ კოლონისტებთან.
ეტრურია თორმეტი ქალაქის კავშირის (გაერთიანების) საფუძველზე არსებობდა.
ქალაქის პოლისი გაყოფილი იყო ორ პოლუსად: მდიდრები და ღარიბები. ქვეყნის
მთელი დოვლათი მოქცეული იყო მცირერიცხოვანი არისტოკრატიის ხელში.
ეტრუსკულ საზოგადოებაში ადამიანის ადგილი განისაზღვრებოდა სიმდიდრით.
ეტრუსკთა ქალაქების სათავეში იდგა ქურუმთა კასტა. ეტრუსკული რელიგია
საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებდა მორწმუნეებს და ყოველგვარი
საშუალებით ცდილობდა, ჩაეხშო თავისუფალი აზროვნება.
მას შემდეგ რაც ბერძენმა კოლონისტებმა ფეხი მოიკიდეს ადრიატიკის ზღვის
სანაპიროებზე ეტრუსკებმა მათ წინააღმდეგ ეტრუსკებმა შეურიგებელი ბრძოლა
დაიწყეს, თუმცა ბერძნულ ხელოვნებას აფასებდნენ, ხშირად ქალაქები იწვევდნენ
ბერძენ ოსტატებს, რაც აისახა ეტრუსკულ კულტურაში.
ეტრუსკები პოლიტიკურ ასპარეზზე
ძვ.წ მერვე-მეოთხე საუკუნეებში, იტალიის პოლიტიკური ცხოვრების
წარმათველები ეტრუსკები იყვნენ, ისინი თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ ცხოვერბაში. გამოკვეთილად ფიგურირებს
12 ქალაქი, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სამხრეთით არსებული ქალაქები.
ეტრუსკულ ქალაქებში ძალაუფლება მეფეების ხელში იყო მოქცეული, მათი
ძალაუფლების სიმბოლო იყო წნელის კონები, რომელშიც დამლული იყო ნაჯახი
ეტრუსკები იტალისა განიხილავდნენ თავიანთ საკუთრებას ისინი პრეტენზიას
აცხადებდნენ აპენინის ნახევარკუნძულის დაპყრობაზე, რასაც ხელს უწყობდა
იტალიის ქალაქების დაქუცმაცებულობა და სახლმწიფოებრივი პოლიტიკის
არქონდა.
ეტრუსკების ძლიერების პერიოდს დამეთხვა ბერძნული კოლონიზაცია,
ეტრუსკები ბერძნებს წინააღმდეგობით შეხვდნენ, ბერძნებისათვიის ადრიატიკისა
და ტირენის სღვათა სანაპიროები მიუწვდომელი აღმოჩნდა. ეტრუსკება
შეინარჩუნეს გავლენა იტალიის ცენტრალურ ნაწილზე ისინი ასევე
ავიწროვებდნენ ხემლთაშუა ზღვაზე ფინიკელებს.
ეტრუსკებისა და ბერძნების კორსიკაზე დაპირისპერების ეპიზოდი შემოგვინახა
ჰეროდოტემ: სპარსელთა შემოსევების დროს ფოკეელები გადასახლდენენ
კუნძულ კორსიკაზე, ეტრუსკებმა კართაგენელებთან ერთად შეუტიეს ფოკეელებს
ვინაიდან მათ ძარცვით გამოიჩინეს თავი, ფოკეელებს კუნძულის დატოვება
მოუწიათ.
ბერძენთა სავაჭრო-ეკონომიკურმა გაძლიერებამ გამოიწვია ეტრუსკებისა და
კართაგენელების დაახლოება, ისინი საერთო ძალით ცდილობდნენ ბერძენთა
ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ბერძნები ემუქრებოდნენ ეკონომიკის საფუძვლებს, საშუამავლო ვაჭრობას და
სურდათ ეტრუსკების ნაყოფიერი მიწებ, თუმვა ამის მიუხედავად მაინც მჭიდრო
კავშირი ჰქონდა ეტრუსკებს ბერძნებთან.
ანტიკურ საისტორიო ტრადიციაში რომის დაარსება და ეტრუსკების ასპარესზე
გამოსვლა თითქმის ერთდროულად მოხდა. რომის ისტორიის ადრეული
პერიოდი რომაულია თუ ეტრუსკული? ანტიკურ მწერლობაში გარკვევით არის
მითითებული შვიდ მეფეთა შორის რამდენიმეს ეტრუსკული წარმომავლობა.
შვიდიდან ორის ტარკვინის ძველის და ტარკვინიუს ამაყის ეტრუსკული
წარმოშობა საეჭვო არ არის. მეთე მეთა შორის ტარკვინიუსების სიმრავლე იმაზე
მეტყველებს რომ მეფეთა ხანაში რომაულ პოლიტიკას ეტრუსკები წარმათავდნენ.
ეტრუსკების ძლიერებესა სერიოზულად შეეკეცა ფრთები რაც გალებმა
გამოდკვეთე ალპები და დაიწყეს ჩრდილოეთ იტალიის მიწების მიტაცება. იყო
პერიოდი, როდესაც რომაელებო ეტრუსკების მოკავშირეთაც გამოდიოდნენ.
ტიტუს ლივიუის გამოცემით კლუზიუმთან გამართული ბრძოლა გალებმა რომზე
გადაიტანეს და ქალაქიც აიღეს.

3. რომი მეფეთა ხანაში. სერვიუს ტულიუსის რეფორმები.


იტალიაზე ბატონობის იდეა რომაელებმა ეტრუსკებისაგან მემკვიდრეობით
მიიღეს, რომის დაარსებისა და დამაარსებლის ვინაობა ანტიკურ ხანაშიც კამათს
იწვევდა. ეტრუსკების ხანაში რომი ძლიერი ლათინური ქალაქი იყო, მისი
გაძლიერება განაპირობა მეზობელი ლათინი ტომების სისუსტემ და
თავდაცვისათვის მოხერხებელმა გეოგრაფიულმა მდგომარეობამ. მასზე გადიოდა
ეტრუსკებიდან კამპანიისაკენ მიმავალი სავაჭრო გზები.
აპენინის ნახევარკუნძული ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებში დასახლებული იყო
მრავალრიცხოვანი იტალიკური ტომებით. ამ ტომების პოლიტიკური და
ეკონომიკური განვითარება თითქმის თანაბარი იყო. იტალიკური ტომები
ნაყოფიერი მიწების დასაუფლებლად განუწყვეტელ ბრძოლებს აწარმოებდნენ
ერთმანეთის წინააღმდეგ, რითაც სარგებლობდნენ ეტრუსკებთან ბრძოლაში
გამოწრთობოლი რომაელები. ლათინური ტომებიდან თავიდანვე გამოიკვეთა
რომი, როგორც დამპყრობელი. დაპყრობათა პირველი ნაბიჯები მეფეთა ხანაში
გადაიდგა.
ანტიკურ ტრადიციაში რომის პირველ მეფედ დასახელებულია ლეგენდარული
ენეასის შთამომავალი რომულუსი. იმავე ლეგენდის თანახმად იტალიაში
დამკვიდრდნენ ტროელები. ენეასის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა
მდინარე ტიბრის სანაპიროზე დაარსა ქალაქი ალბა-ლონგა. გამეფდა ენეასების
დინასტია. რამდენიმე თაობის შემდეგ ალბა-ლონგას მეფე გახდა პროკა,
რომელსაც ყავდა ორი ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა უფროსი
ნუმიტორი. უმცროსმა შვილმა ამულიუსმა ჩამოაგდო ნუმიტორი და თავად
გამეფდა. ტახტზე რომ მოცილე არ ჰყოლოდა ნუმიტორის ვაჟები სიკვდილით
დასაჯა, ხოლო ასული ქურუმად აღკვეცა, მას გათხოვება ეკრძალებოდა, თუმცა
მაინც შვა შვილები, მან ტყუპების მამად ომის ღმერთი მარსი დაასახელა.
ახალშობილები ჩასვეს კალთაში და ადიდებულ ტიბრს გაატანეს, უპატრონოდ
დარჩენილ ვაჟებს მსხნელად მოევლინა ძუ ლომი, მხეცმა საკუთარი რძით
გამოკვება ბავშვები. მგელს ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა კოდალა. ბოლოს
ბავშვებს გადაეყარა მწყემსი და მან გაზარდა. ბავშვებს დაარქვეს რომოლუსი და
რემუსი. მათ ახალგაზრდობიდანვე დაიწყეს ყაჩაღობა და თანამზრახველთა დიდი
გუნდი შეადგინეს. წარმომავლობის გაგების შემდგომ შეიჭრნენ ალბა-ლონგაში,
დაამხეს ამულიუსი და ტახტზე დააბრუნეს ნუმიტორი. გამარჯვებულმა ძმებმა
ახალი ქალაქის დაარსება გადაწყვიტეს. ასეთად შეარჩიეს ის ადგილი სადაც ისინი
ტიბრმა სასიკვდილოდ გამორიყა. ქალაქის სახელწოდების შერჩევისას, ქალაქის
სახელი გადაწყვიტა აუსპიციამ, ფრინველთა დახმარებით მკითხაობა,
გამარჯვებული რომოლუსი გამოვიდა, მან მოკლა რემუსი და ერთპიროვნული
მბრძანებელი გახდა.
რომოლუსი რომის პირველ მეფედაა მიჩნეული, ამ დროისთვის იგი 20 წლის
უნდა ყოფილიყო. ქალაქში შექმნა ისეთივე მონარქიული სისტემა, როგორიც
არსებობდა ალბა-ლონგაში. უხუცესთა საბჭოს ბაზაზე შექმნა სენატი,
საკანონმდებლო ორგანო 100 წევრის ,,მამის’’ შემადგენლობით. პირველმა
სენატორებმა და მათმა შთამომავლებმა შეადგინეს პატრიციების წარჩინებული
კლასი. რომოლუსის კონსტიტუციაში ასევე ფიგურირებენ პლებეები, რომლებიც
ორად იყოფოდნენ: მდიდრებს ერქვათ პატრონები, ღარიბებს კლიენტები.
მოსახლეობა დაყო 30 კურიად. პირველი შენობები პრიმიტიულად იყო ნაგები,
თვით რომოლუსის სასახლეც კი ლერწმით იყო გადახურული. სუსტი გალავანი
იცავდა - მტერთან ბრძოლის დროს მთავარი როლი უნდა დაკისრებოდა არა
კედელს, არამედ იმას ვინც კედლის შიგნით იდგა.
ქორწილის ამბავი და საბინელი ქალები. რომოლუსის გაუჩინარება ძლიერ წვიმასა
და ჭექა-ქუხილში. მეორე ვერსიით რომოლუსი სენატორებმა მოკლეს. რომოლუსი
მეფობდა 37 წელიწადს.
ნუმა პომპილიუსი. იგი მეფედ სენატის მიერ იქნა არჩეული. იგი წარმომავლობით
საბინი იყო. მას მიეწერება წლის 12 თვიანი კალენდრის შემოღება. ის თითქოს
პითაგორას მოწაფე იყო, თუმცა პითაგორა ერთი საუკუნით გვიან ცხოვრობდა.
ტულუს ჰოსტილიუსი. მან რომს შეუერთა ქალაქი ალბა-ლონგა. მისი მეფობის
დროს შეიმუშავეს ომის გამოცხადების წესები. განისაზღვრა, რომ ომის დაწყება
სენატის თანხმობის შემდეგ იყო შესაძლებელი.
ანკუს მარციუსი. წარმომავლობით იყო საბინი, ნუმა პომპილიუსის შვილიშვილი,
რომის საზღვრები საგრძნობლად გააფართოვა, დაუკავშირა ზღვას. რომს
შემოავლო ახალი გალავანი. იმეფე 24 წელი.
ტარკვინიუს პრისკუსი. მეტსახელად superbus, იგი ეტრუსკი იყო. სენატის
შემადგენლობა გაზარდა ასი კაცით. ეს სიახლე მეტყველებს იმაზე, რომ
არარომაელმა მეფემ სენატი გააძლიერა თავისი მომხრეებით. მასვე მიეწერება
საზოგადოებრივი თამაშების დაწესება. დაიწყო არხების გაყვანა ქალაქის
ჭაობიანი მხარეების ამოსაშრობად. ააგო ცირკის შენობა და აღმართა
კაპიტოლიუმის ტაძარი.
სერვიუს ტულიუსი. მის წარმომავლობასთან დაკავშირებით ორი ვერსია
არსებობს, იყო ეტრუსკი ან ლათინური ქალაქის მკვიდრი. იგი აღიზარდა
ტარკვინიუსის ოჯახში. მის მიერ გატარებული რეფორმები მარადიული ქალაქის
ძლიერების საფუძვლად იქცა. მან რომი დაყო სამ ტერიტორიულ ოლქად,
ტრიბად, შექმნა 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბა. რეფორმამ სერიოზული
დარტყმა მიაყენა გვაროვნულ წყობილებას. მეფემ რომის თავისუფალი
მოსახლეობა დაყო ხუთ კლასად, დაყოფისთვის ქონებრივი ცენზი დააწესა.
რომაელთა არმიის ძირითად ბირთვს შეადგენდა პირველი კლასი. 193
ცენტურიიდან 98 მოდიოდა პირველ კლასზე. ამრიგად ხმათა უმრავლესობაც
მდიდარ მოქალაქეთა ხელში იყო. მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები
დამოკიდებული იყო მათ ქონებაზე. სერვიუს ტულიუსი გახდა შეთქმულების
მსხვერპლი, იგი მოკლა საკუთარმა სიძემ, ტარკვინიუს ამაყმა.
ტარკვინიუს ამაყი. რომის უკანასკნელი მეშვიდე მეფე, წარმოშობით იყო
ეტრუსკი. მისი შვილის, სექსტუსის, ჩადენილმა უკეთურმა საქციელმა დააჩქარა,
მეფის მოწინააღმდეგათა აჯანყება. გადმოცემა - საუბარი მეუღლეებზე, რომში
წასვლა. კოლატინის ცოლი მატყლს ქსოვდა, დანარჩენები ღალატობდნენ.
სექსტუსმა მასზე იძალადა, ქალმა თავი მოიკლა. სამეფო ოჯახმა რომი დატოვა და
თავი ეტრუსკებს შეაფარა. ძვ.წ 509 ან 507 წელი. ალყადა 300 რომაელის ფიცი,
ანთებულ ცეცხლშ მარჯვენა ჩაყო.
რომში მონარქიული სისტემა დაემხო, ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა.
აირჩიეს კონსულები.

4. პირველი პუნიკური ომი


რომსა და კართაგენს შორის დაპირისპირებას პუნიკური ომები ეწოდება,
ვინაიდან რომაელები პუნებად მოიხსენიებდნენ ფინიკიელებს, ომის ძირითადი
საბაბი ხმელთა შუა ზღვაზე ბატონობა იყო. პუნიკურ ომებში გამოვლინდა
იტალიური სახელმწიფოს წარმართველის, რესპუბლიკური რომის, უპირატესობა
ფინიკიურ-კართაგენულ კონსერვატიულ პოლიტიკაზე.
ქ. კართაგენი ძვ.წ IX საუკუნის ბოლოს, 825 თუ 814 წელს, აფრიკის ჩრდილოეთ
სანაპიროზე დაარსდა, ხოლო ძვ.წ VI საუკუნიდან კართაგენი სათავეში ჩაუდგა
ხმელთა შუა ზღვის დასავლეთ აუზში არსებულ ფინიკიურ ქალაქებს. კართაგენში
თანამდებობის უმაღლესი პირი იყო სუფეტი, რაც მოსამართლეს ნიშნავს.
კართაგენის სახალხო კრებაზე ყოველწლიურად ორ სუფეტს ირჩევდა ერთი წლის
ვადით. კართაგენში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდა
მთავარსარდალი, მშვიდობიანობის დროს ქვეყანას მართავდა ოლიგარქიულად,
ხოლო ომის დროს მონარქიულად.
პირველი პუნიკური ომი ( 264-241 )
რომისა და კართაგენის პირველი ომის საბაბი გახდა სიცილიის ქალაქ მესენაში
დანთებული ხანძარი. სირაკუზის ტირან აგათოკლეს თავისი ხელისუფლების
განსამტკიცებლად დაქირავებული ჰყავდა კამპანიელი მეომრები, რომლებიც თავს
ომის ღმერთის, მარსის, შვილებს უწოდებდნენ. აგათოკლეს გარდაცვალების
შემდეგ კამპანიელი მეომრები დაითხოვეს, მეომრებმა დაიკავეს ქალაქი მესენა და
კონტროლი დაამყარეს მესენის სრუტეზე. სირაკუზის ხელისუფლებამ მესანის
დაბრუნება განიზრახა და ქალაქს ალყა შემოარტყა, მამერტინელები ქალაქს ხუთი
წლის განმავლობაში იცავდნენ, მათ შორის ორი ბანაკი გამოიყო, ერთმა
დახმარების თხოვნით კართაგენს მიმართეს, ხოლო დანარჩენებმა რომს.
კართაგენელები მაშინვე შევიდნენ ქალაქში, ხოლო რომის სენატში ხანგრძლივი
კამათი გაიმართა. სენატში ხანგრძლივი დავის შემდგომ საკითხი სახალხო
კრებაზე გაიტანეს, სახალხო კრებამ მხარი დაუჭირა წინადადებას,
დახმარებოდნენ მამერტინელებს, როგორც იტალიელებს, და მათი საკითხი
მოკავშირეების დონეზე განეხილათ.
მესანის კრიზისმა შეასრულა ,,განხეთქილების ვაშლის’’ როლი ხმელთაშუა ზღვის
ორი აგრესიული ძალის დაპირისპირებაში. ორივე ძალის უპირველესი მიზანი
იყო ნაყოფიერი სიცილიისა და მისი მდიდარი ელინური ქალაქების ხელში
ჩაგდება.
სენატმა მესანის პრობლემის მოგვარება დააკისრა კონსულ აპიუს კლავდიუსს.
აპიუსი, ვიდრე არმიას შეკრებდა, წინასწარ გაგზავნა სამხედრო ტრიბუნი,
რომელმაც კართაგენის ფლოტის მიერ ჩაკეტილი მესენის სრუტის გარღვევა და
ნავსადგურის დაკავება შეძლო. მამერტინელებმა კართაგენის მეთაურს ჰანონს
ქალაქის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც დაბნეული სარდალი დათანხმდა და
ჯარები უკან გაიწვია, საბოლოოდ ჰანონი კართაგენში სიკვდილით დასაჯეს.
რომის კონსული აპიუს კლავდიუსი ორი ლეგიონით მივიდა რეგიუმში, სადაც
ბერძნული ქალაქების მიერ გამოყვანილი გემების დახმარებით ღამით მესანის
სრუტე გადაცურეს.
კართაგენელები სირაკუზის ტირან ჰიერონთან ერთად დიდი ძალებით დაიძრა
მესანის დასაბრუნებლად, მოკავშირეები ქალაქს ორი მხრიდან მიადგნენ. აპიუს
კლავდიუსმა თავისი ლეგიონები ჯერ ჰიერონის წინააღმდეგ მიმართა, დაამარცხა
იგი და აიძულა, უკან დაეხია. დაამარცხა კართაგენელებიც და არმია დაძრა
სირაკუზისკენ, ამ დროს აპიუსს გაუვიდა კონსულობის ვადა, მესანაში დატოვა
გარნიზონი და რომში დაბრუნდა.
263 წელს რომმა ორივე კონსული მრავალრიცხოვანი ლეგიონებით სიცილიაში
გაგზავნა, ბევრი ბერძნული და კართაგენული ქალაქი უბრძოლველად დანებდა,
სირაკუზი ხმელეთის მხრიდან ალყაში მოაქციეს, ჰიერონმა რომაელებს ზავი
შესთავაზა, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ რომაელი ტყვეების
გათავისუფლებას და კონტრიბუციის სახით 100 ტალანტის გადახდას
თავაზობდა, რომი ზავის პირობებს დათანხმდა.
262 წელს რომმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღეს კართაგენელების დასაყრდენი
სიმაგრე სიცილიის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქი აგრიგენტუმი. სიცილიის
რამდენიმე ქალაქიც რომის მხარეს გადავიდა, თუმცა გამარჯვების მომტანი
ბრძოლის ნიშნები არ ჩანდა.
ხმელეთზე ომი რომაელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ზღვა კი მთლიანად
კართაგენელების ხელში იყო. კართაგენის ფლოტი სერიოზულ საფრთხეს
უქმნიდა რომის მოკავშირე ქალაქებს, როგორც სიცილიაში, ისე იტალიის
სანაპიროებზე. ამ რეალობამ აიძულა რომის ხელისუფლება, მოწინააღმდეგის ეს
უპირატესობა დაეძლია, ამისათვის საჭირო იყო არარსებული რომაული ფლოტის
შექმნა. დაიწყეს დიდი და მცირე ხომალდების აგება და მოკლე დროში მწყობრში
ჩადგა 120 გემი, მაგრამ არ ჰყავდათ საზღვაო საქმის მცოდნენი და მენიჩბეები. ამ
საქმისთვის გაიწვიეს იტალიელი გლეხები და ქალაქის ღარიბი მოსახლეობა. ამის
მიუხედავათ, ამ ეტაპზე კართაგენული დონის მიღწევა შეუძლებელი გახდა.
რომმა ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რაც საზღვაო ბრძოლის დროსაც
ხელჩართულ ბრძოლას გულისხმობდა, რომაული გემები უახლოვდებოდნენ
მოწინააღმდეგის გემებს, ხიდს სწრაფად გადებდნენ და ხელჩართული ბრძოლა
იწყებოდა გემზე. ამგვარმა სტრატეგიამ რომის უპირატესობა გამოკვეთა, 260 წელს,
სიცილიის ჩრდილოეთით, მილეს კონცხთან, ლიპარის კუნძულების ახლოს,
კონსულ გაიუს დუილიუსის მეთაურობით, კართაგენული ფლოტი დამარცხდა.
რომმა ხელთ იგდო 50 გემი და ურიცხვი ტყვეები. ამ გამარჯვებას რომი
აღტაცებით შეხვდა, ომის გმირ დუილიუსის საპატივცემულოდ ფორუმზე სვეტი
აღმართეს, რომელსაც ამშვენებდა ფინიკიური გემების ცხვირები და საზეიმო
წარწერა. იმავე პერიოდში რომაელებმა დაიკავეს კუნძული კორსიკა და სარდინია.
კართაგენელების განდევნა გრძელდებოდა სიცილიიდან, ისინი მხოლოდ
დასავლეთში მდებარე რამდენიმე ქალაქს ინარჩუნებდნენ. მათგან რამდენიმე
ქალაქი კარგად იყო გამაგრებული და მათზე იერიში დიდ რისკთან იყო
დაკავშირებული, ამიტომაც რომმა ბრძოლის აფრიკაში გადატანა გადაწყვიტა.
256 წლის ზაფხულში 330 გემისგან შემდგარი ფლოტი გავიდა მესენიდან აფრიკის
მიმართულებით, სახმელეთო ბრძოლებისთვის მზად იყო 40 ათასი ლეგიონერი.
სიცილიის სამხრეთით, რომაელებს დახვდათ 350 გემისაგან შემდგარი
კართაგენის ფლოტი, თუმცა რომმა თავისი ჩვეული ტაქტიკით საზღვაო
ბრძოლაში შეძლო კართაგენელების დამარცხება. გამარჯვებულმა არმიამ
კართაგენის აფრიკული სამფლობელოეების ძარცვა დაიწყო, ხელთ იგდეს
ურიცხვი პირუტყვი და 20 ათასზე მეტი ტყვე.
რომი კართაგენს მიუახლოვდა რა დროსაც რომმა ერთ კონსულს თავისი ჯარით
უკან დაბრუნება უბრძანა, ამან რომის შესაძლებლობები გაანახევრა და კართაგენს
ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა, რასაც თან მოყვა ნუმიდიელი ტომების
აჯანყება, რომის კონსულმა ნუმიდიელების შემომტკიცების ნაცვლად მათთან
ბრძოლა გადაწყვიტა. დუილიუსი შეეცადა, დიპლომატიური გზებით
დაეჩქარებინა გაჭინაურებული ომის დამთავრება და ზავი შესთავაზა, თუმცა
დამამცირებელი პირობების წამოყენებამ შედეგი ვერ გამოიღო.
კართაგენის ხელისუფლება ახალი მოქირავნეების შეგროვებას შეუდგა, რომლის
სათავეში დაამტკიცეს სპარტელი ქსანტიპე. მან უპირატესობა კავალერიასა და
სპილოებს მიანიჭა, რამაც გაამართლა, რომაელთაგან მხოლოდ 2 ათასი ჯარისკაცი
გადარჩა. რომს გამზადებული ჰყავდა 350 ხომალდი, როდესაც დუილიუსის
დამარცხების ამბავი გაიგეს, ფლოტმა მხოლოდ გადარჩენილი რომაელები
გამოიყვანა სამშვიდობოს. სიცილიის სანაპიროებთან ფლოტი მოხვდა საშინელ
ქარიშხალში, გემების უმრავლესობა ჩაიძირა - დაიღუპა რამდენიმე ათეული
ათასი მეომარი და მენიჩბე. ფლოტის დაღუპვის შემდეგ რომაელები შეუდგნენ
გემთმშენებლობას და რამდენიმე თვეში 220 ხომალდი ჩააყენეს მწყობრში. 253
წელს რომის ფლოტმა მორიგი კატასტროფა განიცადა, იტალიის სანაპიროებთან
მოჰყვა ძლიერ ქარიშხალხში და 150 გემი ჩაიძირა.
250 წელს კართაგენის არმია ხმელეთით მიადგა პანორმას, მათ მრავალი
გაწვრთნილი სპილო ახლდათ. რომაელთა ისრებით დაჭრილი სპილოები
შებრუნდნენ კართაგენელებისკენ, გაარღვიეს მათი რიგები და რომაელებს
გაუთავისუფლეს სამოქმედო ასპარეზი. კართაგენის არმიამ უწესრიგოდ დატოვა
ბრძოლის ველი.
247 წლიდან კართაგენელთა სარდლად დაინიშნა ახალგაზრდა ჰამილკარი,
მეტსახელ ბერკა, ანუ ელვა. ჰამილკარმა აქტიურად დაიწყო თავდასხმები
სამხრეთ იტალიასა და სიცილიის სიმაგრეებზე. 244 წლისთვის უპირატესობას
კართაგენელები ფლობდნენ. 242 წელს 200 გემისგან შემდგარი ფლოტი ჩაიბარა
კონსულმა ლუტაციუსმა. მან არ მისცა კართაგენელებს ძალების გაერთიანების
საშუალება. ბრძოლაში კართაგენელებმა 120 გემი დაკარგეს.
ეგატის კუნძულებთან გამართული ბრძოლით დამთავრდა პირველი პუნიკური
ომი. 21 წლიან ომში კოლოსარული დანაკარგების მიუხედავად გამარჯვება რომს
დარჩა. მოლაპარაკებას წარმართავდნენ ჰამილკარი და კატულუსი.
ხელშეკრულების პირობები 241 წელს დაამტკიცა რომის სახალხო კრებამ,
კართაგენმა სიცილია, სარდინია, კორსიკა, აგრეთვე იტალიისა და სიცილიას
შორის მდებარე კუნძულების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 3200 ევბეური
ვერცხლის ტალანტი 10 წლის განმავლობაში და დაებრუნებინა სამხედრო
ტყვეები. სიცილია გახდა რომის პირველი პროვინცია, რომელთაც ეკისრებოდათ
ხარკის გადახდა.

