ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები (ფინალური 41-45)

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

41. აუდიტის კომიტეტი და საბანკო საიდუმლოება.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან


იქმნება აუდიტის კომიტეტი. წევრთა უმეტესობას უნდა შეადგენდნენ სამეთვალყურეო
საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.
აუდიტის კომიტეტი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად
აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.
აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციაა შიდა აუდიტისა და ბანკის გარე
აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
არავის აქვს უფლება გათქვას და გაავრცელოს ან პირადი სარგებლისა და
განზრახვისთვის გამოიცყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია. კონფიდენციალური
ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ
ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის
ფარგლებში.
ნებისმიერი გარიგების, გადახდის, ანგარიშის ან ანგარიშზე არსებული ნაშთის
შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს .
აქ გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ჯგუფის შიგნით
და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
მიზნებისათვის გაცვლაზე.

42. გაჯანსაღების გეგმა.


 კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს
მისი სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა.
 კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს გაჯანსაჭების
გეგმას და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი. გაჯანსაღების გეგმა
უნდა განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის საქმიანობა ,
სტრუქტურა, რისკების პოზიციები და სხვა შემადგენელი კომპონენტები
მნიშვნელოვნად შეიცვლება.
 გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი და იგი
უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოთხოვოს გაჯანსაღების გეგმაში
ცვლილების შეტანა.
 ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
მოთხოვნები და წესები, ასევე უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი
კრიტერიუმები იმ კომერციული ბანკებისთვის, რომელთაც შეიძლება
გაჯანსაღების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით განსხვავებული
მოთხოვნები დაუწესდეთ.
 ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო
ვალდებულია ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის
შემუშავების პროცესში.
 გაჯანსაღების გეგმა არ ზღუდავს ეროვნულ ბანკს, ამ გეგმისგან
განსხვავებულად მოქმედებაში.

43. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ეკონომიკური ლიმიტები,


რომლის დაცვაც ევალება კომერციულ ბანკს.
 განვითარებული და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ;
 ბანკის მიერ მოზიდულიი ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის
სახედამხედველო კაპიტალთან;
 ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან
თანაფარდიბა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;
 ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე გაცემული კრედიტებისა და სხვა
ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო
კაპიტალთან;
 ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტებისა და სხვა
ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის საზედამხედველო
კაპიტალთან;
 ყველა გაცემული კრედიტისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის
მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება
პროცენტულად ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტთან მიმართებაში ,
რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე.

44. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეკონომიკური ნორმატივები,


რომლის დაცვა ევალება კომერციულ ბანკს.

You might also like