5. მეორე პუნიკური ომი.


რომსა და კართაგენს შორის დაპირისპირებას პუნიკური ომები ეწოდება,
ვინაიდან რომაელები პუნებად მოიხსენიებდნენ ფინიკიელებს, ომის ძირითადი
საბაბი ხმელთა შუა ზღვაზე ბატონობა იყო. პუნიკურ ომებში გამოვლინდა
იტალიური სახელმწიფოს წარმართველის, რესპუბლიკური რომის, უპირატესობა
ფინიკიურ-კართაგენულ კონსერვატიულ პოლიტიკაზე.
კართაგენი და რომი მეორე პუნიკურ ომამდე
პირველ პუნიკურ ომში დამარცხების შემდეგ კართაგენი ახალი განსაცდელის
წინაშე აღმოჩნდა. კართაგენის არმიის ძირითადი ბირთვი მოქირავნეებისგან
შედგებოდა, რომელთა ჯამაგირის გადახდა კართაგენმა ვერ შეძლო, რის გამოც
მოქირავნეები კართაგენს დაუპირისპირდნენ, მათი რიცხვი 20 ათას აღემატებოდა.
მღელვარება აჯანყებაში გადაიზარდა რის გამოც კართაგენმა შერისხული
ჰამილკარი აღადგინა მთავარსარდლის თანამდებობაზე.
ჰამილკარმა აჯანყებულებს შორის მოახერხა განხეთქილების დანერგვა, ცრუ
დაპირებებით მოახდინა ცალკეული ჯგუფების განიარაღება. რამდენიმე მსხვისი
გაერთიანების დამარცხების შემდეგ მოქირავნეებმა ზავი ითხოვეს, ჰამილკარმა
მეთაურები შეიპყრო და ჯვარზე გაკვრით სიკვდილით დასაჯა. მოკლე ხანში
ჩრდილოეთ აფრიკის ტომებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. მოქირავნეთა აჯანყება
სამ წელიდას გაგრძელდა, ისინი ჰამილკარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.
პირველი პუნიკური ომის შემდეგდროინდელ კართაგენის გაბატონებულ
ოლიგარქიას მიმართულებას ორი პიროვნება - ჰანონი და ჰამილკარ ბარკა -
აძლევდა. ჰანონის აზრით კართაგენის გაძლიერების დასაყრდენი აფრიკის
დამორჩილება იყო, ჰამილკარი კი შორეულ ქვეყნებში ლაშქრობის მომხრე იყო.
მისი აზრით ომში მთავარი დასაყრდენი ესპანური ტომები უნდა ყოფილიყვნენ.
237 წელს ჰამილკარი მცირე არმიით შეუდგა ლაშქრობას, ფლოტს მისი სიძე
ჰასდრუბალი მეთაურობდა. გადმოცემის მიხედვით ჰამილკარმა 9 წლის ჰანიბალს
საკურთხეველთან ფიცი დაადებინა, რომ მთელი ცხოვრება რომაელთა
შეურიგებელი მტერი იქნებოდა. ჰამილკარის მთავარი მიზანი ესპანური ტომების
დაპყრობა, მათი გაწვრთნა და ამ გზით კართაგენის არმიის გაძლიერება იყო.
ესპანეთის დაპყრობისას საფრთხე დაემუქრა რომის მოკავშირე მასალიის
სამფლობელოებს, რომაელ ელჩებს კი ჰანიბალმა მიუგო - ვიბრძვი იმიტომ, რომ
დაკისრებული კონტრიბუციის გადახდა შევძლო. 229 თუ 228 წელს ქ.ილიცეს
ალყის დროს ჰამილკარი მდინარეში დაიხრჩო. კართაგენის ხელისუფლებამ
ესპანეთში მდგომი არმიის მთავარსარდლად ჰასდრუბალი დაამტკიცა. 221 წელს
კი ჰასდრუბალი ერთმა კელტ-იბერმა არმიის წინაშე მოკლა. ამის შემდგომ
მთავარსარდლად დაინიშნა ჰანიბალი.
რომი მეორე პუნიკურ ომამდე
პირველი პუნიკური ომის შემდგომ რომი იტალიური პრობლემების მოგვარებით
იყო დაკავებული. შეძლეს პირველ პუნიკურ ომში კართაგენელთა მხარეს
მებრძოლი გალების დამორჩილება და მათი მიწების მითვისება. ამავე პერიოდში
აღიკვეთა ილირიელ მეკობრეთა შემოსევები. ელჩებს ილირიელებმა განუცხადეს -
,,ილირიაში წესად არ არის, ვინმეს დაუშალონ, მოიპოვოს ნადავლი ზღვაზე’’.
ელჩმა კი განუცხადა ,,ჩვენ შევეცდებით, შევცვალოთ ილირიული კანონები’’.
ილირიელმა მეკობრეებმა ეს ელჩი მოკლეს.
მეორე პუნიკური ომი - ძვ.წ 218-202.
ანტიკური მწერლობა ხშირად მეორე პუნიკურ ომს ჰანიბალთან ომს უწოდებს.
ბრძოლაში ასევე თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ მისი უმცროსი ძმები,
ჰასდრუბალი და მაგონი. ომის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ესპანეთში
ლაშქრობის დროს რომის მოკავშირე ბერძნული ქალაქის, საგუნტის გარშემო
დატრიალებული ამბები. 219 წლის გაზაფხულზე ჰანიბალმა საგუნტი ალყაში
მოაქცია, რომის ორივე კონსული ამ დროს ილირიელებთან ბრძოლაში იყო
ჩართული. რომმა ჰანიბალს ელჩობა გაუგზავნა და 226 წლის ხელშეკრულების
პირობები შეახსენა, თუმცა ჰანიბალმა მოლაპარაკებების გამართვაზე უარი
განაცხადა. რომმა კართაგენის სენატს ომის შეწყვეტა და ჰაბინალის გადაცემა
მოითხოვა, რაზეც კართაგენმა უარი განაცხადა. საგუნტი რვა თვიანი ალყის
შემდეგ დაბრუნდა.
რომმა კართაგენს ომი გამოუცხადა. კონსულ კორნელიუს სციპიონს ორი
ლეგიონის ესპანეთში წაყვანა დაევალა, ხოლო მეორე კონსულს. ტიბერიუსს,
სიცილიაში გადასვლა, არმიის შეგროვება და კართაგენთან ომი დაევალა. რომის
გეგმა ორ ფრონტზე ბრძოლა იყო. ჰანიბალმა 218-217 წლების ზამთარი საომარ
სამზადისში გაატარა. არმიის შეკრების ადგილი ახალი კართაგენი იყო. იტალიაში
ომის დაწყებამდე თავის ძმას ჰასდრუბალს ესპანეთის მთლიანად დაპყრობა
უბრძანა, გარკვეული დროის შემდეგ ჰასდრუბალი ახალი ძალებით უნდა
შეერთებოდა იტალიაში მყოფ ჰანიბალს. 218 წლის გაზაფხულზე ჰანიბალმა
ახალი კართაგენი დატოვა და გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო, გზად დაპყრობილ
ტომებს მმართველად ერთ-ერთი სარდალი ჰანონი დატოვა.
ჰანიბალის გეგმა - სარდლის სიტყვები არმიამ ადამიანის ხორცის ჭამა ისწავლოს=
ომის სირთულეს.
ჰანიბალს სირთულე შეექმნა მდინარე როდანის გადალახვისას, რომლის მეორე
მხარესაც გალები აკონტროლებენ. ჰანიბალმა ჯარის ნაწილს მდინარის აყოლა და
შემდგომ გადალახვა უბრძანა, ასევე გალების ზურგში მოხვედრა. გალებმა ორ
მხრივ შეტევას ვერ გაუძლეს და დამარცხდენ. რომის კონსული კორნელიუს
სციპიონი მიხვდა ჰანიბალის გეგმას, თავისი ძმა გნეუსი იბერიაში დატოვა და
ლაშქრობის გაგრძელება უბრძანა, თავად კი იტალიაში დაბრუნდა და
ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ჰანიბალის დასახვედრად მზადება დაიწყო. 218
წლის სექტემბერში ჰანიბალმა ალპების გადალახვა დაიწყო. მხოლოდ ერთმა
სპილომ გადალახა ალპები. იტალიამდე მხოლოდ 20 ათასმე ქვეითმა და 6 ათასმა
ცხენოსანმა მიაღწია.
კართაგენელებისა და რომაელების პირველი შეხვედრა მდინარე ტიცინუსის
ნაპირას მოხდა, დასაზვერად გამოსული არმიები ერთმანეთს შემთხვევით
გადაეყარნენ. გამართულ ბრძოლაში სციპიონი მძიმედ დაიჭრა, ის მისმა შვილმა
გადაარჩილა, შემდგომში სციპიონ აფრიკელად წოდებულმა. რომმა აფრიკაში
მყოფი კონსული გამოიწვია და ჰანიბალის წინააღმდეგ ორივე კონსული მიმართა.
მოხდა სციპიონისა და ლონგუსის ლეგიონები გაერთიანდნენ. ჰანიბალის არმია ამ
დროს გალებით შეივსო. 218 წლის დეკემბრის დასაწყისში არმიები მდინარე
ტრებიას მიადგნენ, კავალერია მტრის ზურგში მოაქცია, დილით თავდასხმა
მოაწყო და უკან დაიხია, რომაელებიც გამოედევნენ, ბრძოლაში დასვენებული
კართაგენელები ჩაებმებიან, საბოლოოდ მტრის ზურგში მოქცეული კავალერია
გარდამტეხ უპირატესობას შეიტანს. 36 ათასი რომაელიდან მხოლოდ 10 ათასი
გადარჩა.
სენატის გადაწყვეტილებით მთავარი რომის დაცვა იყო, ამიტომ არმია გაიგზავნა
ჩრდილოეთის მიმართულებით, რათა ქალაქისკენ მიმავალი გზა ჩაეკეტათ.
ახლად არჩეულმა კონსულებმა რომისკენ მიმავალი ორი გზა ჩაკეტეს, თუმცა
ჰანიბალმა მესამე გზას მიაგნო, მდინარე არნოს ჭაობიანი ნაპირები, ჯოჯოხეთურ
პირობებში მგზავრობა ოთხ დღეს გაგრძელდა, ჰანიბალს ამ დროს თვალების
ანთება დაემართა და ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ჰანიბალმა არმია
დაასვენა, მისი მიზანი ომის მანამდე წარმართვა იყო სანამ ორივე კონსული
ძალებს გააერთიანებდა, სწორედ ასე მოიქცა კონსული ფლამინიუსი, ბრძოლა
ტრაზიმენის ტბის სანაპიროებთან გაიმართა, ბრძოლაში რომაელები
დამარცხდნენ, ფლამინიუსი დაიღუპა.
რომაელებმა დიქტატორად აირჩიეს სენატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმე. ის
ოთხი ლეგიონით გაემართა, გზაში შეიერთა სერვილიუსის არმია, თუმცა ის
ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებდა, მისი სტრატეგიით ჰანიბალის დამარცხება
ბრძოლის გაჭინაურებით იყო შესაძლებელი. ბრძოლის გაწელვის სტრატეგია....
ჰანიბალის არმია რომაელებმა ხეობაში მოაქციეს, ალყის დროს ჰანიბალმა 2000
ხარს თავზე ჩირაღდნები წამოაცვა ......
ფაბიუსი რელიგიური მოტივებით რომში გაიწვიეს, მთავარსარდლობა დაეკისრა
მინუციუს, მან არმია ბრძოლისკენ მიმართა რითაც ჰანიბალმა ისარგებლა და
ალყაში მოაქცია, თუმცა რომის არმია ფაბიუსის დაბრუნებამ იხსნა. 217 წლის
ბოლოს ფაბიუსის დიქტატურად ვადა ამოეწურა. 216 წელს ახალი კონსულები
კართაგენის არმიის მიმართულებით დაიძრნენ. რომის არმია ორჯერ
აღემატებოდა კართაგენელთა რაოდენობას, თუმცა არმიის მესამედს
ახალწვეულები შეადგენდნენ. ბრძოლის ადგილად გაშლილი ველი, კანე შეირჩა.
316 წლის 2 აგვისტოს ტერენციუს ვარონის ბრძანებით შეტევა დაიწყო, ჰანიბალმა
რომის არმია ცენტრში შეიტყუა, ალყა შემოარტყა და დაამარცხა. 80 ათასი
მეომრიდან 70 ათასი დაიღუპა, დანარჩენი ტყვედ ჩავარდა. ერთი კონსული
ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეორე მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე
გარდაიცვალა. ჰანიბალი რომისკენ არ დაიძრა ....
რომმა აირჩია ახალი დიქტატორი მარკუს პერუსი. არმიაში გაიწვიეს 17 წლის
ახალგაზრდები. მონები, მევალეები და დამნაშავეები.
ჰანიბალის იტალიაში ყოფნას რომაელები თითქოს შეურიგდნენ. კართაგენელები
შეხვედრა გაურბოდნენ და თავდაცვითი ბრძოლებით კმაყოფილდებოდნენ.
ჰანიბალმა თითქმის ყველა მონაპავარი უპირატესობა დაკარგა. ჰასდრუბალი
ბრძოლაში გარდაიცვალა, ხოლო მესამე ძმა, მაგონი, ბალეარის კუნძულებზე
ცდილობდა არმიის შეგროვებას. 206 წლის შემოდგომაზე კართაგენელები
ესპანეთიდან განდევნა კორნელიუს სციპიონმა. 205 წელს კონსულის
თანამდებობა დაიკავა. მისი ინიციატივით საბრძოლო არეალი აფრიკაზე უნდა
გადატანილიყო, სენატმა დაამტკიცა სციპიონის გეგმა, თუმცა ლაშქრობას
სახელმწიფო არ აფინანსებდა. სციპიონმა არმია სიცილიის ქალაქებში
გადაანაწილა და ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა სურსათის მიწოდება. 204
წლის გაზაფხულზე რომის არმია აფრიკაში გადავიდა და ქ.უტიკასთან დაბანაკდა.
კართაგენში დარწმუნდნენ, რომ ქვეყანას ომის გაგრძელება არ შეეძლო, მისი
გადარჩენა მხოლოდ ზავით შეიძლებოდა. ზავის პირობების მიხედვით კართაგენს
უნდა: დაებრუნებინა ტყვეები და გაქცეული მონები, გამოეყვანა არმია
იტალიიდან და გალიდან, უარი ეთქვა ესპანეთსა და ყველა იმ კუნძულზე
რომელიც იტალიასა და აფრიკას შორის მდებარეობდა, რომისთვის გადაეცა 20ის
გარდა ყველა სამხედრო ხომალდი, გადაეხადა დიდძალი კონტრიბუცია,
კართაგენი მოლაპარალების პირობებს აჭინაურებდა. საბოლოოდ ქ.ზამასთან
ჰანიბალის არმია განადგურდა, საბოლოოდ ალყა შემორტყმულმა კართაგენმა
ზავის უმძიმესი პირობები მიიღო. კართაგენიდან ლტოლვილი ჰანიბალი
ანტიოქოსთან გამოცხადდა, სადაც 65 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა.

6. გრაკხუსების რეფორმატიული რეფორმები.


ტიბერიუსის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა ანტიკური ხანის ავტორებს
მიჩნეული აქვთ სამოქალაქო ომის დასაწყისად, რომელიც ერთ საუკუნეს
გაგრძელდა და დასრულდა რესპუბლიკური წყობილების დამხობით. სამოქალაქო
ომების საუკუნე იყო ომი - ყველასი ყველას წინააღმდეგ. ომმა უსასტიკესი
ფორმებით გადაუარა მსოფლიო სახელმწიფოს და უამრავი სახელოვანი
პიროვნების სიცოცხლე შეიწირა. სამოქალაქო ომის პირველ მსხვერპლებად აპიანე
ტიბერიუს გრაკხუსსა და მის უმცროს ძმა გაიუსს ასახელებს.
ძმები გრაკხუსები სემპრონიუსების სახელოვანი პლებეური გვარის
წარმომადგენლები იყვნენ. მათი მამა რომაული დიდებისათვის ბრძოლაში
გამორჩეულ პიროვნებად იყო ცნობილი, ხოლო დედა კი სციპიონ აფრიკელის
ასული გახლდათ. ტიბერიუსი დაიბადა ძვ.წ 162 წელს, ხოლო გაიუსი ძვ.წ 153
წელს. მათ ბრწყინვალე განათლება მიიღეს, ბავშვობიდანვე ბერძნული
კულტურის გარემოცვაში იზრდებოდნენ, გარემო რომელშიც ძმები
იზრდებოდნენ იმ დროინდელი რომაული არისტოკრატიის საუკეთესო
ნაწილისგან შედგებოდა. ეს წრე ორიენტირებული იყო ელინისტურ იდეებზე და
სერიოზულად ცდილობდა, ძველი რომაული ტრადიციები შეეხამებინა ეპოქის
მოთხოვნებთან.
გრაკხუსების რეფორმისტული მოძრაობა მსოფლიო სახელმწიფოს წინაშე
დასმული ამოცანების გადაჭრის მცდელობა იყო. გამოკვეთილად ჩანდა
მმართველობის რესპუბლიკური ფორმების კრიზისი. ამ დროს რომის
ძლევამოსილი არმია დაქვეითებას იწყებს, რისი მიზეზიც თავისუფალ
მოქალაქეთა შემცირებაა. მონათა დიდი რაოდენობით დასაქმებად სოფლის
მეურნეობაში და მსხვილი ლატიფუნდიების წარმოქმნან მატერიალური
დოვლათის წარმოება მთლიანად უუფლებო ადამიანების ხელში მოაქცია. გლეხის
შრომა გამოდევნა მონამ, რამაც განაპირობა სახელმწიფოს ძირითადი ბურჯის,
გლეხობის, გაღარიბება. გაღარიბებული გლეხი კი არმიისასთვის გამოუსადეგარი
ხდებოდა. ყოველივე ეს იწვევდა ლეგიონების ბრძოლისუნარიანობის
დაქვეითებას. საზღვრების გაფართოების პარალელურად პოლისის ბატონობა
წარსულს ბარდებოდა, საჭირო ხდებოდა ახალი მმართველობის სისტემის
შემუშავება. რომაული ტრადიციების ერთგული წრის წევრები ვერ ერკვეოდნენ
მსოფლიო სახელმწიფოს შეცვლილ ფუნქციებში. შეუძლებელია, რეფორმების
მომხრეებზე გავლენა არ მოეხდინა სიცილიის მონათა აჯანყებას. ანგარიშგასაწევი
იყო ისიც, რომ მონებმა სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნეს. აჯანყებული
მონების მხარეზე გლეხებიც კი გადადიოდნენ.
გრაკხუსებმა გადალახეს გაუბედაობის ზღვარი და ომი გამოუცხადეს მსოფლიო
სახელმწიფოს ძლიერების შემაფერხებელ მმართველობის რესპუბლიკურ
ფორმებს.
ტიბერიუს გრაკხუსი.
სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა III პუნიკურ ომში, კართაგენის ალყის
დროს თავისი სიმამაცით არმიაში დიდი სიყვარული მოიპოვა. რომში
დაბრუნების შემდეგ დაქორწინდა პირველი სენატორის ასულზე. 137 წელს
ტიბერიუსი, როგორც კვესტორი, იმყოფებოდა ნუმანციის გახმაურებულ
ბრძოლაში, რომელიც მანცინუსის სამარცხვინო დამარცხებით დასრულდა.
საზავო მოლაპარაკება ნუმანციელების მოთხოვნით ტიბერიუსმა წარმართა თუმცა
სენატისგან უარი მიიღო. ტიბერიუსი იხსნა სციპიონის ავტორიტეტმა და იმ
ფაქტმა, რომ 20 ათასი მეომარი ტყვეობას გადაარჩინა.
133 წელს ტიბერიუსი სახალხო ტრიბუნის თანამდებობაზე აირჩიეს. ხალხს იმედი
ჰქონდა, რომ ტიბერიუსი სახელმწიფო მიწებს ხალხს დაუბრუნებდა. აგრარული
რეფორმის გატარება იყო მისი მთავარი მიზანი, პლუტარქე მის ბიოგრაფიაში
აღნიშნავს: როდესაც ნუმაციაში მიმავალმა ტიბერიუსმა იხილა ეს
გაუბედურებული და უდაბნოდ ქცეული მხარე, ისინი ვინც მიწას ხნავდნენ და
საქონელს აძოვებდნენ უმეტესწილად ბარბაროსები იყვნენ. მიწის გლეხობისთვის
დაბრუნება იქცა მის მიზნად. 134 წლის 10 დეკემბერს ტიბერიუსი სახალხო
ტრიბუნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მას ჰყავდა მცირერიცხოვანი,
თუმცა ავტორიტეტული მომხრეები. მისი რეფორმების საბოლოოს მიზანი
განმარტებული აქვს აპიანეს: ,,გრაკხუსის მიზანი მდგომარეობს არა იმაში, რომ
შეექმნა კეთილდღეობა ღარიბთათვის, არამედ იმაში, რომ მათი სახით
სახელმწიფოს მიეღო ბრძოლისუნარიანი ძალა’’. ამის მისაღწევად საჭირო იყო
მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერა. მის ორატორულ სიტყვიდან - ,
იტალიაში ნადირებსაც კი აქვთ სორო სადაც თავს შეაფარებენ, ხოლო იმ ხალხს,
ვინც რომისთვის თავს წირავს ჰაერისა და სინათლის მეტი არაფერი გააჩნიათ.
რომაელები დაპყრობილ ხალხს მიწის ნახევარს უტოვებდნენ, მეორე ნახევარს კი
საჯაროდ აცხადებდნენ, ეს მიწები იჯარით გადაეცემოდათ მსხვილ
მიწათმოქმედებს, დროთა განმავლობაში კი მათ საკუთარ კერძო საკუთრებად
გაიხადეს. სწორედ ამ მიწების ხალხზე გადაცემით სურდა ტიბერიუს პრობლების
მოგვარება. კანონის წამოყენებისთანავე დასახელდა სამკაციანი კომისია,
ტიბერიუსი, მისი სიმამრი აპიუს კლავდიუსი და გაიუს გრაკხუსი. - რომელსაც
ეკისრებოდა აგრარული რეფორმის გატარებას, კომისიას ირჩევდა სახალხო კრება
ერთი წლის ვადით. სენატი ამ კანონის მიღებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა,
სახალხო ტრიბუნმა ოქტავიუსმა ვეტოც კი დაადო ამ კანონს, თუმცა ტიბერიუსი
თანამდებობიდან გადააყენეს.
კანონის მიხედვით მსხვილ მიწათმფლობელს 500 იუგერზე მეტი არ უნდა
ჰქონოდათ. თუ პირს ყავდა რამდენიმე ვაჟი, დამატებით ეძლეოდა 250 იუგერი
თითოეულზე, მაგრამ არაუმეტეს ორისა. ამგვარი რეფორმის შედეგად
მრავალსულიან ოჯახს ეძლეოდა 1000 იუგერის ფლობა. ( ერთი იუგერი არის
ჰექტარის მეოთხედი ). ჩამოჭრილი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში
გადადიოდა, უნდა მომხდარიყო მათი დაყოფა და უმიწაწყლო გლეხებისთვის
გადაცემა. ამ რეფორმის თანახმად გადაცემული მიწის გაყიდვა იკრძალებოდა,
თუმცა გათვალისწინებული არ იყო თუ რა მატერიალური დახმარებით უნდა
დაემუშავებინა გლეხს მიწა.
აღნიშნული რეფორმები ნობილიტეტის დასუსტებას იწვევდა, მათ მიმართეს
სახელის გატეხვის ხრიკს. ტიბერიუს გაუვრცელეს ხმა, რომ ის ერთპიროვნული
ხელისუფლების დამყარებას ცდილობდა. ამან შედეგი გამოიღო და რეფორმის
მომხრეთა რიგები შეთხელდა, თანაც იმ გლეხებმა ვინც მიწა მიიღეს
რეფორმებისადმი ადრინდელი ინტერესი დაკარგეს.
ტიბერიუს ასევე სურდა სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება, ასევევე
სასამართლოში სენატორებთან ერთად იმავე რაოდენობის მხედრებსაც უნდა
მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა ამ რეფორმების წამოყენება ვერ მოასწრო.
სახალხო ტრიბუნის ვადა იწურებოდა, 132 წლისთვის თავისი კანდიდატურის
წამოყენება სურდა, თუმცა რომაული კონსტიტუციით თანამდებობაზე ზედიზედ
ორჯერ დანიშვნა არ შეიძლებოდა. ნობილიტეტმა ყოველივე ეს ტირანიის აშკარა
მცდელობად მიიჩნია. დანიშნულ არჩევნებზე სოფლის მოსახლეობის დიდი
ნაწილი ვერ გამოცხადდა, რადგან ივლისის თვეში დაკავებული იყო სასოფლო-
სამეურნეო სამუშაოებით. არჩევნები დაპირისპირებაში გადაიზარდა, პირველ
დღეს სხდომა ჩაიშალა, მეორე დღეს ნობილიტეტის წევრები გააძევეს, სენატში ხმა
გავრცელდა ამის შესახებ, თითქმოს ტიბერიუს მეფობა სურდა. სენატმა კონსულს
სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამ დროს
სციპიონ ნაზიკა ქუჩაში გამოვარდა ყვირილით, ვისაც სამშობლოს შველა სურს
გამომყვესო, ტიბერიუსი და მისი 300 მომხრე შეტაკების დროს დაიღუპა.
აგრარული კომისიის ლიდერის მოკვლის შემდეგ დაწყებული რეპრესიების
მიუხედავად, მოძრაობა საქმიანობას აგრძელებდა და პოზიციებს არ თმობდა.
გაიუს გრაკხუსი
გაიუს გრაკხუსი სახალხო ტრიბუნად აირჩიეს 124 წელს, 123 წლისათვის. გაიუსი
უფროსი ძმის აქტიური თანამებრძოლი და აგრარული კომისიის წევრი იყო.
გაიუსი ძმის დაღუპვის შემდეგ გარეგნულად მშვიდ ცხოვრებას ანიჭებდა
უპირატესობას. დიდი მონდომებით მეცადინეობდა და ემზადებოდა
პოლიტიკური ასპარეზზე გამოსასვლელად. 126 წელს იგი კვესტორად აირჩიეს და
სარდინიაში გაგზავნეს. 10 წლის შემდგომ კი გაიუსი სახალხო ტრიბუნად
აირჩიეს. მან თავისი ძმის საქმიანობა გააგრძელა და იმ რეფორმების დასმა შეძლო,
რომელიც მისმა ძმამ ვერ მოასწრო. გაიუსი ორი წელი ზედიზედ აირჩიეს სახალხო
ტრიბუნის თანამდებობაზე. 123 წელს მან გაატარა სამი კანონი: აგრარული, პურის
და სასამართლოს. პურის კანონმა ფასზე დააწესა ზღვარი. სამხედრო კანონის
მიხედვით იკრძალებოდა 17 წლის ასაკამდე მიუღწეველი პირის ჯარში წაყვანა.
ასევე ჯარისკაცები სურსათითა და ტანსაცმლით სახელმწიფოს უნდა
მოემარაგებინა. ასევე დაიწყო გზების კეთილმოწყობა. ასევე იწყებს ახალი
კოლონიების დაარსებას. მესამე ვადით აღარ აირჩიეს, 122 წლის 10 დეკემბერს
დასრულდა მისი უფლებამოსილობა. დაიწყო გრაკხუსების მიღებული კანონების
გაუქმება. გაიუსის დასჯის მცდელობის დროს, გაიუსმა და მისმა მომხრეებმა
დაიკავეს ავენტინუმი, საბოლოოდ მონას უბრძალა, რომ მოეკლა. თავი მოკვეთეს,
სხეული კი მდინარეში გადააგდეს.

7. მითრიდატეს ომები.
დიადოხოსების ომის პერიოდში მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, შავი ზღვის
მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე დამოუკიდებელი ერთეული, კაპადოკია,
პონტო, ბითინია, წარმოიქმნა. მათ შორის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეძლო
პონტოს სამეფომ.
პონტოს სამეფოს ფუძემდებლად მიჩნეულია მითრიდატე კტისტი
(დამაარსებელი), ქალაქ კიოსის გამგებლის - მითრიდატეს შვილი. ანტიკური
ავტორების თანახმად პონტოს მეფეები საკუთარ წარმომავლობას სპარსეთის
დიდებულთა წრეს უკავშირებენ.
პონტოს სამეფოს დიდებას წარმოადგენდა მითრიდატე V-ის უფროსი ვაჟი
მითრიდატე, რომელიც მითრიდატე VI ევპატორის სახელითაა ცნობილი. მამის
გარდაცვალებისას 11-12 წლის იყო. უფროსი შვილისადმი მტრულად
განწყობილმა დედოფალმა ლაოდიკემ გადაწყვიტა, ტახტი დაეკავებინა უმცროსს -
მითრიდატეს. დედოფალს მისი მოკვლა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა მისი
გადარჩენა გარკვეულმა ჯგუფმა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მან 22 ენა იცოდა. 20
წლის ასაკში ხელში აიღო ძალაუფლება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით დედა
სიკვდილით დაასჯევინა. ასევე გზიდან ჩამოიშორა თავისი უმცროსი ძმა,
აქემენიდური წესების მიხედვით ცოლად შეირთო საკუთარი და ლაოდიკე.
გამეფების პირველ წლებში მითრიდატეს არ შეეძლო რომაელებთან ღიად
დაპირისპირება, პონტო ,,მეგობრისა და მოკავშირის’’ სტატუსით რჩებოდა
მცირეაზიურ, რომზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ, მაგრამ ეს იყო
მითრიდატეს გარეგნული ნიღაბი. მითრიდატემ რომისთვის ნაკლებად
საინტერესო ტერიტორიების შემოერთება განიზრახა, სწორედ ესეთი იყო პონტოს
აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები და შავი ზღვის ჩრდილოეთით სანაპიროები.
ბერძნულ ქალაქებს დიდ საფრთხეს უქმნიდნენ სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან
წამოსული სკვითები და მასაგეტები. ცნობილმა ქალაქმა ხერსონესმა მითრიდატეს
მფარველობა სთხოვა, მითრიდატემაც გაგზავნა სარდალი დიოფანტე, საბოლოოდ
კი პონტოს სამეფოს მორჩილებაში მოექცა ყირიმისა და ქერჩის
ნახევარკუნძულები და აზოვის ზღვის სანაპიროები. ძვ.წ 107 წელს ბოსფორის
სამეფოში მოხდა სკვითების აჯანყება, რომლის დროსაც სპარტოკიდების
დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი დაიღუპა, ბოსფორის სამეფო
დიოფანტემ დაიკავა. შავი ზღვის სანაპიროების მდიდარი ელინური ქალაქების
პონტოს სამეფოს შემადგენლობაში გადასვლამ მითრიდატეს სერიოზული
ეკონომიკური ბაზა შეუქმნა. სამხრეთ რუსეთზე ხორბალის კონტროლი,
რომელზეც დიდი მოთხოვნილება იყო, მის ხელში მოექცა. მის არმიაში ფართოდ
დაიკავეს ადგილი სკვითებმა და სარმატებმა. ძვ.წ II საუკუნის ბოლოს
მითრიდატემ შეიერთა კოლხეთი. აღმოსავლეთით მცირე არმენია. მითრიდატემ
მოლაპარაკებებზე მიწვეული დისწული, კაპადოკიის მეფე არაირატე VIII
საკუთარი ხელით მოკლა და გაამეფა თავისი შვილი.
რომაელებმა გაიუს მარიუსის მეთაურობით ელჩები გაუგზავნეს მითრიდატეს და
კაპადოკიიდან ჯარების გამოყვანა მოითხოვა, პონტოს მეფე ბრძანებას
დაემორჩილა, თუმცა კაპადოკიაში ლაშქრობა სომხეთის მეფე ტიგრან II-ს
შესთავაზა. მათ შორის დამყარებული დინასტიური კავშირი ქორწინებამ გაამყარა,
ტიგრანმა ცოლად შეირთო მითრიდატეს ასული.
პირველი მითრიდატული ომი დაიწყო ბითინიის მეფის - ნიკომედე IV_ისა და
რომის შეიარაღებული ძალების აზიური კონტიგენტის პონტოში შეჭრით.
მითრიდატე ელჩების მივლინებით დროის მოგებას ცდილობდა, ამ დროს კი
მცირე აზიელი ბერძნების გადმობირებას ცდილობდა, ასევე კონტაქტი დაამყარა:
სირიისა და ეგვიპტის მეფეებთან, სომხეთთან და იბერიასთან. პირველი ომი
პონტოსა და რომს შორის მიმდინარეობდა ძ.წ 89-85 წლებში. რომისა და ბითინიის
არმია დამარცხდა. მითრიდატეს ხელში გადავიდა მცირე აზიის დიდი ნაწილი,
ძვ.წ 88 წელს მთელი მცირე აზიის მპყრობელი გახდა და დედაქალაქად პერგამოსი
გამოაცხადა. თუმცა განმათავისუფლებლის სახელი ვერ გაამართლა და მალევე
ტირანის სახე გამოავლინა, გამოსცა ,,ეფესოს ედიქტი’’, მცირე აზიაშ მყოფი
იტალიელების ამოხოცვა, დაღუპულთა რაოდენობა 80 დან 150 ათასამდე
არსებობს.
მცირე აზიაში გაბატონების შემდეგ მითრიდატემ სარდალი არქელაოსი დიდი
არმიით გაგზავნა საბერძნეთში, მცირე აზიის ბერძნული ქალაქები კი ხუთი წლით
გაათავისუფლა ყოველგვარი გადასახადებისგან. რომის რესპუბლიკის
აღმოსავლეთ პროვინციები მითრიდატეს ხელში გადავიდა, სენატის
დადგენილებით მითრიდატეს შეჩერება დაევალა კონსულ სულას. სულა ძვ.წ 87
წელს ბალკანეთზე გადავიდა, ერთ წელში ათენი აიღო, ამის შემდეგ ბეოტიაში,
ქერონეასთან, მითრიდატეს არმია დაამარცხა. მითრიდატემ საბერძნეთი დატოვა.
რომში მოვლენები სულას წინააღმდეგ წარიმართა, იგი გამოცხადებული იყო
მეამბოხე მხედართმავრად, ამიტომ ომის გაგრძელებაზე მეტად რომში დაბრუნება
აინტერესებდა, ომის დამთავრებას სურდა მითრიდატესაც.
ძვ.წ 85 წელს საზავო მოლაპარაკებები შედგა პატარა დასახლება დარდანში,
მითრიდატეს გაწვდენილ მარჯვენას სულამ არ უპასუხა. ორივე მხარედ უნდა
დაბრუნებოდა ომამდელ, ძვ.წ 89წ, საზღვრებს, პონტოს 2 ათასი ტალანტი უნდა
გადაეხადა, სულასათვის გადაეცა 70 სამხედრო გემი, დაებრუნებინა ტახტზე
კაპადოკიისა და ბითინიის კანონიერი მეფეები.
მეორე მითრიდატული ომი - ძვ.წ 83-81 წწ.
პროვოცირებული იყო რომაელთა მიერ, მცირე აზიაში სულას მიერ დანიშნულმა
სარდალმა მურენამ გამდიდრების გამო დაარღვია ზავი, შეიჭრა პონტოში და
დაიწყო მისი ძარცვა. სულას ბრძანებით მურენამ შეწყვიტა საომარი მოქმედებები,
ომს არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არ გამოუწვევია. რომის
პოლიტიკურ წრეებში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მითრიდატე და ტიგრან II
დიდხანს მშვიდად არ გაჩერდებოდნენ.
მესამე ომის საბაბი გახდა ბითინია. 75 წელს გარდაიცვალა მისი მეფე ნიკომედე
IV, რომელმაც თავისი სამეფო ანდერძით რომს დაუტოვა. მითრიდატეს
ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა ბითვინიაში რომის გაბატონება, იგი მაშინვე
შეიჭრა მეზობელ სამეფოში. სენატმა მითრიდატეს წინააღმდეგ 74 წლის
კონსურები, ავრელიუს კოტა და ლიცინიუს ლუკულუსი გაგზავნა. კონსულებმა
მცირე აზიაში გადასვლისთანავე ფუნქციები გაინაწილეს. ავრელიუს კოტა
როგორც ზღვაზე ისე ხმელეთზე მითრიდატესთან დამარცხდა. ლუკულუსმა კი
შეძლო მისი დამარცხება, მითრიდატე სინოპეში გაიქცა, საიდანაც დახმარების
თხოვნა შეუთვალა თავის ვაჟს და ტიგრანს. პონტოს მეფე კაპადოკიის გავლით
სომხეთში გაიცა. გაქცევამდე კი საჭური ბაკხოსი გაგზავნა მიცი ცოლების, დების
და ხარჭების მოსაკლავად, რათა რომის ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ.
მითრიდატეს წარუმატებლობით ისარგებლა მისმა ვაჟმა და რომაელთა მხარეს
გადავიდა. რომაელები სომხეთში შეიჭრნენ. ტიგრანმა ლუკულუს მითრიდატეს
გადაცემაზე უარი განუცხადა, ტიგრანის არმია დამარცხდა და 69 წლის
შემოდგომაზე ლუკულუსმა სომხეთის დედაქალაქი დაიკავა. ტიგრანი და
მითრიდატე არტაქსატაში გაიქცნენ. 67 წელს ლუკულუსის შემცვლელად
გაიგზავნა კონსული აცილიუს გლაბრიონი. ამით ისარგებლა მითრიდატემ და
პონტო და კაპადოკია დაიბრუნა.
66 წელს სახალხო ტრიბუნის ინიციატივით აღმოსავლეთის მთავარსარდლობა
გადაეცა გნეუს პომპეუს, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა ომი
მეკობრეებთან. მისი მოქმედებით სომხეთის მეფე ტიგრანი პართიის მეფემ
დაამარცხა და მთებში გაიხიზნა, ამით მითრიდატემ მთავარი მოკავშირე დაკარგა.
მითრიდატემ 66 წლის ზამთარი კოლხეთში გაატარა, გაზაფხულზე გზა
გააგრძელა ჩრდილოეთის მიმართულებით. ბოსფორის სამეფო მისმა მოღალატე
შვილვა მახარემ მიიტაცა, თუმცა მითრიდატემ დაამხო მისი ბატონობა და თავის
მოკვლა აიძულა. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მითრიდატეს შვილი ფარნაკე, 63
წელს მეფე პანტიკაპეიონის სასახლეში ალყაში მოაქციეს, თავისი ცოლი და
შვილები მოწამლა, მასზე საწამლავმა არ იმოქმედა, ამიტომ ერთგულ მსახურს
მახვილით მოკვლა უბრძანა. მითრიდატეს გვამი ფარნაკემ პომპეუს გაუგზავნა,
მან კი დიდი პატივით დაკრძალა სინოპში, პონტოს მეფეთა საგვარეულოს
აკლდამაში.
პომპეუსმა მითრიდატესთან ომი დასრულებულად გამოაცხადა, ფარნაკე კი
რომის მოკავშირე და მეგობარი გახდა. სომხეთში ტიგრან მეორე რომაელთა
ბანაკში გამოცხადდა და რომს დაუზავდა.

8. სულად დიქტატურა.
მოკავშირეთა ომი რომის გამარჯვებით დასრულდა, მსოფლიო სახელმწიფომ
ერთიანობა არა მარტო შეინარჩუნა, არამედ იტალიკებისთვის მოქალაქეობის
მინიჭებით გაიფართოვა შიგანაგი სიძლიერე. ომის დამთავრებას იტალიაში
სიმშვიდე არ მოუტანია. ამ პერიოდში პონტოს მეფე მითრიდატე იწყებს აქტიურ
სამხედრო მოქმედებებს რომის წინააღმდეგ, 88 წელს ომის წარმოება დაეკისრა
კონსულ კორნელიუს სულას. 88 წლის სახალხო ტრიბუნამ კი დაადგინა, რომ
კორნელიუს სულას უნდა ჩამორთმეოდა აღოსავლეთ ფრონტის
მთავარსარდლობა და გადასცემოდა გაიუს მარიუს, სულამ რომი დატოვა და
ნოლაში გადავიდა, იქ მასორი სამხედრო ტრიბუნი გამოეცხადა და არმიის
მარიუსისათვის გადაცემა მოსთხოვა. სულამ არმია შეკრიბა და მეომრებს
გამოუცხადა: თუ დათმობდნენ, სარდალი გახდებოდა მარიუსი. ჯარისკაცებმა
განსაზღვრეს: ისინი დაკარგავდნენ მდიდარ აღმოსავლეთს, ამიტომ რომის
მიმართულებით წასვლა მოითხოვეს. 83 წლის გაზაფხულზე კორნელიუს სულამ
არმია, 30 ათასი ქვეითი და 6 ათასი ცხენოსანი ბრუნდიზიუმში გადაიყვანა,
დემოკრატეს გაცილებით უფრო მეტი მეომარი ყავდათ, თუმცა სულას არმია
მითრიდატესთან ომებში იყო გამოწრთობილი. სულას მხარეზე მრავალი
დემოკრატი და ოპტიმატი გადავიდა. პირველი შეტაკების შედეგად კონსულ
ნორბანის არმია დამარცხდა, ხოლო სციპიონის არმია სულას მხარეზე გადავიდა.
რომში 82 წელს კონსულებად აირჩიეს კარბონი და 20 წლის გაიუს მარიუსი.
ლიციუმში გამართული ბრძოლა სულას გამარჯვებით დასრულდა, ახალგაზრდა
სარდალმა თავი მოიკლა. სულამ რომი ფაქტიურად უბრძოლველად დაიკავა,
იქიდან არმია მიმართა ეტრურიისაკენ. 82 წლის ნოემბერში გამართულ ბრძოლაში
იტალიკები სრულად განადგურდნენ, სულამ გაიმარჯვა. იტალიაში მიმდინარე
მოვლენებთან ერთად სულას დაექვემდებარე დასავლეთის პროვინციები.
პირველი ამ მიმართულებით იყო სარდინია. სულამ გნეუს პომპეუსი სიცილიაშ
გაგზავნა, სადამ კარბონი იყო გამაგრებული. პომპეუსმა კარბონი დაატყვევა და
სიკვდილით დასაჯა. სიცილიიდან პომპეუსი აფრიკაში გადავიდა, რომელიც 40
დღეში დაიმორჩილა. სულას მოწინაღმდეგეთა უკანასკნელი დასაყრდენიც სულას
მომხრეებმა დაიკავეს.
სენატმა სულა დიქტატორად გამოაცხადა, განუსაზღვრელი ვადით და
უფლებებით. სახელმწიფოში წესრიგის დასამყარებლად და კანონების
გამოსაცემად.
სულას რომში შესვლა ღვთის რისხვას გაუთანაბრდა, რეჟიმის გამოხატულება იყო
სპეციალური სიების ,,პროსკრიპციების’’ შედგენა. სიაში მოხვედრა ნიშნავდა
სასიკვდილო განაჩენს. სიკვდილით დაისაჯა 90 სენატორი და 1600 მხედარი. მათი
დასჯისთვის დაწესებული იყო ჯილდო და ხდებოდა მათი ქონების კონფისკაცია.
დასასჯელთა სიებს აკრავდნენ მოედნებზე, მათ თავებს ფორუმზე გამოფენდნენ.
ქონების გარკვეული ნაწილი მდევრებს გადაეცემოდათ. გარდაცვლილი გაიუს
მარიუსიც კი საფლავიდან ამოთხარეს და მდინარეში გადააგდეს. 82-81 წლების
პერიდოში პროსკრიპციებმა 5 ათასი ადამიანი შეიწირა, სულამ სიკვდილით
დასჯილთა მონები კი 10 ათასი კაცი გაათავისუფლა და თავისი გვარი
კორნელიუსი მისაცა. ახალმოვნელინი კორნელიუსები დიქტატორის საიმედო
დასაყრდენად იქცა.
სულას კანონმდებლობით, სენატს დაუბრუნდა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს
ფუნქცია, სამასიდან ექვსასამდე გაიზარდა სენატორების რიცხვი. გაფართოვდა
სენატის სასამართლოს ფუნქციები. გაიზარდა მაგისტრატურების რიცხვი. 6
პრეტორის ნაცვლად ირჩევდნენ რვას. 8 კვესტორის ნაცვლად ირჩევდნენ ოცს.
კონსულები და პრეტორები ერთი წლის ვადით უნდა ყოფილიყვნენ რომში.
დაკანონთა თანამდებობის პირთა ასარჩევი ასაკი და შუალედები
თანამდებობიდან თანამდებობაზე. ცენზორის უფლებები გადაეცათ კონსულებს.
კონსულებს ყოველწლიურად ირჩევდნენ. 80 წელს დიქტატორი კონსულიც იყო.
79 წელს სულა გამოვიდა სახალხო კრებაზე და განაცხადა, რომ იხსნიდა
დიქტატორის უფლებამოსილებას, ათავისუფლებდა დაცვას და როგორც კერძო
პირი ისე იწყებდა ცხოვრებას. ფორუმი დაცვის გარეშე, რამდენიმე მეგობართან
ერთად დატოვა. სულას გასამართლება არავის მოუთხოვია, ეს გამოწვეული იყო
მის მომხრეთა რაოდენობით. სულა წავიდა თავის ვილაში, ერთობოდა
თევზაობით და წერდა მემუარებს, პლუტარქეს თქმით დაწერა 22 წიგნი.
გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ, 78 წელს, 60 წლის ასაკში მძიმე, უცნობი,
დაავადებით გარდაიცვალა. სულა რომში გადმოასვენეს და პატივით დაკრძალეს,
ძეგლიც აღუმართეს. - არავის გაუკეთებია იმდენი კარგი მეგობრებისათვის და
ცუდი მტრებისათვის, რამდენი სულას.
სულა შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ ენას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას.
საოცარი პოპულარობით სარგებლობდა ჯარისკაცებს შორის. სულას გზა
გააგრძელა ცეზარმა, რომელმაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენა რესპუბლიკას.

9. სულას დიქტატურა.
კორნელიუს სულამ რესპუბლიკას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა,
რესპუბლიკის აღსასრული მოახლოებული იყო. პოლის-სახელმწიფოს
საუკუნოვან არსებობას ყოველგვარი შესაძლებლობები ამოწურულიჰქონდა და
უკანსკნელ დღეებს ითვლიდა. მსოფლიო სახელმწიფოს მომავალი სერიოზულ
გარდქმნემს მოითხოვდა, რასაც ყველაზე კარგად გრძნობდა ახალი ეპოქის
ფუძემდებელი, გაიუს იულიუს ცეზარი. ვარაუდობენ, რომ ცეზარის წინაპარმა
პუნიკური ომის დროს მოკლა სპილო და ეს მეტსახელიც აქედან შეერქვა. ცეზარის
მამა გაიუს იულიუს ცეზარი ძვ,წ 92 წელს აზიაში პროკონსულის თანამდებობას
ასრულებდა. დედა ავრელიუსი კი ცნობილი პლებეური გვარის წარმომადგენილი
იყო.
ცეზარი ძვ.წ 58 წელს სამი ლეგიონით შეუდგა პროკონსულის მოვალეობის
შესრულებას გალიაში. გალიის ომებმა ცეზარს დიდების გვირგვინი დაადგა. მან
გამოავლინა სამხედრო ხელოვნების უდიდესი გასაოცარი თვისებები და
დიდძალი ქონებაც დააგროვა.
დანარჩენი. გ.ქავთარია, რომი II ტომი. გვ59-62.

10. ავგუსტუსის პრინციპატი.


29 წელს ძლევამოსილი ოქტავიანე რომში დაბრუნდა. გადაიხადა გამარჯვების
შესაფერისი ტრიუმფი და შეუზღუდავი მბრძანებლის უფლებამოსილებით
შეუდგა უზარმაზარი სახელმწიფოს მართვას. ოქტავიანეს გეგმა მიზნად ისახავდა
რესპუბლიკადან იმპერიაზე გადასვლის ისეთი დიპლომატიური გზის
ფორმირებას, რომელშიც მონარქიის უპირატესობის გვერდით, როგორც
სამკაული, შენარჩუნებულიიქნებოდა რესპუბლიკური სისტემა. სამეცნიერო
ლიტერატურაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ მმართველობის სისტემა,
რომელიც რომში მეფეთა ხანის დროს ჩამოყალიბდა, მსოფლიოზე გაბატონებული
იმპერიის ამოცანებს ვეღარ პასუხობდა. პოლისის ვიწრო ჩარჩოები, სახალხო
კრება და სენატი გამოხატავდნენ წარჩინებულთა ვიწრო წრის ინტერესებს, რაც
უუნარო აღმოჩნდა ხმელთაშუაზღვეთის სამართავად. რესპუბლიკის დამხობაშ
გადამწყვეტი როლი შეასრულა არმიამ, რომელიც ნადავლის მოპოვებისთვის
ნებისმიერი პოლიტიკოსის გვერდით დადგებოდა, თუნდაც სამშობლოს
წინააღმდეგ ებრძოლათ. ამის დამადასტურებული ფაქტია, რომ სამოქალაქო ომის
პერიოდში რომის არმიამ რამდენჯერმე აიღო საკუთარი დედაქალაქი რომი.
ოქტავიანემ ხელისუფლება ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და
მიღწეულ გამარჯვებას საოცარი სიფრთხილით ეკიდებოდა. ძალაუფლების
იურიდიულად გართულებამდე გაითვალისწინა სულასა და ცეზარის
დიქტატურების თანამდევი სირთულეები და ისეთი ცვლილებები გაატარა,
რომლებითაც ჩანდა, თითქოს რესპუბლიკა აგრძელებდა არსებობას.
ტრიუმვირები 43 წლიდან სარგებლობდნენ განუსაზღვრელი ძალაუფლებით
ხუთი წლის განმავლობაში, ეს შეთანხმება გააგრძელეს 33 წლის 31 დეკემბრამდე.
შეთანხმების პირობები ოქტავიანემ და ანტონიუსმა არ შეასრულეს. ანტონიუსის
სიკვდილის შემდეგ ოქტავიანე დარჩა რომის ერთადერთ შეუზღუდავ
მბრძანებლად. რომში დაბრუნებული ოქტავიანე 28 წელს აირჩიეს კონსულად,
ვიპსანიუს აგრიპასთან ერთად. პირველი რაც კონსულებმა გააკეთეს, იყო სენატის
წმენდა, ცენზორული აღწერა, სენატი 1000 წევრიდან დაიყვანეს 800 წევრებამდე.
27 წლის 13 იანვარს, ოქტავიანემ სენატსა და სახალხო კრებაზე მოიხსნა
ტრიუმვირატის უფლებამოსილება, რაც ნიშნავდა ,,რესპუბლიკის’’ აღდგენას. ამ
აქტიდან სენატმა მესამე დღეს მას ავგუსტუსი ანუ ღვთაებრივი უწოდა.
ოქტავიანეს, რომ დაეფარა თავისი ხელისუფლების მონარქისტული ბუნება
საკუთარ თავს პირველ სენატორად მოიხსენიებდა, ის სენატორების სიაში
პირველი იყო ჩაწერილი. ეს არავითარი განმასხვავებელი პრივილეგიების
მატარებელი არ იყო. სინამდვილეში კი პირველი სენატორის ხელში მოექცა
უმაღლესი ხელიფუსლების ყველა სფერო. ეს უწყინარი ტერმინი პრინციპატის
სახელწოდებით დაედო საფუძველი რესპუბლიკის სახელით მონათლულ
მონარქიას, რომელიც ცეცხლითა და მახვილით მართავდა სამ კონტინეტზე
გადაჭიმულ იმპერიას.
ოქტავიანე ავგუსტუსი პროკონსულის სტატუსით განაგებდა: სირიას, ესპანეთს,
გალიას, რაც შეეხება ეგვიპტეს, იმ იმპერატორის პირად დომენად ითვლებოდა.
ხოლო პროვინციებში კი შენარჩუნებული იყო პროკონსულების გამგებლობა.
ოქტავიანეს ერთპიროვნული მმართველობა მაინც ვერ იქნა სათანადოდ
შენიღბული, მას 23 წელს შეთქმულებაც მოუწყვეს. საბოლოოდ პირადი დაცვის
მიზნით შეადგინა 9 კოჰორტა, სამი ქალაქში განალაგა, ექვსი კი გარეუბნებში.
ოქტავიანე გახდა ქვეყნის ერთპიროვნული გამგებელი, დიქტატორი
განუსაზღვრელი ვადით. ის სენატზე მაღლა დადგა. ოქტავიანემ ასევე
იმპერატორი დაირქვა, აქამდე ამ სახელს ანიჭებდნენ გამარჯვებულ სარდალს
ტრიუმფამდე. სენატორების სიას პრინციპატი ადგენდა. მაგისტრატურებს
ფუნქციები შეუკვეცა. ასევე ხშირად სისხლის სამართლის საქმეებს თავად
განიხილავდა და სასიკვდილო განაჩენიც გამოჰქონდა.
ოქტავიანემ ღვთაებრივის ტიტული მიიღო. მეორე კონსულის ლეპიდუსის
გარდაცვალების შემდეგ თავი უმაღლეს ქურუმად გამოაცხადა. პროვინციებში
დაწესდა იმპერატორის კულტი. მისი როგორც ღვთაების სახელზე აგებდნენ
კულტებს.
ასპარეზზე გამოსვლის პირველ წლებში იგი დაუახლოვდა რომში ყველაზე
ავტორიტეტულ პიროვნებას, ციცერონს, მაგრამ როდესაც პოლიტიკამ მოითხოვა
დიდი ორატორი სასიკვდილოდ გაიმეტა. პლუტარქეს გადმოცემით მას ეს
საქციელი სიკვდილამდე აწუხებდა.
ავგუსტუსი აქტიურად ესწრებოდა სენატის სხდომებს, მაგრამ შეთქმულების
შიშით აბჯარასხმული დადიოდა, ტოგის ქვეშ მუდმივად ატარებდა მახვილს,
ასევე სხვა სენატორებს მასთან მიახლოვება გაჩხრეკის გარეშე არ შეეძლო.
პრინციპატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ოძახის სიწმინდეს და მრუშობას
მკაცრად განიკითხავდა. თავისუფალი მოქალაქეების ზრდის წასახალისებლად,
გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ ის ადამიანები რომელთაც ჰყავდათ,
რომის მოქალაქეებს სამი შვილი, იტალიელებს ოთხი, პროვინციელებს ხუთი.
პრინციპატის დასაყრდენს წარმოადგენდნენ მხედრები. მათ ხელში იყო რომის
ეკონომიკური ცხოვრება, პროვინციების პროკურატორებადაც მხედრები
ინიშნებოდნენ. ასევე რომის რეგულარული არმია განისაზღვრა 25 ლეგიონით.
არმიაშ ხვდებოდნენ 17-20 წლის ასაკში და სამხედრო სამსახური 30-35 წელიწადს
გრძელდებოდა, უპირატესობა ენიჭეობა ხარისხს და არა რაოდენობას. ავგუსტუსი
სუსტი მხედართმავარი იყო და ასპარეზზეც სხვებს უთმობდა, საამისოდ ჰყავდა
გამოცდილ სამხედროთა გუნდი. რომის სამხედრო საქმეს წარმართავდა მარკუს
აგრიპა. ის თავად ომის მომხრე არ იყოს და პრობლემური საკითხების
დიპლომატიური გზებით გადაჭრას ცდილობდა, მანვე დააწესა მშვიდობის
კულტი რომში.
ავგუსტუსი დიდ ყურადღებას უთმობდა დიპლომატიას, ინდოეთიდანაც კი
მიუღია ორჯერ ელჩობა.
იმპერატორი სიამაყით აცხადებდა რომზე, რომ მან მიიღო აგურით ნაგები ქალაქი
და ტოვებს მარმარილოთი გალამაზებულს.
მის უარყოფით მხარეებში ნახსენებია მისი ოჯახის წევრების ამორალური ქცევა.
თვითონაც სამი ცოლი ყავდა, მესამე ცოლი ქმარს წაართვა. ლივიას იმ დროს
ჰყავდა ერთი შვილი და ელოდებოდა მეორეს. აგვუსტუს მისგან შვილი არ
ჰყოლია, ის ცოლის გავლენის ქვეშაც კი მოექცა. ლივია თვითონ თავადაც კი
ურჩევდა ქმარს ახალგაზრდა ლამაზ ქალებს.
ლივია დრუზილა საკუთარი ნაშიერებისთვის ტახტის დაკავების მიზნით ბოლო
მოუღო ოქტავიანეს ნათესავებს, ბოლოს აგვუსტუსის უმცროსი შვილიშვილიღა
დარჩა ცოცხალი. არსებობს ეჭვი რომ ლივიამ მოკლა ოქტავიანე, ამით საკუთარ
შვილ ტიბერიუს გაუთავისუფლა ტახტისკენ მიმავალი გზა.
ავგუსტუსი გარდაიცვალა 14 წლის 19 აგვისტოს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი 52 წლის განმავლობაში იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკაში.
11. იულიუს კლავდიუსების დინასტია.
იულის კლავდიუსების დინასტიის ოთხი დიდი წარმომადგენელია: ტიბერიუსი,
კალიგულა, კლავდიუსი, ნერონი.
ტიბერიუსი - 14 წელს რომის იმპერატორი გახდა ტიბერიუსი, რომელიც
იწოდებოდა ტიბერიუს ცეზარ ავგუსტუსის სახელით. იგი იყო სენატორების
შვილი და დედის წყალობით ახ.წ 4 წლიდან გამოცხადებული იყო ტახტის
მემკვიდრედ.
ტიბერიუსი საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო, მაგრამ იმყოფებოდა
ავგუსტუსის ჩრდილში, მამინაცვალი საკუთარი შეხედულებების მსგავსად
განიკითხავდა მის ბედს. მისი აზრი არავის აინტერესებდა, ყოველივე ამის გამო
ტიბერიუსი რომის იმპერიას შერჩა კაცთმოძულე, მარტოსული სახელით.
ტიბერიუსი აღიზარდა ავგუსტუსის მუდმივი კონტროლის ქვეშ, მას პირველ
კაცობის ამბიცია არ ამოძრავებდა, თუმცა ლივიას წყალობით 56 წლის ასაკში
იმპერატორი გახდა. ავგუსტუსს მემკვიდრის პიროვნული თვისებები არ
მოსწონდა, ის მას ტახტის შეუფერებელ მემკვიდრედ აღიქვამდა. ერთ-ერთ
თათბირზე სინანულით უთქვამს: საბრალო რომაელი ხალხი როგორ ზანტ ყბებში
ვარდება.
ტიბერიუსი იყო ცივი, ჩაკეტილი, ორპირი და სასტიკი პიროვნება. თავისი
ქედმაღლობით თრგუნავდა სენატორებს. ავგუსტუსის გარდაცვალებისთანავე
გაითამაშა იაფფასიანი კომედია, თითქოს იმერატორობა არ სურდა, მხოლოდ მას
შემდეგ დათანხმდა, როდესაც დარწმუნდა სენატორთა მონურ მორჩილებაში,
ტიბერიუსი სენატიდან გამოსვლისას მუდმივად წარმოთქვამდა - ჰოი
ადამიანებო, შექმნილნო მონობისთვის. ტიბერიუსის ერთპიროვნულ
მმართველობას ხელს უშლიდა დედამისი ლივია, რომელიც შვილზე გავლენის
მხდენას ცდილობდა, ტიბერიუსი თავისი გზით მიდიოდა, თუმცა ლივიას
ანგარიშს უწევდა და გარკვეული თავშეკავებით ექცეოდა, ლივია შვილის
უმადურობით უკმაყოფილო დარჩა, ლივია გარდაიცვალა 29 წელს, 87 წლის
ასაკში.
ტიბერიუსმა ძალაუფლების გამტკიცების მიზნით ფართო უფლებებით აღჭურვა
პრეტორიანული გვარდია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ყოველგვარი ავკაცობის
სულის ჩამდგმელი ლუციუს სეიანი. იმპერატორის დაცვა მრავალი ბოროტების
სიმბოლოდ იქცა, რომელსაც შემდგომი იმპერატორებიც იყენებდნენ
მოწინააღმდეეგების თავიდან მოსაშორებლად. ტიბერიუსი ბუნებით ეჭვიანი
ადამიანი იყო, რასაც ლუციუსი თავის სასიკეთოდ იყენებდა, მას თავიდანვე
იმპერატოს მემკვიდრეობა სურდა, თუმცა ეს მანამ იყო შეუძლებელი სანამ
ცოცხალი იყო ტიბერიუსის ძე დრუზუს უმცროსი. დრუზუსი ენერგიული და
განათლებული პიროვნება იყო, მამისაგან მეკვიდრეობით ერგო სისასტიკე,
ტიბერიუსმა ის ახალგაზრდობიდანვე ჩართო სახელმწიფო საქმეებში, მისი
ამგვარი ავტორიტეტი ლუციუსისთვის გადაულახავ დაბრკოლებას
წარმოადგენდა. ტახტის მემკვიდრის გზიდან ჩამოშორების მიზნით პრეფექტმა
საიდუმლო კავშირი დაამყარა დრუზუსის ცოლთან, ლივია ლივილასთან. 23
წელს დრუზუსი საწამლავით მოწამლეს, ტიბერიუსს ერთადერთი შვილის
დაღუპვის გამო მწუხარება არ გამოხატავს. 31 წელს ლუციუსი და ლივია
ჩადენილი დანაშაულის გამო მკაცრად დაისაჯნენ.
ტიბერიუსი სამხედრო საქმეში გარკვეული პიროვნება იყო, კარგად იცნობდა
საზღვრების პირას მდგომი რომაული ლეგიონების მდგომარეობას, თუმცა მისი
მმართველობის დროს უპირატესობა დიპლომატიას ენიჭებოდა, პართიასთან
ომის დროს რომის საიმედო მოკვაშირე გახდა იბერია, რასაც მოწმობს სომხეთში
იბერიელი უფლისწულის, მითრიდატეს გამეფება.
ავგუსტუსის გარდაცვალების წელს (14წ) რომის განაპირა საზღვრებზე მდგომმა
ლეგიონებმა აჯანყება დაიწყეს, რისი მიზეზიც ხელფასის მომატება იყო.
აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა დრუზოსი, ლეგიონერებმა გერმანიკუსის
იმპერატორად გამოცხადება მოითხოვეს, გერმანიკოსმა უარი თქვა, თუმცა
ეჭვიანმა ბიძამ ეს არ აპატია და ანტიოქიაში ყოფნის დროს გარდაიცვალა,
სავარაუდოდ მოწამლეს. გერმანიკუსის უფროსი შვილები საშინელი წამებით
მოაკვლევინა, უმცროსი გაიუს კალიგულა არანორმალურად ჩათვალა და
სიცოცხლე შეუნარჩუნა, ესე გადარჩა კლავდიუსიც.
შეთქმულებით შეპყრობილი ტიბერიუსს ცრუ ინფორმაციებით აღვივებდა
სეიანი. მისი რჩევით 27 წელს იმპერატორი საცხოვრებლად გადავიდა კუნძულ
კაპრიზზე. 31 წელს სასამართლოზე სეიანს ბრალი დაუმტკიცდა იმპერატორის
მემკვიდრის მკვლელობასა და სხვა დანაშაულებებში, რის გამოც სიკვდილით
დასაჯეს. იმპერატორმა პრეფექტის ტანამდედობაზე დანიშნა, ნევიუს მაკრონი.
ტიბერიუსს დარჩა ღვიძლი შვილიშვილი, ტიბერიუს გემელი, რომელსაც
ნაბიჭვარს უწოდებდა, იგი ლივია ლივილასა და სეიანის საიდუმლო კავშირის
ნაყოფად მიაჩნდა.
ტიბერიუსის ისტორიკოსების აღწერით ის იმდენად ჯანმრთელი ადამიანი იყო,
რომ ავად არასდროს გამხდარა. მოულოდნელად გარდაცვალებამ ბევრი ეჭვი
გამოიწვია, ძმისწულის შვილმა გაიუს კალიგულამ საჭმელში ჩაუყარა საწამლავი
და ამ გზით მოკლა. მისმა პრეტორიანული გვარდიის პრეფექტმა იგი
ტანსაცმლით გაგუდა. მეორე ვერსიით კალიგულამ მომაკვდავი ტიბერიუსი
ხელების წაჭერით დაახრჩო. 37 წელს დასრულდა კაცთმოძულე იმპერეტორის 23
წლიანი ბატონობა, იგი რომის ისტორიაში სისხლიანი ჯალათის სახელით შევიდა.

კალიგულა.
ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ რომს 4 წლის განმავლობაში მართავდა
კალიგულა. ის იყო ტიბერიუსის ძმისწულის სახელოვანი სარდლის,
გერმანიკუსის შვილი. კალიგულას დედა, აგრიპინა უფროსი, იყო ავგუსტუსის
შვილიშვილი, რომელიც თავისუფალი იყო ქალური სისუსტეებისგან და არმიაში
ბევრს სარდალზე მეტი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი.
მას შემდეგ რაც ლეგიონებმა გერმანიკულს იმპერატორობა შესთავაზეს,
ტიბერიუსმა ის აითვალწუნა და ამოკვლევინა, იგი ბედი ეწია მის უფროს
შვილებს, ისინი შიმშილით დახოცეს. ხოლო აგრიპინა კი გადაასახლა და წამებით
მოკლა. ტიბერიუსის რისხვა კალეგულას არ შეხებია, იგი იხსნა თანდაყოლილმა
ავადმყოფობამ - ეპილეფსიამ. ზედმეტსახელი კალიგულა ხუმრობით შეარქვეს
ჯარისკაცებმა თავიანთია საყვარელი სარდლის პატარა ბიჭს, ჩაცმულს სამხედრო
ფორმასა და ჩექმებში. მისი ნამდვილი სახელია გაიუს იულიუს ცეზარი.
31 წელს, 19 წლის კალიგულას ტიბერიუსმა გამოცდა მოუწყო, იყო თუ არა
ნორმალური ადამიანი, კალიგულამ თავისი ეშმაკობით ყველა გააცურა და
სიცოცხლეც შეინარჩუნა. მას შემდეგ რაც სულელის დამადასტურებელი სიგელი
მიიღო, საიმპერატორო კარზე საიდუმლო ქსელების ხლართვა დაიწყო. იგი
დაუკავშირდა პრეფექტ მაკრონის მეუღლეს, ენია ნევიას, რომელსაც
იმპერატორად გახდომის შემდეგ ცოლად მოყვანას პირდებოდა. მისი გავლენით
მაკრონთან დაახლოვდა.
37 წლის მარტში ტიბერიუსი მაკრონმა შეცვალა
სენატი კალიგულას არ იცნობდა, მხოლოდ იცოდნენ რომ იგი იყო გერმანიკუსის
შვილი. გადამწყვეტი როლი პრეტორიანულმა არმიამ შეასრულა, მაკრონმა
ჯარისკაცებს მოუწოდა კალიგულა იმპერატორად გამოეცხადებინათ. ამ დროს
გამოქვეყნდა ტიბერიუსის ანდერძი, სადაც ის თავის მემკვიდრედ კალიგულას და
მის შვილიშვილს ტიბერიუს გემელს, თანაბარი უფლებებით ტოვებდა სამეფო
ტახტზე. კალიგულამ სენატს შესთავაზა, რომ ვინაიდან მას არ ჰყავდა შვილი,
ტიბერიუს გემელს იშვილებდა და მემკვიდრედ გამოაცხადებდა. ამგვარად მან
სენატის მხარდმაჭერა მიიღო და პრინცეპსის უფლებებით აღიჭურვა.
მმართველობის დასაწყისში კალიგულამ სცადა სახალხო კრებას დაბრუნებოდა
თანამდებობის პირთა არჩევის უფლებები. აწყობდა სანახაობებს, უდანაშაულოდ
დასჯილ პატიმრებს ათავისუფლებდა, გარდაცლილი იმპერატორი ცხარე
ცრემლებით დაიტირა, თუმცა ყოველივე ეს პირობითი იყო, მან თავისი
ძალაუფლება აღმოსავლური მმართველობის დასანერგად გამოიყენა, მისი
მთავარი აქცენტი შიში იყო. - დე, ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ.
კალიგულა ფულის მფლანგველობით გამოირჩეოდა, ტიბერიუსის ხაზინა ერთ
წელიწადში გაანიავა, ფულის შეგროვების მიზნით ახდენდა მდიდარ რომაელთა
ქონების კონფესკაციას. იგი ვერ იტანად სახელოვან ადამიანებს, განზრახული
ჰქონდა ჰომეროსის პოემების განადგურება. ასევე ვერ იტანდა ვირგილიუსს. მისი
ბრძანებით გაანადგურეს სახელოვანი ქანდაკებები, მისი ბრძანებით
საბერძნეთიდან რომში გადაიტანეს ზევსის ქანდაკება, თავი წააცალეს და
კალიგულას თავი დაადგეს. იგი თავს ღმერთებს უტოლებდა.
კალიგულას იძულებით პრეფექტმა მაკრონმა 38 წელს თავი მოიკლა, იმავე წელს
ტიბერიუსის შვილიშვილი სიკვდილით დასაჯა. მათგან პირველის დახმარებით
იმპერატორი გახდა, ხოლო მეორე ნაშვილები ჰყავდა.
კალიგულა უპავტიცემულოდ ეპყრობოდა სენატს, კონსულებს, სენატორებს,
ერთხელ რამდენიმე სენატროი სიკვდილით დასაჯა და გამოაცხადა თავი
მოიკლესო. თავისი საყვარელი ცხენის სენატორად დასმაც კი მოითხოვა.
კალიგულას საზიზღრობანი, იხილეთ მეორე ტომის 109-110 გვერდები.
კალიგულამ თავისი გმირობის დასამტკიცებლად გერმანიაში ლაშქრობა
გადაწყვიტა, შეადგინა უზარმაზარი არმია, სურსათით მოამარაგა და გეზი
ჩრთილოეთისაკენ აიღო. ადგილობრივ მოსახლეობას დაავალეს გზები დაეგოთ
და კარგად მოერწყოთ, იმპერატორი მტვერს რომ არ შეეწუხებინა. ლაშქრობა
სინამდვილეში უნიჭოდ დადგმული კომედია იყო, ერთ-ერთ ხეობაში ყოფნის
დროს კალიგულამ ყური მოკრა ჯარისკაცების საუბარს, - მტერი თავს რომ
დაგვესხეს მუსრს გაგვავლებსო, კალიგულა ცხენს შემოახტა და გაქცევა სცადა.
გერმანული ლაშქრობა, როგორ სწრაფადაც დაიწყო, ისევე დასრულდა. ტყვეების
არ ყოლის გამო გადაწყდა გალების შერჩევა, რომელთაც წვერი უნდა მოეშვათ და
თმები წითლად შეეღებათ, რათა გერმანელებს დამსგავსებოდნენ.
კალიგულას არ უყვარდა რომი, ეთაყვანებოდა ეგვიპტეს, განსაკუთრებით
მოსწონდა ქალაქი ალექსანდრია, დედალაქაის გადატანაც კი უნდოდა.
41 წლის 24 იანვარს შეთქმულებმა, პრეტორიანული არმიის პრეფექტის
მეთაურობით კალიგულა მოკლეს. არ დაინდეს მისი შვილი და ცოლიც.
იმპერატორის სასახლე არეულობამ მოიცვა.

კლავდიუსი.
კალიგულას გარდაცვალების შემდეგ სასახლე სრულმა ქაოსმა მოიცვა, მისი ბიძა,
რომელიც თანდაყოლილი ნაკლის გამო სახელმწიფოს მართვაში არასდროს
ერეოდა, გალერეაში დაიმალა. ფარდას ამოფარებული ერთ-ერთმა ჯარისკაცმა
შეამჩნია, და როდესაც მიხვდა თუ ვინ იყო. როგორც იმპერატორის ისე მიესალმა.
ამის შემდგომ დღეს, 41 წლის 25 იანვარს, ჯარისკაცებმა კლავდიუსი თავიან
ბანაკში გადაიყვანეს და იმპერატორად გამოცხადეს, სენატმა ჯარისკაცების
მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კლავდიუსი იყო იმპერატორ ტიბერიუსის ძმის, დრუზუს უფროსის შვილი,
დაიბადა ძვ.წ 10 წელს, უამრავი ნაკლით სავსე: მახინჯი, კოჭლი, ენაბლუ, ამას
ემატებოდა გაუთავებელი ავდმყოფობა. დედა საერთოდ არ ნახულობდა,
ცნობილია მისი გამონათქვამი: ბუნებამ დაიწყო და არ დაამთავრაო, ჩემს
კლავდიუსზე სულელიაო. იმდენად უსუსური იყო რომ მონებიც კი აბუჩად
იგდებდნენ და დასცინოდნენ. ჭამის დროს ეძინებოდა ხოლმე და მონები
ფინიკისა და ზეთისხილის კურკებს ესროდნენ. ჭკუასუსტად მიჩნეულმა
კლავდიუსმა თავშესაფარი წიგნებში იპოვნა: ეტრუსკების ისტორია 20 წიგნად,
კართაგენის ისტორია 8 წიგნად, ავტობიოგრაფია 8 წიგნად, 41 წიგნი ავგუსტუსის
მოღვაწეობის შესახებ, სიტყვა ციცერონის დასაცავად. მისი პირველი მეუღლე
ეტრუსკი იყო და არ არის გამორიცხული რომ ეტრუსკული ენა სცოდნოდა.
მმართველობის დასაწყისში კალიგულას მკვლელობასთან დაკავშირებით
ანგარიშსწორება არ დაუწყია, მოკლა მხოლოდ ორი ტრიბუნი, რომლებმაც
კალიგულას ცოლ-შვილი დახოცეს. დანარჩენების მიმართ გამოაცხადა ამნისტია
და საკითხი დამთავრებულად ჩათვალა.
კლავდიიუსიის დროს სენატი ჩვეულებრივ აგრძელებდა საქმიანობას, მისი
შემადგენლობა იყო არისტოკრატიული, რომელსაც რესპუბლიკის აღდგენის იდეა
ამოძრავებდა. კლავდიუსმა ბიუკრატიულ ორგანოში დაასაქმა პროფესიონალი
ლიბერტინები, რომლებიც რომის მოქალაქეებიც კი არ იყვნენ, თუმცა საკუთარი
ნიჭით შეძლეს გზის გაკვლევა. კლავდიუსის პრინციპატი წარმოადგენდა
ლიბერტინების მმართველობის ტრიუმს. მათი შეთანხმებული მოქმედებით
სახელმწიფოს სისტემა ეფექტურად მოქმედებდა.
კლავდიუსმა დაიწყო საომარი მოქმედებები იმპერიის ჩრთილოეთით გერმანიასა
და ბრიტანეთში, ბრძოლას სათავეში გამოცდილი სარდლები ედგნენ,
კლავდიუსის სახელი კი სიმბოლური იყო.
კლავდიუსის მესამე ცოლი ვალერია, ამორალური ყოფაქცევის მწვერვალზე
ნებივრობდა, მას შეუყვარდა ერთი ახალგაზრდა სახელად სილიუსი. საქმე იქამდე
მივიდა, რომ იმპერატორის მეუღლე პარალელურად დაქორწინდა სილიუსზე.
ახალდაქორწინებულებმა დაგეგმეს კლავდიუსის ჩამოგდება და ტახტზე
სილიუსის დასმა. კრიტიკულ სიტუაციაში გადამწყვეტი სიტყვა თქვეს
ლიბერტინებმა, შეთქმულები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, კლავდიუსს
მხოლოდ შედეგი შეატყობინეს. 49 წელს იმპერატორს ცოლად გააყოლეს 34 წლის
აგრეპინა. აგრეპინამ იმპრატორის ტახტის დაკავება მოინდომა და სასურველ
მიზანსაც მიაღწია. აგრეპინამ თავისი შვილი ნერონი კლავდიუს იმპერატორის
მემკვიდრედ გამოაცხადა. ასევე ნერონი და კლავდიუსის ასული დააქორწინეს.
აგრეპინამ მოისყიდა იმპერატორის მზარეული, რომელმას იმპერატორს
მოწამლული სოკო მიართვა, იმპერატორი გარდაიცვალა. მგლოვიარე აგრეპინა
მომხდარ უბედირებას დიდი მწუხარებით შეხვდა, მეუღლის სახელის უკვდავ
საყოფად არაფერი დაიშურა, დიდი პატივით დაკრძალა და ღმერთადაც
გამოცხადა.

ნერონი.
ნერონი გნეუს დომიციუს და აგრიპა უმცროსის შვილი იყო, როდესაც მათ შვილის
დაბადება მიულოცეს წამოუძახნია - მისგან და აგრიპასაგან არ შეიძლება
უბედურებისა და საშინელების მეტი რამ დაიბადოს. დედამისისთვის
წინასწარმეტყველს უთქვამს გამეფდება მაგრამ მოკლავს დედას, აგრიპინამ
უპასუხა - დე მოკლეს, ოღონდ გამეფდეს.
ნერონის დაბადების წელს იმპერატორი გახდა კალეგულა. ორი წლის იყო, როცა
მამა გარდაიცვალა, შეთქმულების ბრალდებით აგრიპინა გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ აგრიპინა ცოლად გაყვა მდიდარ ორატორს,
რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ქონება აგრიპინას დარჩა. დედა
დიდ ყურადღებას უთმობდა შვილის აღზრდასა და განათლებას, ნერონი
ბავშვობიდანვე მიდრეკილი იყო ხელოვნებისაკენ: ხატავდა, კვეთდა მეტალზე,
თხზავდა ლექსებს. ნერონს მასწავლებლებად ჰყავდა იმ დროინდელი
გამორჩეული სწავლულები. ნერონი კარგად ითვისებდა ისტორიას,
ლიტერატურას, აქტიურად მონაწილეობდა ფილოსოფოსთა კამათებში, უყვარდა
მხატვრობა, ქანდაკება. მონდომებით ეუფლებოდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
ნერონის მმართველობის დასაწყისში აგრეპინა თითქმის ერთპიროვნულად
განაგებდა რომს, მას არ სურდა შვილზე გავლენის დაკარგვა და მის ყოველ ნაბიჯს
აკონტროლებდა, აგრიპინას წაქეზებით 14 წლის კლავდიუსის ძე, ბრიტანიკუსი
მოწამლეს. დედა-შვილს შორის წარმართული დაპირისპირება აგრიპინას
სიკვდილის განაჩენით დასრულდა, იგი პროფესიონალმა მკვლელმა ანიკეტმა, 59
წელს მოკლა.
64 წლის 18-19 ივლისის ღამეს რომში გაჩნდა ხანძარი, ხალხში ხმა გავრცელდა
რომ ხანძარი ნერონის ჩაფიქრებული იყო. მან რომის დაწვა ქრისტიანებს
დააბრალა, შემოსა ისინი ცხოველთა ტყავით და ცხოველებს დააგლეჯინა, ჯვაზე
გააკრა, კოცონზე დააწვევინა. ადრეული ქრისტიანული მწერლობის მტკიცებით,
მოციქულები პეტრე და პავლე რომში ნერონის დროს აწამეს. ქალაქის გადაწვის
შემდეგ ნერონმა ქალაქის თავიდან განაშენიანება დაიწყო, საბერძნეთიდან
უამრავი ძეგლი გადაიტანეს.
საგარეო პოლიტიკაში, აღმოსავლეთში ვითარება იცვლება, გააქტიურდა პართია,
რასაც მოჰყვა სომხეთიდან რადმისტის განდევნა. 63 წელს რომმა აღიარა
სომხეთში პართიის მეფის ძმის ტირიტადის გამეფება, ფაქტი 66 წელს გაფორმდა,
იმპერატორმა ისინი რომში საზეიმოს მიიღო.
ნერონი თავის მოწოდებად თვლიდა სასცენო ხელოვნებას, განსაკუთრებით
სიამოვნებას გვრიდა ტაში, ამ მიზნით დაქირავებული ჰყავდა ერთი ლეგიონი,
5000 ჯარისკაცი, რათა იმპერატორისათვის ტაში დაეკრათ. მას განსაკუთრებით
უყვარდა ქალაქი ნეაპოლი, ვინაიდან ეს ქალაქი დიდი აღტაცებით ხვდებოდა
იმპერატორს. ოლიმპიურ თამაშებში ბერძენბმა მუსიკალური შეჯიბრებაც
დაამატეს, სადაც იმპერატორიც იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ სპორტულ
თამაშებში ეტლიდან გადმოვარდა და მონაწილეობა ვერ განაგრძო, თუმცა
მოსყიდულმა მსაჯებმა მაინც გამარჯვებად ჩაუთვალეს.
ნერონმა გადაწყვიტა კორინთოს ყელზე არხის გაჭრა, რათა პელოპონესის
ნახევარკუნძული კუნძულად ექცია და ეწოდებინა ნერონონესოს - ნერონის
კუნძული. საზეიმო ვითარებაში პირველი ბარიც მანდ დაჰკრა, თუმცა მისი
გარდაცვალების შემდეგ სამუშაოები შეწყდა.
ზნედაცემულ ნერონს ქალებთან და კაცებთან გართობა ერთნაირად უყვარდა,
წყაროებმა მისი რამდენიმე კაცი საყვარელის სახელი შემოგვინახა.
შეთქმულების შიშით შეპყრობილი ნერონის მთავარი დასაყრდენი
პრეტორიანული არმია იყო და პრეფექტების გავლენის ქვეშაც მარტივად ექცეოდა.
65 წელს რომის არისტოკრატიამ ნერონის თავიდან მოშორება გადაწყვიტა, მას
თავს უნდა დასხმოდნენ ასპარეზობის დროს, შეთქმულება გაიხსნა და
უმკაცრესად დაისაჯა 19 სენატორი, მათგან 4 ქალი . 66-68 წელს დაიწყო
აჯანყებები რასაც ნერონმა ყურადღება არ მიაქცია, ხელისუფლება, ევროპულ
პროვინციებზე კონტროლი დაკარგა. გადმოცემის თანახმად, როდესაც ნერონს
გააგებინეს გალბას აჯანყებულთა მხარზე გადასვლა გული წაუვიდა. აჯაყდნენ
აფრიკის ლეგიონებიც. ნერონმა გადაწყვიტა თავი ეგვიპტისთვის შეეფარებინა,
მგზავრობის დროს, ერთ-ერთ ადგილას ღამის გათევის შემდეგ, აღმოჩნდა რომ
ნერონი მხოლოდ 4 მსახურის ამარად იყო დარჩენილი. ამ დროს ცნობილ გახდა
სენატის დადგენილება რომლის მიხედვითაც ნერონი გამოცხადდა სამშობლოს
მტრად და მისი დევნა დაიწყო, მან მისი მსახურისდახმარებით მახვილი ყელში
გაიყარა, 68 წლის 9 ივნისს იმპერატორი გარდაიცვალა.
ნერონის სიკვდილით დასრულდა იულიუს კლვადიუსების დინასტია.
12. ფლავიუსების დინასტია.
ნერონის საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობამ რომი ქაოსში მოიცვა, რომაული
ლეგიონერები თავიანთი სარდლების გაიმპერატორობას მოითხოვდნენ და
სენატის მიერ არჩეულ პირებს უნდობლობას უცხადებდნენ, ასეთი
დაძაბულობისა და არეულობის ფონზე გამოჩნდა აღმოსავლური პროვინციების
ხელდასმული ვესპასიანე, რომელიც უმძიმეს ბრძოლებს აწარმოებდა აჯანყებულ
იუდეაში.
ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე იყო პირველი იმპერატორი, რომლის წინაპრები არ
იყვნენ დაკავშირებული სენატთან. იგი ეკუთვნოდა მხედართა ფენას. დაიბადა
საბინების მხარეში. სენატორთა რიგებში შეიყვანა ტიბერიუსმა. თავი გამოიჩინა
საომარ ოპერაციებში. მეთაურობდა რაინის ერთ-ერთ ლეგიონს. აქტიურად
მონაწილეობდა სამხრეთ ბრიტანეთის დაპყრობაში. 51 წელს აირჩიეს კონსულად.
კლავდიუსისა და ნერონის დროს იკავებდა მაღალ თანამდებობეს. წარმატებით
იბრძოდა იუდეველების წინააღმდეგ და იერუსალიმის ალყაში მოქცევაც შეძლო.
ალექსანდრიაში მდგარმა ლეგიონებმა 69 წლის 1 ივლის იმპერატორად
გამოაცხადეს ვესპასიანე. ეგვიპტეს შემდეგ ვესპასიანეს მხარი დაუჭირა იუდეისა
და სირიის ლეგიონებმა. ვესპასიანეს კანდიდატურას მხარი დაუჭირა სარდალმა
ანტონიუს პრიმუსმაც და მისი ინტერესების დაცვის მიზნით არმია დაძრა
იტალიისკენ. ამ დროს ვიტელიუსმა გვირგვინის მიტაცება სცადა, თუმცა
კრემონასთან პრიმუსმა დაამარცხა. შემდგომში პრიმუსმა რომი იერიშით აიღო.
ვიტელიუსი ბრძოლაში დაიღუპა. რომში იფეთქა ხანძარმა და ძარცვა-გლეჯამ.
სენატმა 69 წლის ბოლოს ვესპასიანე ცნო იმპერატორად, 70 წლის ზაფხულში
ვესპასიანე რომში გამოცხადდა. იერუსალიმის ალყა კი მისმა შვილმა ტიტუსმა
გააგრძელა. რამდენიმე წელიწადში სისხლისგან დაცლილი იერუსალიმი
რომაელებმა აიღეს, იოსებ ფლავიუსი რომაელებთან სიახლოვის გამო სამშბლოს
მოღალატედ გამოაცხადეს. 71 წელს ტიტუსი რომში დაბრუნდა და მამა-შვილმა
გამარჯვების ტრიუმფი ერთად გადაიხადეს.
ვესპასიანე გამოცდილი სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე იყო, გამოვლილი
ჰქონდა რთული ცხოვრებისეული გზა და თანაც ასაკოვანი იყო. მას მძიმე
მემკვიდრეო ხვდა წილად, ნერონის გაუაზრებელი პოლიტიკით იმპერიის
ეკონომიკა მოშლილი იყო, ხაზინა დაცარიელებული. რომის ძლიერების მთავარ
დასაყრდენ არმიაში მოშლილი იყო დისციპლინა. ვესპასიანემ პირველ რიგში
არმიაში დისციპლინა აღადგინა, გერმანული ლეგიონები აჯანყებაში
მონაწილეობის გამო თითქმის დაშალა, პრეტორიანული კოჰორტის რიცხვი
ცხრამდე შეამცირა. მის მიერ გატარებული რეფორმების მიზანი სამოქალაქო
ომით გამოწვეული ნგრევის აღდგენა იყო. აღსანიშნავია, რომ იმპერიას მართავდა
სენატთან თანხმობით. მისივე მმართელობის დროს ესპანურმა ქალაქებმა მიიღეს
ლათინური მოქალაქეობა. მანვე შეამცირა სასახლის გადასახადები, ცხოვრობდა
ხელმომჭირნედ. დააწესა მძიმე გადასახადები, როგორც იტალიაში, ისე
პროვინციებში. - საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც კი ფასიანი გახადა, მისი
შვილი ეკამათებოდა. - ვესპასიანემ ცხვირთან მიუტანა შვილს მონეტების გროვა
და ჰკითხა ჰქონდა თუ არა სუნი. - ,,ფულს სუნი არ უდის’’.
ვესპასიანე გაზრდილი გადასახადებიდან შემოსულ თანხას საზოგადოებრივი
დანიშნულების მშენებლობებს ახმარდა. გამოსწორდა რომაული ეკონომიკა და
დასაბამი მიეცა რომაული არქიტექტურის აღორძინების ახალ საფეხურს.
აღადგინა დამწვარი კაპიტოლიუმი, ააგეს მშვიდობის ტაძარი. ვესპასიანებ დაიწყო
კოლიზეუმის სახელით ცნობილი დიდებული ამფითეატრის მშენებლობა,
რომელიც 50 ათას ადამიანზე იყო გათვლილი. მისივე ინიციატივით სენატორთა
რიცხვი გაიზარდა, ადგილები დაიკავეს ესპანელებმა და გალებმა.
ვესპასიანეს ინიციატივთ რომიდან გააძევეს რესპუბლიკური ოპოზიცია, ასევე
ესპანეთის ქალაქებს ნერონის მიერ მინიჭებული პრივილეგიები ჩამორთვა, რომი
დატოვეს ფილოსოფოსებმა და ასტროლოგებმა.
ვესპასიანე ასევე ზრუნავდა განათლებაზეც, რომში გახსნა ლათინური და
ბერძნული რიტორიკის სკოლები, მასწავლებელბს კი სახელმწიფო ხაზინიდან
ხელფასი დაუნიშნა.
ვესპასიანეს ბრძანებით 69 წელს აჯანყებული ანიკეტი, რომელმაც ტრაპეზუნტი
აიღო, შეპყრობილ იქნა კოლხეთში და სიკვდილით დაისაჯა. ვესპასიანე ძველი
საქართველოს ბარბაროსებისგან დაცვას ცდილობდა, რაზეც მეტყველებს
მცხეთაში აღმოჩენილი წარწერა, რომ იმპერატორმა და მისმა შვილმა იბერიის
მეფეს, მითრიდატეს, გაუმაგრეს ქალაქის (მცხეთა) კედლები.
ვესპასიანემ ჩაახშო გალების აჯანყება. ათწლიანი მმართველობის პერიოდში მან
რომს ძველი დიდება დაუბრუნა. 79 წელს, როდესაც ავად გახდა, იხუმრა - ვაი, მე
მგონია, ღმერთად ვხვდები. - იმპერატორი უნდა მოკვდეს ფეხზე მდგომი.
ტიტუსი
79 წელს ტახტი დაიკავა ვესპასიანეს უფროსმა შვილმა ტიტუსმა, ატარებდა მამის
სახელს, დაიაბდა 39 წელს. იუდეას ომში მონაწილეობდა ლეგიონის მეთაურად.
ვესპასიანეს იმპერატორად არჩევის შემდეგ მამამ გადასცა მთავარსარდლის
სახელო. 69 წლიდან ტიტუსმა გააგრძელა ეირუსალიმის ალყა, აიღო და დაანგრია
ქალაქი. რომში დაბრუნდა სახელმოხვეჭილი სარდლის სახელით. ვესპასიანემ
ტიტუსი თანამმართველად და პრეტორიანული გვარდიის ერთადერთ
პრეფექტად დანიშნა. 73-74 წლებში იყო ცენზორი. მისი მმართველობა მეტად
ხანმოკლე იყო. გარდაიცვალა 42 წლის ასაკში მოულოდნელად, ციებით. ამის
მიუხედავად ანტიკურ მწერლობაში დახასიათებულია, როგორც დიდებული
იმპერატორი. მის დროს მოხდა ამფიტეატრის მშენებლობის დასრულება. - დღეს
როდესაც იგი კეთილ საქმეს არ ჩაიდენდა, თვლიდა დაკარგულად. მას ადამიანთა
მოდგმის ნუგეშს უწოდებდნენ. მამის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო და
სენატთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა.
მისი იმპერატორობის დროს, 79 წლის 24 აგვისტოს, მოხდა ვულკან ვეზუვის
ამოფრქვევა და ძლიერი მიწისძვრა. პომპეი, ჰერკულანიუმი და სტაბია ფერფლით
დაიფარა. მეორე დიდი უბედურება იყო ხანძრი რომში, რომელსაც ქალაქის დიდი
ნაწილი შეეწირა. იგი 81 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. იმპერატორის ტახტი
დაიკავა მისმა ძმამ დომიციანემ.
დომიციანე
იმპერატორი დომიციანე მამისა და ძმისგან განსხვავებული პიროვნება იყო.
გადმოცემით, ვესპასიანეს უმცროსი ძე არ უყვარდა და სახელმწიფო საქმეებს არ
ანდობდა. მიზეზად მის გადაჭარბებულ პატივმოყვარეობას და მბძანებლურ
ხასიათს ასახელებენ. პრეტორიანელებმა ერთხმად აირჩიეს იგი, რაც სენატმაც
დაადასტურა. ის მეტად არაპოპულარული იყო რომის საზოგადოებაში და პოეტ
ნერონს ადარებდნენ, მაგრამ უყვარდა უბრალო ხალხს და პროვინციელებს. ის
მოითხოვდა რომ მისთვის ბატონის და ჩვენი ღმერთის სახელით მიემართათ.
მკაცრად სჯიდა მექრთამე მოსამართლეებს, გაამკაცრა მოთხოვნები დედაქალაქის
მაგისტრებსა და პროვინციების გამგებლებზე.
დომიციანეს დროს აგრარულმა პრობლემა იჩინა თავი, იზრდებოდა ვენახის
რაოდენობა, რის ხარჯზე ხორბალი კლებულობდა. 91 წელს მიიღეს ყურძნის
საოცრად დიდი მოსავალი, ხორბლის კი დაბალი. რის გამოც ხორბალზე ფასმა
აიწია, ყურძენზე კი დაიკლო. დომიციანემ ვენახის ნახევრის მოჭრა და ახალი
ჯიშების გავრცელება აკრძალა, თუმცა ბუნებრივია არ შესრულდა.
ვესპასიანეს მიერ მინიჭებულ რომის მოქალაქე ესპანურ ქალაქებს, დომიციანემ
მუნიციპალური მმართველობა მისცა.
შეთქმულების შიშით ხშირად აწყობდა დიდ წვეულებებსა და სანახაობებს,
პროვინციებიდან იწვევდა მეომრებს, ჯარისკაცებს გაუზარდა ხელფასები, რის
გამოც გადასახადების გაზრდაც მოუწია.
დომიციანე ვესპასიანეს საგარეო პოლიტიკის კურს ირჩევდა, ახალი
ტერიტორიების დაპყრობის ნაცვლად, არსებულის შენარჩუნების მომხრე იყო.
რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ შოტლანდიის აღების შემდეგ ირლანდიაზე
გალაშქრების ბრძანება არ გასცა და დღის წესრიგში ბრიტანეთის შენარჩუნების
საკითხი დააყენა.
83 და 89 წლებში გერმანული ტომების წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობა მისი
გამარჯვებით დასრულდა, გერმანიაში სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ააგეს
გამაგრებული სადგომები. ბარბაროსებისგან შემოჭრის საშიშროება დროებით
გადაიდო. დუნაისპირეთის გაშლილ ველებზე მცხოვრებ ტომებთან ბრძოლა დიდ
ფინანსებსა და მსხვერპლს მოითხოვდა, რის გამოც ლაშქრობისგან თავი შეიკავა
და დეცებალს დაუზავდა. საზავო პირობებით, რომს ყოველწლიურად ხარკი
უნდა ეხადა.
ამ დროს ოლი ლეგიონი აჯანყდა ზემო გერმანიის გამგებელი ლუციუს სატურნის
მეთაურობით, მას გერმანული ტომების დახმარების იმედი ჰქონდა. ჯარისკაცებმა
იგი იმპერატორად გამოაცხადეს. 88 წელს შეტაკების დროს დაიღუპა. აღნიშნულმა
აჯანყებამ დომიციანეს დაანახა რომ მოწინააღმდეგეები რომშიც ბლომად ყავდა,
რის გამოც დაიწყო რეპრესიები, საბოლოოდ კი 96 წლის სექტემბერში დომიციანე
თავის საძინებელში მოკლა სასახლის მსახურმა. მისი სიკვდილით დასრულდა
ფლავიუსების დინასტია.
13. ანტონინების დინასტია.
დომიციანეს გარდაცვალების შემდეგ შეთქმულების ინიციატორებმა
იმპერატორად აირჩიეს ხანდაზმული სენატორი მარკუს ნერვა, რომელიც ცეზარ
ნერვა ავგუსტუსის სახელით შეუდგა მსოფლიო სახელმწიფოს მართვას. იგი
სენატორთა წრის წარმომადგენელი იყო, ვიდრე იმპერატორი გახდებოდა, ორჯერ
ასრულებდა კონსულის თანამდებობას. მისი არჩევით დაიწყო რომში ახალი
დინასტია, რომლის პირობითი სახელწოდებაა ანტონინების დინასტია.
ანტონინების დინასტიაში თავიდანვე დაწესდა: მემკვიდრეობა ემყარებოდა არა
სისხლით ნათესაობას, არამედ შვილად აყვანის პრინციპს. ერთადერთი
გამონაკლისი იყო კომოდუსი, მარკუს ავრელიუსის შვილი. ანტონინების ეპოქას
თანამედროვენი ,,ოქროს საუკუნეს’’ უწოდებნდნე. ნერვამ მემკვიდრედ და
თანამმართველად გამოაცხადა ზემო გერმანიის გამგებელი, სამხედრო საქმეში
გაწაფული ტრაიანე. ამასთანავე მას მიანიჭა ცეზარის ტიტული და ტრიბუნის
უფლებები.
ნერვამ ფიცი დადო, რომ აღიარებდა სენატს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ.
არ დასჯიდა სენატორებს სენატთან შეთანხმების გარეშე. ამ პირობებს იცავდა
ანტონინების დინასტიის ყველა წარმომადგენელი, კომოდუსის გარდა.
ნერვას დროს იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღატაკების გზას ადგა, რის
გამოც მან ალიმენტები დააწესა. შემოსული გადასახადის გარკვეული ნაწილი
ღარიბთა დახმარებაში იხარჯებოდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა
ობოლ ბავშვებს. 98 წელს იგი გარდაიცვალა. იმპერატორის კვერთხი გადაეცა
ტრაიანეს.
ტრაიანე.
იგი დაიბადა სამხრეთ ესპანეთის ქალაქ იტალიკაში, არისტოკრატიულ ოჯახში.
მისი მამა ნერონის დროს სენატორი იყო. სამხედრო განათლება ჰქონდა და
დომიციანეს დროს მეთაურობდა ლეგიონს. 91 წელს აირჩიეს კონსულად, 96 წელს
გახდა ზემო გერმანიის გამგებელი. 97 წელს იმპერატორმა ნერვამ იშვილა და
მემკვიდრედ გამოაცხადა, 98 წელს კი იმპერატორი გახდა. ტრაიანე იყო პირველი
რომაელი იმპერატორი, რომელიც პროვინციაში დაიბადა. ნერვას გარდაცვალების
დროს იგი გერმანიაშ იმყოფებოდა, კვერთხი ყოველივე დაბრკოლების გარეშე
მიიღო. ტრაიანე ითვლებოდა ყველაზე დიდ და ამავდროულად უკანასკნელ
დაპყრობელ იმპერატორიად, მის დროს რომის საზღვრებმა ესპანეთიდან
სპარსეთის ყურამდე. ტრაიანე სენატის ხელშეუხებლობას იცავდა, რის გამოც 114
წელს მიანიჭეს საუკეთესო პრინცეპსის წოდება.
ტრაიანე გულდასმით აკონტროლებდა პროვინციების გამგებლებს, ბეთანიის
გამგებელი მას ქრისტიანობის გავრცელებასაც ატყობინებდა და რჩევას
ეკითხებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ტრაიანეს პოლიტიკით უარყოფის
შემთხვევაში დამნაშავე (ქრისტიანი) უნდა გაეთავისუფლებინათ, ხოლო
თანხმობის შემთხვეაში უნდა დასჯილიყო. - ქრისტიანობა აღმოსავლეთ რომს
მოედო.
ტრაიანეს საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
ვრცელი იყო მის მიერ წარმოებული ბრძოლების გეოგრაფიული არეალი.
იმპერატორის რანგში პირველად შეუტია დრაკიას, პირველი ომი წარუმატებელი
გამოდგა. მეორე ომი 101-102 წლებში განახლდა, იგი 120 ათასიანი არმიით
შეუდგა ბარბაროსებთან ომს. ბრძოლები დიდხანს, მაგრამ ტრაიანეს გამარჯვებით
დასრულდა. ტრაიანემ ასევე ქვის ხიდი ააგო მდინარე დუნაიზე, რომლის
სიგრძეც ერთი კილომეტრი იყო. ხიდი აკონტროლებდა მდინარე დუნაის ორივე
სანაპიროზე არსებულ სტრატეგიულ პუნქტებს. რომაელთა ბატონობა გავრცელდა
წითელი ზღვიდან პალესტინამდე. დაპყრობილი ტერიტორიები რომის
შემადგენლობაში შევიდა პროვინცია არაბეთის სახელით.
პართიასთან ომის მიზეზად სასახელებულია სომხეთის კრიზისი, პართიის მეფემ
სომხეთში მეფედ დასვა თავისი ძმისწული, მაშინ როცა ტრაიანესაც ჰყავდა
თავისი კანდიდატი. 114 წელს ტრაიანე მოკავშირე კავკასიელებით სომხეთში
შეიჭრა და დაამხო მეფის ხელიფულება და ქვეყანა გამოაცხადა რომის
პროვინციად. 115 წელს მესოპოტამია დაიკავეს. ტრაიანემ 115-116 წლების
ზამთარი ანტიოქიაში გაატარა და ადგენდა პართიაზე შეტევის საბოლოო გეგმას,
მისი ანტიოქიაში ყოფნის დროს ანტიოქია მიწისძვრამ დაანგრია, დიდი ზიანი
განიცადა რომის არმიამ. (გადმოცემით ტრაიანე შენობის ფანჯრიდან გადმოხტა,
დაიღუპა ერთი კონსული ).
ტრაიანემ გემების აგება ბრძანა, დაიკავა მდინარე ევფრატი და ტიგროსი,
გადავიდა სპარსეთის ყურეში, ეს იყო პირველი შემთხვევ, როდესაც რომაელებმა
ინდოეთის ოკეანეს მიაღწიეს. - ახალგაზრდა რომ ვიყო აუცილებლად
გავემართებოდი ინდოეთში, ამბობდა 64 წლის ტრაიანე.
117 წელს იმპერატორის სისხლი ჩაექცა და მოძრაობის უნარი, სანახევროდ
დაუკარგა. რომისკენ მიმავალი კილიკიაში გარდაიცვალა. მემკვიდრედ
დაასახელა ადრიანე.
ადრიანე
ადრიანე ტრაიანეს შორეული ნათესავი იყო, დაიბადა ესპანეთში 76 წელს. 10
წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, მისი აღზრდა ტრაიანემ იკისრა. შესანიშნავად
ფლობდა ბერძნუ ენას, რის გამოც ფილელინის სახელით იყო ცნობილი. სენატში
გამოსვლის დროს მისმა ლათინურმა ღიმილი დაიმსახურა, რაც გაითვალისწინა
და ლათინურსაც საფუძვლიანად დაეუფლა. ადრიანე მრავალმხირივ ნიჭით იყო
დაჯილდოვებული. წერდა ლექსებს, მეცნიერულ გამოკვლევებს. ათენში მრავალი
ნაგებობა ააგო.
იმპერატორის მეუღლის გავლენით ადრიანე დაქორწინდა ტრაიანეს დის შვილზე,
მისივე დამსახურება უნდა იყოს ტრაიანეს მემკვიდრედ გამოცხადება. 101
წლიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის, პირველად იყო კვესტორი.
მონაწილეობდა დიკიის ომში. 108 წელს აირჩიეს კონსულად, 113 წელს
ტრაინესთან ერთად ილაშქრა აღმოსავლეთში. პართიის ომის დამთავრების
შემდეგ სირიის გამგებლად დაინიშა. სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმულია,
რომ მას მეომრული სული აკლდა, რის გამო ტრაიანე უკანასკნელ წუთამდე
იკავებდა თავს მის მემკვიდრედ დასახელებაზე. ტრაიანეს გარდაცვალებისთანავე
იგი სირიის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს, სენატმა არმიის
გადაწყვეტილება დაამტკიცა.
ადრიანემ ზავი დადო პართიასთან და მესოპოტამია დაუბრუნა, ხოლო სომხეთს
კვლავ ვასალის სტატუსი მიანიჭა. დაიდო ახალი საზღცარი ტიგროსზე, ევფრატის
ნაცვლად. მისი პოლიტიკა ქვეყნის საზღვრების დაცვა იყო, ყველა საშიში ქვეყნის
საზღვრები თავად მოინახულა. იმპერატორის ბრძანებით გარნიზონები
გამოიყვანეს მესოპოტამიიდან, იუდეას აჯანყება გამოიწვია იმპერატორის
განზრახვამ, რომ 70 წელს დანგრეული იერუსალიმის ტაძრის ადგილას აეგოთ
იუპიტერის ტაძარი. აჯანყების მეთაურს ვარსკვლავის ძეს უწოდებდბენ, რომის
არმიამ იუდეა მიწასთან გაასწორა.
ბიუროკრატიული თვალსაზრისით ადრიანემ ლიბერტინების გავლენები
შეუმცირა და მათ ადგილას მხედრები დასვა. სამოქალაქო თუ სამხედრო
სამსახურის დაკავებისთვის მან დააწესა ქონებრივი ცენზი. შეცვალა
გადასახადების აკრეფის წესი, მხედრების ნაცვლად გადასახადებს ადგილობრივი
ბიუროკრატები კრეფდნენ, მათ იმპერატორის პროკურატურები
აკონტროლებდნენ.
ადრიანეს დროს ჩამოყალიბდა საიმპერატორო საბჭო, რომელშიც ძირითადად
იურისტები შედიოდნენ. მათ ხელფასები დაუნიშნა და ამით მორჩილ ორგანოდ
აქცია.
ადრიანე მოგზაურ იმპერატორად მოიხსენიება. 21 წლიანი მმართელობიდან,
რომსა და იტალიაში 9 წელი იმყოფებოდა. აფრიკაშიც კი ყოფილა სანადიროდ,
მალადეც ძმაო შენ ყოფილხარ კაცი. ფარსმანთან კონფლიქტი. ფლავიუს არიანე.
ავადმყოფობის პირმა მყოფმა ადრიანემ 136 წელს იშვილი ვერუსი, რომელიც
იმპერატორზე ექვსი თვით ადრე გარდაიცვალა. მემკვიდრედ გამოაცხადა
ანტონიუს პიუს, და ანდერძად დაუტოვა რომ მეკვიდრედ დაესახელებინა მარკუს
ავრელიუსი. 138 წლის ზაფხულში ადრიანე გარდაიცვალა.
ანტონიუს პიუსი.
ანტონიუს პიუსი 52 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. ანტონიუსი იყო ადრიანეს
მთავარი საგადასახადო-საფინანსო კანონმდებლობის მთავარი სპეციალისტი.
საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ადრიანეს მემკვიდრეობას აგრძელებდა.
შეამსუბუქა ადმინისტრაციული წესები, იუდეველებს წინადაცვეთის უფლება
მისცა, აღარ დევნიდა ქრისტიანებს. მონების სიკვდილით დასჯა აკრძალა.
ანტონიუსმა შემაცირა ადრიანეს დაწყებული მშენებლობები და ამით ხაზინის
გაზრდა გამოიწვია. შექმნა ქალთა დამხარე ორგანიზაციები, ფაუსტინას
ქალიშვილები, ფაუსტინა იყო მისი მეუღლე, რომელიც 141 წელს გარდაიცვალა. -
მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა,
მის დროს ჩინეთს ბერძენი ვაჭრები ესტუმრნენ. მის დროს რომს ფარსმანი ეწვია.
ანტონიუსი გარდაიცვალა 161 წელს, 75 წლის ასაკში.
მარკუს ავრელიუსი.
მარკუს ავრელიუსი დაიბადა ესპანური წარმომავლობის სენატორის ოჯახში. 138
წელს ადრიანეს ნებით იშვილა ანტონიუს პიუსმა, 145 წელს დაქორწინდა პიუსის
ასულზე. 146 წელს გამოაცხადა იმპერატორის თანამმართველად. 161 წელს გახდა
იმპერატორი თავის ძმასთან, ლუციუს ვერუსთან ერთად. იგი უკანასკნელი
საუკუნეების უდიდესი მოაზროვნე იყო. მის დროს იწყება ბარბაროსული
ტომების გააქტიურება და რომაული მშვიდობა წარსულს ბარდება. სენატთან
წინამორბედების პოლიტიკას ინარჩუნებდა, რომში იმართებოდა პურისა და
ფულის დარიგება, მაგრამ არა ისე როგორც ადრე. მარკუს ავრელიუსი იყო
გამორჩეული მხედართმავარი, თუმცა არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა.
მისი გამეფებისთანავე იმპერია ხანგრძლივ ომებში ჩაება, როგორც დასავლეთით,
ისე აზიაში. 162 წლიდან პართია აქტიურდება, სომხეთში საკუთარ კაცს ამეფებენ,
კაპადოკიის გამგებელი წინააღმდეგობას ვერ უწევს. რომაელებმა ბრძოლაშ
გამარჯვება მოიპოვეს, დაიკავეს სომხეთი და მესოპოტამია, გადალახეს ტიგროსი
და შევიდნენ მიდიაში. არმიაში გაჩენილმა შავმა ჭირმა ბევრი მეომარი შეიწირა.
პართიასთან ომი დასრულდა 166 წელს. შავმა ჭირმა იტალიაშიც იფეთქა.
მარკუსის დროს დაიწყო დასავლეთ ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების
პროცესი, რამაც მოძრაობაში მოიყვანა მთელი ბარბაროსული სამყარო. 175 წელს
ბარბაროსები საბოლოოდ დაამარცხა, 177 წელს საომარი მოქმედებები ისევ
გაანახლეს. 180 წელს შავმა ჭირმა მარკუს ავრელიუსის სიცოხლე შეიწირა. მისი
გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერია დამეცის გზას დაადგა.
კომოდუსი.
180 წელს ტახტი მარკუს ავრელიუსის შვილმა, კომოდუსმა დაიკავა. მისი
მმართელობის წლებმა რომი ნანგრევებად აქცია. იგი იმპერატორი გახდა
მარკომანებთან ომის დროს, მისი მთავარი მიზანი ომის მალე დასრულება და
რომში დაბრუნება იყო, ამიტომ საზავო მოლაპარაკების დროს დათმობაზე
წავიდა.
176 წელს მარკუს ავრელიუსმა კომოდუსი თანამმართველად დანიშნა, მამის
გარდაცვალების დროს იგი 19 წლის იყო. თანამედროვენი იცნობდნენ როგორც
არასერიოზულ ახალგაზრდას. საკუთარ თავს ჰერაკლეს უწოდებდა, ნერონის და
კალიგულას გზას დაადგა. 183 წელს შეთქმულება მოუწყვეს,რომელშიც მისი
მეუღლე და და მონაწილეობდა. შეთქმულების მონაწილეები მკაცრად დაისაჯნენ
და დაიწყო რეპრესიები. ხელფასი გაუზარდა პრეტორიანელებს. 185 წელს არმიაში
დაიწყო ბუნტი. იმპერიის შიგნით დაიწყო ყოფილი ჯარისკაცებისა და მონების
აჯანყებები. 193 წლის 1 იანვარს გლადიატორის სამოსში გამოწყობილი
კომოდუსი შეთქმულებმა მოკლეს. მისი სიკვდილით დასრულდა ანტონინების
დინასტია.

14. დიოკლეტიანეს რეფორმები.


დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა დიოკლეტიანემ წარმატებებს

სამხედრო საქმეში მიაღწია და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც


გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს სპარსეთის კამპანიისას გარდაცვალების შემდეგ,

დიოკლეტიანე იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას მის გარდა კარუსის

კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება

მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში

და წერტილი დაუსვა მესამე საუკუნის კრიზისს. 286 წელს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს

ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა. დიოკლეტიანე მაქსიმიანეს

290-291 წლების ზამთარში მილანში შეხვდა, 290 წლის დეკემბრის ბოლოს ან 291 წლის

იანვარში.შეხვედრა საზეიმო ბრწყინვალებით გაიმართა. დაბრუნებიდან გარკვეული დროის

შემდეგ, თუმცა 293 წლამდე, დიოკლეტიანემ კარაუზიუსის წინააღმდეგ ომის სარდლობა

მაქსიმიანეს ნაცვლად ფლავიუს კონსტანციუსს ჩააბარა. ახალი სარდალი დალმაციის

ყოფილი მმართველი და დიდი სამხედრო გამოცდილების მქონე პიროვნება იყო, რომლის

კარიერაც ავრელიანეს მიერ ზენობიას წინააღმდეგ წარმოებული კამპანიიდან იწყებოდა (272-

273 წწ.). კონსტანციუსი მაქსიმიანეს პრეტორიანელთა პრეფექტი იყო გალიაში და მისი

ქალიშვილის, თეოდორას ქმარიც. 293 წლის 1 მარტს, მილანში, მაქსიმიანემ იგი კეისრად

დანიშნა. იმავე წლის გაზაფხულზე ფილიპოპოლისში (პლოვდივი, ბულგარეთი)


ანსირმიუმში დიოკლეტიანემაც იგივე გააკეთა გალერიუსისთავის, რომელიც მისი სიძე იყო
და

შესაძლოა, დიოკლეტიანეს პრეტორიანელთა პრეფექტიც. კონსტანციუსს გადაეცა გალია და

ბრიტანეთი, გალერიუსს კი — სირია, პალესტინა და ეგვიპტე და პასუხისმგებლობა დაეკისრა

აღმოსავლეთის საზღვრისპირა მიწებზე. ამ შეთანხმებას ტეტრარქიას უწოდებენ, რაც

ბერძნული ტერმინიდან მომდინარეობს და „ოთხის მმართველობას“ ნიშნავს. ტეტრარქი

იმპერატორები საკუთარ მიწებზე მეტ-ნაკლებად სრულუფლებიანები იყვნენ და საკუთარი

საიმპერატორო კარით, ადმინისტრაციით, მდივნებითა და არმიით მოგზაურობდნენ.[122]

ისინი ერთმანეთთან სისხლითა და ქორწინებებით იყვნენ დაკავშირებულნი. დიოკლეტიანე

და მაქსიმიანე ერთმანეთს ახლა უკვე ძმებს უწოდებდნენ. უფროსმა თანაიმპერატორებმა

ოფიციალურად იშვილეს გალერიუსი და კონსტანციუსი 393 წელს. ეს ურთიერთობები

მემკვიდრეობის ხაზის გაგრძელებასაც გულისხმობდა. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს

შემდეგ ავგუსტუსები გალერიუსი და კონსტანციუსი გახდებოდნენ, კეისრები კი —

მაქსიმიანეს ვაჟი მაქსენციუსი და კონსტანციუსის ვაჟი კონსტანტინე. მათი მომავალი

როლებისათვის მოსამზადებლად კონსტანტინე და მაქსენციუსი დიოკლეტიანემ თავის


კარზე

წაიყვანა ნიკომედიაში. დიოკლეტიანეს დროს შეიქმნა უზარმაზარი ბიუროკრატიული

აპარატი, ვითარდება ადმინისტრაციული სისტემა, კანონდება ტახტის მემკვიდრეობის


პრინციპები, ტარდება არმიის რეორგანიზაციის და რეფორმირების ცდები. დიოკლეტიანეს

ტახტზე ასვლისას იმპერიაში უაღრესად კრისიზული მდგომარეობა იყო. იმპერატორის

ტახტის ხელში ჩასაგდებად გამოჩნდნენ უზურპატორები, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში

მძვინვარებდა აჯანყებები, მოშლილია ტრანსპორტი, ძვირდება მუშახელი, გაუფასურებულია

ფულის კურსი და განადგურებულია მთელი ფინანსური მეურნეობა. დიოკლეტიანემ

შეიმუშავა მმართველობის ფორმა - ,,ტეტრარქია’’, რაც ოთხი კაცის გამგებლობას

გულისხმობდა. მანამდეც იყო შემთხვევები, როცა რომის ერთიან იმპერიას ორი ან სამი

იმპერატორი თანამმართველობით განაგებდა. მან ეს თანამმართველობა პოლიტიკურ

სისტემად აქცია. ტახტზე ასვლისთანავე მან თანამმართველად თავისივე თანამემამულე

მაქსიმიანე გამოაცხადა. ორივეს, დიოკლეტიანესაც და მაქსიმიანესაც ერთნაირი ტიტული

ჰქონდათ - ავგუსტუსი. 293 წელს ორივე ავგუსტუსმა თითო ახალი თანაშემწე დანიშნა

კეისრების სახელწოდებით. კეისრები იმავე დროს ავგუსტუსთა მემკვიდრეებად

გამოცხადდნენ. დიოკლეტიანემ თავის კეისრად გალერიუსი დანიშნა, ხოლო მაქსიმიანემ -

კონსტანციუსი. ტეტრარქთა კიდევ უფრო დაახლოების მიზნით გადაწყდა მათი

ურთიერთდამოყვრებაც. კეისრები თავიანთ ცოლებს გაეყარნენ და ავგუსტუსების სიძეები

გახდნენ. დიოკლეტიანემ დაადგინა, რომ ოცი წლის ხელმწიფების შემდეგ ორივე ავგუსტუსი

გადადგებოდა და მათ ადგილებს მემკვიდრე-კეისრები დაიკავებდნენ. დიოკლეტიანემ

სატახტო ქალაქად აზიური ქალაქი ნიკომედია აირჩია და სამართავად აზიური პროვინციები

თრაკია და ეგვიპტე აიღო. მაქსიმიანემ ტახტი თავის მშობლიურ ქალაქ სირმიუმში დადგა და

ჩაიბარა დუნაისპირეთი და საბერძნეთი

ადმინისტრაციული რეფორმა

ავგუსტუსებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ პირველად გაატარეს ადმინისტრაციული

რეფორმა. რესპუბლიკისა და პრინციპატის დროს, რომის მბრძანებლობის ქვეშ მოქცეული

პროვინციები უმეტეს წილად თავისი ადრინდელი, ტრადიციული საზღვრებით


იყოშემოსაზღვრული. დიოკლეტიანემ ეს ტრადიცია პირველმა დაარღვია და იმპერია ახალი

ადმინისტრაციული პრინციპით დაანაწილა. მან რომის სახელმწიფო დაჰყო დიოცეზებად.

სულ იყო 12 დიოცეზი. თითიოეულ დიოცეზში შედიოდა რამდენიმე პროვინცია. სულ იყო

101 პროვინცია. დიოცეზების სათავეში იდგნენ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტთა

მოადგილეები, რომელთაც ვიკარიუსები ეწოდებოდათ. ახალი პრეტორიანული გვარდია

თავიანთი პრეფექტებით იყო ორი: ერთი დიოკლეტიანესთან მეორე - მაქსიმიანესთან. ახლად

წარმოქმნილ დიოცეზებსა და პროვინციებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება

ერთმანეთისგან მკაცრად იყო გაყოფილი. ამით დიოკლეტიანეს სურდა აღეკვეთა ახალი

უზურპაციების ცდები. მხოლოდ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტები ინარჩუნებდნენ


სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების ერთიანობას.

სამხედრო რეფორმა

დიოკლეტიანეს ყურადრება უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო სამხედრო სიძლიერის

ამაღლებისკენ. დიოკლეტიანემდე რომაული არმიები ლეგიონებად იყვნენ განლაგებულნი

სასაზღვრო ბანაკებში (ლათ. casta) და ციხესიმაგრეებში (castellan~~). დროთა განმავლობაში

ასე დასახლებული ჯარისკაცები ადგილობრივ გარემოს ეთვისებოდნენ და საჭიროების

შემთხვევაში მათი აყრა და სხვაგან გადაყვანა ძალიან ძნელი იყო. ამას მოჰყვებოდა ხოლმე

მღელვარება, რაც უმრავლეს შემთხვევაში ახალი იმპერატორის წამოყენებით მთავრდებოდა.

დიოკლეტიანემ სასაზღვრო ჯარები, ანუ ლიმიტანები (limitanei) თავიანთ ადგილზე დატოვა,

ამას გარდა, შექმნა სხვა არმიები, განლაგებულნი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა პუნქტებში.

ამათ ეწოდებოდათ კომიტატები. მობილური, სწრაფი ჯარები, რომელთა გადაყვანა ერთი

ადგილიდან მეორეზე მარტივი იყო ლიმიტანებისგან განსხვავებით. დიოკლეტიანე იყო

როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალების მთავარსარდალი. იგი დიდ ყურადღებას

აქცევდა არმიაში დისციპლინის აღდგენას და ერთგულების განმტკიცებას. დიოკლეტიანეს

მონეტებზე გაჩნდა წარწერები: ,,ერთგულება ჯარისკაცთა’’ (fides militum), ,, სიმამაცე

ჯარისკაცთა’’ (virtus militum).ახალმა სამხედრო ღონისძიებებმა ბუნებრივად მოითხოვა

მოსახლეობის გასამხედროების მაქსიმალური ზრდა. ადრე არმია ძირითადად

მოხალისეებით კომპლექტდებოდა. დაიწყო სამხედრო სავალდებულო გაწვევა. არმიაში

მიჰყავდათ ყოველგვარი სოციალური წარმოშობის რეკრუტები, მათ შორის მონები,

კოლონები, ტყვედ გარეკილი და რომის სამფლობელო-საზღვრებზე დასახლებული

ბარბაროსები.

ფინანსური რეფორმა

უზარმაზარი არმიების მოვლა პატრონობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო. ფულის კურსის დაცემისა და გაუფასურების

გამო ხელისუფლება დრო და დრო (არარეგულარულად) მიმართავდა ნატურალურ

დაბეგვრას. ეს იყო ინდიკაციები, ნატურალური პროდუქციის ამოსაღებად. რაც

გათვალისწინებული იყო რომის მოსახლეობის, მისი არმიისა და ბიუროკრატიული აპარატის

შესანახად. ამას მეორენაირად წლიურ გადასახადს ,,ანონას’’ უწოდებდნენ ცენზი ყოველ

მეხუთე წელს მეორდებოდა და გადასახადიც ამ ხნის მანძილზე მომხდარი ცვლილებების

შესაბამისად იცვლებოდა. გადასახადი იყო სულადობრივი (capitation). ადამიანის


სოციალურწარმოშობას არ ჰქონდა მნიშვნელობა და ერთნაირად იბეგრებოდა სენატორი და
პლებეი,

კოლონი და მონა. საგადასახადო მიწები იყოფოდა მოსავლიანობა-ნაყოფიერების მიხედვით.


გადასახადების აკრეფა მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. გადასახადის სიმძიმის გამო

მოსახლეობა მიწებს ტოვებდა. დიოკლეტიანეს საგადასახადო-ნატურალური სისტემა

მნიშვნელოვანი საფეხური იყო მონათმფლობელობის რღვევისა და ბატონყმური

ურთიერთობების წარმოშობის გზაზე. დაცემული ფინანსური მეურნეობის აღსადგენად და

ფულის კურსის ასაწევად დიოკლეტიანემ გაატარა სამონეტო რეფორმა, თუმცა ეს რეფორმა

წარმატებული არ აღმოჩნდა. ხალხმა ოქროს მონეტები შეინახა, ვერცხლის და სპილენძის

მონეტების ბრუნვა კი გაიზარდა, რამაც პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა

გამოიწვია. ასეთმა მდგომარეობამ ქვეყნის ბევრ კუთხეში მღელვარება და აჯანყებაც კი

გამოიწვია. დიოკლეტიანემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა. 301 წელს დიოკლეტიანემ გამოსცა

ედიქტი სავაჭრო ფასების შესახებ (edictum de pretiis rerum venalium). ამ ღონისძიებით

იმპერატორმა სცადა დაერეგულირებინა ფასები. უნდა აღდგენილიყო წონასწორობა ფულის

ნომინალურ ფასსა და მის რეალურ ღირებულებას შორის, პტოდუქტების ფასსა და ხელფასს

შორის..

დიოკლეტიანეს რელიგიური პოლიტიკა

302 წლის შემოდგომაზე დიოკლეტიანე ანტიოქიაში დაბრუნდა. მან ბრძანება გასცა, რომ

დიაკვან რომანუს კესარიელისათვის ენა მოეკვეთათ სასამართლოთა განკარგულებების

უგულვებელყოფისა და ოფიციალური მსხვერპლშეწირვების შეწყვეტინების გამო. ამის

შემდეგ რომანუსი ციხეში გადაიყვანეს, სადაც 303 წლის 17 ნოემბერს სიკვდილით დასაჯეს.

დიოკლეტიანეს სჯეროდა, რომ რომანუს კესარიელი უბრალოდ ამპარტავანი პიროვნება იყო.

იმპერატორი გალერიუსის თანხლებით ზამთარში ნიკომედიაში გაემგზავრა. ლაქტანციუსის

მიხედვით, 302 წელს ნიკომედიაში გამოზამთრებისას დიოკლეტიანე და გალერიუსი

ქრისტიანების მიმართ საიმპერატორო პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. დიოკლეტიანე

ამტკიცებდა, რომ ქრისტიანებისათვის ბიუროკრატიული და სამხედრო თანამდებობების

დაკავების აკრძალვა საკმარისი იქნებოდა ღმერთების დასაშოშმინებლად, თუმცა გალერიუსი

მათ ამოწყვეტას უჭერდა მხარს. იმპერატორებმა რჩევისათვის აპოლონის ორაკულს მიმართეს

დიდიმაში. ორაკულმა უპასუხა, რომ დედამიწაზე ცოდვილთა არსებობა ხელს უშლიდა

აპოლონის უნარს რჩევა გაეცა. როგორც დიოკლეტიანეს საიმპერატორო კარის წევრებმა

აცნობეს, ეს ცოდვილები მხოლოდ იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანები შეიძლებოდა

ყოფილიყვნენ. თავისი კარის დაჟინებული თხოვნით, დიოკლეტიანე საყოველთაო დევნის

მომხრეთა რიგებს შეუერთდა. 303 წლის 23 თებერვალს დიოკლეტიანემ ნიკომედიაში

ახლადაშენებული ეკლესიის დანგრევის ბრძანება გასცა. მან მოითხოვა, რომ მისი წმინდა

წერილები დაეწვათ, ძვირფასი ქონება კი ხაზინისათვის გადაეცათ.მომდევნო დღეს


გამოქვეყნდა დიოკლეტიანეს პირველი „ედიქტი ქრისტიანების წინააღმდეგ“. ედიქტი

იძლეოდა ქრისტიანთა წმინდა წერილებისა და საღვთისმსახურო ადგილების განადგურების

ბრძანებას მთელი იმპერიის ტერიტორიაზე და ქრისტიანებს სალოცავად შეკრებას

უკრძალავდა. თებერვლის დასასრულამდე ხანძარმა საიმპერატორო სასახლის ნაწილი

გაანადგურა. გალერიუსმა დიოკლეტიანე დაარწმუნა, რომ მომხდარში


დამნაშავეებიქრისტიანები იყვნენ, შეთქმულები, რომლებიც სასახლის საჭურისებთან ერთად

მოქმედებდნენ. დაიწყო გამოძიება, თუმცა პასუხისმგებელი ჯგუფის პოვნა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, ამ ყოველივეს მაინც მოჰყვა სიკვდილით დასჯის ტალღა და სასახლის

საჭურისები, დოროთეუსი და გორგონიუსი სიკვდილით დასაჯეს. ერთი პიროვნება, პეტრე

კუბიკულარიუსი გააშიშვლეს, მაღლა ასწიეს და გაამათრახეს, შემდეგ კი ჭრილობებზე

მარილი და ძმარი დააყარეს და ნელა მოხარშეს ღია ცეცხლზე. სიკვდილით დასჯები სულ

ცოტა 303 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა, რის დროსაც ექვს პიროვნებას, ეპისკოპოს

ანთიმოზის ჩათვლით თავი მოჰკვეთეს. მეორე ხანძარი პირველიდან თექვსმეტი დღის

შემდეგ გაჩნდა. გალერიუსმა ქალაქი დატოვა, რომში გაემგზავრა და ნიკომედია

არასაიმედოდ გამოაცხადა. მას დიოკლეტიანეც მალევე უნდა გაჰყოლოდა. მიუხედავად

შემდეგ გამოცემული დევნის ედიქტებისა, რომლებიც ქრისტიანი სასულიერო პირების

დაპატიმრებისა და საყოველთაო მსხვერპლშეწირვის იძულებით ვალდებულებებს

ადგენდა,დევნის ედიქტები, საბოლოო ჯამში, წარუმატებლები აღმოჩნდა. ქრისტიანთა

უმეტესობა სასჯელს გაექცა და ძირითადად, არც კერპთაყვანისმცემლები თანაუგრძნობდნენ

დევნას. მოწამეთა ტანჯვა აძლიერებდა დანარჩენი ქრისტიანების რწმენის

სიმტკიცეს.კონსტანციუსმა და მაქსიმიანემ არ მიიღეს გვიანდელი დევნის ედიქტები და

დასავლეთის ქრისტიანები უვნებლები დატოვეს.311 წელს გალერიუსმა ედიქტი გააუქმა და

განაცხადა, რომ დევნა უძლური აღმოჩნდა ქრისტიანების ტრადიციულ რელიგიაზე

დასაბრუნებლად.ზოგიერთი ქრისტიანის დროებითმა განდგომამ და წმინდა წერილების

ჩაბარებამ დევნის მსვლელობისას, მთავარი როლი ითამაშა შემდგომ დონატისტთა

დაპირისპირებაში.დევნის დაწყებიდან 25 წელში ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე

ერთპიროვნულად მართავდა იმპერიას. მან გააუქმა ედიქტების შედეგები და მთელი

ჩამორთმეული ქონება ქრისტიანებს უკან დაუბრუნა. მისი მმართველობისას ქრისტიანობა

იმპერიის პრივილეგირებული რელიგია გახდა. თავისმა ქრისტიანმა მემკვიდრეებმა

დიოკლეტიანე დემონად წარმოაჩინეს: ლაქტანციუსი აცხადებდა, რომ დიოკლეტიანეს

მმართველობა აპოკალიფსის მაცნე იყო,სერბულ მითოლოგიაში კი დიოკლეტიანეს სახელი

შემორჩა, როგორც დუკლიანი, ღმერთის მოწინააღმდეგე.


15. კონსტანტინე დიდის მოღვაწეობა.
კონსტანტინე დიდი დაახლოებით დაიბადა 272 წელს, დალმაციაში. იყო
კონსტანციუს ხლორუსისა და მისი მეგობრის, სასტუმროს დიასახლისის ელენეს
უკანონო შვილი. იგი დედასთან იზრდებოდა და ამით ხსნიან იმ დიდ
სიყვარულსა და პატივისცემას, რომელსაც მთელი სიცოცხლე მის მიმართ იჩენდა.
დიოკლეტიანეს და გალერიუსის დროს იგი მსახურობდა ქვემო დუნაისპირეთში.
300 წელს იგი დაქორწინდა ჰერკულეუსის ასულ ფაუსტზე. იმავე დროს
ცხოვრობდა საყვარელ ქალ მინერვინასთან, რომელთანაც 305 წელს შეეძინა
პირველი ვაჟი.
კონსტანტინე შეურთდა მამას, კონსტანციუს ხლორუსს, რომელიც იმ დროს
ბრიტანეთში, პიკტების ტომთან იბრძოდა. მისი მისვლიდან მცირე ხანში,
ლაშქრობის დროს კონსტანციუს ხლორუსი გარდაიცვალა. 306 წლის 25 იანვარს
არმიამ კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადა.
კონსტანციუს ხლორუსის სიკვდილით დასრულდა მეორე ტეტრარქია.
აღმოსავლეთის ავგუსტუსმა ნაწილობრივ აღიარა იგი ცეზარად. მაქსიმიანუსი
გაემგზავრა გალიაში, სადაც კონსტანტინე ცნო ავგუსტუსად. ორმხრივი
აღიარების დაგვირგვინება იყო საქორწიონო ცერემონიალი ფაუსტასა და
კონსტანტინესი.
კონსტანტინეს აღმოსავლეთზე მეტად დასავლეთი აინტერესებდა, სადაც
ფრანკები და ალემანები მუდმივ საფრთხეს უქმნიდნენ რომაელებს. წყაროებში
მრავალი გმირული ბრძოლის სცენაა აღწერილი, რომლებშიც კარგად ჩანს
კონსტანტინეს მხედართმთავრული მონაცემები.
იტალიაში მაკსენციუსი ბატონობდა. აღმოსავლეთის ავგუსტუსმა მოინდომა
უზურპატორად შერაცხული მაკსენციუსის დასჯა და არმიით შეჭრა იტალიაში,
მიაღწია რომის შემოგარენს, მაგრამ მაკსენციუსმა შეძლო მისი არმიის გადაბირება
და კანონიერი ავგუსტუსი ბრძოლის ველს გაეცალა. მდგომარეობა კონტროლს
აღარ ექვემდებარებოდა. მხოლოდ გალერიუსი რჩებოდა დიოკლეტიანეს რეჟიმის
უკანასკნელ დამცველად, იგი ხედავდა, რომ სისტემა ირღვეოდა. 308 წლის
ნოემბერში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გალერიუსი
და მაქსიმიანუს ჰერკულეუსი. თათბირის მონაწილეებმა დიოკლეტიანეს სთხოვეს
დაბრუნდებულიყო პოლიტიკაში და წესრიგი აღედგინა. დიოკლეტიანემ
იმპერატორის მანტიაზე უარი განაცხადა. კონსტანტინე ჩამოქვეითდა ცეზარად.
რომის ისტორიის მომდევნო მოვლენების ცენტრალურ ფიგურად საისტორიო
მწერლობას დახატული ჰყავს კონსტანტინე და თხრობა, განსაკუთრებით კი
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიკოსების, მისი საერო და რელიგიური
მოღვაწეობაზე აქვთ აგებული. კონსტანტინეს პანეგირიკოსები იმპერატორის
წარმომავლობის შესახებ არ ერიდებიან წარმართულ ღვთისმსახურებაში
გავრცელებულ ხილვებსაც.
მძიმე ავადმყოფობით შეპყრობილმა გალერიუსმა 311 წელს გამოსცა ედიქტი,
რომელიც იუწყებოდა შემწყნარებლობას ქრისტიანობის მიმართ. გალერიუსი
წლების განმავლობაში განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა
ქრისტიანებს, ედიქტით კი უკან იხევდა და წყვეტდა დევნას. გალერიუსი 311
წლის მაისში გარდაიცვალა.
დასავლეთში კონსტანტინე და მაკსენციუსი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ.
კონსტანტინემ ადვილად მიაღწია შეთანხმებას ლიცინიუსთან. 312 წლის
თებერვალში კონსტანტინემ დაიწყო საომარი მოქმედება, მისთვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა დედაქალაქის დაკავებას. კონსტანტინეს არმია შედგებოდა
გერმანელებთან ბრძოლაში გაწრთობილი მეომრებისაგან. მაკსენციუსს კი
იტალიაში შეკრებელი მოლაშქრეები ჰყავდა. კონსტანტინემ, საკმაოდ რთული
სიტუაციის მიუხედავად, დატოვა რაინის სანაპიროები, გადალახა ალპები და
შეიჭრა იტალიაში. ვარაუდობენ, რომ კონსტანტინეს სამჯერ ნაკლები მეომარი
ჰყავდა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა რომთან ახლოს, მულვიუსის ხიდთან.
ბრძოლა კონსტანტინეს უპირატესობით წარიმართა, მაკსენციუს კი გაქცევის
დროს, მდინარე ტიბრის გადაცურვისას ნავი გადაუბრუნდა და დაიხრჩო.
კონსტანტინემ რომი აიღო და დასავლეთ რომის ავგუსტუსი გახდა. კონსტანტინემ
მორწმუნეთა მხარდაჭერის მიზნით გამარჯვება ზეციურ ძალებს დაუკავშირა.
მულვიუსის ბრძოლაში ქრისტიანი მწერლების თქმით, კონსტანტინემ ნახა
სიზმარი, რომელშიც მისგან მოითხოვეს, რომ ბრძოლის დროს ფარებზე
გამოესახათ ჯვარი. ევსევი კესარიელის მონათხრობით ბრძოლის დაწყების წინ
შუადღისას კონსტანტინემ და მთელმა არმიამ ცაზე დაინახეს ჯვარი
წარწერით: ,,ამით გაიმარჯვებ’’. კონსტანტინემ ქალაქის აღებისთანავე ფორუმზე
აღმართა ქანდაკება მხსნელის ნიშნით, ჯვრით, რომელზეც იყო წარწერა, იგი ამ
გამარჯვებას ქრისტეს სახელს მიაწერდა.
313 წელს კონსტანტინემ შეადგინა რელიგიურ-პოლიტიკური დოკუმენტი,
რომელიც მილანის ედიქტის სახელითაა ცნობილი. რომლის მიხედვითაც
აღმოსავლეთ და დასავლეთ რომში აცხადებდნენ ქრისტიანული რწმენისა და სხვა
რელიგიების თაყვანისცემის სრულ თავისუფლებას. მილანში ასევე მოხდა
კონსტანტინესა და ლიცინიუსის დანათესავება, კონსტანტინემ ლიცინიუსი
დააქორწინა თავის დაზე.
313 წელს მაქსიმინუს დაზამ დაიწყო ბრძოლა ლიცინიუსის წინააღმდეგ.
გადალახა ბოსფორი და შეიჭრა თრაკიაში. გაიმართა ბრძოლა ანდრიანოპოლთან,
რომელიც ლიცინიუსის გამარჯვებით დასრულდა. დაზა მცირე აზიაში გადავიდა
და თავი მოიკლა.
მომდევნო ათწლეული ერთი შეხედვით ორ იმპერიას შორის კონფლიქტი
დიპლომატიით წყდებოდა, თუმცა ცხადი იყო, რომ მშვიდობას არც კონსტანტინე
და არც ლიცინიუსი არ ესწრაფოდა.
316 წელს კონსტანტინე შეიჭრა პანონიაში. ლიცინიუს ორჯერ მეტი მეომარი
ჰყავდა. საბოლოოდ მოხდა ორივე მხარის შერიგება. შეთანხმებამ გადაწყვიტა
მემკვიდრეობის საკითხი. კონსტანტინეს შვილები: კრიპუსი და კონსტანტინე II
და ასევე ლიცინიუსის შვილი ლიცინიუსი გამოცხადნენ ცეზარებად.
მხარეებს შორის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა 324 წლის ივლისში
ადრიანოპოლთან. სახმელეთო ბრძოლები კონსტანტინეს გამაჯრვებით
დასრულდა, ფლოტმა კი კრისპუსის მეთაურობით ბიზანტიონს ალყა შემოარტყა.
მდგომარეობის გადარჩენის მიზნით, ლიცინიუსმა ავგუსტუსის ტიტული უბოძა
ბიზანტიონის დაცვის უფროსს, მარტიანს. 324 წლის სექტემბერში ლიცინიუსი
ხრიზოპოლისთან კვლავ დამარცხდა, მან ნიკომედიაში მყოფ კონსტანტინეს
მიუგზავნა და კონსტანცია. იგი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა, თუმცა
ფარულად დუნაისპირეთში მცხოვრებ ტომებს ურიგდებოდა, მაგრამ მცდელობას
შედეგი არ მოჰყოლია. კონსტანტინემ ლიცინიუს შეუთვალა, რომ მის სიცოცხლეს
საფრთხე არ დაემუქრებოდა, თუმცა თესალონიკის საპყრობილეში სიკვდილით
დასაჯეს.
რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა კონსტანტინე, რომელმაც
მრავალი მოწინააღმდეგე დაამარცხა და დაიკავა მსოფლიოს მპყრობელის ტახტი.
გამარჯვებული იმპერატორის მთავარი პრობლემა საგარეო-ფაქტორი,
ბარბაროსები იყვნენ.
იმპერიის მართვა-გამგეობის კუთხით კონსტანტინე აგრძელებდა დიოკლეტიანეს
პოლიტიკას. მისი განმასხვავებელი ნიშანი იყო ტეტრარქიაზე უარის თქმა და
ერთპიროვნულ მმართველობაზე გადასვლა. მან გააგრძელა დიოკლეტიანეს
რეფორმები: გააღრმავა ახალი ბიუროკრატიული თანამდებობების დამატებით,
გააუქმა პრეტორიანული გვარდია, რომელიც შეცვალა სასახლის დაცვით.
გვარდიის პრეფექტმა დაკარგა სამხედრო დანიშნულება. დაამთავრა ლეგიონების
დაყოფა და განლაგება. 40 000 გოთი არმიისგან შეიქმნა ახალი სახმედრო
დანაყოფი, რომელსაც იმპერატორი აფინანსებდა. არმიაში მაღალ თანამდებობებს
ბარბაროსები იკავებდნენ. მის დროს სენატს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი
კომპეტენცია, თუმცა სენატორთა რიცხვი იზრდებოდა. კონსტანტინე ასევე ახალ
კანონებს იღებდა, კანონები სასტიკი და ჰუმანური იყო. მაგალითად: მამის
მკვლელს, ბავშვის გამტაცებელს ან პირუტყვის ქურდებს გველებთან ერთად
ტომარაში შეკვრა და ზღვაში გადაგდება ემუქრებოდათ. ცოლ-ქმრული ღალატი
სიკვდილით ისჯებოდა. იკრძალებოდა მონისა და თავისუფალის ქორწინება.
ამავდროულად საპყრობილეში ჩასმულ პირს უფლება ჰქონდა დღეში ერთხელ
მზის სინათლე ეხილა. ასე ოჯახთან ერთად მცხოვრები მონის გაყიდვა და ოჯახის
გაყოფა არ შეიძლებოდა. კანონი ზრუნავდა უპატრონო ბავშებზე. ქრისტიანობის
აღიარების მიუხედავად სხვა წარმართული რელიგიები ჩვეულებრივად
აგრძელებდნენ ქადაგებას, გამონაკლისი მხოლოდ ერთი იყო, იმის გამო რომ
ებრაელებმა აწამეს მაცხოვარი, ებრაელს ქრისტიანი მონის ყოლის უფლება არ
ჰქონდა. კონსტანტინეს დროს ხელოვნების მრავალი ძეგლი შეემატა რომაულ
არქიტექტურას. იმპერატორის მდიდრული სასახლეები, ბაზილიკები და
ეკლესიები მეტყველებენ იმპერატორის დიდ ყურადღებაზე ხელოვნებისადმი.
მანვე ძველი ბიზანტიონის ადგილას დაარსა კონსტანტინეპოლი, საზეიმო
კურთხევა გაიმართა 330 წლის 11 მაისს.
კონსტანტინემ თავისი უფროსი ვაჟი, კრისპუსი, დედინაცვალ ფაუსტას
ინტრიგებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე მოაკვლევინა 326 წელს, იმავე წელს
მოაკვლევინა ფაუსტა.
კონსტანტინეს დროს მოხდა ნიკეის საეკლესიო კრების მოწვევა, 325 წლის მაისში
250 ეპისკოპოსი შეიკრიბა, სადაც არიოსის მოძღვრება დაგმეს და ეკლესიიდან
განდევნეს. ნიკეის საეკლესიო კრებამ დაამტიკა ქრისტიანობის დოგმები,
ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნის თარიღები. აღმოსავლურმა ეკლესიამ
იგი წმინდანად შერაცხა. კონსტანტინე 337 წელს, 65 წლის ასაკში,
ნათლისღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

16. რომის იმპერიის დაცემა და გაყოფა.


იულიანეს ნაცვლად რომის არმიამ იმპერატორად გამოაცხადა მისივე დაცვის
უფროსი ფლავიუს იოვიანე. ფლავიუსმა ბრძოლის გაგრძელება უშედეგოდ
მიიჩნია და სპარსეთთან დაზავდა, ზავის პირობების მიხედვით რომმა დაკარგა
დიოკლეტიანეს დროს მოპოვებული ტერიტორიები, მთელი მესოპოტამია და
სომხეთი სპარსეთის ხელში გადავიდა. იოვიანეს ერთი წელიც არ უმეფია,
კონსტანტინეპოლისაკენ მიმავალი, 364 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ნიკეაში
შეკრებილმა დიდებულებმა და სამხედროებმა ახალ იმპერატორად აირჩიეს
ფლავიუს ვალენტინიანე, მისივე მოთხოვნით თანამმართველად დაინიშნა მისი
ძმა ვალენტი, რომელიც აღმოსავლეთის გამგებლად დაინიშნა.
ვალენტინიანე და ვალენტი გაუნათლებელი გლეხის შვილები იყვნენ, გრაციანისა,
რომელიც რიგით ჯარისკაცთა მეთაური იყო. შესაბამიდამ ძმებს არ ჰქონდათ
მიღებული ფართო განათლება, ძმები განსაკუთრებით მტრულად იყვნენ
განწყობილი მდიდრებისა და განათლებული ხალხის მიმართ, მაგრამ
ზრუნავდნენ დაბალი წოდების კეთილდღეობაზე. ძმები ღრმა მორწმუნე
ქრისტიანები იყვნენ, არ ერეოდნენ რელიგიის საკითხებში, სადავო საკითხების
გადაჭრას კი ეპისკოპოსებს ანდობდნენ. ვალენტი წარმართობას
შემწყნარებლობით ეკიდებოდა, მაგრამ თავს ვალდებულად თვლიდა,
აღმოეფხვრა ერესი. ძმებმა ვეტერანებს გაუზარდეს გადაცემული ნაკვეთები და
ჯარში კორუფცია აღმოფხვრეს.
ვალენტინიანეს სარდალი თეოდოსიუსი იბრძოდა ბრიტანეთში საქსებისა და
სკოტების წინააღმდეგ, ჩრდილოეთის საზღვრები გაამაგრა რამდენიმე ციხის
აღმართვით. ასევე ჩააქრო მავრების აჯანყება აფრიკაში. საბოლოოდ სისხლი
ჩაექცა და გარდაიცვალა, ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გრაციანი.
გრაციანი იყო განათებული ახალგაზრდა, კარგი სპორტსმენი, თუმცა სახელმწიფო
საქმეებს ზერელად უყურებდა და ძირითადად, სპორტითა და გართობით იყო
დაკავებული. კრიტიკულ მომენტში ამ გულგრილობამ საბედისწერო როლი
შეასრულა მის ცხოვრებაში.
ვალენტი ბრძოლებს აწარმოებდა დუნაისპირეთში ვესტგოთების წინააღმდეგ,
რომლებიც გამოდიოდნენ ტახტის პრეტენდენტ პროკოპიოსის მოკავშირეებად.
გამარჯვების შემდგომ სპარსეთთან ომი განაახლა, თუმცა ომი თითქმის
უშედეგოდ დასრულდა. ამ დროისათვის რომის იმპერიის საზღვრებთან
პირველად გამოჩნდნენ კასპიისპირეთიდან დაძრული მომთაბარე ტომები -
ჰუნები.
ხალხთა უზარმაზარი ტალღა დაიძრა დასავლეთით, წარმოიქმნა უზარმაზარი
გაერთიანება, რომელშიც შევიდნენ: ჰუნები, ალანები, გოთები და სხვა. დუნაის
ქვემო წელზე მცხოვრებმა გოთებმა თხოვნით მიმართეს იმპერატორ ვალენტის,
დაერთო ნება დასახლებულიყვნენ რომის ტერიტორიაზე. იმპერატორმა ნებართვა
მისცა მხოლოდ უიარაღო ადამიანებს, თუმცა ბევრმა მათგანმა ფარულად
მოახერხა იარაღის გადატანა. მეზიაში დაბინავებული გოთები თავიდან მშვიდად
იყვნენ, რომაელ მოხელეთა ძალადობრივმა მოქმედებამ, გოთების თრაკიაში შეჭრა
და ძარცვა გამოიწვია. ვალენტინი ანტიოქიიდან დაიძრა და გრაციანს დახმარება
სთხოვა, მაგრამ ვალენტინი არ დაელოდა გრაციანის ჯარის მოსვლას და
ანდრიაპოლონთან 378 წელს ვესტგოთებს ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა,
ვალენტინი ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ვალენტის დაღუპვის შემდეგ გრაციანმა მის ნაცვლად დანიშნა ესპანელი
თეოდოსიუსი, ამ დროს იგი 32 წლის იყო, მას დაევალა გოთებთან ომის
გაგრძელება. ( ვალენტიანეს მთავარსარდლის შვილი იყო და ბრძოლაში მრავალი
წარმატება ჰქონდა მოპოვებული ). 379 წლის 19 იანვარს სირმიაში თეოდოსიუსი
ავგუსტუსად გამოაცხადეს, მისი მმართველობსი ქვეშ მოექცა აღმოსავლეთი და
ორი ევროპული პროვინცია, დაკია და მაკედონია. სამწლიანი ბრძოლის შემდეგ
გოთები განდევნეს იმპერიის საზღვრებიდან, თუმცა ჰუნები გაძლიერდნენ. 382
წელს თეოდოსიუსმა ვესტგოთებთან გააფორმა ორი ხელშეკრულება,
ბარბაროსებმა ქვემო დუნაისპირეთში მიიღეს მიწები, სანაცვლოდ უნდა
ემსახუროთ რომის არმიაში. სპარსეთთან გაფორმებული ზავის მიხედვით მოხდა
სომხეთის ორად გაყოფა, რომმა დაკარგა ევფრატსა და ტიგროსს შორის მოქცეული
სატრაპიები.
დასავლეთ ნაწილში გრაციანის ავტორიტეტი არმიაში დაეცა, ბრიტანეტში
მდგარმა ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს ესპანელი მაგნუს მაქსიმუმი.
მაგნუსმა დაიკავა გალია, 383 წელს გრაციანი მოკლეს. მაგნუს მაქსიმუსმა
დაამარცხა გალები, 384 წელს ვალენტინიანე II-მ მაქსიმუმი იმპერატორად აღიარა.
387 წელს კი თეოდოსიუსი შეიჭრა იტალიაში და ჩააქრო უზურპაციის კერა. იგი
იტალიაში სამი წელი დარჩა, ამ დროს კი აღმოსავლეთს პირობითად განაგებდა
ვისი ვაჟი არკადიუსი, რომელიც 384 წლიდან ავგუსტუსად ყავდა აღიარებული.
რომის იმპერია ამ დროისვით რომაელების გარეშე სულდგმულობდა.
კონსტანტინე დიდის გარდაცლების შემდეგ იმპერიის ყველა მნიშვნელოვანი
თანამდებობა ბარბაროსებს ეკავათ, განსაკუთრებით კი გერმანელებს. ლეგიონების
მეთაურები იყვნენ ფრანკები და ალემანები. იმპერატორები გერმანული არმიებით
ებრძოდნენ გერმანელებს. ოდესღაც ერთგვაროვანი რომაული არმია
მრავალეროვანი გახდა, განსხვავებული ინტერესებით.
თეოდოსიუსის მხარდაჭერით ორთოდოქსებმა საბოლოოდ მოიპოვეს
უპირატესობა არიანელებზე, დაამხეს წარმართული კულტის უკანასკნელი
ნაშთები. თეოდოსისმა 381 წელს კონსტანტინეპოლში მოიწვია კრება, სადაც
შეკრიბა 150 ეპისკოპოსი. მიღებული იქნა ორი კანონი ეკლესიის ორგანიზაციის
შესახებ. კრება პირველ ადგილზე აცხადებდა კონსტანტინეპოლის, ახალი რომის,
ეპარქიას, ხოლო მეორე ადგილზე აყენებდა ალექსანდრიის ეპისკოპოსის უმაღლეს
ავტორიტეტს. ეპისკოპოსად არჩეული იქნა ღვთისმოშიში სენატორი ნექტარიოსი,
რომელიც მონათლული არ იყო. თეოდოსიუსი იყო ერეტიკოსების ფანატიკური
მდევნელი, რომელთა წინააღმდეგ გამოსცა 18 კანონი, მისი შეზღუდვების
წყალობით არიანელობამ მხოლოდ გერმანულ ტომებში ჰპოვა თავშესაფარი.
თეოდოსიუსის მმართველობის ბოლო პერიოდში გართულდა მდგომარეობა
იტალიაში, სადაც ავგუსტუსუდაც იყო დამტკიცებული ვალენტინიანე უმცროსი,
მას უთახნმოება მოუვიდა დაცვის უფროს არბოკასთან, მან ტახტიდან ჩამოაგდო
ვალენტიანე და ტახტზე აიყვანა განათლებული და მდიდარი რომაელი
ევგენიუსი. თეოდოსიუსმა ისევ ილაშქრა იტალიაში და ტახტის უზურპატორები
დაამარცხა.
თეოდოსიუსი გარდაიცვალა 395 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან
იმპერია თავის შვილებს გაუნაწილა. უფროსი შვილი ფლავიუს არკადიუსი
დანიშნა აღმოსავლეთის ავგუსტუსად, ხოლო უმცროსი ფლავიუს ჰონორიუსი
დასავლეთის ავგუსტუსად. ორივენი ახალგაზრდები იყვნენ, არკადიუსი 17 წლის,
ჰონორიუსი 10 წლის. თეოდოსიუსმა ავგუსტუსებს გამოცდილი მრჩევლები
მიუჩინა. ძმები იყვნენ რბილი ხასიათისა და ზარმაცები - არავითარი სურვილი არ
გასჩენიათ, ეკეთებინათ საქვეყნო საქმე. ამიტომ იმპერიას მათი სახელით სხვა
პირები მართავდნენ, რუფინუსი და სტილიხონი. სტილიხონი რომანიზებული
ვანდალი იყო, რომელიც თეოდოსიუსის სიცოცხლეშივე საიმპერიო ჯარების
უმაღლესი მთავარსარდალი იყო, ის დაქორწინებული იყო იმპერატორის
დისწულზე.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეუთანხმებლობის გამოყენება სცადა
ვესტგოთების მეფედ არჩეულმა ალარიხმა, მან ნანგრევებად აქცია ბალკანეთის
ქალაქები, დაარბია კონსტანტინეპოლის მხარე, რუფინუსმა ვესტგოთები აიძულა
უკან დაბრუნებულიყვნენ.
სტილიხონის დავალებით გოთმა სამხედრომ რუფინუსი მოკლა, იმ იმედით, რომ
აღმოსავლეთ რომზე კონტროლს აღადგენდა, თუმცა რუფინუსი შეცვალა
ევტროპიუსმა, რომელიც 399 წელს ვესტგოთების აჯანყების დროს გადააყენეს და
დასაჯეს.
დასავლეთ რომში საომარი ასპარეზი ხელთ ეპყრა ალარიხს. 401 წელს იგი
ილირიიდან იტალიაში შეიჭრა, სტილიხონმა შეძლო ვერონასთას მისი
დამარცხება და განდევდა. 450 წელს გაერთიანებული გერმანელთა ლაშქარი,
ძირითადად ოსტგოთები, რადაგესის მეთაურობით შეიჭრნენ იტალიაში.
ალარიხმა რომის გართულებული მდგომარეობით ისარგებლა და დიდძალი
კომპენსაციის გადახდა მოითხოვა, რომაელებმა მოთხოვნდა დააკმაყოფილეს.
408 წლის 1 მაის იმპერატორი არკადიუსი გარდაიცვალა, მემკვიდრედ დატოვა
თავისი შვილი თეოდოსიუს II, რომელიც დაბადებისთანავე (402წ)
გამოცხადებული ჰყავდა ავგუსტუსად.
დასავლეთში უპირატესობა მოიპოვა რომაულმა პარტიამ, რომელმაც სტილიხონი
დაამარცხა და 408 წელს რავენაში სიკვდილით დასაჯა. სტილიხონის სიკვდილით
დასჯამ გერმანელებთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელი გახადა.
ნადავლს დახარბებული ალარიხი კვლავ დაიძრა იტალიისკენ. ალარიხმა რომი
აიღო, გაძარცვა და მიწასთან გაასწორა. 455 წელს გეიზერიხმა ილაშქრა იტალიაში,
აიღო და უმოწყალოდ გაძარცვა რომი.
ამ დროს ატილას მეთაურობით იწყება ჰუნების შემოსევები, თეოდოსიუს II
იძულებული გახდა ზავი ეყიდა და ჰუნებისათვის ყოველწლიური ხარკი ეხადა.
გადამწყვეტი ,,ხალხთა ბრძოლა’’ გაიმართა 451 წელს, კატალაუნის ველზე,
რომაელთა სარდალი გახლდათ აეციუსი. ბრძოლა რომაელთა გამარჯვებით
დასრულდა. დამარცხების მიუხედავად ატილა ბრძოლისთვის ემზადებოდა,
თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ამის ორი მიზეზი სახელდება: რომაელმა
ელჩებმა დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ შეაცვლევინეს განზრახვა ან იგი
შეაშინა იტალიაში გავრცელებულმა შავმა ჭირმა. ატილა 453 წელს გარდაიცვალა.
454 წელს იმპერატორ ვალენტინიანეს ბრძანებით მოკლეს კატალოუნის ბრძოლის
გმირი, ფლავიუს აეციუსი. 455 წლის გაზაფხულზე ფლავიუსის მეგობრემა
მოკლეს ვალენტინიანე. მკვლელობა დაგეგმილი იყო პეტრონიუს მაქსიმუმის
მიერ, რომელიც ორი დღის შემდეგ იმპერატორად გამოაცხადეს. გეიზერიხთან
ბრძოლაში დაიღუპა ახლად არჩეული იმპერატორი.
455 წლიდან 476 წლამდე რომმა 9 იმპერატორი გამოიცვალა. რომულუსის გარდა
არცერთი ბუნებრივი გზით არ მომკვდარა.
რომოლუს ავგუსტულუსი აღმოჩნდა უკანასკნელი იმპერატორი, მისი დამხობის
შემდეგ რომაულ პოლიტიკაში რომაელები აღარ ფიგურირებენ, ძირითადად
გერმანელები.
476 წლის 23 აგვისტოს გერმანელებმა იმპერატორად აირჩიეს ოდოაკრი, რომელიც
ფორმალურად ემორჩილებოდა აღმოსავლეთ რომის მმართველ ზენონს.~
რომოლუს ავგუსტუსის ტახტიდან ჩამოგდება, 476 წელი, ითვლება დასავლეთ
რომის იმპერიის დაცემად. მის ნანგრევებზე აღმოცენდა გერმანული სამეფოები.
მარადიულმა ქალაქმა პირველობის გვირგვინი, მეორე რომს, კონსტანტინეპოლს
დაუთმო. აღმოსავლეთ რომის იმპერია კი 1453 წელს თურქმა დამპყრობლებმა
აიღეს. 29 მაისს 54 დღიანი ალყის შემდეგ დაეცა ,,მეორე რომი’’.

You might also like